– უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის (ნაწილის მეთაური და მასთან გათანაბრებულნი);
– სამეთაურო შემადგენლობის (ქვედანაყოფების მეთაურთა და მათთან გათანაბრებულებისთვის);
– გარნიზონის (გარნიზონის პერსონალისთვის);
– საცხოვრებელ ფონდად რიგში მყოფთათვის (სამხედრო მოსამსახურეთა ყველა კატეგორიისთვის, რომლებიც პირველ სამში ვერ მოხვდნენ).
სამსახურეობრივი ბინის პირველ რიგში მიღების უფლებით უმაღლესი და უფროსი ოფიცრები სარგებლობდნენ.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამსახურეობრივი ბინების გამოყოფა, მათი შესახლება და გამოსახლება ხორციელდებოდა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ კანონის დებულებათა შესაბამისად. რიგის მიხედვით ბინის მისაღებად სამხედრო მოსამსახურე წერდა პატაკს ნაწილის მეთაურის სახელზე და ავსებდა სპეციალურ ანკეტას, რომელშიც მიუთითებდა სამსახურის ვადას, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა მონაცემებს. მათთვის მიცემადი საცხოვრებელი ფართის ზომები შეადგენდა 85 – 150 მ² (სამხედრო წოდებისა და თანამდებობის მიხედვით). სამხედრო მოსამასახურეთა მიერ საცხოვრებელსა და კომუნალურ მომსახურეობაზე გადასახადების გადახდა ხორცილედებოდა შეღავათიანი ტარიფით, რომელიც პრიოდულად (წელიწადში სამჯერ) გადაიხედებოდა ინფლაციის მაღალ ტემპებთან დაკავშირებით. საშუალოდ მისი ზომა 10 – 20-ჯერ ნაკლები გახლდათ, ვიდრე ქვეყნის იმავე რაიონებში მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობისთვის.
სამსახურეობრივი ბინა არ ეძლეოდათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი სახლი იმ ქალაქსა ან დაბაში, სადაც განლაგებული გახლდათ ეთმ-ის საცხოვრებელი მცირე ქალაქები, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც ექვს თვეზე მეტი ვადით იყვნენ სამუშაოდ საზღვარგარეთ გაგზავნილნი.
იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურის გავლისთვის ქვეყნის სხვა რაიონებში იქნენ გადაყვანილი, თადარიგში იქნენ განთავისუფლებული, ან კიდევ დაკარგული ჰქონდათ კავშირი შეიარაღებულ ძალებთან, სამსახურეობრივი ბინა უნდა გაეთავისუფლებიათ ორი თვის განმავლობაში.
იმ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ და საკუთარი საცხოვრებელი კი არ გააჩნდათ, გამოიყენებოდა საფინანსო-სამრეწველო ორგანიზაციის – „ურთიერთდახმარების საზოგადოების“ სახსრები, რომელიც ეთმ-ის პატრონაჟით მოქმედებდა და რომელიც განკარგავდა საკუთარ კომერციულ ბანკსა და სამშენებლო სიმძლავრეებს. ამ საზოგადიების წევრები გახლდნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველა ოფიცერი და უნტერ-ფიცერი, რომლებიც ყოველთვიურად სავალდებულო წესით იხდიდნენ საწევრო შენატანებს, რაც მათი ფულადი ანაზღაურების 10 %-ს შეადგენდა. შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლებისას ისინი ღებულობდნენ მთლიან თანხას, რომელიც ნამდვილი სამხედრო სამსახურის მთელ პერიოდში იქნა დაგროვებული, და რომელიც, კერძოდ, შეიძლებოდა საცხოვრებლის შეძენაზე გამოეყენებიათ. გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეთა ამ კატეგორიას უფლება ჰქონდა აეღო მიზნობრივი ოპროცენტო კრედიტები იმ სახლებისა და ბინების შემცირებული ფასებით შეძენისთვის, რომლებიც „ურთიერთდახმარების საზოგადოებას“ ჰქონდა აშენებული.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник А. Генов, «Обеспечение жильем военнослужащих Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1999, № 4.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment