Thursday, May 15, 2014

საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით

(ნაწილი III) 

საბრძოლო მოქმედებები ტყიან ადგილას 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ნატო-ს ევროპულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი გფრ-ში, შედარებით დიდი ფართობები ტყით არის დაკავებული. ტყეებს (ძირითადად შერეულს, წიწვოვანი ჯიშების სიჭარბით) აშენებენ უწინარეს ყოვლისა სამეურნეო მიზნებით, ამიტომ ისინი უპირატერსად ახალგაზრდა და ხშირია. 1970-იანი წლების შუახანებში ტყიანი მცენარეულობის დამუშავებისა და ხე-ტყის გამოტანისთვის მათში გაყვანილი იყო განაკაფი ზოლები და შექმნილი იყო საკმარისად განვითარებული საგზაო ქსელი. გზების საშუალო სიმჭიდროვე ცენტრალურ ევროპაში ტყის 1 კვ. კმ ფართობზე 3,5 კმ-ს შეადგენდა. გფრ-ში მთელი ტერიტორიის 29 % ტყის მცენარეულობით გახლდათ დაფარული, რომლებიც ჩეხოსლოვაკიასა (ჩსსრ) და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (გდრ) მთელი აღმოსავლეთ საზღვრის გაყოლებაზე თითქმის 50 კმ უწყვეტ ზოლად იყო განფენილი (ნახატი 8).



ნახატი 8. გფრ-ის სასაზღვრო ზონის ტყეების ხასიათი 50-კმ ზოლში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და ჩეხოსლოვაკიასთან საზღვრების გაყოლებაზე 

როგორც ნატო-ს სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, ტყეებით დაფარულ ადგილმდებარეობას (ჯარების მიერ მისი უნარიანად გამოყენებისას) საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე დიდი გავლენა შეეძლო მოეხდინა. ტყეები ზღუდავდნენ მანევრს, ამცირებდნენ შეტევის ტემპებს, ხედვასა (ხილვადობასა, обзор) და ცეცხლის ეფექტურობას, აძნელებდნენ ტანკების, ჯავშანტრანსპორტერებისა (ჯტრ) და არტილერიის გამოყენებას, რომლებიც იძულებულნი ხდებოდნენ რომ მხოლოდ გზებზე და მათთვის მისადგომ სხვა უბნებზე ემოძრავათ. ტყეში საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად საჭირო იყო საინჟინრო ჯარების მეტი მონაწილეობა, იქმნებოდა გარკვეული სიძნელეები შენაერთებისა და ნაწილების ურთიერთმოქმედებისა და მართვის ორგანიზებაში. ამასთან ერთად ტყეში ჯარები ეფარებოდნენ მოწინააღმდეგის მეთვალყურეობას, აქ უფრო ადვილი იყო თავდაცვითი ნაგებობებისა და საინჟინრო ღობურების შექმნა, შესაძლებელი გახლდათ ძალებითა და საშუალებებით ფარული მანევრის განხორციელება.

ყოველივე ეს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აიძულებდა ნატო-ს ბლოკის სარდლობას, რომ ვარშავის პაქტის ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციების მომზადებისას უფრო საგულდაგულო ყურადღება დაეთმო ტყიანი ადგილმდებარეობის პირობებში ტაქტიკური ილეთებისა და საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შემუშავების საკითხებისთვის. მომავალ ომში, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ტყეში იმოქმედებდნენ არა მხოლოდ ქვეითი ჯარები ქვეით მწყობრში, როგორც ეს ადრე იყო, არამედ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ნაწილებიცა და შენაერთებიც, რომლებიც ძირითად ერთეულებად იქცნენ ნატო-ს უმეტეს სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში. ეს კი ძირეულად ცვლიდა ვითარებას, ვინაიდან ტყეში ასეთი ჯარებისთვის უფრო ძნელი იქნებოდა სიჩქარეში, მანევრში, საცეცხლე და დარტყმის ძალაში თავიანთი უპირატესობების გამოყენება.

ამასთან ერთად უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ გადაჭარბებით არ უნდა შეეფასებინათ საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე ტყიანი ადგილის (ადგილმდებარეობის) გავლენა. ასეთი ადგილმდებარეობისთვისაც უცვლელად რჩება ბრძოლის წარმოების ზოგადი ტაქტიკის ძირითადი დებულებები. ყველაფერი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, თუ რამდენად შეძლებდა შემტევი ან თავდამცავი მხარე ტყის უპირატესობათა თავის სასარგებლოდ გამოყენებას.

თავდაცვა, ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის შეხედულებებით, იქნებოდა საბრძოლო მოქმედებების დროებითი და იძულებითი სახეობა, ძირითადი კი იყო შეტევა, რომელიც მისცემდათ მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. 

დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, შ ე ტ ე ვ ა ტყეში ყველაზე უკეთესი იყო ეწარმოებინათ გაძლიერებული ბრიგადებით, მაგრამ ამასთან წამყვან როლს ითამაშებდნენ მოტოქვეითი (ქვეითი) ბატალიონები, ასეულები და ოცეულები, რომლებიც იმოქმედებდნენ, როგორც წესი, ქვეით მწყობრში და ხშირად ტანკების, თვითმავალი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტერების (ჯტრ) მხარდაჭერის გარეშეც.

ფრონტის გარღვევა ტყეში რეკომენდირებული იყო არა მთლიან ფრონტზე, არამედ ცალკეული მიმართულებებით. შეტევის წარმოება იგეგმებოდა გზებისა და განაკაფი ზოლების გაყოლებით, ფრონტში დარტყმების შეხამებით მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტებისა და წინააღმდეგობის კვანძების შემოვლასა და ღრმა შემოვლასთან. მაგრამ თუკი განაკაფი ზოლები და გზები საიმედოდ იყო დაცული, მაშინ მთავარი დარტყმის მიყენება უფრო მომგებიანი გახლდათ ნაკლებად მისადგომ მიმართულებებზე. ასევე თვლიდნენ, რომ ცალკეულ მიმართულებებზე შეტევა უნდა შეეხამებინათ მოწინააღმდეგის ზურგში სავერტმფრენო დესანტების გადასხმასთან. 

ადგილმდებარეობის დახურული ხასიათი ანაწევრებდა (განაცალკევებდა) ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებს და აიძულებდა მათ ემოქმედედათ უფრო ფართო ფრონტზე. ასე, მოტოქვეით ბატალიონს ტყეში შესაძლო იყო შეეტია 2 კმ და მეტ ფრონტზე. მაგრამ წვრილი ქვედანაყოფები (მათი მართვის გაუმჯობესების მიზნით) იმოქმედებდნენ უფრო კომპაქტურად ჯარისკაცებს შორის ინტერვალების შემცირებით. ამის შედეგად წყვეტები ათეულებს, ოცეულებსა და ასეულებს შორის გარდუავალად გაიზრდებოდა. ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო რიგები მოეწყობოდა უფრო ღრმად – ორ-სამ ეშელონად ფლანგებისა და ზურგის საიმედო დაფარვით.

ქვედანაყოფებისთვის საბრძოლო ამოცანები რეკომენდირებული იყო დაესვათ არა ობიექტების, არამედ კარგად შესამჩნევი ორიენტირების: გზების, განაკაფი ზოლების, ტყის გამონაშვერებისა და ტყისპირების, მდინარეების, თხრილებისა და ა. შ., მიხედვით. ქვეით ჯართან ურთიერთმოქმედებისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ოპერატიულობის გაუმჯობესების მიზნით ბრძოლის პერიოდში რეკომენდირებული იყო ტანკების, არტილერიისა და საინჟინრო საშუალებების მიცემა უშუალოდ მოტოქვეითი ქვედანაყოფების მეთაურთა განკარგულებაში. თავისი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ჰაერიდან დაზიანების ასაცილებლად საჭირო იყო ურთიერთ ამოცნობის სიგნალების სპეციალურად შემუშავება და მკაცრად დაცვა.

შეტევის ორგანიზებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ტანკების გამოყენებას, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, შესაძლო იყო თითქმის ყველგან თან ხლებოდნენ და მხარი დაეჭირათ ქვეითი ჯარისთვის შეტევით ბრძოლაში, ძლიერად დატბორილი უბნებისა ხელუხლებელი ტყეების მსხვილი მასივების გამოკლებით, სადაც მათ გზის გაყვანისას შეეძლოთ შეექმნათ თავიანთთვის გაუვალი ხერგილები. გარდა ამისა, როგორც უცხოელი სპეციალისტები თვლიდნენ, ამ საბრძოლო მანქანების ხედვის შეზღუდულობა და მძლავრი შეიარაღების ნამდვილი ცეცხლის სიშორე აძნელებდა სატანკო ნაწილებისა და ქვედანაყოფების დამოუკიდებელ მიმართულებებზე გამოყენებას. ითვლებოდა, რომ ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იყო ქვეით ჯართან ერთობლვი მოქმედებებისთვის მათი გამოყენება: ხშირ ტყეში – მისგან რამდენადმე უკან, უპირატესად გზების, განაკაფი ზოლებისა და ტყისპირების გაყოლებაზე, ხოლო მეჩხერ ახალგაზრდა ტყეში, ასევე მდელოებსა და განაჩეხებზე შეტევისას კი – ქვეითი ჯარის საბრძოლო რიგებთან ერთობლივად მათთვის საცეცხლე მხარდაჭერისა და ხერგილების გადალახვაში დახმარების აღმოჩენის მიზნით. 

ტყიანი ადგილი, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, შეტევაში აძნელებდა აგრეთვე არტილერიისა და ნაღმსატყორცნების მასირებულ გამოყენებასაც. უცხოელი სპეციალისტების აზრით, ტყეში განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება ყოფილიყო პირდაპირი დანიზნებით ცეცხლი, ამიტომ არტილერიას შეტევაში, განსაკუთრებით კი ტყის სიღრმეში, გამოიყენებდნენ, როგორც წესი, დეცენტრალიზებულად (მის უმეტეს ნაწილს მისცემდნენ ასეულებსა და ოცეულებს) და დაუსვამენ შეტევის მსვლელობისას გამოვლენილ მიზნებზე სროლის ამოცანებს. ტყეში მოქმედებებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ახლო ბრძოლის საშუალებები: სასროლი იარაღი, ყუმბარსატყორცნები და ცეცხლსატყორცნები. ტყეში ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) “თოუსა” და “დრაკონის” გამოყენება, როგორც ამას სპეციალისტები მიიჩნევდნენ, თითქმის გამორიცხული იყო, რადგანაც ჭურვს მიზნისკენ ფრენისას პირდაპირი ხილვადობის ფარგლებში ხეებსა და მათ ფესვებს შორის უნდა ჰქონოდა დაახლოებით 1,5 მ სიგანის თავისუფალი სივრცე.

არსებით ამოცანებს ტყეში შეტევისას გადაწყვეტდნენ საინჟინრო ჯარები, რომელთა გამოყენებაც იგეგმებოდა ასევე დეცენტრალიზებულად. მესანგრეთა ქვედანაყოფებს შესაძლოიყო ემოქმედათ შემტევთა საბრძოლო რიგებში, აღმოუჩენდნენ რა დახმარებას ქვეით ჯარებსა და ტანკებს ხერგილების, ნაკაფების, ტანკსაწინააღმდეგო ღობურების, დანაღმული ველებისა და სხვა დაბრკოლებების გადალახვაში. ამისთვის ისინი აღჭურვილი იყვნენ ღობურების მოხსნის სპეციალური საინჟინრო ტექნიკით, ტროსებითა და კაუჭებით, მოტოხერხებით, ასაფეთქებელი მუხტებით, ხანძარქრობის საშუალებებითა და სხვა. ხერგილებიანი ღობურების მოხსნის სამუშაოები ტარდებოდა საბრძოლო ქვედანაყოფებთან ერთობლივად ტანკებისა და ჯტრ-ების ცეცხლის საფარველქვეშ.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი მყოფ მხარეს, მათ შორის ტყეშიც, გააჩნდა ბევრი უპირატესობა: თავშესაფრებისა (укрытия) და შენიღბვის მაქსიმალური გამოყენება, ბრძოლის წარმოებისთვის ადგილმდებარეობის შერჩევა, ცეცხლის ყველაზე მეტი ეფექტურობის გათვალისწინებით საცეცხლე პოზიციების მოწყობა და სხვა. თავდაცვითი ბრძოლის წარმატება ტყეში ბევრად იქნებოდა დამოკიდებული ასეთი ადგილდებარეობის თავისებურებათა კარგ ცოდნასა და უნარიან გამოყენებაზე. ხოლო ამისთვის კი, როგორც დასავლეთგერმანელი სპეციალისტები თვლიდნენ, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რათა ტყეში თავდამცავ ჯარებს თავისუფლად ემოქმედათ, რათა მათ, გზებისა და ადგილმდებარეობის ფარული ხასიათის გამოყენებით, შეძლებოდათ მანევრის გაბედულად განხორციელება და მოწინააღმდეგის შემომტევი დაჯგუფების ფლანგებსა და ზურგში დარტყმების მიყენება.

ერთი შეხედვით გეჩვენებოდათ, რომ ტყეში თავდამცავი ჯარები უფრო მომგებიან მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, შემტევებთან შედარებით, მაგრამ, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ეს მთლად ასე არ იყო. მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომი ლოკალური ომების გამოცდილება იმაზე მეტყველებდა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც თავდამცავი ჯარები არ მიმართავდნენ ქმედით ზომებს თავდაცვის უზრუნველყოფისა და თავდაცვაში საბრძოლო მოქმედებების წარმოების ახალი, განსაკუთრებით კი მანევრული ხერხების გამოძებნისთვის, ისინი, როგორც წესი, მარცხდებოდნენ. 

მაგალითად, დასავლურ პრესაში მოჰყავთ ფაქტები მეორე სოფლიო ომის დასაწყისში თავდაცვითი მოქმედებების ფრანგებისა და ბელგიელებისთვის სატირალი შედეგების შესახებ, როდესაც 1940 წლის მაისში ფრანგულ-ბელგიურმა ჯარებმა, არ მიანიჭეს რა სათანადო მნიშვნელობა თავდაცვის მანევრულ ხასიათს, დაუშვეს არდენის ტყეებში სამი გერმანული ჯავშანსატანკო დივიზიის გარღვევა. აღინიშნება, რომ ამის გამო არაერთხელ განუცდიათ მარცხი ამერიკულ ჯარებსაც ვიეტნამში აგრესიის დროს.

უცხოელი სპეციალისტების აზრით, მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომში ლოკალური ომების გამოცდილება უჩვენებდათ, რომ ტყეში თავდამცავ ჯარებს მხოლოდ იმ დროს ჰქონდათ შემომტევზე უპირატესობა, როდესაც ისინი, ტყის დამცავი თვისებების უნარიანად გამოყენებით, გაბედულად მანევრირებდნენ ძალებითა და საშუალებებით როგორც თავიანთი თავდაცვის სიღრმეში (მაგალითად, გადმოსხმული საჰაერო დესანტების ან მოწინააღმდეგის შემოჭრილი დაჯგუფებების განადგურებისას), ისე კონტრდარტყმების მიყენების დროსაც.

ითვლებოდა, რომ მოწინააღმდეგის გაჩერება ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იყო ტყისპირის ახლოს, ხოლო მისთვის დამარცხების მიყენება კი ყველაზე უფრო უკეთესი გახლდათ ტყის სიღრმეში. ტყეში თავდაცვის ორგანიზებისას ძირითადი უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ყველაზე უფრო რაციონალური ხერხების არჩევა. ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებული იყო შენაერთების წინაშე მდგარ ამოცანებზე, ადგილმდებარეობის ხასიათზე, თავისი და მოწინააღმდეგის ჯარების საბრძოლო შესაძლებლობებზე. თუკი დასმული იყო ამოცანა რადაც არ უნდა დაჯდომოდათ ტყეში დაკავებული მიჯნები შეენარჩუნებინათ, მაშინ თავდამცავი ნაწილები და შენაერთები აგებდნენ უწყვეტ და ღრმად დაეშელონებულ თავდაცვას. მის საფუძველს შეადგენდა წრიული თავდაცვისთვის მოწყობილი და აღჭურვილი საბატალიონიო და საასეულო რაიონები. ყველა განაკაფი ზოლი და გზა გადაიკეტებოდა ხერგილებითა და ნაკაფებით (завалами и засеками), ტანკსახიფათო მიმართულებებზე იქმნებოდა დანაღმული ველები და საინჟინრო ღობურები, გულდასმით ხდებოდა ცეცხლის სისტემის შემუშავება, მეორე ეშელონები და რეზერვები განლგდებოდა გზათა კვნძების მახლობლად სხვადასხვა მიმართულებით კონტრშეტევებისთვის მზადყოფნაში.

რეკომენდირებული იყო, რომ მეწინავე თავდაცვითი მიჯნა ტყეში შეექმნათ ტყისპირიდან რამდენადმე მოშორებით, შეენარჩუნებინათ ხეები ფრონტის წინ 100-150 მ დაშორებაზე (ისინი უწევდნენ ერთგვარი “ქუდის” სამსახურს, რომელიც იწვევდა ჭურვების ნაადრევ გასკდომას), ხოლო ხედვის გაუმჯობესებისთვის კი ხეების ქვედა ტოტები და ახალგაზრდა ამონაყარი გაეჩეხათ. მსროლელები, მეტყვიამფრქვეები და ყუმბარმტყორცნელები ისეთი ანგარიშით ირჩევდნენ საცეცხლე პოზიციებს, რათა დაშენის მაქსიმალურად დიდი სექტორები ჰქონოდათ. ტანკებს, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებსა და ტსმრჭ-ებს განალაგებდნენ ტანკსახიფათო მიმართულებებზე, განაკაფი ზოლებისა და გზების გასწვრივ როგორც წინა ხაზზე, ისე თავდაცვის სიღრმეშიც. საბრძოლო დაცვას შეეძლო პოზიციის დაკავება ტყის გამონაშვერებში ან მის წინ 150-200 მ დაშორებაზე.

უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობოდა ტყეში ცეცხლის სისტემის უნარიან ორგანიზებას. საქმე იმაში გახლდათ, რომ მასში ხედვის ველი და დაშენის სექტორი, როგორც წესი, ვიწრო იყო, ამიტომ მსროლელისგან (დამმიზნებლისგან) მოითხოვებოდა ვიწრო სივრცეში მოძრავი მიზნის დროულად აღმოჩენისა და დაზიანების უნარ-ჩვევების ქონა (ნახატი 9). უცხოელი სპეციალისტების გათვლებით, ახალგაზრდა ტყეში სასროლი იარაღიდან დამიზნებით ცეცხლის სიშორე არ აღემატებოდა 50-100 მ-ს, ხოლო ხანდაზმულ ტყეში კი იშვიათად აღწევს 200 მ-მდე. ასე, 70-წლიან სოჭნარში 45° სექტორში 100 მ დაშორებაზე იქნებოდა 20 სმ-ზე მეტი სისქის 300 ხე. ამიტომ მსროლელს (დამმიზნებელს) ასეთ ადგილას მხოლოდ მცირე ფანჯარაღა (просвет) რჩება მიზნის დასაზიანებლად.



ნახატი 9. სასროლი იარაღიდან დამიზნებული ცეცხლის სიშორე და მიზნის დაშენის სექტორი (ფოტო ამოღებული იყო ჟურნალიდან „კამპფტრუპენ“)

თუ ვითარება იძლეოდა საშუალებას, მაშინ თავდაცვაში მყოფ ქვედანაყოფებს შეეძლოთ ტყის ზოგიერთი უბნის წინასწარ გამიზვნა (пристрелка), განსაკუთრებით კი ხშირი ადგილებისა, სადაც სასროლი იარაღისა და პირდაპირი დამიზნების ქვემეხების დამიზნებული ცეცხლი განსაკუთრებით ეფექტური იქნებოდა. ამ შემთხვევაში რეკომენდირებული იყო მეთვალყურეების (დამკვირვებლების) წინ გაგზავნა (выставлять наблюдателей), რომლებიც მოწინააღმდეგის აღმოჩენისას მისცემდნენ სიგნალს მომზადებულ უბნებზე ცეცხლის გახსნის შესახებ. რეკომენდირებული იყო აგრეთვე ცეცხლის ორგანიზაცია ჩასაფრებებიდან (из засад) როგორც წინა ხაზის წინ, ისე ტყის სიღრმეშიც.

როგორც მეორე მსოფლიო ომისა და მისი მომდევნო ლოკალური ომების გამოცდილებამ უჩვენებდა, საარტილერიო-სანაღმსატყორცნე ცეცხლის ზემოქმედება დაუცველ ჯარებზე ტყეში განსაკუთრებით დიდი გახლდათ. უცხოელი სპეციალისტების აზრით, ტყეში თავდამცავი ჯარები (თუ მათ ჩატარებული ჰქონდათ შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები) საარტილერიო დაშენისას უფრო მომგებიან მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე შემტევები. ისინი საიმედოდ იყვნენ შეფარებულნი (укрыты) და კარგად შენიღბულნი, ხოლო საარტილერიო დაშენის შემდეგ კი მათი აღმოჩენა კიდევ უფრო ძნელი ხდებოდა ძირს დაცვენილ ხეებსა და ტოტებს შორის. შემტევ ჯარებს ამ შემთხვევაში უწევდათ საარტილერიო დაშენის შემდეგ ადგილმდებარეობის ძნელადგასავლელი უბნების გადალახვა (ხშირად ტანკებისა და არტილერიის მხარდაჭერის გარეშეც).

საარტილერიო სროლის სიზუსტე ტყეში, მეთვალყურეობის შეზღუდულობისა და ცეცხლის კორექტირების სიძნელის გამო, მაღალი არ იყო. ითვლებოდა, რომ მხოლოდ საარტილერიო მეთვალყურეები (დამკვირვებლები) აქ თავს ვერ გაართმევდნენ თავიანთ ამოცანებს. ამიტომ მიზანშეწონილად იყო მიჩნეული მათთვის დასახმარებლად წინა ხაზზე, და განსაკუთრებით კი საბრძოლო დაცვაში (боевое охранение) მყოფი ქვეითი ჯარის მიცემა. მაგრამ ამისთვის მოუწევდათ ოცეულებისა და ასეულებისთვის საარტილერიო ცეცხლის მიზანჩვენებისა და კორექტირების მეთოდების სწავლება, აგრეთვე მეთვალყურეობის (დაკვირვების) აუცილებელი ხელსაწყოებითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით მათი მომარაგება. რამდენადაც ვითრება ტყეში ძალიან სწრაფად იცვლებოდა, ხოლო ბრძოლის ძირითადი სიმძიმე კი წვრილ ქვედანაყოფებს აწვებოდა (падает), ამიტომ ვარაუდობდნენ მათთვის დროებით ქვემეხებისა და ნაღმსატყორცნების მიცემას, რომელთაც მიზნების გამოჩენისას დაუყოვნებლივ შეეძლებოდათ ცეცხლის გახსნა.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ ცენტრალური ევროპის ტყეებში განვითარებული საგზაო ქსელის არსებობა თავდაცვის ორგანიზებისას მოითხოვდა გზებზე და განაკაფ ზოლებში დიდი რაოდენობით ხერგილების შექმნას. მაგრამ თანამედროვე საინჟინრო ტექნიკის არსებობისას დაუცველი ხერგილები და ნაკაფები ვერ იქნება დაბრკოლებები შემტევი ჯარებისთვის, ამიტომ აუცილებლად იყო მიჩნეული ამ ხერგილებისა და ნაკაფების დასაცავად წინასწარ გარკვეული ძალების გამოყოფაც. რეკომენდირებული იყო, რომ ხერგილებზე ბრძოლები ეწარმოებინათ შემდეგი თანამიმდევრობით: თავიდან ერთზე, შემდეგ მეორეზე და ასე მიყოლებით. ამ შუალედურ მიჯნებზე მოგებული დრო გამოიყენებოდა ძალებისა და საშუალებათა თავმოყრისთვის ფლანგებზე ან ზურგში გადამწყვეტი დარტყმის მიყენების წინ.

სატყეო ხერგილებისა და ნაკაფების მოწყობისას რეკომენდირებული იყო სხვადასხვაგვარი ხაფანგების შექმნა და ჩასაფრებების ორგანიზება, თვითონ ხერგილების შენიღბვა, გარედან მავთულხლართების შემოვლება და ისეთნაირად განლაგება, რათა შემომტევი ჯარები ჩავარდნილიყვნენ ფლანგებიდან საცეცხლე საშუალებებით დაფარულ (прикрываемые) ე. წ. “ბაკებში” (т. н. «загоны»). ვარაუდობდნენ, რომ თავდაცვაში მყოფი ჯარები შემომტევებს შემოუშვებდნენ ამ “ბაკებში”, ხოლო შემდეგ კი ფლანგებიდან საარტილერიო-სანაღმსატყორცნე და სასროლი იარაღის ცეცხლითა და მომდევნო კონტრშეტევების ჩატარებით მათ უკანდახევის ყველა გზას მოუჭრიდნენ.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, რაღაც მსგავსის პრაქტიკაში გატარებას, მხოლოდ უფრო დიდ ტერიტორიაზე, ცდილობდნენ ამერიკელი აგრესორები ვიეტნამში. ჯუნგლებში ისინი ქმნიდნენ ე. წ. “სიკვდილის ზონებს”, ავიწროვებდნენ რა პატრიოტულ ძალებს წინასწარ დაგეგმილი რაიონებისკენ, სადაც შემდეგ საავიაციო დარტყმებს აყენებდნენ ნაპალმის გამოყენებით, აგრეთვე საარტილერიო დარტყმებსაც, რის შემდეგაც ამერიკული ჯარები და მათი მარიონეტები შედიოდნენ ამ “ზონებში” და ცდილობდნენ მოწინააღმდეგისგან მათ “გაწმენდას”.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ტყეში ხერგილებიან უბნებზე საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისას თავდაცვაში მყოფი ჯარები უკეთ იქნებოდნენ გაცნობილი ადგილმდებარეობასთან და შეეძლებოდათ საკუთარ მიზნებში მათი უფრო წარმატებით გამოყენება. მათი აზრით, აქ მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა შემომტევ ჯარებზე კონტრშეტევის მნიშვნელობა. მაგრამ იგი შესაძლოა მხოლოდ მაშინ ყოფილიყო მიღწეული, როდესაც თავდაცვითი ნგებობები, ხერგილები და ღობურები კარგად იქნებოდა შენიღბული და მოწინააღმდეგის დაზვერვა მათ წინასწარ ვერ აღმოაჩენდა.

ტყეში თავდაცვაში მყოფი ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის სერიოზულ საფრთხე წარმოადგენდა ტყის ხანძრები, განსაკუთრებით კი გვალვიან დროს. მოწინააღმდეგეს შეეძლო სხვადასხვანაირი ცეცხლგამჩენი საშუალებების დახმარებით ტყის მასივების ზედმიწევნით გადაწვა. ამიტომ ხანძრებთან საბრძოლეველად რეკომენდირებული იყო მთელი პირადი შემადგენლობის მომარაგება ნიჩბებით, ცეცხლმაქრობებითა და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით. ამ ღონისძიებათა ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ ეკისრებოდა საინჟინრო ჯარებს, ხოლო მათში მონაწილეობას კი ყველა ნაწილი და ქვედანაყოფი ღებულობდა.

მეორე მსოფლიო ომის, მისი შემდგომი ლოკალური ომებისა და სწავლებათა გამოცდილების საფუძველზე, დასავლეთში მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ ტყეში თავდაცვითი მოქმედებების წარმოებისას აუცილებელი იყო ძალებითა და საშუალებებით მანევრის უფრო ფართოდ გამოყენება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა დასმული ამოცანების უფრო მეტი წარმატებითა და ნაკლები ძალებით გადაწყვეტა. მაგრამ ამისთვის, მათი აზრით, აუცილებელი იყო დრო და ტყიანი ადგილის პირობებში მოქმედებებისთვის ჯარების კარგი მომზადება. ტყეში თავდაცვითი ბრძოლის წარმატება, მათი დასკვნით, განისაზღვრებოდა არა რიცხვით, არამედ მომზადების ხარისხითა და ადგილის კარგი ცოდნით.

უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ტყეში ურთიერთმოქმედებისა და მართვის საკითხებს. ეს გამოწვეული იყო უწინარეს ყოვლისა ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოქმედებათა განცალკევებულობით, ხილვადობის შეზღუდულობითა და მკაფიო ადგილობრივი ორიენტირების არარსებობით. ამ პირობებში რეკომენდირებული იყო სამეთაურო პუნქტებისა და მართვის პუნქტების მოქმედ ქვედანაყოფებთან მაქსიმალურად მიახლოება და საბრძოლო მოწყობის ცალკეულ ელემენტებს შორის დისტანციების ყველანაირად შემცირება.

დასავლელი სამხედრო სპეციალისტების დასკვნით, თუმცა კი ტყეში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ძირითადი პრინციპები უცვლელი რჩებოდა, იმავე დროს აუცილებელი იყო ბრძოლის ამ სახეობის ზოგიერთი თავისებურების გათვალისწინებაც. ამიტომ, მათი აზრით, უკვე მშვიდობიანობის დროს უფრო გულდასმით უნდა მოემზადებინათ ჯარები ტყეში ბრძოლისთვის, ესწავლებინათ მათთვის რთულ პირობებში ორიენტირება როგორც რუკების დახმარებით, ისე მათ გარეშეც, ჩამოეყალიბებინათ მათში დაშენის შეზღუდულ სექტორებში სწრაფად გამოჩენად მიზნებში სროლის უნარ-ჩვევებს, განეხორციელებინათ შენიღბვა, ხე-ტყის მასალისა და მიწისგან შეექმნათ უმარტივესი დამცავი და საცეცხლე ნაგებობები, ებრძოლათ ტყის ხანძრებთან, სწრაფად და შეუმჩნევლად გადაადგილებულიყვნენ ტყეში და ა. შ.

თვლიდა რა ტყეში ბრძოლას საბრძოლო მოქმედებების ერთერთ რთულ სახესხვაობად, ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობა გარკვეულ ზომებს ღებულობდა ტყიან ადგილას მოქმედებებისთვის ჯარებისა და შტაბების მომზადების გასაძლიერებლად. მისი მითითებებით დაწვრილებით ხდებოდა ტყის ყველა მასივის შესწავლა, სატყეო მეურნეობათა მუშაკების აღრიცხვაზე აყვანა, რომლებსაც შეეძლოთ ტყის შესწავლაში ჯარებისთვის დახმარების აღმოჩენა, ტყის მასივებში ნაწილებისა და შენაერთების სწავლებათა შემუშავება და ჩატარება.

ტყიანი ადგილმდებარეობის განსაკუთრებულ სახესხვაობას წარმოადგენს ჯუნგლები, რომლებიც მთელი რიგი სპეციფიური თავისებურებებით ხასიათდება და, შესაბამისად ეს აისახება კიდეც ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე. ამის თაობაზეც იბეჭდებოდა წერილები საბჭოთა სამხედრო პერიოდულ გამოცემებში 1980-იან წლებში, რომლებსაც ქვემოთ გავაცნობთ ჩვენს მკითხველს.

საბრძოლო მოქმედებები ჯუნგლებში 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, აღებული ჰქონდა რა კურსი საერთაშორისო ვითარების გამწვავებაზე და სსრკ-ისა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგ ომის გაჩაღებაზე, არ მალავდა იმას, რომ მისი შეიარაღებული ძალები მუდმივად მზად უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის დედამიწის ნებისმიერ რაიონში, რომელსაც იგი გამოაცხადებდა თავისი “სასიცოცხლო ინტერესების” ზონად. ასეთი ზონების რიცხვს აშშ-ის მმართველი წრეები მიაკუთვნებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასაც წყნარი ოკეანის მიმდებარე აკვატორიებით, სადაც უკვე მშვიდობიანობის დროს მათ მნიშვნელოვანი სამხედრო დაჯგუფებისთვის ჰქონდათ თავი მოყრილი. ისწრაფვოდა რა ამ რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებისკენ, შეერთებული შტატები, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის უახლესი სახეობებით ჯარების აღჭურვასთან ერთად, აგრძელებდა შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო სტრუქტურის, აგრეთვე მათი ტაქტიკისა საომარ მოქმედებათა მოცემული თეატრის ადგილმდებარეობის სპეციფიურ პირობებში, მათ შორის ჯუნგლებშიც, საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ხერხების სრულყოფას.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები არ უარყოფდნენ, რომ 1980-იანი წლების შუახანებისთვის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს უკვე გააჩნდა ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გარკვეული გამოცდილება, რომელიც დაგროვებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის წლებში, აგრეთვე მის შემდგომ ლოკალურ ომებსა და კონფლიქტებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ამან თავისი ასახვა ჰპოვა სახმელეთო ჯარების წესდებაში “საბრძოლო მოქმედებები ჯუნგლებში”, რომელშიც მოცემული გახლდათ ჯუნგლების დახასიათება და იქ საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ორგანიზების რეკომენდაციები.

ზოგადი დებულებანი. ამერიკული სარდლობის შეხედულებებით, ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე არსებით გავლენას ახდენდა პირველ რიგში კლიმატი და მცენარეულობა. ამ ორი ფაქტორის შეხამება მკვეთრად ზღუდავდა ჯარების გადაადგილებას, მეთვალყურეობის წარმოებას, დაშენის სექტორების დანიშნვნას (назначение секторов обстрела), კავშირგაბმულობის ორგანიზებას, მიზნების აღმოჩენასა და გამოვლენას (обнаружение и засечку целей). ჯუნგლების კლიმატი ცხელი და ნოტიოა, ზაფხულის თვეების საშუალო ტემპერატურა ნულს ზევით 35-40°C, ხოლო ჩვეულებრივ წვიმებისა და თქეშების სახით მოსული ნალექების რაოდენობა წელიწადში 3000-4000 მმ-მდე აღწევს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ცხელი ამინდი უძლიერესი თქეშით იცვლება, რომელმაც ასევე მოულოდნელად შეიძლება გადაიღოს, და მზე, ახურებს რა ხშირ მცენარეულობას, იწვევს დიდ ტენიანობას. სიცხე და ტენის სიჭარბე ხელს უწყობს ხშირი ტროპიკული მცენარეულობის ზრდას, რომელიც მოიცავს ხეებს, გიგანტურ გვიმრებსა და ბუჩქნარებს, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმული არიან მათზე შემოხვეული და ერთმანეთში გადახლართული მრავალრიცხოვანი მცოცავი და ხვიარა მცენარეებით. ბუჩქნარის სიხშირე იცვლება ხეების ტოტებს შორის შემოღწეული მზის სინათლის მიხედვით: რაც მეტია სინათლე, მით ისიც უფრო ხშირია.

ჯუნგლების პირობები, სპეციალისტების შეფასებით, სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა ჯარების გადაადგილებისთვის. საგზაო ქსელი მათში განსაკუთრებით ღარიბი გახლდთ, ხოლო არსებული სატყეო გზები, ბილიკები და განაკაფები კი – ძნელადსავალი, განსაკუთრებით ძლიერი წვიმებისა და თქეშების პერიოდში. დასერილ ადგილმდებარეობაზე გადაადგილება, ქვეით მწყობრშიც კი, ძალზედ გაძნელებული იყო და ნელა წარმოებდა, ხშირად ბილიკების გაკაფვის გზითაც.

როგორც ამერიკულ წესდებებსა და დარიგებებში აღინიშნებოდა, ჯუნგლების კლიმატი დიდ გავლენას ახდენდა იმ სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობაზე, რომელსაც არ ჰქონდათ გავლილი აკლიმატიზაცია და არ გააჩნდათ სპეციალური მომზადება. ამის ძალით ჯარისკაცებში შესაძლო იყო გაზრდილიყო მალარიით, კუჭ-ნაწლავის, სოკოვანი და სხვა დაავადებებით დასნეულებათა რიცხვი. აღინიშნებოდა, რომ შესაბამისი ზომების მიღების გარეშე ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების რიცხვს შესაძლო იყო დაჭრილების რიცხვისთვისაც კი გადაეჭარბებინა. გარდა ამისა, ჯუნგლები დიდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა პირად შემადგენლობაზე, აქვეითებდა რა მის მორალურ მდგომარეობას, განსაკუთრებით წარუმატებლობის დროს. ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობოდა ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის განკუთვნილი ჯარების მომზდებას. ასე, მეთაურებსა და შტაბებს ეძლეოდა რეკომენდაცია, რომ ნაწილები და ქვედანაყოფები გულდასმით დაეკომპლექტებინათ სპეციალურად გაწვთნილი სამხედრო მოსამსახურეებით, აღეჭურვათ ისინი აუცილებელი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, აგრეთვე შესაბამისი აღკაზმულობითაც (снаряжение) ისეთი ანგარიშით, რომ ჯარისკაცის საბრძოლო ამოწყობა (выкладка) არ ყოფილიყო 20 კგ-ზე მეტი. 

1980-იანი წლების შუახანებში, აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობის აზრით, ქვეითი ჯარი ყველაზე უფრო შეგუებული (შესაფერისი, приспособлен) გახლდათ ჯუნგლებში მოქმედებებისთვის. მანამდე დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით იგი თვლიდა, რომ საბრძოლო მოქმედებები ყველაზე უფრო ხშირად იქნებოდა წარმოებული მსუბუქი ავტომატური იარაღით, ხელის ყუმბარსატყორცნებით, დანებით, ნაჯახებითა (მაჩეტე) და ამის მსგავსად შეიარაღებული წვრილი ქვედანაყოფებით (ოცეულებითა და ასეულებით). მათ გაძლიერებას ვარუდობდნენ არტილერიით, ნაღმსატყორცნებით, ხოლო გზების, განაკაფებისა და ბილიკების არსებობისას კი – ჯავშანტრანსპორტერებითა და ტანკებით. ამასთან რეკომენდაციას იძლეოდნენ, რათა ქვედანაყოფებს შეძლებოდათ შედარებით დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების წარმოება საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფისადმი მინიმალური მოთხოვნებით. ასე, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ქვეითი ბატალიონი ორგანიზაციულად შესაძლოა შემდგარი ყოფილიყო ოთხი ქვეითი ასეულისა და მხარდაჭერის ასეულისგან, რომელთა შეიარაღებაშიც იქნებოდა მსუბუქი სასროლი იარაღი, 81-მმ ნაღმსატყორცნები და ხელის ტანკსწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები (შესაბამისად, 106,7-მმ ნაღმსატყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების “თოუსა” და “დრაკონის” ნაცვლად).

აშშ არმიის სარდლობის შეხედულებებით, ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოთ დაზვერვისა და დაცვისთვის (охранение). ცნობილი იყო შემთხვევები, როდესაც საბრძოლო უზრუნველყოფის ამ სახეობათა უგულვებელმყოფელი ნაწილები და ქვედანაყოფები ჩასაფრებებში (засады) ან ხაფანგებში (ловушки) ჩავრდნილან, რის გამოც მათ დიდი დანაკარგები განუცდიათ. ამიტომ ამერიკული წესდებებში აღინიშნებოდა, რომ ჯუნგლების სპეციფიური პირობები და მოწინააღმდეგის შესახებ სადაზვერვო მონაცემების მიღების წყაროთა შეზღუდული რაოდენობა, სხვა ნებისიერ პირობებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად აიძულებდა თითოეულ მეთაურს, რომ “ხედავდეს ბრძოლის ველს”.

ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ჯუნგლებში სხვადასხვანაირი სამხედრო ობიექტების ხილვადობის (видимость) პირობების სპეციალურმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ტროპიკული ტყის პირობებში მოძრავი შენიღბული ობიექტი შესაძლო იყო აღმოეჩინათ 15-35 მ მანძილზე, უძრავი – 18 მ-მდე. ცალკეულ რაიონებში შენიღბული ჯარისკაცი შესაძლო იყო დაენახათ (აღმოეჩინათ) 1,5 მ მანძილზე. ამასთან დაკავშირებით რეკომენდირებული იყო მეთვალყურეობის ორგანიზება მოეხდინათ ძირითადად ადგილმდებარეობის ღია უბნებზე, მინდვრებზე, სატყეო გზებზე, განაკაფებზე და სხვა, ხოლო მეთვალყურეობის საწრმოებელი ადგილების სახით კი გამოეყენებინათ ამაღლებული ადგილები, ქედები, მაღალი ხეები. არ გამოირიცხებოდა დაზვერვის წარმოება მიყურადებს ხერხითაც, ვინაიდან ჯუნგლებში, სადაც შედარებით სიჩუმე მეფობდა, კარგად ისმოდა ძრავების ხმაური, ბრძანებები, ლითონის ჟღარუნი, ლაპარაკი. რეკომენდირებული გახლდათ მიწისზედა სადაზვერვო-სასიგნალო აპარატურის გამოყენება, აგრეთვე პატრულირების სწორი ორგანიზება, განსაკუთრებით თავიანთი ჯარების განლაგების რაიონებთან შორეულ მოსადგომებზე.

აღინიშნებოდა, რომ ხშირი მცენარეულობის პირობებში შედარებით ადვილი შესაძლებელი იყო ჯარებისთვის მოულოდნელი დარტყმების მოყენება და ბრძოლაში მათი ჩათრევა (вовлечение). ამიტომ ყველა დონის მეთაურს ეძლეოდა რეკომენდაცია, რათა დიდი მნიშვნელობა მიენიჭებინათ თავიანთი ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაცვისთვის (охранение) ყველა სახეობის საბრძოლო საქმიანობაში. განსაკუთრებით ესმებოდა ხაზი იმას, რომ ჯარების განლაგების რაიონები და ბაზები მომზადებული უნდა ყოფილიყო წრიული თავაცვისთვის შესაბამისი დაშენის სექტორებით. განლაგების რაიონისკენ მომავალ ყველა ბილიკზე მიზანშეწონილი გახლდათ სადაზვერვო რაზმების (дозоры) 700-1000 მ დაშორებაზე გაგზავნა. დაცვის ქვედანაყოფებს აყნებდნენ განლაგების რაიონისკენ მომავალ ან შორიახლოს გამავალ ყველა გზაზე, ბილიკზე, მდინარისა და მისი შენაკადების კალაპოტებზე.

შ ე ტ ე ვ ა ს ჯუნგლებში გეგმავდნენ და აწარმოებდნენ ამერიკულ წესდებებსა და დარიგებებში ზოგადად მიღებული პრინციპების საფუძველზე: მოწინააღმდეგის შესწავლა და საბრძოლო მოქმედებათა რაიონის ცოდნა, აღმატებული ძალებისა და საშუალებათა თავმოყრა, დარტყმის მიყენება, მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა ჩახშობა, მისი ჯარების განადგურება, მისი პოზიციების გარღვევა და მის ზურგში შეტევის წარმოება, თავიანთი ჯარების ზურგის უწყვეტი და მოქნილი უზრუნველყოფა. ამასთან ერთად იყო რიგი სპეციფიური თავისებურებებისა საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზებაში, ჯარების სხვადასხვა გვარეობათა ნაწილებისა და ქვედანაყოფების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებაში.

ასე, შეტევის წარმოება რეკომენდირებული გახლდათ ცალკეულ იზოლირებულ მიმართულებებზე გზების, ველების, მდინარეთა და ნაკადულების კალაპოტების გასწვრივ, და არა ხშირი ჯუნგლების გაყოლებაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად აძნელებდა ჯარების შეტევას, ზღუდავდა და ბოჭავდა მათ მანევრს.

იმავე დროს გზებისა და ბილიკების არარსებობისას არ გამოირიცხებოდა შეტევის წარმოების შესაძლებლობა საკოლონე გზების გაყოლებითაც (по колонным путям), რომლებიც ჯარებს გაჰყავდათ შეტევის საერთო მიართულებაზე. მაგრამ მათ მოწყობაზე, უცხოური პრესის აღნიშვნით, საჭირო იყო ძალებისა და დროის მნიშვნელოვანი ხარჯვა, ხოლო ასეთი მიმართულებების ტევადობა კი მეტად შეზღუდული გახლდათ, რაც შეტევის ტემპებს ამცირებდა. ამიტომ წესდებებში აღინიშნებოდა, რომ ჯუნგლებში გადაადგილების გათვლა ხშირად წარმოებული უნდა ყოფილიყო ამომდინარე დროიდან და არა მანძილიდან. ხშირად კითხვა იმაში მდგომარეობდა, თუ რამდენად დიდხანს მოუწევდათ სიარული ერთი მიჯნიდან ან პუნქტიდან მეორემდე და არა იმაში, თუ რამდენის გავლა იქნებოდა საჭირო.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ჯუნგლებში შეტევა მოითხოვდა მოქმედებების დეტალურ და გულდასმით ორგანიზებას და ხშირად მას აწარმოებდნენ ოცეულებითა და ასეულებით (ყველაზე დიდი – ბატალიონებით) და იშვიათად ბრიგადით ან მთელი დივიზიით. მეთაურებს რეკომენდაცია ეძლეოდათ თავიანთი ძალებისა და საშუალებათა გამოყენებაზე იმ რაიონებში და ისეთი მიზნების წინააღმდეგ, რომელთა დაპყრობა ან განადგურება უზრუნველყოფდა (обеспечивало бы) ბრძოლის წარმატებას. ამიტომ ასეთ პირობებში დასახლებული პუნქტები, რკინიგზები, აეროდრომები, ამაღლებული ადგილები, ქედები, მდინარეები, გზები და ბილიკებიც კი იძენდნენ დიდ მნიშვნელობას და საბრძოლო ამოცანის შესრულებისას შესაძლო იყო მეტად მნიშვნელოვანიც გამხდარიყვნენ.

ყურადღება ექცეოდა იმას, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგალითად, ბუჩქნარებსა და ბარდებში ქვედანაყოფების უმიზნო ხეტიალს, მაგალითად, ბრძოლისთვის თავის ამრიდებელი მოწინააღმდეგის საძებნელად ან კიდევ დიდი ფართობების დაპყრობისა და შენარჩუნების მცდელობებს, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანი ძალებისა და საშუალებათა ხარჯვას მოითხოვდა. მიზანშეწონილი გახლდათ ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიმართვა (нацеливать) შეტევისთვის პოზიციებზე აღმოჩენილი და დაფიქსირებული ჯარების წინააღმდეგ, აგრეთვე ცნობილი და ჯარებისა და მათი დაზიანების საშუალებებისთვის ხელმისაწვდომი ობიექტების განადგურებაზე. თავდაცვით პოზიციებთან ნამდვილი ცეცხლის დისტანციაზე მისვლისას (ძირითადად მისი სასროლი იარაღის ნამდვილი ცეცხლისა) შემტევი ჯარები სალაშქრო ან წინასაბრძოლო მდგომარეობიდან საბრძოლო წყობაში იშლებოდნენ და უტევდნენ.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ქვეით ბატალიონს ჯუნგლებში შეტევისას თავისი საბრძოლო მოწყობა შესაძლო იყო აეგო ერთ ეშელონად რეზერვის გამოყოფით ან ორ ეშელონად. პირველი ეშელონის თითოეულ ასეულს ენიშნებოდა, როგორც წესი, თავისი შეტევის ზოლი (სექტორი), რომლის სიგანეც განისაზღვრებოდა ადგილმდებარეობის ხასიათით, გზების ან ბილიკების არსებობით, საბრძოლო მოწყობის აგებით და შესაძლო იყო 500-1000 მ-თვის მიეღწია. ბატალიონის სამეთაურო პუნქტი განლაგდებოდა ჩვეულებრივ მისი რეზერვის საბრძოლო მოწყობის ცენტრში. ყურადღება ექცეოდა იმას, რომ ჯუნგლების პირობებში ტანკები გამოიყენებოდა შეზღუდულად და უპირატესად ტანკმისადგომ მიმართულებებზე ქვეითი ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეტევის მხარდაჭერისთვის, ადგილმდებარეობის გაცხრილვისთვის, სხვადასხვა კოლონების გაცილებისა და დაცვისთვის, უკანდახეული მოწინააღმდეგის დევნისა და დაზვერვის წარმოებისთვის. მაგალითად, ვიეტნამში აგრესიული ომის მსვლელობისას ამერიკელები დაზვერვის წარმოებისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების დაპყრობისა და შენარჩუნებისთვის ქმნიდნენ ერთგვარ საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს სატანკო ასეულის, მოტოქვეითი ასეულის, თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეისა და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფების შემადგნლობით. ასეთი ჯგუფების მომარაგება ჰაერიდან ვერტმფრენებით ხორციელდებოდა.

საბრძოლო მოქმედებებს ჯუნგლებში, აშშ სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, ექნებოდა ახლო ბრძოლის სწრაფმდინარე, დაძაბული და სასტიკი ხასიათი (будут иметь скоротечный, напряжённый и ожесточённый характер ближнего боя), რომელშიც ძალებისა და საშუალებათა მხოლოდ ნაწილი იქნებოდა ამოქმედებული. ამიტომ ნაწილებისა და ქვედანაყოფების მეთაურებს რეკომენდაცია ეძლეოდათ ბრძოლის გაჩაღებისას არსებული ძალებითა და საშუალებებით ჩაეხშოთ მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებები, შეებოჭათ მისი მოქმედებები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ბრძოლის რაიონში სხვა ქვედანაყოფების გადმოსროლა მოწინააღმდეგის შემოვლის, ალყაში მოქცევის ან მისთვის უკანდახევის შესაძლო გზების მოჭრის მიზნით.

ამერიკულ წესდებებში აღინიშნებოდა, რომ შეტევის მსვლელობისას გადასაწყვეტ ერთერთ ყველაზე უფრო ძნელ ამოცანას წარმოადგენდა ბრძოლის მწარმოებელი ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერის ამოცანა. ხაზი ესმებოდა იმას, რომ ჯუნგლებში იგი შესაძლოა შეზღუდული ყოფილიყო მოწინააღმდეგის მიზნების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და სროლის ეფექტური სიშორის ფარგლებში არტილერიისა და ნაღმსატყორცნების გადაადგილების სიძნელეების გამო. მაგრამ, თუ კარგი მეთვალყურეობის შესაძლებლობა იარსებებდა, მაშინ არტილერიას, ნაღმსატყორცნებს, ვერტმფრენებსა და ავიაციას შემტევი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ეფექტური საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფაც შეეძლებოდათ.

ვიეტნამში ამერიკული ჯარების საბრძოლო მოქმედებათა გამოცდილების საფუძველზე სამხედრო სპეციალისტები 1980-იანი წლების პირველ ნახევარში აღნიშნავდნენ არტილერიის გამოყენების ზოგიერთ თავისებურებას ჯარების საცეცხლე მხარდაჭერის მსვლელობისას. ასე, მას იყენებდნენ დეცენტრალიზებულად და აძლევდნენ იზოლირებულ მიმართულებებზე მოქმედ ქვედანაყოფებს. ფართოდ ახორციელებდნენ მანევრს არტილერიით, რომლის ქვედანაყოფებსაც ბატარეებად (побатарейно) გადაისროდნენ ვერტმფრენებით მოწინააღმდეგის ზურგში და ცეცხლს უხსნიდნენ მისი ჯარების თავმოყრის რაიონებს. გარდა ამისა, პრაქტიკაში გამოიყენებიდა ამაღლებულ ადგილებზე განლაგებული საარტილერიო საცეცხლე ბაზებიდან (პოზიციებიდან) ჯარების მხარდაჭერის მეთოდი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ცეცხლის ნებისმიერი მიმართულებით წარმოება. ქვეითი ჯარების წინსვლასთან ერთად არტლერიას ვერტმფრენებით გადაისროდნენ ახალ საცეცხლე პოზიციებზე, საიდანაც იგი აგრძელებდა შემტევთათვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენას. როგორც წესი, ასეთი ბაზები (პოზიციები) იქმნებოდა რამდენიმე საარტილერიო ბატარეის შემადგენლობით და ისინი ან დროებითი იყო, კონკრეტული ოპერაციის უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი, ან კიდევ სტაციონარული, რათა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეწარმოებინათ ცეცხლი მნიშნელოვანი რაიონების, კომუნიკაციების, ობიექტების წინააღმდეგ.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ჯუნგლებში შეტევის მსვლელობისას, როგორც წესი, ხდებოდა ჯარების მართვის დეცენტრალიზაცია სულ ყველაზე უფრო დაბალ რგოლამდეც კი. ამასთან განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა იყო რეკომენდირებული საიმედო კავშირგაბმულობის უზრუნველყოფაზე, რისთვისაც ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენებოდა.

თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ორგანიზებას ჯუნგლებში, უცხოური პრესის აღნიშვნით, ახდენდნენ და აწარმოებდნენ მთლიანობაში თავდაცვითი ბრძოლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, თუმცა კი რაიონის სპეციფიური კლიმატური და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. ამერიკულ წესდებებსა და დარიგებებში იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ თავდაცვა აეგოთ ფართო ფრონტზე, თავს მოუყრიდნენ რა ძალისხმევას გზებისა და ჯარების მოქმედებებისთვის მისადგომ (ხელმისაწვდომ) სხვა მიმართულებებზე. ამასთან ჯარები ქმნიდნენ წრიულ თავდაცვასა და წრიულ დაცვას (круговая оборона и круговое охранение), ხოლო საბრძოლო წყობას კი, როგორც წესი, აგებდნენ ორ ეშელონად რეზერვის გამოყოფით. მეორე ეშელონებსა და რეზერვებს ქმნიდნენ მოწინააღმდეგის შემოჟონილ ქვედანაყოფებთან და ჯგუფებთან ბრძოლისთვის, პირველი ეშელონის ქვედანაყოფების გაძლიერებისა და კონტრშეტევების ჩატარებისთვის.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზი ესმებოდა იმას, რომ ჯარების წრიული თავდაცვის პრინციპს ჯუნგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდა. ასე, ვიეტნამში აგრესიის მსვლელობისას ამერიკული ჯარები ბაზების, ჯარებისა და შტაბების დისლოკაციის ადგილების გარშემო ქმნიდნენ უსაფრთხოების ზონას ან ზოლს რამდენიმე ათეული კილომეტრის ფარგლებში. გარეთა პერიმეტრის მიხედვით და შიგნითაც ასეთ ზონას ჰყოფდნენ სექტორებად, რომლებშიც აწყობდნენ თავდაცვის საბატალიონო რაიონებს, ხოლო ეს უკანასკნელები კი შედგებოდა საასეულო და საოცეულო საყრდენი პუნქტებისგან. თავდაცვითი პოზიციების წინ ხდებოდა პატრულირების, დაცვისა (охранение) და ჩასაფრებების ორგანიზება, აგრეთვე სხვადასხვანაირი საინჟინრო ღობურების დაყენება. მიმდებარე ადგილმდებარეობა კი ტაქტიკური და საარმიო ავიაციის ძალებითა და საშუალებებით ჰაერიდან კონტროლდებოდა.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები 1980-იანი წლების პირველ ნახევარში თვლიდნენ, რომ თავდაცვის მოწყობის მსგავსი პრინციპი შესაძლო იყო ჯუნგლებში თანამედროვე საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის განკუთვნილ ჯარებსაც აეღოთ შეიარაღებაში. ამასთან განსაკუთრებით აღინიშნებოდა, რომ მისი ორგანიზებისას ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ფართოდ უნდა გამოეყენებინათ მოწინააღმდეგის აღმოჩენის სხვადასხვანაირი ტექნიკური საშუალებები (სადაზვერვო-სასიგნალო ხელსაწყოები, რადიოსალოკაციო სადგურები /რლს/, ღამური ხედვის ხელსაწყოები, გამანათებელ-სასიგნალო რაკეტები), ფუგასები და ნაღმები. გარდა ამისა, ღამით მათთვის რეკომენდირებული იყო სათადარიგი რიონების დაკავება, დარჩებოდნენ რა იმავე დროს საცეცხლე მხარდაჭერის თავიანთი საშუალებების მიღწევადობის ზონაში.

თავდაცვის წინა ხაზი, ამერიკული წესდებებისა და დარიგებების თანახმად, მიზამშეწონილი გახლდათ გასულიყო ყველაზე უფრო მომგებიან მიჯნებზე, ხოლო ოცეულებისა და ასეულების პოზიციები კი, შესაძლელობის და მიხედვით, ერთი ან ორივე ფლანგით მიბჯენილი უნდა ყოფილიყო (должны упираться) ბუნებრივ დაბრკოლებებზე, როგორებიც არის მდინარე, ლაგუნა, ჭაობი, ფლატე კლდე (обрывистая скала) და სხვა. წინა ხაზის წინ ეწყობოდა დაცვის (охранение) პოზიციები, რომლის შემადგენლობაც საკმარისად ძლიერი უნდა ყოფილიყო, რათა მოახლოებული მოწინააღმდეგე შეეჩერებინა და მისი შემოტევისთვის ხელი შეეშალა მანამდე, სანამ პოზიციებზე მყოფი ქვედანაყოფები ამის შესახებ გაფრთხილებას მიიღებდნენ.

ჯუნგლებში თავდაცვის ორგანიზებისას დიდი ყურადღების დათმობას ვარაუდობდნენ ადგილმდებარეობის გაწმენდისთვის (расчистка местности) წინა ხაზის წინ ხედვისა და დაშენის შესაძლებლობათა გაუმჯობესების მიზნით, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმ-ასაფეთქებელი, მავთულხლართიანი და სხვა საინჟინრო ღობურების დაყენებისთვის, როგორც საშტატო ისე ხელთ მოხვედრილი საშუალებებისგან. ამავე დროს უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ მცენარეულობის ყოველგვარი გაჩეხვა განსაკუთრებით ავტომატური იარაღისთვის დაშენის სექტორების (секторы обстрела) გაუმჯობესების მიზნით, მინიმუმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი, რადგანაც აშკარად მიუთითებდა მისი განლაგების ადგილს. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში რეკომენდირებული გახლდათ მცენარეულობის “კედელში” 1-დან 4 მ-მდე სიგანის საცეცხლე “გვირაბის” გაკაფვა და ქვემოთკენ დაშვებული ფოთოლნარით ან ადგილზე დატოვებული ბუჩქნარით მისი შენიღბვა.

ცეცხლის სისტემის აგება თავდაცვაში მიზანშეწონილი გახლდათ ადგილმდებარეობის გათვალისწინებით წინა ხაზის წინ და თავდაცვის სიღრმეში, ხოლო საცეცხლე საშუალებების განლაგება კი ხდებოდა ეშელონირებულად. მისდამი ერთერთი ძირითადი მოთხოვნა იმაში მდგომარეობდა, რომ შემომტევ მოწინააღმდეგეზე საცეცხლე ზემოქმედება გაზრდილიყო თავდაცვის მიჯნასთან მისი მოსვლის და მიხედვით (по мере подхода его к рубежу обороны). უმაღლესი დაძაბულობისთვის ცეცხლს უნდა მიეღწია შემომტევი ჯარების უშუალოდ თავდაცვის წინა ხაზთან მოსვლისას, სადაც მის წინ, აგრეთვე საასეულო და საოცეულო საყრდენი პუნქტების პირაპირებსა (на стыках) და ფლანგებზე იქმნებოდა უწყვეტი მრავალფენოვანი საარტილერიო, სანაღმსატყორცნე და თოფ-სატყვიამფრქვევო ცეხცლის ზონა.

თავდაცვის სიღრმეში ხდებოდა ყველა სახეობის ცეცხლის შეთანხმება მეორე ეშელონისა და რეზერვების კონტრშეტევებთან საცეცხლე დარტყმების შედეგების გამოყენებისთვის შემოჭრილი მოწინააღმდეგის სრულად განადგურების (разгром) მიზნით, და მათ მიმართავდნენ მანამდე, სანამ მოწინააღმდეე მოასწრებდა დაპყრობილ პოზიციებზე გამაგრებას. იმავე დროს ყურადღება ექცეოდა გზების არარსებობის გამო წამოჭრად სიძნელეებსაც, რომლებიც დაკავშირებული გახლდათ კონტრშეტევების ჩასატარებლად მეორე ეშელონებისა და რეზერვების გამოყენებასთან, რის შედეგადაც თავდაცვაში ბრძოლის დაგეგმვისას ჯარებს რეკომენდაცია ეძლეოდათ, რომ კონტრშეტევების მიმართულებებზე გაეყვანათ საკოლონე გზები, გაეჩეხათ განაკაფები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი გზებიც გაეყვანათ.

1980-იანი წლების შუახანებისთვის უცხოური ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე გაშლილი იყო დისკუსია ჯუნგლებში მოქმედებებისთვის განკუთვნილი სახმელეთო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების მობილურობის ამაღლების თაობაზე. ამ ამოცანის გადასაწყვეტად ვარაუდობდნენ საარმიო ავიაციის ვერტმფრენების ფართო მასშტაბებში გამოყენებას. ტაქტიკურ პლანში ამერიკული სარდლობა ვარაუდობდა ე. წ. აერომობილური ოპერაციების ჩატარებას, რომლებსაც საფუძვლად ედო ნაწილებისა და ქვედანაყოფების იარაღით, საბრძოლო ტექნიკით, საყოფაცხოვრებო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საგნებით ბრძოლის ველზე ვერტმფრენებით გადასროლა, აგრეთვე ბრძოლის მსვლელობისას საცეცხლე მხარდაჭრის ვერტმფრენებითა და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებით მათი ჰაერიდან მხარდაჭერა. ჯარების მოქმედებათა მკაცრი შეთანხმებულობა, მოულოდნელობა და დინამიურობა, მათ მიერ მნიშვნელოვანი მანძილების სწრაფი გადალახვა, დროის გაანგარიშებისა და დანიშნულ რაიონებში გასვლის სიზუსტე, ამოცანების შესრულებისა და ერთი სახეობის საბრძოლო მოქმედებებიდან მეორეზე გადასვლისას მანევრულობა და მოქნილობა – ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მტკიცებით, ასეთი გახლდათ აერომობილური ოპერაციების ძირითადი ნიშნები. ვიეტნამში აგრესიული ომის მსვლელობისას, პრაქტიკულად ამუშავდებდნენ მანევრის სხვადასხვა სახეობებს, რომელთაგან თითოეულს სპეციფიურო დასახელება ჰქონდა: “ალყაში მოქცევა”, “რგოლი”, “გრდემლი და ურო”, “ორმაგი ნახტომი”, “ხაზი”, “ბრჭყალები” და სხვა; ამასთანავე ჯარებს მათ გამოყენებაზე ეძლეოდათ რეკომენდაცია.

ასეთი გახლდათ ზოგად პლანში 1980-იანი წლების შუახანებში აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობის შეხედულებანი ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზებასა და წარმოებაზე. საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ამერიკული სამხედრო წრეები (военщина) განაგრძობდნენ მათი წარმოების ტაქტიკის სრულყოფას, მხოლოდ ამჯერად უკვე ცენტრალურ ამერიკაში, რომელიც აგრესული იმპერიალისტების მიზეზით პლანეტის “ცხელ წერტილად” იყო გადაქცეული. საბჭოთა ავტორების სიტყვით, საერთაშორისო ყაჩაღობის აღმაშფოთებელ აქტად იქცა აშშ-ის ბანდიტური თავდასხმა გრენადაზე, რომელიც პენტაგონის იერ შეასებულ იქნა როგორც წარმატებული ოპერაცია რთულ პირობებში. იმავდროულად ამერიკელი სამხედრო მრჩევლები განაგრძობდნენ ჰონდურასელი და სალვადორელი მკვლელების წვრთნას პატრიოტულ ძალებთან საბრძოლველად, აქცევდნენ რა ძირითად ყურადღებას ხშირი მცენარეული საფარის მქონე მთაგორიანი რაიონებს გაცხრილვას. გარდა ამისა, აშშ სახმელეთო ჯარების ცალკეული ქვედანაყოფები მონაწილეობას ღებულობდნენ “ბიგ ფაინის” ტიპის ერთობლივ სწავლებებში ჰონდურასთან, რომლებზედაც, კერძოდ, ასეთ პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების საკითხების დამუშავებასაც აწარმოებდნენ.

ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფა 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, პენტაგონი, ატარებდა რა 1980-იანი წლების შუახანებში ღონისძიებათა ფართო კომპლექსს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძლიერების ამაღლებისთვის, დიდ ყურადღებას უთმობდა აშშ-ის მიერ “სასოცოცხლო ინტერესების” ზონებად გამოცხადებულ დედამიწის სხვადასხვა რაიონში აგრესიული აქციებისთვის განკუთვნილი ჯარების საველე გაწვრთნილობას. მათ რიცხვს მიაკუთვნებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასაც წყნარი ოკეანის მიმდებარე აკვატორიებით. აქ უკვე იმ დროისთვის თავმოყრილი გახლდათ ამერიკული ჯარების მსხვილი დაჯგუფება, რომელიც მრავალრიცხოვან სწავლებებში ამუშავებდა საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ხერხებს საომარ მოქმედებათა მოცემული თეატრის სპეციფიურ პირობებში, მათ შორს ჯუნგლებშიც. ამასთან არცთუ მცირე როლი ეთმობოდა ზურგისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ყველა სახეობას, საინჟინრო უზრუნველყოფის ჩათვლით.

ზოგადი დებულებანი. როგორც ამერიკულ წესდებებსა და დარიგებებში აღინიშნებოდა, კერძოდ კი ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების დარიგებებში, საინჟინრო უზრუნველყოფის ქვეშ ითვალისწინებდნენ (გულისხმობდნენ) ქვედანაყოფების (მათ შორის სპეციალურისაც), ნაწილებისა და შენაერთების პრაქტიკულ საქმიანობას, რომლის მიზანიც გახლდათ ჯარების მოქმედებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მოწინააღმდეგის მოქმედებების მაქსიმალურად გაძნელება და მის მიერ საცეცხლე საშუალებათა გამოყენების ეფექტურობის შემცირება. აშშ არმიის სარდლობა თვლიდა, რომ საინჟინრო უზრუნველყოფა მოწოდებული იყო გადაეწყვიტა თავიანთი ჯარების შეტევის აუცილებელი ტემპების შენარჩუნებისა და მოწინააღმდეგის წინწამოსვლს ტემპების შემცირების, გამაგრებული რაიონების, ქვედანაყოფების საყრდენი პუნქტების, პირადი შემადგენლობისთვის შესაფარებლების (укрытия) მოსაწყობად საინჟინრო ღონისძიებათა კომპლექსის ჩატარების, შენიღბვის, საკოლონე და ჩვეულებრვი გზების (колонные пути и дороги) გაყვანისა და შენახვის, წყლის დაბრკოლებებზე გადასასვლელების მოწყობის, საველე არტილერიისთვის პოზიციების (რაიონების) აღჭურვის, აეროდრომებისა და დასაჯდომი მოედნების მშენებლობისა და სხვა ამოცანებს.

ჯარების საბრძოლო მოქმედებათა საინჟინრო უზრუნველყოფა ხორციელდებოდა წესდებებისა და დარიგებათა თანახმად, თუმცა კი ამასთან ჯუნგლებისთვის დამახასიათებელ თვისებურებებსაც ითვალისწინებდნენ. ჯუნგლები გავრცელებულია ცხელი ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატისა და ჭაობიანი ნიადაგის მქონე ვრცელ რაიონებში. აქ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, ხოლო სეზონური ტროპიკული ძლიერი წვიმები (თქეშები) კი ქმნიან ჰაერის მაღალ ტენიანობას. რთული ბუნებრივ-კლიმატური პირობები უშუალო ზეგავლენას ახდენს ამ რაიონებში მყოფი ჯარების პირად შემადგენლობაზე. ჯუნგლები სერიოზულ წინააღმდეგობას წარმოადგენს მძიმე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებისთვის, ხოლო გზების მიმართულებებისა და ცალკეული რაიონების იზოლირებულობა კი არ იძლევა აქ დიდი ძალების თავმოყრისა და ჯარების მსხვილი დაჯგუფებებით საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შესაძლებლობას. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ნაწილებისა და ქვედანაყოფების ძვრადობას, მეთვალყურეობისა და კავშირგაბმულობის ორგანიზებას, აძნელებს საბრძოლო მოქმედებათა საინჟინრო უზრუნველყოფის სამუშაოების ჩატარებას.

ინდოჩინეთში აგრესიის გამოცდილების გათვალისწინებით ამერიკული სარდლობა 1980-იანი წლების შუახანებში ვარაუდობდა, რომ ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებები უნდა ეწარმოებინათ მცირე ქვედანაყოფებით (ქვეით ბატალიონამდე, გაძლიერების საშუალებებით). ამიტომ საინჟნრო უზრუნველყოფის დაგეგმვის საკითხების გადაწყვეტა თითოეულ ცალკეულ შეთხვევაში რეკომენდირებული იყო დასმული ამოცანების შესაბამისად და იმისგან დამოუკიდებლად, შეტევა წარმოებდა თუ თავდაცვა. საბრძოლო უზრუნველყოფის ამ სახეობის ძირითად ამოცანებად ითვლებოდა: საინჟინრო დაზვერვა, ჯარების განლაგების რაიონებისა და საცეცხლე საშუალებათა პოზიციების საინჟინრო მოწყობა (აღჭურვა, инженерное оборудование), საინჟინრო საფორტიფიკაციო ნაგებობების აღჭურვა, საკოლონე გზების მომზადება, საველე აეროდრომების მშენებლობა, თვითმფრინავებისთვის ასაფრენ-დასჯდომი ზოლებისა და ვერტმფრენებისთვის დასაჯდომი მოედნების მოწყობა, ჯარების წყლით უზრუნველყოფა, წყლის და სხვა დაბრკოლებებზე გადასასვლელების აგება (наведение переправ) და ა. შ.

ს ა ი ნ ჟ ი ნ რ ო დ ა ზ ვ ე რ ვ ი ს ორგანიზებას ჯუნგლებში ახდენდნენ მეთვალყურეობისა და ორიენტირების სიძნელეების, კლიმატური პირობების თავისებურებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ ჰაერიდან დაკვირვება (მეთვალყურეობა) ხშირად უშედეგო აღმოჩნდებოდა ხეების ხშირი ვარჯის (крона) გამო, ხოლო წვიმების სეზონში კი ჩამოწოლილი ღრუბლების, ნისლების, კვამლებისა სხვა ატმოსფერული მოვლენების მიზეზით. ამიტომ მოწინააღმდეგის საინჟინრო ღონისძიებებისა და ადგილმდებარეობის შესახებ აუცილებელი მონაცემების მიღება რეკომენდირებული გახლდათ საინჟინრო-სადაზვერვო პატრულების, სადაზვერვო რაზმებისა და ჯგუფების გამოყენებით, რომლებიც მოქმედებდნენ ქვეითად ან კიდევ განსაზღვრულ რაიონებში მათი გადაყვანა ხდებოდა ვერტმფრენებით. გარდა ამისა, აღინიშნებოდა, რომ ამ ქვედანაყიფების პირად შემადგენლობას კარგად უნდა მოეხდინა ჯუნგლებში ორიენტირება, დაეცვა განსაკუთრებული სანიტარულ-ჰიგიენური წესები, შეეფასებინა წლის სხვადასხვა დროს ადგილმდებარეობის განვლადობა (проходимость местности) და განესაზღვრა ჯუნგლების გავლით ჯარების მოძრაობის შესაძლო მიმართულებები, დაბრკოლებებზე გადასასვლელების მოსაწყობად გამოეყენებინა ადგილობრივი საშუალებები, სცოდნოდა ილეთები და ხერხები, რომლბსაც იყენებდა მოწინააღმდეგე ღობურების (заграждения) მოსაწყობად, ასევე რადიოკავშირგაბმულობის ორგანიზაციის თავისებურებები.

შეტევაში საინჟინრო ქვედანაყოფებს შესაძლო იყო ემოქმედათ პირველი ეშელონის ჯარების წინ ან შემომვლელ რაზმებთან ერთად (ათეულამდე რიცხოვნების ერთი-ორი ჯგუფი). დივიზია გამოყოფდა 10-12 ასეთ ჯგუფს. თავდაცვაში ისინი წყვეტდნენ მოწინააღმდეგის იმ ღონისძიებათა გამოვლენის ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საინჟინრო ღობურების მოწყობასთან ან ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების დაყენებასთან, შემოტევისთვის შესაძლო მიმართულების მომზადებასთან და სხვა. ამ მონაცემების შეგროვებით დაკავებული იყვნენ აგრეთვე ქვედანაყოფების დაზვერვის სხვა ორგანოებიც.

ჯარების განლაგების რაიონებისა და საველე არტილერიის საცეცხლე პოზიციების ს ა ი ნ ჟ ი ნ რ ო მ ო წ ყ ო ბ ი ს (ა ღ ჭ უ რ ვ ი ს) განხორციელება რეკომენდირებული გახლდათ პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანებისგან დაცვის უზრუნველყოფის ანგარიშით. ვიეტნამში აგრესიული ომის დროს ამერიკული ჯარების თავდაცვის საფუძველს შეადგენდა საბატალიონო და საასეულო საყრდენი პუნქტები საინჟინრო ღობურების, მეთვალყურეობისა და საბრძოლო დაცვის (боевое охранение) განვითარებული სისტემით, რომლებიც იყენებდნენ ტექნიკურ საშუალებებს. იშვიათ შემთხვევებში მნიშვნელოვანი მიმართულებების დასაფარავად იქმნებოდა უწყვეტი (მთლიანი) თავდაცვითი ზოლები, რომლებიც სამი-ოთხი მიჯნისგან შედგებოდა. პირველ მიჯნაზე განლაგებული იყვნენ სადაზვერვო ან სამზირი (дозорные) ჯგუფები, მეორეზე – პატრულები, მესამეზე – საბრძოლო დაცვა და ჩასაფრებები, მეოთხეზე – მთავარი ძალები. ობიექტების (ადმინისტრაციული ცენტრების, სამხედრო ბაზების) თავდაცვა მოიცავდა ორ-სამ თავდაცვით ზოლს, რომლებიც წარმოადგენდა საასეულო და საბატალიონო საყრდენი პუნქტების სისტემას.

საგანგებო ყურადღების დათმობას ვარაუდობდნენ ქვედანაყოფების საყრდენი პუნქტების საინჟინრო აღჭურვისთვის, რომელთა მოწყობაც რეკომენდირებული გახლდათ უღელტეხილებზე, მთაგორიან ზეგნებზე, დამრეცკალთიან ქედებზე, მდინარეებთან და დასახლებულ პუნქტებთან გამოსასვლელებზე, ადგილმდებარეობის დაუმუშავებელ და ნარგავებისგან თავისუფალ უბნებზე. გზებზე და მთათა გასასვლელებში შესაძლებელი იყო ცალკეული საოცეულო საყრდენი პუნქტების მომზადება, ხოლო ჯუნგლების “საცხოვრებლად მოწყობილ” უბნებსა და მდინარეებთან გამოსასვლელბზე კი – საასეულო საყრდენი პუნქტებისა. უმნიშვნელოვანეს უღელტეხილებზე, რომლებზედაც გზები გადიოდა, შესაძლებელი იყო რამდენიმე საყრდენი პუნქტის მოწყობაც – უღელტეხილთან მოსასვლელებზე, თავად უღელტეხილზე და ზეგანზე (ველზე) გამოსასვლელში. 

საყრდენ პუნქტებში მიზანშეწონილად ითვლებოდა დახურული საცეცხლე ნაგებობების, გადახურული ნაპრალებისა, თხრილებისა და ტრანშეათა უბნების, პირადი შემადგენლობისთვის ჩაღრმავებული და ნახევრადჩაღრმავებული ტიპის თავშესაფრების (убежища) შექმნა მიწით სავსე ტომრებისა და ხელთ მოხვედრილი მასალებისგან, აგრეთვე საბრძოლო მანქანების ეკიპაჟებისა და საცეცხლე გათვლების წევრთა დასასვენებლად შესაფარებლების (укрытия) შექმნაც. ჯუნგლებში თავდაცვის ორგანიზებისას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭებინათ ადგილმდებარეობის გაწმენდისთვის წინა ხაზის წინ უკეთესი ხედვისა და დაშენის (обзор и обстрел) შესაძლებლობათა უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმ-ასაფეთქებელი, მავთულხლართიანი და სხვა ღობურების დაყენებისთვისაც. ამასთან ერთად უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ მცენარეულობის მთლიანი გაჩეხვა გამნიღბავ (демаскирующий) ნიშანს წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც მოწინააღმდეგეს ადვილად შეეძლებოდა საცეცხლე პოზიციების ან ქვედანაყოფების ყოფნის ადგილების (რაიონების) აღმოჩენა.

ჯარების განლაგების რაიონებისა და საცეცხლე პოზიციების საინჟინრო მოწყობისას (აღჭურვისას) თავდაცვის სიღრმეში რეკომენდირებული გახლდათ დახურული ნაგებობების აგება მეთვლყურეობისა და ცეცხლის წარმოებისთვის, აგრეთვე პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის შეფარებისთვის. ვიეტნამში აგრესიის დროს ასეთი საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისას ამერიკელები ფართოდ იყენებდნენ რკინა-ბეტონის ასაწყობ ელემენტებსა და მიწით სავსე ტომრებს, აგრეთვე ხელთ არსებულ მასალებსაც. იტყობინებოდნენ, რომ მხოლოდ 1969 წლის ექვს თვეში სამხრეთ ვიეტნამის პორტებში ჩატანილ იქნა 25 მლნ. მიწით სავსე ტომარა. მიწის სამუშაოებისა და ადგილმდებარეობის გაწმენდის სამუშაოთა მსვლელობისას ფართოდ გამოიყენებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებები, აგრეთვე სპეციალური დაგრძელებული, კუმულატიური და მიწერტილი (сосредоточенные) მუხტები.

ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მომგებიანად ითვლებოდა არა საყრდენი პუნქტების შექმნა, არამედ მოწინააღმდეგის შესაძლო წინწამოსვლის გზაზე გაგზავნილი ჩასაფრებების მეთოდით თავდაცვის განხორციელება. ჩასაფრებებში მყოფი ქვედანაყოფების პოზიციათა საფორტიფიკაციო აღჭურვას, ვიეტნამში საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამოცდილებიდან ამომდინარე, შესაძლო იყო მოეცვა ბლოკირებისა და შეტყობინების, საცეცხლე მხარდაჭერისა და დაფარვის ჯგუფების პირადი შემადგენლობისა და საცეცხლე საშუალებებისთვის მოწყობილი სანგრების გულდასმით შენიღბვაც. მოიერიშე ჯგუფების პირადი შემადგენლობისთვის ასეთი სანგრები არ იქმნებოდა, ხოლო მათი შეფრებისთვის კი ხდებოდა ადგილმდებარეობის დამცავი და შემნიღბავი თვისებების გამოყენება.

ს ა ი ნ ჟ ი ნ რ ო ღ ო ბ უ რ ე ბ ს ჯუნგლებში იყენებდნენ მოწინააღმდეგისთვის მომგებიან მიმართულებებზე მისი მოქმედებების შეზღუდვის მიზნით. აგრეთვე თავიანთი პოზიციების უშუალოდ დასაფარავად. ღობურების სისტემა ჯუნგლებში თავდაცვითი მოქმედებების წარმოებისას თავის თავში მოიცავდა ძირითად საყრდენ პუნქტებთან გამოსვლის გზებზე, მათ წინ და მათ შიგნით, მთათა ზეგნებსა და ადგილმდებარეობის ღია უბნებზე გამოსასვლელებში, საარტილერიო პოზიციების წინ, მოწინააღმდეგის აერომობილური ქვედანაყოფებისა და საჰაერო დესანტების შესაძლო გადმოსხმის რაიონებში და სხვაგან დაყენებულ ღობურებს (заграждения). ითვლებოდა, რომ ღობურების დაყენებას, განსაკუთრებით ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურებისა, შესაძლო იყო აემაღლებინა ცეცხლის ყველა სახეობისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა ეფექტურობა, აგრეთვე მოწინააღმდეგის ჯარების წინწამოსვლის ტემპებიც შეემცირებინა.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, უმეტეს ეფექტს უზრუნველყოფდა მიმართული მოქმედების მართვადი მსხვრევადი ნაღმების გამოყენება. მათი დაყენებისა და მოქმედებაში მოყვანისთვის განკუთვნილი იყვნენ სპეციალურად მომზადებული ქვეითი ან საინჟინრო ქვედანაყოფები. იმ უბნებზე, სადაც შესაძლებელი იყო ტანკების, ჯავშანტრანსპორტერებისა და ავტომანქანების მოძრაობა, შესაძლო იყო დაეყენებინათ მართვადი ფუგასები, ხოლო მათ მიმდებარე ადგილმდებარეობაზე კი – ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო დანაღმული ველები. დროის არსებობისას რეკომენდირებული გახლდათ ნაღმ-ხაფანგების გამოყენებაც, რომელთა დასამზადებლადაც იყენებდნენ სატაბელო ნაღმებს, საარტილერიო ჭურვებს, საავიაციო ბომბებს, ასაფეთქებელ ნივთიერებათა მუხტებს.

საყრდენი პუნქტების წინა ხაზის წინ ღობურებს აყენებდნენ მოწინააღმდეგის წინწამოსვლის ყველაზრ უფრო ალბათურ მიმართულებებზე. როგორც წესი, მათზე უფრო მომგებიანი იყო არცთუ დიდი შერეული (ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო) დანაღმული ველების დაყენება, რომლებსაც სხვადასხვანაირი არაფეთქებადი ღობურებით გააძლიერებდნენ, მაგალითად გაჭიმული მავთულხლართებით, გამანათებელი რაკეტებით, ავტომატური სადაზვერვო-სასიგნალო ხელსაწყობითა და სხვა. საყრდენი პუნქტების შიგნით რეკომენდირებული იყო მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და არაფეთქებადი ღობურების გამოყენება. 

მოწინააღმდეგის მოძრაობის შესაძლო მიმართულებებზე ხე-ტყის ხერგილების შექმნისას მიზანშეწონილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება, მათ შორის პლასტიკურისა, რომელთაგან შეიძლებოდა დაგრძელებული მუხტების დამზადება და ხეების ტანზე მათი დამაგრება.

მეტად ეფექტურად ითვლებოდა მავთულხლართიანი ღობურებიც, რომლებსაც ძნელად გასავალ ჯუნგლებთან და დანაღმულ ველებთან შეხამებაში შეეძლოთ საყრდენი პუნქტის შიგნით ქვეითი ჯარის შემოჟონვის (просачивание) არსებითად გაძნელება. როგორც უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემები მოწმობდა, ამერიკულმა ჯარებმა ვიეტნამში მხოლოდ “მაკნამარას ხზზე” 80 ათასი კმ საერთო სიგრძის მავთულხლართის 200 ათასი ხვეულა დახარჯეს. საყრდენი პუნქტებისა და ბაზების დასაფარავდ გამოყენებული მავთულხლართიანი ღობურების სიღრმე 400-600 მ აღწევდა. ჩვეულებრივ ისინი შედგებოდა 40-50 მ სიღრმის წინააღმდგობათა ორი-სამი მავთულხლართიანი რიგისგან, რომელთა შორის მანძილებიც 200-300 მ გახლდათ. დანაღმული ველების დასაყენებლად შესაძლებლი იყო სხვადასხვა საშუალებათა გამოყენება, მათ შორის ნაღმ-გადამღობების, დანაღმვის მიწისზედა სისტემების (მაგალითად, GEMSS), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, დანაღმვის საარტილერიო სისტემების (RAAMS და ADAM), ვერტმფრენებისა და ა. შ.

დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ჯუნგლების ცალკეულ რაიონებში არსებულ პირობებს შესაძლო იყო ხელი შეეწყოთ წყლიანი დაბრკოლებების – დატბორვის ზონების შექმნისთვის. ამასთან რეკომენდირებული იყო არა მხოლოდ ჰიდროკვანძების, კაშხლების, ნაპირდამცავი დამბებისა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების დანგრევა, არამედ წვიმის სახით ნალექების ჩამოსვლის გამოწვევაც. ვიეტნამში აგრესიის დროს ასეთი ზონების შესაქმნელად ამერიკულმა ჯარებმა შვიდი მსხვილი კაშხალი და ნაპირდამცაბი დამბების რანდენიე კილომეტრი დაანგრიეს. კერძოდ, მდინარე მეკონგის დელტაში დამბების დანგრევამ დატბორვის ვრცელი ზონების წარმოქმნა გამოიწვია, ხოლო ამ დროს გადატენიანებული (переувлаженный) გრუნტი ჯარებისთვის პრაქტიკულად გაუვალი შეიქნა. ჰიდროტექნიკური ნაგებობები კორეაში აშშ-ის აგრესიის პეროდშიც არაერთხელ დაუნგრევიათ.

წვიმის ხელოვნური სტიმულირება ხორციელდებოდა ღრუბლებში იოდური ვერცხლისა და ტყვიის, აგრეთვე სხვა ნივთიერებათა გაფრქვევის გზით. ხელოვნურად გამოწვეული თქეშების შედეგად მდინარეებში წყლის დონე მკვეთრად მაღლდებოდა და დატბორვის ზონებს ქმნიდა. მაგალითად, 1971 წელს ვიეტნამში ამერიკელთა მიერ წვიმების ხელოვნური სტიმულირების გამოყენების შედეგად წითელ მდინარეში (р. Красная) წყლის დონემ 13,5 მ-ით აიწია выше меженного (низкого), რამაც ვრცელი წყლიანი დაბრკოლებების წარმოქმნა განაპირობა.

ჯუნგლებში ჯარების საბრძოლო მოქმედებათა საინჟინრო უზრუნველყოფის ზოგად სისტემაში არცთუ უმნიშვნელო ადგილი ეკავა ნაღმების ძიებასა და გაუვნებელყოფას, აგრევე სხვა ღობურებში გასასვლელების გაკეთებას. სტატისტიკა უჩვენებდა, რომ ამერიკული ჯარები ვიეტნამში აგრესიის დროს დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების, ნაღმ-სიურპრიზებისა და ნაღმ-ხაფანგებისგან. ასე, აშშ 1-ლი ქვეითი დივიზიის პირადი შემადგენლობის მიერ ამ მიზეზით განცდილმა დანაკარგებმა საერთო დანაკარგების 30 %-ზე მეტი შედაგინა. ამიტომ სახმელეთო ჯარების სარდლობა ნაღმებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის ეფექტური საშუალებების შემუშავებასა და შეიარაღებაში მიღებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. 1980-იანი წლების შუახანებში, უცხოური ბეჭდური გამოცემების მოწმობით, სახმელეთო ჯარების საინჟინრო ქვედანაყოფების შეიარაღებაში შედოდა გადასატანი ნაღმმაძიებლები AN/PRS-7 და -8, AN/PSS-11, რომლებიც იძლეოდა პრაქტიკულად ყველა ტიპის ნაღმების აღმოჩენის შესაძლებლობას. იტყობინებოდნენ აგრეთვე, რომ “ჯიპის” ტიპის ავტომობილებისა და ვერტმფრენების ბაზაზე (სისტემა METRRA) წარმოებდა ნაღმმაძიებლების შემუშავება, რომლებიც განკუთვნილი იქნებოდა გზებზე და განაკაფებში ნაღმების აღმოჩენის, აგრეთვე ტყეთა მასივებში საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელ ნივთიერებათა საწყობების აღმოჩენისთვის. ნაღმებისა და საბრძოლო მასალების საძიებლად შესაძლებელი იყო სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებაც. კერძოდ, მათი მომზადებისთვის აშშ-სა და სამხრეთ ვიეტნამში შექმნილი იყო სპეციალური ფორმირებები. გზებზე, ბილიკებზე და სხვა მსგავს ადგილებში დაყენებული ნაღმების აღმოსაჩენად ამერიკელები იყენებდნენ ისეთ ხერხს, როგორიც გახლავთ გზის საფარზე სპეციალური მანქანების დახმარებით ბიტუმის ნარევის მოსხურება, რაც იძლეოდა ნაღმებისა და ფუგასების დაყენების აღმოჩენის შესაძლებლობას.

დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ღობურებში გასასვლელების გაკეთების ხერხები ბევრად იყო დამოკიდებული ადგილმდებარეობის კონკრეტულ პირობებზე. ღია უბნებსა და ველებზე დაყენებულ ღობურებში გასასვლელების გაკეთება რეკომენდირებული გახლდათ აფეთქების ხერხით განნაღმვის დაგრძელებული მუხტების (удлинённые заряды разминирования, M173 და M157 ტიპებისა) ან განნაღმვის სარაკეტო სისტემების (SLU-FAE ტიპისა) დახმარებით, მთათა ფერდობებზე კი – განნაღმვის სარაკეტო (SLU-FAE ტიპის) ან სავერტმფრენო (FAE-SHED ტიპის) სისტემებისა. ქვეითსაწინააღმდეგო ღობურებში გასასვლელები შესაძლო იყო გაეკეთებინათ მადეტონირებელი კაბელის ტიპის M1A1 დაგრძელებული მუხტებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი – ტროსოვანი ტრალებით ან კიდევ ასაფეთქებელ ნივთიერებათა ხელით ზემოდან დასადები მუხტებით (тросовыми тралами или вручную накладными зарядами ВВ).

ჯუნგლებში ჯარების საბრძოლო მოქმედებათა საინჟინრო უზრუნველყოფის სხვა ამოცანებს შორის ამერიკული სამხედრო სარდლობა 1980-იანი წლების პირველ ნახევარში გამოჰყოფდა ს ა კ ო ლ ო ნ ე გ ზ ე ბ ი ს მ ო მ ზ ა დ ე ბ ა ს, გზებისა და ბილიკების გაყვანასა და სხვა. მისი აზრით, უზრუნველყოფის ეს სახეობა მნიშვნელოვან სიძნელეებთან გახლდათ შეუღლებული, რამდენადაც საგზაო ქსელი აქ საკმაოდ სუსტად იყო განვითარებული, ხოლო მოწინააღმდეგე კი, როგორც წესი, არსებული გზების მწყობრიდან გამოყვანას შეეცდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს ამოცანა სხვადასხვანაირ ღობურების გადალახვაზე არანაკლებადაც ითვლებოდა.

ჯუნგლებში საკოლონე გზების (путей) მომზადებისას რეკომენდირებული იყო უწინარეს ყოვლისა არსებული გზებისა (дороги) და ბილიკების (тропы) გამოყენება, ხოლო ბარდნარი ჭალების (заросли) გავლით კი მათი მხოლოდ ცალკეული უბნები გაჰყავდათ. გზების (дороги) დანგრევა და მათი აღდგენისას წამოჭრადი დიდი სიძნელეები საკოლონე გზების (пути) მომზადების, შენახვისა და მათი დანგრევისთვის ხელისშეშლელი სპეციალური ღონისძიებების შესასრულებლად ჩვეულებრივზე უფრო მეტი ძალებისა და საშუალებათა გამოყოფას მოითხოვდა (ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საგზაო ნაგებობების დაცვა და თავდაცვა, პატრულირება და სხვა).

1980-იანი წლების შუახანებისთვის უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ საგზაო სამუშაოთა ძირითადი სახეობები იქნებოდა ბარდნარი ჭალებისა და ხერგილების გაწმენდა, შემოვლითი გზების, სახიდო გადასასვლელებისა და მათთან მისასვლელების მოწყობა, დანგრეული უბნების აღდგენა. სუსტი გრუნტის მქონე გზათა უბნების განსამტკიცებლად დრეკადი საგზაო საფრების გამოყენება გახლდათ რეკომენდირებული.

ჯუნგლებში გზებისა (дороги) და საკოლონე გზების (колонные пути) შენახვის ორგანიზებისას აუცილებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ ისინი მიემართებოდა ბარდნარი ჭალების გავლით, რომლებიც კვლავ სწრაფად იზრდებოდა (განსაკუთრებით კი ბამბუკის ჭალები), და, შესაბამისად, საჭირო იყო მათი პერიოდული გაწმენდა (подчистка). საკოლონე გზების დაცვა მოწინააღმდეგის შესაძლო გამოსვლის უბნებზე პატრულირებით, ჩასაფრებებისა და მუდმივი საგუშაგოების დაყენებით ხორციელდებოდა. ჯუნგლების პირობებში აუცილებელი გახლდათ უკანდახეული მოწინააღმდეგისთვის გზების დანგრევაში ხელისშემშლელი ღონისძიებების გატარებაც. ამ მიზნით რეკომენდირებული გახლდათ გზების იმ უბნების დაპყრობის განხორციელება, რომელთა აღდგენაც დიდად შრომატევადი იქნებოდა, ხოლო შემოვლითი გზების მოწყობა კი ძალზედ რთული. გზათა ასეთი უბნების დაპყრობის ამოცანა შესაძლო იყო ვერტმფრენებით ან ქვეითად გადასროლილი ქვედანაყოფებისთვის დაეკისრებინათ.

1980-იანი წლების შუახანებში ამერიკული სარდლობა თვლიდა, რომ ამ სპეციფიურ პირობებში ჯარების საბრძოლო მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანების შესრულება ბევრად იქნებოდა განსაზღვრული საინჟინრო და სხვა ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადებით. უცხოური ბეჭდური გამოცემების მოწმობით, იმ ხანებში ამ საკითხებს დიდი ყურადღება ექცეოდა. საინჟინრო უზრუნველყოფის ცალკეული ამოცანები წყდებოდა ჯარების საბრძოლო მომზადების მსვლელობისას, აგრეთვე სხვადასხვანაირ ერთობლივ სწავლებებში, რომლებიც თავიანთი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მიხედვით ჯუნგლებთან მიახლოებულ რაიონებში (ჰონდურასი, სალვადორი) ტარდებოდა. პრაქტიკული ღონისძიებები კი, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ამერიკულმა ჯარებმა გრენადაზე ბანდიტური თავდასხმის დროს განახორციელეს. 

“ცივი ომის” დასრულების შემდეგ რუსულ სამხედრო პერიოდკაში 1990-იან წლებში მკვეთრად იყო შემცირებული ანტიდასავლური კონფრონტაციული განწყობები და, შესაბამისად, წერილებიც ასეთივე ტონში იბეჭდებოდა. ერთი მათგანი შეეხებოდა “საბრძოლო მოქმედებათა თავისებურებებს ჯუნგლებში”, რომლის თარგმანსაც ქვემოთ მოვიყვანთ.

ცხოვრებასა და საქმიანობას ჯუნგლებში დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია და ახლად მოსული პირადი შემადგენლობისთვის საჭირო გახლდათ დროის გარკველი პერიოდი აკლიმატიზაციისა და ადაპტაციისთვის. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების დონეზე, აგრეთვე კლიმატური პირობების გათვალისწინებით მათი უზრუნველყოფის ყველა სახეობის ორგანიზაციაზე. ჯუნგლების კლიმატი დამღუპველ გავლენას ახდენდა იმათზე, ვისაც არ გაევლო აკლიმატიზაცია და არ გააჩნდა სპეციფიური მომზადება. ამის გამო პირად შემადგენლობაში შესაძლოა გავრცელებულიყო მალარია, კუჭ-ნაწლავის, სოკოვანი და სხვა დაავადებები. ყველაზე უფრო სახიფათო მწერებად ითვლებოდნენ კოღოები – მალარიის გადამტანები. მათგან დასაცავად აუცილებელი გახლდათ სპეციალური სამედიცინო პრეპარატების მიღება, использовать комариный репеллент, ისეთი ტანისმოსის ტარება, რომელიც კანს მაქსიმალურად დაიფარავდა, და თუ პირობები ნებას მისცემდათ, მოსკიტსწინააღმდეგო ბადის გამოყენებაც. აღინიშნებოდა, რომ ამ რეკომენდაციების დაცვის გარეშე ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების რიცხვს შესაძლო იყო საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას დაჭრილთა რიცხვისთვის მკვეთრად გადაეჭარბებინა კიდეც. ჯუნგლებში ყოფნა აგრეთვე დიდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა პირად შემადგენლობაზე, უარყოფითად მოქმედებდა რა მის მორალურ მდგომარეობაზე. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმ ჯარების მომზადებას, რომლებიც ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის იყო განკუთვნილი. მეთაურებსა და შტაბებს რეკომენდაცია ეძლეოდათ გულდასმით დაეკომპლექტებინათ ნაწილები და ქვედანაყოფები სპეციალურად განსწავლული სამხედრო მოსამსახურეებით, უზრუნველეყოთ ისინი აუცილებელი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, აგრეთვე შესაბამისი აღკაზმულობით (снаряжение), იმ ანგარიშით, რომ ჯარისკაცების საბრძოლო ამოწყობას (выкладка) 20 კგ-თვის არ გადაეჭარბებინა. კერძოდ, ჯუნგლებში გაგზავნილი აშშ არმიის პირადი შემადგენლობა ღებულობდა შემსუბუქებულ ფორმის ტანსაცმელს, სპეციალურ მაღალყელიან ფეხსაცმელს, მოსკიტსაწინააღმდგო ბადეს. მის აკლიმატიზაციაზე ხდებოდა 7-დან 14 დღეღამემდე ვადის გამოყოფა.

1990-იანი წლების შუახანებში, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ჯუნგლებში მოქმედებებისთვის ყველაზე უფრო შეგუებულ (შესაფერის) ჯართა გვარეობას წარმოადგენდა ქვეითი ჯარი. საბრძოლო მოქმედებები ყველაზე უფრო ხშირად წარმოებდა წვრილი ქვედანაყოფებით (ოცეული ან ასეული), რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მსუბუქი ავტომატური იარაღით, ხელის ყუმბარსატყორცნებით, დანებით, წალდებითა (тесаками, მაჩეტეთი) და სხვა საშუალებებით. ისინი შესაძლო იყო გაეძლიერებინათ არტილერიით, ნაღმსატყორცნებით, ხოლო გზების, განაკაფების და ბილიკების არსებობისას კი – აგრეთვე ჯავშანსატანკო ტექნიკითაც. ასეთ ქვედანაყოფებს უნდა ჰქონოდათ გარკვეული ავტონომიურობა, ე. ი. მინიმალურად ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფაზე. გარდა ამისა, საარმიო ავიაციის მზარდი როლიც აღინიშნებოდა. თანამედროვე ვერტმფრენებს ყველანაირი დახმარების აღმჩენა შეეძლოთ 1990-იანი წლების შუახანებში ჯუნგლებში მოქმედი ქვედანაყოფებისთვის.

ასეთ პირობებში საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზებისა და წარმოებისას დიდი ყურადღება ეთმობოდა დაზვერვასა და დაცვას (охранение). ტროპიკულ ტყეებში მოძრავი შენიღბული ობიექტის აღმოჩენა შეიძლებოდა 15-35 მ დაშორებაზე, უძრავისა – 18 მ-მდე, შენიღბული ჯარისკაცისა კი – 1,5 მ-ში. ამასთან დაკავშირებით მეთვალყურეობის ორგანიზება რეკომენდირებული იყო ძირითადად ადგილმდებარეობის გაშლილ უბნებზე, ველებზე, სატყეო გზებზე, განაკაფებზე და ა. შ., ხოლო მისი წარმოების ადგილების სახით კი გამოიყენებოდა მაღლობები, ქედები, მაღალი ხეები. დაზვერვის ყველაზე უფრო ეფექტურ მეთოდად ასეთ პირობებში ითვლებოდა მიყურადება (прослушивание), ვინაიდან ჯუნგლებში, სადაც ყოველთვის შედარებით სიჩუმეა გამეფებული, კარგად ისმოდა ძრავების ხმაური, ბრძანებები, ლითონების ჟღარუნი, ლაპარაკი. მოულოდნელი თავდასხმის არდაშვებისთვის მიზანშეწონილი გახლდათ აგრეთვე დაზვერვის ტექნიკური საშუალებების გამოყენება, პატრულირების განხორციელება, თავიანთი ჯარების მისადგომ პოზიციებზე სადავერვო-სამზირი რაზმების (дозоры) დაყენება. 

დაცვის (охранение) ორგანიზება ხდებოდა ყველა სახეობის საბრძოლო საქმიანობისას. სადაზვერვო-სამზირი რაზმები იგზავნებოდა 700-1000 მ დაშორებაზე იმ ბილიკებზე, რომლებიც ჯარების განლაგების ადგილისკენ მოდოდა. დაცვის ქვედანაყოფები კეტავდნენ (перекрывали) ჯარების განლაგების ახლო მდებარე ან მისკენ მომავალ გზებს, განაკაფებს, მდინარეთა კალაპოტებსა და მათ ტოტებს. ქვედანაყოფისა და ნაწილის განლაგების რაიონს ამზადებდნენ წრიული თავდაცვისთვის, ხოლო იარაღის ყველა სახეობისთვის კი ხდებოდა დაშენის (обстрел) სექტორების გამოყოფა.

შ ე ტ ე ვ ა ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზებისა და ჯარების მართვის ზოგადი პრინციპების თანახმად იგეგმებოდა. ამასთან აუცილებლად ითვალისწინებდნენ ტროპიკულ პირობებში პირადი შემადგენლობის მოქმედებათა, აგრეთვე მის მიერ გამოყენებული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სპეციფიურ თავისებურებებს.

შეტევას აწარმოებდნენ უპირატესად ცალკეულ, ხშირად ერთმანეთისგან იზოლირებულ მიმართულებებზე, რომლებიც, როგორც წესი, გზების, ველების, მდინარეებისა და ნაკადულების გაყოლებით მიემართებოდა. გზებისა და ბილიკების (тропы) არარსებობისას არ გამოირიცხებოდა შეტევის წარმოების შესაძლებლობა საკოლონე გზების გაყოლებითაც (по колонным путям), რომლებიც ჯარებს გაჰყავდათ მათი მოქმედებების საერთო მიმართულებაზე. ასეთი გზების მოწყობა მოითხოვდა ძალებისა და საშუალებათა მნიშვნელოვან დანახარჯებს, ხოლო მათი გამტარუნარიანობა კი შეზღუდული იყო, რაც შეტევის ტემპს ამცირებდა. როგორც დასავლური არმიების წესდებებსა და დარიგებებში აღინიშნებოდა, ჯუნგლებში გადაადგილების სიჩქარის გაანგარიშება ხშირად წარმოებდა საჭირო დროიდან ამომდინარე, და არა მანძილიდან. საკითხი იმაში მდგომარეონდა, თუ თუ რამდენი დრო დასჭირდებოდა წინსვლას ერთი მიჯნიდან მეორემდე ან ერთი პუნქტიდან მეორემდე, და არა იმაში, თუ რა მანძილი უნდა დაეფარათ.

შეტევა ჯუნგლებში მოითხოვდა გულდასმით და დეტალურ მომზადებას. ჩვეულებრივ მას აწარმოებდნენ ისეთი ქვედანაყოფებით, როგორიცაა ოცეული ან ასეული, ყველაზე მეტი – ბატალიონი, მნიშვნელოვნად იშვიათად კი ბრიგადით ან დივიზიით. ძალები და საშუალებანი გამოიყენებოდა იმ რაიონებში და იმ მიზნების წინააღმდეგ, რომელთა დაპყრობა და განადგურება ტერიტორიაზე კონტროლს უზრუნველყოფდა. მათ მიეკუთვნებოდა, უწინარეს ყოვლისა, დასახლებული პუნქტები, რკინიგზები, სიმაღლეები, ქედები, მდინარეები, გზები და ბილიკებიც კი. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, რეკომენდირებული არ იყო ბრძოლისგან თავის ამრიდებელი მოწინააღმდეგის ძიების წარმოება ან დიდ ტერიტორიებზე კონტროლის დაწესებისა და მისი შენარჩუნების მცდელობა, ვინაიდან ეს, ჯერ ერთი, მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვდა, და მეორეც, ძალებისა და საშუალებათა ზედმეტ ხარჯვასაც. აუცილებელი გახლდათ ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიმართვა (нацеливать) შესატევად იმ ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც პოზიციებზე აღმოჩენილი და დაფიქსირებული იყო, აგრეთვე მოწინააღმდეგის გამოვლენილი ობიექტების დაზიანებისა და განადგურებისთვის.

ჯუნგლებში შეტევისას ქვეითი ბატალიონის საბრძოლო რიგების მოწყობა რეკომენდირებული იყო ორ ან ერთ ეშელონად რეზერვის გამოყოფით. პირველი ეშელონის თითოეულ ასეულს დაენიშნებოდა, როგორც წესი, შეტევის თავისი ზოლი (სექტორი), რომლის სიგანესაც ადგილმდებარეობის (местность) ხასიათის, გზების ან ბილიკების არსებობის ან საბრძოლო რიგების მოწყობის მიხედვით შესაძლო იყო 500-1000 მ-თვის მიეღწია. ბატალიონის სამეთაურო პუნქტი ჩვეულებრივ განლაგდებოდა მისი რეზერვის საბრძოლო მოწყობის ცენტრში. ტანკები და სხვა ჯავშანსატანკო ტექნიკა ჯუნგლების პირობებში შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო შეზღუდულად მათ მისადგომ (доступные) მიმართულებებზე და შემდეგი ამოცანები შეესრულებინა: შემტევი ქვეითი ქვედანაყოფების მხარდაჭერა, ადგილმდებარეობის გაცხრილვა (прочёсывание местности), საჯარისო კოლონების თანხლება და დაცვა (сопровождение и охранение), უკანდახეული მოწინააღმდეგის დევნა, დაზვერვის წარმოება. ინდოჩინეთში ომის დროს ამერიკელები დავერვის წარმოებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების დაპყრობისა და შენარჩუნებისთვის ქმნიდნენ საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს სატანკო ასეულის, მოტოქვეითი ასეულის, თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების შემადგელობით. ასეთი ჯგუფის მომარაგება ვერტმფრენებით ხორციელდებოდა.

საბრძოლო მოქმედებები ჯუნგლებში ატარებდა, როგორც წესი, სწრაფმდინარე (скоротечный), დაძაბულ და გააფთრებულ ხასიათს, ამასთან მათთვის ხდებოდა ძალებისა და საშუალებათა მხოლოდ ნაწილის გამოყენება. ბრძოლის დასაწყისში მეთაურები მისწრაფებული უნდა ყოფილიყვნენ მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა ჩახშობისკენ, მისი მოქმედებების შებოჭვისა და იმ რაიონში დამხმარე ძალების გადასასროლად პირობების შექმნისკენ მოწინააღმდეგის შემოვლის, ალყაში მოქცევის ან მისთვის უკანდახევის შესაძლო გზების მოჭრის მიზნით.

შეტევის მსვლელობისას გადასაწყვეტ ერთერთ ყველაზე უფრო ძნელ ამოცანას წარმოადგენდა ბრძოლის მწარმოებელი ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა. ეს განპირობებული იყო მოწინააღმდეგის მიზნების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრის, აგრეთვე სროლის ეფექტური სიშორის ფარგლებში არტილერიის გადაადგილების სიძნელეებით. ინდოჩინეთში ომმა აჩვენა, რომ ჯარების საცეცხლე მხარდაჭერისთვის არტილერის გამოყენებას ჯუნგლებში გააჩნდა რიგი თავისებურებებისა. უწინარეს ყოვლისა იგი გამოიყენებოდა დეცენტრალიზებულად, ვინაიდან საარტილერიო ქვედანაყოფები ეძლეოდა ქვეით ჯარს, რომელიც იზოლირებულ მიმართულებებზე მოქმედებდა. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად სარდლობა არტილერიით ისეთ მანევრს მიმართავდა, როცა ქვედანაყოფები ბატარეებად გადაისროლებოდნენ ვერტმფრენებით მოწინააღმდეგის ზურგში და ცეცხლს უხსნიდნენ მისი თავმოყრის რაიონებს. საარტილერიო საცეცხლე პოზიციები განლაგდებოდა უმთავრესად ამაღლებულ ადგილებზე, საიდანაც ხდებოდა წრიული ცეცხლის უზრუნველყოფა. ქვეითი ჯარის წინსვლასთან ერთად, არტილერია ვერტმფრენებით გადაისროლებოდა ახალ პოზიციებზე, რომლებიდანაც შემტევ ჯარებს საცეცხლე მხარდაჭერას აღმოუჩენდა.

შეტევის მსვლელობისას მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჯარების მართვა. განსაკუთრებული ყურადღება ამ დროს ეთმობოდა განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით (სათანამგზავრო, რადიო- და რადიოსარელეო, ვერტმფრენების დახმარებით და ა. შ.) საიმედო კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას.

თ ა ვ დ ა ც ვ ა ჯუნგლებში მთლიანობაში წარმოებდა ზოგადსამხედრო (общевойнские) წესდებებისა და დარიგებების საფუძველზე. ადგილმდებარეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ორგანიზაცია საჭირო იყო ფართო ფრონტზე ძალისხმევის კონცენტრაციით გზებზე და ჯარების მოქმედებებისთვის ხელმისაწვდომ ყველა მიმართულებაზე. ჯარები ყველაზე უფრო ხშირად ქმნიდნენ წრიულ თავდაცვასა და დაცვას (круговая оборона и охранение), ხოლო საბრძოლო რიგებს კი აწყობდნენ ორ ეშელონად რეზერვის გამოყოფით. მეორე ეშელონები და რეზერვები განკუთვნილი გახლდათ თავდაცვითი რიგების გამოვლით სოლად შემოჭრილ მოწინააღმდეგის ქვედანაყოფებთან და დაჯგუფებებთან საბრძოლველად, პირველი ეშელონის ქვედანაყოფების გასაძლიერებლად და კონტრშეტევების ჩასატარებლად. წრიული თავდაცვის პრინციპს ჯუნგლებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასე, ინდოჩინეთში ომის მსვლელობისას ამერიკული ჯარები ბაზების, აგრეთვე ჯარებისა და შტაბების დისლოკაციების გრშემო ქმნიდნენ ზონას – უსაფრთხოების ზოლს რამდენიმე ათეული კილომეტრის სიღრმით. გარეთა პერიმეტრის მიხედვით და შიგნითაც ის იყოფოდა სექტორებად, რომლებშიც ეწყობოდა თავდაცვის საბატალიონო რაიონები, შედგარი საასეულო და საოცეულო საყრდენი პუნქტებისგან. თავდაცვითი პოზიციების წინ ხორციელდებოდა პატრულირება და დაცვა, ეწყობოდა ჩასაფრებები, აიგებოდა სხვადასხვანაირი დაბრკოლებანი. მიმდებარე ადგილმდებარეობა ჰაერიდან ტაქტიკური და საარმიო ავიაციის ძალებით კონტროლდებოდა.

ასეთი ტიპის თავდაცვის ორგანიზებისას რეკომენდირებული იყო მოწინააღმდეგის აღმოჩენის სხვადასხვანაირი ტექნიკური საშუალებების (რადიოსალოკაციო სადგურები, ღამური ხედვის ხელსაწყოები, თბოვიზიური და სასიგნალო აპარატურა, გამანათებელ-სასიგნალო რაკეტები, ფუგასები და ნაღმები) ფართო გამოყენება. აუცილებელი იყო, რომ თავდაცვის წინა ხაზს გაევლო ყველაზე უფრო მომგებიან მიჯნებზე, ხოლო ოცეულებისა და ასეულების პოზიციები კი ერთი ან ორივე ფლანგით მიბჯენილი ყოფილიყო ბუნებრივ დაბრკოლებებზე, როგორებიცაა მდინარე, ლაგუნა, ჭაობი, ფლატეებიანი კლდე და სხვა. ქვედანაყოფებისა და ნაწილების წინა ხაზის წინ ეწყობოდა დაცვის პოზიციები, რომლის შემადგენლობაც უნდა ყოფილიყო საკმარისად ძლიერი, რათა მოახლებული მოწინააღმდეგე შეეკავებინა და მისთვის შემოტევის შესაძლებლობა მანამდე არ მიეცა, სანამ მის შესახებ მეთაურობისთვის ცნობილი არ გახდებოდა.

ჯუნგლებში თავდაცვის ორგანიზებისას დიდ ყურადღება ეთმობოდა ადგილმდებარეობის გაწმენდას, რათა შექმნილიყო პირობები წინა ხაზის წინ ხედვისა და ცეცხლის დაშენისთვის, აგრეთვე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმ-ასაფეტქებელი, მავთულხლართიანი და სხვა ღობურების დაყენებას (საშტატო და ხელთ არსებული საუალებებისგან). ამ დროს მცენარეულობის ყოველი გაჩეხვა ცეცხლის დაშენის სექტორების გაფართოების მიზნით, განსაკუთრებით ავტომატური იარაღისთვის, მინიმუმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი, ვინაიდან ეს თავდაცვაში მყოფთა პოზიციების განნიღბვას (დემასკირებას) ახდენდა. მოცემულ შემთხვევაში რეკომენდირებული გახლდათ მცენარეულობის “კედელში” 1-დან 4 მ-მდე სიგანის “საცეცხლე გვირაბის” გაჩეხვა, რომელიც ზემოდან ჩამოშვებული ლიანებითა და საგანგებოდ დატოვებული ბუჩქნარით შეინიღბებოდა.

ცეცხლის სისტემა თავდაცვაში აიგებოდა წინა ხაზის წინ ადგილმდებარეობის რელიეფის გათვალისწინებითა და თავდაცვის სიღრმეში საცეცხლე საშუალებების ეშელონირებული განლაგებით. ძირითადი მოთხოვნა მის მიმართ რჩებოდა ზოგადი: შეტევაში გადმოსულ მოწინააღმდეგეზე საცეცხლე ზემოქმედება უნდა გაზრდილიყო თავდაცვის მიჯნასთან მისი მოახლოვებისდა მიხედვით. უდიდესი დაძაბულობისთვის მას უნდა მიეღწია შემომტევი ჯარების უშუალოდ თავდაცვის წინა ხაზთან გამოსვლისას, სადაც მის წინ, აგრეთვე ასეულებისა და ოცეულების საყრდენი პუნქტების პირაპირებსა და ფლანგებზე იქმნებოდა უწყვეტი საარტილერიო, სანაღმსატყორცნე და თოფ-სატყვიამფრქვევო ცეცხლის ზონა.

თავდაცვის სიღრმეში კი ხდებოდა ყველა სახეობის ცეცხლის შეთანხმება მეორე ეშელონებისა და რეზერვების მოქმედებებთან, საცეცხლე ზემოქმედების შედეგების გამოყენების მიზნით, სოლად შემოჭრილი (вклинившйся) მოწინააღმდეგის სრული განადგურებისთვის მანამდე, სანამ იგი დაპყრობილ პოზიციებზე გამაგრებას მოასწრებდა. უგზოობის პირობებში რეზერვის ან მეორე ეშელონის მანევრის უზრუნველყოფისთვის შესაძლო კონტრშეტევების მიმართულებებზე წინასწარ ხდებოდა საკოლონო გზების გაყვანა, განაჩეხების მოწყობა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი გზების მშენებლობაც.

ჯუგლებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გამოცდილების საფუძველზე გაკეთებულ იქნა დასკვნა სახმელეთო ჯარების იმ ნაწილებისა და ქვედანაყოფების მობილურობის ამაღლების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც განკუთვნილი გახლდათ ისეთ ადგილმდებარეობაზე მოქმედებებისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია მთებისა და ჯუნგლების შეხამება. ამ ამოცანის გადაწყვეტა კი დაკავშირებული იყო საარმიო ავიაციის ვერტმფრენების ფართო გამოყენებასთან. შემუშავებულ იქნა აერომობილური ოპერაციის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებდა ბრძოლის ველზე ვერტმფრენებით ნაწილებისა და ქვედანაყოფების გადასროლას იარაღით, ტექნიკით, საბრძოლო მასალებითა და მატერიალური უზრუნველყოფის საგნებით; აგრეთვე ჰაერიდან მხარდაჭერის აღმოჩენას საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებითა და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებით. ჯარების მოქმედებათა შეთანხმებულობა, მოულოდნელობა და მოქნილობა, მათ მიერ მნიშვნელოვანი მანძილების სწრაფი გადალახვა, დანიშნულ რაიონებში გასვლის დროის გაანგარიშების სიზუსტე, ამოცანების შესრულებისა და ერთი სახეობის საბრძოლო მოქმედებებიდან მეორეზე გადასვლისას მანევრულობა და დინამიურობა – ასეთი გახლდათ ჯუნგლებში აერომობილური ოპერაციების ძირითადი ნიშნები. ვიეტნამში ომის მსვლელობისას ამერიკელებმა პრაქტიკულად დაამუშავეს და ჯარებსაც რეკომენდაციები მისცეს სხვადასხვა სახეობის მანევრების გამოყენებაზე, რომელთაგან თითოეულს თავისი სახელწოდება მიეცა: “ალყაში მოქცევა”, “რგოლი”, “გრდემლი და ურო”, “ორმაგი ნახტომი” და ა. შ.

დასასრულ, 1990-იანი წლების შუახანებში რუსი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ჯუნგლებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ტაქტიკის სრულყოფას წამყვანი საზღვარგარეთული ქვეყნების არმიებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა. ეს დაკავშირებული გახლდათ იმასთან, რომ რიგი ქვეყნების ჯარებს უხდებოდათ პარტიზანსაწინააღმდეგო ომის წარმოება ძნელადმისადგომ რაიონებში, რომლებიც მათთვის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ინტერესს წარმოადგენდა. გარდა ამისა, მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნების მიზნით გაერო-ს ძალების ოპერაციების ფარგლებში, დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო თავის ჯარებს გზავნიდა ისეთ ქვეყნებში, სადაც ტროპიკული ტყეები კლასიკურ ჯუნგლებს წარმოადგენდა.


საბრძოლო მოქმედებები არქტიკულ პირობებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ატარებდა მილიტარისტული პოლიტიკის შემდგომი გაძლიერების, ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებათა არსენალების ზრდის კურსს, 1980-იანი წლების დასაწყისში გაშალა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის მშენებლობისა და ყოველმხრივ მომზადების ფართო პროგრამა სხვადასხვა საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) და მრავალფეროვან კლიმატურ პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. ეს ეხებოდა არქტიკულ რაიონებსაც, რომელთაც, როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის საკმარისად ვრცელი ტერიტორიები უჭირავთ. ამერიკულ წესდებებსა და დარიგებებში ხაზი ესმებოდა იმას, რომ რამდენადაც მათ შეერთებული შტატებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, ამიტომ აშშ მზად უნდა ყოფილიყო აქ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის.

ზ ო გ ა დ ი დ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ა. არქტიკულ რაიონებს ფიზიკურ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიხედვით უცხოელი სპეციალისტები მიაკუთვნებდნენ განსაკუთრებით ძნელ რაიონებს საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. მათთვის დამახასიათებელია ძალზედ დაბალი ტემპერატურები (ზამთარში 50°ჩ-მდე და ქვევით), თოვლის ღრმა საფარი, მარადი გაყინულობა (вечная мерзлота), თოვლიანი ქარიშხლები და ქარბუქები ბევრი დღე-ღამის განმავლობაში, გრძელი პოლარული ღამე ზამთრის თვეებში, ტუნდრის გაუვალი ჭაობები, დიდი რაოდენობით მდინარეები, ტბები და ჭანჭრობები (საფლობები), ზაფხულობით რომ ჩნდება. გარდა ამისა, აქ დაიმზირება ისეთი სპეციფიური მოვლენები, როგორიცაა მკაფიოდ განრჩევადი ჰორიზონტის არარსებობა, რაც აძნელებდა თვითმფრინავების პილოტირებასა და მიწისზედა ტრანსპორტის მოძრაობას, აგრეთვე პირადი შემადგენლობის ადგილმდებარეობაზე (местность) ორიენტირებას. 

გარემო პირობები სერიოზულ გავლენას ახდენდა ჯარების მოქმედებებზე, არტილერიის, ტანკებისა და ავიაციის გამოყენებაზე, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე (მტუ). ყველაზე უფრო ხელსაყრელ დროდ ითვლებოდა პერიოდი შუა ზამთრიდან ადრეულ გაზაფხულამდე (საგაზაფხულო დათბობის დაწყებამდე), როდესაც ტუნდრა პრაქტიკულად გაუვალი ხდება. არახელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენდა ძლიერი ყინვების ხანგრძლივობა, რომელთა დროსაც რთულდებოდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება, რადგანაც ნელდებოდა მექანიზმების მოქმედება, ხშირდებოდა ნაწილებისა და დეტალების დაყოვნებისა (შეფერხებისა) და გატეხვის შემთხვევები, ძნელდებოდა ძრავების ამუშავება (запуск) და მუშაობის ნირმალური რეჟიმის შენარჩუნება და სხვა. დაბალ ტემპერატურებზე სხვადასხვანაირ საცეცხლე საშუალებათაგან სროლისას წარმოიქმნებოდა გამნიღბავი ინვერსიული კვამლი, რომელიც ჭურვის ტრაექტორიას მისი მოხვედრის ადგილამდე მიუყვებოდა, რის გამოც ხშირად უხდებოდათ საცეცხლე პოზიციების შეცვლა. ერთნაირი ტონის მქონე გაშლილი ადგილმდებარეობა აძნელებდა პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის შეფარებასა და შენიღბვას, რაც ზრდიდა მოწინააღმდეგის საჰაერო დაზვერვის მიერ მათი აღმოჩენის შესაძლებლობას.

დაბალი ტემპერატურები აძნელებდა ჯარების მოქმედებებს, ვინაიდან წარმოიქმნებოდა მათი შეფარებისა და გათბობის მუდმივი მოთხოვნილება, იზრდებოდა ზურგის უზრუნველყოფაზე მათი დამოკიდებულება. გარდა ამისა, რთულდებოდა ჯართა პოზიციებისა და მოქმედებათა რაიონების საინჟინრო აღჭურვის, მარშრუტებისა და გზების გაყვანის ღონისძიებები. ყოველივე ეს, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ზრდიდა საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს ჩვეულებრივ პირობებთან შედარებით. ამიტომ საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და დაგეგმვისას რეკომენდირებული იყო მოცემული ფაქტორების გათვალისწინება და ყოველივე ამისთვის მეტი დროის გამოყოფა.

სერიოზული ყრადღება ეთმობოდა ჯარების სპეციალური შეიარაღებითა და აღკაზმულობით აღჭურვას. ჯავშანსატანკო და საავიაციო ტექნიკაში გამოიყენებოდა ცივი ძრავების ამუშავების სისტემები, ხდებოდა პირადი შემდგენლობის გათბობისა და საჭმლის გაცხელების სისტემების აწყობა. შენაერთები და ნაწილები მაღალი გამავლობის მანქანებით კომპლექტდებოდა, ხოლო პირადი შემადგენლობა კი ცივი კლიმატის პირობებში გამოსაყენებელი ტანსაცმლითა და აღკაზმულონით მარაგდებოდა.

არქტიკულ პირობებში მოქმედებებისთვის ჯარების საბრძოლო მომზადების მსვლელობისას ითვალისწინებდნენ პირად შემადგენლობასთან დამატებითი ღონისძიებების ჩატარებას ზამთარში სიცივისგან, ხოლო ზაფხულში კი კოღოებისა და ქინქლებისგან დასაცავად, აგრეთვე ძლიერი ყინვების პირობებში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მოვლის წესებისა და საბრძოლო გამოყენების ხერხების შესასწავლად.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ფიზიკური ამტანობის მიღწევას, სპეციალურ ტექნიკურ მომზადებას, ადგილმდებარეობაზე ორიენტირების უნარსა და ღამის პირობებში მოქმედებებისთვის მზადყოფნას. ასეთ მკაცრ პირობებში ჯარების ბრძოლისუნარიანობის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის სისტემატიურად შეცვლა იყო რეკომენდირებული, სპეციალურად მოწყობილ და აღჭურვილ შესაფარებლებსა და თავშესაფრებში მათ დასასვენებლად.

შ ე ტ ე ვ ა ს არქტიკულ პირობებში, ამერიკული წესდებების მიხედვით, ორგანიზებას უკეთებდნენ და ატარებდნენ სხვა კლიმატური პირობებისთვის დამახასიათებელი შეტევის ზოგადი პრინციპების საფუძველზე. ამასთან ერთად იყო მთელი რიგი სპეციფიური თავისებურებებისაც როგორც საბრძოლო მოქედებათა ორგანიზებაში, ისე ჯარების სხვადასხვა გვარეობათა, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებაშიც. ერთერთ მათგანს წარმოადგენდა შეტევის ხერხისა (способ наступления) და მთავარი დარტყმის მიმართულების არჩევა.

ითვლებოდა, რომ შეტევა ყველაზე უფრო ხშირად დაიწყებოდა მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან (из положения непосредственного соприкосновения с противником). სვლიდან კი (с ходу) იგი იმ შემთხვევაში შეიძლებოდა განეხორციელებინათ, როდესაც საგზაო ქსელი და ადგილმდებარეობის პირობები იძლეოდა ჯართა ყველა გვარეობის გამოყენების შესაძლებლობას. შეტევითი მოქმედებების წარმოებისთვის წლის ყველაზე უფრო მოსახერხებელ დროდ ითვლებოდა მარტ-აპრილი და აგვისტო-სექტემბერი, როდესაც დგებოდა დღისა და ღამის ჩვეულებრივი მონაცვლეობა, ხოლო ამინდის პირობები კი საბრძოლო ტექნიკის საბრძოლო გამოყენებისთვის ხელსაყრელი გახლდათ.

მთავარი დარტყმის მიმართულების არჩევა რეკომენდირებული იყო ისეთი ანგარიშით, რომ მთავარი დაჯგუფების ჯარებს შეტევის მსვლელობისას მანევრის განხორციელების საშუალება ჰქონოდათ მოწინაღმდეგის თავდაცვითი პოზიციების შემოვლის (охват) ან ღრმა შემოვლის (обход) მიზნით. ამასთან მათი მოქმედებებისთვის შესაძლო იყო მხარი დაეჭირათ ტაქტიკური საჰაერო დესანტებით, რომლებთან ერთობლივადაც ისინი გადაწყვეტდნენ დასმულ ამოცანებს. 

ჯარების მოქმედებებისთვის რთული ადგილმდებარეობა და ამინდის პირობები, რომლებიც ამცირებდნენ შეტევის ტემპს, განაპირობებდნენ კიდეც ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის საბრძოლო ამოცანების ნაკლებ სიღრმეზე დასმის აუცილებლობას. ითვლებოდა, რომ ცალკეულ მიმართულებებზე მოქმედ ჯართა დაჯგუფებებს ხშირად ვერ ექნებოდათ დამატებითი ძალებისა და საშუალებათა მიღების შესაძლებლობა. ამიტომ არცთუ იშვიათად ჯარებს მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულება იმ ძალებით მოუწევდათ, რომლებიც შეტევის დასაწყისში გააჩნდათ. 

საბრძოლო რიგების მოწყობისას რეკომენდირებული იყო ადგილმდებარეობისა და ამინდის რთული პირობების, აგრეთვე მოწინააღმდეგის თავდაცვის ხასიათის გათვალისწინება. ამის ძალით წესდებებსა და დარიგებებში ხაზი ესმებოდა ღრმად დაეშელონებული (ორ-სამ ეშელონად) საბრძოლო რიგების მოწყობისა და ძლიერი რეზერვების შექმნის აუცილებლობას. თუკი ვითარება და ადგილმდებარეობა იძლეოდნენ საშუალებას, მიზანშეწონილად ითვლებოდა პირველი ეშელონის ჯარების შემდგომი ეშელონებით ან რეზერვებით უფრო ხშირად შეცვლა.

აღინიშნებოდა, რომ ცივი თოვლიანი ზამთრის პირობებში, როდესაც საბრძოლო ტექნიკის გამოყენება გაძნელებული იქნებოდა, ხოლო ზოგიერთ რაიონში კი შეუძლებელიც, ქვეითი ნაწილები და ქვედანაყოფები უფრო წარმატებით შეძლებდნენ შეტევითი მოქმედებების წარმოებას, ჯართა სხვა გვარეობების ფორმირებებთან შედარებით. ბრძოლის ველზე გადაადგილებისთვის რეკომენდირებული იყო პირადი შემადგენლობის მიერ თოვლში საბიჯებლების (снегоступы), თხილამურების, თოვლმავლებისა და ყველგანმავალი სატრანსპორტო მანქანების გამოყენება. 

მოწინააღმდეგის თავდაცვაში მნიშვნელოვანი შუალედებისა და ღია ფლანგების არსებობა, ამერიკული სარდლობის შეხედულებების თანახმად, განაპირობებდა მოწინააღმდეგის ზურგში ღრმა რეიდების განხორციელების აუცილებლობას აეროდრომებისა და დასაჯდომი მოედნების, რადიოსალოკაციო და რადიოსანავიგაციო საგუშაგოების, მომარაგების ბაზების, ზურგისა და სხვა ობიექტების განადგურების მიზნით. ასეთი რეიდების განხორციელება რეკომენდირებული გახლდათ პოლარული ღამის პერიოდში ან არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში. მათ ჩვეულებრივ ატარებდნენ ოცეულიდან ბატალიონამდე ძალების სპეციალურად მომზადებული დივერსიული რაზმებით, რომლებიც პირობების და მიხედვით შესაძლო იყო გადაადგილებულიყვნენ თხილამურებით, თოვლმავლებით, ყველგანმავალი მანქანებით, ვერტმფრენებით, აეროციგებით, აგრეთვე საჰაერო ბალიშიანი მანქანებით. ზოგჯერ მოწინააღმდეგის ზურგში მათი გადასროლისთვის შესაძლებელი იყო ირმებისა და ძაღლების მარხილების გამოყენებაც.

ტანკმისადგომ ადგილმდებარეობაზე ქვეით ჯარს შესაძლო იყო შეეტია ტანკებთან ერთობლივად. არტილერიის გამოყენების პრინციპები ძირითადად ისეთივე გახლდათ, როგორც ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ მიზნების ჩახშობისა და განადგურებისთვის ჭურვების ხარჯვის ნორმები კი უფრო მაღალი იყო. ნაწილებისა და ქვედანაყოფების ცალკეულ დამოუკიდებელ მიმართულებებზე მოქმედებებისას რეკომენდირებული იყო საარტილერიო საშუალებათა მეტი რაოდენობით მათი გაძლიერება. თუკი მეტეოროლოგიური პირობები იძლეოდა საშუალებას, მიზანშეწონილად ითვლებოდა მოწინააღმდეგის ზურგში ტაქტიკური საჰაერო დესანტებისა და აერომობილური ქვედანაყოფების გადასხმა. მოწინააღმდეგის ზურგის მუშაობის დარღვევა შეტევაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ითვლებოდა, რადგანაც ამ სპეციფიურ პირობებში თავდაცვაში მყოფი ჯარების ბრძოლისუნარიანობა ზურგის მომარაგების სისტემის სისტემატიურ ფუნქციონირებაზე ბევრად იქნებოდა დამოკიდებული.

თ ა ვ დ ა ც ვ ა არქტიკულ რაიონებში, ამერიკული სარდლობის შეხედულებების თანახმად, აიგებოდა თავდაცვითი ბრძოლის წარმოების ზოგადი პრინციპების შესაბამისად, მაგრამ ამ რაიონებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. ითვლებოდა, რომ მასზე გადასვლა განხორციელდებოდა, როგორც წესი, არა მოწინააღმდეგის აღმატებული ძალების ზემოქმედების ქვეშ, არამედ არახელსაყრელი კლიმატური პირობების (ხანგრძლივი და ძლიერი ქარბუქები, თოვლიანი ქარიშხლები, მკვეთრი აციება, თოვლის ღრმა საფარი, დათბოდა და ა. შ.) შედეგად.

ასეთ რთულ პირობებში შესაძლო იყო წინასწარგანზრახვით თავდაცვაში გადასვლის გამოყენება, რათა მოწინააღმდეგე აეძულებინათ, რომ მისთვის არახელსაყრელ ვითარებაში შემოეტია, რაც შეამცირებდა მის მანევრულ და საცეცხლე შესაძლებლობებს, გაზრდიდა პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგებს, ფიზიკურად დაქანცავდა ჯარებს, ხოლო ყველაფერ ამას კი შედეგად მოჰყვებოდა შემოტევის ტემპების მნიშვნელოვნად შემცირება.

ადგილმდებარეობის ხასიათი არქტიკულ პირობებში იძლეოდა თავდაცვის ნაკლები ძალებით ორგანიზების შესაძლებლობას, ვიდრე ეს იყო ჩვეულებრივ პირობებში. მისი აგება რეკომენდირებული გახლდათ ადგილმდებარეობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ჯარების მოქმედებებისთვის ხელმისაწვდომ მიმართულებებზე, რომელთაც ეს ჯარები ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისკენ (გზათა კვნძები, მსხვილი დასახლებული პუნქტები, აეროდრომები, სამხედრო-საზღვაო ბაზები, საწყობები და სხვა) მიჰყავდათ. იგი ატარებდა, როგორც წესი, კეროვან ხასიათს და ითვალისწინებდა თავდაცვის რაიონებისა და ქვედანაყოფების საყრდენი პუნქტების შექმნას.

ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ ცივი კლიმატის მქონე რაიონებში ყველაზე უფრო ხშირად იქნებოდა გამოყენებული პოზიციური თავდაცვა. ამასთან შენაერთები და ნაწილები დაიკავებდნენ ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ფართო ზოლებს და თავდაცვას აწარმოებდნენ ძირითადად დამოუკიდებლად მათ საბრძოლო შემადგენლობაში არსებული ძალებისა და საშუალებათა გამოყენებით, ზოგჯერ კი ღია ფლანგებითაც (при открытых флангах). ითვლებოდა, რომ ამ პირობებში ბატალიონს შეიძლებოდა 10 კმ-მდე სიგანის ფრონტის უბანი დაეცვა, ბრიგადას – 20 და დივიზიას კი – 50 კმ-მდე და მეტი. თუმცა კი ეს ნორმატივები კონკრეტული პირობების და მიხედვით შეიძლებოდა შეცვლილიყო როგორც ზრდის, ისე შემცირების მხარესაც.

მოწინააღმდეგის მთავარი დარტყმის შესაძლო მიმართულებებზე ყველაზე უფრო ხშირად იქმნებოდა ღრმად ეშელონირებული თავდაცვა. მეორეხარისხოვან მიმართულებებსა და ძნელადმისადგომ უბნებზე კი მისი აგება რეკომენდირებული გახლდათ ძალებისა და საშუალებათა მცირე რაოდენობის გამოყენებით. იმ უბნებზე, სადაც ადგილმდებარეობის არახელსაყრელი პირობების გამო მოწინააღმდეგის შემოტევა ნაკლებ სავარაუდო იყო, ხდებოდა მეთვალყურეობისა (მიწისზედა და ჰაერიდან) და პატრულირების ორგანიზება.

რეკომენდირებული იყო, რომ სერიოზული ყურადღება დაეთმოთ ღია ფლანგების დაფარვისთვის. ამ მიზნით ხდებოდა გაძლიერებული მევალყურეობის ორგანიზაცია მიწიდან და ჰაერიდან, წინ იგზავნებოდა პატრულები, ეწყობოდა და აღიჭურვებოდა ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურები (минно-взрывные заграждения). მოწინააღმდეგის ფლანგებიდან შემომვლელ რაზმებთან (обходящие отряды) ბრძოლისთვის სარეზერვო ქვედანაყოფებისგან მოძრავი ჯგუფები იქმნებოდა.

წესდებებსა და დარიგებებში აღინიშნებოდა, რომ განხილულ პირობებში ჯარების საბრძოლო მოწყობა უნდა აეგოთ, როგორც წესი, ერთ ეშელონად, ხოლო მოწინააღმდეგის თავმოყრის მიმართულებებზე ან მნიშვნელოვან ობიექტებთან მისადგომების დაფარვისას კი დაიშვებოდა ორეშელონიანი მოწყობაც. ამასთან პირველ ეშელონში გამოიყოფოდა ძალებისა და საშუალებათა უმეტესი ნაწილი (2/3 და მეტი), რადგანაც ითვლებოდა, რომ თავდაცვის მოსადგომებზე და თავდაცვის ძირითადი რაიონის შენარჩუნებისთვის ბრძოლის მსვლელობისას, მოწინააღმდეგისთვის დაზიანების მიყენებას შესაძლო იყო აეძულებინა იგი, რომ შემოტევაზე უარი ეთქვა.

შენაერთებისა და ნაწილების რეზერვებს (მეორე ეშელონებს) განალაგებდნენ კონკრეტულად ისეთ რაიონებში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მანევრის სწრაფი შესრულება ან კონტრშეტევის მისაყენებლად გაშლის მიჯნაზე სწრაფად წინ გამოსვლა. ისინი მუდმივ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ მოწინააღმდგის შემოტევის მსვლელობისას წარმოქმნადი ტაქტიკური ამოცანების შესრულებისთვის (მომზადებული სარეზერვო პოზიციების დაკავება, კონტრშეტევის მიყენება, ტაქტიკური საჰაერო დესანტებისა და აერომობილური ქვედანაყოფების განადგურება, ფლანგების დაფარვა და სხვა). რეზერვების შემადგენლობაში ხდებოდა ჩვეულებრივ მაღალი გამავლობის საბრძოლო ტექნიკითა და სპეციალური აღკაზმულობით აღჭურვილი მოტოქვეითი ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყოფა.

არქტიკულ პირობებში თავდაცვის საინჟინრო აღჭურვა ძირითადად ისეთივე გახლდათ, როგორც ჩვეულებრივ პირობებში. თუმცა კი უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ იყო რიგი თავისებურებებისა, რომლებიც განაპირობებდნენ დამატებითი ღონისძიებების გატარებას. მათ მიეკუთვნებოდა: მართვადი ბირთვულ-სანაღმო ღობურების დაყენება უმნიშვნელოვანეს მომართულებებზე, რომლებიც მიემართებოდა თავდაცვის სისტემაში არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისკენ; წინააღმდეგობებისა და ღობურების მოწყობა ადგილობრივი საგნებისა და მომგებიანი მიჯნების გამოყენებით, აგრეთვე ტბებისა და მდინარეების ნაპირებზე, დაღმართებსა და აღმართებში მინაყინების (налёды) შექმნის გზით; საცეცხლე საშუალებათა პოზიციებისა და საყრდენი პუნქტების თოვლის ნამქერებისგან გაწმენდა; თოვლისა და ყინულისგან შესაფარებლებისა და თავშესაფრების (укрытия и убежища) აგება.

ნაწილებისა და ქვედანაყოფების თავდაცვის სისტემებში ეწყობოდა საოცეულო და საასეულო საყრდენი პუნქტები, რომლებიც იფარავდნენ მოწინააღმდეგის ჯარების შემოტევის შესაძლო მიმართულებებს. ამასთან ადგილმდებარეობაზე მათ განლაგებას ისეთნაირად ახდენდნენ, რომ შემომტევის მიმართ მათ გაბატონებული მდებარეობა სჭეროდათ. ამიტომ რეკომენდირებული გახლდათ თავდაცვის წინა ხაზის მოწყობა სიმაღლეებზე, რათა შემოტევისას მოწინააღმდეგე ამოსულიყო მათზე მოლიპული ფერდობების ამოვლით. იმავე დროს თავდამცავი ჯარების ასეთი განლაგება უადვილებდა მათ კონტრშეტყევების მიყენებას (нанесение контратак), ვინაიდან ზემოდან ქვემოთ მოქმედებისას მათ მეტი სიჩქარე ექნებოდათ.

თავდაცვითი ნაგებობების შექმნისას მიზანშეწონილი გახლდათ ნაყარი (насыпной) ტიპის ნაგებობების გამოყენება (ქვიანი გრუნტის დროს, ჭაობიან ადგილზე), ასევე ლითონის, რკინაბეტონისა და პლასტმასისგან ასაწყობი სტანდარტული კონსტრუქციების და ხელთარსებული სხვა საშუალებებისაც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა თავშესაფრების, გამთბარი ბლინდაჟების, მიწურებისა და შესაფარებლების მოწყობასა და აღჭურვას პირადი შემადგენლობის გათბობისა და დასვენებისთვის. მიზანშეწონილად ითვლებოდა ადგილმდებარეობის თავისებურებათა მაქსიმალურად გამოყენება თავდაცვასთან მოსადგომებზე, მისი წინა ხაზის წინ და სიღრმეში წინააღმდეგობების შესაქმნელად. ამასთან რეკომენდირებული იყო თოვლის ზვავების მოწყობა, სიმაღლეთა ფერდობებზე წყლის დასხმა, მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე არსებული ჰიდრონაგებობებისა და ყინულის აფეთქებისთვის მომზადება.

თავდაცვაში ცეცხლის სისტემის აგებას, წესდებების დებულებათა შესაბამისად, ისეთი ანგარიშით ვარაუდობდნენ, რომ უზრუნველეყოთ შემდეგი ძირითადი ამოცანების შესრულება: ბირთვული თავდასხმის საშუალებათა გამოვლენის და მიხედვით მათი განადგურება; მოწინააღმდეგის ჯარების თავმოყრის რაიონებში, შეტევისთვის წინგამოსვლისა და გაშლისას მათი დაზიანება; დაფარვისა და დაცვის ჯარების საცეცხლე მხარდაჭერა (უზრუნველყოფის ზოლის არსებობისას); საყრდენ პუქტებსა და თავდაცვის რაიონებზე მოწინააღმდეგის შემოტევათა მოგერიება; შუალედებისა და ფლანგების საცეცხლე დაფარვა; კონტრშეტევების ჩატარებისას ჯარების მხარდაჭერა; გზებზე, დეფილეებში, უღელტეხილებზე, მდინარეთა კალაპოტებზე, ხიდებზე, ყელებზე (перешейки) მოწინააღმდეგის მოძრაობისას მისთვის დაზიანების მიყენება და სხვა. რაკეტების სასტარტო პოზიციებისა და არტილერიის საცეცხლე პოზიციების შერჩევა აუცლებელი გახლდათ გზების ან კოლონათა მარშრუტების ახლოს (вблизи дорог или колонных путей), ხოლო წინა ხაზიდან კი ისინი დაშორებული იქნებოდა მნიშვნელოვნად უფრო მეტ მანძილზე, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში.

დაზვერვის ორგანიზებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ყველა საშუალებით დაკვირვებისა და მეთვალყურეობის სისტემის შექმნას, აგრეთვე თხილამურებით აღჭურვილი სადაზვერვო და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებისა და რაზმების მომზადებასა და მოწინააღმდეგის ზურგში შეგზავნას. მათთვის შესაძლო იყო დაეკისრებინათ შემდეგი ამოცანები: შემოტევის მომზადებისთვის მოწინააღმდეგის ღონისძიებათა დეზორგანიზება; პოზიციებზე და თავმოყრის რაიონებში ბირთვული თავდასხმის საშუალებათა მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება; საბრძოლო მასალებისა და მატერიალური მომარაგების საგნების საწყობების ლიკვიდირება; გზათა უბნებისა და ხიდების დანგრევა, კავშირგაბმულობის ხაზების მოშლა; ზურგის მუშაობის დარღვევა; ცრუ ხმების გავრცელება და სხვა.

თავდაცვითი ბრძოლის მსვლელობისას რეკომენდირებული იყო თავდაცვის იმ რაიონების მყარად შენარჩუნება, რომლებიც იფარავდნენ გზების ძირითად კვანძებსა და შემოტევის შესაძლო მიმართულებებს. ითვლებოდა, რომ არქტიკულ პირობებში თავდაცვითი ბრძოლის მსვლელობისას მანევრის შესრულება მნიშვნელოვან სიძნელეებთან გახლდათ დაკავშირებული და გაცილებით მეტ დროს მოითხოვდა. ამიტომ კონტრშეყევების ჩატარება უფრო მიზანშეწონილი იყო რეზერვების წინწამოსვლისთვის მოსახერხებელი გზებისა და მიმართულებების გასწვრივ, თავდაცვაში შემოჭრილი მოწინააღმდეგისთვის ფლანგში ან ზურგში დარტყმების მისაყენებლად. რეზერვების განწერტილად განლაგების გამო ეს დარტყმები ხშირად შესაძლო იყო მიეყენებინათ სხვადასხვა მიმართულებიდან.

უ კ ა ნ დ ა ხ ე ვ ი თ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ე ბ ი ს ორგანიზებისას, დასავლური პრესის აღნიშვნით, ხელმძღვანელობდნენ იმავე პრინციპებით, როგორც ჩვეულებრივ პირობებშიც. ბრძოლიდან გამოსვლის (выход из боя) განხორციელება რეკომენდირებული გახლდათ შეზღუდული ხილვადობის პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგის მხრიდან მეთვალყურეობა გაძნელებული იქნებოდა. თუკი წარმოიქმნებოდა უკანდახევის (отход) დღისით შესრულების აუცილებლობა, მაშინ კვალმის ფარდები (дымовые завесы) გამოიყენებოდა. ბრძოლიდან გამოსვლისა და თავდაცვითი პოზიციიდან უკანდახევის დასაჩქარებლად ზურგში გაჰყავდათ საკოლონე გზები (колонные пути), რომლებიც ამის შემდეგ შესაძლო იყო შეენიღბათ. ბრძოლიდან გამოსვლის დროს ჯარებს უნდა დაენგრიათ ყველა დატოვებული შესაფარებელი, თავშესაფარი და სხვა ობიექტი, რომლებიც შეიძლებოდა მოწინააღმდეგეს გამოეყენებინა.

ასეთი გახლდათ ზოგად პლანში აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობის შეხედულებები არქტიკის მკაცრ პირობებში საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებაზე. როგორც უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში და ნატო-ს ბლოკის მონაწილე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ატარებდნენ ღონისძიებათა კომპლექსს არქტიკულ პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ჯარების მომზადების მიზნით. მათგან უმნიშვნელოვანესი გახლდათ სპეციალური ტექნიკის, შეიარაღებისა და აღკაზმულობის შემუშავება და შეიარაღებაში მიღება, პირადი შემადგენლობის გათბობისა და საჭმლის გაცხელების სისტემების შექმნა, მათში მოქმედებებისთვის პირადი შემადგენლობის განსწავლა და მომზადება.

დასახელებულ რაიონებში მოქმედებებისთვის განკუთვნილ ჯარებს ყოველწლიურად უტარდებოდათ სწავლებები, რომლებშიც ამუშავებდნენ ყველა სახეობის საბრძოლო მოქმედებებს, ცდიდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სხვადასხვა სისტემებს, განსაკუთრებით კი მაღალი გამავლობის მანქანებს. კერძოდ, 1983 წლის დასაწყისში ალიასკაზე ჩატარებულ იქნა სწავლება პირობითი დასახელებით “ბრიმ ფროსტი”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 16 ათასმა ადამიანმა. მასში ამუშავებდნენ შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების წარმოების საკითხებს, ზამთრის პირობებში ცდიდნენ იარაღს, საბრძოლო ტექნიკასა და აღკაზმულობას. მსგავსი მანევრები ტარდებოდა ნორვეგიის ჩრდილოეთ რაიონებშიც.


საბრძოლო მოქმედებების თავისებურებანი უდაბნოში 

უდაბნოები – უკიდურესად მშრალი ბუნებრივი ზონებია, რომლებიც ნალექების უმნიშვნელო რაოდენობით, ცხელი ზაფხულით, აორთქლების დიდი სიდიდით, ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დღეღამური და წლიური რყევებით, მუდმივი ზედაპირული წყლების არარსებობითა და მცენარეული საფარის იშვიათობით ხასიათდება. ჰაერის მაღალი ტემპერატურა, მზის ინტენსიური რადიაცია, ძლიერი ქარები ადამიანის უდაბნოში არსებობისთვის უკიდურესად არახელსაყრელ პირობებს ქმნიან, და, ასევე, საბრძოლო მოქმედებების წარმოებასაც აძნელებენ. 

სტატიაში განიხილება პრობლემები, როლებსაც შეეჯახნენ მრავალეროვნული ძალები არაბეთის უდაბნოში ერაყთან ომის მსვლელობისას (1990-1991).

არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნო ადგილმდებარეობა (местность) მერყევი ქვიშის რაიონებითა და ვრცელი მლაშობებით, რომელიც მდინარეთა მშრალი კალაპოტებითა და ხრამებითაა დასერილი, მრავალეროვნული ძალების (მეძ) სახმელეთო დაჯგუფებათა მოქმედებებისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცა და მოძრაობის მთავარი მიმართულებების არჩევაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა (როგორც წესი, ძირითადი საავტომობილი მაგისტრალების გაყოლებით).

საბრძოლო მოქმედებათა მზადების მსვლელობისას ამერიკულმა სარდლობამ შენაერთებისა და ნაწილების მდგომარეობა გააანალიზა და მთელი რიგი მომენტებისა გამოავლინა, რომლებიც ჯარების საბრძოლო მზადყოფნაზე უარყოფითად მოქმედებდა. ასე, მაღალი ტემპერატურებისა და ჰაერის ძლიერი დამტვერიანების შედეგად საწვავი და საცხები მასალების, აგრეთვე სახარჯი მატერიალური საშუალებებისა და წყლის ხარჯვა 1,5-2-ჯერ იყო გაზრდილი. ტანკების, საბრძოლო მანქანებისა და ვერტმფრენების ძრავების სანავიგაციო და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ნაადრევად მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევებიც გახშირდა. ასევე, სტაციონარული სარემონტო-საექსპლუატაციო ბაზის არარსებობის გამო მწყობრიდან გამოსული აგრეგატებისა და კვანძების აღდგენაში სირთულეები წარმოიქმნა.

ავიაციის ფრენებზე დიდ გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენდა: ჰორიზონტის ხაზის ბუნდოვანება (размытость) სივრცეში ორიენტირებას აძნელებდა, რაც ჰაერში ასული მტვრით კიდევ უფრო მძიმდებოდა; დედამიწის ზედაპირის ერთფეროვნება სიმაღლის ზუსტ განსაზღვრასა და ადგილმდებარეობის ნაკეცების (складки местности) გამოვლენას ხელს უშლიდა, რამაც სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სარდლობა აიძულა, რომ 300 მ-ზე დაბლა ფრენები აეკრძალა (მხოლოდ ეკიპაჟების მიერ შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენა-გამომუშავებისა და ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციის შემდეგ ეძლეოდათ მინიმალურად უსაფრთხო სიმაღლეზე – 50 მ – ფრენების შესრულების ნებრთვა); ვიზუალური და რადიოლოკაციური ორიენტირების არარასებობა, რაც სამარშრუტო ფრენების შესრულებისას ორიენტირებასა და ნავიგაციას ართულებდა. გარდა ამისა, დღისითა და ღამით ჰაერის ტემპერატურის დიდი რყევები (перепады) თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებზე აისახებოდა, ხოლო ობიექტების დაკვამლიანება და დამტვერიანება კი მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენების ეფექტურობას ამცირებდა, რაც დამიზნების სატელევიზიო და ლაზერული სისტემებით აღჭურვილ საავიაციო რაკეტებსა და ბომბებს სერიოზულ ხელშეშლას უქმნიდა. ასევე, ლოკალური ხანძრები ინფრაწითელი (იწ) გამოსხივების მძლავრ წყაროს წარმოადგენდა და სამიზნე თბოვიზიური სისტემებისა და თვითდამიზნების იწ თავაკების მუშაობას აძნელებდა.

არაბეთის უდაბნოს სპეციფიურმა ბუნებრივ-კლიმატურმა პირობებმა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ექსპუატაციის უზრუნველყოფისა და საბრძოლო მოქმედებათა წარმოების მსვლელობისას მეძ-ის სარდლობისგან დიდი ძალისხმევა მოითხოვა. ასე, უკვე საწყის პერიოდში, როცა მრავალეროვნულმა ძალებმა სპარსეთის ყურის ზონაში თავი მოიყარეს და საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შესაძლო ხერხების დამუშავებისთვის იქ პირველ ტაქტიკურ სწავლებებს ატარებდნენ, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ძირითად სახეობათა უდაბნოს პირობებში ექსპლუატაციის ტექნიკური ნაკლოვანებები გამოვლინდა.

ქვიშის მტვრისა და მაღალი ტემპერატურების ინტენსიური ზემოქმედების გამო სხვადასხვა ხელსაწყოებისა და კვანძების ხშირი უარები და მწყობრიდან გამოსვლა აღინიშნებოდა. ამან ყველა სახეობის საბრძოლო ტექნიკაზე სარეგლამენტო სამუშაოებს შორის ინტერვალების მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია. გამოვლინდა აგრეთვე შეიარაღების ცალკეული ნიმუშების კონსტრუქციული ნაკლოვანებანიც, რამაც მათი სასწრაფოდ ბოლომდე დამუშავება (доработка) მოითხოვა, მათ შორის ჯარების განლაგების ადგილებშიც. მაგალითად, M1 “აბრამსი” სერიის ტანკებში ექსპლუატაციის მკაცრი პირობების გამო ძრავის ნაკვეთურში ტემპერატურა მნიშვნელოვნად იზრდებოდა, რაც, სპეციალისტების აზრით, იწ დიაპაზონში მათი სითბური კონტრასტის დაუშვებელ ზრდას იწვევდა. ამერიკულ ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე (ქსმ) LAV-25 საჭირო შეიქნა მათი ჩვეულებრივი სალტეების (шины) გაძლიერებული გვერდულების მქონე ფართოპროფილური სალტეებით შეცვლა, ხოლო ქსმ M-2 “ბრედლიზე” კი ტრანსმისიაში დეფექტების აღმოფხვრა. აუცილებლად იქნა მიჩნეული ვერტმფრნების მზიდი ხრახნების ფრთების ეპოქსიდური ფისით დაფარვა აფრენისა და დაჯდომის დროს, აგრეთვე მცირე სიმაღლეებზე და ქვიშის ქარბუქების პირობებში ფრენებისას მათი ცვეთის შესამცირებლად.

იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ექსპლუატაციის უკიდურესად არახელსყრელმა ბუნებრივ-კლიმატურმა პირობებმა, აგრეთვე რიგ ნიმუშებში ცალკეული კონსტრუქციული დეფექტების არსებობამ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ქვედანაყოფებში მწარმოებელი ფირმების სპეციალისტთა ჩართვაც მოითხოვა. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მონაცემებით, გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრის, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ბოლომდე დამუშავებისა (доработка) და მომსახურებისთვის საბრძოლო მოქმედებების რაიონში დაახლოებით 2000 სპეციალისტი იქნა ჩაყვანილი, აგრეთვე დიდი რაოდენობით აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები და აგრეგატებიც ჩაიტანეს.

უდაბნოში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ითვლება პირადი შემადგენლობის წყლით უზრუნველყოფა. სპარსეთის ყურეში ომის გამოცდილებიდან ამომდინარე, ამერიკელმა სპეციალისტებმა გაიანგარიშეს, რომ წყლის ხარჯვის სადღეღამისო ნორმა ერთ სამხედრო მოსამსახურეზე საშუალოდ 76 ლ შეადგენდა (წყლის დალევის, საჭმლის მომზადების, ჰიგიენის, ძრავათა გაციების სისტემების მუშაობის უზრუნველყოფის ჩათვლით).

სითხის ნაკლოვანებისას ხშირად წარმოიქმნებოდა ორგანიზმის გაუწყლოება (обезвоживание), რაც სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო მზადყოფნაზე აუარყოფითად აისახებოდა.

ცხრილი 3

ორგანიზმის გაუწყლოების გავლენა ადამიანის მდგომარეობაზე 

გაუწყლოება (სხეულის . . . . . . ადამიანზე ზემოქმედების სიმპტომები
მასისადმი %-ებში) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . 1 – 5 . . . . . . . . . . . . . . წყურვილი, ცუდი თვითშეგრძნება, ძილისადმი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .მიდრეკილება, შენელებული რეაქცია, პირღე-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბინება, სხეულის ტემპერატურის აწევა . . . . . .

. . . . . . .6 – 10 . . . . . . . . . . . . . .თავის ტკივილი, ქოშინი, ნერწყვის გამოყოფის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .შეწყვეტა, ლაპარაკის ლოგიკისა და მოძრაო-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბის კოორდინაციის დარღვევა . . . . . . . . . . . . .

. . . . . . 11 – 20 . . . . . . . . . . . . . კუნთების სპაზმები, ენის გასიება, სმენისა და
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .მხედველობის დაჩლუნგება, ჰალუცინაციები,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბოდვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უდაბნოს კლიმატი მთლიანობაში მავნე არ არის ადამიანისთვის. მშრალი კლიმატი ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, როგორც წესი, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას. მაგრამ პრაქტუიკულად წყლის ყველა წყარო დამაავადებელი მიკრობებით აღმოჩნდა დასნებოვნებული და მისი მოხმარება მხლოდ 10-15 წთ-ით დუღილის შემდეგ იყო შესაძლებელი. განსნებოვნებისთვის აუცილებელი იყო სპეციალური პრეპარატების: ჰოლაზონის, პანტოციდის, იოდინისა და სხვათა გამოყენება. გარდა ამისა, უდაბნოში ბინადრობენ ადამიანისთვის საშიში მორიელები, ფალანგები და გველები. მართალია, ისინი ძალზედ იშვიათად ესხმიან თავს პირველნი, მაინც აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, განსაკუთრებით დასვენების დროს, ფეხსაცმლის არგახდა, ძილის შემდეგ ტანსაცმლის ჩაცმამდე მისი დათვალიერება, ისეთი პრეპარატების თან ქონა, როგორებიცაა ჰეპარინი, პროპილგალატი და კორტიზინი, იმ ნიშნების ცოდნა, რომლებიც მოცემულ რაიონში გველების არსებობაზე მიუთითებს და შხამსაწინააღმდეგო შრატების გამოყენების ხერხების ცოდნაც.

არაბეთის უდაბნოს ცხელმა კლიმატმა და წყლის უკმარისობამ აიძულა ამერიკული სარდლობა, რომ, მასობრივი ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, პირადი შემადგენლობის დამატებითი ვაქცინაცია ჩაეტარებინა. და მიუხედავად ამისა, დიზენტირიის, მოწამვლების, აგრეთვე სითბური დარტყმების შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. პირადი შემადგენლობის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის შემუშავებულ იქნა სპეციალური ინსტრუქცია “როგორ გადავრჩეთ უდაბნოში” («Как выжить в пустыне»), სადაც გადმოცემული იყო წყლის გაწმენდის სხვადასხვანაირი ხერხები და ინფექციური დაავადებების დროს პირველი დახმარების აღმოჩენის ილეთები. ამერიკული ჯარების წყალმომარაგებისთვის საუდის არაბეთში გადასროლილ იქნა სპეციალური ქვედანაყოფები (მათ შორის ორგანიზებული რეზერვიდან), რომლებიც წყლის მოპოვებისა და გაწმენდის სხვადასხვა მწარმოებლურობის მქონე მოწყობილობებით იყვნენ აღჭურვილნი. ამერიკული შენაერთებისა და ნაწილების პირადმა შემადგენლობამ მიიღო სპეციალური დამცავი ფორმა და ინდივიდუალური პაკეტები პრეპარატებისა და წამლების კომპლექტით დაავადებათა პროფილქტიკისთვის. სპეციალური კამუფლირებული ეკიპირება შეიცავდა მუზარადს, დამცავ სათვალეს, ბამბის გრძელსახელოებიან ქურთუკსა და შარვალს, შალის სვიტრს, მაღალყელიან ფეხსაცმელს, შალისა და ბამბის ყელსახვევებს (შარფებს), საძილე ტომარასა და მათარას.

საბრძოლო მოქმედებები უდაბნოში განსაკუთრებულ პირობებში მოქმედებებს მიეკუთვნება. თუმცა კი ჩვეულებრივ პირობებში ბრძოლის (ოპერაციის) დაგეგმვის, ორგანიზებისა და წარმოების ძირითადი პრინციპები უდაბნოსთვისაცაა მისაღები, მხოლოდ ამასთან აუცილებელია იმ სპეციფიურ თავისებურებათა გათვალისწინება, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებსა და ჯარების ცხოველმოქმედების (жизнедеятельность) უზრუნველყოფაზე ახდენს გავლენას.

უდაბნო ადგილმდებარეობა (местность) ვარგისია ჯართა ყველა სახეობით გადამჭრელი (გაბედული) მაღალმანევრული შეტევითი მოქმედებების წარმოებისთვის. შეტევა წარმოებდა, როგორც წესი, ცალკეულ მიმართულებებზე მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რაიონების დაპყრობის მიზნით. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” სახმელეთო ეტაპის მსვლელობისას მეძ-ის სარდლობა იმ მიმართულებებზე, რომლებიც განსაკუთრებულ სიძნელებს წარმოადგენდა შემტევი ჯარებისთვის (მერყევი ქვიშები, ქვიშის ბარხანები, არათანაბარი ქვიანი გრუნტი), საბრძოლო ამოცანების სიღრმესა და ჯარების შეტევის ტემპებს მნიშვნელოვნად ამცირებდა.

ამერიკულმა სარდლობამ ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” მომზადების მსვლელობისას საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შესაძლო ვარიანტები და სცენარები გაათამაშა, როგორც კომპიუტერზე, ისე პრაქტიკულადაც: სპეციალურად აღჭურვილ პოლიგონებზე საუდის არაბეთსა და აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში (კერძოდ, სჰძ-ის პოლიგონზე ავიაბაზა ნელისის მახლობლად, ნევადის შტატი), კვლავწარმოებული (აღდგენილი) იყო მრავალზოლიანი ღობურების უბნები, იმათი ანალოგიური, რომლებიც ერაყელებმა ააგეს ქუვეითში 1990 წლის დეკემბერში. გამოკვლევებმა უჩვენა, რომ მეძ-ის სახმელეთო ჯარების დანაკარგებს ერაყული თავდაცვის გარღვევისას შესაძლო იყო შენაერთებისა და ნაწლების საბრძოლო შემადგენლობის 50 %-თვის მიეღწია. ამან წინასწარ განსაზღვრა გადაწყვეტილება თავდაპირველი გეგმის გადახედვის შესახებ, რომელიც საჰაერო ოპერაციის ჩატარებას 18 დღეღამის განმავლობაში ითვალისწინებდა, ხოლო სახმელეთო ჯარების შეტევას კი – 14 დღეღამისა (რეალურად საჰაერო ოპერაცია, რომლის მსვლელობისას 110 ათასი თვითმფრინავ-გაფრენა იქნა შესრულებული, 42 დღეღამეს გრძელდებოდა, ხოლო ხოლო სახმელეთო შეტევა კი – სულ 100 საათს).

შეტევისა და კოლონების მოძრაობის წარმოებისას ისეთი ფაქტორები გაითვალისწინებოდა, როგორებიცაა ქვიშის წყვდიადი (пещанная мгла), მირაჟები, დამაბრმავებელი მზიური ეფექტი, მტვრის ფარდები. სახელდობრ, თუნდაც ერთეული მუხლუხიანი მანქანის მოძრაობისას შეუღწევადი მტვრის ფარდა იქმნებოდა, რომელიც უქარო ამინდში 300-500 მ სიმაღლეს აღწევდა და თავს 20-30 წუთს ინარჩუნებდა. ჯარების მანევრზე მისი უაყოფითი გავლენის შემცირებისთვის მეძ-ის სარდლობა პრაქტიკაში იყენებდა მექანიზებული ქვედანაყოფების არა კოლონებად გადაადგილებას, არამედ მანქანების ხაზში ან შვერით (уступом) მარცხნივ ან მარჯვნივ.

ჯარების ოპერატიული მოწყობა და საბრძოლო რიგები უდაბნო ადგილმდებარეობის თავისებურებათა გათვალისწინებით იგებოდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ფრინტის დასავლეთ უბანზე ერაყული ჯარების თავდაცვაში დიდი წყვვეტები იყო, და ასევე თავიანთი შენერთებისა და ნაწილების შესაძლებლობათა გათვალისწინებითაც, რომ საბრძოლო მოქმედებები ეწარმოებინათ ავტონომიურ მიმართულებებზე, ღია ფლანგებითა და შეტევის მაქსიმალური ტემპებით. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ოპერატიული ჯგუფის “დაგეს” მოქმედებები საფრანგეთის მე-6 ჯავშანსაკავალერიო დივიზიისა და მე-4 აერომობილური დივიზიის, აგრეთვე აშშ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ერთი ბრიგადის შემადგენლობით. ჯგუფს მნიშვნელოვანი ავტონომიურობა ჰქონდა და მრავალეროვნული ძალების მთავარი დაჯგუფების მარცხენა (დასვლეთის) ფლანგს იფარავდა.

მოკავშირეთა ჯარების საბრძოლო მოქმედებების ანალიზმა უჩვენა, რომ საარმიო კორპუსების შეტევის ზოლის სიგანე შეადგენდა 60-დან 150 კმ-მდე, ოპერატიული მოწყობის სიღრმე კი – 60-100 კმ-ს.

დაბლობის ხასიათის გაშლილ ადგილმდებარეობაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ღობურების ნამდვილ სისტემასთან მიმართებაში მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ღონისძიებები ცრუ ობიექტების, პოზიციებისა და ჯარების თავმოყრის, აგრეთვე მეორეხარისხოვან მიმართულებებზე საქმიანობის შესახედაობის (видимость деятельности) შექმნის გზით. უდაბნოში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დიდი ყურადღება ექცეოდა კვამლებისა და ხელოვნურად შექმნილი ნისლების გამოყენებას, რომლებიც ხელს უწყობდნენ ჯარების გადაადგილებათა, პოზიციების მოწყობის, ღობურების აღჭურვისა და გადალახვის შენიღბვას. ამით ისინი უძნელებდნენ მოწინააღმდეგეს ვითარებაში და ადგილმდებარებაზე ორიენტირებას და სხვა. ამ მიზნებისთვის ბევრი საბრძოლო მანქანა იყო აღჭურვილი კვალმგამშვები დანადგარებით, ხოლო საინჟინრო ქვედანაყოფებს კი საკვამლე მხარდაჭერის (дымовая поддержка) სპეციალური კომპლექტები გააჩნდათ.

რამდენადაც უდაბნოში ცოტაა ბუნებრივი დაბრკოლება და მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ტანკმისადგომია (танкодоступна), წამოიჭრა სხვადასხვა ტიპის კომბინირებული საინჟინრო ღობურების სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელთაც ერთმანეთი უნდა შეევსოთ. თუმცა კი ადგილმდებარეობის საინჟინრო აღჭურვა უდაბნოში გაძნელებულია გრუნტის თავისებურებათა და ადგილობრივი საშენი მასალების უკმარისობის გამო, მაინც მუქარის ადგილებზე ფართოდ ხდებოდა გრუნტის მიწაყრილების (грунтовые валы и насыпи), ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და კონტრესკარპების გამოყენება. ასე, ერაყული არმიის საინჟინრო ღობურების საფუძველს ქუვეითში შეადგენდა ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურები, რომლებიც მოწყობილი იყო კომპლექსში მიწაყრილებთან, მავთულხლართიან ღობურებთან, აგრეთვე ნავთობით ავსებულ ტანკსაწინააღმდეგო თხრილებთან. ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების ძირითად სახეობას წინასწარ დაყენებული ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ველები წარმოადგენდა.

მავთულიანი ღობურებიდან ყველაზე უფრო საიმედო აღმოჩნდა დაკბილული (зазубренная лента), რომელიც მავთულხლართზე (колючая проволока) 5-ჯერ უფრო ეფექტური გამოდგა (100 მ ღობურის დაყენება შესაძლებელი იყო 6 წთ-ში სატრანსპორტო საშუალების არსებობისას ან 30 წთ-ში ორი ჯარისკაცის მიერ), აგრეთვე “ბარიერ Z”-ისა და “კონცერტინას” ტიპის ღობურები. პირველი მხოლოდ გაჭრის გზით გადაილახებოდ, ხოლო მეორის ერთი სექციისგან 2 წთ-ში 15 მ სიგრძის დაბრკოლება ეწყობოდა. მავთულის სპირალები სავალი ნაწილის ელემენტებზე მათი დახვევის შედეგად მსუბუქი მოჯავშნული მანქანების წინსვლას გარკვეული დროით აკავებდა. 

ერაყული არმიის ღრმად დაეშელონებულ ღობურებში გასასვლელები სახმელეთო ჯარების საშტატო საინჟინრო საშუალებების: კალაპოტის ტიპის დანისებური სანაღმე ტრალების, განნაღმვის დაგრძელებული მუხტების, ბულდოზერული აღჭურვილობის მქონე სატანკო ხიდგამყვანებისა და მოჯავშნული საინჟინრო მანქანების დახმარებით კეთდებოდა. დანაღმული ველების განადგურებისთვის გამოიყენებოდა ლულიანი არტილერია და ავიაცია, რომელიც მოცულობითი აფეთქების საბრძოლო მასალებს იყენებდა. თუმცა კი საარტილერიო ცეცხლი ამ ამოცანის გადაწყვეტისთვის საკმარისად ეფექტური ვერ იყო, ვინაიდან რბილ ქვიშიან გრუნტებზე ჭურვების ამფეთქებლები ხშირად ვერ მუშაობდა.

უდაბნოს დაბლობმა და გაშლილმა ადგილმდებარეობამ შენიღბვასაც მაღალი მოთხოვნები წაუყენა. ყველა სახეობის საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის დამალვის უზრუნველყოფა ხდებოდა არაბეთის უდაბნოში ადგილმდებარეობის შემნიღბავი თვისებების, ბუნებრივი და ხელოვნური შესაფარებლების (укрытия), საშტატო და სპეციალური შემნიღბავი საშუალებების, ტექნიკისთვის განკუთვნილი შალითების, შეიარაღების შემჩნევადობის შესამცირებელი კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე ადგილმდებარეობის უბნების მოხაზულობათა გაბუნდოვნებითა (распятнение) და საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის კამუფლაჟური შეღებვით.

მთლიანობაში საბრძოლო მოქმედებები უდაბნოში მეტად სპეციფიურია და, სპარსეთის ყურეში ომის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობისგან მაღალ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ამტანობას მოითხოვს.

ირაკლი ხართიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა

1) Полковник А. Кольцов, «Боевые действия на лесистой местности», Зарубежное Военное Обозрение, 1977 № 11.

2) Полковник К. Самигулин, кандидат военных наук, доцент, «Боевые действия в арктических условиях», Зарубежное Военное Обозрение, 1983 № 9.

3) Полковник В. Дмитриев, «Боевые действия в джунглях», Зарубежное Военное Обозрение, 1985 № 1.

4) Полковник запаса Ю. Королёв, кандидат военных наук, доцент; полковник запаса В. Шамшуров, кандидат военных наук, доцент, «Инженерное обеспечение боевых действий в джунглях» (По взглядам американских военных специалистов), Заврубежное Военное Обозрение, 1986 № 4.

5) . . . . . . . . . . . С. Пашков, «Особенности боевых действий в пустыне», Зарубежное Военное Обозрение, 1994 № 10.

6) . . . . . . «Особенности боевых действий в джунглях», Зарубежное Военное Обозрение, 1995 № 1.

No comments:

Post a Comment