Sunday, November 28, 2021

მარიამ ქსოვრელის გამოქვეყნებული წიგნების ჩამონათვალი




გერმანულიდან თარგმნილი: 


გრ. რობაქიძე, „წერილები ნიკოს კაზანძაკისისადმი“, დაიბეჭდა წიგნში „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“, თამარ მესხი, (ეს წერილები ამ წიგნში პირველად იქნა გამოქვეყნებული), თბილისი, 1996 წ. 



გრ. რობაქიძის აღნიშნული წერილები ხელმეორედ გამოქვეყნდა წიგნში „გრიგოლ რობაქიძე. პირადი მიმოწერა“, შემდგენელი ეთერ ქავთარაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2012 წ.



გრ. რობაქიძის ხსენებული წერილები მესამედ გამოქვეყნდა წიგნში „გრიგოლ რობაქიძე. ნაწერები“ (ხუთ ტომად), ტ. 4, ლიტერატურის მუზეუმი, 2012 წ.



ფრიდრიჰ ჰოლდერლინი, „იმედი მომავალ საუკუნეთა“, თბილისი, გამომცემლობა „ლომისი“, 1999 წ. (რჩეული ბიბლიოთეკა 33). 



ჰერმან ჰესე, „ნარცისი და გოლდმუნდი“, თბილისი, გამომცემლობა „ოთარ ყარალაშვილი“ 2001 წ. 



„გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“, თბილისი, გამომცემლობა „სიესტა“, 2008 წ.; მასში მოთავსებულია ხალხური პოეზიის ნიმუშები, ანგელუს სილეზიელის მისტიკური პოეზია და შემდეგი ავტორების ბიოგრაფიები და ცალკეული ნაწარმოებები: გოეთე, ჰოლდერლინი, აიხენდორფი, მორიკე, ლენაუ, ჰაიმი, თრაქლი, რილკე, ჰესე, შტრიტმატერი, ნოვალისი; ასევე ფრაგმენტები ჟურნალიდან „ათენეუმი“. 



ჰერმან ჰესე, „ნარცისი და გოლდმუნდი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, გამომცემლობა „სიესტა“, 2009 წ. 



მთარგმნელობითი კრებული „გაუხუნარი ფერები“, (ყდის დიზაინი ეკუთვნის მირიან ყენიას),  საგამომცემლო სახლი „მარსი“, 2011; მასში შესულია იოზეფ ფონ აიხენდორფის, კლემენს მარია ბრენტანოს, სოფი მეროს, ლუიზე ჰენზელის, კაროლინე ფონ გუნდეროდეს, ვილჰელმ მიულერის, ფრიდრიჰ ჰალმის, იულიუს შტურმისა და ოტო როქვეტეს პოეზიის ნიმუშები. 



ანგელუს სილეზიელი, „ქერუბიმული მოგზაური“, გამომცემლობა „სიესტა“, 2013 წ. 



ჰერმან ჰესე, „რიოში მარგალიტებით თამაში“ , „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2017 წ. 



ფრიდრიჰ ჰიოლდერლინი, „ემპედოკლე“, (ყდის დიზაინი ეკუთვნის მირიან ყენიას), გამომცემლობა Carpe diem, 2017 წ. 



„ძველი ჩინური იგავები“ (თარგმანი გერმანულიდან), (ყდის მხატვრობა ეკუთვნის ბუბა არაბულს), გამომცემლობა Carpe diem, 2021 წ. 



გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია (წიგნი მეორე), (ყდის მხატვრობა ეკუთვნის ბუბა არაბულს), თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2021 წ.; მასში მოთავსებულია ხალხური პოეზიის ნიმუშები, აგრეთვე შემდეგი ავტორების ბიოგრაფიები და ცალკეული ნაწარმოებები: ანდრეას გრიფიუსი, ფრიდრიჰ გოტლიბ კლოპშტოკი, მათიას კლაუდიუსი, იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ლუდვიგ ტიკი, იოზეფ ფონ აიხენდორფი, ფილიპ შპიტა, ფრიდრიჰ ჰებელი, ემანუელ გაიბელი, ლებრეჰტ დრევესი, გოტფრიდ კელერი, დეტლეფ ფონ ლილიენკრონი, ერნსტ ფონ ვილდენბრუხი, ელზე ლასკერ შულერი, ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი, კარლ კრაუსი, გეორგ თრაკლი. 



ჰერმან ჰესე, „ნარცისი და გოლდმუნდი“ (მესამე გამოცემა), თბილისი, „სულაკაურის გამომცემლობა“, 2021 წ. 




საკუთარი შემოქმედება: 


მარიამ ქსოვრელი, „ლექსები“, თბილისი, გამომცემლობა „რუბიკონი“, 1996 წ. 



„პოეტური სიტყვის რთველი“ (ყდის დიზაინი ეკუთვნის თემურ ჯვარშეიშვილს), თბილისი, გამომცემლობა „გრიფონი“, 2010 წ. (კრებულში მარიამ ქსოვრელის 40-მდე ლექსია შესული) 



მარიამ ქსოვრელი, „ისევ შენამდე“, (მხატვარი თამარ რიგიშვილი), გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2017 წ. 



მარიამ ქსოვრელი, „ახალი ლექსები (ფიქრები წყობისად)“ (ყდის მხატვრობა ეკუთვნის ბუბა არაბულს), გამომცემლობა „მერიდიანი“, 2021 წ. 



კრებულის „ახალი ლექსები (ფიქრები წყობისად)“ გამოცემაში ფულადი დახმარებისათვის დიდ მადლობას ვუხდით ანა კენჭაშვილს; ამ წერილის ბლოგზე გამოსაქვეყნებლად წიგნების ყდათა სურათების მომზადებასა და მოწოდებაში კი – მერი და თამარ ბოგვერაძეებს, ასევე თათია ქათამაძესა და ბექა ხუხუნაიშვილს. ღმერთი შეეწიოს მათ და გაახაროს.

No comments:

Post a Comment