Friday, April 1, 2022

ჩემი ახალი მასალების შესახებ

ბლოგზე ახლახანს გამოვაქვეყნე წერილი „ბლოგის წერილობითი მასალების განაწილება და დახასიათება თემატიკისა და მკითხველთა დაინტერესების მიხედვით 2022 წლის დასაწყისში“ (ბლოგზე ატვირთვის თარიღი 22.03.22; მოცულობა 32 კომპიუტ. გვარდი). ეს გახლავთ პირველი წერილობითი მასალა, გამოქვეყნებული ჩემს მიერ ბლოგში ამ წელიწადს. ანუ, სამ თვეზე მეტია, რაც ჩემი ახალი წერილი ბლოგზე არ ამიტვირთავს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი მომზადებული მასალები არა მაქვს, არამედ იმას, რომ ვაჩერებ მათ გამოქვეყნებას, რადგანაც ჯერ კიდევ 2012 წლის მიწურულიდან, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლიდან, დღემდე, ხელიუფლების სტრუქტურებში ჩემი არაერთი მიმართვის მიუხედავად, რომ მკითხველთა სერიოზული დაინტერესების გათვალისწინებით, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლას ხმარდება (ბლოგის მასალებს კითხულობენ თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები და სამხედრო საქმით დაინტერესებული სხვადასხვა სპეციალისტები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აგრეთვე უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები, და ყოველი მათგანი თავისი კუთხითა და შესაძლებლობებით შეეწევა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებას), თუნდაც ხელშეკრულების საფუძველზე გაეჩინათ ჩემთვის ცხოვრებისა და მუშაობის სახსარი და საშუალება, მაგრამ საპასუხოდ ხელისუფლებისგან ვღებულობ დღემდე მხოლოდ უარყოფას. 

ამიტომ შევაჩერე ბლოგზე ახალი მასალების გამოქვეყნება, თუმცა კი მათ ჩემთვის ვამზადებ და „ჭერში ვაწყობ“, იმ იმედით, რომ სიტუაცია შეიცვლება და მდგომარეობაც სასიკეთოდ შემობრუნდება. ეს გამოუქვეყნებელი მასალები არის თარგმანები რუსულენოვან ვიკიპედიაში გამოქვეყნებული წერლებისა რუსეთის იმპერიის, 1917–1920 წლებში ამიერკავკასიის სახელმწიფოთა და პირველი მსოფლიო ომის შესახებ. გარდა ამისა, რუსულ ენაზე მაქვს მომზადებული ვრცელი და საშუალო მოცულობის საინტერესო წერილები „კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების“ ორი ტომიდან „ოსთა შესახებ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში“, რომლებიც განეკუთვნებიან, შესაბამისად, კავკასიაში გრაფ პასკევიჩისა და ბარონ როზენის მმართველობის ხანას (ვაგრძელებ მუშაობას შემდეგ ტომებზეც). ასევე რუსულ ენაზე უკვე ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან მაქვს კომპიუტერში აკრეფილი ვრცელი და მცირე წერილები კავკასიის, ქართველების, სომხებისა და აფხაზების შესახებ. ქვემოთ მოვიყვან მათ ჩამონათვალს. 


წერილები რუსულენოვანი ვიკიპედიიდან 


I. რუსეთის იმპერიის შესახებ 

რუსეთის იმპერია - - - 68 (კომპიუტ. გვერდი) 

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო - - - 19 

რუსული საიმპერატორო არმია - - - 31 

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში - - - 11 

სოხუმის ოკრუგი - - - 4 

ყარსის ოლქი - - - 9 

შავი ზღვის გუბერნია - - - 4 


II. პირველი მსოფლიო ომის შესახებ 

პირველი მსოფლიო ომი - - - 72 (კომპ. გვ.) 

პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი - - - 65 


III. ამიერკავკასიის ქვეყნების შესახებ 1917–1920 წლებში 

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა - - - 25 (კომპ. გვ.) 

პარტია მუსავათი - - - 4 

პირველი რესპუბლიკა სომხეთი - - - 30 

პარტია დაშნაკცუტიუნი - - - 37 

სამხრეთ-დასავლეთ კავკასიური დემოკრატიული რესპუბლიკა - - - 5 

ამიერკავკასია - - - 7 

ამიერკავკასიის რკინიგზა - - - 3 


კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებიდან 


АКАГК, том VII, 1878 – об осетинах в Грузии и на Северном Кавказе (во времена правления на Кавказе графа Паскевича) - - - 65 (კომპ. გვ.) 

АКАГК, том VIII, 1881 – об осетинах в Грузии и на Северном Кавказе (во времена правления на Кавказе барона Розена) - - - 6 


ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან 


I. საქართველოსა და ქართველების შესახებ 

Грузины - - - 7 (კომპ. გვ.) 

Грузия - - - 11 

Гурия - - - 2 

Имеретия - - - 3 

Ингилойцы - - - 0,5 

Карталиния - - - 0,5 

Кахетия - - - 3 

Месхи - - - 2 

Пшавия и пшавы - - - 3 

Тушетия и тушины - - - 0,5 

Хевсурия и хевсуры - - - 3 


II. კავკასიისა და კავკასილეთა შესახებ 

Кавказ (газета) - - - 1 

Кавказ - - - 0,5 

Кавказская линия - - - 1 

Кавказская раса - - - 0,5 

Кавказская старина - - - 0,5 

Кавказския языки - - - 8 

Кавказский край - - - 55 

Кавказския войны - - - 13 


III. აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ 

 Абхазия - - - 1 

Абхазы - - - 0,5 


IV. სომხეთისა და სომხების შესახებ 

Армения - - - 6 

Армяне на Руси и в Польше - - - 1 

Армянская литература - - - 7 

Армянская церковь - - - 3 

Армянский алфавит - - - 0,5 

Армянский базар - - - 0,5 

Армянский язык - - - 2 


ესენია დღეისათვის უკვე მომზადებული და ჯერჯერობით ვერგამოქვეყნებული წერილები. სამუშაო კიდევ ბევრია, მაქვს შესაბამისი ჩანაფიქრები და სათარგმნად მომზადებული მასალებიც, მაგრამ მათი გამოქვეყნებისთვის უკვე აუცილებლად მიმაჩნია ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მოქცევა, შრომის ანაზღაურება და მუშაობისათვის საჭირო ხელის შეწყობა. სხვანაირად ეს საქმე უკვე ვეღარ გამოვა. 


ირაკლი ხართიშვილი

 

No comments:

Post a Comment