Thursday, October 22, 2026

თურქეთი: არმია და პოლიტიკა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში

რუსული სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში თურქეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, ვინაიდან მაღალორგანიზებულ, მრავალრიცხოვან და მძლავრ სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენდა. თურქეთის არმია, რომელიც ერთ-ეთი ყველაზე უფრო მსხვილი გახლდათ რიცხოვნების მხრივ ნატო-ში (მეორე ადგილი აშშ-ის შემდეგ), 1997 წელს მოითვლიდა 500 ათასზე მეტ ადამიანს, მათგან დაახლოებით 400 ათასს – სახმელეთო ჯარებში, 56 ათასზე მეტს – სამხედრო-საჰაერო ძალებში და 51 ათასს – სამხედრო-საზღვაო ძალებში. სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში იმყოფებოდა 2700-ზე მეტი ტანკი, 3500 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 4300-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 38 დამრტყმელ ვერტმფრენი. 

არმია თურქეთში ყოველთვის ეროვნული სიამაყის საგანი გახლდათ. სამხედრო მოსამსახურეები მოსახლეობის პატივისცემით სარგებლობდნენ («თითოეული თურქი – გულით ჯარისკაცია»). ეკავათ რა პრივილეგირებული მდგომარეობა საზოგადოებაში, ხელმძღვანელი საარმიო წრეები პირდაპირ ან ირიბად ახდენდნენ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე (ასე, მისი ცხრა პრეზიდენტიდან ექვსი ადმირალი იყო). გარკვეულ როლს ამაში ის გენერლები, ადმირალები და ოფიცრები თამაშობდნენ, რომლებიც არმიიდან განთავისუფლების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში შედიოდნენ. 

არმიის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებით კაშკაშად გამოვლინდა 1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ (ეს გახლდათ პირველი რესპუბლიკა ახლო და შუა აღმოსავლეთში). მისი პრეზიდენტი გახდა თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი მუსტაფა ქემალ ათათურქი. მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში იმ დროისათვის რიგი პროგრესული რეფორმები იქნა გატარებული, აგრეთვე დამყარდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები სსრკ-თან. ათათურქის მიერ ჩამოყალიბებული შეიარაღებული ძალების ამოცანები საგარეო და საშინაო მტრებისგან ერის დაცვაზე დაიყვანებოდა. მანვე გამოაცხადა პრინციპი «არმია პოლიტიკის გარეთ (გარეშე)», რომელიც თუმცაღა, უმრავლეს შემთხვევებში არ სრულდებოდა. 

ათათურქის გარდაცვალების შემდეგ (1938 წ.) და განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთმა დაიწყო მის მიერ გატარებული საგარეოპოლიტიკური კურსიდან გადახრა და აშშ-თან სულ უფრო მეტი დაახლოება. ასე, 1947 წელს დაიდო ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების აღმოჩენას, ხოლო 1952 წელს კი თურქეთის რესპუბლიკა ნატო-ს ბლოკის წევრი გახდა. შემდგომი ხელშეკრულებების შესაბამისად, უფლების მიცემის გარდა იმაზე, რომ მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები ჰქონოდა, ამერიკულ მხარეს ასევე უფლება ეძლეოდა აეგო ახალი სამხედრო აეროდრომები, მოეხდინა უკვე არსებულების მოდერნიზაცია, და აგრეთვე აეგო ან განეახლებია სხვა ობიექტებიც. 

რუსი სამხედრო სპეციალისტების შეფასებებით, თურქეთის ხანგრძლივი ორიენტაცია დასავლეთზე და ნატო-ში მონაწილეობა (სამხედრო ხარჯები ეროვნული ბიუჯეტის 20 %-მდე თანხებს შეადგენდა) ხელს უწყობდა იმას, რომ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში მკვეთრად გაუარესდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (გაჩერება მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, უმუშევრობის ზრდა, სავალუტო-ფინანსური სისტემის გაუარესება). წლის განმავლობაში ფასები სურსათსა და პირველი აუცილებლობის საქონელზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტანსპორტზე ორჯერ გაიზარდა. 3 მლნ.-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ინფლაციამ 80 % მიაღწია, ხოლო საგარეო ვალმა კი 20 მლრდ. დოლარი შეადგინა. ყოველივე ამან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. 

1980 წელს უმაღლესმა საარმიო ხელმძღვანელობამ სამხედრო გადატრიალება მოახდინა, რომლის უშუალო შემსრულებლები იყვნენ არმია, აგრეთვე ჟანდარმერია და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია. ის ჩატარებულ იქნა ძირითადად ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ორგნიზაციების ლიკალიზაციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით, აგრეთვე პარლამენტზე ზეწოლის მოსახდენად, რომელიც არ ღებულობდა სერიოზულ ზომებს ქვეყანაში გამეფებული ანარქიის, ტერორისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ, და ისინი საერთოეროვნულ პრობლემად იქცა. ორი წლის განმავლობაში ტერორისტების ხელით 2500-მდე ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე კი დაიჭრა. ამასთან ბოროტმოქმედებათა უმრავლესობა დაუსჯელი რჩებოდა, ვინაიდან მკვლელებმა ახერხებდნენ უკვალოდ გამქრალიყვნენ ან უვნებლად დაეძვრინათ თავი მართლმსაჯულებისგან. 

გადატრიალების შემდეგ შეიქმნა ეროვნული უშიშროების საბჭო გენერალური შტაბის უფროსის არმიის გენერლის კ. ევრენის მეთაურობით, სადაც შევიდნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა და ჯანდარმერიის სარდლები. თავისი იდეოლოგიური შეხედულებებით ეს გენერალი დარწმუნებული (დაჯერებული) ნაციონალისტი გახლდათ, და პოლიტიკურ საქმიანობაში კი – ათათურქის მიმდევარი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ არმია იძულებული შეიქნა თავის ხელში აეღო სახელმწიფოს ხელმძღვანელობა იმისთვის, რათა დაეცვა ქვეყნისა და ერის მთლიანობა, კანონიერება, ხალხის უფლებები და თავისუფლება, გაეთავისუფლებინა იგი შიშისაგან, უზრუნველყოფდა რა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოებას, აგრეთვე აღედგინა სახელმწიფოს ავტორიტეტი. 

1980 წელს მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება მესამე იყო რესპუბლიკის ისტორიაში (პირველი ორი 1960 და 1971 წლებში აღესრულა) და მან ქვეყანაში ავტორიტარული სამხედრო რეჟიმის დამყარება გამოიწვია. ამასთან ერთად ის წმინდად ზედა ფენებში განხორციელებული ღონისძიების ხასიათს ატარებდა, ვინაიდან მმართველი კლასის (მსხვილი ბიზნესმენები, სამხედრო ელიტა) პრივილეგირებული მდგომარეობა შენარჩუნებულ იქნა. ხოლო როდესაც ოპოზიციური მემარცხენე და მემარჯვენე ძალების მხრიდან ბურჟუაზიულ რეჟიმს მუქარა შეექმნა, არმია პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაჭრით ჩაერია: დათხოვნილ იქნა პარლამენტი და მთავრობა, შეჩერდა ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა. ეროვნული ერთიანობის კომიტეტმა, რომელსაც არმიის გენერალი დ. გიურსელი მეთაურობდა, მთავრობისა და ზეპარტიული კაბინეტის ახალი წევრები დანიშნა, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ და ზომიერ-კონსერვატიული ფრთის პოლიტიკოსები და ტექნოკრატები გახლდნენ. 1983 წლიდან ხელისუფლებამ დაიწყო მმართველობის სამხედრო ფორმიდან სამოქალაქო ფორმაზე თანდათანობით გადასვლა. 

ავტორიტარული სამხედრო მმართველობის 2,5 წლის განმავლობაში თურქეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უკეთესობისკენ შესამჩნევი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული ლიბერალიზაციის გზაზე, რაც ქვეყნის მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლასთან იყო დაკავშირებული. უკვე 1983 წელს, ძირითადი პოლიტიკური პარტიის – სამშობლოს პარტიის გარდა, რომელიც მსხვილი სავაჭრო ბურჟუაზიისა და საბანკო კაპიტალის ინტერესებს წარმოადგენდა, წარმოიშვა სოციალ-დემოკრატიული სახალხო პარტია, რომელიც სოციალ-რეფორმიზმის პოზიციებზე იდგა, აგრეთვე სწორი გზის პარტია – მემარჯვენე ლიბერალური ხასიათისა, რომელიც საშუალო ბურჟუაზიას, ასევე მსხვილი სამრეწველო, სავაჭრო და სოფლის ბურჟუაზიის ერთ ნაწილს ეყრდნობოდა. სამხედრო რეჟიმის დროს აკრძალული კომუნისტური მუშათა პარტიის ნაცვლად 80-იანი წლების ბოლოს შეიქმნა თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია. სამშობლოს პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავდა, მისი მეშვეობით არჩევნების შესახებ ახალი კანონი გაატარა, რამაც მას დიდი უპირატესობა მისცა და 1987 წლის ნოემბერში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოუტანა. 

1990-იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც მოიცავდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, გენერალური შტაბის უფროსსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლებს. ასეთი შემადგენლობა იძლეოდა «ძალოვანების» მნიშვნელოვანი როლის შენარჩუნების შესაძლებლობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ავტორიტარული რეჟიმი საერო დემოკრატიული რესპუბლიკის გვერდიგვერდ არსებობდა. 

რუსი ავტორების შეფასებით, ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების შემდეგ თურქეთმა განვითარების ევროპული მოდელის გზით მნიშვნელოვნად წინ წაიწია. თუმცა კი, მისი სახელმწიფო მოღვაწეები 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, ნაციონალისტური განწყობებისა და ისლამური ფუნდამენტალიზმის პოზიციების გაძლიერებით უკიდურესად იყვნენ შეშფოთებული. პანთურქიზმის აღორძინების შემთხვევაში მუქარის ქვეშ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ის ყველაფერი, რაც რესპუბლიკაში ათათურქის დროიდან იქნა მიღწეული, რომელიც ამ რესპუბლიკის ფუძემდებელი გახლავთ. ასეთ პირობებში თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებდა არმია, რომელსაც გაზეთ «მილეთის» მტკიცებით, თანამედროვე ეტაპზე, ისევე როგორც ოსმალური იმპერიის ხანაშიც, საზოგადოებაში წამყვანი პოზიციები ეკავა და რჩებოდა ერთგვარ სახელმწიფოდ სახელმწიფოში. 

გახლდათ რა ნატო-ს ბლოკის წევრი, თურქეთს უკვე მრავალი წლის განმავლობაში უკანონოდ ჰქონდა ოკუპირებული კვიპროსის ნაწილი. ე. წ. «ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის» ხელმძღვანელის რ. დენეტაშის სიტყვით, მთავარი ამოცანა გახლდათ არ დაეშვათ ის, რომ თურქული თემი კუნძულზე ეროვნულ უმცირესობად ქცეულიყო, ხოლო თავად კუნძული კი – ბერძნულად. 1990-იანი წლების შუახანებში იქ 260 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და თურქული ჯარების 30-ათასიანი «შეზღუდული კონტინგენტი» იყო განლაგებული. 

ქვეყნის ხელისუფალნი, ეყრდნობოდნენ რა არმიას, რუსი ავტორების სიტყვით, უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებდნენ ქურთული ოპოზიციის «ბოევიკების» წინააღმდეგ, რომლებსაც ქურთისტანის მუშათა პარტი მეთაურობდა, ამასთან როგორც საკუთარ, ისე ერაყის ტერიტორიაზეც. 1995–1996 წლებში თურქულმა ჯარებმა მსხვილმასშტაბიანი ოპერაციები ჩაატარეს ჩრდილოეთ ერაყში ამ პარტიის «ბოევიკების» ბაზების ლიკვიდაციის მიზნით, რომელთა მსვლელობისას მთელი რიგი სოფლები იქნა განადგურებული, სადაც მშვიდობიანი მცხოვრებნი იმყოფებოდნენ. ამან გამოიწვია მკვეთრი პროტესტები არა მარტო ერაყის მხრიდან, არამედ ევროპის საბჭოს მხრიდანაც. საბჭოს აღმასრულებელი ორგანოს – მინისტრთა კომიტეტის – მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ ორგანიზაციაში თურქეთის მღების საკითხის განხილვის შეჩერების შესახებ. 

რთული პოლიტიკური პირობების მიუხედავად, თურქეთის ხელმძღვანელობა უწინდებურად იყო დაკავებული თავისი არმიის საბრძოლო მზადყოფნის განმტკიცების, შეიარაღებული ძალების ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოფის, საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზაციის, პირადი შემადგენლობის მომზადებისა და ნაციონალისტური სულისკვეთებით მისი აღზრდის საკითხებით. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყნის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, უახლოესი წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ობიექტურად აფასებდა სამხედრო წრეების როლს რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამჯობინებდა მათთან «საერთო ენის» გამონახვას, რათა თავიდან აეცილებია შესაძლო კონფლიქტები არმიასა და მთავრობას შორის, რომლებსაც შეიძლებოდა მორიგი სამხედრო გადატრიალებაც გამოეწვია. იმ ხანებში სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელები მოკავშირეების სახით გამოდიოდნენ სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტისას. 

1995 წლის ივლისში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო რიგი შესწორებები კონსტიტუციაში: სახელმწიფო მოსამსახურეებს ეძლეოდათ უფლება დაედოთ ხელშეკრულებები ადმინისტრაციასთან; უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მასწავლებლებს მიეცათ პოლიტიკური პარტიების წევრად გახდომს ნებართვა; ამიერიდან თურქეთის ყველა მოქალაქეს 18 წლის მიღწევის შემდეგ ჰქონდა ხმის უფლება (და არ 21 წლისა, როგორც ეს მანამდე იყო); პოლიტიკური საქმიანობა შეეძლებოდათ პროფკავშირებს და სხვა. გარდა ამისა, კონსტიტუციის პრეამბულიდან ამოღებულ იქნა სიტყვები, რომლებიც 1980 წლის სამხედრო პუტჩს განადიდებდა. ყოველივე ეს მოწმობდა მთარობის მისწრაფებას იქითკენ, რომ წინ დემოკრატიის გზით წასულიყო. 

ამასთან ერთად, რუსი ავტორების შეფასებით, დემოკრატიას მოუწევდა სერიოზული გამოცდის ჩაბარება 1995 წლის დეკემბერში პარლამენტის არჩევნებში ისლამისტების გამარჯვებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებაში ისლამისტური ხასიათის კეთილდღეობის პარტიის («რეფაჰ») მოსვლა, რაც 73-წლიანი საერო ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა, მოწმობდა ქვეყანაში პოლიტიკის ისლამიზაციისა და ისლამის პოლიტიზაციის პროცესის გააქტიურებას. პრემიერ-მინისტრმა რ. ერბაქანმა (ამ პარტიის ლიდერმა) განაცხადა, რომ მისი ცხოვრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა «სამართლიანი ისლამური წესრიგის» სტრატეგიის შემუშავება, რომელსაც საფუძვლად «ათათურქის მიერ გამოცხდებული თურქეთის რესპუბლიკის დემოკრატიული, საერო და სამართლებრივი მოწყობის პრინციპები, და ხალხის აყვავების უზრუნველყოფა» დაედებოდა. ახალი კაბინეტის საქმიანობის მთავარი მიმართულებები შემდეგი იქნებოდა: ტერორიზმის, ლტოლვილების, უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტა; ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ცხოვრების დონის ამაღლება; საგარეო სავაჭრო დეფიციტის ლიკვიდაცია; ეკონომიკაში ინვესტიციების დაჩქარება; უცხოური კაპიტალის მიმართ ლიბერალური პოლიტიკის გატარება; სახელმწიფო მმართველობის სისტემის გარდაქმნა; პრივატიზაცია; «აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტის» რეალიზაცია. სამხედრო სფეროში იგეგმებოდა ეროვნული მრეწველობის ბაზაზე შეიარაღებული ძალების გადაიარაღების გატარება. 

სხვა საერო პოლიტიკურ ორგანიზციებთან – სწორი გზის პარტიასა და სამშობლოს პარტიასთან – შედარებით ისლამური პარტიის მომხრეთა მნიშვნელოვან ზრდას, რომელიც თურქეთში 1990-იანი წლების შუახანებში დემოკრატიული არჩევნების პროცესში გამოვლინდა, უცხოელი ანალიტიკოსები ამ პარტიის რიგების მჭიდროდ შეკრულობითა და ტაქტიკის სისწორით ხსნიდნენ, როგორც პარლამენტში, ისე ადგილებზეც, სადაც ამ პარტიის წარმომადგენლები ბევრ მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდნენ. ამასთანავე ზოგიერთი უცხოელი და ადგილობრივი პოლიტოლოგი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ისლამისტებს შეიძლებოდა ეცადათ სახელმწიფოს საერო ორგანოების შარიათით შეცვლა, რასთან დაკავშირებითაც დემოკრატიას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევდა. ამასთან ერთად, რიგი ექსპერტების აზრით, ახალი მთავრობის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ იყო. ისინი იქიდან ამოდიოდნენ, რომ სახელმწიფოს საერო საფუძვლების გარანტია გახლდათ ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც ამ მიმართებით იყო დებულებები, რომლებიც გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა, და შეიარაღებული ძალები, რომელსაც პოლიტიკური კრიზისები სამხედრო გადატრიალების გზით არაერთხელ გადაუწყვეტია. 

გამოყენებული ლიტერატურა 

. . . . . . , «Турция: армия и политика», Зарубежное Военное Обозрение, 1997 г. № 3. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment