Wednesday, July 8, 2015

რუსეთიდან უკრაინისკენ. კომუნიზმის საჩუქრები.

ყირიმი ბიძია ხრუშჩოვისგან: 1954 წელს სსრკ-ის ახალმა ბელადმა ყირიმი კომპარტიაში კიეველ ამხანაგებს მიუთვალა. ამ დროს ნახევარკუნძული რსფსრ-ის შემადგენლობაში იმყოფებოდა და უპირატესად რუსებით იყო დასახლებული... ყირიმი უკრაინის უკანასკნელ ტერიტორიულ შენაძენად იქცა. და რა არის გასაოცარი! წააგო რა ყველა ომი XX საუკუნის დასაწყისში როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, უკრაინამ როგორც საბჭოთა რესპუბლიკამ ისეთი მიწები „შეიმატა“, რომლებზედაც „მამილო გრუშევსკი“ და ცენტრალური რადა ვერც კი იოცნებებდნენ!

უკრაინაში საბჭოთა მემკვიდრეობას, ერთი უიღბლო ახლანდელი პოლიტიკოსის მჩატე დამოკიდებულების მიბაძვით, მიღებულია წყევლიდნენ. არაფერ კარგს, გოლოდომორის (მრავალი ადამიანის შიმშილით გაწყვეტის – ი. ხ.) გარდა, მაღალი ტრიბუნებიდან ახლა არ იხსენებენ. და სულ ამაოდ!


რუქა მიწებისა, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინას შეუერთა

დონეცკ – კრივოი როგის რესპუბლიკა (ბოლშევიკების მიერ შერწყმულია უკრაინაში 1918 წ.)
გალიჩინა და ვოლინი (პოლონეთს ჩამოერთვა 1939 წ.)
ბესარაბიისა და ბუკოვინის ნაწილი (რუმინეთს 1940 წ.)
კარპატებისძირა რუსეთი (ჩეხოსლოვაკიისგან იქნა აღებული და მას იმიერკარპატეთი ეწოდა)
ყირიმი (ხრუშჩოვის მიერაა ნაჩუქარი 1954 წ.)

სტალინი: 
„ამ ბოზი კრუპსკაიას გამო რუსეთის ნაცვლად სსრკ-ის შექმნა მოგვიწია“ 
(Сталин:
"Из-за этой б...ди Крупской пришлось сделать вместо России СССР")

უკრაინა ასე დიდი ხომ ბოლშევიკების წყალობით გამოვიდა. სამოქალაქო ომში რომ ნაციონალისტებს გაემარჯვათ, ის პატარა და მოკლე იქნებოდა – გალიჩინის გარეშე, ვოლინის გარეშე, ყირიმისა და დონბასის გარეშე. სინამდვილეში მოსკოვში უკრაინელები ძალზედ უყვარდათ. რა თქმა უნდა, თავიანთი, საბჭოთა (უკრაინელები). მაგრამ გვითხარით, რისთვის უნდა ჰყვარებოდათ იგივე „მეთაური ატამანი“ სიმონ პეტლიურა, თუ მან, ნაძირალამ, 1920 წელს მთელი დასავლეთ უკრაინა ლვოვით პილსუდსკის მიყიდა, ოღონდ კი თვენახევრით პოლონური არმიის აღალში კიევში შემოსულიყო? ასე რომ, მან მაშინ თავისი საქმეებისთვის კარგი ალიყურიც მიიღო!

ხოლო კომუნისტ-ლენინელებმა კი, მოიგეს რა, როგორც ბანქოს თამაშისას, უკრაინული მიწები, მათ გამუდმებით ზრდიდნენ და ზრდიდნენ. ამასთან, ხშირად და უხვად სრულებით არაუკრაინული ტერიტორიების ხარჯზე.

კრუპსკაიას „ბოზობის“ გამო (Из-за «бл…ва» Крупской). 1922 წლის ბოლოს მოსკოვის პარტიულ წრეებში ფართო დისკუსია იქნა გაჩარებული, თუ როგორ მოეწყოთ ყოფილი რუსეთის იმპერია, რომელსაც ახლა მხოლოდ წითელი არმია აერთიანებდა. ლენინი ავადმყოფობდა და მხურვალე დებატებში მონაწილეობას ვერ ღებულობდა. პარტიულ ორკესტრში პირველ ვიოლინოს ეროვნებათა საქმეებში სახალხო კომისარი და გენერალური მდივანი ამხანაგი სტალინი „უკრავდა“. იგი დარწმუნებული ცენტრალისტი გახლდათ, რომელიც თვლიდა, რომ ყველაფერი მოსკოვიდან უნდა იმართებოდეს, რადგან აქ ყველაზე უფრო გამოცდილი და ინტელექტუალური კადრები შეიკრიბნენ. ახალი სახელმწიფოს მოდელის სახით მან რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა შესთავაზა, სადაც დანარჩენები ავტონომიების უფლებებით უნდა შესულიყვნენ.

ძალზედ ბევრმა პარტიელმა დაუჭირა მხარი ახალგაზრდა და ენერგიულ იოსებ ბესარიონის ძეს, რომელიც მაშინ ძალას იძენდა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, საქმე ქართველებმა ჩაფუშეს. მათ ავტონომიაში კი არ სურდათ ლეკურის ცეკვა და ჭაჭის სმა, არამედ სრულფასოვან რესპუბლიკაში. და თანაც ისეთში, რომელსაც საკავშირო სახელმწიფოდან გასვლის იურიდიული უფლება ექნებოდა. საქართველოს ბოლშევიკთა პარტიის მთელმა ცენტრალურმა კომიტეტმა ბრალი დასდო სტალინს „ველიკოროსულ შოვინიზმში“ და პროტესტის ნიშნად გადადგა. აღშფოთებული გახლდათ აგრეთვე გამოჩენილი უკრაინელი პარტიელი, ლენინის პირადი მეგობარი, ნიკოლოზ სკრიპნიკიც. მან ჩუმჩუმად ჩაუწვეთა სტალინზე ილიჩს, გადასცა რა მას კრუპსკაიას მეშვეობით წერილი კობას (ასეთი იყო მომავალი „ხალხთა მამის“ პარტიული ზედმეტსახელი) დიდმპყრობელური გეგმების შესახებ.

ილიჩი, თუმცა კი ინსულტით დაავადებული იყო, აფორიაქდა, შეშინდა, რომ ახალგაზრდა ამხანაგები მისთვის ძალაუფლების წართმევას აპირებდნენ, და განაცხადა რა, რომ „ზოგიერთი სხვატომელი რუს დერჟიმორდებზე უფრო უარესია“, სტალინს საჯარო კრიტიკით თავზე დაესხა. და თან აიძულა კიდეც იგი მოხუცი კრუპსკაიასთვის ბოდიში მოეხადა, რომელსაც იოსებ ბესარიონის ძემ გადაცემული წერილის გამო ტელეფონით „ბოზი“ უწოდა.

„მადლობა ილიჩს!“: 
„კრუპსკაიას „ბოზობის“ გამო ისტორიის უცნაური ირონიით, წარმოიქმნა სსრკ“ 
(«Спасибо Ильичу!»:
"из-за «бл…ства» Крупской, по странной иронии истории, возник СССР")

გაბოროტებულმა ლენინმა სტალინის გეგმა მოსპო, შესთავაზა შეექმნათ არა ფედერაცია, არამედ კონფედერაცია და თითოეული რესპუბლიკისთის კავშირიდან თავისუფლად გასვლის უფლებაც მიეცათ. ვითომ, თუ რესპუბლიკას სსრკ-ში ბალალაიკის ქვეშ ცეკვა მობეზრდება, დაე ოთხივე მხარეს გზა ხსნილი ჰქონდეს – თუნდაც ჭაჭა სვას, თუნდაც გოპაკი იცეკვოს. ეს პუნქტი მაშინვე მოხვდა 1924 წლის პირველ საბჭოთა კონსტიტუციაში. ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს, რომ 1991 წელს კავშირი ჩხუბის გარეშე დაიშალა. სწორედ ასეთი დაშლა იქნა ჩადებული ამ კონსტიტუციაში, ილიჩის წყალობით.

საკავშირო და რესპუბლიკური მთავრობების ვალდებულებები კი იმავე 1922 წელს იქნა გაყოფილი. ეკონომიკის მართვის უფლებების ნაწილი ადგილებზე დატოვეს. მაგალითად, ისეთი „წვრილმანებისა“, როგორებიც იყო სოფლის მეურნეობა და კულტურა. ხოლო შეიარაღებული ძალების, დიპლომატიის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საგარეო ვაჭრობის მართვას კი პირდაპირ მოსკოვიდან ახდენდნენ. სიტყვამ მოიტანა და, ახალი სახელმწიფოს სახელი მაშინვე არ აურჩევიათ. თავდაპირველად სთავაზობდნენ მისთვის ევროპისა და აზიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (ეასსრკ, СССРЕА) ეწოდებინათ, მაგრამ ეს აბრევიატურა ძალზედ აგონებდათ ერთ ნაკლებშესაფერის სიტყვას, და მასზე უარი თქვეს. დაგვეთანხმეთ, უსიამოვნოა, როცა ქვეყნის მოქალაქეები «с-с-с-реанц»-ებად იწოდებიან (ეს მართლაც გვაგონებს რუსულ სიტყვას «засранец», რომელსაც ქართულად „ჩასვრილი“ შეესაბამება – ი. ხ.).

სსრკ-ის შემადგენლობაში უკრაინა (მაშინ მას „უკრაინის სოციალისტური რადის რესპუბლიკა“ ეწოდებოდა /«Українськая Соціалістичная Радянськая Республіка»/ – შემოკლებით უსრრ /УСРР/, რაც ასევე არცთუ კარგად ჟღერს) სოლიდური საჩუქრით შევიდა – ყოფილი დონეცკ – კრივოი როგის რესპუბლიკით, რომელიც უკრაინოფილმა ლენინმა სკრიპნიკსა და კომპანიას გრძნობების მოზღვავებისას უფეშქაშა – აიღეთ და მისი უკრაინიზაციაც მოახდინეთ. მიწის ნაჭერი კი ნამდვილად პატარა არ ყოფილა! მის შემადგენლობაში ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიები შედიოდა დონეცკის ქვანახშირის აუზით და მათი მიმდებარე დონის მხედრობის ყოფილი ოლქის სამრეწველო რაიონებიც. თანხმობა, ბუნებრივია, არც რესპუბლიკის მცხოვრებთათვის უკითხავთ და არც მისი პარტიული ხელმძღვანელობისთვის. 1918 წელს ხარკოვში გამოცხადებული ამ სახელმწიფო წარმონაქმნის ლიკვიდაცია მოსკოვის მითითებით ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს მოახდინეს და იგი ახლადშობილი საბჭოთა უკრაინის გაუმაძღარ ხახაში გადაისროლეს. მან კი გადასანსლა და სასულეშიც არ გადაცდენია.

უსრრ-თვის დონბასის გადაცემის შესახებ უცნაური გადაწყვეტილების მოტივირებას მოსკოველი ამხანაგები იმით ახდენდნენ, რომ უკრაინელები – მთლიანად სოფლელები არიან, და მათ მუშური ელემენტი უნდა გაუძლიერონ. უკრაინის აღმოსავლეთ გვერდი რუკაზე სასიამოვნოდ დამრგვალდა.

სტალინმა ლვოვი უკრაინელებისთვის გაწმინდა (გაცხრილა) 

მაგრამ დასავლური გვერდი კი ცუდად გამოიყურებოდა. იმის გამო. რომ 1920 წელს პეტლიურამ პილსუდსკისთან ძალზედ ბევრი „გორზალკა“ დალია, მთელი გალიჩინა და ვოლინის უმეტესი ნაწილი პოლონეთის ხელში იმყოფებოდა. მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა აქ ჭრელი გახლდათ. სოფლებში უკრაინელები სჭარბობდნენ, თუმცა კი გვერდით ბევრი პოლონელიც ცხოვრობდა. ქალაქებსა და დაბებში კი – მოსახლეობის უმრავლესობას პოლონელები და ებრაელები შეადგენდნენ. მაგალითისთვის, ლვოვში 1931 წლის აღწერის მიხედვით 198 ათასი პოლონელი ცხოვრობდა, 45 ათასი ებრაელი, ხოლო დასავლელ უკრაინელი კი მხოლოდ 35 ათას 173 ადამიანი გახლდათ.

ამ ისტორიული „უსამართლობის“ გამოსწორება სტალინმა 1939 წელს დაიწყო, და 1947-ში კი დაასრულა. რა თქმა უნდა, გარკვეული სახით არც თუ ჰიტლერის დახმარების გარეშე, რომელსაც ისტორიამ ყველაზე უფრო ბინძური სამუშაო გამოუყო (იკულისხმება ებრაელების განადგურება – ი. ხ.). აი „წყეულ ლიახებს“ კი (ლვოვიდან მათი გაყრა უკრაინელებმა ხმელნიცკის დროიდან ვერ შეძლეს!) პირადად იოსებ ბესარიონის ძემ მოჰკიდა ხელი. თავისი ახალგაზრდობის შეცდომები, ლენინის მიერ გასწორებული, მან აღიარა, და ახლა რეჩ პოსპოლიტასთვის დასავლეთ უკრაინის ჩამორთმევასა და აღმოსავლეთ უკრაინასთან მის შემოერთებას შეუდგა.

ამასთან პოლონელებს ამ ტერიტორიიდან დაუნდობლად დევნიდნენ. როგორც კი 39-ში მოვიდა გალიჩინაში, საბჭოთა ხელისუფლება მაშინვე დასავლეთუკრაინელი პოლონელების ციმბირში გადასახლებას შეუდგა. ამ კატეგორიაში ხვდებოდნენ, პირველ რიგში, ეგრეთ წოდებული „მოალყეები“ – პოლონელი სამხედრო ვეტერანები, რომლებმაც ომის წინ ვოლინში მიწის ნაკვეთები მიიღეს და ფერმერები გახდნენ. შეიძლება ითქვას, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა, რომელმაც საბჭოთა-გერმანული კავშირი შექმნა და რომელსაც ახლა ასე აკრიტიკებენ, სარგებელი პირველ რიგში უკრაინას მოუტანა. მისი დასავლეთ გვერდი აღმოსავლურზე არანაკლებ გაბერა.

და ყველაფერი წყეული მოსკოვის წყალობით! 

მართალია, დიდმა სამამულო ომმა არცთუ დიდი ხნით შეწყვიტა ეს პროცესი. მაგრამ მისი ძლევამოსილად დასრულებისთანავე გალიჩინის დეპოლონიზაცია გაგრძელდა. თუ თქვენ ახლანდელ ლვოველებს ჰკითხავთ, სად წავიდა თითქმის 200 ათასი პოლონელი, ისინი მხოლოდ ხელებს გაშლიან: „გაემგზავრნენ!“ («Від’їхали!»)

წმინდა გულუბრყვილობა! საინტერესოა ვინ მოისურვებს წინაპრების მიერ აშენებულ ძველ სახლებში მოხერხებული ბინების საკუთარი ნებით დატოვებას – სწორედ ის სახლებში, რომლებიც ახლა ტურისტული ლვოვის მთავარ ღირსშესანიშნაობას შეადგენენ? პოლონელები განდევნეს – 1947 წელს სტალინმა აიძულა ისინი იმხანად შექმნილ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში მასობრივად გამგზავრებულიყვნენ. ხოლო მათ ბინებს კი მიაწყდნენ «вуйки» ახლო-მახლო სოფლებიდან. ასე, ზუსტად 60 წლის წინ, ლვოვი უკრაინული შეიქნა. იოსებ ბესარიონის ძემ ბანდერას თანამემამულეებისთვის ისეთი რამ გააკეთა, რისი ჩუქებაც მათთვის ვერც ერთმა შინგაზრდილმა ნაციონალისტმა ვერ შეძლო – ადგილი „უკრაინული პიემონტისთვის“. დასანანია, რომ უმადურმა ლვოველებმა ამის შესახებ დაივიწყეს. მე მათ ადგილზე ბანდერას ძეგლს ავიღებდი და მის ადგილზე სტალინს დავდგამდი – სწორედ იმ ზემოთ მოხსენიებული ისტორიული სამართლიანობის გულისთვის.

და, როგორღა დავივიწყოთ იმიერკარპატეთი? ის კრემლის ტირანმა როგორღაც სხვათა შორის მიაწება უკრაინას 1945-ში, აადღლიზა რა ჩეხოსლოვაკიას. ოლქი – მეტად წინააღმდეგობრივი. ამ დრომდე გაუგებარია, ვინ არიან იქ მეტნი – რუსინები, უნგრელები, უკრაინელები, სლოვაკები თუ უბრალოდ კონტრაბანდისტები და ტყის არალეგალურად მჩეხველნი მკაფიოდ გამოხატული ეროვნული თვითიდენტიფიკაციის გარეშე. მაგრამ მშვიდობიანად ცხოვრობენ. ეროვნულ ნიადაგზე არ ომობენ. მხოლოდ ზოგჯერ ბანდიტები ცელქობენ და ერთმანეთს რუმინელების მიერ გაბინძურებულ ტისაში ახრჩობენ.

ყირიმი ბიძია ხრუშჩოვისგან 

1954 წელს „მშვენიერი ტავრიდის“, როგორც პუშკინი ამბობდა, ჯერიც დადგა. სსრკ-ის ახალი ბელადი, რომელმაც იოსებ ბესარიონის ძე შეცვალა, უკრაინისადმი კიდევ უფრო მეტი სიყვარულით იწვოდა და მრგვალი რიცხვის გამო სიხარულისგან (იმხანად სწორედ უკრაინის რუსეთთან შემოერთების 300 წლისთავის ზეიმები მიდიოდა) ყირიმი კიეველ პარტიულ ამხანაგებს მიუთვალა. ამ დროს მას ოლქის სტატუსი ჰქონდა რსფსრ-ის შემადგენლობაში და უპირატესად რუსებით იყო დასახლებული. თათრები, როგორც ცნობილია, იქიდან 1944 წელს გაასახლეს, და ამავდროულად ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიც უბრალო ოლქამდე ჩამოაქვეითეს.

სკანდალური გადაცემის მიზეზები ამ დრომდე იწვევს კამათს. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი ეკონომიკური (როგორც მაშინ ამბობდნენ „სახალხო-სამეურნეო“) მოსაზრებებით იქნა გადადგმული. იმ ხანად კახოვკის ჰიდროელექტრო სადგური შედიოდა სწორედ ექსპლუატაციაში მისი უზარმაზარი წყალსაცავით. იგეგმებოდა წყლის დიდი მასები არხებით ყირიმის ნახევარკუნძულის ტრამალის ნაწილში გადაესროლათ და ის მორიგ „აყვავებულ ბაღნარად“ გადაექციათ.

მაგრამ, ისმის კითხვა, რატომ იყო საჭირო ამისთვის საზღვრების გადაკეთება? ვერ უძლებს კრიტიკას ვერსიაც, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს ვითომდა სურდა საიუბილეო წელს უკრაინელებისთვის 30-იან და 40-იან წლებში გადატანილი ტანჯვის გამო „მადლობა გადაეხადა“. იგი, ვითომ, კიევში პარტიის პირველ მდივნად დიდხანს მუშაობდა და თავისი საყვარელი რესპუბლიკის პრობლემები გულთან ახლოს მიჰქონდა.

თუმცა კი, ვფიქრობთ, მიზეზი სხვა რამეშია. უბრალო კოლმეურნეს სადღაც პოლტავასთან სულაც არ ედარდებოდა, ყირიმი უსსრ-ში შედის თუ არა. ის სულ ერთია დასასვენებლად ლივადიაში ვერ მიემგზავრებოდა – პირდაპირ თავის ბოსტანში ირუჯებოდა. ხოლო უკრაინული პარხელმძღვანელობის ამბიციებს კი ასეთი ცალმხრივი როქირება სიამოვნებას ანიჭებდა. სწორედ მისი მხარდაჭერა სურდა მიეღო ხრუშჩოვს სრულიად საკავშირო პოლიტიკურ ინტრიგებში. იგი მხოლოდ ერთი წელი იყო ხელისუფლების სათავეში და საკუთარ თავს ყოვლისშემძლედ ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყირიმი უკრაინის უკანასკნელ ტერიტორიულ შენაძენად იქცა. და აი რა არის გასაოცარი! წააგო რა ყველა ომი XX საუკუნის დასაწყისში როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, უკრაინამ როგორც საბჭოთა რესპუბლიკამ ისეთი მიწები „შემოიმატა“, რომლებზედაც „მამილო გრუშევსკი“ და ცენტრალური რადა ვერც კი იოცნებებდნენ!

და ამის შემდეგ ვინმე კიდევ დაიწყებს მტკიცებას, რომ უკრაინა ბოლშევიკებს არ შეუქმნიათ?

საბჭოთა ხელისუფლებამ „მოკლა“ სამერთიანი რუსი ხალხი 

დაწყებული 20-იანი წლებიდან მეფის რუსეთის ყოფილ მალოროსიაში სსრკ თანამიმდევრულად მხარს მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს უჭერდა, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას – როგორც უკრაინელები – ახდენდა. ამის გულისთვის ტარდებოდა უკრაინიზაციის პოლიტიკა, ძღებოდა უნიჭო მწერალთა კავშირი, რომლის წევრთა უმრავლესობაც გრაფომანებისა და მუქთამჭამელებისგან შედგებოდა, შენდებოდა „შაროვარული“ (სოფლური) კულტურა და ნადგურდებოდა რუსულენოვანი ქალაქური. 

მაგრამ ყველაზე მთავარია! სწორედ ამის გულისთის ხელისუფლებამ სამერთიანი რუსი ხალხის კონცეფციაზე თქვა უარი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციამდე იყო მიღებული. გადაშლით რა ნებისმიერ თუნდაც ახლანდელ ისტორიის სახელმძღვანელოს, თქვენ წაიკითხავთ, რომ მონღოლების შემოსევამდე კიევი რუსეთის დედაქალაქი იყო, და მასში დასახლებული იყვნენ რუსები (მათთის შეეძლოთ ასევე ეწოდებინათ „რუსიჩები“,«русами», «руськими», მაგრამ ეს საქმეს არ ცვლის). მაინც საით წავიდნენ სამხრეთ რუსეთიდან სწორედ ეს «руськие» და საიდან (და, რაც მთავარია, როდის!) გამოვიდნენ უკრაინელები? 

საბჭოთა ხანაში ამტკიცებდნენ, რომ ეს ვითომდა XIV საუკუნეში მოხდა, როცა რუსეთი პოლონელებმა, ლიტველებმა და თათრებმა გაიყვეს. მაგრამ ეს სრული სიცრუეა! დოკუმენტები, ისტორიული მატიანეები, ქრონიკები გვიჩვენებს, რომ არა მხოლოდ ამ დროს, არამედ თვით XVII ასწლეულშიც – ხმელნიცკის საქმიანობის ხანაში – კიევისა და ჩერნიგოვის მხარეთა მცხოვრებნი უწინდებურად საკუთარ თავს რუს ადამიანებად თვლიდნენ, თუმცა კი პოლონეთის მიერ დამონებულაბად. თუ არ გჯერათ, გადაშალეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი „რუსების ისტორია“ (откройте общедоступную «Историю руссов»), რომელიც ნებისმიერ რაიონულ ბიბლიოთეკაშია, და დარწმუნდით. იქ არც ერთხელ არ არის გამოყენებული სიტყვა „უკრაინელები“, თუმცა კი თხრობა თითმის XVIII საუკუნის ბოლომდეა მოყვანილი.

როცა მონღოლობამდელი რუსეთის თითქმის მთელი მიწები ეკატერინე II-ის დროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ერთიანდებოდა, დედაქალაქით პეტერბურგში, საერთორუსლი ერთიანობის გრძნობა ახალი ძალით იქნა განცდილი. იმ დროიდან ითვლებოდა, რომ რუსი ხალხი შედგება სამი შტოსგან. „რუსები თავიანთი კილოკავების განსხვავების მიხედვით იყოფიან ველიკორუსებად, ბელორუსებად და მალორუსებად“, – ამტკიცებდა, მაგალითად, „რუსეთის იმპერიის გეოგრაფიის სახელმძღვანელო“, გამოცემული პეტერბურგში 1873 წელს.

სამოქალაქო ომის შემდეგ ეს აზრი გამარჯვებული წითლებისთვის კრამოლური გახლდათ. მალოროსების უზარმაზარი რაოდენობა ხომ თეთრგვარდიელთა რიგებში წითლების წინააღმდეგ იბრძოდა. სამხედრო ისტორიკოსის იაროსლავ ტინჩენკოს მტკიცებით, გენერალ ვრანგელის რუსული არმია 1920 წელს, სულ მცირე, სანახევროდ სწორედ მალოროსიის მცხვრებთაგან შედგებოდა – „უკრაინელებისგან“, როგორც ახლა ამბობენ. ამ ფაქტს გულმოდგინედ აჩუმათებდნენ. და ამასთანავე ცდილობდნენ უკრაინული სულიდან უძველესი ერთიანი რუსეთის მთელი მემკვიდრეობაც ამოეშანთათ.

ხუთი გუბერნია ცენტრალური რადასთვის 

თუ უარს ვიტყვით საბჭოთა მემკვიდრეობის „ბოროტებაზე“, მაშინ მოგვიწევს ახლანდელი უკრაინის შემცირება რევოლუციამდელი რუსეთის სულ ხუთ გუბერნიამდე – კიევის, პოდოლიეს, ვოლინის, პოლტავის და ჩერნიგოვისა. სწორედ ასეთ „ნაჭერზე“ აცხადებდა პრეტენზიას ცენტრალური რადა 1917 წელს. სამ ივლისს დროებითმა მთავრობამ მისი გენერალური სამდივნო მმართველობის „სამხარეო“ ორგანოდ სცნო აღნიშნულ მიწებზე – არსებითად, მხოლოდ ბოგდან ხმელნიცკის ყოფილ სამფლობელოებზე.

ნოვოროსიაზე – XVIII საუკუნეში რუსეთის მიერ ომით მოპოვებულ ყირიმის სახანოზე – ახლანდელი სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე – გრუშევსკი და პეტლიურა პრეტენზიას არც კი აცხადებდნენ. შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ „ერის მამილოები“ («батьки нації») არ ცდებოდნენ. ნოვოროსიელები სამოქალაქო ომში ან თეთრგვარდიელებს უჭერდნენ მხარს, ან კიდევ „ბატკა“ მახნოს. მხოლოდ არა პეტლიურელებს.

რადა არც გალიჩინაზე აცხადებდა პრეტენზიას. 1918 წელს გერმანიასთან დადებული ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით უკრაინის საზღვარი ავსტრია-უნგრეთთან ყოფილი რუსულ-ავსტრიული საზღვრის ხაზს მიუყვებოდა. მთელი ლვოვის მხარე და იმიერკარპატეთი დასავლეთ ევროპაში აღმოჩნდებოდა.

ოლეს ბუზინა 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment