(ნ ა წ ი ლ ი VI)
(წერილი წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნის შესაბამისი თავის თარმგანს)
თავი VIII
(წერილი წარმოადგენს აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნის შესაბამისი თავის თარმგანს)
თავი VIII
ბატონიშვილთა ინტრიგები და ხრიკები. – დავით ბატონიშვილის საქციელი მამის სიცოცხლეშივე. – მღელვარებანი საქართველოში. – ძარცვა და ძალადობანი. – გიორგის თხოვნა ლაზარევისადმი თვითნებობათა დაწყნარებაზე. – ქართველი ელჩების ჩამოსვლა სანკტ-პეტერბურგში. – პირობები, რომლებზედაც მეფეს სურდა რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა. – გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი იმპერატორ პავლესადმი საქართველოს მდგომარეობისა და მისი შემოერთების სარგებლიანობის შესახებ. – პირობები, რომლებზედაც იმპერატორი პავლე ღებულობდა საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში. – გიორგი XII-ის გარდაცვალება. – საქართველოს მდგომარეობა მისი სიკვდილის შემდეგ.
1800 წლის ნოემბერში გიორგის ავადმყოფობამ მიიღო ისეთი განვითარება, რომ ყოველ საათში მოელოდნენ მის აღსრულებას. გრაფი მუსინ-პუშკინი, რომელიც ეწვია მეფეს, ეჭვობდა, რომ იგი შეძლებდა გაზაფხულამდე ცოცხლად დარჩენას. გიორგის მკურნალი ექიმები ვერ იძლეოდნენ ვერანაირ იმედს მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობაზე (Письмо Кноринга Лошкареву 9-го ноября 1800 г. Моск. арх. мин. иностр. делъ).
საერთო შიშები გიორგის სწრაფი სიკვდილის გამო, არცოდნა საფუძვლებისა, რომლებზედაც მას სურს შევიდეს რუსეთის ქვეშევრდომობაში, და სახელდობრ რა მიზნით გააგზავნა მან ელჩობა პეტერბურგში, აიძულებდა ბევრს რომ შეშფოთებულიყვნენ. ბატონიშვილებს, ერეკლეს ვაჟებს, ყველაზე უფრო მეტად ეშინოდათ იმისა, რომ გიორგი არ მომკვდარიყო იმაზე ადრე, ვიდრე ისინი მიიღებდნენ პასუხს თავიანთ წერილებზე ჩვენი მთავრობისგან. მთელი ძალებით ცდილობდნენ ისინი, რომ ტახტი არ დარჩენოდა მის ვაჟს დავითს, რომელიც თავის მხრივ იყენებდა ყველა საშუალებას თავისი პარტიის გაზრდისთვის.
როგორ ფარულადაც არ უნდა ეწარმოებინა ერთიმეორისგან ორივე პარტიას თავისი ინტრიგები, მათი შენახვა მაინც არ შეეძლოთ ღრმა საიდუმლოებაში. ხრიკების საიდუმლოებანი გაცილებით უფრო მეტად აღმართავდა მოწინააღმდეგეებს, ვიდრე ღია მტრობა და აშკარა არაკეთილგანწყობა ერთიმეორისადმი. საქმეები სულ უფრო და უფრო მეტად იხლართებოდა, და საქართველოს მდგომარეობა 1800 წლის ბოლოს გახდა კიდევ უფრო მეტად გაძნელებული შიდა უთანხმოებებისგან.
დავით ბატონიშვილი, აცხადებდა რა, რომ გორგიმ სიცოცხლის დროსვე დანიშნა იგი მეფედ, უბრძანებდა ყველას, რომ მასათან გამოცხადებულიყვნენ, თანაც იმუქრებოდა, რომ ყველა, ვინც არ გამოცხადდება მოწოდებაზე, დასჯილი იქნება რუსული ჯარების მიერ. იგი უცხადებდა ქართლის ყველა თავადს, აზნაურსა და ხალხს, რომ ნიშნავს თავის ძმას თეიმურაზ ბატონიშვილს ქართლის ნაიბად, და ურჩობის შემთხვევაში იმუქრებოდა დასჯით. ძმას თეიმურაზს იგი უბრძანებდა, რომ მოეყვანა ციხესიმაგრეები თავდაცვით მდგომარეობაში, ხოლო ხალხი კი დაეფიცებინა.
“შენ იყავი ციხესიმაგრეში – წერდა დავითი თეიმურაზ ბატონიშვილს – პური ბევრი დაამზადე. თუკი შენი ბიძები მოინდომებენ ქ. გორში მოსვლას, ახლოს არ მოუშვა. დაამზადე ტყვია და დენთი. მე შენ დაგნიშნე ქართლის მმართველად. შეკრიბე ჯარები და მოამზადე, თანაც შეიტყვე, თუ რა ხდება შენს ბიძებთან” (Письмо царевича отъ 20-го декабря. Тифл. арх. канц. наместника).
საერთოდ დავით ბატონიშვილი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე ცდილობდა თავისი პარტიის გაზრდას. ყველა მხარეში მის მიერ იქნენ გაგზავნილი მომხრეები, რომლებიც მუშაობდნენ მისი მემკვიდრეობის სასარგებლოდ. ლაზარევის შენიშვნაზე, რომ მეფე, მისი მამა, შეიძლება გამოჯანმრთელდეს და ამიტომ მსგავსი განკარგულებებით არ არის საჭირო აჩქარება, დავით ბატონიშვილი უარს ამბობდა თავის მოქმედებებზე და არწმუნებდა ლაზარევს, რომ მას არაფერი არ უღონია.
მეფის ძმები, იცოდნენ რა ბატონიშვილის ხრიკების შესახებ, იკრიბებოდნენ ერთად ქ. გორში “საკმარისი დაცვით” და ლაპარაკობდნენ დაბრკოლების შექმნის საშუალებებზე ბატონიშვილის ჩანაფიქრთა აღსრულების საწინააღმდეგოდ. ისინი ასევე ცდილობდნენ თავიანთი პარტიის გაზრდას და, დავით ბატონიშვილის მსგავსად, ხშირად მიმართავდნენ იძულებასა და ძალადობას.
ვახტანგ ბატონიშვილი ღიად ეუბნებოდა გრაფ მუსინ-პუშკინს, რომ იგი და მისი ძმები არ მოითმენენ, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ დავით ბატონიშვილი ავიდეს ტახტზე თავისი მამის ნაცვლად (Донесенiе гр. Мусина-Пушкина государю императору. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи, кн. I).
დარეჯან დედოფალი წერილებს უგზავნიდა თავადებს, სთხოვდა მათ დაეჭირათ მისი შვილების მხარე, ჰპირდებოდა მათ პატივსა და წყალობას.
“მე შევიტყვე – სწერდა იგი თავად თამაზ ორბელიანს (Письмо отъ 18-го декабря 1800 г. Константиновъ, ч. I, стр. 107) – რომ თქვენ ჩამოგართვეს მოურავის თანამდებობა დემურჩასალიში. ნუ სწუხართ ამის გამო. თუკი ღმერთი შეეწევა ჩემს შვილებს და ისინი ბედნიერნი იქნებიან, მაშინ არც თქვენ გექნებათ არაფერში ნაკლოვანება, და ჩემი შვილებისადმი თქვენი ერთგულების შესაბამისად ამის სანაცვლოდ მიიღებთ მათგან ჯილდოს”.
“ახლა დროა რომ აღმოგვიჩინოთ თქვენი ჩვენდამი ერთგულება – სწერდა იგი სხვა წერილში მასვე (Письмо отъ 20-го декабря 1800 г. Константиновъ, ч. I, стр. 107) – ფრთხილად იყავით, რათა არ აღმოჩნდეთ მის მიერ ცდუნებული. თუმცა კი ჩვენ მეორე მხრისგან აღმოგვეჩინა წყალობაანი, მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ქართლი, კახეთი, ყაზახი და ყველა დანარჩენი ჩვენთან თანხმობაში არიან; მალე ჩემი ვაჟი (ალექსანდრე) მოუახლოვდება ტფილისს. ეცადეთ შეინარჩუნოთ მომთაბარე თათრები და ყაზახები, რათა მეორე მხარეს არ შეეძლოს მოქმედება და არ შეეძლოს მათგან არავის მიმხრობა და თავისკენ გადაბირება. როგორ არ შეგიძლიათ მიხვდეთ აქამდე, რომ დავითის სიტყვები უსაფუძვლოა, და მთელი საქმის აღსრულების შემდეგ ყველაფერი წაგერთმევათ...”
მოწინააღმდეგენი თავისთან იკრებდნენ პარტიებს და ცდილობდნენ თავიანთი საკუთარი ინტერესები შეერწყათ თავიანთ თანამზრახველთა ინტერესებთან. ამის გამო დაიწყო მტრობა მთელ სოფლებს შორის. ძმათაშორისი ომი მზად იყო გავრცელებულიყო მთელს საქართველოზე...
დავით ბატონიშვილის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხევსურები აშკარა მტრობას ავლენდნენ არაგვის ხეობის მაცხოვრებელთა მიმართ, რომლებიც ემორჩილებოდნენ ვახტანგ ბატონიშვილს და ცხოვრობდნენ მათ მეზობლად. დაესხნენ რა თავს არაგვის ხეობის მცხოვრებთ, როდესაც ისინი კახეთიდან ღვინით ბრუნდებოდნენ, ხევსურებმა წაართვეს მათ ღვინო და ცხენები. შეტაკებანი მტრად მოკიდებულ პარტიებს შორის ბევრს უჯდებოდა დასახიჩრებისა და თვით სიცოცხლის ფასადაც კი.
მცხოვრებთა ძარცვა და ძლიერის უფლება თავის ძალაში შედიოდა საქართველოში. თავად დედაქალაქშიც კი, ტფილისში, ქართველები ძარცვავდნენ ერთიმეორეს. ძლიერი ნივთებს ართმევდა სუსტს და განკარგავდა მათ როგორც თავის საკუთრებას, რომელიც მუდამ მას უკუთვნოდა. ბატონიშვილთა თვითნებობებმა და საერთო ძალადობამ აიძულეს გიორგი მიემართა ლაზარევისთვის თხოვნით, რომ მას შეეწყვიტა უწესრიგობანი. მეფე საკუთარ სათხოვარში ემყარებოდა იმას, რომ საქართველო ეკუთვნის რუსეთის იმპერატორს, “და თქვენ, – ამბობდა იგი – თქვენი აქ ყოფნის შესაბამისად, უნდა უფრთხილდებოდეთ ამ მიწას, არავის არ აძლევდეთ მისი გაჩანაგებისა და ძარცვის ნებას”. იგი სთხოვდა ერთი ოფიცრის დანიშვნას, რომელსაც დაევალებოდა კიდეც, “რათა მან არ დაუშვას ვინმესთვის სულ მცირე ქონების წართმევა და ძარცვა, არ დაუშვას ამაზე არც ჩვენი მომხრე, ვინც არ უნდა იყოს იგი, არც ჩვენი შვილებისა და ძმების მომხრეები, არც თავადები, არც აზნაურები, არც გლეხები” (Письмо Георгiя Лазареву 7-го декабря 1800 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр.).
ბატონიშვილები იულონი, ვახტანგი და ფარნაოზი სწერდნენ კნორინგს, რომ “ჩვენი მშობლიური ტახტის მოდავე (ე. ი. დავით ბატონიშვილი) ყოველ დღე ღიად გვემუქრება რომ გაგვყრის ჩვენი სამშობლოდან რუსული ჯარების დახმარებით, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან” (Письмо Царевичей отъ 26-го ноября 1800 г. Тифл. арх. канц. нам.). თუკი – სწერდნენ ისინი – ძმისწული ასე გვექცევა თავისი მამის სიცოცხლეში, მაშინ რას უნდა მოველოდეთ მისგან, როდესც გიორგი გარდაიცვლება.
ბატონიშვილები ამბობდნენ, რომ ჩაყენებული არიან ისეთ მდგომარეობაში, რომლიდანაც არ იციან, თუ როგორ გამოვიდნენ: გაუწევენ რა წინააღმდეგობას დავითს, ისინი საკუთარ თავზე დაიტეხენ იმპერატორის პავლეს უკმაყოფილებას, ხოლო თუკი არ გაუწევენ წინააღმდეგობას, მაშინ რისკავენ რომ გაყრილნი აღმოჩნდებიან სამშობლოდან. ისინი სთავაზობდნენ კნორინგს, რომ მათ სათხოვარზე ჩვენი სამეფო კარიდან პასუხის მიღებამდე და გიორგის სიკვდილის შემთხვევაში, საკუთარ თავზე აეღო სამეფოს საქმეთა მართვა ან დაევალებინა ისინი ლაზარევისთვის.
“გსურთ – სწერდა კნორინგს ვახტანგ ბატონიშვილი (Отъ 14-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. нам.) – ჩვენი ძმის ალექსანდრე ბატონივილის დაბრუნება: გარწმუნებთ, რომ ეს ჩემთვის უპირველესი სურვილია, და ვეცდები მის დაბრუნებას. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს შესაძლოა აღსრულებულ იქნა არა სხვაგვარად, თუ არა ისე, რომ დაგვრჩება ის უფლება, რომელიც ჩვენ დაგვიტოვა ჩვენმა ნეტარხსენებულმა მშობელმა იმაზე, რომ მეფობა მივიღოთ ჩვენ ძმებმა, მისმა შვილებმა, მორიგეობით. თუკი ეს ასე არ იქნება, მაშინ შესაძლოა, რაც ღმერთმა ნუ ქნას, რომ ზოგიერთი სხვაც იძულებული შეიქნება წავიდეს თავისი სამშობლოდან”.
ლაზარევი ყოველივე მომხდარის შემდეგ სწერდა კნორინგს, ხოლო იგი მოახსენებდა იმპერატორ პავლეს.
კნორინგის მოხსენებები პეტერბურგში მოვიდა თითქმის ერთდროულად საქართველოს ელჩების ჩვენს დედაქალაქში ჩამოსვლასთან ერთად.
წარმოგზავნილებს ხელთ ჰქონდათ ფართო უფლებამოსილება მეფისგან, რომელმაც მისცა მათ, როგორც ყველას ერთად, ისე თითოეულ მათგანს, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმენაირ გარემოებათა გამო, ერთს მოუწევდა მოლაპარაკებების წარმოება ჩვენს მთავრობასთან, “დაამტკიცეთ და ხელი მოაწერეთ ჩვენი მფლობელობისთვის (სამფლობელოსთვის), როგორც ერთი, ძველი დროიდან რუსეთისადმი კუთვნილი მიწის ან პროვინციისთვის” («Утверждать и подписывать къ владычествованiю нашему, какъ одной, издавна принадлежащей Россiи земле или провинцiи»). (Переводъ полной мочи отъ 31-го декабря 1799 г. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи, кн. I).
გიორგი ჰპირდებოდა თავისი მეფური სიტყვით მიიღოს და აღასრულოს ყოველივე ის, რაც იქნება დადგენილი მისი სამი წარმოგზავნილისა და ჩვენი მთავრობის მიერ.
ელჩებმა გამოაცხადეს, რომ მეფეს, როდესაც ის ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე იყო, ჰქონდა სურვილი, რომელსაც აქამდე გულდასმით ფარავდა, რომ მისცეს საკუთარი თავი და თავისი სამეფო რუსეთის იმპერატორს სამუდამოდ სრულ დამოკიდებულებასა და ქვეშევრდომობაში და თავად დარჩეს ყველა ნაწილში მორჩილებასა და დამოკიდებულებაში (…предать себя и царство свое русскому императору навсегда въ полную зависимость и подданство и оставаться самому во всехъ частяхъ въ повиновенiи и зависимости) (Нота пословъ грузинскихъ. Арх. мин. внутр. делъ).
აღასრულებდნენ რა თავიანთი მეფის ასეთ ნებას, სრულუფლებიანი წარმოგზავნილები ითხოვდნენ: 1) მიეღოთ საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში, ვალდებულებით, რომ მეფე, სასულიერო წოდება, დიდებულები და ხალხი, რომელთაც გულწრფელად სურთ ეს ქვეშევრდომობა, წმინდად აღასრულებენ “ყოველივე იმას, რასაც აღასრულებენ რუსი ქვეშევრდომები, არ უარყოფენ რა არანაირ კანონსა და ბრძანებას, რამდენადაც ამ სამეფოს ძალები მისცემთ მათ ამის საშუალებას, სრულიად რუსეთის იმპერატორის აღიარებით საკუთარ ბუნებრივ ხელმწიფედ და თვითმპყრობელად” (…будутъ свято исполнятъ «всё то, что исполняется русскими подданными, не отрекаясь ни отъ какихъ законовъ и повеленiй, сколько силы этого царсва позволять будутъ, съ признанiем всероссiйскаго императора за своего природнаго государя и самодержца»).
გიორგის სურდა, რათა მისთვის, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟისა და მემკვიდრისთვის დაეტოვებინათ საქართველოს მეფის ტიტული, თუმცა კი იმ შეზღუდვით, რომ მეფეს ემართა ხალხი იმ კანონებით, რომელიც მიცემული იქნებოდა რუსეთის იმპერატორის მიერ, და ვალდებულებით, რომ თავად მეფეს არანაირი კანონები არ შემოეღო საქართველოში.
რწმუნებულები ითხოვდნენ, რომ მეფისთვის განესაზღვრათ ჯამაგირი და ეწყალობებინათ მისთვის რუსეთში სოფლები. საქართველოს სამეფოდან მიღებული შემოსავლები კი მიემართათ იქითკენ, საითკენაც ჩვენი მთავრობა მოისურვებდა, და მიეცათ ხალხისთვის შეღავათი გადასახადებში იმდენი წლით, რამდენითაც შესაძლებლად იქნებოდა აღიარებული.
“მეზობელი მოთარეშეებისგან” საქართველოს დასაცავად გამოეგზავნათ ექვსი ათასი რუსული ჯარისა, რომლებიც დაიკავებდნენ კიდეც საქართველოს ციხესიმაგრეებს.
თავის მფლობელობაში მიეღოთ საქართველოში არსებული ვერცხლისა და ოქროს მადნები, და გაეზარდათ ადგილობრივი სამონეტო ეზო (монетный дворъ), მოემზადებინათ მასში მონეტა, რომლის ერთ მხარეზე გამოსახული იქნებოდა იმპერატორის ვენზელები, რუსული წარწერით, მეორეზე – საქართველოს სამეფოს ღერბი, ქართული წარწერით.
შემოდიოდა რა რუსეთის სრულ ქვეშევრდომობაში (Отдаваясь въ полное подданство Россiи), გიორგის ამასთანავე სურდა თავისი გავლენის შენარჩუნება განჯისა და ერევნის ხანებზე, რომლებიც ოდესღაც საქართველოს დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ, და ამიტომ ითხოვდა, რომ, მათზე სპარსელთა თავდასხმის შემთხვევაში მას შეძლებოდა მათთვის დახმარების აღმოჩენა, ჩვენი ჯარების დახმარებით.
ძნელი არ არის დავინახოთ, რომ გიორგის სურდა და იმედოვნებდა გამოეჩალიჩებინა თავისთვის (выхлопотать себе) მეფის მთელი უპირატესობანი და, ამასთან ერთად, ესარგებლა რუსული ჯარებითა და რუსული ფულებით.
გრაფ მუსინ-პუშკინის მოხსენებამ, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში იქაური მადნების მოძიებისთვის, ჩვენი მთავრობა გადახარა იქითკენ, რომ დათანხმებოდა გიორგის ყველა სათხოვარს. გრაფი მუსინ-პუშკინი სწერდა პავლეს, რომ საქართველოში ყველა წოდება მომხრეა რუსეთის იმპერატორისა.
“საერთო იმედი – სწერდა იგი – და მგზნებარე სიყვარული თქვენი მირონცხებული პიროვნებისადმი იმდენად სრულიად სახალხოა, რომ, ჩემი მოკლე ხნით იმ სამეფოში ყოფნის დროს, ვერ ვნახე ვერც ერთი თვალი, რომელსაც ცრემლი არ მორეოდა, ვერ ვპოვე ვერც ერთი გული, რომელიც არ კრთოდა ერთგულებითა და იმედით, როგორც კი წარმოითქმებოდა მხოლოდ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უმაღლესი სახელი”.
გრაფი მუსინ-პუშკინი მოახსენებდა, რომ საქართველოს უპირველესი თავადები და დიდებულები ეუბნებოდნენ მას, რომ საქართველოს არ შეუძლია დიდხანს დარჩეს ამჟამად ტახტზე მყოფი საგვარეულოს მფლობელობაში (…Грузiя не можетъ долго оставаться во владенiи ныне царствующей фамилiи), “არამედ, თუკი სასოებაზე უფრო მეტად წაერთმევა იმედი, რომ იყოს უშუალოდ რუსეთის დერჟავის ქვეშ”, უნდა გადავიდეს ან სპარსელთა, ან თურქების მფლობელობაში, ან კიდევ დარბეულ იქნას მტაცებელ მთიელთა მიერ («а должна, если бы паче чаянiя лишилася надежды быть подъ непосредственной державой Россiи», перейти во владычество или персiянъ, или турокъ, или быть разоренною хищными горцами).
მეფე გიორგი, რომლისგანაც არ ყოფილა დაფარული მასზე ძმებისა და ქვეშევრდომთა უკმაყოფილების ყველა საბაბი, ხედავდა, რომ თუკი თუნდაც საქართველო გადასულიყო დავითის ხელში, მაინც ქვეყანას ნაკლები იმედი უნდა ჰქონოდა დამშვიდებაზე. ოჯახური დავები იძენდა მოქალაქეობის ისეთ უფლებას, რომ შეიძლებოდა ადვილად განეჭვრიტა, რომ დავით ბატონიშვილი, რომელიც უკვე ნაჩხუბარი იყო ბიძებთან, მალე წაეჩხუბებოდა ღვიძლ ძმებსაც. ოჯახის უბედურებანი თვალწინ ჰქონდა გიორგის, რომელიც, როგორც წერდა გრაფი მუსინ-პუშკინი, “ყოველსაათობრივად იტანჯება ამ ფიქრებით, რომლებიც ამძიმებს მის ავადმყოფობას, და, როგორც მე ბევრისგან მსმენია, ვერ ხედავს სხვა ხსნას, თუ არა მისცეს საკუთარი თავი და საკუთარი სამეფო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უშუალო მფლობელობაში”.
გრაფ მუსინ-პუშკინის სიტყვებითა და დარწმუნებით, მეფის ძმები, რომელთაგან მხოლოდ ერთს ვახტანგს “შეეძლო მოეპოვებინა თავისთვის პოლიტიკური პატივისცემა”, უფრო მეტი ხალისით შეხედავენ საქართველოს, რუსეთისადმი შემოერთებულს, ვიდრე დავით ბატონიშვილისთვის მიცემულს.
საქართველოს რუსეთისათვის შემოერთება, მისი საკუთარი სიკეთისა და ბედნიერების გარდა, ბევრი სამთავრობო პირის აზრით, მომგებიანი და აუცილებელი გახლდათ რუსეთის პოლიტიკური მიზნებისთვის.
მის შემოერთებასთან ერთად: 1) უზრუნველიყოფოდა კავკასიის ხაზი მთიელი ხალხებისთვის ლაგამის ამოდებით ორი მხრიდან, და, მათი მტრობის შემთხვევაში, წარმოიქმნებოდა შესაძლებლობა მათი დაწყნარებისა შიმშილით, რადგანაც ყოველივე აუცილებელს თავიანთი გამოკვებისთვის ისინი იძენდნენ ან საქართველოში, ან მოზდოკში.
2) მაშინდელი ცნობებით საქართველოს შესახებ, შემოერთება ხდებოდა ქვეყნისა, რომელიც უხვად იყო დაჯილდოებული ბუნების მიერ.
3) ფართოვდებოდა ჩვენი სპარსული და ინდური ვაჭრობა* (“რამდენადაც მალე საკუთრების უფლება, რომელიც ახლა საქართველოში სრულებით მივიწყებულია, დამტკიცდება თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის სკიპტრის ქვეშ, და როდესაც მოეწყობა, თუკი ამაზე იქნება თქვენი ნება, შავი და კასპიის ზღვების კომპანიები, თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობისა და მთავრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა ასეთი კომპანიის წევრები არ ანადგურებდნენ საერთო სავაჭრო სარგებელს, კერძო და მოხსენიებისთვის უღირსი ვაჭრული სიხარბით, რისგანაც ასტრახანის ვაჭრობასაც არცთუ მცირე სიძნელეები განუცდია, ან, უკეთესად რომ ვთქვა, თითქმის არსებითი განადგურება, რისი შემჩნევის შემთხვევაც ასტრახანში ჩემი ყოფნის დროს მქონდა; შავი ზღვის ნაპირებიდან კასპიის ზღვის ნაპირებამდე მანძილს სახმელეთო ქარავნები ჩვეულებრივ გადიან სამი კვირის განმავლობაში და საქართველოს დაკავების შემთხვევაში გაივლიდნენ თითქმის მხოლოდ იმ სამფლობელოებზე, რომლებიც კეთილდღეობით იცხოვრებენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დერჟავის ქვეშ. ეს კიდევ მოსახერხებელია, რომ ვოლგისა და დონის გავლით და აუცილებლობის შემთხვევაში ახალი სავაჭრო ტრაქტის მეშვეობით ოტომანის პორტასთან ევროპული ვაჭრობის თითქმის მთელი სარგებელი ინგლისიდან გადმოვიტანოთ რუსეთში, და დიდი საზომით დავუდოთ დაბრკოლება ინგლისელთა მოძალებას რომ იქცნენ ამ ვაჭრობის მბრძანებლებად, მით უმეტეს, რომ რუსეთს ინგლისური საქონლის გარეშე შეუძლია ცხოვრება, ინგლისურ საზღვაო ლაშქრობებს კი რუსული წიაღიდან მიღებული მათთვის საჭირო ნაწარმის გარეშე დიდხანს არსებობა არ შეუძლიათ”).
4) თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, რუსეთი, დაიკავებს რა საქართველოს, შესაძლოა მისთვის იმდენადვე სახიფათო იყოს ანატოლიის მხრიდან, რადენადაც ემუქრებოდეს მას თავისი შავი ზღვის ფლოტებით. ხოლო თუკი თურქები მოასწრებენ საქართველოს დაკავებას ჩვენზე ადრე, მაშინ შეეძლებათ საშიშროება შეუქმნან როგორც კავკსიის ხაზს, ისე თავად ყირიმსაც.
ბევრი – მათ რიცხვში გრაფი მუსინ-პუშკინიც – ვარაუდობდა, საქართველოს რუსეთის დერჟავასთან შემოერთების შემდეგ, მის მაგალითს მიჰყვება იმერეთიც, და მაშინ, მათი აზრით, მთელი სარგებელი და უპირატესობანი ასეთი შენაძენისგან გაორმაგდება.
თუკი საქართველოს რუსეთთან შემოერთების გაძნელება შეიძლება მოხდეს, მხოლოდ ვახტანგ ბატონიშვილისგან, რომელსაც, ჰქონდა რა სამფლობელოები თოვლიანი მთების ორივე მხარეს, შეეძლო გაეძნელებინა ჩვენი ჯარების სვლა საქართველოსკენ. ერთგულება და გულმოდგინება – სულ მცირე მოჩვენებითი – რომელსაც იჩენდა ბატონიშვილი, არ აძლევდნენ ჩვენს მთავრობას წარმატებაში დაეჭვების საბაბს ამ მხრიდანაც. ყოველ შემთხვევაში კი ეს საკითხი გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო მალე, გიორგის მოსალოდნელ გარდაცვალებამდე, რადგანაც, ყველას აზრით, “ის, რაც მის სიცოცხლეში შესაძლოა გადაწყვეტილ იქნას კალმის ერთი მოსმით, უდაოდ შრომისა და სისხლის საფასურად დაგვიჯდება მისი მემკვიდრის დროს”.
გრაფი როსტიპჩინი რწმუნებულ იქნა მოლაპარაკებების წარმოებაზე საქართველოს ელჩებთან. დამხმარედ მას დაენიშნა საიდუმლო მრჩეველი ლაშქაროვი.
14 ნოემბრის აუდიენციაზე გრაფმა როსტოპჩინმა და ლაშქაროვმა გამოუცხადეს მათ, რომ იმპერატორი პავლე სამუდამო ქვეშევრდომობაში ღებულობს მეფესა და მის მთელ ხალხს და თანახმაა დააკმაყოფილოს გიორგი მეფის ყველა თხოვნა (Записка гр. Ростопчина грузинскимъ полномочнымъ 14-го ноября 1800 г. Арх. мин. внутр. делъ, по деп. общ. делъ), მაგრამ არა სხვანაირად, თუ არა მაშინ, როცა ერთერთი წარმოგზავნილთაგანი გაემგზავრება უკან საქართველოში, გამოუცხადებს იქ მეფესა და ხალხს რუსეთის იმპერატორის თანხმობის შესახებ, და როდესაც ქართველები ხელმეორედ განაცხადებენ სიგელით თავისი სურვილის შესახებ შემოვიდნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში (Высочайше утверждённый докладъ отъ 15-го ноября 1800 г. Арх. мин. внутр. делъ. Дела Грузiи. Кн. I).
ამასთან ერთად ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად აღიარა ეკითხა კნორინგისთვის: რამდენი ჯარის დამატებაა კიდევ საჭირო საქართველოში უკვე მყოფისთვის ქვეყნის დასაცავად მეზობელი ხალხების თავდასხმებისგან და “უკეთესი წესრიგის დამყარებისთვის ახალი მართველობის შემოღებისას”.
მეფეს პირობა მიეცა დაეტოვებინათ მისთვის უფლებები სიკვდილამდე. გიორგის სიკვდილის შემდეგ კი ფიქრობდნენ მისი ვაჟიშვილის დავითის დამტკიცებას საქართველოს გენერალ-გუბერნატორის წოდებაში, მეფის ტიტულით, ხოლო თავად ქვეყნის ჩარიცხვას რუსეთის გუბერნიების რიცხვში, საქართველოს სამეფოს სახელწოდებით (Царю обещано оставить за нимъ права до смерти. После же смерти Георгiя думали утвердить сына его Давида въ званiи генералъ-губернатора Грузiи, съ титуломъ царя, а самую страну причислить къ числу руссихъ губернiй, подъ названiемъ царства Грузинскаго). ეს ზომა აღიარებულ იქნა შესაძლებლად და ადვილად, იმიტომ რომ დავით ბატონიშვილი იმყოფებოდა რუსეთის სამსახურში და შესაძლებელი იყო დაენიშნათ გენერალ-გუბერნატორად.
ღებულობდა რა საქართველოს თავის ქვეშევრდომობაში, რუსეთის მთავრობას სულაც არ სურდა ქართველთა შევიწროვება მათ საშინაო მმართველობაში. თუმცა კი გააგზავნა მხოლოდ ერთი რუსი მოხელე ტფილისში წესრიგის დამყარებისა და მართლმსაჯულებაზე მეთვალყურეობისთვის, იმპერატორ პავლეს სურდა ყოველივე დანარჩენ შინაგან მმართველობაში მიეცა სრული თავისუფლება ქართველებისთვის. იგი მათ აძლევდა უფლებას, რომ აერჩიათ მოსამართლეები, სამოქალაქო და სასულიერო მმართველები, დაჰპირდა გაეგზავნა ჯარი ხალხის დასაცავად გარეშე მტრებისგან; მეფე გიორგისა და მის უახლოეს ნათესავებს განუსაზღვრა ჯამაგირი საქართველოს შემოსავლებიდან, ხოლო თუკი ზოგიერთნი მოისურვებენ რუსეთში გამგზავრებას, დაპირდა ეწყალობა ქონება, მათი წოდების შესაფერისად (Высочайше утверждённый докладъ отъ 15-го ноября 1800 г. и конфиденцiальная записка гр. Ростопчина 14-го ноября 1800 г. Арх. мин. внутр. делъ. Дела Грузiи. Кн. I).
“მამულები, რომლებიც მიწერილია უფლის საფლავისადმი და რომელთაგან შემოსავლები ყოველწლიურად მიემართება იერუსალიმში, წესრიგში მოყვანის შემდეგ, გამოიყენეთ საქართველოს დიდი საპრიოროს საკომანდოროთა დაარსებაზე, რომელიც შეადგენს (составитъ) ერთერთ დიდ საპრიოროთაგანს რუსეთის ხალხისა”.
კნორინგმა მიიღო იმპერატორის ბრძანება, გიორგის სიკვდილის შემთხვევაში გამოეცხადა ხალხისთვის, რათა არ შედგომოდნენ მენაცვალის (преемникъ) დანიშვნას საქართველოს მეფობაზე (ტახტზე) (Рескриптъ Кнорингу отъ 15-го ноября 1800 г. Арх. мин. внутр. делъ).
საქართველოში მყოფ ჯარებზე დამატებისთვის პავლემ გასამზავრებლად დანიშნა ერთი დრაგუნთა პოლკი და სამი ქვეითი. პოლკების შერჩევა და დანარჩენი ჯარებით კავკასიის ხაზის უზრუნველყოფის საქმე დაევალა გენერალ კნორინგს (Другой рескриптъ отъ того же числа. Тамъ же).
მის ნებასა და სურვილზე იქნა ასევე მიცემული ისიც, რომ ბრძანების მიღების შემდეგ, ან თავად წასულიყო დანიშნულ ჯარებთან ერთად, ან გაეგზავნა ვინმე გენერლებიდან საქართველოში, რომელსაც იმპერატორი “უწყალობებს სამფარველოს (покровъ), რუსეთის იმპერიისადმი შემოერთებულ ოლქს, რომელიც იმყოფება ყველა მეზობელი ხალხისგან მუქარის ქვეშ”. “მაშინ უკვე დაწყნარდება – წერდა გრ. როსტოპჩინი – მთიელთა თვითნებობაცა და კასპიის ზღვის სანაპიროს მფლობელთა მოუსვენრობაც (Письмо гр. Ростопчина Кнорингу. Тамъ же).
თავადები გიორგი ავალიშვილი და ელეაზარ ფალავანდიშვილი გაგზავნილ იქნენ უკან სანკტ-პეტერბურგიდან ტფილისში როსტოპჩინის წერილით გიორგისადმი, რომელშიც გრაფი სთხოვდა მეფეს განეხილა შინაარსი პირობებისა, რომლებზედაც საქართველო შემოდის რუსეთის ქვეშევრდომობაში. თანხმობის შემთხვევაში დაემტკიცებინა ისინი თავისი ხელმოწერით და დაებრუნებინა პეტერბურგში იმავე წარგზავნილების ხელით, სამადლობელ სიგელთან ერთად (Письмо гр. Ростопчина Кнорингу 23-го ноября 1800 г. Тамъ же). უფრო მეტი საზეიმობისთვის, გიორგის თავის რწმუნებულთათვის უნდა ეწოდებინა ელჩები.
ნოემბერში სრულულებიანი წარმოგზავნილები გაემართნენ საქართველოსკენ. პეტერბურგში დარჩა ერთერთი მათგანი, თავადი გარსევან ჭავჭავაძე. ტფილისიდან პეტერბურგში დაბრუნება მათ შეეძლოთ მხოლოდ თებერვლისთვის, ხოლო აპრილში კი კნორინგი უნდა წასულიყო საქართველოში ჯარებით.
“მაგრამ მეტად საჭიროა – სწერდა გრაფი როსტოპჩინი – რათა იმ დრომდე საგნები იმ მხარეში დარჩეს მათ პირველყოფილ მდგომარეობაში. გამომგზავრებული თავადები მოგიტანენ თქვენ ცნობად, თუ რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის დადგენილებანი მისი ქვეშევრდომობის შესახებ. დაამშვიდეთ ისინი მათ მეზობლებთან მიმართებაში, ხოლო იქ კი ყველაფერი მოყვანილი იქნება სათანადო წესრიგში და ჩვენ გვექნება კმაყოფილება ვმონაწილეობდეთ საქმეში, რომელიც ასე სათნოა ღმერთისა და ხელმწიფისთვის” (Письмо гр. Ростопчина Кнорингу 26-го ноября 1800 г. Арх. мин. внутр. делъ. Кн. I).
კნორინგმა, ასრულებდა რა პავლე იმპერატორის ბრძანებას, საქართველოში გამგზავრებისთვის დანიშნა დრაგუნთა პორტნიაგინის პოლკი, გრენადერთა ტუჩკოვისა და მუშკეტერთა თავისი პოლკები, მათდამი კუთვნილი საპოლკო არტილერიითა და მე-5 საარტილერიო პოლკის საბატერო არტილერიის ოთხი ქვემეხით. ამრიგად, შეუერთდებოდა რა ეს ჯარები საქართველოში უკვე მყოფ ჯარებს, შემდგარი იქნებოდა რაზმი ქვეითი ჯარის 8 ბატალიონის, კავალერიის 10 ესკადრონის, საბატარეო არტილერიის 4 ქვემეხის, საპოლკო არტილერიის 15 ქვემეხისა და კაზაკთა ასეულისგან* (ჯარების განთავსებას ვარაუდობდნენ ასე: ტფილისში მუშკეტერთა კნორინგის პოლკის, გენერალ-მაიორ ლაზარევის პოლკის ერთი ბატალიონის, დრაგუნთა ორი ესკადრონისა და მთელი საბატარეო არტილერიის. თელავში – მუშკეტერთა გულიაკოვის პოლკის ერთი ბატალიონის, ეგერთა ერთი ასეულისა და დრაგუნთა ორი ესკადრონის. სიღნაღში – გულიაკოვის პოლკის მეორე ბატალიონის, ეგერთა ასეულისა და დრაგუნთა ორი ესკადრონის. ლორეში – გრენადერთა ტუჩკოვ 2-ის პოლკის ერთი ბატალიონის, ეგერთა ასეულისა და დრაგუნთა ორი ესკადრონის. გორში – ტუჩკოვის პოლკის მეორე ბატალიონის და ეგერთა და დრაგუნების იგივე რიცხვისა, რაც ლორეში. და, ბოლოს, დუშეთში – ეგერთა ერთი ასეულისა კავკასიის ხაზთან შეტყობინების შენარჩუნებისთვის).
ყველა ადგილი, რომლებშიც ვარაუდობდნენ ჯარების განთავსებას, ტფილისიდან დაშორებული იყო არაუმეტეს 100 ვერსისა და ამიტომ ჩნდებოდა სრული შესაძლებლობა ქვეყნის დაცვისა მეზობელთა მხრიდან მტრული მოქმედებებისგან, რომელი მხრიდანაც არ უნდა შემოეტიათ მათ.
სანამ აწარმოებდნენ მთელ ამ მზადებებს, ტფილისში დაირხა ხმა, თითქოსდა გიორგი გარდაცვლილიყო. ბატონიშვილები, მისი ძმები, მაშინვე შეიკრიბნენ სოფელ ჭალაში და იქიდან დაუგზავნეს მოწოდებანი გორის მცხოვრებლებს, სასულიერო წოდებასა და მთელ ქართველ ხალხს (Письмо царевичей отъ 20-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. нам.). ატყობინებდნენ რა, რომ ერეკლეს ანდერძისა და “ხალხის დამტკიცების მიხედვით”, ახლა მეფედ უნდა იყოს უფროსი ძმა იულონი, ბატონიშვილები მოუწოდებდნენ ყველას გორში და ჰპირდებოდნენ, ჯილდოსა და წყალობის გარდა, მათთან მოსულთა ცოლ-შვილის დასაცავად არ დაიშურებინათ საკუთარი სისხლიც. მათ კი, ვინც არ მოვა გორში, ბატონიშვილები ემუქრებოდნენ სასჯელით, და არწმუნებდნენ, რომ ისინი თავიანთი განზრახვისგან არაფრით უკან არ დაიხევენ. “ჩვენ ამ შემთხვევაში გთხოვთ კიდევაც, გირჩევთ კიდევაც და გიბრძანებთ რომ მოგვისმინოთ... ჩვენ ამ განზრახვისგან, სანამ ცოცხლები ვართ, განზე გადგომა არ შეგვიძლია”.
თავის მხრივ დავით ბატონიშვილმა მცხეთის იქით დააყენა პიკეტი, რომელიც ძარცვავდა ყველა ჩავლილ ქართველს და ჩამოართმევდა მათ წერილებს.
ლაზარევი ეკითხებოდა დავითს, თუ რატომ არის დაყენებული პიკეტი, როდესაც იმ მხრიდან არ არის საფრთხე ლეკებისგან. ბატონიშვილი უარობდა და ამბობდა, რომ მას არანაირი პიკეტი არ დაუყენებია და არ იცის მისი არსებობის შესახებ.
იმავე ღამეს პიკეტი მოხსნილ იქნა (Письмо Лазарева Кнорингу 2-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.); მაგრამ დავითს თავისი ხრიკები არ შეუწყვეტია.
22 დეკემბერს ტფილისში გავრცელდა ხმა, რომ მეფემ ბრძანა წაეყვანათ იგი სიონის ტაძარში დავითის ერთგულებაზე ყველას დასაფიცებლად. ხალხი, თავადები, მეფის ძენი, ყველანი მიაწყდნენ ტაძარს. გენერლები ლაზარევი და გულიაკოვი მათ მიჰყვნენ. დაფიცების წესის ნაცვლად მათ იხილეს წმინდა ნაწილების ლუსკუმის გახსნის წესი, რომლებიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროიდან ინახებოდა ეკლესიაში ჩაკეტილად (Донесенiе Лазарева Кнорингу 25-го декабря 1800 г. Константиновъ, ч. I, стр. 115).
ძნელი არ არის მიხვედრა, რომ ხმები გავრცელებული იყო დავით ბატონიშვილის პარტიის მიერ, რომელიც დაუღალავად მუშაობდა მის სასარგებლოდ. ერთგულ პირთა დახმარებით დავითმა მოახერხა კახეთის მაცხოვრებელთა დარწმუნება, თხოვნით მიემართათ გენერალ-მაიორ ლაზარევისთვის, რომელშიც ისინი თავადთა, აზნაურთა, სასულიერო წოდებისა და უბრალო ხალხის სახელით სთხოვდნენ ეღიარებინათ მეფედ დავით ბატონიშვილი. მთხოვნელები ამბობდნენ, რომ მეფის ძის დავითის გარდა არავის ხილვა არ სურთ მეფედ, “და უფრო მეტად იმ მიზეზით, რომ ერეკლე მეფის სხვა შვილებს უნდოდათ დაეტყვევებინათ და დაერბიათ საქართველო და დაეთანხმენ ჩაეგდოთ ქართველი ხალხი ყაჩაღ ბაბა-ხანის მფარველობის ქვეშ, და ისინი ასევე ეხმარებოდნენ ომარ-ხანსაც, ცდილობდნენ რა ჩვენი ცოლ-შვილის დატყვევებას” (Просьба кахетинцевъ Лазареву 23-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. наместника).
კახელები უმატებდნენ, რომ მათ შეჰფიცეს დავით ბატონიშვილს, როგორც საქართველოს მეფეს.
ასეთ მდგომარეობაში იყო საქმეები ჯერ კიდევ გიორგის ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, როდესაც მისი ორი წარგზავნილი, რომლებიც ბრუნდებოდნენ პეტერბურგიდან, უახლოვდებოდა ტფილისს.
ლაზარევმა მიიღო ბრძანება, რომ საქართველოს დედაქალაქში მათი მოსვლის შემდეგ, ხელი შეეწყო გიორგის სურვილის აღსრულებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაეჭირა მისთვის ძალით. “ყველანაირი თავგადასავლისთვის თქვენ საკმარისად ძლიერი ხართ”, წერდა მას კნორინგი და ატყობინებდა, რომ ზამთრის მიუხედავად, იგი მზად არის დაიძრას საქართველოსკენ დანიშნული ჯარებით.
სხვადასხვა პირებთან მოლაპარაკებებისა და მიმოწერის დროს მიღებულ იქნა ახალი ცნობები საქართველოს მეფის სწრაფად გარდაცვალების შესაძლებლობაზე.
სახელმწიფო საბჭომ, რომლის განსახილველადაც იყო გადაცემული საკითხი საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, ასეთი გარემოებების გამო, იჩქარა თავისი გადაწყვეტილების გამოტანა (Журналъ совета 17-го декабря. Арх. мин. внутр. делъ). იგი თვლიდა, რომ იმპერატირი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის მფარველობა, მოვალეა დაამკვიდროს მასში სიმშვიდე და დაიცვას საქართველო ყოველგვარი მოუწყობლობისა და გარეშე შემოჭრებისგან.
მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ, გიორგის სიკვდილის შემდეგ, საქართველოში მაშინვე დაიწყება ურთიერთშორისი ომი გარდაცვლილი მეფის ძმებსა და შვილებს შორის; რომ მოუწყობლობა და არეულობები ქვეყანაში შეთხვევასა და საშუალებებს მისცემენ თურქებსა და სპარსელებს საქართველოს დასაუფლებლად, ხოლო მთიელ ხალხებს კი – გამაჩანაგებელი თავდასხმებისთვის. ასეთი უწესრიგობების დროს, სახელმწიფო საბჭო, ეშინოდა რა, რათა “არ დაზარალდეს მაშინ საკუთრივ რუსეთის საზღვრების უსაფრთხოება”, მიიჩნევდა (находилъ) საქართველოს რუსეთისადმი შემოერთებას აუცილებლად, მით უმეტეს, რომ “ეს განკარგულებები, უეჭველად, მოუტანს დიდ სარგებელს რუსეთს” მეზობელ მტაცებელ მაცხოვრებელთა ალაგმვასა და მტკიცე ვაჭრობის დამყარებაში არა მხოლოდ მეზობლებთან, “არამედ ინდოეთის ხალხებთანაც”.
სახელმწიფო საბჭოს აზრმა საბოლოოდ მიდრიკა პავლე იმპერატორი საქართველოს შემოერთების სასარგებლოდ. არ დაელოდა რა უკვე ქართველი ელჩების პეტერბურგში დაბრუნებას, იმპერატორმა, დეკემბერში, გაუგზავნა კნორინგს მანიფესტი შემოერთების შესახებ, თუმცა კი ბრძანებით, რომ გამოექვეყნებინა იგი მხოლოდ მეფის სიკვდილის შემთხვევაში. თუკი გიორგი ცოცხალი დარჩებოდა ქართველი ელჩების ს.-პეტერბურგში მოსვლამდე, მაშინ კნორინგი მოვალე იყო მანიფესტის გამოქვეყნებისა და შემდგომი დადგენილებების თაობაზე დალოდებოდა ჩვენი მთავრობის ბრძანებებს.
22 დეკემბერს ხელმოწერილ იქნა პეტერბურგში მანიფესტი საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, ხოლო 1800 წ. 28 დეკემბერს ტფილისში გარდაიცვალა გიორგი.
პირველად, როდესაც მეფე ცუდად შეიქნა, მას სცხეს ზეთი, და ლაზარევმა გაატარა მასთან მთელი ღამე. მეორე დღეს, დილას, მოინახულა რა გიორგი, ჩავიდა სასახლის ჰაუპტვახტში, რათა ყოველი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყო. იქ მასთან მოვიდა ორი მღვდელმსახური და განუცხადა, რომ სათქმელი აქვთ რაღაც მნიშვნელოვანი და საიდუმლო. ყარაულები გარეთ იქნა გაგზავნილი, და ლაზარევმა შეიტყო მღვდელმსახურებისგან, ვითომდა გიორგიმ, რომელიც აღსარებას აბარებდა მათ, ბრძანა ეცნობებინათ მისი სახელით ლაზარევისთვის, რომ იგი აბარებს მას თავის მეუღლესა და შვილებს და უბრძანებს, რომ მაშინვე მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე აიყვანონ დავით ბატონიშვილი. ტყუილი აშკარა იყო – გაუშვა რა ეკლესიის მწყემსები, ლაზარევი გაემართა სასახლეში გიორგისთან.
მან მეფე ჰპოვა დასუსტებული. ლაზარევის შეკითხვაზე, სიმართლეა თუ არა მღვდელმსახურთა მიერ მისთვის ნათქვამი, გიორგიმ უპასუხა უარყოფითად.
ავადმყოფობის მთელ დროს და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც, მეფე განუწყვეტლივ ეკითხებოდა ლაზარევს, მალე დაბრუნდება თუ არა პეტერბურგიდან მისი სრულუფლებიანი წარგზავნილი, თავადი ჭავჭავაძე.
ლაზარევი აიმედებდა ავადმყოფს, ეუბნებოდა რა, რომ ის გზაშია და მალე ჩამოვა ტფილისში.
– მე ვერ დავასრულებ მშვიდად ჩემს ცხოვრებას – ამბობდა გიორგი სუსტი, მომაკვდავი ხმით – თუკი თავადი ჭავჭავაძე არ დაბრუნდება კეთილსასურველი ცნობებით და თუკი ჩემს სიცოცხლეში ვერ ვნახავ წარმატებას მისთვის მიცემულ დავალებებში.
– რა თქმა უნდა, თავადი ჭავჭავაძე მალე დაბრუნდება, და წარმატებითაც, პასუხობდა ლაზარევი, რომელიც ცდილობდა მომაკვდავი მეფის დამშვიდებას.
ამ დროს ავადმყოფის ოთახში შემოვიდა დავით ბატონიშვილი, თავად ლეონიძესთან ერთად. უკანასკნელ ხანებში მამასა და შვილს შორის უთანხმოება იყო. სნეულ მეფეს არ შეეძლო არ დაენახა, რომ მისი ვაჟი, დავით ბატონიშვილი, ისახავს თავის პატივმოყვარულ მიზნებს, ეძიებს საქართველოს ტახტს და მხოლოდ მამის გარდაცვალებას ელოდება ამ მიზნების მისაღწევად. ბატონიშვილი იშვიათად ეწვეოდა ხოლმე ავადმყოფ მამას. ხოლო თუკი ხდებოდა, რომ იგი ზოგჯერ შევიდოდა სნეულის ოთახში, მაშინ მეფე ან კედლისკენ ბრუნდებოდა ან კიდევ თავს იმძინარებდა და თვალებს ხუჭავდა. ხოლო როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ ვაჟი მის ახლოსაა, და ეკითხებოდნენ, ხომ არ სურს რაიმე უბრძანოს მას, გიორგი ან დუმდა, ან კიდევ საწინააღმდეგო მხარეს გადაბრუნდებოდა ხოლმე.
ზუსტად ასევე გიორგი გადაბრუნდა ახლაც მის ოთახში დავით ბატონიშვილის შემოსვლისას, თავად ლეონიძესთან ერთად. მათ ყველა შეკითხვაზე პასუხობდა მდუმარებით. რამდენიმე წუთის შემდეგ, სანამ ლაზარევი საუბრობდა ბატონიშვილთან, ლეონიძე მიახლოვდა სნეულის ლოგინს.
– ხომ არ ინებებს თქვენი უმაღლესობა – ჰკითხა მან – რომ უბრძანოს რაიმე მემკვიდრეს ტახტისა და სამეფოს შესახებ? (Изъ донесенiя Соколова. Арх. мин. иностр. делъ)
გიორგი დუმდა.
– ჯანმრთელობა როგორ გაქვთ. ჰკითხა მაშინ მამას დავით ბატონიშვილმაც.
– მე ახლა ისეთი ჯანმრთელი ვარ – პასუხობდა გიორგი – რისი სურვილი შენ არც კი გექნებოდა.
ასეთი მტკიცე პასუხის მიუხედავად, მეფე გარდაიცვალა მეორე დღეს, დილის თერთმეტ საათზე.
იგი აღესრულა უთანხმოებაში მყოფი თავის ვაჟიშვილთან, რომლის გამოც ამდენს ზრუნავდა და მეცადინეობდა. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები სასიხარულო არ იყო გიორგისთვის: იგი ვერ ხედავდა მისდამი თბილ დამოკიდებულებას საკუთარი ოჯახისგან, რომლისთვისაც დაარღვია მის მიერვე მიცემული ფიცი. მეფეს შეგნებული ჰქონდა, რომ დაპირებისა და ფიცის არშესრულება, რომლებიც მისცა ძმებს ტახტზე მემკვიდრეობის შესახებ ერეკლე II-ის ანდერძის დაურღვევლობაზე, არ შეიძლება იწოდებოდეს კარგ საქმედ, და გიორგის ღერსებას შეგვიძლია მიმაკუთვნოთ ასეთი შეგნება. როდესაც დარეჯან დედოფალი ეწვეოდა ხოლმე მას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, მეფემ მისი ერთერთი სტუმრობის დროს, ხელი ჩაჰკიდა ხელში თავის დედინაცვალს, ეამბორა მას და გულახდილად აღიარა თავისი დანაშაულებანი.
– მე დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, ამბობდა სნეული, ჰკოცნიდა რა ხელზე...
ცნობა მეფის გარდაცვალების შესახებ სწრაფად გავრცელდა ტფილისში. ყველამ, ვინც ამას ელოდა, დაიწყო თავისი მოქმედებანი. დავით ბატონიშვილმა გაარვცელა ხმა, რომ გიორგი სწერდა იმპერატორ პავლეს წერილს, რომელშიც ატყობინებდა, რომ უკვე დაამტკიცა თავისი ძე საქართველოს ტახტზე. მეფის გარდაცვალებამდე ჯერ კიდევ ოთხი დღით ადრე მან გამოართვა დედოფალს ყველა გასაღები და ბეჭედი, გადაათვალიერა ქაღალდები და სხვათა შორის იპოვნა პროექტი წერილისა, რომელშიც გარდაცვლილი მეფე ფიქრობდა ხელმწიფისთვის 30000 სული გლეხისა და 200000 მანეთის თხოვნას წელიწადში ჯამაგირად, ხოლო თავისი ძმებისთვის კი – პენსიონის დანიშვნას საქართველოში ან რუსეთში.
მოუწოდა რა თავისთან თავად თუმანიშვილს, დავითი ჰკითხავდა, იცის თუ არა მან ამ ქაღალდის არსებობის შესახებ. თავადმა თუმანიშვილმა, რომელმაც დაწერა ეს სათხოვარი და შეჰფიცა გიორგის არ ეთქვა არავისთვის მისი შინაარსის თაობაზე, ახლაც საჭიროდ ჩათვალა, რომ უარეყო მისი ცოდნის ამბავი.
– მამამ ჩვენ ყელი გამოგვჭრა, ამბობდა მაშინ ბატონიშვილი.
ლაზარევი, ამასობაში, ღებულობდა ყველა ზომას იმისთვის, რომ არ ყოფილიყო დარღვეული სიმშვიდე არც ტფილისში და არც საქართველოს სხვა ადგილებში. მისი განკარულებით, მაშინვე მეფის აღსრულების შემდეგ, დაყენებულ იქნა სასახლეში გუშაგები ბრძანებით, რომ არაფრის გამოტანის უფლება არ მიეცათ. დავით ბატონიშვილის მეშვეობით მან შეკრიბა თავისთან ყველა დიდებული, ვინც კი ტფილისში იმყოფებოდა, იმპერატორ პავლეს ბრძანების მოსასმენად, რათა გიორგის სიკვდილის შემდეგ არავინ არ ყოფილიყო დანიშნული საქართველოს ტახტის მენაცვალედ.
ბრძანება წაკითხულ იქნა რუსულად. შეკრებილთაგან წინ გამოვიდა თავადი ლეონიძე მანმადე, სანამ თარჯიმანი მოასწრებდა ამ ბრძანების ქართულად გადათარგმნას. იცოდა რა რუსული, მან მიმართა მსმენელებს და ყველა დაარწმუნა, რომ ლაზარევმა დავით ბატონიშვილს მიულოცა საქართველოს მეფობა.
შეიტყო რა ამის შესახებ, ლაზარევმა ხელმეორედ განუმარტა ყველას იმპერატორის ბრძანება და სთხოვა ლეონიძეს არ ჩარეულიყო თარგმნაში.
ლეონიძე ამაზე არ გაჩერებულა. იგი დარბოდა ტფილისის ქუჩებში, აღელვებდა ხალხს და აქვეყნებდა მის მიერვე შეთხზულ მანიფესტს დავით ბატონიშვილის ტახტზე ასვლის შესახებ. ამის შემდეგ კვალდაკვალ ლაზარევმა შეიტყო, რომ ლეონიძე ღამით იყო დარეჯან დედოფალთან, რომელთანაც ჰქონდა ხანგრძლივი თათბირი და საუბარი.
ცდილობდა რა სხვადასხვა საშუალებით შეეტყო თავად დავითისგან მისი განზრახვების შესახებ, ლეონიძე საიდუმლოდ ღამღამობით ატყობინებდა მათ დარეჯან დედოფალს, რომელიც მოდოდა ზოგჯერ ტფილისის მიტროპოლიტის არსენის სენაკში – მათი თათბირების ადგილას (Лазаревъ Кнорингу 20-го января 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 316).
მისი გაიძვერობა და ხალხის აღშფოთება სერიოზული საქმე ხდებოდა. ლაზარევმა დააპატიმრა თავადი ლეონიძე, მოახსენა ამაზე კნორინგს (Донесенiе Соколова кн. Куракину30-го августа 1802 г. Арх. мин. иностр. делъ. 1-5. 1802-1803 г. № 1. Письмо Лазарева Кнорингу 2-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.) და იმავე დღეს მისწერა გარდაცვლილი მეფის ძმებს, მოუწოდებდა რა მათ რომ პავლე იმპერატორის ნებისადმი დამჯერნი ყოფილიყვნენ. (შენიშვნაზე დამატება: ერთერთი მიზეზთაგანი, რამაც წაახალისა ლაზარევი უფრო სწრაფად დაეპატიმრებინა თავადი ლეონიძე, იყო შემდეგი გარემოება, რომელიც გადმოცემულია სოკოლოვის მოხსენებაში: “თავადმა ლეონიძემ – წერს იგი – განიზრახა მოქმედებაში მოეყვანა თავისი შურისძიება თავად ჭავჭავაძის მეუღლეზე და თავად ეგნატე თუმანიშვილზე, რუსეთისადმი მათი მომხრეობის გამო. მას სურდა მათი ხანჯლით განგმირვა, შეიპარა რა მათ სახლებში; მაგრამ საბედნიეროდ თავად ჭავჭავაძის მეუღლე იმ წუთას იმყოფებოდა დაქვრივებულ დედოფალ მარიამთან, ხოლო თავად ლეონიძეს მის სახლში დახვდა მისი ძმა სოლომონ ავალიშვილი და იგი სახლიდან გამოაბრძანა. თავადი თუმანიშვილი კი ლეონიძემ სახლში ვერ ნახა, ვინაიდან იგი მაშინ იმყოფებოდა საქართველოში რუსულ ჯარების სარდალთან გენერალ-მაიორ ლაზარევთან ქართული მიმოწერისთვის, რის გამოც ლაზარევმა, შეიტყო რა ეს ამბავი, ბრძანა, რომ მათი დაცვისთვის, მათ სახლებთან ყარაულები დაეყენებინათ”).
“ყველა ბრძანება – წერდა იგი მათ (Письмо Лазарева царевичамъ 28-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. нам.) – ხალხის თავის ფარგლებში შენარჩუნებისთვის (для соблюдения народа в своихъ пределахъ), ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იქნება მისი უგანათლებულესობის იოანე ბატონიშვილის, ობერ-სეკრეტარის ეგნატესა (თავად თუმანიშვილისა) და ჩემს მიერ”.
ბატონიშვილებს, გამოთქვამდნენ რა სინანულს ძმის გარდაცვალების გამო, უკვირდათ, რომ მათი ძმისწული, იოანე ბატონიშვილი, მოაწერდა ხელს ბრძანებებს. ისინი საკუთარ თავს თვლიდნენ დაჩაგრულებად იმით, რომ გარდაცვლილი მეფის ძმათაგან არავინ არ ყოფილა მოწოდებული ქვეყნის მმართველობაში (Письмо царевичей Вахтанга и Мирiана къ Лазареву отъ 29-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. нам.). ბატონიშვილები სთხოვდნენ ლაზარევს, რათა მას მარტო ემართა საქართველო – და მაშინ აცხადებდნენ სრულ მზადყოფნას ემსახურათ რუსეთის იმპერატორისთვის – ან კიდევ დაეშვა მონაწილეობისთვის ერთერთი გარდაცვლილი მეფის ძმათაგან. ლაზარევი პასუხობდა ბატონიშვილებს, რომ გარდაცვლილი მეფის ძმათაგან იმიტომ არ არის არავინ მოწოდებული ქვეყნის მმართველობაში, რომ ერეკლეს შვილთაგან არავინ არ ყოფილა ტფილისში, მაგრამ თუკი რომელიმე მათგანი მოისურვებს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლას, მაშინ იგი მიიჩნევს “პატივად რომ მიიღოს რომელიმე მათგანი თანამმართველად” (Письмо Лазарева царевичамъ 30-го декабря 1800 г. Тамъ же).
30 დეკემბერს მეფის გვამი გადასვენებულ იქნა ტაძარში. გამოსვენება ჩატარებულ იქნა მთელი პატივით; მოხელეებს მოჰქონდათ განსვენებულის რეგალიები, ხოლო ჩვენი ჯარების სამივე ბატალიონი მონაწილეობდა სამწუხარო ცერემონიაში (Письмо Лазарева Кнорингу 31-го декабря 1800 г. Тамъ же).
მარიამ დედოფალი სთხოვდა ლაზარევს, რომ არ ეჩქარა დაკრძალვა და დაეტოვებინა ისინი მხარის დამშვიდებამდე. 20 თებერვლის დილის 9 საათზე გიორგის გვამი გამგზავრებულ იქნა ტფილისიდან მცხეთაში დასაკრძალად.
გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ, საქართველო დარჩა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ერეკლე II-ის სიკვდილის შემდეგ. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ურთიერთშორის მტრობდნენ მხოლოდ ძმები, რომლებიც დაობდნენ ტახტის მემკვიდრეობის წესრიგის გამო; ახლა კი, გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ერთმანეთზე გადამტერებულებს შეუერთდნენ მათი ძმისწულ-ბიძაშვილები მრავალრიცხოვანი ნათესავები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.
მარიამ დედოფალი იმყოფებოდა მეტად საწყალ მდგომარეობაში, როგორც თავისი უბედურების, ისე იმის გამოც, რომ გარდაცვლილ მეფეს თითქმის არაფერი არ დაუტოვებია თავისი ოჯახის მატერიალური არსებობისთვის. ამასთან ერთად იგი ავადაც იყო.
“მოუთმენლად მოველი – სწერდა ლაზარევი კნორინგს (Письмо Лазарева Кнорингу 2-го января 1801 г. Тамъ же) – თქვენს ჩამოსვლას, და მთელი გულით მსურს ეს. ვგრძნობ, რომ მეტად არასაკმარისია ჩემი ძალები ამ უცნაურ ადამიანებთან და გარემოებებთან ურთიერთობისთვის და სადაც ყოველი ნაბიჯი შესაძლოა დამღუპველი იყოს; თუკი შენ თავად არაფერს არ გააკეთებ, მაშინ ნამდვილად გამოიგონებენ რაიმეს, და სადაც მხოლოდ იმას თუ უყურებენ, რომ ერთმანეთი გაძარცვონ, წაართვან მთელი მამული, და თუკი შესაძლებელი იქნებოდა, სიცოცხლეც”.
ასეთ მდგომარეობაში იმისთვის, რათა შეენარჩუნებინა ქვეყანა და დაესწრო მასში შინაომების გაჩაღებისთვის, ლაზარევს რჩებოდა მხოლოდ ერთი საშუალება – არ მიეცა უპირატესობა არც ერთისა და არც მეორისთვის მოწინააღმდეგე მხარეთაგან.
ისე ჩანდა, რომ ლაზარევმა ბედნიერად მიაღწია ამას იმით, რომ დავითს ამჯობინა იოანე ბატონიშვილი, ჩართო რა უკანასკნელი იმ პირთა რიცხვში, რომლებმაც შეადგინეს ქვეყნის დროებითი მმართველობა. ტახტის ორივე პრეტენდენტი, დავითი და იულონი, ჩამოცილებულ იქნენ მმართველობისგან და არ ჰქონდათ მიზეზი მტრული მოქმედებებისთვის ერთიმეორის წინააღმდეგ. დაიწყო რა ასე კარგად, ლაზარევმა ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე ასეთივე დაჟინებით. დავითმა, როგორც დავინახავთ, მოახერხა რომ შემძვრალიყო (втереться) დროებითი მთავრობის შემადგენლობაში, და ამიტომ ლაზარევის მიერ უპირატესობის მინიჭება იოანე ბატონიშვილისთვის მხოლოდ ნახევარზომა იყო, რომელმაც შეაჩერა სისხლისღვრა, მაგრამ ვერ გამოიწვია ქვეყნის სრული დამშვიდება.
მოწინააღმდეგეთა ორივე პარტია ჩადგა, ასე რომ ვთქვათ, ერთიმეორის მიმართ თავდაცვით მდგომარეობაში და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად, გამაგრებულიყო და ღრმა ფესვები გაედგა ხალხში. აგროვებდნენ რა პარტიებს და აღელვებდნენ ხალხს, ისინი დაუღალავად მიმართავდნენ ერთმანეთზე საჩივრებით რუსული ჯარების სარდლობას. ვახტანგ და მირიან ბატონიშვილები ჩიოდნენ (Письмо царевичей Кнорингу отъ 2-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.), რომ მათი ძმისწული ბაგრატი ავრცელებს ხმებს კახეთში, რომ მიიღო წერილი ლაზარევისგან, რომელიც მას სწერდა, ვითომდა, უმაღლესი ნების თანახმად, მისი ძმა დავით ბატონიშვილი დამტკიცებულია მეფედ და რომ იგი ძალით აფიცებს ხალხს ერთგულებაზე. ვახტანგი და მირიანი ატყობინებდნენ, რომ ის კახელი თავადები, რომლებმაც თავიანთი ხელმოწერით დაამტკიცეს ერეკლეს ანდერძი გიორგის სიკვდილის შემდეგ ტახტის გადასვლაზე მის ძმებთან, ჩამოვიდნენ მათთან, არ სურთ ფიცის მიცემა დავითისთვის და ითხოვენ ამ ანდერძის დაცვას.
ბაგრატი წერდა ლაზარევს (Письмо Баграта Лазареву отъ 2-го января 1801 г. Тамъ же), რომ ბევრმა კახელმა თავადმა მიიღო წერილი, რომლებითაც მათ აიძულებენ არ დაელოდონ იმპერატორის ბრძანებას.
“იულონი და ფარნაოზი – წერდა დავით ბატონიშვილი (Лазареву отъ 3-го января 1801 г. Тамъ же) – გადადიან ყველგან ქართლში და ხალხს მიდრიკავენ ამბოხებისკენ, არწმუნებენ რა, რომ თქვენი განცხადება იყო პირდაპირ ისეთი, რომ საქართველოში ამიერიდან არ უნდა იყოს მეფე. ამასთან ხალხს ეუბნებიან, რომ მას ელოდება სრული მონობა და დაღუპვა (что онъ потерпитъ совершенную неволю и погибель), ხოლო თავადებსა და აზნაურებს გახდიან ისევე როგორც ჩერქეზებს, და დატოვებენ ყოველგვარი პატივისცემის გარეშე. ამრიგად, გაკისრებენ რა თქვენ მთელი მათი მოძრაობისა და მღელვარების მიზეზს, ამხნევებენ ხალხს აჯანყებისთვის”.
ლაზარევმა მიიღო ცნობა, რომ ბატონიშვილებს, გარდაცვლილი მეფის ძმებს, განზრახული აქვთ შეაღწიონ კახეთში და მოახდინონ იქ, დავითის სიტყვების მიხედვით, აშკარა ამბოხება. სავსებით დარწმუნებული თავის უპირატესობასა (აღმატებულობასა) და უფლებებში, და დაიმედებული იმაზე, რომ აუცილებლად მიიღებს მემვიდრეობით საქართველოს ტახტს, დავით ბატონიშვილი ცდილობდა ეჩვენებინა და გამოეცხადებინა თავისი დამოუკიდებლობა.
“მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემს ბიძებს ყველაფერი შერჩებათ – წერდა იგი ლაზარევს – მე მჯერა, რომ ხელმწიფეს თავისი ერთი სიტყვით შეუძლია ყოველივეს აღსრულება და ყველა ასეთი ჩანაფიქრის (ბატონიშვილებისა) გაქარწყლება.
თუკი თქვენ არ გსურთ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ამაში ჩარევა, მაშინ გთხოვთ მომცეთ ნება, და მე მათ დავაწყნარებ, ვინაიდან თქვენ ხედავთ ჩემს მორჩილებას, რის გაკეთებასაც მე ვთვლი ჩემს მოვალეობად და პატივად. ამის საპირისპიროდ, ჩემს ბიძებს თქვენ აშკარად ეზიზღებით, და, რომ ყოველივე ამასთან ერთად დავრჩე მშვიდ მაყურებლად, მე არც თქვენგან, არც რუსეთისგან იმედი არ მაქვს, მით უმეტეს, როდესაც არ შეიძლება ჩივილის მიზეზთა გამოსწორება, და, რა თქმა უნდა, ასეთი მღელვარება დავიწყებას ვერ მიეცემა (…чтобы при всемъ этомъ остаться спокойным зрителемъ, я ни отъ васъ, ни отъ Россiи не уповаю, кольми паче, когда не можно изгладить причины къ жалобе, и, конечно, таковое волненiе не останется забвеннымъ).
გთხოვთ, სანამ ხალხი ჯერ კიდევ არ შეკრებილა, რათა ეს სნეულება გააპოხიეროს. თქვენთვის ცნობილია, თუ როგორი უბედურება დაგვატყდება ჩვენ თავს, თქვენ კი უზომო თავსატეხი და საზრუნავი. ამ ამბოხების დროს კი ომარ-ხანი (ავარელი) აუცილებლად ისარგებლებს და ადვილად შეეძლება ერთი ან ორი სოფლის მიტაცება და დარბევა; და ვინ აგებს ყოველივე ამის გამო პასუხს?”
ამთავრებდა რა ასეთი შეკითხვით წერილს, დავით ბატონიშვილს, რა თქმა უნდა, სურდა ეთქვა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება ლაზარევს და ნაწილობრივ მასაც, როგორც საქართველოს კანონიერ წარმომადგენელს. ასე ფიქრობდა იგი, ასე იყო დარწმუნებული და, როგორც ვნახავთ, ასევე მოქმედებდა, თვლიდა რა საკუთარ თავს ქვეყნის პატრონად. მეორეს მხრივ, ბატონიშვილები, მისი ბიძები, თავიანთ უფლებებს თვლიდნენ ასევე განუყოფელად და არ სურდათ ძმისწულისადმი მორჩილება.
კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა საქართველო, მოითხოვდა სხვა ზომებს ქვეყნის გადასარჩენად, ენერგიულ ზომებს, რომლებიც დააწყნარებდა ორივე მტრულ მხარეს და არ დაუშვებდა ურთიერთშორის ომსა და სისხლისღვრას...
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment