II ნაწილის შინაარსი
„როცა ჩვენ ბრძოლაში გაგვგზავნის ამხანაგი სტალინი...“
განადგურება
პირველი მარშალი
ნაწილი 2
ჩანაფიქრი
წარმატებისათვის განწირულები
მოწმეების გარეშე
კატასტროფის ანატომია
გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული
„როცა ჩვენ ბრძოლაში გაგვგზავნის ამხანაგი სტალინი...“
იმისთვის რათა ღირსეულად შევაფასოთ გ ე გ მ ი ს სილამაზე, ჩვენ დაგვჭირდება რუკა – არა დიდი სამამულო ომის მსხვილი ბრძოლების რუკა, არამედ სკანდინავიის სარკინიგზო და საავტომობილო გზების რუკა.
ომის გეგმა გზებზეა მიბმული. ეს ასე იყო ქსერქსესა და ბათო ყაენის დროსაც, და ასევე დარჩა ყველაფერი მეოცე საუკუნეშიც. უფრო მეტიც, XX საუკუნის არმიების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე დამოკიდებულებამ (საბრძოლო მასალები, საწვავი) კიდევ უფრო მეტად აამაღლა სატრანსპორტო კომუნიკაციების მნიშვნელობა ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარებისას.
ფინეთი შეიძლება ითვლებოდეს „მცირე ქვეყნად“ მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნების მიხედვით. დაკავებული ტერიტორიის ფართობის მიხედვით ფინეთი აღემატება ავსტრიას, უნგრეთს, ბელგიას, დანიასა და ჰოლანდიას, ერთად აღებულს.
ისევე როგორც რუსეთშიც, ეს ტერიტორია უკიდურესად არათანაბრადაა დასახლებული და ათვისებული. რკინიგზების ხშირი ქსელი ქვეყნის სამხრეთში სულ უფრო და უფრო გამეჩხერებული ხდება ცენტრში, სანამ არ გადაიქცევა ერთ-ერთადერთ ზოლად, რომელიც ბოტნიის ყურის ჩრდილოეთ წერტილში, ქალაქ კემისთან, გაორდება: ერთი ტოტი მიდის დასავლეთით ნორვეგიაში, აკავშირებს რა ფინეთის გზებს გაუყინავ ნორვეგიულ პორტებთან; მეორე მიდის აღმოსავლეთით, საზღვრამდე საბჭოთა კარელიასთან.
იქვე, როვანიემის, კემიჲარვისა და სალლას გავლით გადის ერთადერთი ამ რაიონში „გამჭოლი“ საავტომობილო გზაც, რომელიც დასავლეთ (საზღვაო) და აღმოსავლეთ (საბჭოთა) საზღვრებს ერთმანეთთან აკავშირებს.
კიდევ უფრო შორს, როვანიემიდან ჩრდილოეთით, ასეულობით კილომეტრი დაჭაობებული ტაიგისა და ტუნდრის გავლით მიდის საავტომობილო გზა პეტსამოსკენ – ფინეთის ყველაზე უფრო ჩრდილოეთ ქალაქისაკენ. პეტსამო – ეს არის ევროპაში უმსხვილესი ნიკელის საბადოები, ეს არის საჯავშნე ფოლადი და ცეცხლგამძლე შენადნობები საავიაციო ძრავებისათვის, ეს არის ომამდელი ფინეთის ექსპორტის უმნიშვნელოვანესი მუხლი. მართალია, დღეს ეს რუსეთის ქალაქი პეჩენგაა.
ახლა კი დავიტანოთ ამ რუკაზე 1-ლი სატანკო დივიზიის გადმოტვირთვის რაიონი (თქვენ კიდევ გახსოვთ, რისგან იწყებოდა ყველაფერი?) – და უბრალო, როგორც ყველაფერი გენიალური, ჩანაფიქრი ფინეთში შეჭრისა თქვენ მთელი თავისი სილამაზით გაგეშლებათ.
მხოლოდ ერთი დარტყმა მძლავრი სატანკო მუშტით (ხოლო ტანკების რიცხოვნების მიხედვით ბარანოვის დივიზია თითქმის ორჯერ აღემატებოდა მანშტაინის სატანკო კორპუსს!) ალაკურტიდან კემიჲარვიზე, და 1-ლი სატანკო ხშირი ტყეებიდან მყარ საავტომობილო გზაზე გაიჭრება. ფინური არმიის ძალები ამ რეგიონში ძალიან ცოტა იყო იმისათვის, რათა საბჭოთა სატანკო ლავა გაეჩერებინათ: კუსამოს რაიონში მხოლოდ ერთი მე-6 ქვეითი დივიზია იმყოფებოდა, ხოლო 200 კმ იქით ნავარაუდევი შეტევის ზოლიდან, სუმოსისალმიში, კიდევ ერთი ფინური დივიზია, ამასთან საერთო რიცხოვნება ამ ორი დივიზიისა, რომლებიც მე-3 კორპუსში იყვნენ შეყვანილი გენერალ-მაიორ ჰ. სიილასვუოს მეთაურობით, ივნისის ბოლოსათვის სულ 10 ათას ადამიანს შეადგენდა (ერთნახევარჯერ ნაკლებს საბჭოთა მსროლელი დივიზიის საშტატო რიცხოვნებასთან შედარებით) (28).
შემდეგ, მიიწევს რა წინ გზატკეცილზე როვანიემის გავლით, 1-ლი სატანკო გადის ბოტნიის ყურესთან, გადაკვეთს რკინიგზას კემიში – და მთელი ოპერატიული ვითარება თვალწინ იცვლება... პეტსამოს, მთელი მსოფლიოსაგან მოწყვეტილს, შეიძლება მშვიდად დაარქვან პეჩენგა – ამისთვის მურმანსკის რაიონში გაშლილია 14-ე არმია (14-ე, 52-ე, 104-ე, 122-ე მსროლელი დივიზიები). ფინური ნიკელი საბოლოოდაა დაკარგული გერმანული მრეწველობისათვის, ხოლო ფინური არმია კი ყრუდაა მოწყვეტილი გერმანული ჯარებისაგან, რომლებიც უკვე იმყოფებიან ან შეიძლება გადმოსროლილ იქნენ მომავალში ნორვეგიაში.
რა თქმა უნდა, როგორი სუსტიც არ უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე, შეტევა 300 კმ სიღრმეში არასოდეს იქნება „მსუბუქი გასეირნება“. ამიტომაც გაგზავნეს კიდეც ალაკურტიში მშვენივრად მომზადებული, სრულად დაკომპლექტებული, დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე დივიზია მეთაურით, რომლისთვისაც ეს ომი რიცხვით მესამე უნდა გამხდარიყო.
სიმართლის გულისთვის აღვნიშნავთ, რომ თეორიაში არსებობდა „პირდაპირი საზღვაო შეტყობინების“ შესაძლებლობაც გერმანიასა და ფინეთს შორის ბოტნიის ყურეში განლაგებული პორტების მეშვეობით.
ამასთან კემის გავლით ნორვეგიაში სარკინიგზო ტოტის სტრატეგიული მნიშვნელობა თითქოს და მცირდებოდა. მაგრამ მთელი ომისწინა გეგმები ამოდიოდა იქიდან, რომ წითელდროშოვან ბალტიის ფლოტს გააჩნია საკმარისი ძალები და საშუალებანი (ფინურ ნახევარკუნძულ ხანკოზე მდებარე ბაზის ჩათვლით) იმისათვის, რათა ყრუდ ჩაკეტონ ფინეთისა და ბოტნიის ყურეები გერმანული ფლოტის წინაშე.
„გააფთრებული ლაშქრობისათვის“ როვანიემის გავლით გზატკეცილზე ბოტნიის ყურისაკენ ჩქაროსნული БТ, რომელიც, ჩამოიცილებდა რა მუხლუხებს, შეეძლო 60–70 კმ/სთ სიჩქარით ემოძრავა, ომის საუკეთესო ინსტრუმენტი გახლდათ იმ მომენტში. საბჭოთა სატანკო დივიზიის გამოჩენა ალაკურტიში იმდენად ცხადად ხსნიდა გ ე გ მ ი ს შინაარსსა და მიზანს, რომ ამ გადასროლას 17 ივნისამდე ჭიმავდნენ, ხოლო შემდეგ კი – ის ექსტრენული წესით მოახდინეს, დატოვეს რა ფსკოვის სამხედრო ბანაკში ათეულობით ტანკი. და ყველაფერი იმისათვის, რათა სატანკო არმადა ფინეთის საზღვარზე „სულ უკანასკნელ მომენტში“ გამოჩენილიყო.
ამ ბრძნული და კომპლექსური (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე) გეგმის დამუშავება უკვე 1940 წ. შემოდგომაზე დაიწყო, ე. ი. ნახევარი წლის შემდეგ 1940 წლის მარტში სამშვიდობო შეთანხმების დადებიდან ფინეთთან. 18 სექტემბერს ტიმოშენკომ (თავდაცვის სახკომი) და მერეცკოვმა (მგწა-ის გენშტაბის უფროსი) ხელი მოაწერეს დოკუმენტს # 103203 – „მოსაზრებანი წითელი არმიის შეიარაღებული ძალების გაშლაზე ფინეთთან ომის შემთხვევისათვის“.
თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ამ „მოსაზრებებს“ შორის არ არის ერთი სიტყვაც კი გერმანიის შესახებ! ყოველგვარი კავშირის გარეშე გერმანული არმიის მიერ ფინეთის ტერიტორიის შესაძლო გამოყენებასთან საბჭოთა სარდლობა სვამს ასეთ ამოცანებს: „...შეიჭრან ცენტრალურ ფინეთში, გაანადგურონ აქ ფინური არმიის ძირითადი ძალები და დაეუფლონ ფინეთის ცენტრალურ ნაწილს... მთავარ დარტყმასთან ერთდროულად მიაყენონ დარტყმა მიმართულებაზე როვანიემი – კემი, იმისთვის რათა ბოტნიის ყურის სანაპიროზე გასვლით მოკვეთონ ჩრდილოეთ ფინეთი და შეწყვიტონ ცენტრალური ფინეთის უშუალო შეტყობინებები შვედეთსა და ნორვეგიასთან...“ (16, გვ. 253).
მთავარი დარტყმა ივარაუდებოდა მიეყენებინათ ორი მიმართულებით: სავონლინის გავლით მიკელიზე და ლაპეერანტის გავლით ჰეინოლაზე. აღსანიშნავია ისიც – 1941 წ. ივნისში სწორედ მთავარი დარტყმის სავარაუდო ზოლის ცენტრში, ქ. იმარტას პირისპირ იყო თავმოყრილი 10-ე მექკორპუსი. როვანიემის გავლით კემიზე შესატევად იგეგმებოდა გაეშალათ 21-ე არმია ალაკურტის რაიონში – ე. ი. ზუსტად იქ, სადაც 1941 წ. 22 ივნისს გადმოტვირთავდნენ 1-ლ სატანკო დივიზიას...
თვენახევრის შემდეგ „მოსაზრებათა“ ხელმოწერიდან ჰიტლერთან შესახვედრად ბერლინში საბჭოთა მთავრობის მეთაური მოლოტოვი გაემგზავრა. მოლაპარაკებები ორ დღეს გრძელდებოდა: 1940 წ. 12 და 13 ნოემბერს. მოლაპარაკებათა სტენოგრამიდან გამოდის, რომ „ფინური საკითხის“ განხილვამ მთელი დროის ნახევარი დაიკავა! მართალია, ეს განხილვა ორი ყრუს დიალოგის ფორმით მიმდინარეობდა. მოლოტოვი, გაფუჭებული გრამფირფიტის მონოტონურობით, იმეორებდა ერთსა და იმავე ნაკრებს არგუმენტებისა: მთელი ფინეთი საიდუმლო პროტოკოლის მიხედვით საბჭოთა კავშირის ინტერესთა სფეროშია გადმოცემული, ამიტომ სსრკ-ს უფლება აქვს შეუდგეს „საბოლოო გადაწყვეტას“ მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. ჰიტლერი კი, სულ უფრო და უფრო მეტად ისტერიკაში ჩავარდნით პასუხობდა ამაზე, რომ იგი ვერ მოითმენს არანაირ ახალ ომს ბალტიის რაიონში, რადგანაც ეს ახალი ომი მისცემს ინგლისელებს საბაბსაც და შესაძლებლობასაც ჩარევისათვის, გერმანია კი საჭიროებს რკინის მადნის შეუფერხებელ მოწოდებებს შვედეთიდან (69, გვ. 41–47, 63–71). ამ ჯერზე მაღალი მომლაპარაკებელი უფროსები ვერაფერზე კონკრეტულად ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთისადმი ღრმა უნდობლობის გრძნობით წავიდ-წამოვიდნენ.
შემდეგ დადგა 1940 წ. 25 ნოემბერი. ამ დღეს მოლოტოვმა გადასცა გერმანიის ელჩს გრაფ შულენბურგს პროექტი შეთანხმებისა ოთხი დერჟავის პაქტის შექმნის პირობების შესახებ, ე. ი. ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის, მილიტარისტული იაპონიისა და „უცვლელად მშვიდობისმოყვარე“ საბჭოთა კავშირის. (69, გვ. 136). იმავე დღეს სახკომმა ტიმოშენკომ გაუგზავნა ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის სარდლობას დირექტივა ფინეთთან ომის მომზადების შესახებ. ამ დოკუმენტის პირველი სიტყვები ასე ჟღერდა: „სსრკ-ის ომის პირობებში მარტო ფინეთის წინააღმდეგ (ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.) ჯარების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფისთვის...“.
შემდეგ დირექტივაში ისმებოდა ამოცანა „გაანადგურონ ფინეთის შეიარაღებული ძალები, დაეუფლონ მის ტერიტორიას... და გავიდნენ ბოტნიის ყურესთან ოპერაციის 45-ე დღეს“. ჰელსინკი აპირებდნენ დაეკავებინათ „ოპერაციის 25-ე დღეს“. ოპერაციის გეგმის ყველა შემადგენელი ნაწილის დეტალური შემუშავების დასრულება 1941 წ. 15 თებერვლისათვის მოითხოვებოდა (16, გვ. 418–423). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორი მომენტი: ამ დოკუმენტშიც არ არის არავითარი მიბმა მომავალი ომისა ფინეთის წინააღმდეგ მისი ტერიტორიის შესაძლო გამოყენებასთან ჰიტლერული გერმანიის ჯარების მიერ, აგრეთვე უკიდურესად გადამწყვეტი მიზნები ომისა. არანაირი „საზღვრის გადაწევები“ უფრო მოშორებით ლენინის ქალაქისაგან – მხოლოდ ფინეთის სრული ოკუპაცია და „ბოტნიის ყურესთან გასვლა“!
მუშაობა ადუღდა. უკვე 1941 წლის მარტში თავდაცვის სახკომის მოადგილემ არმიის გენერალმა მერეცკოვმა მრავალდღიანი ოპერატიული თამაში ჩაატარა ЛенВО-ის (ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის) სარდლობასთან, რომლის მსვლელობისას მხოლოდ შეტევითი თემები მუშავდებოდა. ამის დოკუმენტური დამტკიცებები სულ ახლახანს იქნა გამოქვეყნებული, მაგრამ ჯერ კიდევ ძველ – კეთილ დროში ოფიციალური „ისტორია ლენინის ორდენოსანი ლენინგრადის სამხედრო ოკრუგისა“ მოგვითხრობდა თუ როგორ „ჭკუისდამრიგებლურად მიდიოდა საველე მგზავრობები კარელიის ყელსა და კოლის ნახევარკუნძულზე, რომელთა მსვლელობისას თანამედროვე შეტევითი ოპერაციის ხასიათი შეისწავლებოდა“. ხოლო პეტსამოს კი საბჭოთა გენერლები საერთოდაც თითქმის თავიანთ პეჩენგად მიიჩნევდნენ. 14-ე (მურმანსკის) არმიის მაშინდელი შტაბის უფროსი ლ. ს. სკვირსკი იხსენებს, რომ 1941 წ. თებერვალში, შეიტყო რა იმის შესახებ, რომ ფინეთთან წარმოებს მოლაპარაკებები ნიკელის საბადოების აქციათა გაყოფის თაობაზე, მას ძალიან გაუკვირდა: „რატომ ვიყიდოთ, როცა ჩვენ მალე მის გარეშეც დავიბრუნებთ ჩვენთვის საბადოებს?“ (33) მეტად აღსანიშნავია, რომ ეს აზრი მთლიანად ემთხვეოდა იმ მოხსენებებს, რომლებსაც მოსკოვიდან ჰელსინკიში აგზავნიდა ელჩი პაასიკივი: „საბჭოთა კავშირი გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ ძალას, თუ საბადოების პრობლემა არ იქნა გადაწყვეტილი...“
ის, რომ საბჭოთა კავშირი აპირებდა ვერაგი აგრესორის როლში გამოსულიყო, არ არის გასაკვირი.
განა პოლონეთში შეჭრა (1939 წ. სექტემბერი) ან ბალტიისპირეთის ოკუპაცია (1940 წ. ივნისი) იყო რაღაც სხვა, და არა აქტი აგრესიისა იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომელთა სუვერენიტეტის დაცვაც სტალინურმა ხელმძღვანელობამ ვალად იკისრა? უცნაური და გასაოცარი სხვა რამაა. 1941 წლის ივნისის ბოლოსათვის მთლიანად მობილიზებული ЛенВО-ის (ჩრდილოეთის ფრონტის) ჯარები უკვე გაყვანილი იყვნენ გაშლის რაიონებში, საბჭოთა ავიაცია განაგრძობდა 25 ივნისის განთიადზე დაწყებულ ფინეთის გამძვინვარებულ დაბომბვებს, მიწისზედა ოპერაცია კი მაინც არა და არ იწყებოდა. რატომ?
ამ დრომდე ჩვენი თხრობა ფაქტებისა და დოკუმენტების მყარ საფუძველზე იყო ბაზირებული.
ამ ეპიზოდში უკვე მიხვედრებისა და ჰიპოთეზების ფხვიერ ნიადაგზე გადავდივართ. მკითხველს აქვ სრული უფლება გამოტოვოს ამ თავის დასასრული „მტკიცებულებათა არარსებობის“ გამო, მაგრამ, ავტორის აზრით, 1941 წლის ბოლოში ფინური არმიის განადგურების გეგმის მოქმედებაში მოსაყვანად არ ჰყოფნიდათ ერთი-ერთადერთი პირობა. ერთი–ერთადერთი, რომლის გარეშეც არმიაში არაფერი ხდება.
არ იყო ბ რ ძ ა ნ ე ბ ა.
ბრძანება კი იმის გამო არ იყო, რომ არავინ გახლდათ ამ ბრძანების გამცემი: ამხანაგი სტალინი სამუშაოდან წავიდა, ამხანაგ მერეცკოვთან კი უკვე მუშაობდნენ ადამიანები „მხურვალე გულითა და სუფთა ხელებით“.
ომი ომად იყოს, „ორგანოები“ კი მუშაობდნენ. უკვე კარგად გაქანებული და თითქმის არავის მიერ არ მართული ტერორისა და უკანონობის მანქანა განაგრძობდა თავის დოლაბებში სულ ახალი და ახალი მსხვერპლების ჩაჭერას.
ომის მეორე დღეს, 1941 წ. 23 ივნისს, დაპატიმრებათა ტალღა სამხედრო ხელმძღვანელობის სულ უმაღლეს დონემდე მიგორდა: დაპატიმრებულ იქნა არმიის გენერალი, თავდაცვის სახკომის მოადგილე, წარსულში – მგწა-ის გენშტაბის უფროსი კ. ა. მერეცკოვი. სწორედ ის, რომელსაც წინა დღეს (1941 წ. 21 ივნისს) ცეკას პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით „ჩრდილოეთის ფრონტის საერთო ხელმძღვანელობა“ დაევალა (იხ. ზევით).
მაგრამ კირილე ათანასეს ძე მერეცკოვი – უცხო ადამიანი არ ყოფილა ლენინგრადის ოკრუგში. 1939 წ.-დან იგი გახლდათ ЛенВО-ის სარდალი, შემდეგ, პირველი ფინური ომის დროს, მერეცკოვი სათავეში ედგა მე-7 არმიას, რომელიც წითელი არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა შეიქნა ბრძოლებში კარელიის ყელზე.
ახლა კი მთელი ეს გარემოებები პროტოკოლის ენაზე გადავიყვანოთ. გამოდის, რომ ჩრდილოეთის ფრონტის სარდლობა 1941 წ. ივნისში „მხილებული ხალხის მტრის“ მიერ დაწინაურებულთა, მისი თანამოსამსახურეებისა და უბრალოდ მეგობრებისაგან შედგებოდა. მათ ზურგში სიკვდილი სუნთქავდა. და არა ის სახელოვანი სიკვდილი ბრძოლის ველზე, რომლისთვისაც მზად უნდა იყოს ყოველი მხედართმთავარი, არამედ საშინელი დაღუპვა საწამებელ საკანში ან დასახვრეტ სარდაფში. და გარდაუვალი ამ შემთხვევაში ანგარიშსწორება ნათესავ და ახლო ადამიანებზე – დამატებით.
შეიძლება კი დავგმოთ გენერლები პოპოვი და ნიკიშევი (ჩრდილოეთის ფრონტის სარდალი და შტაბის უფროსი) იმის გამო, რომ ასეთ სიტუაციაში მათ არ დაიწყეს პირადი ინიციატივის გამოჩენა, მით უმეტეს ისეთ დელიკატურ საკითხში, როგორიცაა მომიჯნავე ქვეყნის საზღვარზე გადასვლა?
მათ ჰქონდა ბრძანება – მოეყვანათ მოქმედებაში დაფარვის გეგმა. მათ ის შეასრულეს – სრული მოცულობით, ზუსტად და თავის ვადაში. როგორც მიღებულია წესდების მიხედვით.
მათ არ ჰქონდათ ბრძანება – უარი ეთქვათ ფინეთში შეჭრის ომამდელ გეგმაზე და სასწრაფოდ გადმოესროლათ მთელი მექანიზებული შენაერთები ლენინგრადზე შემომტევი გერმანელების დასახვედრად, – და მათ არ წამოუყვანიათ არც ერთი ტანკი ფინეთის საზღვრიდან.
ფინეთის დაბომბვა გათვალისწინებული იყო წინასწარ (დაფარვის გეგმაში „სახელდებით“ იქნა დასახელებული პირველი რიგის საბომბე დარტყმების 17 ობიექტი) – და მათ ის წარმატებით ჩაატარეს.
ხოლო უკვე ჯარების თავმოყრისა და გაშლის ეტაპზე საზღვრის გადალახვის შესახებ დაფარვის გეგმის მე-8 პუნქტში საკმარისად ბუნდოვნად იყო ნათქვამი: „...ხელსაყრელ პირობებში... მთავარი სარდლობის მითითებით იყვნენ მზად მოწინააღმდეგეზე სწრაფი დარტყმების მისაყენებლად...“ (ВИЖ, 6/1996).
ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ პოპოვი უბრალოდ ელოდებოდა, როცა დიდი უფროსობა თვითონ გადაწყვეტს – შეიქმნა თუ არა უკვე „ხელსაყრელი პირობები“, თუ საჭიროა კიდევ მოცდა.
მაგრამ დიდი უფროსობა კი ამ დროს სულ სხვა საქმეებით იყო დაკავებული.
გენერალური შტაბის უფროსმა გ. კ. ჟუკოვმა ომის პირველი დღეები დასავლეთ უკრაინაში გაატარა, ცდილობდა რა მოეხდინა უზარმაზარი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ჯარების შეტევის ორგანიზება (იმაში, რაც აქედან გამოვიდა, ჩვენ დაწვრილებით გავერკვევით ნაწილ 3-ში), მის მთავარ მოადგილეს, გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსს ვატუტინს კი, დაევალა გადაერჩინა მდგომარეობა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე.
ფრონტის ჩრდილოეთ უბანზე პასუხისმგებელს მერეცკოვს ამ მომენტში რეზინის კომბლებით სცემდნენ და გამომძიებელთა შარდს ასხამდნენ. უმაღლესი სარდლობის ახალი წარმომადგენელი ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე მხოლოდ 10 ივლისს იქნა დანიშნული. არაფერი უკეთესის არქონის გამო, სტალინმა ეს საქმე მარშალ ვოროშილოვს დაავალა. მართალია, მალევე გამოირკვა, რომ მთავარსარდალი ვოროშილოვი – ეს გაცილებით უარესია, ვიდრე არაფერი, მაგრამ ეს შემდეგ იქნება.
თავდაცვის სახალხო კომისარი მარშალი ტიმოშენკო, თავდაცვის სახკომის მოადგილე მარშალი ბუდიონი, გენერალური შტაბის ყოფილი (და მომავალი) უფროსი მარშალი შაპოშნიკოვი ივნისის ბოლოს დასავლეთის ფრონტის შტაბში შეიკრიბნენ მოგილჲოვთან, და რაღაც იმატრიზე, როვანიემიზე და სხვა სუომისალმიებზე ფიქრის დროც კი სრულებით არ ჰქონდათ. 27–28 ივნისს ჰოთისა და გუდერიანის სატანკო ჯგუფებმა, შეერთდნენ რა მინსკის აღმოსავლეთით, ჩაკეტეს ალყის რგოლი დასავლეთის ფრონტის მე-3, 10-ე და მე-4 არმიების გარშემო. საბჭოთა ჯარების ექვსასათასიანი დაჯგუფება იქნა განადგურებული და უმეტეს ნაწილად ტყვედ აყვანილი. 1941 წლის 1 ივლისს გერმანული ტანკები ბერეზინასთან გამოვიდნენ. ეს ნიშნავდა, რომ მესამედი ნაწილი გზისა საზღვრიდან მოსკოვამდე უკვე გავლილი იყო, და გავლილი სულ რვა დღეში!
და რას აკეთებდა ამ დროს ყველაზე მთავარი უფროსი?
ყველაზე მთავარმა კი, თუმცა მას ჩვეულებრივი საშუალო განათლებაც არ ჰქონდა მიღებული, ყველაფერი უკვე გაიგო. შეიძლება, ასე სწრაფად და ასე სწორად იმიტომაც გაიგო, რომ მისი „უნივერსიტეტები“ იყო იატაკქვეშა მუშაობა ძირგამომთხრელ ორგანიზაციაში, რომელმაც ერთხელ უკვე იღბლიანად დაანგრია რუსული არმია პირდაპირ მსოფლიო ომის დროს. სტალინმა კონკრეტულად იცოდა, თუ როგორ ინგრევა იმპერიები და ქრებიან მრავალმილიონიანი არმიები. ამიტომ სულ შვიდი დღე დასჭირდა მას იმისათვის, რათა გაეგო – რაშია მიზეზი გაუგონარი განადგურებისა. მისთვის ამ მომენტში გამოვლენილი ჭეშმარიტება უზომოდ მძიმე აღმოჩნდა თვით ამ ადამიანისთვისაც კი ციმბირული გადასახლების, სამოქალაქო ომის სისხლიანი სასაკლაოსა და 20-იან წლებში ტროცკისთან სასიკვდილოდ სახიფათო „გარჩევების“ გამოცდილებით.
29 ივნისის გათენების ღამეს სტალინი აგარაკზე გაემგზავრა, სადაც სრული პროსტრაციის მდგომარეობაში გაატარა კიდეც ორი დღე – 29 და 30 ივნისი, არ პასუხობდა რა ტელეფონის ზარებს და არც არავისთან ჰქონია შეხვედრა.
ამის შედეგები ძნელი გასაგებია თანამედროვე რუსეთელი ადამიანისთვის, რომელიც მიაჩვიეს იმას, რომ სუვერენული რუსეთის პირველი პრეზიდენტი რამდენიმე თვის მანძილზე „მუშაობდა აგარაკზე დოკუმენტებთან“.
მაგრამ მხოლოდ სტალინური წესრიგი ძალზედ ძლიერ განსხვავდებოდა ელცინურისაგან. სტალინი წვდებოდა ყველაფერში და მბრძანებლობდა ყველაფერს. მისი ხელმოწერით გამოდიოდა გადაწყვეტილებები ავიამოტორის АМ-35 ცენტრიდანული დამჭირხვნელის მიმმართველი ნიჩბების შეცვლის შესახებ, ტანკ Т-34-ის სატარებელი ЗИП-დან „ბრეზენტისა და ერთი დომკრატის“ გამორიცხვის შესახებ. მისი თანხმობის გარეშე ვერ წყდებოდა საბალეტო დადგმების საკითხები დიდ თეატრში და სიტყვების შეცვლისაც სიმღერაში „და ეცემოდნენ მიწაზე სამურაები“-დან „და ეცემოდა მიწაზე მტრის ხროვა“-თი (1941 წ. 13 აპრილს იაპონიის ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ). აი რატომ არ შეიძლებოდა სტალინის ორდღიან არყოფნას კრემლში არ მოეხდინა ხელისუფლების მთელი უმაღლესი ეშელონის მუშაობის პარალიზება.
გინდათ – დაიჯერეთ, გინდათ – არა, მაგრამ ფინეთთან საზღვრის გადალახვაზე ბრძანება ჩრდილოეთის ფრონტის 23-ე არმიის 10-ე მექკორპუსში მივიდა სწორედ მას შემდეგ, რაც „ფიზკულტურელთა საუკეთესო მეგობრის“ თანამებრძოლებმა დაიყოლიეს იგი სამუშაო ადგილზე დაბრუნებულიყო.
1942 წ. 1-დან 2 ივლისის გათენების ღამეს 21-ე სატანკო დივიზიამ მიიღო საბრძოლო ბრძანება: „...6.00 გადადით საზღვარზე ენსოს რაიონში და ჩაატარეთ საბრძოლო დაზვერვა... დაადგინეთ მოწინააღმდეგის ძალები, შემადგენლობა და დაჯგუფება. საკონტროლო ტყვეების ხელში ჩაგდების გზით დაადგინეთ მოწინააღმდეგის ნაწილების ნუმერაცია... ...სადგურ იმატრას დაუფლების შემდეგ – სადგური ააფეთქეთ და ცეცხლსატყორცნი ტანკებით ტყეს ცეცხლი წაუკიდეთ. წარმატებით მოქმედებისა და იაკოლა-იმატრას მიჯნების დაპყრობის შემთხვევაში – შეინარჩუნეთ ისინი ჩვენი ქვეითი ჯარის მოსვლამდე...“ (17)
განადგურება
კითხულობ ამ ბრძანების ტექსტს და ფიქრობ: როგორ სწრაფად, როგორ უკან მოუბრუნებლად იცვლება დრო და ზნე-ჩვეულებანი! აი ადრე – როგორი იყო ლეპოტა:
ჩვენ ბურჟუების გულის სახეთქად მსოფლიო ხანძარს ავაბრიალებთ...
მე ხატა დავტოვე, წავედი საომრად, რათა მიწა გრენადაში გლეხებს მივცე...
ეს – ლექსებია. მაგრამ აი 1939 წლის 15 სექტემბრის საბრძოლო ბრძანების # 01 ტექსტი: „ბელორუსიის ფრონტის ჯარები გადადიან შეტევაზე ამოცანით დაეხმარონ ბელორუსიისა და პოლონეთის აჯანყებულ მუშებსა და გლეხებს მემამულეთა და კაპიტალისტების უღლის დამხობაში...“. (1, გვ. 113)
და რა? არ გასულა ორი წელიც – და აი თქვენ: არც მსოფლიო ხანძარი, არც ჯოჯოხეთიდან ამდგარი მუშები და გლეხები. ყველაფერი უბრალოა და გამჭვირვალე: სადგური მომიჯნავე ტერიტორიაზე – ააფეთქეთ, ტყე – დაწვით...
მართალია, არც ერთი და არც მეორე გაკეთებული არ ყოფილა. „21-ე სატანკო დივიზიის საბრძოლო მოქმედებათა ჟურნალში“ ვკითხულობთ, რომ „სადაზვერვო რაზმმა თავისი ამოცანა მთლიანად ვერ შეასრულა, იმატრამდე ვერ მივიდა, მოწინააღმდეგის ტყეს ცეცხლი ვერ წაუკიდა, მხოლოდ დაადგინა, რომ ამ უბანს მოწინააღმდეგის უმნიშვნელო ძალები იცავენ...“
შეაფასეთ, პატივცემულო მკითხველო, თუ რამდენად უფრო წესიერები იყვნენ 1941 წლის მეთაურები მომდევნო ათწლეულების საბჭოთა „ისტორიკოსებთან“ შედარებით. ამ უკანასკნელებთან ხომ (ჩვენს ისტორიკოსებთან) მოწინააღმდეგე ყოველთვის „მრავალჯერადად აღმატებული“ გახლდათ. ყოველთვის. და ყველგან. ასე, სამხედრო ისტორიკოსთა ჯგუფის კოლექტიური გენიის მიერ შექმნილ მონოგრაფიაში „ბრძოლა ლენინგრადისათვის“ (მოსკოვი, ვოენიზდატი, 1964 წ., ვ. ე. ზუბაკოვის რედაქციით) ფინური ჯარები, დივიზიების ჩვენთან თანაბარი რიცხვის დროს რატომღაც, ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი აღმოჩნდნენ (220 ათასი 114 ათასის წინააღმდეგ)...
შეტევის პირველი დღის საღამოს, 41-ის 2 ივლისის 23.30-ზე 21-ე ტდ-ის შტაბში მოვიდა 23-ე არმიის შტაბის ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი ლავრინოვიჩი და დაუსვა ახალი (ფაქტიურად კი – უწინდელი) საბრძოლო ამოცანა: „6.00 3.7-დან დაიწყეთ შეტევა იმატრაზე ამოცანით – დაეუფლოთ იმატრას და ყელებს ტბებს იმალან-იარვი, საიმაა შორის, შეინარჩუნებთ რა უკანასკნელთ მსროლელი ნაწილების მოსვლამდე“.
სატანკო დივიზიის შეტევისათვის მხარი უნდა დაეჭირათ 115-ე მსროლელი დივიზიის ოთხი საარტილერიო დივიზიონის ცეცხლით.
3 ივლისის შუადღისათვის ნაწილებმა დაიკავეს საწყისი მდგომარეობა შესატევად. აქვე მოხდა პირველი ჩავარდნა ურთიერთმოქმედებაში: „არტილერიამ მომზადება დააყოვნა და ის მხოლოდ 13.00-ზე დაიწყო, გაუშვა რა ერთ საათში 50–55 ჭურვი...“ სხვა სიტყვებით, თითოეულმა ქვემეხმა ერთ საათში ერთი-ორი გასროლა მოახდინა. უნდა ვივარაუდოთ, ასეთმა „საცეცხლე ქარიშხალმა“ უფრო გააფრთხილა „თეთრფინელები“, ვიდრე ჩაახშო მათი თავდაცვა. 14.00-ზე 21-ე სატანკო დივიზიის ორი პოლკი (მოტომსროლელი და სატანკო) გადავიდა საზღვარზე და დაიწყო შეტევა. რათა თავიდან ავიცილოთ ბრალდება მიკერძოებაში, მ თ ლ ი ა ნ ა დ მოვიყვანთ ამ შეტევის მთელ აღწერას, როგორც ის გადმოცემულია „საბრძოლო მოქმედებათა ჟურნალში“:
„...საზღვრის გადალახვასთან ერთად მოწინააღმდეგე თავიდან გვიწევდა სუსტ წინააღმდეგობას, და ჩვენი ნაწილები წინ სწრაფად მიიწევდნენ. 18.00 3.7-თვის მეწინავე ასეულები სიმაღლე 107,5-ის ჩრდილოეთ კალთებთან გავიდნენ, სადაც მოწინააღმდეგის ორგანიზებულ ცეცხლს წააწყდნენ და რამდენადმე უკან დაიხიეს...
22.00 3.7-თვის მდგომარეობა სტაბილური გახდა მიჯნაზე: ტყის ბილიკი სიმაღლე 107,5-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ორი პატარა სახლი იაკოლას ჩრდილოეთით, სიმაღლე 39,5. მოტომსროლელი პოლკის მე-2 ბატალიონის მე-4 ასეულს შეხვდა ძლიერი წინააღმდეგობა მოწინააღმდეგისა, რომელიც შეტევაზე გადმოვიდა, და 22.00 3.7-თვის ბრძოლით დაიხია უკან ჩვენი სახელმწიფო საზღვრის აქეთ, დაკარგა რა სამი ტანკი დამწვარი და ერთიც დაზიანებული. დივიზიის მეთაურის გადაწყვეტილებით შემდგომი შეტევა იქნა გაჩერებული და გაიგზავნა საბრძოლო მოხსენება 23-ე არმიის შტაბში ნებართვის თხოვნით ბრძოლიდან გამოსვლაზე. ამ ნებართვას ჩვენ 2.00-მდე ველოდებოდით. 4 ივლისს 2.25-ზე მოვიდა 10-ე მექკორ-ის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ზაევი დივიზიისათვის ბრძანებით გამოვიდეს ბრძოლიდან და თავი მოიყაროს იასკის რაიონში. 2 სთ 30 წთ-ზე მოწინააღმდეგე, ფარულად შემოგვიარა რა ჩვენი ნაწილების ფლანგებზე, გადმოვიდა კონტრშემოტევაზე დივიზიის მთელ უბანზე. კონტრშემოტევა დაიწყო ძლიერი ავტომატ-ტყვიამფრქვევული ცეცხლით ნაღმსატყორცნებისა და არტილერიის მხარდაჭერით. ასეთ ვითარებაში დივიზიის მეთაური გაბედულად (ასეა ტექსტში – მ. ს.) იღებს გადაწყვეტილებას ბრძოლიდან გამოსვლის შესახებ. ბრძოლიდან გამოსვლა შემდეგი გეგმის მიხედვით იქნა ჩატარებული...
4 ივლისის 4.00-თვის ნაწილები ორგანიზებულად გამოვიდნენ ბრძოლიდან. მოწინააღმდეგე სამჯერ გადმოდიოდა შეტევაზე, მაგრამ ყოველთვის განიცდიდა დამარცხებას და დიდი დანაკარგებით უკუიქცეოდა...“
და სულ ეს არის.
ტყის ბილიკი, ორი პატარა სახლი. აი კიდეც მთელი მარშრუტი განმათავისუფლებელი ლაშქრობისა-2. 3 ივლისის საღამოს ექვს საათზე სატანკო დივიზია მოუხეშავად ეტაკებოდა ფინურ თავდაცვას, 4 ივლისის დილის 4 საათისათვის „გაბედულად გამოვიდა ბრძოლიდან“, რომელსაც სდევნიდნენ ზომიერად გულგახურებული ფინელი ბიჭები. დაბოლოს, 5 ივლისის 20.00-ზე მოვიდა „ბრძანება დივიზიის რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით შავი მდინარის რაიონში გაგზავნის თაობაზე“, ე. ი. კორპუსის ომისწინა დისლოკაციის რაიონში.
ამით ყველაფერი დასრულდა კიდეც. ფინეთის გადაქცევა რუსეთის ღატაკ არაშავმიწა მხარედ ამჯერადაც ვერ გამოვიდა. როგორც სავარაუდოა, 10-ე მექკორ-ის ლენინგრადიდან იმატრამდე და უკანვე გადაჯგუფებისთვის დახარჯული მთელი ბენზინი რომ მომიჯნავე ტერიტორიაზე უბრალოდ დაეღვარათ – ეფექტი უფრო მეტი იქნებოდა. სულ მცირე, ტყეს მაინც ნამდვილად ცეცხლს წაუკიდებდნენ...
შემდეგ დაიწყო სასტიკი დამარცხება.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მექკორპუსის სასტიკი დამარცხება (მართალია, ჯერჯერობით ერთიანი საჯავშნე „ბირთვის“ მცირე „საფანტებად“ დაქუცმაცების სახით) დაიწყო უფრო ადრეც.
როგორც კი 10-ე მექკორ-ი 23-ე არმიის სარდლობის „ხელმისაწვდომობის ზონაში“ აღმოჩნდა, მან (სარდლობამ) ისე დაიჭირა თავი, როგორც მაღაზიის გამგემ, რომლის საწყობშიც იშვიათი „დეფიციტი“ შეიტანეს. ყველა წესდება, ყველა დარიგება, მთელი ომისწინა თეორია ტანკების მ ა ს ი რე ბ უ ლ ა დ გამოყენების შესახებ მსხვილი მექანიზებული შენაერთების შემადგენლობაში, გერმანული „ბლიცის“ მთელი გაკვეთილები დასავლეთში, მრავალჯერადად შესწავლილი საშტაბო სწავლებებზე, – ყველაფერი დაუყოვნებლივ იქნა დასამარებული და დავიწყებული.
ათი ჯავშანავტომობილი „არმიის შტაბის განკარგულებაში“, ხუთი ტანკი „115-ე მსროლელ დივიზიასთან ერთობლივად მოქმედებებისთვის“, სატანკო ბატალიონი 24 მანქანის შემადგენლობით „43-ე მსროლელი დივიზიის მეთაურის განკარგულებაში“, სატანკო ასეული 10 მანქანის შემადგენლობით „19-ე მსროლელი კორპუსის მეთაურის განკარგულებაში“, 15 ტანკი გამანადგურებელი რაზმების შემადგენლობაში (ე. ი. ნახევრად სამხედრო ფორმირებებისა შინსახკომის მუშაკებისა და ადგილობრივ მცხოვრებთაგან).
მექკორპუსის დამრტყმელი ძლიერების სავსებით თვალსაჩინო შემცირების გარდა, ტანკების ასეთ გამოყენებაში არის კიდევ ერთიც, ნაკლებად აშკარა, მომენტი.
იმ ეპოქის ტანკი (ნებისმიერი ტანკი – გერმანული, საბჭოთა, ინგლისური) ძალზედ კაპრიზული, ნაკლებსაიმედო და ნაკლებრესურსიანი ტექნიკური მოწყობილობა გახლდათ. საკმარისია ითქვას, რომ რემონტებშორის რესურსი ტანკისთვის БТ-7 დადგენილი იყო 200 საათი, ტანკისათვის Т-26 – 150 საათი.
ტანკების საბრძოლო გამოყენებისთვის მინიმალურად აუცილებელი პირობები ექსპლუატაციისა შეიძლებოდა მძლავრი საკუთარი სარემონტო და საევაკუაციო ბაზის მქონე მსხვილი შენაერთის ფარგლებში შეექმნათ. და როგორი ტექნიკური მომსახურების, როგორი რემონტის შესახებ შეიძლება ვილაპარაკოთ შინსახკომის გამანადგურებელი რაზმის ან თუნდაც მსროლელი დივიზიის აღჭურვილობასთან და შესაძლებლობებთან მიმართებაში, რომლის მებრძოლების უმეტეს ნაწილსაც არმიაში გაწვევამდე არც რელსი ენახა, არც ორთქლმავალი? ამის შედეგად პირველივე უმნიშვნელო უარის შემთხვევაში 10-ტონიან ძვირადღირებულ მახინას უბრალოდ ტრიალ მინდორში სტოვებდნენ.
შემდეგ – უფრო მეტი. ფინური „კარელიის არმიის“ საერთო შეტევა ონეგა-ლადოგის ყელზე დაიწყო მხოლოდ 1941 წ. 10 ივლისს. მაგრამ სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფინურმა სარდლობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ჩაეტარებინა დაზვერვა ბრძოლით სორტავალის მიმართულებაზე. 23-ე არმიის შტაბში ამან დიდი არევ-დარევა გამოიწვია.
უკვე 2 ივლისის საღამოს 21-ე ტდ-ის შტაბში, იმატრაზე შეტევის დაწყების ბრძანებასთან ერთად, მოვიდა განკარგულებაც გაეგზავნათ ამ დივიზიის 41-ე სატანკო პოლკი რკინიგზით სორტავალის მიმართულებაზე, სადგურ ელისენვაარის რაიონში, ამასთან სატანკო პოლკის ეშელონში ჩატვირთვაზე გამოყოფილ იქნა... 30 წუთი! ერთადერთი, რამაც შეუმსუბუქათ ჩატვირთვის ამდენად არარეალურ ვადებში შესრულება, იყო ის, რომ ყველა წინამორბედი „გადაჯგუფებების“ შემდეგ 41-ე სატანკო პოლკში, რომელსაც ჯერ მოწინააღმდეგეზე ერთი გასროლაც კი არ მოეხდინა, სულ 41 ტანკიღა იყო დარჩენილი. აი ასეთი შემადგენლობით იქნა კიდეც იგი გაგზავნილი ელისენვაარში. მომდევნო დღეს, 4 ივლისს, სორტავალის მიმართულებაზე გადაისროლეს მთლიანად უკვე მთელი 198-ე მოტომსროლელი დივიზია 10-ე მექკორ-ის შემადგენლობიდან. ამის მერე 10-ე მექკორპუსის იმატრაზე შეტევის თაობაზე შეიძლებოდა სამუდამოდ დაევიწყებინათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ისტერიული მდგომარეობა, რომელშიც მოვიდა 23-ე არმიის სარდლობა მეწინავე ფინური რაზმების მიერ საზღვრის გადმოლახვის შესახებ პირველივე შეტყობინებების შემდეგ, ძალიან თვალსაჩინოდ მოწმობს იმის თაობაზე, რომ „მტრის შემოტევის მოგერიებისთვის“ ჩრდილოეთის ფრონტზე არავინ და არასდროს არ ემზადებოდა. ჯარებში საკუთარი ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკებიც კი არ ყოფილა. ამის მჭერმეტყველურ დამტკიცებას ვნახულობთ გლუშკოს მოგონებებში: „...ბატალიონის მეთაურს წინ ედო სქემა-რუკა, განკუთვნილი, ალბათ, ტურისტების ან ავტომოყვარულებისთვის... არაფერი სხვა ბატალიონის მეთაურის განკარგულებაში არ ყოფილა. ქვედანაყოფი დიდი ხნის წამოსული იყო იმ რაიონიდან, რომლისთვისაც ჰქონდათ სამხედრო ტოპოგრაფიული რუკა...“ (9).
ეს ეპიზოდი დაგეგმილი საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან „დიდი ხნის წამოსულ“ ქვედანაყოფს ემართება კექსჰოლმისკენ (პრიოზჲორსკი) უკანდახევის დროს, ე. ი. არაუშორეს 60 კმ-სა საბჭოთა-ფინური საზღვრიდან!
იმავე ბედუკუღმართ დღეს, 1941 წ. 4 ივლისს, 23-ე არმიის სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა პშენნიკოვმა გასცა განკარგულება არანაირი წესდებებით არგათვალისწინებული „საარმიო სატანკო ჯგუფის“ შექმნის შესახებ, რომლის დაკომპლექტებისთვისაც საბოლოოდ იქნა განკომპლექტებული 10-ე მექკორპუსი: 21-ე ტდ-დან წაიყვანეს 54 ტანკი, 24-ე ტდ-დან – 102 ტანკი (მართალია, უმთავრესად – მოძველებულები БТ-2) (8).
23-ე არმიის სარდლის მიერ 4 ივლისს გამოჩენილ ასეთ აქტიურობას საკუთარი ახსნა გააჩნდა. სწორედ ამ დღეს მგწა-ის გენერალური შტაბიდან, ბოლოს და ბოლოს, მოვიდა განკარგულება 10-ე მექკორ-ის 23-ე არმიის შემადგენლობიდან გამოყვანისა და ამ მექკორპუსის გერმანიის ფრონტზე ლენინგრადის სამხრეთ-დასავლეთ მისადგომებთან პერედისლოცირების შესახებ (8). ფართოდ გავრცელებული ხმების მიუხედავად იმის შესახებ, რომ „სტალინის დროს ქვეყანაში იყო წესრიგი“, გენერალ-ლეიტენანტმა არ მისცა ნება არმიის გენერალ ჟუკოვს მისთვის (პშენნიკოვისათვის) მექკორპუსი მთლიანად „აეწაპნა“ და 10-ე მექკორპუსის ტანკების თითქმის ნახევარი თავისთვის დაიტოვა.
ფინეთის საზღვრიდან მდინარე ლუგაზე თავდაცვითი ხაზისაკენ მრავალდღიანი უკუ მარშის მსვლელობისას (250 კმ-ზე მეტი) კორპუსში დარჩენილი ტანკების ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა. ამის შედეგად 9 ივლისს გადაწყვეტილ იქნა 90 ყველაზე უფრო გამართული ტანკი ერთ გაერთიანებულ სატანკო პოლკში შეეყვანათ, დანარჩენი 98 ტანკი კი მსროლელ ქვედანაყოფებში გაანაწილეს. ამაზე 10-ე მექკორპუსის ისტორია პრაქტიკულად კიდეც დასრულებულ იქნა...
უფრო ადრე, 1941 წლის 29 ივნისს გენშტაბის უფროსმა გ. კ. ჟუკოვმა ბრძანა 1-ლი მექკორ-ი ჩრდილოეთის ფრონტის შემადგენლობიდან გამოეყვანათ და ის ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის სარდლობის განკარგულებაში გადაეცათ. უზარმაზარი სატანკო კოლონები ისევ გზას დაადგნენ – ამჯერად ზუსტად უკან, გატჩინადან ოსტროვისაკენ. 163-ე მოტორიზებული დივიზია კიდევ უფრო შორს დასავლეთით წავიდა, ლატვიურ ქალაქ რეზეკნესთან (160 კმ ფსკოვიდან), სადაც ის იქნა გადათელილი და განადგურებული გერმანული ტანკების მიერ მანშტაინის კორპუსიდან.
მას შემდეგ რაც ჩრდილოეთის ფრონტის მთავარი დამრტყმელი ძალები ფინეთის საზღვრიდან დასავლეთისაკენ წავიდნენ, ფრონტის ავიაციამ კი კარელიის ცა დატოვა, იქნა რა ბოლოს და ბოლოს, გადამიზნებული ფსკოვსა და ლენინგრადზე შემომტევი გერმანულის დივიზიების წინააღმდეგ საბრძოლველად, 1941 წლის 10 ივლისს დაიწყო ონეგა-ლადოგის ყელზე ფინური არმიის შემოტევა.
როგორც ცნობილია, ამხანაგი სტალინი ფინური არმიის შეტევით შესაძლებლობებს ძალზედ დაბალ შეფასებას აძლევდა. ასე, გამოდიოდა რა 1940 წ. 17 აპრილს მგწა-ის უფროსთა შემადგენლობის თათბირზე, დიდმა ბელადმა და მასწავლებელმა სიტყვა-სიტყვით შემდეგი თქვა: „...ფინური არმია ძალზედ პასიურია თავდაცვაში... სულელები, სხედან დოტებში და არ გამოდიან, თვლიან, რომ დოტებს ვერ გავუმკლავდებით, სხედან და ჩაის სვამენ... ფინელების შეტევა კი გახვრეტილი გროშის ფასიც არა ღირს. აი ბრძოლების 3 თვის განმავლობაში თუ გახსოვთ სერიოზული მასობრივი შემოტევის თუნდაც ერთი შემთხვევა ფინური არმიის მხრიდან?“ (140)
ძნელია გავიგოთ, თუ ვისი გასულელება უნდოდა ამხანაგ სტალინს – საკუთარი თავის თუ მისი მსმენელებისა, – როცა იგი დასცინოდა ფინურ არმიას იმისათვის, რომ იგი არ გადაეშვებოდა კონტრშეტევაში ათჯერადად აღმატებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მაგრამ 1941 წლის ზაფხულში, როცა მხარეთა ძალები დაახლოებით ტოლი შეიქნა, ფინელებმა არც თვითონ დაიწყეს ჩაის სმა, და არც სხვებს დაანებეს.
„ბებერი, ნაფტალინიდან ამოღებული მანერჰაიმის“ (მეფის არმიის ძველი გენერლის, რომელიც 30 წელიწადს რწმენითა და სიმართლით ემსახურებოდა რუსეთის იმპერიას, რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილის) გამოცდილი ხელმძღვანელობით ფინურმა ჯარებმა მთელი ონეგა-ლადოგის ყელი დაიკავეს და სექტემბრის დასაწყისში ამ ორი ტბის შემაერთებელი მდინარე სვირის მიჯნაზე გამოვიდნენ.30 სექტემბერს ფინელები დაეუფლნენ პეტროზავოდსკს – კარელია-ფინეთის ავტონომიური „რესპუბლიკის“ დედაქალაქს (დიახ, სწორედ ასეა, გადაარქვეს მას 1940 წ. 31 მარტს, უკეთეს მომავალზე დამიზნებით). ფინელებმაც ასევე გადაწყვიტეს ახალი სახელების დარქმევაში „არ ჩამორჩენოდნენ“, და პეტროზავოდსკი ეენისლინად გადაიქცა...
ფინელების შემოტევა კარელიის ყელზე კიდევ უფრო გვიან, მხოლოდ 1941 წ. 31 ივლისს დაიწყო.
ხუთი დღის შემდეგ პშენნიკოვი მოხსნილ იქნა არმიის სარდლის პოსტიდან, მაგრამ ამანაც საქმეს უკვე ვეღარ უშველა. ვერ უშველეს ვერც სორტავალის, კექსჰოლმისა და ვიბორგის გამაგრებული რაიონების რკინაბეტონის დოტებმა. ზაფხულის ბოლოსათვის ფინური არმია ძველი საზღვრის მიჯნაზე გამოვიდა, რომელიც კარელიის ყელზე 1939 წ. „ზამთრის ომამდე“ არსებობდა. ამასთან ვიბორგის რაიონში ალყაშემორტმული და განადგურებული იქნენ 23-ე არმიის 43-ე, 115-ე და 123-ე მსროლელი დივიზიები, 43-ე მსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ვ. ვ. კირპიჩნიკოვი კი ფინელთა ტყვეობაში აღმოჩნდა (1950 წ. 28 ივნისს იგი იქნა დახვრეტილი იმისათვის, რომ „დაკარგა ჯარების მართვა, მისცა ფინელებს საიდუმლო მონაცემები საბჭოთა ჯარების შესახებ, ცილს სწამებდა საბჭოთა წყობილებას და ქება-დიდებას ასხამდა ფინურ არმიას“, 1957 წ. ივნისში – რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ) (20, გვ. 116; ВИЖ, 1992, № 12).
მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგის შემოტევის ტემპი მეტად დაბალი იყო (არც ადგილმდებარეობის თავისებურებანი, არც ქვეითი ფინური არმიის ტექნიკური აღჭურვილობა არ აძლევდნენ მას საშუალებას გერმანული ნიმუშის მიხედვით ფრონტი სატანკო „სოლებით“ გაეჭრათ), ფინელთა ტყვეობაში 64 188 ადამიანი აღმოჩნდა. (31, 32)
ეს – წითელი არმიის ხუთი მსროლელი დივიზიის რიცხოვნებაა.
23-ე არმიის მძიმე ტექნიკა და შეიარაღება პრაქტიკულად მთლიანად იქნა დაკარგული. ასე, გენერალური შტაბის მიერ (ახლა უკვე რუსეთის არმიისა) 1993 წელს გამოშვებული სტატისტიკური კრებული „საიდუმლოების გრიფი მოხსნილია“ იტყობინება, რომ 1941 წ. 10 ოქტომბრამდე საბჭოთა ჯარებმა კარელიაში და კოლის ნახევარკუნძულზე 546 ტანკი დაკარგეს (35). ეს ციფრი აღემატება კიდეც ჯამურ რაოდენობას ტანკებისა, რომლებიც დარჩა ჩრდილოეთის ფრონტის სარდლობის განკარგულებაში 10-ე მექკორპუსისა და 1-ლი მექკორპუსის 1-ლი სატანკო დივიზიის გერმანულ ფრონტზე პერედისლოცირების შემდეგ. ამ არითმეტიკული „შეუთავსებლობის“ შესაძლო ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ჩრდილოეთის ფრონტის ზურგში მუშაობდა (და ჯარებს უგზავნიდა ახალ ტანკებს КВ) უზარმაზარი კიროვის ქარხანა ლენინგრადში.
რამდენადმე გადავიტანთ რა ყურადღებას ძირითადი თემიდან შევნიშნავთ, რომ სულ სამ სტრატეგიულ ოპერაციაში, რომლებიც ომის ჩრდილოეთ ფლანგზე ხდებოდა (ბალტიისპირეთის, კარელიისა და ლენინგრადის), 1941 წ. 22 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით დროის მანძილზე წითელმა არმიამ (იმავე კრებულიდან მონაცემების მიხედვით) დაჰკარგა 4561 ტანკი, (35, გვ. 368) რაც შვიდნახევარჯერ აღემატება თავდაპირველ რიცხოვნებას ვერმახტის მე-4 სატანკო ჯგუფისა, რომელიც არმიათა ჯგუფის „ჩრდილოეთის“ შემადგენლობაში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე მოქმედებდა.
1941 წ. აგვისტოს ბოლოს კაიტელმა გაუგზავნა მანერჰაიმს წერილი, რომელშიც მან შესთავაზა ფინელებს ვერმახტთან ერთობლივად აეღოთ იერიშით ლენინგრადი. ამავდროულად ფინელებს სთავაზობდნენ გაეგრძელებინათ შეტევა მდინარე სვირის სამხრეთით გერმანელებთან შეერთების მიზნით, რომლებიც ტიხვინზე უტევდნენ. მაგრამ ამ წინადადებებზე ფინეთის პრეზიდენტმა რჲუტიმ და მთავარსარდალმა მანერჰაიმმა 28 აგვისტოს კატეგორიული უარით უპასუხეს. ამის შემდეგ, 1941 წ. 4 სექტემბერს მანერჰაიმის ბანაკში „მთავარი დამყოლიებელის“ სახით იქნა გაგზავნილი გერმანიის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი გენერალი იოდლი, – მაგრამ შედეგი ისეთივე გახლდათ (34).
ფინელებმა წაიღეს ის, რასაც ისინი თავისად თვლიდნენ, – და შემდეგ კი ერთი ნაბიჯიც აღარ გადმოუდგამთ.
მიღებულია თქმა, რომ „ისტორიამ არ იცის сослагательное наклонение (სხვანაირად რომ მომხდარიყო)“. ტყუილადაა მიღებული.
არრეალიზებული ალტერნატივების ანალიზი ძალზედ ხშირად გვაძლევს საშუალებას უფრო ზუსტად და ღრმად გავიგოთ არსი იმისა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
რეალურ ისტორიაში ფინური არმია 1939 წ. საზღვრის ხაზს დაუბრუნდა (ონეგა-ლადოგის ყელზე კი – ამ ხაზსაც გადმოსცდა) სისხლისმღვრელი ომის შედეგად. მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი ასე სულაც არ ყოფილიყო. აი ასე, რა შეეძლო მიეღო და რა დაჰკარგა საბჭოთა კავშირმა, თუ იგი თვითონ, ფართო „კეთილი ნების ჟესტით“, დაუბრუნებდა ფინეთს „ზამთრის ომის“ მსვლელობისას დაპყრობილ ტერიტორიებს?
ამ რაიონების ეკონომიკური მნიშვნელოვნება სულაც არ არის დიდი – ტყეები და შტოში (კენკრა) რუსეთში უმაგისოდაც საკმარისია.
ისეთი კატეგორიების განხილვას, როგორიცაა „ავტორიტეტი მსოფლიო არენაზე“ ან „საზოგადოებრივი აზრი“, ჩვენ არ დავიწყებთ. არ არის საგანი მსჯელობისათვის. ავტორიტეტი ისეთი იყო, რომ სსრკ იმ დროისათვის უკვე გარიცხეს ერთა ლიგიდან – ამასთან სწორედ ფინეთის წინააღმდეგ აგრესიის გამო.
კ ა ვ შ ი რ ი ს ერთადერთი მოკავშირე მთელ მსოფლიოში გახლდათ ძმური მონღოლეთი (უკვე დიდი ხანია გადაქცეული საბჭოთა პროტექტორატად). რაც „საზოგადოებრივ აზრს“ შეეხება, ის სტალინურ იმპერიაში განსაკუთრებული დამთმობლბით გამოირჩეოდა.
განხილვა შეიძლება მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილების სამხედრო-პოლიტიკური შედეგებისა. რეალობაში სოციალ-დემოკრატიული ფინეთი წავიდა ბუნებრივის საწინააღმდეგო კავშირზე ფაშისტურ გერმანიასთან, რომ იტყვიან, „არცთუ კარგი ცხოვრების გამო“. და თან არა ერთბაშად. ასე, ჯერ კიდევ 1941 წ. 10 ივნისს მანერჰაიმმა განუცხადა ჰელსინკიში ჩამოსულ გერმანული გენშტაბის პოლკოვნიკს ბუშენჰაგენს, რომ ფინეთს სურს დარჩეს განზე საბჭოთა-გერმანული ომისაგან. 1941 წ. 22 ივნისს, მას შემდეგ რაც ომი გერმანიასა და სსრკ-ს შორის შემდგარ ფაქტად იქცა, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფინეთს განზრახული აქვს დარჩეს ნეიტრალიტეტის პოზიციებზე. უფრო მეტიც, ფინური მხარის მოთხოვნით რიბენტროპი იძულებული შეიქნა საჯაროდ მოეხდინა ჰიტლერის წინასწარვე ცრუ ნაფიქრალის დეზავუირება, რომელმაც 22 ივნისის თავის რადიოგამოსვლაში ისროლა ფრაზა იმის შესახებ, რომ „ფინელი და გერმანელი ჯარისკაცები ერთმანეთის მხარდამხარ დგანან“. 1941 წ. 24 ივნისისათვის ფინეთის ნეიტრალური სტატუსის თავიანთ მხრივ აღიარებაზე განაცხადეს სსრკ-მა, ინგლისმა, შვედეთმა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიამ!
100 პროცენტთან ახლოს მდგომი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ საბჭოთა კავშირი (შესაძლოა, თავისი ახალი მოულოდნელი მოკავშირეების – აშშ-ისა და ბრიტანეთის იმპერიის შუამდგომლობით) შესთავაზებდა ფინეთს ტერიტორიული საკითხის რაღაც კომპრომისულ გადაწყვეტილებას, მაშინ ახალი საბჭოთა-ფინური ომი შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ. მოვლენათა ასეთი შემობრუნების შედეგები გიგანტური იქნებოდა.
ჯერ ერთი, ბალტიისპირეთში შეიძლებოდა გადმოესროლათ (ამასთან გადმოესროლათ წინასწარვე, არ დაელოდებოდნენ რა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის განადგურებას) უზარმაზარი ძალები: ორი მექკორპუსი, თხუთმეტი მსროლელი დივიზია, ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის მრავალრიცხოვანი საავიაციო და საარტილერიო ნაწილები.
მთლიანობაში საბჭოთა ჯარების დაჯგუფება ბალტიისპირეთში შეიძლებოდა თითქმის ორჯერ გაეზარდათ.
შემდგომში, 41 წლის ივლის-აგვისტოში, გერმანულ ფრონტზე (და არა ყოვლად არასაჭირო ფინური ომისა) შეიძლებოდა ყოფილიყო გაგზავნილი ის რეზერვები, რომელთა გაგზავნაც რეალურ ისტორიაში კარელიისაკენ მოუწიათ. სახელდობრ კი: 88-ე, 265-ე, 272-ე, 291-ე, 314-ე მსროლელი დივიზიები, სახალხო ლაშქრის მე-3 ლენინგრადული დივიზია, შინსახკომისა და საზღვაო ქვეითი ჯარის მრავალი ცალკეული პოლკი (30). შეძლებდნენ კი გერმანელები ასეთ შემთხვევაში ლენინგრადის გარეუბნებამდე მოსვლას?
მეორე, ლენინგრადის სამხრეთ-დასავლეთ მოსადგომებთან თავდაცვითი ოპერაციის ნებისმიერი განვითარებისას, თვით იმდენად კატასტროფულისაც კი, რომელსაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი, ლენინგრადის ბლოკადა აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა.
ლენინგრადი განლაგებულია ა რ ა ნახევარკუნძულზე. მისი ბლოკირება პრინციპში შეუძლებელია „ერთი მხრიდან“. ეყოლებოდა რა ფინეთი, თუნდაც არა მოკავშირის, არამედ მხოლოდ ნეიტრალური მეზობლის სახით, ლენინგრადი შეიძლებოდა მოემარაგებინათ რამდენადაც დიდხანს უნდოდათ რკინიგზით პეტროზავოდსკ – სორტავალას გავლით. თვით რომ მოეხერხებინათ კიდეც გერმანელებს ტყეებითა და ჭაობებით კიდევ 250 კმ გავლა ტიხვინიდან პეტროზავოდსკამდე (რაც რეალურ ისტორიაში მათ ვერ შეძლეს), მაშინ ამ შემთხვევაშიც ლენინგრადის შიმშილით მოხრჩობა შეუძლებელი იქნებოდა: სსრკ-ის მთავარი მოკავშირე – მდიდარი და უკიდურესად გულუხვი იმ მომენტში ამერიკა – გადაუხდიდა ფინელებს სურსათის მიწოდებებში ლენინგრადისათვის. უკიდურეს შემთხვევაში – ნეიტრალური ფინეთისა და შვედეთის პორტების გამოვლით თავის პროდუქტებს ჩამოიტანდა.
რა თქმა უნდა, საზღვაო გზა ომის პირობებში უკიდურესად არასაიმედოა – მაგრამ ხომ მოიტანეს მურმანსკამდე მოკავშირეთა ბადრაგებით 5 მილიონ ტონაზე მეტი სხვადასხვა სიკეთე. ხოლო იმისათვის, რათა შიმშილით სიკვდილისაგან ორი მილიონი ლენინგრადელი გადაერჩინათ, ერთი მილიონი ტონა „ტუშონა“ (ან ვეტერანებისთვის ამდენად სამახსოვრო ამერიკული კვერცხის ფხვნილი) თავზეც გადაუვიდოდათ.
მესამე, „დიდ მიწასთან“ შეუფერხებელი სარკინიგზო შეტყობინების არსებობისას, ლენინგრადის უმძლავრეს სატანკო, საარტილერიო, საავიაციო ქარხნები შეძლებდნენ გამართულად ემუშავათ ფრონტისა და გამარჯვებისათვის. მთელ ომში. ვინ მოთვლის, რამდენი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიძლებოდა ამით შეენარჩუნებინათ?
ჰო, ძვირად, ძალზედ ძვირად დაუჯდა საბჭოთა ხალხს სტალინური ავანტჲურა „ფინელი ძმების გასანთავისუფლებლად კაპიტალის უღლისაგან“...
პირველი მარშალი
როგორც თქვენ, ალბათ, უკვე მიხვდით, 1-ლი სატანკო დივიზიის დაგეგმილი ლაშქრობა ბოტნიის ყურის ნაპირებისაკენ სულაც ვეღარ შედგა. ხელი შეუშალეს გერმანელებმა. 1941 წ. 29 ივნისს ოკუპირებული ნორვეგიის ტერიტორიიდან მურმანსკზე შეტევაში გადმოვიდა ვერმახტის ცალკეული სამთო-ეგერთა კორპუსი გენერალ ედვარდ დიტლის მეთაურობით.
ეს გახლდათ ვერმახტის ელიტარული შენაერთი, სპეციალურად მომზადებული და აღჭურვილი საბრძოლო მოქმედებებისთვის უკიდურეს ჩრდილოეთში. 1940 წ. გაზაფხულზე სწორედ დიტლის ეგერებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი ინგლისელებთან ბრძოლებში ნორვეგიაში შეჭრისას. შედარებით მცირერიცხოვნების მიუხედავად (ორი დივიზია, პირადი შემადგენლობის 28 ათასი ადამიანი), დიტლის კორპუსს სტრატეგიული მნიშვნელოვნების ამოცანა უნდა გადაეწყვიტა: მურმანსკისა და კიროვის რკინიგზის იმიერპოლარული უბნის დაპყრობით წაერთმია საბჭოთა კავშირისათვის გაუყინავ პორტებზე ხელმისაწვდომობა.
ორი დღის შემდეგ, 1941 წ. 1 ივლისს, კანდალაკშზე შეტევაში გადმოვიდა 36-ე საარმიო კორპუსი 169-ე ქვეითი დივიზიისა და „ესესის“ დივიზიის „ნორდი“ შემადგენლობით. ვერმახტის ამ შენაერთის ამოცანა იყო რკინიგზაზე გასვლა მიზნით, რომ მურმანსკის დამცველი 14-ე არმიისა და ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილები დანარჩენი ქვეყნისაგან მოეწყვიტა.
ომის გეგმა მიბმულია გზებთან – განსაკუთრებით როცა ლაპარაკია საბრძოლო მოქმედებების შესახებ იმიერპოლარეთის ტყეტუნდრაში. სწორედ ამიტომ 36-ე გერმანული კორპუსის გაშლის რაიონი აღმოჩნდა სწორედ გზის რავანიემი – სალლა ხაზზე (რომლის გაყოლებითაც უნდა შეჭრილიყო ფინეთში 1-ლი მექკორპუსის 1-ლი სატანკო დივიზია). ამ შეცდომისათვის, მოწინააღმდეგის უგულვებელყოფისა და დაზვერვის უმსგავსი მუშაობისათვის გერმანელებს დაუყოვნებლივ მოუწიათ საზღაურის გაღება. თვით უკიდურესად არახელსაყრელ პირობებში, სრულიად „ტანკსაწინააღმდეგო“ ადგილმდებარეობაზე 1-ლმა სატანკომ თავისი რეპუტაცია პირველისა დაამტკიცა.
თანამედროვე ფინელი ისტორიკოსის გადმოცემაში (სიტყვამ მოიტანა და, ფინეთის ყოფილი მოკავშირეებისადმი მეტად თანაგრძნობით განწყობილისა) ეს მოვლენები შემდეგნაირად გამოიყურება: „...სამხრეთ ფლანგზე მოქმედი „ესესის“ დივიზია „ნორდი“ აღმოჩნდა შეტევის უუნარო საბრძოლო გაწვრთნილობის სრულიად არასაკმარისი დონისა და ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანიო სისუსტის გამო „ესესის“ ოფიცერთა მხრიდან. პირველივე ბრძოლების შემდეგ დივიზია გაიქცა კიდეც ბრძოლის ველიდან, უკან წავიდა და ვერ შეძლო 169-ე ქვეითი დივიზიისათვის მხარი დაეჭირა...“
როგორც ჩანს, მაგრად „დასცხეს“ მათ გენერალ ბარანოვის ტანკისტებმა, თუ ესესელებმა როგორღაც ერთბაშად დაკარგეს თავიანთი „საბრძოლო გაწვრთნილობაც“, მეთაურებისთვის დაჯერების ტრადიციული გერმანული ჩვევაც...
წარმატების განვითარება ვერ მოხერხდა. კალენდარზე უკვე 41-ის ივლისი იყო. და გენერალური შტაბის უფროსმა ჟუკოვმა მოითხოვა დაუყოვნებლივ ჩაეტვირთათ 1-ლი ტდ სარკინიგზო ეშელონებში და იქ გაეგზავნათ, საიდანაც იგი ჩამოვიდა კიდეც –ლენინგრადის სამხრეთ მისადგომებთან. (ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ ეს ბრძანება, რომელიც 14-ე არმიის შტაბში უკვე 4 ივლისს მოვიდა – მურმანსკისათვის ბრძოლის სულ დასაწყისში, – კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ბარანოვის დივიზიის იმიერპოლარეთში ომისწინა პერედისლოცირება დაკავშირებული იყო რასთანაც გინდათ, მაგრამ არა გერმანული შემოჭრის მოგერიების გეგმებთან).
და ამ შემთხვევაშიც საბჭოთა გენერლების ურთიერთდამოკიდებულება დაუყოვნებლივ „არასაწესდებო ფორმაში“ გადავიდა. 14-ე არმიის სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ვ. ა. ფროლოვმა სულაც არ იჩქარა გენშტაბის განკარგულება შეესრულებინა, და 1-ლი სატანკო ივლისის შუა რიცხვებამდე იმიერპოლარეთში ბრძოლას განაგრძობდა.
ნუ ვიჩქარებთ შეფასებების გაკეთებას. თითოეულ გენერალს თავისი სიმართლე ჰქონდა. ჟუკოვს, რომელიც მთელი ქვეყნის თავდაცვაზე აგებდა პასუხს, მშვენივრად ესმოდა, თუ როგორი კატასტროფული შედეგები – სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პლანში – შეიძლება ჰქონდეს გერმანელების მიერ ლენინგრადის დაპყრობას.
ამიტომ ჩქარობდა კიდეც გენშტაბი რომ ნებისმიერი საშუალებებით შეექმნა რაიმენაირი ფრონტი ფსკოვისა და ნარვის აღმოსავლეთით.
გენერალ ფროლოვს კი თავისი სიმართლე ჰქონდა. იგი ოდნავადაც კი არ ეჭვობდა იმაში, რომ მეორე ასეთი შემთხვევა აღარ ექნება, და სრულფასოვან სატანკო დივიზიას მას კოლის ნახევარკუნძულზე უმაღლესი სარდლობა მეტად აღარასოდეს არ გამოუგზავნის, – ამიტომ ჩქარობდა კიდეც გარემოებათა ხელსაყრელი დამთხვევების თავის სასარგებლოდ გამოყენებას.
დღევანდელი დღის ცოდნის პოზიციიდან ამ კამათის გადაწყვეტა კიდევ უფრო ძნელია. 1941 წ. ივლისში ჟუკოვს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო ევარაუდა, რომ „ანგლო-ამერიკელი იმპერიალისტები“ სტალინს დასახმარებლად 17 მილიონ ტონა სამხედრო ტვირთებს გამოუგზავნიან. და სინამდვილეში ომის სამი გრძელი წელიწადის მანძილზე წითელი არმიისა და თავდაცვითი მრეწველობის მოთხოვნილებანი ისეთი უმნიშვნელოვანესი პოზიციების მიხედვით, როგორებიცაა საავიაციო ბენზინი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ალუმინი, ავტომობილები და ავტორეზინი, მატარებლები, ლოკომოტივები და რელსები, კავშირგაბმულობის საშუალებანი, ანტიბიოტიკები, უმთავრესად კომუნიზმის უბოროტესი მტრებისაგან დახმარების ხარჯზე იფარებოდა. მოვლენათა ასეთ წარმოუდგენელ შემობრუნებასთან დაკავშირებით მურმანსკისა და მისკენ მიმავალი რკინიგზის თავდაცვა არა ნაკლები მნიშვნელობის სტრატეგიულ ამოცანად გადაიქცეოდა, ვიდრე ლენინგრადისა და მოსკოვის, ბაქოსა და გროზნოს ნავთობსარეწების თავდაცვა.
არ იქნება ზედმეტი აღვნიშნოთ ისიც, რომ 1941 წ. ზაფხულში სწორედ გენერალ ფროლოვის 14-ე არმია იყო ერთადერთი არმია მთელ ფრონტზე შავიდან ბარენცის ზღვამდე, რომელმაც მის წინაშე დასმული ამოცანა შეასრულა.
მოწინააღმდეგის შემოტევა საზღვრისპირა ზოლში იქნა გაჩერებული, მურმანსკისა და კიროვის რკინიგზისკენ შემოჭრის ნება გერმანელებს არ მისცეს, ამასთან დიტლის ელიტურმა კორპუსმა უზარმაზარი (50 %-ზე მეტი) დანაკარგები განიცადა პირად შემადგენლობაში. 1941 წ. ოქტომბრის შუა რიცხვებში ვერმახტის მე-2 და მე-3 სამთო-ეგერთა დივიზიები კოლის ნახევარკუნძულიდან ზურგში იქნენ გაყვანილი პერეფორმირებისათვის.
სამწუხაროდ, ამის შესახებ დღეს პრაქტიკულად არავინ იხსენებს, თავად ვ. ა. ფროლოვი კი არ ჩათვალეს ღირსად რომ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭებინათ – სრულიად უჩვეულო სიტუაციაა დიდი სამამულო ომის მხედართმთავრისათვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდებაში.
თუმცა კი, დიდი სტრატეგიის სიმაღლეებიდან ისევ 1941 წ. ივლისის ტრაგიკულ მოვლენებს დავუბრუნდეთ.
გაურკვევლობა მმართველობაში იმით დასრულდა, რომ ფაქტიურად არც ერთი ვარიანტი 1-ლი სატანკო დივიზიის როგორც დამრტყმელი შენაერთისა არ ყოფილა რეალიზებული. ვითომდა „შემტევი“ წითელი არმიის სარდლობამ ვერ გაბედა კონტრშეტევის ორგანიზება, და 1-ლი სატანკო, ისევე როგორც მთელი 10-ე მექკორპუსი 23-ე არმიისა, „ნაწილებად დააქუცმაცეს“.
მოტომსროლელი პოლკი და ერთი სატანკო ბატალიონიც 1-ლი სატანკო პოლკის შემადგენლობიდან დატოვეს საომრად კანდალაკშის მიმართულებაზე 14-ე არმიის შემადგენლობაში. გარდა ამისა, 14-ე არმიის 42-ე მსროლელი კორპუსის მეთაურის განკარგულებაში 1941 წ. აგვისტოში გამოყოფილი ნახევარი ასეული ტანკი ცალკეულ სატანკო ბატალიონში შეიყვანეს, რომელიც წარმატებით იბრძოდა 1943 წლამდე გერმანელებთან (8).
ამასობაში უმაღლესმა სარდლობამ კვლავ მოითხოვა (14 ივლისის დირექტივა # 00329) „სატანკო დივიზია კანდალაქშის რაიონიდან დაუყოვნებლივ ლენინგრადთან გადაესროლათ“ (5). და აი, საბოლოოდ, 41-ის 17 ივლისს, ზუსტად ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც ივნისის „მშვიდობიან“ დილას დივიზია ფეხზე იქნა წამოყენებული საბრძოლო განგაშით, ეშელონები 1-ლი სატანკო დივიზიით უკან, სამხრეთით – ლენინგრადისაკენ დაიძრნენ.
მაგრამ ამჯერადაც გერმანიასთან ომის ფრონტამდე მისვლა მათ არ ეწერათ.
1941 წ. 10 ივნისს უმაღლესმა სარდლობამ (ე. ი. ამხანაგმა სტალინმა) შექმნა ჩრდილო-დასავლეთ მიმართულების მთავარი სარდლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა საბჭოთა კავშირის მარშალი, სკპ(ბ) პოლიტბიუროს წევრი, სახკომსაბჭოს (სახალხო კომისართა საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის (იმ პერიოდის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს) ხუთი წევრიდან ერთ-ერთი კლიმ ვოროშილოვი.
ამხანაგი ვოროშილოვი მთელი ცხოვრება ებრძოდა მემამულეებსა და კაპიტალისტებს. მაგრამ კაპიტალის სამყაროსადმი მის მტრობაში, როგორც ამერიკელები იტყვიან, არ ყოფილა „არაფერი პირადი“. ეს გახლდათ სიძულვილი ბრძანებით. ბრძანებითვე იგი შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში სიყვარულად და მტკიცე საბრძოლო მეგობრობადაც შეცვლილიყო.
1939 წ. აგვისტოში სახკომი ვოროშილოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს ინგლისელ ლორდთან, სერ რეჯინალდ დრაკსთან, ინგლისის ფლოტის ადმირალთან, და ფრანგ გენერალ დუმენკთან სამხედრო კავშირის თაობაზე ჰიტლერის წინააღმდეგ. იმავე 1939 წ. სექტემბერში სახკომი ვოროშილოვი ჰიტლერელ გენერალ კჲოსტრინგთან ერთობლივად განიხილავს ვერმახტისა და წითელი არმიის ურთიერთმოქმედების საკითხებს პოლონეთის განადგურებისა და ოკუპაციის საქმეში.
მეორე მსოფლიო ომის ბოლოსათვის ვოროშილოვი სულაც გადაიქცევა მაღალი პოსტის მქონე „სამხედრო დიპლომატის“ მსგავს რაღაცად. სტალინს თან მიჰყავს იგი თეირანში რუზველტთან და ჩერჩილთან შესახვედრად, ავალებს მას მოლაპარაკებების წარმოებას მშვიდობის დასადებად უნგრეთთან და რუმინეთთან, მოსკოვში ფრანგული სამხედრო დელეგაციის მიღებას გენერალ დე გოლის მეთაურობით და ა. შ.
მაგრამ აი „თეთრფინური მანერჰაიმისეული ბანდების“ მიმართ ამხანაგ ვოროშილოვს ნამდვილი, არნაძალადევი სიძულვილი გააჩნდა. მჟღერი, წონიანი გაწნული ალიყურები, რომლებიც ფინურმა არმიამ არ დაიშურა 1939/40 წ. ზამთარში „პირველი წითელი ოფიცრისათვის“, ისევ ყურებს უწვავდა ვოროშილოვს.
ამასთანავე საქმე მაშინ მარტო მხოლოდ მეტაფორული „ალიყურებით“ სულაც არ შემოფარგლულა.
მას შემდეგ რაც წითელმა არმიამ „ფინურ ჭიაღუასთან“ ომში უფრო მეტი დანაკარგები განიცადა, ვიდრე ვერმახტის დანაკარგები იყო ნახევარი ევროპის ოკუპაციისას, სტალინმა 1940 წ. 8 მაისს გააგდო ვოროშილოვი თავდაცვის სახკომის პოსტიდან. და არა უბრალოდ გააგდო – არამედ გამოსამშვიდობებლად ხელი მოაწერინა სრულიად საიდუმლო „აქტზე სსრკ თავდაცვის სახკომატის მიღების შესახებ ამხ. ტიმოშენკოს მიერ ამხ. ვოროშილოვისაგან“. (42)
ამ გასაოცარ დოკუმენტში იყო ჩამოთვლილი თავდაცვის უწყების მუშაობის ორი ათეული მიმართულება, რომელთაგან თითოეულ მათგანში კონსტატირებული გახლდათ „განსაკუთრებული მიშვებულობა“ და საქმის „ქაღალდზე დაწერილი ანგარიშებით“ ჩანაცვლება. მართალია, ვოროშილოვს დაუტოვეს წოდება და წევრობა, მაგრამ ქაღალდი იმის შესახებ, რომ იგი ისე გულმოდგინედ და ყოველმხრივ ანგრევდა ქვეყნის თავდაცვას, როგორც ამის გაკეთებას კრემლში შემოღწეული მტრის აგენტიც კი ვერ შეძლებდა, „სათადარიგო გზებზე“ იდო.
და კლიმ ეფრემის ძემ ამის შესახებ იცოდა და ყოველთვის ახსოვდა.
სურვილმა „ჭკუა ესწავლებინა გათავხედებული ფინელი მეომრებისათვის“ და ამით აღედგინა თავისი რეპუტაცია გამოცდილებით დაბრძენებული მხედართმთავრისა 1941 წ. ივლისის 20-იან რიცხვებში მარშალი ვოროშილოვი კარელიაში მოიყვანა. ამ ვიზიტის ღირსეულად შეფასება შეიძლება, თუ კი გავიხსენებთ, რა ხდებოდა ამ დღეებში ლენინგრადის სამხრეთ-დასავლეთ მოსადგომებთან.
1941 წ. ივნისის ბოლოსათვის არმიების ჯგუფმა „ჩრდილოეთი“ მოახდინა დასავლეთ დვინის ფორსირება მთელ სიგრძეზე დაუგავპილსიდან რიგამდე. გამოიჭრნენ რა ოპერატიულ სივრცეზე, გერმანელებმა 6 ივლისს, ორდღიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ 1-ლი მექკორ-ის მე-3 სატანკო დივიზიასთან, ქალაქი ოსტროვი დაიკავეს. 9 ივლისს, პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე, პანიკურად გამოქცეული 118-ე და 111-ე დივიზიების მხრებზე, გერმანელები ფსკოვში შემოვიდნენ. 10 ივლისს გ. კ. ჟუკოვი მთავარსარდლობის სახელით უგზავნის ჩ.-დ. ფრონტის სარდლობას (უკვე 4 ივლისს უწინდელი სარდალი ჩამოცილებულ იქნა და ფრონტის სარდლობა გენერალ-მაიორ სობენნიკოვს ჩაებარა) შემდეგ დირექტივას: „...მეთაურები, რომლებიც არ ასრულებენ თქვენს ბრძანებებს და როგორც მოღალატეები ტოვებენ პოზიციებს, ამ დრომდე არ არიან დასჯილი... როგორც მეთაურთა არაქმედითობის შედეგი ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის ნაწილები სულ მუდამ უკან იხევენ... სარდალი, სამხედრო საბჭოს წევრი, პროკურორი და ფრონტის მე-3 განყოფილების უფროსი დაუყოვნებლივ გაემგზავრონ მეწინავე ნაწილებში და ადგილზე გაუსწორდნენ ლაჩრებსა და გამყიდველებს, ადგილზე მოახდინონ აქტიური მოქმედებების ორგანიზება გერმანელების გასანადგურებლად, დევნონ და ანადგურონ ისინი...“ (5, გვ. 62)
სამწუხაროდ, ყველა ლაჩართან და გამყიდველთან ანგარიშის გასწორება ვერ მოხერხდა – 1941 წ. ივლისის შუა რიცხვებში ბრძოლები უკვე ლენინგრადიდან 100 კილომეტრში მიდიოდა. მდინარე ლუგაზე ფრონტის შენარჩუნებისთვის სახალხო ლაშქრის დივიზიები იქნა გადასროლილი. ცუდად შეიარაღებული, თითქმის განუსწავლელი, შეკრებილი ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებისა და მასწავლებელთაგან მოლაშქრეები, რომელთაც არასოდეს სჭერიათ ხელში იარაღი, ლუგას მიჯნაზე იღუპებოდნენ. იღუპებოდნენ მომავალი მეცნიერები, პოეტები, მხატვრები, რომლებიც ასე დარჩნენ სამუდამოდ უცნობებად, იღუპებოდა ერის შემოქმედებითი ინტელიგენცია – იმისათვის, რათა რამდენიმე დღით შეეკავებინათ მტრის შემოტევა, მიეცათ სარდლობისთვის დრო რეზერვების გადმოსასროლად.
შეშფოთებული ომის დაწყებიდან თავისი გეგმების რეალიზაციის ამ პრაქტიკულად პირველი ჩავარდნით, ჰიტლერი პირადად ჩამოვიდა 21 ივლისს არმიათა ჯგუფის „ჩრდილოეთი“ შტაბში და ფონ ლეებისაგან ლენინგრადის უსწრაფესად აღება მოითხოვა.
სწორედ ამ დღეს ვოროშილოვმა თავისი ძალაუფლებით ლენინგრადისაკენ მომავალი ეშელონები გააჩერა და ბრძანა 1-ლი სატანკო დივიზიის დარჩენილი ძალებიდან მთავარი ნაწილები (სახელდობრ კი: მე-2 სატანკო პოლკი 4 КВ, 13 Т-28, 29 БТ-7, 57 БТ-5, 32 Т-26 და 19 ჯავშანმანქანის შემადგენლობით) ვედლოოზერთან ტყეებში გადმოეტვირთათ, 70–80 კმ დასავლეთით პეტროზავოდსკიდან (8). შინსახკომის ორ მოტომსროლელ პოლკთან ერთობლივად მათ ფინელებისთვის უნდა კონტრშეეტიათ და გაენადგურებინათ.
ამ გადაწყვეტილების აბსურდულობა თუნდაც იმაშიც კი მდგომარეობს, რომ ომის სასწორზე ლენინგრადსა და პეტროზავოდსკს სხვადასხვა წონა და მნიშვნელობა გააჩნდათ.
საუბედუროდ, მარშალმა ვოროშილოვმა მაინც ვერ გაიგო, რომ მსუბუქი ტანკების დივიზია – ეს ჯადოსნური „მხსნელი ჯოხი“ კი არ არის, არამედ ინსტრუმენტია. ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ სავსებით განსაზღვრული სამუშაოსთვისაა გამოსადეგი. სწორედ იმ სამუშაოსთვის, რომელსაც წარსული საუკუნის ომებში კაზაკთა ცხენოსანი ლავა ასრულებდა: სდევნიდნენ და ჩეხავდნენ გაქცეულებს, ხელში იგდებდნენ შტაბებსა და საწყობებს, წვავდნენ აღალებს შიშით პარალიზებული მტრის ზურგში... სხვა სიტყვებით, წყვეტდნენ იმავე ამოცანებს, რომლებიც 1941 წ. ივნისში შეასრულეს ვერმახტის მე-4 და მე-3 სატანკო ჯგუფების დივიზიებმა ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე.
ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ ისინი არაფრით არ ყოფილან უკეთ შეიარაღებულნი: 1544 ტანკიდან, რომლებითაც დაიწყეს აღმოსავლეთის ლაშქრობა მე-4 და მე-3 სატანკო ჯგუფებმა, 1237-ს (80 %) შეადგენდნენ მსუბუქი ტანკები Pz-I, Pz-II, ნადავლი ჩეხური Pz-38(t) ტყვიასაწინააღმდეგო მოჯავშნითა გაცილებით უფრო სუსტი შეიარაღებით (ჩვენს Т-26 და БТ-თან შედარებით).
ადგილმდებარეობაზე კი ისეთი დასახელებებით, როგორიცაა მაშოზერო, კროშნოოზერო, კუკკოზერო, ვედლოზერო, კარელიის დაბურულ წიწვოვან ტყეებს, ჭაობებსა და ტბებს შორის, ბარანოვის სატანკო დივიზია განწირული გახლდათ. თავგანწირულად მებრძოლმა ფინელებმა პოლკოვნიკ პაალუს 1-ლი ქვეითი დივიზიიდან 23–27 ივლისის სასტიკი ბრძოლების მსვლელობისას საბჭოთა არმიის შემოტევა გააჩერეს. 1-ლი ტდ-ის მეთაურთა მოხსენებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოტორიზებული ჩეკისტები პირველივე გასროლების შემდეგ უკან იხევდნენ, ფინური ქვეითი ჯარი კი ჩვენს ტანკებს ტყეებში ჩასაფრებებიდან ანადგურებდა, ამ ადგილებში იშვიათ გზებს ნაღმავდა, იყენებდნენ ბენზინით სავსე ბოთლებსაც, და ტოლის კოჭებსაც.
თავად მთავარსარდალი ვოროშილოვი არ დალოდებია, რა თქმა უნდა, თავისი სარდლობის შედეგებს. იგი მალევე დაბრუნდა ლენინგრადში, სადაც გასცა კიდეც თავისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელგანთქმული ბრძანება – რამდენიმე ათეული ათასი ფოლადის წამახული ბუნიკების დამზადებაზე შუბებისათვის, რომლებითაც პირველი მარშალი აპირებდა ფრიცების განგმირვას, როცა ისინი ლენინის ქალაქში შემოიჭრებოდნენ...
10 აგვისტოს პეტროზავოდსკის ოპერატიული ჯგუფის სარდლობა, გაძლიერებული 272-ე მსროლელი დივიზიით მთავარსარდლობის რეზერვიდან, შეეცადა ისევ მოეხდინა შეტევის ორგანიზება – მაგრამ შედეგი უწინდელი გახლდათ. ტანკების გამოყენება მასირებულად, დამრტყმელი ჯგუფებით საბჭოთა სარდლობამ ვერც ამჯერად შეძლო. ცალკეულ ოცეულებად და ასეულებად სატანკო პოლკი აღმოსავლეთ კარელიის უზარმაზარ სივრცეებზე იქნა მიმოფანტული. ადგილი ჰქონდა 50-ტონიანი КВ-ების გამოყენების შემთხვევებს მოხსენებათა მისატანად, საკურიერო მოტოციკლის სახით. ტყის სიღრმეებში ბენზინის, დიზელის საწვავისა და სათადარიგო ნაწილების არქონის გამო მოუწიათ მრავალი ტანკი მიწაში ჩაეფლოთ და უძრავი საცეცხლე წერტილების სახით გამოეყენებინათ, ან კიდევ სულაც მიეტოვებინათ. თვის ბოლოს ამ სატყეო სასაკლაოში არცთუ ბევრმა გადარჩენილმა ტანკისტმა, მე-7 არმიის ნარჩენებთან ერთად, ფეხით პეტროზავოდსკისაკენ დაიხია. (8)
აი ასე დასრულდა კიდეც წითელი არმიის პირველი ვერშემდგარი კონტრდარტყმა 1941 წ. ზაფხულში, ასეთივე ვერშემდგარი სხვა კონტრდარტყმების გრძელი ჩამონათვლიდან. დღეს მეორე საბჭოთა-ფინური ომის ტრაგედია ცოტა ვინმეს თუ ახსოვს.
მარტო კარელიის ჭაობებში ჩაფლული ტანკები და გაყვითლებული დაღუპვის შეტყობინებები, – ბევრი, ბევრი შეტყობინება, ათეულ ათასობით – რჩებიან მუნჯ მოწმეებად იმ არასაჭირო, საბჭოთა ისტორიის ბნელ წყლებში ჩაკარგული ომისა.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება უარვყოფდეთ იმას, რომ გერმანულმა შემოტევამ ბალტიისპირეთში და ვერმახტის მე-4 სატანკო ჯგუფის სწრაფმა გამოსვლამ ლენინგრადის სამხრეთ-დასავლეთ მისადგომებთან საბჭოთა სარდლობას მთელი გეგმები აურია. ფინეთში შეჭრა მოუხდათ მის სულ დასაწყისშივე გაეჩერებინათ, გასახურებელი გარბენის დროს. მეორეს მხრივ, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რ ო გ ო რ დაიწყო საბჭოთა შეტევა, და როგორ „წარმატებებს“ მიაღწიეს 1-ლმა და 10-ე მექკორპუსებმა იმ დროში, რომელიც ვერმახტს ეყო გარღვევისათვის საზღვრიდან ფსკოვამდე, საკმარისად ძნელია დავიჯეროთ ის, რომ ა ს ე თ არმიას შეეძლო გაერეკა და გაენადგურებინა გერმანელები, მოეხდინა წყალუხვი ვისლისა და ოდერის ფორსირება, დაემორჩილებინა ევროპა...
აი აქ, პატივცემულო მკითხველო, თქვენ უფლება გაქვთ აღშფოთდეთ. ეს რა ლაპარაკია: „ძნელია დავიჯეროთ“? ეს ჩვენ რა გვაქვს – თეატრალური რეცენზია თუ სამხედრო ისტორიაში კვლევა?
კრიტიკა მიგვაჩნია სამართლიანად. ჩვენი თხრობის შემდეგ ნაწილებში ლაპარაკი იქნება უკვე მთავარი დარტყმის მიმართულებებზე, შეტევის იმ მცდელობებზე, რომლის განვითარებასაც არავინ (მოწინააღმდეგის გარდა) ხელს არ უშლიდა.
ნ ა წ ი ლ ი 2
ჭ ა ნ ჭ ყ რ ო ბ ი
ჩანაფიქრი
1941 წ. 22 ივნისის საღამოს, ხოლო თუ სავსებით ზუსტად ვილაპარაკებთ, 21 საათსა და 15 წუთზე თავდაცვის სახკომმა ტიმოშენკომ დაამტკიცა და დასავლეთის ოკრუგების (ფრონტების) სარდლობებს გაუგზავნა აღსასრულებლად დირექტივა # 3.
ამ დოკუმენტში მოცემული იყო მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და გეგმების მოკლე შეფასება: „...მოწინააღმდეგე გვაყენებს მთავარ დარტყმებს სუვალკის შვერილიდან ალიტუსზე და ხიდისუკანა რაიონიდან ფრონტზე ვლადიმირ-ვოლინსკი, რადზეხოვი, დამხმარე დარტყმებს მიმართულებებზე ტილზიტი – შჲაულჲაი და სედლეცი – ვოლკოვისკი...“ – და ისმებოდა უახლოესი ამოცანები 23–24 ივნისზე: „ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთის ფრონტების ჯარების კონცენტრული თავმოყრილი დარტყმებით ალყა შემოარტყით და გაანადგურეთ მოწინააღმდეგის სუვალკის დაჯგუფება და 24 ივნისის ბოლოსათვის დაეუფლეთ სუვალკის რაიონს; მექანიზებული კორპუსების მძლავრი კონცენტრული დარტყმებით, სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის მთელი ავიაციითა და მე-5 და მე-6 არმიების სხვა ჯარებით ალყაში მოაქციეთ და გაანადგურეთ მოწინააღმდეგის დაჯგუფება, რომელიც გვიტევს მიმართულებაზე ვლადიმირ-ვოლინსკი, ბროდი. 24 ივნისის ბოლოსათვის დაეუფლეთ რაიონს ლჲუბლინი“. (5)
ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ უკვე მარტო ეს დოკუმენტი გვაძლევს უფლებას გავაკეთოთ დასაბუთებული დასკვნა იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს სახელოვანი „ჩეკისტების“ მრავალწლიან ტრაბახს იმის შესახებ, რომ გერმანული სარდლობის დოკუმენტები სტალინის მაგიდაზე ნახევარი საათით უფრო ადრე იდებოდა, ვიდრე ჰიტლერის მაგიდაზე.
ექვსი თვის მანძილზე, ჰიტლერის მიერ გეგმა „ბარბაროსაზე“ ხელის მოწერის შემდეგ, საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობამ მაინც ვერ გაიგო, რომ ყველაზე უფრო მძლავრ დარტყმას ვერმახტი მოაყენებს გუდერიანის მე-2 სატანკო ჯგუფის ძალებით ბრესტ – სლუცკ – მინსკის ხაზის გაყოლებაზე. ეს მიმართულება არ არის ნახსენები დირექტივა # 3-ში თუნდაც როგორც დამხმარე. ხოლო ის კი, რაც ჩვენმა სარდლობამ შეაფასა როგორც „დამხმარე დარტყმა ტილზიტ – შჲაულჲაის მიმართულებაზე“, სინამდვილეში გახლდათ არმიათა ჯგუფის „ჩრდილოეთი“ მთავარი ძალების შემოტევის დასაწყისი ლენინგრადზე.
სინამდვილეში ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთ ფრონტების ურთიერთმოქმედება მაინც ვერ შედგა. ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის მთავარი დამრტყმელი ძალები: გენერალ-მაიორ შესტოპალოვის 12-ე მექკორპუსი და გენერალ-მაიორ კურკინის მე-3 მექკორპუსი (მე-5 სატანკო დივიზიის გარეშე) გადამიზნებული იქნენ არა სამხრეთ-დასავლეთით, კაუნას – სუვალკის მიმართულებაზე (როგორც ეს დირექტივა # 3-ით იყო ნაბრძანები), არამედ ჩრდილო-დასავლეთით, შჲაულჲაის მიმართულებაზე, სადაც 24 ივნისს მოხდა კიდეც მსხვილი სატანკო ბრძოლა ვერმახტის მე-4 სატანკო ჯგუფის მთავარ ძალებთან. ხოლო რაც შეეხება 5 ტდ-ს (მე-3 მექკორ-ისა), იგი უკვე 23 ივნისის დილას იქნა განადგურებული ალიტუსის რაიონში და შემდგომში ფრონტის საბრძოლო მოქმედებებში პრაქტიკულად აღარ მონაწილეობდა.
ამრიგად, გერმანელთა სუვალკის დაჯგუფებაზე ორმხრივი დარტყმა მხოლოდ დასავლეთ ფრონტის მარჯვენა ფრთის შეტევად გადაიქცა. განადგურების გარემოებებსა და მიზეზებს, რომლითაც დასრულდა ეს შეტევა, ჩვენი თხრობის ამ ნაწილში განვიხილავთ.
იმ დროისათვის, როცა დირექტივა # 3 იქნა მიღებული და გაშიფრული დასავლეთ ფრონტის შტაბში, საომარი სიტუაცია ხარისხობრივად შეიცვალა.
გერმანელებმა მოახდინეს ნემანის ფორსირება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფორსირება კი არ მოახდინეს, არამედ სამი აუფეთქებელი ხიდით გადმოიარეს ალიტუსთან და მერკინესთან. „საბჭოთა ჯარების უკანდახეული ქვედანაყოფების კვალდაკვალ, – როგორც წერს მთავარი ჩვენი სპეცი ომის საწყის პერიოდში ამხანაგი ანფილოვი, – ნემანზე აგებულ ხიდებზე გადმოირბინეს გერმანულმა ტანკებმაც“. გადმოირბინეს სამი სატანკო დივიზიის (მე-7, 20-ე და 12-ე) რაოდენობით. 1941 წ. 22 ივნისის დღის ბოლოსათვის ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფის მეწინავე ნაწილებმა საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში 60–70 კმ-ით შემოაღწიეს და ვილნიუსისაკენ გაემართნენ. მაგრამ როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო გერმანელთა შეტევითი შემართება, და როგორი სუსტიც არ უნდა ყოფილიყო ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის 11-ე არმიის ჯარების წინააღმდეგობა – გზებსა და ხიდებს აქვთ სავსებით განსაზღვრული გამტარუნარიანობა, ხოლო ტანკები კი მოძრაობენ კოლონებში რამდენიმე ათეული მეტრის ინტერვალებით. ამის შედეგად, როცა 24 ივნისის დილას ვერმახტის მე-7 სატანკო დივიზიამ ვილნიუსი დაიკავა, 20-ე და 12-ე სატანკო დივიზიები ოშმჲანებს უახლოვდებოდნენ, სატანკო ჯგუფის არჲერგარდი – 19-ე სატანკო და 14-ე მოტორიზებული დივიზიები ჯერ ისევ ნემანზე გადმოდიოდნენ (13). ამრიგად ის, რასაც სამხედრო ისტორიკოსები ჩვეულებრივ „გერმანულ სატანკო სოლს“ უწოდებენ, იმ დღეებში რამდენიმე „ფოლადის ძაფს“ წარმოადგენდა, რომლებიც 100–120 კმ-ზე იყვნენ გაჭიმულნი დასავლეთ ლიტვის გზების გამოყოლებით. ამასთან გერმანული ქვეითი ჯარი, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი აზრით ფეხით დადიოდა, თავისი ცხენოსანი აღალებითა და „ცხენებით გამწევი“ არტილერიით, ჯერ მხოლოდ იწყებდა მდინარე ნემანზე საპონტონო ხიდების აგებას.
წესდება მოითხოვს, რათა ნებისმიერი რანგისა და წოდების ხელქვეითი, ზემდგომი მეთაურის მიერ მისთვის დასმული ამოცანის უპირობო შესრულებით, იჩენდეს გონივრულ ინიციატივას ბრძანების შესრულების ყველაზე უფრო ეფექტური გზებისა და მეთოდების შერჩევაში. სწორედ ასე მოქმედებდა დასავლეთ ფრონტის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი, ლენინის სამი ორდენისა და წითელი ვარსკვლავის ორი ორდენის კავალერი, არმიის გენერალი დ. გ. პავლოვი. 22 ივნისის 23 სთ 40 წთ-ზე მან უბრძანა თავის მოადგილეს გენერალ-ლეიტენანტ ბოლდინს (ამ დროისათვის უკვე ჩასულს მინსკიდან ბელოსტოკში, დასავლეთის ფრონტის ყველაზე მძლავრი 10-ე არმიის შტაბში) მოეხდინა დამრტყმელი ჯგუფის ორგანიზება მე-6 მექკორპუსის, 11-ე მექკორპუსის, მე-6 საკავალერიო კორპუსის შემადგენლობით და „მიეყენებინა დარტყმა საერთო მიმართულებაზე ბელოსტოკი – ლიპსკი, გროდნოს სამხრეთით ამოცანით გაენადგურებინათ მოწინააღმდეგე მდ. ნემანის მარცხენა (ე. ი. დასავლეთ – მ. ს.) ნაპირზე... 24.6.41 წ. ბოლოსათვის დაუფლებოდნენ მერკინეს“.
როგორც ჩანს, პავლოვმა (რომელიც პირდაპირ არ მიჰყვა დირექტივა # 3-ის „სიტყვას“) შეტევის მახვილი წვერი ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან (გროდნოდან სუვალკიზე) პირდაპირ ჩრდილოეთისკენ, ნემანის დასავლეთ ნაპირის გასწვრივ, გროდნოდან მერკინეზე გადაიტანა. ოპერაციის ჩანაფიქრი გენიალურად მარტივი გახლდათ. სწრაფი და გაბედული (ორი დღე დროში და 80–90 კმ სივრცეზე) დარტყმა მოწინააღმდეგის აღმოსავლეთისკენ შემომტევი ქვეითი ჯარის ფლანგსა და ზურგში, ნემანზე ხიდებისა და გადმოსასვლელების ხელში ჩაგდება – და ხაფანგიც, რომელშიც თვითონ ჩაიგდო საკუთარი თავი ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფმა, იკეტება. მომარაგების მთელი ხაზებისგან მოწყვეტილი, საკუთარი ქვეითი ჯარების მხარდაჭერას მოკლებული, ვილნიუსთან შემოჭრილი გერმანული სატანკო დივიზიები, ალყაში ექცევიან და ნადგურდებიან.
ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ თერთმეტი თვის შემდეგ, 1942 წლის მაისში, ჩანაფიქრის მიხედვით ზუსტად ასეთივე ოპერაცია იქნა ჩატარებული გერმანელთა მიერ. მაშინ, სამწუხაროდ-სახელგანთქმული ხარკოვის შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას, საბჭოთა ჯარებმა მოახდინეს სევერსკი დონეცის ფორსირება და ხარკოვის გარეუბნებამდეც მივიდნენ. ხოლო ამ დროს კლაისტის გერმანულმა სატანკო არმიამ მოახდინა სწორედ იმავე მდინარის ფორსირება ქალაქ იზჲუმის რაიონში (ხარკოვიდან 100 კმ სამხრეთით) და, მიიწევდა რა ჩრდილოეთისაკენ, სევერსკი დონეცის პრაქტიკულად ყველასაგან დაუცველი აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებით, გადაჭრა საბჭოთა ჯარების კომუნიკაციები, რომლებიც საბოლოო ჯამში დონეცის დასავლეთ ნაპირზე „ქვაბულში“ აღმოჩნდნენ.
ამის შედეგი შეიქნა ხუთი საბჭოთა არმიის ალყაში მოქცევა და განადგურება, ამასთან წითელი არმიის 200 ათასზე მეტი მებრძოლი და მეთაური გერმანულ ტყვეობაში აღმოჩნდა. პავლოვის მიერ ჩაფიქრებული ოპერაცია არ შეიძლებოდა ამდენად მასშტაბური წარმატებით დასრულებულიყო – უბრალოდ იმიტომ, რომ გერმანული მე-3 სატანკო ჯგუფის შემადგენლობაში არ ყოფილა არც 200, არც თუნდაც 100 ათასი ადამიანი. მაგრამ ყველაფერ დანარჩენში დასავლეთის ფრონტის დამრტყმელი ჯგუფის შეტევა იყო, რომ იტყვიან, „წარმატებისათვის განწირული“.
წარმატებისათვის განწირულები
1939 წ. სექტემბერში „ყოფილი პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სსრკ-ისა და გერმანიის სახელმწიფო ინტერესების გამიჯვნის“ (70) წინდახედულად გავლებული ხაზების წყალობით საბჭოთა ჯარების ბელოსტოკის დაჯგუფება, ჯერ რომ არც ერთი გასროლა არ მეხდინა, უკვე მუქარად ადგა თავზე გერმანული ჯარების ფლანგსა და ზურგს, რომლებიც სუვალკის ვიწრო შვერილის „ერთ გოჯ მიწაზე“ იყვნენ ჩაჭედილნი. ამაზე იზრუნა სტალინმა. ბუნებამ კი (ან თავად უფალმა ღმერთმა) იზრუნეს იმაზე, რომ მდინარე ნემანი გროდნოსთან 90 გრადუსით შემობრუნებულიყო, „გაუთავისუფლებდა“ რა ამრიგად გზას ბელოსტოკიდან მერკინეზე შემტევ საბჭოთა ტანკებს. სხვა მსხვილი მდინარეები, რომლებსაც შეიძლებოდა თავდაცვაში მყოფი გერმანული ქვეითი ჯარი ჩასჭიდებოდა, ამ რაიონში უბრალოდ არ არის.
იმის წყალობით, რომ პავლოვმა უარი თქვა შეტევაზე გერმანელთა მიერ 39 წელს დაკავებულ ქალაქ სუვალკიზე და გადაწყვიტა ალყაში მოექცია და გაენადგურებინა მოწინააღმდეგის სუვალკის დაჯგუფება საბჭოთა ტერიტორიაზე, გერმანელებს წაერთვათ შესაძლებლობა დაყრდნობოდნენ საინჟინრო აზრით წინასწარ მომზადებულ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვას. გასაგებია, რომ ადგილმდებარეობაზე, რომელიც გერმანელებმა ერთი-ორი დღის წინ დაიკავეს, მათ არ ჰქონდათ და ვერც შეიძლებოდა ჰქონოდათ არც დანაღმული ველები, არც ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, არც რკინაბეტონის დოტები (რუსულად ДОТ – долговременная огневая точка, ქართულად – ხანგრძლივი საცეცხლე წერტილი).
გენერალ ბოლდინის დამრტყმელი დაჯგუფების შემადგენლობაში (მგწა-ში მიღებული სამხედრო ტერმინოლოგიის მიხედვით ეს გახლდათ „ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფი“, შემოკლებით – ცმჯ /რუსულად конно-механизированная группа – КМГ/) ჩართული იყო: ოთხი სატანკო, ორი მექანიზებული დივიზიები, აგრეთვე რიცხოვნებით ერთი „საანგარიშო დივიზიის“ შესაბამისი საკავალერიო კორპუსი, რომელთაც შეიარაღებაში გააჩნდათ როგორც მინიმუმ 1310 ტანკი და 370 ზარბაზნიანი ჯავშანავტომობილი, სულ 1680 ერთეული ჯავშანტექნიკა (78), ექვსი ათასზე მეტი ავტომობილი და სამასზე მეტი ტრაქტორი. გარდა ამისა, 23 ივნისს ბოლდინის ჯგუფში შეტევის საარტილერიო მხარდაჭერისათვის იქნა ჩართული მთავარი სარდლობის რეზერვის 124-ე საჰაუბიცე პოლკი 48 მძიმე ქვემეხის შემადგენლობით.
კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, ეს მინიმალური ციფრებია იქიდან, რაც ლიტერატურაში გვხვდება. ხოლო თუ დავუჯერებთ მონოგრაფიის „1941 წელი – გაკვეთილები და დასკვნები“ (გამოშვებულისა 1992 წელს დსთ-ის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ) მონაცემებს, მაშინ ტანკების რიცხვი ბოლდინის ცმჯ-ის დივიზიებში 1597 ერთეულს შეადგენდა (3), რაც ერთნახევარჯერ და უფრო მეტადაც აღემატება ვერმახტის ყველაზე უფრო მსხვილი სატანკო ჯგუფის რიცხოვნებას!
მეტად საჩვენებელია ბოლდინის ცმჯ-ის შემადგენლობის შედარება დიდი სამამულო ომის დამამთავრებელი პერიოდის საბჭოთა სატანკო არმიების რიცხოვნებასთან. ასე, უმსხვილესი ვისლა-ოდერის ოპერაციის წინა ხანებში 1945 წლის იანვარში ლელჲუშენკოს მე-4 სატანკო არმიაში ირიცხებოდა სულ 680 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი, მე-2 გვარდიულ სატანკო არმიაში ბერლინის იერიშის წინ, 1945 წ. 15 აპრილს ირიცხებოდა 685 ერთეული ჯავშანტექნიკა, ჯავშნოსანი ავტომობილებისა თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ჩათვლით, მე-5 გვარდიულ სატანკო არმიაში აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციის დაწყების წინა ხანებში (1945 წ. იანვარი) იყო სულ 590 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი. (22)
როგორც ვხედავთ, არც ერთს საბჭოთა სატანკო არმიებიდან, რომლებიც ამთავრებდნენ 1945 წელში „ფაშისტური მხეცის მის ბუნაგში განადგურებას“, არ გააჩნდა ნახევარიც კი ჯავშანტექნიკის იმ რაოდენობისა, რომელიც იყო მიცემული გენერალ ბოლდინის განკარგულებაში 1941 წლის ივნისში!
მთელი ეს გიგანტური ფოლადის არმადა თავზე უნდა დასტყდომოდა ვერმახტის ხუთ ქვეით დივიზიას: 162 ქდ და 256 ქდ 20-ე საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან და 8 ქდ, 28 ქდ და 161 ქდ მე-8 საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან. ამასთან რეალურად 24 ივნისის დილისათვის ბოლდინის ცმჯ-ის დაგეგმილი კონტრდარტყმის რაიონში იმყოფებოდა მხოლოდ 20-ე საარმიო კორპუსის ორი ქვეითი დივიზია, მე-8 აკ-ის სამმა დივიზიამ კი უკვე მოახდინა მდინარე ნემანის ფორსირება და უტევდა ზოლში გროდნოდან დრუსკინინკაჲამდე საერთო მიმართულებით ქ. ლიდაზე, წინ მოიწევდა რა აღმოსავლეთისკენ სამი თითქმის პარალელური მარშრუტით. (61, 78) ასეთნაირად, ცმჯ-ს თავისი შეტევისას ჩრდილოეთისკენ გროდნოდან მერკინესკენ ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა გაენადგურებინა მოწინააღმდეგე ნაწილებად რიგი თანამიმდევრული დარტყმებით ფლანგსა და ზურგში.
სხვა სიტყვებით, ომის იმ პირველ დღეებში იქმნება სიტუაცია, რომელიც ზუსტად შეესაბამება (თუმცა კი ჩვენ ყოველთვის საწინააღმდეგოში გვარწმუნებდნენ) საბჭოთა სარდლობის ომისწინა ანგარიშებსა და ვარაუდებს: „...თავისი შესაძლებლობების მიხედვით – შეიარაღების, ცოცხალი ძალის, დამრტყმელი სიმძლავრის მიხედვით – სატანკო კორპუსი შეესაბამება ხუთ გერმანულ ქვეით დივიზიას.
და თუ ასეა, ჩვენ უფლება გვაქვს და მოვალენიც ვართ ვაკისრებდეთ სატანკო კორპუსს ამოცანებს 1–2 სატანკო დივიზიის ან 4–5 ქვეითი დივიზიის განადგურებაში. რატომ ვამბობ მე 4–5-ს ასეთი დარწმუნებით? მხოლოდ იმიტომ, რომ სატანკო კორპუსი თავისი გაშლილი რიგებით არასოდეს იბრძოლებს ერთდროულად ამ ხუთ დივიზიასთან, რომლებიც გაიშალნენ და მიმართეს თავიანთი საცეცხლე საშუალებები მის წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, იგი ამ ხუთ დივიზიას გაანადგურებს დარტყმების რიგით ერთი მეორის მიყოლებით...“ (14).
ეს არის ამონარიდები მოხსენებიდან „მექანიზებული შენაერთების გამოყენება თანამედროვე შეტევით ოპერაციაში“, რომლითაც არმიის გენერალი პავლოვი (იმ დროს მგწა-ის მთავარი ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს უფროსი, ე. ი. წითელი არმიის „მთავარი ტანკისტი“) მგწა-ის უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის ცნობილ დეკემბრის (1940 წ.) თათბირზე გამოდიოდა.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ტანკებისა და პირადი შემადგენლობის რიცხოვნების მიხედვით ბოლდინის ცმჯ თითქმის ერთნახევარჯერ აღემატებოდა საომარი შტატების მიხედვით სრულად დაკომპლექტებულ მექანიზებულ კორპუსს (ან „სატანკო კორპუსს“, როგორც მას უწოდებს თავის მოხსენებაში პავლოვი), არტილერიის მიხედვით კი – ორჯერ.
ასე იყო საქმე რაოდენობრივად. ახლა შევეცდებით შევაფასოთ ხარისხობრივად.
ცმჯ-ის მთავარი დამრტყმელი ძალა, ისევე როგორც მთელი დასავლეთის ფრონტისაც მთლიანობაში, გახლდათ გენერალ-მაიორ მ. გ. ხაცკილევიჩის მე-6 მექანიზებული კორპუსი. როგორც ცნობილია, წითელი არმიის მექკორპუსების უმეტესმა ნაწილმა ომის დაწყებამდე ვერ მოასწრო მიეღო შტატის მიხედვით კუთვნილი ტექნიკის ნახევარიც კი. მით უმეტეს შთამბეჭდავად გამოიყურება ამ ფონზე სიტუაცია მე-6 მექკორპუსში, რომელსაც უკვე ივნისის შუა რიცხვებში ჰყავდა უფრო მეტი ტანკი, ვიდრე 1941 წლის ბოლოსათვის იყო დაგეგმილი! მე-6 მექკორ-ის საგანგებო ელიტური სტატუსის შესახებ მოწმობს მის შეიარაღებაში იმ მომენტისათვის უახლესი ტანკების – უდავოდ მსოფლიოში საუკეთესოთა – Т-34 და КВ-ის მნიშვნელოვანი რიცხვით არსებობა. უმეტეს წყაროებში მოყვანილია ციფრი ახალი ტიპების 352 ტანკი (114 КВ და 238 Т-34). თუ ეს ციფრები სწორია, მაშინ მე-6 მექკორ-ი იკავებდა „მეორე ადგილს“ მგწა-ის ყველა მექკორპუსს შორის, უთმობდა რა ამ მაჩვენებლის მიხედვით მხოლოდ ვლასოვის მე-4 მექკორ-ს, რომელშიც ახალი ტიპების 416 ტანკი ირიცხებოდა. ხოლო თუ დავუჯერებთ მონოგრაფიის „1941 წელი – გაკვეთილები და დასკვნები“ მონაცემებს, მაშინ მე-6 მექკორ-ის შემადგენლობაში ომის დასაწყისისათვის იყო 452 უახლესი ტანკი, რასაც ეს მექკორპუსი უდავოდ „პირველ ადგილზე“ გაჰყავს მთელ წითელ არმიაში!
ასეთი განსხვავებისათვის ციფრებში (რომლებიც მოჰყავთ ავტორებს განსაიდუმლოებული სამხედრო არქივების ფონდებზე მითითებით) არსებობს ძალიან მარტივი ახსნა. ანგარიშიანობა წითელ არმიაში – როგორც ათასობით სხვა დაწესებულებებშიც – წარმოებდა ყოველი თვის პირველ რიცხვში არსებული მდგომარეობით. ნაკლები ციფრები, სავარაუდოდ, აღებულია სწორედ 1941 წ. 1 ივნისს დაწერილი ანგარიშებიდან. მაგრამ პირველ ივნისს ხომ საბჭოთა სამხედრო ქარხნების სადღეღამისო მუშაობა სულაც არ შეწყვეტილა, ხოლო ქარხნებიდან მოსული უახლესი ტანკების ჯარებში გადმოტვირთვა ხომ 22 ივნისამდეც გრძელდებოდა, და ასევე ყველა მომდევნო დღესაც. მით უმეტეს საჩვენებელია, რომ 138 Т-34 ტანკიდან, რომლებიც მრეწველობამ 41 წლის 1-დან 22 ივნისის ჩათვლით ჯარებს გადასცა, ბელოსტოკში (ე. ი. მე-6 მექკორპუსში) 114 იქნა გაგზავნილი. (8)
თუმცა კი, არ დავივიწყებთ იმის შესახებაც, რომ მექკორპუსი – ეს მარტო ტანკები არ არის. სატანკო, მოტომსროლელი და საარტილერიო ქვედანაყოფების შეთანხმებული და აწყობილი საბრძოლო მუშაობის, საბრძოლო მასალებითა და საწვავით მათი შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფისთვის მოითხოვებოდა მრავალი ათასი ავტომობილი და ტრაქტორი (საარტილერიო გამწევი). ზუსტად რომ ვილაპარაკოთ, შტატის მიხედვით მექკორპუსში უნდა ჰყოლოდათ 352 ტრაქტორი და 5165 ავტომობილი.
ამ „მატერიალურ ნაწილთან“ დაკავშირებით წითელ არმიაში მაშინ დიდი პრობლემები იყო. მანქანები არსად არ ჰყოფნიდათ. ნაწილებისა და შენაერთების დაკომპლექტებულობის საშტატო დონემდე აყვანას მხოლოდ ღია მობილიზაციის ჩატარების შემდეგ ვარაუდობდნენ, სახალხო მეურნეობიდან არმიაში 300 ათასი ავტომობილისა და 50 ათასი ტრაქტორის გადაცემის მეშვეობით. 41 წლის 22 ივნისს მომხდარი „შტატგარეშე სიტუაციის“ შედეგად, მექკორპუსების უმეტესი ნაწილი ისე ჩაება ომში, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებათა მნიშვნელოვანი (50–60 %-მდე) დაუკომპლექტებლობა გააჩნდათ. მაგრამ ამ საკითხშიც მე-6 მექკორპუსი ლიდერებში გახლდათ. მასში იყო 294 ტრაქტორი (საპატიო „მეორე ადგილი“ მგწა-ის ყველა მექკორპუსს შორის), ხოლო ავტომანქანებისა და მოტოციკლების რიცხვის მიხედვით კი (4779 და 1042 შესაბამისად) მე-6 მექკორ-ი ნებისმიერ სხვა მექკორპუსს აღმატებოდა. თავად კორპუსის მეთაურს გენერალ-მაიორ ხაცკილევჩს კი მგწა-ის მეთაურთა შემადგენლობის დეკემბრის (1940 წ.) თათბირზე გაცილებით უფრო დიდი ციფრები მოჰყავდა: „...ჩვენ დავიანგარიშეთ ჩვენს სწავლებებზე (მაშინაც კი როცა ამოვაგდებდით 2500 მანქანას საბრძოლო შემადგენლობიდან, ვიღებდით ყველაზე უფრო აუცილებელს ცხოვრებისა და ბრძოლისათვის), და მაშინაც ჩვენთან (მოწინააღმდეგის რიგების) გარღვევაში მიდის 6800 მანქანა, თითქმის 7000...“
ყველაფერი ეს (და თვითონ ფაქტიც კორპუსის მეთაურის გამოსვლისა მეთაურთა უმაღლესი შემადგენლობის თათბირზე, თავდაცვის სახკომისა და ოკრუგების სარდალთა თანდასწრებით) მეტად მჭერმეტყველურად მოწმობს მე-6 მექკორ-ის როლისა და ადგილის შესახებ საბჭოთა სარდლობის ომისწინა გეგმებში.
სიტყვამ მოიტანა და, ადგილის შესახებ. 1940 წ. ზაფხულიდან და ომის დაწყებამდე მგწა-ის ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი მექკორპუსი ჩაიმალა ნაკრძალის ხშირ ტყეებში ბელოსტოკის აღმოსავლეთით. ჩაიმალა ისე გულმოდგინედ, რომ ნაქებმა გერმანულმა ავიადაზვერვამ ვერც კი შეძლო დაედგინა თვითონ ფაქტი მისი იქ ყოფნისა.
მე-9 არმიის (არმიათა ჯგუფი „ცენტრი“) შტაბის 1941 წ. 23 ივნისის დილის ცნობა სიტყვა-სიტყვით ამბობს: „...გაძლიერებული დაზვერვის მიუხედავად, ბელოსტოკის რაიონში კავალერიისა და ტანკების მსხვილი ძალები ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი...“
რა თქმა უნდა, მე-6 მექკორპუსის დისლოკაციის რაიონი შემთხვევით არ ყოფილა არჩეული. საავტომობილო გზების თვით თანამედროვე რუკებზეც კი ბელოსტოკიდან (ახლა ეს ისევ პოლონეთია) შეიძლება გავემგზავროთ მარტო ერთი მიმართულებით – დასავლეთისკენ, გზატკეცილით ვარშავისაკენ. გზები აღმოსავლეთისკენ, ბელორუსიის სიღრმეში (და შესაბამისად – აქ მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შემოტევის მოლოდინის მიზეზები რომ გვქონდეს) როგორც არ იყო 41 წელში, ისე არ არის ახლაც. უფრო მეტიც, მე-4 არმიის შტაბის ყოფილი უფროსის ლ. მ. სანდალოვის მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს განსაიდუმლოებული სამხედრო-ისტორიული ნაშრომიდან „დასავლეთის ფრონტის მე-4 არმიის ჯარების საბრძოლო მოქმედებები დიდი სამამულო ომის საწყის პერიოდში“ (79) ცნობილი ხდება, რომ „1941 წ. მარტ-აპრილში მინსკში რუკებზე საოკრუგო ოპერატიული თამაშის მსვლელობისას მუშავდებოდა საფრონტო შეტევითი ოპერაცია დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიიდან ბელოსტოკ – ვარშავას მიმართულებით... ივნისის ბოლო კვირისათვის ოკრუგის შტაბი ამზადებდა თამაშს მე-4 არმიის შტაბთან ასევე შეტევითი ოპერაციისა...“ და კიდევ რისთვისღა უნდა მომზადებულიყვნენ, თუ მაშინდელი სახელმწიფო საზღვრიდან ვარშავამდე სულ რაღაც 80 კმ რჩებოდა ავტოსტრადით...
გაცილებით უფრო უარესად იყო დაკომპლექტებული 11-ე მექკორ-ი, მაგრამ მასშიც კი ირიცხებოდა ახალი ტიპების 31 ტანკი (3 КВ და 28 Т-34). ამრიგად, სულ ბოლდინის ცმჯ-ის შეიარაღებაში იყო არა ნაკლებ 383 უახლესი დიზელური ტანკი მძლავრი შეიარაღებითა (გრძელლულიანი 76-მმ ზარბაზანი ხვრეტდა ნებისმიერი გერმანული ტანკის შუბლის ჯავშანს 1000–1200 მ დისტანციაზე) და საიმედო ჯავშანდაცვით.
რა შეეძლო დაეპირისპირებინა ამისთვის გერმანულ ქვეით ჯარს? თითქმის არაფერი. ვერმახტის ქვეითი დივიზიის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის ძირითადი შეიარაღება გახლდათ 37-მმ ზარბაზანი, რომელსაც შეეძლო გაეხვრიტა 30–35 მმ სისქის ჯავშანი 500 მ დისტანციაზე. მსუბუქ საბჭოთა ტანკებთან БТ ან Т-26 საბრძოლველად ეს სავსებით საკმარისი გახლდათ, მაგრამ ჩვენს ახალ ტანკებთან პირველივე შეხვედრების შემდეგ გერმანელმა ჯარისკაცებმა თავიანთ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანს მისცეს მეტსახელი „კარზე საკაკუნო“ (ამ შავი იუმორის აზრი იმაშია, რომ მას შეეძლო საბჭოთა „ოცდათოთხმეტის“ ჯავშანზე მხოლოდ მიეკაკუნებინა). ჩვენი Т-34-ის დახრილ 45-მმ ჯავშნის ფურცელს გერმანული 37-მმ ზარბაზანი ზღვრულად მცირე დისტანციებიდან 200 მ სროლის დროსაც კი ვერ ხვრეტდა. მძიმე ტანკთან КВ ბრძოლის შესაძლებლობებზე კი (შუბლის ჯავშანი 90 მმ, ბორტისა – 75 მმ) ლაპარაკიც არ შეიძლება. ამ 50-ტონიან ფოლადის ურჩხულს შეეძლო გერმანული ქვეითი ჯარის საბრძოლო რიგები, როგორც სასწავლო პოლიგონზე, პრაქტიკულად დაუბრკოლებლად ეუთოვებინა.
მხოლოდ 1940 წ. ზაფხულში ჩაუშვეს გერმანელებმა წარმოებაში 50-მმ ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი, რომელიც მიეწოდა ვერმახტს შეიარაღებაში 2 (ორი) ცალის რაოდენობით ქვეით პოლკზე, და ეს ზარბაზნები არცთუ ყველა დივიზიაში იყო! დიახ, ამ ფონზე რაღაც უცნაურად გამოიყურება დაუსრულებელი მოთქმა-გოდება პარტიული პროპაგანდისტებისა იმის შესახებ, თუ როგორ „მუშაობდა გერმანიისათვის მთელი დამორჩილებული ევროპის მრეწველობა“, ხოლო სტალინს კი ძალზედ სჯეროდა ჰიტლერისა და მხოლოდ „მშვიდობიანი აღმშენებლობითი შრომით“ იყო დაკავებული...
ის ცოტაა, რომ ფაშისტური გერმანიის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ მისცა თავის არმიას არანაირი საშუალებები ახალ საბჭოთა ტანკებთან საბრძოლველად. მან ისიც კი მოახერხა, რომ ვერ შეემჩნია თვითონ ფაქტი მათი გამოჩენისა მგწა-ის შეიარაღებაში! მხოლოდ საბრძოლო მოქმედებათა დაწყების შემდეგ, 1941 წ. 25 ივნისს ფ. ჰალდერის (სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის) დღიურში ჩნდება შემდეგი ჩანაწერი: „...მიღებულია ზოგიერთი მონაცემი რუსული მძიმე ტანკის ახალი ტიპის შესახებ: წონა – 52 ტონა, საბორტო ჯავშანი – 8 სმ... 88-მმ საზენიტო ზარბაზანი, როგორც ჩანს, ხვრეტს მის საბორტო ჯავშანს (ზუსტად ჯერ ცნობილი არ არის) ...მიღებულია ცნობები კიდევ ახალი ტანკის გამოჩენის შესახებ, რომელიც 75-მმ ზარბაზნითა და სამი ტყვიამფრქვევითაა შეიარაღებული...“ (12)
ჰოთისა და გუდერიანის მემუარებში პირველი შეტყობინებები „ზემძიმე რუსული ტანკის“ შესახებ (ე. ი. КВ-სი) 1941 წ. ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისს მიეკუთვნება.
განხილვა საკითხისა იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო უკიდურესად აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო დაზვერვას წელიწადნახევრის მანძილზე არ შეემჩნია ახალი ტიპების ტანკების გამოჩენა სერიულ წარმოებაში გერმანიის მთავარ პოტენციურ მოწინააღმდეგესთან, გადის ჩვენი წიგნის ფარგლებიდან.
ეს ცალკე ლაპარაკის თემაა. მოინდომა ყველამ – ჰიტლერმაც, რომელმაც კატეგორიულად აკრძალა მეგობრობისა და საზღვრის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის (1939 წ. 28 სექტემბერი) შემდეგ სადაზვერვო საქმიანობის წარმოება სსრკ-ის წინააღმდეგ, და აბვერის საიდუმლოებით მოცულმა ხელმძღვანელმა ადმირალმა კანარისმაც (ინგლისური დაზვერვის აგენტი შეთავსებით) და ბევრმა სხვამაც.
ჩვენი გამოკვლევისათვის კი საკმარისია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანულ ქვეით დივიზიებს არათუ არ მიუღიათ ახალ საბჭოთა ტანკებთან ბრძოლის საშუალებანი, არამედ თავად გამოჩენაც კი ხშირი ბელორუსული ტყეებიდან 50 ტონიანი მოჯავშნული მონსტრებისა უნდა ქცეულიყო მათთვის საშინელ მოულოდნელობად.
ყველაფერი შედარებაში შეიმეცნება.
თითოეულმა კეთილსინდისიერმა მოწაფემ უნდა იცოდეს, რომ კურსკის ბრძოლაში წარმატების მიღწევას გერმანელები იმედოვნებდნენ, კერძოდ, ახალი მძიმე ტანკების „ტიგრისა“ და „პანტერას“ მოულოდნელი მასირებული გამოყენების ხარჯზეც. ეს თეზისი უცვლელად არსებობს ნებისმიერ ტექსტში, რომელიც კურსკის რკალზე იმ ბრძოლისადმია მიძღვნილი, რომელსაც საბჭოთა ისტორიკოსები უწოდებდნენ (და ამ დრომდეც კიდევ უწოდებენ) „უმსხვილეს სატანკო ბრძოლას მეორე მსოფლიო ომისა“. უფრო მეტიც, გერმანელი გენერლების მემუარებიდან ირკვევა, რომ გერმანული სარდლობაც უზარმაზარ იმედებს ამყარებდა ახალი ტანკების გამოყენებაზე.
მართალია, „მოულოდნელობის“ შესახებ საკითხი უკვე პრაქტიკულად მოხსნილი გახლდათ. ჰიტლერმა თავად „დაადგა ფეხი საკუთარ სიმღერას ყელზე“, როცა ბრძანა, გუდერიანის ყველა შეპასუხების მიუხედავად, პირველი სერიული „ტიგრების“ ასეული ლენინგრადთან გაეგზავნათ. 1942 წ. სექტემბერში, დაჭაობებულ ტყეებში, „ტიგრები“ ბრძოლაში იქნენ შეყვანილი და დიდი დანაკარგებიც განიცადეს, ნაწილობრივ ჩაეფლნენ რა ჭანჭრობში (65). ამრიგად, ახალი ტექნიკა უკანმოუბრუნებლად იყო განსაიდუმლოებული.
ხოლო რაც შეეხება „მასიურობას“, კურსკის რკალზე გერმანული ჯარების მთელი სატანკო დაჯგუფების შემადგენლობაში (16 სატანკო და 6 მოტორიზებული დივიზიის, სამი ცალკეული სატანკო ბატალიონის და ცალკეული სატანკო ბრიგადისა) სულ 147 „ტიგრი“ და 200 „პანტერა“ მოითვლებოდა.
სულ „ახალი ტიპების“ 347 ტანკი საერთო რაოდენობიდან 2361 ტანკი.
აი ასეთი ძალებით გეგმავდა გერმანული სარდლობა ალყაში მოექცია და გაენადგურებინა საბჭოთა ჯარები თხუთმეტი ზოგადსაჯარისო და სამი სატანკო არმიის შემადგენლობით (აგრეთვე თოთხმეტი ცალკეული კორპუსისა) 550 კმ სიგანის ფრონტზე (ВИЖ, 1993, № 7).
ბოლდინის ცმჯ-ის წინაშე, რომლის შემადგენლობაშიც იყო ერთნახევარი ათასი ტანკი და ჯავშანმანქანა, მათ რიცხვში 383 ტანკი ახალი ტიპებისა (Т-34 და КВ), იდგა სავსებით სხვა, გაცილებით უფრო მოკრძალებული მასშტაბის ამოცანა: მიეყენებინათ მოკლე დარტყმა (ორი-სამი დღე დროის მიხედვით და 80–90 კმ სივრცისა) მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარისათვის, ხოლო შემდეგ კი ფრონტის სარდლის რეზერვში უკან დაეხიათ.
მოულოდნელობის ეფექტი – ომში წარმატების უმნიშვნელოვანესი პირობა – კიდევ იმითაც ძლიერდებოდა, რომ ბელოსტოკის რაიონში მძლავრი დამრტყმელი დაჯგუფების დროულად გამოვლენა გერმანულმა დაზვერვამ ასევე ვერ მოახერხა. მხოლოდ 23 ივნისის საღამოს, ვერმახტის მე-9 არმიის შტაბის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის განყოფილების მოხსენებაში არის აღნიშნული „გროდნოს სამხრეთით რაიონში 1-ლი და მე-2 მოტომექბრიგადების გამოჩენა“. (61)
რას ნიშნავს ეს? არანაირი „მექბრიგადები“ დასავლეთის ფრონტის შემადგენლობაში არ ყოფილა, ბოლდინის ცმჯ-ის ექვს სატანკო და მოტორიზებულ დივიზიებს შორის არ ყოფილა არც ერთი ნომრებით 1 ან 2. მხოლოდ ისაა ნათელი, რომ ბოლოს და ბოლოს გერმანელებს არ შეეძლოთ არ დაენახათ უზარმაზარი სატანკო კოლონების მოძრაობა, თუმცა კი ეს მოხდა სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის დაწყებამდე.
მაგრამ „გერმანულ-ფაშისტური ჯარების განადგურება გროდნოსა და ვილნიუსთან“ მაინც ვერ შედგა.
მოწმეების გარეშე
დიდი ანგარიშით რომ ვთქვათ, საერთოდ არაფერიც არ შემდგარა. „...შენაერთების გაფანტულობის, მართვის არამდგრადობის, მოწინააღმდეგის ავიაციის მძლავრი ზემოქმედების შედეგად კონტრდამრტყმელი დაჯგუფების თავმოყრა დანიშნულ დროს ვერ მოხერხდა. კონტრდარტყმის საბოლოო მიზნები (მოწინააღმდეგის სუვალკური დაჯგუფების განადგურება და სუვალკის დაუფლება) ვერ იქნა მიღწეული, იყო დიდი დანაკარგები...“
აი სიტყვა-სიტყვით ყველაფერი, რაც არის ნათქვამი ბოლდინის ცმჯ-ის კონტრდარტყმის მსვლელობისა და შედეგების შესახებ უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე უფრო სოლიდურ ისტორიულ გამოკვლევაში – ზემოთ მრავალჯერ მოხსენიებულ მონოგრაფიაში „1941 წელი – გაკვეთილები და შედეგები“.
ფრაზის „დიდი დანაკარგები“ შესახებ უკან იმალება ის ფაქტი, რომ სამივე შენაერთი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ბოლდინის ცმჯ-ის კონტრდარტყმაში (მე-6 და 11-ე მექკორპუსები, მე-6 საკავალერიო კორპუსი) იქნენ მთლიანად განადგურებული, მთელი საბრძოლო ტექნიკა – მიტოვებული ტყეებში და გზებზე, პირადი შემადგენლობის უმეტესი ნაწილი ტყვეობაში აღმოჩნდა ან დაიღუპა, არცთუ ბევრი ცოცხლად დარჩენილი რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში მცირე ჯგუფებად გამოაღწევდნენ ალყიდან და თავისიანებთან გამოვიდნენ უკვე მაშინ, როცა ფრონტის ხაზმა რჟევთან და ვიაზმასთან გადმოიწია.
საბჭოთა ისტორიკოსების უწინდელ ფუძემდებლურ შრომებში (12-ტომიან „მეორე მსოფლიო ომის ისტორიასა“ და 6-ტომიან „დიდი სამამულო ომის ისტორიაში“) სულაც არ ყოფილა არაფერი, იმ ფაქტის ბუნდოვანი კონსტატაციის გარდა, რომ საბჭოთა ჯარების კონტრდარტყმები, გათვალისწინებული დირექტივით # 3, უშედეგო აღმოჩნდა.
უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებულ ომის დასაწყისის დოკუმენტებში შეუძლებელია იპოვო რაიმე უფრო გასაგები, ვიდრე აი ასეთ ბრძანებათა ტექსტებისა, რომლებიც დასავლეთის ფრონტის შტაბიდან იგზავნებოდა: „...რატომ არ უტევს მექკორპუსი (მხედველობაშია მე-6 მექკორ.), ვინ არის დამნაშავე? დაუყოვნებლივ გაააქტიურეთ მოქმედებები, არ ჩავარდეთ პანიკაში, არამედ მართეთ. ორგანიზებულად უნდა ურტყათ მოწინააღმდეგეს, და არა გარბოდეთ მართვის გარეშე... თქვენ რატომ არ უსვამთ შეტევის ამოცანას მექკორპუსებს...“ (40)
ფართოდ ცნობილ, გერმანელი გენერლების (ტიპელსკირხის, ბუტლარის, ბლჲუმენტრიტის) უკვე კლასიკად ქცეულ სამხედრო-ისტორიულ ნაშრომებში საბჭოთა ჯარების კონტრდარტყმაზე გროდნოს რაიონში – ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი.
ჰ. ჰოთის მემუარებში („სატანკო ოპერაციები“) ჩვენ ვერ ვპოულობთ რაიმენაირ მოხსენიებას წითელი არმიის შეტევის შესახებ გროდნოს რაიონში. როგორც ჩანს, ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფის სარდალმა ვერასოდეს ვერ გაიგო იმის თაობაზე, რომ მისი ჯარების ფლანგსა და ზურგზე მოწინააღმდეგის უზარმაზარი სატანკო დაჯგუფება იყო დამიზნებული.
ფ. ჰალდერის ქრესტომათიულად ცნობილ „სამხედრო დღიურში“ რაღაც მოხსენიება ბოლდინის ჯგუფის მოქმედებებისა ჩნდება მხოლოდ 1941 წ. 25 ივნისის ჩანაწერებში: „...რუსები, რომლებიც ბელოსტოკის რაიონში არიან ალყაში მოქცეული, ცდილობენ რა გააღწიონ ალყიდან ჩრდილოეთისაკენ გროდნოს მიმართულებით... საკმარისად სერიოზული გართულებებია მე-8 საარმიო კორპუსის ფრონტზე, სადაც რუსული კავალერიის მსხვილი მასები კორპუსის დასავლეთ ფლანგს უტევენ...“
მაგრამ უკვე იმავე დღის საღამოს (ჩანაწერი 18.00) ჰალდერი კმაყოფილებით ახდენს კონსტატაციას: „ ... მდგომარეობა გროდნოს სამხრეთით დასტაბილურდა. მოწინააღმდეგის შემოტევები მოგერიებულია...“
შემდგომში ამ მოვლენების აღწერას ჰალდერი არსად აღარ უბრუნდება, და ეს აღწერაც საკმარისად უცნაურად გამოიყურება – მაინც ცმჯ-ის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო სულაც არა „კავალერიის მსხვილი მასები“, არამედ ორი მექკორპუსი. მაგრამ აი „სერიოზული გართულებების“ შესახებ 20-ე საარმიო კორპუსის ფრონტზე, რომელიც პირველი უნდა შეხვედროდა შემომტევ საბჭოთა ტანკებს, ჰალდერი საერთოდ არაფერს ამბობს...
ჩვენ რომ ფანტასტიკურ რომანს ვწერდეთ, ახლა სწორედაც რომ დრო იქნებოდა მოგვეთხრო იმის შესახებ, თუ ბელორუსიის ჭაობების მოღუშული ფსკერიდან როგორ ამოვიდა რ ა ღ ა ც და უკვალოდ შთანთქა უზარმაზარი მოჯავშნული არმადა. მაგრამ ამ წიგნის ჟანრი – დოკუმენტური ისტორიული გამოკვლევაა, და განადგურების „უწმინდური ძალისათვის“ მიწერა არანაირად არ გამოგვივა.
და ბოლდინის ცმჯ უკვალოდ სულაც არ დაკარგულა.
ადგილობრივ მცხოვრებთა მონათხრობების მიხედვით, რომლებიც ენთუზიასტებმა შეაგროვეს მინსკის საძიებო გაერთიანებიდან „ბატკოვშჩინა“, „1941 წ. ივნისის ბოლოს გზატკეცილ ვოლკოვისკ – სლონიმის რაიონი ჩახერგილი იყო მიტოვებული ტანკებით, დამწვარი ავტომანქანებით, გატეხილი ზარბაზნებით ისე, რომ პირდაპირი და შემოვლითი მოძრაობა ტრანსპორტით შეუძლებელი გახლდათ... ტყვეთა კოლონები 10 კმ აღწევდნენ სიგრძეში...“. (8)
ფრაზა ტყვეთა მრავალკილომეტრიანი კოლონების შესახებ ვინმეს შეიძლება ჩვეულებრივ გადაჭარბებად მოეჩვენოს ადამიანებისა, რომლებიც გიგანტური კატასტროფის თვალით მხილველნი შეიქნენ. სამწუხაროდ. თვით თანამედროვე რუსეთელი სამხედრო ისტორიკოსების სავსებით კონსერვატიული (ამ სიტყვის კარგი აზრით) გამოკვლევის („საიდუმლოების გრიფი მოხსნილია“) მონაცემებით, დასავლეთის ფრონტის დაუბრუნებელმა დანაკარგებმა ომის პირველი 17 დღის მანძილზე შეადგინეს 341 ათასი ადამიანი, რომელთაგან არანაკლებ 60 %, ე. ი. დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, ტყვეობაში აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრები სავსებით ემთხვევა დიდი ხანია ცნობილ გერმანულ მონაცემებს, რომელთა შესაბამისადაც მინსკ – ბელოსტოკის რაიონში ბრძოლების მსვლელობისას ვერმახტმა 288 ათასი ტყვე იგდო ხელთ (ВИЖ, 1989, № 9).
ნათლის მოფენა ცმჯ-ის განადგურების მიზეზებზე შეეძლებოდათ საბჭოთა გენერლების მემუარებს – მაგრამ ძალზედ ცოტამ თუ მოახერხა მათი დაწერა.
მე-6 კავკორპუსის მეთაური გენერალ-მაიორი ი. ს. ნიკიტინი ტყვედ ჩავარდა და გერმანელების მიერ იქნა დახვრეტილი საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის აპრილში. (20, 124)
მე-6 კავკორპუსის 36-ე კავდივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ე. ს. ზიბინი ტყვედ ჩავარდა, სადაც აქტიურად თანამშრომლობდა ფაშისტებთან. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენით დახვრეტილია 1946 წლის 25 აგვისტოს. იგი დღემდე არ არის რეაბილიტირებული. (20, 124)
მე-6 მექკორპუსის მეთაური ხაცკილევიჩი დაიღუპა 25 ივნისს. მისი დაღუპვის გარემოებები დღემდე უცნობია. რამდენიმე დღის შემდეგ სლომინის რაიონის დასახლება კლეპაჩისთან აფეთქებულ იქნა ჯავშანმანქანა, რომლითაც მე-6 მექკორპუსის შტაბის ოფიცრები ცდილობდნენ დაღუპული მეთაურის სხეული გამოეტანათ. ამასთან სასიკვდილოდ დაიჭრა კორპუსის არტილერიის უფროსი გენერალ-მაიორი ა. ს. მიტროფანოვი. (8)
მე-6 მექკორპუსის მე-4 სატანკო დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ა. გ. პოტატურჩევი ტყვედ ჩავარდა, დახაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან განთავისუფლების შემდეგ დაპატიმრებულ იქნა შინსახკომის ორგანოების მიერ და მოკვდა ციხეში 1947 წლის ივლისში. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ 1953 წელს. (20, 124)
მე-6 მექკორპუსის 29-ე მოტორიზებული დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ი. პ. ბიკჟანოვი ტყვედ ჩავარდა, განთავისუფლების შემდეგ 1945 წ. დეკემბრამდე „გადიოდა სპეცშემოწმებას შინსახკომის ორგანოებში“. 1950 წელს აპრილში განთავისუფლდა თადარიგში „ავადმყოფობის გამო“. იცოცხლა 93 წლამდე, მაგრამ მემუარები არ დაუბეჭდია. (20, 124)
შეძლეს გამოსვლა ალყიდან ცმჯ-ის განადგურების შემდეგ, მაგრამ მალევე დაიღუპნენ ბრძოლებში მე-6 მექკოპრპუსის მე-7 სატანკო დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ს. ვ. ბორზილოვი და 11-ე მექკორპუსის 29-ე სატანკო დივიზიის მეთაური ნ. პ. სტუდნევი. (8)
ტყვედ ჩავარდნენ და ჰიტლერულ საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ 11-ე მექკორპუსის მეთაურის მოადგილე და 11-ე მექკორპუსის არტილერიის უფროსი გენერალ-მაიორები პ. გ. მაკაროვი და ნ. მ. სტაროსტინი. (20, 124)
11-ე მექკორპუსის 204-ე მოტორიზებული დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი ა. მ. პიროვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. (8)
დასავლეთის ფრონტის უმაღლესი სარდლობის ბედი კი უფრო მეტად ტრაგიკული გახლდათ.
დასავლეთის ფრონტის სარდალი, მადრიდის თავდაცვისა და „მანერჰაიმის ხაზის“ გარღვევის გმირი არმიის გენერალი პავლოვი 41 წლის 4 ივლისს იქნა დაპატიმრებული და 22 ივლისს, ზუსტად ერთი თვის შემდეგ ომის დაწყებიდან (უყვარდა, უყვარდა ამხანაგ სტალინს თეატრალური ეფექტები) დახვრეტა მიესაჯა.
იმავე „საქმით“, „ლაჩრობის, უმოქმედობისა და პანიკჲორობისთვის, რომელმაც შექმნა მოწინააღმდეგის მიერ ფრონტის გარღვევის შესაძლებლობა“ (67, 81), იქნენ დახვრეტილნი:
– ფრონტის შტაბის უფროსი ვ. ე. კლიმოვსკიხი;
– ფრონტის კავშირგაბმულობის უფროსი ა. ტ. გრიგორჲევი;
– ფრონტის არტილერიის უფროსი ნ. ა. კლიჩი;
– დასავლეთის ფრონტის მე-4 არმიის სარდალი ა. ა. კორობკოვი;
– ფრონტის სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სარდლის მოადგილე ტაჲურსკი.
დასავლეთის ფრონტის სჰძ-ის სარდალმა, საბჭოთა კავშირის გმირმა, ესპანეთში ბრძოლების ვეტერანმა გენერალ-მაიორმა ი. ი. კოპეცმა, ომის პირველ დღეს, 1941 წ. 22 ივნისს ტყვია დაიხალა.
ყურადღებიანმა მკითხველმა ალბათ უკვე შეამჩნია დახვრეტილი გენერლების ამ სამწუხარო სიაში ერთი გვარის არარსებობა.
და ეს ხომ მართლაც ძალზედ უცნაურია. სამხედრო წოდებითაც (გენერალ-ლეიტენანტი), დაკავებული თანამდებობითაც (ფრონტის სარდლის მოადგილე) ი. ვ. ბოლდინი ყველა რეპრესირებულზე უფრო მაღლა იდგა, თავად პავლოვის გამოკლებით, რა თქმა უნდა. და თუ ფრონტის მთელი სარდლობა იყო ბრალეული „დანაშაულებრივ უმოქმედობასა და ჯარების მართვის მოშლაში“, მაშინ როგორ შეძლო დაუსჯელად დარჩენილიყო დასავლეთის ფრონტის მთავარი დამრტყმელი დაჯგუფების მეთაურმა?
გამოუცდელობით თავის მართლება ბოლდინს არანაირად არ შეეძლო. მისი ნამსახურების სიაში იყო უკვე ორი „განმათავისუფლებელი ლაშქრობა“ – პოლონეთში (1939 წ. სექტემბერი) და ბესარაბიაში (1940 წ. ივნისი).
ამასთან 1939 წ. სექტემბერში პოლონეთში შეჭრის დროს კორპუსის მეთაური ბოლდინი ბელორუსიის ფრონტის ცხენოსან-მექანიზებულ ჯგუფს მეთაურობდა, რომელიც სლონიმ – ვოლკოვისკის ხაზის გაყოლებით აწარმოებდა შეტევას და 20–21 სექტემბრის გააფთრებული ბრძოლების შემდეგ იერიშით აიღო ქ. გროდნო. ასე რომ ბოლდინისათვის ომის დასაწყისი ისე ეწყობოდა, როგორც სიმღერაშია: „ნაცნობი გზებით საყვარელი სახკომის უკან ჩვენ საბრძოლო ცხენებს წავიყვანთ...“
უფრო მეტად, ბოლდინის იღბლიანი ბედის ამოხსნა ძალიან მარტივია. თავის დროზე დასახვრეტად მისი გამოძახება ჩეკისტებმა უბრალოდ ვერ შეძლეს – ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისის ჩათვლით იგი ალყაში იმყოფებოდა და მათ მასზე ხელი ვერ მიუწვდებოდათ. 41 წლის აგვისტოში კი, საკადრო არმიის უმეტესი ნაწილის განადგურების შემდეგ, ათეულობით გენერლის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ (სულ 41 წლის ექვსი თვის მანძილზე გერმანულ ტყვეობაში 63 გენერალი აღმოჩნდა) სტალინი მწყობრში დარჩენილ მეთაურთა დახვრეტებში უფრო თავშეკავებული გახდა. უფრო მეტიც, ალყიდან გამოსვლის შემდეგ ბოლდინი კეთილი სიტყვით იქნა მოხსენიებული უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაში, მოემატა წოდება და დაინიშნა 50-ე არმიის სარდლად (მალევე განადგურებულისა ბრჲანსკთან).
უმძიმეს ფსიქიურ სტრესს უკვალოდ არ ჩაუვლია. ბოლდინის მემუარების მთავარი მოტივია – ჩლუნგმა და უსულგულო სოლდაფონმა პავლოვმა ყველაფერი გააფუჭა: „ ... მოვშორდი რა აპარატს, მე ვიფიქრე: როგორ შორსაა პავლოვი სინამდვილისაგან! ჩვენ გვყავდა ცოტა ძალები, რათა მოწინააღმდეგისათვის კონტრ-შეგვეტია... მაგრამ რა ვქნათ? ბრძანება ბრძანებაა! მრავალი წლის შემდეგ, უკვე ომის მერე, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პავლოვი ჩემს არარსებულ (ვისი ბრალეულობით „არარსებულ“ – მ. ს.) დამრტყმელ ჯგუფს ერთი-მეორის მიყოლებით აძლევდა საბრძოლო განკარგულებებს.
რატომ დასჭირდა პავლოვს ამ განკარგულებების გაცემა? ვის უგზავნიდა იგი მათ? (როგორც ჩანს, ბოლდინმა მაინც ვერ გაიგო, რომ ამოცანა, რომელიც მან სამარცხვინოდ ჩააფლავა, სწორედ მის წინაშე იყო დასმული). შესაძლოა, ისინი მხოლოდ იმისთვის იყო, რათა მოსკოვის წინაშე შეექმნათ შესახედაობა, რომ დასავლეთის ფრონტზე მიიღება რაღაც ზომები შემომტევი მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად...“
მაგრამ ეს ჯერ კიდევ „ყვავილებია“. ძალზედ სერიოზულ დოკუმენტში მოხსენებით ბარათში, რომელიც მიაწოდა 1957 წლის ივლისში პავლოვისა და მის „თანამოსაქმეთა“ რეაბილიტაციის მსვლელობისას, ბოლდინმა (იმ დროისათვის უკვე გენერალ-პოლკოვნიკმა) დაწერა სიტყვა-სიტყვით შემდეგი: „...პავლოვი დამნაშავეა იმაში, რომ სთხოვდა სტალინს ოკრუგის ჯარების სარდლის თანამდებობაზე დანიშვნას, იცოდა რა იმის შესახებ, რომ ომის დაწყების შემდეგ იგი ფრონტის ჯარების სარდალი იქნება. პავლოვს, ჰქონდა რა სუსტი ოპერატიული მომზადება, არ შეეძლო ფრონტის ჯარების სარდალი ყოფილიყო... ფრონტის შტაბის უფროსი კლიმოვსკიხი დამნაშავეა იმაში, რომ პავლოვის გავლენის ქვეშ მოექცა და პავლოვის დავალებათა შემსრულებლად გადაიქცა...“ (81, გვ. 194).
იმის თაობაზე, თუ ვინ ფლობდა „არასუსტ ოპერატიულ მომზადებას“, ბოლდინი მოკრძალებულად გაჩუმდა.
ბევრი რამ ხდება უფრო მეტად გასაგები, თუ გავიხსენებთ იმის შესახებ, რომ დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის სარდლის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე ბოლდინი ოდესის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდალი გახლდათ. დამეთანხმეთ, იყო პირველი ხელმძღვანელი ოდესაში და გახდე მოადგილე მინსკში – ეს ორი დიდი განსხვავებაა...
საერთოდ კი, წოდებისა და თანამდებობის მიხედვით ყველაზე უფროსი მხედართმთავარი, რომელიც დასავლეთის ფრონტის ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის კონტრდარტყმას ხელმძღვანელობდა, იყო არა ბოლდინი, არამედ კულიკი. კულიკი – ეს ჩიტი არ არის, ეს დიდი ადამიანია. მსხვილი ასეთი მხედართუფროსი... „...კაბინეტის სიღრმეში გაიხსნა კარი და მასში შემოვარდა მარშალი კულიკი – სოლიდური სიდიდის ადამიანი. მისი სახე იყო მოშავო-მოწითალო და საკმაოდ შთამბეჭდავი თავისი ზომით... მისი ლაპარაკი შედგებოდა რაღაც ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი და ცალკე კი უაზრო ფრაზებისაგან. ეს იყო წმინდა წყლის აქინეა, ნახევრად მთვრალის ბოდვა. ყველაზე საშინელია, რომ მეთაურების წინაშე იდგა არა მარტო მარშალი, არამედ სსრკ თავდაცვის სახკომის მოადგილეც...“ (163)
1941 წლის 24 ივნისს მარშალი კულიკი მოვიდა ბოლდინის ცმჯ-ის შტაბში დასავლეთის ფრონტზე უმაღლესი სარდლობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის სახით. „...მარშალმა კულიკმა გვიბრძანა ყველას მოგვეხსნა განსხვავების ნიშნები, გადაგვეყარა საბუთები, შემდეგ გადაგვეცვა გლეხის ტანსაცმელი და თვითონაც გადაიცვა... გვთავაზობდა დაგვეყარა იარაღი, მე კი პირადად ორდენები და საბუთები. მაგრამ, მისი ადიუტანტის გარდა, საბუთები და იარაღი არავის დაუყრია...“
აი ასე, მოკლედ და ნათლად, მოჩანს 10-ე არმიის მე-3 განყოფილების (ე. ი. კონტრდაზვერვის) უფროსის მოხსენებაში თავდაცვის სახკომის მოადგილის ხელმძღვანელი როლი დასავლეთის ფრონტის საბრძოლო მოქმედებებში (ВИЖ, 1993, № 12). ყველაფერ ამისათვის გრიგოლ ივანეს ძე მხოლოდ გალანძღეს. მარშლის ვარსკვლავებიც კი, მის მიერ ბუჩქებში გადაყრილი, დაუბრუნეს.
1941 წ. 2 სექტემბერს კულიკი ცალკეული 54-ე არმიის სარდლად დაინიშნა, რომელსაც დაევალა ლენინგრადის დებლოკირება. 12 სექტემბერს კულიკის დასახმარებლად კიდევ ერთი მარშალი – კლიმ ვოროშილოვი გამოგზავნეს. ოთხი დღის შემდეგ უმაღლესმა სარდლობამ შეახსენა კულიკს, რომ „ახალი დივიზიები და ბრიგადა გეძლევათ თქვენ არა სადგურ მგას ასაღებად, არამედ წარმატების განვითარებისთვის სადგურის აღების შემდეგ. არსებული ძალები სავსებით საკმარისია, რათა სადგური მგა არა ერთხელ არამედ ორჯერ აიღოთ“ (5, გვ. 194).
კიდევ ოთხი დღის შემდეგ (1941 წ. 24 სექტემბერს) 54-ე არმიის შტაბში მოვიდა უმაღლესი სარდლობის დირექტივა # 002288: „უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკი მესამედ გიბრძანებთ თ ქ ვ ე ნ მიიღოთ ყველა ზომა სინჲავინოს დაუყოვნებლივ დაკავებისა და ლენინგრადის ჯარებთან შეერთებისათვის. პირადი პასუხისმგებლობა ამის შესრულებაზე ეკისრება მარშალ კულიკს...“ თუმცა კი, პირადი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმაზე იქნა დაყვანილი, რომ 41 წლის 26 სექტემბერს სტალინმა ბრძანა „54-ე არმიის სარდალი მარშალი კულიკი უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის განკარგულებაში გამოეძახათ“.
ამაზე მხედართმთავარ კულიკის ბიოგრაფია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 1941 წ. 8 ნოემბერს იგი იქნა მივლინებული ქერჩის თავდაცვის გასაძლიერებლად – ყირიმის მიწის ჩვენს ხელთ დარჩენილი უკანასკნელი ნაგლეჯისა. მოვიდა რა ყუბანში უმაღლესი მთავარსარდლობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის სახით (და აღინიშნა რა, ვიყოთ სამართლიანი, ორსაათიანი ვიზიტით ქერჩში) კულიკი სერიოზულად დაკავდა სასურსათო მომარაგების საკითხებით. საკუთარი თავისა. ყველაზე უფრო მალფუჭებადი დელიკატესები იქნა გაგზავნილი „წითელი მარშლის“ ახალგაზრდა, რიცხვით მეოთხე ცოლისათვის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით, ყოველივე დანარჩენი (მათ რიცხვში 50 კგ ღორის ქონი, 200 ბოთლი კონიაკი, 40 ყუთი მანდარინი, 20 კგ ხიზილალა) ჩატვირთულ იქნა სპეცვაგონში და გაიგზავნა მოსკოვში (81, გვ. 238).
1942 წ. თებერვალში ამ მოროდიორობისთვის საბრძოლო მოქმედებების ზონაში კულიკი პირველად მისცეს სასამართლოში და სამაგალითოდ დასაჯეს: ჩამოაქვეითეს სამხედრო წოდებაში მარშლიდან გენერალ-მაიორამდე, მოხსნეს სახკომის მოადგილის პოსტიდან და გაიყვანეს ცეკადან. კომუნისტების პარტიაში – საყოველთაო თანასწორობისა და ძმობისთვის მებრძოლებისა – ჯერჯერობით კიდევ დატოვეს.
1943 წლის გაზაფხულზე კულიკი ისევ ზედაპირზე ამოცურდა. უცნობი დამსახურებებისთვის იგი წოდებაში აამაღლეს და მე-4 გვარდიული არმიის სარდლობა ჩააბარეს. უსარდლა... მოუწიათ მალევე მოეხსნათ და ცოდვისაგან შორს მგწა-ის ფორმირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაენიშნათ.
1945 წ. აპრილში სათადარიგო სამხედრო ნაწილებში საბრძოლო მომზადების მოშლისა და „საყოფაცხოვრებო გახრწნისათვის“ (ე. ი. სისტემატიური ლოთობისა და ბ...) ამ სამუშაოდანაც მოხსნეს, ისევ წოდებით გენერალ-მაიორამდე ჩამოაქვეითეს. მაგრამ ჯერ მაინც არ დაუხვრეტიათ.
მეორე, უკანასკნელი და საბოლოო განაჩენი აღსრულებაში იქნა მოყვანილი მხოლოდ 1950 წ. 24 აგვისტოს. მას შემდეგ, რაც უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დაადგინა, რომ მთვრალ საუბრებში ამხანაგი კულიკი ხშირად ლანძღავდა იმ პარტიას, რომელმაც აღამაღლა და ამდენ წელს აჩერებდა ამ არარაობას ხელისუფლების მწვერვალებზე. აი ასეთს ამხანაგი სტალინი არავის არ პატიობდა.
თვით მის მიერ დაწინაურებულებსაც კი.
დაუჯერებელია, მაგრამ ამაზეც კულიკის გასაოცარი ბიოგრაფია ჯერ კიდევ არ მთავრდება!
1956 წ. აპრილში მოახდინეს მისი რეაბილიტაცია, 1957-ში კი, არცთუ მისი ძველი ამხანაგის, მაშინ სსრკ-ის ყოვლისშემძლე თავდაცვის მინისტრის ჟუკოვის გარეშე, საბჭოთა კავშირის მარშლის წოდებაში „აღადგინეს“ კიდეც!
ბრჭყალები სიტყვაში „აღადგინეს“ შემთხვევით არ არის დასმული. მეორე დაპატიმრების მომენტისთვის კულიკი იყო გენერალ-მაიორი, ასე რომ უფრო სწორი იქნებოდა ელაპარაკათ უნიკალური, ერთადერთი შემთხვევის შესახებ სიკვდილის შემდეგ (!) წოდებით ამაღლებისა, და თანაც ოთხი საფეხურით...
მკაცრად რომ ვთქვათ, უკვე მარტო ისეთი მხედართუფროსების ყოფნის არსებობას, როგორებიც კულიკი და ბოლდინი იყვნენ, შეეძლო გაეწირა ჯარები მანამდე უნახავი განადგურებისათვის. სხვა მიზეზების ძებნაში მივმართოთ (უკეთესი წყაროების არქონის გამო) არცთუ ბევრი გადარჩენილების მოგონებებს...
კატასტროფის ანატომია
ბოლდინი – არცთუ საშუალო მემუარისტია. მას მშვენიერი, ჩამჭიდებელი მეხსიერება აქვს, რომელიც ინარჩუნებს თვით ყველაზე უფრო მცირე მნიშვნელობის მქონე წვრილმანებსაც. აი, აღწერს რა თავის პირველ დღეს ომში, იგი იხსენებს სულის მხუთავ სიცხესაც, და იმასაც, რომ წყალი მათარაში თბილი იყო და გამშრალ ყელს ვერ ახალისებდა.
ყველაზე უფრო დაწვრილებით, ათეულობით გვერდზე აღწერს კიდეც ბოლდინი თავისი ხეტიალის ისტორიას ტყეებში გერმანელთა ალყაში.
მაგრამ აი მთავრის შესახებ – კონტრდარტყმის მომზადების, ჩატარებისა და შედეგების თაობაზე – ძალიან მოკლედ და ძუნწადაა ნათქვამი.
ამრიგად, ომის პირველი დღე, 22 ივნისის საღამო.
„...10-ე არმიის სარდალი იხრება რუკისაკენ, მძიმედ ამოიოხრებს, შემდეგ ამბობს:
– რით ვიომოთ? თითქმის მთელი ჩვენი ავიაცია და საზენიტო არტილერია დაზიანებულია. საბრძოლო მასალები ცოტაა. ტანკებისთვის საწვავი იწურება... თავდასხმის უკვე პირველივე საათებში მოწინააღმდეგის ავიაციამ მოახდინა თავდასხმები ჩვენს საწვავის საწყობებზე. და ისინი ამ დრომდეც იწვიან. სარკინიგზო მაგისტრალებზე საწვავის ცისტერნები ასევე განადგურებულია...
...საკომანდო პუნქტზე მოვიდა მე-6 საკავალერიო კორპუსის მეთაური გენერალ-მაიორი ი. ს. ნიკიტინი. იგი შეშფოთებულად გამოიყურება.
– როგორაა საქმეები? – ვეკითხები კავალერისტს.
– ცუდად, ამხანაგო გენერალო. მეექვსე დივიზია განადგურებულია...
– დივიზიის ნარჩენები სადაა.
– ვუბრძანე ტყეში მოიყარონ თავი ბელოსტოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით“.
ზედმეტი კომენტარების გარეშე შევადაროთ ეს აბზაცი ნაწყვეტთან სწორედ იმ „განადგურებული“ ვ. ა. გრეჩანიჩენკოს მე-6 კავდივიზიის 94-ე კავპოლკის შტაბის უფროსის მოგონებებიდან. (83)
„...22 ივნისის დაახლოებით 10 საათზე ჩვენ მოვედით შეხებაში მოიწინააღმდეგესთან. გაჩაღდა ორმხრივი სროლა. გერმანელთა მცდელობა სვლით გაჭრილიყვნენ ლომჟასკენ მოგერიებულ იქნა. მარჯვნივ თავდაცვა 48-ე საკავალერიო პოლკს ეკავა. 22 ივნისის 23 საათსა და 30 წუთზე კორპუსის მეთაურის გენერალ-მაიორ ი. ს. ნიკიტინის ბრძანებით დივიზიის ნაწილები ორ კოლონად ფორსირებული მარშით ბელოსტოკისაკენ გაემართნენ... 23 ივნისის 17 საათისათვის დივიზიამ თავი მოიყარა ტყის მასივში 2 კილომეტრზე ბელოსტოკის ჩრდილოეთით...“
ომის მეორე დღე, 1941 წ. 23 ივნისი: „...გამთენიისათვის მე-6 მექანიზებული და მე-6 საკავალერიო კორპუსების შტაბები დაფუძნდნენ ახალ ადგილას ტყეში თხუთმეტ კილომეტრზე ბელოსტოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს თვალწარმტაცი ტყის პატარა კუთხე იქცა კიდეც ჩემს საკომანდო პუნქტად...“ ზუსტად ასეა. და პავლოვის დაკითხვის ოქმშიც არის დადასტურება იმისა, რომ ყველა შტაბი, რომლებიც უმაგისოდაც უკვე შორს იმყოფებოდნენ ბრძოლების ადგილისაგან (მანძილი ბელოსტოკიდან მაშინდელ საზღვრამდე 100 კმ შეადგენს), კიდევ უფრო შორს წავიდნენ: „...მეორე დღეს 10-ე არმიის ნაწილები, არმიის შტაბის გარდა, თავიანთ ადგილებზე დარჩნენ. არმიის შტაბმა საკომანდო პუნქტი შეიცვალა, დაიხია რა ბელოსტოკის აღმოსავლეთისკენ ვალპის რაიონში...“ (67)
მაინც რითი იყვნენ დაკავებული ჩვენი გენერლები, რომლებიც თვალწარმტაცი ტყის პატარა კუთხეში შეიკრიბნენ?
„დრო მიდის, მე კი ვერა და ვერ ვახერხებ დამრტყმელი ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის შექმნაზე პავლოვის ბრძანების შესრულებას. ყველაზე უსიამოვნო (ასეა ტექსტში – მ. ს.) იმაშია, რომ მე არ ვიცი, გენერალ დ. კ. მოსტოვენკოს 11-ე მექკორპუსი სად იმყოფება.
გასაოცარი აღიარებაა. როგორ შეეძლო ოკრუგის სარდლის მოადგილეს მექკორპუსის დისლოკაციის რაიონი არ სცოდნოდა? მექკორპუსი – ეს ნემსი ხომ არ არის თივის ზვინში. ისინი მთელს ოკრუგში სულ ექვსი იყო, ხოლო თუ არ მივიღებთ მხედველობაში 17-ე და 20-ე მექკორ-ებს, რომელთა ჩამოყალიბებაც სულ ახალი დაწყებული გახლდათ, მაშინ რეალურად ბრძოლისუნარიანი მექკორპუსი გახლდათ ზუსტად ოთხი.
მომიწევს შეგახსენოთ, რომ 11-ე მექკორპუსის შტაბი და 204-ე მოტორიზებული დივიზია დისლოცირებული იყვნენ ვოლკოვისკში (85 კმ ბელოსტოკის აღმოსავლეთით), 29-ე სატანკო დივიზია – გროდნოში (75 კმ ბელოსტოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით), 33-ე სატანკო დივიზია კი – სოფელ ინდურას რაიონში (18 კმ გროდნოს სამხრეთით).
სხვა სიტყვებით, „თვალწარმტაცი ტყის პატარა კუთხიდან 15 კმ-ზე ბელოსტოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით“, რომელშიც ბოლდინი და ნიკიტინი იყვნენ შეყუჟულნი, 11-ე მექკორპუსის დივიზიებამდე იყო დაახლოებით 60–70 კილომეტრი. მაგრამ ამ მანძილის გადალახვა მათ ვერ მოახერხეს.
თვით საბოლოო განადგურებამდეც, რომელიც 26–27 ივნისს მოხდა, ბოლდინი არა მარტო ერთხელაც არ ყოფილა მისდამი რწმუნებული ჯარების განლაგებაში, არამედ ვერც ის შეძლო, რომ რაიმენაირი კავშირი დაემყარებინა 11-ე მექკორპუსთან. ყოველ შემთხვევისათვის შევახსენებთ ყურადღებიან მკითხველს, რომ ბოლდინის ცმჯ-ის შემადგენლობაში იყო კავშირგაბმულობის ორი ესკადრონი, კავშირგაბმულობის ცხენოსანი დივიზიონი, სამი საკორპუსო ავიაესკადრილია და კავშირგაბმულობის რვა (!) ცალკეული ბატალიონი.
ყველაზე უფრო ჩაჟინებულთათვის შეიძლება მივუთითოთ მათი ნომრებიც: მე-4, მე-7, 124-ე, 185-ე კავშირგაბმულობის ცალკეული ბატალიონები (კცბ) მე-6 მექკორპუსის შემადგენლობაში და 29-ე, 33-ე, 583-ე და 456-ე კცბ-ები 11-ე მექკორპუსის შემადგენლობაში. (8)
„...უბედურებების დასაბოლოვებლად გარიჟრაჟზე მტრის ბომბდამშენები დაეწიენ მარშზე 36-ე საკავალერიო დივიზიას (სწორედ იმას, რომლის მეთაურიც ნაცისტების სამსახურში გადავიდა) და მიმოფანტეს იგი. ასე რომ კონტრდარტყმაზე ახლა ლაპარაკიც კი აღარ შეიძლებოდა ყოფილიყო... მე ვიჯექი კარავში, მწუხარე ფიქრებით თავზე მოხვეული...“ (80)
რა თქმა უნდა, ბოლდინს არსად ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ძალები და საშუალებები იყო ჩართული ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, როგორ დაჯგუფებაში და როგორი ძალებით უტევდათ მოწინააღმდეგე, ასე რომ ფრაზა იმის შესახებ, რომ ერთი კავდივიზიის „გაფანტულობამ“ საბჭოთა ჯარების კონტრდარტყმა „სრულებით შეუძლებელი“ გახადა, არ ეჩვენებოდა მკითხველებს ისეთი აბსურდული, როგორსაც იგი სინამდვილეში წარმოადგენს.
ყურადღებიანმა მკითხველმა კი ალბათ უკვე შეამჩნია ძალზედ უცნაური ქრონოლოგია მოვლენებისა:
ბოლდინის ვერსიის მიხედვით 22 ივნისს იქნა „განადგურებული“ მე-6 კავდივიზია, 23 ივნისის გამთენიისას კი „დაფანტული“ 36-ე, სხვა კავალერისტული ნაწილები ცმჯ-ის შემადგენლობაში უბრალოდ არ ყოფილან, და უეცრად ამის შემდეგ, 25 ივნისს ვერმახტის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი აღნიშნავს თავის დღიურში, რომ გროდნოს რაიონში „რუსული კავალერიის მსხვილი მასები უტევენ მე-8 კორპუსის დასავლეთ ფლანგს“?!?
დიახ, ძნელია მხედართმთავრისათვის ატაროს ჯარები, თუ იგი ზის თვალწარმტაც ტყეში, ათეულობით კილომეტრზე ბრძოლის ველიდან, შეუცვლია რა დაზვერვა მოარული ხმებითა და მწუხარე ფიქრებით...
„...დარეკა ხაცკილევიჩმა, რომელიც ნაწილებში იმყოფებოდა.
– ამხანაგო გენერალო, – გაისმა მისი აღელვებული ხმა, – თავდება საწვავი და საბრძოლო მასალები.
– გესმის ჩემი, ამხანაგო ხაცკილევიჩ, – ხმას ვიხლეჩავდი, ვცდილობდი რა ჩემი ყვირილით გადამეფარა საშინელი გუგუნი ჩვენს ზევით მფრინავი მტრის თვითმფრინავებისა. – გამაგრდი! დაუყოვნებლივ მივიღებ ყველა ზომას დახმარების აღმოსაჩენად.
არანაირი კავშირი ფრონტის შტაბთან ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ მე მაშინვე ხაცკილევიჩთან ლაპარაკის შემდეგ გავგზავნე მინსკში თვითმფრინავით წერილი, რომელშიც ვითხოვდი სასწრაფოდ მოეხდინათ საწვავისა და საბრძოლო მასალების ჰაერით გადმოსროლის ორგანიზაცია...“ (80)
მრავალწერტილმა არ უნდა დააბრკოლოს მკითხველი. ჩვენ არაფერი გამოგვრჩენია. სწორედ ამით – მინსკში წერილის გაგზავნით – შემოიფარგლა კიდეც „მთელი ზომები“, მიღებული ფრონტის სარდლის პირველი მოადგილის მიერ.
ომის მესამე დღე.
„...ფაქტიურად მოწინააღმდეგის ზურგში ვიმყოფებით. 10-ე არმიის ბევრ ნაწილთან კავშირია დაკარგული, ცოტაა საბრძოლო მასალები და მთლიანად არ არის საწვავი... მინსკიდან უწინდებურად არანაირი ცნობები არ გვაქვს... მოწინააღმდეგე სულ წინ მოიწევს. ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას ალყაში. ძალები კი სულ უფრო და უფრო ცოტა გვყავს. ტანკისტებმა დაიკავეს თავდაცვა ათკილომეტრიან ზოლში. სამ კილომეტრში მათ უკან ჩვენი საკომანდო პუნქტია...“
და ბოლოს, ომის მეხუთე დღე.
„ომის მეხუთე დღე-ღამეს, არ ჰქონდათ და საბრძოლო მასალები, ჯარები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და განცალკევებული ჯგუფებით ტყეებში მიმოიფანტნენ“ (80).
„განცალკევებული ჯგუფებით ტყეებში მიმოიფანტნენ“ – უნდა ვაღიარო, რომ არც თუ ყველა საბჭოთა გენერალს თავის მემუარებში აღმოაჩნდა უნარი ასეთი გულახდილობისა.
აი, საკუთრივ, ყველაფერი, რაც შეიძლება გავიგოთ განადგურების გარემოებებზე ბოლდინის მოგონებებიდან.
ჩვენს წინაშეა სტანდარტული ნაკრები საბჭოთა ისტორიული მეცნიერებისათვის ნაბრძანები თუ დავალებული „დაუძლეველი ძალის გარემოებებისა“: არ იყო კავშირგაბმულობა, არ იყო საწვავი, გათავდა საბრძოლო მასალები.
რატომ არ არის კავშირგაბმულობა – მტრის დივერსანტებმა ყველა სადენი გადაჭრეს.
სად გაქრა საწვავი – გერმანულმა ავიაციამ ყველა საწყობი დაბომბა.
რატომ არ მოიტანეს ჭურვები – წერილმა ხომ მინსკამდე ვერ მიაღწია...
არასაჭირო დაწვრილებითი ცნობები, რომლებიც ხელს უშლიან ერთადერთი სწორი ჭეშმარიტების შეთვისებას – რამდენი იყო სადენები, რამდენი იყვნენ დივერსანტები, როგორი ჰქონდათ სვლის მარაგი საწვავით ერთ გაწყობაზე საბჭოთა ტანკებს, რამდენი ჭურვი შედიოდა ერთ სატარებელ საბრძოლო კომპლექტში, როგორი ძალებით შეეძლო გერმანულ ავიაციას დაებომბა „ყველა საწყობი“ და რამდენი იყო სწორედ ეს საწყობები მარტო დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგში – გადაგდებულია არასაჭიროების გამო. გადაგდებულია არასაჭიროების გამო ის უბრალო და უდავო ჭეშმარიტებაც, რომ შეიარაღებული ძალები სწორედაც რომ იქმნება იმისათვის, რათა იმოქმედოს მოწინააღმდეგის დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის პირობებში.
მაინც როგორი არმიაა ისეთი, როცა მას შეუძლია იომოს მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე მას ხელს არ უშლის?
მართალი რომ ვთქვათ, ყველაზე უფრო საინტერესო და ფასეული ბოლდინის მემუარებში – ეს არის ის, რაც მათში არ არის.
ხოლო იმისათვის რათა დავინახოთ, ის რაც არ არის, გადავშლით სხვა გენერლის მემუარებს, რომელიც 41 წლის ივნისის სწორედ ამავე დღეებში ხელმძღვანელობდა მსხვილი მოტომექანიზებული შენაერთის მოქმედებებს.
ამრიგად, ჰ. გუდერიანი, „ჯარისკაცის მოგონებები“:
„...22 ივნისს 6 საათსა და 50 წუთზე მე საიერიშო ნავით გადავედი ბუგზე... ვმოძრაობდი რა 18-ე სატანკო დივიზიის ტანკების კვალდაკვალ, მივედი ხიდამდე მდინარე ლესნაზე... ჩემი მიახლოებისას რუსებმა სხვადასხვა მხარეს დაიწყეს გაქცევა... 22 ივნისის დღის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში მე თან ვახლდი 18-ე სატანკო დივიზიას...
...23 ივნისს 4 სთ 10 წთ-ზე მე დავტოვე ჩემი საკომანდო პუნქტი და გავემართე 12-ე საარმიო კორპუსში, ამ კორპუსიდან გავემგზავრე 47-ე სატანკო კორპუსში, სოფელ ბილდეიკებში 23 კმ აღმოსავლეთით ბრესტ-ლიტოვსკიდან. შემდეგ გავემართე 17-ე სატანკო დივიზიაში, რომელშიც მოვედი 8 საათზე... შემდეგ გავემგზავრე პრუჟანიში (70 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ საზღვრიდან. – მ. ს.), სადაც იყო გადასროლილი სატანკო ჯგუფის საკომანდო პუნქტი...
...24 ივნისს 8 სთ 25 წთ-ზე მე დავტოვე ჩემი საკომანდო პუნქტი და გავემგზავრე სლონიმის მიმართულებით (ეს კიდევ 80 კმ საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში – მ. ს.)... გზაზე წავაწყდი რუსულ ქვეით ჯარს, რომელსაც ცეცხლის ქვეშ ჰქონდა გზატკეცილი... იძულებული გავხდი ჩავრეულიყავი და მეთაურის ტანკიდან ტყვიამფრქვევის ცეცხლით ვაიძულე მოწინააღმდეგე თავისი პოზიციები დაეტოვებინა...
...11 სთ 30 წთ-ზე 17-ე სატანკო დივიზიის საკომანდო პუნქტზე მივედი, რომელიც სლონიმის დასავლეთ გარეუბანში იყო განლაგებული (ე. ი. უკვე 10-ე არმიისა და ბოლდინის ცმჯ-ის ღრმა ზურგში – მ. ს.), სადაც, დივიზიის მეთაურის გარდა, შევხვდი 47-ე კორპუსის მეთაურსაც...“ (65)
„სადაც, დივიზიის მეთაურის გარდა, მე შევხვდი სატანკო კორპუსის მეთაურსაც...“
და ხდება სამი გენერლის ეს შეხვედრა საველე საკომანდო პუნქტზე, ასეულ მეტრში ცეცხლის ხაზიდან.
აი კიდეც მთელი ამოხსნა იმისა, თუ რატომ აღმოჩნდა წითელი არმია საკუთარ ტერიტორიაზე „კავშირგაბმულობის გარეშე“, ხოლო გერმანული არმია კი ჩვენს ტერიტორიაზე – კავშირგაბმულობით.
პარტიული ისტორიკოსები ათეულობით წელს გვიხსნიდნენ ჩვენ, რომ კავშირგაბმულობა ომში უზრუნველიყოფა სადენებითა და რადიოსადგურებით (რომლებიც 41 წელს ვითომდა არ იყო). გუდერიანი კი უბრალოდ და გასაგებად გვიჩვენებს, რომ კავშირგაბმულობისა და ჯარების მართვის პრობლემა წყდება არა სადენების მიერ, არამედ ადამიანებისა!
ვერმახტის მეწინავე 17-ე სატანკო დივიზიის მეთაურს არავისთან არ სჭირდებოდა დაერეკა. მისი უშუალო უფროსი – 47-ე სატანკო კორპუსის მეთაური – მასთან ერთად ერთ საკომანდო პუნქტზე პირადად ხელმძღვანელობს ბრძოლას, ხოლო მათ შორის ყველაზე უფრო მთავარი უფროსი კი – სატანკო ჯგუფის სარდალი – რამდენჯერმე დღეში, მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ ტანკით მიდის თითოეულ თავის დივიზიაში. გუდერიანს რომ შეეთავაზებინა მათთვის ჩამჯდარიყვნენ ორი დღით „ტყის თვალწარმტაც კუთხეში“ და ეგზავნათ იქიდან „წერილები თვითმფრინავით ბერლინში“, მაშინ უკეთეს შემთხვევაში ისინი აღიქვამდნენ ამას როგორც ხუმრობას – სულელურსა და უადგილოს ომში.
და ეს სულაც არ არის დილეტანტის ბოროტი ბუზღუნი. გენერალ-პოლკოვნიკ სანდალოვს თავის მოგონებათა წიგნში (82) მოჰყავს ასეთი გამონათქვამი მე-4 არმიის სამხედრო საბჭოს წევრისა:
„...ისევ ალაპარაკდა შლიკოვი: უზარმაზარ ბოროტებას წარმოადგენს მსხვილი შტაბების მოწყვეტა ჯარებისაგან.
ამას ბრძოლის მართვის დაკარგვისაკენ მივყავართ... ფრონტის შტაბი სადღაც მინსკის რაიონში იმყოფება, სამასი კილომეტრის მოშორებით მეწინავე ჯარებისაგან. არმიების შტაბები, რათა არ დაკარგონ კავშირი (??? – მ. ს.) მასთან, ასევე სიღრმეში განლაგდებიან, ადგილ-ადგილ ორმოცდაათ კილომეტრზე უფრო მეტი დაშორებით ფრონტის ხაზიდან... და რას ჰგავს ეს ყველაფერი!..“ ოქროს სიტყვებია. მართალია, სანდალოვის მოგონებათა შემდგომი ტექსტიდან გამოდის, რომ ამ ლაპარაკიდან უკვე რამდენიმე საათის შემდეგ არმიის შტაბი მორიგ ამჯერადაც უფრო აღმოსავლეთით გადავიდა. პავლოვის შტაბი კი უკვე 26 ივნისს მოგილჲოვთან აღმოჩნდა – საზღვრიდან 500 კმ-ში.
რაც შეეხება სადენებს, მათთან დაკავშირებით დასავლეთის ფრონტზე საქმე არც თუ ისე ცუდად იყო.
ფრონტის შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ კლიმოვსკიხის 1941 წ. 19 ივნისის მოხსენებითი წერილის თანახმად, ოკრუგის კავშირგაბმულობის სამსახურის განკარგულებაში იყო 117 000 იზოლატორი, 78 000 კაუჭი და 261 ტონა სადენები. (2, გვ. 44)
ილუსტრაციის სახით წითელი არმიის რეალური ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ შეიძლება მოვიყვანოთ ერთ-ერთი, დასავლეთის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის მრავალრიცხოვან განაჩენთაგან. ასე, 1941 წ. 15 სექტემბერს 162-ე მსროლელი დივიზიის ყოფილი მეთაური პოლკოვნიკი კოლკუნოვი დადანაშაულებულ იქნა იმაში, რომ მან „1941 წ. 13 ივლისს მოწინააღმდეგის ალყიდან დივიზიის გამოსვლის მომენტში, ლაჩრობის შედეგად, გასცა ბრძანება ჩაეფლოთ მიწაში კავშირგაბმულობის ქონება, სახელდობრ კი:
1. 3 რაცია – РСБ, 5АК, 6ПК;
2. 2 მიმღები КУБ-4;
3. 28 სატელეფონო აპარატი УНА-И, УПР;
4. 4 კომუტატორი – Р-20, МБ-30, КОФ;
5. 2 номерник – 12Х2;
6. 23 კილოგრამი ერთსადენიანი კაბელი;
7. 8 კილოგრამი ორსადენიანი კაბელი;
8. მორზეს ორი აპარატი“. (68)
და ეს ერთ ჩვეულებრივ მსროლელ დივიზიაში. განადგურებულსა და უკანდახეულში.
დიდ წერილში მჭერმეტყველური სახელწოდებით „ბელორუსიაში დამარცხების სათავეები“ (78) ავტორი მწარე ამოოხვრით ატყობინებს მკითხველებს, რომ ЗапОВО-ის ჯარების რადიოკავშირის საშუალებებით უზრუნველყოფილობა ძალზედ დაბალი გახლდათ: „საპოლკო რადიოსადგურებით – 41 %-ით, საბატალიონოთი – 50 %-ით, საასეულოთი – 70 %-ით“.
როგორც ეს ჩვენთანაა მიღებული, სწორი აღმზრდელობითი პროცესისათვის ხელის შემშლელი ფაქტები – და რამდენია ეს ცალობით ერთ პოლკზე ან მსროლელ ასეულზე – გამოტოვებულია. შევეცდებით შევავსოთ ეს სამწუხარო დანაკლისი. მსროლელი დივიზიის 1941 წ. აპრილის საშტატო განრიგის მიხედვით ერთ საჰაუბიცო არტპოლკში უნდა ყოფილიყო 37 რადიოსადგური (36 ჰაუბიცაზე), საარტილერიო პოლკში – 25 რადიოსადგური (24 ზარბაზანზე), 3 რადიოსადგური მსროლელ პოლკში და 5–5 რადიოსადგური თითოეულ მსროლელ ბატალიონში. შეაფასეთ ეს გამოთქმაც „საასეულო რადიოსადგური“. განა არ მეტყველებს ეს სტალინური არმიის ტექნიკური აღჭურვილობის უმაღლესი დონის შესახებ (XX საუკუნის პირველი ნახევრისათვის)?
სიტყვამ მოიტანა და, ვერმახტის სატანკო ჯგუფების განკარგულებაში გამოყოფილი იყო დივერსანტების სულ თითო-თითო ასეული ყბადაღებული საგანგებო დანიშნულების პოლკის „ბრანდენბურგის“ შემადგენლობიდან. ასეულის შემადგენლობაში იყო 2 ოფიცერი, 220 უნტერ-ოფიცერი და რიგითი, მათ რიცხვში 20–30 ადამიანი რუსული ენის ცოდნით (ВИЖ, 1989, № 5). და ასეთი ძალებით, როგორც ამტკიცებს ბოლდინი, უკვე 1941 წ. 22 ივნისის ადრიან დილას „ყველა სატელეგრაფო და სატელეფონო ბოძი წააქციეს ორმოცდაათი კილომეტრის სიგრძეზე“ – და ეს მარტო ერთი მე-3 არმიის ზოლში!
ამაზე დავხუროთ (ჯერჯერობით) ბოლდინის წიგნი. ჩვენ არ დავიწყებთ მისი მხედართმთავრული ნიჭის განხილვას, ვერ გავბედავთ ვუსაყვედუროთ მას პირადი ვაჟკაცობის არქონა, მაგრამ დასავლეთის ფრონტის ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფის განადგურების მოწმედ გამოსვლა გენერალ ბოლდინს არ შეუძლია. იგი იქ (განადგურების ადგილზე) უბრალოდ არ ყოფილა.
სამწუხაროდ, რეალური მოწმეებისგანაც ძნელია მივაღწიოთ გასაგებ გადმოცემას თუ კატასტროფის მიზეზების ვერა, მაშინ თუნდაც მისი გარემოებებისა.
ავიღოთ ვ. ა. გრეჩანიჩენკოს მოგონებები (მე-6 კავდივიზიის 94-ე კავპოლკის შტაბის უფროსისა).
ისინი სავსეა საშინელი განადგურების ცოცხალი, არგამოგონილი სურათებით. აი როგორ აღწერს იგი იმას, რაც ბოლდინმა მოკლედ აღნიშნა სიტყვებით „ომის მეხუთე დღე-ღამეს, არ ჰქონდათ რა საბრძოლო მასალები, ჯარები განცალკევებული ჯგუფებით მიმოიფანტნენ ტყეებში“:
„...შორიახლოს უწყვეტი ნაკადით მოძრაობდნენ ავტომანქანები, ტრაქტორები (როგორც ჩანს, მთელი საწვავი არ დამწვარა გერმანელთა მიერ დაბომბილ საწყობებში – მ. ს.), ხალხით გადავსებული საზიდრები. ჩვენ ვცდილობდით გაგვეჩერებინა სამხედროები, რომლებიც დევნილებთან ერთად მგზავრობდნენ ან ფეხით მიდიოდნენ. მაგრამ არავის უნდოდა მოესმინა. ზოგჯერ ჩვენს მოთხოვნებზე საპასუხოდ ისმოდა გასროლები (ე. ი. საბრძოლო მასალებიც ასევე რჩებოდა – თავისიანებისთვის სასროლად – მ. ს.). ყველანი უკვე ამტკიცებდნენ, რომ დაკავებულია სლონიმი, რომ წინ გადმოსხდნენ გერმანული დესანტები, შემოჭრილი ტანკების გადამღობი ძალები, რომ აქ თავდაცვას არავითარი აზრი არ გააჩნია. 28 ივნისს, როგორც კი მზე ამოვიდა, მტრის ავიაციამ დაიწყო როსის ნაპირებისა და ვოლკოვისკის რაიონის მთლიანად დამუშავება. არსებითად, ამ დღეს საბოლოოდ შეწყვიტეს არსებობა როგორც სამხედრო ფორმირებებმა, 10-ე არმიის შენაერთებმა და ნაწილებმა. ყველაფერი ერთმანეთში აირია და ტალღისებურად აღმოსავლეთისკენ მიგორავდა...
...როცა ჩვენი არცთუ დიდი ჯგუფი 30 ივნისის დღის მეორე ნახევარში ძველ საზღვართან გამოვიდა, აქ ისეთივე ქაოსი იყო გამეფებული, რაც როსის ნაპირებზე. ყველა ტყე და ჭალა გავსებული იყო მანქანებით, საზიდრებით, ჰოსპიტლებით, დევნილებით, ჩვენი ჯარების განცალკევებული ქვედანაყოფებითა და ჯგუფებით...“ (83)
მაგრამ იმის გაგება, თუ როგორ და რატომ მივიდა ჩვენი არმია ასეთ მდგომარეობამდე, გრეჩანიჩენკოს მემუარებიდან ძნელია. მისი აღწერიდან ჩანს რომ ომის პირველ დღეებში მისი პოლკი გაუჩერებლად და ქაოსურად მოძრაობს ტყის გზებზე; ტექსტში ჩნდება ნაკლებად ცნობილი პოლონურ-ბელორუსული ადგილების დასახელებანი: სოკულკა, კრინკი, ბერესტოვიცი, სიდრა...
პირველი შეხება მოწინააღმდეგესთან ხდება მხოლოდ 24-ის საღამოს:
„...24 ივნისის 21 საათზე ესკადრონი მოვიდა შეხებაში მოწინააღმდეგესთან მდინარე ბებჟას ხეობაში სიდრას სამხრეთით. პოლკის მეთაურმა სათავო რაზმის მხარდასაჭერად ბრძოლაში არტილერია შეიყვანა. მოწინააღმდეგემ ვერ გაუძლო მიწოლას და მდინარის იქით დაიხია...“ აქ არ არის გაზვიადება. სწორედ ამ დღეს, 24 ივნისს ჰალდერის დღიურში ჩნდება კიდეც ჩანაწერი „საკმაოდ სერიოზული გართულებების“ შესახებ „წარმოქმნილისა მე-8 საარმიო კორპუსის ფრონტზე, სადაც რუსული კავალერიის მსხვილი მასები კორპუსის დასავლეთ ფლანგს უტევენ“.
სიტყვამ მოიტანა და. კავალერიის გამოყენების შესახებ, და თანაც ბელორუსიის ჭაობებს შორის, ჩვენი პარტიული „ისტორიკოსები“ მსჯელობდნენ თავის მწუხარე გადაქნევით, როგორც წითელი არმიის ჩამორჩენილობისა და თანამედროვე ომის წარმოებისათვის მისი სრული მოუმზადებლობის მღაღადებელი მაგალითის შესახებ. მაგრამ აი ხათაბალა: ვერმახტის ყველაზე უფრო მძლავრი მე-2 სატანკო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც სულაც არ „ჩამორჩენილი“ გუდერიანი ხელმძღვანელობდა, ასევე იყო საკავალერიო დივიზია! ამასთან გუდერიანმა იგი რატომღაც თავის მარჯვენა (ე. ი. სამხრეთ) ფლანგზე დააყენა, პოლესიეს ჭაობების პირდაპირ ჭანჭყრობ ადგილას.
და როგორ არ „ებრძოდნენ“ ამ დივიზიას საბჭოთა ისტორიკოსები და მემუარისტები! ბოლდინი თავის მოგონებებში იქამდე მივიდა, რომ უნაგირები პარაშუტებით შეცვალა და მკითხველებს გერმანული არმიათა ჯგუფის „ცენტრი“ შემადგენლობაში არა საკავალერიო, არამედ ... „სადესანტო“ დივიზიის არსებობის შესახებ აცნობა!
მაგრამ ყველაფერი ძალიან უბრალოდაა.
არც გუდერიანი, არც პავლოვი არ აპირებდნენ ჭაობებში ცხენოსანი ლავით შეეტიათ. ცხენი მეორე მსოფლიო ომის კავდივიზიებში სატრანსპორტო საშუალების როლს ასრულებდა, რომელიც შენაერთის ძვრადობას (ჩვეულებრივ ქვეით დივიზიასთან შედარებით) ბევრად უფრო ამაღლებდა. ხოლო უშუალოდ ბრძოლაში კი გერმანელიცა და საბჭოთა კავალერისტებიც, როგორც წესი, ქვეით მწყობრში მიდიოდნენ.
რა თქმა უნდა, არანაირ ცხენს არ შეუძლია შეეჯიბროს მოტორს უწყვეტი, მრავალსაათიანი და მრავალდღიანი მოძრაობის უნარში. ამიტომ, მას შემდეგ რაც მეგობარმა რუზველტმა აჩუქა ამხანაგ სტალინს თითქმის მილიონი სამღერძიანი „სტუდებეკერი“ მათი ფანტასტიკური საიმედობითა და გამავლობით, კავალერიის ერა წითელ არმიაში დასრულებულ იქნა.
თუმცა კი არა უცბად და არა ერთბაშად. ასე, კიდევ 1944 წ. ივლისში 1-ლი უკრაინული ფრონტის შემადგენლობაში ლვოვ – სანდომირზე შეტევისათვის შეიქმნა ორი ცხენოსან-მექანიზებული ჯგუფი გენერალ-ლეიტენანტების ს. ვ. სოკოლოვისა და ვ. კ. ბარანოვის მეთაურობით, და თვით პრაღის განთავისუფლებაშიც კი 1945 წ. მაისში მიიღო მონაწილეობა ცხრა (!) საკავალერიო დივიზიამ. 1941 წლის ზაფხულში კი არც ჩვენ, არც გერმანელებს ჯერ კიდევ არ გვყავდა საკმარისი რაოდენობით ამაღლებული გამავლობის ავტომანქანები, რომელთაც შეეძლებოდათ გადაეედგილებინათ მსროლელი ქვედანაყოფები ტყეთა მიხვეულ-მოხვეულ გზებზე შემტევი ტანკების კვალდაკვალ, და კავალერიის მსხვილი ძალების არსებობა გახლდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა წითელი არმიისა.
პრაქტიკაში ეს აშკარა „თეორია“ ასე გამოიყურებოდა: „...მოტორიზებულ შენაერთებს ამ დღეს მოუწევდათ წინ წასულიყვნენ გორაკებიან ქვიშიან ადგილმდებარეობაზე, რომელიც ხშირი ტყით იყო დაფარული.
მასზე ავტომანქანების მოძრაობა (განსაკუთრებით ფრანგული წარმოებისა) თითქმის შეუძლებელი გახლდათ... მანქანები ყოველთვის ადგილზე იჭედებოდნენ და მათ უკან მომავალ მთელ კოლონას აჩერებდნენ, რადგანაც გვერდიდან შემოვლის შესაძლებლობა ტყის გზებზე მთლიანად გამოირიცხებოდა... ფეხოსნები და არტილერისტები იძულებული იყვნენ ყოველთვის ამოეთრიათ გაჭედილი მანქანები... სარდლობისათვის ნამდვილი სატანჯველი გახლდათ ეცქირა, როგორც იჭედებიან მისი „მოძრავი ჯარები...“
ასე აღწერს ვერმახტის მე-3 სატანკო ჯგუფის სარდალი ჰ. ჰოთი თავის მემუარებში 1941 წ. 23 ივნისის მოვლენებს. მთელი ამ დღის მანძილზე, პრაქტიკულად რომ არ ჩაბმულან ბრძოლაში, მისმა მოტორიზებულმა დივიზიებმა 50–60 კმ-ზე მეტი ვერ გაიარეს.
„75 კილომეტრის მანძილი ჩვენ შესვენებების გარეშე გავიარეთ. სამარშო კოლონებს საკუთარი თავი სვლის დროს მოჰყავდათ წესრიგში. შესვენებების დრო არ გვქონდა. უკვე 23 ივნისის 17 საათისათვის დივიზიამ თავი მოიყარა ტყის მასივში 2 კილომეტრში ბელოსტოკის ჩრდილოეთით... დღე უკვე საღამოსკენ იხრებოდა, როცა ჩვენ მივიღეთ ბრძანება გვემოძრავა უფრო შორს სოკულკის მიმართულებით. 35 კილომეტრიანი მარშ-ნახტომი სწრაფად შევასრულეთ...“
ეს კი – სტრიქონებია გრეჩანიჩენკოს მოგონებებიდან. ძნელი არ არის დავრწმუნდეთ, რომ დასავლეთ ბელორუსიის უდაბურ ტყეებში საბჭოთა კავალერია თავისი ძვრადობის მიხედვით, სულ მცირე, გერმანულ მოტოქვეით ჯარს არ ჩამორჩებოდა.
ამასთანავე, „ცხენოსანარმიული ჩვენი ხმლები“ უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენდნენ წითელი კავალერიის მთავარ იარაღს. ზოგიერთი წარმოდგენა 1941 წ. წითელი არმიის კავკორპუსის სტრუქტურისა და შეიარაღების შესახებ შეიძლება მივიღოთ, მაგალითად, დიდი სამამულო ომის ლეგენდარული მხედართმთავრის გენერალ პ. ა. ბელოვის მემუარებიდან (ომის პირველ თვეებში იგი მე-2 კავკორპუსს მეთაურობდა, რომელიც სამხრეთის ფრონტზე მოლდავეთში იყო გაშლილი):
„...ჯარების მართვისათვის იყო მცირე მოძრავი შტაბი, რომელიც ცხენზე ამხედრებული ან ავტომანქანებით გადაადგილდებოდა, კავშირგაბმულობის ავიარგოლი, კავშირგაბმულობის დივიზიონი და საკომენდანტო ესკადრონი. ზურგის დაწესებულებანი კორპუსში არ ყოფილა. ორი საკავალერიო დივიზიიდან თითოეული შედგებოდა ოთხი საკავალერიო პოლკის, სატანკო პოლკის, საარტილერიო დივიზიონისა და 76-მმ საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის, კავშირგაბმულობის ესკადრონისა და მესანგრეთა ესკადრონისაგან საინჟინრო-გადასაყვანი ფარეხით.
საკავალერიო პოლკში... იყო სატყვიამფრქვევო ესკადრონი 16 ტყვიამფრქვევით საზიდრებზე, 76-მმ შემსუბუქებული საპოლკო ზარბაზნების ბატარეა და სპეცქვედანაყოფები.
სატანკო პოლკში მოითვლებოდა 50 ტანკი БТ და 10 ჯავშანავტომობილი.
ცხენოსან-საარტილერიო დივიზიონში იყო 120-მმ ჰაუბიცების ბატარეა და 76-მმ ზარბაზნების სამი ბატარეა.
კორპუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას შეადგენდნენ კარგად განსწავლული 76-მმ საზენიტო დივიზიონები საკავალერიო დივიზიებში და შეოთხილი ტყვიამფრქვევების ოცეულები პოლკებში...“
დამეთანხმეთ, რომ ამ ფაქტების ფონზე როგორღაც სრულიად სხვანაირად იწყება აღქმა ჩვენი პროფესიული მოტირალების წუწუნის და გოდებისა „წითელი არმიის ომისათვის მზად არ ყოფნის“ გამო...
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მე-6 კავდივიზია, რომლის შემადგენლობაშიც ომობდა გრეჩანიჩენკოს პოლკი, 1939 წ. სექტემბერში შედიოდა კომკორ ბოლდინის ცმჯ-ის შემადგენლობაში და 22 სექტემბერს გერმანელების ხელიდან მიიღო „განთავისუფლებული“ ბელოსტოკი, ხოლო კორპუსის მეორე დივიზია (36-ე საკავალერიო) ასევე მონაწილეობდა „განმათავისუფლებელ ლაშქრობაში“ ამავე ადგილებში: 19 სექტემბერს 36-ე კავდივიზიამ მე-ე და 11-ე არმიების სხვა ნაწილებთან ერთად იერიშით აიღო ვილნო (ვილნიუსი).
და რამდენი სახკომი და მარშალი იწყებდა თავის სამხედრო კარიერას მე-6 კავდივიზიასა და მე-6 კავკორპუსში! 1919 წ. შემოდგომაზე მე-6 კდ-ის მეთაური გახდა ს. კ. ტიმოშენკო – მომავალი მარშალი, თავდაცვის სახკომი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი.
შემდეგ, 1920 წელს მე-6 კდ-ის შტაბის უფროსი ხდება კ. ა. მერეცკოვი – მომავალი მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, მგწა-ის გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის სახკომის მოადგილე 1940–1941 წწ.
30-იანი წლების შუახანებში მე-6 კავკორპუსს მეთაურობს გ. კ. ჟუკოვი – მომავალი მარშალი, გენერალური შტაბის უფროსი (მერეცკოვის შემდეგ), საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირი, სტალინის სიკვდილის შემდეგ კი – სსრკ თავდაცვის მინისტრი.
1939 წ. შემოდგომაზე მე-6 კავკორპუსი ბრძოლაში მიჰყავს კიდევ ერთ მომავალ მარშალს ა. ი. ერჲომენკოს.
საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად ამავე მე-6 კავდივიზიაში მსახურობდა მომავალი მარშალი კ. ს. მოსკალენკოც.
თვით პირველი ცხენოსანი არმიის „განსაკუთრებული როლის“ გათვალისწინებითაც კი მგწა-ის მეთაურთა უმაღლესი შემადგენლობის ჩამოყალიბებაში არ შეიძლება ვუწოდოთ მე-6 კავკორპუსს სხვა სახელი, თუ არა ელიტური შენაერთი წითელი კავალერიისა. დაგვრჩა მხოლოდ დავუმატოთ, რომ გერმანიასთან ომის დასაწყისს ეს გამორჩეული კავკორპუსი შეხვდა ძველ პოლონურ ქალაქ ლომჟაში – ე. ი. პირდაპირ საზღვარზე გერმანიასთან!
განმეორება – ჩაგონების დედაა. კომუნისტური ისტორიკოს-პროპაგანდისტები ამდენ ათასობით ჯერზე გვიყვებოდნენ ჩვენ იმის შესახებ, თუ „თანამედროვე ომის წარმოების ორწლიანი გამოცდილების დამგროვებელი“ ვერმახტი როგორ დაატყდა თავს „ცუდად მომზადებულ საბჭოთა ჯარებს“, რომ ბოლოს და ბოლოს ეს მეტად საეჭვო (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – სულელური) ჰიპოთეზა ხელშეუხებელ აქსიომად გადაიქცა. მაგრამ მოდით ვცადოთ თავით ვისარგებლოთ და მას მარტივი კითხვა დავუსვათ: როდის და სად შეეძლო ვერმახტს დაეგროვებინა სწორედ ეს „ომის წარმოების ორწლიანი გამოცდილება“?
ბრძოლების სამი კვირა პოლონეთში, აქტიური საბრძოლო მოქმედებების სამი-ოთხი კვირა საფრანგეთში, ერთი კვირა იუგოსლავიაში. აი ეს ყველაფერი. თვით წმინდად არითმეტიკულადაც ეს ორი თვეა, და არა ორი წელი!
საფრანგეთში მაისის ბრძოლების გამოკლებით, ვერმახტს საქმე ჰქონდა ცუდად შეიარაღებულ, მცირერიცხოვან მოწინააღმდეგესთან. და სად უნდა დაეგროვებინათ აქ სატანკო ომის გამოცდილება, მანქანებისა და მოტორების ომისა? განა ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ხალხინ-გოლის გამოცდილებას, ფინეთთან ომის სამი თვის გამოცდილებას? დიახ, ვერმახტს კიდევ ჰქონდა გააფთრებული ბრძოლები ნორვეგიაში გადასხდომისას, კრეტაზე, ლიბიის უდაბნოში – მაგრამ ესენი ყველანი „ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლებია“, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო სულ სამმა-ოთხმა დივიზიამ.
რა თქმა უნდა, ვერმახტის საკადრო დივიზიები პრუსიული მხედრიონის საუკეთესო ტრადიციებში იყვნენ განსწავლული და მომზადებული. მაგრამ ბევრი კი იყვნენ ისინი – კადრისა?
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიამ მოასწრო მოემზადებინა მხოლოდ 35 საკადრო ქვეითი დივიზია. მათ ბაზაზე იქნა ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული „პირველი ტალღის ქვეითი დივიზიები“ – ვერმახტის ელიტა. 1941 წ. 22 ივნისს არმიათა ჯგუფების „ჩრდილოეთის“, „ცენტრის“, „სამხრეთის“ შემადგენლობაში ასეთი დივიზია იყო მხოლოდ 24 – ერთი მეხუთედი ქვეითი დივიზიების საერთო შემადგენლობიდან!
ახლა ამ ზოგადი მოსაზრებებიდან მე-6 კავდივიზიის განადგურების ტრაგიკულ ისტორიას დავუბრუნდეთ. როგორც უკვე ვიცით, ეს დივიზია – ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუკეთესო და უძველესია მთელ წითელ არმიაში.
და როგორი მომზადება, როგორი „ორწლიანი გამოცდილება ომის წარმოებისა“ შეიძლებოდა ჰქონოდათ მის საპირისპიროდ მდგომ გერმანულ ქვეით დივიზიებს ნომრებით 162 და 256? ორივე შეიქმნა უკვე ომის მსვლელობისას, ორივე ფრანგული კამპანიის შემდეგ გადმოყვანილია აღმოსავლეთში, სადაც იდგნენ კიდეც უმოქმედობაში 1941 წ. 22 ივნისამდე.
და რა უნდა ვილაპარაკოთ გერმანულ ქვეით ჯარზე, თუ გუდერიანის ყველაზე უფრო მძლავრ სატანკო ჯგუფში ხუთი სატანკო დივიზიიდან ორი (17-ე და 18-ე) იყო „ახლადშობილი“. მათგან პირველი კი შეიქმნა 1940 წ. ოქტომბერში (ე. ი. უკვე პოლონეთსა და საფრანგეთში ბრძოლების დასრულების შემდეგ) 27-ე ქ ვ ე ი თ ი დივიზიის ბაზაზე, მეორე – იმავე თვეს მე-4 და 14-ე ქ ვ ე ი თ ი დივიზიების ბაზაზე.
ბალკანეთის კამპანიაში ეს დივიზიები არ მონაწილეობდნენ, ასე რომ 41 წლის 22 ივნისი მათთვის შეიქნა ომის პირველი დღე...
თუმცა კი გრეჩანიჩენკოს მემუარებს დავუბრუნდეთ.
„...25 ივნისს გერმანულმა არტილერიამ მასირებული ცეცხლი გაგვიხსნა პოლკის საბრძოლო რიგების მთელ სიღრმეში. ჰაერში მცირე სიმაღლეებზე განუწყვეტლივ ბარაჟირებდა მტრის ავიაცია... უკვე პირველივე საათებში მთელი ჩვენი მძიმე შეიარაღება მწყობრიდან იქნა გამოყვანილი, რადიოსადგური დამტვრეული, კავშირგაბმულობა მთლიანად პარალიზებული. პოლკი განიცდიდა მძიმე დანაკარგებს, მჭიდროდ იყო მიჭეჭყილი მიწასთან, წართმეული ჰქონდა რაიმე აქტიურ მოქმედებათა წარმოების შესაძლებლობა. დაიღუპა პოდპოლკოვნიკი პეტროსიანცი. მე საკუთარ თავზე ავიღე პოლკის მეთაურობა, უფრო სწორად კი – მისი ნარჩენებისა...“
უნდა აღინიშნოს, რომ არის ამ მოვლენების ზოგიერთი სხვა აღწერაც:
„...მე-6 საკავალერიო დივიზიამ 25 ივნისის დილიდან შეტევისთვის საწყის რაიონში (მაკოვლჲანები, კოლ. სტეპანოვკა) განიცადა ძლიერი დაბომბვა ჰაერიდან, რომელიც დღის 12 საათამდე გრძელდებოდა. კავალერისტები იქნენ გაფანტულნი და უწესრიგოდ დაიწყეს ტყეებში დახევა...“ (8)
25 ივნისის დღის ბოლოსათვის მთელი მე-6 კავდივიზიიდან დარჩა 300-კაციანი რაზმი, რომელიც მემუარების ავტორისა და უფროსი ლეიტენანტის მეთაურობით (შეაფასეთ სამხედრო წოდება მეთაურისა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პოლკის ნარჩენების მეთაურობა!) ია. გავრონსკისა მეზობელი, 48-ე კავპოლკიდან, იწყებს გაუჩერებელ უკანდახევას ისე, რომ პრაქტიკულად არა აქვს არანაირი შეხება მოწინააღმდეგესთან.
აი მე-6 კავდივიზიის განადგურების ისტორიის მთელი „მოკლე კურსი“.
ძლიერ და ვაჟკაც მამაკაცებს ახასიათებს იყვნენ კეთილნი და მომთმენნი სხვა ადამიანთა სისუსტეებისადმი. ვ. ა. გრეჩანიჩენკო – განსაკუთრებული ვაჟკაცობის მქონე ადამიანია. სწორედ მას მე-3 არმიის სარდალმა ვ. ი. კუზნეცოვმა მიანდო 1941 წ. 2 ივლისს სათავეში ჩადგომოდა დასავლეთის ფრონტის ჯარების გარღვევის დაფარვის რაზმს. თვითონ ვლადიმერ ალექსანდრეს ძეს ალყიდან გამოსვლა ვერ მოუხერხდა, იგი პარტიზანი გახდა და ბელორუსიის განთავისუფლებას 1-ლი ბელორუსიული საკავალერიო პარტიზანული ბრიგადის კომისრის თანამდებობაზე შეხვდა.
ამ წიგნის ავტორი ვაჟკაცი მამაკაცის წოდებაზე არ აცხადებს პრეტენზიას. და მასშიც, როგორც სპეციალისტში, რომელიც იცნობს მეორე მსოფლიო ომის ისტორიას მის კონკრეტულდ-ციფრულ განზომილებაში, არ შეიძლება არ იწვევდეს გაოცებას ზომა იმ დანაკარგებისა, რომლების მე-6 კავდივიზიამ განიცადა. საარტილერიო ცეცხლის დაშენის პრაქტიკულად რამდენიმე საათის განმავლობაში დივიზიამ თავისი საშტატო შემადგენლობის 90 %-ზე მეტი დაკარგა! განა შეიძლებოდა, რომ საბრძოლო დანაკარგები ასეთი უზარმაზარი ყოფილიყო?
მალევე ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს „ვოენიზდატმა“ გენერალ-პოლკოვნიკ თ. ა. სამსონოვის წიგნი „საარტილერიო შეტევა“ გამოსცა. აზოგადებს რა საბრძოლო მოქმედებათა გამოცდილებას, ავტორი მოდის, საშუალო „ნორმებთან“ 150 –200 ქვემეხი 1 კმ შეტევის ფრონტზე და 50 ათას ჭურვთან „საშუალოზე მაღალი“ (122 მმ) კალიბრისა ქვეითი დივიზიის თავდაცვის ჩახშობისათვის. ეს – საშუალოდ. ფაქტიურად ომის დამამთავრებელ ეტაპზე გაცილებით უფო მეტი სიმკვრივეებიც იქმნებოდა.
მტრის თავდაცვის გარღვევისას არტილერიის როლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამოჩენილი მაგალითია წითელი არმიის ვისლა-ოდერის ოპერაცია (1945 წ. იანვარი). 12 იანვრის დილას გერმანული ჯარების თავდაცვის წინა ხაზი იქნა წალეკილი მასირებული ცეცხლით. გენერალი დ. დ. ლელჲუშენკო თავის მოგონებებში წერს: „...ტყე თითქოს ცელით იქნა მოცელილიო ჭურვების ნამსხვრევებით... ბევრი ტყვე სანგრებში შეურაცხად მდგომარეობაში ავიყვანეთ, უბრალოდ ნახევრად ჭკუაშეშლილები... ვერმახტის 574-ე პოლკის ჯარისკაცთა უმრავლესობა მოკლული ან დაჭრილი იყო...“ (22)
მაგრამ ასეთი შედეგის მიღწევისათვის საბჭოთა სარდლობამ გარღვევის ზოლში საშინელი საარტილერიო სიმკვრივე შექმნა – 420 ქვემეხი ფრონტის კილომეტრზე! გერმანული ჯარების თავდაცვის თითოეულ მეტრზე მსხვილი კალიბრის 15–15 ჭურვი გასკდა (საშუალოდ). მე-5 დამრტყმელი არმიის შეტევის ზოლში ერთ საათში 23 კილოტონა საბრძოლო მასალები იქნა დახარჯული – ეს „ჰიროსიმული“ ატომური ბომბის სიმძლავრეა. (107, გვ. 96)
გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული.
(შემდეგ არის ინფორმაცია, თუ როგორ და რა წესით შეიძლება სრულად ამ წიგნის შესყიდვა)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment