Thursday, October 1, 2026

თურქეთის სამხედრო ხარჯები 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, სამხედრო ასიგნებები თურქეთში 1978/79 ფინანსურ წელზე (დაიწყო 1978 წლის 1 მარტს) კვლვ არსებითად გაიზარდა. ეს წარმოადგენდა ქვეყნის მონაწილეობის შედეგს ნატო-სა და სენტო-ს ბლოკებში, აგრეთვე კ. კვიპროსზე თურქული ჯარების ყოფნის შედეგსაც. 1973–1978 წლებში ქვეყნის პირდაპირი სამხედრო ხარჯები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა (11,1 მლრდ. თურქული ლირიდან 1973/74 საბიუჯეტო წელში 42,5 მლრდ.-მდე 1977/78 წელს). 

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1978/79 ფინანსურ წელზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს (ეთმ) გამოეყო 52 860 მლნ. თურქული ლირა (დაახლოებით 2,8 მლრდ. დოლარი), რაც საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის 20,6 %-ს შეადგენდა და წინა წლის სამხედრო ასიგნებებს 24,4 %-ით აღემატებოდა. 

აღნიშნული თანხა შეიარაღებული ძალების სახეობებს შორის შემდეგნაირად იყო განაწილებული: სახმელეთო ჯარებს – 23 841 მლნ. თურქული ლირა (ეთმ-ის მთელი ბიუჯეტის 45,2 %), სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) – 10 012 მლნ. (18,9 %), სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ) – 6441 მლნ. (12,2 %), ეთმ-ისა და გენერალური შტაბის აპარატის შენახვაზე – 4566 მლნ. (8,6 %), შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციასა და მოდერნიზაციაზე (პროგრამა „რემო“) – 8000 მლნ. (15,1 %). პროგრამა „რემოს“ განხორციელებისათვის განკუთვნილი სახსრები ძირითადად იხარჯებოდა უცხოური იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვებზე და ნაწილობრივ ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზეც. ეთმ-თვის ყოველწლიურად გამოყოფილი ფონდების 70 %-ზე მეტი მიდიოდა პირადი შემადგენლობის შენახვაზე, საბრძოლო მომზადებასა და შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. 

მოხსენიებული სამხედრო ხარჯების გარდა, 1978/79 ფინანსურ წელზე თურქეთის სამხედრო ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო ჯამში 4,3 მლრდ. თურქული ლირის ასიგნებები საჟანდარმო ჯარების შენახვაზე, რომელთა გათვალისწინებით ქვეყნის საერთო სამხედრო ხარჯები შეადგენდა 57 160 მლნ. თურქულ ლირას, ანუ საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის 22,3 %-ს. 

დასავლელი ექსპერტების აზრით, აშშ-ის მიერ თურქეთისათვის ამერიკული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ემბარგოს შემოღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა თურქეთის შეიარაღებული ძლების ბრძოლისუნარიანობა. კერძოდ, სათადარიგო ნაწილების არარსებობის გამო ქვეყნის სჰძ-ის საბრძოლო თვითმფრინავების მხოლოდ დაახლოებით 50 % შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული საგანგებო ვითარების პირობებში. გარდა ამისა, ზოგიერთი ტიპის თვითმფრინავი მნიშვნელოვნად იყო მოძველებული, რადგანაც შეიარაღებაში იმყოფებოდნენ 1950-იანი წლებიდან. ამიტომ, როგორც მოწმობდა ამერიკული ჟურნალი „ფლაითი“, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში წარმოებდა მოლაპარაკებები აშშ-ის უმსხვილეს ავიასამშენებლო ფირმა „ჯენერალ დაინემიქსთან“ მსხვილი შეკვეთის განთავსებაზე თურქეთისთვის 1980–1983 წლებში დაახლოებით 100 მსუბუქი გამანადგურებლის F-16 მიწოდებათა შესახებ, რომლებიც უნდა წასულიყვნენ სჰძ-ის შეაიარაღებაში არსებული F-102A და F-104G ტიპის მოძველებული მანქანების შესაცვლელად. 

თურქეთის სახმელეთო ჯარები, საზღვარგარეთელი სამხედრო სპეციალისტების შეფასების თანახმად, განიცდიდა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა და თანამედროვე ტანკების ნაკლებობას. გარდა ამისა, არსებული მოძველებული სარაკეტო შეიარაღება (ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების უმართავი რაკეტები „ონესტ ჯონი“), მათი აზრით, უნდა შეცვლილიყო „ლანსის“ ტიპის თანამედროვე მართვადი რაკეტებით. 

აშშ კონგრესის მიერ ამერიკულ შეიარაღებათა მიწოდებებზე ემბარგოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან და თურქეთისთვის სამხედრო დახმარების განახლებასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელის მთავრობას განზრახული ჰქონდა უახლოეს წლებში მნიშვნელოვნად გაეზარდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვები, გამოიყენებდა რა ამ მიზნისთვის ამერიკული კონგრესის მიერ 1979 წელზე გამოყოფილ 175 მლნ. დოლარს კრედიტის სახით და დაახლოებით 70 მლნ. დოლარს აუნაზღაურებელი დახმარების სახით. 

მეორეს მხრივ თურქეთის ხელმძღვანელობა, ისწრაფვოდა რა გარკვეული დამოუკიდებლობის შეძენისკენ სამხედრო ტექნიკით, სათადარიგო ნაწილებითა და საბრძოლო მასალებით თავისი შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის საქმეში, ღებულობდა ზომებს ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარებისთვის უცხოური ტექნიკური და ფინანსური დახმარების მოზიდვით. ასე, თურქული საავიაციო კომპანია „თუსაში“ თანამშრომლობდა დასავლეთევროპულ თვითმფრინავსამშენებლო ფირმებთან, რომელთა დახმარებითაც უახლოეს წლებში გეგმავდნენ საბრძოლო თითმფრონავების აწყობის საქმის მოგვარებას. წარმოებდა მოლაპარაკებები გფრ-თან ტანკების ასაწყობი ქარხნის მშენებლობის თაობაზე ქ. არითიეში და სამხედრო საწარმოების მოდერნიზაციაზეც ქ. კირიქკალეში. 

1970-იანი წლების მიწურულისთვის საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ შეიარაღების ახალი პარტიების შესყიდვები და საკუთარი სამხედრო წარმოების გაფართოვება ახდენდა სამხედრო ხარჯების შემდგომი ზრდისა და უცხოური სესხების ზრდის სტიმულირებას. ეს თავის მხრივ იწვევდა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი დეფიციტის წარმოქმნას (15–18 მლრდ. თურქული ლირა), ასევე ვალების ზრდას, როგორც საგარეოსი (1978 წელში მიაღწიეს 15 მლრდ. დოლარს), ისე საშინაო ვალებისაც (1978 წლის ბოლოში გადააჭარბეს 68 მლრდ. თურქულ ლირას). 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник запаса Н. Ходин, «Военные расходы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1978 г. № 12. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment