Tuesday, October 13, 2026

ახალი მრი ფრეგატები თურქეთის სზძ-თვის 1980-იანი წლების მეორე ნახევარში

თურქეთსა და გფრ-ს შორის 1982 წელს დადებული კონტრაქტის შესაბამისად 1987 წლის დასაწყისში წარმოებდა MEKO 200 პროექტის ოთხი ფრეგატის მშენებლობა თურქეთის სზძ-თვის (პირველ ორ ხომალდს დასავლეთგერმანულ ვერფებში აგებდნენ, დანარჩენ ორს კი – გფრ-ის ტექნიკური დახმარებით თურქეთში). 

სათავო მრი ფრეგატის (მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი ფრეგატის) საძირკველის დადება (закладка), რომელსაც «თურგუთი» უწოდეს, 1985 წლის მაისში ჰამბურგში შედგა «ბლომ უნდ ფოსის» გემთსამშენებლო ვერფში. 1986 წლის ივნისში ხომალდი წყალში იქნა ჩაშვებული, 1987 წლის იანვარში სავალი გამოცდების ჩატარება იგეგმებოდა, ხოლო მწყობრში შეყვანას კი იმავე წლის შუახანებში ვარაუდობდნენ. მეორე ფრეგატის მშენებლობას ფირმა «ჰოვალდსვერკე დოიჩე ვეფტ AG» აწარმოებდა ქალაქ კილში. თურქეთის სზძ-თვის მისი გადაცემა 1987 წლის ბოლოს ან 1988-ის დასაწყისში უნდა მომხდარიყო. 

სერიის მე-3 და -4 ხომალდების მშენებლობას, როგორც უცხოურ პრესაში აღნიშნავდნენ, თურქული ეროვნული გემთსაშენი ვერფი ახორციელებდა ქალაქ გიოლჯუკში. ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში მათი შეყვანა 1988-1989 წლებში იყო დაგეგმილი. 

MEKO 200 პროექტის მრი ფრეგატები მრავალმიზნობრივი ხომალდები გახლდნენ და სხვადასხვანაირი ამოცანების შესრულების უნარიც გააჩნდათ. მრავალფეროვანი შეიარაღების წყალობით მათ შეეძლოთ წყალზედა, წყალქვეშა და საჰაერო მიზნების დაზიანება. მათი სრული წყალწყვა იყო 2400 ტ (დასავლური ბეჭდური გამოცემების ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი 2800 ტ-მდე), სიგრძე 110,5 მ. მთავარი ენერგეტიკული დანადგარი შეიცავდა ოთხ დიზელს MTU20V1163TB63 (ორ-ორი თითოეულ ლილვზე), თითოეულს 10000 ცხ. ძ. სიმძლავრით. სვლის უდიდესი სიჩქარე (ოთხივე დიზელის მუშაობისას) 27 კვანძი გახლდათ, ეკონომიური სიჩქარე (როცა თითო ლილვზე თითო დიზელი მუშაობდა) 18 კვანძი. ცურვის სიშორე ეკონომიური სიჩქარის დროს იყო 4000 მილი. შეიარაღება: ორი ოთხკონტეინერიანი გასაშვები დანადგარი «ჰარპუნის»-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო კარეტებისთვის (ხწრ გდ), საზენიტო სარაკეტო კომპლექს (ზრკ) «სიი სფაროუს» რვამუხტიანი გდ, უნივერსალური კოშკურის მქონე 127-მმ საარტილერიო დანადგარი Mk45 მოდ. 1, ახლო ქმედების სამი 25-მმ საზენიტო-საარტილერიო კომპლექსი (ზაკ) «სიი გარდი», ორი 324-მმ სამმილიანი სატორპედო აპარატი Mk32, ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი AB.212. 

ხომალდების რადიოელექტრონული აღჭურვილობის შემადგენლობაში შედიოდა: საბრძოლო საინფორმაციო-მმართველი სისტემა, რადიოლოკაციური სადგურები (საჰაერო მიზნების აღმოჩენის, იარაღის მართვის, სანავიგაციო და სხვა), ჰიდროაკუსტიკური სადგური AN/SQS-56, კავშირგაბმულობისა და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) აპარატურა, სანავიგაციო საშუალებები. შეიარაღების განლაგება ნაჩვენებია ნახატზე. 

[ნახატი] 

MEKO 200 პროექტის მრი ფრეგატი: 1 – 127-მმ არტდანადგარი; 2 – საზენიტო-საარტილერიო კომპლექს (ზაკ) «სიი გარდის» 25-მმ არტდანადგარი; 3 – ზაკ-ების სროლის მართვის რადილოლოკაციური სადგურის (რლს) ანტენა; 4 – მიზნების აღმოჩენისა და იარაღის მართვის რლს WM25-ის ანტენა; 5 – დაბლამფრენი მიზნების აღმოჩენის რლს «დელფინის» ანტენა; 6 – გასაშვები დანადგარები ხწრ «ჰარპუნებისთვის»; 7 – საჰაერო მიზნების აღმოჩენისა და მიზანჩვენების რლს DAO8-ის ანტენა; 8 – იარაღის მართვის რლს STIR-ის ანტენა; 9 – სამმილიანი სატორპედო აპარატი Mk32; 10 – ზრკ «სიი სფაროუს» გასაშვები დანადგარი; 11 – პასიური ხელშეშლის დაყენების სისტემის SRBOC გასაშვები დანადგარი; 12 – ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი. 

უცხოური პრესის მასალების თანახმად, MEKO 200 პროექტის მრი ფრეგატებისადმი ინტერესს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში ნატო-ს სხვა ქვეყნებიც იჩენდნენ. კერძოდ, 1986 წელს პორტუგალიამ და გფრ-მ მოაწერეს ხელი კონტრაქტს პორტუგალიური ფლოტისთვის მოცემული პროექტის სამი ხომალდის აგების შესახებ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 1 ранга В. Афанасьев, «Новые фрегаты УРО для ВМС Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1987 г. № 3. 

1995 წლის # 10-ში არის ფერადი ჩანართი: აშშ სზძ-ის «ოლივერ ჰ. პერის» ტიპის ფრეგატი FFG48 «ვანდერგრიფტი». მისი ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებია: სრული წყალწყვა 4100 ტ; სიგრძე 138,1 მ, სიგანე 13,7 მ, წყალჯდომი 4,5 მ; ერთლილვიანი ენერგეტიკული დანადგარი (LM 2500 ტიპის ორი გაზური ტურბინა საერთო სიმძლავრით 41 ათასი ცხ. ძ.) საშუალებას იძლევა ანვითარებდნენ მაქსიმალურ სიჩქარეს 29 კვ., ცურვის სიშორე 20 კვ. სიჩქარეზე 4500 მილი. შეიარაღება: გდ Mk13 მოდ. 4 ხწრ «ჰარპუნისა» და ზმრ «სტანდარტ 1MR-თვის», ერთი 76-მმ არტდანადგარი «ოტო მელარა», ექვსლულიანი 20-მმ ზაკ «ვულკან-ფალანკსი», ორი სამმილიანი 324-მმ სატორპედო აპარატი, ორი ვერტმფრენი SH-60B. ეკიპაჟი206 ადამიანი, მათგან 13 ოფიცერი. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment