Thursday, October 29, 2026

თურქეთს განზრახული აქვს ძირითადი საბრძოლო ტანკების M60A1 მოდერნიზაცია

2000-იანი წლების დასაწყისში თურქეთი ვარაუდობდა შედგომოდა M60A1 ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების (ძბტ) მოდერნიზაციას. გადაწყვეტილების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ისრაულ ფირმას «ისრაელ ეარქრაფთ ინდასთრიზი» მიეცა კონტრაქტი ამ სამუშაოების ჩატარებაზე კონკურსის გამოცხადების გარეშე. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს 2002 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით, 700 მლნ. ღირებულების კონტრაქტი 170 M60 ტანკის მოდერნიზაციაზე შეიძლებოდა განეხილათ როგორც მჭიდრო სტრატეგიული კავშირი ორ სახელმწიფოს შორის. 

კონტრაქტს ხელი მოაწერეს 2002 წლის 29 სექტემბერს თურქეთის გენერალური შტაბის ინიციატივით, SSM სამმართველოს შეშფოთების მიუხედავად ამ სამუშაოებში თურქული ფირმების მონაწილეობის წილთან დაკავშირებით. SSM სამმართველომ ეროვნული კომპანიების მონაწილეობის თავდაპირველი დონე 50 % აუწია 75 %-მდე. მაგრამ, თურქული წყაროების შეტყობინებებით, რეალურად ის 2002 წელს არ აღემატებოდა 5 % (ანუ 35 მლნ. დოლარს). 

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, «ისრაელ ეარქრაფთ ინდასთრიზის» არჩევაში გადამწყვეტი ფაქტორები იყო მოთხოვნის შესრულების სისწრაფე და სამუშაოების ღირებულება. მიუხედავად ამისა პირველ მოდერნიზებულ ძბტ-ს ჯარებში მიაწვდიდნენ არაუადრეს 44 თვისა, ხოლო თითოეული მანქანის ღირებულება კი იქნებოდა 4,2 მლნ. დოლარი, რაც ზოგიერთი ახალი ნიმუშის ღირებულებას უტოლდებოდა. 

2001 წლის აგვისტოში M60 ტანკების მიმწოდებელი ფირმა «ჯენერალ დაინემიქს ლენდ სისტემზი» სთავაზობდა თურქული ტანკების მოდერნიზაციის ჩატარებას 120 S ვარიანტად. ამასთან ითვალისწინებდა M60-ის შასის სრულყოფას, აგრეთვე 105-მმ ზარბაზნის ტურელის ძბტ M1A1-ის ტურელური დანადგარით შეცვლას, რომელსაც 120-მმ გლუვლულიანი ქვემეხი გააჩნდა. ფირმის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ეს იქნებოდა იდიალური ვარიანტი არმიის მოთხოვნის შესასრულებლად, რომ ძბტ M60-თვის მოდერნიზაცია ჩაეტარებიათ და ახალი ტანკები შეემუშავებიათ. მაგრამ ამ პროგრამის რეალიზაცია ქვეყანაში ეკონომიკური სიძნელეების გამო გადადებულ იქნა. 

გერმანიას ადრე სურდა თურქული არმიისათვის «ლეოპარდ-2A6EX» ტიპის ძბტ-ები მიეყიდა, თუმცა კი შემდეგ «ლეოპარდ-2A4» ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების პარტია შესთავაზა. იმხანად ბერლინი თურქეთში შეიარაღებათა მიწოდების საკითხში მოქნილობას იჩენდა და მოიწონა 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცებისთვის «თანდერი» გერმანული წარმოების ძრავების მიწოდება, აგრეთვე M60 სერიის ტანკების მოდერნიზაცია «ისრაელ ეარქრაფთ ინდასთრიზის» მონაწილეობით. 

გამოყენებული ლიტერატურა 

..... «Турция намерена модернизировать основной боевой танк M60A1», Зарубежное Военное Обозрение, 2002 г. № 12. 

ქვემოთ არის ფერადი ჩანართი ძველი ჟურნალიდან და მინაწერი: აშშ-ში 1976-1977 წლებში იგეგმება დაიწყონ ტანკების M60A1E3 სერიული გამოშვება და ჯარებში მიწოდება – ტანკ M60A1-ის მოდერნიზებული ნიმუშისა. ახალი მანქანა აღჭურვილი იქნება ცეცხლის მართვის უფრო თანამედროვე სისტემითა და გაუმჯობესებული საკიდრით, მისი საბრძოლო წონაა დაახლოებით 48 ტ, ეკიპაჟი ოთხი ადამიანი. შეიარაღება: 105-მმ ზარბაზანი, მასთან შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, 12,7-მმ საზენიტო ტყვიამფრქვევი. საბრძოლო კომპლექტი შეადგენს შესაბამისად 63 გასროლას, 5950 და 950 ვაზნას. სვლის მარაგი დაახლოებით 500 კმ-ია. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment