Tuesday, October 27, 2015

აკადემიკოსი დუბროვინი პავლე I-ის მიერ საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე მანიფესტის გამოქვეყნებისა და თავად საქართველოში ბატონიშვილთა ტახტისთვის ბრძოლის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)


თავი XVI

(ჩვენი მთავრობის მიერ მიღებული გზა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხში გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ. – იმპერატორი პავლე ამ საქმეში განსაკუთრებულ მონაწილეობას ღებულობს. – ელჩების ჩასვლა ტფილისში, თავადების, ხალხის თათბირი და ელჩების ახალი გამოგზავნა პეტერბურგში. – უწესრიგობანი საქართველოში. – დავით ბატონიშვილი დროებით მართავს სამეფოს. – ბატონიშვილების, ერეკლეს ძეთა წასვლა იმერეთში.)

ტფილისში გამგზავრებულმა საქართველოს ელჩებმა კავკასიის ხაზზე მისვლა გიორგის გარდაცვალებამდე მოასწრეს, სახელდობრ კი 23 დეკემბერს. კნორინგმა მეორე დღესვე გაისტუმრა ისინი; მაგრამ ისინი გზიდან გამობრუნდნენ და ისევ მოზდოკში ჩამოვიდნენ. 

მიაღწიეს რა ლარსს, წარგზავნილებმა იქ შეიტყვეს, ვითომ ვახტანგ ბატონიშვილმა, რომელიც დუშეთში ცხოვრობდა, როგორც კი მეფის სიკვდილის შესახებ მოისმინა, მიიღო ზომები, რათა არც საქართველოში შეეშვა ვინმე, და არს საქართველოდან გამოეშვა, რუსი კურიერებისა და წარგზავნილთა გარდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 3-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). ეს ჩასაფრება დავით ბატონიშვილის ბრძანებით იყო დაყენებული (Рапортъ Кнорринга Государю Императору 13-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ), რომელიც იმისთვის, რათა თავისი საქციელი დაემალა, ავრცელებდა ხმებს, ვითომ ეს ვახტანგ ბატონიშვილის მიერაა გაკეთებული. ამბობდნენ, რომ უკანასკნელმა უბრძანა მთიულებს – იმ ხეობებში მცხოვრებ ხალხს, რომლებზედაც საქართველოსკენ მიმავალი გზა გადიოდა, და რომლებიც მხოლოდ ვახტანგის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ – ყველა მიმავალი ქართველი შეეპყროთ და დაეკავებინათ. ჰყვებოდნენ, რომ უფრო მეტი წახალისებისთვის, მან ნება მისცა მთიულებს გზად მიმავალნი თავიანთ სასარგებლოდ ეძარცვათ.

კნორინგმა მაშინვე გაუგზავნა შიკრიკი ვახტანგ ბატონიშვილს და სთხოვა მას როგორც შეეტყობინებინა მის განკარგულებებთან მიმართებით ხმების სამართლიანობის შესახებ, ისე იმის თაობაზეც, რათა მას თავადების ავალიშვილისა და ფალავანდიშვილის ტფილისში უსაფრთხო მგზავრობაში, რომლებიც იქ იმპერატორ პავლეს ნებით მიემგზავრებოდნენ, დახმარება აღმოეჩინა.

ვერ მიიღო რა პასუხი ვახტანგისგან, კნორინგმა მაინც გასცა განკარგულება ელჩების გამგზავრებაზე. მისცა რა მათ 100 კაზაკი ბადრაგად, მან დაავალა ლაზარევს დუშეთში, და უფრო აქეთაც, ელჩების ტფილისამდე თანხლებისთვის ეგერთა ერთი ასეული და 50 კაზაკი გამოეგზავნა.

მიუხედავად ამისა, ვახტანგ ბატონიშვილმა თავად ავალიშვილის მსახური, რომელიც მის მიერ, სრულუფლებიან წარგმოზავნილთათვის ბადრაგის გაგზავნის ბრძანებით ლარსიდან იყო გამოგზავნილი, დუშეთში დააკავა და საპყრობილეში ჩასვა. საკუთრივ დუშეთის წინ თავადმა ავალიშვილმა მისი ერთგული ადამიანისგან მიიღო გაფრთხილება და რჩევა ამ ადგილას არ გაჩერებულიყვნენ. დუშეთში მოსვლისას, ვახტანგი რამდენჯერმე ჰპატიჟებდა თავად ავალიშვილს მასთან სახლში მისულიყო; მაგრამ წარმოგზავილები ნიშნებით ატყობინებდნენ მას დამუქრებული საფრთხის შესახებ და ურჩევდნენ დუშეთიდან საჩქაროდ გამგზავრებულიყო (Рапортъ Кнорринга 10-го января 1801 г.).

მოხსენება გიორგის სიკვდილის შესახებ უკვე გაგზავნილი ჰქონდა კნორინგს იმპერატორისთვის, როცა მეორე დღეს მან საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ 18 დეკემბრის მანიფესტი მიიღო. წაიკითხა რა პავლე იმპერატორის მანიფესტი და რესკრიპტი, კნორინგს გაუბედაობა დაეუფლა და ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

მანიფესტის შინაარსიდან ჩანდა, რომ მისი გამოქვეყნება მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩები, მიიღებდნენ რა სიგელებს მეფისა და ხალხისგან რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფნაზე მათი სურვილის შესახებ, ამ სიგელებით ტფილისიდან პეტერბურგისკენ გამოემგზავრებოდნენ.

კნორინგმა ამიტომ მანიფესტის გამოქვეყნება ვერ გაბედა, “ვიცოდი რა, – როგორც ის წერდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 5-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), – რომ ამ საქმემ თავისი დაბოლობა, ვარაუდების თანახმად, ვერ მიიღო, და ქართველი ხალხი не предваренъ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის გადამწყვეტი ნების შესახებ მიიღოთ ისინი სრულიად რუსეთის იმპერიის კანონების ქვეშ” (что дело оное конца своего, сообрано предположенiямъ, не воспрiяло, и народъ грузинскiй не предваренъ о решительномъ соизволенiи вашего императорскаго величества принять ихъ подъ законы Имперiи Всероссiйской).

მანიფესტის გამოქვეყნებაში დაყოვნებას სამეფოსთვის ცუდი შედეგები ჰქონდა. 

თავადები და აზნაურები ორ პარტიად დაიყვნენ. ერთი პარტია რუსული მმართველობის შემოღებას მოუთმენლად მოელოდა; მეორეს, პირიქით, თავისი მეფის შენარჩუნება სურდა, რომელიც, იქნებოდა რა რუსეთის სრულ დამოკიდებულებაში, საქართველოს მისი საკუთარი კანონებითა და წეს-ჩვეულებებით მართავდა. თითოეულს, რომელიც ამ უკანასკნელ პარტიას მიეკუთვნებოდა, ამ შემთხვევაში მხედველობაში რომელიმე ბატონიშვილი ჰყავდა, მხოლოდ ამ უკანასკნელის მისდამი კეთილგანწყობის მიხედვით, არ განარჩევდა რა არც ტახტის მემკვიდრეობაზე მის უფლებებს, და არც მის პირად ნიჭსა და უნარს (Записка князя Чавчавадзе, поданная Государю Императору въ 1836 г. Арх. Главн. Шт. въ С.-Петербурге).

სარგებლობდნენ რა განწყობათა განსხვავებით, ბატონიშვილები ურთიერთ შორის მტრობას განაგრძობდნენ.

1800 წლის 20 დეკემბერს ბატონიშვილებმა იულონმა, ვახტანგმა და მირიანმა ქართლსა და კახეთში მთელი სასულიერო წოდებისა და ერისკაცთათვის მოწოდებები დააგზავნეს, რომლებშიც, წინ სწევდნენ რა თავიანთ მიუკერძოებლობას საქართველოს მეფედ გიორგის არჩევისა და დამტკიცებისას, აღწერდნენ, თუ როგორ გადაუხადა მათ ამისთვის განსვენებულმა მეფემ. ბატონიშვილები ბრალს დებდნენ მას როგორც მათ შევიწროვებაში, ისე დარეჯან დედოფლისაც (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 229). ისინი ცდილობდნენ ხალხისთვის შეეხსენებინათ მათი მამის, მეფის ერეკლე II-ის მეურვეობისა და ზრუნვის შესახებ; სთხოვდნენ ქართველებს გაეხსენებინათ, რომ ის არა მარტო მათი, არამედ მთელი ხალხის მამაც იყო; სთხოვდნენ გაეხსენებინათ, რომ ერეკლემ დატოვა ანდერძი, რომლის ძალითაც მეფობის უფლება ძმებს შორის მონაცვლეობით უნდა გადასულიყო...

“გირჩევთ თქვენ, – წერდნენ ბატონიშვილები, – მყარად იდგეთ იმაზე, რაც ჩვენი მშობლის მიერაა დადგენილი. ახლა ისეთი დროა, როცა თქვენ ყველანაირად სრული ერთგულება და მორჩილება უნდა აღმოგვიჩინოთ. თუ ვინმე გირჩევთ თქვენ რაიმეს ჩვენდამი საწინააღმდეგოს ან თქვენ თავისთან მოგითხოვთ – არ მოუსმინოთ...”

ვახტანგ ბატონიშვილის წარმოგზავნილმა კნორინგს განუცხადა, რომ განსვენებული მეფის ძმები დავითს მეფობის ნებას არ მისცემენ, არამედ უმჯობესად სურთ საკუთარი თავი რუსეთის უშუალო მფლობელობაში იხილონ (Рапортъ Кнорринга Государю Императору 5-го января 1801 г.). (Посланный царевича Вахтанга объявилъ Кноррингу, что братья покойнаго царя не дозволятъ царствовать Давиду, а желаютъ видеть себя лучше въ непосредственномъ владенiи Россiи.)

30 დეკემბერს დავით ბატონიშვილმა გენერალ-მაიორ ლაზარევს გადასცა წერილი, რომელსაც ოცდაორი თავადი და ნეკრესის მიტროპოლიტი აწერდნენ ხელს. ამ წერილში კახელი თავადები კვლავ გამოთქვამდნენ ერთსულოვან სურვილს მეფედ დავითი ჰყოლოდათ, ემყარებოდნენ რა იმაზე, რომ ის პავლე იმპერატორის მიერ უკვე ტახტის მემკვიდრედაა დამტკიცებული. წერილის ხელმომწერები გამოთქვამდნენ სურვილის არქონას ტახტზე გარდაცვლილი მეფის რომელიმე ძმა ეხილათ და ხელმეორედ მიუთითებდნენ იმაზე, რომ ვითომ მათ ჰქონდათ განზრახვა საქართველო ბაბა-ხანის მფარველობის ქვეშ გადაეცათ და ავარელი ომარ-ხანის შემოჭრასაც ხელს უწყობდნენ. 

მოახერხა რა ასეთნაირად რამდენიმე თავადი თავის სასარგებლოდ გადაეხარა, დავითი მოითხოვდა, რათა ყველა დანარჩენი თავადიც მასთან, როგორც ტახტის კანონიერ მემკვიდრესთან, გამოცხადებულიყო. მან ბევრს სხვადასხვა ჩინი მიანიჭა, თანამდებობებზე დანიშნა და კვლავ უბრძანა თავის ძმას თეიმურაზ ბატონიშვილს ხალხი მის ერთგულებაზე დაეფიცებინა. მეორეს მხრივ, ქართლში სასულიერო წოდება იულონ ბატონიშვილის ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა, როგორც საქართველოს მეფისა (Письмо Лазарева грузинскому патрiарху 8-го января 1801 г., № 15), და ამის შემდეგ მალევე მიღებულ იქნა ტფილისში კახელ თავადთა მოწოდება, რომელსაც ხელს თორმეტი პირი აწერდა. მოწოდების ხელმომწერნი, გამოაცხადეს რა, რომ მათ იულონ ბატონიშვილს უკვე შეჰფიცეს, დედაქალაქის ყველა მცხოვრებს მათი მაგალითისთვის მისაბაძად ეპატიჟებოდნენ.

“ჩვენ თქვენ ეს წერილი მოგწერეთ, – ნათქვამი იყო მოწოდებაში, – ვინც მას პირველი იხილავს და დამალავს, არ გამოუცხადებს რა მას იმათ, ვისდამიც ის გაგზავნილია, დაე განკვეთილ იქნას ყოვლადწმიდა სამების მიერ და დაწყევლილი სულითა და სხეულით” (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 230).

შეატყობინეს რა ქალაქ გორში, რომ ერეკლე მეფის ანდერძის მიხედვით იულონმა უნდა იმეფოსო, და გამოუცხადეს რა, რომ მათ ამის შესახებ იმპერატორ პავლეს მისწერეს, მეფის ძენი, ერეკლე II-ის შვილები, შეგონებებითა და მუქარებით ეპატიჟებოდნენ ქართველებს მათ შეერთებოდნენ.

ვახტანგ და იულონ ბატონიშვილებმა იმერეთის მეფე სოლომონ II დაიყოლიეს იმპერატორ პავლესთვის წერილი მიეწერა და მისთვის საქართველოს ტახტზე იულონ ბატონიშვილის აყვანა ეთხოვა. კნორინგთან მოტანილი ეს წერილი ს.-პეტერბურგში იქნა გამოგზავნილი.

დავითის ძმამ ბაგრატმა მცხოვრებთ გამოუცხადა, რომ დავით ბატონიშვილი უკვე საქართველოს მეფედაა გამოცხადებული, ხალხის ძალით დაფიცებაც დაიწყო, ხოლო გარდაცვლილი მეფის ძმები კი ჯარს აგროვებდნენ იმ განზრახვით, რომ ქალაქ გორს დასხმოდნენ.

“თქვენთვის ცნობილია, – წერდა თეიმურაზი ამილახვარს – რომ ხელმწიფემ მეფობა დავითს უწყალობა, ქართლელებს კი სურთ ხელმწიფის ბრძანება დაარღვიონ. ქართლელებს შორის შენ ხარ პირველი. ვინ გაპატიებთ, რომ თქვენ იულონისადმი ხელმოწერას ორი ბეჭედი დაადეთ? თუ ახლავე არ შეინანებ, მაშინ შენ ხელმწიფის მოწინააღმდეგე ხარ. თუ ახლავე არ გამოასწორებ შენს საქციელს, მაშინ ხელმწიფისადმი ღალატში იქნები დადანაშაულებული. ხელმწიფის მიერ მეფედ დასმულის უარყოფა შენ როგორ შეგიძლია? შენ უკვე იცი, რომ დავითი მეფედაა აღიარებული და რომ ამ მიწაზე, იქნები რა დავითისადმი ორგული, არ შეგიძლია იყო: თუ რუსეთში გაემგზავრები, იქ ხელმწიფე დაგსჯის როგორც მოღალატეს; თუ იმერეთში, იქაც შენი ცხოვრება შეუძლებელი იქნება; თუ თურქეთში, იქ შენ თუ არა, შენს შვილებს მაინც თურქულ რჯულზე გადაიყვანენ. შენს თავს ასე რატომ ვნებ?” (Письмо Теймураза отъ 18-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 310)

ასეთ მღელვარებებს შორის, საქართველოს ელჩები, თავადები ფალავანდიშვილი და ავალიშვილი, ტფილისისკენ მოდიოდნენ. 5 იანვარს ისინი უკვე სოფელ კობში იყვნენ, ქალაქიდან 70 ვერსზე, ხოლო 8 იანვარს კი საქართველოს დედაქალაქში მოვიდნენ, სადაც ლაზარევი მცხოვრებთა დამშვიდებისთვის ყველა ზომას ღებულობდა.

ქართველებს ეკრძალებოდათ ქუჩებში ჯგუფებად შეკრებილიყვნენ და ყველა ცრუ ხმას (ჭორს) მათი უსამართლობის ხმამაღლა გამოცხადებით უარყოფდნენ. საერთო წესრიგის დამრღვევები, მათი წოდების და მიუხედავად, დაპატიმრებული იყვნენ.

კნორინგმა, რომელიც მიღებული მოხსენებებიდან ხედავდა, რომ ვახტანგ ბატონიშვილი ერთერთი გახლდათ იმ პირთაგან, რომლებიც ხალხს ყველაზე უფრო მეტად აღელვებდნენ, უბრძანა ლაზარევს, შემდგომი ხრიკების შემთხვევაში, ეცადა იგი დაეპატიმრებინა. “ამ საგნის მისაღწევად, – წერდა იგი (Секретное предписанiе Кнорринга Лазареву 18-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), – შეიძლება ვახტპარადის შემდეგ, რაიმე საბაბით, გამოყოთ ასი ადამიანი, ან რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით. ეს რაზმი ყველაზე მეტი შესაძლო სიჩქარით აღნიშნული ბატონიშვილის ადგილსამყოფელისკენ უნდა გაემართოს და ღამით იგი დააპატიმროს”.

გადაწყვიტა რა ენერგიულად ემოქმედა, კნორინგს მეზობელი ხალხების შემოჭრისა ეშინოდა, რომლებსაც საქართველოში უწესრიგობებითა და უმეფობით ადვილად შეეძლოთ ესარგებლათ. იგი ფიქრობდა თავად დაძრულიყო საქართველოსკენ, მაგრამ ის აძნელებდა საქმეს, რომ კავკასიის ხაზზე დატოვებული ჯარები ვერ იქნებოდა საკმარისი ყაბარდოელთა მტაცებლობისგან საზღვრის დასაცავად.

წაიყვანდა რა იმ ჯარებს, რომლებიც იმპერატორის მიერ იყო დანიშნული, და დაიძრებოდა რა მათთან ერთად საქართველოსკენ, კნორინგი ხაზზე მხოლოდ მუშკეტერების ოთხ ბატალიონს, გრენადერებისა და ეგერთა ორ-ორ ასეულსა და დრაგუნების ათ ესკადრონსღა დატოვებდა.

ამ ჯარებს უხდებოდათ ყიზლარიდან უსტ-ლაბის ციხესიმაგრემდე, 700 ვერსზე მეტ სიგრძეზე მთელი ხაზის დაცვა. ჯარების უმნიშვნელობა და თავდაცვის ხაზის სიგრძე კნორინგს მის შემდგომ განკარგულებებში ძალზედ ავიწროვებდა. მან არ იცოდა, დაძრულიყო ის საქართველოში, თუ ადგილზე დარჩენილიყო, გამოექვეყნებინა თუ არა მანიფესტი და ლაზარევისთვის მიენდო მხოლოდ თავისი ძალებით ემოქმედა, ან კიდევ, დაელოდებოდა რა ჩვენი მთავრობის შემდგომ ბრძანებებს, მის მიერ მიღებული მანიფესტი დრომდე შეეჩერებინა.

გიორგის სიკვდილმა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხში ჩვენი მთავრობის მთელი ვარაუდები გარკვეული დროით მთლიანად მოსპო.

ყველაფერი ისე იყო გაანგარიშებული, რომ ელჩები ტფილისში ჩავიდოდნენ, გიორგი ქვეშევრდომობის პირობებს ხელს მოაწერდა, მათ ხალხს გამოუცხადებდა და პეტერბურგში ახალ ელჩებს გამოგზავნიდა. ჩვენი მთავრობა ვარაუდობდა და იმედოვნებდა, რომ ქვეყნის შემოერთება გიორგის სიცოცხლეში შედგებოდა, და ამიტომ, როგორც ჩვენ ვნახეთ, კნორინგს დრომდე მანიფესტის გამოქვეყნება აუკრძალა. მოლოდინები ვერ აღსრულდა: გიორგი თავისი სრულუფლლებიანი წარმოგზავნილების ტფილისში დაბრუნებამდე გარდაიცვალა. ჩვენი მთავრობის სურვილი, რომ გიორგის თავისი განზრახვის შესახებ ხალხისთვის თავად ხმამაღლა განეცხადებინა, ვერ განხორციელდა. დაბნეულობაში ჩავარდნილი პეტერბურგული კაბინეტი იმ რწმენამდე მივიდა, რომ მანიფესტი აუცილებლად გადაუდებლად უნდა გამოექვეყნებინათ. 

საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ მანიფესტის პეტერბურგში 1801 წლის 18 იანვარს გამოქვეყნებამ კნორინგი გაძნელებული მდგომარეობიდან გამოიყვანა. 

პეტერბურგული კაბინეტი სამეფოს შემოერთების შესახებ საკითხში იმავე გზაზე დარჩა, რომლითაც სულ თავიდანვე მიდიოდა. გიორგის გარდაცვალებისა და ქვეყანაში მიმდინარე არეულობების მიუხედავად, იმპერატორი პავლე მაინც პეტერბურგში წარმოგზავნილთა ან დეპუტატების ჩამოსვლას ელოდებოდა – ამჯერად ხალხისა და ბატონიშვილებისგან – რომლებიც განზრახული ჰქონდა საზეიმო აუდიენციაზე და თავისი თანდასწრებით ერთგულებაზე დაეფიცებინა (Рескриптъ Кноррингу 18-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

გრაფმა როსტოპჩინმა პავლე I-ის სახელით, პეტერბურგში დარჩენილ თავად ჭავჭავაძეს გამოუცხადა, რომ იმპერატორი, თავის ახალ ქვეშევრდომთა მიმართ წყალობის სახით, სამეფო სახლის ყველა წევრიდან უფროსს საქართველოს მმართველად დანიშნავს, მეფისნაცვლის ან მეფის სახელწოდებით, მხოლოდ იმ პირობით, რომ მას მუდმივად თავისთან “ერთ-ერთი ველიკოროსი დიდგვაროვანი” ეყოლება (Докладная записка Лошкарева министерству 5-го марта 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи кн. I). როსტოპჩინი თავად ჭავჭავაძეს ეუბნებოდა, რომ საქართველოში დაარსებულ იქნება მთავარი სასამართლო, საბჭოს ან სენატის დეპარტამენტის სახელწოდებით; რომ დაარსებულ იქნება უფრო დაბალი სასამართლო ადგილებიც და რომ ყველაფერ ამის მოსაწყობად საქართველოში საიდუმლო მრჩეველი ლოშქარევი ჩამოვა.

კნორინგს ებრძანა ტფილისიდან ს.-პეტერბურგში დეპუტატების გამოგზავნა დაეჩქარებინა (Письмо графа Ростопчина Кноррингу 19-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

იმპერატორმა პავლემ, რომელიც თავიდან ეწინააღმდეგებოდა, ხოლო შემდგომში კი სახელმწიფო საბჭოს მიერ იქნა რა დარწმუნებული, საქართველოს შემოერთების საქმეში გაბედულად და განსაკუთრებული მონაწილეობით დაიწყო მოქმედება. მისი შემოერთება იმპერატორის საყვარელ და სანუკვარ ოცნებად იქცა. თავადი კურაკინი პავლეს საძინებელ ოთახში და მის მაგიდაზე ადგენდა ცერემონიალს საქართველოს ელჩების მისაღებად, აკეთებდა რა, იმპერატორის ბრძანებით, ამონაწერებს “Mémoire du Baron de Brilefeldt”-დან. ეს ამოწერები მისი აღსრულების წინა დღეს, 1801 წლის 10 მარტს, წარმოებდა («Вестникъ Европы» 1867 г. т. I, 303 прим.).

სურდა რა თავისი ახალი ქვეშევრდომებისთვის ეამებინა, იმპერატორს უნდოდა მათი წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული ყურადღება აღმოეჩინა. ყოველთვის მარხულობდა რა ვნების კვირაში, მან თავისი მეფობის უკანასკნელ წელიწადს უფრო ადრე, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში იმარხულა, რათა, როგორც იგი ამბობდა, საქართველოს ქვეშევრდომობაში მისაღებად თავისუფალი დრო ჰქონოდა (Разсказъ Котлубицкаго. См. «Русскiй Архивъ» 1866 г., №№ 8 и 9, стр. 1329). ამდენად საზეიმო შემთხვევისას ხედავდა რა ჯეროვნად მათი უწინდელი მეფეების სამოსელში გამოცხადებულიყო, პავლე I-მა ბრძანა მისთვის დალმატიკი დაემზადებინათ.

“ეს ტანსაცმელი, – ამბობს კოტლუბიცკი, – რომელსაც ბიზანტიის იმპერატორები, როგორც გამორჩეულობას, აღმოსავლეთის ეკლესიის ზოგიერთ წმინდა მამას აძლევდნენ, შემდგომში, საკოსის მორჩილი სახელით, თავიდან მთავარეპისკოპოსების, ხოლო შემდეგ კი ეპისკოპოსების წმინდა შესამოსლად იქცა”.

“ამის შედეგად გავრცელდა ხმა, ვითომდა იმპერატორს მღვდელმსახურების აღსრულება სურს, რის გამოც თავისთვის მღვდელმთავრის შესამოსელი შეუკვეთა...”-ო. 

პეტერბურგში ელჩების დაფიცებას საქართველოშიც ზუსტად ასეთივე დაფიცება უნდა მოჰყოლოდა. უკანასკნელის აღსრულება კნორინგს დაევალა.

“მე მსურს, – წერდა იმპერატორი პავლე (Рескриптъ Кноррингу 20-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), – რომ საქართველო იყოს გუბერნია, და ის მაშინვე ასე ჩააყენეთ ურთიერთობაში სენატთან, ხოლო სასულიერო ნაწილში კი სინოდთან, არ შეეხებით რა მათ პრივილეგიებს. გუბერნატორი დაე იყოს რომელიმე (პირი) სამეფო სისხლისა, მაგრამ თქვენი (უფროსობის) ქვეშ, და იქაური ახალი ჰუსართა პოლკის შეფიც იქნება”* (*“როცა ქართველები – წერდა იმპერატორი სხვა რესკრიპტში – ჩვენს ქვეშევრდომობაში მათი მიღების შემთხვევის გამო ამაზე ერთგულების ფიცს დადებენ, მაშინ შეუდექით ქართველებისგან ჰუსართა ერთი პოლკის ჩამოყალიბებას, და მის შეფად ბატონიშვილთაგან ერთერთი მე წარმომიდგინეთ, რომელიც ამისთვის ყველაზე უფრო მეტად ღირსეული იქნებოდა, რომელსაც მე სამსახურში გენერალ-მაიორად მივიღებ, და პოლკსაც მისი სახელი ეწოდება”. См. Рескриптъ отъ 19-го января 1801 г.).

(«Я хочу, – писалъ императоръ Павелъ, – чтобы Грузiя была губернiя, и такъ тотчасъ и поставьте её въ сношенiе съ сенатомъ, а по духовной части съ синодомъ, не трогая ихъ привилегiй. Губернаторомъ пусть будетъ кто-либо изъ царской крови, но подъ вами, и будетъ шефъ гусарскаго тамошняго новаго полка».)

კნორინგმა მიიღო ბრძანება ალექსანდრე ბატონიშვილისთვის გამოეცხადებინა, რომ იმპერატორი დავიწყებას აძლევს ყველა მის უწინდელ საქციელს, თუ მხოლოდ ის თავს დაანებებს თავის ხრიკებს და რუსეთში გამოემგზავრება, სადაც მოუწოდებდნენ ყველას გამონაკლისის გარეშე საქართველოს სამეფო სახლიდან (Рескриптъ Кноррингу 20-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში ყველა წოდებას სურს რუსეთის ქვეშევდრომობაში შემოსვლა, “და არა ის, რომ მათი მორჩილება მხოლოდ ორის ან სამის სურვილის გამო ხდებოდეს” (Рескриптъ Кноррингу 19-го февраля 1801 г.).

დავით ბატონიშვილმა პირადად მიიღო იმპერატორის წერილი, როგორც თავად მასზე, ისე საქართველოს სიკეთეზეც მზრუნველობის ნიშნად (Рескриптъ царевичу Давиду отъ 18-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

გრაფი როსტოპჩინი სთხოვდა ბატონიშვილს საქართველოს სამეფო ოჯახის ყველა წევრს შორის მეგობრობა და თანხმობა შეენარჩუნებინა და ელჩების გამოგზავნით აჩქარებულიყო, “ღვთივსათნო და თქვენთვის სასიამოვნო საქმის, – როსტოპჩინის სიტყვებით, – უსწრაფესად დასრულებისთვის” (Письмо графа Ростопчина царевичу 19-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

ჩვენი მთავრობა, და მის სათავეში იმპერატორი პავლე I, ამ შემთხვევაში მეტად შორს იყვნენ ჩვენი მხრიდან რაიმენაირი ძალადობრივი მოქმედებებისგან.

“ეცადეთ, – ნათქვამი იყო კნორინგისადმი ერთერთ რესკრიპტში (Рескриптъ отъ 20-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника), – საქართველო იმ საფუძველზე დაამკვიდროთ, როგორც თქვენ უკვე მოგეწერათ კიდეც; ნუ შეეცდებით სხვა შენაძენების მოპოვებას, გარდა იმათი, რომლებიც ნებაყოფლობით დაიწყებენ ჩემი მფარველობის ძიებას. უმჯობესია გვყავდეს მოკავშირენი, რომლებიც კავშირში იქნებიან დაინტერესებულნი, ვიდრე არასაიმედო ქვეშევრდომები. ჩვენი მარცხენა მხარე ასეთებით უზრუნველყოფილია. თურქებს შიშს ნუ მოჰგვრით: მაშინ მარჯვენა მხარეც საიმედო იქნება. ეძიეთ სომხეთის დაინტერესება დაახლოებაში ვაჭრობისთვის და ვაჭრობით, რათა უფრო შორი ვაჭრობის არხიც გვქონდეს მათი მეშვეობით. დაიცავით პრივილეგიები, მაგრამ ჩვენი წესრიგი დაამყარეთ. პოლკები ჩვენი რეკრუტებით დააკომპლექტეთ, მაგრამ სივრცის მიხედვით პოლკები ცოტაა. და ასე განსაჯეთ, ხომ არ შეგიძლიათ მათი გამრავლება იქაური მაცხოვრებლებითა და იქაური შემოსავლებით. ყოველგვარი მადნები და სარეწები ეძიეთ; ასევე საბაჟოებიც საზღვარზე გადაიტანეთ. დაკავდით ახლა არა დაპყრობით, არამედ ნებაყოფლობით შეძენით. აი ჩემი ფიქრები”. 

იმპერატორი თავად ეძიებდა საბაბს, იგონებდა შემთხვევებსა და საშუალებებს ახალ ქვეშევრდომთა თავისი წყალობის ნიშნებით დაჯილდოებისთვის. მან კნორინგს დაავალა მისთვის იმ პირთა სახელობითი სია მიეწოდებინა, რომლებსაც სხვებზე უფრო მეტად სურდათ “მის ქვეშევრდომობაში ყოფილიყვნენ” (Рескриптъ Кноррингу 19-го февраля 1801 г.).

ნავარაუდევი იყო ბევრი მათგანის დაჯილდოება გრაფებისა და ბარონების ღირსებით; ერთთათვის წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი ეწყალობებინა, სხვებისთვის საკამერჰერო წოდება*, და მთელი ხალხი ხარკისგან სამი წლით გაეთავისუფლებინა. მოქმედებათა ასეთი ხერხით ფიქრობდა პავლე I ქართველების თავისთან დაკავშირებას (привязать къ себе грузинъ). (*ამის შესახებ კნორინგის შეკითხვაზე ლაზარევი პასუხობდა, რომ ეს მეტად ძნელი საქმეა. 

“რაც შეეხება ჯვრებს, ჩემი აზრით, თავადები ეგნატე თუმანიშვილი, დარჩია ბებუთაშვილი და სოლომონ არღუთინსკი-დოლგორუკი ამ ჯილდოს ყველაზე უფრო მეტად იმსახურებენ. ყველა აქაური აზნაური ჩვენს მდაბალ აზნაურებზე (ცალქალამანებზე /однодворцы/) არაფრით უკეთესი არ არის. და ვინ გავხადოთ გრაფები და ბარონები? ამას კიდევ უნდა დავუმატოთ, რომ ზოგიერთ ოჯახში ძმათაგან ერთი ჩვენი ერთგულია, მეორე კი მეამბოხეთა რიცხვში იმყოფება. სასახლის კარზე არც ერთ მათგანს სამსახური არ შეუძლია, იმიტომ რომ მათ არანაირი აღზრდა არ მიუღიათ: ძნელია აქაური ბატონიშვილი უბრალო გლეხისგან განასხვაო”. Рапортъ Лазарева 24-го марта 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника.)

იმპერატორი არ ცდებოდა. ტფილისში, ელჩების ჩამოსვლის შემდეგ, თათბირები ეწყობოდა. კრებაზე ყველა წოდებისა და შეძლების პირები იყვნენ მოწვეულნი. თავადებმა ავალიშვილმა და ფალავანდიშვილმა, ლაზარევთან ერთად წერილები დაუგზავნეს იულონ, ვახტანგ, მირიან და ფარნაოზ ბატონიშვილებს, მოპატიჟებით საერთო საქმეში მიეღოთ მონაწილეობა. იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები არა მხოლოდ არაფერს პასუხობდნენ ამ მოპატიჟებაზე, არამედ, პირიქით, ყველა ზომით ცდილობდნენ თავადების ტფილისში ჩამოსვლას წინ აღდგომოდნენ. ვახტანგ და მირიან ბატონიშვილებმა შეატყობინეს, რომ გზის სიშორის გამო დანიშნული დღისთვის ტფილისში ჩამოსვლა არ შეუძლიათ, და რომ ამასთან ერთად ისინი კითხულობდნენ უფროსი ძმის იულონის რჩევას, თუ ამ შემთხვევაში როგორ მოქცეულიყვნენ. ამასთან ერთად გიორგის ყველა ძმა, 700 შეიარაღებული ადამიანით, მუხრანში სათათბიროდ შეიკრიბა, რომელზედაც გადაწყვიტეს კახეთში გამგზავრებულიყვნენ, ქართლელნი და კახელნი თავიანთ ერთგულებაზე დაეფიცებინათ, რაც აზნაურ იოსებიძის (?) (Iасефовъ) სიტყვებით კიდეც აღასრულეს (Показанiе дворянъ Iасефова и Мамацева 28-го ярваря 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). ბატონიშვილები გულდასმით უმალავდნენ ხალხს უზენაეს სიგელს, რომელიც მათ ლაზარევმა გამოუგზავნა. თუმცა კი სიგელით გაგზავნილი ლაზარევის ადიუტანტი, შტაბს-კაპიტანი კოტლიარევსკი* (*შემდგომში კავკასიის სახელგანთქმული მოღვაწე), არ თვლიდა საჭიროდ თავისი მისვლის მიზეზის დამალვას. უზენაესი სიგელი ცნობილი შეიქნა იმ თავადებისთვისაც, რომლებიც ბატონიშვილებთან იყვნენ, ასე რომ მათი ამალა ორ პარტიად გაიყო. თავადთაგან ზოგიერთს ბატონიშვილების დატოვება სურდა, მაგრამ, ეშინოდათ რა სასჯელის და დევნისა, თავიანთ განზრახვას მალავდნენ. ბევრი მათგანი კოტლიარევსკისთან მოდიოდა; მაგრამ როგორც კი იგი მათთან საუბარს იწყებდა, მოსულებს მაშინვე თავისთან იხმობდნენ ხოლმე ბატონიშვილები, რომლებიც ცდილობდნენ წარგზავნილთან მოლაპარაკებებამდე არავის მიეშვათ.

კოტლიარევსკის გამომგზავრების წინ მასთან, იულონ ბატონიშვილისადმი ერთგულ პირთაგან, ოცი თავადი მოვიდა.

– ხომ არ დამიწერთ თქვენ პასუხს წერილზე, რომელიც მე მოვიტანე? ჰკითხა კოტლიარევსკიმ.

– ჩვენ რომ გენერალი ლაზარევი გვენახა, – პასუხობდნენ ისინი, – მაშინ მას პირადად ყველაფერს განვუცხადებდით, მაგრამ ახლა ამის საშუალება არ გაგვაჩნია.

– ყველაზე უფრო ადვილი საშუალებაა – ტფილისში ჩამოსვლა, შეუნიშნა მათ კოტლიარევსკიმ.

თავადები ამაზე არ დაეთანხმენ.

– სწორია, რომ დავით ბატონიშვილი მემკვიდრედაა გამოცხადებული? კითხულობდნენ ისინი.

– სწორია. იულონ ბატონიშვილისთვის ჩემს მიერ ჩამოტანილი უზენაესი სიგელის ასლი, რომლის ხილვაც თქვენ ადვილად შეგიძლიათ, ამას ამტკიცებს, პასუხობდა კოტლიარევსკი.

– მემკვიდრედ მისი აღიარება ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია, იმიტომ რომ განსვენებული მეფის ერეკლეს დროს ჩვენ იულონ ბატონიშვილს შევფიცეთ; მაგრამ თუ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ინებებს, რათა არც ერთი და არც მეორე მეფედ არ იყოს, მაშინ ამაზე თანახმანი ვართ და მისი უდიდებულესობისთვის უკანასკნელი სისხლის დასაღვრელადაც მზად გახლავართ.

ამასობაში, ბატონიშვილებმა დარეჯან დედოფალს წერილი გამოუგზავნეს, რომელმაც საპასუხოდ ვაჟიშვილებს შეატყობინა, რომ კახეთში ჯარები გაიგზავნა.

ტფილისში კი, თათბირებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, თავადებმა, სასულიერო წოდებამ და ხალხმა გადაწყვიტეს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავიანთი სურვილის ერთსულოვანი გამოცხადებით თავადები ფალავანდიშვილი და ავალიშვილი უკანვე პეტერბურგში გამოეგზავნათ.

ლაზარევის სახლში სასულიერო წოდება, თავადები და ტფილისის მცხოვრებნი შეიკრიბნენ. აქ ისინი იმპერატორ პავლე I-დმი სამადლობელ სიგელზე ხელს აწერდნენ. 

“მადლიერება და სიხარული, – მოახსენებდა ლაზარევი, – იყო გამოხატული ყველა სახეზე, და ხელმოწერის სურვილიც იქამდე ვრცელდებოდა, რომ ბევრი თავადი უკვე საღამოს მოდიოდა და ითხოვდა, რომ გაგვეხსნა ის პაკეტი, რომელშიც აღნიშნული სიგელი იყო ჩადებული, რომ მათაც სურდათ ხელი მოეწერათ. კახეთის ციხესიმაგრის მოურავმა თავადმა ანდრონიკაშვილმა, რომელიც სნეულებას შეეპყრო და არ შეეძლო კრებულში ყოფილიყო, ბეჭედი გამოუგზავნა (ლაზარევს) მინდობილობით, რომ მის მაგივრად ის სიგელზე მიედო” (Изъ рапорта Лазарева Кноррингу 16-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

18 იანვარს ელჩები ტფილისიდან პეტერბურგს გამოემგზავრნენ და 7 თებერვალს მოზდოკის გამოვლით გამოემართნენ (Письма: царевича Давида Кноррингу 18-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Нам. Кнорринга Лошкареву 7-го февраля. Арх. Мин. Иностр. Делъ)

ელჩებს თან თავადების, სასულიერო წოდების, ვაჭართა წოდებისა და სხვა წოდებათა მადლობა და ერთგულების დამოწმება მოჰქონდათ ქვეშევრდომობასა და მფარველობაში საქართველოს მიღების გამო (Переводъ прошенiя грузинъ 18-го января 1801 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ), ხოლო ტფილისში მცხოვრები სპარსელები კი წერდნენ, რომ მათაც სურთ რუსეთის იმპერატორის მაღალი მფარველობის ქვეშ იყვნენ და მზად არიან მას ემსახურონ, როგორც ჭეშმარიტი ერთგული ქვეშევრდომები (Письмо персiянъ 18-го января 1801 г. Тамъ же).

დავით ბატონიშვილი წერდა (Письмо царевича Давида Государю Императору отъ 18-го января 1801 г. Тамъ же), რომ, მიიღო რა იმპერატორ პავლე I-ის სურვილი “სათანადო მადლიერებით და მოვიხარე რა თავი, ერთხელ და სამუდამოდ მოგეცით ჩემი თავი და ჩემი სამეფო თქვენსა და თქვენი ტახტის მაღალ უავგუსტეს მონაცვალეთა ქვეშევრდომობაში, ყველაფერში ჩემი მშობლის თხოვნათა თანახმად”.

მაშინვე საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ იმპერატორ პავლეს გიორგისადმი სიგელის მიღების შემდეგ, დავით ბატონიშვილმა გამოსცა შეტყობინება ხალხისთვის, რომ ის საზეიმოდ ღებულობს საქართველოს მემკვიდრეობითი ტახტის მართვას, პატიობს დამნაშავეებს, ხოლო ახალი დანაშაულებებისთვის კი რუსული კანონების მუხედვით გაასამართლებს (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 297).

დავითი სწერდა ხალხს, რომ მას “უზენაესად ებრძანა საზეიმოდ მიუახლოვდეს საქართველოს ტახტს, მემკვიდრეობის მიხედვით საქართველოს მმართველის წოდებით”, ხოლო ამის კვალდაკვალ კი, ტფილისიდან გამომგზავრებული ელჩების ხელით, წერილი გამოუგზავნა კნორინგს, რომელშიც სთხოვდა მათი ს.-პეტერბურგში გამოგზავნით აჩქარებულიყო, “ჩემთვის და ჩემი სამეფოსთვის – როგორც ის ამბობდა – რუსეთის იმპერატორის წყალობათა შესაძენად” (Изъ письма царевича Давида отъ 18-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 298).

ამრიგად, დავით ბატონიშვილმა, რომელიც თავიდან ჩამოცილებულ იქნა მმართველობისგან, ახლა ის საკუთარ ხელში აიღო. ლაზარევი არ თვლიდა შესაძლებლად წინააღმდეგობა გაეწია ამისთვის მას შემდეგ, რაც იმპერატორი პავლე I, გრაფი როსტოპჩინი და კნორინგი მიმართავდნენ ბატონიშვილს, როგორც უპირველეს პირს საქართველოში. ამ შეცდომამ ბევრი ბოროტად გამოყენებისა და არეულობისკენ წაგვიყვანა...

პეტერბურგში დეპუტატების გამოგზავნა ბატონიშვილების – გარდაცვლილი გიორგის ძმების სურვილებს ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში არეულობა მოეხდინათ და თავიანთ სასარგებლოდ მომხრეები მოეძიათ. იულონ ბატონიშვილმა, შეკრიბა რა მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი სოფლებიდან შეიარაღებულთა ბრბო და უწოდა რა მას ჯარი, ქართლისა და ყველა მცხოვრებთა რბევა დაიწყო, რომელთაც არ სურდათ მისთვის ერთგულება შეეფიცათ ან იმ პირთა რიცხვში მოეწერათ ხელი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ახლა საქართველოს მეფედ იულონი უნდა გამხდარიყო. იულონის ქცევა მისი ძმების სახით მოწონებასა და მხარდაჭერას პოულობდა. ფარნაოზ ბატონიშვილი სხვადასხვა ხრიკებით იყოლიებდა თავადებს მისი უფროსი ძმის მხარე დაეჭირათ, ხოლო ვახტანგ და მირიან ბატონიშვილები კი, დასახლდნენ რა დუშეთში, ქართველთაგან არავის რუსეთში არ უშვებდნენ, აჩერებდნენ, ყველა წერილს ართმევდნენ და თავად წარმოგზავნილებს კი ყარაულის ქვეშ პყრობილობაში აჩერებდნენ.

ოსებმა, რომლებიც ვახტანგის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ და ხეობაში სოფელ მთიულეთში ცხოვრობდნენ (жившiе въ ущелье въ селенiи Мтiулеты), მისი დარიგებით, ხუთი ხიდი აჰყარეს და ამით გზა გაუვალი გახადეს.

დავით ბატონიშვილი ცდილობდა თავისი ბიძა ალექსანდრე ხელში ჩაეგდო, რომელიც, როგორც ამბობდნენ, შუშიდან ყაზახში ჩამოვიდა ძმებთან სათათბიროდ.

დარეჯან დედოფალი, მოიწვია რა თავისთან ლაზარევი, ბაგრატ (ბატონიშვილზე) შესჩიოდა, რომ იგი მის ხალხს კახეთში ძარცვავს, ხოლო წარგზავნილთ თავადებს ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს კი გამოუცხადა, ვნახავ უკან როგორ გაემგზავრებითო.

ლაზარევის მოძიებათა მიხედვით, ბრალდება ბატონიშვილზე უსამართლო აღმოჩნდა. 

დედოფალი ითხოვდა, რომ ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, იულონ ბატონიშვილი აეყვანათ, და თავისი თხოვნის გაძლიერებისთვის ლაზარევს ალექსანდრე ბატონიშვილის ყალბი წერილი გადასცა, რომელიც მისი ბრძანებით მის საკუთარ მწერალს დაეწერა. თავად ალექსანდრე იტყობინებოდა, რომ საქართველოდან მისი წასვლის მიზეზი გიორგის უმართებულო ქმედებანი იყო მისი დედისა და ძმების წინააღმდეგ, და ითხოვდა აგრეთვე თავისი უფროსი ძმის, იულონ ბატინიშვილის, საქართველოს ტახტზე აყვანას. 

იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები, რომლებიც ხალხს ძალით აფიცებდნენ (Показанiе дворянъ Iасефова и Мамацева 28-го января), ამასობაში იმათ მამულებს ძარცვავდნენ, რომლებიც მათ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ, არ ინდობდნენ რა არც წოდებასა და არც შეძლებას (Показанiе дворянъ Iасефова и Мамацева 28-го января). მათი ძალადობისგან დაზარალებულთა რიცხვიდან ერთ ერთი პირველი რუისის მღვდელმთავარი გახლდათ. 

ლაზარევი სთხოვდა იულონს სახლებში გაეშვა ჯარი, რომელიც ქართლს არბევდა, და რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებას მოთმინებით დალოდებოდა.

“გატყობინებთ, – პასუხობდა ამაზე ბატონიშვილი (Письмо Юлона Лазареву 20-го анваря 1801 г. См. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 232) – რომ უფრო მეტი მოთმინებით ლოდინი და მშვიდად ყოფნა არავის შეუძლია, ვიდრე მე. რადგანაც, წესისა და კანონის მიხედვით, რომელიც ჩვენ ჩვენმა მშობელმა დაგვიტოვა, მეფისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამეფო ჩემი უნდა იყოს, და ქართველი ხალხისგანაც მე ამ წოდებაში ვარ აღიარებული, მაგრამ მე ჯერ კიდევ სწორედ ასეთი სახელწოდება არ მიმიღია, არამედ ამაზე ნებართვა ვთხოვე მის იმპერატორობით უდიდებულესობას და ხელმწიფის წყალობას ველოდები.

მწერთ დავშალო ჯარი, ჩემთან რომ იმყოფება და საქართველოს აწუხებს. მე აქ რომელიმე უცხო ჯარი კი არ მყავს, არამედ მხოლოდ ჩემთან მყოფი ქართველი თავადები და აზნაურებია: ეს მგონი უღირსი საქციელი არ არის. ისინი, იმყოფებიან რა ჩემთან, არ დაიწყებენ ჩემი სამშობლოს დარბევას, და მე არანაირი მარბიელი ჯარი არა მყავს, ხოლო თუ თქვენ ასე შეგატყობინეს, ეს აშკარად მტრების ცილისწამებაა...”

იულონმა, თითქოსდა ამ თხოვნის საპასუხოდ, თავად ამილახვრის სახლი გაძარცვა და მისი ცოლიც შეიპყრო იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს მისთვის ერთგულების შეფიცება არ სურდა (Показанiе протоiерея Iоанна Осеева. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 235) და რომ მისი ქმარი ტფილისში იყო იმპერატორ პავლეს სიგელის მოსასმენად. ზუსტად ასევე, ბატონიშვილთა ბრძანებით, თავად თუმანიშვილის მეუღლე და თავად ორბელიანის ცოლის და იქნენ შეპყრობილი და ბორკილდადებული (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 233).

დაზარალებულები (обиженные и ограбленные) დაცვას ითხოვდნენ, მიმართავდნენ რა ხან დავით ბატონიშვილს, ხან ლაზარევს და ხანაც კნორინგს. უკანასკნელმა, ვერ პოულობდა რა სხვა საშუალებებს, ბრძანა ბატონიშვილებისთვის ეცნობებინათ, რომ თუ ისინი თავიანთ სახლებში არ წავლენ, მაშინ მათი ხროვა (сборища ихъ) რუსული ჯარების მიერ იქნება გაფანტული, და რომ ყველას, ვინც საქართველოს სიკეთისთვის მისაღებ ზომებს წინააღმდეგობას გაუწევს, ისე მოექცევიან როგორც მოწინააღმდეგეს.

შემდეგ საერთო მკაცრ ადმინისტრაციულ ზომებს მიმართეს. ბრძანება გაიცა ცრუ ხმების გამავრცელებლები დაეპატიმრებინათ და შეიარაღებულ ადამიანთა შეკრების ნება არ მიეცათ.

ცნობამ იმის შესახებ, რომ იულონი ფიქრობს მცხეთაში ჩამოვიდეს იმისთვის, რათა იქ გვირგვინი დაიდგას, აიძულა ლაზარევი იქ ქვეითი ჯარის ორი ასეული გაეგზავნა, და კიდევ სამი ასეული, პოლკოვნიკ კარიაგინის უფროსობით, ქიზიყის (სიღნაღის) ციხესიმაგრეში, მხარის ავარელი ომარ-ხანის თავდასხმისგან დასაცავად, რომელიც თავის ჯარებს აგროვებდა. თუმცა კი მცხეთაში დანიშნული ორის ასეული დუშეთში იქნა გაგზავნილი, ვახტანგ ბატონიშვილის საცხოვრებელ ადგილას, კავკასიის ხაზის საქართველოსთან თავისუფალი და უსაფრთხო შეტყობინების უზრუნველსაყოფად. 

მცხოვრებთა თხოვნით, ერთი ასეული ქალაქ გორში იქნა გაგზავნილი, რომელიც მოსახლეობამ დიდი სიხარულით მიიღო. ქართველთაგან ბევრი, რომლებმაც დატოვეს ქალაქი, იმის შიშით, რომ ბატონიშვილების ხელში არ ჩავარდნილიყვნენ, ასეულის მოსვლის შემდეგ თავიანთ სახლებში დაბრუნდა.

გენერალ-მაიორი გულიაკოვი ოთხი ასეულით, ხოლო ბატონიშვილი იოანე გიორგის ძე კი ქართული ჯარით, მარტყოფისკენ გაემართნენ, სადაც, ცნობების მიხედვით, ბატონიშვილები, გარდაცვლილი მეფის ძმები, სათათბიროდ უნდა შეკრებილიყვნენ (Рапортъ Кнорринга Государю Императору 1-го февраля 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

გულიაკოვს დაევალა ჩაეგონებინა ბატონიშვილებისთვის, რომ მათი ქცევები გასაკიცხია, რომ საქართველოში მეფე არ არის და რომ მხარის მართვა დავით ბატონიშვილსა აქვს დავალებული (Предписанiе Лазарева Гулякову отъ 20-го января 1801 г. Акты. Кавк. Арх. Ком., т. I, стр. 233).

მარტყოფში მხოლოდ ერთი მირიან ბატონიშვილი იყო, ხოლო ვახტანგი და იულონი კი ჯერ კიდევ წინა საღამოს გაემგზავრნენ, როდესაც ვახშმობისას შეიტყვეს, რომ მათი დევნისთვის (преследованiе) რუსული ჯარებია გამოგზავნილი.

ბატონიშვილები პროტესტს აცხადებდნენ და იმაზე იყვნენ განაწყენებული, რომ მათ წინააღმდეგ მოქმედება რუსულ ჯარებს ებრძანათ. შეიტყვეს რა გულიაკოვის მოძრაობის შესახებ, ისინი წერდნენ კნორინგს, რომ ეს მოძრაობა იყო ერთი ადგილიდან მეორეზე მათი ხშირი გადანაცვლების მიზეზი, და სულაც არა მათი ხრიკები. ბატონიშვილები ამბობდნენ, რომ მათ რამდენჯერმე შესჩივლეს ლაზარევს, მაგრამ რომ ის მათ წერილებს არ კითხულობს.

“...ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს, – წერდნენ ბატონიშვილები (Письмо царевичей Вахтанга и Юлона Кноррингу отъ 26-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). – თუ ჩვენს თავზე რაღაც უბედურებაა, მაშინ ჩვენ უნდა გამოგვიცხადონ, ხოლო თუ არა, მაშინ ასეთ მოვარდნას რატომ გვიწყობენ. ჯერ ამ დრომდე როგორც ჩვენ, ისე ჩვენს ძმას გიორგი მეფესაც, არ აღმოუჩენია არანაირი სამსახური დიდი ხელმწიფისთვის. თითქოსდა მას არ გაუწევია იმდენი სამსახური, რომ ამდენი უძვირფასესი წყალობანი მიეღო და ასეთი მადლიერებითა და წყალობით ყოფილიყო მიღებული... და რატომ უნდა განდიდდეს ასე ჩვენი ძმის მხარე, ხოლო ჩვენ კი სამაგალითო უბედურებისთვის ვართ გაწირულნი? თუ ისინი ქრისტიანები არიან, ჩვენც ასევე ვართ; თუ ისინი ერეკლე მეფის შთამომავლები არიან, ჩვენ მისი შვილები ვართ, ისინი კი შვილიშვილები”.

არ დალოდებიან რა გენერალ-მაიორ გულიაკოვის მოსვლას, ბატონიშვილები გაემგზავრნენ: იულონი და ვახტანგი ქიზიყში, სადაც ორი სოფლის თავიანთ ერთგულებაზე დაფიცება მოახერხეს, ფარნაოზი ქართლში გაემგზავრა, მირიან ბატონიშვილი კი ფიქრობდა, ღამე გაეთენებია და დუშეთში წასულიყო. გულიაკოვი დიდხანს არწმუნებდა მირიანს თავის ხრიკებზე ხელი აეღო, მაგრამ როცა იგი არ თანხმდებოდა, მას მასთან მყოფი აზნაურები და ხალხი ჩამოართვა.

აქედან გენერალი გულიაკოვი სიღნაღისკენ დაძვრას ვარაუდობდა, სადაც იულონი და ვახტანგი გაემგზავრნენ, გაუგზავნეს რა ბრძანება თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ ჯარები შეეკრიბათ და მათთნ მისულიყვნენ.

შემდეგ ბატონიშვილები სოფელ მაჩხაანში გაემგზავრნენ, და მერე კი, გადმოლხეს რა მდინარე იორი, მუხრანში დაბრუნდნენ.

მათ კვალდაკვალ მაჩხაანში, 500 ყაზახელით, ალექსანდრე ბატონიშვილიც მოვიდა; მაგრამ მათ, როგორც კი შეიტყვეს, რომ იულონი და ვახტანგი თავს გაქცევით შველიან, ხოლო რუსები კი მათ მისდევენ, მაშინვე მიატოვეს ალექსანდრე და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ბატონიშვილი, ბადრაგის 20 მხედრით, დავით-გარეჯის მონასტერში მიიმალა და, გამოიქცა რა იქიდან ძმების კვალდაკვალ, მათ მუხრანში შესვლამდე დაეწია (Рапортъ г.-м. Гулякова Лазареву 25-го января 1801 г.).

თათბირის შემდეგ ვახტანგმა დუშეთისკენ აიღო გეზი; იულონმა და ალექსანდრემ – სოფელ კოშკისკენ, საიდანაც თავად ერისთავთა სამფლობელოზე წავიდნენ იმ განზრახვით, რომ ისინი მამულიდან განედევნათ. ერისთავები, რომლებიც საფრთხის შესახებ იყვნენ გაფრთხილებულნი, ბატონიშვილებს იარაღით დახვდნენ, და ისინიც, არცთუ ხანგრძლივი სროლის შემდეგ, უფრო შორს გაიქცნენ და, თავიდან ცხინვალის ციხესიმაგრეში მიიმალნენ (Показанiе кн. Отара Амилахварова), ხოლო შემდგომში კი იმერეთში წავიდნენ.

ბატონიშვილები იმერეთის მეფისა და ავარელი ომარ-ხანის თანადგომას ითხოვდნენ. თავის მხრივ ალექსანდრე ბატონიშვილი დახმარებას განჯისა და შემახის ხანებისგან ეძიებდა (Показанiе дворянина Мамацева отъ 28-го января 1801 г.). და ბოლოს ყველამ ერთად წარგზავნილი მიავლინა ბაბა-ხანთან (Рапортъ Лазарева Кноррингу 2-го февраля 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 240), სთხოვდნენ რა მას დახმარებასა და თანადგომას, და იმავე დროს ლიახვის გამაგრებასაც ფიქრობდნენ, სპარსული ჯარებისთვის მხარის დასაჭერად (Изъ письма Эристовыхъ Михаила и Шанше. Тамъ же, стр. 242). გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბატონიშვილებს იმედი ჰქონდათ, რომ გარემომცველი ხანებისა და ლეკების მთელ ჯარებს შეკრებდნენ და მათი თანადგომით რუსებს საქართველოდან განდევნიდნენ. თუმცა კი მოკავშირეებს, რომელთა იმედიც ჰქონდათ ბატონიშვილებს, ძალებისა და საშუალებათა უკმარისობის გამო დახმარების აღმოჩენა არ შეეძლოთ, მიუხედავად ამისა ლაზარევი, საქართველოს ტახტის მემკვიდრესთან შეთანხმებით, ყოველგვარი თავდასხმის მოსპობისთვის ზომებს ღებულობდა. თათბირების შემდეგ გადაწყვეტილ იქნა, გენერალ გულიაკოვისთვის ებრძანებინათ, რომ მას ეცადა ისინი, რომლებმაც იულონისა და მისი ძმების მხარე დაიჭირეს, ნამდვილ ჭეშმარიტ ხელისუფლებასთან დაბრუნებაზე დაეყოლიებინა, ხოლო ყველა ისინი კი, ვინც უდრეკი დარჩებოდა, თავად ბატონიშვილთა გამორიცხვის გარეშე, დაეპატიმრებინა. ყაზახელ თათრებს ლაზარევმა წერილი გაუგზავნა, ჩააგონებდა რა მათ, რომ ალექსანდრეს სიტყვებს არ დაჰყოლოდნენ და საერთო სიმშვიდე არ დაერღვიათ. წერილმა თავისი მოქმედება მოახდინა, და ალექსანდრეს თათრებში არანაირი წარმატება არ ჰქონია.

“ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროდ, მე შევიტყვე, – წერდა ლაზარევი ქართლის ხალხისადმი შეტყობინებაში (Отъ 26-го января, № 58. Тифл. Арх. Канц. Нам.), – რომ ქართლის თავადებიდან ზოგიერთი ამას არ ასრულებს (ე. ი. იმპერატორ პავლეს სურვილს არ აღასრულებს), სასულიერო წოდება მორჩილებას გამოუხატავს მეფეს, რომელიც არ არის, ვინაიდან ხელმწიფე იმპერატორის მიერ არავინ არ არის დანიშნული. რისთვისაც გთავაზობთ თქვენ ყველა ასეთი თავხედობა (дерзости), რომლებიც კეთილმოწყობილ წესრიგს ეწინააღმდეგება, დატოვოთ და ჯეროვან მორჩილებას დაუბრუნდეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვალდებული ვიქნები ყველა ურჩი მორჩილებისკენ ვაიძულო. სხვა მხრივ, არანაირ გამოცემულ ქაღალდს, იმათი გამოკლებით, რომლებიც მისი უგანათლებულესობის მემკვიდრის ბატონიშვილ დავით გიორგის ძისა და ჩემს მიერ იქნება გამოცემული, არ დაუჯეროთ”.

საქართველოს სამეფო სახლში პირველ პირად დავით ბატონიშვილის ასეთმა სრულიად სახალხო გამოცხადებამ ორივე გადამტერებული პარტია კიდევ უფრო განაცალკევა. გარდაცვლილი მეფის ძმები, თავიანთ დედასთან, დარეჯან დედოფალთან ერთად, იულონის ტახტზე აყვანისთვის მეცადინეობდნენ, ხოლო გიორგი XII-ის ვაჟები და მისი მეუღლე, მარიამ დედოფალი კი, დავითის დამტკიცებისთვის ზრუნავდნენ. ორივე პარტია ერთსულოვნად თავის სასარგებლოდ მოქმედებდა და არანაირ საშუალებებს არ უგულვებელყოფდა.

იანვარში დარეჯან დედოფალი ატყობინებდა ლაზარევს, რომ მთელმა ქართლმა, კახეთმა, თუშებმა, ფშავლებმა, ხევსურებმა და თათრებმა უკვე ერთგულება შეჰფიცეს იულონს. იგი სთხოვდა ლაზარევს არ ედევნა მისი შვილები, როგორც ლეკები. განა გასაკვირია, – კითხულობდა დედოფალი, – თუ ერეკლე მეფის შვილები კახეთში მივლენ? “კახეთში არავინ არის ისეთი, და მით უმეტეს ქიზიყში, ორჯერ ან სამჯერ რომ არ იყოს ტყვეობიდან ერეკლე მეფის საკუთარი ფულებით გამოსყიდული. მათი პური მის შვილებს უფრო ეკუთვნით”. ეშმაკი ქალი ამასთან გამოთქვამდა დარწმუნებას, რომ იმპერატორი არ მოისურვებს აიძულოს ერთგულების ფიცს უღალატონ და ამდენი ქრისტიანი სულის ფიცი დაარღვიოს. დედოფალი იმავე დროს მოხერხებულად სვამდა კითხვას იმის შესახებ: შეუძლიათ თუ არა გარდაცვლილი გიორგის შვილებს უფრო მეტი პატივი მიიღონ, ვიდრე ერეკლეს შვილებს (Письмо царицы Дарьи Лазареву 21-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

ასეთ კითხვაზე მას გაეცა პასუხი, რომ საქართველოს კეთილდრეობისთვის მიღებული ზომები საჯაროდაა გამოცხადებული, და ამიტომ უცნაურია, რომ იგი ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს ამის შესახებ არაფერი იცოდეს. კნორინგი სთხოვდა ლაზარევს ეცნობებინა დედოფლისთვის, რომ თავისი ქცევითა და საქციელით იგი საკუთარ თავზე ეჭვს იწვევს, “თითქოსდა იგი უგულვებელყოფდეს ზომებს, რომლებიც საერთო სიკეთისთვის მიიღება” (Изъ отношенiя Кнорринга Лазареву 29-го января и Дарье 21-го января 1801 г.).

დარეჯან დედოფალი დავითისგან მოითხოვდა მისთვის შესაფერისი ჯამაგირი დაენიშნათ ოცდაათი მანეთი დღეში. ბატონიშვილი პასუხობდა, რომ მას აქვს სოფლები, საიდანაც ღებულობს პურს, ბრინჯს, კარაქს, ხორცს, ღვინოს, შეშას, ქათმებს, კვერცხებს, რძეს და, ამაზე ზევით, 4.000 მანეთი სუფთა შემოსავალი აქვს წელიწადში (Письма царевича: Лазареву отъ 20-го января и Дарье 21-го января 1801 г.). დარეჯანი საყვედურობდა გერისშვილს (племянника) უსამართლობას და ამბობდა, რომ მთელი მისი შემოსავლები წელიწადში 170 მანეთს არ აღემატება, რომ მან (ბატონიშვილმა) ისინი საგანგებოდ გაზარდა იმისთვის, რათა უცოდინარნი მოატყუოს.

“თუნდაც ყველა რომ მოტყუებულ იქნას, ღმერთი არ მოტყუვდება, დამიჯერე, – წერდა დედოფალი (Царевичу Давиду 24-го января 1801 г.). ყველაზე მეტად ის მაოცებს, რატომ არ უფრთხილდები შენ საკუთარ თავს ასეთ სიცრუეთაგან. კიდევ მწერდი, რომ თუ ფარნაოზი გამოცხადდება და ხელმწიფის ერთგულებაზე დადებს ფიცს, მაშინ უკანვე მიიღებს მთელ იმ საუფლისწულო მამულებს (вотчины), რომლებიც მამაშენმა მას კანონიერ საფუძველზე ჩამოართვა. მამაშენს კანონიერი არაფერი გაუკეთებია. რომელი კანონი უბრძანებს ფიცის გატეხვასა და ძმისთვის ლუკმა-პურის ჩამორთმევას? თქვენ ისიც უნდა გამოუცხადოთ ფარნაოზს: როგორც თქვენ გჯერათ ფიცისა და როგორც თქვენ შეჰფიცეთ მას, ისევე უნდა შეჰფიცოს მანაც, თუ სხვანაირად?”

იულონ ბატონიშვილისა და მისი ძმების ძარცვა-რბევა და ძალადობანი, რომლებიც ყველგან გაჩანაგებას ახდენდნენ (производившихъ повсюду опустошенiе), იყო იმის მიზეზი, რომ ბევრ ქართველს ეშინოდა ტფილისში გამომგზავრებისა და სთხოვდნენ ლაზარევსა და დავით ბატონიშვილს, როგორც სამეფოს დროებით მმართველს, ფიცის მისაღებად მათთან ქალაქ გორში ჩასულიყვნენ. ჰქონდა რა მხედველობაში ქვეყანა დაემშვიდებინა, და რაც მთავარი იყო ბატონიშვილები მორჩილებაში მოეყვანა, ლაზარევმა გადაწყვიტა ჯარებით გორისკენ დაძრულიყო (Рапортъ Лазарева Кноррингу 2-го февраля 1801 г., № 81). დარეჯან დედოფალმა, შეიტყო რა ქართლში წასვლაზე ლაზარევის განზრახვის შესახებ, თხოვნით მიმართა მას მოეცადა და არ წასულიყო. იგი დაპირდა შვილებთან კაცი გაეგზავნა და ეთხოვა დაშლილიყვნენ. ლაზარევი დაეთანხმა ამ თხოვნის შესრულებაზე იმ პირობებით: 1) რომ მის ვაჟიშვილებს ხალხი არ ერბიათ, იგი თავიანთ ერთგულებაზე არ ეფიცებინათ და ქვეყანაში შეშფოთებები არ მოეხდინათ; 2) რომ ტახტის მემკვიდრის ნებართვის გარეშე ჯარი არ შეეკრიბათ; 3) რომ იულონს ბარათებზე (ბრძანებებზე) მემკვიდრედ ხელი არ მოეწერა და 4) რომ ყველა მეფის ძეს, მის შვილებს, ტფილისში ეცხოვრა.

პირველ პუნქტს დარეჯან დედოფალმა სიცრუე უწოდა, მეორესა და მესამეს არ დაეთანხმა, ხოლო მეოთხეზე კი პასუხობდა, რომ ამაზე მათი იძულება არავის შეუძლია. დავითმა დედოფალს შესთავაზა წინადადებებზე კარგად დაფიქრებულიყო და მას ამისთვის სამი დღის ვადა მისცა. დარეჯანი პასუხობდა, რომ ყველა სიგელი, რომლებიც რუსეთის იმპერატორისგანაა გამოცხადებული, ცრუ და გამოგონილია, და უარი თქვა თავისი ვაჟების დაწყნარების საქმეში შუამდგომლობა გაეწია. ამაზე საპასუხოდ მას ქართლში ჯარების მოძრაობა გამოეცხადა. მოძრაობა მით უფრო აუცილებელი აღმოჩნდა, რომ ტფილიში მიღებულ იქნა ახალი ცნობები იულონის ქცევათა შესახებ. მიიტაცა რა ხელში ლიახვის მამული, რომელიც ქართლში მთელ პროვინციას შეადგენდა, იულონმა ის თავის სიძეს თავად რევაზ ერისთავს მისცა, რომელიც ამის სანაცვლოდ მას დაპირდა, თავისი ძალები იმერეთის ჯარებთან შეეერთებინა, რომლებიც ზემო იმერეთში ელიზბარ ერისთავის წინამძღოლობით იკრიბებოდა. ამ შეერთებას შეეძლო გორის ყველა მცხოვრები აეძულებინა მეამბოხეებს შეერთებოდა და საქართველოში შემდგომი უწესრიგობანი გამოეწვია, მით უმეტეს, რომ თავად ბატონიშვილებიც ფიქრობდნენ იმერეთში გამგზავრებულიყვნენ, სადაც უკვე თავიანთი აღალი გააგზავნეს.

“ახლა მე ვისმენ, – წერდა იულონს დავით ბატონიშვილი, – რომ თქვენ ლიახვი მფლობელობაში თქვენს სიძეს რევაზ ერისთავს მიეცით, ხოლო თავად კი მთელი ოჯახითა და ძმებით, ფარნაოზით ასევე ოჯახით, და ალექსანდრეთი, იმერეთში მიემგზავრებით, რის გამოც გიცხადებთ, რომ როგორც მე, უზენაესი ბრძანებით, საქართველოს მმართველად ვარ დაყენებული, ამიტომ თქვენ არანაირი უფლება არ გაგაჩნიათ ვინმეს უძრავი მამული უწყალობოთ, და გარდა ამისა ძებთან ერთად იმერეთში თქვენი წასვლა ხელმწიფის ნებისამი აშკარა წინააღმდეგობაა” (Письмо Давида царевичу Юлону 9-го февраля 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

“ვინ შეგაწუხათ თქვენ, – კითხულობდა დავითი, – რომ უცხო მიწაზე მიდიხართ და თქვენი ძმებიც იქვე მიგყავთ, ხოლო თქვენს საკუთარ სამშობლოს კი ტოვებთ?... ხელი აიღეთ ახლა თქვენს განზრახვაზე – არ წახვიდეთ იმერეთში, არ დაადასტუროთ ამით კიდევ თქვენი წინააღმდეგობა და თქვენი სამშობლოს მოღალტენი არ აღმოჩნდეთ”. 

მაგრამ ბატონიშვილები საქართველოდნ წავიდნენ, რომელშიც დროებით სიმშვიდე დამყრდა, ასე რომ ბევრ ქართველს შეეძლო ტფილისში მშვიდად და უსაფრთხოდ გამომგზავრებულიყო, არ შეეშინდებოდა რა ბატონიშვილთა ხელში ჩავარდნისა.

თუმცა კი ეს სიმშვიდე ქვეყანაში მეტად მცირე ხანს გრძელდებოდა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Monday, September 28, 2015

ნიკოლოზ დუბროვინი დასავლეთ ქართველების ხასიათისა და ტანისამოსის, აგრეთვე მათი სტუმართმოყვარეობისა და საჭმელების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племя/ მეორე განყოფილების “იმერლები, მეგრელები და გურულები” /Имеретины, мингрельцы и гурiйцы/ შესაბამისი თავის თარგმანს)


თავი II

(იმერლების, მეგრელებისა და გურულების ხასიათი და მათი ტანისამოსი. – სტუმართმოყვარეობა. – აქაურთა საჭმელი.)

შეადგენენ რა ერთ ხალხს ქართველებთან სარწმუნოებისა და ენის მიხედვით, იმერლებს, მეგრელებსა და გურულებს ერთნაირი ზნე-ხასიათი და წეს-ჩვეულებები (ადათები) გააჩნიათ. არ გავიმეორებთ რა ყველფერს, რაც ქართველებზე ვთქვით, და რაც რიონის ხეობაში ყველა მცხოვრებსაც თანაბარ ხარისხად ეხება, ჩვენ მხოლოდ იმ უმნიშვნელო თავისებურებებს შევეხებით, რომლებიც ქართველი ხალხის ამ სამი ნაწილის (поколенiя грузинскаго народа) განსაკუთრებულ კუთვნილებას შეადგენს.

იმერელი ქალები უმეტეს წილად შავთმიანები და ამასთან ტანწერწეტნი არიან, მაგრამ მამაკაცებთან შედარებით თავიანთი სილამაზით არ გამოირჩევიან, რომლებიც ქალებს სილამაზით თუ არ აღემატებიან, არც ჩამორჩებიან.

მამაკაცები უპირატესად საშუალო სიმაღლისანი არიან, მათი სახის ნაკვთები უფრო მეტად სასიამოვნოა, ვიდრე სწორი.

თითქმის ყველა მამაკაცი ან წვერს ატარებს, ან კიდევ ულვაშს, ამასთან უკანასკნელის მიმართ მათ განსაკუთრებული ლტოლვა (მიდრეკილება) გააჩნიათ. აქაური არა მხოლოდ თავისი ულვაშის საშინელი დამცველია, არამედ მისი თითოეული ღერისაც; ზოგიერთმა სამსახურიც კი დატოვა იმის გამო, რომ ულვაშის მოპარსვა უხდებოდა.

– როგორ ნამუსიანობას შეიძლება მოელოდე ადამიანისგან, ამბობს იმერელი, რომელსაც არც წვერი აქვს და არც ულვაში.

იმერლები ღამით თავიანთ ულვაშებს იხვევენ და საულვაშეთი – თავისებური ულვაშების დამყენებლით იკრავენ.

აი რას ჰყვებიან აქაურები თავიანთი ულვაშების შესახებ.

რომელიღაც იმერელი მთიელებს ტყვედ ჩაუვარდა და არ ჰქონდა რა სახსრები თავის გამოსასყიდად, თავის მფლობელს თხოვნით მიმართა, რომ სახლში გამოეშვა.

– პატრონო, ამბობდა იმერელი, იცი, რომ მე არ გამომისყიდიან; გამიშვი სახლში. აი შენ წინდად ჩემი ულვაშის ღერი. წავალ, მოწყალებას ვითხოვ, და როცა იმ ფულს შევაგროვებ, რომელსაც შენ დამინიშნავ, შენ მოგიტან და ჩემი ულვაშის ღერს გამოვისყიდი.

პატრონმა მას ულვაშის ღერი გამოართვა, ზედ დახედა, შეახვია და შეინახა.

– კარგი, ალაჰი შეგეწიოს! წარმოთქვა მან; წადი – და იცოდე!

იმერელი სახლში წამოვიდა, შეაგროვა თანხა, მაგრამ იმდენი კი ვერა, რამდენიც დანიშნული ჰქონდა. იგი ისე აფასებდა თავისი ულვაშის ღერს, რომ მთიელის ხელში მისი დატოვება არაფრით არ სურდა და ამიტომ გადაწყვიტა ტყვეობაში ნებაყოფლობით წასულიყო, რათა მხოლოდ თავისი ულვაში გამოესყიდა.

მოვიდა რა მთებში, მან თავის პატრონს, როგორც იყო, მთელი საქმე მოუყვა.

მთიელს ბევრი არ უფიქრია, უბიდან ჩვარში შეხვეული ულვაშის ღერი ამოიღო, იმერელს მისცა და ისე, რომ ფული არ გამოურთმევია, სახლში გამოუშვა.

ეს ანეგდოტი, თუმცა კი გამოგონილია, იმერლის თავისი ულვაშისადმი მოფრთხილებით დამოკიდებულებას (привязанность) კარგად გვიხატავს. აქაური, რომელიც ულვაშს მოიპარსავს, სხვათაგან დაცინვებს განიცდის და ამ ოპერაციის ჩატარებას მხოლოდ ნათესავის დაკარგვის შემდეგ უშვებს უღრმესი გლოვის ნიშნად.

არის რა კეთილი, ალერსიანი და თავაზიანი, იმერელი უმეცარია და საშინელ ხალისს იჩენს ყოველგვარი დავებისა და პროცესების მიმართ. მცხოვრებთაგან იშვიათია, ვინც არ დაობს მეზობელთან თავისი მიწის გამო, იშვიათია გლეხიც, რომელიც არ დაობს მემამულესთან თავის მოვალეობათა გამო და თითქმის არც არის თავადი ან აზნაური, რომელსაც მემკვიდრეონითი მტრები არ ჰყავდეს “პროცესის მიხედვით, იმის მსგავსად, როგორც დაღესტანში ჰყავთ მემკვიდრეობითი მტრები ასაღები სისხლის მაძიებლობის გამო”. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ დაღესტანში მტრები ხანჯლებით იქცევდნენ თავს (тешились), აქ კი ქაღალდით, კალმითა და მელნით. მოსახლეობას შორის გამოჩნდნენ მწერლები, დავაქარები (მაბეზღარები) და კანონის დამცველენი (подъяче, ябедники и законники), ვისიც ყველას ეშინია, ვისაც მდაბლად უხრიან თავს და მათთან ნაცნობობასა და მათ კეთილგანწყობას ეძიებენ, როგორც აუცილებელი და გარკვეულ ხარისხად სასარგებლო ადამიანებისა. ასეთი ადამიანები ცნობილი არიან, გულუბრყვილო მცხოვრებთ ატყავებენ და მათ ხარჯზე არხეინად ცხოვრობენ. ხრიკიანების ამ კეთილდღეობამ აიძულა ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, თვით კარგი საგვარეულოებიდანაც კი, მწერლის თანამდებობის მიღებისთვის ეზრუნა და ემეცადინა, როგორც საპატიო წოდებისა, რომლის დახმარებითაც თითოეული ზედმეტი კაპიკების შოვნას იმედოვნებს, შემოსავლების საიმედო წყაროსი.

მათი ანგარიშები ძალიანაც რომ სარწმუნოა, იმიტომ რომ არც ერთი მოსახლე არ ჩაუვლის სასამართლო დაწესებულებას იმის გარეშე, რომ იქ არ შეიაროს, რაიმე-ნაირი ცნობა არ აიღოს ან თხოვნის დაწერა არ ითხოვოს.

მოვა რა ბაზარში და იშოვნის რა კარგ ფულს თავისი პროდუქტების გაყიდვით, გლეხი მას არც ქეიფში დახარჯავს, არც რაიმე ახალ ნივთებს იყიდის, არამედ სახაზინო დაწესებულებაში შევა და გერბიან ქაღალდს აიღებს.

– რად გინდა ეს ნაგავი? ჰკითხავს მას კეთილი თანასოფლელი.

– როგორ თუ რად მინდა? პასუხობს იგი – ეს საჭირო საგანია; ეს ყოველთვის გამოგადგება, დღესასწაულზეც კი შეგიძლია ნათესავს აჩუქო, და გარდა ამისა მე თავადაც ვფიქრობ თხოვნა შევიტანო; ხომ არ იცნობ შენ ვინმე მწერალს (писака), ასე, სამ ფურცელში აბაზზე (20 კაპიკი) მეტს რომ არ აიღებს?

– როგორ არ ვიცნობ – ისინი ძაღლებივით მომრავლდნენ. და შენ ხომ ახლახანს შეიტანე თხოვნა.

– როგორ თუ ახლახანს! სამი თვე გავიდოდა, მაშინ უარი მითხრეს, ახლა კი შეიძლება უარით უკვე აღარ გამომისტუმრონ.

– და რატომ არ გეტყვიან უარს?

– იმიტომ რომ, ჩვენთან ახალი უფროსია. იქნება და არ მითხრას უარი, ხოლო თუ უარს მეტყვის, მაშინ გუბერნატორთან წავალ საჩივლელად; გუბერნატორი მეტყვის უარს, მეფისნაცვალთან წავალ, ხოლო იქ კი თხოვნას სენატში მივიტან, ხოლო თუ სენატიც უარს მეტყვის, მაშინ თავს დავიღრჩობ ან ყელზე საბელს (დაგრეხილი თოკი, რომელიც სახრჩობელას გამოსახავს) გამოვიბავ და ისევ მეფისნაცვალთან წავალ.

დავაქარობისადმი ასეთი დიდი ხალისის მიუხედავად, იმერლები არსებითად მეტად გულკეთილნი და პატიოსნები არიან.

მეგრელებს ნაზი და უფრო მეტად ქალური სახის ნაკვთები აქვთ. მამაკაცური სილამაზე მათში არ არის, სამაგიეროდ მეგრელი ქალის ტიპი – ერთერთი ყველაზე უფრო უნატიფესია დედამიწაზე; თვით გლეხთა წოდების ქალებიც კი გაოცებენ თავიანთი სილამაზით. სამეგრელოში განსაკუთრებული ტიპი არ არის; აქ შავთმიანი და ქერათმიანი ქალები ერთნაირად გვხვდება. მართალია, ისინი ისეთი ლამაზები ვერ არიან, როგორც მათი მეზობელი გურული ქალები, მაგრამ ტანის წერწეტი აგებულება, ჭკვიანი გამომხატველი სახეები, სანდომიანი (ეშხიანი) პატარა თავები, მხრებზე დაფენილი გრძელი აბრეშუმისებური თმები, და სხეულის სწორი ფუფუნებიანი ფორმები – მიიჯაჭვავს თქვენს ყურადღებას. მათი მოძრაობები გაბედული, გრაციოზული, ვნებიანია და სავსებით გამოხატავენ (გამოთქვამენ) მათ გარემომცველ ბუნებას, “რომელმაც მთელი თავისი მშვენიერებანი ამ საოცარ არსებებზე დახარჯა”.

მეგრელი კაცი განსაკუთრებულად უნარიანი (ნიჭიერი), აღმქმელი, ჯიუტი და შურისმაძიებელი, მაგრამ ურთიერთობაში კი მოკრძალებული და შემპარავია; მეგრელზე დანდობა ძალზედ ძნელია და მისი სიტყვის დაჯერებაც, მაშინ როდესაც გურული, ამის საპირისპიროდ, მიცემული პირობის შესრულებით ამაყობს. ქურდობა, რომელიც ძალზედ გავრცელებულია სამეგრელოში, მთავარ მანკიერებას შეადგენს, რომელიც ხალხის გარემოში ღრმადაა გამჯდარი და მეგრელთა განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს.

ქურდობა უპირატესად საქონელზე ვრცელდება და განსაკუთრებით კი ცხენებზე და ამ მიმართებით მეგრელები უკიდურესად მოხერხებულნი არიან. მათ არ შეუძლიათ გულგრილად უყურებდნენ სხვის ცხენს და განსაკუთრებით როცა ის თავისუფლად დასეირნობს.

– მოხვდა მეგრელი სამოთხეში, ამბობენ იმერლები, მაგრამ როცა იქ ჩინებული კატერი (ჯორი) იხილა, რომელიც სასწაულმოქმედ ნიკოლოზს ეკუთვნოდა, თან თავისუფლად მოსერინე ბალახსაც სძოვდა, თავი ვერ შეიკავა – მოიპარა და სამოთხიდანაც გაიქცა. 

აქაური ცხენიპარია მრავალ ხერხსა და ეშმაკობას იყენებს მოტაცებული ცხენის დასამალად. იგი მას ხრამებით, ხევებით, ტყითა და მდინარის კალაპოტითაც კი წაიყვანს, რათა დევნა თავიდან აიცილოს, ან ასწავლის (შეიპირებს) მწყემსს მის უკან ცხვრების ფარა გამორეკოს, რათა მოპარული ცხენის კვალი წაშალონ, რომელიც ორ ან სამ ღამეში იმერეთიდან აფხაზეთშიც კი მოხვდება. მეგრელი ქურდი მოპარულ ცხენს უკუღმა დაჭედავს, ისე რომ გგონიათ ცხენი ჩრდილოეთის მიმართულებით მირბის, ის კი სამხრეთისკენ მირბოდა; ის რამდენიმე ნაბადს დააფენს და ცხენის ფეხთა ქვეშ მათ მონაცვლეობას დაიწყებს, რათა საპირისპირო მხარეს ნახევარი ვერსის ან უფრო მეტ მანძილზე ის შეუმჩნევლად (კვალის დაუტოვებლად) გაატაროს. ცხენების ქურდობით თითქმის ყველა წოდება იყო დაკავებული, სასულიერო წოდების გამოუკლებლად. ეს საქმიანობა აქ მხატვრობამდეა (ხელოვნებამდეა) აყვანილი. ყველაზე უფრო უბრალო და გამოუცდელ ქურდს არაფრად არ უღირს მოპარული ძროხის ხორცი ურემზე დამაგრებულ საღვინე ქვევრში გადაიტანოს, ან დაკლული ძროხა მიცვალებულის სახით მთელი სამგლოვიარო ვითარებით გაატაროს, მიჰყვება რა ურემს ტირილითა და მოთქმით, თითქოსდა საყვარელი ნათესავი დაეკარგოს. კიდევ უფრო ადვილია თხასთან გამკლავება. იგი მას ცხენზე შემოიგდებს, ხელობაში მისი ამხანაგები კი გარს შემოერტყმებიან და რათა ცხოველის კიკინი დაფარონ, მთელი კომპანია “აფხაზური სიმღერის მსგავსად მას გუნდად იმეორებს. უკანასკნელ შემთხვევაში თხა სიმღერის წამომწყების როლში გამოდის”.

ქურდობა სამეგრელოში სამარცხვინოდ არ ითვლება და მას დიდი ხანია მისდევენ. ამბობენ, რომ ერთერთმა მეგრელმა აზნაურმა ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის აქ მყოფ ანდრია პირველწოდებულს სანდლები მოპარა, რომლებიც დასასვენებლად მიწოლილმა მოციქულმა ხეზე ჩამოკიდა. ამ აზნაურის შთამომავლებს ამ საქციელის შეხსენება არ სწყინთ და ამით თავიანთი აზნაურული წარმოშობის სიძველეს ამტკიცებენ. მცხოვრებთა უმრავლესობას კი თავისი მანკიერება შეგნებული აქვს და ქურდს მახინჯს ეძახის (махвнджи – уродъ), რაც იმას ამტკიცებს, რომ სიკეთის ინსტინქტი და კარგი ზნეობრივი საწყისების საწინდარი არის ხალხში.

გურულების ტიპი იმერლებისა და მეგრელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთი და იმავე ქართული ტომის ასეთი ცვლილების მიზეზი – ბუნების გავლენა და თურქული ტომების მეზობლობა იყო, რომლებთანაც გურულები ნათესავდებოდნენ და ტყვეთა გაყიდვის მეშვეობით მუდმივ ურთიერთობებშიც იყვნენ. ამ გავლენამ კარგი მოქმედება იქონია: “კავკასიაშიც კი ძნელია ასეთი გრაციოზული პატარა ბიჭების ნახვა, რომლებიც შეშინებულ პატარა ჩიტებს ჰგვანან, მამაკაცების ასეთი ვაჟკაცური სილამაზის, და ქალების ნატიფი თხელი პროფილისა. თავიანთი მანერითა და გრაციით გურული ქალები სამხრეთ-იტალიელ ქალებს ძალიან ჰგვანან”. გურულის ხასიათის გაბატონებული ნიშანია – არაჩვეულებრივი სიცქვიტე (სიმარდე), მგზნებარება (ჟინიანობა), სიმკვირცხლე, ცნობისმოყვარეობა და გატაცება.

გურულები განსაკუთრებულად სალმიანები (ალერსიანები) და ამაყები არიან. გახლავან რა გონებადამჯდარნი (წინდახედულნი) და ეშმაკები, ისინი მიცემული სიტყვის ერთგულები არიან. სადაც საქმე ხალხურ სიამაყეს, ოჯახს ან პიროვნებას ეხება, იქ გურული უკიდურესად ფეთქებადი და გაღიზიანებადია. საქციელი ან სიტყვა, რომელზედაც სხვა ყურადღებას არ მიაქცევდა, გურულში ხშირად უკმაყოფილებას იწვევს და არცთუ იშვიათად სისხლიანი ანგარიშსწორებით თავდება. გურული ფანატიზმამდე ღვთისმოსავია, ყველაზე უფრო მკაცრი სახით აღასრულებს მარხვებს, მაგრამ ამასთან ერთად ისეთ წესებსაც (обряды) უშვებს, რომლებიც ქრისტიანისთვის უცნაური გეჩვენებათ. თვლის რა უპატიებელ ცოდვად ოთხშაბათს ან პარასკევს მარხვის დარღვევას, იგი მზად არის იმავე ოთხშაბათს ან პარასკევს სხვების ან თვით თავისი საკუთარი შვილებიც კი თურქებს მიჰყიდოს ან ადამიანი მოკლას. ლოცულობს რა გულმოდგინედ ეკლესიაში იგი ამხანაგებს ყაჩაღობაზე ან ძარცვაზე უთანხმდება. აი გულუბრყვილობისა და ხასიათში არსებული წინააღმდეგობის ერთერთი მაგალითიც. ერთხელ გაბრაზებულმა მოხუცმა თავისი რძალი მოკლა და იხეტიალა რა საკმაოდ დიდხანს ტყეში, გალეული და გაწამებული მართლმსაჯულებას ჩაბარდა და, წეს-ჩვეულების მიხედვით, კისერზე თოკი ჩამოიკიდა. დაუძლურებულ მოხუცს დაკავების შემდეგ საჭმლით თავისი ძალების მომაგრება შესთავაზეს და ხორცი მიაწოდეს.

– როგორ შეიძლება, პასუხობდა გურული, ახლა მე სახლში მიცვალებული მისვენია, და სახსნილო ვჭამო!

გურულს შურისძიება არ სწყურია, მაგრამ შურს იძიებს მტერზე, თუ შესაძლებელია. ის ისეთი სტუმართმოყვარე არ არის, როგორც, მაგალითად, აფხაზი ან ჩერქეზი; “ის არც ისე წმინდად სცემს პატივს თავის ჭერს, და მასში არც იმერელი გლეხის გულუბრყვილობა და ალერსიანობაა, იგი მთიელივით მკაცრია, მაგრამ თავისი ჩრდილოელი მეზობლის პირველყოფილი ზნე-ხასიათი უკვე აღარ გააჩნია, არამედ თურქის მზაკვრობა, ფუფუნება და ავხორცობა ისესხა”* (*ფუფუნება აზიელის გაგებით იარაღისა და ცხენების სიმრავლეში და ცხოვრების მნიშვნელოვან შემთხვევებში გამასპინძლებაში შედგება)

ყველა გურული მამაცი, კარგი მსროლელი და ჩინებული ფეხით მოსიარულეა გადასვლების სიშორესა და სიჩქარესთან მიმართებით. გურულისთვის არანაირ შრომას არ წარმოადგენს, მაგალითად, ერთნახევარ დღეღამეში ოზურგეთიდან ქუთაისში ფეხით ჩავიდეს, რაც პირდაპირი გზითა და ბილიკებით დაახლოებით 190 ვერსის მანძილს შეადგენს.

გურული ანგარების მოყვარულია, მაგრამ არა შოვნის სურვილის გამო, არამედ თავის ახირებათა აღსრულებისთვის; უბრალო გლეხი ყველაზე უფრო საშინელი ბოროტმოქმედების ჩადენასაც გადაწყვეტს, რათა მხოლოდ თავისთვის ფუფუნების საგანი იშოვოს.

გურული ქალი ისეთი ლამაზია, და მისი სიარულიც ისე გრაციოზულია, რომ საკმარისია საღამოს მზის ჩასვლისას შეხედო ქალიშვილს, რომელიც თავზე დადგმული წყლის დოქით მოდის, რათა მის ძველ ლურჯ კაბას შეურიგდე, და მის ასევე სულაც არა ახალ წითელ შალვარსაც (Изъ записокъ о Гурiи, Дункель Веллинга. Кавк. 1853 г. № 77. Поездка на родину, Какадзе. Кавк. 1853 г. № 69. Заметки на пути въ Мингрелiю, И. Евлахова. Кавк. 1847 г. № 9. Письма изъ Имеретiи, кн. Р. Эристова. Кавк. 1857 г. № 76). ქალების სილამაზე ტყვეთა გაყიდვის წამახალისებელი მიზეზი გახლდათ, რომელიც, ჩვენი საკორდონო დაცვის მთელი სიფხიზლის მიუხედავად, თვით 1850-იან წლებშიც კი არსებობდა. 

გურული ქალები მოკრძალებულნი, ალერსიანები, სალმიანები და შესანიშნავი სილამაზისანი არიან, თუმცა კი მათი სილამაზე ბევრს კარგავს ფერუმარილის ზომაზე მეტად გამოყენებისგან. მათ უყვართ ლამაზად მორთული სამოსელი, განსაკუთრებით კაშკაშა ფერების და ყველაზე უფრო ძვირფასი ქსოვილებისა, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას გარეგან ფუფუნებასა და გარეგნულ სამკაულებზე აქცევენ: თეთრეული გურული ქალების მიერ ტანსაცმლის მნიშვნელოვან ნაწილად არ ითვლება და მას უგულვებელყოფენ, ოღონდ კი ზედა კაბა ბრწყინვალებითა და დიდებულებით გამოირჩეოდეს.

გურული ქალი უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობს, ვიდრე ეს საქართველოშია; მამაკაცები ქალებთან საუბრებში მეტად თავისუფალნი არიან, და უხერხულ გამონათქვამებს თვით დედასთან და დებთან საუბრებშიც კი არ ერიდებიან, და ევროპელთა აზრით გასაკიცხ სიტყვებს უშვებენ (мужчины въ разговорахъ съ женщинами весьма вольны, не стесняются въ выраженiяхъ даже съ матерью и сёстрами, и допускаютъ рече предосудительныя по мненiю европейцевъ). მამაკაცებს, და განსაკუთრებით კი ჭაბუკებს, თავისუფალი დაშვება აქვთ ოჯახში, რომელიც მით უფრო ადვილია ხოლმე, რაც უფრო ოჯახის თავი ნაკლებად ეჭვიანია. ქმრის არყოფნისას, ცოლი თავისთან სტუმრად მხოლოდ ქალებს ღებულობს, რათა ამის გამო ლაპარაკები, ჭორები და გაკიცხვა თავიდან აირიდოს. მაგრამ ქმრის სახლში ყოფნის დროს სტუმრობა განუწყვეტელია და სტუმრებსაც გულთბილად ღებულობენ.

იცმევს რა სრულიად ქართულად, იმერელს თავზე ახურავს ფაფანაკი – პატარა ბრტყელი ქუდი. ფაფანაკი მაუდის ან მატერიის ნახევრდად მრგვალი ნაჭერია, ორი გოჯი სიგანის და ერთნახევარი გოჯი სიგრძისა. თავზე მას აქეთ-იქით კუთხეებზე მიკერებული თასმით იმაგრებენ, რომელიც ნიკაპის ქვეშ იკვრება. თუმცა კი ფაფანაკი თავის მხოლოდ ზედა ნაწილს იფარავს, მას მაინც წელიწადის ყველა დროში იფარებენ. ფეხებზე აქაურს მაღალქუსლიანი ჩექმები აცვია, რომლებიც ნალებითაა დაჭედილი და ცხვირები კი მაღლა აქვს აპრეხილი. მისი ფეხსაცმლის მთელი ლანჩა ხშირად მთლიანად წვრილი ლურსმნებითაა მოჭედილი, რაც მთაზე ასვლისა და იქიდან ჩამოსვლისთვისაა აუცილებელი.

იმერელი ქალები ლეჩაქსა და თავსაკრავს ატარებენ (носятъ лечаки и тавса-крави), რომელიც მუქ ჟოლოსფერ ხავერდზე ვერცხლისფერი ძაფებითაა მოქარგული. მდიდრები იცვამენ ქათიბს (носятъ катъ-ибу) – ჯუბის ნაირსახეობას გახსნილი სახელოებით – კვერნის ბეწვით გაწყობილი მუქი ჟოლოსფერი ხავერდისა; ქათიბის ქვემოდან ვარდისფერი ყანაოზის ახალუხი მოჩანს, რომელიც თავიდან ბოლომდე ვერცხლისფერი სირმითაა ორ რიგად გაწყობილი და ვერცხლის ღილ-კილოებითვე შეკრული. ახალუხს წელზე ფართო ლენტით იკრავენ, რომელიც თავისი ბოლოებით ზოგჯერ მომხიბვლელი პატარა ფეხების წვერებს ეხება. ლამაზი ქალების მდიდრული ნაწნავები ზოგჯერ ვარდისფერი აბრეშუმის ბაფთებითაა შეკრული ან გარეშემოვლებული. იმერელი ქალები ჩინებული მხედრები არიან, ისინი ცხენებზე მამაკაცებივით სწრაფად და მათებური წესით სხდებიან, მამაკაცის უნაგირებზე და ცხენით მნიშვნელოვანი გადასვლების შესრულება შეუძლიათ. სამაგიეროდ ქალი უღირსობად მიიჩნევს, თუ მას ჯორზე შეჯდომას შესთავაზებენ. მიზეზი ის არის, რომ უწინდელ დროში ზნედაცემულ ქალებს ჯორზე ან ვირზე სვამდნენ და მათ საჯაროდ სოფელში დაატარებდნენ, რითაც მძიმე სასჯელს ადებდნენ.

მდიდარი მეგრელები მუქი ლურჯი ფერის ჩოხას ატარებენ, რომელიც მთლიანად ოქროსფერი სირმებითაა გაწყობილი. ჩოხას ღია-ცისფერი აბრეშუმის ახალუხის ზემოდან იცვამენ; თავზე ასევე ოქრომკერდით მოქარგულ ფაფანაკს იფარებენ. მეგრელი და გურული ქალები ქათიბს არ იცვამენ, ხოლო ლეჩაქის ნაცვლად კი სამეგრელოში თავზე ფანტასტიკურად დახვეულ ტიულის ან გაზის ნაჭერს იყენებენ. უბრალო წოდების ქალები ქართული შეკერილობის ჩითის ან ტილოს კაბებში დადიან, ხოლო თავზე კი დიდ თავსაფარს იფარებენ, რომელიც მთელ სახეს უფარავთ, თვალებისა და ცხვირის გარდა.

გურული ქურთუკს იცვამს, რომლიც ვაზნებითა და ვერცხლის სირმებითაა გაწყობილი. ქურთუკის ქვემოდან ელეგის (ჟილეტის) ნაწილი მოჩანს, რომლის ზემოდან კიდევ ზუბუნს (ასევე ჟილეტის ნაირსახეობას) იცვამს. იგი უკიდურესობამდე ვიწრო შარვალს ატარებს, რომელიც ვერცხლისფერი სირმებითაა გაწყობილი, ფეხზე პაიჭები და ტყავის მოკლე ჩექმები აცვია, რომელთაც დაწნული ლანჩები აქვს. აბრეშუმის ფართო თურქული ხელსახოცი წელზე აქვს შემოხვეული, თავზე კი ყაბალახი ახურავს.

გურული სამხედრო აღჭურვილობასა და საბრძოლო საშუალებებს არასოდეს იშორებს. სარტყელის ზემოთ, ფართო ქამარზე, რომელიც ფულის შესანახად გამოიყენება, ჩურმუშ-ოღლი (дчурмушъ-оглы) ჰკიდია, სადაც ჩადებულია: კვესი, აბედი, ტყვიები და ფორმა მათი ჩამოსხმისთვის, მათარა, ტყავის დასაკეცი ჭურჭელი დასალევად; აქლემის ტყავის სადენთე ლამაზად მოჩუქურთმებული; პატარა დანა, სპილენძის პატარა ჭურჭელი ქონისთვის, ტყავის სამარილე, გასანთლული ტილო – липа, რათა ბნელ ღამეში გზა გაინათოს; თოკი ტყვეების შესაკრავად, ზუმბა მასში გაკეთებული პატარა საკეცით ცეცხლისთვის, და გრძელი ქისა მასში ჩადებული პატარა ჩიბუხით. თუ ყველაფერ ამას მივუმატებთ, რომ მას სარტყლის ქვეშ ჩადებული აქვს: ხანჯალი, კარაბინი და პისტოლეტი, რომელთა ზემოთ სავაზნე აქვს გადაკიდებული, და ხელშიც შაშხანა უჭირავს, მაშინ გურულის სრული სურათიც გვექნება” (Письма изъ Имеретiи, кн. Р. Эристова. Кавказъ 1857 г. № 76. Изъ Гурiи. Кавк. 1865 г. № 28. Селенiе Мухури, Цветкова. Кавк. 1856 г. № 31 и 37. Возвращенiе. Кавк. 1857 г. № 77. Путевыя заметки по Мингрелiи и Гурiи, Мансурова. Закавк. Вестникъ 1854 г. № 27).

ღრმა სიძველის ხანიდან იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მცხოვრებნი, ზუსტად ისევე როგორც საქართველოსიც, მგზავრის პატივისცემასა და მასზე ზრუნვას ინარჩუნებდნენ. როგორც კი მგზავრი სახლს მოუახლოვდება, მასპინძელი მაშინვე მიიჩქარის მის შესახვედრად და თუ ეს ხდება ღამით, მაშინ ის სტუმართან ხელში ჩირაღდნით გამოდის, და ცდილობს მას ყაბალახი და ნაბადი ჩამოართვას.

როგორც კი მოსული ცხენიდან ჩამოვა, მაშინვე მსახურები მას სახლზე მიუთითებენ, რომელშიც იგი როგორც საკუთარ სახლში, ისე განთვსდება. რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან მასპინძლის ვაჟიშვილი ან უახლოესი ნათესავი გამოცხადდება, და სტუმარს შესთავაზებს მას ფეხები დაბანოს, ის, რა თქმა უნდა, უარს ამბობს, და მაშინ შემოაქვთ პატარა გრძელი სკამი ანუ სუფრა ტრაპეზით და თავად მასპინძელიც შემოდის და სტუმარს ესალმება.

საპატიო სტუმრისთვის საუკეთესო ხარს ან ძროხას კლავენ და შემდეგ მას სავახშმოდ ეპატიჟებიან.

ვახშმის დრო ეუწყებათ დიდი ქვაბის გამოჩენით, რომელშიც უმარილო წყალში ფეტვის ბურღულეულია მოხარშული, და რამდენიმე დიდი დოქისა სხვადასხვანაირი ღვინით. ქვაბის შემდეგ გამოჩნდება მსახური და ხშირად ჩამოძონძილი, წყლიანი დოქით, და უხვად ასხამს მას სტუმართა ხელებზე და აწვდის ხელსახოცს, ზოგჯერ იმდენად ჭუჭყიანსა და სქელს, რომ საქმეში მისი გამოყენება შეუძლებელია.

წყალი უხვად იღვრება მიწაზე და იქ მყოფთა ფეხებ ქვეშ რაღაც შინაური ჭაობის მაგვარს წარმოქმნის. სტუმრები ტახტზე ჯდებიან: ორ მსახურს მოკლეფეხებიანი გრძელი და ვიწრო მაგიდა შემოაქვს და მას სტუმრების წინ დგამს. ზოგჯერ ვიწრო და დაბალი სკამის წინ, რომელზედაც თქვენ ზიხართ, დგამენ სხვას, ცოტათი უფრო მაღალ, მაგრამ მაინც ვიწრო სკამს: ის მაგიდის მაგივრობას სწევს. დადგამენ რა სტუმრის წინ ასეთ მაგიდას, ხშირად იქ მყოფთა თანდასწრებით, მის კეთილშესახედავ მდგომარეობაში მოყვანას იწყებენ: მას ფხეკენ და ნამცეცებისა და ცხიმისგან წმენდენ, რომელიც ხის სიღრმეში ჩაჯდა გამოყენებისას. თუმცა კი მსგავსი ფხეკა ვერ ასუფთავებს მაგიდას იმ ნარჩენებისგან, რომლებიც მასში მის მიერ გადატანილი ოცი ან ოცდაათი სადილისა და ვახშმის შედეგად არის დაგროვებული და ჩამხმარი. აქაურები მაგიდებს არ ასუფთავებენ, არამედ მათ გარეცხვას წვიმას მიანდობენ ხოლმე, როცა წყლის სადინარი ღარების ქვეშ მათი დადგმა ხდება შესაძლებელი.

ასეთი მაგიდები მხოლოდ მნიშვნელოვანი და რჩეული პირებისთვის გამოიყენება, სხვა სტუმრები კი იქ განთავსდებიან, სადაც უფრო მოუხერხდებათ: კუნძებზე, მორებზე ან უბრალოდ მიწაზე და საპატიო სტუმრების დიდსულოვნებისგან ნარჩენებს მოელიან. 

აქაურებს მაძღრად და მსუყედ ჭამა უყვართ. სუფრაზე, რომელიც თარგმანში ნიშნავს скатерть-ს, და ზემოთ აღწერილ გრძელ და მსუბუქ სკამს ცვლის, რამდენიმე პური იდება და ყველაზე მრავალფეროვანი საჭმელები იდგმება. მათ შორის პირველი ადგილი უჭირავს ღომს (гомiя) – საჭმელს, რომელიც ჩვენს ხორბლის ფაფას ჰგავს. ის მარილის გარეშე მზადდება, საჭმელად ცხელი მიიტანება და მარილიანი საჭმელებისთვის, როგორიცაა ყველი და თევზი, მსუბუქ და სასიამოვნო საკაზმს შეადგენს.

ადამიანი, რომლის ძალაუფლების ქვეშაც ეს საჭმელი იმყოფება, ხის ნიჩბის დახმარებით მას თითოეული სტუმრის წინ პატარა გროვის ფორმით დებს, და შემდეგ კი, განსაკუთრებული კეთილგანწყობის სახით, ზოგიერთს ქვაბის კედლებზე მიმწვარ ფეტვსაც უმატებს. შემდეგ სიმინდის ფქვილის პურები მოაქვთ, რომლებიც ყვავილის ქოთნების ფსკერის მაგვარ ჭურჭლებში ცეცხლზეა წინაა გამომცხვარი და გვარიანადაა შეცხელებული ვახშმის წინ, მოაქვთ რაიმენაირი ბოსტნეული: ბარდა, ლობიოს მარცვლები, და ბოლოს შემწვარი კვერცხები.

ყვერულები და წიწილები, რომლებითაც განსაკუთრებითაა სახელგანთქმული სამეგრელო მთელ სამხრეთ კავკასიაში, დიდი სიუხვით და სრულიად მრავალფეროვანი სახისა ერთერთ თვალსაჩინო ადგილს იკავებენ გამასპინძლებისას. ერთერთი მათგანი ბროწეულის წვენითაა შეკმაზული, მეორე შიგნიდან ნიგვზით დატენილი, მესამე შამფურზეა შემწვარი, ხოლო მეოთხე კი მარილწყალში მოხარშული. მაგიდაზე ალაგებენ მოხარშულ ან შემწვარ ცხვრის ხორცს და ხორცის ნაჭრებს, რომელსაც უპირატესად გაციებული სახით მოართმევენ და მას საჭმელად მძაღის (мдзаге) საკმაზთან ერთად იყენებენ, რომლიც ყავის ნალექს ჰგავს და დამძაღებული ნიგვზისგანაა მომზადებული. მძაღე აქაურებს მდოგვისა და პირშუშხას (хренъ) მაგივრობას უწევს. მასში ჩვეულებრივ ცოტა ძმარს ურევენ და მას მადის აღძვრის უნარი გააჩნია. ხაჭოს ღვეზელები, ყველი, სხვადასხვა მწვანილეულობა, ლობიო – მსხვილი ოსპის გვარეობა წიწაკით, სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი შოთები, ჩიხირთმა და ბოზბაში – ყველაფერი ეს სუფრაზე მოაქვთ და ალაგებენ. სხვადასხვანაირი სოუსები და მწვადები ცვლიან ერთმანეთს. ყველაზე უფრო ნატიფ საჭმელად ქინძის ან ყვითელი კარიანდრების ფურცლებისგან მომზადებული სოუზი ითვლება, რომლისგანაც მთელი კავკასიელი ხალხები ნერწყვს ყლაპავენ. დაწყებული სოკოთი და ხბოს ენამდე, სულ ახლახანს გაკვეთილისა ხმლის მოხერხებული დარტყმით, ყველაფერი იწვება და მაგიდაზე მოიტანება, და ღვინოზე ხომ სალაპარაკოც არაფერია – იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში მისი უკმარისობა არ არის; სხვადასხვა ჯიშისა და სხვადასხვა წლის ის ჭიქებში, ბოკლებში, აზარფეშებში, ჯიხვის რქებში მდინარესავით იღვრება, რომლებიც მალევე ფსკერამდე ისმება. სადილის ბოლოსთვის გურიაში ყველაზე უფრო გემრიელი კერძი შემოაქვთ, რძიანი ფაფა დარიჩინითა და შაქრით. სხვადასხვა გვარი ხილეულობა: ყურძენი, ნიგოზი, წაბლი, კომში და ბროწეული, ხიდან სულ ახლახანს მოწყვეტილი, ჭარბად გაჯერებული კუჭების ჩატკბარუნებისთვის, დესერტის სახით მოიტანება.

მაგიდაზე დიდი უწესრიგობა არის ხოლმე, კარგია, თუ ნასპინძელს ძველი ხის ან თიხის ჭურჭელი აქვს, რომლებითაც წვნიანის ან სოუზების დარიგებაა შესაძლებელი, მაგრამ თუ ისინი არ არის, მაშინ სტუმრები საჭმლის ერთობლივად მირთმევით კმაყოფილდებიან. როცა მღვდელმსახური ან ვინმე იქ დამსწრე საპატიო პირი ლოცვას წაიკითხავს, მაშინ თითოეული იმ საჭმელს მივარდება, რომელიც მას თვალში მოუვიუდა ან რომლის გემოც უფრო მოსწონს და იღებს მას ადამის კოვზით ე. ი. მუჭით. წიწილას ნაწილებად გლეჯენ, იკავებენ რა თავიდან ფეხებით, ხოლო შემდეგ კი ფრთებით.

“თუ რომელიმე ცხვრის თავი ზედმეტად დიდხანს ეწინააღმდეგება ადამიანის ხელის ძალისხმევას, მაშინ მერიქიფე ამოიღებს ხანჯალს და თავს საზამთროსავით ორად ჰკვეთს”.

უფრო საპატიო სტუმრების კბილებით დაღრღნილი ძვლები და წიწილების ნარჩენები არ იკარგება – მათ მთავარი მაგიდიდან გასტრონომების დაბალ კლასს გადასცემენ, რომლებიც ხარბი ყურადღებით ელოდებიან, სანამ რომელიმე ამა ქვეყნის ძლიერთაგან მათ წიწილის ბარკალს ან რომელიმე სხვა საჭმლის ნაჭერს გადაუგდებს. ღებულობს რა ამ საჩუქარს როგორც მაღალი მოწყალებისა და ყურადღების ნიშანს, მიღები წამოდგება, მდაბლად უხრის თავს და ქუდსაც იხდის. მეტად არათავაზიანობად და სრულიად არასაკადრისად ითვლება “დააგდოთ რაიმე მაგიდიდან თქვენთვის გადმოგდებული, როცა გადმომგდებმა თქვენ წინასწარ სახელით გიწოდათ და ამით თავისი განსაკუთრებული კეთილგანწყობაც გამოავლინა”.

ჭამას და სმას არავინ ჩქარობს, ხოლო ჭამენ და სვამენ კი იმდენს, რამდენიც საჭიროა “რათა არ გასკდნენ” (а едятъ и пьютъ столько сколько потребно «чтобы не лопнуть»). აქაურები ჩვეულებრივ დროს ძალზედ ზომიერნი არიან საჭმელში, მაგრამ წვეულებებზე ბევრს ჭამენ და ამის გამო ხშირად ავადმყოფობენ. პურის მცირე გამოყენება, რომელსაც ხშირად ღომისგან დამზადებული ხშირი ფაფით ან სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი ხმიადებით ცვლიან, იქამდე აჩვევს მათ შიმშილის გადატანას, რომ ბევრი მათგანი რამდენიმე დღის განმავლობაში საკვების სულ უმნიშვნელო რაოდენობითაც კმაყოფილდება.

გამასპინძლების მთელი დროის მანძილზე სტუმრების წინაშე დგას მსახური, რომელსაც ერთ ხელში ყანწი ან ჭიქა უჭირავს, ხოლო მეორეში კი დოქი ცივი ღვინით; იგი ყოველ წუთს აწვდის ხან ერთ მჭამელსა და ხანაც მეორეს ღვინით სავსე ჭიქებს.

პირველი ყანწი ღვინით მასპინძელს ეკუთვნის. იგი დგება, ქუდს იხდის და წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც უპირატესად სტუმრისადმი სხვადასხვა კომპლიმენტებისგან შედგება. მასპინძელი მას მშვიდობით ჩამოსვლას ულოცავს, მხიარულ კომპანიაში დროის სასიამოვნოდ გატარებას უსურვებს და ზეცას ევედრება მოგზაურობის ბედნიერ დასრულებას, საქმეების კეთილსასურველ წარმატებასა და სხვა. მეორე ჭიქას ღვინით საპატიო სტუმარს მიართმევენ, რომელიც მადლობას უხდის მასპინძელს პურისთვის, მარილისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, კურთხევას ითხოვს მის ოჯახზე და ჩამოთვლის რა ცოლსა და შვილებს, არ ივიწყებს არავის შინაურთაგან რქოსანი და ურქო საქონლის ჩათვლით.

– გისურვებთ, ამბობს იგი, რათა ბურღულეული გამრავლდეს თქვენს ბეღლებში; რათა ღვინომ თქვენს ქვევრებში ზღვა წარმოქმნას და რათა საქონელიც მუდმივად ჯანსაღად გყავდეთ.

საპატიო სტუმრისგან ჭიქა ნაკლებად საპატიო სტუმრებთან გადადის და, ასეთნაირად, მთელი სუფრის გარშემო მოგზაურობს. პირველი სადღეგრძელოების შემდეგ ღვინო ყოველგვარი რიგის გარეშე ისმება ვისაც როდის სურს, და იმდენი რის საშუალებასაც კუჭის გაჭიმვის უნარი და მოქნილობა იძლევა. სადილზე თუნგი ღვინის (ხუთი ბოთლის) დალევა აქაურთათვის უჩვეულო რამ სულაც არ გახლავთ. ღვინის არმსმელმა ადამიანებმაც თავაზიანობის გამო ასევე აუცილებლად უნდა დალიონ. თუ მასპინძელი მოგილოცავთ თქვენ ჩამოსვლას და თქვენი ჯანმრთელობისთვის ერთ ჭიქა ღვინოს დალევს, თქვენც მას იგივეთი უნდა უპასუხოთ. ამრიგად როგორც არ უნდა იუარო, რამდენიმე ჭიქის დალევა მაინც მოგიწევს, იმიტომ რომ უარის თქმით შეიძლება უმეცრის სახელი დაიმსახურო, ადამიანისა, რომელიც საზოგადოებას არ იცნობს.

აქაურებს უყვართ ქეიფი და თუ ამ მიმართებით ქართველებს ვერ აჯობეს, მათ არც არაფრით ჩამორჩენიან. სტუმართაგან უფროსს სადილის დროს მოხარშულის (мохаршули) (მოხარშული ხორცი) ყველზე უფრო დიდ ნაჭერს მიართმევენ, რომელიც მან უნდა გაანადგუროს. წეს-ჩვეულებამ სტუმარს მისცა საშუალება, რათა ეს არცთუ იოლი შრომა შეიმსუბუქოს: ის მოხარშულ ხორცს ნაჭრებს ათლის და მათ ზოგიერთ იქ მყოფს სთავაზობს, რაც შემთავაზებლის მხრიდან ყურადღებასა და თავაზიანობას უჩვენებს. ეს ნაჭრები ღრმა პატივისცემისა და მადლიერების ნიშნით მიიღება.

სადღეგრძელოები სადილის მთელი დროის მანძილზე არ წყდება, მათ თან ხმაურიანი შეძახილები, ბიჭების (бичо) (მსახურების) გუნდების სიმღერები და თოფებიდან და პისტოლეტებიდან სროლა ახლავს. ყველაფერი რაც შეიძლება დამტვრეულ იქნას, იმტვრევა და სადილიც ცოტ-ცოტად ყველაზე უფრო მხიარულ და მრავალფეროვან ხასიათს იძენს: იწყება ვაჟკაცების ქება და ტრაბახი: ერთი ჯიხვის რქის ყანწს სულმოუთქმელად სვამს, რომელიც უზარმაზარი რაოდენობით ღვინოს იტევს, მეორე ხელს სტაცებს რა თეფშს, მას მოქეიფეთა თავებს ზემოთ ააგდებს და დაბაჩიდან ნასროლი ტყვიით ნამსხვრევებად აქცევს. ყოველი მხრიდან მოწონების ხმამაღალი შეძახილები გაისმის. გამასპინძლებას შემდეგ ჩვეულებრივ ჯირითი და ცეკვები მოჰყვება ხოლმე. ქეიფის დასრულების შემდეგ კვლავ წყალი და პირსახოცი მოაქვთ ხელების დასაბანად, რომლებიც ტრაპეზის დროს დანა-ჩანგლის მაგივრობას სწევენ.

ყველაზე უფრო საინტერესო ცერემონია ვახშმის შემდეგ არის ხოლმე; მას განსაკუთრებით მკაცრად სამეგრელოში იცავენ. კარში ერთი ან ორი ახალგაზრდა ქალი გამოჩნდება, რომლებსაც ლეიბი, საბანი და ბალიშები მოაქვთ. დააგებენ რა ყველაფერს ტახტზე და მოამზადებენ რა ლოგინს, ისინი მიმართავენ სტუმარს და თავს დაუკრავენ რა მას, ჩექმების გასახდელად მიეახლებიან. ასეთია წეს-ჩვეულება, რომლის დაუცველობაც სტუმრის მხრიდან უკიდურესად გულს ატკენდა მასპინძელს. გახდიან რა ჩექმებს, მათ ცივი წყლით სავსე თასი მოაქვთ, სტუმარს ფეხებს ბანენ, შემდეგ მათ პირსახოცით უმშრალებენ, მას ლოგინში აწვენენ, გულმოდგინედ დააფარებენ თბილ საბანს და, უსურვებენ რა მშვიდობის ღამეს, ოთახს ტოვებენ.

თუ მასპინძელი აფუსფუსდება და ვახშმისთვის სამზადისს დაიწყებს, სტუმარი კი უარზე იქნება, მაშინ მასპინძელი ამას შეურაცხყოფად მიიღებს.

– თუ მეგრელის ღარიბ ქოხს ეწვიე, ეტყვის იგი სტუმარს, კეთილო ადამიანო, მას წყენას ნუ მიაყენებ: ღომი, ღვინო და ქათამი მე მომეძებნება!

სცადეთ მასპინძელს სტუმართმოყვარეობის საზღაურად რაიმე შესთავაზოთ, სახეზე მას კრუჩხვის კანკალი და აღშფოთება გადაურბენს.

– ძვირფასო სტუმარო! გიპასუხებთ იგი, არ არის მსოფლიოში საზღაური, რომლის ფასადაც სტუმართმოყვარეობის ჩვენი წეს-ჩვეულების ყიდვა იქნებოდა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ როგორც სიწმინდესა და წინაპართა მემკვიდრეობას ვინახავთ. ჩვენ ღარიბები ვართ, მაგრამ ღმერთმა არსობის პურის ნაჭერი მოგვცა; ხოლო მე კი მას ჩემს უახლოეს ძმას ვუნაწილებ! გმადლობ შენ, ძვირფასო სტუმარო, რომ პატივი დამდე ჩემს ღარიბ სახლს სწვეოდი, ბედნიერ გზას გისურვებ, მაგრამ არ მსურს შენგან არც ოქრო და არც ვერცხლი, ჩემს შესახებ შენი კეთილი ხსოვნის გარდა (Поездка на родину г. Кикадзе. Кавк. 1853 г. № 68. Отрывки изъ путевыхъ заметокъ о Гурiи, Егора Мелешко. Кавк. 1849 г. № 9. Изъ записокъ о Гурiи, Н. Дункель Веллинга. Кавк. 1853 г. № 87. Письма изъ Имеретiи, кн. Р. Эристова. Кавказъ 1857 года № 77).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Tuesday, July 14, 2015

"Мы - вундеркинды" (ФРГ, 1958 г.)

აკადემიკოსი დუბროვინი იმპერატორ პავლეს მიერ საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში მიღებისა და გიორგი XII-ის გარდაცვალების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XV 

(გიორგის ავადმყოფობის გაძლიერება. – გაურკვევლობა და ქვეყნის მომავლის გამო საერთო შეშფოთება. – მეფის ძეთა ინტრიგები და ხრიკები. – დავით ბატონიშვილის ქცევები მამის სიცოცხლეში. – მღელვარებანი საქართველოში. – ძარცვები და ძალადობანი. – გიორგის თხოვნა ლაზარევისადმი თვითნებობათა დაწყნარებაზე. – ქართველი ელჩების ს.-პეტერბურგში მოსვლა. – პირობები, რომლებზედაც მეფეს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა სურდა. – გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი პავლე იმპერატორისადმი საქართველოს მდგომარეობისა და მისი შემოერთების სარგებლიანობათა შესახებ. – საფუძვლები, რომლებზედაც იმპერატორი პავლე საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში ღებულობდა. – გიორგი XII-ის გარდაცვალება. – საქართველოს მდგომარეობა მისი სიკვდილის შემდეგ.)

1800 წლის ნოემბერში გიორგის ავადმყოფობამ ისეთი განვითარება მიიღო, რომ მის გარდაცვალებას დღითი-დღე მოელოდნენ. გრაფი მუსინ-პუშკინი, რომელიც მეფეს ესტუმრა, ეჭვობდა, რომ მას გაზაფხულამდე ეცოცხლა. გიორგის მკურნალი ექიმები მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობაზე ვერანაირ იმედს ვერ იძლეოდნენ (Письмо Кнорринга Лошкареву 9-го ноября 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).

მეფის მალე გარდაცვალების გამო საერთო შიშნეულობა, არცოდნა იმ საფუძვლებისა, რომლებზედაც მას რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა სურდა, და სახელდობრ როგორი მიზნით გაგზავნა ელჩობა პეტერბურგში, ბევრს აიძულებდა შეშფოთებულიყო. მეფის ძეთ, ერეკლეს შვილებს, ყველაზე მეტად იმისა ეშინოდათ, რომ გიორგი იმაზე ადრე არ მომკვდარიყო, ვიდრე ისინი თავიანთ წერილებზე ჩვენი მთავრობისგან პასუხს მიიღებდნენ. მთელი ძალებით ცდილობდნენ ისინი, რათა ტახტი მის ვაჟიშვილს დავითს არ რგებოდა, რომელიც თავის მხრივ თავისი პარტიის გასაზრდელად ყველა საშუალებას იყენებდა.

ერთიმეორისგან როგორ მალულადაც არ აწარმოებდა ორივე პარტია თავის ინტრიგებს, მათი საიდუმლოდ შენარჩუნება მაინც არ შეეძლოთ. ხრიკების საიდუმლოება მოწინააღმდეგეთ იმაზე კიდევ უფრო მეტად ამხედრებდა, ვიდრე ღია მტრობა და ერთმანეთის მიმართ აშკარად არაკეთილგანწყობა. საქმეები სულ უფრო და უფრო მეტად იხლართებოდა, და 1800 წლის მიწურულს საქართველოს მდგომარეობა შინაგან უთანხმოებათა და მტრობის გამო კიდევ უფრო გაძნელდა.

დავით ბატონიშვილი, აცხადებდა რა, რომ გიორგიმ სიცოცხლეშივე დანიშნა იგი მეფედ, ყველას უბრძანებდა მასთან გამოცხადებულიყო, თანაც ემუქრებოდა, რომ ყველა, ვინც მოწოდებაზე არ მოვიდოდა, რუსული ჯარების მიერ იქნებოდა დასჯილი. იგი ქართლის ყველა თავადს, აზნაურსა და ხალხს უცხადებდა, რომ თავის ძმას თეიმურაზ ბატონიშვილს ქართლის მმართველად ნიშნავდა, და (მისდამი) ურჩობის შემთხვევაში დასჯით იმუქრებოდა. ძმას თეიმურაზს იგი უბრძანებდა ციხესიმაგრეები თავდაცვით მდგომარეობაში მოეყვანა და ხალხი მის ერთგულებაზე დაეფიცებინა.

“შენ ციხესიმაგრეში იყავი, – წერდა დავითი თეიმურაზ ბატონიშვილს, – პური ბევრი დაამზადე. თუ შენი ბიძები გორში მოსვლას მოინდომებენ, არ შემოუშვა. ტყვია და დენთი მოიმარაგე. მე შენ ქართლის მმართველად დაგნიშნე. შეკრიბე ჯარები და მოამზადე, და თანაც გაარკვიე, შენს ბიძებთან რა ხდება” (Письмо царевича отъ 20-го декабря. Тифл. Арх. Канц. Наместника).

საერთოდ დავით ბატონიშვილი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში ცდილობდა თავისი პარტია გაეზარდა. ყველა მხარეში მის მიერ მომხრენი იქნენ დაგზავნილი, რომლებიც მისი მემკვიდრეობის სასარგებლოდ მუშაობდნენ. ლაზარევის შენიშვნებზე, რომ მეფე, მისი მამა, შეიძლება გამოჯანმრთელდეს, და ამიტომ მსგავსი განკარგულებებით აჩქარება საჭირო არ არის, დავით ბატონიშვილი თავის მოქმედებებს უარყოფდა და ლაზარევს არწმუნებდა, რომ მას სრულებით არაფერი უღონია.

მეფის ძმები, იცოდნენ რა ძმისწულის ხრიკების შესახებ, ერთად ქ. გორში “საკმარისი დაფარვით (ჯარებით)” იკრიბებოდნენ და იმ სახსრებზე საუბრობდნენ, რომლებითაც დავით ბატონიშვილის ჩანაფიქრების აღსრულებისთვის დაბრკოლება უნდა აღემართათ. ისინი ასევე ცდილობდნენ თავიანთი პარტია გაეზარდათ და, დავით ბატონიშვილის მსგავსად, ხშირად იძულებასა და ძალადობასაც კი მიმართავდნენ.

ვახტანგ ბატონიშვილი გრაფ მუსინ-პუშკინს ღიად ეუბნებოდა, რომ იგი და მისი ძმები ვერ მოითმენენ, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ დავით ბატონიშვილი თავისი მამის ნაცვლად გამეფდეს (Донесенiе графа Мусина-Пушкина Государю Императору. Арх. Мин. Внутр. Делъ по Деп. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. I).

დარეჯან დედოფალი თავადებს წერილებს უგზავნიდა, სთხოვდა მათ მისი შვილების მხარე დაეჭირათ, (სანაცვლოდ) პატივსა და წყალობას ჰპირდებოდა.

“მე შევიტყე, – წერდა იგი თავად თამაზ ორბელიანს (Письмо отъ 18-го декабря 1800 года. Константиновъ, ч. I, стр. 107), – რომ თქვენ დემურჩასალიში მოურავის თანამდებობა ჩამოგართვეს. ნუ სწუხართ ამაზე. თუ ღმერთი ჩემს შვილებს შეეწევა და ისინი ბედნიერნი იქნებიან, მაშინ თქვენც არაფერში უკმარისობა არ გექნებათ, ხოლო ჩემი შვილებისადმი თქვენი ერთგულების შესაბამისად კი ამის სანაცვლოდ მათგან ჯილდოსაც მიიღებთ”.

“დროა ახლა თქვენ ჩვენდამი თქვენი ერთგულება აღმოგვიჩინოთ, – წერდა იგი მასვე სხვა წერილში (Письмо отъ 20-го декабря 1800 года. Константиновъ, ч. I, стр. 107), – ფრთხილად იყავით, რათა თქვენ ამით არ ცდუნდეთ. თუმცა კი თქვენ მეორე მხარემ ბევრი წყალობა მოგცათ, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხნით არ იქნება.

ქართლი, კახეთი, ყაზახი და ყველა დანარჩენი ჩვენ გვეთანხმებიან; მალე ჩემი ვაჟი (ალექსანდრე) ტფილისს მოუახლოვდება. ეცადეთ მომთაბარე თათრები და ყაზახები შეაკავოთ, რათა მეორე მხარეს არ შეეძლოს მოქმედება და არ შეეძლოს მათგან რომელიმეს თავისთან მიყვანა და თანამოაზრედ გადაქცევა. როგორ არ შეგიძლიათ აქამდე მიხვდეთ, რომ დავითის სიტყვები უსაფუძვლოა, და რომ ამ საქმის აღსრულების შემდეგ ყველაფერს დაკარგავთ...”.

მოწინააღმდეგენი თავიანთთვის პარტიებს იკრებდნენ და ცდილობდნენ თავიანთი საკუთარი ინტერესები თავიანთ თანამზრახველთა ინტერესებთან შეერწყათ. აქედან დაიწყო მტრობა მთელ სოფლებს, ხოლო შემდგომში კი მთელ თემებს შორისაც. მზად იყო ძმათაშორისი ომი, რომ მთელი საქართველო მოეცვა... (Междоусобная бранъ готова была охватить всю Грузiю...)

დავით ბატონიშვილის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხევსურები არაგვის მცხოვრებთა მიმართ აშკარა მტრობას იჩენდნენ, რომლებიც ვახტანგ ბატონიშვილის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ და მათ მეზობლად ცხოვრობდნენ. თავს დაესხნენ რა არაგვის მცხოვრებლებს, კახეთიდან მათი ღვინით დაბრუნებისას, ხევსურებმა მათ ღვინო და ცხენები წაართვეს. მტრულ მხარეებს შორის შეტაკება ბევრს ჭრილობისა და სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა.

მცხოვრებთა ძარცვა და ძლიერის უფლება საქართველოში თავიანთ ძალაში შევიდა. თვით თავად დედაქალაქში, ტფილისშიც კი, ქართველები ერთმანეთს ძარცვავდნენ. ძლიერი ნივთებს ართმევდა სუსტს და ისე განკარგავდა, როგორც თავის საკუთრებას, რომელიც ყოველთვის მას ეკუთვნოდა. ბატონიშვილთა თვითნებობებმა და საერთო ძალადობამ აიძულეს გიორგი უწესრიგობათა შეწყვეტის თხოვნით ლაზარევისთვის მიემართა. მეფე თავის თხოვნაში იმას ემყარებოდა, რომ საქართველო ეკუთვნის რუსეთის იმპერატორს, “და თქვენ, – ამბობდა იგი, – თქვენი აქ ყოფნის გამო უნდა უფრთხილდებოდეთ ამ მიწას, არავის არ მისცემთ რა მისი ძარცვისა და გაჩანაგების ნებას”. იგი სთხოვდა დაენიშნათ ერთი ოფიცერი, რომელსაც კიდეც დაავალებდნენ, “რათა არ დაუშვას ვინმესთვის თუნდაც ერთი ფლურის წართმევა ან გაძარცვა, არ დაუშვას არც ჩვენი კაცი, ვინც არ უნდა იყოს იგი, არც ჩვენი შვილებისა და ძმების ხალხი, არც თავადებისა და აზნაურთა ხალხი, არც გლეხები” (Письмо Георгiя Лазареву 7-го декабря 1800 года. Акты. Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 183).

იულონ, ვახტანგ და ფარნაოზ ბატონიშვილები წერდნენ კნორინგს, რომ “ჩვენი მშობლიური ტახტის მოსარჩლე (დავით ბატონიშვილი) ყოველ დღე გვემუქრება ღიად გაგვყაროს ჩვენ სამშობლოდან საქართველოში მყოფი რუსული ძალების დახმარებით” (Письмо царевичей отъ 26-го ноября 1800 года. Тифл. Арх. Канц. Нам.). თუ, – წერდნენ ისინი, – ძმისწული თავისი მამის სიცოცხლეშივე ასე იქცევა, მაშინ რას უნდა მოელოდნენ ისინი მისგან, როცა გიორგი გარდაიცვლება?

ბატონიშვილები ამბობდნენ, რომ ისეთ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი, რომლიდანაც არ იციან როგორ გამოვიდნენ: ეწინააღმდეგებიან რა დავითს, ისინი საკუთარ თავზე იტეხენ პავლე იმპერატორის უკმაყოფილებას, ხოლო თუ არ შეეწინააღმდეგებიან, მაშინ რისკავენ, რომ სამშობლოდან განდევნილნი აღმოჩნდნენ. ისინი სთავაზობდნენ კნორინგს, თავიანთ თხოვნებზე ჩვენი კარისგან პასუხის მიღებემდე და გიორგის სიკვდილის შემთხვევაში, სამეფოს საქმეთა მართვა საკუთარ თავზე აეღო ან ისინი ლაზარევისთვის დაევალებინა.

“გსურთ, – წერდა კნორინგს ვახტანგ ბატონიშვილი (Отъ 14-го декабря 1800 года. Тифл. Арх. Канц. Нам.), – ჩვენი ძმის ალექსანდრე ბატონიშვილის დაბრუნება: გარწმუნებთ, რომ ეს ჩემთვის უპირველესი სურვილია, და მისი დაბრუნების შესახებ ვიმეცადინებ. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არ შეიძლება სხვანაირად იქნას აღსრულებული, თუ არა ისე, რომ ჩვენ დაგვრჩეს ჩვენი ნეტარხსენებული მშობლის მიერ დატოვებული უფლება, მეფობას ვღებულობდეთ ჩვენ ძმები, მისი შვილები, რიგის მიხედვით. თუ ასე არ იქნება, მაშინ შესაძლოა, ღმერთმა ნუ ქნას და, ზოგიერთი სხვაც იძულებული გახდეს წავიდეს თავისი სამშობლოდან”.

ლაზარევი ყოველივე მომხდარის შესახებ კნორინგს წერდა, ხოლო ის კი იმპერატორ პავლეს მოახსენებდა.

კნორინგის მოხსენებები პეტერბურგში ჩვენს დედაქალაქში ქართველი ელჩების მოსვლასთან თითქმის ერთდროულად ჩამოვიდა.

წარმოგზავნილებს ხელთ ჰქონდათ მეფისგან ვრცელი უფლებამოსილება, რომელიც მიეცა მათ, როგორც ყველას ერთად, ისე თითოეულს ცალ-ცალკეც, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გარემოებათა გამო ერთს მოუწევდა ჩვენს მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოება, “დაემტკიცებინა და ხელი მოეწერა ჩვენი მფლობელობისთვის, როგორც ერთი, ძველი დროიდან რუსეთისადმი კუთვნილი მიწის ან პროვინციისა” («утверждать и подписывать къ владычествованiю нашему, какъ одной, издавна принадлежащей Россiи земле или провинцiи») (Переводъ полной мочи оть 31-го декабря 1799 года. Арх. Мин. Внутр. Делъ по Деп. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. I).

გიორგი ჰპირდებოდა თავისი მეფური სიტყვით მიეღო და აღესრულებია ყოველივე ის, რაც სამი წარმოგზავნილისა და ჩვენი მთავრობის მიერ დადგენილი იქნებოდა. 

წარმოგზავნილებმა გამოაცხადეს, რომ მეფეს, იყო რა ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე, ჰქონდა სურვილი, რომელსაც იგი ამ დრომდე გულდასმით მალავდა, საკუთარი თავი და თავისი სამეფო რუსეთის იმპერატორისთვის სამუდამოდ სრულ დამოკიდებულებასა და ქვეშევრდომობაში მიეცა და თავად კი ყველა ნაწილში მორჩილებასა და დამოკიდებულოებაში დარჩენილიყო (Нота пословъ грузинскихъ. Арх. Мин. Внутр. Делъ)

(Посланные объявили, что царь, будучи ещё наследникомъ, имелъ желанiе, до сихъ поръ тщательно имъ скрываемое, предать себя и царство своё русскому Императору навсегда въ полную зависимость и подданство и оставаться самому во всехъ частяхъ въ повиновенiи и зависимости.)

აღასრულებდნენ რა თავიანთი მეფის ასეთ ნებას, სრულუფლებიანი ელჩები ითხოვდნენ: მიეღოთ საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში, ვალდებულებით, რომ მეფე, სასულიერო წოდება, დიდებულები და ხალხი, რომელთაც გულწრფელად სურთ ეს ქვეშევრდომობა, წმინდად აღასრულებენ “ყოველივე იმას, რასაც რუსი ქვეშევრდომები ასრულებენ, არ იტყვიან რა უარს არც ერთ კანონსა და ბრძანებაზე, რამდენ შესაძლებლობასაც იმ სამეფოს ძალები მისცემთ, სრულიად რუსეთის იმპერატორის თავიანთ ბუნებრივ ხელმწიფედ და თვითმპყრობელად აღიარებით”.

გიორგის სურდა, რათა მისთვის, ხოლო მის შემდეგ კი მისი ძისა და მემკვიდრისთვის საქართველოს მეფის ტიტული დაეტოვებინათ, თუმცა კი იმ შეზღუდვით, რომ მეფეს ხალხი იმ კანონებით ემართა, რომლებიც რუსეთის იმპერატორის მიერ იქნებოდა ბოძებული, და თავად მეფისთვის ვალდებულებით საქართველოში არანაირი დაკანონებანი არ შემოეღო.

სრულუფლებიანი წარმომადგენლები ითხოვდნენ მეფისთვის ჯამაგირი განესაზღვრათ და რუსეთში სოფლები ეწყალობებინათ. საქართველოს სამეფოდან მიღებული შემოსავლები კი იქითკენ მიემართათ, საითკენაც რუსეთის მთავრობისთვის სასურველი იქნებოდა, და ხალხისთვისაც გადასახადებში იმდენი წლით მიეცათ შეღავათი, რამდენითაც ეს შესაძლებლად აღიარებული იქნებოდა.

“მეზობელი მაწანწალებისგან” საქართველოს დასაცავად ექვსი ათასი რუსული ჯარი გამოეგზავნათ, რომლებიც საქართველოს ყველა ციხესიმაგრეს დაიკავებდნენ. 

საქართველოში არსებული ვერცხლისა და ოქროს საბადოები თავიანთ გამგებლობაში მიეღოთ, და, გაზრდიდნენ რა ადგილობრივ ზარაფხანას, დაემზადებინათ მასზე მონეტა, რომლის ერთ მხარეს იმპერატორის ვენზელი იქნებოდა გამოსახული, რუსული წარწერით, ხოლო მეორე მხარეს კი – საქართველოს სამეფოს ღერბი, ქართული წარწერით.

აძლევდა რა თავს რუსეთის სრულ ქვეშევრდომობაში, გიორგის მაინც სურდა განჯისა და ერევნის ხანებზე თავისი გავლენის შენარჩუნება, რომლებიც უწინ საქართველოსადმი დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ, და ამიტომ ითხოვდა, რათა, მათზე სპარსელთა თავდასხმის შემთხვევაში, მას შეძლებოდა მათთვის, ჩვენი ჯარების თანადგომით, დახმარება აღმოეჩინა.

ძნელი არ არის დავინახოთ, რომ გიორგის სურდა და იმედოვნებდა თავისთვის მეფის ყველა უპირატესობა გამოესარჯლა (выхлопотать) და, ამასთან ერთად, რუსული ჯარებითა და რუსული ფულებით ესარგებლა.

გრაფ მუსინ-პუშკინის მოხსენებამ, რომელიც საქართველოში იქაური მადნების მოძიებისთვის იმყოფებოდა, ჩვენი მთავრობა გიორგის ყველა თხოვნაზე დათანხმებისკენ მიდრიკა. გრაფი მუსინ-პუშკინი პავლეს წერდა, რომ საქართველოში ყველა წოდება გულწრფელადაა კეთილად განწყობილი რუსეთის იმპერატორისადმი.

“საერთო იმედი, – წერდა იგი, – და მგზნებარე სიყვარული თქვენი კურთხეული პიროვნებისადმი იმდენად სრულიად სახალხოა, რომ, ამ სამეფოში ჩემი ხანმოკლე ყოფნის დროს არ მინახავს არც ერთი თვალი, ცრემლებით რომ არ ავსებულიყო, ვერ ვპოვე ვერც ერთი გული, მომხრეობითა და იმედით რომ არ დაეწყო ძგერა, როგორც კი თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მხოლოდ უზენაესი სახელი წარმოითქმებოდა”.

გრაფი მუსინ-პუშკინი მოახსენებდა, რომ უპირველესი ქართველი თავადები და დიდმოხელენი ეუბნებოდნენ მას, რომ საქართველო არ შეიძლება დიდხანს რჩებოდეს ამჟამად გამეფებული საგვარეულოს მფლობელობაში, “არამედ, თუ სასოების მიუხედავად დაკარგავდა იმედს რუსეთის უშულო დერჟავის (სამპყრობელოს) ქვეშ ყოფილიყო”, ან სპარსელთა მფლობელობაში გადავიდეს, ან თურქებისა, ან მთიელ მტაცებელთა მიერ იქნას გაჩანაგებული.

(Графъ Мусинъ-Пушкинъ доносилъ, что первейшiе князья и вельможи грузинскiе говорили ему, что Грузiя не можетъ долго оставаться во владенiи ныне царствующей фамилiи, «а должна, если бы паче чаянiя лишилася надежды быть подъ непосредственной державой Россiи», перейти во владычество или персiянъ, или турокъ, или быть разорённою хищными горцами.)

მეფე გიორგი, რომლისგანაც მასზე ძმებისა და ქვეშევრდომთა უკმაყოფილების ყველა მიზეზი და საბაბი დაფარული არ ყოფილა, ხედავდა, რომ საქართველო თუნდაც დავით ბატონიშვილის ხელში გადასულიყო, ქვეყანას არ შეეძლო სიმშვიდის იმედი ჰქონოდა. ოჯახურმა დავებმა მოქალაქეობრიობის ისეთი უფლება შეიძინა, რომ ადვილი იყო იმის წინასწარ განჭვრეტა, რომ დავით ბატონიშვილი, რომელიც თავის ბიძებთან უკვე დავა-ჩხუბში იმყოფებოდა, მალე უკვე თავის ღვიძლ ძმებსაც ჩხუბს დაუწყებდა. ოჯახის უბედურებანი გიორგის თვალწინ ჰქონდა, რომელიც, როგორც გრაფი მუსინ-პუშკინი წერდა, “გამუდმებით იტანჯება ამ ფიქრებით, რომლებიც მის ავადმყოფობას ამძიმებს, და, როგორც მე ბევრისგან მომისმენია, ვერ ხედავს სხვა ხსნას, თუ არა მოგცეთ საკუთარი თავი და თავისი სამეფო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უშულო მფლობელობაში” («...повергнуть себя и царство всоё въ непосредственное владенiе вашего императорскаго величества»).

გრაფ მუსინ-პუშკინის სიტყვებისა და დარწმუნებათა მიხედვით, მეფის ძმები, რომელთაგან მხოლოდ ერთ ვახტანგს “შეუძლია მოიპოვოს პოლიტიკური პატივისცემა”, უფრო მეტი ხალისით იხილავენ საქართველოს, რუსეთთან შეერთებულს, ვიდრე დავითის მეფობაში მიცემულს.

საქართველოს რუსეთთან შემოერთება, მისი საკუთარი სიკეთისა და ბედნიერების გარდა, მთავრობაში მყოფი ბევრი პირის აზრით, რუსეთის პოლიტიკური მიზნებისთვისაც მომგებიანი და აუცილებელი გახლდათ.

მისი შემოერთებით: 1) უზრუნველიყოფოდა კავკასიის ხაზი მთიელი ხალხებისთვის ორი მხრიდან ლაგამის ამოდებით, და, მათგან მტრობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდებოდა მათი შიმშილით დაწყნარება, რადგანაც თავიანთი გამოკვებისთვის ყოველივე აუცილებელს ისინი ან საქართველოში, ან კიდევ მოზდოკში იძენდნენ.

2) საქართველოს შესახებ მაშინდელი ცნობების მიხედვით, იერთებდნენ სამეფოს, რომელიც ბუნებით უხვად გახლდათ დაჯილდოვებული.

3) ფართოვდებოდა ჩვენი სპარსული და ინდური ვაჭრობა.

4) თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, რუსეთი, დაიკავებს რა საქართველოს, შეუძლია მისთვის იმდენადვე საშიში იყოს ანატოლიის მხრიდან, რამდენადაც მუქარას უქმნის მას თავისი შავი ზღვის ფლოტებით. თურქებს რომ მოესწროთ ჩვენზე უწინ საქართველოს დაკავება, მაშინ შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა როგორც კავკასიის ხაზს, ისე თავად ყირიმსაც.

ბევრი – მათ რიცხვში გრაფი მუსინ-პუშკინიც – ვარაუდობდა, რომ რუსული დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებით, მის მაგალითს მიჰყვება იმერეთიც, და მაშინ, მათი აზრით, ყველა სარგებელი და უპირატესობა ასეთი შენაძენისგან ორმაგდებოდა.

თუ საქართველოს რუსეთისადმი შემოერთებაში სიძნელე შეიძლებოდა წამოჭრილიყო, ერთადერთი ვახტანგ ბატონიშვილისგან, რომელსაც, ჰქონდა რა თავისი სამფლობელოები თოვლიანი მთების ორივე მხარეზე, შეეძლო საქართველოში ჩვენი ჯარების შესვლა გაეძნელებინა. ერთგულება და გულმოდგინება – სულ მცირე როგორც გარეგნულად ჩანდა – რომლებსაც ბატონიშვილი აღმოუჩენდა, არ აძლევდა ადგილს ჩვენს მთავრობას, რომ ამ მხრიდანაც წარმატებაში დაეჭვებულიყო. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი მალე, გიორგის მოსალოდნელ გარდაცვალებამდე უნდა გადაჭრილიყო, რადგანაც, ყველას აზრით, “ის, რაც მისი სიცოცხლისას კალმის ერთი მოსმით შეიძლება გადაწყდეს, შრომისა და სისხლის საფასურს მოითხოვს მისი მემკვიდრის დროს”.

გრაფი როსტოპჩინი იქნა რწმუნებული მოლაპარაკებების წარმოებაზე ქართველ ელჩებთან. მის დამხმარედ საიდუმლო მრჩეველი ლოშქარევი დაინიშნა.

14 ნოემბრის აუდიენციაზე გრაფმა როსტოპჩინმა და ლოშქარევმა მათ გამოუცხადეს, რომ იმპერატორი პავლე სამუდამო ქვეშევრდომობაში ღებულობს მეფესა და მის მთელ ხალხს და თანხმდება გიორგის ყველა თხოვნა დააკმაყოფილოს (Записка графа Ростопчина грузинскимъ полномочнымъ 14-го ноября 1800 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по Деп. Общ. Делъ), მაგრამ არა სხვანაირად, თუ არა მაშინ, როცა ერთი წარმოგზავნილთაგანი უკანვე საქართველოში გაემგზავრება, გამოუცხადებს მეფეს და ხალხს რუსეთის იმპერატორის თანხმობის შესახებ, და როცა ქართველები ხელმეორედ განაცხადებენ სიგელით რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე თავიანთი სურვილის შესახებ (Высочайше утверждённый докладъ отъ 15-го ноября 1800 года. Арх. Мин. Внутр. Делъ. Дела Грузiи, кн. I).

ამასთან ერთად ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია ეკითხა კნორინგისთვის: რამდენი ჯარის დამატებაა კიდევ საჭირო საქართველოში უკვე არსებულზე, მეზობელი ხალხების თავდასხმებისგან ქვეყნის დაცვისა და “ახალი მმართველობის შემოღებისას უკეთესი წესრიგის დამყარებისთვის”?

მეფეს დაპირება მიეცა სიკვდილამდე მისთვის უფლებები დაეტოვებინათ. გიორგის აღსრულების შემდეგ კი ფიქრობდნენ მისი ძე დავითი, მეფის ტიტულით, საქართველოს გენერალ-გუბერნატორის წოდებაში დაემტკიცებინათ, ხოლო თავად ქვეყანა კი, საქართველოს სამეფოს სახელწოდებით, რუსეთის გუბერნიათა შორის ჩაერიცხათ. ეს ზომა შესაძლებლად და ადვილად იქნა მიჩნეული, იმიტომ რომ დავით ბატონიშვილი რუსულ სამსახურში იმყოფებოდა და ადვილად შეიძლებოდა გენერალ-გუბერნატორად დანიშნულიყო.

ღებულობდა რა საქართველოს თავის ქვეშევრდომობაში, რუსეთის მთავრობას სულაც არ სურდა ქართველები მათ საშინაო მმართველობაში შეევიწროვებინა. გაგზავნა რა მხოლოდ ერთი რუსი მოხელე ტფილისში, წესრიგის დამყარებისა და მართლმსაჯულებაზე მეთვალყურეობისთვის, პავლე იმპერატორს სურდა მთელ დანარჩენ საშინაო მმართველობაში ქართველებისთვის სრული თავისუფლება მიეცა. მათ იგი უფლებას აძლევდა თავიანთთვის მოსამართლეები, სამოქალაქო და სასულიერო მმართველები აერჩიათ, ჰპირდებოდა გაეგზავნა ჯარები გარეშე მტრებისგან ხალხის დასაცავად; გიორგი მეფესა და მის უახლოეს ნათესავებს განუსაზღვრა ჯამაგირი საქართველოს შემოსავლებიდან, ხოლო თუ ზოგიერთი რუსეთში გამომგზავრებას მოისურვებდა, ჰპირდებოდა მათი წოდების შესაფერისი ქონება ეწყალობებინა (Высочайше утверждённый докладъ отъ 15-го ноября и конфиденцiальная записка гр. Ростопчина 14-го ноября 1800 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по Деп. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. I).

“მამულებს, რომლებიც მაცხოვრის საფლავზეა მიწერილი და რომელთაგან შემოსავლები ყოველწლიურად იერუსალიმში იგზავნება, მოიყვანთ რა წესრიგში, გამოიყენეთ საქართველოს დიდი საპრიოროს საკომანდოროთა დაარსებაზე, რომელიც რუსეთის ენის ერთერთი უდიდესი საპრიორო შეიქნება”.

(«Именiя, приписанныя къ гробу Господню и съ коихъ доходы обращаются ежегодно въ Iерусалимъ, приведя въ порядокъ, употребить на установленiе командорствъ великаго прiорства грузинвкаго, кое составитъ одно изъ великихъ прiорствъ языка россiйскаго».) 

კნორინგმა მიიღო იმპერატორის ბრძანება, გიორგის სიკვდილის შემთხვევაში, ხალხისთვის გამოეცხადებინა, რომ საქართველოს ტახტზე მონაცვალის დანიშვნაზე ზრუნვას არ შესდგომოდნენ (Рескриптъ Кноррингу отъ 15-го ноября 1800 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

საქართველოში მყოფ ჯარებზე დამატებით, პავლემ გამოგზავნისთვის ერთი დრაგუნთა და სამი ქვეითი პოლკი დანიშნა. პოლკების არჩევა და დანარჩენი ჯარებით კავკასიის ხაზის უზრუნველყოფა თავად გენერალ კნორინგის ნებას მიეცა (Другой рескриптъ отъ того же числа. Тамъ же). მის ნებასა და სურვილზე იყო ასევე მინდობილი, რომ, ბრძანების მიღების შემდეგ, ან თავად წასულიყო დანიშნულ ჯარებთან ერთად, ან კიდევ რომელიმე გენერალი გაეგზავნა საქართველოში, რომელსაც იმპერატორი “უწყალობებს მფარველობას, შემოუერთებს რა რუსეთის იმპერიას ოლქს, რომელსაც მთელი მეზობელი ხალხები ემუქრებიან”. “მაშინ უკვე დაწყნარდება, – წერდა გრაფი როსტოპჩინი, – მთიელთა თვითნებობანიცა და კასპიის ზღვის ნაპირების მფლობელთა მოუსვენრობაც” (Письмо гр. Ростопчина Кноррингу. Тамъ же).

თავადები გიორგი ავალიშვილი და ელიაზარ ფალავანდიშვილი გაგზავნილ იქნენ უკანვე პეტერბურგიდან ტფილისში გიორგისადმი როსტოპჩინის წერილით, რომელშიც გრაფი სთხოვდა მეფეს განეხილა იმ პირობების შინაარსი, რომლებზედაც საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოდიოდა. თანხმობის შემთხვევაში, ისინი თავისი ხელმოწერით დაემტკიცებინა და იმავე წარმოგზავნილების ხელით, სამადლობელ სიგელთან ერთად, პეტერბურგში დაებრუნებინა (Письмо гр. Ростопчина Георгiю 23-го ноября 1800 г. Тамъ же). უფრო მეტი ზეიმურობისთვის გიორგის თავისი რწმუნებულებისთვის ელჩები უნდა ეწოდებინა.

ნოემბერში რწმუნებულები საქართველოში გაემგზავრნენ. პეტერბურგში მათგან ერთი, თავადი გარსევან ჭავჭავაძე დარჩა. ტფილისიდან პეტერბურგში დაბრუნება მათ მხოლოდ თებერვლისთვის შეეძლოთ, ხოლო აპრილში კი კნორინგი ჯარებით საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო.

“მაგრამ ძალზედ საჭიროა, – წერდა გრაფი როსტოპჩინი, – რათა საგნები იმ ქვეყანაში მათ პირველყოფილ მდგომარეობაში დარჩეს. გამომგზავრებული თავადები თქვენ გაცნობებენ, თუ რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის დადგენილებები მისი ქვეშევდომობის შესახებ. დაამშვიდეთ ისინი მათი მეზობლების თაობაზე, ხოლო იქ კი ყველაფერი სათანადო წესრიგში იქნება მოყვანილი, და ჩვენ გვექნება კმაყოფილება ვმონაწილეობდეთ საქმეში, რომელიც ღვთისა და ხელმწიფისთვის ამდენად სასურველია” (Письмо гр. Ростопчина Кноррингу 26-го ноября 1800 г. Арх. Мин. Внутр. Делъ. Кн. I).

კნორინგმა, ასრულებდა რა იმპერატორ პავლეს ბრძანებას, საქართველოში გამოგზავნისთვის დანიშნა პორტნიაგინის დრაგუნთა პოლკი, ტუჩკოვის გრენადერთა და თავისი მუშკეტერთა პოლკები, მათი კუთვნილი საპოლკო არტილერიითა და მე-5 საარტილერიო პოლკის საბატარეო არტილერიის ოთხი ქვემეხით. ამრიგად, უერთდებოდნენ რა ეს ჯარები საქართველოში უკვე მყოფებს, დგებოდა რაზმი ქვეითი ჯარის 8 ბატალიონის, კავალერიის 10 ესკადრონის, საბატარეო არტილერიის 4 ქვემეხის, საპოლკო არტილერიის 15 ქვემეხისა და კაზაკთა ასეულისგან* (*ჯარების განთავსებას ასე ვარაუდობდნენ: ტფილისში კნორინგის მუშკეტერთა პოლკი, გენერალ-მაიორ ლაზარევის პოლკის ერთი ბატალიონი, დრაგუნთა ორი ესკადრონი და მთელი საბატარეო არტილერია. თელავში – გულიაკოვის მუშკეტერთა პოლკის ერთი ბატალიონი, ეგერთა ერთი ასეული და დრაგუნების ორი ესკადრონი. სიღნაღში – გულიაკოვის პოლკის მეორე ბატალიონი, ეგერთა ასეული და დრაგუნთა ორი ესკადრონი. ლორეში – ტუჩკოვ მე-2-ის გრენადერთა პოლკის ერთი ბატალიონი, ეგერთა ასეული და დრაგუნების ორი ესკადრონი. გორში – ტუჩკოვის პოლკის მეორე ბატალიონი და იმავე რიცხვის ეგერები და დრაგუნები, რაც ლორეში, და, ბოლოს, დუშეთში – ეგერთა ერთი ასეული, კავკასიის ხაზთან შეტყობინების შენარჩუნებისთვის).

თითოეული ადგილი, რომლებშიც ჯარების განთავსება იყო ნავარაუდევი, ტფილისიდან ას ვერსზე მეტად არ იყო დაშორებული, და ამიტომ წარმოდგებოდა სრული შესაძლებლობა დაეცვათ ქვეყანა მისი მეზობლების მტრული მოქმედებებისგან, რომელი მხრიდანაც არ უნდა დასხმოდნენ თავს.

სანამ მთელი ეს მზადებები წარმოებდა, ტფილისში გავრცელდა ხმები, ვითომ გიორგი გარდაიცვალა. ბატონიშვილები, მისი ძმები, მაშინვე სოფელ ჭალაში შეიკრიბნენ და იქიდან დაუგზავნეს მოწოდებები ქალაქ გორის მცხოვრებლებს, სასულიერო წოდებასა და მთელ ქართველ ხალხს (Письмо царевичей отъ 20-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Нам.). ატყობინებდნენ რა, რომ ერეკლეს ანდერძითა და “ხალხის დამტკიცებით”, ახლა მეფედ უფროსი ძმა იულონი უნდა ყოფილიყო, ბატონიშვილები ყველას გორში მოუწოდებდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ჯილდოსა და წყალობის გარდა, მათთან მოსულთა ცოლებისა და შვილების დასაცავად, საკუთარი სისხლიც არ დაეშურებინათ. მათ კი, ვინც გორში არ გამოცხადდებოდა, ბატონიშვილები სასჯელით ემუქრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ისინი თავიანთ გაზრახვაზე ხელს არანაირად არ აიღებდნენ. “ჩვენ ამ შემთხვევაში კიდეც გთხოვთ, კიდეც გირჩევთ და გიბრძანებთ ჩვენ დაგვიჯეროთ. ჩვენ ამ განზრახვიდან, სანამ ცოცხლები ვართ, უკან დახევა არ შეგვიძლია”.

თავის მხრივ, დავით ბატონიშვილმა მცხეთის იქით პიკეტი დააყენა, რომელიც ყველა ჩამოსულ ქართველს ძარცვავდა და მათ წერილებს ართმევდა.

ლაზარევი ეკითხებოდა დავითს, თუ რატომ არის პიკეტი დაყენებული, როცა იმ მხრიდან ლეკთაგან საშიშროება არ არის. ბატონიშვილი უარობდა და ამბობდა, რომ მას არანაირი პიკეტი არ დაუყენებია და არც მისი არსებობის შესახებ იცის რაიმე.

იმ ღამესვე პიკეტი მოხსნილ იქნა (Письмо Лазарева Кноррингу 2-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Нам.); მაგრამ დავითს თავისი ხრიკებისთვის თავი არ დაუნებებია.

22 დეკემბერს ტფილისში ხმა დაირხა, რომ მეფემ ბრძანა იგი სიონის ტაძარში მიესვენებინათ, რათა ყველანი დავითისადმი ერთგულებაზე დაეფიცებინა. ხალხი, თავადები, ბატონიშვილები, ყველანი ტაძარს მიაწყდნენ. გენერლები ლაზარევიცა და გულიაკოვიც მათ მიჰყვნენ. ფიცის დადების წესის ნაცვლად, მათ წმინდა ნაწილების გახსნის წესი იხილეს, რომლებიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროიდან ეკლესიაში ცხრაკლიტულში ინახებოდა (Донесенiе Лазарева Кноррингу 25-го декабря 1800 г. Константиновъ, ч. I, стр. 115).

ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ხმები დავით ბატონიშვლის პარტიის მიერ მიყო გავრცელებული, რომელიც მის სასარგებლოდ დაუღალავად მუშაობდა. ერთგულ პირთა დახმარებით, დავითმა მოახერხა კახეთის მცხოვრებთა დარწმუნება გენერალ-მაიორ ლაზარევისთვის თხოვნა მიერთვათ, რომელშიც ისინი, თავადების, აზნაურთა, სასულიერო წოდებისა და უბრალო ხალხის სახელით, ითხოვდნენ მეფედ დავითი ეღიარებინათ. მთხოვნელნი ამბობდნენ, რომ დავით ბატონიშვილის გარდა მეფედ არავინ არ სურთ, “და უფრო მეტად კი იმ მიზეზით, რომ ერეკლე მეფის სხვა შვილებს უნდოდათ საქართველო დაეტყვევებინათ და გაეძარცვათ და დაეთანხმენ ქართველი ხალხი ყაჩაღ ბაბა-ხანის მფარველობის ქვეშ ჩაეგდოთ”, და რომ ისინი მხარში ედგნენ ომარ-ხანს, “ცდილობდნენ რა ჩვენი ცოლ-შვილი დაეტყვევებინათ” (Письмо кахетинцев Лазареву 23-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

კახელები უმატებდნენ, რომ მათ უკვე შეჰფიცეს დავით ბატონიშვილს როგორც საქართველოს მეფეს.

ასეთ მდგომარეობაში იყო საქმეები ჯერ კიდევ გიორგის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, როცა მისი ორი წარგზავნილი, ბრუნდებოდა რა პეტერბურგიდან, ტფილისს უახლოვდებოდა.

ლაზარევმა მიიღო ბრძანება, საქართველოს დედაქალაქში მათი ჩამოსვლის შემდეგ, გიორგის სურვილის აღსრულებისთვის ხელი შეეწყო და, საჭიროების შემთხვევაში, მისთვის ძალითაც მხარი დაეჭირა. “ყველანაირი თავგადასავლისთვის თქვენ საკმარისად ძლიერი ხართ”, წერდა მას კნორინგი და ატყობინებდა, რომ ზამთრის მიუხედავად, იგი მზად არის დანიშნული ჯარებით საქართველოსკენ დაიძრას.

სხვადასხვა პირებთან მოლაპარაკებებისა და მიმოწერის დროს მიღებულ იქნა ახალი ცნობები საქართველოს მეფის სწრაფი აღსასრულის შესაძლებლობაზე.

სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ საკითხი განსახილველად გადაეცა, ასეთი გარემოებების გამო, იჩქარა მიეღო გადაწყვეტილება (Журналъ совета 17-го декабря. Арх. Мин. Внур. Делъ). მას მიაჩნდა, რომ იმპერატორმა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის მფარველობა, უნდა დაამკვიდროს მასში სიმშვიდე და დაიცვას საქართველო ყოველგვარი მოუწყობლობისა და გარედან შემოჭრებისგან.

მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოში დაიწყებოდა შიდა ბრძოლები გარდაცვლილი მეფის ძმებსა და ვაჟიშვილებს შორის; რომ მოუწყობლობა და არეულობანი ქვეყანაში მისცემდნენ შემთხვევასა და საშუალებას თურქებსა და სპარსელებს საქართველოს დასაუფლებლად, ხოლო მთიელ ხალხებს კი – გამაჩანაგებელი თარეშებისთვის. ასეთი უწესრიგობების დროს, სახელმწიფო საბჭო, ეშინოდა რა, რომ “ზიანი არ განეცადა საკუთრივ რუსეთის საზღვრების უსაფრთხოებასაც”, საქართველოს რუსეთთან შემოერთებას აუცილებლად მიიჩნევდა, მით უმეტეს, რომ “ეს განკარგულებანი, უეჭველად, რუსეთს დიდ სარგებელს მოუტანს” მეზობელ მტაცებელ მცხოვრებთათვის ლაგამის ამოდებითა და მტკიცე ვაჭრობის დამყარებით არა მხოლოდ მეზობლებთან, “არამედ ინდოეთის ხალხებთანაც”. 

სახელმწიფო საბჭოს აზრმა საბოლოოდ მიდრიკა იმპერატორი პავლე საქართველოს შემოერთების სასარგებლოდ. არ ელოდებოდა რა უკვე საქართველოს ელჩების პეტერბურგში დაბრუნებას, იმპერატორმა, დეკემბერში, გაუგზავნა კნორინგს მანიფესტი შემოერთების შესახებ, თუმცა კი ბრძანებით, რომ ის მხოლოდ მეფის სიკვდილის შემთხვევაში გამოექვეყნებინა. თუ გიორგი საქართველოს ელჩების პეტერბურგში ჩამოსვლამდე ცოცხალი დარჩებოდა, მაშინ კნორინგი მანიფესტის დაბეჭდვისა და შემდეგი დადგენილებების შესახებ ჩვენი მთავრობის ბრძანებებს უნდა დალოდებოდა. 

1800 წლის 22 დეკემბერს ხელმოწერილ იქნა პეტერბურგში მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ, ხოლო 28 დეკემბერს კი ტფილისში გიორგი გარდაიცვალა.

პირველ ჯერზე, როცა მეფე ცუდად შეიქნა, მისთვის ზეთის კურთხევა აღასრულეს, და ლაზარევმა მასთან მთელი ღამე გაატარა. მეორე დღეს, დილით, ლაზარევი, ინახულა რა გიორგი, სასახლის ჰაუპტვახტაში ჩავიდა, რათა ყოველი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყო. იქ მასთან მოვიდა ორი მღვდელმსახური და გამოუცხადა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და საიდუმლო სათქმელი აქვთ. ყარაულში მყოფნი გარეთ იქნენ გაშვებულნი, და ლაზარევმა მღვდელმსახურთაგან შეიტყო, ვითომ გიორგიმ, აბარებდა რა მათ აღსარებას, უბრძანა მისი სახელით ლაზარევისთვის ეცნობებინათ, რომ იგი თავის მეუღლესა და შვილებს მათ აბარებს და უბრძანებს, რომ მისი აღსრულების შემდეგ მაშინვე ტახტზე დავით ბატონიშვილი აიყვანოს. უმართლობა და ტყუილი აშკარა იყო. გაუშვა რა ეკლესიის მწყემსნი, ლაზარევი გიორგისთან სასახლეში გაემართა.

მან მეფე ძალზედ სუსტად იხილა. ლაზარევის შეკითხვაზე, სიმართლეა თუ არა მღვდელმსახურთა მიერ მისთვის ნათქვამი, გიორგი უარყოფითად პასუხობდა. 

ავადმყოფობის მთელი დროის მანძილზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდეც კი, მეფე განუწყვეტლივ ეკითხებოდა ლაზარევს, მალე დაბრუნდება თუ არა პეტერბურგიდან მისი სრულუფლებიანი (წარგზავნილი), თავადი ჭავჭავაძე.

ლაზარევი აიმედებდა ავადმყოფს, ეუბნებოდა რა, რომ ის გზაშია და მალე ტფილისშიც ჩამოვა.

– მე ვერ დავასრულებ მშვიდად ჩემს ცხოვრებას, – ამბობდა გიორგი სუსტი, მომაკვდავი ხმით, – თუ თავადი ჭავჭავაძე კეთისასურველი ცნობებით არ დაბრუნდება და თუ მისდამი მიცემულ დავალებებში წარმატებას ჩემს სიცოცხლეშივე ვერ ვიხილავ.

– რა თქმა უნდა, თავადი ჭავჭავაძე მალე დაბრუნდება, და წარმატებითაც, – პასუხობდა ლაზარევი, ცდილობდა რა მომაკვდავი მეფე დაემშვიდებინა.

ამ დროს ავადმყოფის ოთახში, თავად ლეონიძესთან ერთად, დავით ბატონიშვილი შემოვიდა.

თავად სოლომონ ლეონიძის პაპა, ეროვნებით ლეკი, მოინათლა რა საქართველოში, მისი ქვეშევრდომი შეიქნა. თავად სოლომონის მამა მღდელმსახური გახლდათ თელავში, რომელიც ტფილისიდან 102 ვერსითაა დაშორებული. სოლომონ ლეონიძე, თავისი მამის ხელმძღვანელობით, 24 წლის ასაკიდან რუსულსა და სხვადასხვა აზიურ ენებს სწავლობდა. გადავიდა რა შემდეგ ტფილისში, იგი ერთ ხანს მეფის ასულის ანას, გარდაცვლილი ერეკლე მეფის დის და იმერეთის ქვრივი დედოფლის ანა მათეს ასულის ბებიის კარზე იმყოფებოდა. მეფის ასულის ანას რეკომენდაციით, ლეონიძე ერეკლეს მიერ მწერლად იქნა აყვანილი და მალევე, ნიჭის გამო, რომელიც მეფემ მასში შენიშნა, და სპარსული და სხვა აღმოსავლური ენების სრულყოფილი ცოდნის გამოც, ლეონიძე მდივნის ხარისხში იქნა აყვანილი, და მეფე მას თავის მეზობლებთან უმნიშვნელოვანეს მიმოწერებში იყენებდა. შემდგომში მან მსაჯულის (წერია самджвухи) (მოსამართლის) წოდებამდე მიაღწია.

პოლკოვნიკ ბურნაშოვის უფროსობით საქართველოში რუსული ჯარების ყოფნის დროს, მას თავადის ღირსება ეწყალობა. იმყოფებოდა რა ამდენად მაღალ წოდებაში, თავადი ლეონიძე ერეკლეს განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და საქართველოში მნიშვნელოვანი მამულები შეიძინა. უბრალო წოდებიდან აღზევებული ადამიანი, იგი არ კმაყოფილდებოდა მდგომარეობით, რომელშიც იმყოფებოდა, და მას კიდევ უფრო მეტი სურდა. მან ერეკლე მეფის წინაშე მის ძეს გიორგის, მაშინ მემკვიდრეს, დასწამა ცილი იმაში, რომ ვითომ ძეს მამის მოწამვლა სურდა. გიორგის კი მან უთხრა, რომ ერეკლეს მისთვის თვალის ჩინის წართმევა უნდოდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 21-го мая 1801 г., № 181. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, 334). ლეონიძის ხრიკები მალევე გამომჟღავნდა, და ის არა მხოლოდ გაძევებულ იქნა თანამდებობიდან, არამედ ქონებაც ჩამოერთვა და ცრუ და ცარიელ ცილისმწამებლად და ჭორიკანად იქნა გამოცხადებული, როგორადაც მთელ საქართველოში დიდხანს ცნობილი გახლდათ. თუმცა კი შემდეგ, პოლკოვნიკ სიროხნევის საქართველოში ყოფნის დროს, ლეონიძემ მიიღო პატიება, მაგრამ მხოლოდ დაშვებულ იქნა მეფესთან, და არანაირ საქმეებში არ გამოიყენებოდა. იმ ქონებიდან კი, რომელიც მას შეეძინა და მეფის ბრძანებით ჩამოერთვა, პატიებისას მას მხოლოდ ის დაუბრუნეს, რაც მის სახლში იქნა აღებული; დაუბრუნდა თუ არა მას თავადობის ხარისხი – ჩვენთვის უცნობია. ერეკლე მეფის გარდაცვალებისა და საქართველოს ტახტზე გიორგის ასვლის შემდეგ, ლეონიძე მთელი მეფობის მანძილზე არა თუ რაიმენაირი ნდობით არ სარგებლობდა, არამედ მას მეფესთან შესვლაც კი აკრძალული ჰქონდა. ინტრიგანი, რომელსაც არანაირი ზნეობრივი საწყისები არ გააჩნდა, ლეონიძე თავისთვის სხვა საქმიანობას ეძიებდა და დავით ბატონიშვილის ნდობაში შეაღწია (втёрся). 

უკანასკნელმა, რომელიც საკუთარ თავს ტახტის დასრულებულ მემკვიდრედ თვლიდა, და იცოდა რა იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომლებსაც მისი მამა პეტერბურგში აწარმოებდა, ლეონიძის დახმარებით თავის სასარგებლოდ დაიწყო მოქმედება.

სნეულმა მეფემ ამ ინტრიგების შესახებ იცოდა, და ბოლო ხანებში მამასა და ძეს შორის უთანხმოება წარმოიშვა. გიორგის არ შეეძლო არ დაენახა, რომ მისი ვაჟი, დავით ბატონიშვილი, მხოლოდ თავის პატივმოყვარულ სურვილებს მიჰყვება, საქართველოს ტახტს ეძიებს და თავისი მიზნების მიღწევისთვის მხოლოდ მამის გარდაცვალებასღა ელოდება. ბატონიშვილი სნეულ მამას იშვიათად სტუმრობდა. ხოლო როცა ხდებოდა კიდეც, რომ ზოგჯერ ავადმყოფის ოთახში შევიდოდა, მამა მისგან კედლისკენ გადაბრუნდებოდა, ან კიდევ თვალებს ხუჭავდა და თავს იმძინარებდა. ხოლო როცა მას ეუბნებოდნენ, რომ ძე მის ახლოსაა, და ეკითხებოდნენ, ხომ არ უნდა მას რაიმე უბრძანოს, გიორგი ან დუმდა, ან კიდევ საპირისპირო მხარეს მიბრუნდებოდა.

ზუსტად ასევე გიორგი გადაბრუნდა ახლაც მის ოთახში, თავად ლეონიძესთან ერთად, დავით ბატონიშვილის შემოსვლისას. მათ ყველა შეკითხვაზე იგი დუმილით პასუხობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, სანამ ლაზარევი ბატონიშვილს ესაუბრებოდა, ლეონიძე ავადმყოფის ლოგინთან მივიდა.

– ხომ არ ინებებს თქვენი უმაღლესობა, – ჰკითხა მან, – უბრძანოს რაიმე მემკვიდრეს ტახტთან და სამეფოსთან მიმართებაში? (Изъ донесенiя Соколова. Арх. Мин. Иностр. Делъ. 1-5. 1802-1802, № 1.)

გიორგი დუმდა.

– თქვენი ჯანმრთელობა როგორია? ჰკითხა მაშინ დავით ბატონიშვილმაც.

– მე ახლა ისე ჯანმრთელი ვარ, – პასუხობდა გიორგი, – როგორც შენ ამას არ ისურვებდი. 

ამდენად მტკიცე პასუხის მიუხედავად, მეფე მომდევნო დღეს, დილის თერთმეტ საათზე აღესრულა.

იგი მოკვდა უბრობაში თავის ვაჟიშვილთან, რომლის გამოც ამდენად ბევრს ზრუნავდა და მეცადინეობდა. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გიორგისთვის სასიხარულო არ ყოფილა: იგი ვერ ხედავდა თბილ განწყობას საკუთარი ოჯახისგან, რომლისთვისაც თავის მიერ მიცემული ფიცი დაარღვია. მეფეს შეგნებული ჰქონდა, რომ იმ ფიცისა და დაპირებების აღსრულება, რომლებიც ტახტის მემკვიდრეობის თაობაზე ერეკლე II-ის ანდერძის დაურღვევლობაში მისცა ძმებს, არ შეიძლებოდა კარგ საქმედ ყოფილიყო წოდებული, და ასეთი შეგნება გიორგის ღირსებას უნდა მივათვალოთ. როდესაც დარეჯან დედოფალი ნახულობდა მას მისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, მაშინ მისი ერთერთი სტუმრობისას, თავისი დედინაცვლის ხელს მიწვდა, ემთხვია მას და თავისი საქციელებიც გულახდილად აღიარა.

– მე დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, ამბობდა სნეული, ემთხვეოდა რა ხელზე...

ცნობა მეფის გარდაცვალების შესახებ ტფილისში სწრაფად გავრცელდა. ყველამ, ვინც ამას მოელოდა, თავისი მოქმედება დაიწყო. დავით ბატონიშვილმა გაავრცელა ხმა, რომ გიორგიმ იმპერატორ პავლეს მისწერა წერილი, რომელშიც ატყობინებდა, რომ თავისი ძე უკვე საქართველოს ტახტზე დაამტკიცა. მეფის სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე მან დედოფალს (მარიამს) ყველა გასაღები და ბეჭედი გამოართვა, ქაღალდები გადაათვალიერა და სხვათა შორის ნახა პროექტი წერილისა, რომლითაც განსვენებული მეფე ფიქრობდა ხელმწიფისთვის 30.000 ყმა-გლეხი და წელიწადში 200.000 მანეთი ჯამაგირი ეთხოვა, ხოლო თავისი ძმებისთვის კი – საქართველოში ან რუსეთში პენსიების დანიშვნა.

მოუხმო რა თავისთან თავად თუმანიშვილს, დავითი ეკითხებოდა, იცოდა თუ არა მან ამ ქაღალდის არსებობის შესახებ. თავადმა თუმანიშვილმა, რომელიც წერდა ამ თხოვნას და შეჰფიცა გიორგის მისი შენაარსის შესახებ არავისთვის ეთქვა, ახლაც საჭიროდ მიიჩნია უცოდინრობა მოემიზეზებინა და (თავისი მონაწილეობაც) უარეყო (Изъ рапорта Кнорринга Государю Императору 13-го января 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

– მამამ ჩვენ ყელი გამოგვჭრა (Батюшка насъ зарезалъ), ამბობდა მაშინ ბატონიშვილი. 

ლაზარევი, ამასობაში, ღებულობდა ყველა ზომას იმისთვის, რათა არც ტფილისში, არც საქართველოს რომელიმე სხვა ადგილას სიმშვიდე არ დარღვეულიყო. მისი განკარგულებით, მაშინვე მეფის გარდაცვალების შემდეგ სასახლეში გუშაგები იქნა დაყენებული ბრძანებით, რომ არაფრის გატანის ნება არ მიეცათ. დავით ბატონიშვილის მეშვეობით მან თავისთან შეკრიბა ტფილისში მყოფი ყველა დიდებული და დიდკაცი, იმპერატორ პავლეს ბრძანების მოსმენისთვის, რათა გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტის მენაცვალედ დანიშნული არავინ ყოფილიყო.

ბრძანება რუსულად იქნა წაკითხული. სანამდე თარჯიმანი ამ ბრძანების ქართულად გადათარგმნას მოასწრებდა, შეკრებილთაგან წინ თავადი ლეონიძე გამოვიდა. იცოდა რა რუსული და მიმართა რა მსმენელებს, ლეონიძემ ყველა დაარწმუნა, რომ ლაზარევმა დავით ბატონიშვილს საქართველოს მეფობა მიულოცა.

შეიტყო რა ამის შესახებ, ლაზარევმა ხელმეორედ განმარტა ბრძანება და სთხოვა ლეონიძეს თარგმნაში არ ჩარეულიყო.

ლეონიძე ამაზე არ გაჩერებულა. ის ტფილისის ქუჩებში დარბოდა და ხალხს აშფოთებდა, თან დავით ბატონიშვილის ტახტზე ასვლის შესახებ მის მიერ შეთხზულ მანიფესტს აქვეყნებდა. ამის კვალდაკვალ ლაზარევმა შეიტყო, რომ ლეონიძე ღამით დარეჯან დედოფალთან იყო, რომელთანაც ხანგრძლივი თათბირი და საუბარი ჰქონდა. 

ცდილობდა რა სხვადასხვა საშუალებით შეეტყო თავად დავითისგან მისი განზრახვების შესახებ, ლეონიძე ღამ-ღამობით მათ საიდუმლოდ დარეჯან დედოფალს ატყობინებდა, რომელიც ზოგჯერ ტფილელი მიტროპოლიტის არსენის სენაკში – მათი თათბირების ადგილას – მოდიოდა (Лазаревъ Кноррингу 20-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 316).

მისი გაიძვერობა და ხალხის აღშფოთება სერიოზულ საქმედ იქცეოდა. ლაზარევმა თავადი ლეონიძე დააპატიმრა, ამის შესახებ კნორინგს მოახსენა*, და იმავე დღეს გარდაცვლილი მეფის ძმებს მისწერა, ეპატიჟებოდა რა მათ იმპერატორ პავლეს ნებისადმი მორჩილნი ყოფილიყვნენ.

(*Донесенiе Соколова кн. Куракину 30-го августа 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ. 1-5. 1802-1803 г. Письмо Лазарева Кноррингу 2-го января 1801 г. Тыфл. Арх. Канц. Нам. 

ერთერთი მიზეზი, რომელმაც წაახალისა ლაზარევი საჩქაროდ დაეპატიმრებინა თავადი ლეონიძე, გახლდათ შემდეგი გარემოება, რომელიც სოკოლოვის მოხსენებაშია გადმოცემული. 

“თავადმა ლეონიძემ, – წერს იგი, – განიზრახა მოქმედებაში მოეყვანა თავისი შურისძიება თავად ჭავჭავაძის მეუღლესა და თავად ეგნატე თუმანიშვილზე, რუსეთისადმი მათი მომხრეობის გამო. შეიპარა რა მათ სახლებში, მას სურდა ისინი ხანჯლით განეგმირა; მაგრამ რადგანაც, საბედნიეროდ, თავადის მეუღლე ჭავჭავაძე იმ წუთას დაქვრივებულ დედოფალ მარიამთან იმყოფებოდა, ხოლო თავად ლეონიძეს კი სახლში მისი ძმა თავადი სოლომონ ავალიშვილი დახვდა, ამ უკანასკნელმა იგი სახლიდან გააძევა. თავადი თუმანიშვილი კი ლეონიძემ სახლში ვერ ჰპოვა, ვინაიდან იგი მაშინ საქართველოში ჯარების სარდალთან გენერალ-მაიორ ლაზარევთან ქართული მიმოწერისთვის იმყოფებოდა, რის გამოც ლაზარევმა, შეიტყო რა ამის შესახებ, ბრძანა, მათ დასაცავად, მათ სახლებთან ყარაულები დაეყენებინათ”.) 

“ყველა ბრძანება – წერდა იგი მათ (Письмо Лазарева царевичамъ 28-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.) – ხალხის თავ-თავიანთ ფარგლებში დასაცავად, ხელმოწერილი და დაბეჭდილი იქნება მისი უგანათლებულესობის იოანე ბატონიშვილის, ობერ-სეკრეტარ ეგნატეს (თავად თუმანიშვილისა) და ჩემს მიერ”.

ბატონიშვილებს, გამოთქვამდნენ რა სინანულს ძმის გარდაცვალების გამო, უკვირდათ, რომ მათი ძმისწული, იოანე ბატონიშვილი, ბრძანებებს ხელს მოაწერდა. ისინი საკუთარ თავს გულნატკენად თვლიდნენ იმით, რომ გარდაცვლილი მეფის ძმათაგან ქვეყნის მართავში მონაწილეობისთვის მოწოდებული არავინ ყოფილა (Письмо царевичей Вахтанга и Мирiана къ Лазареву отъ 29-го декабря 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). ბატონიშვილები სთხოვდნენ ლაზარევს, რათა მას მარტოს ემართა საქართველო – და მაშინ გამოთქვამდნენ სრულ მზადყოფნას რუსეთის იმპერატორისთვის ემსახურათ – ან კიდევ (მმართველობაში) მონაწილეობისთვის გარდაცვლილი მეფის ერთერთი ძმა დაეშვა. ლაზარევი ბატონიშვილებს პასუხობდა, რომ გარდაცვლილი მეფის ძმათაგან არავინ არ არის მოწოდებული ქვეყნის მმართველობაში, იმიტომ რომ ერეკლეს შვილებიდან ტფილისში არავინ ყოფილა, მაგრამ რომ თუ რომელიმე მოისურვებს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლას, მაშინ ის მიიჩნევს “პატივად რომელიმე მათგანის თანაწევრად მიღებას” (Письмо Лазарева царевичамъ 30-го декабря 1800 г. Тамъ же).

30 დეკემბერს მეფის სხეული ტაძარში იქნა გადასვენებული. გამოსვენება მთელი პატივით იქნა აღსრულებული; მოხელეებს გარდაცვლილის რეგალიები მოჰქონდათ და ჩვენი ჯარების სამივე ბატალიონიც სამწუხარო პროცესიაში მონაწილეობდა (Письмо Лазарева Кноррингу 31-го декабря 1800 г. Тамъ же).

დედოფალი მარიამი სთხოვდა ლაზარევს დაკრძალვა არ ეჩქარა და ისინი მხარის დამშვიდებამდე დაეტოვებინა. 1801 წლის 20 თებერვლის დილის ცხრა საათზე გიორგის სხეული ტფილისიდან მცხეთაში დასაკრძალად იქნა გაგზავნილი.

გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ საქართველო უფრო უარეს მდგომარეობაში დარჩა, ვიდრე ერეკლე II-ის სიკვდილის შემდეგ. ერეკლე II-ის აღსრულების შემდეგ მხოლოდ ძმები მტრობდნენ ურთიერთ შორის, რომლებიც ტახტის მემკვიდრეობის წესზე კამათობდნენ; ახლა კი, გიორგის გარდაცვალებასთან ერთად, გადამტერებულებს მათი ძმისწულებიცა და მრავალრიცხოვანი ნათესავებიც შეუერთდნენ, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

მარიამ დედოფალი მეტად საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორც მწუხარებისგან, ისე იმიტომაც, რომ გარდაცვლილ მეფეს თავისი ოჯახის მატერიალური არსებობისთვის თითქმის არაფერი დაუტოვებია. ამასთან ერთად იგი ავადაც გახლდათ. 

“მოუთმენლად მოველი, – წერდა ლაზარევი კნორინგს (Письмо Лазарева Кноррингу 2-го января 1801 г. Тиф. Арх. Канц. Нам.), – თქვენს ჩამოსვლას, და ეს წრფელი გულითაც მსურს. ვგრძნობ რომ მეტად არასაკმარისი ვარ ამ უცნაური ადამიანებისა და გარემოებებისთვის თავის გასართმევად და სადაც ყოველი ნაბიჯი შესაძლოა დამღუპველიც იყოს; თუ თავად რაიმეს არ გააკეთებ, მაშინ ნამდვილად გამოიგონებენ, და სადაც მხოლოდ იმას თუ უყურებენ, რათა ერთმანეთი გაძარცვონ, მთელი მამული წაართვან, და თუ შესაძლებელი იქნება, სიცოცხლეც”.

(«Нетерпеливо ожидаю, – писалъ Лазарев Кноррингу, – прибытiя вашего, и отъ искреннего сердца онаго желаю. Чувствую, что весьма недостаточенъ съ сими странными людьми и обстоятельствами обходиться и где всякiй шагъ можетъ быть пагубный; если самъ чего не сделаешь, такъ верно выдумаютъ, и где только того и смотрятъ, что бы другъ друга ограбить, отнять всё именiе, и еслибъ можно было, то и жизнь».)

ასეთ მდგომარეობაში, რათა შეენარჩუნებინა ქვეყანა და მასში ურთიერთშორისი ომი თავიდან აეცილებინა, ლაზარევს ერთი საშუალება რჩებოდა – მოწინააღმდეგეთა არც ერთი და არც მეორე მხარისთვის უპირატესობა არ მიეცა.

გეგონებოდათ, რომ ლაზარევმა ბედნიერად მიაღწია ამას იმით, რომ დავითს იოანე ბატონიშვილი ამჯობინა, ჩართო რა უკანასკნელი იმ პირთა რიცხვში, რომლებიც ქვეყნის დროებით მმართველობას შეადგენდნენ. ტახტის ორივე პრეტენდენტი, დავითიცა და იულონიც, ჩამოცილებული იყო მმართველობისგან და ერთი-მეორის წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისთვის მიზეზი არ გააჩნდათ. დაიწყო რა ასე კარგად, ლაზარევმა საქმე ბოლომდე ისეთივე დაჟინებულობით უკვე ვეღარ მიიყვანა. დავითმა, როგორც ვნახავთ, მოახერხა დროებითი მმართველობის შემადგენლობაში შეეღწია (втереться), და ამიტომ ლაზარევის მიერ იოანე ბატონიშვილისთვის უპირატესობის მინიჭება მხოლოდ ნახევარზომა გახლდათ, რომელმაც თუმცა კი გააჩერა სისხლისღვრა, მაგრამ ქვეყნის სრული დამშვიდება ვერ გამოიწვია.

მოწინააღმდეგეთა ორივე პარტია, ასე ვთქვათ, ერთი-მეორის მიმართ თავდაცვით მდგომარეობაში დადგა და ცდილობდა, შეძლების და გვარად, გაძლიერებულიყო და ხალხში ფესვები უფრო ღრმად გაედგა. იკრებდნენ რა პარტიებს და აღელვებდნენ რა ხალხს, ისინი განუწყვეტლივ ერთი-მეორეზე საჩივრებით რუსული ჯარების სარდლებს მიმართავდნენ. ვახტანგ და მირიან ბატონიშვილები ჩიოდნენ (Письмо царевичей Кноррингу отъ 2-го января 1801 г. Тамъ же), რომ მათი ძმისწული ბაგრატი კახეთში ხმებს ავრცელებს, რომ მიიღო წერილი ლაზარევისგან, რომელიც მას სწერდა, ვითომ, უზენაესი ნების თანახმად, მისი ძმა, დავით ბატონიშვილი მეფედაა დამტკიცებული და რომ იგი ხალხს მის ერთგულებაზე ძალით აფიცებს. ვახტანგი და მირიანი იტყობინებოდნენ, რომ ის კახელი თავადები, რომლებმაც ერეკლეს ანდერძი გიორგის სიკვდილის შემდეგ ტახტის ძმებზე გადასვლის შესახებ თავიანთი ხელმოწერებით დაამტკიცეს, მათთან ჩამოვიდნენ, არ სურთ დავითს შეჰფიცონ და ამ ანდერძის დაცვას ითხოვენ.

ბაგრატი წერდა ლაზარევს (Письмо Баграта Лазареву отъ 2-го января 1801 г. Тиф. Арх. Канц. Нам.), რომ ბევრმა კახელმა თავადმა მიიღო წერილი, რომლებითაც მათ აიძულებენ პავლე იმპერატორის ბრძანებებს არ დაელოდონ.

“იულონი და ფარნაოზი, – წერდა დავით ბატონიშვილი (Лазареву отъ 3-го января 1801 г. Тамъ же), – გადადიან ყველგან ქართლში და ხალხს ამბოხებისთვის განაწყობენ, არწმუნებენ რა, რომ თქვენი განცხადება პირდაპირ ისეთი იყო, რომ საქართველოში ამიერიდან მეფე არ უნდა იყოს. ამასთან ხალხს ჩააგონებენ, რომ მას სრული ტყვეობა და დაღუპვა მოელის, ხოლო თავადებსა და აზნაურებს კი ისევე გახდიან, როგორც ჩერქეზებს, და ყოველგვარი პატივისცემის გარეშე დატოვებენ. ამრიგად, გასახელებენ რა თქვენ მთელი მათი მოძრაობისა და მღელვარების მიზეზად, ხალხს აჯანყებისთვის აგულიანებენ (ამხნევებენ)”.

ლაზარევმა მიიღო ცნობა, რომ ბატონიშვილებს, გარდაცვლილი მეფის ძმებს, განზრახული აქვთ კახეთში შეაღწიონ და იქ, დავით ბატონიშვილის სიტყვებით, აშკარა ამბოხება მოაწყონ. დავით ბატონიშვილი, რომელიც სავსებით იყო დარწმუნებული თავის აღმატებასა და უფლებებში, იმედოვნებდა, რომ საქართველოს ტახტს მემკვიდრეობით აუცილებლად მიიღებდა და ცდილობდა თავისი დამოუკიდებლობა ეჩვენებინა და გამოეცხადებინა.

“მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემს ბიძებს ამაზე ნება ჰქონდეთ – წერდა იგი ლაზარევს. – მე მჯერა, რომ ხელმწიფეს თავისი ერთი სიტყვით შეუძლია ყოველივე აღასრულოს და (ბატონიშვილების) მთელი ასეთი ჩანაფიქრები გააქარწყლოს.

თუ თქვენ არ გსურთ, რაიმენაირი მიზეზის გამო, ამაში ჩაერიოთ, მაშინ გთხოვთ მომცეთ ნება და მე მათ დავაწყნარებ, ვინაიდან თქვენ ხედავთ ჩემს მორჩილებას, რის მიყოლასაც მე ჩემს მოვალეობად და ღირსებად მივიჩნევ. ამის საპირისპიროდ, ჩემს ბიძებს თქვენ აშკარად ეზიზღებით, და, რათა ამ დროს მშვიდ მაყურებლად დავრჩე, მე არც თქვენგან, არც რუსეთისგან არ ვსასოებ, მით უმეტეს, როცა არ შეიძლება საჩივრისთვის მიზეზის წარხოცვა, და, რა თქმა უნდა, ასეთი მღელვარება დავიწყებული ვერ დარჩება.

მე გთხოვთ, სანამ ხალხი ჯერ არ შეკრებილა, ეს (საქმე) წინასწარ გამოვშიგნოთ. თქვენთვის ცნობილია, თუ როგორი უბედურება იქნება ეს ჩვენთვის, ხოლო თქვენთვის კი უზომო საზრუნავები. ამ ამბოხების დროს ავარელი ომარ-ხანი აუცილებლად ისარგებლებს და ადვილად შეუძლია ერთი ან ორი სოფელი მოგვტაცოს და გაძარცვოს; და ყოველივე ამაზე პასუხს ვინ აგებს?”

ამთავრებდა რა წერილს ასეთი შეკითხვით, დავით ბატონიშვილს, რა თქმა უნდა, სურდა ეთქვა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ლაზარევს და ნაწილობრივ მასაც, როგორც საქართველოს კანონიერ წარმომადგენელს. ასე ფიქრობდა იგი, რამდენადაც დარწმუნებული იყო და, როგორც ვნახავთ, ასეც მოქმედებდა, თვლიდა რა საკუთარ ქვეყნის პატრონად. მეორეს მხრივ, ბატონიშვილები, მისი ბიძები, თავიანთ უფლებებს ასევე განუყოფელად თვლიდნენ და ძმისწულისადმი დაქვემდებარება არ უნდოდათ. 

კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, ქვეყნის გადარჩენისთვის სხვა ზომებს მოითხოვდა, ენერგიულ ზომებს, რომლებიც ორივე მტრულ მხარეს დააწყნარებდა და შინაომებსა და სისხლისღვრას არ დაუშვებდა... 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა