თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემების თანახმად 25 წლის განმავლობაში დასჭირდებოდათ 150 მლრდ. დოლარი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვებზე, ამასთან 65 მლრდ. მოდიოდა სამხედრო-საჰაერო ძალებზე, 60 მლრდ. სახმელეთო ჯარებზე და 25 მლრდ. სამხედრო-საზღვაო ძალებზე. 2004 წლისთვის იგეგმებოდა მოეხდინათ დაახლოებით 1,5 ათასი სამხედრო პროექტისა და პროგრამის რეალიზაცია 67 მლრდ. დოლარის თანხაზე, მათ რიცხვში კავშირგაბმულობისა და ცეცხლის მართვის სისტემების, საბძოლო ვერტმფრენების, საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო და საარტილერიო კომპლექსების, ჯავშანსატანკო ტექნიკის, საარტილერიო ქვემეხების, «ჰაერი-ჰაერი» და «ჰაერი-დედამიწა» კლასების რაკეტების მართვის ინტეგრალური სისტემების შესაქმნელად.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროგრამას წარმოადგენდა საავიაციო-კოსმოსური მრეწველობის მიერ მრავალმიზნობრივი გამანადგურებლების F-16 წარმოება. 10 წლის განმავლობაში ამ ტიპის დაახლოებით 200 თვითმფრინავი იყო აწყობილი. 1993 წლიდან ამერიკულ კომპანია «ლოქჰიდთან» 325 მლნ. დოლარის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში თურქულმა საწარმოებმა დაიწყეს რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) სისტემების გამოშვება, რომლებითაც F-16 თვითმფრინავები აღიჭურვებოდა. 1990 წელს თურქეთმა კონტრაქტი დადო ესპანეთთან 550 მლნ. დოლარის თანხაზე თურქულ საწარმოში TAJ 55 სატრანსპორტო თვითმფრნავის CN-235 საწარმოებლად.
გამოყენებული ლიტერატურა
Капитан-лейтенант В. Харламов, «Развитие военного производства в Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1997 г. № 4.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment