მარშის მიზანი, როგორც მიეთითება საველე წესდებებში, იმაში მდომარეობს, რომ თავის დროზე მიიყვანონ ჯარები დანიშნულ რაიონში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და ისეთი მოწყობით, რომელიც ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება დასმული ამოცანის შესრულებას.
სატრანსპორტო საშუალებათა სახეობის, სამხედრო-გეოგრაფიული პირობების, საბრძოლო ვითარებისა და ჯარების გადასროლის ხერხების მიხედვით გადაადგილებებს აშშ არმიაში ჰყოფენ ორ სახეობად: ტაქტიკურად და ადმინისტრაციულად.
ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი გადაადგილებები – ეს ჯარების ისეთი გადაყვანებია, რომელთა შესრულებისას მთავარი ყურადღება ეთმობა მათ შენარჩუნებას მუდმივ მზადყოფნაში ბრძოლაში ორგანიზებულად შესვლისათვის. ასეთ გადაადგილებებს იყენებენ იმ შემთხვევებში, როდესაც მოელიან მოწინააღმდეგესთან შეჯახებას მარშზე ან მაშინვე დანიშნულების ადგილზე მისვლისას, ე. ი. შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში.
ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი უ ლ ი გადაადგილებები – ეს არის გადაყვანები, რომელთა ორგანიზებასაც ახდენენ ისეთ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგესთან უშუალო შეჯახება (მისი შორსმსროლელი საშუალებებისა და ავიაციის ზემოქმედების გარდა) როგორც გზაში, ისე მალევე დანიშნულების პუნქტში მისვლის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა. ადმინისტრაციული გადაყვანებისას ისწრაფვიან არსებული სატრანპორტო საშუალებების ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ. მათი ორგანიზცია ხდება როგორც დიდ მანძილებზე კოლონების უწყვეტად მოძრაობა. მაგრამ ამ პირობებშიც ჯარებისგან მოითხოვება, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა პირდაპირ სვლიდან ერთვებოდნენ ბრძოლაში მოწანააღმდეგის საჰაერო-სადესანტო ნაწილებთან ან პარტიზანებთან.
თუ ჯარები ასრულებენ მარშს შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში, მაშინ ბრძოლის შედეგზე გავლენის მომხდენ განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენენ საბრძოლო ვითარება, ტაქტიკური ჩანაფიქრი და მოწინააღმდეგესთან შეჯახების პირობები. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მარშზე ისეთი სალაშქრო რიგების მოწყობას, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ჯარების სწრაფ განწერტვას, ხოლო მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას კი – საბრძოლო რიგებში მათ დროულ გაშლასა და სასურველ მიმართულებაზე ძალებისა და საშუალებათა მაქსიმალურ თავმოყრას.
ითვლება, რომ მარშის შემსრულებელ ჯარებზე ყველაზე უფრო ძლიერი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია მოწინააღმდეგის ავიაციას. ჰაერში თავისი ავიაციის უპირატესობის (აღმატების) პირობებშიც კი მარშს რეკომენდირებულია ასრულებდნენ განწერტილი სალაშქრო კოლონებით, ღამით ან ცუდი ხილვადობისას. ჯარების გადაადგილება, როგორც წესი, იწყება სიბნელის დადგომიდან და მთავრდება განთიადამდე.
როგორც უცხოურ სამხედრო გამოცემებში მოუთითებენ, აშშ არმიაში მიღებულია სადღეღამისო გადასვლის შემდეგი ნორმატივები: ქვეითი წესით – 20–30 კმ, ჯავშანტრანსპორტერებითა და ავტომობილებით –280 კმ, სატანკო ნაწილებისა და შენაერთებისთვის – 200 კმ.
მექანიზებული დივიზია შეიძლება მარშს ასრულებდეს საარმიო კორპუსის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად. ამისთვის მას დაენიშნება 20–30 კმ და მეტი სიგანის ზოლი. ამ ზოლის ფარგლებში დივიზიას გამოუყოფენ ორ-სამ მარშრუტს, გზების არსებობის დროს კი – ოთხს და მეტსაც. მარშრუტები აირჩევა ერთი-მეორისაგან არანაკლებ 4–5 კმ დაშორებით, რათა გამოირიცხოს საშუალო სიმძლავრის ერთი ბირთვული საბრძოლო მასალით ორი მეზობელი კოლონის ერთდროულად დაზიანება. დივიზიის მოძრაობა ერთი მარშრუტით დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
მარშის შემსრულებელი ნაწილებისა და შენაერთების სალაშქრო რიგები შედგება სამარშო ჯგუფების, სამარშო ეშელონებისა და სალაშქრო კოლონებისაგან.
სამარშო ჯგუფი – ესაა უმცირესი ქვედანაყოფი სამარშო ეშელონში. იგი შეიცავს ათეულიდან ასეულამდე ან ბატარეამდე ძალის ქვედანაყოფს. სამარშო ეშელონი აერთიანებს რამდენიმე სამარშო ჯგუფს. ჩვეულებრივ ესაა ბატალიონი ან ნაწილი. სალაშქრო კოლონა შედგება ერთი მარშრუტით მოძრავი ჯართა სხვადასხვა გვარეობის რამდენიმე სამარშო ეშელონისაგან. მისი ნაწილებისა და ქვედანაყოფების სამართავად ინიშნება კოლონის უფროსი. ამერიკულ წესდებებში მიეთითება, რომ სამარშო ჯგუფებისა და ეშელონების შექმნისას ქვედანაყოფებსა და ნაწილებს შეძლების და მიხედვით ინარჩუნებენ თავიანთი საშტატო შემადგენლობით.
მარშების შესასრულებლად გამოიყენება კოლონების მოწყობის (построение) ორი ძირითადი ფორმა: შეკრული და გაშლილი.
შ ე კ რ უ ლ ი (сомкнутая) კოლონა წარმოადგენს ისეთ კოლონას, რომლის შემადგენელი ელემენტები მოწყობილია იმდენად კომპაქტურად, რამდენადაც ეს პრაქტიკულად არის დასაშვები. ჩვეულებრივ ჯარების ასეთი მოწყობისას მანქანებს შორის დისტანციას ადგენენ არაუმეტეს 50 მ. კოლონების შეკრულ მოძრაობას მიმართავენ მარშის შესრულების შემთხვევაში მჭიდროდ დასახლებული რაიონების გავლით, ღამით ჩაბნელებული ფარებით მოძრაობისას, აგრეთვე მაშინ, როცა ოპერატიული მოსაზრებებით დგება საგზაო ქსელის მაქსიმალური დატვირთვით გამოყენების აუცილებლობა.
გ ა შ ლ ი ლ ი (разомкнутая) კოლონა წარმოადგენს ისეთ კოლონას, რომლის შემადგენელ ელემენტებსაც განალაგებენ განწერტილად. მანქანები კოლონაში განლაგდება ერთმანეთისაგან 100 მ და მეტ დისტანციაზე. ითვლება, რომ გაშლილი კოლონა ყველაზე უფრო მოსახერხებელია მარშის შესრულებისათვის დღეღამის ნათელ დროს.
მექანიზებული დივიზია მარშს ასრულებს, როგორ წესი, ექვსი და მეტი ძირითადი სალაშქრო კოლონით: სამი საბრიგადო, დივიზიის ქვედანაყოფები, დივიზიის არტილერია და ზურგის კოლონა. თუმცა კი, როგორ წესდებაში აღინიშნება, სტანდარტული სალაშქრო მოწყობა არ არსებობს.
სალაშქრო რიგების მოწყობა დამოკიდებულია მოწინააღმდეგის სავარაუდო ზემოქმედებაზე, მიღებულ ამოცანაზე, გზების არსებობასა და მათ მდგომარეობაზე, დღეღამის დროზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე, დივიზიის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა ნაწლებისა და ქვედანაყოფების მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე, და ჯარების მომზადების ხარისხზე.
მექანიზებული დივიზიის სალაშქრო მოწყობა ჩვეულებრივ მოიცავს დაფარვის ჯარებს, ავანგარდებს, გვერდით და ზურგის დაცვასა და მთავარ ძალებს. ზურგის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს გამოყოფენ დამოუკიდებელ კოლონებად და ისინი საბრძოლო ნაწილების უკან მოძრაობენ. მექანიზებული დივიზიის შესაძლო სალაშქრო მოწყობის ვარიანტი ნაჩვენებია 1-ლ ნახატზე.
[ნ ა ხ ა ტ ი]
ნახ. 1. სამი მარშრუტით მიმავალი მექანიზებული დივიზიის სალაშქრო რიგების მოწყობა (ვარიანტი)
დაფარვის ჯარები (войска прикрытия) ეწევიან ადგილმდებარეობისა და მოწინააღმდეგის დაზვერვას, ახშობენ (თრგუნავენ) მის წინააღმდეგობას, იპყრობენ ადგილმდებარეობის მნიშვნელოვან უბნებს ან ბოჭავენ მის მოქმედებებს რომელიმე რაიონში ან მიმართულებაზე. მათ შემადგენლობაში დივიზიიდან გამოიყოფა სადაზვერვო ბატალიონი, ან არტილერიითა და მესანგრეთა ქვედანაყოფებით გაძლიერებული საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერენ საარმიო და ტაქტიკური ავიაციით. ამ ჯარების შემადგენლობაში რეკომენდირებულია ჰყავდეთ აერომობილური ქვედანაყოფები. აუცილებლობის დროს ითვალისწინებენ დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერას ბირთვული იარაღითაც. დივიზიიდან დაფარვის ჯარები იგზავნება ჩვეულებრივ 50 კმ-მდე დაშორებაზე.
დამოუკიდებელი მარშრუტით მიმავალი თითოეული ნაწილისაგან, გამოყოფადი დაფარვის ჯარების არსებობის მიუხედავად, წინ იგზავნება ავანგარდი, რომლის ამოცანებია მთავარი ძალების საბრძოლო უზრუნველყოფა მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმისაგან, ხელსაყრელი პირობების შექმნა მათი გაშლისა და ბრძოლაში შეყვანისათვის. ავანგარდში ჩვეულებრივ ინიშნება მოტოქვეითი და სატანკო ქვედანაყოფები (გაძლიერებული ასეულიდან ბატალიონამდე).
საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად ავანგარდს ეძლევა საარტილერიო და მესანგრეთა ქვედანაყოფები. ავანგარდის დაშორებას მთავარი ძალებისაგან ადგენენ მისი საბრძოლო შემადგენლობისა და კონკრეტული ვითარების მიხედვით, ჩვეულებრივ ის შეადგენს 10–15 კმ-ს.
ავანგარდში გამოყოფილი ქვედანაყოფები 3–5 კმ დაშორებით წინ გზავნიან ოცეულის შემადგენლობის სათავო სალაშქრო საგუშაგოს (თლგ), რომელსაც აძლიერებენ ტანკებით, და აუცილებლობის შემთხვევაში მესანგრეებითა და დოზიმეტრისტებით. თლგ-დან თავის მხრივ წინ იგზავნება გაძლიერებული ათეულის შემადგენლობის სათავო სადაზვერვო რაზმი (головной дозор). იგი ადგილმდებარეობის თავისებურებათა მიხედვით მოძრაობს თლგ-გან 1–3 კმ-ით წინ და ამოცანად აქვს დასმული მისი მეთაურის დროულად გაფრთხილება მოძრაობის მარშრუტზე შემხვედრი მოწინააღმდეგის, ბუნებრივი და ხელოვნური ღობურებისა და წინააღმდეგობათა (დაბრკოლებათა) შესახებ.
გვერდით და ზურგის დაცვაში (боковое и тыловое охранение) ჩვეულებრივ იგზავნება გაძლიერებული ოცეულის, ზოგჯერ კი გაძლიერებული ასეულის შემადგენლობის ქვედანაყოფები. მათი ამოცანაა – უზრუნველყოფდნენ მთავარ ძალებს მოწინააღმდეგის მიწისზედა მათვალყურეობისა და მოულოდნელი შემოტევებისაგან. ამ დაცვის შემადგენლობაში შეიძლება გამოჰყოფდნენ აერომობილურ ქვედანაყოფებს.
მთავარი ძალები წარმოადგენს დივიზიის საბრძოლო ძლიერების (мощь) საფუძველს. ისინი მუდამ მზად უნდა იყვნენ მოწინააღმდეგის ძირითადი დაჯგუფებისათვის დარტყმების მისაყენებლად ან ზემდგომი მეთაურის მიერ მითითებული ობიექტის დაუფლებისათვის. მთავარი ძალების მოწყობა უნდა უზრუნველყოფდეს მათ ყველაზე უფრო მოხერხებულ და სწრაფ გამოყენებას მოწინააღმდეგესთან დაახლობისა (сближение) და შემხვედრი ბრძოლის წარმოებისას.
ითვლება, რომ მოწინააღმდეგესთან შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში მარშზე ძალებისა და საშუალებათა თავდაპირველ განაწილებას, აგრეთვე ჯარების სვლის წესს (порядок следования) განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლისათვის, რადგანაც მისი მსვლელობისას უმნიშვნელო ცვლილებებიც კი ჯარების მოწყობაში შეუღლებულია დიდ სიძნელეებთან.
ტანკებისა და საშტატო არტილერიის ძირითად ნაწილს კოლონებში ისეთნაირად ანაწილებენ, რომ მათ შეეძლოთ ბრძოლაში სწრაფად და შეთანხმებულად ჩაბმა.
უმართავი რაკეტების (ურ) „ონესტ ჯონი“ და 203,2-მმ ჰაუბიცების დივიზიონები ჩვეულებრივ რჩება დივიზიის მეთაურის ხელში და ისინი წინ მიიწევენ მთავარი ძალების კოლონაში დივიზიის შტაბის სიახლოვეს. 155-მმ ჰაუბიცების დივიზიონები, როგორც წესი, ნაწილდება საბრიგადო კოლონებში.
სალაშქრო კოლონებისა და სამარშო ეშელონების შემადგენლობაში ირთვება ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების, საჰაერო თავდაცვის საშუალებათა, საინჟინრო და კავშირგაბმულობის ჯარების ქვედანაყოფები. ბატალიონების მომარაგების ქვედანაყოფები მიჰყვებიან თავიანთ ბატალიონებს (სამარშო ჯგუფებს), ხოლო დივიზიის მომარაგების ქვედანაყოფები კი ჰქმნიან ზურგის კოლონას და მიჰყვებიან მთავარ ძალებს ერთ-ერთი შიდა მარშრუტით.
დივიზიის მექანიზებული (ჯავშანსატანკო) ბრიგადა ასრულებს მარშს, როგორც წესი, დივიზიის შემადგენლობაში, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი დამოუკიდებლადაც, ერთი-ორი მარშრუტით 8–10 კმ და მეტი სიგანის ზოლში. მისი სალაშქრო მოწყობა მოიცავს ავანგარდს, მთავარ ძალებსა და დაცვის ქვედანაყოფებს (ნახ. 2).
[ნ ა ხ ა ტ ი]
ნახ. 2. ორი მარშრუტით მიმავალი მექანიზებული ბრიგადის სალაშქრო რიგების მოწყობა (ვარიანტი)
ჯარების მოძრაობის სიჩქარე მარშზე, მისი შესრულების პირობების და მიხედვით, შეიძლება შეადგენდეს: თვლიანი მანქანებისათვის გზებზე დღისით – 40 კმ/სთ, ღამით ანთებული ფარებით – 40 კმ/სთ, ჩაბნელებული (затемненные) ფარებით – 16 კმ/სთ; გზების გარეშე მოძრაობისას დღისით – 24 კმ/სთ, ღამით – 8 კმ/სთ; მუხლუხიანი მანქანებისათვის დღისით – 20 კმ/სთ, ღამით – 8 კმ/სთ.
კოლონების სიგრძის განსაზღვრისას გაითვალისწინება მანქანების რაოდენობა და სიგრძე, აგრეთვე დისტანციები მანქანებს, ქვედანაყოფებსა და ნაწილებს შორის. მიღებული დებულებებით მანქანებს შორის დისტანცია ვითარების და მიხედვით შეიძლება იყოს 25, 50, 100 მ, ასეულებს (ბატარეებს) შორის – 800–1500 მ; ბატალიონებს (დივიზიონებს) შორის – 3–5 კმ; ერთი მარშრუტით მოძრავ ბრიგადებს შორის – 5–10 კმ და მეტი. ღამით მოძრაობისას სამარშო დისტანციები შეიძლება იყოს ნაკლები, ვიდრე დღისით. ამ მონაცემებიდან ამომდინარე ანგარიშობენ სალაშქრო მოწყობის სიღრმეს: მოტოქვეითი ბატალიონისათვის ის შეადგენს 7–10 კმ, ბრიგადისათვის – 40–45 კმ, ერთი მარშრუტით მოძრავი დივიზიისათვის – 240–280 კმ, ორი მარშრუტით – 110–120 კმ, სამით – 60–70 კმ.
მარშის მომზადებისა და მსვლელობისას დიდი ყურადღება ეთმობა ეფექტური მიწისზედა და საჰაერო თავდაცვის ორგანიზებასა და წარმოებას. საამისოდ მექანიზებული დივიზია იყენებს სადაზვერვო ბატალიონს, რომელიც მოქმედებს მთავარი ძალების წინ 80–100 კმ დაშორებაზე. ბატალიონი დივიზიის მოძრაობის მთელ ზოლში ეწევა დაზვერვას სადაზვერვო რაზმებით (სულ მას შეუძლია გამოყოფდეს 10–12 სადაზვერვო რაზმს). თავდაპირველად, მარშრუტების რაოდენობის მიხედვით, წინ მოქმედებს 3–4 სადაზვერვო რაზმი (ტანკებითა და ჯავშანტრანსპორტერებით), დანარჩენები იმყოფებიან რეზერვში და მოძრაობენ მთავარი მიმართულებით. მოწინააღმდეგესთან სავარაუდო შეხვედრის რაიონთან მიახლოების და მიხედვით მათი რაოდენობა იზრდება 5-დან 7-მდე.
სადაზვერვო რაზმები (дозоры) დაზვერვას აწარმოებენ მეთვალყურეობით, ხელსაყრელ პირობებში კი აწყობენ ჩასაფრებებს ტყვეებისა და დოკუმენტების ხელში ჩაგდების მიზნით. მთავარი ძალების კოლონის აღმოჩენისთანავე ბატალიონის მეთაური ორგანიზებას უკეთებს მეთვალყურეობას, ადგენს მათ შემადგენლობასა და მოძრაობის მიმართულებებს, განსაკუთრებით ბირთვული თავდასხმის საშუალებებისა, და ღებულობს ზომებს ტყვეების ხელში ჩასაგდებად.
სადაზვერვო ბატალიონის საჰაერო დაზვერვის ასეული გამოიყენება მოქმედი მიწისზედა სადაზვერვო ქვედანაყოფების წინ და ფლანგებზე მეთვალყრეობის წარმოებისათვის. აუცილებლობის დროს იგი მხარს უჭერს მათ ვერტმფრენებზე დაყენებული ტყვიამფრქვევებისა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) ცეცხლით. სადაზვრვო ორგანოები ამოცანების შესრულების მსვლელობისას მჭიდროდ ურთიერთმოქმედებენ დაფარვისა და დაცვის ჯარებთან, აგრეთვე საჰაერო დესანტებთან და აერომობილურ ქვედანაყოფებთანაც მათი გადასხმის შემთხვევაში.
მექანიზებული დივიზიის ინტერესებში აწარმოებენ საჰაერო დაზვერვას 150–300 კმ სიღრმეში. გარდა ამისა, მოძრაობის მარშრუტების, დასვენების ადგილების, ტექნიკური გაჩერების პუნქტებისა და თავმოყრის რაიონების დასაზვერად წინ იგზავნებიან სარეკოგნოსცირო რაზმები (команды), საინჟინრო სადაზვერვო რაზმები (дозоры) და მოძრაობის რეგულირების ქვედანაყოფები.
მარშზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საჰაერო თავდაცვას. მექანიზებული დივიზიის საზენიტო ქვედანაყოფების უპირველესი ამოცანა გახლავთ ჯარების დაფარვა კოლონებად გაწელვისას (при вытягивании в колонны), დეფილეების, მდინარეზე გადასასვლელების, დასვენების რაიონებში და მარშის ბოლოს (პუნქტში, საიდანაც ნაწილები დამოუკიდებლად მიემართებიან განლაგების რაიონისაკენ). ამ ამოცანების შესრულებისათვის საზენიტო საშუალებები გამოიყენება ბატარეებად, რომლებიც მარშს ასრულებენ ცალკეული სამარშო ჯგუფების შემადგენლობაში ან მოძრაობენ გადასვლებით (გადახტომებით /перекатами/) მონაცვლეობით დროის გარკვეული მონაკვეთების შემდეგ, წინ გადაასწრებენ რა (обгоняя) სამარშო ჯგუფებს. სამარშო ჯგუფების გადასწრებას რეკომენდირებულია ახორციელებდნენ გაჩერებების ან დასვენებათა (привалы) დროს. წინ გასული ბატარეები საბრძოლველად ემზადებიან იმ პუნქტების მახლობლობაში, სადაც ჯარებს ჰაერიდან თავდასხმის ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრება. მარშზე დივიზიის დაფარვის რაიონების განსაზღვრისა და საცეცხლე პოზიციების არჩევის მიზნით წინასწარ გამოიყოფა საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები, რომლებსაც რთავენ მარშრუტების დასაზვერად გასაგზავნი სადაზვერვო ორგანოების შემადგენლობაში. თითოეულ მარშრუტზე ინიშნება საწყისი პუნქტი, რომელსაც სამარშო ჯგუფები და ეშელონები გადიან გაჩერებების გარეშე დანიშნული სიჩქარით და მკაცრად განსაზღვრულ დროს.
ხანგრძლივი მარშების შესრულებისას დროის გარკვეული შუალედების შემდეგ წყდება მოძრაობა მოკლე გაჩერებებისა და დასვენებისათვის, რომლებიც გამოიყენება ტექნიკის დასათვალიერებლად, მანქანების საწვავით გასაწყობად, აგრეთვე პირადი შემადგენლობის, და განსაკუთრებით, მძღოლების დასასვენებლად. პირველი გაჩერება ინიშნება 15 წთ-ით მოძრაობის პირველი საათის შემდეგ, ხოლო შემდგომში 10–10 წთ-ით, მოძრაობის ყოველი 2 სთ-ის შემდეგ. გარდა ამისა, ნებადართულია ერთ საათამდე ფარგლებში დასვენების მოწყობა საკვების მისაღებად და მანქანების გაწყობისათვის. რეკომენდირებული არ არის გაჩერებების მოწყობა დასახლებულ პუნქტებში, ცალკეულ ჭალებში, ციცაბო ფერდობებზე და მოსახვევებში. მანქანებსა და ქვედანაყოფებს შორის დისტანციები გაჩერებების დროს ნარჩუნდება.
მარში მთავრდება ჯარების დანიშნულ რაიონში მისვლით ან მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში მათი ჩაბმით.
შემხვედრი ბრძოლა, აშშ არმიის სარდლობის შეხედულებებით, მიეკუთვნება შეტევით მოქმედებებს. ეს უკანასკნელი განიხილავს მას როგორც შეტევას მოწინააღმდეგეზე, რომელიც ასევე შეტევით ისწრაფვის საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტისაკენ. შემხვედრი ბრძოლა ხასიათდება დიდი ძვრადობით, სწრაფმდინარებითა და ვითარების სწრაფი ცვლილებით. შემხვედრ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯარების უნარს ფართო და სწრაფი მანევრისადმი, რათა უმოკლეს ვადაში დაიკაონ ხელსაყრელი მდებარეობა, ხელში ჩაიგდონ ინიციატივა და თავს მოახვიონ მოწინააღმდეგეს თავიანთი ნება. ამერიკელი სამხედრო სპეციალოსტები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ჯარების ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვან წილად იქნება დამოკიდებული არტილერიისა და ბირთვული თავდასხმის საშუალებათა მიერ საცეცხლე პოზიციების (საპოზიციო რაიონების) დროულად დაკავებასა და ცეცხლის გახსნაში მოწინააღმდეგის დასწრებაზე.
მოწინააღმდეგესთან დაახლოების (сближение) და მიხედვით ბრძოლაში პირველები შედიან დაფარვის ჯარები. მოქმედებენ რა ფართო ფრონტზე, ისინი თვითმავალი არტილერიისა და ტანკების ცეცხლით შეძლებისდაგვარად შორეული დისტანციებიდან აყენებენ დარტყმებს მოწინააღმდეგის კოლონებს და გაბედული მოქმედებებით ანადგურებენ მათი მოძრაობის გზაზე შემხვედრ მცირე ჯგუფებს. ამასთან ისინი იპყრობენ ტაქტიკური მიმართებით ხელსაყრელ პოზიციებს და დაჩქარებით ქმნიან საყრდენ პუნქტებს, ხოლო შემდეგ კი ავანგარდებთან ურთიერთმოქმედებით შეუპოვრად ინარჩუნებენ მათ. მესანგრეთა ქვედანაყოფები ნაღმავენ გზებს, ხიდებს, მოწინააღმდეგის მოძრაობის შესაძლო მიმართულებებსა და გაშლის მიჯნებს.
დაფარვის ჯარების კვალდაკვალ მათ მიერ მოპოვებული წარმატების გასავითარებლად და მთავარი ძალების გაშლის უზრუნველსაყოფი ადგილმდებარეობის დაპყრობისათვის ბრძოლაში ერთვებიან ავანგარდები. ითვლება, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შემხვედრი ბრძოლის დასაწყისშივე გაბედულ შეტევასა და მოწინააღმდეგეზე ცეცხლით ეფექტურ ზემოქმედებას. ამიტომ ავანგარდები შეტევისთვის იშლებიან უშუალოდ სალაშქრო კოლონებიდან მათი ქვედანაყოფების მოსვლის და მიხედვით. რიგი სწავლებების გამოცდილებით ავანგარდების გაშლასა და ბრძოლაში შეყვანაზე იხარჯება დაახლოებით 30–40 წთ. გაშლის მიჯნა აირჩევა შეძლებისდაგვარად ახლოს მოწინააღმდეგესთან, რათა შეამცირონ მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა. მთავარი ძალების გაშლა ჩვეულებრივ ხდება სათავო სალაშქრო საგუშაგოს ერთ-ერთ ფლანგზე. ავანგარდების ბრძოლას უზრუნველყოფენ საცეცხლე მხარდაჭერის ყველა დასაშვები საშუალებით: ავიაციით, საველე არტილერიით, ნაღმსატყორცნებით, აგრეთვე ბირთვული იარაღითაც. ბრძოლაში მონაწილე ჯარებს მართავენ უშუალოდ დივიზიის მეთაური და ბრიგადების მეთაურები.
ბატალიონის შემადგენლობის ავანგარდი მოწინააღმდეგესთან შეჯახებისას თავის საბრძოლო წყობას უმრავლეს შემთხევებში აგებს ერთ ეშელონად, რაც, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, საშუალებას აძლევს მას მიაყენოს მოწინააღმდეგეს ძლიერი თავდაპირველი დარტყმა. თუ მოწინააღმდეგემ ჭარბი ძალებით დაასწრო მას გაშლა და აწარმოებს შემოტევას, მაშინ ავანგარდმა თავისი აქტიური და გაბედული მოქმედებებით უნდა შებოჭოს მოწინააღმდეგე ფართო ფრონტზე, ყველა საშუალების ცეცხლით მიაყენოს მას დაზიანება და უზრუნველყოს ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობები დივიზიის წინმომავალი მთავარი ძალების გაშლისათვის.
არახელსაყრელად (წამგებიანად) შექმნილი ვითარების დროს ავანგარდები და დაფარვის ჯარების ქვედანაყოფები დროებით გადადიან თავდაცვაში ან მიმართავენ შემკავებელ მოქმედებებს, უწევენ რა მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობას მომგებიან ბუნებრივ მიჯნებზე, რათა მოიგონ დრო, შეინარჩუნონ ძალები და მოქმდების თავისუფლება.
დაფარვის ჯარებისა და ავანგარდების ბრძოლის მსვლელობისას ბრიგადებისა და დივიზიის შტაბები სწავლობენ მოწინააღმდეგეზე მიღებულ მონაცემებს, ისწრაფვიან უწინარეს ყოვლისა ფლანგებისა და ნაწილებს შორის პირაპირების დადგენისაკენ. ამ მონაცემების საფუძველზე დივიზიის (ბრიგადის) მეთაური იღებს გადაწყვეტილებას მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანაზე.
დივიზიის მთავარი ძალების გაშლა ხორციელდება მაქსიმალური სისწრაფით ავანგარდებისა და დაფარვის ჯარების საფარველ ქვეშ. სათავო ბრიგადები გადიან თავიანთ მიმართულებებზე და თანამიმდევრულად იშლებიან კოლონებიდან წინასაბრძოლო და საბრძოლო წყობაში. როგორც ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში მიუთითებენ, ერთი მარშრუტით მიმავალი ბრიგადის გაშლა საბატალიონო კოლონებად იწყება საბრძოლო რიგებში გაშლის საბოლოო მიჯნამდე 10–15 კმ-ის დაშორებით, ბატალიონებისა საასეულო კოლონებად – 5–8 კმ-ის და ასეულებისა საოცეულო კოლონებად – 2–3 კმ-ის დაშორებით. მოყვანილი ნორმატივები უდაოდ საორიენტაციოა, ისინი, ბუნებრივად, დამოკიდებული იქნება ადგილმდებარეობაზე, მოწინააღმდეგის ზემოქმედების ხასიათზე, დასმულ ამოცანებზე, კოლონების მოწყობასა და სხვა ფაქტორებზე.
მთავარი ძალები ბრძოლაში შეიძლება შეჰყავდეთ ან უშუალოდ მარშიდან (ნაწილ-ნაწილ ჯარების მოსვლის და მიხედვით), ან დივიზიის მთელი ძალების მოსვლისა და გაშლის შემდეგ.
პირველ შემთხვევაში დივიზია შეტევაზე გადადის მეწინავე ნაწილებით წინასწარ შეჩერების გარეშე ავანგარდების ბრძოლის დაწყებიდან 40–50 წთ-ის შემდეგ. პირველ ეშელონში შეუტევს იმდენი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონი, რამდენი სალაშქრო კოლონაცაა დივიზიაში. ასე, თუ დივიზია ასრულებს მარშს სამი კოლონით (სამი მარშრუტით), მაშინ თავდაპირველად ბრძოლაში ჩაებმება სამ სატანკო და მოტოქვეით ბატალიონამდე. დანარჩენ ძალებს ბრძოლაში შეიყვანენ მოქმედებათა რაიონთან მოსვლის და მიხედვით. მთავარი ძალების ნაწილ-ნაწილ შეყვანა ბრძოლაში რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბირთვული იარაღისა და ავიაციის დარტყმებით მიღწეულია მოწინააღმდეგეზე უპირატესობა (აღმატება).
მოწინააღმდეგის მსხვილ ძალებთან შეხვედრისას დივიზიის მთავარი ძალები შეტევაში გადადიან, როგორც წესი, საბრძოლო რიგებში გასაშლელად ხანმოკლე გაჩერების შემდეგ. ამ შემთხვევაში დივიზიის ნაწილები ბრძოლაში შეიყვანება ერთდროულად. ხანმოკლე გაჩერება იმისთვისაა საჭირო, რათა მოსულ ჯარებს მიეცეთ საბრძოლო რიგებში გაშლის შესაძლებლობა. მთავარი ძალების გაშლისათვის აცილებელო დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად უზრუნველყოფენ მხარდაჭერას და მოახდენენ რადიოკავშირგაბმულობის ორგანიზებას. ჩვეულებრივ ითვლება, რომ დივიზიის მთავარი ძალების მეწინავე ბრიგადებს ბრძოლაში შესვლა შეუძლიათ ავანგარდების მიერ შემხვედრი ბრძოლის გამართვის მომენტიდან 2–3 სთ-ის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში მთავარი ძალების მეწინავე ბატალიონები გადალახავენ დისტანციას, რომელიც აშორებს მათ ავანგარდებისაგან, არტილერია დაიკავებს საცეცხლე პოზიციებს და მოემზადება ცეცხლის საწარმოებლად, ასევე მოახდენენ კავშირგაბმულობისა და ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას. დივიზიის მთავარი ძალების ბრძოლაში ერთდროულად შეყვანისას მის საბრძოლო მოწყობას, როგორც წესი, აგებენ ორ ეშელონად, რომელიც მოიცავს მთავარი და დამხმარე დარტყმების მიმყენებელ დაჯგუფებებსა და რეზერვს (მეორე ეშელონს). პირველ ეშელონში გამოჰყოფენ ორ ბრიგადას, მეორეში ერთს. მთავარ მიმართულებაზე მოქმედ ბრიგადაში შეიძლება იყოს ორი სატანკო და ორი-სამი მოტოქვეითი ბატალიონები, დამხმარეზე – სატანკო და ერთი-ორი მოტოქვეითი ბატალიონები. მეორე ეშელონში (რეზერვში) გამოიყოფა ბრიგადა სატანკო და ერთი-ორი მოტოქვეითი ბატალიონების შემადგენლობით.
ერთეშელონიანი მოწყობა გამოიყენება მარტო დივიზიის ფართო ფრონტზე მოქმედებისას, კერძოდ მაშინ, როცა იგი აწარმოებს ბრძოლას საარმიო კორპუსის შემადგენლობაში და ასრულებს მისი მთავარი ძალების დაფარვის ჯარების როლს მოწინააღმდეგესთან მათი დაახლოებისას.
დივიზიის მთავარი ძალები შეტევაში გადადიან ბირთვული იარაღის გამოყენებისთანავე, აყენებენ რა ძირითად დარტყმას მოწინააღმდეგის სალაშქრო კოლონების ფლანგებსა და ზურგს, ხოლო დამხმარეს კი – ფრონტიდან.
შემხვედრ ბრძოლაში მანევრის ძირითადი ფორმებია შემოვლა და ღრმა შემოვლა. ცალკეულ შემთხვევებში, როცა მოწინააღმდეგემ დაასწრო ხელსაყრელ მიჯნებზე გაშლა, შეიძლება იყენებდნენ მანევრის ისეთ ფორმასაც, როგორიცაა ფრონტალური შეტევა.
ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში არ იძლევიან შემხვედრ ბრძოლაში ჯარების შეტევის ზოლების, საბრძოლო ამოცანების სიღრმისა და შეტევის ტემპების კონკრეტულ ნორმატივებს. მხოლოდ მიუთითებენ, რომ შენაერთებისა და ნაწილების შეტევის ზოლების სიგანე მუდმივი არ არის. ის დამოკიდებულია ამოცანაზე, მოწინააღმდეგის საბრძოლო შემადგენლობასა და მდგომარეობაზე, ადგილმდებარეობის ხასათზე, მხარდაჭერის ძალებისა და საშუალებათა არსებობაზე. აქედან ამომდინარე და სწავლებათა გამოცდილების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემხვედრ ბრძოლაში დივიზიის მოქმედებათა ზოლის სიგანე შეიძლება იყოს 30 კმ-მდე და მეტიც, მექანიზებული ბრიგადისა – 6–12 კმ, მოტოქვეითი ბატალიონის –3 კმ-მდე.
დამრტყმელი დაჯგუფებების შუალედებში და ფლანგებზე მოქმედებენ დაცვისა და დაზვერვის ქვედანაყოფები. რაც შეეხება საბრძოლო ამოცანების სიღრმეს, ისინი, აშკარაა, რომ შეტევაში ჯარების ამოცანების ანალოგიურია.
შემხვედრი ბრძოლის დაწყების შემდეგ მხარდამჭერი ავიაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ბრძოლის ველის იზოლაცია, რაც მიიღწევა მოწინააღმდეგის წინმომავალ ჯარებზე ბირთვული და ჩველებრივი საბრძოლო მასალებით დარტყმების მიყენებით, ბრძოლის ველთან მომავალი გზების, ხიდების, მდინარეზე გადმოსასვლელებისა და სხვა ობიექტების დანგრევით.
ითვლება, რომ შემხვედრი ბრძოლისათვის დივიზიისთვის გამოყოფილი ბირთვული საბრძოლო მასალების უმეტესობა უნდა გამოიყენებოდეს მთავარი ძალების მოქმედებათა მიმართულებაზე. ბირთვული დარტყმებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზნებია მოწინააღმდეგის ჯარები მათი გაშლის მომენტში, აგრეთვე ბირთვული საშუალებები, არტილერია და მართვის პუნქტები.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემხვედრ ბრძოლაში საჰაერო დესანტებისა და აერომობილური ქვედანაყოფების გამოყენებას. დივიზიისაგან ჯარების შეხების ხაზიდან 15–20 კმ და მეტის დაშორებით შეიძლება გადასხამდნენ დესანტებს გაძლირებული ასეულიდან ბატალიონამდე შემადგენლობით. მათი ამოცანაა მოწინააღმდეგის რეზერვების მოსვლისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისთვის უკანდახევის გზების მოჭრა და ამით მოწინააღმდეგის პირისპირ მდგომი დაჯგუფების ალყაში მოქცევასა და განადგურებაში ფრონტიდან შემტევი ჯარებისათვის ხელის შეწყობა.
ითვლება, რომ წარმატება შემხვედრ ბრძოლაში წარმოუდგენელია საიმედო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც შეიძლება ახორცილებდნენ როგორც ბირთვული იარაღის გამოყენებით, ისე მის გარეშეც. მის ჩასატარებლად გამოიყენება სხვადასხვა საშუალებანი, დაწყებული ნაღმსატყორცნებით და დამთავრებული სხვადასხვა დანიშნულების რაკეტებით. არტილერიის გამოყენებისას რეკომენდირებულია იცავდნენ შემდეგ პრინციპს: ის საარტილერიო ქვედანაყოფები, რომლებიც მოძრაობენ სამარშო ჯგუფებთან ერთობლივად, მხარს უჭერენ მათ მოქმედებებს, უზრუნველყოფენ გაშლასა და ბრძოლის წარმოებას. შემდგომში ვითარების და მიხედვით ხდება არტილერიის მართვის ცენტრალიზაცია.
ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები შემხვედრი ბრძოლის მსვლელობისას წინ მიდიან მიჯნიდან მიჯნამდე თავიანთი ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებში. ამასთანავე ისეთნაირად ნაწილდებიან ფრონტსა და სიღრმეში, რომ უზრუნველყოფდნენ მეწინავე ქვედანაყოფების სწრაფ გაძლიერებას. ყველა პირობებში მათ მოეთხოვებათ, რომ არ ფანტავდნენ ტანკსაწინაარმდეგო ქვედანაყოფების ძალებს, არამედ თავს უყრიდნენ მათ მთავარ მიმართულებაზე. შემხვედრი ბრძოლის გაჩაღებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით ფლანგების დაფარვას.
ვარაუდობენ, რომ საჰაერო თავდაცვის ამოცანების წარმატებით შესრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იწყება გაშლა: სვლიდან თუ შეჩერების შემდეგ. სვლიდან გაშლისას საზენიტო ქვედანაყოფების წინასწარ გადაჯგუფება თითქმის გამორიცხულია ან მეტად იშვიათი მოვლენა იქნება. როგორც წესი, ისინი აგრძელებენ იმ ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვის ამოცანას, რომლებზედაც არიან მიცემულნი. სხვა შემთხვევაში მოკლე შეჩერებიდან გასვლისას საზენიტო ქვედანაყოფები გამოიყენება თავმოყრილად მუქარის მიმართულებებზე.
მესანგრეთა ჯარების ქვედანაყოფებს იყენებენ მთავარ მიმართულებაზე. მეორეხარისხოვან მიმართულებაზე მოქმედი ჯარები საინჟინრო სამუშაოებს საკუთრი ძალებით აწარმოებენ.
ითვლება, რომ მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანით შემხვედრი ბრძოლა მთავრდება და ჯარები გადადიან შეტევაზე, თავდაცვაში ან უკან იხევენ. და ამ სახეობის საბრძოლო მოქმედებებს ბრძოლის ძირითად სახეობათა წარმოების ზოგადი წესების მიხედვით აწარმოებენ.
წერილი განთავსებულია ჟურნალში Зарубежное военное обозрение, 1974, № 1.
მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment