(გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2001 წლის 3 ივლისისა და 7 აგვისტოს ნომრებში, სათაურით “ვისთან საბრძოლველად ამზადებს თურქეთი ჯარებს?”)
საქართველოს გარშემო 90-იან წლებში ჩამოყალიბებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება იმის მიმანიშნებელია, რომ ამიერკავკასიაში ახლო მომავალში უნდა მოველოდეთ მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას, ერთის მხრივ, თურქეთსა და მის ნატო-ელ მოკავშირეებს, ხოლო მეორეს მხრივ კი – რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიციას შორის, და ამ ომის ინიციატორები დასავლეთის მმართველი წრეები არიან.
საქმე იმაშია, რომ 90-იან წლებში, ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახელმწიფოებმა დაიწყეს თავიანთი სამხედრო ხარჯებისა და რეგულარული შეიარაღებული ძალების შემცირება. ამის საპირისპიროდ თურქეთმა თავისი სახედრო ხარჯები გაზარდა 1990 წლის 5,0 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 8,9 მლრდ.-მდე, ხოლო მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები კი 579200 ადამიანიდან, 639000-მდე.
გაზრდილი სამხედრო ხარჯები ძირითადად მოხმარდა თურქეთის სახმელეთო ჯარების, საჰაერო და საზღვაო ძალების გადაიარაღებას, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს აშშ-მა და გერმანიამ. მათ თურქეთს მიაწოდეს M60A1/A3 და “ლეოპარდ-1A1/A3” ტიპის საბრძოლო ტანკები, საველე არტილერიის ქვემეხები, AH-1W/P ტიპის დამრტყმელი ვერმფრენები, “ნოქსისა” და “ოლივერ ჰეზარდ პერის” ტიპის ფრეგატები მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო შეიარაღებით (მრი ფრეგატები), და სხვა შეიარაღება. გარდა ამისა, ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით, თავად თურქები აწარმოებენ YPR-765 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტერებს, F-16C/D ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, 209 ტიპის ტაქტიკურ წყალქვეშა ნავებს, MEKO 200 ტიპის მრი ფრეგატებს, აგრეთვე სხვა შეიარაღებას.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის სამხედრო მანქანის შესაძლებლობები, 90-იანი წლების მიწურულისთვის, სულ მცირე, 3-4-ჯერ უნდა ამაღლებულიყო. და ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ძველი მოწინააღმდეგენი – ბულგარეთი და რუმინეთი, შავი ზღვის სრუტების ზონაში თურქეთს უკვე აღარ ემუქრებიან, ამიერკავკასიიდან რუსეთის ჯარები ძირითადად გავიდნენ და ცივი ომის დროინდელი 11 საბჭოთა დივიზიისა და 12 ბრიგადა/პოლკის ნაცვლად, ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (სომხეთი) შედარებით სუსტი შემადგენლობის სამი რუსული სამხედრო ბაზაღაა დარჩენილი.
ასეთ პირობებში ამერიკისა და გერმანიის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმეჯერადი გაძლიერება მნიშვნელოვნად სცილდება ამ ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის ფარგლებს და აშკარად მიგვანიშნებს თურქულ-დასავლური ალიანსის ხელმძღვანელობის შეტევით მიზნებზე.
ამასვე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 1991 წელთან შედარებით, თურქულმა სარდლობამ მნიშვნელოვნად შეამცირა რეზერვების რიცხოვნება და უწინდელი 1107000 ადამიანის ნაცვლად 2000 წელს 378700-ზე ჩამოვიდა, თანაც რეზერვში ჩარიცხულ სამხედროვალდებულთა ასაკი 46-დან 41 წლამდე შეამცირა. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო პრაქტიკაში შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით კი მისი სახმელეთო ჯარები, იყოფა საბრძოლო ანუ საველე ჯარებად და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებად. პირველს ევალება ძირითადი საბრძოლო მოქმედებების წარმოება, მეორეს კი – ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ამოცანების შესრულება. ამიტომ პირველში იწვევენ შედარებით ახალგაზრდა ასაკის პირად შემადგენლობას – 35 ან 41 წლამდე (სხვადასხვა ქვეყნებში), მეორეში კი – შესაბამის რაიონებში მცხოვრებ უფრო ასაკოვან რეზერვისტებს – 35 ან 41 წელს ზევით. ის გარემოება, რომ თურქული სარდლობა 90-იანი წლების ბოლოს უკვე აღარ ვარაუდობს 41 წელზე უფროსი ასაკის რეზერვისტების მობილიზაციას, მხოლოდ იმაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ იგი ვეღარ ხედავს საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვითი ომის წარმოების აუცილებლობას, ანუ მისი თანამედროვე შეიარაღებული ძალების ამოცანა უკვე აღარ არის ქვეყნის თავდაცვა.
ამავე დროს, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ამერიკელებმა თურქეთს მისცეს KC-135R ტიპის შვიდი გამწყობი თვითმფრინავი, რომელთა ძირითადი დანიშნულებაცაა შორ მანძილებზე მიზნების დასაბომბად გაგზავნილი ტაქტიკური გამანადგურებლებისთვის ჰაერში ფრენის დროს საწვავის ჩასხმა.
ყოველივე ზემოთქმული ნათლად გვიჩვენებს, რომ 90-იან წლებში დასავლეთის მიერ რამდენჯერმე გაძლიერებული თურქული შეიარაღებული ძალების ამოცანას უნდა შეადგენდეს “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების” ფარგლებში შეიარაღებული ძალის დემონსტრირება, მავანთა დასაშინებლად, ან კიდევ შეტევითი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება, თუ დაშინებამ ვერ გაჭრა. ამასვე ადასტურებს თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი თურგუთ ოზალის მიერ დასავლური პრესისთვის 80-იანი წლების შუა ხანებში მიცემული ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ თურქეთს დიდი პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან იგი მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო”.
ჩინეთის დიდ კედლამდე თურქულ-დასავლური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გავრცელების მოწინააღმდეგეებად გამოდიან და ერთმანეთთან ასევე სამხედრო-პოლიტიკური კავშირები დაამყარეს რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა. უკანასკნელ პერიოდში რუსეთმა სამხედრო თანამშრომლობა აღადგინა ინდოეთთანაც. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც უბრალოდ ძალის დემონსტრირებით ვერ დააშინებ, რომლებმაც ომის წარმოებაც კარგად იციან და შესაბამისი რესურსებიც გააჩნიათ. ასეთ პირობებში კი აშკარად იკვეთება თურქულ-დასავლურ ალიანსსა და რუსეთ-ირან-ჩინეთის კავშირს შორის ახლო მომავალში დიდი ომის გაჩაღების შესაძლებლობა. და ამ ომის ინიციატორებად გამოდიან დასავლეთის მმართველი წრეები.
მაგრამ თურქეთისა და რუსეთ-ირანის შეხების რაიონს წარმოადგენს ამიერკავკასია და მათი ძალების შეჯახებაც საწყის ეტაპზე სწორედ აქაა მოსალოდნელი. ამიტომ მეტად საინტერესოა ამიერკავკასიის მახლობლად თურქეთისა და რუსეთის საჯარისო შენაერთებისა და ნაწილების განლაგებისა და მზადყოფნის საკითხების განხილვა.
თურქეთის მხრიდან ამიერკავკასიას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია, სადაც თურქული სახმელეთო ჯარების სარდლობას განლაგებული ჰყავს მე-3 საველე არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1998 წლის დასაწყისის თურქული ოფიციალური მონაცემებით, მასში ნაჩვენები იყო ერთი ქვეითი დივიზია (სატანკო, ორი ქვეითი და საარტილერიო პოლკებით), ერთი ჯავშანსატანკო, ორი ქვეითი და ექვსი მექანიზებული ბრიგადა, საარტილერიო პოლკი, საარმიო ავიაციის პოლკი, და სხვა ჯარები. მათი პირადი შემადგენლობა საერთო ჯამში მოითვლიდა 87000-მდე ადამიანს, ხოლო შეიარაღებაში კი შედიოდა 540 საბრძოლო ტანკი, 630-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 640-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 10 დამრტყმელი და 30-ზე მეტი საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი, და სხვა შეიარაღება.
აღნიშნული საბრძოლო შენაერთებიდან და ნაწილებიდან მე-9 ქვეითი დივიზია განლაგებულია ქ. სარიყამიშში. 1998 წლის დასაწყისში მასში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 10130-მდე ადამიანი, 112 საბრძოლო ტანკი, 64 ჯავშანტრანსპორტერი, 128 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. შეიძლება ითქვას, რომ იგი პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად არის დაკომპლექტებული და მაღალ სამობილიზაცისო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდეს მასზე დაკისრებადი ამოცანების გადაწყვეტისთვის.
მეორეს მხრივ, ქ. სარიყამიში დაახლოებით თანაბარი მანძილებით, 120-150 კმ-ით არის დაშორებული საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებიდან. სარიყამიშიდან აღმოსავლეთით, სომხეთისკენ, თურქულ სარდლობას ქალაქებში ყარსსა და ქაღიზმანში განლაგებული ჰყავს 14-ე და მე-7 მექანიზებული ბრიგადები, რომლებშიც ჯავშანსატანკო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაკლებობაა, მთლიანობაში დაახლოებით 30 საბრძოლო ტანკისა და 120-140 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, და, შესაბამისად, ისინი გარკვეულ დროსა და სათანადო ღონისძიებების გატრებას საჭიროებენ სპეციალური საწყობებიდან საშტატო საბრძოლო ტექნიკის მიღებისა და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლისთვის.
რაც შეეხება სარიყამიშიდან ჩრდილოეთით, საქართველოსკენ, აქ თურქულ სარდლობას ქ. არტაანში განლაგებული ჰყავს 25-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა პირადი შემადგენლობის 7100-ზე მეტი ადამიანი, 56 საბრძოლო ტანკი, 142 ჯავშანტრანსპორტერი, 53 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. ანუ ეს ბრიგადა სრულად არის დაკომპლექტებული და მაღალ მზადყოფნაში იმყოფება მასზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად.
ასევე სრულად არიან დაკომპლექტებული ტრაპიზონში დისლოცირებული 48-ე ქვეითი ბრიგადა (6370-მდე ადამიანი, საველე არტილერიის 78 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი) და აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის საპირისპიროდ ქ. დოღუბაიაზითში განლაგებული 1-ლი მექანიზებული ბრიგადა (პირადი შემადგენლობის 10000-მდე ადამიანი, 58 საბრძოლო ტანკი, 130-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 83 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი).
როგორც სამხედრო საქმის სხვა ქართველ მკვლევარებთან საუბრებიდან გაგვირკვევია, მოსალოდნელი დიდი წინააღმდეგობის გამო, თურქული სარდლობა ვერ უნდა ხედავდეს სომხეთის მიმართულებით სწრაფი შეტევითი სამხედრო ოპერაციის (ელვისებური მოკლე ომის) ჩატარების შესაძლებლობას, და ამიტომ ამ მიმართულებაზე მას განლაგებული ჰყავს ნაკლულად დაკომპლექტებული საბრძოლო ბრიგადები. სამაგიეროდ ასეთ შესაძლებლობას იგი ხედავს, და ამისთვის ემზადება კიდეც, საქართველოსა და ნახჭევნის მიმართულებით, სადაც განლაგებულ ჰყავს კიდეც პირადი შემადგენლობითა და საშტატო შეიარაღებით პრაქტიკულად სრულად დაკომპლექტებული საბრძოლო ბრიგადები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა ან მათი გაჩაღება შეეძლებათ უკვე ამაზე ბრძანების მიღებიდან მოკლე ვადებში.
რაც შეეხება რუსეთს, 90-იან წლებში ჩამოყალიბებული საერთაშორისო ვითარებისა და თავად მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მსხვილმასშტაბიანი შეტევითი საბრძოლო ოპერაციების გაჩაღება უკვე აღარ შეუძლია. დასავლური გაანგარიშებით, 1991 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 238 მლრდ. ამერიკულ დოლარს, 1999-ში კი – სულ 34 მლრდ.-ს. ამავე დროს 1991 წელს ამიერკავკასიაში განლაგებული იყო 11 საბჭოთა საბრძოლო დივიზია და 12 საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის ბრიგადა/პოლკი, ერთი ტაქტიკური საჰაერო არმია. სადღეისოდ კი, ყველაფერ ამის ნაცვლად, ნაჩვენებია საკმაოდ სუსტი შემადგენლობის სამი სამხედრო ბაზა და გუდაუთაში დისლოცირებული საპარაშუტო-სადესანტო პოლკი.
მაგრამ ეს სამხედრო ბაზები განლაგებულია ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (ყოფილი ლენინაკანი) საბრძოლველად მზადმყოფი თურქული საჯარისო შენაერთებისა და ნაწილების საპირისპიროდ და საქართველოსა და სომხეთში მათი შემოჭრის შეკავების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ. ერთი რამ ცხადია, რომ თავისთავად ამ სამხედრო ბაზებს საკმარისი ძალები და საშუალებები არ გააჩნიათ თურქული ჯარების შემოტევის დიდი ხნით შესაჩერებლად და ამიტომ მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს რუსეთის ევროპულ ტერიტორიაზე და საკუთრივ მისი სამხრეთი მიმართულებით განლაგებული ჯარების რაოდენობისა და მზადყოფნის ხარისხის განხილვა.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
P. S. მცირე დამატება: საგაზეთო წერილის მოცულობის შეზღუდულობის გამო, ყველა საყურადღებო დეტალის მასში ასახვა ვერ მოხერხდა და, ამიტომ, გაზეთის გვერდის გადაღებულ ქსეროსლზე, მის ქვედა ნაწილში, სადაც უკვე სხვა სტატია იწყებოდა, დავაკარი ახალი ფურცელი შემდეგი დამატებითი ინფორმაციით: დამატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლური მონაცემებით, 2000 წელს თურქეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 66,1 მლნ. ადამიანს, ირანისა კი – 72,7 მლნ.-ს. შეიარაღებით კი თურქეთი ირანს აღემატებოდა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: საბრძოლო ტანკები (შესაბამისად 4205 და 1875), მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, ანუ მსუბუქი ტანკები, სადაზვერვო მოჯავშნული მანქანები მძიმე შეიარაღებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები (4293 და 1730), თვითმავალი ქვემეხები (868 და 300-ზე მეტი), საბრძოლო თვითმფრინავები (505 და 291), წყალქვეშა ნავები (14 და 5), მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები (22) და 3. თურქეთი ჩამორჩებოდა ირანს ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარების (შესაბამისად 12-მდე და 35), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (60 და 664), ნაღმსატყორცნებისა (5813 და 6500) და დამრტყმელი ვერტმფრენების (37 და 100) რაოდენობის მიხედვით.
2000 წლისთვის ამერიკელებმა მისცეს თურქეთს MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვენი აღჭურვილობანი (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე).
2000 წელს 4205 თურქული საბრძოლო ტანკიდან 1300 მოძველებული M-48A5 ტიპისა ნაჩვენები იყო მარაგში. მათგან ნაწილი განკუთვნილი იქნებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე მშვიდობიანობის დროს განლაგებული საბრძოლო ბრიგადების მუქარის პერიოდში სრულად დაკომპლექტებისთვის, ნაწილი კი ახალი სატანკო ბატალიონების შესაქმნელად. 1998 წლის დასაწყისში თურქეთის ევროპულ ტერიტორიაზე განლაგებულ შენაერთებში, მიახლოებითი შეფასებით, დაიმზირებოდა საბრძოლო ტანკების სულ 100-150 ერთეულის ნაკლებობა, შტატით გათვალისწინებულთან მიმართებით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწყობებში განთავსებული 1300 საბრძოლო ტანკიდან 1100 გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ახალი სატანკო ბატალიონების შესაქმნელად. ხოლო 1100 ტანკით კი შეიძლება 20 სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბება. ანუ, შეტევითი საბრძოლო მოქმედებების კანონების დაცვით, თურქული არმიის სარდლობას საბრძოლო ტანკების ორი მესამედი (2905 მანქანა) განლაგებული ჰყავს რეგულარულ ნაწილებში, ხოლო ერთი მესამედი კი – 1300 მანქანა, რეზერვში.
(წერილის ძირითადი ტექსტის გაგრძელება)
რუსეთის ევროპული ტერიტორიის ჩრდილოეთ რაიონებში – კალინინგრადის ოლქსა და ლენინგრადის სამხედრო ოლქში – ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობაა განლაგებული (სულ დაახლოებით 1700 საბრძოლო ტანკი, 1360 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1280 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ასევე 67 სატანკო ხიდგამყვანი, 115 დამრტყმელი და 120 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი), პირადი შემადგენლობა კი ძალზე ცოტაა (სულ 63100-მდე ადამიანი). შესაბამისად, საბრძოლო ტექნიკისა და საველე არტილერიის უმეტესი ნაწილი შეყვანილია საწყობებში ხოლო აქ განლაგებული შენაერთები და ნაწილები კი განიცდიან საშტატო პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების დიდ ნაკლებობას (სახელდობრ, მოტომსროლელ დივიზიებში შტატით გათვალისწინებული 10-12 ათასი ადამიანის ნაცვლად ნაჩვენები იყო 1850-დან 3420 ადამიანამდე). ანუ ამ მიმართულებაზე რუსული სარდლობა არ მოელის სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მსხვილი ძალებით შემოტევას და საბრძოლველად მზადმყოფი ჯარების განლაგებასაც არ საჭიროებს.
სამხრეთისკენ, მოსკოვის სამხედრო ოლქში განლაგებულია რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფება ქვეყნის ევროპულ ნაწილში. 1998 წლის დასაწყისში აქ ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 105300-ზე მეტი ადამიანი, 2020-მდე საბრძოლო ტანკი, 2445 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1890 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღსატყორცნი, 315-ზე მეტი სატანკო ხიდგამყვანი, 222 დარტყმელი და 210-მდე საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი.
ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავს სახმელეთო ჯარების სიძლიერით მეორე დაჯგუფება (მოსკოვის სამხედრო ოლქის შემდეგ). 1998 წლის დასაწყისში მასში, ამიერკავკასიაში განლაგებული სამხედრო ბაზების ჩათვლით, ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 68100 ადამიანზე მეტი, დაახლოებით 630 საბრძოლო ტანკი, 1795 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 810 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 55 სატანკო ხიდგამყვანი, 81 დამრტყმელი ვერტმფრენი, 101 საბრძოლო უზრუნველყოფისა და 10 მძიმე სატრანსპორტო (შეუიარაღებელი) ვერტმფრენი. აქ, სხვა ჯარებთან ერთად, ქალაქებში ვლადიკავკაზსა და ვოლგოგრადში განლაგებულია კარგად დაკომპლექტებული და საბრძოლველად მზადმყოფი 19-ე და 20-ე მოტომსროლელი დივიზიები.
სწორედ 19-ე, 20- და 27-ე მოტომსროლელი და 10-ე სატანკო დივიზიების გამოყენებას უნდა გეგმავდეს რუსული სარდლობა, თურქულ-დასავლური ალიანსის მიერ ამიერკავკასიაში გაჩაღებული ომის საწყის ეტაპზე, აქ დისლოცირებული სამხედრო ბაზებისთვის დახმარების აღმოჩენისა და აგრესორთა მოგერიების მიზნით.
ამაზევე მიგვანიშნებს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების მართვის ოპერატიული რგოლის ორგანოების განლგების რუკაც. აღნიშნულ სამხედრო ოლქში რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავს ერთი საველე არმია (58-ე) და ორი ცალკეული საარმიო კორპუსი (67-ე და მე-8). არმიის შტაბი დისლოცირებულია ქ. ვლადიკავკაზში, ცალკეული კორპუსებისა კი – კრასნოდარსა და ვოლგოგრადში. დღესდღეობით 58-ე საველე არმიაში შედიან ერთი მოტომსროლელი დივიზია (19-ე), ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, აგრეთვე სხვა ჯარები. მაგრამ, როგორც სამხედრო საქმის ერთერთმა ქართველმა მკვლევარმა განგვიმარტა, 1942 წელს დამტკიცებული შტატებით, სრულად დაკომპლექტებულ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდეს ექვსი საბრძოლო დივიზია (მოტომსროლელი და /ან/ სატანკო), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედენაყოფები.
ვინაიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა ჩრდილო-კვკასიის სამხედრო ოლქში ინარჩუნებს საველე არმიის შტაბს, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში იგი ამ არმიის სრულად გაშლასაც უნდა ვარაუდობდეს, ხოლო რადგანაც არმიის შტაბი დისლოცირებულია ქ. ვლადიკავკაზში (რუსეთის ფედერაციის ევროპული ნაწილის თითქმის უკიდურეს სამხრეთ რაიონში), ამიტომ ამ დივიზიებისა და სხვა ჯარების გამოყენებას რუსული სარდლობა უნდა გეგმავდეს სწორედ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.
ანუ დასავლეთის მიერ ინსპირირებული მომავალი სავარაუდო ომის აცილებას რუსეთი არ ცდილობს, იგი მას არ გაურბის, არამედ თვითონაც საქმიანად ემზადება ამ ომისთვის. ხოლო თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას (ჩეჩნეთის მოვლენების გათვალისწინებით) უკვე ამიერკავკასიაში აპირებს.
ასეთია დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების დღევანდელი სურათი ჩვენს რეგიონში. ამავე ჭრილში უნდა განვიხილოთ აზერბაიჯანული და სომხური სარდლობების დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ. უნდა ითქვას, რომ სამხედრო ხარჯების, შეიარაღებული ძალების რიცხოვნებისა და ძირითადი შეიარაღების მიხედვით, ამიერკავკასიის ეს ორივე სახელმწიფო აღემატება საქართველოს. მართალია, მათი ჯარები ძირითადად ერთმანეთის საპირისპიროდ დგანან, მაგრამ გარკვეული მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ისინი არც საქართველოში შემოჭრაზე უნდა ამბობდნენ უარს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში ჯარების განლაგებისა და მათი შეიარაღების გაცნობა.
აქ, 1998 წლის დასაწყისის მონაცემებით,სომხურ სარდლობას განლაგებული ჰყავს მე-3 საარმიო კორპუსი (შტაბი ქ. ვანაძორში, ყოფილი კიროვაკანი), რომლის საბრძოლო ნაწილები, მოტომსროლელი ბრიგადა და ორი მოტომსროლელი პოლკი, განლაგებული არიან აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონში, ქალაქებში – ნოემბერიანში, იჯევანსა და ბერდში. მათ ზურგში, ქ. დილიჟანში, დისლოცირებულია სატანკო ბატალიონი, ხოლო უფრო ღრმა ზურგში კი – მოტომსროლელი პოლკი. ერთი შეხედვით, ეს გახლავთ პოზიციური თავდაცვისთვის ჯარების განლაგების ტიპიური სქემა, როცა ქვეითი საჯარისო ნაწილები დგანან თიავდაცვითი ხაზის მთელ გაყოლებაზე, მათ ახლო ზურგის რაიონში განლაგებულია ჯავშანსატანკო ჯარების ბირთვი, თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევების განხორციელებისა და მისი უკუგდებისთვის, ხოლო ასევე, ზურგის რაიონში სარდლობას ჰყავს ქვეითი (მსროლელი, მოტომსროლელი) ჯარის გარკვეული რეზერვი, საჭირო მიმართულებაზე დამატებითი ძალების გაგზავნისა და თავდაცვის ხაზის გაძლიერებისთვის. მაგრამ ასეთ თავდაცვით “იდილიას” არღვევს ის გარემოება, რომ სომხურ სამხედრო ხელმძღვანელობას ქ. ნოემბერიანში დისლოცირებული 543-ე მოტომსროლელი პოლკის შეიარაღებაში ნაჩვენები ჰყავს სატანკო ხიდგამყვანიც. ამ უკანასკნელს ჩვეულებრივ იყენებენ შეტევითი მოქმედებების დროს წყლის დაბროლებებისა და განიერი თხრილების სწრაფად გადალახვისა და შეტევის მაღალი ტემპების შენარჩუნების მიზნით.
მართალია, აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე მიედინება მდინარე მტკვარი, მაგრამ ამ რაიონში აზერბაიჯანული მოტომსროლელი ბრიგადები დისლოცირებულია ქალაქებში ყაზახსა და თოვუზში, რომლებიც მტკვრის კალაპოტიდან დასავლეთით, სომხეთისკენ მდებარეობენ და მათზე შეტევისთვის სომხურ ჯარებს ამ მდინარის გადალახვა უბრალოდ არ სჭირდებათ.
სულ სხვა ვითარებაა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც თბილისის სამხრეთით მოედინება მდინარეები ალგეთი და ხრამი. სწორედ ეს ბუნებრივი დაბრკოლება გამოიყენეს ქართველმა გენერლებმა, მაზნიაშვილმა და კვინიტაძემ, 1918 წლის დეკემბერში საქართველოში შემოჭრილი სომხური ჯარების შეჩერებისა და შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნისთვის. მაგრამ მაშინ ისტორიული ლორეს ოლქი საქართველოს ეკუთვნოდა და, შესაბამისად, სომხეთის სახელმწიფო საზღვარი, დღევანდელთან შედარებით, უფრო სამხრეთით გადიოდა, თანაც ჯარების მექანიზაციის ხარისხი დაბალი იყო და მათ ქვეითად უხდებოდათ გადაადგილება. ამან კი საკმარისი დრო მისცა ქართულ სარდლობას, მდ. ხრამის ნაპირებზე შეძლებისდაგვარად მტკიცე თავდაცვის მოსაწყობად.
დღესდღეობით ეს უპირატესობანი უკვე აღარ არსებობს, და წაგებული ომის გამოცდილების გათვალისწინებით, სომხური სარდლობა საქართველოსთან მოსალოდნენ ომში უდიდეს მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს მდ. ხრამის სწრაფად ფორსირებასა და შემდეგ თბილისზე შემოტევას. თანაც სომხების ასეთი გეგმა უნდა განვიხილოთ რუსული ჯარების მიერ საქართველოს დაკავებისა და აქ განლაგებული სამხედრო ბაზების სწრაფად გაძლიერების საერთო ჩანაფიქრის ფარგლებში.
აზერბაიჯანსაც გააჩნია თავისი ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში განლაგებული საჯარისო ნაწილების შეიარაღებაში სატანკო ხიდგამყვანი, მაგრამ იგი განთავსებული ჰყავს ქ. განჯაში, რომელიც საქართველოს საზღვრიდან საკმაოდ მოშორებითაა. ამიტომ, სომხური სარდლობისგან განსხვავებით, საქართველოსთან შესაძლო კონფლიქტში ამ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა მოულოდნელ თავდასხმასა და სწრაფ შემოტევას ისეთ დიდ მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეს.
ასეთია მოკლედ, დღესდღეობით, საქართველოს გარშემო შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ანალიზი, რაც აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ე. წ. “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების”, “მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების” ან “ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების” ლოზუნგებით დასავლეთის მმართველი წრეები ამზადებენ მსხვილმასშტაბიან ომს ამიერკავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით, რომელიც სულ ადვილად შეიძლება გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომშიც, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
ირაკლი ხართიშვილი
P. S. მცირე დამატება: საგაზეთო წერილის მოცულობის შეზღუდულობის გამო, ყველა საყურადღებო დეტალის მასში ასახვა ვერ მოხერხდა და, ამიტომ, აქაც სტატიის ქვემოთ, გადაღებულ ქსეროასლზე, გავაკეთე შემდეგი დამატებითი განმარტებანი ხელნაწერი სახით მათთვის, ვინც ამ ქსეროასლებით დაინტერესდებოდა. აქ წერია: რუსეთის შესახებ შეგვიძლია დავუმატოთ, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის 76-ე საჰაერო არმია, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკი, გამანადგურებელი და მომბდამშენი საავიაციო დივიზიები, რომელთა შეიარაღებაშიც იყო სულ 46 სადაზვერვო, 78 საფრონტო (ტაქტიკური) ბომბდამშენი და 136 გამანადგურებელი თვითმფრინავი (სულ 260 საბრძოლო თვითმფრინავი).
მოსკოვის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია 16-ე საჰაერო არმია, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკი, გამანადგურებელი და ბომბდამშენი საავიაციო დივიზიები და ცალკეული მოიერიშე საავიაციო პოლკი. მათში სულ ნაჩვენები იყო 59 სადაზვერვო, 53 მოიერიშე, 130 საფრონტო ბომბდამშენი და 126 გამანადგურებელი თვითმფრინავი (ანუ მთლიანობაში 421 საბრძოლო თვითმფრინავი) .
ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია მე-4 საჰაერო არმია, რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც 1998 წლის დასაწყისში შედიოდა ცალკეულ სადაზვერვო საავიაციო პოლკი, გამანადგურებელი, ბომბდამშენი და მოიერიშე საავიაციო დივიზიები, რომელთა შეიარაღებაშიც სულ ნაჩვენები იყო 36 სადაზვერვო, 93 საფრონტო ბომბდამშენი, 101 მოიერიშე და 107 გამანადგურებელი თვითმფრინავი (მთლიანობაში 337 საბრძოლო თვითმფრინავი).
აღსანიშნავია, რომ, თუკი Су-24 ტიპის საფრონტო (ტაქტიკური) ბომბდამშენები განკუთვნილია მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში მიზნების დასაბომბად, Су-25 ტიპის მოიერიშეები – ბრძოლის ველზე მოქმედი ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად.
ის გარემოება, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე რუსულ სარდლობას მოიერიშე თვითმფრინავები საერთოს არ ჰყავს განლაგებული, მოსკოვის სამხედრო ოლქში ჰყავს მოიერიშე საავიაციო პოლკი, ხოლო ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში კი – მოიერიშე საავიაციო დივიზია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სწორედ სამხრეთის მიმართულებაზე უნდა მოელოდეს სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას.

No comments:
Post a Comment