Tuesday, February 9, 2016

გერმანელი პროფესორის მირიამ გებჰარდტის წიგნმა «როცა მოვიდნენ ჯარისკაცები» შოკი გამოიწვია ევროპაში

გერმანელმა პროფესორმა მოახდინა წითელი არმიის «მხეცობების» შესახებ მითის განგვირგვინება. გერმანელ ქალებს მასობრივად აუპატიურებდნენ ანგლოსაქსები. 

«ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების გაკვეთილები» – ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც ლონდონში ძალზე დროულად – გამარჯვების 70-ე წლისთავის წინ იქნა ჩატარებული. მაგრამ მაინც რამდენი ძველაღთქმისეული კლიშე მოგვცეს ბრიტანელმა ექსპერტებმა ობიექტური ანალიზის ნაცვლად! ისევ და ისევ ამტკიცებდნენ «გამარჯვებაში ანგლო-ამერიკელ მოკავშირეთა გადამწყვეტი წილის» შესახებ. და ხშირად იხსენებდნენ «გაუპატიურებულ გერმანიას» – ბუნებრივია, წითელი არმიის ჯარისკაცების მიერ. მოჰყავდათ შემზარავი ციფრი – 2 მილიონი მსხვერპლი, – თუმცა კი ომის წლების განსაიდუმლოებული დოკუმენტებით ეს უკვე დიდი ხანია უარყოფილია. 

ასეთი ბრალდებების საპირწონედ ამ სტრიქონების ავტორმა, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობდა, წაიკითხა ნაწყვეტები წიგნიდან «როცა მოვიდნენ ჯარისკაცები», რომელიც იმ ხანებში გერმანიაში გამოვიდა. მასში ისტორიის გერმანელმა პროფესორმა მირიამ გებჰარდტმა ისეთი ფაქტები და ციფრები მოიყვანა, რომლებზედაც თვალს ვერ დახუჭავ.

რიგითი მარიანოს «გმირობანი» 


ამერიკული სატანკო ბატალიონის რიგითი ბლეიქ მარიანო, უეჭველად, ყოჩაღი ჯარისკაცი იყო. ის ებრძოდა გერმანელებს აფრიკაში, იტალიაში და საფრანგეთის სამხრეთში. 1945 წლის მარტში მისმა ტანკმა რაინი გადალახა და გერმანიაში შევიდა.

ამ დროისთვის 29 წლის ბლეიქი უკვე სამი წელია არ ყოფილა სახლში ნიუ-მექსიკოს შტატში. ბრიტანეთის კუნძულებზე მას მეგობარი ქალი ელოდებოდა. თუმცა კი, იმ საღამოს ამერიკელს ის სულაც არ ახსოვდა. მან გადაწყვიტა პატარა სოფლის ლაუფის აღება ეზეიმა და კიდევ ერთ ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად რომელიღაც სარდაფში კარგ კონიაკს მიაგნო. როცა საფუძვლიანად გაილეშა, მოისურვა «მხიარულება გაეგრძელებინა».

იქაურ ეკლესიაში სოფლის ჩვიდმეტი მცხოვრები იმალებოდა – ქალები და ბავშვები. ბლეიქმა ავტომატით 20 წლის ელფრიდაზე მიანიშნა, გამოიყვანა ის ეზოში და გააუპატიურა. დაბრუნდა რა ეკლესიაში, შემდეგი გერმანელი ქალი აირჩია. როცა აღმოჩნდა, რომ 40 წლის მარტას თვიური ჰქონდა, მას ტყვია ესროლა. ქალი ერთი დღე-ღამის შემდეგ ტანჯვით გარდაიცვალა. ხოლო ყოჩაღი მეომარი კი ამასობაში 54 წლის ბაბეტათი გახლდათ დაკავებული.

ჰყვება რა ამ ეპიზოდის შესახებ, მირიამ გებჰარდტი ახდენს კონსტატირებას:



ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდგრადი და ამოჩემებული სურათი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ასახავს, შემდეგში მდგომარეობს: ათავისუფლებდნენ რა გერმანიას ნაცისტებისგან, ბრიტანული და ამერიკული ჯარები სავსებით ღირსეულად იქცეოდნენ, ხოლო წითელი არმიის ჯარისკაცებმა კი რვიდან ოთხმოც წლამდე ასაკის ასეულობით ათასი გერმანელი გოგონა და ქალი გააუპატიურეს. სინამდვილეში კი საქმე სულ სხვანაირადაა.

ავტორს მოჰყავს ასეთი მონაცემები:

ამერიკელებმა სექსუალური ძალადობა გერმანიაში მცხოვრებ 190 ათას გოგონასა და ქალზე იხმარეს, ბრიტანელებმა – 45 ათასზე, ფრანგებმაც დაახლოებით ამდენივეზე. წითელი არმიის შესახებ გებჰარდტი პრაქტიკულად არ წერს, მაგრამ 2 მილიონი ციფრი «მრავალჯერადად გაზვიადებული» მიაჩნია.



«შენ ჩემთან დაწვები!» 

წიგნმა «როცა მოვიდნენ ჯარისჯაცები» გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებთა დაბნეულობა (смятение) გამოიწვია. – თუ ეს ცნობები სწორია, – მოღუშულად ახდენენ კონსტატირებას ლონდონური «დეილი მეილის» ჟურნალისტები, – მაშინ ჩვენ მოკავშირეთა ჯარების მიერ გერმანიის განთავისუფლების ჩვენეულ შეფასებას ყველაზე უფრო სერიოზულად უნდა გადავხედოთ. გარდა ამისა, საჭიროა რადიკალურად შევცვალოთ დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისაც «ჩვენს დიად თაობად» მივიჩნევთ. 

საერთო ჯამში 152 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნა გასამართლებული გაუპატიურებისთვის მეორე მსოფლიო ომის წლებში. მაგრამ ეს სია, რა თქმა უნდა, სრული არ არის, ამგვარი დანაშაულებების შესახებ ხომ არცთუ ხშირად ხდებოდა ცნობილი. ბრიტანელი მეცნიერის ლეონ რაძინოვიჩის დაანგარიშებებით, ქალებზე ძალადობის შესახებ მათი მხოლოდ ხუთი პროცენტი იტყობინება. რცხვენიათ და ჩუმად არიან.

ომის დროს ეს ციფრი კიდევ უფრო დაბალი იყო. «როცა ამერიკელი ჯარისკაცები მესამე რაიხის ქალაქებსა და სოფლებში შედიოდნენ, ისინი შეშინებულ გოგონებსა და ქალებს უყვიროდნენ:

«შენ ჩემთან დაწვები!», – ნათქვამია წიგნში. – ბევრი გერმანელი ქალი მიდიოდა ამაზე. რომელიმე იმისთვის, რათა საკუთარი თავი და თავისი ახლობლები გადაერჩინა, რომელიმე – უბრალო საჩუქრებისთვის, ხოლო სხვა კი თავისი სურვილითაც».

ომის შემდეგ ზოგიერთი «გმირი», როცა ამერიკულ ციხეებში აღმოჩნდა, აღიარებდა, რომ გაუპატიურების აუცილებლობა არც იყო, რამდენადაც ფროილაინები ზოგჯერ ნეილონის წინდების ან სიგარეტის კოლოფის საზღაურად ყველაფერზე თანხმდებოდნენ.

ბევრი შემთხვევა იმდენად აღმაშფოთებელია, რომ გებჰარდტმა, თავად მისი აღიარებით, ვერ გაბედა მათ შესახებ დაეწერა. განსაკუთრებით ბავშვების შეგინების შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვერპლი სულ სამი წლისა იყო.

ბოროტმოქმედებებს არცთუ იშვიათად გამხეცებული მძარცველებისა და მაროდიორების ჯგუფები სჩადიოდნენ. 1945 წლის მარტის ღამეს ფრანკფურტის ახლოს სახლში ექვსი სრულიად მთვრალი ამერიკელი შეიჭრა. რამდენიმე საათს ისინი დიასახლისსაც და მის 18 წლის ქალიშვილსაც ერთსა და იმავე ოთახში აუპატიურებდნენ. გოგონა მთელი ქუჩის გასაგონად კიოდა «დედა!» მაგრამ დასახმარებლად არავის მივიდა. ჯარისკაცებმა ყველა ფასეული ნივთიც წაიღეს.

ყველაზე უფრო ხშირად გერმანელი ქალები და გოგონები მომხდარის შესახებ ადგილობრივ მღდლებს უყვებოდნენ. მირიამ გებჰარდტს მოაქვს ჩანაწერი ბერჰტესტჰადენელი პასტორის მიხაელ მერკსმიულერის ჟურნალიდან:

«რვა გოგონაა (девочки) გაუპატიურებული, ზოგიერთები მათივე მშობლების თვალწინ».

წიგნის ავტორი უმატებს, რომ ბრიტანელები და ფრანგები «ცდილობდნენ არ ჩმორჩენოდნენ» ამერიკელებს. 1945 წლის 16 აპრილს ალბიონელი მეომრები პატარა ქალაქ ნოიშტადტის სამ მაცხოვრებელ ქალზე რამდენიმე საათს ძალადობდნენ. ხოლო სოფელ ოილეში კი ჯარისკაცებმა პატარა გოგონა ტყეში შეათრიეს და, როცა მან კივილი დაიწყო, ჩაცხრილეს. 



უფროსობა ზერელედ უყურებდა (смотрело сквозь пальцы) 

მოკავშირეთა არმიებში სექსუალური დანაშაულისთვის სასჯელი თეორიულად მკაცრი იყო. ზოგჯერ – სამუდამო პატიმრობა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში კი სიკვდილით დასჯაც. მაგრამ უმაღლესი ჩინები, როგორც წესი, ცდილობდნენ ნაგავი ქოხიდან არ გამოეტანათ. თავი რატომ უნდა შეერცხვინათ?

სამხედრო სასამართლოებიც მსგავსი «დამრღვევებისადმი» გულმოწყალენი იყვნენ. და რა ვთქვათ სასამართლოებზე, თავად ბრიტანეთის მეფესაც კი თავისი ქვეშევრდომები ზოგჯერ საკუთარი დაცვის ქვეშ აჰყავდა. ერთერთ ინგლისელ ჯარისკაცს ზვინად დაგროვებული უტყუარი სამხილებით ციხეში გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯა. მაგრამ ორი წელიც კი არ იყო გასული, როცა მონარქის ბრძანებით ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მთლიანად გაათავისუფლეს.

მიუხედავად ამისა, ლონდონური პრესა ახლა კრიტიკით ესხმის თავს მირიამ გებჰარდტს. რომ, მოკავშირეები, რა თქმა უნდა, სჩადიოდნენ დანაშაულებს, მაგრამ მაინც არა ისეთ მასშტაბში, როგორც ის მოგვითხრობსო. და ბავშვებიც, რომლებიც გაუპატიურებულმა გერმანელმა ქალებმა შობეს, ნამდვილად არ არის ორი ათასი, როგორც ისტორიკოსმა დათვალა, არამედ გაცილებით უფრო ნაკლებია. წიგნის ავტორს ანტიამერიკანიზმშიც კი ადანაშაულებენ.

მაგრამ იგივე «დეილი მეილი» აღიარებს, რომ «ომის ბოლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშინელი ამბები ხდებოდა», და გადაბეჭდავს ნაწყვეტებს რიგით ბლეიქ მარიანოს შესახებ.

სიტყვამ მოიტანა და, მის შემთხვევაში მართლმსაჯულება აღსრულებულ იქნა. ტრიბუნალის გადაწყვეტილებით მარიანო მკვლელობისა და გაუპატიურებებისთვის ჩამოახრჩვეს.

«მაგრამ მაინც მისი აღსასრული უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე იმ მრავალი ადამიანის ბედი, რომლებიც მან და მისმა მსგავსებმა გაანადგურეს», – ნათქვამია წიგნში.

მოკავშირეების მასობრივი ძალადობა საფრანგეთსა და იტალიაში 

შეგახსებთ, რომ 2013 წელს გამოვიდა ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორის მერი რობერტსის სენსაციური წიგნი «რას აკეთებენ ჯარისკაცები: სექსი და ამერიკელი სამხედროები საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის წლებში», სადაც ავტორმა წინასიტყვაობაში აღნიშნა:

«ჩემი წიგნი არღვევს ძველ მითს ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც, საყოველთაო აზრის მიხედვით, ყოველთვის კარგად იქცეოდნენ. ამერიკელები სექსით იყვნენ დაკავებულნი ყველგან და ყველასთან, ვისაც კი ქვედა ბოლო ეცვა (Американцы занимались сексом везде и со всеми, на ком была юбка)».

სხვა კონტინენტზე გაგზავნილ ჯარისკაცებს «ეროტიკულ თავგადასავალს» დაპირდნენ, და სწორედ ამ «მისიას» ისინი დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ. სხვა ყველაფერთან ერთად, აშშ-ში დისკრიმინირებული ზანგებისა და აფრიკული ტომებისთვის, ევროპული «თვგადასავალი» იქცა საშუალებად «თეთრკანიანებზე შურისძიებისთვის».

«1944 წლის მაისში, მოკავშირეებმა – «დემოკრატიისა და თანასწორობის» ძალებმა – ბოლოს და ბოლოს მოახერხეს ცენტრალურ იტალიაში ხელში ჩაეგდოთ მონტე კასინო (Monte Cassino). მოკავშირეთა შემადგენლობაში მაროკოს ჯარებიც იმყოფებოდნენ. ისინი საშუალო ჯარისკაცები გახლდნენ, სამაგიეოდ ტყვეების მკვლელობებში და სამოქალაქო მოსახლეობის გაუპატიურების ნაწილში მათ ბადალი არ ჰყავდათ. მონტე კასინოსთვის ბრძოლის დასრულების შემდგომ ღამეს მაროკოელი ჯარისკაცების დივიზია – 12000 მაროკოელი – თავისი ბანაკიდან მოიხსნა და მონტე კასინოს მახლობლობაში მთის სოფლების ჯგუფს კალიასავით მოედო. მათ ამ სოფლებში ყველა ქალი და გოგონა გააუპატიურეს, რომელთა პოვნაც კი მოახერხეს, – მათი რიცხვი 3000 ქალით ფასდება 11-დან 86 წლამდე ასაკისა. მათ 800 სოფლელი მამაკაცი მოკლეს, რომლებიც თავიანთი ქალების დაცვას ცდილობდნენ. ზოგიერთ ქალს ისინი იმ დონემდე აუპატიურებდნენ, რომ 100-ზე მეტი მათგანი ამისგან დაიღუპა».

...მაროკოელი ჯარისკაცები ყველაზე უფრო ლამაზ ქალიშვილებს ჯგუფური გაუპატიურებისთვის გამოარჩევდნენ და თითოეული მათგანის წინ, თავიანთი რიგის მოლოდინში, მუქკანიანების გრძელი რიგები ეწყობოდა, იმ დროს როცა სხვა მაროკოელებს მსხვერპლები გაკავებული ჰყავდათ. ორ დას, 15 და 18 წლისას, თითოეულს 200-ზე მეტი მაროკოელი აუპატიურებდა. მათგან ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორემ კი უკანასკნელი 53 წელიწადი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. მაროკოელები სოფლებში პატარა ბიჭებსაც აუპატიურებდნენ» (უილიამ უოლტერ პირსი, «მონტე კასინოს ქალები»).

გამოკვლევა, რომელიც სამხედრო არქივების შესწავლაზეა დამყარებული არა მხოლოდ საფრანგეთში, აშშ-შიც, დაეხმარა გამოევლინათ ის ფაქტი, რომ ძალადობა და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იყო ამერიკელ სამხედროთა ძირითადი მეთოდები «ფრანგებზე მათი ძალაუფლების დამყარებაში».

ხოლო მას შემდეგ, როცა «განმათავისუფლებელთაგან მოხიბლულობამ» საბოლოოდ გაიარა, 1951 წელს აშშ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ჩაატარა ექსპერიმენტი პატარა ფრანგული ქალაქის პოინტ-სენტ-ესპრის მცხოვრებლებზე ЛСД-ის მასობრივი გამოყენებით, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი 500 მცხოვრები კი მასობრივი შეშლილობის აფეთქებამ მოიცვა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment