1990-იანი წლების შუახანებისთვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეფასებით, მთები, რომლებსაც თურქეთისა და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი უჭირავთ, შეიძლებოდა აქტიური შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების არენად ქცეულიყვნენ. ამ მიზნით არმიის (სახმელეთო ჯარების) მომზადებაში დიდი ყურადღება ეთმობოდა მთებში მოქმედებებს. ყოველწლიური გეგმიური სწავლებების მსვლელობისას, რომლებიც პირობითი სახელწოდებით «ქიშ» («ზამთარი») ტარდებოდა, ამუშავებდნენ ჯარების მოქმედებებს მთიან-ტყიან ადგილმდებარეობაზე ზამთრის მკაცრ პირობებში. ითვლებოდა, რომ ყველაზე მეტი წარმატებით აქ შეიძლებოდა გამოეყენებიათ ცალკეული ქვეითი (მოტოქვეითი, მექანიზებული და ჯავშანსატანკო) ბრიგადები. ძნელად მისადგომ ადგილმდებარეობაზე შეტევის წარმოებისას მათთვის არსებითი მხარდაჭერა შეიძლებოდა აღმოეჩინათ საჰაერო-სადესანტო ჯარების ქვედანაყოფებსა და «კომნდოსების» სადაზვერვო-დივერსიულ ქვედანაყოფებს.
რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის ათწლიანი გეგმების შესაბამისად 1990-იანი წლების პირველ ნახევარში სახმელეთო ჯარებში შეიქმნა დინამიური მრავალმიზნობრივი შენაერთები, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი მობილურობა, მართვის დიდი მოქნილობა და მნიშვნელოვანი საცეცხლე ძლიერება (мощь). თურქეთის სარდლობამ უარი თქვა ძოძროხა (громоздкие) ქვეით ფორმირებებზე პოლკებისა და დივიზიების სახით და მათ ბაზაზე ახალი ცალკეული ქვეითი, მექანიზებული და ჯავშანსატანკო ბრიგადები ჩამოაყალიბა.
თურქი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებები მთებში წარმოებული იქნებოდა ზოგადი ტაქტიკური პრინციპების შესაბამისად, თუმცა კი მათზე ისეთი ფაქტორების არსებითი გავლენის გათვალისწინებით, როგორებიცაა ძლიერად დასერილი რელიეფი, სუსტად განვითარებული საგზაო ქსელი, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, ტყეების მაეკრანირებელი თვისებები და ა. შ. მსგავს პირობებში რთულდებოდა ჯარების მართვა და ძნელდებოდა კავშირგაბმულობის ორგანიზაცია. ამიტომ აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მართვის დეცენტრალიზაცია, რომლის ორგანიზებაზეც პასუხისმგებლობა წვრილი ქვედნაყოფების მეთაურებს ეკისრებოდათ. გარდა ამისა, მთებში დიდ სიმაღლეებზე საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადება პირადი შემადგენლობის საკმაოდ ხანგრძლივ აკლიმატიზაციასაც მოითხოვდა.
ბრძოლა მთებში ხასიათდებოდა დიდი დამოუკიდებლობით (самостоятельность), რამდენადაც ნაწილებსა და ქვედანაყოფებს მოუწევდათ ამოცანების გადაწყვეტა განცალკევებულ, ერთიმეორისგან იზოლირებულ მიმართულებებზე, ზოგჯერ სათანადო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე, აგრეთვე მათთან არამყარი (არამდგრადი) კავშირგაბმულობის დროს. ამიტომ მეთაურებისგან მოითხოვებოდა ინიციატივისა და სიმამაცის (გაბედულების) მაქსიმუმის გამოჩენა გადაწყვეტილებათა მიღების და შესრულებისას.
ითვლებოდა, რომ ბრძოლის მსვლელობისას წარმატება ბევრად იქნებოდა დამოკიდებული ჯარების (ქვედანაყოფების) სწრაფ და გაბედულ (გადამჭრელ) მოქმედებებზე, აგრეთვე ხელქვეითების დისციპლინირებულობასა და შემსრულებლობაზე. მთებში შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მცირე (არცთუ დიდი) ქვედანაყოფები, ვინაიდან მსხვილი შენაერთებისა და ნაწილების გაშლა და მანევრი აქ გაძნელდებოდა. რეზერვების სწრაფი გადასროლა და უფროსი მეთაურებისა და მეზობელი ნაწილების მხრიდან დახმარების აღმოჩენა ყველზე ხშირად მეტად შეზღუდული ან შეუძლებელიც კი იქნებოდა. ასეთ პირობებში ყველა დონის მეთაურებისა და შტაბებისგან ოპერაციის მსვლელობის დეტალურად დაგეგმვისა და მკაფიოდ ორგანიზების ცოდნა და უნარი მოითხოვებოდა. ჯარების მართვის სისტემის თავისებურებას (განსაკუთრებულობას) მთებში წარმოადგენდა ცალკეულ მიმართულებებზე დამატებითი საკომანდო (სამეთაურო) პუნქტების (კპ) შექმნა, რომლებიც პირველი ეშელონის ჯარებთან ახლოს განლაგდებოდნენ. რეკომენდირებული გახლდათ აგრეთვე ვერტმფრენებში მოწყობილი (აღჭურვილი) საჰაერო კპ-ების გამოყენებაც.
ცალკეული (ქვეითი, მექანიზებული, ჯავშანსატანკო) ბრიგადა 1990-იანი წლების შუახანებისთვის თურქეთის სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენდა და თავის შემადგენლობაში ჰყავდა ხუთი საბრძოლო ბატალიონი (ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას – სამი მოტოქვეითი და ორი სატანკო, ცალკეულ ქვეით ბრიგადას – ოთხი ქვეითი და ერთი სატანკო, ცალკეულ ჯავშანსატანკო ბრიგადას – სამი სატანკო და ორი მოტოქვეითი ბატალიონები), საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფები (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო, კავშირგაბმულობისა და მესანგრეთა ასეულები), ორი საარტილერიო დივიზიონი, საზენიტო საარტილერიო ბატარეა და ბრიგადის ზურგი (ნახ. 1). ცალკეული მექანიზებული ბრიგადა წარმოადგენდა საარმიო კორპუსის ნაწილს და მოქმედებდა მის შემადგენლობაში, ან კიდევ შეიძლებოდა მიეღო დამოუკიდებელი ამოცანაც (იხ. ცხრილი). მას შეიძლებოდა შეეტია ან ყოფილიყო თავდაცვაში მთავარ ან მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, ემოქმედა კორპუსის პირველ ან მეორე ეშელონში (რეზერვში).
[ნახატი]
ნახ. 1. თურქეთის მექანიზებული ბრიგადის ორგანიზაცია
მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა 1993 წელს
[ცხრილი]
შ ე ტ ე ვ ა მთებში თურქულ საბრძოლო წესდებებში განიხილებოდა როგორც საბრძოლო მოქმედებების ერთერთი ყველაზე უფრო რთული სახეობა, რომელიც მოითხოვდა პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის გულმოდგინე მომზადებას, მკაფიო ურთიერთმოქმედებასა და მართვას, ეფექტურ და ყოველმხრივ უზრუნველყოფას, ამასთან უპირატესობა ენიჭებოდა მოწინააღმდეგის ჯარების შემოვლას (охват). ფრონტალური შეტევა უკეთესად მიაჩნდათ ჩაეტარებინათ ღამით საცეცხლე მომზადების გარეშე. დიდი დანაკარგების თავიდან აცილებისთვის რეკომენდირებული იყო შეტევაში მონაწილე ჯარები ვერტმფრენებით გადაესროლათ გაბატონებულ სიმაღლეებზე. მაგრამ ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოთ მოწინააღმდეგის საზენიტო საშუალებების ჩახშობის ან საჰაერო თავდაცვის ზონების შემოვლისთვის (обход). ზოგიერთ მთიან რაიონში ვერტიკალური იერიში ძნელი განსახორციელებელი იქნებოდა დესანტების გადასხმისთვის ადგილების უკმარისობის ან ვერტმფრენებისთვის სიმაღლებრივი შეზღუდვების გამო.
მთებში შეტევის ორგანიზაცია ბრიგადის მეთაურისგან მოითხოვდა ადგილმდებარეობისა და მოწინააღმდეგის ყოველმხრივ შესწავლასა და შეფასებას, ამ უკანასკნელის საბრძოლო რიგების მოწყობის მთელ სიღრმეში. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა დაზვერვის ორგანიზაცია, საგზაო ქსელის მდგომარეობისა და გზების გარეთ ადგილმდებარეობის გამავლობის შესწავლა.
ბრიგადის შეტევის ზოლის სიგანე და ამოცანის სიღრმე, აგრეთვე მისი საბრძოლო რიგების მოწყობა დამოკიდებული იქნებოდა ადგილმდებარეობის ხასიათსა და დასმულ ამოცანებზე. ითვლებოდა, რომ მექანიზებული ბრიგადის უახლოესი ამოცანა შეიძლებოდა ყოფილიყო მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის ქვედანაყოფებისა და ნაწილების განადგურება (разгром), გასასვლელების, უღელტეხილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაპყრობა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ყველაზე უფრო ხელსაყრელ პირობებს შემდგომი მოქმედებებისთვის. ჩვეულებრივ პირობებში ბრიგადას შეიძლებოდა შეეტია 8-12 კმ სიგანის ფრონტზე, ხოლო უახლოესი ამოცანა კი მას 12 კმ-მდე სიღრმეში დაესმებოდა. შეტევის საშუალოდღეღამური ტემპი მოწინააღმდეგის ტაქტიკური თავდაცვის გარღვევისას შეადგენდა 25 კმ.
ბრიგადის საბრძოლო მოწყობის აგებას ვარაუდობდნენ ერთ ან ორ ეშელონად. რეზერვის (მეორე ეშელონის) ბრძოლაში შეყვანა რეკომენდირებული გახლდათ მთავარი ძალების წარმატების განვითარებისთვის ადგილმდებარეობის ხელსაყრელი უბნების დაპყრობისას ან ვრცელ ველებსა და ზეგნებზე გასვლის დროს.
ბრიგადის სადაზვერვო ასეული, თავისი ძირითადი დანიშნულების გარდა, შეიძლებოდა გამოეყენებიათ საბრძოლო დაცვისთვის (боевое охранение), ფლანგების უზრუნველსაყოფად, ხოლო ზოგჯერ კი ბრიგადის საბრძოლო მოქმედებების მეორეხარისხოვან უბნებზე შეტევითი, თავდაცვითი და შემკავებელი მოქმედებების წარმოებისთვისაც.
მექანიზებული ბრიგადის მოტოქვეითი ბატალიონი გახლათ მისი ძირითადი ტაქტიკური ერთეული. ბატალიონს შეეძლო ეწარმოებია ბრძოლა დამოუკიდებლად გარკვეული დროის განმავლობაში. ამისთვის მას გააჩნდა აუცილებელი ძალები და საშუალებანი: საბრძოლო ქვედანაყოფები, აგრეთვე საცეცხლე მხარდაჭერის, მართვის, საბრძოლო უზრუნველყოფისა და მომარაგების ქვედანაყოფებიც. ბატალიონის გამოყენება შეტევაში დამოკიდებული იყო მის ადგილზე ბრიგადის საბრძოლო მოწყობაში, რაც განსაზღვრავდა მის ამოცანას, მოწყობის წესსა და მისი გაძლიერების საშუალებებს. ის ბრძოლას აწარმოებდა, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში, შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო პირველ ან მეორე ეშელონში ან კიდევ რეზერვში, შეეტია მთავარ ან მეორეხარისხოვან მიმართულებაზე. მთავარ მიმართულებაზე ბრიგადის პირველ ეშელონში შეტევისას ბატალიონი შეიძლებოდა გაეძლიერებიათ სატანკო, საარტილერიო, მესანგრეთა, სადაზვერვო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებით.
საშტატო და მიცემული ძალებისა და საშუალებათა ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით ბატალიონის მეთაურს რეკომენდაცია ეძლეოდა შეექმნა საასეულო ტაქტიკური ჯგუფები. საასეულო ტაქტიკურ ჯგუფში შეიძლებოდა ყოფილიყო (ვარიანტი): ასეულის მართვა, ორი მოტოქვეითი და სატანკო ოცეულები, იარაღის ოცეული. ასეთი ჯგუფები უმთავრესად გამოიყენებოდა ისეთ მიმართულებებზე, სადაც მოწინააღმდეგეს ჰქონდა ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა, ან ისეთ ადგილმდებარეობაზე, რომელიც აძნელებდა ტანკების მოქმედებას.
ბატალიონს შეტევაში ჩვეულებრივ დაენიშნებოდა უახლოესი და მომდევნო ობიექტები, რომელთა დაშორებასაც მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზიდან შეიძლებოდა შესაბამისად 3-4 ან 6-8 კმ-თვის მიეღწია.
მთებში ბატალიონის შეტევის ზოლის სიგანე დამოკიდებული იქნებოდა უმთავრესად ადგილმდებარების ხასიათსა და მოძრაობისთვის შესაძლებლობის არსებობაზე. ითვლებოდა, რომ ბატალიონს ყველა შემთხვევაში შეეძლო 2,5 კმ-მდე ფრონტზე შეეტია.
მოტოქვეითი ბატალიონი ისეთი ანგარიშით აგებდა თავის საბრძოლო მოწყობას, რომ უზრუნველეყო ქვედანაყოფების მოქნილი და საიმედო მართვა, მათი განწერტვა (рассредоточение) და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის შექმნა. ჩვეულებრივ მთაგორიან ადგილმდებარეობაზე, როცა პირობები ასეულის ხაზში გაშლის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ბატალიონი საბრძოლო წყობას კოლონად აგებდა (სამი ეშელონი).
შეტევა მთებში ყველა დონის მეთაურებისგან მოითხოვდა რიგი თავისებურებების გათვალისწინებას, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებოდა საცეცხლე საშუალებების გამოყენება. საარტილერიო მომზადება შეტევის დაწყების წინ შეიძლებოდა თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა დროს დაეწყოთ. ჯარების საცეცხლე მხარდაჭერა ჩვეულებრივ ცეცხლის თანამიმდევრული თავმოყრის მეთოდით განხორციელდებოდა. ამიტომ არტილერია და ნაღმსატყორცნები რეკომენდირებული იყო ქვედანაყოფებისთვის მიეცათ შეტევის მიმართულებაზე მიზნებისა და ობიექტების დასაზიანებლად.
ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები მთებში შეტევის დროს შეზღუდულად იქნებოდა გამოყენებული, მაგრამ იქ, სადაც ადგილმდებარეობის ხასიათი ამის საშუალებას იძლეოდა, ისინი ჯარებს უშუალო მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ. ტანკების გამოყენება პირდაპირი დამიზნებით სროლისთვის გაძნელებული იქნებოდა. ზოგჯერ ისინი შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ დახურული საცეცხლე პოზიციებიდან სროლისთვის და მარტო იმ შემთხვევაში, თუ ამის საშუალებას იძლეოდა ზარბაზნების ამაღლების კუთხეები, დროისა და მანძილის ფაქტორები. ძლიერად დასერილ ადგილმდებარეობაზე საბრძოლო ტექნიკა ჩვეულებრივ იმყოფებოდა მეორე ეშელონში, ბრძოლაში დაუყოვნებლივ შესვლისთვის მზადყოფნაში, წარმატების განვითარების ან მოწინააღმდეგის კონტრშემოტევების მოგერიების მიზნით.
მთაგორიან ადგილმდებარეობაზე სწავლებების ჩატარებისას თურქული სარდლობა იყენებდა ვერტმფრენებს საიერიშო მოქმედებებისთვის, დაზვერვის საწარმოებლად, პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების გადასასროლად (ნახ. 2), დახურული პოზიციებიდან სროლისას ცეხცლის კორექტირებისთვის, ტაქტიკური საჰაერო დესანტების გადასასხმელად (ნახ. 3), მოწინააღმდეგის ზურგში სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადასროლის, ჯარების მომარაგების, დაჭრილების ევაკუაციისთვის და ა. შ. ამ მიზნებით მექანიზებულ ბრიგადას ვერტმფრენები გამოეყოფოდა კორპუსის საარმიო ავიაციის ბატალიონის შემადგენლობიდან, ხოლო შეტევის მთავარ მიმართულებაზე მისი მოქმედებებისას კი – საველე არმიის საარმიო ავიაციის პოლკის შემადგენლობიდან.
თურქული წესდებებისა და დარიგებების შესაბამისად მთებში შეტევის მომზადების ორგანიზებისას მოითხოვებოდა საბრძოლო ტექნიკისა და ავტოტრანსპორტის მდგომარეობის გულდასმით შემოწმება. რეკომენდირებული იყო აგრეთვე საწვავ-საცხები მასალების გაზრდილი მარაგებიც ჰქონოდათ.
კოლონები მარშზე ისეთნაირად ეწყობოდა, რომ მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ ბრძოლაში შესასვლელად, რისთვისაც მესანგრეთა ქვედანაყოფები, არტილერია და შეძლებისდაგვარად ტანკებიც წინ გამოდიოდნენ, ხოლო საჰაერო თავდაცვის საშუალებები კი მთელ კოლონაში ნაწილდებოდა. ყველაზე უფრო სახიფათო უბნებს მარშრუტზე (ვიწრობებს /теснины, узкости/, ხიდებსა და სხვა) საზენიტო საშუალებებით წინასწარ აძლიერებდნენ.
თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ორგანიზაცია მთებში ადგილმდებარეობის ხასიათის, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობის, თავიანთი ჯარებისა და შემომტევი მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებათა არსებობის მიხედვით ხდებოდა. რეკომენდირებული გახლდათ მცირე ქვედანაყოფების გამოყენება, რომელთაც შეეძლებოდათ გადაღობებოდნენ მოწინააღმდეგის წინსვლას, გაეძნელებიათ ის ან თავიანთთვის ხელსაყრელ მიმართულებაზე მიემართათ. შემკავებელი მოქმედებები მთაგორიან ადგილმდებარეობაზე შეიძლებოდა ნაკლები ძალებით ეწარმოებიათ, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ახალ რაიონებში სწრაფად გადასროლისთვის აუცილებელი იყო ვერტმფრენების გამოყენება და როკადული გზების მშენებლობის გათვალისწინება. შემკავებელი მოქმედებების მწარმოებელი ძალები მოვალენი იყვნენ მიეღოთ ზომები ჩასაფრებების ან ხაფანგების მოწყობისთვის, რათა საფლანგო პარალელური გზებით მოწინააღმდეგის წინწამოსვლა არ დაეშვათ.
მაღალმთიან და ძნელადმისადგომ რაიონებში ძირითად ძალისხმევას თავს უყრიდნენ ადგილმდებარეობის ტაქტიკური თვალსაზრისით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უბნების – უღელტეხილების, გაბატონებული სიმაღლეების, გზათა კვანძების, მთებში გასასვლელების, ხიდების, დაბლობებსა და პლატოებზე გამოსასვლელების, ხეობების, ვიწრობების და ა. შ. – შენარჩუნებაზე. ამ შემთხვევაში თავდაცვა, როგორც წესი, კეროვან ხასიათს ატარებდა და უპირატესად სიმაღლეებზე განლაგებული თავდაცვის საბატალიონო რაიონებისა და საასეულო საყრდენი პუნქტების სისტემას წარმოადგენდა. მათ შორის შუალედები რეკომენდირებული იყო არტილერიისა და სხვა საშუალებების ცეცხლით, საინჟინრო ღობურებით, დანაღმული ველებითა და ა. შ. დაეფარათ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ტანკსახიფათო მიმართულებებზე, სამთო უღელტეხილებთან და დაბლობებზე გამოსასვლელებთან მისადგომებზე, აგრეთვე გზათა კვანძებზე ცეცხლისა და საინჟინრო ღობურების სისტემის შექმნას. ამას, თურქი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შეიძლებოდა მოწინააღმდეგის ჯარების გაშლისთვის ხელი შეეშალა და მისთვის მანევრის თავისუფლებაც მოესპო. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უბნები და ობიექტები აუცილებელი იყო საიმედოდ დაეცვათ მოწინააღმდეგის საჰაერო დესანტებისა და ტაქტიკური ავიაციის დარტყმებისგან. ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას ასეთ პირობებში შეიძლებოდა დაეკვებინა თავდაცვის უბანი (რაიონი) სიგანით 10-12 კმ ფრონტში და 6-8 კმ სიღრმეში.
თავდაცვის წინა ხაზი, როგორც წესი, თავდაცვითი ბრძოლის წარმოებისთვის ადგილმდებარეობის ყველაზე უფრო მომგებიან (ხელსაყრელ) უბნებსა და ბუნებრივ მიჯნებზე გადიოდა. მის წინ, თუ პირობები ამის საშუალებას იძლეოდა, 3 კმ დაშორებაზე აწყობდნენ (აღჭურავდნენ) საბრძოლო დაცვის საბრიგადო პოზიციებს, აგებდნენ საინჟინრო სიმაგრეებსა და ღობურებს, ქმნიდნენ შეკავების მიჯნებს.
ჯარების საბრძოლო რიგები თავდაცვაში ძალებისა და საშუალებების არსებობიდან ამომდინარე ეწყობოდა, ძირითადი ძალისხმევის იმ მიმართულებებზე თავმოყრის მიზნით, რომლებიც თავდაცვის მთელი სისტემის სიმტკიცეს უზრუნველყოფდნენ. ჯარების მიერ მთებში მანევრის განხორციელების სირთულის შედეგად ბრიგადებში, ისევე როგორც სხვა შენაერთებსა და ნაწილებშიც, რეკომენდირებული იყო თავდაცვა აეგოთ ორ ეშელონად. ბრიგადის პირველი ეშელონის ქვედანაყოფებს სატანკო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, საინჟინრო და სხვა ფორმირებების აუცილებელი რაოდენობით აძლიერებდნენ. მეორე ეშელონი და რეზერვები განლაგდებოდნენ თავდაცვის სიღრმეში გზების ან წინსვლის მომზადებული მარშრუტების მახლობლად იმისთვის მზადყოფნაში, რათა მოწინააღმდეგის გარღვევის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი მიმართულებები გადაეკეტათ, ან კიდევ მისი საჰაერო დესანტები გაენადგურებიათ. ამასთან ცეცხლის სისტემა ისეთნაირად უნდა ყოფილიყო ორგანიზებული, რათა უზრუნველეყოთ შემომტევ მოწინააღმდეგეზე უწყვეტი და მზარდი ზემოქმედების მიზნით ხელთ არსებული მთელ საშუალებათა ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული გამოყენება. ცეცხლს ყველაზე უფრო მეტი დაძაბულობისთვის შემომტევი ჯარების უშუალოდ თავდაცვის წინა ხაზთან მოსვლისას უნდა მიეღწია, სადაც ამ ხაზის წინ, აგრეთვე საასეულო და საოცეულო საყრდენი პუნქტების პირაპირებსა და ფლანგებზე საარტილერიო, სანაღმსატყორცნო და თოფ-სატყვიამფრქვევო ცეცხლის უწყვეტი ზონა იქმნებოდა, რათა მოწინააღმდეგის წინსვლა შეენელებიათ ან კიდევ მისი შემოტევა სულაც ჩაეშალათ.
მოტოქვეითი ბატალიონი თავდაცვაში მოქმედებდა, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში, იმყოფებოდა რა მის პირველ ან მეორე ეშელონში (რეზერვში). მთებში მოქმედებებისას ადგილმდებარეობის რელიეფის უნარიანი გამოყენებით მას უნდა შეძლებოდა თავის ძალებზე რამდენჯერმე აღმატებული მოწინააღმდეგის შემოტევაც კი შეეკავებინა. იშვიათ შემთხვევებში ბატალიონს შეეძლო ემოქმედა ასევე დამოუკიდებლად, შეასრულებდა რა რაიონის თავდაცვის ამოცანას. ამ დროს მოტოქვეითი ბატალიონი უშუალოდ კორპუსის მეთაურს დაექვემდებარებოდა.
ბრიგადის პირველ ეშელონში მოქმედი ბატალიონი თავდაცვისთვის ღებულობდა რაიონს, რომლის სიგრძე და სიღრმე დამოკიდებული იქნებოდა ადგილმდებარეობის ხასიათზე, მაგრამ მას არ უნდა გადაეჭარბებია 3 კმ-თვის ფრონტში და 2,5 კმ-თვის სიღრმეში. ბრიგადის მეთაურს, ბატალიონისთვის დასმული ამოცანიდან ამომდინარე, შეეძლო ის გაეძლიერებია სატანკო ასეულით, მესანგრეთა და სადაზვერვო ოცეულებით, აგრეთვე მისთვის საველე არტილერიის ერთი-ორი ბატარეის ცეცხლითაც მხარი დაეჭირა.
ბატალიონის საბრძოლო მოწყობა დამოკიდებული გახლდათ დასაცავი რაიონის სიგანეზე და შეიძლებოდა აგებული ყოფილიყო ერთ ან ორ ეშელონად. მთიან და ტყიან ადგილმდებარეობაზე მოქმედებებისას ყველაზე უფრო ტიპიურად ითვლებოდა საბრძოლო წყობა ორ ეშელონად: ორი მოტოქვეითი ასეული პირველ ეშელონში და ერთი ასეულიც მეორე ეშელონში (რეზერვში).
ბრიგადის მეორე ეშელონში (რეზერვში) მყოფი მოტოქვეითი ბატალიონი განკუთვნილი გახლდათ თავდაცვაში სოლისებურად შემოჭრილი მოწინააღმდეგის ბლოკირებისთვის, ფლანგების დაფარვისა და მის საჰაერო დესანტებთან ბრძოლისთვის. ჩეულებრივ ის განლაგდებოდა განწერტებულად, მის მიერ მომზადებული რაიონის მახლობლობაში, სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რათა სწრაფად დაეკავებია ეს რაიონი ან წინ საწყის მიჯნაზე გასულიყო და კონტრშტევა ჩაეტარებია. თუ მოწინააღმდეგე ბრიგადის მთავარი ძალებისგან ბატალიონის მოწყვეტას შეძლებდა, მაშინ ამ უკანასკნელის მეთაურს ევალებოდა წრიული თავდაცვის ორგანიზება მოეხდინა.
მთებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის პირადი შემადგენლობის მომზადება თურქეთის სახმელეთო ჯარებში მე-3 საველე არმიის სპეციალურ სამთოქვეით სასწავლო პოლკში ხორციელდებოდა. სწავლების პროგრამა შეიცავდა მთაგორიანი ადგილმდებარეობის თავისებურებების, მთებში მოქმედებების ტაქტიკის, სპეციალური აღკაზმულობის გამოყენების, პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზაციის საკითხების შესწავლას, აგრეთვე სათხილამურო და ფიზიკური მომზადებას და ა. შ.
რუსი ავტორების დასკვნით, 1990-იანი წლების შუახანებში თურქული სახმელეთო ჯარების სარდლობა გამუდმებით სრულყოფდა საბრძოლო მოქმედებების წარმოების ტაქტიკას ქურთისტანის მუშათა პარტიის «ბოევიკების» წინააღმდეგ ოპერაციებში, რომლებიც შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებდნენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებში დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შესაქმნელად, ხოლო ძნელადმისადგომ მთაგოარიან ადგილებში კი მათ საამისოდ ბანაკები და ბაზებიც გააჩნდათ. ამ ბანაკების განადგურებისთვის საჟანდარმო ჯარებისა და «კომანდოსის» ჯარების გარდა, სახმელეთო ჯარების რეგულარული ქვედანაყოფებიც გამოიყენებოდა მე-2 და -3 საველე არმიების შემადგენლობიდან, რომლებსაც სპეციალური პროგრამის მიხედვით ჰქონდათ სწავლება გავლილი და მომზადებულიც იყვნენ მთაგორიანი ადგილმდებარეობის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник С. Николаев, «Действия турецкой механизированной бригады в горах», Зарубежное Военное Обозрение, 1994 г. № 9.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment