ნატო-ს სარდლობა მომავალი ომის ოპერაციების დაგეგმვისას ითვალისწინებდა თურქეთის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მდებარეობას. საზღვარგარეთელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მარმარილოს ზღვა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, რომლებიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებენ, აგრეთვე მათთან მიმდებარე რაიონები სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) საკვანძო პოზიციას წარმოადგენდნენ. მათი აზრით, შავი ზღვის სრუტეების ზონაზე კონტროლი საშუალებას მისცემდათ საბჭოთა ხომალდებისა და გემების შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გასვლა გაეძნელებიათ და იმავე დროს უზრუნველეყოთ ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის საბრძოლო ხომალდების გასვლა უშუალოდ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის. მოცემული გარემოებები ედო საფუძვლად მომავალ ომში თურქეთის სზძ-ის გამოყენების კონცეფციას, რომლის თანახმადაც მისი მთავარი დანიშნულება გახლდათ ბლოკის სხვა სახელმწიფოების ფლოტებთან ურთიერთმოქმედებით ნატო-თვის ამ მნიშვნელოვან რაიონში სასურველი ოპერატიული რეჟიმის შენარჩუნება.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ომიანობის დროს თურქეთის სზძ-ს ეკისრებოდა შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა: შავი ზღვის სრუტეების ბლოკადა, მოწინააღმდეგის ფლოტის ძალებთან ბრძოლა და შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მისი საზღვაო კომუნიკაციების დარღვევა, სახმელეთო ჯარებისთვის ზღვისპირა მიმართულებებზე დახმარება (содействие), თავისი შეტყობინების გზების დაცვა, ქვეყნის სანაპიროს ნაღმსაწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა, აგრეთვე ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) ინტერესებში საზღვაო სადესანტო ოპერაციებში მონაწილეობა და დაზვერვის წარმოება.
თურქული სარდლობა ითვალისწინებდა ამ ამოცანების ეტაპობრივად (ზონების მიხედვით) გადაწყვეტას. პირველ ეტაპზე (შორეულ ზონაში) ვარუდობდნენ ძირითადად წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) ავიაციის გამოყენებას. ეს ძალები მოწოდებული იყვნენ ეწარმოებიათ ბრძოლა მოწინააღმდეგის სადესანტო ხომალდების რაზმებთან მათი ჩამოყალიბების (ფორმირების) ადგილებში და ზღვით გადასვლისას. მეორე ეტაპზე (საშუალო ზონაში) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებდნენ საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები, ნაღმ-სატრალო ხომალდები, აგრეთვე სარაკეტო და სატორპედო კატარღების ჯგუფები საბაზო საპატრულო და გამანადგურებელ-ბომბდამშენ ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით. მათ წინაშე ისმებოდა სრუტეების ზონასა და ქვეყნის სანაპიროსთან მისადგომებზე მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებათა განადგურების, აგრეთვე მისი საზღვაო დესანტების გადასხმის აღკვეთის ამოცანები. გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავები, საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები და ფლოტის მსუბუქი ძალები დარტყმებს მიაყენებდნენ მოწინააღმდეგის ხომალდებსა და ტრანსპორტებს, ნაღმ სატრალო ხომალდები – სანაღმო ღობურებს დააყენებდნენ სანაპიროს დესანტმისადგომ უბნებთან სადესანტო ხომალდების მისვლის მარშრუტებზე, ხოლო ნავსაწინააღმდეგი ავიაცია კი – განახორციელებდა წყალქვეშა ნავების ძიებასა და განადგურებას. მესამე ეტაპი (ახლო ზონაში) ითვალისწინებდა მოწინააღმდეგის დესანტის ძალების განადგურებას ტერიტორიის სიღრმეში მისი შეღწევის ჩაშლის მიზნით. იგეგმებოდა სახმელეთო ჯარების სპეციალურად გამოყოფილი ნაწილებისა და შენაერთების, სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ნაწილების, სანაპიროს დაცვის სტაციონარული და მოძრავი ქვედანაყოფების, აგრეთვე მართვადი დანაღმული ველების გამოყენება.
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მშენებლობის, მისი საბრძოლო გამოყენების, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ზოგადი პრინციპების შემუშავება წარმოებდა ამერიკელი სამხედრო მრჩევლების მეთვალყურეობითა და მონაწილეობით. სზძ-ის განვითარების გეგმებით 1980-იანი წლების მიწურულში გაითვალისწინებოდა შეიარაღებაში უფრო თანამედროვე ხომალდებისა და თვითმფრინავების მიღების, აგრეთვე არსებულთა მოდერნიზაციის ხარჯზე მისი საბრძოლო შესაძელობების შემდგომი ამაღლება. თურქეთის სზძ-თვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ძირითადი მიმწოდებლები გახლდნენ აშშ და გფრ, რომლებიც მას ასევე ტექნიკურ დახმარებასაც აღმოუჩენდნენ საკუთარი ხომალდმშენებლობის გაფართოებასა და კადრების მომზადებაში.
მშვიდობიანობის დროს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები იმყოფებოდა ეროვნულ დაქვემდებარებაში, ხოლო ომის დაწყების შემდეგ და სწავლებებისა და მანევრების ჩატარების პერიოდში კი გადაეცემოდა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის სარდლობის განკარგულებაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.
ორგანიზაცია. თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. მას სათავეში ედგა სარდალი, რომელიც ფლოტის ძალების ადმინისტრაციულ და ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა თავისი შტაბის მეშვეობით, რომელიც ანკარაში იყო განლაგებული. თურქეთის სზძ-ის საორგანიზაციო სტრუქტურა ითვალისწინებდა ხომალდების კლასებისა და ძალთა გვარეობების მიხედვით ერთგვაროვანი შენაერთებისა და ნაწილების შექმნას, მათ ბაზირებას, ყოველდღიურ საქმიანობას, საბრძოლო მომზადებას, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და რემონტს. თურქეთის სზძ მოიცავდა: სამხედრო-საზღვაო ფლოტს, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამხედრო-საზღვაო ზონების სარდლობებს, აგრეთვე სასწავლო სარდლობას (ნახ. 1). საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში ნაწილობრივ ან სრულად გადაეცემოდა სანაპირო დაცვის სარდლობაც, რომლიც მშვიდობიანობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. ომიანობის დროს და სწავლებების პერიოდში, რომლებსაც ატარებდნენ როგორც ეროვნული სზძ-ის ფარგლებში, ისე ნატო-ს გაერთიანებული სზძ-ის შემადგენლობაშიც, ვარაუდობდნენ ოპერატიული შენაერთებისა და ჯგუფების ჩამოყალიბებას (ფორმირებას).
[ნახატი – სტრუქტურა]
ნახ. 1. თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ორგანიზაცია
ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო / ფ ლ ო ტ ი – ეს გახლდათ თურქეთის სზძ-ის ძირითადი ოპერატიული გაერთიანება, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულად მთელ სახომალდო შემადგენლობას. ფლოტის სარდალი პასუხს აგებდა მისდამი რწმუნებული შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნაზე, ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებაზე, ორგანიზაციას უწევდა მათ ყოველდღიურ საქმიანობას. ფლოტის შემადგენლობაში შედიოდა ოთხი ფლოტილია (საბრძოლო, წყალქვეშა ნავების, სანაღმო, სარაკეტო და სატორპედო კატარღების), აგრეთვე საზღვაო ავიაციის ავაიაბაზა. ხომალდების ფლოტილიები, თავის მხრივ, იყოფოდა დივიზიონებად.
სახომალდო შემადგენლობის ცნობარის „ჯეინის“ მონაცემებით, თურქეთის სზძ 1988 წლის დასაწყისში მოითვლიდა დაახლოებით 200 საბრძოლო ხომალდსა და კატარღას, მათ რიცხვში: 17 დიზელურ წყალქვეშა ნავს, 2 მრი (მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებულ) საესკადრო ნაღმოსანს, 12 საესკადრო ნაღმოსანს, 2 მრი ფრეგატს, 4 ფრეგატს, 41 სადესანტო და 33 ნაღმ-სატრალო ხომალდს (მათგან 7 სანაღმო გადამღობს), 12 სარაკეტო, 5 სატორპედო, დაახლოებით 30 სადარაჯო (საპატრულო) და 30-ზე მეტ სადესანტო კატარღას, აგრეთვე 7 მტრალავ (ტრალერ) კატარღას. ზოგიერთი ხომალდისა და კატარღის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლები მოყვანილია ცხრილში.
ცხრილი
თურქეთის სზძ-ის ზოგიერთი ხომალდისა და კატარღის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები
[ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ხომალდის ტიპი, მწყობრში მყოფთა რაოდენობა (საბორტო ნომრები), საბრძოლო შემადგენლობაში შეყვანის წელი; B – წყალწყვა, ტ: სტანდარტული / სრული; C – მთავარი განზომილებანი, მ: სიგრძე, სიგანე, წყალჯდომი; D – ენერგეტიკული დანადგარის სიმძლავრე, ცხ. ძ. / სვლის უდიდესი სიჩქარე, კვანძი; E – ცურვის სიშორე, მილი / სიჩქრეზე, კვანძი; F – ეკიპაჟი, ადმიანი (მათგან ოფიცრები); G – შეიარაღება*; ტა – სატორპედო აპარატი; ხწრკ – ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი; ნწრკ – ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი; ად – საარტილერიო დანადგარი; ზრკ – საზენიტო სარაკეტო კომპლექსი; ზაკ – საზენიტო საარტილერიო კომპლექსი; რბდ – რეაქტიული ბომბსატყორცნი დანადგარი; ჯტრ – ჯავშანტრანსპორტერი]
. . . . . . . . . . A . . . . . . . . . . . . . B . . . . . C . . . . . . . . D . . . . . . . . . . E . . . . . . . F . . . . .
წყალქვეშა ნავები
„ატილაი“ (პროექტი . . . . . 980** / . . . 56 . . . . 2400*** / 11 . . . 7800*** / 8 . . 33 (*)
209 – 6, (S347–352), . . . . 1185 . . . . . . 6,2 . . .(5000 / 22) . . . . (400 / 4) . . .
1975 – 1987 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5,5 . . .
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატი – 8 (16 ტორპედო)
„ჩანაქკალე“1 – 2 (S341, . . 1975 / . . . .99,5 . . . 6400 / 17 . . . .12000 / 10 . . 86 (8). . .
333 – ყოფილი ამერი- . . . .2450 . . . . . .8,2 . . .(5400 / 15) . . . . . (*) . . .
კული „ბალაო“) . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5,2 . . .
1945
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატი – 10 (24 ტორპედო ან 40 ნაღმი)
„ბურაქრეისი“ – 7 . . . . . . .1848 / . . . . 93,2 . . . 4800 / 17 . . . .12000 / 10 . . . 82 (*) . .
(S335–338, 340, 345, . . . .2440 . . . . . . 8,2 . . .(5400 / 15) . . . . . (*) . . .
346 – ყოფილი ამე- . . . . . . . . . . . . . . . . 5,2 . . .
რიკული „ბალაო“),
1944–1945
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატი – 10 (24 ტორპედო ან 40 ნაღმი)
„ფირირეისი“ – 2 . . . . . . . 2100 / . . . .87,4 . . . 4500 / 16 . . . .11000 / 11 . . . .87 (8) . .
(S343, 342 – ყოფილი . . . 2700 . . . . . .8,3 . . .(5600 / 16) . . . . . (*) . . .
ამერიკული „თენგი“), . . . . . . . . . . . . . . 5,8 . . .
1952–1952
G . . . 533-მმ სატორპედო აპარატი – 8 (ტორპედოები)
საესკადრო ნაღმოსნები
„მარშალი ფევზი ჩაქმაქი“ . . 2425 / . . 119 . . 60000 / . . . .5800 / 15 . . . 275 . . .
– 8 (D345, 348–354 – . . . . . .3500 . . . . 12,6 . . . 32 . . . ან 2400 / 25 . . .(15) . . .
ყოფილი ამერიკული . . . . . . . . . . . . . . . .5,8 . . .
„გირინგი“), 1945–1946
G . . . ხწრკ „ჰარპუნი“ (D351, 352-ზე), ნწრკ „ასროკი“ – 1×8 (D345, 348, 350–352-ზე), 127-მმ ად – 2×2, 40-მმ ად – 1×2 ან 2×2, 35-მმ ად – 1×2, 324-მმ ტა – 2×3, ბომბსატყორც-ნი „ჰეჯეჰოგი“ (D349, 353, 354-ზე)
„ანიტთეფე“ – 2 (D346, . . . . 2425 / . . 119 . . . 60000 / . . . 5800 / 15 . . . 275 . . .
347 – ყოფილი ამერიკუ- . . .3540 . . . . 12,6 . . . 33 . . . . . . . . . . . . . . . . .(15) . . .
ლი „კარპენტერი“), 1949 . . . . . . . . . . . . 6,4 . . .
G . . . ნწრკ „ასროკი“ – 1×8, 127-მმ ად – 1×2, 76-მმ ად – 1×2 (D347-ზე), 35-მმ ად – 1×2, 324-მმ ტა – 2×3
„ზაფერი“ – 1 (D356 – . . . . . 2200 / . . .114,8 . . 60000 / . . .4600 / 15 . . . .275 . . .
ყოფილი ამერიკული . . . . .3320 . . . . . 12,4 . . . . 32 . . . . . . . . . . . . . . . . (15) . . .
„ალენ მ. სამნერი“), 1945 . . . . . . . . . . . . .5,8 . . .
G . . . 127-მმ ად – 3×2, 40-მმ ად – 2×2, 35-მმ ად – 1×2, 324-მმ ტა – 2×3
„მუავენეთი“ – 1 (DM357 . . .2250 / . . .114,8 . . 60000 / . . .4600 / . . . . 274 . . .
– ყოფილი ამერიკული . . . . 3375 . . . . .12,4 . . . . 34 . . . . . . 25 . . . . . . .(*) . . .
რობერტ ჰ. სმიტი“), 1944 . . . . . . . . . . . .5,8 . . .
G . . . 127-მმ ად – 3×2, 40-მმ ად – 2×4 და 2×2, 324-მმ ტა – 2×3, ბომბსატყორც-ნები „ჰეჯეჰოგი“ – 2, ნაღმები – 80
„სტამბული“ – 2 (D340, . . . . 2100 / . . .114,7 . . .60000 / . . 5000 / . . . 250 . . .
341 – ყოფილი ამერიკუ- . . .3050 . . . . . 12,1 . . . . 32 . . . . . . 15 . . . . . (*) . . .
ლი „ფლეტჩერი“), . . . . . . . . . . . . . . . . . . .5,1 . . .
1943–1944
G . . . 127-მმ ად – 4×1, 76-მმ ად – 3×2, 324-მმ ტა – 2×3, ბომბსატყორცნები „ჰეჯეჰოგი“
მრი ფრეგატები
„იავუზი“ – 2 (F240, 241 . . . 2000 / . . . 110,5 . . .40000 / . . .4000 / . . .180 . . .
– პროექტი MEKO200), . . . . 2800 . . . . .13,3 . . . . . 27 . . . . . . .20 . . . .(24) . . .
1987–1988 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . .
G . . . ხწრკ „ჰარპუნი“ – 2×4, ზრკ „სიი სფაროუ“ – 1×8, 127-მმ ად – 1×1, 25-მმ ზაკ „გოლკიპერი“ – 3×4, 324-მმ ტა – 2×3, ვერტმფრენი
ფრეგატები
„ბერკი“ – 2 (F358, 359), . . . .1450 / . . . . 95 . . . . 24000 / . . . . . (*) . . . . . . . (*) . . .
1972–1975 . . . . . . . . . . . . . . . 1950 . . . . . 11,8 . . . . .25 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5,5 . . .
G . . . 76-მმ ად – 2×2, 324-მმ ტა – 2×3, ბომბსატყორცნები „ჰეჯეჰოგი“ – 2, ბომბების ჩამყრელი
„გელიბოლუ“ – 2 (F360, . . .2100 / . . . .110 . . . .36000 / . . .2900 / . . .210 . . .
361 – ყოფილი დასავ- . . . . 2700. . . . . . .11 . . . . . .28 . . . . . . 22 . . . . . (*) . . .
ლეთგერმანული „კიო- . . . . . . . . . . . . . . .5,1 . . .
ლნი“), 1961–1962
G . . . 100-მმ ად – 2×1, 40-მმ ად – 2×2 და 2×1, 533-მმ ტა – 4×1, 375-მმ რბდ „ბოფორსი“ – 2×4, ბომბების ჩამყრელები
სადესანტო ხომალდები****
„ერთუგრული“ – 2 . . . . . . .2590 / . . . .117 . . . . .6000 / . . .15000 / . . 116 . . .
(L401, 402 – ყოფილი . . . . . 5800 . . . . . .16,8 . . . . .15 . . . . . . .9 . . . . . (*) . . .
ამერიკული „თერიბონ . . . . . . . . . . . . . . 5,2 . . .
ფერიში“), 1954
G . . . 76-მმ ად – 3×2; დესანტ-ტევადობა: საშუალო ტანკები – 10, მცურავი ჯტრ-ები – 17, სადესანტო კატარღები – 4, საზღვაო ფეხოსნები – 395
„ბაირაღთარი“ – 2 . . . . . . . .1653 / . . . .100 . . . . .1700 / . . .15000 . . . 125 . . .
(NL120, 121 – ყოფილი . . . .4080 . . . . . .15,2 . . . . .11 . . . . . . . 9 . . . . . .(*) . . .
ამერიკული სერიები . . . . . . . . . . . . . . . . 4,3 . . .
512–1152), 1943
G . . . 40-მმ ად – 2×2 და 2×1; დესანტტევადობა: საზღვაო ფეხოსნები – 125
„ჩაქაბეი“ – 1 (NL122), . . . . .1600 / . . . . .77,3 . . . 4320 /. . . . . * . . . . . . * . . .
1980 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3600 . . . . . . 12 . . . . . . 13 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2,3 . . .
G . . . 40-მმ ად – 2×2, 20-მმ ად – 2×2; დესანტტევადობა: საშუალო ტანკები – 9, სადესანტო კატარღები – 2, საზღვაო ფეხოსნები – 400*****
„სარუჯა-ბეი“ – 2 . . . . . . . . . . . * / . . . . . . 92 . . . . .4320 / . . . . .* . . . . . . * . . .
(NL123, 124), 1984, . . . . . . . 2600 . . . . . . . 14 . . . . . . 14 . . .
1985 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2,3 . . .
G . . . 40-მმ ად – 2×2, 20-მმ ად – 2×2; დესანტტევადობა: საშუალო ტანკები – 11, სადესანტო კატარღები – 2, საზღვაო ფეხოსნები – 600*****
საბაზო ტრალერები
„სეიმენი“ – 12 (M507– . . . . . 320 / . . . . . 43 . . . . .1200 / . . .2500 / . . . .38 . . .
518 – ყოფილი ამერი- . . . . . 370 . . . . . . . .8 . . . . . . 14 . . . . . . 10 . . . . .(4) . . .
კული „ადიუტანტი“), . . . . . . . . . . . . . . . .2,6 . . . . . . . . . . . . . . . . .
1953
G . . . 20-მმ ად – 1×2, სხვადასხვა ტიპის ტრალები
„ტრაბზონი“ – 4 (M530 . . . . 370 / . . . . . .50 . . . . .2500 / . . . 4500 / . . . 35 . . .
–533 – ყოფილი კანა- . . . . . .470 . . . . . . . .9,2 . . . . .10 . . . . . . . 11 . . . . (4) . . .
დური „ბეი“), 1951– . . . . . . . . . . . . . . . . . .2,8 . . .
1953
G . . . 40-მმ ად – 1×1, სხვადასხვა ტიპის ტრალები
„ყარამიურსელი“ – 6 . . . . . .362 / . . . . . .47,3 . . . 1500 / . . . . . * . . . . . . * . . .
(M520–525), 1960 . . . . . . . . . 378 . . . . . . . 8,6 . . . . .15 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2,9 . . .
G . . . 20-მმ ად – 1×2, სხვადასხვა ტიპის ტრალები
სარეიდო ტრალერები
„ფოჩა“ – 4 (M500–503 – . . . .180 / . . . . . .34 . . . . . .960 / . . . . . * . . . . . .30 . . .
ყოფილი ამერიკული . . . . . .235 . . . . . . . 7,1 . . . . . 13 . . . . . . . . . . . . . (*) . . .
„ქეიფი“), 1967 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2,4 . . .
G . . . 12,7-მმ ტყვიამფრქვევი – 1×1, სხვადასხვა ტიპის ტრალები
სარაკეტო კატარღები
„დოგანი“ – 6 (P340–345), . . . * / . . . . . . . 58,1 . . . 18000 / . . . 700 / . . . 38 . . .
1967–1987 . . . . . . . . . . . . . . . .436 . . . . . . . .7,6 . . . . . 38 . . . . . . 35. . . . .(*) . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2,7 . . .
G . . . ხწრკ „ჰარპუნი“ – 2×4, 76-მმ ად – 1×1, 35-მმ ად – 1×2
„ქართალი“ – 8 (P321– . . . . .160 / . . . . . . 42,8 . . . 12000 / . . . 650 / . . .39 . . .
324, 326–329), . . . . . . . . . . . . 180 . . . . . . . . 7,1 . . . . . 42 . . . . . . 30 . . . . (*) . . .
1967–1968 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2,2 . . .
G . . . ხწრკ „პინგვინი“ – 4×1, 40-მმ ად – 2×1, 533-მმ ტა – 2×1
სატორპედო კატარღები
„ფირთინა“ – 5 (P330, . . . . . 160 / . . . . . . 42,5 . . . 12000 / . . . 650 / . . .39 . . .
331, 333, 335, 336 – ყო- . . . . 190 . . . . . . . . 7,2 . . . . . 42 . . . . . . 30 . . . .(*) . . .
ფილი დასავლეთგერ- . . . . . . . . . . . . . . . .2,4 . . .
მანული „იაგუარი“),
1959–1962
G . . . 40-მმ ად – 2×1, 533-მმ ტა – 4×1
* სარაკეტო და საარტილერიო დანადგარების რაოდენობა, მათში მიმმართველების (კონტეინერების) და ლულების რიცხვი, აგრეთვე სატორპედო აპარატებისა და მილების რიცხვი აღინიშნება გამრავლების ნიშნის გამოყენებით.
** წყალქვეშა ნავებისთვის მრიცხველში ნაჩვენებია წყალზედა წყალწყვა, ხოლო მნიშვნელში კი – წყალქვეშა.
*** ფრჩხილების გარეშე მოცემულია სიმძლავრის, ცურვის სიშორისა და სვლის სიჩქარის მონაცემები წყალზედა მდგომარეობაში, ხოლო ფრჩხილებში კი – წყალქვეშა მდგომარეობაში.
**** ცხრილში ნაჩვენების გარდა, თურქეთის სზძ-ში იყო 34 მცირე სადესანტო ხომალდი სრული წყალწყვით დაახლოებით 600 ტ.
***** სანაღმო გადამღობის ვარიანტში შეეძლო ბორტზე მიეღო 150-მდე ნაღმი.
წყალქვეშა ნავები, საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები, რომლებიც ფლოტის საბრძოლო ბირთვს შეადგენდნენ, წარმოდგენილი იყვნენ უმთავრესად ყოფილი ამერიკული და დასავლეთგერმანული ხომალდებით, რომლებიც სხვადასხვა დროს გახლდნენ მიღებული სამხედრო დახმარების პროგრამით. 1980-იანი წლების მიწურულს ყველაზე უფრო თანამედროვედ ის ხომალდები და კატარღები ითვლებოდა, რომლებიც ფლოტს 1964–1986 წლების განმავლობაში გადაეცა. მათ რიცხვში „ატილაის“ ტიპის (დასავლეთგერმანული, პროექტი 209) წყალქვეშა ნავები, „იავუზის“ ტიპის (დასავლეთგერმანული, პროექტი MEKO200, იხ. ფერადი ჩანართი) მრი ფრეგატები, „ბერკის“ ტიპის ფრეგატები, „დოგანის“ ტიპის სარაკეტო კატარღები ხწრკ „ჰარპუნებით“, ზოგიერთი სადესანტო ხომალდი და სადარაჯო კატარღა, რომლებიც ეროვნულ ვერფებში იყო აგებული.
სზძ-ის ავიაცია მოითვლიდა 20 საბაზო საპატრულო თვითმფრინავს „თრექერი“ (2 S-2A და 18 S-2E) და 9 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენს „აგუსტა ბელი“ (3 AB.204E და 6 AB.212ASW), რომლებიც ორგანიზაციულად ორ ესკადრილიაში იყვნენ შეყვანილი. თურქული სარდლობის შეხედულებებით, ომიანობის დროს სზძ-ის ავიაციას უნდა დაკისრებოდა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა: დამოუკიდებლად ან სზძ-ის სხვა გვარეობებთან ურთიერთმოქმედებით მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების ძიება და განადგურება; საბრძოლო ხომალდების შენაერთების, სადესანტო რაზმებისა და ბადრაგების ზღვით გადასვლისას ნავსაწინააღმდეგო თავდაცვა; სანაღმო ღობურების დაყენება; დაზვერვა; საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება; ტვირთების ტრანსპორტირება.
ამერიკული წარმოების საბაზო საპატრულო თვითმფრინავები 1980-იანი წლების მიწურულისთვის უკვე მოძველებული გახლდნენ. თუმცა კი მათმა ნაწილმა აშშ-ში გაიარა მოდერნიზაცია, რომლის მსვლელობისას მათზე დაყენებულ იქნა წყალქვეშა ნავებზე მეთვალყურეობისა და მათი აღმოჩენის საკმარისად თანამედროვე აპარატურა. ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენები თურქეთისათვის იტალიას მანამდე არცთუ დიდი ხნის წინ ჰქონდა მიწოდებული.
ჩ რ დ ი ლ ო ე თ ი ს ა | დ ა | ს ა მ ხ რ ე თ ი ს | ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო | ზ ო ნ ე ბ ი ს | ს ა რ დ ლ ო ბ ე ბ ი წარმოადგენდნენ ტერიტორიულ ოპერატიულ ფორმირებებს. მათ დაკისრებული ქონდათ სანაპიროს, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და პორტების ყველა სახეობის თავდაცვის ორგანიზაციის, აგრეთვე სარდლობების პასუხისმგებლობის ზონებში საბრძოლო ხომალდების შენაერთების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ამოცანები. ჩვეულებრივ პირობებში მათ შემადგენლობაში იყო მხოლოდ მართვის ორგანოები, სანაპირო ნაწილები, ზურგის ქვედანაყოფები და დაწესებულებანი, უმნიშვნელო რაოდენობით სზძ-ის საბრძოლო ხომალდები, კატარღები და დამხმარე გემები. ომიანობის დროს შესაბამისი ზონების ფარგლებში საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისთვის ფლოტის შემადგენლობიდან მათ დაქვემდებარებაში გადაეცემოდა აუცილებელი რაოდენობით საბრძოლო ხომალდები.
ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ზონის სარდლობა მოიცავდა შტაბს, შავი ზღვის, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სამხედრო-საზღვაო რაიონების სარდლობებს, აგრეთვე სადარაჯო კატარღების დივიზიონს.
სამხრეთის სამხედრო-საზღვაო ზონის სარდლობა შედგებოდა შტაბისგან, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სამხედრო-საზღვაო რაიონების სარდლობებისგან, სადესანტო ფლოტილიისა და სადარაჯო ხომალდების დივიზიონისგან.
სანაპირო არტილერიის ნაწილები შედიოდნენ სამხედრო-საზღვაო ზონების სარდლობების შემადგენლობაში და მოწოდებული იყვნენ ეწარმოებიათ ბრძოლა ნაპირთან ახლო ზონაში მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდებთან. ძირითადი საორგანიზაციო ფორმირება გახლდათ – დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), რომელიც შედგებოდა ორი-სამი საარტილერიო ბატარეისგან, რომელთაც შეიარაღებაში გააჩნდათ 152- და 94-მმ საარტილერიო დანადგარები. დივიზიონების საჰაერო თავდაცვა უზრუნველიყოფოდა 40- და 20-მმ საზენიტო დანადგარებით.
5 ათასი ადამიანის რიცხოვნების საზღვაო ქვეითი ჯარი შეყვანილი გახლდათ ბატალიონებში, რომლებიც სამხედრო-საზღვაო ზონების სარდლებს ექვემდებარებოდნენ.
ს ა ს წ ა ვ ლ ო | ს ა რ დ ლ ო ბ ა მოიცავდა უმაღლეს და საშუალო სამხედრო-საზღვაო სასწავლო დაწესებულებებს, სასწავლო პოლკებს, სკოლებს, კურსებსა და ფლოტის წყალქვეშა და წყალზედა ძალების სასწავლო ცენტრებს. იგი მოწოდებული გახლდათ სზძ-ის რიგითი, უნტერ-ოფიცერთა და ოფიცერთა შემადგენლობის მომზადების ამოცანების გადასაწყვეტად.
სზძ-თან მჭიდროდ ურთიერთმოქმედებდა ს ა ნ ა პ ი რ ო | თ ა ვ დ ა ც ვ ი ს | ს ა რ დ ლ ო ბ ა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო და ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვის, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ბაზების, ბაზირების პუნქტებისა და თურქეთის ძირითადი პორტების თავდაცვის ორგანიზებაზე. სარდლობის შემადგენლობაში მშვიდობიანობის დროს შედიოდა სანაპირო თავდაცვის ოთხი ზონალური სარდლობა: შავი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების რაიონების და შავი ზღვის სრუტეების ზონისა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გადაწყვეტილებით სანაპირო თავდაცვის სარდლობა ნაწილობრივ ან სრულად გადაეცემოდა სზძ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში.
ბაზირება. თურქეთს თავის განკარგულებაში გააჩნდა სამხედრო-საზღვაო ბაზებისა (სზბ) და პორტების განტოტვილი სისტემა, რომლებიც მრავალრიცხოვან ბუნებრივ ბუხტებთან და ყურეებთან შეხამებით უზრუნველყოფდნენ როგორც ეროვნული სზძ-ის განწერტილ ბაზირებას, ისე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ისაც. მის ტერიტორიაზე იყო 5 სამხედრო-საზღვაო ბაზა (მთავარი სზბ გიოლჯუკი, სზბ-ები ერეგლი, სტამბული, იზმირი და ისკანდერუნი), 8 ბაზირების პუნქტი და 20-მდე მსხვილი პორტი. მშვიდობიანობის დროს მთავარ სზბ გიოლჯუკში იყო ბაზირებული სზძ-ის სახომალდო შემადგენლობის უმრავლესობა. ოპერატიული მიმართებით მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის სარდლობას ექვემდებარებოდნენ რეზერვის ხომალდები, სარემონტო ქარხნები და სახელოსნოები, მომარაგების ცენტრი, გემთსამშენებლო ვერფი, აგრეთვე საარტილერიო საბრძოლო მასალების, ნაღმებისა და ტორპედოების საწყობები.
თურქეთის საზღვაო ავიაცია უპირატესად ავიაბაზა თოფელზე გახლდათ ბაზირებული.
დაკომპლექტება და პირადი შემადგენლობის მომზადება. თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები (49 ათასი ადამიანი 1988 წლის დასაწყისში) კომპლექტდებოდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის საფუძველზე. გაწვევის ასაკი გახლდათ 18 წელი. ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა 18 თვე, რომლის შემდეგაც სამხედრო მოსამსახურეები რეზერვში ირიცხებოდნენ, სადაც იქამდე ირიცხებოდნენ, სანამ მათ 46 წელი შეუსრულდებოდათ. რეზერვში ყოფნის პერიოდში უტარდებოდათ გადამზადება. მომზადებული რეზრვის რიცხოვნება გახლდათ დაახლოებით 70 ათასი ადამიანი. ახალწვეულები საწყის სამხედრო მომზადებას გადიოდნენ სზძ-ის სასწავლო ცენტრებში, ხოლო შემდეგ კი ხომალდებზე, საზღვაო ქვეითი ჯარისა და სზძ-ის ავიაციის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში იგზავნებოდნენ. უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობას ამზადებდნენ სასწავლო ცენტრებში ბეილერბეისა (სტამბულის რაიონი) და გიოლჯუკში. ოფიცერთა კადრები სწავლებას გადიოდნენ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელსა (კ. ჰეიბელიადე) და აკადემიაში (სტამბული).
///////////////////////////////////////////////////////////////// (აქ ჟურნალში ტექსტი ნაკლული იყო)
...რომლებიც მათ ომიანობის დროს უნდა გადაეწყვიტათ. ამ მიზნით ფლოტის ხომალდები და სანაპირო ნაწილები მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც სზძ-ის დამოუკიდებელ, ისე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ერთობლივ სწავლებებში. საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემათა შეტყობინებების თანახმად, მათი მსვლელობისას წყდებოდა შემდეგი ამოცანები: განგაშის ეროვნული და ნატო-ური სისტემების შესაბამისად სზძ-ის მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაში გადაყვანა; ბლოკის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში ნაწილებისა და ხომალდების გადაცემა; ოპერატიული შენაერთებისა და ჯგუფების ჩამოყალიბება და საბრძოლო დანიშნულების რაიონებში მათი გაშლა; ყველაზე უფრო მნიშვნელოვან რაიონებში ბატონობის მოპოვების ინტერესებში მოწინააღმდეგის ფლოტის ძალებთან ბრძოლა; სახმელეთო ჯარებისთვის ზღვისპირა მიმართულებებზე მხარდაჭერის აღმოჩენა; საზღვაო სადესანტო ოპერაციების ჩატარება და სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა; საბლოკადო მოქმედებები სრუტეების ზონაში; სანაღმო მუქარის შექმნა და საკუთარი ძალების საქმიანობის ნაღმსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა და რიგი სხვა ამოცანები.
საბრძოლო მომზადების ყველაზე უფრო მსხვილ ღონისძიებებს, რომელთა მსვლელობისას ხდებოდა ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების უმეტესობის დამუშავება, წარმოადგენდა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სარდლობის გეგმებით სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ჩატარებული სწავლებები „დისფლეი დეტერმინეიშნი“, „დონ პეტროლი“ და სხვა, აგრეთვე ეროვნული სწავლებებიც „დენიზ ქურდუ“. ნატო-ს გაერთიანებული სზძ-ის სახომალდო შენაერთებისა და მიზნობრივი დანიშნულების ჯგუფების შემადგენლობაში ერთობლივი მოქმედებების დამუშავებისთვის თურქეთის სზძ-ის შემადგენლობიდან ჩვეულებრივ სხვადასხვა კლასის რამდენიმე ხომალდი გამოიყოფოდა.
//////////////////////////////////////////////////////////////////////// (აქაც ტექსტი ნაკლული იყო)
გამოყენებული ლიტერატურა
Капитан 1 ранга В. Бурляев, «Военно-морские силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1988 г. № 4.
ამავე ნომერშია თურქეთის სზძ-ის „იავუზის“ ტიპის (MEKO200) მრი ფრეგატის სურათი და ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება, სადაც წერია: . . . . . . . . . . . (შეიძლება ნახვა)
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment