თვით მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდეც თურქული ავიაციის მშენებლობასა და განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა გერმანია. ომის შემდგომ წლებში ეს როლი შეერთებულ შტატებზე გადავიდა. 1952 წელს თურქეთი ჩრდილოატლანტიკურ კავშირში იქნა შეყვანილი და მისი სჰძ მთლიანად ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის შემადგენლობაში გადაეცა. ბლოკის სარდლობის გეგმებით, იმოქმედებდა რა მე-6 გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (გტას) შემადგენლობაში, მას მონაწილეობა უნდა მიეღო საჰაერო შეტევით ოპერაციებში, რომლებშიც შემდეგი ამოცანები უნდა შეესრულებია: ჰაერში უპირატესობის მოპოვება, საჰაერო თავდაცვის (ჰთ) უზრუნველყოფა, საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლაცია, სახმელეთო ჯარებისა და სზძ-ის საავიაციო მხარდაჭერა, საჰაერო დაზვერვის წარმოება, საჰაერო სატრანსპორტო გადაზიდვები.
ორგანიზაცია, რიცხოვნება, საბრძოლო შემადგენლობა და შეიარაღება. 1990-იანი წლების შუახანებში სამხედრო-საჰაერო ძალების სათავეში იდგა სარდალი (არმიის გენერალი), რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარებოდა. სარდალი სჰძ-ის შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობას თავისი შტაბის (ქ. ანკარა) მეშვეობით ახორციელებდა. იგი გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი – უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ორგანოსი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი მეთაურობდა, აგრეთვე მინისტრთა საბჭოსთან არსებული უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრიც.
შტაბი ხელმძღვანელობდა სჰძ-ის ოპერატიული და სამობილიზაციო გაშლის ეროვნული გეგმების შემუშავებას, გეგმავდა და აკონტროლებდა მისი შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო და ოპერატიულ მომზადებას, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას (მტუ), უზრუნველყოფდა ეროვნულ და ნატო-ს სწავლებებში სჰძ-ის მონაწილეობას, ახდენდა სახმელეთო ჯარებისა და სზძ-ის შტაბებთან და სარდლობებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზებას. მისი ოფიცრები მე-6 გტას-ის შტაბთან ერთობლივად აქტიურად მონაწილეობდნენ სამხრეთ-ევროპულ საომარ-მოქმედებათა თეატრზე (ომთ), ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის სარდლობის ოპერაციებში, თურქული ავიაციის საბრძოლო გამოყენების გეგმების შემუშავებაში. 1990-იანი წლების შუახანებში შტაბი შედგებოდა ორი ჯგუფისგან – საერთო და სპეციალური ჯგუფებისგან. პირველში შედიოდა ოთხი სამმართველო (კადრების, სადაზვერვო, ოპერატიული და ზურგის), მეორეში – ასევე ოთხი (დაგეგმვისა და პროგრამების, ცენტრალური ანუ ადმინისტრაციული, სამედიცინო და საკონტროლო-საფინანსო). შტაბის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა სჰძ-ის შტაბის მხარდაჭერის (უზრუნველყოფის) ქვედანაყოფების მეთაურობა (სარდლობა).
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ორგანიზაციულად შედგებოდა 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საავიაციო სარდლობებისგან (ტას), 12-ე ცალკეული სატრანსპორტო საავიაციო ბაზისგან, სასწავლო სარდლობისა და ზურგის სარდლობისგან (ნახ. 1).
[ნახატი]
ნახ. 1. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორგანიზაცია (ყველა ავიაბაზის სტრუქტურა ერთნაირია)
ტაქტიკური საავიაციო სარდლობა გახლდათ უმაღლესი ოპერატიული შენაერთი, რომელიც განკუთვნილი იყო საჰაერო ოპერაციების წაროებისთვის ერთ-ორ საოპერაციო მიმართულებაზე. მისი სარდალი (კორპუსის გენერალი) პასუხს აგებდა ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაზე, გეგმავდა და ატარებდა ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას, აგრეთვე სხვადასხვა სწავლებებსა და წვრთნებს თავისი სარდლობის მასშტაბში. ომის შემთვევაში იგი ურთიერთიმოქმედებდა საველე არმიებთან და ფლოტის ძალებთან, რომლებიც მისი პასუხისმგებლობის ზონაში აწარმოებდნენ საბრძოლო მოქმედებებს.
ტას-ი მოიცავდა შტაბს, ავიაციის მართვის ჯგუფს, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდა საჰაერო თავდაცვის სექტორის ოპერატიული ცენტრი, აგრეთვე საავიაციო (საზენიტო-სარაკეტო) ბაზებს, საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიწისზედა ქვედანაყოფებს. საჰაერო ბაზები წარმოადგენდა სჰძ-ის ძირითად საბრძოლო ნაწილებს. ისინი, როგორც წესი, აერთიანებდნენ ორ-სამ საავიაციო ესკადრილიას, აგრეთვე საზენიტო-სარაკეტო დივიზიონს, რომელიც ბაზირების აეროდრომის ჰაერიდან დასაფარავად იყო განკუთვნილი, ასევე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებს. სჰძ-ის ძირითადი საბრძოლო ქვედანაყოფი იყო – საავიაციო ესკადრილია (გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელი, სადაზვერვო), რომელსაც საბრძოლო შემადგენლობაში ჰყავდა 20-24 თვითმფრინავი.
ტაქტიკურ საავიაციო სარდლობებს ჰქონდათ ერთნაირი საორგანიზაციო სტრუქტურა, თუმცა კი ერთმანეთისგან საბრძოლო ნაწილებისა და ქვედანაყოფების რაოდენობით განსხვავდებოდნენ (მე-2 ტას-ის შემადგენლობაში არ იყო ასევე საზენიტო სარაკეტო ბაზაც).
1-ლი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (შტაბი ქ. ესქიშეჰირში) აერთიანებდა ოთხ საავიაციო ბაზას: 1-ლი (111 და 112 საავიაციო ესკადრილიები /აე/, თვითმფრინავები F-4E, 113 აე, F-16) – ესქიშეჰირი; მე-4 («ონჯიუ» და 141 აე, F-16) – მიურთედი; მე-6 (161 და 162 აე, F-16) – ბანდირმა; მე-9 (191 და 192 აე, F-16) – ბალიქესირი. მასში ასევე შედიოდა საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) «ნაიქ ჰერკულესების» 15-ე სარაკეტო ბაზა (რვა ესკადრილია 72 გასაშვები დანადგარი /გდ/), რომლებიც ალემდარში იმყოფებოდნენ და შავი ზღვის სრუტეების ზონასა ქვეყნის ძირითად ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრს – ქ. სტამბულს ჰაერიდან იფარავდნენ. ეს სარდლობა განკუთვნილი გახლდათ უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩნად 1-ლი და «ეგეოსის» საველე არმიების ჯარებისთვის, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვებში მოქმედი სზძ ხომალდების შენაერთებისთვის, აგრეთვე თურქეთის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ განედის 35° მერიდიანის დასავლეთით განლაგებული ჯარების, სამხედრო ობიექტების, უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრების ჰაერიდან დაფარვისთვის.
მე-2 ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (შტაბი ქ. დიარბაქირში) მოიცავდა სამ საავიაციო ბაზას: მე-5 (151 და 152 გამანადგურებელი საავიაციო ესკადრილიები /გაე/) – მერზიფონი; მე-7 (171 და 172 გამანადგურებელ-ბომბდამშენი ავიაესკადრილიები /გბაე/, F-4E, 173 სადაზვერვო ავიაესკადრილია /დაე/) – ერჰაჩი; მე-8 (181 და 182 აე) – დიარბაქირი. ის განკუთვნილი გახლდათ უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად იმ სახმელეთო ჯარებისთვის, რომლებიც მოქმედებდნენ კავკასიის, ირანისა და სირიის მიმართულებებზე, აგრეთვე კ. კვიპროსზე.
12-ე ცალკეული სატრანსპორტო ბაზა (შტაბი ქ. ერლიქეთში) შედგებოდა სარდლობისა და შტაბისგან, ოთხი სატრანსპორტო ავიაესკადრილიისგან, აგრეთვე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. მისი ძირითადი დანიშნულება გახლდათ – საჰაერო დესანტების გადასროლა (выброска) (გადასხმა, высадка), საბრძოლო ესკადრილიების სათადარიგო აეროდრომებზე განწერტვისას (рассредоточение) პირადი შემადგენლობის, საბრძოლო მასალებისა და საავიაციო ქონების გადასროლა (переброска), ჯარებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიტანა (მიწოდება, доставка). 1990-იანი წლების შუახანებში ესკადრილიების შეიარაღებაში იმყოფებოდა ამერიკული და გერმანული წარმოების მოძველებული სატრანსპორტო თვითმფრინავები და ვერტმფრენები (C-130, C-160, C-47, UH-19, UN-1D /UH-1D/, AB-204B).
სჰძ-ის სასწავლო სარდლობა (შტაბი ქ. იზმირში) აერთიანებდა მე-2 სასწავლო ავიაბაზას (121, 122, 123 და 124 სასწავლო ესკადრილიები) – ჩიგლიში და მე-3 სასწავლო ავიაბაზას (131, 132 და 133 სასწავლო-საბრძოლო ესკადრილიები) – კონიაში, აგრეთვე სასწავლო ბრიგადას სჰძ-ის რიგითი შემადგენლობის მოსამზადებლად (შტაბი ქ. ქჲუთაჰიაში), სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებსა და მომსახურების ქვედანაყოფებს. ის ახორციელებდა სამეთაურო საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობის მომზადებას სჰძ-ის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის. მფრინავებს ამზადებდა სჰძ-ის ოფიცერთა სასწავლებელი «ჰავა ჰარფ ოქულუ» (ქ. სტამბული) (უფრო დაწვრილებით იხ. Зарубежное военное обозрение, 1995, № 8, გვ. 12). სწავლების ვადა გახლდათ ოთხი წელი. თავდაპირველ საფრენოსნო მომზადებას კურსანტები გადიოდნენ თვითმფრინავებით T-41D «ცესნა» და პლანერებით, რომლებიც ქ. იალოკასთან მდებარე აეროდრომზე (იზმირის ყურის სამხრეთ სანაპირო) იყვნენ ბაზირებული, ხოლო შემდეგ კი პილოტირების ტექნიკას ამუშავებდნენ სასწავლო თვითმფრინავებით T-33A, N-37D და C და T-38A. იმავდროულად გადიოდნენ თეორიულ კურსსაც, რომელზედაც სწავლობდნენ საბრძოლო ტექნიკასა და საავიაციო ქვედანაყოფების მოქმედებათა ტაქტიკას. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კურსანტები იგზავნებოდნენ მე-3 სასწავლო ავიაბაზაში ქ. კონიაში თვითმფრინავებით F-4E და F-16 სასწავლო-საბრძოლო ამოცანების დამუშავებისთვის.
საავიაციო ტექნიკის მომსახურებისთვის პირად შემადგენლობას ამზადებდნენ საავიაციო-ტექნიკურ სასწავლებელში ქ. იზმირში. რადიოსალოკაციო სადგურების ოპერატორები და ტექნიკოსები, თვითმფრინავების მართვისა და მიზანზე გაყვანის (наведение) ცენტრებისა და პოსტების სპეციალისტები, მეკავშირეები, აგრეთვე სარაკეტო და საარტილერიო საზენიტო ქვედანაყოფების, სააეროდრომო სამსახურისა და სჰძ-ის ზურგის უზრუნველყოფის ოფიცრები და უნტერ-ოფიცრები სწავლობდნენ შესაბამის სასწავლებლებსა და სკოლებში (უფრო დაწვრილებით იხ. Зарубежное военное обозрение, 1995, № 8, გვ. 14). უმაღლესი რგოლის სამეთაურო და ხელმძღვანელი შემადგენლობის მომზადება წარმოებდა სამხედრო-საჰაერო აკადემიაში ქ. სტამბულში (უფრო დაწვრილებით იხ. Зарубежное военное обозрение, 1995, № 5, გვ. 13-14).
სამხედრო-საჰაერო ძალების ზურგის სარდლობა 1990-იანი წლების შუახანებში აერთიანებდა მომარაგების სამ ცენტრს, მომსახურებისა და რემონტის ქვედანაყოფებსა და საწარმოებს. 1-ლი (ქ. ესქიშეჰირი) თურქეთის სჰძ-ის შეიარაღებაში არსებული მთელი რეაქტიული თვითმფრინავების (F-16-ის გარდა) სათადარიგო ნაწილებით მომარაგებასა და მომსახურებას, მე-2 (ქ. კაისერი) ემსახურებოდა მთელ ტურბოხრახნულ თვითმფრინავებს, სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავების ჩათვლით და ვერტმფრენებს, მე-3 (ქ. ანკარა) განკუთვნილი გახლდათ ელექტრონული აღჭურვილობების (მოწყობილობების), სარაკეტო და საზარბაზნე შეიარაღების მომსახურებისა და რემონტისთვის. სამივე ცენტრს ჰქონდა შესაძლებლობები თვითმფრინავების მოდერნიზაციის, აგრეთვე ცალკეული კვანძებისა და დეტალების შეზღუდულად წარმოებისთვის.
სჰძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 1996 წელს აღწევდა 56 ათას ადამიანს. სჰძ-ის საბრძოლო შემადგენლობა კი ქვემოთ ცხრილშია წარმოდგენილი.
ცხრილი
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო შემადგენლობა
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ესკადრილიების რაოდენობა; B – თვითმფრინავების რაოდენობა; C – საზენიტო დივიზიონების, ბატრეების რაოდენობა; D – საზენიტო რაკეტების გასაშვები დანადგარების, ქვემეხების რაოდენობა)
თვითმფრინავის . . . 1-ლი ტაქტიკური . . . მე-2 ტაქტიკური . . . ს უ ლ . . .
ტიპი . . . . . . . . . . . . . . . . . საავიაციო . . . . . . . . . საავიაციო . . . . . . . . . . . . . . .
.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .სარდლობა . . . . . . . . სარდლობა . . . . . . . . . . . . . . . .
ს ა ა ვ ი ა ც ი ო | ძ ა ლ ე ბ ი | დ ა | ს ა შ უ ა ლ ე ბ ა ნ ი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . A . . . . B . . . . . . . . . . A . . . . B . . . . . . . A . . . . B
ს ა ბ რ ძ ო ლ ო || თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ე ბ ი
გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ე ლ - ბ ო მ ბ დ ა მ შ ე ნ ე ბ ი
F-16 * . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . 40 . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . .2 . . . . .40
F-4E . . . . . . . . . . . . . . . . . . .3 . . . . 72 . . . . . . . . . . 3 . . . .72 . . . . . . . 6 . . . .144
F-16 . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . 26 . . . . . . . . . . 1 . . . .12 . . . . . . . 3 . . . . .38
F-104G da S . . . . . . . . . . . . – . . . . . – . . . . . . . . . . 1 . . . .24 . . . . . . . 1 . . . . . 24
მ ზ ვ ე რ ა ვ ე ბ ი
RF-4E . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . 21 . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . 1 . . . . .21
RF-5A . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . . . . . 1 . . . . 24 . . . . . . 1 . . . . .24
ს ა ჰ ა ე რ ო | თ ა ვ დ ა ც ვ ი ს | გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ლ ე ბ ი
F-4E . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . .15 . . . . . . . . . . 1 . . . .24 . . . . . . .2 . . . . .39
F-16 . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . .39 . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . 2 . . . . .39
NF-5A . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . .24 . . . . . . . . . . 2 . . . . 48 . . . . . . 3 . . . . .72
ს ა ბ რ ძ ო ლ ო - ს ა ს წ ა ვ ლ ო || თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ე ბ ი
გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ე ლ - ბ ო მ ბ დ ა მ შ ე ნ ე ბ ი
F-16 . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . .39 . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . 2 . . . . .39
F-4E . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . .20 . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . 1 . . . . .20
ს ა ჰ ა ე რ ო | თ ა ვ დ ა ც ვ ი ს | გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ლ ე ბ ი
F-5A და B,
NF-5A და B . . . . . . . . . . . . 2 . . . . . 54 . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . 2 . . . . 54
რ ე ზ ე რ ვ ი
ყველა ტიპის . . . . . . . . . . . – . . . .153 . . . . . . . . . . – . . . . 96 . . . . . . – . . . . 249
დ ა მ ხ მ ა რ ე || თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ე ბ ი
სატრანსპოტო
(ყველა ტიპის) . . . . . . . . . . 2 . . . . 33 . . . . . . . . . . 2 . . . . 33 . . . . . . 4 . . . . . 66 . . . .
სპეციალური
დანიშნულების
(ყველა ტიპის) . . . . . . . . . . – . . . . . 6 . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . – . . . . . . 6 . . . .
სასწავლო
(ყველა ტიპის) . . . . . . . . . . 4 . . . 183 . . . . . . . . . . – . . . . 10 . . . . . . 4 . . . . 193 . . . .
ს ა ზ ე ნ ი ტ ო || ს ა შ უ ა ლ ე ბ ე ბ ი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . C . . . . D . . . . . . . . . . C . . . . D . . . . . . . C . . . . D
ზრკ «ნაიქ-
ჰერკულესი» . . . . . . . . . . . .2 . . . . 72 . . . . . . . . . . – . . . . – . . . . . . . 2 . . . . 72
ზმრ გდ
«რაპირა»
(ქვემეხები 3A) . . . . . . . . . . 7 . . . 32 (488) . . . . . . 5 . . . 28 (216) . . 12 . . 60 (704)
საზენო
არტილერია
(ყველა ტიპის) . . . . . . . . . .40 . . . 320 . . . . . . . . . 12 . . . . . 96 . . . . 52 . . . . 416
* ბირთვული იარაღის მატარებლები
თურქეთის საჰაერო თავდაცვა (ჰთ) წარმოადგენდა ნატო-ს მე-6 გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობის ჰთ სისტემის ნაწილს, რომელიც შედიოდა ევროპაში ნატო-ს ბლოკის ჰთ-ის გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სისტემაში. მისი ძალები და საშუალებები ჩართული იყო სჰძ-ის შემადგენლობაში, მათ შორის გამანადგურებელი ავიაცია, საზენიტო სარაკეტო საშუალებები, საზენიტო არტილერია და რადიოტექნიკური ქვედანაყოფები. ჰთ-ის ორგანიზებისთვის თურქეთის მთელი ტერიტორია გაყოფილი იყო ორ სექტორად (დასავლეთისა და აღმოსავლეთის), რომლებიც ემთხვეოდა 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საავიაციო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონებს. საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა სჰძ-ის სარდალი თავისი შტაბისა და ჰთ-ის სამმართველოს მეშვეობით, რომელიც შეიცავდა შვიდ განყოფილებას – საერთოს, დაგეგმვის, რადიოსალოკაციო ცენტრებისა და პოსტების, საჰაერო მოძრაობის მართვის, შეტყობინებისა და კონტროლის, პროგრამირების, ექსპლუატაციის, ნატო-ს ჰთ სისტემა «ნეიჯის» (NADGE) გამოყენების.
საავიაციო სარდლობის შემადგენლობაში შემავალი ავიაციის მართვის ჯგუფი ახდენდა საჰაერო თავდაცვის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენების ორგანიზებას, ჰთ-ის სექტორების ოპერატიული ცენტრების (საკომანდო პუნქტების) მეშვეობით. ცენტრი წარმოადგენდა საჰაერო თავდაცვის მთელი ძალებისა და საშუალებათა მართვის ძირითად ორგანოს თავის სექტორში. ის ასრულებდა ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას საჰაერო ვითარებაზე, აგრეთვე დაქვემდებარებული ჰთ ძალებისა და საშუალებათა მდგომარეობაზე, იღებდა გადაწყვეტილებებს მათ გამოყენებაზე, ახორციელებდა მათ მართვას, აგრეთვე ახდენდა საჰაერო ვითარების შესახებ სახმელეთო ჯარებისა და სზძ-ის შეტყობინებას.
საავიაციო ნაწილების, ქვედანაყოფებისა და შტაბების საბრძოლო და ოპერატიული მომზადება მიმართული გახლდათ საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში მათ შენარჩუნებაზე. მას გეგმავდა და ორგანიზებას უკეთებდა სჰძ-ის შტაბი თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის დირექტივების, აგრეთვე ქვეყნისა და ნატო-ს ბლოკის ინტერესებში ავიაციის გამოყენების გეგმების შესაბამისად. სწავლებებსა და საკომანდო-საშტაბო წვრთნებს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა, რომელთა პროცესშიც ეკიპაჟების საფრენოსნო ოსტატობა განიცდიდა სრულყოფას, მოწმდებოდა სხვადასხვანაირ ოპერაციებში შტაბების მუშაობის შეთანხმებულობა. ეროვნულ ღონისძიებებთან ერთად თურქეთის საავიაციო ნაწილები, ქვედანაყოფები და შტაბები რეგულარულად ღებულობდნენ მონაწილეობას ნატო-ს საჯარისო და საკომანდო-საშტაბო სწავლებებში, რომლებიც სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ტარდებოდა.
საბრძოლო მომზადებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სახმელეთო ჯარებთან და სზძ-თან ავიაციის ურთიერთმოქმედების, მიწისზედა და წყალზედა მიზნებზე დარტყმების მიყენების, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და ღამით მოქმედებებისას საფრენოსნო შემადგენლობის საბრძოლო ოსტატობის სრულყოფის, აგრეთვე დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის საკითხების დამუშავებას.
სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარება. თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მუდმივად აქცევდა ყურადღებას სჰძ-ის განვითარებასა და მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას. 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოძველებული თვითმფრინავები ძირითადად თანამედროვე ტაქტიკური გამანადგურებლებით F-16 იქნა შეცვლილი, რომელთა წარმოებაც აშშ-ის ლიცენზიით აქინჯის საავიაციო ქარხანაში იყო აწყობილი, ჰთ-ის ქვედანაყოფებს ინგლისური წარმოების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (ზრკ) «რაპირა» მიეწოდებოდათ, დიდი რაოდენობით ჰქონდათ შესყიდული მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებიც.
სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების გეგმებით 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ითვალისწინებდნენ მისი საორგანიზაციო სტრუქტურის შემდგომ სრულყოფასა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას, თვითმფრინავების ფარეხის ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და აეროდრომების ქსელის განვითარებას, უახლესი ზრკ-ების შეიარაღებაში მიღებას, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) თანამედროვე საშუალებათა ფართო გამოყენებას, აგრეთვე მართვის ავტომატიზებული სისტემების (მას) დანერგვას. 2000 წლისთვის სჰძ-ის შემადგენლობაში ითვალისწინებდნენ მხოლოდ ორი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ყოლას – F-16 და F-4 ტიპებისა. მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით (მოქმედების რადიუსის გაზრდა) აშშ-ში აწარმოებდნენ ჰაერში საწვავით გამწყობი თვითმფრინავების KC-135R და გამწყობებად გადაკეთებული სატრანსპორტო თვითმფრინავების ბოინგ 707 შესყიდვას. იგეგმებოდა მოძველებული სატრანსპორტო თვითმფრინავების C-47 და C-54 შეიარაღებიდან მოხსნა და მათი CN-235M-ებით შეცვლა. სატრანსპორტო ავიაციაში 2000 წლისათვის ვარაუდობდნენ ჰყოლოდათ 16 თვითმფრინავი C-130, 33 C-160 და 52 CN-235M. სასწავლო ესკადრილიები მიიღებდნენ თვითმფრინავებს SF-260. საჰაერო თავდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლებას გეგმავდნენ ჰთ-ის ქვედანაყოფებში უახლესი გამანადგურებლების F-16, საზენიტო სარაკეტო კომპლექსების «რაპირასა» და «სტინგერის», 35-მმ საზენიტო დანადგარების «ერლიკონი», შორი რადილოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავების E-2C და თანამედროვე მობილური რადიოლოკაციური სადგურების მიწოდების ხარჯზე (არ გამოირიცხებოდა მოძველებული ზრკ «ნაიქ-ჰერკულესების» კომპლექს «პეტრიოტებით» შეცვლაც). XXI საუკუნის დასაწყისისათვის თურქეთის სჰძ-ის შემადგენლობაში ვარაუდობდნენ ჰყოლოდათ 640 საბრძოლო და სასწავლო თვითმფრინავი, 79 საბრძოლო მხარდაჭერის თვითმფრინავი და 25 ვერტმფრენი.
მთლიანობაში, თურქული სარდლობის შეფასებით, სჰძ-ის რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის გეგმის შესრულება საშუალებას მისცემდათ პირადი შემადგენლობის რიცხოვნების რამდენადმე შემცირებისა და თვითმფრინავების ფარეხის შენარჩუნების პირობებში მნიშვნელოვნად აემაღლებიათ მისი საბრძოლო შესაძლებლობები და მოეყვანათ სრულ შესაბამისობაში ეროვნული სამხედრო დოქტრინისა და ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ის სარდლობის მიერ მისდამი წაყენებულ მოთხოვნებთან.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник И. Крымов, «Военно-воздушные силы Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1996 г. № 10.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment