Monday, September 16, 2013

საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხების შესახებ


(წერილი გამოქვეყნდა გაზეთახალი 7 დღის” 2005 წლის 2-8 დეკემბრისა და 9-15 დეკემბრის ნომრებში სათაურითევროპული გამოცდილება თუ ამერიკული რჩევა-დარიგებები?”)

საქართველოს სამხედრო მშენებლობის საქმეში პრობლემები დღეს არ გაჩენილა. მათ 10-15 წლის ისტორია გააჩნიათ. ამ წერილში ჩვენ შევეხებით უფრო ძირეულ საკითხებს, რომელთა გაუცნობიერებლადაც ქართული სახელმწიფო ვერ შეძლებს თავდაცვის ეფექტური სისტემისა და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალბებას. პირადად ჩვენ 1991 წლიდან ვსწავლობთ დასავლეთის სახელმწიფოთა (უმეტესად კი აშშ-ის) თანამედროვე სამხედრო მშენებლობის გამოცდილებას და წინამდებარე წერილშიც საკითხები განხილული იქნება იმ ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, რომლებიც ამ წლებში დაგვიგროვდა.

თანამედროვე ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობის ორიენტირად ჩვენს ხელისუფლებას 1998 წლიდან, თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძის დანიშვნის შემდეგ, აღებული აქვსნატო- სტანდარტებისშესაბამისი მცირერიცხოვანი პროფესიული ჯარების ჩამოყალიბება, რომელთაც თურმე ქვეყნის თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა შეეძლებათ. მაგრამ ნატო- ბლოკის ქვეყნების გარდა, ევროპაში არსებობენ მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებიცფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, რომელთაც ნატო-ში შემავალ ნიდერლანდებთან, ბელგიასთან, დანიასთან და პორტუგალიასთან შედარებით, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები გამოჰყავთ ომიანობის დროს ქვეყნის დასაცავად, ხოლო ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების ორგანიზაციით, შეიარაღებითა და საბრძოლო მომზადებით, ქვეყნის ტერირორიის ოპერატიული აღჭურვითა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციით არათუ არ ჩამოუვარდებიან ჩრდილოატლანტიკური კავშირის მონაწილე მცირე ევროპულ სახელმწიფოებს, არამედ ბევრ რამეში აღემატებიან კიდეც მათ.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ნატო- ბლოკის წევრი მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების, აგრეთვე რეზერვების რიცხოვნების მაჩვენებლები 1991 და 2000 წლებში (სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემის Military Balance მიხედვით).

ცხრილი 1

ნატო- ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების, აგრეთვე რეზერვების რიცხოვნება 1991 და 2000 წლებში

(ფრჩხილებში მოცემულია შეიარაღებული ძალებისა და რეზერვის რიცხოვნების პროცენტული წილი მთელი მოსახლეობის რიცხოვნებაში; ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები, ადამიანი, B – ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები, ადამიანი)

. . . ქვეყანა . . . . . . . . სამხედრო . . . .მოსახლეობა, . . A . . . რეზერვები, . . . B . . .
. . . . . . . . . . . . . . . . .ბლოკისადმი . . . .ადამიანი . . . . . . . . . . .ადამიანი . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . კუთვნილება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1 9 9 1 

ნიდერლანდები . . . ნატო- წევრი . . . . . 14810800 . . . . 101400 . . . 152400 . . . 253800
. . . . . . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,69) . . . . . (1,03) . . . . . (1,72)
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9860800 . . . . .85450 . . . 234000 . . . 319400 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,88) . . . . .(2,37) . . . . (3,24)
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5081800 . . . . .29400 . . . 142700  . . . 172100 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,58) . . . . .(2,81) . . . . .(3,39)
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4207800 . . . . .32700  . . . 358000 . . . 390700 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,78) . . . . . (8,51) . . . . (9,29)
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10174400 . . . 158500 . . . .406000 . . . 591500
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (1,56) . . . . . (3,98) . . . .  (5,81)

ფინეთი . . . . . . . . .ნეიტრალური . . . . .  .5023200 . . . .31800 . . . .500000** . .531000 
. . . . . . . . . . . . . . . . . ქვეყნები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,63) . . . . (9,95) . . . .  (10,57)
შვეიცარია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6503800 . . . . . * . . . . . . 625000 . . . . 625000 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(*) . . . . . (9,61) . . . . . .(9,61)
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .8340200 . . . .63000 . . . 709000 . . . .772000
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,76) . . . . (8,50) . . . . (9,25)

ისრაელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4822000 . . . 141000 . . . 504000 . . . .645000
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(2,92) . . . .(10,44) . . . . (13,38)

2 0 0 0 

ნიდერლანდები . . . ნატო- წევრი . . . . .15794000 . . . . 51940 . . . . 32200 . . . . 84140
. . . . . . . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,33) . . . . . (0,21) . . . .  (0,53)
ბელგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10126000 . . . . 39250 . . . 152050 . . . 191300
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,39) . . . . .(1,51) . . . . .(1,89)
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5267000 . . . . 21810 . . . 123580 . . . 145390
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,42) . . . . .(2,35) . . . . .(2,76)
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4443000 . . . .26700 . . . 222000 . . . 248700
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,60) . . . . (4,98) . . . . . (5,60)
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10692000 . . . 59170 . . . 291000 . . . 450270
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (1,49) . . . . .(2,72) . . . . .(4,21)

ფინეთი . . . . . . . . . ნეიტრალური . . . . . . 5183000 . . . 31700 . . . 485000 . . . 516700
. . . . . . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,57) . . . . (9,36) . . . . . (9,97)
შვეიცარია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7090000 . . . . * . . . . . .351200 . . . .351200
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (*) . . . . . .(4,98) . . . . .(4,98)
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8947000 . . . 52700 . . . 570000 . . . 622700
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,59) . . . .(6,37) . . . . (6,96)

ისრაელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6200000 . . 172500 . . . 425000 . . . 597500
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (2,78) . . . . .(6,86) . . . . (9,64)

* შვეიცარიის მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა 4,5 თვეა, რომლის განმავლობაშიც გაწვეულები გადიან საწყის სამხედრო მომზადებას, ხოლო შემდეგ კი გადადიან რეზერვში. შესაბამისად, იქ წელიწადში ორჯერ ხდება სახედრო სამსახურში გაწვევა. სამაგიეროდ რეზერვისტები შვეიცარიაში გადიან მნიშვნელოვნად უფრო მეტი რაოდენობის, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის საბანაკო შეკრებებს, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში სამსახური ერთ წელს ან მასზე უფრო მეტ ხანს გრძელდება.
** 1991 წელს ფინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში გეგმავდა 700000 ადამიანის მობილიზაციას, მათგან 500000-სა იარაღით ხელში სამსახურისთვის და 200000-სა კი იარაღის გარეშე. ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ იმ რეზერვისტების რიცხოვნება, რომლებიც იარაღით ხელში უნდა გამოსულიყვნენ ომის შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

1-ლი ცხრილიდან ჩანს, რომ ნატო- ბლოკში რაიმე სტანდარტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნებასთან მიმართებაში არც ცივი ომის დროს არსებულა და არც დღეს არსებობს. ყველაფერი დამოკიდებული იყო და არის ამა თუ იმ მცირე სახელმწიფოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და მოსალოდნელ სამხედრო მუქარებზე. სახელდობრ, ნიდერლანდები და ბელგია ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოებისგან დაშორებული იყვნენ ფედერაციული გერმანიის ტერიტორიით. საკუთრივ მათ ტერიტორიაზე კი ნატო- სარდლობის გეგმებით მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოება არ იყო გათვალისწინებული. ამიტომაც ომიანობის დროს მათ შედარებით ნაკლები რიცხოვნების შეიარაღებული ძალების გამოყვანა ევალებოდათ. დასავლეთ გერმანიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ტერიტორია შეადგენდა ნატო- ბლოკის ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრს (ომთ), სადაც თავმოყრილი იყო ალიანსის სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფებები, ძირითადად დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. აქ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებული იყო ნატო- სამოკავშირეო (გაერთიანებული) სახმელეთო ჯარების არმიების ორი ჯგუფიჩრდილოეთისა და ცენტრალური. არმიების ჩრდილოეთის ჯგუფში შედიოდნენ ბრიტანული რაინის არმია, აგრეთვე დასავლეთგერმანული, ნიდერლანდური და ბელგიური საარმიო კორპუსები; არმიების ცენტრალურ ჯგუფში კიორი დასავლეთგერმანული და ორი ამერიკული საარმიო კორპუსები, აგრეთვე კანადური ჯავშანსატანკო ბრიგადა. არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად დასავლეთ გერმანიის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნახევარში განლაგებული იყო სამოკავშირეო (გაერთიანებული) ტაქტიკური მე-2 საავიაციო სარდლობა დასავლეგერმანული, ბრიტანული, ბელგიური და ჰოლანდიური საბრძოლო საავიაციო შენაერთებისა და ნაწილების შემადგენლობით, ხოლო არმიებს ცენტრალური ჯგუფის ჯარების საავიაციო მხარდაჭერის ამოცანების შესრულება კი ეკისრებოდა მე-4 სამოკავშირეო (გაერთიანებულ) ტაქტიკურ საავიაციო სარდლობას დასავლეთგერმანული და ამერიკული ტაქტიკური საჰაერო ძალების შემადგენლობით, რომელიც განლაგებული იყო ფედერაციული გერმანიის ტერიტორიის სამხრეთ ნახევარში. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედებებისთვს განკუთვნილი ბრიტანული და ამერიკული ტაქტიკური საავიაციო შენაერთებისა და ნაწილების ერთი ნაწილი მშვიდობიანობის დროს განლაგებული გახლდათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ასეთ პირობებში ნიდერლანდებისა და ბელგიის სამხედრო ხელმძღვანელობას ეკისრებოდა თითო-თითო საარმიო კორპუსის შენახვა მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე. სახელდობრ, 1990-იანი წლების დასაწყისისთვის, ჰოლანდიური კორპუსის შემადგენლობაში შედოდნენ სამი მექანიზებული ქვეითი დივიზია, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები; ბელგიურ კორპუსში კიჯავშანსატანკო ბრიგადა, ხუთი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, “კომანდოსებისსაპარაშუტო პოლკი და სხვა ერთეულები.

ნორვეგია, დანია და დასავლეთ გერმანიის უკიდურესი ჩრდილოეთ რაიონი (შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწა) შედიოდნენ ჩრდილოევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრში (ომთ), სადაც თითოეულ მათგანს ეკისრებოდა საკუთარი ტერიტორიის თავდაცვა, ითვალისწინებდნენ აგრეთვე ნორვეგიასა და დანიაში გაძლიერების ამერიკული და ბრიტანულ ჯარების გადმოსროლასაც. რამდენადაც ნორვეგია უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს და . . “ცხელ რაიონშიიმყოფებოდა, მის სარდლობა გეგმავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 9,3 %-ის მობილიზებას და ამ მაჩვენებლით იგი უტოლდებოდა ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს. ნორვეგიის სახმელეთო ჯარებში შედიოდნენ ერთი საბრძოლო ბრიგადა, დისლოცირებული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, და ათი სასწავლო პოლკი, რომლებში საბრძოლო მომზადებას უტარებდნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვეულ რიგით და სერჟანტთა შემადგენლობას. ომის დაწყების შემდეგ კი მათ საფუძველზე გეგმავდნენ კიდევ ათი საბრძოლო ბრიგადის ჩამოყალიბებას, რომლებსაც გაძლიერების ბრიტანულ და ამერიკულ ჯარებთან ერთობლივად უნდა დაეცვათ ნორვეგიის ტერიტორია.

ნორვეგიის მეზობელ დანიაში კი ცივი ომის მიწურულს ომიანობის დროის შეიარაღებულ ძალებში უნდა გამოეყვანათ ქვეყნის მოსახლეობის სულ 3,4 %. ამ ქვეყნის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მშვიდობიანობის დროს მოითვლებოდა ხუთი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა და სხვა ერთეულები. ომის დროს კი გემავდნენ კიდევ სამი ქვეითი ბრიგადის მობილიზაციას. გარდა ამისა, ამერიკული სარდლობა ვარაუდობდა გაძლიერების სამ დივიზიამდე გადმოსროლას (თითოეული სამ-სამი ბრიგადის შემადგენლობით, ანუ სულ ცხრა საბრძოლო ბრიგადამდე).

იტალია, საბერძნეთი და თურქეთი შედიოდნენ სამხრეთევროპული ომთ-ის შემადგენლობაში, სადაც თითოეული სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს თავად ეკისრებოდა თავისი ქვეყნის თავდაცვა გაძლიერების ამერიკულ და ბრიტანულ ჯარებთან ერთობლივად. საბერძნეთი ემეზობლება თავის ისტორიულ დამპყრობელს, თურქეთს, რომელთანაც 1973 წლის ზაფხულიდან კონფლიქტი აქვს კვიპროსის გამო. ამიტომ იგი ინახავს როგორც შედარებით მრავალრიცხოვან მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს (მოსახლეობის დაახლოებით 1,5 %), ისევე ომიანობის დროსაც ვარაუდობს იარაღის ქვეშ თავისი მოსახლეობის დაახლოებით 5,8 %-ის დაყენებას. საბერძნეთის სახმლეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში მოითვლებოდა 11 საბრძოლო დივიზია (ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ცხრა ქვეითი), საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადა, “კომანდოსებისპოლკი და სხვა ერთეულები.

ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები: ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია ხელმძღვანელობენ მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინით, მაგრამ თავიანთი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად ისე აქვთ აწყობილი საკუთარი თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალების მშენებლობა, რომ ომიანობის დროს გეგმავენ უმოკლეს ვადებში შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზაციას. შესაბამისად, 1990-იანი წლების დასაწყისში ფინეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო 27 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, “ეგერთაქვეითი /მექანიზებული ქვეითი/ და 24 ქვეითი; მათგან 11 სასწავლო და 16 სარეზერვო), სანაპირო არტილერიის ორი პოლკი და სამი ცალკეული დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), ორი საზენიტო-საარტილერიო პოლკი, რეზერვის დაახლოებით 50 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი) და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 200 ცალკეული ბატალიონი და ასეული (ასევე რეზერვის შემადგენლობაში).

შვეიცარიის სახმელეთო ჯარებში შედიოდა 13 დივიზია (ექვსი საველე /მექანიზებული ქვეითი/, სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა; სულ 40-მდე ბრიგადა/პოლკი), ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა და სხვა ჯარები; შვედეთში – 21 საბრძოლო ბრიგადა (ხუთი ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, ათი ქვეითი და ხუთიცნორლანდისა”), 100 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი) და სხვა ერთეულები; ისრაელში – 12 ჯავშანსატანკო დივიზია, აერომობილური მექანიზებული დივიზია (40-მდე ბრიგადა/პოლკი), ხუთი ცალკეული მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, სასაზღვრო რაიონების თავდაცვის სამი ქვეითი დივიზია და ათი ცალკეული ქვეითი ბრიგადა, აგრეთვე სხვა ერთეულები.

ზემოაღნიშნულ სახელმწიფოთა ძირითადი შეტევითი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში, ზემოხსენებული ლონდონური წყაროს მიხედვით, მოყვანილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

ნატო- ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის შეტევითი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – სამხედრო ბლოკისადმი კუთვნილება, B – საბრძოლო ტანკები, Cმოჯავშნული საბრძოლო მანქანები, D – საველე საარტილერიო სისტემები, E – დამრტყმელი ვერტმფრენები, F – საბრძოლო თვითმფრინავები)

სახელმწიფო . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . B . . . . . C . . . . . D . . . . . E . . . F . . .

1 9 9 1 

ნიდერლანდები . . . ნატო- წევრი . . . . 913 . . . 3216 . . . 824 . . . – . . . 204
ბელგია . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . 359 . . . 1935 . . . 376 . . . – . . . 185
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .499 . . . . 595 . . . 553 . . . – . . . 106
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 211 . . . . 203 . . . .527 . . . – . . . .94
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1879 . . . 2091 . . . 1908 . . . – . . 448

ფინეთი . . . . . . . . . . ნეიტრალური . . . . .120 . . . . 558 . . . 1200+ . . – . . .118
შვეიცარია . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . .870 . . . 1350 . . . 1485 . . . – . . .289
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .785 . . . . 800 . . . 1520 . . . 20 . . 470

ისრაელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4488 . . .10380+ . .1670+ . . 94 . . 693

2 0 0 0 

ნიდერლანდები . . . ნატო- წევრი . . . . . 370 . . . . 787 . . . . 397 . . . 42 . . 157
ბელგია . . . . . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . 140 . . . . 588 . . . .242 . . . – . . . .149
დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .248 . . . . 315 . . . . 475 . . . 12 . . . 69
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .170 . . . . 314 . . . .184 . . . – . . . . .79
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1735 . . .2475 . . .1894 . . . 20 . . . 458

ფინეთი . . . . . . . . ნეიტრალური . . . . . . . 230 . . . 1063* . . 1937 . . . – . . . . 64
შვეიცარია . . . . . . . . ქვეყნები . . . . . . . . . 556 . . . .1538* . . 1092 . . . – . . .154
შვედეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .537 . . . 2067 . . .1050 . . . 20 . . 250

ისრაელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3900 . . . 9900 . . . 1050 . . . 94 . . 693

* აქ მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან ერთად ნაჩვენებია არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანებიც, მაგალითად საინჟინრო, მეწინავე საარტილერიო დამკვირვებელთა და სხვა, რომლებიც CFE-ხელშეკრულებით შეზღუდვას არ ექვემდებარება, მაგრამ ვინაიდან ლონდონური ინსტიტუტის გამოცემაში ისინი არ ყოფილა ცალკე გამოყოფილი, ამიტომ ჩვენც მოჯავშნული მანქანების რაოდენობა მთლიანად მოვიტანეთ, თუმცა კი ამ საერთო რაოდენობაში მნიშვნელოვნად უფრო მეტია სწორედ მოჯავშნული საბრძოლო მანქანების ხვედრითი წილი.

როგორც ვხდავთ, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებისა და ისრაელის ფონზე ნატო- ბლოკის მონაწილე მცირე ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები მეტად მოკრძალეულად გამოიყურება. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი შეხედულება. 1996 წლის აპრილში თბილისში, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარებულ იქნა ნატო- პირველი ღია წარმომადგენლობითი კონფერენცია საქართველოში თემაზემცირე სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება”, რომელზედაც სპეციალურად ჩამოყვანილმა ამერიკელმა ექსპერტმა ქენეთ ბრაუერმა განაცხადა: “რესურსები, რომლებსაც ქვეყანა გამოყოფს საკუთარი თავდაცვისთვის, ხალხი და კაპიტალია. ნატო- წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18-38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2-10 %-, ეს იმიტომ რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %-. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში 5 მილიონი მოსახლეობაა, ნატო- პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ ადამიანზე შეიძლება 500-550 ათასიანი არმიის მობილიზებაც. ეს დიდი ძალაა. ნატო- ქვეყნებში თავდავას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით. ნატო- ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 2-2,5 %-, აშშ კი ხარჯავს საერთო ეროვნული პროდუქტის 5-6 %. საერთოდ მრავალ ქვეყანაში თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 5 %-ზე მეტს, მაგრამ მაინც აქვთ კარგი ეკონომიკური შედეგები”.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალების მშენებლობის მექანიზმს, ამერიკელი ექსპერტი ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ გვირჩევდა: “პატარა ქვეყნებში არმია (იგულისხმება მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები. .) მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს, მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18-თვიანი გაწვევა; ამ ვადის პირველ მესამდში ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ იგი გადავა რეზერვში და მას ახალი შეცვლის. ეს არის უწყვეტი ჯაჭვი და ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში 5-6 წელიწადში ჩამოყალიბდება მაღალკვალიფიციური არმია... გაწვევას უნდა დაექვემდებაროს ყველა, მაგრამ მიზანი არის არა დიდი ჯარის შექმნა (იგულისხმება იგივე მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები. .), არამედ ინდივიდთა გაწვრთნა, შეკავშირებული, შეკრული ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილში იმსახურებენ შემდგომი ოცი წლის განმავლობაში. იწყებთ თავიდან პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500-ათას კაციანი რეზერვი. იმედია, ამ დროისთვის ფულიც გექნებათ” (საჭირო რაოდენობისა და ხარისხის საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების შესაძენად. .)

როგორც ვხედავთ, ამერიკელი ექსპერტის მიერ 1996 წლის აპრილში ჩვენთვის მოცემული რეკომენდაციები ნათელი, მკაფიო და მარტივია. იგი გვირჩევს სამხედრო მშენებლობაში ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის გამოცდილების შესწავლასა და გაზიარებას. ჩვენს ხელისუფლებას  რომ ეს რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, გასული 9 წლის განმავლობაში ისეთი თავდაცვის სისტემა უნდა აგვეშენებინა, რომ კრიზისულ სიტუაციებში ან ომიანობის დროს შეგვძლებოდა უკვე 225-ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია შესაბამისი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით. მაგრამ ამაზე ჩვენს ხელისუფლებაში თავი არ შეუწუხებიათ. პირიქით, 1998 წელს თავდაცვის მინისტრად ამერიკაში განათლებამიღებული და მომზადებული დავით თევზაძის დანიშვნის შემდეგ, თადაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, რევაზ ადამიას ინიციატივით მოწვეული ნატო- ბლოკის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (ხელმძღვანელი ბრიტანელი გადამდგარი გენერალი სერ ჰარი ჯონსონი) რეკომენდაციებით საქართველოში დაიწყეს ზრუნვა სულ 12-ათასიანი პროფესიული შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე.

მაშინ ბრიყვები ყოფილან ფინეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, საბერძნეთისა და ისრაელის სარდლობები, ვინაიდან 500-700 ათასიანი შეიარაღებული ძალების გამოყვანას გეგმავენ იმავე ამოცანების გადასაჭრელად, რომელთა გადაწყვეტასაც საქართველოს ხელმძღვანელობა, ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტების რჩევებით, სულ 12-ათასიანი შეიარაღებული ძალებით აპირებს და იმედოვნებს.

...მეორე, ცივი ომის მიწურულს აშშ სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ირიცხებოდა 27 საბრძოლო დივიზია: ექვსი ჯავშანსატანკო, რვა მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი, ხუთი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო. ჯავშანსატანკო  და მექანიზებული ქვეითი დივიზიები წარმოადგენს . . “მძიმედივიზიებს, რომელთა საბრძოლო ქვედანაყოფებს შეადგენენ მხოლოდ სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები. ჯავშანსატანკო (მექანიზებულ ქვეით) დივიზიაში 1980-იანი წლების მეორე ნახევარში შედიოდა ექვსი (ხუთი) სატანკო და ოთხი (ხუთი) მოტოქვეითი ბატალიონი, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამი დივიზიონი (ბატალიონი), 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS ბატარეა, საარმიო ავიაციის ბრიგადა, რომელშიც იყო სადაზვერვო, დამრტყმელი, ზოგადი დანიშნულებისა და სატრანსპორტო-სადესანტო (მძიმე სატრანსპორტო) სავერტმფრენო ქვედანაყოფები, მათ შორის 50-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი, და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. ქვეითი დივიზიის საბრძოლო შემადგენლობაში კი შედიოდა თითო-თითო სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონები, რვა ქვეითი ბატალიონი, 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბუიცების სამი დივიზიონი, 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების დივიზიონი, 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS ბატარეა, სავერტმფრენი ქვედანაყოფები და სხვა ერთეულები. ამ შენაერთების საშტატო ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე საარტილერიო შეიარაღება (100 მმ და მეტი ყალიბისა) ნაჩვენებია მე-3 ცხრილში.

ცხრილი 3

ამერიკული საბრძოლო დიიზიების საშტატო ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე საარტილერიო შეიარაღება 1980-იანი წლების მეორე ნახევარში

ჯავშანსატანკო ტექნიკა . . . . . . . ჯავშანსატანკო . . მექანიზებული . . ქვეითი . . მსუბუქი
და საველე არტილერია . . . . . . . . დივიზია . . . . . . .ქვეითი დივი- . . .დივიზია . . ქვეითი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ზია . . . . . . . . . . . . . . . . . . . დივიზია

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . 348 . . . . . . . . . . . . . . . 290 . . . . . . . . . . . 54 . . . . . . . . – . . .

მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .700 . . . . . . . . . . . . . . . 766 . . . . . . . . . . 133 . . . . . . . . – . . .
. . მათ შორის:
. . . ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . .  216 . . . . . . . . . . . . . . .272 . . . . . . . . . . . 56 . . . . . . . . – . . .
. . . საბრძოლო სადაზვერვო მან-
. . . ქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 118 . . . . . . . . . . . . . . .118 . . . . . . . . . . . 34 . . . . . . . . – . . .
. . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . .366 . . . . . . . . . . . . . . 376 . . . . . . . . . . . 43 . . . . . . . . – . . .

საველე საარტილერიო სისტემები . . . . .147 . . . . . . . . . . . . . . 147 . . . . . . . . . . 124 . . . . . . . .96 . . .
. . მათ შორის:
. . . 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 54 . . . . . . . 54 . . .
. . . 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცები . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . 6 . . .
. . . 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები . . . . 72 . . . . . . . . . . . . . . . 72 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . .
. . . 227-მმ ზალპური ცეცხლის
. . . რეაქტიული სისტემები . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . – . . .
. . . 106,7-მმ ბუქსირებადი ნაღმ-
. . . სატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . .43* . . . . . . 36**
. . . 106,7-მმ თვითმავალი ნაღმ-
. . . სატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . .66 . . . . . . . . . . . . . . . .66 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . .

* ქვეით დივიზიაში შედიოდა კიდევ 81 ერთეული 81-მმ ნაღმსატყორცნი.
** მსუბუქ ქვეით დივიზიაში შედიოდა კიდევ 81 ერთეული 60-მმ ნაღმსატყორცნი.

ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი დივიზიები გაჯერებულია ჯავშანსატანკო ტექნიკითა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით და ხასიათდება მაღალი ჯავშანდაცულობით, საცეცხლე სიმძლავრითა და ბრძოლის ველზე მობილურობით (ტაქტიკური მობილურობით). ქვეითი და, მით უმეტეს, მსუბუქი ქვეითი შენაერთები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან მათ ამ კომპონენტებში.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობამ 27 საბრძოლო დივიზია 18-მდე შეამცირა და დღესდღეობით აქ მოითვლება ხუთი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი, ორი საშუალო, სამი მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-სადესანსტო და საჰაერო-საიერიშო დივიზიები. ამრიგად, პენტაგონის ხელმძღვანელობამ 1990-იან წლებში ძირითადად შეამცირა ქვეითი და მსუბუქი ქვეითი დივიზიების რაოდენობა (მთლიანობაში რვა ერთეულით), ხოლო . . “მძიმედივიზიების რიცხვი კიუფრო ნაკლებად (სამი ერთეულით). ამასთანავე, ჩამოაყალიბა ახალი ტიპის ორი შენაერთი. . “საშუალო”, რომლებიც წარმოადგენენ ჯავშანსატანკო ტქენიკისა და საველე არტილერიის საშტატო რაოდენობის მიხედვით შუალედურსმძიმედა ქვეით შენაერთებს შორის.

ამის საპირისპიროდ, იგივე ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ჩვენ გვირჩევენ, რომ აქცენტი გადავიტანოთ მხოლოდ ქვეითი და მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფებისა და ნაწილების ჩამოყალიბებაზე და გვარწმუნებენ, ამითაც მაგრები იქნებითო. ისინი რომ გვეუბნებიან, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რატომღა ვიტყუებთ თავს? რაც მთავარიათავს ვიტყუებთ ამერიკელების საამებლად, საკუთარი სამშობლო და უფალი კი გვავიწყდება. ამგვარი სიცრუის გამო მასში ჩართულ ხელისუფლებას, . . პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მოუწევთ პასუხისგება და საკმაოდ მძიმედაც.

საქართველოს სამხედრო მშენებლობის კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხია ამერიკული სამხედრო მშენებლობის მოდელის ქართულ ნიადაგზე პირდაპირ კალკურად გადმოტანის მცდელობა, რაც ასევე ამერიკელთა არაკეთილი განზრახვების, ხოლო ჩვენი ხელისუფლების უმეცრების, სიბეცისა დაძია სემისადმიმაამებლობის მაჩვენებელია.

საქმე ეხება მცირერიცხოვანი პროფესიული ჯარისა და რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების შეხამების ამერიკული მოდელის გადმოტანას. მაგრამ საქმეს უფრო ღრმად თუ ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ასეთი საქმიანობა თავისი არსით ეწინააღმდეგება სამხედრო მშენებლობის თავად ამერიკულ გამოცდილებას. საქმე ის არის, რომ აშშ წარმოადგენს კუნძულოვან სახელმწიფოს, რომელიც ევროპისა და აზიის ძლიერი ქვეყნებისგან იზოლირებულია ატლანტისა და წყნარი ოკეანეებით, და ამ მხრივ დაცულია მის ტერიტორიაზე სავარაუდო მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების მოულოდნელი შეჭრისგან, რასაც მოკლებული არიან კონტინენტური სახელმწიფოები, რომელთაც მეზობლად შეიძლება ჰყავდეთ თავიანთი თანაზომადი ქვეყნები და მათგან მოსალოდნელი შესაძლო სამხედრო მუქარების განეიტრალებისთვის სჭირდებათ არა მცირერიცხოვანი და პროფესიული შეიარაღებული ძალები, არამედ ისეთი რომელთა შესახებად ქენეთ ბრაუერის სიტყვები ზემოთ გვქონდა მოყვანილი. რაც შეეხებათ ამერიკელებს, როდესაც ვიეტნამის ომში განცდილი წარუმატებლობის, მნიშვნელოვანი დანაკარგებისა და ჯარების ბრძოლისუნარიანობის დაქვეითების შედეგად, ამერიკულმა სარდლობა გადაწყვიტა პროფესიულ შეიარაღებულ ძალებზე გადასულიყო, მაშინ მისი სპეციალისტები სწავლობდნენ და ითვალისწინებდნენ არა ევროპის კონტინენტური სახელმწიფოებისგერმანიის, საფრანგეთის, ან თუნდაც რუსეთის გამოცდილებას, არამედ შეერთებული შტატებივით კუნძულოვანი ქვეყნებისაკანადისა და დიდი ბრიტანეთის.

მშვიდობიანობის დროს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის დაკონსერვებასა და შეიარაღებული ძალების უპირატესად მოხალისეთაგან დაკომპლექტებაზე გადასვლას შედეგად მოჰყვა შეიარაღებული ძალების რიცხოვნების მნიშვნელოვნად შემცირება, რის შესაძლებლობასაც პენტაგონის ხელმძღვანელობას აშშ-ის კუნძულოვანი მდებარეობა აძლევდა. 1991 წლის მონაცემებით, 250-მილიონიანი ამერიკის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და მზადყოფი რეზერვის რიცხოვნებამ (რომელთა გამოყენებასაც ქვეყნის სარდლობა გეგმავდა სავარაუდო ომის საწყის ეტაპზე) შეადგინა 3,96 მლნ. ადამიანი; იმავე დროს, 290-მილიონიანი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რეგულარულ კომპონენტსა და პირველი რიგის რეზერვში, რომლებიც ასევე სავარაუდო ომის საწყის ეტაპზე გასაწვევად იყვნენ განკუთვნილნი, მოითვლებოდა 8,64 მლნ. ადამიანი. ესე იგი, სავარაუდო ომის პირველ ხანებში საბჭოთა სარდლობა გეგმავდა პენტაგონის ხელმძღვანელობასთან შედარებით 2,2-ჯერ უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების გამოყვანას. აშშ-საც რომ კონტინენტური მდებარეობა ჰქონოდა, და სსრკ-ის მეზობელი სახელმწიფო ყოფილიყო, მაშინ მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარ თავს ისეთი ფუფუნების ნებას ვერ მისცემდა, რომ მცირერიცხოვანი და პროფესიული შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე გადასულიყო, არამედ ისიც საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონს უცვლელად შეინარჩუნებდა. სამაგიეროდ, ნატო- ბლოკის მონაწილე დასავლეთ ევროპის კონტინენტურ სახელმწიფოებში, რომელთა მოსახლეობის საერთო რიცხვიც 343 მლნ. ადამიანამდე აღწევდა, მოქმედებდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი და ისინი გეგმავდნენ ომის საწყსის ეტაპზე საერთო ჯამში 7,2-მილიონიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას, რაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივად შეადგენდა 11,95 მლნ. ადამიანს. ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაც, საერთო ჯამში, მისი მონაწილე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა 3,16-მილიონიანი პირველი რიგის რეზერვების გათვალისწინებით, სავარაუდო ომის საწის პერიოდში ვარაუდობდა სულ 11,80 მლნ. შეიარაღებული ძალების მობილიზაციას, და ამით დაპირისპირებულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს შორის გარკვეული პარიტეტი არსებობდა.

საქართველოც ასევე მცირე კონტინენტური სახელმწიფოა და მას არა აქვს უფლება, რომ ანგარებიანი ჩინოვნიკების წვრილმან პირად ინტერესებს აჰყვეს, მახინჯი გზით წაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალების მშენებლობა, უარი თქვას ისეთი თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მისცემდა მას საჭიროების შემთხვევაში სულ რამდენიმე დღეღამეში 500-ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებს წარმოების შესაძლებლობას. და ამის ნაცვლად აირჩიეს 12-ათასიანი რეგულარული პროფესიული შეიარაღებული ძალებისა და კიდევ 5-6 ათასიანი მზადმყოფი რეზერვის მშენებლობის გზა და, განსაცდელის შემთხვევაში, ამ 20-ათასიანი ჯარების ამარა დარჩენა. წინა წერილებში ჩვენ ერთხელ უკვე დეტალურად აღვწერეთ, თუ რა ბედი ეწიათ 1974 წლის ზაფხულში კვიპროსზე 12-ათასიან კვიპროსულ და ბერძნულ ჯარებს 40-ათასიან თურქულ დაჯგუფებასთან ბრძოლებში. მათ, გმირული შემართებისა და თავგანწირვის მიუხედავად, მხოლოდ ორი დღეღამის განმავლობაში თუ შეძლეს თურქებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა კი ბერძენი ოფიცრებინატო- სტანდარტებითიყვნენ მომზადებულნი და კვიპროსელებსაც ასევე წვრთნიდნენ, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში კი მათ უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ. თურქებმა დაიპყრეს კუნძულის ტერიტორიის 40 %. ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში ჟლიტეს, ძარცვეს და აუპატიურეს ბერძნული მოსახლეობა, რის შედეგადაც იქიდან 200 ათასმა ბერძენმა დევნილმა მიაშურა მის სამხრეთ რაიონებს; ანუ მოხდა ყოველივე ის, რაც ჩვენც ასევე ვნახეთ საქართველოში 1991-93 წლებში. მცირერიცხოვანი პროფესიული ჯარების მშენებლობა მომავალშიც იმავეს გვიქადის.

რაც შეეხება რეგულარული ჯარებისა და მზადმყოფი რეზერვის ამერიკულ მოდელს, ესეც ამ ქვეყნის კუნძულოვანი მდებარეობიდან გამომდინარეობს, ხოლო პოტენციური მუქარებით გარემოცული კონტინენტური სახელმწიფოსთვის კი სრულებით მიუღებელია. აშშ შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია ითვალისწინებს რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებს. სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო ძალებში არის ეროვნული გვარდია და რეზერვი, ხოლო საზღვაო ძალებში კი (საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ჩათვლით) – მხოლოდ რეზერვი. მზადმყოფი რეზერვის შიგნით არის ორგანიზებული რეზერვი და ინდივიდუალური რეზერვი. პირველი მოიცავს უკვე მშვიდობიანობის დროს სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზიებად, აგრეთვე ცალკეულ ბრიგადებად, ბატალიონებად და დივიზიონებად ორგანიზებულ საჯარისო ერთეულებს, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ავიაციის საავიაციო ფრთებსა და ესკადრილიებს. სახელდობრ, 1991 წელს აშშ სახმელეთო ჯარების ეროვნულ გვარდიაში მოითვლებოდა 10 საბრძოლო დივიზია (ორი ჯავშანსატანკო, ორი მექანიზებული ქვეითი, ხუთი ქვეითი და ერთიც მსუბუქი ქვეითი), 20 ცალკეული ბრიგადა (ხუთი ჯავშანსატანკო, შვიდი მექანიზებული ქვეითი, რვა ქვეითი /მათ შორის სამი მსუბუქი ქვეითი/), ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საველე არტილერიის 18 ბრიგადის შტაბი, 75 ცალკეული ბატალიონი (ხუთი სატანკო, სამი მოტოქვეითი, სამთოქვეითი, ოთხი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო და 62 საინჟინრო), 58 ცალკეული დივიზიონი (42 საარტილერიო და 16 საზენიტო). არმიის რეზერვშისამი ცალკეული ბრიგადა (მექანიზებული ქვეითი, ქვეითი და მსუბუქი ქვეითი), საარტილერიო ბრიგადების ორი შტაბი, 73 ცალკეული ბატალიონი/დივიზიონი (სატანკო, ორი ქვეითი, 14 საარტილერიო, 56 საინჟინრო). საჰაერო ძალების ეროვნულ გვარდიაში მოითვლებოდა 23, ხოლო რეზერვში კი 21 ტაქტიკური საავიაციო ფრთა, საერთო ჯამში 149 საავიაციო ესკადრილია, ხოლო თითოეულ ესკადრილიაში კი – 18-24 საბრძოლო თვითმფრინავი. საზღვაო ძალების რეზერვში ნაჩვენები იყო 18 ფრეგატი, 16 ნაღმსატრალო და სამი სადესანტო ხომალდი, ორი მოიერიშე საავიამზიდო ფრთა, ორი საზღვაო-სადაზვერვო საავიაციო ფრთა და ერთიც სავერტმფრენო ფრთა (36 საავიაციო ესკადრილია), საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ერთი საექსპედიციო დივიზია და ერთი საავიაციო ფრთა.

მაგრამ ეს შთამბეჭდავი მაჩვენებლები რაოდენობრივად რამდენადმე ჩამოუვარდებოდა რეგულარული შეიარაღებული ძალების მაჩვენებლებს. იმავე 1991 წელს აშშ რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეადგენდა 2029600 ადამიანს, მზადმყოფი რეზერვისა კი 1721700-. აქ შედიოდა როგორც ორგანიზებული, ისე ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვიც, ხოლო ეს უკანასკნელი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განკუთვნილი იყო ომის საწყის პერიოდში რეგულარული ჯარებისა და ორგანიზებული რეზერვის მიერ განცდილი დანაკრგების შესავსებად. მე-4 ცხრილში ნაჩვენებია აშშ შეიარაღენული ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების საჯარისო შენაერთებისა და ნაწილების რაოდენობა1991 წელს.

ცხრილი 4

აშშ შეიარაღებული ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების შენაერთებისა და ნაწილების რაოდენობა 1991 წელს

(აქ ცხრილი მოგვყავს უფრო ვრცელი სახით გაზეთში გამოქვეყნებულთან შედარებით, რათა უფრო მეტად დაწვრილებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს)

საბრძოლო შენაერთები და ნაწილები . . . . რეგულარული . . . ეროვნული . . . რეზერვი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჯარები . . . . . . . . გვარდია . . . . . . . . . . . . . .

სახმელეთო ჯარები

დივიზიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16 . . . . . . . . . . . . . .10 . . . . . . . . . . . – . . .
. . მათ შორის:
. . . ჯავშანსატანკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . – . . .
. . . მექანიზებული ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . – . . .
. . . ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . – . . .
. . . მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . – . . .
. . . საჰაერო-სადესანტო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
. . . საჰაერო-საირიშო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
ცალკეული ბრიგადები . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24 . . . . . . . . . . . . . . 20 . . . . . . . . . . . 5* . . .
. . მათ შორის:
. . . ჯავშანსატანკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . .– . . .
. . . მექანიზებული ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . 7 . . . . . . . . . . . .1 . . .
. . . ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . .1 . . .
. . . მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . .1 . . .
. . . მოტორიზებული ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . .
. . . საარმიო ავიაციისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . .
. . . საარტილერიო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . . . . 18** . . . . . . . . . .2**
ცალკეული ჯავშანსაკავალერიო
პოლკები . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . – . . .
ცალკეული ბატალიონები
(დივიზიონები) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . 133 . . . . . . . . . . 73 . . .
. . მათ შორის:
. . . სატანკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . .1 . . .
. . . მოტოქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . .
. . . სამთოქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . – . . .
. . . საარტილერიო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . .42 . . . . . . . . . . 14 . . .
. . . მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . .– . . .
. . . საჰაერო-სადესანტო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . – . . .
. . . ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების
. . . “ლანსი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7 . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების
. . . “პეტრიოტი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . .
. . . საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების
. . . “ჰოქი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . – . . .
. . . საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების
. . . “ჩაპარელი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . – . . .
. . . საზენიტო-საარტილერიო დანადგა-
. . . რებისვულკანი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . – . . .
. . . საინჟინრო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . 62 . . . . . . . . . 56 . . .

საჰაერო ძალები

სტრატეგიული სარაკეტო ფრთები . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . მათ შორის საკონტინეტთაშირისო
. . ბალისტიკური რაკეტებისა:
. . . “მინითმენ-2” (9 ესკადრილია 450
. . . რაკეტით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . “მინითმენ-3” (10 ესკადრილია 500
. . . რაკეტით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
სტრატეგიული რაკეტების MX “ფისქიფერი
ცაკეული ესკადრილია (50 ბალისტკური
რაკეტით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .

სტრატეგიული ბობდამშენი საავიაციო
ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .14 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . მათ შორის ბომბდამშენებისა:
. . . . . . B-1B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . .
. . . . . . B-52H . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . – . . .
. . . . . . B-52G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . .
სტრატეგიული სადაზვერვო საავიაციო
ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4  . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . მათ შორის თვითმფრინავებისა:
. . . . . . . U-2R/RT . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . . . . . TR-1A/B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . . . . . RC-135 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . – . . .
სტრატეგიული (ჰაერში საწვავით) გამწყობი
საავიაციო ფრთები (55 საავიაციო
ესკადრილით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . . . * . . .
. . გაწყობი საავიაციო ესკადრილიები . . . . . . . . . . 36 . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . . 3 . . .
. . . მათ შიროს თვითმფრინავებისა:
. . . . . . . KC-135 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 30 . . . . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . . 3 . . .
. . . . . . . KC-10 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .3 . . .
მართვის ცალკეული საავიაციო
ესკადრილიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . მათ შორის თვითმფრინავებისა:
. . . . . . . E-4A/B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . . . . . EC-135 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო
თვითმფრინავების C-141 და C-5
ესკადრილიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .22 . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . 3 . . .

ტაქტიკური საავიაციო ფრთები (94 საავი-
აციო ესკადრილიით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24 . . . . . . . . . . . . . . . 23 . . . . . . .. . 21 . . .
. . საავიაციო ესკადრილიებიდან:
. . . გამანადგურებელ-დამჭერი (თვით-
. . . მფრინავებით F-15) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . – . . .
. . . საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . – . . .
. . . . მათ შორის თვითმფრინავებისა:
. . . . . . . F-4D . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . – . . .
. . . . . . . F-16A/B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . – . . .
. . . . . . . F-15A . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . .– . . .
. . . გამანადგურებელ-ბომბდამშენი . . . . . . . . . . . . 59 . . . . . . . . . . . . . . . .12 . . . . . . . . . 5 . . .
. . . . მათ შორის თვითმფრინავებისა:
. . . . . . . F-4D/E . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . 2 . . .
. . . . . . . F-4G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
. . . . . . . F-111 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . . . . . F-15 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .18 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
. . . . . . . F-16 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .24 . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . 5 . . .
. . . . . . . F-117 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . მოიერიშე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . . . . . .16 . . . . . . . . . . .5 . . .
. . . . მათ შორის თვითმფრინავებისა:
. . . . . . A-7D/K . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . . – . . .
. . . . . . A-10A . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . 5 . . .
. . . სადაზვერვო,
. . . თვითმფრინავებისა RF-4C . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . – . . .
შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა
და მართვის საავიაციო ფრთა . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . E-3 AWACS თვითმფრინავების
. . . ესკადრილიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
რადიოელექტრონული ბრძოლის
ცალკეული ესკადრილიები
თვითმფრინავებით EC-130, EF-111 . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . – . . .
ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო
თვითმფრინავების C-130 ესკადრილიები . . . . . . . 12 . . . . . . . . . . . . . . . 19 . . . . . . . . . 14 . . .

საზღვაო ძალები

სტრატეგიული (ატომური სარაკეტო)
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 34 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .

ტაქტიკური (მრავალმიზნობრივი)
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 86 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
მსხვილი წყალზედა საბრძოლო
ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .207 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 18 . . .
. . მათ შორის:
. . . ავიამზიდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . .
. . . სახაზო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
. . . კრეისერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 46 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
. . . საესკადრო ნაღმოსნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 49 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . .
. . . ფრეგატები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 97 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 18 . . .
საპატრულო და სანაპირო დაცვის
მცირე ხომალდები და კატარღები . . . . . . . . . . . . . 30 . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . . – . . .
ნაღმსატრალო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .28 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 16 . . .
მსხვილი სადესანტო ხომალდები . . . . . . . . . . . . . .65 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 3 . . .
ავიამზიდების საგემბანო საავიაციო
ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 2 . . .
საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზიები . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 1 . . .
საზღვაო ქვეითი ჯარის საავიაციო
ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 2 . . .

* აქ საბრძოლო ბრიგადებთან ერთად ნაჩვენები იყო ორი საარტილერიო ბრიგადის შტაბიც, რომელთა შესახებ ქვემოთაცაა ნათქვამი ორი ვარსკვლავით (**) აღნიშნულ შენიშვნაში.
** აქ ეროვნული გვარდიის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო 18 საარტილერიო ბრიგადის შტაბი, ხოლო არმიის რეზერვის შემადგენლობაში კი ორი საარტილერიო ბრიგადისა; რაც შეეხება ამ ბრიგადების შემადგენლობაში ნაგულისხმევ საარტილერიო დივიზიონებს, ისინი ნაჩვენებია ცოტათი ქვემოთცალკეული ბატალიონების (დივიზიონების) გრაფაში; სახელდობრ: 42 საარტილერიო დივიზიონი ეროვნულ გვარდიაში და 14 არმიის რეზერვში.

აშშ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებსაც და ორგანიზებულ რეზერვსაც ძირითადად აკომპლექტებენ ახალბედა მოხალისეებით, რომლებიც ნამდვილ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ სასწავლო ცენტრებში გადიან რვაკვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას. ამის შემდეგ ისინი მიდიან თავიანთ სამხედრო ნაწილებში და გადიან შემდგომ სამსახურს კონტრაქტის მიხედვით. რეგულარულ შენაერთებსა და ნაწილებში საბრძოლო მომზადებას ეთმობა კვირაში ხუღი დღე. ხშირად ცალკეული სასწავლო ამოცანების დამუშავებას აწარმოებენ ღამითაც. შაბათი დღის პირველი ნახევარი ეთმობა საბრძოლო ტექნიკის მომსახურებას, პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებებს ან სპორტულ ღონისძიებებს. დღის მეორე ნახევარი და კვირა დღე აშშ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში დასვენებისთვის არის განკუთვნილი.

სარეზერვო კომპონენტების სამხედრო მოსამსახურეები კი მთელი კვირის განმავლობაში მსახურობენ სამოქალაქო სექტორში, ხოლო ძირითადად შაბათ დღეს ოთხი საათის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილის მახლობლად განლაგებულ ეროვნული გვარდიის ან რეზერვის მცირე ქვედანაყოფენში (ოცეულებში, ასეულებში) გადიან საბრძოლო მომზადებას. გარდა ამისა, ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურენი ზაფხულობით გადიან ორკვირიან საბანაკო შეკრებებს. შესაბამისად, თუკი რეგულარული არმიის დივიზიები თავმოყრილადაა განლაგებული ცალკეულ ფორტებში, ეროვნული გვარდიის დივიზიების მცირე ქვედანაყოფები განაწილებულია ერთი ან რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის ნაწილები და შენაერთები გარკვეულწილად ჩამოუვარდებიან რეგულარული არმიის ანალოგიურ ერთეულებს არა მხოლოდ პირადი შემადგენლონის ინდივიდუალური მომზადებით, არამედ ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო შეთანხმებულობითაც (боевое слаживание).

აქედან გამომდინარე, ამერიკულ სარდლობას ევროპასა და სამხრეთ კორეაში ცივი ომის განმავლობაში განლაგებული ჰყადა რეგულარული სახმელეთო ჯარების ხუთი საბრძოლო დივიზია და მათი უზრუნველყოფის ნაწილები; ასევე რეგულარული არმიის 11 დივიზია განლაგებული იყო აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში და შეადგენდა ზღვისმიღმა ტერიტორიებზე გაშლილი ამერიკული ჯარების გაძლიერების პირველ სტრატეგიულ ეშელონს, თუმცა კი ამავე დროს გათვალისწინებული იყო ამ დივიზიებში ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის ცალკეული ბრიგადების, საარტილერიო დივიზიონებისა და საინჟინრო ბატალიონების ჩართვაც, რასაც უწოდებდნენრაუნდ-აუთდარაუნდ-აფპროგრამებს. მაგრამ ძირითადად ეროვნული გვარდიის შენართებისა და ნაწილების ევროპაში გადმოსროლას ამერიკული სარდლობა გეგმავდა ომის მომდევნო ეტაპზე, ხოლო მანამდე კი მათ ჩაუტარებდნენ გაძლიერებულ მომზადებასა და საჯარისო სწავლებებს.

გარდა ამისა, არმიის რეზერვში ფუნქციონირებს 12 სასწავლო დივიზია, და თუკი ომის მასშტაბები ამას მოითხოვდა, ამერიკის ხელისუფლება გეგმავდა ისევ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის ამოქმედებას, სამხედროვალდებული მოსახლეობის გაწვევას, არმიის რეზერვის სასწავლო დივიზიებში მათ მომზადებას მათგან ახალი საბრძოლო შენაერთებისა და ნაწილების ჩამოყალიბებასა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადასროლას.

აშშ რომ კონტინენტური სახელმწიფო ყოფილიყო, ის ვერც ასეთ მექანიზმებს ჩამოაყალიბებდა და თავიდანვე გაიწვევდა სამხედრო სამსახურში რეზერვისტებს, მათგან უმოკლეს ვადებში ბრძოლისუნარიანი დივიზიებისა და ბრიგადების დასაკომპლექტებლად.

ცხადია, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვერც საქართველოს ექნება ამერიკულ ყაიდაზე მომსახურე რეზერვისტების გადამზადების დრო და შესაძლებლობები. ქვეყანა ნებისმიერი დამპყრობლისთვის ადვილად მოსაპოვებელი ლუკმა შეიქნება, თუკი ჩვენი ხელისუფლება თავს არ დაანებებს ამერიკელთა მაამებლობის გზით სიარულს, ამერიკული მოდელების პირდაპირ გადმოღებას, და რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა, თუკი ქართველი მოხელეები ჯერ კარგად შეისწავლიან სხვა ქვეყნების გამოცდილებას, განსაკუთრებით კი ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოებისა, ან ნატო- წევრი ნორვეგიისა და საბერძნეთის, ასევე გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის, თავიანთი თავდაცვის სისტემებისა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში, გაიაზრებენ, თუ რა გამოადგება ჩვენს ქვეყანას უცხოური გამოცდილებიდან, ჩახედავენ საქართველოს სამხედრო ისტორიას, გაითვალისწინებენ ჩვენი ერის ფსიქიკურ წყობას, ეროვნულ და რელიგიურ ტრადიციებს, და ყოველივე ამაზე დაყრდნობით სწორად წარმართავენ საქართველოს ცხოვრებასა და საქმიანობას სამხედრო სფეროში. სწორედ ამას გვასწავლიდა წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე), როდესაც ნიკო ნიკოლაძესთან, არჩილ ჯორჯაძესა და ნოე ჟორდანიასთან კამათისას აუცილებელ პირობად აცხადებდა დასავლური ან რუსული ცოდნის ჯერ ქართული ეროვნული ცნობიერების ქარ-ცეცხლში გატარებას, შემდეგ კი იქიდან მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო გამოცდლების მიღებასა და შეთვისებას.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment