Friday, August 2, 2013

რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 10-16 ივნისის ნომერში)

ცივი ომის მიწურულს, 1990-იანი წლების დასაწყისში, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, საბჭოთა კავშირის მოსახლეობა შეადგენდა 290,5 მლნ. ადამიანს, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება კი იყო დაახლოებით 3,4 მლნ. ადამიანი, პირველი რიგის რეზერვისა 5,2 მლნ. (ვინც მანამდე ხუთ წლამდე ადრე განთავისუფლდა შეიარაღებული ძალებიდან). შესაბამისად, ევროპაში ნატო-ს ბლოკთან სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში, ომის საწყის ეტაპზე საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავდა დაახლოებით 8,6-მილიონიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას. მთლიანობაში კი ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი აღწევდა დაახლოებით 55 მლნ. სამხედროვალდებულ ადამიანამდე (მამაკაცები 50 წლის ასაკამდე), რაც შეადგენდა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 18,9 %-ს.

საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები შედგებოდა შემდეგი სახეობებისგან: სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები (რეგულარული შემადგენლობის 164 ათასი ადამიანი, პლიუს პირველი რიგის რეზერვის 502 ათასი), სახმელეთო ჯარები (1400 ათასი, პლიუს 2750 ათასი), ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები (475 ათასი, პლიუს 750 ათასი), სამხედრო-საჰაერო ძალები (420 ათასი, პლიუს 725 ათასი), სამხედრო-საზღვაო ძალები (450 ათასი, პლიუს 512 ათასი). მათ შეიარაღებაში შედგებოდა სხვადასხვა ტიპის 1388 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 177 სტრატეგიული (ფრენის დიდი რადიუსის მქონე) და 419 შორეული ავიაციის (ფრენის საშუალო რადიუსის მქონე) მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავი, 60 სტრატეგიული წყალქვეშა ნავი ბორტზე 912 ბალისტიკური ბირთვული რაკეტით, 54400 საბრძოლო ტანკი, 28000 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 50000-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი, 64200 საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 42000 ქვემეხი, 1200 კომბინირებული ქვემეხ-ნაღმსატყორცნი /საჰაერო-სადესანტო ჯარებში/, 8000 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 13000 ნაღმსატყორცნი), დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები (მათ რიცხვში სტრატეგიული თავდაცვითი დანიშნულების 8650 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი), 5030-ზე მეტი ვერტმფრენი (მათგან 1440 დამრტყმელი, 310-ზე მეტი წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისა /ნავსაწინააღმდეგო/), ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების ავიაციის, ტაქტიკური ავიაციისა და საზღვაო ავიაციის 8630 საბრძოლო თვითმფრინავი, 220-ზე მეტი ტაქტიკური წყალქვეშა ნავი (მათგან 110 ატომური), 218 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (დასავლური კლასიფიკაცით: ხუთი ავიამზიდი, 38 კრეისერი, 29 საესკადრო ნაღმოსანი, 146 ფრეგატი), 382 მცირე ხომალდი და კატარღა (მათ რიცხვში 76 კორვეტი, 82 სარაკეტო, 32 სატორპედო და 192 საპატრულო კატარღა), 290-მდე ტრალერი (გამნაღმავი ხომალდი), 78 მსხვილი სადესანტო ხომალდი, 120 სადესანტო კატარღა და სხვა შეიარაღება.

1990 წლის ნოებერში პარიზში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირის /ეუთთ/, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით დადებულ იქნა “ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომლის ძალითაც ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას გაუთანაბრეს ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, ანუ თითოეული სამხედრო ბლოკის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურად შექმნილ საწყობებში მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკის, საველე არტილერიის (100 მმ და მეტი ყალიბისა), ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების მაქსიმალური რაოდენობები. ამიერიდან თითოეულ სამხედრო ბლოკს თავის ტერიტორიაზე ევროპაში შეეძლო მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20000 საბრძოლო ტანკის, 30000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20000 საველე საარტილერიო სისტემის, 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა.

ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტებიდან საბჭოთა კავშირს ერგო 13150 საბრძოლო ტანკის, 20000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 13175 საველე საარტილერიო სისტემის, 5150 საბრძოლო თვითმფრინავისა და 1500 დამრტყმელი ვერტმფრენის კვოტები. ეს შეიარაღება საბჭოთა სარდლობას შეეძლო განელაგებია როგორც თავის ევროპულ ტერიტორიაზე, ისე ვარშავის პაქტის აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში დისლოცირებულ საბჭოთა ჯარებშიც. თუმცა კი ამ ორგანიზაციის დაშლის შემდეგ მას მოუხდა ამ ჯარების თავის ტერიტორიაზე დაბრუნება და ზემოაღნიშნული კვოტების საკუთრივ სსრკ-ის ფარგლებში გათვალისწინება. საბჭოთა კავშირის ევროპული ტერიტორია CFE-ხელშეკრულების მიხედვით იყოფოდა ცენტრალურ და საფლანგო რაიონებად. ზემოაღნიშნული კვოტებიდან უმეტესი ნაწილი მოდიოდა სწორედ ცენტრალურ რაიონზე, რომელშიც შედიოდნენ უკრაინის უმეტესი ნაწილი, ბელორუსია, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქი, მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები; შედარებით მცირე ნაწილი კი მოდიოდა საფლანგო რაიონზე, სადაც შედიოდნენ უკრაინის სამხრეთ ნაწილი (ოდესის სამხედრო ოლქი), ლენინგრადის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქები. ბულგარეთისა და რუმინეთისთვის საფლანგო კვოტებიდან მათი წილის მიცემის შემდეგ საკუთრივ სსრკ-ის საფლანგო რაიონში დარჩენილი იყო ორივე ფლანგზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში არაუმეტეს 1850 საბრძოლო ტანკის, 1800 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 2775 საველე საარტილერიო სისტემის მუდმივად განლაგების უფლება.

საბჭოთა კავშირის დაშლის კვალდაკვალ ევროთათბირის ხელმძღვანელობამ დააყენა საკითხი მისი კვოტების სსრკ-ის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის განაწილების შესახებ. ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და აღნიშნული კვოტები გადანაწილებულ იქნა რუსეთის ფედერაციას, ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგებაში ცენტრალური და საფლანგო რაიონებისთვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. საბოლოო მოლაპარაკებები შედგა ტაშკენტში 1992 წლის მაისში, რომლის შედეგადაც საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) უფლება მისცეს, რომ თავის ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში შეუძლია მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე არტილერიის ქვემეხისა და ნაღმსატყორცნის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. უნდა ითქვას, რომ ჯავშანსატანკო ტქენიკისა და საველე არტილერიის ეს კვოტები ძალზედ ცოტაა და ვერ უზრუნველყოფს 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვითი აუცილებლობის მოხოვნილებებს. მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს გვექნება საუბარი, ახლა კი კვლავ რუსეთის ფედერაციას დავუბრუნდეთ.

ტაშკენტის შეთანხმების ძალით რუსეთის ფედერაციისთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები 
(დადგენილი ტაშკენტში 1992 წლის 15 მაისს)

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – შეიარაღების განლაგების ტერიტორია, B – შეიარაღების განლაგების პირობები, C – საბრძოლო ტანკები, D – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, E – საველე საარტილერიო სისტემები, F – საბრძოლო თვითმფრინავები, G – დამრტყმელი ვერტმფრენები)

. . . . A . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . . . . .C . . . . . D . . . . . E . . . . . F . . . . G . . 

ქვეყნის . . . . . . . . მთლიანად
მთელი . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . 6400 . . 11480 . . 6415 . . 3450 . . 890
ევროპული
ტერიტორია . . . მათ შორის
. . . . . . . . . . . . . . . რეგულარულ
. . . . . . . . . . . . . . . ნაწილებში
. . . . . . . . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . .4975 . . 10525 . . 5105

ქვეყნის . . . . . . . .რეგულარულ
საფლანგო . . . . . ნაწილებში
რაიონი . . . . . . . .არაუმეტეს . . . . . 1300 . . . 1380 . . 1680
. . . . . . . . . . . . . . . აგრეთვე
. . . . . . . . . . . . . . . ჩრდილოეთის
. . . . . . . . . . . . . . . ფლანგზე
. . . . . . . . . . . . . . . მარაგში
. . . . . . . . . . . . . . . არაუმეტეს . . . . . . 600 . . . . 800 . . . 400

ცხრილიდან ჩანს რომ რუსეთის ფედერაციის ევროპული ტერიტორიის ცენტრალურ რაიონში რომლის ფარგლებშიც დღესდღეობით შედიან მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები, 1992 წლის ტაშკენტის შეთანხმების მიხედვით მოდიოდა ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების მნიშვნელვნად უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე საფლანგო რაიონში, სადაც განლაგებულია ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქები, და რომელიც ტერიტორიის ფართობის მიხედვით უტოლდება ცენტრალურ რაიონს. სახელდობრ, რუსეთის ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში ქვეყნის სარდლობას შეეძლო განელაგებია არაუმეტეს 3675 საბრძოლო ტანკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე კი არაუმეტეს 1300-სა; ასევე, ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში მასვე შეეძლო განელაგებია არაუმეტეს 9145 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის – მსუბუქი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები და დესანტის საბრძოლო მანქანები, ფლანგებზე კი სულ არაუმეტეს 1380-ისა; ასევე, ცენტრალურ რაიონში რეგულარულ ნაწილებში შეეძლოთ განელაგებინათ არაუმეტეს 3425 საველე საარტილერიო სისტემის, ორივე ფლანგზე კი ჯამში არაუმეტეს 1680-სა. გარდა ამისა, გათვალისწნებული იყო სპეციალური საწყობების შექმნა ცენტრალურ რაიონში მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების ტერიტორიებზე, საფლანგო რაიონში კი მხოლოდ ჩრდილოეთ ფლანგზე, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში, ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში.

რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების პროცესი ასევე მიმდინარეობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან და ძირითადად განპირობებული იყო აშშ-თან დადებული ორი ხელშეკრულებით START I და START II, რომლებსაც რუსულ წყაროებში უწოდებენ СНВ-1 და СНВ-2 ხელშეკრულებებს (СНВ – сокращение наступательных вооружений).

გარდა ამისა, რუსულ სარდლობას თავისი შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებული აქვს საკუთარი ტერიტორიის აზიურ ნაწილში – ურალის ქედის აღმოსავლეთით, სადაც CFE-ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება. აქ ისინი განლაგებულია როგორც რეგულარულ საჯარისო ნაწილებში, ისე საწყობებშიც. სანამ მათ საერთო რაოდენობას შევეხებოდეთ, დავუბრუნდეთ ისევ რუსეთის ევროპულ ტერიტორიას და 1990-იან წლებში აქ განლაგებული ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხებს.

1990-იან წლებში აშშ-ისა და გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების არსებული სამხედრო მუქარებისადმი არაადექვატურად გაძლიერების გამო, რის უკანაც აშკარად ჩანდა “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების ლოზუნგით” თურქულ-დასავლური გავლენის კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე გავრცელების მიზანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენებითაც, რუსეთის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, გაუჩნდებოდა არა მხოლოდ ისტორიულად თავისი გავლენის სფეროების, არამედ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისადმი სამხედრო მუქარების გაჩენის საპასუხოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმის სურვილი.

1990-იანი წლების პირველ ნახევარში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, მაგალითად, საქართველოში კვალიფიციური სამხედრო სპეციალისტების, ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების ნაკლებობის ფონზე მოქმედებდა ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილ კვოტებში სანახევროდ შემოსვლის სურვილით და ნაწილობრივ ეს მოახერხა კიდეც. მაგრამ უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს ხელმძღვანელობამ დაბეჯითებით განაცხადა თავისი კვოტების მთლიანად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გადმოცემს გადაწყვეტილების შესახებ და ასეთ პირობებში რუსებმა ამიერკავკასიაში თავიანთი სამხედრო ბაზების შენარჩუნების მიზნით აქცენტი მთლიანად გადაიტანეს CFE-ხელშეკრულების V მუხლის B და C პუნქტების თანახმად დროებით საფუძველზე დამატებითი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების უფლებაზე, რითაც უზრუნვლყვეს თავიანთი სამხედრო ბაზების ყოფნა ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (სომხეთი). ხოლო თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კი ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში კვოტების მნიშვნელოვანი განსხვავების შესამცირებლად და ცენტრალური რაიონიდან ფლანგებისკენ მათი გადანაწილებისთვის დაიწყეს აქტიური საქმიანობა თავად ეუთო-ს ცენტრალური ორგანოებთან.

1996 წელს მაისში ვენაში შედგა კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა “ევროპაში პოლიტიკური ვითარების განვითარების” შესაბამისად CFE-ხელშეკრულებისა და ტაშკენტის შეთანხმების ადაპტაციის პირობებს. ამ კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა აქტიურად დააყენეს რუსეთის ევროპული ტერიტორიის ცენტრალური რაიონის ხარჯზე საფლანგო რაიონში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტლერიის კვოტების გაზრდის საკითხი, რასაც ამერიკული დელეგაციის ქმედითი მხარდაჭერის შედეგად მიაღწიეს კიდეც. 1996 წლის ვენის დოკუმენტის საფუძველზე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო უფლება, რომ თავისი ევროპული ტერიტორიის საფლანგო რაიონში მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 1800 საბრძოლო ტანკის, 3700 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 2400 საველე საარტილერიო სისტემის.

რუსეთისთვის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სამართლიანია. მაგრამ აქვე დგება საქართველოსა და ამიერკავკასიის დანარჩენი ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხიც. სახელდობრ, 1990-იანი წლენის განმავლობაში დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თავიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენჯერმე გაძლიერების, ხოლო შემდეგ კი რუსეთისთვის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების გაზრდის ფონზე უპრიანი იქნებოდა საქართველოს (აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის) ხელმძღვანელობას მიემართა ეუთო-ს შესაბამისი სტრუქტურებისთვის, CFE-ხელშეკრულების ახალ პირობებში ადაპტაციის ფარგლებში გაეზარდათ ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტებიც, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. თუმცა კი ეს იურიდულად სავსებით შესაძლებელია, მაგრამ როგორც ვხდავთ, ეუთო-ს ფარგლებში ამა ქვეყნის ძლიერთათვის იურიდიული უფლება და რეალური უუფლებობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ აქაც კარგად მოქმედებს ცნობილი ფორმულირება – “გეგუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით”. რატომ? “იმიტომ რომ იმიტომ”. ასეთია ჩვენი სამწუხარო რეალობა. ჩვენ კი ისევ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დავუბრუნდეთ.

CFE-ხელშეკრულების V მუხლის B და C პუნქტებში ნათქვამია, რომ საფლანგო რაიონისთვის V მუხლის A პუნქტით დადგენილი მუდმვი კვოტებისგან დამოუკიდებლად თითოეული სამხედრო ბლოკის სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს უფლება ეძლევა თავისი ტერიტორიის საფლანგო რაიონში დროებით საფუძველზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში განალაგოს არაუმეტეს 459 საბრძოლო ტანკის, 723 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 420 საველე საარტილერიო სისტემისა. თანაც ისე, რომ საფლანგო რაიონის თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული იყოს ამ კვოტების არაუმეტეს ერთი მესამედისა, ანუ 153 საბრძოლო ტანკის, 241 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და საველე არტილერიის 140 ქვემეხის და ნაღმსატყორცნისა. სწორედ ამ პუნქტების საფუძველზე არის განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები საქართველოსა და სომხეთში. თანაც ასეთი განლაგებისთვის აუცილებელია იმ სახელმწიფოთა თანხმობა, რომლის ტერიტორიაზეც უნდა იქნას განლაგებული დროებით საფუძველზე აღნიშნული შეიარაღება.

ქვემოთ მე-2 ცხრილში მოგვყავს რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღების მონაცემები საქათველოსა და სომხეთში 1988 წლის შუახანებისთვის. ისინი ამოღებულია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემიდან Military Balance.

ცხრილი 2

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების შეიარაღება საქართველოსა და სომხეთში 1998 წელს 

განლაგების . . . საბრძოლო . . . მოჯავშნული . . . საველე სა- 
ქვეყანა . . . . . . . ტანკები . . . . . .საბრძოლო . . . . . არტილერიო 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .მანქანები . . . . . . სისტემები

საქართველო . . . . . .140 . . . . . . . . . . . 500 . . . . . . . . . . . . . .173 . . .
სომხეთი . . . . . . . . . . 74 . . . . . . . . . . . 165 . . . . . . . . . . . . . . .84 . . .

ამის გარდა კიდევ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ სამშვიდობო ძალებში ნაჩვენები იყო 118 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და გარკვეული რაოდენობის საველე არტილერიაც. როგოც ვხედავთ, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებში CFE-ხელშეკრულებით დაშვებულზე გაცილებით უფრო მეტი იყო მოჯავშნული საბრძოლო მანქანების რაოდენობა და რამდენადმე მეტი საველე საარტილერიო სისტემებისა. სომხეთში კი რუსული სამხედრო ბაზის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ხელშეკრულებით დაშვებულ კვოტებს.

რამდენადაც გვახსოვს, 1999-2000 წლების მიჯნაზე, საქართვეოშიც და დასავლეთშიც საკმაო ხმაური იყო ატეხილი რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღების CFE-ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანის თაიბაზე და ეს სავსებით სწორი გახლდათ. მაშინ გაუქმებულ იქნა ვაზიანში დისლოცირებული 137-ე რუსული სამხედრო ბაზა (31 საბრძოლო ტანკი, 56 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 16 საველე საარტილერიო სისტემა), ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებში კი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ჭარბი რაოდენობა საქართველოდან გაყვანილ იქნა. მაშინვე ლაპარაკობდნენ, რომ ჭარბი შეიარაღების ნაწილს რუსები სომხეთში განლაგებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაში გადაიტანდნენ, მაგრამ საინტერესოა ერთი დეტალიც: Military Balance-ის მიხედვით, 1998 წელს საქართველოს შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 111 მოკავშნული საბრძოლო მანქანა, ხოლო 2000 წელს კი, ანუ საქართველოდან ჭარბი რუსული ჯავშანსატანკო ტექნიკის გაყვანის შემდეგ, უკვე 185, თანაც მატება მოხდა ძირითადად მსუბუქად მოჯავშნული მცირე გამწევების МТ-ЛБ ხარჯზე, რომლებსაც ზოგიერთ ქვეყანაში ჯავშანტრანსპორტერებადაც იყენებენ. და ეს შეიარაღება საქართველომ, როგორც ჩანს, რუსეთისგან მიიღო დამატებით.

რაც შეხება საქართველოსა და სომხეთში რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღებას, იმავე ლონდონური წყაროს მიხედვით, 2002 წელს მათში შედიოდა საქართველოში 65 საბრძოლო ტანკი Т-72, სხვადასხვა ტიპის 200 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 139 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, სომხეთში კი – 74 საბრძოლო ტანკი Т-72, 136 მოჯავშნული საბრძოლო ანქანა და 84 საველე საარტილერიო სისტემა. როგორც ვხედავთ, რუსულ სარდლობას 1999-2000 წლების მჯნაზე საქართველოდან გაყვანილი ჭარბი შეიარაღება სომხეთში არ გაუტანია და იქ თავისი სამხედრო ბაზა არ გაუძლიერებია, თუმცა კი CFE-ხელშეკრულება აძლევდა მას ამის შესაძლებლობას. 

ირაკლი ხართიშვილი

თურქეთის თანამედროვე სახმელეთო ჯარები და საქართველო

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 20-26 მაისის ნომერში) 

საქართველოს გარშემო თურქული და რუსული სახმელეთო ჯარების განლაგებიდან და დაკომპლექტებულობის ხარისხიდან გამომდინარე, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის ადვილად მისახვედრია ამ ორი ქვეყნის სარდლობათა სავარაუდო გეგმები და შეიარაღებული ძალების ამოცანები. ქვემოთ შევეხებით თურქეთის სახმელეთო ჯარების ოპერატიული გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების განლაგებასა და დაკომპლეტებულობას ქვეყნის ევროპულ ნაწილში 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით.

 წყაროდ გამოვიყენებთ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1998 წლის დასაწყისში ვენაში, ეუთო-ს შტაბ-ბინაში წარდენილ და ამ ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტს, აგრეთვე სტრატეგიული კვლევების ლონდომის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიურ გამოცემას Military Balance.

1990 წლის ნოემბერში, პარიზში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირი, ეუთთ /ამჟამად ეუთო/) ეგიდი დადებული “ხელშეკრულება ევროპაში ჩველებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) ითვალისწინებს მისი მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიერ ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული თავისი სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის საჯარისო გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების ჩვენებას პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მითითებით. შესაბამისად, CFE-ხელშეკრულების მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია ყოველი წლის დასაწყისში გზავნიდეს სათანადო მონაცემებს ვენაში, ეუთო-ს შესაბამის სტრუქტურებში, სადაც ხდება მათი შესწავლა, საეჭვო მონაცემების ინსპექტირების მეშვეობით გადამოწმება და შემდეგ, თითოეული ქვეყნის შესახებ დამოწმებული სავერიფიკაციო დოკუმენტების გამრავლება და ყველა მონაწილე სახელმწიფოში მათი დაგზავნა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტროში ყოველწლიურად მოდის მონაცემები არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღებისა და შესაბამისი საჯარისო ერთეულების შესახებ, არამედ ჩვენგან უფრო მოშორებული ევროპული ქვეყნებისაც.

1998 წლის ჩათვლით ეს დოკუმენტები ღია იყო და მათი გაცნობა შესაძლებელი გახლდათ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მაგრამ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დოკუმენტებს კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი დაადო და მკვეთრად შეზღუდა მათი გაცნობის შესაძლებლობა რიგითი მკვლევარების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამიტომ იძულებული ვართ ამჟამად ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ 1998 წლის დასაწყისის ოფიციალური მონაცემებით, ხოლო უფრო გვიანდელი წლების შესახებ კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ Military Balance-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით და, შესაბამისად, შევქმნათ საკმარისად სრული და ნათელი სურათი დღევანდელი მდგომარეობის შესახებაც. გარდა ამისა, ამ დროს არც ჩეჩნეთში იყო მეორე ომი დაწყებული და არც აშშ-ს ჰქონდა “ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი” გამოცხადებული, ამიტომ ჯარებისა და შეიარაღებათა განლაგება ასახავს შედარებით უფრო მშვიდობიანი დროის სურათს.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1998 წელს თურქეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 62600 ათას ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება – 639 ათასს; მათგან სახმელეთო ჯარებში შედიოდა 525 ათასი ადამიანი, საჰაერო ძალებში – 63 ათასი, საზღვაო ძალებში კი – 51 ათასი. სამობილიზაციო რესურსი ადიოდა 11 მლნ. ადამიანამდე. თურქეთის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 4205 საბრძოლო ტანკი (M-48A5, “ლეოპარდ-1” და M-60), 280 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) YPR-765, 3618 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) YPR-765 და M-113, 4274 საველე საარტილერიო სისტემა (100 მმ და მეტი ყალიბისა, მათგან 2372 ქვემეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 1842 ნაღმსატყორცნი), პლიუს 3792 81-მმ ნაღმსატყორცნი (რომლებიც CFE-ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდვებს არ ექვემდებარებიან), დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები (მათ შორის დიდ სიმაღლეებზე მფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის 92 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი /ზრკ/ “ნაიქ ჰერკულესი”), 320-ზე მეტი ვერტმფრენი, მათ შორის 37 დამრტყმელი AH-1W/P “ქინგ კობრა”, 440 საბრძოლო თვითმფრინავი (F-4, F-5, F-16), 16 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი (მათგან ცხრა თანამედროვე გერმანული 209 ტიპისა), 19 ფრეგატი (თანამედროვე “ნოქსის”, “პერისა” და MEKO-200 ტიპების), 20-მდე სარაკეტო და 30-ზე მეტი საპატრულო კატარღა, ზღვაში სანაღმო ომის წარმოების 30-დე ხომალდი (მათგან სამი ნაღმგადამღობი /ნაღმების დამყენებელი/ და 26 ტრალერი /ნაღმების გამანადგურებელი/), რვა მსხვილი სადესანტო ხომალდი და სხვა შეიარაღება.

თურქეთის რეგულარული სახმელეთო ჯარების უდიდესი ნაწილი განლაგებულია ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროთათბირის, ასევე ეუთო-ს დოკუმენტებით შეყვანილია ევროპაში და იქ მოქმედებს CFE-ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვები; მცირე ნაწილი კი განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში (სირიის, ერაყისა და ირანის მახლობლად) და კუნძულ კვიპროსზე. შესაბამის ტერიტორიებზე თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შეადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების განაწილება ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

თურქეთის სახმელეთო ჯარებისა და მისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების განლაგება 1998 წლის დასაწყისში 

განლაგების ტერიტორია . . . . პირადი შე- . . საბრძოლო . მოჯავშნული . საველე სა- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მადგენლობა. . ტანკები . . . საბრძოლო . . არტილერიო 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (ადამიანი) . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . სისტემები . . 

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე . . . . . 525000 . . . . . . . . . 4205 . . . . . . . . . 3898 . . . . . . . . . . . 4274 . . . 

მის ევროპულ ნაწინლში . . . . . . . . . . .444390 . . . . . . . . . 2542 . . . . . . . . . 2501 . . . . . . . . . . . 2839 . . . 
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . . . . . .(84,6) . . . . . . . . . (60,5) . . . . . . . . .(64,2) . . . . . . . . . . (66,4) . . 

მის აზიურ ნაწილში . . . . . . . . . . . . . . . 50610 . . . . . . . . . .1463 . . . . . . . . . 1147 . . . . . . . . . . . 1139 . . 
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . . . . . . (9,6) . . . . . . . . . .(34,8) . . . . . . . . (29,4) . . . . . . . . . . .(26,6) 

კუნძულ კვიპროსზე . . . . . . . . . . . . . . . 30000 . . . . . . . . . . .200 . . . . . . . . . . 250 . . . . . . . . . . . . 296 . . 
(მთლიანი რაოდენობის %) . . . . . . . . . (5,7) . . . . . . . . . . .(4,8) . . . . . . . . . (6,4) . . . . . . . . . . . (6,9) . . 

აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, რომ თურქეთის აზიურ ნაწილში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში) ქვეყნის სახმელეთო ჯარების სარდლბას განლაგებული ჰყავდა პირადი შემადგენლობის 9,6 %, საბრძოლო ტანკების 34,8 %, მოჯავშნული საბრძოლო მანქანების 29,4 % და საველე არტილერიის ქვემეხებისა და ნაღმსატყორცნების 26,6 %. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიის ევროპულ ნაწილში CFE-ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვების გამო თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში გაკეთებული აქვს სპეციალური საწყობები, სადაც განთავსებულია ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მარაგები, საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე გადმოყვანისა და აქ არსებული შენაერთებისა და ნაწილებს სრულ შტატებამდე დაკომპლექტებისთვის, აგრეთვე ახლების ჩამოყალიბების მიზნითაც.

თურქეთის სახმელეთო ჯარების საველე არმიებისა და საარმიო კორპუსების შტაბების, აგრეთვე საბრძოლო დივიზიების, ცალკეული ბრიგადებისა და პოლკების განლაგება ნაჩვენებია ნახატზე. მისი ყველაზე უფრო მსხვილი და ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება წარმოდგენილია პირველი საველე არმიით, რომლის შტაბიც განლაგებულია ქალაქ სტამბულში, ხოლო მის საბრძოლო შემადგენლობაში კი შედიან მე-2, -3, -5 და 15-ე საარმიო კორპუსები მათში შემავალი საჯარისო ერთეულებით, აგრეთვე უშუალოდ არმიის სარდლობისადმი დაქვემდებარებული ნაწილები; სულ ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზია (ორი მექანიზებული ქვეითი ბრიგადით), რვა ცალკეული ჯავშანსატანკო, ხუთი ცალკეული მექანიზებული ქვითი და სამი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, სპეციალური დანიშნულების ჯარების (“კომანდოსების”) ორი ბრიგადა/პოლკი, ცალკეული სავერტმფრენო პოლკი, საკორპუსო დაქვემდებარების სამი საარტილერიო პოლკი და სხვა ჯარები. ისინი დისლოცირებული არიან ქვეყნის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონსა და შავი ზღვის სრუტეების ზონაში. მათ შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 150420 ადამიანი, 1560-მდე საბრძოლო ტანკი, 1425-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1085-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 20 სატანკო ხიდგამყვანი, 30 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.

1-ლი საველე არმიის შეიარაღების უფრო გულდასმით განხილვისას დავინახავთ, რომ აქ თავმოყრილი იყო გერმანული “ლეოპარდ-1A1/A3” ტიპის ტანკების ძირითადი რაოდენობა (360 მანქანაზე მეტი) და 1195-ზე მეტი ამერიკული M-48A5 (უფრო თანამედროვე M-60 სერიის ტანკები კი 1998 წლის დასაწყისში 1-ლ საველე არმიაში არ ჰყოლიათ), 1425-ზე მეტი საბრძოლო მანქანიდან 30 იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) YPR-765 და 1395-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M-113 და YPR-765, 1085-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემიდან 710-მდე გახლდათ 105-, 155-, 175- და 203,2-მმ ქვემეხი, 370-ზე მეტი 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნი და ექვსი 227-მმ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა MLRS, M-48 ტანკის ბაზაზე შექმნილი 20 სატანკო ხიდგამყვანი, UH-1D/H და AB-205 ტიპების 30 საბრძოლო უზრუნველყოფის (ზოგადი დანიშნულების, საშუალო სატრანსპორტო) ვერტმფრენი.

თურქეთის დედაქალაქ ანკარის რაიონში განლაგებულია მე-4 ცალკეული საარმიო კორპუსი (შტაბი ანკარაში), რომელიც არ შედის საველე არმიების დაქვემდებარებაში და რომლის შემადგენლობაშიც 1998 წელს ნაჩვენები იყო ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზიის შტაბი (ანკარა), ოთხი საბრძოლო ბრიგადა (ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ორიც “კომანდოსებისა”), აგრეთვე ცალკეული ქვეითი პოლკი – სულ პირადი შემადგენლობის დაახლოებით 23850 ადამიანი, 110 საბრძოლო ტანკი M-60A1/A3, 125-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ათი ქსმ YPR-765, 115-ზე მეტი ჯტრ, მათგან 100-მდე M-113A1/A2), 60-მდე საველე საარტილერიო სისტემა (28 ქვემეხი და 30 ნაღმსატყორცნი).

თურქული არმიის სიძლიერით მეორე დაჯგუფება განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის მახლობელ რაიონში, მე-3 საველე არმიის შემადგენლობაში (შტაბი ქ. ერზინჯანში). აქ არმიის სარდლობისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული ცალკეული ბრიგადებისა და პოკლკების გარდა შედის მე-9 საარმიო კორპუსი (შტაბი ქ. არზრუმში) მისდამი დაქვემდებარებული ჯარებით. მათ შემადგენლობაში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 86830-მდე ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი (54 M-60A1/A3 და 486 M-48A5), 625-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ძირითადად ჯტრ M-113), 680-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 355-მდე 105-, 155-, 175- და 203,2-მმ ქვემეხი, 315-მდე 106,7- და 120-მმ ნაღმსატყორცნი, ოთხი 106,7-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი), M-48 ტანკის ბაზაზე შექმნილი სამი სატანკო ხიდგამყვანი, ათი დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1W/P “ქინგ კობრა”, 32 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი UH-1D/H, AB-205 და UH-60, და სხვა შეიარაღება.

თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლე ტერიტორიაზე განლაგებულია მე-4 “ეგეოსის” საველე არმია (შტაბი ქ. იზმირში), რომლის მიმართაც ქვეყნის სარდლობას გაძლიერებული ჰქონდა ყურადღება 1970-იან წლებში კუნძულ კვიპროსზე საბერძნეთთან სამხედრო კონფლიქტის გამო. 1991 წელს მის შემადგენლობაში შედიოდა ორი ქვეითი დივიზია და ერთი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, ხოლო 1998 წლის დასაწყისში კი მასში ნაჩვენები იყო ძირითადად სასწავლო შენაერთები და ნაწილები და მხოლოდ ორი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, აგრეთვე საარმიო დაქვემდებარების საარტილერიო და სავერტმფრენო პოლკები. არმიის საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის საჯარისო ნაწილებში 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 13670 ადამიანი, 60-ზე მეტი საბრძოლო ტანკი M-48A5, 11 ჯტრ YPR-765 და M-113, 220-მდე საველე საარტილერიო სისტემა (140-მდე ქვემეხი და 80 ნაღმსატყორცნი), 15 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი UH-1D/H და AB-205. 

უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამიერკავკასიის მახლობლობაში განლაგებული თურქული სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების შემადგენლობასა და ძირითად შეიარაღებას. ამის უფრო დაწვრილებითი მონაცემები მოყვანილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

ამიერკავკასიის მახლობლად განლაგებული თურქული საჯარისო ერთეულები 1998 წლის დასაწყისში

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – განლაგების ადგილი, B – პირადი შემადგენლობა, ადამიანი, C – საბრძოლო ტანკები, D – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, E – საველე საარტილერიო სისტემები, F – სატანკო ხიდგამყვანები)

საჯარისო . . . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . B . . . . . C . . . . D . . . . E . . . . F . . . 
ერთეულები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

მე-4 ჯავშანსატანკო . . . . . . აშქალე . . . . . . . 4590 . . . . 96 . . . .73 . . . 31 . . . 1 . .
ბრიგადა
48-ე ქვეითი ბრიგადა . . . . ტრაპიზონი . . . 6369 . . . . – . . . . – . . . .78 . . . . – . .
1-ლი მექანიზებული . . . . . დოღუბაია- . . .9974 . . . . 58 . . .129 . . . .83 . . . 1 . .
ქვეითი ბრიგადა . . . . . . . . . ზითი
12-ე მექანიზებული . . . . . . ყარაქიოსე . . . .5180 . . . .54 . . . . 14 . . . .38 . . . – . .
ქვეითი ბრიგადა
მე-9 საარმიო კორპუსის . . . არზრუმი . . . . 3539 . . . . – . . . . . . – . . . . 87 . . . – . . საარტილერიო პოლკი
მე-7 მექანიზებული . . . . . . ქაღიზმანი . . . .4537 . . . .26 . . . . . 72 . . . 48 . . . – . .
ქვეითი ბრიგადა
14-ე მექაიზებული . . . . . . . . ყარსი . . . . . . . 6392 . . . .58 . . . . . 64 . . . .54 . . .1 . .
ქვეითი ბრიგადა
25-ე მექანიზებული . . . . . . .არტაანი . . . . . 7115 . . . . 56 . . . . 142 . . . . 53 . . – . .
ქვეითი ბრიგადა
29-ე მექანიზებული . . . . . . არზრუმი . . . . .5471 . . . . 26 . . . . . 68 . . . . .46 . . – . .
ქვეითი ბრიგადა
51-ე ქვეითი ბრიგადა . . . . . არზრუმი . . . . .5471 . . . .54 . . . . . – . . . . . .25 . . – . .
მე-9 ქვეითი დივიზია . . . . სარიყამიში . . 10128 . . . 112 . . . . . 64 . . . .128 . . – . .

ცხრილიდან ჩანს, რომ იქ ჩამოთვლილი ზოგიერთი საჯარისო ერთეული პრაქტიკულად სრულად იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით, ზოგი კი ჯავშანსატანკო ტექნიკის და (ან) საველე არტილერიის ნაკლებობას განიცდიდა. პირველები ამათგან მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ მათზე დაკისრებადი საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად, მეორეებს კი გარკვეული დრო დასჭირდებოდათ ტექნიკისა და შეიარაღების დანაკლისის სრულ შტატებამდე შევსებისთვის, რის შემდეგაც უკვე შეეძლებოდათ საბრძოლო ამოცანების შესრულებაც. სახელდობრ, მე-9 ქვეითი დივიზია შედგება ორი ქვეითი, სატანკო და საარტილერიო პოლკებისგან, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან. სატანკო პოლკის საბრძოლო ქვედანაყოფებია ორი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები, რომელთა შეიარაღებაც: 112 საბრძოლო ტანკი M-48A5 და 64 ჯტრ M-113A1/A2 სრულად შეესაბამებოდა საშტატოს. საარტილერიო პოლკის შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 34 105-მმ და 27 155-მმ ბუქსირებადი, აგრეთვე ოთხი 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა, ანუ მის საბრძოლო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო 105-მ ჰაუბიცების ორი დივიზიონი (ექვსი საცეცხლე ბატარეა), 155-მმ ჰაუბიცების ორი დივიზონი (ოთხი-ხუთი საცეცხლე ბატარეა) და 203,2-მმ ჰაუბიცების ერთი საცეცხლე ბატარეა. გარდა ამისა, სატანკო და ქვეითი პოლკების შეიარაღებაში უნდა ყოფილიყო 42 106,7-მმ და 21 120-მმ ნაღმსატყორცნი (სულ დივიზიაში 128 საველე საარტილერიო სისტემა). შეიძლება ითქვას, რომ თურქულ სარდლობას მე-9 ქვეითი დივიზია 1998 წელს მაღალ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაში ჰყავდა მასზე დაკისრებადი ამოცანების შესასრულებლად.

მე-9 თურქული ქვეითი დივიზიის დისლოკაციის ადგილი, ქალაქი სარიყამიში, დაახლოებით ერთნაირი მანძილებით, 120-150 კმ-ით, არის დაშორებული საქართველოსა და სომხეთის საზღვრებიდან. სარიყამიშიდან სომხეთისკენ განლაგებული მე-7 და 14-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადები (შეიარაღების რაოდენობის მიხედვით, თითოეულში უნდა შედიოდნენ სატანკო და ორი მოტოქვეითი ბატალიონები, ერთი-ორი საარტილერიო დივიზიონი და სხვა ქვედანაყოფები) განიცდიან ჯავშანსატანკო ტექნიკის მნიშვნელოვან ნაკლებობას – თითოეულში უნდა იყოს 54-58 საბრძოლო ტანკი, 120-140 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა – ამიტომ ისინი იმყოფებიან შედარებით დაბალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში და საჭიროებენ საშტატო შეიარაღების წინასწარ შევსებას საბრძოლო მზადყოფნაში მოსასვლელად.

სარიყამიშიდან ჩრდილოეთისკენ, საქართველოს მიმართულებით, ქალაქ არტაანში განლაგებულია 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომელიც თურქულ სარდლობას 1998 წლის დასაწყისში სრულად ჰყავდა დაკომპლექტებული ძირითადი შეიარაღებით და, შეიძლება ითქვას, რომ იგი მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო, თუკი სამხედრო დისციპლინა და საბრძოლო მომზადება ასევე მაღალ დონეზე იქნებოდა მასში დაყენებული. ასევე ქალაქ ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადა, რომელშიც შეიძლება ვივარაუდოთ ოთხი ქვეითი ბატალიონი, საარტილერიო პოლკი და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, ზემოთ აღნიშნული 78 საველე საარტილერიო სისტემიდან უფრო კონკრეტულად თავის შეიარაღებაში შეიცავდა 24 105-მმ ბუქსირებად ჰაუბიცას, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნს, და ისიც მაღალ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო მასზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად. ასევე სრულად დაკომპლექტებულ და მაღალ მზადყოფნაში მყოფ საჯარისო ნაწილს წარმოადგენდა 1-ლი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა (ქალაქი დოღუბაიაზითი აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის მახლობლად), რომლის შეიარაღებაში არსებული 58 საბრძოლო ტანკიდან 54 იყო ამერიკული M-60A1/A3 ტიპისა (ყველაზე უფრო თანამედროვე და ბრძოლისუნარიანი ტანკები თურქულ არმიაში), 129 ჯავშანტრანსპორტერიდან 110 იყო M-113A1/A2 ტიპის, 83 საველე საარტილერიო სისტემიდან კი რვა იყო 155-მმ ბუქსირებადი და 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა, 40 106,7-მმ და 13 120-მმ ნაღმსატყორცნი, აგრეთვე ოთხი 106,7-მმ მრავალლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (რუსული “გრადების” მსგავსი).

აღნიშნული სურათის განხილვისას შეიძლება ითქვას, რომ თურქული სარდლობა სომხეთის მიმართულებით ხანმოკლე ომსა და სწრაფ გამარჯვებას არ უნდა გეგმავდეს, ვინაიდან სომხეთში თურქულ ჯარებს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის ერთსულოვანი წინააღმდეგობა შეხვდებათ. იქ შესაძლო საბრძოლო მოქმედებები უფრო დიდხანს გაგრძელდება. ამიტომ არის, რომ ევროპის ტერიტორიაზე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების რაოდენობრივი შეზღუდვების გამო, თურქეთის სარდლობას ამ მიმართულებაზე დისლოცირებულ საბრძოლო ბრიგადებში საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე არტილერიის გარკვეული ნაკლებობა გააჩნია.

საპირისპირო სურათი იყო (და შესაძლოა დღესაც ასეა) საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებებზე, სადაც დისლოცირებული თურქული საბრძოლო ბრიგადები პრაქტიკულად სრულად იყო დაკომპლედქტებული პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით, და ბრძანების მიღებისთანავე მოკლე ვადებში შეეძლოთ ფარულად მომზადება და ენერიულად ამოქმედება საქართველოს ან ნახჭევნის ოლქის დასაკავებლად. რუსული სახმელეთო ჯარების სარდლობას ტრაპიზონიდან და არტაანიდან თურქული ბრიგადების საქართველოში შემოსვლის გზებზე, საქართველოს სასაზღვრო რაიონებში, ქალაქებში ბათუმსა და ახალქალაქში, განლაგებული ჰყავდა და დღესაც ჰყავს თავისი სამხედრო ბაზები, რომელთა დანიშნულებაც არის თურქული ჯარების საქართველოში შემოსვლის არდაშვება. თავად ეს სამხედრო ბაზები არ არიან საკმარისად ძლიერები იმისთვის, რათა მხოლოდ თავიანთი ძალებით შეძლონ თურქული ჯარების შემოტევის შეჩერება, როცა იქ 48-ე და 25-ე საბრძოლო ბრიგადებს სხვა ჯარებიც მიეშველებიან, ამიტომ მათ დასახმარებლად რუსულ სარდლობას გარკვეული შენაერთები ჰყავს განლაგებული, როგორც ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქში, ისე მის მეზობლადაც, მოსკოვის სამხედრო ოლქისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონებში.

რაც შეეხება 1998 წლის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ცვლილებებს, ჩვენ ხელთ გვაქვს The Military Balance 2000/2001 გამოცემა, საიდანაც ჩანს, რომ 2001 წლის შუახანებისთვის თურქეთის მოსახლეობა შეადგენდა 66130 ათას ადამიანს, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება – 609700-ს, მათგან სახმელეთო ჯარებში – 495000, საჰაერო ძალებში – 60100 და საზღვაო ძალებში – 54600 ადამიანი. შეიარაღებაში მათ გააჩნდათ 4205 საბრძოლო ტანკი, 4290-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 4000-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები რამდენიმე თანამედროვე ამერიკული დანადგარი MLRS/ATACMS (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე), 320-მდე ვერტმფრენი (მათგან 37 დამრტყმელ და 16 წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისა /ნავსაწინააღმდეგო/), 505 საბრძოლო თვითმფრინავი, 14 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი, 22 თანამედროვე ფრეგატი (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი), 50-მდე კატარღა (მათგან 21 სარაკეტო), რვა მსხვილი სადესანტო ხომალდი და სხვა შეიარაღება.

როგორც ვხედავთ, თურქული სარდლობა 1998 წლის შემდეგაც აგრძელებდა თავისი შეიარაღების რაოდენობრივ ზრდასა და ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მიერ ეუთო-ს შესაბამისი დოკუმენტების გასაიდუმლოების მიუხედავად, შეგვიძლა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს საზღვრების სიახლოვეს თურქული ჯარების განლაგება და მათი სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნა თუ არ გაიზრდებოდა, არც უნდა შემცირებულიყო.

რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას? რისთვის გაზარდა მან თავისი სამხედრო ხარჯები ცივი ომის დასრულების შემდეგ? რატომ გააძლიერა საკუთარი შეიარაღებული ძალები და რისთვის ინახავს პრაქტიკულად სრულად დაკომპლექტებულ საბრძოლო დივიზიასა და ცალკეულ ბრიგადებს საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებებზე? ამ კითხვებზე პასუხს გვაძლევს 1980-იანი წლების შუახანებში თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი თურგუთ ოზალის მიერ დასავლური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები იმის თაობაზე, რომ “თურქეთს არ გააჩნია დიდი პრეტენზიები, ვინაიდან ის მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა – ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”-ო (ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით კახა კაციტაძის მიერ ჯერ კიდევ 1994 წელს “კავკასიურ ინსტიტუტში” თანამედროვე გეოპოლიტიკის საკითხებზე წაკითხული რამდენიმე ლექციიდან). ნიშანდობლივია, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პასიურობის ფონზე დასავლეთის მმართველმა წრეებმა და ნატო-ს ბლოკმა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე პირდაპირი სამხედრო ჩარევის შედეგად მართლაც დაშალეს ყოფილი იუგოსლავიის ფედერაცია რამდენიმე მცირე სახელმწიფოდ. ამის შედეგად ევროპის შუაგულში წარმოიქმნა ახალი მებრძოლი მუსლიმანური სახელმწიფო ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომლის პრეზიდენტმა ა. იზეტბეგოვიჩმა 1995 წელს წამოაყენა მუსლიმანური ფედერაციის შექმნის იდეა “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”, რა თქმა უნდა, თურქეთის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით. 1990-იანი წლების მიწურულს ახლა უკვე საკუთრივ სერბეთს ჩამოაჭრეს კოსოვოს პროვინცია და ახალი “მუსლიმანური ფედერაციისთვის” ისევ ევროპის შუაგულში გამოკვეთეს კიდევ ერთი მცირე, მაგრამ აგრესიულად ანტიქრისტიანული წარმონაქმნი – კოსოვო. გარდა ამისა, იმავე დასავლეთის წაქეზებით და, როგორც რუსი მკვლევარები ამბობენ, აშშ ცენტრალური დაზვერვისა და პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის მფარველობით, ავღანეთ-პაკისტანის ნარკოვაჭრობიდან შემოსული თანხებით აფინანსებენ ახლა უკვე იუგოსლავიის ფედერაციის ყოფილ რესპუბლიკაში, ამჟამად დამოუკიდებელ მცირე მაკედონიაში მოქმედი სეპარატისტული მუსლიმანური “ალბანური განმათავისუფლებელი არმის” ხელმძღვანელობასა და “ბოევიკებს”, რომელთა შორისაც იბრძვიან ყოფილი ავღანელი მოჯაჰედებიც. ამის შემდეგ დასავლური გრანტების მოყვარული ქართველი მოხელეები თუ უსაფრთხოების საკითხებში სხვაგვარად “მოჩალიჩეები” გვმოძღვრავენ, რომ თუკი ამერიკას არ ამოვუდგებით მხარში, მაშინ მუსლიმანური ცივილიზაციის შემოტევა ქრისტიანულზე აუცილებლად მოხდებაო. იქნებ პირიქითაა საქმე და პენტგონი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ცენტრალურ აზიაში აშშ-ის უახლოესი მოკავშირე პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა ან თურქეთი არაფერ შუაში არიან ჯერ 80-იანი წლებში ავღანელი მოჯაჰედებისა (მათ შორის უსამა ბენ ლადენის) და თალიბანის მოძრაობის გაწვრთნაში, მომარაგებაში, შეიარაღებაში, ოპერაციების დაგეგმვასა და სხვა სახის უზრუნველყოფაში, ან იქნებ 90-იანი წლების დასაწყისში “ბოსნიის მუსლიმანური არმიის” (რომლის შემადგენლობაშიც თურქი მოხალისეებიც ბლომად იბრძოდნენ), “კოსოვოს განთავისუფლების არმიისა” და “მაკედონიის ალბანური განმათავისუფლებელი არმის” ყოველმხრივ დახმარებაში.

აშშ ცენტრალური დაზვერვისა და პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვის მიერ ოქროს ნახევარმთვარის ნარკოვაჭრობის სრული კონტროლისა და ამოღებული თანხების ზემოაღნიშნული “არმიების” და არა მხოლოდ მათი დაფინანსებისა და მომარაგების, ავღანეთისა და პაკისტანის ბანაკებში მათი გაწვრთნისა და სხვა მომზადების შესახებ (მათ შორის შამილ ბასაევისა და მისი მებრძოლების) წერენ თავად ამერიკელი, გერმანელი, ბრიტანელი და რუსი მკვლევარები. შედეგი კი მეტად მძიმეა მართლმადიდებელი სერბების, საუკუნეების წინ გაკათოლიკებული სერბების (იმავე ხორვატების), გამაჰმადიანებული სერბების (ბოსნიელი მუსლიმანების), აგრეთვე იქ მცხოვრები ალბანელი მუსლიმანებისთვისაც, რომლებიც “ცივილიზებული ევროპის” შუაგულში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდეს ერთმანეთს ჯერ კიდევ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიისა (ჰაბსბურგების იმპერიისა) და ოსმალეთის დამპყრობლური პოლიტიკის მესვეურებმა და შემსრულებლებმა, ხოლო მესამე ათასწლეულის მიჯნაზე კი ატლანტიკური დსავლეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს შესწირეს მათი ღვთივბოძებული სიცოცხლე, სახლ-კარი, სამშობლო, სინდის-ნამუსი, წინაპართა საფლავები და, უბრალოდ, ადამიანობა.

რაც შეეხება თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს, სადაც თურქეთს შესაძლოა პრეტენზიები ჰქონდეს, მათი ნაწილი შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში (ჩრდილო-კავკასია, ვოლგისპირეთი), ნაწილი ირანისა (ირანის ადერბაიჯანი) და ნაწილი კიდევ ჩინეთისა (უიღურსტანი). აქვე იგულისხმება ამიერკავკასია და ყოფილი სსრკ-ის შუააზიური რესპუბლიკები (ტაჯიკეთის გამოკლებით, სადაც ირანულ-ავღანური მოდგმის ხალხი ცხოვრობს). მაგრამ ასეთი მასშტაბის ამოცანის შესრულება თავად თურქეთს საკუთარი ძალებით არანაირად არ შეუძლია, თუ აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები უშუალოდ არ ჩაერევიან საქმეში. შესაბამისად, იკვეთება დასავლური სავარაუდო საომარი გეგმების წინააღმდეგ რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციაც. ასეთი კოალიციის პირდაპირ ბრძოლაში დამარცხება ატლანტიკური დასავლეთისთვის ადვილი ამოცანა არ უნდა იყოს. ასეთი დაჯახების კონტურები იკვეთებოდა 1999 წლის მეორე ნახევარში, როდესაც დასავლეთის უცერემონიო მოწოლის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტი ბ. ელცინი ჩავიდა ჩინეთში და იქიდან, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ხელსუფლებასთან შეთანხმებით, ღიად დაემუქრა აშშ პრეზიდენტ კლინტონს საპასუხო ზომების მიღებით, თანაც მას რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შესაძლებლობებიც გაახსენა.

მაშინ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დიდი ხმაური ატეხეს რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებაზე და იგი იარაღის ჟღარუნშიც ამხილეს თუ დაადანაშაულეს. ეს სწორია, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნახევარსიმართლე, ისევე როგორც ბევრი რამ დღევანდელი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებსა თუ მასმედიაში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნებული გვქონდა რამდენიმე წერილი თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 1990-იან წლებში განხორციელებული ცვლილებების, დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის არაადექვატურად გაძლიერებისა და თურქული სახმელეთო ჯარების განლაგება-დაკომპლექტებულობის შესახებ, საიდანაც გამომდინარეობდა ისეთივე დასკვნები, როგორებიც ამ წერილშია მოყვანილი, ჩვენი მოსაზრება მაინც უყურადღებოდ იქნა დატოვებული და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ისევ იმ ცალმხრივად ანტირუსეთულ და ტენდენციურ პოზიციებზე დარჩა. უფრო მეტიც, ასეთი ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი დასკვნების შემუშავების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ყურად არ იღო ობიექტური ინფორმაცია რუსეთთან კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ინსპირირებული ახალი შეიარაღებული დაპირისპირების განვითარებისა და ესკალაციის თუნდაც თავად ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, ამით იგი უკვე შეგნებულად დადგა რუსეთისადმი მტრულ ბანაკში.

მაშინ რაღატომ გვიკვირს თავად რუსეთის მხრიდან საქართველოს მტრობაც, თუმცა კი არა აშკარა და ღია ფრონტით, არაგედ შეფარული, დიპლომატიური და სხვა ფანდების გამოყენებით, მაგრამ განა ასეთივე ქმედებებსა და ასეთ შეფარულ დიპლომატიაში კარგად გაწვრთნილმა ატლანტიკურმა დასავლეთმა არ იცის, თუ რითი ამხილოს მზაკვრობაში მოწინააღმდეგე ღიად და დასაბუთებულად? იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ მასაც არაფერი აქვს ღიად და პატიოსნად სათქმელი? იქნებ ისიც ისეთივე, ან უფრო უარესი, თუმცა კი გაცილებით უფრო დახვეწილი და რაფინირებული მზაკვრობით მოქმედებს?

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს შეადგენდა 9,2 ტრილიონ დოლარს, ნატო-ს ბლოკის კიდე ხუთი ეკონომიკურად წამყვანი სახელმწიფოსი (დიდი შვიდეულის წევრებისა) – 6,4 ტრილიონს, რუსეთისა კი – სულ 1,1 ტრილიონ დოლარს. იქნებ ასეთი დიდი ფინანსური უპირატესობა აძლევს დასავლეთს იმის შესაძლებლობას, რომ ყიდულობდეს საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ძირითად საქმიანობას, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების ტენდენციურ აქტიურობას და მისთვის საჭირო მიმართულებით ისე მიჰყავდეს საქმე, თითქოს ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და, უწინარეს ყოვლისა, თავად ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. რუსეთს კი ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია და ამიტომაც მოქმედებს ასე ღიად, ხშირად უხეშად და არარაციონალურად.

ირაკლი ხართიშვილი

თურქეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 6-11 მაისის ნომერში; ამჯერად იგი ქვეყნდება მცირე სარედაქციო შევსება-შესწორებებით)

ცივი ომის მიწურულს თურქეთს ძირითადად ჰქონდა ამერიკული და დასავლეთგერმანული წარმოების საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის მნიშვნელოვანი როდენობა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი უკვე გვარიანად იყო მოძველებული და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ შეესაბამებოდა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა M-47 და M-48A1/A2 ტიპის საბრძოლო ტანკები, M-1/-2 და M-59 ტიპის ჯავშანტრანსპორტერები, ცალკეული ტიპის ჰაუბიცები და ზარბაზნები, F-104 და F-5 სერიების ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომელთაგან პირველებს დასავლეთგერმანელი პილოტები, მათი ხშირი ავარიულობის გამო, “მფრინავ კუბოებსაც” კი უწოდებდნენ, “გაფისა” და “თენგის” ტიპის ტაქტიკური წყალქვეშა ნავები, “გირინგის”, “სამნერის”, “კარპენტერისა” და “კიოლნის” ტიპის მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები (საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები), რომელთა უმრავლესობაც ჯერ კიდევ 1940-იან წლებში იყო გამოშვებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა ჯერ კიდევ ვიეტნამში ომის წლებში გამოუშვეს AH-1 “კობრას” სერიის დამრტყმელი (საცეცხლე მხარდაჭერისა და ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენები, ხოლო ბუნდესვერის სახმელეთო ჯარებში კი ამ მიზნით იყენებდნენ BO-105 სერიის მანქანებს, ცივი ომის პერიოდში თურქეთისთვის მათ ისინი არ მიუწოდებიათ.

მაგრამ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა განსაკუთრებული მზრუნველობით მოეკიდნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების შემდგომ გაძლიერებას. 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში დადებულ იქნა “ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომლის თანახმადაც თითოეულ სამხედრო ბლოკს – ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას – უფლება მიეცა მშვიდობიანობის დროს მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20000 საბრძოლო ტანკის, 30000 მოჯავშნული სავრძოლო მანქანის, 20000 საველე საარტილერიო სისტემის (100 მმ და მეტი ყალიბისა), 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტმფრენისა.

ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის განლაგების უფრო მეტად რეგლამენტირების მიზნით ევროპის ტერიტორია დაყოფილ იქნა ცენტრალურ და საფლანგო რაიონებად. ნატო-ს ბლოკის მხრიდან საფლანგო რაიონში შეიტყვანეს ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის ტერიტორის უმეტესი ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით; ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან კი – ბულგარეთი, რუმინეთი და საბჭოთა კავშირის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები. ევროპის მთელი დანარჩენი ტერიტორია ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე შეყვანილ იქნა CFE-ხელშეკრულების მოქმედების ცენტრალურ რაიონში, მაგრამ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მისი დიდი სივრცული განფენილობის გამო, ეს რაიონი დაყოფილ იქნა ქვერაიონებად მხარეთა შეხების საზღვრიდან დასავლეთისა (ნატო-თვის) და აღმოსავლეთის (ვარშავის პაქტისთვის) მიმართულებით. CFE-ხელშეკრულების IV და V მუხლების ძალით თითოეული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მიერ თავიანთ ტერიტორიებზე მუდმივად გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალური რაოდენობები (კვოტები) განაწილებულ იქნა ამ ბლოკების საფლანგო და ცენტრალურ რაიონებში განლაგებულ სახელმწიფოებს შორის, ხოლო საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების კვოტების განაწილება კი მთლიანად მიანდეს ამ ბლოკების სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს სწორედ ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში თითოეული სამხედრო ბლოკისთვის გამოყოფილი კვოტების მნიშვნელობანი, რომლებიც მოგვყავს 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცის კვოტების განაწილება ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში 

შეიარაღებათა . . . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე სა- 
განლაგების . . . . . . ტანკები . . . . . .საბრძოლო . . . არტილერიო 
პირობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . . სისტემები 

თითოეული სამხედრო ბლოკის ევროპულ ტერიტორიაზე მთლიანად 

სულ არაუმეტეს . . . . . 20000 . . . . . . . . . 30000 . . . . . . . . . . . 20000
მათ შორის რეგუ-
ლარულ ნაწილებ-
ში არაუმეტეს . . . . . . . 16500 . . . . . . . . . 27300 . . . . . . . . . . . 17000

თითოეული სამხედრო ბლოკის ცენტრალური რაიონში 

სულ არაუმეტეს . . . . .15300 . . . . . . . . . 24100 . . . . . . . . . . . 14000
მათ შორის რეგუ-
ლარულ ნაწილებ-
ში არაუმეტეს . . . . . . .11800 . . . . . . . . . 21400 . . . . . . . . . . . 11000

თითოეული სამხედრო ბლოკის საფლანგო რაიონში 

რეგულარულ ნაწი-
ლებში არაუმეტეს . . . . 4700 . . . . . . . . . . 5900 . . . . . . . . . . . .6000

ცხრილიდანაც ჩანს, რომ სახედრო ბლკების საფლანგო რაიონებში არ იყო გათვალისწინებული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის სპეციალური საწყობების შექმნა, თუმცა კი ცალკე მუხლით ვარშავის ხელშეკრულების (საბჭოთა კავშირის) სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უფლება მისცეს, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში (ფსკოვის ადმინისტრაციული ოლქი) და ოდესის სამხედრო ოლქში განელაგებია სპეციალური საწყობები რამდენიმე ასეული საბრძოლო ტანკის, მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და საველე საარტილერიო სისტემისთვის. გარდა ამისა, საბჭოთა ჯარებისთვის სარეზერვო რაიონად სამხრეთის მიმარულებაზე შესაძლოა გადაქცეულიყო ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონი და იქ განლაგებული ჯარები, აგრეთვე ურალის ქედის აღმოსავლეთი, რომელიც არ შედის CFE-ხელშეკრულების მოქმედების ზონაში და, შესაბამისად, იქ განლაგებული საბჭოთა საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება შეზღუდვებს არ ექვემდებარება.

ნატო-ს ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე ისლანდიას თავისი შეიარაღებული ძალები არ გააჩნია, ნორვეგის ტერიტორიაზე კი ასევე ვერ მოხერხდებოდა ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის საწყობების შექმნა (ამის საჭიროება არც ყოფილა), ხოლო სამხრეთის ფლანგზე კი გასათვალისწინებელია ის, რომ თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი საერთოდ არ შედის CFE-ხელშეკრულების მოქმედების ზონაში და იქ კვოტებით დადგენილი შეზღუდვები არ მოქმედებს. ქვემოთ დავინახავთ, რომ თურქულ სარდლობას აქ მოწყობილი აქვს სპეციალური საწყობები ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობისთვის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 1990 წლის ნოემბერში CFE-ხელშეკრულება დადებულ იქნა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ, ევროთათბირის) ეგიდით, რომელიც შემდგომ წლებში “ორგანიზაციად” გადაკეთდა – ეუთო, და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტებთან დაკავშირებული პროცესები დღესდღეობით სწორედ მისი ეგიდით მიმდინარეობს.

ნატო-ს ბლოკში საფლანგო კვოტების განაწილება ნაჩვენებია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების განაწილება ნატო-ს ბლოკის საფლანგო რაიონში

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – საბრძოლო ტანკები, B – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, C – საველე სარტილერიო სისტემები, D – დამრტყმელი ვერტმფრენები, E – საბრძოლო თვითმფრინავები)

ქვეყანა . . . . . . . . . A . . . . . . B . . . . C . . . .D . . . . E . . 

CFE-ხელშეკრულების დადებისთვის არსებული მდგომარეობა 

ნორვეგია . . . . . . . 205 . . . . .146 . . . 532 . . – . . . . 90
საბერძნეთი . . . .1725 . . . .1639 . . .1941 . . – . . . 480
თურქეთის
ევროპული
ტერიტორია . . . .2888 . . . 1554 . . . 3202 . . – . . . 589

CFE-ხელშეკრულებით დადგენილი კვოტები 

ნორვეგია . . . . . . .170 . . . . .225 . . . 527 . . . – . . .100
საბერძნეთი . . . 1735 . . . .2534 . . 1878 . . .30 . . 650
თურქეთის
ევროპული
ტერიტორია . . . 2759 . . . 3120 . . 3528 . . 103 . . 750

მე-2 ცხრილში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ნატო-ს ბლოკის სამხრეთ ფლანგზე საბერძბეთსაც და თურქეთსაც ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები რამდენჯერმე გაუზარდეს მანამდე არსებულ დონეენთან შედარებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამაზე დამატებით, თურქეთს თავისი ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული აქვს ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელთა ერთი ნაწილიც შედის აქ დისლოცირებული ჯარების შემადგენლობაში (მე-2 საველე არმიისა და მე-3 არმიის მე-8 საარმიო კორპუსისა), მეორე ნაწილი კი დასაწყობებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში გადმოისროლონ ისინი ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე აქ განლაგებული შენაერთებისა და ნაწილების სრულ შტატებამდე დაკომპლექტებისთვის და ახლების შესაქმნელად – ძალის დემონსტრირების ან საბრძოლო მოქმედებების წარმოების მიზნით – შესაძლოა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე საბერძნეთის, ბულგარეთის ან სერბეთის წინააღმდეგ, ან კიდევ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე ამიერკავკასიაში რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიციის წინააღმდეგ, ან საქართველოს ტერიტორიის დასაკავებლად, და სხვა.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ 1980-იან წლებში ნატო-ს ბლოკის ევროპული სახელმწიფოების უმეტესობამ ისე წაიყვანა თავისი სამხედრო მშენებლობა, რომ მათი ძირითადი შეიარაღების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 1990 წელს დადგენილი კვოტებით განსაზღვრულს. მე-3 ცხრილში ნაჩვენებია ჩრდილოატლანტიკური კავშირის წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის ჩვეულებრივი შეტრევითი შეიარაღების რაოდენობა CFE-ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, ხელშეკრულებით დადგენილი კვოტები და ასევე ამ შეიარაღების რაოდენობა 2000 წლის შუახანებში.

ცხრილი 3

ნატო-ს ბლოკის წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის შეიარაღება 

საბრძოლო . . . საფრანგეთი . . გერმანია . . . . დიდი . . . . თურქეთი 
ტექნიკა და . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბრიტანეთი . . . . . . . . 
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება CFE-ხელშეკრულების დადების მომენტისთვის (1990 წლის ნოემბერში)

საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . 1349 . . . . . . . . . 4726 . . . . . . . 1314 . . . . . . . 3783
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . 4331 . . . . . . . . .5279 . . . . . . . 4382 . . . . . . . 3560
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . . 1403 . . . . . . . . .2637 . . . . . . . . 729 . . . . . . . 4187
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . . 429 . . . . . . . . . .357 . . . . . . . . 368 . . . . . . . . . – . .
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . 700 . . . . . . . . . .860 . . . . . . . . 842 . . . . . . . . 650

CFE-ხელშეკრულებით თითოეული ამ სახელმწიფოსთვის განსაზღვრული კვოტები

საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . .1306 . . . . . . . . . 4166 . . . . . . . 1015 . . . . . . . 2795
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . 3820 . . . . . . . . . 3446 . . . . . . . 3176 . . . . . . . 3120
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . 1292 . . . . . . . . . 2705 . . . . . . . . 636 . . . . . . . 3523
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . 396 . . . . . . . . . . 306 . . . . . . . . 371 . . . . . . . . 103
საბრძოლო
თვითმფრინავები . . . 800 . . . . . . . . . 900 . . . . . . . . .900 . . . . . . . . 750

2000 წლის შუახანებში ამ ქვეყნებში რეალურად არსებული შეიარაღება

საბრძოლო
ტანკები . . . . . . . . . . . . 834 . . . . . . . . 2815 . . . . . . . . .616 . . . . . . . 4205
მოჯავშნული
საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . .4613 . . . . . . . . 4959 . . . . . . . . 2426 . . . . . . . 4293
საველე სა-
არტილერიო
სისტემები . . . . . . . . . .802 . . . . . . . . 2115 . . . . . . . . . 457 . . . . . . . 4964
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . 339 . . . . . . . . . .204 . . . . . . . . . 269 . . . . . . . . . 37
საბრძოლო
თვითმფრინავები . . .517 . . . . . . . . . 559 . . . . . . . . . .566 . . . . . . . . 505

აღნიშნულ ცხრილში გერმანიის საწყის შეიარაღებაში (1990 წლის ნოემბრის მდგომარეობით) არ ვაჩვენეთ გაერთიანების შედეგად აღმოსავლეთ გერმანიის ეროვნული სახალხო არმიისგან მიღებული შეიარაღება, რომლის უდიდესი ნაწილიც ბუნდესვერმა 90-იან წლებში მოიშორა. დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის რეალურად არსებულ შეიარაღებაში კი ნაჩვენებია ის რაოდენობაც, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ ევროპული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – ბრიტანეთს ყოფილ კოლონიებში, ხოლო თურქეთს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში; 2000 წელს საფრანგეთისა და გერმანიის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების გრაფაში ნაჩვენებია აგრეთვე მათ ბაზაზე შექმნილი არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანებიც, მაგალითად: სამეთაურო-საშტაბო მანქანები, მეწინავე საარტილერიო მეთვალყურეთა მოჯავშნული მანქანები და სხვა. ისინი ცალკე ვერ გამოვყავით, ვინაიდან ლონდონის საერთაშორისო ინსიტუტის ყოველწლიურ გამოცემაშიც Military Balance, საიდანაც გვაქვს ეს მონაცემები ამოღებული, ისინი ცალკე გამოყოფილი არ ყოფილა.

ცხრილი ნათლად გვიჩვენებს, რომ 1990-იან წლებში ნატო-ს ბლოკის სხვა მსხვილი ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, თურქეთის სარდლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობა და ეს მოხდა იმავე აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარების შედეგად. სახელდობრ, თურქებმა მიიღეს 1180-მდე საბრძოლო ტანკი M-60A1/A3 და “ლეოპარდ-1A1/A3”, ხოლო კიდევ M-48A1/A2 ტიპის 895 საბრძოლო ტანკს ჩაუტარეს მოდერნიზაცია A5 მოდელამდე მისი გაუმჯობესების მიზნით; ამერიკული ლიცენზიით საკუთარ ქარხნებში აწარმოეს YPR-765 ტიპის 650 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 830 ჯავშანტრანსპორტერი, აგრეთვე დამატებით მიიღეს 350-ზე მეტი ამერიკული ჯავშანტრანსპორტერი M-113A1/A2; 340 ერთეულით გაზარდეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ფარეხი, განსაკუთრებით კი 203,2-მმ ამერიკული ჰაუბიცებისა M-110A2, რომლებიც თავად აშშ არმიის შეიარაღებიდან მოხსნილ იქნა 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით MLRS ჩანაცვლების შედეგად; მათ შეიარაღებაში ასევე გამოჩნდა 40-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1W/P “ქინგ კობრა”; ამერიკული ლიცენზიით აწარმოეს 170-მდე თანამედროვე მსუბუქი გამანადგურებელი თვითმფრინავი F-16 C/D, გერმანული ლიცენზიით კი 209-ტიპის ოთხი დიზელური წყალქვეშა ნავი და MEKO-200 ტიპის ოთხი ფრეგატი, გარდა ამისა, ამერიკელებისგანაც მიიღეს “ნოქსისა” და “ოლივერ ჰეზარდ პერის” ტიპების 13 ფრეგატი და ეს 17-ვე მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი შეიარაღებულია “ჰარპუნის” ტიპის ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით, ხოლო მათ გარდა ამ ხომალდების შეიარაღებაშია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგი სარაკეტო კომპლექსები, სატორპედო აპარატები, უნივერსალური საარტილერიო დანადგარები, საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსები, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ვერტმფრენები და სხვა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამავე 1990-იან წლებში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში მანამდე არსებული 26 დიზელური წყალქვეშა ნავი შემცირებულ იქნა 12-მდე, რომელთაგან სრულფასოვნად მოქმედი მხოლოდ ერთია, 46 მსხვილი წყალზდა საბრძოლო ხომალდიდან კი დატოვებულ იქნა მხოლოდ შვიდი, და 150 საბრძოლო თვითმფრინავიდან – სულ 30-მდე, მაშინ ვნახავთ, რომ უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის ასე რამდენჯერმე გაძლიერება ბევრად სცილდება ამ ქვეყნის თავდაცვითი საკმარისობის დონეს და გვაფიქრებინებს, რომ ატლანტიკური დასავლეთის მმართველ წრეებს უფრო სხვა გეგმები უნდა ჰქონდეთ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების მხრივ.

ჩვენ ამის შესახებ უკვე 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ვიცოდით და მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენეთ საქარველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებს კომიტეტის ხელმძღვანელობა და მისი აპარატი, აგრეთვე სხვა შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურები. უკანასკნელი წლების მოვლენებმა და ამიერკავკასიის გარშემო განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა აშშ მმართველი წრეების განსაკუთრებული დაინტერესება კავკასიითა და ცენტრალური აზიით. საქართველოში რატომღაც თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში დასაქმებულ ბევრ ადამანს – სახელმწიფო მოხელეებს, არასამთავრობოებსა და მასობრივი ინფორმაციის ამერიკულად გამშუქებელ საშუალებებს – ეს სასურველად და საქართველოსთვის მომგებიანად მაჩნიათ, იმას კი არ ფიქრობენ, რომ პენტაგონისა და ბუნდესვერის ხელმძღვანელობის მიერ თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერება მიმდინარეობდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ვიზიტად ჩამოსული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ხვდებოდა ზვიად გამსახურდიას და სთავაზობდა გარკვეულ წინადადებებს, რომლებიც საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველად მიიჩნია და უარითაც უპასუხა. ამას შედეგად მოჰყვა შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის ჯ. ბუშის (უფროსის) შენიშვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდიოდა დასავლეთის მმართველი წრეების მიერ განსაზღვრული “დინების საწინააღმდეგოდ”. შემდეგ აგორდა საპროტესტო გამოსვლების ტალღა, რასაც შედეგად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თურქები ღებულობდნენ M-60 სერიის პირველ ამერიკულ საბრძოლო ტანკებს, მაშინ საქართველოს ახალი ცენტრალური ხელისუფლებისადმი (ე. შევარდნაძისა) დაქვემდებარებული შეიარაღებული ფორმირებები ოსი “ბოევიკებისგან” მიტოვებული ცხინვალის მისადგომებიდან გამოჰყავდათ, რადგან საქართველოს მხრიდან თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილს “მსოფლიო საზოგადოებრიობა ვერ გაიგებდა” და მისთვის თავი აუცილებლად რომ მოგვეწონებინა, “ადამიანის უფლებათა დაცვის” ლოზუნგით, მაინცა და მაინც ოსი ეროვნების ადამიანთა უფლებების (უფრო სწორედ, ინტერესების) დაცვისთვის უნდა გვეცა პატივი, ხოლო სამაჩაბლოდან გამოდევნილი ქართველების უფლებების შესახებ კი პირში წყალი ჩაგვეგუბებინა.

როდესაც თურქეთის ტანკსარემონტო ქარხნებში აწყობდნენ ტექნოლოგიურ ხაზებს და ითვისებდნენ YPR-765 სერიის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების წარმოებას, როდესაც თურქი მოხალისეები იარაღით ხელში იბრძოდნენ ბოსნიაში თავიანთი ერთმორწმუნე, სერბული წარმოშობის მუსლიმანთა ინტერესების დასაცავად, ხოლო ნატო-ს ავიაცია კი ბომბავდა მართლმადიდებელი სერბების პოზიციებს, რომლებიც იბრძოდნენ, ალბათ, სულაც არა მუსლიმანებისა და ხორვატი კათოლიკების გასაჟლეტად, არამედ გაერო-ს დამფუძნებელი და ჰელსინკის პროცესის სრულუფლებიანი მონაწილე ქვეყნის, საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – იუგოსლავიის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად, მაშინ ჩვენ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შევდიოდით საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში, იქ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. აფხაზეთში ჩვენ, ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო ინტერესები დაგვიპირისპირდა, მაგრამ განა მხოლოდ მისი? იქნებ ასევე აქტუალური იყო აშშ მმართველი წრეების განაჩენი იმის შესახებ, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად გულანთებული ქართველობა კვლავ განაგრძობდა “დინების წინააღმდეგ ცურვას”?

როდესაც თურქები ამერიკული F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და გერმანული საბრძოლო ხომალდების წარმოებას ითვისებდნენ, მაშინ ბოსნიელი მუსლიმანების ლიდერი ა. იზეტბეგოვიჩი აყენებდა “მუსლიმანური ფედერაციის” შექმნის იდეას “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”, ხოლო ზ. ბჟეზინსკი კი მუქარას უთვლიდა სლოვაკეთის პრეზიდენტს ვ. მეჩიარს, მის მიერ წამოყენებული აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვითი კავშირის პროექტის გამო, რა თქმა უნდა, ნატო-სა და რუსეთის თანხმობითა და გარანტიით; რუსეთმა თანხმობა მისცა, ნატო-მ კი, ნურას უკაცრავად, რასაც სლოვაკეთში ვ. მეჩიარის ხელისუფლების დამხობაც მოჰვა, სწორედ მაშინ ქართული ძალები სოხუმთან მარცხდებოდნენ აფხაზ სეპარატისტებსა და მათ მოკავშირე კონფედრატ-კაზაკებთან ბრძოლაში. როდესაც თურქები თავიან ქარხნებში უშვებდნენ დასავლური ლიცენზიებით წარმოებულ საბრძოლო ტექნიკას, და ასევე დამატებით კიდევ ამერიკულ ფრეგატებსაც ღებულობდნენ, მაშინ გალის რაონში აფხაზი სეპარატისტები და მათი მომხრეები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველ პარტიზანებსა და მათ მომხრე მოსახლეობას; ბალკანეთში კი აშშ და ნატო-ს სხვა ქვეყნები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ სერბეთის პროვინცია კოსოვო-მეტოხიაში ალბანური მუსლიმანური სეპარატისტული ძალების მისწრაფებას – სერბეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევისკენ. სერბული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების პოზიციებს და სერბეთის ქალაქებსაც ისე ბომბავდნენ, თითქოს თანაბარ ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლისათვის რისკის ფასად ეძლიათ მოწინააღმდეგე და არა დიდი რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამო პრაქტიკულად თავიანთთვის სრულიად უსაფრთხოდ ეჟლიტათ დაუცველი სერბული ჯარები და სერბი მოსახლეობა.

არ არის გამორიცხული, რომ იმავე დასავლეთის მმართველი წრეების გეგმებით ამოქმედდეს მათ მიერვე გაძლიერებული თურქული სამხედრო მანქანა ამიერკავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებაზე, და უკვე მთელი საქართველო აღმოჩნდეს ისეთსავე განსაცდელში, როგორშიც იყო აფხაზეთი 90-იანი წლების დასაწყისში და როგორშიც არის სერბეთი დღეს “ცივილიზებული დასავლეთის” ხელში. ამისგან თავის დაღწევას ან მოსალოდნელი უბედურების შემსუბუქებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სინამდვილეს სათანადოდ შევაფასებთ და თავს დავანებებთ ორმაგი სტანდარტებით ცხოვრებას – აშშ ინტერესების საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა დაყენებასა და ამის დიდ პროგრესად და სამართიანობად გამოცხადებად.

ის, რომ განსაცდელი რეალურია, ადვილად შეგვიძლია დავინახოთ 1990-იანი წლების მიწურულს საქართველს გარშემო განლაგებული თურქული და რუსული შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ნაწილების დისლოკაციისა და დაკომპლექტებულობის უკეთ გაცნობით, რასაც შემდეგ წერილში შემოგთავაზებთ.

ირაკლი ხართიშვილი

Friday, July 5, 2013

კათოლიკური ეკლესია ძველი დროიდან XIX საუკუნის მიწურულის ჩათვლით

(მასალა წარმოადგენს ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებული წერილის თარგმანს. ქვემოთ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წერილის ავტორი რუსი-მედასავლეთეა და სხვა მის თანამოაზრეთა მსგავსად აღიარებს დასავლეთ ევროპისა და დასავლეთის კათოლიკური სამყაროს ისტორიული გამოცდილების უპირატესობას რუსული მართლმადიდებლობისა და საერთოდ მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიული ცხოვრების გამოცდილებაზე. ამის გამო მისი ნაწერის წაკითხვისას გარკვეულ სიფრთხილეს უნდა ვიჩენდეთ და საეჭვო საკითხებს ვადარებდეთ ჩვენი მართლმადიდებელი ავტორებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მამების ნაწერებთან, ვიღებდეთ მათგან განმარტებებსა და დარიგებებს, რათა ნებსით ან უნებლიედ არ აღმოვჩნდეთ მცდარი სწავლებისა და შეხედულებების ტყვეობაში) 

ქრისტიანობის დასაწყისიდან IX ს.-მდე მთელს მსოფლიოში არსებობდა ქრისტეს ერთი ეკლესია, მსოფლიო (вселенская) ანუ კათოლიკური (უფრო სწორად, კათოლიკე ეკლესია -- ი. ხ.). IX ს. დაიწყო და XI ს. საბოლოოდ აღსრულდა მისი დაყოფა ორ ცალკეულ ეკლესიად -- აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ამასთან თითოეულმა მათგანმა დაიტოვა კათოლიკე ეკლესიის სახელი, ანუ ლათინურ-რომანული წარმოთქმით კათოლიკურისა (წერილის ავტორი კათოლიკე ეკლესიის სახელწოდებას წერს ასე -- каθолическая, ხოლო ლათინური /დასავლეთის/ ეკლესიის სახელწოდებას კი -- католическая). უფრო ზუსტად, უწოდებენ მათ, რუსული მართლწერით -- восточно-каθолическая და римско-католическая ეკლესიებს. ეკლესიების გაყოფის დროიდან, რომის კათოლიკურ ეკლესიაში, მის მიერ ზოგადქრისტიანული მოძღვრების მნიშვნელოვანი ნიშნების შენარჩუნებისას, ნათლად აღინიშნება რიგი თავისებურებებისა დოგმატებში, წეს-ჩვეულებებსა და საეკლესიო მმართველობის მოწყობაში, დისციპლინასა და კანონებში. რწმენის აღმსარებლობის წყაროებად რომის ეკლესია აღმოსავლეთის ეკლესიის მსგავსად აღიარებს წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემას, რომლებიც საკუთარ თავში შეიცავენ ღვთაებრივ გამოცხადებას. მაგრამ მოძღვრებაში წმ. წერილის შესახებ კათოლიკური ეკლესია არ აკეთებს განსხვავებას წმ. წერილის კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებს შორის და ყველა წიგნს, რომლებიც შედის ლათინურ ბიბლიაში, აღიარებს კანონიკურად, ე. ი. ღვთივშთაგონებულად, სარწმუნოების წყაროებად. უარმყოფელებს იმ წიგნების ღვთივშთაგონებულობისა, რომლებსაც აღმოსავლეთის ეკლესია ასეთ წარმოშობისად არ მიიჩნევს, ტრიენტის საეკლესიო კრება გადასცემს ანათემას. შემდეგ კათოლიკური ეკლესია, პაპის ინოკენტი III-ის დროიდან, რომლის მოსაზრებაც დამტკიცებულია რამდენიმე უფრო გვიანდელი ბულითაც, უკრძალავს ბიბლიის კითხვას ერისკაცებს, რათა არ გააღვიძოს უბრალო ადამიანებში გამოძიებისა და კრიტიციზმის სული (იხ. ბიბლიის თარგმანები /Библейские переводы/ ტ. III, გვ. 680 და 682-683). აღიარებს რა წმ. გარდამოცემას წმ. წერილის თანასწორ (თანაბარი ძალის მქონე) წყაროდ საეკლესიო მოძღვრებისა, კათოლიკური ეკლესია პრაქტიკაში აძლიერებს პირველის მნიშვნელობას, მასზე უძველესი ეკლესიის მოძღვრებასთან (სწავლებასთან) შედარებით, აღიარებს რა მას “უფრო მეტად უხვ” წყაროდ, ვიდრე წმ. წერილს, და, გარდა ამისა, წმინდა გარდამოცემასთან ერთად (ერთ რიგში), რომელიც თავის სათავეს იღებს იესო ქრისტესა და მისი მოციქულებისგან და თავისი ადგილი ჰპოვა მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების სარწმუნოების გადმოცემებსა (вероизложения) და კანონებში, მის თანასწორად ადგენს ასევე საეკლესიო გარდამოცემასაც, რომელიც დაცულია ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკაში.

ამ უკანასკნელ გარდამოცემაზე რომის ეკლესიამ დააფუძნა თავისი ზოგიერთი დოგმატი, რომელთათვისაც არ არის საფუძველი წმ. წერილში, მაშინ როდესაც არგაყოფილი (გაყოფამდელი, неразделённая) ეკლესიის მოძღვრების მიხედვით, წმ. წერილი შეიცავს თავის თავში ღვთაებრივი ჭეშმარიტების მთელ სისრულეს, რომელიც შეიმეცნება მასში წმინდა გარდამოცემით ხელმძღვანელობისას: ეკლესია მხოლოდ ინახავს (იცავს, хранит) და არკვევს (выясняет) ღვთაებრივ და მოციქულებრივ მოძღვრებას და არ შეუძლია დოგმატების ხარისხში აიყვანოს ის გარდამოცემანი, რომლებიც უდავოდ (უეჭველად) არ ადიან მოციქულთა დროებამდე. უძველესმა მსოფლიო (კათოლიკე -- ი. ხ.) ეკლესიამ, რომელიც აღიარებდა მამის, ძისა და სულიწმიდის ურთიერთდამოკიდებულებას (ურთიერთკავშირს) ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოდ, დაადგინა სულიწმიდის შესახებ მოძღვრებაში დაკმაყოფილებულიყო იესო ქრისტეს სიტყვებით მასზე: “რომელი მამისაგან გამოვალს” (იოანე, XV. 25); კათოლიკური ეკლესია კი ასწავლის, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან და ძისაგან (filioque; იხ. XI, 276). სწავლებას პირველქმნილი ცოდვის შესახებ კათოლიკური ეკლესია ხსნის მხოლოდ პირველი ადამიანების სახით, ადამიანთა მთელი მოდგმის მიერ პირველყოფილი მართალობის დაკარგვის აზრით (в смысле утраты первобытной праведности), თავს არიდებს რა ამ მიმართებით თავისი პირველი ავტორიტეტის -- ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებას, რომელსაც ღებულობს აღმოსავლეთის ეკლესია. უარყოფდა რა მწვალებელ პელაგიუსს (იხ.), ავგუსტინე ამტკიცებდა, რომ პირველყოფილ ცოდვას თან ახლდა მთელი ადამიანური ბუნების სრული დაზიანება, ზნეობრივისა და ფიზიკურის, რომელი დაზიანებაც გადადის კიდეც კაცობრიობაში თაობიდან თაობაში.

ანსელმ კენტერბერიელმა († 1109) და მოგვიანებით დუნს სკოტმა († 1308) შეცვალეს ეს სწავლება იმ აზრით, რომ პირველქმნილი ცოდვის არსება შედგება იმ მართალობის უკმარისობაში (ნაკლოვანებაში, в недостатке той праведности) (justitiae debitae nuditas), რომელიც პირველმა ადამიანმა მიიღო შექმნისას, როგორც ნიჭი მადლისა. ეს თეორია მიღებულ იქნა ტრიენტის საეკლესიო კრების მიერ და მის მიერვე აღყვანილ იქნა დოგმატად. სხვა რჯულის აღმსარებლობანი (вероисповедания) კათოლიკური ეკლესიის ამ სწავლებას უწოდებენ ნახევრადპელაგიანობას, ე. ი. პელაგიუსის სახეცვლილ სწავლებას (იხ. Н. Беляев, «Пелагианский принцип в католичестве», «Православный Собеседник», 1871). კათოლიკურ ეკლესიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღო სწავლებამ ზესათანადო (ზესაჭირო) საქმეებისა და წმინდანთა საგანძურის შესახებ. კათოლიკური ეკლესია, ისევე როგორც ძველ-მსოფლიო (კათოლიკე, древневселенская) ეკლესია ასწავლის, რომ ადამიანი შეითვისებს იესო ქრისტეს დამსახურებას მისდამი რწმენითა და კეთილი საქმეებით და რომ იესო ქრისტეს მოძღვრებაში უნდა განვასხვავებდეთ სახარებისეულ მცნებებსა (заповеди, praecepta) და რჩევებს (советы, consilia): პირველები განკუთვნილია ყველასთვის როგორც სავალდებულო, მეორეები შემოთავაზებულია როგორც საშუალება უმაღლესი, არასავალდებულო სრულყოფის მისაღწევად. ვინც აღასრულებს რჩევებს, იგი კათოლიკური ეკლესიიის სწავლებით, აღასრულებს ზესათანადო (ზეჯეროვან, сверхдолжные) საქმეებს, რომლებიც თავად მათი აღმსრულებლებისთვის აუცილებელი არ არის; მაგრამ რადგანაც ღმერთს არც მათი დატოვება შეუძლია დასაჩუქრების გარეშე, ამიტომ იგი კეთილი საქმეების ამ სიჭარბეს ჩაურიცხავს (ჩაუთვლის) სხვა ადამიანებს -- ცოდვილებს, რომელთაც თავიანთი კეთილი საქმეები არ ჰყოფნით იმისთვის, რათა დაიმსახურონ ნეტარი ცხოვრება მარადისობაში. ეკლესიაში არსებობს ზესათანადო (ზეჯეროვანი) კეთილი საქმეების საგანძური (сокровищница, thesaurus, სიტყვა სიტყვით -- ყუთი), რომელშიც ძირითად ფონდს შეადგენს იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმინდანების დამსახურებანი.

მთელი ზესათანადო (ზესაჭირო) კეთილი საქმეები მიდის ეკლესიის წევრთა სასარგებლოდ, იმ საიდუმლო კავშირის ძალით, რომელიც მათ აკავშირებს ზეცის მაცხოვრებელთა ეკლესიასთან (с церковью небожителей) და თავად იესო ქრისტესთან, როგორც ეკლესიის თავთან. პაპი, როგორც იესო ქრისტეს მოადგილე, არის დედამიწაზე ამ ჭარბი დამსახურებების დამრიგებელი (გამცემი, Папа, как наместник I. Христа, есть раздаятель на земле этих преизбыточествующих заслуг). ეს მოძღვრება წარმოიქმნა XIII ს. და დაწვრილებით იქნა განვითარებული ალბერტ დიდის, თომა აქვინელის, ბონავენტურას, დუნს სკოტისა და ბელარმინის თხზულებებში, ხოლო როგორც ეკლესიის სიმბოლური სწავლება კი გადმოცემულია კლიმენტ VI-ის ბულაში Unigenitus (1350). ზესათანადო დამსახურებების შესახებ სწავლებასთან კავშირში იმყოფება კათოლიკური სწავლება ინდულგენციების (იხ. XIII, 174) შესახებ, აგრეთვე განსაწმენდელის (чистилище, purgatorium) შესახებაც, განსაკუთრებული ადგილის ანუ მდგომარეობისა, რომელიც საშუალოა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, და სადაც ათავსებენ იმ სინანულით გარდაცვლილთა სულებს, რომლებაც ვერ მოასწრეს თავიანთი ცოვების საქმეებით გამოსყიდვა (не успевших принести удовлетворение /satisfactio/ за грехи), ან სულაც ვერ მოასწრეს სინანულში მოსვლა. განსაწმენდელში ტანჯვა-წამებით, ამა თუ იმ დროის განმავლობაში, ეს ადამიანები იწმინდებიან ცოდვებისგან, რის შემდეგაც გადასახლდებიან სამოთხეში. სწავლება განსაწმენდელის შესახებ წარმოიქმნა, როგორც ჩანს, ორიგენეს სწავლების ნიადაგზე, რომელიც უარყოფდა ტანჯვა-წამების მარადისობას; საბოლოოდ ეს ფორმულირებულ იქნა ტრიენტის საეკლესიო კრებაზე და “რომაულ კატეხიზმოში”. გააჩნია რა თავისი ძალაუფლების ქვეშ ზესათანადო საქმეების საგანძური, პაპს შეუძლია ამცირებდეს განსაწმენდელში სულის ყოფნის დროს; იგივე უფლება ეკუთვნის საეკლესიო იერარქიის სხვა პირებსაც (იხ. ინდულგენციები).

სწავლება ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ (immaculata conceptio) შედგება იმაში, რომ ქალწული მარიამი მშობლების მიერ მისი ჩასახვისას, ღვთის განსაკუთრებული მადლით, თავისი ძის მომავალი დამსახურებების გულისთვის, დაცულ (შენახულ) იქნა თავისუფლად პირველქმნილი ცოდვის ყველანაირი შედეგებისგან და ფლობდა პირველყოფილ სიმართლეს (обладала перобытною праведностью). ეს სწავლება პირველად გამოთქმულ იქნა კერძო მოსაზრების სახით IX ს., კორვეის მონასტრის მონაზვნის პასქაზიოს რობერტის მიერ. ბერნარდ კლერვოსელი (XII ს.), ხოლო მის კვალდაკვალ შუასაუკუნეების დასავლეთის უსახელგანთქმულესი ღვთისმეტყველები _ პეტრე ლომბარდი, ბონავენტურა და თომა აქვინელი უარყოფდნენ ამ სწავლებას; მაგრამ დუნს სკოტი იცავდა მას; პარიზის საღვთისმეტყველო ფაკულტეტმა XV ს. იმდენად გულმხურვალედ დაიჭირა ამ სწავლების მხარე, რომ დაადგინა არ მიეცა სადოქტორო ხარისხი იმათთვის, ვინც არ დებს პირობას ფიცით დაიცვას იგი. პაპებიდან პირველმა მიიღო ეს სწავლება სიქსტუს IV-მ; მის დამკვიდრებას ყველაზე უფრო მეტად უწყობდა ხელს იეზუიტთა ორდენი. დოგმატის ხარისხში იგი აიყვანა 1854 წ. პაპმა პიიუს IX-მ, ბულით Ineffabilis.

არსებით განსხვავებას აღმოსავლეთის ეკლესიისგან წარმოადგენს კათოლიკური სწავლება საიდუმლოებათა შესახებ. კათოლიკური მოძღვრების მიხედვით, რომელიც პირველად ჩამოყალიბებულ იქნა დ. სკოტის მიერ და მიღებულ -- ტრიენტის საეკლესიო კრებაზე, საიდუმლოებებს აქვთ ძალა ex opere operatio, ე. ი. თუკი საიდუმლოს აღმსრულებელს აქვს განზრახვა აღასრულოს იგი ისე, როგორც დადგენილი აქვს მისი აღსრულება ეკლესიას, და სწორად წარმოსთქვამს მის დადგენილ სააღმსრულებლო ფორმულას, ხოლო საიდუმლოს მიმღები თავის მხრივ არ უქმნის დაბრკოლებებს (non ponat obicem) მის მოქმედებას, მაში მადლი მიეცემა მიმღებს, თუნდაც მას არ ჰქონდეს რწმენა. კერძოდ, ნათლობის საიდუმლოს აღსრულება განსხვავდება კათოლიკებთან იმით, რომ შესაძლოა აღსრულებულ იქნას სულ ერთია მოსანათლის წყალში შთაფლვის ან მისთვის წყლის დასხმის მეშვეობით (უპირატესად -- წყლის დასხმისა), მაშინ როდესაც აღმოსავლეთის ეკლესიაში წყლის დასხმის მეშვეობით იგი აღესრულება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, მოსანათლის ძიმე ავადმყოფობის დროს, რომელიც არ აძლევს მას საწოლიდან ადგომის საშუალებას. მირონცხება (confirmatio) კათოლიკებთან აღესრულება არა ნათლობასთან ერთდროულად, ჩვილ ბავშვებზე, არამედ რვა წლის ასაკის მიღწევის შემდეგ და უფრო გვიან “გონებაში ჩავარდნის წლებში” («в лета разумения»); ამ საიდუმლოს აღმსრულებელი აუცილებლად არის ეპისკოპოსი (IX ს.-დან), და არა პრესვიტერი, როგორც აღმოსავლეთის ეკლესიაში; მირონცხება ხდება მხოლოდ თავზე. ევქარისტიის საიდუმლოებაში კათოლიკური ეკლესია განსხვავდება იმით, რომ ა) რომ აღასრულებენ მას არა აფუებული ცომით გამოცხვარი სეფისკვერით (άρτος, fermentum), არამედ ხმიადებით (ეს ჩვეულება პირველად გამოჩნდა VII ს. ესპანეთში), ბ) ზიარების უფლებას არ აძლევენ ჩვილ ბავშვებს (დაწყებული XII ს.-დან) და გ) ორივე სახით ევქარისტიას აძლევს მხოლოდ მღვდელმსახურებს, ხოლო ერისკაცებს კი _ მხოლოდ პურის (ობლატების, облатки) სახით.

XIII ს.-მდე ზიარება კათოლიკებთან აღესრულებოდა ორივე სახით, სახელდობრ ღვინოში დამბალი პურის მცირე ნაწილის სახით. ერისკაცთა მხოლოდ პურით ზიარების წეს-ჩვეულება, რომელსაც არ იწონებდნენ კათოლიციზმის ისეთი ღვთისმეტყველები, როგორებიც იყვნენ თომა აქვინელი და ალბერტ დიდი, დამტკიცებულ იქნა კონსტანცის საეკლესიო კრების მიერ, ხოლო დოგმატში აყვანილ -- ტრიენტის საეკლესიო კრებაზე. გარდაარსების (пресуществленiе) დროის შესახებ კათოლიკური ეკლესიის სწავლების მიხედვით იხ. ევქარისტია (XI, 509). თავად ზიარების წესჩვეულება კათოლიკურ ეკლესიაში განსხვავდება იმით, რომ მასში ისინი, ვინც არ ეზიარებიან, მიდიან ხმიადებიან თასთან, ხოლო მღვდელმსხურს თასი მიაქვს თითოეულ მათგანთან. პაპი ეზიარება ტახტზე მჯდომარე ეკლესიის შუაგულში; კარდინალი მუხლმოდრეკით მიაწვდის მას ხმიადსა და თასს, და მანამდე, სანამ პაპი დაიწყებს ზიარებას, კარდინალ-არქიდიაკონმა უნდა იხმიოს მცირედი ხმიადიდან და თასიდან. ამას აკეთებენ შიშის გამო, რათა პაპი არ იქნას მოწამლული ზიარებისას, როგორც ეს გარდამოცემის მიხედვით XI ს. შეემთხვა ერთერთ პაპთაგანს. ქორწინების საიდუმლოში კათოლიკური ეკლესიის განსხვავება მართლმადიდებელისგან შედგება იმაში, რომ პირველი აღიარებს ქორწინებას უპირობოდ დაურღვეველად, თვით ერთერთი მეუღლის მრუშობის შემთხვევაშიც კი. მღვდლობის საიდულოებაში (в таинстве священства) კათოლიკობა განსხვავდება უპირობო უქორწინებლობის (ცელიბატის) დაწესებით მღვდელმსახურების ყველა ხარისხისთვის (იხ. უქორწინებლობა /Безбрачiе/, III, 270), აგრეთვე პაპის აღმატებით ყველა დანარჩენ ეპისკოპოსზე (იხ. იერარქია /Іерархiя/, XIII, 641). კათოლიკური ღვთისმეტყველებით პაპი ან ირიცხება მღვდლობის საიდუმლოს ხარისხების გარეთ, როგორც ყველა მათგანზე უფრო მაღალი, ან კიდევ ეპისკოპატთან მიმართებით უჭირავს იგივე მდგომარეობა, როგორიც ეპისკოპოსს -- პრესვიტერთან მიმართებით, ე. ი. მთელი ხარისხით უფრო მაღალი. “რომაულ კატეხიზისში” პატრიარქი და მიტროპოლიტი, რომლებიც საეპარქიო ეპისკოპოსისგან განსხვავდებიან არა დოგმატურად, არამედ მხოლოდ კანონიკურად, ადმინისტრაციული ძალაუფლების ზომებით, აღინიშნებიან როგორც მღვდლობის ხარისხები (степени священства).

ღვთისმეტყველები შემდეგ არ კეთებენ მკაცრ განსხვავებს მღვდლობის ხრისხებსა და დაბალ საეკლესიო თანამდებობებს (sacerdotii ordines minores) შორის. ამ უკანასკნელ ხრისხებში მონასტრებში წინამძღვრებს შეუძლიათ აყენებდნენ ადამიანებს თავად, ეპისკოპოსის გარეშე, მხოლოდ მისთვის შეტყობინებით, ხოლო თითოეულ მღვდელმსახურს შეუძლია იპოდიაკონის დაყენება. ძველ კანონებთან თანხობაში არმყოფ მოვლენას კათოლიკობაში შეადგენს ეპისკოპოსები სამწყსოების გარეშე, ე. წ. in partibus infidelium (ურწმუნო მოსახლეობის მყოლ ქვეყნებში). დაბოლოს, კათოლიკურ ეკლესიაში არსებული წოდება კარდინალებისა (იხ.) თავისი მთლიანი შემადგენლობით დგას ეპისკოპატზე უფრო მაღლა ზოგადად, ასე რომ საეპარქიო ეპისკოპოსი ხშირად იმყოფება ადმინისტრაციულ დამოკიდებულებაში კარდინალ-დიაკონზე. -- ზეთის კურთხევის საიდუმლოში (в таинстве елеосвященiя) კათოლიკური ეკლესიის განსაკუთრებულობა შედება იმაში, რომ ზეთის კურთხევის უფლება ეკუთვნის ეპისკოპოსს, ხოლო საიდუმლოს მთავარ მიზანს კი წარმოადგენს ავადმყოფის გაძლიერება ტანჯვასა და სიკვდილის საშინელებებთან ბრძოლაში (იხ. Елеосвященiе). კათოლიკური ეკლესიის მთავარ და ძირითად დოგმატს წარმოადგენს მოძღვრება პაპის მთავრობისა (მთავარი ადგილისა, главенство) და მისი უცოდველობის შესახებ. აღმოსავლეთის ეკლესია გვასწავლის, რომ თავი ეკლესიისა, ერთიანი და უხილავი, არის იესო ქრისტე; კათოლიკობის სწავლებით, არსებობს ეკლესიის ხილული თავიც -- პაპი. ამ სწავლების აზრის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის შემდეგ თავისი ძალაუფლების მთელი სისრულე დაუტოვა პეტრე მოციქულს, გახადა რა იგი მოციქულთა მთავრად და ჩააბარა რა მას ცათა სასუფევლის გასაღები. პეტრე მოციქულმა კი, ტოვებდა რა ამ ქვეყანას, მისთვის მიცემული ძალაუფლება გადასცა თავის მენაცვალეებს (მემკვიდრეებს, преемникам) რომის ეპისკოპოსებს. როგორც ქრისტეს მოადილე, პაპი -- გახლავთ ეკლესიის სრულუფლებიანი მონარქი, უმაღლესი მოსამართლე (მსაჯული), ეკლესიაში მადლისა და მისი იერარქიის მთელი უფლებების წყარო.

ცალკეული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, განსაკურებით სქოლასტიკოსი ღვთისმეტყველებისა, პაპი -- თავად ღმერთის მოადილეა დედამიწაზე (vice-Deus): მისი ძალაუფლება თვით მსოფლიო საეკლესიო კრებების ძალაუფლებაზე უფრო მაღლაც კი დგას (კონსტანცისა და ბაზელის მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებათა საწინააღმდეგოდ); პაპში თავმოყრილია საეკლესიო ძალაუფლების მთელი სისრულე (plenitudo potestatis ecclesiae). თავისი დეკრეტებით პაპს შეუძლია განსაზღვრავდეს არა მხოლოდ ეკლესიის მთელ გარეგნულ ცხოვრებას, არამედ ადგენდეს კიდეც ახალ დოგმატებს (აღმოსავლეთის ეკლესიის მოძღვრებით ახალი დოგმატების დადგენა არ შეუძლია არავის, თვით მსოფლიო საეკლესიო კრებებსაც კი, რომლებიც, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების სიტყვებით, მხოლოდ განმარტავენ და ზუსტი ფორმულებით გამოთქვამენ იესო ქრისტესა და მოციქულების იმ მოძღვრებას, რომელიც ყოველთვის შენახული /დაცული/ იყო ეკლესიის მიერ implicite). მხოლოდ პაპი ფლობს წმ. წერილის აზრის გაგებას. ზოგიერთი სქოლასტიკოსის მოსაზრებით, თუკი პაპი დაიწყებს წმ. წერილის განმარტებას მისი პირდაპირი აზრის საწინააღმდეგოდ, მაშინ ასეთ შემთხვევაშიც მას უფრო მეტად უნდა უჯერებდნენ, ვიდრე საკუთარ გონებასა და სინდისს. ზოგიერთი სქოლასტიკოსი ამბობდა, რომ პაპის ძალაუფლება წმინდანებზე და ანგელოზებზე უფრო მაღლაა, რომ პაპზე არ შეიძლება აპელაციით მიმართო თავად ღმერთსაც კი, იმიტომ რომ “ღმერთსაც და პაპსაც ერთი და იგივე აზრი აქვთ, ერთი და იგივე ნება”. სწავლება პაპის უცოდველობის შესახებ პირველად გამოთქმულ იქნა გრიგოლ VII-ის მიერ და იმ დროიდან ვითარდებოდა როგორც “ისტორიული იდეა”; 1870 წ., ვატიკანის საეკლესიო კრებაზე იგი აყვანილ იქნა დოგმატის ხარისხში (იხ. ვატიკანის საეკლესიო კრება, V, 637). პაპს აღიარებენ უცოდველად მხოლოდ როგორც უმაღლეს პირველ სასულიერო პირს; თავის პირად შეგნებში მან შესაძლოა, უცოდინრობის (ჩაუხედაობის) გამო შესცოდოს სარწმუნოების საკითხებში, შესაძლოა იყოს ურწმუნოც კი, ასევე მანკიერიც. პაპისეული განსაზღვრებები ex cathedra, მათში სულიწმიდის თანამონაწილეობის შედეგად, უცოდველია თვით ეპისკოპატის მიერ მოწონების გარეშეც კი. 

კათოლიკური ეკლესიის დაწესებულებებს შორის პირველი ადგილი უჭირავს რომის კურიას -- სხვადასხვანაირი სახელწოდებების საეკლესიო და სამოქალაქო თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეთა შტატს, რომლებიც გარს ეხვევიან პაპის პიროვნებას და მასთან აღასრულებენ სხვადასხვანაირ თანამდებობებს. ეკლესიის უმაღლესი ცენტრალური მმართველობის საქმეებისთვის პაპთან არსებობს კარდინალთა კოლეგია (რიცხვით 40-დან 70-მდე), რომელთა სრული კრებიდან წარმოიქმნება პაპის კონსისტორია, პაპთან არსებული მუდმივი უმაღლესი დამხმარე საეკლესიო-სამთავრობო დაწესებულება, რომლის ექსტრენულ კრებასაც, პაპის სიკვდილის შემთხვევაში მისი დროებითი მოადგილის დანიშვნისა და შემდეგ მისი მენაცვალის არჩევისთვის, ეწოდება კონკლავი (იხ.). რომში კარდინალების სახეზე არსებული მთელი შემადგენლობა იყოფა ათ სექციად, რომლებსაც ეწოდებათ კონგრეგაციები (იხ.), ხოლო სააღსრულებლო წარმოებისთვის პაპის კონსისტორიასთან და კონგრეგაციებთან არსებობს კანცელარიები, რომლებსაც ასევე განაგებენ კარდინალები. ისინი იყოფიან ორ თანრიგად -- ადმინისტრაციულად (curia gratiae) და სასამართლოდ (curia justitiae). კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი თანამდებობის პირების თანრიგიდან გამოიყოფიან (გამოირჩევიან) პირები საგანგებო ანუ მუდმივი უფლებამოსილებებით, რომლებსაც ეს უფლებამოსილებანი მიღებული აქვთ პაპისგან და მოქმედებენ რომის გარეთ. ასეთები არიან სამოციქულო ვიკარიუსები (იხ. VI, 283), ლეგატები სამოციქულო ნეკნიდან (легаты отъ ребра апостольскаго; legati a latere apostolico) და ნუნციები. თავიდან ყველა ეს სამი წოდება აღნიშნავდა პაპის რწმუნებულებს, რომლებიც იგზავნებოდნენ ეპარქიებში პაპის სახელით დახმარებისთვის ექსტრენულად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი საეკლესიო საქმეების მოგვარებაში ან საეკლესიო საქმეების მსვლელობაზე უშუალო დაკვირვებისთვის ცნობილ (გარკვეულ) ადგილობრივ ეკლესიებში. შემდეგ ლეგატებს და განსაკუთრებით კი ნუნციებს (მას შემდეგ რაც ამ პირების ჩარევა ეპისკოპოსის საქმეებში ტრიენტის საეკლესიო კრების მიერ აღიარებულ იქნა ანტიკანონიკურად) უწოდებდნენ პაპის რწმუნებულებს, რომლებიც იგზავნებოდნენ ეკლესიის ურთიერთობების მოსაწყობად კათოლიკურ სამოქალაქო ხელისუფლებასთან კათოლიკურ და ხშირად არაკათოლიკურ სახელმწიფოებშიც.

ზოგიერთ სახელმწიფოში პაპის ნუნციატურებს აარსებდნენ უფრო ხანგრძლივი დროითაც. ზოგჯერ ნუნციუსის წოდებას, ისევე როგორც კარდინალის წოდებასაც, აძლევენ ეპისკოპოსებს საპატიო განსხვავების (გამორჩევის) სახით. ეპისკოპატის მთავარი წარმომადგენლების სხვა საპატიო განსხვავებას კათოლიკურ ქვეყნებში, განსაკუთრებით დაწყებული IX ს.-დან, წარმოადგენს პრიმასის წოდება, რომელსაც უწყალობებს პაპი ამ ღირსების განსაკუთრებულ ნიშანთან -- პალიუმთან (იხ.) ერთად. მხოლოდ პაპს აქვს უფლება აარსებდეს ახალ ეპარქიებს და ნიშნავდეს ეპისკოპოსებს, რომელთაც იგი თავად ერთპიროვნულად აკურთხებს (ძველი კანონების მიხედვით ეპისკოპოსის კურთხევა შეუძლიათ არანაკლებ თუ არა ორი ეპისკოპოსისა) ან განკარგავს მათ კურთხევას, მათ მიერ ფიცით დაპირების მიღების შემდეგ იყვნენ მუდამ პაპის ტახტის ერთგული მსახურები. მას პირადად ეკუთვნის უფლება ასამართლებდეს და სჯიდეს ეპისკოპოსებს, აგრეთვე ყველა საერო პირსაც, თვით პირველ ინსტანციაშიც კი. საერთოდ თითქის გაუქმდა კათოლიკურ ეკლესიაში უწინ არსებული საეკლესიო მმართველობის ადგილობრივი ცენტრალური ორგანოები -- პროვინციული საეკლესიო კრებები მიტროპოლიტების მეთაურობით; პატრიარქის, მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის წოდებებმა შეინარჩუნეს თითქმის მხოლოდ საპატიო ტიტულების მნიშვნელობა. ეპისკოპოსები მათდამი დაქვემდებარებულ კლირს მართავენ პაპისგან მიღებული რწმუნებით, კაპიტულებისა (იხ.) და კონსისტორიების (იხ.) დახმარებით. ეს დაწესებულებები, ერთად აღებული, წარმოქმნიან “ეკლესიას დამმოძღვრავსა და მმართველს” («церковь учащую и правящую») -- სპეციალურად კათოლიკური ტერმინია. კლირის განკერძოება ერისკაცებისგან, იერარქიისა -- ხალხისგან კათოლიკურ ეკლესიაში შორს არის დაცილებული ძველი დაკანონებების ფარგლებისგან.

შეგნებულ და ქმედით მონაწილეობას საეკლესიო ცხოვრებაში კათოლიციზმი ითვისებს (აღიარებს, усвояется) მხოლოდ იერარქიისთვის; ხალხი ითვლება როგორიღაც უტყვ ფარად (безсловесным стадом), რომელსაც გააჩნია მხოლოდ ვალდებულება ყველაფერში სიტყვაშეუბრუნებლად ენდობოდეს და ემორჩილებოდეს იერარქიას; მას არა აქვს უფლება მსჯელობდეს საეკლესიო მოძღვრების (სწავლების) საგანთა შესახებ და მონაწილეობას ღებულობდეს საეკლესიო საქმეებში. კათოლიკური იერარქიის მთელი ხარისხების გაყოლებით დადგენილია ყველაზე უფრო მკაცრი ცენტრალიზაცია და სუბორდინაცია. კათოლიციზმი არ უშვებს გამოსვლას სასულირო წოდებიდან; უღირსი მღვდელმსახური კარგავს “ფუნქციის” უფლებას “ორდინაციის” მოვალეობებისგან საკუთარი თავის განთავისუფლების უფლების გარეშე; სამღვდელმსახურო მადლი, რომელიც ერთხელ მიიღო თუნდაც უღირსმა და მისი ტარების სურვილის არმქონე ადამიანმა, ითვლება სამარადისოდ წარუშლელად (წარუხოცელად). განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაციაში გააჩნიათ სამონაზვნო ორდენებს. კათოლიკი მონაზვნები -- განდეგილები (მეუდაბნოეები) კი არ არიან, რომლებიც ცხოვრობენ მჭვრეტელობით მხოლოდ ლოცვებითა და შრომით; ისინი ჩვეულებრივ ატარებენ საკუთარ თავში რაიმენაირ ფუნქციათაგანს საეკლესიო-საზოგადოებრივი საქმიანობიდან. რადგანაც მონასტრები იმყოფებიან თითქმის სრულ დამოუკიდებლობაში საეპარქიო მმართველობისგან და დამოკიდებული არიან უშუალოდ იმ ორდენის გენერალზე, რომელსაც მიეკუთვნებიან, ხოლო ეს გენერალი კი, ორდენის ცენტრალურ მართველობასთან ერთად, ყოველთვის იმყოფება რომში, ამიტომ მონაზონთაგან, რომელთა რიცხვიც დასავლეთის ქვეყნებში ზოგჯერ აღწევდა უზარმაზარ სიდიდესაც, შედგა პაპის მეომართა მთელი არმია, რომლებიც თავდადებულად და ხშირად ფანატიკურადაც ემსახურებოდნენ მას საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მრავალნაირ სფეროებში. ის, რაც იყო შუა საუკუნეებში, არსებობს დღემდეც, რამდენადაც ამის უფლებას იძლევა ის კონკორდატები, რომლებიც პაპებს დადებული აქვთ ცალკეულ სახელმწიფოებთან.

მეტად არსებითად განსხვავდება კათოლიკური ეკლესია აღმოსავლური ეკლესიისგან თავისი გაგებით (წარმოდგენებით) საეკლესიო სამართლის შესახებ. ჯერ კიდევ ეკლესიათა გაყოფამდე დასავლეთის საეკლესიო სამართლის წყაროებში იყო არსებითი განსხვავებები აღმოსავლეთთან შედარებით. ასე, მოციქულთა კანონები (წერია правила апостльскія) მან მიიღო რაოდენობით მხოლოდ 50 (85-დან; იხ. Канонъ), ქალკედონის საეკლესიო კრების კანონები -- ასევე ყველა არა, ეფესოს საეკლესიო კრების კანონები მისთვის სრულიადაც უცნობია; იგი არ აღიარებს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებებს, ჩატარებულს პატრიარქ ფოტიოსის დროს; პირიქით, მსოფლიო კრების სახით აღიარებს საეკლესიო კრებას, რომელიც ჩატარებულ იქნა კონსტანტინოპოლში ფოტიოსის წინააღმდეგ 869 წ., და რიგ თავის დასავლურ საეკლესიო კრებებს, რომლებიც შედგა ეკლესიის აღმოსავლური ნახევრის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე (ოთხ ლატერანულ კრებას, ლიონის ორ კრებას, ვენის, კონსტანცას, ბაზელის, ტრიენტის, ვატიკანის საეკლესიო კრებებს), ასე რომ ამჟამად მოითვლის სულ 20 მსოფლიო საეკლესიო კრებას. იგი არ აღიარებს წმ. მამათა კანონებს, რომელთა ნაცვლად ღებულობს ადგილობრივი დასავლური საეკლესიო კრებების -- ესპანურის, გალურის, გერმანულის -- რიგ კანონებს; დაწყებული ჯერ კიდევ V საუკუნიდან მისი მომქმედი სამართლის წყაროს წარმოადგენს უპირატესად პაპების დეკრეტები. კათოლიკური ეკლესიის მიერ მიღებული ძველი მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონები მის კრებულებში ზოგჯერ გადმოცემულია არა იმ სახით, რომლითაც ისინი აღიარებულია აღმოსავლური ეკლესიის რედაქციაში (მაგალითად, I ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონი, პაპის ლეგატების გადმოცემით ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, საკუთარ თავში შეიცავს უკვე პაპისტურ ტენდენციას).

ტაძრების მოწყობილობა კათოლიკებთან განსხვავდება იმით, რომ მათში საკურთხეველი მიმართულია დასავლეთისკენ, ხოლო ტრაპეზები (престолы) კი შესაძლოა იყოს ტაძრის სხვადასხვა მხარეებში -- არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთისაც. კათოლიკურ ეკლესიებში არ არის კანკელები და საკურთხევლის ტიხარი იმ სახისა, როგორიც მიღებულია აღმოსავლეთის ეკლესიაში (დასავლური წეს-ჩვეულება ამ შემთხვევაში -- უფრო ძველია, ვიდრე აღმოსავლური), არ არის საფარველი ტრაპეზის თავზე (нет сени над престолом,) და თავად ტრაპეზიც ყოველთვის არ არის შემოსაზღვრული მესრით ან ბალუსტრადით. მასთან შეუძლიათ მიდიოდნენ არა მხოლოდ მღვდელმსახურებს, არამედ საერო პირებსაც, მამაკაცებსაც და ქალებსაც. სამსხვერპლოებს წმ. ნაწილების მომზადებისთვის არ აწყობენ. ხატებს არცთუ იშვიათად აქვთ სავსებით საერო სურათების ხასიათი. კათოლიკურ ტაძრებს რთავენ ასევე ქანდაკებებით (статуями), ჩამოსხმულებითა და ნაკვეთებით; ზოგიერთ მათგანს წმინდა პროცესიების დროსა და დღესასწაულებზე აცმევენ თანამედროვე მოდურ კოსტიუმებს. დაშვებულია ეკლესიის დეკორაციული მორთვა თეატრალური მორთულობის ნიმუშის მიხედვით (მაგალითად, ქრისტეს შობის გამოქვაბული, გამოქვაბული იესო ქრისტეს კუბოთი დიდ შაბათს). ღვთისმსახურების დროს ნებადართულია დაჯდომა; ტაძრის უმეტესი ნაწილი არის ხოლმე დაკავებული მერხებითა და სკამებით, რომლებსაც ხშირად აძლევენ მოსულებს ფულის სანაცვლოდ, გარკვეული ნიხრის მიხედვით. ფეხზე ადგომა ევალებათ მხოლოდ ღვთისმსახურების უფრო მეტად მნიშვნელოვან მომენტებში. პირჯვრის წერას აღასრულებენ ხუთი თითით, თავიდან მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხარზე; დიდ გამოყენებაშია ლოცვის დროს ხელების გაშლა, საკუთარ მკერდში ცემა.

მთელი ღვთისმსახურება დასავლეთში უკანასკნელ დრომდე აღესრულებოდა ლათინურ ენაზე, კულტის ერთიანობის გათვალისწინებით. დასავლეთის სხვადასხვა ეროვნული ეკლესიების მეცადინეობა (домогательства) მიეღოთ უფლება თუნდაც ლიტურგიის აღსრულებისა ეროვნულ ენაზე დიდხანს წარუმატებლად რჩებოდა და ტრიენტის საეკლესიო კრებზე საბოლოოდ იქნა უარყოფილი. მხოლოდ უკანასკნელ ხანს ეს აკრძალვა ნაწილობრივ იქნა მოხსნილი ზოგიერთ ხალხთან მიმართებით, განსაკუთრებით უნიატებისთვის. შუა საუკუნეებში ღვთისმსახურების დროს გამოყენებაში შემოტანილ იქნა ორღანები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, როლებზედაც ზოგჯერ ასრულებენ საოპერო და საერთოდ საერო მუსიკალურ მოტივებსაც. საეკლესიო გალობა კათოლიკურ ეკლესიებში თანდათანობით სულ უფრო მეტად შორდება გრიგოლ დიდის ეპოქის უბრალო და მკაცრად-საეკლესიო საგალობლებს. ლიტურგიისა და სხვა მსახურებათა თავად чинопоследованія, რომლებიც დასაწყისს იღებენ შორეულ წარსულში, დროთა განმავლობაში განიცდიდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ლიტურგიას გააჩნია ორი სახეობა: მთავარი, რომელსაც აღასრულებენ სრული შემადგენლობით по служебнику (missale), დიდ ტრაპეზზე (на большом престоле), ხმამაღლა ყველა იქ დამსწრისათვის, ორღანისა და საგუნდო გალობის მონაწილეობით (missa cantata), და შემოკლებული (შემცირებული), რომელსაც აღასრულებენ საჩქაროდ (სახელდახელოდ), ჩურჩულით, ბევრი ლოცვის გამოტოვებით (missa lecta) -- კერძო შეკვეთით ჯანმრთელობისთვის ან სულის მოსახსენიებლად.

მთავარი ლიტურგიის შესრულებასთან ერთდროულად ხშირად აღასრულებენ შემცირებულ ლიტურგიასაც, ერთს ან რამდენიმეს, შეკვეთებისა და ტაძარში არსებული ტრაპეზების რიცხვის მიხედვით. თითოეულ მღვდელმსახურს ნება ეძლევა აღასრულოს დღის განმავლობაში რამდენიმე ლიტურგია და, შესაბამისად, დღეში რამდენჯერმეც ეზიარებოდეს (რაც მკაცრად არის აკრძალული აღმოსავლეთის ეკლესიაში). ყველა ქრისტიანისთვის საერთო დიდი დღესასწაულების გარდა კათოლიკურ ეკლესიაში ბევრი თავისი დღესასწაულიცაა, რომლებიც დადგენილია უფრო გვიანდელ დროში, მაგალითად, უფლის სხეულის დღესაწაული და იესოს უწმინდესი გულის განსაკუთრებული თაყვანისცემა. ძველი მსოფლიო (კათოლიკე) ეკლესიის ბევრი წმინდანი თითქმის დავიწყებულია და მათ ადგილას დაყენებული ჰყავთ კათოლიკური ეკლესიის ახალი წმინდანები, ორდენების დამაარსებლების -- ეგნატე ლოიოლას, ფრანცისკის, დომინიკის მსგავსნი, დიდი ინკვიზიტორების -- ტორკვემადასა და არბუესის, აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში მართლმადიდებლობის მდევნელების -- იოსაფატ კუნცევიჩის, იან ნეპომუკისა და სხვების მსგავსნი. კათოლიკები იყენებენ თითქმის მხოლოდ ოთხბოლოიან ჯვარს (четырёхконечный крест).

იმ ათასწლეულს განმავლობაში, რომელიც ამოიწურა ეკლესიათა გაყოფის დასაწყისიდან, დაგროვდა უზარმაზარი მოცულობის პოლემიკური ლიტერატურა უთანხმოების საგნების მიხედვით, რომლის მხოლოდ უბრალო ჩამონათვალი დაიკავებდა არა ერთ დიდ ტომს. იმისთვის რათა მოვახდინოთ ორიენტირება ამ პოლემიკაში, ისევე როგორც საკუთრივ კათოლიკური დოგმატიკის ლიტერატურაშიც, საჭიროა მხედველობაში გვქონდეს კათოლიკური ეკლესიის სიმბოლოები, სარწმუნოების გადმოცემანი და სიმბოლური თხზულებები. ღებულობს რა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს, filioque-ს დამატებით, რომის ეკლესია მას ამჯობინებს მოციქულთა სიმბოლოს, რომლის წარმოშობაც მისი ახლანდელი რედაქციით, როგორც ეს ახლა დამტკიცებულია, მიეკუთვნება VI საუკუნეს (ეს სიმბოლო საფუძვლად უდევს “რომაულ კატეხიზმოს” და გამოიყენება ღვთისმსახურებისას), აგრეთვე ათანასეს სიმბოლოს, რომელიც, თუმცა კი არ მიეკუთვნება ათანასე დიდს, როგორც ამას უწინ ფიქრობდნენ, არამედ გამოჩნდა V ან სულაც VI საუკუნეში. კათოლიკური ეკლესიის სიმბოლური წიგნებიდან მთავარია: 1) ტრიენტის საეკლესიო კრების კანონები და დეკრეტები (Canoni et decreta concilii Tridentini), რომელიც რომის ეკლესიაში მიღებულია მეცხრამეტე მსოფლიო საეკლესიო კრებად. 2) სარწმუნოების ტრიენტული აღსარება (Porfessio-fidei Tridentina) -- წინა აღმსარებლობის შემცირება, რომელიც შედგენილ იქნა პაპის პიუს IV-ის დავალებით. 3) Catechismus Romanus -- რომაული კატეხიზმო, რომელიც პირველად გამოცემულ იქნა 1566 წ. და განკუთვნილია საერთო-სახალხო გამოყენებისთვის. 4) ვატიკანის საეკლესიო კრების (რომის ეკლესიის 20-ე მსოფლიო საეკლესიო კრების) განსაზღვრებანი. 5) პაპების ბულები, რომელთაგან განსაკუთრებით დიდი ნიშვნელობა გააჩნია ინოკენტი X-ისა და კლიმენტი XI-ის ბულებს (შესაბამისად 1653 და 1713 წწ.), რომლებიც გამოცემულ იქნა იანსენისტებთან კამათების გამო, აგრეთვე პიუს IX-ის ბულებსაც, 1864 და 1854 წწ. 6) რომის კათოლიკური ელესიის საღვთისმსახურო წიგნები -- Missale Romanum, Breviarium Romanum და სხვა. კატეხიზმოებიდან, რომელთაც აქვს ადგილობრივი წარმოშობა და განკუთვნილია სასწავლო გამოყენებისთვის, ყურადღებას იმსახურებს ისინი, რომლებიც შედგენილია კაზინიუს სტაცევიჩისა (რომლითაც სწავლობენ კათოლიკები რუსეთში) და ვაპლერის (1876) მიერ. შემდეგ მეტად მნიშვნელოვანია Confutatio confessionis Augustanae (პროტესტანტების “აუგსბურგული აღმსარებლობის” უარყოფა /გაბათილება/), შედგენილი ღვთისმეტყველთა მთელი კომისიის მიერ.

მთავარი რუსული თხზულებები კათოლიკობის შესახებ შემდეგია: архіеп. Никаноръ, «Разборъ римскаго ученія о главенстве въ церкви» (въ «Правосл. Собеседнике», 1865); проф. Н. А. Беляевъ. «Католич. ученіе о такъ называемой сатисфакціи» (Казань, 1877); его же, «Характеристика римско-католич. ученія съ точки зренія римскаго догмата», «Идея папской непогрешимости», «Теорія папской непогрешимости въ сопоставленіи съ фактами исторіи», «О римском католицизме» (всё въ «Правосл. Собеседнике»); прот. А. М. Иванцовъ-Платоновъ, «О римском католицизме» (М., 1869); прот. А. Лебедевъ, «О главенстве папы или разности православныхъ и папистовъ въ ученіи о церкви» (СПб., 1887); его же, «Разности церквей восточной и западной въ ученіи о Пресв. деве Маріи» (СПб., 1881) и «О латинскомъ культе Сердца Iисусова» (СПб., 1856). შეფასება კათოლიკობისა, როგორც რჯულის აღმსარებლობის სისტემისა, იხ. ა. ს. ხომიაკოვის (А. С. Хомяковъ) თხზულებებში: “L’eglise latine et le protestantisme au point de vue de l’eglise d’Orient” (ლოზანა და ვევე, 1872). ამ წიგნის რუსული თარგმანი შეადგენს ხომიაკოვის თხზულებათა სრული კრებულის II ტომს (1-ლი გამოცემა, პრაღა, 1867; მე-2 გამოცემა, მოსკოვი, 1878). 

ნ. ბარსოვი 

სტატისტიკური მონაცემები

დედამიწის ყველა ნაწილში კათოლიკური ეკლესია მოითვლის 200 მილიონამდე მრევლს*, 774 დიოცეზში. დიოცეზების სიდიდე მეტად განსხვავებულია: ასე, ბრესლავლის ეპარქიაში 1 მილიონზე მეტი მრევლია, ხოლო ზოგიერთ იტალიურ ეპარქიაში კი _ დაახლოებით 25.000. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია მრევლის რიცხვი ცალკეული ქვეყნების მიხედვით (უახლესი ცნობებით). 

კონტინენტები . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . მრევლი (ადამიანი)

ევროპა . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი . . . . . . . . . . 27.607.000
. . . . . . . . . . . . . . . . . ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6.042.000
. . . . . . . . . . . . . . . . . ინგლისი და ირლანდია
 . . . . . . . . . . . . . . . . . მალტით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6.660.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . .17.672.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . .30.400.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .ესპანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .16.850.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .ლუქსემბურგი . . . . . . . . . . . . . . . . 290.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .მონაკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .12.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .ნიდერლანდები . . . . . . . . . . . . . .1.604.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .პორტუგალია . . . . . . . . . . . . . . . .9.600.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .რუსეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10.518.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . . . 29.201.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .შვეიცარია . . . . . . . . . . . . . . . . . . .1.190.000

ამერიკა . . . . . . . კანადა ნიუფაუნდლენდში . . . . . . . . 1.797.000
. . . . . . . . . . . . . . .ჩრდ.-ამერიკის შეერთ. შტატები . . . 6.250.000
. . . . . . . . . . . . . . .მექსიკო და ცენტრალური
 . . . . . . . . . . . . . . ამერიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15.329.000
. . . . . . . . . . . . . . . სამხრეთ ამერიკა . . . . . . . . . . . . . . . 27.268.000

აზია . . . . . . . . . . აზიური თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . .663.000
. . . . . . . . . . . . . . . ინდოჩინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .406.000
. . . . . . . . . . . . . . . ჩინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1.094.000
. . . . . . . . . . . . . . . კორეა და იაპონია . . . . . . . . . . . . . . . . . . 45.000
. . . . . . . . . . . . . . . .ოსტინდოეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1.199.000
. . . . . . . . . . . . . . . .ფილიპინების კუნძულები . . . . . . . . .5.502.000

აფრიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2.656.000

ავსტრალია . . . . . . . . . მატერიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .522.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .ახალი ზელანდია . . . . . . . . . . . . . . . . .69.000
. . . . . . . . . . . . . . . . . .სხვა კუნძულები . . . . . . . . . . . . . . . . .482.000

* მათ რიცხვში 5,5 მილიონამდე უნიატის -- სლავების, სომხების, სირიელებისა და სხვათა ჩათვლით; მათგან 2.816.811 ადამიანი ავსტრიაში და 1.670.682 უნგრეთში. (იხ. უნია).

ამაზე ზევით 3.685 კათოლიკია დანიაში, 10.000 შვედეთსა და ნორვეგიაში, 10.000 საბერძნეთში (კ. ქიოსის ჩათვლით), 5.000 ჩერნოგორიაში, 100.000 რუმინეთში, 6.000 სერბეთში. რომის კათოლიკური ეკლესიის წევრი სლავების საერთო რიცხვი აღწევს 21.286.000 ადამიანამდე, რაც, თუკი მივიღებთ, რომ სლავების საერთო რიცხვი ადის 98.441.000 ადამიანამდე, შეადგენს 21,6%-ს. სალაპარაკო ენის მიხედვით რომის კათოლიკური ეკლესიის წევრი სლავები ნაწილდებიან შემდეგნაირად:

მოლაპარაკენი რუსულ ენაზე . . . . . . 500.000 ადამიანი
ბულგარულზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 50.000 -- „ --
ხორვატულზე . . . . . . . . . . . . . . . . . . 2.478.000 -- „ --
ხორუატულ-სლოვენურზე . . . . . . . 1.275.000 -- „ --
სლოვენურზე . . . . . . . . . . . . . . . . . . .1.584.000 -- „ --
ჩეხურზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4.715.000 -- „ --
ზემო-ლუჟიცურზე . . . . . . . . . . . . . . . . .10.000 -- „ --
პოლონურზე . . . . . . . . . . . . . . . . . . .10.524.000 -- „ --
კაშუბურ დიალექტზე . . . . . . . . . . . . . . 150.000 -- „ --

შეადარეთ O. Werner, „Kathol. Kirchenatlas“ (ფრაიბურგი, 1888); მისივე „Orbis terrarum catholicum“ (ფრაიბურგი, 1890); “Bulletin de l’Iistitut Iiternational statistiques” (ტ. 4, ნაწ. 2-3, 1889 წლისა, რომი, 1890); “The Statesman’s Year-Book” (ლონდონი, 1893); “La Gerarchia Cattolica” (რომი, 1893).

 თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა