Wednesday, September 30, 2026

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 1970-იანი წლების მიწურულს

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 1970-იან წლებში თავის საომარ მზადებებში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა თურქეთის შეიარაღებული ძალების, მათ შორის სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) განვითარებას. 

თურქეთის ფლოტის როლის მნიშვნელოვნება (важность) ნატო-ს სარდლობის მიერ შემუშავებად საბრძოლო ოპერაციებში განისაზღვრებოდა ქვეყნის მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობითა (მას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ეკუთვნის, რომლებიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს) და სამხრეთ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) საზღვაო ხასიათით. 

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ომიანობის დროს თურქეთის სზძ-ს შემდეგი ძირითადი ამოცანები დაეკისრებოდა: შავი ზღვის სრუტეების ბლოკადა, შავ ზღვაში და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან ბრძოლა, ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა, თავისი საზღვაო შეტყობინების გზების დაცვა და მოწინააღმდეგის კომუნიკაციათა დარღვევა, ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) ინტერესებში დაზვერვის წარმოება. 

ამ ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფისთვის, თურქეთი, რომელიც ნატო-ს დახმარებას ემყარებოდა, თავის სამხედრო-საზღვაო ძალებს მუდმივად განამტკიცებდა. თურქეთის სზძ-თვის ხომალდებისა და შეიარაღების ძირითადი მიმწოდებლები იყვნენ აშშ და გფრ, რომლებიც მას აგრეთვე ტექნიკურ დახმარებასაც უწევდნენ ეროვნული ხომალდმშენებლობის გაფართოებასა და კადრების მომზადებაში. ამერიკელი სამხედრო მრჩევლების მეთვალყურეობითა და მონაწილეობით წარმოებდა სზძ-ის მშენებლობის, საბრძოლო გამოყენების, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება. მშვიდობიანობის დროს სზძ ეროვნულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, ხოლო ომის დაწყებისას ან საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და ბლოკის ფარგლებში სწავლებების ჩატარების დროს კი სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის სარდლობის განკარგულებაში გადაეცემოდა. 

თურქეთის სზძ წარმოადგენს შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. მას მეთაურობს სარდალი, რომელიც ანკარაში განლაგებული შტაბის მეშვეობით ახორციელებს ფლოტის ძალების ადმინისტრაციულ და ოპერატიულ ხელმძღვანელობას. 1970-ანი წლების ბოლოს სზძ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფლოტი, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამხედრო-საზღვაო ზონები, სზძ-ის ავიაცია, მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯუკი, სამხედრო-საზღვაო სასწავლო სარდლობა, ვერფებისა და გემთსამშენებლო საწარმოების გენერალური დირექცია. 

ფ ლ ო ტ ი – ეს გახლდათ თურქეთის სზძ-ის ძირითადი ოპერატიული გაერთიანება, რომელიც ორგანიზაციულად სამ ფლოტილიაში შეყვანილ მთელ სახომალდო შემადგენლობას მოიცავდა. ესენი იყო წყალქვეშა ნავების, საბრძოლო (წყალზედა ხომალდების) და ნაღმ-სატრალო ფლოტილიები. ისინი თავის მხრივ იყოფოდნენ დივიზიონებად. 

სახომალდო შემადგენლობის ცნობარ «ჯეინის» მონაცემებით, 1970-იანი წლების მიწურულს თურქეთის სზძ მოითვლიდა დაახლოებით 200 საბრძოლო ხომალდსა და კატარღას (მათ შორის იყო 12 წყალქვეშა ნავი, 12 საესკადრო ნაღმოსანი, ორი ფრეგატი, ექვსი მცირე ნავსაწინააღმდეგო, 21 სადესანტო და 48 ნაღმ-სატრალო ხომალდი, შვიდი სარაკეტო, 13 სატორპედო, 41 სადარაჯო /საპატრულო/ და 36 სადესანტო კატარღა), აგრეთვე 50 დამხმარე გემსა და კატარღას. 

ძირითადი კლასების ხომალდები (წყალქვეშა ნავები, საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები და მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები), რომლებიც ფლოტის საბრძოლო ბირთვს შეადგენდნენ, უმთავრესად მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ან ომის შემდგომი პირველი წლების აგების ყოფილი ამერიკული ხომალდებით იყო წარმოდგენილი. ისინი თურქეთს სამხედრო დახმარების ფორმით გადაეცა და, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნდათ თანამედროვე პირობებში საზღვაო ბრძოლის წარმოებისათვის. იმ ხანებში სზძ-ის უახლეს ხომალდებად ითვლებოდა დასავლეთგერმანული წარმოების 209 პროექტის სამი წყალქვეშა ნავი და ეროვნულ ვერფებში აგებული «ბერკის» ტიპის ორი ფრეგატი (ნახ. 1). საკმრისად მაღალ ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებდნენ «გირინგისა» და «ალენ მ. სამნერის» ტიპის საესკადრო ნაღმოსნები, რომლებსაც მოდერნიზაცია FRAM პროგრამის მიხედვით ჰქონდათ გავლილი. ხომალდების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ცხრილშია მოყვანილი. 

ცხრილი 

თურქეთის სზძ-ის ძირითადი კლასების ხომალდების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ხომალდის ტიპი – რაოდენობა, ამგები ქვეყანა, მწყობრში შეყვანის წელი; B – წყალწყვა, ტ: სტანდარტული / სრული; C – მთავარი განზომილებები, მ: ა) სიგრძე, ბ) სიგანე, გ) წყალჯდომი; D – ენერგეტიკული დანადგარის სიმძლავრე, ცხ. ძ.; E – სვლის უდიდესი სიჩქარე, კვანძი; F – ეკიპაჟი, ადამიანი; G – შეიარაღება) 

. . . . . . . A . . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . C . . . . . . . . D . . . . . . E . . . . . . . F . . .  

წყალქვეშა ნავები * 

209 პროექტი – 3, გფრ, . . . 990 / . . . ა) – 54 . . . . . . . * . . . 10 / 22 . . . . . 31 
1975-1978 . . . . . . . . . . . . . .1290 . . . . ბ) – 6,2   
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გ) – 5 
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატები– 8

«ბალაო» (მოდერნიზე- . . . 1975 / . . . ა) – 99,4 . . . 6400 / . . . 20 / 15 . . . 85 
ბული პროგრამა . . . . . . . . . 2540 . . . . ბ) – 8,2 . . . . 5400 
GAPPY-3A მიხედვით) . . . . . . . . . . . . გ) – 5,2 
– 2, აშშ, 1945 
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატები – 10

«ბალაო» (მოდერნიზე- . . . 1829 / . . . ა) – 95 . . . 4800 / . . . 17 / 15 . . . 85 
ბული GAPPY-2A . . . . . . . . 2424 . . . . ბ) – 8,2 . . . 5400 
პროგრამის მიხედვით) . . . . . . . . . . . გ) – 5,2 
– 7, აშშ, 1944-1945 
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატები – 10

საესკადრო ნაღმოსნები 

«გირინგი» (მოდერნი- . . . 2425 / . . . ა) – 119 . . . 60000 . . . 34 . . . 275 
ზებული პროგრამა . . . . . 3520 . . . . ბ) – 12,4 
FRAM-1-ის და 2-ის . . . . . . . . . . . . . გ) – 5,8 
მიხედვით) – 5, აშშ, 
1945-1947 
G . . . 127-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 2, ნწმრი** სისტემა «ასროკი» ან ბომბსტყორცნი «ჰეჯეჰოგი», სამმილიანი სატორპედო აპარატი Mk32 – 2, ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი

«ფლეტჩერი» – 5, აშშ, . . . 2100 / . . . ა) – 114,7 . . . 60000 . . . 34 . . . 250 
1943-1944 . . . . . . . . . . . . . 3050 . . . . .ბ) – 12,1 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გ) – 5,5 
G . . . 127-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 4, 76-მმ ერთქვემეხიანი არტდანადგრები – 6, ბომბსატყორცნები «ჰეჯეჰოგი» – 2, 533-მმ ხუთმილიანი სატორპედო აპარატი

«ალენ მ. სამნერი» . . . . . . . 2200 / . . . ა) – 114,8 . . . 60000 . . . 34 . . . 275 
(მოდერნიზებული . . . . . . 3320 . . . . ბ) – 12,4 
პროგრამა FRAM-2-ის . . . . . . . . . . . . გ) – 5,8 
მიხედვით) – 1, აშშ, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 
1945 
G . . . 127-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 3, სამმილიანი სატორპედო აპარატები Mk32 – 2, ბომბსატყორცნები «ჰეჯეჰოგი» – 2 

«რობერტ ჰ. სმიტი» – 1, . . . 2250 / . . . ა) – 114,8 . . . 60000 , , , 34 . . . 273 
აშშ, 1944 . . . . . . . . . . . . . . . . 3375 . . . . ბ) – 12,4 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გ) – 5,8 
G . . . 127-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 3, 40-მმ ოთხლული ანი საზენიტო ავტომატები – 2, 40-მმ ორლულიანი საზენიტო ავტომატები – 2, 20-მმ საზენიტო ავტომატები – 11

ფრეგატები 

«ბერკი» – 2, თურქეთი, . . . 1450 / . . . ა) – 95 . . . . . 24000 . . . 25 . . . . * . . . 
1972-1975 . . . . . . . . . . . . . . . 1950 . . . . ბ) – 11,8 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გ) – 5,5 
G . . . 76-მმ ორქვემეხიანი არტდანადგრები – 2, სამმილიანი სატორპედო აპარატები Mk-32 – 2, ბომბჩამგდებები, ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი 

მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები 

PC – 6, აშშ (5), 1943; . . . 280 / . . . ა) – 54 . . . 2800 . . . 19 . . . 65 
თურქეთი (1), 1965 . . . . 412 . . . . ბ) – 7  
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გ) – 3,1  
G . . . 76-მმ არტდანდგარი, 40-მმ საზენიტო ავტომატი, ბომბსატყორცნი «ჰეჯეჰოგი» 

* წყალწყვა: მრიცხველში – წყალზედა, მნიშვნელში – წყალქვეშა. ენერგეტიკული დანადგრის სიმძლავრე: მრიცხველში – დიზელების, მნიშვნელში – სანიჩბო ელექტროძრავებისა. სვლის უდიდესი სიჩქარე: მრიცხველში – წყალზედა, მნიშვნელში – წყალქვეშა. ** ნწმრი – ნავსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო იარაღი. 

ნაღმ-სატრალო ძალები წარმოდგენილი იყო 40-60-იანი წლების ამერიკული, დასავლეთგერმანული და კანადური აგების 21 საბაზო და 13 სარეიდო ტრალერით, შვიდი სანაღმო და შვიდი ბონო-საბადე (боно-сетевые) გადამღობით. ყველაზე უფრო მსხვილი ხომალდი გახლდათ ნაღმგადამღობი # 110 «ნუსრეტი» (ნახ. 2). ის დანიაში აშშ-ის სახსრებით იქნა აგებული და 1964 წელს სამხედრო დახმარების პროგრამით თურქეთის ფლოტს გადაეცა. მისი წყალწყვა გახლდათ 1800 ტ, სვლის უდიდესი სიჩქარე 18 კვანძი, შეიარაღება – ორი 76-მმ ორლულიანი არტდანადგარი და 400-მდე ნაღმი. ეკიპაჟი გახლდათ 146 ადამიანი. 

სადესანტო ძალების სახომალდო შემადგენლობა მოიცავდა ოთხ ტანკსადესანტო და 17 მცირე სადესანტო ხომალდს, აგრეთვე 36 სადესანტო კატარღას. ტანკსადესანტო ხომალდები წარსულში ამერიკულ სზძ-ში შედიოდა და თურქეთს 1974-1975 წლებში გადაეცა. მათი სრული წყალწყვა გახლდათ 4000-5800 ტ. მცირე სადესანტო ხომალდებსა და სადესანტო კატარღებს, როგორც წესი, ეროვნულ ვერფებში აგებდნენ 60-იან წლებსა და 70-იანების დასაწყისში (წყალწყვა შესაბამისად 600 და 100-400 ტ). 

საბრძოლო კატარღების კლასი (სარაკეტო, სატორპედო და სადარაჯო) ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი იყო სზძ-ში. მათგან ყველაზე უფრო თანამედროვე გახლდნენ სარაკეტო კატარღები («დოგანის» ტიპის სამი და «ქართალის» ტიპის ოთხი კატარღა). სათავო კატარღა «დოგანი» გფრ-ში 1976 წელს იქნა აგებული (მისი წყალწყვა იყო 410 ტ, შეიარაღება – ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემა /მრი სისტემა/ «ჰარპუნი» და ორი 76-მმ საარტილერიო დანადგარი), ხოლო დანარჩენი ორი კი თურქეთში ააგეს და მწყობრში 1978 წელს შეიყვანეს. «ქართალის» ტიპის სარაკეტო კატარღები «იაგუარის» ტიპის ყოფილი დასავლეთგერმანული სატორპედო კატარღების გადაკეთებულ ვარიანტს წარმოადგენდა, რომლებზედაც სატორპედო აპარატების ნაცვლად «პინგვინის» ტიპის მრი სისტემები იყო დაყენებული. 

სატორპედო კატარღები «იაგუარის» ტიპის 12 კატარღით იყვნენ წარმოდგენილი (წყალწყვა 190 ტ, სვლის უდიდესი სიჩქარე 42 კვ, შეიარაღება – ოთხი სატორპედო აპარატი, ორი 40-მმ არტდანადგარი, შეეძლოთ ბორტზე საზღვაო ნაღმების წაღებაც), და აგრეთვე ეროვნული აგების კატარღითაც (ფლოტს 1976 წელს გადაეცა, მისი წყალწყვა იყო 75 ტ, შეიარაღება – ოთხი სატორპედო აპარატი და ორი 40-მმ არტდანადგარი). 

სადარაჯო კატარღებს (ყოფილი ამერიკული, აგრეთვე დასავლეთგერმანული და ეროვნული აგებისა) 170 ტ-მდე წყალწყვა ჰქონდათ და 20- ან 40-მმ არტდანადგარებით იყვნენ შეიარაღებულნი. ზოგიერთი მათგანი წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისთვისაც იყო მოწყობილნი (შეგუებული, приспособлены), რისთვისაც სიღრმივი ბომბებით გახლდნენ აღჭურვილი. 

ჩ რ დ ი ლ ო ე თ / დ ა / ს ა მ ხ რ ე თ / ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ზ ო ნ ე ბ ი ს / ს ა რ დ ლ ო ბ ე ბ ი ითვლებოდნენ ტერიტორიულ ოპერატიულ ფორმირებებად და მოიცავდნენ ექვს სამხედრო-საზღვაო რაიონს: შავი ზღვის, ბოსფორის, დარდანელისა და მარმარილოს ზღვის (ჩრდილოეთის ზონა), ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების (სამხრეთის ზონა). ამ სარდლობებს ეკისრებოდათ სანაპიროს, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების ყველა სახეობის თავდაცვის ორგანიზაციის, არეთვე საბრძოლო ხომალდების შენაერთების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ამოცანები. ჩვეულებრივ პირობებში მათ მხოლოდ მართვის ორგანოები, სანაპირო ნაწილები და ქვედანაყოფები, აგრეთვე ზურგის დაწესებულებები გააჩნდათ, ასევე უმნიშვნელო რაოდენობით სზძ-ის დამხმარე გემებიც. ომიანობის დროს შესაბამისი ზონების ფარგლებში საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისთვის მათ დაქვემდებარებაში ფლოტის შემადგენლობიდან აუცილებელი რაოდენობით საბრძოლო ხომალდები უნდა გადასცემოდათ. 

სზძ-ის ა ვ ი ა ც ი ა 1970-იანი წლების მიწურულს მითვლიდა 20 საპატრულო თვითმფრინავს «თრექერი» (რვა S2A და 12 S2E) და ცხრა ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენს «აგუსტა ბელი» (სამი AB-204B და ექვსი AB-212B), რომლებიც ორგანიზაციულად ორ ესკადრილიაში იყვნენ შეყვანილი. 

ამერიკული წარმოების საბაზო საპატრულო თვითმფრინავები მოძველებულად ითვლებოდა. მატერიალური ნაწილის ცუდი მდგომარეობის გამო ექვსი მანქანა საბრძოლო შემადგენლობიდან იყო გამოყვანილი. რამდენიმე თვითმფრინავს აშშ-ში მოდერნიზაცია ჩაუტარდა და მათში წყალქვეშა ნავების აღმოჩენისა და მათზე თვალთვალის თანამედროვე აპარატურა იქნა დაყენებული. 

ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენები 1970-იანი წლების მეორე ნახევარში მიიღო თურქეთმა იტალიიდან, მათ შორის ექვსი მანქანა 1977-1978 წლებში. იმ ხანებში ამ ვერტმფრენების ათვისება გრძელდებოდა. 

1970-იანი წლების მიწურულს სზძ-ის განვითარება ძირითადად სახომალდო შემადგენლობის ხარისხობრივი განახლებისა და რაოდენობრივი ზრდის ხაზით ხორციელდებოდა, რისთვისაც უცხოეთიდან მიეწოდებოდა და ეროვნულ გემთსაშენ ვერფებში აიგებოდა საბრძოლო ხომალდები, და უწინარეს ყოვლისა კატარღები. თურქული სარდლობა თვლიდა, რომ მსხვილ ხომალდებთან შედარებით ისინი მოწინააღმდეგის იარაღისგან ნაკლებად მოწყვლადია და საუკეთსოდაა შეგუებული შავი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების ნაპირებთან ახლო რაიონებში, აგრეთვე სრუტეების ზონაში მოქმედებებისთვის. ამასთან მთავარი ყურადღება სარაკეტო კატარღებს ეთმობოდა. მათი მშენებლობა გფრ-ის ტექნიკური დახმარებით ვერფ ტაშკიზაქში (სტამბული) იყო გაშლილი. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1979 წლის შუა თვეებში აქ «დოგანის» ტიპის მესამე კატარღის აგება მთავრდებოდა და კიდევ ოთხის მშენებლობის დაწყებას მოელოდნენ. დაგეგმილი იყო «იაგუარის» ტიპის სატორპედო კატარღების სარაკეტო კატარღებად გადაკეთებაც. სარაკეტო იარაღით იგეგმებოდა აგრეთვე SAR33 პროექტის სადარაჯო კატარღების აღჭურვა (13 ეთეულისა), რომლებსაც გფრ-ის დახმარებით აგებდნენ. 

გიოლჯუკში არსებულ გემთსაშენ ვერფში მიმდინარეობდა 209 პროექტის დიზელური წყალქვეშა ნავების წარმოების ათვისება, ხოლო ძირითადი აღჭურვილობა კი მათთვის გფრ-დან მიეწოდებოდათ. ამ ტიპის პირველ ნავს აქ 1975 წლიდან აგებდნენ. 

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ქვეყანაში აწყობილი გახლდათ მცირე სადესანტო ხომალდების წარმოება (ოთხი-ექვსი ერთეული წელიწადში). 

1979-1980 წლებში თურქეთი ვარაუდობდა შეერთებული შტატებიდან ომისშემდგომი აგების ხუთი წყალქვეშა ნავისა და სამი საესკადრო ნაღმოსნის მიღებას, რომლებსაც მოდერნიზაცია ჰქონდათ გავლილი. 

მიმართავდნენ ძალისხმევას სზძ ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობების ასამაღლებლად. იტალიიდან გრძელდებოდა AB-212B ტიპის ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენების მიწოდება. 1979 წელში გეგმავდნენ მათი რაოდენობის ექვსი ერთეულით გაზრდას. აშშ-ში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები «თრექერის» ტიპის მოძველებული თვითმფრინავების უფრო თანამედროვეებით შეცვლის შესახებ. 

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ყურადღებას აქცევდა დივერსიული ძალების განვითარებას, რომელიც განკუთვნილი იყო მოწინააღმდეგის სანაპირო ტერიტორიებზე და წყლებში სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ბაზების მისადგომებისა და სრუტეების ზონაში წყალქვეშა ღობურების დასაცავად. სზძ-ის შემადგენლობაში საბრძოლო მცურავების რამდენიმე ქვედანაყოფი იქნა ჩამოყალიბებული. 

სზძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება, უცხოური პრესის შეტყობინებებით, 1970-იანი წლების მიწურულს აღწევდა 45 ათას ადამიანს, მათგან 15 ათასი იყვნენ კადრის ოფიცრები და უნტერ-ოფიცრები. დაკომპლექტება ტარდებოდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე. სამხედრო სამსახურის მოქმედების ვადა 20 თვე გახლდათ. ყოველწლიურად სზძ-ში დაახლოებით 10 ათასი ახალწვეული გაიწვეოდა. 

რიგით შემადგენლობას ამზადებდნენ სასწავლო ცენტრში ქალაქ გიოლჯუკში, უნტერ-ოფიცრებს – ბეილერბეისა (სტამბულის რაიონი) და გიოლჯუკში. ოფიცერთა კადრებს ასწავლიდნენ კუნძულ ჰეიბელიზე არსებულ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში. ის ყოველწლიურად სამეთაურო და საინჟინრო პროფილის სზძ-ის დაახლოებით 120 ოფიცერს უშვებდა. უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობა მომზადებას გადიოდა სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ქ. სტამბულში, აგრეთვე ნატო-ს სამხედრო კოლეჯში რომში. 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ომის გამოცხადების შემთხვევაში სზძ-ში შეიძლებოდა 25 ათასზე მეტი მომზადებული რეზერვისტი გაეწვიათ. 

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემების მასალები მოწმობდნენ, თურქეთის სზძ-ის ოპერატიული და საბრძოლო მომზადება ძირითადად იმ საკითხების დამუშავებაზე იყო მიმართული, რომლებიც მას ომიანობის დროს უნდა გადაეწყვიტა. 

საბრძოლო მომზადების ცალკეულ ელემენტებს აქტიურად ამუშავებდნენ წვრთნებსა და კერძო სწავლებებში, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. კონკრეტული ოპერატიული გეგმების შესასრულებლად სზძ-ის მზადყოფნის კომპლექსური შემოწმება ფლოტის დამოუკიდებელი სწავლებების მსვლელობისას, აგრეთვე შეიარაღებული ძლების სხვა სახეობებთან ერთობლივ მანევრებში ხორციელდებოდა. მათ შორის ყველაზე უფრო მსხვილი გახლდათ «დენიზ ქურდუსის» ტიპის ტიპიური სწავლება. მისი ჩატარებისას ძირითადი აქცენტი ფლოტის სხვადასხვაგვარი ძალებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) ურთიერთმოქმედების ორგანიზაციაზე კეთდებოდა. 

თურქეთის სზძ ასევე აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს გეგმებით სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ჩატარებულ ყოველწლიურ სწავლებებში («დონ პეტროლის», «დისფლეი დეტერმინეიშნისა» და სხვა ტიპების), რომლებზედაც თურქული სარდლობა მთავარ ყურადღებას უთმობდა ფლოტის ძალების მშვიდობიანობის მდგომარეობიდან ომის მდგომარეობაში გადაყვანას, ოპერატიულ გაშლას, აგრეთვე შტაბებთან და მართვის პუნქტებთან კავშირგაბმულობის შენარჩუნებას. ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის სახომალდო შენაერთებისა და მიზნობრივი დანიშნულების ჯგუფების შემადგენლობაში ერთობლივი მოქმედებების დასამუშავებლად თურქეთის ფლოტიდან ჩვეულებრივ სხვადასხვა კლასის რამდენიმე ხომალდი გამოიყოფოდა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 2 ранга В. Канин, «Военно-морские силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 6.

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

Tuesday, September 29, 2026

ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის საბრძოლო მომზადება ხმელთაშუა ზღვაში 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, თავისი საომარი მზადებების სისტემაში ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 1970-იან წლებში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ე. წ. ნატო-ს სამხრეთ ფლანგს (სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრს /ომთ/), რომელსაც მთავარ პლაცდარმად განიხილავდა ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებისთვის ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მისი გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით (სანაპირო ხაზის დიდი სიგრძე /განფენილობა/ და სახმელეთო ტერიტორიების ზღვით განცალკევებულობა), ბლოკის სარდლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ) ომთ-ზე, მისი საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფასა და ოპერატიული და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას. 

გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების მიმართულება განისაზღვრებოდა ნატო-ში მიღებული შეხედულებებით თანამედროვე ომის ხასიათზე, მისი წარმოების ხერხებსა და სზძ-ის გამოყენებაზე, როგორც საყოველთაო ბირთვულ ომში ისე შეზღუდულ ომებშიც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ან მის გარეშე. ის ემქვემდებარებოდა ბლოკის სარდლობის მისწრაფებებს იქითკენ, რომ მუდმივად შეენარჩუნებია სზძ-ის საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე, განუწყეტლივ ეწარმოებია მისი საზღვაო და საფრენოსნო განსწავლის (გაწვრთნილობის, выучка) სრულყოფა, სამხედრო-საზღვაო ძლიერების დემონსტრირების გზით გავლენა მოეხდინა ვითარებაზე ხმელთაშუა ზღვის გარკვეულ რაიონში. 

როგორც მაშინდელი უცხოური პრესის შეტყობინებებიდან ჩანდა, ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სზძ-ს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე მშვიდობიანობის დროს ხმელთაშუა ზღვის ცალკეულ რაიონებში მართვის ორგანოების (შტაბების) გარდა მუდმივი ძალები და საშუალებები არ გააჩნდა. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების (იტალია, საბერძნეთი*, თურქეთი), აგრეთვე ომთ-ზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სზძ-ები მშვიდობიანობის დროს ეროვნულ სარდლობათა დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ და ნატო-ში საერთაშორისო ვითარების გამწვავების ან სწავლებათა პერიოდში გადაეცემოდნენ (*მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის მთავრობამ, კვიპროსის კონფლიქტის გამო, ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან ქვეყნის გასვლის შესახებ განაცხადა, ნატო-ს სარდლობა, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, კვლავაც მისი შეიარაღებული ძალების ბლოკის განკარგულებაში გადაცემას გეგმავდა). ამის ძალით ოპერატიული და საბრძოლო მომზადება ნატო-ს ფარგლებში ისეთი ანგარიშით იგეგმებოდა და ხორციელდებოდა, რომ ბლოკის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში ეროვნული ფლოტების ძალების გადაცემასთან, ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის მრავალეროვნული შენაერთების ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა სახეობათა ომებში მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები უკვე მშვიდობიანობის დროს დაემუშავებინათ. 

გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის შტაბების საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ასპექტი გახლდათ სწავლებების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება, აგრეთვე მათი შედეგების შეფასება, მიღებული შედეგების სზძ-ის მშენებლობისა და საომრად მომზადებისთვის გამოყენება. 

ოპერატიული და საბრძოლო მომზადების მსვლელობისას დიდი ყურადღება ეთმობოდა წყალზედა ხომალდების, წყალქვეშა ნავებისა და სზძ-ის ავიაციის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის უახლესი ნიმუშების გამოყენებას, ზღვაზე საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ტაქტიკური ილეთების სრულყოფას, ზღვაზე წარმოებულ სხვადასხვა სახის ოპერაციებში სახომალდო შენაერთების საბრძოლო შესაძლებლობებისა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლებაზე ხომალდების ახალი ტიპებისა და შეიარაღების სისტემების გავლენის საკითხების კვლევას. მითითებულ ამოცანებს ამუშავებდნენ ერთგვაროვანი და სხვადასხვაგვაროვანი შენაერთებისა და სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულების ჯგუფების შემადგენლობაში, უმთავრესად გაერთიანებული (სამოკავშირეო) და ეროვნული სზძ-ის ტიპიური სწავლებების მსვლელობისას, აგრეთვე კერძო სწავლებებშიც (ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების /გშძ/ სწავლებათა ფარგლებში). 

სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს ყოველწლიურად რთავდნენ დაახლოებით 20 სწავლებაში, რომლებსაც ბლოკის გაერთიანებული (სამოკავშირეო) სარდლობა ხელმძღვანელობდა. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, მათზე ამუშავებდნენ საავიამზიდო მრავლმიზნობრივი ძალების (ნატო-ს დამრტყმელი სზძ სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე) მოქმედებებს მოწინააღმდეგის სახომალდო დაჯგუფებებთან ბრძოლაში და საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავების მიერ სანაპირო ობიექტებზე საბომბე-საიერიშო (бомбоштурмовые) დარტყმების მიყენებისას, მათ შორის ზღვისპირა მიმართულებებზე სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენისა და საზღვაო დესანტების გადასხმის უზრუნველყოფის დროს. 

საბრძოლო მომზადებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებს, გარდა ამისა, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და ავიაციასთან, ნაღმების საფრთხესთან ბრძოლის შესაძლებლობათა შემოწმების, საზღვაო სადესანტო ოპერაციების ჩატარებისა და ხმელთაშუა ზღვაში ბლოკის საზღვაო კომუნიკაციების დაცვის საკითხებსაც. 

ჩამოთვლილი ამოცანების უმრავლესობას ყველაზე უფრო სრული მოცულობით «ოუფენ გეითის» («ლოქთ გეითის»), «დონ პეტროლისა» და «დისფლეი დეტერმინეიშნის» ტიპის ყოველწლიურ სწავლებებში ამუშავებდნენ. 

ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის «ოუფენ გეითის» ტიპის ერთერთი სწავლება, მაგალითად, შედგა 1978 წლის 2-9 მაისს იბერიის ატლანტიკაში და ხმელთაშუა ზღვის ჰიბრალტარის რაიონში. მისი ძირითადი მიზანი გახლდათ – ზღვაზე ბატონობის მოპოვების ინტერესებში ბლოკის სზძ-ის ერთგვაროვანი და სხვადასხვაგვაროვანი შენაერთების გამოყენების, საზღვაო კომუნიკაციების დაცვის, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან ბრძოლის ამოცანების გადაწყვეტა, აგრეთვე ჰიბრალტარის სრუტეში საბლოკადო მოქმედებების წარმოება. 

სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს 40-მდე საბრძოლო ხომალდმა და გემმა (მათ შორის ამერიკულმა მრავალმიზნობრივმა ატომურმა ავიამზიდმა «ჩესტერ უ. ნიმიცმა» და ატლანტიკაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივმა შენაერთმა), აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნიდერლანდების, პორტუგალიის საავიამზიდო, საბაზო საპატრულო და ტაქტიკური ავიაციის 100-ზე მეტმა თვითმფრინავმა. 

ზღვაზე ბატონობის მოპოვების მსვლელობისას «მოწინააღმდეგის» წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების დაჯგუფებათა განადგურება ფლოტის სხვადასხვაგვარი ძალების კომპლექსური გამოყენების გზით ხორციელდებოდა. 

საზღვაო კომუნიკაცათა დაცვის ამოცანების დამუშავების ინტერესებში ორგანიზებულ იქნა იბერიის ატლანტიკიდან ხმელთაშუა ზღვაში ბადრაგის გაცილება. გადასვლა საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფის (ატომური ავიამზიდი «ჩესტერ უ. ნიმიცი») მიერ დაფარვის ქვეშ მიმდინარეობდა «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავების, წყალზედა ხომალდებისა და ავიაციის აქტიური წინააღმდეგობის პირობებში. ნავსაწინააღმდეგო დაცვას (охранение) უზრუნველყოფდნენ სახომალდო საძიებო-დამრტყმელი ჯგუფი (ბრიტანული ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენმზიდი «ჰერმესი») და ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში. 

ჰიბრალტარის სრუტის ბლოკადაში მონაწილეობდნენ წყალზედა ხომალდები, წყალქვეშა ნავები და საბაზო საპატრულო და საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავები. 

სწავლების დროს ამუშავებდნენ აგრეთვე ზღვით გადასვლისას სახომალდო შენაერთების თავდაცვის, მართვისა და კავშირგაბმულობის ორგანიზების, დაზვერვის წარმოებისა და ხომალდების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საკითხებს. 

ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) ფარგლებში ხმელთაშუა ზღვაში წარმოებული სწავლებებიდან ყველაზე უფრო მსხვილი გახლდათ «დონ პეტროლის» ტიპის სწავლება. «დონ პეტროლ-78» სწავლებაში (1978 წლის 16-29 მაისი) ახორციელებდნენ ბლოკის გშძ-ის მშვიდობიანობის მდგომარეობიდან ომის მდგომარეობაში გადაყვანის, მისი გაძლიერების, ოპერტიული გაშლისა და ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე წარმოებულ შეზღუდულ ომში გამოყენების ღონისძიებებს. სწავლების რაიონი მოიცავდა ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს, იტალიისა და თურქეთის ტერიტორიებს. მასში მონაწილეობდნენ ომთ-ზე არსებული ეროვნული და გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სარდლობები და შტაბები, ნატო-ს დამრტყმელი და გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ები, სულ 100-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი (მათ რიცხვში ამერიკული მრავალმიზნობრივი ავიამზიდები «ჩესტერ უ. ნიმიცი» და «ფორესტოლი»), აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, თურქეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, აგრეთვე საფრანგეთისა და საბერძნეთის სზძ-ის საავიამზიდო და საბაზო საპატრულო ავიაციის 450-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და ბერძნული საზღვაო ქვეითი ჯარების ქვედანაყოფები, ხმელთაშუა ზღვაში «გამოძახებით» მოქმედებებისთვის განკუთვნილი ნატო-ს სზძ-ის შენაერთი. 

სწავლებაში ამუშავებდნენ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის გაძლიერების, ზღვაზე ბატონობის მოპოვების, საზღვაო კომუნიკაციების დაცვის, «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავებთან და ავიაციასთან ბრძოლის, საზღვაო სადესანტო ოპერაციების ჩატარებისა და მათი საბრძოლო და მატერიალური უზრუნველყოფის, ზღვისპირა მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის, ბადრაგების შექმნისა და გაცილების, ზღვით გადასვლისას სახომალდო შენაერთების ყველა სახეობის თავდაცვის ორგანიზაციის საკითხებს. 

სწავლების დაწყებისთანავე ორი საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფი იქნა გაშლილი. ერთი (მრავალმიზნობრივი ავიამზიდი «ფორესტოლი») – კუნძულ კრეტას სამხრეთ-დასავლეთით, მეორე (მრავალმიზნობრივი ატომური ავიამზიდი «ჩესტერ უ. ნიმიცი») – კუნძულ სარდინიის სამხრეთ-დასავლეთით. ამფიბიურ-სადესანტო ძალების ხომელდები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საზღვაო სადესანტო ოპერაციის მომზადებას შეუდგნენ. 

დესანტის გადასხმა 24 მაისს ნახევარკუნძულ პელოპონესზე (საბერძნეთი) ტარდებოდა. მასში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საბერძნეთის საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. საავიაციო მხარდაჭერას ავიამზიდ «ფორესტოლიდან» საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავები ახორციელებდნენ. 

ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო კომუნიკაციების დაცვის საკითხების დამუშავებისთვის რამდენიმე ბადრაგის გატარება იქნა ორგანიზებული «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავების, ხომალდებისა და ავიაციის წინააღმდეგობის (დაპირისპირების, противостояние) პირობებში. ბადრაგებს ჰაერიდან საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავები იფარავდნენ ორივე ავიამზიდიდან. 

სწავლება «დისფლეი დეტერმინეიშნი» (ნატო-ს გშძ-ის საკომანდო-საშტაბო სწავლება ომთ-ზე) გახლდათ ეროვნული და ბლოკის გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სწავლებათა სერიის ნაწილი, ამ სერიის პირობითი სახელწოდება კი იყო «ოთემ ფორჯი». 1977 წელს ის 14 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა (1978 წელს კი ეს სწავლება 19 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით იქნა ჩატარებული). 

სწავლების რაიონი მოიცავდა იბერიის ატლანტიკისა და ხმელთაშუა ზღვის, აგრეთვე იტალიისა და თურქეთის ტერიტორიებს. ეროვნული და გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სარდლობებისა და შტაბების გარდა მასში მონაწილეობდნენ 100-მდე საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი (მათ რიცხვში ამერიკული მრავალმიზნობრივი ავიამზიდები «ინდეფენდენსი» და «სარაგოტა»), აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საბერძნეთის, თურქეთისა და პორტუგალიის საავიამზიდო, საბაზო საპატრულო და ტაქტიკური ავიაციის დაახლოებით 350-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის ამერიკული, ბრიტანული და იტალიური ქვედანაყოფები, ნატო-ს მობილური ძალები და ომთ-ზე მყოფი სხმელეთო ჯარების ცალკეული ნაწილები. 

სწავლების მიზანი გახლდათ მშვიდობიანობის მდგომარეობიდან ომიანობის მდგომარეობაში ნატო-ს გშძ-ის გადაყვანისთვის ბლოკის სარდლობის გეგმების შემოწმება და პრაქტიკული დამუშავება, სამხრეთ-ევროპული ომთ-ის ცალკეულ საზღვაო რაიონებსა და სახმელეთო ნაწილებში დაჯგუფებების გაძლიერება და ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე მიმდინარე შეზღუდულ ომში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შესაძლებლობების შეფასება. 

ისევე როგორც «დონ პეტროლის» ტიპის სწავლებების დროსაც, დიდი ყურადღება ეთმობოდა სახმელეთო ჯარებისა და დესანტის ძალებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხებს. ამასთან იტალიისა და თურქეთის ტერიტორიებზე მოქმედი ჯარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხებს ერთდროულად ამუშავებდნენ, რისთვისაც საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფები ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში იქნა გაშლილი. «მოწინააღმდეგის» მიწისზედა ობიექტებსა და ჯარების დაჯგუფებებს დარტყმებს მე-5 და მე-6 გაერთიანებულ (სამოკავშირეო) ტაქტიკურ საავიაციო სარდლობებთან (გტას) ურთიერთმოქმედებით აყენებდნენ. 

მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა აგრეთვე აშშ-დან, კანადიდან, დასავლეთევროპული ქვეყნებიდან გაძლიერების ძალებისა და მომარაგების საგნების გადასროლების ორგანიზაციას ჰიბრალტარის სრუტის გამოვლით «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავების, წყალზედა ხომალდებისა და ავიაციის აქტიური დაპირისპირების პირობებში. საზღვაო კომუნიკაციებს დაცვის მიზნით შემოღებულ იქნა გემების მიმოსვლაზე (судоходство) სამხედრო-საზღვაო კონტროლის სისტემა, რომელმაც უზრუნველყო ნატო-ს ქვეყნების ეროვნული ფლოტების ჩართვით საზღვაო გადასასვლელებზე ბადრაგების ჩამოყალიბება და დაცვა. 

გარდა ამისა, სწავლებაში ამუშავებდნენ საზღვაო სადესანტო ოპერაციების ორგანიზებისა და ჩატარების, ბლოკის გშძ-ის სხვადასხვაგვარი ძალების მართვის, ხმელთაშუა ზღვაში «მოწინააღმდეგის» სახომალდო დაჯგუფების არდაშვების მიზნით ჰიბრალტარის სრუტის ბლოკადის, ზღვით გადასასვლელებზე ხომალდებისა და სახომალდო შენაერთების ნავსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საკითხებს. 

ნატო-ს სარდლობის გეგმებში საგანგებო ადგილი ეკავა ეროვნული და გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის ნავსაწინააღმდეგო ძალების მომზადებას. ამასთან დიდი ყურადღება ეთმობოდა ნატო-ს სზძ-ის შენაერთს «გამოძახებებით» მოქმედებებისთვის, რომელიც სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ბლოკის მრავალეროვნული ფორმირება გახლდათ და, როგორც წესი, სწავლებების ჩატარების პერიოდში (ერთ თვემდე ვადით) წელიწადში ორ-სამჯერ იქმნებოდა. 

შენაერთის საბრძოლო მომზადების მსვლელობისას (მის შემადგენლობაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთის თითო ნავსაწინააღმდეგო ხომალდი შედიოდა) ამოწმებდნენ ნავსაწინააღმდეგო მოქმედებების ერთიან ტაქტიკას, ზღვით გადასასვლელზე და დგომის ადგილებში თავდაცვის ყველა სახეობის ორგანიზაციას, გამოიმუშავებდნენ ზღვაზე საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ხასიათსა და შეიარაღების სხვადასხვა სისტემების გამოყენებაზე სამეთაურო (საკომანდო) შემადგენლობის საერთო შეხედულებებს. შენაერთს, როგორც წესი, რთავდნენ ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის ყველა სწავლებაში და, გარდა ამისა, სპეციალურ სწავლებებშიც. 

ასე, 1978 წლის 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩატარებულ იქნა სწავლება პირობითი სახელწოდებით «დისაიზივ დეფენდერი». მასში მონაწილეობდნენ თითო-თითო ხომალდი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთის სზძ-დან, აგრეთვე უზრუნველყოფის გემები, სახომალდო და სანაპირო ბაზირების ცალკეული თვითმფრინავები და ვერტმფრენები. 

სწავლების დაწყების შემდეგ ამოწმებდნენ ძალების შეტყობინებისა და ნეაპოლში ხომალდების შეკრების წესს (порядок), ახდენდნენ შენაერთის ჩამოყალიბებასა და გაშლას. წყალქვეშა ნავებთან ბრძოლასა და საზღვაო კომუნიკაციების დაცვას ახორციელებდნენ როგორც დამოუკიდებლად, ისე საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებთან ერთობლივად «მოწინააღმდეგის» ტაქტიკური ავიაციის დაპირისპირების პირობებში. შენაერთის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ამოცანებს წყვეტდნენ ევროპაში ნატო-ს ჰთ-ის გაერთიანებული (სამოკავშირეო) სისტემის ძალებისა და საშუალებათა გამოყენებით. სწავლების მსვლელობისას ამუშავებდნენ აგრეთვე ზღვით გადასასვლელზე შენაერთის ყველა სახეობის თავდაცვის უზრუნველყოფის, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებათა გამოყენების, მართვისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საკითხებს, ახორციელებდნენ ნატო-ს მონაწილე ქვეყნების პორტებში ხომალდების შესვლებს. 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შენაერთს «გამოძახებებით» მოქმედებისთვის, თვლიდა რა, რომ მშვიდობიანობის დროის პირობებში ის ემსახურებოდა ბლოკის ქვეყნების ერთიანობისა და მზადყოფნის დემონსტრირებას იარაღის ძალით დაეცვათ ზღვაზე თავიანთი კოლექტიური ინტერესები ან პოლიტიკური ზეწოლა მოეხდინათ ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოებზე, მათ შორის ბლოკის მონაწილე ქვეყნებზეც. 

სწავლებების დროს ნატო-ს სარდლობა სწავლობდა მოცემული შენაერთის მუდმივად მოქმედ შენაერთად გარდაქმნის საკითხს ატლანტიკაში არსებული ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის მსგავსად. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ომიანობის დროს მის ბაზაზე უფრო მსხვილი მრავალეროვნული ოპერატიული შენაერთის შექმნა იყო გათვალისწინებული, რომელსაც დამოუკიდებელი ამოცნების შესრულება დაეკისრებოდა. 

ბლოკის სარდლობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ასევე ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს სზძ-ის გაერთიანებული (სამოკავშირეო) საბაზო საპატრულო ავიაციის საბრძოლო მომზადებას – მანევრული ნავსაწინააღმდეგო ძალების ერთერთი ყველაზე უფრო ეფექტური სახეობისა, რომელსაც თეატრზე წყალზედა და წყალქვეშა ვითარების გაშუქების, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების განადგურების ან მათზე თავიანთი დამრტყმელი ძალების დამიზნების (наведение) მიზნით ერთიანი გეგმის მიხედვით იყენებდნენ. საბრძოლო მომზადების ძირითად ფორმებს წარმოადგენდა ამ რაიონში ნატო-ს ქვეყნების საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავების მუდმივი ნავსაწინააღმდეგო პატრულირების ორგანიზაცია, აგრეთვე სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს პრაქტიკულად ყველა სწავლებაში მონაწილეობისთვის მათი გამოყენება. ხმელთაშუა ზღვის აუზში სწავლებებისა და ნავსაწინააღმდეგო რეჟიმის შენარჩუნების განხორციელების მსვლელობისას რეგულარულად ამუშავებდნენ წყალზედა ხომალდების ნავსაწინააღმდეგო საშუალებებთან ურთიერთმოქმედებით თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების საძიებო სისტემათა გამოყენების საკითხებს. 

ნატო-ს ქვეყნების სზძ-ის სარდლობა საზღვაო სადესანტო ოპერაციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. «დონ პეტროლისა» და «დისფლეი დეტერმინეიშნის» ტიპის კომპლექსური სწავლებების გარდა, რომლებშიც დესანტების გადასხმა ერთერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენდა, ატარებდნენ ეროვნული სზძ-ების სხვადასხვა მასშტაბის ათამდე სადესანტო სწავლებებსაც. 

საზღვაო დესანტების გადასხმა ხორციელდებოდა როგორც წინასწარ აღჭურვილ სანაპიროებზე, ისე აღუჭურველზედაც სადესანტო-გადასასხმელი საშუალებებისა და ვერტმფრენების დახმარებით. გადასხმის რაიონებში სადესანტო რაზმების გადასვლას უზრუნველყოფდნენ უშუალო დაცვის (охранение) ძალები, აგრეთვე საბაზო საპატრულო და საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავები. დესანტის ძალებს მისი გადასხმისა და ნაპირზე პლაცდარმის გაფართოებისთვის შეტევითი მოქმედებების წარმოებისას საავიამზიდო ავიაცია უწევდა უშუალო საავიაციო მხარდაჭერას. 

ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების მსვლელობისას 1970-იან წლებში ხმელთაშუა ზღვაში და მის მისადგომებზე საზღვაო კომუნიკაციების დაცვის საკითხებს სულ უფრო მეტი ყურდღება ენიჭებოდა. აქ უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზები გადის, რომლებიც ევროპას, აზიასა და აფრიკას ერთმანეთთან აკავშირებს. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ საზღვაო გადაზიდვები ხმელთაშუა ზღვაში აუცილებლად გაიზრდებოდა. ჯარებისთვის სამხედრო ტვირთებისა და სამხედრო მრეწველობის საჭიროებათათვის სტრატეგიული ნედლეულის მიტანის, ომთ-ის ნაწილებს შორის მატერიალური და ადამიანური რესურსების გადანაწილების აუცილებლობა – ყოველივე ეს მოითხოვდა საზღვაო კომუნიკაციათა ხაზების საიმედო დაცვასა და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ამიტომ მათი დაცვისა და ბადრაგების გატარების ამოცანა ბლოკის მსხვილი სწავლებების, აგრეთვე ეროვნული გეგმებით ჩატარებულ სწავლებათა პროგრამის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენდა. მათში ამომწმებდნენ საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფების, ნავსაწინააღმდეგო და ნაღმ-სატრალო ძალების მოქმედებებს ბადრაგებისა და ერთეული, ყველაზე უფრო ფასეული გემების თავდაცვისთვის ზღვით გადასვლისას და გემების მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. 

ნაღმებისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის საკითხებს რეგულარულად ამუშავებდნენ ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის კომპლექსურ და სპეციალურ სწავლებებზე. მათი მსვლელობისას მონაწილე ქვეყნების ნაღმ-სატრალო ძალები ახორციელებდნენ მუდმივი დისლოკაციის ბაზებიდან ხომალდებისა და ცალკეული გემების გაშლისას ტრალების უკან (კვალდაკვალ) მათ გატარებას, უზრუნველყოფდნენ გადასასვლელზე სახომალდო შენაერთების ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვასა და საზღვაო დესანტების გადასხმის რაიონების ნაღმსაწინააღმდეგო მიმართებით მომზადებას. ნაღმ-სატრალო ძალების სპეციალურ სწავლებებს მიეკუთვნებოდა, კერძოდ, 1977 წლის 6-26 სექტემბერს ჩატარებული გაერთიანებული სზძ-ის სწავლება «დამსელ ფეე», რომლის მიზანიც გახლდათ ხმელთაშუა ზღვაში ნაღმ-სატრალო ძალების გამოყენების ტაქტიკური ილეთების დამუშავება. მასში დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის 25-მდე ხომალდი მონაწილეობდა. 

სწავლების დროს ატარებდნენ საბრძოლო დანიშნულების რაიონებში ნაღმსატრალო ძალებისა და უზრუნველყოფის ძალების გაშლას, «მოწინააღმდეგის» ავიაციის წინააღმდეგობის პირობებში რაიონების მომზადებასა და სანაღმო ღობურების დაყენებას, ნაღმების ძიებასა და ტრალირებას (траление). სანაღმო ღობურების დაყენებას ახორციელებდნენ იტალიისა და თურქეთის ნაღმგადამღობები, აგრეთვე საავიამზიდო ავიაციის თვითმფრინავები ამერიკული მრავალმიზნობრივი ავიამზიდიდან «სარაგოტა». ნაღმების დაყენების რაიონების დაცვას ეწეოდნენ საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავები და ცალკეული წყალზედა ხომალდები. 

მთლიანობაში ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის ოპერატიული და საბრძოლო მომზადება, უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების შეფასებით, მოიცავდა სზძ-ის მთელი ძალების გამოყენების საკითხებს – საავიამზიდო, ამფიბიური სადესანტო, ნავსაწინააღმდეგო და ნაღმ-სატრალო ძალებისა. ის მიმართული გახლდათ ურთიერთმოქმედებების დამუშავებაზე სზძ-ის ერთგვაროვან და სხვადასხვაგვაროვან შენაერთებს შორის, აგრეთვე ომთ-ზე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთანაც (სახმელეთო ჯარებთან, სამხედრო-საჰაერო ძალებთან). მოყვანილი არასრული მონაცემები 1977-1978 წლებში ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის სწავლებების შესახებ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, კიდევ ერთხელ მოწმობდა იმის თაობაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ნატო-ს მონაწილე ქვეყნების ეროვნული სარდლობები განაგრძობდნენ თავიანთი შეიარაღებული ძალების ომებისთვის მზადებას. 

გამოყენებული წყარო 

Капитан 3 ранга В. Хоменский, «Боевая подготовка объединённых ВМС НАТО на Средиземном море», Зарубежное Военное Обозрение, 1978 г. № 12.

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

Monday, September 28, 2026

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 1970-იანი წლების შუახანებისთვის

1970-იანი წლების საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, თურქეთს ეკავა ხელსაყრელი (მომგებიანი) სტრატეგიული მდებარეობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რაიონში. იგი ფლობდა სრუტეების ზონას (ბოსფორი და დარდანელი), რითაც იქცევდა აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიული ბლოკის მილიტარისტული წრეების დიდ ყურადღებას, ხოლო ამ ბლოკის წევრი იგი თავადაც გახლდათ. 

როგორც ცნობილია, თავისი შეღწევა თურქეთში პენტაგონმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. 1947 წლის 12 ივლისს აშშ-მა ხელი მოაწერა თურქეთთან ხელშეკრულებას, ეგრეთ წოდებული „ტრუმენის დოქტრინის“ საფუძველზე, მისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევის შესახებ. თურქეთის ნატო-ში შესვლის შემდეგ (1952 წელი) ამ ბლოკის სარდლობამ დაიწყო მაღალი ინტერესის გამოჩენა მისი შეიარაღებული ძალებისადმი, მათ შორის სამხედრო-საზღვაო ძალებისადმიც (სზძ). 1950-იანი წლების დასაწყისში დაიწყო აშშ-დან თურქეთის ფლოტისთვის საბრძოლო ხომალდების მიწოდება, საესკადრო ნაღმოსნებისა და წყალქვეშა ნავების ჩათვლით, აგრეთვე დაიწყო ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზების, პორტებისა და სხვა სამხედრო ობიექტების მშენებლობა და ძველების რეკონსტრუქცია. 

როგორც საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 1970-იან წლებში ნატო-ს სარდლობა გეგმავდა ომის შემთხვევაში თურქეთის სზძ-თვის შემდეგი ამოცანების დაკისრებას: სრუტეების ზონის ბლოკადა, სახმელეთო ჯარების ზღვისპირა ფლანგის მხარდაჭერა, შავი ზღის სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა, თავისი საზღვაო კომუნიკაციების დაცვა და მოწინააღმდეგის კომუნიკაციების დარღვევა. ამ ამოცანების შესრულებისთვის თურქეთის სზძ-ს, ხომალდების გარდა, გააჩნდა სანაპირო არტილერია, საბაზო საპატრულო ავიაცია და მიწისზედა ნაწილებიც. 

1970-იან წლებში თურქეთის სზძ წარმოადგენდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. მას ხელმძღვანელობდა სზძ-ის სარდალი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრიც გახლდათ – უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ორგანოსი, რომელიც ახდენდა ქვეყნის სამხედრო პოლიტიკისა და ეროვნული თავდაცვის საკითხებში ცენტრალური სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას. 

მიღებული ორგანიზაციის შესაბამისად სამხედრო-საზღვაო ძალები მოიცავდა ფლოტს, ორ სამხედრო-საზღვაო ზონას, საზღვაო ავიაციას, სადესანტო ძალებს, მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯუკს, სამხედრო-საზღვაო სასწავლო სარდლობასა და საზღვაო ქარხნებისა და ვერფების გენერალურ დირექციას. 

სზძ-ის ძირითად გაერთიანებას წარმოადგენდა ფლოტი, რომელიც შედგებოდა სამი ფლოტილიისაგან: წყალზედა ხომალდების, წყალქვეშა ნავების და ნაღმსატრალო ფლოტილიებისგან. ფლოტილიები თავის მხრივ იყოფოდა ხომალდების დივიზიონებად. 

თურქეთის ტერიტორია და მიმდებარე წყლები გაყოფილი იყო ჩრდილოეთ (შტაბი სტამბულში) და სამხრეთ (შტაბი იზმირში) სამხედრო-საზღვაო ზონებად. პირველი მოიცავდა ოთხ სამხედრო-საზღვაო რაიონს: შავი ზღვის, ბოსფორის, დარდანელისა და მარმარილოს ზღვის, მეორე კი ორ რაიონს – ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზონების სარდლობები ოპერატიულ სარდლობებად ითვლებოდა და ჩვეულებრივ პირობებში სახომალდო ძალები არ გააჩნდათ. მათ მიერ დაგეგმილი ოპერაციების (სწავლებების) ხასიათისდა მიხედვით, ხომალდების საჭირო რაოდენობა ფლოტის საბრძოლო შემადგენლობიდან გამოეყოფოდათ. სამხედრო-საზღვაო რაიონების მეთაურებს თავიანთ რაიონებში საზღვაო სანაპიროს, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების ყველა სახეობის თავდაცვის უზრუნველყოფის ამოცანები ეკისრებოდათ. 

საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თურქეთის სზძ-ში 1970-იანი წლების შუახანებში იყო დაახლოებით 170 საბრძოლო ხომალდი და 90 დამხმარე გემი, მათ რიცხვში: წყალქვეშა ნავები, საესკადრო ნაღმოსნები, სადარაჯო, ნავსაწინააღმდეგო და სადესანტო ხომალდები, სატორპედო კატარღები, ტრალერები, სანაღმო და საბადე გადამღობები. 

წყალქვეშა ნავები (15 ერთეული) აგებული იყო აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წლებში („ბალაოს“ ტიპი) და „გაპპი“-ს პროგრამის მიხედვით მოდერნიზაციის შემდეგ გადაეცა თურქეთს (GUPPY – Greater Underwater Propulsion Power Program). ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანად „გიურის“ ტიპის ათი წყალქვეშა ნავი ითვლებოდა, რომლებიც თურქეთს 1971–1974 წლებში გადაეცა. სტანდარტული წყალწყვა შეადგენდა 1562 ტ, წყალზედა – 1829 ტ, და წყალქვეშა კი – 2424 ტ; სიგრძე 95 მ, სიგანე 8,2 მ; სვლის წყალქვეშა სიჩქარე 15 კვანძი, წყალზედა კი 20 კვანძი; შეიარაღება: ათი 533-მმ სატორპედო აპარატი (ექვსი ცხვირის ნაწილში და ოთხიც კიჩოსი). ეკიპაჟი 85 ადამიანი. ამ ტიპის თითოეულ წყალქვეშა ნავში დაყენებული გახლდათ მოწყობილობა წყალქვეშა ნავის დიზელის წყალქვეშ მუშაობისთვის. დანარჩენი ხუთი წყალქვეშა ნავი უკვე მოძველებულად ითვლებოდა და თურქეთის სზძ-ის სარდლობა 1970-იანი წლების შუახანებში მათ შეცვლას ახდენდა. გფრ-ში თურქეთის ფლოტისთვის აგებდნენ ორ წყალქვეშა ნავს, თითოეულს 1000 ტ წყალწყვით, და ისინი თურქეთისთვის სამხედრო დახმარების პროგრამით 1975 წელს უნდა გადაეცათ. 

საესკადრო ნაღმოსნები (13 ერთეული). ყველა ისინი 1943–1946 წლების ამერიკული აგებისა გახლდათ, რომლებიც თურქეთმა 1967–1973 წლებში მიიღო FRAM (Fleet Rehabilitation and Modernization) პროგრამის მიხედვით მოდერნიზაციის შემდეგ („გლივსის“ ტიპის ოთხი ხომალდის გამოკლებით). საესკადრო ნაღმოსნების რიცხვში იყო ოთხი ტიპის ხომალდები: „სტამბულის“ (სამი, ყოფილი „ფლეტჩერის“ ტიპისა), „ადათეფეს“ (ოთხი, ყოფილი „გირინგის“ ტიპისა), „მუავენეთის“ (ორი, „ალენ მ. სამნერის“ ტიპის საესკადრო ნაღმოსნის მოდიფიკაციები)* და „გელიბოლუს“ (ყოფილი „გლივსის“ ტიპის მოდიფიკაციები) ტიპებისა (* „ფლეტჩერის“, „გირინგისა“ და „ალენ მ. სამნერის“ ტიპის საესკადრო ნაღმოსნების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები იხ. «Зарубежное военное обозрение», 1974, # 12, გვ. 78). პირველი სამი ტიპის ხომალდები 1970-იანი წლების შუახანებში ყველაზე უფრო თანამედროვედ ითვლებოდა, რომელთაც შესწევდათ ძალა და უნარი, რათა ეწარმოებიათ ბრძოლა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან, წყალზედა ხომალდებთან და ავიაციასთან. მაგალითად, „ადათეფეს“ ტიპის საესკადრო ნაღმოსანი შეიარაღებული გახლდათ ოთხი 127-მმ უნივერსალური საარტილერიო დანადგარით, ნავსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო იარაღის (ნწმრი) სისტემით „ასროკი“ და ორი 533-მმ სამმილიანი სატორპედო აპარატით ნავსაწინააღმდეგო ტორპედოებით სროლისთვის. „გლიბოლუს“ ტიპის საესკადრო ნაღმოსნები იმ ხანებში უკვე მოძველებულად ითვლებოდა. ისინი 1941–1942 წლებში იყო აგებული, ხოლო თურქეთს კი 1949–1950 წლებში გადაეცა. თურქეთის სამხედრო-საზღვაო სარდლობა გეგმავდა ისინი 1970-იანი წლების მეორე ნახევარში შეეცვალა. 

სადარაჯო ხომალდები (2 ერთეული). 1960-იანი წლების მეორე ნახევარში თურქეთში დაიწყეს ამ კლასის საკუთარი საბრძოლო ხომალდების მშენებლობა (თურქული კლასიფიკაციით ეს ხომალდები მიეკუთვნებოდა საესკადრო ნაღმოსნებს, ბევრი უცხოელი სამხედრო-საზღვაო სპეციალისტი კი მათ ფრეგატებს /სადარაჯო ხომალდებს/ მიაკუთვნებდა). 1967 წლის მარტში სამხედრო-საზღვაო გემთსამშენებლო ვერფზე გიოლჯუკში დაწყებულ იქნა პირველი სადარაჯო ხომალდის „ბერქის“, ხოლო 1968 წლის იანვარში კი მეორე ასეთივე ხომალდის „ფეიქის“ მშენებლობა. სადარაჯო ხომალდი „ბერქი“ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში შეიყვანეს 1972 წლის ბოლოს, ხოლო „ფეიქის“ შეყვანა კი 1974 წლის შუახანებში იგეგმებოდა. ორივე სადარაჯო ხომალდი (სტანდარტული წყალწყვა 1450 ტ, სრული წყალწყვა 1950 ტ, სიგრძე 95,0 მ, სიგანე 11,8 მ, წყალჯდომი 5,5 მ, ცურვის სიშორე 4500 მილი) შეიარაღებული იყო ოთხი 76-მმ უნივერსალური საარტილერიო დანადგარით, ორი 324-მმ სამმილიანი სატორპედო აპარატით ნავსაწინააღმდეგო ტორპედოებით სროლისთვის, ორი ბომბსატყორცნით „ჰეჯეჰოქი“ და ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენით. თითოეულ მათგანში დაყენებული იყო „ფიატის“ ტიპის ოთხი დიზელი საერთო სიმძლავრით 24 ათასი ცხ. ძ. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ასეთი სიმძლავრე ამ კლასის ხომალდებისთვის საკმარისი არ გახლდათ, ამიტომ სადარაჯო ხომლადებს „ბერქსა“ და „ფეიქს“ სვლის არცთუ მაღალი სიჩქარე ჰქონდათ (25 კვანძამდე). 

მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები და კატარღები (24 ერთეული). „აქჰისარის“ ტიპის ხუთი ხომალდი – ამერიკული აგების PC ტიპის ყოფილი ნავსაწინააღმდეგო კატარღები – თურქეთს გადაეცა 1964–1966 წლებში სამხედრო დახმარების პროგრამით და ერთი ხომალდიც („ქოჩჰისარი“) აგებულ იქნა 1966 წელს სამხედრო-საზღვაო ვერფზე გიოლჯუქში. თითოეულის სრული წყალწყვა გახლდათ 412 ტ, შეიარაღება: 76-მმ უნივერსალური არტდანადგარი, 40-მმ საზენიტო ავტომატი და ოთხი ბომბსატყორცნი. სვლის არცთუ მაღალი სიჩქარის გამო (19 კვანძი) მათ არ შეეძლოთ სწრაფმავალი წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ წარმატებით მოქმედება. ყველაზე უფრო სრულყოფილად ითვლებოდა AB ტიპის ნავსაწინააღმდეგო კატარღები, რომლებიც 1967–1970 წლების თურქული აგებისა გახლდათ. წყალწყვა 170 ტ, სვლის უდიდესი სიჩქარე 25 კვანძი; შეიარაღება: ორი 40-მმ ავტომატი, ორი 12,7-მმ საზენიტო ტყვიამფრქვევი და რვა სიღრმივი ბომბი. 

ნაღმსატრალო ხომალდების ჯგუფი მოიცავდა 20 საბაზო და სარეიდო ტრალერს, აგრეთვე 15 სანაღმო და საბადე გადამღობს. ოთხი საბაზო ტრალერი თურქეთს 1958 წელს კანადისგან ჰქონდა მიღებული, დანარჩენები კი აშშ-ში იყო აგებული 1952–1967 წლებში და სხვადასხვა დროს გადაცემული თურქეთის ფლოტისათვის. ტრალერების წყალწყვა გახლდათ დაახლოებით 400 ტ, შეიარაღება: 40-მმ ან 20-მმ ავტომატები. ყველა მათგანს ჰქონდა აღჭურვილობა კონტაქტური და არაკონტაქტური ნაღმების ტრალირებისთვის. ძირითადად ამერიკული აგების სანაღმო გადამღობები თურქეთს გადაეცა სამხედრო დახარების პროგრამის მიხედვით 1952–1960 წლებში. მათ შორის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი გახლდათ „მარმარისის“ ტიპის ხომალდები (5 ერთეული), რომლებიც 1945 წელს იყო აგებული როგორც LSM ტიპის სადესანტო ხომალდები და მოგვიანებით გადაკეთებული სანაღმო გადამღობებად. მათი წყალწყვა იყო 1100 ტ, შეიარაღება: ორი 40-მმ და ექვსი 20-მმ საზენიტო ავტომატი, შეეძლოთ ბორტზე 60-მდე ნაღმის წაღება. AG ტიპის საბადე გადამღობები (6 ერთეული) ამერიკული და ინგლისური აგებისა გახლდათ, მათი წყალწყვა იყო 805–1000 ტ, შეიარაღება: 76-, 40- და 20-მმ ავტომატები. ეს გადამღობები თურქეთის ფლოტს აშშ-გან 1944–1970 წლებში ჰქონდა მიღებული. 

სატორპედო კატარღები (11 ერთეული). ყველაზე უფრო თანამედროვეები მათგან იყო „ქართალის“ ტიპის ათი კატარღა (ყოფილი დასავლეთგერმანული კატარღები „იაგუარის“ ტიპისა), რომლებიც თურქეთის ფლოტს 1966–1970 წლებში გადაეცა. მათი წყალწყვა იყო 180 ტ, სვლის სიჩქარე 42 კვანძი; შეიარაღება: ორი 40-მმ საზენიტო ავტომატი, ოთხი 533-მმ სატორპედო აპარატი, ოთხი სიღრმივი ბომბი, შეეძლოთ ბორტზე წაეღოთ 28 ნაღმამდეც. ამ ტიპის ოთხ კატარღაზე დაყენებული იყო ნორვეგიული წარმოების მართვადი სარაკეტო იარაღის სისტემა (მრი სისტემა) „პინგვინი“. ეკიპაჟი 36 ადამიანი. „ნასტის“ ტიპის ორი სხვა კატარღა აგებული იყო 1959–1960 წლებში ნორვეგიაში და გფრ სზძ-ის შემადგენლობიდან თურქეთის ფლოტს 1964 წელს გადაეცა. მათი წყალწყვა იყო 75 ტ, სვლის სიჩქარე 43 კვანძი, შეიარაღება: ოთხი 533-მმ სატორპედო აპარატი და ორი 40-მმ საზენიტო ავტომატი. 

მცირე სადესანტო ხომალდები და კატარღები (56 ერთეული) შედიოდა სადესანტო ძალების შემადგენლობაში. მათ აგებდნენ არცთუ დიდი სერიებით თურქულ გემთსამშენებლო ვერფებში 1965–1973 წლებში. ეს ხომალდები განკუთვნილი იყო ძირითადად სრუტეების ზონაში ჯარების, საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის გადასასროლად. 1974 წლის ზაფხულში კვიპროსის კრიზისის დროს მათ იყენებდნენ თურქეთის სამხრეთ პორტებიდან კ. კვიპროსზე შეჭრის ჯარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საგნების გადაზიდვებისთვის. 

საზღვაო ავიაციას თავის შემადგენლობაში გააჩნდა 16 საპატრულო თვითმფრინავი S2E და სამი ვერტმფრენი AB-204B, რომლებიც განკუთვნილი იყო ზღვაზე საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების ძიებისა და განადგურებისთვის (ფლოტის ხომალდებთან ურთიერთმოქმედებით). 

თურქეთის სზძ-ს არ გააჩნდა სარეზერვო ხომალდები. ფლოტის საბრძოლო შემადგენლობიდან გარიცხულ ხომალდებს დამხმარე გემებად გადააკეთებდნენ ან კიდევ ჯართად აქცევდნენ. აუცილებლობის დროს გადაკეთებული ხომალდების ნაწილი შეიძლებოდა ისევ ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში ჩაერიცხათ. 

სზძ-ის სახომალდო შემადგენლობის შევსება და განახლება ხორციელდებოდა ძირითადად საზღვარგარეთიდან (უმთავრესად აშშ-დან) მოწოდებების ხარჯზე, რადგანაც თურქეთის გემთსამშენებლო მრეწველობა უზრუნველყოფდა მხოლოდ მცირე ხომალდებისა და დამხმარე გემების მშენებლობას. 

საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, თურქეთში 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების პირველ ნახევარში ტარდებოდა ღონისძიებები ეროვნული გემთსამშენებლო მრეწველობის შესაძლებლობათა გაფართოებისთვის. მათ ახორციელებდნენ დევიზით: „ჩვენს ხომალდებს თვითონვე ავაგებთ“. სზძ-ის ყოფილი სარდლის ქაიაჯანის აღიარებით, ეს იმ გარემოებით იყო გამოწვეული, თურქეთს არ შეეძლო ყოველთვის ნატო-ში თავისი პარტნიორების სამხედრო დახმარებას დაყრდნობოდა, ვინაიდან ომის შემთხვევაში მოკავშირეები, მისი აზრით, პირველ რიგში თავიანთ ინტერესებზე იზრუნებდნენ. ამასთან იგი მიუთითებდა იმ გამოცდილებაზეც, რომელიც თურქეთმა პირველი მსოფლიო ომის წლებში მიიღო, როცა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს გადაეცათ ოსმალური სახელმწიფოსთვის 2 ჯავშნოსანი, 14 საესკადრო ნაღმოსანი და 4 წყალქვეშა ნავი, რომელთათვისაც თურქებმა მათ ოქროთი გადაუხადეს. საკუთარი გემთსამშენებლო მრეწველობის განვითარებისა და სზძ-ის საბრძოლო ძლიერების გაზრდისათის სახსრების მოგროვებაში მოსახლეობის ჩართვის მიზნით 1965 წელს შეიქმნა თურქეთის ფლოტისთვის დახმარების (თანადგომის) საზოგადოება. 

საბრძოლო ხომალდებისა და დამხმარე გემების მშენებლობა ხუთწლიანი ხომალდსამშენებლო პროგრამების შესაბამისად ხორციელდებოდა. პირველი ორი გეგმით (1962–1972 წლები) ითვალისწინებდნენ აშშ-ისა და გფრ-ის დახმარებით ქვეყნის ვერფებში აეგოთ 5 საესკადრო ნაღმოსანი, 4 წყალქვეშა ნავი, 10 მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდი, სხვადასხვა დანიშნულების 20 კატარღა და რამდენიმე დამხმარე გემი. თუმცა კი ფინანსური სინელეების გამო ეს გეგმები სრულად ვერ იქნა შესრულებული. მესამე ხომალდსამშენებლო გეგმა (1973–1977 წლები) ითვალისწინებდა ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში მეორე სადარაჯო ხომალდის „ფეიქის“ შეყვანას, 1000–1000 ტ წყალწყვის ორი წყალქვეშა ნავის მშენებლობის დაწყებისთვის გიოლჯუკის ვერფზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას, ოთხი სარაკეტო კატარღის, LCT ტიპის ხუთი მცირე სადესანტო ხომალდის, ექვსი სადარაჯო კატარღისა და რამდენიმე დამხმარე გემის მშენებლობას. სამამულო ვერფებში საბრძოლო ხომალდებისა და გემების მშენებლობის გეგმებთან ერთად, 1970-იანი წლების შუახანებში, თურქეთის სზძ-ის სარდლობა აშშ-ის დახმარებით ვარაუდობდა ფლოტის ძირითადი შემადგენლობის განახლებას, შეცვლიდა რა მოძველებულ საესკადრო ნაღმოსნებს, წყლაქვეშა ნავებს, საბაზო ტრალერებსა და სადარაჯო კატარღებს უფრო თანამედროვე ხომალდებით. ვარაუდობდნენ ასევე აშშ-დან რამდენიმე საპატრულო თვითმფრინავის მიღებასაც. 

სამხედრო-საზღვაო ფლოტის რეზერვს წარმოადგენდა სავაჭრო ფლოტი, რომლის გემების ნაწილიც, უცხოური ბეჭური გამოცემების შეტყობინებებით, ომიანობის დროს სზძ-ის სარდლობის განკარგულებაში გადაეცემოდა და შეიძლებოდა ფლოტის ხომალდების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფის, აგრეთვე ჯარების, საბრძოლო ტექნიკის, ნავთობპროდუქტებისა და სხვა ტვირთების თურქეთის პორტებს შორის საზღვაო გადაზიდვებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. 1970-იანი წლების შუახანებში სავაჭრო ფლოტი მოითვლიდა დაახლოებით 350 გემს საერთო ტვირთამწეობით 757 ათასი ტ, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო აგებული. 

სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძირითად ბაზებს წარმოადგენდნენ გიოლჯუკი (მთავარი ბაზა), სტამბული, იზმირი, ისკანდერონი და ერეგლი, ხოლო ბაზირების პუნქტებს კი – მერსინი, ჩანაქკალე, ამასრა და სხვები. ფლოტის მთელი სახომალდო შემადგენლობა მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა (მსზბ) გიოლჯუკზე იყო მიწერილი, რომელშიც იმყოფებოდნენ ფლოტის შტაბი, ძირითადი სახომალდო შენაერთების სანაპირო შტაბები, რიგითი და უნტერ-ოფიცერთა მომზადების სასწავლო ცენტრი, მომარაგების ცენტრი, ხომალდსამშენებლო და გემთსარემონტო საწარმოები. სამხედრო-საზღვაო ბაზები სტამბული და ერეგლი ექვემდებარებოდნენ ჩრდილოეთ სამხედრო-საზღვაო ზონის სარდლობას, სამხედრო-საზღვაო ბაზები იზმირი და ისკანდერონი კი, ბაზირების პუნქტით მერსინი – სამხრეთ ზონის სარდლობას. ამ ბაზებში საბრძოლო ხომალდები იმყოფებოდნენ საბრძოლო მორიგეობაში ყოფნისას, სწავლებებისა და საბრძოლო ამოცანების დამუშავების დროს. მათში თურქულ ხომალდებს შეეძლოთ შეევსოთ საწვავის, სურსათის, საბრძოლო მასალებისა და წყლის თავიანთი მარაგები, აგრეთვე მოეხდინათ აუცილებელი რემონტი. მსზბ გიოლჯუკში, სამხედრო-საზღვაო ბაზა სტამბულში, აგრეთე ბაზირების პუნქტ მერსინში იყო დოკები. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, თურქეთის სზძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 1970-იანი წლების შუახანებში შეადგენდა 40 ათას ადამიანს. რიგითებითა და უნტერ-ოფიცრებით დაკომპლექტება წარმოებდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე. ნამდვილი სამსახურის ვადა გახლდათ ორი წელი. რიგით შემადგენლობას სპეციალობების მიხედვით (მენაღმეები, არტილერისტები, მეკავშირეები, ელექტრიკოსები, მეტორპედეები, მოტორისტები და სხვები) ამზადებდა სასწავლო ცენტრი გიოლჯუკში 6–9 თვის განმავლობაში. ყოველწლიურად იქ მომზადებას გადიოდა ვადიანი სამსახურის დაახლოებით 9 ათასი მატროსი. სახომალდო სამსახურის უნტერ-ოფიცრებს ამზადებდნენ სპეციალური სკოლა ბეილერბეიში (სტამბულის რაიონი) და სასწავლო ცენტრი გიოლჯუკში, ხოლო სანაპიროს დაცვის საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფებისთვის უნტერ-ოფიცრების მომზადება წარმოებდა თუზლაში არსებული ქვეითი ჯარის სასწავლებლის სპეციალურ განყოფილებაზე. 

კადრის ოფიცრების მომზადება სზძ-თვის ხორციელდებოდა სამხედრო-საზღვაო საოფიცრო სასწავლებელ „ჰარფ ოქულუში“ (კუნძულ ჰეიბელიზე), რომელსაც ჰქონდა ორი განყოფილება – სამეთაურო (საკომანდო) და საინჟინრო. კურსანტები მიიღებოდნენ სამხედრო-საზღვაო ლიცეუმისა და სამოქალაქო საშუალო სკოლების გამოშვებულთა რიცხვიდან. სწავლების ვადა იყო ოთხი წელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გამოშვებულებს ენიჭებოდათ პირველადი საოფიცრო წოდება „უმცროსი ლეიტენანტი“, ხოლო ხომალდებზე და სანაპირო ნაწილებში სამსახურის ექვსი თვის შემდეგ დადებითი ატესტაციისას კი – მორიგი სამხედრო წოდება „ლეტენანტი“. ყოველწლიურად დაახლოებით 120 ადამიანს უშვებდნენ. სასწავლებელში იყო ოფიცერთა შემადგენლობის სრულყოფის კურსები, მათ ამთავრებდა 50–60 ოფიცერი წელიწადში. სზძ-ის თადარიგის ოფიცერთა სასწავლებელი (კ. ჰეიბელი) კომპლექტდებოდა ძირითადად საზღვაოსნო სკოლისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გამოშვებულთაგან. მას ასევე ჰქონდა ორი განყოფილება: სამეთაურო და საინჟინრო. სწავლების ვადა გახლდათ ერთი წელი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ გამოშვებულნი „უმცროსი ლეიტენანტის“ წოდებით გადიოდნენ ერთწლიან სტაჟირებას სზძ-ის ხომალდებზე და სანაპირო ნაწილებში, ხოლო შემდეგ კი თავისუფლდებოდნენ თადარიგში. 

სამხედრო-საზღვაო აკადემიაში (სტამბული) სწავლების ვადა გახლდათ სამი წელი. მასში მიიღებოდნენ ოფიცრები წოდებებში „უფროსი ლეიტენანტი“ – „მე-3 რანგის კაპიტანი“, რომლებმაც ფლოტში იმსახურეს არანაკლებ სამი წლისა, ჰქონდათ დადებითი დახასიათებები და წარმატებით ჩააბარებდნენ მისაღებ გამოცდებს. ყოვეწლიურად აკადემიიდან 10–20 ოფცერი გამოდიოდა. 

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებები მოწმობდა, თურქეთის სზძ-ის საბრძოლო მომზადება ძირითადად იმ ამოცანების დამუშავებაზე გახლდათ მიმართული, რომლებიც მას ომიანიობის დროს უნდა გადაეწყვიტა. ამ მიზნით სზძ-ის ხომალდების შენაერთები და სანაპირო ნაწილები ატარებდნენ სწავლებებს როგორც დამოუკიდებლად, ისე თურქეთის შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ერთობლივად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ურთიერთმოქმედების დამუშავებას სამხედრო-საჰაერო ძალებთან. ეროვნული სწავლებების გარდა, თურქეთის სზძ ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას იმ მრავალრიცხოვან სწავლებებსა და მანევრებშიც, რომლებსაც ყოველწლიურად ატარებდნენ ნატო-ს ხაზით ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში. 

საზღვარგარეთელი სამხედრო-საზღვაო სპეციალისტების შეფასებით, თურქეთის სზძ-ს 1970-იანი წლების შუახანებში არ შეეძლო დამოუკიდებლად და სრულად გადაეწყვიტა მასზე დაკისრებული ამოცანები, კერძოდ მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლასა და ქვეყნის სანაპირო წყლების გარეთ საზღვაო კომუნიკაციების დაცვაში. ამასთან დაკავშირებით გამოითქმებოდა მოსაზრება ხელთაშუა ზღვის აუზში თურქეთის სზძ-ის მჭიდრო ურთიერთმოქმედების აუცილებლობის შესახებ აშშ-ისა (მე-6 ფლოტი) და ნატო-ს ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებთან. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 2 ранга Н. Иноземцев, «Военно-морские силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1975 г. № 1. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

Sunday, September 27, 2026

ტაქტიკური გამანადგურებლები F-5 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, «ცივი ომის» წლებში, პენტგონის სამხედრო პროდუქციის ფართო ნომენკლატურაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა საავიაციო ტექნიკას. თვითმფრინავ «ფანტომებთან» ერთად, უცხოური პრესის მოწმობით, 1970-იან წლებში საზღვარგარეთ ყველაზე უფრო ფართო გავრცელება ჰპოვეს სხვადასხვა მოდიფიკაციისა და ვარიანტის მსუბუქმა ტაქტიკურმა გამანადგურებლებმა F-5. ისინი შედგებოდნენ მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) შეიარაღებაში – მათ შორის ნატოს ექვსი წევრი ქვეყნისა (აშშ-ის, კანადის, საბერძნეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების და თურქეთისა). 

თვითმფრინავი F-5 შეიმუშავა ამერიკულმა ფირმა «ნორთროპმა», ხოლო მისი სერიული წარმოება კი აშშ-ში 1962 წლის ბოლოს დაიწყეს. 1964 წლის აპრილში პირველი F-5-ები მიაწოდეს ტაქტიკურ საავიაციო სარდლობას (ავიაბაზა უილიამსი, არიზონას შტატი) – ამ თვითმფრინავების ათვისების ცენტრში იმ ქვეყნების სჰძ-ის საფრენოსნო-ტექნიკური შემადგენლობის მიერ, რომლებიც ამ მანქანებს ყიდულობდნენ. აშშ-ის გარდა, 1970-იანი წლების მიწურულს, F-5-ებს ლიცენზიით უშვებდნენ კანადასა და ესპანეთში, მათი წარმოება აწყობილი იყო აგრეთვე შვეიცარიასა და ტაივანში. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იმ დროისათვის სულ 3000-ზე მეტი ასეთი მანქანა იქნა აგებული, და მათგან დაახლობით 300 ლიცენზიით. 

F-5 თვითმფრინავების მიწოდება საზღვარგარეთ 1965 წლიდან დაიწყო და ეს პროცესი 70-იანი წლების ბოლოსაც გრძელდებოდა. ისინი იყო ახლო აღმოსავლეთის რიგი სახელმწიფოების (ირანი, საუდის არაბეთი, იორდანია, ლიბია, მაროკო) სჰძ-ში, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (ფილიპინები, მალაიზია, სინგაპური, ტაივანი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი), ლათინური ამერიკის (ბრაზილია, ჩილე) და მსოფლიოს სხვა რაიონებისა. 

ქვემოთ მოყვანილია უცხოური ბეჭდური გამოცემებიდან აღებული ცნობები F-5 თვითმფრინავის სხვადასხვა მოდიფიკაციებისა და ვარიანტების შესახებ. 


F-5A (ნახ. 1) – ერთადგილიანი მსუბუქი ტაქტიკური გამანადგურებელი, რომლის სერიული წარმოებაც 1972 წლამდე ხორციელდებოდა, და სულ დაახლოებით 620 მანქანა იქნა გამოშვებული. ის წარმოადგენს თავისუფლად მზიდ (свободнонесущий) მონოპლანს დაბლაგანთავსებული ისრისებური ფრთით (ისრისებურობის კუთხე ქორდების მეოთხედის ხაზის მიხედვით /по линии четверти хорд/ 24°-ია), «მონოკოკის» ტიპის ფუზელაჟითა და მართვადი სტაბილიზატორებით აღჭურვილი ერთკილიანი კუდის შეფრთიანებით (хвостовое оперение). ფრთის მექანიზაციის საშუალებები მოიცავს ელერონებს (ტრიმერების გარეშე), ფრთაქვეშებსა და ერთჭვრიტიან ფრთაუკანებს (подкрылки и однощелевые закрылки). 

ძალური დანადგარი შედგება ფირმა «ჯენერალ ელექტრიკის» ორი ტურბორეაქტიული ძრავისგან J85-GE-13 (მაქსიმალური წევა /тяга/ ფორსაჟულ რეჟიმში /на форсажном режиме/ 1850 კგ, საბრძოლო რეჟიმში 1230 კგ /на боевом режиме/, საწვავის კუთრი ხარჯვა შესაბამისად 2,22 და 1,03 კგ/კგ×სთ-ია). საწვავი თავსდება ორ ჩაშენებულ ავზში (საერთო ტევადობა 2207 ლ) და ხუთ ჩამოსაკიდ ავზში: ფუზელაჟქვეშაში (568 ლ), ორ ფრთაქვეშაში (თითოეულში 568 ლ) და ორ ავზში, რომლებიც ფრთის კონსოლების ბოლოებზე თავსდება (на торцах консолей крыла, თითოეულში 189 ლ). საწვავის სრული მარაგი შეიძლება 4289 ლ შეადგენდეს. 

რადიოელექტრონული საბორტო აღჭურვილობის შემადგენლობაში შედის ულტრამოკლე ტალღოვანი (უმტ) რადიოსადგური, ახლო ნავიგაციისა და რადიოლოკაციური ამოცნობის აპარატურა «თაკანი», აგრთვე ოპტიკური სამიზნე. 

თვითმფრინავის შეიარაღებაა: 20 მმ ყალიბის ორი ჩაშენებული საავიაციო ზარბაზანი M39 (თითოეულის საბრძოლო კომპლექტია 280 ვაზნა), «ჰაერი-ჰაერი» კლასის ორი მართვადი რაკეტა (მრ) «საიდვაინდერი» (თავსდება გასაშვებ დანადგარებზე ფრთის კონსოლების ბოლოებში /на торцах консолей крыла/). გარდა ამისა, ხუთ პილონზე (ერთი ფუზელაჟქვეშა და ოთხიც ფრთისქვეშა) მას შეუძლია სხვადასხვა შეთავსებით წაიღოს ავიაბომბები, მართვადი და უმართავი რაკეტები, ჩამოსაკიდი საზარბაზნე დანადგარები. საბრძოლო დატვირთვის საერთო წონაა 2800 კგ. 

F-5B (სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი) F-5A გამანადგურებლისგან ძირითადად ორადგილიანი კაბინით განსხვავდება, რომელშიც მფრინავისა და ინსტრუქტორის სკამები «ტანდემური» სქემითაა განლაგებული. უცხოური პრესის შეტყობინებებით, მისი სერიული წარმოება 1976 წლამდე გრძელდებოდა და სულ 130-ზე მეტი მანქანა იქნა გამოშვებული. 

RF-5A – ესაა F-5A გამანადგურებლის სადაზვერვო ვარიანტი. მისთვის დამახასიათებელია ფუზელაჟის დაგრძელებული ცხვირის ნაწილი, სადაც სადაზვერვო მოწყობილობაა განთავსებული – ოთხი აეროფოტოაპარატი KS-92 (ფირის მარაგი თითოეულში 30 მ) პერსპექტიული და პანორამული გადაღებისთვის და მათი მუშაობის უზრუნველყოფის აპარატურა. თვითმფრინავების საბრძოლო ნაწილებში მიწოდება 1968 წელს იქნა დაწყებული. 

CF-5A-სა და CF-5D-ს (F-5A და D-5B თვითმფრინავების ვარიანტები) ლიცენზიით უშვებდნენ კანადაში. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ორივე მოდიფიკაციის სულ 115 მანქანა იქნა აგებული კანადის სჰძ-თვის და 20 – ვენესუელის სჰძ-თვის. ისინი ამერიკულთან შედარებით უფრო მძლავრი ძრავებითა J85-CAN-15 (მაქსიმალური წევა 1950 კგ) და ფრენაში საწვავით გაწყობის სისტემითაა აღჭურვილი. 

NF-5A და NF-5B წარმოადგენს F-5A და F-5B თვითმფრინავების ვარიანტებს, რომლებიც ლიცენზიით კანადაში ნიდერლანდების სჰძ-თვის იქნა აგებული. სულ 105 თვითმფრინავი გამოუშვეს, რომელთა მიწოდებაც ნაწილებში 1969–1971 წლებში ხორციელდებოდა. ისინი მრავალრეჟიმიანი ფრთაუკანებითაა (закрылки) აღჭურვილი, აგრეთვე დოპლერული სანავიგაციო სისტემით და შეუძლიათ ფრთისქვეშა ჩამოსაკიდებელი საწვავი ავზების წაღებაც თითოეული 1040 ლ ტევადობით. 

SF-5A და SF-5B – F-5A და F-5B თვითმფრინავების ვარიანტები, რომლებიც ლიცენზიით ესპანეთში იქნა აგებული. ეროვნულ სჰძ-ში მათ აქვთ აღნიშვნა შესაბამისად C.9 და C.9E. სულ 70 ასეთი თვითმფრინავი გამოშუვეს. 

F-5E «თაიგერ» 2 – ეს გახლდათ 1970-იანი წლების მიწურულისთვის ერთადგილიანი გამანადგურებლის უკანასკნელი მოდიფიკაცია. ეს თვითმფრინავი ჰაერში უპირატესობის მოპოვებისა და სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხრდაჭერის აღმოჩენისთვისაა განკუთვნილი. მისი სერიული წარმოება 1973 წელს იქნა დაწყებული. 

როგორც საზღვარგარეთულ პრესაში აღინიშნებოდა, პირველი მოდიფიკაციებისგან განსხვავებით F-5E გამანადგურებელი უფრო ჩქაროსნული და მანევრულია. ეს მისი უფრო მძლავრი ძრავით J85-GE-21 აღჭურვისა (მაქსიმალური წევა ფორსაჟზე 2270 კგ, საბრძოლო რეჟიმში 1590 კგ, საწვავის კუთრი ხარჯვა შესაბამისად 2,13 და 0,98 კგ/კგ×სთ) და მრავალრეჟიმიანი ფრთაუკანების დაყენების ხარჯზე იქნა მიღწეული. 

F-5E გამანადგურებლის კონსტრუქციაში ასევე უწინდელი მოდიფიკაციის თვითმფრინავებში ჩატარებული ყველა დამუშავებაა (доработки) გათვალისწინებული. კერძოდ, მასში არის სიმაღლეში ორ მდგომარეობაში ცვლადი შასის ცხვირის დგარი (стойка), თვითმფრინავის სამუხრუჭე აღჭურვილობა, რომელიც იძლევა მოკლე ასაფრენ-დასაჯდომ ზოლებზე (ადზ) დაჯდომის საშუალებას, ჩამოსაკიდი საწვავის ავზები თითოეული 1040 ლ ტევადობით, многозамковые балочные держатели. გარდა ამისა, F-5E თვითმფრინავი აღჭურვილია უფრო სრულყოფილი საბორტო მოწყობილობით, რომლის შემადგენლობაშიც შედის მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური (რლს) AN/APQ-159, რომელიც საჰაერო მიზნების ძიების, აღმოჩენისა და თანხლებისთვის, აგრეთვე საბორტო იარაღის მართვისა და მცირე სიმაღლეებზე თვითმფრინავების ფრენის უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი. 

F-5E გამანადგურებელს, ისევე როგორც წინამორბედ მოდიფიკაციებს, მრავალნაირი შეიარაღება მიაქვს, რომლის შემადგენლობაც შესასრულებელ ამოცანებზეა დამოკიდებული. ასე, მიწისზედა მიზნებზე დარტყმების მისაყენებლად მას შეიძლება მიჰქონდეს «ჰაერი-ზედაპირი» კლასის მართვადი რაკეტები (მრ) «მეივერიკი» და მართვადი ბომბები (მათ შორის დამიზნების ლაზერული სისტემებით). F-5E-ის საბრძოლო დატვირთვის მაქსიმალური წონაა 3200 კგ. 

F-5F (სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი, ნახ. 2) F-5E გამანადგურებლის ბაზაზე არის შექმნილი და მისი მსგავსი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია. 

F-5 თვითმფრინავის ძირითადი მოდიფიკაციების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ), რომლებიც უცხოური ბეჭდური გამოცემების 1970-იანი წლების მიწურულის მონაცემების საფუძველზეა შედგენილი, ქვემოთ ცხრილშია მოყვანილი. 

ცხრილი 

F-5 თვითმფრინავის ძირითადი მოდიფიკაციების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები 1970-იანი წლების მიწურულს 

მ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ლ ე ბ ი . . . . . . . . თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ი ს / მ ო დ ი ფ ი კ ა ც ი ე ბ ი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . F-5A . . . . F-5B . . . . F-5E . . . . F-5F 

წონა, კგ: ცარიელი თვითმფრინავის . . . . 3670 . . . . . 3790 . . . 4390 . . . . 4790            მაქსიმალური ასაფრენი . . . . . . . . . . . . . ,9380 . . . . . 9300 . . 11 190 . . . 11 400 
საბრძოლო დატვირთვის . . . . . . . . . . . . 2800 . . . . . .2800 . . . 3200 . . . . 3200 
მაქსიმალური კუთრი დატვირთვა 
ფრთაზე, კგ/მ² . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 590 . . . . . . 576 . . . . .649 . . . . . 658 
მაქსიმალური სიჩქარე 11 000 მ 
სიმაღლეზე, კმ/სთ: 
ჰორიზონტალური ფრენისას . . . . . . . . . 1480 . . . . . .1420 . . . 1740 . . . . 1660 
კრეისერული (ფორსაჟის გარეშე) . . . . . 1030 . . . . . .1030 . . . 1040 . . . . 1040 
მაქსიმალური სწრაფასვლა (скоропо- 
дъёмность) ზღვის დონეზე, მ/წმ . . . . . . . .145 . . . . . . 155 . . . . .170 . . . . .165 
პრაქტიკული ჭერი, მ / საფრენი 
წონისას, კგ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15 390 / . . 15 850 / . . 15 790 / . . 15 480 / 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5190 . . . . .4900 . . . . .6050 . . . . .6375 
გადაფრენის სიშორე, კმ . . . . . . . . . . . . 2230 . . . . 2240 . . . . .2480 . . . . . 2370 
მოქმედების რადიუსი სრული საბრძოლო 
დატვირთვით მცირე სიმაღლეზე, კმ . . . 310 . . . . . 320 . . . . . .220 . . . . . . * . . 
თვითმფრინავის ზომები, მ: 
სიგრძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14,38 . . . . . 14,12 . . . . .14,68 . . . . .15,72 
სიმაღლე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4,01 . . . . . . 3,99 . . . . . . 4,06 . . . . . 4,01 
ფრთების გაშლა . . . . . . . . . . . . . . . . . 7,7 . . . . . . .7,7 . . . . . . . 8,13 . . . . . 8,13 
ფრთის ფართობი, მ². . . . . . . . . . . . . 15,79 . . . . . 15,79 . . . . .17,3 . . . . . . 17,3 

საზღვარგარეთული პრესის მოწმობით, 1978 წლის დასაწყისისთვის ფირმა «ნორთროპმა» გამოუშვა დაახლოებით 800 თვითმფრინავი F-5E და F-5F (1020 შეკვეთილიდან). მათი ნაწილი აშშ სჰძ-სა და სზძ-ის ავიაციას მიაწოდეს, დანარჩენი კი საექსპორტოდ იქნა გაგზავნილი. 1976 წელს 20 თვითმფრინავი F-5E მიაწოდეს იმ ხანებში ჩამოყალიბებულ 527-ე სასწავლო ესკდრილიას (ავიაბაზა ოლქონბერი, დიდი ბრიტანეთი), რომლის მფრინავებიც სწავლებებისა და წვრთნების დროს «მოწინააღმდეგის» როლში გამოდიოდნენ და სხვა გამანადგურებლების ეკიპაჟებთან საჰაერო ბრძოლებს აწარმოებდნენ. 

1979 წლის შუახანებისთვის ფირმა «ნორთროპი» აგრძელებდა სამუშაოებს F-5 თვითმფრინავის ახალი მოდიფიკაციების შესაქმნელად. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, F-5E გამანადგურებლის ბაზაზე შექმნილი იყო სადაზვერვო თვითმფრინავი RF-5E, რომლის ცხვირის ნაწილშიც ვარაუდობდნენ შესაცვლელი (сменное) სადაზვერვო აღჭურვილობის განთავსებას (აეროფოტოაპარატებისა და ინფრაწითელი სისტემების). დასრულებული გახლდათ აგრეთვე F-5 თვითმფრინავის საექსპორტო ვარიანტის წინასწარი დაპროეტება, რომელიც 7300 კგ წევის (тяга) მქონე ტურბორეაქტიული ძრავით F404-GE-400 იქნებოდა აღჭურვილი. წევაშეიარაღებულობის (тяговооружённость) მნიშვნელოვან ამაღლებას, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, შექმნის პროცესში მყოფი გამანადგურებლის საფრენოსნო მახასიათებლების უნდა გაეუმჯობესებინა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Подполковник И. Чистяков, «Тактические истребители F-5», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 7.

მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა

Saturday, September 26, 2026

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1970-იან წლებში თურქეთი გახლდათ ბლოკების ნატო-სა და სენტო-ს აქტიური წევრი. მისი შეიარაღებული ძალებისა და, მათ შორის, სამხედრო-საჰაერო ძალების მშენებლობა განისაზღვრებოდა ნატო-ში მიღებული „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის მოთხოვნებითა და იმ ამოცანებით, რომელთა გადაწყვეტაც მათ მოუხდებოდათ ბლოკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) შემადგენლობაში სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (სე ომთ) აგრესიული ომის გაჩაღების შემთხვევაში. 

ითვალისწინებდა რა თურქეთის სამხედრო-სტრატეგიულ მდებარეობას, საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების საზღვრებთან მის სიახლოვეს, ნატო-ს სარდლობას მის ტერიტორიაზე უკვე მშვიდობიანობის დროს ჰქონდა შექმნილი შედარებით ძლიერი საავიაციო დაჯგუფება. ის, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, შედიოდა ნატო-ს მე-6 გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციაო სარდლობის (გტას) შემადგენლობაში და შედგებოდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისგან (სჰძ), აგრეთვე აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების 39-ე ტაქტიკური საავიაციო ჯგუფისგან. 1970-იანი წლების შუახანებში აშშ-ის საავიაციო ჯგუფი მოიცავდა 20-მდე გამანადგურებელ-ბომბდამშენს F-4C „ფანტომი“, რომლებიც „მორიგეობის“ პროგრამის მიხედვით მოფრინდებოდნენ ავიაბაზა ტორეხონიდან (ესპანეთი) და ეწეოდნენ მუდმივ საბრძოლო მორიგეობას ავიაბაზაზე ინჯირლიკი (თურქეთი). აუცილებლობის შემთხვევაში ამ ჯგუფის ბაზაზე შეიძლებოდა გაეშალათ ამ რაიონში აშშ სჰძ-ის უფრო მსხვილი საავიაციო დაჯგუფებაც. 

როგორც საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, თურქეთის სჰძ-ის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შეეძლოთ აღმოეჩინათ უშუალო საავიაციო მხარდაჭერა სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის (სზძ), უზრუნველეყოთ ჯართა დაჯგუფებებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დაფარვა ჰაერიდან მოწინააღმდეგის დარტყმებისგან, გახორციელებიათ ომთ-ის ფარგლებში ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გადასროლა, აგრეთვე ეროვნული სარდლობისა და ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის ინტერესებში ეწარმოებიათ ტაქტიკური საჰაერო დაზვერვა. გარდა ამისა, თურქეთის სზძ-ს ეკისრებოდა შავი ზღვის სრუტეებისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საზღვაო კომუნიკაციების კონტროლის ამოცანები მჭიდრო ურთიერთმქმედებაში აშშ მე-6 ფლოტის საავიამზიდო ავიაციასთან. 

ორგანიზაცია და შემადგენლობა. თურქეთის სჰძ-ის ორგანიზაციის მიახლოებითი სქემა ქვემოთ ნახატზეა წარმოდგენილი. 

[ნახატი] 

თურქეთის სჰძ-ის ორგანიზაციის მიახლოებითი სქემა 

1970-იან წლებში სჰძ-ის სათავეში იდგა სარდალი, რომელიც ექვემდებარებოდა უშუალოდ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს. სარდალი მისდამი დაქვემდებარებული შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას ახორციელებდა თავისი შტაბის (ანკარაში) მეშვეობით. იგი გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი, რომელიც, თავის მხრივ, უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენდა, და ახდენდა ცენტრალურ სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას სამხედრო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. 

სჰძ-ის შტაბი დაკავებული იყო სჰძ-ის ოპერატიული ხელმღვანელობით და მჭიდროდ ურთიერთმოქმედებდა 6 გტას-ის შტაბთან (იზმირი). იგი შეიმუშავებდა ეროვნული მასშტაბით ავიაციის გამოყენების გეგმებს, ორგანიზაციას უკეთებდა და აკონტროლებდა ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებას, წყვეტდა საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით მათი უზრუნველყოფის საკითხებს, განსაზღვრავდა რეზერვების რაოდენობრივ შემადგენლობასა და სამობილიზაციო მზადყოფნას. შტაბის წარმომადგენლები ღებულობდნენ აქტიურ მონაწილეობას თურქული ავიაციის გამოყენების დაგეგმვაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ძე ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის შემადგენლობაში, აგრეთვე იმ სწავლებებისა და ყველანაირი შესაძლო შეჯიბრებების ორგანიზებაშიც, რომლებსაც ბლოკის სარდლობა ატარებდა. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების შუახანებში, თურქეთის რეგულარულ სჰძ-ში ირიცხებოდა 48 000 ადამიანი, რეზერვში კი – 29 000. 

სჰძ შედგებოდა 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საჰაერო არმიებისგან (ტჰა) შტაბებით შესაბამისად ესქიშეჰირსა და დიარბაქირში, საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) „ნაიქი“ საჰაერო ბაზისგან, სასწავლო საავიაციო სარდლობისა (შტაბი იზმირში) და სატრანსპორტო საავიაციო ჯგუფისგან (ეთიმესგუთში). 

ტაქტიკური საჰაერო არმია წარმოადგენდა უმაღლეს ოპერატიულ შენაერთს და დაქვემდებარებაში გააჩნდა საავიაციო ბაზები. საავიაციო ბაზაზე (ითვლებოდა ძირითად საავიაციო ნაწილად) დისლოცირებული იყო, როგორც წესი, ორი–ოთხი ესადრილია. საავიაციო ბაზის მეთაური უშუალოდ აგებდა პასუხს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონეზე, საავიაციო ტექნიკის მდგომარეობასა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. სჰძ-ის ძირითადი საბრძოლო ქვედანაყოფი – ესკადრილია მოითვლიდა 18 საბრძოლო თვითმფრინავამდე. 

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ 1970-იანი წლების შუახანებში თურქეთის სჰძ-ში მიმდინარეობდა მოძველებული თვითმფრინავების F-100C და D, RF-84F და F-104G შეცვლის პროცესი უფრო თანამედროვეებით F-4E, RF-5A და F-104S. ამიტომ საბრძოლო შემადგენლობა, რომელიც ქვემოთ 1976 წლის დასაწყისის მდგომარეობითაა მოცემული, იმავე წლის ბოლოსთვისაც დასრულებული სახით ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ ყოფილა. 

1- ლ ი | ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი | ს ა ჰ ა ე რ ო | ა რ მ ი ა  აერთიანებდა ოთხ საავიაციო ბაზას: ესქიშეჰირს, მიურთედს, ბანდირმასა და ბალიქესირს. პირველზე ბაზირებული გახლდათ F-100D და C თვითმფრინავების ორი და F-4E „ფანტომ“2 თვითმფრინავების ერთი ესკადრილიები (მიმდინარეობდა F-4E თვითმფრინავების მეორე ესკადრილიის ჩამოყალიბება); მეორეზე – F-104S და G თვითმფრინავების ორი და F-102A თვითმფრინავების ერთი ესკადრილიები; მესამეზე – F-5A თვითმფრინავების ორი ესკადრილია და მეოთხეზე – თვითმფრინავების F-100D და F-104G თითო-თითო ესკადრილიები და მზვერავების RF-5A ერთი ესკადრილია. 

მე - 2 | ტ ა ქ ტ ი კ უ რ | ს ა ჰ ა ე რ ო | ა რ მ ი ა ს  ჰქონდა სამი ავიაბაზა: მერზიფონში დისლოცირებული იყო F-5A თვითმფრინავების ორი ესკადრილია; ერჰაჩში – F-100D თვითმფრინავების ორი ესკადრილია და დიარბაქირში – თვითმფრინავების F-100D, F-102A და RF-84F თითო-თითო ესკადრილია. 

საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემათა მონაცემების თანახმად 19 საბრძოლო ესკადრილიიდან 12 იყო გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე (40 თვითმფრინავი F-4E, 100-მდე F-100D და C, 40-მდე F-5A, რამდენიმე F-104S და 36 F-104G); ხუთი – გამანადგურებელი (32 თვითმფრინავი F-5A, 18 F-104S და 36 F-102A); ორი – სადაზვერვო (18 თვითმფრინავი RF-84F და 24 RF-5A). სულ სჰძ-ში ირიცხებოდა 330-ზე ცოტა მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, მათგან დაახლოებით 90 თვითმფრინავი – ბირთვული იარაღის მატარებელი. 

ზ მ რ - ების | ს ა რ ა კ ა ტ ე ო | ბ ა ზ ა შ ი შედიოდა ორი დივიზიონი (თითოეულში ოთხი ესკადრილია) საზენიტო რაკეტების „ნაიქ-ჰერკულესი“ და „ნაიქ-აიაქსი“ 72 გასაშვები დანადგარით. ყველა ისინი ბოსფორის სრუტის რაიონს იფარავდნენ ჰაერიდან. 

ს ა ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ო | ს ა ა ვ ი ა ც ი ო | ჯ გ უ ფ ს მიცემული ჰქონდა სამი ესკადრილია, რომელშიც იყო რვა თვითმფრინავი C-130, 20 C-160, 10 C-47, სამი C-54, ექვსი C-45, სამი „ვისქაუნთი“, ორი „ისლანდერი“. გარდა ამისა, სჰძ-ს გააჩნდა 30 ვერტმფრენი, მათგან 10 UH-11, 10 UH-19D და 10 AB-204B. 

თურქეთის სჰძ-ის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები მოყვანილია ცხრილში. 

ცხრილი 

თურქეთის სჰძ-ის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – თვითმფრინავების, ვერტმფრენების აღნიშვნა; B – ეკიპაჟი, ადამიანი; C – მაქსიმალური ასაფრენი წონა, კგ; D – ფრენის მაქსიმალური სიჩქარე, კმ/სთ / სიმაღლეზე, მ; E – პრაქტიკული ჭერი, მ; F – ფრენის სიშორე, კმ / საბრძოლო დატვირთვით, კგ; G – მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა, კგ) 

. . A . . . . B . . . . . . C . . . . . . . . . . D . . . . . . . . . E . . . . . . . . F . . . . . . . . . . G 

ტაქტიკური გამანადგურებლები 

F-4E . . . . .2 . . . 26 300 . . . 2350 / 12 000 . . . 19 000 . . . 2800 / 900 . . . . 7200 
F-5A . . . . 1 . . . . .9400 . . . 1500 / 11 000 . . . 15 500 . . . 1500 / 1500 . . . 2800 
F-100D . . .1 . . . 18 150 . . . 1350 / 10 500 . . . 15 200 . . . 2400 / 1800 . . . 3400 
F-104S . . . 1 . . . 14 000 . . . 2350 / 12 000 . . . 18 300 . . . 3250 / 0 . . . . . . 3400 
F-104G . . . 1 . . . 13 000 . . . 2300 / 11 000 . . . 17 700 . . . 3150 / 0 . . . . . . 2200 
F-102A . . . 1 . . . 12 750 . . . 1600 / 11 000 . . . 16 400 . . . 2400 / 0 . . . . . . . – . . 
RF-84F . . . 1 . . . 11 400 . . . 1050 / 6000 . . . . .13 700 . . . 2450 / 0 . . . . . . 3320 

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები 

C-130 . . . . 4 . . . 79 300 . . . . 620 / 6000 . . . . . . 7000 . . . 7560 / 9000 . . . 20 240 
C-160 . . . . 4 . . . 44 200 . . . . 540 / 4500 . . . . . . 8500 . . . 4500 / 8000 . . . 16 000 
C-47 . . . . . 3 . . . 11 800 . . . . 370 / 2300 . . . . . . 7300 . . . 2400 / 1600 . . . 3400 
C-54 . . . . . 6 . . . 31 100 . . . . 440 / 4000 . . . . . . 6800 . . . 6200 / 7000 . . . 14 500 

ვერტმფრენები 

UH-1D . . . 2 . . . . . 4300 . . . . . 200 / 0 . . . . . . . . 6700 . . . . 500 / 1000 . . . 1844 2000 . . . 00 
UH-19D . . 2 . . . . . 3400 . . . . . 170 / 0 . . . . . . . . 3800 . . . . 450 / 800 . . . . . . 800 

ს ა ს წ ა ვ ლ ო | ს ა ა ვ ი ა ც ი ო | ს ა რ დ ლ ო ბ ა ახორციელებდა საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობის მომზადებას თურქეთის სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის. მის შემადგენლობაში ჩართული იყო სჰძ-ის აკადემია, რამდენიმე საფრენოსნო და ტექნიკური საავიაციო სასწავლებელი და ორი საავიაციო ბაზა (ჩიგლი და კონია). 

ძირითად სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენდა საავიაციო სასწავლებელი სტამბულში. მასში მიიღებოდნენ, როგორც წესი, ჭაბუკები, რომლებსაც დამთავრებული ჰქონდათ სჰძ-ის ლიცეუმები (სპეციალური საშუალო სკოლები) სადაც ისინი ღებულობდნენ პირველ საწყის ცოდნას თვითმფრინავებისა და მათი მართვის შესახებ. პილოტირების ტექნიკას ამუშავებდნენ თვითმფრინავებზე T-6, T-33, T-37. სასწავლებელში სწავლების ვადა გახლდათ ორი წელი. მისი დასრულების შემდეგ კურსანტები იგზავნებოდნენ სტაჟირებაზე საავიაციო ბაზებში პილოტირების ტექნიკის ასათვისებლად სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებზე F-5B, TF-104G, TF-100F და TF-102A. სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი ღებულობდნენ სამხედრო წოდებას ლეიტენანტი და იგზავნებოდნენ საბრძოლო ესკადრილიებში. 

ტექნიკური შემადგენლობა საავიაციო ტექნიკის მომსახურებისთვის მზადდებოდა სასწავლებელში, რომელიც იმყოფებოდა იზმირში. რადიოსალოკაციო სადგურების ოპერატორები და ტექნიკოსები, თვითმფრინავების მართვისა და დამიზნების (наведение) ცენტრებისა და პოსტების სპეციალისტები, მეკავშირეები, სააეროდრომო სამსახურისა და სჰძ-ის ზურგის უზრუნველყოფის ოფიცრები ასევე გადიოდნენ მომზადებას შესაბამის სასწავლებლებში. 

სასწავლო სარდლობის თვითმფრინავების ფარეხი, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების შუახანებში, მოითვლიდა დაახლოებით 30 თვითმფრინავს T-6, 30 T-33, 24 T-34, 23 T-37, 12 T-41, 10 TF-100F, ოთხ TF-104G, სამ TF-102A და რამდენიმე F-5B (სულ დაახლოებით 140 თვითმფრინავი). 

თურქეთის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალები და საშუალებანი, რომლებიც ნატო-ს განკარგულებაში იყო გადაცემული, 6 გტას-ის პასუხისმგებლობის ზონის ჰთ-ის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული რადიოსალოკაციო პოსტები თითქმის ყველანი ავტომატიზებულ სისტემა „ნეიჯში იყვნენ ჩართულნი“, რომელიც საჰაერო მოწინააღმდეგის შესახებ სარდლობის შეტყობინებისა და ნატო-ს ჰთ-ის გაერთიანებული სისტემის საბრძოლო ძალების მართვისათვის გახლდათ განკუთვნილი. 

1970-იანი წლების შუახანებში, ნატო-ს სარდლობა თვლიდა, რომ თურქეთის ჰთ-ის ძალები და საშუალებანი საკმარისად საიმედოდ ვერ იფარავდნენ 6 გტას-ის ზონის საჰაერო სივრცეს, განსაკუთრებით კი მცირე სიმაღლეებზე. ამტომ ღებულობდნენ არსებული რლს-ების მოდერნიზაციის ზომებს მათი ხელშეშლამედეგობის ამაღლების მიზნით და გეგმავდნენ „ნეიჯის“ სისტემის სამი დამატებითი რადიოსალოკაციო პოსტის აგებას თურქეთის ტერიტორიაზე. თურქულ სარდლობას განზრახული ჰქონდა რამდენიმე მობილური რლს-ის შეძენა და ეძიებდა მოქმედების მცირე სიშორის ზრკ-ების „კროტალი“ (საფრანგეთი) და „რაპირა“ (დიდი ბრიტანეთი) შეძენის გზებს ქვებგერით და ზებგერით დაბლამფრენ მიზნებთან საბრძოლველად. 

თურქული სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადება ტარდებოდა მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მათი შენარჩუნების მიზნით. მის ორგანიზებას ახდენდა სჰძ-ის შტაბი ნატო-ს სარდლობის მოთხოვნებისა და ავიაციის გამოყენების ოპერატიული გეგმების შესაბამისად. საბრძოლო მომზადების საფუძველს შეადგენდა სწავლებები და შეჯიბრებანი, რომელთა პროცესშიც ხებოდა საჰაერო ვითარების სხვადასხვანაირ პირობებში ეკიპაჟების საფრენოსნო ოსტატობის, აგრეთვე ავიაციის მართვაში შტაბების მუშაობის შეთანხმებულობის სრულყოფა. საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მომზადების მსვლელობისა და დონის შესახებ სჰძ-ის სარდალი რეგულარულად 6 გტას-ის შტაბში მოახსენებდა. 

ნატოს-ს გაერთიანებული სჰძ-ის ოპერატიული გეგმების თანახმად ყოველწლიურად წარმოებდა თითოეული საავიაციო ბაზის საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის შემოწმება. ასეთი შემოწმებების დროს საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებს უსვამდნენ საჰაერო მიზნების დაჭერის ამოცანებს მცირე და დიდ სიმაღლეებზე, აგრეთვე მცირე ზომის მიზნებზე ბომბტყორცნისა და საჰაერო დაზვერვის წარმოების ამოცანებს მარტივ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. 

როგორც საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, საბრძოლო ავიაციის ნაწილები და ქვედანაყოფები რეგულარულად ღებულობდნენ მონაწილეობას სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ჩატარებულ ნატო-ს საჯარისო და საკომანდო-საშტაბო სწავლებებში, როგორებიც გახლდათ „დიფ ფაროუ“ („ღრმა კვალი /ღარი, борозда/“), „დონ პეტროლი“ („დილის პატრული“) და „ექსპრესის“ ტიპის სწავლებები. 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, თურქული სჰძ-ის სარდლობამ, 1974 წ. კუნძულ კვიპროსზე საბრძოლო მოქმედებათა წარმოების გათვალისწინებით, დიდი ყურადღების მიქცევა დაუწყო ავიაციის ურთიერთმოქმედების დამუშავებას სახმელეთო ჯარებთან და სამხედრო-საზღვაო ძალებთან (სზძ), აგრეთვე მცირე ზომის ზღვისზედა მიზნების ძიებასა და განადგურებას. სწავლებებზე მნიშვნელოვანი დრო ეთმობოდა ავიაციის განწერტვასა და მეწინავე აეროდრომებიდან მის მოქმედებას. 

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარება განისაზღვრებოდა ქვეყნის მთავრობის მიერ 1972 წელს მიღებული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამით, რომელიც ითვალისწინებდა თვითმფრინავების ფარეხის ხარისხობრივ განახლებას. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობების შემდგომი ზრდის განხორციელება თურქულ სარდლობას ნაწილებისა და ქვედანაყოფების ტექნიკური გადაიარაღების ხარჯზე ჰქონდა განზრახული პირადი შემადგენლობისა და თვითმფრინავების ფარეხის არსებითად გაზრდის გარეშე. იმასთან დაკავშირებით, რომ საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებაში საკუთარი საავიაციო მრეწველობის შექმნა ფინანსური სიძნელეების გამო ფერხდებოდა, ძირითად აქცენტს აკეთდებდნენ თანამედროვე ტექნიკის საზღვარგარეთ შეძენაზე შეღავათიან პირობებში. 

1972 წლის კონტრაქტის მიხედვით 70-იანი წლების შუახანებში თურქეთს აშშ-გან უკვე ჰქონდა მიღებული 40 გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-4E „ფანტომ-2“, რომლებმაც შეცვალეს მოძველებული თვითმფრინავების F-84F და F-100C და D ნაწილი. დაახლოებით 100 თურქი მფრინავი და ტექნიკოსი ითვისებდა „ფანტომის“ ტიპის თვითმფრინავებს აშშ-ში. ამის გარდა, თურქეთის სჰძ-ის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება თავისი სასწავლო ცენტრის შექმნაზე ამ თვითმფრინავებისთვის პილოტების მოსამზადებლად. ესქიშეჰირის ავიაბაზაზე ცენტრის აღჭურვა უნდა მოეხდინა ამერიკულ ფირმას „მაკდონელ დუგლასი“. 1976 წელს წარმოებდა მოლაპარაკებები აშშ-თან თვითმფრინავების „ფანტომი“ კიდევ ერთი პარტიის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

1974 წელს დადებულ იქნა კონტრაქტი იტალიასთან თურქეთში 54 გამანადგურებლის F-104S მიწოდების თაობაზე (ისინი იწარმოებოდა ამერიკული ლიცენზიით) F-100C და D და F-102A თვითმფრინავების შესაცვლელად. მათი მიწოდებები იმ ხანად ხორციელდებოდა და მისი დასრულება 1977 წლის შუა თვეებში იყო დაგეგმილი. 

თურქეთს მისი სჰძ-ის გაძლიერებაში აქტიურად ეხმარებოდა გფრ. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ამ უკანასკნელმა იკისრა აუნაზღაურებლად გადაეცა თურქეთის სჰძ-თვის 90 სასწავლო თვითმფრინავი TF-104G (იწარმოებოდა აშშ-ის ლიცენზიით) ხუთი სასწავლო ესკადრილიისათვის. იმავდროულად მიუთითებდნენ, რომ უახლოეს წლებში დასავლეთგერმანული ფირმების დახმარებით კაისერიში აშენდებოდა ქარხანა სატრანსპორტო თვითმფრინავების წარმოებისთვის, რომელიც ყოველწლიურად 15 თვითმფრინავს გამოუშვებდა. 1970-იანი წლების შუახანებში საფრენოსნო გამოცდებს გადიოდა ასეთი თვითმფრინავის პროტოტიპი AM-C111 (თურქული დასახელებით KC-111). როგორც ვარაუდობდნენ, ეს იქნებოდა მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავი. 

სათვითმფრინავო ფარეხის განახლების შედეგად, თურქი სამხედრო სპეციალისტების ვარაუდით, საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. 

საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების შუახანებში თრქეთის სჰძ წარმოადგენდა საკმარისად ძლიერ საავიაციო დაჯგუფებას სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს ტაქტიკური დამრტყმელი ძალების შემადგენლობაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Майор В. Балуев, «Военно-воздушные силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1976 г. № 11. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

Friday, September 25, 2026

წერილიდან «ნატო-ს ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები» 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ნატო-ს სამხედრო სარდლობა, ამოდიოდა რა აგრესიული ჩანაფიქრებიდან, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული, აგრძელებდა გამალებულ შეიარაღებას. ამასთან ის დიდ ყურადღებას უთმობდა საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ახალი, უფრო ეფექტური საშუალებების შექმნას, მათ შორის საზენიტო მართვადი სარაკეტო იარაღის (ზმრი, ЗУРО) სისტემებისა. 

ნატო-ში შეიარაღებული ძალების ინტეგრაციის პრინციპის მიუხედავად, ბლოკის მონაწილე თითოეული ქვეყანა თავისი ტერიტორიის ჰთ-ის ორგანიზებაზე თვითონ აგებდა პასუხს. ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანაში ჰთ-ის ამოცანები სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) ეკისრებოდა, სხვა ქვეყნებში კი ისინი სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ს შორისა იყო განაწილებული. მაგრამ, როგორც წესი, ჰთ-ის მთელი ძალებისა და საშუალებათა საერთო ოპერატიული ხელმძღვანელობა სჰძ-ის სარდლობას ეკისრებოდა. 

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში მიუთითებდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზენიტო სარაკეტო იარაღი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ვითარდებოდა, სადაც (დიდ ბრიტანეთში) სპეციალურად სჰძ-თვის შეიმუშავეს ისეთი სისტემები, როგორიც გახლდათ «ბომარკი» და «ბლადჰაუნდი». თუმცა კი 1970-იანი წლების შუახანებისთვის ნატო-ს ევროპული ქვეყნების სჰძ-ები ძირითადად სახმელეთო ჯარებისთვის შექმნილ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს (ზრკ) იყენებდნენ. ნატო-ს ევროპული ქვეყნების სჰძ-ის შეიარაღებაში არსებული ზრკ-ების ტიპები და რაოდენობა 1-ლ ცხრილშია მოყვანილი. 

ცხრილი 1 

ნატო-ს ქვეყნების სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეიარაღებაში არსებული ზრკ-ების ტიპები და რაოდენობა [1975 წლის დასაწყისში] 

ქვეყანა . . . . . . . . ზრკ-ის . . . . . . . . . . . . . რ ა ო დ ე ნ ო ბ ა . . . . . . . . შენიშვნა 
. . . . . . . . . . . . . დასახელება . . . . . ქვედანაყო- . . . . . გასაშვები . . . . . . . . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ფების . . . . . . დანადგარების . . . . . . . . . . . 

ბელგია . . . . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 8 ესკადრილია . . 72 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

დიდი ბრი- . . . „ბლადჰაუნდი“ . . . . . 11 ესკადრილია . . * . . . საზენიტო არტილე- 
ტანეთი . . . . . . „თაიგერ ქეთი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რიის ესკადრილიე- 
. . . . . . . . . . . . . . . . „რაპირა“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბის ჩათვლით 

დანია . . . . . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 4 ესკადრილია . . . * . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . „ჰოქი“ . . . . . . . . . . .4 ესკადრილია . . . * . . . 

საფრანგეთი . . . „კროტალი“ . . . . . . . . 1 ბატარეა . . . . . . . * . . . . იგეგმებოდა 10 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბატარეის ყოლა 

გფრ . . . . . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . . . 24 ბატარეა . . . . . . 216 . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . „ჰოქი“ . . . . . . . . . . . 36 ბატარეა . . . . . . 216 . . . 

საბერძნეთი . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 3 ბატარეა . . . . . . . 36 . . . 

იტალია . . . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . . 12 ჯგუფი . . . . . . 108 . . . 

ნიდერლან- . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 8 ესკადრილია . . . 72 . . . . ბაზირებული 
დები . . . . . . . . . . „ჰოქი“ . . . . . . . . . . . . . 2 დივიზიონი . . . 72 . . . იყო გფრ-ში 

ნორვეგია . . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . . . 4 ბატარეა . . . . . . 36 . . . 

თურქეთი. . . „ნაიქ-ჰერკულესი“ . . . . . 8 ბატარეა . . . . . . 72 . . . 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ თუ ადრე ნატო-ს ქვეყნების სჰძ-ის საზენიტო სარაკეტო ნაწილებისა და ქვედანაყოფების ძირითადი შეიარაღება მოქმედების დიდი და საშუალო სიშორის მქონე აშშ-ში შემუშავებული ზრკ-ები «ნაიქ-ჰერკულესი» და «ჰოქი» გახლდათ, 1970-იანი წლების შუახანებისთვის დამატებით სულ უფრო მეტ გავრცელებას ჰპოვებდნენ მოქმედების მცირე სიშორის ზრკ-ები «კროტალი» (საფრანგეთი) და «რაპირა» (დიდი ბრიტანეთი). 

1970-იანი წლების პირველ ნახევარში ნატო-ს ქვეყნების სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეიარაღებაში არსებული ზრკ-ების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები მე-2 ცხრილშია წარმოდგენილი. 

ცხრილი 2 

ნატო-ს ქვეყნების სჰძ-ის ზრკ-ების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები [1970-იანი წლების შუახანებისთვის] (ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ნიმუშის დასახელება /მწარმოებელი ქვეყანა/; B – სროლის სიშორე, კმ / სიმაღლეში მიღწევადობა, კმ; C – რაკეტის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე, M; D – რაკეტის სასტარტო წონა, კგ / საბრძოლო ნაწილის წონა, კგ; E – რაკეტის ზომები: კორპუსის სიგრძე×დიამეტრი, მ / ფრთების გაშლა, მ; F – ძრავის ტიპი; G – დამიზნების სისტემა) 

ნაწილი I 

. . . . . . . A . . . . . . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . C . . . . . . . . . D . . . . . . . . . E . . . 

„ნაიქ-ჰერკულესი“ . . . 140-ზე მეტი / 45 . . . 3 . . . . . . . . .4500 / * . . . 12,6×0,8 / 2,66 
MIM-14B (აშშ) 

„ჰოქი“ . . . . . . . . . . . . . დაახლოებით 35 / . . . 2,5-2,8 . . . 580 / 45 . . . 5,03×0,36 / 1,2 
MIM-23A (აშშ) . . . . . . . . . . . . . 0,03-15 

„ბლადჰაუნდი“. . . . . 80-ზე მეტი / * . . . . . 3-მდე . . .2500 / * . . . 7,75×0,55 / 2,82 Mk.2 
(დიდი ბრიტანეთი) 

„თაიგერ ქეთი“ . . . . . . დაახლ. 4 / 3 . . . . . 0,8-1 . . . . . 63 / * . . . .1,47×0,19 / 0,65 
(დიდი ბრიტანეთი) 

„რაპირა“ (დიდი . . . . 0,5-5 / 0,03-3,6 . . დაახლ. 2 . . . 43,5 / * . . . 2,24×0,13 / 0,38 
ბრიტანეთი) 

ნაწილი II 

. . . . . . . . F . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

РДТТ * . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიობრძანებითი მიზანსა და რაკეტაზე 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ცალცალკე რადიოთვალთვალის დროს 

იგივე . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თვითდამიზნება 

სასტარტო РДТТ, . . . . . . . . . ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური 
სამარშო ПВРД ** . . . . . . . . . . . . . . . თვითდამიზნება 

РДТТ . . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიობრძანებითი მიზანსა და რაკეტაზე  
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვიზუალური, რადიოლოკაციური ან 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სატელევიზიო თვალთვალის დროს 

იგივე . . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიობრძანებითი მიზანსა და რაკეტაზე 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვიზუალური, რადიოლოკაციური ან  
. . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . სატელევიზიო თვალთვალის დროს 

იგივე . . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიობრძანებითი მიზანსა და რაკეტაზე 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რადიოლოკაციური თვალთვალის დროს 

შენიშვნები: * РДТТ – ракетный двигатель твёрдого топлива. ** ПВРД – прямоточный воздушно-реактивный двигатель. 

დიდი სიშორის ზრკ-ები. ნატო-ს სარდლობა ამ კომპლექსების გამოყენებას გეგმავდა მსხვილი სამრეწველო ობიექტებისა და ჯარების თვმოყრის რაიონების ჰაერიდან დასაფარავად. 

დ ი დ ი / ს ი შ ო რ ი ს / ს ა ყ ო ვ ე ლ ა მ ი ნ დ ო / ზ რ კ / «ნ ა ი ქ - ჰ ე რ კ უ ლ ე ს ი»  (აშშ) იმ ქვებგერით და ზებგერით თვითმფრინავებთან საბრძოლველად გახლდათ განკუთვნილი, რომლებიც ძირითადად საშუალო და დიდ სიმაღლეებზე დაფრინავდნენ. თუმცა კი, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ჩატრებული გამოცდების შედეგად დაადგინეს, რომ ეს კომპლექსი ცალკეულ შემთხვევებში შეიძლებოდა ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლისთვისაც გამოეყენებიათ. 

საცეცხლე ქვედანაყოფის (ბატარეის) შემადგენლობაში შედიოდა: საზენიტო მართვადი რაკეტები; მართვის პოზიციაზე განლაგებული ხუთი რადიოსალოკაციო სადგური (რლს – აღმოჩენის მცირე სიმძლავრის რლს, მიზანზე თვალთვალის რლს, რაკეტაზე თვალთვალის რლს, რადიომანძილმზომი, მაღალი სიმძლავრის რლს მცირეზომიანი მიზნების აღმოჩენისთვის); რაკეტების გაშვებისა და მიზანზე მათი დამიზნების მართვის პუნქტი; ცხრა ერთეულამდე სტაციონარული ან მობილური გასაშვები დანადგარი; კვების წყაროები; დამხმარე აღჭურვილობა (სატრანსპორტო-დამტენი, საკონტროლო-შემმოწმებელი და ა. შ.). ზრკ «ნაიქ-ჰერკულესის» მართვის პოზიცია 1-ლ ნახატზეა ნაჩვენები (სურათი). 

სულ დივიზიონის შემადგენლობაში შეიძლებოდა ოთხ ბატარეამდე შესულიყო. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, კომპლექსი «ნაიქ-ჰერკულესი» არაერთხელ განიცდიდა მოდერნიზაციას მისი ელემენტების საიმედობისა და საექსპლუატაციო ხარჯების ამაღლების მიზნით. 

[შემდეგ ლაპარაკია ზრკ «ბლადჰაუნდ» Mk.2-ზე] 

საშუალო სიშორის საყოველამინდო ზრკ «ჰოქი» [Hawk – ქორი] (აშშ) მცირე და საშუალო სიმაღლეებზე მფრენ ქვებგერით და ზებგერით თვითმფრინავებთან საბრძოლველად გახლდათ შექმნილი. 

საცეცხლე ქვედანაყოფის (ბატარეის) შემადგენლობაში შედიოდა: საზენიტო მართვადი რაკეტები (ზმრ); იმპულსურ რეჟიმში მომუშავე აღმოჩენის რლს; მიზნის შენათების ორი რლს; რადიომანძილმზომი; მართვის პუნქტი; ექვსი გასაშვები დანადგარი (გდ – თითოეულს ჰქონდა სამ-სამი მიმმართველი); კვების წყაროები და დამხმარე აღჭურვილობა. მიზნის შენათებისთვის გამოიყენებოდა მცირე და მომატებული სიმძლავრის რლს-ები (უკანასკნელს მცირეზომიან საჰაერო მიზნებზე სროლისთვის იყენებდნენ). 

სჰძ-ის შეიარაღებაში შედგებოდა ზრკ «ჰოქის» თვითმავალი ვარიანტი, რომელიც მუხლუხებიანი ტრანსპორტერის XM727 (ნახ. 2, a) ბაზაზე გახლდათ შექმნილი. ამ კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდნენ ტრანსპორტერები, რომელთაგან თითოეულზე გასაშვები დანადგარი იყო დამონტაჟებული სამ-სამი მიმმართველით. მარშზე ეს ტრანსპორტერები ბატარეის გაშლისთვის ყველა აუცილებელი რადიოსალოკაციო და დამხმარე მოწყობილობის ბუქსირებას ახდენდნენ მისაბმელებით. 

უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში აშშ-ში შეიარაღებაში გამჯობესებული ზრკ «ჰოქი» გახლდათ მიღებული. საბაზო ვარიანტისგან მისი ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ ახალ რაკეტას (MIM-23B) უფრო მაღალი საიმედობა, უფრო მძლავრი საბრძოლო ნაწილი და ახალი ძრავი ჰქონდა. აგრეთვე მართვის მიწისზედა აპარატურაც იქნა გაუმჯობესებული. ყოველივე ამან, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, საშუალება მისცა ზრკ-ის მოქმედების სიშორე და მიზნის დაზიანების ალბათობა გაეზარდათ. იტყობინებოდნენ, რომ ამერიკის ნატო-ელი პარტნიორები გეგმავდნენ მათ შეიარაღებაში არსებული ზრკ «ჰოქების» მოდერნიზებისთვის აუცილებელი მთელი აპარატურა და აღჭურვილობა ლიცენზიით გამოეშვათ. 

მცირე სიშორის ზრკ-ები. ძირითადად ესენი მობილური ზრკ-ები გახლდათ, რომლებიც ავიაბაზებისა და სხვა ცალკეული ობიექტების თავდაცვისას დაბლამფრენ თვითმფრინავებთან ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი. 

[შემდეგ ლაპარაკია სანათელამინდო ზრკ-ზე «თაიგერ ქეთი» (დიდი ბრიტანეთი)] 

ს ა ნ ა თ ე ლ ა მ ი ნ დ ო / ზ რ კ / «რ ა პ ი რ ა»  (დიდი ბრიტანეთი)  დაბლამფრენ ქვებგერით და ზებგერით თვითმფრინავებთან საბრძოლველად გახლდათ შექმნილი. 

საცეცხლე ქვედანაყოფის შემადგენლობაში შედიოდა: ზმრ-ები, ვიზუალური თვალთვალის მოსახსნელი ბლოკი, საჰაერო მიზნების აღმოჩენის რლს (შეიცავდა ამოცნობის სისტემასა და ბრძანებების რადიოგადამცემს), მასთან გაერთიანებული გასაშვები დანადგარი (გდ – ოთხი მიმმართველით), მოსახსნელი კვების ბლოკი. გათვლა ხუთი ადამიანისგან შედგებოდა. 

კომპლექსი მაღალმობილური იყო. საცეცხლე ქვედანაყოფის მთელი აღჭურვილობა ორ ავტომობილ «ლენდროვერსა» და მათ მიერ ბუქსირებად ორ მისაბმელში იყო განთავსებული. ზრკ-ის აღჭურვილობის მუხლუხებიან მოჯავშნულ მანქანებში განთავსებასაც ითვალისწინებდნენ (ნახ. 2, b). 

კომპლექსის ძირითადი ვარიანტი სანათელამინდო გახლდათ. თუმცა კი კომპლექსის ნებისმიერი ამინდის პირობებში მუშაობისთვის შექმნეს სპეციალური რლს და კიდეც გამოსცადეს. პირველი ზრკ-ები, რომელთა შემადგენლობაშიც ეს რლს შედიოდა, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში დიდი ბრიტანეთის სჰძ-ის მიწისზედა თავდაცვის პოლკის ზოგიერთი ქვედანაყოფის შეიარაღებაში უკვე იქნა მიწოდებული. ზრკ «რაპირა» ასევე ირანისა და ზამბიის სჰძ-ის შეიარაღებაშიც შედგებოდა. 

ს ა ყ ო ვ ე ლ ა მ ი ნ დ ო / ზ რ კ / «კ რ ო ტ ა ლ ი»  (საფრანგეთი)  ქვებგერით და ზებგერით დაბლამფრენ თვითმფრინავებთან საბრძოლველად გახლდათ განკუთვნილი. 

საცეცხლე ქვედანაყოფის შემადგენლობა: მიზანზე თვალთვალის რლს, გდ ოთხი მიმმართველით, ბრძანებების რადიოგადამცემი, ინფრაწითელი სათვალთვალო მოწყობილობა (устройство) და დამხმარე აღჭურვილობა. სამი საცეცხლე ქვედანაყოფის მართვა საკომანდო მანქანიდან ხორციელდებოდა, სადაც საჰაერო მიზნების აღმოჩენის იმპულსურ-დოპლერული რლს იყო განთავსებული. იტყობინებოდნენ, რომ ტიპიური მიზნის აღმოჩენის სიშორე შეადგენდა 18,5 კმ. სპეციალური ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანით (ეგმ) აღჭურვილი რლს ერთდროულად 30-მდე საჰაერო მიზანს აღმოაჩენდა, ხოლო ავტოთანხლების რეჟიმში კი შეეძლო მხოლოდ 12 მიზანთან ემუშავა. საცეცხლე ქვედანაყოფის მთელი აღჭურვილობა ჯავშანავტომობილებში იყო განთავსებული (ნახ. 2, г). 

[შემდეგ ნათქვამი იყო, რომ აშშ თავდაცვის სამინისტრო 1970-იანი წლების პირველ ნახევარში არსებული ზრკ-ების გაუმჯობესებისთვის და ახლების შესაქმნელად დიდ სამუშაოებს ატარებდა. კერძოდ, SAM-D ტიპის ზრკ-ს სახმელეთო ჯარებისთვის შეიმუშავებდნენ, ხოლო SLIM ტიპის ზრკს კი – სჰძ-თვის] 

კომპლექსი SAM-D (Surface to Air Missile – Development) საყოველამინდო გახლდათ, მოქმედების დიდი სიშორით; განკუთვნილი იყო ქვებგერით და ზებგერით თვითმფრინავებთან საბრძოლველად ყველა სიმაღლეზე (ზღვრულად მცირე სიმაღლეების გამოკლები). გეგმავდნენ 80-იანი წლების დასაწყისში ამ ზრკ-თი შეიარაღებაში მყოფი ზრკ «ნაიქ-ჰერკულესები» შეეცვალათ. [ეს უნდა იყოს ზრკ «პეტრიოტი»] 

ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ რლს-ში გამოყენებული მონაცემთა ამორჩევის (ამოკრეფის) მეთოდი არხების დროებითი შემჭიდროვებით (метод выборки данных с временным уплотнением каналов) საშუალებას მისცემდათ რამდენიმე საზენიტო მართვადი რაკეტა (ზმრ) ერთდროულად სხვადასხვა მიზნებზე დაემიზნებიათ ან ჯგუფიდან ერთი მიზანი ამოერჩიათ. 

1970-იანი წლების შუახანებისთვის ზრკ-ის შექმნის სამუშაოები ზმრ-ისა და გდ-ის გამოცდების სტადიაში იმყოფებოდა. დაწყებული იყო დამიზნების სისტემის დამუშავებაც (отработка). იმავდროულად სპეციალისტები ზრკ-ის გამარტივებისა და გაიაფების გზებსაც ეძიებდნენ (ზრკ SAM-D-ის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ЗВО, 1974, # 10, გვ/ 37). 

ზრკ SLIM (Surface-Launched Interceptor Missile) უნდა ყოფილიყო საყოველამინდო, მოქმედების სიშორით 1300 კმ-მდე. ის განკუთვნილი გახლდათ აშშ ჰთ-ის სისტემაში ძირითადად ზებგერით საჰაერო მიზნებთან საბრძოლველად. წინასწარი გაანგარიშებით SLIM კომპლექსის ზმრ-ის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე M=4-6 რიცხვის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. დამიზნების სისტემა კომბინირებული იქნებოდა. საბრძოლო გამოყენების შესაძლო ხერხები იყო: გამაგრებული მიწისზედა ან მიწისქვეშა ნაგებობებიდან ან თვითმფრინავ-მატარებლებიდან. რაკეტების გაშვება და დამიზნება შეიძლებოდა განეხორციელებიათ ან აღმოჩენისა და მართვის სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავის ბორტიდან, ან დედამიწიდან. 

ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ 1970-იანი წლების შუახანებისთვის აშშ-ში დასრულებული იყო წინასწარი გაანგარიშებები ზრკ SLIM-ის შესაქმნელად. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Подполковник-инженер Н. Леонов, кандидат технических наук; майор-инженер В. Викторов, «Зенитные ракетные комплексы ВВС стран НАТО», Зарубежное Военное Обозрение, 1975 г. № 2.

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა