Thursday, October 28, 2021

მარიამ ქსოვრელის ორი ახალი კრებულის შესახებ

გასულ ზაფხულს გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოაქვეყნა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის ორი კრებული: 

1. მარამ ქსოვრელი – ახალი ლექსები (ფიქრები წყობისად), და 

2. მარიამ ქსოვრელი – გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია (წიგნი II) 

კრებულის „ახალი ლექსები“ შესახებ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ ბლოგის მკითხველებს (იხ. 27 ივნისს გამოქვეყნებული წერილი „მარიამ ქსოვრელის ახალი ლექსების კრებული“ /27.06.21/); აგვისტოს თვეში კი გამოიცა „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგიაც“. კორონავირუსის გამო მოძრაობის შეზღუდულობისა და რიგი სხვა მიზეზების გამო, ამ ორი კრებულის სავაჭრო ქსელში შეტანა მხოლოდ ამ ბოლო ხანებში გახდა შესაძლებელი. ახლა ისინი გაყიდვაშია და გვაქვს ინტერესი, რომ დაინტერესებულ მკითხველებს მივაწოდოთ მათზე საჭირო ინფორმაცია. 

ქვემოთ ვათავსებთ ორივე კრებულის ყდის სურათებს; მათი წინა ყდის მხატვრობა ეკუთვნის თანამედროვე ცნობილ ქართველ მხატვარს ბუბა არაბულს, უკანა ყდისა კი – გამომცემლობა „მერიდიანს“. 


                                 კრებულების წინა ყდის სურათები 


                                 კრებულების უკანა ყდის სურათები 

ანთოლოგიის პირველი წიგნი გამოსცა გამომცემლობა „სიესტამ“ 2008 წელს. 

27 ივნისს ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში მოთავსებულია რამდენიმე ნიმუში მარიამ ქსოვრელის საკუთარი ახალი ლექსების კრებულიდან. რაც შეეხება „ანთოლოგიას“, აქ გვინდა მკითხველებს მივაწოდოთ იმ გერმანელ ავტორთა ჩამონათვალი, რომელთა ლექსების თარგმანიცაა შესული ამ კრებულში. ესენია: 

1) გერმანული ხალხური პოეზიიდან 
2) ანდრეას გრიფიუსი (1616–1664) 
3) ფრიდრიჰ გოტლიბ კლოპშტოკი (1724–1803) 
4) მათიას კლაუდიუსი (1740–1815) 
5) იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749–1832) 
6) ლუდვიგ ტიკი (1773–1853) 
7) იოზეფ ფონ აიხენდორფი (1788–1857) 
8) ფილიპ შპიტა (1801–1839) 
9) ფრიდრიჰ ჰებელი (1813–1863) 
10) ემანუელ გაიბელი (1815–1884) 
11) ლებრეჰტ დრევესი (1816–1870) 
12) გოტფრიდ კელერი (1819–1890) 
13) დეტლეფ ფონ ლილიენკრონი (1844–1909) 
14) ერნსტ ფონ ვილდენბრუხი (1845–1909) 
15) ელზე ლასკერ შულერი (1869–1945) 
16) ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი (1874–1929) 
17) კარლ კრაუსი (1877–1936) 
18) გეორგ თრაკლი (17–1914) 

ასეთი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ მკითხველებს ამ ორი კრებულის შესახებ. დანარჩენი უკვე მათ ხელშია. ვუსურვებთ მათ უფლისმიერ სიხარულსა და სიკეთეს. ასევე მადლობას მოვახსენებთ გამომცემლობა „მერიდიანის“ ხელმძღვანელობასა და მის თანამშრომლებს, ვინც ამაგი დასდეს ამ წიგნების გამოცემას, ანა კენჭაშვილს, ვინც ფულადი დახმარება გაუწია მარიამ ქსოვრელის ახალი ლექსების კრებულის გამოცემას და ბუბა არაბულს, ვინც მეგობრული სიყვარულით დაუთმო მარიამს თავისი ნახატები წიგნების ყდის დასამშვენებლად. 

დასასრულს ვიტყვით, რომ ეს ორი წიგნი შეტანილია შემდეგ მაღაზიებში: 

1. რუსთაველის 16 (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს); 
2. წიგნების მაღაზია ალ. ყაზბეგის გამზირის დასაწყისში (# 4); 
3. მაღაზია BOOKmark დ. არაყიშვილის # 5; 
4. წიგნის მაღაზია შპს „პრიმავერა ჯორჯია“, ცოტნე დადიანის ქ. 22/24.

 

No comments:

Post a Comment