Monday, September 22, 2014

შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები კონფლიქტში სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში

(ნაწილი II) 

სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სპეციალურ ოპერაციათა ძალების მოქმედებები სპარსეთის ყურის ზონის კონფლიქტში 1990-91 წლებში 

I. აშშ სამხედრო-საზღავო ძალები ოპერაციაში “დეზერთ შილდი” („უდაბნოს ფარი“)

1990 წლის 2 აგვისტოს ქუვეითში ერაყის შეჭრის შედეგად სპარსეთის ყურის ზონაში სახიფათო კრიზისული ვითარება ჩამოყალიბდა. აგრესიამ ახლო აღმოსავლეთის ამ რაიონში აშშ-ის ეგიდით მრავალეროვნული ძალების (მეძ) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმსხვილესი დაჯგუფების გაშლა განაპირობა ოპერაციის “დეზერთ შილდი” (“უდაბნოს ფარი”) ფარგლებში.

აშშ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამ ოპერაციის საერთო ხელმძღვანელობა დაეკისრა შტაბების უფროსთა კომიტეტს (შუკ, თავმჯდომარე გენერალი კ. პაუელი), უშუალო ხელმძღვანელობა კი – აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლლობის (გცს) შტაბს (მთავარსარდალი – გენერალი ნ. შვარცკოპფი).

ოპერაცია “დეზერთ შილდი” ატარებდა კოალიციურ ხასიათს და მოიცავდა აშშ-ისა და მის მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების სპარსეთის ყურის ზონაში სტრატეგიული გაშლის ღონისძიებათა მთელ კომპლექსს. მასში ჩართული იყო რეგულარული ჯარების ნაწილის მშვიდობიანობის მდგომარეობიდან ომიანობის მდგომარეობაში გადაყვანა და ამ რეგიონში დაზვერვის ყველა სახეობის გააქტიურება; აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან და ევროპული ზონიდან კონფლიქტის რაიონში სწრაფი გაშლის ძალების (სგძ) კომპონენტების საკონტინენტთაშორისო გადასროლები, ხოლო შემდგომში კი სხვა მსხვილი საჯარისო ფორმირებებისაც; სარეზერვო კომპონენტების ნაწილობრივი მობილიზაცია და ახლო აღმოსავლეთში გადასროლა; მეძ-ის დაჯგუფების შექმნა, მის მიერ თეატრის თავისებურებათა ათვისება და ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის ინტენსიური მომზადება.

აღნიშნულ ღონისძიებებს თან ახლდა ერაყის საჰაერო და საზღვაო ბლოკადა, აგრეთვე რიგი პოლიტიკური აქციებისა გაერო-ს წესდების ფარგლებში, რათა ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის იძულების მიზნით გაეყვანა თავისი ჯარები ქუვეითის ტერიტორიიდან.

აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) დაჯგუფების გაშლა სპარსეთის ყურეში კრიზისის ზონაში შემდეგი ძირითადი მიმართულებების მიხედვით ხორციელდებოდა:

– მე-6 და -7 ოპერატიული ფლოტების დამრტყმელი და უზრუნველმყოფი ძალების, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში აშშ სზძ-ის მეწინავე დაჯგუფების შემადგენლობაში მოქმედებდნენ, კრიზისულ ზონაში გადაყვანა და გაშლა (переразвёртывание) და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა;

– საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) საექსპედიციო ფორმირებების ექსტრენული მომზადება და აშშ კონტინენტურ ნაწილში ზქჯ-ის ძალებისა და ზქჯ-ის მე-3 საექსპედიციო დივიზიის (კუნძული ოკინავა, იაპონია) შემადგენლობიდან კრიზისის რაიონში გადასროლა აშშ შეიარაღებული ძალების გცს-ის შემადგენლობაში მოქმედებებისთვის;

– ფლოტის, ზქჯ-ისა და სანაპირო დაცვის ორგანიზებული რეზერვის ქვედანაყოფების, ექსტრენული რეზერვის ხომალდებისა და ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტის (ეთრფ) გემების ამორჩევითი მობილიზაცია რეგულარული ძალების ნაწილებისა და ხომალდების სრულად დაკომპლექტებისა და ეროვნული შეიარაღებული ძლების სგძ-ის მძიმე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, პირადი შემადგენლობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საშუალებათა აშშ-დან, ევროპიდან და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილიდან კრიზისის ზონაში ექსტრენული საზღვაო გადაზიდვების უზრუნველყოფის მიზნით;

– ფლოტისა და ზქჯ-ის დაჯგუფების სპარსეთის ყურის ზონაში შემდგომი გაზრდა აშშ-დან საავიამზიდო დამრტყმელი (ადჯ) და სარაკეტო დამრტყმელი (რდჯ) ჯგუფების, სადესანტო ფორმირებების, წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების გადასროლის გზით, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების (ფრ) “თომაჰოქი” მატარებლებისაც, ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებისთვის მზადების დასასრულებლად;

– გცს-ის შემადგენლობაში აშშ სზძ-ის ოპერატიული ორგანიზაციის დამუშავება და სრულყოფა.

აშშ სზძ-ის გაშლის საერთო მიზანი მდგომარეობდა სზძ-ის ისეთი დაჯგუფების შექმნაში, რომელსაც ოპერაციის “დეზერთ შილდი” მსვლელობისას შეეძლებოდა ერაყის შეიარაღებული ძალების სავარაუდო შეტევითი მოქმედებების შეკავება და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, აგრეთვე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად მისი საზღვაო ბლოკადის განხორციელება, ხოლო შემდგომში კი პირდაპირ საომარ მოქმედებებზე გადასვლაც (ოპერაცია “დეზერთ სთორმი” – “ქარიშხალი უდაბნოში”).

აშშ სზძ-ის დაჯგუფება კრიზისის ზონაში 1990 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 10 ათასამდე ადამიანს, 15 საბრძოლო ხომალდს, მათ შორის ექვსს – სპარსეთისა და ომანის ყურეების რაიონში, ორს – არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში (300 მილი კუნძულ მასირას სამხრეთ-აღმოსავლეთით), ადჯ-ს (მრავალმიზნობრივი ავიამზიდი CV62 “ინდეფენდენსი”) დაცვის ექვსი ხომალდით ინდოეთის ოკეანეში (500 მილი კუნძულ ცეილონის სამხრეთით), 76 საბრძოლო თვითმფრინავს.

აშშ სზძ-ის დაჯგუფების გაშლა კონფლიქტის რაიონში ოპერაცია “დეზერთ შილდის” ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე (7 აგვისტო) ოთხი დღეღამით ადრე დაიწყო. 

ოპერატიული გაშლის პირველი ეტაპის მსვლელობისას მოხდა დამრტყმელი შენაერთებისა და ჯგუფების ძირითადი ძალების შემდეგი გადაჯგუფებანი მე-6, -7 და -2 ოპერატიული ფლოტების შემადგენლობიდან:

– 3-5 აგვისტოს ადჯ-მ (ABM CV62 “ინდეფენდენსი”) დაასრულა ომანის ყურეში გადასვლა, სადაც 3 ნოემბრამდე მანევრირებდა და შემდგომში, ABM CV41 “მიდუეით” შეცვლის შემდეგ, რომელმაც 23 ოქტომვრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით მე-7 ფლოტის ადჯ-ის შემადგენლობაში შეასრულა გადმოსვლა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილიდან, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსკენ წავიდა. ამავე დროს ხომალდების ჯგუფმა 801-ე ოპერატიული შენაერთის შემადგენლობიდან (საშტაბო ხომალდი “ლა სალი”, მრი კრეისერი, საესკადრო ნაღმოსანი, ოთხი მრი ფრეგატი და ერთიც ფრეგატი) მთლიანად სპარსეთის ყურეში მოიყარა თავი;

– 7 აგვისტოს ბაზირების პუნქტიდან მეიპორტი გამოვიდა ადჯ (ABM CV62 “სარაგოტა”) და 9 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ბაზა ნორფოლკიდან (ვირჯინიის შტატი) – მე-2 ფლოტის რდჯ (სახაზო ხომალდი BB64 “ვისკოსინი”) რვა საბრძოლო ხომალდით, რომლებიც 15 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვაში მოვიდნენ; 23 აგვისტოდან ეს ადჯ წითელ ზღვაში და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მორიგეობდა, რდჯ კი – 23 აგვისტოდან ომანისა და სპარსეთის ყურეების რაიონში;

– 8 აგვისტოს მე-6 ფლოტის ადჯ (ატომური მრავალმიზნობრივი ავიამზიდი ჩVN69 “დუაით დ. ეიზენჰაუერი”) დაცვის ექვსი ხომალდითა და ოთხი დამხმარე გემით ხმელთაშუა ზღვიდან წითელ ზღვაში გადავიდა. ასეთნაირად ორი ადჯ (ABM CV62 “ინდეფენდენსი” და ABMA CVN69 “დ. ეიზენჰაუერი”) 160 თვითმფრინავით კონფლიქტის ზონაში სამი დღით ადრე მივიდა მანამდე, სანამ აშშ სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების გადასროლა დაიწყებოდა;

– 9 აგვისტოს მეწინავე ბაზირების პუნქტიდან დიეგო-გარსია წინ გამოსვლა დაიწყო ათამდე გემმა – იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საწყობებმა სგძ-თვის, რომლებიც სპარსეთის ყურის პორტებში 17 აგვისტოს მოვიდნენ;

– 15 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ბაზა ნორფოლკიდან ზღვაში გავიდა და 23-დან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში გადმოსვლა მოახდინა ადჯ-მ (ABM CV67 “ჯონ ფ. კენედი”), რომელმაც დაჯგუფების შემადგენლობაში შეცვალა ABMA CVN69 “დუაით დ. ეიზენჰაუერი”, და შემდგომში 14-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით და 2 დეკემბრის შემდეგ წითელ ზღვაში მანევრირებდა.

საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ფორმირებების გაშლა კრიზისის ზონაში უშულოდ ოპერაცია “დეზერთ შილდის” დაწყების შემდეგ ხორციელდებოდა და ორ ეტაპად ტარდებოდა.

პირველ ეტაპზე (7 აგვისტო – 8 ნოემბერი) კონფლიქტის ზონაში გაგზავნილ იქნა ზქჯ-ის 1-ლი საექსპედიციო დივიზიის (1 ზქჯედ, 1 эдмп), მე-7, 1-ლი და მე-4 საექსპედიციო ბრიგადების (ზქჯებრ, эбрмп) შტაბების მეწინავე ჯგუფი, 13-ე საექსპედიციო ბატალიონი, აგრეთვე საპოლკო სადესანტო ჯგუფი ზქჯ-ის მე-3 დივიზიის შემადგენლობიდან.

11 აგვისტოს დაიწყო 1 ზქჯედ-ისა (კემპ-პენდლტონი, კალიფორნიის შტატი) და 7 ზქჯებრ-ის (თუენთინაინ-პალმს, კალიფორნია) შტაბების მეწინავე ჯგუფის პირადი შემადგენლობის გადასროლა ავიაბაზებიდან ელ-ტორო და ტასტინი (კალიფორნია) დაჰრანსა და ელ-ჯუბეილში (საუდის არაბეთი). იარაღი, სამხედრო ტექნიკა და მტუ-ის მარაგები 7 ზქჯებრ-ის გასაშლელად ჩატანილ იქნა გემ-საწყობების მე-2 ესკადრით, რომელმაც 7-დან 15 აგვისტოს ჩათვლით შეასრულა გადმოსვლა კუნძულ დიეგო-გარსიას რაიონიდან სპარსეთის ყურის ცენტრალურ ნაწილში. გემ-საწყობების გადმოტვირთვა ხორციელდებოდა 15-დან 21 აგვისტოს ჩათვლით პორტ ელ-ჯუბეილში. 20 აგვისტოს ზქჯ-ის პირველმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც აშშ სჰძ-ის სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობის (მტას) თვითმფრინავებით საუდის არაბეთში გადაისროლეს, გემ-საწყობებით ჩატანილი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიღება დაიწყეს. 26 აგვისტოსთვის 7 ზქჯებრ-ის ნაწილები და ქვედანაყოფები (დაახლოებით 15 ათასი ადამიანი) პორტ ელ-ჯუბეილის ჩრდილოეთით იქნენ გაშლილნი. ამასთან, როგორც აშშ სზძ-ის მინისტრმა ჰერეტმა განაცხადა, 7 ზქჯებრ ბრძოლისთვის სრულებით მზადმყოფ პირველ მექანიზებულ ნაწილად იქცა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე.

18 აგვისტოს დაიწყო საუდის არაბეთში ჰაერით 1 ზქჯებრ-ის (კანეოხე-ბეი, ჰავაის კუნძულები) პირადი შემადგენლობის გადასროლის ძირითადი ეტაპი. ბრიგადის მეწინავე ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ ზურგის მომსახურების 1-ლი საბრიგადო ჯგუფის ქვედანაყოფები, შუა აღმოსავლეთისკენ 15 აგვისტოს წავიდა. იარაღი, სამხედრო ტექნიკა და მტუ-ის მარაგები 1 ზქჯებრ-ის გასაშლელად ჩაიტანა გემ-საწყობების მე-3 ესკადრამ, რომელმაც 7-დან 23 აგვისტოს ჩათვლით შეასრულა გადმოსვლა კ. დიეგო-გარსიას რაიონიდან. გემ-საწყობების გადმოტვირთვა ხორციელდებოდა 23 აგვისტოდან პორტ ელ-ჯუბეილში. 3 სექტებრიდან დაიწყო ბრიგადის ქვედანაყოფების წინსვლა და გაშლა ოპერატიული დანიშნულების რაიონებში ქუვეითთან საუდის არაბეთის საზღვრის მახლობლობაში. 1 ზქჯებრ-ის გადასროლა (დაახლოებით 13 ათასი საზღვაო ფეხოსანი) 18 სექტემბრისთვის იქნა დასრულებული.

4 ზქჯებრ-ის (ნორფოლკი, ვირჯინიის შტატი) ნაწილებისა და ქვედანაყოფების ჩატვირთვა საშტატო შეიარაღებით აშშ სზძ-ის მე-2 ოპერატიული ფლოტის მე-2 ამფიბიური ჯგუფის სადესანტო ხომალდებში ხორციელდებოდა 11-დან 18 აგვისტოს ჩათვლით მორჰედ სითისა (ჩრდილოეთ კაროლინა) და ნორფოლკში. ბრიგადის პირველმა ქვედანაყოფებმა ჩატვირთვა დაიწყეს გაშლაზე ბრძანების მიღებიდან უკვე 96 სთ-ის შემდეგ, რამდენადაც ზქჯ-ცა და ხომალდებიც მზად იყვნენ მონაწილეობისთვის ევროპის ჩრდილოეთში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის გეგმიურ სწავლებებში “თიმ უორქი”. ამფიბიური ჯგუფის 13-მა სადესანტო ხომალდმა, მათ შორის უნივერსალურმა სადესანტო ხომალდმა (უდხ) LHA4 “ნასაუმ”, სადესანტო ვერტმფრენმზიდებმა (ABB) LPH2 “ივოძიმამ” და LPH9 “გუამმა”, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან გადმოსვლა დაიწყეს 16-22 აგვისტოს, ხოლო პირველი სადესანტო ხომალდები არაბეთის ზღვაში ჩავიდნენ 14 სექტემბერს. ამფიბიური ძალების ხომალდებით კრიზისის რაიონში 11 ათასი სამხედრო მოსამსახურე იქნა ჩაყვანილი. 

სადესანტო რაზმმა ABB LPH3 “ოკინავა” ზქჯ-ის 13-ე საექსპედიციო ბატალიონით (13 ზქჯებ) ბორტზე (2500 საზღვაო ფეხოსანი) 6 სექტემბრისთვის მოახდინა გადმოსვლა ბაზირების პუნქტ სუბიკ-ბეიდან (ფილიპინები) არაბეთის ზღვაში.

მე-7 ოპერატიული ფლოტის 1-ლი ამფიბიური ჯგუფის ხუთი სადესანტო ხომალდი 23 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გადმოვიდა უაით-ბიჩიდან (კ. ოკინავა) არაბეთის ზღვაში. მათ ჩამოიყვანეს საპოლკო სადესანტო ჯგუფი (2900 ადამიანი), რომელიც 3 ზქჯდ-ის მე-9 პოლკის (9 ზქჯპ) ბაზაზე იქნა ჩამოყალიბებული.

საუდის არაბეთში 30 აგვისტოსთვის გაშლილი იყო ზქჯ-ის უპილოტო საფრენი აპარატების (უფა) “პიონერი” სამი რაზმი, რომლებიც აწარმოებდნენ მიზნების დაზვერვას და უზრუნველყოფდნენ მართვისა და ინფორმაციის დამუშავების პუნქტებში მონაცემების დროის რეალურ მასშტაბში გადაცემას. საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გაშლილი აშშ ზქჯ-ის ძალების მართვის სისტემის ცენტრალიზაციის მიზნით 18 სექტემბრისთვის ჩატარებულ იქნა მათი რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა 1 ზქჯედ, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ზქჯ-ის 1-ლი და მე-7 საექსპედიციო ბრიგადების ნაწილები და ქვედანაყოფები. 1 ზქჯედ-ის მეთაური იმავდროულად იქცა აშშ შეიარაღებული ძალების გცს-ის “პასუხისმგებლობის ზონაში” ზქჯ-ის ძალების სარდლად.

ზქჯ-ის საექსპედიციო ფორმირებები (4 ზქჯებრ და 13 ზქჯებ), რომლებიც საექსპედიციო ძალების ხომალდებში იყვნენ გაშლილი, მე-7 ფლოტის სარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში დარჩნენ (აშშ სზძ-ისა გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის შემადგენლობაში).

ოპერაციის “დეზერთ შილდი” მსვლელობისას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იქნა განხორციელებული აშშ სანაპირო დაცვის რეზერვისტების გაწვევა რეგულარულ სზძ-ში, კერძოდ კი პორტების დაცვის 303-ე რაზმის პირადი შემადგენლობისა, რომელიც შემდგომში სპარსეთის ყურის რაიონში გადაისროლეს.

ამ პერიოდში ამფიბიურ-სადესანტო ძალების რიგი სწავლებები იქნა ჩატარებული მსხვილი საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩატარებისთვის აშშ სზძ-ის მზადყოფნის დემონსტრირების მიზნით. ასე, 1 ოქტომბერს არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ერთერთ მათგანში მონაწილეობა მიიღო 18-მა სადესანტო ხომალდმა. იმავე დღეს პირველად უკანასკნელი 17 წლის მანძილზე სპარსეთის ყურეში შევიდა ადჯ ავიამზიდ CV62 “ინდეფენდენსის” მეთაურობით. სწავლების მსვლელობისას განახორციელეს დესანტის მეწინავე ეშელონის გადასხმა სადესანტო-გადასასხმელ საშუალებათა დახმარებით, აგრეთვე საჰაერო დესანტის გადასხმაც სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენებით CH-53 “სი-სთელიენი” და CH-46 “სი-ნაითი”. საცეცხლე მხარდაჭერას კი ამ დროს აღმოუჩენდნენ მოიერიშე თვითმფრინავები AV-8B “ჰარიერ-2” და საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენები AH-1W “სუპერ კობრა”.

ამგვარად, გაშლის პირველი ეტაპის დასრულების მომენტისთვის (9 ნოემბერს) აშშ სზძ-ის დაჯგუფება კრიზისის ზონაში მოითვლიდა დაახლოებით 85 ათას ადამიანს, მათ შორის 40 ათას საზღვაო ფეხოსანს 1 ზქჯედ, 4 ზქჯებრ, 13 ზქჯებ და 3 ზქჯდ-ის საპოლკო სადესანტო ჯგუფის შემადგენლობით. დაჯგუფებაში შედიოდნენ სამი ადჯ და ერთი რდჯ: სულ 48 საბრძოლო ხომალდი და 160 საბრძოლო თვითმფრინავი.

საავიმზიდო ავიაცია აქტიურად ატარებდა სასწავლო-საბრძოლო მომზადებას საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისა და საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) ათვისების ინტერესებში, აკონტროლებდა საჰაერო სივრცეს ერაყული ავიაციის მხრიდან დარტყმების არდაშვების მიზნით. როგორც ამერიკელი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, ოპერაცია “დეზერთ შილდის” დაწყებიდან 26 სექტემბრამდე არ ყოფილა აღნიშნული არც ერთი სერიოზული საფრენოსნო შემთხვევა, თუმცა კი ამ დღეს ზღვაში ჩავარდა ვერტმფრენი SH-3H “სი-ქინგი”, რომელსაც ერთერთ ძრავი გაუფუჭდა (ABM CV67 “ჯონ ფ. კენედი”-დან).

ორი ადჯ მუდმივად მანევრირებდა წითელ ზღვაში, ადჯ და რდჯ კი – სპარსეთისა და ომანის ყურეებში. 1 ზქჯედ-მ თავი მოიყარა ელ-ჯუბეილის რაიონში, 1 ზქჯებრ და 13 ზქჯებ კი ამფიბიურ-სადესანტო შენაერთის (ადშ) ხომალდებში იმყოფებოდნენ, რომლებიც სპარსეთისა და ომანის ყურეებში მანევრირებდნენ, აგრეთვე საზღვაო-სადესანტო ოპერაციის ელემენტებს ამუშავებდნენ (ძირითადად კუნძულ მასირას რაიონში).

23 აგვისტოსთვის ჩამოყალიბებულ იქნა სამხედრო-საზღვაო ძალები გცს-ის შემადგენლობაში. 1 სექტემბერს საშტაბო ხომალდის LCC19 “ბლუ-რიჯი” სპარსეთის ყურეში მისვლასთან ერთად მასზე განათავსეს აშშ სზძ-ის საფლაგმანო საკომანდო პუნქტი გცს-ის შემადგენლონაში მე-7 ფლოტის სარდლის მეთაურობით.

აშშ შეიარაღებული ძალების გცს-ის მთავარსარდლის გენერალ ნ. შვარცკოპფის განცხადებით, რომელიც მან სპარსეთის ყურის ომის შედეგების შესახებ პრეს-კონფერენციის მსვლელობისას გააკეთა (ერ-რიადი, 1991 წლის 27 თებერვალი), “1990 წლის ნოემბრის შუახანებში აშშ-მ ყურეში მეტად აქტიური სამხედრო-საზღვაო ყოფნა განახორციელა. ამასთან ვაკეთებდით ყველაფერს, რათა ყველასთვის აშკარა ყოფილიყო ჩვენი სამხედრო-საზღვაო ყოფნა ამ რეგიონში. ერთერთ მიზეზს იმისა, თუ რატომ ვმოქმედებდით ჩვენ სწორედ ასეთნაირად, წარმოადგენს ის, რომ ყველაზე უფრო ადრეულ ეტაპზე ჩვენთვის გასაგები გახდა ერაყის შეშფოთება ქუვეითის განთავისუფლების შესაძლებლობასთან მიმართებაში საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩატარების გზით. მათ (ერაყელებმა) შექმნეს ძალზედ ძლიერი დაბრკოლება (заслон) ქვეითი ნაწილებისგან სანაპიროს გასწვრივ”.

ძალების ასეთი სტრუქტურა უზრუნველყოფდა საზღვაო ბლოკადის ჩატარებას ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების განხორციელების ფარგლებში გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, და ერაყული შეიარაღებული ძალების შემდგომი შეტევითი მოქმედებების შეკავებასაც.

მეორე ეტაპზე (1990 წლის 9 ნოემბრიდან – 1991 წლის 17 იანვრამდე) სზძ-ის დაჯგუფება შემდეგნაირად იზრდებოდა:

– 1990 წლის 16 ნოემბრიდან 1991 წლის 3 იანვრის ჩათვლით კონფლიქტის რაიონში წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილიდან გადმოსვლა განახორციელა მე-7 ფლოტის რდჯ-მ (სახაზო ხომალდი BB63 “მისური”);

– 1990 წლის 12 დეკემბრიდან 1991 წლის 14 იანვრის ჩათვლით მე-3 ფლოტის ადჯ-მ (ABM CV61 “რენჯერი”) განახორციელა გადმოსვლა სან-დიეგოს რაიონიდან სპარსეთის ყურეში;

– 1990 წლის 30 დეკემბრიდან 1991 წლის 14 იანვრის ჩათვლით მე-2 ფლოტის საავიამზიდო დარტყმელი შენაერთი (ადშ) ABMA CVN71 “თეოდორ რუზველტი” და ABM CV66 “ამერიკა” დასავლეთ ატლანტიკიდან სუეცის არხის გავლით გადმოვიდა წითელ ზღვაში. შემდგომში ადჯ-მ (ABMA “თეოდორ რუზველტი”) გააგრძელა გადასვლა სპარსეთის ყურის მიმართულებით;

– საზღვაო ქვეითი ჯარის ძალების გაძლიერების მსვლელობისას კრიზისის რაიონში ჩაყვანილ იქნა ზქჯ-ის მე-2 საექსპედიციო დივიზიის, მე-6 და -5 საექსპედიციო ბრიგადების შტაბების ოპერატიული ჯგუფი, ასევე ქვედანაყოფები ზქჯ-ის მე-4 საექსპედიციო დივიზიის შემადგენლობიდან.

1990 წლის 26 ნოემბერს დაიწყეს ავიაციით 2 ზქჯედ-ის (კემპ-დეჯენი, ჩრდილოეთ კაროლინა) შტაბის ოპერატიული ჯგუფისა და 6 ზქჯებრ-ის (იქვე) მეწინავე ჯგუფის პირადი შემადგენლობის გადასროლა ავიაბაზებიდან ჩერი-პოინტი და ნიუ-რივერი (ჩრდილოეთ კაროლინა). იარაღი, სამხედრო ტექნიკა და მტუ-ის მარაგები 6 ზქჯებრ-ის გასაშლელად ჩატანილ იქნა გემ-საწყობების 1-ლი ესკადრით, რომელმაც 14 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით შეასრულა გადასვლა მორჰედ-სითიდან ელ-ჯუბეილში. 6 ზქჯებრ-ის გაშლა (15 ათასი ადამიანი) 27 დეკემბრისთვის იქნა დასრულებული.

5 ზქჯებრ ჩავიდა აშშ მე-3 ფლოტის მე-3 ამფიბიური ჯგუფის 13 სადესანტო ხომალდით (უდხ LHA1 “თარავა”, ABB LPH11 “ნიუ ორლეანი” და ABB LPH10 “ტრიპოლი”). ამფბიურ-სადესანტო შენაერთმა 1990 წლის 1 დეკემბრიდან 1991 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში მოახდინა გადმოსვლა სამხედრო-საზღვაო ბაზა სან-დიეგოდან (კალიფორნია). კონფლიქტის ზონაში მან ჩაიყვანა დაახლოებით 10 ათასი საზღვაო ფეხოსანი პირადი შეიარაღებით.

ზქჯ-ის რეზერვიდან მობილიზებული ქვედანაყოფები კონფლიქტის ზონაში ავიაციითა და საზღვაო გადაზიდვების სარდლობის (ზგს) გემებით გადაისროლეს.

1991 წლის 1 იანვრისთვის 6 ზქჯებრ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან, აგრეთვე 9 ზქჯპ-ის ბაზაზე შექმნილი საპოლკო სადესანტო ჯგუფისა და სარეზერვო კომპონენტებისგან ჩამოყალიბებულ იქნა 2 ზქჯედ. 1991 წლის 15 იანვარს 4, 5 ზქჯებრ და 13 ზქჯებ სადესანტო ძალების ოპერატიულ ჯგუფში ამფიბიურ-სადესანტო შენაერთის ხომალდებში შეიყვანეს.

კონფლიქტის ზონაში გაშლის ძირითადად დასრულებასთან ერთად 1991 წლის 1 იანვრიდან სზძ გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის შემადგენლობაში ახალ საბრძოლო და ოპერატიულ ორგანიზაციაზე იქნა გადაყვანილი.

მთლიანობაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის (ოპერაცია “დეზერთ სთორმი”) სზძ-ის დაჯგუფება გცს-ის შემადგენლობაში კრიზისის ზონაში მოიცავდა 140 ათასზე მეტ ადამიანს, 90-მდე ხომალდს, 690 საბრძოლო თვითმფრინავს, მათ შორის 450 საგემბანო ავიაციისა, ფრთსანი რაკეტების “თომაჰოქი” 20-ზე მეტ მატარებელს (324 გასაშვები დანადგარი, 332 ფრთოსანი რაკეტა). გაშლილი იყო სამი ადჯ წითელ ზღვაში, სამი ადჯ, ორი რდჯ და ადშ სპარსეთისა და ომანის ყურეებში. ჩამოყალიბებული იყო 1 და 2 ზქჯედ-ები საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ქუვეითის საზღვართან.

აშშ სზძ-ის ხომალდები ახორციელებდნენ ერაყის საზღვაო ბლოკადას, აგრეთვე აკონტროლებდნენ ხელმისაწვდომობას ნავთობის ტერმინალებთან ამ რეგიონში. სწავლებების მსვლელობისას ამუშავებდნენ საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავებითა და ფრთოსანი რაკეტებით “თომაჰოქი” ერაყის საკვანძო ობიექტებზე დარტყმების მიყენების ამოცანებს, მეძ-ის ხომალდებთან ურთიერთმოქმედებას, აგრეთვე ზღვისპირა მიმართულებებზე ჯარების მოქმედებათა მხარდაჭერის საკითხებს.

სულ ერაყის საზღვაო ბლოკადის პერიოდში ოპერაცია “დეზერთ სთორმის” დასაწყისისთვის დაჭერილ იქნა (было перехвачено) 7100 გემი, დათვალიერებულ 860, ამასთან 32 მათგანს აეკრძალა დანიშნულების პორტებში მისვლა.

აშშ ზქჯ (სულ სპარსეთის ყურის ზონაში საომარი მოქმედებების დაწყებისთვის თავმოყრილი იყო მისი პირადი შემადგენლობის დაახლოებით ნახევარი) აკონტროლებდა უმნიშვნელოვანეს პორტებსა და რეგიონში ანტიერაყული კოალიციის ქვეყნების ნავთობმომპოვებელ რაიონებს, იფარავდა ძირითად მარშრუტებს, რომლებიც მიდიოდა ქუვეითიდან ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისკენ საუდის არაბეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, და პერიოდულად ატარებდა სწავლებებს საზღვაო სადესანტო ოპერაციის ცალკეული ელემენტების დამუშავებისთვის.

ამრიგად, ოპერაციის “დეზერთ შილდი” მსვლელობისას აშშ სზძ-მ მოახდინა თავისი რეალური შესაძლელობების დემონსტრირება სპარსეთის ყურის რაიონში დამრტყმელი, ამფიბიურ-სადესანტო და უზრუნველმყოფი ძალების ექსტრენული გაშლის საქმეში შემჭიდროვებულ ვადებში (20-30 დღეღამე) მე-6 და -7 ფლოტების ოპერატიული შენაერთების გადაჯგუფებისა და აშშ-დან საავიამზიდო და სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფების, აგრეთვე ზქჯ-ის საექსპედიციო ფორმირებების გადმოსროლის გზით 1-ლი, მე-2 და -3 ესკადრების გემ-საწყობებში წინასწარ დასაწყობების სისტემის გამოყენებით. კონფლიქტის რაიონში აშშ სზძ-ის დაჯგუფების ოპერატიული გაშლა და ძალების ზრდა (ექვსი ადჯ, ორი რდჯ, ადშ და ორი ზქჯედ), საორგანიზაციო სტრუქტურისა და ძალების მართვის სისტემის დამუშავება ოპერაციის “დეზერთ სთორმი” დასაწყისისთვის არსებითად იოლდებოდა მოწინააღმდეგის მხრიდან წინააღმდეგობის არარსებობით საოკეანო და საზღვაო ომთ-ებზე და დროის მნიშვბელოვანი რეზერვითაც. 

სამობილიზაციო ღონისძიებები სზძ-ში ჩატარებულ იქნა სამ ეტაპად.

პირველ ეტაპზე (1990 წლის 22 აგვისტო – 1 ოქტომბერი) მობილიზებულ იქნენ პორტების დაცვის ქვედანაყოფები, საზღვაო გადაზიდვების სარდლობის სპეციალისტები, ექიმები და სამედიცინო პერსონალი და დაახლოებით 50 სარეზერვო გემი (სულ 10,5 ათას ადამიანამდე).

მეორე ეტაპის მსვლელობისას (1990 წლის 2 ოქტომბერი – 1991 წლის 16 იანვარი) განხორციელებულ იქნა რეზერვისტების გაწვევა ზქჯ-ში, აგრეთვე სპეციალისტებისა საბრძოლო ხომალდებისა და ფლოტის ავიაციის სრულად დაკომპლექტებისთვის. გატარებული ღონისძიებების შედეგად საომარ მოქმედებათა დასაწყისისთვის აშშ სზძ-ში მობილიზებულ იქნა დაახლოებით 177 ათასი რეზერვისტი, მათ შორის ზქჯ-ში – 22 ათასი.

მესამე ეტაპზე (1991 წლის 17 იანვარი – 28 თებერვალი) გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში განხორციელდა რეზერვისტების მობილიზაცია საბრძოლველად მზადმყოფი ინდივიდუალური რეზრვის, საბრძოლო და უზრუნველმყოფი ნაწილების, აგრეთვე სარეზერვო კომპონენტების ქვედანაყოფების შემადგენლობიდან.

მობილიზაციის დაწყების შემდეგ ერთერთი პირველთაგანი გაშალეს აშშ სზძ-ის დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციის სამსახური. საომარი დროის შტატებით ის მოითვლიდა დაახლოებით 3000 რეზერვისტს, რომელთა მუშაობასაც ხელმძღვანელობდა სზძ-ის სარდლობის შტაბის პირად შემადგენლობაში სპეციალური განყოფილება. სამობილიზაციო ღონისძიებები ასევე გატარებულ იქნა ეროვნული სასაფლაოების სისტემაშიც, რომელსაც აკონტროლებდა ვეტერანების საქმეთა სამინისტრო, და რომელიც მოიცავდა 113 სახელმწიფო სასაფლაოს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა უფასო დამკრძალავ მომსახურებას. სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამი სასაფლაო იქნა გამოცხადებული რეგიონალ ცენტრებად: კალკერტონი (ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკის შტატი), ჯეფერსონ ბერექსი (სენტ-ლუისი, მისური) და რივერსაიდი (კალიფორნია).

როგორც ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში ესმებოდა ხაზი, აღნიშნულმა ღონისძიებებმა აჩვენა სზძ-ის ორგანიზებული რეზერვის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საკმარისად მაღალი დონე და შესაბამისი გეგმების რეალურობა. მთლიანობაში სამობილიზაციო გაშლა დადგენილ ვადებში ხორციელდებოდა და თავისი მასშტაბებით მეორე მსოფლიო ომის დროიდან ყველაზე უფრო მსხვილ სამობილიზაციო გაშლად იქცა.
იმავე დროს ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტის გემების არასაკმარისი მზადყოფნა აღინიშნებოდა. მობილიზებული სარეზერვო გემების მხოლოდ 20-25 % იქნა მოყვანილი თავის დროზე შესაფერის მზადყოფნაში შეერთებული შტატებიდან საუდის არაბეთში ტვირთების გადასაზიდად და ჩატვირთვის პორტებშიც დადგენილ ვადებში მივიდა. სარეზერვო გემების შემადგენლობის არცთუ მაღალი სამობილიზაციო მზადყოფნის ერთერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა არასრული დაკომპლექტებულობა და ეკიპაჟების არასაკმარისი პროფესიული მომზადება, აგრეთვე კონსერვაციაში მყოფი გემების უხარისხო მომსახურება.

ადგილი ჰქონდა ცალკეული რეზერვისტების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევებსაც კონფლიქტის ზონაში ამერიკული ჯარების შემადგენლობაში ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო. აღინიშნებოდა აშშ შეიარაღებული ძალებიდან დეზერტირობის შემთხვევებიც, რათა კრიზისის რაიონში გაგზავნა თავიდან აეცილებინათ. ერთერთ მიზეზად ითვლებოდა საბრძოლო დანაკარგების მაღალი ალბათობა საომარ მოქმედებათა გაჩაღების შემთხვევაში. გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაერთხელ გაუსვამთ ხაზი იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირთაგან არავის არ ჰყავდა შვილი გაგზავნილი სპარსეთის ყურის რეგიონში ამერიკული ჯარების დაჯგუფების შემადგენლობაში. ამასთან, როგორც 1990 წლის ნოემბერში ჟურნალი “თაიმი” იტყობინებოდა, ქვეყნის 535 კონგრესმენიდან მხოლოდ ორი ადამიანის ვაჟიშვილები მონაწილეობდნენ ოპერაციაში “დეზერთ შილდი” (შედარებისთვის – 1970 წელს ვიეტნამსა და სხვა ქვეყნებში სამსახურს აშშ კონგრესის 74 წევრის შვილები გადიოდნენ).

სპარსეთის ყურის ზონაში გცს-ის ჯართა დაჯგუფების გაშლის შესახებ აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესაბამისად შტაბების უფროსთა კომიტეტმა (შუკ) 1990 წლის 6 აგვისტოს გამოსცა დირექტივა სტრატეგიული გადასროლების ჩატარების თაობაზე, რომელიც 8 აგვისტოს დაიწყო კონფლიქტის ზონაში სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის თვიმფრინავების პერებაზირებით, ჰაერით სახმელეთო ჯარების ნაწილების ჩაყვანითა და ტვირთების ჩატანით, აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ზღვით გადასასროლად სატრანსპორტო გემებში ჩატვირთვით.

სულ სპარსეთის ყურის ზონაში 1990 წლის 8 აგვისტოდან 1991 წლის 16 იანვრის ჩათვლით აშშ კონტინენტური ნაწილიდან და ევროპულ ზონაში ამერიკული შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან ჩაყვანილ იქნა სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის პირადი შემადგენლობის 320 ათას ადამიანზე მეტი. 1991 წლის 1 თებერვლისთვის კი გადასროლილი იყო 439,5 ათასი ადამიანი, 2750 ტანკი, საველე არტილერიის 1900 ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ზცრს) და ნაღმსატყორცნი, 1120 საბრძოლო თვითმფრინავი და დამხმარე ავიაციის სხვადასხვა დანიშნულების 180 თვითმფრინავი.

სახმელეთო ჯარების მძიმე შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის, მტუ-ის საგნების კონფლიქტის ზონაში სტრატეგიული გადასროლების განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა აშშ სზძ-ის საზღვაო გადაზიდვების სარდლობას, რომელიც საზღვაო-სატრანსპორტო ძალებისა და საშუალებათა გამოყენებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა. ოპერაცია “დეზერთ სთორმის” დაწყებისთვის არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე (1991 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შესრულებული იყო 387 რეისი) გადასროლილ იქნა 2,4 მლნ. ტ ტვირთები აშშ-დან და ევროპიდან, ანუ კონფლიქტის ზონაში ჩატანილი მთელი ტვირთების 90 %-ზე მეტი, აგრეთვე 5,1 მლნ. ტ საწვავ-საცხები მასალები და ნავთობპროდუქტები, რამაც კონფლიქტის ზონაში გადასროლილი მშრალი ტვირთების 86 %, საწვავ-საცხები მასალებისა და ნავთობპროდუქტების 99 % შეადგინა. ამან საშუალება მისცათ 1991 წლის იანვრის შუარიცხვებისთვის შეექმნათ მტუ-ის საშუალებათა მარაგები აშშ შეიარაღებული ძალების გცს-თვის საბრძოლო მოქმედებების დაახლოებით 60 დღეღამეზე, ხოლო საშუალებათა ცალკეული სახეობების მიხედვით კი – 120 დღეღამეზეც.

ზღვით, კერძოდ, ჩატანილ იქნა 1-ლი, მე-2 და -3 ჯავშანსატანკო დივიზიების (თითოეულისთვის 90000 ტ), 1-ლი საკავალერიო (ჯავშანსატანკო), 1-ლი, მე-3 და 24-ე მექანიზებული ქვეითი დივიზიების (თითოეულისთვის 93000 ტ), 197-ე ცალკეული მექანიზებული ქვეითი ბრიგადის, მე-2 და -3 ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკების, საზღვაო ქვეითი ჯარის 1-ლი, მე-6 და -7 საექსპედიციო ბრიგადების სამხედრო ტექნიკა და მატერიალური საშუალებანი.

ჩატვირთვის პუნქტების სახით გამოიყენებოდა შემდეგი პორტები: აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე და მექსიკის ყურეში – ჰიუსტონი, გალვერტონი, ახალი ორლეანი, ჯექსონვილი, სავანა, ჩარლსტონი, მორჰედ-სითი, ნორფოლკი, ქეიფ-ჩარლზი, ლითლ-ქრიქი, სანიპოინტი; აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე – პორტლენდი, სიეტლი, სან-ფრანცისკო და ლოს-ანჟელესი; აგრეთვე პერლ-ჰარბორი (ჰავაის კუნძულები); სასებო და ნახა (იაპონია), პუსანი (სამხრეთ კორეა); ბრემენ-ჰაფენი, ნორდენჰამი და ჰამბურგი (გფრ); ამსტერდამი და როტერდამი (ნიდერლანდები) და ანტვერპენი (ბელგია).

შუალედურ ბაზებად გამოიყენებოდა როტა (ესპანეთი), სუბიკ-ბეი (ფილიპინები) და დიეგო-გარსია (ინდოეთის ოკეანე).

კონფლიქტის ზონაში გადმოტვირთვის ძირითად პუნქტებს წარმოადგენდა: ელ-ჯუბეილი, დამამი, იანბუ და ჯიდა (საუდის არაბეთი), მასკატი (ომანი), დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), მანამა (ბაჰრეინი). გადმოტვირთვის საშუალო ტემპები შეადგენდა 10-20 ათას ტ-ს დღეღმეში.

ჯარებისა და ტვირთების ყველაზე უფრო ინტენსიური გადასროლების პერიოდში სპარსეთის ყურეში გადასვლების მარშრუტებზე ერთდროულად იმყოფებოდა 132 გემი, 44 კოფლიქტის ზონიდან ბრუნდებოდა, ხოლო 28-ზე კი პორტებში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები წარმოებდა.

საზღვაო გადაზიდვებისთვის გამოყენებულ ყველა გემს შორის 45 % მოკავშირე და მეგობრულ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა, 43 % – აშშ საზღვაო გადაზიდვების სარდლობასა და ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტს, 12 % კი – ამერიკულ გემთსამფლობელო კომპანიებს.

ზღვით გადასროლების მსვლელობისას ყველაზე უფრო ეფექტურად გამოიყენებოდა “ალგოლის” ტიპის თვითმავალი ტექნიკის სწრაფმავალი ტრანსპორტები, რომელთაგან თითოეულმა 1991 წლის იანვრის შუარიცხვებისთვის სპარსეთის ყურის ზონაში სამი-ოთხი რეისი შეასრულა (სიჩქარე გადასასვლელზე 30-32 კვანძი). მოცემული ტიპის რვავე გემს მუდმივად ინახავდნენ საოთხდღეღამო მზადყოფნაში ზღვაში გასასვლელად. ამან საშუალება მისცა მათ, რომ ჩასატვირთად ნორმატიულ ვადებში დამდგარიყვნენ და კონფლისქტის ზონისკენ გადასვლა უკვე 1990 წლის 13-20 აგვისტოს დაეწყოთ. ამ გემების პირველი რეისებით კონფლიქტის ზონაში ჩატანილ იქნა 24-ე მექანიზებული დივიზიის იარაღი, სამხედრო ტექნიკა და მტუ-ის საშუალებები (1990 წლის 25 აგვისტო – 6 სექტემბერი).

24-ე მექანიზებული დივიზიის გადასროლისას “ალგოლის” ტიპის ტრანსპორტები იტვირთებოდა შემდეგნაირად: UH-1 (AH-1) ტიპის 120 ვერტმფრენი ან M1 ტიპის 183 ტანკი, აგრეთვე 78 ტრაილერი 35-გირვანქიანი კონტეინერებით, 46 20-გირვანქიანი კონტეინერი, 280 ათასი გალონი (1,06 მლნ. ლ) სასმელი წყალი, 4 მლნ.-ზე მეტი გალონი (15,1 მლნ. ლ) საწვავ-საცხები მასალები. ამერიკელი სპეციალისტების შეფასებებით, “ალგოლის” ტიპის ერთი ტრანსპორტი ტვირთამწეობისა და გადასატანი ტვირთების ხასიათის მიხედვით ცვლიდა 230 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს C-5 “გელექსი”.

ოპერაციის “დეზერთ შილდი” მსვლელობისას აღნიშნულ იქნა შემდეგი ნაკლოვანებები ამ გემების გამოყენების ორგანიზებაში:

– დივიზია ჩასატვირთად ისე მივიდა, რომ ჰქონდა დიდი მოცულობით ზენორმატიული ქონება საერთო ფართით 32,6 ათასი კვ. მ, რის შედეგადაც საზღვაო გადაზიდვების სარდლობა (ზგს) იძულებული შეიქნა “ალგოლის” ტიპის რვა ტრანსპორტის გარდა კიდევ ორი გემი დაექირავებინა, რათა ბორტზე ერთდროულად მთელი დივიზია ჩაეტვირთა;

– “ალგოლის” ტიპის ტრანსპორტებზე გეგმიური საბრძოლო მომზადების მსვლელობისას ვერტმფრენების გადასროლის საკითხები არ მუშავდებოდა, რაც 24-ე მექანიზებული დივიზიის ტექნიკის ჩატვირთვისა და განთავსების მსვლელობისას დამატებით სიძნელეებს ქმნიდა;

– გემებში არ იყო გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომები დივიზიის პირადი შემადგენლობისთვის (100 ადამიანი თითოეულ ტრანსპორტში), რომელიც გამოყოფილი იყო გემების გაცილების, დაცვისა და დანიშნულების პორტში განტვირთვისთვის. ამიტომ მისი განთავსების მიზნით სატვირთო სათავსოების ნაწილი საჩქაროდ იქნა სათანადოდ გადაკეთებული.

ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტის პირველი რიგის რეზერვის ზგს-ში გადაცემის ნორმატიული ვადებისგან ჩამორჩენასთან დაკავშირებით, აგრეთვე დამატებითი ტონაჟის ძიებასა და დაქირავებაზე დროის დანახარჯების გამოც, კონფლიქტის ზონაში ზღვით ტვირთების გადასროლის გეგმიური ტემპების მიღწევა მხოლოდ 1990 წლის ოქტომბრის დასაწყისში გახდა შესაძლებელი.

კონფლიქტის ზონაში ჯარებისა და ტვირთების გადასროლის უზრუნველყოფისთვის დაქირავებულ იქნა დაახლოებით 90 გემი ამერიკული და უცხოური დროშების ქვეშ. სასწრაფოობის გათვალისწინებით ზგს ქირაში ჩვეულებრივ ფსონებზე 50 %-ით მეტს უხდიდა, აგრეთვე ბალასტურ გადასვლებსაც უნაზღაურებდა.

სამხედრო გადაზიდვებით დაკავებულ გემებს გაუფორმეს მუდმივი დიპლომატიური ნებართვა გადმოტვირთვის პორტებში შესასვლელად და მსვლელობის მარშრუტებზეც. გარდა ამისა, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი დოკუმენტაციის რაოდენობა, რომელიც აუცილებელი იყო გადმოტვირთვის პორტებში შესვლისთვის, და საბაჟო და სანიტარულ-საკარანტინო ფორმალობებიც მაქსიმალურად იქნა გამარტივებული.

საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ჩასული ჯარებისა და ტვირთების განლაგებისა და განთავსების უზრუნველყოფის, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებათა სავარაუდო რაიონის საინჟინრო აღჭურვისთვის სზძ-ის საინჟინრო-სამშენებლო ნაწილები გამოიყენებოდა. 

1990 წლის დეკემბრისთვის კონფლიქტის რაიონში გადასროლილ იქნა 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ოთხი რეგულარული საინჟინრო-სამშენებლო ბატალიონის შემადგენლობიდან, რომლებიც დისლოცირეული იყვნენ შესაბამისად კუნძულებზე ოკინავა და გუამი, ასევე პურტო რიკოსა და პორტ-უაინემში (კალიფორნია). გარდა ამისა, გაშლილი იყო ორი სარეზერვო ბატალიონი, ერთერთი მათგანი ასევე გადაისროლეს საუდის არაბეთში, ხოლო მეორის ქვედანაყოფები კი აშშ-ის ტერიტორიაზე ტვირთების გადასროლის სამუშაოების უზრუნველყოფისთვის.

საინჟინრო-სამშენებლო ბატალიონების მეწინავე რაზმები (90-90 ადამიანი) კონფლიქტის ზონაში გადასროლისთვის მზად იყვნენ ბრძანების მიღებიდან 48 სთ-ის შემდეგ, ხოლო ბატალიონები კი (თითოეულში დაახლოებით 600 ადამიანი) – 6 დღეღამის შემდეგ. საინჟინრო-სამშენებლო ტექნიკის გადასროლა ხდებოდა ზღვით, პირადი შემადგენლობისა კი – ჰაერით. აშშ სზძ-ის სარდლობა აღნიშნავდა სამხედრო მშენებლების მაღალ ორგანიზებულობასა და შრომის ნაყოფიერებას. კერძოდ, იტობინებოდნენ, რომ 81 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა 16 დღეღამეში გაშალა საველე ჰოსპიტალი, რომელიც საუდის არაბეთში 480 კონტეინერით ჩაიტანეს გემ-საწყობის “ნობილ სთარის” ბორტზე კუნძულ დიეგო-გარსიას რაიონიდან.

გადასროლების მსვლელობისას აშშ შეიარაღებული ძალების სარდლობა არსებით ყურადღებას უთმობდა სპარსეთის ყურის ზონაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტას. ასე, მხოლოდ 1990 წლის 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით კონფლიქტის რაიონში ჩაიტანეს 1200 ტ ფოსტა. ამასთან, აშშ-დან საფოსტო გზავნილები მისამართის სწორად დაწერის შემთხვევაში ადრესატებამდე 10 დღეღამეში ჩადიოდა, არასწორად დაწერისას კი – რამდენიმე კვირაში.

II. აშშ სამხედრო-საზთვაო ძალები ოპერაციაში “დეზერთ სთორმი” („ქარშხალი უდაბნოში“) 

წერილის პირველ ნაწილში განხილულ იქნა ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) სტრატეგიული და ოპერატიული გაშლის საკითხები ოპერაციის “დეზერთ შილდი” (“უდაბნოს ფარი”) გეგმის მიხედვით, საზღვაო გადაზიდვების სარდლობის მონაწილეობა აშშ სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) ნაწილებისა და შენაერთების იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საშუალებათა გადასროლებში სპარსეთის ყურის ზონაში. ქვემოთ ნაჩვენებია შეერთებული შტატების სზძ-ის საჯგუფების საბრძოლო გამოყენების საკითხები ოპერაციაში “დეზერთ სთორმი” (“ქარიშხალი უდაბნოში”), რომელიც წარმოადგენდა არსებითად ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური კონცეფციის “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” რეალიზაციის პირველ მცდელობას ახლოაღმოსავლური საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) პირობებში.

სზძ-ის დაჯგუფება აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (გცს) შემადგენლობაში 1991 წლის 17 იანვრისთვის მოიცავდა პირადი შემადგენლობის 140 ათას ადამიანზე მეტს (მათ რიცხვში საზღვაო ქვეითი ჯარისა /ზქჯ/ - 70 ათასზე მეტს), 90-ზე მეტ საბრძოლო ხომალდს, ექვსი ავიამზიდის, ორი სახაზო ხმალდის, 16 წყალზედა ხომალდისა და ორი ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავის (წნა, ПЛА)* ჩათვლით – ფრთოსანი რაკეტების (ფრ) მატარებლებისა (/*იმას გულისხმობდნენ, რომ მხოლოდ ორმა წნა-მ მოახდინა ფრ “თომაჰოქების” საბრძოლო გაშვებები/ 324 გასაშვები დანადგარი, საბრძოლო მარაგი 332 ფრთოსანი რაკეტა “თომაჰოქი”), ფლოტისა და ზქჯ-ის ავიაციის დაახლოებით 680 საბრძოლო თვითმფრინავს, ზქჯ-ის ორ საექსპედიციო დივიზიას (ნაპირზე), ორ საექსპედიციო ბრიგადასა და ერთ საექსპედიციო ბატალიონს (ამფიბიური სადესანტო შენაერთის ხომელდებზე). ამასთან ზოგიერთ ხომალდზე ტიპიური საბრძოლო კომპლექტის შეცვლის გათვალისწინებით, დასმული ამოცანების გადასაწყვეტად, კონფლიქტის ზონაში ფრ “თომაჰოქების” რაოდენობას ხომალდ-მატარებლებზე შეეძლო შეედგინა 500 ერთეულზე მეტი.

აშშ სზძ-ის დაჯგუფების ძირითადი ნაწილი თავმოყრილი იყო სპარსეთისა და ომანის ყურეებში, მათ შორის ორი საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი (ადჯ), ორი სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფი (რდჯ), ამფიბიურ-სადესანტო შენაერთი (ადშ). ზქჯ-ის მიწისზედა დაჯგუფება დისლოცირებული გახლდათ საუდის არაბეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქუვეითის სამხრეთით, ადჯ ატომური მრავალმიზნობრივი ავიამზიდის (ABMA) CVN71 “თეოდორ რუზველტის” მეთაურობით არაბეთის ზღვის დასავლეთ ნაწილში იმყოფებოდა სპარსეთის ყურეში გადასასვლელზე. დანარჩენი ძალები, მათ შორის სამი ადჯ, მანევრირებდნენ წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

ძალების საერთო ხელმძღვანელობა ხორციელდებოდა გცს-ის ძირითადი საკომანდო პუნქტიდან ერ-რიადში (საუდის არაბეთი), უშუალო კი – აშშ გცს-ის შემადგენლობაში სზძ-ის საფლაგმანო საკომანდო პუნქტიდან (ფკპ) (მე-7 ოპერატიული ფლოტის სარდლის ფკპ-დან) საშტაბო ხომალდ LCC19 “ბლუ რიჯის” ბორტზე, აგრეთვე ოპერატიული შენაერთების ფკპ-ების მეშვეობით.

ოპერაციის “დეზერთ სთორმი” ოპერატიული გეგმის შესაბამისად აშშ სზძ-ს გცს-ის შემადგენლობაში ეკისრებოდა შემდეგი ამოცანები:

– ერაყის საზღვაო ბლოკადის განხორციელება და აშშ-დან და ევროპიდან კონფლიქტის ზონაში ძირითადი კომუნიკაციების კონტროლი;

– საომარი მოქმედებების საწყისი პერიოდის პირველ ოპერაციებში მონაწილეობა, მათ შორის საგემბანო ავიაციისა და ფრ “თომაჰოქების” მატარებელი ხომალდების საჰაერო შეტევით ოპერაციაში მონაწილეობა აშშ-ისა და ანტიერაყული კოალიციის სხვა ქვეყნების სზძ-ებთან ერთობლივად.

– სისტემატიური საბრძოლო მოქმედებებისთვის ფლოტისა და ზქჯ-ის ავიაციის ძალების გამოყენება;

– სპარსთის ყურეში ბატონობის შენარჩუნება ერაყული სზძ-ის წყალზედა ძალების ძიებისა და განადგურების გზით;

– საზღვაო სადესანტო ოპერაციის (ზდო) ჩატარებისთვის მომზადება, აგრეთვე ქუვეითთან საზღვარზე ზქჯ-ის ცალკეული ქვედანაყოფებით ადგილობრივი მნიშვნელობის საბრძოლო მოქმედებების წარმოება;

– სპარსეთის ყურეში სანაღმო საშიშროებასთან ბრძოლა;

– სახმელეთო ჯარებისთვის ზღვისპირა მიმართულებებზე სახომალდო არტილერიის ძალებით საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენა.

საომარი მოქმედებების საწყის პერიოდში დასმული საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტის მსვლელობისას აშშ სზძ-ის ფლოტის ძალებისა და ზქჯ-ის მოქმედებათა შემდეგი ძირითადი თავისებურებები აღინიშნებოდა.

ერაყის ბლოკადას ზღვის მხრიდან ახორციელებდნენ საბრძოლო ხომალდები საბლოკადო მოქმედებათა უზრუნველყოფის ძალების ოპერატიული შენაერთის შემადგენლობით. ამ მოქმედებებს ათანხმებდნენ ორმუზის სრუტეში, ომანისა და სპარსეთის ყურეებში, წითელ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში კომუნიკაციათა ხაზების კონტროლის ღონისძიებებთან. მოცემულ ამოცანას წყვეტდნენ მუდმივად ტრანსპორტების უწყვეტად მოსვლის გამო, რომლებიც იარაღით, სამხედრო ტექნიკითა და მტუ-ის საშუალებებით იყო დატვირთული კონფლიქტის ზონაში აშშ შეიარაღებული ძალების გცს-ისა და მის მოკავშირეთა დაჯგუფებისთვის.

საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ აშშ სზძ-მ უშუალო მონაწილეობა მიიღო საჰაერო შეტევითი ოპერაციის ჩატარებაში ფრ “თომაჰოქების” მატარებელი ხომალდებისა და სზძ-ის ავიაციის (საავიამზიდო და ზქჯ-ის) ძალებით.

ფრ “თომაჰოქების” მატარებელი ხომალდებიდან 1991 წლის 1 იანვარს საბრძოლო მოქმედებების პირველ საათებში მოახდინეს ორი ზალპი რაკეტებით (50-50 ერთეული) მნიშვნელოვან სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე ერაყის ტერიტორიაზე, და პირველ რიგში ავიაციის შემდგომი მოქმედებების ინტერესებში საჰაერო თავდაცვის (ჰთ) აქტიურ საშუალებათა წინააღმდეგ. დაზიანებულ იქნა, კერძოდ, პრეზიდენტის სასახლე, თავდაცვის სამინისტრო, მართვის პუნქტები, აგრეთვე საბრძოლო მასალების საწყობები ბაღდადის გარეუბნებში – თაჯისა და რამადიში. შემდგომ ორ დღეღამეში შეასრულეს ფრთოსანი რაკეტების კიდევ 80-მდე და 50-ზე მეტი გაშვებები კონკრეტული ობიექტების წინააღმდეგ შესაბამისად ქალაქების ბაღდადისა და ბასრას რაიონებში. სულ სპარსეთის ყურეში საომარი მოქმედებების მსვლელობისას განხორციელებულ იქნა ფრ “თომაჰოქების” 297 გაშვება აშშ სზძ-ის ხომალდ-მატარებლებიდან.

ზქჯ-ის ავიაცია და საგემბანო თვითმფრინავები ავიამზიდებიდან 151-, 154- და 155-ე ოპერატიული დამრტყმელი შენაერთების შემადგენლობიდან შესაბამისად სპარსეთის ყურეში, არაბეთისა და წითელ ზღვებში სჰძ-თან ერთობლივად მოქმედებდნენ ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული მასირებული სარაკეტო-საბომბე დარტყმების მიყენებაში საავიაციო და სარაკეტო ბაზებზე, მართვის პუნქტებსა და კავშირგაბმულობის კვანძებზე, მნიშვნელოვან სამხედრო-სამრეწველო და სამთავრობო ობიექტებზე, აგრეთვე ჯართა დაჯგუფებებზე.

ფლოტის ძალების ოპერატიული მოწყობა (построение) კონფლიქტის ზონაში ითვალისწინებდა ერაყზე საბრძოლო ზემოქმედების შესაძლებლობას სამი მიმართულებიდან – სპარსეთის ყურიდან, წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილიდან.

სპარსეთის ყურეში მოქმედებდა აშშ სზძ-ის დაჯგუფების ძირითადი დამრტყმელი ნაწილი 30 საბრძოლო ხომალდის, მათ შორის ავიამზიდების ABM CV41 “მიდუეის”, CV61 “რენჯერისა” და ABMA CVN71 “თეოდორ რუზველტის” (1991 წლის 19 იანვრიდან), სახაზო ხომალდების BB63 “მისურისა” და BB64 “ვისკოსინის”, საშტაბო ხომალდის LCC “ბლუ რიჯისა” და 11 სადესანტო ხომალდის შემადგენლობით.

ომანის ყურესა და არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში თავი მოიყარა 30-მდე ხომალდმა, მათგან სადესანტო ხომალდების უმეტესმა ნაწილმა, სადესანტო ვერტმფრენმზიდების (ABB) LPH2 “ივოძიმას”, LPH11 “ნიუ ორლეანის”, LPH9 “გუამის” მეთაურობით. მასში ასევე შედიოდნენ უნივერსალური სადესანტო ხომალდები (უდხ) LHA4 “ნასაუ”, LHA1 “თარავა”, სამი ატომური წყალქვეშა ნავი და სხვა.

წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდა 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, რომელთა შორის იყო ავიამზიდები ABM CV67 “ჯონ ფ. კენედი”, CV60 “სარაგოტა”, CV66 “ამერიკა” და ორი ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავი.

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მანევრირებდა რვა საბრძოლო ხომალდამდე, მათ შორის ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავი.

სულ ოპერაციაში “დეზერთ შილდი” მონაწილეობა მიიღო რვა ატომურმა მრავალმიზნობრივმა წყალქვეშა ნავმა, რომლებიც აწარმოებდნენ დაზვერვას ოპერატიული შენაერთების მეთაურთა ინტერესებში და წყვეტდნენ ადჯ-ების ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანებს საომარ მოქმედებათა ზონაში მათი გადასვლების მარშრუტებზე. შემდგომში ოპერაცია “დეზერთ სთორმის” დაწყებისთვის წნა-ების დაჯგუფება გაძლიერებულ იქნა კიდევ ხუთი ერთეულით, რომელთაგან ორმა პირველად მოახდინა ფრ “თომაჰოქების” საბრძოლო გაშვებები წყალქვეშა მდგომარეობიდან საახლოებით 1100 კმ-ის დაშორებაზე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ და წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილებიდან.

ძალების ოპერატიული მოწყობა მთავარ მიმართულებაზე (სპარსეთის ყურე) მოიცავდა:

– საავიამზიდო დამრტყმელ შენაერთს (ადშ) სამი ადჯ-ის შემადგენლობით ერაყის მიწისზედა და საზღვაო ობიექტებზე სარაკეტო-საბომბე დარტყმების მიყენების, აგრეთვე ყურეში საბრძოლო დაჯგუფების საჰაერო დაფარვის უზრუნველყოფის ამოცანებით. ავიამზიდების საბრძოლო მანევრირების რაიონი იმყოფებოდა ყურის ცენტრალურ ნაწილში. ადშ-ის დაცვის ცალკეული ხომალდები რომლებიც წინ იყვნენ გასული ერაყის მიმართულებით 100-120 მილის მანძილზე ავიამზიდებისგან, წყვეტდნენ შენაერთის ჰთ-ის ამოცანებს საგემბანო გამანადგურებლებთან და შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის თვითმფრინავებთან ერთობლივად.

– ორი რდჯ (სახაზო ხომალდებით BB63 “მისური” და BB64 “ვისკოსინი”), რომლებიც ავიამზიდებისგან ჩრდილო-დასავლეთით 50-90 მილის დაშორებაზე იმყოფებოდნენ, წყვეტდა სარაკეტო დარტყმების მიყენების ამოცანებს ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, აგრეთვე ადშ-ის საჰაერო თავდაცვის ამოცანებსაც. შემდგომში სახაზო ხომალდმა “ვისკოსინმა” გადაინაცვლა ყურის აღმოსავლეთ ნაწილში, სავარაუდოდ, მის მიერ ფრ “თომაჰოქების” საბრძოლო მარაგის დახარჯვის შემდეგ.

– გაერთიანებულ საბრძოლო ნაღმ-სატრალო ჯგუფს, რომელიც აშშ სზძ-ის ოთხი და დიდი ბრიტანეთის სამი ტრალერისგან შედგებოდა, და მათ ჰქონდათ ქუვეითის სანაპიროსთან ნაღმების ტრალირების ამოცანა. ჯგუფის დაფარვას ზღვიდან და ჰაერიდან ახორცილებედნენ ადშ-ის ხომალდები და საგემბანო გამანადგურებლები.

წითელ ზღვაში მეორე ადშ-ის ხომალდები განლაგებული იყო ჩრდილოეთ განედის 24 და 26° პარალელებს შორის, თავმოყრილი საბრძოლო მოწყობით (в сосредоточенных боевых порядках). ამ მიმართულებიდან საავიამზიდო ავიაცია აყენებდა დარტყმებს სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს ერაყის დასავლეთ ნაწილში.

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ სზძ-ის ხომალდები განწერტილ ორდერებად მანევრირებდენ და ფრ “თომაჰოქების” მატარებელი ხომალდების ყველა სახეობის თავდაცვას უზრუნდელყოფდნენ, რომლებიც ერაყის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ობიექტებს აყენებდნენ დარტყმებს. საზღვაო ბაზირების ფრ-ების მარშრუტები გადიოდა თურქეთის ტერიტორიის თავზე.

აშშ სზძ-ის მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში გამოიხატებოდა საავიამზიდო ავიაციის რეგულარულ გამოყენებაში სჰძ-ის თვითმფრინავებთან ერთობლივად შემდეგი ძირითადი ამოცანების გადასაწყვეტად: საბომბე საიერიშო დარტყმების მიყენება სამხედრო ობიექტებზე ერაყისა და ქუვეითის ტერიტორიაზე; F-14 “თომქეთი” გამანადგურებლების მიერ B-52 სტრატეგიული ბომბდამშენების გაცილება საბრძოლო გაფრენებისა და ერაყული სახმელეთო ჯარების დაჯგუფებებზე დარტყმების მიყენებისას (კერძოდ, მე-7 საარმიო კორპუსის ჯარებზე ქ. ბასრას რაიონში); სპარსეთის ყურეში სზძ-ის საბრძოლო დაჯგუფების ჰთ-ის უზრუნველყოფა, ცალკეულ შემთხვევებში კი –სპარსეთის ყურეში ერაყული სზძ-ის წყლზედა მიზნებზე (ნაღმ-სატრალო ხომალდებზე, საპატრულო და სარაკეტო კატარღებზე) დარტყმების მიყენება; საჰაერო დაზვერვის წარმოება შრლა და მართვის თვითმფრინავებით E-2C “ჰოქაი”; ზქჯ-ისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების უშუალო საავიაციო მხარდაჭერა ეპიზოდურ საბრძოლო შეტაკებებში ქუვეითის საზღვარზე. საომარი მოქმედებების მსვლელობისას საავიამზიდო ძალების გამოყენების შემდეგი თავისებურებები აღინიშნებოდა:

– საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საავიამზიდო ჯგუფების ვერდასრულებული გაშლისას საბრძოლო დანიშნულების რაიონებში. ასე, ABMA CVN71 “თეოდორ რუზველტი” ამ დროს სპარსეთის ყურეში გადასასვლელზე იმყოფებოდა, და მისგან ავიაციის გამოყენება მხოლოდ 1991 წლის 20 იანვრიდან დაიწყეს. საჩვენებელია, რომ წითელი ზღვიდან სპარსეთის ყურეში გადასვლა და იქ გაშლა (переразвёртывание) ავიამზიდმა შეასრულა სვლის სიჩქარით 32 კვანძი.

– საგემბანო ავიაციამ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო დაწყებული პირველი მასირებული საავიაციო დარტყმიდან. 17 იანვრის 0.52-დან 6.00 სთ პერიოდში მოახდინეს ავიაციის სამი ჯგუფის ჰაერში აყვანა (15-22 თვითმფრინავი თითოეულში) ავიამზიდებიდან CV41 “მიდუეი” და CV61 “რენჯერი”. დამრტყმელი და უზრუნველმყოფი თვითმფრინავების თანაფარდობა ჯგუფებში შეადგენდა 1 : 2.

– საგემბანო ავიაცია წყვეტდა ძირითადად მიწისზედა და საზღვაო მიზნებზე დარტყმების მიყენების, სზძ-ის დაჯგუფების საჰაერო თავდაცვის, პატრულირების, სტრატეგიული ავიაციის ჰაერში დაფარვისა და დაზვერვის წარმოების ამოცანებს, რისთვისაც ყოველდღიურად 80-დან 300 თვითმფრინავ-გაფრენამდე ასრულებდა.

– გამანადგურებელი ავიაციის თვითმფრინავების ფრენის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 3 სთ-ს, მაქსიმალური – 5 სთ-მდე, ხოლო შრლა და მართვის თვითმფრინავებისა E-2C “ჰოქაი” კი – 7 სთ-ს. ჰაერში საწვავით გაწყობისთვის KA-6D “ინთრუდერი” საგემბანო თვითმფრინავებთან ერთად აშშ სჰძ-ის გამწყობებიც KC-135 გამოიყენებოდა.

– სტრატეგიული ბომბდამშენების მოქმედებათა უზრუნველყოფისთვის ჰაერში ადიოდა საგემბანო ავიაციის 10-15 თვითმფრინავი. ასე, 19 იანვრის 15.50-ზე ABM CV61 “რენჯერიდან” ამ მიზნით ჰაერში აყვანილ იქნა 13 თვითმფრინავი, მათ შორის ექვსი F-14 “თომქეთი”, ოთხი F/A-18 “ჰორნეთი”, ორი S-3A “ვიკინგი” და E-2C “ჰოქაი”.

– წითელ ზღვაში ავიაციის მოქმედება ავიამზიდებიდან CV60 “სარაგოტა” და CV67 “ჯონ ფ. კენედი” მნიშვნელოვანი ზომით იყო დამოკიდებული აშშ სჰძ-ის თვითმფრინავ-გამწყობებზე. საგემბანო თვითმფრინავების ფრენების მსვლელობისას, რომლებიც დაახლოებით 5 სთ-ს გრძელდებოდა (ჩვეულებრივ მხოლოდ 2 სთ-ს), საწვავით გაწყობა ტარდებოდა ორჯერ – დარტყმების ობიექტებისკენ მარშრუტებზე და უკან დაბრუნებისას. ასეთ პირობებში ავიამზიდებიდან საიერიშო დარტყმების მისაყენებლად 20-დან 30 ერთეულამდე თვითმფრინავების ჯგუფებს ჰაერში ასვლა დღეღამეში მხოლოდ ორჯერ შეეძლოთ.

– საავიამზიდო ავიაციის გამოყენების ყველაზე უფრო მეტი მოქნილობის მიღწევა მოხერხდა საომარი მოქმედებების უკანასკნელ ორ კვირაში, როდესაც სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში თავმოყრილი იყო ოთხი ადჯ (ABMA CVN71 “თეოდორ რუზველტი”, ABM CV41 “მიდუეი”, CV66 “ამერიკა” და CV61 “რენჯერი”). ამასთან უმეტეს შემთხვევებში საავიამზიდო ავიაციის მიერ საიერიშო დარტყმების მიყენების მსვლელობისას მიზნებამდე მანძილის შემცირების პირობებში მოიხსნა თვითმფრინავების ჰაერში საწვავით გაწყობის აუცილებლობა და მოიერიშე ავიაციამ შეძლო ე. წ. “ციკლური ოპერაციების” განხორციელება. მითითებულ პერიოდში ყოველდღიურად ყოველ საათში 18 საათის განმავლობაში ავიამზიდებიდან ჰაერში ადიოდა დამრტყმელი ჯგუფები საშუალოდ 20-20 თვითმფრინავის შემადგენლობით.

– საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ინტერესებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში საგემბანო ავიაცია გამოიყენებოდა ძალების ოპტიმალური საბრძოლო დაძაბულობით. ამასთან ხორციელდებოდა დანაკარგების ანაზღაურება (აშშ-დან სამი მოიერიშის A-6 “ინთრუდერის” გადმოსროლა) და ავიამზიდების გამოყენების განსაზღვრული წესიც იყო დადგენილი: ხუთი დღე აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა, ორი – შემცირებული ინტენსივობით.

– მთლიანობაში აშშ სზძ-ის ავიაციის დანაკარგებმა სპარსეთის ყურის ზონაში საომარი მოქმედებების მსვლელობისას შეადგინა 0,4 თვითმფრინავი 1 ათას გაფრენაზე, შესაბამისმა მაჩვენებელმა აშშ სჰძ-ის ავიაციისთვის – 0,22, მეძ-ის ავიაციისთვის – 0,4, მათ შორის ზქჯ-ის ავიაციისთვის – 0,81. ზქჯ-ის ავიაციის დანაკარგების მაღალი დონე, როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, იმით აიხსნებოდა, რომ იგი ძირითადად უშუალო საავიაციო მხარდაჭერის ამოცანას წყვეტდა, რის გამოც ხშირად მოწინააღმდეგის საზენიტო საშუალებათა ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდა.

საგემბანო ავიაციის საავიაციო დამრტყმელი ჯგუფის (15-20 თვითმფრინავი) ოპერატიული მოწყობა შეიცავდა თანხლების გამანადგურებლების (F-14 “თომქეთი”) ჯგუფს, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) თვითმფრინავების (EA-6B “ფროულერი”) ჯგუფს, მოიერიშეებისა (A-6E “ინთრუდერი”) და გამანადგურებელ-მოიერიშეების (F/A-18 “ჰორნეთი”) დამრტყმელ ეშელონს. ავიაციის მართვა ფრენისას და მიზნის რაიონში ხორციელდებოდა შრლა და მართვის თვითმფრინავებიდან (E-2C “ჰოქაი”).

დარტყმების მიყენებისას მაღალი ეფექტურობა აჩვენა მართვადი ავიაბომბების გამოყენებამ, აგრეთვე ეპიზოდურად ახალი მართვადი რაკეტების (მრ) SLAM გამოყენებამაც მოიერიშეებიდან, დიდი სიმძლავრის გადამღობი და საიერიშო ხელშეშლების (помехи) გამოყენებამ რებ-ის თვითმფრინავებიდან. მიზანზე გასვლის სიზუსტე ღამის პირობებში მიიღწეოდა სათანამგზავრო სანავიგაციო სისტემის NAVSTAR გამოყენებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი – სანავიგაციო სათანამგზავრო სისტემის “ფლიტსატკომის” გამოყენებითაც (B-52 ბომბდამშენების უზრუნველყოფისას).

სულ საომარი მოქმედებების მსვლელობისას აშშ სზძ-ის ავიაციამ შეასრულა მეძ-ის ავიაციის მთელი საბრძოლო გაფრენების 23 %. 1991 წლის 6 მარტის მდგომარეობით, მან განახორციელა 28929 საბრძოლო გაფრენა, რომელთაგან 36 % მიმართული იყო საიერიშო ამოცანების გადაწყვეტაზე, ხოლო 30 % კი – სახომალდო შენაერთების ჰთ-სა და საბრძოლო პატრულირებაზე. ამ დროის განმავლობაში ფლოტისა და ზქჯ-ის ავიაციამ დახარჯა 4,5 ათასი ტ საბრძოლო მასალა. ფლოტის ავიაციის დანაკარგებმა შეადგინა შვიდი თვითმფრინავი, ზქჯ-ისა კი – რვა.

ეპიზოდურად საბრძოლო მოქმედებების ზონაში ხორციელდებოდა ფრ “თომაჰოქების” 10-30 გაშვება მიწისზედა მიზნების წინააღმდეგ, მათ შორის “ლოს-ანჟელესის” ტიპის ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავებიდან წითელი ზღვის ჩრდილოეთ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილებიდან.

სპარსეთის ყურეში ბატონობის შენარჩუნების ამოცანა წყდებოდა სზძ-ის წყალზედა ძალებისა და ავიაციის მოქმედებებით ერაყის ცალკეული ხომალდების, გემებისა და კატარღების ძიებისა და განადგურებისთვის (სულ საბრძოლო მოქმედებების საწყის პერიოდში განადგურებულ იქნა 25-მდე საბრძოლო კატარღა, ტრალერი და ორიც ნაღმგადამღობი /ნაღმების დამყენებელი/ გემი), სახომალდო შენაერთების ყველა სახეობის თავდაცვის ორგანიზებით, ყურეში სანაღმო ვითარების კონტროლით, სპარსეთის ყურესა და მიმდებარე აკვატორიაში მეძ-ის ხომალდებისა და გემების დაუბრკოლებელი ნაოსნობის უზრუნველყოფით.

საბრძოლო დაჯგუფების ჰთ აიგებოდა ზონურ-საობიექტო პრინციპით და ეს საშუალებას იძლეოდა შეექმნათ მთავარი ძალების ეშელონირებული დაცვა საჰაერო დარტყმებისგან. საჰაერო მიზნებს აღმოაჩენდნენ ყველა მიმართულებიდან ორ- ან სამჯერადი გადაფარვით 1000 კმ-მდე სიღრმეში ძალების მოწყობის (построение) ცენტრიდან შენაერთის საკუთარი საშუალებებისა და შრლა და მართვის AWACS სისტემის E-3 თვითმფრინავების გამოყენებით. საჰაერო სივრცის კონტროლი ხორციელდებოდა ორი-სამი თვითმფრინავის E-3 და ხუთამდე საგემბანო თვითმფრინავის E-2C “ჰოქაი” მუდმივად ჰაერში ყოფნით. რადიოსალოკაციო დაზვერვის (дозор) ხომალდები, როგორც საჰაერო ვითარებაზე მეთვალყურეობის ერთერთი კომპონენტი, ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე წინ იყვნენ წაწეული ერაყის მიმართულებით. მთლიანობაში აღმოჩენის შექმნილი სისტემა ვრცელდებოდა ერაყის სანაპირო ზონაზე, ქუვეითის ტერიტორიაზე და იძლეოდა მოწინააღმდეგის თვითმფრინავების აღმოჩენის გარანტიას 300-400 კმ-ის იქით შენაერთის მეწინავე ხომალდების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების მიჯნაზე მათ გამოსვლამდე.

საჰაერო მიზნების განადგურება უზრუნველიყოფოდა ჰთ-ის სახომალდო ბარიერების საშუალებებითა და საგემბანო გამანადგურებლებით. 1991 წლის 17 იანვრისთვის შექმნილი ორი ბარიერი მოიცავდა თითოეული ოთხ-ხუთ ხომალდს მოქმედების საშუალო და ახლო რადიუსის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით (ზრკ), რომლებიც მუქარის მიმართულებებზე 90-130 კმ-ით იყვნენ წინ გასული. ყველაზე უფრო მეტად გამოხატული სახით ეს ბარიერები არსებობდა საბრძოლო მოქმედებათა პირველ დღეღამეებში, როდესაც ჰაერიდან მუქარის ხარისხი ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული. 

საგემბანო გამანადგურებლებს კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყენებდნენ ორ რეჟიმში – “მორიგეობა ჰაერში” და “მორიგეობა გემბანზე”. პირველ დღეებში ჰაერში ერთდროულად ათამდე თვითმფრინავი იმყოფებოდა. შემდგომში კი ეს რაოდენობა ორ-სამჯერ იქნა შემცირებული.

სანაღმო საფრთხესთან ბრძოლა სპარსეთის ყურის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეკისრებოდა მეძ-ის ნაღმ-სატრალო ძალების შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ჩართული იყო ნაღმ-სატრალო ხომალდები “ავენჯერი”, “ედროითი”, “იმპერვიოსი” და “ლიდერი”, აგრეთვე აშშ სზძ-ის ექვსი მტრალავი (тральщик) ვერტმფრენი MH-53.

ყველაზე უფრო ინტენსიური ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებები ხორციელდებოდა საზღვაო სადესანტო ოპერაციის მზადების პერიოდში ქუვეითის სანაპიროსთან, როდესაც ატარებდნენ სადესანტო ხომალდების დგომისა და მანევრირების შიდა და გარე რაიონების, ფარვატერებისა და დესანტის გადასხმის უბნებთან მისასვლელების ტრალიერებას.

1991 წლის თებერვლის დასაწყისამდე ქუვეითის სანაპიროსთან აღმოჩენილ და გაუვნებელყოფილ იქნა დაახლოებით 80 ნაღმი აკუსტიკური, მაგნიტური, ჰიდროდინამიური და კომბინირებული ამფეთქებლებით. სულ აშშ სზძ-მ 1250-ზე მეტი ნაღმი გააუვნებელყო.

სახმელეთო ჯარებისა და ზქჯ-ის სახომალდო არტილერიამ საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენა დაიწყეს მათი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ: ერაყული ჯარებისთვის ცეცხლის დაშენით ქუვეითის სანაპირო ზოლში და დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის პოზიციებისთვისაც ელ-ზაურის კონცხზე ელ-აჰმადის რაიონში.

1991 წლის 3 თებერვალს სახაზო ხომალდები “მისური” და “ვისკოსინი” გადავიდნენ სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში. სახაზო ხომალდის BB63 “მისური” მთავარი ყალიბის 406-მმ ქვემეხებიდან საარტილერიო მხარდაჭერის აღმოჩენისას ცეცხლი დაშენილ იქნა ერაყული ჯარების პოზიციებზე 25 კმ-მდე სიღრმეში საუდის არაბეთისა და ქუვეითის საზღვრის რაიონში. 4 თებერვალს სახაზო ხომალდმა ცეცხლი დაუშინა დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებს ქუვეითის სანაპიროზე.

შემდგომში სახაზო ხომალდები დაცვის ხომალდებთან ერთად პერიოდულად გადიოდნენ სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში ერაყული ჯარებისა და დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებისთვის ცეცხლის დასაშენად ქუვეითის სანაპირო ზოლში და ფაილაკისა და ბუბიანის კუნძულებზე. სხვა წყალზედა საბრძოლო ხომალდები უზრუნველყოფდნენ ნაოსნობის უსაფრთხოებას ყურის აკვატორიაში და ახორციელებდნენ იმ სატრანსპორტო გემების ესკორტირებას, რომლებიც გადმოტვირთვის პორტებისკენ მიემართებოდნენ.

საზღვაო ქვეითი ჯარის ძალების მოქმედებები ძირითადად საზღვაო სადესანტო ოპერაციის მომზადებისკენ იყო მიმართული.

1991 წლის 20 იანვარს ჰიდროგრაფიული ქვედანაყოფები შეუდგნენ დესანტის შესაძლო გადასხმის რაიონების დაზუსტებას ქალაქ ელ-ქუვეითის სამხრეთით; მეწინავე ავიადამმიზნებლები ზქჯ-ის 1-ლი საექსპედიციო სივიზიის (1 ზქჯედ) ქვედანაყოფებიდან ამუშავებდნენ ავიაციის მართვის ორგანიზაციის ამოცანებს სადესანტო ძალების უშუალო საავიაციო მხარდაჭერის ამოცანების შესრულებისას.

21 იანვარს 1 და 2 ზქჯედ-ების ნაწილებმა დაიწყეს წინსვლა ოპერატიული დანიშნულების რაიონებში, რომლებიც საუდის არაბეთისა და ქუვეითის საზღვარს ემიჯნებოდა.

23 იანვარს ძალებმა ამფიბიურ-სადესანტო შენაერთის (ადშ) შემადგენლობაში ჩაატარეს წვრთნები დესანტის გადასხმაში კუნძულ მასირას რაიონში.

24 იანვარს LCC19 “ბლუ რიჯის” ბორტზე მეძ-ის სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის სარდლობათა მიერ შეთანხმებულ იქნა ერთობლივი მოქმედებების გეგმები მიწისზედა შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას.

25 იანვარს ზქჯ-ის მე-4 და -5 საექსპედიციო ბრიგადების (4 და 5 ზქჯებრ) ქვედანაყოფებმა ჩაატარეს წვრთნა დესანტის გადასხმაში აღუჭურველ სანაპიროზე საზღვაო სადესანტო-გადასასხმელი საშუალებებისა და სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების გამოყენებით.

26 იანვარს დამამის რაიონში (საუდის არაბეთი) იყო საზღვაო დესანტის გადასხმის რეპეტიცია 5 ზქჯებრ-ის საბატალიონო სადესანტო ჯგუფის მოიერიშე ეშელონის შემადგენლობით. სადესანტო ტრანსპორტ-დოკიდან LSD36 “ენქორიჯი” 46 სადესანტო კატარღით 10 წთ-მდე ინტერვალით რვა ტალღად 500-მდე ადამიანი იქნა გადასხმული.

27 იანვარს ტარდებოდა წვრთნები დესანტის გადასხმის რაიონის დანაღმული უბნების გადალახვაში, ზუსტდებოდა სადესანტო ოპერაციის გეგმები ელ-ქუვეითის სამხრეთით ნავთობის ლაქის გავრცელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე უზრუნველყოფის ძალებისა და საშუალებათა შემადგენლობა.

31 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით პერიოდში 4 და 5 ზქჯებრ-ების საზღვაო ფეხოსანთა ქვედანაყოფებმა დაასრულეს ჩარტვირთვა სადესანტო ხომალდებში კ. მასირას ნაიონში.

3 თებერვალს ადშ-მ 25-მდე სადესანტო ხომალდის შემადგენლობით, ABB LPH9 “გუამის”, LPH2 “ივოძიმასა” და LPH11 “ნიუ ორლეანის”, უდხ LHA4 “ნასაუსა” და LHA1 “თარავას” ჩათვლით 4 და 5 ზქჯებრ-ებით ბორტზე (დაახლოებით 20 ათასი ადამიანი) დაიწყო წინ გასვლა (выдвижение) კ. მასირას რაიონიდან სპარსეთის ყურეში.

1991 წლის თებერვლის დასაწყისში აშშ კონგრესის კვლევითმა სამსახურმა შეიმუშავა მოხსენება საზღვაო სადესანტო ოპერაციის (ზდო) ჩატარების შესაძლო ვარიანტის თაობაზე ქუვეითის განთავისუფლებისთვის საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას.

ამ ოპერაციის მომზადებისას ტარდებოდა შემდეგი ძირითადი ღონისძიებები: დესანტის გადასხმის სავარაუდო რაიონში ერაყის შეიარაღებული ძალების თავდაცვის სანაპირო ხაზის დაზვერვა, მოწინააღმდეგის დაჯგუფების აქტიური კოსმოსური და საჰაერო დაზვერვა, ზდო-ის გენერალური რეპეტიცია ომანის ტერიტორიაზე (1991 წლის იანვრის დასასრული).

ოპერაციის ჩატარების სავარაუდო რაიონის სახით დამტკიცებულ იქნა ქ. ელ-ქუვეითი და დაინიშნა მისი ჩატარების შესაძლო ვადაც. ამასთან აღინიშნებოდა, რომ მოულოდნელობის მიღწევისთვის ზდო-ს ღამის საათებში ჩაატარებდნენ.

ჩანაფიქრით გათვალისწინებული იყო სადესანტო ხდომალდებიდან ზქჯ-ის ქვედანაყოფების გადასხმა იმავდროულად სავერტმფრენო დესანტის გადასხმასთან ერთად მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. შემდგომში გეგმავდნენ დაპყრობილ პლაცდარმზე ძალებისა და საშუალებათა გაზრდას, მასზე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და არტილერიის გადასროლას. სპეციალისტების შეფასებებით, გადასხმული დაჯგუფების ძალებისა და საშუალებათა მოწინააღმდეგის ჯარების კონტრდარტყმის მოსაგერიებლად მზადყოფნაში მოყვანისთვის საჭირო დროს შეეძლო შეედგინა 1,5 სთ-მდე.

ოპერაციის ძირითად ეტაპებს წარმოადგენდა:

– აშშ სზძ ზქჯ-ისა და საგემბანო ავიაციის თვითმფრინავებით სტრატეგიულ ბომბდამშენ B-52 და F-117A თვითფრინავებთან ერთობლივად დარტყმების მიყენება ერაყული ჯარების პოზიციებზე თავდაცვის მეწინავე მიჯნაზე;

– სახაზო ხომალდების მთავარი ყალიბის ქვემეხებით გადამღობი ცეცხლის წარმოება დესანტის გადასხმის სავარაუდო რაიონის გარე პერიმეტრზე;

– საზღვაო დესანტის გადასხმა (1500 საზღვაო ფეხოსანზე მეტი) საჰაერო ბალიშიანი სადესანტო კატარღებისა და მცურავი ჯავშანტრანსპორტერების (ჯტრ) გამოყენებით, რომელთა ჩაშვებაც წყალში სადესანტო ხომალდებიდან იგეგმებოდა სანაპირო ხაზიდან 1,8 კმ დაშორებაზე. სავერტმფრენო დესანტის გადასხმის განხორციელებას ითვალისწინებდნენ ზქჯ-ის ბატალიონის შემადგენლობით მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზიდან 10 კმ-მდე სიღრმეში;

– დესანტის მეწინავე ეშელონის ძალებისა და საშუალებათა გაზრდის ჩატარება იგეგმებოდა ხომალდებიდან ნაპირზე მეორე ეშელონის ქვედანაყოფების გადასროლის გზით საჰაერო ბალიშიანი კატარღებით, ხოლო არტილერიისა კი – სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენებით.

უშუალო საავიაციო მხარდაჭერისთვის ვარაუდობდნენ ზქჯ-ის მოიერიშე ავიაციის გამოყენებას, ხოლო მობილური საცეცხლე საშუალებების სახით კი, საცეცხლე წერტილების ჩახშობისა და მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლისთვის – საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებისა AH-1W “სუპერ კობრა”.

ქუვეითის გასანთავისუფლებლად ზდო-ის ჩატარებისთვის მომზადების მიზნით აშშ ზქჯ-ის სარდლობამ საუდის არაბეთში 1991 წლის თებერვლის დასაწყისში შეიმუშავა იმ მეწინავე ქვედანაყოფების ზურგის უზრუნველყოფის გეგმა, რომელთაც ამ ოპერაციაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. კერძოდ, 8 თებერვალს განიხილეს საკითხი მტუ-ის საშუალებათა ჰაერით გადასროლების ორგანიზაციის შესახებ აშშ ზქჯ-ის 26-ე საექსპედიციო ბატალიონის (26 ზქჯებ) უზრუნველყოფის ინტერესებში.

საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩატარებისთვის მზადება შეხამებული იყო ზქჯ-ის ეპიზოდურ მონაწილეობასთან საბრძოლო მოქმედებებში. ასე, 19 იანვარს ზქჯ-ის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ ცხრა სანავთობე პლატფორმის დაპყრობაში ფლოტისა და ზქჯ-ის ავიაციის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით (ტყვედ იქნა აყვანილი 12 ერაყელი სამხედრო მოსამსახურე, განადგურებულ – საჰაერო თავდაცვის პოსტები); 25 იანვარს ზქჯ-ის ავიაციის მხარდაჭერით დაიკავეს კუნძული 35 კმ-ში სანაპიროს აღმოსავლეთით, ელ-ქუვეითის სამხრეთით; 31 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ზქჯ-ის ქვედანაყოფებმა ავიაციისა და სახომალდო არტილერიის მხარდაჭერით დაიკავეს კუნძული უმ-ელ-მარადიმი 25 კმ-ში ქუვეითის სანაპიროს აღმოსავლეთით (განადგურებულ იქნა ჰთ-ის ერაყული საშუალებები და საარტილერიო პოზიციები); 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით საზღვაო ფეხოსნებმა მონაწილეობა მიიღეს ერაყის სახმელეთო ჯარების ორი ბრიგადის გარღვევის მოგერიებაში დასახლებულ პუნქტ რას-ულ-ჰაფჯის მიმართულებით. ამ ბრძოლების მსვლელობისას აღნიშნულ იქნა ტაქტიკური ავიაციისა და აშშ სზძ ზქჯ-ის მოქმედებათა შედარებით დაბალი კოორდინაცია, რამაც, კერძოდ, გამოიწვია ქვეითთა საბრძოლო მანქანის (ქსმ) განადგურება შვიდი საზღვაო ფეხოსნით აშშ სჰძ-ის ავიაციის A-10A მოიერიშე თვითმფრინავიდან გაშვებული რაკეტით “მეივერიქი”.

გენერალ ნ. შვარცკოპფის შეფასებით (ერ-რიადი, 27 თებერვალი), 24 თებერვლისთვის ჩამოყალიბებული სიტუაცია მოითხოვდა პირველი დარტყმების მიყენებას საუდის არაბეთთან ქუვეითის საზღვრის ცენტრალურ და აღმოსავლეთ სექტორებში და სწორედ იმ მოქმედებათა განხორციელებას, რომლებსაც ერაყელები არ მოელოდნენ. იმავდროულად ტარდებოდა საზღვაო დესანტების გადასხმა ფლანგებზე და სახომალდო არტილერიით სანაპიროსთვის ცეცხლის დაშენა იმისთვის, რათა მოწინააღმდეგეს ძველებურად ჩაეთვალა, რომ შეტევა სანაპიროს გასწვრივ იქნებოდა განხორციელებული. 

ამ პერიოდში საზღვაო სადესანტო ოპერაციისთვის მზადების მიზნით გააქტიურებულ იქნა ნაღმ-სატრალო მოქმედებები სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელთათვისაც გამოიყენებოდა აშშ სზძ-ის ოთხი მტრალავი ხომალდი ექვსი მტრალავი ვერტმფრენი MH-53, ცალკეული საბრძოლო ხომალდები და ვერტმფრენები მეძ-ის შემადგენლობიდან. ნაღმ-სატრალო მოქმედებების ხელმძღვანელობა ხორციელდებოდა საშტაბო ხომალდის “ლა-სალის” ბორტიდან. ამ მოქმედებების მსვლელობისას 18 თებერვალს ნაღმებზე აფეთქდა აშშ სზძ-ის ორი საბრძოლო ხომალდი. სადესანტო ვერტმფრენმზიდმა LPH10 “ტრიპოლიმ” მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანებები, ხოლო მრი კრეისერმა CG59 “პრინსტონმა” – წევის ლილვისა (гребной вал) და ხრახნის დაზიანებები, სვლაც დაკარგა. მასზე დაიჭრა ეკიპაჟის სამი წევრი, მწყობრიდან გამოვიდა კიჩოს 127-მმ საარტილერიო კოშკი და ვერტიკალური გაშვების დანადგარი ფრ “თომაჰოქებისა” და ზმრ (საზენიტო მართვადი რაკეტა) “სტანდარტ-2”-ების სროლისთვის. შემდგომში იგი ბუქსირით იქნა გაყვანილი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან და ორი კვირით რემონტზე დაყენებული დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები). აშშ სზძ-ის შესაძლებლობები ნაღმების ტრალირებაში სპარსეთის ყურის წყლებში, გენერალ ნ. შვარცკოპფის აზრით (გამოსვლა სენატში 1991 წლის 12 ივნისს), წაყენებულ მოთხოვნებსა და ვითარების პირობებს ვერ შეესაბამებოდა.

1991 წლის 24 თებერვლის 1.00-ზე ოპერაცია “დეზერთ სთორმის” მიწისზედა ნაწილის დაწყებამდე სამი საათით ადრე, ქუვეითის სანაპიროსთან მყოფმა სახაზო ხომალდებმა BB64 “ვისკოსინმა” და BB63 “მიუსურიმ” დაიწყეს სანაპირო ზოლზე მასირებული ცეცხლის დაშენა მთავარი ყალიბის 406-მმ ქვემეხებიდან, იმისთვის რათა აეძულებინათ ერაყული სარდლობა ერწმუნა მსხვილი საზღვაო დესანტის გადასხმის გარდაუვალობა. 

შემდგომში, 24 თებერვლის დილას, სანაპიროს რამდენიმე უბანზე ქ. ელ-ქუვეითის აღმოსავლეთ გარეუბნებში და სამხრეთით, ამფიბიური სადესანტო შენაერთის ხომალდებიდან განხორციელებულ იქნა საზღვაო და საჰაერო სადესანტო ჯგუფების გადასხმა საერთო რიცხოვნებით სადესანტო ჯგუფის ბატალიონამდე. ეს მოქმედებები უმთავრესად სადემონსტრაციო ხასიათს ატარებდა.

შემდგომ ორ დღეში აქტიურ მოქმედებებს შეუდგნენ აშშ სზძ-ის სპეციალურ ოპერაციათა ძალების ქვედანაყოფები, რომლებმაც მცირე სწრაფმავალი მცურავი საშუალებების გამოყენებით დაიწყეს სანაპიროს ნაღმური ღობურების გაწმენდა, რითაც ასევე მუქარას უქმნიდნენ და აიძულებდნენ ერაყელებს უწინდებურად ჩაეთვალათ, რომ აშშ ზქჯ-ის დაჯგუფება მსხვილი ზდო-ის ჩატარებისთვის ემზადებოდა.

სზძ-ის სარდლობის შეფასებით, 1991 წლის თებერვლის დასაწყისში აშშ-ისა და მისი მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებების შედეგად შეიქმნა პირობები საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩატარებისთვის სახმელეთო ჯარების შეტევითი ოპერაციის ფარგლებში ქუვეითის ტერიტორიაზე.

მთლიანობაში აშშ-ისა და მის მოკავშირეთა სზძ-ების საბრძოლო გამოყენება სპარსეთის ყურეში საომარი მოქმედებების მსვლელობისას შემდეგი თავისებურებებით ხასიათდებოდა.

1. პირველად ვიეტნამში ომის შემდეგ კონფლიქტის რაიონში გაშლილ იქნა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო შეერთებული შტატების სზძ-ის უმსხვილესმა დაჯგუფებამ – 90-მდე საბრძოლო ხომალდმა, მათ რიცხვში ექვსმა მრავალმიზნობრივმა ავიამზიდმა (ამ კლასის საბრძოლველად მზადმყოფი მთელი ხომალდების 50 %), შვიდმა ავიამზიდმა სადესანტო ხომალდმა (ორი უდხ და ხუთი ABB, 50 %-ზე მეტი საბრძოლო შემადგენლობაში მყოფთაგან) და დაახლოებით 18-მა წყალზედა და წყალქვეშა ხომალდმა – ფრთოსანი რაკეტების “თომაჰოქი” მატარებლებმა.

2. აშშ სზძ-ის ძირითად დამრტყმელ დაჯგუფებათა მოქმედებები საბრძოლო გამოყენების რაიონებიდან წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში პრაქტიკულად ერაყის შეიარაღებული ძალების მხრიდან წინააღმდეგობის გარეშე ხორციელდებოდა.

3. ომის საწყის პერიოდში აშშ სზძ-ის ძალისხმევა საჰაერო შეტევით ოპერაციაში საგემბანო ავიაციისა და ფრ “თომაჰოქების” მონაწილებაზე იყო მიმართული.

4. პირველი სარაკეტო დარტყმა დაახლოებით 3 საათს გრძელდებოდა და მას მასირებულად და ღამის საათებში ატარებდნენ. ამასთან იგი კოორდინირებული გახლდათ სტრატეგიული, ტაქტიკური და საგემბანო ავიაციის მოქმედებებთან.

5. საომარი მოქმედებების საწყის პერიოდში ყველაზე უფრო სრულად და წარმატებით სპარსეთის ყურეში ბატონობისა და ჰაერში უპირატესობის მოპოვებისა და შენარჩუნების ამოცანები იქნა გადაწყვეტილი.

6. მნიშვნელოვან ხარისხად ვერ გაამართლა პენტაგონის ზოგიერთი სპეციალისტის იმედები მსუბუქმა მოიერიშემ AV-8B “ჰარიერ-2”-მა. თვითმფრინავის მთავარ ნაკლად, მათი შეფასებებით, მოქმედების მცირე რადიუსისა და საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტის რაიონში ყოფნის მცირე დროის გარდა, რაც არ აძლევდა მას ტაქტიკური მიზნების ძიებისა და მათზე დარტყმების მიყენების განხორციელების შესაძლებლობას, იქცა, სხვა ტიპების მოიერიშეებთან შედარებით, მისი დაბალი სიცოცხლისუნარიანობა. ამის შედეგად ამ თვითმფრინავებმა ყველაზე უფრო მეტი დანაკარგები განიცადეს (ექვსი თვითმფრინავი “ჰარიერ-2” იქნა ჩამოგდებული საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე 60 ასეთი მანქანიდან).

7. სპარსეთის ყურის ზონაში საომარი მოქმედებების მსვლელობისას შეერთებულმა შტატებმა პირველად:

– პრაქტიკულად შეაფასა იარაღის ახალი მაღალი სიზუსტის მქონე სისტემებისა და სახეობათა – ფრთოსანი რაკეტების “თომაჰოქი” და მართვადი რაკეტების SLAM საბრძოლო გამოყენების ეფექტურობა;

– კორეაში ომის დროიდან პირველად იქნა განხორციელებული სახაზო ხომალდების საბრძოლო გამოყენება;

– სახაზო ხომალდებიდან საომარ მოქმედებებში გამოყენებულ იქნა “პიონერის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები;

– მსუბუქი მოიერიშეები AV-8B “ჰარიერ-2” საბრძოლო გაფრენებს ახდენდნენ უდხ-დან LHA4 “ნასაუ”;

– საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღეს ახალი ტიპების ხომალდებმაც, მათ შორის “ტიკონდეროგას” ტიპის მრი კრეისერებმა, “ავენჯერის” ტიპის ნაღმ-სატრალო ხომალდებმა, საჰაერო ბალიშის მქონე LCAC კატარღებმა;

– განხორციელებულ იქნა გემ-საწყობების სამი ესკადრის საბრძოლო გამოყენება, რომლებშიც ზქჯ-ის სამი საექსპედიციო ბრიგადის იარაღი, სამხედრო ტექნიკა და მტუ-ის საშუალებები იყო განთავსებული.

აშშ სზძ-ის შტაბის უფროსის ფ. კელსოს შეფასებით, კონფლიქტი სპარსეთის ყურის რაიონში წარმოადგენდა სზძ-ის შესაძლებლობათა ნათელ მაგალითს კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირების საქმეში. ოპერაცია “დეზერთ შილდის” სულ დასაწყისიდანვე სზძ-ის დაჯგუფება სპარსეთის ყურის ზონაში ერაყზე ზეწოლის მოხდენის მთავარ ინსტრუმენტად გამოდიოდა.

შემდგომში 1991 წლის 24 აპრილს მე-7 ფლოტის საშტაბო ხომალდის LCC19 “ბლუ რიჯის” სპარსეთის ყურიდან ბაზირების მეწინავე პუნქტ იოკოსუკაში (იაპონია) წასვლის შემდეგ აშშ სზძ კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანობის დროის ოპერატიულ ორგანიზაციაზე გადავიდა. ფლოტის ძალების სარდლობას რეგიონში სათავეში აშშ სზძ-ის სარდალი შუა აღმოსავლეთში კონტრ-ადმირალი ტეილორი ჩაუდგა, რომლის შტაბიც საშტაბო ხომალდ “ლა სალის” ბორტზე იყო განთავსებული.

III. სპეციალური დანიშნულების ბრიტანული ჯარები სპარსეთის ყურეში ომის მსვლელობისას 

ანტიერაყული კოალიციის სპეციალურ ოპერაციათა ძალების მოქმედებებში სპარსეთის ყურეში კონფლიქტის მსვლელობისას შესამჩნევ როლს თამაშობდნენ დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარების სპეციალური დანიშნულების ნაწილები SAS (Special Air Service) და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) საბრძოლო მცურავები SBS (Special Boat Squadron). მათ გამოყენებას კოორდინაციას უწევდა სპეციალურ ოპერაციათა ძალების (სოძ) სარდლობა, რომელიც გენერალ შვარცკოპფის გაერთიანებულ შტაბში იყო შექმნილი. ამ ქვედანაყოფების საბრძოლო ჯგუფები ერაყელებთან “უშუალო შეხებაში” ქუვეითის ოკუპაციის პირველსავე საათებში მოვიდნენ. ბრიტანული პრესის მონაცემებით, ისინი აქ ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე “საწვრთნელი მისიით” იმყოფებოდნენ. გადავიდნენ რა არალეგალურ მდგომარეობაში, ჯგუფები კოალიციის ჯარების სარდლობის ქუვეითურ წინააღმდეგობის მოძრაობასთან კონტაქტების შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდნენ და მოკავშირეთა სოძ-ის შემდგომი გაშლისთვისაც ხელსაყრელი პირობები შექმნეს.

SAS-ისა და SBS-ის ქვედანაყოფებს სპეციალურ ოპერაციათა ჩატარების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ მსოფლიოს ბევრ რეგიონში, მათ შორის უდაბნო ადგილმდებარეობაზეც. ამ ჯგუფების მოქმედებათა მეთოდები და ტაქტიკა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მონათესავე სამსახურებისთვის ბევრ ქვეყანაში, და პირველ რიგში კი აშშ-ში მისაბაძ ნიმუშად ითვლებოდა. კონფლიქტის დაწყებისთვის სპეციალურ ოპერაციათა ბრიტანული ძალების ჯარისკაცები და ოფიცრები უფრო მეტად აღმოჩნდნენ მომზადებულნი, ვიდრე მათი ამერიკელი კოლეგები. ომანში თავიანთი სასწავლო ცენტრის წყალობით, სადაც SAS და SBS რეგულარულ საბრძოლო მომზადებას ატარებდნენ, მათ საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ), არაბული აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ყოფაცხოვრების, ზნე-ჩვეულებათა და ადათების უფრო უკეთესი ცოდნა ჰქონდათ. ბრიტანული სამხედრო კონტინგენტის საუდის არაბეთში გაგზავნაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი იქ გადასროლილ იქნა SAS-ის 22-ე პოლკის ოთხივე ბატალიონი (მშვიდობიანობის დროს პოლკი დისლოცირებულია ქ. ჰერესფორდში, დიდი ბრიტანეთი), აგრეთვე ყველაზე უფრო გამოცდილი სპეციალისტები ტერიტორიული არმიის SAS-ის 21-ე და 23-ე პოლკების შემადგენლობიდან. ინგლისური პრესის მონაცემებით, ერაყის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში დიდი ბრიტანეთის SAS-ისა და SBS-ის შემადგენლობიდან 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

კონფლიქტის საწყის ეტაპზე სპეციალურ ოპერაციათა ძალები წყვეტდნენ შემდეგ ამოცანებს:

– სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება;

– ქუვეითელი სამხედრო მოსამსახურეების ერაყული არმიის ზურგში აშშ-ისა და დიდი პრიტანეთის სპეცსამსახურების ინტერესებში მოქმედებებისთვის მომზადება;

– თავიანთი სამხედრო მოსამსახურეებისთვის არაბული ენის ადგილობრივი დიალექტის, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებათა თავისებურებების სწავლება.

SAS-ის საქმიანობის მნიშვნელობა დამტკიცებულ იქნა ჯერ კიდევ 1982 წელს ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების გამო ანგლო-ბრიტანული კონფლიქტის მსვლელობისას, როდესაც არგენტინის სანაპიროსა და თავად კუნძულებზე გადასროლილი და გაშლილი SAS-ის სამეთვალყურეო პოსტები (ოთხ-ოთხი ადამიანი) ბრიტანულ სარდლობას უზრუნველყოფდნენ აუცილებელი ინფორმაციით მოწინააღმდეგის ჯარების საქმიანობის შესახებ. მსგავსი პოსტები (საგუშაგოები) საუდის არაბეთსა და ქუვეითშიც იქნა დაყენებული. ითვლება, რომ სწორედ SAS-ისა და სხვა ანალოგიური სამსახურების ქვედანაყოფების მიერ მოპოვებული მონაცემების წყალობითაც გააჩნდა მრავალეროვნული ძალების (მეძ) სარდლობას უტყუარი ინფორმაცია ერაყული არმიის შესახებ.

საბრძოლო მოქმედებათა მთელი პერიოდის მანძილზე SAS-ის ჯგუფები იმყოფებოდნენ რა ერაყის ტერიტორიაზე, ახორციელებდნენ ღონიეძიებათა კომპლექსს, რომლებიც დაკავშირებული გახლდათ რადიოსალოკაციო სადგურების (რლს) მწყობრიდან გამოყვანასთან, მსხვილი სამხედრო საწყობებისა და კომუნიკაციათა მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებასთან, მეძ-ის ავიაციის მოწინააღმდეგეზე დამიზნებასთან (наведение), რადიოხელშეშლების დაყენებასთან, დანაღმული ველების ადგილმყოფობაზე მონაცემების გადაცემასთან, ტყვეების ხელში ჩაგდებასთან, აგრეთვე ერაყული ჯარების უკანდახევის დეზორგანიზებასთან.

SAS-ის ჯგუფების პრიორიტეტული მიზნების რიცხვში შედიოდა ერაყული სარაკეტო ტექნიკის გამოვლენა და ლიკვიდაცია. მეძ-ის სპეციალურ ოპერაციათა ძალების ხელმძღვანელობის პირველ მოხსენებაში, რომელიც 1991 წლის იანვარში იქნა გაგზავნილი პენტაგონში და რომელიც ერაყული სარაკეტო ძალების შესაძლებლობათა შესახებ ინფორმაციას შეიცავდა, აღნიშნული იყო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცქვედანაყოფების მიერ ჩატარებული ოპერაცია ერაყული საზენიტო რაკეტის ხელში ჩასაგდებად, რომელიც ტყვედ აყვანილ გათვლასთან ერთად მოკავშირეთა ჯარების განლაგებაში ვერტმფრენით იქნა ჩატანილი. ასეთნაირად მიღებულმა მონაცემებმა საშუალება მისცა მეძ-ის ავიაციას ეფექტურად ებრძოლა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებების წინააღმდეგ. ერაყის მიერ მომიჯნავე ქვეყნებზე სარაკეტო დაშენის დაწყებასთან ერთად SAS-ის მაღალმობილურმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს “სკადის” ტიპის რაკეტების გასაშვები დანადგარების ძიებასა და განადგურებაშიც.

ერაყის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციათა ხაზების დარღვევაში ყველაზე უფრო მეტი წარმატების მიღწევა, დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ქუვეითში განლაგებულ ერაყულ ქვედანაყოფებსა და ქ. ბასრაში მდებარე სამეთაურო პუნქტს შორის დახურული კავშირგაბმულობის მიწისქვეშა საკაბელო ხაზის მწყობრიდან გამოყვანის ოპრაციის ჩატარების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამან აიძულა ერაყელები რომ ჩვეულებრივი რადიოქსელები გამოეყენებინათ, რამაც არსებითად შეუმსუბუქა მოკავშირეებს რადიოდაჭერის წარმოება. იმ შემთხვევებში, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზების განადგურება ვერ ხერხდებოდა, SAS-ის სპეციალისტები მინიატურულ მოწყობილობებს იყენებდნენ ხელშეშლების დასაყენებლად.

დიდი ბრიტანეთის სპეციალურ ოპერაციათა ქვედანაყოფები ატარებდნენ რეიდებს მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში მაღალი ჩინის ერაყელი ოფიცრების მოტაცებისა და ფრონტის ხაზზე მიყვანის მიზნით. გარდა ამისა, როგორც გაზეთი “სანდი ტაიმსი” იტყობინებოდა, SAS-ის სპეციალისტებმა მიიღეს ერაყელ სამხედრო ხელმძღვანელობას შორის ს. ჰუსეინის ყველაზე უფრო მგზნებარე მომხრეების განადგურების ამოცანა, რასაც, ინგლისური სარდლობის აზრით, ერაყულ ჯარებში უწესრიგობათა პროვოცირება უნდა მოეხდინა და მათი მორალური სულისკვეთებისთვის ძირი გამოეთხარა.

სპეციალური დანიშნულების ჯგუფების ერაყულ ზურგში გადასროლის მეთოდები მრავალფეროვანი გახლდათ. მათ ნაწილს გადაისროდნენ თვითმფრინავებით, და ისინი სპეციალური პარაშუტებით ასრულებდნენ დაყოვნებულ ნახტომს დიდი სიმაღლეებიდან. 2-12 ადამიანის რიცხოვნების ჯგუფები კი დასახულ რაიონში საგანგებო სანავიგაციო აღჭურვილობის მქონე ვერტმფრენებით მიჰყავდათ. SAS-ის ზოგიერთი ქვედანაყოფი გადაადგილდებოდა ხმელეთზე, რისთვისაც იყენებდა საკუთარ საშუალებებს: “ლანდროვერის” ტიპის ავტომობილებს, რომლებიც უდაბნოში სწრაფად გადაადგილებისთვის იყვნენ აღჭურვილი და მძლავრი შეიარაღებაც გააჩნდათ. ავტომობილი, რომლის ეკიპაჟიც სამი ადამიანისგან შდგებოდა, აღჭურვილი იყო ორი ყუმბარსატყორცნით, აგრეთვე 7,62 და 12,7 მმ ყალიბის ორი ტყვიამფრქვევით. გარდა ამისა, მანქანა სათანამგზავრო კავშირგაბმულობის საშუალებებითა და ღამური ხედვის ხელსაწყოებითაც გახლდათ აღჭურვილი. SAS-ის თითოეულ მობილურ ჯგუფს გააჩნდა პორტატული რადიოსადგური PRS 319, რომელსაც დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების (დხთ) მეშვეობით SAS-ის ოპერატიულ ცენტრთან დიდ ბრიტანეთში მდგრადი კავშირგაბმულობის შენარჩუნება შეუძლია.

საწვავისა და საბრძოლო მასალების მარაგების შევსებისთვის ერაყის ტერიტორიაზე უდაბნოში ჰქონდათ შექმნილი ორი ბაზა, რომლებიც მობილურ ჯგუფებს ყოველივე აუცილებლით უზრუნველყფდნენ.

გადაადგილების მაღალი სიჩქარის წყალობით სპეციალური დანიშულების ჯგუფები აქტიურად გამოიყენებოდა მეძ-ის კატაპულტირებული მფრინავების საძიებლად და გადასარჩენად. ერთერთი ასეთი ოპერაციის დროს ისინი ფარულად მიჰყვებოდნენ ერაყელთა ორ კოლონას, რომლებმაც მოკავშირეთა მფრინავები ქ. ბასრაში ბადრაგით ჩაიყვანეს. მხოლოდ ტყვეთა განადგურების მუქარამ შეაჩერა SAS-ის ჯგუფი იმ შენობაზე იერიშის მიტანისგან, სადაც ტყვე მფრინავები ჰყავდათ მოთავსებული.

დიდი ბრიტანეთის SAS და SBS აშშ სახმელეთო ჯარების სოძ-ის ქვედანაყოფებთან ერთობლივად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ მთავარი დარტყმის ნამდვილი მიმართულების საკითხში ერაყული სარდლობის შეცდომაში შეყვანის ოპერაციაში. მათმა ყურადღების გადამტანმა სარეიდო და დივერსიულმა მოქმედებებმა და სპარსეთის ყურის ქუვეითის სანაპიროზე დანაღმულ ველებში გასასვლელების გაწმენდამ, სამხედრო სპეციალისტების აზრით, გადამწყვეტი როლი ითამაშა მეძ-ის სარდლობის გეგმების წარმატებაში მოწინააღმდეგის დეზინფომაციასთან მიმართებით. ერაყულ სარდლობას სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე უკანასკნელ მომენტამდე ჰყავდა განლაგებული ჯარების მსხვილი დაჯგუფება, რადგანაც ზღვიდან დესანტის გადმოსხმას მოელოდა.

საბრძოლო მოქმედებათა მთელი პერიოდის მანძილზე მეძ-ის სარდლობას უხდებოდა იმის გადაწყვეტა, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია: სპეცჯარების წარმატებულად ჩატარებული აქცია თუ თუ სპეციალურ ოპერაციათა ამა თუ იმ ჯგუფის განსაიდუმლოება, რასაც შეეძლო ერაყელთა კონტრზომები გამოეწვია. იმისდა მიხედვით, თუ რაც უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა მეძ-ის წარმატებები, SAS-ის ჯგუფები სულ უფრო მეტად “თავხედურ ამოცანებს” ღებულობდნენ: ხიდების აფეთქების, ერაყულ აეროდრომებზე საავიაციო საწვავის დაბინძურების, მოწინააღმდეგის ცალკეულ ობიექტებზე თავდასხმებისა და ა. შ. იტყობინებოდნენ, რომ ერთერთი რეიდის მსვლელობისას SAS-ის ჯგუფმა ააფეთქა ბუნკერი, სადაც 450-ზე მეტი ერაყელი ჯარისკაცი იმყოფებოდა.

სპარსეთის ყურის რაიონში ყველა ოპერაცია წარმატებით არ დასრულებულა. ასე, შესრულებული არ ყოფილა ბრიტანული SBS-ის ქვედანაყოფებისთვის დასმული ამოცანები ქუვეითის სანაპიროზე გადასხმისას. ეს ჯგუფები დესანტირების ადგილამდე მცირეგაბარიტიანი წყალქვეშა აპარატებით, ბუქსირებით, სწრაფმავალი გასაბერი ნავებითა და ბაიდარებითაც კი მიჰყავდათ. სანაპირო წყლებში ნავთობის დიდი ჩაღვრის შედეგად მათი მოქმედებები გაძნელებული იყო. ერაყულმა სზძ-მა ბრიტანული წყალქვეშა აპარატები აღმოაჩინა და მათ განადგურებას ცდილობდა. და მხოლოდ დასახმარებლად გამოძახებულმა აშშ სჰძ-ის თვითმფრინავებმა შეძლეს ოპერაციის სრული ჩაშლის თავიდან აცილება, გაანადგურეს რა შემტევი ერაყული ხომალდები. 1991 წლის 25 იანვარს რაზმმა, რომელშიც SBS-ის 22 წყალქვეშა მცურავი შედიოდა, ვერ შეძლო წყალქვეშა ნავებში დაბრუნება სპარსეთის ყურეში არსებული ისევ იმ ნავთობის ლაქის გამო და იძულებული შეიქნა ქუვეითში დარჩენილიყო.

ყოველთვის ვერ სრულდებოდა წარმატებით მოკავშირეთა ავიაციის კატაპულტირებული მფრინავების გადარჩენის ღონისძიებებიც. 2 თებერვალს ძლიერი სილიანი ქარიშხლის გამო კატასტროფა განიცადა აპეციალური დანიშნულების ამერიკულმა ვერტმფრენმა MH-60, რომლის ბორტზეც სპეციალურ ოპერაციათა ძალების შვიდი სამხედრო მოსამსახურე და მათ მიერ გადარჩენილი მფრინავი იმყოფებოდნენ.

ზუსტ მონაცემებს კონფლიქტის მსვლელობისას SAS-ისა და SBS-ის ნაწილების დანაკარგების შესახებ ომის მომდევნო თვეებში სრულიად საიდუმლოდ ინახავდნენ. თუმცა კი ცნობილი იყო დიდი ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების ჯარების ოთხი დაღუპული და შვიდი ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურის შესახებ.

SAS-ისა და SBS-ის სამსახურების როლსა და მნიშვნელობას დიდად აფასებდა სამოკავშირეო სარდლობა. სპეციალისტები, რომლებიც სოძ-ის შესახებ წერდნენ, 1991 წლის მეორე ნახევარში აღნიშნავდნენ, რომ ქუვეითის გასათავისუფლებლად საომარ მოქმედებათა მსვლელობისას თანამედროვე ომში პირველად ხდებოდა ამ ძალების გათვალისწინება მეძ-ის სარდლობის პრაქტიკულად ყველა გეგმის შედგენისას. SAS-ისა და SBS-ის შესაძლებლობათა ასე სრულად გამოყენებაში არცთუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ სპარსეთის ყურის ზონაში ბრიტანული ჯარების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი დე ლა ბილიერი თავის დროზე სამსახურს გადიოდა SAS-ის ქვედანაყოფებში ომანში, მალაიზიასა და იემენში, მეთაურობდა სპეცდანიშნულების ჯარებს ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების გამო ანგლო-არგენტინული ომის მსვლელობისას.

IV. აშშ სპეციალურ ოპერაციათა ძალები საბრძოლო მოქმედებებში სპარსეთის ყურის ზონაში 

“ეიფორიამ, რომელიც წარმოიქმნა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან და ბირთვული ომის მუქარის შემცირებასთან დაკავშირებით, არ უნდა დაბინდოს ჩვენი მზერა, – განაცხადა 1991 წლის მარტში აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენებზე აშშ შეიარაღებული ძალების სპეციალურ ოპერაციათა ძალების (სოძ) სარდლობის სარდალმა კ. სტაინერმა, – აშშ მზად უნდა იყოს შეიარაღებული ძალის გამოყენებისთვის ყველაზე უფრო განსხვავებულ სიტუაციებში. სოძ-ი ამ პირობებშიც წარმოადგენს მიზნის მიღწევის შედარებით ნაკლებად ძვირ, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურ საშუალებას”.

დაჯერებულობას კ. სტაინერს ბევრწილად აძლევდა სპარსეთის ყურის რაიონში მიმდინარე კონფლიქტში სოძ-ის ქვედანაყოფების მონაწილეობის ოფიციალური შეფასება. ქვეყნის პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის, შტაბების უფროსთა კომიტეტის (შუკ) თავმჯდომარის, ამერიკული ისტებლიშმენტის სხვა მაღალი თაბამდებობის პირების ერაყთან ომის შედეგებისადმი მიძღვნილ გამოსვლებში სოძ-ის სარდლობას შეიარაღებული ძალების სახეობებთან ერთ რიგში უცილობლად “საპატიო ადგილი” ეკავა. “მწვანე ბერეტებისა” და “რეინჯერების” ვაჟკაცობას აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბევრი წარმომადგენელი დითირამბებს უმღეროდა.

აანალიზებდნენ რა სოძ-ის საბრძოლო გამოცდილებას, სპარსეთის ყურის რაიონში მიღებულს, დასავლელი სამხედრო სპეციალისტები მიდიოდნენ დასკვნამდე შეიარაღებულ კონფლიქტებში მისი გამოყენების ხარისხობრივად ახალი დონის შესახებ. აქ მას იყენებდნენ არა მხოლოდ ჯართა სხვა გვარეობებთან ერთობლივად, არამედ ასევე დამოუკიდებელი, “სრულუფლებიანი ელემენტის” სახითაც (მრავალეროვნული ძალების /მეძ/ სარდლობის სტრატეგიული ჩანაფიქრის შესაბამისად) სახმელეთო ჯარებთან, სამხედრო-საჰაერო ძალებთან (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალებთან (სზძ) ერთად. 

სპარსეთის ყურის რაიონში სოძ-ის მოქმედებების წარმატებით კოორდინირებისთვის ნ. შვარცკოპფის შტაბთან გაშლილი იყო გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის სპეციალურ ოპერაციათა სარდლობის (გცს სოს) შტაბიც, რომელსაც ბრიგადის გენერალი ჯონსონი სარდლობდა. სარდლობის საფუძველს შეადგენდნენ რაზმი “დელტა”, სახმელეთო ჯარების სპეციალური დანიშნულების მე-5 და 10-ე ჯგუფების ქვედანაყოფები, აგრეთვე “რეინჯერების” 75-ე პოლკის, სპეციალური დანიშნულების საარმიო ავიაციის 160-ე პოლკისა და ფსიქოლოგიურ ოპერაციათა 13-ე ბატალიონის ქვედანაყოფები, სჰძ-ის სოძ-ის თვითმფრინავები და ვერტმფრენები და აშშ სზძ-ის მე-2 ჯგუფის სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფები. მასში ასევე შევიდა ასეულამდე რიცხოვნების ქვედანაყოფი დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების 22-ე პოლკის შემადგენლობიდან. მეძ-ის სარდლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კოალიციის ეროვნული კონტინგენტებისა და სოძ-ის ნაწილების ურთიერთმოქმედებას. ეს ამოცანები გაერთიანებულ საკოორდინაციო კომიტეტს ეკისრებოდა. საკორპუსო, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი სადივიზიო დონეზე, მოქმედებდნენ შტაბებისთვის მიცემული სოძ-ის ქვედანაყოფები, რომლებიც სიღრმივი დაზვერვის საჯარისო ჯგუფების ამოცანებს ასრულებდნენ.

უცხოელი ექსპერტების შეფასებების თანახმად, კონფლიქტის მსვლეობისას დამუშავებულმა სოძ-ის სამეთაურო (საკომანდო) სტრუქტურამ საშუალება მისცა მკაფიოდ და დროულად დაესვათ ამოცანები, ეფექტურად და მოქნილად ეხელმძღვანელათ ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის. სოძ-ის ერთერთი ოფიცრის სიტყვებით, “მათ (“მწვანე ბერეტებმა”* – ს. ს. /*“მწვანე ბერეტები” – აშშ სახმელეთო ჯარების სპეციალურ ოპერაციათა ჯგუფების პირადი შემადგენლობა/) სულ თავიდანვე მკაფიოდ იცოდნენ, თუ მათგან რას მოითხოვდნენ, და ესმოდათ თავიანთი მისიის მნიშვნელობა. ეს მათ მაღალი საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნებაში ეხმარებოდა და საბოლოო ჯამში მთელი ოპერაციის წარმატებაც განსაზღვრა”.

სოძ-ის პირველმა ფორმირებებმა სპარსეთის ყურის რაიონში ჩასვლა დაწყეს მალევე აშშ პრეზიდენტის მიერ საუდის არაბეთში ამერიკული ჯარების გაგზავნაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მათი შემადგენლობა, როგორც წესი, შერეული იყო. მათში რთავდნენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს რაზმიდან “დელტა” და ბრიტანელ “კომანდოსებს” 22-ე პოლკიდან. სპეციალურ ოპერაციათა ჯარების საერთო რიცხოვნებამ სპარსეთის ყურის რაიონში საბრძოლო მოქმედებების დასაწყისისთვის 5 ათას ადამიანს მიაღწია. სპეციალურად აღჭურვილი ვერტმფრენებით MH-53J “ფეივ ლოუ”, MH-60G “ფეივ ჰოქი” და AH/MH-6 ჯგუფებს მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში გადაისროდნენ; ზოგიერთ ქვედანაყოფს, რომლებიც მობილური გასაშვები დანადგარების “სკადების” ძიებით იყვნენ დაკავებულნი, 250 კმ-მდე სიღრმეშიც კი. პირადი შემადგენლობის განკარგულებაში იმყოფებოდა საგანგებო სამხედრო ტექნიკა, მაგალითად პარაშუტები “ფრთა”, რომელთა დახმარებითაც შეგიძლია იფრინო დელტაპლანის მსგავსად 50 კმ-მდე და გადმოხტე ვერტმფრენებიდან ზღვრულად მცირე სიმაღლეებზე, აგრეთვე ელექტრონულ-ოპტიკური ხელსაწყოები, რომლებიც მზეზე ათინათებს არ იძლევიან. კავშირგაბმულობის ხაზების მოსმენისთვის ისეთი მოწყობილობები გამოიყენებოდა, რომლებიც თავიანთი ზომებით დიდი ტრანზისტირული რადიომიმღების გაბარიტებს არ აღემატებოდა.

ცალკეული ჯგუფები დესანტირების ადგილამდე სადესანტო-სატრანსპორტო თვითმფრინავების MC-130 დახმარებით მიჰყავდათ. ეს ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების “სკადი” გასაშვები დანადგარების განადგურებაზე ამოცანების შესრულების სასწრაფოობით იყო განპირობებული.

სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებების წინა დღეებში სოძ-ის ერთერთმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო “მიწა-ჰაერი” კლასის ერაყული რაკეტა, რომელიც შემდეგ საუდის არაბეთში გადააგზავნეს და იქ მოკავშირეთა ავიაციის პილოტების მიერ გულდასმით იქნა შესწავლილი. გარდა ამისა, ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით კავშირგაბმულობის საშუალებები, რამაც რადიოდაჭერისა და რადიოხელშეშლის დაყენების ამოცანები ძალზე გაუადვილათ.

ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სოძ-ის ჯგუფების ძირითადი ყურადღება მიმართული იყო ინფორმაციის შეკრებაზე ქუვეითში ერაყული დაჯგუფებისა და ერაყის სამხრეთ რაიონებში მყოფი ჯარების შესახებ, აგრეთვე საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის მონაცემების შემოწმებაზეც. ადგილობრივი ლანდშაფტის თავისებურებებთან დაკავშირებით “მწვანე ბერეტები” იძულებული იყვნენ მოწინააღმდეგეზე მეთვალყურეობა ერაყული სამხედრო ობიექტებისა და შეტყობინების გზების მახლობლობაში პირდაპირ სილაში ჩაძვრომით ეწარმოებინათ და ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე დღეღამე გაეტარებინათ. დაზვერვას აწარმოებდნენ როგორც ვიზუალურად ისე სპეციალური ელექტრონული მოწყობილეობების დახმარებითაც.

სოძ-ის რამდენიმე ჯგუფი გადასროლილ იქნა ქალაქებში ელ-ქუვეითი, ბაღდადი და სხვა დასახლებულ პუნქტებში, აგრეთვე ერაყული არმიის ბაზებშიც. ისინი ასრულებდნენ ინფორმაციის შეგროვების ამოცანებს, თავს ასაღებდნენ რა რომელიმე ნეიტრალური ქვეყნის ბიზნესმენებად, რომლებიც პროდუქტებით, სათადარიგო ნაწილებით ან ომიანობის დროის სხვა დეფიციტური საქონლით ვაჭრობდნენ. ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურე აშშ სახმელეთო ჯარების “მწვანე ბერეტებისა” და სპეციალური დანიშნულების ინგლისური ჯარების ქვედანაყოფებიდან მოიპოვებდა მონაცემებს, მოგზაურობდა რა ბედუინების ტანსაცმელში გადაცმული ერაყისა და ქუვეითის ბილიკებზე. “მოვაჭრეებად, დახლიდარებად, ჩვეულებრივ მოქალაქეებად გადაცმულები, – წერს ინგლისური გაზეთი “სანდი ტაიმსი”, – ისინი საიდუმლო ოპერაციებს ახორციელებდნენ მოწინააღმდეგის ზურგში. ეს ადამიანები არაბულად ლაპარაკობნენ და ერაყული საბუთები ჰქინდათ, და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდნენ, განსაზღვრეს რა საბოლოო ჯამში მთელი ომის მსვლელობა”.

ერთერთ საინტერესო “სიახლედ” სოძ-ის ჯგუფების მოქმედების მეთოდებში ე. წ. “დიუნების ბაგების” გამოყენება ითვლებოდა, სპეციალურად კონსტრუირებული ავტომობილებისა რომლებიც უდაბნოში სწრაფი გადაადგილებისთვის არიან მოწყობილი. ავტომობილი მზიდ შედუღებულ ჩარჩოს წარმოადგენს, რომელზედაც მძლავრი ძრავა და რამდენიმე ტყვიამფრქვევი ყენდება. უდაბნო ადგილმდებარეობის პირობებში “დიუნების ბაგები” გადაადგილების ყველაზე უფრო სწრაფ მიწისზედა საშუალებას წარმოადგენდა, რაც საშუალებას აძლევდა სოძ-ის ჯგუფებს მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში რეიდები შეესრულებინათ და პრაქტიკულად მოუწყვლადნი დარჩენილიყვნენ. ერაყელთა ზურგში სოძ-ის ორი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ჰქონდათ შექმნილი, რომლებზედაც “დიუნების ბაგებზე” მოქმედი ჯგუფები საწვავის, საბრძოლო მასალებისა და სხვა აღკაზმულობის მარაგებს ივსებდნენ. სწორედ ამ ჩქაროსნული ავტოტრანსპორტის წყალობით, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ვერც ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე სოძ-ის ნაწილების შემადგენლობიდან მოწინააღმდეგემ ტყვედ ვერ აიყვანა.

მრავალეროვნული ძალების ავიაციის საჰაერო რეიდების დაწყებისთანავე სოძ-ის ჯგუფები მოკავშირეთა თვითმფრინავების ერაყის სტრატეგიულ ობიექტებზე დამიზნებისთვის (наведение) იქნა გამოყენებული. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მოქმედებათა ტაქტიკა მოცემულ შემთხვევაში შემდეგზე დაიყვანებოდა: ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფრონტის ხაზს იქით 10 კმ სიმაღლიდან “ფრთის” ტიპის პარაშუტებით გადაისროდნენ სოძ-ის ქვედანაყოფებს, რომელთა ამოცანაშიც შედიოდა სპეციალური რადიოშუქურების დაყენება, რომლებიც მიზნებისკენ ფრენის მარშრუტების კორექტირებას ახდენდნენ. მეძ-ის თვითმფრინავების სამხედრო ობიექტებზე უშუალო დამიზნებას კი მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედი სოძ-ის ქვედანაყოფები ლაზერული შენათების ხელსაწყოების გამოყენებით აწარმოებდნენ. 

ერაყის წინააღმდეგ მეძ-ის საჰაერო ოპერაციის დროის მანძილზე აშშ სჰძ-ის სოძ-ის თვითმფრინავებმა MC-130, AC-130H და EC-130E 830-ზე მეტი გაფრენა შეასრულეს, ახორციელებდნენ რა მოკავშირეთა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მოწინააღმდეგის ზურგში გადასროლის, მათთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენისა და ფსიქოლოგიური ოპერაციის უზრუნველყოფის ამოცანებს.

სოძ-ის ზოგიერთი ჯგუფის ამოცანად ამ პერიოდში უკვალოდ დაკარგული და მოწინააღმდეგის ტერიტორიის თავზე ჩამოგდებული მოკავშირეთა ჯარების მფრინავების ძიება და გადარჩენა ითვლებოდა. გენერალმა ნ. შვარცკოპფმა ამ ამოცანას პირველხარისხოვანი მნიშვნელობის მისია უწოდა. მასში მონაწილეობისთვის საარმიო ავიაციისა და სჰძ-ის მნიშვნელოვანი ძალები გამოიყენებოდა: რადიოსალოკაციო დაზვერვის ორ-სამ თვითმფრინავამდე, A-10 მოიერიშეების სამი ესკადრილია და 40-მდე ვერტმფრენი. ძიების ზონაში ე. წ. “საბრძოლო ვაკუუმი” იქმნებოდა, რომლის დროსაც ავიაციის რეიდებს თუ სულ არ წყვედდნენ, მნიშვნელოვნად მაინც ამცირებდნენ. 

ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” პერიოდში აშშ სზძ-ის სოძ-ის (SEAL – Sea-Air-Land) სადაზვერვო-დივერსიული რაზმებიც ასევე არანაკლებ აქტიურად მოქმედებდნენ. ერთერთი ოპერაციის მსვლელობისას რაზმმა SEALs 80-მდე ადამიანის რიცხოვნებით ნავთობის რამდენიმე პლატფორმა დაიპყრო ზღვაში, რომლებსაც ერაყელები საჰაერო თავდაცვის მეწინავე სამეთვალყურეო პოსტების სახით იყენებდნენ, და ასევე სანაპირო სიმაგრეებიც. ოპერაცია ერთდროულად ჰაერიდან და ზღვიდან ტარდებოდა. სოძ-ის ვერტმფრენების გარდა წყალქვეშა აპარატებიც გამოიყენებოდა, რომლებიც საბრძოლო მცურავების ტრანსპორტირებისთვის არიან გამოსადეგი.

მაგრამ სზძ სოძ-ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა “ყურადღების გადამტანი ოპერაციების” ჩატარებაში მდგომარეობდა, რათა მოწინააღმდეგე სარდლობის ჭეშმარიტ განზრახვებთან მიმართებით შეცდომაში შეეყვანათ. ამისთვის მისმა რაზმებმა საზღვაო დესანტირება მოახდინეს კუნძულების ფეილაკისა და ბუბიანის დაპყრობის მიზნით, აგრეთვე ჯგუფების გადასხმა უმ-ქასრის რაიონში. სოძ-ის ამ და რიგმა სხვა ოპერაციებმა ერაყული სარდლობა ზღვიდან “მოკავშირეთა დარტყმის მზადებაში” დაარწმუნა და აიძულა, რომ ზღვისპირა მიმართულებაზე თავი მნიშვნელოვანი ძალებისთვის მოეყარა. 

ოპერაციის საწყის სტადიაში სოძ-ის არანაკლებ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა ქუვეითის წინააღმდეგობის მოძრაობისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა. წინააღმდეგობის ძალების ბირთვს შეადგენდნენ ქუვეითის სპეცნაწილების ქვედანაყოფები, რომლებიც მაშინვე მისი ოკუპაციის შემდეგ არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდნენ. მეძ-ის სოძ-თან ერთობლივად ისინი ანადგურებდნენ ერაყული კავშიგაბმულობის ხაზებს, ადგენდნენ მართვის პუნქტების ადგილმდებარეობას, ხელს უწყობდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში აგრესორისადმი პასიური წინააღმდეგობის ზრდას, რაც ქუვეითში კოლაბორაციონალისტურ განწყობებს მნიშვნელოვნად აქვეითებდა. გარდა ამისა, წინააღმდეგობის ძალები სხვადასხვანაირ “ფსიქოლოგიურ ოპერაციებს” აწარმოებდნენ ერაყული ჯარების პირადი შემადგენლობის წინააღმდეგ, ჯარისკაცებს დეზერტირობასა და დაუმორჩილებლობაზე ახალისებდნენ.

მეძ-ის სარდლობის გეგმებში სპეცნაწილებს ომის დასკვნით ფაზაშიც – ოპერაციის “უდაბნოს მახვილი” განხორციელებისას (1991 წლის 24-28 თებერვალი) – მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. ამ დროისთვის აშშ შეიარაღებული ძალების სოძ-ის საერთო რიცხოვნებამ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) 10 ათას ადამიანს გადააჭარბა (აშშ შეიარაღებული ძალების სოძ-ის რიცხოვნების 25 %-ზე მეტი). ამ ეტაპზე სოძ-ის ჯგუფებმა რიგი ოპერაციებისა ჩაატარეს, რომლებმაც მოკავშირეთა ჯარებს მოქმედებები არსებითად შეუმსუბუქა. მოცემულ მიმართებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს წარმოადგენდა “მწვანე ბერეტების” მიერ ერაყული შეიარაღებული ძალების ზურგის ბაზის დაპყრობა (მეძ-ის შეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე), რომელმაც შემდგომში მიიღო დასახელება “კობრა”. ფონტის ხაზიდან 130 კმ დაშორებაზე განლაგებულ ბაზაში საწვავისა და საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი მარაგები იყო თავმოყრილი. ერაყული ნაწილებისთვის საბრძოლო მარაგების შევსების შესაძლებლობის წართმევამ (სოძ-ს ქვედანაყოფები მას დღეღამის განავლობაში ინარჩუნებდნენ) უზრუნველყო 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიის ბრიგადის დაუბრკოლებლად დესანტირება. შემდგომში ბაზა “კობრა” საბრძოლო მასალებისა და საწვავის შევსების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენდა აშშ მე-7 საარმიო კორპუსის ნაწილებისთვის, რომლებიც ევფრატის მიმართულებით უტევდნენ.

ქუვეითში მოქმედი სოძ-ის ქვედანაყოფების ერთერთ ამოცანას წარმოაგენდა “საკვანძო” ობიექტების დაპყრობა ქ. ელ-ქუვეითის ტერიტორიაზე (აშშ საელჩოს შენობა, აეროდრომი და სხვა) მთავარი ძალებს მისვლამდე. იმ ჯგუფების გაბედულმა მოქმედებებმა, რომლებიც ერაყული ჯარების ცალკეულ ქვედანაყოფებს ანადგურებდნენ, ბუნკერებს აფეთქებდნენ, აგრთეთვე სხვა ამოცანებს ასრულებდნენ, მოწინააღმდეგეს საგრძნობი ზარალი მიაყენა. შემდგომში, მოქმედებდნენ რა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზის მედესანტეებთან ერთობლივად, სოძ-ის ქვედანაყოფები ქუვეითზე მოკავშირეთა კონტროლის სრულ დამყარებამდე შეტევით ოპერაციებსა და ერაყელთა წინააღმდეგობის ცალკეული კერების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.

შეტევის მსვლელობისას მეძ-ის სარდლობა სოძ-ის ქვედანაყოფებს დანაღმულ ველებში გასასვლელების გაკეთებისა და ერაყული სადივიზიო, საპოლკო და საბატალიონო სამეთაურო პუნქტების განადგურებისთვისაც კი იყენებდა. ერთერთი ასეთი ოპერაციის განხორციელებისას სოძ-ის ჯგუფმა, რომელიც ამერიკელი და ბრიტნელი სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული, ერაყული დივიზის შტაბი ტყვედ აიყვანა. შემტევი ჯარების პირველ ეშელონში აქტიურად მოქმედებდნენ “რეინჯერების” 75-ე პოლკის ქვედანაყოფები. იყენებდნენ რა მათ შეიარაღებაში არსებულ ყუმბარსატყორცნებს “კარლ გუსტავი”, “რეინჯერები” ერაყულ ბუნკერებს, ხანგრძლივ საცეცხლე წერტილებსა და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებს ანადგურებდნენ.

“მწვანე ბერეტები” გამოდიოდნენ “დამაკავშირებელი რგოლის” სახით მეძ-ის ინგლისურენოვან ქვედანაყოფებსა და ნაწილებს და მათ არაბ მოკავშირეებს შორის ავიაციის დარტყმების, საარტილერიო ცეცხლის წარმოებისა და ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების კოორდინირებისთვის.

სოძ-ის ქვედანაყოფების აქტიური ღონისძიებები საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც გრძელდებოდა. ჰქონდათ რა სპეციალური მომზადება (საინჟინრო და ნაღმ-ასაფეთქებელი საქმის ცოდნა, მოწინააღმდეგის შეიარაღების, უცხოური ენების ცოდნა და ა. შ.), სოძ-ის სამხედრო მოსამსახურეებს ერთი რაიონიდან მეორეში გადაისროდნენ, სადაც ისინი მოკავშირეთა ჯარების პირად შემადგენლობას დახმარებას აღმოუჩენდნენ და ადგილობრივი პირობების სპეციფიკას ასწავლიდნენ.

დიდი სამუშაო ჩაატარეს სოძ-ის ნაწილებმა, მათ შორის ფსიქოლოგიური ოპერაციების ქვედანაყოფებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობაში, სამხედრო ტყვეებისთვის ბანაკების ორგანიზებაში, მათ დაცვასა და შემდგომში ტყვეების ერაყში რეპატრიაციაში. სოძ-ის ცალკეული ჯგუფები 1991 წლის მიწურულშიც ასრულებდნენ მსგავს ამოცანებს ერაყის ჩრდილოეთსა და თურქეთში.

სპარსეთის ყურის ზონაში ომის მსვლელობისას სოძ-ის გამოყენების ანალიზი საბჭოთა სამხერო სპეციალისტებს საშუალებას აძლევდა გაეკეთებინათ დასკვნა ჯართა ამ გვარეობის ფუნქციების შეცვლის, მისი გამოყენების სფეროს გაფართოების, მის მიერ საბრძოლო მოქმედებათა უზრუნველყოფაში დიდი მნიშვნელობის შეძენის შესახებ ომთ-ზე ოპერაციის ჩატარების ყველა ეტაპზე. “სპეციალურ ოპერაციათა ძალები შეიქმნა შედარებით არცთუ დიდი ხნის წინათ და არ ეკავა პრიორიტეტული პოზიციები თავდაცვის სამინისტროს გეგმებში 80-იან წლებში, – აღნიშნა აშშ შეიარაღებული ძალების სპეციალურ ოპერაციათა სარდლობის (სოს) სარდალმა კ. სტაინერმა, – მაგრამ ამ დროის შემდეგ მომხდარი ცვლილებები პოლიტიკური და სამხედრო ძალების განლაგებაში დამაჯერებლად მოწმობს, რომ სოძ-ის როლი მომავალში გაიზრდება”.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Подполковник С. Ершов, капитан С. Сергеев, «Британские войска специального назначения в ходе войны в Персидском заливе», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 8.

2. Капитан С. Сергеев, «Силы специальных операций США в боевых действиях в зоне Персидского залива», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 10.

3. Капитан 1 ранга М. Меркурьев, капитан 1 ранга К. Лумпуров, капитан-лейтенант С. Погодин, «ВМС США в операциях “Дезерт шилд” и “Дезерт сторм”», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 11.

4. Капитан 1 ранга М. Меркурьев, капитан 1 ранга К. Лумпуров, капитан-лейтенант С. Погодин, «ВМС США в операциях “Дезерт шилд” и “Дезерт сторм”», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 12.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

Thursday, September 11, 2014

შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები კონფლიქტში სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში

1990-1991 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში ომის თაობაზე ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1991 წლის ნომრებში გამოქვეყნებული წერილების მიხედვით მომზადებული ერთი ნაშრომი უკვე შევთავაზეთ ამ წინა ხანებში ჩვენი ბლოგის მკითხველს. მაგრამ ის მომზადებული გახლდათ მხოლოდ იმ წერილების მიხედვით, რომელიც აღნიშნული ჟურნალის დასაწყის განყოფილებაში „შეიარაღებული ძალების ზოგადი საკითხები“ იყო გამოქვეყნებული. გარდა ამისა, ჟურნალის სხვა განყოფილებებში: „სახმელეთო ჯარები“, „სამხედრო-საჰაერო ძალები“ და „სამხედრო-საზღვაო ძალები“ იმავე წელს გამოქვეყნებულ იქნა რიგი წერილებისა, რომლებშიც უფრო დეტალურად იყო განხილული შეიარაღებული ძალების შესაბამის სახეობათა ამ კონფლიქტში მონაწილეობის ძირითადი საკითხები. ქვემოთ სწორედ ამ წერილების თარგმანის საფუძველზე მომზადებულ ნაშრომს გავაცნობთ ჩვენს მკითხველს, საიდანაც დაინტერესებული მკითხველი უფრო კარგად გაეცნობა თანამედროვე სამხედრო საქმისა და შეიარაღებული ბრძოლის წარმოების ძირეულ და აქტუალურ თემებს.

(ნაწილი I)

სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სახმელეთო ჯარების მოქმედებები სპარსეთის ყურის ზონის კონფლიქტში 1990-91 წლებში 

I. სტრატეგიული გადასროლები ჰაერით სპარსეთის ყურის ზონაში კონფლიქტის მსვლელობისას 

ქუვეითზე ერაყის თავდასხმის დღიდან (1990 წლის 2 აგვისტო) სულ ორი დღის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი ჯარების სპარსეთის ყურის ზონაში გაგზავნის შესახებ. დირექტივა ოპერაციის “უდაბნოს ფარი” დაწყებაზე ხელმოწერილ იქნა 6 აგვისტოს, ხოლო მის მომდევნო დღეს კი პირველი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი (C-141) აფრინდა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ერთერთი ავიაბაზიდან და კურსი საუდის არაბეთის მიმართულებით აიღო.

ჯარების გადაზიდვის ოპერაციის საერთო ხელმძღვანელობა დაეკისრა შტაბების უფროსთა კომიტეტს (შუკ), უშუალო კი – აშშ შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გადასროლების სარდლობასა და სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობას (სჰძ მტას).

ოპერაციის “უდაბნოს ფარი” გეგმას საფუძვლად დაედო აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (გცს, CENTCOM) ძალებისა და საშუალებათა ახლო აღმოსავლეთში გადასროლების მუდმივად მოქმედი და პერიოდულად კორექტირებადი გეგმა. გეგმით გაითვალისწინებოდა გცს-ის ფორმირებათა პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილის (90 %-ზე მეტი) ჰაერით გადაყვანა, ამასთან ისეთ შენაერთებს, როგორებიცაა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზია, გადაისროდნენ საშტატო შეიარაღებით, სახმელეთო ჯარების დანარჩენი ფორმირებებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) სამხედრო მოსამსახურეებს კი – პირადი იარაღით.

იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მძიმე სისტემებსა (ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები /ქსმ/, ჯავშანტრანსპორტერები /ჯტრ/, ვერტმფრენები, საარტილრიო ქვემეხები) და მატერიალურ საშუალებებს ჯარების გასაშლელი დაჯგუფებისთვის ზღვით გადაზიდავდნენ. ეს იმასთან იყო დაკავშირებული, რომ მხოლოდ ერთი საშტატო დივიზიის საბრძოლო ტექნიკის სრული კომპლექტით ჰაერით გადასროლისთვის საჭირო იყო C-141 თვითმფრინავების 1538 და C-5 თვითმფრინავების 269 რეისი.

საჰაერო გადასროლები აშშ-დან კონფლიქტის რაიონში სრულდებოდა სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით C-141 “სტარლიფტერი” და C-5 “გელექსი”, სატრანსპორტო-გამწყობი თვითმფრინავებით KC-10 “ექსტენდერი”, აგრეთვე მტას-ის რეზერვის სატვირთო თვითმფრინავებითა და სამგზავრო ავიალაინერებით სამოქალაქო კომპანიების შემადგენლობიდან. სპარსეთის ყურის ზონაში ძირითადი აეროდრომებიდან უშუალოდ ამერიკული ძალების დისლოკაციის რაიონებში ტვირთების, ხოლო შემდგომში კი დასავლეთ ევროპიდან კონფლიქტის რაიონში ჯარებისა და ტვირთების გადაზიდვებისთვის გამოიყენებოდა ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები C-130 “ჰერკულესი”.

ქვემოთ მოვიყვანთ მტას-ისა და მისი რეზერვების ძირითადი თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებს ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1991 წლის მე-5 ნომერში გამოქვეყნებული წერილიდან “აშშ სჰძ-ის სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა”.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები 

C-5A “გელექსი” შეიარაღებაშია 1968 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 348,8 ტ, ცარიელისა 147,5 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 18000 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 345 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 120 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 870 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 10300 მ; ფრენის სიშორეა – 6000 კმ, ტვირთით – 100 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 75,5 მ, სიმაღლე 19,9 მ, ფრთის გაშლა 67,9 მ.

C-5B “გელექსი” შეიარაღებაშია 1983 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 363 ტ, ცარიელისა 150 ტ-ზე მეტი, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 19500 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 345 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 120 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 875 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 11000 მ; ფრენის სიშორეა – 6000 კმ, ტვირთით – 100 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 75,5 მ, სიმაღლე 19,9 მ, ფრთის გაშლა 67,9 მ.

C-141B “სთარლიფტერი” შეიარაღებაშია 1979 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 156 ტ, ცარიელისა 66 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 9525 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 154 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 42 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 910 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 12500 მ; ფრენის სიშორეა – 5000 კმ, ტვირთით – 42 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 51,3 მ, სიმაღლე 12,0 მ, ფრთის გაშლა 48,7 მ.

C-130H “ჰერკულესი” შეიარაღებაშია 1964 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 79,4 ტ, ცარიელისა 33,0 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 4910 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 92 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 20,4 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 600 კმ/სთ 6100 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 10000 მ; ფრენის სიშორეა – 4200 კმ, ტვირთით – 20,4 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 29,8 მ, სიმაღლე 11,7 მ, ფრთის გაშლა 40,4 მ.

C-137 შეიარაღებაშია 1958 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 151,3 ტ, ცარიელისა 62,9 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 8165 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 219 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 41,5 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 970 კმ/სთ 7600 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 11800 მ; ფრენის სიშორეა – 6900 კმ, ტვირთით – 41,5 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 46,61 მ, სიმაღლე 12,93 მ, ფრთის გაშლა 44,42 მ.

C-135B “სტრატოლიფტერი” შეიარაღებაშია 1962 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 125 ტ, ცარიელისა 46 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 6200 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 126 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 39,5 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 850 კმ/სთ 10600 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 12000 მ; ფრენის სიშორეა – 7400 კმ, ტვირთით – 25 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 41,0 მ, სიმაღლე 11,7 მ, ფრთის გაშლა 39,9 მ.

C-121G “კონსტელეიშნი” შეიარაღებაშია 1951 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 65,8 ტ, ცარიელისა 34,1 ტ, გააჩნია ოთხი დგუშიანი ძრავა, თითოეული 2500 ცხ.ძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 72 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 18,1 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 530 კმ/სთ 7000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 8600 მ; ფრენის სიშორეა – 3360 კმ, ტვირთით – 18,1 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 35,4 მ, სიმაღლე 7,5 მ, ფრთის გაშლა 37,5 მ.

C-9A “ნაითინგეილი” შეიარაღებაშია 1968 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 49,0 ტ, ცარიელისა 26,9 ტ, გააჩნია ორი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 6575 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 40 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 5 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 910 კმ/სთ 7600 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – * მ; ფრენის სიშორეა – 2400 კმ, ტვირთით – 5 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 36,4 მ, სიმაღლე 8,4 მ, ფრთის გაშლა 28,5 მ.

C-140 “ჯეთსთარი” შეიარაღებაშია 1962 წლიდან, მაქსიმალური ასაფრენი მასაა 19,0 ტ, ცარიელისა * ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 1500 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 10 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 1,33 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 816 კმ/სთ 11300 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 11800 მ; ფრენის სიშორეა – 3400 კმ, ტვირთით – 1,33 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 18,4 მ, სიმაღლე 6,2 მ, ფრთის გაშლა 16,6 მ. 

სატრანსპორტო-გამწყობი თვითმფრინავები 

KC-10A მაქსიმალური ასაფრენი მასაა 267,6 ტ, ცარიელისა 110 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 23820 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 80 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 77 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 870 კმ/სთ 10000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 12000 მ; ფრენის სიშორეა – 11000 კმ, ტვირთით – 45 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 55,35 მ, სიმაღლე 17,7 მ, ფრთის გაშლა 50,4 მ.

KC-135R მაქსიმალური ასაფრენი მასაა 146,3 ტ, ცარიელისა 48,2 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 9970 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 80 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 22,7 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 970 კმ/სთ 10000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 12800 მ; ფრენის სიშორეა – 7500 კმ, ტვირთით – 22,5 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 44,2 მ, სიმაღლე 11,6 მ, ფრთის გაშლა 39,8 მ.

თვითმფრინავები სამოქალაქო ავიაციის შემადგენლობიდან 

ბოინგ 747 მაქსიმალური ასაფრენი მასაა 372 ტ, ცარიელისა 179,6 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 23500 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 452 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 90,7-101 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 970 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 13700 მ; ფრენის სიშორეა – 10000 კმ, ტვირთით – 60 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 70,66 მ, სიმაღლე 19,33 მ, ფრთის გაშლა 59,64 მ.

DC-10 მაქსიმალური ასაფრენი მასაა 267,6 ტ, ცარიელისა 108,4 ტ, გააჩნია სამი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 23500 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 380 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 65 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 910 კმ/სთ 9200 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 12000 მ; ფრენის სიშორეა – 6640 კმ, ტვირთით – 65 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 55,5 მ, სიმაღლე 17,7 მ, ფრთის გაშლა 50,41 მ.

L-1011 მაქსიმალური ასაფრენი მასაა 211,4 ტ, ცარიელისა 112,7 ტ, გააჩნია სამი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 22700 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 260-ზე მეტი მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 40,6 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 970 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 12800 მ; ფრენის სიშორეა – 6670 კმ, ტვირთით – 40,6 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 54,17 მ, სიმაღლე 1678,7 მ, ფრთის გაშლა 47,34 მ.

DC-8 მაქსიმალური ასაფრენი მასაა 161,0 ტ, ცარიელისა 75,0 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 8620 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 189 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 53,7 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 850 კმ/სთ 10000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 12000 მ; ფრენის სიშორეა – 7200 კმ, ტვირთით – 30 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 47,98 მ, სიმაღლე 12,92 მ, ფრთის გაშლა 45,23 მ.

ბოინგ 707 მაქსიმალური ასაფრენი მასაა 151 ტ, ცარიელისა 62,9 ტ, გააჩნია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავა, თითოეული 8165 კგძ სიმძლავრისა, შეუძლია წაიყვანოს 219 მთლიანად ეკიპირებული ჯარისკაცი ან წაიღოს 41,5 ტ ტვირთი, ფრენის მაქსიმალური საკრეისერო სიჩქარეა – 970 კმ/სთ 7600 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი – 11800 მ; ფრენის სიშორეა – 6900 კმ, ტვირთით – 41,5 ტ; თვითმფრინავის ზომებია: სიგრძე 46,61 მ, სიმაღლე 12,93 მ, ფრთის გაშლა 44,42 მ (ჩანართის დასასრული).

საუდის არაბეთში C-141 თვითმფრინავებით პირველები ჩაიყვანეს სტრატეგიული გადასროლების სამმართველოს ოპერატიული ჯგუფის პირადი შემადგენლობა და სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურების ტექნიკური შემადგენლობა. კონფლიქტის რაიონში ჯარებისა და ტვირთების სტრატეგიული გადაზიდვები “უდაბნოს ფარის” დამტკიცებული გეგმის შესაბამისად უშუალოდ დაიწყო 8 აგვისტოს 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის პირველი ქვედანაყოფების, აგრეთვე 1-ლი ტაქტიკური გამანადგურებელი საავიაციო ფრთის პირადი შემადგენლობისა და ტექნიკური ქონების გადასროლით. ამასთან ფრთის მომსახურე პერსონალის მეწინავე ჯგუფი, სათადარიგო საფრენოსნო ეკიპაჟები და ტექნიკური ქონების მინიმალურად აუცილებელი ნაწილი ჩაყვანილ და ჩატანილ იქნა სატრანსპორტო-გამწყობი თვითმფრინავებით KC-10. ისინი მარშრუტს საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად მიუყვებოდნენ და ჰაერში მათ საწვავით გაწყობას ახორციელებდნენ. საუდის არაბეთში აეროდრომზე დაჯდომიდან სულ რამდენიმე საათში ამ ფრთის პირველი თვითმფრინავები ჰაერში აფრინდნენ მოწინააღმდეგის შესაძლო საჰაერო თავდასხმის მოგერიების მიზნით საბრძოლო მორიგეობის გასაწევად.

ჰაერით სტრატეგიული გადასროლების ორგანიზაცია “ბრაით სთარის” ტიპის სწავლებებში წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით ხორციელდებოდა. სახმელეთო ჯარების (საზღვაო ქვეითი ჯარის) თითოეულ ქვედანაყოფს კონკრეტულად ჰქონდა განსაზღვრული აფრენის ავიაბაზა (აეროპორტი), ჩასხდომის (ჩატვირთვის) ადგილზე მისვლის დრო (როგორც წესი, აფრენამდე 4 სთ-ით ადრე), ავიაესკადრილიის ნომერი, თვითმფრინავის ტიპი და ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის წესი. აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (ინგლისი, ესპანეთი) და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების (ეგვიპტე, საუდის არაბეთი) ავიაბაზებში გაშლილი იყო გამწყობი KC-135 თვითმფრინავების ჯგუფები (10-30 ერთეული), რომლებიც სამხედრო-სატრანსპორტო და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების ჰაერში საწვავით გაწყობას უზრუნველყოფდნენ. შუალედური დაჯდომებისა (სარაგოსა და ტორეჰონი ესპანეთში; რამშტაინი და რაინ-მაინი გერმანიაში; დასავლეთ ქაირო ეგვიპტეში) და სათადარიგო (ლაგენსი, აზორის კუნძულები; კეფლავიკი, ისლანდია) აეროდრომებზე ჩაყვანილ იქნა აუცილებელი რიცხვის ტექნიკური პერსონალი შესაბამისი ქონებით თვითმფრინავების მომსახურებისთვის. აშშ-ის, დასავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურები გრაფიკის შესაბამისად საჭირო საჰაერო დერეფნებს ათავისუფლებდნენ.

სატრანსპორტო ავიაცია ატლანტის ოკეანეზე გადმოფრენისას იყენებდა შემდეგ მარშრუტებს: ჩრდილოეთის – ჩრდილოეთ განედის 50° პარალელის გამოყოლებით გერმანიის ავიაბაზებში დაჯდომით; ცენტრალური – ჩრდილოეთის განედის 40° პარალელის გამოყოლებით ესპანეთის ავიაბაზებში დაჯდომით; შუალედურ ავიაბაზებში ახდენდნენ თვითმფრინავების გაწყობას, ტექნიკურ დათვალიერებას, აუცილებლობის შემთხვევაში რემონტს, საფრენოსნო ეკიპაჟების შეცვლას. ახალი ეკიპაჟი ახორციელებდა ფრენას სპარსეთის ყურის რაიონში და გადმოტვირთვისა და საწვავით გაწყობის შემდეგ თვითმფრინავს შუალედურ აეროდრომზე აბრუნებდა, სადაც კვლავ ხდებოდა ეკიპაჟის შეცვლა, რის შემდეგაც თვითმფრინავი შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდა. შუალედურ აეროდრომებზე დგომა, როგორც წესი, 2-3 და ზოგჯერ 4 სთ-ს გრძელდებოდა.

საუდის არაბეთში ჯარებისა და ტვითების ინტენსიური გადაზიდვების პერიოდში თვითმფრინავები ყოველ ათ წუთში ახდენდნენ დაჯდომას. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ბოლო აეროდრომებზე ყოფნის დროის შემცირების მიზნით მათი საწვავით გაწყობა ხდებოდა, როგორც წესი, ჰაერში, დაჯდომის წინ ან მაშინვე აფრენის შემდეგ. თავდაპირველად სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების დაჯდომისთვის მხოლოდ საუდის არაბეთის ავიაბაზები და აეროდრომები გამოიყენებოდა, ხოლო შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღების შემდეგ კი – ანტიერაყული კოალიციის შემადგენლობაში შესული სპარსეთის ყურის სხვა არაბული ქვეყნებისაც: არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ომანისა და ბაჰრეინის ავიაბაზები და აეროდრომები (სულ 20-ზე მეტი ავიაბაზა და აეროდრომი).

სამხედრო-სატრანსპორტო და გამწყობი ავიაციის საავიაციო ქვედანაყოფების, სააეროდრომო სამსახურებისა და საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრების მოქმედებათა მკაფიო ორგანიზაციის წყალობით საჰაერო გადაზიდვების მაღალი ტემპები უმოკლეს ვადებში იქნა მიღწეული. თითქმის ორი თვის განმავლობაში (გცს-ის ძირითადი ძალების გადასროლის დრო) სპარსეთის ყურის რაიონში ყოველდღეღამურად სატრანსპორტო თვითმფრინავების 70-80 რეისი სრულდებოდა (მაქსიმალური ინტენსივობა იყო 100 რეისი დღეღამეში).

1990 წლის აგვისტოს დასაწყისში ყოველდღიურად მოქმედებაში მოჰყავდათ სჰძ მტას-ის თვითმფრინავების ფარეხის დაახლოებით 70 %. შემდეგში ეს რაოდენობა გაიზარდა და 90 % შეადგინა (ორგანიზებული რეზერვის ჩათვლით) და შესაბამისად C-5 და C-141 თვითმფრინავების 80 % (ცხრილი 1). დარჩენილი თვითმფრინავები მტას-ის რეზერვში იმყოფებოდნენ და აშშ შეიარაღებული ძალების სარდლობის ინტერესებში ევროპასა და წყნარი ოკეანის ზონაში ყოველდღიური გადაზიდვების აუცილებელ მინიმუმს უზრუნველყოფდნენ. გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში, რომლებიც ოპერაციასთან “უდაბნოს ფარი” არ იყო დაკავშირებული, ტაქტიკურ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებსა C-130 და დაქირავებულ სამოქალაქო ავიალაინერებს დაეკისრა.

ცხრილი 1

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რაოდენობა და გამოყენების ინტენსივობა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . C-5 . . . . .C-141 . . . C-130 . . . KC-10 

გამოყენებული თვითმფრინავების
რაოდენობა, % . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 90 . . . . . . 80 . . . . . . . 31 . . . . . . 75
ტექნიკური მზადყოფნის დონე
მშვიდობიანობის დროს (კონფლი-
ქტის მსვლელობისას), % . . . . . . . . . . . . . 69 (78) . . 80 (86) . . . 78 (84) . . 95 (95)
საშუალო სადღეღამისო ნაფრენი
ერთ თვითმფრინავზე მშვიდობია-
ნობის დროს (კონფლიქტის მსვლე-
ლობისას), სთ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1,8 (10,3) . .3,2 (11,9) . .1,7 (4,6) . .0,4 (0,6)* 

შენიშვნა: * KC-10 თვითმფრინავებისთვის – გაფრენების რაოდენობა დღეში.

ჯარებისა და ტვირთების მასობრივ გადასროლაში მტას-ის შესაძლებლობების ამაღლებისთვის 17 აგვისტოდან თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მობილიზებულ იქნა მისი რეზერვის პირველი რიგი სამოქალაქო ავიაკომპანიებიდან – 38 ავიალაინერი (17 სამგზავრო და 21 სატვირთო). ეს მოხდა პირველად ამერიკული სჰძ-ის რეზერვის მოცემული კატეგორიის არსებობის 38 წლის მანძილზე. სულ მტას-ის რეზერვში მოითვლებოდა 506 თვითმფრინავი 29 ამერიკული ავიაკომპანიიდან. ამ თვითმფრინავების უმრავლესობა ტრანსკონკტინენტური იყო, და მოიცავდა ისეთ ფართოფუზელაჟიან ავიალაინერებს, როგორებიც იყო ბოინგ 747, DC-10, L-1011. სტრატეგიული გადასროლების სარდლობის განკარგულებაში გამოყოფილი თითოეული სამოქალაქო ავიალაინერი დაკომპლექტებული იყო ოთხი საფრენოსნო ეკიპაჟით, ხოლო ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და შუალედური დაჯდომების აეროპორტებში კი შესაბამისი ავიაკომპანიების მიერ უზრუნველყოფილი იყო ამ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება.

რეზერვის პირველი რიგის სამოქალაქო თვითმფრინავების გარდა, ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ნებაყოფლობით საფუძველზე მტას-ის განკარგულებაში კიდევ დაახლოებით 70 სამგზავრო და სატვირთო ავიალაინერი გამოყვეს.

მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში მყოფ C-5 და C-141 თვითმფრინავების მფრინავებს ჰქონდათ საშუალო ყოველთვიური ნაფრენი 30 და 40 სთ-მდე შესაბამისად (სჰძ-ის სარეზერვო კომპონენტების მფრინავების ნაფრენი ამ თვითმფრინავებზე შეადგენდა 15 სთ-მდე). ოპერაციის “უდაბნოს ფარი” მსვლელობისას მოცემული მაჩვენებელი რეგულარული სჰძ-ის საფრენოსნო შემადგენლობაში თითქმის სამჯერ გაიზარდა და 80-150 სთ-ს აღწევდა. მშვიდობიანობის დროს სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ეკიპაჟები ორი მფრინავით ასრულებდნენ რეისებს 16 სთ-ის მაქსიმალური ხანგრძლივობით, ხოლო 1990 წლის აგვისტოდან კი – 20 სთ-მდე. თვითმფრინავების ეკიპაჟები სამი მფრინავით აუცილებლობისას ასრულებდნენ ფრენებს 24-26 სთ-ის ხანგრძლივობით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი – 30 სთ-ისაც. რეისის შესრულების შემდეგ ეკიპაჟს ეძლეოდა 10-12-საათიანი დასვენება, კიდევ 2 სთ კი შემდეგი გაფრენისთვის მომზადებაზე მიდიოდა. აგვისტოს ბოლოსთვის რეგულარული სჰძ-ის ბევრმა საფრენოსნო ეკიპაჟმა ნაფრენის ფიზიოლოგიურად დასაბუთებულ მაქსიმალურ თვიურ ნორმებს გადააჭარბა. ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების C-130, რომლებმაც ოპერაციაში “უდაბნოს ფარი” მიიღეს მონაწილეობა, ეკიპაჟების საშუალო ყოველთვიურმა ნაფრენმა ასევე თითქმის 3-ჯერ გადააჭარბა მშვიდობიანობის დროის საშუალო ნაფრენს და 100 სთ-ს მიაღწია.

მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა არა მხოლოდ საფრენოსნო შემადგენლობაზე, არამედ მიწისზედა მომსახურე პერსონალზეც, რამდენადაც სატრანსპორტო თვითმფრინავების კონფლიქტის ზონაში ფრენების საშუალო ყოველსადღეღამისო რიცხვი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. ოპერაციის “უდაბნოს ფარი” პირველი 1,5 თვის მანძილზე უფრო მეტი თვითმფრინავი იქნა გაფრენისთვის მომზადებული, ვიდრე მთელი წინა წლის განმავლობაში. მიწისზედა ტექნიკური პერსონალის მკაფიოდ აწყობილი მუშაობისა და აფრენის, დაჯდომის, შუალედურ და სათადარიგო აეროდრომებზე სათადარიგო ნაწილების საკმარისი რაოდენობის არსებობის წყალობით მიღწეულ იქნა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გაფრენისთვის მაღალი ტექნიკური მზადყოფნა, რომელიც საბოლოო ჯამში მშვიდობიანი დროის დონეზე უფრო მეტიც კი აღმოჩნდა (იხ. ცხრილი 1).

1990 წლის 22 აგვისტოს აშშ პრეზიდენტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ომის შემდეგ პირველად გამოაცხადა რეზერვისტების სამსახურში გაწვევის შესახებ. სჰძ-ის ორგანიზებული რეზერვის (სჰძ-ის ეროვნული გვარდია და სჰძ-ის რეზერვის სარდლობა) შემადგენლობიდან გაწვევას ექვემდებარებოდნენ პირველ რიგში სამხედრო-სატრანსპორტო და გამწყობი ავიაციის ტექნიკური მომსახურებისა და ფრენების უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, აგრეთვე ე. წ. მიწერილი ესკადრილიების საფრენოსნო შემადგენლობა* (*სჰძ-ის სარდლობის მიწერილ ესკადრილიებს ავიატექნიკა არ გააჩნდათ: ამ ქვედანაყოფების საფრენოსნო შემადგენლობა საფრენოსნო პრაქტიკას რეგულარული სჰძ-ის ავიაფრთებში გადიოდა). ამან მისცა შესაძლებლობა, რომ საჰაერო გადაზიდვების მიღწეული ტემპები სექტემბერ-ოქტომბრის განმავლობაშიც შენარჩუნებინათ.

გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (გცს) ძირითადი ძალებისა და საშუალებათა გადასროლების მსვლელობისას ყოველდღიურად ჰაერით სპარსეთის ყურის ზონაში სატრანსპორტო საშუალებებით 2000 ტ-მდე სამხედრო ტვირთები ჩაჰქონდათ და სახმელეთო ჯარებისა და ზქჯ-ის 3000-4000 სამხედრო მოსამსახურე ჩაჰყავდათ. როგორც კონგრესისადმი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აშშ თავდაცვის მინისტრმა რ. ჩეინიმ აღნიშნა, ოპერაციის “უდაბნოს ფარი” პირველი სამი კვირის მანძილზე კონფლიქტის ზონაში იმაზე მეტი პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა იქნა გადაყვანილი, ვიდრე კორეაში ომის პირველი სამი თვის განმავლობაში.

1990 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში აშშ გცს-ის ძირითადი ძალების გადასროლა დასრულებულ იქნა. სატრანსპორტო ავიაცია სპარსეთის ყურის ზონაში გაშლილი აშშ შეიარაღებული ძალების დაჯგუფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყველაზე უფრო სასწრაფო საგნების ჩატანაზე გადავიდა – SAAMS (Special Assingment Airlift Missions) (31 სთ-ის ფარგლებში, რეისის შესრულებაზე 16 სთ-ის ჩათვლით). ამ ოპერაციის შესრულება C-141B თვითმფრინავებით აღჭურვილ 437-ე სტრატეგიულ სატრანსპორტო საავიაციო ფრთას დაეკისრა. ასე, კონფლიქტის ზონაში ჩატანილ იქნა საღებავი ჯავშანსატანკო ტექნიკის კამუფლაჟური დაფარვისთვის, სათადარიგო ნაწილების საჰაერო თავდაცვის საშუალებათა საცეცხლე ჩახშობის 35-ე ტაქტიკური გამანადგურებელი ავიაფრთის თვითმფრინავებისთვის F-4G “უალიდ უიზლი” და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) სხვა საგნები.

ანტიერაყულ კოალიციაში შემავალი რეგიონის არაბული ქვეყნების აეროდრომებზე სატრანსპორტო თვითმფრინავების ჩასვლის ინტენსივობა დღეღამეში 20-30 რეისამდე შემცირდა. ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, შუალედურ და სათადარიგო აეროდრომებზე რეგულარული სჰძ-ის ტექნიკური პერსონალის უმეტესი ნაწილი რეზერვისტებით შეიცვალა. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რეისების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება სჰძ-ის რეზერვის სარდლობის მიწერილი ესკადრილიების საფრენოსნო ეკიპაჟებმა დაიწყეს.

მტას-ის ხელმძღვანელობა ამ პერიოდს სარეგლამენტო სამუშაოებისა და ავიატექნიკის აუცილებელი რემონტის ჩატარებისთვის იყენებდა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა მოძველებული სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები C-141 “სტარლიფტერი”, რომლებიც ჯარებში 1963-დან 1968 წლის ჩათვლით მიეწოდებოდა. უკვე ოპერაციის “უდაბნოს ფარი” სულ დასაწყისიდანვე აუცილებელი შეიქნა მათი ჩატვირთვის შეზღუდულობის პრობლემის გადაწყვეტა. როგორც საბაზო მოდელს C-141A, ისევე მის შემდგომ მოდიფიკაციასაც C-141B ჰქონდა სასარგებლო დატვირთვის მაქსიმალური გაანგარიშებული მასა 42 ათასი კგ და პლანერის გაანგარიშებული რესურსი 30 ათასი სთ. 1977 წელს დაწყებული მოდერნიზაციის მსვლელობისას ფუზელაჟი 7,3 მ-ით იქნა დაგრძელებული, რამაც სატვირთო კაბინის მოცულობის გაზრდის საშუალება მისცათ სასარგებლო დატვირთვის მასის შენარჩუნებით. ყველა ტვითმფრინავი C-141B აღჭურვილი გახლდათ ჰაერში საწვავით გაწყობის სისტემებით, ხოლო პლანერის რესურსი კი 45 ათას საათამდე იქნა აყვანილი. იმავე დროს მტას-ი იძულებული იყო შეეზღუდა ამ თვითმფრინავების გამოყენება მაქსიმალური ასაფრენი მასით და მცირე სიმაღლეებზე. იკრძალებოდა ასევე მკვეთრი მანევრის შესრულება და ტურბულენტური გარსშემოვლის ძლიერი ზეგავლენის მქონე ფრენის რეჟიმის გამოყენება. საწვრთნელი ფრენების მსვლელობისას ჰაერში საწვავით გაწყობის ნებას მხოლოდ იმ შემთხვევებში რთავდნენ, როდესაც თვითმფრინავების ბორტზე ტვირთი არ იყო.

დადებული შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნა, რაც ყველა თვითმფრინავმა C-141B გაიარა შემოწმება, ხოლო 141 მქანქანას კი რემონტი ჩაუტარდა. C-141B თვითმფრინავების ფარეხის დაახლოებით 70 %-ს მშვიდობიანობის დროს მხოლოდ მარტივ მეტეოპირობებში იყენებდნენ, ამასთან თითოეულ თვითმფრინავს არაუმეტეს 5 სთ-ისა ყოველდღიურად. ოპერაციის “უდაბნოს ფარი” ამოქმედებისას შეზღდვები მხოლოდ ერთი თვითმფრინავისგან იქნა მოხსნილი, ხოლო 18 C-141B-ის ფრენები კი მთლიანად აიკრძალა. მაგრამ ყველა თვითმფრინავს, რომლებმაც გადასროლებში მიიღეს მონაწილეობა, დღეღამეში 11-12 სთ-ით იყენებდნენ. მათი უმეტესობის ნაფრენი სპარსეთის ყურის ზონაში გადასროლების დასაწყისისთვის შეადგენდა 14 ათასიდან 38 ათას საათამდე, ხოლო ზოგიერთი თვითმფრინავის პლანერის რესურსი კი თითქმის 40 ათას სთ-მდე აღწევდა. ამასთან დაკავშირებით მტას-მა მათთვის გადასაზიდი ტვირთის მასა შეზღუდა და მაქსიმალური ჩატვირთვა 23 ათას კგ-მდე შეამცირა, ხოლო ნებადართული გადატვირთვის სიდიდე კი მანევრების შესრულებისას 2,5-დან 2 ერთეულამდე ჩამოიყვანა.

სულ 1990 წლის 7 აგვისტოდან ნოემბრის ბოლომდე სპარსეთის ყურის ზონაში ჰაერით 210 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იქნა გადასროლილი და დაახლოებით 125 ათასი ტ ტვირთი. მეძ-ის სარდლობამ, როდესაც ახალი სადაზვერვო მონაცემები შეაფასა და სხვადასხვანაირ პირობებში საბრძოლო მოქმედებების შესაძლო მსვლელობის მოდელირება მოახდინა, დაჯგუფების შეტევითი პოტენციალის გაზრდის აუცილებლობაზე მიიღო გადაწყვეტილება. გაძლიერების ჯარების ჩაყვანის ვადების შემცირების მიზნით, სახმელეთო ჯარების დამატებით ფორმირებათა საერთო ნაწილს გადაისროდნენ ევროპულ ზონაში აშშ შეიარაღებული ძალების სარდლობის შემადგენლობიდან. ამ ეტაპზე (1990 წლის დეკემბერი – 1991 წლის 16 იანვარი) აქტიურად გამოიყენებოდა აშშ სჰძ მტას-ის ტაქტიკური სამხედრო-სარანსპორტო თვითმფრინავები C-130 და ნატო-ს ბლოკში შემავალი ევროპული ქვეყნების სჰძ-ის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავები. ასე, საფრანგეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციამ დაახლოებით 6000 საფრენოსნო საათის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში 4000 ტ-ზე მეტი ტვირთი და 7000 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა. თუმცა კი მთლიანობაში აშშ-ის მოკავშირეთა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის წილი სპარსეთის ყურის ზონაში ჯარებისა და ტვირთების გადაზიდვაში უმნიშვნელო იყო.

კონფლიქტის ზონაში სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავების ჩასვლის ინტენსივობა 1990 წლის დეკემბრიდან კვლავ გაიზარდა 60 თვითმფრინავ-რეისამდე დღეღამეში. ყოველდღიურად კონფლიქტის ზონაში ამ პერიოდში 1000-1500 სამხედრო მოსამსახურე ჩაჰყავდათ. რეისების ნაწილი შესრულებულ იქნა ავიაბაზა ინჯირლიკზე (თურქეთი) იქ გასაშლელი აშშ სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის დაჯგუფების ინტერესებში, რომელიც ერაყის ჩრდილოეთ რაიონებზე დარტყმების მიყენებისთვის იყო განკუთვნილი.

რიგი რეისებისა კონფლიქტის ზონაში აშშ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციამ შეასრულა წყნარი ოკეანის ზონიდან ავიაბაზებიდან ჰიქამი (ჰავაის კუნძულები) და კადენა (იაპონია). ამ მიმართულებაზე მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული თვითმფრინავები C-5 გამოიყენებოდა. შუალედური აეროდრომების სახით აამოქმედებდნენ ავიაბაზებს ანდერსენი (კუნძული გუამი), კლარკი (ფილიპინები) და უტოპაო (ტაილანდი). აგრეთვე აეროპორტს ბომბეი.

სატრანსპორტო თვითმფრინავების ფრენათა გაზრდილ ინტენსივობას შედეგად საავიაციო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის მუშაობაში დაძაბულობის დონის ამაღლება პრაქტიკულად არ მოჰყოლია, რადგანაც, ჯერ ერთი, საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის რეზერვისტების ნამდვილ სამსახურში გაწვევის ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, და მეორეც, მარშრუტების სიგრძისა და შესაბამისად თითოეული რეისის საფრენი დროის არსებითად შემცირების წყალობით (ჯარებისა და ტვირთების ძირითადი მოცულობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩადიოდა).

სამხედრო მოსამსახურეთა უმეტესი ნაწილი, რომლებიც გადასროლების დასკვნით ეტაპზე იქნა კონფლიქტის ზონაში ჩაყვანილი, ისევე როგორც ადრეც, ჰაერით იქნა მიყვანილი. იმავე დროს სატვირთო გადაზიდვების ძირითადი ნაწილი ამ პერიოდში საზღვაო საშუალებებზე მოდიოდა.

ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” დაწყების შემდეგ (1991 წლის 17 იანვარიდან) მეძ-ის დაჯგუფების მოთხოვნილებები, და პირველ რიგში კი მისი საავიაციო კომპონენტისა, მატერიალური უზრუნველყოფის საშუალებებში, უწინარეს ყოვლისა საავიაციო საბრძოლო მასალებში, მკვეთრად გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით გაზრდილ იქნა სატრანსპორტო ავიაციის ფრენების ინტენსივობაც. კონფლიქტის ზონაში ყოველდღიურად ჩასვლა დაიწყო 100-120-მა სატრანსპორტო თვითმფრინავმა, რომელთაც ძირითადად სამხედრო ტვირთები ჩაჰქონდათ.

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მობილიზებულ იქნა მტას-ის რეზერვის მეორე რიგი სამოქალაქო ავიაკომპანიებიდან. ამრიგად, ოპერაციებში “უდაბნოს ფარი” და “ქარიშხალი უდაბნოში” მონაწილეობა მიიღო მტას-ის რეზერვის 158-მა სამოქალაქო ავიალაინერმა (95-მა სამგზავრომ და 63-მა სატვირთომ), აგრეთვე დაახლოებით 20-მა სამგზავრო და სატვირთო ლაინერმა, რომლებიც ამერიკულმა ავიაკომპანიებმა მტას-ს ნებაყოფლობით საფუძველზე გადასცეს.

სულ 1990 წლის 7 აგვისტოდან ცეცხლის შეწყვეტის დღემდე (1991 წლის 28 თებერვალი) მტას-მა, იყენებდა რა საერთო ჯამში 476 თვითმფრინავს, კონფლიქტის ზონაში გადაისროლა 482 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 513 ათასი ტ სამხედრო ტვირთები. გადაზიდვების საერთო მოცულობათა განაწილება სჰძ-ის თვითმფრინავებსა და სამოქალაქო ავიაკომპანიების ლაინერებს შორის მე-2 ცხრილშია მოცემული.

ცხრილი 2

ჰაერით გადაზიდვების საერთო მოცულობათა განაწილება სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს შორის

(1990 წლის აგვისტო – 1991 წლის თებერვალი; ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: გადასროლილი სამხედრო ტვირთების მასა, ათასი ტ /%/ - A; გადაყვანილ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი, ათასი ადამიანი /%/ - B)

თვითმფრინავის ტიპი . . . . . . . . A . . . . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . . 

. . . . C-5 . . . . . . . . . . . . . . . . . . . 232 (45) . . . . . . . . . . . . . 94 (19) . . . . . .
. . . C-141 . . . . . . . . . . . . . . . . . . 138 (27) . . . . . . . . . . . . . 67 (14) . . . . . .
. . . KC-10 . . . . . . . . . . . . . . . . . . .20 (4) . . . . . . . . . . . . . . . 2 (1) . . . . . . .
სამოქალაქო
თვითმფრინავები . . . . . . . . . . 123 (24) . . . . . . . . . . . . 319 (66) . . . . . .
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 513 (100) . . . . . . . . . . . 482 (100) . . . . . . 

სპარსეთის ყურის ზონაში კონფლიქტის მსვლელობისას ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო შესაძლებლობა რეალურ პირობებში სრული მოცულობით განეხორციელებინა (და არა ნაწილობრივ, როგორც ეს სწავლებებზე კეთდებოდა) ჯარებისა და ტვირთების სტრატეგიული გადასროლები და ზღვისმიღმა საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) გაეშალა შეიარაღებული ძალების დაჯგუფება, რომელსაც მის წინაშე დასმული ამოცანის შესრულება შეეძლებოდა. სპარსეთის ყურის რაიონში გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურეებისა და გადატანილი სამხედრო ტვირთების რაოდენობა 12 ათასი კმ-ის მანძილზე ისეთი ქალაქის მოსახლეობის გადასროლის ექვივალენტური გახლდათ სახლის ქონებით, საავტომობილო ტრანსპორტითა და სურსათის მარაგებით, როგორიც ოკლაჰომა-სითია.

უნდა აღინიშნოს, რომ სპარსეთის ყურის რაიონში ჰაერით ჩაყვანილ იქნა ამერიკული კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეთა მთელი რაოდენობის 65 %, სამხედრო ტვირთების მოცულობის დაახლოებით 25 % (გეგმით მხოლოდ 5 % იყო გათვალისწინებული).

ახლო აღმოსავლეთში აშშ შეიარაღებული ძალების უმსხვილესი დაჯგუფების გაშლის ინტერესებში ჯარებისა და ტვირთების გადასროლის უპრეცედენტო ოპერაციამ, პენტაგონის ხელმძღვანელობის შეფასებით, წარმატებით ჩაიარა.

II. მრავალეროვნული ძალების სჰძ-ის საფრენოსნო შემადგენლობის მომზადება ოპერაციისთვის ქარიშხალი უდაბნოში 

მეძ-ის სჰძ-ის მთლიანობაში წარმატებული მოქმედებები ერაყის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ხარისხად უზრუნველყოფილი იყო საფრენოსნო შემადგენლობის გულდასმით მომზადებით საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის. იგი ჯერ კიდევ აშშ-ის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და ახლო აღმოსავლეთში უკვე რეალურ კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში გრძელდებოდა.

სრული და სარწმუნო მონაცემების არსებობამ მოწინააღმდეგის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სახეობის დაზვერვამ წინასწარ მოიპოვა, საშუალება მისცა საფრენოსნო შემადგენლობას, რომ წვრთნებისთვის საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები შეექმნათ, პირველი შეტევითი ოპერაცია გულდასმით დაეგეგმათ, მასში მონაწილე სხვადასხვანაირ ძალებს შორის მკაფიო ურთიერთმოქმედების ორგანიზება მოეხდინათ აგრეთვე თანამედროვე თვითმფრინავები ეფექტურად გამოეყენებინათ, რომელთაც მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და საბორტო შეიარაღების მაღალი სიზუსტის მქონე სისტემები გააჩნდათ. ოპერაციის გეგმისა და საფრენოსნო შემადგენლობის მომზადების კორექტირება ხდებოდა მოწინააღმდეგის დაჯგუფებაში ცვლილებების შესახებ ახალი მონაცემების მოსვლის, აგრეთვე სწავლებებისა და წვრთნების მსვლელობისას საკუთარი ავიაციის მოქმედებებში სუსტი მხარეების გამოვლენის შესაბამისად.

1990 წლის შემოდგომაზე ტაქტიკური გამანადგურებლების საფრენოსნო შემადგენლობის მომზადების 4440-ე ჯგუფის ოფიცრები, რომლებიც ატარებდნენ სწავლებებს “რედ ფლეგი”, საუდის არაბეთში ჩავიდნენ და სწავლებათა მთელი თავისებურებები იმ დროისთვის იქ გაშლილი მეძ-ის შტაბის ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებთან განიხილეს. როგორც დისკუსიამ უჩვენა, აშშ გაერთიანებული (?) შეიარაღებული ძალების ტრადიციულ ტაქტიკასა და საბრძოლო მოქმედებათა წარმოების პრინციპებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა არ ყოფილა. მაგრამ, ამერიკული სარდლობის აზრით, სწავლებების ხასიათში ცალკეული კორექტივების შეტანას ახლოაღმოსავლეთის რეგიონში ომის პირობებისთვის გამოსადეგობის თვალსაზრისით, შეეძლო სპარსეთის ყურის ზონაში გაშლილი სჰძ-ის შენაერთების საფრენოსნო შემადგენლობის გაწვრთნილობა აემაღლებინა. ამის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეციალური სწავლებების ჩატარების შესახებ სჰძ ბაზის ნელისის პოლიგონზე (ნევადის შტატის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილები), რომლის ტერიტორიაც ფართობის მიხედვით ქუვეითის ტერიტორიის თანაზომადია. ტრადიციულ სწავლებებს “რედ ფლეგი” დროებით გადაარქვეს “დეზერთ ფლეგი” (“უდაბნოს დროშა”), ხოლო მათი დაწყება, მიზნები და ამოცანები კი შესაბამისი სახით იქნა კორექტირებული.

1,5 თვის განმავლობაში ბაზა ნელისი შესაბამისი სახით იქნა სწავლებებისთვის მოწყობილი (შეგუებული, приспособлена). 1400 მიწისზედა მიზნის უმეტესობა, რომლებიც მის პოლიგონზე პირობითი მოწინააღმდეგის საბრძოლო საშუალებათა განლაგების იმიტაციას ახდენდნენ, ერაყისა და ქუვეითის ტერიტორიაზე რეალურ მიზნებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის იქნა მოდიფიცირეული. 

პოლიგონის მოდიფიკაციის სამუშაოები მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:

– იმიტირებულ აეროდრომებზე ახალი სარულეჟო ბილიკების გაყვანა ერაყულ სამხედრო აეროდრომებთან მსგავსების უზრუნველსაყოფად (სწავლებების მსვლელობისას მუშავდებოდა არა იმდენად ასაფრენ-დასაჯდომი ზოლების /ადზ, ВПП – взлётно-посадочная полоса/ დაზიანების ამოცანა, რამდენადაც სარულეჟო ბილიკების და სხვა კონკრეტული მიზნებისა აეროდრომებზე, შემაწუხებელი /беспокоящие/ მოქმედებების წარმოება მოწინააღმდეგისთვის აეროდრომის გამოყენების შესაძლებლობის წართმევის მიზნით);

– თვითმფრინავების, საბრძოლო მასალების შენახვის საწყობების, ბუნკერების მაკეტთა მშენებლობა;

– ხის კონსტრუქციების აწყობა, რომლებიც ახდენდნენ ნავთობის რეზერვუარებისა და საბურღი კოშკების იმიტირებას;

– ერაყული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარების (ოტრ გდ) სასტარტო პოზიციათა მაკეტების განლაგება პოლიგონის უდაბნო ადგილებზე, რომლებიც ლანდშაფტით ერაყის ტერიტორიას ემსგავსებოდა;

– ინდუსტრიული კომპლექსების მაკეტების შექმნა სარკინიგზო დამხარისხებელი სადგურებით, ხიდებით, გზებით, გვირაბებითა და მანქანების კოლონებით;

– საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისა (ზრკ) და საზენიტო საარტილერიო კომპლექსების (ზაკ) პოზიციათა მაკეტების განლაგება იმ სქემის მიხედვით, რომელიც კონფლიქტის ზონაში მათ რეალურ განლაგებას შეესაბამებოდა. 

სწავლებაში “დეზერთ ფლეგი” მონაწილეობას ღებულობდნენ აშშ ტაქტიკური ავიაციის, სზძ-ისა და საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) კორპუსის ავიაციის, აგრეთვე ანტიერაყული კოალიციის ძალების ავიაციის ქვედანაყოფები. მასში ამოქმედებული იყო დაახლოებით 90 თვითმფრინავი. თითოეული ნაწილიდან სწავლებაზე იგზავნებოდა ექვსი-ათი თვითმფრინავი, დაახლოებით 20 მფრინავი და 70-80 ტექნიკოსი. თითოეული ქვედანაყოფის საფრენოსნო შემადგენლობა ბაზა ნელისში ორ კვირას იმყოფებოდა და თავისი ნაწილის განლაგებაში უშუალოდ მფრინავებისა და ტექნიკოსების შემდეგი ჯგუფის ჩასვლის წინ ბრუნდებოდა. თითოეული მფრინავი ყოველდღიურად ერთ გაფრენას ასრულებდა, ხოლო თითოეულ თვითმფრინავს კი დღეში ორჯერ იყენებდნენ. 

ქვედანაყოფი პოლიგონზე ჩვეულებრივად შაბათს ჩადიოდა, კვირას კი ინსტრუქტაჟს გადიოდა, ფრენების წესებსა და წინა ჯგუფების სწავლების შედეგებს ეცნობოდა. ფრენები სამშაბათ დილას იწყებოდა, თითოეული მფრინავის სასწავლო დღე ჩვეულებრივ 11 სთ-ს გრძელდებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ფრენისწინა ინსტრუქტაჟი და პირადი შემადგენლობისთვის საბრძოლო ამოცანის დასმა, საათნახევრიანი ფრენის შესრულება, ფრენისშემდგომი გარჩევა, შემდეგი დღისთვის ფრენების დაგეგმვა და ფრენებისთვის წინასწარ მომზადება.

სწავლება “დეზერთ ფლეგის” გეგმაში მნიშვნელოვნად უფრო მეტი ფრენები იქნა ჩართული, ვიდრე იყო ტიპიურ სწავლებაში “რედ ფლეგი”. თითოეულ დღეღამეში ხდებოდა ორი საფრენოსნო ცვლის ორგანიზება – დღისა და ღამის ცვლებისა.

ამერიკული სჰძ-ის სარდლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ერაყული გამანადგურებელი ავიაციის წინააღმდეგ მოქმედებების საკითხებს. ყველაზე უფრო გულდასმით იქნა გაანალიზებული ერაყული ავიაციის მოქმედებების ტაქტიკა ირანის წინააღმდეგ ომში, საბჭოთა კავშირის, ეგვიპტისა და ინდოეთის სჰძ-ის მოქმედებების ტაქტიკურ ილეთებსაც სწავლობდნენ, რამდენადაც ერაყელი მფრინავების მომზადებაში ამ ქვეყნების სამხედრო მრჩევლები ღებულობდნენ მონაწილეობას. ყურადღებას უთმობდნენ იმ ფაქტსაც, რომ ერაყის სჰძ-ის საფრენოსნო შემადგენლობის განსაზღვრული ნაწილი საფრანგეთშიც სწავლობდა. ამერიკელი მფრინავები გაცნობილი იყვნენ ერაყული სჰძ-ის თვითმფრინავებსა და მოქმედებათა ტაქტიკასთან, მიიღეს მონაწილეობა სასწავლო ბრძოლებში გამანადგურებელ “მირაჟების” წინააღმდეგ, რომლებიც ერაყის სჰძ-ის შეიარაღებაში შედგებოდა. სწავლებები “დეზერთ ფლეგი” იყო ორმხრივი. თვითმფრინავების ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი მხარის სახით გამოდიოდა, ჩვეულებრივ 45-მდე თვითმფრინავს შეიცავდა. ამოცანის-და მიხედვით მასში შედიოდნენ: ტაქტიკური გამანადგურებლები F-14 ან F-15, რომლებიც ახორციელებდნენ დამრტყმელი თვითმფრინავების F-4G, F-16, A-10, F-117A, A-7, A-6, F/A-18 და B-52 დაფარვას; თვითმფრინავ-მზვერავები RF-4; რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) თვითმფრინავები EF-111, EA-6N და EC-130; თვითმფრინავ-გამწყობები KC-130 და KC-10; საძიებო-სამაშველო ვერტმფრენები HH-53 და თვითმფრინავები HC-130, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და ავიაციის მართვის თვითმფრინავი E-3A “სენთრი”.

პოლიგონ ნელისში დაყენებული სწავლებების მონაცემთა რეგისტრაციისა და ანალიზის სისტემა MDS უზრუნველყოფდა ბრძოლის სურათის ზუსტ გამოსახვას (воспроизведение). მის რადიოსაკოლაციო (რლს) და ტელემეტრულ სადგურებს შეეძლოთ ბაზის საჰაერო სივრცეში 135-მდე თვითმფრინავის გაკონტროლება და სჰძ-ის სარდლობას აძლევდნენ საშუალებას, რომ ბრძოლის ველისთვის დიდ საპროექციო ეკრანზე თვალი ედევნებინა. ყველა თვითმფრინავს ჰქონდა რიცხვითი და ფერითი მარკირება, რაც დისფლეიზე მათ ამოცნობას აადვილებდა. სიმაღლეს, კურსს, სიჩქარესა და ადგილმყოფობას დროის რეალურ მასშტაბში არეგისტრირებდნენ მიწისზედა დამკვირვებლები და კომპიუტერში იწერდნენ გარჩევის დროს ხელახლა გამოსახვისთვის (для воспроизведения). აფიქსირებდნენ რაკეტების იმიტირებულ გაშვებებსა და საავიაციო ზარბაზნების ცეცხლს, ხოლო “განადგურებული” თვითმფრინავები კი დისფლეიზე სპეციალური თეთრი ნიშნით მოინიშნებოდა. ბომბტყორცნის შედეგები ვიდეოტექნიკის დახმარებით განისაზღვრებოდა. ჯგუფების დაბრუნების შემდეგ თითოეული ეკიპაჟის მოქმედებებს გულდასმით აანალიზებდნენ.

საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადების მსვლელობისას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა სხვადასხვა დანიშნულების ჯგუფების (სადემონსტრაციო, ჰთ-ის საშუალებათა საცეცხლე ჩახშობის, რებ-ის, დამრტყმელი, დაფარვის, მიყენებული დარტყმების შედეგების კონტროლისა და გამწყობი თვითმფრინავების) ტაქტიკურ მოწყობასა და მოქმედებების კოორდინაციას. ამუშავებდნენ ერაყული ჰთ-ის იმიტირებულ ზონაში “ეიჩ” საათამდე, ე. ი. ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მცირედშესამჩნევი ტაქტიკური გამანადგურებლების F-117A ფარულ შეღწევასა და ღამის საათებში ჰაერიდან მოულოდნელი დარტყმის მიყენებას. ამ თვითმფრინავებზე ვარაუდობდნენ ერაყული ზრკ-ების მწყობრიდან გამოყვანის ამოცანის დაკისრებას ჰთ-ის გარღვევის ზოგიერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებაზე დამრტყმელი თვითმფრინავების მოსვლამდე, აგრეთვე ბაღდადში არსებულ პრიორიტეტულ ობიექტებზე დარტყმების მიყენების ამოცანისაც მეძ-ის ავიაციის მიერ ერაყული ჰთ-ის პერიფერიული ზონის გარღვევის მომენტში.

ღამის ფრენების დროს F-117A თვითმფრინავების პილოტები განსაკუთრებით გულდასმით ამუშავებდნენ მცირეზომიან არაკონტრასტულ მიზნებზე გასვლის ხერხებს. მცირედშესამჩნევი თვითმფრინავების გამოყენების ერთერთ თავისებურებას წარმოადგენს მათი სრული ავტონომიურობა. შრლა და მართვის AWACS თვითმფრინავებს არ შეუძლიათ საბრძოლო პირობებში თავიანთი საბორტო რლს-ების გამოყენებით F-117A თვითმფრინავების დამიზნება (наведение), ვინაიდან ისინი მათ ვერ ხედავენ. ამასთან დაკავშირებით თითოეული საბრძოლო გაფრენის წინ F-117A თვითმფრინავების პილოტებს უნდა მიეღოთ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მოწინააღმდეგის ჰთ სისტემის შესახებ. გარდა ამისა, ფრენის განმავლობაში აფრენიდან დაჯდომამდე მდფრინავებს ევალებოდათ სრული რადიომდუმარების რეჟიმში ემოქმედათ. გამწყობებთან ან სხვა თვითმფრინავებთან შეჯახების თავიდან აცილებისთვის მცირედშესამჩნევი ტაქტიკური გამანადგურებლების მფრინავები ფრენის მარშრუტზე წინასწარ არჩეულ ზონებში დროისა და ადგილის მიხედვით მაღალი სიზუსტით უნდა გასულიყვნენ.

სწავლებებში ასევე მუშავდებოდა მოკავშირეთა მიწისზედა ჯარების, აეროდრომების, მართვის ცენტრების, ზურგის უზრუნველყოფის რაიონების ჰაერიდან დაფარვის ამოცანები. სპარსეთის ყურის თავზე ჰაერში მორიგეობის ზონაში ჰთ-ის უზრუნველყოფისა და ერაყული თვითმფრინავების მოქმედებათა ნეიტრალიზაციის ტიპიური საბრძოლო ამოცანა ითვალისწინებდა ოთხი გამანადგურებლის გამოყენებას, რომლებიც ასრულებდნენ ფრენას მარყუჟისებური მარშრუტით დასაფარავი ობიექტების თავზე. თვითმფრინავები მოქმედებდნენ წყვილებად, რომლებიც ისეთნაირად იყვნენ განლაგებულნი, რათა ორ გამანადგურებელს ყოველთვის ჰქონოდა მოხილვის (обзор) წარმოების შესაძლებლობა დასაფარავ ობიექტზე მოწინაამდეგის მოსალოდნელი შემოტევის მიმართულებაზე. F-15 თვითმფრინავების ეკიპაჟები მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდნენ E-3A-ის ეკიპაჟებთან, რომლებიც აფრთხილებდნენ მოახლოებული საჰაერო მიზნის შესახებ და ატყობინებდნენ მის სიჩქარეს, კურსს, სიმაღლეს, მიზამდე სიშორეს, აძლევდნენ დაჭერის (перехват) კურსს. გამანადგურებელ-დამჭერების დამიზნებას (наведение) ახორციელებდნენ მათი საკუთარი საბორტო რლს-ებით მიზნების აღმოჩენის სიშორემდე. ამ მომენტიდან კი საჰაერო მიზნის ამოცნობასა და დაჭერას გამანადგურებელ-დამჭერები უკვე დამოუკიდებლად ახდენდნენ.

დაჭერის შესრულებისას ისმებოდა საჰაერო მოწინააღმდეგის შემხვედრ კურსზე პირველი მცდელობით დაზიანების ამოცანა ახლო საჰაერო ბრძოლაში შესვლის გარეშე. ამისთვის ახდენდნენ წინა ნახევარსფეროში რაკეტა “სფაროუს” გაშვებას რადიოლოკაციური თვითდამიზნების თავაკით. ახლო ბრძოლაში გადასვლის შემთხვევაში კი იყენებდნენ რაკეტებს “საიდვაინდერი” ინფრაწითელი (იწ) თავაკით. 

სწავლებებზე ასევე მუშავდებოდა დამრტყმელი ძალების დაფარვის ამოცანაც. დამრტყმელი ჯგუფის თანხლებისთვის გამოიყენებოდა აშშ სჰძ-ის გამანადგურებლები F-15 და სზძ-ისა F-14. ითვალისწინებდნენ, რომ რეალური საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას გამანადგურებლები დამრტყმელ ჯგუფებს დაიფარავდნენ როგორც უშულო თანხლების გზით, ისე ჰაერში მორიგეობის ზონაში ყოფნის დროსაც. 

მოწინააღმდეგის აეროდრომებზე დარტყმების დამუშავებისას გამოიყენებოდა თვითმფრინავების შერეული ჯგუფების ეშელონირებული ტაქტიკური მოწყობები, რომლებსაც შემდეგი შემადგენლობა ექნებოდათ: უშუალო თანხლების ოთხი გამანადგურებელი F-15, ოთხ თვითმფრინავამდე F-4G “უაილდ უიზლი” ჰთ-ის საშუალებების საცეცხლე ჩახშობისთვის, 8-12 ტაქტიკური გამანადგურებელი F-16 (მოიერიშე A-6 ან გამანადგურებელ-მოიერიშე F/A-18).

F-15 (F-14) გამანადგურებლების მფრინავები ღებულობდნენ ინსტრუქციას, რომელშიც მითითებული იყო, თუ როგორ უნდა დაეჭირათ (перехватить) საჰაერო მოწინააღმდეგე იმ შემთხვევაში, თუ დამრტყმელ ჯგუფს მიზნისკენ ფრენის მარშრუტზე ერაყული თვითმფრინავები შეხვდებოდნენ. იქვე გამანადგურებლებს შორის მიზნების განაწილების წესსაც დეტალურად აზუსტებდნენ. როგორც კი ახდენდნენ საჰაერო მიზნის იდენტიფიცირებას როგორც მოწინააღმდეგის თვითმფრინავისა, რეკომენდაციას აძლევდნენ მაშინვე შეესრულებინათ მისი დაჭერა (перехват). განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა დაჭერის დროის შემცირებასა და მიზნის განადგურების შემდეგ თავისი გზით მიმავალ დამრტყმელ ჯგუფთან დაფარვის გამანადგურებლის უსწრაფეს დაბრუნებას.

დამრტყმელი თვითმფრინავების ეკიპაჟების ყურადღება თავმოყრილი იყო პირველ რიგში მიზანზე ზუსტად გასვლაზე მკაცრ შესაბამისობაში ფრენის გეგმასთან. ამ უკანასკნელში ყველაზე უფრო დაწვრილებით იყო გაწერილი მიზანზე გასვლების მიმართულებები, შემტევი რგოლების სიმაღლეები და სიჩქარეები, ბომბების ტყორცნის პირობები და წასვლის მარშრუტები. ამასთან გამოიყოფოდა დამრტყმელი ძალების მოქმედებათა ძირითადი პრინციპები:

– მოქმედებათა სიმარტივე. დეტალური აღწერის მიუხედავად, ფრენების გეგმებიდან ყველანაირი გართულებები გამოირიცხებოდა.

– ბომბტყორცნის მაღალი სიზუსტის მიღწევა. საბრძოლო ამოცანის შესრულების გეგმებს შეიმუშავებდნენ და არაერთხელ აზუსტებდნენ სრულ დარწმუნებამდე იმაში, რომ დამრტყმელი ჯგუფი მიზნის დაზიანებას პირველივე შესვლიდან შეძლებდა.

– ურთიერთმოქმედება საბრძოლო ამოცანის შესრულების მსვლელობისას. თვითმფრინავების თითოეული ჯგუფის მოქმედებათა ტაქტიკას ირჩევდნენ ისეთი ანგარიშით, რომ მიზანზე შეტევა შეძლებოდა ნებისმიერ გამანადგურებელს, რომელიც მიზანთან მიმართებით ყველაზე უფრო უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებოდა. მოკავშირეთა ჯარების ავიაციის ძირითადი საბრძოლო ერთეული იყო წყვილი.

– სწრაფი გასვლა მიზანზე და სწრაფი გაცლა მიზნისგან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიზანზე სწრაფ გასვლასა და შეტევის მანევრის შესრულებას. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მიზანზე განმეორებით შესვლა იყო საჭირო, დამრტყმელი თვითმფრინავი აუცილებლად უნდა დაშორებოდა მას და შემდეგ კი ხელახლა შეეტია, მაგრამ უკვე სხვა, მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელი მიმართულებიდან, რაც მოულოდნელობას უზრუნველყოფდა.

მოკავშირეთა ჯარების სარდლობისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა იმ დარტყმების კოორდინაცია, რომლებიც ფრთოსან რაკეტებსა და თვითმფრინავებს პირველად ერთობლივად უნდა მიეყენებინათ. საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების (ფრ) “თომაჰოქი” უფრო ადრე ჩატარებული საგამოცდო გაშვებების არსებული შედეგების საფუძველზე, რომელთა გამოყენებასაც გეგმავდნენ სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვაში განწერტილი ხომალდებიდან, მიზნებზე მათი გასვლის დრო სხვადასხვა გახლდათ. 1990 წელს ფლოტის სწავლებებისა და სზძ-ის ავიაბაზა ფელონში (ნევადის შტატი) ჩატარებული გამოცდების დროს მიღებულ იქნა მონაცემები, რომლებმაც საშუალება მისცეს მეძ-ის შტაბს ზუსტად მოეხდინა ერაყზე პირველი დარტყმის კოორდინირება. სზძ-ის სწავლების მსვლელობისას ამუშავებდნენ საჰაერო დარტყმების კოორდინაციას საგემბანო დამრტყმელი თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. საფრენოსნო ამოცანების მომზადებისა და რაკეტების მიზნებზე გასვლის დროის გაანგარიშებისთვის იყენებდნენ ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებს (ეგმ, კომპიუტერებს) სპეციალურად შემუშავებული საპროგრამო უზრუნველყოფით. საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტისთვის სზძ-ს უკვე გააჩნდა გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა ფრთოსანი რაკეტების მიზანზე გასვლის გაანგარიშებისთვის.

პირველად საბრძოლო პირობებში ერაყის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას გეგმავდნენ მართვადი რაკეტების (მრ) AGM-84E SLAM (Stand-off Land Attack Missile) დახმარებით. ეს რაკეტები საბრძოლო მოქმედებათა დაწყებამდე არ ყოფილა მიღებული შეიარაღებაში და საჯარისო გამოცდების სტადიაში იმყოფებოდა. ოპერაციაში “ქარიშხალი უდაბნოში” მათ გაშვებებს ვარაუდობდნენ საგემბანო თვითმფრინავებიდან A-6E “ინთრუდერი” და F/A-18 “ჰორნეთი”, ხოლო ტრაექტორიის საბოლოო უბანზე მათი დამიზნების განხორციელებას კი გეგმავდნენ მოიერიშეებიდან A-7E “კორსარი”.

ოპერაციის “უდაბნის ფარი” დასაწყისში საცდელი რაკეტები საჯარისო გამოცდებისთვის განკუთვნილი პარტიიდან ჩაიტანეს ავიამზიდებზე “ჯონ ფ. კენედი” და “სარაგოტა”, რომლებიც წითელ ზღვაში აშშ სზძ-ის საავიამზიდო დამრტყმელი შენაერთის შემადგენლობაში შედიოდნენ.

მას შემდეგ რაც “ჯონ ფ. კენედი” 1990 წლის აგვისტოში წითელ ზღვაში შევიდა, ექვსმა მფრინავმა მისი ავიაფრთის შემადგენლობიდან მომზადების სპეციალური მოკლევადიანი კურსი გაიარა ახალი იარაღის გამოსაყენებლად. ამუშავებდნენ პრიორიტეტულ მიწისზედა მიზნებზე ოთხი თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფის მიერ დარტყმების მიყენების ვარიანტს, რომელსაც თანხლების გამანადგურებლები დაიფარავდვნენ. დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ორი თვითმფრინავ-მატარებელი A-6E (თითოეულ მათგანზე თითო რაკეტა SLAM) და ორიც დამიზნების თვითმფრინავი A-7E. პირველი მრ-ის გაშვების შემდეგ, რომელიც ობიექტის ბეტონის კედლის გახვრეტისა და მასში ხვრელის წარმოქმნისთვის იყო განკუთვნილი, შიდა სადგომში შეღწევისთვის ახორციელებდნენ მეორე რაკეტის გაშვებასაც. დამიზნების მეორე თვითმფრინავის ოპერატორს მრ-ის მიზანთან მიფრენის (подлёт) უბანზე ისეთნაირად უნდა უზრუნველეყო მისი ტრაექტორიის კორექცია, რომ ობიექტის კედელში წარმორმნილ ხვრელში იგი ზუსტად შეეყვანა.

სულ 18 იანვრამდე (რაკეტების SLAM პირველი საბრძოლო გამოყენების თარიღი) ათი საგამოცდო გაშვება იქნა ჩატარებული სპეციალურად მომზადებული მაკეტების წინააღმდეგ.

პოლიგონზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ერაყული ჰთ-ის ჩახშობის ამოცანების დამუშავებას რებ-ის მიწისზედა და საავიაციო საშუალებათა მთელი არსენალის გამოყენებით. სამხედრო ექსპერტები, რომლებიც კონფლიქტის დასრულების მახლობელ თვეებში ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” მსვლელობისას მეძ-ის ავიაციის საბრძოლო გამოყენების შედეგებს აფასებდნენ, მიღწეულ წარმატებებს მხოლოდ ოპერაციებში რებ-ის საავიაციო და მიწისზედა საშუალებათა კომპლექსურად გამოყენების ეფექტურობით კი არ ხსნიდნენ, არამედ მათი აზრით ეს შესაძლებელი გახდა ამერიკული ძალების ყოველმხრივი გაცნობიერებულობის (осведомлённость) წყალობითაც ერაყული იარაღის კონკრეტული სისტემების, მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებისა და საბრძოლო გამოყენების თავისებურებათა საკითხებში. ამ მონაცემებმა საშუალება მისცა ამერიკულ სარდლობას ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” დაწყების წინ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რიგი საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებები და სპეციალური საპოლიგონო სწვლებები ჩაეტარებინა. მათი მსვლელობისას ამოწმებდნენ და აფასებდნენ აშშ სჰძ-ის საბრძოლო გამოყენების შესაძლო ეფექტურობას ერაყული ჰთ-ის ნეიტრალიზაციის საქმეში.

ამ სწავლებების შედეგებმა საშუალება მისცეს სწრაფად და ეფექტურად დაემუშავებინათ ბოლომდე (доработать) იარაღის სისტემები, რომლებიც უწინარეს ყოვლისა ზრკ-ებთან და ჰთ-ის სხვა საშუალებებთან ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი, აგრეთვე დაემუშავებინათ (отработать) საბრძოლო ამოცანების შესრულების კონკრეტული ტაქტიკური ილეთებიც. პირველი დარტყმისთვის განკუთვნილ ყველა სარაკეტო და საავიაციო სისტემაში ბოლომდე იქნა დამუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა სპარსეთის ყურის ზონაში რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის უკანასკნელი მონაცემების გათვალისწინებით.

საუდის არაბეთში პირველი საბრძოლო თვითმფრინავების გადასროლის შემდეგ მაშინვე იქნა დაწყებული სასწავლო-საწვრთნელი ფრენები და საფრენოსნო შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადება. უდაბნოს თავზე ფრენებს თავისი განსაკუთრებულობანი გააჩნია. ქვიშები და ცა ერთმანეთს ერწყმიან (сливаются), რითაც ფრენის სიმაღლის განსაზღვრა რთულდება. ჰაერში ასული წვრილი ქვიშა კეტავს ჰორიზონტს, მკვეთრად უარესდება ხილვადობა, რაც აძნელებს ფრენებს, განსაკუთრებით ღამის საათებში. ამან რამდენიმე კატასტროფა გამოიწვია საომარ მოქმედებათა ახალი თეატრის (ომთ) ათვისების საწყისი ეტაპის მსვლელობისას, რის შემდეგაც მფრინავებს მისცეს რეკომენდაცია, რომ 300 მ-ზე დაბლა არ დაშვებულიყვნენ.

სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს თავდაპირველად აწარმოებდნენ ერთეულად, წყვილებით და ერთი ტიპის თვითმფრინავების მცირე ჯგუფებით. მათი მსვლელობისას ეკიპაჟები ადგილობრივ პირობებს ეცნობოდნენ. ომთ-ის ათვისების შემდეგ საფრენოსნო ეკიპაჟები საბრძოლო გამოყენების საკითხების დამუშავებას შეუდგნენ შერეული ჯგუფების შემადგენლობაში. ჯგუფებში შედიოდნენ დაფარვის გამანადგურებლები და დამრტყმელი თვითმფრინავები (F-111, F-15E, F-16, A-10, A-6E, F/A-18). სწავლებებზე დროის შეზღუდულ პერიოდში ამუშავებდნენ საიმიტაციო მიზნებზე დიდი რაოდენობით შემტევი თვითმფრინავების გასვლას. ამას შედეგად უნდა მოჰყოლოდა მოწინააღმდეგის ჰთ-ის ზონის გადაჯერება და მისაყენებელი დარტყმების მოგერიებაში მისი შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შემცირება.

1990 წლის დეკემბერში არაბეთის ნახევარკუნძულზე ერთობლივი სწავლებების სერია იქნა ჩატარებული, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს აშშ სჰძ-ისა და სზძ-ის, აგრეთვე ანტიერაყული კოალიციის მეძ-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა ქვეყნების საავიაციო ქვედანაყოფებმა. მათზე ამუშავებდნენ ურთიერთმოქმედების საკითხებს მასირებული საავიაციო დარტყმების მიყენებისას. სწავლებები მეძ-ის სჰძ-ის შტაბის გეგმებით ტარდებოდა. შტაბის ოპერატიული შემადგენლობა მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების მიერ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების დაგეგმვით, მართვითა და უზრუნველყოფით გახლდათ დაკავებული (2-3 ათასი თვითმფრინავ-გაფრენა დღეღამეში, მათგან არანაკლებ 50 %-ისა საბრძოლო).

საუდის არაბეთში მოკავშირეთა ჯარების მფრინავებს ჰქონდათ სასწავლო საჰაერო ბრძოლების ჩატარების შესაძლებლობა ფრანგული თვითმფრინავების “მირაჟ-F.1” წინააღმდეგ, რამაც საშუალება მისცა მათ არა მხოლოდ გაცნობოდნენ ასეთი ტიპის ერაყული თვითმფრინავების პოტენციურ შესაძლებლობებს, არამედ მიეღოთ კიდეც უდაბნო ადგილის რეალურ პირობებში საჰაერო ბრძოლების წარმოების ფასეული გამოცდილებაც.

იმავე დროს გერმანიაში ტარდებოდა მეძ-ის სჰძ-ის შემადგენლობაში შემავალი “ტორნადო” თვითმფრინავების სასწავლო საჰაერო ბრძოლები МиГ-29 თვითმფრინავებთან, რომლებიც ერაყული სჰძ-ის შეიარაღებაშიც იმყოფებოდა. 

სასწავლო-საწვრთნელი ფრენების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მფრინავების მომზადებას დარტყმების მიყენებისთვის ისეთ მიზნებზე, რომელთა განადგურებაც ერაყის სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვის ძირის სრულ გამოთხრას გამოიწვევდა. პრიორიტეტული მიზნების რიცხვში შედიოდა: სამეთაურო (საკომანდო) პუნქტები, მართვისა და კავშირგაბმულობის ცენტრები, აეროდრომები და სარაკეტო კომპლექსები, ომთ-ის სისტემის საშუალებები, რადიო- და სატელეფონო სადგურები, ენერგომომარაგების სისტემები, სამხედრო ტექნიკის, იარაღის, საბრძოლო მასალების გამომშვები ქარხნები, საწყობები, მასობრივი დაზიანების იარაღისა (მდი) და საწვავ-საცხები მასალების წარმოების ცენტრები და შენახვის პუნქტები. 

თავდაპირველად ასეთი მიზნების რიცხვში 100 ობიექტი იქნა ჩართული, შემდეგ კი მათი რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. რთავდა რა სიაში სხვადასხვა მიზნებს, მეძ-ის შტაბის ოპერატიული განყოფილება მუდმივად განახლებადი სპეციალური ცნობარით სარგებლობდა, რომელიც სადაზვერვო ორგანოების მიერ მრავალი წყაროს მონაცემების მიხედვით იყო შედგენილი და მიზნების ზუსტ კოორდინატებსა და მათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კომპონენტებს შეიცავდა.

ფრენების დაგეგმვის პროცესში მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით სასწავლო-საბრძოლო მომზადების მსვლელობისას საფრენოსნო შემადგენლობას უსვამდნენ არა მთელი ობიექტის დაზიანების ამოცანას, არამედ მისი საკვანძო კომპონენტებისა. ამასთან იყენებდნენ მთელ არსებულ სადაზვერვო ინფორმაციას სადაზვერვო თანამგზავრებისა და სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ გადაღებული ფოტოსურათებისა და რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის (რრტდ) მონაცემების ჩათვლით.

სადაზვერვო ორგანოებმა მოიძიეს და გამოჰკითხეს მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც მანამდე არცთუ დიდი ხნის წინათ სტუმრობდნენ ერაყში, ფირმების წარმომადგენლები, რომლებიც ერაყში სხვადასხვა ობიექტებს აშენებდნენ, ადამიანები, რომელთაც თუნდაც რაიმენაირი ცნობები გააჩნდათ ნებისმიერი საწარმოს, პირველ რიგში კი სამხედრო ქარხნებისა და ბირთვული ცენტრების შესახებ. მიმართეს მცდელობებს მოეძებნათ სპეციალისტები, რომელთაც ჰქონდათ ცნობები ერაყის ტერიტორიაზე აგებული მიწისქვეშა შესაფარებლების (укрытия), რადიო- და სატელეფონო კავშირგაბმულობის ცენტრების შენობათა შესახებ.

პრიორიტეტული მიზნების ნაკრების განსაზღვრის შემდეგ განხორციელებულ იქნა მათზე გასვლის ოპტიმალური მარშრუტების არჩევა და გაანგარიშება, განისაზღვრა ძალების განწესი (наряд сил), აგრეთვე შეიარაღების რაოდენობა და შემადგენლობა, რომელიც აუცილებელი იყო ჰთ-ის ობიექტების ჩახშობისა და კონკრეტული მიზნების ისეთ ხარისხამდე დაზიანებისთვის, როგორიც მეძ-ის სარდლობას სჭირდებოდა. მთელი გაანგარიშებანი წარმოებდა ყველაზე უფრო თანამედროვე გამომთვლელი ტექნიკისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლეოდა ზუსტად განესაზღვრათ ასაფეთქებელი ნივთიერების მასა ობიექტის ან მისი საკვანძო კომპონენტების დაზიანებისთვის, ბომბების რიცხვი და საჭირო სიზუსტე და დამრტყმელი ძალების საჭირო განწესებიც ასეთნაირად გაეანგარიშებინათ. მხოლოდ ყველაზე უფრო პრიორიტეტული მიზნების დაზიანების შემდეგ შეეძლოთ საავიაციო ნაწილებს დარტყმები სხვა ობიექტებისთვისაც მიეყენებინათ.

საჰაერო შეტევითი ოპერაციის გულდასმით მომზადებამ უზრუნველყო მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების საკმარისად წარმატებული მოქმედებები მინიმალური დანაკარგებით. პრაქტიკულად პირველ დღეღამეში, როგორც იგეგმებოდა კიდეც, მოპოვებულ იქნა ჰაერში უპირატესობა. შემდეგ ორ დღეღამეში მიაყენეს მნიშვნელოვანი ზარალი ერაყის სამხედრო და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალს.

თუმცა კი მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების წინაშე მდგარი ამოცანების სრული მოცულობით გადაწყვეტა, მეძ-ის სარდლობის აზრით, ვერ მოხერხდა. მრავალეროვნული ძალების ავიაციის საჰაერო შეტევითი მოქმედებები გაგრძელებულ იქნა და მათ საჰაერო კამპანიის ფორმა შეიძინეს. 

III. საჰაერო შეტევითი ოპერაცია სპარსეთის ყურეში ომის მსვლელობისას 

საინფორმაციო შეტყობინებების უსასტიკესი ცენზურის მიუხედავად, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან მოდიოდა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, 1991 წლის აპრილ-მაისის თვეებში უცხოურ პრესაში იწყებდა გამოჩენას ანალიტიკური წერილები სპარსეთის ყურეში ომის შესახებ. პირველ რიგში აანალიზებდნენ ანტიერაყული კოალიციის მრავალეროვნული ძალების (მეძ) საავიაციო დაჯგუფების მოქმედებებს, რადგანაც ამ ომის საწყისი პერიოდი ხასიათდებოდა ხანგრძლივი საჰაერო კამპანიის ჩატარებით ფართომასშტაბური მიწისზედა ოპერაციების არარსებობისას.

ომის პირველი დღეების მოვლენები გვიჩვენებდა, რომ მეძ-ის სარდლობა ერაყთან ომში ძირითად ფსონს აკეთებდა ავიაციაზე, რომელსაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა შეექმნა პირობები საჰაერო-მიწისზედა-საზღვაო ოპერაციის ჩატარებისთვის ქუვეითის მინიმალური დანაკარგებით გასანთავისუფლებლად. მეძ-ის სახმელეთო ჯარები და საზღვაო ქვეითი ჯარი (ზქჯ) ავიაციის მხარდაჭერით მოწოდებული იყვნენ დაესრულებინათ მთლიანობაში უკვე დემორალიზებული ერაყული შეიარაღებული ძალების დაჯგუფების განადგურება ქუვეითში, გატეხავდნენ რა ცალკეული ნაწილებისა და ქვედანაყოფების წინააღმდეგობას, რომელთაც ჯერ კიდევ ექნებოდათ შენარჩუნებული ბრძოლისუნარიანობა. მეძ-ის ხელმძღვანელობამ ასეთი ვარიანტი მიიღო ამომდინარე დაპირისპირებული მხარეების ძალთა თანაბრობიდან.

საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის მეძ-ს გააჩნდა მნიშვნელოვანი რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობა სამხედრო-საჰაერო ძალებში (სჰძ). საავიაციო დაჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ აშშ სჰძ-ის სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაცია, სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) საგემბანო ავიაცია და ზქჯ-ის ავიაცია (სულ დაახლოებით 1800 საბრძოლო თვითმფრინავი), აგრეთვე დიდი ბრიტანეთის (60), საფრანგეთის (38), კანადის (18), იტალიის (რვა), ქუვეითის (34) და საუდის არაბეთის (დაახლოებით 300) სჰძ-ის ქვედანაყოფები.

მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების საფუძველს შეადგენდნენ ტაქტიკური ავიაციის თანამედროვე დამრტყმელი თვითმფრინავები, აღჭურვილნი მაღალი სიზუსტის იარაღით (F-16, A-10, “ტორნადო”, “იაგუარი”, “მირაჟი”), საგემბანო ავიაციისა და ზქჯ-ის ავიაციის თვითმფრინავები (F/A-18, A-6E, AV-8B). დაჯგუფების შემადგენლობაში ჩართული იყო ახალი ტაქტიკური გამანადგურებლები F-15E, “უჩინარი” თვითმფრინავები F-117A, აგებულები “სთელთ” ტექნოლოგიით. დაჯგუფების დამრტყმელ პოტენციალს მნიშვნელოვნად ამაღლებდნენ შეიარაღებაში უკვე დიდი ხნიდან არსებული და თანამედროვე სამიზნე-სანავიგაციო მოწყობილობით აღჭურვილი მძიმე ტაქტიკური გამანადგურბლები F-111, აგრეთვე სტრატეგიული ბომბდამშენები B-52, რომელთაც 32 ტ-მდე ბომბებისა და რაკეტების წაღება შეუძლიათ. საჰაერო მიზნებთან ბრძოლისთვის მის შემადგენლობაში შედიოდნენ აშშ-ისა და საუდის არაბეთის სჰძ-ის F-15 ტაქტიკური გამანადგურებლების, კანადის სჰძ-ის CF-15 ტაქტიკური გამანადგურებლებისა და აშშ სზძ-ის F-14 საგემბანო გამანადგურებლების ქვედანაყოფები. გარდა ამისა, რადიოელექტრონული წინააღმდეგობის (EF-111, EC-130, EA-6B), მოწინააღმდეგის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის (E-3 “სენთრი” და E-2 “ჰოქაი”), აგრეთვე მიწისზედა მიზნების საჰაერო დაზვერვის რადიოსალოკაციო სისტემისა და დარტყმების მიყენების მართვის “ჯისთარსი” (E-8) თვითმფრინავების არსებობა მნიშვნელოვნად აძლიერებდა დაჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფდა დაზვერვისა და ავიაციის მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნას.

ერაყის სჰძ-ის საბრძოლო ავიაციას შეადგენდა მოძველებული ტიპების დაახლოებით 700 თვითმფრინავი. თანამედროვე მანქანები, ისეთები, როგირიცაა МиГ-29 და Су-24, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით კოალიციის საავიაციო ტექნიკის თანაზომადი გახლდათ, თვითმფრინავების ფარეხის 30 %-ს (ე. ი. დაახლოებით 210 მანქანას) არ აღემატებოდა. ერაყული სარდლობის განკარგულებაში ამერკელების ანალოგიურად რადიოელექტრონული ბრძოლისა (რებ) და შრლა და მართვის თვითმფრინავების არარსებობა დაპირისპირებულ მხარეთა საავიაციო დაჯგუფებების პოტენციალებს შორის განსხვავებას კიდევ უფრო ზრდიდა.

იმავე დროს სახმელეთო ჯარების რაოდენობრივი თანაფარდობა ერაყის სასარგებლოდ იყო. კერძოდ, ერაყული მიწისზედა ძალების შემადგენლობაში შედიოდა დაახლოებით 5000 ტანკი და საველე არტილერიის 8000-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. ანტიერაყული კოალიციის მეძ-ის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის მოითვლებოდა 3500-მდე ტანკი და 3700-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი აშშ ზქჯ-ის საბრძოლო ტექნიკის გათვალისწინებით. და თუმცა კი ხარისხობრივ მიმართებაში მეძ-ის სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის დაჯგუფების შეიარაღებას დასავლელი სამხედრო სპეციალისტები უფრო მაღლა აფასებდნენ, ვიდრე ერაყული სახმელეთო ჯარების იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას, მაგრამ არა იმდენად, რომ ამით რაოდენობის კომპენსირება მომხდარიყო. ამასთან ერაყული საბრძოლო ტექნიკა უდაბნოს პირობებში ექსპლუატაციისთვის უფრო შეგუებული გახლდათ.

ერაყისა და ქუვეითის ტერიტორიის დაწვრილებითმა და ხანგრძლივმა დაზვერვამ (ხუთ თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა) მეძ-ის ხელთ არსებული მთელი საშუალებებით, სადაზვერვო თანაგზავრების ჩათვლით, ასევე ხელი შეუწყო საბრძოლო მოქმედებების სწორად დაგეგმვას. დაზვერვის მონაცემები მეტყველებდა ქუვეითში და საუდი-ერაყის საზღვრის გაყოლებაზე მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობების შექმნისა და სანაპიროს თავდაცვის განმტკიცების შესახებ. დაზვერვის დახმარებით მეძ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა უზრუნველყოფილი იყო ერაყისა და ქუვეითის ტერიტიორიების დაწვრილებითი რუკებით მთელი მნიშვნელოვანი სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური ობიექტების, აგრეთვე ქვეყნის სამხრეთსა და ქუვეითში ერაყის შეიარაღებულ დაჯგუფებათა დისლოკაციების ზუსტი მიბმით (привязка).

ამერიკულმა სარდლობამ აშშ-ში გაითამაშა საჰაერო-მიწისზედა-საზღვაო ოპერაციის შესაძლო მსვლელობა ქუვეითის განთავისუფლებისთვის დაზვერვის მონაცემებისა და კონფლიქტის რაიონის თავისებურებათა გათვალისწინებით ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის გამოყენებით (ე. წ. “კომპიუტერული თამაშები”) და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ოპერაციის ჩატარებას შეეძლო გამოეწვია დიდი დანაკარგები ანტიერაყული კოალიციის მეძ-ის ცოცხალ ძალაში (50 ათას ადამიანამდე). იმავე დროს მნიშვნელოვნი უპირატესობა ავიაციაში მოწინააღმდეგის შესახებ დაწვრილებითი და სარწმუნო მონაცემების არსებობისას შესაძლებლობას აძლევდა მრავალეროვნულ ძალებს, რომ მხოლოდ საავიაციო დაჯგუფების გამოყენებით, უმოკლეს ვადებში ჰაერში ბატონობა მოეპოვებინა, სამხედრო და სახელმწიფო მართვის სისტემის დეზორგანიზება და ქუვეითში ერაყის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების იზოლირება მოეხდინა, მისთვის მნიშვნელოვანი ზარალი მიეყენებინა, დემორალიზება მოეხდინა და წინააღმდეგობის გაწევის ნება გაეტეხა, ე. ი. მიწისზედა ჯარების საბრძოლო მოქმედებები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები დანაკარგებით უზრუნველეყო.

სპარსეთის ყურის ზონაში მრავალეროვნული ძალების დაჯგუფების გაშლის პირველი დღეებიდანვე მეძ-ის სარდლისა და მისი საავიაციო კომპონენტის შტაბები შეუდგნენ ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გეგმების შემუშავებას.

დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტი, რომლებიც აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედებებსა და პერიოდულ განცხადებებს აანალიზებდნენ დაწყებული 2. 8. 90-დან (ე. ი. ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობიდან) და 17. 1. 91-ის ჩათვლით (საომარი მოქმედებების დასაწყისი), მივიდა დასკვნამდე, რომ ამერიკული ხელმძღვანელობა ამ პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის მშვიდობიანი გზების ძიებისკენ კი არ ისწრაფვოდა, არამედ კონფრონტაციის კიდევ უფრო დამძიმებისა და ერაყის ხელმძღვანელობისთვის “სახის შენარჩუნებით” («с сохранением лица») უკანდახევის გზების მოჭრისკენ. ამაზე კერძოდ შემდეგი ღონისძიებები მიუთითებდა:

– აშშ ადმინისტრაციის რეაქციის სისწრაფე ერაყის მოქმედებებზე (2 აგვისტოს – ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობა, 6 აგვისტოს – სპარსეთის ყურის რაიონში გაერთიანებული ცენტრალურუი სარდლობის /გცს, CENTCOM/ ჯარების დაჯგუფების გაშლაზე გადაწყვეტილების მიღება, 8 აგვისტოს – ტაქტიკური ავიაციის, ჯარებისა და ტვირთების გადასროლების დაწყება);

– კონფლიქტის ზონაში აშშ შეიარაღებული ძალების შემტევი დაჯგუფების გაშლის აუცილებლობაზე გადაწყვეტილების სწრაფი მიღება;

– ნატო-ში მოკავშირეებსა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენა კონფქლიტში მათი ჩართვისა (вовлечение) და ასეთნაირად მისი ინტერნაციონალიზაციის მიღწევის მიზნით; 

– აშშ ადმინისტრაციის უარი საკითხის განხილვაზე ერაყული ჯარების ქუვეითიდან გაყვანისა და იმავდროულად გაერო-ს გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ ისრაელის მიერ ოკუპირებული არაბული მიწების განთავისუფლების თაობაზე, აგრეთვე ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ულტიმატიური ხასიათის სხვა განცხადებები, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტის კომპრომისული გზების ძიებას უარყოფდა.

სპარსეთის ყურის ზონაში კონფლიქტის სულ დასაწყისიდანვე მკაფიოდ გამოიხატა შეერთებული შტატების ძირითადი მიზნები, რომელთა მიღწევაც მისი დასრულების შემდეგ იგეგმებოდა: ერაყში არსებული სახელისუფლებო რეჟიმის პროამერიკულით შეცვლა, ერაყული სამხედრო პოტენციალის განადგურება და მოცემულ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები იმედოვნებდნენ რეალურ საბრძოლო ვითარებაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უახლესი სისტემების (როგორიცაა თვითმფრინავები F-117A და F-15E, საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები “თომაჰოქი”, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების პერსპექტიული ტიპები, მიწისზედა მიზნების საჰაერო დაზვერვისა და დარტყმების მიყენების რადიოსალოკაციო სისტემა “ჯისთარსი”) შემოწმების შესაძლებლობის მიღებას, აგრეთვე დიდი ხნიდან შეიარაღებაში არსებული სისტემების შესაძლებლობათა შემოწმებისაც და ამით იმის დამტკიცებას, რომ ამერიკული შეიარაღებული ძალები წარმოადგენდა საერთაშორისო დავების აშშ-ის ინტერესებში გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებას.

აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ღებულობდა რა გადაწყვეტილებას სპარსეთის ყურის ზონაში გასაშლელ ჯართა დაჯგუფების ზომებისა და ხარისხობრივი შემადგენლობის შესახებ, ამოდიოდა ზემოთ დასახელებული მიზნების მიღწევის აუცილებლობიდან, ფსონს აკეთებდა რა ამ დროს შეიარაღებული კონფლიქტის გარდაუვალობაზე. ამითვე ხელმძღვანელობდნენ აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობისა და სჰძ-ის მე-9 საჰაერო არმიის შტაბებიც, როდესაც შეუდგნენ მომავალი ოპერაციის გეგმების შემუშავებას. მთავარი როლი საომარი მოქმედებების საწყის პერიოდში ეთმობოდა ავიაციას, რომელსაც, მეძ-ის ხელმძღვანელობის აზრით, საჰაერო შეტევითი ოპერაციის ფარგლებში რიგი მასირებული დარტყმების მსვლელობისას შემდეგი ამოცანები უნდა გადაეწყვიტა:

– მოეპოვებინა ჰაერში უპირატესობა, ჩახშო ერაყის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სისტემა და გაენადგურებინა მისი სჰძ-ის საბრძოლო ავიაცია;

– მოეხდინა ქვეყნისა და მისი შეიარაღებული ძალების სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის სისტემების დეზორგანიზაცია;

– გაენადგურებინა ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტების – მასობრივი დაზიანების იარაღის მიზნამდე მიტანის ერთერთი საშუალების სტაციონარული და მობილური გასაშვები დანადგარები;

– გაენადგურებინა მასობრივი დაზიანების იარაღის (მდი) მარაგები;

– არსებითი ზარალი მიეყენებინა ერაყის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვის და მისი ინფრასტრუქტურა დაენგრია;

– მნიშვნელოვანი ზარალი მიეყენებინა ერაყული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებისთვის ქუვეითში და შეექნა პირობები ქუვეითის განთავისუფლების საჰაერო-მიწისზედა-საზღვაო ოპერაციის გარანტირებული წარმატებისთვის მინიმალური დანაკარგებით.

მეძ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ კოალიციის საავიაციო დაჯგუფებას მთელი ამ ამოცანების გადაწყვეტა, მათი ფართომასშტაბურობის მიუხედავად, შეეძლო ერთი საჰაერო შეტევითი ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც სამ ეტაპად ჩაატარებდნენ. პირველ ეტაპზე ითვალისწინებდნენ პირველი ოთხი ამოცანის შესრულებას დარტყმების მიყენებით ჰთ სისტემის ობიექტებზე, სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის სისტემის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ობიექტებზე, სარაკეტო და საავიაციო ბაზებზე, მდი-ის წარმოების ცენტრებსა და შენახვის ბაზებზე. 

მეორე ეტაპზე ავიაციას უნდა უზრუნველეყო ქუვეითში ერაყული ჯარების დაჯგუფების იზოლირება იმავდროულად ერაყის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვის ზარალის მიყენებით. დაზიანების ძირითად ობიექტებს ამ ეტაპზე წარმოადგენდა ერაყის ინფრასტრუქტურის საკვანძო ელემენტები (კომუნიკაციების კვანძები და ხაზები, ხიდები, საბრძოლო მასალებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის /მტუ/ სხვა საშუალებათა შენახვის საწყობები), აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო საწარმოები, პირველ რიგში კი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქარხნები.

მესამე ეტაპის მსვლელობისას იგეგმებოდა მასირებული საავიაციო ზემოქმედების მოხდენა ერაყული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებაზე ქუვეითში საჰაერო შეტევითი ოპერაციის უკანასკნელი ამოცანის გადაწყვეტის მიზნით, რომელიც ქუვეითის განთავისუფლებისთვის პირობების შექმნაში მდგომარეობდა ანტიერაყული კოალიციის მიწისზედა ჯარების მხრიდან მინიმალური დანაკარგებით.

მეძ-ის საჰაერო შეტევითი ოპერაციის გეგმის საფუძვლები, უცხოური პრესის შეტყობინებების მიხედვით, 1990 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იქნა შემუშავებული. შემდგომში ამ გეგმას მუდმივად აზუსტებდნენ და კორექტირებას უტარებდნენ თვით 1991 წლის იანვრის შუარიცხვებამდე მოწინააღმდეგის შესახებ ახალი სადაზვერვო მონაცამების მოსვლისა და უდაბნო ადგილმდებარეობის პირობებში მოქმედებათა გამოცდილების შეძენასთან ერთად, რაც არაბეთის ნახევარკუნძულზე გაშლილი მეძ-ის დაჯგუფების მიერ წარმოებული მრავალრიცხოვანი საფრენოსნო-ტაქტიკური და ზოგადსაჯარისო სწავლებების ფარგლებში ხდებოდა. ამ სამუშაოს მსვლელობისას მეძ-ის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება საავიაციო დაჯგუფების გაძლიერების შესახებ და 1990 წლის დეკემბრის ბოლოსა და 1991-ის იანვრის დასაწყისში იგი გაზრდილ იქნა აშშ კონტინენტური ნაწილიდან და ევროპულ ზონაში აშშ სჰძ-ის სარდლობის შემადგენლობიდან ამერიკული ტაქტიკური ავიაციის დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლის ხარჯზე. სტრატეგიული ბომბდამშენები საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყენებდნენ მხოლოდ ავიაბაზას კუნძულ დიეგო-გარსიაზე ჩაგოსის არქიპელაგში (ინდოეთის ოკეანე). დაჯგუფების ტაქტიკური ავიაციის ძირითადი მასა ბაზირებული იყო საუდის არაბეთში ავიაბაზებში ერ-რიადი, თაბუკი, ეთ-თაირი, ჰამის-მუშაითი, დაჰრანი და სხვა. ამერიკული ტაქტიკური ავიაცია (ავიაბაზა ინჯირლიკი, თურქეთი) ევროპულ ზონაში აშშ სჰძ-ის სარდლობის შემადგენლობიდან იქნა გამოყვანილი და მეძ-ის საავიაციო კომპონენტის სარდალს დაექვემდებარა. გარდა ამისა, თურქეთში იქნა გადასროლილი ნატო-ს მობილური ძალების საავიაციო ქვედანაყოფები (გერმანიის, ბელგიისა და იტალიის 40-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი) მისი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით. ისინი რჩებოდნენ ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის დაქვემდებარებაში და განკუთვნილი იყვნენ მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე ერაყული სჰძ-ის შესაძლო საჰაერო თავდასხმის მოგერიებისთვის.

საგემბანო ავიაცია მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო აშშ სზძ-ის ავიამზიდებზე “სარაგოტა”, “ჯონ ფ. კენედი”, “თეოდორ რუზველტი” და “ამერიკა” (წითელი ზღვა), აგრეთვე “რეინჯერი” და “მიდუეი” (სპარსეთის ყურე) ბაზირებული საავიაციო ქვედანაყოფებით.

მეძ-ის მთელი ავიაცია აშშ სჰძ-ის ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (ტას) მე-9 საჰაერო არმიის სარდლის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, რომელიც იმავდროულად აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (გცს) საავიაციო კომპონენტის სარდალიც გახლდათ. ამერიკულმა სარდლობამ მიაღწია უფლებას, რომ თავისი გეგმების მიხედვით გამოეყენებინა მეძ-ის მთელი საავიაციო ქვედანაყოფები და ნაწილები მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად შესაბამისი ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე. ასე, კანადის სჰძ-ის თვითმფრინავები CF-18, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იყვნენ გადასროლილი კანადის სზძ-ის ხომალდების ჰაერიდან დასაფარავად, პრაქტიკულად მაშინვე იქნენ ჩართული მეძ-ის საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაში, ხოლო შემდგომში კი მათ იყენებდნენ B-52 სტრატეგიული ბომბდამშენების თანხლებისთვის, რომლებიც ერაყული ფორმირებების პოზიციებს აყენებდნენ დარტყმებს ქვეყნის სამხრეთში. საფრანგეთის სჰძ-ის ქვედანაყოფები გადასროლილი იყო ქუვეითის განთავისუფლების ოპერაციებში მონაწილეობისთვის, ხოლო საჰაერო შეტევითი ოპერაციის ფარგლებში კი ისინი გამოიყენებოდა დარტყმების მისაყენებლად ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, რაც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის გადადგომის ერთერთ მიზეზად იქცა.

საჰაერო შეტევითი ოპერაციის გეგმის საბოლოო სახემდე მიყვანა 1991 წლის იანვრის პირველ დეკადაში იქნა დასრულებული. 15 იანვარს მთავრდებოდა აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ სადამ ჰუსეინისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადა ერაყული ჯარების ქუვეითიდან გაყვანის შესახებ და ამავე დღეს იწყებოდა უმთვარო ღამეების პერიოდი მსოფლიოს მოცემულ რაიონში.

საბრძოლო მოქმედებები გაჩაღებულ იქნა 16-დან 17 იანვრის ღამეს მასირებული სარაკეტო-საავიაციო დარტყმების მიყენებით. პირველი აფეთქებები ბაღდადის რაიონში გაისმა ადგილობრივი დროით ღამის დაახლოებით 3 სთ-ზე. აყენებდა რა პირველ დარტყმას ღამით მეძ-ის სარდლობა ისწრაფვოდა თავისი საავიაციო დაჯგუფების ხარისხობრივი უპირატესობის სრული მოცულობით გამოყენებისკენ, რომლის საბრძოლო თვითმფრინავების უმეტეს ნაწილს შეეძლო ერთნაირად ეფექტურად ემოქმედა დღეღამის ნებისმიერ დროს, მაშინ როდესაც ერაყული საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს გააჩნდა ღამის პირობებში საჰაერო დარტყმების მოგერიებაში მონაწილეობის უნარი. საბრძოლო ავიაციის აფრენამდე რამდენიმე საათით ადრე იქნა დაწყებული რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებების მასირებული გამოყენება ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემის რადიოსალოკაციო სადგურების (რლს), აგრეთვე ჰთ-ის საშუალებებისა და ჯარების მართვის სისტემებში კავშირგაბმულობის ხაზების რადიოელექტრონული ჩახშობის მიზნით.

სამი დღეღამის განმავლობაში (17-19 იანვარი) მეძ-ის ავიაციამ შეასრულა შვიდი მასირებული დარტყმა, რასაც დაახლოებით 5000 თვითმფრინავ-გაფრენა დასჭირდა. შემდეგ დადგა გარკვეული ჩავარდნა ავიაციის მოქმედებათა ინტენსივობაში და მომდევნო სამ დღეში ყოველდღეღამურად ასრულებდნენ არაუმეტეს 400 თვითმფრინავ-გაფრენისა დარტყმების მისაყენებლად ერაყისა და ქუვეითის ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე.

17-19 იანვარს ჩატარებულ ოპერაციაში წყდებოდა საბრძოლო ამოცანების უფრო ფართო წრე პირველი საჰაერო ოპერაციის თეორიაში არსებულთან შედარებით, რომელიც აშშ სჰძ-ის შტაბს ჰქონდა შემუშავებული ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) პირობებში გამოყენებისთვის. თუ კი ცე ომთ-ზე ომის გაჩაღების შემთხვევაში პირველი საჰაერო ოპერაცია, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, უნდა ჩატარებულიყო ჰაერში უპირატესობის მოპოვების მიზნით, სპარსეთის ყურეში ასეთი ამოცანა მხოლოდ პირველი მასირებული დარტყმის მსვლელობისას წყდებოდა. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, რომლებმაც იმ ობიექტების ხასიათის ანალიზი გააკეთეს, რომელთაც დარტყმები პირველ სამ დღეღამეში განიცადეს, მეძ-ის სარდლობა იმედოვნებდა ავიაციის წინაშე მდგარი მთელი ამოცანების გადაწყვეტას თვით ქუვეითის განთავისუფლებისთვის საჰაერო-მიწისზედა-საზღვაო ოპერაციის ჩასატარებლად პირობების შექმნამდეც კი.

პირველი მასირებული დარტყმის მსვლელობისას აუცილებელი გახლდათ ჰაერში უპირატესობის მოპოვება, ერაყის სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის სისტემების დარღვევა, მისი ავიაციის, ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების განადგურება. ის გრძელდებოდა 2 სთ-სა და 30 წთ-ს (ნაშუაღამევის სამის ნახევრიდან დილის 5 საათამდე ადგილობრივი დროით). მასში მონაწილეობდა დაახლოებით 600 საბრძოლო თვითმფრინავი. ძალების ოპერატიული მოწყობა შეიცავდა შემდეგ ეშელონებს: ჰთ-ის სისტემის ჩახშობისა და ორ დამრტყმელს. საავიაციო დარტყმის წინ მიყენებულ იქნა მასირებული დარტყმა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით (ზბფრ) “თომაჰოქი” საჰაერო თავდაცვის, სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის სისტემების სტაციონარულ ობიექტებზე. გაუშვეს დაახლოებით 100 ფრთოსანი რაკეტა (ფრ) ორი ზალპით 50-50 რაკეტით თითოეულში აშშ სზძ-ის ხომალდებიდან როგორც სპარსეთის ყურის მხრიდან, ისე წითელი ზღვისაც. პენტაგონის ექსპერტების შეფასებით, ზბფრ “თომაჰოქებმა” უჩვენეს მაღალი ეფექტურობა – გაშვებული რაკეტების 90 %-მა დააზიანა მიზნები (თუმცა კი ზოგიერთი ექსპერტი თვლიდა, რომ მათი ეფექტურობა უფრო ნაკლები იყო). შემდგომში პერიოდულად ხორციელდებოდა ზბფრ-ების გაშვება (ორი-ათი ან მეტი რაკეტა ზალპში) მასირებულ საავიაციო დარტყმებს შორის მოწინააღმდეგეზე მუდმივი საცეცხლე ზემოქმედების შენარჩუნების მიზნით.

საჰაერო თავდაცვის ჩახშობის ეშელონი შეიცავდა დარტყმაში მონაწილე თვითმფრინავების ერთ მესამედს (F-111, F-16, F-117A, F-15E, A-6E, F-4G), რებ-ის თვითმფრინავების 20 %-ს (EF-111 და EA-6B) და დამრტყმელი ჯგუფების დაფარვის გამანადგურებელთა 30 %-ს (F-15, F-16). ეშელონის შემადგენლობაში მიდიოდა F-117 ტაქტიკური გამანადგურებლების ესკადრილიაც, რომელსაც პირველად, თუ არ ჩავთვლით პანამის კონფლიქტში მათ წარუმატებელ მონაწილეობას, იყენებდნენ რეალურ საბრძოლო პირობებში. ისინი აყენებდნენ დარტყმებს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ობიექტებს. რებ-ის თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლო რიგებში მიდიოდნენ და ზონებშიც მორიგეობდნენ, ახორციელებდნენ ერაყული რლს-ების რადიოელექტრონულ ჩახშობას, იფარავდნენ დამრტყმელ თვითმფრინავებსა და ზბფრ “თომაჰოქებს”.

პირველი დამრტყმელი ეშელონი შეიცვავდა დარტყმაში მონაწილე მთელი თვითმფრინავების თითქმის ნახევარს, მათგან 65 % იყო დაფარვის გამანადგურებლები. ეშელონის დამრტყმელი ჯგუფების დაზიანების ძირითადი ობიექტები გახლდათ მოწინააღმდეგის სარაკეტო და საავიაციო ბაზები. ეშელონის შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე F-117A თვითმფრინავების ესკადრილიაც, რომელიც დარტყმას აყენებდა ოტრ-ების ორ ბაზას ერაყის დასავლეთში (სასტარტო პოზიციებიდან ამ ბაზების რაიონში შესაძლებელი გახლდათ ოტრ-ების გაშვება ისრაელის წინააღმდეგ). ამ ესკადრილიის მოქმედებების დუბლირება მოახდინეს საგემბანო თვითმფრინავებმა F/A-18. ეშელონის შემადგენლობაში შემავალი სტრატეგიული ბომბდამშენები B-52 (12 ერთეული) დარტყმებს აყენებდნენ ერაყის სამხედრო პოტენციალის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ობიექტებს ბაღდადისა და ბასრას რაიონებში.

მეორე დამრყმელი ეშელონი (მონაწილე თვითმფრინავების 20 %) გამოიყენებოდა ერაყული ჰთ-ის, ქვეყნისა და მისი შეიარაღებული ძალების მართვის სისტემების იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც კვლავ განაგრძობდნენ ფუნქციონირებას. ამ ეშელონის დამრტყმელი ჯგუფების რადიოელექტრონულ დაფარვას ახორციელებდნენ რებ-ის თვითმფრინავები, ხოლო ხოლო ჰაერიდან დაფარვას კი – გამანადგურებლები (რომლებიც ჰთ-ის ჩახშობის ეშელონებს აცილებდნენ), და ისინი ამ ამოცანას ასრულებდნენ საბრძოლო მოქმედებათა ზონის გარეთ საჰაერო სივრცეში საწვავით გაწყობის შემდეგ.

გამწყობი თვითმფრინავების (KC-135, KC-130, KA-6) ჯგუფები ბარაჟირებდნენ საუდის არაბეთის საზღვრის გაყოლებაზე ერაყთან და ქუვეითთან, უსხამდნენ რა საწვავს თვითმფრინავებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ბრუნდებოდნენ. საბრძოლო და დამხმარე ავიაციის მთელი ჯგუფების მართვას ახორციელებდნენ შრლა და მართვის თვითმფრინავები E-3 “სენთრი” და E-2 “ჰოქაი”.

პირველი დარტმის მიყენებიდან 3 სთ და 30 წთ-ის შემდეგ მიყენებულ იქნა მეორე მასირებული დარტყმაც 2 სთ-ის ხანგრძლივობით (ძირითადად აშშ-ის ტაქტიკური და საგემბანო ავიაციის ძალებით). მასში პირველად მიიღო მონაწილეობა საფრანგეთის სჰძ-ის ქვედანაყოფმა (12 თვითმფრინავი “იაგუარი”), ხოლო სულ კი დაახლოებით 400 თვითმფრინავი იქნა გამოყენებული. ძირითად მიზნებს წარმოადგენდა ენერგომომარაგების, მდი-ის წარმოებისა და შენახვის ობიექტები.

საბრძოლო მოქმედებათა პირველი დღეღამის საღამო ხანს შესრულებულ იქნა მესამე მასირებული საავიაციო დარტყმა 2 სთ და 40 წთ ხანგრძლივობით (19.00 – 21.40) სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის ობიექტებზე ერაყის ტერიტორიის სიღრმეში. მასში მონაწილეობდა 300-მდე საბრძოლო თვითმფრინავი (მათ რიცხვში ხუთი B-52).

საბრძოლო მოქმედებების მეორე დღეღამის განმავლობაში შესრულდა მეოთხე და მეხუთე მასირებული დარტყმები. მეოთხე დარტყმა 2 სთ-ის ხანგრძლივობით (00-დან 2.00-მდე), რომელშიც დაახლოებით 400 თვითმფრინავი გამოიყენებოდა, მათ შორის შვიდი B-52, მიეყენებოდა საბრძოლო მასალების, საწვავ-საცხები მასალებისა და მომარაგების საგნების საწყობებს, კომუნიკაციების ხაზებსა და კვანძებს, სახმელეთო ჯარების პოზიციებს ქვეყნის სამხრეში ქუვეითში ერაყული შეიარაღებული ძალების დაჯგუფების იზოლაციის მიზნით.

მეხუთე დარტყმაში 7 სთ-ის ხანგრძლივობით (15.30-დან 22.30-მდე) მონაწილეობდა 700-მდე საბრძოლო თვითმფრინავი (მათ რიცხვში 14 B-52), რომლებმაც შეასრულეს 1000-ზე მეტი თვითმფრინავ-გაფრენა. თვითმფრინავების ოთხმა ტალღამ 1,5 სთ-ის ინტერვალებით დარტყმა მიაყენა ჰთ-ისა და მართვის სისტემების ახლად გამოვლენილ, მანამდე ვერდაზიანებულ და აღდგენილ ობიექტებს, კომუნიკაციათა მნიშვნელოვან კვანძებს, ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსებს, რადიო- და ტელეცენტრებს.

მეექვსე (2.30 – 4.30) და მეშვიდე (14.30 – 18.00) მასირებული დარტყმები შესაბამისად 2 და 3,5 სთ-ის ხანგრძლივობით, რომლებშიც შესაბამისად 400 და 500 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა, მიაყენეს მესამე დღეღამეს ერაყული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებას ქუვეითში. ამასთან, მეექვსე დარტყმის მსვლელობისას საცეცხლე ზემოქმედება განიცადეს ერაყული ჯარების პოზიციებმა ქუვეითში საუდის არაბეთისა და ერაყის საზღვრის გაყოლებით ტაქტიკურ ზონაში, ხოლო მეშვიდესი კი – ოპერატიულ-ტაქტიკურ ზონაში საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირების მიზნით.

მესამე დღეღამის მიწურულისთვის საჰაერო შეტევითი ოპერაცია დასრულდა, მაგრამ დაგეგმილი ამოცანებიდან მხოლოდ ერთი იქნა გადაწყვეტილი – მოიპოვეს და მყარად ინარჩუნებდნენ მეძ-ის ავიაციის უპირატესობას ჰაერში. განადგურებულ იქნა მდი-ის წარმოებისა და შენახვის ცნობილი ობიექტები. იმავე დროს ერაყის შეიარაღებული ძალების მართვის სისტემა აგრძელებდა ფუნქციონირებას. დიდი რაოდენობით დაცული შესაფარებლების არსებობის წყალობით ერაყულმა ავიაციამ უმნიშვნელო დანაკარგები განიცადა, დიდი რაოდენობით ოტრ-ების გასაშვები დანადგარები აგრძელებდნენ მოქმედებას. პრაქტიკულად ვერ იქნა შექმნილი პირობები საჰაერო-მიწისზედა-საზღვაო ოპერაციის ჩატარებისთვის ქუვეითის გასანთავისუფლებლად. დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ამ ოპერაციის ჩატარებისთვის აუცილებელი იყო მნიშვნელოვნად შეემცირებინათ ერაყული ნაწილებისა და შენაერთების ბრძოლისუნარიანობა: ქუვეითის ტერიტორიაზე დისლოცირებულისა არანაკლებ ერთი მეორედით, ხოლო ერაყის სამხრეთში დისლოცირებული მეორე ოპერატიული ეშელონის ფორმირებებისა კი – არანაკლებ ერთი მესამედით.

საჰაერო შეტევითი ოპერაციის მსვლელობისა და შედეგების ანალიზმა უჩვენა, რომ წინასწარ დაგეგმილი მასირებული საავიაციო დარტყმების სერიამ, რომლებიც ზბფრ “თომაჰოქების” მასირებული და ჯგუფური დარტყმებით იყო გაძლიერებული, ვერ უზრუნველყო ოპერაციის მთელი მიზნების მიღწევა.

მეძ-ის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება არ შეეწყვიტა მოწინააღმდეგეზე ზემოქმედება, არამედ მხოლოდ შეემცირებინა მისი ინტენსივობა, ამასთანავე გაეანალიზებინა შექმნილი სიტუაცია, ჩაეტარებინა მიზნების ხელმეორედ დაზვერვა და დაეგეგმა მეძ-ის შემდგომი მოქმედებები. სამდღიანი ანალიზის მსვლელობისას (20-დან 22 იანვრის ჩათვლით) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: ჯერ ერთი, გაეხანგრძლივებინათ საომარი მოქმედებების საჰაერო ფაზა, მაგრამ უარი ეთქვათ მასირებული დარტყმების მიყენებაზე, ხოლო სისტემატიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების ფარგლებში კი დაეგეგმათ ჯგუფური, თავმოყრილი და ერთეული საავიაციო დარტყმები, მოახდენდნენ რა მათ მუდმივ კორექტირებას დაზვერვის მონაცემებისა და ვითარების ცვლილების გათვალისწინებით; მეორე, უზრუნველეყოთ საავიაციო ჯგუფების მიერ ამოცანების თანამიმდევრულად შესრულება საბოლოო მიზნის მიღწევისთვის – ქუვეითის განთავისუფლების ოპერაციის ჩატარებისთვის პირობების შესაქმნელად; მესამე, გამოეყოთ სპეციალური ძალები და საშუალებანი, დამრტყმელი თვითმფრინავების, შრლა და მართვის თვითმფრინავების E-3 “სენთრი” და მიწისზედა საცეცხლე საშუალებების ჩათვლით ოტრ-ების მობილური გასაშვები დანადგარების ძიებისა და განადგურებისთვის.

ამრიგად, ერთი საჰაერო შეტევითი ოპერაცია საკმარისი არ აღმოჩნდა. საომარი მოქმედებები ფაქტიურად ფართო საჰაერო კამპანიაში გადაიზარდა იმავე ამოცანებითა და საბოლოო მიზნებით.

IV. ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩახშობა ოპერაციაში “ქარიშხალი უდაბნოში” 

1991 წლის 17 იანვარს დაწყებული ოპერაცია “ქარიშხალი უდაბნოში” ანტიერაყული კოალიციის მრავალეროვნული ძალების (მეძ) ავიაციის მასირებული გამოყენებითა და შეიარაღებულ ბრძოლაში მისი დომინირებული როლით ხასიათდებოდა. იგი ფაქტიურად მოკავშირეთა დამრტყმელი ძლიერების მთავარ ელემენტად იქცა. როდესაც საომარი მოქმედებების დასკვნით ეტაპზე (1991 წლის 24-28 თებერბალს) ავიაციის მხარდაჭერით მიწისზედა ძალები იქნა ამოქმედებული, მოწინააღმდეგე უკვე გატეხილი გახლდათ. ამიტომ მიწისზედა საბრძოლო მოქმედებები სწრაფმდინარე ხასიათს ატარებდა და მინიმალური დანაკარგებით იქნა დასრულებული.

მეორე მსოფლიო ომის დროის შემდეგ ავიაციის გამოყენების ასეთი ინტენსივობა არც ერთ შეიარაღებულ კონფლიქტში არ ყოფილა. მეძ-ის საავიაციო დაჯგუფება ყოველდღიურად დაახლოებით 2000, ხოლო ცალკეულ დღეებში კი 3000-მდე თვითმფრინავ-გაფრენას ახორციელებდა, რომლებიც ძირითადად ისეთი ამოცანების გადასაწყვეტად სრულდებოდა, როგორებიცაა საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებათა რადიოელექტრონული და საცეცხლე ჩახშობა, მიწისზედა მიზნებზე სარაკეტო-საბომბე დარტყმების მიყენება, საჰაერო მოწინააღმდეგისგან დასაცავად დამრტყმელი ჯგუფების თანხლება და ტაქტიკური საჰაერო დაზვერვის წარმოება. სულ ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” დაწყებიდან და ცეცხლის შეწყვეტამდე დაახლოებით 110 ათასი თვითმფრინავ-გაფრენა იქნა შესრულებული – როგორც საბრძოლო გაფრენა, ისე საბრძოლო მოქმედებათა უზრუნველყოფისაც.

გეგმავდა რა საბრძოლო ავიაციის გამოყენების მაღალ ინტენსივობას, მეძ-ის სარდლობამ მაღალი ყურადღება დაუთმო ერაყული ჰთ-ის სისტემის ჩახშობის საკითხს, როგორც ერთერთ ძირითად პირობას ჰაერში უპირატესობის მოპოვების ამოცანის წარმატებით გადაწყვეტისთვის. აანალიზებდნენ რა საბრძოლო მოქმედებათა პირველი სამი დღეღამის შედეგებს, რომელთა მსვლელობისას ფაქტიურად მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების ძალებით საჰაერო შეტევითი ოპერაცია იქნა ჩატარებული, უცხოელი სამხედრო სპეციალისტები 1991 წლის მეორე ნახევარში სათანადო პატივს მიაგებდნენ ოპერაციის გეგმის ყველა დეტალის გულდასმით დამუშავებას, მოწინააღმდეგის ჰთ-ის ძალებისა და საშუალებათა საცეცხლე და რადიოელექტრონული ჩახშობის საკითხების ჩათვლით. ამ ამოცანების წარმატებით გადაწყვეტის გარეშე ავიაციის მასირებულად გამოყენებას შედეგად საბრძოლო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი დანაკარგები მოჰყვებოდა. უკანასკნელი, აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, დაუშვებელი იყო, რადგანაც ადამიანთა დიდი დანაკარგების შემთხვევაში შეერთებული შტატების შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ამერიკულ საზოგადოებაში მკვეთრად გაიზრდებოდა.

სპარსეთის ყურის რაიონში ერთერთი პირველები გადასროლილ იქნა სტრატეგიული თვითმფრინავ-მზვერავები TR-1, U-2, RC-135, აგრეთვე შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის თვითმფრინავები AWACS. ცოტა მოგვიანებით საუდის არაბეთში ჩავიდნენ ტაქტიკური თვითმფრინავ-მზვერავები RF-4C, რომელთა ნაწილიც აღჭურვილი იყო სისტემით, რომელიც უზრუნველყოფდა მიწისზედა მიზნების ძიებას, იდენტიფიკაციასა და ადგილმყოფობის განსაზღვრას. თვითმფრინავ-მზვერავები მაშინვე შეუდგნენ ერაყთან და ქუვეითთან საუდის არაბეთის საზღვრის გასწვრივ სადაზვერვო ფრენების შესრულებას, ხოლო მოგვიანებით კი თურქეთ-ერაყის საზღვრის გასწვრივაც. პრაქტიკულად ორგანიზებულ იქნა ერაყისა და ქუვეითის ტერიტორიის სადღეღამისო დაზვერვის წარმოება მთელი ძალებითა და საშუალებებით, კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრების ჩათვლით.

პირველ რიგში ხდებოდა მოწინააღმდეგის რადიოსალოკაციო სადგურების ტიპებისა და მუშაობის პარამეტრების, საჰაერო მიზნების აღმოჩენის, საკუთარი ჰთ-ის მიწისზედა საცეცხლე საშუალებებისა და გამანადგურებელი ავიაციის მართვისა და დამიზნების (наведение) სტაციონარული პუქტების, ჰთ-ის საშუალებათა მართვის სისტემაში კავშირგაბმულობის ხაზების პარამეტრების გამოვლენა. მთელი სადაზვერვო მონაცემები მიდიოდა აშშ სჰძ-ის მე-9 საჰაერო არმიის შტაბში, რომელიც ფაქტიურად მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების შტაბს წარმოადგენდა, სადაც მათი ანალიზი ხორცილედებოდა და მონაცემთა ბანკი იქმნებოდა.

სადაზვერვო მონაცემების ბანკის გაფართოებასა და საჰაერო შეტევითი ოპერაციის გეგმის დამუშავებასთან ერთად ხდებოდა საავიაციო ქვედანაყოფების სასწავლო-საბრძოლო მომზადების მსვლელობის კორექტირებაც. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებათა თანახმად, ითვალისწინებდნენ, რომ ერაყული შეიარაღებული ძალების აღჭურვასა და პირადი შემადგენლობის მომზადებაში საბჭოთა კავშირი და საფრანგეთი ღებულობდნენ მონაწილეობას. ამიტომ მეძ-ის საავიაციო ფორმირებათა საფრენოსნო შემადგენლობა იარაღის შესაბამის სისტემებსა და ამ ქვეყნების ქვედანაყოფების მოქმედებათა ტაქტიკას სწავლობდა. საუდის არაბეთისა და ანტიერაყული კოალიციის შემადგენლობაში შემავალი რეგიონის სხვა ქვეყნების პოლიგონებზე მიმდინარეობდა მოქმედებათა ტაქტიკის ცალკეული ელემენტების დამუშავება ჰთ-ის ერაყული სისტემის ჩახშობასა და დამრტყმელი ჯგუფების მიერ მის გარღვევაში.

მომზადების დასკვნით ეტაპზე ჩაატარეს სწავლებების სერია აშშ-ის ტერიტორიაზე ავიაბაზა ნელისის რაიონში არსებულ პოლიგონზე (ნევადის შტატი). ამ დროისთვის მასზე შექმნილი ჰქონდათ ისეთი ვითარება, რომელიც ასახავდა ერაყული დაჯგუფების მოწყობის ძირითად ელემენტებს ქუვეითში და ერაყის ტიპიურ ობიექტებს, რომლებიც დაზიანებისთვის იყო განკუთვნილი, აგრეთვე ჰთ-ის ერაყული სისტემაც ჰქონდათ იმიტირებული. ეს სწავლება საერთო სახელწოდებით “დეზერთ ფლეგი” მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების საფრენოსნო შემადგენლობის უმრავლესობამ გაიარა.

საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საჰაერო შეტევითი ოპერაციით, რომელიც შვიდი მასირებული დარტყმისგან შედგებოდა და სამი დღეღამის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველი მასირებული დარტყმის რიგების მოწყობა იყო სტანდარტული და შეიცავდა ჰთ-ის სისტემის ჩახშობის ეშელონსა და ორ დამრტყმელ ეშელონს, ძალთა თანაფარდობით შესაბამისად 30, 45 და 25 %% დარტყმაში მონაწილე თვითმფრინავების საერთო რაოდენობიდან (დაახლოებით 600 ერთეული).

მასირებულ სარაკეტო-საბომბე დარტყმებს თან ახლდა მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული საშუალებებისთვის ხელშეშლის (помехи) დაყენება და რადიოლოკაციასაწინააღმდეგო რაკეტებით მათი საცეცხლე დაზიანება. აქტიურ ხელშეშლას აყენებდნენ სიხშირეთა დიაპაზონებში 70 მგჰც-დან 18 გჰც-მდე, რომლებშიც ჰთ-ის ერაყულ რადიოსალოკაციო საშუალებებს შეეძლოთ მუშაობა.

მეძ-ის საავიაციო დაჯგუფების სარდლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მოწინააღმდეგის ჰთ-ის სისტემის ჩახშობის ეშელონს, რადგანაც მის მოქმედებებზე იყო დამოკიდებული არა მხოლოდ პირველი მასირებული დარტყმის წინ თავისი ამოცანების შესრულება, არამედ მთლიანობაში საჰაერო ოპერაციის წარმატებაც. გულდასმით იქნა შერჩეული ამ ეშელონის შემადგენლობა, განხორციელებული მიზნების არჩევა და განაწილება, რომელთა კოორდინატებსაც მუდმივად აზუსტებდნენ და თითოეული ეკიპაჟის საფრენ დავალებაში შესაბამისი კორექტივები შეჰქონდათ. ამ ეშელონის შემადგენლობაში ჩართული იყო აშშ სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციისა და სზძ-ის საგემბანო ავიაციის თვითმფრინავები: რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) თვითმფრინავები EF-11A “რავენი”, EA-6B “ფროულერი” (ჰთ-ის საშუალებათა რადიოელექტრონული ჩახშობისთვის /რეჩ/), EC-130H “კომპას კოლი” (ჰთ-ისა და ავიაციის მართვის სისტემებში კავშირგაბმულობის ხაზების ჩახშობისთვის), F-4G “უაილდ უიზლი”, A-6, F/A-18, “ტორნადო” (ჰთ-ის რადიოლოკაციური საშუალებების საცეცხლე ჩახშობისთვის), დამრტყმელი თვითმფრინავები F-117A, F-15E, F-16, F/A-18, A-6E, აგრეთვე საჰაერო სივრცის გაწმენდისა და დამრტყმელი ჯგუფების დაფარვის გამანადგურებლები F-15C. 

მთელი ავიაციის, მათ შორის ჰთ-ის სისტემის ჩახშობის ეშელონის მოქმედებებს მასირებული დატრყმის მსვლელობისას მართავდნენ ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც იმყოფებოდნენ შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და სჰძ-ის მართვის თვითმფრინავებში E-3 AWACS და სზძ-ის მართვისა – E-2 “ჰოქაი”, რომლებიც საზღვრის გასწვრივ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში მორიგეობდნენ.

ავიაციის მიერ დარტყმების მიყენებამდე გამოყენებულ იქნა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები (ზბფრ) “თომაჰოქი” (100 ერთეულამდე). მათი უმეტესი ნაწილი მიმართული იყო ერაყული ჰთ-ისა (ესენი გახლდათ უწინარეს ყოვლისა შორეული აღმოჩენის რადიოსალოკაციო სადგურები /რლს/) და ქვეყნის სახელმწიფო და სამხედრო მართვის სისტემის სტაციონარული ობიექტების დაზიანებაზე.

რებ-ის თვითმფრინავები პირველები გავიდნენ ერაყთან და ქუვეითთან საუდის არაბეთის საზღვრებთან და წინასწარ არჩეული ზონებიდან შეუდგნენ ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებებისა და მათი კავშირგაბმულობის ხაზების, აგრეთვე ავიაციის მართვის ქსელებში კავშირგაბმულობის ხაზების რადიოელექტრონულ ჩახშობას. თვითმფრინავები EF-111A და EA-6B ახორციელებდნენ დამრტყმელი ჯგუფების რადიოელექტრონულ დაფარვას, იმყოფებოდნენ რა მათ საბრძოლო რიგებში. თვითმფრინავები EC-130H ჰაერში მორიგეობის ზონებში რჩებოდნენ და კავშირგაბმულობის საშუალებათა ჩახშობას აგრძელებდნენ, ხოლო მოწინააღმდეგის ტერიტორიის თავზე საჰაერო სივრცეში კი არ შედიოდნენ.

იმისთვის, რათა ერაყული ჰთ-ის რლს-ები აეძულებიანათ, რომ მუშაობაში ჩართულიყვნენ, ზოგიერთ შემთხვევაში თვითმფრინავების (A-6, A-7, F/A-18) სპეციალურ სადემონსტრაციო ჯგუფებსაც იყენებდნენ, რომელთაც შეიარაღებაში გააჩნდათ უპილოტო ცრუ მიზნები AN/ADM-141 TALD. ეს უპილოტო აპარატები გაშვების შემდეგ ახდენდნენ დამრტყმლი თვითმფრინავების ჯგუფების ფრენის იმიტირებას, რაც იწვევდა ერაყული ჰთ-ის საშუალებათა მუშაობის აქტივიზაციის პროვოცირებას, რითაც ეს უკანასკნელნი საკუთარ კოორდინატებსა და მუშაობის პარამეტრებს დროზე ადრე ამჟღავნებდნენ. სულ დაახლოებით 100 ცრუ მიზანი იქნა დახარჯული.

მოქმედებაში მოყვანილ ერაყულ რლს-ებს გამოავლენდნენ და ანადგურებდნენ თვითმფრინავები F-4G, A-6, F/A-18 და “ტორნადო” ჰთ-ის საშუალებათა საცეცხლე ჩახშობის ჯგუფების შემადგენლობიდან. ისინი აღჭურვული იყო ამერიკული რადიოლოკაციასაწინააღმდეგო რაკეტებით AGM-88 HARM დამიზნების გაუმჯობესებული სისტემით, აგრევე უახლესი ინგლისური რადიოლოკაციასაწინააღმდეგო რაკეტებით ALARM, რომლებსაც პირველად იყენებდნენ. ეს უკანასკნელი რაკეტები ჯერ კიდევ არ შედგებოდა შეიარაღებაში, და მათი გამოცდები საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის დასრულებული არ ყოფილა.

რამდენადაც თითოეულ რადიოლოკაციასაწინააღმდეგო რაკეტას დამიზნების რამდენიმე პასიური რეჟიმი გააჩნდა, თვითმფრინავების დამრტყმელ ჯგუფებს ჰთ-ის რლს-ებზე შეტევა სრულიად სხვადასხვანაირი ტაქტიკური ილეთების გამოყენებით შეეძლოთ. რაკეტას ALARM, მაგალითად, ხუთი სამუშაო რეჟიმი გააჩნდა. მომუშავე რლს-ზე პირდაპირი დამიზნების რეჟიმში შეტევა ხორციელდებოდა უმოკლესი ტრაექტორიით. მაგრამ რაკეტის მოცემულ რეჟიმში გამოყენებისთვის აუცილებელი გახლდათ ჰთ-ის რადიოელექტრონულ საშუალებათა ადგილმდებარეობაზე განლაგების ზუსტად ცოდნა. 

ჰთ-ის ზონაში დერეფნის წარმოქმნისა და მასში თვითმფრინავების დამრტყმელი ჯგუფების შეყვანის შემდეგ გამოიყენებოდა ჩახშობის რეჟიმი. ამ რეჟიმის გამოყენებით ახორციელებდნენ ერთდროულად რაკეტების გაშვებას რამდენიმე რლს-ის განადგურების მიზნით, რომელთა განლაგება საკმარისი სიზუსტით არ იყო ცნობილი. ეს რეჟიმი განკუთვნილი იყო აგრეთვე სახომალდო რლს-ების ჩასახშობადაც ხომალდ-მიზნის მუდმივად გადაადგილების პირობებში.

ლოდინის რეჟიმში რაკეტაზე შესაძლოა გახსნილიყო სპეციალური პარაშუტი, რაც მისცემდა მას დაშვების ვერტიკალური სიჩქარის შემცირებისა და დანიშნულ ზონაში რადიოგამოსხივების წყაროს ძიების დროის გაზრდის, ან კიდევ მოწინააღმდეგის რლს-ის ჩართვის მომენტის დალოდების საშუალებას.

დამიზნების კომბინირებული რეჟიმისას რაკეტა შესაძლო იყო მაშინვე დაემიზნებინათ მომუშავე რლს-ზე ან კიდევ ლოდინის რეჟიმში გადაეყვანათ პარაშუტის გახსნით მოწინააღმდეგის რლს-ის გამორთვისას.

დამიზნების უნივერსალურ რეჟიმში რაკეტის ტრაექტორიის ოპტიმიზაცია ხდებოდა გაშვების სიმაღლის გათვალისწინებით. გაშვების შემდეგ რაკეტა იკავებდა ფრენის ოპტიმალურ სიმაღლეს მიზნის ძიებისთვის. ერაყული ჰთ-ის ჩახშობისას 100-ზე მეტი რადიოლოკაციასაწინააღმდეგო რაკეტა ALARM იქნა ამოქმედებული.

დამრტყმელი თვითმფრინავების საბრძოლო მოქმედებების დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენდა მაღალი სიზუსტის საავიაციო იარაღისა და მცირედ შესამჩნევი გამანადგურებელ-ბომბდამშენების F-117A გამოყენება, აგრეთვე ზბფრ “თომაჰოქებთან” ერთობლივად დროისა და მიჯნების მიხედვით მკაფიოდ კოორდინირებული დარტყმების მიყენება. თვითმფრინავების გასვლა შეტევის ობიექტებთან ხორციელდებოდა მკაცრად დაგეგმილ დროს მაშინვე ფრთოსანი რაკეტების შემდეგ.

ჰთ-ის ერაყული სისტემის ჩახშობის გეგმა ითვალისწინებდა პირველ რიგში საზენიტო სარაკეტო კომპლექსების (ზრკ), შრლა-ის სტაციონარული პოსტების, მართვის პუნქტებისა და კავშირგაბმულობის კვანძების განადგურებას. ამ ამოცანას უსვამდნენ უახლეს ტაქტიკურ გამანადგურებლებს F-117A, რომლებიც ღამის საათებში შეტევების შესასრულებლად არიან განკუთვნილი და შესაბამისი აღჭურვილობა და შეიარაღებაც გააჩნიათ. საბრძოლო მოქმედებათა პირველი ღამის განმავლობაში F-117A გამანადგურებლები 415-ე ტაქტიკური გამანადგურებელი ავიაესკადრილიის შემადგენლობიდან ზრკ-ების პოზიციათა წინააღმდეგ მოქმედებდნენ ერაყის დასავლეთში.

ჰთ-ის ახლო საშუალებათა საცეცხლე ჩახშობის ჯგუფში ზოგიერთ მიმართულებაზე პირველად იყენებდნენ ტანკსაწინააღმდეგიო ვერტმფრენებს AH-64 “აპაჩი”. ამ ვერტმფრენების ესკადრილიას დაუსვეს შორეული აღმოჩენის ორი რლს-ის განადგურების ამოცანა, რომლებიც ერაყის ერთერთ დასავლეთ რაიონში იყვნენ დისლოცირებული.

ვერტმფრენები “აპაჩი” მოქმედებდნენ ორ რგოლად (звенья, რგოლი ავიაციაში ესკადრილიაზე უფრო მცირე ქვედანაყოფია – ი. ხ.) ოთხ-ოთხი მანქანით. მათ UH-60 ვერტმფრენები აცილებდნენ. დამრტყმელი ვერტმფრენების საფრენოსნო შემადგენლობა ღამური ხედვის ხელსაწყოებსა და თბოვიზიურ სამიზნე-სანავიგაციო სისტემებს იყენებდა. მიზნების ვიზუალური აღმოჩენა 12 კმ-მდე სიშორეზე იქნა განხორციელებული, დაახლოებით 7 კმ მანძილზე მიზნები ამოცნობილ იქნა, ხოლო რაკეტების AGM-114 “ჰელფაირი” გაშვებას კი ახდენდნენ 3-6 კმ სიშორიდან. სარაკეტო დარტყმებს თავიდან აყენებდნენ ენერგომომარაგების სადგურებს, შემდეგ კავშირგაბმულობის სისტემის ობიექტებს, და ბოლოს კი, თავად რადიოსალოკაციო სადგურებსაც. დამრტყმელი ჯგუფის თითოეულ ვერტმფრენს დანიშნული ჰქონდა ორი ძირითად და ერთიც სათადარიგო მიზნები. ვერტმფრენები “აპაჩი” მიზნის რაიონში დაახლოებით 4 წთ-ს იმყოფებოდნენ და ამ დროის განმავლობაში რლს-ები განადგურებულ იქნა.

ზრკ-ების ჩახშობის შემდეგ მოკავშირეთა ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა ფრენების შესრულება უკვე საშუალო სიმაღლეებზეც შეძლეს, მცირე სიმაღლეებზე კი ვერა, რომლებზედაც მათი ჩამოგდება საზენიტო არტილერიისა (ზა) და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების (გზრკ) ცეცხლით იქნებოდა შესაძლებელი. მეძ-ის მფრინავები ცდილობდნენ აუცილებლობის გარეშე არ ემოქმედათ 1300 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეებზე, რადგანაც საზენიტო არტილერიის გადამღობი ცეცხლი ტაქტიკური ილეთების შესრულებას არსებითად უძნელებდათ. ზოგიერთი უცხოელი სპეციალისტის მონაცემებით, 300 გამანადგურებელ-დამჭერთან და 600 ზრკ-თან ერთად ერაყს შეიარაღებაში გააჩნდა სხვადასხვა ყალიბის 9-10 ათასი საზენიტო საარტილერიო დანადგარი, ძირითადად საბჭოთა წარმოებისა (ЗСУ-23-4 და ЗСУ-57-2 /ЗСУ – зенитная самохдная установка/).

ძირითად ფაქტორებად, რომლებმაც მნიშვნელოვან ხარისხად იქონიეს გავლენა ერაყული ჰთ-ის სისტემის ჩახშობაზე, იქცნენ დარტყმის მოულოდნელობა, რებ-ის სხვადასხვანაირი აქტიური და პასიური საშუალებების გამოყენება, ტაქტიკური ავიაციის ილეთების მრავალფეროვნება. იმავე დროს ერაყული ჰთ-ის მხრიდან აღინიშნებოდა მისი მართვის ორგანოების უუნარობა იმაში, რომ ფუნქიონირება ეწარმოებინათ ძლიერი რადიოელექტრონული დაპირისპირების პირობებში, აგრეთვე იარაღის გამოყენებაში ინიციატივის არარსებობაც.

ერაყული სჰძ-ის პასიურმა მოქმედებებმა უცხოელი სამხედრო ექსპერტების გაოცება გამოიწვია. ბევრი ამერიკელი მფრინავი, რომლებმაც ერაყული თვითმფრინავების წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლების წარმოებისთვის მომზადებისას პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, მოწინააღმდეგის თვითმფრინავების ტაქტიკური ილეთები სკურპულოზურად შეისწავლეს, სასწავლო მომზადების მსვლელობისას ერთეული და ჯგუფური საჰაერო ბრძოლების წარმოების სრულიად სხვადასხვანაირი ვარიანტები დაამუშავეს, ჰაერში მოწინააღმდეგის რაიმენაირი წინააღმდეგობის პრაქტიკულად სრული არარსებობის გამო გაოცებული იყო. ყველა თვითმფრინავი, რომლებიც მეძ-ის ავიაციამ საბრძოლო პირობებში დაკარგა, ჰთ-ის მიწისზედა საშუალებების ცეცხლით იქნა ჩამოგდებული. ამასთან, ყველაზე უფრო მეტი დანაკარგები ბრძოლების პირველ დღეებში “ტორნადო” თვითმფრინავების ინგლისელმა მფრინავებმა განიცადეს, რომლებიც, ერაყული აეროდრომების ბლოკირების ამოცანის შესრულებისას, მცირე სიმაღლეებზე მოქმედებდნენ.

აანალიზებდნენ რა ჰთ-ის ჩახშობის ეშელონის დამრტყმელი ჯგუფების მოქმედებებს, დასავლელი ექსპერტები კონფლიქტიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ ხაზს უსვამდნენ, რომ ობიექტების ძირითადი ნაწილი მწყობრიდან გამოყვანილ ან განადგურებულ იქნა პირველი მასირებული დარტყმის მსვლელობისას. შემდგომი მასირებული დარტყმების მიყენებისას კი ჰთ-ის ჩახშობის ეშელონს უკვე აღარ აყალიბებდნენ.

V. კანადის სჰძ სპარსეთის ყურეში ომში 

სპარსეთის ყურის ზონაში მრავალეროვნული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების (მეძ სჰძ) გაშლილი დაჯგუფების შემადგენლობაში კანადის სჰძ-ის კონტინგენტიც შედიოდა, რომელმაც კორეაში ომის შემდეგ პირველად მიიღო უშუალო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. ამის შესახებ გადაწყვეტილება კანადის მთავრობამ მიიღო 1990 წლის სექტემბრის დასაწყისში.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობამ აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობის რეკომენდაციათა საფუძველზე შეიმუშავა ეროვნული სჰძ-ის მოქმედებების გეგმა სპარსეთის ყურის ზონაში, რომელიც ორ ეტაპს შეიცავდა – “სიმიტერი” (“ხმალი”) და “ფრიქშენი” (“ხახუნი”). ისინი შესაბამისად ოპერაციების “დეზერთ შილდი” (“უდაბნოს ფარი”) და “დეზერთ სთორმი” (“ქარიშხალი უდაბნოში”) შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა.

გეგმა “სიმიტერის” ძირითადი მიზანი გახლდათ ეროვნული სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ძალებით მატერიალური საშუალებებისა და ტვირთების კონფლიქტის ზონაში გადასროლა და საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის ავიაციის მომზადება. 1990 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით კანადის სჰძ-ის 1-ლი დივიზიის ქვედანაყოფები ევროპაში გერმანიის პოლიგონებზე ატარებდნენ ინტენსიურ სასწავლო-საბრძოლო მომზადებას ომისთვის მთაგორიანი და უდაბნო ადგილმდებარეობის პირობებში გამოსაყენებლად. ძირითადი ყურადღება (განკარგულებაში არსებული ავიარესურსების 80 %-ზე მეტი) დათმობილი ჰქონდა ფრენების შესრულებას მცირე მოცულობის მიწისზედა დაცულ მიზნებზე საბომბე-საიერიშო დარტყმების მიყენებით. საბრძოლო ტექნიკის გადასროლის შესაძლებლობები მოწმდებოდა CF-18 თვითმფრინავების ჯგუფის პერებაზირებაში წვრთნის მსვლელობისას სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ლარი (გფრ) ავიაბაზაში ჰიბრალტარი (დიდი ბრიტანეთი). 

ავიატექნიკის გადასროლები სპარსეთის ყურის ზონაში დაიწყო 1990 წლის ოქტომბერში 18 CF-18-ის პერებაზირებით ევროპაში კანადის სჰძ-ის 1-ლი საავიაციო დივიზიის 409-ე ტაქტიკური გამანადგურებელი საავიაციო ესკადრილიის შემადგენლობიდან. ეს ავიაესკადრილია შემდგომში შეიცვალა ამავე დივიზიაში შემავალი 439-ე ტაქტიკური გამანადგურებელი ესკადრილიით, რომელიც ასეთივე დანიშნულების 416-ე ავიაესკადრილიის (ავიაბაზა ქოულდ-ლეიქი, კანადა) გამოცდილი საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობით იყო გაძლიერებული. 1991 წლის იანვარში გერმანიიდან დამატებით კიდევ რვა CF-18 იქნა გადასროლილი. ასეთნაირად, საბრძოლო მოქმედებების დასაწყისისთვის 439-ე ტაქტიკურ გამანადგურებელ ავიაესკადრილიაში მოცემული ტიპის 26 თვითმფრინავი მოითვლებოდა.

ტექნიკური პერსონალი გადაჰყავდათ და სხვადასხვა ტვირთები და აღჭურვილობა გადაჰქონდათ კანადის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით (12 CC-137 და ორიც CC-130). საწყის ეტაპზე (1990 წლის სექტემბერი) სხვადასხვანაირ სამხედრო ტვირთებს კანადიდან თავს უყრიდნენ ავიაბაზებში ლარი და ბადენ-ზოლინჰენი (გფრ), ხოლო შემდეგ კი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე არსებულ ავიაბაზებში გადაზიდავდნენ. იმავე წლის ოქტომბრის შუახანებიდან სამხედრო ტვირთები კონფლიქტის ზონაში უკვე უშულოდ კანადიდან ჩადიოდა. გადასროლების ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა კანადის სჰძ-ის სარდლობის შტაბი ევროპაში. სპარსეთის ყურის რაიონში ტვირთების ძირითადი მასის ჩატანის ოპერაცია 4 ნოემბერს იქნა დასრულებული. სულ კი 1990 წლის სექტემბრიდან 1991 წლის იანვრის ჩათვლით კონფლიქტის ზონაში 2,5 ათასი ტ სხვადასხვა ტვირთები იქნა გადასროლილი. 

თავდაპირველად კანადური ავიაჯგუფის წინაშე ისმებოდა სპარსეთის ყურეში გაშლილი ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) დაჯგუფების ერაყული სჰძ-ის მხრიდან შესაძლო საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის ამოცანა. შემდგომში ამოცანები გაფართოებულ იქნა მეძ-ის სახომალდო დაჯგუფების საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ერთიან სისტემაში. ჰაერში საბრძოლო მორიგეობისთვის გამოყოფილი CF-18-ების საბრძოლო გამოყენებაზე გადაწყვეტილებას მეძ-ის სარდლობა ღებულობდა, და არა კანადის მთავრობა.

ჰაერში სადღეღამისო საბრძოლო მორიგეობის ორგანიზაცია მოიცავდა ფრენების შესრულებას დანიშნულ ზონაში CF-18 გამანადგურებლების წყვილების შემადგენლობაში. მართვასა და მიზანჩვენებას ახორცილებედნენ ერთიანი საკომანდო პუნქტიდან, რომელიც აშშ სზძ-ის ერთერთ ხომალდზე იყო გაშლილი, აგრეთვე AWACS სისტემის E-3A თვითმფრინავებიდან. როგორც წესი, მორიგეობის რაიონში იმყოფებოდა ერთი-ორი გამწყობი თვითმფრინავი KC-130, რომლებიც ჰთ-ის გამანადგურებლების ჰაერში საწვავით გაწყობას ასრულებდნენ. CF-18 თვითმფრინავების ფრენის ხანგრძლივობა ჰაერში გაწყობის გათვალისწინებით დაახლოებით 3 სთ-ს შეადგენდა. მორიგეობის მსვლელობისას ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ხომალდების დაფარვას ერაყული სჰძ-ის ტაქტიკური გამანადგურებლების “მირაჟ-F.1” დარტყმებსგან, რომელთაც შეიარაღებაში ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები “ეკზოსეტი” AM-39 გააჩნდათ. სულ ამ ამოცანის შესრულებისთვის მოახდინეს 776 გაფრენა. სასწავლო-საბრძოლო მომზადების მსვლელბისას CF-18 თვითმფრინავის თითოეულმა მფრინავმა რამდენიმე საწვრთნელი საჰაერო ბრძოლა ჩაატარა “მირაჟ-F.1” გამანადგურებლებთან, რომლებიც არაბთა გაერთიანებული საამიროების სჰძ-ს ეკუთვნიან.

იმავდროულად ორგანიზებულ იქნა საფრენოსნო ეკპაჟების მომზადება სხვა ამოცანების გადაწყვეტისთვისაც, როგორებიცაა საბრძოლო მოქმედებათა რაიონის იზოლაცია და სახმელეთო ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერა. გარდა ამისა, ერთობლივი სწავლებების მსვლელობისას ამუშავებდნენ თავიანთი დანიშნულების მიხედვით სხვადასხვანაირი ჯგუფების ურთიერთმოქმედების ორგანიზაციის საკითხებს მასირებული დარტყმების მიყენებისას.

საჰაერო შეტევითი ოპერაციის დაწყების შემდეგ (1991 წლის 17 იანვრიდან) მოქმედებაში შევიდა გეგმა “ფრიქშენი”, რომლის შესაბამისადაც CF-18 თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს მეძ-ის ტაქტიკური ავიაციის დამრტყმელი ჯგუფების თანხლებისთვის, ხოლო შემდეგში კი B-52 სტრატეგიული ბომბდამშენების თანხლებისთვისაც, რომლებიც დარტყმებს აყენებდნენ ერაყული ჯარების პოზიციებს ქვეყნის სამხრეთში. დავალების დასრულების შემდეგ CF-18 გამანადგურებლებს, როგორც წესი, საწვავს უსხამდნენ ჰაერში და ვითარების პირობების და მიხედვით, სხვა დავალებას აძლევდნენ ან კიდევ ბაზირების აეროდრომზე დასაჯდომად უშვებდნენ. ჰაერში საწვავით გაწყობის გათვალისწინებით, ფრენის ხანგრძლივობა შეადგენდა არანაკლებ 3 სთ-ისა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი – 5 სთ-მდეც. სულ ამ ამოცანის შესრულებისთვის კანადური სჰძ-ის კონტინგენტმა 168 თვითმფრინავ-გაფრენა მოახდინა.

სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებებში შესვლის შემდეგ (1991 წლის 25 თებერვალი) მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება მოიერიშე ავიაციაში, რომელიც დარტყმებს აყენებდა მიწისზედა მიზნებს ტაქტიკურ სიღრმეში. უშუალო საავიაციო მხარდაჭერის შესრულებისთვის დაიწყეს CF-18 გამანადგურებლების გამოყენებაც, რადგანაც ამ პერიოდში მოპოვებული ჰქონდათ უპირატესობა ჰაერში და მტკიცედ ინარჩუნებდნენ მას.

კანადელმა მფრინავებმა შეასრულეს 56 გაფრენა სახმელეთო ჯარებისთვის ავიამხარდაჭერის აღმოსაჩენად. ძირითადად ესმებოდათ სხვადასხვა მიწისზედა მიზნების (საარტილერიო პოზიციები, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დამცავი შესაფარებლები /укрытия/) განადგურების ამოცანა. ამასთან გამოიყენებოდა შემდეგი შეიარაღება: უმართავი რეაქტიული ჭურვები LAU-5003 და ბომბები Mკ82 (227 კგ). მიწისზედა მიზნებზე შეტევები სრულდებოდა, როგორც წესი, ცუდი ხილვადობის პირობებში, რაც მიზნების იდენტიფიცირებას აძნელებდა. ამ ფაქტორებმა, დასავლელი სპეციალისტების აზრით, განაპირობა მიყენებული დარტყმების დაბალი ეფექტურობა. ბომბტყორცნა ხორციელდებოდა მარტივი სახეობის მანევრიდან 1300-1500 მ სიმაღლიდან. კანადური სჰძ-ის კონფლიქტში მონაწილეობის მთელი პერიოდის მანძილზე ავიატექნიკის დანაკარგები არ ყოფილა, ხოლო მის საბრძოლო მზადყოფნას კი 95 %-ის დონეზე ინარჩუნებდნენ.

კანადური სჰძ-ის სარდლობამ გააანალიზა თავისი ავიაციის საქმიანობა კონფლიქტის მსვლელობისას და გააკეთა დასკვნები, რომლებიც ეროვნული სჰძ-ის მშენებლობის გეგმებში იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, მიწისზედა მიზნების დაზიანებისთვის საბრძოლო შესაძლებლობების ასამაღლებლად ითვალისწინებდნენ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში (1991-92 წლებში) აშშ-ში მაღალი სიზუსტის იარაღის პარტიის შესყიდვას. ეს საბრძოლო მასალები განკუთვნილი გახლდათ ძირითადად კანადური სჰძ-ის 1-ლი საავიაციო დივიზიისთვის ევროპაში.

VI. სპარსეთის ყურის ზონაში მეძ-ის სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებათა საინჟინრო უზრუნველყოფა 

(ვინაიდან სახმელეთო /მიწისზედა/ საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ რამდენიმე დღეღამეს გაგრძელდა, ამიტომ ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს ხელმძღანელობა, როგორც ჩანს, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „შეიარაღებული ძალების ზოგადი საკითხების“ განყოფილებაში ამის თაობაზე უკვე გამოქვეყნებული ინფორმაცია საკმარისად სრულად ასახავდა კონფლიქტში სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებებს და ხელახლა ცალკე მისი გამეორება საჭირო არ იყო. ამასთანავე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად მან მიიჩნია მრავალეროვნული ძალების სახმელეთო კომპონენტის საბრძოლო მოქმედებათა საინჟინრო უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული იყო საინჟინრო თვალსაზრისით წინასწარ მომზადებული ერაყული თავდაცვის სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით გადალახვასთან, რაზედაც არის კიდეც ამ წერილში საუბარი)

1991 წლის მიწურულს, დასავლურ ღია სამხედრო გამოცემებზე დაყრდნობით, საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ საინჟინრო ჯარების ძირითადი ამოცანა, როგორც ნატო-ს ქვეყნების არმიების წესდებებსა და დარიგებებში ესმებოდა ხაზი, გახლდათ პირველი ეშელონის ნაწილებს მაღალი მობილურობის უზრუნველყოფა. საინჟინრო ნაწილების აღჭურვილობა და მომზადება გამიზნული იყო უწინარეს ყოვლისა ჯარებისთვის დახმარების აღმოჩენაზე ღობურებისა და ადგილმდებარეობის (местность) ყველაზე უფრო რთული უბნების გადალახვაში. ითვლებოდა, რომ მაღალმობილურ ნაწილებს თანამედროვე ბრძოლაში მოქმედებებისას მოუწედათ მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი ღობურების, უპირატესად კი ნაღმური ღობურების არაერთხელ გადალახვა. ეს რიგი მიზეზებით იყო განპირობებული:

– ნაღმური ღობურების ეფექტურობის მკვეთრად გაზრდით, რაც დაკავშირებული იყო ხარსხობრივად (თვისობრივად) ახალი ნაღმების გამოყენებასთან;

– მათი მექანიზებული დაყენების საშუალებებით ჯარების აღჭურვით, რაც ხელს უწყობდა იმ დროისა და ძალების შემცირებას, რომლებიც დანაღმული ველებს დასაყენებლად მოითხოვებოდა;

– დისტანციურად დაყენებადი ნაღმური ღობურების ფართო გამოყენების დაგეგმვით, რომლებიც უშუალოდ ბრძოლის მსვლელობისას იქნებოდა გამოყენებული, ახლად გამოვლენილი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.

როგორც დასავლელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავდნენ, ნაღმების მასობრივი გამოყენების პირობებში მანევრის შემსრულებელი ჯარები ღობურებთან მოულოდნელი შეხვედრისთვის მუდმივად მზად უნდა ყოფილიყვნენ, ჰქონოდათ მათი სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით გადალახვისა და ადგლმდებარეობის დანაღმული უბნიდან გამოსვლის შესაძლებლობა.

ნატო-ს ყველა ქვეყნის სახმელეთო ჯარებში ღობურების გადალახვა (მათი გვერდიდან შემვლისთვის პირობების არარსებობისას) ორი ხერხით ივარაუდებოდა:

– სვლიდან (с ходу), როდესაც აუცილებელი იყო შეტევის ტემპის შენარჩუნება (ჩვეულებრივ ხორციელდებოდა ცეცხლის ქვეშ, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდა წინსვლის სიჩქარეს; ღობურებში გასასვლელები კეთდებოდა მოიერიშე ეშელონის შემადგენლობაში ჩართულ მესანგრეთა მიერ);

– წინასწარი მომზადებით (ტარდებოდა საკმარისი დროის არსებობისას ან სვლიდან ღობურის წარუმატებელი გადალახვის შემთხვევაში).

ღობურის გადალახვის ხერხს ზოგადსაჯარისო მეთაური საბრძოლო ვითარების, დროის არსებობის, ძალებისა და საშუალებათა არსებობის, მაქსიმალური ფარულობისა და მოულოდნელობის მიღწევის, ამინდის პირობებისა და განათებულობის, აგრეთვე ღობურის ხასიათისა და სირთულის მიხედვით ირჩევდა.

ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ჯარების შენაერთებს, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ თანამედროვე საბრძოლო, სპეციალური და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით (მათ შორის მცურავითაც ან რომელთაც შეეძლოთ ღრმა ფონების /броды/ გადალახვა), შეეძლოთ უგზოობის პირობებში საკმარისად მაღალი სიჩქარეებით გადაადგილებულიყვნენ. მაგრამ ღობურების გადალახვისთვის, რომლებსაც მოწინააღმდეგე მასობრივი წესით გამოიყენებდა, გაზრდიდა რა მათ სიღრმეშიც, საჭირო შეიქნებოდა სპეციალური ღონისძიებების გატარება, რომლებიც საინჟინრო ჯარებს ეკისრებოდა.

ნატო-ს ქვეყნების საინჟინრო ჯარების შესაძლებლობები და მათი უნარი არსებული საშუალებებით გადალახავდნენ მოწინააღმდეგის თანამედროვე თავდაცვას, რომლისთვისაც სხვადასხვა ტიპის ღრმად ეშელონირებული ღობურებს ფართო გამოყენებაა დამახასიათებელი, და აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სასროლი იარაღის ძლიერი ცეცხლით მათი დაფარვა (прикрытие), შემოწმებულ იქნა სპარსეთის ყურის ზონაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას.

ერაყული ჯარების თავდაცვის სისტემა, როგორც ამერიკელი სპეციალისტები მიუთითებდნენ, შექმნილი იყო იმ გამოცდილებათა გათვალისწინებით, რომლებიც 1973 და 1982 წლებში ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში შეიძინეს სირიისა და ეგვიპტის არმიებმა. თავდაცვა ქუვეითის სამხრეთ საზღვრის გაყოლებაზე აგებული იყო სამ ეშელონად. პირველს შეადგენდნენ ქვეითი ბრიგადები, რომელთაგან თითოეულს ეკავა უბანი ფრონტში 4-6 კმ და სიღრმეში 4 კმ (ნახატი 1). წინა ხაზზე ორი ქვეითი ბატალიონი იმყოფებოდა (თითოეულის სამ მეწინავე ასეულს წრიული თავდაცვის საასეულო ან საოცეულო საყრდენი პუნქტები ეკავა). მათ შორის მომზადებული იყო როგორც ფრონტიდან ისე ფლანგებიდან შემოჭრილი მოწინააღმდეგის უწყვეტი დაზიანების ზონები (зоны сплошного поражения). სულ ერაყული ჯარების პირველ ეშელონში ქუვეითში იმყოფებოდა 11-12 ქვეითი დივიზია, რომელთათვისაც მოწყობილი იყო სრული პროფილის სანგრები და შესაფარებლები (укрытия), მეორეში – 3-4 მექანიზებული ან სატანკო დივიზია ასევე სრულებით აღჭურვილ პოზიციებზე. ქუვეითის დედაქალაქის დასავლეთით განლაგებული გახლდათ მესამე ეშელონი – ტაქტიკური რეზერვი (2-3 მექანიზებული ან სატანკო დივიზია). სამივე ეშელონს ღობურების სისტემა იფარავდა. ღობურების ზოლის საერთო სიგრძე თავდაცვის წინა ხაზის წინ დაახლოებით 180 კმ-ს შეადგენდა, ხოლო მისი სიღრმე კი – 2,8 კმ-მდე. აგებული ღობურები (заграждения) უნარიანად იყო შეხამებული ბუნებრივ დავრკოლებებთან და ადგილმდებარეობის ნაკეცებთან (складки местности).

და რას წარმოადგენდა ერაყული არმიის ღობურების სისტემა ქუვეითის საზღვართან 1990 წლის აგვისტოში? როგორც წესი, თავდაცვითი პოზიციების სამივე ზოლს სხვადასხვა ტიპის კომბინირებული ღობურების სისტემა იფარავდა, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ. ღობურები ჩვეულებრივ შემდეგი წესით იყო განლაგებული (ნახატი 2): 2-5 მ სიმაღლის მიწაყრილი ციცაბო გამკვრივებული ფერდებით (скаты), ეკლიანი ლენტისგან გაკეთებული “კონცენტრინას” ტიპის მავთულიანი სპირალების ორი რიგი, 6 მ-მდე სიღრმის ტანკსაწინააღმდეგო თხრილი, მავთულხლართიანი ღობური (გაძლიერებული მავთულხლართიანი ღობე და ბადე ბოძების რამდენიმე რიგისგან), დანაღმული ველები (შერეული – ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისგან) და, ბოლოს, კიდევ ერთი მიწაყრილი, რომლის უკანაც ქვეითი ქვედანაყოფების, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა, არტილერიისა და ტანკების პოზიციები იმყოფებოდა. თავდაცვაში მყოფი მხარის აზრით, მიწაყრილები, არ წარმოადგენენ რა სერიოზულ დაბრკოლებას თანამედროვე ტანკებისთვის, ხელსაყრელ პირობებს ქმნიან ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით მათი უფრო ეფექტურად დაზიანებისთვის, განსაკუთრებით კი იმ მომენტში, როდესაც ისინი მიწაყრილის თხემზე ამოდიან და თავიანთ ფსკერს აშიშვლებენ. მავთულხლართიან სპირალებს, როგორც ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, შეეძლოთ გარკვეული დროით შეეკავებინათ არა მხოლოდ ჩამოქვეითებული ქვეითი ჯარის წინსვლა, არამედ მსუბუქი მოჯავშნული მანქანებისაც, სავალი ნაწილის ელემენტებზე მათი დახვევის შედეგად. ტანკსაწინააღმდეგო თხრილების ავსებას ვარაუდობდნენ ნავთობით, რომლისთვისაც კრიტიკულ მომენტში შეეძლოთ ცეცხლი წაეკიდებინათ, რაც მათი გადალახვის მსურველ ანტიერაყული კოალიციის ჯარებს დამატებით სიძნელეებს შეუქმნიდა. ნაღმურ ღობურებს 80-100 მ სიღრმე გააჩნდათ. ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს ერთობლივად ან ცალცალკე აყენებდნენ, ზოგჯერ კი ტანკსაწინააღმდეგო დანაღმული ველები პერიმეტრზე 20-40 მ სიღრმის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ზოლებით იყო დაფარული, რასაც შემომტევი მოწინააღმდეგისთვის ხელის საშუალებათა გამოყენებით ღობურების დაზვერვის წარმოება და მათი გადალახვა უნდა გაეძნელებინა. მეძ-ის სარდლობის აზრით, ნაღმური ღობურები ღობურების მთელი სისტემის ყვედლაზე უფრო რთულ და სახიფათო კომპონენტს წარმოადგენდა.

ემზადებოდნენ რა ღრმად ეშელონირებული კომბინირებული ღობურების გადალახვისთვის, მეძ-ის ნაწილებმა მრავალრიცხოვანი სწავლებები ჩაატარეს სპეციალურად აღჭურვილ პოლიგონებზე საუდის არაბეთში, სადაც ერაყულის ანალოგიური მრავალზოლიანი ღობურების უბნები იქნა მოწყობილი, რომლებზედაც სპეციალურად ჩამოყალიბებული მოიერიშე ჯგუფების მიერ მათი სწრაფი გადალახვის ილეთებს ამუშავებდნენ. მსგავს მოქმედებები მუშავდებოდა სახმელეთო ჯარების ამერიკული ქვედანაყოფების მიერ აშშ კონტინენტურ ნაწილშიც, სადაც რამდენიმე სასწავლო ცენტრში არაბეთის ნახევარკუნძულის პირობები იყო მოდელირებული ღობურების მოწყობილი სისტემით.

შეტევისთვის მომზადების პროცესში და უშუალოდ მისი მსვლელობისას მეძ-ის ნაწილები ღობურების სისტემის გადალახვას შემდეგი ხერხებით ახორციელებდნენ. 

მიწაყრილებს გადალახავდნენ გასასვლელებში, რომლებიც მოჯავშნული საინჟინრო მანქანებისა და სახაზო ტანკების მიერ იყო გაკეთებული, რომელთაც ჩამოსაკიდებელი საბულდოზერო აღჭურვილობა გააჩნდათ. აშშ სახმელეთო ჯარებში ასეთ საშუალებებს წარმოადგენდა მესანგრეთა ტანკები M728 და უნივერსალური საიჟინრო მანქანები M9 ACE, ინგლისურ არმიაში – მესანგრეთა ტანკები AVRE და კოვშით აღჭურვილი თანხლების საინჟინრო მანქანები FV180 CET. რიგ შემთხვევებში მიწაყრილებში გასასვლელების გაკეთებისთვის იგეგმებოდა მესანგრეთა ტანკების 165-მმ ქვემეხების გამოყენებაც, რომელთაც ზუსტი დამიზნებული სროლის წარმოება შეეძლოთ 17 კგ მასის პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების მუხტის მქონე ფუგასური ჭურვებით 1000 მ-მდე სიშორეზე, აგრეთვე ხელით მისატანი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების მძლავრი მიწერტილი (თავმოყრილი, сосредоточенные) მუხტებით C-4. 

მავთულხლართიან ღობურებში (მძიმე მოჯავშნული მანქანებისთვის ისინი დაბრკოლებას ვერ წარმოადგენდა) გასასვლელების გაკეთებას ვარაუდობდნენ ხელით ან “ბენგალირული ტორპედოს” ტიპის წარგძელებული მუხტების დახმარებით.

ნაღმური ღობურების გადალახვა გაითვალისწინებოდა გასასვლელებში, რომლებიც ტრალირების მექანიკური ან ასფეთქებელი საშუალებებით უნდა შეექმნათ. ორივე ტიპის საშუალებათა გამოყენება ერთობლივად იგეგმებოდა, რასაც დაყენებული ნაღმების განადგურების უფრო მეტი ეფექტურობისა და საიმედობისთვის ხელი უნდა შეეწყო. ყველაზე უფრო მიზანშეწონილად ითვლებოდა სანაღმო დანისებური ტრალების (минные ножевые тралы) გამოყენება, რომლებიც ამერიკული სატანკო ნაწილებისა და ინგლისური საინჟინრო ქვედანაყოფების შეიარაღებაში გახლდათ, და რომელთაც გრუნტში დაყენებული ნაღმებისგან გაკეთებულ ღობურებში კვალისებური გასასვლელების (колейные проходы) შექმნა შეეძლოთ. ასეთი საშუალების ნაკლოვანებებს წარმოადგენდა ღობურების ზოლის წინა საზღვრის ზუსტად გასაზღვრის აუცილებლობა, აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქებათა მიმართ დაბალი მედეგობა. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საინჟინრო ნაწილების შეიარაღებაში არსებული განნაღმვის დაგრძელებული მუხტები ვერ უზრუნველყოფდნენ გაკეთებულ გასასვლელებში არსებული ყველა ნაღმის 100-პროცენტიან განადგურებას (დასაჭერი მოქმედების /нажимного действия/ ერთტაქტიანი ამფეთქებლის მქონე ნაღმებისთვის – 75-პროცენტიანს). აი რატომ ითვლებოდა გასასვლელების გაკეთების ძირითად ხერხად დაგრძელებული მუხტების გამოყენება, რომელთა აფეთქების შემდეგაც ვერამუშავებული ნაღმების საკონტროლო ტრალირებას უკვე დანისებური ტრალების დახმარებით ახდენდნენ. ამ მიზნისთვის სახაზო ან მესანგრეთა ტანკს ბუქსირით მიჰყავდა მისაბმელი დაგრძელებული მუხტით (ან ერთმანეთზე გადაბმული ორი მისაბმელი /сцеп из двух прицепов/) და დანისებური ტრალითაც აღიჭურვებოდა.

აღნიშნულ საშუალებებთან ერთდროულად ამერიკელები ამუშავებდნენ და ამოწმებდნენ დანაღმული ველების განადგურების ეფექტურობას არტილერიისა და ავიაციის დახმარებითაც. პირველ შემთხვევაში გასასვლელების გაკეთებამ საარტილერიო ცეცხლით 105 და 155 მმ ყალიბის ქვემეხებიდან სასურველი შედეგი ვერ მისცათ საჭირო ეფექტის მისაღწევად აუცილებელი საბრძოლო მასალების ძალზედ დიდი ხარჯვის გამო, აგრეთვე საბრძოლო მასალების დაუშვებლად მაღალი უარის გამოც, რომელთა 15 %-მდეც ქვიშის რბილ გრუნტზე ვერ ამუშავდა.

ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გადალახვა ხორციელდებოდა გადასასვლელებზე (по переправам), რომლებსაც სატანკო ხიდგამყვანების დახმარებით აგებდნენ, აგრეთვე ტანკების მიერ ბუქსირებულ საცდელ სალიანდაგო ხიდებზე, ფაშინებზე, რომლებსაც მესანგრეთა ტანკები დებდნენ დაბრკოლების ფსკერზე. იმ ხანებში ყველაზე უფრო მეტი გავრცელება ჰპოვეს ფაშინებმა (ფიჩხკონებმა) პლასტმასის მილებისგან, რომლებიც მესანგრეთა ტანკით ან სახაზო ტანკით მიიტანებოდა (ერთი ფიჩხკონა მაგრდებოდა სპეციალურ კრონშტეინზე მანქანის შუბლის ჯავშანზე და ორიც განთავსებული იყო მის ბორტებზე და მათ თხრილში სამაგრის კვანძში არსებული პიროვაზნის გასროლით ჰყრიდნენ), აგრეთვე ტანკების საბულდოზერო აღჭირვილობის დახმარებით თხრილის ციცაბოებზე (на крутостях рва) აპარელების მოწყობის გზითაც.

აფასებდა რა ღობურების ღრმად ეშელონირებული სისტემების გადალახვისთვის მოქმედებათა ტაქტიკურ მხარეს, მეძ-ის სარდლობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა შემტევ ფორმირებებში საინჟინრო ქვედანაყოფების სწორი განაწილება და მათი აღჭურვილობა. საინჟინრო საშუალებათა მთელ მეწინავე ნაწილებში განწერტვა (განაწილება, рассредоточение) საშუალებას აძლევდა შემტევ ჯარებს ფართო ფრონტზე ემოქმედათ და ყველა არსებული ღობური გადაელახათ. 

ჩატარებული სწავლებებისა და სპარსეთის ყურის რაიონში საბრძოლო მოქმედებათა გამოცდილებამ საშუალება მისცა ამერიკელ სპეციალისტებს, რომ შემდეგი ძირითადი დასკვნები გაეკეთებინათ:

– იმ ქვედანაყოფების დანაკარგები, რომლებიც ღობურებში გასასვლელების გაკეთებაში მონაწილეობდნენ, შესაძლო იყო 50 %-თვის მიეღწია;

– მხოლოდ ერთ ღობურში გასასვლელის გაკეთების ტემპების 5-7 წთ-ით შენელებას შესაძლო იყო მისი გადალახვის ჩაშლა და შემტევი ჯარების მნიშვნეოვანი დანაკარგები გამოეწვია;

– მოიერიშე ჯგუფების ძირითადი კომპონენტები, რომლებიც გასასვლელების გაკეთების ქვედანაყოფების შემადგენლობაში მოქმედებდნენ, უნდა ყოფილიყვნენ ტანკები;

– ნაღმურ ღობურებში გასასვლელების გაკეთებაში მონაწილე მესანგრეებისთვის აუცილებელი გახლდათ მოჯავშნული საინჟინრო მანქანები სპეციალური აღჭურვილობით;

– მესანგეთა მიერ ღობურის გადალახვის ფარულობის უზრუნველყოფისა და კვამლებით მისი შენიღბვისას ამოცანის შესრულების წარმატება სულ მცირე 80 %-ით იყო გარანტირებული.

სპეციალური ტექნიკის ნეგატიური მხარეების რიცხვს, რომლებიც სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) მიერ საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების მსვლელობისას გამოვლინდა, მიაკუთვნეს შემდეგი:

– განნაღმვის დაგრძელებული მუხტების MICLIC მოქმედების არასაკმარისი საიმედობა, აგრეთვე ძირითადი საბრძოლო ტანკის M1A1 “აბრამსი” მათი ბუქსირებისთვის მოუწყობლობა;

– ტანკსაწინააღმდეგო თხრილებზე გადასასვლელების სწრაფად მოწყობის მარტივი და იაფი საშუალებების არარსებობა (საშტატო სატანკო ხიდგამყვანს AVLB გააჩნდა მცირე ტვირთამწეობა, ზონზროხა იყო, ხოლო მისი ღირებულება კი 2,5 მლნ. დოლარს აღწევდა). მის ნაცვლად მიზანშეწონილად ითვლებოდა ჰქონოდათ მისაბმელი საიერიშო ხიდი TAB 63 ტ ტვირთამწეობით 12-მ დაბრკოლების გადალახვისთვის. ერთი ასეთი ნიმუშის წარმოება 100 ათას დოლლარს არ აღემატებოდა;

– ღობურების გადალახვისთვის გამოყენებული პირადი შემადგენლობისა და ტექნიკურ საშუალებათა არასაკმარისი დაცულობა ამ ღობურების დამფარავი მოწინააღმდეგის ცეცხლისგან. პერსპექტივაში იგეგმებოდა გასასვლელების გასაკეთებლად რადიოთი მართული ტრალების გამოყენება, რომელთა შემუშავებასაც 1991 წლის მიწურულში აწარმოებდნენ.

სპარსეთის ყურეში ომის გამოცდილებისა და მისთვის მზადების მსვლელობისას მიღებული გამოცდილების უფრო სრულად განზოგადების მიზნით აშშ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით ჩამოყალიბებულ იქნა სპეციალური კომისია, რომელიც მოწოდებული იყო შეეკრიბა მთელი არსებული ინფორმაცია და მოემზადებინა დასკვნა ჯარების მოქმედებათა, აგრეთვე მათ მიერ გამოყენებული ტაქტიკისა და ტექნიკის შეფასებით.

გამოყენებული ლიტერატურა 

1. Полковник Ю. Савельев, «Военно-транспортное авиационное командование ВВС США», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 5.

2. Полковник А. Пучков, «Воздушная наступательная операция в ходе войны в Персидском заливе», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 5.

3. И. Новичков, «Подготовка лётного состава ВВС многонациональных сил к операции “Буря в пустыне”», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 7.

4. Н. Новичков, кандидат технических наук; полковник Л. Галин, «Подавление системы ПВО Ирака в операции “Буря в пустыне”», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 9.

5. Н. Новичков, кандидат технических наук; полковник Л. Галин, «Стратегические переброски по воздуху в ходе конфликта в зоне Персидского залива», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 10.

6. Полковник А. Заров, «ВВС Канады в войне в Персидском заливе», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 11.

7. Полковник С. Савин, «Инженерное обеспечение боевых действий сухопутных войск МНС в зоне Персидского залива», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 12.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა