მარკ სოლონინის სენსაციურ და სკანდალურ წიგნში ახლებურად განიხილება საწყისი პერიოდი ომისა ჰიტლერულ გერმანიასა და სტალინურ საბჭოთა კავშირს შორის. იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ამოღებულია უფრო ადრე გასაიდუმლოებული დოკუმენტებიდან და მასალებიდან, აგრეთვე სამეცნიერო-ისტორიული და მემუარული ლიტერატურის ანალიზის საფუძველზეც ავტორი უარყოფს უკვე გამჯდარ და ახალ მითებს ომის პირველ თვეებში წითელი არმიის კატასტროფულ დამარცხებათა მიზეზების შესახებ, იძლევა ობიექტურ, ღრმად არგუმენტირებულ გადმოცემას საომარი მოვლენების მსვლელობისა. პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს დათმობილი “ადამიანური ფაქტორის” გავლენას. წიგნი განკუთვნილია ისტორიკოსებისა და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მეორე მსოფლიო ომით.
(მთარგმნელის მცირე შენიშვნა: ქვემოთ შემოთავაზებულია მასალა ინტერნეტიდან: არა წიგნის მთლიანი ტექსტი, არამედ მისი დასაწყისი ნაწილი – გაცნობითი ფრაგმენტი – როგორც ბოლოშია ნათქვამი, დაახლოებით 90 კომპიუტერული გვერდი; ბოლოს ნათქვამია, თუ როგორ შეიძლება მთელი წიგნის შესყიდვა. ტექსტში პერიოდულად ფრჩხილებში მოყვანილია ლიტერატურული წყაროების მაჩვენებლები, და თუმცა კი ლიტერატურის ჩამონათვალი აქ არ ჩანს, მაინც გავაკეთე ეს მაჩვენებლები თვალსაჩინოებისთვის, რომ ავტორი იყენებს შესაბამის ლიტერატურულ წყაროებს – ი. ხ.)
ნ ა წ ი ლ ი I
I ნაწილის შინაარსი
მკითხველისადმი
წინასიტყვაობა
როგორ გამოჩნდა ეს წიგნი
საიდან დავიწყებთ
სენსაციები არ იქნება
ნაწილი 1
სამშაბათი, 17 ივნისი
“ვაზანზარებთ რა მიწას სატანკო კოლონების გრუხუნით...”
„და წავიდა, ბრძანებით შემართული...“
1941 წლის 25 ივნისის გამთენიისას...
მკითხველისადმი
ეძღვნება ჩემს მამას, სიმონ მარკის ძე სოლონინს, დიდი ომის ვეტერანს
„სიმართლე არ იმარჯვებს. სიმართლე რჩება, როცა ყველაფერი დანარჩენი უკვე დახარჯულია“.
ამ სიტყვებით მთავრდებოდა ჩეხური ოპოზიციის საპროგრამო დოკუმენტი „ორი ათასი სიტყვა“. მაშინ, 1968 წლის ივნისში, ცოტა ვინმეს თუ შეეძლო ევარაუდა, რომ ეს ფრაზა ზუსტად დაახასიათებდა სიტუაციას, რომელიც დღესდღეობით ყოფილი საბჭოთა იმპერიის უკიდეგანო სივრცეებზეა ჩამოყალიბებული.
ავტორს წიგნისა, რომელიც თქვენ ხელში გიჭირავთ, დასჭირდა 15 წელი და 138 ათასი სიტყვა იმისათვის, რათა ეპოვნა და აღეწერა პატარა ნაჭერი ისტორიული სიმართლისა – წიგნის ძირითადი მოვლენები არ სცილდებიან 1941 წლის ზაფხულის ორი კვირის დროით ჩარჩოებს. ახლა, როცა წიგნი გამოდის რუსეთის მკითხველებთან შესახვედრად, მინდა გამოვუხატო უზარმაზარი მადლიერება იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილი სიტყვით, მეგობრული მხარდაჭერით, კონსტრუქციული კრიტიკით მეხმარებოდნენ ამ მუშაობაში.
უწინარეს ყოვლისა, სამარის საოლქო სამეცნიერო ბიბლიოთეკის მთავარ ბიბლიოგრაფს ა. ნ. ზავალნის, ИМЭМО-ს წამყვან სამეცნიერო თანამშრომელს კ. ლ. მაიდანიკს, რუსეთის ისტორიკოსთა საზოგადოების მოსკოვის განყოფილების მდივანს ლ. ა. ნაუმოვს, Сам-ГТУ-ის ფილოსოფიის კათედრის დოცენტს ა. ს. სტეპანოვს.
ამ წიგნის დაწერაში უზარმაზარი როლი ითამაშეს უნიკალურმა დოკუმენტებმა და მასალებმა, რომლებიც სამეცნიერო მიმოქცევაშია შემოტანილი ინტერნეტ-საიტების მიერ: «Мехкорпуса Красной Армии» – (mechcorps.rkka.ru), «ВВС России» (airforce.ru), «Рабоче-Крестьянская Красная Армия» (rkka.ru), „The Russian Battlefield“ – (battlefield.ru), რომელთა წამყვანებსა და შემდგენლებს ავტორი თავის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოუხატავს.
მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო წიგნის პირველი თავების გამოქვეყნება გაზეთ «Волжская коммуна»-ს მიერ, რისთვისაც ავტორი ღრმა მადლობას უხდის მის მთავარ რედაქტორს ვ. ლ. ნაგანოვს.
დაბოლოს, აუცილებლად მივიჩნევ მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, პატივცემულო მკითხველო. რამდენსაც არ უნდა ამაყობდნენ ჩემი კოლეგები ისტორიკოსებისა და მწერალთა საამქროდან თავისი „სამფეხათი“, როგორც არ უნდა ვიმუქრებოდეთ ჩვენ „არ გვეძვირფასებოდეს ხალხის სიყვარული“ – თეატრი ვერ ცხოვრობს მაყურებელთა გარეშე, წიგნი არ არსებობს მკითხველების გარეშე. ეს მით უფროა სწორი, როცა ლაპარაკია წიგნზე სულაც არა „მსუბუქი წაკითხვისათვის“. მასში არ არის უბრალო და მოკლე პასუხები იმ ურთულეს კითხვებზე, რომლებზედაც ჯერ კიდევ მოუწევთ მუშაობა მთელ თაობებს მკვლევარებისას, და თითოეული მკითხველიც, რომელიც მოიკრებს სიმამაცესა და მოთმინებას რომ წაიკითხოს ეს 138 ათასი სიტყვა, სამართლიანად უნდა ითვლებოდეს თანა-მშრომ-ლად ავტორისა.
მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით დარჩება ტრაგიკული სიმართლე საბჭოთა ისტორიის შესახებ.
თუნდაც რომ ყველაფერი დანარჩენი დახარჯულ იქნას.
სამარა, რუსეთი, 2004 წ. დეკემბერი.
წინასიტყვაობა
Когда погребают эпоху,
Надгробный псалом не звучит,
Крапиве, чертополоху
Украсить ее предстоит…
А после она выплывает,
Как труп на весенней реке —
Но матери сын не узнает,
И внук отвернется в тоске…
«В сороковом году»
Анна Ахматова
ეძღნება ჩემს მამას, სიმონ მარკის ძე სოლონინს, დიდი ომის
რიგით ჯარისკაცს
როგორ გამოჩნდა ეს წიგნი
მე მორატორიუმის მომხრე გახლავართ. პატიოსნად რომ ვთქვათ. ასეთი გადაწყვეტილება რომ სახელმწიფო დონეზე ყოფილიყო მიღებული, მე მას ყველაზე უფრო კეთილსინდისიერად დავემორჩილებოდი.
მართლაც, რა უშლიდათ ხელს, რომ მიეღოთ ზოგადი, ყველასათვის აუცილებელი გადაწყვეტილება: დიდი სამამულო ომის ისტორიის ყოველგვარი საჯარო განხილვა აეკრძალათ. ასი წლით. 2045 წლამდე.
არანაირი წიგნები, არანაირი სტატიები. სასკოლო სახელმძღვანელოში – მოკლე შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მოქმედებს მორატორიუმი. და მხოლოდ მაშინ, როცა მოგონებები ამ შემდგარი აპოკალიფსისის შესახებ უკვე აღარ იქნება სისხლმდენი ჭრილობა ხალხის გულში, როცა წავლენ უკანასკნელი ვეტერანები, როცა უცნობ ჯარისკაცთა ნეშტები იქცევა, როგორც სიმღერაშია ნათქვამი, „უბრალოდ მიწად და ბალახად“, – აი სწორედ მაშინ განვასაიდუმლოებთ ყ ვ ე ლ ა არქივს ყ ვ ე ლ ა მსურველისთვის რომ მათში იმუშაონ და ვმუშაობთ.
საერთო ძალისხმევით ვქმნით მართალ, დოკუმენტებზე დაფუძნებულ, ისტორიას დიდი ომისას.
ომის ნამდვილი დოკუმენტები გაასაიდუმლოეს და ცხრაკლიტულში ჰქონდათ ჩაკეტილი, როგორც სახელმწიფოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საიდუმლოებანი. თვით გაზეთებიც კი, ომისწინა და ომის დროის ცენტრალური საბჭოთა გაზეთები, ამოღებული იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკების ღია ფონდებიდან. მოლოტოვისა და სტალინის სიტყვები, საბჭოთა კავშირის მიერ 1939 – 1941 წ.წ. დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებათა ტექსტები, – ეს საიდუმლოებაა. საშინელი საიდუმლოება.
ნამდვილ-სარწმუნო ინფორმაციის გულდასმით ორგანიზებულ ვაკუუმს ნახევარი საუკუნის განმავლობაში ავსებდნენ სტანდარტული, როგორც მატრჲოშკები, ტექსტები, რომლებში მონდომებითა და ბეჯითად გადაიწერებოდა ერთი და იგივე, დირექტიულად დადგენილი მითები. სამხედრო ისტორია, როგორც ფაქტებისა და დოკუმენტების ნამდვილი მეცნიერება პრაქტიკულად მთლიანად იყო შეცვლილი პროპაგანდისტული შეფიცვებით. საქმე ისეთ კურიოზებამდეც კი მიდიოდა, როგორიცაა ერთი და იგივე ნომენკლატურული ჩინოსნის მიერ მორიგეობით სპეცპროპაგანდის სამმართველოს (ე. ი. მთავარი მატყუარასი) საბჭოთა არმიის მთავარი პოლიტსამმართველოს ხელმძღვანელისა და... სამხედრო ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოვალეობათა შესრულება.
უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომლის „განმარტებაზეც“ შრომობდა ვიწრო ჯგუფი პარტიისადმი უსაზღვროდ ერთგული ადამიანებისა, იყო საკითხი იმის შესახებ, რატომ იქნა ომის პირველივე კვირებში წითელი არმია გადათელილი, განადგურებული და დიდ წილად ტყვედ ჩავარდნილი? რატომ მოახერხა ვერმახტმა მოსულიყო კარელიის ტბებამდე, ყალმუხეთის ველებამდე, კავკასიონის მთებამდე? რატომ მიგორდა ომის ხანძარი ისეთ ადგილებამდე, სადაც უცხოელი დამპყრობლები არ ენახათ XVII საუკუნის “დიდი არეულობის” ხანებიდან? როგორ მოხდა ის, რომ ომის მთელი მსხვერპლის, მთელი სისხლისა და ოფლის უმეტესი ნაწილი წავიდა მხოლოდ იმაზე, რათა 1944 წლის შემოდგომისათვის დაებრუნებინათ ის, რაც უკანდახევის პირველ რამდენიმე კვირაში იყო დაკარგული?
წითელი არმიის „დროებით წარუმატებლობათა“ მიზეზები პირველმა აღნიშნა თვითონ ამხანაგმა სტალინმა. „დებისა და ძმებისადმი“ თავის სახელგანთქმულ რადიომიმართვაში 1941 წ. 3 ივლისს, და შემდეგ, უფრო გაშლილი სახით, ოქტომბრის რევოლუციის 24-ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო სხდომაზე გაკეთებულ მოხსენებაში სტალინმა დაასახელა სამი ფაქტორი, რომლებმაც ვითომდა განაპირობეს ვერმახტის წარმატებები:
– გერმანული არმია წინასწარვე იყო მობილიზებული და სსრკ-ის მიჯნებთან მოყვანილი, იმ დროს როცა მკაცრი ნეიტრალიტეტის შემნარჩუნებელი საბჭოთა კავშირი ჩვეულებრივი მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდა;
– ჩვენი ტანკები და თვითმფრინავები გერმანულზე უკეთესია, მაგრამ ისინი ჩვენ ჯერჯერობით კიდევ ცოტა გვყავს, გაცილებით უფრო ცოტა, ვიდრე მოწინააღმდეგეს;
– საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში თითოეული ნაბიჯისათვის ვერმახტმა ზღო გიგანტური აუნაზღაურებელი დანაკარგებით. კონკრეტულად, სტალინმა დაასახელა ციფრი 4,5 მილიონი მოკლული და დაჭრილი გერმანელი.
ორი კვირის შემდეგ საბინფორმბიურომ საკუთარ თავს ნება მისცა თვითონ ამხანაგ სტალინის განცხადებას შედავებოდა – უნახავი შემთხვევაა ამ უწყების ისტორიაში. განცხადებულ იქნა, რომ ვერმახტის დანაკარგებმა 1941 წლის ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე 6 მილიონი ადამიანი შეადგინა.
ჯეროვნად მივაგოთ ამხანაგ სტალინს. იგი იტყუებოდა, მაგრამ ჭკუით იტყუებოდა. მისი წინასწარგანზრახულად ცრუ ფიქრებიდან გამოიკვეთებოდა ხატება მშვიდობისმოყვარე ქვეყნისა, მაგრამ დიდი პოტენციური შესაძლებლობებით. დიახ, დღეს ჩვენ ცოტა ტანკი გვყავს – ხვალ ბევრი გვეყოლება, ჩვენ პირველებს არ დაგვიწყია მობილიზაცია – მაგრამ ახლა კი უკვე შემოვიკრებთ ყველაფერს ფრონტისა და გამარჯვებისათვის. გერმანიას კი არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს ნება ყოველ ნახევარ წელიწადში კარგავდეს ექვს მილიონ ჯარისკაცს, ეს კი ნიშნავს – რომ ყველაზე უფრო ახლო ხანში, „ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ თავის ბოროტმოქმედებათა სიმძიმის ქვეშ წაიქცევა“. სწორედ ასეთი პერსპექტივა დახატა სტალინმა, როცა 1941 წ. 7 ნოემბრის პარადზე მავზოლეუმის ტრიბუნიდან გამოდიოდა. და სამხედრო პროპაგანდის თვალსაზრისითაც (რომელსაც არა აქვს უფლება იყოს მართალი) მან თქვა ის, რაც საჭირო იყო ეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ბრძოლაში მიდიოდნენ.
ომის შემდეგ და გამარჯვების შემდეგ საბჭოთა „ისტორიკოსებმა“ მიიღეს დავალება – გაეძლიერებინათ ტყუილი, მაგრამ, ამასთანავე გაეხადათ ის ცოტათი უფრო მეტად მსგავსი სიმართლისა. არ არის ადვილი დავალება – მაგრამ მათ თავი გაართვეს.
იმის შესახებ, რომ ვერმახტმა ომის დასაწყისში 4,5 (ან სულაც 6) მილიონი დაკარგა, დაივიწყეს, გაჩუმდნენ და მეტად უკვე არასოდეს გაუხსენებიათ. ლოგიკა ძალზედ მარტივია – გერმანული არქივები ამ დროისათვის გახსნილი იყო, მასალები, კერძოდ კი პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ, გამოქვეყნებული, და ა ს ე თ ი ტყუილებით გაგრძელება ნიშნავდა რომ საკუთარი თავი მთელი მსოფლიოს წინაშე სამასხარაოდ ექციათ.
„კონპენსაციის“ წესით საბჭოთა კავშირის დაუცველობის სურათი გააძლიერეს განცხადებით იმის თაობაზე, რომ ტანკების და თვითმფრინავების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ომის დასაწყისისათვის წითელი არმიის შეიარაღებაში შედგებოდნენ, უკიდურესად მოძველებულ ხარა-ხურას წარმოადგენდა, „რომლებიც ვერანაირად ვერ შეედრებოდნენ“ მოწინააღმდეგის ტექნიკას. მნიშვნელოვნად უფრო მეტად დაჟინებით დაიწყეს მიწოდება თეზისისა „მოულოდნელი თავდასხმის“ შესახებ (სტალინი ცდილობდა ყბადაღებული „მოულოდნელობის“ თეზისი განსაკუთრებით წინ არ წამოეწია, აკეთებდა რა აქცენტს სიტყვაზე „ვერაგული“, – და ეს კი ორი დიდი განსხვავებაა. თეზისი „ვერაგობის“ შესახებ ახასიათებს ჰიტლერს როგორც დამნაშავეს, თეზისს კი „მოულოდნელი თავდასხმის“ შესახებ სტალინი ბრმა, მიამიტი სულელის სახით გამოჰყავს).
ნიკიტა ხრუშჩოვმა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ასევე ცოტა უფრო მეტად დაამუშავა ომის დაწყების ისტორია. მან წარმოგვიდგინა სტალინი ჯიუტი სულელის სახით – რიჰარდ ზორგე და უინსტონ ჩერჩილი უგზავნიდნენ მას თავიანთ სახელგანთქმულ „გაფრთხილებებს“, და მას კი არაფერის გაგონება არ უნდოდა.
ამრიგად, 50-იანი წლების ბოლოსათვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ის ვერსია, რომელსაც მომდევნო ათწლეულებში მასობრივ შეგნებაში ორთქლზე მომუშავე ჩაქუჩის დაჟინებითა და ქედუხრელობით ნერგავდნენ:
ჯერ ერთი, ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, ომისთვის არ ვემზადებოდით, ჩვენი მთავრობა იბრძოდა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში და ცდილობდა არ დაეშვა სსრკ-ის ომში ჩათრევა;
მეორე, „ისტორიამ ჩვენ ცოტა დრო მოგვცა“, ამიტომ ჩვენ ვერაფრის (ტანკების, ზარბაზნების, თვითმფრინავების, თვით შაშხანების) გაკეთებაც კი ვერ მოვასწარით საჭირო რაოდენობით, და ჩვენი არმია ომში თითქმის უიარაღოდ ჩაება (ბოთლი ცეცხლგამჩენი ნარევით აქ საკვანძო როლს თამაშობდა, ამ ბოთლის შესახებ იცის ყველამ, თვით მანაც კი ვინც ომის ისტორიის თაობაზე სულ არაფერიც არ იცის);
მესამე, სტალინმა არ მისცა ნება მოეყვანათ არმია ომისათვის რაღაც საგანგებო „მზადყოფნის“ მდგომარეობაში, და ამიტომ გერმანული ბომბები „მშვიდობიანად მძინარე საბჭოთა აეროდრომებს“ დაატყდა თავზე.
ამ სამწევრიდან (რომელსაც ყველანაირი შემთხვევისათვის გადაწერდნენ ხოლმე ყველა წიგნში – სასკოლო სახელმძღვანელოდან სქელ მონოგრაფიებამდე) ადვილად და მარტივად მომდინარეობდა პასუხი საშინელ კატასტროფაში დ ა მ ნ ა შ ა ვ ე თ ა შესახებ. დამნაშავეები აღმოჩნდნენ:
ისტორია, „რომელმაც ჩვენ ცოტა დრო მოგვცა“;
ჰიტლერი, რომელმაც ორი თვით ადრე არ გააფრთხილა სტალინი თავისი განზრახვების შესახებ;
და, ბოლოს, ზედმეტი გულუბრყვილობა და მიმნდობლობა მთლიანობაში დადებითი ამხანაგი სტალინისა.
მშობლიური კომუნისტური პარტიისათვის ამ სქემაში მხოლოდ ერთი როლი იქნა დატოვებული – როლი ყველა ჩვენი გამარჯვების ორგანიზატორის და სულის ჩამდგმელისა.
ყველაფერი ნათელია, უბრალოდ, ლოგიკურად. ამ მითების ნამდვილობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის ნებისმიერი მცდელობა ფასდებოდა დიაპაზონში „დაღუპულთა ხსოვნაზე ცინიკური მკრეხელობიდან“ – „ლიტერატურულ ვლასოველთა ახალ გამოხტომამდე“.
გამოგიტყდებით – მე თვითონაც მჯეროდა ყველაფერ ამისა. ასე გამოდის, მერვე კლასამდე. შემდეგ დაიწყო ზოგიერთი ბუნდოვანი ეჭვების გამოჩენა. წლებთან ერთად ისინი მხოლოდ უფრო ძლიერდებოდა.
სინამდვილეში, ამხანაგ სტალინის დროს მთელი საბჭოთა ხალხი მუშაობდა. მუშაობდა ყველა მამაკაცი. მუშაობდა თითქმის ყველა ქალი. დეკრეტულ შვებულებას ოთხი თვით იძლეოდნენ: ორი მანამდე და ორიც მის შემდეგ. და მერე – ძუძუთა ჩვილიდან დაზგასთან. მოზარდები – პროფტექნიკურ სასწავლებელთა მოწაფეებიც ასევე მუშაობდნენ. ქვეყანა მუშაობდა ადრეული დილიდან („ჩვენ დილა სიგრილით გვხვდება“) და ღრმა ღამემდე.
სამხედრო ქარხნები კი ომამდე უკვე დიდი ხნით ადრეც სამ ცვლაში მუშაობდნენ, დილიდან და დილამდე. ამასთან, შენიშნეთ, ასეულობით მილიონი მუშაკიდან არავინ მუშაობდა მერჩენდაიზერად, სპიჩრაიტერად, იმიჯმეიქერად, თრეიდერად, ბროკერად, დილერად, შმილერად ... ყველა კონკრეტულად ხნავდა.
მაინც სად გაქრა წარმოებული პროდუქტი?
როგორ შეიძლებოდა რომ ჩვენთან აღმოჩენილიყო ნაკლები ტანკი - თვითმფრინავი, ვიდრე გერმანიაში? მაშინ რას აკეთებდნენ ეს დღეღამურად მბოლავი ქარხნები – ჩითს კომკავშირელი გოგონებისა და ქალებისთვის? მაცივრებსა და წვენის გამომწურავებს კომუნალური სამზარეულოებისთვის?
შრომის დაბალი მწარმოებლურობაა? არ აჩქარდეთ, პატივცემულო მკითხველო, არ აჩქარდეთ ასეთი ეჭვებით. მოდით დასაწყისისათვის მცოდნე ადამიანების აზრიც მოვისმინოთ.
1936 წ. სსრკ-ის საავიაციო ქარხნებს შეძლო სწვეოდა ლუი შარლ ბრეგე, უმსხვილესი ფრანგული ავიასამშენებლო ფირმის ხელმძღვანელი (რომელიც ფირმა „დასოსთან“ ერთობლივად დღემდე რეაქტიულ „მირაჟებს“ უშვებს). სსრკ-ში მგზავრობის შესახებ თავის ანგარიშში მან დაწერა: „იყენებს რა მუშათა ათჯერ უფრო მეტი რაოდენობის შრომას, ვიდრე საფრანგეთი, საბჭოთა საავიაციო მრეწველობა უშვებს 20-ჯერ უფრო მეტ თვითმფრინავს“. 1941 წ. აპრილში გერმანიის სამხედრო-საჰაერო ატაშე გ. აშენბრენერი ათი ინჟინრისაგან შემდგარი ჯგუფით ეწვია სსრკ-ის მთავარ საავიაციო საწარმოებს (ЦАГИ-ს, მოსკოვის ქარხნებს # 1, 22, 24, რიბინსკისა და პერმის ძრავების ქარხნებს). ანგარიშში, რომელიც გერინგს წარუდგინა, აშენბრენერი წერდა: „თითოეული ამ ქარხნებიდან გიგანტური საწარმო გახლდათ, სადაც სამი ცვლიდან თითოეულში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, სამუშაო მშვენივრადაა ორგანიზებული, ყველაფერი წვრილმანებამდეა გათვლილი, აღჭურვილობა თანამედროვეა და კარგ მდგომარეობაშიც...“.
გერმანიაში კი მაშინ ორნახევარჯერ უფრო ნაკლები ადამიანი იყო, ვიდრე სსრკ-ში. გერმანელი ფრაუ სახლში იჯდა და ქინდერებს ზრდიდა. წამოზრდილი ქინდერები ნაცისტურ სიმღერებს მღეროდნენ და მწყობრით დადიოდნენ, ჭიმავდნენ რა წინ ფეხის წვერებს, მუშაობის შემდეგ კი არა, არამედ მუშაობის ნაცვლად. მსოფლიო ომის მეორე წელს გერმანიის საავიაციო ქარხნები ერთ ცვლაში მუშაობდნენ! ომში ზედეფიციტური ალუმინი ბაღის პატარა სახლებისა და მსხლის შეგროვებისათვის მისადგმელი კიბეების წარმოებაზე იხარჯებოდა. გერმანული ქარხნების საწარმოო სიმძლავრეები პატეფონებისა და ველოსიპედების, რადიომიმღებებისა და მსუბუქი ავტომობილების, მოთელილი ბალახის დამწნეხავებისა და სამართებლების დამზადებით იყო დატვირთული. პირველი საბრძოლო ტანკების, თვითმფრინავების, წყალქვეშა ნავების სერიული წარმოება მხოლოდ 1935–1936 წლებში დაიწყო – თითქმის მსოფლიო ომის დაწყების წინა ხანებში.
მაშინ როდის მოახერხეს გერმანელებმა შეექმნათ სწორედ ის ყბადაღებული „მრავალჯერადი აღმატებულობა ტანკებსა და თვითმფრინავებში“? რისგან შეეძლოთ მათ მისი შექმნა?
გერმანიაში არ არის თავისი ბოქსიტები, თავისი ნიკელი, მარგანეცი, ვოლფრამი, სპილენძი, კაუჩუკი, ნავთობი... უბრალო ქვანახშირი და რკინის მადანიც და ისინიც კი არ იყო საკმარისი, მთელი ომის განმავლობაში გერმანელებს უხდებოდათ რკინის მადანი შვედეთიდან ზღვით შეეტანათ. მოკავშირეთა ავიაციის ბომბების ქვეშ. სტალინს კი ფეხქვეშ ჰქონდა მთელი ცხრილი მენდელეევისა, მათ რიცხვში – უჟანგავი ოქრო, რის ფასადაც საფრანგეთში, ამერიკაში, იმავე გერმანიაში შეისყიდებოდა ყველაფერი: უახლესი აღჭურვილობა – მთლიანი ქარხნები, უახლესი ავიაძრავები, მსოფლიოში საუკეთესო სატრანსპორტო თვითმფრინავები, საუკეთესო სპეციალისტები და ყველაზე უფრო გასაიდუმლოებული ნახაზები.
და ყველაფერი ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რათა წითელი არმია თუნდაც ახლადშობილ ვერმახტზე არანაკლებად შეეიარაღებინათ?
ამ საკითხებზე ფიქრებისაგან ავტორი რამდენჯერმე მოწყვიტა საავიაციო ინსტიტუტში სწავლამ, შემდეგ – „საფოსტო ყუთში“ ლაზერული ზარბაზნის დაპროექტებამ, შემდეგ – ქვანახშირის საცეცხლფარეშოში მუშაობამ და საჯაროობისა და გადატეხვის ეპოქის საზოგადოებრივმა ბრძოლამ.
რისთვისაც ვიბრძოდით – ის მივიღეთ კიდეც. ჰო, გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე სურვილი გვქონდა, მაგრამ მაინც 90-იანი წლების დასაწყისში სამეცნიერო მიმოქცევაში იქნა შემოტანილი დიდი რიცხვი დოკუმენტებისა ომის წინა ხანისა და მისი დასაწყისის დროიდან, ღია ბეჭდურ სიტყვაში იქნა გამოქვეყნებული საბჭოთა სამხედრო ისტორიკოსების მანამდე გასაიდუმლოებული შრომები. გარდა ამისა, გახსნილობის, ბეჭდური სიტყვისა და ინტერნეტის ახალმა დროებამ ხელმისაწვდომი გახადა დამოუკიდებელი მკვლევარისათვის გერმანელი ისტორიკოსებისა და მემუარისტთა შრომების უმდიდრესი საგანძურები. და თუმცა კი დოკუმენტური მასალების უზარმაზარი პლასტები დღევანდლამდე მაინც ჯერ კიდევ იმალება ხალხისაგან (ამასთან ყოველგვარი პატივსაცემი ახსნა-განმარტების გარეშე), ის, რაც უკვე გახსნილია, სავსებით საკმარისია, რათა დეტალურად და ზუსტად შევაფასოთ მხარეთა ძალების თანაფარდობა 1941 წ. 22 ივნისისთვის არსებული მდგომარეობით.
დიახ, რა თქმა უნდა, არანაირი „ტექნიკური აღმატებულობა ვერმახტისა“ ხსენებაშიც კი არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომის ნიმუშის ზარბაზანს მიათრევდა ცხენების ექვსეული, ვერმახტის ქვეითი ჯარის გადაადგილების მთავარი საშუალება იყო თითოეული ჯარისკაცის ფეხები, და ეს ჯარისკაცი შეიარაღებულიც გახლდათ ჩვეულებრივი შაშხანით (ეს მხოლოდ ცუდ საბჭოთა კინოში დადის ყველა გერმანელი 1941 წელს „შმაისერით“, ხოლო საშტატო განრიგით კი „პირველი ტალღის“ ვერმახტის თვით ელიტურ დივიზიებშიც 11 500 შაშხანა და სულ 486 ავტომატი იყო).
რა თქმა უნდა, უკიდურესად მილიტარიზებულმა სტალინურმა იმპერიამ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის მთელი რესურსების უკიდურესი დაძაბვით დიდი ომისათვის ემზადებოდა, ისე საუკეთესოდ შეაიარაღა და აღკაზმა თავისი არმია, რომ მეტი არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ტანკები და თვითმფრინავები, საზენიტო ქვემეხები და მუხლუხიანი გამწევები, აეროდრომები და აეროსტატები წითელ არმიაში უფრო მეტი იყო, ვიდრე ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის არმიებში, ერთად აღებულში.
რა თქმა უნდა, საბჭოთა სამხედრო მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური დონე არა უბრალოდ „შეესაბამებოდა საუკეთესო მსოფლიო სტანდარტებს“, არამედ მთელი რიგი მიმართულებების მიხედვით მათ აყალიბებდა კიდეც. მსოფლიოში საუკეთესო მაღლივი გამანადგურებელ-დამჭერი (МиГ-3), მსოფლიოში საუკეთესო საავიაციო ზარბაზნები (ВЯ-23), მსოფლიოში საუკეთესო ტანკები (მსუბუქი БТ-7М, საშუალო Т-34, მძიმე КВ), მსოფლიოში პირველი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები (БМ-13, „კატჲუშა“), უახლესი არტსისტემები, რადიოლოკატორები, როტაციული კასეტური ავიაბომბები, ცეცხლსატყორცნი ტანკები და სხვა, სხვა, სხვა – ყველაფერი ეს არსებობდა, და არა ნახაზების, არა ექსპერიმენტული ნიმუშების სახით, არამედ მსხვილ სერიებში იქნა გაშვებული.
რა თქმა უნდა, ვერმახტის სამმილიონიანი დაჯგუფების თავმოყრა სსრკ-ის საზღვრებთან გამოვლენილ იქნა საბჭოთა დაზვერვის მიერ, ამასთან გამოვლენილი პოლკამდე და ეშელონამდე სიზუსტით.
და თუმცა ნამდვილი დოკუმენტები, რომლებიც გერმანული სარდლობის ოპერატიულ გეგმებს გამოავლენდა, სტალინის მაგიდაზე არასოდეს ყოფილა, აღმოსავლეთისკენ აგრესიისადმი ჰიტლერული გერმანიის საერთო სამხედრო-პოლიტიკური მზადყოფნა არ ყოფილა საიდუმლო არც სსრკ-ის უმაღლესი სახელმწიფო ხელმძღვანელობისთვის, არც წითელი არმიის უფროსი მეთაურებისთვის.
არსებული დოკუმენტები დანამდვილებით მოწმობენ იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ფარული მობილიზაცია და სტრატეგიული გაშლა დაიწყო არა საზღვარზე ქვემეხების პირველი ზალპების შემდეგ, არამედ მანამდე. რაც შეეხება ამ გაშლის მიზანს, ამის გამო შესაძლებელია (და აუცილებელიც) დისკუსია. დასავლეთის ოკრუგების ჯარების მობილიზაციისა და გაშლის დაფარვის უკანასკნელი ომისწინა გეგმები მათი მიღებიდან მხოლოდ ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ იქნა გამოქვეყნებული. მაგრამ ჯარებს ხომ თავს უყრიან და შლიან რაღაცისთვის, რაღაც ოპერაციების ჩასატარებლად, და არა უბრალოდ იმისათვის, რათა შექმნან ზედმეტი პრობლემები მათი დაფარვის აუცილებლობის გამო. შესაბამისად, დაფარვის გეგმებიც იყო მხოლოდ ნაწილი რაღაც, დღემდე გასაიდუმლოებული, დიდი გეგმისა.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, წითელი არმია ემზადებოდა ომისათვის, ამასთან ისეთი ომისათვის, რომელიც უნდა დაწყებულიყო უახლოეს კვირებში ან სულაც დღეებში. ყველაზე დიდი, რისთვისაც გერმანელებს ასეთ სიტუაციაში შეეძლოთ მიეღწიათ, ეს იქნებოდა დროსა და სივრცეში მეტად შეზღუდული ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტი. არაფერი ამაზე მეტი.
საიდან დავიწყოთ
როგორც ეს ხშირად (თუ ყოველთვის?) ხდება მეცნიერების ისტორიაში, ახალმა ცოდნამ, გადაწყვიტა რა ძველი საკითხები, დასვა ახალი, გაცილებით უფრო რთული. მას შემდეგ, რაც დამალვა „ვერმახტის მრავალჯერადი რიცხობრივი უპირატესობის“ თაობაზე წინდაწინ გამიზნულად სიცრუით მოგონილი შირმის უკან უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა, მსჯელობა ისტორიაში უმაგალითო სამხედრო კატასტროფის ნამდვილი მიზეზების შესახებ კიდევ უფრო მეტად აქტუალური და კიდევ უფრო რთული შეიქნა.
მკაცრად რომ ვთქვათ, ეს მსჯელობა დაიწყო მრავალი წლით ადრე სკკპ-ის საბოლოო დანგრევამდე. ჩვენ არც იმდენად „ზარმაცები და არაცნობისმოყვარენი“ (პუშკინი) ვართ, რომ იმ წლების დრამატულ მოვლენათა ასეულობით ათას ცოცხალ მოწმეს შორის ვერ მოძებნილიყვნენ ადამიანები, რომლებიც მზად იქნებოდნენ ეჭვი შეეტანათ ოფიციოზური ბოდვის სინამდვილესა და სარწმუნოობაში. უკვე ხრუშჩოვისეული „დათბობის“ ხანაში სამხედრო საიდუმლოების თვალშეუღწეველი წყვდიადიდან რაღაც-რაღაც ციფრები, ფაქტები, დოკუმენტები გამოფრინდა, რომელთა გამოქვეყნების შემდეგაც უწინდელი ტყუილების გაგრძელება სავსებით უწესო საქმედ იქცა. არ შეიძლება არ ვახსენოთ, მაგალითად, დაშიჩევის ორტომიანი მონოგრაფია „გერმანული ფაშიზმის სტრატეგიის გაკოტრება“. თუმცა იგი მთლიანად იყო მიძღვნილი გერმანიის ისტორიისადმი, და ნებისმიერ შედარებებს ავტორი წინდახედულად თავს არიდებდა, მაინც თვალებისა და ტვინის მქონე მკითხველს უკანასკნელი ეჭვებიც კი უქრებოდა „ტანკებსა და ავიაციაში ვერმახტის მრავალჯერადი აღმატებულობის“ თაობაზე.
კიდევ უფრო შორს წავიდნენ ნეკრიჩი და გრიგორენკო. უზარმაზარი რაოდენობით დათქმების, ბოდიშის მოხდისა და გამართლებათა თანხლებით მათ მაინც შავით თეთრ ქაღალდზე დაწერეს, რომ არანაირი რიცხობრივი ან ტექნიკური აღმატებულობა ვერმახტისა წითელ არმიაზე არ ყოფილა. ერთი მათგანისათვის ეს სსრკ-დან გაძევებით დასრულდა, მეორისთვის კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩამწყვდევით.
„ახალი აზროვნების“ ეპოქაში მათი საქმე განაგრძო (ისე რომ, ალბათ – თვითონ არც კი უეჭვია ამის თაობაზე) ვიქტორ სუვოროვმა. თავისი იშვიათი ნიჭით პუბლიცისტისა, გააფთრებული დაჟინებით ადამიანისა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს მიაგნო ერთადერთ ჭეშმარიტებას, ვ. სუვოროვმა თავის ტრილოგიაში („ყინულმჭრელი“, „დღე-М“, „უკანასკნელი რესპუბლიკა“) ქვა ქვაზე არ დატოვა ცრუ მითისაგან წყნარი, მშვიდობიანი და თითქმის უიარაღო სტალინური იმპერიის შესახებ.
დასანანია. დაამსხვია რა ძველი მითები, ვ. სუვოროვმა იჩქარა შეეცვალა ისინი ახლით. აღმოჩნდა, წითელი არმია იყო დიდი და ძალმოსილი – მაგრამ მარტო 1941 წ. 22 ივნისის დილის სამ საათამდე. მომდევნო დღეს იგი უკვე სისხლისაგან დაცლილი და განიარაღებული შეიქნა ჰიტლერელთა მოულოდნელი თავდასხმისაგან.
სუვოროვის ტრილოგიის ფურცლებიდან უბრალოდ იღვრება პირველი განმაიარაღებელი დარტყმის საზეიმო სიმღერა:
„...მოულოდნელად დარტყმისას საბჭოთა ტანკისტები ჯერ კიდევ მანამდე დახოცეს, სანამ ისინი თავიანთ ტანკებამდე მიირბენდნენ, ხოლო ტანკები კი დაწვეს ანდა ეკიპაჟების გარეშე ხელში ჩაიგდეს... მოულოდნელი დარტყმა აეროდომებზე თვალს უბნელებს სატანკო დივიზიებს... საბჭოთა სადაზვერვო თვითმფრინავებს არ შეუძლიათ ცაში აფრენა... ჩვენს ციკლოპს თვალი ამოთხარეს. ჩვენი ციკლოპი ბრმაა. იგი ფოლადის მუშტებს იქნევს და უძლური მძვინვარებით ბღავის...“ და ასე შემდეგ.
უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის სუვოროვმა შემოგვთავაზა თავისი, გაცილებით უფრო სიმართლის მსგავსი ვარიანტი ასეთი კონფუზის მიზეზის ასახსნელად – წითელი არმია თავდასხმისათვის თვითონ ემზადებოდა და ვითომ ამის გამოც ყოველგვარი სიფრთხილის შესახებ დაივიწყა. კომუნისტური „ისტორიკოსების“ დამცინავად სულელურ ვერსიასთან შედარებით (იმის თაობაზე, თუ როგორ ეშინოდა გაუბედავ და გულუბრყვილო სტალინს მიეცა ჰიტლერისათვის „საბაბი შემოსაჭრელად“) სუვოროვის ჰიპოთეზა ძალზედ სოლიდურადაც გამოიყურება.
ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ მითშემოქმედების ამ ვარიანტში ვ. სუვოროვი პირველი არ ყოფილა.
იმავე გრიგორენკომ ჯერ კიდევ 1967 წ. დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ დაუჯერა „სულელმა“ თავდაცვის სახალხო კომისარმა ტიმოშენკომ კიდევ უფრო „სულელ“ სტალინს და 22 ივნისს დღისით მთელი არტილერია დასავლეთისაკენ დაძრა.
დაბნელებამდე მაინც დაეცადათ – არა და მათ იგი ბანაკებიდან და შესაფარებლებიდან დღისით გამოიყვანეს. და აი აქ დააცხრა მას თავზე მტრის ავიაცია. და გაანადგურა. მთლიანად. ყველა სამოცი ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. თითოეულმა გერმანულმა ბომბდამშენმა (ისინი კი ამ აღმოსავლეთის ფრონტზე ცხრაასი იყო), მიქროდა რა დედამიწის თავზე როგორც მითიური ვალკირია უძველესი სკანდინავიური საგებიდან, ერთბაშად თითო-თითო საბჭოთა საარტილერიო პოლკი გაანადგურა. მაგარია...
შემდეგ, მე-2 ნაწილში ჩვენ დაწვრილებით, ფანქრით ხელში, განვიხილავთ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შეეძლო, რა გააკეთა და რა არ შეეძლო გაეკეთებინა გერმანულ ავიაციას. ჯერჯერობით კი უბრალო საღ აზრს მივმართავთ და მას ერთ წყვილ უბრალო შეკითხვას დავუსვამთ.
რატომ თვითონ „ჰიტლერელმა შევარდნებმა“ არაფერი იციან თავიანთი უდიდესი მიღწევების შესახებ?
ლჲუფტვაფეს ისტორიაში დაწერილია მთები წიგნებისა. არის მონოგრაფიები, რომლებიც მიძღვნილია ცალკეული ტიპების თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებისადმი, არის მონოგრაფიული კვლევები თითქმის თითოეული საავიაციო ესკადრის საბრძოლო გზისა, და ეს ყველაფერი – გერმანული გულმოდგინებით, თითოეული თვითმფრინავის ქარხნული ნომრისა და ეკიპაჟის ყველა წევრის სამხედრო წოდებათა ზუსტი ჩვენებით. მაგრამ იმის შესახებ კი, თუ 1941 წ. 22 ივნისს მათ მთელი წითელი არმია როგორ „განაიარაღეს“, – ერთი სიტყვაც არსად დაწერილა. მკვეხარა დოქტორ გებელსსაც ამის თაობაზე არავისთვის არაფერი უთქვამს!
მეორეს მხრივ, და რა, ჩვენს „შევარდნებს“ არაფერი მსგავსი არ უქნიათ? რა თქმა უნდა, არა, ჩვენ ხომ 1941 წ. ივნისზე ვლაპარაკობთ. მაშინ ხომ ჩვენ თვითმფრინავები კი არ გვყავდა, არამედ „უიმედოდ მოძველებული კუბოები“, და მფრინავები „6 საათის ნაფრენით“. მაგრამ 43, 44, 45 წლებში, მაშინ, როცა საბჭოთა ავიაპოლკების ნუმერაცია ათასს მიუახლოვდა, როცა ჩვენ აბსოლუტური ბატონობა მოვიპოვეთ ჰაერში, – რატომ-ღა მაშინ არ იქნა ვერმახტი განიარაღებული, ტანკების, არტილერიის, საწყობების გარეშე დატოვებული ერთ დღეში ერთი მძლავრი დარტყმით ჰაერიდან?
და რატომ არ არის არაფერი მსგავსი ინგლისური სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში? არც ფრანგულის, არც ამერიკულის? ამერიკელები გერმანიას (რომლის ტერიტორიაც ჩენი ომისწინანდელი დასავლეთის ან კიევის სამხედრო ოკრუგების ტერიტორიაზე ნაკლებია) 1943 წ. გაზაფხულიდან ბომბავდნენ. ამერიკელებმა ერთ სამხედრო ობიექტზე ერთი თავდასხმის დროს რამდენიმე კილოტონა ბომბები გადმოყარეს. ნორმანდიაში გადმოსხმის დღეს (1944 წ. 6 ივნისს) მოკავშირეთა თითოეულ დივიზიას მთლიანობაში 260 საბრძოლო თვითმფრინავი უჭერდა მხარს (ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის ტეილორის დაანგარიშებებით) – 10-ჯერ მეტი, ვიდრე ვერმახტის ერთ დივიზიაზე 1941 წ. 22 ივნისს მოდიოდა. და მაინც – თვით ათი თვის შემდეგაც კი, 1945 წლის გაზაფხულზე, ვერმახტი ჯერ კიდევ იბრძოდა, თანაც სულაც არა ნავთით ავსებული ბოთლებით იბრძოდა...
სერიოზულად რომ ვთქვათ, ამის გამო დისკუსიის წარმოება სისულელეა. საშუალო სკოლის თითოეულმა გამოშვებულმა უნდა იცოდეს, რომ ცხრა განტოლებისაგან შემდგარი სისტემის ამოხსნას ათი უცნობით, შეიძლება სრულიად მშვიდი სინდისით არც კი შევუდგეთ. მას უბრალოდ ამოხსნა არ გააჩნია.
განადგურება (ან, სულ მცირე, მნიშვნელოვნად დასუსტება) ერთი დამსწრები დარტყმით არმიისა, რომელიც ომის დასაწყისისათვის 198 მსროლელ, 13 საკავალერიო, 61 სატანკო, 31 მოტორიზებულ დივიზიას, 16 საჰაერო-სადესანტო და 10 ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადას მოითვლიდა, ბირთვულ ეპოქამდე აბსოლუტურად შეუძლებელი გახლდათ. და XXI საუკუნის შეიარაღებებითაც კი ასეთი ამოცანის გადაწყვეტისათვის (გიგანტურ საომარ მოქმედებათა თეატრზე საბჭოთა სამხედრო პოტენციალის განწერტვის /განაწილების/ გათვალისწინებით) სარაკეტო-ბირთვული ძალების უზარმაზარი კონცენტრაციის თავმოყრა გახდებოდა საჭირო.
რეალობაში დაზიანების ძირითად საშუალებას, რომელიც ვერმახტს 1941 წლის ზაფხულში გააჩნდა, წარმოადგენდა არტილერია. ძირითადი კალიბრები: 75, 105, 150, 210 მმ. სროლის მაქსიმალური სიშორე – 10-დან 20 კილომეტრამდე. სწორედ ამ ციფრებით განისაზღვრება კიდეც პრინციპში შესაძლებელი სიღრმე პირველი დარტყმისა. საბჭოთა პოლკებისა და დივიზიების ცხრა მეათედი 22 ივნისის დილას ამ ზონის გარეთ იმყოფებოდა, 50 -500 -1500 კმ-ზე საზღვრიდან, და ამიტომ ომის არც პირველ, არც მეორე, არც მესამე დღეს თეორიულადაც კი არ შეიძლებოდა ისინი განადგურებული ყოფილიყვნენ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვით ცოფიანი ფიურერიც კი არ მოითხოვდა თავისი არმიისაგან ასეთ ზეეფექტურობას. „ბლიცკრიგის“ გეგმიური ხანგრძლივობა რუსეთში მაინც თვეებით, და არა დღეებით იზომებოდა, და წითელი არმიის განადგურებაც „სატანკო სოლების წინ მამაცურად გაყვანით“, და სულაც არა „იუნკერსების“ ერთი გაბედული თავდასხმით იყო ნავარაუდევი.
მიუხედავად ამისა, სუვოროვის კონცეფცია ძალზედ იღბლიანად ჩაეწერა იმ „მატრიცაში“, რომელიც უკვე იყო ჩამოყალიბებული მრავალწლოვანი კომუნისტური პროპაგანდის მიერ მის მკითხველთა შეგნებაში.
დიახ, მთელი გარეგნული შეუთავსებლობის პირობებში სუვოროვის ვერსიაცა და ხრუშჩოვ – სტალინის ვერსიაც ერთიანი არიან მთავარში: ს ა მ ხ ე დ რ ო / კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ი ს / მ ი ზ ე ზ ს / ი ს ი ნ ი / ტ ა ნ კ ე ბ ს ა / დ ა / თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ე ბ ს / შ ო რ ი ს / ე ძ ე ბ ე ნ, გულმოდგინედ უვლიან რა გვერდს ამ დროს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ტანკისტების, არტილერისტების, მფრინავების, მეტყვიამფრქვევეთა და მათი მეთაურების მოქმედებებთან (ან უმოქმედობასთან).
ძნელია ითქვას, იყო თუ არა ის „ცრუ კვალი“, რომელზედაც ვიქტორ სუვოროვმა თავის მიმდევართა ბრბოები მიმართა, კეთილსინდისიერი შეცდომის შედეგი, თუ ჩვენ მაინც საქმე გვაქვს წინასწარგანზრახულ ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკანასკნელ წლებში ისტორიულ ლიტერატურაში ყველაზე უფრო ფართო სვლა მიიღო სუვოროვისეულმა ორივე ლეგენდამ: „ვერმახტის პირველი განმაიარაღებელი დარტყმის“ შესახებაც, და იმ ის თაობაზეც, რომ წითელი არმიის განადგურება განპირობებული იყო იმით, რომ ჯარები, რომლებსაც ასწავლიდნენ, აიარაღებდნენ და ამზადებდნენ შეტევითი ოპერაციების წარმოებისათვის, 1941 წ. 22 ივნისს იძულებული შეიქნენ თავდაცვაზე გადასულიყვნენ.
მრავალრიცხოვანმა „სუვოროველებმა“ უკვე მოასწრეს აეგოთ მთელი თეორია იმის შესახებ, რომ არმია, მზადმყოფი უტევდეს, და არმია, რომელსაც წარმატებული თავდაცვის უნარი გააჩნია, – ეს ორი განსხვავებული არმიაა, რომ არის ხოლმე, როგორც ჩანს, რაღაცნაირი განსაკუთრებული „შეტევითი“ ტანკები და თვითმფრინავები და რომ მხოლოდ თავისი გეგმებისა და შეიარაღებათა ერთმნიშვნელოვნად შეტევითი ხასიათის ძალით მუშურ-გლეხური წითელი არმია (მგწა) უუნარო აღმოჩნდა სტრატეგიული თავდაცვის წარმოებაში.
აბსურდულობა (თუ არა წინასწარგანზრახული ანეკდოტურობა) თეორიისა არმიის შესახებ, რომელსაც მხოლოდ შეტევა შეუძლია, საკმარისად აშკარაა და თავისთავად არ მოითხოვს მრავალგვერდიან უარყოფას. სულაც არ არის აუცილებელი გენერალური შტაბის აკადემიის დასრულება იმისათვის, რათა გაიგო, რომ შეტევა საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გაცილებით უფრო რთული სახეობა გახლავთ, ვიდრე თავდაცვა. რთული სწორედ იმიტომ, რომ შეტევა უყენებს უფრო მაღალ მოთხოვნებს მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემას, რომელთაგანაც ამ შემთხვევაში მოითხოვება მოქნილი, სწრაფი, არაშაბლონური რეაგირება დინამიურად განვითარებად (ცვალებად) ვითარებაზე.
წარმოდგენა სარდლობისა, რომელსაც გააჩნია უნარი წარმატებული, სწრაფი და გაბედული შეტევის ორგანიზებისთვის, მაგრამ ამ დროს არ შეუძლია მოახდინოს პოზიციური თავდაცვის ორგანიზაცია საკუთარ, თითოეულ ბილიკამდე ცნობილ ტერიტორიაზე, ისევე შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია იპოვნოთ ჯაზის ვირტუოზული პიანისტი, რომელსაც არ შეეძლება ნოტებით „ძაღლური ვალსი“ დაუკრას.
დაბოლოს, ეგრეთ წოდებულ „შეტევით“ არმიას, შეიარაღებულს მსოფლიოში საუკეთესო „შეტევითი“ ტანკებით, ყოველთვის შეუძლია ისარგებლოს თავდაცვის წარმოების სწორედ იმ ხერხით, რომელიც ყველა დროში ითვლებოდა საუკეთესოდ, – თავად გადავიდეს კონტრშეტევაზე. ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი მოიძებნება, მაგრამ ყველაზე უფრო კაშკაშა მაგალითი, ჩვენი შეხედულებით, ისრაელის თავდაცვის არმიის გამოცდილება გახლავთ.
ეს არმია არასოდეს არც კი ცდილობდა თვითმკვლელობრივ პოზიციურ თავდაცვაში ჩადგომას, ისრაელი გეოგრაფიული პირობების გამო (ტერიტორიის მინიმალური სიგანე გაეროს 1947 წ. რეზოლუციის საზღვრებში 18 კმ შეადგენს). 1967 წელსაც და 1973-შიც ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიული ამოცანა მოწინააღმდეგის მრავალჯერადად აღმატებული ძალებისაგან კონტრშეტევაზე გადასვლით იქნა გადაწყვეტილი, თანაც 1973 წ. ოქტომბერში ასეთი გადასვლის განხორციელება ყოველგვარი ოპერატიული პაუზის გარეშე მოუხდათ, მაშინვე მას შემდეგ, რაც სუეცის არხის მიჯნაზე ეგვიპტური არმიის შემოტევის შეკავების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
ცდილობდა თუ არა წითელი არმია 1941 წ. ზაფხულში მსგავსი სახით ემოქმედა? რა თქმა უნდა – დიახ.
თვით ოფიციალური ისტორიული მეცნიერებაც კი უკვე მზად არის აღიაროს, რომ „ბლიცკრიგის ფაშისტური სტრატეგიისადმი დაპირისპირებულ იქნა არა თავდაცვა, მათ შორის მანევრული თავდაცვაც, მოულოდნელი და კარგად მომზადებული კონტრდარტყმების ფართო გამოყენებით, არამედ, არსებითად, შემოჭრილი მოწინააღმდეგის ელვისებური განადგურების სტრატეგია“. (3)
როგორც ყოველთვის კაშკაშად და ხატოვნად გამოხატა იგივე აზრი ვ. სუვოროვმა: „წითელი არმიის რეაქცია გერმანულ შემოჭრაზე – ეს არ არის რეაქცია ზღარბისა, რომელმაც თავისი ეკლები გამოუშვა, არამედ უზარმაზარი ნიანგის რეაქციაა, რომელიც, იცლება რა სისხლისაგან, ცდილობს შეუტიოს“. უფრო ზუსტად ვერ იტყვი.
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე წითელი არმიის კონტრდარტყმების რიგ-მონაცვლეობა (შაულჲაისთან, დაუგავპილსთან, ოსტროვთან, ველიკი ლუკებთან, სტარო რუსასთან) ომის პირველი დღეებიდან თვით 1941 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდეც კი გრძელდებოდა.
მთავარ, დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე, მინსკ – სმოლენსკ – მოსკოვის ხაზზე, მრავალჯერადი, პრაქტიკულად შეუჩერებელი მცდელობები გადამწყვეტ კონტრშეტევაზე გადასასვლელად მთელ ზაფხულს, 10 სექტემბრამდე გრძელდებოდა, როცა საბოლოოდ დასავლეთის, სარეზერვო და ბრჲანსკის ფრონტების ჯარები უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანებით თავდაცვაზე გადავიდნენ.
მთელი ამ შეტევითი ოპერაციების დაწვრილებით გარჩევა სცილდება ამ წიგნის ფარგლებს.
მეორეს მხრივ, ამ დარტყმების საბოლოო შედეგი თვით სკოლის კეთილსინდისიერი მოწაფისთვისაც კი უნდა ყოფილიყო ცნობილი. არაფერი, გარდა ასეულობით საკადრო დივიზიის, ათეულობით ათასი ტანკისა და თვითმფრინავის დაკარგვისა, კონტრშეტევაზე გადასვლის ყველა ამ მცდელობას არ მოუტანია. წითელი არმია აღმოჩნდა უუნარო შეტევისთვის ზუსტად ისევე, როგორც იგი აღმოჩნდა უუნარო მდგრადი პოზიციური თავდაცვის შექმნაში ისეთ უმძლავრეს ბუნებრივ მიჯნებზე, როგორებსაც მდინარეები ნემანი, დნეპრი, დნესტრი, სამხრეთ ბუგი, დასავლეთ დვინა წარმოადგენენ.
ამ კონსტატაციაზე მთელი დისკუსია „სუვოროველებთან“, პრინციპში, შეიძლება დავამთავროთ, ისე რომ არც კი გვქონდეს დაწყებული. და მაინც წითელი არმიის პირველი კონტრდარტყმების გულმოდგინე და დეტალურმა ანალიზმა შეიძლება მიგვიყვანოს მნიშვნელოვან დასკვნებთან მისი განადგურების ნამდვილი მიზეზების თაობაზე. აი რატომ გადაწყვიტა ავტორმა აეგო წიგნი სამი შეტევითი ოპერაციის გულდასმით განხილვაზე, ამასთან სწორედ მათი, რომელთა გამოც შეიძლება, ისე რომ არ ჩავიდინოთ ცოდვა ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ითქვას, რომ ესენი იყო ყველაზე უფრო მძლავრი, საბრძოლო ტექნიკითა და მეთაურთა საკადრო შემადგენლობით ყველაზე უფრო უზრუნველყოფილი კონტრდარტყმები წითელი არმიისა.
სენსაციები არ იქნება
„მუზების მსახურება არ ითმენს დაბნეულობას“. მით უმეტეს არ ითმენს დაბნეულ აჩქარებულობას სამხედრო ისტორია. მკითხველმა მოთმინებას უნდა მოუხმოს. ურთულეს კითხვებზე სწრაფი პასუხები ვერ იქნება. არ იქნება არც უკანასკნელ წლებში ამდენად პოპულარული „სენსაციური დოკუმენტები“, რომლებიც ყოფილი სტალინური მონებისა და სხვა ბულვარულობის „აღმოჩენებს“ არყევენ.
წინ გველოდება ასეულობით გვერდი რთული, ციფრებით, თარიღებით, დივიზიების ნომრებითა და სატანკო ზარბაზნების კალიბრებით გადაჯერებული ტექსტისა. გზა და გზა შევჩერდებით თითოეული „საზოგადოდ ცნობილი“, „თავის თავად გასაგები“, ხშირად ნახმარი საშინაო ფეხსაცმელივით ჩვეულებრივად ქცეული მტკიცების წინაშე იმისათვის, რათა გავიგოთ – და მაინც რა იმალება სინამდვილეში ამ ფესვგამდგარი მითების უკან?
ნ ა წ ი ლ ი 1
დაკარგული ომი
სამშაბათი, 17 ივნისი
იმ წელს 17 ივნისის დღე სამშაბათზე მოვიდა. ჩვეულებრივი ზაფხულის სადაგი დღე გახლდათ. ცენტრალური გაზეთების სათაურები სუნთქავდა აუშფოთველობით, რომელიც მეტად ახლოს იყო მოწყენილობასთან. მეწინავე წერილი „იზვესტიაში“ სახელწოდებით: „საკოლმეურნეო ფართომოთხოვნილებისა და ადგილობრივი ინიციატივის შესახებ“. შემდეგ მოდის წერილები „ახალი სესხის რეალიზაციის შედეგები“ და „პროფკავშირულ-კომკავშირული კროსი დაიწყო“. გარკვეულ გამოცოცხლებას მხოლოდ უკანასკნელ გვერდზე აღმოაჩენდით. იქ, სადაც იყო გამოქვეყნებული მთავკონსერვის მგზნებარე მოწოდება: „შუშის ცარიელი ქილები და ბოთლები დააბრუნეთ!“
ამ მშვიდობიანი მადლის ფონზე განსაკუთრებით კონტრასტულად გამოიყურებოდა ნომრის მეორე გვერდის სათაურები, რომელიც საზღვარგარეთული ცხოვრების მოვლენებს ეძღვნებოდა: „ომი ევროპაში“, „ომი სირიაში“ (პატივცემული მკითხველო, თქვენ გახსოვთ – ვინ ვის ეომებოდა 1941 წლის ივნისში სირიაში?), „ომი აფრიკაში“, „კვიპროსისა და ჰიბრალტარის დაბომბვები“, „შეერთებული შტატების საომარი ღონისძიებანი“. „იზვესტიის“ ყოველ მკითხველს შეეძლო, ასეთნაირად, თვალსდაჩინოდ შეეფასებინა ნაყოფები საბჭოთა კავშირის ბრძნული, უცვლელად მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკისა.
და მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მთელ უზარმაზარ ქვეყანაში იცოდა, რომ მძლავრი სტალინური დარტყმების დიდი სერიიდან, რომლებიც 1941 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, ერთი უკვე დაიწყო. 17 ივნისის სწორედ იმ დღეს, 1-ლი მექანიზებული კორპუსის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ჩერნჲავსკიმ ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის შტაბის უფროსისაგან მიიღო ბრძანება ფეხზე წამოეყენებინა საბრძოლო განგაშით 1-ლი სატანკო დივიზია.
სიტყვამ მოიტანა და, ავტორი სულაც არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მან სწორად მიუთითა სახელწოდება შტაბისა, რომელსაც 1941 წლის 17 ივნისს გენერალ-მაიორი ნიკიშევი ხელმძღვანელობდა. იყო თუ არა ეს ჯერ კიდევ ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის შტაბი თუ უკვე ჩრდილოეთის ფრონტის შტაბი? სწორ პასუხს ამ კითხვაზე აქვს უზარმაზარი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა.
ფრონტები საბჭოთა კავშირში არასოდეს იქმნებოდა მშვიდობიანობის დროს (30-იანი წლების ბოლოდან გაშლილი შორეული აღმოსავლეთის ფრონტი შეიძლება მხოლოდ „წესის დამამტკიცებელი გამონაკლისის“ მაგალითი გახლდეთ, – იაპონიის მიერ ოკუპირებული ჩინეთის საზღვარი ხან დიდი, ხანაც მცირე შეიარაღებული კონფლიქტებით უწყვეტად ფეთქდებოდა). ფრონტების გაშლა სსრკ-ის დასავლეთ საზღვრებთან ყოველთვის წინ უძღოდა საბრძოლო მოქმედებების მალე დაწყებას.
1939 წ. 11 სექტემბერს ბელორუსიისა და კიევის საგანგებო სამხედრო ოკრუგების ბაზაზე ჩამოყალიბებულ იქნა ორი ფრონტი – ბელორუსიისა და უკრაინის. ექვსი დღის შემდეგ დაიწყო შეჭრა პოლონეთში, რომელიც 1939 წლის სექტემბრის ბოლოს ომამდელი პოლონეთის ტერიტორიის 51 %-ის საბჭოთა კავშირთან „შემოერთებით“ იქნა დასრულებული. (ფრჩხილებში შევნიშნავთ, რომ პოლონეთსა და სსრკ-ს შორის 1932 წ. დაიდო ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, და ამ მომენტიდან საბჭოთა კავშირი არასოდეს ხდიდა სადაოდ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრების კანონიერებასა და „სამართლიანობას“).
ომი დასრულდა – და 14 ნოემბრიდან თავდაცვის სახალხო კომისრის (სახკომის) ბრძანებით # 0177 ფრონტები კვლავ სამხედრო ოკრუგებად იქნა გარდაქმნილი ძველი სახელწოდებებით. (1, გვ. 328)
1940 წ. 9 ივნისს კიევის ოკრუგის მმართველობის ბაზაზე შეიქმნა სამხრეთ ფრონტი, რომლის შემადგენლობაშიც იქნა ჩართული ნაწილები და შენაერთები როგორც კიევის, ისე ოდესის სამხედრო ოკრუგებიდან. ცხრამეტი დღის შემდეგ, 28 ივნისს სამხრეთ ფრონტის ჯარებმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს და 1940 წ. 1 ივლისის დღის მიწურულისათვის მთელი ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა დაიკავეს. რის შემდეგაც 1940 წ. 10 ივლისს სამხრეთ ფრონტი გაუქმებულ იქნა. (1, გვ. 218)
აი ფინეთი კი ამხანაგმა სტალინმა თავიდან პოლონეთსა ან რუმინეთზე გაცილებით უფრო ნაკლებად შეაფასა, რის გამოც საბჭოთა კავშირ – ფინეთის პირველი ომის დაწყებისათვის (1939 წ. 30 ნოემბერი) ფრონტები არ შეუქმნია.
და ვინ არ შემცდარა ჩვენგან? მაგრამ როგორც კი გამოირკვა, რომ „გამანადგურებელი დარტყმა ფინურ ჭიაღუაზე“ (სწორედ ასეთი სიტყვით ახსენებდა 1939 წლის 1 დეკემბრის ნომერში კარგი დასახელების მქონე გაზეთი „პრავდა“) გაურკვეველი ვადით ჭიანურდება, შეცდომა სწრაფად გამოასწორეს.
1940 წ. 7 იანვარს კარელიის ყელზე მოქმედი ჯარები ჩრდილო-დასავლეთის ფრონტში იქნა გაერთიანებული. სამკვირიანი დასვენებისა და ძალების მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგ 1940 წ. 1 თებერვალს გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ, რომელიც „მანერჰაიმის ხაზის“ გარღვევითა და ვიბორგის იერიშით დასრულდა. შემდეგ, მას მერე რაც 12 მარტს მოსკოვში სამშვიდობო ხელშეკრულება იქნა ხელმოწერილი, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტიც გააუქმეს (თავდაცვის სახკომის 1940 წ. 26 მარტის ბრძანება # 0013).
დანამდვილებითაა ცნობილი, რომ 1941 წლის ზაფხულში სამი ფრონტი – ჩრდილო-დასავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტები მ ა ნ ა მ დ ე იქნა გაშლილი, ვიდრე საბჭოთა ტერიტორიაზე ჰიტლერული ჯარების შემოჭრა დაიწყებოდა, შემოჭრა, რომლის რეალობაც ამხანაგმა სტალინმა მაშინვე არ დაიჯერა, თვით იმ დროსაც კი როცა ის ფაქტიურად დაწყებულ იქნა.
უკვე 1941 წლის 19 ივნისს სსრკ თავდაცვის სახკომმა მარშალმა ტიმოშენკომ გასცა ბრძანება # 0042 ამ სამი ფრონტის შტაბების 22–23 ივნისისათვის საველე საკომანდო პუნქტებზე გაყვანის შესახებ (შესაბამისად პანევეჟისში, სადგურ ობუს-ლესნაზე და ტარნოპოლში), ამასთან თვითონ საკომანდო პუნქტების მშენებლობა ტიმოშენკოს ბრძანებით 41 წ. 27 მაისს იქნა დაწყებული. (2, გვ. 180; 1, გვ. 330)
აღსანიშნავია, რომ უკვე 19 ივნისიდან ცნებებს „ფრონტი“ და „ოკრუგი“ ამ 0042 დოკუმენტებში სრულებით მკაფიოდ გამიჯნავდნენ. ასე, შიფროტელეგრამაში, რომელიც გ. კ. ჟუკოვმა 1941 წ. 19 ივნისს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სარდალს გაუგზავნა, აღინიშნებოდა: „თავდაცვის სახალხო კომისარმა ბრძანა: 22.06.1941 წ.-თვის მმართველობა გავიდეს ტარნოპოლში, დატოვებს რა კიევში თ ქ ვ ე ნ დ ა მ ი დაქვემდებარებულ ოკრუგის მმართველობას... ფრონტის მმართველობის გამოყოფა და გადასროლა უმკაცრეს საიდუმლოებად შეინახეთ...“ (გამოყოფილია ავტორის მიერ).
ამ ტელეგრამის ტექსტი მოყვანილ იქნა ყველაზე უფრო ოფიციალურ შრომაში სამამულო სამხედრო ისტორიკოსებისა: მონოგრაფიაში „1941 წელი – გაკვეთილები და დასკვნები“, რომელიც 1992 წელს გამოუშვა მაშინ ჯერ კიდევ დსთ-ის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. (3) თუმცა კი, ჯერ კიდევ ძველ საბჭოთა ხანაში ყველა სახეობის ცენზურა-გავლილ წიგნში მარშალ ბაგრამიანის მოგონებებისა (ომის წინ – კიევის ოკრუგის შტაბის უფროსის მოადგილისა) იყო ცნობა, რომ საკომანდო პუნქტზე ტარნოპოლში ისინი 21 ივნისს გაემგზავრნენ, ჰქონდათ რა ბრძანება მისულიყვნენ დანიშნულების ადგილზე 22 ივნისის დილისათვის. (110)
ამ სენსაციური ინფორმაციის სრულად შეფასება შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1996 წელს „სამხედრო-ისტორიულმა ჟურნალმა“ (თავდაცვის სამინისტროს ბეჭდურმა ორგანომ) მანამდე სრულებით საიდუმლო გეგმები გამოაქვეყნა (გრიფით „განსაკუთრებული მნიშვნელოვნებისა“, შესრულებული ორ ეკზემლარად თითოეული) დასავლური ოკრუგების ჯარების მოქმედებებისა წითელი არმიის მობილიზაციისა და ოპერატიული გაშლის დასაფარავად. (ВИЖ, № 2, 3, 4, 5, 6. 1996).
ასე რომ, ამ დოკუმენტებში შტაბების გაყვანა საკომანდო პუნქტებზე პანევეჟისში, ობუს-ლესნასა და ტარნოპოლში იგეგმებოდა დღე М-3-ში, ე. ი. მობილიზაციის მესამე დღეს ჩაეტარებინათ. საიდანაც მომდინარეობს, რომ ვ. სუვოროვმა არათუ ზედმეტად შეაფასა, არამედ უფრო ბოლომდე ვერ შეაფასა ამხანაგ სტალინის განზრახვები და დაჟინებულობა. არის სერიოზული საფუძვლები ვივარაუდოთ, რომ წითელი არმიის სრულმასშტაბიანი ოპერატიული გაშლა ევროპაში შესაჭრელად ფაქტიურად 1941 წ. 19 ან 20 ივნისს იქნა დაწყებული.
ისტორიულ და მემუარულ ლიტერატურაში გაფანტულია მრავალი მოხსენიება მეტად აღსანიშნავი მოვლენების შესახებ, რომლებიც ამ დღეებში ხდებოდა.
19 ივნისს ბალტიისპირეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის (ПрибОВО) საავიაციო ნაწილში მიიღეს ბრძანება მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასვლისა და თვითმფრინავების ოპერატიულ აეროდრომებზე განწერტვის (განაწილების) შესახებ. 18 ივნისს ПрибОВО-ის შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა კლჲონოვმა გასცა შემდეგი განკარგულება: „...ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰწთ) ზონის ნაწილებმა და საჯარისო შენაერთების ჰწთ-ის საშუალებებმა მიიღონ მზადყოფნა # 2... ბანაკებში მყოფი ჰწთ-ის ნაწილები დაუყოვნებლივ დააბრუნეთ მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში... მზადყოფნის ვადაა – 19 ივნისის 18–00-თვის“ (ВИЖ, 5/89).
19 ივნისს დასავლეთის ფრონტის სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) შტაბი ფრონტის სარდლის არმიის გენერლის დ. გ. პავლოვის მითითებით იქნა გამოყოფილი დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის (ЗапОВО) სჰძ-ის შტაბის შემადგენლობიდან და გაიგზავნა მინსკიდან დასავლეთისაკენ, სლონიმის რაიონში. (4)
კონტრ-ადმირალი ა. გ. გოლოვკო, იმ დღეებში ჩრდილოეთის ფლოტის სარდალი, თავისი მოგონებების წიგნში „ფლოტთან ერთად“ წერს, რომ სწორედ 19 ივნისს მის მიერ მიღებულ იქნა „დირექტივა მთავარი საზღვაო შტაბისაგან – მოამზადეთ წყალქვეშა ნავები ზღვაში გასასვლელად“.
20 ივნისს წითელდროშოვანი ბალტფლოტის სარდალმა ვიცე-ადმირალმა ტრიბუცმა მოახსენა იმის შესახებ, რომ „ფლოტის ნაწილები 19.06.41-დან მოყვანილი არიან საბრძოლო მზადყოფნაში გეგმა # 2-ის მიხედვით“ (ВИЖ, 5/89).
დასანანია მხოლოდ ის, რომ თვით 1989 წელშიც კი „სამხედრო-ისტორიულმა ჟურნალმა“ არ მოგვცა არანაირი ახსნა-განმარტება იმისა, თუ რა არის ეს „გეგმა # 2“...
გენერალ-პოლკოვნიკი პ. პ. პოლუბოჲაროვი, რომელიც ომის წინ ПрибОВО-ს ჯარების ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს უფროსი გახლდათ, წერს, რომ „1941 წ. 16 ივნისს 12-ე მექანიზებული კორპუსის მეთაურობამ მიიღო დირექტივა შენაერთების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ... 18 ივნისს კორპუსის მეთაურმა შენაერთები და ნაწილები საბრძოლო განგაშით წამოაყენა და ბრძანა ისინი დაგეგმილ რაიონებში გაეყვანათ. 19 და 20 ივნისის განმავლობაში ეს გაკეთებულ იქნა... 16 ივნისს ოკრუგის შტაბის განკარგულებით საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანებოდა მე-3 მექანიზებული კორპუსიც, რომელმაც ასეთივე ვადებში მოიყარა თავი მითითებულ რაიონში“ (ВИЖ, 5/89).
18 ივნისს მე-8 არმიის სარდალმა გენერალ-მაიორმა სობენნიკოვმა მიიღო ПрибОВО-ს ჯარების სარდლის ბრძანება არმიის ჯარების მის მიერ მითითებულ სახელმწიფო საზღვრის დაფარვის უბნებზე გაყვანის შესახებ. მომდევნო დღეს, 19 ივნისს, გამოვიდა ПрибОВО-ს შტაბის დირექტივა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: „...დანაღმული ველები თავდაცვითი მშენებლობის გეგმის მიხედვით იქნას დაყენებული, მიაქცევთ რა ყურადღებას სრულ გასაიდუმლოებაზე მოწინააღმდეგისაგან...“ (ВИЖ, 5/89).
სიტყვამ მოიტანა და, ნაღმების შესახებ. ომის საწყისი პერიოდის მთავარი საბჭოთა ისტორიკოსი, აკადემიკოსი, დოქტორი და პროფესორი ვ. ა. ანფილოვი თავის რიგით უკანასკნელ წიგნში სიმწრით ოხრავს: „..ჩვენში არ ყოფილა აწყობილი ტანკსაწინააღმდეგო ნღმების წარმოება. 22 ივნისისათვის ყველა საზღვრისპირა ოკრუგში ჰქონდათ სულ რაღაც (აღნიშნულია ჩემს მიერ – მ. ს.) 494 ათასი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი...“. (40, გვ. 218)
ზრუნვა „მოწინააღმდეგისათვის სრული გასაიდუმლოების“ შესახებ იქამდე მივიდა, რომ თვით ПрибОВО-ს პოლიტპროპაგანდის სამმართველოს უფროსმა ამხანაგმა რჲაბჩიმაც კი 21 ივნისის საღამოს გასცა განკარგულება: „...კორპუსებისა და დივიზიების პოლიტ-პროპაგანდის განყოფილებებმა წერილობითი დირექტივები არ მისცენ ნაწილებში, პოლიტმუშაობის ამოცანები დაისვას ზეპირად თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით...“. (61)
კონსპირაცია, კონსპირაცია და კიდევ ერთხელ კონსპირაცია... ნუთუ არ შეიძლებოდა ენდოთ ქაღალდისათვის ისეთი ამოცანები, როგორიცაა „იყვნენ მზად დაიცვან საბჭოთა ხალხის მშვიდობიანი აღმშენებლობითი შრომა“, „უცხო მიწის ჩვენ არც ერთი გოჯი არ გვინდა“?
გენერალ-მაიორი ს. იოვლევი (იმ დღეებში – გმირული 64-ე მსროლელი დივიზიის მეთაური) თავის მოგონებებში წერს: „...64-ე მსროლელი დივიზიის ნაწილები 1941 წ. ზაფხულის დასაწყისში იდგნენ ბანაკებში დოროგობუჟში... 41 წლის 15 ივნისს დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის სარდალმა არმიის გენერალმა დ. გ. პავლოვმა უბრძანა ჩვენი კორპუსის დივიზიებს სრული შემადგენლობით პერედისლოცირებისთვის მომზადებულიყვნენ. ჩატვირთვის დაწყება 18 ივნისს მოითხოვებოდა. დანიშნულების სადგურს ჩვენ არ გვატყობინებდნენ, მასზე მხოლოდ სამხედრო შეტყობინებათა ორგანოებმა იცოდნენ...“ (ВИЖ, № 9/1960).
დიახ, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოების საბჭოთა ნორმები ძლიერად განსხვავდებოდა ზოგადსაკაცობრიოსაგან. მარამ რომ გენერლის წოდების მქონე დივიზიის მეთაურს, როგორც პატიმარს გადაგზავნისას, არ სცოდნოდა, თუ საით მიჰყავთ იგი და მისდამი რწმუნებული პოლკები „სრული შემადგენლობით“?
პოლკოვნიკი ნოვიკოვი, რომელიც ომის დასაწყისში კიევის საგანგებო სამხედრო ოკრუგის (КОВО) მე-5 არმიის 62-ე დივიზიის შტაბის უფროსი გახლდათ, გვატყობინებს, რომ „დივიზიის ნაწილები კივერციში (დაახლოებით 80 კმ საზღვრიდან – მ. ს.) განლაგებული ბანაკიდან გამოვიდნენ და, შეასრულეს რა ღამით ორი გადასვლა, 19 ივნისის დილისათვის თავდაცვის ზოლში გავიდნენ, მაგრამ თავდაცვითი მიჯნა არ დაუკავებიათ, არამედ ტყეში მის მახლობლად მოიყარეს თავი“ (ВИЖ, 5/89).
უცნაურია ეს ყველაფერი. ძალზედ უცნაური. რატომ ღამით? ადგილმდებარეობა ვოლინში ტყიან-ჭაობიანია, ღამის სიბნელეში იოლია ზარბაზანიც ჩაძირო ჭაობში, და ადამიანებიც უაზროდ დაასველო. და ღამეებიც ივნისში ყველაზე უფრო მოკლეა, 5–6 საათში შორს ვერ წახვალ. და რისთვის აშენებდნენ მაშინ ბეტონის დოტებს ახალ საზღვარზე, ხალხის ფულს ორი წლის მანძილზე მიწაში მარხავდნენ, თუ საზღვართან გასვლის შემდეგ 62-ე დივიზიას „თავდაცვითი მიჯნა არ დაუკავებია“, არამედ მაშინვე ტყეში დაიმალა?
დადის ხმები (რომლებიც საბჭოთა ისტორიკოსების ქაღალდის ნაშრომებში გაყოფით მრავლდება), რომ სტალინი ყველანაირად ცდილობდა „გადაეწია“ საბჭოთა კავშირზე ჰიტლერის თავდასხმა. მაგრამ იმისათვის, რათა უფრო უკეთ „გადაეწია“ საჭირო იყო არა დაემალა დივიზიები ტყეებში, არა ეხეტიალათ მათ ჭაობებში ბნელ ღამეებში, არამედ კაშკაშა მზიან ივნისის დღეს გამოეძახებინა კივერციში ცენტრალური გაზეთების ფოტოკორესპონდენტები და ებრძანებინა მათთვის გადაეღოთ მარშით მომავალი კოლონები, და თან კიდევ ისეთი რაკურსით, რომ ისინი სურათებზე უთვალავ მხედრობად გამოჩენილიყვნენ. და პირველ საგაზეთო ზოლზე – საერთო რუბრიკით „საზღვარი დაკეტილია“. და დანაღმული ველების დაყენების დროსაც უნდა ეზრუნათ არ „სრულ გასაიდუმლოებაზე მოწინააღმდეგისათვის“, არამედ იმაზე, რათა თავად დანაღმვის დღესვე ცნობილი გამხდარიყო მთელი გერმანული აგენტურისათვის.
„გაქვს რა საქმე სახიფათო მტერთან, უნდა იზრუნო, ალბათ, რომ უჩვენებდე მას შენს მზადყოფნას მოგერიებისათვის. ჩვენ რომ ჰიტლერისათვის ჩვენი ნამდვილი ძლიერება გვეჩვენებინა, მას, შესაძლოა, სსრკ-თან ომისაგან იმ მომენტში თავიც შეეკავებინა“, – წერს თავის მემუარებში (45) არმიის გენერალი ს. პ. ივანოვი, დიდად გამოცდილი, ერთ-ერთი მთავარი შტაბისტი სამამულო ისტორიკოსი ომის საწყისი პერიოდისა. სწორედ ასე, როგორც გვირჩევს ამდენად მაღალი დონის პროფესიონალი, საჭირო იყო კიდეც ემოქმედათ.
თუ სტალინი ფიქრობდა იმაზე, როგორ „იქით გადაეწია“, და არა იმაზე, როგორმე არ შეეშინებია...
დიახ, ბევრი უცნაური მოვლენა ხდებოდა იმ დღეებში, როცა გაზეთები წერდნენ ფართო მოხმარებისა და მინის ტარის შესახებ, მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით იმ საკითხს, რომლითაც დავიწყეთ კიდეც ეს თავი, – მაინც როდის იქნა ჩამოყალიბებული ჩრდილოეთის ფრონტი?
წიგნების უმრავლესობაში მითითებული თარიღი 1941 წ. 24 ივნისი აშკარა დეზინფორმაციას წარმოადგენს.
22 ივნისის საღამოს თავდაცვის სახკომი ტიმოშენკო და მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) გენერალური შტაბის უფროსი ჟუკოვი თავისი ცნობილი დირექტივის # 3 ტექსტში (ჩვენ კიდევ არა ერთხელ დავუბრუნდებით ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის განხილვას) პუნქტ 3-ში უსვამენ ამოცანებს „ჩრდილოეთის ფრონტის არმიებს“. (5, გვ. 353)
მაგრამ ხომ არ შეეძლოთ მათ (და ამ დირექტივის მომამზადებელ დიდად გამოცდილ შტაბისტებს ვატუტინსა და ვასილევსკის) მიეცათ ბრძანებები ცარიელი ადგილისათვის!
წინა დღეს, შაბათს 21 ივნისს, სკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს სხდომაზე იქნა გადაწყვეტილი „დაევალოს ამხ. მერეცკოვს ჩრდილოეთის ფრონტის საერთო ხელმძღვანელობა“, აგრეთვე მიიღეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრად ლენინგრადის საქალაქო კომიტეტის მდივნის ამხანაგ კუზნეცოვის დანიშვნის შესახებ. (6, გვ. 358)
ზუსტი თარიღი და ნომერი დოკუმენტისა ჩრდილოეთის ფრონტის შექმნის შესახებ ავტორისათვის უცნობია.
ზუსტად ასევე ავტორს არა აქვს დოკუმენტური დადასტურება იმ უმნიშვნელოვანესი გარემოებისა (ჯერ კიდევ 1987 წ. გამოქვეყნებული 1-ლი სატანკო დივიზიის მეთაურის ვ. ი. ბარანოვის მოგონებების გარდა), რომ ბრძანებაში, რომელიც 17 ივნისს მიიღო 1-ლი მექკორპუსის მეთაურმა, იყო გამოყენებული სიტყვები „საბრძოლო“, „საბრძოლო განგაში“ და მათი მსგავსი. სამაგიეროდ დანამდვილებითაა ცნობილი, თუ როგორ იქნა ეს ბრძანება შესრულებული.
ბრძანების შესაბამისად უნდა ჩაეტვირთათ სარკინიგზო ეშელონებში და გაეგზავნათ ახალი დისლოკაციის რაიონში 1-ლი სატანკო დივიზია. დივიზიაში კი ირიცხებოდა: 370 ტანკი, 53 ზარბაზნიანი ჯავშანავტომობილი, ასეულობით ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ რიცხვში უახლესი, იმ მომენტისათვის – მსოფლიოში საუკეთესო 152-მმ ზარბაზან-ჰაუბიცები МЛ-20 თითოეული წონით შვიდი ტონა), ასეულობით მუხლუხიანი გამწევი, ერთნახევარი ათასი სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილი. აგრეთვე ათასობით ადამიანი, ასეულობით ტონა საწვავი და საბრძოლო მასალები. (7, 8)
ძნელია ითქვას, რამდენ დროს დაიკავებდა ასეთი მასშტაბური სამუშაო ჩვენს ხანაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ „ჩატვირთვის კომპლექსური გეგმის“ შედგენაზე ერთი კვირა წავიდოდა. მაგრამ არცთუ შემთხვევით 1-ლი სატანკო იყო უკვე წითელდროშოვანი, ხოლო მისი ახალი მეთაურის – ესპანეთსა და ფინეთში ომის მონაწილის გენერალ ვ. ი. ბარანოვის მკერდზე – საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი ბრწყინავდა. ესპანეთში ბრძოლებისა და ფინეთის ომის ვეტერანები იყვნენ დივიზიის სატანკო პოლკების მეთაურებიც: საბჭოთა კავშირის გმირი პოლკოვნიკი დ. დ. პოგოდინი და მაიორი პ. ს. ჟიტნევი. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – 19 ივნისის გათენების ღამეს 1-ლი სატანკოს ეშელონები სადგურ ბერჲოზკიდან (ფსკოვის ჩრდილო-დასავლეთით) წავიდნენ.
სიტყვა „ელიტური“ იმ ხანებში არ გამოიყენებოდა, მაგრამ სწორედ ის როგორც არ შეიძლება უკეთ ესადაგება 1-ლი სატანკო დივიზიის აღწერას, და საერთოდ 1-ლი მექკორპუსისა მთლიანობაში. კორპუსი იქნა ჩამოყალიბებული 1940 წლის ზაფხულში იმ სატანკო ბრიგადების საფუძველზე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ფინეთთან ომის დროს: 13-ე წითელდროშოვანისა, 20-ე წითელდროშოვანი მძიმე სატანკოსი ს. მ. კიროვის სახელობისა და 1-ლი მსუბუქსატანკოსი. კორპუსის მმართველობა 20-ე წითელდროშოვანი სატანკო ბრიგადის მმართველობის ბაზაზე იქნა ჩამოყალიბებული – სწორედ ამ შენაერთმა 1940 წლის თებერვალში გაარღვია „მანერჰაიმის ხაზი“ მის ყველაზე უფრო საშიშ უბანზე – „65,5 სიმაღლის“ რაიონში, გაუკაფა რა გზა შემტევ საბჭოთა ქვეით ჯარს დანაღმული მავთულხლართიანი ღობურების 45 (ორმოცდა ხუთი) რიგის გავლით. (8)
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 1940 წლის აპრილში 20-ე სატანკო დივიზია საბრძოლო წითელი დროშის ორდენით იქნა დაჯილდოვებული, 613 ადამიანმა მიიღო ორდენები და მედლები, 21 ტანკისტს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ამდენადვე დიდი იყო 13-ე წითელდროშოვანი ბრიგადის დამსახურებანიც, რომლის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის კომბრიგ ვ. ი. ბარანოვს 1940 წ. 21 მარტს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
იმ ომის დანაშაულებრივი და ნაძირლური ხასიათი სულაც არ ამცირებს გამაგრებული თავდაცვითი ზოლის გარღვევის უნიკალური გამოცდილების მნიშვნელობას უმძიმეს ბუნებრივ პირობებში, რომელიც კარელიის ყელზე შეიძინეს საბჭოთა ტანკისტებმა. იქ ისინი (ტანკისტები) სულაც არ ყოფილან ცოტანი – უკვე საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის საბჭოთა ჯარების დაჯგუფება 2289 ტანკს მოითვლიდა, და შემდგომშიც ეს რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა. (1, გვ. 153)
საბჭოთა ტანკისტების მდიდარი საბრძოლო გამოცდილების თვალსაჩინო ილუსტრაციას შეიძლება წარმოადგენდეს სურათი იმისა, თუ როგორ დატოვა 1-ლმა სატანკომ თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი სოფელში წითელი სტრუგები ფსკოვთან.
გენერალ-პოლკოვნიკი ი. მ. გოლუშკო (იმ დღეებში – ლეიტენანტი, რომელმაც სულ იმ ხანებში კიევის სატანკო სასწავლებელი დაამთავრა) აგვიწერს თავის მემუარებში, რაც მან იხილა, როდესაც 1-ლი სატანკო დივიზიის საბრძოლო ბანაკში ჩამოვიდა: „...ზემდეგის გარდა, რომელიც სატანკო ფარეხის უფროსად წარმოგვიდგა, აქ არავინ არ იყო... დარჩენილი ტანკები – 20 ერთეული БТ-5 და БТ-7 – კონსერვაციაზე ითვლებოდა. მე ისინი დავათვალიერე და მხოლოდ ამოვიოხრე; ერთი გადაცემათა კოლოფების გარეშე იყო, სხვები აკუმულატორების გარეშე, ზოგიერთს ტყვიამფრქვევები ჰქონდა მოხსნილი...
კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე, ზემდეგმა გვიპასუხა, რომ განგაშით წამოყენებულმა პოლკმა (ხაზგასმულია ჩემს მიერ – მ. ს.) წაიღო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა სვლის დროს დაეყენებინათ...“. (9)
აი ამას ჰქვია კიდეც – ომში როგორც ომში. მშვიდობიანი დროის გაგებით ოცი მიტოვებული, ნაწილებმოხსნილი ტანკი – დანაშაულია. მაგრამ 1-ლი მექკორპუსის მეთაურობამ უკვე 1941 წ. 17 ივნისს იცოდა, რომ მშვიდობიანი დრო მისთვისა და მისდამი რწმუნებული დივიზიებისთვის დასრულდა. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა გააღწიონ მოწინააღმდეგის მიერ დიდი ხანია დაზვერილი F5 „ხაფანგიდან“, ბანაკიდან, ისე რომ არც ერთი ზედმეტი წუთი არ დაიკარგოს. ხოლო ყველა გაუმართავი ტანკი გაძარცვონ სათადარიგო ნაწილებად იმ მანქანებისათვის, რომლებიც ბრძოლაში წავლენ. წესრიგისა და თვალის დევნებისთვის მათთან დატოვეს ყოჩაღი ზემდეგი – და წინ!
სიტყვამ მოიტანა და, საით ეს „წინ“? საითკენ დაიძრა 1941 წლის 17 ივნისს პირველი, ნომრის მიხედვითაც და მომზადების დონის მიხედვითაც სატანკო დივიზია წითელი არმიისა?
თვით უმკაცრესი საბჭოთა ზესაიდუმლოების წესებსაც კი არ შეეძლო დაეფარა 1-ლი სატანკო დივიზიის (ტდ) მებრძოლებისა და მეთაურებისგან ის გასაოცარი ფაქტი, რომ მზე ამოდიოდა მარჯვენა მხრიდან ეშელონების მოძრაობის მიმართულებისგან, და ჩადიოდა – მარცხენა მხარეს. სხვა სიტყვებით, მატარებლები მიექანებოდნენ საითკენაც გინდათ, მაგრამ არა დასავლეთ საზღვრისაკენ. ფსკოვის მხარის გორაკები და პატარ-პატარა ტყეები შეიცვალა საუკუნოვანი წიწვოვანი ტყით, შემდეგ ტყემ გაიშვიათება დაიწყო, სულ უფრო ხშირად წყდებოდა რა ტბებით, ჭაობებით, ან კიდევ სულაც უკაცური ქვაღორღიანი სიცარიელით.
22 ივნისის დილას სათაო (მეწინავე) ეშელონებმა უკანასკნელად გაიჭრიალეს მუხრუჭებით და გაშეშდნენ.
საბოლოო გაჩერება. მატარებელი წინ აღარ მიდის. აღარსადაა წასასვლელი – რელსიანი გზა იმიერპოლარულ ტუნდრაში წყდება. მოვედით: კიროვის რკინიგზის სადგური ალაკურტი. ჩვენ ლაპლანდიაში ვართ – სანტა-კლაუსის ქვეყანაში.
260 კილომეტრი მურმანსკამდე, 60 კილომეტრი ფინეთის საზღვრამდე, ერთნახევარი ათასი ვერსი იმ დღეს გერმანიასთან დაწყებული ომის ფრონტის უახლოეს წერტილამდე.
„ვაზანზარებთ რა მიწას სატანკო კოლონების გრუხუნით...“
„მაგრამ ახლოსაა განთავისუფლებისა და ანგარიშგების საათი! წითელი არმის მოდის, აზანზარებს რა მიწას სატანკო კოლონების გრუხუნით, ფარავს რა ზეცას თავისი თვითმფრინავების ფრთებით...“
თავიდანვე დავთქვათ – რომ ეს სიტყვები საბჭოთა ლიტერატურის კლასიკოსმა ა. ნ. ტოლსტოიმ წარმოთქვა სულ სხვა დროს და სულ სხვა რამის გამო. იმ დღეს (1939 წ. 18 სექტემბერს) გასაჩივრებას არ დაქვემდებარებული „განთავისუფლება“ ღრჭიალითა და გრუხუნით ატყდებოდა თავზე აღმოსავლეთ პოლონეთს.
1941 წლის 23 ივნისის დილაადრიან კი 1-ლი და 10-ე მექკორპუსების ტანკების, საარტილერიო მუხლუხიანი გამწევებისა და ავტომობილების მრავალკილომეტრიანი კოლონები სულ სხვა მიმართულებით დაიძრნენ.
აქ, ალბათ, დადგა დრო შევწყვიტოთ 1941 წ. ივნისის მოვლენების გადმოცემა იმისათვის, რათა განვუმარტოთ მკითხველს – მაინც რას აღნიშნავს ეს სიტყვები: „მექანიზებული კორპუსი“?
მეორე მსოფლიო ომს მნიშვნელოვან ხარისხად შეიძლება ეწოდოს სატანკო ომი.
სწორედ მძლავრი, ოპერატიულად დამოუკიდებელი სატანკო შენაერთები იქცნენ იმ ეპოქაში მსხვილი შეტევითი ოპერაციების ჩატარების მთავარ ინსტრუმენტად. ვერმახტში 1941 წ. ზაფხულში მათ ეწოდებოდათ „სატანკო ჯგუფი“, წითელ არმიაში – „მექანიზებული კორპუსი“. და რამდენადაც ჩვენ ხელი მოვკიდეთ 1941 წ. ნიმუშის მგწა-ის რეალური შეტევითი შესაძლებლობების გამორკვევას, მაშინ ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს იმას, რომ უფრო ახლოს გავეცნოთ საბჭოთა მექკორპუსს.
წითელი არმიის მექანიზებულ კორპუსებს ჰქონდათ ერთიანი სტრუქტურა, რომელიც საბოლოოდ 1941 წლის თებერვალში იქნა დამტკიცებული. მექკორპუსის შემადგენლობაში შედიოდნენ:
– ორი სატანკო დივიზია;
– ერთი მოტორიზებული დივიზია;
– ცალკეული სამოტოციკლეტო პოლკი;
– მრავალრიცხოვანი სპეცქვედანაყოფები (კავშირგაბმულობის ცალკეული ბატალიონი, ცალკეული მოტოსაინჟინრო ბატალიონი, საკორპუსო ავიაესკადრილია და ა. შ.).
თავის მხრივ, თითოეულ დივიზიას თავის შემადგენლობაში ჰყავდა ოთხი პოლკი. სატანკო დივიზიაში იყო ორი სატანკო პოლკი, მოტომსროლელი პოლკი და მექანიზებული საჰაუბიცე საარტილერიო პოლკი.
მოტორიზებულ დივიზიაში იყო ორი მოტომსროლელი პოლკი, სატანკო პოლკი, აღჭურვილი მსუბუქი ტანკებით, და საზარბაზნე საარტილერიო პოლკი.
გარდა ამისა, თითოეულ დივიზიაში იყო თავისი კავშირგაბმულობის ბატალიონი, სადაზვერვო ბატალიონი, საპონტონო-სახიდო ბატალიონი, საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი, მრავალრიცხოვანი საინჟინრო სამსახურები. მოტორიზებული დივიზიის შემადგენლობაში (მოწინააღმდეგის ტანკებთან შეხვედრის შემთხვევისათვის) იყო თავისი ცალკეული გამანადგურებელი-ტანკსაწინააღმდეგო დივიზონიც.
როგორც ჩანს, შეიმუშავებდა რა სწორედ ასეთ სტრუქტურას, საბჭოთა სარდლობა ისწრაფოდა იქითკენ, რათა თითოეულ დივიზიასაც, და მთელ კორპუსსაც მთლიანობაში, ჰქონოდათ მაქსიმალური ოპერატიული დამოუკიდებლობა. კორპუსის მეთაურის ხელში უნდა ყოფილიყო თავისი სატანკო ტარანიც – სატანკო დივიზიების ოთხი სატანკო პოლკი, შეიარაღებული უმთავრესად საშუალო და მძიმე ტანკებით, და თავისი საკუთარი საარტილერიო ჯგუფი – სამი არტპოლკი მექანიკური (სატრაქტორო) გაწევით, რომელსაც შეეძლო შეეტეხა გარღვევის უბანზე მოწინააღმდეგის თავდაცვა და თავისი მექანიზებული „ცხენოსანი ლავა“ – ოთხი მოტომსროლელი პოლკი, მსუბუქი ტანკების პოლკი, სამოტოციკლეტო პოლკი, და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, კავშირგაბმულობის, დაზვერვის საკუთარი საშუალებანი. თვით საკუთარი სადაზვერვო ავიაციაც კი – საკორპუსო ავიაესკადრილია, რომლის შეიარაღებაშიც იყო 15 თვითმფრინავი У-2 და Р-5 (У-2, როგორც ცნობილია, ფრინდებოდნენ და ჯდებოდნენ ნებისმიერ ტყის მდელოზე, და მათი განადგურება „მოულოდნელი დარტყმით აეროდრომებზე 22 ივნისის დილას“ პრინციპში შეუძლებელი გახლდათ). მარტო ერთმა ვ. სუვოროვმა იცის თუ როგორ ამოუგდოს თვალის ასეთ „ციკლოპს“...
მექკორპუსის შეიარაღების საფუძველს შეადგენდა 1031 ტანკი. ნაწილდებოდნენ კი ისინი შემდეგნაირად: მოტორიზებულ დივიზიაში შტატით უნდა ყოფილიყო 264 მსუბუქი ჩქაროსნული ტანკი БТ-7, ორი სატანკო დივიზიიდან თითოეულში უნდა ყოფილიყო 63 მძიმე ტანკი КВ, 210 საშუალო Т-34, 26 БТ და 76 მსუბუქი (მათ შორის ცეცხლსატყორცნიც) ტანკი Т-26. სულ 375 ტანკი. გარდა ამისა, კორპუსის სადაზვერვო ქვედანაყოფების შეიარაღებაში იყო 17 მცურავი ტანკეტკა Т-37 და Т-38.
გარდა ამისა, მექკორპუსის შეიარაღებაში იყო ისეთი ტიპიც ჯავშანტექნიკისა (რომელიც არ იყო ვერმახტში), როგორიც გახლდათ თვლიანი საზარბაზნე ჯავშანავტომობილები: 49 მოტორიზებულ დივიზიაში, და 95–95 თითოეულ სატანკო დივიზიაში, 29 სადაზვერვო ბატალიონებში, ანუ სულ 268 ჯავშანავტომობილი БА10 და БА20. შეიარაღებული კი ეს ჯავშანავტომობილები იყვნენ 45-მმ ზარბაზნით 20К, ე. ი. შეიარაღების სიმძლავრით გერმანულ ტანკებს Pz-I, Pz-II, Pz-38(t) აღემატებოდნენ, რომლებიც მთლიანობაში ვერმახტის სატანკო ჯგუფების ფარეხის 56 % შეადგენდნენ.
1941 წ. თებერვალში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინათ ო ც დ ა / ც ხ რ ა ასეთი მექკოროპუსი, რაც ნიშნავდა სატანკო ჯარების გაშლას ოცდაათი ათასი ტანკის რიცხოვნებით: ორჯერ მეტისა, ვიდრე გერმანიის, ინგლისის, იტალიისა და აშშ-ის არმიებში, ერთად აღებულში.
ვერმახტში ამ დროს ემზადებოდნენ ჩამოეყალიბებინათ საბჭოთა კავშირში შემოსაჭრელად ო თ ხ ი სატანკო ჯგუფი. გერმანულ სატანკო ჯგუფს არ გააჩნდა არც სტანდარტული შემადგენლობა, არც ტანკების განსაზღვრული საშტატო რიცხოვნება.
ასე, ყველაზე უფრო სუსტ ჰჲოპნერის სატანკო ჯგუფს თავის შემადგენლობაში ჰყავდა სამი სატანკო (1-ლი, მე-6 და მე-8) და სამი მოტორიზებული დივიზია, სულ 602 ტანკი.
ყველაზე უფრო მსხვილი, გუდერიანის მე-2 სატანკო ჯგუფი საკუთარ თავში მოიცავდა ხუთ სატანკო (მე-3, მე-4, 10-ე, 17-ე და 18-ე), სამ მოტორიზებულ, ერთ საკავალერიო დივიზიასა და ცალკეულ მოტორიზებულ პოლკს „დიდი გერმანია“, ჰყავდა რა შეიარაღებაში 994 ტანკი.
სულ ოთხივე სატანკო ჯგუფის შემადგენლობაში 1941 წ. 22 ივნისს ირიცხებოდა 3266 ტანკი, ე. ი. საშუალოდ 817–817 ტანკი თითოეულ ჯგუფზე. (10, 11)
სიმართლის გულისათვის უნდა აღინიშნოს, რომ, უთმობდა რა საბჭოთა მექკორპუსს ტანკების რაოდენობაში, ვერმახტის სატანკო ჯგუფი მნიშვნელოვნად (2–3-ჯერ) აღემატებოდა მას პირადი შემადგენლობის რიცხოვნებით. ასე, სრული დაკომპლექტებულობისას გუდერიანის სატანკო ჯგუფს უნდა მოეთვალა პირადი შემადგენლობის 110 ათასზე მეტი ადამიანი, იმ დროს როდესაც მგწა-ის მექკორპუსის საშტატო რიცხოვნება შეადგენდა სულ 36 080 ადამიანს.
ამ მოჩვენებით წინააღმდეგობას მარტივი ახსნა გააჩნია. ემზადებოდა რა სსრკ-თან ომისათვის, ჰიტლერმა გასცა განკარგულება ორჯერ გაეზარდათ სატანკო დივიზიების რიცხვი, 10-დან 20 ერთეულამდე. ეს გაკეთებულ იქნა უბრალო გაყოფის მეთოდით, დივიზიაში სატანკო პოლკების ორიდან ერთამდე შემცირებით. ამის შედეგად გერმანულ სატანკო დივიზიაში ერთ სატანკო პოლკზე ორი ქვეითი პოლკი მოდიოდა, ამასთან ამ ქვეითი ჯარის ძირითადი მასა გადაადგილდებოდა სულაც არა ჯავშანტრანსპორტერებით (როგორც ძველ კინოებშია ნაჩვენები), არამედ სხვადასხვა ტიპის ნადავლი სატვირთო ავტომობილებით. ვერმახტის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი ჰალდერი თავის სახელგანთქმულ დღიურში აღნიშნავს (1941 წ. 22 მაისის ჩანაწერი), რომ გუდერიანთან 17 ტდ-ში სხვადასხვა ტიპის 240 ავტომანქანა მოითვლებოდა. (12) და როგორ ემსახურებოდნენ საველე პირობებში ავტოტექნიკის ასეთ მოძრავ მუზეუმს?
ვერმახტის მოტორიზებულ დივიზიაში ტანკები არ ყოფილა. არც ერთი. ჰ. ჰოთი წერს, რომ მისი სატანკო ჯგუფის მოტორიზებული დივიზიები ჩვეულებრივი ქვეითი დივიზიების ბაზაზე იყო შექმნილი, მანქანები კი მიიღეს „მხოლოდ უკანასკნელ თვეებში ომის დაწყების წინ, 18-ე დივიზიამ კი – თავმოყრის რაიონში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე“. (13)
ფაქტიურად ვერმახტის სატანკო ჯგუფი წარმოადგენდა მოტოქვეითი ჯარის მსხვილ შენაერთს, გაძლიერებულს რამდენიმე (3-დან 5-მდე) სატანკო პოლკით. გავაგრძელებთ რა „ზოოლოგიური“ შედარებების ხაზს, რომელიც თავის დროზე ვ. სუვოროვმა დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ ვერმახტის სატანკო ჯგუფი იყო ძლიერი და მძიმე კამეჩი, წითელი არმიის მექკორპუსი კი – მოქნილი და სწრაფი ლეოპარდი.
ცოცხალ ბუნებაში ოთხი კამეჩის შერკინების შედეგი ორ დუჟინ ლეოპარდთან წინასწარვე იქნებოდა გადაწყვეტილი. არ ეჭვობდა თავისი „ლეოპარდების“ შესაძლებლობებში მგწა-ის უმაღლესი სარდლობაც, რომელიც დიდი ლაშქრობის ყველაზე უფრო გაბედულ გეგმებს ადგენდა.
„...სატანკო კორპუსები, მასობრივი ავიაციით მხარდაჭერილი, იჭრებიან მოწინააღმდეგის თავდაცვით ზოლში, ტეხავენ მისი ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, თან ურტყამენ არტილერიას და მიდიან ოპერატიულ სიღრმეში... განსაკუთრებით ეფექტური იქნება მექკორპუსების გამოყენება კონცენტრულად, როცა თავიანთი გამანადგურებელი დარტყმით ეს მექკორპუსები მოსდებენ მარწუხებს მოწინააღმდეგისათვის უკანასკნელი დარტყმის მისაყენებლად... ასეთი მოქმედებებისაც ჩვენ ვთვლით, რომ სატანკო კორპუსების წყვილმა მთავარი დარტყმის მიმართულებაზე უნდა მიაყენოს გამანადგურებელი დარტყმა ორი საათის განმავლობაში და შემოუაროს მთელ ტაქტიკურ სიღრმეს 30–35 კმ-ზე. ეს მოითხოვს ტანკებისა და ავიაციის მასირებულად გამოყენებას; და ეს ახალი ტიპის ტანკების არსებობისას შესაძლებელია“ – ასე, კანონიერი სიამაყის გრძნობით, მოახსენებდა მგწა-ის მთავარი ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს უფროსი პავლოვი წითელი არმიის მეთაურთა უმაღლესი შემადგენლობის ცნობილ თათბირზე 1940 წ. დეკემბერში.
„...შემდგომი შეტევის ტემპი ტაქტიკური სიღრმის გადალახვის მერე იქნება უფრო მეტი და ავა 15 კმ-მდე საათში... ჩვენ ვთვლით, რომ მოწინააღმდეგის ზურგში გასვლის სიღრმე 60 კმ-ზე – ზღვარი არ არის. საჭიროა ყოველთვის აჩქარებისა და ორგანიზებულობის ხარჯზე მხედველობაში გვქონდეს მაშინვე პირველ დღეს გადავლახოთ წინააღმდეგობის მეორე ზოლიც და გავიდეთ მთელ ოპერატიულ სიღრმეში...“. (14)
კარგად იყო ქაღალდზე, მაგრამ ხრამების შესახებ კი დაივიწყეს... საუბედუროდ, თვით თავად ჰიტლერსაც, თუმცა კი „ცოფიან ფიურერად“ ითვლებოდა, ეყო ჭკუა არ დალოდებოდა, არამედ თვითონ დასხმოდა თავზე. თავს დასხმოდა უფრო ადრე, ვიდრე სტალინი თავის ოცდა ცხრავე მექკორპუსს უკანასკნელ ჭანჭიკამდე დააკომპლექტებდა. ამის შედეგად ომის წარმოება მოუხდათ სულაც არა ისეთ მექკორპუსებს, როგორებიც ზემოთაა აღწერილი.
მთლიანად დაკომპლექტება საშტატო რიცხოვნებამდე ყველა 29 მექკორპუსისა 1941 წლის ივნისისათვის ვერ მოხერხდა. ამის შესახებ – როგორც ყველაზე უფრო კაშკაშა და დამაჯერებელ დამტკიცებაზე ჩვენი „არმზადყოფნისა საომრად“ – ყოველთვის რეტრეტებდნენ ისტორიკოსები სპეცპროპაგანდის უწყებიდან, ივიწყებდნენ რა იმას, რომ მკითხველისათვის განემარტათ, თუ სახელდობრ როგორი ომისთვის ემზადებოდა (თუმცა კი ვერ მოასწრო მომზადებულიყო) „უცვლელად მშვიდობისმოყვარე“ სტალინური იმპერია, რომელის ჰქმნიდა ჯავშანსატანკო ურდოს, რომლის ქვემეხების რიცხვსაც ბათო ყაენის მხედრობაში ხმლების რიცხვისათვის უნდა გადაეჭარბებინა.
„ჩვენ ვერ გავთვალეთ ჩვენი სატანკო მრეწველობის ობიექტური შესაძლებლობები, – მწარედ ჩივის თავის მემუარებში გამარჯვების დიადი მარშალი, – მექკორპუსების სრული დაკომპლექტებისთვის მარტო ახალი ტიპების 16 600 ტანკი შეიქნა საჭირო... ასეთ რაოდენობას ტანკებისა ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში ვერსაიდან ავიღებდით“ (15).
მაგრამ როგორ შეეძლო გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს 1941 წ. 22 თებერვალს მის მიერვე დამტკიცებული მექკორპუსების გაშლის პროგრამა დაევიწყებინა?
ყველა მექკორპუსი 19 „საბრძოლო“, 7 „შემცირებულ“ და 4 „მეორე რიგის შემცირებულ“ შენაერთებად იყო დაყოფილი. სულ 1941 წ. ბოლოსათვის იგეგმებოდა მექკორპუსებისა და ორი ცალკეული სატანკო დივიზიის შემადგენლობაში ჰყოლოდათ 18 804 ტანკი, მათ რიცხვში – 16 655 ტანკი „საბრძოლო“ მექკორპუსებში. (16, გვ. 677)
სხვა სიტყვებით, საშუალო რაოდენობა ტანკებისა (877) 19 „საბრძოლო“ მექკორპუსში ტოლი უნდა ყოფილიყო ტანკების საშუალო რიცხვისა ვერმახტის 4-დან თითოეულ სატანკო ჯგუფში.
რაოდენობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით ეს პროგრამა წარმატებით სრულდებოდა. უკვე 1941 წლის 22 თებერვლისათვის მექკორპუსების შემადგენლობაში ირიცხებოდა 14 684 ტანკი. წლის ბოლომდე დაგეგმილი ზრდა რიცხოვნებისა 4120 ერთეულით, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა რეალურ წარმოებას, რომელმაც 1941 წელს 6590 ტანკი შეადგინა (მათ რიცხვში 1385 КВ და 3014 Т-34) (1, გვ. 598).
შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ გერმანელებმა (რომლებზედაც თითქოსდა „მთელი ევროპა მუშაობდა“) 1941 წელს აწარმოეს ყველა ტიპის მხოლოდ 3094 ტანკი, 678 მსუბუქი ჩეხური ტანკის Pz 38(t) ჩათვლით.
შემდეგ, 1942 წ. სსრკ-ის სატანკო მრეწველობამ აწარმოა უკვე 24 718 ტანკი, მათ რიცხვში 2553 მძიმე КВ და 12 527 საშუალო Т-34. საბოლოო ჯამში: 3911 КВ და 15 541 Т-34 ორი წლის განმავლობაში.
ამასთან წარმოების ეს მოცულობა ისეთ პირობებში იქნა უზრუნველყოფილი, რომლებიც 1941 წ. ჟუკოვსა და სტალინს მხოლოდ კოშმარულ სიზმარში შეიძლებოდა ეხილათ: ორი უმნიშვნელოვანესი საწარმო (მსოფლიოში უმსხვილესი სატანკო ქარხანა # 183 და სატანკო დიზელების ქვეყანაში ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა # 75) მოუწიათ ბომბების ქვეშ ხარკოვიდან ურალში გადაეტანათ, ლენინგრადის ორი უზარმაზარი ქარხანა კი (კიროვის სახ. # 185 და ვოროშილოვის სახ. # 174) ბლოკადის რგოლში აღმოჩნდა. არ არის არანაირი გონივრული საფუძველი ეჭვის შესატანად იმაში, რომ ნორმალურ პირობებში საბჭოთა მრეწველობა მით უმეტეს შეძლებდა უზრუნველეყო 1942 წ. ბოლოსათვის (როგორც ეს იყო დაგეგმილი) 29-ვე მექკორპუსის ახალი ტანკებით სრულად დაკომპლექტება და გადაიარაღება, რომელთა აღჭურვისთვისაც „სულ“ 3654 ტანკი КВ და 12 180 ტანკი Т-34 მოითხოვებოდა.
დავასრულეთ რა კამათები და პროგნოზები, გადავიდეთ იმის შეფასებაზე, რაც იყო ნატურაში. საბრძოლო მოქმედებების დასაწყისისათვის 20 მექკორპუსის შემადგენლობაში, რომლებიც ხუთ დასავლეთ სასაზღვრო ოკრუგში იყო გაშლილი, ირიცხებოდა 11 029 ტანკი (3). კიდევ ორი ათასზე მეტი ტანკი იყო სამი მექკორპუსის შემადგენლობაში (მე-5, მე-7 და 21-ე მექკორპუსებისა) და ასევე 57-ე სატანკო დივიზიისა, რომლებიც უკვე ომის პირველ კვირებში იქნენ შეყვანილი ბრძოლაში შეპეტოვკასთან, ლეპელთან და დაუგავპილსთან. ამრიგად, ჟუკოვს მოუხდა დაეწყო ომი, დაკმაყოფილდებოდა რა მხოლოდ და მხოლოდ ო თ ხ ჯ ე რ ა დ ი რიცხობრივი აღმატებით ტანკებში. ეს თუ დავითვლით ყველაზე უფრო მოკრძალებულად, ე. ი. არ მივიღებთ რა მხედველობაში იმ ტანკებს, რომლებიც საკავალერიო დივიზიებისა და შიდა ოკრუგების ჯარების შეიარაღებაში იმყოფებოდნენ. სულ კი, 1941 წ. 1 ივნისის მდგომარეობით, წითელ არმიაში იყო 19 540 ტანკი (ისევ თუ არ ჩავთვლით მსუბუქ მცურავ ტანკებსა Т37, Т38, Т40 და ტანკეტებს Т-27), თუ არ ჩავთვლით 5197 ზარბაზნიან ჯავშანავტომობილს. (1, გვ. 601)
სახეზე არსებული ტანკები მექკორპუსებში უკიდურესად არათანაბრად იყო განაწილებული.
იყო კორპუსები (1-ლი, მე-5, მე-6), რომლებიც პრაქტიკულად მთლიანად იყვნენ დაკომპლექტებული, იყვნენ კორპუსები (17-ე, 20-ე) რომლებშიც ასეული ტანკიც კი არ მოითვლებოდა. ამდენადვე სხვადასხვაგვარი იყო სატანკო ფარეხის შემადგენლობაც. მექკორპუსების უმეტეს ნაწილში ახალი ტანკები (КВ, Т-34) სრულიად არ ყოფილა, ზოგიერთები (10-ე, 19-ე, 18-ე) უკიდურესად გაცვეთილი БТ-2 და БТ-5 ტანკებით იყვნენ შეიარაღებული, 1932–1934 წწ. გამოშვებისა, ანდა კიდევ მსუბუქი ტანკეტებით Т-37 და Т-38. და სწორედ იმავე დროს იყვნენ მექკორპუსები, რომლებიც ასეულობით უახლესი ტანკებით გახლდნენ აღჭურვილი.
ერთი შეხედვით ასეთი ფორმირების შინაგანი ლოგიკის გაგება ძნელია. სულ მცირე, არანაირი კავშირი რიგით ნომერსა და დაკომპლექტებულობის ხარისხს შორის არ ვლინდება. ასე, როკოსოვსკის მე-9 მექკორპუსს, რომლის ჩამოყალიბებაც ჯერ კიდევ 1940 წ. დაიწყო, სულ 316 (სხვა მონაცემებით 285) ტანკი ჰყავდა შეიარაღებაში, ხოლო 1941 წ. გაზაფხულზე გაშლილ 22-ე მექკორპუსს კი ომის დასაწყისისთვის უკვე 712 ტანკი გააჩნდა. (3)
მაგრამ თუ სსრკ-ის საზღვრისპირა ტერიტორიების რუკაზე მექკორპუსების დისლოკაციის ადგილებს დავიტანთ, მაშინ უკვე ოპერაცია „გროზას“ („ჭექა-ქუხილი“) ჩანაფიქრი მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდება.
წითელი არმიის შვიდი ყველაზე უფრო მძლავრი მექკორპუსი, რომლებიც ტანკების რიცხვითა და (ან) ხარისხით ვერმახტის ნებისმიერ სატანკო ჯგუფს აღემატებოდნენ, ომის წინ შემდეგი, ძალზედ ლოგიკური სახით იყვნენ განლაგებული.
მთავარი დარტყმა უნდა მიეყენებინათ სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ჯარებს კრაკოვ – კატოვიცეზე. აი რატომ იქნა გაშლილი „ლვოვის შვერილის“ სულ წვერში სამი მექკორპუსი (მე-4, მე-8 და 15-ე), რომლებიც 2627 ტანკს მოითვლიდნენ, მათ რიცხვში 721 КВ-სა და Т-34-ს. სულ კი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის შემადგენლობაში რვა (!!!) მექკორპუსი გახლდათ.
დამხმარე დარტყმა ლჲუბლინსა და ვარშავაზე დასავლეთ ფრონტის მარცხენა ფრთის ჯარებს უნდა მიეყენებინათ – და ბელოსტოკთან ახლოს ტყეებში, ვარშავის გზატკეცილის გვერდით, ჩვენ ვნახულობთ მე-6 მექკორპუსს (1131 ტანკი, მათ შორის 452 ახალი КВ და Т-34). და კიდევ სამი სხვა მექკორპუსი ვიწრო „ბელოსტოკის შვერილის“ ყრუ ადგილებში იყო მიმალული.
სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ფრონტების მეორე ეშელონში, შეპეტოვკისა და ორშის რაიონში, წინ მოიწევდა ორი სხვა „გოლიათი“ – 5 მექკორ. (1070 ტანკი) და 7 მექკორ. (959 ტანკი).
სამხრეთ (ოდესის ოკრუგი) და ჩრდილო-დასავლეთ (ბალტიისპირეთის ოკრუგი) ფრონტების ჯარების წინაშე გაცილებით უფრო მოკრძალებული ამოცანები ისმებოდა: მტკიცედ დაეფარათ ფლანგები დამრტყმელი დაჯგუფებებისა და არ დაეშვათ მოწინააღმდეგის შემოჭრა ოკრუგების ტერიტორიაზე. აი რატომ ვნახულობთ მათ შემადგენლობაში სულ ორ მექკორპუსს, ნახევრად დაკომპლექტებულს შტატით გათვალისწინებულთან შედარებით, თანაც ძველი ტანკებით.
ყველაფერი უბრალოდაა, ნათლად და სავსებით ლოგიკურად. რაღაცნაირ გამოცანად გამოიყურება მხოლოდ სწორედ იმ მექკორპუსის ადგილმდებარეობა, რომლის შესახებაც ჩვენ დავიწყეთ კიდეც წიგნის ეს ნაწილი.
„და წავიდა ბრძანებით შემართული...“
ნომერის, „ასაკისა“ და დაკომპლექტებულობის მიხედვით პირველი მექკორპუსი ომის წინ ჩრდილოეთის ფრონტის (ლენინგრადის ოკრუგის) შემადგენლობაში იმყოფებოდა. რატომ და რისთვის? თუმცა ლენინგრადის ოკრუგი შედის კიდეც ტრადიციულად „სსრკ-ის დასავლეთ საზღვრისპირა ოკრუგების“ ჩამონათვალში – მაინც ეს რა „დასავლეთ საზღვარია“? დასავლეთიდან ოკრუგს საბჭოთა ბალტიისპირეთი ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთ პრუსიის საზღვრებამდე კი ლენინგრადიდან 720 კმ-ია. საზღვრისპირა – ლენინგრადის ოკრუგი იყო მხოლოდ ოთხმილიონიან ფინეთთან მიმართებაში.
ლენინგრადის სამხედრო ოკრუგი გადაიქცეოდა ფრონტად სახელწოდებით „ჩრდილოეთისა“. ერთი შეხედვით ესეც საკმარისად უცნაურია – უფრო ლოგიკური იქნებოდა „ლენინგრადის“, „ბალტიის“, ან თუნდაც „კარელიის“ ფრონტი ეწოდებინათ. მაგრამ სტალინის იმპერიაში შემთხვევითობები ძალზედ იშვიათად ხდებოდა.
„1941 წ. ივნისის შუა რიცხვებში ოკრუგის ხელმძღვანელ მუშაკთა ჯგუფი, რომელსაც ოკრუგის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი მ. მ. პოპოვი ედგა სათავეში, მურმანსკისა და კანდალაკშისაკენ საველე მგზავრობაში გაემართა“, – იხსენებს ამ მგზავრობის ერთ-ერთი მონაწილე, ავიაციის მთავარი მარშალი (იმ დღეებში – ოკრუგის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი) ა. ა. ნოვიკოვი. (39)
მურმანსკი – ეს არა უბრალოდ ჩრდილოეთია, ეს უკვე იმიერპოლარული ჩრდილოეთია. შემდეგ ამხანაგი მარშალი ღრმა აღშფოთების გრძნობით აღწერს, თუ როგორ ადევნებენ თვალს პოპოვი და სხვა საბჭოთა გენერლები მაღლა ასულ მტვერს, რომლებიც ტყის გზების თავზე წარმოქმნეს საზღვრისაკენ წინ მომავალმა ფინურმა ჯარებმა. სხვა სიტყვებით, ოკრუგის (ფრონტის) სარდლობის „საველე მგზავრობა“ ფინეთის საზღვრის უშუალო მახლობლობაში მიმდინარეობდა. მომიჯნავე ტერიტორიებზე „სატყეო გზების“ დათვალიერებამ (სამხედრო ენაზე ამას ეწოდება „რეკოგნოსცირება“) ისე გაიტაცა სარდალი, რომ ლენინგრადში გენერალ-ლეიტენანტი პოპოვი მხოლოდ 23 ივნისს დაბრუნდა, და საბჭოთა კავშირ – გერმანიის ომის მთელ პირველ დღეს ფრონტს ოკრუგს მოსკოვიდან უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლის სახით ჩამოსული კ. ა. მერეცკოვი სარდლობდა. (18)
რა თქმა უნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გენერალ პოპოვის მგზავრობა მურმანსკში დაკავშირებული იყო ოკრუგის ჯარების მომზადებასთან მომავალი ჰიტლერული შემოჭერის მოსაგერიებლად. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
გერმანელების შემოტევას იმიერპოლარეთში არავინ მოელოდა. რის შესახებაც მეტად მჭერმეტყველურად მოწმობენ ბომბდამშენი ჯგუფის II/KG30 მეთაურის, პოდპოლკოვნიკ ჰ. რაიზენის მოგონებანი, მურმანსკზე პირველი საჰაერო თავდასხმის შესახებ 1941 წლის 22 ივნისს: „... ჩვენ არ დაგვხვდა არც გამანადგურებელი თვითმფრინავების, არც საზენიტო ცეცხლის წინააღმდეგობა. თვით იმ თვითმფრინავებისთვისაც კი, რომლებსაც მცირე სიმაღლეებიდან მიჰქონდათ იერიშები, ცეცხლი არ დაუშენიათ... მტრული ავიაცია თითქოსდა არც არსებობდა, გერმანული მანქანები საბჭოთა ტერიტორიის თავზე სრულიად ხელშეშლის გარეშე მოქმედებდნენ...“ (19).
და მოვლენების რაღაც უცნაური ქრონოლოგიაც გამოდის: გენერალი პოპოვი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მიემგზავრება მურმანსკში, რათა მოამზადოს ქალაქი „თავდაცვისათვის გერმანელებისაგან“, მაგრამ მაშინვე სტოვებს მას, როგორც კი გერმანული თავდასხმა აღსრულებული ფაქტი ხდება...
შეიძლება 1-ლი სატანკო დივიზიის გადასროლის შესახებაც დაიწეროს, რომ მისი მიზანი იყო „მურმანსკის თავდაცვის განმტკიცება“. შეიძლება. ქაღალდი ყველაფერს აიტანს. მაგრამ რატომღა ვასაღებდეთ საბჭოთა გენერლებს სრულ სულელებად? თუ მათ უნდოდათ სატანკო დივიზია მურმანსკისაკენ გადაეყვანათ – მაშინ წაეყვანათ კიდეც, კიროვის რკინიგზა სწორედ მურმანსკამდეა მიყვანილი. რა საჭიროება იყო, რომ დანიშნულების ადგილამდე 260 კმ დაშორებით მარცხნივ გადაეხვიათ და დივიზია უკაცრიელ და უგზო ტყე-ტუნდრაში გადმოეტვირთათ?
და თანაც როგორ შეეძლო მსუბუქი ტანკებით БТ აღჭურვილ დივიზიას საბჭოთა იმიერპოლარეთის თავდაცვა განემტკიცებინა? კიდევ ერთხელ მივმართოთ 1-ლი ტდ-ის მეთაურის ვ. ი. ბარანოვის მოგონებებს: „...ტანკისტების მოქმედებებს ართულებდა ძლიერად დასერილი ადგილმდებარეობა. უგზოობა, კლდეები და ციცაბო გორები, ტყით დაფარული, ღარტაფები და მინდვრები, ბუჩქნარით დაფარული და რიყის ქვებით მოფენილი, ტბები, მთის პატარა მდინარეები, საფლობი ჭაობები... ტანკების გამოყენებაზე თუნდაც ბატალიონის შემადგენლობაში ლაპარაკიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ბრძოლები წარმოებდა მცირე ჯგუფებით, ოცეულებით და საფრებში მყოფი მანქანებითაც კი...“. (7)
ასეთ „ტანკსაწინააღმდეგო ადგილმდებარეობაზე“ სწრაფმავალი БТ უეჭველად ჰკარგავდა თავის მთავარ უპირატესობას – ძვრადობას. სხვა განსაკუთრებული ღირსებანი კი ამ საბრძოლო მანქანას ტყვიასაწინააღმდეგო მოჯავშნითა და მსუბუქი 45-მმ ზარბაზნით არც არასოდეს ერიცხებოდა. და ნუთუ სატანკო დივიზია ცხრა მთის იქით მხოლოდ იმისათვის მიჰყავდათ, რათა იქ წვრილ-წვრილ ჯგუფებად დაექუცმაცებინათ და „ცალკეული მანქანების სახით ჩასაფრებებიდან ემოქმედა“? „თავდაცვის განმტკიცებისათვის“ გაცილებით უფრო მარტივი და ეფექტური იქნებოდა იმავე ეშელონებით იმიერპოლარეთში მთავარსარდლობის რეზერვის ათეული მძიმე საარტილერიო პოლკი გადაესროლათ, ხოლო ჩასაფრებებში კი 45-მმ ზარბაზნით შეიარაღებული მსუბუქი ტანკები კი არ ჩაეყენებინათ, რომელთა მსხვრევადი ჭურვი 1,4 კგ იწონიდა, არამედ მძიმე ჰაუბიცები 152 ან, კიდევ უკეთესი, – 203 მმ კალიბრისა. აი ისინი დახვდებოდნენ კიდეც მტერს 43 და 100 კგ წონის ჭურვებით, რომელთაგან გრანიტის კლდეებს შორისაც კი ვერ შეეფარები.
და მაინც 1-ლი სატანკო სწორედ ალაკურტიში ჩავიდა (და სწორედ იმ დღეებში, როცა საბჭოთა გენერლები ბინოკლებში ათვალიერებდნენ ფინეთის სატყეო გზებს) არა შემთხვევით, და სულაც არა სისულელისაგან, არამედ გასაოცებლად ლამაზი გეგმის შესაბამისად. ამ გეგმის განხილვას ჩვენ ცოტა მოგვიანებით მივადგებით, ახლა კი ისევ 1941 წ. 17 ივნისის მოვლენებს მივმართოთ.
სწორედ ამ დღეს, როცა 1-ლმა სატანკო დივიზიამ დაიწყო ეშელონებში ჩატვირთვა, რომლებიც იმიერპოლარეთში მიდიოდნენ, 10-ე მექკორ-ის მეთაურთა შემადგენლობა საშტაბო სწავლებებზე გაემგზავრა. ამ სწავლებების ჩატარება ოკრუგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კარელიის ყელის ჩრდილოეთში, ვიბორგის რაიონში, ფინეთის საზღვრის გვერდით. 21 ივნისის 9 საათზე რაღაც შეიცვალა, სწავლებები მოულოდნელად იქნა შეწყვეტილი, ყველა მეთაურს კი ებრძანა დაუყოვნებლივ თავის ნაწილში დაბრუნებულიყო. (17)
1941 წ. 22 ივნისის ღამის ორ საათზე (სწორედ იმ დროს, როცა 1-ლი სატანკო დივიზიის ეშელონები გადმოტვირთვის სადგურს უახლოვდებოდნენ) 10-ე მექკორპუსის 21-ე სატანკო დივიზიის საკომანდო პუნქტზე, სოფელი ჩორნაია რეჩკა ლენინგრადთან, მივიდა თვითონ გენერალ-ლეიტენანტი პ. ს. პშენნიკოვი – 23-ე არმიის სარდალი. ყველაზე უფრო მსხვილისა ჩრდილოეთის ფრონტის სამი არმიიდან. გენერალ-ლეიტენანტმა პირადად დაუსვა ამოცანა 21-ე ტდ-ის მეთაურს პოლკოვნიკ ბუნინს დივიზია გასასვლელად მოემზადებინა.
22 ივნისის 12.00-ზე დივიზიაში გამოცხადდა საბრძოლო განგაში ნაწილების განგაშზე თავშეყრის თავიანთ რაიონებში გასვლით. მომდევნო დღეს, 23 ივნისის დილის 6 საათზე 21-ე სატანკო დივიზიაში მიღებულ იქნა საბრძოლო ბრძანება 10-ე მექკორ-ის შტაბიდან ილჲა-ნოსკუას რაიონში გასვლის თაობაზე (ახლა ქ. სვეტოგორსკი ლენინგრადის ოლქისა), რამდენიმე კილომეტრში ფინეთის საზღვრიდან.
ავტორის განკარგულებაში არ ყოფილა ტექსტი „საბრძოლო მოქმედებათა ჟურნალისა“ 10 მექკორ-ის სხვა დივიზიების (24-ე სატანკოსი და 198-ე მოტორიზებულის), მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რომ ისინი გავიდნენ პუშკინსა და ორანიენბაუმში მდებარე მუდმივი დისლოკაციის რაიონიდან ზუსტად იმავე დროს, რაც 21-ე ტდ, და დაიძრნენ იმავე მიმართულებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1941 წ. 22 ივნისს მათაც მიიღეს ანალოგიური ბრძანებები კორპუსის მეთაურობისა და 23-ე არმიის სარდლობისაგან.
სწორედ დროა, რომ ახლა უფრო ახლოს გავეცნოთ ამ მექკორპუსს.
10-ე მექკორპუსი (მეთაური – გენერალ-მაიორი ი. გ. ლაზარევი) მნიშვნელოვნად უფრო ცუდად იყო აღჭურვილი და საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისათვის მომზადებული 1-ლ მექკორ-თან შედარებით. სხვადასხვა წყაროებში მოყვანილია განსხვავებული ციფრები 10-ე მექკორ-ის დაკომპლექტებულობისა ტანკებით: 469-დან 818 ერთეულამდე. (3, 8) ასეთი გაურკვევლობა ციფრებში, დიდი ვარაუდით, იმასთანაა დაკავშირებული, რომ კორპუსის შეიარაღებაში იყო მიღებული მრავალი ტანკი Т-26 და БТ ადრინდელი გამოშვებისა, რომლებიც ომის დაწყების წინ დაჩქარებულად ჩამოიწერებოდა ახალი ტექნიკის მოსვლის მოლოდინში.
უფრო მეტ ხარისხად ეს შენიშვნა ეხებოდა 10-ე მექკორპუსის 24-ე სატანკო დივიზიას, რომელიც 11-ე სათადარიგო სატანკო პოლკის ბაზაზე იქნა ჩამოყალიბებული და მისგან ჰქონდა მიღებული ძლიერად გაცვეთილი სასწავლო მატერიალური ნაწილი: 139 ტანკი БТ-2 და 142 БТ-5 (სულ 281 ტანკი 1932–1934 წლების გამოშვებისა). როცა 24-ე ტდ-მ დაიწყო წინსვლა შეტევისთვის ამოსავალი რაიონისაკენ, სახეზე არსებული 281 ტანკიდან 49 მუდმივი დისლოკაციის ადგილზე იქნა დატოვებული როგორც გაუმართავი. რის შემდეგაც სალაშქროდ გასული 232 ტანკიდან ტყის მასივამდე სვეტოგორსკის რაიონში მხოლოდ 177 ტანკმა მიაღწია.
ყველა მიმართებაში უკეთ იყო საქმეები 10-ე მექკორ-ის სხვა დივიზიაში. 21-ე სატანკო დივიზია ჩამოყალიბებულ იქნა 40-ე წითელდროშოვანი სატანკო ბრიგადის ბაზაზე, რომელმაც თავისი ორდენი ვაჟკაცობისა და ოსტატობისათვის დაიმსახურა, რაც კარელიის ყელზე ბრძოლებში გამოავლინა.
ომის დაწყებისათვის 21-ე ტდ-ს სიით ჰყავდა 217 მსუბუქი ტანკი Т-26. და მარშიც ამ დივიზიამ გაცილებით უფრო ორგანიზებულად შეასრულა. 21-ე სატანკოს საბრძოლო მოქმედებათა ჟურნალში ვკითხულობთ: „...მარშზე ადგილი ჰქონდა ცალკეული ტანკებისა და მანქანების ჩამორჩენას, რომლებსაც დივიზიის შესაბამისი სამსახური სწრაფად აღადგენდა და მარშრუტით მიმართავდა“. (17)
რაც შეეხება 10-ე მექკორ-ის მესამე დივიზიას – 198-ე მოტორიზებულს, – მას სულ რამდენიმე ათეული გამართული ტანკი ჰყავდა, და საქმის არსით ჩვეულებრივი მსროლელი დივიზია გახლდათ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ავტოტრანსპორტით.
ყველაფერი შედარებაში შეიმეცნება. ამ ოქროს წესს, რომელიც ასე მონდომებით დაივიწყეს კომუნისტურმა „ისტორიკოსებმა“, ჩვენ კიდევ არა ერთხელ მივუბრუნდებით. რა თქმა უნდა, 1-ლ მექკორ-თან შედარებით (1039 ტანკი და 4730 ავტომანქანა სულ განსხვავებული დანიშნულებისა, ბენზოცისტერნებიდან რეფრიჟერატორებამდე და საშხაპო კაბინებამდე, უახლესი მუხლუხიანი გამწევები და არტპოლკებში უახლესი ჰაუბიცები) 10-ე მექკორ-ი უბრალოდ უიარაღოდ გამოიყურებოდა. მაგრამ ომს ხომ აპირებდნენ არა თავიანთ მეზობელთან ოკრუგში, არამედ რომელიღაც სხვა მოწინააღმდეგესთან...
სწორედ იმავე დღესა და საათს, როდესაც 10-ე მექკორპუსის ტანკების, ჯავშნოსნების, მუხლუხიანი გამწევების უზარმაზარი მოგრუხუნე და გვარიანად მაბოლებელი კოლონები ლენინგრადის გავლით ვიბორგისაკენ დაიძრნენ, 1941 წ. 23 ივნისის დილას, ლენინგრადის გზატკეცილზე ფსკოვიდან გატჩინაში (კრასნოგვარდეისკი) დაიძრა ჩრდილოეთის ფრონტის მთავარი დამრტყმელი ძალაც: ორი დივიზია (მე-3 სატანკო და 163-ე მოტორიზებული) 1-ლი მექკორ-ის შემადგენლობიდან.
„მიექანებოდნენ ტანკები და წარმოქმნიდნენ ქარს, უტევდა მრისხანე ჯავშანი...“
მხოლოდ რაღაც უცნაური მიმართულებით მიექანებოდნენ. არა ომში – არამედ ომისგან. ან კიდევ მაინც ომში, მაგრამ სხვა ომში?
და ამ დროს ლენინგრადთან ყველაზე უფრო შორ (ჯერ კიდევ – შორ) დასავლეთ მოსადგომებთან მწიფდებოდა დიდი უბედურება.
ომის პირველივე საათებიდან ბალტიისპირეთში, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის თავდაცვის ზოლში, საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობა მკაფიოდ იძენდა მანამდე უნახავი განადგურების ხასიათს.
აი როგორ აღწერენ საბჭოთა სამხედრო ისტორიკოსები იმ დღეთა მოვლენებს მონოგრაფიაში „1941 წელი – გაკვეთილები და დასკვნები“: „...მოწინააღმდეგის პირველი დარტყმების შედეგები ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის ჯარებისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. დაფარვის არმიის ჯარებმა დაიწყეს უწესრიგო უკანდახევა... დაკარგა რა მართვა, ფრონტის სარდლობამ ვერ შეძლო მიეღო გადამწყვეტი ზომები მდგომარეობის აღდგენისა და მე-8 და 11-ე არმიების უკანდახევის თავიდან აცილებისათვის...“. (3)
უნდა აღინიშნოს, რომ ჩ.-დ. ფრონტის ჯარების „უწესრიგო უკანდახევამ“ მოწინააღმდეგეზე წინასწარ დაგეგმილი უკანდახევის შთაბეჭდილება მოახდინა! გერმანიის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი ფ. ჰალდერი თავის სახელგანთქმულ „სამხედრო დღიურში“ 1941 წ. 23 ივნისს წერდა: „...ორგანიზებული უკანდახევის შესახებ ამ დრომდე ლაპარაკი არ გვიხდება. გამონაკლისს შეადგენს, შესაძლოა, რაიონი არმიათა ჯგუფის „ჩრდილოეთი“ ფრონტის წინ, სადაც, როგორც ჩანს, ნამდვილად წინასწარ იყო დაგეგმილი და მომზადებული უკან დახევა მდინარე დასავლეთ დვინას იქით. ასეთი მომზადების მიზეზების დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია...“ (12).
დიახ, არ ჰყოფნიდათ გერმანელ გენერლებს ფანტაზია იმისათვის, რათა ჩვენი რეალიები წარმოედგინათ...
თუმცა კი, დავუბრუნდეთ ამ მოვლენების აღწერას, როგორც მოგვცეს ის რუსეთის ისტორიკოსებმა: „...26 ივნისს უკანდახეული ჯარების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 11-ე არმიამ ტექნიკის 75 %-მდე და პირადი შემადგენლობის 60 %-მდე დაჰკარგა. მისი სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ვ. ი. მოროზოვი ფრონტის სარდალს გენერალ-პოლკოვნიკ თ. ი. კუზნეცოვს უმოქმედობას საყვედურობდა... ფრონტის სამხედრო საბჭოში ჩათვალეს, რომ მას არ შეეძლო ასეთი უხეში ფორმით მოეხსენებინა, ამასთან თ. ი. კუზნეცოვმა გააკეთა მცდარი დასკვნა, რომ არმიის შტაბი ვ. ი. მოროზოვთან ერთად ტყვედ ჩავარდა და ახლა მტრის კარნახით მუშაობს... სარდლობაში უთანხმოებები წარმოიქმნა... სამხედრო საბჭოს წევრი კორპუსის კომისარი პ. ა. დიბროვა, მაგალითად, მოახსენებდა, რომ შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი პ. ს. კლჲონოვი მუდმივად ავადმყოფობს, შტაბის მუშაობა არ არის ორგანიზებული, ფრონტის სარდალი კი ნერვიულობს...“. (3)
სანამ ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის შტაბში „დამნაშავეს“ ეძებდნენ, 1941 წ. 26 ივნისს დაუგავპილსის რაიონში ტყვედ ჩაბარდა ჩ.-დ. ფრონტის შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი ტრუხინი (შემდგომში ტრუხინი აქტიურად თანამშრომლობდა გერმანელებთან, ვლასოვის „არმიის“ შტაბს ჩაუდგა სათავეში და სიცოცხლეც 1946 წლის 1 აგვისტოს სახრჩობელაზე დაასრულა). (20, გვ. 164)
შემდგომი მოვლენების სწორად გაგებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმაღლესი სარდლობა მოსკოვში ფხიზლად აფასებდა სიტუაციას და არ მიჰყვებოდა არანაირ ილუზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ უმართავი ჩ.-დ. ფრონტის დაფანტული ნარჩენები შეძლებენ გერმანული ჯარების შემოტევის შეკავებას.
უკვე 24 ივნისს (ე. ი. ომის მესამე დღეს!) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავდაცვითი ზოლის შექმნის შესახებ მდინარე ლუგას მიჯნაზე – 550 კმ საზღვრიდან აღმოსავლეთით, 90 კმ ლენინგრადის ქუჩებამდე. ამასთან ერთად, 25 ივნისს უმაღლესმა სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება კონტრდარტყმის ჩატარების შესახებ ვერმახტის 56-ე სატანკო კორპუსის წინააღმდეგ, რომელმაც დაუგავპილსისაკენ მოახდინა გარღვევა. მისწრაფებაში როგორმე მაინც შეეკავებინა გერმანელების შემოტევა მდინარე დასავლეთ დვინის ბუნებრივ თავდაცვით მიჯნაზე, მგწა-ის სარდლობამ ამ კონტრდარტყმაში მონაწილეობისთვის შეიყვანა სრულიად დაუკომპლექტებელი 21-ე მექკორპუსი (ამ კორპუსის ჩამოყალიბების დასრულების გეგმიური ვადა 1942 წ.-ზე იყო დანიშნული) და თვით მე-5 საჰაერო-სადესანტო (!) კორპუსიც კი, რომელსაც ტანკებთან საბრძოლველად არც შესაბამისი შეიარაღება გააჩნდა, არც სათანადო მომზადება. სხვა სიტყვებით, დარღვეულ ფრონტში წარმოქმნილი ხვრელის ჩაკეტვას ცდილობდნენ ყველაფრით, რაც ხელთ მოხვდებოდათ.
და სწორედ ამ ვითარებაში ჩრდილო-დასავლეთის საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ყველაზე უფრო მძლავრი 1-ლი მექკორპუსი (რომელსაც 1-ლი სატანკო დივიზიის ლაპლანდიაში გაგზავნის შემდეგაც კი ექვსჯერ უფრო მეტი ტანკი ჰყავდა, ვიდრე ლელჲუშენკოს 21-ე კორპუსს!), იკაფავდა რა გზებს ასეულობით ტანკის მუხლუხებით, ჩრდილოეთით, გატჩინაში მიდიოდა, ე. ი. პირდაპირ საწინააღმდეგო მიმართულებით ფრონტის ხაზიდან!
სიტყვაზე რომ ვთქვათ, თავად გერმანელები მეტად გაოცებული იყვნენ მათთვის აუხსნელი გაქრობით „ფსკოვური სატანკო ჯგუფისა“. პირველად მათ მოეჩვენათ, რომ 1-ლი მექკორ-ი ფსკოვიდან წავიდა სამხრეთით. ჰალდერი 1941 წ. 22 ივნისს თავის დღიურში აღნიშნავს: „...რუსული მოტორიზებული ფსკოვური ჯგუფი აღმოჩენილია 300 კმ-ზე სამხრეთში მისი თავმოყრის აქამდე ნავარაუდევი რაიონისაგან...“.
მერე – შემდეგი ვერსია (24 ივნისის ჩანაწერი): „...ჩვენთვის ცნობილი მოწინააღმდეგის ყველა ოპერატიული რეზერვიდან ამჟამად არ არის ნათელი მხოლოდ ფსკოვური სატანკო ჯგუფის ადგილსამყოფელი. შეიძლება, ის გადასროლილია რაიონში შაულჲაისა და დასავლეთ დვინას შორის...“.
შემდეგ დღეს, 25 ივნისს, ჰალდერს მოახსენეს, რომ „მოწინააღმდეგის 1-ლი სატანკო კორპუსი ფსკოვის რაიონიდან დასავლეთ დვინის გავლით გადმოსროლილია რაიონში რიგის სამხრეთით“ (12).
ნუ ვიქნებით ზედმეტად მკაცრები გერმანული სამხედრო დაზვერვის მუშაობის შეფასებაში. მათ უბრალოდ არც შეეძლოთ თავში მოსვლოდათ, სად უნდა ეძებნათ სინამდვილეში 1-ლი მექკორპუსი. და არც ჰყავდათ მათ სადაზვერვო თვითმფრინავები მოქმედების ისეთი რადიუსით, რომელიც საშუალებას მისცემდა ჩრდილოეთის ფრონტის სატანკო ნაწილების გადაადგილებები დაეფიქსირებინათ. აი მათ რომ სადაზვერვო თანამგზავრი ჰყოლოდათ, მაშინ მისი „ბორტიდან“ ჭეშმარიტად ფანტასტიკური სანახაობა გადაეშლებოდათ.
აღმოსავლეთ პრუსიის საზღვრიდან დასავლეთ დვინისაკენ ორ გრძელ კოლონად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ორი გერმანული სატანკო კორპუსი მოძრაობდა მე-4 სატანკო ჯგუფის შემადგენლობიდან: 41-ე რაინჰარდტის მეთაურობით და 56-ე მანშტაინის მეთაურობით. უფრო შორს უზარმაზარ სამასკილომეტრიან სივრცეზე მიდიოდა ჩვეულებრივი მშვიდობიანი (თუ მას კოსმოსიდან ვუყურებთ) ცხოვრება. და კიდევ უფრო შორს აღმოსავლეთისკენ, სწორედ იმავე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მტვრისა და კვამლის ასეთსავე გორგლებში მოძრაობდა ორი საბჭოთა მექკორპუსი: 1-ლი მექკორ. – ფსკოვიდან ლენინგრადისკენ და 10-ე მექკორ. – ლენინგრადიდან ვიბორგისკენ.
და რაც სავსებით უკვე გასაოცარია – მარშით მიმავალი საბჭოთა და ომში ჩაბმული გერმანული დივიზიები თითქმის ერთნაირი სიჩქარით მოძრაობდნენ!
მანშტაინის კორპუსმა 255 კმ საზღვრიდან დაუგავპილსამდე (დვინსკამდე) ოთხ დღეში გაიარა.
წინსვლის საშუალო ტემპით – 64 კმ დღეში.
რაინჰარდტის კორპუსმა საზღვრიდან პატარა ქალაქ კრუსტპილსამდე დასავლეთ დვინაზე გაიარა ხუთი დღის მანძილზე. წინსვლის საშუალო ტემპი იყო – 53 კმ დღეში.
10-ე მექკორპუსის სატანკო დივიზიები კი მათთვის მითითებულ თავმოყრის რაიონში ვიბორგის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კმ-ზე ლენინგრადიდან მხოლოდ 24 ივნისის დღის ბოლოსთვის გავიდნენ. ორი დღე-ღამე მარშზე ფსკოვიდან გატჩინამდე (200 კმ სწორ ხაზზე) საჭირო გახდა ელიტური 1-ლი მექკორპუსის დივიზიებისთვისაც.
მკაცრად რომ ვთქვათ, საბჭოთა სატანკო დივიზიების წინსვლის ტემპი მაინც ერთნახევარჯერ უფრო მაღალი იყო.
მაგრამ გერმანელები უბრალოდ ხომ არ მარშირებდნენ, არამედ (როგორც მიღებულია ითვლებოდეს) კიდევ „წითელი არმიის გააფთრებულ წინააღმდეგობასაც გადალახავდნენ“.
მექანიზებული ნაწილების უუნარობა ფორსირებული მარშის ორგანიზებაში იყო პირველი უსიამოვნო სჲურპრიზი, რომელსაც ჩრდილოეთის ფრონტის სარდლობა შეეჯახა.
დაბალი ტემპები სულაც არ იყო დაკავშირებული საბჭოთა ტანკების განსაკუთრებულ ნელმოძრაობასთან (БТ დღესაც შეიძლება ითვლებოდეს ყველაზე უფრო სწრაფ ტანკად ისტორიაში), არამედ მოძრაობის რეგულირების სამსახურისა და გაუმართავი მანქანების ევაკუაციის უმსგავსო ორგანიზაციასთან. ამ საკითხისადმი სპეციალურად მიძღვნილ 1-ლი მექკორპუსის მეთაურის 1941 წ. 25 ივნისის ბრძანებაში აღინიშნებოდა, რომ მანქანები კოლონებში სტიქიურად მიდიოდნენ, ერთმანეთს უსწრებდნენ, ჩერდებოდნენ მძღოლების სურვილით დაუგეგმავ შეჩერებებზე, ქმნიდნენ საცობებს. ჩამორჩენილი მანქანების შემოკრება და გაუმართავების რემონტი არ ხდებოდა.
არცთუ ბევრად უკეთესად მიდიოდა საქმეები 10-ე მექკორპუსში. 24-ე სატანკო დივიზიის წინსვლის მარშრუტის სიგრძემ 160 კმ შეადგინა, რომლებიც მან 49 საათში დაძლია!
მარშის საშუალო სიჩქარე გახლდათ – 3,5 კმ/სთ (თუ გახსოვთ, დ. პავლოვი ვარაუდობდა, რომ მექკორპუსები უბრალოდ მარშით კი არ ივლიან, არამედ შეუტევენ ტემპით 15 კმ/სთ!). 21-ე სატანკო დივიზიაში ტანკებმა ორდღიანი მარშის მსვლელობისას თითოეულმა 14–15 მოტოსაათი დახარჯა, რაც ნათლად მოწმობს იმის შესახებ, რომ თვით ამ ყველაზე უფრო მომზადებულ და უკეთ აღჭურვილ დივიზიაშიც კი „მარშის“ ნახევარი საცობებსა და გაჭედვებში დგომისაგან შედგებოდა.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, 25–26 ივნისისათვის 1-ლი და 10-ე მექკორპუსების ყველა ნაწილი და შენაერთი მათთვის მითითებულ რაიონებში გაიშალა უზარმაზარ სივრცეზე გატჩინადან იმიერპოლარეთამდე, მრავალდღიანი მარშის შემდეგ ადამიანები და ტექნიკა წესრიგში მოიყვანეს, ფინეთის საზღვრისაკენ და, როგორც ეს ახლა გახდა ცნობილი მოვლენათა ცოცხალი მონაწილეებისაგან, ფინეთის საზღვრის ი ქ ი თ ა ც სადაზვერვო ჯგუფები გაგზავნეს და...
და არაფერი მომხდარა. ჩრდილოეთის ფრონტის სახმელეთო (ამ სიტყვის ქვეშ სქელი ხაზი გავუსვათ) ძალები (14-ე, მე-7, 23-ე არმიები თხუთმეტი მსროლელი, ორი მოტორიზებული, ოთხი სატანკო დივიზიისა და ცალკეული მსროლელი ბრიგადის შემადგენლობით) მომენტალურ და აუხსნელ უმოქმედობაში გაშეშდნენ.
1941 წლის 25 ივნისის გამთენიისას...
იმ დროს როდესაც ჩრდილოეთის ფრონტის (ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის) ჯარები ამ გასაოცარ გადაჯგუფებებს ახდენდნენ, მოვლენების განვითარება ბალტიისპირეთში სულ იმავე, ე. ი. კატასტროფული მიმართულებით გრძელდებოდა. მხოლოდ დაუგავპილსის რაიონში ლელჲუშენკოს 21-ე მექკორპუსის ტანკისტების თავგანწირულად მამაცურმა დარტყმამ მტრის წინსვლა ორი დღით დააყოვნა. ყველა დანარჩენ უბანზე გერმანელები მდინარე დვინაზე თითქმის წინააღმდეგობის გარეშე გადმოდიოდნენ, და გადიოდნენ „ფინიშის სწორზე“ რეჟიცა – ფსკოვი – ლენინგრადი.
ერთადერთი რეზერვი, რომლითაც შეეძლო დაუყოვნებლივ ესარგებლა საბჭოთა ავიაციას, იყო ძალზედ მძლავრი ძალები ლენინგრადის ოკრუგის ავიაციისა. ხიდები და გადმოსასვლელები დასავლეთ დვინაზე მე-2, 44-ე, 58-ე (სტარაია რუსას რაიონი), 2012-ე, 202-ე, 205-ე (გატჩინას რაიონი) ბომბდამშენი ავიაპოლკების ხელმისაწვდომობის ზონაში იმყოფებოდა. (23) ესმოდა თუ არა საბჭოთა სამხედრო სარდლობას ის უზარმაზარი როლი, რომელიც შეიძლება ითამაშოს ავიაციამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წყლიანი მიჯნის შენარჩუნებაში? და კიდევ როგორ ესმოდა! რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ბელორუსიაში, განადგურებული დასავლეთის ფრონტის ზოლში, გერმანელებმა ბერეზინაზე გადმოსვლა დაიწყეს, თვითონ თავდაცვის სახკომმა ტიმოშენკომ გასცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც ბერეზინაზე გადასასვლელების დასანგრევად გამოიყენეს ყველაფერი, რასაც ფრენა შეეძლო. მსუბუქი ბომბდამშენებიდან Су-2 მძიმე და მოუქნელ, სამდინარო ბარჟის მსგავსად მოუქნელ ТБ-3-მდე.
ტიმოშენკოს ბრძანება მოითხოვდა დაებომბათ აუცილებლად, მცირე სიმაღლეებიდან. გერმანელმა ისტორიკოსებმა იმ დღეებს „საჰაერო ვერდენი“ უწოდეს. ჩვენი ავიაცია საშინელ დანაკარგებს განიცდიდა. შორეული ბომბდამშენების ДБ-3 პოლკები, რომლებიც არ იყვნენ ვარგისი მცირე სიმაღლეებიდან მოქმედებისთვის, სანთელივით დნებოდნენ. იღუპებოდნენ შორეული ავიაციის მფრინავები და შტურმანები – პროფესიონალები წითელი არმიის სჰძ-თვის უნიკალური მომზადების დონით. ასეთი ფასით გადაიხადა უმაღლესმა სარდლობამ რამდენიმე დღის მოგების შესაძლებლობისათვის ბელორუსიაში შიდა ოკრუგებიდან რეზერვების გადასასროლად. და, შევნიშნავთ, არავინ გვიანდელი ისტორიკოსებიდან და სამხედრო სპეციალისტებიდან არასოდეს აკრიტიკებდა ამ სასტიკ, მაგრამ ვითარების მიერ გამართლებულ გადაწყვეტილებას სახალხო კომისრისა...
მაგრამ დავბრუნდეთ ბალტიისპირეთში. შეეძლო თუ არა ჩრდილოეთის ფრონტის სჰძ-ს მიეყენებინა საგრძნობი დარტყმა გადმოსასვლელებისთვის დასავლეთ დვინაზე (დაუგავაზე)? ომის წინ ზემოხსენებული ექვსი ბომბდამშენი ავიაპოლკის შემადგენლობაში იყო 201 საშუალო ბომბდამშენი გამართულ მდგომარეობაში. გარდა ამისა, მასირებულ ავიადარტყმაში მონაწილწეობისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ სამი ბომბდამშენი ავიაპოლკიც (35-ე, 50-ე, 53-ე) მე-4 ავიადივიზიის (ქ. ტარტუს რაიონი ესტონეთში) შემადგენლობიდან, რომელიც საბრძოლო მოქმედებათა დაწყების შემდეგ ოპერატიულად ჩრდილოეთის ფრონტს ექვემდებარებოდა. ეს კიდევ 119 გამართული ბომბდამშენია. (23)
მანძილი 400–450 კმ აეროდრომებიდან, რომლებზედაც ბაზირებული იყვნენ ეს ნაწილები, დასავლეთ დვინამდე იძლეოდა შესაძლებლობას გამოეყენებინათ „მოძველებული“ ბომბდამშენები СБ მაქსიმალური საბომბე დატვირთვით. უფრო მეტიც, იმ ტრაგიკული სიტუაციისგან განსხვავებით, რომელიც ბერეზინის თავზე ცაში შეიქმნა, ბომბდამშენების დაფარვა მიზნამდე და უკან მარშრუტის მთელ სიგრძეზე შეიძლებოდა უახლესი გამანადგურებლებით МиГ-3 მე-7, 159-ე და 153-ე გამანადგურებელი პოლკების შემადგენლობიდან. ეს უახლესები – საბჭოთა ისტორიკოსების აზრით – იყო ძალზედ ცოტა: სულ რაღაც 162 МиГ-ი გამართულ მდგომარეობაში. ეს მართლაც ნაკლებია, ვიდრე სასურველი იქნებოდა, – მაგრამ ერთნახევარჯერ მეტი მთელ ჩრდილო-დასავლეთ ომთ-ზე ლჲუფტვაფეს ერთადერთი გამანადგურებელი ესკადრის JG 54 რიცხოვნებასთან შედარებით (98 გამართული „მესერშმიტი“ Bf-109F 1941 წ. 24 ივნისის მდგომარეობით). (24)
თუ ესეც საკმარისი არ აღმოჩნდება, მაშინ ჩრდილოეთის ფრონტის შემადგენლობაში იყო კიდევ 10-ე, 137-ე და 72-ე ბომბდამშენი ავიაპოლკები მურმანსკისა და პეტროზავოდსკის რაიონში, რომელთა პერებაზირებაც სამხრეთით, ლენინგრადისკენ, საკმარისად სწრაფად შეიძლებოდა.
შეიძლება, ესეც არცთუ ისე ბევრია, როგორც გვინდა, მაგრამ ლჲუფტვაფეს 1-ლი საჰაერო ფლოტის შემადგენლობაში, რომელიც გზას უკაფავდა არმიათა ჯგუფის „ჩრდილოეთი“ გერმანულ დივიზიებს, იყო სულ 210 გამართული ბომბდამშენი (41 წ. 24 ივნისის დილის მდგომარეობით) (24). აღსანიშნავია, რომ ჩ.-დ. ფრონტის შტაბის ცნობაში # 3, რომელიც 22 ივნისის დღის 12 საათზეა შედგენილი, ნათქვამი იყო, რომ „მოწინააღმდეგეს ჯერ კიდევ არ შემოუყვანია მოქმედებაში სჰძ-ის მნიშვნელოვანი ძალები, იზღუდება რა ცალკეული ჯგუფებისა და ერთეული თვითმფრინავების მოქმედებებით (61). შეფასება სავსებით ახსნადია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ყველა ტიპის გამართული საბრძოლო თვითმფრინავების რეალური რიცხვი ლჲუფტვაფეს 1-ლი საჰაერო ფლოტის შემადგენლობაში (330 ერთეული) აღმოჩნდა ზუსტად ათჯერ უფრო ნაკლები იმაზე, რის ხილვასაც ამ მიმართულებით მგწა-ის უმაღლესი ხელმძღვანელობა მოელოდა. სულ მცირე, სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ 1993 წ. განსაიდუმლოებული სახელგანთქმული ოპერატიულ-სტრატეგიული „თამაშის“ მასალებიდან, რომელიც გენშტაბმა 1941 წ. იანვარში ჩაატარა (108).
შემდეგი კითხვა – ჰქონდა თუ არა უნარი ჩრდილოეთის ფრონტის სჰძ-ის (სამხედრო-საჰაერო ძალების) სარდლობას ასეთი ფართომასშტაბიანი საავიაციო შეტევის ორგანიზებისთვის?
ჭეშმარიტების კრიტერიუმია – პრაქტიკა. პრაქტიკამ გვაჩვენა – ჰქონდა და თანაც როგორი!
1941 წლის 25 ივნისის გამთენიისას ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა საავიაციო შენაერთმა, აგრეთვე ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტების ავიაციის მსხვილმა ძალებმა მძლავრი მოულოდნელი დარტყმა მიაყენეს მტერს.
აი როგორ აღწერს ამ მოვლენებს სსრკ ავიაციის მთავარი მარშალი ა. ა. ნოვიკოვი: „...დილით ადრე 25 ივნისს მე ვიყავი კავშირგაბმულობის კვანძზე, რომელიც ოკრუგის შტაბის შენობის ნახევრად სარდაფულ სადგომში იყო განთავსებული. უკანასკნელი მზადებანი, მონაცემთა დაზუსტება, მოკლე მოლაპარაკებები შენაერთების მეთაურებთან, და აეროდრომებზე ძრავები აგრიალდა. საჰაერო არმადა, შემდგარი 263 ბომბდამშენის და 224 გამანდგურებლისა და მოიერიშისაგან, მტრის წინააღმდეგ სწრაფად და გაბედულად გაემართა... თავდასხმა რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ერთ ჯგუფს მეორე ცვლიდა... პირველად ჩვენი სჰძ-ის ისტორიაში ერთდროულად მოქმედებებისთვის ისეთი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა იქნა გამოყენებული, თანაც მთელ ფრონტზე: ვიბორგიდან მურმანსკამდე... ამ პირველმა საბჭოთა ავიაციის ისტორიაში მრავალდღიანმა ოპერაციამ დაგვარწმუნა...“ (39).
და კიდევ ასე შემდეგ.
მაგრამ ეს დარტყმა მოვიდა სულაც არა გერმანელებზე! საჰაერო არმია გაემართა წინააღმდეგ... ფინეთისა. ასეულობით ტონა ბომბები დაატყდათ ხიდებს, გზებს, ქარხნებსა და სარკინიგზო სადგურებს, ქალაქებსა და აეროდრომებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „ვიბორგიდან მურმანსკამდე“, როგორც დარცხვენისა და მორიდების ყოველგვარი ჩრდილის გარეშე წერს ამხანაგი მარშალი. „შემდგარმა საჰაერო თავდასხმებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაუცველი ქალაქების დაბომბვებმა, მშვიდობიან მცხოვრებთა მკვლელობებმა – ყველაფერმა ამან უფრო ნათლად, ვიდრე რაიმე დიპლომატიურმა შეფასებებმა დაგვანახა, თუ როგორია საბჭოთა კავშირის დამოკიდებულება ფინეთისადმი“ – განუცხადა პარლამენტის დეპუტატებს ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუკო რანგელმა. (26)
25 ივნისის საღამოს ფინეთის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ფინეთის იმყოფება ომის მდგომარეობაში სსრკ-თან.
ფინელ ისტორიკოსებს დავანებოთ უფლება აგრძელებდნენ დისკუსიებს იმის გამო, რომ, შეიქნა თუ არა თავდასხმა ჰაერიდან ფინეთის ომში ჩაბმის მიზეზად თუ ის უბრალოდ იქნა გამოყენებული გამამართლებელი საბაბის სახით ფინური ხელმძღვანელობის მიერ, რომელიც ოცნებობდა სამაგიეროს გადახდაზე 1939/40 წ. „ზამთრის ომის“ ტრაგედიისათვის. ჩვენ შევეცდებით შევათავსოთ ის, რაც მოხდა 25 ივნისის გამთენიისას საბჭოთა-ფინურ საზღვარზე იმასთან, რაც დაიწყო იმავე წლის 22 ივნისის გარიჟრაჟზე სხვა საზღვარზე, საბჭოთა კავშირის და გერმანიისა.
მკითხველი, რომელსაც შეურაცხყოფს ყოველგვარი შედარება სტალინისა ჰიტლერთან, შეიძლება თავიდანვე დავამშვიდოთ: განსხვავებები უფრო მეტი იქნება, ვიდრე დამთხვევები. აბსოლუტურად იგივური იყო მხოლოდ ის ნაძირლური ილეთები, რომლებითაც ისარგებლა ორივე ტირანმა, და ის „დამპალი გამართლებები“, რომლებითაც სცადეს მოეტყუებინათ და დაებნიათ მსოფლიო საზოგადოებრიობა საბჭოთა და ფინელმა პროპაგანდისტებმა.
ისევე როგორც გერმანიას, საბჭოთა კავშირს არ წარუდგენია თავისი მომავალი მსხვერპლისათვის არანაირი პრეტენზიები მის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულებების არშესრულებაში და სულ ბოლო დრომდე ინარჩუნებდა მასთან ნორმალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს. ცდილობდნენ აგრესიის მომავალი მსხვერპლი მეგობრობისა და ურთიერთგაგების ცრუ გამოვლინებებით მიეძინებინათ. ასე, სულ რაღაც სამი დღით ადრე მასირებული დაბომბვების დაწყებამდე (1941 წ. 22 ივნისის საღამოს) სსრკ-ის ელჩმა ჰელსინკიში პავლე ორლოვმა განაცხადა იმის შესახებ, რომ საბჭოთა მთავრობა პატივს მიაგებს ფინეთის ნეიტრალიტეტს! (26) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც აგრესია შემდგარი ფაქტი აღმოჩნდა, ნაცისტურმა და კომუნისტურმა ცრუპენტელებმა გაწელეს სიმღერა „იძულებითი, დამსწრები დარტყმის“ თაობაზე.
ამაზე მთავრდება კიდეც მთელი მსგავსება. შემდეგ უკვე მარტო განსხვავებები იწყება.
ბალტიისპირეთში საბჭოთა აეროდრომებზე ავიათავდასხმების პირველ ტალღაში 1941 წ. 22 ივნისს ლჲუფტვაფეს სულ 76 ბომბდამშენმა და 90 გამანადგურებელმა მიიღო მონაწილეობა. (25, გვ. 270) ფინეთს გაცილებით უფრო საფუძვლიანად ბომბავდნენ. ეს გასაგებიცაა – იყო რით ებომბათ (იხ. ზევით ჩრდილოეთის ფრონტის ავიაციის შემადგენლობა). გერმანულმა ავიაციამ საზღვრისპირა აეროდრომებზე პერებაზირება მოახდინა რამდენიმე კვირით (ან სულაც დღით) ადრე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე. ლჲუფტვაფეს მფრინავები მოქმედებდნენ ახალი, ნაკლებად ცნობილი ტერიტორიის თავზე. სტალინის შევარდნები წვრილმანებამდე ნაცნობი მარშრუტებით დაფრინავდნენ – პირველი ფინური ომის განმავლობაში (1939/40 წ. ზამთარი) საბჭოთა ავიაციამ 80 ათასზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავ-გაფრენა შეასრულა. გერმანელებს უნდა გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის ავიაცია, რომელიც მრავალჯერ აღემატებოდა მათ რიცხოვნებით. საბჭოთა სჰძ-ს შეეძლო ემოქმედა ისე, რომ პრაქტიკულად არ მიექცია ყურადღება რამდენიმე ათეული ფინური გამანადგურებლის წინააღმდეგობისათვის.
სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა 22 და 25 ივნისის პოლიტიკური შედეგებიც. ვერაგული თავდასხმა სსრკ-ზე საერთაშორისო ნიურნბერგული ტრიბუნალის მიერ იქნა კვალიფიცირებული როგორც უმძიმესი დანაშაული ჰიტლერული რეჟმისა. საბჭოთა კავშირი მონაწილეობდა ნიურნბერგის ტრიბუნალის მუშაობაში – მაგრამ სულაც არა ერთ-ერთი ბრალდებულის სახით... გერმანელმა ისტორიკოსებმა ომისშემდგომ წლებში შეასრულეს უზარმაზარი სამუშაო მსოფლიო სასაკლაოს მომზადებისა და გაჩაღების მექანიზმის გამოსავლენად. მათი საბჭოთა „კოლეგები“ გაცილებით უფრო მოხერხებულად მოქმედებდნენ.
პოპულარული სამხედრო-ისტორიული წიგნების უმრავლესობაში (ამ „წიგნების“ რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ ასევე უმაღლესი სასწავლებლებისთვის განკუთვნილი სსრკ-ისა და სკკპ ისტორიის სახელმძღვანელოებიც) მცირე მოხსენიებაც კი არ არის ხანძრების ცეცხლით აალებული ფინური ქალაქების შესახებ. ხოლო იმ, მეტად მცირერიცხოვან ნაშრომებში, რომლებშიც მოიხსენიება ფინეთის ივნისური დაბომბვების ისტორია, საბჭოთა ავიაციის ამ შეტევებს ეძლევა სრულიად გასაოცარი განმარტება. აღმოჩნდა, ის იყო განსაკუთრებულად თავდაცვითი მიზნების მქონე „დარტყმა მტრის აეროდრომებზე“. აღმოჩნდა, რომ ფინური ავიაციის 22 ბომბდამშენმა (რომელთაგან საუკეთესონი იყვნენ ინგლისური „ბლენჰეიმები“ – ჩვენი „უიმედოდ მოძველებული“ СБ-ის ანალოგი) ისეთი მუქარა შეუქმნა ლენინგრადს, რომ მხოლოდ დამსწრებ დარტყმას შეეძლო ქალაქი გადაერჩინა. მარტო უახლესი МиГ-ები 162 მანქანის რაოდენობით არ იყვნენ საკმარისი შესაძლებელი მომავალი დარტყმების მოგერიებისთვის. გადავშლით, მაგალითად, მ. ნ. კოჟევნიკოვის სოლიდურ მონოგრაფიას (27) და ვკითხულობთ მასში სიტყვა-სიტყვით შემდეგს: „...მტრის საავიაციო დაჯგუფების დასუსტებისა და ლენინგრადზე მზადებადი თავდასხმის ჩაშლის მიზნით უმაღლესმა სარდლობამ ბრძანა მოემზადებინათ და ჩაეტარებინათ მასირებული დარტყმები ფინეთისა და ჩრდილოეთ ნორვეგიის აეროდრომებზე, სადაც იყო ბაზირებული გერმანიის მე-5 საჰაერეო ფლოტის ავიანაწილები და ფინური ავიაცია...“.
აი ეს არის კლასი! აი ეს არის ოსტატის მუშაობა! სულ ორი პატარა ასო „და“ – და ყველაფერი თავდაყირა დგება.
გერმანელების მიერ 1940 წ. გაზაფხულზე ოკუპირებული ნორვეგიის აეროდრომებზე იყვნენ გერმანული ავიანაწილები, მათ რიცხვში ზემოხსენებული ბომბდამშენი ჯგუფიც II/KG30. ისინი მართლაც, ომის პირველი დღიდანვე, ბომბავდნენ ქალაქსა და პორტ მურმანსკს, კიროვის რკინიგზას.
ფინეთის აეროდრომებზე ლჲუფტვაფეს არც ერთი ესკადრილია არ ყოფილა, ხოლო ლენინის ქალაქის დაცვა გერმანული ავიაციისაგან საჭირო იყო უკვე სხვა ადგილებში – მასთან სამხრეთ-დასავლეთ მისადგომებზე. ფინეთის აეროდრომებზე ბაზირებული იყო ფინური ავიაცია, რომელსაც თვით 1945 წ.-მდე ჰქონდა მანერჰაიმის ბრძანება არ მოეხდინათ არანაირი თავდასხმები ლენინგრადზე (152). ეს ბრძანება მკაცრად სრულდებოდა თვით მაშინაც კი, როცა 1941 წ. 25 ივნისს დაწყებული მეორე საბჭოთა-ფინური ომის ფრონტის ხაზი გადიოდა ნელამფრენი ბომბდამშენის რამდენიმე წუთის ფრენის მანძილზე სასახლის მოედნამდე. და ამ ომის დაწყებამდეც ფინური ავიაცია, თავისი მცირერიცხოვნებისა და ტექნიკური ჩამორჩენილობის ძალით, სერიოზულ პრობლემებს წითელი არმიისათვის ვერ ჰქმნიდა.
აი რატომ ფინური აეროდრომები არ იყო არც ერთადერთი, და არც თვით ყველაზე უფრო მთავარი ობიექტი საბჭოთა ავიაციის დარტყმებისათვის.
ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის ჯარების მობილიზაციისა და გაშლის დაფარვის გეგმაში ოკრუგის (ფრონტის) ავიაციის ამოცანები უკიდურესად ნათლად იყო ჩამოყალიბებული: „...პუნქტი 6. ავიაციის აქტიური მოქმედებებით მოვიპოვოთ ბატონობა ჰაერში და მძლავრი დაერტყმებით ძირითად სარკინიგზო კვანძებზე, ხიდებზე, გადასარბენებზე და ჯართა დაჯგუფებებზე დავარღვიოთ და შევაკავოთ მოწინააღმდეგის ჯარების თავმოყრა და გაშლა...“ (ВИЖ, 6/1996).
სხვა სიტყვებით, ფინური ავიაციის განადგურება იყო გათვალისწინებული, მაგრამ მხოლოდ როგორც ერთი შემადგენელი ნაწილი სულაც არა თავდაცვითი გეგმებისა – ვინაიდან „მოწინააღმდეგის ძალთა გაშლის შეკავება“ შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ მოწინააღმდეგე იწყებს გაშლას უკვე თქვენი თავდასხმის შემდეგ.
ამხანაგმა კოჟევნიკოვმა კი კავშირ „და“-ს დახმარებით ადვილად და უბრალოდ ყველაფერი ერთ გროვაში ჩაყარა.
ფინური და გერმანული ავიაცია, ფინური და გერმანელთა მიერ დაკავებული ნორვეგიული აეროდრომები, სსრკ-ის გერმანიასთან დაწყებული ომის პირობებში აბსოლუტურად კანონიერი თავდასხმები საბჭოთა ავიაციისა ლჲუფტვაფეს აეროდრომებზე ჩრდილოეთ ნორვეგიაში (თუ კი ასეთი თავდასხმები საერთოდ იყო) მასირებულ დაბომბვასთან ქვეყნისა, რომლის ნეიტრალიტეტიც სტალინურმა მთავრობამ ვალდებულება იკისრა დაეცვა.
უნდო მკითხველი უკვე გრძნობს ხრიკს (მოტყუებას). ახლა ავტორი ისევ მიგვითითებს რაღაც „წყაროებზე“, რომლებიდანაც გამოდის, რომ გერმანული ავიაცია ფინეთში არ ყოფილა. და რა არის ეს „წყაროები“, და შეიძლება კი ამ წყაროებს ვენდოთ?
საკითხი მართლაც სერიოზულია. ლაპარაკია ომსა და მშვიდობაზე. ამიტომ მივუთითოთ ისეთ „წყაროზე“, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია.
„ოცდაორ ივნისს, ზუსტად ოთხ საათზე, კიევს ბომბავდნენ, და ჩვენ გამოგვიცხადეს...“ ასე იყო კიდეც ყველაფერი, როგორც მღერიან ამ უბრალო სიმღერაში. კიევს ბომბავდნენ, მინსკსაც, კაუნასსაც, რიგასაც, სევასტოპოლსაც, ოდესასაც... და რატომ არ ბომბავდნენ ლენინგრადს? განა შეიძლება შევადაროთ სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური მნიშვნელობა ყველა ამ ქალაქისა მარტო ერთ ლენინგრადთან?
ამხანაგი სტალინი, გამოდიოდა რა 1940 წ. 17 აპრილს მგწა-ის მეთაურთა უმაღლესი შემადგენლობის თათბირზე, (140) ამბობდა, რომ ლენინგრადში არის თავმოყრილი სსრკ სამხედრო მრეწველობის მესამედი ნაწილი.
ამაში მას შეიძლება დავუჯეროთ. თავისი მრეწველობა მან ბევრ სახკომზე უკეთ იცოდა, რომლებსაც იგი ორ წელიწადში ერთხელ ხვრეტდა. გარდა ამისა, ლენინგრადი – კიდევ უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო კვანძიცაა, და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზაც, და ქვეყნის მთავარი გემთსაშენი ვერფიც. და როგორ შეეძლოთ გერმანელებს მის შესახებ დაევიწყებინათ?
მათ კი ეს არც დავიწყნიათ. სწორედ მაგიტომ მანშტაინისა და რაინჰარდტის სატანკო კორპუსები, დანაკარგებისთვის ანგარიშის არგაწევით, ისწრაფოდნენ კიდეც დასავლეთ დვინაზე გადმოსვლით ფსკოვისაკენ, სწორედ მაგიტომ ჰიტლერმა მოხსნა კიდეც მოსკოვის მიმართულებიდან და 41 წლის აგვისტოში მოაბრუნა ლენინგრადზე კიდევ ერთი, 39-ე სატანკო კორპუსი, რომ ნევაზე მდებარე ქალაქის მნიშვნელობა გერმანული სარდლობისათვის სავსებით აშკარა იყო.
და როცა შემომტევი ვერმახტის კვალდაკვალ ნოვგოროდისა და ფსკოვის აეროდრომებზე შეძლეს პერებაზირება ლჲუფტვაფეს 1-ლი საჰაერო ფლოტის ავიაჯგუფებმა, მათ ლენინგრადის გააფთრებით დაბომბვა დაიწყეს.
ასე რომ, პატივცემულო მკითხველო, თუ თქვენ გსურთ დამატებით შეიტყოთ, იყო თუ არა ბაზირებული 25 ივნისს ფინურ აეროდრომებზე გერმანული ავიაცია, უბრალოდ ჰკითხეთ ძველ ლენინგრადელებს – ბომბავდნენ თუ არა მათ ქალაქს 1941 წლის ი ვ ნ ი ს შ ი ?
ისევ ავიაციის მთავარი მარშლის მემუარებს დავუბრუნდეთ: „...მტრის მოსაგერიებლად ემზადებოდნენ ოკრუგის მიწისზედა ჯარებიც. მაშინ ყველანი მტკიცედ იყვნენ დარწმუნებული, რომ ოკრუგის ჯარებს მოქმედება მოუწევთ მხოლოდ საბჭოთა-ფინურ საზღვარზე – ბარენცის ზღვიდან ფინეთის ყურემდე. იმ დღეებში არავინ არც კი ვარაუდობდა, რომ მოვლენები ძალზედ სწრაფად სრულებით სხვანაირად შემობრუნდებოდა, ვიდრე ამას ომის წინ გეგმავდნენ...“.
აი ასე. რომ არა დასანანი ხელშეშლა ჰიტლერის მხრიდან, მაშინ საბჭოთა ჯარები ისევ დაიწყებდნენ „მოქმედებას“ ფინური საზღვრის მთელ სიგრძეზე, ბალტიის ზღვიდან ბარენცის ზღვამდე. ა. ა. ნოვიკოვის მემუარები 1970 წელს იქნა გამოქვეყნებული. გაცილებით ადრე „ყინულმჭრელამდე“... არ დავიწყებთ დავას მარშლის სიტყვებთან. ადამიანს ახასიათებს შეცდომები. ყოფილა, იტყვი სიმართლეს, და შემდეგ დასდევ ამ ბეღურას... უმჯობესია მოდით ვნახოთ, რას წერდნენ იმ დღეებში ცენტრალური საბჭოთა გაზეთები, თითოეული სიტყვა რომლებშიც მრავალი აშკარა და საიდუმლო ცენზორის მიერ მოწმდებოდა.
24 ივნისს „იზვესტიამ“ შეატყობინა (მართალია, ჯერ ისევ „შვედურ წყაროებზე“ მითითებით) იმის შესახებ, რომ „ფინეთის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაში გამეფებულია მმართველი რეჟიმით უკმაყოფილება“. აი ასე. მესამე დღეა მიდის ომი, „მოწინააღმდეგის პირველი დარტყმების შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა“, „იზვესტია“ კი საზღვარგარეთელი „კლასობრივი ძმების“ უკმაყოფილებითაა შეშფოთებული...
28 ივნისს, როცა მთელი მოსამზადებელი ღონისძიებები დასრულებული იყო, წინამორბედი „განმათავისუფლებელი ლაშქრობების“ მიხედვით უკვე ჩვეულებრივად ქცეული მუქარით სავსე ღრიალი სავსებით მკაფიოდ გაისმა: „...ბებერი, სისხლით მოსვრილი მანერჰაიმი ამოღებულია ნაფტალინიდან და დაყენებულია ფინელი ფაშისტების სათავეში... გერმანული ფაშიზმის ყმები დამსახურებისამებრ მიიღებენ...“.
მთელი ეს რიტორიკა პირდაპირ სიტყვა-სიტყვით იმეორებდა „პრავდის“ სათაურებს 1939 წ. 26–29 ნოემბრისა, როცა ეს უღირსეულესი გაზეთი ასეთი ენით გამოთქვამდა: „...მასხარა პრემიერის პოსტზე... ჭკუა ვასწავლოთ გათავხედებულ მეომრებს... ცოფიანი ძაღლები განადგურებული იქნებიან...“
1941 წ. 29 ივნისს „იზვესტიაში“ ჩნდება დიდი წერილი „საზღვარზე“. ყოველი სტრიქონის შემდეგ მასში მეორდება აზრი იმის შესახებ, რომ „განმათავისუფლებელი ლაშქრობა“ ფინეთში მალე გაგრძელდება: „...ჩვენ ისევ მოვედით ადგილებში, რომლებიც სამახსოვროა ჩვენთვის იმ საბრძოლო დღეების მიხედვით, როცა თეთრფინური ნაწილები გამანადგურებელი დარტყმების ქვეშ დაბნეულნი უკან იხევდნენ...“ ...დიდ მინდორზე ფიჭვის მაღალ ხეებს შორის იდგნენ წარსული ლაშქრობების მონაწილენი... ...მათი მშვიდი დაჯერებულობა გამარჯვებაში ემყარება მკაცრი ბრძოლების გამოცდილებას კარელიის ყელზე. ბევრი ახალგაზრდა მებრძოლისათვის ეს უკვე მესამე კამპანიაა (გამოყოფილია ჩემ მიერ – მ. ს.)... მე ვმონაწილეობდი ბრძოლებში თეთრფინელებთან. ახლა, როგორც იმ დღეებშიც, მეცა და ჩემი ქვედანაყოფის ყველა მებრძოლსაც გვაქვს მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი ფიქრი...“ ერთი სიტყვით – „მიგვიღე ჩვენ, სუომი-ლამაზო...“
ერთ-ერთი ყველაზე უფრო კაშკაშა, დამამახსოვრებელი ეპიზოდი ვ. სუვოროვის ტრილოგიაში – ეს ის თავია წიგნში „უკანასკნელი რესპუბლიკა“, სადაც იგი ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ ახდენდა 1939/40 წ. „ზამთრის ომის“ მოდელირებას ინგლისურ სუპერკომპიუტერზე. გახსოვთ, მისცა ვ. სუვოროვმა მანქანას ისეთი საწყისი მონაცემები, როგორც მეტრნახევარი სიღრმის თოვლი, მინუს 35 გრადუსი ტემპერატურა, რკინაბეტონის დოტები მრავალმეტრიანი გადახურვით, – და კომპიუტერმა, შეშინებულად ააციმციმა რა ნათურები, უპასუხა, რომ ატომური ბომბის გარეშე „მანერჰაიმის ხაზის“ გარღვევა შეუძლებელია. სჯობია არც კი სცადოთ.
დასანანია, ძალზედ დასანანი, რომ არ ისარგებლა ვ. სუვოროვმა მომენტით და არ ჰკითხა სუპერმანქანას, თუ რას ფიქრობს-ესმის მას წითელი არმიის ივნისის (1941 წ.) შეტევის შესახებ ფინურ ფრონტზე: თოვლის საფარის სისქე – ნული, არარსებულ დოტებზე არარსებული ბეტონის სისქე – ჩემი ფეხები, ალერსიანი ჩრდილოეთის ზაფხულის ტემპერატურა – პლიუს 20.
შემტევებს სამჯერადი უპირატესობა აქვთ არტილერიაში, აბსოლუტური ბატონობა ჰაერში.
წითელი არმიის ახლო ოპერატიულ სიღრმეში – უზარმაზარი ქალაქი მძლავრი სარემონტო, საწარმოო, საჰოსპიტალო ბაზით. ჩრდილოეთის ფრონტს გააჩნდა სულ მცირე რვაჯერადი რიცხობრივი უპირატესობა სავარაუდო მოწინააღმდეგეზე ტანკებში. სულ მცირე. რადგანაც, 1-ლი და 10-ე მექანიზებული (სატანკო) კორპუსების გარდა, ოკრუგის თხუთმეტი მსროლელი დივიზიიდან თითოეულს ჰყავდა თავისი სადაზვერვო ბატალიონი, შეიარაღებული მსუბუქი მცურავი ტანკებით – რომლებიც ისე კარგად, რომ არც შეიძლება, შეესაბამებოდა საბრძოლო მოქმედებებს კარელიის ტბებს შორის. მარტო ეს ტანკები ლენინგრადის სამხედრო ოკრუგის შემადგენლობაში 1941 წ. 1 ივნისის მდგომარეობით 180 ერთეული მოითვლებოდა (1, გვ. 475, 482, 597). მხედველობაში მივიღოთ ისიც, რომ 86 ფინური ტანკიდან უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ ნადავლი საბჭოთა ტანკები Т-26 და БТ, რომლებიც ფინელებს „ზამთრის ომის“ დროს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. მათი ტექნიკური მდგომარეობა ეჭვს არ იწვევს, თუ გავითვალისწინებთ სათადარიგო ნაწილების სრულ არარსებობას, და იმ მდგომარეობასაც, როგორშიც ისინი ხელში იქნენ ჩაგდებული.
და მაინც რით, თუ არა ატომური ბომბით, შეეძლოთ ფინელებს გაეჩერებინათ წითელი არმიის ტრიუმფალური მარში ჰელსინგფორსზე?
სიტუაცია ჩრდილოეთის ფრონტზე, სადაც მცირერიცხოვან და ლოდინის მდგომარეობაში მყოფ მოწინააღმდეგეს არ შეეძლო შეეშალა ხელი ლენინგრადის ოკრუგის ჯარებისთვის ძალთა მობილიზაცია და გაშლა გეგმიურ მოცულობებსა და ვადებში ჩაეტარებინათ, ცნობილი აზრით უნიკალური იყო. იმ დროს როცა დასავლეთ საზღვარზე ვერმახტის შემოტევამ 1941 წ. 22 ივნისს წითელი არმიის მობილიზაციისა და გაშლის გეგმიური სვლა შეწყვიტა, ჩრდილოეთის ფრონტი მკაცრად ომისწინა გეგმების მიხედვით განაგრძობდა მოქმედებას. 1941 წ. 17 ივნისს ამოქმედებული მქნევარას გაჩერება ვერ შეძლეს ვერც ჰიტლერულმა შემოჭრამ, ვერც კიდევ დასავლეთ დვინას აქეთ გერმანელების გადმოსვლამ. არ აქცევდა რა ყურადღებას ამ „გულდასაწყვეტ ხელშეშლებს“, ჩრდილოეთის ფრონტის სარდლობა ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობდა ფინეთში შეჭრის დამუშავებული სცენარის გათამაშებას. აი რატომ, მეორე საბჭოთა-ფინური ომის ფრონტზე, 1941 წ. 25 ივნისს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები შეიძლება გამოდგეს ვერშემდგარი „გროზას“ თავისებურ მოდელად.
ზოგიერთი ავტორი წერდა, და ბევრი მკითხველიც დაეთანხმა მათ იმაში, რომ 1941 წ. წითელ არმიას (გერმანელებს რომ არ დაესწროთ მისთვის) შეეძლო ბერლინამდე მისულიყო. ვიბორგიდან ჰელსინკიმდე გაცილებით უფრო ახლოა. და მოწინააღმდეგეც შეუდარებლად უფრო სუსტია. და პირველი დარტყმაც წითელმა არმიამ მიაყენა.
მაგრამ მისვლა – ვერ მოხერხდა. და როგორ ლამაზად იყო ყველაფერი ჩაფიქრებული...
(დასასრული იხ. ნაწილი II)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment