Wednesday, April 22, 2015

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოზე ბაბა-ხანის პრეტენზიებისა და რუსეთის მთავრობის საპასუხო ზომების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XIII

(მოვლენები სპარსეთში აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილის შემდეგ. – ბაბა-ხანი. – იმპერატორ პავლე I-ის შეხედულება სპარსეთთან ჩვენს საქმეებზე. – კოვალენსკის მიერ თეირანში დესპანის /посланникъ/ გაგზავნა. – ხმები სპასელთა განზრახვაზე საქართველოში შემოსაჭრელად. – ტფილისში სპარსეთის დესპანის მოსვლა. – ბაბა-ხანის ფირმანი გიორგი მეფისადმი. – ჩვენი დესპანის თეირანიდან დაბრუნება. – იბრაჰიმ-ხანის წერილი კოვალენსკისადმი. – საქართველოში ახალი ჯარების მივლინება. – გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკის ტფილისში მოსვლა და მისთვის მოწყობილი დახვედრა. – უთანხმოებანი /раздоры/ სამეფო ოჯახში. – კოვალენსკის გამოწვევა და საქართველოს მეფის კარზე მინისტრის თანამდებობის მოსპობა.)

აღა-მაჰმად-ხანის მოკვდინების შემდეგ, სპარსეთის ტახტზე მისი ძმისწული ბაბა-ხანი ავიდა.

– მე მთელი ეს სისხლი იმისთვის დავღვარე, – იტყოდა ხოლმე აღა-მაჰმად-ხანი, თავის სისასტიკეთა გასამართლებლად, – რათა ბაბა-ხანმა მშვიდად იმეფოს.

მკვლელის ხელით დაღუპული სპარსეთის მბრძანებელი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ორ მიზანს ისახავდა: მისი პირველი და ყველაზე მთავარი მიზანი იყო საკუთარი ძალაუფლების დამკვიდრება, მეორე კი – ამ ძალაუფლების საკუთარ საგვარეულოში, უკეთ რომ ვთქვათ, საკუთარ ტომში დამტკიცება.

სპარსეთში ახლა ტახტს იმ თურქების შთამომავლები ფლობენ, რომლებმაც შაჰ-აბას დიდის დროს თავიანთი სამშობლო დატოვეს და სპარსეთში გადმოსახლდნენ, რომელმაც მათ ყაჯარები უწოდა. 

ყაჯარები ორ საგვარეულოდ იყოფიან: პირველი დევანლუს სახელითაა ცნობილი, ხოლო მეორე კი – კოვანლუსი. აღა-მაჰმად-ხანიც უკანასკნელი საგვარეულოდან წარმოდგებოდა.

დანიშნა რა თავის მონაცვალედ ძმისწული ბაბა-ხანი (რომელიც შემდგომში ფეჰთ-ალი-შაჰის სახელით მეფობდა), აღა-მაჰმად-ხანი მას ყველაზე უფრო ადრეული წლებიდან სახელმწიფო საქმეებში იყენებდა და ჯერ კიდევ ჭაბუკი ფარსისის მმართველის მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნა.

ჰყვებიან, რომ ადერბაიჯანზე გამოლაშქრების წინ მკითხავები ანუ ორაკულები აღა-მაჰმად-ხანს სწრაფ აღსასრულს უწინასწარმეტყველებდნენ. თავიდან იგი ამაზე იცინოდა, მაგრამ შემდეგ თეირანში მმართველად ერთერთი მისდამი ყველაზე უფრო ერთგული კაცი დატოვა და უბრძანა, რომ მისი აღსასრულის შემთხვევაში ქალაქში არავის არ შემოეშვა, ბაბა-ხანის გარდა, რომელიც მემკვიდრედ იყო დანიშნული (Рукопись Буткова въ Императорской Академiи Наукъ, № 3, стр. 1544 и № 14, стр. 405. ბაბა-ხანი მაჰმად-ხანის უმცროსი ძმის ჰუსეინ-ყული-ხანის ვაჟიშვილი გახლდათ. მისი ნამდვილი სახელი იყო ფეჰთ-ალი; ბაბა-ხანი კი მას აღა-მაჰმად-ხანმა მისი მცირეწლოვანების დროს შეარქვა)

აღა-მაჰმად-ხანმა თავისი საკუთარი გამოცდილებით იცოდა, თუ როგორ ძნელი იყო ისეთ ქვეყანაში ხელისუფლების განმტკიცება, როგორიც მაშინ სპარსეთი გახლდათ, და ამიტომ სურდა თავისი მონაცვალისთვის საბოლოოდ განმტკიცებული ტახტი და ისეთი სახელმწიფო გადაეცა, რომელიც მოწყობილი და ახალი საგვარეულოს შაჰების ძალაუფლებისადმი სავსებით დაქვემდებარებული იქნებოდა.

ყოფილი შაჰი ასეთი მიზნების მისაღწევად საშუალებების არჩევაში არ ირცხვენდა (не смущался). მისი ძმებიდან სამმა სპარსეთი დატოვა, ხოლო ერთი კი დაბრმავებულ იქნა. მხოლოდ ჯაფარ-ყული-ხანი გადარჩა, და ისიც იმიტომ, რომ თავად აღა-მაჰმად-ხანი ტახტის მიღებაში მისგან დავალებული გახლდათ.

იცოდა რა ჯაფარის გერგილიანი და გაბედული ხასიათის შესახებ, აღა-მაჰმად-ხანი არ ენდობოდა, რომ ის თავის იმ ძმიშვილს ადვილად დაემორჩილებოდა, რომელიც შაჰს ირანის მომავალ მმართველად ჰყავდა არჩეული.

ჯაფარი, რომელიც სთხოვდა ძმას მისთვის ისპაჰანის მმართველობა ჩაებარებინა, ამის ნაცვლად მაზანდერანში ერთერთი ოლქის მმართველად იქნა დანიშნული. უარით შეურაცხყოფილი ჯაფარი, თავისი ხელმწიფის ბრძანებების მიუხედავად, შაჰის კარზე დიდხანს არ ცხადდებოდა. აღა-მაჰმად-ხანი ასეთი შეუპოვრობით შეშფოთებული იყო. მას თავისი ძმის სიმამაცისა ეშინოდა და ასევე ურთიერთობების აშკარად გაწყვეტისაც იმ ადამიანთან, რომლის მიმართაც თავისი ტომის ჯარისკაცები უსაზღვროდ ერთგულნი იყვნენ. საჭირო იყო მბრძანებლის ნების ამ ერთადერთი მოწინააღმდეგისთვისაც ბოლო მოეღოთ.

შაჰმა თავის დედას სიტყვა ჩამოართვა, რომ ის მაზანდერანში გაემგზავრება, ვაჟიშვილს დაამშვიდებს და ისპაჰანის მმართველად მის დანიშვნას დაპირდება. სპარსეთის მბრძანებელი ერთს მოითხოვდა – რათა ძმას ისპაჰანის გზაზე მასთან თეირანში შეევლო. ჯაფარ-ყული-ხანი ამაზე მხოლოდ მაშინ დაეთანხმა, როცა ძმისგან მის პირად უსაფრთხოებაში საზემო დარწმუნება მიიღო და ყურანზე ფიცით განმტკიცებული დაპირებაც, რომ თეირანში ერთ ღამეზე მეტი ხნით გაჩერებული არ იქნება.

შაჰმა ჯაფარი ძმური გულწრფელი სიყვარულის მთელი ნიშნებით მიიღო, და ღამემაც მშვიდად ჩაიარა.

– მე ვფიქრობ, – ეუბნებოდა დილით აღა-მაჰმად-ხანი თავის ძმას, – რომ შენ ახალი სასახლე ჯერ არ გინახავს. წადი იქ ბაბა-ხანთან ერთად, ხოლო შემდეგ, როცა დაათვალიერებ, ისევ ჩემთან შემოდი.

ჯაფარი დაეთანხმა, რადგანაც ღალატის ეჭვი არ ჰქონდა. როგორც კი სასახლის პორტიკის ქვეშ შეაბიჯა, მაშინვე იქ წინასწარ მიმალული მკვლელების მიერ მოკლულ იქნა.

– ეს შენთვის არის გაკეთებული, – ეუბნებოდა შაჰი ბაბა-ხანს, როცა ჯერ კიდევ გაუციებელ გვამზე მიუთითებდა. – დიდი სული, რომელიც ამ სხეულს აცოცხლებდა, შენს თავზე გვირგვინს არასოდეს მშვიდად არ დატოვებდა. სპარსეთი შინაომებისგან დაინგრეოდა, და უბედურებათა თავიდან ასაცილებლად მე სამარცხვინო უმადურობით მოვიქეცი, ჩავიდინე რა ღვთისა და ადამიანთა წინაშე ბოროტმოქმედება.

ცრუმოუწმუნე მაჰმად-ხანმა ბრძანა თავისი მოკლული ძმის გვამი საჩქაროდ ქალაქიდან გაემგზავრებინათ, რათა ფიცი არ დაერღვია და ერთ ღამეზე მეტ ხანს ის თეირანში არ დაეტოვებინა.

როგორ არ ცდილობდა აღა-მაჰმად-ხანი მსგავსი საქციელითა და დანაშაულით ტახტი თავისი მენაცვალისთვის განემტკიცებინა, თავის მიზანს სავსებით მაინც ვერ მიაღწია. 

შუშაში მისმა მოკვდინებამ (1797 წელს) სპარსულ ჯარებში დიდი დაბნეულობა მოახდინა. შეკაკელი სედიკ-ხანი, რომელმაც შაჰის იმ საგანძურის დიდი ნაწილი ჩაიგდო ხელში, რომელიც შუშაში მას თან ჰქონდა, თავის ტომთან ერთად წავიდა და ბაბა-ხანს მბრძანებლად არ აღიარებდა. ჯარების ბევრმა უფროსმაც მის მაგალითს მიჰბაძა. ბაქოს, განჯისა და ერევნის ხანები, რომლებიც ასევე შუშაში იმყოფებოდნენ, თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ; ყარაბაღელი იბრაჰიმ-ხანიც შუშაში დაბრუნდა, რომელიც მანამდე სპარსელებმა თავისი სამფლობელოებიდან განდევნეს.

ტახტის მემკვიდრის ერთგულნი მხოლოდ გარდაცვლილი შაჰის პირველი ვეზირი ჰაჯი-იბრაჰიმი და სარდალი სულეიმან-ხანი დარჩნენ. ისინი ურჩევდნენ ბაბა-ხანს თეირანში წასვლა ეჩქარა, სადაც მას იქაური ქალაქის თავიც იწვევდა. თეირანში სახელმწიფოს მთელი ხაზინა ინახებოდა; იქვე მთავარი მოხელეები (ჩინოსნები) ქალაქში ტახტის მემკვიდრის მისვლას ელოდნენ (Рукопись Буткова въ Импер. Акад. Наукъ, № 3, стр. 1546)

შეკრიბეს რა მნიშვნელოვანი ჯარი, სარდალი და მინისტრი დედაქალაქში გაემართნენ. იქ ბაბა-ხანი შაჰად იქნა გამოცხადებული, რომელიც მაშინ 27 წლისა გახლდათ. იბრაჰიმის მიერ შეკრებილი ჯარი ბაბა-ხანის პირველი და დასაწყისში ერთადერთი ძალა იყო, რომლის დახმარებითაც მან თავისი ძალაუფლების დამკვიდრება დაიწყო. 

თანამედროვეთა სიტყვით, სპარსეთის ახალი მბრძანებელი თავის წინამორბედს არ ჰგავდა. ბაბა-ხანი საშუალო ტანისა და მშრალი აგებულებისა იყო. ფერმკრთალი სახე, რუხი თვალები და შავი წარბები მას მიმზიდველობას უკარგავდა. სამაგიეროდ ფართო და ხშირი შავი, გრძელი წვერი ისეთი შესანიშნავი ჰქონდა, “რომ მთელ სპრსეთში მასზე უფრო ლამაზი წვერი არავის ჰქონია” (Записка царевича Парнаоза, поданная графу Румянцеву въ марте 1811 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-9, 1802-1813 гг., № 5).

იყო რა ავხორცი, იგი მეტად ფუფუნებიან ცხოვრების წესს მისდევდა. მშიდობისმოყვარე ხასიათისა, ბაბა-ხანი სულში პოეტი იყო, სპარსულ და არაბულ ენებზე ლექსებს კარგად წერდა, მუსიკა, სიმღერა და ცეკვები უყვარდა. უსაქმურობისადმი მიდრეკილი, მაგრამ ამასთან ერთად პატივმოყვარე, ამაყი მბრძანებელი დილას აუდიენციებში ატარებდა, რომლებსაც ყოველ დღე თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ აძლევდა. სასახლის ფუფუნებით მოწყობილ აზიურ ოთახებში იგი ქვეშევრდომებს ღებულობდა, და ამასთან ერთად, როგორც საკუთარ თავს, ისე თავის სამეფო ნიშნებსაც მარგალიტებითა და ძვირფასი თვლების კაზმავდა. დღის დანარჩენ საათებში მბრძანებელი, “ლამაზ და რჩეულ” ცოლებს შორის, ჰარამხანაში იჯდა. აქ თავაშვებულობა, სიშიშვლე, ექსტაზი მეფობდა, და სწორედ რომ აქ ბაბა-ხანი იმ მხიარულებითა და ტკბობით, რომლებიც ჭეშმარიტი მუსლიმანისთვის უპატიებელი იყო, დროის დიდ ნაწილს ატარებდა, და ხშირად სპირტიან სასმელებსაც ზომაზე მეტად ღებულობდა.

შემოიკრიბა რა სხვადასხვა სპარსული საგვარეულოებიდან სამასი ცოლი, იგი მათ საჭურისების გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ ინახავდა. სანადიროდ ან ლაშქრობაში გამგზავრებისას ბაბა-ხანს თან ჰარამხანის ნაწილიც მიჰყავდა. თუმცა კი სპარსეთის ახალი მბრძანებელი საკუთარი თავის მოყვარული იყო და სამხედრო დიდებასაც ეძიებდა, მაგრამ საერთოდ ცუდი მეომარი და საომარ ღონისძიებებში უმეტეს წილად უიღბლო გახლდათ. ბაბა-ხანს რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებების უნარი არ გააჩნდა და ამიტომ მოხელეთა (ჩინოსანთა) მხარდაჭერას საჭიროებდა (Сведенiя, доставленныя Коваленскимъ 24-го октября 1800 года. Тифл. Арх. Канц. Наместника)

გამოაცხადა რა საკუთარი თავი მთელი სპარსული სახელმწიფოს შაჰად, მაშინვე თავისი ბიძის სიკვდილის შემდეგ, ბაბა-ხანი ცდილობდა დიდგვაროვანი და მნიშვნელოვანი პირები თავისთან მჭიდროდ დაეკავშირებინა. გაუზარდა რა სამხედრო მოსამსახურეებს ჯამაგირი, მან ამით თავისი ჯარების რიგებში ბევრი მიიზიდა, სამაგიეროდ ახალი ხარკი და გადასახადები ხალხს მნიშვნელოვან ტვირთად დააწვა. საგანგებო ხარჯებმა საგანგებო ზომებით მათი შევსების აუცილებლობაც გამოიწვია. ხალხისგან ხარკი და გადასახადები გაიზარდა და მისთვის იმდენად მძიმე ტვირთად შეიქნა, რომ უღარიბესი ადამიანისთვის “სიცოცხლე სამძიმო ხდებოდა, რადგანაც მის საყელოში ას ტირანს ჰქონდა ხელი ჩავლებული” (Письмо Джафаръ-Кули-хана хойскаго Кноррингу. См. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 677).

აერთებდა რა მჭერმეტყველებასთან ალერსიან და სასიამოვნო ტონს, უფრო მეტად თვინიერი, ვიდრე მძვინვარე ზნე-ხასიათისა, ბაბა-ხანმა, მალევე ტახტზე ასვლის შემდეგ, ქვეყნის მართველობა თავისთან დაახლოებულ პირთა ხელში გადასცა, რომელთა რიცხვში მისი დედაც გახლდათ.

არ ჰქონდა რა თავისი წინამორბედის ნიჭი და ნებისყოფა, ბაბა-ხანმა ვერ შეძლო თავისი ახლო გარემოცვის თვითნებობათა შეჩერება და ხელისუფლებას იმ განძეულისა და ფულის დარიგებით ინარჩუნებდა, რომლებიც მისმა ბიძამ დააგროვა და სხვათა ძარცვით იშოვა. იყო რა ბუნებით ძუნწი, იგი მაინც ხედავდა ფულების დარიგების აუცილებლობას, როგორც თავისი კეთილდღეობის საშუალებისა.

მიუხედავად იმისა, რომ მასთან დაახლოებული პირები თვითნებობდნენ, რომ ხალხს ახალი გადასახადები ტვირთად აწვებოდა, სპარსელები, რომლებმაც აღა-მაჰმად-ხანის სისასტიკეებისგან ბევრი რამ გადაიტანეს, თავიდან თავიანთი მბრძანებლის ქცევით ძალზედ კმაყოფილნი იყვნენ. დროთა განმავლობაში კმაყოფილება ჩვევად გადაიქცა, ხოლო მმართველობის შედარებით თვინიერება კი – თავაშვებულობად. სპარსელები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში, ერთი მმართველისგან მეორის ხელში გადადიოდნენ, ყოველგვარი მღელვარებებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი შეიქნენ. ბაბა-ხანი ხალხს მორჩილებაში თეირანში, როგორც თავის სამფლობელოთა შუაწერტილში, მნიშვნელოვანი რიცხვის ჯარების შენახვით ინარჩუნებდა. საუკეთესო ჯარი ცხენოსნებისგან შედგებოდა; ქვეითი ჯარი ცოტა იყო, ხოლო არტილერია კი – თუმცა სასახლის წინ 70-მდე ზარბაზანი იყო დაყენებული, მაგრამ “მოქმედებებისთვის ვარგისი ცოტაა, და ძნელად თუ მოიძებნება სპარსელებს შორის ისეთი, ვინც მათ მართვას შეძლებდა”... (Изъ донесенiй Завалишина кн. Цицiанову 12-го декабря 1803 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-9, 1802-1813 гг., № 5).

შაჰის წყალობებით უხვად დაჯილდოვებულმა ჯარებმა თვითნებობები დაიწყეს და მასთან ერთად მხნეობაც დაკარგეს, ხოლო ძალით ერთ მთლიანობაში შეკრული სხვადასხვა ტომების გერგილიანმა მეთაურები კი შაჰის ძალაუფლებისგან გამოყოფასა და თავიანთთვის დამოუკიდებლობის შეძენაზე ფიქრს შეუდგნენ.

ყანდაჰარში თავისი მფლობელობის გავრცელება ავღანელმა ზამან-შაჰმა დაიწყო; ბაბა-ხანს თავისი ღვიძლი ძმაც ჩამოშორდა და მის ძალაუფლებას არ აღიარებდა; ხორასანში სპარსეთის მბრძანებლისადმი დაქვემდებარებული ხანების ერთერთი ვაჟიშვილი ჯარებს აგროვებდა (Письмо царевича Давида Лошкареву 21-го iюля 1798 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ). საქართველოს მხრიდან ბაბა-ხანის ძალაუფლება კიდევ დაღესტანსა და ადერბაიჯანშიც ვერ დამკვიდრდა; ის თავრიზისა და ხოის პროვინციების აქეთ ვერ ვრცელდებოდა.

დააწყნარა რა სახელდახელოდ მღელვარებები სპარსეთში და დაუქვემდებარა რა თავის ძალაუფლებას ურჩი ხანები, ბაბა-ხანმა ყურადღება საქართველოს მოაპყრო, რომელსაც უძველესი დროიდან სპარსეთისადმი კუთვნილად თვლიდა.

1798 წლის ივნისში, როგორც ჩვენ ვნახეთ, სპარსეთის მბრძანებელმა თავისი წარმოგზავნილი ტფილისში მოავლინა. შაჰი გიორგი მეფეს ატყობინებდა, რომ, ავიდა რა სპარსთის ტახტზე და თავზე დაიდგა რა სახელმწიფო გვირგვინი, იგი ადერბაიჯანში თავისი ძალაუფლების დასამკვიდრებლად მიანში მოვიდა. ხოლო რადგანაც საქართველო საუკეთესო სამფლობელოა ადერბაიჯანში, რომლის ბეგლარ-ბეგებიც მის ყოვლად უგანათლებულეს კარზე უკვე “მიწისკენ დახრილი სახეებით მოვიდნენ”, ამიტომ ბაბა-ხანი მოითხოვდა, რათა გიორგის შაჰის კარზე და სპარსულ სამსახურში მუდმივად ყოფნისთვის თავისი ერთი რომელიმე ძე გაეგზავნა.

ეს ყოფნა, ბაბა-ხანის სიტყვებით, იმისთვის იყო აუცილებელი, რათა “მისი წყალობის მზეს” შეძლებოდა მთელ საქართველოზე გავრცელებულიყო, რათა ამის შესახებ მის თითოეულ მცხოვრებს სცოდნოდა და ქართველებს შეძლებოდათ ყოფილიყვნენ ისეთ “სიმშვიდეში, როგორსაც საკუთარი თავისთვის თავად ისურვებენ”.

გიორგის მხრიდან სპარსეთის მბრძანებლის მოთხოვნის შესრულებაზე უარის შემთხვევაში, შაჰი დაპირდა საქართველოში თავისი ძლევამოსილი დროშებით მოსულიყო, ის ხელმეორედ აეოხრებია და ხალხი თავისი მრისხანებისთვის მიეცა (Фирманъ Баба-хана отъ 5-го iюля 1798 г. Тамъ же).

საქართველოს მეფე ჩვენს მთავრობას რჩევას ეკითხებოდა, თუ ბაბა-ხანის მოთხოვნებთან მიმართებით როგორ მოქცეულიყო. პეტერბურგის კაბინეტი პასუხობდა, რომ თავის ურთიერთობებში სპარსეთის მბრძანებელთან მას შეუძლია 1783 წლის ტრაქტატზე მიუთითოს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეფებმა “საკუთარი თავის სრულიად რუსეთის იმპერიის ვასალებად აღიარეს”, და რომ ამიტომ მას ბაბა-ხანის მოთხოვნების შესრულება არ შეუძლია.

პეტერბურგში მყოფი სპარსული ელჩობა უკანვე იქნა გაგზავნილი დიდი საჩუქრებითა და სპარსეთთან მიმართებაში ჩვენი მთავრობის ყველაზე უფრო მშვიდობისმოყვარე განზრახვებში დარწმუნებით. პავლე I-ის სიგელი ბაბა-ხანისადმი მას რუსეთთან კავშირისა და მეგობრობისკენ მოუწოდებდა.

გიორგის (წინადადება) ეძლეოდა სპარსეთთან, როგორც რუსეთისადმი მშვიდობასა და მეგობრობაში მყოფ სახელმწიფოსთან “კარგი თანხმობა და კეთილი დამოკიდებულება” დაეცვა (Рескриптъ гр. Маркову 23-го августа 1798 г. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге)

ასეთი პასუხი გიორგის ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა კი საქართველოს მეფემ იცოდა, რომ ბაბა-ხანს თავისი მუქარების სწრაფად აღსრულება და საქართველოში შემოჭრა არ შეეძლო, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ იგი ერევნის ხანისგან 300.000 მანეთსა და 12 დიდგვაროვან მძევალს მოითხოვდა და რომ მას გაზაფხულზე თავად აქვს განზრახული გოქჩის ტბაზე მოსვლა, რომელიც საქართველოსა და ერევნის ოლქს შორის მდებარეობდა, გიორგის აშფოთებდა.

ამასთან ცნობილი იყო, რომ ყარაბაღელი (შუშელი) იბრაჰიმ-ხანი წერდა ბაბა-ხანს, ვითომ გიორგი მეფე და მთელი საქართველო რუსეთის დაცვას სპარსეთის მბრძანებლისგან საკუთარი თავის გამოხსნისთვის ითხოვენ. ოდესღაც ერეკლე II-ის მეგობარი და მოკავშირე, ახლა კი საქართველოს მოწინააღმდეგე, იბრაჰიმ-ხანი ცდილობდა შაჰი საქართველოს წინააღმდეგ აემხედრებინა. მისი წერილები და ცილისწამებანი იყო ნაწილობრივ იმის მიზეზი, რომ სპარსეთის მბრძანებელმა გადაწყვიტა საქართველოზე დაძრულიყო და იგი თავისი ძალაუფლებისთვის დაემორჩილებინა.

საქართველოს მეფემ ისევ ჩვენს მთავრობას მომართა თხოვნით, რომ იგი ახალი აოხრებისგან დაეცვათ.

გზავნიდა რა ტფილისში ჯარებსა და თავის მინისტრს, პეტერბურგის კაბინეტმა კოვალენსკის სპარსეთთან საქმეებში რწმუნებულის წოდება მიანიჭა, მას იქაური საქმეების მოწყობა დაავალა და ამით გიორგის თხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

იმპერატორ პავლე I-ს, ტახტზე თავისი ასვლის პირველი ხანებიდანვე არ სურდა სპარსეთის საქმეებში ჩარეულიყო, და საერთოდ ყველა იმ ხალხის საქმეებშიც, რომლებიც კავკასიის ხაზისა და საქართველოს მეზობლად ცხოვრობდნენ. ამ შეხედულებას ის თავის აღსასრულემდე ინარჩუნებდა. როცა კნორინგი მას ყაბარდოსა და ოსეთს შორის დავის შესახებ მოახსენებდა, დავისა, რომელიც მტრულ მოქმედებებამდე მივიდა, პავლე I ურჩევდა მას მათ საქმეებში იმ დრომდე არ ჩარეულიყო, სანამ ისინი ჩვენს საზღვრებს არ შეეხებოდა. “ვინაიდან, – წერდა იმპერატორი (Рескриптъ Кноррингу 28-го мая 1800 года. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 581), – ეს ხალხები უფრო მეტად ჩვენს ვასალობაში იმყოფებიან, ვიდრე ქვეშევრდომობაში”.

ჩაურევლობის ასეთი სისტემისას, საზღვრებზე ჩვენი ჯარების მხოლოდ სადარაჯო და დაცვითი მდგომარეობის დროს, რუსეთის ინტერესები მოითხოვდა, რათა სპარსეთში არასოდეს ყოფილიყო შესაძლებელი “შაჰის სახელის ქვეშ” რაიმენაირი მყარი მფლობელობის დამყარება. მივაღწევდით რა ამას, ჩვენ უკვე აღარ შეიძლებოდა ძლიერი მეზობელი გვყოლოდა, რომელიც თუ თავად არ დაიწყებდა კიდეც ჩვენს შეწუხებას, შეეძლო რუსეთისადმი ერთგული წვრილი მფლობელებისთვის მავნებლობა მიეყენებინა.

(При такой системе невмешательства, сторожеваго и охранительнаго только положенiя нашихъ войскъ на границе, интересы Россiи требовали, чтобы въ Персiи никогда не могло установиться какое-либо твёрдое владычество «подъ наименованiем шаха». Достигнувъ этого, мы не могли уже иметь сильнаго соседа, который если и не сталъ бы самъ насъ безпокоить, то могъ вредить мелкимъ владельцамъ, преданнымъ Россiи.)

მიანიჭა რა კოვალენსკის სპარსეთთან საქმეებში რწმუნებულის წოდება, იმპერატორმა მას იმ ხანებთან ურთიერთობების შენარჩუნება დაავალა, რომლებიც ან საქართველოსთან კავშირის მეშვეობით, ან კიდევ თავის თავად რუსეთისადმი ერთგულნი იყვნენ. გააძლიერებდა რა ასეთებს რუსეთის მფარველობაში დარწმუნებით, საქმეებში რწმუნებულს დამაკმაყოფილებელი და სასურველი შედეგებისთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მიეღწია. არ ჩართავდა რა ჩვენს მთავრობას დიდ საზრუნავებში, კოვალენსკის უნდა ეცადა, რათა ჩვენი გავლენა იმ ქვეყნებში “ყოველგვარი ხარჯების გარეშე ან, ყველზე მეტი, სულ მცირე ხარჯებით არსებულიყო”, და რათა საქმე არავითარ შემთხვევაში ჯარების გაგზავნამდე არ მისულიყო “ისეთი უხერხულობებით, რომლებიც (იმ) მხარის მოშორებულობასთანაა შეუღლებული”.

აი ჩვენი ქცევის მთავარი საფუძვლები სპარსეთის ხანებთან და მთიელ მფლობელებთან მიმართებაში.

არ აღუძრავდა რა ეჭვებს ჩვენი განზრახვების შესახებ ოტომანის პორტას, რომელსაც აზიაში თავისი გავლენის შენარჩუნება ყოველთვის სურდა, კოვალენსკის განსაკუთრებული ყურადღება ბაბა-ხანის ქცევებისთვის უნდა მიეპყრო.

“თქვენთვის ცნობილია, – წერდა იმპერატორი პავლე კოვალენსკის (Въ рескрипте отъ 16-го апреля 1799 г. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника), – რომ მისგან (ბაბა-ხანისგან) ჩვენს კარზე იყო გამოგზავნილი ელჩი ჩვენდამი მეგობრული ურთიერთობების გამოთქმის სურვილით. ჩვენ გულწრფელად გვაქვს განზრახული ამის დაცვა, და ამიტომ გავალებთ მათთან თქვენი შეტყობინებების დაწესებას, გამოთქვამთ რა, თუმცა კი, ჩვენი სურვილის შესახებ, რათა აღა-მაჰმად-ხანის მაგალითის მიხედვით, არ იფიქროს ხელის აღმართვა საქართველოს ფარგლებზე, როგორც ამის შესახებ ხმები დადის. ამ დაღუპვისგან ეცადეთ რამდენადაც შესაძლებელია მის (საქართველოს – ი. ხ.) გადარჩენას (Отъ гибели сея стараться должно сколь возможно её спасти). სხვა მხრივ, როგორც ბაბა-ხანს, ისე ყველა სხვა სპარსელ მფლობელსაც შეიძლება არწმუნებდეთ ჩვენს სურვილში, რომ სპარსულმა ვაჭრობამ რუსეთში ყველანაირი მატება მიიღოს, და რომ მათი ქვეშევრდომები ჩვენს ფარგლებში ყოველთვის ძლიერ მფარველობას ჰპოვებენ...”

სამინისტროს მიერ კოვალენკისთვის მიცემული ინსტრუქციის მიხედვით, მას ურთიერთობები უნდა დაეწყო ბაბა-ხანთან (Рапортъ Коваленскаго министерству 17-го февраля 1800 г., № 51. Москов. Арх. Мин. Иностр. Делъ) მაშინვე გიორგის მიერ ტრაქტატზე ხელის მოწერის შემდეგ, როგორც საფუძვლისა, რომელზედაც უნდა დამყარებულიყო მთელი ურთიერთობები სპარსეთთან და ქცევები, რომლებიც ჩვენს მთავრობას საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდა მიღებული.

ტრაქტატის ხელმოწერა შეყოვნდა, და ამიტომ კოვალენსკიმ, ეშინოდა რა ხანგრძლივი დუმილით სპარსელთა მხრიდან ჩვენს მიმართ მტრული მოქმედებებისთვის საბაბი არ მიეცა, იჩქარა შაჰთან ტფილისში თავისი ჩამოსვლის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა. 

პეტერბურგის კაბინეტმა საქართველოში გამოგზავნილ მინისტრს მოვალეობად დააკისრა ბაბა-ხანისთვის ჩაეგონებინა, რომ ქართლისა და კახეთის მეფესთან 1783 წელს დადებული ტრაქტატის ძალით, რომლებიც “ყველა სამეფო კარისა და ხელმწიფის მიერაა აღიარებული”, იმპერატორმა პავლე I-მა, დაამტკიცა რა მეფის ერეკლე II-ის სიკვდილის შემდეგ მენაცვალედ მისი ძე გიორგი XII, გამოთქვა საზეიმო თანხმობა როგორც მისი, ისე საქართველოს მთელი სამეფოს “თავისი უმაღლესი ძალაუფლებისა და მფარველობის ქვეშ” მიღებაზე. კოვალენსკი გამოთქვამდა იმედს, რომ ბაბა-ხანი, რუსეთისადმი მეგობრობისა და კეთილგანწყობის გამო, განზე გადასდებს ყველა პრეტენზიას არა მარტო საქართველოზე, არამედ სხვა მთიელ მფლობელებთან მიმართებაშიც, რომლებიც რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან, და რომ ხანი არ ჩაერევა მათ საქმეებში, “დაანებებს რა თითოეულს სასურველი სიმშვიდითა და სიწყნარით სარგებლობდეს” (Прибавленiе къ инструкцiи, данной Коваленскому отъ 31-го мая 1799 г. Письмо его къ Баба-хану 16-го февраля 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

ბაბა-ხანისადმი წერილთან ერთად კოვალენსკიმ წერილი გაგზავნა მისი საქმეების მმართველთან ჰაჯი-იბრაჰიმ-ხანთანაც (Письмо его къ хаджи-Ибраимъ-хану 16-го февраля 1800 г. Тамъ же), რომელშიც სთხოვდა თანადგომას ორ დერჟავას შორის მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებაში. განჯისა და ყარაბაღის ხანებმაც ასევე მიიღეს კოვალენსკის წერილები. მათთან ურთიერთობებს მიზნად ჰქონდა ხანების კეთილგანწყობაში დარწმუნებულიყვნენ, რომლებმაც ქვეშევრდომობის თხოვნით ტფილისში თავიანთი მოხელეები გამოგზავნეს, აგრეთვე იმისთვისაც, რათა მათი დახმარებით ამაზევე შირვანის, შექისა და ერევნის ხანებიც დაეყოლიებინათ, აგრეთვე ავარელი ომარ-ხანიც, რომელმაც თავისი სიმამაცით სახელი მოიხვეჭა (Рапортъ Коваленскаго Государю Императору 17-го февраля 1800 г. Тамъ же). გადამდგარი პორუჩიკი მერაბოვი იქნა გაგზავნილი წერილებით სპარსეთში. ტფილისში მოარული ცნობები იმის შესახებ, რომ სპარსელები იკრებენ თავიანთ ძალებს საქართველოში შემოსაჭრელად, სპარსეთის მბრძანებლისგან პასუხის უსწრაფესად მიღებას მოითხოვდა. პასუხის დაგვიანებისა და საომარი მოქმედებებისთვის შესამჩნევი მზადების შემთხვევაში, მერაბოვს სპარსეთის მთავრობისთვის უნდა ჩაეგონებინა, რომ იმ ხალხის წინააღმდეგ მტრული მოქცევა, რომლის შესახებაც მიდის მოლაპარაკებები, სამართლიანობისა და ხალხის უფლებებისადმი საწინააღმდეგო იქნებოდა, რომლებსაც ყველგან წმინდად იცავენ; რომ რუსეთის შეურაცხყოფას შესაძლოა უსიამოვნო შედეგები ჰქონდეს სპარსეთისთვის, და რომ ოტომანის პორტა, რომელიც რუსეთთან კავშირში იმყოფება, ამ შემთხვევაში ნეიტრალური ვერ დარჩება, “თვლის რა ჩვენს მოწინააღმდეგეებს თავის მოწინააღმდეგეებად” (Изъ инструкцiи Мерабову 16-го февраля 1800 г. Тамъ же). ყველანაირი გართულებების თავიდან აცილებისა და ბაბა-ხანის განზრახვების შესახებ ცნობების უსწრაფესად მიღებისთვის, კოვალენსკიმ გილანის გავლით მზვერავი გაგზავნა, რომელიც, ვაჭრის სახით, თეირანში უნდა ჩასულიყო და, მიიღებდა რა იქ მერაბოვისგან ყველა აუცილებელ ცნობას, საჩქაროდ ტფილისში დაბრუნებულიყო.

წარგზავნილები გაემართნენ. პასუხი ჯერ კიდევ არ ყოფილა მიღებული, ხოლო ხმები კი მალე სპარსელთა შემოსევის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა.

რაღაც დროიდან ბაბა-ხანის ჯარების ყარაბაღისკენ მოძრაობანი შესამჩნევი შეიქნა, სადაც, როგორც ხმები მოდიოდა, 12.000-იანი კორპუსი უნდა გამოსულიყო. ასეთი მტრული მოქმედებების საბაბი გახლდათ ბაბა-ხანის დაჟინებული მოთხოვნა ყარაბათელი იბრაჰიმ-ხანისადმი, რომ უკანასკნელს მისთვის თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა, რის შესახებაც შვიდ თვეზე უფრო მეტ ხანს წარუმატებელი მოლაპარაკებები მიდიოდა. ყარაბაღის ხანი წერდა კოვალენსკის და, არწმუნებდა რა მას რუსეთისადმი თავის ერთგულებაში, ეკიხებიდა მას თუ ბაბა-ხანთან მიმართებაში როგორ მოქცეულიყო, რომელმაც იქაურ სახანოებზე უკვე თავისი პრეტენზიები გამოაცხადა, მოითხოვდა რა მათ მორჩილებას და უკვე მათ მმართველობაშიც კი ერეოდა. ასე, ერევანში ახალი შაჰის ერთერთი მომხრე დაინიშნა. ხოელი ჯაფარ-ყული-ხანიც თავის ღირსებიდან გადაყენებულია, და მის ადგილზე ახალი ხანია დანიშნული. თავრიზში მყოფი ბაბა-ხანის ძე, მცირეწლოვანი აბას-მირზა* (*მირზა, დასმული სიტყვის აბასის წინ ნიშნავს, რომ უკანასკნელს მდივნის წოდება ჰქონდა; აბასის შემდეგ დასმული სიტყვა მირზა კი ხანის ან საერთოდ მფლობელის წოდებას ნიშნავს), რომელიც სპარსეთის ტახტის მემკვიდრედ იყო გამოცხადებული და მთელ ადერბაიჯანს მართავდა, თავის ბიძა სულეიმანთან ერთად თეირანში იქნა გაწვეული, როგორც ვარაუდობდნენ, იმ მხარის თაობაზე შემდგომი ბრძანებების მიღებისთვის (Рапортъ Коваленскаго 17-го февраля 1800 г., № 51. Московскiй Арх. Мин. Иност. Делъ).

ბაბა-ხანს ბევრი ვაჟიშვილი ჰყავდა, მაგრამ მათგან უსაყვარლესი აბას-მირზა გახლდათ. დიდი ტანის, ლამაზი, ენერგიული, მართლმსაჯული, კაცთმოყვარე და მხედრული შემართების მქონე აბას-მირზა ჭკვიანი იყო, თავის მეომრებს შიშში ამყოფებდა და ხალხის ძარცვის ნებას მათ არ აძლევდა. ცდილობდა რა ჯარებში ევროპული დისციპლინა შემოეტანა, აბას-მირზას უფრო მეტად დიდება უყვარდა, ვიდრე სიმდიდრე. ის უსაქმურობას, ფუფუნებას, მუსიკას, ცეკვებსა და სხვა გასართობებს ვერ იტანდა. მისი საყვარელი საქმიანობა იყო: ნადირობა და ჭკვიან ადამიანებთან საუბარი. იგი დამსახურებებს გულუხვად აჯილდოვებდა და უცხოელი ოსტატების სპარსეთში მოზიდვასაც ცდილობდა, “რათა სპარსეთის ხალხს შეეძლოს ყველაფერი საჭირო თავისთან ჰქონდეს. ის ლაპარაკობს მოკრძალებულად, იცის თურქული და არაბული ენები, სასულიერო წოდებისადმი ერთგულია და მიცემულ სიტყვას მყარად ასრულებს” (Записка царевича Парнаоза, поданная графу Румянцеву въ марте 1811 г. Арх. Мин. Иностр. Делъ. 1-9 1802-1813 гг., № 5).

ბაბა-ხანი აბას-მირზაზე დიდ იმედებს ამყარებდა და მომავალი მოქმედებების შესახებ სათათბიროდ თავისთან მოუწოდა.

მთელი ხმების მიხედვით, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა, შეიძლებოდა არც თუ უსაფუძვლოდ, ტფილისში გაბატონებული საერთო აზრის თანახმად ევარაუდათ, რომ ბაბა-ხანის ყველა ღონისძიება საქართველოზე მის ჩანაფიქრებს ამჟღავნებდა. სულ მცირე, გიორგი მეფე და საქართველოს ხალხი სპარსელთა განზრახვებთან მიმართებაში ასეთი აზრისანი იყვნენ, თუმცა კი თავდაცვისთვის არანაირ გადამჭრელ ზომებს არ ღებულობდნენ.

კეთილგონიერება მოითხოვდა, რათა ყოველგვარი ხმების მიმართ ფხიზლად და ფრთხილად ყოფილიყვნენ, მით უმეტეს, რომ, სულეიმან-ხანის თავრიზიდან ბაბა-ხანთან გაწვევის შემდეგ, ცნობები სპარსელთა სავარაუდო შემოსევის შესახებ არ წყდებოდა და ხან დამამტკიცებელი იყო, ხანაც უარმყოფელი. შემდგომში მიღებულ იქნა ახალი ცნობა ერევნიდან, რომ 1-ლ მაისს იქ ბაბა-ხანისგან წარმოგზავნილი ერევნის ხანთან საჩუქრით მოვიდა, რომელიც ხალათსა (ჩვეულებრივ განსხვავების ნიშნად იგზავნებოდა) და შეკაზმულ ცხენში შედგებოდა; რომ ბაბა-ხანი მნიშვნელოვანი ჯარით ყანდაჰარში ავღანელთა წინააღმდეგ მიემართება; რომ სულეიმანი ბაბა-ხანის ვაჟთან ერთად, ჯარების 12.000-იანი კორპუსის თანხლებით, თავრიზში დაბრუნდა, და რომ აბას-მირზა ადერბაიჯანის მართვას შეუდგა. ცნობილი იყო, რომ ტახტის მემკვიდრისთვის მიცემულ დარიგებაში ნაბრძანები იყო იმ მფლობელთა დასასჯელად, რომლებიც მბრძანებელს ეწინააღმდეგებოდნენ, და მისი მომხრეების გაძლიერებისთვისაც ჯარების რიცხვი გაეზარდათ (Рапортъ Коваленскаго министерству 24-го мая 1800 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

თუმცა კი ეს ხმები გაზვიადებული იყო. კოვალენსკის მიერ ბაბა-ხანთან წერილით წარგზავნილი, ყაზვინიდან თეირანში მიმავალ გზაზე, აბას-მირზასა და სულეიმანს შეხვდა, რომლებიც ქვეითი ჯარისა და კავალერიის თანხლებით მოდიოდნენ, რომელთა საერთო რიცხვიც 4.000 ადამიანს არ აღემატებოდა. არტილერია აქლემებზე აკიდებული ექვსი ფალკონეტისგან შედგებოდა. ეს ჯარი, კავალერიის გამოკლებით, საერთოდ ცუდ მდგომარეობაში გახლდათ.

ადერბაიჯანში მყოფმა სპარსული ჯარების რაზმმა მიიღო ბაბა-ხანის ბრძანება ურჩი ხანების წინააღმდეგ შემტევად ემოქმედა. ეშინოდა რა ზურგში მოწინააღმდეგის, ხოელი ჯაფარ-ყული-ხანის დატოვებისა, რომელიც ჯერ კიდევ თავის ციხე-სასახლეში იყო გამაგრებული და ბაიაზეთის ფაშის დახმარების იმედიც ჰქონდა, აბას-მირზამ ხოას ალყა შემოარტყა. ავადმყოფობის გამო ადამიანებში დანაკარგებმა და ხოის ხანის შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აიძულეს იგი არა მარტო უკან დაეხია, არამედ პირობაც დაედო, რომლის მიხედვითაც ჯაფარისთვის ხოის მთელი სახანო დაბრუნებულ იქნა (Донесенiе Кнорринга Государю Императору 23-го იюля 1800 г. Арх. Главн. Штаба въ С.-Петербурге). უზრუნველყვეს რა ასეთნაირად თავიანთი ზურგი, სპარსულმა ჯარებმა ნახჭევანთან არაქსი გადმოლეხეს და ერევნისკენ სვლას ვარაუდობდნენ; ხოლო შემდეგ კი, გამოყოფდნენ რა ჯარების ნაწილს ყარაბაღისა და განჯის ხანების გაძლიერებისთვის, ორი რაზმით წინ წამოვიდოდნენ. ერთი მათგანი შემახელი მუსტაფა-ხანის დასასჯელად იყო გაკნუთვნილი, რომელმაც ბაბა-ხანს აშკარა შეურაცხყოფა მიაყენა. შუშელმა ანუ ყარაბარელმა იბრაჰიმ-ხანმა, ბაბა-ხანის მოთხოვნით, თავისი ქალიშვილი თეირანში გაგზავნა, სადაც მასზე სპარსეთის მბრძანებელს უნდა ექორწინა. გამოვიდა რა გზაზე მნიშვნელოვანი რიცხვის შეიარაღებული ხალხით, შემახელმა მუსტაფა-ხანმა იბრაჰიმ-ხანის ქალიშვილი მოიტაცა, რომელიც ყარაბაღს ხანს უფრო ადრე მიცემული პირობით მისთვის უნდა მიეთხოვებინა.

მეორე რაზმს ერევნიდან თალიშის ხანის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, რათა მას მისი მოკავშირის შემახის ხანისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონოდა.

ყველა ამ მოქმედების გარდა, ბაბა-ხანი ბაქოს დაკავებასაც ფიქრობდა, როგორც სავაჭრო ქალაქისა, რომელიც ასევე ნავთობისა და მარილის (საბადოებისგან) შემოსავლებითაც ასარგებლებდა. ბაქოს ხანზე თავდასხმის საბაბად მან სპარსელი ვაჭრების საჩივრები წამოაყენა იმის შესახებ, რომ ხანმა მათი საქონელი მიიტაცა რუსული გემიდან, რომელიც მუშთაგის ნაპირებთან დაიღუპა (Изъ рапорта консула въ Персiи Скибиневсакаго Коваленскому 8-го марта, № 48. Георг. Военный Арх.).

ამ დროს სპარსელთა ბანაკში საქართველოდან გაქცეული ალექსანდრე ბატონიშვილი მივიდა და სპარსელები დააიმედა, რომ თავის სამშობლოში ძლიერი პარტია ჰყავს და რომ მთავრობით ყველა უკმაყოფილოა და მის მხარეს სიხარულით დაიჭერენ (Константиновъ, ч. II, стр. 107 /рукопись/. Арх. Главн. Шт.).

აღასრულებდნენ რა წარმატებით თავიანთი მბრძანებლის ყველა ვარაუდს, სპარსულ ჯარებს, ბატონიშვილის თხოვნის თანახმად, საქართველოს საზღვარზე გოგჩის ტბასთან უნდა მოეყარათ თავი, სადაც ყარაბაღისა და განჯის ხანებსაც თავიანთი ჯარებით მოსვლა ევალებოდათ, თათბირებისა და საქართველოს წინააღმდეგ ბაბა-ხანის შემდეგ ღონისძიებებში დახმარებისთვის.

ალექსანდრე ბატონიშვილი დედას ივლისში ატყობინებდა (Письмо царевича Александра матери отъ 30-го iюля 1800 года. Тифл. Арх. Канц. Наместника), რომ სპარსული ჯარის ნახევარი ერევნის ციხესიმაგრის გარშემო დგას, ხოლო მეორე ნახევარი კი ხანის ქარავან-სარაის მახლობლადაა განლაგებული; რომ შვიდი დღის შემდეგ იგი ამ ჯარებით გოგჩის ტბასთან მოვა, “ხოლო შემდეგ კი, თუ ღმერთი შემეწევა”, (ღვთისმშობლის) მიძინებისთვის ტფილისამდეც მოაღწევდა. დადიოდა ხმები, რომ სულეიმან-სარდალი, მოვა რა ერევანში, დაიწყებს ურთიერთობებს მეფესთან გიორგი XII-თან, და მისგან სპარსეთის შაჰის ძალაუფლების აღიარებას, რუსეთის მფარველობაზე უარის თქმასა და ყარაბაღიდან გამოსული სომხების დაბრუნებას მოითხოვს (Рапортъ Коваленскаго отъ 24-го мая 1800 г., № 201. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

ყარაბარელმა იბრაჰიმ-ხანმა, ცდილობდა რა გიორგიში რუსეთისადმი ერთგულება შეერყია, მას ბაბა-ხანისგან მიღებული ფირმანი შეატყობინა, რომელიც მისი ძალაუფლების მიმართ ურჩებისადმი მუქარებით და ამ ძალაუფლების ამღიარებლებისადმი წყალობის დაპირებებით იყო აღსავსე. ზუსტად ასეთივე დავალებით მოვიდა ტფილისში განჯელი ჯავად-ხანისგან წარმოგზავნილიც.

სპარსეთის მხრიდან მიღებული ცნობები თუმცა კი საკმარისად სერიოზული მოჩანდა, მაგრამ სინამდვილეში კი ძნელი იყო იმის ვარაუდი, რომ ბაბა-ხანს, რომელიც აღმოსავლეთში თავისი ძალაუფლების დამკვიდრებით გახლდათ დაკავებული, რაიმე სერიოზული შეეძლებოდა საქართველოს მიმართაც ეღონა. მთელ ამ ცნობებს უფრო მეტად მუქარის სახე ჰქონდა და სპარსეთის მბრძანებლის მომავალ განზრახვებზე მეტყველებდა. ბაბა-ხანის მხრიდან უფრო მეტად იყო მცდელობა, ხომ არ მოხერხდებოდა უბრალო მუქარებით რუსეთისადმი გიორგი მეფის ერთგულება შეერყია ან, ისარგებლებდა რა მეფესა და მის ძმებს შორის უთანხმოებათა გამო საქართველოში განწყობების გაყოფით, თავისადმი ერთგული ადამიანები შეეძინა. უკანასკნელ შემთხვევაში ბაბა-ხანი იმედოვნებდა, რომ რუსული ჯარების არცთუ დიდ ნაწილს, რომელიც მტრულად განწყობილი მოსახლეობით იქნებოდა გარშემორტყმული და ვერც გაძლიერების სწრაფად მიღების შესაძლებლობას დაინახავდა, საქართველო უნდა დაეტოვებინა. მეორეს მხრივ, მოარული ხმები იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ თუ ბაბა-ხანი მზადებებით იყო დაკავებული და საქართველოს მეზობლად ჯარებს თავიც მოუყარა, ამას მხოლოდ ჩვენი ჯარების შეტევისგან საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის აკეთებდა, რადგანაც არ სჯეროდა, რომ ჩვენ საქართველოში ერთადერთი მიზნით შემოვედით, რათა ქვეყანა გარედან მტრული თავდასხმებისგან დაგვეცვა.

მირზა-ბაბა, რეშტის მმართველი, ამ დროს თეირანში მიემართებოდა, რათა შაჰს სპარსეთის ელჩის ვაჟიშვილის საჩუქრებით წარდგომოდა, რომელიც პეტერბურგში იყო და ჩვენს დედაქალაქში გარდაიცვალა. მისი გამგზავრებისას, ჩვენი კონსული სპარსეთში ცდილობდა იმ ნამდვილ მიზეზზე მიეთითებინა, რომლის გამოც საქართველოში რუსული ჯარები იყო გამოგზავნილი, და შემდეგ კი მიიღო ცნობები, რომ მისი რჩევები და ახსნა-განმარტებანი უნაყოფოდ არ დარჩენილა. მირზა ეუბნებოდა ბაბა-ხანს, რომ საქართველოში მეტად მცირე რიცხვის რუსული ჯარები მოვიდნენ, და რომ მხოლოდ იქ ცნობილი მოხელის (კოვალენსკის) თანხლებისთვის; რომ საქართველოში კოვალენსკის მოსვლის შემდეგ, მეფემ მეზობელ ხანებთან ურთიერთობები უნდა იქონიოს არა სხვანაირად, თუ არა მხოლოდ მისი რჩევების მიხედვით; რომ კოვალენსკის დავალებული აქვს შეიტყოს იმის შესახებ, თუ საით დაიძვრებიან ფრანგები დამასკოდან, და თუ თურქეთის სულთანს არ შეეძლება ანატოლიაში მათი მოძრაობის შეკავება, მაშინ სულთნის დასახმარებლად მნიშვნელოვანი რიცხვის რუსული ჯარები იქნება გამოგზავნილი.

ბაბა-ხანი ამ ცნობებით დამშვიდდა და ბრძანა რუსეთის იმპერატორის მიერ მისთვის გამოგზავნილი საჩუქრები მის წინაშე საზეიმოდ წარმოედგინათ.

ბაბა-ხანის ქალიშვილის სულეიმანის ვაჟთან დაქორწინების დღეს, სახელოვანი ხანებისა და სხვადასხვა ქალაქებისა და ოლქების მმართველთა შეკრების დროს, წარგზავნილის ვაჟმა ბაბა-ხანს საჩუქრები მიართვა. იმპერატორ პავლეს უზენაესი სიგელი კი საჯაროდ წაკითხული არ ყოფილა, როგორც ჩანს იმიტომ, რომ ბაბა-ხანი მასში შაჰად არ იყო წოდებული.

სანამ ბაბა-ხანი საჩუქრებს ღებულობდა და თავის ქალიშვილს ათხოვებდა, მისი ძე აბას-მირზა, ამასობაში, მამის ბრძანებებს ადერბაიჯანში აღასრულებდა. თავრიზსა და ერევანს შორის დაცემული თავისი ბანაკიდან მან, ივნისის დასაწყისში, ტფილისში გიორგი მეფესთან დესპანები გამოგზავნა, რომელთაც მამის ფირმანი, თავისი წერილობითი ბრძანება (предписанiе) და მისი ზოგიერთი მოხელის საქართველოს მეფისადმი წერილები გამოატანა.

გიორგიმ არ იცოდა, თუ წარმოგზავნილი როგორ მიეღო. კოვალენსკისთან თათბირის შემდეგ მეფემ გადაწყვიტა ის ჩვენი მინისტრის სახლში მიეღო და ამით სპარსელისთვის რუსეთის იმპერატორისადმი თავისი სრული ერთგულება ეჩვენებინა.

14 ივლისს, წარმოგზავნილთა ტფილისში მოსვლის მეოთხე დღეს დანიშნულ იქნა აუდიენცია. წინა დღეს მათთან ორი მოხელე მიავლინეს: ერთი მეფის სახელით, მეორე კი ჩვენი მინისტრისა, რათა მათთვის მშვიდობით ჩამოსვლა მიელოცათ და გამოეცხადებინათ, რომ მეორე დღეს მეფესთან აუდიენცია კოვალენსკის თანდასწრებით იქნებოდა.

აუდიენციისთვის მომზადებულ ოთახში იმპერატორ პავლე I-ის პორტრეტი (როგორც გიორგიზე უმაღლესი ძალაუფლების ნიშანი) და სავარძლები იქნა დაგმული, ასევე დასვენებულ იქნა გვირგვინი და სამეფო კვერთხი, ხოლო აქეთ-იქიდან კი ქართველ მოხელეებს პორფირა და სამეფო შტანდარტი ეჭირათ. იმ ოთახში შეიკრიბნენ: გენერალ-მაიორი ლაზარევი და ეგერთა პოლკის ყველა შტაბ და ობერ-ოფიცერი; სახლის ახლოს ეგერთა ასეული იდგა.

მინისტრის მდივანმა და გიორგის ადიუტანტმა დესპანები “მოსასვენებელ ოთახში” მიიღეს. შემდეგ ისინი აუდიენც-დარბაზში იქნენ მიწვეული, სადაც იმავე პირთა თანხლებით შევიდნენ, და თან აქეთ-იქიდან ორი თარჯიმანიც ჰყავდათ.

თავიდან მეფე, ხოლო შემდეგ კი კოვალენსკიც მიესალმენ წარმოგზავნილებს. გიორგიმ მათ დაჯდომა შესთავაზა, ხოლო კოვალენსკი, როგორც სახლის პატრონი, გამასპინძლების საქმეს უძღვებოდა.

სპარსელმა ელჩმა გიორგის ფირმანი და წერილები მიართვა. მეფე პასუხობდა, რომ როგორც კი მათ წაიკითხავდა და განიხილავდა, პასუხის გაცემასაც არ დააყოვნებდა* (*აზიურ წეს-ჩვეულებათა მიხედვით ფირმანი საჯაროდ უნდა წაკითხულიყო. გიორგიმ ამ წესზე უარი თქვა იმის შიშით, რომ მის შინაარსს კოვალენსკის, როგორც რუსეთის წარმომადგენლის კომპრომეტირება არ მოეხდინა).

ელჩი საქართველოს მეფესთან საიდუმლო და პირად მოლაპარაკებას ითხოვდა; მაგრამ გიორგი პასუხობდა, რომ არანაირ საიდუმლო მოლაპარაკებებში რუსეთის მინისტრის გარეშე ჩართვა არ შეუძლია და არც სურს. მოხერხებულმა სპარსელმა შენიშნა, რომ კოვალენსკის დასწრებით ახსნა-განმარტებას განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა დანარჩენი იქ მყოფი ოთახიდან გავა.

დარჩა რა მათთან, სპარსელმა გიორგის გრძელი “და განსაკუთრებული ოსტატობით წარმოთქმული” სიტყვით მიმართა. შევიწროვებული იყო რა რუსეთის წარმომადგენლის დასწრებით, იგი ცდილობდა გიორგი მეფისთვის ბაბა-ხანის მუქარები და მისი მრისხანების ცუდი შედეგები ყველაზე უფრო დელიკატური და შეუმჩნეველი სახით გამოეთქვა. თავისი მბრძანებლის სახელით წარმოგზავნილი ჰკვირობდა, რომ მეფემ, მისთვის უცნობი მიზეზით, სპარსეთთან ყოველგვარი შეტყობინება შეწყვიტა და უკვე ორი წელია შაჰს არაფრის შესახებ არ მიმართავს; რომ ბაბა-ხანი, როგორც უწინ, ისევე ახლაც, გიორგის მიმართ მოწყალედაა განწყობილი. ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ შეიტყობს რა ფირმანის შინაარსს და მასში დაპირებულ წყალობებს, მეფე უარს არ იტყვის რომ სპარსეთის მბრძანებლის სურვილები და მოთხოვნები აღასრულოს.

გიორგიმ პასუხისთვის კოვალენსკის მიმართა.

– მე, – პასუხობდა მეფე ჩვენს მინისტრთან თათბირის შემდეგ, – ვინახავ რა წმინდად გარდაცვლილი მეფის ჩემი მშობლის აღთქმას, რომელმაც, სრულიად რუსეთის იმპერიასთან 1783 წელს დადებული საზეიმო ტრაქტატის ძალით, საკუთარი თავი მთელი თავისი ოლქებით სრულიად რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ შეიყვანა, არ შემიძლია არც ერთი სხვა გარეშე დერჟავის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამაზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, ჩემი მაღალი მფარველის ნების გარეშე.

– სპარსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობისთვის მისი უდიდებულესობის მხრიდან რწმუნება მინიჭებული აქვს მინისტრს, – აგრძელებდა გიორგი, მიუთითებდა რა კოვალენსკიზე, – ამიტომ ყველა საქმის შესახებ, რომლებიც მე სპარსეთთან შეიძლება მქონდეს, ჩემს მოვალეობად მოვიჩნევ მხოლოდ მისი, მინისტრის მეშვეობით გიპასუხოთ.

– ვასრულებდი რა ჩემი ხელმწიფის ბრძანებებს, – ამბობდა კოვალენსკი – მე ძალმოსილი მფლობელის ბაბა-ხანის წინაშე ჩემი საგანგებო წარგზავნილის მივლინებისას, ჩემი ხელმწიფის სახელით მეგობრულ შეხმიანებასთან ერთად, არ დავახანე, როგორც მისი მაღალღირსებისთვის, ისე მისი ძის აბას-მირზათვის და მათდამი დაახლოებული სხვა დიდგვაროვნებისთვისაც მეგობრული განწყობის შესახებ მომეხსენებინა. მაგრამ რადგანაც ამ შეხმიანებებზე არანაირი პასუხი არ მიმიღია, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ რწმუნება, რომ ისინი შემატყობინოთ, მათთან მეგობრულ ახსნა-განმარტებებში მეც ხალისით ჩავერთვები.

– ასეთი რწმუნება მე არ გამაჩნია, – პასუხობდა წარმოგზავნილი, – მთელი დავალება, რომელიც მე აბას-მირზამ მომცა, საქართველოს მეფესთან დეპეშების მოტანასა და მისდამი გამოცხადებული ბრძანებების მოხსენებაში შედგება. თუმცა კი, მინისტრისგან გამოგზავნილი მოხელის შესახებ ჩემთვის ცნობილია, რომ ის სათანადო პატივისცემითა და ღირსებით იქნა მიღებული და ასევე იმყოფებოდა; რომ შაჰმა თეირანიდან ყანდაჰარში სალაშქროდ თავისი გამგზავრებისას, ის თავისი პასუხით უკანვე გამოუშვა და ამიტომ მალე უნდა კიდეც დაბრუნდეს.

– ბაბა-ხანის აღმატებული ძალებისგან საფრთხე ერევნისა და საქართველოსთვის გარდაუვალია, – ეუბნებოდა გიორგის ერევნის ხანის მიერ წარმოგზავნილი, თითქოსდა რჩევისა და მეგობრობის სახით. – მხოლოდ ერთი საიმედო საშუალება რჩება – შაჰის ძალაუფლებისადმი დამორჩილება და სწორედ იმ მოთხოვნების აღსრულება, რომლებიც ახლა თქვენ შემოგთავაზეთ, რათა უწინდელზე უფრო მწარე ხვედრი არ გერგოთ. ამასთან საქართველო ყველა უფლებით სპარსეთის შაჰს ეკუთვნის, და ამიტომ ყოველგვარი წინააღმდეგობა შეუთავსებელი იქნებოდა.

ერევნელი წარმოგზავნილის თავხედურმა სიტყვამ და რჩევამ ისე შეაშფოთა გიორგი, რომ მას არანაირი სიტყვის თქმა არ შეეძლო.

– არ შემიძლია არ გამიკვირდეს თქვენი რჩევებისა – პასუხობდა მეფის ნაცვლად საუბარში ჩართული კოვალენსკი – და თქვენს მიერ ნათქვამი მთელი სიტყვისა, მით უმეტეს, რომ თქვენ თითქოსდა რუსეთის იმპერატორის მიერ მეფის მფარველობის შესახებ სრულებით დაივიწყეთ. გირჩევთ გაიხსენოთ ამის თაობაზე და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ რუსეთის ხელმწიფე ასე ადვილად არ თმობს თავის მფარველობას. 

– მე იმაში ვარ დარწმუნებული, – პასუხობდა წარმოგზავნილი, – რომ ჩემს რჩევებს ერთადერთი მეფისადმი გულმოდგინების გამო ვაძლევ და იმიტომაც, რომ მოწინააღმდეგე აღმატებული ძალებით უკვე მისი სამფლობელოების საზღვრებს უახლოვდება.

– რუსეთს, – პასუხობდა კოვალენსკი, – აქაურ ქვეყნებში არანაირი მოწინააღმდეგე არ გააჩნია და თავადაც არავის თავს არ ესხმის. ხოლო მათთან გამკლავების ძალებს კი, რომლებიც მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ხალხების წინააღმდეგ ამხედრებაზე გათავხედდებიან, გამონახავს. წარმოგზავნილი თავის აზრზე რჩებოდა. თუ გიორგი ბაბა-ხანის მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ იჩქარებდა, იგი სპარსელთა აუცილებელი შემოსევის შესახებ აფრთხილებდა.

– მოდი და აიღე! პასუხობდა ყველაფერ ამაზე კოვალენსკი წარმოგზავნილს.

– მხოლოდ მას ერთს ვაღიარებ ჩემს ხელმწიფედ და მფარველად, – თქვა გიორგიმ, მიუთითა რა იმპერატორ პავლეს ჩამოკიდებუოლ პორტრეტზე – და არანაირი სხვა ბრძანებების შესრულებას არ ვაპირებ.

აუდიენციის დასრულებისა და სპარსელი წარმოგზავნილების წასვლის შემდეგ ბაბა-ხანის ფირმანი, აბას-მირზას ბრძანება და მისი მოხელეების წერილები წაკითხულ იქნა. 

სპარსეთის მბრძანებელი წერდა, რომ დაიმორჩილა რა ბევრი ოლქი, მან თავისი “თვალის ჩინი და შუბლის ახალი მთვარე”, აბას-მირზა, ადერბაიჯანში გამოგზავნა 30.000 მამაცი მეომრითა და ბრძანებით, რომ ამ მხარის მთელ საქმეებს განაგებდეს.

“როგორც ნიჟარა, რომელიც საკუთარ თავში ძვირფას მარგალიტს ინახავს, და როგორც ნათელი ვარსკვლავი თორმეტ ციურ ნიშანს შორის”, ისე აბას-მირზაც, შაჰის პირველი მინისტრის სიტყვებით, დაღესტანში, სომხეთსა და ადერბაიჯანში გამოცხადდება ჯარით, იმისთვის, რათა აჯილდოვებდეს გულმოდგინეებს და “მამაცი სპარსელი მხედრების” ცხენთა ფლოქვებით თელავდეს იმათ, ვინც სპარსეთის მბრძანებლის ძალაუფლებას შეეწინააღმდეგება.

სპარსეთის პრინცს უნდა გაენადგურებინა მოწინააღმდეგენი და, “გაწმენდს რა ყველა მოხსენიებულ ადგილს მათგან, როგორც ეკლებისა და უსარგებლო ნაფოტებისგან, დაამყაროს ყველგან წესრიგი და ყველაფერი კეთილმოწესეობის წითელი სამოსით შემოსოს” (Акты Кавк. Археогр. Комм. 1866 г., т. I, стр. 97).

ბაბა-ხანი უწინდებურად მოითხოვდა, რათა გიორგის თავისი უფროსი ძე, დავით ბატონიშვილი, აბას-მირზასთან გაეგზავნა, “რომელიც მასზე თავისი უკიდეგანო წყალობის მოფენასა და სხვებისგან მის გამორჩევას არ დაახანებს”.

“თქვენ, – წერდა ბაბა-ხანი (Фирманъ Баба-хана. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ) – სამსახურისა და ერთგულქვეშევრდომული გულმოდგინების დამტკიცებისთვის, ეს ბრძანება ყოველგვარი გამოტოვების გარეშე უნდა აღასრულოთ, რისი მეშვეობითაც ქების ღირსი შეიქნებით, და თქვენი საიმედო вертоградъ-ი ჩვენს იმპერატორობით წყალობათა ღრუბლებისგან აყვავდება”.

იგივეს, ან თითქმის იგივეს, წერდნენ გიორგის აბას-მირზა* და სულეიმან-ხანიც (*“მაღალხარისხოვანო, – წერდა აბას-მირზა, – მაღალადგილოვანო, ბედნიერო, დიდებულო, ჩვენდამი ერთგულ-გულმოდგინევ, დიდ თავადთა თავადო, საქართველოს მეფეთაგან უნატიფესო, გიორგი, საქართველოს მეფევ! ჩვენი უთვალავი და უსაზღვრო წყალობებისგან, რომლებიც მზესავით ბრწყინავენ, დაიმშვიდებთ რა გულს და ამაღლდებით, დაე თქვენთვის ცნობილი იყოს, რომ რადგანაც ახლა უბედნიერესი დროა, და მე ძლევამოსილი ჯარებით, ღვთისმსგავსი მონარქის, უძლევამოსილესი ხელმწიფის ბრძანებით, რომელსაც დროშად მზე აქვს და მთელი სამყაროს მფლობელია, ადერბაიჯანის ოლქის განკარგვისა და შირვანისა და დაღესტნის საქმეების მოქმედებაში მოყვანისთვის ვარ დადგენილი, ამიტომ ჩემი სულიერი თვალების მზერა, რომლებიც მზის სხივების მსგავსია, განწყობილია, რათა სპარსეთის მარადიულად არსებული იმპერიის მსახურნი მრავალი წყალობით დააჯილდოვოს, ხოლო უარისმყოფელნი კი ჩვენი მამაცი ჯარების ფეხით გათელოს...”).

ერევნის ხანი გიორგისადმი თავის წერილში გამოთქვამდა იმედს, რომ როგორც “აქამდე სპარსეთის იმპერიასა და საქართველოს შორის არანაირი გაყოფა და განსხვავება არ ყოფილა, ამიტომ ყოვლადუზენაესის ნებით მომავალშიც ეს არ იქნება”. ხანი ურჩევდა საქართველოს მეფეს თავის ძმასთან ან ვაჟიშვილთან ერთად ბაბა-ხანისთვის ძვირფასი საჩუქრები გაეგზავნა და ეშინოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას “არ მოჰყვეს აოხრება, რომლის გამოც თქვენ თავადაც ინანებთ”.

ტფილისში სპარსელი ელჩების მოსვლამ, ბაბა-ხანის ფირმანის შინაარსმა და არაქსის ნაპირებზე მნიშვნელოვანი რიცხვის სპარსული ჯარების შეკრების შესახებ ცნობამ აიძულეს გიორგი ზომები მიეღო და თავდაცვისთვის მომზადებულიყო.

(მოსახლეობის) განწყობათა გაყოფა, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა და უუფროსობა საქართველოში სპარსელთა შემოსევის შესახებ პირველივე ხმებისას გამოვლინდა. (Разделенiе умовъ, неповиновенiе власти, безначалiе обнаружились въ Грузiи при первомъ слухе о нашествiи песiянъ.) ერევნის ოლქში მათი მოსვლის შესახებ ცნობამ, კოვალენსკის სიტყვებით, თითქმის საყოველთაო ძრწოლა და განგაში მოახდინა. დედაქალაქი, რომელიც ყველასთვის მაგალითს წარმოადგენდა, მზად იყო საკუთარი გადარჩენა გაქცევაში ეძია; საზღვრისპირა სოფლებში კი, რომლებიც უმეტეს წილად მაჰმადიანთაგან შედგებოდა, გარკვეული რყევა და ყოყმანი შეიმჩნეოდა (Изъ письма Коваленскаго гр. Ростопчину 4-го августа 1800 года, № 288. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ). დედაქალაქში სამხედრო და საკვები მარაგების უკმარისობა, თითქმის არანაირი სამხედრო ძალის არარასებობა, ყველაფერი ეს მთლიანობაში საყოველთაო შიშსა და სასოწარკვეთილებას ავრცელებდა. გარედან თავდასხმისგან გარდაუვალ საფრთხეში მცხოვრებთა დარწმუნებულობას იმ შინამტრობის შიშიც უნდა მოვუმატოთ, რომელიც მეფესა და მის ძმებს შორის უთანხმოებიდან მოდიოდა.

კოვალენსკის თავმჯდომარეობით საბჭო იქნა დაარსებული, რომელსაც სამეფოს ნავარაუდევი თავდაცვისთვის ზომები უნდა მიეღო და მოსაზრებები შეედგინა. ამ საბჭოს შემადგენლობაში იოანე ბატონიშვილი იქნა დანიშნული.

გიორგი ქვეყნის საკუთარ საშუალებებზე, როგორც საბრძოლო, ისე ფინანსური მიმართებითაც, ნაკლებ იმედებს ამყარებდა, ამიტომ თავისი სამეფოს ერთადერთ და უკეთეს თავდაცვად გარეშე, რუსეთის საგარეო დახმარებას მიიჩნევდა (Рапортъ Коваленскаго министерству 18-го iюня 1800 г., № 228. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ). მეფე ითხოვდა, ტფილისში მხოფი ლაზარევის ეგერთა პოლკის გაძლიერებისთვის კიდევ თუნდაც უმნიშვნელო რიცხვის ჯარები გამოეგზავნათ და ამით საქართველოს მეფის დასახმარებლად რუსული ჯარების მოსვლის თაობაზე მეზობლებს შორის ხმების გავრცელებისთვის საბაბი მიეცათ.

კოვალენსკი ამავე საკითხზე კნორინგსა და სამინისტროს წერდა, და ითხოვდა დარიგებებს, თუ რა გაეკეთებინა. გიორგი სთხოვდა კნორინგს საქართველოში ჯარები გამოეგზავნა, ხოლო კნორინგი კი ამის შესახებ პავლე იმპერატორს მოახსენებდა (Донесенiе Кнорринга Государю Императору 24-го iюня 1800 г. Тамъ же).

“აქ შინაგანი უწესრიგობაა, – წერდა ლაზარევი (Изъ письма Лазарева Кноррингу 4-го августа 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), – ყველაფერი ამბოხებულია, ქალაქიდან ყველფერი გარბის; მაგრამ ახლა ჩვენი ყარაულები არ უშვებენ”.

საქართველოს ახალი საფრთხის შესახებ პეტერბურგში პირველი ცნობების მიღებისას მაშინვე გაეგზავნა ბრძანება კნორინგს (Рескриптъ Кноррингу 10-го iюля 1800 г. Тамъ же) საქართველოში ლაშქრობისთვის პუშკინისა და ობრეზკოვის დრაგუნთა პოლკებიდან ხუთ-ხუთი ესკადრონი მოემზადებინა, უპირატერსად კი ისინი, რომლებიც მათ მიერ დაკავებული ხაზის ცენტრში იყვნენ განლაგებულნი; რაზმის შემადგენლობაში ორი ქვეითი პოლკი დაენიშნა იმათგან, რომლებიც კავკასიის ხაზის შუა ნაწილში იყვნენ განლაგებულნი, გრენადერთა ორი შეერთებული ბატალიონი და ლიხაჩოვ 1-ლის ეგერთა პოლკის ერთი ბატალიონი. ამრიგად, რაზმი დრაგუნთა ათი ესკადრონისა და ქვეითი ჯარის ცხრა ბატალიონისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი, შესაბამისი რიცხვის არტილერიით, როგორც საპოლკოსი, ისე საბატარეოსიც, და მისთვის განკუთვნილი მომსახურე პერსონალითაც.

ცნობების მიღებისთანავე იმის შესახებ, რომ (სპარსელთა) თავდასხმისგან საქართველოს ნამდვილი საფრთხე ელოდება, კნორინგს თავად უნდა მიეღო მთავარი უფროსობა ამ რაზმზე და ბაბა-ხანის ბოროტი განზრახვები ქვეყნისგან აეცილებინა.

კავკასიის ხაზის სარდალმა თავად გასცა ყველა აუცილებელი განკარგულება ჯარების სურსათით მომარაგების შესახებ, როგორც გზაში მსვლელობისას, ისე საქართველოში ყოფნის დროსაც, არ ჰქონდა რა საქართველოს მეფის დახმარებისა და თანადგომის იმედი. კნორინგს უნდა შეეტყობინებია გიორგისთვის იმპერატორის განზრახვის შესახებ მფარველობა გაეწია და დაეცვა მეფე ბაბა-ხანის ყოველგვარი პრეტენზიებისგან.

“ამ წინასწარმა ხმამ, – წერდა იმპერატორი პავლე (Кноррингу отъ 10-го iюля 1800 г., № 458. Арх. Глав. Штаба, книга № 19), – საქართველოს დასაცავად ჩვენი მზადებების შესახებ, შესაძლოა აიძულოს ბაბა-ხანი თავი ანებოს თავის განზრახვებს, ხოლო საქართველოს მეფე კი გააგრძელებდა მოლაპარაკებებს აბას-მირზასთან, რათა შეიტყოს, თუ რაში შედგება მათი ნამდვილი მოთხოვნები, იმიტომ რომ, თუ ბაბა-ხანს მათი დამორჩილება კი არ სურს, არამედ მხოლოდ, რათა მას საქართველოს მეფის მეზობლებთან ომში ეხმარებოდნენ, ამის შეთანხმება ჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებების გარეშეც იქნება შესაძლებელი”.

იმპერატორის ბრძანება კნორინგის მიერ მაშინ იქნა მიღებული, როცა კოვალენსკის მიერ ბაბა-ხანთან წარგზავნილი ტფილისში დაბრუნდა.

გაემგზავრა რა ტფილისიდან 16 თებერვალს, მერაბოვი 17 აპრილს თეირანში ჩავიდა.

აქ ის ბაბა-ხანის კარზე ყველაზე უფრო მეტი ნდობით აღჭურვილი პირის, მირზა-რეზა-ყული-ნაზირის წინაშე წარსდგა, რომელმაც იგი კეთილგანწყობით მიიღო და ბრძანა თავის სახლში მისთვის ბინა მიეცათ. მირზა ეკითხებოდა მერაბოვს, თუ ვისგან და რისთვის არის იგი გამოგზავნილი. წარგზავნილმა მას უზენაესი სიგელის ასლი ჩააბარა, რომლის წაკითხვის შემდეგაც მირზამ მისგან ყველა წერილი და ქაღალდი მოითხოვა და, გახსნა რა ისინი, წაიკითხა, ხოლო შემდეგ კი ბაბა-ხანს წაუღო.

იმ დროიდან მერაბოვს მირზა მეტად უკვე აღარ უნახავს. იმავე ღამეს იგი უკანა ეზოში იქნა გადაყვანილი, ისეთ ოთახში, რომლიდანაც არაფრის დანახვა მას არ შეეძლო და მასთანაც არავის უშვებდნენ. ასეთ პატიმრობაში ის ცხრა დღეს რჩებოდა.

პატიმრობის მესამე დღეს იმავე ოთახში მრისხანე სახის მქონე სპარსელი შემოვიდა.

– თქვენ ვინ ხართ და რატომ მოხვედით? ჰკითხა მერაბოვმა.

– მე შაჰის ჯალათი ვარ, პასუხობდა სპარსელი. – ნაბრძანები მაქვს აქ ვიჯდე.

თეირანიდან გამომგზავრების წინა დღეს ჩვენს წარგზავნილს იბრაჰიმ-ხანის მიერ კოვალენსკისადმი მოწერილი წერილი მოუტანეს და 15 იმპერიალი აჩუქეს.

მერაბოვმა თეირანი 27 აპრილს დატოვა. მისი გამომგზავრებიდან მეორე დღეს ბაბა-ხანი 50.000-იანი ჯარით ხორასნისკენ გაემართა, რომელშიც 20.000 რჩეული ცხენოსანი ჯარი გახლდათ; ხოლო დანარჩენი “ნაძირლებისგან შედგებოდა, რომელსაც თავად სპარსელებიც კი არ აქებდნენ”. პროვიანტში სპარსულ ჯარებს დიდი უკმარისობა ჰქონდათ. მათი არტილერია იმ რვა ზარბაზნისგან შედგებოდა, რომელთა აღებაც აღა-მაჰმად-ხანმა ტფილისში ამ ქალაქის აოხრების დროს მოახერხა. იმ კარისკაცებიდან, რომლებიც ბაბა-ხანს გარს ერტყნენ, იგი ყველაზე უფრო მეტად თავის მაზანდერანელ ყაჯარებს ემყარებოდა; სხვებს კი, “როგორი კარგი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ”, არ ენდობოდა. გამცილებელი, რომელიც მერაბოვს ხოის ხანმა მისცა, მასთან ერთად თეირანიდან გამოემგზავრა, თუმცა კი მერაბოვი, მის ცუდ ჩანაფიქრებზე ეჭვობდა და სთხოვდა მას თან არ გამოჰყოლოდა.

მერაბოვის უნდობლობა მალევე გამართლდა. როცა ისინი გზაზე ჯორებს აჭმევდნენ, ერთი მათგანი ნაკადულში შევიდა და მასზე აკიდებული ჩანთები წყალში ჩავარდა. ბიჭმა ისინი წყლიდან ამოიტაცა და ჩანთების გაწურვამდე იქიდან ქაღალდები ამოალაგა, რომლებიც მერაბოვმა აიღო. დაინახა რა მათ შორის ერთი საეჭვო, მან სხვა გამცილებელს სთხოვა ის წაეკითხა. აღმოჩნდა, რომ ეს ბაბა-ხანის საგანგებო ბრძანება გახლდათ – მერაბოვი ხოის ხანთან მიეცილებინათ, რომელსაც იგი თავისთან უნდა დაეკავებინა, სანამ სულეიმანისგან შემდეგ ბრძანებებს არ მიიღებდა. ეშინოდა რა ხოის გავლით გზის გაგრძელებისა, მერაბოვი გილანში გაემართა და გამცილებლისგან მხოლოდ იმით დაიხსნა თავი, რომ მას ცხენი და 40 მანეთი ფული აჩუქა. გამცილებელმა ის რეშტში დატოვა, ხოლო ჩვენი წარგზავნილი კი ენზელში გაემგზავრა, სადაც 8 მაისს კიდეც მოვიდა. აქედან ბაქოს, შემახის, ნუხისა და განჯის გამოვლით მან საქართველოს ივლისის თვის შუა რიცხვებში მოაღწია.

მერაბოვმა ვეზირ იბრაჰიმისგან წერილი მოიტანა, რომელშიც იგი საქართველოში რუსული ჯარების შემოსვლასთან მიმართებით შაჰის აზრს გამოთქვამდა.

“ეს საქმე მოლოდინზე უფრო მაღლაა! წერდა იბრაჰიმი (Переводъ письма визиря, представленный при рапорте Мерабова Коваленскому 27-го iюля 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ). – როგორც მზის სინათლე იღვრება დედამიწაზე, ისე თანაბრად არის ყველასთვის ცნობილი ჭეშმარიტება, რომ სწორედ იმ დროიდან, როცა მთელი დედამიწა ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი, საქართველო, კახეთი და ტფილისი ირანის სახელმწიფოში იმყოფებოდნენ. მათი მცხოვრებნი უწინ მყოფი სპარსელი შაჰების ხანაში სამსახურითა და მორჩილებით ყოველთვის მათ ბრძანებებს მიეკუთვნებოდნენ, ხოლო რუსეთის მფლობელობაში კი არასდროს ყოფილან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ერეკლე მეფემ, ნეტარხსენებული თვითმპყრობელი ხელმწიფის აღა-მაჰმად-ხანის თანამედროვემ, ჩაიფიქრა, ჩამოშორდებოდა რა თავისი მარადიული მფლობელების ძალაუფლებას, სპარსელთა წინააღმდეგ მტრული გზით წასულიყო. ყველასთვის, რა თქმა უნდა, უცნობი არ არის, თუ მან ამაზე როგორი საზღაური მიიღო, ჩავარდა რა დიდ უბედურებაში და ხელმწიფის სასტიკი მრისხანების ქვეშ, როცა ერთნი აჩეხეს, სხვები ტყვედ წამოსხეს, დანარჩენები კი საფუძვლამდე ააოხრეს. აქ ყველასთვისაა ცნობილი, რომ სრულიად რუსეთის მონარქმა თავისი მეფობის დასაწყისი მთელი მსოფლიოს წინაშე სიბრძნისა და მშვიდობისმოყვარეობის მაღალი ტალანტებით აღნიშნა. მაგრამ მისი უდიდებულესობის სურვილი მოსპოს საუკუნეების მიერ დაბეჭდილი უფლებები და უპირატესობანი (მათთან ერთად) დამყარებული სახალხო წეს-ჩვეულებებით (съ установленными народными узаконенiями) სახელმწიფოსთვის პატივისა და ღირსების შენარჩუნებას არ ეთანხმება და მისგან შორსაა.

ერეკლე მეფის პირობები რა სარწმუნოობის ღირსია? მის ხელმოწერას როგორი პატივისცემა გააჩნია? მაგალითად, რუსეთში მყოფი ერთ-ერთი ხალხი თავისი ნებით რომ სპარსეთის მფლობელს დამორჩილებოდა, მასთან ტრაქტატი და სხვა პირობები დაედო, აქვს კი ძალა ასეთ გარიგებებს? ის სპარსული მფლობელობის ქვეშ არანაირად არ შეიძლება ჩარიცხულ იქნას. დავუშვათ, რომ ერეკლე მეფის დროს სპარსეთში უმაღლესი მფლობელი არ ყოფილა და ამ, ასე რომ ვთქვათ, ორი დღის მანძილზე იმ მეფემ, თავისი სიცოცხლის გადასარჩენად, სრულიად რუსეთის დიდი თვითმპყრობელის მფარველობას მიმართა, ნუთუ ამ მიზეზით არის ტფილისი სპარსეთის ძალაუფლებისგან მოკვეთილი და რუსეთის სამფლობელოებში ჩარიცხული? ეს არ შეიძლება იყოს!

ახლა, მადლობა ღმერთს, სპარსეთის ტახტის ძალაუფლება სრულად არის განმტკიცებული, ვინაიდან ყველა ხანმა, მფლობელმა და მხედართმთავრმა მოიდრიკა ქედი მის (ბაბა-ხანის) წინაშე, ხოლო ურჩთა სამფლობელოები კი მისი უდიდებულესობის ჯარების ძალით აოხრებულია, ასე რომ დღითი-დღე მისი მფლობელობა ვრცელდება, და ისიც კი არ გაითვალისწინება, რომ ათასობით წლების შემდეგაც კუთვნილი სამფლობელო სხვისთვის იქნას მიცემული”.

დასასრულს იბრაჰიმი ამბობდა, რომ აუცილებელია დადგენილ იქნას, რათა საზღვრები რუსეთსა და სპარსეთს შორის ურღვევი რჩებოდეს, რათა მტრობის, ამაო სისხლისღვრისა და ხალხთა რბევა-აწიოკების თავიდან აცილებისთვის უწინდელ კანონებს, უფლებებსა და უპირატესობებს იცავდნენ. ერთი სიტყვით, რათა მშვიდობა არ იქნას დარღვეული. 

პირველი ვეზირი მეგობრობასა და თანხმობას ეძიებდა, ხოლო 7.000-დან 10.000-მდე რიცხვის სპარსული ჯარი კი აბას-მირზისა და სულეიმანის უფროსობით არაქსის მარცხენა ნაპირზე გადმოვიდა და მისი მეწინავე რაზმი ერევანს ბლოკადაში ამყოფებდა. გაჩერდა რა მთელ თვეს ერთ ადგილზე, აბას-მირზა, პირველივე ცნობების შემდეგ იმის შესახებ, რომ რუსეთს განზრახული აქვს საქართველო დაიცვას და იქ გამოსაგზავნად ახალ ჯარებს ამზადებს, ისევ უკან არაქსის მარჯვენა ნაპირზე გადავიდა. იქვე იქნა გაყვანილი ბლოკადის განმახორციელებელი კორპუსიც ერევნიდან.

აქედან სულეიმანმა და ბას-მირზამ დააგზავნეს ფირმანები ადერბაიჯანში, ხოისა და სხვა ოლქებში ბრძანებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის ახალი ჯარები შეეკრიბათ.

“მთელი ამ ნაძირლებისა, – წერდა ლაზარევი კნორინგს (Въ письме отъ 4-го августа. Акты. Кавк. Археогр. Комм.), – არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ, მათი ცემა-ტყეპისგან ხელები დაგვეღლება, ქართველების იმედი კი არ უნდა გვქონდეს: მათ 10 ადამიანზე ორი თოფი აქვთ, ხოლო სხვები კი შინდის ხის გამომწვარი ჯოხებით არიან შეიარაღებულნი; და ამას კიდევ ის უნდა მივუმატოთ, რომ აქ შინაგანი უწესრიგობაა. სომხები, რომლებზდაც ასეთ მყარ იმედს ამყარებენ, ჩემთვის მეტად საეჭვონი არიან”.

(«Всей сей сволочи, – писалъ Лазаревъ Кноррингу, – бояться нечего, но чистосердечно признаюсь, что руки устанутъ их бить, а на грузинъ надеяться нечего: у нихъ на 10 человекъ два ружья, а прочiе вооружены кизиловыми обожжёнными палками; да и къ тому же присовокупить должно, что здесь внутреннiй безпорядокъ. Армяне, на которыхъ такую твёрдую надежду полагаютъ, для меня весьма подозрительны».)

კნორინგმა, ჰქონდა რა იმპერატორის ბრძანება საქართველოსკენ დაძრულიყო, ამის შესახებ კოვალენსკის შეატყობინა, რომელიც, ვერ ხედავდა რა ამდენად ძლიერი დამხმარ ძალების გამოგზავნის აუცილებლობას, პასუხობდა, რომ სპარსელთა შემოჭრა ისეთი საშიშიც არ არის და ზედმეტად გაზვიადებულია.

გიორგი მეფეს კი კნორინგი წერდა, რომ მას აბას-მირზასთან მოლაპარაკებები გაეგრძელებინა და ეცადა მისგან სპარსელთა ნამდვილი მოთხოვნები შეეტყო.

“ბაბა-ხანისა და მისი ძის აბას-მირზას მოთხოვნა, – წერდა მეფე გიორგი კნორინგს, – იმაში მდგომარეობს, რომ მათ ჩემი უფროსი ძე დავითი გავუგზავნო; შემდეგ იოანეს მოითხოვენ, შემდეგ ბაგრატს, შემდეგ თეიმურაზსა და ბოლოს კი თავად ჩვენც.

ისინი მოითხოვენ, რომ ჩვენ მათ ჩვენი სამფლობელო მივცეთ, რათა ისე გვექცეოდნენ, როგორც უწინ, ისე არბევდნენ და აოხრებდნენ ჩვენს მიწა-წყალს.

მათი სურვილი იმაში შედგება, რომ ჩვენ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობაზე უარი ვთქვათ და მათ ქვეშევრდომობასა და მონობაში ვიმყოფებოდეთ. 

მაგრამ ჩვენ, რამდენადაც არ უნდა გვაიძულებდნენ, რამდენადაც არ უნდა გვტანჯავდნენ, ვიმედოვნებთ რა ღვთის მოწყალებაზე და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობასა და დახმარებაზე, სპარსელთა მონობაში სულაც არ მივცემთ თავს.

თქვენ მწერთ, რომ, შესაძლოა, ისინი ჩვენგან დახმარებას მოითხოვენ მათ მიმართ გაურჩებული იმ ხალხების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი მეზობლები არიან; მაგრამ ისინი ამას არ მოითხოვენ. ჩვენ ბაბა-ხანისა და მისი ძის აბას-მირზასგან ზუსტად გამოგვეცხადა, რომ ისინი საქართველოს დაუფლებასა და მონობაში მის ჩაგდებას ცდილობენ. ამის გარდა მათ ჩვენი არანაირი დახმარება არ სჭირდებათ” (Письмо Георгiя Кноррингу 6-го августа 1800 г. Тифлис. Арх. Канц. Наместгика).

ამასობაში, გიორგის მიერ კოვალენსკის თავმჯდომარეობით დაარსებული ტფილისის თავდაცვის მოწყობის კომიტეტი თავის საქმიანობას აგრძელებდა. კოვალენსკი მეზობელ მფლობელებს დაბეჯითებულ (დამარწმუნებელ) წერილებს წერდა და მათ საქართველოს მტრებთან აშკარა თანამონაწილეობისგან თავის შეკავებას თხოვდა.

მთელი ჯარი, რომელიც ქალაქში იყო, ჩვენი მინისტრისა და იოანე ბატონიშვილის განკარგულებაში გახლდათ ჩაბარებული. მცხოვრებთა დიდი ნაწილი ქალაქში იქნა შეკრებილი და მის გარნიზონს შეადგენდა. კახელები საქართველოში საუკეთესო ჯარად ითვლებოდნენ. ქალაქი გაამაგრეს, ირგვლივ დიდი თხრილი შემოავლეს, “რომლისთვისაც ციცაბო კედლების გამო სანგარი უფრო შეიძლებოდა გეწოდებინათ, ვიდრე ქალაქის დაცვა”.

ლაზარევი ასეთ სამუშაოებში ვერანაირ წარმატებასა და საჭიროებას ვერ ხედავდა. მისი აზრით, საქართველოს უკეთესი და ერთადერთი დაცვა ახალი ჯარების გამოგზავნა გახლდათ, რომლებიც როგორც მეფის მოწინააღმდეგეთათვის ლაგამის ამოსადებად იყო აუცილებელი, ისე “მისი მტრების მოთოკილ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვისაც” (необходимыхъ какъ для обузданiя противниковъ царскихъ, такъ и для «содержанiя непрiятелей его въ узде»).

საქართველოს მთა-გორიანი და დასერილი ადგილმდებარეობა, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა გვარი დაბრკოლებებით, იმის მიზეზიც გახლდათ, რომ იმპერატორ პავლეს მიერ დანიშნული დრაგუნების გამოგზავნას ლაზარევი ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა. ის უმჯობესად კაზაკებით მათ შეცვლას და საქართველოში ეგერთა ერთი პოლკისა და სახაზო ქვეითი ჯარის სამი ან ოთხი ბატალიონის შესაბამისი არტილერიით გამოგზავნას მიიჩნევდა. კოვალენსკი საკმარისად თვლიდა, რომ ეგერთა მხოლოდ ერთი პოლკი გამოეგზავნათ.

“მინისტრი (კოვალენსკი), მოვისმინე, გწერთ თქვენ, – მოახსენებდა კნორინგს ლაზარევი, – რომ ეგერთა კიდევ ერთი პოლკი საკმარისია; მაგრამ ამაშია მისი საგანიც, რათა თქვენ აქ არ ჩამოხვიდეთ. ეს მას ძალიან არ უნდა, მე კი, პირიქით, მინდა რომ თქვენ ჩამოხვიდეთ...”

კოვალენსკი ზრუნავდა, რათა საქართველოში ჩვენი ჯარების მოძრაობის შემთხვევისთვის ხიდები და გზები შეკეთებული ყოფილიყო, ხოლო პროვიანტი და ფურაჟი კი დამზადებული, როგორც გზაში ჯარების დაკმაყოფილებისთვის, ისე ადგილზე მათი საკვებით უზრუნველყოფისთვისაც. ტფილისში მთავარი მაღაზია იყო მოწყობილი, ხოლო ქალაქ გორში ქართლში და ქალაქ სიღნაღში კახეთში კი, მეორეხარისხოვანი მაღაზიები (Письмо Коваленскаго Кноррингу 3-го августа 1800 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ. /სიტყვა магазин მაშინდელ ტექსტებში ნიშნავდა არა იმას, რასაც ჩვენ დღეს ვართ მიჩვეული, არამედ საკვების, ფურაჟის, საბრძოლო მასალების ან ამუნიციის საწყობს ჯარებისთვის. ეს მე წლების წინ შემხვდა ასეთი ფორმით, რაც ჩემთვის ახალი და უცნაური იყო. ამ ბოლო ხანებში, სწორედ ამ ტომზე მუშაობისას წავაწყდი ამ სიტყვის სხვა ფორმას – магазеiн, რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ის რუსულ ენაში გერმანულიდან არის შემოსული. ვინაიდან ჩემი მეუღლე გერმანისტია, ამიტომ მას ვკითხე აზრი ამ სიტყვის წარმომავლობის თაობაზე და გავარკვიეთ, რომ აქ საფუძველში უნდა იყოს გერმანული გამოთქმა “mag sein” /“მაგ ზაინ”/ რაც ქართულად ნიშნავს “შეიძლება იყოს”. როგორც ჩანს, ვინაიდან რუსულ არმიაში პეტრე I-ის დროიდან ბევრი გერმანელი მსახურობდა, როცა ჯარის ნაწილები საკვების ან სხვა საჭირო მარაგების მიღებისთვის ასეთი საწყობებისკენ მიდიოდნენ, და საეჭვო იყო, დახვდებოდათ თუ არა მათ ადგილზე ეს მარაგი, გერმანელი ჯარისკაცები და ოფიცრები ამბობდნენ mag sein – შესაძლოა იყოსო, და აქედან გაჩნდა კიდეც ეს სახელწოდება. – ი. ხ./).

თუმცა კი მაღაზიები მოწყობილი იყო, პური მათში მაინც არ ყოფილა. გიორგი მეფემ ბრძანა პურით თავიდან ტფილისის მაღაზია შეევსოთ, ხოლო შემდეგ კი ორი დანარჩენიც, სიღნაღსა და გორში.

ტფილისის მაღაზიას, თავისი მოცულობით, 300.000 ფუთამდე ფქვილისა და 3.000 ფუთამდე ხორბლის დატევა შეეძლო. მოქმედი წისქვილების უკმარისობის გამო, პურს მარცვლის სახით კრებდნენ და ინახავდნენ. ამავე მაღაზიიდან წარმოებდა გაცემა ქართული ჯარებისა და იმ ლეკებისთვისაც, რომლებიც მეფის სამსახურში იმყოფებოდნენ. სიღნაღსა და გორში მაღაზიები ცარიელი იდგა. ივლისის თვეში პრივიანტის შეგროვებისთვის კახეთსა და ქართლში გაგზავნილებმა აგვისტოს ბოლომდე ტფილისში ვერც ერთი მარცვალი ვერ ჩამოიტანეს. წარმატება არც მომავალში იყო მოსალოდნელი, ასე რომ ლაზარევს თავისი პოლკისთვის პური ბაზარში უნდა ეყიდა და მარაგებიც გაეკეთებინა, არ ჰქონდა რა იმედი, რომ მას მაღაზიებიდან მიიღებდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го августа 1800 г., № 49). ძნელი იყო ასეთ პირობებში იმის იმედი ჰქონოდათ, რომ საქართველო შეძლებდა რუსული ჯარის კიდევ ათასი ადამიანი თავისუფლად გამოეკვება.

მიწათმოქმედება საქართველოში თუმცა კი განვითარებული იყო, თუმცა კი პური მოსახლეობას ამ დროს საკმარისი ჰქონდა, მაგრამ საერთოდ მას სოფლის რაიმენაირი ნაწარმი ბაზარში ხალისით არ მოჰქონდა, რადგანაც იცოდა, რომ არცთუ იშვიათად საქარველოს მთავრობა მცხოვრებთ პროდუქტებს ძალით ართმევდა. “ხშირად პატრონი, რომელმაც ქალაქში, ბაზარში, გასაყიდად რაღაც ჩამოიტანა, იძულებულია ხოლმე, დაუტოვებს რა საქონლით დატვირთულ საკუთარ ურემს ნადავლად იმათ, ვინც ამას მეფის სახელით მოითხოვენ, სახლში მხოლოდ ცარიელი ხელით თავისი საწყალი საქონელი გაირეკოს” (Рапортъ Лазарева 25-го августа 1800 г.). ფურაჟს ცხენებისთვის საერთოდ არ ამზადებდნენ, და მის რაიმენაირ მარაგებზე იმედიც არ უნდა ჰქონოდათ. 

ემყარებოდა რა ასეთ მონაცემებს, ლაზარევი სთხოვდა კნორინგს, რათა მას საქართველოში ჩვენი ჯარების მოძრაობის შესახებ იგი წინასწარ გაეფრთხილებინა, თორემ, – წერდა იგი, – “შესაძლოა პროივიანტის, ფურაჟის, შეშისა და ბინების გარეშე დარჩეთ...” ლაზარევი ურჩევდა მთების გამოვლით ძნელი გადმოსვლისთვის მარტუღელები (хомуты) მოემარაგებინათ, “და სპილენძის ფულებიც, რომლებიც აქ ისეთივე მიმოქცევაშია, როგორც ვერცხლი”.

ასეთი მზადებების დროს, აგვისტოს დასაწყისში, ქართველები ისევ შეაშფოთა ცრუ ხმებმა, რომ სპარსელებს თავდასხმის მოხდენა აქვთ განზრახული, ალექსანდრე ბატონიშვილის ჩაგონებით, რომელიც აბას-მირზას ბანაკში იმყოფებოდა. ბატონიშვილის დაჭერილი წერილები, როგორც ჩანდა, ხმების სამართლიანობას ადასტურებდა (Коваленскiй Кноррингу отъ 16-го августа 1800 г.). ხელში ჩაგდებულ წერილებს შორის იყო აბას-მირზას ფირმანიც, რომელიც ალექსანდრეს ერთგულ ქართველებს აქებდა და არწმუნებდა, რომ ჯარით საქართველოს ტახტზე მის ასაყვანად მოდის.

სინამდვილეში ხმების წყარო და დასაწყისი მეტად უმნიშვნელო გარემოებები გახლდათ. კოვალენსკის მიერ ბატონიშვილ იოანე გიორგის ძესთან ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაჭერილ ქაღალდებს შორის იყო ალექსანდრე ბატონიშვილის ორი წერილი: ერთი სომეხთა მელიქის აბოვისადმი, ხოლო მეორე კი ქართველი თავადის თამაზ ორბელიანისადმი.

აღა-მაჰმად-ხანის მიერ ყარაბაღის აოხრების შემდეგ იქაური სომეხი მელიქები თავიანთთვის უსაფრთხო თავშესაფარს ეძიებდნენ. ორი მათგანი თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხალხებით საქართველოში გადმოესახლა და რუსეთის ქვეშევრდომობას ეძიებდა. მალევე ამის შემდეგ მათ კიდევ ორი მელიქიც შეუერთდა. მათ რიცხვში იყო მელიქი აბოვიც, რომელსაც, კოვალენსკის ტფილისში მოსვლის შემდეგ, ერთი ეჭვის გამო პატიმრობაში ამყოფებდნენ. ჩვენი მინისტრის შუამდგომლობით, აბოვი განთავისუფლებულ იქნა და კოვალენსკიმ იგი, საზღვრის დაცვისა და ყოველგვარი ცნობების მოწოდებისთვის, სპარსეთის საზღვარზე გაგზავნა.

ყარაბაღის ერთერთი უძლიერესი მელიქი აბოვი იშვიათი ვაჟკაცობის მქონე ადამიანი გახლდათ, რომელიც თავისი გერგილიანობით, სამხედრო ნიჭით, მამაცობითა და მისი ქვეშევრდომების ერთსულოვნებით იყო სახელგანთქმული, რომელთაც შეეძლოთ საკუთარი გარემოდან იმ მხარეთა მიხედვით 1.000 ყველაზე უფრო უკეთესი მეომარი გამოეყვანათ. მოწინააღმდეგის მხარეზე თავისი გადასვლით აბოვს, რა თქმა უნდა, კოვალენსკისთვისაც და მთელი საქართველოსთვისაც, ბევრი საზრუნავის გაჩენა შეეძლო. ამიტომ პირველივე ცნობები იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი მასთან მიმოწერაში იმყოფება, ხალხსაც და თავად საქართველოს მეფესაც უკიდურესად აშფოთებდა.

მეორეს მხრივ ჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს სიმართლე ყოფილიყო. საქართველოში მაშინ არსებული უწესრიგობებისას, როცა სხვა მესაზღვრე უფროსები თავიანთი ნება-სურვილით ტოვებდნენ თავიანთ პოსტებს (სადარაჯო უბნებს), საქართველოს საზღვრის სადარაჯოზე მხოლოდ მელიქი აბოვი რჩებოდა. იგი ბევრად უწყობდა ხელს სიმშვიდის შენარჩუნებას, მღელვარებათა და უუფროსობის შეწყვეტას, და როგორც კოვალენსკის, ისე საქართველოს მთავრობასაც სპარსელებისა და მათი ჩანაფიქრების შესახებ ყოველთვის ყველაზე უფრო სწორ ცნობებს ატყობინებდა.

შეიძლებოდა კი ეფიქრათ, რომ მსგავს ადამიანს შეეძლო ღალატის ხარისხამდე დაცემულიყო და ბატონიშვილთა განზრახვებში თანამონაწილედ ქცეულიყო? ორპირი ქცევა, რომელიც ბევრ აზიელ მკვიდრში ძალზედ ხშირად ვლინდებოდა, აიძულებდათ აბოვზეც მისი საქციელის არაგულწრფელობაში ეჭვი შეეტანათ.

კოვალენსკიმ იგი თავისთან მოითხოვა. აბოვი, მისი ავადმყოფობის მიუხედავად, პირველივე მოთხოვნაზე ტფილისში ჩამოვიდა, რათა მის წინააღმდეგ წამოყენებული ცრუ ბრალდებებისგან თავი ემართლებინა. ორი ადამიანი, რომელთაც ჩამოართვეს (ზემოთ ხსენებული) ქაღალდები, მოიყვანეს და აბოვს დაუპირისპირეს, ხოლო მათ კი თავიანთი მონათხრობით ყველასგან პატივცემული მელიქი, თავიანთი ბატონი, სრულიად გაამართლეს. საქმე ასე იყო:

გიორგის ბრძანებითა და კოვალენსკის დარიგებით, აბოვის მიერ სპარსულ ბანაკში ორი ადამიანი იქნა გაგზავნილი. იქ ისინი იცნეს და ერთმა მათგანმა, რომელსაც თავისი სიცოცხლის დაკარგვისა ეშინოდა, განუცხადა, რომ აბოვის მიერ ალექსანდრე ბატონიშვილთანაა გამოგზავნილი მოლაპარაკებებისა და გიორგის წინააღმდეგ ზომებზე სიტყვიერად შეთანხმებისთვის. ისინი მაშინვე სპარსული ჯარების მთავარ ბანაკში ბატონიშვილთან მიაცილეს. ალექსანდრემ ისინი მოწყალედ მიიღო, დაასაჩუქრა და მეტად კარგად ინახავდა. იცხოვრეს რა სპარსულ ბანაკში ჩვიდმეტი დღე, წარგზავნილები ფირმანებითა და წერილებით საქართველოში იქნენ გამოგზავნილნი. ბამბაკის პროვინციაში ისინი ამ პროვინციის მმართველის მიერ იქნენ შეპყრობილნი, რომელიც თავად გიორგი ციციშვილის რწმუნებული პირი გახლდათ, ვინც აბოვს უკვე დიდი ხანი იყო ემტერებოდა. დაჭერილებმა მაშინვე გამოუცხადეს, რომ ისინი სპარსულ ბანაკში გიორგი მეფის ბრძანებით იყვნენ წარგზავნილნი; მაგრამ ისინი მაინც გააჩერეს, გაძარცვეს, ხოლო ჩამორთმეული ქაღალდები კი თავიანთი კომენტარებით ტფილისში გამოგზავნეს. ქალაქში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ აბოვი ალექსანდრე ბატონიშვილთან მიმოწერაშია, ბევრს აშინებდა და მცხოვრებთა შორის შიშს თესდა, სანამ საქმე საბოლოოდ არ გაირკვა. აღმოჩნდა, რომ საფრთხე ისე დიდი არ ყოფილა, როგორც ვარაუდობდნენ, და ყველანი დამშვიდდნენ, მით უმეტეს, რომ წარგზავნილებმა აბას-მირზისა და სულეიმანის ბრბოების შესახებ ყველაზე უფრო არამომგებიანი ცნობები მოიტანეს.

არაქსს იქით უკანდახეული ჯარების რიცხვი 12.000 ადამიანამდე აღწევდა, ძალზედ ცუდად შეიარაღებულებისა, ისე რომ ბევრის ხელში მთელ იარაღს მხოლოდ კომბალი თუ შეადგენდა. მთელ რაზმში მხოლოდ ოთხი ფალკონეტი იყო, რომლებიც აქლემებზე ჰქონდათ აკიდებული. ჯარებს პროვიანტი სრულებით არ ჰქონდათ და ერევნის სახანოს სოფლებში ნაპოვნი პურით კმაყოფილდებიდნენ, რომლს მცხოვრებნიც ყველანი მიმოიფანტნენ. აბას-მირზისა და სულეიმანის მეომრები, დაეუფლნენ რა მიტოვებულ მინდვრებს, მათ თავად ამუშავებდნენ და პურს თესავდნენ.

ასეთი ჯარით საქართველოზე წამოსვლა და წარმატებაზე დაიმედება ძნელი იყო, მით უმეტეს, რომ მათი მთავარსარდალი, აბას-მირზა, მხოლოდ თორმეტი წლისა გახლდათ, ხოლო მისი ბიძა სულეიმანი კი, ლაზარევის ნათქვამით, ლოთი და ბაბა-ხანით მეტად უკმაყოფილო (იყო), ვინაიდან მას იგი გასულ წელს შეპყრობილი ჰყავდა”. ალექსანდრე ბატონიშვილი თუმცა კი აქეზებდა სულეიმანს, რადგანაც მეზობელთა დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ სპარსელი უფროსი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ დაეხია უკან და თავრიზს მიახლოებოდა, რისთვისაც ყველა სამზადისს მიმართავდა.

თუმცა კი სპარსული ბანაკიდან ცნობები დამამშვიდებელი იყო, მაგრამ საქართველოს შინაგანი მდგომარეობა კი დამამშვიდებელი სულაც არ ყოფილა.

ქვრივი დედოფალი დარეჯანი და მისი ვაჟები სპარსელთა მფარველობას ეძიებდნენ, და ალექსანდრე ბატონიშვილის გაქცევაც ამ მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯი გახლდათ. მეფე გიორგი, თავისი ჯანმრთელობის სისუსტის გამო, ხალხს იშვიათად ენახვებოდა, და იმ ადამიანებით გარშემორტყმული, რომლებიც თავიანთ ბედნიერებასა და გამდიდრებას ხალხის მოშლილობასა და ძარცვაში ეძიებდნენ, თავის წინააღმდეგ ხალხის უკმაყოფილებას სულ უფრო და უფრო მეტად აღაგზნებდა.

მეფის ძმები, რომლებიც თავიანთ საუფლისწულო მამულებში ცხოვრობდნენ და “თავიანთი უფროსობის დამკვიდრებისთვის უღირსი სიხარბით იტანჯებოდნენ”, თავიანთ გარშემო მთავრობით უკმაყოფილოთა პარტიებს იგროვებდნენ, მათ ამბოხებისკენ, შფოთისა და უწესრიგობისკენ მიმართავდნენ, “იმ განზრახვით, რათა თავიანთი ბოროტი ჩანაფიქრების აღსრულება მოახერხონ. ვერ ხედავენ რა ვერანაირ წინააღმდეგობას ამაში მათი მხრიდან, ვისიც ერთადერთისა უნდა ეშინოდეთ, თავად ასეთი ღონისძიებისკენ მიისწრაფვიან. ასეთმა გარემოებებმა შემდგომში მისცეს საბაბი ქვრივ დედოფალ დარეჯანს მისთვის იმ სამფლობელოთა ჩამორთმევა, რომლებიც ამ დრომდე მას ეჭირა, ხოლო აქაური სამართლის ძალით კი ახლანდელ დედოფალს, მეფის მეუღლეს უნდა ეკუთვნოდეს ზომაზე მეტად სწყენოდა, და ბაბა-ხანის ეშმაკური ხრიკებისკენ შეუმჩნევლად წასულიყო” (Рапортъ Лазарева Кноррингу 25-го августа 1800 г., № 14. Тифл. Арх. Канц. Наместника).

ალექსანდრე ბატონიშვილმა ბაბა-ხანისგან ფირმანის მიღება მოახერხა “ყველაზე უფრო ალერსიანი გამონათქვამებით”. იწონებდა რა მის საქციელს, სპარსეთის მბრძანებელი მას დახმარებას, მხარდაჭერასა და საქართველოს ტახტზე მისი მოჩვენებითი უფლებების დაცვას დაპირდა (Донесенiе его же 31-го августа 1800 г. Тамъ же). ბაბა-ხანმა ალექსანდრე ბატონიშვილი ხანის ღირსებით დააჯილდოვა, საჩუქრად მდიდრული ქურქი და, ავარელი ომარ-ხანის დახმარებით, ორი მხრიდან ტფილისზე შემოტევისა და იერიშის გეგმა გაუგზავნა; ომარ-ხანი (იმ დროს) ბელაქანში, საქართველოს საზღვრებთან უახლოეს ლეკურ სოფელში იმყოფებოდა. შედგენილი გეგმის მიხედვით ნავარაუდევი იყო სამი მხრიდან ემოქმედათ: იმერლები ახალციხის ფაშის ჯარებთან ერთად ქართლს უნდა დასხმოდნენ თავზე, ავარელი ომარ-ხანი – კახეთს, ალექსანდრე ბატონიშვილი კი სპარსული ჯარების რაზმით ყაზახელებსა და თათრებს, მეფის ყველაზე უფრო უკეთეს პროვინციებს. წარმატების შემთხვევაში ეს სამივე რაზმი ტფილისზე უნდა დაძრულიყო. 

“მე დარწმუნებული ვარ, – წერდა ლაზარევი (Кноррингу 8-го сентября 1800 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 150), – რომ ეს გეგმა მხოლოდ ქაღლდზე იარსებებს, მაგრამ, ვიცი რა აქაური ხალხის მფრთხალობა (зная трусость здешняго народа), ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოწინააღმდეგის ყველაზე უფრო მცირე პარტიაც კი გამოჩნდება, ისინი თავიანთ სახლებს დატოვებენ და ხეობებში წავლენ, რითაც ამდენად თავხედი, მაგრამ არანაირი მნიშვნელობის არმქონე მოწინააღმდეგის გამხნევება შეუძლიათ”.

დარეჯან დედოფალმა, მისმა ვაჟებმა ვახტანგ და მირიან ბატონიშვილებმა ალექსანდრესგან წერილები მიიღეს, რომლებშიც იგი, სთხოვდა რა კიდევ ცოტაც მოეთმინათ, ანუგეშებდა, რომ მალე გამოიხსნის მათ იმ წყენისგან, რომლებიც გიორგი მეფისგანა აქვთ მიყენებული.

ყველა ეს მიზეზი აიძულებდა საქართველოს მეფეს ეთხოვა საქართველოში მუდმივად ყოფნისთვის მისთვის კიდე 6.000-იანი რუსული ჯარები გამოეგზავნათ (Письма Георгiя Кноррингу 29-го и 31-го августа).

“ჩვენ ძალზედ გვჭირდება 6.000-იანი რეგულარული ჯარი მივიღოთ, – წერდა მეფე, – ისე რომ სხვანაირად თავს ვერ გავართმევთ, ხოლო მათი შენახვა კი ჩვენთვის არანაირად ძნელი არ არის... და თუ ჩვენი ასეთი თხოვნა შესრულებული არ იქნება, მაშინ ვერც ჩვენს საგარეო და ვერც შინა მოწინააღმდეგეთა განზრახვებს წინ ვერ აღვუდგებით”.

გიორგი ფიქრობდა თავისი სამფლობელოები მხოლოდ რუსული ჯარებით უზრუნველეყო და თავისი საკუთარი ჯარები კი სრულებით არ შეენახა. კნორინგი სთხოვდა ლაზარევს ჩაეგონებინა გიორგისთვის, რომ თუ რუსული ჯარები იქნება კიდეც გამოგზავნილი საქართველოში, მხოლოდ დროებით მისი მტრების მოგერიებისთვის; და რომ მეფემ უნდა იზრუნოს თავისი ჯარების ჩამოყალიბებაზე, რომელთა 5.000 ადამიანამდე შეკრება და შენახვა საქართველოს ადვილად შეუძლია (Предписанiе Лазареву 9-го сентября 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника. Письмо Кнорринга Георгiю 31-го августа. Тамъ же).

კნორინგი წერდა გიორგის, რომ მიიღო იმპერატორის ბრძანება საქართველოში რაზმით წამოვიდეს მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნამდვილი საფრთხის შესახებ შეიტყობს; მაგრამ ახლა, როცა მან გაიგო, რომ აბას-მირზის მეთაურობის ქვეშ მყოფი ჯარები უკვე არაქსს იქით წავიდნენ, საკმარისად თვლის საქართველოში 3.000-იანი ქვეითი ჯარის გამოგზავნას.

“თქვენ გვატყობინებთ, – წერდა ამაზე გიორგი (Письмо Георгiя Кноррингу 8-го сентября, № 17. Тамъ же), – რომ თითქოსდა ჩვენთვის 3.000 ჯარი საკმარისია, რადგანაც მოწინააღმდეგის არანაირი თავდასხმა არ არის. მოწინააღმდეგენი ჩვენს გარეთ მრავალრიცხოვანნი არიან, და თავად ჩვენშიც, რომლებიც მათ შეუთანხმდნენ, და რამდენადაც შეუძლიათ ჩვენი აოხრებისთვის მუდამ მზად არიან. ამიტომ გთხოვთ კიდეც ჯარების რიცხვის 6.000-მდე შევსებას”.

ამრიგად გიორგი, ლაზარევი და კოვალენსკი, სამივე ტფილისში ახალი ჯარის გამოგზავნის აუცილებლობას ერთხმად აღიარებდა.

ჯარების სწრაფად გამოგზავნა იყო აუცილებელი. სპარსელები მთელ თავიანთ შემოჭრებს უმეტეს წილად ივნისიდან სექტემბრამდე დროის შუალედში ახდენდნენ, მაშინ როდესაც ეს დრო კავკასიის ხაზიდან საქართველოში ჯარების გადმოსვლისთვის ყველაზე უფრო მოუხერხებლად ითვლებოდა. საჭირო იყო ჯარები წინასწარ გამოეგზავნათ, არ დაელოდებოდნენ რა ცნობებს მოწინააღმდეგის ნამდვილი შემოჭრის შესახებ.

1800 წლის აგვისტოში კავკასიის ხაზიდან საქართველოში გამოგზავნისთვის დანიშნულ იქნა გენერალ-მაიორ გულიაკოვის ერთი პოლკი კაზაკთა ასეულითა და პოლკის კუთვნილი არტილერიით. მოამარაგა რა პოლკი ლარსამდე ყოველივე აუცილებლით, კნორინგი სთხოვდა ლაზარევს (Предписанiе Лазареву 14-го августа 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника) მისი შემდგომი უზრუნველყოფუისთვის ეზრუნა და გიორგისაც წერდა (Письмо Кнорринга Георгiю 14-го августа 1800 г. Тамъ же), რომ დანარჩენი ჯარებით თავად წამოვა, როცა ამის ნებას დრო მისცემს და ამას გარემოებებიც მოითხოვენ. 

ლაზარევმა პოლკის დასახვედრად ათი დღის პროვიანტი გაგზავნა და ლარსში, ყაზბეგში, კაიშაურში, ანანურსა და დუშეთში მისთვის სურსათის დამზადებასაც ჩქარობდა (Рапортъ Лазарева 20-го августа, № 50. Тамъ же).

25 აგვისტოს გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკი მოზდოკიდან საქართველოსკენ გამოემართა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 24-го августа 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), ხოლო 23 სექტემბერს კი ტფილისშიც მოვიდა (Рапортъ Гулякова Государю Императору 23-го сентября. Моск. Арх. Инсп. Департамента).

ავადმყოფობის მიუხედავად, გიორგის სურდა გენერალ-მაიორ გულიაკოვის რაზმს პირადად დახვედროდა.

23 სექტემბრის გამთენიისას მეფე სახაზო ეტლით (въ линейке) პოლკის შესახვედრად გაემგზავრა. მას თან მეუღლე, მარიამ დედოფალი ახლდა, რომელიც ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, “პორტშეზით” მოჰყავდათ (несли въ «портшезе»). მემკვიდრე დავით ბატონიშვილი, მეფის სხვა ძენი, დიდგვაროვნები და დიდმოხელენი, უბრალო ხალხი ქალაქიდან ბრბოდ გამოვიდა. აქვე იმყოფებოდა სპარსელი წარმოგზავნილიც, რომელმაც გიორგის ბაბა-ხანის ფირმანი და მისი ძის აბას-მირზას წერილი ჩამოუტანა. 

ქალაქიდან სამ ვერსზე ორი სამეფო კარავი იქნა დადგმული: ერთი გიორგი მეფისთვის, მეორე კი მარიამ დედოფლისთვის. ამომავალმა მზემ თვალწარმტაცი ჯგუფი და ხალხის მასა გაანათა, რომელიც პოლკის მოსვლას ელოდებოდა. შორს ჩვენი რაზმიც გამოჩნდა. გიორგი ამალით მის შესახვედრად გაემართა. კარავში მხოლოდ მარიამ დედოფალი დარჩა, რომელიც მომავალ ჯარებს შორიდან უყურებდა.

გიორგის მოახლოებამ გულიაკოვი აიძულა რაზმი გაეჩერებინა, და ჯარებმა პატივი მიაგეს მეფეს, რომლის დასაცავადაც ისინი ტფილისში მოდიოდნენ. ტფილისის ციხესიმაგრიდან სალუტი დაიწყო, ხოლო მთელ ქალაქში კი საეკლესიო ზარების რეკვა ისმოდა. რაზმი ქალაქისკენ დაიძრა. ხალხი სიხარულის შეძახილებით გარეშემოერტყა ჩვენს ჯარებს და თავად ქალაქის მოედნამდეც კი მიაცილებდა (Изъ рапорта Лазарева Кноррингу 25-го сентября 1800 г., № 24. Тифл. Арх. Канц. Наместника).

ქუჩების სივიწროვემ აიძულა (ჯარები) მწყობრით მოძრაობა და წესრიგი დაერღვიათ. დატოვეს რა დროშა სახლში, რომელიც გულიაკოვისთვის იყო გამოყოფილი, ჯარები იმ ბინებზე იქნენ გაშვებულნი, რომლებიც ნაწილობრივ ქალაქში დაინიშნა მათთვის, ნაწილობრივ კი ავლაბრის გარეუბანში.

გიორგის არ შეეძლო პოლკთან ერთად ევლო: იგი ქალაქის მახლობლად სოფელ კუკიაში დარჩა იმ დრომდე, სანამ ძლიერი და გამჭოლი ქარი ჩადგებოდა.

მეორე დღეს გენერალ-მაიორი გულიაკოვი და ყველა ოფიცერი მეფეს წარუდგნენ, საღამოთი ქალაქი ილუმინებული იყო, და “მაშინ მოქალაქენი სრულ მხიარულებას მიეცნენ”. – “აქაური სასტუმრო ეზო, – მოახსენებდა ლაზარევი, – უკვე სავაჭრო ადგილი კი არ იყო, არამედ მოზეიმე და მხიარულებას მიცემული ადამინების ხმაურისა და სახეთა აღტაცების მომგვრელი სურათი, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სამეფო სახლი, ისე სამეფოს უგამოჩინებულესი მოხელენიც, პატარა ბავშვებიდან მოხუცებამდე”.

6.000-იანი რუსული ჯარის მოსვლისთვის მზრუნველი გიორგი მეფე ერთი პოლკის მოსვლის შემდეგ სრულიად დამშვიდდა.

როგორც ადამიანი, რომელიც “ყოველთვის შიშით იყო გულდამძიმებული, ზოგჯერ უსაფუძვლოთიც”, საგარეო და საშინაო საქმეებთან მიმართებით, გიორგი ხშირად გულგატეხილობას და სასოწარკვეთილებასაც კი ეძლეოდა. სწორედ ასეთ გარემოებებში იგი იმას ჩაეჭიდებოდა ხოლმე, “რაც მისი გადარჩენისთვის პირველად ხელში მოხვდებოდა, და ამიტომ ამ დრომდე დაჟინებით მოითხოვდა იმ რიცხვის ჯარებს, რომელშიც აუცილებელ საჭიროებას ვარაუდობდა. ახლა, თავისი ჯანმრთელობის ძალების აღდგენასთან ერთად, მშვიდად რჩება” (Рапортъ Лазарева Кноррингу 25-го сентября 1800 года, № 25. Тифл. Арх. Канц. Наместника).

გიორგი დამშვიდდა, მაგრამ მისი ძმები და ნათესავები კი ვერ დამშვიდდნენ. გიორგის ავადმყოფური მდგომარეობა მის ძმებში აღძრავდა იმის შიშს, რომ მეფის სიკვდილის შემდეგ მისი ძე დავითი დაეუფლება ტახტს, რისი უფლებაც მას ერეკლეს ანდერძის მიხედვით არ გააჩნია.

ახალი ჯარების საქართველოში მოსვლა გიორგის ძალებსა და საშუალებებს ზრდიდა და, ამასთან ერთად, მის ძმებს აშინებდა.

“როცა იგი (საქართველოს მეფე) მცირე რიცხვის ჯარებზე დაიმედებით, ჩვენ ამდენ წყენას გვაყენებდა – წერდა ვახტანგ ბატონიშვილი კნორინგს (Письмо царевича Вахтанга Кноррингу 22-го сентября 1800 года. Тифл. Арх. Канц. Наместника) – მაშინ ახლა, როცა თავისი მფარველობისთვის მათზე კიდევ დამატებითი ძალები მიიღო, განა მისგან უფრო მეტ შევიწროვებებს არ უნდა ველოდეთ?”

ბატონიშვილი გიორგის იმას საყვედურობდა, რომ მან ჯარის გამოგზავნა ქვეყნისა და ხალხის სიმშვიდისთვის კი არ ითხოვა, არამედ საკუთარი, პირადი მფარველობისთვის და იმისთვისაც, რათა მისი დაცვის ქვეშ ძმებს კიდევ უფრო მეტი უსამართლობანი და შევიწროვებანი მიაყენოს.

მეფის ყველა ძმას ეშინოდა, რომ რუსულ ჯარს გიორგის სიკვდილის შემთხვევაში საქართველოს მეფედ, როგორც უკვე ტახტის მემკვიდრედ აღიარებული, დავით ბატონიშვილი არ გამოეცხადებინა.

დუშეთის გავლით გრაფ მუსინ-პუშკინის მგზავრობისას, რომელიც საქართველოში იქაური მადნების მოძიებისთვის იმყოფებოდა, ვახტანგ ბატონიშვილმა გამოთქვა სურვილი მასთან ერთი-ერთზე ელაპარაკა. გრაფმა მუსინ-პუშკინმა წინადადება მიიღო და ბატონიშვილისგან იმ შევიწროვებებზე, რომლებსაც გიორგი მას და მის ოჯახს, განსაკუთრებით კი დარეჯან დედოფალს აყენებდა საჩივარიც მოისმინა (Изъ донесенiя графа Мусина-Пушкина. Арх. Мин. Внутр. Делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи. Кн. I).

– გახლავართ რა არათუ სხვა ვინმე, თუ არა მოგზაური, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთმა ცნობისმოყვარეობამ მომიზიდა, – პასუხობდა გრაფი მუსინ-პუშკინი, – მე ვერ ვბედავ ვთქვა რაიმე იმ საქმეებზე, რომლებიც ჩემთვის არ დაუვალებიათ. გირჩევთ ყველაფერი, რაც მე მითხარით, იმპერატორის წინაშე ახსნათ.

ვახტანგმა ისარგებლა ასეთი რჩევით და თავიდან გრაფ მუსინ-პუშკინს სთხოვა წერილიმ პავლე იმპერატორისთვის მიეტანა; მაგრამ როდესაც მან ამაზე უარი განუცხადა, მაშინ ბატონიშვილებმა, შეთანხმდნენ რა ურთიერთ შორის, ყველას სახელით პეტერბურგში წერილი გამოგზავნეს.

ისინი თხოვნით მიმართავდნენ ჩვენს მთავრობას, სთხოვდნენ რა მათი უფლებები დაეცვათ, და მიუთითებდნენ იმაზე, რომ მთელ ქართველ ხალხს სურს, რათა ტახტი, ერეკლეს ანდერძის თანახმად, გვარში უფროსობის და მიხედვით, მორიგეობით ძმებზე გადადიოდეს (Письмо царевичей Государю Императору 7-го октября 1800 года. Тамъ же). ხედავდა რა მეფის ძეთა უთანხმოებებსა და მტრობას და ეშინოდა რა მეფის გარდაცვალების შემთხვევაში გაურკვეველ მდგომარეობაში არ დარჩენილიყო, კნორინგი იმპერატორ პავლე I-ს ეკითხებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და ამ შეთხვევაში ტფილისში მყოფ ჯარებს რა უნდა გაეკეთებინათ (Рапортъ Кнорринга Государю Императору 7-го октября 1800 года. Тифл. Арх. Главн. Шт. Кавк. Армiи).

პასუხად მან მიიღო ბრძანება შეეტყობინებინა ლაზარევისთვის, რათა ჩვენს ჯარებს, ძმებს შორის ღია მტრობის დაწყებისთანავე ტფილისი დაეტოვებინათ და კავკასიის ხაზზე დაბრუნებულიყვნენ (Рескриптъ Кноррингу 29-го октября. С.-Петербургскiй Арх. Инспект. Деп. Книга повеленiй, № 19).

ამასთან ერთად, წინასწარ ჭვრეტდა რა მტრობას სამეფო ოჯახში და იმ გაუგებრებობს, რომლებიც გიორგი მეფესა და მინისტრ კოვალენსკის შორის არსებობდა, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია კოვალენსკი ტფილისიდან გამოეწვია.

“ვერ ვხედავთ რა საჭიროებას, – წერდა იმპერატორი პავლე (Въ указе коллегiи иностран. делъ 11-го iюля 1800 года. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-7б 1800-1805 гг., № 1), – ვიყოლიოთ საქართველოში ჩვენი მინისტრი, გიბრძანებთ გამოიწვიოთ სახელმწიფო მრჩეველი კოვალენსკი მასთან მყოფ მოხელეებთან ერთად. ხოლო იმ მხარეში ჩვენი ქვეშევრდომების კომერციის საქმეები ჩვენს გენერალურ კონსულს სპარსეთში კარის მრჩეველ სკიბინევსკის დაავალოთ. საქართველოს მეფე ყველა საქმეში, მასა და ჩვენს კარს შორის რომ გვხვდება, ამიერიდან ურთიერთობას იქონიებს კავკასიის ხაზზე ჩვენი ჯარების მთავარ უფროსთან ან იმ ჯარების მეთაურთან, რომლებიც მისი უმაღლესობის საფლობელოებში იმყოფებიან”.

ჩააბარა რა მიმდინარე საქმეები გენერალ-მაიორ ლაზარევს, ხოლო მთელი ინსტრუქციები, ბრძანებულებები და ფული კი კნორინგს, კოვალენსკიმ დატოვა საქართველო (Грамата Георгiю 3-го августа 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ. Рескриптъ Коваленскому 3-го августа. Тифл. Арх. Канц. Наместника). ყოფილ მინისტრს თავისი გაწვევა მის კრიტიკულ მდგომარეობაში საუკეთესოდ მიაჩნდა.

ტოვებდა რა ქვეყანას, იგი მაინც მოახსენებდა, რომ საქართველოში კიდევ ჯარების გაგზავნაა აუცილებელი “საგარეო ურთიერთობათა დამკვიდრებისთვის, რომლებიც უფრო ქმედითად დამყარდება, როცა ჯარები იქნება, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკის წარმოებით, იქ, სადაც მას (პოლიტიკას) ხელში ხიშტის გარეშე სულ მცირეოდენ პატივსაც კი არ სცემენ” (Письмо Коваленскаго Лошкареву 21-го августа 1800 года. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

(Оставляя страну, онъ доносилъ однако, что въ Грузiю необходимо послать ещё войска «для утвержденiя внешныхъ сношенiй, которыя учредятся деятельнее, когда будутъ войска, нежели при одной политике, тамъ, где оная безъ штыка въ рукахъ нимало не уважаема».)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment