ყველაზე უფრო უსიამოვნო ეტაპი თურქი ოფიცრებისთვის, მათი სოციალური დაცულობის თვალსაზრისით, გახლდათ 50-იანი წლები. ქვეყნის ხელისუფლებაში 1950 წელს ა. მენდერესის მეთაურობით დემოკრატიული პარტიის მოსვლის შემდეგ ისინი სახელმწიფო მოსამსახურეთა იმ კატეგორიაში აღმოჩნდნენ, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი ხელფასები ეძლეოდათ. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ უმცროსმა და საშუალო ოფიცრებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა 1960 წლის 27 მაისის სამხედრო გადატრიალებაში, როცა ძალაუფლება ქვეყანაში დროებით სამხედროების ხელში გადავიდა, რომლებიც ეროვნული ერთიანობის კომიტეტში გაერთიანედნენ. იმ დროიდან მათი სოციალური და მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად იქნა განმტკიცებული, და თუმცა კი თურქი ოფიცრები ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით ყველაზე უფრო უზრუნველყოფილთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდნენ, 1990¬-იანი წლების დასაწყისში სულაც არ გრძნობდნენ საკუთარ თავს დაჩაგრულად არც მორალური და არც მატერიალური მიმართებით. თურქეთის სამხედრო სასწავლებელთა კურსანტების ძირითადი ნაწილი ოფიცრის პროფესიის არჩევის მიზეზებად თვლიდა მის პრესტიჟულობას, სტაბილურ და შედარებით უჭირველ მომავალს.
იმ ხანებში თურქეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სისტემა, ფულადი ანაზღაურების გარდა, სხვადასხვანაირ სოციალურ და მატერიალურ შეღავათებსა და მომსახურებებს მოიცავდა, რომლებიც სამხედრო სამსახურის სიძნელეებითა და სპეციფიკით იყო განპირობებული და საკანონმდებლო წესით განმტკიცებული. მათ შორის გახლდათ სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურება, სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება, დასვენების ორგანიზაცია და სხვა. მათი სოციალური გარანტიები ასევე იმ სამართლებრივი ნორმებითაც იყო გათვალისწინებული, რომლებიც ახდენდნენ სამსახურის გავლისა და შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლების წესის რეგლამენტაციას.
სამსახურის გავლა. უფლებებისა და შესაძლებლობათა განსაზღვრულ გარანტიებს თურქი ოფიცრები უკვე თანამდებობაზე პირველი დანიშვნისას ხვდებოდნენ (ეხებოდნენ). სამხედრო სასწავლო დაწესებულებების გამოშვებულთა განაწილება წილისყრის მიხედვით ხორციელდებოდა. ამასთან გამოშვების პირველ ათ საუკეთესო ადამიანს სამსახურის ადგილის არჩევის უფლებაც ეძლეოდა.
«თურქეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ კანონის» შესაბამისად ოფიცრების გადანაცვლებისას მკაცრად ხდებოდა როტაციის პრინციპის დაცვა ქვეყნის სხვადასხვა გარნიზონებში ცხოვრების პირობების გათვალისწინებით. თურქეთის ტერიტორია გაყოფილი იყო ორ ზონად – დასავლეთისა (პირველი) და აღმოსავლეთის (მეორე). თითოეული მათგანი შეიცავდა ხუთი კატეგორიის გარნიზონებს, რომლებიც აღინიშნებოდა ლათინური ასოებით A-დან E-ს ჩათვლით. გარნიზონი ინდექსით 1A წარმოადგენდა სამსახურის საუკეთესო ადგილს, ხოლო ინდექსით 2E – ყველაზე უფრო არახელსაყრელს. ინდექსის განსაზღვრისას ბევრი ფაქტორი გაითვალისწინებოდა – მოცემული ადგილის კლიმატით დაწყებული და იქ სკოლებისა და საავადმყოფოების არსებობით დამთავრებული.
სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) პირადი შემადგენლობისთვის იყო მხოლოდ ერთი ზონა – პირველი. სამხედრო-საზღვაო ძალებში (სზძ) სანაპირო ნაწილებსა და დაწესებულებებში სამსახური პირველ ზონაში სამსახურად ითვლებოდა, ხოლო ხომალდებზე კი – მეორე ზონის E კატეგორიის გარნიზონში სამსახურად.
ეროვნული თავდაცვის მინისტრის დირექტივით დადგენილი იყო გარნიზონებში სამსახურის ვადების შეზღუდვები (იხ. ცხრილი). სხვადასხვა ადგილას სამსახურის მკაცრი მონაცვლეობა (რიგითობა) იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დატვირთვები ოფიცერთა შემადგენლობაში თანაბრად გაენაწილებიათ და არმიაში პროტექციონიზმის შესაძლო გამოვლინებებთანაც ებრძოლათ.
ცხრილი
თურქეთის ოფიცერთა შემადგენლობის გარნიზონებში სამსახურის ვადები
გარნიზონის . . . . . დასავლეთის ზონა . . . . . აღმოსავლეთის ზონა . .
კატეგორია . . . . . . . . . . (პირველი) . . . . . . . . . . . . . . (მეორე) . . . . . .
. . . . . . . . . . . . . სახმელეთო . . სჰძ . . სზძ . . . . სახმელეთო . . . . სზძ
. . . . . . . . . . . . . . .ჯარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჯარები . . . . . . . . . .
. . . . A . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . 5 . . . . 5 . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . – . . .
. . . . B . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . 5 . . . .5 . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . .
. . . . C . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . 4 . . . .4 . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . .
. . . . D . . . . . . . . . . . 4. . . . . . . . .4. . . . 4 . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . .
. . . . E . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . 3 . . . .3 . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . 2 . . .
თითოეული ოფიცრის საქმიანობის ობიექტური შეფასების, აგრეთვე სამსახურში გარანტირებული დაწინაურების მიზნით თურქეთის არმიაში სამხედრო მოსამსახურეთა ყოველწლიური ატესტაციის სისტემა იყო შემოღებული. სამი ზემდგომი უფროსი ატესტაციაზე გასულს ნიშნებს 20 პოზიციის მიხედვით უწერდა, რომლებიც მის პროფესიულ და მორალურ-პოლიტიკურ თვისებებს მოიცავდა. თითოეული პოზიციის მაქსიმალური შეფასება გახლდათ ათი ქულა. მოცემულ წოდებაში ოფიცრის ნამსახურების ვადის ამოწურვის შემდეგ მთელი ამ პერიოდისთვის საშუალო საატესტაციო ქულა გამოჰყავდათ. მორიგი წოდების მისაღებად უმცროს ოფიცრებსა და მაიორებს ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 60 % უნდა მოეგროვებინათ, ვიცე-პოლკოვნიკებსა და პოლკოვნიკებს კი – 70 %. ოფიცერს, რომელიც წლიური საატესტაციო ქულის 95 %-ს დააგროვებდა, მორიგი სამხედრო წოდება ვადამდე მიენიჭებოდა, ხოლო წლების ნამსახურებაზე კი საშეღავათო წელი ემატებოდა.
1990-იანი წლების დასაწყისში გახშირებული იყო კრიტიკა არსებული «საატესტაციო ზღურბლის» მიმართ სამხედრო წოდების მინიჭებისა და ზემდგომ თანამდებობაზე დანიშვნისას. განიხილებოდა საკითხი ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის ახალი სისტემის დანერგვის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებდა გამოთვლით ტექნიკის ფართო გამოყენებას და მინიმუმამდე დაიყვანდა მეთაურობის (სარდლობის) მხრიდან სუბიექტური მიდგომის შესაძლებლობას.
შვებულება. ნამსახურებისდა მიხედვით ოფიცერს ჰქონდა ყოველწლიური შვებულების უფლება 45 დღეღამემდე ხანგრძლივობით მგზავრობის დროის გაუთვალისწინებლად. მას შეეძლო ის ერთბაშად ან ნაწილ-ნაწილ გამოეყენებია. დამატებითი შვებულებები ოფიცრებს მათი უახლოესი ნათესავების სიკვდილის (10 დღეღამე) ან სტიქიური უბედურებების (30 დღეღამე) შემთხვევაში, ან კიდევ სამედიცინო კომისიის დასკვნის მიხედვით ეძლეოდათ.
კადრის ოფიცერთა ფინანსური უზრუნველყოფა. გაითვალისწინებოდა ოფიცრების ფულადი ანაზღაურების ცვლილება ყოველ ნახევარ წელიწადში გაზრდის მხარეს. მაგრამ ინფლაციის მაღალი ტემპების პირობებში, რამაც 1991 წელს 70 %-ს მიაღწია, ოფიცერთა ჯამაგირის ზრდა ყოველთვის ვერ მიჰყვებოდა ფასების მომატებას. ეს არცთუ იშვიათად იწვევდა ოფიცრების გარემოში და თვით სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალ ეშელონებშიც კი უკმაყოფილებას. ასე, 1991 წელს გენერალური შტაბის უფროსი არმიის გენერალი დ. გიურეში ორი თვის განმავლობაში კუთვნილი ჯამაგირის აღებაზე უარს ამბობდა, რის შედეგადაც მთავრობა იძულებული შეიქნა ოფიცერთა შემადგენლობისთვის ხელფასები გაეზარდა.
1992 წლის აგვისტო-სექტემბრის მდგომარეობით ოფიცრების ყოველთვიური ხელფასი შემდეგ ზომებში გახლდათ დადგენილი (დოლარებში): დივიზიის გენერალი – 1167, ბრიგადის გენერალი – 1079, სრული ნამსახურების მქონე პოლკოვნიკი – 992, პოლკოვნიკი – 763, ვიცე-პოლკოვნიკი – 705, მაიორი – 672, კაპიტანი – 420, უფროსი ლეიტენანი – 383, ლეიტენანტი – 370. მთლიანობაში შესაბამისი რანგისა და მუშაობის სტაჟის მქონე სახელმწიფო მოსამსახურის ჯამაგირი უახლოვდებოდა ოფიცრის ხელფასს, თუმცა კი სხვადასხვა შეღავათებისა და დამატებების გათვალისწინებით, უკანასკნელის მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა უფრო უპირატესი და სასურველი გახლდათ.
ოფიცრების მიერ მიღებულ დამატებებს შორის, რომელთა ზომებიც ყოველწლიურად ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრებოდა, ყველაზე უფრო წონადი იყო შვილებზე მიცემული დახმარება, აგრეთვე დანამატები ძნელი პირობების მქონე რაიონებში სამსახურისა და ჯარებში სამსახურისთვის. შვილებზე დახმარებას მათ მიერ 19 წლის ასაკის მიღწევამდე უხდიდნენ, ხოლო გაუთხოვარ ქალიშვილებსა და სტუდენტ ვაჟიშვილებზე კი – 25 წლის მიღწევამდე.
ძნელი პირობების მქონე რაიონებში სამსახურისთვის დანამატი სრულად ან ნაწილობრივ რაიონის კატეგორიის და მიხედვით ეძლეოდათ.
ჯარებში სამსახურისთვის დანამატი განკუთვნილი იყო შენაერთების, ნაწილებისა და შტაბების ოფიცრებისთვის, რომელთა ჩამონათვალებიც შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობისთვის იყო დამტკიცებული. მფრინავები, წყალქვეშა ნავების მეზღვაურები და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეები ამ დანამატის ნაცვლად სამსახურის ხასიათის გამო ღებულობდნენ სპეციალურ ანაზღაურებას.
გარდა ამისა, ოფიცრებს უხდიდნენ დახმარებებს ტანსაცმელსა და კვებაზე, გათბობაზე, მკურნალობაზე, შვილის დაბადებისას, ანაზღაურებას დამატებითი მუშაობისა და პროფესიული რისკისთვის, წარმომადგენლობით თანხებს (განსაზღვრული კატეგორიებისთვის), კომპენსაციებს შვილების სკოლა-ინტერნატების საერთო საცხოვრებლებში ცხოვრებისთვის და რიგ სხვა დანამატებს.
სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა და ამასთან დაკავშირებით თანამდებობისგან იყო ჩამოცილებული, თავისი ფულადი ანაღაურების 2/3-ს ღებულობდა. თუ გამოძიება მის უდანაშაულობას დაადგენდა, თანამდებობაზე აღდგენასთან ერთად მას კომპენსაციაც ელეოდა.
საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ოფიცრების უმრავლესობა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შეღავათიანი საცხოვრებელი ფონდის სახლებში ცხოვრობდა. მათ აშენებდნენ ყველგან, უწინარეს ყოვლისა კი მოშორებულ გარნიზონებში, ერთიანი პროგრამის მიხედვით გენერალური შტაბის უშუალო ხელმძღვანელობით. სამსახურეობრივ სახლებში ბინების სტანდატრული ფართობი 85–150 მ² გახლდათ, მათში ცხოვრებისთვის საიჯარო გადასახადი კი 6–8-ჯერ ნაკლები იყო ჩვეულებრივთან შედარებით.
იყო ოთხი ტიპის სახლები ოფიცერთა შემადგენლობისთვის.
– არმიისა და კორპუსის გენერლებისთვის 120–150 მ² ფართის ბინებით, რომლებიც ეძლეოდათ მაშინვე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ;
– დივიზიისა და ბრიგადის გენერლებისთვის, რამდენადმე ნაკლები კვადრატებით და ასევე გამოეყოფოდათ მაშინვე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ;
– გენერალური შტაბის, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების, კავშირგაბმულობის კვანძებისა და მესაზღვრე ოფიცრებისთვის;
– დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც ბინის ურიგოდ მიღებაზე შეღავათები არ ჰქონდათ.
ოფიცერთა ძირითადი მასის მიერ ბინების მიღების რიგითობა ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. რიგში მდგომ ოფიცერს წინამორბედი სამსახურის თითოეულ წელზე თითო ქულა ერიცხებოდა, კიდევ თითო ქულა – ყოველი თვისათვის საცხოვრებელი ფართის მიცემაზე პატაკის ჩაბარების მომენტიდან, არმომუშავე ცოლზე ექვსი ქულა ემატებოდა, სახელმწიფო სექტორში მომუშავეზე კი – ორი, თითოეულ შვილზე სამი ქულა, კმაყოფაზე მყოფ სხვა პირებზე – თითო-თითო ქულა. მათ, ვინც სამსახურს უშუალოდ ჯარებში გადიოდნენ, 15-15 ქულა ემატებოდათ. სამსახურში წახალისებისთვის ერიცხებოდათ სამი ქულა, ამდენივე ეხსნებოდათ დისციპლინარული სასჯელისთვის (взыскание). კიდევ ხუთი ქულა იკარგებოდა, თუ ოჯახის რომელიმე წევრს მოცემულ პროვინციაში ჰქონდა ბინა. ამრიგად, რიგის დადგენა და კორექტირება დაგროვებული ქულების მიხედვით ხდებოდა. ამით, ერთის მხრივ, სოციალური სამართლიანობის პრინციპი იყო დაცული, ხოლო მეორეს მხრივ კი – თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი ოფიცრების კეთილსინდისიერი დამოკიდებულების სტიმულირებაც ხდებოდა.
სამედიცინო მომსახურება. ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები უფასო სამედიცინო დახმარებით მთლიანად იყვნენ უზრუნველყოფილი. 1992 წლის შუახანებში ქვეყანაში 42 სტაციონარული სამხედრო ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა, მათ რიცხვში ერთი 1000 საწოლზე, ორი – 800, ხუთი – 400 საწოლზე, 29 კი 50–200 საწოლზე. მათში დაახლოებით 2200 ექიმი მუშაობდა. აუცილებლობის დროს სამხედრო მოსამსახურეები სახელმწიფოს ხარჯზე სამკურნალოდ საზღვარგარეთაც იგზავნებოდნენ.
თურქეთის მთავრობის მიერ 1991 წლის დეკემბერში მიღებული დადგენილების თანახმად, ოფიცრებსა და მათ ოჯახებს ეძლეოდათ უფასო მკურნალობის უფლება როგორც სამხედრო ისე სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში. ოფიცრების მშობლებს, ძმებსა და დებს ასევე ჰქონდათ უფასო სამედიცინო მომსახურების უფლება, მხოლოდ სამხედრო ჰოსპიტლებში.
სატრანსპორტო შეღავათები. სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდათ არსებითი ფასდაკლება სახელმწიფო ტრანსპორტით სარგებლობისას, მათ შორის საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტითაც. გარდა ამისა, ოფიცრებს, როგორც წესი, ეძლეოდათ სამსახურეობრივი ტრანსპორტიც სამსახურში და სახლში მისაყვანად. სამსახურის ახალ ადგილამდე მგზავრობისას ყველა სამხედრო მოსამსახურე პირადი ნივთების გადატანისთვის არანაზღაურებად დახმარებას ღებულობდა.
დასვენების ორგანიზაცია და ჩატარება. უმრავლეს გარნიზონებში იყო არმიის სახლები, შენაერთებისა და ნაწილების შტაბებთან კი – ოფიცრების კაზინოები. აქ შეიძლებოდა თავისუფალი დროის გატარება, სადილობა და უბრალოდ დასვენება, ასევე ოჯახური ზეიმის აღნიშვნაც. გარდა ამისა, არმიის სახლებთან არსებობდა კომფორტაბელური სასტუმროები დაახლოებით 10 ათას ადგილზე. ასეთი სახლების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ოფიცრებსა და მათ უახლოეს ნათესავებს შეეძლოთ. სხვა სამოქალაქო პირებისთვის, თვით პარლამენტის წევრებისთვისაც კი, იქ შესვლა შეუძლებელი გახლდათ. უნტერ-ოფიცრებს თავიანთი არმიის სახლები ჰქონდათ, რომლებიც ოფიცერთა არმიის სახლებს მცირედ თუ ჩამოუვარდებოდა.
ოფიციალურად არმიის სახლების შექმნის მიზანი იყო სამხედრო მოსამსახურეთა შეკრულობის (сплочённость) განმტკიცება, მათი პროფესიული და კულტურული განვითარება, სოციალური და სულიერი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. თუმცა კი აქ მატერიალური ფაქტორიც არცთუ უკანასკნალ როლს თამაშობდა. ყველა სახეობის მომსახურების ღირებულება არმიის სახლებში 10–20-ჯერ ნაკლები იყო, მსგავსი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებთან შედარებით. ეს მათ შენახვაზე ხარჯების ნაწილის ეროვნული თავდაცვის სამინისტრის ბიუჯეტიდან დაფარვით მიიღწეოდა, აგრეთვე მომსახურე პერსონალის სახით ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა გამოყენებითაც.
1992 წლის შუახანებში თურქეთში არსებობდა 25 დასასვენებელი სახლი ოფიცრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც 12 ათასზე მეტი ადამიანის მიღება შეეძლოთ. ძირითადად ისინი ხმელთაშუა, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვების სანაპიროებზე იყო განლაგებული. აქ დასვენება ასეთი ტიპის სამოქალაქო დაწესებულებებთან (заведения) შედარებით 7–10-ჯერ უფრო იაფი გახლდათ. დადგენილი წესისა და რიგის შესაბამისად ოფიცერს ოჯახით ეძლეოდა შესაძლებლობა ასეთი დასასვენებელი სახლებით ზაფხულში (ორი კვირა) და ზამთარში (ერთი) ესარგებლა. მაგრამ მათში ადგილების უკმარისობის მიზეზით განაცხადები რიგის მიხედვით საშუალოდ ოთხ წელიწადში ერთხელ კმაყოფილდებოდა. ამასთან უპირატესობა იმ ოფიცრებს ენიჭებოდათ, რომლებიც სამსახურს თურქული ქურთიტანის მოშორებულ პროვინციებში გადიოდნენ.
ურთიერთდახმარების საარმიო საზოგადოება. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გარდა, ოფიცერთა კორპუსის სოციალური დაცვით სხვადასხვა არასახელმწიფო სტრუქტურებიც იყვნენ დაკავებული. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ურთიერთდახმარების საარმიო საზოგადოებას ეკუთვნოდა.
ეს საზოგადოება, რომელიც, როგორც ურთიერთდახმარების ერთგვარი სრულიად საარმიო სალარო, 1961 წელს ნებაყოფლობით საწყისებზე თავად ოფიცერთა საწევრო შენატანების საფუძველზე შეიქმნა, დროთა განმავლობაში მონოპოლისტური ტიპის მძლავრ ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანებად გადაიქცა. მისმა კაპიტალმა, რომელიც 1961 წელს 50 მლნ. თურქულ ლირას მოითლიდა, 80-იანი წლების შუახანებისთვის 36 მლრდ.-ს მიაღწია. 1992 წლის შუახანებში ეს საზოგადოება დაახლოებით 90 ათას ადამიანს აერთიანებდა, და სამი ათეული სავაჭრო და სამრეწველო საწარმოს სრული ან ნაწილობრივი მფლობელიც გახლდათ.
გენერლები და ოფიცრები, რომლებიც ურთიერთდახმარების საარმიო საზოგადოებაში იყვნენ გაწევრიანებული, მის ფონდში თავიანთი ხელფასის 10 %-ს რიცხავდნენ. შესული ფულები ბრუნვაში გაიშვებოდა. თადარიგში გასვლისას კი სამხედრო მოსამსახურეს მისი შენატანების თანხა პროცენტებით უბრუნდებოდა.
მოგებული თანხებით საზოგადოება თავის მოწილეებს (მეპაიეებს)უბედური შემთხვევების დროს მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენდა, ასევე მათ შეღავათიანი პირობებით სესხებსაც აძლევდა, გარდა ამისა, საკუთარი სახსრებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახლების მშენებლობას ეწეოდა, და მათ, სხვა სამშენებლო კომპანიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებ ფასებში ჰყიდდა.
ურთიერთდახმარების საარმიო საზოგადოება მთელ ქვეყანაში დახურული მაღაზიების ქსელის სუბსიდირებას ეწეოდა. მათში ფასები საშუალოდ 15 %-ით ნაკლები იყო, ვიდრე სახელმწიფო და კერძო ვაჭრობაში, ხოლო მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელი განვადებით ჩვეულებრივზე 2–3-ჯერ დაბალი პროცენტით იყიდებოდა.
გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვა. თითოეულ ოფიცერს ჰქონდა უფლება 15 წლის სამსახურის შემდეგ გადამდგარიყო. თუმცა კი კანონის შესაბამისად ასაკის მიხედვით პენსიის უფლება მხოლოდ იმ გენერლებსა და ოფიცრებს ეძლეოდათ, რომლებიც არანაკლებ 25 წლისა იმსახურებდნენ. 1992 წლის შუა თვეების მდგომარეობით შემდეგი პენსიები იყო დადგენილი (დოლარებში): დივიზიის გენერალი – 1054, ბრიგადის გენერალი – 959, ნამსახურების მქონე პოლკოვნიკი – 814, პოლკოვნიკი – 466, ვიცე-პოკლოვნიკი – 393, ნამსახურების მქონე მაიორი – 359. განთავისუფლებისას ოფიცერი ერთდროულ ფულად ანაზღაურებას ღებულობდა. ნამსახურებისდა მიხედვით მის ზომას შეიძლებოდა მისთვის დანიშნული თვიური პენსიის 15-ჯერადი თანხა შეედგინა.
1980–1990-იანი წლების მიჯნიდან ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განთავისუფლებული ოფიცრების შრომით მოწყობაშიც ღებულობდა უშუალო მონაწილეობას. თადარიგში გასულებს იმ შეღავათების უმეტესობა ეძლეოდათ, რომლებიც კადრის ოფიცერთა შემადგენლობისთვის იყო დადგენილი. მათ და მათი ოჯახის წვრებს შეეძლოთ არმიის სახლებს სწვეოდნენ და, ასევე, უფასო სამედიცინო მომსახურებითაც ესარგებლათ.
# 2847 კანონის შესაბამისად 1983 წელს გადამდგარი ოფიცრების საზოგადოება იქნა შექმნილი, რომლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა მატერიალური და მორალური დახმარების აღმოჩენა მისი იმ წევრებისთვის, რომლებიც შეჭირვებულ გარემოებებში ჩავარდებოდნენ. საზოგადოება იმყოფებოდა ანკარაში და მას ჰქონდა ფილიალებიც ქვეყნის ბევრ ქალაქში. ორ თვეში ერთხელ ის უშვებდა თავის ჟურნალს «ბირლიკი» («ერთიანობა»).
თურქი ოფიცრების სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის სისტემა მუდმივ სრულყოფას განიცდიდა. ინფლაციის გათვალისწინებით რეგულარულად იზრდებოდა მათი ფულადი ანაზღაურება. წარმოებდა არსებული კულტურულ-საყოფაცხოვრებო დაწესებულებების მოდერნიზაცია და ახლების შექმნა, ფართოვდებოდა საცხოვრებელი მშენებლობის მასშტაბები. ხდებოდა იმ ნორმატიული აქტების გადახედვა, რომლებიც ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის რეგლმენტაციას ახდენდა, დაუსაბუთებელი შეზღუდვები კი უქმდებოდა. კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში სამხედრო მოსამსახურეებს უკვე ნება ეძლეოდათ ცოლად უცხოელი ქალები მოეყვანათ. ცალკეულ შემთხვევებში ოფიცრებზე სასამართლო პასუხისმგებლობის დაკისრებისას ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მათი ადვოკატების მომსახურების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებდა.
1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება იქნა მიქცეული უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაზე ზრუნვის გაძლიერებისთვის. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალურ დირექტივაში ხაზი ესმებოდა არმიის სახლების, სასტუმროებისა და კაზინოების პერსონალის მხრიდან უმცროს ოფიცერთა მიმართ უყურადღებო დამოკიდებულების, აგრეთვე დასვენების სახლებში საგზურების განაწილებისას მათი უფლებების შევიწროვების დაუშვებლობას.
მთლიანობაში თურქული ხელმძღვანელობის ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფის საქმეში ხელს უწყობდა ჯარებში მორალური მდგომარეობის ამაღლებას, ასევე ოფიცერთა შემადგენლობის მზადყოფნის ამაღლებასაც დასმული ამოცანების შესასრულებლად.
გამოყენებული ლიტერატურა
Подполковник А. Александров, «Социальная защищенность офицеров Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 9.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment