Friday, October 30, 2026

უცხოური არმიების მექანიზებული და მოტოქვეითი ბრიგადები

ნატო-ს ბლოკის ქვეყნების სამხედრო მზადებათა გეგმებში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების ყველაზე უფრო თანამედროვე საორგანიზაციო ფორმების გამოძებნას. ამერიკული დივიზიის „ტრიქაფის“ ტიპის პრინციპულად ახალი ფორმირებების შექმნასთან ერთად კაპიტალისტური სახელმწიფოების არმიებში სისტემატიურად სრულყოფენ არსებული შენაერთებისა და ნაწილების ორგანიზაციას. არაბ-ისრაელის ომის გამოცდილების გათვალისწინებით (იგულისხმება 1973 წლის ომი) ამ ქვეყნების სამხედრო სარდლობა ისწრაფვის ტანკების, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაზრდისაკენ ზოგადსაჯარისო შენაერთების შემადგენლობაში. დაჟინებით ეძიებენ ბრძოლის ველზე ჯარების მობილურობის ამაღლების გზებსაც. 

ამ წერილში, უცხოურ სამხედრო გამოცემათა მონაცემების მიხედვით, მოკლედ განვიხილავთ აშშ, გფრ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მექანიზებული და მოტოქვეითი ბრიგადების ორგანიზაციასა და შეიარაღებას. 

აშშ სახმელეთო ჯარების ძირითადი ტაქტიკური შენაერთია დივიზია, რომელიც შედგება დივიზიის საფუძვლისა და ჯართა სხვადასხვა გვარეობის 6–15 საბრძოლო ბატალიონისაგან, და ეს უკანასკნელები განსაზღვრავენ დივიზიის ტიპსაც. დივიზიის საფუძველს შეადგენენ მართვის, საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნვლყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები, აგრეთვე ბრიგადების სამი შტაბი საშტაბო ასეულებით. საბრძოლო ვითარებაში ბრიგადის შემადგენლობა განისაზღვრება დივიზიის მეთაურის გადაწყვეტილებით. ის შეიძლება მოიცავდეს ორიდან ხუთ საბრძოლო ბატალიონამდე, გაძლიერებულებს საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფებით. ბრიგადას შეუძლია აწარმოებდეს საბრძოლო მოქმედებებს როგორც დივიზიის შემადგენლობაში, ისე დამოუკიდებლადაც. 

აშშ მექანიზებულ ბრიგადას თავის შემადგენლობაში შეიძლება ჰყავდეს შტაბი, საშტაბო ასეული, ორი მოტოქვეითი ბატალიონი, სატანკო ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი, სადაზვერვო და მესანგრეთა ასეულები, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი (ნახ. 1). 

[ნახატი] 

ნახ. 1. აშშ მექანიზებული ბრიგადის საორგანიზაციო სტრუქტურა (ვარიანტი) 

მ ო ტ ო ქ ვ ე ი თ ი | ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ი  შედგება შტაბის, საშტაბო ასეულის, სამი მოტოქვეითი ასეულისა და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულისაგან. 

საშტაბო ასეულს ჰყავს ასეულის მართვა, ოთხი ოცეული (კავშირგაბმულობის, სარემონტო, ურუნველყოფის, სამედიცინო) და ბატალიონის შტაბის მომსახურების სექცია. ასეულის შეიარაღებაში შედგება 5,56-მმ ავტომატური შაშხანები, 7,62- და 12,7-მმ ტყვიამფრქვევები, ყუმბარსატყორცნები. 

მოტოქვეით ასეულში შედიან ასეულის მართვა, სამი მოტოქვეითი ოცეული და ნაღმსატყორცნების ოცეული. ასეულის მართვას გააჩნია ორი სექცია – მართვისა და სარემონტო. მოტოქვეითი ოცეული შედგება ოცეულის მართვის, სამი მოტოქვეითი ათეულისა და იარაღის ათეულისაგან. მოტოქვეით ათეულში არის 11 ადამიანი. პირადი იარაღის გარდა ისინი შეიარაღებული არიან ორი 40-მმ ყუმბარსატყორცნით. იარაღის ათეული მოითვლის ასევე 11 ადამიანს, ჯგუფური იარაღიდან მასში არის ორი 7,62-მმ ტყვიამფრქვევი და ორი 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფი. ნაღმსატყორცნების ოცეული შედგება მართვისა და ნაღმსატყორცნების სამი ათეულისაგან, რომელთაგან თითოეული აღჭურვილია ერთი 81-მმ ნაღმსატყორცნით. სულ ასეულში დაახლოებით 190 ადამიანია. მას გააჩნია 150-ზე მეტი 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 15 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, 12,7-მმ ტყვიამფრქვევი, 24 40-მმ ყუმბარსატყორცნი, 6 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 3 81-მმ ნაღმსატყორცნი, 15 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) და 5 ავტომობილი. 

საცეცხლე მხარდაჭერის ასეული შედგება ასეულის მართვის, სამი ოცეულისა (ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო) და ორი სექციისაგან (რადიოსალოკაციო და საზენიტო მართვადი რაკეტების /ზმრ/ „რედ აი“). ასეულში დაახლოებით 140 ადამიანია. მას აქვს ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რექტიული ჭურვების (ტსმრჭ) ექვსი გასაშვები დანადგარი, ზმრ „რედ აის“ ხუთი კომპლექტი. ასეულის შეიარაღებაში ასევე იმყოფება 40-მმ ყუმბარსატყორცნები, 7,62-მმ ერთიანი ტყვიამფრქვევები და 5,56-მმ ავტომატური შაშხანები. 

სულ მოტოქვეით ბატალიონში პირადი შემადგენლობის 888 ადამიანია. მას გააჩნია 700-ზე მეტი 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 49 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, 26 12,7-მმ ტყვიამფრქვევი, 94 40-მმ ყუმბარსატყორცნი, 18 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინაარმდეგო თოფი, ექვსი ტსმრჭ გასაშვები დანადგარი (დასავლეთ გერმანიაში მყოფ ბატალიონებში 12–12 ტსმრჭ გდ), ცხრა 81-მმ ნაღმსატყორცნი, ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, ზმრ „რედ აის“ ხუთი კომპლექტი, დაახლოებით 70 ჯავშანტრანსპორტერი და 80 ავტომობილი. 

ს ა ტ ა ნ კ ო | ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ი  შედგება შტაბის, საშტაბო ასეულის, სამი სატანკო ასეულისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულისაგან. 

სატანკო ბატალიონის საშტაბო ასეულს აქვს ისეთი ორგანიზაცია, როგორიც მოტოქვეითი ბატალიონის საშტაბო ასეულს, თუმცა კი მასში დამატებით ჩართულია სამი სექცია – სატანკო (სამი ტანკი), სარემონტო და მომარაგების. 

სატანკო ასეულში შედიან ასეულის მართვა და სამი სატანკო ოცეული. ასეულის მართვა შეიცავს ორ სექციას – მართვისა (ორი ტანკი) და სარემონტო. სატანკო ოცეული შედგება ოცეულის მართვისა და ოთხი სატანკო ეკიპაჟისაგან. სულ სატანკო ბატალიონშია 17 საშუალო ტანკი, 40-მმ ყუმბარსატყორცნები, ჯავშანტრანსპორტერები (ჯტრ), სატანკო ბულდოზერი და ექვსი ავტომობილი; მისი რიცხოვნება 90 ადამიანია. 

საბრძოლო უზრუნველყოფის ასეული შედგება ასეულის მართვის, ორი ოცეულისა (სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების) და ოთხი სექციისაგან (რადიოსალოკაციო, ზმრ „რედ აის“, სარემონტო და სატანკო ხიდგამყვანების – ორი ხიდგამყვანი). ასეულში 100-ზე მეტი ადამიანია; მას გააჩნია 16 40-მმ ყუმბარსატყორცნი, ოთხი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, ზმრ „რედ აის“ 5 კომპლექტი, 12 ჯტრ და დაახლოებით 20 ავტომობილი. 

სულ სატანკო ბატალიონში 570-ზე მეტი ადამიანია. იგი აღჭურვილია 54 საშუალო ტანკით, ხუთი 12,7-მმ ტყვიამფრქვევით, 19 40-მმ ყუმბარსატყორცნით, 4 106,7-მმ ნაღმსატყორცნით, ზმრ „რედ აის“ 5 კომპლექტით, 24 ჯავშანტრანსპორტერითა და დაახლ. 100 ავტომობილით. 

ს ა ა რ ტ ი ლ ე რ ი ო | დ ი ვ ი ზ ი ო ნ ი  შედგება შტაბის, საშტაბო ბატარეის, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამი ბატარეის, საცეცხლე ოცეულის, კავშირგაბმულობის სექციის, საბრძოლო კვების სექციისა და მეწინავე დამკვირვებელთა სამი სექციისაგან. 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეა (საცეცხლე ბატარეა) მოიცავს ბატარეის მართვას, და ექვს საცეცხლე სექციას, რომელთაგან თითოეულს ჰყავს თითო ქვემეხი. 

სულ დივიზიონში 580 ადამიანია. იგი შეიარაღებულია 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცით, 33 7,62-მმ ტყვიამფრქვევით, 48 40-მმ ყუმბარსატყორცნით, ზმრ „რედ აის“ 3 კომპლექტით, 10 საკომანდო-საშტაბო ჯტრ-ითა და 120 ავტომობილით. 

გფრ სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს ასევე წარმოადგენს დივიზია (ქვეითი, მოტოქვეითი, სატანკო, სამთოქვეითი და საჰაერო-სადესანტო). დივიზიები შედგება მუდმივი შემადგენლობის ბრიგადებისა და სადივიზიო ნაწილებისაგან. მოტოქვეით დივიზიას თავის შემადგენლობაში გააჩნია შტაბი, საშტაბო ასეული, სადაზვერვო ბატალიონი, ორი მოტოქვეითი ბრიგადა, სატანკო ბრიგადა, შერეული საარტილერიო პოლკი, საზენიტო არტილერიის დივიზიონი, საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფები. 

გფრ მოტოქვეითი ბრიგადა შედგება შტაბის, საშტაბო ასეულის, ორი მოტოქვეითი ბატალიონის (ომის დროს – სამი), სატანკო ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონის, აგრეთვე ხუთი ასეულისაგან – გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო, მესანგრეთა, ABC, მომარაგებისა და სარემონტოსი (ნახ. 2). 

[ნახატი] 

ნახ. 2. გფრ მოტოქვეითი ბრიგადის ორგანიზაცია 

ბრიგადის მოტოქვეითი ბატალიონები შეიძლება აღჭურვილი იყოს ჯავშანტრანსპორტერებით M113 და HS-30. უკანასკნელებს ცვლიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებით (ქსმ) „მარდერი“. 

მ ო ტ ო ქ ვ ე ი თ ი | ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ი  მოიცავს შტაბს, საშტაბო და მომარაგების ასეულს, სამ მოტოქვეით ასეულსა და მძიმე იარაღის ასეულს. 

საშტაბო და მომარაგების ასეულში შედიან ასეულის მართვა და სამი ოცეული: საშტაბო, კავშირგაბმულობისა და მომარაგების. 

მოტოქვეითი ასეული შეიცავს ასეულის მართვასა და სამ მოტოქვეით ოცეულს. თითოეულ ოცეულს გააჩნია ოცეულის მართვა და სამი ათეული თითოეულში 12–12 ადამიანით. სულ ოცეულშია 46 ადამიანი. იგი აღჭურვილია 106-მმ უუკუცემო ქვემეხით, 4 ჯავშანტრანსპორტერით, 4 რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფითა და 3 7,62-მმ ტყვიამფრქვევით. სულ ასეულში 142 ადამიანია. მას გააჩნია 9 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, 97 შაშხანა, 3 106-მმ უუკუცემო ტანკაწინააღმდეგო ქვემეხი, 12 რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 16 ჯტრ და 4 ავტომობილი. 

მძიმე იარაღის ასეული შედგება ასეულის მართვის, ნაღმსატყორცნების ოცეულის (8 120-მმ ნაღმსატყორცნი), 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნების ოცეულისა (8 ქვემეხი) და ტსმრჭ-ების ოცეულისაგან (8 გასაშვები დანადგარი). როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, მოსალოდნელია აღნიშნული ასეულის რეორგანიზაცია. 

სულ მოტოქვეით ბატალიონში დაახლოებით 800 ადამიანია. შეიარაღებაში მას გააჩნია 8 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი, ტსმრჭ-ების 8 გასაშვები დანადგარი, 9 106-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, 8 120-მმ ნაღმსატყორცნი, 37 84-მმ რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 48 ტყვიამფრქვევი, 73 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, დაახლ. 60 ჯავშანტრანსპორტერი და 70 ავტომობილი. 

ს ა ტ ა ნ კ ო | ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ი  შედგება შტაბის, საშტაბო და მომარაგების ასეულისა და სამი სატანკო ასეულისაგან. უახლოეს ხანებში ვარაუდობენ შტატში მეოთხე (კადრირებული) სატანკო ასეულის შეყვანასაც. 

საშტაბო და მომარაგების ასეულში შედიან ასეულის მართვა და სამი ოცეული: საშტაბო, კავშირგაბმულობისა და მომარაგების. ასეულში არის 3 საშუალო ტანკი, 11 ჯტრ და 60-ზე მეტი ავტომობილი. 

სატანკო ასეული მოიცავს ასეულის მართვასა და სამ სატანკო ოცეულს თითოეულში 5–5 საშუალო ტანკით. სულ ასეულში 17 ტანკია. 

სატანკო ბატალიონი მოითვლის 500-ზე მეტ ადამიანს. შეიარაღებაში მას გააჩნია 54 საშუალო ტანკი (ოთხ-ასეულიანი შემადგენლობისას – 71), 12 ჯტრ და დაახლოებით 80 ავტომობილი. 

ს ა ა რ ტ ი ლ ე რ ი ო | დ ი ვ ი ზ ი ო ნ ი  მოიცავს შტაბს, საშტაბო და მომარაგების ბატარეას, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამ ბატარეას (6–6 ქვემეხით). დივიზიონში მოითვლება დახლ. 500 ადამიანი, 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა, 21 ჯტრ და 125 ავტომობილი. 

გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ე ლ - ტ ა ნ კ ს ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო | ა ს ე უ ლ ი  შედგება ასეულის მართვის, 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნების სამი ოცეულისა (თითოეულში 4–4 ზარბაზანი) და ტსმრჭ-ების ოცეულისაგან. სულ ასეულში დაახლ. 140 ადამიანია. იგი აღჭურვილია 12 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნით, ტსმრჭ-ების 5 გასაშვები დანადგარით, რამდენიმე ჯტრ-ითა და 15 ავტომობილით. მოსალოდნელია აღნიშნული ასეულის რეორგანიზაცია. 

ინგლისურ არმიაში უმდაბლესი ტაქტიკური შენაერთია ბრიგადა – მოტოქვეითი, ქვეითი, სატანკო და საპარაშუტო. 

დიდი ბრიტანეთის მოტოქვეითი ბრიგადა მოიცავს შტაბს, სამ მოტოქვეით ბატალონს, სატანკო პოლკს, მსუბუქ თვითმავალ საარტილერიო პოლკს, საინჟინრო პოლკს, საარმიო ავიაციის ესკადრილიას, სამედიცინო ასეულს, სატრანსპორტო ესკადრონსა და სარემონტო სახელოსნოს (ნახ. 3) 

[ნახატი] 

ნახ. 3. დიდი ბრიტანეთის მოტოქვეითი ბრიგადის ორგანიზაცია 

მ ო ტ ო ქ ვ ე ი თ | ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ს  გააჩნია შტაბი და საშტაბო ასეული, ოთხი მოტოქვეითი ასეული, მხარდაჭერის ასეული და მომსახურების ასეული. 

საშტაბო ასეულში შედის ოთხი ოცეული: საშტაბო, დაზვერვის (სამი ათეული, თითოეულში ორ-ორი ¾ ტ ავტომობილით), კავშირგაბმულობისა და დაცვის. 

მოტოქვეითი ასეული შედგება საშტაბო ოცეულისა და სამი მოტოქვეითი ოცეულისაგან (სამ-სამი ათეულით). სულ ასეულში 132 ადამიანია. იგი აღჭურვილია 14 7,62-მმ ერთიანი ტყვიამფრქვევით, 4 51-მმ ნაღმსატყორცნით, 11 84-მმ რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფითა და 16 ჯავშანტრანსპორტერით. 

მხარდაჭერის ასეულს გააჩნია ოთხი ოცეული: ნაღმსატყორცნების (8 81-მმ ნაღმსატყორცნი), ტანკსაწინააღმდეგო (8 120-მმ უუკუცემო ქვემეხი), ტსმრჭ-ების (6 გასაშვები დანადგარი) და მესანგრეთა. 

მოტოქვეით ბატალიონში დაახლ. 900 ადამიანია. შეიარაღებაში მას გააჩნია 59 7,62-მმ ერთიანი ტყვიამფრქვევი, 64 84-მმ რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 8 120-მმ უუკუცემო ქვემეხი, 8 81-მმ ნაღმსატყორცნი, 16 51-მმ ნაღმსატყორცნი, 6 ტსმრჭ გდ, 10 ჯავშანავტომობილი, 90 ჯტრ და 50-ზე მეტი ავტომობილი. 

ს ა ტ ა ნ კ ო | პ ო ლ კ ი  მოიცავს შტაბს, საშტაბო და მხარდაჭერის ესკადრონს, სამ სატანკო ესკადრონსა და მომსახურების ესკადრონს. 

საშტაბო და მხარდაჭერის ესკადრონი შედგება ესკადრონის მართვისა და ოთხი ოცეულისაგან: საშტაბო, დაზვერვის, ტსმრჭ-ებისა (6 გასაშვები დანადგარი) და ადმინისტრაციული. 

სატანკო ესკადრონში შედიან საშტაბო ოცეული და ოთხი სატანკო ოცეული (თითოეულში 3–3 საშუალო ტანკი). სულ ესკადრონში 15 საშუალო ტანკია. 

სატანკო პოლკში დაახლოებით 600 ადამიანია. იგი აღჭურვილია 47 საშუალო ტანკით, 6 ტსმრჭ გასაშვები დანადგარით, სატანკო ხიდგამყვანით, 3 ტანკ-ბულდოზერით, 16 ჯავშანავტომობილით, 15 ჯავშანტრანსპორტერითა და დაახლ. 60 ავტომობილით. 

მ ს უ ბ უ ქ | თ ვ ი თ მ ა ვ ა ლ | ს ა ა რ ტ ი ლ ე რ ი ო | პ ო ლ კ ს  გააჩნია საშტაბო ბატარეა, სამი საცეცხლე ბატარეა (6–6 105-მმ თვითმავალი ზარბაზნით), კავშირგაბმულობის ოცეული და სარემონტო სახელოსნო. პოლკში 650 ადამიანია. იგი აღჭურვილია 18 105-მმ თვითმავალი ზარბაზნით, 4 ჯავშანავტომობილით, 15 ჯტრ-ითა და 100-ზე მეტი ავტომობილით. 

ფრანგულ არმიაში მუდმივი ორგანიზაციის ძირითად ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენს დივიზია, რომელიც შედგება შტაბის, საშტაბო ასეულის, სამი მექანიზებული ბრიგადის, უმართავი რაკეტების „ონესტ ჯონი“ პოლკის, საზენიტო საარტილერიო პოლკის, მართვისა და კავშირგაბმულობის პოლკის, საინჟინრო პოლკის, საარმიო ავიაციის მსუბუქი ჯგუფის, უზრუნველყოფის პოლკისა და დაცვის ბატალიონისაგან. 

ფრანგულ მექანიზებულ ბრიგადას თავის შემადგენლობაში აქვს შტაბი, საშტაბო ასეული, ორი მექანიზებული პოლკი, სატანკო პოლკი, საარტილერიო პოლკი, სადაზვერვო ასეული, კავშირგაბმულობის ასეული, საინჟინრო ასეული და მართვისა და უზრუნველყოფის ბატალიონი (ნახ. 4). 

[ნახატი] 

ნახ.4. საფრანგეთის მექანიზებული ბრიგადის ორგანიზაცია 

მ ე ქ ა ნ ი ზ ე ბ უ ლ ი | პ ო ლ კ ი  შედგება შტაბის, მართვისა და მომსახურების ასეულის, ორი მოტოქვეითი ასეულისა და მსუბუქი ტანკების ორი ესკადრონისაგან. 

მოტოქვეითი ასეული შეიცავს მართვის ოცეულსა და ოთხ მოტოქვეით ოცეულს. 

მსუბუქი ტანკების ესკადრონს აქვს მართვის ოცეული და მსუბუქი ტანკების ხუთი ოცეული. სულ ესკადრონში 15 მსუბუქი ტანკია. მათგან ორი ტსმრჭ-ებითაა აღჭურვილი. 

სულ მექანიზებულ პოლკში დაახლ. 700 ადამიანია. მას გააჩნია 34 მსუბუქი ტანკი, მათგან 8 ტსმრჭ-ებითაა აღჭურვილი, 36 ჯავშანტრანსპორტერი და 100-ზე მეტი ავტომობილი. 

ს ა ტ ა ნ კ ო | პ ო ლ კ ი  მოიცავს შტაბს, მართვისა და მომსახურების ესკადრონს, საშუალო ტანკების ოთხ ესკადრონსა და მოტოქვეით ესკადრონს. 

საშუალო ტანკების ესკადრონს აქვს მართვის ოცეული და ოთხი სატანკო ოცეული. ესკადრონში 13 საშუალო ტანკია. 

სულ სატანკო პოლკში 750 ადამიანია. იგი აღჭურვილია 54 საშუალო ტანკით, 31 ჯტრ-ითა და 120 ავტომობილით. 

ს ა ა რ ტ ი ლ ე რ ი ო | პ ო ლ კ ი  მოიცავს მართვისა და მომსახურების ბატარეას, აგრეთვე 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამ ბატარეას თითოეულში 5–5 ქვემეხით. სულ საარტილერიო პოლკში 16 ქვემეხია. 

აშშ, გფრ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მექანიზებული და მოტოქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება, ძირითადი შეიარაღებისა და სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა მოყვანილია ცხრილში. 

ცხრილი 

აშშ, გფრ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის არმიების მექანიზებული და მოტოქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება, ძირითადი შეიარაღებისა და სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა 

პირადი შემადგენლობა, . . . . . . . ბ      რ      ი      გ      ა      დ     ე      ბ      ი . . .
შეიარაღება და საბრძოლო . . . მექანიზე- . . მოტოქვე- . . მოტოქვე- . . მექანიზე- 
ტექნიკა. . . . . . . . . . . . . . . . . . . ბული, . . . . . ითი, . . . . . ითი, დი- . . ბული, სა- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აშშ . . . . . . გფრ . . . . . . .დი ბრიტ . . .ფრანგეთი

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . .4500 . . . . . . . .4500 . . . . . . . 5700 . . . . . . .4000 . . . 
საშუალო ტანკები . . . . . . . . . . . . .54 . . . . . . . . . .54 . . . . . . . . . 47 . . . . . . . . .54 . . . 
მსუბუქი ტანკები . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .73 . . . 
105-მმ თვითმავალი 
ზარბაზნები . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .18 . . . . . . . . . – . . . 
155-მმ თვითმავალი 
ჰაუბიცები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18 . . . . . . . . . .18 . . . . . . . . . – . . . . . . . . . .16 . . . 
81-მმ ნაღმსატყორცნები . . . . . . . 18 . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .24 . . . . . . . . . – . . . 
106,7-მმ ნაღმსატყორც . . . . . . . . . .8 . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .– . . . 
120-მმ ნაღმსატყორცნ . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 24 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . 
ტსმრჭ გასაშვები 
დანადგარები . . . . . . . . . . . . . . . . 12 . . . . . . . . . .29 . . . . . . . . . 24 . . . . . . . . .24 . . . 
90-მმ თვითმავალი 
ტანკსაწინააღმდეგო 
ზარბაზნები . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 36 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . 
106-მმ უუკუცემო 
ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .27 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 9 . . . 
120-მმ უუკუცემო 
ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . .  – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 24 . . . . . . . . . – . . . 
90-მმ უუკუცემო ტანკსა- 
წინააღმდეგო თოფები . . . . . . . . .36 . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . 
84-მმ რეაქტიული ტანკ- 
საწინააღმდეგო თოფები . . . . . . . – . . . . . . . . . . .111 . . . . . . . .186 . . . . . . . . .80 . . . 
ზმრ-ები „რედ აი“ . . . . . . . . . . . . .19 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . 
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . – . . . 
ჯავშანტრანსპორტერები . . . . . .200 . . . . . . . . . . .*. . . . . . . . . . . * . . . . . . . . .120 . . . 
ავტომობილები . . . . . . . . . . . . . .600 . . . . . . . . . .700 . . . . . . . .750 . . . . . . . .900 . . . 

გამოყენებული წყარო 

წერილი ჟურნალიდან Зарубежное военное обозрение, 1974, № 3. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment