ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში ხომალდმშენებლობა თურქეთში, ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობის გამო, დაქვეითებაში მოვიდა. 1955 წელს ქვეყნის ნატო-ში შესვლის შემდეგ დაიწყო თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) აღჭურვა იმ ხომალდებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო აგებული და მას აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან გადაეცა. ეროვნული აგების პირველი ფრეგატი ხომალდსამშენებლო ქარხნის «გიოლჯუკ ასკერი ტერსანესის» სტაპელებიდან ზღვაში მხოლოდ 1971 წელს იქნა ჩაშვებული. მოძველებული აღჭურვილობის მქონე ხომალდამშენებლო ვერფები სზძ-ის სანაღმო გადამღობებს, მცირე სადესანტო ხომალდებს, კატარღებსა და დამხმარე გემებს შეზღუდული რაოდენობით აგებდნენ.
1952 წელს სახელმწიფო საწარმო «დენიზჯილიქ ბანკასი» («საზღვაო ბანკი») შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც ორი სახელმწიფო სანაოსნო კომპანია იქნა შეყვანილი, რომელთა ყველა სავაჭრო გემი სზძ-ის რეზერვში ჩაირიცხა.
1963 წელს სზძ-ისა და სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებისგან შემდგარმა კომისიამ ხომალდსამშენებლო ქარხნებისა და ვერფების გაფართოებისა და მოდერნიზაციის შესახებ წინადადებით მოხსენება შეადგინა. 1980-იანი წლების დასაწყისამდე 18 ათას ტ-ზე მეტი დედვაითის მქონე გემების აგება თურქეთში საერთოდ ვერ წარმოებდა.
1980-იანი წლებიდან სწრაფად დაიწყო თურქული ხომალდმშენებლობის შესაძლებლობათა გაფართოება. მიღებულ იქნა ახალი ხომალდსამშენებლო პროგრამა, ნატო-ს ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებით მოახდინეს ხომალდსამშენებლო ქარხნების მოდერნიზაცია. უცხოური პრესის ცნობებით, 1981-დან 1985 წლის ჩათვლით პერიოდში აგებული ხომალდების ჯამური წყალწყვის მიხედვით თურქეთი მსოფლიოში მერვე ადგილზე გავიდა, ხოლო მათი რიცხვის მიხედვით კი – მესამე-მეოთხე ადგილზე.
ხომალდებისა და დამხმარე გემების მშენებლობის მოცულობა ამ პერიოდში წინა ხუთწლედთან შედარებით 3-4 ჯერ გაიზარდა. 1971-1975 წლებში ქვეყანაში 15 ხომალდი, კატარღა და დამხმარე გემი იქნა აგებული (საერთო წყალწყვით 6 ათასი ტ), 1976-1980-ში – 21 (6,3 ათასი ტ), ხოლო 1981-1985-ში კი – უკვე 82 (41,4 ათასი ტ). თურქეთმა დაიწყო განვითარებად ქვეყნებში სადესანტო ხომალდების, საბრძოლო კატარღებისა და დამხმარე გემების გაყიდვა, და 1981-1985 წლებში მათმა ექსპორტმა 29 ერთეული შეადგინა.
საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1990-იანი წლების ბოლოსთვის თურქეთის სზძ-ს მნიშვნელოვანი რაოდენობით ეროვნული აგების ახალი ხომალდი უნდა მიეღო, მათ რიცხვში მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი ფრეგატები (მრი ფრეგატები), წყალქვეშა ნავები, სარაკეტო კატარღები, ტანკსადესანტო ხომალდები, სანაღმო გადამღობები.
ამავე დროს თურქეთის ხომალდმშენებლობა მთლიანად გახლდათ დამოკიდებული უცხოურ ლიცენზიებსა და სხვადასხვა აღჭურვილობათა საიმპორტო მიწოდებებზე (ძირითადად ნატო-ს ქვეყნებიდან). დასავლელი სპეციალისტები ხაზს უსვამდნენ, რომ თურქეთის სამხედრო მრეწველობის ეს დარგი, რომელსაც საესკადრო ნაღმოსნების ჩათვლით ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების კორპუსების აგება შეეძლო, მათთვის მთავარი ენერგეტიკული დანადგარების, დამხმარე მექანიზმებისა და სახომალდო შეიარაღების მიწოდებებში თავის უცხოელ პარტნიორებზე იყო დამოკიდებული. რადიოსალოკაციო, ჰიდროაკუსტიკური და რადიოსანავიგაციო სისტემების იმპორტირება მთლიანად აშშ-დან, გფრ-დან და ნიდერლანდებიდან წარმოებდა.
ხომალდმშენებლობის განვითარებაში 1980-იან წლებში თურქეთი ძირითადად გფრ-ის დახმარებაზე იყო დამყარებული. MEKO 200 პროექტის სათავო და მომდევნო მრი ფრეგატები (ნახ. 1) დასავლეთგერმანული ფირმების «ბლომ უნდ ფოსისა» (ქ. ბრემენი) და «ჰოვალდტსვერკე დოიჩე ვერფტის» (ქ. კილი) ვერფებში იყო აგებული, 209 პროექტის პირველი სამი წყალქვეშა ნავი (ნახ. 2) – «ჰოვალდტსვერკე დოიჩე ვერფტის» ვერფებში, სათავო სარაკეტო კატარღა «დოგანი» კი (ნახ. 3) – «ლიურსენ ვერფტისა» (ქ. ბრემენ-ვეგეზაკი). ამ ხომალდების მშენებლობის დაფინანსებისთვის დასავლეთგერმანული კონსორციუმი შეიქმნა და გფრ-დან მსხვილი კრედიტებიც იქნა მიღებული. დასავლეთგერმანულ ვერფებში ასწავლიდნენ თურქ მუშებს, სადაც ისინი ღებულობდნენ მაღალ კვალიფიკაციას, სტაჟირებას გადიოდა საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, ხდებოდა ხომალდების დაპროექტების თანამედროვე გამოცდილებისა და მათი აგების მოდულურ-აგრეგატული მეთოდის გადაღება. თურქეთის ხომალდსამშენებლო ქარხნებს თანამედროვე სადაზგო ფარეხი და აღჭურვილობა გადაეცემოდა.
დასავლეთგერმანულ კონსორციუმზე დამატებით თურქული ხომალდმშენებლობის პროგრამაში ჩართული იყვნენ შვეიცარიული ფირმა «კონტრავესი» და ჰოლანდიური «ჰოლანდ-ზე სიგნაალ აპარატენი», ხომალდების შეიარაღების ნაწილი, რადიოელექტრონიკის ჩათვლით, შეერთებული შტატებისგან მიეწოდებოდა, რომლის ხარჯების ანაზღაურებასაც იმ კრედიტების ხაზით აწარმოებდნენ, რომლებიც «შეიარაღების საექსპორტო გაყიდვის» პროგრამით (FMS) გამოიყოფოდა.
მეხუთე ხუთწლიანი გეგმით (1985-1989) თურქული სავაჭრო ფლოტის დაჩქარებული განვითარება იქნა გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით შეუდგნენ სატრანსპორტო გემების მშენებლობის საწარმოო ბაზის სწრაფი ტემპებით განვითარებას. ძირითადად ეროვნულ ვერფებში გემების აგების ხარჯზე დასახული ჰქონდათ ფლოტის ჯამური ტონაჟის 41 %-ით გაზრდა – 4,4 მლნ. ტ დედვაითიდან 1984 წელს 6,2 მლნ. ტ-მდე 1989-ში. 1993 წლისთვის დაგეგმილი იყო ვერფების საწარმოო სიმძლავრეების წელიწადში 1 მლნ. ტ დედვაითამდე გადიდება. შეიქმნა ფონდი «გისათი» გემთმშენებლობის დაფინანსებისთვის.
უცხოური პრესის შეტყობინებებით, 1980-იანი წლების მიწურულს თურქეთში 42 გემთსამშენებლო საწარმო მოქმედებდა, მათგან სამი სზძ-ს მიეკუთვნებოდა, ექვსი სახელმწიფო საწარმო გახლდათ, 33 კი – კერძო საწარმო. მათ განკარგულებაში 93 სამშენებლო ადგილი იყო, მათ შორის 80 ადგილი 50-დან 150 მ-მდე სიგრძის საპელებით, ექვსი – 151-დან 200 მ-მდე და ერთიც 200 მ-ზე მეტი სიგრძისა. გემთსამშენებლო მრეწველობაში დაკავებულთა რიცხვი 23 ათას ადამიანს აღემატებოდა. საწარმოების ძირითადი ნაწილი სტამბულისა და იზმითის ყურის (კომპლექსი თუზლა) რაიონში იყო განლაგებული, იყო ასევე ვერფები იზმირსა და ერეგლიში (ნახ. 4).
[ნახატი]
ნახ. 4. თურქეთის ძირითადი ხომალდსამშენებლო ქარხნებისა და გემთსამშენებლო ვერფების განლაგების სქემა
თურქული გემთსამშენებლო მრეწველობის საწარმოო სიმძლავრეებს 1986 წელს უცხოელი სპეციალისტები წელიწადში 530 ათას ტ დედვაითად აფასებდნენ, მათ შორის ქალაქებში გიოლჯუკსა და სტამბულში არსებული ქარხნების ჯამურ სიმძლავრეს – 40 ათას ტ-ად. ვერფებს უნარი ჰქონდათ წელიწადში 120 ათას ტ-მდე ფოლადი გადაემუშავებინათ. ქვემოთ, უცხოური ბეჭდური გამოცემების მაშინდელი მონაცემების მიხედვით, მოცემულია თურქეთის ძირითადი ხომალდსამშენებლო საწარმოების მოკლე დახასიათება.
ხომალდსამშენებლო ქარხანა «გიოლჯუკ ასკერი ტერსანესი» (ქ. გიოლჯუკი), რომელიც 1911 წელს გახლავთ დაარსებული, რამდენჯერმე ყოფილა გაფართოებული და მოდერნიზებული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის დახმარებით მსხვილი რეკონსტრუქცია იქნა ჩატარებული, ხოლო იმ დროისთვის უკანასკნელი მოდერნიზაცია კი 1977-1983 წლებში განახორციელეს. ის 1989 წლის შუახანებისთვის ქვეყანაში ყველაზე უფრო თანამედროვე საწარმო გახლდათ. უშვებდა ფრეგატებს, 209 პროექტის დიზელურ წყალქვეშა ნავებს, მშრალი ტვირთების გადამტან გემებსა და 18 ათას ტ-მდე დედვაითის ტონაჟის მქონე გემებს. ქარხანაში იყო ორი სტაპელი (150×25 მ და 80 ×20 მ), რომლებზედაც შეიძლებოდა 30 ათას ტ-მდე წყალწყვის ხომალდებისა და გემების მშენებლობა. ქარხანას ჰქონდა სამი მცურავი დოკი ტვირთამწეობით 16 ათასი, 13,5 ათასი და 12 ათასი ტ.
1924 წელს აქ რემონტი და დოკირება გაიარა სახაზო კრეისერმა «იავუზმა» (ყოფილი გერმანული «გიობენი», რომელიც თურქეთს პირველ მსიფლიო ომში გადაეცა). 1962 წლიდან აშშ-ის ტექნიკური დახმარებით წყალქვეშა ნავების კაპიტალური რემონტი იქნა ორგანიზებული, რაც 1989 წლის შუამდე 30 დიზელურ წყალქვეშა ნავს ჩაუტარდა.
ქ. გიოლჯუკში არსებულ ქარხანაში 1970-იან წლებში ორი ფრეგატი ააგეს, რომელთაგან «ბიორკი» მწყობრში 1972 წელს იქნა შეყვანილი, ხოლო «ფეიქი» კი – 1975-ში.
გფრ-ის ლიცენზიით 209 პროექტის სამი წყალქვეშა ნავი იყო აგებული («ილდირაი», «დოგანაი» და «თითირაი»), მიმდინარეობდა მეოთხე წყალქვეშა ნავის მშენებლობა, რომლის საძირკველიც 1985 წლის მაისში იქნა დადებული.
ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში MEKO 200 პროექტის მრი ფრეგატი «ფათიჰი» (გფრ ლიცენზიით) იქნა შეყვანილი, და მიდიოდა მეორე მრი ფრეგატის «ილდირიმის» მშენებლობა, რომლის საძირკველიც 1986 წლის ივნისში იყო დადებული.
ქარხანაში აწარმოებდნენ თურქული საესკადრო ნაღმოსნებისა და წყალქვეშა ნავების კაპიტალურ რემონტსა და მათში ახალ აღჭურვილობათა (მოწყობილობათა) დაყენებას, უშვებდნენ ცეცხლის მართვის სახომალდო სისტემებს «საფანი», ელექტრონულ აღჭურვილობას, აპარატურასა და ხელსაწყოებს.
1987 წლისთვის მდგომარეობით აქ 65 ხომალდი და გემი იყო აგებული. ქარხანაში 5 ათასი მუშა და 100 ინჟენერი მუშაობდა. სრული დატვირთვის უზრუნველყოფისთვის ასევე უშვებდნენ 18 ათასი ტ დედვაითის ტონაჟის ბალკერებს, 13 ათასი და 5,5 ათასი ტ დედვაითის მშრალი ტვირთების გადამზიდ გემებსა და ბუქსირებსაც.
ხომალდსამშენებლო ქარხანა «ტაშქიზაკ ასკერი ტერსანესი» (ნახ. 5) ოქროს რქის ბუხტაში (ქ. სტამბული) იმყოფება. ის 1455 წელსაა დაარსებული. გფრ-ის ტექნიკური დახმარებით «ცივი ომის» წლებში რამდენჯერმე გაიარა მოდერნიზაცია. დასავლეთერმანული ლიცენზიით უშვებდა «დოგანის» ტიპის სარაკეტო კატარღებს, რომლებიც «ჰარპუნის» ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით (ხწრკ) გახლდნენ შეიარაღებული, აგრეთვე სადესანტო ხომალდებს, სანაღმო გადამღობებს, სატორპედო, საპატრულო და სადარაჯო კატარღებს.
1828 წელს ქარხანაში ორთქლით მავალი პირველი გემი იქნა აგებული, 1886-ში კი – პირველი თურქული წყალქვეშა ნავი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ის სავაჭრო გემების მშენებლობაზე გადაერთო, ხოლო 1941 წელს საბრძოლო ხომალდების მშენებლობა იქნა განახლებული.
1980-იანი წლების მიწურულს ქარხნის განკარგულებაში გახლდათ ორი სტაპელი (140×25 მ და 100×15 მ), სლიპები, ორი მცურავი დოკი (ტვირთამწეობით 3,5 ათასი და 2,5 ათასი ტ).
1978-დან 1989 წლის შუახანებისთვის აქ დასავლეთგერმანული ფირმის «ლიურსენის» ლიცენზიით «დოგანის» ტიპის ექვსი კატარღა და SAR-33 ტიპის 12 კატარღა იქნა აგებული თითოეული 170 ტ წყალწყვით, აგრეთვე სამი ტანკსადესანტო ხომალდი, ტანკერები სზძ-თვის, 10 ათას ტ-მდე ტონაჟის მშრალი ტვირთების გადამზიდი გემები. ქარხანაში დაკავებულთა რიცხვი 3 ათას ადამიანამდე ადიოდა. წელიწადში მასში დაახლოებით 200 ხომალდსა და გემს არემონტებდნენ.
უცხოური პრესის შეტყობინებებით, იზმირში იყო სზძ-ის მცირე ვერფი, რომელიც სადესანტო ხომალდებს, კატარღებს, სადესანტო-გადასასხმელ საშუალებებს აგებდა, აგრეთვე სზძ-ის ხომალდებისა და კატარღების რემონტსა და დოკირებასაც აწარმოებდა.
სახელმწიფო და კერძო ვერფებს შორის გამოირჩეოდა ახალი მსხვილი გემთსამშენებლო და მანქანათსამშენებლო ქარხანა «ფენდიქ ტერსანესი», რომელიც სახელმწიფო კომპანიას «თურქიე გემი სანაის» ეკუთვნოდა. ის სტამბულის შემოგარენში გახლდათ განლაგებული და იაპონური და დასავლეთგერმანული ფირმების ტექნიკური დახმარებით იყო აშენებული. ჰქონდა სტაპელი (200×38 მ) და თანამედროვე საამწე აღჭურვილობა. ფოლადის დამუშავების სიმძლავრეები შადგენდა 16 ათას ტ-ს წელიწადში. გემების საძირკველების დადება 1982 წელს იქნა დაწყებული და 1988-ის აინვრის მდგომარეობით 30-ზე მეტი გემი იყო გამოშვებული. 1989 წლის შუახანებში მიმდინარეობდა 26-26 ათასი ტ დედვაითის სამი ბალკერის მშენებლობა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკისთვის და ჰქონდათ შეკვეთა 75-75 ათასი ტ დედვაითის მშრალი ტვირთების გადამზიდი ორი გემის აგებაზე თურქეთის სახელმწიფო სანაოსნო კომპანიისთვის.
1988 წლის ბოლოს ამ ქარხნის გაფართოების მეორე რიგის სამუშაიები იქნა დასრულებული, რომლებიც ითვალისწინებდა მშრალი დოკის (300×75 მ) აგებას 170 ათას ტ-მდე დედვაითის გემებისთვის, აგრეთვე ხომალდებისა და გემების კორპუსების ამწყობი ახლი საამქროების აშენებას. საწარმოში დაკავებულთა რიცხვი შეადგენდა დაახლოებით 4 ათასი ადამიანს.
ვერფის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ქარხანა, რომელიც «ზულცერის» ტიპის სახომალდო ძრავებს აწარმოებდა (ლიცენზიით). მისი მშენებლობა 1979 წელს დაასრულეს. 1987 წლამდე აქ 540-5400 ცხ. ძ. სიმძლავრის დიზელურ ძრავებს უშვებდნენ, 1987 წლიდან კი დასახული ჰქონდათ 18 ათასი ცხ. ძ. სიმძლავრის დიზელური ძრავების გამოშვების აწყობა, და მის შემდეგ – 35 ათასი ცხ. ძ. სიმძლავრისაც.
სახელმწიფო კომპანია «თურქიე გემი სანაის» სხვა ძირითადი ვერფების მოკლე მახასიათებლები 1980-იანი წლების მიწურულის მდგომარეობით ქვემოთ ცხრილშია წარმოდგენილი. ყველა ამ საწარმოს უცხოელი ექსპერტები განიხილავდნენ როგორც თურქეთის სზძ-ის ხომლდსამშენებლო და სარემონტო ბაზის რეზერვს.
ცხრილი
სახელმწიფო კომპანია «თურქიე გემი სანაის» ზოგიერთი ვერფის მოკლე მახასიათებლები
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ვერფის სახელწოდება (ადგილმდებარეობა); B – სტაპელების ზომა, მ; C – მშრალი დოკების სიგრძე, მ; D – მცურვი დოკების სიგრძე, მ / ტვირთამწეობა, ათასი ტ; E – მშენებლობის წლიური საწარმოო სიმძლავრეები, დედვაითის ტ; F – ყველაზე უფრო დიდი გემის ტონაჟი, დედვაითის ტ: აგებულისა / რომლის დოკირებაც შეიძლება; G – ფოლადის დამუშვების წლიური სიმძლავრეები, ტ; H – დაკავებულთა რიცხვი)
. . . . A . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . C . . . . D . . . . . . . . E . . . . . . F . . . . . . G . . . . . H . .
«ჯამიათლი . . . . . . 92×16, . . . . . – . . . . . – . . . . .18000 . . . 13500 . . .8000 . . . 1110
ტერსანესი» . . . . . .140×24 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . / – . . .
(სტამბული)
«ჰალიჩ . . . . . . . . . . 56×18, . . . . . 84; . . . . – . . . . . .8000 . . . 5400 / . . 4000 . . . 1500
ტერსანესი» . . . . . . 90×22. . . . . 119; . . . . . . . . . . . . . . . . . . .8000 . . .
(სტამბული) . . . . . . . . . . . . . . . .153 . . .
«ისტინია . . . . . . . . 85×14 . . . . . . – . . . 67 / 5,0; . . .3300 . . .3300 / . . 2500 . . . . 950
ტერსანესი» . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 137 / 7,5; . . . . . . . . . 35000 . . .
(ბოსფორის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 188 / 14,5 . . .
სრუტე)
«ალაიბეი . . . . . . . სინქრო- . . . . – . . . . . – . . . . . . .1500 . . .2500 / . . 1700 . . . . 410
ტერსანესი» . . . . . ლიფტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .12500 . . .
(იზმირი) . . . . . . . ტვირთ-
. . . . . . . . . . . . . . . ამწეობით
. . . . . . . . . . . . . . . . . . 3000 ტ
გამოყენებული ლიტერატურა
Капитан 1 ранга Ю. Введенский, «Кораблестроение в Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1989 г. № 3.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment