Thursday, October 1, 2026

თურქეთის საომარ მზადებათა დაფინანსება 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ნატო-ს სამხრეთ ფლანგზე მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობის ძალით, თურქეთი წარმოადგენდა დიდ ინტერესს ამ აგრესიული ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, რომელიც 1970-იან წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ძლიერების ზრდას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. 

საზღვარგარეთულ პრესაში ხაზი ესმებოდა იმას, რომ ნატო-ში თურქეთის აქტიური მონაწილეობის შედეგს ამ ქვეყნის სამხედრო ასიგნებების ყოველწლიური ზრდა წარმოადგენდა. ასე, პირდაპირი სამხედრო ხარჯები 1970-იანი წლების პირველი ნახევრის მანძილზე სამჯერ იქნა გაზარდილი (6689 მლნ. თურქული ლირიდან 1971/1972 ფინანსურ წელში 20 835 მლნ. ლირამდე 1975/1976 ფინანსურ წელში). 

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 1976/1977 ფინანსურ წელზე (იწყებოდა 1976 წლის 1 მარტიდან) თურქეთის მთავრობამ ეროვნული თავდაცვის სამინისტროს (ეთმ) გამოუყო 33,5 მლრდ. ლირა (დაახლოებით 2,2 მლრდ. დოლარი), რომელიც საერთო სახელმწიფო ბიჯეტის დაახლოებით 22 %-ს შეადგენდა. 

აღნიშნული ფინანსური სახსრები შემდეგნაირად ნაწილდებოდა. სახმელეთო ჯარებს – 14 286 მლნ. ლირა (ეთმ-ის მთელი ბიუჯეტის 42,7 %), სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) – 6595 მლნ. ლირა (19,7 %), სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ) – 3832 მლნ. (11,4 %), ეროვნული თავდაცვის სამინისტროს აპარატს, ცენტრალური დაქვემდებარების დაწესებულებებსა და ნაწილებს – 2297 მლნ. (6,9 %), გენერალურ შტაბს – 450 მლნ. (1,3 %), შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციასა და მოდერნიზაციაზე (პროგრამა „რემო“) – 6040 მლნ. (18 %). პროგრამა „რემოს“ განხორციელებისთვის განკუთვნილი ფონდები ძირითადად უცხოური იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვებზე მიემართებოდა. 

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ასიგნებების დაახლოებით 70 % საბრძოლო მომზადებაზე, პირადი შემადგენლობის შენახვასა და შეიარაღებული ძალების მატეიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იხარჯებოდა. 

დასავლური პრესის აზრით, 1970-იან წლებში თურქეთი ნატო-ს იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებშიც შეიარაღებული ძალების სახეობათა მიხედვით ხარჯების ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნებოდა. სახელდობრ, 1976/1977 ფინანსურ წელში სახმელეთო ჯარებს გამოეყო 4,1 მლრდ. ლირით (ანუ 40 %-ით) მეტი, გასულ ფინანსურ წელთან შედარებით, სჰძ-ს – 1,8 მლრდ.-ით (თითქმის 38 %-ით) და სზძ-ს კი – 1,3 მლრდ.-ით (52 %-ით) მეტი. 

ნატო-ს გეგმების შესაბამისად შეიარაღების ძირითადი სახეობანი 1970-იან წლებში თურქეთს ამ მიზნებისთვის ყოველწლიურად გამოყოფადი ამერიკული (დაახლ. 100 მლნ. დოლრი) და დასავლეთგერმანული (დაახლ. 100 მლნ. მარკა ანუ 37 მლნ. დოლარი) სამხედრო „დახმარების“ სახსრების ხარჯზე მიეწოდებოდა. თუმცა კი 1975 წელს ასეთი „დახმარება“ აშშ-ის მხრიდან დროებით იქნა შეწყვეტილი თურქული ჯარების კ. კვიპროსზე შეჭრასთან დაკავშირებით. ამიტომ თურქეთის მთავრობა იძულებული გახდა პროგრამა „რემოს“ ფარგლებში შეიარაღების შესყიდვებზე გამოყოფილი ფონდები არსებითად გაეზარდა. კერძოდ, 1976/1977 საბიუჯეტო წელში ეს ფონდები წინა წელთან შედარებით 4,44 მლრდ. ლირით გიზარდა. 

უცხოელი სპეციალისტები თურქეთის სამხედრო ხარჯებს მიაკუთვნებდნენ აგრეთვე ჟანდარმერიის მთავარი სამმართველოსთვის, უშიშროების მთავარი სამმართველოსა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციისთვის გამოყოფილ ასიგნებებსაც. ამასთანავე, 1976/1977 ფინანსურ წელში ჟანდარმერიის მთავარ სამმართველოს გამოეყო 3075 მლნ. ლირაზე მეტი (1 მლრდ. ლირით მეტი წინა წელთან შედარებით), უშიშროების მთავარ სამმართველოს – დაახლ. 3803 მლნ. (1681 მლნ.-ით მეტი), ხოლო ეროვნულ სადაზვერვო ორგანიზაციას კი – დაახლ. 386 მლნ. ლირა (116 მლნ.-ით მეტი). 

გრძელდებოდა თურქეთის ტერიტორიის ოპერატიული აღჭურვა, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ბლოკის საომარ მზადებათა ზოგად სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის პროგრამების შესაბამისად, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში მიმდინარეობდა საჰაერო თავდაცვის, კავშირგამბულობის, მომარაგების სისტემებისა და საშუალებათა სრულყოფა, შეტყობინების გზათა ქსელის განვითარება; ამასთანავე საბჭოთა ავტორების შეფასებით, ტარდებოდა სხვა ღონისძიებები სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ ნატო-ს აგრესიული მოქმედებებისთვის პლაცდარმის მოსამზადებლად. საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) აღჭურვისთვის ნატო-სა და თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოროგრამების ხარჯების გარდა, მნიშვნელოვანი ხარჯები ამ მიზნებით ტარდებოდა აგრეთვე სხვა სამინისტროებისა და უწყებების ბიუჯეტებითაც. პირველებს მიეკუთვნებოდა მრეწველობის, კომუნიკაციების, რეკონსტრუქციის, საზოგადოებრივ სამუშაოთა და სხვა სამინისტროები, ხოლო მეორეებს კი სახელმწიფო რკინიგზების გენერალური დირექცია, საზღვაო ბანკის თურქული სააქციო საზოგადოება, ფოსტების – ტელეფონის – ტელეგრაფის სამმართველო და ა. შ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 1 ранга А. Кораблев, «Финансирование военных приготовлений Турции», Зарубежное Военнон Обозрение, 1976 г. № 11. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment