Monday, October 19, 2026

ახალი დანიშვნები თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 1990-იანი წლების დასაწყისში

1991 წლის 1-ლი მარტიდან თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი გახდა მეჰმეთ იაზირი. იგი დაიბადა 1936 წელს ქ. კაისერიში. დაამთავრა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟენერ-მანქანათმშენებლის სპეციალობით. მუშაობდა დამამუშავებელი მრეწველობის სამმართველოს უფროსად, დაკავებული გახლდათ ასევე კერძო სამეწარმეო საქმიანობით. 1978 წელს არჩეულ იქნა ანკარის სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ, 1979-ში გახდა თურქეთის პალატებისა და ბირჟების კავშირის თავმჯდომარე, 1985-ში გადადგა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო. შევიდა რა სწორი გზის პარტიაში, იაზირმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა ამ პარტიის გენერალური თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა. შემდეგ დაშლილი ნაციონალისტური დემოკრატიის დეპუტატებთან ერთად შექმნა თავისუფალი დემოკრატიული პარტია (თდპ) და მისი გენერალური თავმჯდომარეც გახდა. თდპ-ის დაშლის შემდეგ შევიდა სამშობლოს პარტიაში და 1987 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე არჩეულ იქნა ВНСТ-ის დეპუტატად კაისერიდან. მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც თ. ოზალი მეთაურობდა, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობა. ახლანდელ მთავრობაში ეროვნული თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე გახლდათ სახელმწიფო მინისტრი. 

1990 წლის სექტემბერ – დეკემბერში შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური გეგმიური გადანაცვლებებისა და მთავრობაში ახალი დანიშვნების შედეგად მოხდა შემდეგი ცვლილებები ხელმძღვანელ და სამეთაურო შემადგენლობებში. 

გენერალური შტაბის უფროსის – შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდალი არმიის გენერალი დოგან გიურეში. იგი დაიბადა 1926 წელს ქ. ადანაში. არმიაშია 1947 წლიდან, 1965-ში დაამთავრა სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. სამსახურის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დ. გიურეში იმყოფებოდა შემდეგ თანამდებობებზე: ქვეითი პოლკის მეთაური, დივიზიის შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარების შტაბის კადრების მთავარი სამმართველოს დანიშვნების სამმართველოს უფროსი, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანაშემწე, სასწავლო ჯავშანსატანკო დივიზიის მეთაური, გენერალური შტაბის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი, მე-3 საარმიო კორპუსის მეთაური, თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიების უფროსი, 1-ლი საველე არმიის სარდალი, სახმელეთო ჯარების სარდალი. 

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა მე-3 საველე არმიის სარდალი არმიის გენერალი ნეზიჰი ჩაქარი. იგი დაიბადა 1931 წელს ქ. სტამბულში. არმიაშია 1951 წლიდან, 1960-ში დაასრულა სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. უკანასკნელ ხანებში ნ. ჩაქარს ეკავა შემდეგი თანამდებობები: მე-2 მოტოქვეითი დივიზიის მეთაური, გენერალური შტაბის გეგმებისა და პრინციპების მთავარი სამმართველოს უფროსი, მე-5 საარმიო კორპუსის მეთაური, მე-3 საველე არმიის სარდალი. 

სახმელეთო ჯარების სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა 1-ლი საველე არმიის სარდალი არმიის გენერალი მუჰითინ ფიუსუნოღლუ. იგი დაიბადა 1928 წელს ქ. თოქათში. 1958 წელს დაამთავრა სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. უკანასკნელი წლების განმავლობაში იმყოფებოდა 28-ე მოტოქვეითი დივიზიის მეთაურის, გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის, მე-5 საარმიო კორპუსის მეთაურის, თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიების უფროსის მოადგილის, ეგეოსის არმიის სარდლის, 1-ლი საველე არმიის სარდლის თანამდებობებზე. 

სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა სჰძ-ის სარდლის მოადგილე არმიის გენერალი სიამი თაშთანი. იგი დაიბადა 1930 წელს ქ. არზრუმში. არმიაშია 1952 წლიდან, სამხედრო-საჰაერო აკადემია დაამთავრა 1961-ში. უკნასკნელი ათი წლის განმავლობაში ს. თაშთანს ეკავა სჰძ-ის შტაბის ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსის, 1-ლი ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (ტას) სარდლის მოადგილის, სჰძ-ის შტაბის საინსპექციო-კვლევითი საბჭოს თავმჯდომარის, 1 ტას-ის სარდლის, სჰძ-ის სარდლის მოადგილის თანამდებობები. 

სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი არმიის ადმირალი ირფან თინაზი. იგი დაიბადა 1929 წელს ქ. სტამბულში. ფლოტშია 1951 წლიდან. 1969 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია. ი. თინაზი სამსახურს გადიოდა სხვადასხვა ხომალდებზე და სანაპირო ნაწილებში, სზძ-ის შტაბებსა და დაწესებულებებში, ეკავა რა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ბოსფორის სრუტის რაიონის მეთაურის, საბრძოლო ფლოტილიის სარდლის, გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ჩრდილოეთ სამხედრო-საზღვაო ზონის სარდლის, სზძ-ის შტაბის უფროსის, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის თანამდებობები. 

სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიების უფროსი არმიის ადმირალი ვურალ ბაიაზითი. იგი დაიბადა 1934 წელს ქ. აფიონ-ქარაჰისარში. ფლოტშია 1953 წლიდან. 1963 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია, სწავლობდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში. ვ. ბაიაზითი მსახურობდა სხვადასხვა ხომალდებზე, შტაბებში, სანაპირო ნაწილებში, თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს გშძ-ის დაწესებულებებში. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ეკავა შემდეგი თანამდებობები: დაგეგმვის განყოფილების უფროსი ნატო-ს გაერთინებული სზძ-ის შტაბში სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (სე ომთ), სანაღმო ფლოტილიის სარდალი, სზძ-ის სასწავლო ცენტრის უფროსი გიოლჯუქში, სზძ-ის სასწავლო სარდლობის სარდალი, გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, ჩრდილოეთ სამხედრო-საზღვაო ზონის სარდალი, სამხედრო აკადემიების უფროსი. 

1-ლი ტაქტიკური საავიაციო სარდლობის სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა 2 ტას-ის სარდლის მოადგილე კორპუსის გენერალი სინან ბილგე. იგი დაიბადა 1935 წელს ქ. გერელეში. არმიაშია 1954 წლიდან, 1967-ში დაამთავრა სამხედრო-საჰაერო აკადემია. ეკავა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამმართველოს უფროსის, მე-4 ავიაბაზის მეთაურის, გენერალური შტაბის გეგმებისა და პრინციპების მთავარი სამმართველოს შეთანხმებისა და შესყიდვათა სამმართველოს უფროსის, 2 ტას-ის სარდლის მოადგილის თანამდებობები. 

მე-2 ტაქტიკური საავიაციო სარდლობის სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა ნატო-ში თურქეთის სამხედრო წარმომადგენლობის მეთაური კორპუსის გენერალი შადი ერგიუვენუ. იგი დაიბადა 1938 წელს ქ. მანისაში. არმიაშია 1957 წლიდან. სამხედრო-საჰაერო აკადემიაში სწავლა დაასრულა 1969 წელს. უკანასკნელი წლების განმავლობაში იმყოფებოდა შემდეგ თანამდებობებზე: 1-ლი ავიაბაზის მეთაური, გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, 1 ტას-ის სარდლის მოადგილე, თურქეთის სამხედრო წარმომადგენლობის მეთაური ნატო-ში (ქ. ბრიუსელი). 

თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა მე-2 საველე არმიის სარდალი არმიის გენერალი იბრაჰიმ თიურქგენჯი. იგი დაიბადა 1927 წელს ქ. ბერგამაში. არმიაშია 1950 წლიდან. სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია დაამთავრა 1961 წელს. ეკავა მე-4 საარმიო კორპუსის მეთაურის, ეროვნული თავდაცვის მინისტრის სახმელეთო ჯარებში მრჩევლის, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩევლის, მე-2 საველე არმიის სარდლის თანამდებობები. 

საჟანდარმო ჯარების სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა 11-ე საარმიო კორპუსის მეთაური არმიის გენერალი ეშრეფ ბითლისი. იგი დაიბადა 1933 წელს ქ. მალათიაში. არმიაშია 1952 წლიდან. სახმელეთო ჯარების აკადემიაში სწავლა დაასრულა 1966 წელს. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე იმყოფებოდა „კომანდოსების“ ცალკეული ბრიგადის მეთაურის, 28-ე მოტოქვეითი დივიზიის მეთაურის, მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურის თანამდებობებზე. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Справка от редакции журнала: «Новые назначения в вооруженных силах Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1991, № 4. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment