Tuesday, October 20, 2026

თურქეთი და კრიზისი სპარსეთის ყურეში 1990-იანი წლების დასაწყისში

თურქეთის განსაკუთრებული როლი კრიზისში სპარსეთის ყურეში სამი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული. ჯერ ერთი, მას 240 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვს ერაყთან, რომლის გავლითაც საექსპორტო ნვთობსადენია გაყვანილი და ყოველთვის ინსტენსიური ტვირთბრუნვა ხორციელდებოდა. მეორე, თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული იყო აშშ-ისა და ნატო-ს დაახლოებით 100 ბაზა და სხვა სამხედრო ობიექტი, რომლებიც შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ ერაყის წინააღმდეგ ჩრდილოეთის მიმართულებიდან სამხედრო აქციების განხორციელებისთვის. და მესამეც, გახლავთ რა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი (რასაც თავის თავად არსებითი მნიშვნელობა აქვს), თურქეთს გააჩნდა მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული არმია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც კრიზისის დაწყების შემდეგ სამხრეთელ მეზობელთან საზღვარზე იქნა თავმოყრილი. ხაზს უსვამდა რა თურქეთის გეოპოლიტიკურ როლს კრიზისს დროს, იტალიური ჟურნალი «პანორამა» წერდა: «2 აგვისტოს გათენების ღამეს როგორც კი ჯ. ბუშმა შეიტყო ერაყული ჯარების ქუვეითში შეჭრის შესახებ, მან მოსკოვში, ერ-რიადსა და ანკარაში დარეკა. უკანასკნელი საუბარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ». 

ანკარა აქტიურად შეუერთდა ანტიერაყულ კოალიციას, მოახდინა მიწისზედა კომუნიკაციების ბლოკირება, რისთვისაც ჩაკეტა სასაზღვრო პორტი მდინარე ჰარბურზე, გადაკეტა ნავთობის ნაკადი ნავთობსადენში, რომელიც კირკუკს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში თურქულ ტერმინალ იუმურტალიკთან აკავშირებდა, და ამერიკულ თვითმფრინავებს F-111 და F-16 ერაყის ტერიტორიის დაბომბვების განხორციელებაზე დართო ნება ინჯირლიყის ავიაბაზიდან. 

ერაყის ეკონომიკურ ბლოკადაში ანკარის მონაწილეობამ პირველ მათგანს საგრძნობი დარტყმა მიაყენა. თურქეთზე გამავალი საექსპორტო ნავთობსადენების ორმაგი ძაფის გავლით ერაყი თავისი ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაქაჩვას ახდენდა. გარდა ამისა, თავისი ჩრდილოელი მეზობლისგან იგი დიდი რაოდენობით სურსათს, სამომხმარებლო საქონელსა და ნედლეულს ღებულობდა. 

ეკონომიკური ემბარგო ანკარასაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა: ფინანსურ ზარალს თითქმის 5 მლრდ. დოლარად აფასებდნენ, ვინაიდან ერაყს მეორე ადგილი ეკავა თურქეთის ექსპორტიორებს შორის და მესამე მისი საქონლის იმპორტის მიხედვით. უსიტყვოდ უჭერდა რა მხარს დასავლეთს ერაყ-ქუვეითის კონფლიქტში, თურქული მთავრობა გარკვეული ზომით შიდაპოლიტიკური სტაბილურობითაც რისკავდა. არაბულ პრობლემებში ნეიტრალიტეტის ტრადიციულ პოლიტიკაზე უარის თქმის გამო მთავრობის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიები. მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ ისლამური დაჯგუფებებიც, რომლებმაც საერო სახელმწიფო და «ყოვლისნებადართულობა» ანათემას გადასცეს. 

თურქეთი საომარ აქციებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, თუმცა კი ერაყთან თავისი დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერა (თურქი ექსპერტების შეფასებით, მან ამ რაიონში რვა ერაყულ დივიზიას «ხელ-ფეხი შეუკრა»). მაგრამ თვით საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც კი, ერაყის დანაწილების მცდელობებით შეშფოთებული, ბევრი მიმომხოლველის აზრით, იგი მზად იყო ჯარების გამოყენებისთვის, რათა ქურთული სახელმწიფოს შექმნის მცდელობათა ბლოკირება მოეხდინა ქვეყნის ჩრდილოეთში და შიიტური სახელმწიფოს შექმნისა – მის სამხრეთში. თურქეთს, მაგალითად, როგორც მუსლიმანურ ქვეყანას, რომელიც სეკულარიზმის პრინციპებზე დგას, მოსახლეობაში ფუნდამენტალისტური განწყობილებების ზრდა ყოველთვის აშფოთებდა, და იგი შიშობდა, რომ ერაყელი შიიტების წარმატებას, რომლებიც მხარდაჭერას ირანიდან ღებულობდნენ, შეეძლო ამ სახიფათო ტენდენციის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ისლამი არ თამაშობდა აქ იმდენად არსებით როლს, როგორც არაბულ სახელმწიფოებში. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროიდან თურქებს ყოფით დონეზე არ შეუძლიათ იმის დავიწყება, რომ არაბებმა (რომელთა რელიგიადაც ისლამი ითვლება) დიდი ბრიტანეთის მხარე დაიჭირეს მის ბრძოლაში ოსმალური იმპერიის წინააღმდეგ. მუსლიმანი ძმების მიერ ასეთი «ზურგში დანის ჩარყმა» დაეხმარა შემდეგ ათათურქს იმის განცხადებაში, რომ საერო (светская) თურქეთის რესპუბლიკა ორიენტირებული იქნებოდა დასავლეთზე და არა აღმოსავლეთზე. 

1991 წლის შუახანებისთვის ანკარაში კიდევ უფრო მეტ განგაშს იწვევდა შეტყობინებები ქურთი აჯანყებულების მისწრაფებათა შესახებ დაემყარებინათ კონტროლი ჩრდილოეთ ერაყის მოსულისა და კირკუკის პროვინციებზე, რასაც შეეძლო აღეფრთოვანებია ის ქურთები თურქეთში, რომლებიც აგერ უკვე წლების განმავლობაში აწარმოებდნენ ბრძოლას ცალკე ქურთული სახელმწიფოს შესაქმნელად. ისინი ჯგუფდებოდნენ ქურთისტანის მუშათა პარტიის გარშემო, რომელიც, უცხოური პრესის შეტყობინებებით, სირიის მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს დაძაბულობის ისეთსავე წყაროს წარმოადგენდა თურქულ-სირიულ ურთიერთობებში, როგორსაც ისლამური ფუნდამენტალიზმის პრობლემა ანკარასა და თეირანს შორის ურთიერთობებში. როგორც ცნობილია, თურქეთში მცხოვრები 10 მლნ.-ზე მეტი ქურთი, რომლებიც ტრანსნაციონალური ეთნიკური ჯგუფის ნაწილს წარმოადგენენ, მრავალი ათეული წლის განმავლობაში განიცდიდა დისკრიმინაციას. უარზე იყვნენ რომ ისინი ეროვნული უმცირესობის სახით ეღიარებინათ, მათ «მთიელ თურქებს» უწოდებდნენ და მათ სრულ ასიმილაციას დაჟინებით მოითხოვდნენ (დასავლელ სპეციალისტებს შორის გავრცელებულია ასევე მოსაზრება, რომ თურქეთს ცნობილ გარემოებებში არაფერი ექნებოდა ერაყის ჩრდილოეთში ქურთული სატელიტური სახელმწიფოს შექმნის საწინააღმდეგო, რაც მას ნავთობის უმდიდრეს წყაროებზე ხელის მიწვდენას გაუადვილებდა. აპრილის დასაწყისში, როდესაც ასეულობით ათასი ერაყელი ქურთი სამთავრობო არმიის დევნისგან თავის დასაღწევად თურქეთის საზღვართან მოგროვდა, მან კოალიციაში მოკავშირეებს მოუწოდა განეახლებინათ საბრძოლო მოქმედებები «გენოციდის თავიდან ასაცილებლად». კომენტარს უკეთებდა რა ანკარის პოზიციას ქურთული პრობლემის გამწვავებასთან დაკავშირებით, თურქული გაზეთი «მილიეთი» სასაზღვრო ზონაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა «მოვლენათა არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაში». ირანი და სირია, თავიანთ მხრივ, როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, უყოყმანოდ დაუჭერდნენ მხარს ერაყს, თუკი თურქები მოინდომებდნენ ესარგებლათ გარემოებებით და მოსულისა და კირკუკის ერაყული პრივინციების დაპყრობას შეეცდებოდნენ). 

მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისა და განსაზღვრული შიდაპოლიტიკური ხარჯების მიუხედავად თურქეთმა ამ კრიზისში უყოყმანოდ ხისტი ანტიერაყული პოზიცია დაიკავა. როგორც ფრანგული ყოველკვირეული «ექსპასიონი» წერდა, თუქრული ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი გახლდათ ამ კონფლიქტიდან რეგიონული ზედერჟავის სახით გამოსვლა აშშ-გან დამატებითი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღების, დასავლეთ ევროპაში პოზიციების გაძლიერებისა და არაბულ სამყაროში ავტორიტეტის განმტკიცების ხარჯზე. კრიზისი სპარსეთის ყურეში ანკარაში შეფასებულ იქნა როგორც «დიდი ხნის ნანატრი ბედნიერი შემთხვევა» გლობალურ პლანში მისი როლის ამაღლების, მისთვის, გერმანული ჟურნალის «შტერნის» სიტყვებით, «ახალი სიდიადის» მიცემის თვალსაზრისით. 

თურქეთმა, რომელიც «ცივი ომის» დროს სსრკ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ნატო-ს მნიშვნელოვან ბასტიონად ითვლებოდა, 1980-90-იანი წლების მიჯნაზე, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაძაბულობის შესუსტების პირობებში, ბლოკის სამხრეთ ფლანგზე თავისი მნიშვნელობა შესამჩნევად დაკარგა. დაიწყო შეტყობინებების გამოჩენა აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის მხრიდან მისთვის დახმარებათა შესაძლო შემცირების შესახებ, რაც მიუღებლად მიაჩნდათ ქვეყანაში, რომელიც იცავდა როგორც თავის საკვანძო როლს დასავლეთის თავდაცვაში, ისე ფორპოსტის (მეწინავე პოსტის) როლსაც ახლო აღმოსავლეთში. 

როგორც ჩანდა, ახლა თურქეთის ბევრი იმედის ახდენა დაიწყო. ყველაფრიდან ჩანდა, რომ მან არა იმდენად ზემოთ მითითებული ზარალი განიცადა, რამდენადაც თავისებური მომგებიანი დაბანდება გააკეთა. საუდის არაბეთი ერაყის ნაცვლად აწვდიდა მას ნავთობს, ხოლო ქუვეითმა კი ასეულობით მილიონი დოლარი გადაუხადა. აშშ-მა თავის პარტნიორს ვალების ნაწილი ჩამოაწერა და საგანგებო სამხედრო დახმარებაც გამოუყო 82 მლნ. დოლარის ზომით იმ 553 მლნ.-ზე დამატებით, რომელიც 1991 წელზე იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, მომდევნო წელიწადში ამ დახმარების 703 მლნ. დოლარამდე გაზრდა იგეგმებოდა. 

თურქეთის მთავრობამ თავის მხრივ მარტის ბოლოს პრეზიდენტ თ. ოზალის ვაშინგტონში ვიზიტის მსვლელობისას სასწრაფო წესით მოითხოვა (запросило) კიდევ 2,7 მლრდ. დოლარი «ჯილდოს» («вознагражление») სახით, რომლის მიმართვასაც სპარსეთის ყურეში კრიზისის გამო განცდილი დანაკარგების დასაფარად გეგმავდნენ. როგორც თურქული პრესა წერდა, მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა თანხმობა (согласие) «სტრატეგიული პარტნიორობის» შესახებ, რაც ნიშნავდა სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან განმტკიცებას. კერძოდ, აღინიშნებოდა, რომ აშშ ვარაუდობდა თურქეთში სამხედრო ყოფნის გაძლიერებას, რათა უზრუნველეყო აქედან «შეჭრა რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და უსაფრთხოებისადმი მუქარის შემთხვევაში». იგეგმებოდა ახალი შეთანხმებების დადება და იმხანად მოქმედი შეთანხმების ფარგლების გაფართოება, რომლის ვადაც 1991 წლის დეკემბერში იწურებოდა. მიღწეული იყო შეთანხმება (договорённость) თურქეთში ამერიკული სამხედრო ბაზების გამოყენების პირობების გამარტივებისა და იქ შეიარაღებათა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ. უკვე დაგეგმილი ჰქონდათ სამუშაოები მის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების ახალი საწყობების განთავსებისთვის. 

თ. ოზალის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვაშინგტონიდან თურქეთში დაიწყეს F-4E თვითმფრინავების მიწოდება იმ დახმარების ფარგლებში, რომლის შესახებაც მოლაპარაკებათა დროს იყო ლაპარაკი. სულ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) 40 ასეთი მანქანა უნდა მიეღო. ამ თვითმფრინავების, ასევე სხვა შეიარაღების მიწოდებათა დაფინანსებას დაახლოებით 5 მლრდ. დოლარის მოცულობით, უზრუნველყოფდნენ უმთავრესად საუდის არაბეთი და ქუვეითი, ხოლო ნაწილობრივ კი შეერთებული შტატებიც. ამრიგად, როგორც თურქული გაზეთი «გიუნეში» წერდა, ქვეყანა იქცევა პენტაგონის თავისებურ ბაზად და გარდაიქმნება ამერიკულ შეიარაღებათა არსენალად, მას მნიშვნელოვანი სამხედრო პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

თურქეთი აგრძელებდა დამატებით მოგების მიღებას ე. წ. «სამხრეთ რეგიონზე შესწორებიდან», რომელიც მისთვის იმ სამხედრო ტექნიკის გადაცემის უფლებას იძლეოდა, რომელიც დასავლეთ ევროპიდან ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იგზავნებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი იწყებდა კითხვის დასმას: ხომ არ აპირებს დასავლეთი, რომელმაც ისეთი შეცდომები დაუშვა, როგორიცაა ირანის, ხოლო შემდეგ კი ერაყის გადაიარაღება, იგივე გაეკეთებინა თურქეთთან მიმართებაშიც? 

მთლიანობაში ანკარის მიერ ანტიერაყული კოალიციის გადაჭრით მხარდაჭერამ სპარსეთის ყურეში ომის პერიოდში, და უწინარეს ყოვლისა კი ამერიკული თვითმფრინავებისთვის მისი ტერიტორიიდან ერაყის დაბომბვების უფლების მიცემამ, თურქეთს საშუალება მისცა აშშ-თან თავისი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აეყვანა. მნიშვნელოვნად გააძლიერა რა თავის პოლიტიკაში პროამერიკული ორიენტაცია, თურქეთი სპარსეთის ყურის ზონაში ომის შემდეგ მიისწრაფოდა ვაშინგტონის მიერ მისი პოზიციის მაღალი შეფასების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის არსებით გაზრდაში ტრანსფორმირებისკენ, მათ შორის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საკითხებშიც. მისი სრულყოფის პრობლემა კვლავ იქნა წამოწეული საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებიდან ამომდინარე, რომელმაც თურქული სარდლობა უფრო მეტ ხარისხად პროფესიული არმიის შექმნის აუცილებლობაში დაარწმუნა, ნაკლები რიცხოვნებისა, მაგრამ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილის. ამასთან ძირითად იმედებს აშშ-ის მხრიდან დახმარებაზე ამყარებდნენ. 

იყენებდა რა მის მიერ კრიზისში დაკავებული პოზიციის არაბული სახელმწიფოების მხრიდან პოზიტიურ შეფასებას, თურქეთი აქტიურად ისწრაფოდა თავისი როლის ამაღლებისკენ რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნაში. მან, მაგალითად, შესთავაზა თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში. აგვისტოს დასაწყისში აქ ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი უნდა შემდგარიყო. 

რეგიონის ეკონომიკური წინ წამოწევის მიზნით თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპის ეკონომიკური საზოგადოებრიობისა (ეეს) და იაპონიის თანადგომით დაეფუძნებინათ სპეციალური ფონდი, რომლის სახსრებიც შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. კერძოდ, მისი მთავრობა ფართო პროპაგანდას უწევდა «მშვიდობის წყალსადენის» მშენებლობის პროექტს, რომლის მეშვეობითაც თურქეთის მდინარეებიდან აღებულ წყალს მიმართავენ სირიის, იორდანიის, საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისკენ (თურქეთი რეგიონის ერთადერთ ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც წყლის ჭარბი რესურსები გააჩნია). სთავაზობდნენ აგრეთვე თურქული ტექნოლოგიების საფუძველზე ერაყის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების შემუშავებას, კაშხლებისა და გზების მშენებლობას. თურქეთმა აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი კონტინგენტის განკარგულებაში თავისი ჯარების გაგზავნის მზადყოფნაც გამოხატა. 

მთლიანობაში, როგორც ანკარაში 1991 წლის შუახანებში თვლიდნენ, კონსტრუქციული, გაბედული პოლიტიკა სპარსეთის ყურეში კრიზისის მსვლელობისას, ომისშემდგომი დიპლომატიური აქტიურობა და ქვეყნის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ნატო-ში პარტნიორებს შორისაც და «მესამე სამყაროშიც» მისი პოზიციების განმტკიცებაზე იმედის დამყარების საფუძველს იძლეოდა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник Ю. Седов, «Турция и кризис в Персидском заливе», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 5;

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment