Wednesday, March 4, 2015

დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში

(ნაწილი II) 

VI. გამალებული შეიარაღება ნატო-ს ქვეყნებში და მისი თავისებურებანი 

“საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოების დაჟინებული ძალისხმევის მიუხედავად, რომლებიც დიდი ხანია დაბეჯითებით მოითხოვენ საომარი ხარჯებისა და მზადებათა შემცირებას, მსოფლიოში გრძელდება თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო გამალებული შეიარაღება”.

(ლ. ი. ბრეჟნევის მოხსენებიდან საზეიმო შეკრებაზე კრემლის ყრილობათა სასახლეში, რომელიც დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების 30 წლისთავისადმი გახლდათ მიძღვნილი) 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის თანამიმდევრულ მიზანსწრაფულ პოლიტიკას, რომელსაც იგი სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით ატარებდა, თავისი დადებითი შედეგები მოჰქონდა. ჯანსაღდებოდა პოლიტიკური ატმოსფერი მსოფლიოში, ღრმავდებოდა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა, მკვდიდრდებოდა განსხვავებული სოციალური წყობილების მქონე სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობისა და მათ შორის თანამშრომლობის პრინციპები. მაგრამ ახალი მსოფლიო ომის საშიშროება მოხსნილი არ იყო. იგი მაშინდელი თანამედროვეობის მკაცრ (суровая) რეალობად რჩებოდა, რადგანაც მსოფლიოში რეაქციისა და მილიტარიზმის ძალები აქტიურ მოქმედებას განაგრძობდნენ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, კაპიტალიზმის საერთო კრიზისის გაღრმავებასთან ერთად იმპერიალისტური სახელმწიფოების მმართველი წრეები სულ უფრო მეტი ხარისხით აკეთებდნენ ფსონს სამხედრო ძალაზე, მის უშუალო გამოყენებასა და ამ გამოყენების მუქარაზე მთლიანობაში კაპიტალისტური სისტემის შენარჩუნების ინტერესებში. სწორედ ამით აიხსნებოდა კიდეც ის ფაქტი, რომ ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანაში გრძელდებოდა გამალებული შეიარაღება, რომელსაც ანტიკომუნიზმის, ანტისოვეტიზმის დროშით ატარებდნენ. განმსაზღვრელ ტონს ამაში იძლეოდნენ იმპერიალიზმის აგრესიული ძალები, პირველ რიგში კი ნატო.

გამალებული შეიარაღების ძირითად მაჩვენებელს ნატო-ს ქვეყნებში წარმოადგენდა მათი სამხედრო ხარჯების უწყვეტი ზრდა. ასე, თუ 1970 წელს ამ ქვეყნებმა სამხედრო მიზნებით 103 მლრდ. დოლარი დახარჯეს, 1972-ში – 115 მლრდ., 1974 წელს მათ სამხედრო ხარჯები უკვე 132 მლრდ. დოლარამდე იყო ასული. სულ კი ამ დახურული იმპერიალისტური დაჯგუფების არსებობის ოცდახუთი წლის მანძილზე (1949-დან 1974 წლის ჩათვლით) მის მონაწილეებს საომარ მზადებებზე 1820 მლრდ. დოლარი ჰქონდათ დახარჯული.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, სამხედრო ასიგნებათა უწყვეტი ზრდა ნატო-ს ქვეყნებში არა მხოლოდ აძნელებდა შინაგანი სოციალური პრობლემების გადაწყვეტას, არამედ ახდენდა კიდეც ეკონომიკის დეფორმირებას, წარმოშობდა სავალუტო-ფინანსურ სიძნელეებს, აძლიერებდა ინფლაციას. მიუხედავად ამისა, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებდა, ამ ქვეყნების სამხედრო ხარჯების შემცირება უახლოეს მომავალში (ანუ 70-იანი წლების მეორე ნახევარში – ი. ხ.) მოსალოდნელი არ იყო. ასე, აშშ სამხედრო ბიუჯეტის პროექტით, რომელიც ამერიკულ კონგრესს განსახილველად 1975 წლის თებერვალში წარედგინა, ქვეყნის საერთო სამხედრო ასიგნებები მორიგ 1975/76 ფინანსურ წელში 104,7 მლრდ. დოლარის ზომით იყო დასახული, რაც დაახლოებით 16 მლრდ.-ით მეტი გახლდათ 1974/75 ფინანსურ წელთან შედარებით. და ამ სახსრების ლომის წილი შეიარაღების ახალი სისტემების შექმნისა და შესყიდვებისთვის იყო განკუთვნილი.

საერთო სამხედრო ხარჯების შემდგომი ზრდის ტენდენცია ბლოკის სხვა ქვეყნებშიც დაიმზირებოდა. მაგალითად, გფრ-ში 1975 ფინანსურ წელში ისინი 34 მლრდ. მარკის თანხით იყო განსაზღვრული, მაშინ, როდესაც 1972 წელს ისინი 28,7 მლრდ. მარკას შეადგენდა. ამასთან ბიუჯეტით სახსრების იმ ფონდების გაზრდას ითვალისწინებდნენ, რომლებიც ბუნდესვერის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით აღჭურვაზე უნდა წასულიყო.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ნატო-ს ხელმძღვანელობის განზრახვა შემდგომშიც უზარმაზარი სახსრები დაეხარჯა გამალებულ შეიარაღებაზე, 1970-იანი წლების შუახანებისთვის მკვეთრ კრიტიკას აწყდებოდა დასავლეთში არა მხოლოდ მოსახლეობის მშრომელი ფენებისა და ფართო საზოგადობრიობის მხრიდან, არამედ საღად მოაზროვნე სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეების მხრიდანაც. ყველაზე უფრო ხმამაღლა ეს კრიტიკა ისმოდა დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ზოგიერთ სხვა დასავლეთევროპულ ქვეყანაში, სადაც სამხედრო ხარჯების ტვირთის გაუმართლებელი ზრდის შედეგად კრიზისული მოვლენები ეკონომიკაში, ინფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების დონის შემცირება ყველაზე უფრო მწვავედ ვლინდებოდა. ამ მხრივ საბჭოთა ავტორები საკმარისად მიიჩნევდნენ ეთქვათ, რომ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში სამხედრო ხარჯების ყოველწლიური ზრდის ტემპები ნატო-ს დასავლეთევროპულ ქვეყნებში თითქმის ოთხჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე აშშ-ში. 

ნატო-ს მონაწილეებს შორის უკმაყოფილების გამოვლენის მიუხედავად, პენტაგონი ბლოკში თავისი პარტნიორებისგან გამალებული შეიარაღების გაძლიერებას, მათი სამხედრო პოტენციალების ამაღლებას მოითხოვდა. ამ მიზნით ვაშინგტონში წამოყენებულ იქნა კიდეც ე. წ. “მომწიფებული პარტნიორობის” კონცეფცია, რომელიც აშშ-ის დასავლეთევროპელი მოკავშირეების სამხედრო და ფინანსური ძალისხმევის გაზრდას ითვალისწინებდა. ამ მოთხოვნებმა მკაფიოდ გაიჟღერა ჩრდილოატლანტიკური კავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოების სხდომებზეც 1974 წლის დეკემბერში. ამ სხდომების მსვლელობისას უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები კატეგორიულად გამოვიდნენ სამხედრო ბიუჯეტების შემცირების მიმართულებით გადასინჯვის პროექტების წინააღმდეგ, რომელთა შესახებაც დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ, და თანაც ეკონომიკური სიძნელეების გამწვავებაზე მიუთითებდნენ. უფრო მეტიც, ნატო-ს ევროჯგუფის სხდომაზე, რომელშიც ბლოკის ათი დასავლეთევროპული ქვეყანა შედიოდა, აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლის ქვეშ 1975 წელს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის დამატებითი რაოდენობით ამ ქვეყნების არმიების გაძლიერების გეგმები იქნა დამტკიცებული. და ამავე დროს ჯარებში არსებული შეიარაღების მოდერნიზაციის ვრცელი სამუშაოების ჩატარების გეგმებიც დაისახა.

1975 წლის მაისში ბრიუსელში შედგა ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოების მორიგი სხდომები. მათი მუშაობის დროს, ისევე როგორც უწინაც, დომინირებდა გამალებული შეიარაღების გაგრძელების სულისკვეთება, მილიტარისტული წრეების მისწრაფების სულისკვეთება არ დაეშვათ ბლოკის დასავლეთევროპულ ქვეყნებში საომარ მზადებათა შესუსტება.

რა თქმა უნდა, ატლანტიკელ პოლიტიკოსებსა და გენერლებს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, არ შეეძლოთ მსოფლიოში ჩამოყალიბებადი ახალი სიტუაციის უბრალოდ იგნორირება, მათ ეს როგორც არ უნდა ნდომებოდათ. საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის ატმოსფერო და ამასთან ერთად წარმოქმნილი ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და სხვა პრობლემები აიძულებდა ნატო-ს ქვეყნების მმართველ წრეებს გარკვეულ საერთაშორისო შეთანხმებებზე წასულიყვნენ, რომლებიც შეიარაღებული ბრძოლის საშუალებათა რამდენადმე შეზღუდვას ითვალისწინებდა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ომისთვის მატერიალური მზადების პროცესი ნატო-ს ქვეყნებში სუსტდებოდა. პირიქით, გამალებული შეიარაღება მათში ძლიერდებოდა. ის მხოლოდ ახალ, საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე პერიოდისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს იძენდა.

გამალებული შეიარაღების ყველაზე უფრო სახიფათო ტენდენციას ნატო-ს ძირითად ქვეყნებში სტრატეგიული იარაღის – საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (სკბრ, МБР – межкотинентальные баллистические ракеты, ICBM – intercontinental ballistic missile/s/) ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავებისა და სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების – ხარისხობრივი სრულყოფა წარმოადგენდა. წამყვანი ადგილი ამაში აშშ-ს ეკუთვნოდა, რომელიც 70-იანი წლების პირველ ნახევარში სტრატეგიული იარაღის თავისი არსენალის მოდერნიზაციაზე ყოველწლიურად 8 მლრდ. დოლარამდე ხარჯავდა.

1975 წლის დასაწყისისთვის პენტაგონს 1054 გასაშვები დანადგარი (გდ) გააჩნდა სკბრ-ების გასაშვებად: 54 “ტიტან” 2 და 1000 “მინითმენი”. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ამერიკელი სამხედრო ხელმძღვანელები თვლიდნენ, რომ ეს რაოდენობა მათთვის სავსებით საკმარისი იყო მსოფლიოში “სამხედრო წონასწორობის” შენარჩუნებისთვის. მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის უწყვეტი ზრდა მიმდინარეობდა როგორც თავად რაკეტების განახლების, ისე გასაშვები შახტების ბირთვული აფეთქების დამაზიანებელი ფაქტორებისგან დაცვის გაძლიერების ხარჯზე მათში მყოფ რაკეტებთან ერთად.

ასე, გრძელვადიანი პროგრამის შესაბამისად, გრძელდებოდა აშშ სტრატეგიული საავიაციო სარდლობის (სას, САК) შემადგენლობაში შემავალი სარაკეტო ნაწილების გადაიარაღება. სკბრ “მინითმენ” 1-ებსა და სკბრ “მინითმენ” 2-ების გარკვეულ რაოდენობას ცვლიდნენ უფრო სრულყოფილი “მინითმენ” 3-ებით. უცხოელ მიმომხილველთა შეტყობინებებით, 1975 წლის შუახანებისთვის პენტაგონი იმედოვნებდა სას-ის შემადგენლობაში ჰყოლოდა 450 რაკეტა “მინითმენ” 2 და 550 “მინითმენ” 3. რაც შეეხება რაკეტებს “ტიტან” 2, მათი შენარჩუნება 1970-იანი წლების ბოლომდე იგეგმებოდა. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, რაკეტა “მინითმენ” 2-ს გააჩნდა მონობლოკური სათავო ნაწილი ტროტილის ექვივალენტით დაახლოებით 2 მგტ (მეგატონა). რაკეტა “მინითმენ” 3 აღჭურვილი იყო მირვ-ის ტიპის მრავალმუხტიანი სათავო ნაწილით (MIRV – multiple independently-targetable re-entry vehicle/s/). ის შეიცავდა სამ ბირთვულ მუხტს, რომელთა ტროტილის ექვივალენტს უცხოელი სპეციალისტები 200-200 კტ-ით (კილოტონა) აფასებდნენ. ითვლებოდა, რომ ასეთი სათავო ნაწილის მქონე რაკეტა შესაძლო იყო გამოეყენებინათ დარტყმების მისაყენებლად ერთდროულად სამ ობიექტზე, რომელთა შორის მანძილები შესაძლოა ასეულობით კმ-მდე ყოფილიყო.

ამრიგად, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისე, რომ არ ზრდიდნენ სკბრ-ების საერთო რაოდენობას, ამერიკელი მილიტარისტები შეიარაღებაში უფრო ეფექტური, საიმედო და ზუსტი სისტემების მიღების გზით იმედოვნებდნენ თავიანთი სტრატეგიული სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის ამაღლებას.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამაღლებდა რა სკბრ-ების სროლის სიზუსტეს, პენტაგონი არა მხოლოდ იქითკენ ისწრაფვოდა, რომ სარაკეტო-ბირთვული შეიარაღების სფეროში სამხედრო-ტექნიკური უპირატესობისთვის მიეღწია, არამედ უზრუნველეყო კიდეც თავისთვის განსაზღვრული “კოზირები” სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვაში საბჭოთა-ამერიკული მოლაპარაკებების მსვლელობისას. ამ მიმართებით მეტად საჩვენებელი იყო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც 1970-იანი წლების შუახანებისთვის იქნა გაშლილი აშშ-ში ე. წ. “შლესინჯერის დოქტრინის” გამოჩენასთან დაკავშირებით. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში მას კიდევ უწოდებდნენ “სტრატეგიული რაკეტების გადამიზნების კონცეფციას” ან “შეზღუდული სტრატეგიული ომის კონცეფციას”.

როგორც ცნობილი იყო, ამერიკული სამხედრო უწყების მეთაურმა, როცა 1975 წელზე აშშ-ის “თავდაცვისუნარიანობის” მდგომარეობის შესახებ განცხადებით გამოდიოდა, წამოაყენა იდეა ისეთი რაკეტების შექმნის აუცილებლობაზე, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა სამხედრო მიზნები (სარაკეტო გდ-ები, ბირთვული საბრძოლო მასალების საწყობები, მართვის სტრატეგიული ცენტრები და ა. შ.) უკიდურესად ზუსტად დაეზიანებინათ. ასეთი რაკეტების გამოყენებით, ამტკიცებდა შლესინჯერი, ვითომდა შესაძლებელი იქნებოდა მოწინააღმდეგის მოსახლეობის დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა და ამასთან ერთად მისთვის საპასუხო დარტყმის მოყენების შესაძლებლობის წართმევა. სხვა სიტყვებით, იფარებს რა მეტად საეჭვო “ჰუმანურობის” ლოზუნგს, ამერიკელი თავდაცვის მინისტრი ცდილობდა აშშ იმპერიალისტების მიერ წარმოებული გამალებული შეიარაღება უკვე მერამდენედ გაემართლებინა, სტრატეგიული ძალების დაჩქარებული ხარისხობრივი გაუმჯობესება დაესაბუთებინა და პენტაგონის ინტერესებში ახალი ასიგნებების გამოყოფისთვის მიეღწია.

სტრატეგიული სარაკეტო იარაღის უფრო სრულყოფილი სისტემების დაჟინებული ძიების მაგალითად შესაძლოა გამომდგარიყო 1970-იანი წლების პირველ ნახევარში აშშ-ში მიმდინარე ექსპერიმენტები, რომლებიც ისეთი სკბრ-ების შექმნის შესაძლებლობათა კვლევაზე იყო მიმართული, რომლებსაც გაუშვებდნენ თვითმფრინავებიდან მათი ჩამოგდების (сбрасывание) შემდეგ. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 1974 წლის ოქტომბერში პროგრამის M-X მიხედვით ასეთი ექსპერიმენტი რაკეტა “მინითმენ” 1-ით იქნა განხორციელებული. ამერიკელი ექსპერტების აზრით, სტრატეგიული იარაღის ახალი სახეობის შექმნა ნაკარნახევი იყო ვითომდა აუცილებლობით, რომ ომის შემთხვევაში “გადაარჩინონ სკბრ-ები ბირთვული დარტყმისგან”. გარდა ამისა, ითვლებოდა, რომ ასეთი რაკეტების გაშვება საჰაერო გდ-ებიდან რაკეტის ფრენის სიშორის გაზრდის შესაძლებლობასაც იძლეოდა.

ამერიკული სტრატეგიული ავაციის საბრძოლო შესაძლელობების ამაღლება უმთავრესად B-52 და F/B-111 სტრატეგიული ბომბდამშენების “ჰაერი-დედამიწა” კლასის მართვადი რაკეტებით სრემ (SRAM – short-range attack missile/s/) გადაიარაღების ხარჯზე ხდებოდა, რომელთა სროლის მაქსიმალური სიშორეც 300 კმ იყო. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1975 წლის ზაფხულისთვის მათით შეიარაღებული იყო 280 თვითმფრინავი B-52 (სულ აშშ სჰძ სას-ის შემადგენლობაში დაახლ. 440 თვითმფრინავი B-52 მოითვლებოდა) და 70 F/B-111. B-52 თვითმფრინავს 20-მდე ასეთი რაკეტის წაღება შეეძლო, F/B-111-ს კი – ექვსამდე, რომელთაგან თითოეულის ბირთვული მუხტის ტროტილის ექვივალენტი დაახლ. 200 კტ-ს (კილოტონას) უდრიდა.

1974 წლის დეკემბერში აშშ-ში ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის B-1 პირველი საცდელი ნიმუშის საფრენოსნო გამოცდები დაიწყო, რომელსაც, როგორც ითვლებოდა, მოძველებული B-52-ები უნდა შეეცვალა. არსებული გრძელვადიანი პროგრამის თანახმად, 1985 წლისთვის 244 თვითმფრინავის B-1 აგებას ვარაუდობდნენ, რომელთაგან თითოეულს 32-მდე რაკეტა სრემ-ის წაღება შეეძლებოდა.

1970-იანი წლების შუახანებში B-1 თვითმფრინავის შექმნის პროგრამა ამერიკელ გადასახადების გადამხდელთა მხრიდან კრიკიტის ქარცეცხლში იმყოფებოდა. საქმე იმაში იყო, რომ დანახარჯები მის რეალიზაციაზე გზადაგზა წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემებისა და ქვეყანაში გაგრძელებული ინფლაციის გამო ყოველწლიურად იზრდებოდა. ასე, თუ თავდაპირველად პროგრამის შესრულებაზე სამუშაოების ღირებულებას 9,9 მლრდ. დოლარად აფასებდნენ, 1970 წლისთვის ის 11,1 მლრდ. დოლარამდე, ხოლო 1974 წლის შუახანებისთვის კი – 18,6 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, თავიანთი აგრესიული პოლიტიკის გატარებაში ამერიკელი მილიტარისტები დიდ იმედებს ამყარებდნენ ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებზე, რომლებიც აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) შეიარაღებაში 1960-იანი წლებიდან იმყოფებოდა. 1975 წელს სზძ-ის შემადგენლობაში შედგებოდა 41 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი თითოეული ბორტზე 16 რაკეტით.

1970 წელს აშშ სზძ-ის სარდლობა შეუდგა თავისი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების გადაიარაღებას, რომლის დასრულებასაც 1977 წლისთვის ვარაუდობდნენ. ამ დროისთვის გეგმავდნენ მწყობრში ჰყოლოდათ 31 წყალქვეშა ნავი (წნ) რაკეტებით “პოსეიდონი” და 10 კი – რაკეტებით “პოლარის” A3. გადაირაღების მიზანი იმაში შედგებოდა, რომ ატომური წყალქვეშა ნავ-რაკეტმზიდების საერთო რაოდენობის გაზრდის გარეშე მათი საბრძოლო შესაძლებლობები გაეფართოვებინათ მათში უფრო ძლიერი რაკეტების დაყენების ხარჯზე, რომელთა სათავო ნაწილებიც რამდენიმე ბირთვული მუხტით იქნებოდა აღჭურვილი. რაკეტის “პოლარის” A3 სათავო ნაწილს გააჩნდა სამი ბირთვული მუხტი 1 მგტ ჯამური სიმძლავრით, ხოლო “პოსეიდონისას” კი – 10-14 ბირთვული მუხტი თითოეული 50 კტ სიმძლავრისა (ჯამური სიმძლავრე 0,5-0,7 მგტ – ი. ხ.). რაკეტას “პოსეიდონი” “პოლარისთან” შედარებით ჰქონდა სროლის უფრო მეტი სიზუსტე მართვის ახალი ინერციული სისტემის გამოყენების ხარჯზე. მის ქობინებს კი ინდივიდუალური დამიზნების (нацеливание) აპარატურა გააჩნდათ.

1972 წელს აშშ-ში 1985 წლამდე ახალი წყალქვეშა სარაკეტო-ბირთვული სისტემის შექმნის პროგრამა იქნა მიღებული, რომელმაც სახელწოდება “თრაიდენთი” მიიღო. მის შესაბამისად უნდა შეემუშავებინათ და აეგოთ უფრო სრულყოფილი წყალქვეშა ნავები რომელთაგან თითოეული 24 სკბრ-ს წაიღებდა სროლის სიშორით 12 ათას კმ-მდე. რაკეტების მრავალმუხტიანი სათავო ნაწილებით აღკაზმვას ვარაუდობდნენ. პირველი ნავი “თრაიდენთი” პენტაგონის გეგმებით მწყობრში 1978 წელს უნდა შესულიყო. მისი მშენებლობა მომავალში უზარმაზარ სახსრებს მოითხოვდა (потребует). ასე, თუ 41 წყალქვეშა ნავის შექმნა თავის დროზე ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს 10 მლრდ. დოლარი დაუჯდათ, “თრაიდენთის” სისტემის მხოლოდ ათი უახლესი ნავის ღირებულებას დაახლოებით 15 მლრდ. დოლარი უნდა შეედგინა (составит). 

ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები მიმდინარეობდა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღის არსენალებშიც, თუმცა კი თავიანთი მასშტაბებით ამ სფეროში სამუშაოები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა იმათ, რომლებსაც აშშ-ში აწარმოებდნენ.

1970-იანი წლების შუახანებში, გრძელვადიანი სამხედრო პროგრამის შესაბამისად, რომელიც 15-წლიან პერიოდზე იყო გაანგარიშებული (1960-დან 1975 წლის ჩათვლით), გრძელდებოდა ფრანგული სტრატეგიული ბირთვული ძალების სრულყოფა, რომელიც მიწისზედა ბაზირების ბალისტიკურ რაკეტებს, ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებსა და ბირთვული იარაღის მატარებელ ბომბდამშენებს “მირაჟ” 4 შეიცავდა.

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს 1975 წლის დასაწყისისთვის გააჩნდა ბალისტიკური რაკეტების S-2 (სროლის სიშორე 3000 კმ-მდე, ატომური ბირთვული მუხტის სიმძლავრე 150 კტ) ორი ესკადრილია თითოეულში 9-9 გასაშვები დანადგარით. სზძ-ის შემადგენლობაში იმყოფებოდა სამი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი (წნარბ-ი /ატომური წყალქვეშა ნავი ბალისტიკური რაკეტებით/, რუსული აბრევიატურის ПЛАРБ ანალოგიით, ინგლისური აღნიშვნა კი არის SSBN – nuclear-fuelled ballistic-missile submarine/s/), თითოეულ მათგანში “ხომალდი-დედამიწა” კლასის 16 რაკეტით. ორი მათგანი აღჭურვილი იყო რაკეტებით M-1 (სროლის სიშორე 2600 კმ-მდე, მონობლოკური ბირთვული სათავო ნაწილის სიმძლავრე დაახლოებით 500 კტ), ხოლო მესამეში კი 1975 წელს დაყენებულ იქნა რაკეტები M-2. M-1-ებთან შედარებით მათ გააჩნდათ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (რწთ, ПРО) სისტემის გადალახვის უფრო თანამედროვე საშუალებები და სროლის სიშორე 3200 კმ-მდე. წყალქვეშა სარაკეტო ბირთვული სისტემების განვითარების გეგმით გათვალისწინებული იყო მწყობრში კიდევ ორი წნარბ-ის შეყვანა (1976 და 1978 წლებში). მათთვის იქმნებოდა ახალი რაკეტები M-20 1 მგტ სიმძლავრის თერმობირთვული სათავო ნაწილით და M-4, რომლისთვისაც წარმოებდა მრავალმუხტიანი სათავო ნაწილის შემუშავება. ვარაუდობდნენ, რომ შემდგომში ხუთივე ფრანგული წყალქვეშა ნავი M-4 რაკეტებით უნდა ყოფილიყო შეიარაღებული. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ საფრანგეთის სზძ-ის სარდლობა 1970-იანი წლების დასასრულს მეექვსე წნარბ-ის აგების შესახებ საკითხსაც განიხილავდა.

დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების საფუძველს შეადგენდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები. თავდაპირველად ხუთი ასეთი წყალქვეშა ხომალდის აგებას ვარაუდობდნენ, მაგრამ ფინანსური სიძნელეების გამო მხოლოდ ოთხი ააგეს, მეხუთე წნარბ-ის აგების საკითხი კი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ ჰქონდათ. თითოეული ინგლისური წყალქვეშა ნავი აღჭურვილი იყო 16 ამერიკული რაკეტით “პოლარის” A3. მათი ცალკეული სათავო ნაწილები კი თითოეული სამ-სამი მუხტით, დიდ ბრიტანეთში იყო დამზადებული.

ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების მშენებლობას 1970-იანი წლების შუახანებისთვის საფუძვლად “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის მოთხოვნები ჰქონდა, რომლითაც ბლოკის სარდლობა ოფიციალურად 1967 წლიდან ხელმძღვანელობდა. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს სტრატეგია სხვადასხვა სახეობის აგრესიული ომების მომზადებასა და წარმოებას ითვალისწინებდა – საყოველთაო ბირთვული ომის, შეზღუდული ბირთვული ომისა და მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით წარმოებული ომის. ამიტომ მომავალი ომის სავარაუდო ხასიათიდან ამომდინარე, ნატო-ს ქვეყნების ხელმძღვანელები ფართო ღონისძიებებს ატარებდნენ, რომლებიც ზოგადი დანიშნულების ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას ითვალისწინებდა. ეს უკანასკნელი მოიცავდა სახმელეთო ჯარებს, აგრეთვე სჰძ-სა და სზძ-ს (სტრატეგიული ბირთვული ძალების გამოკლებით). ამასთან ძირითადი საყრდენი შეიარაღებული ძალების ამ სახეობათა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე კეთდებოდა.

ბლოკის ქვეყნების ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ შ ი ძალიხმევა მიმართული იყო ნაწილებისა და ქვედანაყოფების საცეცხლე და დამრტყმელი ძლიერებისა და მობილურობის ამაღლებაზე, იარაღის სისტემებისა და მთლიანობაში ჯარების ავტომატიზებული მართვის საშუალებათა დანერგვაზე. აშშ-ში, იმხანად შეიარაღებაში მიიღეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ახალი სარაკეტო-ბირთვული სისტემა “ლანსი” (სროლის სიშორე 5-120 კმ), რომლითაც ცვლიდნენ მოძველებულ მართვად რაკეტებს (მრ) “სერჟანტი” და უმართავ რაკეტებს (ურ) “ონესტ ჯონი”. უცხოური ბეჭდური გამოცემების მაშინდელი მონაცემების მიხედვით, “ლანსის” ტიპის რაკეტებით თავისი ჯარების აღჭურვა გადაწყვიტა ბუნდესვერის სარდლობამ (ჯარებში მათი მიწოდება უკვე 1975 წელს უნდა დაწყებულიყო), აგრეთვე დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების სამხედრო უწყებებმაც.

საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში მიეწოდებოდა “პლუტონის” ტიპის რაკეტები 15 კტ სიმძლავრის ბირთვული მუხტით. ისინი განკუთვნილი იყო ოპერატიულ-ტაქტიკურ სუღრმეში მსხვილი ობიექტების დაზიანებისთვის (სროლის სიშორე 120 კმ-მდე).

საარტილერიო შეიარაღებას ნატო-ს ქვეყნებში სრულყოფდნენ ქვემეხების სროლის სიშორის, ძვრადობის (подвижность), საბრძოლო მასალების დამაზიანებელი მოქმედების გაზრდის ხარჯზე. არტილერიის ძირითად სახეობად ნატო-ს წამყვანი ქვეყნების არმიებში თვითმავალი არტილერია იქცეოდა, რომელიც ჯარებისთვის მანევრული საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზრუნველყოფდა. 1970-იანი წლების შეახანებისთვის ხდებოდა თვითმავალი არტილერიის ახალი ნიმუშების შემუშავება. მათთვის იქმნებოდა ახალი ტიპის საბრძოლო მასალები, მათ შორის აქტიურ-რეაქტიული (ჭურვები), აგრეთვე კასეტური საბრძოლო ნაწილები, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით იყო დამუხტული. არ წყდებოდა ასევე სამუშაოები მექანიკური გაწევის მქონე ახალი საველე ქვემეხების შესაქმნელად, რომელთა მიწოდებასაც ბლოკის ქვეყნების ჯარებში 70-იანი წლების მეორე ნახევარში მოელოდნენ.

ტანკების სრულყოფისას ნატო-ს ძირითადი ქვეყნების არმიებში მთავარი ყურადღება მათი საცეცხლე ძლიერების (огневая мощь), ძვრადობისა (подвижность) და დამცავი თვისებების ამაღლებას ეთმობოდა. ამ მოთხოვნებს, როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, პასუხობდა ტანკები “ლეოპარდი”. ამ ტანკების სერიული წარმოება გფრ-ში არა მხოლოდ ბუნდესვერისთვის იყო გაშლილი, არამედ ნატო-ს სხვა ქვეყნების არმიებისთვისაც. 1970-იანი წლების დასასრულისთვის აშშ-ში ვარაუდობდნენ ძირითადი საბრძოლო ტანკის XM1 შემუშავების დასრულებას. რამდენიმე წლის მანძილზე გფრ-სა და დიდ ბრიტანათში იქმნებოდა პერსპექტიული ტანკი, რომელიც, როგორც უცხოელი სპეციალისტები თვლიდნენ, საცეცხლე ძლიერების, მანევრულობისა და ჯავშნით დაცულობის მიხედვით ტანკ “ლეოპარდის” უკანასკნელ ნიმუშებსაც კი გადააჭარბებდა (превзойдёт).

ნატო-ს ქვეყნების არმიების სარდლობები დიდ ყურადღებას უთმობდნენ თავიანთი ჯარების ქვეითთა საბრძოლო მანქანებით (ქსმ), ჯავშანტრანსპორტერებითა (ჯტრ) და სხვა მოჯავშნული მანქანებით აღჭურვას, რომელთა წარმოების მოცულობაც 70-იანი წლების შუახანებისთვის სწრაფად იზრდებოდა. ითვლებოდა, რომ ასეთი მანქანების ფართო გამოყენება აამაღლებდა ქვეითი ჯარის ტაქტიკურ მობილურობას და მის საბრძოლო შესაძლებლობებსაც გააძლიერებდა. ყველაზე უფრო ინტენსიური სამუშაოები ახალი ქსმ-ებისა და ჯტრ-ების შესაქმნელად აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გფრ-სა და საფრანგეთში აღინიშნებოდა.

გააანალიზეს რა ახლო აღმოსავლეთში 1973 წლის ომის გამოცდილება, უცხოელი სამხედრო სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ბრძოლაში წარმატება ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხარისხად იყვნენ ჯარები ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილი. ამიტომ შემთხვევითი არ იყო ის უზარმაზარი ინტერესი, რომელსაც იარაღის ამ სახეობის მიმართ აშშ-ის, გფრ-ის, საფრანგეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების სპეციალისტები იჩენდნენ, სადაც ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) ახალი, უფრო ეფექტური ნიმუშების ძიება ფართო ფრონტით მიმდინარეობდა, და მათით არა მხოლოდ მიწისზედა საბრძოლო მანქანების, არამედ ვერტმფრენების შეიარაღებაც იგეგმებოდა. დიდ ყურადღებას უთმობდნენ ასევე ჯარების მსუბუქი საზენიტო სარაკეტო სისტემებით აღჭურვასაც.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მონაცემები იმის შესახებ მოწმობდა, რომ ნატო-ს ძირითადი ქვეყნების ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ი სრული გადაიარაღების ზღურბლზე იმყოფებოდნენ, რომლის მსვლელობისას, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ყველაზე უფრო გულდასმით ხდებოდა იმ აგრესიული ომების გამოცდილების გათვალისწინება, რომლებიც მილიტარისტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გააჩაღეს.

1960-იანი წლების მეორე ნახევარში აშშ-ისა და ბლოკის ზოგიერთი დასავლეთევროპული ქვეყნის სჰძ-თა სარდლობები, რომლებიც ბევრი ნიმუშის თვითმფრინავებს მოძველებულად თვლიდნენ, ახალი ტაქტიკური თვითმფრინავების აქტიურ შემუშავებას შეუდგნენ, რომლებსაც არა მხოლოდ მაღალი საფრენოსნო და საბრძოლო თვისებები ექნებოდათ, არამედ შედარებით მარტივი კონსტრუქციაც და მათი წარმოებაც უფრო იაფი დაჯდებოდა. ამ გამალებულ შეიარაღებაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, საფრანგეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების ბევრი ფირმა მაშინვე ჩაერთო. აშშ-ში შეიქმნა გამანადგურებლები F-15 და YF-16, მოიერიშე A-10. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ააგეს მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი “იაგუარი”, ხოლო საფრანგეთში ასევე გამანადგურებელი “მირაჟ” F.1. ინგლისური, დასავლეთგერმანული და იტალიური ფირმები ამთავრებდნენ მრავალმიზნობრივი გამანადგურებლის “პანავია-200” ერთობლივ შექმნას, ხოლო დასავლეთგერმანული და ფრანგული ფირმები კი – გამანადგურებლისა (?) “ალფა ჯეტი”. დაპროექტებისა და შემუშავების სტადიაში ამ ქვეყნებში ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების კიდევ რამდენიმე ნიმუში იმყოფებოდა.

ახალი თვითმფრინავებისა და უფრო სრულყოფილი ნიმუშების შექმნის პროექტების ასეთი სიუხვის გამოჩენამ ნატო-ს ქვეყნების სჰძ-თვის საავიაციო ტექნიკის მიმწოდებლებს შორის მწვავე კონკურენტული ბრძოლა გამოიწვია.

ასე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აშშ-ის, საფრანგეთისა და შვედეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს (ВПК) შორის უმწვავესი მეტოქეობა გრძელდებოდა “საუკუნის შეკვეთისთვის” 350 თვითმფრინავის მიწოდებაზე ბელგიის, ნიდერლანდების, ნორვეგიისა და დანიის სჰძ-თვის, რომელთა ღირებულებასაც 2,5-3 მლრდ. დოლარად აფასებდნენ. 1970-იანი წლების შუახანებისთვის ეს ბრძოლა ამერიკული ფირმის “ჯენერალ დაინემიქსის” სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც თავისი ჯერ კიდევ სერიულ წარმოებაში ჩაუშვებელი თვითმფრინავი YF-16 შესთავაზა.

თვითმფრინავების ფარეხის სრულყოფასა და განახლებასთან ერთდროულად საავიაციო შეიარაღების მოდერნიზაციაც მიმდინარეობდა, და პირველ რიგში კი რაკეტებისა, რომლებიც საჰაერო და მიწისზედა მიზნების დაზიანებისთვის იყო განკუთვნილი. 

საზენიტო მართვადი იარაღის ახალი ნიმუშების გამოჩენასთან დაკავშირევბით ბევრ ქვეყანაში შეუდგნენ დამიზნების უფრო რთული სისტემების მქონე საავიაციო რაკეტების შექმნას, რომლებიც ავიაციის დანაკარგების შემცირებას უზრუნველყოფდნენ მიწისზედა ობიექტების წინააღმდეგ მოქმედებებისას. დიდი ყურადღება ეთმობოდა ასევე რადიოწინააღმდეგობის საავიაციო საშუალებებსაც.

ნატო-ს ქვეყნების ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ძ ა ლ ე ბ ი ს მშენებლობა 1970-იანი წლების შუახანებში უმთავრესად მათი დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო შესაძლებლობების შედგომ გაფართოებაზე იყო მიმართული. ეს ტენდენცია ყველაზე უფრო ნათლად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სზძ-ებში ვლინდებოდა. მათი ფლოტების შემადგენლობაში უწყვეტად მიეწოდებოდა ახალი წყალქვეშა და წყალზედა ხომალდები (მათ შორის ატომური ენერგეტიკული დანადგარებით), რომლებიც საზენიტო და ნავსაწინააღმდეგო შეიარაღებით, ნავსაწინააღმდეგო და მრავალმიზნობრივი ვერტმფრენებით იყვნენ აღჭურვილი. დიდი ყურადღება ეთმობოდა ასევე საზღვაო ქვეითი ჯარისა (ზქჯ) და სამხედრო-საზღვაო ავიაციის განვითარებასაც.

ბლოკის ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ფლოტი გააჩნდა შეერთებულ შტატებს. მიუხედავად ამისა, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, მისი სამხედრო-საზღვაო პოტენციალის ზრდა, მოძველებული საბრძოლო ხომალდებისა და დამხმარე გემების შეცვლის გზით, დაჩქარებული ტემპებით გრძელდებოდა. გრძელვადიანი პროგრამებით არსებული მრავალმიზნიობრივი ავიამზიდების, ფრეგატების, საესკადრო ნაღმოსნების, წყალქვეშა ნავების, სადესანტო და სხვა ხომალდების შემდგომი სრულყოფა და ახლების აგება იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ითვალისწინებდნენ დროთა განმავლობაში ატომური სატორპედო წყალქვეშა ნავების რაოდენობის 90 ერთეულამდე აყვანას (70-იანი წლების შუახანებში ისინი 61 იყო), გამორიცხავდნენ რა ფლოტის შემადგენლობიდან ყველა დიზელურ წყალქვეშა ნავს. გრძელდებოდა ახალი ტიპის ხომალდების შემუშავება – წყალქვეშა ფრთებსა და საჰაერო ბალიშზე.

დიდი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები მიმდინარეობდა დიდი ბრიტანეთის სზძ-შიც, იმხანად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეების მიუხედავად. გრძელდებოდა სატორპედო შეიარაღების მქონე ატომური წყალქვეშა ნავების, კრეისერების, მრი საესკადრო ნაღმოსნებისა და სადარაჯიო ხომალდების მშენებლობა. წარმოებდა ბევრი საესკადრო ნაღმოსნისა და სხვა ხომალებდის სარაკეტო იარაღით გადაიარაღება.

საფრანგეთის სზძ-ს 1976 წლისთვის კიდევ ოთხ დიზელურ წყალქვეშა ნავი უნდა მიეღო მანამდე უკვე არსებულ 19-ზე დამატებით. პერსპექტივაში მიზნად ისახავდნენ 20-მდე სატორპედო წყალქვეშა ნავის აგებას ატომური ენერგეტიკული დანადგარებით. 1974 წელს ფლოტის შემადგენლობაში შეიყვანეს უახლესი მრი სადარაჯო ხომალდი, ხოლო აგების პროცესში კი იმყოფებოდნენ სამი ფრეგატი და სამი საესკადრო ნაღმოსანი სარაკეტო იარაღით, რამდენიმე სადარაჯო და სადესანტო ხომალდი.

გფრ-ში გაძლიერებული ტემპებით მიმდინარეობდა უფრო მცირე ხომალდების – დიზელური წყალქვეშა ნავებისა და სარაკეტო კატარღების მშენებლობა, რომლებითაც არა მხოლოდ დასავლეთგერმანულ ფლოტს აღჭურავდნენ, არამედ მათ საზღვარგარეთაც ჰყიდდნენ.

იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი, უფრო რთული და ეფექტური ნიმუშების შექმნას ნატო-ს ქვეყნებში თან ახლდა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების გაფართოებაც.

სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების სამხედრო მიზნებით გამოყენება 1970-იან წლებში სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა. ამის შესახებ საბჭოთა ავტორები სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე (НИОКР) გამოყოფილი სახსრების ზომების მიხედვით მსჯელობდნენ, მაგალითად, აშშ-ში, რომელიც სამხედრო ხასიათის სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების მასშტაბებით ბლოკში თავის პარტნიორებს ბევრად წინ უსწრებდა. ამერიკული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1972/73 ფინანსური წლის ბიუჯეტში НИОКР-ების მუხლით 8 მლრდ. დოლარი იყო ასიგნებული, 1975/76 ფინანსურ წელზე კი ამ მიზნებით დაახლოებით 10,2 მლრდ. დოლარის ასიგნებას ითვალისწინებდნენ.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ, სახელმწიფო დაფინანსების გარდა, ნატო-ს ქვეყნებში სამეცნიერო კვლევებზე მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფდნენ ის მონოპოლიებიც, რომელთა საწარმოები პროდუქციას სამხედრო უწყებისთვის აწარმოებდნენ. სამხედრო კვლევების სფეროში ასევე ჩართული იყვნენ მსხვილი სასწავლო დაწესებულებებიცა და სამეცნიერო ორგანიზაციებიც. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 70-იანი წლების შუახანებში, სამხედრო კვლევებით ნატო-ს მხოლოდ ძირითად ქვეყნებში 400-ზე მეტი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცი იყო დაკავებული.

1970-იანი წლების პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ფუნდამენტური თეორიული და პრაქტიკული კვლევების მოცულობა, რომლებსაც იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის უახლესი ნიმუშების შექმნისას იყენებდნენ. მაგალითად, ამერიკის სამხედრო ბიუჯეტით 1973/74 ფინანსურ წელში НИОКР-ებზე გამოყოფილი მთელი სახსრებიდან დაახლოებით 27 % გაითვალისწინებოდა კვლევებისა და შემუშავებებისთვის სარაკეტო ტექნიკის სფეროში, 20 % – საავიაციო ტექნიკის, 20 % – რადიოელექტრონიკის, კავშირგაბმულობის საშუალებათა და სხვა აღჭურვილობის სფეროში.

ეკავა რა წამყვანი ადგილი ნატო-ში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებათა მასშტაბების მიხედვით, აშშ უარს არც თავისი დასავლეთევროპელი მოკავშირეების სამხედრო-სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებაზე ამბობდა. საბჭოთა ავტორების სუტყვით, ამ მიზნებით ამერიკელი მილიტარისტები ააქტიურებდნენ თავიანთ ძალისხმევას НИОКР-ების კოორდინაციაში როგორც მთლიანად ბლოკის ფარგლებში, ისე მის ცალკეულ მონაწილეებთანაც. მაგრამ, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ასეთ მისწრაფებას დასავლეთევროპული ქვეყნების სამხედრო ორგანოებისა და სამრეწველო ფირმების მხრიდან ხვდებოდა წინააღმდეგობა, რომლებიც საკუთარ თავს აძლევენ ანგარიშს იმაში, რომ ეს “კოორდინაცია” თავის თავში მათ მიერ მოგებების დაკარგვას შეიცავდა. მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნებს, როგორც პენტაგონის წარმომადგენლებს არაერთხელ უღიარებიათ, უკვე მაშინ გააჩნდათ იარაღის ისეთი სისტემების შექმნის შესაძლებლობები, რომლებიც თავაინთი ხარისხით ამერიკულ ნიმუშებს აღემატებოდნენ და შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნილებითაც სარგებლობდნენ.

საბჭოთა ავტორების ასკვნიდნენ, რომ НИОКР-ების გაფართოება და მათი ინტეგრაცია ნატო-ს ქვეყნებში ხელს უწყობდა გამალებული შეიარაღების გაძლიერებას.

გამალებული შეიარაღების ერთერთ გამოვლინებას ნატო-ს ქვეყნებში 1970-იანი წლების შუახანებში წარმოადგენდა ასევე სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებაც, რომელსაც თან ახლდა რამდენიმე ქვეყნის მონოპოლიათა გაერთიანების საფუძველზე სახელმწიფოთაშორისი სამხედრო-სამრეწველო კავშირების წარმოქმნა, რომლებიც სამხედრო შეკვეთების შესრულებისას თავიანთი ახდენდნენ საქმიანობის კოორდინაციას. ეს ასახავდა უწინარეს ყოვლისა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი, უფრო ძვირად ღირებული ნიმუშების შემუშავებისა და წარმოების სფეროში არსებული მასალების, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ ბლოკის ხელმძღვანელობის მისწრაფებას.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობა ნატო-ს ქვეყნებში 50-იანი წლების ბოლოს წარმოიქმნა, როდესაც აშშ-მ “დახმარების” აღმოჩენის სახით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს თავს მოახვია რიგი პროგრამებისა ე. წ. “შეიარაღების ურთიერთ განვითარებაში”. იმ დროს ამერიკელმა მონოპოლისტებმა, როგორც ცნობილი იყო, რიგი შეკვეთების განთავსება შეძლეს ევროპაში შეიარაღების ამერიკული ნიმუშების წარმოებაზე და ბევრი დასავლეთევროპული ქვეყნის წარმოებაშიც თავიანთი სტანდარტები დანერგეს. ასეთი “თანამშრომლობის” შედეგად, რომელსაც “საბჭოთა აგრესიის მოგერიებისთვის მზადების” დროშის ქვეშ ატარებდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღორძინების გზაზე დამდგარი დასავლეთევროპული ქვეყნების ეკონომიკა ცალმხრივ ხასიათს იძენდა და აშშ-ზე ცნობილ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა. ამერიკული მონოპოლისტური წრეები საკუთრივ ამაზე იმედოვნებდნენ კიდეც.

დასავლეთევროპული ქვეყნების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, სამხედრო ბიზნესის სფეროში დაკავებულმა მათმა მონოპოლიებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს ამერიკული კაპიტალისადმი წინააღმდეგობის გაწევა და გაშალეს ფართო საქმიანობა შეიარაღებათა შემუშავებისა და წარმოებისას ურთიერთ შორის კავშირების ასაწყობად. 1970-იანი წლების შუახანებისთვის ისეთი ვითარება იყო ჩამოყალიბებული, როცა ნატო-ს წამყვანი დასავლეთევროპული ქვეყნების (გფრ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) სამხედრო მონოპოლიებმა მოგების დევნაში არა მხოლოდ თავიანთ კონტინენტზე დაიკავეს მყარი ადგილი ამ ბლოკის ქვეყნებს შორის, არამედ საკუთარ პროდუქციას აშშ-საც აწვდიდნენ. მაგალითად, მხოლოდ გფრ-ში პენტაგონი იმ ხანებში იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და აღკაზმულობის 30-ზე მეტ სხვადასხვა ნიმუშს ყიდულობდა.

აშშ-ის მონოპოლიებთან კონკურენტულ ბრძოლაში თავიანთი პოზიციების განმტკიცებისთვის ნატო-ს დასავლეთევროპულმა ქვეყნებმა ურთიერთ შორის დიდი რაოდენობით ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები დადეს სამხედრო-სარეწველო თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმებათა კოორდინაციას ნატო-ს ევროჯგუფის ფარგლებში ახდენდნენ.

ევროჯგუფში, როგორც ცნობილია, იყო სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სამხედრო სფეროში მისი წევრების მიერ წარმოებული “სამხედრო პოლიტიკისა და პრაქტიკული ღონისძიებების” კოორდინაციას ეწეოდნენ. მათ, კერძოდ, მიეკუთვნებოდა ჯგუფი “ევრონადი”, რომელიც ე. წ. “შეიარაღებათა საკითხებში ეროვნულ დოქტორებს” აერთიანებდა, რომლებიც პასუხს აგებენ ევროჯგუფის მონაწილე ქვეყნების ჯარების აღჭურვაზე, შეიმუშავებდნენ და კოორდინაციას უწევდნენ ბლოკის ფარგლებში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გეგმებს. 1970-იანი წლების შუახანებში აღინიშნებოდა ამ ჯგუფის საქმიანობის გააქტიურება ერთობლივი პროექტების კოორდინაციაში, რომლებიც შეიარაღების არსებული სტანდარტული ნიმუშების სრულყოფასა და ახლების შექმნას ითვალისწინებდა, რომლებიც ბლოკის დასავლეთევროპული ქვეყნების ჯარებს უახლოეს წლებში უნდა მიეწოდებინათ. 

სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობამ ნატო-ს ქვეყნებში სხვადასხვა ფორმები შეიძინა. ეს იყო შეიარაღების ლიცენზიებით წარმოების ორგანიზაცია, წარმოების პროცესში ერთმანეთისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, შეკვეთებისა და მზა პროდუქციის განაწილების სფეროში კოორდინაცია, НИОКР-ების საერთო პროგრამების შემუშავება, შეიარაღების ცალკეული ნიმუშების ერთობლივი წარმოება, სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა და სხვა. მაგალითად, აშშ-მ “თავდაცვის მიზნებით საპატენტო უფლებებისა და ტექნიკური ინფორმაციის ურთიერთ გაცვლის შესახებ” ორმხრივი შეთანხმებები დადო გფრ-თან, დიდ ბრიტანეთთან, ბელგიასთან, ნიდერლანდებთან, დანიასთან, ნორვეგიასთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან. ამ შეთანხმებების ფარგლებში 400-ზე მეტ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი საიდუმლო სამხედრო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, რა თქმა უნდა, სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობა ნატო-ს ქვეყნებში არ მიდიოდა ისე კარგად (гладко), როგორც ამის წარმოდგენას ზოგჯერ დასავლური პროპაგანდა ცდილობდა. სასტიკი ბრძოლა წარმოებდა იმ მოგების წილების განაწილებისთვის, რომელსაც ისეთი მომგებიანი ბიზნესის მსვლელობისას ღებულობდნენ, როგორადაც ამ ქვეყნებში შეიარაღებული ბრძოლის საშუალებათა წარმოება იქცა. შეურიგებელი დაპირისპირებები ხშირად არ აძლევდათ საშუალებას კონსტრუქციის არჩევის საკითხებში ერთიანობისთვის მიეღწიათ და შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ. ამასთან ერთად არ შეიძლებოდა სათანადოდ არ შეეფასებდეთ (не дооценивать) სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის როლი ნატო-ს ქვეყნებში, რომელიც მათში გამალებულ შეიარაღებას აძლიერებდა.

* * *

საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ, წერილში მოყვანილი მონაცემები, რა თქმა უნდა, ვერ ამოწურავდა იმ გამალებული შეიარაღების ყველა თავისებურებას, რომელსაც ნატო-ს ქვეყნები 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ატარებდნენ. ისინი შეეხებოდა უმთავრესად ომისთვის მზადებათა პროცესის ერთ მხარეს – შეიარაღებული ბრძოლის საშუალებათა ხარისხობრივ გაუმჯობესებას, რაც კაცობრიობისთვის უზარმაზარ საშიშროებას წარმოადგენდა.

მათი სიტყვით, საბჭოთა კავშირი, რომელიც მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობდა, გადაჭრით იდგა გამალებული შეიარაღების შეწყვეტის მხარეს. გამოხატავდა რა საბჭოთა ხალხის ნებას, სკკპ XIV ყრილობამ გაზი გაუსვა: “გამალებული შეიარაღების შეწყვეტისთვის ბრძოლა, როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი შეიარაღებისაც, განიარაღებისთვის ბრძოლა – თვით საყოველთაო და სრულ განიარაღებამდეც კი – შემდეგშიც სკკპ-ის, საბჭოთა სახელმწიფოს საგარეოპოლიტიკური საქმიანობის ერთერთი უმთავრესი მიმართულება იქნება”. ამასთან ერთად, საბჭოთა ავტორების სიტყვით, საბჭოთა ხალხს ესმოდა, რომ მანამდე, სანამ ახალი ომის წარმოქნის საშიშროება არ იყო მოხსნილი, აუცილებელი იყო მაღალი სიფხიზლე და საბჭოთა შეიარაღებული ძალების შემდგომი განმტკიცება, რომელიც ნებისმიერი აგრესორის გადამწყვეტი მოგერიებისთვის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა.

VII. ნატო – მილიტარიზმისა და აგრესიის საყრდენი 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში მსოფლიო არენაზე მოხდა შესამჩნევი პოზიტიური ძვრები. წარმატებით ვითარდებოდა ხანგრძლივი მტრული კონფრონტაციიდან, “ცივი ომიდან” დაძაბულობის განმუხტვაზე, განსხვავებული სოციალური წყობილების მქონე სახელმწიფოებს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის აწყობაზე გადასვლის პროცესი. ამ სფეროში ჩატარებული უზარმაზარი სამუშაოს შესანიშნავ შედეგსა და მომავლისთვის კარგ პერსპექტივას წარმოადგენდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის წარმატებით დასრულება, რომელსაც მთელ მსოფლიოში სამართლიანად აფასებდნენ როგორც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მოვლენას.

დადებითი ცვლილებები საერთაშორისო ურთიერთობებში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს სკკპ XXIV ყრილობის მიერ მიღებული მშვიდობის პროექტის რეალიზაციის საქმეში. ეს ცვლილებები შესაძლებელი შეიქნა საერთაშორისო არენაზე ძალთა თანაფარდობის სოციალიზმის სასარგებლოდ შეცვლის წყალობით.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, კომუნისტური პარტია და საბჭოთა სახელმწიფო, მთელი პროგრესული ძალები ისწრაფვოდნენ მსოფლიოში მიმდინარე ძვრების განვითარებისკენ, განმუხტვის პროცესის შეუქცევადად გადაქცევისა და კონკრეტული მატერიალური შინაარსით მისი შევსებისკენ.

“ამასთან ერთად ისტორია და სინამდვილე გვასწავლის, – მოჰყავდათ საბჭოთა ავტორებს სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნის ლ. ი. ბრეჟნევის სიტყვები, – არც ერთი წუთით არ უნდა გვავიწყდებოდეს იმის შესახებ, რომ რეაქციისა და აგრესიის ძალები ისწრაფვიან მსოფლიოში ვითარების გაჯანსაღებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ, აგრძელებენ გამალებული შეიარაღების პოლიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქმნიან დაძაბულობის კერებს”. საბჭოთა ავტორების სიტყვით, მსოფლიოში მოქმედებას აგრძელებდნენ გავლენიანი ძალები, რომლებიც კაცობრიობას უკან, “ცივი ომის” დროისკენ ეწეოდნენ. იმპერიალიზმი ზრდიდა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის წარმოებას, გამუდმებით სრულყოფს მის მიერ შექმნილ სამხედრო მანქანას.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სოციალიზმისა და მშვიდობის საქმისადმი მტრული ომისა და რეაქციის ძალების სათავეში 1970-იან წლებში იდგნენ იმპერიალისტური წრეები, რომლებიც აგრესიულ ბლოკ ნატო-ში იყვნენ გაერთიანებულნი. ფაქტები მოწმობდა, როგორც საბჭოთა მთავრობის ოფიციალურ განცხადებებში იყო მითითებული, რომ ნატო-ს საქმიანობა მუდმივად ქმნიდა მტრობის ატმოსფეროს. ამაში უწინარეს ყოვლისა სამხედრო-სამრეწველო მონოპოლიები იყვნენ დაიტერესებულნი, რომლებიც იარაღის წარმოებით მდიდრდებოდნენ და თავიანთი მოგების გულისთვის მზად იყვნენ სახიფათო ავანტიურებზე წასასვლელად. 

გამალებული შეიარაღების გაძლიერება ნატო-ში. საბჭოთა ავტორების სიტყვით, თუმცა კი ბლოკის ხელმძღვანელი წრეები ფორმალურად იძულებული იყვნენ სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობათა ნორმალიზაციის მიმდინარე პროცესები ეღიარებინათ, მაინც პრაქტიკულად ისინი გამალებულ შეიარაღებას აგრძელებდნენ და მას კიდევ უფრო აძლიერებდნენ. სამხედრო მიზნებით უზარმაზარი სახსრები იხარჯებოდა, ამასთან სამხედრო ხარჯები ბლოკში საშუალოდ ყოველწლიურად დაახლოებით 7-8 %-ით იზრდებოდა, ხოლო ცალკეულ ქვეყნებში კი ეს ზრდა 15-20 %-საც აღწევდა. ნათელი იყო, რომ სიტყვები სიტყვებად რჩებოდა, საქმით კი იმპერიალისტურ ქვეყნებში, როგორც ლ. ი. ბრეჟნევი მიუთითებდა, “გრძელდება და ძლიერდება კიდეც პროცესი, რომელიც მსოფლიო ომის მატერიალურ მზადებას წარმოადგენს”.

მხოლოდ 1974 წელს ხომ, როგორც ბლოკის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, ნატო-ს მონაწილე ქვეყნებმა სამხედრო მიზნებით დაახლოებით 132 მლრდ. დოლარი დახარჯეს. ამასთან ბლოკის ევროპულმა ქვეყნებმა 1970-იანი წლების პირველ ნახევარში სამხედრო ხარჯები გააორმაგეს და ისინი 1970 წლის 24,5 მლრდ. დოლარიდან 1974-ში 44,3 მლრდ.-მდე გაზარდეს.

უცნაურზე უფრო მეტად გამოიყურებოდა პენტაგონის რეაქცია დაძაბულობის განმუხტვის მიმდინარე პროცესზე. 1975/76 საბიუჯეტო წელზე შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ თითქმის 93 მლრდ. დოლარი მოითხოვა, განზრახული ჰქონდა რა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო ხარჯები წინა წელთან შედარებით 10-%-ით გაეზარდა. ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებების გათვალისწინებით კი პენტაგონი ამ საბიუჯეტო წელში მისთვის 104,7 მლრდ. დოლარის გამოყოფას ითხოვდა, ე. ი. 15,7 მლრდ. დოლარით მეტისა 1974/75 ფინანსურ წელთან შედარებით. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ კომპეტენტურ ამერიკულ წრეებში 1978/79 ფინანსურ წელში აშშ სამხედრო ხარჯების გაზრდას 148 მლრდ. დოლარამდე მოელოდნენ. 

გრძელდებოდა სამხედრო ხარჯების ზრდა გფრ-შიც. 1974 ფინანსურ წელში დასავლეთგერმანულმა მთავრობამ სამხედრო მიზნებით 34 მლრდ. მარკა დახარჯა, ე. ი. 2,5 მლრდ. მარკით მეტი, ვიდრე 1973 ფინანსურ წელს. კიდევ უფრო მეტად იყო გაზრდილი ფაქტიური სამხედრო ასიგნებები 1975 წელზე. სამხედრო ხარჯები ამ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 600 მარკაზე მეტს შეადგენდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ის მეორე ადგილზე იდგა ნატო-ში აშშ-ის შემდეგ.

ანალოგიური ტენდენცია აღინიშნებოდა ბლოკის სხვა ქვეყნებშიც. საფრანგეთში, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 1975 ფინანსურ წელზე 14,3 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. იტალიის სამხედრო ხარჯები 1975 წელს 1,7-ჯერ მეტია, ვიდრე 1970-ში. სამხედრო ხარჯების ზრდის ტეპების ნაწილობრივ შემცირებისთვის ინგლისის მთავრობის გარკვეული ზომების მიუხედავად, 1975/76 ფინანსურ წელზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ასიგნებები 10 %-ით და მეტად გაიზარდა 1974/75 წელთან შედარებით.

ბლოკის არსებობის მთელი დროის მანძილზე, 1949-დან 1975 წლის ჩათვლით, ნატო-ს ქვეყნებმა სამხედრო მიზნებით უზარმაზარი თანხა – 2000 მლრდ. დოლარზე მეტი დახარჯეს. უცხოური ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ხარჯები 1975 წლის მიწურულისთვის მთელ მსოფლიოში სამხედრო მიზნებით დახარჯული სახსრების დაახლ. 40 %-ს შეადგენდა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მონაწილე ყველა ქვეყნის წილად კი აღნიშნული ხარჯების 60 %-ზე მეტი მოდიოდა. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს ფაქტობრივი მონაცემები ნათლად აჩვენებდა, თუ სად ამზადებდნენ ახალ ომს, საიდან მოდიოდა მუქარა მსოფლიოსთვის მაშინდელ პირობებში, ვინ იყო დაინტერესებული გამალებულ შეიარაღებაში, ვის სულს არ ეამებოდა დაძაბულობის დასახული განმუხტვა. მათი სიტყვით, ესენი იყვნენ – დასავლეთის იმპერიალისტური და მილიტარისტული წრეები, ეს იყო – აგრესიული ნატო-ს ბლოკი, თანამედროვე მსოფლიოს მილიტარისტული ბუდე. 

ნატო-ს სამხედრო მანქანის სრულყოფა. უზარმაზარი ფულადი სახსრები, რომლებსაც ნატო-ს ქვეყნები სამხედრო მიზნებით გამოყოფდნენ, სრულად მიემართებოდა ბლოკის სამხედრო პოტენციალისა და შეიარაღებული ძალების ძლიერების (мощь) შემდგომი ზრდისთვის, ამასთან ბლოკის ხელმძღვანელობის ძირითადი ყურადღება შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ სრულყოფაზე იყო მიმართული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის უახლესი ნიმუშებით მათი აღჭურვის გზით. ამასთან ერთად ნატო-ს ბევრ ქვეყანაში ტარდებოდა შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფის ღონისძიებები ზურგის უზრუნველყოფის საშუალებათა შემცირების ხარჯზე მათი საბრძოლო შემადგენლობის გაზრდის მიზნით, აგრეთვე ჯარების შემდგომი მექანიზაციისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის რიცხოვნების შემდგომი შეცირების გზითაც ბრძოლის ველზე მათი მობილურობისა და მანევრულობის ამაღლების მიზნით. ზოგიერთ ქვეყანაში აგრეთვე ახალი ნაწილებისა და შენაერთების ჩამოყალიბებაც აღინიშნებოდა.

ამერიკული სარდლობა უწინდებურად ძირითად ყურადღებას უყრიდა თავს სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის გაძლიერებაზე. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო-ბიურთვული იარაღის შემდგომ სრულყოფაზე აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 20 მლრდ. დოლარი იხარჯებოდა. გრძელდებოდა სამუშაოები ახალი ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენის B-1 შესაქმნელად. ხდებოდა ახალი წყალქვეშა სარაკეტო-ბირთვული სისტემის “თრაიდენთის” შექმნის ფორსირება 24 რაკეტით ბორტზე. პირველი ასეთი წყალქვეშა ნავის აგების დასრულებას 1978 წელს ვარაუდობდნენ. ტარდებოდა მნიშვნელოვანი სამუშაოები ბირთვული საბრძოლო მასალების სრულყოფისთვის. 

იზრდებოდა ზოგადი დანიშნულების ამერიკული ძალების ძლიერებაც. 1975-1976 წლებში იგეგმებოდა სახმელეთო ჯარების სამი ახალი დივიზიის ჩამოყალიბება. ჯარებში აწვდიდნენ დიდი რაოდენობით ტანკებს, ჯავშანტრანსპორტერებს (ჯტრ), ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენებს. ნაწილებში მოძველებულ უმართავ რაკეტებს (ურ) “ონესტ ჯონი” და მართვად რაკეტებს (მრ) “სერჟანტი” ცვლიდნენ ახალი მრ-ებით “ლანსი”.

იზრდებოდა ამერიკული ჯარების დაჯგუფებაც გფრ-ში. ზურგის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაახლოებით 18 ათასი ადამიანით შემცირების ხარჯზე ამერიკული სარდლობა 1970-იანი წლების შუახანებში სახმელეთო ჯარების ორ ახალ ბრიგადასა და სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) რამდენიმე ქვედანაყოფს აყალიბებდა, რომელთა განლაგებაც პენტაგონს გფრ-ში ჰქონდა გადაწყვეტილი. 1972 წელს ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობამ ევროპაში თანდათანობით დაიწყო საბრძოლო და ზურგის ქვედანაყოფების თანაფარდობის შეცვლა. თუ 1972 წელს ეს თანაფარდობა პროცენტებში შეადგენდა 59 : 41, 1975 წლის შუახანებისთვის იყო 64 : 36, 1977 წელს მის მიყვანას უკვე 71 : 29-ზე გეგმავდნენ. ამ ამერიკული ჯარების ზურგის უზრუნველყოფის ზოგიერთ ამოცანას ნატო-ს ზურგის ორგანოებსა და ბლოკის ევროპული ქვეყნების ეროვნულ ორგანოებს გადასცემდნენ.

ამერიკული სჰძ-ის ნაწილებს ახალი გამანადგურებლები F-15 “იგლი” და დიდი რაოდენობით სხვადასხვა დანიშნულების რაკეტები მიეწოდებოდა. სერიული წარმოებისთვის ამზადებდნენ მსუბუქ გამანადგურებელს F-16 და უშუალო მხარდაჭერის თვითმფრინავს (მოიერიშეს) A-10.

სამხედრო-საზღვაო ძალებში (სზძ) გრძელდებოდა ატომური სატორპედო წყალქვეშა ნავების, “ნიმიცის” ტიპის დამრტყმელი ატომური ავიამზიდების, უნივერსალური სადესანტო და სხვა ხომალდების მშენებლობა. დიდი სამუშოები წარმოებდა წყალქვეშა ნავების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის ახალ საშუალებათა შექმნის სფეროშიც. სზძ-ის ავიაცია აღიჭურვებოდა ახალი გამანადგურებლებით F-14 “თომქეთი”.

1975/76 ფინანსურ წელში წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ასიგნებები საავიაციო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებათა შემდგომი სრულყოფისთვის.

1975 წელს დამტკიცებულ იქნა ბუნდესვერის რეორგანიზაციის პროგრამა, რომლის შესრულების დამთავრებაც 1978 წელში იგეგმებოდა. გფრ შეიარაღებული ძალების ახალ ორგანიზაციაში, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ინდოჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში იმპერიალიზმის ომების გამოცდილება იყო გათვალისწინებული. ბუნდესვერის საერთო რიცხოვნება 30 ათასი ადამიანით იყო გაზრდილი. ითვალისწინებდნენ სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობის 36 ბრიგადამდე აყვანას (1975 წელს იყო – 33). იგეგმებოდა შენაერთების პირადი შემადგენლობის რიცხოვნების შემცირება და იმავე დროს მათი საცეცხლე ძლიერებისა და მობილურობის მნიშვნელოვნად გაძლიერება. სახმელეთო ჯარების მშენებლობაში საყრდენი კეთდებიდა მის აღჭურვაზე თანამედროვე ტანკებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით (ქსმ), ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით, საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებებით, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენებით. დიდი ყურადღება ეთმობოდა ჯარების მართვის საშუალებათა სრულყოფასაც.

სჰძ-ის მშენებლობაში შენაერთებისა და ნაწილების ახალი საბრძოლო თვითმფრინავებით (“პანავია-200”, “ალფა ჯეტი”) აღჭურვის ფართო პროგრამას გეგმავდნენ. სზძ-ის აღჭურვას კი დამატებითი რაოდენობის წყალქვეშა ნავებითა და ახალი სწრაფმავალი სარაკეტო კატარღებით ითვალისწინებდნენ.

პენტაგონის ხელმძღვანელობა გფრ-ს “ნატო-ს ქვაკუთხედად” თვლიდა და ბუნდესვერის რიცხოვნების 100 ათასი ადამიანით შემდგომ გაზრდას მოითხოვდა.

გფრ ტანკების ძირითად მწარმოებელი და ევროპაში ნატო-ს ქვეყნებისთვის მათი მიმწოდებელო ხდებოდა.

თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი რეორგანიზაციის გატარებას გეგმავდა ინგლისის მთავრობაც. სერიოზულმა სიძნელეემა ქვეყნის ეკონომიკაში აიძულა დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები მიეღოთ ზომები სამხედრო ხარჯების შეუკავებელი ზრდის რამდენადმე შეკავებისთვის. იგი გეგმავდა თავისი ჯარების კონტინგენტების შემცირებას ან სულაც გამოწვევას აზიიდან და ხმელთაშუა ზღვის აუზიდან. კერძოდ ითვალისწინებდნენ 1979 წელს მალტაში ინგლისური სამხედრო ბაზების ლიკვიდაციას. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობას შემდგომში განზრახული ჰქონდა თავი მოეყარა საკუთარი ძალისხმევისთვის “წილზე” ნატო-ში, თანაც მომავალში განსაკუთრებული ყურადღება ცენტრალური ევროპის, აღმოსავლეთ ატლანტიკისა და ლა-მანშის სრუტის ზონისთვის მიექცია.

იგეგმებოდა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის საერთო რეორგანიზაციის გატარება, მათ შორის გფრ-ში მყოფი ბრიტანული რაინის არმიისა (ბრა). ბრა-ს რიცხოვნების შენარჩუნებით (55 ათასი ადამიანი) ვარაუდობდნენ შენაერთების შემცირების ხარჯზე მისი საბრძოლო შემადგენლობა, არსებული სამის სანაცვლოდ, ოთხ დივიაზიამდე გაეზარდათ. დივიზიებში გეგმავდნენ მართვის ბრიგადული რგოლის ლიკვიდაციას. ასევე იგეგმებოდა ნატო-ს სტრატეგიულ რეზერვში გამოყოფილი მე-3 დივიზიის დაშლა. ამ რეზერვში მისი შემადგენლობიდან ერთი საბრიგადო საბრძოლო ჯგუფიღა რჩებოდა. ითვალისწინებდნენ სჰძ-ის საბრძოლო ქვედანაყოფების გაძლიერებას მათი უფრო სრულყოფილი საავიაციო ტექნიკით გადაიარაღების ხარჯზე. კერძოდ, სჰძ-ში მიაწვდიდნენ მრავალმიზნობრივ ტაქტიკურ გამანადგურებლებს “იაგუარი”, ხოლო მომავალში კი გეგმავდნენ 385 ახალი თვითმფრინავის “პანავია-200” მიწოდებას. სზძ-ში ითვალისწინებდნენ ატომური სატორპედო წყალქვეშა ნავებისა და სხვა ხომალდების მშენებლობას.

1970-იანი წლების მეორე ნახევარში დიდ ბრიტანეთში სპეციალური ფორმირების შექმნა იგეგმებოდა, რომელიც თვითმფრინავებისა და მსუბუქი ხომალდების ან კატარღებისგან იქნებოდა შემდგარი, ხმელთაშუა ზღვაში ინგლისური ნავთობსარეწების რაიონში პატრულირებისთვის. ამ მიზნებით წყალქვეშა ფრთების მქონე მსუბუქი ხომალდების შემუშავებასაც ვარაუდობდნენ.

საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში საყრდენი სტრატეგიული დამნიშნულების თავიანთი საკუთარი სარაკეტო-ბირთვული ძალების შემდგომ სრულყოფაზე კეთდებოდა. გრძელდებოდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მშენებლობა, წარმოებდა ახალი, უფრო მძლავრი სტრატეგიული რაკეტების შემუშავება. სახმელეთო ჯარებში მიეწოდებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მართვადი რაკეტები “პლუტონი”, რომლებიც ფრანგული წარმოების ბირთვული მუხტებით იყო აღჭურვილი, აგრეთვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტერები. სჰძ-თვის ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქმნებოდა.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ იმხანად მიდიოდა ფრანგული სტრატეგიის გადასინჯვის პროცესი, რომელიც ვითომდა მიზნად ისახავდა “ევროპულ ფრონტსა და ხმელთაშუა ზღვის აუზს შორის ძალისხმევის გადანაწილებას”. 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ფრანგულ სარდლობას განზრახული ჰქონდა ხმელთაშუა ზღვაში სზძ ესკადრის გაძლიერება, მოახდენდა რა ატლანტის ოკეანიდან ხომალდების ნაწილის საფრანგეთის სამხრეთში სამხედრო-საზღვაო ბაზა ტულონში პერებაზირებას. ქვეყნის მმართველ წრეებში ვითომდა თვლიდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვა იმხანად საფრანგეთისთვის “მოქმედებათა მთავარ ზონას” წარმოადგენდა.

ნატო-ს ხელმძღვანელობის ინიციატივით იგეგმებოდა იტალიის შეიარაღებული ძალების არსებითი რეორგანიზაცია. ამ ქვეყანას ბერძნულ-თურქული ურთიერთობების მკვეთრად გამწვავების პირობებში ხმელთაშუა ზღვის აუზში ბლოკის პოზიციების განტკიცებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. იგეგმებოდა შენაერთების საბრძოლო მზადყოფნის, საცეცხლე ძლიერებისა და მობილურობის ამაღლება, შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით აღჭურვა.

ნატო-ს სხვა ქვეყნებიც თავიანთი შეიარაღებული ძალების ახალ საბრძოლო ტექნიკით აღჭურვას აგრძელებდნენ.

1975 წელს იგეგმებოდა ევროჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ნატო-ს ათი ევროპული ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის 563 ტანკის, 1157 სხვა მოჯავშნული მანქანის, 1134 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, 238 საბრძოლო თვითმფრინავის, 836 საზენიტო სარაკეტო კომპლექსის (ზრკ), 530 საზენიტო ქვემეხის, 10 საესკადრო ნაღმოსნისა და ა. შ. მიწოდება. გარდა ამისა, იგეგმებოდა მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება არსებული ტანკების, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოდერნიზაციაში, უახლესი შეიარაღებითა და რადიოელექტრონული აპარატურით მათ აღჭურვაში.

1974 წლის შემოდგომაზე შეიქმნა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის სარდლობა ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ცე ომთ). მის შეადგენლობაში შედიოდნენ მე-2 და -4 გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობები (გტას, ОТАК). ახალი სარდლობა ამ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის მართვის ეფექტურობის ამაღლებისთვის შეიქმნა. გაერთიანებული სჰძ-ის სარდლად ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ამერიკელი გენერალი იყო დანიშნული.

ნატო-ში გამოთქვამდნენ ხომალდების ახალი შენაერთის შქმნის წინადადებებს ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობსარეწების დასაცავად, რომლებსაც, ბლოკის ხელმძღვანელობის აზრით, ჩრდილოატლანტიკური კავშირისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდათ.

გამალებული შეიარაღების გაფართოებისთვის გამოყოფილი სახსრების უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით ნატო-ს ხელმძღვანელობა დაჟინებით ცდილობდა ბლოკის ფარგლებში სტანდარტიზაციისა და შეიარაღების უნიფიკაციის ძირეულ გაუმჯობესებისთვის მიეღწია. ამ სფეროში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით ნატო-ში 1970-იანი წლების შუახანებში სწავლობდნენ ბლოკის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთაგან სტანდარტიზაციის სააგენტოს შექმნის შესაძლებლობას. 

მუდმივად მზარდი აქტიურობით მიმდინარეობდა ნატო-ს ჯარებისა და შტაბების საბრძოლო და ოპერატიული მომზადება. დასავლეთ ევროპასა და ატლანტის ოკეანეში 1974-1975 წლებში ბლოკის გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) დიდი რაოდენობით მსხვილი სწავლებები და მანევრები იქნა ჩატარებული, რომელთა მსვლელობისას ამუშავებდნენ ყველა სახეობის ოპერაციებს როგორც ბირთვული, ისე ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებითაც, აგრეთვე აშშ-დან ევროპაში ჯარების სტრატეგიულ გადმოსროლებს. საბჭოთა ავტორების შეფასებით, მთელი ეს მილიტარისტული დემონსტრაციები პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და მათ ანტისოციალისტური მიმართულება (направленность) გააჩნდა.

ახლო და შუა აღმოსავლეთი ნატო-ს სამიზნეში (под прицелом). საბჭოთა ავტორების სიტყვით, დასავლეთში წარმოქმნილ ე. წ. ენერგეტიკულ კრიზისს იმპერიალისტური წრეები ახლო და შუა აღმოსავლეთის ნავთობით მდიდარი ქვეყნების შანტაჟისა და მათზე ზეწოლისთვის იყენებდნენ. ამ რაიონში თავიანთი გავლენის გაძლიერებისა და ნავთობის მოპოვებაზე სრული კონტროლის დამყარებისთვის იმპერიალისტები სხვადასხვანაირ საშუალებებს მიმართავდნენ – მოსყიდვიდან ტერორამდე და ნავთობსარეწების დაპყრობის მიზნით შეჭრის მუქარამდეც კი.

დასავლეთის იმპერიალისტური წრეების მაღალი ინტერესი ამ რაიონისადმი შემთხვევითი არ იყო. როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ნავთობის დაზვერილი მსოფლიო მარაგების 65 %-მდე აქ იმყოფებოდა. ხაზს უსვამდა რა აშშ-ისა და მთლიანად დასავლეთისთვის ამ რაიონის უზარმაზარ მნიშვნელობას, აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სისკომ კონგრესის ქვეკომისიაში განაცხადა: “შეერთებული შტატები სტრატეგიულად და ეკონომიკურად მეტად არის დაინტერესებული სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობით. ამ ნავთობის მოწოდებათა გაგრძელებას ნატო-ში ჩვენი მოკავშირეების ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია...” ახლო აღმოსავლეთის ომმა 1973 წლის ოქტომბერში და წარმოქმნილმა ენერგეტიკულმა კრიზისმა ახლო და შუა აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდებებზე ნატო-ს ქვეყნების დიდი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აგრძელებდნენ რა ისრაელელი აგრესორებისთვის ყოველმხრივი მხარდაჭერის აღმოჩენას, 1974 წელს აშშ-მ და ნატო-ს სხვა ქვეყნებმა ნავთობის მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგ ყველა სფეროში – ეკონომიკურში, პოლიტიკურსა და სამხედროში – ფართო შეტევა დაიწყეს. ამასთან მათი ძირითადი ძალისხმევა ნავთობით ყველაზე უფრო მდიდარ ქვეყნებზე – ირანსა და საუდის არაბეთზე იყო თავმოყრილი. წამოაყენა რა “უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სპარსეთის ყურის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობის” განმტკიცების იდეა, აშშ თავის მთავარ იმედებს ამ მიზნის მიღწევაში უწინარეს ყოვლისა ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ამყარებდა, და მას მოცემულ რეგიონში “უსაფრთხოების სისტემის” მთავარ ელემენტად განიხილავდა. ამ ქვეყნებში უზარმაზარი რაოდენობით აწვდიდნენ შეიარაღებას, ასეულობით გზავნიდნენ სამხედრო მრჩევლებს, ინსტრუქტორებსა და საბრძოლო ტექნიკის მომსახურე სპეციალისტებს, აშენებდნენ ახალ სამხედრო ბაზებს. მხოლოდ 1974/75 ფინანსურ წელში, როგორც ჟურნალი “ფლაითი” იტყობინებოდა, აშშ-ის მიერ ექსპორტირებული შეიარაღების თითქმის ნახევარი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიაწოდეს, მათ შორის: ირანს – 2,4 მლრდ. დოლარის, საუდის არაბეთს – 1,4 მლრდ., ქუვეითს – 366 მლნ. დოლარისა. ამასთან ამ ქვეყნებში უახლეს ტანკებს, თვითმფრინავებსა და სხვა შეიარაღებასაც აწვდიდნენ.

1970-ინი წლების შუახანებისთვის პენტაგონი დიდ ინტერესს იჩენდა სპარსეთის ყურეში თავისი სამხედრო ყოფნის გაფართოების მიმართ, განსაკუთრებით კი ორმუზის სრუტეზე კონტროლის დაწესებისა, რომელსაც ამერიკული პრესა სხვას არაფერს უწოდებდა, თუ არა “ნავთობის საუკუნის ჰიბრალტარს”.

თვით ამერიკელი ოფიცრებიც კი ამ რაიონში დიდი რაოდენობით შეიარაღების დაგროვებას მშვიდობის საქმისთვის საფრთხის შემცველად აღიარებდნენ. როგორც ამერიკული ჟურნალი “ნიუსუიქი” იტყობინებოდა, პენტაგონის ერთერთმა ოფიცერმა განაცხადა: “იარაღის ზრდამ სპარსეთის ყურის რაიონში ისეთ ზომებს მიაღწია, რომ ძალების წონასწორობის დარღვევისა და ომის აფეთქების საფრთხე წარმოიქმნა”. ჟურნალი იტყობინებოდა, რომ აშშ-მ ამ რაიონში სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება გააფართოვა, უწინარეს ყოვლისა (სპარსეთის) ყურის ნაპირებზე განლაგებული სამხედრო ობიექტების შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუ დადგებოდა ისეთი დღე, როდესაც აშშ ჩარევას აუცილებლად ჩათვლიდა. საბჭოთა ავტორები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ, დიახ, ჟურნალს არაფერი არ შეშლია, სწორედ შეიარაღებული გზით ჩარევაზე, სამხედრო ინტერვენციაზე იყოლაპარაკი. სწორედ ამის შესახებ განაცხადეს ოფიციალურად აშშ-ის ხელმძღვანელებმა. და ეს მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟი არ გახლდათ. ბეჭდურ გამოცემებში გაჟონეს ცნობებმა, რომლებიც აშშ-ში ასეთი ინტერვენციისთვის პრაქტიკული მზადების შესახებ მოწმობდა. 1974 წელს სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ზოგიერთ ნაწილში არაერთხელ ტარდებოდა სწავლებები აშშ-ის უდაბნო რაიონებში, რომლებიც ბეჭდური გამოცემების მინიშნებით, კლიმატური პირობებით სპარსეთის ყურის რაიონს ძალზედ ჰგავდა. პენტაგონში ვითომდა “ჩარევის ევენტუალური გეგმები” გამოჩნდა. კოლეჯებში და მეცადინეობებზე ოფიცრებს უდაბნოს პირობებში ოპერაციებისთვის ამზადებდნენ.

ნატო – რეაქციის საყრდენი. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ბლოკი იყო და რჩებოდა რეაქციული და აგრესიული ძალების “წმინდა კავშირად”. თუ საგარეოპოლიტიკურ პლანში ნატო-ს პოლიტიკური კურსის მახვილი მშვიდობისა და სოციალიზმის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის, სოციალისტური სახელმწიფოების წინააღმდეგ ომის მომზადების, სახელმწიფოებს შორის ურიერთობებში დაძაბულობის შენარჩუნების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლისა და კოლონიური და რასისტული რეჟიმების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული, საშინაო პლანში ძირითად ძალისხმევას რეაქციული პროფაშისტური დიქტატურების შენარჩუნებისა და ყველანაირი მხარდაჭერისკენ მიმართავდნენ, აგრეთვე ბლოკის მონაწილე ქვეყნებში პროგრესული ტენდენციებისა და შიდაპოლიტიკური ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლისკენ და ნატო-ს ფარგლებში მილიტარისტული ფსიქოზის შექმნისკენაც.

ყოველივე ამას, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ბლოკის არსებობის მთელი დროის განმავლობაში მისი პრაქტიკული საქმიანობა ადასტურებდა და ნატო-ში შემუშავებული საიდუმლო დოკუმენტები განამტიცებდა, რომელთა შესახებაც მსოფლიო ბეჭდური გამოცემებისთვის გახდა ცნობილი. ფრანგული ყოველკვირეული “ფრანს ნუველი” წერდა, რომ ნატო-ს ფარგლებში დაიდო საიდუმლო შეთანხმება, რომელიც არა მხოლოდ ბლოკის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა ვალდებულებას ითვალისწინებდა სამხედრო ძალის გამოყენებაზე “შიდა კრიზისული სიტუაციების” შემთხვევაში, არამედ აშშ-ის სამხედრო ჩარევის უფლებასაც ამ ქვეყნების საქმეებში ანტიიმპერიალისტური, დემოკრატიული ძალების ჩახშობისთვის. აშშ ჩარევის ასეთი უფლება გათვალისწინებული იყო შეთნხმებით შიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ, რომელიც შემუშავებულ იქნა, როგორც გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერდა, 1950 წელს შიფრით “ოპლან # 100-1” (OPLAN # 100-1).

რეაქციული რეჟიმების დამყარებისთვის, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მხოლოდ “გარეშე” ძალებს კი არ იყენებდნენ, არამედ შიდა რეაქციასაც, და პირველ რიგში კი პროფაშისტურ მხედრიონს (военщина). ასეთი ხასიათი, მაგალითად, გააჩნდა ყბადაღებულ ოპერაციას “პრომეთეოსი” საბერძნეთში, რომელსაც 1967 წელს მიმართეს ქვეყანაში პატრიოტული მოძრაობის ჩახშობისა და სამხედრო ხუნტის მიერ ხელისუფლების მიტაცებისთვის, რომელმაც შემდგომში რეაქციული პროფაშისტური დიქტატურა დაამყარა. საბერძნეთის სამხედრო ხუნტა ნატო-ს ხელმძღვანელობის ბრძანების (предписание) შესაბამისად მოქმედებდა, რომელსაც ამ ქვეყანაში ატლანტიკური ბლოკის პოზიციების დასუსტება აშინებდა. 1974 წელს ნატო-ს ეს ავანტიურა ჩავარდნით დასრულდა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, უკვე მრავალი წლის განმავლობაში იტალიური რეაქცია ნატო-თან მჭიდრო ურთიერთმოქმედებით, ქვეყნის პროგრესული ძალებისა და უწინარეს ყოვლისა კი მათი ავანგარდის, კომპარტიის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდა.

ნატო-ს რეაქციული წრეები ხანგრძლივი დროის მანძილზე უჭერდნენ მხარს პორტუგალიის პროფაშისტურ რეჟიმს, რომელიც აფრიკაში თავის კოლონიებს ძარცვავდა. მჭერმეტყველურ ფაქტს წარმოადგენდა ისიც, თუ როგორ რეაგირებდნენ ნატო-ს ხელმძღვანელი წრეები ფაშიზმის კრახზე პორტუგალიაში და ქვეყანაში გატარებულ გარაქმნებზეც. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს წრეები არ მორცხვობდნენ (не стесняются) პორტუგალიის მთავრობაზე ზეწოლის ფორმების არჩევაში. ყველაფერი აამოქმედეს, რათა ქვეყანა მის მიერ არჩეული გზიდან გადაეგდოთ: უკმაყოფილო ბუზღუნიდან დაშინებამდე, მუქარებამდე, ტერორამდე და პორტუგალიის ნაპირებთან პროვოკაციულ მილიტარისტულ დემონსტრაციებამდეც კი. ამასთან რეაქციის მთავარი დარტყმა პორტუგალიის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ პორტუგალიელი ხალხი აღსავსე იყო გადაწყვეტილებით (полон решимости) დაეცვა რევოლიციის მონაპოვარი და უარყოფდა მუქარებს რეაქციის ატლანტიკური დამცველების მხრიდან.

ნატო-ს გამო კვიპროსის ხალხიც იტანჯებოდა. ბლოკის ხელმძღვანელობას კვიპროსის დამოუკიდებელი განვითარება, მისი მიუმხრობლობის პოლიტიკა არ აწყობდა. ნატო-დან მიღებული მითითებით ბერძნული რეაქცია ხომ ცდილობდა კუნძულზე სამხედრო გადატრიალების მოწყობას? ამის შედეგად იქცა თურქეთის მიერ კვიპროსის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია. ნატო-ს ხელმძღვანელობა კვიპროსში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოყენებას თავისი ძველი ჩანაფიქრების განხორციელებისთვის – კუნძულის გაყოფისა და ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს საყრდენ პუნქტად მისი გადაქცევისთვის ცდილობდა.

ნატო-ს ქვეყნების მიერ ისრაელელი აგრესორების, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და სამხრეთ როდეზიის რასისტული რეჟიმების ყოველმხრივი მხარდაჭერა უწინარეს ყოვლისა არაბული ხალხებისა და აფრიკის ქვეყნების ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო მიმართული, აგრეთვე მათ განვითრებაში პროგრესული ტენდენციების დამკვიდრების წინააღმდეგაც. 

ნატო-ს განმტკიცების ახალი მცდელობები. საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის შესამჩნევად გაძლიერდა წინააღმდეგობები ნატო-ში, რომლებზედაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ბლოკის ხელმძღვანელობაში სურვილის არქონა საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიტიური მოვლენებისთვის ანგარიში გაეწიათ. ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში რთული პოლიტიკური ვითარების შესახებ იმ ხანებში მომხდარი ბევრი მოვლენა მოწმობდა, მათ შორის აშშ-ისა და ნატო-ს პრესტიჟის დაცემა ინდოჩინეთში სამარცხვინო დამარცხების შედეგად, ბერძნულ-თურქული ურთიერთობების შეიარაღებულ კონფლიქტამდე მისული გამწვავების შედეგად. მნიშვნელოვანი იყო საბერძნეთის განცხადება ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობების გართულება, პორტუგალიაში ფაშისტური რეჟიმის კრახი და ამ ქვეყნის განვითარების პროგრესულ გზაზე დადგომა. ყოველივე ეს, უცხოური ბეჭდური გამოცემების აზრით, ხმელთაშუა ზღვის რაიონში ნატო-ს სამხედრო დაჯგუფების მთლიანობას სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებდა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ლუნსმა ბერძნულ-თურქულ ურთიერთობებს ბლოკის სამხრეთ ფლანგზე “მოუშუშებელი წყლული” უწოდა. ხოლო ცნობილი ამერიკელი მიმომხილველი რესტონი კი, ნატო-ში ვითარების დახასიათებისას, გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში” წერდა: “ევროპამ, რომელიც ინფლაციითა და უმუშევრობით იწეწება (раздираемая), თავის ხმელთაშუა ზღვის ფლანგზე პორტუგალიიდან იტალიამდე, საბერძნეთსა და თურქეთამდე სრული ქაოსი გამოავლინა”.

ნატო-ს ხელმძღვანელობა, შიშობდა რა ბლოკის ბედის გამო, მისი განმტკიცებისთვის ყველა ზომას ღებულობდა. ამ ამოცანას ძირითადად მიეძღვნა ნატო-ს საბჭოს მაისის (1975) სესია, რომელიც მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა დონეზე იქნა მოწვეული. სესიის ტრიბუნიდან კვლავ გაიჟღერეს მოწოდებებმა შემდგომი გამალებული შეიარაღებისკენ, “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის გატარებისკენ, ესპანეთისა და სხვა რეაქციული რეჟიმების ჩართვის ხარჯზე მის მონაწილეთა შემადგენლობის გაფართოებისკენ, ნატო-ს “პასუხისმგებლობის” ზონის ახალ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებზე გავრცელებისკენ. და ყოველივე ეს ისტორიული საერთოევროპული ფორუმის – ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის უმაღლეს დონეზე მოწვევის უშულოდ წინა ხანებში (в канун созыва совещания...) ხდებოდა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ეს ის გზა არ იყო, რომელსაც მსოფლიოს ხალხები მოელოდნენ. ისინი არა ნატო-ს ბლოკის განმტკიცებას, არამედ მის დაშლას მოითხოვდნენ. “ცივი ომის” ამ ნაშიერს საკუთარი თავი ამოეწურა და მისი აპოლოგეტების ვერანაირი ჭინთვები წარსულის ამ გადმონაშთს ვერ დაეხმარებოდა. აშშ სენატში უმრავლესობის ლიდერმა მენსფილდმა შეერთებული შტატების პოლიტიკა იმდროინდელ ეტაპზე რეალისტურად შეაფასა: “მოვლენები იწყებენ ჩვენს შევიწროვებას. ჩვენ ძალზედ ბევრი ჯარისკაცი გვყავს და სამხედრო ბაზა გვაქვს საზღვარგარეთ. ცივი ომი დასრულდა. ჩვენ შევაბიჯეთ ახალ ერაში. დედამიწაზე საქმეთა ვითარება იცვლება. ჩვენც უნდა შევიცვალოთ”. ყოველივე ნათქვამი სრულად ეხებოდა ნატო-საც. დიახ, საბჭოთა ავტორების აზრით, დრო იყო შეცვლილიყვნენ, დრო იყო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის მიერ მითითებული გზით ისტორიული განვითარებისთვის ფეხი აეწყოთ. “ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა, – ნათქვამი იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს დოკუმენტში “ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის შედეგების შესახებ”, – მოვითხოვდეთ გამალებული შეიარაღების შემცირებას, ხოლო შემდეგ კი შეწყვეტასაც, წინ მივდიოდეთ საყოველთაო და სრული განიარაღებისკენ მიმავალი გზით; ვამცირებდეთ სამხედრო დაპირისპირებას ევროპის მიწაზე, მიგვყავდეს საქმე დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკებად ევროპის გაყოფის დაძლევისკენ”.

საბჭოთა სახელმწიფოს აქტიურმა მიზანსწრაფულმა პოლიტიკამ, რომელსაც მხარს უჭერენ სოციალისტური ქვეყნები, მთელი პროგრესული კაცობრიობა, ნაყოფიერი შედეგები მოიტანა.

მაგრამ ყველაზე უფრო რეაქციული იმპერიალისტური წრეები, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ახალი მსოფლიო ომის მატერიალურ მომზადებას აგრძელებდნენ საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ. იმპერიალიზმის დამხმარეთა და თანამზრახველთა სამარცხვინო როლში ახლა პეკინელი ლიდერებიც გამოდიოდნენ. 

ყოველივე ეს საბჭოთა მეომრებისგან მუდმივი და მაღალი სიფხიზლის შენარჩუნებას მოითხოვდა. საბჭოთა ავტორების სიტყვით, არმიისა და ფლოტის მეომრებს ახსოვდათ მითითება ფხიზლად ედევნებინათ თვალყური მშვიდობის მტრების ხრიკებისთვის... მათ ღრმად ჰქონდათ შეგნებული თავიანთი წმინდა მოვალეობა და თავიანთი პასუხისმგებლობა სამშობლოს საიმედო დაცვისთვის და მზად არიან სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების სხვა არმიებთან საბრძოლო ურთიერთმოქმედებით რევოლუციური მონაპოვარი იმპერიალისტური აგრესიისგან დაეცვათ.

VIII. ნატო-ს ქვეყნების ჯარების საბრძოლო მომზადების პოლიტიკური ასპექტები 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, კლასობრივი ბრძოლის გამწვავებამ, რომელიც უწყვეტად იყო დაკავშირებული კაპიტალიზმის საერთო კრიზისის შემდგომ გაღრმავებასთან, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში იმპერიალისტურ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებშიც ჰპოვა ასახვა. მრავალრიცხოვანი ფაქტები, რომელთა შესახებაც ხშირად წერდნენ ბურჟუაზიული ბეჭდური გამოცემები, მეტყველებდა კლასობრივი ძალების გამიჯვნის (размеживание) პროცესის ზრდის თაობაზე იმ ქვეყნების არმიებში, რომლებიც ნატო-ს აგრესიულ ბლოკში შედიოდნენ.

მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იმპერიალისტური წრეები არ ურიგდებოდნენ იმას, რომ მათი არმიების პირად შემადგენლობაში დემოკრატიული, პროგრესული ძალების იდეური გავლენა სულ უფრო მეტ გავრცელებას ჰპოვებდა. იმპერიელისტები ეძიებდნენ ახალ გზებს ჯარისკაცებზე თავიანთი ზემოქმედების გაძლიერებისთვის, ამკაცრებდნენ და უფრო სასტიკს ხდიდნენნ (ужесточают) სადისციპლინო პრაქტიკას, მუშტრისა და რეპრესიების სისტემას, სულ უფრო მეტად გაწაფულ მეთოდებს იყენებდნენ სამხედრო მოსამსახურეთა სულიერი გახრწნისთვის. ჯარების საბრძოლო მომზადების პროცესში პირადი შემადგენლობის იდეოლოგიურ დამუშავებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

მრავალი წლის განმავლობაში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადება კაპიტალისტურ ქვეყნებში იდეოლოგიასა და პოლიტიკასთან კავშირში მყოფად არ მიიჩნეოდა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბრძოლის ტაქტიკური ილეთების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებისა და მომსახურების მეთოდების სწავლება საჯარისო მეთაურებისა და ტექნიკური სპეციალისტების სპეციფიური საქმიანობის სფეროდ ჰქონდათ წარმოდგენილი, რომლებიც ჯარისკაცებს ვითომდა პოლიტიკასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე ასწავლიდნენ, ზემდგომი უფროსების ბრძანებებს თავადაც სკურპულოზურად და სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებდნენ და ხელქვეითებისგანაც იგივეს მოითხოვდნენ. მრავალი წლის გაბმავლობაში ამ თეზისის დახმარებით ბურჟუაზიული იდეოლოგები იმპერიალისტური არმიების კლასობრივ არსს ნიღბავდნენ.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების საფუძვლად ითვლებოდა ჯარისკაცების მზადყოფნა ნებისმიერი ბრძანება ფიქრისა და სიტყვის შებრუნების გარეშე შეესრულებინათ. 1970-იანი წლების შუახანებისთვის უკვე დრო შეიცვალა. იმხანად ბრძოლა ჯარისკაცების გონების დაუფლებისთვის (за умы солдат) ორი იდეოლოგიის – სოციალისტურისა და ბურჟუაზიულის – ბრძოლის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად იყო ქცეული. ამიტომ, თუმცა კი ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში კიდევ რჩებოდა ბევრი მეთაური, რომლებიც ბრძანების ძალაზე დაყრდნობას აგრძელებდნენ, მაინც საბრძოლო მომზადების პროცესში პირად შემადგენლობაზე ზემოქმედების მორალურ-პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა. ხდებოდა საბრძოლო მომზადების “აპოლიტიკურობის” შესახებ უწინდელი მსჯელობების შევიწროვება და განდევნა მოსაზრებებით სამსახურისადმი გულმოდგინე დამოკიდებულების აუცილებლობაში ჯარისკაცების იდეოლოგიური დარწმუნების მნიშვნელოვნების (значимость) სასარგებლოდ.

“თანამედროვე რეკრუტი, – წერდა ჟურნალი “იუნაითედ სთეითს ენდ უოლდ რიფორთი”, – ძალზედ ძვირად გვიჯდება, და მისი მიღებაც ძნელია. მაგრამ ყველაზე მთავარი იმაში მდგომარეობს, რომ იგი მხოლოდ მისი პირადი დარწმუნებულობის (убеждённость) პირობების არსებობისას იმსახურებს”. სწორედ ამიტომ მეთაურების წინაშე დგება ამოცანა – “არა მხოლოდ მოითხოვდნენ, როგორც ეს უწინ იყო, სიტყვაშეუბრუნებელ და უპირობო მორჩილებას (не только требовать... беспрекословного и безоговорочного повиновения), არამედ კიდეც არწმუნებდნენ”.

იმავე სულისკვეთებით გამოთქვამდა აშშ სახმელეთო ჯარების ჟურნალი “სოლჯერსიც”. სამხედრო მოსამსახურეთა თავდაპირველი სწავლების ერთერთ უმნიშნელოვანეს ამოცანად ის მიიჩნევდა “მოტივაციას” – ჯარისკაცისთვის იმ მოტივების ახსნას, თუ რატომ უნდა ეუფლებოდეს იგი სამხედრო სპეციალობას. “თანამედროვე პირობებში, – ამტკიცებდა ჟურნალი – ჯარისკაცს უკვე ვეღარ დაარწმუნებ, თუ ეტყვი მას: ‘თუ არ დაეუფლები ამ ილეთს აქ, გაგგზავნით ვიეტნამში, იქ შენ ჭკუაზე მოგიყვანენ...’ – გვიხდება ვეუბნებოდეთ ჯარისკაცს სწავლების ამოცანების, მისი ვალდებულებების, მოვალეობათა შესახებ (о его долге, обязанностях)”.

მთელი ეს ახალი ნოტები ბურჟუაზიული სამხედრო პრესის მსჯელობებში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, აშკარა იყო, ჟურნალისტებისა და მიმომხილველთა კერძო აზრს კი არ წარმოადგენდა, არამედ ისინი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების მხედართუფროსების შეხედულებებს ასახავდა.

მაინც როგორ ნერგავდნენ პრაქტიკულად პოლიტიკას იმპერიალისტური არმიების საბრძოლო მომზადებაში? როგორ პოლიტიკურ მიმართულებას ღებულობდა ამასთან კავშირში ჯარისკაცების სამხედრო სწავლება? დასახელებული საკითხების აშშ არმიის მაგალითზე განხილვა მით უფრო მეტად საინტერესო იყო, რომ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ახალი ომებისთვის განსაკუთრებით დაძაბულად და მიზანმიმართულად სწორედ ამერიკული შეიარაღებული ძალები ემზადებოდა. “ჩვენ შევაბიჯეთ ახალ ომისწინა პერიოდში, – წერდა 1972 წლის სექტემბერში აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) ჟურნალი “მერინ კორ გაზეტ”-ი; – ჩვენი წარმატებების საკითხი მომავალ ომში ჩვენს ახლანდელ ყოველდღიურ საქმიანობაზე, ჩვენს ახლანდელ მომზადებაზეა დამოკიდებული...”.

ამერიკული სამხედრო ბეჭდური გამოცემების შეხედულებათა მიხედვით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის აშშ ჯარების საბრძოლო მომზადების ხასიათს შემდეგი ძირითადი პოლიტიკური თეზისები განსაზღვრავდა: ახალი მსოფლიო ომი ფატალურად გარდაუვალია, და, აქედან ამომდინარე, ამერიკელი ჯარისკაცი მისთვის რაც შეიძლება უკეთ უნდა ემზადებოდეს; ახალ ომში მასობრივი დაზიანების იარღი იქნება გამოყენებული, და ამიტომ ამერიკელ ჯარისკაცი მზად უნდა იყოს ბრძოლის ველზე ყველა სახეობის იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის; მთავარი მოწინააღმდეგე ომში იქნება საბჭოთა კავშირი და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნები, და, აქედან ამომდინარე, და ამიტომ აუცილებელია ჯარისკაცს ჩაუნერგონ სიძულვილი სოციალიზმისადმი, ფანატიკური წინასწარმიუღებლობა (предубеждение) კომუნიზმის იდეებისადმი; რამდენადაც შესაძლებელია “კომუნისტების ხრიკების (козни)” შედეგად ლოკალური ომების წარმოქმნა ამა თუ იმ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ, ТВД) აგრეთვე აგრეთვე სახალხო მღელვარებებისა თავად ნატო-ს ქვეყნებშიც, ამერიკელი ჯარისკაცი ყოველთვის მზად უნდა იყოს ლოკალური ომების წარმოებისა და “უწესრიგობათა” ჩახშობისთვის პლანეტის ნებისმიერ წერტილში.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ყველა ამ თეზისის სიცრუე და რეაქციულობა აშკარა იყო თითოეულისთვის, ვისაც იმპერიალიზმის ექსპლუატატორული და აგრესიული არსის ჭეშმარიტი ბუნება ესმოდა, ესმის სოციალიზმის უპირატესობანი და თანამედროვე ეპოქაში ომების თავიდან აცილების შესაძლებლობა ესმოდა. მაგრამ ასე ადვილი არ არის ამერიკელი ჯარისკაცისთვის ბურჟუაზიული პროპაგანდის სიცრუის ეშმაკურად ჩახლართულ საქმეებში (хитросплетения) გარკვევა, როდესაც განსაზღვრული წრეები დაინტერესებული იყვნენ იმაში, რომ ჯარისკაცი პლიტიკური უმეცრების მდგომარეობაში ჰყოლოდათ, ატყუებდნენ მას და მისთვის უცხო კლასობრივი მიზნებისთვის ბრძოლაში გზავნიდნენ.

შემდეგ საბჭოთა ავტორების იხილავდნენ ზოგიერთ ილეთს, რომლებიც აშშ შეიარაღებული ძალებში საბრძოლო მომზადების მსვლელობისას ჯარისკაცების პოლიტიკური შეხედულებებისა და რწმენის (убеждения) ჩამოყალიბებისთვის გამოიყენებოდა.

აშშ სახმელეთო ჯარების ქვეით დივიზიაში ნაწილებისა და ქვედანაყოფების აუცილებელი ორხრივი წვრთნების დროს “მოწინააღმდეგის” ჯარისკაცებს სპეციალურ ფორმის ტანსაცმელს აცმევდნენ, ახურავდნენ მუზარადებს, რომლებიც თავისი ფორმით ამერიკულსგან მკვეთრად განსხვავდებოდა და შუბლის ნაწილშიც ვარსკვლავი ჰქონდა; “აგრესორის” ქვედანაყოფები კავშირზე გადიოდნენ ინგლისურ ენაზე. ისინი გადასცემენ მუქარებს “თავდაცვაში მყოფთა” მისამართით: “გვიფრთხიოლდით, ამერიკელო იმპერიალისტებო! იცოდეთ – ჩვენ დაუნდობელნი ვიქნებით თქვენთან ბრძოლაში და ბოლოს და ბოლოს თითოეულ თქვენგანს გავანადგურებთ...”.

აშშ სტრატეგიული ავიაციის ერთერთ ავიაბაზაზე მიჩიგანის შტატში საბრძოლო განგაში შემდეგ ფონზე ტარდებოდა: “მოწინააღმდეგემ სარაკეტო-ბურთვული იარაღის გამოყენებით ვერაგული თავდასხმა განახორციელა; ‘მოწინააღმდეგის’ აგენტურა საკომანდო პუნქტში დივერსიის მოწყობას ცდილობს, მოტყუებით ახდენს ავიაქალაქის მოსახლეობის ‘დემონსტრაციის’ ორგანიზებას, რომელთაც მოაქვთ ლოზუნგები მშვიდობისთვის ბრძოლისკენ მოწდებით და ვაშინგტონელ ‘ომის გამჩაღებლებს’ ლანძღავენ; ჯარისკაცთა ქვედანაყოფები ‘დემონსტრანტებს’ შლიან, ‘მტრის აგენტურას’ იჭერენ და ‘მოთავეთა’ იზოლირებას ახდენენ”.

ამერიკული ჟურნალი “ეარმენი” ამ სწავლების გამო იტყობინებოდა, რომ თუმცა კი მთელი პოლიტიკური ინსცენირება სულ 6 სთ-ს გრძელდებოდა, მისთვის მომზადებას ორ თვეზე მეტი დასჭირდა. მასში ჩათრეულ იქნენ ავიაქალაქის მთელი მოსახლეობა, სამხედრო მოსამსახურეთა ცოლები და შვილები. მთელი ამ დროის მანძილზე მჭიდრო კონტაქტში მუშობდნენ მეთაურები, შტაბები, ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები, რადიო, ტელევიზია, სკოლების ადმინისტრაცია. საბრძოლო განგაშის გამოცხადების შემდეგ ქალაქის ყველა სამოქალაქო დაწესებულებამ თავისი ყოველდღიური საქმიანობა შეწყვიტა და საჯარისო ნაწილებთან ერთად “აგრესიის მოგერიების” ამოცანას ამუშავებდა. “არის პირდაპირი მოსაზრება, – ასკვნიდა ჟურნალი, – რომ მსგავსი სწავლებები სისტემატიურად ტარდებოდეს”.

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით 1975 წლის იანვარში ამერიკული საჰაერო-სადესანტო დივიაზია აშშ ზქჯ-ის ნაწილებთან ერთობლივად შეუდგა მსხვილი მანევრების სერიის ჩატარებას, იმასთან მიახლოებულ პირობებში, რომლებშიც ამერიკული ჯარები ახლო აღმოსავლეთში აღმოჩნდებოდნენ. ჯარისკაცებს აუხსნეს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ “მოახდინონ ამერიკული სავარაუდო სამხედრო პოტენციალის დემონსტრირება იმ რაიონში, სადაც ნავთობის მსოფლიოში უმდიდრესი საბადოები იმყოფება”.

და დღითი დღე ასე ხდებოდა. საბჭოთა ავტორების შეფასებით, “კომუნისტური აგრესორის” წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადყოფნა ბურჟუაზიული იდეოლოგებისა და სამხედრო თეორეტიკოსების მცდელობებით ხშირად სამხედრო მოსამსახურის აზროვნების ნორმად იქცეოდა. მისგან უკვე აღარ მოითხოვდნენ ბრძანების “ფიქრის გარეშე” შესრულებას. პირიქით, მას მოუწოდებდნენ ეაზროვნა, მას მოუწოდებდნენ აქტიური საქმიანობისკენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხებული პოლიტიკური დემაგოგიითა და თავად ყოველდღიური საარმიო ცხოვრებით მას უკვე გამოაცლიდნენ კლასობრივი თვითშეგნებას, თუ იგი იწყებდა იმის დაჯერებას, რომ ვითომ მოწოდებულია ემსახურებოდეს “სამართლიან და მართალ საქმეს”, “იცავდეს დემოკრტიას წითელი ტოტალიტარიზმისგან”, “იცავდეს დასავლურ ცივილიზაციას”, გადაარჩენდეს ქვეყნებსა და კონტინენტებს, რომელთაც ვითომდა “კომუნისტური საფრთხე” ემუქრებათ.

აშშ-ისა და ნატო-ს სხვა წამყვანი ქვეყნების შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების პოლიტიკური მიმართულების (направленность) გაძლიერება სამხედრო სამსახურის ჭეშმარიტად ყველა მხარესა და ასპექტს ეხებოდა. საბჭოა ავტორების სიტყვით, ნაწილებში და ხომალდებზე განსაკუთრებული ყურადღება ისეთი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას ეთმობოდა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს შეუქმნიდა ილუზიას, ვითომდა ბურჟუაზიული სოციალური სისტემა “საუკეთესოა მსოფლიოში”, ხოლო კაპიტალიზმის ძირეული მანკიერებანი კი – სიღატაკე, უმუშევრობა, მასების უუფლებობა, რასობრივი და ეროვნული დისკრიმინაცია და ა. შ. – “გარდამავლი კერძო ნაკლოვანებებია”.

აშკარად ამავე მიზნებს ემსახურებოდა თავდაცვის მინისტრის, მისი მოადგილეების, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარსარდლების ხელმოწერით 1973 წლის ივნისში გამოქვეყნებული ე. წ. “ადამიანურ ფასეულობათა კრედო” – დოკუმენტი, რომელშიც იტყობინებოდნენ პენტაგონის განზრახვის შესახებ მომავალში “პატივს სცემდნენ სამხედრო მოსამსახურის პიროვნებას, ზრუნავდნენ მის საჭიროებებზე, მის უნარებსა და ტალანტებს ავითარებდნენ”. შესაბამისად, ხომალდებზე და ნაწილებში დაარსებულ იქნა “ზოგადსაგანმანათლებლო ცენტრები” – სპეციალური ოთახები ან კაიუტები სამხედრო მოსამსახურეთა თვითმომზადებისთვის, ასევე ორგანიზებულ იქნა მეცადინეობების სისტემაც მცირედ განათლებულ და გაუნათლებელ პირად შემადგენლობასთან.

საბრძოლო მომზადების ზოგიერთი ღონისძიება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის “ატლანტიზმის” სულისკვეთებით აღზრდის ამოცანასთან. საბჭოთა ავტორების აზრით, ისინი მოწოდებული იყო პარტნიორებს შორის არსებულ მწვავე სახელმწიფოებრივი წინააღმდეგობანი მიჩქმალათ (затушевать), ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) შეიარაღებულ ძალებში (გშძ, ОВС) არსებული მტკიცე საჯარისო ამხანაგობის ილუზია შეექმნათ და იმავე დროს ბლოკის ცალკეული ქვეყნების ეროვნულ შენაერთებსა და გაერთიანებებში ზოგადნატოური ტაქტიკური და ოპერატიული ნორმატივების უკეთესად დამუშავებისთვის ხელი შეეწყოთ. ამ მიზნებით ბლოკის ხელმძღვანელობა ყველაზე უფრო ხშირად ახდენდა საჯარისო ნაწილებში ურთიერთ სტუმრობის, ერთობლივი მანევრების, სწავლებებისა და საშტაბო წვრთნების, სამხედრო დელეგაციების, ავიაესკადრილიების, კავშირგაბმულობისა და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების გაცვლის, ხომალდების ვიზიტების, ნატო-ს გშძ-ის ჯართა გვარეობებსა და სამსახურებს შორის პირველობაზე საბრძოლო ნორმატივების შესრულებაში შეჯიბრებათა ორგანიზებას.

სხვა შემთხვევებში პოლიტიკური ასპექტის გაძლიერება სარდლობას აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ საბრძოლო მომზადებისთვის უფრო მეტი მიზანსწრაფულობა და კონკრეტულობა მიეცა. სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებდნენ არა ზოგადად “დასავლური ცივილიზაციის დასაცავად”, არამედ შეურიგებელი ბრძოლისთვის სავსებით განსაზღვრული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომელსაც სავსებით კონკრეტული საბრძოლო ტექნიკა და იარაღი გააჩნდაა. ამ მიმართებით საჩვენებელი იყო წერილი “როგორ უნდა ვაზიანებდეთ საბჭოთა ჯავშანსატანკო ტექნიკას: მზერა მომავალში”, რომელიც ჟურნალ “მერინ ქორ გაზეტ”-ის 1975 წლის აპრილის ნომერში იყო გამოქვეყნებული. წერილი ასწავლიდა ჯარისკაცებს საბჭოთა ტანკების, ჯავშატრანსპორტერებისა და ჯავშანსატანკო ტექნიკის სხვა ნიმუშების მოწყვლადი ადგილები ეძიათ და უნარიანად გამოეყენებიათ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ასევე პროვოკაციული სულისკვეთებით გამოდიოდა ჟურნალი “ინტერნეშენლ დეფენს რევიუ”. ფორმალურად ის შენიღბული იყო როგორც კერძო გამოცემა, ხოლო ფაქტიურად კი ნატო-ს ინტერესებს ემსახურება, მთლიანობაში ბლოკის გშძ-ის ოპერატიული და ტაქტიკური მომზადების გაუმჯობესებას უწყობდა ხელს. ჟურნალის მიზანი, როგორც მის ერთერთ ნომერში იყო აღნიშნული, იმაში შედგებოდა, რომ “წერილების სერიის გამოქვეყნების გზით დეტალებში გადმოეცათ მუქარა ევროპისთვის, რომელიც ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებისგან მოდიოდა, განეხილათ ზომები ამ მუქარის მოგერიებისთვის”.

ამასთან დაკავშირებით ნათელი ხდებოდა ის ინტერესი, რომელსაც პენტაგონი 1970-იანი წლების პირველ ნახევარში სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის საკითხებში, აგრეთვე ჯარების საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების მეთოდებისა და დისციპლინის საკითხებშიც საბჭოთა ავტორების ნაშრომებისადმი იჩენდა. ამერიკული პრესის შეტყობინებებით, მხოლოდ აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბმა შესწავლისთვის საბჭოთა სამხედრო ავტორების რამდენიმე ასეული წერილი და ნაშრომი გადაარჩია. ბევრი მათგანი 1975 წლის მიწურულისთის უკვე ინგლისურ ენაზე იყო თარგმნილი და ჟურნალებში გამოქვეყნებული, ასევე ცალკეული კრებულების სახითაც გამოცემული და მათ შესწავლაზე რეკომენდაციებს აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების ჯარების მეთაურებსა და უფროსებს აძლევდნენ.

ამრიგად, კაპიტალისტურ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების პოლიტიკური მიმართულების (направленность) გაძლიერება თავისებური პროცესი გახლდათ, რომელიც ბევრ იდეოლოგურ და პოლიტიკურ პრობლემას ეხებოდა. ის სხვადასხვა ღონისძიებების კომპლექსს განასახიერებდა, რომელთა შინაარსიც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, დროის სულისკვეთებასთან გამაოგნებელ დაპირისპირებაში იმყოფებოდა. წამყვან კაპიტალისტურ სახელმწიფოთა რეაქციული იმპერიალისტური წრეები და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ცდილობდნენ საბჭოთა კავშირისა სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების ინიციატივით დაწყებული დაძაბულობის განმუხტვის პროცესი ჩაეშალათ, ახდენენ კონტრზომების ორგანიზებას, რათა თავიანთი ჯარების პირად შემადგენლობაში პროგრესული შეხედულებების გავრცელებას წინ აღდგომოდნენ.

საბრძოლო მომზადების იდეოლოგიური ასპექტების გაძლიერებას კაპიტალისტურ არმიებში 1970-იანი წლების შუახანებში განიხილავდნენ როგორც სამხედრო მოსამსახურეთა მორალური სულისკვეთების ამაღლების პრობლემის გადაწყვეტის უმნიშვნელოვანეს ელემენტს. ამ პლანში გატარებლი ღონისძიებების ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტური მიმართულება, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იმის შესახებ მოწმობდა, რომ ნატო-ს გარშემო დაჯგუფებული აგრესიული ძალები კვლვ ექაჩებოდნენ მსოფლიოს “ცივი ომის” სანგრებში. ამ ავტორების დასკვნით, მათ განზრახული ჰქონდათ თავიანთი შეიარაღებული ძალები თანამედროვეობის ძირითადი რევოლუციური ძალების – სოციალიზმის, მუშათა საერთაშორისო მოძრაობისა და ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის – წინააღმდეგ შემდგომშიც გამოეყენებინათ.

IX. ევროპული უსაფრთხოების მოწინააღმდეგეთა მანევრები 

საბჭოთა ავტორების შეფასებით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის სხვადასხვა სოციალური წყობილების მქონე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში სერიოზული ძვრები (сдвиги) მოხდა, რომლებმაც ევროპასა და მთელ მსოფლიოში სერთო პოლიტიკური ვითარება გააჯანსაღა. ისინი, უწინარეს ყოვლისა შესაძლებელი შეიქნა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების თანამიმდევრული ბრძოლის შედეგად მთელ დედამიწაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ემყარებოდა რა განსხვავებული საზოგადოებრივი წყობილების მქონე სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის პლატფორმას, საბჭოთა კავშირისდ კომუნისტურმა პარტიამ (სკკპ) ცხოვრებაში შეასხა ხორცი ამ პარტიის XXIV ყრილობაზე წამოყენებული ისტორიული მშვიდობის პროგრამის ძირითად დებულებებს. 1970-იანი წლების შუახანებში კი დაძაბულობის განმუხტვა საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვან ტენდენციად იქცა.

სკკპ XXIV ყრილობამ განსაზღვრა პარტიის ახალი ამოცანები საერთაშორისო არენაზე, რომლებიც, როგორც ცკ-ის გენერალურმა მდივანმა ლ. ი. ბრეჟნევმა თავის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნა, მშვიდობის პროგრამის ორგანულ გაგრძელებასა და განვითარებას წარმოადგენდა. ეს ამოცანები იყო – შემდგომი ბრძოლის პროგრამა მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ხალხების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

განმუხტვამ 1970-იანი წლების შუახანებში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ღრმა ფესვები გაიდგა ევროპის კონტინენტზე. მშვიდობამ უფრო მეტი საფუძველი მიიღო. ევროპის სახელმწიფოთა შორის ფართოვდებოდა თანამშომლობა, რომელიც ურთიერთ საეგებლიანობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არსებული საზღვრების აღიარების, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ძალით მუქარაზე უარის თქმის პრინციპებზე იყო დაფუძნებული.

გზა, რომელმაც ეს ურთიერთობები ასეთი მდგომარეობის მიღწევამდე მიიყვანა, მსუბუქი არ ყოფილა. “ცივი ომიდან” განმუხტვისკენ შემობრუნება, საბჭოთა ავტორების სიტყვით, შესაძლებელი შეიქნა უწინარეს ყოვლისა მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის სოციალისზმის სასარგებლოდ ძირეული შეცვლის წყალობით. 70-იანი წლების შუახანებში უკვე რეალისტურად მოაზროვნე ბურჟუაზიულ მოღვაწეებსაც არ შეეძლოთ ძალთა ახალ განლაგებისთვის ანგარიში არ გაეწიათ. ისინი საკუთარ თავს ანგრიშს აბარებდნენ იმაში, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა იმ ხანებში მსოფლიო ბირთვული ომის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენდა.

მოსკოვში, ვარშავაში, ბერლინსა და პრაღაში გფრ-თან ხელმოწერილმა დოკუმენტებმა, დასავლეთ ბერლინის საკითხზე ოთხმხრივმა შეთანხმებამ და მასთან დაკავშირებულმა საერთაშორისო დოკუმენტებმა, აშშ-თან, ასევე საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და სხვა დასავლეთევროპულ სახელმწიფოებთან საბჭოთა კავშირის ურთიერთობების განვითარებაში მიღწეულმა წარმატებებმა მტკიცე მშვიდობას ევროპაში მნიშვნელოვანი საფუძვლები დაუდო.

ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ეს სისტემა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, საერთაშორისო-სამართლებრივ ბაზას შეადგენდა იმ პრობლემების დარეგულირებისთვის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შედეგად და ომისშემდგომი განვითარების პერიოდში წარმოიქმნა.

ევროპისა და სხვა კონტინენტების ხალხთა ძირეული ინტერესები დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ ევროპული უსაფრთხოების პრობლემას შეუსუსტებელი ყურადღება დათმობოდა. ევროპაში მტკიცე მშვიდობისა და ურთიერთ ხელსაყრელი თანამშრომლობის უზრუნველყოფა მსოფლიოს სხვა რაიონებშიც პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღებაზე უეჭველად უზარმაზარ გავლენას იქონიებდა.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირი საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის მნიშვნელოვან გამოვლინებად იქცა, რომელმაც მტკიცე მშვიდობისთვის ხალხთა ბრძოლის ახალ ეტაპს დაუდო დასაბამი. თათბირის შედეგებმა, მისმა დასკვნითმა აქტმა, რომელსაც ჰელსინკში მოეწერა ხელი, სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნის ლ. ი. ბრეჟნევის მიერ წამოყენებულმა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის მატერიალიზაციის, თათბირის მიერ მოწონებული სახელმწიფოთაშირისი ურთიერთობების პრინციპების განხორციელებისთვის ბრძოლის რეალისტურმა პროგრამამ, იმისთვის, რათა პოლიტიკური განმუხტვა სამხედრო განმუხტვითაც შეევსოთ, კიდევ ერთხელ დაადატურეს ის ობიექტური რეალობა, რომ დაძაბულობის განმუხტვის პროცესი თანამედრობეობის წამყვან ტენდენციად იყო ქცეული.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამასთან ერთად მსოფლიოში ჯერ კიდევ იყვნენ გავლენიანი ძალები, რომლებიც განმუხტვას ეწინააღმდეგებოდნენ. აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიული ბლოკის სხვა ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების წარმომადგენლებს, ბურჟუაზიულ პოლიტიკასა და იდეოლოგიაში “ცივი ომის” დოგმების მომხრეებს, იმპერიალისტური სახელმწიფოების რეაქციულ მხედრიონს (военщина), ფაშისტურ, ნეოფაშისტურ და ავტორიტარულ ლიდერებს არ სურდათ თანამედროივე მსოფლიოს რეალობებისთვის ანგარიში გაეწიათა და საერთაშორისო ვითარებაში პოზიტიურ ძვრებს მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდნენ.

სწორედ ამ წრეების წინააღმდეგობის გამო ნარჩუნდებოდა ომის საფრთხის კერები მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში, გრძელდებოდა გამალებული შეიარაღება, რომელზედაც სულ უფრო და უფრო მეტი სახსრები იხარჯებოდა.

საომარი მზადებების გაძლიერებაში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, განსაკუთრებით ნატო-ს წევრ სახელმწიფოთა მილიტარისტური წრეები გულმოდგინეობდნენ. მათმა ჯამურმა სამხედრო ხარჯებმა 1970 წელს 104,4 მლრდ. დოლარი შეადგინა, 1971-ში – თითქმის 105 მლრდ., 1972-ში – 113,3 მლრდ., 1973-ში – 121 მლრდ.-ზე მეტი, 1974-ში – 131,6 მლრდ., 1975-ში – 149 მლრდ. დოლარი. 1976 წელს ისინი კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით უნდა გაზრდილიყო. ამის შესახებ მოწმობდა სამხედრო ასიგნებათა დაგეგმილი მნიშვნელოვანი ზრდა ბლოკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც იყვნენ აშშ, გფრ, დიდი ბრიტანეთი, იტალია. იზრდებოდა ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და სტანდარტიზაციაში, აგრეთვე იზრდებოდა მათი წარმოებაც.

საერთაშორისო განმუხტვის მტრები 1970-იანი წლების შეახანებში თავიანთ ძალისხმევას იმაზე უყრიდნენ თავს, რათა ჰელსინკში მიღებულ გადაწყვეტილებათა ცხოვრებაში წარმატებით გატარება დაებლოკათ, არ დაეშვათ, რათა პოლიტიკური განმუხტვა გამალებული შეიარაღების შეწყვეტასა და განიარაღებაში კონკრტეტული ზომებით შევსებულიყო. ამ მიზნით ისინი ყველაზე უფრო უღირს მანევრებსა და ხრიკებს მიმართავდნენ, განსხვავებული სოციალური წყობილების მქონე სახელმწიფოებს შორის მტრობისა და უნდობლობის ატმოსფეროს გალვანიზაციისკენ მიისწრაფვოდნენ. 

ყურადღებას იქცევდა ის ფაქტიც, რომ არც ერთმა წამყვანმა ბურჟუაზიულმა გაზეთმა დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ჰელსინკში ხელმოწერილი დასკვნითი აქტის სრული ტექსტი არ დაბეჭდა. ამ გარემოებას, საბჭოთა ავტორების შეფასებით, რეაქციისა და აგრესიის ძალები იყენებდნენ ხელმოწერილი დოკუმენტების თვითნებურად განმარტებისა და დამახინჯებისთვის, საბჭოთა კავშირისთვის იმაში ბრალის დადებისთვის, რომ ის ვითომდა “არ მიჰყვება ჰელსინკის სულისკვეთებას”, “არღვევს მიღწეულ შეთანხმებებს”. ასეთნაირად ქვეშიდან აზადებდნენ ნიადაგს დასავლური დერჟავების მხრიდან მათ მიერ, და უწინარეს ყოვლისა კი ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი ქვეყნების მიერ, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევების გამართლებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა იმას, რომ ბურჟუაზიული ქვეყნების ხალხთა მასებსა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში განმუხტვის მიმართ ეჭვები დაეთესათ, ამტკიცებდნენ, რომ ის ვითომდა საკუთარ თავში მალავდა “დაფარულ საფრთხეს”, რომ ის “ცივ ომზე უარესი” იყო. ლონდონური გაზეთი “გარდიანი” ცდილობდა დაემტკიცებინა, მაგალითად, ვითომდა სიტყვა “განმუხტვა” სწრაფად გადაიქცევა (становится) “ერთერთ ყველაზე უფრო საზიზღარ (презираемое) სიტყვად საერთაშორისო ლექსიკონში”. ნატო-ური ბეჭდური გამოცემები აჭრელებული იყო განცხადებებით იმის თაობაზე, რომ განმუხტვა “ხელსაყრელია მხოლოდ რუსეთისთვის”, რომ ის ვითომდა “ღრუბლებით ბურავს დასავლეთის მომავალს”, წარმოადგენს “მიუნხენს მეასე ხარისხში”, მოწმობს იმის თაობაზე, რომ “დასავლეთი დაწვა (спасовал) საბჭოთა ექსპანსიის წინაშე”, რომ განმუხტვა – ეს არის საბჭოთა კავშირის “ეშმაკეული იარაღი”, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რათა “დასავლეთი დაიპყროს” და ა. შ. 

განმუხტვის მოწინააღმდეგეთა საქმიანობისთვის დამახასიათებელი იყო მცდელობები, რომ ჰელსინკში ხელმოწერილი დასკვნითი აქტის ერთი დებულებები სხვებისთვის დაეპირისპირებინათ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების შემუშავებული პრინციპებისთვის მეორეხარისხოვანი ადგილი გამოეყოთ და ყურადღების აქცენტირება ე. წ. “მესამე კალათაზე”, ე. ი. კულტურისა და ინფორმაციის სფეროში გაცვლის საკითხებზე გადაეტანათ. ცნობილი იყო, რომ სწორდ ეს საკითხები აირჩიეს თავის დროზე ევროპაში განმუხტვის მოწინააღმდეგეებმა, რათა საერთოევროპული თათბირის მუშაობა დაემუხრუჭებინათ და იმპერიალისტური პროპაგანდის ინტერესებში სოციალიზმის ქვეყნების წინააღმდეგ იდეოლოგიური დივერსიებისთვის არხები შეექმნათ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ინფორმაციის გაცვლა კი არ აინტერესებდათ განმუხტვის მოწინააღმდეგეებს, არამედ “ფსიქოლოგიური ომის” შემდგომი გაშლა სოციალიზმის ქვეყნების წინააღმდეგ და კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება. ერთერთი აქტიური ანტისოვეტჩიკთაგანი ბჟეზინსკი გამოქთვამდა იმედს, რომ “დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ინტენსიური მშვიდობიანი გაცვლის ფართოდ გაშლილი პროცესი, გადალახავდა რა წმინდა ეკონომიკურ ფარგლებს, თითქმის შეუმჩნევლად დაიწყებდა კომუნიზმის თეორიული შენობისგან ნაწილების ჩამოტეხვას, ხელს შეუწყობდა “სოციალიზმის ეროზიას”.

წიგნში “კომუნიზმისა და კაპიტალიზმის კონვერგენცია” ამერიკელი სოვეტოლოგები კოლერი, გურე და ჰარვი ანვითარებენ აზრს იმის შესახებ, რომ ვითომდა მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპები არ უნდა შემოზღუდულიყო მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სფეროთი, მშვიდობის შენარჩუნებისა და ომის მუქარის მოხსნის საკითხებით, არამედ მათი გავრცელება საჭირო იყო იდეოლოგიის სფეროზეც, ორი სისტემის სოციალურ საყრდენებსა (устои) და კლასობრივად საპირისპირო ინტერესებზეც. ამასთან ლაპარაკი ჰქონდათ ისეთი იდეოლოგიური კონვერგენციის შესახებ, რომლის პროცესშიც კაპიტალიზმი უცვლელად დარჩებოდა, ხოლო სოციალიზმი კი მასთან შერწყმის მიმართულებით განვითარდებოდა, წავიდოდა რა პრინციპულ დათმობებზე, შეიცვლიდა რა თავის კლასობრივ ბუნებას.

ბურჟუაზიული იდეოლოგები სოციალისტურ ქვეყნებში სოციალიზმისთვის უცხო შეხედულებების დაუბრკოლებლად გავრცელებას მოითხოვდნენ, მათ თავიანთი თავიანთი რწმენის (убеждения) დაცვის უფლებაზე “უარს ეუბნებოდნენ”, ბურჟუაზიულ იდეოლოგიასთან მიმართებით მათ შეურიგებლობასა და პრინციპულობას როგორც “ტოტალიტარიზმის გავლენასა” და “ჰელსინკის სულისკვეთების დარღვევას”, ისე გამოხატავდნენ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, არ წყდებოდა ევროპაში ვითარების ნორმალიზაციის მოწინააღმდეგეთა მცდელობები “საბჭოთა სამხედრო მუქარის” შესახებ მითის მოდერნიზაცია მოეხდინათ. ჰელსინკში თათბირის დამთავრების შემდეგ მაშინვე ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ხელმძღვანელობამ უპრეცედენტო ზოგადნატოური და ეროვნული სწავლებებისა და მანევრების სერია ჩაატარა, რომელთა ძირითად თემად “საბჭოთა აგრესიის” მოგერიებისთვის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და ჯართა გვარეობების მოქმედებათა დამუშავება იქცა. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე ტარდებოდა სწავლებები და მანევრები “გროსსე როკადე”, “სერთენ თრექი”, “ქოულდ ფაიერი”, ხმელთაშუა ზღვის რაიონში – “დიფ ექსპრეს-75” და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე – “ინსაიდ რაითი”, ნორვეგიის ნაპირებთან – “ოუშნ საფარი-75”, მანევრები ტარდებოდა ასევე ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში, თურქეთში. მათ თან ახლდა “საცდელი საჰაერო განგაშების” გამოცხადება, ბოროტგანზრახული (злостная) ანტისაბჭოთა პროპაგანდა, რომელიც “ცივი ომის” პერიოდის ყველაზე უფრო უარეს ნიმუშებზე იყო დადგმული.

ამ სამხედრო (საომარი) დემონსტრაციების დროში დამთხვევა შემთხვევითი არ გახლდათ. ყველა ისინი ურთიერთშორის უშუალოდ იყო დაკავშირებული, ნატო-ს შტაბების მიერ გამომუშავებული საერთო გეგმის “ოთემ ფორჯ-75” მიხედვით ტარდებოდა და მიზნად სამხედრო განმუხტვაზე დამყარებული იმ იმედებისადმი დაპირისპირებას ისახავდა, რომლებიც ხალხებს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებში თათბირის შემდეგ გაუჩნდათ. ამის შესახებ პირდაპირ იყო ნათქვამი ამერიკულ გაზეთში “ინტერნეშენლ ჰერალდ ტრიბუნი”, რომელსაც პარიზში გამოსცემდნენ: “1975 წლის შემოდგომაზე ინტეგრირებული სამხედრო მანევრების ჩატარება განიხილება, როგორც სამოკავშირეო სამხედრო ძლიერების დემონსტრაცია იმ ანგარიშით, რომ მოსკოვზე მოახდინონ შთაბეჭდილება. ისინი ჩაფიქრებულია როგორც აუცილებელი პასუხი ყველასთვის, ვინც განმუხტვის გამოა გულაჩუყებული”.

სამხედრო სწავლებებთან ერთობლივად ნატო-ს მონაწილე ქვეყნებში გაიშალა დისკუსია ბლოკის ახალი სამხედრო-სტრატეგიული კონცეფციების შესახებ, რომლებიც უწინარეს ყოვლისა ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხს შეეხებოდა. ამერიკულმა პროპაგანდამ ლაპარაკი დაიწყო საბჭოთა კავშირის “შესაძლო სარაკეტო თავდასხმისგან” აშშ მოსახლეობაში “დანაკარგების” გამო და იმ ზომების შესახებ, რომლებიც უნდა მიეღოთ, რათა “ეს დანაკარგები შემცირებულ იქნას”. ამასთან აქცენტი კეთდებოდა აშშ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შლესინჯერის კონცეფციის პროპაგანდაზე “შეზღუდული ბირთვული ომის” წარმოების შესაძლებლობისა და “მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ზუსტი ბირთვული დარტყმების მიყენების” შესაძლებლობის შესახებ. გფრ თავდაცვის მინისტრი ლებერი გამოვიდა დასავლეთისადმი მოწოდებით “აღსავსენი იყვნენ გაბედულებით (решимость), რომ ბირთვული იარაღი პირველებმა გამოიყენონ”. 

გახშირდა ნატო-ს მონაწილე ქვეყნების რეაქციულ სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეთა გამოსვლები, რომლებშიც ისინი საზოგადოების იმაში დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ განმუხტვა, ვითომდა, “სახიფათო საქმეა”, რადგანაც “საბჭოთა სამხედრო მუქარა არა თუ არ შემცირდა, არამედ კიდეც გაძლიერდა”. მათ ცილისმწამებლურ ანტისაბჭოთა გამონაგონებს მაღლა იტაცებდა და ავრცელებდა ნატო-ური პროპაგანდა, რომელიც ცდილობდა ეჩვენებინა, რომ საბჭოთა კავშირი თავის “აგრესიულ მისწრაფებებში” ახლა “გლობალურობაზე” გადავიდა და თითქმის უკვე მთელ მსოფლიოს ემუქრებოდა. 

საბჭოთა ავტორების სიტყვით, მსგავსი გამონაგონების ავტორებს არც ერთი სარწმუნო ფაქტი არ გააჩნდათ, ამ საშინელი (чудовищная) ტყუილის დამტკიცება მათ არაფრით არ შეეძლოთ. ამიტომ საზოგადოებასა და სამხედრო მოსამსახურეებს სსრკ პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეების გამოსვლების ფალსიფიცირებულ განმარტებებს, საბჭოთა პრესის მასალების პრეპარირებულ გადმოცემასა და საკუთარ დასკვნებს (умозаключения) ახვევდნენ თავზე, რომლებიც ჭეშმარიტებას თავდაყირა აყენებდა. იყო, მაგალითად, ერთერთი ასეთი გამონათქვამი, რომელიც ამერიკული ფლოტის გაზეთმა “ნეივი ტაიმსმა” გააკეთა: “ყველა თანამედროვე ნიშანი იმის შესახებ მეტყველებს, რომ რუსეთი მსოფლიო ბატონობის დამყარებისვის ემზადება ომის ან ომით მუქარის დახმარებით, ბირთვული შანტაჟის ჩათვლით”. მსგავსი ხმამაღალი მტკიცებების მიზანი, საბჭოთა ავტორების შეფასებით, კომენტარს არ საჭიროებდა.

საბჭოთა ავტორებს სხვა მაგალითებიც მოჰყავდათ. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ინგლისელმა ადმირალმა ჰილ-ნორტონმა განაცხადა, რომ “საბჭოთა სამხედრო მუქარის” არსებობის ძალით “განმუხტვა მოდურ, მაგრამ სახიფათო სიტყვას წარმოადგენს”. ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ, ОВС) უმაღლესი მთავარსარდალი ამერიკელი გენერალი ჰეიგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ “საბჭოთა სამხედრო აგრესიის” მუქარა დღესდღეობით იმდენად დიდია, რომ დასავლეთის “გადარჩენა”, ვითომდა, მხოლოდ “ატლანტიკურ სოლიდარობასა” და საომარ მზადებათა გაძლიერებას შეუძლია.

სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სამსახურში მყოფი ბურჟუაზიული პროპაგანდისტები საბჭოთა სამხედრო მუქარის საფრთხობელას კვლავ გამოყენებისკენ ისწრაფვოდნენ გამალებული შეიარაღებისDგაბერვისა და სამხედრო წარმოების ტემპების გაზრდისთვის. უხდიდნენ რა ხარკს ანტისაბჭოთა გამონაგონებს, ისინი შეიარაღებისკენ, ნატო-ს და იმპერიალისტური დერჟავების სხვა სამხედრო ბლოკების განმტკიცებისკენ, ახალი აგრესიული კავშირების შექმნისკენ მოუწოდებდნენ. განმუხტვის მოწინააღმდეგენი თავზე ატყდებოდნენ (обрушаются) ყველას, ვინც სამხედრო ასიგნებებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების მომხრედ გამოდიოდა. 

ინგლისური სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) ჟურნალი “როიალ ეარ ფორს კუარტერლი” სამხედრო მოსამსახურეებს ჩააგონებდა, რომ თუ კაპიტალისტური ქვეყნები ახლა თავიანთ სამხედრო პოტენციალს შეასუსტებენ, ეს “საშუალებას მისცემს რუსებს შექმნან გადამწყვეტი უპირატესობა ძალაში და... ერთი გასროლის გარეშეც დაიპყრონ დასავლეთი”. “საფრთხე იმაში შედგება, – წერდა ჟურნალი, – რომ განმუხტვის კლიმატის პირობებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ თანამშრომლობა საბჭოთა კავშირთან უფრო მეტად სასურველია, ვიდრე ხარჯები სამხედრო ძლიერებისთვის, და ამით დავასუსტოთ პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ფარგლებში, ჩვენი უნარი საბჭოთა ზეწოლის მოგერიებისთვის”.

აშკარად ამერიკული სამხედრო მრეწველობის მაგნატების კარნახით ჟურნალი “ნეივი ინტერნეშენლი” მოუწოდებდა მთელ კაპიტალისტურ სამყაროს აშშ-ის ეგიდით სსრკ-ის წინააღმდეგ გაერთიანებულიყო. “მცირე ერების დღეებმა, – ამტკიცებს იგი, – უკვე ჩაიარა. ახლა სუვერენიტეტის შესახებ კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, რათა ცოცხლები გადავრჩეთ (выжить). გაერთიანებული ევროპა ყველაზე უფრო ძლიერი სახელმწიფო შეიქნება მსოფლიოში ყველა მიმართებით”. “გავაძლიეროთ განმუხტვა სამხედრო ძალით”, “ავამაღლოთ სამხედრო ხარჯებს ეფექტურობა”, “ნატო-ს განმტკიცება მივიჩნიოთ უპირველეს ამოცანად” – აი რისკენ მოუწოდებდა 1970-იანი წლების შუახანებში ჩრდილოატლანტიკური კავშირის მონაწილე ქვეყნების სამხედრო ბიზნესისა და სამხედრო სარდლობის ბევრი წარმომადგენელი.

1975 წლის სექტემბერში აშშ-ში გამოვიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ, CIA, ЦРУ) ყოფილი თანამშრომლის, იმხანად კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის რეი კლეინის წიგნი “მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის შეფასება. სტრატეგიული დრეიფის ანალიზი”. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ავტორი სთავაზობდა შეექმნათ იმპერიალისტურ სახელმწიფოთა გლობალური სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ანტისაბჭოთა საფუძველზე. ეს, წერდა იგი, უნდა იყოს აშშ-ის “ოკეანეთშორისი კავშირი მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რომელთაც მთელ მსოფლიოში საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები გააჩნიათ. ამ კავშირის ბირთვი (костяк) ევროპის უმსხვილესმა ქვეყნებმა, ისრაელმა, ტაივანმა, იაპონიამ და ავსტრალიამ უნდა შეადგინონ”. ამრიგად, რამდენიმე სხვადასხვა ჯურის (разношерстный) ბლოკის შესაცვლელად, რომლებიც ომისშემდგომ პერიოდში შეაკოწიწეს, ახლა ერთიანი ზებლოკის შექმნას ვარაუდობედნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით. ეს იდეა, რომელიც აშკარად მსოფლიო განვითარების იმდროინდელი ტენდენციების საწინააღმდეგოდ მიდიოდა, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” აზრით, “შესაძლოა საფუძვლად დაედოს ერთერთ პლატფორმას საგარეოპოლიტიკური დებატების მსვლელობისას არჩევნების წელიწადში”.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, ფართო მასები გმობდნენ მსგავს წინადადებებს. იმჟამინდელ ვითარებაში განმუხტვის მოწინააღმდეგეებს სულ უფრო მეტად უჭირდათ აწეული მუზარადით გამოსვლა. ამიტომ თავიანთ მილიტარისტულ გეგმებს ისინი ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური გამონაგონებით ნიღბავდნენ, მათ მშვიდობისმოყვარული ფრაზეოლოგიით ფარავდნენ. 1970-იანი წლების შუახანებში ნატო-ს პროპაგანდისტები სულ უფრო ხშირად გამოდიოდნენ ახალი კონცეფციით. ისინი ცდილობდნენ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა, რომელიც სსრკ-ის, სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების, მსოფლიოს მთელი მშვიდობისმოყვარე ძალების ძალისხმევის წყალობით იქნა მიღწეული, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის დამსახურებებისთვის მიეწერათ. აგრესიის ეს ინსტრუმენტი მათ “მშვიდობის დარაჯის”, “საბჭოთა ექსპანსიის საპირწონის” სახით გამოჰყავდათ.

ბრიტანული კონსერვატიული პარტიის ერთერთი უაქტიურესი მოღვაწე – მოდლინგი გაზეთ “ტაიმსში” გამოვიდა წერილით განმუხტვის თაობაზე კონსერვატორების შეხედულებათა შესახებ. “ჰელსინკში მიღწეული შეთანხმება თავის თავად, – აცხადებდა იგი, – ვერ შეძლებდა ნატო-ს ვერც ერთი ჯარისკაცის დემობილიზაცია გაემართლებინა. ფაქტიურად განმუხტვა, თუ ის იქნება მიღწეული, თავის თავად ნატო-ს უდიდესი გამართლება იქნება. ჩვენს პირველ ამოცანად ჩვენ უნდა ვთვლიდეთ ნატო-ს განმტკიცებასა და ევროპის ეკონომიკური საზოგადოებრიობის (ეეს, ЕЭС, “საერთო ბაზარი” – ი. ხ.) განვითარებას”.

“დაძაბულობის შერბილება, – ამტკიცებდნენ ნატო-ს ბლოკის დამცველები, – ისეთი ფაქტორების ზეწოლის წყალობით გახდა შესაძლებელი, როგორებიცაა ნატო-ს გაზრდილი ძლიერება, დასავლეთის ერთიანობის განმტკიცება”. აქედან კი აკეთებდნენ დასკვნას, რომ შემდგომშიც განმუხტვის ბედი ვითომდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მონაწილე ქვეყნებისა და მათ მოკავშირეთა სამხედრო პოტენციალის ზრდასთან იქნებოდა დაკავშირებული. საქმის არსით, საზოგადოებას სთავაზობდნენ თავისებურ კონცეფციას “განმუხტვისა ძალის ზეწოლის ქვეშ” – “ძალის პოზიციიდან” უწინდელი გაკოტრებული პოლიტიკის განახლებულ ვარიანტს. ეს არაორაზროვნად დაადასტურა ინგლისელმა ფელდმარშალმა კარვერმა: “იმ ადამიანებთან, რომელთა ღიად გამოცხადებული მიზნები და იდეალები ჩვენის პირდაპირ საპირისპიროა, შეიძლება თავს უფლება მივცეთ ვატარებდეთ განმუხტვის პოლიტიკას მხოლოდ ძალის პოზიციიდან”.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამ კონცეფციების უსუსურობა (несостоятельность) აშკარა გახლდათ. კარგად იყო ცნობილი, რომ ნატო-ს ბლოკი არასოდეს გამოსულა განმუხტვის მომხრედ. პირიქით, საღი აზრის თვალსაზრისით ფორმულა “განმუხტვა ძალის ზეწოლით” – ეს საერთოდ უაზრობას წარმოადგენდა. და თუ ნატო-ს ორგანიზატორები ფსონის დადებას ამაზე აგრძელებდნენ, მხოლოდ ერთადერთი მიზნით – ეცადათ ეს აგრესიული ბლოკის შეენარჩუნებინათ, შეექმნათ თავისებური საფუძველი გამალებული შეიარაღების გაგრძელებისთვის, რომელიც, როგორც ცნობილი იყო, თავად განმუხტვის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა, საერთაშორისო ნდობას ძირს უთხრიდა და “ცივი ომის” მხრჩოლავ ნაკვერჩხლებს აღვივებდა.

არა მოჩვენებითი “საბჭოთა მუქარა”, არც “კომუნიზმის აგრესიულობა”, არამედ მისწრაფება მოეგუდათ სოციალიზმი, რევოლუციური მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა – აი რის გამო ზრუნავდნენ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, განმუხტვისა და საერთოევროპული უსაფრთხოების მოწინააღმდეგენი. ხსნიდა რა მათ გეგმებს, ამერიკული ჟურნალი “ნეიშნი” 1975 წლის მაისში წერდა: “ჩვენი პოლიტიკის შემოქმედნი 1975 წელს არანაკლებ კონტრრევოლუციურად არიან განწყობილნი, ვიდრე 1960 წელს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მოველოდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მთელ რიგ ქმედებათა განხორციელებას, რომლებსაც მიზნად გააჩნიათ წყნარად და ეფექტურად აკეთებდნენ იმას, რასაც ჩვენ ასე მოუხეშავად და წარუმატებლად ვაკეთებდით ვიეტნამში”. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ძნელი იყო ამ მხილებისთვის კიდევ რაიმე დაემატებინათ.

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ინტენსიური საქმიანობა მთლიანობაში საერთაშორისო განმუხტვის წინააღმდეგ და კერძოდ კი ევროპული უსაფრთხოებისა, გაშალა პეკინის ხელმძღვანელობამაც. ატარებდა რა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ღრმად მტრულ კურსს, მაოისტური ხელმძღვანელობა მსოფლიოში ვითარების გამწვავების, რეაქციული ძალების ერთიანი ანტისოციალისტური ფრონტის შექმნის მცდელობებს მიმართავდა, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, იმპერიალისტური დამონების წინააღმდეგ ხალხების ბრძოლას ეწინააღმდეგებოდა და მსოფლიოს ახალი ომისკენ უბიძგებდა.

ჩინეთის ლიდერები ისწრაფვოდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება, რომ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა ვითომდა სხვას არაფერს წარმოადგენდა, თუ არა ილუზიას. ისინი საერთოევროპული უსაფრთხოების მოწინააღმდეგეებს ანტისაბჭოთა “არგუმენტებს” აწვდიდნენ, მსოფლიო ომის პროვოცირებისკენ ისწრაფვოდნენ, რათა თვითონ ამაზე ხელები მოეთბოთ. ამ სულისკვეთებით პეკინი კაპიტალისტურ სახელმწიფოთა ხელმძღვანელ წრეებს მიმართავდა, რის შესახებაც მათი პოლიტიკური მოღვაწეების ჩინეთში მრავალრიცხოვანი მიწვევები, აგრეთვე ჩინელი ლიდერების გამოსვლებიც მოწმობდა.

როგორც ინგლისური გაზეთი “დეილი ტელეგრაფი” აღნიშნავდა, 1975 წლის ნოემბერში აშშ სახელმწიფო მდივნის კისინჯერის ჩინეთში სტუმრობის მსვლელობისას პეკინელი ლიდერები მთავარ ძალისხმევას იმაზე უყრიდნენ თავს, რათა დაემტკიცებინათ, რომ “განმუხტვა ეფუძნება ილუზიებს”, რომ “ახალი ომის მუქარა მრისხანე რეალობას წარმოადგენს”, რომ “აშშ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაძლიერებულად უნდა იბრძოდეს”.

ახასიათებდა რა ჩინელი ლიდერების ამ მცდელობებს, ინდური გაზეთი “ნეშენლ გერალდი” ხაზს უსვამდა: “პეკინი აყეფებს ყოველივე შესაძლებელს, რათა დაარწმუნოს აშშ უარი თქვას განმუხტვის პოლიტიკაზე. პეკინელი ხელმძღვანელები სასოწარკვეთილ განგაშში იმყოფებიან, ვინაიდან საერთოევროპული თათბირის შედეგები ჰელსინკში მათში შესაძლო პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის წინასწარ შეგრძნებას იწვევს”.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, მაოისტები ნატო-ს აგრესიული ბლოკის განმტკიცებისკენ მოუწოდებდნენ, დასავლეთგერმანელი რევანშისტების წინაშე კეკლუცობდნენ და მათთან ხმაშეწყობით (с их голоса) გაჰყვიროდნენ “ევროპაში ომისშემდგომი საზღვრების დროებითი ხასიათის” შესახებ, “გერმანელი ერის გაერთიანებისა” და ასეთნაირად დასავლეთ გერმანიის მიერ გდრ-ის გადაყლაპვის შესახებ.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ევროპული უსაფრთხოების განმტკიცება – რთული და ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. საბჭოთა კავშირი, ასრულებდა რა სკკპ XXV ყრილობაზე მიღებულ მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ხალხების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის შემდგომი ბრძოლის პროგრამას, თანამიმდევრულ ბრძოლას აწარმოებდა ჭეშმარიტად ისტორიული ამოცანის გადასაწყვეტად – მიეცათ განმუხტვის პროცესისთვის შეუქცევადი ხასიათი, აევსოთ იგი კონკრეტული მატერიალური შინაარსით. ის მოითხოვდა გამალებული შეიარაღების უსწრაფეს შეწყვეტას, მასობრივი განადგურების იარაღის ახალ სახეობათა და ახალი სისტემების შემუშავებისა და წარმოების აკრძალვას, ბირთვული იარაღის გამოცდების სრულ და საყოვეთაო აკრძალვას, ომის საფრთხისა და პოლიტიკური დაძაბულობის კერების ლიკვიდაციას, ისწრაფვოდა შემდგომი პროგრესისკენ მოლაპარაკებებში ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირების შესახებ და სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შეზღუდვის სფეროში საბჭოთა-ამერიკულ მოლაპარაკებებში ახალი გრძელვადიანი შეთანხმების შესახებაც.

1970-იანი წლების შუახანებში სოციალიზმისა და დემოკრატიის განუზომლად გაზრდილ ძალებს საკმარისი, პრაქტიკაში შემოწმებული რესურსები გააჩნდათ, რათა ევროპასა და მთელ მსოფლიოში მტკიცე მშვიდობის იდეა სამარადისოდ საერთაშორისო ურთიერთობათა ცოცხალ რეალობად ქცეულიყო. ამ გზაზე მათ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. მაგრამ, როგორც XXV ყრილობაზე გაკეთებულ საანგარიშო მოხსენებაში სკკპ ცკ-ის გენერალურმა მდივანმა ლ. ი. ბრეჟნევმა განაცხადა, “განმუხტვისა და განიარაღების მოწინააღმდეგეებს ჯერ კიდევ არც თუ მცირე რესურსები გააჩნიათ. ისინი აქტიურად მოქმედებენ სხვადასხვანაირი ფორმებითა და სხვადასხვა მიმართულებებიდან. თუმცა კი იმპერიალიზმის აგრესიულ მოქმედებათა შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად არის შეკვეცილი, მისი ბუნება უწინდელი რჩება. ამიტომ მშვიდობისმოყვარე ძალებისთვის აუცილებელია მაღალი სიფხიზლის გამოჩენა. საჭიროა მშვიდობისა და კეთილი ნების მთელი ძალების ენერგიული მოქმედებები და ერთიანობა”.

(გაგრძელება იხ. ნაწილი III)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment