1992 წლის შუახანებში ის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც ახდენდა მათი სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის რეგლამენტაციას, გახლდათ შეთანხმებები «თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ» (ДЕКА), «ომიანობის დროს აშშ შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის შესახებ», და «აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ თურქეთში მეწინავე ოპერატიული ბაზების გამოყენების შესახებ». დაწყებული 1952 წლიდან თურქეთი და შეერთებული შტატები პერიოდულად დებდნენ ორმხრივ შეთანხმებებს ურთიერთ უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. 1954 წლის 23 ივნისის შეთანხმებამ სამხედრო ობიექტების შესახებ საფუძველი დაუდო სამხედრო ბაზებისა და ობიექტების მშენებლობას თურქეთის ტერიტორიაზე მუდმივ საფუძველზე, მათი სტატუსისა და გამოყენების წესრიგის განსაზღვრით. 1969 წლის ივნისში ხელი მოეწერა შეთანხმებას «თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ» (ДЕКА), რომელმაც შეცვალა მანამდე ხელმოწერილი სახელშეკრულებო დოკუმენტები. მოქმედების ვადა განსაზღვრულ იქნა ხუთი წლით გაგრძელების შესაძლებლობითა და თითოეული მხარის უფლებით შეეწყვიტა მისი მოქმედება წინასწარი (ერთი წლით ადრე) შეტყობინებით. შეთანხმება მცირეოდენი დამატებებით არაერთხელ იქნა გაგრძელებული მორიგი ხუთწლიანი პერიოდით.
1990 და 1991 წლებში ДЕКА-ის მოქმედების ვადა ამერიკელების წინადადებით თითო წლით გრძელდებოდა. ახალი ხუთწლიანი შეთანხმების შემუშავებასა და ხელმოწერას 1992 წლის მიწურულში იყო დაგეგმილი. მის შესაბამისად ამერიკელები შეინარჩუნებდნენ იურიდიულ უფლებებს თურქეთის ტერიტორიის საზღვრებში 30-ზე მეტი სამხედრო ბაზისა და ობიექტის გამოყენებაზე (იხ. ნახატი), მათ მოდერნიზაციასა და გაფართოებაზე, აგრეთვე მუქარის პერიოდში ან სწავლებების ჩატარების დროს იქ სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის მნიშვნელოვანი კონტინგენტებისა და ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების გადასროლაზე. თურქული ტეროტორიის იჯარით აღებისთვის კომპენსაციის სახით აშშ ყოველწლიურად უწევდა თურქეთს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას. მისი ზომები განისაზღვრებოდა კანონით «მორიგ ფინანსურ წელში უცხო სახელმწიფოებისთვის დახმარების შესახებ». მხოლოდ 1982-დან 1991 წლის ჩათვლით პერიოდში ოფიციალურმა ამერიკულმა სამხედრო დახმარებამ თურქეთისთვის 6 მლრდ. დოლარს გადააჭარბა (იხ. ცხრილი).
[ნახატი]
ნახ. აშშ შეიარაღებული ძალების ძირითადი სამხედრო ბაზები და ობიექტები თურქეთის ტერიტორიაზე
ცხრილი
აშშ-ის ყოველწლიური დახმარება, რომელიც თურქეთს ეძლეოდა «უცხოური სახელმწიფოებისთვის დახმარების შესახებ» კანონის ფარგლებში
(მლნ. დოლარი)
ნაწილი 1
ფინანსური . . . . . . ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი
წლები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დახმარება . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . სამხედრო . . . ეკონომიკური . . . ს უ ლ
1982 . . . . . . . . . . . . 463 . . . . . . . . . . . . 300 . . . . . . . . .763 . . .
1983 . . . . . . . . . . . .471 . . . . . . . . . . . . .350 . . . . . . . . .821 . . .
1984 . . . . . . . . . . . .759 . . . . . . . . . . . . .175 . . . . . . . . .934 . . .
1985 . . . . . . . . . . . .755 . . . . . . . . . . . . .175 . . . . . . . . .930 . . .
1986 . . . . . . . . . . . .785 . . . . . . . . . . . . .150 . . . . . . . . .935 . . .
1987 . . . . . . . . . . . .820 . . . . . . . . . . . . .150 . . . . . . . . .970 . . .
1988 . . . . . . . . . . . .785 . . . . . . . . . . . . .125 . . . . . . . . .910 . . .
1989 . . . . . . . . . . . .550 . . . . . . . . . . . . . .60 . . . . . . . . .610 . . .
1990 . . . . . . . . . . . .550 . . . . . . . . . . . . . .60 . . . . . . . . .610 . . .
1991 . . . . . . . . . . . .548,5 . . . . . . . . . . . . 60 . . . . . . . . .608,5 . . .
ნაწილი 2
ფინანსური . . . . . . კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარება
წლები. . . . . . . . . . . . . ს ა მ ხ ე დ რ ო . . . . . ეკონომი- . . . . . . . ს უ ლ
. . . . . . . . . . . . . . კრედიტი . . აუნაზღა- . . ს უ ლ . . . კური . . . . . . . . . .
. . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ურებელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
1982 . . . . . . . . . . . . 340 . . . . . . . . . .63 . . . . . 403 . . . . . .300 . . . . . . . . . 703 . . .
1983 . . . . . . . . . . . . 290 . . . . . . . . .115,75 . . .405,75 . . . 245 . . . . . . . . . 650,75 . . .
1984 . . . . . . . . . . . . 525 . . . . . . . . .237,1 . . . .762,1 . . . . 175 . . . . . . . . . 937,1 . . .
1985 . . . . . . . . . . . . 485 . . . . . . . . .218,1 . . . .703,1 . . . . 175 . . . . . . . . . 878,1 . . .
1986 . . . . . . . . . . . . 409,3 . . . . . . . 208,8 . . . .618,1 . . . . 119,6 . . . . . . . .737,7 . . .
1987 . . . . . . . . . . . . 178 . . . . . . . . .315,2 . . . .493,2 . . . . 100 . . . . . . . . . 593,2 . . .
1988 . . . . . . . . . . . . 178 . . . . . . . . .315,5 . . . .493,5 . . . . . 32 . . . . . . . . . 525,5 . . .
1989 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .503,5 . . . .503,5 . . . . . 60 . . . . . . . . . 563,5 . . .
1990 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .503,5 . . . .503,5 . . . . . 60. . . . . . . . . .563,5 . . .
1991 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .503,5 . . . .503,5 . . . . . 60 . . . . . . . . . 563,5 . . .
სპარსეთის ყურეში კრიზისთან* და ერაყის წინააღმდეგ მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მყოფი ამერიკული ჯარების მოქმედებათა მხარდაჭერასთან დაკავშირებით აშშ-მ თურქეთს 1991 წელს დამატებით 58 მლნ. დოლარი გამოუყო (*უფრო დაწვრილებით იხ. Зарубежное военное обозрение, 1991, № 5, გვ. 12-14 – ჟურნ. რედ.). 1992 ფინანსურ წელზე შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება ანკარასთვის მიეცა 500 მლნ. დოლარის სამხედრო და 190 მლნ. დოლარის ეკონომიკური დახმარება. არაოფიციალურ ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თურქეთს აღმოუჩენდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შემცირებულ ფასებში მიწოდებათა ხარჯზე შეერთებული შტატების კანონის ფარგლებში «ნატო-ს სამხრეთ ფლანგის ქვეყნებისთვის 1991–1992 წლების პერიოდზე დახმარების აღმოჩენის შესახებ», აგრეთვე ვალების დაფარვის ან უწინ მიცემულ კრედიტებზე გადახდების გადავადების გზითაც.
რუსი ავტორების შეფასებით, თურქეთისთვის გასაწევი დახმარების ზომის ყოველწლიურად განსაზღვრის მიღებულ მექანიზმს (აშშ კონგრესში კანონპროექტის განხილვა ათ თვეზე მეტ დროს იკავებდა) ამერიკული ადმინისტრაცია იყენებდა ინსტრუმენტის სახით მასზე ზეწოლის მოსახდენად. ახდენდა რა ოფიციალური და არაოფიციალური დახმარების ზომების ვარირებას, ვაშინგტონი, როგორც წესი, აღწევდა მნიშვნელოვან დათმობებს ანკარისგან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში (ოფიციალური დახმარება შეიძლებოდა მიეცათ აუნაზღაურებელ საფუძველზე ან შეღავათიანი კრედიტების ფორმით).
თურქეთის მთავრობა მიისწრაფვოდა იქითკენ, რომ აშშ-ს არსებითად გაეძლიერებინა ეკონომიკური, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა. ამასთან იგი მოითხოვდა ამერიკული კონგრესის მიერ ტრადიციულად შენარჩუნებული თანაფარდობების გაუქმებას დახმარების იმ მოცულობებში, რომლებსაც აღმოუჩენდნენ საბერძნეთსა და თურქეთს (შვიდი ათთან), გადაჭრით გამოთქვამდა პროტესტებს კონგრესში ბერძნული ლობის მცდელობების წინააღმდეგ, რომ ამ დახმარების ზომები დაეკავშირებინათ კვიპროსის პრობლემის გადაწყვეტასთან და უარყოფდა კონგრესმენების მცდელობებს დაეგმოთ თურქეთის ხელმძღვანელობა იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ის თურქთის ქურთებთან მიმართებაში ატარებდა.
მეტად მკვეთრად გამოვიდა ქვეყნის ხელმძღვანელობა ვაშინგტონის განზრახვის წინააღმდეგ 1989 წელს რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც თურქეთს 1915-1923 წლებში სომხების გენოციდსა და 1,5 მლნ. სომხის განადგურებაში სდებდა ბრალს. ამასთან დაკავშირებით 1989 წლის ნოემბერში თურქეთის მთავრობამ დროებითი პრევენციული ზომების სახით დაადგინა ზოგიერთი შეზღუდვები თურქეთში ამერიკული სამხედრო ობიექტების საქმიანობაზე. მან განსაზღვრული დროით დააწესა აკრძალვა ამერიკული სადაზვერვო ავიაციის ფრენებზე თურქეთის საჰაერო სივრცეში, შეაჩერა ტაქტიკური და საგემბანო ავიაციის მფრინავების სასწავლო-საბრძოლო მომზადება სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) პოლიგონზე ქ. კონიაში, შემოიღო შეზღუდვები ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით და შეწყვიტა სამუშაოები აშშ სჰძ-ის მეწინავე ბაზირების ობიექტების მოდერნიზაციის მიზნით. რუსი ავტორების შეფასებით, მხოლოდ ამერიკულ-თურქული ურთიერთობების შემდგომი გამწვავების მუქარის ქვეშ მოახდინა შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ზეწოლა კონგრესმენებზე და მიაღწია სენატის მიერ სომხების საკითხში რეზოლუციის ბლოკირებას.
სპარსეთის ყურეში კრიზისმა და ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების შემდგომმა განვითარებამ შეუწყეს ხელი აშშ-თან თურქეთის შემდგომ დაახლოებას. ამ უკანასკნელის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმღანელობამ ერაყ-ქუვეითის კონპლიქტის დაწყებისთანავე ამერიკელთა ყველა მოქმედების სრული და აქტიური მხარდაჭერის პოზიცია დაიკავა. თურქეთმა ერთერთმა პირველმა მოიწონა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ეკონომიკური სანქციების შესახებ ერაყის წინააღმდეგ, გადაკეტა ერაყული ნავთობსადენი, რომელიც მისი ტერიტორიის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართებოდა და ავიაბაზა ინჯირლიყი და თავისი საჰაერო სივრცე დაუთმო აშშ სჰძ-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ერაყულ ჯარებსა და ობიექტებზე საბომბე-საიერიშო დარტყმების მიყენებისთვის. თურქეთის აეროდრომებზე იქნა გადასროლილი ნატო-ს მობილური ძალების ტაქტიკური ავიაციის ესკადრილიები. ამავდროულად თურქეთმა მიიღო ზომები ერაყთან საზღვარზე თავისი ჯარების დაჯგუფების გაძლიერებისთვის, რამაც აიძულა იგი ამ ქვეყნის ჩრდილოეთით ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი განელაგებია და შეენახა. რეგიონში კრიზისის შემდგომი მოწყობის (მოგვარების) მსვლელობისას თურქეთმა აშშ-სა და მის მოკავშირეებს მისცა უფლება, რომ მის ტერიტორიაზე ე. წ. შეკავების კოალიციური ძალები ჩამოეყალიბებიათ, რომლებიც ქურთების წინააღმდეგ ერაყის შეიარაღებული ძალების აქციების თავიდან აცილებისთვის იყო განკუთვნილი.
აშშ თავის მხრივ იჩენდა აქტიურობას იმ ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაში, რომელიც თურქეთმა ერაყ-ქუვეითის კონფლიქტისგან განიცადა. ამ მიზნით ვაშინგტონის ინიციატივით თურქეთის თავდაცვითი ფონდი შეიქმნა, რომელშიც საუდის არაბეთი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მონაწილეობდნენ. თურქეთი აშშ-გან მოითხოვდა თავისი შეიარაღებული ძალებისთვის იმ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობის გადაცემას, რომლებიც ამერიკელებმა ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის დროს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადმოისროლეს.
1980-იანი წლების მიწურულს და 90-იანების დასაწყისში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ამერიკული ფირმების რაოდენობა, რომლებიც თურქულ საწარმოებში თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებაში, აგრეთვე შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ არსებული მოძველებული იარაღის სრულყოფაში მონაწილეობდნენ. აშშ-ის დახმარებით მთავრდებოდა საშუალო ტანკების M-48 «პატონი» მოდერნიზაცია. პირველ ეტაპზე ტარდებოდა ბენზინის ძრავების დიზელური ძრავებით და 90-მმ კუთხვილლულიანი ზარბაზნების 105-მმ გლუვლულიანი ზარბაზნებით შეცვლა. მეორე ეტაპზე კი ხორციელდებოდა ცეცხლის მართვის თანამედროვე ლაზერული სისტემის დაყენება. 1992 წლის შუახანების მდგომარეობით უკვე დაახლოებით 2500 ტანკი იყო მოდერნიზებული.
ამერიკულმა კორპორაციამ «ჯენერალ დაინემიქსმა» თურქულ ფირმა «თუსაშ აეროსფეის ინდასთრისთან» ერთობლივად მიურთედში არსებულ ავიაამწყობ ქარხანაში ააწყო მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებლების F-16C და D წარმოება. 1991 წლის ბოლოსთვის თურქეთის სჰძ-ს უკვე გადაეცა მოცემული ტიპის 75 თვითმფრინავი. F110-GE-100 ტიპის რავებს F-16 თვითმფრინავებისთვის აწყობდნენ საავიაციო ძრავების ქარხანაში ესქიშეჰირში, რომელიც ამერიკულ კორპორაცია «ჯენერალ ელექტრიკთან» ერთობლივად იქნა აშენებული. პროექტის მიხედვით 1995 წლის ბოლოსთვის თურქეთის სჰძ-თვის 160 თვითმფრინავის F-16 გამოშვება იყო დაგეგმილი. პროექტის საბოლოო ღირებულებას შეფასებითად (оценочно) 4,2 მლრდ. დოლარი უნდა შეედგინა. 1992 წლის შუა თვეებში თურქეთსა და აშშ-ს შორის წარმოებდა მოლაპარაკებები მიურთედში არსებული ავიაქარხნის საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებისა და კიდევ 160 თვითმფრინავის გამოშვების შესახებ, რომელთა ნაწილის მიყიდვასაც თურქეთი არაბული ქვეყნებისთვის გეგმავდა.
1991 წელს ამერიკულმა ფირმამ «ფუდ მაშინერმა» და თურქულმა «ნუროლმა» გიოლბაშიში (ანკარა) დაიწყეს AIFV ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ) გამოშვება. პროექტის შესაბამისად (საერთო ღირებულება 1,3 მლრდ. დოლარი) 1995 წლისთვის იგეგმებოდა თურქეთის სახმელეთო ჯარებისთვის 650 ქსმ-ის გადაცემა. შემდგომში მიზნად ისახავდნენ მოჯავშნული მანქანების სხვადასხვა მოდიფიკაციების – ჯავშანტრანსპორტერების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და თვითმავალი ნაღმსატყორცნების – გამოშვებას. 1987 წლიდან მიმდინარეობდა 155 მმ ყალიბის საარტილერიო ჭურვების ერთობლივი წარმოების პროექტის რეალიზაცია. საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებისა და ნაწილების აღჭურვისთვის გიუვერჯინლიყში არსებულ ვერტმფრენების ამწყობ ქარხანაში ამერიკული ლიცენზიით აწარმოებდნენ ვერტმფრენებს UH-1H «იროქეზი». 1992 წლის შუა თვეებში ჯარებისთვის უკვე 100 ვერტმფრენი იყო გადაცემული.
სახელმწიფო კომპნია МКЕК-ის სარაკეტო ქარხანაში ქ. ელმადაღში ამერიკულმა ფირმამ «ლინგ–თემქო–ვოუთმა» თურქულ კომპანია «ენქასთან» ერთობლივად დაიწყო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს) MLRS გამოშვება. 90-იანი წლების შუახანებისთვის თურქეთის სახმელეთო ჯარებში იგეგმებოდა დაახლოებით 170 ზცრს გასაშვები დანადგარისა და მათთვის 50 ათასზე მეტი საბრძოლო მასალის მიწოდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 მლრდ. დოლარი გახლდათ.
ამერიკულმა ფირმამ «ჰაინეს ჰელიკოპტერმა» და თურქულმა «იზდაშმა» შექმნეს გაერთიანებული კომპანია H-2 და H-5 ტიპის ვერტმფრენების გამოსაშვებლად. 1992 წლის შუახანებისთვის უკვე დაწყებული იყო აღჭურვილობის (მოწყობილობათა) მიწოდებები და თურქი მუშების პირველი პარტიაც გაგზავნილი იყო აშშ-ში ამ ვერტმფრენების აწყობის ტექნოლოგიის შესწავლის მიზნით.
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან და იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მოსალოდნელ შემცირებასთნ დაკავშირებით, აშშ-ს განზრახული ჰქონდა თურქეთისთვის გადაეცა ევროპული კონტინენტიდან გასაყვანი დაახლოებით 1000 ტანკი M-60, 600 ჯავშანტრანსპორტერი M113A1, 50 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M-110. 1992 წლის შუა თვეებისთვის M-60 ტანკების პირველი პარტია თურქეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე მიწოდებულიც ჰქონდა. მიწოდებულ იარაღსა და სამხედრო ტექნიკას მიმართავდნენ ახლად ჩამოყალიბებად ჯავშანსატანკო ბრიგადებში, აგრეთვე მოძველებული ნიმუშების შესაცვლელად. ევროპიდან მიღებული ჭარბი იარაღის განთავსებას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იგეგმებოდა, რომელიც ხელშეკრულების ზონაში არ შედიოდა.
თურქეთში მყოფი ამერიკული ჯარების რიცხოვნების შემცირებას შეერთებული შტატები დამხმარე ქვედანაყოფების ნაწილის გაყვანის ხარჯზე ვარაუდობდა. ასე, 1995 წლის შუა თვეებისთვის იგეგმებოდა თურქეთში შვიდი ამერიკული ობიექტის დახურვა, რომელთა შორისაც იყო საბრძოლო მასალების საწყობი ავიაციისთვის, რომელიც მალათიაში იმყოფებოდა, სასმელი წყლის მარაგების საწყობი შაჰინთეფეს მთაზე ანკარასთან, საბრძოლო მასალების საწყობი სამსუნში, სარეტრანსლიაციო რადიოსარელეო კვანძები ელმადაგისა და შაჰინთეფეს მთებზე ანკარის მახლობლად, აგრეთვე მალათიასა და იამანლარში (იზმირის რაიონში). უნდა დაეხურათ კავშირგაბმულობის რადიოსარელეო ხაზები სათანამგზავრო კავშირგაბმულობის მობილური სადგურების ექსპლუატაციაში შეყვანასთან დაკავშირებით.
რუსი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ დგამდა ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იყო თავისი სამხედრო გავლენის გაძლიერებაზე თურქეთში თვით ამერიკული პერსონალის რიცხოვნების შემცირების პირობებშიც კი. 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურად წარმოებდა მოლაპარაკებები საგარეოპოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე ამერიკულ-თურქული ურთიერთობების უფრო მაღალ რანგში – სტრატეგიულ თანამშრომლობაში – აყვანის მიზნით. მისი არსი უნდა ყოფილიყო ორივე ქვეყნის მოქმედებათა კოორდინაცია საგარეო და საშინაო პოლიტიკაში თავდაცვის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში საერთო მიზნების განსაზღვრისა და მიღწევის ინტერესებში.
სტრატეგიული თანამშრომლობის სამართლებრივი აქტების მომზადების ფარგლებში 1992 წლის შუა თვეებში დამამთავრებელ სტადიაზე იმყოფებოდა ახალი შეთანხმების შემუშავება თურქეთის ტერიტორიაზე საომარი დროისთვის განკუთვნილი მარაგების შესაქმნელად. მთელ ხარჯებს სამხედრო მომარაგების საგნების მიწოდებაზე, საბრძოლო მასალების ჩათვლით, 150 მლნ. დოლარის საერთო ღირებულებით, საკუთარ თავზე იღებდა შეერთებული შტატები. ის სთავაზობდა ამ ხელშეკრულების დადებას 25 წლის ვადით. ამასთან ამერიკელებს უნარჩუნდებოდათ უფლება ნებისმიერ მომენტში გაეტანათ თურქეთიდან შექმნილი მარაგების ნაწილი მათი შემდგომი შევსებით.
რუსი ავტორების დასკვნით, თურქეთის როლი პენტაგონის სტრატეგიულ გეგმებში იზრდებოდა ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებების პირობებში, აგრეთვე აშშ-თვის ახლოაღმოსავლური რეგიონის მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამის მოწმობა გახლდათ მათი უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სამხედრო სფეროში და საქმიანობის გააქტიურება ახლო და შუა აღმოსავლეთში პოლიტიკის კოორდინაციაში.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник А. Аникеев, «Военно-политическое сотрудничество Турции и США», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 7.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment