Friday, December 26, 2025

მარკ სოლონინი – ტვინის გაუპატიურება (Мозгоимение). დიდი ომის ყალბი ისტორია

( გამომცემლობა «Яуза»; 2010 წ.) 




წამყვან ისტორიკოს-ანტისტალინისტის ყველაზე უფრო ხისტი და უკომპრომისო წიგნი! მინიმალური ციფრებისა და ტექნიკური დაწვრილებითი ამბების დროს, ემყარება რა საღ აზრს, მკაფიო ლოგიკასა და უდაო ფაქტებს, ავტორი დასცინის ისტორიულ მეცნიერებაში შარლატანების მოუხეშავ ხრიკებს, რომლებიც ცდილობენ წინასწარგანზრახული და უხეში ტყუილით აუბნიონ თავგზა ადამიანებს. ამ წიგნის ფურცლებზე მკითხველი ისევ წააწყდება მრავალრიცხოვანი საბჭოთა და უახლესი ფსევდოისტორიკოსების ნააზრევებს. „გენერალური შეთანხმება შინსახკომსა და გესტაპოს შორის“, „საიდუმლო სტალინისეული სცენარი ომის დაწყებისა“, „41 წლის თავდაცვის გეგმა“, „წითელი არმიის ნაწილების გამჭოლი ტრანსპორტირება ლა-მანშისაკენ“, „სტალინის საიდუმლო მოლაპარაკებები ვოლფთან მცენსკში“ და ბევრი-ბევრი სხვა – აი ასეთი ფეერიული ბოდვის პატარა ნიმუშები, რომელსაც ამხილებს და აბათილებს ავტორი. მარკ სოლონინი დარწმუნებულია, რომ უკანასკნელ წლებში წარმოქმნილი „დოკუმენტური სიყალბეების“ ჟანრი, აგრეთვე გრაფომანული თხზულებების ფართო და დაუბრკოლებელი გავრცელება ძალზედ საშიშია და ამიტომ მათ გადამჭრელი და მტკიცე წინააღმდეგობა უნდა ხვდებოდეს სამეცნიერო საზოგადოებრიობის მხრიდან. ასეთია ამ წიგნის მიზანი. 

(მთარგმნელის მცირე შენიშვნა: ქვემოთ შემოთავაზებულია მასალა ინტერნეტიდან: არა წიგნის მთლიანი ტექსტი, არამედ მისი დასაწყისი ნაწილი – გაცნობითი ფრაგმენტი – როგორც ბოლოშია ნათქვამი, 26 კომპიუტერული გვერდი; ბოლოს ნათქვამია, თუ როგორ შეიძლება მთელი წიგნის შეძენა. ტექსტში არის ავტორისეული თხრობა და მის მიერ მოყვანილი სხვა ტექსტებიდან ამონარიდები, რომლებიც დახრილი შრიფტითაა ნაბეჭდი. იგივე ხდებოდა წინა სამ პუბლიკაციაშიც, ახლა კი ეს დახრილი ტექსტები წითელი შრიფტით მოვიყვანო, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის – ი. ხ.) 


შინაარსი 

ავტორისაგან 
თავი 1 „გადაგვარების დეგენერაციული ნიშნები“ 
თავი 2 შტირლიც ვოლფის ძე 
თავი 3 თოვლი ივნისში, ანუ საკითხისადმი о «еб-ной матери» 
გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული 


მარკ სოლონინი 


ტვინის გაუპატიურება (Мозгоимение): 
დიდი ომის ყალბი ისტორია 


სისულელე – ეს ღვთის ფასდაუდებელი საჩუქარია, მაგრამ ამ საჩუქარს ბოროტად არ უნდა ვიყენებდეთ. 

                                        ბისმარკი 


ავტორისაგან 

როცა ხეები დიდი იყო, ხოლო მე კი გაუჭირვებლად ვთავსდებოდი მაგიდის ქვეშ, ჩვენს ქვეყანაში მიღებული იყო ემუშავათ. ყოველ დილით ადამიანებით დატვირთული ტრამვაები მიდიოდნენ ხიდზე წითელი კომუნატრების ქუჩისა და 22-ე პარტიული ყრილობის ქუჩის გადაკვეთაზე (ამ გზაჯვარედინზე მე სამშობიარო სახლიდან მომიყვანეს) უზარმაზარი, მბოლავი და მოგუგუნე ქარხნების მხარეს. სახუმაროდ არ გუგუნებდნენ. დაბალი, თანაბარი და დაუსრულებელი გუგუნი ავსებდა ქვეყანას ყოველ საღამოს. ხუთ წლამდე ასე ვფიქრობდი კიდეც, რომ საღამო – ეს არის როცა ბნელდება და გუგუნი ისმის. შემდეგ ავიასამოტორო ქარხნის საგამოცდო სტენდი ქალაქიდან შორს გაიტანეს, და გუგუნი უკვე აღარ იყო. მაგრამ ადამიანები კვლავ განაგრძობდნენ მუშაობას. ჩემს ბუნდოვან ბავშვურ მოგონებებში დარჩა ლევიტანის მოზეიმე ხმა, რომელიც გვატყობინებდა ახალი კოსმოსური ფრენებისა და გიგანტური კაშხლების შესახებ, რომლებიც ციმბირის მძლავრ მდინარეებს კეტავდნენ. 

თვით საშუალო კლასებისა და ნიჭის მოწაფისთვისაც იყო გასაგები, რომ ადამიანები, რომლებმაც დააპროექტეს რაკეტა, გაითვალეს კოსმოსური ხომალდის ფრენის ტრაექტორია, გააკეთეს ავიამოტორი, რომლის ტურბინაც ცეცხლს აფრქვევს, მაგრამ ბობოქარ მოლურჯო-თეთრ ალში არ იწვება, – ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან, რომლებიც ბევრს სწავლობდნენ, ბევრი ისწავლეს, რომლებმაც ისეთი რამ იციან, რის შესახებ სხვები ვერც კი ხვდებიან. და ნებისმიერ კვალიფიცირებულ ზეინკალს ესმოდა, რომ მოდელიერს (ეს ის კი არა, რომელიც პოდიუმზე დადის თეთრ შარვალში, არამედ ოსტატს – ოქროს ხელებიანს, რომელიც ხისგან ჭრის მომავალი ყალიბის ზუსტ ასლს) შეუძლია და იცის ის, რაც მისთვის, ზეინკლისათვის, უცნობია. და პირიქით. 

და სწორედ ამაზე  მ ა თ  კიდეც დაგვიჭირეს. თითოეული მშრომელი ადამიანისთვის ბუნებრივ პატივისცემაზე სხვა მშრომელი ადამიანის ცოდნისა და უნარის მიმართ. ქვეცნობიერ (მაგრამ ძალზედ მტკიცე) წარმოდგენაზე „კვალიფიციურობის პრეზუმპციის“ შესახებ თითოეული ინჟინრის, ექიმის, გეოლოგის, მუსიკოსის, პურის მომყვანისა... საბჭოთა მშრომელს არ შეეძლო ევარაუდა და დაეჯერა ის, რომ საბჭოთა „ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი“ – ეს სულაც არ არის ის, რაც ფიზიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც სინქროფაზოტრონი გამოიგონა. 

ნორმალური ადამიანის თავში ვერ თავსდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ გრძელი ხელმოწერის უკან: „ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უახლესი ისტორიის კათედრის გამგე“, იმალება გადასუქებული მოხელე, რომელმაც, ჯერ ერთი, არაფერი არ იცის, და მეორეც, არც არაფრის ცოდნა არ უნდა უახლესი (ისევე, როგორც სხვა დანარჩენი) ისტორიის შესახებ. ხოლო კი არაფრის ცოდნა მას არ უნდა იმიტომ, რომ უნდა მშვიდად ეძინოს და ლამაზად ცხოვრობდეს, ამასთან ცხოვრობდეს არა ქარხნების მილების ჭვარტლით დაფარულ წითელი კომუნარების ქუჩაზე, არამედ მოსკოვის სადღაც ფრუნზეს სანაპიროზე. მაგრამ ფრუნზეს სანაპიროზე ასე უბრალოდ არ უშვებდნენ. იქ მხოლოდ „სოციალურად ახლობლები“ არიან საჭირო. მხოლოდ ისინი, ვინც თავიანთი სოლიდური შესახედაობითა და ძრწოლის მომგვრელი ხელმოწერით განამტკიცებენ (სიტყვიდან „განმტკიცება“) ველურ ბოდვას, მაღლიდან დავალებულს გასავრცელებლად ცკკპ ცეკას აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების მიერ. 

სკკპ ცეკა უკვე აღარ არის. არც მისი აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილებაა. და ბევრი ქუჩის სახელწოდების მაჩვენებელი დაფებიც შეიცვალა. მეფე-იმპერატორი სისხლიანი ნიკოლოზი თითქმის „წმინდა დიდმოწამედაა“ გამოცხადებული. რევოლუციის რაინდი ფელიქს ედმუნდის ძე – „სისხლიან ჯალათად“. ყველაფერი ერთმანეთში აირია ჩვენს საერთო სახლში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ არეულ-დარეულობისა და გაურკვევლობის გამო ვერავინ მიხვდა სწორედ იმ დღეს, როცა ძერჟინსკის რკინის ქანდაკება გახურებული ბრბოს თავებს ზემოთ ჰაერში გაცურდა, ერთი ბრძანებით გაეუქმებინათ ყველა სამეცნიერო ხარისხი და წოდება, მიღებული სკკპ ისტორიის, სამეცნიერო კომუნიზმისა და სხვა „უახლესი ისტორიის“ კათედრებზე. და ტყუილადაც ვერ მიხვდნენ. ოჰ, ტყუილად... 

და აი უკვე უწინდელი „კადრები“ დარცხვენის ჩრდილის გარეშე უწოდებენ საკუთარ თავს „ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მარკეტინგის, ფრანჩაიზინგის, მაყუთპილინგის საერთაშორისო აკადემიის პოლიტოლოგიის კათედრის გამგეს“. ისინი სულ ისევე უკითხავენ სტუდენტებს ლექციებს ბუზების მიერ დასკორილი ოცდაათი წლის წინანდელი კონსპექტებით. და მოღუშულად იქნევენ ამ დროს მოკაკულ საჩვენებელ თითს, მოითხოვენ რა „შეწყდეს ისტორიის გადაწერა“. ერთი ასეთი „კადრი“ მთელი სერიოზულობით მიხსნიდა, რომ ვიქტორ სუვოროვი (ვისთან ბევრჯერ ურთიერთობის სიამოვნება მქონდა პირდაპირ რადიოეთერშიც, და პრივატულ საუბრებშიც) სრულიად არ არსებობს, არამედ ამ ფსევდონიმის უკან გავეშებული ანტისოვეტჩიკების, აშშ-ისა და ბრიტანეთის დაზვერვათა (CIA და MI-6) საშტატო თანამშრომლების ჯგუფი იმალება, რაც იქნა უდავოდ დადგენილი „ძალზედ სერიოზული დაწესებულების“ მიერ (თვალები და თითი მაღლა ასწია: „ნუ, თქვენ, ახალგაზრდავ, თავადაც უნდა გესმოდეთ – თუ რა მაქვს მხედველობაში...“). 

მიუხედავად ამისა – დედამიწა ბრუნავს, და პროცესს, ერთხელ უკვე გაშვებულს, ვეღარ გააჩერებენ. დაუსჯელად დაუბანგო ადამიანებს ტვინები ინტერნეტის, სათანამგზავრო ტელევიზიისა და მკითხველთა ფულის ქისებზე დამოკიდებული წიგნის გამომცემლობის ეპოქაში სულ უფრო ძნელი ხდება. სტუდენტების გამო მე მშვიდად ვარ: მათი უმრავლესობა არ დადის ლექციებზე, არამედ ყიდულობს (მშობლების ფულით, რა თქმა უნდა) საკონტროლო, საკურსო და სადიპლომო შრომებს. ყველანაირ უსაქმურთან სოციალურად ახლოს მყოფი პროფესორები ჩვეულებრივ გულმოწყალედ ეკიდებიან ახალგაზრდათა ასეთ ცელქობებს. იმ ცოტას კი, რომელთაც დიპლომი მხოლოდ ცოდნაზე დამატებით სჭირდებათ, აქვს შესაძლებლობა კითხულობდეს კეთილსინდისიერ ისტორიკოსთა სერიოზულ გამოკვლევებს. საშიშია ითქვას, რომ ამის გამო უკვე აღარ აგდებენ ინსტიტუტიდან, აღარ უშვებენ „შსს-ის სპეცფსიქსაავადმყოფოში“, არ „კერავენ საქმეებს“ რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე და 190.1-ე მუხლების მიხედვით, არ უგდებენ ნარკოტიკებს... 

მაგრამ რა ქნან იმათ, ვინც სტუდენტური ასაკიდან და ჭაბუკური უსაქმურობიდან უკვე გამოვიდნენ, ვინც დილიდან საღამომდე უნდა „ტრიალებდნენ“, ვისაც წასაკითხად დრო მხოლოდ მეტროს ვაგონში ან მატარებლის კუპეში უჩნდება. ენა არ მიბრუნდება რომ ვურჩიო მათ ამოიღონ საფულიდან ფული და იყიდონ ერთი რომელიმე ჩემი სქელი სამხედრო-ისტორიული წიგნებიდან. მაინც რომელ მომუშავე ადამიანს შეუძლია მოერიოს ამ 500–600 გვერდს, დაბეჭდილს წვრილი შრიფტით, ცხრილებით, გრაფიკებითა და ყოფილი ბრძოლების რუქებით?! ამ სევდიანი ფიქრებიდან დაიბადა კიდეც იდეა დამეწერა უბრალო და მხიარული წიგნი, რომელიც დაეხმარება მკითხველს გაეცნოს და სიცილით დაემშვიდობოს ყველაზე უფრო კაშკაშა ნიმუშებს სამამულო ისტორიული „ტვინის გაუპატიურებისა“. და გზადაგზა გაიგოს კიდეც რაღაც ახალი ჩვენი ვერნაწინასწარმეტყველები ისტორიის შესახებ. მაგრამ, თვით მეტროს ვაგონში ნებისმიერი ადგილიდან დიაგონალზე ამ წიგნის კითხვისას, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან, პატივცემულო მკითხველო, ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი, პრინციპულად მნიშვნელოვანი დეტალი: დასაცინად და საჯარო გაკიცხვისათვის მე გამომყავს არა ომის გმირები, არა ვეტერანები, რომლებიც ფრონტიდან ყავარჯნებით დაბრუნდნენ, არა თქვენი პაპა და არც ჩემი მამა, არამედ მარტო ის უსაქმურები და არამზადები, რომლებიც ჩვენი უდიდესი ტრაგედიის გარემოებათა და მიზეზების შესახებ წინდაწინვე ცრუ გამონაგონების გავრცელებას მრავალი ათწლეულების მანძილზე მომგებიან პირად სარეწავ საქმედ გადააქცევდნენ. 


თავი 1 „დეგენერაციული ნიშნები გადაგვარებისა“ 

მრავალი წლის მანძილზე ჩემი კომპჲუტერის მეხსიერებაში დაგროვდა დიდი სიმრავლე „ტვინის გაუპატიურების“ ყველაზე უფრო განსხვავებული მაგალითებისა. თითოეული მათგანი თავისებურად კარგი და გამოსადეგია, თითოეული იმსახურებს საჯარო გაკიცხვას. საიდან დავიწყოთ? დიდაქტიკის წესებით უნდა ვიმოძრაოთ „მარტივიდან რთულისაკენ“. და ძალიანაც კარგი. არ დავიწყებთ ახალი წესების გამოგონებას და პირველ თავში ისეთ მსხვილ სისულელეებს წარმოგიდგენთ, რომლებიც არ არიან რა არსებითად რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვნები, იმით გახლავან აღსანიშნავი, რომ გვიჩვენებენ იმ „უმეცრების ჭის“ ფსკერს, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოვაღწიოთ. 

გალერეის გახსნის საპატიო უფლებას ვაძლევ ერთ სასაცილო გამონათქვამს, რომელმაც აღტაცება მომგვარა თავისი ზღვრული, ალმასისებური გამჭვირვალობითა და უბრალოებით, რომელიც ალმასის ქიმიურ ფორმულას თუ შეედრება. ამასთან ეს ჩემთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახალი მაგალითიცაა. 

2007 წელს გამომცემლობამ «Яуза-ЭКСМО» გადაწყვიტა ერთი ყდის ქვეშ შეეკრიბა ყველაზე უფრო განსხვავებულ , შეიძლება ითქვას – დიამეტრალურად საწინააღმდეგო შეხედულებათა მქონე ისტორიკოსები, რომელთა წინაშეც იქნა დასმული ერთი და იგივე კითხვა: რა არის წითელი არმიის დამარცხების მთავარი მიზეზი 1941 წლის ზაფხულში? ასე გამოჩნდა წერილების კრებული „დიდი სამამულო კატასტროფა“. ცნობილმა ისტორიკოსმა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო ისტორიის ინსტიტუტის სტატისტიკის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა მ. ე. მოროზოვმა (თუ ამ მომენტისათვის მიროსლავ ედუარდის ძე უკვე მეცნიერებათა დოქტორი გახდა, მე ვითხოვ პატიებას და ვულოცავ მას) დაწერა ამ კრებულისათვის წერილი „დამარცხება 1941 წლის ზაფხულში იყო კანონზომიერი“. სახელწოდება, ჩემი გემოვნებით, ცოტათი მძიმე წონისაა, სამაგიეროდ მთავარი აზრი ჯარისკაცულად მკაფიოდ და ნათლადაა გამოხატული. 

სიტყვაზე რომ ვთქვათ, მეც ასევე ვფიქრობ, რომ დამარცხება 41-ის ზაფხულში კანონზომიერი და გარდაუვალი გახლდათ. მართალია, ამ კონსტატაციაზე ჩვენი შეხედულებების თანხვდენა კიდეც მთავრდება. პოლკოვნიკი მოროზოვი 93 გვერდზე ანვითარებს მთელი საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის ტრადიციულ აზრს იმის შესახებ, რომ „ისტორიამ ჩვენ ცოტა დრო დაგვიტოვა“ და საბჭოთა კავშირი არ აღმოჩნდა მზად ომისათვის სამხედრო-ტექნიკურ მიმართებაში. მე კი ვთვლი, რომ ყბადაღებულმა „ისტორიამ“ დაუშვებლად ბევრი დრო მისცა სტალინს, და ხალხის 20-წლიანმა გახრწნამ, მორალისა და ზნეობის ყველა ნორმის მძვინვარე ნგრევამ ხალხი და არმია სრულიად ბრძოლისუუნარო მდგომარეობაში მოიყვანეს. 

თუმცა კი, მ. ე. მოროზოვის წერილს დავუბრუნდეთ. რამდენადაც ეს წერილი სამხედრო ავიაციისადმი იყო მიძღვნილი, ამიტომ მასში, რა თქმა უნდა, ლაპარაკი იყო უიმედოდ მოძველებულ საბჭოთა თვითმფრინავებზე, რომლებიც ვერანაირ შედარებაში ვერ მოდიოდნენ მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან. ასე, 299-ე გვერდზე სიტყვა-სიტყვით შემდეგია ნათქვამი: 

„...“იუნკერს“ Ju-88-ის ჰორიზონტალური სიჩქარე ერთნახევარჯერ უფრო მაღალი იყო Ар-2-ის სიჩქარეზე“

დიახ, რა თქმა უნდა, არა მარტო სიჩქარითაა ღირებული საფრონტო ბომბდამშენი, და მაინც – სიჩქარეში ე რ თ ნ ა ხ ე ვ ა რ ჯ ე რ ჩამორჩენა... ეს სერიოზულია. ასეთი ტექნიკური ჩამორჩენილობისას დამარცხება მართლაც კანონზომიერად და გარდაუვალად იწყებს მოჩვენებას. და მაინც სასურველი იქნებოდა სიჩქარეთა კონკრეტული ციფრების გაგებაც. ნუ შეშფოთდებით, პატივცემულო მკითხველო! მე სულაც არ ვაპირებ საფრენოსნო გამოცდების შესახებ ანგარიშების შემცველი ფურცლების ფრიალს და ამ ანგარიშების სარწმუნოობის შესახებ პოლემიკით თქვენს „დატვირთვას“. ღმერთმა დამიფაროს. მე უკვე დაგპირდით – ყველაფერი უკიდურესად გამჭვირვალედ და უბრალოდ იქნება. 249-ე გვერდზე პოლკოვნიკი მოროზოვი გვატყობინებს, რომ ბომბდამშენ Ар-2-ის (ეს თვითმფრინავი წარმოადგენდა ყველაზე უფრო მასობრივი ომისწინა ბომბდამშენის СБ ღრმა მოდიფიკაციას) მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა 480 კმ/სთ-ს. 1939 წ. ნიმუშის СБ-ის სიჩქარეს მოროზოვი იქვე 450 კმ/სთ-ით განსაზღვრავს. 

298-ე გვერდზე კი შეიძლება გავიგოთ, რომ ბომბდამშენ „იუნკერს“ Ju-88-ის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა 450 კმ/სთ-ს. 

ასე იწერება ჩვენში „ისტორია“. თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, მაშინ შეიძლება. თუ ძალიან გინდა შესტენო პუბლიკას თეზისი საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) „ტექნიკური ჩამორჩენილობის“ შესახებ, მაშინ რიცხვი 450 აღმოჩნდება ერთნახევარჯერ მეტი რიცხვზე 480. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. საჭიროა მნიშვნელოვანი დაზუსტება: სიჩქარეები ნაჩვენებია ცხრილებში, რომელთა შესწავლას არცთუ ყველა მკითხველი დაიწყებს, ხოლო საბოლოო დასკვნა კი „იუნკერსის“ დიდი უპირატესობის შესახებ პირდაპირი ტექსტითაა მოცემული! 

რა იყო ეს? გულდასაწყვეტი შეცდომა – თუ „ტვინის გაუპატიურების“ ნამდვილი ოსტატის მუშაობა? მე არ შემიძლია ვიცოდე. ამ შეკითხვით მიმართეთ – პოლკოვნიკს. 

რიგში მეორედ ჩვენთან დგას სახელგანთქმული, რომელმაც მოასწრო უკვე თავი მოებეზრებინა სპეციალისტებისთვის, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ არეტიანებს მიმნდობ პუბლიკას: „გენერალური შეთანხმება თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების, ერთობლივი საქმიანობის შესახებ სსრკ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მთავარ სამმართველოსა და გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის უშიშროების მთავარ სამმართველოს (გესტაპო) შორის“. მე ძალიან მიყვარს ეს ტექსტი. ვსარგებლობ მისით სწორედ იმ შემთხვევებში, რომლებზედაც ა. ს. პუშკინი წერდა: „როცა შავი ფიქრები მოვლენ შენთან, თავი მოხადე შამპანურის ბოთლს ან წაიკითხე „ფიგაროს ქორწინება“

ცხოვრება ახლა არ არის უბრალო, „შავი ფიქრები“ ხშირად მოდიან თავში, და ვერანაირი ღვიძლი ვერ უძლებს ასეთ ალკოჰოლურ დატვირთვას. ხოლო ბომარშეს უკვდავ კომედიას კი რაც შეეხება, ის უბრალოდ „ისვენებს“ ასეთი საუნჯეების გვერდში: „მხარეები იბრძოლებენ კაცობრიობის დეგენერაციასთან თეთრი რასის გაჯანსაღებისა და რასობრივი ჰიგიენის ევგენიური მექანიზმების შექმნის სახელით. დეგენერაციის სახეობანი და ფორმები, რომლებიც ექვემდებარებიან სტერილიზაციასა და განადგურებას, მხარეებმა განსაზღვრეს დამატებითი ოქმით # 1, რომელიც წარმოადგენს განუყოფელ ნაწილს ამ შეთანხმებისა...“. დამატებით ოქმში # 1 მითითებულია „გადაგვარების დეგენერაციული ნიშნების კვალიფიკაციის სახეობანი“, რომელთა წინააღმდეგაც გადაწყვიტეს ებრძოლათ ერთობლივად შინსახკომმა და გესტაპომ, სახელდობრ კი: «დაბადებიდან წითურები, ელამები, კოჭლები და ხელმოგრეხილები, რომელთაც აქვთ მეტყველების დეფექტები – ენაჩლიფინობა, ღაღანი, ენაბლუობა (დაბადებიდან), ალქაჯები და ჯადოქრები, შამანები და ნათელმხილველები, კუზიანები, ჯუჯები, პირები, რომელთაც აქვთ დაბადებით დიდი ლაქებით და მრავალრიცხოვანი პატარა ლაქებითაც, სხვადასხვა ფერის კანის საფარი, თვალთა განსხვავებული ფერები და ა. შ.“

თავისი ჩლუნგი უბადრუკობით უმაგალითო ეს სიყალბე ასე მთავრდება: „შეთანხმების ტექსტი დაბეჭდილია რუსულ და გერმანულ ენებზე ერთადერთ ეგზემპლჲარად, რომელთაგან თითოეულს ერთნაირი ძალა გააჩნია...“. საიდუმლო შეთანხმებას ხელს აწერენ „სსრკ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი სახელმწიფო უშიშროების 1-ლი რანგის კომისარი ლ. ბერია და გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის უშიშროების მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს (გესტაპო) უფროსი SS-ის ბრიგადენფჲურერი ჰ. მჲულერი“

მითითებულია თვით ზუსტი წუთიც კი, რომელზედაც მოხდა ეს ისტორიული მოვლენა: „აღესრულა მოსკოვში, 1938 წ. 11 ნოემბერს 15 საათსა და 40 წუთზე“

ამ ციებიანის ბოდვას გაძლიერებით აპიარებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ამხანაგი ვ. კარპოვი, სსრკ მწერალთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი და სკკპ ცეკას ყოფილი წევრი. ასეთი ხელმოწერის წყალობით უხეშად ნამუშევარი სიყალბე, რომელიც თვით უმცირეს მოხსენიებასაც კი არ იმსახურებდა, ფართო განხილვის, მუდმივი ციტირებისა და ა. შ. ობიექტი შეიქნა. თუმცა კი ტექსტის ავტორობა კარპოვს სულაც არ ეკუთვნის. 1999 წელს ის იქნა გამოქვეყნებული ვინმე გ. ს. ნაზაროვის მიერ, რომელიც ფართოდაა ცნობილი ევროქვისმთლელთა (იმავე „ურიამასონების“) მოძალებასთან იდეური მებრძოლების ვიწრო წრეებში. „დოკუმენტი“ იქნა გამოქვეყნებული ჟურნალში სახელწოდებით «Чудеса и приключения» (1999, № 10.), რომელიც კარგად შეეფერება ამგვარ პუბლიკაციებს. 

თუმცა კი, მე არ გამოვრიცხავ, რომ ნაზაროვმა მხოლოდ გადმოწერა ტექსტი, რომელიც ვიღაც სხვის მიერაა მოგონილი. სულ მცირე, მე შემხვედრია ეს „გენერალური შეთანხმება“, რაღაც «Память» № 1/1999-ზე მითითებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ნარზანით დატანჯულ ორგანიზმებში მებრძოლებისა с „წითურებთან, ენაჩლიფინებთან და ღაღანებთან“ შეიძლებოდა დაბადებულიყო ყალბი ცნობა ყველაზე უფრო უხეში შეცდომების ასეთი ნაკრებით: 

– 1938 წ. 11 ნოემბერს ჰ. მჲულერი არანაირად არ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მოსკოვში. იგი იყო ბერლინში და მას იმ დღეს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. 1938 წ. 9-დან 10 ნოემბრის ღამეს ჰიტლერის პირდაპირი მითითებით იქნა ჩატარებული სრულიად გერმანიის ებრაელთა დარბევა, რომელიც ისტორიაში შევიდა „ბროლის ღამის“ სახელწოდებით. დანგრეულ და დამწვარ იქნა 267 სინაგოგა, 815 მაღაზია და საწარმო, 20 ათასი ებრაელი იქნა დაპატიმრებული და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნილი. უნდა მოეხდინათ ასეთი მასშტაბის „სახალხო მრისხანების“ სტიქიური აფეთქების ორგანიზება, მიმართვა და კონტროლირება, 20 ათასი ადამიანი ეტაპებით უნდა წაეყვანათ ბანაკებში. მთელი ეს უზარმაზარი სამუშაო გერმანიის სადამსჯელო ორგანოების ხელმძღვანელებს დააწვათ მხრებზე, მიულერის ჩათვლით, რომლის პირადი მონაწილეობაც „ბროლის ღამის“ მოვლენებში მრავალი მოწმობით დასტურდება; 

– საიმპერიო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოცა (РСХА) და მის შემადგენლობაში შემავალი გესტაპოც იყვნენ სახელმწიფო (ნაცისტურ გერმანიაში მიღებული ტერმინოლოგიით „საიმპერიო“), და სულაც არა პარტიული დაწესებულებანი. არანაირი „გერმანიის ნაციონალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის უშიშროების მთავარი სამმართველო“ 1938 წ. ნოემბერში არ ყოფილა. НСДАП იმ დროისათვის იქცა მონოპოლურად მმართველ პარტიად, ხოლო მისი გასამხედროებული სტრუქტურების ბაზაზე იყო შექმნილი ფაშისტური სახელმწიფოს სადამსჯელო ორგანოები. იმისთვის რათა ამის შესახებ გავიგოთ, სულაც არ არის აუცილებელი თვეობით ვიჯდეთ ბიბლიოთეკების მტვერში. აბრევიატურა РСХА (RSHA), რომელიც ცნობილია ყველასათვის, ვინც უყურებდა „კინოს შტირლიცის შესახებ“, სწორედ წარმოქმნილია სიტყვიდან „Reichs“, ე. ი. „საიმპერიო“. სიტყვა „გესტაპო“ ასევე წარმოადგენს აბრევიატურას რომელშიც ასოები „სტა“ აღნიშნავენ სიტყვას „სტატს“, ე. ი. „სახელმწიფოებრივს“. ამ დამნაშავეობრივი ორგანიზაციის სრული სახელწოდებაა: Geheime Staatspolizei, ე. ი. „საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია“; 

– „ხელმომწერთა“ ყველა წოდება და თანამდებობა ქაოტურადაა არეულ-დარეული. მითიური „შეთანხმების“ შედგენის მომენტისათვის მიულერი წოდებით „ესესის შტანდარტენფჲურერი“ სათავეში ედგა უსაფრთხოების პოლიციისა და СД-ის მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილებას. საიმპერიო უშიშროების მთავარი სამმართველო შეიქმნა 1939 წლის 27 სექტემბერს, ე. ი. თითქმის ერთი წლის მერე მოსკოვში მიულერის გამოგონილი „ვიზიტის“ შემდეგ. კიდევ ერთის წლის მერე, 1940 წ. 14 დეკემბერს მიულერს მიენიჭა „ესესის ბრიგადეფჲურერის“ წოდება, რომელიც იწერება სწორედ ასე, და არა „ბრიგადე-ნ-ფჲურერი“. „გენერალური შეთანხმების“ პრეამბულაში ნათქვამია, რომ მჲულერი მოქმედებს იმ მინდობილობის საფუძველზე, რომელიც მისცა მას „ესესის რაიხსფჲურერმა რაინჰარდ ჰაიდრიხმა“. პერსონალური წოდება „ესესის რაიხსფჲურერი“ ჰქონდა ერთადერთ ადამიანს – ჰ. ჰიმლერს. რაც შეეხება რ. ჰაიდრიხს, იგი ნამდვილად იყო მჲულერის უშუალო უფროსი, მაგრამ უფრო „მოკრძალებული“ საგენერლო წოდებით „ესესის გრუპენფჲურერი“ (მოგვიანებით, 1941 წელს – „ესესის ობერგრუპენფჲურერი“); 

– დაბოლოს, ისეთი სისულელეები, როგორიცაა „ერთადერთი ეგზემლჲარი, რომელთაგან თითოეული ინახება“ და კანტორისეული ტერმინის „დაბეჭდილია“-ს გამოყენება „შედგენილია“-ს ნაცვლად, უკვე აღარ იმსახურებენ დაწვრილებით განხილვას. 

ყველაფერ ამასთან ერთად შინსახკომის თანამშრომლობა ფაშისტური გერმანიის სადამსჯელო ორგანოებთან უდაო ფაქტს წარმოადგენს. მაგრამ მხოლოდ ამ თანამშრომლობის საგანი იყო არა ბრძოლა „წითურებთან, ელამებთან და სხვადსხვა ფერის თვალებიანებთან“, არამედ ჰიტლერისა და სტალინისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები. 

მას შემდეგ, რაც 1939 წ. სექტემბერში ვერმახტმა და წითელმა არმიამ მოახდინეს პოლონეთის ოკუპაცია, ორი დიქტატორული რეჟიმის წინაშე დადგა პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობასთან ბრძოლის ამოცანა. ეს ბრძოლა მოითხოვდა სადამსჯელო სტრუქტურების ურთიერთმოქმედებას. ასეთი ურთიერთმოქმედების იურიდიულ საფუძვლად იქცა საიდუმლო დამატებითი ოქმი ხელშეკრულებისა მეგობრობისა და საზღვრების შესახებ, რომელსაც მოეწერა ხელი მოსკოვში 1939 წ. 28 სექტემბერს. აი სრული ტექსტი ამ ოქმისა (პროტოკოლისა): 

„ქ. მოსკოვი 

28 სექტემბერი 1939 წ. 

ქვემოთ ხელმომწერმა რწმუნებულებმა საბჭოთა-გერმანული ხელშეკრულების დადებისას საზღვრებისა და მეგობრობის შესახებ მოახდინეს კონსტატირება თავიანთი თანხმობისა შემდეგზე: 

ორივე მხარე არ დაუშვებს თავიანთ ტერიტორიებზე არანაირ პოლონურ აგიტაციას, რომელიც მოქმედებს მეორე ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ. ისინი მოახდენენ მსგავსი აგიტაციის ჩანასახთა ლიკვიდაციას თავიანთ ტერიტორიებზე და ინფორმაციას მიაწვდიან ერთი-მეორეს ამისთვის მიზანშეწონილი ღონისძიებების თაობაზე. 

რწმუნების მიხედვით 

გერმანიის მთავრობის 
სახელით ი. რიბენტროპი. 

სსრკ მთავრობის სახელით ვ. მოლოტოვი“

ოქმის (პროტოკოლის) ტექსტი ინახება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის არქივში (АВП РФ, ф. 06, on. 1, п. 8, д. 77, л. 4). გამოქვეყნებულია, კერძოდ, დოკუმენტების ორტომიან კრებულში «1941 год. Документы» [Кн. 2, стр. 587]. 

გამოცხადებული „მეგობრობის“ ფარგლებში მიმდინარეობდა „სსრკ ტერიტორიაზე მყოფი გერმანიის ქვეშევრდომების რეპატრიაცია“-ც. ამასთან ამ უცნაური ფორმულის უკან ორი დიამეტრულად საპირისპირო პროცესი იმალებოდა. ერთის მხრივ, ციხეებიდან და ბანაკებიდან თავისუფლდებოდნენ გერმანელები, რომლებიც 1937–1938 წწ. დიდი ტერორის წლებში იქნენ დაპატიმრებული შპიონაჟში ბრალდებით. მეორეს მხრივ კი ჰიტლერს აძლევდნენ გერმანელ და ავსტრიელ ანტიფაშისტებს, რომლებმაც 1933–1939 წწ. ნახეს თავშესაფარი „გამარჯვებული პროლეტარიატის ქვეყანაში“. ერთი სიტყვით, შინსახკომსა და გესტაპოს ბევრი საერთო საქმე და საზრუნავი ჰქონდათ, მაგრამ ეს საკითხები სამუშაო წესით წყდებოდა, ფართოდ გაშლილ „გენერალურ შეთანხმებათა“ წერის გარეშე. 


თავი 2 შტირლიც ვოლფის ძე 

თუ „წითურებთან და ღაღანებთან“ ბრძოლის იდეა ჯერ კიდევ ქვეცნობიერი შიშებისა და ადამიანთა ცრურწმენების ყველაზე უფრო შორეულ, ხავსითა და ობობას ქსელით დაფარულ კუთხეში იმყოფება, დიდი სამამულო ომის ისტორია უწინდებურად რჩება (და კიდევ დიდხანსაც დარჩება) საზოგადოებრივი შეგნების ერთ-ერთ ყველაზე უფრო „მხურვალე“ და ყველაზე უფრო მტკივნეულ წერტილად. სხვანაირად ვერც შეიძლება იყოს ქვეყანაში, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე მიიტანა ამ უმაგალითო მსხვერპლშეწირვის საკურთხეველზე. შესაბამისად, ყოველი მისტიფიკატორი (ან უბრალოდ მარაზმში ჩავარდნილი გრაფომანი), რომელმაც მორიგი „სენსაციური დოკუმენტი“ შეთხზა, გარანტირებულად ღებულობს თავის პორციას ჰეროსტრატეს დიდებისა. ვერ შეიკავა თავი პორციის მიღების სურვილისაგან ზემოთ მოხსენიებულმა ამხანაგმა ვ. კარპოვმაც, რომელმაც გადაგვიშალა სტალინის „საიდუმლო სეპარატული მოლაპარაკებების“ ამბები გერმანულ სარდლობასთან, რომლებიც თითქოსდა 1942 წ. თებერვალში ვერმახტის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მცენსკში წარმოებდა. 

მსგავს სიტუაციაში ერთდროულად სასაცილო და სევდიან ქედმაღლობასთან ერთად ვ. კარპოვი უყვებოდა ჟურნალისტებს (ინტერვიუ „კომსომოლსკაია პრავდაში“ 2002 წ. 17 ოქტომბერს), რომ მას აქვს „ეგრეთ წოდებული დაშვება ნომერი ერთი, რომელიც აძლევს უფლებას იმუშაოს სრულიად საიდუმლო დოკუმენტებზე“. შემდეგ კარპოვის ცნობები „დაშვება ნომერ ერთის“ პრაქტიკული გამოყენების შესახებ ერთმანეთისაგან განსხვავდება. ერთ ინტერვჲუებში იგი ლაპარაკობს, რომ დოკუმენტები „მცენსკში მოლაპარაკებების“ შესახებ სტალინის ყოფილ პირად კაბინეტში აღმოაჩინა (ისეთი აზრით, რომ სადღაც მაგიდის ქვეშ შეცვივდნენ), სხვებში სტალინის კაბინეტი ასევე მონაწილეობს, მაგრამ ამ კაბინეტში თითქოსდა „განსაკუთრებით საიდუმლო არქივია“ მოთავსებული, რომელზე ხელმისაწვდომობაც მხოლოდ სანუკვარი „დაშვება ნომერ ერთის“ მფლობელებისთვისაა შესაძლებელი. გაზეთის «Московский комсомолец» მიმომხილველს მ. დეიჩს ამ დოკუმენტების მდებარეობის ადგილის თაობაზე მ. კარპოვმა უკვე სულ უბრალოდ უპასუხა: „კიდევ რა! თქვენ, იქნებ, ბინის გასაღებიც მოგართვათ სინზე ცისფერი ბაფთით?“

შეიძლება თუ არა ყველაფერი ეს იყოს სიმართლე? არა, არ შეიძლება. სრულიად საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის ალბათობა მსგავს გარემოებებში ნულის ტოლია. არა ერთი ასმემილიონედისა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ნულის. ვყვები – რატომ. სტალინის სიკვდილის მომენტიდან უკვე 50 წელზე მეტი გავიდა. მაგრამ ხუთი დღეც უნდა ჰყოფნოდათ იმისათვის, რათა არც ერთი იატაკზე უპატრონოდ დაგდებული დოკუმენტი სტალინის კაბინეტში (აგარაკზე, ბინაში, მანქანაში) არ დარჩენილიყო. დღესდღეობით ის საიდუმლო დოკუმენტები, რომლებსაც პ ა ტ რ ო ნ ი ს ხელი შეხებია, შეიძლება იმყოფებოდეს ორ და მხოლოდ ორ შესაძლო მდგომარეობაში: ისინი ან განადგურებულია, ან შესწავლილი, დანომრილი და შესაბამის არქივებში აღრიცხვაზე მიღებული. გერმანელებთან სეპარატული მოლაპარაკებების შესახებ დოკუმენტის მაგიდის ქვეშ პოვნა პრინციპში შეუძლებელია. თეორიულად ასეთი დოკუმენტი შეიძლება იქნას აღმოჩენილი არქივში, მაგრამ მაშინ დოკუმენტის დამბეჭდავი ვალდებულია წარმოთქვას ოთხი ჯადოსნური სიტყვა: „ფონდი, ანაწერი, საქმე, ფურცელი“. ამ სიტყვების გარეშე ისტორიული დოკუმენტი არ არსებობს. შეიძლება იყოს მხოლოდ სიყალბე – მეტად ან ნაკლებად უხეში შესრულებისა. 

მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. „დაშვება ნომერ ერთის“ (აგრეთვე „ორისა“ და „სამის“) მფლობელს უნდა ესმოდეს, რომ „სრულიად საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის უფლება“ აბსოლუტურად არ ვარაუდობს საიდუმლო დოკუმენტების  გ ა მ ო ქ ვ ე ყ ნ ე ბ ი ს  უფლებას. ეს არის ანბანი, რომელიც იცის ყველამ, ვინც ნამდვილად მუშაობდა საიდუმლო დოკუმენტებთან. ეს „ანბანი“ შედგება საგანგებო დაკეტილი ოთახისგან, საიდუმლო რვეულისგან აკინძული და დანომრილი გვერდებით, დაცული სეიფისაგან, რომელშიც ყოველ საღამოს თავსდება ეს რვეული, ფელდკავშირისაგან, რომელსაც მხოლოდ აქვს კიდეც უფლება გადაადგილოს საიდუმლოდ შექმნილი რვეული ერთი A პუნქტიდან B პუნქტში და ასე შემდეგ. თუ დოკუმენტი ჯერ კიდევ არ არის განსაიდუმლოებული, მაშინ ამ დოკუმენტის ნებისმიერი ასლი, მისგან ნებისმიერი ამონაწერი, თვით უბრალო მოხსენიებაც კი მისი არსებობის შესახებ ღია პუბლიკაციას არ ექვემდებარება. ამ წესრიგის დარღვევა არის სისხლის სამართლის დანაშაული. „დაშვების“ ყოველმა მფლობელმა ხელი მოაწერა იმას, რომ იგი გაფრთხილებულია საიდუმლოს გათქმისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე. 

ხოლო თუ დოკუმენტი უკვე განსაიდუმლოებულია, მაშინ შეიძლება ის იქნას გამოქვეყნებული, მაგრამ მხოლოდ ფონდის, ანაწერის, საქმისა და ფურცლის აუცილებელი მითითებით. ეს მოგონებულია ადამიანთა მიერ იმისათვის, რომ ნებისმიერ მსურველს – და კანონით კი (არ ვიტყვი, რომ „ცხოვრებით“) რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაეცნოს ნებისმიერ განსაიდუმლოებულ დოკუმენტს – შეეძლოს მოვიდეს არქივში, დაასახელოს მისთვის საინტერესო „ფონდი, ანაწერი, საქმე, ფურცელი“ და შეამოწმოს: სწორად გადაწერა თუ არა გამომქვეყნებელმა დოკუმენტი, ხომ არ დაავიწყდა რაიმე, ხომ არ დაუმატა თავისგან „დეგენერაციული ნიშნები გადაგვარებისა (დამახინჯებისა)“. 

დავამთავრეთ რა ეს „ლიკბეზი“ („ლიკვიდაცია ბეზგრამოტნოსტი“ / „გაუნათლებლობის ლიკვიდაცია“), გადავიდეთ ერთადერთი დარჩენილი საკითხის გამორკვევაზე: რამდენად ხარისხიანადაა გაკეთებული სიყალბე, რომელიც აღწერს ყბადაღებულ „მოლაპარაკებებს მცენსკში“? აი ეს ორი „დოკუმენტი“, შეთხზული ვ. კარპოვის ან მათ მიერ, რომლებმაც გადაწყვიტეს ბოროტად ეხუმრათ მოხუცზე (პუბლიკაციის მომენტისათვის ვ. კარპოვი უკვე კარგად იყო გადაცილებული 80 წელს): 

„წინადადებები გერმანულ სარდლობას. 

1. 1942 წ. 5 მაისიდან, დაწყებული 6 საათიდან, ფრონტის მთელ ხაზზე შეწყდეს საომარი მოქმედებები. გამოცხადდეს დაზავება 1942 წ. 1 აგვისტოს 18 საათამდე. 

2. დაწყებული 1942 წ. 1 აგვისტოდან და 1942 წ. 22 დეკემბრამდე გერმანულმა ჯარებმა უნდა დაიხიონ მიჯნებამდე, რომლებიც აღნიშნულია სქემაზე # 1. შეთავაზებულია დადგენილ იქნას საზღვარი გერმანიასა და სსრკ-ს შორის იმ ხაზზე, რომელიც სქემაზე # 1-ია აღნიშნული. 

3. არმიათა პერედისლოცირების შემდეგ სსრკ შეიარაღებული ძალები 1943 წ. ბოლოსათვის მზად იქნებიან დაიწყონ საომარი მოქმედებები გერმანულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად ინგლისისა და აშშ-ის წინააღმდეგ. 

4. სსრკ მზად იქნება განიხილოს პირობები ჩვენს ქვეყნებს შორის მშვიდობის გამოცხადების შესახებ და ბრალი დასდოს ომის გაჩაღებაში საერთაშორისო ებრაელობას ინგლისისა და აშშ-ის სახით, შემდგომი 1943–1944 წლების განმავლობაში აწარმოოს ერთობლივი საბრძოლო შეტევითი მოქმედებები მსოფლიო სივრცის გარდაქმნის მიზნით (სქემა # 2). 

შენიშვნა: ზემოთ გადმოცემული მოთხოვნების პ. პ.-ში 1 და 2 შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გერმანული ჯარები იქნებიან განადგურებული, ხოლო გერმანული სახელმწიფო კი შეწყვეტს თავის არსებობას პოლიტიკურ რუკაზე როგორც ასეთი. 

გააფრთხილეთ გერმანული სარდლობა პასუხისმგებლობის შესახებ. 

სსრ კავშირის უმაღლესი მთავარსარდალი ი. სტალინი 

მოსკოვი; კრემლი 19 თებერვალი 1942 წ. 
# 1/242827 თებერვალი 1942 წ. 

ამხანაგ ს ტ ა ლ ი ნ ს 

რ ა პ ო რ ტ ი 

1942 წ. 20–27 თებერვალს მცენსკში გერმანული სარდლობის წარმომადგენელსა და ესესის რაიხსფჲურერის პერსონალური შტაბის უფროს ესესის გრუპენფჲურერ ვოლფთან მოლაპარაკებების მსვლელობისას, გერმანულმა სარდლობამ ვერ ჩათვალა შესაძლებლად ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

ჩვენი მხარისათვის იქნა შემოთავაზებული დატოვებულ იქნას საზღვრები 1942 წ. ბოლომდე ფრონტის ხაზზე ისე, როგორც არის, შეწყდება რა საბრძოლო მოქმედებები. 

სსრკ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოუღოს ბოლო ებრაელობას. ამისათვის სავარაუდო იქნებოდა თვდაპირველად გადასახლებულ იქნას ყველა ებრაელი შორეული ჩრდილოეთის რაიონში, მოხდეს მათი იზოლაცია, ხოლო შემდეგ კი მთლიანად განადგურება. ამასთან ხელისუფლება განახორციელებს გარე პერიმეტრის დაცვასა და ხისტ საკომენდანტო რეჟიმს ბანაკების ჯგუფის ტერიტორიაზე. ებრაული მოსახლეობის განადგურების (დახოცვის) და გვამების უტილიზაციის საკითხებით თვითონ ებრაელები იქნებიან დაკავებული. 

გერმანული სარდლობა არ გამორიცხავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ერთიანი ფრონტი ინგლისისა და აშშ-ის წინააღმდეგ. ბერლინთან კონსულტაციების შემდეგ ვოლფმა განაცხადა, რომ მსოფლიოს გარდაქმნის დროს, თუ სსრკ ხელმძღვანელობა მიიღებს გერმანული მხარის მოთხოვნებს, შესაძლოა, გერმანია შეავიწროვებს თავის საზღვრებს აღმოსავლეთში სსრკ-ის სასარგებლოდ. 

გერმანული სარდლობა ასეთი ცვლილებების ნიშნად მზად იქნება შეცვალოს სვასტიკის ფერი სახელმწიფო დროშაზე შავიდან წითლად. 

სქემა # 2-ის მიხედვით პოზიციების განხილვისას წარმოიქმნა შემდეგი უთანხმოებანი: 

1. ლათინური ამერიკა. უნდა ეკუთვნოდეს გერმანიას. 

2. რთული დამოკიდებულება „ჩინური ცივილიზაციის“ გაგებისადმი. გერმანული სარდლობის აზრით, ჩინეთი უნდა გახდეს ოკუპირებული ტერიტორია და იაპონიის იმპერიის პროტექტორატი. 

3. არაბული სამყარო უნდა იყოს გერმანული პროტექტორატი აფრიკის ჩრდილოეთში. 

ამრიგად, მოლაპარაკებების შედეგად უნდა აღინიშნოს შეხედულებებისა და პოზიციათა სრული განსხვავება. გერმანული სარდლობის წარმომადგენელი ვოლფი კატეგორიულად უარყოფს გერმანული შეიარაღებული ძალების განადგურებისა და ომში დამარცხების შესაძლებლობას. მისი აზრით, ომი რუსეთთან კიდევ რამდენიმე წლით გაჭიანურდება და გერმანიის სრული გამარჯვებით დამთავრდება. ძირითად ანგარიში იმაზე კეთდება, რომ მათი აზრით, რუსეთი, რომელმაც დაკარგა ძალები და რესურსები ომში, იძულებული შეიქნება დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს დაზავების შესახებ, მაგრამ უფრო ხისტ პირობებზე, 2–3 წლის შემდეგ. 

სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე 
(მ ე რ კ უ ლ ო ვ ი)“ 

აქ რა უნდა ვთქვათ? ეს სიყალბეც კი არ არის. ეს უფრო გაპამპულებაა, სულელური ხუმრობა, стеб. ტექსტის ავტორები (კიდევ ერთხელ გავიმეორებ წინადადებას იმის შესახებ, რომ ვიღაც ბოროტმა და არცთუ ჭკვიანმა „შეტენა“ ეს ნაჟღაბნი კარპოვს, უნდოდა რა დაეცინა დამსახურებული, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ძალზედ მოხუცებული ადამიანისათვის) არც კი ცდილობენ მისცენ თავიანთ თხზულებას ზომიერად სიმართლის მსგავსი შესახედაობა. 

„გერმანული სარდლობა ასეთი ცვლილებების ნიშნად მზად იქნება შეცვალოს სვასტიკის ფერი სახელმწიფო დროშაზე შავიდან წითლად“. გამჟლეტავი მსოფლიო ომის მესამე წელს ჰერალდიკური ნიშნების ფერი – ეს უკანასკნელი რამაა, რასაც შეიძლებოდა აეღელვებინა სტალინი და „გერმანული სარდლობა“. მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წინადადება საერთოდ აბსურდულიცაა, რადგანაც ჰიტლერული გერმანიის სახელმწიფო დროშის ფერი იყო წითელი. წითელი სვასტიკა წითელ დროშაზე – ეს უკვე ღია стеб გახლავთ. 

ესესის გრუპენფჲურერი ვოლფი სწორედ იმავე მიზეზით გამოჩნდა ამ ისტორიაში, რომლითაც „გენერალურ შეთანხმებას“ შინსახკომსა და გესტაპოს შორის „ხელი მოაწერა“ ბრიგადენფჲურერმა მჲულერმა. სიყალბის ავტორები ღიად დასცინიან მკითხველს, რომლის ცოდნა ლეგენდარულ „შტირლიცზე კინოს“ მრავალჯერადი ნახვითაა შემოფარგლული. სიყალბის ავტორებს რომ ეცადათ უფრო დამაჯერებელნი ყოფილიყვნენ, მათ შეეძლოთ მომლაპარაკებლად „დაენიშნათ“ გერმანიის კაპიტულაციამდე ცოცხლად ვერ მოღწეული ჰაიდრიხი, რაიხენაუ, ბოკი, მოდელი, კლჲუგე, ჩამოხრჩობილი იოდლი, კანარისი ან კაიტელი. ფილმის „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ გმირებიდან სავსებით გამოდგებოდნენ საწამლავით აღსრულებული ჰიმლერი ან 1946 წელს სამხედრო სასამართლოს განაჩენით სიკვდილით დასჯილი კალტენბრუნერი. 

მაგრამ აი კარლ ვოლფი საბჭოთა ხელისუფლებასთან ზესაიდუმლო მოლაპარაკებათა მონაწილის როლისათვის სრულებით არ გამოდგება. ყველაზე უფრო მარტივი და აშკარა მიზეზის გამო – იგი ძალიან დიდხანს ცხოვრობდა და მოკვდა ომის დასრულებიდან 39 წლის შემდეგ. კ. ვოლფმა დაწერა მემუარები, მას ესაუბრებოდა ათობით ისტორიკოსი და ჟურნალისტი. მის ქარიშხლიან ბიოგრაფიაში რომ ყოფილიყო თუნდაც რაღაც, რომელიც მოგვაგონებს მოლაპარაკებებს სტალინის წარმომადგენლებთან, მაშინ ამის შესახებ მხოლოდ „დაშვება ნომერ ერთის“ მფლობელს კი არ ეცოდინებოდა, არამედ ნებისმიერ ამერიკელ სკოლის მოსწავლესაც. „ცივი ომის“ წლებში ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებდა სტალინი, მოკავშირეთა ზურგს უკან სეპარატულ მოლაპარაკებებს ფაშისტებთან, თანაც სწორედ იმ დღეებში, როცა ამერიკელი და ინგლისელი მეზღვაურები, რომლებსაც სამხედრო ტვირთები მოჰქონდათ მურმანსკში, ჩრდილოეთ ატლანტიკის ყინულოვან წყლებში იღუპებოდნენ, იქცეოდა „პროპაგანდისტულ ბომბად“ ნომერი ერთი. მაგრამ არანაირი „მოლაპარაკებების“ შესახებ „მცენსკში“ ვოლფს არავისთვის არაფერი უთქვამს. 

და რა ღირს ხელმოწერა „სსრ კავშირის უმაღლესი მთავარსარდალი“! სსრ კავშირს არ ჰყოლია „მთავარსარდალი“. და სტალინის მრავალ თანამდებობას შორისაც ასეთი – არ ყოფილა. სტალინი იყო წითელი არმიის უმაღლესი მთავარსარდალი. ასევე თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვის სახკომი, მთავარსარდლობის ბანაკის თავმჯდომარე, სკპ(ბ) ცეკას გენერალური მდივანი (ზოგჯერ დოკუმენტებში იგი წერდა უბრალოდ „მდივანს“). წითელი არმიის უმაღლესი მთავარსარდალი წერდა განათლებულად და მკაფიოდ. მას არ შეეძლო შეეკოწიწებინა ისეთი დაგრეხილი ფრაზები, როგორიცაა „დაადგინეთ საზღვარი სიგრძეზე“ ან „საბრძოლო შეტევითი მოქმედებები მსოფლიო სივრცის მოწყობის მიზნით“

ეს – ფორმა. შინაარსი კი უფრო მეტად მარაზმატულია. გერმანიაში იყო ტოტალიტარული რეჟიმი. ამ რეჟიმის მეთაური გახლდათ ჰიტლერი. ვერმახტის სარდლობა ასრულებდა მის ერთპიროვნულ ბრძანებებს. მსოფლიო გარდაქმნის, ლათინური ამერიკის გაყოფის, „ჩინური ცივილიზაციისა“ და „აფრიკის ჩრდილოეთში არაბული სამყაროს“ საკითხები შეიძლებოდა განეხილათ ან ჰიტლერთან, ან კიდევ გენერლებთან, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება ჰიტლერის დამხობაზე. მესამე აქ უბრალოდ არ არის. ჰიტლერულ გერმანიაში კონსტიტუციური წესებით მოთამაშე ოპოზიციისათვის ადგილი არ ყოფილა. 

ჰიტლერთან (ან მის რწმუნებულ პირებთან) მოლაპარაკებებისათვის უნდა გამგზავრებულიყვნენ არა დანგრეულ ფრონტისპირა მცენსკში, არამედ იმ სახელმწიფოებიდან ნებისმიერის დედაქალაქში, რომლებიც ინარჩუნებდნენ დიპლომატიურ ურთიერთობებს გერმანიასთანაც და სსრკ-თანაც (სოფია, სტამბული, სტოკჰოლმი და სხვა). სწორედ ასე კეთდებოდა კიდეც ყველა საქმე. მშვიდ, კომფორტულ ვითარებაში. კარგი სამზარეულოს მქონე რესტორანში. ფრონტისპირა ქალაქში შეიძლებოდა ეწარმოებინათ მოლაპარაკებები მხოლოდ შეთქმულებაში მყოფ გენერლებთან. მაგრამ ბრძოლა „საერთაშორისო ებრაელობასთან“ (ამ პუნქტზე აშკარად დაკარგა ჭკუა ან ყალბი დოკუმენტის შემდგენელმა, ან თვითონ კარპოვმა) არასოდეს ყოფილა ნომერი ერთი საკითხი ვერმახტის სარდლობისათვის. უფრო მეტიც – ამ სარდლობის დიდ ნაწილს მკაფიოდ ესმოდა ჰიტლერის პათოლოგიური ანტისემიტიზმის გერმანიისათვის საფრთხის შემცველობა და დამღუპველობა. თუმცა კი, თავად ჰიტლერმაც მოლოტოვთან სავსებით რეალურ მოლაპარაკებათა მსვლელობისას 1940 წ. ნოემბერში ერთხელაც არ წამოსწია ეს თემა, და მით უმეტეს – არ განიხილავდა „ებრაული მოსახლეობის გვამების უტილიზაციის“ საკითხს მსოფლიოს გლობალური გარდაქმნის პრობლემებთან ერთად. 

ამდენადვე ბოდვითი გახლავთ „წინადადებების“ კონკრეტული შინაარსიც. გამოდის ასეთი ქრონოლოგია: 1942 წლის 5 მაისიდან 1 აგვისტომდე (ამასთან ზუსტად 18 საათამდე!) გრძელდება „დაზავება“. მშვენიერია! და რა იქნება „18 საათის“ შემდეგ? „დაწყებული 1942 წ. 1 აგვისტოდან და 1942 წ. 22 დეკემბრის ჩათვლით გერმანულმა ჯარებმა უნდა დაიხიონ მიჯნაზე“. გრძელდება თუ არა ამ დროს „დაზავება“? თუ გრძელდება, მაშინ რატომაა ეს ვადა ნაჩვენები მხოლოდ „1 აგვისტოს 18 საათამდე“? რატომაა საჭირო 5 თვე „მიჯნაზე უკანდახევისთვის“? 1939 წ. სექტემბერში ხდებოდა საბჭოთა და გერმანული ჯარების დაშორიშორება დამარცხებული პოლონეთის ტერიტორიაზე. იქნა შედგენილი ერთობლივი დოკუმენტი რეალური ვადებისა და მიჯნების მითითებით. უკანდახევის ტემპი – 20 კმ დღეში. ოცი. მარშის ასეთი ნორმალური ტემპის დროს 5 თვის მანძილზე გერმანელები ატლანტიკამდე უნდა მისულიყვნენ და მასში ჩამხრჩვალიყვნენ... 

თუმცა კი, სრული აპოთეოზი დგება „შენიშვნაში“: 

„ზემოთ გადმოცემული მოთხოვნების პ. პ.-ში 1 და 2 შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გერმანული ჯარები იქნებიან განადგურებული, ხოლო გერმანული სახელმწიფო კი შეწყვეტს თავის არსებობას პოლიტიკურ რუკაზე როგორც ასეთი. გააფრთხილეთ გერმანული სარდლობა პასუხისმგებლობის შესახებ“

აბსოლუტურად უწესრიგო ფრაზაა („არსებობა პოლიტიკურ რუკაზე როგორც ასეთი“). სრულიად აბსურდული ლოგიკაა. თუ თვლი საკუთარ თავს ძალის მქონედ განადგურებისა და მოსპობისათვის – გაანადგურე; დაიხიო ტანზე მაისური და იღრიალო „შვიდმა კაცმა დამიჭირეთო“ მაღალი დონის სერიოზულ მოლაპარაკებებზე რაღაცნაირად არ არის მიღებული. 

ასეთი გამომწვევი ტონი (და თანაც „გაფრთხილებით პასუხისმგებლობის შესახებ“) აბსოლუტურად არ არის დამახასიათებელი იმ ეპოქის რეალური დოკუმენტებისათვის. აი, მაგალითად, როგორი გამოთქმებით გამოუცხადა გერმანიამ 1941 წ. 22 ივნისის დილას ომი სსრკ-ს: „იმ მუქარის შემდგომი მოუთმენლობის გამო, რომელიც შეიქმნა გერმანიის აღმოსავლეთ საზღვრისათვის წითელი არმიის მთელი შეიარაღებული ძალების მასირებული კონცენტრაციისა და მომზადების შედეგად, გერმანიის მთავრობა თავს იძულებულად მიიჩნევს სამხედრო კონტრზომების დაუყოვნებლივ მისაღებად“. და წერტილი. ეს გერმანიის მთავრობის განცხადების უკანასკნელი ფრაზაა. არანაირი „არსებობა პოლიტიკურ რუკაზე“ არასოდეს არ განიხილებოდა. 

ღირდა კი დაგვეხარჯა ამდენი ასო აშკარა სიყალბის გაბათილებისთვის? რა თქმა უნდა, არა – ეს ბოდვა რომ დამთრგუნველი მუდმივობით რომ არ ამოცურდებოდეს ხოლმე ზედაპირზე ხან ერთ, ხან მეორე ადგილას. სულ ახლახანს პირველი არხის მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ ერთმა ცნობილმა თეატრალურმა რეჟისორმა, აქნევდა რა რომელიღაც გაზეთს, თითქმის პირზე მომდგარი დუჟით იჩქარა ეცნობებინა პუბლიკისათვის ამ „ისტორიული სენსაციის“ შესახებ. ღმერთმა იცის მაგისი, რეჟისორისა, – ასეთი სპეციალობის ადამიანებს, როგორც ჩანს, არ შეუძლიათ ცხოვრება პატარა „სიგიჟის“ გარეშე. მაგრამ რატომ არ გამოიძახა ტელეგადაცემის წამყვანმა, დიდი გამოცდილებისა და ერუდიციის მქონე ვ. პოზნერმა სანიტრები „მცენსკში მოლაპარაკებების“ შესახებ პირველივე მოხსენიებისას? 

2007 წ. 21–22 ივნისს „კომსომოლსკაია პრავდამ“ ქვესათაურით „ვ. კარპოვის წიგნში „გენერალისიმუსი“ გამოქვეყნებული დოკუმენტების ასლები იქცა ყველაზე უფრო ხმამაღალ სენსაციად დიდი სამამულო ომის ისტორიოგრაფიაში“ მოათავსა მორიგი წერილი „მცენსკში მოლაპარაკებების“ შესახებ. სიმართლის გულისათვის უნდა აღინიშნოს, რომ წერილის შინაარსი მთლიანად ეწინააღმდეგებოდა ქვესათაურს, და „ყველაზე უფრო ხმამაღალი“ სენსაცია ამჯერად საშუალო დონის სიყალბედ იქნა აღიარებული. თუმცა კი საკითხი, წერილის დასახელებაში შეტანილი – „სთავაზობდა თუ არა სტალინი კავშირს ჰიტლერს?“ – დარჩა პასუხის გარეშე. სიტყვის უთქმელად მკითხველმა უნდა ივარაუდოს, რომ თუ კარპოვის „დოკუმენტები“ გრაფომანული ბოდვა აღმოჩნდა, მაშინ არანაირი კავშირი სტალინისა ჰიტლერთან არ ყოფილა. მკაცრად რომ ვთქვათ, ჩვენს წინაშეა კიდევ ერთი ნიმუში „ტვინის გაუპატიურებისა“, მაგრამ ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტად ხარისხიანის. 

საკითხი იმის შესახებ, სთავაზობდა თუ არა სტალინი კავშირს ჰიტლერს, რიტორიკულ საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება. ესე იგი ისეთი საკითხებისა, რომელზე პასუხიც უკვე დიდი ხანია ცნობილია. პასუხის ძებნაში არ არის არანაირი საჭიროება იმისა, რომ სტალინის კაბინეტში მაგიდის ქვეშ შევძვრეთ და ამ დროს „დაშვება ნომერი ერთი“ ვაფრიალოთ. ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა. 1939 წ. 30 სექტემბერს სსრკ-ის ყველა ცენტრალურმა გაზეთმა გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რიბენტროპის განცხადებისა: 

„ჩემი ყოფნა მოსკოვში ისევ იყო ხანმოკლე, სამწუხაროდ, ძალზედ ხანმოკლე. შემდგომში ვიმედოვნებ იქ უფრო მეტ ხანს დავრჩე. მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგად გამოვიყენეთ ეს ორი დღე. გარკვეულ იქნა შემდეგი. 

1. გერმანულ-საბჭოთა მეგობრობა ახლა საბოლოოდაა დამყარებული. 

2. ორივე მხარე არასოდეს დაუშვებს მესამე დერჟავების ჩარევას აღმოსავლეთ-ევროპულ საკითხებში. 

3. ორივე სახელმწიფოს სურს, რომ იქნას აღდგენილი მშვიდობა და რომ ინგლისმა და საფრანგეთმა შეწყვიტონ უაზრო და უპერსპექტივო ბრძოლა გერმანიის წინააღმდეგ. 

4. მაგრამ, თუ ამ ქვეყნებში ომის გამჩაღებლები იმძლავრებენ, მაშინ გერმანიასა და სსრკ-ს ეცოდინებათ, თუ რა პასუხი გასცენ ამაზე“

იმათ, ვინც ახალ ზელანდიაში დაიბადნენ, გაიზარდნენ და დაბერდნენ, ვჩქარობ განვუმარტო, რომ კოლმეურნეობა „წითელ ნამგალში“ ახალი მონაწველების შესახებ შეტყობინებაც კი მრავალსაფეხურიან მკაცრ ცენზურას გადიოდა მანამდე, სანამ გაზეთ „პრავდას“ პირველ ზოლში გამოჩნდებოდა. რიბენტროპის განცხადების ტექსტი, რომელშიც „გერმანიისა და სსრკ-ის“ სახელით „ომის ანგლო-ფრანგული გამჩაღებლების“ წინააღმდეგ პირდაპირმა მუქარებმა გაიჟღერა, იყო, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმებული საბჭოთა მხარესთან. უფრო მეტიც – ამხანაგი სტალინი იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო მიეცა ასეთ პუბლიკაციაზე ნებართვა. 

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რიბენტროპის ბოროტის მაუწყებელი ნათქვამები დოკუმენტად სტალინისა და ჰიტლერის კავშირის შესახებ? რა თქმა უნდა, არა. გაზეთ „პრავდის“ პირველ ზოლში ჩნდებოდა მხოლოდ სულ წვერი აისბერგისა. ოთხი ტოტალიტარული სახელმწიფოს აგრესიული კავშირის შექმნის პირობათა კონკრეტული განხილვა 1940 წ. 12–13 ნოემბერს დაიწყო, მოლოტოვის ბერლინში ოფიციალური ვიზიტის და ჰიტლერთან მისი მოლაპარაკებების მსვლელობისას. მოლოტოვის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, 1940 წ. 25 ნოემბერს „რომი – ბერლინი – მოსკოვი – ტოკიო ღერძის“ შექმნის პირობების საბჭოთა ვარიანტი პირადად მოლოტოვის მიერ იქნა ჩაბარებული გერმანიის ელჩ შულენბურგისათვის. ჰიტლერის პასუხი იყო დუმილი, რომელიც 1941 წ. 22 ივნისის განთიადისას დასრულდა. მაგრამ დოკუმენტი კი დარჩა! და ამ დოკუმენტის არსებობის ფაქტი კრემლის მმართველებს არ აძლევდა მშვიდად ძილის საშუალებას, მას შემდეგ რაც სტალინური იმპერია გარემოებათა გასაოცარი და უცნაური თანხვდენის წყალობით „დემოკრატიული ქვეყნების ანტიჰიტლერული კოალიციის“ წევრი აღმოჩნდა. მე არ ვხუმრობ, ამას მაშინ სწორედ ასე ეწოდებოდა კიდეც. 

მაშინვე ომის დამთავრების შემდეგ სტალინის მითითებით შეიქმნა სპეციალური ორგანო, რომელსაც სხვადასხვა დოკუმენტებში სხვადასხვანაირად ეწოდებოდა: „სამთავრობო კომისია ნჲურნბერგის პროცესზე“, „კომისია ნჲურნბერგის პროცესის ხელმძღვანელობაში“. კომისიის შემადგენლობაში იქნენ ჩართული ისეთი გამონაცადი „მუშაკები მართლმსაჯულებისა“, როგორებიც გახლდნენ ბერიას მოადგილენი ამხანაგები აბაკუმოვი, ქობულოვი და მერკულოვი. კომისიის ხელმძღვანელობა მთავარი სტალინელი „სამართალმცოდნის“ ვიშინსკისათვის იქნა მინდობილი, რომელმაც სამუდამოთ გაითქვა სახელი თავისი ჩამოქნილი ფორმულით: „ბრალდებულის აღიარება – მტკიცებულებათა დედოფალია“. კომისიის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ არავითარ გარემოებებში არ დაეშვათ ნჲურნბერგში 1939–1941 წლების საბჭოთა-გერმანული თანამშრომლობის ფაქტების საჯარო განხილვა. ჩამოურეცხავ თავლაფის დასხმად რჩება დემოკრატიულ სახელმწიფოთა ხელმძღვანელების სინდისზე სტალინთან ოფიციალურად შეთანხმებული ჩამონათვალი საკითხებისა, რომლებიც გახლავან „დაუშვებელნი სასამართლოზე განხილვისათვის“. და რა „სასამართლოა“ ეს, რომელიც წინდაწინ აცხადებს უარს თავის ვალდებულებაზე მოიძიოს და გამოიკვლიოს ყ ვ ე ლ ა დოკუმენტი, რომელსაც გარკვეული მიმართება (შეხება) აქვს ფაქტთან. 

თუმცა კი, ბუნებრიობის საწინააღმდეგო კავშირი დემოკრატიისა (თუნდაც მეტად არასრულყოფილის) ტირანიასთან (რომლის ტოლიც არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში) არ შეიძლებოდა ხანგრძლივი ყოფილიყო. 1948 წ. იქნა გამოქვეყნებული პაკეტი დოკუმენტებისა, რომელიც აღმოჩნდა დასავლელი მოკავშირეების მიერ ხელში ჩაგდებულ გერმანული საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებში, ჭეშმარიტად „ომის ისტორიოგრაფიაში ყველაზე უფრო ხმამაღალ სენსაციად“ ქცეულ კრებულში “Nazi-Soviet Relations” (რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ის ურთიერთობები“). 

ორმოც წელზე მეტ ხანს საბჭოთა ისტორიკოსები მრისხანედ ამხელდნენ ამ „თავხედურ გამოხტომას ბურჟუაზიული ფალსიფიკატორებისა“. დაიწერა წიგნების მთები და დაცულ იქნა ასეულობით დისერტაციები. შემდეგ, ბრძანების „ხელის აღება“ მიღების მერე დოკუმენტების მეორე ეგზემპლჲარები იქნა აღმოჩენილი საბჭოთა (ახლა – რუსეთის) არქივებში. ასე, პრეზიდენტის არქივში (АП РФ ფ. 3, ანაწ. 64, საქმე 675, ფურცელი 108) შენარჩუნებულია „ოთხი დერჟავის კავშირის“ საბჭოთა პირობების მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტი, და თანაც მოლოტოვის მიერ საკუთარი ხელით გაკეთებული აღნიშვნით: „გადაეცა ბ-ნ შულენბურგს ჩემს მიერ 1940 წ. 25 ნოემბერს“. და ხელმოწერა: ვ. მოლოტოვი. 

აი ნამდვილი დოკუმენტის ტექსტი (ციტირებული კრებულის მიხედვით „1941 წელი. დოკუმენტები“, წიგნი 1, გვ. 417). რა თქმა უნდა, ის ისეთი ლამაზი არ არის, როგორც „გენერალური შეთანხმება წითურებთან ბრძოლის შესახებ“, მაგრამ, თუ ყურადღებით ჩავუფიქრდებით მის შინაარსსა და შესაძლო შედეგებს – გაცილებით უფრო საშიშია: 

„სსრკ თანახმაა მიიღოს ძირითადად ოთხი დერჟავის პაქტის პროექტი მათი პოლიტიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც გადმოსცა ბ-ნმა რიბენტროპმა მის საუბარში ვ. მ. მოლოტოვთან ბერლინში 1940 წლის 13 ნოემბერს და შედგება ოთხი პუნქტისაგან, შემდეგი პირობებისას. 

1. თუ გერმანული ჯარები ახლავე იქნებიან გაყვანილი ფინეთიდან (სინამდვილეში არაფერი იყო გასაყვანი, რადგანაც ვერმახტის პირველი ნაწილები იქნა გაშლილი ფინეთის ტერიტორიაზე მხოლოდ 1941 წ. ივნისში – მ. ს.), რომელიც წარმოადენს სსრკ-ის გავლენის სფეროს 1939 წლის საბჭოთა-გერმანული შეთანხმების თანახმად, ამასთან სსრკ ვალდებულებას კისრულობს უზრუნველყოს მშვიდობიანი ურთიერთობები ფინეთთან, აგრეთვე გერმანიის ეკონომიკური ინტერესებიც ფინეთში (ხე-ტყის, ნიკელის გამოტანა). 

2. თუ უახლოეს თვეებში იქნება უზრუნველყოფილი სსრკ-ის უსაფრთხოება სრუტეებში ურთიერთდახმარების პაქტის დადების გზით სსრკ-სა და ბულგარეთს შორის, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით შავი ზღვაზე სსრკ-ის საზღვრების უსაფრთხოების სფეროში იმყოფება, და სსრკ-ის სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ბაზის ორგანიზების გზითაც ბოსფორისა და დარდანელის რაიონში გრძელვადიანი ქირავნობის საფუძველზე. 

3. თუ სსრკ-ის ასპირაციის სიმძიმის ცენტრად იქნება აღიარებული რაიონი ბათუმისა და ბაქოს სამხრეთით საერთო მიმართულებით სპარსეთის ყურისაკენ. 

4. თუ იაპონია უარს იტყვის თავის კონცესიურ უფლებებზე ქვანახშირსა და ნავთობზე ჩრდილოეთ სახალინზე სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. 

გადმოცემულის შესაბამისად უნდა იქნას შეცვლილი პროექტი პროტოკოლისა ოთხი დერჟავის ხელშეკრულებისათვის, წარმოდგენილი ბ-ნ რიბენტროპის მიერ გავლენის სფეროთა გამიჯვნის შესახებ, სსრკ-ის ასპირაციის სიმძიმის ცენტრად ბათუმისა და ბაქოს სამხრეთით სპარსეთის ყურისაკენ მიმართულების განსაზღვრის სულისკვეთებით (გერმანელები საბჭოთა კავშირის ტერიტორიული მისწრაფებების ინდოეთის ოკეანის მხრისკენ წარმართვას სთავაზობდნენ, სტალინმა კი მოლოტოვის ბაგეებით დაუზუსტა, რომ ნავთობი მას გაცილებით უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე ინდური ჩაი და სპილოები ზურმუხტებთან ერთად – მ. ს.)

ზუსტად ასევე უნდა იქნას შეცვლილი ბ-ნ რიბენტროპის მიერ გადმოცემული პროექტი პროტოკოლ-შეთანხმებისა გერმანიას, იტალიას და სსრკ-სა და თურქეთს შორის ბოსფორსა და დარდანელთან სსრკ-ის სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ბაზის უზრუნველყოფის სულისკვეთებით გრძელვადიანი ქირავნობის საწყისებზე სამი დერჟავის მიერ თურქეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიის გარანტიით იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი დაეთანხმება შემოუერთდეს ოთხ დერჟავას. 

ამ პროტოკოლში უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ოთხ დერჟავასთან შემოერთებაზე თურქეთის უარის შემთხევაში გერმანია, იტალია და სსრკ თანხმდებიან გამოიმუშაონ და ცხოვრებაში გაატარონ აუცილებელი სამხედრო და დიპლომატიური ზომები, რაზედაც უნდა იქნას დადებული სპეციალური შეთანხმება“

თუ ჰიტლერული გერმანიისა და სტალინური სსრკ-ის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა 1939–1941 წწ. პერიოდში ნამდვილად სარწმუნო ფაქტს წარმოადგენს, საბჭოთა-გერმანული ომის დროს სეპარატული მოლაპარაკებების შესახებ საკითხზე მარტო ძალზედ მყიფე ჰიპოთეზების აგება თუ რჩება. დოკუმენტური მასალა მოვლენათა რაიმენაირი დასაბუთებული ვერსიის ასაგებად უკიდურესად ცოტაა. შევეცდებით მოკლედ შევაჯამოთ ინფორმაციის არსებული ნამცეცები. 

პირველი. არც განადგურებული მესამე რაიხის არქივებში, არც სასამართლოს წინაშე წარმდგარ ჰიტლერული რეჟიმის მეთაურთა ჩვენებებში, არც იმათ მემუარებში, ვინც შეძლეს შურისძიების „პირველი ტალღა“ ცოცხლებს გადაეტანათ (ასე თუ ისე, მაგრამ მარტო სამხედრო ტრიბუნალების განაჩენებით 480 ფაშისტი იქნა სიკვდილით დასჯილი), არ არის რაიმენაირი ცნობები რეალურად შემდგარი სეპარატული საბჭოთა-გერმანული მოლაპარაკებების შესახებ. ეს სერიოზული არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ თუნდაც რაიმე რომ კიდეც ყოფილიყო, ამ „რაღაცას“ მხარეთა განზრახვების წინასწარი ზონდაჟის იქით უკვე წინ აღარ წაუწევია. 

მეორე. არის სავსებით სარწმუნო დოკუმენტი: „პ. ა. სუდოპლატოვის ახსნა-განმარტებითი წერილი სსრკ მინისტრთა საბჭოში 1953 წ. 7 აგვისტოს“ (ინახება რფ პრეზიდენტის არქივში, ფ. 3, ანაწ. 24, საქმე 465, ფურც. 204–208). დოკუმენტის „სარწმუნოობის“ ქვეშ მოცემულ შემთხვევაში მესმის მხოლოდ და მხოლოდ თვითონ მანქანაზე ნაბეჭდი გაყვითლებული ფურცლების არსებობის ფაქტი – მაგრამ არავითარ შემთხვევაში შინაარსის დამტკიცებული სარწმუნოობა. 

თვით ყველაზე უფრო მოკლე მონათხრობიც კი იმის შესახებ, თუ ვინ იყო პ. ა. სუდოპლატოვი, დაიკავებს ამ თავის ნახევარს. ამიტომ შემოვიფარგლებით უბრალო განმარტებით: ძალიან მსხვილი ჩეკისტი. ადამიანი ბიოგრაფიით, რომელიც ნებისმიერ ავანტჲურისტულ რომანს გადააჭარბებს. თუ სუდოპლატოვი ოდესმე იყენებდა კიდეც გამოთქმას „ითქვას სიმართლე“, მაშინ ძნელად თუ ესმოდა ეს მას ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანთა უმრავლესობას. სუდოპლატოვის „ახსნა-განმარტებითი წერილი“ ლ. ბერიას სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოჩნდა. სუდოპლატოვისათვის ლავრენტი ბერია პირადი მტერი გახლდათ. მართალია, საბოლოო ჯამში სუდოპლატოვი მრავალი წლით ციხეში ბერიამ კი არ გაგზავნა, არამედ ხრუშჩოვმა... ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით დოკუმენტის რამდენიმე პირველ აბზაცს წავიკითხავთ: 

„მოგახსენებთ ჩემთვის ცნობილი შემდეგი ფაქტის შესახებ. 

ფაშისტური გერმანიის სსრკ-ზე ვერაგული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 1941 წლის დაახლოებით 25–27 ივნისს, მე ვიქენი გამოძახებული მაშინ სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად მყოფი ბერიას კაბინეტში. ბერიამ მითხრა, რომ არის საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აუცილებელია არაოფიციალური გზით გამოვარკვიოთ, როგორ პირობებზე დათანხმდება გერმანია შეწყვიტოს ომი სსრკ-ის წინააღმდეგ და შეაჩეროს გერმანულ-ფაშისტური ჯარების წინსვლა. ბერიამ განმიმარტა, რომ საბჭოთა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიზნად აქვს შექმნას პირობები, რომლებიც საშუალებას მისცემენ საბჭოთა მთავრობას მოახდინოს მანევრირება და მოიგოს დრო ძალების შემოკრებისათვის. ამასთან დაკავშირებით ბერიამ მიბრძანა შევხვედროდი ბულგარეთის ელჩს სსრკ-ში სტამენოვს, რომელსაც, სსრკ შინსახკომის ცნობებით, ჰქონდა კავშირები გერმანელებთან და კარგად იყო მათთვის ცნობილი (შემდეგ „წერილის“ გამოქვეყნებულ ტექსტში მოდის მრავალწერტილი – მ. ს.)

ბერიამ მიბრძანა დამესვა სტამენოვთან საუბარში ოთხი საკითხი. ამ საკითხებს ბერია ჩამოთვლიდა, იყურებოდა რა თავისი ჩანაწერების წიგნაკში, და ისინი შემდეგზე დაიყვანებოდა: 

1. რატომ დაარღვია რა გერმანიამ პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ, დაიწყო ომი სსრკ-ის წინააღდეგ; 

2. რა იქნებოდა მისაღები გერმანიისათვის, როგორ პირობებზეა თანახმა გერმანია შეწყვიტოს ომი, რა არის საჭირო ომის შეწყვეტისათვის; 

3. აწყობთ თუ არა გერმანელებს ისეთი საბჭოთა მიწების გადაცემა, როგორებიცაა ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბესარაბია, ბუკოვინა, კარელიის ყელი; 

4. თუ არა, რომელ ტერიტორიებზე აქვს გერმანიას დამატებით პრეტენზია. ბერიამ მიბრძანა, რომ ლაპარაკი სტამენოვთან მეწარმოებინა არა საბჭოთა მთავრობის სახელით, არამედ ეს საკითხები დამესვა შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური ვითარების თემაზე საუბრის პროცესში და გამერკვია აგრეთვე სტამენოვის აზრიც არსებითად ამ ოთხი საკითხის შესახებ“

შემდეგ მოდის შეხვედრის მომზადებისა და ჩატარების გარემოებათა დაწვრილებით გადმოცემა, რომელიც შედგა მოსკოვში რესტორან „არაგვში“. ამის შემდეგ სუდოპლატოვი წერს: 

„რაღაც დროს გრძელდებოდა სტამენოვის დაშიფრულ მიმოწერაზე დაკვირვება. ამას შედეგები არ მოუცია. თუმცა კი ეს არ გამორიცხავს, რომ სტამენოვს შეეძლო შეეტყობინებინა ამ საუბრის შესახებ იმ საელჩოებისა და მისიების დიპლომატიური ფოსტის ან დიპლომატიური კავშირგაბმულობის მეშვეობით, რომელთა ქვეყნებიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ მონაწილეობდნენ ომში. მეტად არანაირი მითითებები, დაკავშირებული ამ საქმესთან ან სტამენოვის გამოყენებასთან, აღარ მიმიღია. შეხვდა თუ არა პირადად ბერია სტამენოვს, ჩემთვის უცნობია. მსგავსი შეხვედრის ორგანიზების დავალება ჩემთვის არ მოუციათ...“ 

ეს – შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ზონდაჟია. რადგანაც იმ მომენტში საბჭოთა კავშირი იურიდიულად ინგლისისა და აშშ-ის მოკავშირე ჯერ კიდევ არ ყოფილა, ამიტომ ტერმინი „სეპარატული ზავი“ მოცემულ შემთხვევაში უადგილოა. ამ დროისათვის ცნობილი ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფრთხილი ზონდაჟის იქით საქმე მაშინ წინ არ წასულა. 

მესამე. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ 1941 წ. შემოდგომაზე სტალინი აშანტაჟებდა დასავლელ მოკავშირეებს გერმანელებთან სეპარატული ზავის დადების შესაძლებლობით. უ. ჩერჩილს თავის მრავალტომიან „მეორე მსოფლიო ომის ისტორია“-ში მოჰყავს ტექსტი წერილისა, რომელიც გამოუგზავნა მას ამხანაგმა სტალინმა 1941 წ. 3 სექტემბერს: „ამ ორი სახეობის დახმარების გარეშე (ლაპარაკი მიდიოდა ინგლისელთა საფრანგეთში გადმოსხდომისა და სსრკ-თვის ყოველთვიურად 400 თვითმფრინავისა და 500 ტანკის მოწოდების შესახებ – მ. ს.) საბჭოთა კავშირი ან განიცდის დამარცხებას, ან შეიქნება დასუსტებული იქამდე, რომ დიდი ხნით დაკარგავს თავისი მოკავშირეებისათვის დახმარების აღმოჩენის უნარს აქტიური მოქმედებებით ჰიტლერიზმთან ბრძოლის ფრონტზე...“ არანაირი სხვა აზრი, გარდა მუქარისა ჰიტლერთან სეპარატული ზავის დადებაზე, ამ ფრაზას არ შეიძლებოდა ჰქონოდა. 

მეოთხე. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ „დიდი სამეულის“ (რუზველტი, სტალინი, ჩერჩილი) პირველი შეხვედრა შედგა მხოლოდ 1943 წლის დეკემბერში (თეირანში). ვღებულობთ, რომ ორნახევარი წლის მანძილზე (!!!) „მოკავშირეები“ ისე მოკავშირეობდნენ, რომ არ ჰქონდათ არანაირი კონკრეტული შეთანხმება დადებული ომის მიზნების, აგრეთვე ევროპის მომავალ მოწყობაში მხარეთა ამოცანების შესახებ. და ეს ძალზედ უცნაურია. სტალინისა და რუზველტის მიმოწერა, „დიდი სამეულის“ შეხვედრის მომზადებისადმი მიძღვნილი, ძალიან დიდი ხნის წინაა გამოქვეყნებული (ჯერ კიდევ „უძრაობის წლებში“). არანაირი ეჭვები პუბლიკაციის სარწმუნოდ ნამდვილობისადმი არც აშშ-ში, არც სსრკ-ში არ გამოთქმულა. ასე რომ, ამ მიმოწერიდან გამოდის, რომ მთელი 1943 წლის მანძილზე სტალინი აჭიანურებდა შეხვედრის ჩატარებას როგორც კი შეეძლო. რატომ? ხომ არ იყო ეს, რომელიც ორ წელიწად ნახევარს გადაიდებოდა, ფაქტიურად უარის თქმა ყოვლისმომცველი ხელშეკრულების დადებაზე მოკავშირეებთან, სტალინის სურვილის გამოვლენა „დაეტოვებინა კარი ღიად“ ჰიტლერთან სეპარატული გარიგების დადების შემთხვევისათვის? არ ვიცი. და ეს არც არავინ იცის, მაგრამ კითხვები რჩება... 


თავი 3 თოვლი ივნისში, ანუ საკითხისადმი о «еб-ной матери» 

ახლა იმ ფალსიფიკაციებიდან, რომლებიც ყველაზე უფრო პრიმიტიულ, სამოყვარულო დონეზეა ნამუშევარი, გადავიდეთ ეპიზოდზე, რომელიც დაკავშირებულია დისკუსიასთან „დეზის“ გარშემო, საიდუმლო ომის პროფესიონალთა მიერ მომზადებულისა. 

80–90-იანი წლების მიჯნაზე ჩვენი ისტორიკოს-პუბლიცისტები, როგორც იტყვიან, „გაარღვია“. ღავღავებდნენ და ეჯიკავებოდნენ რა ერთმანეთს იდაყვებით, აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გუშინდელი მუშაკები მოაწყდნენ, რათა აეხილათ ხალხისათვის თვალები და გაეჟღერებინათ საშინელი სამხედრო საიდუმლოება. ეს „საშიში თემა“ (გავბედავ ვივარაუდო – წინასწარ მომზადებული კანტორის კონტრ პროპაგანდის უფრო სერიოზულ სამმართველოში, ვიდრეს სკკპ ქალაქის კომიტეტია) დაიყვანებოდა, არსებითად, ერთ თეზისზე – „მოუმზადებლობის დოგმატზე“. მწარე ამოქვითინებით დაგვიწყეს მოყოლა იმის შესახებ, რომ სტალინური ინდუსტრიალიზაციის დიადი მიღწევები, ფოლადის ბრწყინვით აელვარებული ტანკები და წითელი მოედნის ზემოთ ცის დამფარავი თვითმფრინავების არმადები – ყველაფერი ეს ბლეფია, მირაჟია, ცდუნებაა. რაღაც სტახანოვისეული რეკორდებისა და კოლმეურნეობათა უხვი მოსავლების მაგვარი. სინამდვილეში კი... სინამდვილეში ჩვენ არაფერიც არა გვქონია. და რომ გვეომა, არაფერი გვქონდა. ფანერის თვითმფრინავები, „უიმედოდ მოძველებული“ ტანკები, ბოლომდე ვერაშენებული ხანგრძლივი საცეცხლე ნაგებობანი, ერთი შაშხანა ორ კაცზე. 

წიგნიც კი იქნა გამოცემული (მთლიანობაში საკმაოდ კარგი, დიდი რაოდენობის განსაიდუმლოებული დოკუმენტებით) იმ დროისათვის მეტად დამახასიათებელი სახელწოდებით: „ომის დაფარული სიმართლე“ («Русская книга». მოსკ., 1992 წ., შემდგენელი პ. ნ. კნიშევსკი). კერძოდ, წიგნში მოყვანილი ცხრილიდან „წითელი არმიის მექანიზებული კორპუსების უზრუნველყოფა საბრძოლო მასალებით 1941 წ. 15 ივნისისათვის“ თითოეულ დაინტერესებულს შეეძლო გაეგო, რომ „სატანკო ზარბაზნებისათვის 152-მმ გასროლებით“ („ჭურვი“ – ეს ისაა, რაც ქვემეხის ლულიდან გამოფრინდება; ყველაფერს ერთად, ე. ი. ჭურვს, ამფეთქს, სატყორცნ მუხტს, არტილერიაში „გასროლა“ ეწოდება) მექკორპუსები მთლიანობაში იყვნენ უზრუნველყოფილი 10 %-ით, ხოლო დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგის მექკორპუსები კი – 0 %-ით. ნულით, ძვირფასო ამხანაგებო, შიშველი ნულია. რით ეომათ? ქვებითა და ჯოხებით? რა აზრი აქვს ისეთ მექკორპუსებს, თუ მათ არაფრის სროლა არ შეუძლიათ? 

საშინელი საქმეა. რათა მომავალშიც არ აღმოჩნდეთ „ტვინის გაუპატიურების“ მსხვერპლის მდგომარეობაში, ისწავლეთ, პატივცემულო მკითხველო, დასვათ ო რ ი / ო ქ რ ო ს / შ ე კ ი თ ხ ვ ა: 

პირველი. ცოტაა – რასთან შედარებით? 

მეორე. პროცენტები – რისგან? 

და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. 

ვისთან აპირებდა ეომა 1941 წ. 15 ივნისს წითელ არმიას მთლიანობაში და მის მექკორპუსებს კერძოდ? მარსელებთან? აჰ, გერმანელებთან... მაშინ მოდით გერმანელებთან შევადაროთ კიდეც „სატანკო ზარბაზნების 152-მმ გასროლებით უზრუნველყოფილობა“. თავის თავად, 152-მმ გასროლები გერმანულ სატანკო დივიზიებში არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ვერმახტში იყო მიღებული კალიბრები 105 მმ და 150 მმ. ასე რომ, სატანკო ზარბაზნების რამდენი 150-მმ გასროლა იყო ვერმახტში 1941 წ. 15 ივნისის მდგომარეობით? მოგახსენებთ – ნული მთელი, ჩემი ფეხები მეათედი (хрен десятых). ინფორმაციის წყარო? არანაირი წყარო მოცემულ შემთხვევაში არ არის საჭირო. 41-ის ივნისში ვერმახტის შეიარაღებაში არ ყოფილა არც ერთი ტანკი, შეიარაღებული 150 მმ კალიბრის ქვემეხით ან „თუნდაც“ 105 მმ კალიბრისა. და Pz-IV ტანკებიც, რომლებიც 75-მმ ზარბაზნებით იყვნენ შეიარაღებული, საერთო სატანკო- ფარეხის სულ რაღაც 14 %-ს შეადგენდნენ. და ომის სულ ბოლომდეც სერიული ტანკები 6-დჲუიმიანი კალიბრის ქვემეხებით გერმანიაში არ გამოჩენილან. ვიტყვი მეტსაც – XXI საუკუნის დასაწყისში ბუნდესვერის შეიარაღებაში არ არის არც ერთი ტიპის ტანკი (გთხოვთ არ აგერიოთ თვითმავალ ქვემეხში), რომლის მბრუნავ კოშკში 120 მმ-ზე მეტი კალიბრის ქვემეხი იქნებოდა განთავსებული. 

განათავსეს რა ტანკ КВ-2-ის მბრუნავ კოშკში 152-მმ კალიბრის ჰაუბიცა (ე. ი. კონსტრუქციის მიხედვით რთულისა, რომელიც შეთანაწყობის უზარმაზარ პრობლემებს ჰქმნიდა), საბჭოთა ინჟინრებმა განსაკუთრებული სირთულის ტექნიკური ამოცანა გადაწყვიტეს. ასეთი საოცრება-ტანკების შესახებ არ ლაპარაკობენ „ცოტაა“. თვით ორი ტანკი КВ-2-ც კი – ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო ტანკები 6-დჲუიმიანი ჰაუბიცით მსოფლიოს ყველა არმიაში ერთად აღებულში. მაგრამ ჩვენთან ისინი იყო არა ორი, არამედ გაცილებით უფრო მეტი. სულ 1941 წ. ივნისის ბოლომდე 213 ტანკი КВ-2 იქნა გამოშვებული. 

ახლა პროცენტებისა და საბრძოლო მასალების შესახებ. გაგება იმისა, თუ რა ჰქონდათ მხედველობაში ცხრილის შემდგენლებს „ომის დაფარული სიმართლე“ სახელწოდების კრებულში – გადაჭრით შეუძლებელია. არანაირ განმარტებებს თავისი ცხრილისათვის გასაოცარი პროცენტებით ისინი არ იძლევიან. ყ ვ ე ლ ა მექკორპუსის სატანკო ზარბაზნებისათვის 152-მმ გასროლებით უზრუნველყოფილობა – ეს კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე სახელგანთქმული „საშუალო ტემპერატურა მთელ საავადმყოფოში“. 41 წლის ივნისში მხოლოდ რვა მექკორპუსს (29-დან) ჰყავდა შეიარაღებაში ტანკები КВ შესამჩნევი რაოდენობით (10 ერთეულზე მეტი). 

მთელ დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგში იყო ერთი მექ-კორპუსი (ექვსიდან), რომლის შეიარაღებაშიც იყო ტანკები КВ-2 რაოდენობით 22 ერთეული. მაგრამ ყველაზე მთავარი სხვა რამეში მდგომარეობს. ტანკი КВ-2 იყო შეიარაღებული არა რაღაც უნიკალური ზარბაზნით, არამედ თითქმის სტანდარტული 152-მმ ჰაუბიცით М-10 „1938 წ. ნიმუშისა“ (სატანკო ვარიანტი საველე არტილერიის ქვემეხისაგან ცოტა დამოკლებული ლულით განსხვავდებოდა). საბრძოლო მასალები ამ არტსისტემისათვის უზარმაზარი რაოდენობებით იწარმოებოდა. კონკრეტულად: ომის დასაწყისისათვის 2642 ათასი გასროლა იყო სახეზე, 925 ათასი გასროლა მიეწოდათ ჯარებს 1941 წლის მეორე ნახევარში. ერთი ტანკის КВ-2 საბრძოლო კომპლექტი შეადგენდა 36 (ოცდა თექვსმეტ) გასროლას. ხუთ-ხუთი საბრძოლო კომპლექტი ყველა 213 ტანკზე – ეს „რაღაც საცოდავი“ 38,3 ათასი გასროლაა. 

ერთნახევარი პროცენტი 152 მმ კალიბრის საჰაუბიცე გასროლების საერთო მარაგიდან. იყო რით ებრძოლათ... გვრჩება ვივარაუდოთ (კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „საშიში ცხრილის“ შემდგენლებმა არ აგვიხსნეს – რის პროცენტებს ითვლიან ისინი და საიდან), რომ ციფრი 0 % დასავლეთის საგანგებო სამხედრო ოკრუგთან მიმართებაში აღნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ბეტონგამტანი და საზღვაო (ეს ბეჭდვის შეცდომა არ არის!) ჯავშანგამტანი ჭურვების არარსებობას სატანკო 152-მმ ჰაუბიცისათვის. საქმე იმაშია, რომ ტანკი КВ-2 იქმნებოდა როგორც „გამაგრებული ზოლების გარღვევის ტანკი“. ვარაუდობდნენ გამოეყენებინათ იგი შეტევაში ბეტონის ხანგრძლივი საცეცხლე წერტილებისა და ჯავშანგადაფარვების განადგურებისთვის. უკანასკნელებთან ბრძოლისათვის იგეგმებოდა კიდეც „საზღვაო ჯავშანგამტანი ყუმბარის“ გამოყენება (სახომალდო არტილერიაში ამ საბრძოლო მასალას უნდა გაეტანა /გაეხვრიტა/ მოჯავშნული გემბანი და მტრის გემის შიგნით აფეთქებულიყო). 1941 წ. 22 ივნისი დილას მთელი ეს „ეგზოტიკა“ აბსოლუტურად არასაჭირო შეიქნა, რადგანაც დასავლეთის ოკრუგის ჯარებს (ისევე, როგორც ყველა სხვასაც) მოუწიათ ეომათ საკუთარ ტერიტორიაზე, ე. ი. აქ, მტრული ბეტონის ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მთავარი (თუ არ ვიტყვით – ერთადერთი) ამოცანა, რომელიც შეეძლო ზემძიმე ტანკს КВ-2 თავდაცვაში გადაეწყვიტა, – ეს იყო მოწინააღმდეგის ქვეით ჯართან ბრძოლა, რისთვისაც სტანდარტული 152-მმ მსხვრევად-ფუგასური ჭურვი ყველანაირად და საუკეთესოდ იყო გამოსადეგი... 

თუმცა კი, დავუბრუნდეთ საკითხს, რომელიც წიგნში მოცემული თავის სახელწოდებაშია გამოტანილი. საბჭოთა კავშირის ომისათვის უეცრად აღმოჩენილი „მზად არ ყოფნის“ უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქნა გამოცხადებული უფროსის არარსებობა. ესე იგი უფროსი კი იყო, მაგრამ სერიოზული საქმისათვის იგი სრულიად არ ვარგოდა. ომის დაფარული „სიმართლე“, აღმოჩნდა, იმაში მდგომარეობს, რომ ამხანაგი სტალინი იყო არა მიმნდობი, არამედ სუპერმიმნდობი. მიამიტი და სულელი. ასეთს ნებისმიერი მოატყუებს. კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის აღსაზრდელი, რომელიც ქუჩაში შიშველი ცხენების დანახვისას წითლდება, შეიძლება „ბოროტების გენიად“ ჩაითვალოს გულუბრყვილო ამხანაგ სტალინთან შედარებით. აღმოჩნდა, სტალინი სიყვარულით უყურებდა რიბენტროპის ხელმოწერას თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის ქვეშ, იმის ნაცვლად რომ ებრძანა ჯარები „სრული მზადყოფნის მდგომარეობაში“ მოეყვანათ... 

თქვენ ფიქრობთ, პატივცემულო მკითხველო, რომ მე ვხუმრობ, ვმასხარაობ, უხეშად ვაჭარბებ? ნეტა ასე ყოფილიყო... უფრო მეტი მნიშვნელოვნებისთვის „უცხოელი კონსულტანტი“ იქნა გამოძახებული. ისრაელელმა პროფესორმა გ. გოროდეცკიმ (იგი, სიტყვაზე რომ ვთქვათ, დაბადებით ისრაელელია, და არა რეპატრიანტი ყოფილი სსრკ-დან) მისდამი გამოხატული მაღალი ნდობა სავსებით გაამართლა. წიგნში აღსატაცებელი სახელწოდებით „საბედისწერო თვითმოტყუება. სტალინი და გერმანიის თავდასხმა“ ამხანაგმა გოროდეცკიმ (ენა არ მიბრუნდება რომ მას „ბატონი“ ვუწოდო) როგორც ორჯერ ორია, ისე დაამტკიცა, რომ 

„...სტალინი უბრალოდ უარს ამბობდა აღექვა დაზვერვის შეტყობინებები... სტალინმა არ მისცა ნება სამხედროებს შედგომოდნენ თავდაცვის გეგმების განხორციელებას... სტალინი რჩებოდა ყრუ ჟუკოვის თხოვნებისადმი დაეწყოთ გაშლის გეგმების განხორციელება... სტალინი აშკარად დაიბნა, მაგრამ სასოწარკვეთილად არ უნდოდა თავის შეცდომას განშორებოდა... სტალინი, როგორც ჩანს, შორს განდევნიდა ნებისმიერ აზრს ომის შესახებ, მან დაკარგა ინიციატივა და პრაქტიკულად პარალიზებული გახლდათ...“ 

თავისი თხზულების წინასიტყვაობაში გ. გოროდეცკი სიამაყით წერს: „წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად მივაღწიე დაშვებას უზარმაზარი რაოდენობის საარქივო წყაროებთან“. აი როგორ არის! არა სხვანაირად, თუ არა ისე, რომ ამხანაგმა გოროდეცკიმ მწერალ კარპოვთან ერთად მიიღო სანუკვარი „დაშვება ნომერი ერთი“. მხოლოდ ასეთი „დაშვებით“ შეიძლებოდა მიეღწია ინფორმაციისათვის იმის შესახებ, რომ 41 წელში „ზამთარი მოსკოვში უჩვეულოდ გაჭიანურდა, და თვით ივნისის მეორე კვირას თოვლი მოვიდა“. მე არ ვხუმრობ. მე ვახდენ ციტირებას. იხ. გვერდი 345. არცთუ ბევრით ჩამოუვარდებოდნენ „უცხოელ კონსულტანტს“ ადგილობრივი კადრებიც. ერთმა ამხანაგმა სიტყვა-სიტყვით დაწერა შემდეგი: 

„...მოელოდა რა ომის შემთხვევაში მალე დამარცხებას, ხოლო თავისთვის პირადად კი – დაღუპვას, სტალინმა, როგორც ჩანს, წინააღმდეგობა უსარგებლოდ მიიჩნია, ამის გამო არ ცდილობდა კიდეც არც დამუქრებოდა ჰიტლერს, არც დროულად მომზადებულიყო ბრძოლისათვის... შეგნებული ჰქონდა რა თავდასხმის სიახლოვე, სტალინმა არ გაშალა არმია, არ მოიყვანა იგი საბრძოლო მზადყოფნაში, ჩააყენა იგი ბომბების ქვეშ – ყაზარმებში მძინარე, ბრეზენტით გადაფარებული თვითმფრინავებით... ომის პირველ დღეებში მან ხელიდან გაუშვა ხელმძღვანელობა, სრულებით არ ღებულობდა რა არანაირ საქმეებში მონაწილეობას...“ 

„ომის დაფარული საიდუმლოს“ გახსნის ეპოქაში თავისი მოხვდა უბოროტეს სტალინელ „სატრაპს“ ლავრენტი ბერიასაც. პუბლიკაციიდან პუბლიკაციაში დაიწყო ფარფატი შემდეგმა „იხვმა“, რომელსაც ცუდი სუნი ასდიოდა: 

„...მე კვლავ დაჟინებით მოვითხოვ ბერლინში ჩვენი ელჩის დეკანოზოვის გამოწვევასა და დასჯას, რომელიც უწინდებურად მბომბავს „დეზით“ ვითომდაც მზადებადი თავდასხმით სსრკ-ზე... იგივეს მომახსენებდა რადიოთი გენერალ-მაიორი ვ. ი. ტუპიკოვიც, სამხედრო ატაშე ბერლინში. ეს ჩლუნგი გენერალი ამტკიცებს, რომ ვერმახტის არმიათა სამი ჯგუფი შემოგვიტევს მოსკოვზე, ლენინგრადზე და კიევზე... მაგრამ მე და ჩემს ხალხს, იოსებ ბესარიონის ძევ, მყარად გვახსოვს თქვენი ბრძნული წინასწარდასახულობა: 1941 წელში ჰიტლერი ჩვენ თავზე არ დაგვესხმება“

ეს ბოდვა სახელწოდებით „ლ. პ. ბერიას მოხსენებითი ბარათი 1941 წ. 21 ივნისისა“ მიმოქცევაში გაუშვა ცნობილმა მწერალმა და კინოსცენარისტმა ო. გორჩაკოვმა. რაღაც-რაღაც სწორი სიტყვები მწერალმა გორჩაკოვმა იცოდა, ამიტომ თავისი ოპუსი ასეთი ფრაზით შეალამაზა: „ძველ საქაღალდეზე, სადაც ეს მოხსენებები ინახება, გაცრეცილი იისფერი მელნით არის დანომრილი ფონდი, ანაწერი, საქმე“. და ჩინებულია, შესანიშნავია – განაცხადეთ, ამხანაგო მწერალო, კონკრეტული ნომრები „ფონდის, ანაწერისა და საქმის“. მაგრამ ეს გორჩაკოვს, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებია. რაც შემთხვევითი არ არის – ეგრეთ წოდებული „ბერიას მოხსენებითი წერილი“ ასპროცენტიან სიყალბეს წარმოადგენს. 

ამ დროისათვის საბჭოთა დაზვერვის ასეულობით მოხსენებაა გამოქვეყნებული, მისამართებული სტალინისადმი. ზოგიერთ მათგანს ხელი მოაწერა ლ. ბერიამ. მათში არასოდეს გამოიყენება მიმართვა „იოსებ ბესარიონის ძევ“, იქ აბსოლუტურად წარმოუდგენელია შემდეგი ტიპის გამოთქმების გამოჩენა: „თქვენი ბრძნული წინასწარდასახულობა“, „ჩლუნგი გენერალი ტუპიკოვი“ და სხვა იაფფასიანი ბულვარულობა. ამის მსგავს კატეგორიულ დასკვნებს „1941 წელში ჰიტლერი ჩვენ თავზე არ დაგვესხმება“ არავინ არასოდეს აკეთებს. დაზუსტება გენერალ ტუპიკოვის შესახებ („სამხედრო ატაშე ბერლინში“) მხოლოდ და მხოლოდ სიყალბის მომავალი მკითხველებისთვისაა გაკეთებული – სტალინს ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და ბერლინში თავის წარმომადგენელთა გვარებიც ზეპირად იცოდა. „ლ. ბერიას წერილი“ წარმოადგენს „პერესტროიკის“ დროინდელი „ომის დაფარული სიმართლის“ ტიპიური მითებისა და ჭორების ძალიან უხეშ, ცულით ნამუშევარ კომპილაციას. და მაინც რა – დღესდღეობით ეს „იხვი“ მხნეობითა და სიცოცხლითაა სავსე. საძიებო სისტემამ ინტერნეტში ეგრევე მომცა 271 დოკუმენტი, რომლებშიც მთელი სერიოზულობითაა ლაპარაკი წერილის შესახებ „ბრძნული წინასწარდასახულობით“. ერთ-ერთი „დოკუმენტი“ – ეს არის დიდი წერილი, რომელსაც ხელს აწერენ არმიის გენერალი კვაშნინი (იმ მომენტისათვის – რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი) და სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (!!!) არმიის გენერალი გარეევი... 

და აი ამ, ნეხვით უხვად განაყოფიერებულ ნიადაგზე დაეცა კიდეც რ ე ა ლ უ რ ი დოკუმენტი. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ РФ) განასაიდუმლოვა და პრეზიდენტის არქივზე მითითებით (АП РФ, ფ. 3, ანაწ. 50, საქ. 415, ფურც. 50–52) გამოაქვეყნა „სსრკ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის შეტყობინება ი. ბ. სტალინსა და ვ. მ. მოლოტოვს N 2279/м“ 1941 წლის 17 ივნისისა. გერმანული ავიაციის შტაბში მომუშავე „წყარო“ იტყობინებოდა იმის შესახებ, რომ „გერმანიის ყველა სამხედრო ღონისძიება სსრკ-ის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლის მომზადებაში მთლიანად დასრულებულია, და დარტყმაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი“

სტალინმა საკუთარი ხელით წააწერა ამ დოკუმენტს შემდეგი რეზოლუცია (მომყავს ორიგინალის ორთოგრაფიის ზუსტი დაცვით): „ამხ. მერკულოვს. შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენი „წყარო“ გერმ. ავიაციის შტაბიდან к еб-ной матери. ეს „წყარო“ არ არის, არამედ დეზინფორმატორია. ი. სტ.“

აჰ, აქ რა სკანდალი იყო! ჟურნალიდან ჟურნალში, წიგნიდან წიგნში გადაფრინდებოდა ეს ბედუკუღმართი რეზოლუცია – როგორც სტალინის აღმაშფოთებელი სიჩლუნგის (ან პათოლოგიური მიამიტობის) მაგალითი. აბა როგორ, მას სულელს მოახლოებული თავდასხმის შესახებ მოახსენებენ, ის კი... როგორ იყო იქ დაუვიწყარ მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინთან? „მაგრამ დუნჲა უმეცრებით პასუხობდა...“ გასაოცარია, მაგრამ სტალინის თვით მგზნებარე მოყვარულებმაც კი ამ სიტუაციაში მორცხვად დახარეს თვალები და თავიანთ დანარცხებულ კერპს არ გამოექომაგნენ. 

მე არ მიყვარს სტალინი, და ეს ყველაზე უფრო რბილი გამოთქმაა, რომელშიც ჩემი გრძნობები შემიძლია გამოვხატო. მაგრამ არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ამხანაგი სტალინი მხოლოდ ერთ რამეში არ იყო სწორი: არ ეკადრება სახელმწიფოს ხელმძღვანელს ღობის ძირას სათქმელი ლანძღვის დონემდე დაეშვას. 

საქმის არსით კი სტალინი აბსოლუტურად მართალი გახლდათ: დეზინფორმაცია იმდენად დამცინავად-გამჭვირვალე იყო, რომ მის შეფასებაში (ისევე როგორც „ამხ. მერკულოვის“ არაკომპეტენტურობის შეფასებაშიც) ძნელი იყო მკვეთრი გამოთქმებისაგან თავი შეეკავებინა. 

აი სრული ტექსტი შეტყობინებისა (რომელი ტექსტის წასაკითხადაც, როგორც ჩანს, არც ერთმა პერესტროიკის დროინდელმა ჟურნალისტმა პირველი ფრაზის იქით ვერ მოიცალა): 

„წყარო, რომელიც გერმანული ავიაციის შტაბში მუშაობს, გვატყობინებს: 


გაცნობითი ფრაგმენტის დასასრული. 


 თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment