Sunday, October 11, 2026

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 1980-იანი წლების დასაწყისში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, წარმოადგენდა რა ნატო-ს ბლოკის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, თურქეთი თავის შეიარაღებულ ძალებს აგებდა ამ აგრესიული ბლოკის მოთხოვნებისა და იმ მიზნების შესაბამისად, რომლებიც მისი (ნატო-ს) სამხედრო მანქანის წინაშე იყო დასმული. თავის მხრივ ჩრდილოატლანტიკური კავშირის სარდლობა, ითვალისწინებდა რა თურქეთის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მდებარეობას, განსაკუთრებულ ადგილს უთმობდა მას თავის საომარ მზადებებში, ამიტომ უკვე მშვიდობიანობის დროს ქვეყანაში შექმნილი გახლდათ მსხვილი საავიაციო დაჯგუფება (შედიოდა ნატო-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მე-6 გაერთიანებულ /სამოკავშირეო/ ტატქტიკურ საავიაციო სარდლობაში). 

1980-იანი წლების პირველი ნახევრის უცხოური პრესის შეტყობინებების თანახმად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) ეკისრებოდა შემდეგი ამოცანები: ჰაერში უპირატესობის (აღმატების /превосходство/) მოპოვება და შენარჩუნება, სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) უშუალო საავიაციო მხარდაჭერა, საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლაცია, ჯართა დაჯგუფებებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმებისგან დაფარვა (прикрытие), პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტვირთების გადასროლა, საჰაერო დაზვერვის წარმოება როგორც თავისი შეიარაღებული ძალების ინტერესებში, ისე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალებისაც (ნატო-ს გშძ). გარდა ამისა, თურქეთის სჰძ-ის ნაწილები და ქვედანაყოფები აშშ სზძ-ის მე-6 ფლოტის საავიამზიდო ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით ახორციელებდნენ შავი ზღვის სრუტეების ზონის კონტროლსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს. ქვემოთ, საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მოყვანილია თურქეთის სჰძ-ის ორგანიზაცია, შემადგენლობა, საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებანი, საბრძოლო მომზადება და განვითარება. 

ორგანიზაცია და შემადგენლობა. 1980-იან წლებში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სათავეში იდგა სარდალი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს. სარდალი მისდამი დაქვემდებარებული შენაერთებისა და ნაწილების ხელმძღვანელობას ახორციელებდა თავისი შტაბის მეშვეობით (განლაგებული გახლდათ ქ. ანკარაში). იგი იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი – უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ორგანოსი, რომელიც კოორდინაციას უწევდა ცენტრალური სამხედრო და სამოქალაქო დაწესებულებების საქმიანობას სამხედრო პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. 

შტაბი დაკავებული გახლდათ სჰძ-ის ოპერატიული ხელმძღვანელობით. იგი გეგმავდა მის სამობილიზაციო და ოპერატიულ გაშლას ეროვნული მასშტაბით, ორგანიზაციას უწევდა და აკონტროლებდა საბრძოლო და ოპერატიულ მომზადებას, წყვეტდა ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეიარაღებით უზრუნველყოფის საკითხებს. მისი ოფიცრები ნატო-ს მე-6 გაერთიანებული (სამოკავშირეო) ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (ნატო-ს 6 გტას) შტაბთან ურთიერთმოქმედების ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდნენ თავიანთი ავიაციის გამოყენების გეგმების შემუშავებაში იმ ოპერაციებში, რომლებიც ნატო-ს გაერთიანებული სჰძ-ის სარდლის ჩანაფიქრის მიხედვით სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე მიმდინარეობდა, აგრეთვე იმ სწავლებების ორგანიზებაშიც, რომლებსაც ბლოკის შეიარაღებული ძალების სარდლობა ატარებდა. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, თურქეთის რეგულარულ სჰძ-ში 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ირიცხებოდა 53 ათასი ადამიანი (მათგან 33 ათასი – ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე), ხოლო რეზერვში კი – დაახლოებით 66 ათასი ადამიანი. 

ორგანიზაციულად სჰძ შედგებოდა 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საჰაერო არმიებისგან (ტჰა, ზოგჯერ დასავლურ პრესაში მათ უწოდებდნენ ტაქტიკურ საავიაციო სარდლობებს – ტას), საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) სარაკეტო ბაზისგან, სასწავლო საავიაციო სარდლობისა და სატრანსპორტო საავიაციო ჯგუფისგან (ნახ. 1). 

[ნახატი – სტრუქტურა] 

ნახ. 1. თურქეთის სჰძ-ის სანიმუშო (примерная) ორგანიზაცია 

ტაქტიკური საჰაერო არმია გახლდათ სჰძ-ის უმაღლესი ოპერატიული შენაერთი, რომელიც განკუთვნილი იყო საჰაერო ოპერაციების წარმოებისთვის ერთ-ორ საოპერაციო მიმართულებაზე. მისი სარდალი პასუხს აგებდა ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაზე, გეგმავდა და ატარებდა ყველანაირ შესაძლო სწავლებებს თავისი არმიის მასშტაბით, ხოლო საომარი მოქმედებების შემთხვევაში კი ახდენდა საჰაერო ოპერაციების ორგანიზაციას, აგრეთვე ავიაციის ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას სახმელეთო ჯარებთან და სამხედრო-საზღვაო ძალებთან. 

ტაქტიკური საჰაერო არმია (ტჰა) მოიცავდა საავიაციო ბაზებს, რომლებიც ძირითად საავიაციო ნაწილებს წარმოადგენდნენ. ისინი შედგებოდნენ, როგორც წესი, ორი-სამი ესკადრილიისგან. ბაზის მეთაური პასუხს აგებდა დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაზე, პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონეზე, საავიაციო ტექნიკის მდგომარეობასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე (მტუ). სჰძ-ის ძირითადი საბრძოლო ქვედანაყოფი გახლდათ საავიაციო ესკადრილია, რომელიც საშუალოდ 16–20 თვითმფრინავს მოითვლიდა. 

1-ლი ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი | ს ა ჰ ა ე რ ო | ა რ მ ი ა (შტაბი ესქიშეჰირში) აერთიანებდა ხუთ საავიაციო ბაზას: ესქიშექირი, კონია, მიურთედი, ბანდირმა და ბალიქესირი. ავიაბაზა ესქიშეჰირში ბაზირებული იყო სამი ესკადრილია. პირველი შეიარაღებული გახლდათ გამანადგურებელ-ბომბდამშენებით F-100D, C და F, მეორე – მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებლებით F-4E, მესამე – თვითმფრინავ-მზვერავებით RF-5A და RF-4E. ავიაბაზაზე კონიაში იმყოფებოდა F-100D და C თვითმფრინავების ორი ესკადრილია, მიურთედში – ერთი ესკადრილია F-104G თვითმფრინავებისა და ერთიც გამანადგურებელ-დამჭერების F-104S, ბანდირმაში – ერთი F-5A, ერთი F-104G და ერთიც F-4E თვითმფრინავების, ბალიქესირში – ორი F-104G და ერთიც F-5A თვითმფრინავების. 

მე-2 ტ ა ქ ტ ი კ უ რ | ს ა ჰ ე რ ო | ა რ მ ი ა ს (შტაბი დიარბაქირში) ჰონდა სამი საავიაციო ბაზა: მერზიფონი (F-5A თვითმფრინავების ორი ესკადრილია), ერჰაჩი (ორი – F-4E) და დიარბაქირი (სამი – F-5A, F-104S და RF-5A). 

ამრიგად, საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თურქეთის სჰძ-ის შემადგენლობაში 1982 წლის შუახანებისთვის მოითვლებოდა საბრძოლო ავიაციის 20-მდე ესკადრილია, მათ რიცხვში 16 გამანადგურებელ-ბომბდამშენი (დამრტყმელი), ორი გამანადგურებელი (საჰაერო თავდაცვის) და ორიც სადაზვერვო. მაგრამ, უცხოური პრესის შეტყობინებების მიხედვით, აშშ-დან და ნატო-ს ბლოკში თურქეთის სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან საავიაციო ტექნიკის მოწოდებების ზრდასთან დაკავშირებით 1983 წლის დასაწყისში ამ ქვედანაყოფების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, მათგან 18 გამანადგურებელ-ბომბდამშენი, სამი გამანადგურებელი და ერთიც სადაზვერვო ესკადრილიები (მეორე სადაზვერვო ესკადრილიის ფუნქციებს ერთ-ერთი გამანადგურებელ-ბომბდამშენი ესკადრილია ასრულებდა). სულ თურქეთის სჰძ-ში 1983 წლის პირველ თვეებში 400-ზე მეტი საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი იმყოფებოდა. 

ზ მ რ-ების | ს ა რ ა კ ე ტ ო | ბ ა ზ ა  მოიცავდა ორ ჯგუფს (დივიზიონს, ოთხ-ოთხი ესკადრილიით), რომლებშიც იყო საზენიტო რაკეტების „ნაიქ-ჰერკულესი“ 72 გასაშვები დანადგარი (გდ). ორივე ჯგუფი ჰაერიდან იფარავდა შავი ზღვის სრუტეების ზონასა და ქვეყნის ძირითად ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრს – სტამბულს. 

ს ა ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ო | ს ა ა ვ ი ა ც ი ო | ჯ გ უ ფ ს  (შტაბი ეთიმესგუთში) ჰყავდა ექვსი ესკადრილია, რომლებშიც მოითვლებოდა შვიდი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130E, 20 C-160 „ტრანსალი“, 30 C-47, სამი C-54, სამი „ვისქაუნთი“, ორი „აილენდერი“, ორი C-212 „ავიოკარი“, ექვსი Do-28, სამი „ცესნა-421“. გარდა ამისა, სჰძ-ის შემადგენლობა იმყოფებოდა დაახლოებით 20 ვერტმფრენი UH-19 და UH-1D, აგრეთვე 18 AB.204B (ე. ი. სულ 76 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და 38 საშუალო სატრანსპორტო ვერტმფრენი). 

ს ა ს წ ა ვ ლ ო | ს ა ა ვ ი ა ც ი ო | ს ა რ დ ლ ო ბ ა  (შტაბი იზმირში) ახორციელებდა საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობის მომზადებას თურქეთის სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის. მასში შედიოდნენ სჰძ-ის აკადემია, საფრენოსნო და ტექნიკური სასწავლებლები და სასწავლო საავიაციო ბაზა (ჩიგლი). 

საფრენოსნო კადრების მომზადებაში თურქეთის სჰძ-ის ძირითადი სასწავლო დაწესებულება გახლდათ საავიაციო სასწავლებელი სტამბულში. ორი წლის განმავლობაში მფრინავები გადიოდნენ საწყის სწავლებას თვითმფრინავებზე T-33A, T-37B და C, T-38A. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კურსანტები იგზავნებოდნენ სარდლობის საავიაციო ბაზებში თვითმფრინავებზე TF-100C და F, TF-104G პილოტირების ტექნიკის ათვისებისა და სასწავლო-საბრძოლო ამოცანების დამუშავებისთვის. მომზადების სრული კურსის დამთავრებულებს ეძლეოდათ სამხედრო წოდება ლეიტენანტი, და ისინი სამწყობრო ნაწილებში მიდიოდნენ. 

საავიაციო ტექნიკის მომსახურებისთვის პირად შემადგენლობას ამზადებდნენ ტექნიკურ სასწავლებელში იზმირში. გარდა ამისა, რადიოლოკაციური სადგურების ოპერატორები და ტექნიკოსები, თვითმფრინავების მართვისა და დამიზნების (наведение) ცენტრებისა და პოსტების სპეციალისტები, მეკავშირეები, სჰძ-ის სააეროდრომო სამსახურისა და ზურგის უზრუნველყოფის ოფიცრები სწავლებას გადიოდნენ შესაბამის სასწავლო დაწესებულებებში (სასწავლებლებში, სკოლებში, კურსებზე). 

მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებლების F-4E შეიარაღებაში მიღებასთან დაკავშირებით ავიაბაზა ესქიშეჰირში შეიქმნა სპეციალური ცენტრი საფრენოსნო შემადგენლობისა და მიწისზედა მომსახურე პერსონალის მომზადებისთვის. 

სასწავლო საავიაციო სარდლობის თვითმფრინავების ფარეხი, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მოითვლიდა დაახლოებით 200 თვითმფრინავს, მათ რიცხვში: 40 T-33A, 24 T-34, 25 T-37B და C, 30 T-38A, 20 T-41D, ხუთ T-42, დაახლოებით 50 TF-100C და F, ოთხ TF-104G-ს. 

თურქეთის საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებანი წარმოადგენდა ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გაერთიანებული (სამოკავშირეო) სისტემის განუყოფელ ნაწილს (6 გტას-ის პასუხისმგებლობის რაიონი). ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილის საჰაერო თავდაცვა 1980-იან წლებში ძირითადად გამანადგურებელი ავიაციითა (სჰძ) და საზენიტო არტილერიით ხორციელდებოდა, ხოლო ზმრ-ების ჯგუფებს კი უმთავრესად შავი ზღვის სრუტეების ზონის დაფარვა ეკისრებოდა. საჰაერო მოწინააღმდგის შესახებ სარდლობის შეტყობინება და აქტიური ძალებისა და საშუალებების მართვა წარმოებდა იმ ინფორმაციის საფუველზე, რომელიც რადიოსალოკაციო პოსტებიდან მოდიოდა, ხოლო ამ პოსტების უმრავლესობა კი ნატო-ს ჰთ-ის მართვის გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სისტემა „ნეიჯში“ გახლდათ ჩართული. 

1980-იანი წლების პირველ ნახევარში, ბლოკის სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, თურქეთის ჰთ-ის სისტემა ვერ ურუნველყოფდა ობიექტების საიმედო დაფარვას, განსაკუთებით იმ თვითმფრინავების დარტყმებისგან, რომლებიც მცირე და ზღვრულად მცირე სიმაღლეებზე დაფრინავდნენ. ამასთან დაკავშირებით თურქული სარდლობა ღებულობდა რიგ ზომებს, რომლებიც მიმართული გახლდათ მის გაუმჯობესებაზე. კერძოდ, მოდერნიზაციას უტარებდნენ არსებულ რადიოსალოკაციო სადგურებს (რლს), აგრეთვე მართვისა და შეტყობინების ცენტრების, რადიოსალოკაციო პოსტების აღჭურვილობას და ა. შ. იმავდროულად ეძიებდნენ შესაძლებლობებს აქტიურ საშუალებათა როდენობის გასაზრდელად, პირველ რიგში დაბლამფრენ მიზნებთან ბრძოლისათვის. ამ საშუალებებს შორის, თურქული სარდლობის აზრით, განსაკუთრებული ადგილი „რაპირას“ (დიდი ბრიტანეთი), „როლანდ-2“-ისა (გფრ, საფრანგეთი) და „კროტალის“ (საფრანგეთი) ტიპის მცირე სიშორის საზანიტო სარაკეტო კომპლექსებს (ზრკ) უნდა დაეკავებინა. 

საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადება 1980-იანი წლების პირველ ნახევარში მიმართული გახლდათ საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში მათ შენარჩუნებაზე. მის ორგანიზაციას ახდენდა სჰძ-ის სარდლობა ქვეყნისა და მთლიანობაში ნატო-ს ინტერესებში ავიაციის გამოყენების გეგმების შესაბამისად. 

უცხოური პრესის მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მომზადების გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა სწავლებებსა და შეჯიბრებებს, რომელთა პროცესშიც სრულყოფას განიცდიდა ეკიპაჟების საფრენოსნო ოსტატობა, მუშავდებოდა სხვადასხვა ვითარებაში შტაბების მუშაობის შეთანხმებულობა. თურქული საავიაციო ნაწილები და ქვედანაყოფები რეგულარულად ღებულობდნენ მონაწილეობას ნატო-ს იმ საჯარისო და საკომანდო-საშტაბო სწავლებებში, რომლებიც სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ტარდებოდა, ხოლო ასეთები კი გახლდათ სწავლებები „დიფ სფაროუ“, „დონ პეტროლი“, „დისფლეი დეტერმინეიშნი“ და ა. შ. 

სჰძ-ის შემადგენლობაში არსებული ჰთ-ის ძალებისა და საშუალებათა საბრძოლო მომზადებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა წვრთნები დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან საბრძოლველად. 

სჰძ-ის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა ავიაციის ურთიერთმოქმედების დამუშავებას სახმელეთო ჯარებთან და სზძ-თან, აგრეთვე სრუტეების ზონის დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტერესებში მიწისზედა და წყალზედა მიზნებზე დარტყმების მიყენებას. 

განვითარება. თურქეთის სამხედრო ხელმღვანელობა 1980-იანი წლების დასაწყისში თვლიდა, რომ ქვეყნის სჰძ-ის საბრძოლო შესაძლებლობები მის წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად, თანამედროვე მოთხოვნებს სრული ზომით ვერ პასუხობდა. საავიაციო ესკადრილიების უმრავლესობის შეიარაღებაში შედგებოდა მოძველებული თვითმფრინავები, მაგალითად, F-100 და F-5. ამიტომ მთავრობამ მიიღო სამხედრო-საჰაერო ძალების მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც შემდეგ ძირითად ღონისძიებათა შესრულებას ითვალისწინებდა: თვითმფრინავების ფარეხის ხარისხობრივი განახლება, საბრძოლო თვითმფრინავების თანამედროვე მართვადი იარაღით აღჭურვა, მართვის სისტემის სრულყოფა. 

ამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი საავიაციო მრეწველობის შექმნა სერიოზული ფინანსური სიძნელეების გამო ჭიანურდებოდა, სჰძ-ის სარდლობა ძირითად საყრდენს 1980-იანი წლების პირველ ნახევარში საავიაციო ტექნიკის საზღვარგარეთ შესყიდვაზე აკეთებდა. როგორც იმხანად უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, მიჰყვებოდა და ასეთ მიმართულებას, თურქეთს აშშ-გან უკვე მიღებული ჰქონდა დაახლოებით 90 მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებელი F-4E და რვა თვითმფრინავ-მზვერავი RF-4E, რომლებითაც ოთხი საავიაციო ესკადრილია იყო აღჭურვილი. უახლოეს ხანებში მოელოდნენ კიდევ 15 F-4E თვითმფრინავის მიღებას, რომლებიც მანამდე აშშ სჰძ-ის შეიარაღებაში იმყოფებოდნენ. გეგმავდნენ მათით აღეჭურვათ საავიაციო ესკადრილია, რომელიც საავიაციო ბაზა მიურთედში იყო დისლოცირებული. 

აქტიურად ეხმარებოდნენ თურქეთს თავისი სჰძ-ის გაძლიერებაში ნატო-ს სხვა ქვეყნებიც. დასავლური პრესა იტყობინებოდა, რომ დაიწყო თურქეთში შეღავათიანი პირობებით 40 F-104-ის მიწოდება, რომლებიც ნიდერლანდების, გფრ-ის, დანიისა და ნორვეგიის სჰძ-ის შეიარაღებიდან იხსნებოდა, მოელოდნენ ასევე 30 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავის T-38A მიღებას და გარკვეული რაოდენობით სხვადასხვა დანიშნულების სხვა თვითმფრინავების და ვერტმფრენებისაც. 

შემდგომში ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა იმედოვნებდა ამერიკული წარმოების თვითმფრინავების F-16 (ან F-18) პარტიის შესყიდვას ან კიდევ ლიცენზიით მათ თავის საავიაციო ქარხნებში გამოშვებას. ამისთვის მთავრობა მიზნად ისახავდა შეექმნა საკუთარი საავიაციო მრეწველობა. ამასთან პირველი ორი-სამი წლის მანძილზე ვარაუდობდნენ მზა თვითმფრინავების აშშ-ში შესყიდვასა და იმავდროულად მათი გამოშვებისთვის აუცილებელი სიმძლავრეების შექმნას. ამის შემდეგ ეგრეთ წოდებული ერთობლივი წარმოების ფაზაც დადგებოდა. მის თავდაპირველ ეტაპზე თვითმფრინავებს იმ დეტალებისგან ააწყობდნენ, რომლებიც აშშ-დან ჩამოვიდოდა. ამასთან ყოველწლიურად უნდა გაზრდილიყო თურქეთში გამოშვებული დეტალებისა და კვანძების გამოყენების პროცენტი. ასეთნაირად იგეგმებოდა არა მხოლოდ აუცილებელი რაოდენობის საბრძოლო თვითმფრინავებით თურქული სჰძ-ის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ თვითმფრინავების საექსპორტოდ დამზადებისთვის ქვეყანაში მოწინავე ტექნოლოგიური ბაზის შექმნაც. 

უცხოური ბეჭდური გამოცემების მასალებით, თურქეთის აგრძელებდა თავისი სჰძ-ის მართვადი საავიაციო იარაღით აღჭურვას, კერძოდ კი „ჰაერი – ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტებით „საიდვაინდერი“, „სფაროუ“ და „ფალკონი“, აგრეთვე „ჰაერი – დედამიწა“ კლასის მართვადი რაკეტებით AS-12 და „ბულფაფი“. 1980-იანი წლების შუახანებში აშშ-დან მოელოდნენ „ჰაერი – ჰაერი“ კლასის 750 ამერიკული მართვადი რაკეტის მიღებას. 

ზემოთ გადმოცემულთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური კავშირის ფარგლებში შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის საჰაერო სისტემის გაშლის გეგმების შესაბამისად, თურქეთის ტერიტორიაზე წარმოებდა სამუშაოები მეწინავე ავიაბაზის (კონია) მომზადებისთვის AWACS სისტემის თვითმფრინავების E-3A ფრენების უზრუნველსაყოფად; დასახული იყო აგრეთვე ღონისძიებები ნატო-ს ჰთ-ის მართვის ავტომატიზებული სისტემის (მას) „ნეიჯი“ ექვსი რადიოსალოკაციო პოსტის სრულყოფისთვის. მოცემულ სამუშაოებს, დასავლელი ექსპერტების გაანგარიშებებით, მნიშვნელოვნად უნდა გაეფართოვებინათ თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობები მოწინააღმდეგის თვითმფრინავების დროულად აღმოჩენაში მათი ფრენის ყველა სიმაღლეზე, მათ შორის მცირა და ზღვრულად მცირე სიმაღლეებზეც, აგრეთვე აემაღლებინათ თავიანთი გამანადგურებელი ავიაციის, საზენიტო მართვადი რაკეტებისა და საზენიტო არტილერიის მართვის ეფექტურობა. 

მთლიანობაში, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1980-იანი წლების დასაწყისში, თურქეთის სჰძ წარმოადგენდა საკმარისად ძლიერ საავიაციო დაჯგუფებას სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს ტაქტიკური დამრტყმელი ძალების შემადგენლობაში. თურქული სჰძ-ის განვითარების ზემოხსენებული გეგმების შესრულება კი უფრო მეტად გაზრდიდა მის საბრძოლო შესაძლებლობებს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Подполковник В. Лахвин, «Военно-воздушные силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1983 г. № 4. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment