Thursday, May 15, 2014

საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით

(ნაწილი II)

საბრძოლო მოქმედებები მთებში დასავლელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით 

საბჭოთა სახედრო სპეციალისტების შეფასებით, 1980-იანი წლების დასაწყისში, აშშ მილიტარისტული წრეების პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში გამალებული შეიარაღების შემდგომ გაძლიერებასა და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაძაბულობის დაჭირხვნაზე, კიდევ ერთხელ მთელი დამაჯერებლობით ამტკიცებდა, რომ აშშ მთავრობის მიზნად რჩებოდა სსრკ-ისა და მის მოკავშირეთა წინააღმდეგ აგრესიული ომისთვის მზადება. საამისოდ შეერთებულ შტატებში ჯარების თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვასთან ერთად ფართო მასშტაბებით ხორციელდებოდა ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საორგანიზაციო სტრუქტურის, მათ მიერ ადგილმდებარეობის სხვადასხვა პირობებში, მათ შორის მთებშიც, საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ტაქტიკის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელება.

აშშ-ის სამხედრო სპეციალისტები ხაზს უსვამდნენ ასეთი საბრძოლო მოქმედებებისთვის პირადი შემადგენლობის განსწავლის მნიშვნელობას და აღნიშნავდნენ, რომ ისინი უნდა ეწარმოებინათ თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, მაგრამ რიგი თავისებურებების გათვალისწინებით, რომლებიც მთიან ადგილას ჯარების შეტევის ან თავდაცვის ორგანიზებაზე არსებით გავლენას ახდენდნენ. ამ უკანასკნელთათვის უნდა მიეკუთვნებინათ ადგილმდებარეობის ძლიერად დასერილი რელიეფი, გზების მეჩხერი ქსელი და მათი მცირე გამტარუნარიანობა, ძნელადსავალი ტყეების არსებობა, ჯარების მართვის განსაზღვრული სირთულე, აგრეთვე მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი ცვლილებანი. მეორეს მხრივ, მთათა მასივები, რომლებიც ბუნებრივ დაბრკოლებას წარმოადგენენ, მოწინააღმდეგეს აძლევდნენ ღრმად დაეშელონებული და მრავალიარუსიანი თავდაცვის ორგანიზების შესაძლებლობას ხედვისა და დაშენის კარგი სექტორებით. ამიტომ აშშ არმიის წესდებები და დარიგებანი მეთაურებისა და შტაბებისგან მოითხოვდა ყოველვე ამის გათვალისწინებას საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვისა და ორგანიზებისას.

აშშ არმიის სარდლობის შეხედულებებით, ბრძოლა მთებში ხასიათდებოდა ჩვეულებრივი ქვეითი ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მოქმედებებით, რომლებსაც, თუკი ადგილმდებარეობა ამის საშუალებას იძლეოდა, მხარს უჭერდნენ ტანკებიც. ჯარების საცეცხლე მხარდაჭერა ძნელდებოდა სროლისას მკვდარი სივრცეების არსებობისა და მიზნებზე მეთვალყურეობის (დაკვირვების, наблюдение) სირთულის გამო. დიდ მნიშვნელობას იძენდნენ ვერტმფრენები, რომლებიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების გადასროლის, დაზვერვისა და კავშირგაბმულობისთვის, უღელტეხილების, აგრეთვე ტაქტიკური თვალსაზრისით ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი უბნების დასაპყრობად დესანტის გადასხმისთვის.

მთებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების თავისებურებას წარმოადგენდა ჯარების მართვის გარკვეული დეცენტრალიზაცია. ამის გამო მეთაურებისგან მოითხოვებოდა მეტი ინიციატივის გამოჩენა, ხოლო შტაბებისგან კი – შექმნილი ვითრების კონკრეტული პირობების შესაბამისად, ბრძოლის გულდასმით დაგეგმვა.

დაახლოებით ასეთსავე შეხედულებებს გამოთქვამდნენ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტებიც. მათი ნაწერების საფუძველზე საბჭოთა ავტორები აკეთებდნენ შეფასებას, რომ 1980-იანი წლების პირველ ნახევარში, განსაკუთრებით აშშ-ის ხელისუფლებაში რეიგანის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, მკვეთრად იქნა გამწვავებული საერთაშორისო ვითარება. ნატო-ს აგრესიული ბლოკის ძირითადი ქვეყნების, და უწინარეს ყოვლისა კი გფრ-ის, სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ვაშინგტონის მილიტარისტულ კურსს აქტიურად უჭერდა მხარს, გააძლიერა სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოთა წინააღმდეგ ომის მზადება. საბჭოთა ავტორების სიტყვით, დასავლელი სტრატეგები ვარაუდობდნენ, რომ სავარაუდო ომი შესაძლო იყო ეწარმოებინათ ყველაზე უფრო რთულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში, მათ შორის მთებშიც. 

ბუნდესვერის სარდლობის შეფასებით, მთები, რომლებსაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებთან გფრ-ის სასაზღვრო რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავათ, შესაძლო იყო აქტიური ბრძოლების არენად ქცეულიყვნენ. ამიტომ ის დიდ ყურადღებას უთმობდა მთებში მოქმედებებიესთვის ჯარების მომზადებას. ითვლებოდა, რომ ყველაზე უფრი წარმატებით აქ შესაძლო იყო სამთოქვეითი ჯარების გამოყენება. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 1981 წლის ბოლოს დასრულდა ბუნდესვერის 1-ლი (მე-8) სამთოქვეითი დივიზიის ახალ საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურაზე გადაყვანა, რომელიც განკუთვნილი გახლდათ საბრძოლო მიქმედებების წარმოებისთვის მთაგორიან ადგილას დამოუკიდებლად ან მოტოქვეით შენაერთებთან და ნაწილებთან ერთობლივად. აღინიშნებოდა, რომ მთებში, სამთოქვეითი ქვედანაყოფების გარდა, შესაძლო იყო გამოეყენებინათ ის მოტოქვეითი და საჰაერო-სადესანტო ერთეულებიც, რომელთა პირად შემადგენლობასაც შესაბამისი მომზადება გააჩნდა და მსუბუქი შეიარაღებითა და აღკაზმულობით იყო აღჭურვილი.

დასავლეთგერმანლი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებები მთებში უნდა ეწარმოებინათ ზოგადი ტაქტიკური პრინციპების შესაბამისად, მაგრამ მათზე ისეთი ფაქტორების არსებითი გავლენის გათვალისწინებით, როგორებიც იყო ძლიერად დასერილი (пересечённый) რელიეფი, სუსტად განვითარებული საგზაო ქსელი, ამინდის მკვეთრი ცვალებადობა და ატმოსფერული წნევის ძლიერი ვარდნები, მთებისა და ტყეების მაეკრანირებელი თვისებები და სხვა. ისინი გამორჩეული იქნებოდა უფრო მეტი დამოუკიდებლობით, რამდენადაც ნაწილებსა და ქვედანაყოფებს მოუწევდათ ამოცანების გადაწყვეტა განცალკევებულ და იზოლირებულ მიმართულებებზე, ზოგჯერ ზემდგომი უფროსისა და მეზობლების საშუალებებით სათანადო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე და თვით მათთან არამდგრადი კავშირგაბმულობის პირობებშიც კი. ასეთ დროს მეთაურებისგან მოითხოვებოდა საზრიანობის (находчивость), ინიციატივისა და მამაცობის მაქსიმუმი გადაწყვეტილებათა მიღებასა და მათ აღსრულებაში. ითვლებოდა, რომ წარმატება ბევრად იქნებოდა დამოკიდებული სწრაფ, გაბედულ (გადამჭრელ) და ზუსტ მოქმედებებზე, აგრეთვე ხელქვეითების შემსრულებლობაზე.

უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ მთებში მოქმედება შეეძლოთ მცირე ქვედანაყოფებს, რადგანაც მსხვილი შენაერთებისა და ნაწილების გაშლა და მანევრი აქ გაძნელებული გახლდათ. რეზერვების სწრაფი გადასროლა და მეზობელი ნაწილების მხრიდან დახმარების აღმოჩენა უფრო ხშირად შეზღუდული ან შეუძლებელი იქნებოდა.

საბრძოლო მოქმედებები მთებში, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, წინასწარვე განსაზღვრავდნენ ჯარების მართვის დეცენტრალიზაციის აუცილებლობას, რომლებიც განლაგებული იქნებოდნენ და იმოქმედებდნენ ცალკეულ, უფრო ხშირად იზოლირებულ მიმართულებებზე, და შესაძლოა ერთმანეთისგან რამდენიმე ათეული კილომეტრებითაც კი ყოფილიყვნენ დაშორებულნი. ასეთ პირობებში მეთაურებისა და შტაბებისგან მოითხოვებოდა იმის უნარი, რომ დეტალურად დაეგეგმათ საბრძოლო მოქმედებები და მკაფიოდ მოეხდინათ მათი ორგანიზება. მთებში მართვის სისტემის თავისებურებებს წარმოადგენდა ძირითადების გარდა ცალკეულ მიმართულებებზე კიდევ დამატებით სამეთაურო პუნქტების შექმნა და სიმაღლის მიხედვით მათი დაეშელონება. აქ, ბუნდესვერს სპეციალისტების აზრით, ფართო გამოყენებას ჰპოვებდა ვერტმფრენებში მოწყობილი საჰერო სამეთაურო პუნქტები. მთლიანობაში კი მათი განლაგება რეკომენდირებული გახლდათ პირველი ეშელონის ჯარების მახლობლობაში. რადიოკავშირგაბმულობის საშუალებათა დახმარებით ჯარების მართვის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში (მთების მაეკრანირებელი მოქმედების გამო) აუცილებელი იყო მისი დუბლირების გათვალისწინებაც სხვა, მაგალითად ვერტმფრენებში დაყენებული საშუალებებით, სიგნალებითა და ა. შ. სადენიანი საშუალებები კი, მათი გაშლის მნიშვნელოვანი დროისა და სადენების დიდი ხარჯვის გამო, უპირატესად თავდაცვაში გამოიყენებოდა.

მთებში საბრძოლო მოქმედებების განცალკევებულ (разобщённый) ხასიათს, სახმელეთო ჯარების სარდლობის შეფასებით, შესაძლო იყო უარყოფითად ემოქმედა ურთიერთმოქმედების ორგანიზებაზე არა მხოლოდ მეზობლებთან, არამედ მხარდამჭერ ძალებთან და საშუალებებთანაც. შეტევაში განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა იყო რეკომენდირებული ურთიერთმოქმედებაზე მოწინააღმდეგისთვის ფლანგებიდან ან ზურგიდან შემოსავლელად (обходящие) წინმიმავალ ქვედანაყოფებთან და ტაქტიკურ საჰაერო დესანტებთან, რომელთა მთავარი ამოცანებიც იქნებოდა ფრონტიდან შემტევი ძირითადი ძალების მისვლამდე გაბატონებული სიმაღლეების დაპყრობა და მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა განადგურება. თავდაცვაში და, განსაკუთრებით კი, შემკავებელი მოქმედებების მსვლელობისას, მნიშვნელოვანი როლი ეთმობოდა მხარდამჭერ არტილერიასთან, ტაქტიკურ და საარმიო ავიაციასთან, აგრეთვე საინჟინრო ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას.

შემდეგ საბჭოთა ავტორები, ამერიკული და დასავლეთგერმანული სამხედრო ბეჭდური გამოცემების მასალების საფუძველზე, განიხილავდნენ მთიან პირობებში ჯარების მოქმედებათა რიგ თავისებურებებს, გადმოსცემდნენ თავიანთი სარდლობების ზოგად შეხედულებებს მთებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ზოგიერთი სახეობის ორგანიზებაზე. 

სახელდობრ, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, მთებში შ ე ტ ე ვ ი ს (н а с т у п л е н и е) ორგანიზებისას ჩვეულებრივ პირობებში მისთვის დამახასიათებელი ძირითადი დებულებები თავის ძალას ინარჩუნებდა. მაგრამ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, არსებობდა რიგი თავისებურებებისა, რომლებიც დამოკიდებული იყო ადგილმდებარეობის რელიეფისა და მოწინააღმდეგის თავდაცვის ორგანიზაციის სპეციფიკაზე. ამის შედეგად, შეტევის წარმოება მიზანშეწონილად ითვლებოდა უპირატესად გზებისა და ველების (долины) გაყოლებაზე, მთათა ქედების ფერდობებზე, და არა ხეობებსა (ущелья) და დეფილეებში (ვიწრო ადგილები – ი. ხ.), რომლებიც მანევრს ზღუდავდნენ და ჯარების წინსვლას აძნელებდნენ. შემტევები მთავარ ძალისხმევას თავს უყრიდნენ მთავარი ობიეტების – გაბატონებული სიმაღლეების, უღელტეხილების, მთებში გასასვლელებისა და ა. შ. დაპყრობაზე. ამ ამოცანების შესრულებისას უპირატესობა უნდა მიენიჭებინათ მოწინააღმდეგის ჯარების შემოვლისთვის მის ფლანგსა და ზურგში დარტყმების მიყენებით.

ფრონტალური შეტევა რეკომენდირებული იყო იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელი ხდებოდა თავდაცვაში მყოფის ფლანგებიდან შემოვლის განხოციელება. მას ატარებდნენ ღამით და საცეცხლე მომზადების გარეშე. თუკი არ იყო შემოვლის მარშრუტები, ხოლო ფრონტალური შეტევისას კი მოსალოდნელი იყო დიდი დანაკარგები, მაშინ ჯარები შესაძლო იყო ვერტმფრენებით გადაესროლათ იმ სიმაღლეებზე, რომლებიც ბატონობდნენ თავდამცავებზე ან იმყოფებოდნენ მათ ზურგში, რათა უფრო სწრაფად შეექმნათ ძალებისა და საშუალებათა მომგებიანი თანაფარდობა მოწინააღდეგესთან შეხების ადგილებში, მისი განადგურების მიზნით. 

კონკრეტულ შეტევაში (атака) გადასვლის მიჯნა რეკომენდირებული იყო დაენიშნათ საერთო შეტევისთვის (для наступления) დასახული საწყისი მდებარეობიდან უშუალო მახლობლობაში, რომელიც უნდა აერჩიათ რაც შეიძლებოდა ახლოს მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზთან. მოულოდნელობის მისაღწევად საწყისი მდებარეობა მიზანშეწონილი იყო დაეკავებინათ ფარულად (ღამით, ნისლში ან საკვამლე ფარდის საფარველქვეშ).

შეტევის (наступление) წარმოებისთვის იქმნებოდა მთავარი და დამხმარე დარტყმების დაჯგუფებები, აგრეთვე რეზერვი, რომელიც შეტევის წარმატების განვითარებისთვის გახლდათ განკუთვნილი.

ოფიციალურ სახელმძღვანელოებში მთავარი დარტყმის მიყენება რეკომენდირებული იყო იმ მიმართულებაზე, სადაც ადგილმდებარეობა ყველაზე ფრო მეტად უწყობა ხელს ფლანგების მხარეს მანევრის შესრულებას, უკეთესი შესაძლებლობები იყო საცეცხლე საშუალებების გამოყენებისთვის და, ბოლოს, სადაც იმყოფებოდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა დაპყრობასაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა საბრძოლო ამოცანის გადაწყვეტისთვის.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო წყობა მთებში შეტევისას შესაძლო იყო მოეწყოთ ერთ ან ორ ეშელონად. როგორც ამერიკულ წესდებებში აღინიშნებოდა, ის დამოკიდებული იყო ადგილმდებარეობის ხასიათზე, ვითარებასა და დასმულ ამოცანებზე. ასე, ქვეითი დივიზია ორი მისადგომი (მისასვლელი, доступный) მიმართულების არსებობისას საბრძოლო წყობას აგებდა ორ ეშელონად, ხოლო სამი მიმართულების არსებობისას კი – ერთ ეშელონად.

ეს პირობები უშუალო გავლენას ახდენდა შემტევი ჯარებისთვის ამოცანების დასმის სიღრმეზე. ამასთანავე ძირითადი ყურადღება უნდა მიექციათ მოწინააღმდეგის თავდაცვის მდგომარეობის შეფასებაზე, თავიანთი ძალებისა და საშუალებათა არსებობაზე, შეტევის მიმართულებით ადგილმდებარეობის ხასიათზე. მაგალითად, დივიზიის უახლოესი ამოცანა შესაძლოა ყოფილიყო მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის ნაწილების განადგურება, უღელტეხილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაპყრობა, რომლებიც შემდგომი მოქმედებებისთვის უზრუნველყოფდნენ ხელსაყრელი პირობების შექმნას, ხოლო ბრიგადისა კი – მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის ბატალიონების თავდაცვის საბრძოლო წყობის სიღრმეში ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის განადგურება.

ამერიკულ წესდებებსა და დარიგებებში 80-იანი წლების დასაწყისში აღინიშნებოდა, რომ მთებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების სპეციფიკა თავის ანაბეჭდს ტოვებდა შეტევის ზოლის სიგანეზეც, რომელიც დამოკიდებული იყო ადგილმდებარეობის ხასიათსა და გადასაწყვეტ ამოცანებზე. როგორც წესი, ქვედანაყოფებისა და ნაწილებისთვის იგი უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, ხოლო შენაერთებისა და გაერთიანებებისთვის კი, პირიქით, უფრო მეტი.

შემტევი ჯარების საბრძოლო მოქმედებათა უზრუნველყოფისთვის რეკომენდირებული იყო ტაქტიკური საჰაერო დესანტებისა და ე. წ. შემოვლის ტაქტიკური ჯგუფების (тактические группы обхода) გამოყენება. ერთნიცა და მეორენიც ახორციელებდნენ შეტევის მიმართულებაზე ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი უბნების, მოწინააღმდეგის სამეთაურო (საკომანდო) პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძების, ბირთვული თავდასხმის საშუალებების, არტილერიის, საწყობებისა და მომარაგების ბაზების დაპყრობას, აგრეთვე ხელს უშლიდნენ მისი რეზერვების ფრონტისკენ წინწამოსვლასა და ჯარების ზურგში უკანდახევას. რიგ შემთხვევებში მათ შესაძლო იყო მიეყენებინათ დარტყმები თავდაცვაში მყოფი ჯარების ზურგში ან ფლანგზე, რათა მთავარი ძალებისთვის უზრუნველეყოთ წარმატებული შეტევა ძირითად მიმართულებაზე.

რეზერვები (მეორე ეშელონები) მიზანშეწონილი იყო ბრძოლაში შეეყვანათ მთავარი ძალების წარმატების განვითარებისთვის, როდესაც ისინი უკვე დაიპყრობდნენ ადგილმდებარეობის ხელსაყრელ უბნებს.

აშშ არმიის წესდებებში ითვალისწინებდნენ აგრეთვე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასაც პირველ რიგში მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის კვანძების, სამეთაურო პუნქტებისა და კავშირგაბმულობის კვანძების განადგურებისთვის, უღელტეხილების დანგრევისთვის, მისი რეზერვების წინწამოსვლის აღკვეთისთვის და ა. შ.

საცეცხლე საშუალებების გამოყენების თავისებურებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა ისიც, რომ შეტევის წინ საარტილერიო მომზადება თითოეულ მიმართულებაზე შესაძლო იყო გამოეყენებინათ სხვადასხვა დროს. შეტევის მსვლელობისას ჯარების საცეცხლე მხარდაჭერა ჩვეულებრივ ხორციელდებოდა ცეცხლის თანამიმდევრულად თავმოყრის მეთოდით. გარდა ამისა, თანხლების ქვემეხების საკმარისი რაოდენობა გამოიყოფოდა გადარჩენილი ერთეული მიზნების დაზიანებისთვისაც. არტილერია და ნაღმსატყორცნები მიეცემოდათ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ოცეულამდე ჩათვლით იმ მიზნებისა და ობიექტების დაზიანების ამოცანით, რომლებიც შეტევის მიმართულებაზე იქნებოდნენ განლაგებული. მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებების ჩახშობა ხდებოდა ერთდროულად მისი თავდაცვის ყველა იარუსზე. რეკომენდირებული იყო, რომ ცეცხლისთვის ყველაზე უფრო მჭიდროდ მოეყარათ თავი ქვედა იარუსებზე განლაგებული მიზნების წინააღმდეგ.

ჯარების მართვა, დეცენტრალიზაციის განსაზღვრული ხარისხით, აიგებოდა ზოგადი პრინციპების საფუძველზე, თუმცა კი ყველა სამეთაურო ინსტანციის მართვის პუნქტების განლაგება რეკომენდირებული იყო ჯარებთან უფრო ახლოს, ვიდრე ჩველებრივ პირობებში, რათა მათთან უფრო მდგრადი კავშირგაბმულობა ჰქონოდათ.

დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებიც ბევრ რამეში ეთანხმებოდა ამერიკელებისას. შ ე ტ ე ვ ა ს მ თ ე ბ შ ი ბუნდესვერის სპეციალისტები მიაკუთვნებდნენ საბრძოლო მოქმედებების ერთერთ ყველაზე უფრო რთულ სახეობას, რომელიც მოითხოვდა ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გულდასმით მომზადებას, მკაფიო ურთიერთმოქმედებასა და მართვას, ეფექტურ ყოველმხრივ უზრუნველყოფას. ასეთ პირობებში შეტევის ორგანიზებისას აუცილებელი გახლდათ ადგილმდებარეობისა (местность) და მოწინააღმდეგის ყოველმხრივ შეფასება მისი საბრძოლო რიგების მოწყობის მთელ სიღრმეში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოთ საგზაო ქსელის მდგომარეობისა და გზების გარეშე ადგილმდებარეობის გამავლობისთვის (проходимость).

ვინაიდან შეტევა წარმოებდა უპირატესად გზებისა და ზეგნების გაყოლებით, რეკომენდირებული გახლდათ, რომ გადაწყვეტილებათა მიღებისას მოენიშნათ ადგილმდებარეობის ტაქტიკური მიმართებით მნიშვნელოვანი უბნები (გაბატონებული სიმაღლეები, უღელტეხილები, მთებში გასასვლელები და ა. შ.), რომელთა დაპყრობაზეც იქნებოდა დამოკიდებული ბრძოლის წარმატება. ამასთან უპირატესობა მიენიჭებოდა მოწინააღმდეგის შემოვლას (охват) მის ფლანგებზე ან ზურგში დარტყმების მიყენებით. ითვლებოდა, რომ ვერტმფრენების გამოყენება ზრდიდა ზურგში და ფლანგებზე ჯარების გადასროლის შესაძლებლობებს, სადაც მათ დამოუკიდებლად ან შემომვლელ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედებით, შეეძლებოდათ ხელსაყრელი პოზიციების დაკავება და მოწნააღმდეგისთვის დარტყმების მიყენება.

თუ არ იყო პირობები თავდამცავის ფლანგების შემოვლისთვის, მაშინ რეკომენდირებული გახლდათ ფრონტალური შეტევის ჩატარება, როგორც წესი, ღამით, ნისლში ან საკვამლე ფარდის საფარველქვეშ. ასევე რეკომენდირებული იყო შეტევის დაწყება მოულოდნელად, საცეცხლე მომზადების გარეშე. შეტევაზე გადასვლის მიჯნა ქვედანაყოფებისთვის ინიშნებოდა მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზთან რაც შეიძლებოდა ახლოს. მთავარი დარტყმის მიმართულება განისაზღვრებოდა იქ, სადაც ადგილმდებარეობა ხელს უწყობდა მანევრს ფლანგების მიმართულებით და იყო მოსახერხებელი უმოკლესი მისადგომები მნიშვნელოვან ობიექტებთან, რომელთა დაპყრობაზეც იქნებოდა დამოკიდებული ბრძოლის წარმატება. 

შენაერთებისა და ნაწილების შეტევის ზოლის სიგანე და ამოცანების სიღრმე, აგრეთვე მათი საბრძოლო რიგების მოწყობა დამოკიდებული იქნებოდა ადგილმდებარეობის ხასიათსა და დასმულ ამოცანებზე. ითვლებოდა, რომ მოტოქვეითი დივიზიის უახლოესი ამოცანა შესაძლოა ყოფილიყო მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის ნაწილების განადგურება, უღელტეხილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაპყრობა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მომგებიან პირობებს შემდგომი მოქმედებებისთვის. საბრძოლო წყობა რეკომენდირებული იყო აეგოთ ერთ ან ორ ეშელონად. რეზერვების (მეორე ეშელონების) ბრძოლაში შეყვანა სასურველი იყო ძალების წარმატების განვითარებისთვის, როდესაც მათ მიერ დაპყრობილი იქნებოდა ადგილმდებარეობის მომგებიანი უბნები და უზრუნველყოფილი იქნებოდა გასასვლელები ფართო მინდვრებსა და ზეგნებზე.

როგორც უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, მოტოქვეით ბრიგადას ჩვეულებრივ პირობებში შეეძლო შეეტია 8-12 კმ სიგანის ფრონტზე, დივიზიას – 20-30 კმ, კორპუსს კი – 40-60 კმ-ისა. უახლოესი ამოცანა ბრიგადას დაესმებოდა 10-12 კმ-ში, დივიზიას – 20-25 კმ, კორპუსს კი – 35-60 კმ-ში. მოწინააღმდეგის ტაქტიკური თავდაცვის გარღვევისას ჯარების შეტევის საშუალო სადღეღამისო ტემპი გახლდათ 25 კმ და 40 კმ კი ოპერატიულ სიღრმეში. ნაწილებისა და შენაერთებისთვის მთებში შესატევად ამოცანების დასმისას აუცილებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ ცალკეულ პინქტებს შორის ნამდვილი მანძილი დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი იყო ტოპოგრაფიულ რუკაზე გაზომილთან შედარებით, ხოლო მისი გადალახვისთვის საჭირო დროზე უნდა დაემატებინათ საშუალოდ 1 სთ აღმართის ყოველი 300-400 მ-ისა და დაღმართის 400-500 მ-ის შემდეგ.

საცეცხლე საშუალებების გამოყენების თავისებურებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა ისიც, რომ საარტილერიო მომზადება შეტევის დაწყების წინ თითოეულ მიმართულებაზე შესაძლებელი იყო დაეწყოთ სხვადასხვა დროს. ჯარების საცეცხლე მხარდაჭერა ჩვეულებრივ ხორციელდებოდა ცეცხლის თანამიმდევრობით თავმოყრის მეთოდით. არტილერიისა და ნაღმსატყორცნების მიცემა რეკომენდირებული იყო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის მათი შეტევის მიმართულებებზე მიზნებისა და ობიექტების დასაზიანებლად. მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა ჩახშობა ხდებოდა მისი თავდაცვის ყველა იარუსზე, და განსაკუთრებით კი ქვედაზე.

შეტევაში ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და ჯავშანტრანსპორტერების (ჯტრ) გამოყენება შეზღუდული გახლდათ, მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელი იყო, მათ იყენებდნენ ჯარების უშუალო მხარდაჭერისთვის. ძლიერად დასერილ ადგილმდებარეობაზე (на сильно пересечённой местности) ისინი ჩვეულებრივ მეორე ეშელონში იმყოფებოდნენ და მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ წარმატების განვითარებისთვის ბრძოლაში დაუყოვნებლივ შესაყვანად.

მთებში შეტევისას, უცხოური პრესის მონაცემების თანახმად, მნიშვნელოვანი როლი ეთმობოდა ვერტმფრენებს, რომელთა გამოყენებასაც ვარაუდობდნენ დაზვერვის წარმოებისთვის, პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების გადასასროლად, ტაქტიკური საჰაერო დესანტების გადასასხმელად, მოწინააღმდეგის ზურგში სადაზვერვო-დივერსიული და სიღრმივი დაზვერვის ჯგუფების გადასასროლად, ჯარების მომარაგებისთვის, დაჭრილების საევაკუაციოდ და სხვა. ითვლებოდა, რომ მთიანი რელიეფის ძლიერი დასერილობა ხელს უწყობდა ვერტმფრენების ეფექტურ გამოყენებას ჯარების საცეცხლე მხარდაჭერისთვის, მოჯავშნულ მიზნებთან ბრძოლისა და ბრძოლის ველზე სხვა ობიექტების დაზიანებისთვის. გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში შეიარაღების მისატანად იყენებდნენ საპალნე ცხოველებსაც.

მთებში შეტევისთვის მომზადებისას საჭირო იყო საბრძოლო ტექნიკისა და ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის გულდასმით შემოწმება, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სამუხრუჭე სისტემების გამართულობას, აგრეთვე მანქანების საბუქსირო ტროსებით, თვლებისთვის ჯაჭვებით დაკომპლექტებულობას და სხვა. გაითვალისწინებოდა აგრეთვე შესაბამისი საწვავ-საცხები მასალების გაზრდილი მარაგების არსებობაც. ავტოტრანსპორტის, ვერტმფრენებისა და სხვა საშუალებების ჩატვირთვისას (загрузка) რეკომენდირებული იყო სიმაღლეში ასვლის-და მიხედვით მათი ძრავების სიმძლავრის შემცირების გათვალისწინებაც. კოლონებს მარშზე ისეთნაირად აგებდნენ, რომ მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ ბრძოლაში შესაყვანად. ამისთვის საინჟინრო ქვედანაყოფები, არტილერია და, შეძლებისდაგვარად, ტანკებიც წინ იგზავნებოდა, ხოლო საჰაერო თავდაცვის საშუალებებს კი მთელ კოლონაში ანაწილებდნენ (განწერტავდნენ).

თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ორგანიზებაზე მთებში პენტაგონის სპეციალისტები რეკომენდაციას იძლეოდნენ ადგილმდებარეობის ხასიათისა და თავდაცვის მიმართულების მნიშვნელობის მიხედვით. ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები თავდაცვას ჩვეულებრივ იკავებდნენ იმ მიმართულებათა გასწვრივ, რომლებზედაც შესაძლებელი იყო მოწინააღმდეგის შემოტევა. ამასთან თავდაცვის ზოლის სიგანე და სიღრმე განისაზღვრებოდა მთიანი რელიეფის ხასიათით, ჯარების ამოცანებით, შემომტევი მოწინააღმდეგისთვის ხელმისაწვდომი მიმართულებების რაოდენობით, მნიშვნელობითა და ტევადობით.

ფართო ზეგნებსა და მთის პლატოებზე თავდაცვისას ჯარებს საბრძოლო რიგები შესაძლო იყო მოეწყოთ ორ ეშელონად, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში კი (მიმართულებათა რაოდენობის მიხედვით) – ერთ ან ორ ეშელონად. მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მიმართულებების თავდაცვისას შესაძლებელი იყო მოწყობა სამ ეშელონადაც.

პირველში თავდაცვაში ჩვეულებრივ იმყოფებოდნენ ქვეითი ქვედანაყოფები, გაძლიერებულნი არტილერიით, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით, საინჟინრიო ჯარების ქვედანაყოფებით და, ზოგჯერ კი, ტანკებითაც. მეორე ეშელონების (რეზერვების) შემადგენლობაში გამოჰყოფდნენ სატანკო (მოტოქვეით) ქვედანაყოფებსა და ნაწილებს, რომლებსაც განალაგებდნენ მოწინააღმდეგის შემოტევის შესაძლო მიმართულებებზე და იმ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა ბრძოლაში მათი სწრაფად შეყვანა როგორც კონტრშეტევების ჩასატარებლად, ისე მოწინააღმდეგის დესანტის თავდასხმისგან ზურგის ობიექტების დაცვისთვისაც.

აშშ არმიის დარიგებებსა და წესდებებში აღინიშნებოდა, რომ თავდაცვა მთებში ატარებს კეროვან ხასიათს და წარმოადგენს სიმაღლეებზე განლაგებული საყრდენი პუნქტების სისტემას. მათ შორის შუალედების დაფარვა რეკომენდირებული იყო ყველა საშუალების ცეცხლითა და საინჟინრო ღობურებით როგორც ფრონტში, ისე სიღრმეშიც, ხოლო აუცილებლობისას კი – დაცვის გაძლიერებული მოძრავი ჯგუფებითაც (усиленными подвижными группами охранения). დიდი ყურადღება ეთმობოდა ტანკსახიფათო მიმართულებების უზრუნველყოფას, მთათა უღელტეხილებთან, ხეობებთან, ვიწრობებთან მისადგომების საიმედო დაფარვას, აგრეთვე მათგან ზეგნებზე და გზათა კვანძებზე გამოსასვლელებისაც, რათა მოწინააღმდეგისთვის ჯარების გაშლა გაეძნელებინათ და მისთვის მანევრის თავისუფლება წაერთვათ.

თავდაცვის წინა ხაზი ჩვეულებრივ გადიოდა ყველაზე უფრო ხელსაყრელ ბუნებრივ მჯნებზე. მის წინ აღიჭურვებოდა (ეწყობოდა) საბრძოლო და ზოგადი დაცვის პოზიციები, აგრეთვე დაფარვის ჯარების პოზიციები (позицый боевого и общего охранения, а так же войск прикрытия). უკანასკნელთ, ადგილმდებარეობის პირობების და მიხედვით, წინ გზავნიდნენ წინა ხაზიდან ზღვრულ მანძილზე მოწინააღმდეგესთან შეხების დამყარების, მისი დაზვერვისა და თავიანთ თავდაცვით პოზიციებთან მოსადგომებზე შემომტევი ჯარების მაქსიმალურად შეკავების ამოცანით. 

ხეობის (ущелье) თავდაცვისას ყველაზე უფრო მტკიცედ ინარჩუნებდნენ იმ სიმაღლეებს, რომლებიც მასში შემოსასვლელს იფარავდნენ. ძირითად ძალებს განალაგებდნენ მათ ფერდობებზე ისეთი ანგარიშით, რომ მათ შეძლებოდათ ხეობის მოცვა (могли охватывать ущелье). მთებში თავდაცვის ერთერთ თავისებურებას წარმოადგენდა ჩასაფრებათა (засады) ფართო გამოყენება. მათ აწყობდნენ იმ მიმართულებებზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მოწინააღმდეგის წინწამოსვლა ფარული მოსადგომების გამოვლით (через скрытые подступы), აგრეთვე ჯარების საბრძოლო წყობის ფლანგებზე და თავდაცვის სიღრმეში. დასახლებულ პუნქტებსა და უღელტეხილებს თავდაცვის სიღრმეში წინასწარ აწყობდნენ (приспособливали) წრიული თავდაცვისთვის. მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტების გადმოსხმის შესაძლო რაიონებში კი სხვადასხვაგვარი ღობურები (заграждения) იქმნებოდა.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, მთიან ადგილას თავდაცვისადმი მთავარ მოთხოვნად ითვლებოდა ცეცხლის ყველა სახეობის ღრმად ეშელონირებული სისტემის ორგანიზაცია. რეკომენდირებული იყო ქვედანაყოფების საცეცხლე საშუალებათა მნიშვნელვანი ნაწილის წინა ხაზთან მიახლოება და ადგილზე გულდასმით შენიღბვა. დროის არსებობისას კი ზეგნებზე (в долинах), გზებსა და ბილიკებზე შესაძლებელი იქნებოდა ხანგრძლივი საცეცხლე ნაგებობების (долговременные огневые сооружения) მოწყობაც.

საშტატო და მიცემული არტილერიის უმეტესი ნაწილი ეძლეოდა პირველი ეშელონის იმ ჯარებს, რომლებიც თავდაცვაში ყველაზე უფრო საშიშ უბნებზე იმყოფებოდნენ. მათი საცეცხლე პოზიციები ჩვეულებრივ გზების მახლობლად ეწყობოდა. სიმაღლეების პირიქითა ფერდობებზე (на обратных скатах высот), ხეობებში, ველებსა (ზეგნებსა) და თვალს მოფარებულ სხვა ადგილებში, აგრეთვე საყრდენ პუნქტებს შორის მოწინააღმდეგის დასაზიანებლად იყენებდნენ საჰაუბიცო არტილერიისა და ნაღმსატყორცნების ცეცხლს. თუკი სიმაღლეების პირაქეთა ფერდობები (передние скаты высот) ძალზედ ციცაბო იქნებოდა, თავდაცვითი ზოლის სიღმე იზრდებოდა საცეცხლე წერტილების მთისძირებისკენ დაშვებულ განშტოებებზე განლაგებით. ეს წერტილები საფლანგო ცეცხლის წარმოებისთვისაც იყო განკუთვნილი.

მოტოქვეითი ქვედანაყოფებისთვის მიცემული ტანკები და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები (ტსმრ) ვიწრობების, ტყისპირების, მთის მდინარეებსა და უფსკრულებზე გადასასვლელების დამცავ საასეულო და საოცეულო საყრდენ პუნქტებში გამოიყენებოდა. ისინი იმ ადგილებში იკავებდნენ პოზიციებს, საიდანაც ყველაზე უფრო მეტ მანძილზე იქნებოდა შესაძლებელი ცეცხლის წარმოება.

როგორც უცხოელი სპეციალისტები თვლიდნენ, ცეცხლის სისტემა ისეთი უნდა ყოფილიყო, რათა უზრუნველეყო წინა ხაზის წინ, ფლანგებზე და თავდაცვის სიღრმეში ყველა სახეობის უწყვეტი მრავალფენოვანი ცეცხლის ზონების შექმნა, აგრეთვე მუქარის შემცველ ნებისმიერ მიმართულებაზე ან უბანზე ცეცხლის მოკლე ვადებში თავმოყრა.

დიდი ყურადღება ეთმობოდა საინჟინრო უზრუნველყოფასაც. ამ მიზნით ბუნებრივ თავშესაფრებს აწყობდნენ (приспосабливали) საცეცხლე საშუალებათა განლაგებისთვის და მასობრივი დაზიანების იარაღისგან პირადი შემადგენლობის დასაცავად. საყრდენ პუნქტებთან მისადგომებსა და მათ ფლანგენზე კეთდებოდა ქვიანი ჩამონაქცევები, ხოლო ტყიან ადგილას კი – ხერგილები, დანგრევისთვის მზადდებოდა გზათა უბნები და ხელოვნური ნაგებობანი, ხდებოდა ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების დაყენებაც.

ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენება აშშ წესდებებით რეკომენდირებული იყო იმ ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიწრო ზეგნებზე, უღელტეხილებზე, აგრეთვე იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომელთა დანგრევაც გამოიწვევდა ჩამონგრევებს, ჩამოქცევებს, ზვავებს და ამით გაუძნელებდა მოწინააღმდეგეს მანევრსა და წინწამოსვლას.

თავდაცვითი ბრძოლები მთებში უნდა ეწარმოებინათ გაბატონებული სიმაღლეების, უღელტეხილების, მთებში გასასვლელებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების შენარჩუნებისთვის, მათი წარმატება ბევრად იქნებოდა დამოკიდებული თითოეული ქვედანაყოფის ინიციატივასა და შეუპოვრობაზე. მოწინააღმდეგის განადგურება იწყებოდა ჯერ კიდევ შორეულ მოსადგომებზე, თავიდან ზემდგომი უფროსების ძალებით, შემდეგ კი შენაერთებისა და ნაწილების უფროსთა განკარგულებაში არსებული ძალებით. ამასთან ავიაციისა და არტილერიის დარტყმებს აყენებდნენ მოწინააღმდეგის მთავარი ძალების ვიწრო ადგილებში გამოვლისა და შემოტევისთვის მათი გაშლის დროს.

დაფარვის ჯარები და დაცვის ქვედანაყოფები (Войска прикрытия и подразделения охранения) ადგილმდებარეობის ხელსაყრელი პირობების, მომზადებული პოზიციებისა და ღობურების გამოყენებით, იარაღის ყველა სახეობის ცეცხლითა და ჩასაფრებებიდან მოქმედებებით აკავებდნენ (сдеживали) მოწინააღმდეგის წინწამოსვლას, აიძულებდნენ მას მთავარი ძალების გაშლას და ისწრაფვოდნენ წინასწარ მომზადებულ საცეცხლე ზონებში მათი მიმართვისკენ. ჯარების მოქმედებათა მხარდაჭერა ხდებოდა ტაქტიკური და საარმიო ავიაციით, არტილერიითა და სხვა საშუალებებით.

თავდაცვის წინა ხაზთან მოწინააღმდეგის მოახლოებასთან ერთად დაფარვისა და დაცვის ჯარები ბრძოლით უკან იხევდნენ თავიანთი თავდაცვის სიღრმეში, ხოლო მას შემდეგ, რაც მათი უკანასკნელი ქვედანაყოფები გამოვიდოდნენ თავიანთი ჯარების ზურგში, ბრძოლაში ებმებოდა პირველი ეშელონი. მოწინააღმდეგის ტანკებისა და ქვეითი ჯარის შემოტევა თავდაცვის წინა ხაზის წინ რეკომენდირებული იყო მოეგერიებინათ მთელი საცეცხლე საშუალებებით, ტსმრ-ებისა და საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების, აგრეთვე ტაქტიკური ავიაციის დარტყმების ჩათვლით. 

თავდაცვაში სოლად შემოჭრილი მოწინააღმდეგე განიცდიდა თავდამცავების ძლიერ საცეცხლე ზემოქმედებას. ამ შემთხვევაში ქვედანაყოფებისგან მოითხოვებოდა შეუპოვრად, სრულ ალყაშიც კი, მნიშვნელოვანი საკომანდო სიმაღლეების, უღელტეხილების, გზათა კვანძების შენარჩუნება, რითაც ხდებოდა მოწინააღმდეგის ძალების შებოჭვა და მისი რეზერვების მანევრის შეზღუდვა. ამავდროულად წინ სწევდნენ რეზერვებს მუქარის მიმართულებაზე მოწინააღმდეგისთვის თავდაცვის სიღრმეში შემოტევის განვითარებაში ხელშეშლის ან კონტრშეტევების ჩატარების მიზნით. უკანასკნელების ჩატარება მიზანშეწონილი იყო ზემოდან ქვემოთ ქედების, მდინარეთა კალაპოტებისა და გზების გაყოლებაზე. მათთვის შესაძლო იყო მიემართათ ორი-სამი შეერთებადი მიმართულებით მოწინააღმდეგის შემოჭრილი დაჯგუფების ორივე ფლანგსა და ზურგში ერთდროულად დარტყმების მისაყენებლად. იმ შემთხვევებში, როდესაც მეორე ეშელონებით (რეზერვებით) კონტრდარტყმა ვერ მოიტანდა დაკარგული მდგომარეობის აღდგენას, ხოლო მოწინააღმდეგე კი ვერ იქნებოდა გაჩერებული და გააგრძელებდა შემოტევას, თავდაცვაში მყოფი ჯარები შესაძლო იყო გადასულიყვნენ შემკავებელ მოქმედებებზე.

ბუნდესვერის სარდლობის შეხედულებებით, მთებში თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ორგანიზება უნდა მოეხდინათ ადგილმდებარეობის ხასიათის, დასაცავი ობიექტების მნიშვნელოვნების, შემომტევი მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებათა მიხედვით. დაბალი სიმაღლის მთებში, ვრცელ ველებსა და ზეგნებზე იგი აიგებოდა ისევე, როგორც ჩვეულებრივ პირობებში. დასავლეთგერმანულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ მოტოქვეით დივიზიას ასეთ პირობებში შეიძლებოდა დაეკავებინა თავდაცვის რაიონი სიგანით 40 კმ-მდე ფრონტსა და სიღრმეში. მისი საბრძოლო წყობა აიგებოდა, როგორც წესი, ორ ეშელონად: პირველში ორი მოტოქვეითი ბრიგადა (თითოეულის თავდაცვის რაიონი 20 კმ-მდე ფრონტსა და სიღრმეში), მეორეში კი – ერთი სატანკო ბრიგადა.

მაღალმთიან რაიონებში ძირითად ძალისხმევას თავს უყრიდნენ ადგილმდებარეობის ტაქტიკური მიმართებით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უბნების: უღელტეხილების, გაბატონებული სიმაღლეების, გზათა კვანძების, გადასასვლელების, ზეგნებსა და პლატოებზე გამოსასვლელების, ხეობების, ვიწრობებისა და სხვათა შენარჩუნებაზე. აქ მას შესაძლო იყო ჰქონოდა კეროვანი ხასიათი, და წარმოდგენილი ყოფილიყო ძირითადად სიმაღლეებზე განლაგებული თავდაცვის საბატალონო რაიონებისა და საასეულო საყრდენი პუნქტების სისტემით. მათ შორის შუალედების დაფარვა აუცილებელი გახლდათ არტილერიისა და სხვა საშუალებების ცეცხლით, საინჟინრო ღობურებით, დანაღმული ველებითა და ა. შ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოთ ტანკსახიფათო მიმართულებებზე, უღელტეხილებთან მოსადგომებზე, ველებსა და გზათა კვანძებთან გასასვლელებზე ცეცხლისა და საინჟინრო ღობურების სისტემის შექმნისთვის, რათა წინ აღდგომოდნენ მოწინააღმდეგის ჯარების გაშლას და წართმიათ მისთვის მანევრის თავისუფლება. რეკომენდირებული იყო აგრეთვე მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტების მოქმედებებისა და ტაქტიკური ავიაციის დარტყმებისგან ზურგის რაიონების საიმედო დაფარვა.

თავდაცვის წინა ხაზი გადიოდა, როგორც წესი, ადგილმდებარეობის ტაქტიკური მიმართებით ყველაზე უფრო მოსახერხებელ უბნებსა და ბუნებრივ მიჯნებზე. მის წინ, თუკი პირობები იძლეოდა ამის საშუალებას, ეწყობოდა საბრძოლო დაცვის (боевое охранение) პოზიციები და იქმნებოდა შემკავებელი მიჯნები.

თავდაცვაში ჯარების საბრძოლო მოწყობა, სპეციალისტების აზრით, აიგებოდა ძალებისა და საშუალებათა არსებობიდან ამომდინარე, ძირითადი ძალისხმევის იმ მიმართულებებზე თავმოყრის მიზნით, რომლებიც ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი იყო მოწინააღმდეგის შემოტევისთვის. მთებში ჯარების მანევრის განხორციელების სირთულის შედეგად ისინი იძლეოდნენ დივიზიის პირველი ეშელონის ნაწილების გაძლიერების რეკომენდაციას სატანკო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, საინჟინრო და სხვა ქვედანაყოფებით. მეორე ეშელონებსა და რეზერვებს განალაგებდნენ თავაცვის სიღრმეში. გზების ან წინსვლის მომზადებული მარშრუტების მახლობლად მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს მიმართულებათა დაფარვის მზადყოფნაში, აგრეთვე მისი საჰაერო დესანტების წინააღმდეგ მოქმედებებისთვის. 

უცხოური პრესის შეტყობინებების თანახმად, ცეცხლის სისტემას უნდა უზრუნველეყო სიშორისა და სიმაღლის მიხედვით ღრმად ეშელონირებული ყველა სახეობის ცეცხლის ორგანიზება წინა ხაზის წინ, ფლანგებზე და სიღრეში, აგრეთვე მოკლე ვადებში მისი თავმოყრა მუქარის შემცველ ნებისმიერ მიმართულებაზე ან უბანზე. საცეცხლე საშუალებების სიმაღლეებზე განლაგება ხდებოდა მრავალიარუსიანად, ფარულად და განწერტილად.

საშტატო და მიცემული არტილერიის უმეტესი ნაწილის გამოყოფა რეკომენდირებული იყო პირველი ეშელონის ჯარებისთვის. პირველი ეშელონის ქვედანაყოფებისთვის მიცემულ ტანკებს, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ტანკსაწინააღმდეგი ქვემეხებსა და სხვა საშუალებებს განალაგებდნენ საასეულო (საოცეულო) საყრდენ პუნქტებში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს კი – გაბატონებულ სიმაღლეებზე, გზებისა და ღარტაფების (ველდაბლობების, лощины) გაყოლებით ადგილმდებარეობის ღია უბნებზე.

ბუნდესვერის სარდლობა თვლიდა, რომ თავდაცვაში შესამჩნევ როლს ითამაშებდნენ ვერტმფრენები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა მრავალრიცხოვანი ამოცანების გადაწყვეტა: დაზვერვის წარმოება, დახურული საცეცხლე პოზიციებიდან სროლისას საარტილერიო ცეცხლის კორექტირება, მოწინააღმდგის ადგილმდებარეობის დანაღმვა, თავდაცვის მუქარის შემცველ უბნებზე პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის გადასროლა და ა. შ. ვერტმფრენების როლი მაღლდებოდა განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მთებში ჯარები შესაძლოა მოწყვეტილი აღმოჩენილიყვნენ თოვლის ნამქერების, მოყინულობისა (მოლიპულობისა, гололёд) და ზვავების ჩამოწოლის შედეგად.

მთებში თავდაცვის ორგანიზებისას მნიშვნელოვანი როლი ეთმობოდა საინჟინრო უზრუნველყოფას. ამ მიზნით ბუნებრივ შესაფარებლებს (თავშესაფრებს, укрытия) აწყობდნენ პირადი შემადგენლობისა და საცეცხლე საშუალებათა განთავსებისთვის. საყრდენ პუნქტებთან მოსადგომებზე, აგრეთვე ფლანგებსა და პირაპირებზე ხდებოდა სხვადასხვანაირი საინჟინრო ღობურების მოწყობა, მათ შორის ნაღმ-ასაფეთქებელისაც, იქმნებოდა ქვათა ჩამონაქცევები და ხე-ტყის ხერგილები, დასანგრევად მზადდებოდა გზათა უბნები, ხიდები და სხვა.

გარდა ამისა, დასავლეთგერმანული მასალების მიხედვით საბჭოთა ავტორების მიერ მომზადებულ წერილში ლაპარაკი იყო მთებში ჯარების მოქმედებათა საბრძოლო უზრუნველყოფისა და ამ მოქმედებების წარმოებისთვის პირადი შემადგენლობის მომზადების ორგანიზებაზეც. სახელდობრ იქ ვკითხულობდით, რომ მთებში ჯარების მოქმედებათა საბრძოლო უზრუნველყოფის ორგანიზება ხდებოდა ყველა სამეთაურო (საკომანდო) ინსტანციის მიერ. ამათში შედიოდა დაზვერვა, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა, ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო და დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა, ფლანგებისა და პირაპირების დაფარვა, ჯარების შენიღბვისა და მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ღონისძიებანი.

საბრძოლო უზრუნველყოფის ყველა სახეობიდან უცხოელი სამხედრო სპეციალისტები განსაკუთრებით გამოჰყოფდნენ დაზვერვას, რომლის ორგანიზება და წარმოება ამ სპეციფიურ პირობებში ყველა დონის მეთაურისგან მოითხვდა აუცილებელი ღონისძიებების გულდასმით დაგეგმვას. აღინიშნებოდა, რომ მოწინააღმდეგის ჩანაფიქრის, მისი დაჯგუფებისა და წინწამოსვლის მარშრუტების დროულად გამოვლენაზე ხშირად იქნებოდა დამოკიდებული ბრძოლის წარმატება. უცხოურ პუბლიკაციებში 1980-იანი წლების პირველ ნახევარში იტყობინებოდნენ, რომ მთები ქმნიდნენ მნიშვნელოვან სიძნელეებს სადაზვერვო მონაცემების მიღებასა და მეთაურობამდე (სარდლობამდე) მათ მიტანაში. ამასთან ერთად აღინიშნებოდა, რომ თუ მთები ტყით იყო დაფარული, მაშინ იქმნებოდა ხელსაყრელი პირობები სადაზვერვო რაზმების (дозоры, ოცეული ან ათეული) მოქმედებებისთვის, რომელთაც მუდმივად შეეძლოთ არა მხოლოდ დაზვერვის წარმოება, არამედ მოწინააღმდეგის წვრილი ჯგუფების, ბირთვული თავდასხმის საშუალებების, მართვის პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძებისა და სხვა ობიექტების განადგურება. გარდა ამისა, მოწინააღმდეგის შესახებ მონაცემებს ღებულობდნენ სამეთვალყურეო საგუშაგოების (наблюдательные посты) დახმარებით, რომლებიც იქმნებოდა ყველა ქვედანაყოფში დაწყებული ასეულიდან და ზევით და სხვადასხვანაირი ელექტრონულ-ოპტიკური ხელსაწყოებით აღიჭურვებოდა. მათ გარდა ფართოდ წარმოებდა ჯავშატრანსპორტერების, ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანებისა (ბდმ) და სხვა ტექნიკის შესაბამისი ხელსაწყოების, აგრეთვე სპეციალური რადიოლოკაციური სადგურების გამოყენებაც.

მთები, ღრმა ხეობები და კანიონები, უცხოელი სეციალისტების აზრით, უზრუნველყოფდა მასობრივი დაზიანების იარაღისგან საიმედო დაცვას, მაგრამ ძალზედ საშიში გახლდათ ბირთვული აფეთქების შედეგები (ჩამონაქცევები, ტყის ხანძრები, რადიოაქტიური ნალექები და სხვა). აქ ბევრად უფრო ადვილი იყო ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ორგანიზება. მთები და ტყეები, აგრეთვე ძლიერად დასერილი ადგილმდებარეობა ხელს უწყობდა ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის შენიღბვას, მაგრამ მაღალმთიანობის პირობებში, განსაკუთრებით კი ზამთარში, ეს უკანასკნელი თითქმის შეუძლებელი გახლდათ.

მთებში რთულ პრობლემას წარმოადგენდა ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ერთის მხრივ, აქ საბრძოლო მოქმედებები, სახმელეთო ჯარების სარდლობის შეფასებით, მატერიალურ საშუალებათა მეტ ხარჯვას მოითხოვდა, მეორეს მხრივ კი – მათი მიწოდება მთებში განსაკუთრებით ძნელი გახლდათ, ზოგჯერ კი შეუძლებელიც. ამიტომ რეკომენდირებული იყო ჯარებში ყოველივე აუციულებელის მარაგების წინასწარ შექმნა, რისთვისაც იშლებოდა მომარაგების მეწინავე, სათადარიგო და შუალედური ბაზები და მათზე ხდებოდა სხვადასხვანაირ სატრანსპორტო საშუალებათა მიმაგრება. განცალკევებულ (იზოლირებულ) მიმართულებებზე მოქმედი ნაწილებისა და ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური მომარგება ავტონომიური უნდა ყოფილიყო. სატრანსპორტო საშუალებებს ჩვეულებრივ იყენებდნენ კომპლექსურად, ავსებდნენ რა ერთმანეთით. გადაზიდვები ხორციელდებოდა დიდი რაოდენობით ჩატვირთვა-გადმოტვირთვების გამოყენებით ერთი ტვირთგადასაცლელი (перевалочная) ბაზიდან მეორეზე. უცხოელი სპეციალისტების გათვლები უჩვენებდა, რომ 1 ტ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო იყო ავტომანქანა, ან ვერტმფრენი, ან 14 საპალნე ცხოველი, ან 50 მებარგული.

მთებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის პირადი შემადგენლობის მომზადება ხორციელდებოდა სპეციალური პროგრამების მიხედვით, რომლებიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მთა-გორიანი ადგილმდებარეობის თავისებურებათა შესწავლა, მთებში ბრძოლის წარმოების ტატიკა, სპეციალური სამთო აღკაზმულობის გამოყენება, პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება, სათხილამურო და ფიზიკური მომზადება, რომელიც შეიცავდა ციცაბო აღმართებისა და დაღმართების გადალახვას. მეცადინეობები ტარდებოდა გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, რომლებსაც სპეციალური სკოლები ჰქონდათ დამთავრებული.

ასე, 1-ლი (მე-8) სამთოქვეითი დივიზიის სამეთაურო-საინსტრუქტორო კადრებს ამზადებდნენ სპეციალიზებულ სკოლაში (ჰამელბურგში), სადაც ისინი ზაფხულისა (17 კვირა) და ზამთრის (15) პერიოდებში სწავლობდნენ მთებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების თავისებურებებს. თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე (ანუ 1960-იანი წლების პირველი ნახევრიდან) სკოლას მომზადებული ჰყავდა დიდი რაოდენობით უნტერ-ოფიცერთა და ოფიცერთა შემადგენლობა როგორც ბუნდესვერისთვის, ისე ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების არმიებისთვისაც.

უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების შეტყობიებებით, მთებში მოქმედებებისთვის სამხედრო მოსამსახურეთა პრაქტიკული სწავლება ტარდებოდა სპეციალურ საბანაკო შეკრებებზე. როგორც წესი, იგი მოიცავდა მორზე (მათ შორის სრიალაზეც) ბალანსირებასა და მოძრაობას, პატარა მდინარეების კალაპოტებში ჩაყრილი ქვებით მათ გადალახვას, ბაგირის დახმარებით და მის გარეშე აღმართებისა და დაღმართების გადალახვას, პირადი იარაღიდან ზემოდან ქვემოთ და პირიქით სროლას, აგრეთვე დიდ სიმაღლეებზეც, სათხილამურო წვრთნებსა და ა. შ.

ასეთი გახლდათ ძირითადად 1980-იანი წლების პირველ ნახევარში დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებები მთებში საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებასა და წაროებაზე.

გარდა ამისა, იმავე 1980-იან წლებში გამოქვეყნებული იყო წერილი მთებში საბრძოლო მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფის შესახებ, სადაც ეს თემა უფრო დეტალურად იყო გაშლილი. ქვემოთ მოყვანილია მისი შინაარსიც.

მთებში საბრძოლო მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფა 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1980-იანი წლების დასაწყისში, ნატო-ს ქვეყნების მილიტარისტული წრეები, აგრესიული ომის გაჩაღების გეგმებში, ფართო მასშტაბებით ახორციელებდნენ ადგილმდებარეობის სხვადასხვნაირ პირობებში, მათ შორის მთებშიც, ჯარების საველე გაწვრთნილობის (выучка) დონის შემდგომი ამაღლების ღონისძიებებს.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტები, 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში, ხაზს უსვამდნენ რა ასეთი საბრძოლო მოქმედებებისთვის პირადი შემადგენლობის განსწავლის მნიშვნელობას, შენაერთებისა და ნაწილების მომზადებაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ ბრძოლის ველზე საბრძოლო უზრუნველყოფის, კერძოდ კი საინჟინრო უზრუნველყოფის საკითხებს, ხოლო საინჟინრო უზრუნველყოფის ორგანიზაცია ასეთ პირობებში ხდებოდა რიგი თავისებურებების გათვალისწინებით. მათ, მაგალითად, მიეკუთვნებოდა ძლიერად დასერილი ადგილმდებარეობა, გზების მეჩხერი ქსელი და მათი მცირე გამტარუნარიანობა, ძნელადსავალი ტყეების არსებობა, მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი ცვალებადობა, მძიმე საინჟინრო ტექნიკის გამოყენების შეზღუდულობა, რიგ შემთხვევებში კი – შეუძლებლობაც. მეორეს მხრივ, მთათა მასივები, რომლებიც ბუნებრივ დაბრკოლებებს წარმოადგენდა, იძლეოდა ღრმად დაეშელონებული და მრავალიარუსიანი თავდაცვის ორგანიზებისა და საინჟინრო მიმართებით მისი კარგად აღჭურვის შესაძლებლობას. ხოლო ეს კი, თავის მხრივ, შეტევი ნაწილებისა და მათი მხარდამჭერი მესანგრეთა ქვედანაყოფებისგან მოითხოვდა ადგილმდებარეობაზე სხვადასხვანაირი ხასიათის ღობურების, ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვისთვის დიდი მოცულობის სამუშაოების ჩატარებას.

1980-იანი წლების დასაწყისში უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ საინჟინრო უზრუნველყოფა დამოკიდებული გახლდათ კონკრეტულ ვითარებასა და ჯარების საბრძოლო მოქმედებების ხასიათზე. ითვლებოდა, რომ მთებში შ ე ტ ე ვ ი ს ორგანიზებისას ძირითადი ყურადღება უნდა გაემახვილებინათ (сосредоточивать) შემდეგი ამოცანების გადაწყვეტაზე: საინჟინრო დაზვერვის წარმოება; დანაღმულ ველებსა და სხვა ღობურებში გასასვლელების გაკეთება; მისვლისა (მიტანისა, подвоз) და ევაკუაციის გზების მომზადება; მთის მდინარეებზე, კანიონებსა და ხეობებში გადასასვლელების მოწყობა; საფორტიფიკაციო ნაგებობების დანგრევა; ტაქტიკური საჰაერო დესანტების გადასასხმელად მოედნების მოწყობა და ა. შ.

საინჟინრო დაზვერვა, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, რეკომენდირებული იყო ეწარმოებინათ მთელი არსებული ძალებისა და საშუალებების გამოყენებით. შეტევისთვის მომზადების პერიოდში, მათი აზრით, ძირითადი ყურადღება უნდა გაემახვილებინათ ღობურების, ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების ადგილმდებარეობასა და ხასიათზე, აგრეთვე გზათა დასანგრევად მომზადებული უბნების, დანაღმული ხიდების, გადასასვლელებისა და ცალკეული საწყობებისაც, რომელთა აფეთქებას ჯარების წინსვლაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო. ადგილმდებარეობის საინჟინრო მიმართებით შეფასებისას მნიშვნელოვანი როლი ეთმობოდა ჯარების მოძრაობის მარშრუტების, კანიონებსა და ხეობებში გადასასვლელების განსაზღვრის, აგრეთვე არსებული გადასასვლელების მახასიათებელთა დაზუსტების საკითხებს.

შეტევის მსვლელობისას საინჟინრო დაზვერვის მთავარ ამოცანად ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების დაზვერვა ითვლებოდა. იგი წარმოებდა, როგორც წესი, მესანგრეთა საშტატო ქვედანაყოფებით სატაბელო საშუალებების, ძირითადად კი ნაღმმაძიებლების გამოყენებით. ამავდროულად ხორციელდებოდა ადგილმდებარეობის ხასიათზე, ხიდებისა და გადასასვლელების არსებობასა და ტვირთამწეობაზე, გზათა დანგრეულ უბნებზე, ჩამონაქცევებზე, ჩამონანგრევებსა და სხვა ობიექტებზე მონაცემების შეგროვება და დაზუსტება, რომლებიც აუცილებელი გახლდათ მეთაურისთვის ბრძოლის მსვლელობისას შესაბამისი ზომების მისაღებად. საინჟინრო დაზვერვის ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდირებული იყო, რომ ბრძოლის პერიოდზე შემტევი ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებში დივიზიების მესანგრეთა ბატალიონებიდან გამოყოფილი სადაზვერვო ჯგუფები ჰყოლოდათ. შესაძლებელი იყო აგრეთვე ფართო გამოყენება ეპოვათ ვერტმფრენებსაც.

უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ხაზი ესმებოდა იმას, რომ მთებში შეტევის პირობებში, და განსაკუთრებით კი მოწინააღმდეგის პირველი თავდაცვითი პოზიციის გარღვვევისას, ნაღმ-ასაფეთქებელ და სხვა ღობურებში გასასვლელების გაკეთების ძირითად ხერხად შესაძლოა ქცეულიყო აფეთქების ხერხი (взрывной способ), რადგანაც ადგილმდებარეობის რელიეფი მკვეთრად ამცირებდა სანაღმო ტრალების გამოყენების შესაძლებლობას. აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების არმიებში შეიარაღებაში არსებული განნაღმვის დაგრძელებული მუხტები, მოცულობითი აფეთქების საბრძოლო მასალებით აღჭურვილი სარაკეტო და სავერტმფრენო სისტემები და სხვა საშუალებანი უზრუველყოფდნენ ნაღმ-ასაფეთქებელ ღობურებში 10 მ-მდე სიგანის გასასვლელების გაკეთებას. უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ მთებში ცალკეული ნაღმებისა და ფუგასების, აგრეთვე მათი ჯგუფების დაზვერვისა და მოძებნისთვის, შესაძლებელი იყო გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებაც, რისი გამოცდილებაც ამერიკელებმა ვიეტნამში აგრესიული ომის დროს შეიძენეს.

მთებში შეტევის მსვლელობისას ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის ერთერთ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო ამოცანად ითვლებოდა საბრძოლო მასალების, საწვავ-საცხები მასალების, სურსათისა და სხვა საგნების მიწოდების გზების მომზადება. მათი ქსელის შექმნისას პირველ რიგში არემონტებდნენ და გამართულად ინახავდნენ არსებულ გზებსა და ბილიკებს. გზათა ტრასების არჩევა რეკომენდირებული გახლდათ მთათა კალთების გაყოლებით, რათა ზედმეტი მიწის, ხიდსამშენებლო და სხვა სამუშაოები თავიდან აეცილებინათ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მთათა თხემების მხრიდან სადრენაჟო ნაგებობების მოწყობას. ზამთრის პირობებში გზების ექსპლუატაციის აუცილებლობისას რეკომერნდირებული იყო ადგილმდებარეობის იმ უბნების გათვალისწინება, რომლებზედაც შესაძლებელი იყო თოვლის დიდი ნამქერების წარმოქმნა ან მთებიდან თოვლის ზვავების ჩამოსვლა. ერთსავალიან (однопутные) გზებზე შემხვედრი ტრანსპორტისთვის გვერდის ასაქცევის (разъезд) მოწყობა, გაფართოების ხარჯზე, სასურველი გახლდათ ყოველი 500 მ შემდეგ.

მიწისა და ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარებისთვის გამოიყენებოდა მესანგრეთა ქვედანაყოფების სატაბელო საშუალებები, პირველ რიგში კი უფრო მანევრული და აეროტრანსპორტაბელური მსუბუქი საინჟინრო მანქანები და მექანიზმები. მძიმე ტექნიკის გამოყენება მიზანშეწონილად ითვლებოდა პლატოებსა და ზეგნებზე მიწოდებისა და ევაკუაციის გზების მომზადებისას.

საგზაო სამუშაოების წარმოებისას კლდოვანი გრუნტების დამუშავების განხორციელება რეკომენდირებული იყო ბურღვა-აფეთქების ხერხით. ამ მიზნით გზების მომამზადებელ ქვედანაყოფებს დამატებით აღჭურავდნენ პნევმატური ინსტრუმენტის მქონე საკომპრესორო სადგურებითა და მოტოპერფორატორებით, კუმულატიური მუხტებითა და დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებებით. დანგრეული სახიდო გადასასვლელების, კარნიზებისა და სერპანტინების აღდგენისთვის რეკომენდირებული იყო კოჭებიანი და დაკიდებული ხიდების კონსტრუქციების, გაბიონების, ასაწყობი რკინაბეტონის ელემენტებისა და სხვა მასალების გამოყენება.

ნატო-ს ბლოკის სამხედრო სპეციალისტები მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ აგრეთვე მთის მდინარეებზე, კანიონებსა და ხეობებზე გადასასვლელების მოწყობას. ამ ამოცანას, ისევე როგორც სხვებსაც, წყვეტდნენ ქვეითი ჯარისა და შემტევი ჯარების საბრძოლო რიგებში მყოფი მესანგრეთა საშტატო ქვედანაყოფების ერთობლივი ძალისხმევით. ითვლებოდა, რომ მთის მდინარეებზე გადასასვლელის ძირითადი სახეობა იქნებოდა სახიდო გადასასვლელი, ხოლო ხელსაყრელ პირობებში კი – ფონში გასვლაც. პირადი შემადგენლობის მიერ მთის მდინარების გადალახვისთვის რეკომენდირებული იყო ფეხით სავალი ხიდების გამოყენება, უმთავრესად დაკიდებულის, ხოლო კანიონებზე გადასასვლელებს კი აწყობდნენ დაბრკოლების ფსკერზე ჩასასვლელისა და მოპირდაპირე მხარეს ამოსასვლელის მომზადების გზით (путём подготовки съезда на дно препятствия и выезда на противоположной стороне) ან საბაგირო გზების დახმარებით.

თუკი ადგილმდებარეობის პირობები და ვითარება იძლეოდა საშუალებას, მაშინ აღნიშნული გადასასვლელების მოსაწყობად ხდებოდა სატაბელო გადასალახავი საშუალებების გამოყენება, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისაც საკორპუსო დაქვემდებარების ცალკეული საინჟინრო ნაწილებიდან. ასეთი ქვედანაყოფები, 1980-იანი წლების დასაწყისის უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, იყო ნატო-ს ქვეყნების პრაქტიკულად ყველა ძირითად არმიაში. შეიარაღებაში მათ გააჩნდათ სხვადასხვანაირი სახიდო კონსტრუქციები, საბაგირო-საკიდებელი გზები, გადასალახავი საშუალებები და სხვა ტექნიკა. რიგ შემთხვევებში დაბრკოლებებზე პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის გადასაყვანად რეკომენდირებული გახლდათ ვერტმფრენების გამოყენებაც.

ბრძოლის მსვლელობისას დიდ მნიშვნელობას იძენდა საცეცხლე საფორტიფიკაციო ნაგებობების დროულად დანგრევა, რომლებიც იფარავდნენ უღელტეხილებს, მთებში გასასვლელებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს. არტილერიის, ნაღმსატყორცნებისა და სხვა საშუალებათა ცეცხლით მათი განადგურება იწყებოდა ჯერ კიდევ მათთან შორეულ მისადგომებზე. ხოლო თუკი მათი ჩახშობა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ რეკომენდირებული გახლდათ თითოეული შემტევი ქვედანაყოფის შემადგენლობაში ორ-ორი ჯგუფის შექმნა: საიერიშოსი (შესაბამისი ასაფეთქებელი საშუალებების მქონე მესანგრეთა ჩათვლით) და საცეცხლე მხარდაჭერისა. ასეთი ნაგებობების დასანგრევად აშშ არმიაში ვარაუდობდნენ მესანგრეთა ტანკების გამოყენებას, რომლებსაც ამ მიზნით გააჩნდათ 165-მმ ქვემეხი და პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების მქონე ფუგასური მუხტები.

შეტევის საინჟინრო უზრუნველყოფის დანარჩენი ამოცანები, დასავლელი ექსპერტების შეფასებებით, განისაზღვრებოდა კონკრეტული ვითარებითა და ბრძოლის ჩანაფიქრით და ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის არმიებში წყდებოდა აუცილებელი საშუალებებით აღჭურვილი შესაბამისი ქვედანაყოფებისა და ნაწილების მიერ.

მთებში თ ა ვ დ ა ც ვ ი თ ი ბ რ ძ ო ლ ი ს ორგანიზებისა და წარმოებისას საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები თავდაცვის მდგრადობისა და აქტიურობის ამაღლებაზე დაიყვანებოდა. საინჟინრო ღონისძიებათა მიზანი გახლდათ მასობრივი დაზიანების იარაღისა (მდი) და დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებებისგან ჯარების დაცვის გაძლიერება, მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიების ხელშეწყობა. ნატო-ს ბლოკის სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ თავდაცვას მთებში ჰქონდა კეროვანი ხასიათი და სიმაღლეებზე განლაგებული საყრდენი პუნქტების სისტემას წარმოადგენდა. მათ შორის შუალედების დაფარვა, როგორც ფრონტში, ისე სიღრმეშიც, რეკომენდირებული იყო ყველა საშულების ცეცხლითა და საინჟინრო ღობურებით. დიდი ყურადღევა ეთმობოდა ტანკსახიფათო მიმართულებების უზრუნველყოფას, უღელტეხილებთან, მთებში გასასვლელებთნ, ხეობებთან, ვიწრობებთან მოსადგომების, აგრეთვე მათგან ზეგნებზე გასასვლელების საიმედო დაფარვას, რათა მოწინააღმდეგის ჯარებისთვის გაეძნელებინათ გაშლა და წაერთვათ მანევრის თავისუფლება.

ცალკეულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი სამთო გასასვლელების დაფარვისთვის შესაძლებელი იყო გამაგრებული რაიონების მოწყობაც, რომლებიც თავიანთი ადგილმდებარეობის (местоположение) მიხედვით იყო სასაზღვრო და შიდა, ხოლო საინჟინრო აღჭურვის ხასიათის მიხედვით კი – უწყვეტი, ხაზოვანი, კეროვანი და შერეული. გამაგრებული რაიონის საფუძველს შეადგენდნენ ხანგრძლივი საცეცხლე ნაგებობები (ДОС – долговременные огневые сооружения), რომლებიც გაერთიანებული იყვნენ საყრდენ პუნქტებსა და წინააღმდეგობის კვანძებში. თითოეულ საყრდენ პუნქტში შესაძლებელი იყო რამდენიმე ხანგრძლივი საცეცხლე ნაგებობის არსებობა, რომლებიც განლაგებული იქნებოდნენ სიმაღლის წინა და უკანა ფერდობებზე და მომზადებული იქნებოდნენ ფრონტალური და საფლანგო ცეცხლის წარმოებისთვის. ხდებოდა მათი გულდასმით შენიღბვა და საინჟინრო ღობურებით დაფარვა. გარდა ამისა, გამაგრებულ რაიონში ჯარების ძირითად, სათადარიგო და ცრუ პოზიციებზე აგებდნენ სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებსაც. ამასთან ცრუ საყრდენი პუნქტები და პოზიციები ეწყობოდა გაბატონებულ სიმაღლეებსა და ადგილმდებარეობის (местность) სხვა მკვეთრად გამოხატულ უბნებზე, რომლებზედაც ყველაზე უფრო სავარაუდო იყო შემომტევი მოწინააღმდეგის მიერ დარტყმების მოყენება. ყველა ნაგებობა მზადდებოდა წრიული თავდაცვის საწარმოებლად და ერთიმეორისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად. გამაგრებული რაიონის წინა ხაზის წინ, სიღრმეში და ფლანგებზე ხდებოდა ნაღმ-ასაფეთქებელი და არასაფეთქებელი ღობურების დაყენება. ტანკმოსადგომ (танкодоступные) მიმართულებებზე პირველ რიგში აყენებდნენ დანაღმულ ველებს, ხოლო გზებს კი ამზადებდნენ დასანგრევად.

უცხოურ სამხედრო ლიტერატურაში 1980-იანი წლების დასაწყისში ხაზი ესმებოდა იმას, რომ თავდაცვის საინჟინრო უზრუნველყოფის ძირითადი სიმძიმე ეკისრებოდა საინჟინრო ჯარებს, რომლებიც ყველაზე უფრო შრომატევად სამუშაოებს ატარებდნენ. ამიტომ პოზიციების საფორტიფიკაციო მოწყობა (აღჭურვა) ხორციელდებოდა თვითონ ქვეითი (სამთოქვეითი, მოტოქვეითი) ჯარების მიერ სხვადასხვანაირი ასაფეთქებელი მუხტებისა და კომპლექტების გამოყენებით. ასე, მაგალითად, აშშ არმიაში შემუშავებული ჰქონდათ სპეციალური ასაფეთქებელი კომპლექტი ერთეული სანგრის მოსაწყობად. აუცილებლობის დროს თავშესაფრებისთვის ქვაბულის ამოსაღებად კი ხდებოდა რამდენიმე ასეთი პაკეტის გამოყენება, ან კიდევ სხვებისა, რომლებიც გზების დანგრევისთვის იყო განკუთვნილი. დიდი ბრიტანეთის არმიაში შეიარაღებაში შედგებოდა ასაფეთქებელი კომპლექტი 180 სმ სიღრმის სანგრის მოსაწყობად. მთათა ციცაბო ფერდობებსა და ჩვეულებრივად დაქანებულ კალთებზე (на крутых склонах и косогорах) საცეცხლე საშუალებათა პოზიციების განლაგება რეკომენდირებული იყო იარუსებად. სანგრებისა (окопы) და ტრანშეების ბრუსტვერები კი ქვებისგან ეწყობოდა და მათ ზემოდან გრუნტის ფენას ატკეპნიდნენ.

ხელსაყრელ საგრუნტო პირობებში და ადგილმდებარეობის (местность) მცირე დაქანებისას ღია ტიპის საფორტიფიკაციო ნაგებობების ასაგებად და თავშესაფრებისთვის ქვაბულების ამოსაღებად იყენებდნენ ტრანშეების მთხრელ ექსკავატორებს, მოჯავშნულ მანქანებზე დაკიდებულ საბულდოზერო აღჭურვილობას, მუხლუხიან სატრაქტორო ბულდოზერებს, ამწე-ექსკავატორებს, ერთკოვშიან ექსკავატორებსა და სხვა მანქანებს. დახურული ტიპის საფორტიფიკაციო ნაგებობების აგებისთვის კი დროის შემცირების მიზნით ხდებოდა რკინაბეტონისგან, ტალღოვანი ფოლადისგან და სხვადასხვა ხელოვნური მასალებისგან სამრეწველო ხერხით დამზადებული ასაწყობი კონსტრუქციების გამოყენება.

მაგარ ქანებში თავდაცვითი ნაგებობების ქვაბულების ამოღება წარმოებდა უმნიშვნელო სიღრმეზე. ბრუსტვერების მოწყობა შეიძლებოდა რიყის და სხვა ქვებისგან, კლდეთა ნატეხებისგან. პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის შეფარება გამოქვაბულებში, ბუნებრივ ნიშებსა და სხვა ასეთ ადგილებში იყო რეკომენდირებული.

დასავლეთის სახელმწიფოთა არმიებში დიდი ყურადღება ეთმობოდა ახალ საფორტიფიკაციო საშუალებათა შემუშავებას, რომლებიც მისცემდნენ ხელთ არსებული (ხელმისაწვდომი, подручные) მასალების მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, უცხოელი სამხედრო სპეციალისტები იქიდან ამოდიოდნენ, რომ მთიან რაიონებში მცენარეულობის არარსებობისას ძირითადი საშენი მასალა იქნებოდა მთის ქანები. ამიტომ 1980-იანი წლების დასაწყისში დიდი უპირატესობა ენიჭებოდა ჯარების მიერ გაბიონების გამოყენებას, რომლებიც მოთუთიებული რკინის მავთულებისგან დამზადებულ ოთხკუთხა გალიებს (сетчатые ящики) წარმოადგენდა, სადაც ქვები იყრებოდა. დამცავი კედლის ან ბრუსტვერის მოწყობისას შლიდნენ კარკასს, ფსკერსა და კედლებს მავთულებით გადააბავდნენ, ხოლო მიღებულ ყუთებს კი დატეხილი მთის ქანებით ავსებდნენ, ხელით ან კოვშიანი ჩამტვირთავების დახმარებით. გაბიონები ეწყობოდა რამდენიმე რიგად ან იარუსად, ხოლო შემდეგ კი მათი გადაბმა მავთულებით ხდებოდა.

პირადი შემდგენლობის დასაცავად შეიძლებოდა აეგოთ გვირაბული თავშესაფრები, თითოეული 100 და მეტ ადამიანზე. ანალოგიური ნაგებობები იქმნებოდა აგრეთვე საბრძოლო ტექნიკის შეფარებისა და საცეცხლე წერტილების განლაგებისთვისაც. ყველაფერ ამას, უცხოური პრესის შეტყობინებებით, ამერიკული ჯარები ფართოდ იყენებდნენ კორეაში.

თავდაცვის ორგანიზებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საინჟინრო ღობურების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვნად ამაღლებდნენ თავდაცვისთვის მომზადებული ბუნებრივი მიჯნების მდგრადობას.

ღობურები ეწყობოდა თავდაცვის მთელ სიღრმეზე. მისი წინა ხაზის წინ ისინი იქმნებოდა ტანკებისა და ქვეითი ჯარის მოძრაობისთვის ხელმისაწვდომ ადგილმდებარეობის უბნებზე საასეულო და საოცეულო საყრდენი პუნქტების წინ, დეფილესა (ვიწრობებსა) და გასასვლელებში, აგრეთვე ჩასაფრებათა (засады) პოზიციების წინ. ამ რაიონებში შესაძლო იყო ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების, აგრეთვე ფუგასების დაყენება, მათ შორის ბირთვულისაც, დანაღმული ჩამონაქცევების ან ხერგილების მომზადება. თავდაცვის სიღრმეში ღობურებს აგებდნენ ჯარების პოზიციათა წინ, მოწინააღმდეგის შემოტევის შესაძლო მიმართულებებზე, ტაქტიკური დესანტების სავარაუდო გადმოსხმის ადგილებში, უღელტეხილებზე, დეფილესა და სხვა ადგილებში.

საინჟინრო ღობურების ზოგად სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა გზათა უბნების დასანგრევად მომზადებას, ჩამონანგრევებისა (обвалы) და ჩამონაქცევების (завалы) მოწყობას, მართვადი ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების დაყენებას. უზრუნველყოფის ზოლში, აგრეთვე თავდაცვის სიღრმეში ჯარების მიერ დაკავებულ რაიონებში შესაძლო იყო ბირთვული ნაღმების გამოყენებაც. მათ აყენებდნენ სერპანტინებზე, მთათა ფერდობებზე, ვიწრობებში, ხეობებსა და ისეთ ადგილებში, სადაც ნგრევების მოსაწყობად დიდი რაოდენობით ძალებისა და ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებათა გამოყენება იქნებოდა საჭირო. ადგილმდებარეობის ცალკეულ მისადგომ (ხელმისაწვდომ) უბნებზე შესაძლო იყო დიდი ორმოების შექმნა. ღობურების სახით გზებზე რეკომენდირებული იყო კეროვანი ნგრევების მოწყობაც (2-3 მ სიღრმისა და 6-8 მ დიამეტრის სამი-ოთხი ორმოსი), რომლებსაც შეეძლოთ მოწინააღმდეგის მოქმედებათა შებოჭვისთვის მნიშვნელოვნად ხელის შეწყობა, განსაკუთრებით თუ ეს ორმოები გზის ისეთ უბნებზე იქმნებოდა, რომლებიც დეფილეში ანდა ხეობის ფსკერზე გადიოდა. დეფილეში, როგორც წესი, აყენებდნენ ბორტსაწინააღმდეგო ნაღმებსა და ნაღმ-ხაფანგებს. მთიან-ტყიან ადგილას მიწანშეწონილი გახლდათ სატყეო ხერგილების მოწყობა, რომლებსაც აძლიერებდნენ ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით (მიმართული მოქმედებისა და ნაღმ-სიურპრიზებით). ასევე რეკომენდირებული იყო მოწინააღმდეგის მოძრაობის შესაძლო მიმართულებებზე ხელოვნური წინააღმდეგობების შექმნა, რომლებიც ადგილმდებარეობის რელიეფთან შეხამებით მნიშვნელოვანწილად შეუწყობდნენ ხელს შემოტევის ჩაშლას. მათ უწინარეს ყოვლისა მიეკუთვნებოდა ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, მთიან ადგილას განსაკუთრებით ეფექტური გახლდათ ხეობების, დეფილეს, ზეგნებზე გამოსასვლელებისა და სხვა მსგავსი ადგილების დასაფარავად. ითვლებოდა, რომ ძალების უმნიშვნელო ხარჯვისას შესაბამისი სიღრმისა და სიგანის ტანკსაწინააღმდეგო თხრილები მთებში იძლეოდნენ უფრო მაღალ გადამღობ (заградительный) ეფექტს, ნაღმ-ასაფეთქებელ ღობურებთან შედარებით.

სხვადასხვა სახეობის ღობურების მოწყობის, ხიდებისა და სხვა ობიექტების აფეთქებისთვის ნატო-ს სამხედრო სპეციალისტები იძლეოდნენ ასაფეთქებელი კომპლექტების, კუმულატიური მუხტების, აგრეთვე სპეციალურ აღჭურვილობათა გამოყენების რეკომენდაციას, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იყო ხიდებისა და მათი მსგავსი კონსტრუქციების დანგრევა წყლიდან მიმართული აფეთქების მეშვეობით.

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, თავდაცვითი ბრძოლის საინჟინრო უზრუნველყოფის ერთერთი ამოცანა იქნებოდა მოწინააღმდეგის შემოტევის შესაძლო მიმართულებაზე ნაღმ-ასაფეთქებელი ღობურების დაყენება, თუმცა კი მათით მანევრი მთიანი ადგილმდებარეობის პირობებში მნიშვნელოვნად გაძნელდებული იქნებოდა. ამ მიზნებისთვის ნატო-ს ქვეყნების არმიებს შეიარაღებაში გააჩნდათ დისტანციური დანაღმვის სხვადასხვა ტიპის სისტემები და კიდევ ხდებოდა მათი შემუშავებაც. 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში, გფრ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ბლოკის სხვა წამყვან სახელმწიფოებში ჰქონდათ მიწისზედა, საარტილერიო, სარაკეტო, სავერტმფრენო და სათვითმფრინავო სისტემები. აღინიშნებოდა, რომ ისინი შესაძლო იყო გამოეყენებინათ ღობურების მოსაწყობად მოწინააღმდეგის ჯარების განლაგების რაიონებში; დეფილეებში, ხეობებში, კანიონებში, უღელტეხილებსა და გზათა კვანძებზე წინა ხაზისკენ მომავალი ჯარების კოლონების მიერ მათი გავლის დროს; გაშლის მიჯნებზე; შემომტევთა საბრძოლო რიგებში და უშუალოდ მათ წინ. მთებში დისტანციური დანაღმვისთვის დამახასიათებლად ითვლებოდა აგრეთვე, როგორც წესი, შერეული, მცირე განფენილობისა და დიდი სიმჭიდროვის დანაღმული ველების შექმნა. თანაც ნატო-ს ბლოკის სამხედრო სპეციალისტების ვარაუდით, მთებში თავდაცვისას მოწინააღმდეგის შემოტევის შესაძლო მიმართულებებზე დანაღმული ველების სიმჭიდროვე 2-3-ჯერ მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში.

გფრ სამთოქვეითი დივიზიის ორგანიზაცია 1980-იანი წლების დასაწყისში 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ბუნდესვერის სარდლობამ, აგრძელებდა რა სახმელეთო ძალების დამრტყმელი ძლიერების ზრდას, 1981 წლის მიწურულს დაასრულა კიდევ ერთი ტიპის დივიზიის (სამთოქვეითის) ახალ შტატებზე გადაყვანა. ხაზს უსვამდნენ რა ამ ღონისძიების მნიშვნელობას, უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, რომ სამთოქვეითი ჯარების როლი თანამედროვე ომში არათუ არ შემცირებულა, არამედ, პირიქით, გაიზარდა, რადგანაც მას შეუძლია ისეთ რაიონებში მოქმედება, სადაც ჯართა სხვა გვარეობების გამოყენება გამორიცხული ან უკიდურესად გაძნელებულია. ახალი საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის თანახმად ეს ჯარები კიდევ უფრო გაუმჯობესებულ იქნა და შეგუებული საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის როგორც მთაგორიან, ისე დაბლობ ადგილას.

სამთოქვეითი დივიზია ერთადერთი გახლდათ ბუნდესვერში. თავისი ორგანიზაციის, შეიარაღების, საბრძოლო მომზადების დონის წყალობით, დასავლეთგერმანელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მას შეეუძლო წარმატებით ეწარმოებინა დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებები მთაგორიან ადგილას, ხოლო სატანკო და მოტოქვეით შენაერთებთან ურთიერთმოქმედებით კი – დაბლობ და საშუალოდდასერილ ადგილას (среднепересечённая местность). ახალი სტრუქტურის მიხედვით (ნახატი 7) მასში შედიოდა სამი ბრიგადა, სადივიზიო ნაწილები და ქვედანაყოფები.

[ნახატზე, რომლის სახელწოდებაც გახლდთ „გფრ სამთოქვეითი დივიზის ორგანიზაცია“, სათავეში ნაჩვენები იყო დივიზიის მეთაური და შტაბი (საშტაბო და მომარაგების ასეულით); მათ ექვემდებარებოდნენ: მოტოქვეითი, სატანკო და სამთოქვეითი ბრიგადები; სადაზვერვო, საარტილერიო და საზენიტო-საარტილერიო პოლკები; 14 ბატალიონი (სატანკო, ორი ქვეითი, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, სარემონტო აღდგენითი, მომარაგების, მედიკურ-სანიტარული, ხუთი სათადარიგო და დაცვისა), აგრეთვე საარმიო ავიაციის ესკადრილია და მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის ასეული. მოტოქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ორი მოტოქვეითი, შერეული მოტოქვეითი და სატანკო ბატალიონები, საარტილერიო დივიზიონი და გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ასეული; თითოეულ მოტოქვეით ბატალიონში შედიოდა ხუთი ასეული: საშტაბო და მომარაგების, სამი მოტოქვეითი და ნაღმსატყორცნებისა; შერეულ მოტოქვეით ბატალიონში – ოთხი ასეული: საშტაბო და მომარაგების, ორი მოტოქვეითი და სატანკო; სატანკო ბატალიონში – ოთხი ასეული: საშტაბო და მომარაგების და სამიც სატანკო; საარტილერიო დივიზიონში ნაჩვენები იყო ოთხი ბატარეა: საშტაბო და მომარაგების და სამიც საცეცხლე. სატანკო ბრიგადაში შედიოდა ოთხი ბატალიონი: ორი სატანკო, შერეული სატანკო და მოტოქვეითი, აგრეთვე საარტილერიო დივიზიონი და გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ასეული; თითოეულ სატანკო ბატალიონში - ოთხი ასეული: საშტაბო და მომარაგების და სამიც სატანკო; შერეულ სატანკო ბატალიონში – ოთხი ასეული: საშტაბო და მომარაგების, ორი სატანკო და მოტოქვეითი; მოტოქვეით ბატალიონში – ხუთი ასეული: საშტაბო და მომარაგების, სამი მოტოქვეითი და ნაღმსატყორცნების; საარტილერიო დივიზიონში შედიოდა ოთხი ბატარეა: საშტაბო და მომარაგების და სამიც საცეცხლე. სამთოქვეით ბრიგადაში ნაჩვენები იყო ოთხი სამთოქვეითი ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი და გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ასეული; თითოეულ სამთოქვეით ბატალიონში – ხუთი ასეული: საშტაბო და მომარაგების, სამი სამთოქვეითი და მხარდაჭერისა; საარტილერიო დივიზიონში – ოთხი ბატარეა: საშტაბო და მომარაგების და სამიც საცეცხლე. სადაზვერვო პოლკში ნაჩვენები იყო ორი ბატალიონი: სადაზვერვო და ტექნიკური დავერვისა; საარტილერიო პოლკში – სამი დივიზიონი: საარტილერიო, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „ლარსი“ და საარტილერიო ინსტრუმენტული დაზვერვისა; საზენიტო საარტილერიო პოლკში – ექვსი საცეცხლე ბატარეა]

ნახატი 7. გფრ სამთოქვეითი დივიზიის ორგანიზაცია 1980-იანი წლების დასაწყისში

ბრიგადები (სატანკო, მოტოქვეითი და სამთოქვეითი) – უმცირესი ტაქტიკური შენაერთები გახლდნენ, რომლებსაც ვითარებისა და დასახული ამოცანების მიხედვით შესაძლო იყო ემოქმედათ დივიზის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად. მათი ორგანიზაცია, პირადი შემადგენლობის რიცხოვნება და ძირითადი შეიარაღების რაოდენობა ისეთივე იყო, (სამთოქვეითი ბრიგადის გარდა, ცხრილი 2), როგორც სატანკო და მოტოქვეითი დივიზიების შესაბამისი ბრიგადებისა. სადივიზიო ნაწილები და ქვედანაყოფები განკუთვნილი იყო უმთავრესად დივიზიის სატანკო და მოტოქვეითი ბრიგადების მოქმედებათა უზრუნველყოფისთვის. მათი შემადგენლობა, გარკვეული განსხვავებით (დამატებით შეყვანილი იყო დივიზიის მეთაურის რეზერვის ცალკეული სატანკო ბატალიონი, 54 ტანკი M48A2), სატანკო და მოტოქვეითი შენაერთების სადივიზიო საფუძვლის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ანალოგიური გახლდათ.

ცხრილი 2

გფრ სამთოქვეითი დივიზიის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება და ძირითადი შეიარაღების რაოდენობა 

(ცხრილის დიდი მოცულობის გამო იგი გავყავით სამ ნაწილად; გარდა ამისა, ფრჩხილებში ნაჩვენებია ომიანობის დროის შტატებით გათვალისწინებული პირადი შემადგენლობის რიცხოვნება)

(ნაწილი I)

პირადი შემადგენლობა და . . . . . . . . . . . სატანკო . . . მოტოქვეითი . . სამთოქვეითი 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . ბრიგადა . . . . . ბრიგადა . . . . . . . ბრიგადა

პირადი შემადგენლობა,
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2800 (3350) . . . . . . . 3000 (3600) . . . . . . 4000-ზე მეტი . . 
საბრძოლო ტანკები M48A2 . . . . . . . . . . . . . . . . 110 . . . . . . . . . . . . . . . 54 . . . . . . . . . . . . . . – . . . . 
ქვეითთა საბრძოლო მანქანები
(ქსმ) “მარდერი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .დაახლ. 50 . . . . . . . დაახლ. 70 . . . . . . . . . – . . . . . 
საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები
(ბდმ) “ლუქსი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . 
ჯავშანტრანსპორტერები M113 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 60-ზე მეტი . . . . . . . . . .– . . . .
 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები
M110 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . 
155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები
M109G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .18 . . . . . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . . . . – . . . .
155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები FH70 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . – . . .
105-მმ სამთო ჰაუბიცები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 18 . . .
110-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული
სისტემები (ზცრს) “ლარსი” . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . . . .
35-მმ თვითმავალი საზენიტო
 დანადგარები (თზდ) “ჰეპარდი” . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . . . .
120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები . . . .  6 . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . . . 24 . . . .
ტსმრ გდ-ები “მილანი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .36 . . . . . . . . . . . . . . . 72 . . . . . . . . . . . . . 84 . . . . 
თვითმავალი ტსმრ გდ-ები
“იაგუარ-1” / “ჰოთი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . .12 . . . . . . . . . . . . . – . . . . . 
თვითმავალი ტსმრ გდ-ები
“იაგუარ-2” / “თოუ” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . – . . . . .
90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო
ზარბაზნები “იაგდპანცერი” . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 17 . . . .
სატანკო ხიდგამყვანები “ბიბერი” . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . .4 . . . .
სადაზვერვო უპილოტო საფრენი
აპარატები (უფა) CL-289 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . 
მრავალმიზნობრივი ვერტმფრენები
BO-105M . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . .

(ნაწილი II)

პირადი შემადგენლობა და . . . . . . . . . . . . სადაზვერვო . . . საარტილე- . . . . . საზენიტო . . 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . პოლკი . . . . . რიო პოლკი . . . . . საარტილე-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რიო პოლკი . 

პირადი შემადგენლობა,
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 886 . . . . . . . . . . . . . . . 2000 . . . . . . . . . . . . . 800 . . . . 
საბრძოლო ტანკები M48A2 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .31 . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . – . . . . 
ქვეითთა საბრძოლო მანქანები
(ქსმ) “მარდერი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . 
საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები
(ბდმ) “ლუქსი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 31 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . 
ჯავშანტრანსპორტერები M113 . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .  . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . 
203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები
M110 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . .– . . . . 
155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები
M109G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . 
155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები FH70 . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 18 . . . . . 
105-მმ სამთო ჰაუბიცები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . .
110-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული
სისტემები (ზცრს) “ლარსი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 16 . . . . 
35-მმ თვითმავალი საზენიტო
დანადგარები (თზდ) “ჰეპარდი” . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . .36 . . . 
120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . .
ტსმრ გდ-ები “მილანი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . 
თვითმავალი ტსმრ გდ-ები
“იაგუარ-1” / “ჰოთი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . 
თვითმავალი ტსმრ გდ-ები
“იაგუარ-2” / “თოუ” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . .
90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო
ზარბაზნები “იაგდპანცერი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . 
სატანკო ხიდგამყვანები “ბიბერი” . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . – . . . . 
სადაზვერვო უპილოტო საფრენი
აპარატები (უფა) CL-289 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .12 . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . 
მრავალმიზნობრივი ვერტმფრენები
BO-105M . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . .

(ნაწილი III)

პირადი შემადგენლობა და . . . . . სატანკო . . . . . ორი ქვეითი . . საარმიო . . . . . სულ . . . 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . ბატალიონი . . ბატალიონი . . .ავიაციის . . დივიზიაში 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (თითოში) . . ესკადრილია . . . . . . . . . . .

პირადი შემადგენლობა . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . . 200 . . . . . . . . 19000-ზე . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მეტი (*) 
საბრძოლო ტანკები M48A2 . . . . . . . . . . . . 54 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 249 
ქვეითთა საბრძოლო მანქა-
ნები (ქსმ) “მარდერი” . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . დაახლ. 120
საბრძოლო-სადაზვერვო მან-
ქანები (ბდმ) “ლუქსი” . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .31 . . 
ჯავშანტრანსპორტერები M113 . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . * . . 
203,2-მმ თვითმავალი ჰაუბი-
ცები M110 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . .* . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . .6 . . 
155-მმ თვითმავალი ჰაუბი-
ცები M109G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .36 . .
155-მმ ბუქსირებადი ჰაუბი-
ცები FH70 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . .18 . .
105-მმ სამთო ჰაუბიცები . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . 18 . .
110-მმ ზალპური ცეცხლის
რეაქტიული სისტემები
(ზცრს) “ლარსი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 16 . .
35-მმ თვითმავალი საზენიტო
დანადგარები (თზდ) “ჰეპარდი” . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .36 . . 
120-მმ თვითმავალი ნაღმსა-
ტყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 54 . .
ტსმრ გდ-ები “მილანი” . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 228 . .
თვითმავალი ტსმრ გდ-ები
“იაგუარ-1” / “ჰოთი” . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .12 . .
თვითმავალი ტსმრ გდ-ები
“იაგუარ-2” / “თოუ” . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .12 . .
90-მმ თვითმავალი ტანკსა-
წინააღმდეგო ზარბაზნები
“იაგდპანცერი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 17 . .
სატანკო ხიდგამყვანები
“ბიბერი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .12 . .
სადაზვერვო უპილოტო საფრე-
ნი აპარატები (უფა) CL-289 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 12 . .
მრავალმიზნობრივი ვერტმფრე-
ნები BO-105M . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . . 10 . .

მთაგორიან რაიონებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის შეგუებულ ძირითად ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენდა სამთოქვეითი ბრიგადა. იგი შედგებოდა ოთხი სამთოქვეითი ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონისა და ექვსი ცალკეული ასეულისგან: საშტაბო და მომარაგებისა, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგოსი, საინჟინროსო, მასობრივი დაზიანების იარაღისგან (მდი) დაცვისა, მომარაგებისა და საპალნე ცხოველების.

სამთოქვეითი ბატალიონი წარმოადგენდა სამთოქვეითი ბრიგადის ძირითად საბრძოლო ერთეულს. ის მოიცავდა შემდეგ ასეულებს: საშტაბო და მომარაგებისა, სამ სამთოქვეითსა (ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების სამ-სამი გასაშვები დანადგარით “მილანი” /3-3 ტსმრ გდ “მილანი”/) და მხარდაჭერის (12 ტსმრ გდ “მილანი”). გარდა ამისა, მასში შედიოდა ალპიური ოცეულიც. ბატალიონს შეიარაღებაში გააჩნია ექვსი 120-მმ ნაღმსატყორცნი, ექვსი 20-მმ ავტომატური ზარბაზანი, 21 ტსმრ გდ “მილანი”, სხვა იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 700 ადამიანა აღემატებოდა.

საარტილერიო დივიზიონში შედიოდა ოთხი ბატარეა: საშტაბო და მომარაგებისა (რიცხოვნება დაახლ. 200 ადამიანი) და სამი საცეცხლე (6-6 105-მმ სამთო ჰაუბიცით). პირადი შემადგენლობის რიცხოვნება იყო 350 ადამიანი.

საშტაბო და მომარაგების ასეული განკუთვნილი იყო ბრიგადის შტაბის საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას. მასში მოითვლებოდა დაახლოებით 200 ადამიანი.

გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ასეული განკუთვნილი იყო შორეულ მოსადგომებზე მოწინააღმდეგის ტანკების განადგურებისთვის, თავისი მოტოქვეითი ჯარისა და ტანკების დასაფარავად, ჯარების ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებისთვის. ორგანიზაციულად იგი შედგებოდა მართვის ჯგუფისა (რვა ადამიანი, ორი 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი “იაგდპანცერი”) და სამი ოცეულისგან (თითოეულში 20 ადამიანზე მეტი, 5 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი “იაგდპანცერი”). სულ ასეულში იყო 80 ადამიანი, საბრძოლო ტექნიკის 17 ერთეული და სხვა შეიარაღება.

საინჟინრო ასეული განკუთვნილი გახლდათ ბრიგადის საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფისთვის. მას ჰყავს ორი საინჟინრო ოცეული და ხიდგამყვანების ოცეული. შეიარაღებაში გააჩნდა ოთხი ნაღმების ჩამწყობი, ექვსი სატანკო ხიდგამყვანი (ტხგ) “ბიბერი” (ცხრილში წერია ოთხი) და ექვსი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113. პირადი შემადგენლობის რიცხოვნება იყო 130 ადამიანი.

მდი-გან დაცვის ასეული განკუთვნილი იყო ატომური, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან ბრიგადის ქვედანაყოფების დასაცავად. ის შედგებოდა მართვის ჯგუფისგან, ქიმიური და რადიაციული დაზვერვის ოცეულისგან, მდი-გან დაცვისა და დეზაქტივაციის ოცეულისგან, კავშირგაბმულობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ათეულისგან. სულ ასეულში მოითვლებოდა 120 ადამიანი.

მომარაგების ასეული (280 ადამიანი) გამოიყენებოდა ბრიგადის ქვედანაყოფების მტუ-თვის. 

(დასასრული იხ. ნაწილი III)

ირაკლი ხართიშვილი 

გამოყენებული ლიტერატურა

1) Полковник А. Рыжков, «Боевые действия в горах (По взглядам военных специалистов США)», Зарубежное Военное Обозрение, 1981 г. № 1.

2) Полковник запаса Ю. Королёв, кандидат военных наук, доцент; полковник запаса В. Шамшуров, кандидат военных наук, доцент, «Инженерное обеспечение боевых действий в горах» (По взглядам иностранных военных специалистов), Зарубежное Военное Обозрение, 1981 г. № 11.

3) Полковник Ю. Дмитриев, «Организация горнопехотной дивизии ФРГ», Зарубежное Военное Обозрение, 1982 г. № 2

4) Полковник А. Сергеев, «Боевые действия в горах» (по взглядам западногерманских военных специалистов), Зарубежное Военное Обозрение, 1984 г. № 6.

1 comment:

  1. Я ТЕПЕРЬ ВЫПОЛНЯЮ ФИНАНСИОННО ИЗ-ЗА КРЕДИТА, ПОЛУЧЕННОГО МНЕ ОТ LFDS. Я хотел бы довести это до сведения общественности о том, как я связался с г-ном Бенджамином после того, как потерял работу и получил отказ в ссуде от банка и других лиц. финансовое учреждение из-за моего кредитного рейтинга. Я не мог платить за детей. Я задерживала оплату счетов, меня чуть не вышвырнули из дома из-за моей неспособности платить за квартиру. Именно в этот период моих детей забрали у меня приемные семьи. Затем я решил искать средства в Интернете, где я потерял 3670 долларов, которые я одолжил у друзей, которые меня украли две компании, занимающиеся онлайн-кредитованием. Пока я не прочитал о ссуде онлайн (247officedept@gmail.com) где-то в Интернете, я все еще не убедил меня из-за того, через что я прошел, пока мой родственник, который является духовенством, также не рассказал мне о текущей схеме ссуды в очень низкая процентная ставка 1.9 %% и прекрасные условия погашения без штрафа за просрочку платежа. У меня нет другого выбора, кроме как связаться с ними, что я сделал через текст + 1-989-394-3740, и г-н Бенджамин ответил мне. Этот день был для меня лучшим и величайшим днем ​​в моей жизни, который никогда не забудется, когда я получить кредитное уведомление о сумме кредита в размере 400 000 долларов США, на которую я подал заявку. Я эффективно использовал ссуду, чтобы выплатить долги и начать свой бизнес, и сегодня я и мои дети очень счастливы и довольны. Вы также можете связаться с ними по электронной почте: (247officedept@gmail.com) Горячая линия WhatsApptext: + 1-989-394-3740 Почему я это делаю? Я делаю это, чтобы спасти как можно больше нуждающихся в ссуде, чтобы не стать жертвой мошенничества в Интернете. Спасибо и благослови вас всех, я Александр Артем из БК Horizon Park, Украина.

    ReplyDelete