თურქეთის რესპუბლიკას გააჩნდა გრძელი საზღვრები საბჭოთა კავშირთან, ბულგარეთთან და სხვა ქვეყნებთან. მის ტერიტორიაზე ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზაც გადიოდა და გადის. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, მარმარილოს ზღვასთან ერთად, ერთადერთ საზღვაო გზას წარმოქმნიან შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის. 1986 წლის თებერვალში აშშ თავდაცვის მინისტრმა კ. უაინბერგერმა განაცხადა: «თურქეთს, რომელსაც გააჩნია სახმელეთო და საზღვაო საზღვრები სსრკ-სა და ბულგარეთთან, საკვანძო პოზიციები უჭირავს ხმელთაშუა ზღვისკენ საბჭოთა კავშირის გზაზე და ნატო-ს სამხრეთ ფლანგის ფორპოსტს წარმოადგენს». აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მალავდა, რომ ბევრწილად სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა მისი ასეთი გულდასმით ყურადღების მიზეზს ბლოკში თავისი პარტნიორისადმი. 1980-ინი წლების შუახანებში თურქეთის ტერიტორიაზე აშშ შეიარაღებული ძალების ინტერესებში 60-ზე მეტი სამხედრო ბაზა და ობიექტი გამოიყენებოდა, აქვე იყო განლაგებული მნიშვნელოვანი რაოდენობით ბირთვული საბრძოლო მასალებიც.
დაწყებული 1954 წლიდან რამდენიმე შეთანხმება იქნა დადებული თურქეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო ბაზებისა და ობიექტების გამოყენებაზე. 1980-იანი წლების შუახანებში დადებული ბოლო ასეთი დოკუმენტი «თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ» ითვალისწინებდა პერიოდს 1985 წლის დეკემბრიდან 1990 წლის დეკემბრის ჩათვლით. ამ შეთანხმების თანახმად აშშ პირობას აძლევდა თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის მიეწოდებინა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალებები, აგრეთვე აღმოეჩინა დახმარება მისი პირდი შემადგენლობის მომზადებასა და სწავლებაში. გარდა ამისა, ამერიკული მთავრობა თურქეთს შეპირდა, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან მას ყველაზე მეტი პრიორიტეტი მიეცემოდა სამხედრო შესყიდვების პროგრამების რეალიზაციაში. ამის სანაცვლოდ კი პენტაგონი თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებისა და ობიექტების შემდგომი გამოყენების უფლებას ღებულობდა მათ საქმიანობაზე ერთობლივი (ამერიკულ-თურქული) კონტროლის განხორციელების უფლებით.
შემთხვევითი არ იყო, რომ 1980-იანი წლების შუახანებისთვის თურქეთის დედაქალაქში სტუმრობას მოუხშირეს ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის სამხედრო და სამოქალაქო ემისრებმა. შეხვედრების მსვლელობისას ისინი ამტკიცებდნენ რადიოელექტრონული დაზვერვის ამერიკულ გლობალურ სისტემაში შემავალი რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის კომპლექსების მოდერნიზაციის აუცილებლობას, ასევე კავშირგაბმულობის სხვადასხვა სახეობათა ცენტრების მოდერნიზაციის აუცილებლობასაც, მათ რიცხვში იმ ცენტრების, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მოქმედი აშშ მე-6 ფლოტის ხომალდებთან კავშირისთვის გახლდათ განკუთვნილი, აგრეთვე მანამდე უკვე არსებული საავიაციო და სამხედრო-საზღვაო ბაზების რეკონსტრუქციისა და ახლების აშენების აუცილებლობას აშშ-დან გადმოსროლილი გაძლიერების ჯარების სწრაფი გაშლის უზრუნველყოფისთვის. პენტაგონი არც თურქეთში ქიმიური იარაღის მარაგების შექმნაზე ამბობდა უარს, ასევე ბირთვული მუხტებისა და მათი მიტანის საშუალებების რიცხვის გაზრდის გეგმებზეც.
1980-იანი წლების შუახანებში თურქეთში მყოფი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საერთო რიცხვი დაახლოებით 5 ათას ადამიანს შეადგენდა (უმეტესი ნაწილი სამხედრო-საჰაერო ძალების /სჰძ/ შემადგენლობიდან).
1980-იან წლებში თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი აშშ-ისა და ნატო-ს ძირითადი სამხედრო ბაზები და ობიექტები ქვემოთ ნახტზეა მოყვანილი (ნახატი /რუკა/).
ანკარაში განლაგებული გახლდათ ამერიკული სამხედრო მისიის JUSMMAT (Joint United States Military Mission for Aid to Turkey) შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევდა მოქმედებებს თურქეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებების შესრულებისთვის. გარდა ამისა, აქვე იყო განლაგებული ზურგის უზრუნველყოფის ჯგუფის TUSLOG (Turkey United States Logistics Group) შტაბი, რომელიც თურქეთში აშშ სჰძ-ის ობიექტების მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის გახლდათ განკუთვნილი.
პირინჩლიკის რაიონში (დიარბაქირიდან 25 კმ დასავლეთით, აღმოსავლეთ ანატოლია) საბჭოთა შეიარაღებული ძალების საქმიანობასა და სსრკ-ის ტერიტორიიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (სკბრ) გაშვებაზე მეთვალყურეობის ერთერთი ყველაზე უფრო მსხვილი ცენტრი იყო მოწყობილი. ის სამი მძლავრი რადიოლოკაციური სადგურითა და მონაცემთა ავტომატური დამუშავების აპარატურით გახლდათ აღჭურვილი. მის ტერიტორიაზე (დაახლოებით 46 კმ²) რადიოგამჭვირვალე გუმბათის ქვეშ სათანამგზავრო კავშირგაბმულობის SATCOM (Satellite Communications) სადგური იყო გაშლილი, აგრეთვე მიმღები და გადამცემი რადიოცენტრები, აშენებული იყო ელექტროქვესადგური, საყაზარმო, სამსახურეობრივი და ტექნიკური შენობები, საწვავ-საცხები მასალებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა საწყობები, ასევე ტექნიკის ფარეხი სარემონტო სახელოსნოებით. ცენტრს ჰქონდა დაცვის გაძლიერებული რეჟიმი. მასში ყველა აუცილებელი პირობა იყო შექმნილი საგანგებო პირობებში მუშაობისთვის.
შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ სინოპში რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრი გახლდათ განლაგებული, რომელსაც თანამედროვე რადიოელექტრონული და კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გააჩნდა, ხოლო სანტენო ნაგებობი კი რდიოგამჭვირვალე გუმბათების ქვეშ იყო განთავსებული. ის ახორცილებდა სადაზვერვო მონაცემების შეკრებას შავი ზღვის ზონაში საბჭოთა, აგრეთვე რუმინეთისა და ბულგარეთის ავიაციისა და ხომალდების მოქმედებათა შესახებ. ანადოლუქავაგის რაიონში (ბოსფორის სრუტე) რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრი იყო შექმნილი, რომელიც აშშ სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ) შავ ზღვაზე და სრუტეების რაიონში სსრკ საბრძოლო ხომალდების საქმიანობის შესახებ სადაზვერვო ცნობებით უზრუნველყოფდა. მას რამდენიმე საანტენო ნაგებობა ჰქონდა რადიოგამჭვირვალე გუმბათების ქვეშ თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურით, აგრეთვე კავშირგაბმულობის სხვადასხვა საშუალებები და სამსახურეობრივ და ტექნიკურ შენობათა კომპლექსი.
ადგილ გიოლბაშიში (16 კმ ანკარის სამხრეთ-დასავლეთით) სეისმური დაზვერვის სადგური იყო განლაგებული, რომელიც არა მარტო ქვეყანაში არსებულ სეისმურ ვითარებას აფასებდა, არამედ ბირთვული გამოცდების შესახებ მონაცემების შეკრებასა და დამუშავებასაც ახორციელებდა.
მარმარილოს ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ქარგაბურუნის რაონში რადიოსანავიგაციო სისტემის LORAN (long range navigation) სადგური იყო გაშლილი, რომელიც აშშ-ისა და ნატო-ს საბრძოლო და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ფრენებს უზრუნველყოფდა, აგრეთვე ხომალდების რადიონავიგაციასაც ხმელთაშუა ზღვის ზონაში. მის ტერიტორიაზე გაშლილი გახლდათ საანტენო ველი და შესაბამისი შენობების კომპლექსიც იყო აშენებული.
თურქეთის სამხრეთში ქალაქ ადანას რაიონში აშენებული იყო ახლო აღმოსავლეთში ყველაზე უფრო მსხვილი ამერიკული საავიაციო ბაზა ინჯირლიკი, სადაც მუდმივად ეწეოდნენ საბრძოლო მორიგეობას აშშ სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამერიკულმა სარდლობამ არაერთხელ გამოიყენა ის თავისი მოკავშირე ისრაელისთვის ლიბანში ომის დროს დახმარების აღმოსაჩენად, აგრეთვე სსრკ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო აქციების ჩატარებისთვის. ავიაბაზას 3000 მ-ზე მეტი სიგრძის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი (ადზ) გააჩნდა და სტრატეგიული ბომბდამშენების მიღებაც შეეძლო. მის ტერიტორიაზე მოწყობილი და აღჭურვილი გახლდათ სარულეჟო ბილიკები, საწყობები, მათ შორის ბირთვული საბრძოლო მასალებისაც, თვითმფრინავების შესაფარებლები (укрытия), კავშირგაბმულობის კვანძები, გაშლილი იყო სანავიგაციო აღჭურვილობა, იყო საშტაბო, სამსახურეობრივი და ტექნიკური სადგომები და სათავსოები. ვაშინგტონი დაჟინებით ცდილობდა ანკარისგან მშვიდობიანობის დროს აქ ბაზირებული ამკერიკული თვითმფრინავების – ბირთვული იარაღის მატარებლების – რაოდენობის გაზრდაზე თანხმობისთვის მიეღწია.
1982 წლის ნოემბერში ამერიკულ-თურქული ურთიერთგაგების მემორანდუმი იქნა ხელმოწერილი, რომელიც ნატო-ს გეგმების შესაბამისად თურქეთის მეწინავე ავიაბაზებზე არზრუმში, ვანში, ბათმანში, მუშში, დიარბაქირში, მიურთედში, ესქიშეჰირში, იზმირსა და ჩიგლიში ამერიკული ტაქტიკური ავიაციის გაშლას ითვალისწინებდა. მათი უმრავლესობა სსრკ-ის საზღვრებთან უშუალო მახლობლობაში გახლდათ განლაგებული.
1980-იანი წლების მეორე ნახევარში ამერიკელი სპეციალისტები არსებული აეროდრომების მოდერნიზაციის ღონისძიებებს აგრძელებდნენ და იმავდროულად მუშის რაიონში ახალი ავიაბაზის მშენებლობასაც აწარმოებდნენ 3000 მ-ზე მეტი სიგრძის ადზ-ით.
ქალაქებში იზმირსა და ჩიგლიში ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ორი ავიაბაზა იყო აშენებული, რომლებიც თურქული ტაქტიკური ავიაციის ბაზირებისთვის იყო განკუთვნილი. მათ ასევე აშშ სჰძ-ის ქვედანაყოფებიც იყენებდნენ ნატო-ს ფარგლებში სწავლებათა ჩატარების პერიოდებში.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, შეერთებული შტატების ავანტიურისტული პოლიტიკისადმი დამორჩილების აშკარა საფრთხის მიუხედავად, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა პენტაგონის წინაშე ახალ დათმობებზე მიდიოდა. მაგალითად, 1980-იანი წლების შუახანებში პრინციპული თანხმობის თაობაზე იდგა საკითხი, რომ აშშ-ის რიგი წინადადებები და მოთხოვნები განეხილათ, კერძოდ მშვიდობიანობის დროს თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების კონტინგენტებისთვის იარაღისა და აღკაზმულობის მარაგების შექმნის შესახებ, აგრეთვე მათი მომსახურებისთვის ფართო შეღავათების მისაცემად. ანკარაში ამერიკულ საელჩოში 1986 წლის თებერვალში აშშ თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ რ. პერლმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ომის დაწყების შემთხვევაში თურქეთში აშშ შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების ზურგის ორგანოებისთვის პორტებში და აეროდრომებზე ამერიკული გაძლიერების ჯარების მიღების, ტვითების გადაზიდვის, ერთობლივი გამოყენების აეროდრომების დაცვის, მათზე სარემონტო სამუშაობის ჩატარებისა და სხვა ამოცანების დაკისრებას ითვალისწინებდა.
უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, უკვე 1987 წლის დასაწყისში ბალიქესირის, თოფელის, მიურთედის ინჯირლიკის, ერხაჩის, არზრუმის ავიაბაზებში, ასევე ჩანაქკალეს რაიონში აშშ ბირთვული იარაღის საწყობები და შენახვის პუნქები იყო გაშლილი, რომლებიც ამერიკული სჰძ-ის საბრძოლო ავიაციის, თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის გახლდათ განკუთვნილი. მათ ამერიკული პერსონალი ემსახურებოდა და იცავდა (ჯგუფ TUSLOG-ის სპეციალური რაზმები). უცხოური ბეჭდური გამოცემების ცნობებით თურქეთის საწყობებში 500-ზე მეტი ბირთვული საბრძოლო მასალა ინახებოდა.
ისკანდერონის, იუმურტალიკისა და იზმირის პორტებში საწვავ-საცხები მასალებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საშუალებათა შენახვისა და თურქეთში დისლოცირებული აშშ შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის ცენტრები გახლდათ ჩამოყალიბებული. მის ტერიტორიაზე შექმნილი საწვავის მარაგების დაახლოებით 20 % აშშ სზძ-ის მე-6 ფლოტის ხომალდებისთვის იყო განკუთვნილი. ავიაბაზა ინჯირლიკში საწვავის ტრანსპორტირებას 70 კმ-მდე საერთო სიგრძის ამერიკული მილსადენით აწარმოებდნენ, რომელიც პორტ იუმურტალიკიდან იყო გაყვანილი.
თურქეთის ტერიტორიაზე ტროპოსფერული და რადიოსარელეო კავშირგაბმულობის სადგურები იყო გაშლილი ბაზებში და ობიექტებზე დისლოცირებული ამერიკული ქვედანაყოფების მართვის უზრუნვლყოფისთვის. კავშირგაბმულობის მნიშვნელოვანი კვანძები და სადგურები იყო ქალაქების იზმირის, ანკარას, ადანას, სინოპის, სამსუნის, მალათიას, დიარბაქირის, არზრუმის, ინჯირლიკის, ჩორლუს, ჩაქმაქლის, ყარამიურსელისა და სხვა რაიონებში. ერთერთი უმსხვილესი მათგან ქ. იზმირის რაიონში არსებული ტროპოსფერული კავშირგაბმულობის გამანაწილებელი კვანძი გახლდათ. გარდა ამისა, თურქეთის ყველა ამერიკულ ბაზასა და ობიექტზე სხვადასხვა ტიპის სათანამგზავრო კავშირგაბმულობის კვანძები ფუნქციონირებდა, რაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დისლოცირებული აშშ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მართვის ოპერატიულობის მნიშვნელოვნად ამაღლების საშუალებას იძლეოდა.
თურქეთში, საზღვარგარეთული პრესის შეტყობინებებით, ასევე ნატო-ს ბლოკის სხვადასხვა სამხედრო ბაზები და ობიექტებიც იყო განლაგებული. მათ შორის ძირითადი გახლდათ შემდეგი.
ქალაქ იზმირში იმყოფებოდა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების შტაბი სამხრეთ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე ნატო-ს მე-6 გაერთიანებული (სამოკავშირეო) ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შტაბიც, რომელშიც (ამ სარდლობაში) შედიოდნენ თურქული სჰძ-ის საბრძოლო ნაწილები (300-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი) და აშშ სჰძ-ის 39-ე ტაქტიკური საავიაციო ჯგუფი.
თურქეთში ნატო-ს მნიშვნელოვან ობიეტებად ითვლებოდა საავიაციო ბაზებიც (იხ. ცხრილი). აეროდრომების საერთო რაოდენობიდან (100-მდე) ბლოკის განკარგულებაში დაახლოებით 20 იყო გამოყოფილი, რომლებსაც მშვიდობიანობის დროს ნატო-ს გეგმებით მოდერნიზაცია უტარდებოდათ და მათ თურქეთის სჰძ გამოიყენებდა. საერთაშორისო ვითარების გამწვავების შემთხვევაში ან ბლოკური სწავლებების ჩატარების დროს კი ეს აეროდრომები ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის სარდლობის განკარგულებაში გადაეცემოდა.
ცხრილი
თურქეთის ტერიტორიაზე არსებული აშშ-ის და ნატო-ს აეროდრომების მოკლე დახასიათება
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ჩრდილოეთ განედი, გრად-წთ; B – აღმოსავლეთ გრძედი, გრად-წთ; C – სიმაღლე ზღვის დონიდან, მ; D – ზომები: სიგრძე×სიგნე, მ; E – დასაჯდომი კურსი, გრად.)
აეროდრომის . . კოორდინატები . . C . . ასაფრენ-დსაჯდომი ზოლი
დასახელება
. . . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . B . . . . . . C . . . . . . D . . . . . .საფარი . . . . . E . . .
აქჰისარი . . . . . . 38-48 . . 27-50 . . . . 75 . . .3000×45 . . ასფალტი . . 140-320
ანტალია . . . . . . 36-55 . . 30-48 . . . . 51 . . .3400×45 . . .ბეტონი . . . 180-360
ბალიქესირი . . . 39-37 . . 27-56 . . . 101 . . .2990×43 . . . იგივე . . . . 180-360
ბანდირმა . . . . . .40-19 . . 27-59 . . . . 51 . . .2990×45 . . . – “ -- . . . . . 180-360
ბათმანი . . . . . . . 37-56 . . 41-07 . . . .554 . . 3018×45 . . . – “ -- . . . . . . 20-200
ვანი . . . . . . . . . . .38-28 . . 43-20 . . . 1668 . .2790×45 . . ასფალტი . . . 30-210
დიარბაქირი . . . 37-54 . . 40-12 . . . .686 . . 3536×46 . . . ბეტონი . . .160-340
ენიშეჰირი . . . . . 40-15 . . 29-33 . . . .232 . . 2989×45 . . . .იგივე . . . . . 70-250
ინჯირლიკი . . . .37-00 . . 35-26 . . . . 73 . . .3048×61 . . . . – “ -- . . . . . .50-230
იზმირი . . . . . . . .38-17 . . 27-10 . . . .116 . . 2350×45 . . ასფალტი . . 170-350
კონია . . . . . . . . . .37-59 . . 32-34 . . . 1032 . . 3441×43 . . . ბეტონი . . . 20-200
მერზიფონი . . . . 40-50 . . 35-31 . . . .544 . . .3200×45 . . ასფალტი . . .50-230
მიურთედი . . . . .40-05 . . 32-34 . . . .843 . . .3079×42 . . . ბეტონი. . . .30-210
სივასი . . . . . . . . .39-49 . . 36-54 . . . 1592 . ..3810×30 . . . . იგივე . . . . .10-190
სივრიჰისარი . . .39-27 . . 31-22 . . . .970 . . .3353×50 . . . . . – “ -- . . . .110-280
თოფელი . . . . . . 40-44 . . 30-05 . . . . .50 . . .2987×45 . . . . . – “ -- . . . . .90-270
ჩიგლი . . . . . . . . .38-31 . . 27-01 . . . . . 5 . . . 2750×45 . . ასფალტი . . 170-350
ესქიშეჰირი . . . . 39-47 . . 30-35 . . . .285 . . .3048×46 . . . ბეტონი . . . .90-270
არზრუმი . . . . . .39-54 . . 41-10 . . . 1756 . . .3810×30 . . . .იგივე . . . . . 90-270
ერქილეთი . . . . .38-47 . . 35-30 . . . 1052 . . 2438×45 . . . . – “ -- . . . . . .70-250
ერჰაჩი . . . . . . . . 38-26 . . 38-05 . . . . 862 . . .3319×46 . . . . – “ -- . . . . . 30-210
ნატო-ში მიღებული სტანდარტების თანახმად თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ავიაბაზებსა და აეროდრომებს ჰქონდათ: ერთი ან მეტი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი (ადზ) კაპიტალური საფარით, 2400 მ-ზე მეტი სიგრძითა და 60 მ-მდე სიგანით; ერთი-ორი სარულეჟო ბილიკი, რომლებიც სათადარიგო ადზ-ების სახით გამოიყენებოდა; ჯგუფური და ერთეული სდგომები თვითმფრინავებისთვის, მათ შორის მორიგე თვითმფრინავებისთვისაც; სხვადასხვა დანიშნულების საწყობები; საკომანდო-სადისპეჩერო პუნქტი; გაძლიერებული ტიპის შესაფარებლები და ანგარები თვითმფრინავებისთვის; სარემონტო სახელოსნოები; საჰაერო თავდაცვის საშუალებები. აეროდრომებზე აყენებდნენ თანამედროვე რადიო-, შუქტექნიკურ და კავშირგაბმულობის მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფდა თვითმფრინავების აფრენასა და დაჯდომას დღისითა და ღამით რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. თვითმფრინავების საწვავით ცენტრალიზებული და შეუფერხებელი გაწყობის უზრუნველყოფისთვის საწვავ-საცხები მასალების სააეროდრომო საწყობების უმრავლესობა ნატო-ს მილგაყვანილობათა დასავლურ და აღმოსავლურ ქსელებთან გახლდათ შეერთებული.
თურქეთის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სისტემა შედიოდა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სისტემაში «ნეიჯი» (NADGE – NATO Air Defence Ground Environment). ის 16 რადიოსალოკაციო პოსტს აერთიანებდა, რომლებიც, როგორც წესი, ნატო-ს სამოკავშირეო სჰძ-ის საავიაციო ბაზებისა და ამერიკული ობიექტების მახლობლობაში იყო განლაგებული. თითოეულ რადიოსალოკაციო პოსტზე რადიოგამჭვირვალე გუმბათების ქვეშ უახლესი რადიოსალოკაციო სადგურები იყო დაყენებული, რომლებიც უწყვეტ საბრძოლო მორიგეობას ეწეოდნენ.
ჩრდილოატლანტიკური ბლოკის გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) სარდლობა შორი რდიოლოკაციური აღმოჩენის (შრლა) სისტემა «ავაქსშიც» (AWACS – Airborne Warning and Control System) თურქეთს მეტად მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა. E-3A თვითმფრინავების პირველმა რაზმმა, როგორც ამ სისტემის ელემენტმა, თურქეთში ფუნქციონირება 1983 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, რისთვისაც მეწინავე საავიაციო ბაზას კონიას იყენებდა. ბაზაზე სასწრაფო წესით იქნა ჩატარებული მოდერნიზაცია, რამაც საშუალება მისცათ E-3A ტიპის შრლა და მართვის თვითმფრინავები მიეღოთ და მომსახურებოდნენ. აქ დამატებით სადაზვერვო მონაცემების დამუშავების რადიოელექტრონული აღჭურვილობა და კავშირგაბმულობის საშუალებები იყო დაყენებული, აგრეთვე სამსახურეობრივი და ტექნიკური შენობების კომპლექსიც აშენებული. სისტემა «ავაქსის» ამოცანებში მთლიანობაში რეგიონში და შორეულ მისადგომებზე საჰაერო და საზღვაო მიზნების აღმოჩენა და მათზე მეთვალყურეობა შედიოდა. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ნატო-ს ჰთ-ის სისტემა «ნეიჯისა» და «ავაქს» სისტემის E-3A თვითმფრინავების გამოყენება საშუალებას იძლეოდა თურქეთისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის კონტროლი მნიშვნელოვან სიღრმეში და სხვადასხვა სიმაღლეებზე განეხორციელებიათ.
ნატო-ს შეიარაღებული ძალების საიმედო და ფარული მართვის უზრუნველყოფისთვის სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ტროპოსფერული და რადიოსარელეო კავშირგაბმულობის სისტემა იყო გაშლილი, რომელიც მრავალარხიან კომპლექსურ ქსელს წარმოადგენდა. ის საშუალებას აძლევდათ განეხორციელებიათ კავშირგაბმულობა ნატო-ს შტაბებთან, საავიაციო ბაზებთან, საჰაერო თავდაცვის რადიოსალოკაციო პოსტებთან და სხვა ობიექტებთან. ეს სისტემას კავშირგაბმულობის ამერიკულ და თურქულ ხაზებთან გახლდათ შეუღლებული ქალაქებში იზმირსა და ანკარაში არსებული კავშირგაბმულობის კვანძების მეშვეობით. თურქეთი ასევე ჩართული გახლდათ ნატო-ს ბლოკის სათანამგზავრო კავშირგაბმულობის სისტემაშიც, რომლის ინტერესებშიც ორი სადგური მუშაობდა იზმირისა და ანკარას რაიონებში.
ომის დროს ნატო-ს გშძ-ის დაჯგუფებათა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით უკვე მშვიდობიანობის დროს დასაწყობების განვითარებული სისტემა იყო მომზადებული, აშენებული გახლდათ მნიშვნელოვანი რაოდენობით სასაწყობო სათავსოები, სადაც იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საწვავის, სურსათისა და მედიკამენტების მარაგები იყო შექმნილი, რომლებიც იძლეოდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოების საშუალებას. საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მათი უმეტესი რაოდენობა აღმოსავლეთ თრაკიაში, შავი ზღვის სრუტეების ზონასა და სსრკ-თან სასაზღვრო რაიონებში იყო თავმოყრილი.
საბჭოთა ავტორების დასკვნით, თურქეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენისა და თურქული სამხედრო მრეწველობის განვითარებაში თავიანთი წილის გაზრდის საბაბით აშშ და მისი მოკავშირეები თავიანთი უფლებების გაფართოებისკენ ისწრაფვოდნენ თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებისა და ობიექტების გამოყენებაში. მაგრამ, ამ ავტორების სიტყვით, თურქეთის დემოკრატიული და პროგრესული ძალები შეერთებულ შტატებთან სამხედრო შეთანხმებების დაგმობით გამოდიოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ამერიკული ყოფნა თურქეთის ტერიტორიაზე – ეს გახლდათ მუქარა ქვეყნის სიმშვიდისა და დამოუკიდებლობისთვის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ხალხებისთვის, ხმელთაშუა და შავი ზღვების რაიონებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник А. Горносталёв, «Военные объекты США и НАТО на территории Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1987 г. № 3.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment