Wednesday, October 12, 2016

ნიკოლოზ დუბროვინი – კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია – ტომი III

(ნაწილი III) 

თავი V 

(მთავარსარდლის საქმიანობა დარუბანდის დაკავების შემდეგ. – მისი თხოვნა დახმარების გამოგზავნაზე. – შეიხ-ალი-ხანის მოწოდება დარუბანდის სახანოს მცხოვრებთადმი. – იმპერატრიცის მანიფესტი სპარსელი ხალხისადმი. – კასპიის კორპუსის ბაქოსკენ მოძრაობა. – მდინარე სამურზე გადასვლა. – პროვიანტიანი ტრანსპორტების მოსვლა. – ჩვენი ჯარების მიერ ქალაქების ყუბისა და ბაქოს დაკავება. – შეიხ-ალი-ხანის გაქცევა.)

დარუბანდის დაკავების შემდეგ, კასპიის კორპუსი ორი კვირის განმავლობაში ადგილზე რჩებოდა. იმაზე უწინ, სანამ წინ დაიძვრებოდა, მთავარსარდლისთვის აუცილებელი იყო ჯარი სურსათით მოემარაგებინა, თავისი ზურგი უზრუნველეყო და დამორჩილებული სახანოს საქმეები მოეწყო.

ყიზლარიდან გამოსვლის დროს, რაზმი სურსათით 26 ივნისის ჩათვლით იყო უზრუნველყოფილი. აპრილის ბოლოს გუდოვიჩმა რაზმის კვალდაკვალ გაგზავნა 1.900 ჩეთვერთი ორცხობილა და 178 ჩეთვერთი ბურღულეული და ამასთან გრაფ ზუბოვს ატყობინებდა, რომ სამი თვის დანარჩენი პროვიანტი ყველაზე უფრო მოკლე ხანში იქნება მიწოდებული.

სურსათის სამთვიანი მარაგი, რომელიც ბაქომდე ჯარის მხოლოდ საგზაო კმაყოფას შეადგენდა, მათ თვით ამ პუნქტამდეც კი ვერ უზრუნველყოფდა, იმიტომ რომ ტრანსპორტები წინ მეტად ნელა მიიწევდნენ; ხარები იქანცებოდნენ და ეცემოდნენ. ბაქოდან სპარსეთის სიღრმეში მოძრაობისას რაზმის სურსათით მომარაგება უნდა წარმოებულიყო ზღვით, ასტრახანიდან, სადაც ამ მიზნით, როგორც ჩვენ ვნახეთ, ნაბრძანები იყო, პირველი შემთხვევისთვის, დაემზადებინათ 70.000 ჩეთვერთი ფქვილი ბურღულეულის პროპორციით და 40.000 ჩეთვერთი შვრია. ამასობაში კი, მაისის დასაწყისში, ასტრახანში შიდა გუბერნიებიდან ჯერ კიდევ პურის არც ერთი მარცვალი არ იყო ჩამოტანილი, და ისიც კი არ იყო ცნობილი, თუ როდის მოხდებოდა იქ მისი ჩამოტანა. გრაფ ზუბოვს ეშინოდა წინ დაძვრისა, ვარაუდობდა რა, რომ მივა რა ბაქომდე, შესაძლოა სულაც სურსათის გარეშე დარჩეს და ასეთ არახელსაყრელ მდგომარეობაში შეხვდეს აღა-მაჰმად-ხანის ჯარებს.

უკანასკნელმა, არსებული ცნობების მიხედვით, თუმცა კი თეირანთან დაიხია, მაგრამ ამაგრებდა რა თავის სანაპირო პროვინციებს გილანიდან კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირის ჩათვლით, ვარაუდობა ჯარის შეგროვებასა და ისევ მდინარე არაქსისკენ დაბრუნებას. იძულებული იყო რა, რომ დარუბანდსა და ბაქოში გარნიზონები დაეტოვებინა, და ჰყავდა რა თავის განკარგულებაში უმნიშვნელო ძალები, გრაფ ზუბოვს არ ჰქონდა მოწინააღმდეგის განადგურების შესაძლებლობის იმედი და მის ახალი ჯარებით გაძლიერებას ითხოვდა. პეტერბურგში ნავარაუდევ ერთდროულ მოქმედებას აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ განჯიდან და კასპიის ზღვის ნაპირებიდან ვერ შეიძლებოდა რომ ადგილი ჰქონოდა, ვინაიდან კავკასიის კორპუსი არა თუ მხოლოდ არ შეერთებია გრაფ ზუბოვის რაზმს, არამედ ჯერ კიდევ ყიზლართან ძლივს-ძლივობით იკრიბებოდა; საქართველოს სახსრებით სურსათით მისი მომარაგება, როგორც ჩვენ ვნახეთ, საეჭვო გახლდათ. გეგმის შეცვლა, მისცემდა რა მოქმედებებს სხვა ხასიათს, გრაფი ზუბოვის ზრუნვის საგანს შეადგენდა და მას ხელებს უბოჭავდა.

“შევედი რა ბაქოში, წერდა იგი (Въ собственноручномъ письме князю П. А. Зубову отъ 15-го мая 1796 года), ვშიშობ, რომ პურის გარეშე არ დამტოვონ. ასევე, ჯარების ახლანდელი რიცხვით, და განსაკუთრებით კი კავკასიის კორპუსის გარეშე, არ შეიძლება აქ, როგორც ჩვენ გვსურს, საქმისთვის ხელის მოკიდება, იმიტომ რომ საჭიროა დიდი დისტანციის დაკავება და ძლიერი რაზმების გამყოფა, რომელთა გამოყოფაც არ შეიძლება, თუკი ამით მთავარი ძალები უნდა დასუსტდეს. ჯარების მცირე ნაწილები კი გარდაუვალად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან, როგორც ეს მე დაღესტანში შესვლისას შევიტყვე, ვინაიდან თვით ჯაჭვებში გაშლილ ჩემს ჯარებსაც კი ესხმიან თავს ყაჩაღთა პარტიები, რომელთაც აქ იმ დარწმუნებით შეუძლიათ ცხოვრება, რომ, იქნებიან რა ბანაკიდან ხუთ ვერსზე, მათი ადგილსამყოფელის ძიებისგან უსაფრთხოდ იქნებიან, და თუნდაც სადმე აღმოჩენილ იქნენ, მათი გამოდევნა მაინც ძნელია”.

მაისის ოციან რიცხვებში მთავარსარდალმა მიიღო გუდოვიჩის შეტყობინება, რომ კავკასიის ხაზიდან მასთან კიდევ რამდენიმე ტრანსპორტია გამოგზავნილი სურსათით; რომ გაანგარიშების მიხედვით, ამ პროვიანტმა რაზმი 16 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს, და რომ 11 მაისს ასტრახანში მოტანილია 4.000 ჩეთვერთი ფქვილი ბურღულეულის პროპორციით, რომლებიც უკვე გემებზეა გაგზავნილი კონტრ-ადმირალ ფიოდოროვის განკარგულებაში ზღვით დარუბანდსა და ბაქოში ჩამოსატანად, სადაც მთავარსარდლის მიერ იქნება დანიშნული.

“მე მოხარული ვარ და მზად ვარ მთელი გულით მოგეხმაროთ, წერდა ამასთან გუდოვიჩი გრაფ ზუბოვს (Въ письме отъ 19-го мая 1796 года), მოგამარაგოთ ყველაფრით, რაც ჩემი ძალაუფლების ქვეშაა, მაგრამ უნდა აგიხსნათ, რომ ჯარების მხრივ, და განსაკუთრებით კი ქვეითი ჯარისა, ახლა მე არ შემიძლია რაიმე მნიშვნელოვანი შეგმატოთ”.

თუმცა გუდოვიჩის განკარგულებაში იქნა კიდეც გამოგზავნილი რუსეთიდან კავკასიის ხაზზე ახალი პოლკები, მაგრამ მათგან არ ერთი არ იყო მოსული, პავლოგრადის მსუბუქი ცხენოსანი პოლკის გარდა, რომელიც იმ ხანებში გეორგიევსკს უახლოვდებოდა. ამიტომ გუდოვიჩმა, სურდა რა ზუბოვისთვის მიცემული დაპირების შესრულება, რომ დარუბანდი მის განკარგულებაში მყოფი ჯარებით დაეკავებინა, სხვადასხვა ადგილებიდან 140 რიგითი შეაგროვა (*ოთხმოცი რიგითი მოსკოვის მუშკეტერთა პოლკისა და 60 ადამიანი – კავკასიის ეგერთა კორპუსის მეოთხე ბატალიონისა) და ტრანსპორტთან ერთად დარუბანდში გაგზავნა, რომელიც პროვიანტით დატვირთული 100 აქლემისა და 50 ფურგონისგან შედგებოდა. მალევე ამის შემდეგ მან ყიზლართან შეკრიბა პავლოგრადის პოლკი, ყუბანის ეგერთა კორპუსის მეორე ბატალიონი, დონის კაზაკთა კირეევის პოლკი და ექვსი საველე ქვემეხი, და, დაავალა რა მათი მეთაურობა გენერალ-მაიორ თავად ციციანოვს, გრაფ ზუბოვთან შესაერთებლად წასვლა უბრძანა (Отношенiе Гудовича графу Зубову 19-го мая 1796 года, № 563. Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 23-го августа 1796 года. თავად ციციანოვს, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მოძრავი მაღაზიისთვის ხარების არყოლის გამო და მდინარე თერგის ნაპირებზე გადმოსვლის მიზეზით, გამოსვლა მხოლოდ 23 ივლისს შეეძლო).

“მთელი გულწრფელობით გარწმუნებთ, უმატებდა გუდოვიჩი, რომ როგორც კი დანიშნული ჯარები კავკასიის ხაზზე მოსვლას დაიწყებენ, მე მაშინვე, გაუჩერებლად, ყიზლარისკენ გამოვგზავნი მათ, და განსაკუთრებით კი ქვეით პოლკებს, რომლებშიც, მე ვთვლი, თქვენ უფრო მეტი საჭიროება გექნებათ, საიდანაც იმავე საათში, თქვენი მოთხოვნის და მიხედვით, გამოვაგზავნი, არ გამაჩნია რა არანაირი საჭიროება და სურვილი ჩემთან მათი დატოვებისა, ხაზის შენარჩუნებისთვის ყველაზე უფრო საჭირო რიცხვის ჯარების გარდა. თქვენ მხოლოდ იმის შესახებ გთხოვთ უმორჩილესად: თუ შეიძლება მე, სულ მცირე, გვიან შემოდგომამდე, იანოვის კაზაკთა პოლკი დამიტოვოთ, რომელიც ყაბარდოს წინააღმდეგ დგას და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის არის საჭირო. თქვენ ამით მე უკიდურესად დამავალებთ”.

მიიღო რა ცნობა დამხმარე ძალების მოძრაობის შესახებ, და რაც მთავარია ასტრახანში პურის გამოჩენისა და სპარსეთის ნაპირებთან მათი სწრაფად ჩამოტანის შესაძლებლობის შესახებაც, გრაფმა ზუბოვმა გადაწყვიტა წინ დაძრულიყო; მაგრამ, იცოდა რა მისი გარემომცველი ხალხების ვერაგობისა და მტაცებლობის თაობაზე, იძულებული იყო თავისი ზურგისა და მარჯვენა ფლანგის უზრუნველყოფისთვის ეზრუნა.

დარუბანდის ვრცელი ციხესიმაგრე, რომელიც ათი ათასამდე შეიარაღებულ მოსახლეობას იტევდა, არ შეიძლებოდა ზურგში საიმედო გარნიზონის გარეშე ყოფილიყო დატოვებული, რომლის შემადგენლობაშიც, სულ მცირე, სამი ბატალიონის დანიშვნა იყო აუცილებელი. მაშინ, ექნებოდა რა ზურგს უკან საიმედო საყრდენი პუნქტი დარუბანდში, გრაფ ზუბოვს ჰქონდა წინ წასვლის შესაძლებლობა ისე, რომ დამხმარე ჯარებს არ დალოდებოდა, და თავისი მდგომარეობის გამო შიშის გარეშეც, თვით იმ შემთხვევაშიც კი, ბაქოს ხანისგან, ან სპარსელთა მნიშვნელოვანი ძალებისგან წინააღმდეგობაც რომ შეხვედროდა. პროვიანტით საკმარისი ხარისხით მომარაგებულს, მას ყოველთვის შეეძლო, დაიკავებდა რა მტკიცე პოზიციას, დამხმარე ძალების მოსვლას დალოდებოდა, და, შემოიერთებდა რა მათ, შეტევაზე გადასულიყო.

რაც შეეხება მარჯვენა ფლანგის უზრუნველყოფას, მთავარსარდალმა ეს ჩვენდამი ერთგულ დაღესტნელ მფლობელებს დააკისრა. ტარკის შამხალს, ყარაყაიდაღის უცმისა და ტაბასარანის ყადის იგი წერდა, რათა მათ მასთან თავიანთი შვილები ან ნათესავები ამანათებად გამოეგზავნათ და მზადყოფნაში მდგარი ჯარები ერთად შეეერთებინათ “ჩემი მარშის მთების მხრიდან დასაფარავად” (Записка графа Зубова, представленная князю П. А. Зубову при письме отъ 15-го мая 1796 года).

მოპატიჟებულებმა არა მხოლოდ სრული მზადყოფნა გამოხატეს მთავარსარდლის მოთხოვნის შესრულებისთვის, არამედ განსაკუთრებულ თავაზიანობასაც იჩენდნენ, რაც აზიელი ხალხებისთვისაა დამახასიათებელი იმ შემთხვევებში, როცა სუსტი ძლიერის წინაშე პირმოთნეობს. ცნობა დარუბანდის დაცემის შესახებ – სპარსეთის კარისა – სწრაფად გავრცელდა მთელს დაღესტანში, და ყველა მთიელი მფლობელი, რომლებიც ამ დრომდე არაკეთილად იყვნენ რუსეთისადმი განწყობილი, ერთმანეთს ასწრებდა მთავარსარდლის ბანაკში მოსვლას. ორი კვირის განმავლობაში რუსული ბანაკი დაღესტნელებით იყო გადავსებული, რომლებიც რუსეთისადმი თავიანთი მორჩილების შესახებ განცხადებისთვის მოდიოდნენ.

– ჩვენ დარუბანდის მმართველებთან მეგობრობაში ვიმყოფებოდით, ამბობდნენ ისინი, და რადგანაც ახლა დარუბანდი სრულიად რუსეთის მონარქის ძალაუფლების ქვეშ შედგება, მას ჩვენ კიდევ უფრო უკეთ ვემსახურებით, ვიდრე დარუბანდის მფლობელებს. ზოგიერთი მათგანი, არ იფარგლებოდა რა თავისი ერთგულების მხოლოდ განცხადებით, ქვეშევრდომობის ფიცს ღებულობდა, იმის მსგავსად, როგორც მას დარუბანდის სახანოს მცხოვრებნი აკეთებდნენ. უკანასკნელთ განეცხადა, რომ შეიხ-ალი-ხანის სამფლობელო მიიღება რუსეთის დაცვის ქვეშ, რომ თითოეული, დარჩება რა მშვიდად თავის სამფლობელოში, უზრუნველყოფილი იქნება პირად და ქონებრივ უსაფრთხოებაში; რომ ერთმანეთთან რაიმენაირი პრეტენზიების შემთხვევაში, არავის არა აქვს უფლება თავად გაუსწორდეს სხვას, არამედ რუს მთავარსარდალს უნდა მიმართოს; რომ მთელი დაღესტანი და დარუბანდის სახანო, იმყოფებიან რა რუსეთის მფარველობის ქვეშ, ვალდებულნი არიან დასასრული დაუდონ ურთიერთ მტრობებს და მშვიდობიანი ცხოვრებითა და მორჩილებით იმპერატრიცის წყალობა დაიმსახურონ (Записка графа Зубова, представленная князю П. А. Зубову).

ხედავდა რა ხალხის მომხრეობას თავისი ხანისადმი და იმ მონაწილეობას, რომელსაც იგი ხანის ბედში ღებულობდა, გრაფმა ზუბოვმა შეიხ-ალი-ხანის რუსეთში გამოსახლება ვერ გაბედა, მით უმეტეს, რომ ასეთი ზომა, ხალხის მტრულად განწყობის გარდა, ვერანაირ სარგებელს ვერ იძლეოდა. დარუბანდის მთელი სამფლობელო ნაწილებად იყო დაყოფილი, რომლებსაც ნაიბები მართავდნენ. თითოულ ნაიბს, შეიხ-ალი-ხანის რუსეთში წამოყვანის შემდეგ, შეეძლო თავის სამფლობელოში საკუთარი თავი ხანად გამოეცხადებინა, ხოლო ასეთი დაქუცმაცება კი, ნაიბთა საეჭვო ერთგულების დროს, ჩვენთვის უფრო მეტად მავნე გახლდათ, ვიდრე სასარგებლო: თვითოეულ ნაიბში ჩვენ შეიძლებოდა წავწყდომოდით მტრულად განწყობილ ადამიანს, რომელიც მზად იქნებოდა ჩვენი გეგმებისა და განზრახვებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. შეიხ-ალი-ხანის დარუბანდში დატოვება, მისი საქციელისა და მის გულწრფელ სინანულში დაურწმუნებლობის შემდეგ, სრულებით შეუძლებელი იყო, და ამიტომ გრაფმა ზუბოვმა გადაწყვიტა იგი თავისთან წაეყვანა, ხოლო დაუბანდის სახანოს მმართველობა კი, ხალხის დამშვიდებისთვის, მის დას, ფერიჯი-ხანუმს ჩააბარა, რომელსაც დამხმარედ ჰადირ-ბეგი დაუნიშნა (*ჰადირ-ბეგი გარდაცვლილი დარუბანდელი მეჰმედ-ჰუსეინ-ხანის ნათესავი გახლდათ), როგორც ადამიანი, რომელიც რუსეთისადმი სხვებზე უფრო ერთგულად ეჩვენებოდა.

როცა შეიხ-ალი-ხანს გამოეცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იგი რუსულ ჯარებს უნდა გაჰყოლოდა, ხანმა ეს ცნობა არა მხოლოდ მორჩილებით მიიღო, არამედ გარეგნული კმაყოფილებითაც. რათა მთავარსარდლის კეთილგანწყობა მოეპოვებინა და თავისი ერთგულება გამოეხატა, შეიხ-ალი-ხანმა იკისრა მოწოდების დაწერა, რომელიც მის ყოფილ ქვეშევრდომებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და ყველაზე უფრო პირფერული გამოთქმებით იყო აღსავსე იმპერატრიცასა და მის მთავარსარდალთან მიმართებაში. 

“მადლობა ყოვლად უზენაესს, წერდა იგი დარუბანდელებს, რომ ჩვენ ჭეშმარიტი გზიდან გადაცდენის გამო, აგვერიდა სასჯელი და მთელ დედამიწაზე უდიდესი, ბედნიერი და ყოვლის შემძლე იმპერატრიცის – ღვთის ჩრდილის – წყალობით შეგვეცვალა, რომელმაც, როგორც მის მორჩილებაში მყოფი ანგელოზი, ბრძოლაში საშინელი, მაგრამ მორჩილებისადმი მოწყალე და მოკრძალებული უძლეველ მეომართა წინამძღოლი, გრაფი ვალერიან ალექსანდრეს ძე ზუბოვი გამოგვიგზავნა.

თავად თქვენ, ჩემო საყვარელო ქვეშევრდომებო, უნდა აღიაროთ, რომ უკვე დიდი ხანია არ გიგემნიათ ის სიმშვიდე, რომელსაც ახლა მის (გრაფ ზუბოვის – ი. ხ.) საფარველ ქვეშ (подъ его покровомъ) შევიგრძნობთ. დაე ესეც მისი უჭკნობი დიდებისთვის იყოს; მაგრამ ჩვენ არ უნდა ვზოგავდეთ საკუთარ სიცოცხლეს, რათა გამოვისყიდოთ ჩვენი დანაშაული რუსეთის ძლიერი იმპერიის წინაშე, რომელიც ჩვენს წინაპრებსა და ჩვენ ყოველთვის გვმფარველობდა, და არა მხოლოდ თავად ჩვენ საუკუნოდ ვეთაყვანებით დიდ მონარქს – ღვთის აჩრდილს – არამედ ჩვენი შთამომავლების გულებშიც დავაბუდებთ დროისა და შემთხვევათაგან ურყევ მისი უდიდებულესობისადმი ერთგულებასა და მორჩილებას. 

ახლა ჩვენი მწყალობელი, გრაფი ვალერიან ალექსანდრეს ძე, თავისი მრავალრიცხოვანი და მამაცი მხედრობით მიდის ვერაგი აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, რათა მისი ძალები საბოლოოდ დაანგრიოს. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ ხაფანგში შეგვიყვანა ჩვენ ამ არაკეთილგანმზრახველმა, უფრო მეტად ბოროტმა ადამიანმა, და რომ ჩვენ მასზე და მის ახლობელ-მეგობრებზე საუკუნოდ შური უნდა ვიძიოთ; და პირიქით, ამ დროიდან მთელი სიცოცხლის მანძილზე, ცოცხალი ღმერთის წინაშე, ფიცის ქვეშ პირობას ვდებთ ერთგულად და გულმოდგინედ ვემსახუროთ დიდ ხელმწიფას – ღვთის ჩრდილს – და ახლა რუსეთის მხედრობასთან ერთად მივდივართ არაქსისკენ, რათა ყველა ხერხით, რომლებიც ყოვლადუზენაესმა ჩვენს ხელებსა და გულებში ჩადებისთვის გვიწყალობა, ჩვენი მხსნელის, გრაფ ვალერიან ალექსანდრეს ძისთვის სასარგებლო ვიყოთ. თქვენს მმართველობას კი ლაშქრობიდან ჩვენს დაბრუნებამდე ვტოვებთ ჩვენი მაღალხარისხოვანი, უგანათლებულესი, უსაყვარლესი დის ფერიჯი-ხანუმის ხელში ვტოვებთ და მასთან ნაიბად ორივე ჩვენთაგანის ერთგული და ყველაზე უფრო გულმოდგინე მსახური ჰადირ-ბეგი იქნება.

ვევედრებით ყოვლადუზენაესს, რათა ყველა თქვენთაგანს თავისი წყალობა გამოუგზავნოს და რათა დიდმა წინასწარმეტყველმა თქვენ ყველანი სიმართლის გზაზე დაგაყენოთ. ახლა კი, ღვთის მიერ ჩვენდამი ბოძებული ძალაუფლებით გიბრძანებთ, რომ რუსებს თვლიდეთ მწყალობლებად, მორჩილებას გაუწევდეთ ჩვენს უგანათლებულეს დას, ან ვისზედაც მის მიერ ბრძანებულ იქნება. მოცემულია სასიხარულო, მხიარულ და სვეკეთილ ხანაში”.

რჩებოდა რა რუსული ჯარების ბანაკში, შეიხ-ალი-ხანი შესაძლებელი თავისუფლებით სარგებლობდა: მას დაუბრუნეს ხმალი და ნება მისცეს, რომ დასთან შეხვედრები ჰქონოდა. მთავარსარდალი მას სრულ კეთილგანწყობას აღმოუჩენდა, რომელიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მან ყველაზე უფრო მოღალატური სახით ბოროტად გამოიყენა.

მოაწყო რა დარუბანდის სახანოს საშინაო საქმეები და დააყენა რა მის ცალკეულ ნაწლებში ნაიბები და მმართველები, გრაფმა ზუბოვმა აიყვანა ამანათები დარუბანდის ყველაზე უფრო გამოჩენილ მცხოვრებთაგან და, შემოიერთა რა გენერალ-მაიორ პლატოვთან ერთად მოსული ჩუგუევსკის პირველი პოლკი და დონის კაზაკთა ორლოვის პოლკი, 24 მაისს ბაქოს მიმართულებით გავიდა. დარუბანდში დატოვებულ იქნა გენერალ-მაიორი საველიევი ქვეითი ჯარის სამი ბატალიონით, 200 კაზაკითა და ოთხი საველე ქვემეხით (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 30-го мая 1796 года. დატოვებული ბატალიონები იყო: გრენადერთა მოსკოვისა და ყაზანის პოლკების ასეულებისგან; მოსკოვის პოლკის ერთი მუშკეტერთა ბატალიონი და კავკასიის ეგერთა კორპუსის მესამე ბატალიონი).

სალაშქროდ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავარსარდალმა სპარსელი ხალხისადმი მიმართული უზენაესი მანიფესტი მიიღო, ბრძანებით, რომ ის საყოველთაოდ გაეცნო ხალხისთვის ქალაქებსა და სოფლებში. თურქულ, სპარსულ, ქართულ და სომხურ ენებზე თარგმნილი ამ მანიფესტის დიდი რიცხვის ეგზემპლარები იქნა ჩამოტანილი კავკასიის გენერალ-ბუბერნატორ გუდოვიჩთან და ასტრახანის გუბერნატორ ალაბიევთან (Алябьевъ), რათა მათაც, თავიანთ მხრივ, მიეღოთ ზომები მისი გავრცელებისთვის ქალაქებსა და სოფლებში ვაჭრებისა და სხვა ადამიანთა მეშვეობით, რომელთაც სპარსეთსა და თურქეთში სავაჭრო საქმეები ჰქონდათ (Рескриптъ императрицы Гудовичу 2-го апреля 1796 года).

“რუსეთის იმპერიის განზრახვა და სურვილი, წერდა იმპერატრიცა (Въ манифесте отъ 27-го марта), იყოს სიწყნარითა და კეთილი თანხმობით სპარსეთის სახელმწიფოში მის მეზობელ მფლობელებთან, ძველი დროიდან მთელი ქვეყნის წინაშეა დამტკიცებული დიდსულოვნებითა და მნიშვნელოვანი ოლქების ნებაყოფლობით დათმობით, რომლებიც მარადიული დიდების ღირსი იმპერატორის პეტრე დიდის მართალი და ძლევამოსილი იარაღით იქნა დაპყრობილი. ტახტზე ჩვენი ასვლის დროიდან ჩვენ სხვანაირად არ მოგვიპყრია ყურადღება ჩვენი საზღვრების ამ მხარისთვის, თუ არა მშვიდობისა და სიმშვიდის დასაცავად და იქ თანაბრად ორივე მხარეზე ორივე ქვეშევრდომთა შორის მომგებიანი და სასარგებლო ვაჭრობის დაფუძნებისა და მატებისთვის, საზეიმო ხელშეკრულებებზე დაფუძნებულისა, რომლებსაც ვერაფერი ვერ უარყოფდა.

ჩვენი მეურვეობის ამ საქებარ და კეთილ საგანში არცთუ იშვიათად ვაწყდებოდით ჩვენ წინააღმდეგობასა და დარღვევას ანგარებასა და სხვა მიკერძოებებს აყოლილი ზოგიერთი კერძო სპარსელი უფროსის მხრიდან იმ მხარეებში, სადაც ჩვენი ქვეშევრდომები თავიანთი სარეწებისთვის ჩამოდიოდნენ, და სადაც სხვადასხვანაირი სახით მათ ჩაგრავდნენ და წყენას აყენებდნენ. მაგრამ ჩვენთვის ჩვეული დიდსულოვნებით ყოველთვის ვცდილობდით აღგვეკვეთა ეს უსიამოვნებანი და არ დაგვეშვა, რომ მათ უფრო შორეული შედეგები გამოეღოთ, ვკმაყოფილდებოდით რა იმ დაკმაყოფილებებით, რომლებიც ზოგჯერ სულაც არ იყო წყენის თანაზომადი, და განსაკუთრებით კი იმ ხერხების ძალმოსილებისა, ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებულისა, ჩვენი შეუზღუდავი შესაძლებლობების მიხედვით ამის მიღწევისთვის (а особливо могуществу способовъ, отъ Бога нам дарованныхъ къ одержанию онаго по неограниченному нашему произволенiю). ასეთივე გულმოწყალება გამოსცადა ჩვენში თავად აღა-მაჰმად-ხანმაც, რომელიც ახლა თავისი მზაკვრობითა და მძვინვარებით მბრძანებლობს უკანონოდ სპარსეთის ყველა ოლქში, როცა, იყო რა ასტრაბადის ხანი, ითავხედა, სახალხო სამართლისა და კეთილი რწმენის საწინააღმდეგოდ, ძალადობრივად დაეკავებინა იქ შესული ჩვენი ფრეგატი, მიაყენა რა მის უფროსს, ჩვენი ფლოტის კაპიტანს გრაფ ვოინოვიჩს სხვადასხვა წყენა და შეურაცხყოფა.

არ შევირყეოდით ჩვენ ახლაც ჩვენს ამ თვინიერ და მშვიდობისმოყვარე განწყობებში, თავისი აულაგმავი ძალაუფლებისმოყვარეობით ამოძრავებულ ხსენებულ მტაცებელ აღა-მაჰმადს, ბოლოს, თავისი ძალადობანი და მძვინვარება ჩვენი იმპერიის უფლებებისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის რომ არ გაევრცელებინა, თვით საქართველოზე თავსახმამდე და მისი დედაქალაქის დაუფლებამდეც კი, უკვე რამდენიმე წელიწადია ჩვენი მფარველობის ქვეშ შემოსული ქართლისა და კახეთის მეფისგან, საიდანაც იქ ღვთის ტაძრების გაძარცვისა და დარბევის შემდეგ, მიწების გაჩანაგების შემდეგ, ქრისტიანთა დიდი რიცხვის ტყვედ წაყვანისა და ბევრი სხვა თავზეხელაღებულების ჩადენის შემდეგ კასპიის ზღვის ნაპირებს მომართა ხალხების ძარცვა-რბევისა და ხანების დევნისთვის, რომლებიც თავიანთ მამულებს მშვიდად მართავენ, ჩვენს მიმართ კეთილად არაინ განწყობილნი და ჩვენს ვაჭრობას ყოველთვის ხელს უწყობდნენ.

ამდენად თავხედური ღონისძიებანი, რომლებიც ძირს ამხობენ ყველაფერს, რაც ჩვენი იმპერიის სარგებელსა და მოგებას შეიძლება შეეხებოდეს, და მის მიერ დაგზავნილი ფირმანები ჩვენდამი მოსაზღვრე ან სულაც ჩვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფი მთავრებისადმი, აშკარად მისწრაფებულნი სასაზღვრო სიმშვიდის აღშფოთებისა და აქ არსებული მშვიდობისა და კეთილი თანხმობის დარღვევისკენ, ორივე სახელმწიფოს შორის მანამდე არსებული სასარგებლო და მომგებიანი ურთიერთობების მოსპობისკენ, ჩვენ გვაკისრებს, თუმცა კი უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელ ვალდებულებას, რომ მათ დავუდოთ ძლიერი დაბრკოლებანი, რომლებიც მათი მოსპობისთვის ხელსაყრელი იქნება. რის შედეგადაც, მოვუწოდეთ რა დამხმარედ ყოვლადუზენაესს, ვინც ჩვენს მართალ წამოწყებებში ყოველთვის გულუხვად ხელს გვიმართავს; პატივს ვცემთ რა ჩვენს საკუთარ ღირსებასა და ჩვენი იმპერიის სიკეთეს, ხსენებული მეამბოხის მიერ არაერთხელ შეურაცხყოფილს, საზღვრების უსაფრთხოებასა და ჩვენი მფარველობის ქვეშ შემოსულთა დარწმუნებულობას; დავუგდეთ რა ყური ადამიანურობის ხმას, რომელსაც იგი თვით მისი ღვიძლი ძმების სისხლშიც კი არ ინდობს, და შევიწყნარეთ რა ქართლისა და კახეთის მეფის თხოვნა, აგრეთვე ბევრი კეთილგანწყობილი ხანის და დაღესტნელი მფლობელისა, რომლებიც ჩვენ დაცვისა და მფარველობისთვის მოგვიწოდებენ – ვუბრძანეთ ჩვენი საზღვაო და სახმელეთო ძალების მნიშვნელოვან ნაწილს, ჩვენი საყვარელი და ერთგული, ჩვენი არმიის გენერალ-პორუჩიკის, ჩვენი გენერალ-ადიუტანტის, ლეიბ-გვარდიის იზმაილის პოლკის სეკუნდ-მაიორის, ცხენოსან-გრენადერთა სამხედრო ორდენის პოლკის შეფისა და ჩვენი ორდენების: წმ. მოციქულ ანდრიასი, წმ. ალექსანდრე ნეველისა და წმ. გიორგის სამხედრო ორდენისა და პრუსიული შავი და წითელი არწივების კავალერისა და რომის იმპერიის გრაფის, ვალერიან ზუბოვის წინამძღოლობით სპარსეთის საზღვრებში შესვლა, ყველა იმ უხერხულობათა სათანადოდ თავიდან აცილებისთვის, რომლებიც შეიძლება მოხდეს მძვინვარე და ვერაგი აღა-მაჰმად-ხანის მიერ მათში თავისი უკანონოდ მიტაცებული ძალაუფლების გავრცელებითა და დამკვიდრებით, რომელმაც დღემდე საკუთარი თავი რუსეთის მთავარ მტრად წარმოაჩინა, თავხედურად უარყო ყველა ტრაქტატი, რომლებითაც საზღვრების უსაფრთხოებით შემოზღუდვისას, ჩვენი ქვეშევრდომების მიერ უპირატესობანი და სარგებელი იქნა შეძენილი, მონიჭებული დიდების მარადიულად ღირსი იმპერატორის პეტრე დიდის ძლევამოსილი იარაღით დაპყრობილი სპარსული ოლქების დათმობის სანაცვლოდ; რომელიც ისწრაფვის თავის მძიმე უღელს დაუმონოს არა მხოლოდ მფლობელნი, რომლებიც მისი თანაბარი ან კიდევ უფრო უპირატესი უფლებით არიან თავიანთ მდგომარეობაში დამკვიდრებულნი, არამედ კერძო ადამიანებიც, რომლებმაც ქონება თავიანთი შრომით მოიხვეჭეს, ართმევს რა ერთთაც და მეორეთაც მათ მონაპოვარს, ხოლო ზოგჯერ კი თავად სიცოცხლესაც, და, ბოლოს, მძვინვარებითა და მუქარებით თავხედობს აშფოთებდეს და მათივე საკუთარი სარგებლის საზიანოდ ჩვენი იმპერიის წინააღმდეგ მომართავდეს მშვიდობიან და ჩვენდამი კეთილად განწყობილ მფლობელებს, რომელთაგან ბევრი ჩვენი მფარველობითა და წყალობით ტკბებოდა.

გატყობინებთ რა ამით ჩვენს გადაწყვეტილებას და აგიხსენით რა საკმარისად მნიშვნელოვანი მიზეზები, რომლებმაც ამ საქმეზე წაგვახალისეს, ჩვენ აქ მთავარ საგნად გვაქვს ის, რომ სრულებით დავამშვიდოთ სახელმწიფოს ყველა წოდებისა და ჩინის, ყოველი ობივატელი და მცხოვრები, ყველა სარწმუნოებისა და საგვარეულოსი, მკვიდრი და უცხოელი, როგორებიც არიან: ქართველები, სომხები და სხვანი, რომლებიც ამ ქვეყნებში მშვიდობით და სიმშვიდით თავიანთ ხელობასა და სარეწებს მისდევენ, რომ იქ ჩვენი ძლევამოსილი ჯარების შესვლისა და ყოფნისგან არათუ არავის პირად ან ქონებრივ საკითხში არანაირი წყენა და შევიწროვება არ მიადგება, არამედ თითოეული უფრო მეტად ერთშიცა და მეორეშიც მოზღუდული და დაცული შეიქნება, იმ ჯარებზე ყველა უფროსისადმი ჩვენს მიერ მიცემული ზუსტი ბრძანებების თანახმად, რათა მკაცრად ადევნონ თვალყური, რომ არავინ ამაო ზარალი ან უსამართლობა არ განიცადოს. ამ ჩვენი ნების რაიმენაირი დარღვევის შემთხვევაში კი, დამნაშავენი უსწრაფესად უნდა იქნენ გასამართლებულნი და დასჯილნი, ხოლო დაზარალებულებს კი სრული და გადაუდებელი დაკმაყოფილება მიეცეთ.

ვამტკიცებთ რა ჩვენი საიმპერატორო სიტყვით, რომელსაც ყოველთვის წმინდად და დაურღვევლად დაცულად ვინახავთ, ყველა ზემოხსენებული ობივატელის საზოგადო და კერძო უსაფრთხოებას, სანაცვლოდ მათგან მოველით და მოვითხოვთ, რათა რჩებოდნენ მშვიდად თავიანთ საცხოვრებლებში, არ შეეშინდებათ რა, მათთვის მიცემული ამდენად საზეიმო დარწმუნების შემდეგ, მათი პიროვნების არანაირი შევიწროვების ან მათი მამულის მიტაცებისა, არაფრით არ გამართლებული შიშის საბაბით მიმალულები, არ ფანტავდნენ თავიანთ მონაგარს; უფრო მეტად გვაქვს ჩვენ უფლება ვსასოებდეთ, რომ ვერავინ ვერ გათავხედდება, რათა მათ და ჩვენს საერთო მტერს აღა-მაჰმად-ხანს ან მის თანამზრახველთ შეუერთდეს, გაუწიოს მათ აშკარად ან ფარულად ფულით ან საკვები მარაგებით რაიმენაირი დახმარება ან თანადგომა. მაგრამ თუ, ჩვენი იმედის მიუხედავად, ეს მოხდება და ჩვენი უფროსების ცნობამდე მივა, მაშინ ასეთი დანაშავე ჩვენს მტრად იქნება მიჩნეული და როგორც ასეთი მთელი სამხედრო სიმკაცრით იქნება დევნილი თავისი სახითა და სახელით (въ лице и имени своихъ). ამაზე ზევით, მას და მის მსგავსთ, საშინელ სამსჯავროზე ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე პასუხისგება მოუწევთ მთელ იმ უბედურებათა გამო, რომლებიც ამდენად საშინელი დანაშაულის გარდაუვალი შედეგი იქნება.

მაგრამ, ვემყარებით რა ჩვენს მიერ დაწყებული საქმის სამართლიანობას, ვიმედოვნებთ, რომ ხსენებულ მტერს არათუ მხოლოდ არავინ ხელახლა არ შეუერთდება, არამედ აქამდე ვერაგობითა და ძალადობით მის გეგმებში ჩათრეულები მის მტანჯველ ძალაუფლებას უფრო მეტად განეშორებიან და, შეიძენენ რა საიმედო თავშესაფარს ჩვენი იარაღის ჩრდილქვეშ, მას შემოუერთდებიან დახმარების აღმოსაჩენად მისი საბოლოოდ განადგურებისთვის, სპარსეთის მთელ სახელმწიფოში მშვიდობიანი ყოფა-ცხოვრების აღდგენისა და თითოეული მფლობელის სრულ ძალაუფლებაში, დამოუკიდედბლობასა და თავისუფლებაში დამკვიდრებისთვის. ამ ვარაუდში ჩვენ თანასწორად ვაიმედებთ, ჩვენი საიმპერატორო სიტყვის იმავე გარდაუვალი ვალდებულებით, ყველა მათ, ვინც, შეიგნო რა თავისი შეცდომა და შეინანა რა ის, ან დაამხო რა მათზე ძალადობით დაკისრებული უღელი, მომართავს ჩვენი ჯარების მფარველობას, რომ ისინი არა მხოლოდ მათ მიერ იქნებიან ყველანაირი კეთილგანწყობით მიღებულნი, არამედ ღირსეულ საზღაურსაც მიიღებენ მათი კეთილგანზრახულობისთვის.

ხოლო რათა ჩვენი მთელი კეთილი განზრახვანი, აქ საკმარისად ვრცლად ახსნილნი, ყველასთვის ცნობილი შეიქნას და არავის მათი არცოდნით თავის გამართლება არ შეეძლოს, ვბრძანეთ ჩვენ, რათა ეს ჩვენი საიმპერატორო მანიფესტი, ჩვენს მიერ ხელმოწერილი, გადაითარგმნება რა სხვადასხვა ენებზე, რომლებიც იმ ქვეყანაში გამოიყენება, დაბედჭდილ და დაგზავნილ იქნას სრულიად სახალხო გაცნობისთვის, როგორც სპარსეთის სახელმწიფოში, ისე მასთან მიმდებარე ოლქებშიც, მოიპატიჟებენ რა ყველანაირი ღირსებისა და წოდების იქაურ ობივატელებს, რათა ხელი შეუწყონ იმ ჩვენი განზრახვების წარმატებას, როგორც ორმხრივი სარგებლისა და ორმხრივი სიკეთისკენ მიდრეკილს, რის მოლოდინშიც ვაიმედებთ მათ ყველას ჩვენი იმპერატორობითი წყალობითა და ჩვენი კეთილნებელობით”.

ეს მანიფესტი მაშინვე იქნა დაგზავნილი გრაფ ზუბოვის მიერ, იმპერატრიცის მიერ დამტკიცებული საგანგებო შეტყობინებით, დაღესტნის მფლობელებისადმი: ტარკის შამხალის, მისი ძის მეგთის, ბუინაკის ბეგის, ყარაყაიდაღის უცმისა და ტაბასარანის ყადისადმი. ზუსტად ასევე მთავარსარდალმა დაუგზავნა ის ბაქოს, შემახის, შუშის (ყარაბაღის), თალიშის, შექის ხანებს და რამდენიმე ეკზემპლარი გაუგზავნა კუნძულ საროზე, იქ მყოფ ჩვენს კონსულს სკიბინევსკის, დავალებით, რომ მის გავრცელება მოვაჭრე მოსახლეობას შორის ეცადა (Письмо графа Валерiана Зубова брату его князю П. А. Зубову, 9-го iюня 1796 г., № 32).

უზენაესი მანიფესტის თანხლების სახით მთავარსარდალი წერდა ხანებსა და სხვა მფლობელებს, რომ რადგანაც რუსული ჯარების სპარსეთში მოქმედებათა მთელი მიზანი იხრება ერთადერთი აღა-მაჰმად-ხანის დამხობისკენ, რომელმაც არასწორად მიითვისა უმაღლესი ძალაუფლება, ამიტომ იგი, გრაფი ზუბოვი, დარწმუნებულია, რომ თითოეული მოწიწებითა და მადლიერებით მიიღებს რუსეთის იმპერატრიცის დახმარებას. მთავარსარდალი ამბობდა, რომ არ უშვებს აზრს, რომ ხალხი, რომლის დასახმარებლად და უღლისგან გასანთავისუფლებლად მოვიდა რუსეთი, დაუწყებს წინააღმდეგობის გაწევას რუსულ იარაღს და ამით თავზე მრავალ უბედურებას დაიტეხს. 

მანიფესტის გავრცელებისგან იყო გრაფი ზუბოვი დავალებული, თუ დარუბანდის დაცემის შესახებ ცნობისგან, რომ მის გზაზე ბაქოსკენ ყველა მფლობელი მას თავაზიანობითა და მორჩილებით ხვდებოდა. ბაქოს ხანმა მთავარ ბინაში თავისი დესპანები გამოუგზავნა გამოცხადებით, რომ ემორჩილება რუსეთის იმპერატრიცის ნებას. ჰამბუთაი ყაზიყუმუხელი აცხადებდა, რომ ისიც ასევე აძლევს საკუთარ თავს რუსეთის მფარველობის ქვეშ, და რათა თავისი ერთგულება ეჩვენებინა, სამი ტყვე დააბრუნა იმ ადამიანთა რიცხვიდან, რომლებიც მისი ქვეშევრდომების ხროვამ აიყვანა 8 მაისს პროვიანტის ფურგონებზე თავდასხმისას, გენერალმა ბულგაკოვმა რომ გაგზავნა დევეჩუმაგატანის სანახებში. ეს დაბრუნება, ზუსტად ისევე როგორც ერთგულებაში მთელი მისი დაფიცებანი ხელს არ უშლიდა, რომ ისევ განეგრძო მტაცებლობა. ბევრი სხვა ხანის ჩვენდამი მორჩილებაც არ ყოფილა რაღაც გარეგნულ შესახედაობაზე უფრო მეტი, რაც აუცილებლობითა და გარემოებათა ძალით იყო გამოწვეული. შემდგომში ისინი ღალატობდნენ თავიანთ ფიცს, იმის და მიხედვით, თუ როგორ მიაჩნდათ ეს თავიანთთვის მომგებიანად, მაგრამ ახლა ყველანი მშვიდები ჩანდნენ, მორჩილები, და კასპიის კორპუსი ბაქოსკენ სრულიად თავისუფლად მიდიოდა, ისე რომ მას არავინ აწუხებდა.

თუმცა კი მთიელები არ უწევდნენ რუსულ ჯარებს არანაირ წინააღმდეგობას, მაგრამ მათ მოძრაობას ანელებდა ადგილმდებარეობის ხასიათი, რომელიც არცთუ მცირე სიძნელეებს უქმნიდა. დარუბანდიდან შაბრანიმდე ას-ათ-ვერსიან მანძილზე კასპიის კორპუსმა ათზე მეტი მდინარე გაიარა ფონით და სამი დღის განმავლობაში მდინარე სამურზე გადავიდა, რომელიც თავისი სწრაფი დინებით სიგანეში ოთხ ვერსზე მეტ სივრცეს ფარავდა.

სამური ყველაზე უფრო დიდი მდინარეა მთელს დაღესტანში, რომელიც ისე სწრაფად მოედინება, რომ პონტონებზე მცურავი ხიდის გადების არანაირ შესაძლებლობას არ იძლება. ჰქონდა რა ბუნდოვანი წარმოდგენა მდინარის სიგანისა და მისი თვისებების შესახებ, გრაფმა ზუბოვმა, ჯერ კიდევ დარუბანდიდან გამოსვლისას, რამდენიმე ოფიცერი გაგზავნა სამურის დათვალიერებისა და მისი გადალახვის ადგილის მოძებნისთვის. წარგზავნილები დაბრუნდნენ მოხსენებით, რომ მდინარეზე გადასვლა შეუძლებელია; რომ მდინარის დინება მძაფრია, არათანაბარი, ისევე როგორც არათანაბარია მისი ფსკერიც, რომელსაც მნიშვნელოვანი სიღრმის მრავალი ჩავარდნები გააჩნია. მდინარის დამთვარიელებლები ამბობდნენ, რომ, მთელი მათი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ვერსად მოეძებნათ ორ არშინზე ნაკლები სიღრმის ფონი, და რომ დინების უჩვეულო სისწრაფის გამო ხიდის გადება შეუძლებელია. მთავარსარდალი თავად გაემგზავრა მდინარის დასათვალიერებლად, მაგრამ გზაზე შეიტყო, რომ სამურში წყალი სწრაფად კლებულობს, რომ მთებში ზვავი ჩამოწვა და მდინარის კალაპოტი თოვლისა და ყინულის უზარმაზარი გროვითაა ჩახერგილი, რომელმაც მისი წყალი რამდენიმე ტოტად დაჰყო. სურდა რა ესარგებლა წყლის დროებითი კლებით, გრაფმა ზუბოვმა გადასვლის დაწყება იჩქარა. მან მაშინვე შეკრიბა გარეშეო სოფლებიდან მცხოვრებნი, რომელთა დახმარებითა და მითითებითაც მონახულ იქნა ფონები, რომლებშიც იქნა კიდეც გაჭიმული კაზაკთა ჯაჭვები ერთი ნაპირიდან მეორემდე. ჯაჭვების დაყენების შემდეგ მათ ზევით მდინარეზე გადასვლა დაიწყო ქვეითმა ჯარმა, ხოლო უფრო ზევით კი – კავალერიამ. შეკრეს რა ხშირი რიგები და ხელები ჩაჰკიდეს რა ერთი-მეორეს, ჯარისკაცები მდინარეზე კავალერიის საფარველქვეშ გადადიოდნენ, რომელიც წყლის ძლიერ დინებას გარკვეულ ხარისხად აკავებდა. 

მდინარეზე გადასვლა სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მშვიდობიანად იქნა შესრულებული. მთავარი დაყოვნება მოძრავი მაღაზიისა და დენთის მდინარეზე გადატანისას ხდებოდა. რათა არ დაესველებინათ ერთიცა და მეორეც, გრაფ ზუბოვს არ უბრძანებია მათი გადაზიდვა საზიდრებით და სამუხტე ყუთებში, არამედ ბრძანა რომ ისინი აქლემებზე დაეტვირთათ, რომლებსაც გადაჰქონდათ კიდეც მშრალად მდინარეზე. 

მაგრამ გადასვლის გაჭიანურებამ აიძულა, რომ პროვიანტის ნაწილი საზიდრებით გადაეტანათ, თუმცა კი დიდი სიძნელეებით, იმიტომ რომ დინებამ ბევრი საზიდარი გადააყირავა და კაზაკების ჯაჭვისკენ წაიღო. სამურის გადალახვამ გრაფ ზუბოვს ხარებშებმული ტრანსპორტის მთელი ნაკლოვანებები დაანახა და აიძულა იგი, რომ ეთხოვა გუდოვიჩისთვის აღარ ეყიდა მეტად ხარები, არამედ მისთვის 2.000 აქლემი გამოეგზავნა, რადგანაც წინ კიდევ ბევრ მდინარეზე მოუწევდათ გადასვლა. ამასთანავე აქლემები ხარებზე გაცილებით უფრო ამტანები იყვნენ, და ნაკლებ საკვებს მოითხოვდნენ; ხარები ვერ უძლებდნენ კლიმატის ცვლილებას და დიდი რაოდენობით ეცემოდნენ (Письмо графа Зубова князю П. А. Зубову отъ 9-го iюня 1796 года). თუ ხარების დანაკლისი ახლა ძალზედ საგრძნობი არ იყო, ეს მხოლოდ იმის გამო ხდებოდა, რომ კასპიის კორპუსის ჯარების ნაწილს გამოკვება შეეძლო პურით, რომელიც ასტრახანიდან ზღვით მოჰქონდათ, და, აქედან ამომდინარე, მოძრავი ტრანსპორტის შემცირების შესაძლებლობაც ჩნდებოდა.

მდინარე სამურზე ჯარების გადასვლის ერთდროულად მის შესართავს ზღვით პურით დატვირთული ორი ტრანსპორტი მოადგა: ერთი ლეიტენანტ ბოზოს უფროსობით, მეორე კი – ლეიტენანტ – მინიცკისა. პირველი დატვირთული იყო 3.168 ჩეთვერთი ფქვილითა და 252 ჩეთვერთი ბურღულეულით, მეორე კი – 3.215 ჩეთვერთი ფქვილითა და 168 ჩეთვერთი ბურღულეულით. და ამაზე ზევით, ჰყავდა სადესანტო ჯარები ყაბარდოს პოლკის ერთი ბატალიონი და არტილერიის მომსახურების 122 ადამიანი. ლეიტენანტ ბოზოს ებრძანა 1.500 ჩეთვერთი ქვემო ნავსადგურში ჩამოეტვირთა, ხოლო დანარჩენით კი დარუბანდში წასულიყო, სადაც ჩააბარებდა კიდეც მიტანილ პროვიანტს გენერალ საველიევს, ხოლო ლეიტენანტ მინიცკის – მთელი ტრანსპორტით ბაქოსკენ წასულიყო, სადაც შემდგომ ბრძანებებს დალოდებოდა.

ბაქოს ხანი თუმცა კი აცხადებდა რუსეთისადმი თავისი ერთგულების შესახებ, მაგრამ ამას რწმენით კი არ აკეთებდა, არამედ იმიტომ, რომ სამურის გადალახვისა და მის სამფლობელოებში შესვლის შეუძლებლობაზე იმედოვნებდა. ვარაუდობდა რა, რომ რუსები ვერ გადალახავენ ასეთ წინააღმდეგობას, ბაქოს ხანმა ჰამბუთაი ყაზიყუმუხელთან ერთად თავისი ხალხიც გამოგზავნა, რომლებიც რუსების მოძრაობას ადევნებდნენ თვალყურს, და როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენი ჯარების ნაწილი სამურის მარჯვენა ნაპირზე გამოჩნდა, მაშინვე გააჭენეს ცხენები, რათა თავიანთი მფლობელებისთვის ეცნობებინათ, რომ ურწმუნო გიაურები ამ დაბრკოლებამაც ვერ გააჩერა.

დაასრულა რა მესამე დღეს მდინარეზე გადასვლა, რაზმმა გზა გააგრძელა და, მეტად ცხელი დღეების მიუხედავად, ჯარები მხნედ მიდიოდნენ: არც ჩამორჩენილები იყვნენ, არც ავადმყოფები “და ლაზარეთის ოთხთვალებს, მოახსენებდა გრაფი ზუბოვი (Всеподданнейшее донесенiе отъ 9-го iюня 1796 года), ვხედავ ადამიანებისთვის შინაური წამლებით სავსეს, და არა მწუხარე ადამიანებით”. მიდიოდა რა ბაქოს გზაზე, კასპიის კორპუსი, 6 ივნისს, ყუბას მიუახლოვდა და ქალაქიდან ხუთ ვერსზე გაჩერდა. ხალხის მრავალრიცხოვანი კრებული მიესალმებოდა რუსების ამ ადგილზე გამოჩენას, ამასთან, უხუცესებმა გრაფ ზუბოვს ქალაქის გასაღები მიართვეს თხოვნით, რომ ისინი “კეთილთა ყოვლადმოწყალე დედოფლის” («премилосердой царице добрыхъ») დერჟავისთვის შეეერთებინა. აიყვანა რა მძევლები ყუბის ნაიბის ვალი-ბეგისა და თავკაცებისგან, გრაფმა ზუბოვმა მცხოვრებნი პირად და ქონებრივ უსაფრთხოებაში დააიმედა.

ამასობაში, ბაქოს ხანმა, რომელსაც რუსული ჯარებისთვის ბაქოს ჩაბარება არ სურდა, დაიწყო ხმების გავრცელება, რომ რუსები ხანების მათი სამფლობელოებიდან განდევნის მიზნით მოდიან. შემახის ხანს მან წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ თუმცა კი აქამდე იგი მასთან მტრობაში იყო, მაგრამ ახლა, საერთო საფრთხის გამო, სთავაზობს შერიგებასა და საერთო წინააღმდეგობისთვის ერთმანეთთან შეერთებას. ამ წერილმა თავისი მოქმედება იქონია. შემახელთა შორის შესამჩნევი იყო მღელვარება, ხოლო ხანთან კი ხშირი თათბირები ეწყობოდა. რათა ორი ხანის შესაძლო შეერთება თავიდან აეცილებინა, გრაფი ზუბოვი ბაქოს დაკავებას ჩქარობდა. მან გაუგზავნა ბრძანება კონტრ-ადმირალ ფიოდოროვს, რომ მზადმყოფი გემებით ასტრახანიდან გამოსულიყო და რაც შეიძლებოდა ჩქარა მოსულიყო ბაქოსთან სახმელეთო ჯარების დასახმარებლად; მაგრამ, სამწუხაროდ, მთავარსარდალმა მალევე შეიტყო, რომ მთელი კორპუსით ქალაქთან მისვლის არანაირი შესაძლებლობა არ არის. ას ვერსზე გარეშემო წარგზავნილებმა ვერ შეძლეს ვერა თუ წყლისა და ტყის მოძებნა, არამედ ვერც ბალახის და ვერანაირი მცენარისა.

ჰქონდა რა ცნობები, რომ ბაქოელები არ იზიარებენ თავიანთი ხანის აზრს და არ სურთ რუსული ჯარებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მთავარსარდალმა ბაქოში გაგზავნა პროკლამაცია, რომელშიც ურჩევდა ხალხს, რომ თავისი ხვედრი იმპერატრიცის ნებისთვის ჩაებარებინა. ამავდროულად წერილი იქნა გაგზავნილი მუსტაფასთვის, შემახის ხანისთვის. ბაქოში პროკლამაციით გაგზავნილი დაბრუნდა ცნობით, რომ ხალხმა აღტაცებით მიიღო გრაფ ზუბოვის მოწოდება და დამორჩილების სრული მზადყოფნა გამოავლინა. ჰუსეინ-ყული-ხანს მეტი არაფერი რჩებოდა, თუ არა საერთო დინებას მიყოლოდა, და იგი დაპირდა, რომ მთავარსარდლის შესახვედრად გამოვიდოდა.

13 ივნისს ბაქოს ხანი მართლაც მოვიდა რუსული ჯარების ბანაკში, რომელიც მდინარე ატა-ჩაიზე იყო განლაგებული, და ქალაქის გასაღები მოართვა. გრაფმა ზუბოვმა პატივით მიიღო ხანი, დააიმედა იგი იმპერატრიცის მფარველობით და გენერალ-მაიორ რახმანოვს უბრძანა, რომ ქვეითი ჯარის სამი ბატალიონის, კაზაკთა პოლკისა და საველე არტილერიის ოთხი ქვემეხისგან შემდგარი რაზმით ბაქოსკენ წასულიყო, მაგრამ ქალაქში კი არ შესულიყო, არამედ მისგან თორმეტ ვერსზე დაეცა ბანაკი და ხანის მისვლას დალოდებოდა. სწორედ იმავე დროს გენერალ-მაიორ ბულგაკოვს ებრძანა, რომ კავკასიის გრენადერთა პოლკის ორი ბატალიონით, ყუბანის ეგერთა კორპუსის მესამე ბატალიონით, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ორი ესკადრონით, ხოპერისა და სემეინის კაზაკებით, და საველე არტილერიის ოთხი ქვემეხით ქალაქ ყუბისკენ წასულიყო, და გაჩერდებოდა რა ქალაქის მახლობლად, მის მცხოვრებთა სიმშვიდისთვის ედევნებინა თვალ-ყური, მუდმივი ურთიერთობები ჰქონოდა გენერალ საველიევთან, თვალი ედევნებინა მცხოვრებთა ქცევისთვის, და, განსაკუთრებით კი, ყუბაში მმართველი ნაიბის ვალი-ბეგისა.

გააჩერა რა ორი დღეღამით თავის ბანაკში ბაქოს ხანი, გრაფმა ზუბოვმა მას 1.200 მანეთის ღირებულების მდიდრული ხანჯალი აჩუქა და გენერალ-მაიორ რახმანოვის რაზმში გაგზავნა. უკანასკნელი, მიუახლოვდა რა ქალაქს, ხანის თანხლებით, სალუტის გასროლებით იქნა დახვედრილი და ხალხის მრავალრიცხოვანი ბრბოს სასიხარულო ყიჟინის ქვეშ ციხესიმაგრეში შევიდა. გენერალ-მაიორ რახმანოვს მთავარსარდლისგან დავალებული ჰქონდა, ციხესიმაგრის დაკავების შემდეგ, მოეძია მასში სათავსო 40.000 ჩეთვერთი პროვიანტისთვის, რომელიც ბაქოში გადმოტვირთვისთვის იყო განკუთვნილი. დაელოდებოდა რა ფლოტილიისა და გემებში ჩასხდარი ყაბარდოს პოლკის ბატალიონის მოსვლას, რახმანოვს გარნიზონის უფროსობა კონტრ-ადმირალ ფიოდოროვისთვის უნდა გადაეცა და, დაუტოვებდა რა მას გრენადერთა ბატალიონს* (*ყაბარდოსა და ვლადიმირის პოლკების ასეულებისგან), გრაფ ზუბოვთან შესაერთებლად უნდა წასულიყო, რომელიც თავად ძველი შემახისკენ დაძვრას ვარაუდობდა.

შემახელმა მუსტაფა-ხანმა თავისი მოხელე რუსულ ბანაკში ბაქოს ხანის მოსვლამდე რამდენადმე უფრო ადრე გამოგზავნა. იყო რა პირადი მოწმე იმ მიღების და პატივის მიგებისა, რომლებიც ჰუსეინ-ყული-ხანს აღმოუჩინეს, მუსტაფას მოხელე გრაფ ზუბოვის მიერ მიალერსებულ და უკანვე შემახაში გაშვებულ იქნა. მისი გაგზავნისას, მთავარსარდალმა შემახის ხანს გაუგზავნა 1.500 მანეთის ხანჯალი, და წერდა, რომ მას შეუძლია იმპერატრიცის კიდევ უფრო მეტი მოწყალებისა და გულუხვობის იმედი ჰქონდეს, რადგანაც თანამონაწილეობაში არ ყოფილა იმ პირებთან, რომლებიც რუსეთისადმი კეთილად განწყობილნი არ არინ. მუსტაფა მადლობას უხდიდა საჩუქრისთვის და მთავარსარდალს თავის სამფლობელოებში ეპატიჟებოდა, ჰპირდებოდა რა მას შესაგებებლად ჯარით გამოსვლას.

“ამრიგად, მოახსენებდა გრაფი ზუბოვი (Всеподданнейшiй рапортъ 18-го iюня 1796 года), გავიარე რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მამაცი და შრომისმოყვარე მხედრობით 500 ვერსი რუსეთის საზღვრებიდან და ამ მანძილის ნახევარზე გავაღე რა თქვენი ძლევამოსილი იარაღით ირანიის რკინის კარები (железныя врата Иранiи), კეთილსასურველად აღვასრულე ჩემი პირველი გამარჯვება თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით, გავწმინდე რა მტაცებელი აღა-მაჰმად-ხანის არა მარტო ძალებისგან, არამედ გავლენისგანაც მდინარეების მტკვრისა და არაქსის ეს ნაპირი; შევაერთე რა თქვენდამი მორჩილებაში ყველა ხალხი კასპიის ზღვის დასავლეთ ნაპირზე გილანის საზღვრებამდე, და მივეცი რა ჩემგან მმართველი სალიანის ოლქებს. და რადგანაც უკვე მყარად დავდგი ფეხი ბაქოში და ამით მასთან შევაერთე ასტრახანი, ამიტომ მალე ჯანმრთელ და მხიარულ მეომრებს სიცხისგან ძველი შემახის ჩრდილიან ჭალებში დავასვენებ, სადაც უხვი და ჯანსაღი წყლები მოედინება”.

დატოვა რა გარნიზონები ყუბასა და ბაქოში, გრაფმა ზუბოვმა, 19 ივნისს, მარჯვნივ შემახის გზაზე მოუხვია და მალევე მეტად ვიწრო დეფილეში შევიდა. ჰქონდა რა ბევრ ადგილას სიგანე არაუმეტეს ხუთი არშინისა, ეს ხეობა უწყვეტად იყო მოფენილი წვრილი და ბასრი ქვებით, და ორივე მხრიდან კი შემოზღუდული იყო შიშველი და სრულიად ციცაბო კლდეებით, რომლებიც გზის თავზე 150 საჟენამდე და უფრო მეტადაც მაღლდებოდა. ჯარებს უხდებოდათ ხან მთებზე ასვლა და დაკიდებული ქვის ლოდების ქვეშ გავლა, რომლებიც, გეგონებოდათ, ყოველ წუთს ჩამოცვივდებაო, ხანაც მთებიდან დაბლა დაშვება, რომელთაც აქეთ-იქიდან ციცაბო უფსკრულები ჰქონდათ. მზის ჩასვლისთვის ჯარებმა მხოლოდ ცხრა ვერსის გავლა მოასწრეს და, უკან შორს ჩამოიტოვეს რა მთელი აღალი, მდინარე ატაზე განლაგდნენ.

ამ გადასასვლელზე მოხდა შემთხვევა, რომელმაც შემდგომში გრაფ ზუბოვს არცთუ ცოტა საზრუნავი გაუჩინა.

რაზმში მყოფმა ტყვემ დარუბანდელმა შეიხ-ალი-ხანმა იმდენად მოახერხა მთავარსარდლის ნდობის მოპოვება, რომ მისი სრული კეთილგანწყობითა და თავისუფლებით სარგებლობდა. მასთან პრისტავისა და თარჯიმნის სახით სახით იმყოფებოდა, სომეხთაგან, მაიორი სერებროვი და კაზაკთა ბადრაგი პორუჩიკ კრასნოშჩოკოვის მეთაურობით. სერებროვს დავალებული ჰქონდა, ისე, რომ ხანი არ შეევიწროვებინა, მისი ყველა საქციელისთვის თვალყური ედევნა და გარეშე პირებთან არანაირი თათბირების ნება არ მიეცა. ზრუნავდა რა უფრო მეტად თავისი ჯიბის შევსებისთვის და უშვებდა რა ყველგან ხმას, რომ შედგება რა მთავარსარდალთან, მას მთავარ ბინაში (შტაბში) დიდი მნიშვნელობა გააჩნია, სერებროვი აგროვებდა ფულებს და ღებულობდა საჩუქრებს თავისივე თანამემამულეებისგან, ჰპირდებოდა რა მათ სხვადასხვა წყალობისა და ჯილდოების გამოთხოვას (Жизнь Артемiя Араратскаго, ч. II), ხანს კი თვალყურს არ ადევნებდა და მისთვის მიცემული ინსტრუქციის შესრულების შესახებაც არ ფიქრობდა.

შეიხ-ალი-ხანი საკუთარ თავს იყო მინდობილი. გადასვლების დროს ის მუდმივად ჯომარდობით (джигитовка) იყო დაკავებული, მხედრული ოსტატობითა და თავისი ცხენის სიმსუბუქით ყველას აოცებდა, რომელიც ძნელად ასასვლელ ციცაბო კალთებზე უჩვეულო სისწრაფით დააჭენებდა. ზოგიერთ პირს მისი ამალიდან ასევე ჩინებული ცხენები ჰყავდა, ხანს შეაქცევდა და ჯირითის გარდა არაფრით დაკავებული არ ყოფილა. რამდენჯერმე შეიხ-ალი, მოძრაობის დროს, ჩამორჩებოდა ჯარებს, და ყოველ ჯერზე, როცა კრასნოშჩოკოვი ხანის გაჩერებას ცდილობდა, სერებროვი მას აკავებდა, უარყოფდა რა ყველანაირ ეჭვს.

დარუბანდის ხანი რუსულ ბანაკში თავისუფლედ და მხიარულად ცხოვრობდა. მისი ამალა ხანთან ყოველ დღე იკრიბებოდა, მასთან დროს ატარებდა, და არცთუ იშვიათად საღამოობით ლოთობას ეძლეოდა (предавалась разгулу). ამ შეკრებებს შორის ხანი ამზადებდა ყოველივე აუცილებელს გაქცევისთვის და მოახერხა თავისი ერთგული ყუბელებისთვის შეეტყობინებინა, რათა მათ, დათქმულ ადგილას, მისთვის სათადარიგო ცხენები მოემზადებინათ.

იმ დროს, როცა ჩვენი ჯარები სულ უფრო მეტად შედიოდნენ ხეობაში, შეიხ-ალი-ხანი, დარჩა რა მათ უკან, ჩვეულებისამებრ ჯომარდობით იყო დაკავებული. იგი ჯირითით თამაშობდა (Он игралъ джиридомъ*) (*ჯირითი / джиридъ/ – პატარა ჯოხი, რომესაც მოხერხებული მხედრები მთელი სიჩქარით ჭენების დროს მაღლა ისვრიან და შემდეგ ხელით იჭერენ), ხან ხეობაში, ხანაც მთების ციცაბო კალთებზე წინ და უკან დააჭენებდა, და რაზმს შეუმჩნელად საკმაოდ მნიშვნელოვანი მანძილით დაშორდა. ხანის მოხერხებულობითა და სიმარდით ყველა ტკბებოდა, მაგრამ მალევე შეამჩნიეს, რომ შეიხ-ალი-ხანმა პირდაპირ მთაზე გააჭენა, რომლის შორეულ წვერზეც პატარა სოფელი ძნელად თუ შეიმჩნეოდა. მხოლოდ მაშინღა შეშფოთდნენ და დაინახეს, რომ ჯირითი გაქცევად გადაიქცა. მდევრად კაზაკები იქნენ გაგზავნილი, მაგრამ მათ ცხენებს, რომლებიც მთის გზებს შეუჩვეველნი იყვნენ, არც ხანის დაწევა შეეძლოთ და არც მასთან ერთად გაქცეული რამდენიმე მასთან დაახლოებული პირისა.

როდესაც კაზაკებმა სოფლამდე მიაჭენეს ცხენები, მისგან მხედართა სამი ჯგუფი გავიდა, რომლებიც სხვადასხვა მხარეს გაემართნენ, და კაზაკებმა არ იცოდნენ, ვის დადევნებოდნენ: მხედრებს შორის არც ხანის ცხენი ჩანდა, არც ხანის კაბით შემოსილი ადამიანი, რომელსაც ის ჩვეულებრივ ატარებდა, როცა რუსულ ბანაკში იმყოფებოდა. კაზაკები იღბალს მიენდვნენ, ორ პარტიას დაეწიენ, ისინი ბანაკში მოიყვანეს, მაგრამ მოყვანილთა შორის შეიხ-ალი-ხანი არ აღმოჩნდა – მან დევნისგან მიმალვა მოახერხა. 

თავი VI. 

(შეიხ-ალი-ხანის გაქცევით მცხოვრებლებზე მომხდარი შთაბეჭდილება. – მთავარსარდლის პროკლამაცია. – შეიხ-ალი-ხანის ხრიკები. – რუსული ჯარების თავდასხმა სოფელ ჩერეკზე. – მეზობელი ხანებისა და მფლობელების ჩვენდამი დამოკიდებულება. – სომეხი მთავარეპისკოპოსი თავადი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი. – მისი საქმიანობა. – სომხებისადმი გზავნილი. – ამ გზავნილის შედეგი. – შეთქმულება გრაფ ზუბოვის წინააღმდეგ. – ნურ-ალი-ხანის დაპატიმრება და მისი ასტრახანში გამოგზავნა. – ჰამბუთაი ყაზიყუმუხელის ხრიკები. – გრაფ ზუბოვის ვარაუდი დაღესტანში ჩვენი გავლენის განმტკიცებასთან მიმართებაში. – პოდპოლკოვნიკ ბაკუნინის საქმე სოფელ ალპანისთან.)

შეიხ-ალი-ხანის გაქცევას მთავარი ბინის (შტაბის) პირებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ, ძლიერი მოქმედება ჰქონდა ყუბის სახანოს მცხოვრებლებზე. გაქცევის დღეს, იმ სოფლების მცხოვრებნი, რომლებიც ზეგან (დაბლობ) ადგილზე (на плоскости) და რუსული ჯარების ბანაკის მახლობლად მდებარეობდნენ, მთელი თავიანთი ქონებით აიყარნენ და მთებში წავიდნენ. ეს გადასახლება იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ ყუბელებს სურდათ თავიანთ ხანს მიჰყოლოდნენ და მისდამი ერთგულნი დარჩენილიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ, აზიური წეს-ჩვეულებებითა და გაგებით, ისინი ვარაუდობდნენ, რომ მათ, როგორც უახლოეს ქვეშევრდმებს, თავზე უნდა დაატყდეს რუსების შურისძიება მათი ხანის ვერაგული საქციელის გამო.

სურდა რა გაქცეულები თავიანთ სოფლებში დაებრუნებინა და მოსახლეობა დაემშვიდებინა, გრაფმა ზუბოვმა დარუბანდისა და ყუბის პროვინციათა მცხოვრებთ თავისი სახელით პროკლამაცია გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მადლიერებისა და კეთილგანწყობის არმქონე შეიხ-ალი-ხანი, ისარგებლა რა თავისუფლებით, რუსული ბანაკიდან გაიქცა; რომ მთავარსარდალი მისი ასეთი საქციელის გამო მთელ მოსახლეობას ათავისუფლებს იმ ხარკისგან (освобождаетъ... отъ податей), რომელიც უწინ ხანისთვის მიჰქონდათ, მაგრამ ამის სანაცვლოდ მოითხოვს, რათა დარუბანდელები და ყუბელები მშვიდად დარჩნენ, თავიანთი ყოფილი ხანის ბრძანებები არ აღასრულონ, არ დაემორჩილონ არავის, მთავარსარდლის მიერ დასმული მმართველების გარდა, და, ყოფილი სახანოს ფარგლებში შეიხ-ალი-ხანის გამოჩენის შემთხვევაში, დააკაონ ის და რუსულ ბანაკში მოიყვანონ.

ამასობაში, კასპიის კორპუსი, რომელიც 20 ივნისის მთელ დღეს შემახის ხეობაში მდინარე ატაზე გაჩერდა და ეს დრო გაქცეული ხანის ამაო ძიებისთვის გამოიყენა, მომდევნო დღის დილის სამ საათზე ბანაკიდან გამოვიდა და საღამოსთვის კურტ-ბულაკის-ეილაგის სანახებში მაღლობ ადგილას გაჩერდა, სადამდეც სულ ოცნახევარი ვერსი გაიარა. სიძნელეები, რომლებიც ამ გადასასვლელზე წააწყდნენ, ყველა უწინდელს აღემატებოდა. მდინარეებისა და დეფილეს (ვიწრო ადგილების – ი. ხ.) გარდა, მათი მსგავსისა, რომლებსაც ჯარები ამაზე უწინ გადიოდნენ, იმდენად ციცაბო კლდეებზე ასვლა მოუხდათ, რომ არტილერიის ცხენებით ატანის არანაირი შესაძლებლობა არ იყო; ჯარისკაცებს ქვემეხები ხელით გადაჰქონდათ, ხოლო დანარჩენი აღალი კი, რომელიც ჯარებს უკან შორს ჩამორჩა, რაზმს მთელი კვირის განმავლობაში თითო-თითოდ უერთდებოდა.

აქ გრაფმა ზუბოვმა გადაწყვიტა გაჩერებულიყო, დალოდებოდა, სანამ დამდგარი ცხელი დღეები გადავიდოდა, და მომქანცველი ლაშქრობის შემდეგ ჯარებისთვის დასვენება მიეცა. ბანაკისთვის არჩეული ადგილი სავსებით მოსახერხებელი იყო, იმიტომ რომ ჯარებმა, მთავარსარდლის გამოთქმით, ჰპოვეს “ყოფილი უზომო სიცხეების შემდეგ სრულყოფილი სიგრილე, და მღვრიე წყლების შემდეგ მათი ყველაზე უფრო ანკარა წყაროები, და ცხენების გამოსაკვებადაც აღსანიშნავად კარგი ბალახი” (Журналъ или поденная записка).

ამრიგად, გრაფ ზუბოვის მთელი ძალები ახლა დარუბანდიდან ძველ შემახამდე მთელ სივრცეზე იყო გაჭიმული. დარუბანდში გენერალ-მაიორ საველიევის რაზმი იდგა; გენერალმა ბულგაკოვმა, მიადგა რა ქალაქ ყუბას, ქვეითი ჯარის ერთი ასეულით ხანის სასახლე დაიკავა, დანარჩენი რაზმით კი ქალაქის მახლობლად განლაგდა. ბაქოში გენერალ-მაიორ რახმანოვის რაზმი იმყოფებოდა, და, ბოლოს, კურტ-ბულაკის-ეილაგთან – მთავარი ძალები, რომელსაც თავის წინ ჰყავდა ავანგარდი, ძველი შემახის მახლობლად განლაგებული, რომელიც იმ ხანებში თითქმის არავის მიერ დასახლებული არ ყოფილა. 

23 ივნისს მთავარსარდალმა მიიღო მოხსენება, რომ კონტრ-ადმირალი ფიოდოროვი სამხედრო გემებით ბაქოს რეიდზე მოვიდა. ჩააბარა რა ფიოდოროვს ჯარებსა და ფლოტზე მთავარი უფროსობა, გრაფმა ზუბოვმა ბაქოში გაგზავნა ბრიგადირი აპრაქსინი სახმელეთო ჯარების სარდლობისთვის, ხოლო გენერალ რახმანოვს კი უბრძანა მთავარ ძალებს შემოერთებოდა და მათ მახლობლად მდინარე პერსაგატზე განლაგებულიყო. 

ჩვენი ჯარების მიერ დაკავებული მხარე სრულ სიმშვიდეში იმყოფებოდა. მთავარსარდლის პროკლამაცია იქცა საბაბად აქეთ-იქით გაქცეული მოსახლეობის უმეტესი ნაწილის თავიანთ სოფლებში დაბრუნებისთვის. დარუბანდის ოლქის მმართველი, ფერიჯი-ხანუმი, წერდა გრაფ ზუბოვს, რომ, მისი პროკლამაციის მიღების შემდეგ, დარუბანდის სახანოს ყველა მცხოვრებმა სრული მზადყოფნა გამოხატა მთავარსარდლის მითითებათა მიხედვით მოქცეულიყო. ყუბის ნაიბი ველი-ბეგი ზუსტად ასევე რუსეთისადმი ერთგულების ყველა გარეგნულ (დასანახ) ნიშანს გამოხატავდა: იგი ბულგაკოვის რაზმის შესახვედრად გამოვიდა, პირველმა შეატყობინა მთავარსარდალს ყუბის მცხოვრებთა მთებში გაქცევის შესახებ და მათი დაბრუნებისთვისაც ზრუნავდა. სრულ უსაფრთხოებაში დარწმუნებებითა და ველი-ბეგის მეცადინეობებით გაქცეულები მთებიდან ჩამოვიდნენ, და ივლისის შუა რიცხვებში ყუბის ოლქის ყველა სოფელი მათი მცხოვრებლების მიერ იქნა დაკავებული. იმის შესახებ, თუ სად იმყოფება შეიხ-ალი-ხანი, რუსულ ჯარების ბანაკში ცნობილი არ ყოფილა. სინამდვილეში კი, ხანმა, გაქცევის შემდეგ, ქალაქ ყუბაში მოაჭენა ცხენი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო რუსული ჯარების მიერ დაკავებული, თან წაიყვანა ცოლი, დედა და და, და წავიდა რა მთებში, სოფელ ხირიზში დასახლდა.

დააფუძნა რა აქ თავისი რეზიდენცია და ხედავდა რა ყუბის პროვინციის მცხოვრებთა რუსული მთავრობისადმი სრულ მორჩილებას, შეიხ-ალიმ, როგორც უნებისყოფო ადამიანმა, მთავარსარდალს თავისი კაცი გამოუგზავნა თხოვნით პატიებისა და ხანის ღირსებაში მისი აღდგენის შესახებ, მაგრამ, ვერ მიიღო რა ამაზე თანხმობა, სთხოვდა ბულგაკოვს, რათა მისი პატიებისთვის ეშუამდგომლა, იმ პირობით, რომ თავისი ერთგულების საწინდრად საკუთარ დედას მძევლად მისცემდა. გრაფმა ზუბოვმა ბულგაკოვს დაავალა, რომ წარმოგზავნილი უკან უარით გაესტუმრებინა, და მაშინ ხანმა, რჩებოდა რა სოფელ ხიზირში, ყველა საშუალების გამოყენება დაიწყო იმისთვის, რომ ყუბელები თავის მხარეზე გადაეყვანა და ისინი რუსების წინააღმდეგ აემხედრებინა. შეიხ-ალი-ხანის ძიებანი ამაო არ დარჩენილა: მოსახლეობას შორის მოიძებნა მისი ერთგული ადამიანები, რომლებიც მის მომხრეთა რიგებში ჩადგომას იჩქაროდნენ. მცხოვრებთაგან ზოგიერთი ისევ მთებში მიდიოდა და ხანს უერთდებოდა; სხვები მას სხვადასხვანაირ ცნობებს ატყობინებდნენ და სხვა. უკანასკნელთა შორის იყო ყუბის ნაიბი ვალი-ბეგიც, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, უმაღლეს ხარისხად თვალთმაქცი და ორპირი ადამიანი. იყო რა შეიხ-ალი-ხანის აღმზრდელი, ხოლო შემდეგ კი მისი “ბიძაც” (а потомъ его дядькою), ვალი-ბეგი ყოველთვის გადახრიდა ხოლმე თავის აღზრდილს რუსეთის ერთგულებისგან და თუმცა კი შემდგომში განდევნილ იქნა ხანის კარიდან და ყუბის ნაიბად დანიშნული, მაგრამ ჩვენი მთავრობისადმი არაკეთილგანწყობას ინარჩუნებდა. ვალი-ბეგის თანადგომით, შეიხ-ალისადმი ერთგულთა პარტია ყოველდღიურად იზრდებოდა და გვაიძულებდა ზომები მიგვეღო იმის წინააღმდეგ, რომ მთელი მოსახლეობაც თავის ყოფილ ხანს არ შეერთებოდა.

მალე ბულგაკოვამდე მოვიდა ხმები, რომ პირველი წარმატებებით გამხნევებული შეიხ-ალი-ხანი, დაასახლა რა თავისი ოჯახი სოფელ ხიზირში, თავად ყოველ ღამეს მოდის ჩერეკის სანახებში, ყუბის რაზმის ბანაკიდან არაუშორეს რვა საათის სავალისა, სადაც დროს მისდამი ერთგულ პირებთან თათბირებში ატარებს. რათა ეს შეკრებები შეეწყვიტა, ბულგაკოვი სთხოვდა გრაფ ზუბოვს ნება მიეცა მისთვის, რომ სოფელ ჩერეკზე თავდასხმა მოეხდინა, იმ მიზნით, რომ თუ იგი ვერ მოახერხებდა ხანის ხელში ჩაგდებას, უკიდურეს შემთხვევაში ყუბის პროვინციიდან მაინც გაეგდო იგი. მთავარსარდალი დაეთანხმა ბულგაკოვის თხოვნას და თავდასხმის მოწყობა 3 ივლისის გათენების ღამეს იქნა განზრახული. ამ მიზნით შედგა ორი მფრინავი (მსუბუქი – ი. ხ.) რაზმი აღალისა და ზარბაზნების გარეშე; ერთი თავად გენერალ ბულგაკოვის უფროსობით, ხოლო მეორე კი გენერალ-მაიორ პლატოვისა. პირველი რაზმის შემადგენლობაში დაინიშნა 300 ეგერი, 120 დრაგუნი და 30 კაზაკი, ხოლო მეორის შემადგენლობაში კი – დრაგუნთა ესკადრონი, ჩუგუევის კაზაკთა პოლკის ორი ესკადრონი და რამდენიმე კაზაკი; ამ უკანასკნელი რაზმის მთელი რიცხოვნება ათას მხედარს არ აღემატებოდა.

შედგენილი გეგმის მიხედვით ივარაუდებოდა, რომ ბულგაკოვი გამოვა ყუბის რაზმის ბანაკიდან, შეუტევს სოფელ ჩერეკს ფრონტიდან იმ დროს, როცა მდინარე ატაზე მდგომი პლატოვი, შემოუვლის რა სოფელს შემოვლითი გზით, მას ზურგიდან შეუტევს. მოქმედებათა მთელი წარმატება დამოკიდებული იყო, რა თქმა უნდა, თავდასხმის მოულოდნელობაზე, და ამიტომ გადაწყდა ღამის დადგომის შემდეგ გამოსულიყვნენ, იმ ანგარიშით, რომ განთიადამდე უკვე ადგილზე იქნებოდნენ.

ყუბის ნაიბმა ვალი-ბეგმა, შეიტყო რა რუსების განზრახვის შესახებ სოფელ ჩერეკისთვის შეეტიათ, გადაწყვიტა ღონისძიების წარმატებისთვის ხელი შეეშალა. აჩვენებდა რა საკუთარ თავს რუსეთისადმი სავსებით ერთგულ ადამიანად, ვალი-ბეგი გამოცხადდა გენერალ ბულგაკოვთან და თავისი სამსახური შესთავაზა, რომ მისი რაზმის მეგზური ყოფილიყო. ბულგაკოვმა, რომელიც ღალატს არ ეჭვობდა, წინადადება მიიღო და შებინდებისას თავისი ბანაკი დატოვა.

სოფელი ჩერეკი იმდენად მაღალ მთაზე მდებარეობდა, რომ იქიდან, როგორც ხელის გულზე, არა მხოლოდ რუსების ბანაკი ჩანდა, არამედ მთელი ყუბის პროვინციაც. რათა ამ სოფლამდე მიეღწიათ, აუცილებელი იყო სამთო ლაშქრობის ყველა სიძნელის გადალახვა, და ჯარებს, მალევე ბანაკიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბური ტყით დაფარულ ციცაბო მაღლობზე მოუხდათ ასვლა, რომელშიც გზა კი არ გადიოდა, არამედ ვიწრო ბილიკი, სადაც ხან მრავალი ქვა იყო მიმოფანტული, ხანაც მას ნაკადულები სერავდნენ, რომლებიც თიხამიწიან ნიადაგს არბილებდნენ და ძნელად სავალს ხდიდნენ. სამხრეთის ღამის სიბნელე სიძნელეებს აძლიერებდა; ადამიანებს მხოლოდ ორ რიგად შეეძლოთ სიარული და რაზმი, რომელიც გრძელ ლენტად გაიწელა, წინ მეტად ნელა მიიწევდა. ყველზე წინ ცხენზე ამხედრებული ნაიბი ვალი-ბეგი მიდიოდა ჩირაღდნებით, რომელთა სინათლეც წინ შორს მოჩანდა და მშვენირი სიგნალის სამსახურს უწევდა რუსული რაზმის მოახლოების შესახებ, მაგრამ ცუდი განათებისა ნაიბის უკან მიმავალი რუსი ჯარისკაცებისთვის: ისინი ვერ ხედავდნენ ერთმანეთს, და, რათა შეეტყოთ, უკან მომავალნი ხომ არ ჩამორჩნენ, ერთმანეთისთვის უნდა გადაეძახათ.

სიძნელეებმა გზაში შეანელეს ბულგაკოვის მოძრაობა, და იგი სოფელ ჩერეკთან არა განთიადისთვის მოვიდა, როგორც ვარაუდობდნენ, არამედ სრული დღის დადგომის შემდეგ (съ наступленiемъ полнаго дня). ხანი უკვე სოფელში აღარ იყო; წინასწარ იყო რა გაფრთხილებული ჩვენი მოძრაობის შესახებ, მან იგი ხუთი საათის წინ დატოვა. ვალი-ბეგმა მიაღწია თავის მიზანს და ამასთან გარკვეულ დრომდე ერთგული ადამიანის რეპუტაციაც შეინარჩუნა.

გენერალ პლატოვის რაზმი კიდევ უფრო გვიან მოვიდა, და ორივე გენერალმა, შეიყარნენ რა ერთად, გადაწყვიტეს თავიანთ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ. ბულგაკოვი თუმცა კი გზავნიდა შიკრიკებს სოფლებში ხანალიკსა და ხიზირში ბრძანებით, რათა მცხოვრებთ გაქცეული ხანის ოჯახი დაეკავებინათ, მაგრამ ეს გაგზავნა ამაო აღმოჩნდა. შეიხ-ალი-ხანის ოჯახი ნამდვილად გადავიდა სოფელ ხანალიკში, მაგრამ მცხოვრებლებმა ის არ დააკავეს, რისთვისაც სასჯელად იძულებული შეიქნენ მიეცათ 8 ამანათი 150 თავი რქოსანი საქონელი და 100 ცხვარი ჯარის გამოკვებისთვის (на порцiю людамъ).

7 ივლისს ბულგაკოვისა და პლატოვის რაზმები სიმაღლეებიდან ჩამოვიდნენ და პირველი თავისი ბანაკში დაბრუნდა, პლატოვი კი კურტ-ბულაკის-ეილაგთან განლაგებულ ჯარებს შეუერთდა. შეიხ-ალი-ხანი შექის ხანის სამფლობელებში გაიქცა, მაგრამ იქაც, ვერ მიიღო რა სელიმისგან მის მიერ თხოვნილი დახმარება, დედასა და ცოლთან ერთად ლეკების სოფელ ფემაზეში წავიდა, ვარაუდობდა რა იქიდან იმ მთიელ ხალხებთან შეღწევას, რომლებიც სამურის სათავეებთან ცხოვრობდნენ, რაც შემდგომში აღასრულა კიდეც და სოფელ ახტიში* დასახლდა (*ზოგიერთ მოხსენებაში გრაფი ზუბოვი წერს ახტის, სხვებში – ახტი-პარას).

შეიხ-ალი-ხანის წასვლის შემდეგ, ყუბისა და დარუბანდის პროვინციებში ყველაფერი სათანადო წესრიგში მოვიდა და მთავარსარდალი დარუბანდის ხანის მოღალატურ საქციელს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

“ამ გაქცევას, მოახსენებდა გრაფი ზუბოვი (Всеподданнейшее донесенiе отъ 7-го августа 1796 года), აქაურ საქმეთა მდგომარეობაში არანაირი ცვლილება არ გამოუწვევია, და ის, დახეტიალობს რა მთებში მდებარე სოფლებსა და ხეობებში, ყველა თავის ახლობელს მიგზავნის მდაბალი თხოვნებით პატიების შესახებ, მაგრამ ამაში მას უარი ეთქვა, იმიტომ რომ მიღებულია ყველაზე უფრო საჭირო (самовернейшiя) ზომები ამ მხარეში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, და მხარის დარწმუნებულობა უფრო საიმედოა ახლანდელი მმართველობის ქვეშ, ვინაიდან მისი და, დარუბანდის პირველი თავკაცი ხადირ-ბეგი და ყუბის ნაიბი ვალი-ბეგი მისი უბოროტესი მოწინააღმდეგენი არიან და მისგან ხალხის ყურადღებას ჩამოაცილებენ”.

ასე ამბობდა გრაფი ზუბოვი, ვარაუდობდა რა, რომ ფერიჯი-ხანუმი და ხადირ-ბეგი შეეცდებიან ძალაუფლების საკუთარ ხელში შენარჩუნებას. იმ შემთხვევისთვის კი, თუ ისინი შეიხ-ალი-ხანის მხარეს დაიჭერდნენ, მთავარსარდალი ვარაუდობდა დარუბანდის სახანოს მმართველად ალი-ბეგ-აღას დანიშვნას, რომელიც დარუბნდის ხანების წინა საგვარეულოდან წარმოდგებოდა, და რომელსაც იგი, საკუთარი გამოთქმის მიხედვით, “ერთგვარად თადარიგში” იტოვებდა.

ზუსტად ასეთი თადარიგი ჰქონდა დაჭერილი გრაფ ზუბოვს ყუბის პროვინციისთვისაც გაქცეული ხანის ძმის ჰასან-ბეგ-აღას სახით. ცხოვრობდა რა ყუბაში და წავიდა რა იქიდან ელისუში ჯერ კიდევ დარუბანდის ალყის დროს, ჰასან-ბეგი ახლა წერდა თავის დას ფერიჯი-ხანუმს, რომ იგი ხალისით დაბრუნდებოდა ყუბაში, პატიებაში რომ ყოფილიყო დარწმუნებული. გრაფმა ზუბოვმა ბრძანა მისთვის ეთქვათ, რომ შეუძლია ამ ქალაქში ჩამოსვლა, არ ექნება რა შიში თავისი ხვედრის გამო. ჰასან-ბეგის დაბრუნება სასარგებლო იყო ჩვენთვის იმ მიმართებით, რომ ყუბის ნაიბის მტრული ქცევების შემთხვევაში, ჰასან-ბეგი შესაძლებელი იქნებოდა მის ადგილზე დაესვათ, ან ყუბის პროვინციის ხანად გამოეცხადებინათ.

ამრიგად, მთავარსარდალს ყოველთვის ჰქონდა თავის განკარგულებაში მშვენიერი საშუალება მის მიერ დასმული მმართველებისთვის ლაგამის ამოსადებად. რაც შეეხება მცხოვრებთ, სურდა რა მათი ჩამოცილება ყოველგვარ უსიამოვნებათაგან, რომლებიც შესაძლო იყო მათ განეცადათ თავაინთ ყოფილ ხანთან თანამზრახველობის შემთხვევაში, გრაფმა ზუბოვმა უბრძანა ყუბაში მყოფ გენერალ-მაიორ ბულგაკოვსა და დარუბანდში მყოფ გენერალ-მაიორ საველიევს მიეღოთ ზომები იმისთვის, რათა შეიხ-ალი-ხანს თავისი ყოფილი ქვეშევრდომები ან ჩვენდამი არაკეთილგანზრახული მეზობლები ვერ აეღელვებინა, რომელთა რიცხვშიც იყვნენ ჰამბუთაი ყაზიხუმუხელი და ავარელი ომარ-ხანი. ამ მიზნით, როგორც ბულგაკოვს, ისე საველიევსაც, დაევალათ ყველა სოფლის თავკაცისგან ამანათების აყვანა, რომლებსაც თავისთან იყოლიებდნენ და იმავე დროს ეცადათ ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისა და ავარელი ომარ-ხანის თავიანთ მხარეზე გადმოყვანა, დაპირდებოდნენ რა მათ, საჭიროების შემთხვევაში, ყოვეწლიური ჯამაგირის მიცემას.

ორივე ეს მფლობელი, თუმცა კი არ ავლენდა მტრულ საქციელს, რუსეთისადმი აშკარა არაკეთილმოსურნეთა რიცხვში იყო. ემყარებოდნენ რა პორტას დაპირებას აღმოეჩინა მათთვის დახმარება რუსეთის პრეტენზიების წინააღმდეგ, ყაზიყუმუხისა და ავარიის ხანები არა მხოლოდ თავად ამბობდნენ უარს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე, არამედ ცდილობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენდამი ერთგული მფლობელების ამხედრებასაც. ისინი ტაბასარანის ყადის რუსეთისადმი ერთგულებას საყვედურობდნენ და მას შურისძიებითაც ემუქრებოდნენ.

“შენ ფიცის გამტეხი ხარ, ამბობდნენ ისინი, შენ ჩვენი სარწმუნოება დაარღვიე და, გამოატარე რა რუსული ჯარები შენს სამფლობელოებზე, მათ დარუბანდის აღების საშუალება მიეცი. ამ ქალაქის მთლიანობისთვის ჩვენ ყველანი უნდა დავხოცილიყავით იმაზე უწინ, ვიდრე მას ურჯულოთა ხელში მივცემდით. და რა მიიღე შენ რუსეთისადმი შენი სამსახურისთვის? – სპილენძის სათუთუნე და თოფი. მოიცადე, მალე აქ თურქული ჯარები მოვლენ, და ჩვენ საშუალება მოგვეცემა შენი საქციელისთვის დაგსაჯოთ”.

ყადი შეშინდა; იგი გენერალ-მაიორ საველიევთან ჩიოდა თავისი გაძნელებული მდგომარეობის გამო, რომელსაც ებრძანა, ყადის უწინდებურად რუსეთისადმი ერთგულებაში შესანარჩუნებლად, მიეცა მისთვის ათასი მანეთი და გამოეცხადებინა, რომ ფული მას ეძლევა იმ ჯამაგირის ხარჯზე, რომლის ყოველწლიურად მიცემის თაობაზეც მთავარსარდალი იმპერატრიცის წინაშე შუამდგომლობს.

“მაგრამ თუკი ის, წერდა გრაფი ზუბოვი საველიევს, თავისი უგუნურების გამო, სათუთუნეს ნამდვილად ნაკლებმნიშვნელოვან საჩუქრად მიიჩნევს, მაშინ განუმარტეთ მას, რომ ის ათას მანეთამდე ღირს და მას მიეცა, არა ჯილდოდ მისი უდიდებულესობისგან მისი სამსახურისთვის, არამედ მხოლოდ მთავარსარდლის კეთილგანწყობის ნიშნად. უთხარით მას, რომ მას ყოველთვის შეუძლია მის სანაცვლოდ ნაღდი ფულის მიღება, და თუ ის დაჟინებით მოითხოვს უკანასკნელს, მაშინ გამოართვით მას სათუთუნე და, მის ნაცვლად, ათასი მანეთი გაეცით”.

ტაბასარანის ყადი რაღაც დროით დამშვიდდა, მაგრამ ჰამბუთაი ყაზიყუმუხელი დაღესტნის მფლობელებისა და მეზობელი ხანების ამღვრევას აგრძელებდა. იცოდა რა რუსეთისადმი მისი არაკეთილგანწყობა და არ სურდა რა ასევე ქვეშევრდომობაში შემოსვლა, შექელი სელიმ-ხანი, შემახასთან რუსული ჯარების მოახლოებასთან ერთად, ჰამბუთაის ერთობლივი წინააღმდეგობისთვის იწვევდა.

“თუმცა კი გარეგნულად მე რუსეთისადმი ერთგულად მოვაჩვენებ კიდეც თავს, პასუხობდა ჰამბუთაი შექის ხანის მიერ წარმოგზავნილს, მაგრამ არანაირ საქმეებში შესვლას რუსეთთან არ ვაპირებ. რაც შეეხება ერთობლივ მოქმედებებს, მე ვინახულებ ავარელ ომარ-ხანს, და მასთან ერთად რასაც გადავწყვეტთ, ამის შესახებ სელიმ-ხანს შევატყობინებ”.

უკანასკნელმა, არ მიუღია რა დიდხანს არანაირი პასუხი ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისგან და ხედავდა რა საკუთარ თავს უძლურად ძალმოსილ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის, უკეთესად მიიჩნია თავისი ერთგულების შესახებ განეცხადებია, და 7 ივლისს სელიმის წარმოგზავნილი რუსულ ბანაკში მოვიდა. მან მოიტანა ხანის თხოვნა გაეგზავნათ მასთან რწმუნებული პირი, რომლის თანდასწრებითაც სელიმ-ხანს შეეძლებოდა თავის ხალხთან ერთად რუსეთის ერთგულებაზე ფიცის დადება. გრაფმა ზუბოვმა ხანის თხოვნა შეასრულა, და ივლისის ბოლოს სელიმ-ხანმა ფიცის ფურცელს (присяжный листъ) მოაწერა ხელი და ჩვენი ქვეშევრდომების რიცხვში იქნა ჩარიცხული (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 25-го iюля 1796 года).

რა თქმა უნდა, ეს ქვეშევრდომობა იძულებითი იყო, ზუსტად ისევე როგორც შემახელი (შირვანელი) მუსტაფა-ხანის ქვეშევრდომობაც. თუმცა მუსტაფა იწვევდა კიდეც გრაფ ზუბოვს თავის სამფლობელოებში, მაგრამ აკეთებდა ამას არა გულწრფელი კეთილგანწყობილებისგან, არამედ იმ რწმენით, რომ რუსულ ჯარებს არა აქვთ შესაძლებლობა, რომ მის სამფლობელოებს გვერდი აუარონ. თავის მხრივ, მთავარსარდალმა, ისარგებლა რა ამ მიპატიჟებით, მუსტაფასთან პოდპოლკოვნიკი აკლეჩეევი გაგზავნა, რომელმაც, წარმოუდგინა რა ხანს ყველა სარგებელი, რომელიც მას შეუძლია ჰქონდეს, თუ რუსეთის დაცვის ქვეშ იქნება, მოახერხა მუსტაფას დაყოლიება რომ თავის მოხელეებთან და ხალხთან ერთად ქვეშევრდომობა მიეღო.

მუსტაფამ ფიცის ფურცელს ხელი მოაწერა, მაგრამ გრაფ ზუბოვთან პაემანზე გამომგზავრებას ვერ ბედავდა მანამდე, სანამ შემახაში გაგზავნილმა სომეხთა მთავარეპისკოპოსმა იოსება ხანის სრულ უსაფრთხოებაზე არ შეჰფიცა.

მიიღო რა იოსების ფიცი და დაიტოვა რა იგი მძევლად შემახაში, მუსტაფა, მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით, მთავარსარდალთან შესახვედრად გამოემგზავრა, რომელიც ძველი შემახის მახლობლად განლაგებულ მეწინავე ჯარებს მოივლიდა. ეს პაემანი ყველაზე უფრო მეგობრული იყო და მას თან ეგერთა ბატალიონის პარადი ახლდა. გრაფი ზუბოვი, იმპერატრიცის სახელით, დაპირდა ხანს მფარველობასა და დაცვას, მუსტაფა კი, აცხადებდა რა რუსეთისადმი თავისი ერთგულების შესახებ, ითხოვდა ამის თაობაზე ცნობები რუსეთის მთავრობამდე მიეტანათ. მისცა რა სიტყვა ხანის თხოვნის შესარულებაზე, მთავარსარდალმა მას ძვირფასი თვლებით შემკული ხმალი და 40 კამჩატკური სიასამურის ბეწვი აჩუქა (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 30-го iюля 1796 года). მუსტაფა შემახაში სრულებით დამშვიდებული დაბრუნდა და მთავარეპისკოპოსი იოსები რუსულ ბანაკში გამოუშვა.

უკანასკნელმა, დარუბანდის დაკავების შემდეგ, თავისი სახელით გაუგზავნა მოწოდება ყველა სომეხს, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ.

უგზავნიდა რა თავის კურთხევას “ტანჯულ ღვთის ხალხს” («угнетённому народу Божiю»), იოსები წერდა სომხებს, რომ თუმცა კი მისი გულისთვის ტკივილის მომტანი იყო ესმინა იმ უბედურებებისა და ჩაგვრის შესახებ, რომელთაც სომხები ურჯულოთა ხელიდან განიცდიდნენ, რომელთა შორისაც ისინი ცხოვრობდნენ, მაგრამ რომ, როგორც მას, არქიმწყემსს, ისევე თავად სომხებსაც არ რჩებოდა არაფერი იმაზე მეტი, “თუ არა მხურვალედ ეთხოვათ ლოცვებით ღმერთისთვის” ურჯულოთაგან მათი გამოხსნის შესახებ. “ახლა, ამბობდა იოსები (Въ посланiи отъ 22-го мая 1796 года. Воен. учен. Арх., д. № 1283), უზენაესმა ღმერთმა შეისმინა თქვენი ლოცვები, არ განგდევნათ თქვენ თავისი კეთილისმყოფელი საფარველისგან, შეძრა რა თანამგრძნობელი ყოვლადმოწყალე ხელმწიფას გული შევიწროვებათაგან თქვენი განთავისუფლებისა და თქვენი ცრემლების შეშრობისთვის. მიგიღოთ რა თავისი დედობრივი საფარველისა და სკიპტრის ქვეშ, იგი დაგიცავთ თქვენ მშვიდობასა და სიწყნარეში, როგორც თქვენ ამას ისურვებთ.

ამრიგად, განიფანტა წყვდიადი, მოგშორდნენ თქვენი შემვიწროვებლები, დასრულდა მათი ძალა და ბარბაროსული ძალაუფლება, მამაცი ბრწყინვალე გრაფის ვალერიან ზუბოვის მეშვეობით, ჩვენი ერის ჭეშმარიტი მწყალობელისა, როგორც თქვენ ეს თავად საქმით განიცადეთ. ამიტომ გილოცავთ თქვენს გადარჩენას და ვმადლობ უფალს, რომ ეს მოხდა სისხლისღვრისა და თქვენი მხრიდან დანაკარგის გარეშე. გიდასტურებთ ყველას საერთოდ ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებთ, მღვდელმსახურებსა და ერისკაცებს იყოთ ფრთხილად, და, მისცემთ რა დავიწყებას თქვენს მიერ გადატანილ ყველა ტანჯვას, იყოთ გულმოდგინენი საიმპერატორო ტახტისადმი ერთგულებასა და უბრწყინვალესი გრაფის ბრძანებების აღსრულებაში, რომელმაც თქვენ გამოგიხსნათ.

მოქალაქენო! დაუმტკიცეთ მას თქვენი მონდომებით, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ღირსეული მოქალაქენი, ხოლო თქვენ კი სოფლების მოსახლენო, – რომ მართალი საქმეებითა და მიწათმოქმედებით ხართ დაკავებულნი; და თქვენ კი, ვისაც მამაცი და მეომრული სული გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი სიმამაცით დაუმტკიცოთ ერთგულება და მომხრეობა და ამით გრაფის ნდობა დაიმსახუროთ, რათა მან, იქნება რა თქვენი საქციელით კმაყოფილი, ამის შესახებ მის იმპერატორობით უდიდებულესობას მოასხსენოს. ამრიგად, რადგანაც მთელი სომეხთა ერიდან თქვენ პირველებმა იხილეთ გამოხსნა და მისით სარგებლობთ, ამიტომ ეცადეთ იყოთ ერთსულოვანნი და საქმით დაუმტკიცოთ თქვენი მომხრეობა პირველ მხედართმთავარს, და თქვენი ერთგულების საქმეებმა დაე ერთგულების სამსახური გაუწიონ მათაც ჩვენი ერიდან, ვინც მსგავსი გულმხურვალებით ელოდება სანუკვარ გადარჩენას... შესაძლოა მე, თუ ღმერთი ამას ისურვებს, ვნახო ჩემი შვილები, და უფალი, რომელმაც თქვენ გამოგიხსნათ და გაგახარათ, გამოიხსნის და გაახარებს დანარჩენებს ჩვენი ერიდან და აღარ მიგცემთ თქვენ მეტად თქვენს შემვიწროვებელთა ხელში. დაე გაიღოს თქვენთვის ბედნიერების კარები და დაე სულ უფრო მეტად გააძლიეროს უზენაესმა თქვენი მხედართმთავრის მარჯვენა, და როგორც დარუბანდის კარებია გახსნილი, დაე გაიხსნას თქვენი სომხეთის კარებიც”. 

იოსები მაშინ ჩამოვიდა დარუბანდში, როცა გრაფი ზუბოვი იქიდან სამხრეთისკენ დაიძრა. სარგებლობდა რა ყურადღებით, რომელსაც მას ბევრი გავლენიანი პირი რუსეთში აღმოუჩენდა, სომეხთა მთავარეპისკოპოსმა ჩაიფიქრა სახანოს დამორჩილების საქმეებში ჩარეულიყო. იოსებმა დაიწყო ქრისტიანების ჩამორთმევა, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევის გამო მაჰმადიანურ ოჯახებში ცხოვრობდნენ, ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, რომ მუსლიმანებს წაჰკიდებოდა, ცდილობდა უკანასკნელნი სომხების წინაშე დაემცირებინა, ერთი სიტყვით, დარუბანდში ყოფნის თავისი ძალიან მოკლე დროის მანძილზე თავის წინააღმდეგ მთელი მოსახლეობა აიმხედრა. გენერალ-მაიორი საველივეი გრაფ ზუბოვს შესჩიოდა, რომ მთავარეპისკოპოსი თვითნებურად ერევა საქმეებში, ხოლო დარუბანდის ნაიბმა ჰადირ-ბეგმა კი ითხოვა თანამდებობიდან განთავისუფლება. მთავარსადალმა საველიევს ღია ბრძანება გაუგზავნა, რომელშიც ატყობინებდა, რომ, არის რა გარნიზონის უფროსი და მხოლოდ ერთი მთავარსარდლის მიერ წინასწარ მისთვის მოხაზულ დავალებათა (предначертанiя) აღმსრულებელი, იგი ვალდებულია არ უშვებდეს არანაირ გარეშე გავლენებს და უწინარეს ყოვლისა მხედველობაში ჰქონდეს, რომ ქვეყნის სიმშვიდე უზრუნველიყოფა მცხოვრებთაგან ყოველგვარი უკმაყოფილების ჩამოშორებით, და აქედან ამომდინარე “უნდა აიკრძალოს და მოისპოს ყველაფერი, რამაც მათ შეშფოთება (შეწუხება) შეიძლება მიაყენოს”.

არ დაკმაყოფილებულა რა ამ ბრძანებით, რომელიც მალე, უეჭველად, სომეხთა მთავარეპისკოპოსისთვისაც ცნობილი იქნებოდა, გრაფმა ზუბოვმა იოსები მთავარ ბინაში გამოიძახა, მაგრამ იქაც იძულებული შეიქნა არქიმწყემსის ძალზედ უადგილო და თვით მავნებელი საქმიანობაც კი შეეზღუდა.

შევიდა რა ურთიერთობაში ეჩმიაძინის პატრიარქთან და არ კითხულობდა რა არავის ნებართვას, იოსებმა მასთან ერთად კოლექტიური მოწოდება მისწერა სომხებს, რომლებიც ყარაბაღში (შუშის სახანოში) და ამიერკავკასიის სხვა ადგილებში ცხოვრობდნენ, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსული ჯარები სპარსეთში შემოვიდნენ მთავარი განზრახვით, რომ მუსლიმანთა უღლისგან გაათავისუფლონ სომხები და ისინი დამოუკიდებელნი გახადონ. ამ გზავნილმა საყოველთაო მღელვარება გამოიწვია ამიერკავკასიის მცხოვრებთა შორის: სომხები “დიდ სომხეთის” სამეფოს აღდგენაზე ოცნებობდნენ, მუსლიმანებს კი, პირიქით, დამონებისა და მათი ბატონობისა და პრივილეგიების დაკარგვისა ეშინოდათ. სხვებზე უფრო მეტად ამ ცნობამ შუშელი იბრაჰიმ-ხანი შეაშფოთა, რომელსაც ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ რუსები მის სამფლობელოებს მისთვის ხანის ღირსების ჩამორთმევის მიზნით უახლოვდებიან. უკანასკნელში იბრაჰიმ-ხანის დაჯერებულობას კიდევ უფრო ის აძლიერებდა, რომ განჯის ალყის დროს მან საქართველოს მეფის ერეკლესგანაც იგივე მოისმინა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ერეკლეს არ სურდა “განჯური ნადავლის” ხელიდან გაშვება, და ამიტომ ჯერ კიდევ თებერვლის თვეში განჯაში გაგზავნა თავისი ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი, როგორც მაშინ ამბობდნენ, სამი ათასიანი არა ჯარით, არამედ ლაშქრად წასული ქართველით, იმიტომ რომ ხომ არ შეიძლება ჯარი უწოდო ფეხშიშველ და ჯოხებით შეიარაღებულ ადამიანებს, თოფების გარეშე (Рапортъ Сырохнева графу Зубову 11-го iюня 1796 года, № 390), რომელთაც გამოკვებისთვის მეტად მწირი საშულებები გააჩნდათ. ლაშქრობის დროს ქართველები პარტიებად მიდიოდნენ, თხუთმეტ-თხუთმეტი ადამიანი, ამასთან თითოეული მოვალე იყო თან ჰქონოდა პროვიანტი და ისე გამოეკვება თავი, როგორც მოახერხებდა. ბუნებრივია, რომ მათ, რომლებიც სხვებზე ადრე გამოვიდნენ სალაშქროდ, უფრო მალე დახარჯეს თავიანთი პროვიანტი და სახლებში ბრუნდებოდნენ ისე, რომ არავის ნებართვას არ კითხულობდნენ. ასე რომ არც მეფეს, არც სხვა რომელიმე უფროსთაგანს, არ შეეძლო ჯარების ნამდვილი რიცხვი განესაზღვრა, და იყო თუ არა ალექსანდრე ბატონიშვილთან ნამდვილად სამი ათასი ადამიანი, ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ სარწმუნოდაა ცნობილი, რომ სამი თვეც არ იყო გასული განჯისთვის ალყის შემორტყმის შემდეგ, რომ ალექსანდრეს მთელი ჯარები, სურსათის უკმარისობის გამო, სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. განჯასთან მხოლოდ ასი ქართველიღა დარჩენილიყო, როცა შუშელი იბრაჰიმ-ხანი და ავარელი ომარ-ხანი, იმავე ერეკლეს რჩევით, თავიანთი ჯარებით ქალაქს მიადგნენ და ალყაში მოაქციეს. სანამ ერეკლე ხელმეორედ აგროვებდა ჯარებს, ყარაბაღის ხანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯავად-ხანთან, და როგორც კი შეიტყო ქართული ჯარების ხელმეორე მოძრაობის შესახებ, იბრაჰიმმა მაშინვე ზავი შეკრა განჯის ხანთან, მიიღო რა მისგან 10.000 მანეთი, ვაჟიშვილი და და ამანათებად, და ციხესიმარიდან უკან დაიხია. ავარიის ხანი დაკმაყოფილდა თითოეული მისი მეომრისთვის ორმოცი მანეთის მიცემით და ასევე თავის სამფლობელოებში წავიდა. როდესაც მაისის თვეში ერეკლე განჯას მიუახლოვდა, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო და მას არაფერი დარჩენოდა იმაზე მეტი, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ტყვედ წაყვანილი ოთხასი ქართველის უკანვე დაბრუნებით დაკმაყოფილებულიყო. ღალატით გულდაწყვეტილმა ერეკლემ უთხრა იბრაჰიმს, რომ რუსული ჯარები გამოგზავნილი არიან სპარსეთში საქართველოს გაძლიერებისა და მისი მეფის ძალაუფლებისადმი როგორც მისი, იბრაჰიმ-ხანის, ისე სხვა მაჰმადიანი მფლობელების დამორჩილებისთვის.

ასეთი მუქარების შემდეგ სომეხთა პატრიარქისა და იოსებ მთავარეპისკოპოსის გზავნილს იბრაჰიმ-ხანი უკიდურესად უნდა შეეშფოთებინა. მან თავისთან მოუხმო მელიქ ჯემშიროვს და, ემუქრებოდა რა მას სასიკვდილო სასჯელით, თუ მღელვარება არ დაწყნარდებოდა, იქვე დაუმატა, რომ რუსებისა იმდენადვე ეშინია, რამდენადაც აღა-მაჰმად-ხანისა. მუხედავად ამისა, მისი აზრით, მუქარის შემცველი საფრთხის მოხსნისთვის, იბრაჰიმმა თავის წარგზავნილები მიავლინა შემახელ მუსტაფა-ხანთან და შექელ სელიმ-ხანთან განზრახვით დაედო მათთან თავდაცვითი კავშირი რუსების წინააღმდეგ. იყო რა დავასა და უკმაყოფილებაში სელიმთან, იბრაჰიმი ცდილობდა მას შერიგებოდა, ეძიებდა მისი დის ხელს და იმავე დროს, მთავარსარდალთან მისალმების საბაბით, ერთერთი ნდობით აღჭურვილი პირი რუსულ ბანაკში გამოგზავნა ფულის მნიშვნელოვანი თანხითა და დავალებით, რომ დაპირებებისა და საჩუქრების დახმარებით, თავის მხარეზე გადაეყვანა ჩვენს ბანაკში მყოფი ნურ-ალი-ხანი და დაეყოლიებინა იგი რომ მთავარსარდალი მოეკლა.

ოცი წლის ნურ-ალი-ხანი, ცნობილი ქერიმ-ხანის ღვიძლი ბიძაშვილი, უკმაყოფილების გამო გამოიქცა სპარსეთიდან და გრაფ ზუბოვთან გამოცხადდა ჯერ კიდევ აპრილის თვეში, მალევე ყიზლარში მთავარსარდლის მოსვლის შემდეგ (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 19-го апреля 1796 года). აცხადებდა რა რუსეთისადმი თავისი ერთგულების შესახებ, ნურ-ალიმ გამოთქვა სურვილი რუსულ ჯარებში ემსახურა, და გრაფმა ზუბოვმა იგი თავისთან წამოიყვანა, ვარაუდობდა რა, რომ შეეძლო სპარსეთის საქმეებში ის სარგებლით გამოაეყენებინა.

რუსულ ბანაკში თავისი ყოფნის მთელი დროის მანძილზე, ნურ-ალი მთავარსარდლის სრული ყურადღებით სარგებლობდა და ისე იქცეოდა, რომ რუსეთისადმი მისი ერთგულების მიმართებაში (относительно его верности и преданности Россiи) დაეჭვებისთვის არანაირ საბაბას არ იძლეოდა. იგი გრაფ ზუბოვს თავის მამას უწოდებდა და მთელი შვილობრივი გულმხურვალებით მისი ერთგული ჩანდა. არ ღებულობდა რა არაფერში უარს, ნურ-ალიმ მოახერხა თავის გარშემო შემოეკრიბა ასამდე სპარსელი, ნუქერების, მეჯინიბეთა, მეაქლემეთა სახელით და სხვა. ასეთი მრავალრიცხოვანი ამალით გარშემორტყმული, რომელიც მნიშვნელოვან ანაზღაურებას ღებულობდა, იგი თავის გემოზე ცხოვრობდა, განსაკუთრებით შეიხ-ალი-ხანის გაქცევის დროიდან, რომლის დარჩენილი ქონებაც ნურ-ალი-ხანს მიეცა.

ახალგაზრდა ხანი დღისით ჯირითით იყო დაკავებული, საღამოობით კი, თავისი ნუქერების ბრბოთი გარშემორტყმული, ტკბებოდა მომღერლებით, რომლებიც, თვალითმხილველის სიტყვებით, ჰქონდათ რა მეტად სასიამოვნო ხმები, “უმეტეს წილად ერთ სასიყვარულო სპარსულ სიმღერას მღეროდნენ, რომელიც იმდენად მოეწონათ ჩვენთან არმიაში, რომ თითქმის ყველამ ის ზეპირად ისწავლა და მღეროდა” (Артемiй Араратскiй, ч. II, 153)

გეგონებოდათ, რომ ნურ-ალის უკეთესი სასურველი არაფერი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტ სპარსელი, იგი, არ გააჩნდა რა დიდსულოვნება და მადლიერება, საკუთარ თავში ვერაგობასა და ღალატს ატარებდა. მალევე რუსულ ბანაკში შუშის ხანის ელჩის მოსვლის შემდეგ, დაიწყეს შემჩნევა, რომ ნურ-ალი ღამღამობით კარვიდან გამოდის და იბრაჰიმის წარმოგზავნილს ძალზედ ხშირად ეთათბირება. ასეთი საქციელის მიზეზების შესახებ კითხვაზე ნურ-ალი პასუხობდა, რომ იმისთვის დადის, რათა წარმოგზავნილისგან მთავარსარდლისთვის რაიმე სასარგებლო შეიტყოს (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 27-го августа 1796 года). არ ჰქონდა რა საფუძველი ხანი ღალატში დაედანაშაულებინა, გრაფმა ზუბოვმა ის დრომდე თავისუფლებაში დატოვა, მაგრამ ბრძანა, რომ მისი ქცევისა და საქციელებისთვის თვალყური ედევნებინათ. ნურ-ალი აგრძელებდა თავის ურთიერთობებს იბრაჰიმ-ხანის წარმოგზავნილთან, რომელმაც მას სამი ათასი მანეთი გადასცა ფულით და განუცხადა, რომ თუ იგი ჩაფიქრებულ ღონისძიებას აღასრულებს, მაშინ იბრაჰიმ-ხანი ვალად კირულობს მიათხოვოს მას თავისი ქალიშვილი, მთელ ამიერკავკასიაში ცნობილი მზეთუნახავი, რომელიც შემდგომში ფათ-ალი-შაჰის ჰარაჰხანას ამშვენებდა. ასეთი დაპირებით მოხიბლული, ახალგაზრდა ხანი იბრაჰიმ-ხანის მხარეზე გადაიხარა და, მისი წარმოგზავნილის ჩაგონებით, ურთიერთობაში შევიდა მუსტაფასთან, შემახის ხანთან და სელიმთან, შექის ხანთან. გულახდილობისა და ჭეშმარიტი კეთილგანწყობის სახით, ნურ-ალიმ შეატყობინა მათ, რომ მთავარსარდალს, მძევალთა ნელ-ნელა გამოგზავნის გამო, განზრახული აქვს დაამხოს როგორც მუსტაფა, ისე შექელი სელიმ-ხანიც და მათ ნაცვლად მმართველობა მას, ნურ-ალის ჩააბაროს; მაგრამ იგი, ზრუნავს რა თავის ერთმორწმუნეებზე, და მაჰმადიანური რელიგიის მოვალეობით, ამის შესახებ ხანებს ატყობინებს. ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ ცნობამ ორივე ხანზე მოახდინა, რომლებიც უამისოდაც მცირედ თუ იყვნენ რუსეთისადმი ერთგულნი. ამ დრომდე ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილნი* (*როდესაც მუსტაფა-ხანი, განდევნა რა შემახიდან იქ ხანად მყოფი თავისი ბიძაშვილი კასიმი, სახანოს დაეუფლა, მაშინ ეს უკანასკნელი მიღებულ იქნა სელიმის, შექის ხანის მიერ, და მის სამფლობელოებში დაესახლა. იმ დროიდან, შემახისა და შექის ხანებს შორის მუდმივად ერთი-მეორისადმი მტრული ურთიერთდამოკიდებულებანი არსებობდა), ისინი ახლა მზად იყვნენ ერთად შეერთებულიყვნენ, რათა რუსული ჯარების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ემოქმედათ. მათ შორის არსებული მტრობის გადაქცევა სურდათ მათ იარაღად თავიანთი ჩანაფიქრების აღსრულებისთვის. ურთიერთშერიგების საბაბით, ორივე ხანმა გამოუგზავნა მთავარსარდალს თავ-თავისი წარმოგზავნილი განცხადებით, რომ სურთ ერთად შეიყარონ პაემანზე და სთხოვენ მთავარსარდალს არ შეშფოთდეს იმით, რომ ისინი მნიშვნელოვანი რიცხვის ჯარების შეკრებას დაიწყებენ.

– ხანებს შორის აქამდე არსებული უთანხმოების გამო, ამბობდნენ წარმოგზავნილები, სიფრთხილე უკრძალავს მათ პაემანზე მცირე ძალებით მოსვლას, რომ თან თითოეულ მხარეს ხუთი ათას მეომარზე ნაკლები ჰყავდეს.

– ხუთას ადამიანზე მეტის ერთად ყოველი შეკრების დროს, პასუხობდა ამაზე გრაფი ზუბოვი, სიფრთხილე ჩემი მხრიდან მოითხოვს შევიყვანო ჩემი ძალები იმ მხარეებში (მიწებზე), სადაც ძლიერი ლაშქარი დგება (где составляется сильное ополченiе), და ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ხანებს თავიანთი ჯარები არ შეეკრიბათ.

ასეთი გაფრთხილების მიუხედავად, ხანები თავდაცვისთვის ემზადებოდნენ. შექის ხანთან, ოთხი დღეღამის განმავლობაში, ყოველ ღამეს იკრიბებოდნენ მოხელეები და მრჩევლები, და, ბოლოს, დაადგინეს მოეხდინათ განკარგულება, რათა ყველა მცხოვრები საიდუმლოდ შეიარაღებულიყო.

სწორედ იგივე გააკეთა შემახიის ხანმაც. ეს მოლაპარაკებები და თათბირები საიდუმლოდ არ დარჩენილა და მთავარსარდლამდე დაიწყო ხმების მოსვლა შემახის, შექისა და შუშის ხანებს შორის საიდუმლო ურთიერთობებისა და მეტად ხშირი გზავნილების არსებობის შესახებ. თუმცა კი ამ ურთიერთობათა მიზეზი დასაწყისში ცნობილი არ იყო, მაგრამ მალე შემთხვევამ რუსეთის მტრების მთელი ხრიკები გამოავლინა.

ერთხელ ნურ-ალი-ხანს, რომელიც ჩვეულებისამებრ ჯირითით იყო დაკავებული, თავიდან ქუდი ჩამოუვარდა. ხანზე თვალყურის დევნებისთვის დადგენილმა მოხელემ ამ დროს შენიშნა, რომ ქუდიდან გადმოვარდა წერილი, მიწერილი შემახელი მუსტაფა-ხანისადმი, აიღო ის და ხანის უჩუმრად დამალა. უკანასკნელს, დაავიწყდა რა ქუდში ჩადებული წერილის შესახებ, მთელი დღის განმავლობაში არც კი მოუკითხავს ის, და წერილიც მაშინვე მთავარსარდლისთვის იქნა წარდგენილი. ნურ-ალი-ხანი უნიშნავდა მუსტაფას დღესა და საათს, როცა ის რუსულ ბანაკს მოულოდნელად თავზე უნდა დასხმოდა და ეცადა მთავარსარდლის შტაბი (ставка) ალყაში მოექცია. ახალგაზრდა ხანი პირდებოდა თავისი ამალით სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო და გრაფი ზუბოვი ერთობლივი ძალებით მოეკლათ. მსჯელობდნენ რა საკუთარი თავის მიხედვით, სპარსელები ვარაუდობდნენ, რომ მთავარსარდლის სიკვდილთან ერთად რუსების მთელი გეგმები დაინგრევა, ჯარები გაიქცევიან და შეთქმულები გამარჯვებულნი დარჩებიან.

ღამის დადგომასთან ერთად, ნურ-ალი-ხანის კარავი, გრაფი ზუბოვის ბრძანებით, ალყაშემორტყმულ იქნა ჯარების მიერ, ხანი დააპატიმრეს და შემდგომში ბაქოს გავლით ასტრახანში გამოგზავნეს. ხანის დაპატიმრებასთან ერთად აყვანილ იქნა მთელი მისი ამალაც, რომელთაც უპოვნეს საიდუმლოდ მომზადებული იარაღი, რომლის ქონაც სპარსელებს მკაცრად ჰქონდათ აკრძალული.

ცნობამ იმის შესახებ, რომ ნურ-ალი-ხანი დაპატიმრებულია, ხოლო მისი ჩანაფიქრი კი გამოვლენილი, აიძულა შემახელი მუსტაფა-ხანი ფით-დაღის მთაზე გაქცეულიყო და იქაურ ციხესიმაგრეში ჩაკეტილიყო. სელიმ-ხანი მიჩუმდა და დრომდე თავის სამფლობელოში რჩებოდა, ხოლო შუშელმა იბრაჰიმ-ხანმა კი, რომელსაც მთავარსარდლის წინააღმდეგ საერთო შეთქმულებაში თავისი მონაწილეობის დამალვა სურდა, რუსულ ბანაკში თავისი ვაჟიშვილი აბულ-ფეტ-აღა გამოგზავნა წერილით, რომელშიც წერდა, რომ გზავნის თავის ძეს უზენაესი ტახტისადმი ფრიადი გულმოდგინების ნიშნად.

ვარაუდობდა რა, რომ მუსტაფას გაქცევას შეუძლია გამოიწვიოს მღელვარება შემახელებს შორის, იმის მსგავსისა, რომელიც გამოწვეულ იქნა შეიხ-ალი-ხანის გაქცევით ყუბელებს შორის, გრაფმა ზუბოვმა დააგზავნა შეტყობინება, რომელშიც სთხოვდა როგორც შემახელებს, ისე შექელებსაც, მშვიდად დარჩენილიყვნენ, და დაავალა მთავარეპისკოპოს იოსებს მისდამი ერთგული სომხების მეშვეობით აეხსნა ხანებისთვის, რომ რუსებს მათ წინააღმდეგ არანაირი მავნე განზრახვები არ გააჩნიათ.

იმავე დროს მთავარსარდალმა, ისე რომ არ შეუცვლია მეგობრული ტონი და არ შეუმჩნევია გარეგნულად თავისი ცოდნა მის სიცოცხლეზე საერთო თავდასხმაში მუსტაფას მონაწილეობის შესახებ, მისწერა ხანს წერილი, სადაც ამბობდა, რომ მასთან მოსული ხმების მიხედვით, რომლებისაც, თუმცა კი, მას არ სჯერა, ზოგიერთი არაკეთილმოსურნე ადამიანი ცდილობს მათ შორის კეთილი ურთიერთობებისა და კეთილგანწყობის გაწყვეტას, “რომელიც მისი, მუსტაფა-ხანის მხრიდან მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში ფიცის დადებით შესვლით არის დამტკიცებული”. გრაფი ზუბოვი წერდა, რომ, ვერ ხედავს რა ვერც საფუძველს, ვერც სარგებელს ხანისთვის მეგობრული ურთიერთობების შეწყვეტაში, გზავნის მასთან მაიორ კაჭკაჭოვს, ყარაბაღის ხანის წარმოგზავნილთან ერთად, რომელთაც ავალებს გამოუცხადონ მუსტაფას მთავარსარდლის კეთილგანწყობა, და რათა დამშვიდდეს ორივე მხარე, სთხოვს შეასრულოს მოთხოვნა, რომელსაც სიტყვიერად მას მაიორი კაჭკაჭოვი გამოუცხადებს.

იბრაჰიმ-ხანს მთავარსარდალი წერდა, რომ მის წარმოგზავნილს ასე დიდხანს იმიტომ აკავებდა თავის ბანაკში, რათა მისი სახით თავად იბრაჰიმ-ხანსაც უფრო ახლოს გასცნობოდა, მისი სურვილები და განზრახვები შეეტყო, რომელთა დაცვა თავად მასაც გულწრფელად სურს.

შემახაში ჩასვლის შემდეგ, მაიორმა კაჭკაჭოვმა მუსტაფას გადასცა მთავარსარდლის სურვილი, რათა ხანს ამანათად მისი ძმა, ახალგაზრდა ბიჭი გამოეგზავნა, და თავისი კეთილგანწყობის დასამტკიცებლად, თავადაც ჩამოსულიყო რუსულ ბანაკში გრაფ ზუბოვთან პაემნის გასამართად. მუსტაფა პასუხობდა, რომ მზად არის აღასრულოს მთავარსარდლის ყველა სურვილი, მაგრამ ამანათად ძმის მოთხოვნას თავისთვის გულსატკენად მიიჩნევს, და ამაში მის ერთგულებაში დაეჭვებას ხედავს.

– მე იმდენად ერთგული ვარ რუსეთისადმი, ამბობდა მუსტაფა, რომ გთხოვთ ჩემს სამფლობელოებს თვლიდეთ არა სხვაგვარად, თუ არა ასტრახანის გუბერნიად, და თუმცა კი აღა-მაჰმად-ხანი მოითხოვდა ჩემგან ამანათების გაგზავნას, მაგრამ მე არა თუ ნათესავთაგან, არამედ ჩემი ქვეშევრდომებიდანაც არავინ გამიგზავნია, არამედ ყოველთვის მისი მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ. როდესაც რუსული ჯარები დარუბანდთან მოვიდნენ, მე მარტომ დავამარცხე აღა-მაჰმად-ხანის ჯარები და რუსეთისადმი ჩემი მომხრეობა პირადად მთავარსარდალს დავუდასტურე.

რაც შეეხება რუსულ ბანაკში მოსვლას, მუსტაფა ამას თავს არიდებდა, ამბობდა რა, რომ ეშინია გრაფ ზუბოვისა, “როგორც უფრო დიდი და ყველაფერში მის წინაშე უპირატესობის მქონე ადამიანისა”. ხანი ითხოვდა მიეცათ მისთვის შემთხვევა შეხვედროდა რომელიმე მის გენერალს ან სომეხთა მთავარეპისკოპოს იოსებს, რისთვისაც დაპირდა კიდეც გამომგზავრებულიყო შემახიდან იმ სოფელში, რომელიც პაემნის ადგილად იქნებოდა დანიშნული. მთავარსარდალი პასუხობდა, რომ მუსტაფას უახლოეს სომხურ მონასტერში შეუძლია შეხვდეს მთავარეპისკოპოს იოსებს.

ეს პაემანი წმ. სტეფანეს მონასტერში შედგა. იოსებმა, გრაფ ზუბოვის დავალებით, გამოუცხადა მუსტაფას, რომ მთავარსარდალს სურს მისი ბანაკში მოსვლა იმისთვის, რათა აღადგინოს უწინდელი მეგობრობა, რომელიც არაკეთილმოსურნე ადამიანებმა დაარღვიეს, რომ არ გააჩნია განზრახვა ხანს რაიმე უსიამოვნება მიაყენოს, ან მით უმეტეს, იგი დაამხოს და სხვით შეცვალოს, დაბოლოს, დარჩება რა მშვიდად, მუსტაფას შეუძლია მთავარსარდლის მხრიდან ყველაფერში სრული თანადგომის იმედი ჰქონდეს, რადგანაც ისიც და მთელი მისი სახანოც რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან.

ხანი სთხოვდა მთავარეპისკოპოსს დაეფიცა იმაზე, რომ მის მიერ ნათქვამი ყველაფერი სიმართლეა, და როდესაც იოსებმა აღასრულა ხანის მოთხოვნა, მაშინ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ასევე ხელმეორედ დადო ფიცი სამუდამოდ რუსეთის იმპერატრიცის ერთგული ქვეშევრდომი ყოფილიყო, მაგრამ რუსულ ბანაკში მაინც არ მოსულა, და როგორც ვნახავთ, მიცემული ფიცი ძალზედ მალე დაარღვია. ასეთი დარღვევის საბაბი ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისა და დარუბანდის ყოფილი ხანის, შეიხ-ალის ხრიკები იყო. 

შეიხ-ალის, რომელიც ჯერ კიდევ სოფელ ახტიში ცხოვრობდა და ყველაფერში უკიდურეს გასაჭირს განიცდიდა, თან ვერავისგან დახმარებას ვერ ხედავდა, განზრახული ჰქონდა ელისუს სულთნის სამფლობელოებში შეეღწია ან კიდევ სპარსეთში წასულიყო. შეიტყო რა ამის შესახებ, ჰამბუთაი ყაზიყუმუხელი გადაათქმევინებდა ყოფილ ხანს ასეთ საქციელს და მასთან პირადი პაემანიც კი ჰქონდა, რომლის დროსაც ურჩევდა შეიხ-ალის სოფელ ახტიში დარჩენილიყო. იგი მას ეუბნებოდა, რომ რუსულ ჯარებს არ შეუძლიათ სამუდამოდ დარჩენა დაღესტანში, რომ ისინი მალე უნდა დაბრუნდნენ კავკასიის ხაზზე, და მაშინ ჰპირდებოდა შეიხ-ალი, უწინდებურად, ხანის ღირსებაში აღედგინა.

ჰამბუთაი იმედოვნებდა, რომ სანამ შეიხ-ალი-ხანი ახტიელთა შორის იქნება, რომლებიც უწინ ყუბის ხანებს ეკუთვნოდნენ, იმ დრომდე ისინი მაინც აღიარებენ საკუთარ თავზე ჰამბუთაის რაღაც გავლენას, მაგრამ როგორც კი შეიხ-ალი დატოვებს სოფელს, მაშინ მცხოვრებლებს ადვილად შეეძლებათ გამოთქვან სურვილი ყუბის პროვინციას შეუერთდნენ და, აქედან ამომდინარე, რუსეთის დაცვის ქვეშ შემოვიდნენ.

შეიხ-ალი-ხანი ეთანხმებოდა სოფელ ახტიში დარჩენილიყო, მაგრამ შესჩიოდა ყაზიყუმუხის ხანს საცხოვრებელი სახსრების უკმარისობაზე, და თუმცა კი უკანასკნელმა მას საჩუქრად ხუთი ცხენი გამოუგზავნა, მაგრამ ამით შემოფარგლა კიდეც თავისი დახმარება. უბედური ხანი იძულებული იყო მის ხელთ არსებული მთელი ვერცხლის ნივთები ჰამბუთაის მონეტებად გადაედნო, რათა აუცილებელი საკვები ეყიდა.

ასეთი გამოუვალი მდგომარეობის გამო, შეიხ-ალიმ, ჰამბუთაისგან ფარულად, თავისი რწმუნებული გაუგზავნა აქუშის ყადის თხოვნით, რათა მას, ტარკის შამხალისა და მისი ვაჟიშვილის მეგთის მეშვეობით, რომლებიც რუსული მთავრობის კეთილგანწყობითა და ნდობით სარგებლობდნენ, მისთვის პატიება გამოეთხოვა. უკანასკნელი ეუბნებოდა აქუშის ყადის, რომ თუ ის და შამხალი დაუმოწმებენ შეიხ-ალის სრულ უსაფრთხოებას, მაშინ იგი უმალვე მოვა ყუბაში სინანულითა და აღიარებით გრაფ ზუბოვთან, და ცოლად შეირთავს შამხალის ქალიშვილს, იმ ხანად ქვრივს, რომელიც უწინ მის გარდაცვლილ ძმაზე, აჰმედ-ხანზე იყო გათხოვილი.

აქუშის ყადი, რომელმაც იმ ხანებში დადო ფიცი რუსეთის ქვეშევრდომობაზე, შეიხ-ალი-ხანზე არ ფიქრობდა, არამედ ჩვენს მიერ დარუბანდის დაკავებისას დარღოელებისა და აქუშელებისთვის ჩამორთმეული იარაღის დასაბრუნებლად ზრუნავდა. ხედავდა რა აქაც უიღბლობას, შეიხ-ალი, დედის რჩევით, გამოთქვამდა სურვილს დამორჩილებულიყო, მოეცა ამანათები, და სურდა ეთხოვა უკვე არა სახანოს დაბრუნება, არამედ მისთვის რამდენადმე მშვიდობიანი ცხოვრებისა და უზრუნველყოფილი არსებობის მიცემა, მაგრამ ამჯერადაც მასთან მყოფმა მოხელეებმა და განსაკუთრებით კი მირზა ჰაზბულათმა (Каспулатъ), რომლისაც მას ყველაზე მეტად სჯეროდა, მას ასეთ განზრახვაზე უარი ათქმევინეს (Рапортъ Булгакова графу Зубову 18-го августа 1796 года, № 558). ისინი, ამის საპირისპიროდ, ცდილობდნენ მთელი ძალებით აემხედრებინათ რუსეთის წინააღმდეგ დარუბანდელები და ყუბელები და იმდენი მოახერხეს, რომ მთავარსარდლამდე დაიწყო ხმების მოსვლა, რომ ყუბის ნაიბი ვალი-ბეგი, გარეგნულად ჩვენდამი ერთგული, სინამდვილეში მუდმივ ურთიერთობებს ინარჩუნებს შეიხ-ალი-ხანთან და ჩვენს არაკეთილმოსურნეთა რიცხვში იმყოფება.

არ აძლევდა რა ამ ხმებს სარწმუნოობის სრულ მნიშვნელობას, გრაფმა ზუბოვმა მაინც დაავალა ბულგაკოვს თვალყური ედევნა ვალი-ბეგის ქცევებისთვის და ეცადა ჰასან-ბეგ-აღა, შეიხ-ალი-ხანის ძმა ყუბაში რაც შეიძლებოდა მალე გამოეძახა. იცოდა რა, რომ ჰასანი ყუბის სახანოს მცხოვრებთა შორის დიდი პატივისცემით სარგებლობს, გრაფი ზუბოვი ვარაუდობდა იგი ხანი გაეხადა და ამით ამ პროვინციის მცხობრენთა ჩვენდამი ერთგულება კიდევ უფრო მეტად უზრუნველეყო. ჰასან-ბეგმა ამაზე თანხმობა განაცხადა, მადლობას უხდიდა მთავარსარდალს და დაპირდა სულ მოკლე ხანში ბაქოში ჩამოსულიყო.

“შეიხ-ალის ღალატის გამო, წერდა გრაფი ზუბოვი გენერალ საველიევს (Отъ 20-го сентября 1796 года), დარუბანდისა და ყუბის პროვინციები ნამდვილი და მტკიცე მფლობელის გარეშე რჩებიან, ხოლო ამის გარეშე კი მცხოვრებთ არ შეუძლიათ ჰქონდეთ საფუძვლიანი დარწმუნებულობა თავიანთ კეთილდღეობაში, ამიტომ ახლა, ჩვენი ჯარების მიერ დაკავებული ოლქების ნამდვილი მდგომარეობის, აგრეთვე მათი კავშირებისა და მათი განმტკიცების ხერხების ჩემს წინაშე გაშიშვლების შემდეგ, მე ვივარაუდებდი, აღვადგენთ რა ყუბაში ფათ-ალი-ხანის კანონიერ ვაჟიშვილს, ჰასან-ბეგს, ხოლო მისი, ფათ-ალი-ხანის ქალიშვილს, დარუბანდის მმართველს (ფერიჯი ხანუმს) შევაერთებთ რა ბუინაკელ მეგთისთან, რომლის მამაც შამხალის ტიტულს, უფლებებსა და ყველა სამფლობელოს თმობს* (*10 აგვისტოს ჩვენს ბანაკში მოვიდა ტარკის შამხალის წარმოგზავნილი წერილით, რომელშიც მუჰამედი საშამხლოს მართვაზე უარს ამბობდა, და თავის წოდებას, უფლებებსა და უპირატესობებს თავის ძეს მეგთის, ბუინაკის ბეგს გადასცემდა. უკანასკნელის შამხლის ღირსებაში დამტკიცება გაცილებით უფრო გვიან, სახელდობრ კი 1797 წლის მაისში მოხდა), და რომელსაც – ამ სამფლობელოების ჩვენს საზღვრებთან ახლოს და გახსნილად მდებარეობის გამო – არასოდეს არ შეეძლება ჩვენი დამოკიდებულებიდან გასვლა. იმ მხარეში ასეთი მფლობელის მყარ და ხელსაყრელ გაძლიერებას, გავხდით რა მას დარუბანდის ხანად, შეუძლია გაგვიწიოს ახლანდელ და მომავალ დროშიც შირვანის დაღესტანთან გაერთიანების სამსახური, რაც ბევრი აქ დაუტევნელი მოსაზრების გამო, ჩვენთვის შესაძლოა მეტად სასარგებლო და უსაფრთხო იყოს, როცა დარუბანდის ციხესიმაგრე ჩვენს მიერ იქნება დაკავებული.

რის შედეგადაც გთხოვთ, გაიაზრებთ რა მეგთის დარუბანდის მმართველზე დაქორწინებასა და დარუბანდის მფლობელობაში მის შეყვანასთან დაკავშირებულ მთელ ცნობილ გარემოებებს, დარუბანდის ოლქის შინაგან მდგომარეობასა და მის საგარეო ორთიერთობებს (მე ვგულისხმობ კავშირებს ყუბასთან და მთიელებთან კიურუს პროვინციის მეშვეობით), შემატყობინოთ ყველა დაწვრილებითი ამბავი, არ დამალავთ და არ შეამცირებთ რა იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც ამ შემთხვევაში შეგიძლიათ წინასწარ განჭვრიტოთ, – მაგრამ წინადადებებს კი ნუ მომცემთ.

ტარკის შამხალის გაძლიერებას მის სამფლობელოებთან დარუბანდის სახანოს შემოერთებით გრაფი ზუბოვი მიჩნევდა რუსეთისთვის სასარგებლოდ იმ მიმართებაში, რომ ეს შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისთვის ლაგამის ამოსადებად, ადამიანისა, რომელიც სხვებზე უფრო არაკეთილმოსურნედ იყო განწყობილი ჩვენი მთავრობის შეხედულებებისადმი. დაბლობ ზეგანზე მდებარე კიურუს პროვინცია, რომელიც ოდესღაც დარუბანდის სახანოს ეკუთვნოდა და მისი მოსაზღვრე გახლდათ, უკანასკნელ ხანებში სურხაის, ყაზიყუმუხელი ჰამბუთაის მფლობელობაში იმყოფებოდა, და მის სამფლობელოთა ყველაზე უფრო არსებით ნაწილს შეადგენდა, ვინაიდან მისი ქვეშევრდომების მთელი საქონელი, შემოდგომისა და ზამთრისთვის, მთებიდან დაბლობ ადგილას ჩამოდიოდა და კიურუს ოლქის საძოვრებით სარგებლობდა. უკანასკნელის მოსაზღვრეობა დარუბანდის სახანოსთან და მტკიცე დაცვის არარასებობა იყო იმის მიზეზი, რომ სურხაი და მისი ქვეშევრდომები დარუბანდის მფლობელთა მათდამი კეთილ განწყობას საჭიროებდნენ და მათთან კავშირს ინარჩუნებდნენ. მეორეს მხრივ, ყუბის სახანოს მცხოვრებნი ყოველთვის პოულობდნენ თავშეფარს დარუბანდში, მთიელთა თავდასხმის შემთხვევაში, და ამიტომ თავიდან კავშირს ინარჩუნებდნენ, ხოლო შემდეგ კი დარუბანდისა და ყუბის ხანების ერთი ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდნენ (а потомъ соединились подъ одною властью дербентскихъ и кубинскихъ хановъ).

ამრიგად, შეაერთებდა რა ქორწინებით მეგთის ფერიჯი-ხანუმთან და დააყენებდა რა ჰასანს ხანად ყუბის პროვინციაში, გრაფი ზუბოვი იმედოვნებდა, რომ ისინი, ნათესაობისა და საერთო ინტერესების მიხედვით, მუდმივ კავშირში იქნებიან და მთიელებს რუსეთისა და თავიანთი საკუთარი სამფლობელოების წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისგან შეაკავებენ. რაც შეეხება მისთვის ახალი პროვინციის შემოერთებით შამხალის გაძლიერებას, მთავარსარდალი ამაში ჩვენი მთავრობის სარგებლისადმი საწინააღმდეგოს ვერაფერს ნახულობდა, ვინაიდან შამხალი თუმცა კი იძენდა მნიშვნელოვან უპირატესობას დანარჩენ დაღესტნელ მფლობელებზე, მაგრამ რადგანაც მისი სამფლობელოები ღია იყო და ჩვენ საზღვრებს ემიჯნებოდა, ხოლო დარუბანდში კი მუდმივი გარნიზონის შენახვას ვარაუდობდნენ, ამიტომ გრაფი ზუბოვი მიიჩნევდა, რომ ამ მიზეზების ერთობლიობა საკმარისია იმისთვის, რათა შამხალს რუსეთის ერთგული ქვეშევრდომის დამოკიდებულება შეენარჩუნებინა.

ყველა ეს მოსაზრება აიძულებდა მთავარსარდალს მისი ვარაუდების აღსრულებაში მოყვანასა და დარუბანდის ოლქის ტარკის შამხალის სამფლობელოებთან შეერთებაზე იმპერატრიცის ნებართვა ეთხოვა. 

“დარუბანდელები, წერდა გრაფი ზუბოვი (Въ письме князю П. А. Зубову, отъ 15-го октября 1796 года, № 92), რა თქმა უნდა, პირველ ხანებში არ გამოიჩენენ ამის მიმართ კეთილგანწყობას, მაგრამ ამაში მათთვის ბევრი აშკარა სარგებელია, ვინაიდან ამ დრომდე ტარკიში მათი ვაჭრები დიდ ბაჟს იხდიან და დაღესტნის მხარისგან ყოველთვის მეტად შევიწროვებულნიც არიან. ამაში დარწმუნება და მათი ახალი მფლობელის მათ მიმართ ალერსიანი და სამართლიანი დამოკიდებულება მოხერხებულად და მალევე შეძლებდა მათ დამშვიდებას. დაღესტნის შირვანთან ეს შეერთება, რომელიც უზრუნველყოფს და სიმტკიცით დაამკვიდრებს ჩვენს გავლენას თერგიდან მდინარე მტკვრამდე (ვინაიდან შემახის ხანიც ბაქოს ჩვენს ხელში ყოფნისას ჩვენთვის ზიანის მოყენებას ვერ გაბედავს), აულაგმავ მთიელთა თავხედობების აღკვეთას დაუდებს საფუძველს (положитъ оплотъ дерзостямъ необузданныхъ горцевъ), და შესაძლოა ისინიც საკუთარი სარგებლის გამო იძულებული შეიქნენ იყვნენ სიმშვიდეში, და ჩვენი ხაზიც მათი მხრიდან უფრო მეტ უსაფრთხოებაში მოვა”.

არ დალოდებია რა, თუმცა კი, თავის წარდგენათა დამტკიცებას, გრაფმა ზუბოვმა გადაწყვიტა აღსრულებაში მოეყვანა თავისი ვარაუდი ჰასან-ბეგთან მიმართებაში. შეგნებული ჰქონდა რა, რომ მის გამოძახებას ყუბაში უსიამოვნოდ უნდა ემოქმედა, და შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ განეწყო დარუბანდის ნაიბი ჰადირ-ბეგი, რომელიც თავისი ძალაუფლების ყუბის სახანოზე გავრცელებისკენ ისწრაფოდა, მთავარსარდალმა დაავალა გენერალ-მაიორ საველიევს თვალყური ედევნებია მისი ქცევისთვის და, რაიმენაირი მტრული საქციელის შემთხვევაში, დაეპატიმრებია ის და ასტრახანში გაეგზავნა. ჰადირ-ბეგის გაძევებას არ შეიძლებოდა რაიმენაირი გავლენა ჰქონოდა საქმეებზე, რადგანაც დარუბანდის სახანოს მმართველმა, ფერიჯი-ხანუმმა, თავად იშუამდგომლა თავისი ძმის ჰასან-ბეგისთვის და თავად სურდა ყუბაში ჩამოსვლაც, რათა ხანის ღირსებაში მიდი დადგენის ზეიმში მიეღო მონაწილეობა.

ზრუნავდა რა იმისთვის, რათა ჰასანი მალე ჩამოსულიყო ყუბაში, ფერიჯი-ხანუმმა ამ ქალაქში დარუბანდის ჩვიდმეტი ყველაზე უფრო პატივცემული თავკაცი გამოგზავნა, რომლებიც, ოცდაშვიდ ყუბელთან ერთად გაგზავნილ იქნენ ელისუში – ჰასანის ადგილსამყოფელში – დეპუტატების სახით, ხანობაზე მისი მოპატიჟებისთვის.

ცნობა ჰასან-ბეგის აღდგენის შესახებ ახალი დარტყმა იყო შეიხ-ალი-ხანისთვის, რომელიც თავის სამფლობელოებში დაბრუნების უკანასკნელ იმედს კარგავდა. სურდა რა წინ აღდგომოდა რუსების განზრახვას, შეიხ-ალიმ დახმარება სთხოვა ჰამბუთაის, და მისი მეშვეობით ურთიერთობაში შევიდა შემახელ მუსტაფა-ხანთან და შექელ სელიმთან. მუსტაფა არწმუნებდა, რომ თუ ჰამბუთაი შეიარაღდება რუსების წინააღმდეგ, მაშინ ისიც არ დააყოვნებს მათთვის ზიანის მიყენებას, ხოლო სელიმი კი ამბობდა, რომ რუსების არ უნდა ეშინოდეთ და რომ ყოველი ჭეშმარიტი მუსლიმანი მოვალეა მათ წინააღმდეგ ამხედრდეს. მიიღო რა ასეთი დაპირებანი, ჰამბუთაიმ გადაწყვიტა მოლოდინის მდგომარეობიდან გამოსულიყო და თავისი ჯარების შეკრება დაიწყო.

ყუბის სახანოს რუკის შედგენისთვის, მცირე რიცხვის კაზაკთა თანხლებით გაგზავნილმა კაპიტანმა სიმონოვიჩმა მოახსენა ბულგაკოვს, რომ იყო რა სოფელ ჰუდათში, მოისმინა, ვითომ ყაზიყუმუხელი ჰამბუთაი, შეუთანხმდა რა ავარელ ომარ-ხანსა და სხვა მფლობელებს, ყუბის რაზმზე სოფელ ძეიხურიდან აპირებს თავდასხმას, რომელიც მდინარე სამურზე მდებარეობს. ამ ცნობას სიმონოვიჩმა დაუმატა, რომ როდესაც ის, მასთან მყოფ კაზაკებთან ერთად, ამ მდინარეს მიაუხლოვდა, მის მოპირდაპირე ნაპირზე, ყაზიყუმუხის ხანის სამფლობელოებში, მაშინვე ანთებულ იქნა შუქურები, და შესამჩნევი იყო მოძრაობა მოსახლეობას შორის, რომელიც თავის ქონებას მთებში გზავნიდა.

ამ მოხსენებასთან თითქმის ერთდროულად, ყუბის რაზმის ბანაკში ორი ებრაელი გამოცხადდა განცხადებით, რომ სოფელ ახტიში და განსაკუთრებით კი ჰამბუთაის სამფლობელოებში იკრიბება ჯარები, რომლებსაც, მოწვევით, ჭარ-ბელაქნელი ლეკები და სხვა მთიელი ხალხები უერთდებიან. რამდენიმე დღის შემდეგ, ბულგაკოვთან მოვიდა ტაბასარანის მფლობელის მიერ წარმოგზავნილი, შეტყობინებით, რომ ჰამბუთაიმ უკვე 15.000-მდე ჯარი მოაგროვა, რომელიც კიურუელების, ჭარელების, აქუშელების, რუთულელებისა და სხვებისგან შედგება, და რომ შემახისა და შექის ხანებიც მასთან საიდუმლო შეთანხმებაში იმყოფებიან (Рапортъ Булгакова графу Зубову 20-го сентября 1796 года).

მთელი ეს ცნობები, თავიანთი მნიშვნელოვნების გამო, არ შეიძლებოდა უყურადღებოდ ყოფილიყო დატოვებული და მათ ჰამბუთაის ქცევაზე ყველაზე უფრო ფხიზელი ზედამხედველობა გამოიწვიეს. გენერლების ბულგაკოვისა და საველიევის მიერ სხვადასხვა მხრიდან ყაზიყუმუხში გაგზავნილებს, როცა ბრუნდებიდნენ, უსიამოვნო ცნობები მოჰქონდათ იქაური ხანის საქციელზე. ისინი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ჰამბუთაისთან მოვიდა თურქი ემისარი, ბაირაღტარი ოსმანი, ფულის დიდი თანხითა და წერილებით ანატოლიის სერასკირისგან; რომ ზუსტად ასეთივე წერილები გამოგზავნილი იყო ავარელი ომარ-ხანისადმიც; რომ ამ წერილებში ორივე მფლობელს მოუწოდებენ რუსებისადმი ერთსულოვანი და ერთობლივი წინააღმდეგობისკენ, და რომ ჰამბუთაიმ, ამ წერილების საბაბით ხალხის ყველა თავკაცი თავისთან მიიპატიჟა. მან წარუდგინა შეკრებილებს თურქული წერილები, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ თუ რუსები კავკასიონის მთების ძირას მდებარე სპარსულ ქალაქებს დაეუფლებიან, მაშინ დაღესტნელები, დარჩებიან რა რუსულ სამფლობელოთა შუაში, მათი საცხოვრებლების მიუდგომლობის მიუხედავად, იძულეული იქნებიან იარაღი დაყარონ და რუსეთის მთავრობას დაემორჩილონ. ამ წერილების წაკითხვის შემდეგ, ჰამბუთაიმ გამოთქვა სურვილი რუსეთის დამპყრობლური გეგმებისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მისთვის გამოგზავნილი ფულებიდან ზოგიერთებს საჩუქრები გაუკეთა, და უბრძანა ყველას მზად ყოფილიყვნენ თავიანთი ჯარებით გამოსასვლელად. თავკაცთაგან ზოგიერთი ცდილობდა თავიანთი ხანისთვის ასეთი განზრახვის გადათქმევინებას, ამბობდა რა, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა რუსებთან კეთილგანწყობილ ურთიერთობებში შესვლა, იმიტომ რომ ამის გარეშე მთიელებს არ შეუძლიათ თავიანთი საქონლის დაბლობზე ჩარეკვა და ამისგან უნდა გაღატაკდნენ, მაგრამ ჰამბუთაიმ არ სცნო ასეთი მოსაზრებები საფუძვლიანად და ჯარების შეკრება ბრძანა.

ჰამბუთაის მუდმივმა მოკავშირემ ავარელმა ომარ-ხანმა რუსებზე თავდასხმაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თვლიდა რა ამას თავისთვის არახელსაყრელად, ქვეშევრდომობის შესახებ მთავარსარდალთან წარმოებული მოლაპარაკებების გამო. ჯერ კიდევ სექტემბერში ომარ-ხანი წერდა გრაფ ზუბოვს, რომ ერეკლე მეფე ამ დრომდე უხდიდა მას ყოველწლიურად 5.000 მანეთს ხანის ფულებით და, ამაზე ზევით, მის სრულ მმართველობაში თხუთმეტ სოფელს აძლევდა, და ამიტომ ხანი ისურვებდა სცოდნოდა, ისარგებლებდა თუ არა იმავე უპირატესობებით რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლის შემდეგაც; როგორ ჯილდოს მიიღებდა ის რუსეთისგან და როგორ დამოკიდებულებაში იქნებოდნენ მასთან მისი ქვეშევრდომები. მთავარსარდალი პასუხობდა, რომ ომარ-ხანის მისი უდიდებულედობის ქვეშევრდომობაში შემოსვლის შემდეგ, მას ყოველწლიური ჯამაგირი დაენიშნება; რომ საქართველოს მეფის მიერ ხანისთვის გადასახდელი ხარკი უწინდებურად მის სრულ განკარგულებაში დარჩება, და რადგანაც, იქნება რა დიდი იმპერატრიცის სამსახურში, ხანი მისი (ზუბოვის) ძმა “შეიქნება”, ამიტომ გრაფი ზუბოვი “იზრუნებს რა მისი სარგებლობისთვის, არ გაუშვებს შესაძლებლობას, რომ მისთვის განსაკუთრებული წყალობანი გამოითხოვოს”.

როდესაც მთავარსარდლის წერილით გაგზავნილი ოფიცერი რუსეთის ქვეშევრდომობაზე დასაფიცებლად ომარ-ხანთან მივიდა, უკანასკნელმა თავის არიდება დაიწყო, ამბობდა რა, რომ მან უნდა მოიფიქროს და თავის ქვეშევრდომებს მოელაპარაკოს, იმისთვის, რათა არა მხოლოდ ის, არამედ მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფნიც ყოველთვის რუსეთის იმპერატრიცის ერთგულებად რჩებოდნენ.

ეს მოლაპარაკებები საკმაოდ ნელა მიდიოდა; ხანი გადამწყვეტ პასუხს არ იძლეოდა და, ბოლოს, გამოაცხადა, რომ შემოვა რა რუსეთის ქვეშევრდომობაში, შიშობს არ იქნას გათანაბრებული წვრილ მფლობელებთან, და რომ მას დადგენილ ჯამაგირს არ მისცემენ. საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის, ჯამაგირი მისთვის ერთი წლით ადრე მიეცათ, ხოლო ის ფულები კი, რომლებიც მას საქართველოს მეფისგან უნდა მიეღო, ორი წლით ადრე.

რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, და ავარიის ხანის ქვეშევრდომობის შესახებ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ის კარგი მხარე კი ჰქონდა, რომ ჰამბუთაი ყაზიყუმუხელის ჩანაფიქრებში ომარი უშუალო მონაწილეობას არ ღებულობდა. ჰამბუთაიმ, აღარ ჰქონდა რა ავარიის ხანის დახმარების იმედი, თავის მოკავშირეებს: შექის, შემახისა და შუშის ხანებს ძმა გაუგზავნა წინადადებით, რომ მათაც თავიანთი ლაშქრები შეეკრიბათ და მზად ყოფილიყვნენ იმ დროისთვის, როცა ის, “ღმერთს მინდობილი, ბრძოლას დაუწყებს რუსულ მხედრობას”.

– თუ აღა-მაჰმად-ხანი შეიტყობს ჩვენი წინააღმდეგობის შესახებ, ამბობდა ჰამბუთაი თავისი ძმის გაგზავნისას, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსული ჯარების ჩვენზე თავდასხმისას დახმარებას გამოგვიგზავნის.

მიიღო რა ცნობები, რომ ყაზიყუმუხში მთიელთა მეტად მნიშვნელოვანი ლაშქარი იკრიბება, გრაფმა ზუბოვმა დაავალა გენერალ ბულგაკოვს, რომ ყუბის ცხენოსანი ჯარი შემოეერთებინა, რომლის რიცხოვნებაც 2.000 ადამიანამდე ადიოდა, და გამოვიდოდა რა ბანაკიდან, მდინარე სამურის ნაპირებს მიახლოებოდა, რათა იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე გაბედავდა გადმოელახა ეს მდინარე მის სათავეებთან და დაბლობზე ჩამოსულიყო, მისთვის შეეტია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაეწყო მისი დევნა რუსული ჯარებით, არამედ ამისთვის ყუბელთა ცხენოსანი ჯარი გამოეყენებინა. 

ამასობაში, 28 სექტემბერს, დარუბანდამდე ხმები მოვიდა, რომ ჰამბუთაის განზრახული ჰქონდა 29 სექტემბრის გათენების ღამეს ან აუცილებლად 30 რიცხვში, გადმოვიდოდა რა მდინარე სამურის მარჯვენა ნაპირზე, თავს დასხმოდა ყუბის რაზმის საგუშაგოებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყო განლაგებული.

ნამდვილად, 29 სექტემბერს, მთიელთა ერთერთმა პარტიამ, ჩამოვიდა რა დაბლობზე, ჩვენი ხარების ტრანსპორტს შემოუტია, რომელიც მდინარე სამურის გაყოლებაზე მდებარე სოფლებში ნაყიდი პირით მოდიოდა. თუმცა კი ამ ტრანსპორტს ორმოცდაათი ადამიანისგან შემდგარი რაზმი აცილებდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ 23 საზიდრის გატაცება მაინც მოახერხა, რომლებიც დანარჩენებს ჩამორჩნენ (Рапортъ Булгакова графу Зубову 29-го сентября 1796 года). მეორე დღეს მთიელთა ხროვა (скопище) თავს დაესხა ხარების ჯოგს, რომლებიც რაზმის მახლობლად ბალახს ძოვდნენ, და ამასთან 145 ხარის გატაცება და რამდენიმე გამრეკავის ხელში ჩაგდებაც მოასწრო. ეს ორივე თავდასხმა სრულიად მოულოდნელი იყო ყუბის რაზმისთვის, თუმცა კი ქალაქში უკვე დიდი ხანია იცოდნენ ყაზიყუმუხის ხანის განზრახვების შესახებ. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე სოფელ ალპანის თავკაცი ჩამოვიდა ვალი-ბეგთან, რჩევა მიიღო მისგან და შეატყობინა მთიელთა განზრახვის შესახებ თავს დასხმოდნენ რუსულ ჯარებს, მაგრამ ყუბის ნაიბმა, იცოდა რა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რა თქმა უნდა, არ ჩათვალა საჭიროდ რომ ბულგაკოვი გაეფრთხილებინა, ზუსტად ისევე, როგორც დაუმალა მას ისიც, რომ მთიელთა ლაშქრის შეკრების ადგილად სოფელი ალპანი იყო არჩეული, იმ ერთადერთი ხეობის პირისპირ მდებარე სოფელი, რომლის გამოყოლებითაც მთიელებს ყუბის დაბლობზე ჩამოსვლა შეეძლოთ. გრაფმა ზუბოვმა ბრძანა დაეპატიმრებინათ ვალი-ბეგი და ის მთავარ ბინაზე (შტაბში) მიეყვანათ.

თავის თანამოღვაწეთა პირველი წარმატებებით გამხნევებულმა სურხაი-ხანმა, 29 სექტემბრის გამთენიისას, თავისი მოხელე გამოგზავნა სოფელ ალპანიში იქაურ თავკაცთან და თავის ახლობელ მაჰმად-ბეგთან, ცნობით, რომ მას, გაჩერდა რა მდინარე ქუსართან, სოფელში მოსვლა აქვს განზრახული. მაჰმად-ბეგი სოფლის რამდენიმე მცხოვრების თანხლებით ჰამბუთაის შესახვედრად გაემართა, და, ითათბირა რა მასთან, გადაწყვიტა, რომ ყაზიყუმუხელები დაიკავებენ სოფელ ალპანის და მაშინვე დააყენებენ ყველა გზაზე პიკეტებს, იმ მიზნით, რათა არავინ არ შემოუშვან ყუბის დაბლობზე. იმავე დღეს, საღამოს, სოფელ ალპანიში ხდებოდა ახალი თათბირი, რომელზედაც მთიელთა სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებმა, გადაწყვიტეს რა მოულოდნელი თავდასხმის მთელი მომგებიანობით ესარგებლათ, დაადგინეს არ გადაედოთ ის დიდი ხნით, არამედ შუაღამეს გამოსულიყვნენ, რაც შეიძლებოდა ჩუმად ევლოთ ყუბისკენ, და რუსულ ჯარებზე თავდსახმა სხვადასხვა მხრიდან მოეხდინათ.

ამასობაში, გენერალმა ბულგაკოვმა, მიიღო რა დარუბანდიდან გენერალ საველიევისგან შეტყობინება მთიელთა განზრახვის შესახებ მის რაზმს თავზე დასხმოდნენ, მოწინააღმდეგის გამოსავლენად კაპიტანი სემიონოვი გაგზავნა 100 ეგერით. გაიარა რა ოთხი ვერსი და შევიდა რა ხეობაში, რომელიც სოფელ ალპანისკენ მიდიოდა, სემიონოვი მალევე წააწყდა მასში მოწინააღმდეგის ცხენოსან რაზმებს, გაჩერდა და ამის შესახებ ბულგაკოვს მოხსენება გაუგზავნა. სემიონოვის რაზმის გაძლიერებისთვის მაშინვე გაგზავნილ იქნა პოდპოლკოვნიკი ბაკუნინი ქვეითი ჯარის 300 კაცით, 100 კაზაკითა და ორი ქვემეხით. მხოლოდ ღამის დადგომის შემდეგ, შევიდა რა ხეობაში (втянувшись въ ущелье), მოახერხა ბაკუნინმა სემიონოვის რაზმს შეერთეოდა. ხეობა, რომელშიც ახლა ორივე რაზმი იმყოფებოდა, მთლიანად ხშირი ტყით იყო დაფარული, და რადგანაც ის ყუბის დაბლობზე ერთადერთ გამოსასვლელს წარმოადგენდა, ამიტომ ბაკუნინს უნდა ევარაუდა, რომ მთიელთა მთელი ხროვა ამ პუნქტშია თავმოყრილი, ან სადმე მახლობლად. მიუხედავად ამისა, არ იცოდა რა მოწინააღმდეგის ძალები, არც მისი განლაგების ადგილი, ბაკუნინმა, არ აქცევდა რა ყურადღებას არც ღამის სიბნელეს, არც ტყის სიხშირესა და თავისი ძალების უმნიშვნელობას, გადაწყიტა წინ ემოძრავა და მოწინააღმდეგისთვის შეეტია. პირველივე მოძრაობისას მოწინააღმდეგის ცხენოსანი რაზმები (непрiятельскiе разъезды) მას სროლით დახვდნენ, და შემდეგ მთელ ღამეს უწყვეტი ორმხრივი სროლა ჰქონდა მთიელთა მეწინავე პიკეტებთან, რომლებიც თანდათანობით უკან იხევდნენ. 1 ოქტომბრის გამთენიისას ბაკუნინი სოფელ ალპანის მიუახლოვდა, რომელიც მთის ფერდობზე იყო განლაგებული და მისგან ხრამი გამოჰყოფდა, რომლის სიღრმეშიც 15.000 ადამიანის რიცხოვნების მოწინააღმდეგე იმალებოდა.

როგორც კი ჩვენმა რაზმმა ტყიდან გამოსვლა დაიწყო, რომელიც თითქმის ზედ ხრამის პირას მთავრდებოდა, მთიელებმა ხმლებით შემოუტიეს. მათი შემოტევა იმდენად სწრაფი იყო, რომ რაზმში მყოფმა ორმა ქვემეხმა მხოლოდ რამდენიმე გასროლა მოასწრო და მოწინააღმდეგის მიერ იქნა მიტაცებული. თავიანთი მრავალრიცხოვნებით გამხნევებულნი, მთიელები თავგანწირულად იბრძოდნენ; მათ რაზმს ყოველი მხრიდან ალყა შემოარტყეს და თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ბაკუნინი და სემიონოვი საქმის სულ დასაწყისშივე იქნენ მოკლულნი; ბევრი ოფიცერი და დაბალი ჩინი მოკლულთა ან დაჭრილთა სახით მწყობრიდან გამოვიდა. საერთო ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილნი კი, ამოეფარნენ რა შემთხვევით შეხვედრილ მორებს, მანამდე იგერიებდნენ მოწინააღმდეგეს, სანამ მათ დასახმარებლად უგლიცის ქვეითი პოლკი არ მოვიდა ოთხი საპოლკო ქვემეხით, პოლკოვნიკ სტოიანოვის უფროსობით.

არ ჰქონდა რა არანიარი ცნობები პოდპოლკოვნიკ ბაკუნინის რაზმის შესახებ, გენერალმა ბულგაკოვმა, როდესაც ქვემეხების გასროლებისა და თოფების ორმხრივი სროლის ხმა შემოესმა, მაშინვე ბაკუნინის დასახმარებლად უგლიცის პოლკი გაგზავნა, მაგრამ ის მოქმედების ადგილზე მაშინ მოვიდა, როცა ბაკუნინის რაზმი უკვე განადგურებული იყო. მთიელები იმდენად იყვნენ ბრძოლით გატაცებულნი, რომ დამხმარე ძალის მოსვლის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც მათ ზურგში თოფის ტყვიები და ზარბაზნების ფინდიხი (კარტეჩი) სეტყვასავით წამოვიდა. ხედავდა რა რუსების ახალი ძალების მოსვლას და კმაყოფილდებოდა რა შეძენილი გამარჯვებით, მოწინააღმდეგემ უკანდახევა დაიწყო, ხოლო როდესაც პოლკოვნიკი სტოიანოვი ხიშტებით ეძგერა (бросился въ штыки), მთიელები გაიქცნენ და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. დატოვა რა ბრძოლის ველზე მოკლული ვაჟიშვილი, რამდენიმე ნაიბი და თავკაცი, ჰამბუთაი, შეიხ-ალი-ხანთან ერთად, მთებში გაიქცა. ჩვენ ამ საქმეში დავკარგეთ 6 მოკლული ოფიცერი და დაბალი ჩინები: 46 მოკლული და 94 დაჭრილი ადამიანი (Журналъ военныхъ действiй)

ჰამბუთაის მტრული საქციელი ღირსეულ შურისძიებას მოითხოვდა, მაგრამ გრაფი ზუბოვი, მხედველობაში ჰქონდა რა უმაღლესი ბრძანება არ ჩაეგდო ჯარები საფრთხეში და არ მიეყენებინა მათთვის ამაო დანაკარგები მთებში ღრმად შესვლითა და მტაცებელთა დევნით, ყაზიყუმუხის ხანის დასასჯელად სხვანაირ ხერხს ეძიებდა. მთავარსარდალმა წერილები გაუგზავნა ტარკის შამხალს, ტაბასარანის ყადისა და ყარაყაიდაღის უცმის წინადადებით, რათა მათ, შეერთდებოდნენ რა ერთად, მოეხდინათ თავდასხმა კიურუს პროვინციაზე იმ დროს, როცა გენერალი ბულგაკოვი ჰამბუთაის სამფლობელოებში ყუბის მხრიდან შეიჭრებოდა.

“საკმარისად ცნობილია ამ მფლობელებისთვის, წერდა გრაფი ზუბოვი, რომ მთავარსარდალი, ყოვლადმოწყალე მონარქის მიერ მისდამი რწმუნებული ჯარებით, დაღესტნისა და შირვანის მიწების გავლისას, იცავდა და იცავს ყველაფერ იმას, რაც საჭიროა მცხოვრებთა საკუთრების უზრუნველყოფისა და მათ შორს სიმშვიდის უფრო მეტად დამკვიდრებისთვის.

მაგრამ ასეთი კეთილი მოქცევის დროსაც ხედავს ის, რომ ჰამბუთი ყაზიყუმუხელი, შემოიჭრა რა ყუბის პროვინციაში, გათავხედდა არა მხოლოდ დაერღვია მცხოვრებთა კეთილდღეობა, არამედ ყუბასთან განლაგებულ რუსული ჯარების ნაწილზეც კი დარტყმა მოეხდინა. და თუმცა კი ამ ბოროტული თავდასხმით მან საკუთარ თავს საგრძნობი დარტყმა მიაყენა, რომლის მიყენებაც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ძლევამოსილი იარაღისთვის ყოველთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ რადგანაც მთელი დაღესტანი მოწმეა, რომ მთავარსარდალს არ მიუცია ჰამბუთაისთვის არანაირი უმცირესი მიზეზიც კი ჩვენდამი ბოროტული განწყობისთვის, ამიტომ ვერ შეიძლება საქმე წარმართოს ამ ვერაგი მფლობელის ყველაზე უფრო საგრძნობი სასჯელის გარეშე მისი ძალების ამოძირკვით (то и не можетъ обойтись безъ чувствительнейшаго его наказанiя искорененiемъ силъ сего коварнаго владельца).

ამ მიზნით მთავარსარდალი, უბრძანა რა გენერალ-მაიორ ბულგაკოვს იმოქმედოს ჰამბუთაის წინააღმდეგ უკვე შემტევად, როგორც რუსული, ისევე ყუბის ჯარებით, სთხოვს ამ მფლობელებს, რათა მათ თავიანთი მხრიდან, შეკრებენ რა თავიანთ ჯარებს და შეთანხმდებიან ურთიერთ შორის, იჩქარონ დარტყმა ჰამბუთაის კუთვნილ კიურუს პროვინციაზე, და ისარგებლებენ რა მთელი ნადავლით, მასში მდებარე მთელი სოფლები ურთიერთ შორის სამუდამოდ გაიყონ”.

ამ მოპატიჟებას სათანადო წარმატება არ ჰქონია. ტარკის შამხალის ვაჟმა, ყარაყაიდაღის უცმიმ და ტაბასარანის ყადმა, მოვიდნენ რა დარუბანდში, გამოუცხადეს საველიევს, რომ თუ მთავარსარდალს სურს მათი სამსახური, ისინი მზად არიან იმოქმედონ სურხაის წინააღმდეგ ახლა მათთან მყოფი ხალხით, რომლებიც მეგთის ჰყავდა 120, ყადისა და უცმის კი 50-50 ადამიანი, – მაგრამ მხოლოდ რუსული ჯარების დახმარებით.

– ხოლო თუ ჩვენ უფრო მეტი რიცხვის ჯარები უნდა შევაგროვოთ, ამბობდნენ ისინი, ამის მალე გაკეთება შეუძლებელია, და იმ დროის დანიშვნაც, როცა ისინი შეიკრიბებიან, ასევე არ შეიძლება.

საერთოდ ჩანდა, რომ ისინი თავს არიდებდნენ გრაფი ზუბოვის სურვილის შესრულებას, ხოლო ამასობაში კი ჰამბუთაი სარგებლობდა ამით, და შეკრიბა რა თავისი ჯარების ნარჩენები, ისინი კიურუს პროვინციის სოფლებში განალაგა, ეშინოდა რა, რომ მისდამი ნაკლებად ერთგული მცხოვრებნი რუსებს შეუერთდებოდნენ. იგი ვარაუდობდა ახალი ჯარების შეკრებას და ახლა ავარელი ომარ-ხანის, აქუშის ყადისა და სხვა წვრილი მფლობელების დახმარების იმედიც ჰქონდა, რომლებმაც ამ დროის შუალედში თურქეთის მთავრობის ფირმანები მიიღეს, რომელიც მათ სწრაფი დახმარებით აიმედებდა. პორტა დაღესტნელ მფლობელებს ატყობინებდა, რომ რადგანაც ამ დრომდე მათ არ გაუწიეს რუსეთს განსაკუთრებული ერთგულება, ამიტომ კიდევ ცოტაც მოითმინონ, სანამ თურქეთის მთავრობა მათ დახმარებას აღმოუჩენს და ყველა უბედურებისგან დაიხსნის. ასეთი ცნობით გახარებული აქუშელები, სალათაელები, რუტულელები და სხვა მთიელი ხალები სათათბიროდ ჰამბუთაისთან გაემართნენ. უკანასკნელი, რომელიც სოფელ ჩირახში იყო დასახლებული, მათ წინააღმდეგობის აუცილებლობაში არწმუნებდა, ახალ ძალებს იკრებდა და თავისი ლაშქრის ნაწილი, ვაჟიშვილის ნუხ-ბეგის წინამძღოლობით, სალაგ-დეგერმანის წისქვილისკენ გაგზავნა, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ თავადაც ჰქონდა მისვლა განზრახული. ჰამბუთაის სურდა თავს დასხმოდა დარუბანდის სოფლებს ან ხელში ჩაეგდო დარუბანდის მმართველი ფერიჯი-ხანუმი, რომელიც დარუბანდიდან ყუბაში ძმის შესახვედრად გაემგზავრა.

ოქტომბრის დასაწყისში გრაფმა ზუბოვმა მიიღო წერილები ჰასან-ბეგისა და მისი დედის ბიკი-ხანუმისგან, რომლებშიც ისინი ატყობინებდნენ, რომ უკვე გამოემგზავრენ ელისუდან და ყუბაში მოიჩქარიან. მთავარსარდალმა ფერიჯი-ხანუმს გაუგზავნა მდიდარი საჩუქრები, რომლებიც იმპერატრიცამ მისთვის გამოგზავნა, ეპატიჟებოდა მას ყუბაში ჩამოსვლა ეჩქარა. საჩუქრებით გაგზავნილ მაიორ ახვერდოვს ყველაზე უფრო დიდგვარობანი მოხელეები დარუბანდამდე 20 ვერსზე დახვდნენ, 200 ადამიანის თანხლებით. ქალაქთან მიხლოებისას, ახვერდოვს ზარბაზნების სროლით ხალხის უზარმაზარი ბრბო გამოეგება, სიხარულის შეძახილებით, რომლებიც მას მმართველის (ფერიჯი-ხანუმის – ი. ხ.) სახლამდე მიაცილებდა, სადაც მას ჰადირ-ბეგი და მაჰმადიანური სასულიერო წოდების უპატივცემულესი პირები ელოდებოდნენ.

მიიღო რა საჩუქრები, ფერიჯი-ხანუმი მაშინვე ძმის ჰასან-ბეგის შესახვედრად გაემგზავრა; მას თან ჰადირ-ბეგი, რამდენიმე თავკაცი და 37-კაციანი ბადრაგი ახლდა. 14 ოქტომბერს ფერიჯი ყუბაში მოვიდა, ხოლო 16 რიცხვში კი ჰასან-ბეგიც, დედით, დეიდითა და ზოგიერთი სხვა ნათესავით იქვე ჩამოვიდა. ხალხი აღტაცებით ესალმებოდა ჰასანს, რომლიც 3 ნოემბერს საზეიმოდ იქნა ხანად დასმული.

ყუბის ხანად ჰასანის გამოცხადებამ ყუბის მცხოვრებთა საბოლოოდ დამშვიდება ვერ გამოიწვია. შეიხ-ალი-ხანი, რომელმაც სურხაი-ხანის, ყაზიყუმუხის ჰამბუთაის თანადგომით თავის გარშემო მთიელთა ბრბო შემოიკრიბა, ყუბის პროვინციის ფარგლებში შემოიჭრა და მცხოვრებთა აღშფოთებას ცდილობდა. ამავდროულად, ჰამბუთაი, რომელიც თავის ჯარით სალაგას წისქვილის მახლობლად მდებარე ხანჯალ-კალეს ციხესიმაგრესთან განლაგდა, მცირე პარტიებს უშვებდა, რომლებიც მთებიდან დაბლობზე ჩამოდიოდნენ და დარუბანდიდან ყუბაში მიმავალთ ძარცვავდნენ, რითაც ამ ორ ქალაქს შორის შეტყობინებას აძნელებდნენ.

მოუხერხებლად მიიჩნევდა რა რუსული ჯარებით მთებში მოქმედებას, გრაფმა ზუბოვმა ჰასან-ბეგს შესთავაზა თავისი ჯარები შეეკრიბა და ჩვენი რაზმის დახმარებით მოწინააღმდეგე ყუბის პროვინციიდან განედევნა. იმავე დროს, სურხაი-ხანის რაზმების მიერ წარმოებული ძარცვის შეწყვეტისთვის, მთავარსდარდალმა გენერალ-მაიორ საველიევს უბრძანა შემტევად ემოქმედა დარუბანდის მხრიდან, და მისი უფრო მეტი დამოუკიდებლობისთვის ქალაქ ყუბიდან გენერალ-მაიორ საველიევის გაძლიერებისთვის კავკასიის გრენადერთა პოლკის ორი ბატალიონი გაგზავნა, ოთხი საპოლკო ქვემეხით. ამ ბატალიონების დარუბანდისკენ გაგზავნისა და ჰასან-ხანის მიერ თავისი ცხენოსანი ჯარის შეკრების შემდეგ, გრაფმა ზუბოვმა გენერალ ბულგაკოვს უბრძანა ყუბის მახლობლად ბანაკიდან გამოსულიყო და ქვეითი ჯარის ოთხი ბატალიონით, კავალერიის ცხრა ესკადრონით, კაზაკთა ორი პოლკითა და რაზმში მყოფი მთელი არტილერიით მდინარე სამურისკენ წასულიყო. განლაგდებოდა რა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, და თავს ისე მოაჩვენებდა რა, რომ შემტევად მოქმედება ჰქონდა განზრახული, ბულგაკოვს მხოლოდ ყუბელებისთვის უნდა დაეჭირა მხარი, თავად კი მთებსა და ხეობებში არ შესულიყო.

ბანაკიდან თავისი გამოსვლის წინ, ბულგაკოვმა სოფელ ახტის მცხოვრებლებს თავისი სახელით პროკლამაცია გაუგზავნა, რომელშიც მოითხოვდა, რათა ახტიელებს არა მხოლოდ არ მიეცათ თავისთან თავშესაფარი შეიხ-ალი-ხანისთვის, არამედ ჰასან-ხანისთვის ამანათებიც მიეცათ, იმისთვის, რომ თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნას, მაშინ რუსული ჯარები შევლენ მათ სამფლობელოებში, არ დაინდობენ მცხოვრებთ და ქვას ქვაზე არ დატოვებენ.

13 დეკემბერს სოფელ ახტის მცხოვრებლებმა ბულგაკოვს უპირველესი თავკაცები გამოუგზავნეს ამანათების მიცემის დაპირებითა და განცხადებით, რომ შეიხ-ალი-ხანი გაემგზავრა მათი სამფლობელოებიდან.

ამასობაში, გენერალ-მაიორი საველიევი, გამოვიდა რა დარუბანდიდან ქვეითი ჯარის სამი ბატალიონითა და კაზაკთა პოლკით, ხანჯალ-კალესკენ დაიძრა, სადაც ყაზიყუმუხის ჰამბუთაის ჯარები იყო შეკრებილი. რუსული რაზმის მოახლოებასთან ერთად მოწინააღმდეგემ თავისი პოზიცია მიატოვა და მთებში მიიმალა. ჰამბუთაიმ, ხედავდა რა თავის წინ რუსულ ჯარებს და შეიტყო რა ბულგაკოვის მოძრაობის შესახებ მდინარე სამურის მხრიდან, საველიევს თავისი მოხელე გამოუგზავნა “სამშვიდობო მდგომარეობის დასამყარებად” («для учиненiя миролюбиваго положенiя»). 

წარმოგზავნილისთვის შეთავაზებულ იქნა: არ ეცნოთ შეიხ-ალი დარუბანდის ხანად, არ მიეცათ მისთვის დახმარება, არც თავშესაფარი; ჰასანი ეცნოთ ყუბის ხანად, მას მშვიდობიანად მოქცეოდნენ და არანაირი წაქეზებანი არ მოეხდინათ; ყველა რუსი ტყვე დაებრუნებინათ; ამანათები მიეცათ და ორივე მხრიდან დაუბრკოლებელი ვაჭრობა განეახლებინათ, და ბოლოს, დაღესტნელი მფლობელების დასწრებით ყურანზე დაედო ფიცი რუსეთისადმი ერთგულების შენარჩუნების შესახებ.

სურხაიმ აღასრულა გენერალ-მაიორ საველიევის მოთხოვნა, და ჩვენი რაზმებიც თავიანთი უწინდელი განლაგების ადგილებს დაუბრუნდნენ (Рапортъ Савельева графу Зубову 20-го декабря 1796 года, № 514)

თავი VII. 

(აღა-მაჰმად-ხანის საქმიანობა. – ხმები ადერბაიჯანთან მისი მოახლოების შესახებ. – გრაფ ზუბოვის წერილი შემახელი მუსტაფა-ხანისადმი. – ადერბაიჯანელი ხანების მდგომარეობა /положенiе/. – საქართველოს მდგომარეობა /состоянiе/. – რიმსკი-კორსაკოვის ექსპედიცია განჯაზე. – რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის დაკავება.) 

მოვიდა რა ძველ შემახამდე, კასპიის კორპუსს აღა-მაჰმად-ხანის ჯარები არსად არ შეხვედრია. მოიხსნა რა მუღანის ველიდან დაღესტანში რუსული ჯარების პირველივე მოძრაობისას, იგი სპარსეთის სიღრმეში წავიდა და, მოგვცა რა ჩვენ მოქმედებათა თავისუფლება, თავად თავისი 60.000-იანი ჯარებით ხორასანს შეესია, როგორც ამბობდნენ, იქ წარმოქმნილი მღელვარებების დაწყნარებისთვის. მაისის დასაწყისში, გრაფ ზუბოვამდე მოსული ცნობების მიხედვით, აღა-მაჰმად-ხანი თეირანში დაბრუნდა, ხოლო იმავე თვის ბოლოს კი მაზანდერანში გამოემგზავრა, რათა ეს პროვინცია გაემაგრებინა, იცოდა რა, რომ რუსებს ენზელისა ან ასტრაბადში გადმოსხმა ჰქონდათ განზრახული იმასთან ერთდროულად, რაც მათი სახმელეთო ჯარები, განჯის გზით, არდევილის გავლით თავრიზისკენ დაიძვრებოდნენ.

“რუსები, წერდა აღა-მაჰმად-ხანი მცხოვრებთა მიმართ თავის მოწოდებაში, საქართველოს მხოლოდ იმიტომ გამოექომაგნენ, რომ ისინი მათი ერთმორწმუნენი არიან, ვინაიდან იმპერატრიცას საგართველოსგან არანაირი სარგებელი არ გააჩნია. ამიტომ სპარსელებიც, სწორედ იმავე ერთმორწმუნეობის მიზეზით, მოვალენი არიან ურჯულოთა წინააღმდეგ ერთსულოვნად ამხედრდნენ, თითოეული ქალაქისა და სოფლის გამაგრებასა და საკმარისი რიცხვის უნარიან მეომართა შეკრებას ცდილობდნენ”.

დაიმორჩილა რა მეშჰედი და დაეუფლა რა იქ უზარმაზარ განძეულს, რომელიც ნადირ-შაჰის ერთერთ შთამომავალს ეკუთვნოდა, აღა-მაჰმად-ხანი შეძლებისდაგვარად უფრო მეტი რიცხვის ჯარების დაქირავებისთვის ფულებს არ იშურებდა, რომელთაც თავს თავისი სამფლობელოების სხვადასხვა პუნქტში: ასტრაბადისა და მაზანდერანის პროვინციებში, თავრიზსა და არდევილში უყრიდა. მან მცირე რაზმიც კი გაგზავნა ერევანში, ამ ქალაქის დასაკავებლად, ერევნის ხანის მისდამი საეჭვო ერთგულებისა და სისუსტის გამო. არ შემოიფარგლა რა ამ განკარგულებებით, აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ნათესავი ასკერ-ხანი გამოგზანა ადერბაიჯანში დავალებით, რომ დაერწმუნებინა შემახის, შექის, განჯისა და სხვა ხანები, რათა მათ ეცადათ რუსული ჯარების შეტყუება სპარსეთის შიგნით, მდინარე არაქსის გადაღმა, არდევილის პროვინციაში. მაშინ, ასკერ-ხანის რწმუნებით, ვერც ერთი რუსი ცოცხალი ვეღარ გამოვა, ვინაიდან მათი რაზმი ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმული აღმოჩნდება: აღა-მაჰმად-ხანი ფრონტიდან შეუტევს, ერევანში მყოფი სპარსელები ზურგიდან, ხოლო მარჯვენა ფლანგიდან კი შემახის, შექისა და განჯის ხანების ჯარები.

სპარსეთის მბრძანებლისადმი ერთგული პირები ავრცელებდნენ ხმებს, რომ სულეიმან-ხანი 30.000 ადამიანით უკვე მდ. მტკვარზე მოვიდა და რომ მთავარი ძალებისთვის არდევილში მნიშვნელოვანი რაოდენობის სურსათს ამზადებენ (Рапортъ Савельева графу Зубову 30-го იюня 1796 года, № 514).

აღა-მაჰმად-ხანი ამბობდა, რომ სულ მოკლე ხანში დაიძრება თალიშზე და სალიანის დაიკავებს. თალიშის ხანი დახმარებას ითხოვდა, სალანის ნაიბი კი გრაფ ზუბოვს წერდა, რომ შიშით მოცული მცხოვრებნი თავიანთი სახლ-კარის მიტოვებას ფიქრობენ. მთავარსარდალმა კონტრ-ადმირალ ფიოდოროვს დაავალა, რომ გემების ნაწილითა და მათში ჩამსხდარი დესანტით ზღვაში გასულიყო და თალიშის ნაპირებისკენ წასულიყო, იმ მიზნით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ლენქორანში ან სალიანიში გადასხმა მოეხდინა. თუმცა კი გრაფ ზუბოვს არ ჰქონდა იმედი, რომ ეს ექსპედიცია შესაძლოა აღსრულებაში ყოფილიყო მოყვანილი, დესანტისთვის გემების უკმარისობის გამო. კონტრ-ადმირალმა ფიოდოროვმა, რომელიც ჯერ კიდევ გრაფ ზუბოვის ასტრახანში ყოფნის დროს მას ოცამდე სატრანსპორტო სავაჭრო გემის შეკრებას ჰპირდებოდა, სინამდვილეში მხოლოდ ცამეტი გემის მოძიება შეძლო, რომელთა გამოყენებაც პროვიანტის გადმოსაზიდად მოუხდათ (Письмо графа Зубова князю П. А. Зубову 7-го августа, № 53).

ჩვენი ფლოტილიის ბაქოში მოსვლის შემდეგ, მთავარსარდალმა, თუმცა კი დაავალა ფიოდოროვს ზღვაში მცურავი მოწინააღმდეგის ყველა კირჟიმი დაეკავებინა და ისინი მომავალი დესანტისთვის მიესადაგებინა, მაგრამ ასეთი კირჟიმები სპარსელებს ბევრი არ ჰქონდათ, და ისინიც, ჩვენი ფლოტის შიშით, ზღვაში გამოსვლას ვერ ბედავდნენ. 

მიუხედავად ამისა, კონტრ-ადმირალმა ფიოდოროვმა მოახერხა ექსპედიციის აღკაზმვა ბრიგადირ გოლოვატის მეთაურობით ვლადიმირის პოლკის ერთი ასეულისგან ორი ქვემეხითა და 200 შავზღველი კაზაკით. ამ ჯარების გემებში ჩასასხმელად თალიშის ხანი თავისი კირჟიმების გამოგზავნას დაპირდა, მაგრამ შემდგომში განაცხადა, რომ ასეთი კირჟიმები მხოლოდ შვიდი აქვს და მეტის გამოგზავნა არ შეუძლია. თუმცა კი თალიშელი მუსტაფა-ხანი ჩვენდამი ერთგული ხანების რიცხვში იყო, მაგრამ ამდენად უმნიშვნელო რაზმის გადასხმა უცხო სამფლობელოებში, იმ მოსახლეობას შორის, რომლის ერთგულებაც ჯერ არ გამოგვეცადა, მეტად წინდაუხედავი საქმე იქნებოდა, და ამიტომ კონტრ-ადმირალი ფიოდოროვი ხანისგან ამანათს მოითხოვდა, რომლის გამოგზავნასაც ის თავიდან დაპირდა, მაგრამ შემდეგ კი უარი თქვა, ამბობდა რა, რომ რუსული ჯარები ახლა მას არ სჭირდება, რომ მოწინააღმდეგე საშიში არ არის, და რომ ერთი კვირის შემდეგ ის შეატყობინებს, დასჭირდება თუ არა მას დახმარება. თუმცა კი მალევე მუსტაფამ ისევ მიმართა თხოვნით დახმარების შესახებ, იმიტომ რომ მის სამფლობელოებში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის შესაძლებლობის თაობაზე ხმები დღითი-დღე სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა. შემახის (შირვანის) ხანი წერდა მთავარსარდალს, რომ სპარსელთა მთავარი რაზმი არდევილთან იყრის თავს, და რომ აღა-მაჰმად-ხანს რუსებზე შემოტევა აქვს განზრახული.

“თქვენი მაღალღირსების (высокостепенство) სასიამოვნო წერილი, წერდა გრაფი ზუბოვი ამაზე საპასუხოდ შირვანელ მუსტაფა-ხანს (Въ письме отъ 30-го сентября 1796 года), განმარტებით, რომ აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარები უკვე არდევილში მოვიდნენ, მე მივიღე და მადლობას გიხდით ამ შეტყობინებისთვის, რომელიც უტყუარი ნიშანია მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ტახტისადმი თქვენი ჭეშმარიტი გულმოდგინებისა. ამავე დროს, სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ აღა-მაჰმად-ხანს განზრახული აქვს გამანთავისუფლოს მე მისი შემდგომი ძიებისგან, როდესაც თავად უახლოვდება ამ ფარგლებს, და არ შემიძლია თქვენს წინაშე დავფარო ჩემი სიხარული, ვხედავ რა ჩემი საქმის დასასრულს და ვიმედოვნებ, თქვენი და მთელი აქაური ხალხის თვალთა წინაშე გამოცდილებით გაჩვენოთ ყველა კეთილგანმზრახველისა და ყოვლადმოწყალე ხელმწიფასადმი ერთგულის მიმართ ჩემი მეგობრული დამოკიდებულება, მათი ოლქების ქმედითი დაცვით ნებისმიერი მტაცებლისგან, რომელიც მას ამდენ უბედურებას აყენებდა.

და რადგანაც დგება უკვე დრო, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარები მტკვრის იქით გადავიყვანო, ამიტომ ჩემთვის სასურველი იქნებოდა, რომ ყველა აქაური პატივცემული მფლობელი, რომელთა მფარველობისთვისაც შემოვედით ჩვენ სპარსეთის საზღვრებში, შემომიერთდეს მე თავიანთი საერთო დამაქცეველის წინააღმდეგ.

თქვენო მაღალღირსებავ, გაქვთ რა თვალწინ თქვენი ქალაქი შემახა, უდაბნოდ ქცეული აღა-მაჰმად-ხანის ხელით, და ჯერ კიდევ არ დაგვიწყებიათ რა თქვენი საყვარელი ქვეშევრდომების სისხლით მორწყული ადგილები, რომლებიც უკანონო მტანჯველი ნაძირალას ხელით თქვენს სამსახურში თქვენდამი და თავიანთი სამშობლოსადმი სიყვარულით დაიღუპნენ; ასევე არცთუ დამშვიდებული სულით გაივლით რა ფიქრებში საკუთრივ თქვენს მიერ და თქვენი მეზობლების მიერ მისგან გადატანილ სასტიკ დევნას, ვიმედოვნებ, სიმხნევით აღიჭურვებით ამის გამო სამართლიანი შურისძიებისთვის და თქვენს საშუალებებს შემოუერთებთ ჩემსას, მომმართავთ რა მე, ამ საერთო საქმეში, იმ სულიერი კეთილგანწყობით, რომელსაც უფლება მაქვს მოველოდე ჩემი თქვენდამი მეგობრობის საპასუხოდ, რამეთუ, წყენისა და ძარცვა-რბევის საპასუხოდ შურისძიების გარდა, მთელი ირანის სიკეთე ავალდებულებს მის ყველა მაცხოვრებელს აღიმართოს ვერაგი და მძვინვარე მძარცველის გასანადგურებლად. შესაბამისად, არ შემიძლია მე ვეჭვობდე, რომ ამ შემთხვევაში თქვენო მაღალღირსებავ არ აირჩევთ იმ გზას, რომელიც თქვენ და თქვენს ქვეშევრდომებს იმ ურყევი ნეტარებისკენ წაგიყვანთ, რომელიც დედამიწაზე უდიდესი მონარქის ჩრდილქვეშ არსებობს, რომელიც თავისი წყალობის ნაკადებს სამყაროს ყველა კიდეში უშვებს და ახლა მე გამომგზავნა ამ მხარის ტყვეობისგან განთავისუფლებისა და დამხობილთა და უდანაშაულოდ ტანჯულთა აღდგენისთვის. მით უფრო მეტად ვრწმუნდები მე ყველა აქაურზე დაიმედებით, რომ მაღალღირსების მურთაზა-ყული-ხანის სახით წარმოგვიდგება ნათელი მაგალითი, ერთის მხრივ, რომ ღვიძლმა ძმობამ ვერ შეძლო მისი გადარჩენა აღა-მაჰმად-ხანის ბოროტმოქმედებისგან, რომელსაც სძულს ღვთისა და ადამიანთა კანონები, და რომელზედაც, შესაბამისად, არავის დაყრდნობა არ შეუძლია; მეორეს მხრივ, რომ ყოვლადმოწყალე ხელმწიფამ, რომელიც მხოლოდ კაცთმოყვარებით იქმოდა სინანულით უცხოელისადმი, თავის საკუთარ მხარეში გულნატკენისა, მიიღო მისი წილ-ხვედრი თავის ძლიერ მარჯვენაში და მიბრძანა მე, შეიყვანა რა იგი უწინდელ ღირსებაში, ამის მსგავსად მოვქცეულიყავი ყველა შეურაცხყოფილთა მიმართ.

მე, მივყვები რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უწმინდეს ნებას, მისი ძლევამოსილი ჯარებით მოვაღწიე თქვენს სამფლობელოს, და აქაურ მცხოვრებთაგან არავის არ შეუძლია გვისაყვედუროს, რომ ჩვენ ვინმეს ვავიწროვებდით ან რომელიმეს თუნდაც სულ უმცირესი წყენა მივაყენეთ; და განა ეს არ ამტკიცებს ნათლად ყოვლადმოწყალე ხელმწიფას კეთილ განზრახვებს, რომლებიც ყოველთვის მიმართულია მხოლოდ ერთი კეთილგანმზრახველთა და მშვიდთა ჭეშმარიტი სარგებლისა და მთელი აქაური მხარის დამშვიდებულ მდგომარეობაში მოყვანისკენ.

ამ წერილის დასასრულს, არ ვაზვიადებ რა რუსეთის იმპერიის დიდებას, რომლის გამარჯვებანი მთელი ქვეყნიერებისთვისაა ცნობილი, და არ ჩამოვთვლი რა საშუალებებსა და ძალებს, რაც გამაჩნია და რასაც კიდევ ველოდები, მხოლოდ გეტყვით თქვენ ჩემო მაღალხარისხოვანო ახლობელო, რომ შემოვედი მე სპარსეთში, არ ვიყავი რა დარწმუნებული, რომ არავინ არ გამოვა ჩემს წინააღმდეგ იარაღით, არამედ უფრო მეტად ვვარაუდობდი შევხვედროდი ძლიერსა და მამაც მოწინააღმდეგეს, და შესაბამისად ამ შემთხვევისთვის საკმარისი ძალები გამაჩნია და მზადყოფნაშიც გახლავართ, მაგრამ ყოველთვის მსურს, რათა თქვენმა მაღალღირსებამ და თქვენმა მეზობლებმა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ტახტისადმი თქვენი გულმოდგინების დასამტკიცებლად, შემოუერთოთ ჩემს საშუალებებს თქვენიც, რამდენიც შეგიძლიათ, და რომ აქაური მეომრები ჩვენი მოქმედებების მონაწილენი შეიქნენ, მისცემენ რა განსაზღვრულ ქვეყნებს ჩვენს მიმართ მეგობრული მოპყრობის საბაბს”.

მუსტაფა ამ წერილზე პასუხობდა, რომ ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენი გადაიტანა მან აღა-მაჰმად-ხანისგან; რომ როცა სპარსეთის მბრძანებლის წინააღმდეგ მისი მხრიდან ლაშქარი შეიქნება საჭირო, მაშინ ის, მუსტაფა, მზად არის შეკრიბოს თავისი ძალები და ისინი რუსებს შემოუერთოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკანასკნელნი მდინარე მტკვარს გადალახავენ.

ასე ამბობდა ხანი, ეშინოდა რა სპარსელთა მოახლოებისა და იმავე დროს გულწრფელად სურდა რა თავისი სამფლობელოებიდან რუსების გასტუმრება.

ხმები აღა-მაჰმად-ხანის მოახლოების შესახებ სხვა მფლობელებსაც აშფოთებდა. შუშელი იბრაჰიმ-ხანი მთავარსარდალს წერდა, რომ მასთან მოვიდნენ ადერბაიჯანის ხანების წარმომადგენელნი თხოვნით აეხსნა მათთვის რუსების განზრახვები. იბრაჰიმი ამბობდა, რომ თავად ის იმდენად არის რუსეთისადმი ერთგული, რომ ითხოვს შუშა რუსულ ქალაქად ჩათვალონ და არ დატოვონ ის თავისი დაცვის გარეშე. იგი გულუბრყვილოდ არწმუნებდა, რომ თუ რუსები შუშას თავიანთ ხელში შეინარჩუნებენ, მათ მთელი სამყაროს დაუფლება შეეძლებათ. ყარაბაღის ხანი სთხოვდა ეჩქარათ ასტრაბადსა ან მაზანდერანზე მოძრაობა, სადაც აღა-მაჰმად-ხანის ძალების დიდი ნაწილი იკრიბება, და მისთვის, იბრაჰიმისთვის, 12.000 რუსული ჯარის გამოგზავნა, რომლითაც მას შეეძლებოდა ნახჭევნის გზაზე დაძრულიყო რუსეთის იმპერატრიცის ნების წინააღმდეგ ყველა გამოსულის დასასჯელად.

“იმ ადგილიდან, რომელზედაც ახლა იმყოფებით, წერდა იბრაჰიმ-ხანი გრაფ ზუბოვს, საჭიროა გადახვიდეთ დისტანციებით და თავრიზამდე წახვიდეთ. აქაური ხალხები ვერაგობითა და ცბიერებით არიან აღსავსენი, ამიტომაც არ დაეყრდნოთ მათ სიტყვებს, და თუ ისინი რაიმენაირ წარდგენებს გაგიკეთებენ, გთხოვთ მე შეტყობინების გარეშე არ დამტოვოთ”.

გრაფი ზუბოვი მადლობას უხდიდა იბრაჰიმს მისთვის მიცემული რჩევების გამო, მაგრამ როგორც მისი, ისე სხვა დანარჩენი ხანების გულწრფელობისაც არა სჯეროდა. მათ სამფლობელოებთან სპარსელთა მოახლოების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, ყველა ხანი ორ ცეცხლს შუა დგებოდა: მათ ეშინოდათ აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის და მსგავსი შემოჭრისგან განუშორებელ უბედურებათა და ძარცვა-რბევისა; მეორეს მხრივ კი, რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლით თავიანთი დამოუკიდებლობის დაკარგვა აშინებდათ. აღა-მაჰმად-ხანის ცნობილი სისასტიკე და რუსული მთავრობის დიდსულოვნება არ აიძულებდა ხანებს დიდხანს ეფიქრათ იმის შესახებ, თუ დროებით რომლის მხარეზე უფრო მომგებიანი იყო გადახრა, და ყველა მათგანმა ერთი-მეორის მიყოლებით დაიწყო განცხადებები რუსეთისადმი თავიანთი ერთგულების შესახებ. ნახჭევნელი ქელბ-ალი-ხანი იფიცებდა და ღმერთს იმოწმებდა, რომ ის იმპერატრიცის მიმართ გულწრფელადაა ერთგული. განჯელი ჯავად-ხანი, იცოდა რა განჯაზე ერეკლე მეფისა და შუშელი იბრაჰიმის პრეტენზიების შესახებ, ასევე პირფერობდა მთავარსარდლის წინაშე, საქართველოში წარგზავნილთ გამცილებლებს აძლევდა და სთხოვდა კიდეც, რომ მის სამფლობელოებში რაც შეიძლებოდა სწრაფად რუსული ჯარები გაეგზავნათ, რათა მათ ციხესიმაგრის დაკავება სპარსელების გამოჩენამდე უფრო ადრე შეძლებოდათ. ჯავად-ხანი უფრო მომგებიანად თვლიდა რუსეთისადმი დაქვემდებარებას, ვიდრე ყარაბაღის ხანის ან საქართველოს მეფის ძალაუფლების ქვეშ ჩავარდნას.

უკანასკნელი არ ტოვებდა იმედს განჯას დაუფლებოდა, ჯერ კიდევ ივნისის თვეში, შუშელ იბრაჰიმ-ხანთან ერთად რუსულ ბანაკში თავისი წარმომადგენლებიც გამოგზავნა. ულოცავდნენ რა გრაფ ზუბოვს შეძენილ წარმატებებს, მოსულები გამოთქვამდნენ სურვილს რუსულ ჯარებთან რაც შეიძლებოდა სწრაფად შემოერთების შესახებ, თვლიდნენ რა თავიანთ ძალებს არასაკმარისად განჯის დაუფლებისთვის, რომელიც ალყაში ჰქონდათ მოქცეული.

ერეკლე წერდა მთავარსარდალს, რომ რუსების ალერსიანმა მოქცევამ ყველა სპარსელის გულები მათკენ მიიზიდა; რომ განჯის დაუფლება შემოდგომამდე არ უნდა იქნას გადადებული, და რომ რუსული ჯარების მოსვლა მალევე გადაწყვეტდა არა მხოლოდ ამ ქალაქის ხვედრს, არამედ ერევნისაც. მეფე ატყობინებდა, რომ განჯაზე რუსების მოძრაობის შემთხვევაში, ყველაზე უფრო უკეთესი გადასასვლელი მტკვარზე პატარა ადგილ მინგეჩაურთან იმყოფება.

გრაფი ზუბოვი ერეკლეს პასუხობდა, რომ განჯის დაკავება რუსული ჯარების მიერ სავარაუდო მოქმედებათა პროექტში შედის, ხოლო ერევანთან მიმართებაში კი ურჩევდა ერეკლეს ის თავად დაეკავებინა, რადგანაც ჩვენი ჯარების მიახლოება თურქეთის საზღვრებთან რუსეთის მთავრობის შეხედულებებს არ ეთანხმებოდა. მთავარსარდლის ამ პასუხით საქართველოში გაგზავნილ იქნა მაიორი ვერდერევსკი, და იმავე დროს დივიზიის კვარტერმაისტერი ტიხანოვი გაიგზავნა მდინარე მტკვარზე გადასასვლელისა და განჯის გზის დათვალიერებისთვის.

მაიორი ვერდერევსკი 4 აგვისტოს დაბრუნდა საქართველოდან და მისი შინაგანი მდგომარეობის შესახებ ყველაზე უფრო არადამაკმაყოფილებელი ცნობები მოიტანა. მეფეს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა ბატონიშვილებზე, და თავადაზნაურებზეც, და ამას პოლკოვნიკ სიროხნევთან გულახდილად აღიარებდა.

ჩვენ უკვე ვამბობდით, რომ მთელი საქართველო საუფლისწულოებად იყო დაყოფილი, და ამასთან ისე, რომ მისი ხუთი ნაწილი ბატონიშვილთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა, და მხოლოდ მეექვსე ნაწილი ეკუთვნოდა თავადაზნაურობას. ამ უკანასკნელ ნაწილში არსებული სოფლები ყველაზე უფრო სატირალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, ვინაიდან თავიანთი მფლობელებისთვის გადასახადი ხარკის (подати) გარდა, ქართველებს არცთუ იშვიათად ისინი სამეფო გვარის პირთათვისაც უნდა გადაეხადათ. მეფეს, დედოფალსა და ბატონიშვილებს შეეძლოთ თავადაზნაურებისთვის კუთვნილ ნებისმიერ სოფელში გაეგზავნათ ბრძანება და მისგან მოეთხოვათ ყველაფერი, რასაც მოიფიქრებდნენ. ძლიერის უფლებასა და სხვისი საკუთრების მიტაცებას იმ დროს საქართველოში ფართო გამოყენება ჰქონდათ. აზნაურები და განსაკუთრებით კი უბრალო ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, “ნაწილობრივ სიზარმაცის გამო, მოახსენებდა სიროხნევი (Въ рапорте графу Зубову 15-го iюля 1796 года, № 393), და ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მეფისა და ბატონიშვილთაგან გაგზავნილი აზნაურები, რომლებსაც ესაულები ეწოდებათ, მათ ყველაფერს ართმევენ, რისი პოვნაც შეუძლიათ, ზოგჯერ კი განგებ ეძებენ (აბრალებენ) დანაშაულსაც, რასაც მეფეც არცთუ იშვიათად უკეთებს აზნაურებს”. («частiю по лености, доносилъ Сырохневъ, а частiю потому, что посылаемые отъ царя и царевичей дворяне, есаулами называемые, обираютъ у нихъ всё, что найти могут, иногда нарочно изыскивая вины, что и царь нередко делаетъ съ дворянами».) 

ყველა გარჩევას საჩივრებისა და სათხოვარების მიხედვით თავად მეფე აწარმოებდა, უფრო ხშირად კი დარეჯან დედოფალი, და რადგანაც მთხოვნელი მრავალი იყო, გარჩევაც მეტად ნელა მიდიოდა, და ხდებოდა, რომ მომჩივარები ტფილისში დიდი ხნით ცხოვრობდნენ და სახლში ისე ბრუნდებოდნენ, რომ არანაირი პასუხი არ ჰქონდათ მიღებული.

ერთადერთი ხსნა ქვეყნისთვის იქნებოდა საუფლისწულოების მოსპობა და ერთი ხელისუფლების დამყარება, მაგრამ ერეკლე წერდა გრაფ ზუბოვს, რომ საუფლისწილოთა მოსპობისთვის მას, სამწუხაროდ, ძალები არ გააჩნია, რომ ამას იმპერატრიცის სრულ ნებას უმორჩილებს, და რომ, თავისი სიკვდილის შემთხვევაში, ყველაზე უფრო მეტ იმედებს თავის შვილიშვილზე, დავით ბატონიშვილზე ამყარებს. (Единственнымъ спасенiемъ для страны было бы уничтоженiе уделовъ и утвержденiе единовластiя, но Ираклiй писалъ графу Зубову, что уничтожить уделы он, къ сожаленiю, не въ силахъ, что предоставляетъ это въ полную волю Императрицы, и что, въ случае своей смерти, полагаетъ более всего надежды на внука своего, царевича Давида.) საქართველოს მეფე ამბობდა, რომ სპარსელების ერევნიდან განდევნა და ამ ქალაქის დაუფლება არ შეუძლია, რუსული ჯარების სიშორის გამო და საკმარისი რიცხვის თავისი საკუთარი ჯარების არყოლის გამოც.

მართლაც, პოლკოვნიკ სიროხნევის მოხსენების მიხედვით, იულონ ბატონიშვილის მიერ ქართლში შეკრებილი ჯარები, მოვიდნენ რა ტფილისამდე, თავიანთ სოფლებში იქნენ გაშვებულნი, ახალციხის მხრიდან ლეკთაგან მათ დასაცავად, რომლებიც მუდმივ ძარცვა-რბევებს აწყობდნენ და მცხოვრებნიც ტყვედ მიჰყავდათ. მსგავსი ძარცვა-რბევა წარმოებდა არა მხოლოდ ქართლში, არამედ კახეთშიც, რომლის მეზობლებიც, ჭარ-ბელაქნელი ლეკები, იცნობდნენ რა საქართველოში არსებულ შინაგან უწესრიგობას, თავისუფლად მოდიოდნენ საძარცვავად და ტყვეები თავად ტფილისის სიახლოვიდანაც მიჰყავდათ. “მეფისა და მთავრობისგან კი, მოახსენებდა სიროხნევი, სიფრთხილის არანაირი ზომები ამის შეწყვეტისთვის მიღებული არ ყოფილა”.

ვერც ხარკი, რომელსაც საქართველოს მეფე ავარიის ხანს უხდიდა, ვერც ახალციხის ფაშისთვის გაგზავნილი თხოვნები, რათა მას ლეკები საქართველოში არ შემოეშვა, ვერაფერი ვერ შველოდა და საქართველო მტაცებელთა სრული ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა. ერეკლე ხსნას მხოლოდ რუსული ჯარების მიერ დაცვაში ხედავდა. იგი სთხოვდა გრაფ ზუბოვს მოეზღუდათ მისი ქვეყანა “ასეთი მავნე მოწინააღმდეგეებისგან” და უფრო მალე გამოეგზავნათ რუსული ჯარები, ირწმუნებოდა რა, რომ მათ სურსათით მომარაგებაში სიძნელეები არ შეხვდებათ, რადგანაც, მისი სიტყვებით, საქართველოს თავისუფლად შეეძლო 30.000 ადამიანის გამოკვება.

დახმარების მიღების სურვილი აიძულებდა ერეკლეს მნიშვნელოვნად გაეზარდა სიტყვით ქვეყნის საშუალებები და იმაში დაეწყო დარწმუნება, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. პოლკოვნიკი სიროხნევი მოახსენებდა, რომ მთელი მისი ძალისხმევისას, სურსათის დამზადება მეტად ნელა მიმდინარეობს, ასე რომ აპრილის დასაწყისიდან 15 ივლისის ჩათვლით, მან დიდი ძალისხმევით შეძლო 30 ურემი, 98 ხარი და 400 ტომარა ეყიდა; რომ მის მიერ შესყიდულია 12.541 ფუთი ფქვილი და 600 ფუთი ბურღულეული* (*მას დავალებული ჰქონდა 27.187 ფუთი ფქვილი და 2.812 ფუთი ბურღულეული შეესყიდა), და რომ ტომრების არქონის გამო, ნაყიდ პურს იგი ერთ სახლში ჰყრის, მაგრამ შიშობს, რომ ის დაიტკეპნება (Рапортъ Сырохнева графу Зубову 15-го iюля 1796 года, № 392). ტფილისის გარეთ შესყიდული პურისთვის სიროხნევი გადმოზიდვის საშუალებებს ვერ პოულობდა. “სანდო მოიჯარადრეების პოვნა, მოახსენებდა სიროხნევი, ვერანაირად ვერ არის შესაძლებელი, ხოლო კასრები და დიდი ტომრები კი მცხოვრებთ მთელ საქართველოში ასეთი შემთხვევისთვის არ გააჩნიათ”. გრაფი ზუბოვი იძულებილი იყო დიდი ტომრები საქართველოში თავისი რაზმიდან გაეგზავნა, და სიროხნევისთვის პროვიანტის შეძენისას აუცილებელი ხარჯებისთვის კიდევ 5.000 თუმანი მიეწოდებინა. 

მთავარსარდალი სთხოვდა ერეკლეს სურსათის დამზადებაში სიროხნევისთვის დახმარება (содействiе) აღმოეჩინა, და ეუბნებოდა, რომ პროვიანტის საკმარისი მარაგის გარეშე მას საქართველოში ჯარის გამოგზავნა არ შეუძლია. მეფე ხელმეორედ წერდა, რომ პური საქართველოში ბევრია, და სთხოვდა შეეტყობინებინათ მისთვის, თუ როდის შეიძლებოდა მას რუსული ჯარების გამოგზავნის იმედი ჰქონოდა, რათა შესაბამისი განკარგულებები თავად გაეცა.

მიიღო რა ერეკლეს ახალი თხოვნა, და იცოდა რა, რომ საქართველოში მაინც პური არ არის, გრაფმა ზუბოვმა მეფეს მისი წარმოგზავნილი თავადი გარსევან ჭავჭავაძე გაუგზავნა იმისთვის, რათა მას მეფისთვის საქმეთა მდგომარეობა განემარტა. თავადი ჭავჭავაძე დაკავებულ იქნა ნუხაში შექელი სელიმ-ხანის მიერ, რომელიც ვარაუდობდა, რომ საქართველოს ელჩს მეფისთვის მთავარსარდლისგან ფულის მნიშვნელოვანი თანხა მიჰქონდა. ხოლო როცა კი სელიმი დარწმუნდა, რომ თავად ჭავჭავაძეს ასეთი ფულები სრულებით არ გააჩნდა, ის გაანთავისუფლა და სთხოვა რომ ამაზე გრაფ ზუბოვისთვის მიეწერა. თუმცა კი ჭავჭავაძემ მთავარსარდალს შეატყობინა როგორც მისთვის შექის ხანის მხრიდან შემთხვეული საქციელის შესახებ ისე იმის თაობაზეც, რომ ხანი და მისი მოხელენი, არ მალავდნენ რა თავიანთ არაკეთილგანწყობას, იკვეხნიდნენ, რომ მალე საქმე რუსულ ჯარებთან ექნებოდათ. ამასთან თავადი ჭავჭავაძე უმატებდა, რომ მასთან მოვიდა ხმები, ვითომ ერეკლესთვის შემოთავაზებულ იქნა “მოწინააღმდეგის მხრიდან ფულის მნიშვნელოვანი თანხა მის საჭიროებათა გაძღოლისთვის”. ამიტომ საქართველოს ელჩს ეშინოდა, რომ საქართველოს მეფეს მისთვის შეთავაზებული ფულები არ აეღო და რუსეთის ქვეშევრდომობისთვის თავი არ აერიდებინა.

მართლაც, ერეკლე ამ დროს ოტომანის პორტასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მზად იყო მის მხარეს გადახრილიყო. 1796 წლის მარტში ერეკლე, თავისი წარმოგზავნილის მეშვეობით, სთხოვდა იმპერატრიცას მისთვის სესხად ვერცხლით მილიონი მანეთის მიცემის შესახებ ვადით, “რომლის დანიშვნასაც კეთილ ინებებდნენ”, იმ პირობით, რომ გადახდის უზრუნველყოფისთვის მეფე იძლეოდა თავის და თავის მემკვიდრეთა სამფლობელოებს (Мовковск. Арх. Министерства Иностранныхъ Делъ). ვერ მიიღო რა თხოვნილი თანხა, ერეკლემ მისი ძიება თურქეთის მთავრობასთან დაიწყო და პორტას მფარველობის ქვეშ შესვლაზე თანხმდებოდა. სერასკირი იუსუფ-ფაშა ამის თაობაზე მეფესთან მიმოწერას აწარმოებდა, რომლის შესახებაც თავადმა ჭავჭავაძემ შეიტყო.

საქართველოს ელჩს აუცილებლად მიაჩნდა რაც შეიძლებოდა მალე დაემშვიდებინათ მეფე დახმარების გამოგზავნაში და გრაფ ზუბოვს ერევნელი სომხების წერილი გადმოუგზავნა, რომელშიც ისინი ერეკლეს ეკითხებოდნენ, არის თუ არა იმედი, რომ რუსეთი მათ მუსლიმანთა უღლისა და იმ უკიდურესი შევიწროვებისგან გაათავისუფლებს, რომელსაც ისინი განიცდიან. ყველაფერ ამაზე პასუხად მთავარსარდალი წერდა, რომ ხდება რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კორპუსის მომზადება საქართველოში გამოგზავნისა და სალაშქროდ გამოსვლისთვის, როცა კი ყოველივე აუცილებლით მომარაგებულ იქნება. გრაფი ზუბოვი კვლავ დაჟინებით მოითხოვდა და სთხოვდა საქართველოს მეფეს სურსათის დამზადების თაობაზე ეზრუნა, რომლის მარაგის გარეშეც სამხედრო ღონისძიებანი (предприятiя) შეუძლებელია, და თავის მხრივ მიეღო ზომები ერევნის თავისი მფლობელობის ქვეშ დაბრუნებისთვის, განდევნიდა რა იქიდან სპარსელებს, რომლებიც თავაკ-ალი-ხანის უფროსობით იმყოფებოდნენ. მთავარსარდლის აზრით, ასეთი მოქმედება ქართველებისთვის არ შეიძლებოდა ძნელი ყოფილიყო, რადგანაც, თავად მეფის შეტყობინებებით, ერევნის ხანს არა თუ არ სურდა მისი სამფლობელოებიდან სპარსელთა განდევნისთვის წინააღმდეგობა გაეწია, არამედ მზად იყო ამას მთელი თავისი საშუალებებით მხარში ამოდგომოდა. ამასთან, ადერბაიჯანში რუსული ძალების გამოჩენის შემდეგ, საქართველო აღა-მაჰმად-ხანის მხრიდან ყოველგვარი თავდასხმებისგან დაფარული და სრულებით უზრუნველყოფილი გახლდათ.

ცნობამ სამეფოს საზღვრებთან რუსული ჯარების სწრაფი მოახლოების შესახებ ერეკლე გაახარა, და იგი ჩქარობდა შეეტყობინებინა გრაფ ზუბოვისთვის, რათა ის სურსათის თაობაზე არ შეშფოთებულიყო, არწმუნებდა რა, უწინდებურად, რომ საქართველოს ადვილად შეუძლია თუ 30.000 არა, სულ მცირე 12.000 ადამიანის გამოკვება მაინც, და რომ მან უკვე გასცა განკარგულება ტფილისში, გორსა და სიღნაღში პურის ყიდვის შესახებ. 

ამასობაში, დაახლოებით ამავე დროს, სახელდობრ კი 7 ოქტომბერს, მთავარ რაზმს შემოუერთდნენ კავკასიის ხაზიდან გამოგზავნილი ჯარები, როგორც გრაფ ზუბოვის გაძლიერებისთვის, ისე კავკასიის კორპუსის შემადგენლობაში დანიშნულებიც, რომლებიც საქართველოს მხრიდან მოქმედებებისთვის იყვნენ გაკნუთვნილნი* (*კავკასიის ხაზიდან სხვადასხვა დროს გამოგზავნილი ეს პოლკები გენერალ ბულგაკოვის ყუბის რაზმში იკრიბებოდნენ).

უკანასკნელი რაზმის შემადგენლობაში, რომელიც გენერალ-მაიორ რიმსკი-კორსაკოვის უფროსობის ქვეშ შევიდა, დანიშნულ იქნენ: ყუბანის ეგერთა კორპუსის მეორე ბატალიონი, მოსკოვისა და ყაზანის პოლკების ასეულებისგან შემდგარი გრენადერთა ბატალიონი, ტაგანროგის დრაგუნთა პოლკის შვიდი ესკადრონი, პავლოგრადის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკი, დონის კაზაკთა კირეევისა და ორლოვის პოლკები და ექვსი საველე ქვემეხი. ამ რაზმში, რომლის რიცხოვნებაც სამწყობრო ჩინების 3.000 ადამიანს არ აღემატებოდა, 20 პონტონი და მოძრავი მაღაზია იმყოფებოდა, სამი თვის სურსათით, რომელიც 800 ფურგონში და 250 აქლემზე იყო განთავსებული.

წავიდოდა რა განჯისკენ, რიმსკი-კორსაკოვს ტფილისიდან თავისთან შემოერთებისთვის პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმი უნდა გამოეძახა, ციხესიმაგრე დაეკავებინა, მის ციტადელში შესაფერისი გარნიზონი შეეყვანა, ხოლო დანარჩენი ჯარებით კი ქალაქის მახლობლად ბანაკად განლაგებულიყო და იქ მთავარსარდლის შემდეგ ბრძანებებს დალოდებოდა.

სიძნელეები ამ ვარაუდების აღსრულებაში მოსალოდნელი არ იყო (не предвиделось), ვინაიდან განჯელი ჯავად-ხანი ამ დროს, ისე ჩანდა, რომ რუსეთის გეგმების შესრულებისკენ იხრებოდა. იგი გრაფ ზუბოვს წერდა, რომ 5.000 თუმნით საქართველოში გაგზავნილ პორუჩიკ ვილკსენს თუმცა კი გააყოლა ხანმა, მთავარსარდლის სურვილის მიხედვით, შესაფერისი ბადრაგი და ტფილისში გაგზავნა, მაგრამ გზაზე ის გაძარცვულ იქნა.

“მე მოვძებნე მძარცველები, რომლებიც ჩემი ქვეშევრდომები აღმოჩნდნენ, ამბობდა ჯავადი. მე დავუბრუნე ვილკსენს მთელი ხუთი ათასი და უძლიერესი ბადრაგით გავგზავნე, რომლებითაც ის ტფილისში მშვიდობით ჩავიდა”.

განჯის ხანის ცნობილი ორპირობისას შეიძლებოდა ევარაუდათ, რომ მან თავად მოაწყო ეს ჩასაფრება იმ მიზნით, რათა რუსეთისადმი თავისი ერთგულება უფრო უკეთ ეჩვენებინა. გრაფი ზუბოვი თუმცა კი მადლობას უხდიდა ჯავად-ხანს რუსეთის მთავრობისადმი მისი სამსახურისთვის, მაგრამ, არ ეყრდნობოდა რა მის ფიცსა და დაპირებებს, არც მისი კეთილგანწყობის გულწრფელობას, რიმსკი-კორსაკოვს დაავალა, მცხოვრებთა წინააღმდეგობის შემთხვევაში, განჯის ციხესიმაგრისთვის ალყა შემოერტყა და ის ძალით დაეკავებინა. მთავარსარდალს მიაჩნდა, რომ პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმის შემოერთებით რიმსკი-კორსაკოვის განკარგულებაში იქნებოდა საკმარისი ძალები იმისთვის, რათა ამ ციხესიმარეს დაუფლებოდა. დამკვიდრდებოდა რა განჯაში, რიმსკი-კორსაკოვს უნდა დაეყოლიებინა ადერბაიჯანის ხანები, რათა აერთობლივად ემოქმედათ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, და დაერწმუნებინა ერეკლე შეეკრიბა თავისი ჯარები და ერევნის დასაუფლებლად ამ ქალაქზე დაძრულიყო. საქართველოს მეფეს გამოეცხადა, რომ რუსული ჯარები არ შეიძლება იყოს შეყვანილი თურქეთის იმპერიის მოსაზღვრე პროვინციაში, რათა პორტასთვის, რომელთანაც რუსეთი მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა, შეშფოთება არ მიეყენებინათ, მაგრამ რომ თავად ერეკლეს, უზრუნველყოფილი იქნება რა რუსული ჯარებით განჯის მხრიდან, შეუძლია სრულებით მოხერხებულად მიმართოს მთელი თავისი ძალები ერევნის წინააღმდეგ. საქართველოს მეფის მხრიდან ამ საქმეში დახმარებაზე თხოვნის შემთხვევაში, რიმსკი-კორსაკოვს დაევალა ეპასუხა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ტრაქტატი არ აძლევს ნებას ერთ იმპერიას, რომ მეორესთან “მიიყვანოს ლაშქარი”, და ერჩია ერეკლესთვის იმერეთის მეფესთან მისი კავშირითა და ამიერკავკასიის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის ჩვენდამი ერთგულებით ესარგებლა.

“სპარსეთში ჩემი შემოსვლის დროიდან, წერდა გრაფი ზუბოვი ინსტრუქციაში რიმსკი-კორსაკოვს (Предписанiе Римскому-Корсакову отъ 10-го октября 1796 года, № 531), თუმცა კი ჩვენი მართლმადიდებელი აღმსარებლობის ღირსება მოითხოვს მაჰმადიამური უღლისგან ქრისტიანთა უსწრაფეს განთავისუფლებას, მაგრამ მათთან მიმართებაში მე საჭიროდ ვთვლიდი გარეგნული გულგრილობის გამოჩენას, რათა მიმეძინებინა მაჰმადიანთა შეშფოთება ქრისტიანთა ბედის თაობაზე ზრუნვის გამო, რომელიც გარეშეთა უკრძალველობის მიზეზით უკვე ბევრჯერ ყოფილა აგზნებული, რათა დავამშვიდებდი რა ამ მხრიდან ურჯულოებს, ამერიდებინა თავიდან ის დაბრკოლებანი, რომლებსაც აუცილებლად დაუყენებდნენ ისინი ჩემს მიმართვებს (მოქმედებებს), ხოლო მივაღწევდი რა უკვე ჩემთვის ნავარაუდევ მიზანს, აღმედგინა ქრისტიანები უეცრად და მტკიცე ურყევობით. (... хотя достоинство правовлавнаго нашего исповеданiя требуетъ скорейшаго освобожденiя христiанъ изъ-подъ ига магометанскаго, но долженствовалъ я оказывать наружное относительно ихъ равнодушiе, ради усыпленiя безпокойной магометанъ о судьбе христiанъ заботливости, многократно уже, по постороннимъ нескромностямъ, возбуждаемой, дабы, успокоя съ сей стороны неверныхъ, отвратить те препоны, которыя непременно поставили бы они моимъ обращенiямъ, а чтобы, достигнувъ уже цели, мне предположенной, возстановить христiанъ вдругъ и съ прочностiю непоколебимою.) თქვენი აღმატებულებაც ამის შესაბამისად უნდა მოიქცეს. მაგრამ რადგანაც ქრისტიანების მიმართ სრულებით გულცივ დამოკიდებულებასაც შესაძლოა ისინიც გაეციებინა ჩვენს მიმართ და მათ მიერ უღლისგან განთავისუფლებაში ჩვენზე დამყარებული იმედები მათთვის წაერთმია, აქედან ამომდინარე თქვენი აღმატებულობის კეთილგონიერებას მივანდობ თქვენი საქმეების (поведенiе) ისეთნაირად მოწყობას, რათა მაჰმადიანებს უდროოდ დაეჭვებისა და ჩვენს წინააღმდეგ სიფრთხილის ზომების მიღების მიზეზი არ ჰქონდეთ, ხოლო ქრისტიანებმა კი ჩვენზე დამყარებული გამამხნევებელი იმედი არ დაჰკარგონ და ჩვენდამი არსებული გულმოდგინება არ მოისპონ. ამ ორ დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებას, იმედი მაქვს, არცთუ მცირე სამსახური შეუძლია გაუწიოს სომეხთა მთავარეპისკოპოს იოსების საიდუმლო შუამავლობამ, რომელიც ყოველთვის თქვენი აღმატებულობისადმი რწმუნებულ კორპუსში იქნება, და რომელსაც ქრისტიანების მიმართ თქვენი უმოქმედობის ნამდვილი მიზეზები ჩემგან ჩაგონებული აქვს, და ის თავისი გამხნევებებით თავს არ დაანებებს ყარაბაღელი მელიქებისა და სხვა ქრისტიანთა დამშვიდებას. თქვენ კი, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მხოლოდ მიუთითებდეთ, რომ მან იცის ქრისტიანთა მიმართ ჩვენი სანუკვარი განზრახვები და მიზეზები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაკავებს მათი აღსრულებისგან, და რომ მათივე საკუთარი სიკეთისა და წარმატების უფრო სრულად უზრუნველყოფისთვის, მათი განთავისუფლება მოსახერხებელ დრომდე გადაიდება, მაგრამ მათ ამაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ და მთელი შესაძლებლობებით გვემსახურებოდნენ. ამავე დროს, ქრისტიანების უფრო სრულად დარწმუნებისთვის, მთავარეპისკოპოს იოსების მეშვეობით ეცადეთ არარატელი პატრიარქის ჩვენდამი იმ ერთგულებაში განმტკიცებას, რომელსაც ის (ამჟამად) გამოავლენს”.

საქართველოს შინაგან მდგომარეობასთან მიმართებაში რიმსკი-კორსაკოვს დაევალა დაერწმუნებინა ერეკლე, რომ მას სამეფოსთვის მავნე საუფლისწულოები მოესპო, და აეხსნა მეფისთვის, “რომ თუ უხვი და ვრცელი საქართველო ერთი ხელისუფლის მიერ იქნება მართული”, მაშინ, დროთა განმავლობაში გაძლიერდება რა მასთან ერევნისა და განჯის პროვინციების შემოერთებით და სომეხი მელიქების თავის დამოკიდებულებაში ჩართვით, მაშინ ეს ქვეყანა მრისხანე შეიძლება შეიქნეს მეზობლებისთვის. (Относительно внутренняго положенiя Грузiи, Римскому-Корсакову поручено было убедить Ираклiя, чтобы онъ уничтожилъ уделы, вредные для царства, и объяснить царю, «что если обильная и просторная Грузiя управляема будетъ единовластно», то, будучи со временемъ усилена присоединенiемъ къ ней Эриванской и Ганжинской провинцiй и привлеченiемъ къ зависимомти меликовъ армянскихъ, страна эта можетъ быть грозною для соседей.)

“მაგრამ ამასთან, წერდა გრაფი ზუბოვი, თქვენთვის შენიშვნის სახით საჭიროდ ვთვლი აღვნიშნო, რომ ქრისტიანობის ნავარაუდევ აღდგენასა და განჯისა და ერევნის შემოერთებით საქართველოს გაძლიერებას ღრმად საიდუმლოდ უნდა ინახავდეთ და მეფისა და თავად ჭავჭავაძის გარდა არავის არ უმხელდეთ, და თავად მათაც წერილობით არათუ არ უნდა უმტკიცებდეთ (ამას), არამედ არც უნდა უხსნიდეთ, ვინაიდან ჩვენი შორეული გეგმების მხოლოდ განცხადებას, და არა მხოლოდ მათ შესახებ უეჭველ ცნობებს, რომლებიც მაჰმადიანებამდე დროზე ადრე მივა, შეუძლია მათი შეშფოთება გამოიწვიოს”.

თავისი მოქმედებების უფრო უკეთ უზრუნველყოფისთვის, კორსაკოვს უნდა ეცადა მიეღო მძევლები გარემომცველი ადერბაიჯანელი ხანებისგან და თვით საქართველოს მეფისგანაც კი, სთხოვდა რა მას საერთო სარგებლის სახით ჩვენი რაზმისთვის რამოდენიმე ქართული ჯარები შემოეერთებინა დიდგვაროვანი თავადების მონაწილებით და მათ უფროსად იულონ ბატონიშვილი, ან დარეჯან დედოფლის საყვარელი რომელიმე უფლისწული გამოეძახა.

ამასთან ერთად გრაფმა ვ. ა. ზუბოვმა სასარგებლოდ მიიჩნია, რომ რიმსკი-კორსაკოვის რაზმში მთავარეპისკოპოსი იოსებიც ყოფილიყო, “სარწმუნოებით ჩვენს ქრისტესმიერ თანამოძმეთა სიკეთისთვის”. მთავარსარდალი სთხოვდა იოსებს “გზას გაშურებოდა კეთილი არქიმწყემსის სახით, რომელიც ქრისტიანობაში ერთიან ფარას მწყემსავდა და ქრისტიანობის ყველა სარგებლისას ჩვენი მომავალი მოქმედებებისთვის არარატის უწმინესი პატრიარქის კურთხევა მოეძიებინა, რომელსაც ჩემგან განსაკუთრებული წერილი გაეგზავნა” (Отношенiе гр. В. А. Зубова архiепископу Iосифу 26-го октября 1796 года № 458. Собранiе актовъ армянскаго народа, т. III, 339).

21 ოქტომბერს გენერალ-მაიორი რიმსკი-კორსაკოვი მისდამი რწმუნებული რაზმით განჯისკენ გამოვიდა. იგი იქაურ მაცხოვრებელთა მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიდიოდა, მაგრამ ადგილმდებარეობამ კი გზა მეტად გაუძნელა. დაწყებული უამინდობა აძნელებდა ჯარების მოძრაობას და განსაკუთრებით კი პროვიანტიანი ტრანსპორტისა. დაქანცული ხარები დიდი რაოდენობით ეცემოდნენ. რიმსკი-კორსაკოვი იძულებული შეიქნა მასთან მყოფ მთავარეპისკოპოს იოსებისთვის იმის შესახებ ეთხოვა, რომ მას 400 ხარის შეძენისთვის ემეცადინა და შექელ სელიმ-ხანთან ურთიერთობაში შესულიყო, რომლის სამფლობელოებზეც ჯარები გადიოდნენ, გამოითხოვდა რა ხანისგან ნებერთვას მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი სომხებისთვის, რომ მათ პროვიანტი მდინარე მტკვრამდე გადაეზიდათ. იოსებმა სომხური სოფლები ჩამოიარა და რაზმის უფროსის სურვილის დაკმაყოფილებაც მოახერხა (Письма Корсакова Iосифу, 2-го и 15-го ноября, газета «Кавказъ» 1849 года №№ 24 и 25).

გადალახა რა მდინარე მტკვარი 30 პონტონით*, კორსაკოვმა განჯას მხოლოდ 13 დეკემბერს მიაღწია და იმავე დღეს ციხესიმარეც დაიკავა (Рапортъ Римскаго-Корсакова 18-го декабря, № 254; *საკუთრივ კავკასიის კორპუსის ჯარებთან გაგზავნისთვის დანიშნულ იქნა 20 პონტონი, ხოლო 10 კი რიმსკი-კორსაკოვს გრაფ ზუბოვის რაზმიდან მიეცა მხოლოდ მდინარე მტკვრის გადასალახად და მთავარი რაზმისთვის მათი დაბრუნების ვალდებულებით. მაგრამ კორსაკოვი იძულებული იყო ისინი თან წაეღო. “მდინარე მტკვრის დათვალიერების შედეგად, მოახსენებდა იგი, შეუძლებელი შეიქნა თქვენი ბრწყინვალებისთვის პონტონების წყლით გამოგზავნა; очень много карчей და მასში დიდი ხეებია – ტილოები შეიძლებოდა დაფლეთილიყო. ცხენებისა და ხარების არყოლის გამო მე იძულებული ვარ ისინი განჯაში დავტოვო”). განჯელმა ჯავად-ხანმა პირადად მიართვა ქალაქის გასაღები და ცდილობდა თავი ყველაზე უფრო ერთგულ ადამიანად წარმოეჩინა: მან ერთგულება შეჰფიცა რუსეთის იმპერატრიცას და ფიცის ფურცელს ხელი მოაწერა. კორსაკოვის განცხადებაზე, რომ ციხესიმაგრის დაკავების შემდეგ იქიდან ყველა მცხოვრები გამოყვანილი უნდა ყოფილიყო, ხანმა სრული მზადყოფნა გამოხატა, რომ ამ აზრით განკარგულება გაეცა, მაგრამ ითხოვა მხოლოდ ის დაეტოვებინათ მასში მცირერიცხოვან ადამიანებთან ერთად, და ისიც არაუმეტეს ექვსი დღისა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იგი დაპირდა გამოსულიყო, რაზედაც მიიღო კიდეც ნებართვა. 

დანიშნა რა პოდპოლკოვნიკი ვოეიკოვი განჯის ციხესიმაგრის კომენდანტად, რიმსკი-კორსაკოვმა ის ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონით, ჩამოქვეითებულ დრაგუნთა ასეულითა და საველე არტილერიის ექვსი ქვემეხით დაიკავა. პოლკოვნიკი სიროხნევი არათუ ამ დროისთვის ვერ მოვიდა განჯასთან, არამედ მოახსენებდა, რომ მხოლოდ 12 დეკემბერს, და ისიც ვერა დანამდვილებით, შეიძლება გამოვიდეს ტფილისიდან; რომ მისი გამოსვლა ერეკლე მეფეზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი ხარებს სთხოვს მოძრავი ტრანსპორტისთვის, რადგანაც ტფილისიდან განჯამდე მთელ გზაზე არც პროვიანტი და არც ფურაჟი დამზადებული არ ყოფილა (Рапортъ Римскаго-Корсакова графу Зубову 18-го декабря, № 254).

საქართველოდან პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმის მოსვლის მოლოდინში, რიმსკი-კორსაკოვი ქალაქის სიახლოვეში ბანაკად განლაგდა და მთავარსარდალს შემდგომ დარიგებებს სთხოვდა.

(გაგრძელება იხ. ნაწილი IV)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment