Saturday, October 17, 2026

აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ობიექტები თურქეთის ტერიტორიაზე 1980-იანი წლების დასაწყისში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო მზადებათა სისტემაში დასავლელი მილიტარისტების მიერ თურქეთი განიხილებოდა როგორც მოხერხებული რაიონი ელექტრონული დაზვერვის წარმოებისთვის საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ და როგორც პლაცდარმი მათ წინააღმდეგ მოქმედებებისთვის ომის შემთხვევაში, აგრეთვე როგორც «ფორპოსტი, რომელიც აკონტროლებს გზებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვისკენ». 

საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1980-იანი წლების დასაწყისში თურქეთის ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა კომპლექსში აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობა ძირითად ყურადღებას უთმობდა სამხედრო ბაზების შენარჩუნებასა და მოდერნიზაციას მის ტერიტორიაზე, მათ რიცხვში რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრების, აეროდრომების, სხვადასხვა დანიშნულების საწყობების, რადიოსალოკაციო პოსტების და კავშირგაბმულობის კვანძებისა (ნახ. 1 /რუკა/). საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეფასებებით, აქ განლაგებული აშშ-ისა და ნატო-ს ობიექტების მნიშვნელობა არსებითად გაიზარდა პენტაგონის მიერ მეზობელ ირანში სადაზვერვო ცენტრების დაკარგვის შემდეგ, რაც შედეგად მოჰყვა ამ ქვეყანაში მმართველი შაჰის რეჟიმის დამხობას. 

რათა განეახლებინა ამერიკული ბაზების საქმიანობა თურქეთში, რომლებიც საბერძნეთსა და თურქეთს შორის კვიპროსის კონფლიქტის გამო 1970-იანი წლების შუახანებისთვის იქნა დახურული, ვაშინგტონმა 1978 წლის ოქტომბერში მოხსნა ემბარგო მისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, რომელიც კონგრესს თურქული ჯარების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ რაიონების ოკუპაციის შემდეგ ჰქონდა დადებული. იყენებდა რა ანკარის წინაშე მდგარ ეკონომიკურ სიძნელეებს, საბჭოთა ავტორების შეფასებით, აშშ-მ მასზე ზეწოლა მოახდინა და 1980 წლის მარტის ბოლოს თავზე მოახვია შეთანხმება «თანამშრომლობაზე ერთობლივი თავდაცვის სფეროში». ის ხუთ წელიწადზე იყო გაანგარიშებული და ითვალისწინებდა 2,5 მლრდ. ზომის სამხედრო-ტექნიკური დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ (მათგან 450 მლნ. დოლარზე მეტი 1979/80 ფინანსურ წელში) პენტაგონისთვის თურქეთის ტერიტორიაზე ბაზებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემას მათ საქმიანობაზე ერთობლივი კონტროლის განხორციელების პირობით. 

უცხოური პრესის შეტყობინებების თანახმად, 1980 წლისთვის თურქეთში დაახლოებით 40 ამერიკული სამხედრო ობიექტი იყო, მათ რიცხვში 26 ბაზა. პენტაგონის წარმომადგენელთა საერთო რიცხვი, რომლებიც იმ ხანად ამ ქვეყანაში იმყოფებოდნენ, დაახლოებით 5 ათას ადამიანს შეადგენდა (ძირითადად სამხედრო-საჰაერო ძალების /სჰძ/ შემადგენლობიდან). 

ქალაქ ანკარაში განთავსებული გახლდათ გაერთიანებული ამერიკული სამხედრო მისიის JUSMMAT (Joint United States Military Mission for Aid to Turkey) შტაბი, რომელიც ახდენდა მოქმედებათა კოორდინაციას თურქეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმების შესრულებაში. გარდა ამისა, აქვე გახლდათ განლაგებული ამერიკული ჯგუფის TUSLOG (Turkey-United States Logistic Group) შტაბი, რომელიც განკუთვნილი იყო თურქეთში აშშ სჰძ-ის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. 

აშშ-ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამხედრო ბაზებად თურქეთის ტერიტორიაზე დასავლელი სპეციალისტები მიიჩნევდნენ რ ა დ ი ო- | დ ა | რ ა დ ი ო ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი | დ ა ზ ვ ე რ ვ ი ს | ც ე ნ ტ რ ე ბ ს, რომლებიც ელექტრონული დაზვერვის ამერიკულ გლობალურ სისტემაში შედიოდნენ, აღჭურვილი იყვნენ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებისა (დხთ) და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (სკბრ) აღმოჩენისა და მათზე თვალყურის დევნების რადიოლოკაციური სადგურებით (რლს), აგრეთვე წყალზედა და საჰაერო მიზნებზე მეთვალყურეობის თანამედროვე ელექტრონულ-ოპტიკური საშუალებებით. 

ქალაქ დიარბაქირში (პირინჩლიკი), აღმოსავლეთ ანატოლია, რადიო- და რადიოტექიკური დაზვერვის ერთერთი ყველაზე უფრო მსხვილი ცენტრი გახლდათ მოწყობილი (ნახ. 2). ის ორი მძლავრი რლს-ით იყო აღჭურვილი, რომლებიც იძლეოდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან სკბრ-ების გაშვების აღმოჩენისა და მათ ფრენაზე თვალყურის დევნების საშუალებას. აქ იყო მონაცემების ავტომატური დამუშავების აპარატურა, კავშირგაბმულობის კვანძი და სამსახურეობრივი და ტექნიკური შენობების კომპლექსი. ცენტრის საქმიანობა აშშ სჰძ-ის უშიშროების სარდლობის მიერ წარიმართებოდა. 

შავი ზღვის სანაპიროზე ქ. სინოპის რაიონში რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრი იყო განლაგებული, რომელსაც რადიოდაჭერისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა გააჩნდა (საანტენო ნაგებობები რადიოგამჭვირვალე გუმბათის ქვეშ იყო განთავსებული). ის ახორციელებდა მონაცემების შეგროვებას შავი ზღვის ზონაში საბჭოთა თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილებათა და ადგილმყოფობის შესახებ. ცენტრი აბოლოვებდა რადიოდაჭერის რიგ წვრილ (მცირე) პოსტებს, რომლებიც მისგან არცთუ დიდ მანძილებზე იყო მოწყობილი. 

ქალაქ ბიოლბაშიში (16 კმ ანკარის სამხრეთ-დასავლეთით) სეისმოგრაფიული დაზვერვის სადგური გახლდათ განლაგებული, რომელიც განკუთვნილი იყო საბჭოთა კავშირში ჩატარებული ბირთული გამოცდებზე მეთვალყურეობის, აგრეთვე მათ შესახებ მონაცემების შეგროვებისა და განზოგადებისთვის. 

ქალაქ ქარგაბურუნის რაიონში (მარმარილოს ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო) რადიოსანავიგაციო სისტემის LORAN-C სადგური იყო განლაგებული, რომეიც აშშ მე-6 ფლოტის ხომალდების საქმიანობას უზრუნველყოფდა ხმელთაშუა ზღვაში. მის ტერიტორიაზე გაშლილი იყო საანტენო ველი, აშენებული გახლდათ სამსახურეობრივი და ტექნიკური შენობების კომპლექსი. 

ქალაქ ყარამიურსელის რაიონში (მარმარილოს ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო) უფრო ადრე იყო აშშ რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფდა თვალყურის დევნებას საბჭოთა ხომალდების გადაადგილებასა და ადგილმყოფობაზე შავი ზღვის დასავლეთ ზონასა და სრუტეების ზონაში, აგრეთვე ეწეოდა სხვადასხვანაირი შეტყობინებების რადიოდაჭერას საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიიდან. 1979 წლიდან ის თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) განკარგულებაში იქნა გადაცემული, ხოლო მისი საიდუმლო აღჭურვილობის ნაწილი კი სხვა ამერიკულ ბაზებში გადატანილი. 

თურეთის სამხრეთში ქ. ადანას რაიონში იმყოფებოდა მსხვილი ამერიკული ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო | ბ ა ზ ა | ი ნ ჯ ი რ ლ ი კ ი, რომელშიც 1970-80-იანი წლების მიჯნაზე მუდმივად ეწოდნენ მორიგეობას ამერიკული გამანადგურებელ-ბომბდამშენები F-4 «ფანტომი» (ერთ ესკადრილიამდე). 1958 წელს აშშ-მ ის გამოიყენა ლიბანში სამხედრო ინტერვენციის განხორციელებისთვის, ხოლო 1960 წელს კი აქედან აიღო სტარტი სადაზვერვო თვითმფრინავმა U-2, რომელიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიის თავზე იქნა ჩამოგდებული. საწვავით ბაზის უზრუნველყოფა ხდებოდა იუმურტალიკ – ინჯირლიკ – ადანას მილსადენებიდან. 

პორტებში ისკანდერონსა და იუმურტალიკში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მ ო მ ა რ ა გ ე ბ ი ს | ც ე ნ ტ რ ე ბ ი იყო გაშლილი აშშ შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც თურქეთში გახლდნენ დისლოცირებული. 

თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ობიექტების საქმიანობის მართვისათვის გაშლილი იყო ტ რ ო პ ო ს ფ ე რ უ ლ ი | დ ა | რ ა დ ი ო ს ა რ ე ლ ე ო | კ ა ვ შ ი რ გ ა მ ბ უ ლ ო ბ ი ს | ს ი ს ტ ე მ ა, რომელიც აშშ თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის გაერთიანებულ სისტემაში შედიოდა. კავშირგაბმულობის მნიშვნელოვანი კვანძები და სადგურები იყო ქალქების იზმირის, ანკარას, ადანას, სინოპის, სამსუნის, მალათიასა და დიარბაქირის რაიონებში. ერთერთი ყველაზე უფრო მსხვილი გახლდათ კავშირგაბმულობის კვანძი, რომელიც ქალაქ იზმირის რაიონში იმყოფებოდა და ქ. სინოპში განლაგებულ რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრს, სამხედრო-საჰაერო ბაზა ინჯირლიკსა და სხვა ამერიკულ ობიექტებს ტროპოსფერული კავშირგაბმულობით უზრუნველყოფდა. 

უცხოური პრესის შეტყობინებებით, თურქეთის ტერიტორიაზე აგრეთვე ნატო-ს სხვადასხვა სამხედრო ბაზები და ობიქტები იყო განთავსებული. 

ქალაქ იზმირში ფუნქციონირებდნენ ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების შტაბი სამხრეთ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ნატო-ს მე-6 გაერთიანებული (სამოკავშირეო) ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (გტას) შტაბი, რომელშიც თურქეთის სჰძ-ის საბრძოლო ნაწილები (დაახლოებით 350 საბრძოლო თვითმფრინავი 1980 წელს) და აშშ სჰძ-ის 39-ე ტაქტიკური საავიაციო ჯგუფი შედიოდნენ. 

აშშ-ისა და ნატო-ს სჰძ-ის, აგრეთვე თურქეთის შეიარაღებული ძალების ბირთვული საბრძოლო მასალებითა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საშუალებებით მომარაგებისთვის ქალაქების ბალიქესირის, იზმიტის, ესქიშეჰირის, მიურთედის, ჩაქმალიქის, ინჯირლიკის, ერხაჩისა და არზრუმის რაიონებში შ ე ნ ა ხ ვ ი ს | პ უ ნ ქ ტ ე ბ ი | დ ა | ს ა წ ყ ო ბ ე ბ ი იყო გაშლილი; ბირთვულ საბრძოლო მასალებს ამერიკული პერსონალი (ჯგუფ TUSLOG-ის სპეციალური რაზმები) აკონტროლებდა, მომსახურებას უწევდა და კიდეც იცავდა. ბლოკის სარდლობის გეგმებით, ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სჰძ-ს ისინი სოციალისტური ქვეყნების, და პირველ რიგში კი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებია. 

ნატო-ს მნიშვნელოვან სამხედრო ობიეტებად თურქეთში 1980-იანი წლების დასაწყისში ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო | ბ ა ზ ე ბ ი ითვლებოდა. აეროდრომების საერთო რაოდენობიდან (50-ზე მეტი) ბლოკის განკარგულებაში გამოყოფილი გახლდათ 18, რომლებსაც მშვიდობიანობის დროს ეროვნული სჰძ იყენებდა. საერთაშორისო ვითარების მკვეთრად გართულების შემთხვევაში ან ბლოკის ფარგლებში სწავლებების ჩატარების დროს კი ამ აეროდრომების გამოყენებას უკვე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ გეგმავდა. 

ნატო-ში მიღებული სტანდარტების თანახმად, თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო აეროდრომებს ჰქონდათ: მინიმუმ ერთი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი (ადზ) 2400-3000 მ სიგრძისა და 30-60 მ სიგანის ხელოვნური საფარით; ერთი-ორი მაგისტრალური სარულეჟო ბილიკი, რომლებიც შეიძლებოდა სათადრიგო ადზ-ების სახით გამოეყენებიათ; ჯგუფური და ერთეული სადგომები თვითმფრინავებისთვის; ნახევრადმიწისქვეშა ან მიწისქვეშა საწყობები საბრძოლო მასალების, შეიარაღებისა და საწვავ-საცხები მასალებისთვის; საკომანდო-სადისპეჩერო პუნტები; ანგარები და გაძლიერებული ტიპის შესაფარებლები თვითმფრინავებისთვის; სარემონტო სახელოსნოები; საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებები; სამსახურეობრივი და ტექნიკური შენობები. 1980-იანი წლების დასაწყისში აეროდრომებზე თანამედროვე რადიო, შუქტექნიკურ და კავშირგაბმულობის აღჭურვილობას აყენებდნენ, რომელიც უზრუნველყოფდა თვითმფრინავების აფრენასა და დაჯდომას დღისით და ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. თვითმფრინავების საწვავით ცენტრალიზებული და შეუფერხებელი გაწყობისთვის საწვავ-საცხები მასალების სააეროდრომო საწყობები აღმოსავლეთ და დასავლეთ მაგისტრალურ მილსადენებთან იყო შეერთებული (თურქეთის მილსადენების ტრანსპორტის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. Зарубежное Военное Обозрение, 1979, № 10, გვ. 24-25 – რედ.). თითოეული აეროდრომის ფართობი საშუალოდ 10 კმ² შეადგენდა. 

ცხრილი 

აშშ-ისა და ნატო-ს აეროდრომების მოკლე დახასიათება თურქეთის ტერიტორიაზე 1980 წელს 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – სიმაღლე ზღვის დონიდან, მ; B – ჩრდილოეთის განედი, გრად./წთ; C – აღმოსავლეთის გრძედი, გრად./წთ; D – ზომები: სიგრძე×სიგანე, მ; E – დასაჯდომი კურსი, გრად.) 

აეროდრომების . . . . . . . . . კოორდინატები . . . . . A . . . 
დასახელება . . . . . . . . . . . . . . B . . . . . . . . C . . . . . . . . . . .

ნაწილი 1 

აქჰისარი . . . . . . . . . . . . . . . 38-48 . . . . . 27-50 . . . . 75 . . . 
ანტალია . . . . . . . . . . . . . . . 38-55. . . . . .30-48 . . . . 50 . . . 
ბალიქესირი . . . . . . . . . . . .39-37 . . . . . 27-56. . . . 100 . . . 
ბანდირმა . . . . . . . . . . . . . . 40-19 . . . . . 27-59 . . . . .50 . . . 
ბათმანი . . . . . . . . . . . . . . . .37-58 . . . . . 41-07 . . . .550 . . . 
დიარბაქირი . . . . . . . . . . . .37-54 . . . . . 40-11 . . . .690 . . . 
ენიშექირი . . . . . . . . . . . . . .40-14 . . . . . 29-30 . . . .250 . . . 
ინჯირლიკი . . . . . . . . . . . . 37-00 . . . . . 35-25 . . . . .70 . . . 
კონია . . . . . . . . . . . . . . . . . . 37-59 . . . . . 32-34 . . .1030 . . . 
მერზიფონი . . . . . . . . . . . . .40-50 . . . . . 35-32 . . . .540 . . . 
მიურთედი . . . . . . . . . . . . . 40-04 . . . . . 32-34 . . . .840 . . . 
სივასი . . . . . . . . . . . . . . . . . .39-49 . . . . . 38-54 . . .1590 . . . 
სივრიჰისარი . . . . . . . . . . . .39-27 . . . . . 31-22 . . . .970 . . . 
თოფელი . . . . . . . . . . . . . . . 40-44 . . . . . 30-05 . . . . .50 . . . 
ჩიგლი (იზმირი) . . . . . . . . .38-31 . . . . . 27-01 . . . . . .5 . . . 
ესქიშეჰირი . . . . . . . . . . . . . 39-47 . . . . . 30-35 . . . .785 . . . 
არზრუმი . . . . . . . . . . . . . . . 39-57 . . . . . 41-10 . . .1755 . . . 
ერქილეთი (ქაისერი) . . . . .38-47 . . . . . 35-30 . . .1050 . . . 
ერჰაჩი (მალათია) . . . . . . . .38-28 . . . . . 38-05 . . . .860 . . . 

ნაწილი 2 

აეროდრომების . . . . . . . . . . ასაფრენ-დასაჯდომი ზოლები 
დასახელება . . . . . . . . . . . . . D . . . . . . . . საფარი . . . . . . . . . . E . . . 

აქჰისარი . . . . . . . . . . . . . . . 2989×45 . . . .ასფალტი . . . . . 140-320 . . . 
ანტალია . . . . . . . . . . . . . . . 2990×45 . . . . .ბეტონი . . . . . . 180-360 . . . 
ბალიქესირი . . . . . . . . . . . .2990×43 . . . . . იგივე . . . . . . . .180-360 . . . 
ბანდირმა . . . . . . . . . . . . . . 2990×45. . . . . . . >> . . . . . . . . . 180-360. . . 
ბათმანი . . . . . . . . . . . . . . . .3048×45 . . . . . . .>> . . . . . . . . . . 20-200 . . . 
დიარბაქირი . . . . . . . . . . . .3536×46 . . . . . . .>> . . . . . . . . . 160-340 . . . 
ენიშექირი . . . . . . . . . . . . . .3000×45 . . . . . . .>> . . . . . . . . . . 70-250 . . . 
ინჯირლიკი . . . . . . . . . . . . 3048×81 . . . . . . .>> . . . . . . . . . . 50-230 . . . 
კონია . . . . . . . . . . . . . . . . . . 3441×43 . . . . . . .>> . . . . . . . . . . 30-200 . . . 
მერზიფონი . . . . . . . . . . . . .3200×85 . . . .ასფალტი . . . . . . .50-230 . . . 
მიურთედი . . . . . . . . . . . . . 3110×42 . . . . .ბეტონი . . . . . . . 30-210 . . . 
სივასი . . . . . . . . . . . . . . . . . .3810×30 . . . . . იგივე . . . . . . . . 10-190 . . . 
სივრიჰისარი . . . . . . . . . . . .3353×50 . . . . . . >> . . . . . . . . . 110-290 . . . 
თოფელი . . . . . . . . . . . . . . . 2987×45 . . . . . . >> . . . . . . . . . . 90-270 . . . 
ჩიგლი (იზმირი) . . . . . . . . .2745×45 . . . ასფალტი . . . . . .170-350 . . . 
ესქიშეჰირი . . . . . . . . . . . . . 3048×46 . . . .ბეტონი. . . . . . . . .90-230 . . . 
არზრუმი . . . . . . . . . . . . . . . 3810×30 . . . . .იგივე . . . . . . . . .90-230 . . . 
ერქილეთი (ქაისერი) . . . . .3146×28 . . . . . . >> . . . . . . . . . . .70-250 . . . 
ერჰაჩი (მალათია) . . . . . . . .3352×46 . . . . . . >> . . . . . . . . . . .30-210 . . . 

თურქეთის ტერიტორიაზე რ ა დ ი ო ლ ო კ ა ც ი უ რ ი | პ ო ს ტ ე ბ ი ს (14) განტოტვილი სისტემა იყო გაშლილი, რომელიც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის გაერთანებულ ავტომატიზებულ სისტემა «ნეიჯში» შედიოდა. აღინიშნებოდა, რომ ის ქვეყნის მთელი ტერიტორიის თავზე საჰაერო სივრცეზე მეთვალყურეობის უწყვეტი ზონის შექმნის საშუალებას იძლეოდა. ეს პოსტები, როგორც წესი, ნატო-ს სჰძ-ის აეროდრომების მახლობლად იყო განლაგებული, ან კიდევ რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის ობიექტების მახლობლად და სხვადასხვა დანიშნულების რადიოლოკაციური სადგურებით (რლს) აღჭურვილი რომლებიც უწყვეტ მორიგეობას ეწეოდნენ. 

ნატო-ს შეიარაღებული ძალების საიმედო და ფარული მართვის უზრუნველყოფისთვის სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე გამოიყენებოდა კ ა ვ შ ი რ გ ა ბ მ უ ლ ო ბ ი ს | ს ი ს ტ ე მ ა «აის ჰაი», რომელიც მრავალარხიან კომპლექსურ ქსელს წარმოადგენდა, და ის კავშირგაბმულობის 12 ტროპოსფერულ და რადიოსარელეო ხაზს შეიცავდა. ის კავშირგაბმულობის განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა ნატო-ს შტაბებთან, საავიაციო ბაზებთან, ჰთ-ის რადიოსალოკაციო პოსტებთან და ნატო-ს ბლოკის მონაწილე ქვეყნების დედაქალაქებთან. 

საბჭოთა ავტორების დასკვნით, იყო რა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის აქტიური წევრი, თურქეთი 1980-იანი წლების დასაწყისში აგრძელებდა დაჟინებულ თხოვნებსა და მოთხოვნებს აშშ-ისა და ნატო-გან ახალი სამხედრო მიწოდებებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარების აღმოჩენის თაობაზე, უთმობდა მათ თავის ტერიტორიას სამხედრო ბაზების განთავსებისთვის, რომლებიც იმპერიალიზმის აგრესიული პოლიტიკის მიზნებს ემსახურებოდნენ და მსოფლიოს ხალხების უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენდნენ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Майор А. Лукьянов, «Военные объекты США и НАТо на территроии Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1980 г. № 8. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment