Sunday, November 1, 2026

აშშ საარმიო კორპუსი შეტევაში

... შეიარაღებული ძალების მომავალ ომისათვის მზადების ზოგად სისტემაში აშშ არმიის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს შეტევითი მოქმედებების ორგანიზებასა და ჩატარებას. შეტევა ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მიერ განიხილება როგორც ბრძოლის (ოპერაციის) ერთ-ერთი ძირითადი სახეობა. მისი არსი მდგომარეობს მოწინააღმდეგის საიმედო დაზიანებაში იარაღის ყველა სახეობით, მათ შორის ბირთვულით, შენაერთებისა და ნაწილების სწრაფ და გაბედულ წინსვლაში მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში მისი ცოცხალი ძალის, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის დაპყრობის (ხელში ჩაგდების) ან განადგურების, აგრეთვე მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაიონების (ობიექტების) დაუფლების მიზნით. 

აშშ საარმიო კორპუსი, როგორც უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, წარმოადგენს რა უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს საომარ მოქმდებათა თეატრზე (ომთ), მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახმელეთო ჯარების ოპერაციებში და შეიძლება კოალიციური არმიების ჯგუფის საფუძველსაც შეადგენდეს. 

საარმიო კორპუსი ფლობს მნიშვნელოვან საცეცხლე და დარტყმით ძალას, ხოლო მის შემადგენლობაში ჯართა ძირითადი გვარეობების შეხამების წყალობით მას გააჩნია საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკუთარი აუილებელი საშუალებანი, რაც აძლევს კორპუსს საბრძოლო მოქმედებათა წარმოების შესაძლებლობას არა მარტო არმიების ჯგუფის შემადგენლობაში, არამედ დამოუკიდებელ საოპერაციო მიმართულებაზე ან ძირითადი ძალებისგან მოწყვეტითაც. 

საარმიო კორპუსის როლი შეტევით ოპერაციაში განისაზღვრება მისი დანიშნულებითა და ადგილით კოალიციურ არმიათა ჯგუფის ოპერატიულ მოწყობაში. ასე, იმოქმედებს რა პირველ ეშელონში მთავარი დარტყმის მიმართულებაზე, იგი შეიძლება თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს არმიათა ჯგუფის შეტევითი ოპერაციის მიზნის მიღწევაში. ეს იმით აიხსნება, რომ, მაგალითად, ომის დასაწყისში აღნიშნული ჯგუფი შეტევაში გადავა, როგორც წესი, ერთეშელონიან მოწყობაში, ეყოლება რა რეზერვში რამდენიმე დივიზია. შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას ეს დივიზიები იგეგმება გადაუქვემდებარონ საარმიო კორპუსებს, რომლებიც იმოქმედებენ მთავარ მიმართულებაზე და, მიიღებენ რა ახალ შენაერთებს (ნაწილებს), ფაქტიურად შეძლებენ ამოცანების შესრულებას არმიათა ჯგუფის შეტევითი ოპერაციების მთელ სიღრმეში. დამხმარე დარტყმის მიმართულებაზე საარმიო კორპუსი ასრულებს ამოცანას ჯარების მთავარი დაჯგუფების მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით. 

შეტევაში, როგორც თვლიან უცხოელი სპეციალისტები, საარმიო კორპუსს ჩვეულებრივ დაესმება გადამწყვეტი (გადამჭრელი) მიზნები: წინმდგომი დაჯგუფების განადგურება, ტერიტორიის ან ადგილმდებარეობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უბნების დაპყრობა, მოწინააღმდეგისათვის აუცილებელი რესურსების წართმევა, მისი თავდაცვის დემორალიზაცია და შემდგომი წინააღმდეგობისათვის ნების დათრგუნვა, მოწინააღმდეგის ყურადღების საბრძოლო მოქმედებათა სხვა რაიონებიდან თავისკენ გადმოტანა. შეტევითი მოქმედებები შეიძლება წარმოებდეს აგრეთვე შეზღუდული მიზნებითაც – მოწინააღმდეგის რეზერვების შებოჭვა, მისი შემოტევის ჩაშლა, ალყის გარღვევა და საკუთარი ჯარების დებლოკირება. 

კორპუსის ნაწილებისა და შენაერთების წარმატება შეტევით ბრძოლაში, აშშ სარდლობის აზრით, ბევრად იქნება დამოკიდებული შემდეგი პირობების შესრულებაზე: აუცილებელი ძალებისა და საშუალებათა თავმოყრა გადამწყვეტ მომენტში და გადამწყვეტ ადგილზე; საიმედო მართვის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან უბანზე საცეცხლე ძალისხმევისა და მანევრის თავმოყრის ინტერესებში; ინიციატივის ხელში ჩაგდება და შენარჩუნება ჯართა ყველა გვარეობის გაერთიანებული ძალისხმევით, საკუთარი იარაღის მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევისა და მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა ზემოქმედების შემცირების მიზნით. ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე შეტევისას აშშ არმიის წესდებებით რეკომენდირებულია გარღვევის უბნებზე იქმნებოდეს თავდაცვაში მყოფზე უპირატესობა (აღმატება) თანაფარდობით არანაკლებ 6 : 1, ხოლო მთავარი დარტყმა კი მიეყენებოდეს ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილებში მოწინააღმდეგის თავდაცვის სისტემაში. ამასთან მოწინააღმდეგეზე აუცილებელი უპირატესობის (აღმატების) მიღწევის უზრუნველმყოფ ძირითად ფაქტორებს წარმოადგენს მოულოდნელობა, დარტყმითი ძალა და მოქმედებების სისწრაფე. 

ითვლება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში შეტევისას აუცილებელი არ არის იქმნებოდეს მნიშვნელოვანი უპირატესობა თავდამცავზე ძალებსა და საშუალებებში. ცალკეულ შემთხვევებში შეტევაზე გადასვლა შეიძლება ძალთა თანაბარი შეფარდების დროსაც კი ხორციელდებოდეს. მთავარ მიმართულებაზე მოწინააღმდეგეზე ტაქტიკური პირატესობა რეკომენდირებულია მიიღწეოდეს ბირთვული იარაღის უნარიანი გამოყენებით მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ. 

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოულოდნეობის ფაქტორს. ვარაუდობენ, რომ დაბნეული და გაოგნებული მოწინააღმდეგე, რომელსაც თუნდაც ჰქონდეს ძალებში უპირატესობა, ვერ შეძლებს ჯეროვანი წინააღმდეობის გაწევას. ამიტომ რეკომენდირებულია უმნიშვნელო ძალების არსებობისას მოწინააღმდეგეზე უპირატესობის (აღამატების) შესაქმნელად მაქსიმალურად იყენებდნენ მოულოდნელობის ფაქტორს, ხოლო ამ უკანასკნელის მისაღწევად კი – ღებულობდნენ ზომებს მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად და იყენებდნენ თავიანთი ჯარების მაღალ მობილურობას. 

კორპუსის საბრძოლო შემადგენლობა მუდმივი არ არის და დამოკიდებულია მის როლსა და ადგილზე არმიების ჯგუფის ოპერატიულ მოწყობაში, მის წინაშე მდგარ საბრძოლო ამოცანებზე, პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგის მდგომარეობასა და მოქმედების ხასიათზე. კორპუსის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ორიდან (დამხმარე მიმართულებაზე) ექვსამდე სხვადასხვა ტიპის დივიაზია, აგრეთვე საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის ნაწილები და ქვედანაყოფები. 

ომის დასაწყისში საარმიო კორპუსი შეიძლება შეტევაში გადადიოდეს იმ ძალებით, რომლებიც მას საბრძოლო მოქმედებათა დასაწყისისათვის გააჩნდა. 

საარმიო კორპუსის საბრძოლო ამოცანები და ოპერაციის გაქანება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, და უწინარეს ყოვლისა არმიების ჯგუფის ამოცანაზე, კორპუსის დანიშნულებასა და შემადგენლობაზე, პირისპირ მდგომი მოწიააღმდეგის მოქმედებათა ხასიათსა და ადგილმდებარეობის პირობებზე. 

როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოქმედმა საარმიო კორპუსმა შეიძლება მიიღოს 40 – 80 კმ სიგანის ზოლი შეტევისათვის, ხოლო მეორეხარისხოვანზე კი – 120 კმ და მეტიც (იხ. ნახატი). უახლოესი ამოცანის სიღრმე იქნება 35–40 კმ, საბოლოოსი – 100 – 150 კმ ოპერაციის საერთო ხანგრძლივობისას 3 – 4 დღეღამე. შეტევის ტემპმა ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე შეიძლება შეადგინოს 40 – 50 კმ დღეღამეში. 

საარმიო კორპუსში ხუთი-ექვსი დივიზიის არსებობისას ის შეიძლება აწარმოებდეს საბრძოლო მოქმედებებს უფრო ფართო ფრონტზე (130 კმ-მდეც კი) და ასრულებდეს ამოცანას 250 კმ-მდე სიღრმეში. მოყვანილი ნორმატივები მიახლოებითია. ითვლება, რომ ამოცანები კორპუსს უნდა ესმებოდეს ზოგად შტრიხებში იმით, რათა მეთაურებს ეძლეოდეს მაქსიმალური მოქნილობა და მოქმედებების თავისუფლება. ამერიკელი ექსპერტების აზრით, თავს უნდა არიდებდნენ შეტევის კონკრეტული ობიექტების დანიშვნას, ვინაიდან ეს იწვევს ინიციატივის შეზღუდვას და კორპუსის მეთაურებსა და შტაბებს ართმევს მოქმედებათა თავისუფლებას. 

საარმიო კორპუსის საბრძოლო მოწყობა შეტევაში რეკომენდირებულია იგებოდეს ბირთვული დარტყმებისა და დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებებით დარტყმების შედეგების ეფექტურად გამოყენების, აგრეთვე გარღვევისათვის ჯარების თავმოყრისა და მასობრივი დაზიანების იარაღისაგან მათი დაცვის მიზნით სწრაფად განწერტვის ინტერესებში ფართო მანევრის უზრუნველყოფის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ითვალისწინებენ ძლიერი პირველი ეშელონის ყოლას დარტყმის მიყენებისთვის ოპერაციის სულ დასაწყისშივე. სპეციალისები იძლევიან რეკომენდაციას იქმნებოდეს კორპუსის ჯარების შემადგენლობაში დამრტყმელი დაჯგუფება (მთავრი დარტყმისა), დამხმარე დარტყმების დაჯგუფებები (ორამდე) და რეზერვის (მეორე ეშელონის) დაჯგუფებაც. 

კორპუსის საბრძოლო მოწყობის ელემენტებია: პირველი ეშელონი, ზოგადსაჯარისო რეზერვი (მეორე ეშელონი), საჰაერო (აერომობილური) დესანტი, დაფარვის ჯარები, საკორპუსო საველე და საზენიტო არტილერიის დაჯგუფებები (სარაკეტო სისტემების ჩათვლით), აგრეთვე სპეციალური რეზერვები (საცეცხლე საშუალებათა, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო და ქიმიური). 

აშშ საარმიო კორპუსი, უცხოური ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, საბრძოლო წყობას ჩველებრივ აგებს ორ ეშელონად: პირველში ორი-სამი მექანიზებული დივიზია, მეორეში ჯავშანსატანკო დივიზია და ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი. რეკომენდირებულია აგრეთვე ჯავშანსატანკო დივიზიის გამოყენება პირველ ეშელონშიც მთავარი დარტყმის მიმართულებაზე. პირველი ეშელონის ძირითადი მიზანი იქნება მოწინააღმდეგის თავდაცვის ტაქტიკური ზონის გარღვევა და კორპუსის უახლოესი ამოცანის შესრულება, შემდგომში კი (მეორე ეშელონთან ურთიერთმოქმედებით) მისი საბოლოო ამოცანისა. მეორე ეშელონი განკუთვნილია წარმატების განვითარებისთვის, იმ შენაერთების შესაცვლელად, რომლებმაც განიცადეს დიდი დანაკარგები, კონტრშემოტევების (კონტრდარტყმების) მოსაგერიებლად და პირველი ეშელონის შენაერთებთან ურთიერთმოქმედებით საბოლოო ამოცანის შესრულებისათვის. 

ჯავშანსაკავალერიო პოლკს შეუძლია მოქმედებდეს დამოუკიდებლად მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, აწარმოებდეს დაზვერვას ან იფარავდეს ღია ფლანგებსა და საბრძოლო წყობაში არსებულ წყვეტებს. მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობის პირობებში შეტევისას მისი გამოყენება ივარაუდება კორპუსის დაფარვის ჯარების სახით. 

კორპუსის საბრძოლო მოწყობის ერთ ეშელონად აგებისას ზოგადსაჯარისო რეზერვის შემადგენლობაში შეიძლება გამოიყოფოდეს ჯავშანსაკავალერიო პოლკი ან ცალკეული ბრიგადა, თუ ასეთი შედის კორპუსის შემადგენლობაში. საარმიო კორპუსის რეზერვის შენაერთები და ნაწილები ჩველებრივ განლაგდება წინა ხაზიდან 25 – 50 კმ დაშორებაზე. 

საარმიო კორპუსის შეტევის ზოლში გამოყენებადი საჰაერო (აერომობილური) დესანტი შეიძლება იყოს ერთ ბრიგადამდე ძალის. მისი ქვედანაყოფები ჩველებრივ გამოიყოფა მეორე ეშელონის (რეზერვის) შენაერთებიდან და ნაწილებიდან. დესანტის ძირითადი ამოცანაა – ანადგურებდეს ბირთვული თავდასხმის საშუალებებს, მართვის პუნქტებს, აგრეთვე იპყრობდეს და ფრონტიდან შემომტევი ჯარების მოსვლამდე ინარჩუნებდეს მომგებიან მიჯნებს (რაიონებს) მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. დესანტირების დაწყებამდე დესანტის ქვედანაყოფები განლაგდებიან (გადაადგილდებიან) პირველი ეშელონის დივიზიების უკან. 

კორპუსის საველე არტილერიის დაჯგუფება ჩველებრივ მოიცავს მართვადი რაკეტების (მრ) „ლანსი“ დივიზიონებსა და კორპუსის მეთაურის განკარგულებაში დარჩენილი საველე არტილერიის ქვედანაყოფების ნაწილს. საცეცხლე მომზადებისა და პირველი ეშელონის შენაერთების საერთო მხარდაჭერის მთავარ მიმართულებაზე კორპუსის მეთაური შეიძლება იყენებდეს კორპუსის მეორე ეშელონში (რეზერვში) მყოფი დივიზიის (ან სხვა ნაწილების) არტილერიას. 

საზენიტო არტილერიის დაჯგუფების შემადგენლობაში, კორპუსის საშუალებათა გარდა ირთვება აგრეთვე საზენიტო-მართვადი რაკეტების (ზმრ) „ჰოქი“ ჯგუფი. მეთაური განსაზღვრავს კორპუსის მოქმედებების ზოლში უმნიშვნელოვანეს ობიექტებსა და მათი დაფარვის თანამიმდევრობას, ხოლო ცეცხლის უშუალო მართვა კი ხორციელდება საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ზონაში მოქმედი ერთიანი სისტემით. დაფარვის ძირითად ობიექტებს წარმოადგენს ბირთვული საშუალებები, დამრტყმელი დაჯგუფებისა და რეზერვის შენაერთები, აგრეთვე მართვის პუნქტები. 

საარმიო კორპუსის ტანკსაწინაარმდეგო რეზერვი განკუთვნილია პირველი ეშელონის შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობათა ამაღლებისათვის და შეტევის მსვლელობისას კონტრშემოტევების (კონრდარტყმების) მოგერიების მიზნით დამოუკიდებლად გამოყენებისთვის. მის შემადგენლობაში უწინარეს ყოვლისა ირთვება საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების ქვედანაყოფები. 

კორპუსის საინჟინრო რეზერვი ასრულებს პირველი ეშელონის შენაერთების გაძლიერების, ბირთვული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის, ღია ფლანგების დაფარვისა და სხვა ამოცანებს. იგი შეიძლება შედგებოდეს მესანგრეთა, საპონტონო-სახიდო და სხვა საინჟინრო ქვედანაყოფებისგან. 

კორპუსის ქიმიური რეზერვი გამოიყენება შემნიღბავი და შხამიანი კვამლების დაყენებისთვის და ბირთვული თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციოდ. მის შემადგენლობაში ჩველებრივ შედიან საკვამლე ქვედანაყოფები, ქიმიასაწინააღმდეგო დაცვისა და სპეციალური დამუშავების ქვედანაყოფები. 

ყველა სპეციალური რეზერვი განლაგდება პირველი ეშელონის შენაერთების საბრძოლო რიგების უკან მათი შესაძლო გამოყენების მიმართულებებზე. 

საარმიო კორპუსის მნიშვნელოვან რეზერვს წარმოადგენს ბირთვული საბრძოლო მასალები, რომლებიც დარჩა მეთაურის განკარგულებაში შენაერთებში მათი განაწილების შემდეგ. ამ რეზერვით მას შეუძლია იქონიოს გავლენა საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე, გამოუყოფს რა ბირთვულ საბრძოლო მასალებს პირველი ეშელონისა და რეზერვის შენაერთებს. 

აშშ არმიის სარდლობის შეხედულებებით, სახმელეთო ჯარების შენაერთების შეტევითი მოქმედებები ყალიბდება შემდგომი ეტაპებისაგან: მოწინააღმდეგესთან დაახლოება (сближение с противником), საკუთრივ შეტევა (გარღვევა), წარმატების განვითარება, დევნა. 

დ ა ა ხ ლ ო ე ბ ა  ხორციელდება შემტევის მიერ მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მიღწევის ან მისი აღდგენის მიზნით. დაახლოებისადმი წაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნაა ჯარების ფარული წინგასვლა (выдвижение). ამასთან მოწინააღმდეგესთან მისვლა (подход) ისე უნდა ტარდებოდეს, რომ მასთან საბოლოო შეხება განხორცილედეს თავიდან უმნიშვნელო ძალებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არასაკმარისადაა გამოვლენილი მისი თავდაცვის სისტემა. ამიტომ დაახლოების მსველობისას კორპუსის შენაერთები წინ გადიან (выдвигаются) ეშელონებად სალაშქრო და წინასაბრძოლო რიგებში, ეყოლებათ რა თავიანთ წინ დაზვერვა, დაფარვისა და დაცვის ძალები (силы прикрытия и охранения). 

ითვლება, რომ ასეთი მოქმედებები ყველაზე უფრო დამახასიათებელი იქნება ომის დასაწისში და სვლიდან შეტევისას (наступление с ходу). ამ შემთხვევაში დაფარვის ჯარების სახით საარმიო კორპუსიდან შეიძლება მოქმედებდეს ჯავშანსაკავალერიო პოლკი. მათ (დაფარვის ჯარებს) ეკისრებათ შემდეგი ამოცანები: აწარმოონ აქტიური დაზვერვა, გადალახონ უზრუნველყოფის ზოლი, გაიჭრან (прорваться) თავდაცვის მთავარი (პირველი) ზოლის წინა კიდესთან და უზრუნველყონ კორპუსის მთავარი ძალების წინგასვლა და გაშლა (выдвижение и развертывание). დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებები უზრუნველყოფილი იქნება როგორც საშტატო, ისე კორპუსის მთავარი ძალების შემადგენლობიდან უშუალოდ მათ განკარგულებაში გამოყოფილი საველე არტილერიის ცეცხლით, აგრეთვე მხარდამჭერი ავიაციისა და საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენების დარტყმებითაც. 

ს ა კ უ თ რ ი ვ | შ ე ტ ე ვ ა | (გ ა რ ღ ვ ე ვ ა)  მოიცავს ძალებისა და საშუალებათა თავმოყრას არჩეულ მიმართულებებზე, თავდამცავის საცეცხლე საშუალებათა ჩახშობას (საცეცხლე მომზადება და შეტევის მხარდაჭერა), დარტყმების მიყენებას, მოწინააღმდეგის ჩახშობასა (დათრგუნვასა /подавление/) და განადგურებას. აშშ სამხედრო სპეციალისტები შეტევაში ითვალისწინებენ შეტევაში გადასვლის ორ ხერხს: სვლიდან და მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან. 

პირველ შემთხვევაში ჯარები წინ გამოდიან სიღრმიდან მაშინვე შეტევის საწყის მიჯნაზე და ბრძოლაში შედიან მარშიდან, ან და ფრონტის ხაზიდან 60 – 80 კმ დაშორებაზე წინასწარ მცირე ხნით დაკავებული თავმოყრის რაიონებიდან, საიდანაც გამოდიან შეტევის საწყის მიჯნებზე. ბრძოლაში მარშიდან შესვლა ყველაზე უფრო დამახასიათებელია ომის საწყისი პერიოდისათვის, როცა მოწინააღმდეგეზე შეტევა წარმოადგენს მასთან დაახლოების ბუნებრივ გაგრძელებას. შეტევა სვლიდან თავმოყრის რაიონებიდან ყველაზე უფრო დამახასიათებელია უკვე საბრძოლო მოქმედებების პროცესში. ის უფრო ხშირად ჩატარდება (будет проводиться) ბირთვული ომის პირობებში, აგრეთვე მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ნაჩქარევად (დაჩქარებით /поспешно/) გადავიდა თავდაცვაში და ჩამოუვარდება შემტევს ბრძოლისუნარიანობაში, საბრძოლო მზადყოფნასა და მანევრულობაში. 

შეტევა უშუალო შეხების მდგომარეობიდან – ეს ისეთი ხერხია, როცა ჯარების მიერ დაკავებული მიჯნა წარმოადგენს საწყის რაიონს შეტევისათვის. ის ჩვეულებრივ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საარმიო კორპუსი იმყოფება თავდაცვაში, აგრეთვე მოწინააღმდეგის მომზადებულ თავდაცვაზე შეტევისას, როგორც წესი, დაზიანების მხოლოდ ჩველებრივ საშუალებათა გამოყენების პირობებში. 

ბრძოლაში წარმატების უმნიშვნელოვანეს პირობად ითვლება აუცილებელი ძალებისა და საშუალებათა თავმოყრა არჩეულ მიმართულებებზე თავდამცავზე საჭირო უპრატესობის მისაღწევად. ეს უპირატესობა დაზიანების ჩვეულებრივ საშუალებათა გამოყენებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რეკომენდირებულია იქმნებოდეს ფრონტის ვიწრო უბანზე, მიმართულებაზე, სადაც მოწინააღმდეგის თავდაცვა ყველაზე უფრო სუსტადაა ორგანიზებული. გარღვევის არჩეულ უბნებზე (განფენილობა 8 – 12 კმ) გაითვალისწინება თავი მოუყარონ კორპუსის მთელი ძალებისა და საშუალებათა 60 – 80 %-ს, რაც, ბუნებრივია, გამოიწვევს სხვა მიმართულებებზე დაჯგუფების დასუსტებას. 

საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, რომ ასეთი მანევრის ორგანიზაცია მეთაურებისა და შტაბებისაგან მოითხოვს დიდ ხელონებას, გონივრულ რისკს, ფარულობასა და ოპერატიულობას შეტევაში გადასვლის მაქსიმალური მოულოდნელობის მიღწევის მიზნით. რეკომენდირებულია ღებულობდნენ ყველა ზომას, რათა წაართვან მოწინააღმდეგეს დაზვერვის წარმოების შესაძლებლობა, შეჰყავდეთ შეცდომაში და ზღუდავდნენ მის შესაძლებლობებს ჯარების მართვაში რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებათა ფართო გამოყენების გზით, ოსტატურად იყენებდნენ ადგილმდებარეობასა და შენიღბვას. 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ დივიზიების შეტევაში გადასვლას წინ გაუსწრებს (будет предшествовать) საცეცხლე მომზადება მთელი ძალების ან მხოლოდ დაზიანების ჩვეულებრივ საშუალებათა გამოყენებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენს არა მარტო თავდამცავი მოწინააღმდეგის ჯარების ჩახშობა (დათრგუნვა), არამედ ამ პერიოდში კორპუსის ჯარებით მანევრის ჩატარების არჩეულ მიმართულებებზე (გარღვევის უბნებზე) დამრტყმელი დაჯგუფების შექმნის ინტერესებში. საცეცხლე მომზადების ხანგრძლივობა ბირთვულ ომში შეიძლება შეადგენდეს 20 – 30 წთ-ს, ხოლო ბირთული იარაღის გამოყენების გარეშე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ის შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივიც. 

საცეცხლე მომზადების ჩასატარებლად ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე შეტევისას ძირითადი ძალისხმევის მიმართულებაზე თავს უყრიან კორპუსის მთელი არტილერიის 60 %-ს და მეტსაც. 

საცეცხლე მომზადების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ტაქტიკური ავიაციის საბომბე-საიერიშო (бомбоштурмовые) დარტყმები ობიექტებზე, რომლებსაც ვერ აზიანებს საველე არტილერია, განსაკუთრებით ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებაზე. როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, ისინი შეიძლება ხორციელდებოდეს 100 კმ და მეტ სიღრმეში. 

საცეცხლე მომზადების დასრულების შემდეგ საარმიო კორპუსის პირველი ეშელონის შენაერთები გადადიან შეტევაში, თავს უყრიან რა ძირითად ძალისხმევას გარღვევის ვიწრო უბნებზე. კორპუსის მეთაური საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე გავლენას ახდენს საველე არტილერიის ცეცხლით, მხარდამჭერი ავიაციით, რეზერვებითა და სხვა საშუალებებით. შეტევის მაღალი ტემპების შენარჩუნებისთვის გაითვალისწინება აგრეთვე საჰაერო (აერომობილური) დესანტები და ღონისძიებანი მოწინააღმდეგის კონტრშემოტევების (კონტრდარტყმების) მოსაგერიებლად. 

როგორც საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, თუ პირველი ეშელონის ჯარები გარღვევის მსვლელობისას განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგებს და შეტევის ტემპს შეანელებენ, მაშინ რეკომენდირებულია მათი შეცვლა ახალი ძალებით უფრო ღრმად შეჭრისა (вклинение) და  წ ა რ მ ა ტ ე ბ ი ს | გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ი ს თ ვ ი ს.  მეორე ეშელონი გაითვალისწინება ბრძოლაში შეჰყავდეთ უახლოესი ამოცანის დასრულების შემდეგ ძირითადი მიზნით – განავითარონ შეტევის წარმატება. მხარდამჭერი ტაქტიკური და საარმიო ავიაციის, საცეცხლე მხარდაჭერის საფარველ ქვეშ და გადასხმულ საჰაერო დესანტებთან ურთიერთმოქმედებით იგი (რეზერვი) სწრაფად და გაბედულად (стремительно) მიიწევს წინ სიღრმეში, არ შეყოვნდება რა მოწინააღმდეგის ალყაშემორტყმული ჯარების განადგურებისთვის და ისწრაფვის გვერდი აუაროს წინააღმდეგობის მხვილ კვანძებს. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ მეთაურები არ უნდა განაბნევდნენ წარმატების განვითარების ძალებს, არამედ კომპაქტურად უნდა ინარჩუნებდნენ მათ წინსვლის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად. გარღვევაში მონაწილე შენაერთები და ნაწილები, მიჰყვებიან რა წარმატების განვითარების ძალებს, აფართოებენ და განამტკიცებენ (закрепляют) დაპყრობილ რაიონს, ანადგურებენ ზურგში დარჩენილ მოწინააღმდეგეს და ახშობენ (თრგუნავენ) მისი წინააღმდეგობის კერებს. 

იმ შემთხვევაში, როდესაც შემტევი ჯარები თავდაცვის სიღრმეში წააწყდებიან ძლიერად გამაგრებულ მიჯნებს (ობიექტებს), რეკომენდირებულია მათი შემოვლა, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში კი – შეტევა არტილერიის, ტაქტიკური და საარმიო ავიაციის ძლიერი დარტყმების შემდეგ. უცხოელი სპეციალისტების აზრით, წარმატების განვითარების მსვლელობისას მოწინააღმდეგის ოპერატიული რეზერვების კონტრდარტყმები (მათი შემადგენლობის მიხედვით) შეიძლება მოგერიებულ იქნას ბირთვული იარაღისა და ჯარების დარტყმების დახმარებით სვლიდან ან ჯარების ნაწილის გამოყენებისას ადგილიდან, შეტევის მაღალი ტემპის შენარჩუნების მიზნით. 

აშშ არმიის სარდლობა შეტევის დამამთავრებელ ფაზად მიიჩნევს  დ ე ვ ნ ა ს.  მისი ძირითადი მიზანია – მოწინააღმდეგის ჯარების განადგურების დასრულება. ჩვეულებრივ იგი იწყება, როდესაც თავდამცავს უკვე აღარ ძალუძს პოზიციების შენარჩუნება და ცდილობს ბრძოლიდან გასვლას. დევნა წარმოებს ფართო ფრონტზე მიმართულებების მიხედვით, რომელთაგან თითოეულზე ხდება ფრონტალური და პარალელური დევნის ორგანიზაცია. 

პირველი ეშელონის შენაერთების საბოლოო ამოცანის მიჯნაზე გასვლის შემდეგ კორპუსის ჯარები მაგრდებიან დაპყრობილ რაიონებში (ახალი საბრძოლო ამოცანის ხასიათის მიუხედავად, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ). 

გამოყენებული ლიტერატურა 

შესაბამისი წერილი ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1978, № 11. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

აშშ საარმიო კორპუსის თავდაცვა

აშშ შეიარაღებული ძალები წარმოადგენს იმპერიალიზმის აგრესიული ჩანაფიქრების განხორციელების ძირითად საშუალებას, ამერიკული სარდლობა, თვლის რა, რომ მიზნების მიღწევა თანამედროვე ომში დამოკიდებული იქნება უწინარეს ყოვლისა შეტევითი ოპერაციების შედეგებზე, ამასთან ერთად უშვებს ჯარების მიერ თავდაცვითი მოქმედებების წარმოებასაც, როგორც იძულებითსა და შეტევის ინტერესებისადმი დაქვემდებარებულს. 

თავდაცვის ორგანიზაცია და წარმოება გაითვალისწინება როგორც ომის საწყის პერიოდში, ისე მისი მსვლელობას დროსაც, ამასთან არა მარტო მეორეხარისხოვან მიმართულებებსა და საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ), არამედ მთავარზეც, სადაც ადგილმდებარეობის პირობების გამო ან სხვა რაიმე მიზეზებით შეტევა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელი აღმოჩნდება. აქედან ამომდინარე, საარმიო კორპუსი შეიძლება თავდაცვაში გადადიოდეს ვითარების სხვადასხვანაირ პირობებში: წინასწარ (მოწინააღმდეგესთან შეხების გარეშე) ან საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას. 

ამერიკული კლასიფიკაციით საარმიო კორპუსი განიხილება როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი. საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას ის შეიძლება ასრულებდეს შემდეგ ამოცანებს: იფარავდეს ძირითად მიმართულებას (რაიონს) არმიების ჯგუფის ზოლში, რომელზედაც შესაძლებელია მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების შემოტევა; ინარჩუნებდეს მნიშვნელოვან მიჯნას ან ობიექტს სიღრმიდან რეზერვების მოსვლამდე და საბრძოლო ამოცანის შესრულებისათვის მათ გაშლამდე; იგერიებდეს მოწინააღმდეგის კონტრდარტყმას; უზრუნველყოფდეს შემტევი ჯარების მთავრი დაჯგუფების ფლანგებს და ა.შ. 

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, საარმიო კორპუსს მუდმივი ორგანიზაცია არ გააჩნია. მისი საბრძოლო შემადგენლობა განისაზღვრება დანიშნულების, შესასრულებელი საბრძოლო ამოცანების ხასიათის, საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) პირობებისა და იმ საოპერაციო მიმართულების მნიშვნელობის შესაბამისად, რომელზედაც იგი იმყოფება. ომის გაჩაღების ხერხებისა და მოწინააღმდეგის მოქმედებათა ხასიათის მიხედვით კორპუსმა საბრძოლო მოქმედებები შეიძლება დაიწყოს იმ შემადგენლობაში, რომელშიც მშვიდობიანიობის დროს იმყოფება. ასევე შესაძლებელია, რომ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისათვის იგი გაძლიერებულ იქნას ზოგადსაჯარისო შენაერთებით, საველე და საზენიტო არტილერიით, სპეციალური დანიშნულების ნაწილებით. ზოგიერთ შემთხვევაში მის შემადგენლობაში გაითვალისწინება ჩაირთოს ხუთ დივიზიამდე. თუმცა კი, როგორც სწავლებების გამოცდილება გვიჩვენებს, ტიპიური შემადგელობის საარმიო კორპუსებს თავდაცვაში, როგორც წესი, ჰყავდათ ორი მექანიზებული და ერთი ჯავშანსატანკო დივიზია, ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, ჯავშანსაკავალერიო პოლკი და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. 

საზღვარგარეთელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ, მოქმედებს რა არმიების ჯგუფის პირველ ეშელონში, საარმიო კორპუსმა შეიძლება მიიღოს თავდაცვის ზოლი 60-დან 120 კმ-მდე ფრონტში და 200 კმ და მეტი სიღრმეში, რომლის ფარგლებშიც მეთაური მისწრაფებული იქნება ძალებისა და საშუალებათა თავმოყრისაკენ გადამწყვეტ მომენტებში და გადამწყვეტ მიმართულებებზე. 

საარმიო კორპუსის საბრძოლო მოწყობა თავდაცვაში დამოკიდებულია მის შემადგენლობაზე, კონკრეტულ ვითარებაზე, ადგილმდებარეობის პირობებზე, მოწინააღმდეგის მოქმედებათა შესაძლო ხასიათის პირობებსა და მიღებულ ამოცანაზე. ითვლება, რომ ეს მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფების განადგურების არჩეულ ხერხს და უზრუნველყოფდეს დასმული ამოცანის შესრულებას. 

სწავლებების გამოცდილებით საარმიო კორპუსის საბრძოლო მოწყობა თავდაცვაში შეიძლება შეიცავდეს: პირველ და მეორე ეშელონებს (რეზერვს), საველე და საზენიტო არტილერიის საკორპუსო დაჯგუფებებს, აგრეთვე სპეციალურ რეზერვებს. ითვლება, რომ კორპუსის თავდაცვას მთავარ მიმართულებაზე უფრო მიზაშეწონილია აგებდნენ ორ ეშელონად, ხოლო მეორეხარისხოვან მიმართულებაზე კი – ერთ ეშელონად, რეზერვის გამოყოფით. 

საბრძოლო რიგების ორ ეშელონად აგებისას განსაკუთრებული ყურადღება რეკომენდირებულია ექცეოდეს პირველი ეშელონის შემადგენლობაში ძალებისა და საშუალებათა საკმარისი რაოდენობის გამოყოფას. ასე, თუ საარმიო კორპუსის პირველ ეშელონს ეკისრება ამოცანა მიაყენოს მოწინააღმდეგეს მაქსიმალური დაზიანება ყველა საშუალების ცეცხლით წინა ხაზის წინ, დაწყებული შორი მოსადგომებიდან, და შეინარჩუნოს ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი რაიონები, მაშინ მის შემადგენლობაში ჩაირთვება ისეთი რაოდენობის შენაერთები და ნაწილები, რომლის დროსაც მოწინააღმდეგის უპირატესობა (აღმატება) ძირითად მიმართულებებზე არ იქნებოდეს გამოხატული თანაფარდობით 3 : 1-ზე მეტი. ტაქტიკური ავიაციის აქტიური მხარდაჭერისა და პირველი ეშელონის დივიზიების საველე არტილერიით საკმარისად გაჯერებისას დაიშვება საბრძოლო მოქმედებების წარმოება მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალთა თანაფარდობისას 6 : 1 მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. 

ყველა შემთხვევაში, საბრძოლო რიგების აგებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, კორპუსის მეთაური ითვალისწინებს ომთ-ის განსაკუთრებულობებს: კომუნიკაციების (გზატკეცილებისა და რკინიგზების ქსელი), აეროდრომებისა და პორტების, სხვადასხვანაირი ნაგებობების, ობიექტების არსებობას, აგრეთვე ადგილმდებარეობის რელიეფის ხასიათს. 

როგორც უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონა, რომლის ფარგლებშიც განალაგებენ საარმიო კორპუსის შენაერთებსა და ნაწილებს, მოიცავს უზრუნველყოფის ზოლს, თავდაცვის ძირითად რაიონსა და ზურგის რაიონს (იხ. ნახატი). 

უზრუნველყოფის ზოლი (70 კმ-მდე), ნავარაუდევია იქმნებოდეს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას და საკუთარ თავში მოიცავდეს დაფარვის ჯარების, ზოგადი და საბრძოლო დაცვის ჯარების პოზიციებს. დაფარვის ჯარებს რეკომენდაცია ეძლევათ აწყობდნენ შემკავებელ პოზიციებს, ქმნიდნენ ცალკეულ საყრდენ პუნქტებს, აგრეთვე აყენებდნენ ღობურებს, მათ შორის ბირთვულ-სანაღმო ღობურებსაც. 

საარმიო კორპუსის თავდაცვის ძირითადი რაიონი შეიძლება იყოფოდეს თავდაცვის მეწინავე რაიონად და საკორპუსო რეზერვების განლაგების რაიონად. მისი სიღრმე შეიძლება აღწევდეს 90 კმ. 

როგორც საზღვარგარეთულ სამხედრო ბეჭდურ სიტყვაში აღინიშნებოდა, თავდაცვის მეწინავე რაიონი იწყება უშუალოდ უზრუნველყოფის ზოლის შემდეგ და ვრცელდება სიღრმეში კორპუსის პირველ ეშელონში თავდაცვაში მყოფი დივიზიის ზურგის საზღვრამდე, და შეიძლება აღწევდეს 30 კმ. ითვლება, რომ აქ იქნება წარმოებული ძირითადი საბრძოლო მოქმედებები. მისი საინჟინრო აღჭურვა მოიცავს: საბრძოლო პოზიციების შექმნას მათზე ქვედანაყოფების (ბატალიონი – ოცეული) განლაგებისათვის, თავდაცვითი მიჯნების, სარაკეტო კომპლექსთა საპოზიციო რაიონების, საველე და საზენიტო არტილერიის საცეცხლე პოზიციების, დივიზიის რეზერვების განლაგების რაიონებისა და კონტრშეტევებისთვის მათი გაშლის მიჯნების, მართვის პუნქტების განლაგების ადგილთა შექმნას, აგრეთვე საინჟინრო და ბირთვულ-სანაღმო ღობურების დაყენებას, მანევრისათვის გზების მომზადებას, შენიღბვის ღონისძიებების, აგრეთვე ცრუ რაიონებისა და პოზიციების აღჭურვის ღონისძიებათა ჩატარებას. 

კორპუსის რეზერვების (მეორე ეშელონის) განლაგების რაიონი მზადდება თავდაცვითი მოქმედებების ჩანაფიქრისა და ადგილმდებარეობის ხასიათის მიხედვით. კორპუსის რეზერვში გამოყოფილი ძალები და საშუალებანი ჩვეულებრივ იქნება 30 – 50 კმ დაშორებაზე კორპუსის თავდაცვის მეწინავე რაიონიდან. გაითვალისწინება, რომ აღნიშნული რაიონი უნდა უზრნველყოფდეს შენაერთებისა და ნაწილების განწერტვასა და ფარულ განლაგებას, აგრეთვე მათი მანევრის მოხერხებულობას. საინჟინრო თვალსაზრისით მის მომზადებაში რეკომენდირებულია რთავდნენ ჯარების განლაგების ადგილების, დამბლოკავი და მომწყვეტი პოზიციების, შენაერთებისა და ნაწილების კონტრშეტევებისთვის წინგამოსვლის მარშრუტებისა და გაშლის მიჯნების, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო-ბირთვულ საშუალებათა საპოზიციო რაიონების მოწყობას (აღჭურვას). 

ზურგის რაიონი იქმნება თავდაცვის ძირითადი რაიონის უკან. მასში განლაგდება უმთავრესად ადმინისტრაციული სამსახურები და კავშირგაბმულობის კვანძები. ამ რაიონში შემოჭრილ მოწინააღმდეგის ცალკეულ ჯგუფებთან და დესანტებთან ბრძოლას აწარმოებენ აერომობილური ნაწილები და სხვა მობილური ძალები. ზურგის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა ასევე განსწავლული და მომზადებული უნდა იყოს თვითთავდაცვისათვის. 

ცეცხლის სისტემა საარმიო კორპუსის თავდაცვაში, როგორც ეს საზღვარგარეთულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, უნდა იგებოდეს ისეთი ანგარიშით, რომ უზრუნველიყოფოდეს ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული გამოყენება ყველა საშუალებისა შემომტევ მოწინააღმდეგეზე უწყვეტი და მზარდი საცეცხლე ზემოქმედების მიზნით. ცეცხლის სისტემა რეკომენდირებულია იგებოდეს ბირთვული და ქიმიური დარტყმების, საკორპუსო საველე და საზენიტო არტილერიის, სახმელეთო ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერისათვის გამოყოფილი ტაქტიკური ავიაციის ჩვეულებრივი საბრძოლო მასალებით დარტყმების, აგრეთვე პირველი ეშელონის ნაწილებისა და შენაერთების არტილერიის, ტანკების, ყველა სახეობის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა და სასროლი იარაღის ცეცხლის შეხამებაზე. ყოველივე ეს მჭიდროდაა მიბმული და დაკავშირებული ღობურების სისტემასა და ადგილმდებარეობის ხასიათთან. 

როგორც უცხოურ პრესაში აღინიშნება, ცეცხლის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს: მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის სისტემების განადგურებას (მათი აღმოჩენის და მიხედვით), შემოტევისთვის გამზადებულ ჯართა დაჯგუფებების დაზიანებას თავმოყრის რაიონებში, აგრეთვე წინგამოსვლისას, დაწყებული თავდაცვასთან შორეული მოსადგომებიდან და გაშლის მიჯნებზე; დაფარვის, საერთო და საბრძოლო დაცვის ჯარების საცეცხლე მხარდაჭერას; მოწინააღმდეგის ტანკებისა და ქვეითი ჯარის მასირებული შემოტევების მოგერიებას; ქვედანაყოფებს, ნაწილებსა და შენაერთებს შორის შუალედებისა და მათი ღია ფლანგების ცეცხლით დაფარვას; კონტრშეტევებისას ჯარების მხარდაჭერას. 

საარმიო კორპუსის მიერ თავდაცვითი ბრძოლის წარმოების ხერხები, აშშ სარდლობის აზრით, დამოკიდებულია უწინარეს ყოვლისა თავდაცვაში გადასვლის პირობებსა და მიზნებზე, ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, აგრეთვე მოწინააღმდეგის მიერ შეტევაში გადმოსვლის ხერხებზე. 

თავდაცვითი მოქმედებები მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას მოიცავს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას: ღონისძიებებს მოწინააღმდეგის შემოტევის ჩასაშლელად ან შესასუსტებლად წინა ხაზს წინ, თავდაცვითი მოქმედებების წარმოებას თავდაცვის მეწინავე რაიონისა (პირველი ეშელონის დივიზიების თავდაცვის რაიონების) და საბრძოლო მოქმედებათა მთელი ზონის შენარჩუნებისთვის. 

აშშ არმიის სარდლობის შეხედულებებით, თავდაცვითი მოქმედებების წარმატებით წარმოების, მოწინააღმდეგს შემოტევის ჩაშლის ან დასუსტების მიზნით, ჯერ კიდევ თავდაცვის წინა კიდესთან მის გამოსვლამდე, გაითვალისწინება დაზიანების მიყენება მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფებისათვის შორეულ მოსადგომებზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოება უზრუნველყოფის ზოლში, კონტრმომზადების ჩატარება და დამსწრები დარტყმების მიყენება ჯარების გასვლით თავდაცვის წინა კიდის იქით. 

მოწინააღმდეგისათვის დაზიანების მიყენება იწყება მხარდამჭერი ავიაციის მოქმედების ზონაში მისი შემოსვლის მომენტიდან. საცეცხლე დარტყმების ძლიერება გაიზრდება თავდაცვის მეწინავე რაიონთან მოწინააღმდეგის მოახლოებასთან ერთად საარმიო კორპუსის განკარგულებაში არსებულ საცეცხლე საშალებათა თანამიმდევრულად მოქმედებაში შეყვანის ხარჯზე, და მაქსიმუმს მიაღწევს წინა ხაზე შემოტევის მოგერიებისას. 

მასობრივი დაზიანების იარაღის ყველაზე უფრო ეფექტური გამოყენებისთვის ბირთვული დარყმები რეკომენდირებულია მიეყენებოდეს წინასწარ დასახულ (დაგეგმილ) რაიონებზე, რომლებიც შეირჩევა მოწინააღმდეგის ძირითადი დაჯგუფების შემოტევის სავარაუდო მიმართულებებზე, და პირველ რიგში მისი მთავარი დარტყმის სავარაუდო მიმართულებაზე. 

მოწინააღმდეგის ჯარების მოსვლასთან ერთად იზრდება კორპუსის საცეცხლე შესაძლებლობები პირველი ეშელონს დივიზიების საშტატო და მიცემული საველე არტილარიის ხარჯზე. მაგრამ ითვლება, რომ მოცემულ ეტაპზე დაზიანების ამ საშუალებათა გამოყენება ვერ იქონიებს გადამწყვეტ გავლენას შემომტევი დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობის დასუსტებაზე, არამად მხოლოდ შეაყოვნებს მის წინგამოსვლას და გაუძნელებს ორგანიზებულ გაშლასა და სვლიდან შეტევაზე გადმოსვლას. 

უზრუნველყოფის ზოლში საბრძოლო მოქმედებების წარმოება გაითვალისწინება დაფარვის ჯარებით, რომლებიც ხსნიან ცეცხლს მაქსიმალური დისტანციებიდან და აკავებენ მოიწინააღმდეგეს არტილერიის, ნაღმსატყორცნების, ტანკების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) ცეცხლით, აგრეთვე მიეყენება დარტყმები ტაქტიკური ავიაციით, საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებით. მოწინააღმდეგე იძულებული შეიქნება დროზე ადრე დაიწყოს შემოტევისათვის გაშლა. 

მოწინააღმდეგის შეტევაზე გადმოსვლის შემდეგ დაფარვის ჯარები, იყენებენ რა ნაღმ-ასაფეთქებელ ღობურებს, მათ შორის ბირთვულ ფუგასებსაც, აწარმოებენ შემკავებელ მოქმედებებს და ატარებენ კონტრშეტევებს ძირითად და შუალედურ პოზიციებზე, ისწრაფვიან მიაყენონ მოწინააღმდეგეს მაქსიმალური დანაკარგები, შეაჩერონ და დეზორგანიზაცია მოუხდინონ მის შემოტევას, შეიყვანონ შეცდომაში თავდაცვის მეწინავე რაიონის განლაგებასთან მიმართებით. 

შემკავებელი მოქმედებები უზრუნველყოფის ზოლში ხასიათდება მაღალი ძვრადობითა და სწრაფმდინარებით, თავდაცვის მანევრული და პოზიციური ფორმების შეხამებით, რაც, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, აიძულებს მოინააღმდეგეს არაერთხელ დაიკავოს შემოტევისათვის საწყისი მდგომარეობა და მუდმივად იმყოფებოდეს გაურკვევლობაში თავდამცავი ჯარების მოქმედებებთან მიმართებაში. შემკავებელი მოქმედებების წარმოებისას დაფარვის ჯარები თანამიმდევრობით დაიხევენ უკან ერთი მიჯნიდან მეორეზე, შეაკავებენ შემომტევს და მოქანცავენ მის ძალებს. აქ ფართო გამოყენებას ჰპოვებენ აერომობილური ქვედანაყოფები (ნაწილები), რომლებიც აწარმოებენ დაზვერვას, შეინარჩუნებენ გზათა კვანძებს, ხიდებს, უღელტეხილებს, ხეობებსა და დეფილეებს, საცეცხლე დარტყმებს მიაყენებენ სატანკო დაჯგუფებებს. რეკომენდირებულია ასევე აქტიურად იყენებდნენ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს დაზვერვის წარმოებისათვის მოწინააღმდეგის შემოტევის შესაძლო მიმართულებებზე და იმ ობიქეტების (მიზნებისა), რომლებზედაც იგეგმება ბირთვული დარტყმების მიყენება. 

დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათ ამოცანაზე, შემადგენლობაზე, მხარეთა ძალებისა და საშუალებების თანაფარდობაზე, ადგილმდებარეობის ხასიათზე. ყველა შემთხვევაში ძირითადი მიზანია – რაც შეიძლება მეტად აკავებდნენ მოწინააღმდეგის გამოსვლას თავდამცავი ჯარების მთავარ ძალაებთან. მოწინააღმეგის მიერ საერთო დაცვის პოზიციებთან გამოსვლის შემდეგ დაფარვის ჯარები გამოიყვანებიან რეზერვში და იკავებენ მათთვის დანიშნულ რაიონს. საერთო და საბრძოლო დაცვის მოქმედებები დაფარვის ჯარების მოქმედებათა ანალოგიურია. 

საზღვარგარეთულ პრესაში აღინიშნება, რომ რაც უფრო შორს წარმოებს ბრძოლა წინა კიდიდან, მით უფრო ხელსაყრელია თავდაცვაში მყოფთათვის. რაც უფრო შორს თავდაცვის სიღრმეში შემოსვლის ნებას აძლევენ მოწინააღმდეგეს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდება მას მოქმედებაში ახალი ძალების შემოყვანისა და გარღვევის გაფართოებისათვის, მით უფრო რთულია საარმიო კორპუსისთვის ინარჩუნებდეს ურთიერთმოქმედებას მეზობელ შენაერთებთან, მათ შორის ნატო-ს ბლოკში მოკავშირეებთან. 

თავდაცვის მეწინავე რაიონის წინა კიდესთან მოწინააღმდეგის გამოსვლის შემდეგ შეიძლება ტარდებოდეს კონტრმომზადება და წინა კიდის წინ დარტყმა. 

კონტრმომზადებას, როგორც სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, ორგანიზებას უკეთებს კორპუსის მეთაურობა და ის ხორციელდება პირველი ეშელონის შენაერთების ყველა სახეობის იარაღისა და ტაქტიკური ავიაციის ცეცხლით (მოკლე და მძლავრი დარტყმებით დასახულ ობიექტებსა და მიზნებზე) მოწინააღმდეგის ჯარებზე, რომელიც იკავებს ან უკვე დაიკავა საწყისი მდგომარეობა შემოტევისათვის. კონტრმომზადებაში მონაწილეობს მხოლოდ ის არტილერია, რომელიც განლაგებულია მოცემულ მიმართულებაზე. სხვა მიმართულებებიდან მისი გადმოსროლა ჩვეულებრივ არ გაითვალისწინება. ცალკეულ შემთხვევებში ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას კორპუსის მეორე ეშელონის (რეზერვის) დივიზიის არტილერია და ნაღმსატყორცნები. 

ავიაცია ამ დროს დარტყმებს მიაყენებს იმ ობიექტებს, რომლებზედაც არტილერიას არ შეუძლია ცეცხლის წარმოება: ჯარების თავმოყრის რაიონები, მართვის პუნქტები, ბირთვული თავდასხმის საშუალებანი, საარმიო და ტაქტიკური ავიაციის ბაზირების აეროდრომები და ზურგის უმნიშვნელოვანესი ობიექტები. 

თუ შემომტევი ჯარები არ შექმნიან სახმელეთო ჯარების მსხვილ დაჯგუფებებს შეზღუდულ ფართობებზე, არამედ თავიანთ შენაერთებსა და ნაწილებს განწერტავენ ფრონტსა და სიღრმეში, მაშინ კონტრმომზადება შეიძლება არც ჩატარდეს. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მოწინააღმდეგის ჯარებს მიეყენოს რიგი თანამიმდევრული დარტყმებისა მათი აღმოჩენის და მიხედვით. 

კონტრმომზადების კვალდაკვალ, როგორც ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, შეიძლება მიყენებულ იქნას დამსწრები დარტყმა თავდაცვის წინა ხაზთან შემომტევი ჯარების გამოსვლასთან ერთად, რათა დაასრულონ მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის განადგურება და დაიპყრონ მომგებიანი რაიონები და მიჯნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელსაყრელ პირობებს შეტევაში გადასასვლელად ან მოწინააღმდეგისთვის თავდაცვის რაიონზე თვალყურის დევნების შესაძლებლობების წასართმევად. ასეთი დარტყმის მიყენებისათვის ძირითადად გამოყენებულ იქნება კორპუსის რეზერვი (მეორე ეშელონი). ამასთან მეორე ეშელონის (რეზერვის) დივიზიის დარტყმა მიეყენება ჩვეულებრივ სვლიდან (მის მიერ თავდაცვის სიღრმეში დაკავებული რაიონიდან) დამოუკიდებლად ან პირველი ეშელონის დივიზიების ნაწილებთან ერთობლივად. 

ითვლება, რომ კონტრმომზადება და ყველა სხვა ღინისძიება მოწინააღმდეგის შემოტევის ჩაშლისა და მისი დარტყმის შესუსტებისათვის არ შეიძლება ყოველთვის იყოს იმდენად ეფექტური, რომ მოწინააღმდეგემ უარი თქვას შემოტევაზე. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ კორპუსის ჯარები მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ შემოტევის მოგერიებისთვის. 

ბრძოლა თავდაცვის მეწინავე რაიონის შესანარჩუნებლად ითვლება კორპუსის თავდაცვითი მოქმედებების ყველაზე უფრო დაძაბულ და საპასუხისმგებლო პერიოდად. პირველი ეშელონის დივიზიების ამოცანა ამ ეტაპზე იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ძალებითა და საშუალებებით აყენებდნენ მოწინააღმდეგეს მაქსიმალურ დანაკარგებს და რაც შეიძლება უფრო დიდხანს ინარჩუნებდნენ თავდაცვის მეწინავე მიჯნას. თუ მისი შენარჩუნება შეუძლებელია და ბრძოლა თავდაცვის რაიონის სიღრმეში ინაცვლებს, მაშინ ხელსაყრელი პირობებისას შეიძლება ტარდებოდეს კონტრშეტევები დივიზიების რეზერვებით. 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონტრშეტევების ჩატარებას კორპუსის მეორე ეშელონით (რეზრვით), როგორც თავდაცვის გადამწყვეტ ეტაპს. ძირითადი მიზანი ამ დროს არის – თავდაცვაში სოლის სახით შემოჭრილი მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურება, დაკარგული მდგომარეობის აღდგენა ან შეტევაზე გადასასვლელად პირობების შექმნა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი დამოკიდებული იქნება გამოყენებულ ძალებსა და საშუალებებზე, აგრეთვე შექმნილ ვითარებაზე. 

მოწინააღმდეგის საბოლოოდ განადგურებისთვის ამ პირობებში რეკომენდირებულია თავიდან აყენებდნენ მას მასირებულ დარტყმებს ბირთვული, ქიმიური იარაღით, არტილერიითა და ავიაციით, ხოლო შემდეგ კი ატარებდნენ კონტრშეტევას მეორე ეშელონით (რეზერვით). 

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, კონტრშტევა მეორე ეშელონით (რეზერვით) მიზანშეწონილია ტარდებოდეს მაშინ, როცა მოწინააღმდეგის დამრტყმელი დაჯგუფება მნიშვნელოვნადაა შესუსტებული, მისი უახლოესი რეზერვები გახარჯული (ამოწურული), შემოტევა შეჩერებულია ან შენელებული და შემომტევმა ნაწილებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს მიღწეულ მიჯნებზე გამაგრება. კონტრშეტევა კორპუსის რეზერვებით (მეორე ეშლონით) შეიძლება ტარდებოდეს პირველი ეშელონის დივიზიების რეზერვებთან ერთობლივად. 

კონტრშტევის დაგეგმვისას გაითვალისწინება რამდენიმე შესაძლო მიმართულება და გაშლის მიჯნა, ბირთვული დარტყმების მიყენების რაიონი, აგრეთვე იგეგმება საბრძოლო უზრუნველყოფის ზომებიც. 

დიდი ყურადღება ეთმობა კონტრშეტევის საინჟინრო უზრუნველყოფას. აშშ სარდლობის შეხედულებებით, იგი მოიცავს: ჯარების წინ გამოსვლისათვის მარშრუტების მომზადებას, გაშლის მიჯნების აღჭურვას და კონტრშეტევის ჩამტარებელი ჯარების ფლანგებზე ღობურების მოწყობას. თითოეულ დივიზიაზე გაითვალისწინება მოეწყოს არანაკლებ სამი-ოთხი მარშრუტის და გაშლის ორი მიჯნისა თითოეულ მარშრუტზე. მარშრუტების რაოდენობის მიხედვით შენაერთების წინგამოსვლა შეიძლება ხორციელდებოდეს საბრიგადო ან საბატალიონო კოლონებში ორ ეშლონად. 

დაკავებული რაიონიდან გაშლის მიჯნაზე კორპუსის მეორე ეშლონის წინგამოსვლის დასაწყისი და ტემპი რეკომენდირებულია იგებოდეს ისეთი ანგარიშით, რომ ბირთვული დარტყმის მიყენების მომენტისათვის მისმა შენაერთებმა დაასრულონ მითითებულ მიჯნაზე გაშლა. კონტრშეტევის ჩამტარებელ დივიზიას ჩვეულებრივ ესმება ამოცანა შეუტიოს 15 – 20 კმ ზოლში, თავს მოუყრის რა ძირითად ძალისხმევას ფრონტის ვიწრო უბანზე – 8 კმ-მდე. მისი ამოცანაა – გაანადგუროს მოწინააღმდეგის შემოჭრილი ჯარები თავის ზოლში და სხვა შენაერთებთან ურთიერთმოქმედებით აღადგინოს თავდაცვის თავდაპირველი მდგომარეობა. იმავდროულად გაითვალისწინება მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებაში მყოფი დივიზიების კონტრშტევაზე გადასვლაც. 

თავდაცვითი მოქმედებების წარმოების მსვლელობისას, როგორც საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, ფართო გამოყენებას ჰპოვებენ აერომობილური ნაწილები (ქვედანაყოფები), განსაკუთრებით კი საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენები, რომლებიც დარტყმებს მიაყენებენ მოწინააღმდეგის ყველაზე უფრო აქტიურ დაჯგუფებებს, წინ აღუდგებიან მათ წინსვლას. 

თუ ორპუსის მეორე ეშელონით (რეზერვით) ჩატარებული კონტრშეტევის შედეგად მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა, მაშინ კორპუსის შემდგომი საბრძოლო მოქმედებების ხასიათი დამოკიდებული იქნება კონკრეტულად შექმნილ ვითარებაზე. კერძოდ, შეიძლება ჩატარებულ იქნას ძალებისა და საშუალებათა გადაჯგუფება შეტევისათვის ან შეიქმნას ახალი თავდაცვითი დაჯგუფება. 

იმ შემთხვევაში, როცა კონტრშეტევას არ ჰქონია წარმატება, კორპუსისათვის რეკომენდირებულია იყენებდეს მთელ თავის ძალებსა და საშუალებებს სოლისებურად შემოჭრილი მოწინააღმდეგის ბლოკირებისა და ბრძოლაში არმიათა ჯგუფის რეზერვების შემოყვანისათვის პირობების უზრუნველსაყოფად. 

ასეთია აშშ სარდლობის შეხედულებები თავდაცვის წარმოებაზე საარმიო კორპუსის მიერ. . 

გამოყენებული წყარო

შესაბამისი წერილი ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1977, № 8.

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა