მასალები ამ და სხვა მსგავს საკითხებში პერიოდულად ქვეყნდებოდა უცხოეთის სამხედრო პრესის ფურცლებზე. კერძოდ, თურქულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში დიდ მნიშვნელობას იძენდა საზღვაო ოფიცრობის კანდიდატების არა მხოლოდ სწავლების, არამედ პოლიტიკური შერჩევისა და იდეოლოგიური დამუშავების პრობლემებიც, ვინაიდან ოფიცერთა კადრები თურქეთში არსებული რეჟიმის ყველაზე უფრო საიმედო საყრდენად, მმართველი წრეების ნებისა და ჩანაფიქრების აქტიურ შემსრულებლად იყვნენ მიჩნეული.
ამ კადრების მომზადებას უმთავრესად თურქეთში არსებული ერთადერთი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი ახდენდა (ნახ. 1), რომელიც კუნძულ ჰეიბელიზე (პრინცის კუნძულები, მარმარილოს ზღვა) გახლავთ განლაგებული. ის ქვეყნის უძველეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს (1773 წლიდან არსებობს).
თურქულ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ სასწავლებელს თავისი არსებობის სხვადსსხვა პერიოდებში ოფიცერთა მომზადების სხვადასხვანაირი პროგრამები ჰქონდა. ასე, მაგალითად, რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ (1923 წელს) მასში სამეთურო და საიჟინრო პროფილის კადრების მომზადება იქნა დაწყებული (სწავლების ვადა შესაბამისად ორი და ოთხი წელი გახლდათ). 1953 წელს ორივე განყოფილებაზე ოთხწლიანი პროგრამა მიიღეს, ანაპოლისში აშშ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში სწავლების პროგრამის ანალოგიური. ის 1970 წლამდე მოქმედებდა. სასწავლებელში ყოფნის პერიოდში მოსწავლეები ორი წლის მანძილზე კურსანტებად იყვნენ და ორისა კი – ოფიცერ-მსმენელებად. დამთავრების შემდეგ გამოშვებულნი უმცროსი ლეიტენანტის წოდებით პირველ სამეთაურო და საინჟინრო თანამდებობებზე გაიწერებოდნენ. ხომალდებზე და სანაპირო ნაწილებში ექვსი თვის სამსახურის შემდეგ დადებითი ატესტაციისას მათ ლეიტენანტის მორიგი წოდება ენიჭებოდათ.
სწავლების ოთხწლიანი პროგრამა სასწავლო დროის შემდეგ განაწილებას ითვალისწინებდა: მისი დაახლოებით 50 % ზოგადსაგანმანათლებლო და ტექნიკურ დისციპლინებს (მათემატიკის ჩათვლით) ეთმობოდა, დაახლოებით 25 % – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, დაახლოებით ამდენივე – სამხედრო-საზღვაო და სპეციალურ საგნებს, დანარჩენი კი – ფიზიკურ აღზრდას.
1969 წელს მიღებული სამხედრო სასწავლებლების შესახებ კანონის შესაბამისად, სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი 1970/71 სასწავლო წლიდან უნივერსალური საზღვაო ოფიცრების მომზადების სამწლიან ვადაზე იქნა გადაყვანილი. თურქულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ სწავლების პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო, ტექნიკური და სოციალური მეცნიერებების შესწავლაზე საათების რაოდენობის შემცირების ხარჯზე იქნა შემცირებული, პროფესიული დისციპლინების მიხედვით მეცადინეობათა მოცულობა კი უცვლელად იყო შენარჩუნებული. ამასთან, გამოყენებითი მეცნიერებების პროგრამები ისეთი ანგარიშით იყო შედგენილი, რომ მოსწავლეებისთვის ცოდნის მყარი საფუძვლები მიეცათ, რომელთა გამოყენებაც მათ რთული პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას შეეძლებოდათ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კი ამ ცოდნას ისინი ფაკულტატურად ან ამა თუ იმ არჩეული სპეციალობის მიხედვით გადამზადების კურსებზე გაიღრმავებდნენ. სხვა სიტყვებით, მოხდა ვიწროპროფესიულიდან ძირითადი საგნების მკაცრად განსაზღვრულ სწავლებაზე გადასვლა, რამაც საშუალება მისცა სასწავლებლის კურსდამთავრებულნი ხომალდზე მათი წოდების შესაბამის პრაქტიკულად ნებისმიერ საოფიცრო თანამდებობაზე დაენიშნათ (სამანქანო ჯგუფის მეთაურად, შეიარაღების ოფიცრად, შტურმანად, მომარაგების ოფიცრად და სხვა). სწავლების სამწლიან პროგრამაზე გადასვლასთან დაკავშირებით მოცემულ სასწავლო დაწესებულებაში შემსვლელთა საგანმანათლებლო დონისადმი უფრო მაღალი მოთხოვნები იქნა დადგენილი.
სასწავლებელში მიიღებოდნენ თურქული ეროვნებისა და მოქალაქეობის მამრობითი სქესის პირები 20 წლის ასაკამდე, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობით ვარგისი იყვნენ სზძ-ში სამსახურისთვის, პოლიტიკურად საიმედონი გახლდნენ, წარმატებით ჩააბარებდნენ გამოცდებს და გაივლიდნენ სპეციალურ გასაუბრებას. უპირატესი მოწყობის უფლებით სამხედრო-საზღვაო ლიცეუმის კურსდამთავრებულები სარგებლობდნენ, რომელიც იმავე კუნძულზე მდებარეობს. სასწავლებელში კონკურსით ის ახალგაზრდებიც მიიღებოდნენ, რომლებიც სამოქალაქო ლიცეუმებს ან კოლეჯებს დაამთავრებდნენ. სწავლების, შენახვის (содержание), სამედიცინო მომსახურებისა და სამხედრო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ხარჯებს სახელმწიფო საკუთრ თავზე იღებდა.
სასწავლო წელი ორი სემესტრისგან შედგებოდა, როდესაც კურსანტები სწორედ სასწავლებელში მეცადინეობდნენ, და, აგრეთვე, საზაფხულო პრაქტიკისგან, რომელსაც ისინი უმთავრესად სასწავლო ხომალდ «სავარონაზე» (ნახ. 2), აგრეთვე საბრძოლო ხომალდებზე გადიოდნენ. სამი კათედრა ახდენდა სასწავლო პროცესის ორგანიზებას და ამ პროცესს კიდეც ატარებდა: სამხედრო-საზღვაო მეცნიერებათა, ფიზიკა-მათემატიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრები. მასწავლებელთა თითქმის მთელი შემადგენლობა 1980-იანი წლების დასაწყისში ოფიცრები იყვნენ.
გაითვალისწინებოდა შემდეგი ძირითადი საგნების შესწავლა:
– ხომალდების შეიარაღება, ჰიდროგრაფია, სახომალდო ელექტრონიკა, სახომალდო ენერგეტიკული დანადგარები, ნავიგაცია და ხომალდტარება, ხელქვეითების ხელმძღვანელობა (ლიდერობა), იარაღის სისტემები (საარტილერიო, ნაღმ-სატორპედო, სარაკეტო), მომარაგება, კავშირგაბმულობის საშუალებები, ტაქტიკა, სატაკელაჟო სამუშაოები, წესდებები და დარიგებანი, ხომალდის მოწყობილობა (устройство корабля; სამხედრო-საზღვაო მეცნიერებათა კათედრა);
– ასტრონომია, მათემატიკა, მექანიკა, ფიზიკა, ქიმია, ხაზვა, ელექტროტექნიკა (ფიზიკა-მათემატიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა კათედრა);
– სამხედრო-საზღვაო ისტორია, სახელმწიფო და საზღვაო სამართალი, უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული), საზღვაო ტრადიციები, ეროვნული პოლიტიკა, სოციოლოგია (საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა).
დიდი ყურადღება ეთმობოდა სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას. ყველაზე უფრო პოპულარული სპორტის შემდეგი სახეობები გახლდათ: კალათბურთი, ჭიდაობა, წყალბურთი, ტანვარჯიში, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა, ცურვა, წყალში ხტომა, ფეხბურთი.
საზაფხულო პრაქტიკის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სასწავლო ხომალდ «სავარონაზე» საშტურმანო მომზადებას, რომელიც ყოველწლიურად შორეულ ლაშქრობებს ასრულებდა, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში უცხოურ პორტებში შესვლით.
სასწავლებლის წარმატებით კურსდამთავრებულებს სამხედრო წოდება ლეიტენანტი და კვალიფიკაცია საზღვაო ოფიცერი ენიჭებოდათ, რის შემდეგაც მათ ხომალდებზე და სანაპირო ნაწილებში სამსახურის შემდგომი გავლისთვის გაწერდნენ. ყოველწლიური გამოშვება 120-130 ადამიანი გახლდათ.
კუნძულ ჰეიბელიზე არსებული სასწავლებელი წლის განმავლობაში აგრეთვე საზღვაოსნო სკოლისა და ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან თადარიგის ოფიცრებს ამზადებდა. სწავლების დასრულების შემდეგ ისინი უმცროსი ლეიტენანტის წოდებას ღებულობდნენ და ხომალდებზე, სანაპირო ნაწილებსა და სზძ-ის დაწესებულებებში ერთწლიან სტაჟირებას გადიოდნენ, ხოლო შემდეგ კი თადარიგში თავისუფლდებოდნენ.
სზძ-ში ზოგიერთი თანამდებობის დასაკავებლად (ექიმები, ფარმაცევტები, იურისტები, იშვიათ სპეციალობათა ინჟინრები და ა. შ.) ოფიცრების მცირე პროცენტს უნივერსიტეტებში სახელმწიფოს ხარჯზე სამოქალაქო პირთაგან ამზადებდნენ, რომელნიც შემდეგ ნამდვილ სამხედრო სამსახურში იქნებოდნენ გაწვეულნი.
სხვადასხვა პროფილით ოფიცრების გადამზადება სრულყოფის კურსებზე წარმოებდა, რომლებიც კუნძულ ჰეიბელიზე მდებარე სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში და მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯუკში არსებობდა. იქ მსმენელები იმ სპეციალობაში იღრმავებდნენ თავიანთ ცოდნას, რომლითაც სამსახური ხომალდზე ან სანაპირო ნაწილში დაიწყეს. 1980-იანი წლების დასაწყისში პროფესიული მომზადების დონის ამაღლებისთვის თურქეთის შეიარაღებულ ძალებში, მათ შორის სზძ-შიც, ე. წ. საკვალიფიკაციო გამოცდები მოქმედებდა. მანამდე, სანამ მორიგ სამხედრო წოდებას მიიღებდა, ოფიცერი ვალდებული იყო შესაბამისი გამოცდა ჩაებარებინა იმ მოცულობით, რომელიც დაკავებულ თანამდებობას ერთი საფეხურით აღემატებოდა (ოფიცერთა შემადგენლობას თურქეთში სამხედრო წოდებებს წელიწადში ერთხელ – 30 აგვისტოს ანიჭებდნენ. – ჟურნ. რედ.). უცხოელი სპეციალისტების აზრით, ასეთი სისტემა ოფიცრებისგან სამხედრო ცოდნის მუდმივ სრულყოფას მოითხოვდა.
საზღვარგარეთულ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ 1952 წლიდან დაწყებული, სასწავლებლის სპეციალურად არჩეულ კურსდამთავრებულებს აშშ-ში სრულყოფის სკოლაში (ქ. მონტერეი, კალიფორნიის შტატი) გზავნიდნენ, აგრეთვე სხვადასხვანაირ მოკლევადიან კურსებზეც, რომლებიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებში მოქმედებდა.
შემდგომ განათლებას საზღვაო ოფიცრები სზძ-ის აკადემიაში ღებულობდნენ, რომელიც ქალაქ სტამბულში იმყოფება. 1980-იანი წლების დასაწყისში მასში უფროსი ლეიტენანტი – მესამე რანგის კაპიტანი წოდების მქონე ოფიცრებს ღებულობდნენ, რომლებსაც ფლოტში არანაკლებ სამი წლის ნამსახურები, აგრეთვე დადაბითი დახასიათებები ჰქონდათ და მისაღებ გამოცდებსაც წარმატებით ჩააბარებდნენ. სწავლების ვადა ორი წელი გახლდათ, და ყოველწლიური გამოშვება 10-20 ადამიანს შეადგენდა. აკადემიის კურსდამთავრებულები უფლებას ღებულობდნენ, რომ მათთვის გენერალური შტაბის ოფიცრები ეწოდებინათ.
სწავლების პროცესში იდეოლოგიურ დამუშავებას დიდი როლი ეთმობოდა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დამჯერი ოფიცრები მოემზადებინა, რომლებიც მზად იქნებოდნენ «სისხლი დაეღვარათ ერისა» და მმართველი წრეების ინტერესებისთვის. მისი ძირითადი შინაარსი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტურ პროპაგანდაზე დაიყვანებოდა (ტარდებოდა აზრი, რომ ვითომდა რუსი ხალხი მუსლიმანების მარადიული მტერი ყოფილიყოს), აგრეთვე დასავლური ცხოვრების წესის განდიდებაზე, პანისლამიზმისა და ოსმალეთის იმპერიის ტრადიციების კულტივირებაზე, რომლის დროსაც «წინაპრები ფეხით თელავდნენ ევროპას», «ხმელთაშუა ზღვა თურქულ ტბად იქნას გადაქცეული», «დაღი დაესვას სამ კონტინენტს». ყოველივე ეს, როგორც თურქულ ბეჭდურ გამოცემებში ესმებოდა ხაზი, იმაზე გახლდათ მიმართული, რომ სამხედრო სამსახურში მისული ახალგაზრდობა «ეროვნული სიამაყის», «უშიშობის», «მეომრულობის» სულისკვეთებით აღეზარდათ და მასში ასეთი გრძნობები განევითარებიათ, რომლებიც თითქოსდა თურქი ერისთვის გახლავთ დამახასიათებელი («თურქი იბადება და კვდება მეომრად»).
უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ სზძ-ის ოფიცერთა შემადგენლობის მომზადების არსებული სისტემა მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს მთლიანობაში პასუხობდა და 1980-იანი წლების დასაწყისის ფლოტს, რომელიც ძირითადად მოძველებული ამერიკული ხომალდებისგან შედგებოდა, კვალიფიციური და იდეოლოგიურად აღზრდილი კადრებით უზრუნველყოფდა. თუმცა კი უცხოელი სამხედრო-საზღვაო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მხოლოდ უნივერსალური საზღვაო ოფიცრების მომზადება არცთუ შორეულ მომავალში ტექნიკური მიმართებით მუდმივად განვითარებადი თანამედროვე ფლოტების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას უკვე ვეღარ შეძლებდა. მათი აზრით, საზღვაო ოფიცრების სწავლება გარკვეულ სპეციალიზაციას მოითხოვდა, რადგანაც ხომალდებზე ახალი თნამდებობები ჩნდებოდა (იარაღის სისტემების ინჟინრები, სახომალდო ენერგეტიკული დანადგარების ინჟინრები, ოპერატიული ანალიზის სპეციალისტები და სხვა), რომლებიც სპეციალურ სწვლებას მოითხოვდა. ამასთან ერთად რეკომენდაციას იძლეოდნენ კურსანტების ზოგადსაგანმანათლებლო და საინჟინრო-ტექნიკური მომზადებისთვის უფრო მეტი ყურადღება მიექციათ, რადგანაც თანამედროვე სახომალდო ოფიცერს ძირითად სპეციალობასთან ერთად ცოდნის განსაზღვრული წრე უნდა ჰქონდეს სხვა სპეციალობებშიც, რათა საჭიროების შემთხვევაში მას ზოგიერთი თანამდებობის შეთავსება შეეძლოს.
ყოველივე ეს, როგორც თურქი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, სზძ-ის ოფიცერთა კადრების მომზადების პროგრამის გადახედვისა და სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში სწავლების ვადის არანაკლებ ოთხ წლამდე გაზრდის აუცილებლობას იწვევდა.
გამოყენებული ლიტერატურა
Капитан 1 ранга А. Кораблёв, «Подготовка офицеров ВМС Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1981 г. № 3.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment