Thursday, October 22, 2026

თურქეთის სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა 1990-იანი წლების მიწურულისთვის

1990-იანი წლების მონაცემებით, თურქეთის სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდებოდა სამსახურის ადგილის მიხედვით, დახურული ტიპის სპეციალურ პატარა ქალაქებში, როლის მშენებლობის დაფინანსებასაც ახდენდა ეროვნული თავდაცვის სამინისტრო (ეთმ). ეთმ-ის მთელი საცხოვრებელი ფონდი იყოფოდა ოთხ კატეგორიად. 

– უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის (ნაწილის მეთაური და მასთან გათანაბრებულნი); 

– სამეთაურო შემადგენლობის (ქვედანაყოფების მეთაურთა და მათთან გათანაბრებულებისთვის); 

– გარნიზონის (გარნიზონის პერსონალისთვის); 

– საცხოვრებელ ფონდად რიგში მყოფთათვის (სამხედრო მოსამსახურეთა ყველა კატეგორიისთვის, რომლებიც პირველ სამში ვერ მოხვდნენ). 

სამსახურეობრივი ბინის პირველ რიგში მიღების უფლებით უმაღლესი და უფროსი ოფიცრები სარგებლობდნენ. 

სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამსახურეობრივი ბინების გამოყოფა, მათი შესახლება და გამოსახლება ხორციელდებოდა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ კანონის დებულებათა შესაბამისად. რიგის მიხედვით ბინის მისაღებად სამხედრო მოსამსახურე წერდა პატაკს ნაწილის მეთაურის სახელზე და ავსებდა სპეციალურ ანკეტას, რომელშიც მიუთითებდა სამსახურის ვადას, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა მონაცემებს. მათთვის მიცემადი საცხოვრებელი ფართის ზომები შეადგენდა 85 – 150 მ² (სამხედრო წოდებისა და თანამდებობის მიხედვით). სამხედრო მოსამასახურეთა მიერ საცხოვრებელსა და კომუნალურ მომსახურეობაზე გადასახადების გადახდა ხორცილედებოდა შეღავათიანი ტარიფით, რომელიც პრიოდულად (წელიწადში სამჯერ) გადაიხედებოდა ინფლაციის მაღალ ტემპებთან დაკავშირებით. საშუალოდ მისი ზომა 10 – 20-ჯერ ნაკლები გახლდათ, ვიდრე ქვეყნის იმავე რაიონებში მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობისთვის. 

სამსახურეობრივი ბინა არ ეძლეოდათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი სახლი იმ ქალაქსა ან დაბაში, სადაც განლაგებული გახლდათ ეთმ-ის საცხოვრებელი მცირე ქალაქები, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც ექვს თვეზე მეტი ვადით იყვნენ სამუშაოდ საზღვარგარეთ გაგზავნილნი. 

იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურის გავლისთვის ქვეყნის სხვა რაიონებში იქნენ გადაყვანილი, თადარიგში იქნენ განთავისუფლებული, ან კიდევ დაკარგული ჰქონდათ კავშირი შეიარაღებულ ძალებთან, სამსახურეობრივი ბინა უნდა გაეთავისუფლებიათ ორი თვის განმავლობაში. 

იმ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ და საკუთარი საცხოვრებელი კი არ გააჩნდათ, გამოიყენებოდა საფინანსო-სამრეწველო ორგანიზაციის – „ურთიერთდახმარების საზოგადოების“ სახსრები, რომელიც ეთმ-ის პატრონაჟით მოქმედებდა და რომელიც განკარგავდა საკუთარ კომერციულ ბანკსა და სამშენებლო სიმძლავრეებს. ამ საზოგადიების წევრები გახლდნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველა ოფიცერი და უნტერ-ფიცერი, რომლებიც ყოველთვიურად სავალდებულო წესით იხდიდნენ საწევრო შენატანებს, რაც მათი ფულადი ანაზღაურების 10 %-ს შეადგენდა. შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლებისას ისინი ღებულობდნენ მთლიან თანხას, რომელიც ნამდვილი სამხედრო სამსახურის მთელ პერიოდში იქნა დაგროვებული, და რომელიც, კერძოდ, შეიძლებოდა საცხოვრებლის შეძენაზე გამოეყენებიათ. გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეთა ამ კატეგორიას უფლება ჰქონდა აეღო მიზნობრივი ოპროცენტო კრედიტები იმ სახლებისა და ბინების შემცირებული ფასებით შეძენისთვის, რომლებიც „ურთიერთდახმარების საზოგადოებას“ ჰქონდა აშენებული. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник А. Генов, «Обеспечение жильем военнослужащих Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1999, № 4. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

თურქეთი: არმია და პოლიტიკა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში

რუსული სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში თურქეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, ვინაიდან მაღალორგანიზებულ, მრავალრიცხოვან და მძლავრ სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენდა. თურქეთის არმია, რომელიც ერთ-ეთი ყველაზე უფრო მსხვილი გახლდათ რიცხოვნების მხრივ ნატო-ში (მეორე ადგილი აშშ-ის შემდეგ), 1997 წელს მოითვლიდა 500 ათასზე მეტ ადამიანს, მათგან დაახლოებით 400 ათასს – სახმელეთო ჯარებში, 56 ათასზე მეტს – სამხედრო-საჰაერო ძალებში და 51 ათასს – სამხედრო-საზღვაო ძალებში. სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში იმყოფებოდა 2700-ზე მეტი ტანკი, 3500 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 4300-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 38 დამრტყმელ ვერტმფრენი. 

არმია თურქეთში ყოველთვის ეროვნული სიამაყის საგანი გახლდათ. სამხედრო მოსამსახურეები მოსახლეობის პატივისცემით სარგებლობდნენ («თითოეული თურქი – გულით ჯარისკაცია»). ეკავათ რა პრივილეგირებული მდგომარეობა საზოგადოებაში, ხელმძღვანელი საარმიო წრეები პირდაპირ ან ირიბად ახდენდნენ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე (ასე, მისი ცხრა პრეზიდენტიდან ექვსი ადმირალი იყო). გარკვეულ როლს ამაში ის გენერლები, ადმირალები და ოფიცრები თამაშობდნენ, რომლებიც არმიიდან განთავისუფლების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში შედიოდნენ. 

არმიის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებით კაშკაშად გამოვლინდა 1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ (ეს გახლდათ პირველი რესპუბლიკა ახლო და შუა აღმოსავლეთში). მისი პრეზიდენტი გახდა თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი მუსტაფა ქემალ ათათურქი. მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში იმ დროისათვის რიგი პროგრესული რეფორმები იქნა გატარებული, აგრეთვე დამყარდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები სსრკ-თან. ათათურქის მიერ ჩამოყალიბებული შეიარაღებული ძალების ამოცანები საგარეო და საშინაო მტრებისგან ერის დაცვაზე დაიყვანებოდა. მანვე გამოაცხადა პრინციპი «არმია პოლიტიკის გარეთ (გარეშე)», რომელიც თუმცაღა, უმრავლეს შემთხვევებში არ სრულდებოდა. 

ათათურქის გარდაცვალების შემდეგ (1938 წ.) და განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთმა დაიწყო მის მიერ გატარებული საგარეოპოლიტიკური კურსიდან გადახრა და აშშ-თან სულ უფრო მეტი დაახლოება. ასე, 1947 წელს დაიდო ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების აღმოჩენას, ხოლო 1952 წელს კი თურქეთის რესპუბლიკა ნატო-ს ბლოკის წევრი გახდა. შემდგომი ხელშეკრულებების შესაბამისად, უფლების მიცემის გარდა იმაზე, რომ მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები ჰქონოდა, ამერიკულ მხარეს ასევე უფლება ეძლეოდა აეგო ახალი სამხედრო აეროდრომები, მოეხდინა უკვე არსებულების მოდერნიზაცია, და აგრეთვე აეგო ან განეახლებია სხვა ობიექტებიც. 

რუსი სამხედრო სპეციალისტების შეფასებებით, თურქეთის ხანგრძლივი ორიენტაცია დასავლეთზე და ნატო-ში მონაწილეობა (სამხედრო ხარჯები ეროვნული ბიუჯეტის 20 %-მდე თანხებს შეადგენდა) ხელს უწყობდა იმას, რომ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში მკვეთრად გაუარესდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (გაჩერება მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, უმუშევრობის ზრდა, სავალუტო-ფინანსური სისტემის გაუარესება). წლის განმავლობაში ფასები სურსათსა და პირველი აუცილებლობის საქონელზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტანსპორტზე ორჯერ გაიზარდა. 3 მლნ.-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ინფლაციამ 80 % მიაღწია, ხოლო საგარეო ვალმა კი 20 მლრდ. დოლარი შეადგინა. ყოველივე ამან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. 

1980 წელს უმაღლესმა საარმიო ხელმძღვანელობამ სამხედრო გადატრიალება მოახდინა, რომლის უშუალო შემსრულებლები იყვნენ არმია, აგრეთვე ჟანდარმერია და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია. ის ჩატარებულ იქნა ძირითადად ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ორგნიზაციების ლიკალიზაციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით, აგრეთვე პარლამენტზე ზეწოლის მოსახდენად, რომელიც არ ღებულობდა სერიოზულ ზომებს ქვეყანაში გამეფებული ანარქიის, ტერორისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ, და ისინი საერთოეროვნულ პრობლემად იქცა. ორი წლის განმავლობაში ტერორისტების ხელით 2500-მდე ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე კი დაიჭრა. ამასთან ბოროტმოქმედებათა უმრავლესობა დაუსჯელი რჩებოდა, ვინაიდან მკვლელებმა ახერხებდნენ უკვალოდ გამქრალიყვნენ ან უვნებლად დაეძვრინათ თავი მართლმსაჯულებისგან. 

გადატრიალების შემდეგ შეიქმნა ეროვნული უშიშროების საბჭო გენერალური შტაბის უფროსის არმიის გენერლის კ. ევრენის მეთაურობით, სადაც შევიდნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა და ჯანდარმერიის სარდლები. თავისი იდეოლოგიური შეხედულებებით ეს გენერალი დარწმუნებული (დაჯერებული) ნაციონალისტი გახლდათ, და პოლიტიკურ საქმიანობაში კი – ათათურქის მიმდევარი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ არმია იძულებული შეიქნა თავის ხელში აეღო სახელმწიფოს ხელმძღვანელობა იმისთვის, რათა დაეცვა ქვეყნისა და ერის მთლიანობა, კანონიერება, ხალხის უფლებები და თავისუფლება, გაეთავისუფლებინა იგი შიშისაგან, უზრუნველყოფდა რა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოებას, აგრეთვე აღედგინა სახელმწიფოს ავტორიტეტი. 

1980 წელს მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება მესამე იყო რესპუბლიკის ისტორიაში (პირველი ორი 1960 და 1971 წლებში აღესრულა) და მან ქვეყანაში ავტორიტარული სამხედრო რეჟიმის დამყარება გამოიწვია. ამასთან ერთად ის წმინდად ზედა ფენებში განხორციელებული ღონისძიების ხასიათს ატარებდა, ვინაიდან მმართველი კლასის (მსხვილი ბიზნესმენები, სამხედრო ელიტა) პრივილეგირებული მდგომარეობა შენარჩუნებულ იქნა. ხოლო როდესაც ოპოზიციური მემარცხენე და მემარჯვენე ძალების მხრიდან ბურჟუაზიულ რეჟიმს მუქარა შეექმნა, არმია პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაჭრით ჩაერია: დათხოვნილ იქნა პარლამენტი და მთავრობა, შეჩერდა ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა. ეროვნული ერთიანობის კომიტეტმა, რომელსაც არმიის გენერალი დ. გიურსელი მეთაურობდა, მთავრობისა და ზეპარტიული კაბინეტის ახალი წევრები დანიშნა, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ და ზომიერ-კონსერვატიული ფრთის პოლიტიკოსები და ტექნოკრატები გახლდნენ. 1983 წლიდან ხელისუფლებამ დაიწყო მმართველობის სამხედრო ფორმიდან სამოქალაქო ფორმაზე თანდათანობით გადასვლა. 

ავტორიტარული სამხედრო მმართველობის 2,5 წლის განმავლობაში თურქეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უკეთესობისკენ შესამჩნევი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული ლიბერალიზაციის გზაზე, რაც ქვეყნის მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლასთან იყო დაკავშირებული. უკვე 1983 წელს, ძირითადი პოლიტიკური პარტიის – სამშობლოს პარტიის გარდა, რომელიც მსხვილი სავაჭრო ბურჟუაზიისა და საბანკო კაპიტალის ინტერესებს წარმოადგენდა, წარმოიშვა სოციალ-დემოკრატიული სახალხო პარტია, რომელიც სოციალ-რეფორმიზმის პოზიციებზე იდგა, აგრეთვე სწორი გზის პარტია – მემარჯვენე ლიბერალური ხასიათისა, რომელიც საშუალო ბურჟუაზიას, ასევე მსხვილი სამრეწველო, სავაჭრო და სოფლის ბურჟუაზიის ერთ ნაწილს ეყრდნობოდა. სამხედრო რეჟიმის დროს აკრძალული კომუნისტური მუშათა პარტიის ნაცვლად 80-იანი წლების ბოლოს შეიქმნა თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია. სამშობლოს პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავდა, მისი მეშვეობით არჩევნების შესახებ ახალი კანონი გაატარა, რამაც მას დიდი უპირატესობა მისცა და 1987 წლის ნოემბერში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოუტანა. 

1990-იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც მოიცავდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, გენერალური შტაბის უფროსსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა სარდლებს. ასეთი შემადგენლობა იძლეოდა «ძალოვანების» მნიშვნელოვანი როლის შენარჩუნების შესაძლებლობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ავტორიტარული რეჟიმი საერო დემოკრატიული რესპუბლიკის გვერდიგვერდ არსებობდა. 

რუსი ავტორების შეფასებით, ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების შემდეგ თურქეთმა განვითარების ევროპული მოდელის გზით მნიშვნელოვნად წინ წაიწია. თუმცა კი, მისი სახელმწიფო მოღვაწეები 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, ნაციონალისტური განწყობებისა და ისლამური ფუნდამენტალიზმის პოზიციების გაძლიერებით უკიდურესად იყვნენ შეშფოთებული. პანთურქიზმის აღორძინების შემთხვევაში მუქარის ქვეშ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ის ყველაფერი, რაც რესპუბლიკაში ათათურქის დროიდან იქნა მიღწეული, რომელიც ამ რესპუბლიკის ფუძემდებელი გახლავთ. ასეთ პირობებში თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებდა არმია, რომელსაც გაზეთ «მილეთის» მტკიცებით, თანამედროვე ეტაპზე, ისევე როგორც ოსმალური იმპერიის ხანაშიც, საზოგადოებაში წამყვანი პოზიციები ეკავა და რჩებოდა ერთგვარ სახელმწიფოდ სახელმწიფოში. 

გახლდათ რა ნატო-ს ბლოკის წევრი, თურქეთს უკვე მრავალი წლის განმავლობაში უკანონოდ ჰქონდა ოკუპირებული კვიპროსის ნაწილი. ე. წ. «ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის» ხელმძღვანელის რ. დენეტაშის სიტყვით, მთავარი ამოცანა გახლდათ არ დაეშვათ ის, რომ თურქული თემი კუნძულზე ეროვნულ უმცირესობად ქცეულიყო, ხოლო თავად კუნძული კი – ბერძნულად. 1990-იანი წლების შუახანებში იქ 260 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და თურქული ჯარების 30-ათასიანი «შეზღუდული კონტინგენტი» იყო განლაგებული. 

ქვეყნის ხელისუფალნი, ეყრდნობოდნენ რა არმიას, რუსი ავტორების სიტყვით, უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებდნენ ქურთული ოპოზიციის «ბოევიკების» წინააღმდეგ, რომლებსაც ქურთისტანის მუშათა პარტი მეთაურობდა, ამასთან როგორც საკუთარ, ისე ერაყის ტერიტორიაზეც. 1995–1996 წლებში თურქულმა ჯარებმა მსხვილმასშტაბიანი ოპერაციები ჩაატარეს ჩრდილოეთ ერაყში ამ პარტიის «ბოევიკების» ბაზების ლიკვიდაციის მიზნით, რომელთა მსვლელობისას მთელი რიგი სოფლები იქნა განადგურებული, სადაც მშვიდობიანი მცხოვრებნი იმყოფებოდნენ. ამან გამოიწვია მკვეთრი პროტესტები არა მარტო ერაყის მხრიდან, არამედ ევროპის საბჭოს მხრიდანაც. საბჭოს აღმასრულებელი ორგანოს – მინისტრთა კომიტეტის – მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ ორგანიზაციაში თურქეთის მღების საკითხის განხილვის შეჩერების შესახებ. 

რთული პოლიტიკური პირობების მიუხედავად, თურქეთის ხელმძღვანელობა უწინდებურად იყო დაკავებული თავისი არმიის საბრძოლო მზადყოფნის განმტკიცების, შეიარაღებული ძალების ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოფის, საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზაციის, პირადი შემადგენლობის მომზადებისა და ნაციონალისტური სულისკვეთებით მისი აღზრდის საკითხებით. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყნის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, უახლოესი წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ობიექტურად აფასებდა სამხედრო წრეების როლს რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამჯობინებდა მათთან «საერთო ენის» გამონახვას, რათა თავიდან აეცილებია შესაძლო კონფლიქტები არმიასა და მთავრობას შორის, რომლებსაც შეიძლებოდა მორიგი სამხედრო გადატრიალებაც გამოეწვია. იმ ხანებში სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელები მოკავშირეების სახით გამოდიოდნენ სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტისას. 

1995 წლის ივლისში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო რიგი შესწორებები კონსტიტუციაში: სახელმწიფო მოსამსახურეებს ეძლეოდათ უფლება დაედოთ ხელშეკრულებები ადმინისტრაციასთან; უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მასწავლებლებს მიეცათ პოლიტიკური პარტიების წევრად გახდომს ნებართვა; ამიერიდან თურქეთის ყველა მოქალაქეს 18 წლის მიღწევის შემდეგ ჰქონდა ხმის უფლება (და არ 21 წლისა, როგორც ეს მანამდე იყო); პოლიტიკური საქმიანობა შეეძლებოდათ პროფკავშირებს და სხვა. გარდა ამისა, კონსტიტუციის პრეამბულიდან ამოღებულ იქნა სიტყვები, რომლებიც 1980 წლის სამხედრო პუტჩს განადიდებდა. ყოველივე ეს მოწმობდა მთარობის მისწრაფებას იქითკენ, რომ წინ დემოკრატიის გზით წასულიყო. 

ამასთან ერთად, რუსი ავტორების შეფასებით, დემოკრატიას მოუწევდა სერიოზული გამოცდის ჩაბარება 1995 წლის დეკემბერში პარლამენტის არჩევნებში ისლამისტების გამარჯვებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებაში ისლამისტური ხასიათის კეთილდღეობის პარტიის («რეფაჰ») მოსვლა, რაც 73-წლიანი საერო ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა, მოწმობდა ქვეყანაში პოლიტიკის ისლამიზაციისა და ისლამის პოლიტიზაციის პროცესის გააქტიურებას. პრემიერ-მინისტრმა რ. ერბაქანმა (ამ პარტიის ლიდერმა) განაცხადა, რომ მისი ცხოვრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა «სამართლიანი ისლამური წესრიგის» სტრატეგიის შემუშავება, რომელსაც საფუძვლად «ათათურქის მიერ გამოცხდებული თურქეთის რესპუბლიკის დემოკრატიული, საერო და სამართლებრივი მოწყობის პრინციპები, და ხალხის აყვავების უზრუნველყოფა» დაედებოდა. ახალი კაბინეტის საქმიანობის მთავარი მიმართულებები შემდეგი იქნებოდა: ტერორიზმის, ლტოლვილების, უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტა; ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ცხოვრების დონის ამაღლება; საგარეო სავაჭრო დეფიციტის ლიკვიდაცია; ეკონომიკაში ინვესტიციების დაჩქარება; უცხოური კაპიტალის მიმართ ლიბერალური პოლიტიკის გატარება; სახელმწიფო მმართველობის სისტემის გარდაქმნა; პრივატიზაცია; «აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტის» რეალიზაცია. სამხედრო სფეროში იგეგმებოდა ეროვნული მრეწველობის ბაზაზე შეიარაღებული ძალების გადაიარაღების გატარება. 

სხვა საერო პოლიტიკურ ორგანიზციებთან – სწორი გზის პარტიასა და სამშობლოს პარტიასთან – შედარებით ისლამური პარტიის მომხრეთა მნიშვნელოვან ზრდას, რომელიც თურქეთში 1990-იანი წლების შუახანებში დემოკრატიული არჩევნების პროცესში გამოვლინდა, უცხოელი ანალიტიკოსები ამ პარტიის რიგების მჭიდროდ შეკრულობითა და ტაქტიკის სისწორით ხსნიდნენ, როგორც პარლამენტში, ისე ადგილებზეც, სადაც ამ პარტიის წარმომადგენლები ბევრ მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდნენ. ამასთანავე ზოგიერთი უცხოელი და ადგილობრივი პოლიტოლოგი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ისლამისტებს შეიძლებოდა ეცადათ სახელმწიფოს საერო ორგანოების შარიათით შეცვლა, რასთან დაკავშირებითაც დემოკრატიას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევდა. ამასთან ერთად, რიგი ექსპერტების აზრით, ახალი მთავრობის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ იყო. ისინი იქიდან ამოდიოდნენ, რომ სახელმწიფოს საერო საფუძვლების გარანტია გახლდათ ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც ამ მიმართებით იყო დებულებები, რომლებიც გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა, და შეიარაღებული ძალები, რომელსაც პოლიტიკური კრიზისები სამხედრო გადატრიალების გზით არაერთხელ გადაუწყვეტია. 

გამოყენებული ლიტერატურა 

. . . . . . , «Турция: армия и политика», Зарубежное Военное Обозрение, 1997 г. № 3. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

თურქეთის სამხედრო აკადემიები 1990-იანი წლების შუახანებში

თურქეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო სკოლას საფუძველი 1835 წელს ჩაეყარა, როცა ვენის, პარიზისა და ლონდონის აკადემიებში სასწავლებლად 26 ოფიცერი იქნა გაგზავნილი, რომლებიც მათი დასრულების შემდეგ თურქეთის სამხედრო აკადემიის პირველი მასწავლებლები შეიქნენ. 1930 წლამდე მასში წარმოებდა მხოლოდ სახმელეთო ჯარების ოფიცრების მომზადება, ხოლო 1930-დან სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) და 1937-დან კი – სამხედრო-საჰაერო ძალებისაც (სჰძ). 1952 წელს შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების აკადემია, ხოლო 1954 წელს – შეიარაღებული ძალების აკადემია. საუკუნენახევარზე მეტი ხნის არსებობის პერიოდში მათ მოამზადეს 13 ათასზე მეტი ოფიცერი. სამხედრო აკადემიის გამოშვებულთაგან ექვსს ეკავა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი, სამი გახდა სენატის წევრი, შვიდი – თურქეთის უმაღლესი ეროვნული საბჭოს წევრი, 13 – პრემიერ-მინისტრი და 109 მინისტრი. 

1990-იანი წლების შუახანებში ქვეყანაში მოითვლებოდა ხუთი აკადემია: სამი – შეიარაღებული ძალების სახეობათა (სახმელეთო ჯარების, სზძ-ისა და სჰძ-ის), ერთი შეიარაღებული ძალების (სადაც შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის ოფიცრები სწავლობდნენ) და ერთიც – ეროვნული უსაფრთხოების (სადაც სამხედროებთან ერთად სწავლობდნენ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებიც). თურქეთის სამხედრო აკადემიის ემბლემა ნახ. 1-ზეა გამოსახული. 

თავისი ისტორიის მანძილზე 1996 წლის დასაწყისის ჩათვლით სახმელეთო ჯარების აკადემიამ მოამზადა 4245 ოფიცერი (ყოველწლიურად მასში 70-მდე მსმენელი მიიღებოდა), სზძ-ის აკადემიამ 1930 წლიდან 677 ოფიცერი გამოუშვა (ყოველწლიურად 30-მდე მსმენელი მიიღებოდა), ხოლო სჰძ-ის აკადემიამ კი 1937 წლიდან – 920 (30 მსმენელი). უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულება გახლდათ ასევე შეიარაღებული ძალების აკადემია, რომელიც 1996 წლის მაისისთვის 6015 ოფიცერს ჰქონდა დასრულებული. 

შეიარაღებული ძალების სახეობის აკადემიაში შესვლის კანდიდატს შემდეგი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა: ყოფილიყო შეიარაღებული ძალების სახეობის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული (სამოქალაქო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გამოშვებულ, აგრეთვე სამედიცინო, იურიდიული, საინჟინრო განათლების მქონე ოფიცრებსა და ოფიცერ-მასწავლებლებს სამხედრო აკადემიაში შესვლის უფლება არ ჰქონდათ), ჯარებში 6–12 წელიწადი ჰქონოდა ნამსახურები, ატესტაციის თანახმად მოეგროვებინა 90 ქულა (100 შესაძლებლიდან), არ ჰქონოდა ნასამართლობა. შეიარაღებული ძალების აკადემიის მსმენელებად შეიძლება გამხდარიყვნენ მხოლოდ ის ოფიცრები, რომლებსაც ერთერთი სამხედრო აკადემია ჰქონდათ დამთავრებული და ამის შემდეგ გარკვეული პერიოდით ჯარებშიც ნამსახურები. 

აკადემიაში მისაღები გამოცდების წინ სამხედრო ნაწილებში ეწყობოდა სპეციალური კურსები, სადაც კანდიდატებს აცნობდნენ მათი ჩაბარების წესსა და პროცედურას. შესასვლელი გამოცდები ყოველწლიურად ნოემბერში ტარდებოდა და ერთ კვირას გრძელდებოდა. მათზე დაისმებოდა შეკითხვები ზოგადსაგანმანათლებლო და სამხედრო მომზადებაში, აგრეთვე ტაქტიკაში. კანდიდატების რაოდენობა ყოველწლიურად, როგორც წესი, დაახლოებით 2500 ოფიცერს შეადგენდა, თუმცა კი მსმენელი მათგან მხოლოდ 120 ხდებოდა. 

შეიარაღებული ძალების სახეობის აკადემიაში სწავლება გრძელდებოდა ორ წელიწადს. სასწავლო კვირა შედგებოდა ხუთი დღისგან (6–6 სთ), მათგან ორი ეთმობოდა სხვადასხვანაირ ლექციებსა და კონფერენციებს, რომლებშიც თურქეთის სამრეწველო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ხელოვნების მოღვაწეები და სხვა პირები ღებულობდნენ მონაწილეობას. 

სასწავლო პროგრამები ამ აკადემიებში პრაქტიკულად ერთტიპიური გახლდათ და მოიცავდა ოთხ განყოფილებას (разделы): ძირითადი სამხედრო დისციპლინები, ომების ისტორია და სტრატეგია, ზოგადსაგანმანათლებლო მეცნიერებები, ტაქტიკა. სასწავლო დროის 65 % ეთმობოდა სამხედრო დისციპლინების შესწავლას, 35 % კი ისეთებისა, როგორიცაა ეკონომიკა, იურისპრუდენცია, დიპლომატია. 

თუ შეიარაღებული ძალების სახეობის აკადემიის მსმენელი ღებულობდა განათლებას მხოლოდ ამ სახეობის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების აკადემიაში (სწავლების ვადა 5,5 თვე გახლდათ) იგი სწავლობდა საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების საკითხებს შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის გამოყენებით. მასში მსმენელების მიღება ხორციელდებოდა წელიწადში ორჯერ. სასწავლო კლასები 25–30 ადამიანზე იყო გათვლილი. აკადემიის სარდლობის შეფასებით, მოცემული მაჩვენებელი საშუალო მსოფლიო ნორმებს აღემატებოდა, რის გამოც სწავლების ინტენსიფიკაციისა და მისი ხარისხის ამაღლებისთვის 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ვარაუდობდნენ სასწავლო ჯგუფების ორჯერ შემცირებასა და მათში მსმენელთა რაოდენობის 12–15 ადამიანამდე დაყვანას. 

თურეთის სამხედრო აკადემიებში გამოყენებული სწავლების თანამედროვე ტექნიკური საშუალებები უზრუნველყოფდა მსმენელთა მომზადების მაღალ დონეს. აქ იყო საკუთარი ტელეცენტრები კლასებში სხვადასხვანაირი სასწავლო პროგრამების ტრანსლირებისთვის, აგრეთვე ეროვნული ტელევიზიისა და უცხოური ტელესამაუწყებლო კომპონენტების პროგრამების მისაღებად. აკადემიას ჰქონდა თანამედროვე კომპიუტერული აღჭურვილობა. მისი შემდგომი სრულყოფის ფარგლებში 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ითვალისწინებდნენ ცალკეული კომპიუტერული ცენტრების შექმნასა და მათთან მსმენელების საცხოვრებელი ბინების მიერთებას. 

ამ სასწავლო დაწესებულებებში, როგორც წესი, დაახლოებით 120 მასწავლებელი მუშაობდა, მათგან დაახლოებით 90 გახლდათ ოფიცერი და 30 კი – სამოქალაქო პირი (ძირითადად პროფესორების შემადგენლობა სამოქალაქო ინსტიტუტებიდან). პრაქტიკულად ყველა ოფიცერ-მასწავლებელს სამხედრო აკადემიები საზღვარგარეთ ჰქონდა დამთავრებული. სამოქალაქო პირთაგან მასწავლებლების არჩევისას ძირითადი ყურადღება ექცეოდა მათ პროფესიულ მომზადებასა და ორატორული ხელოვნების ფლობას. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიებში არ წარმოებდა სამოქალაქო მასწავლებლების მათ პოლიტიკურ შეხედულებათა მიხედვით ხისტი შერჩევა, სარდლობა მკაცრად ადევნებდა თვალ-ყურს იმას, რომ მათ მსმენელებთან პოლიტიკურ თემებზე საუბრები არ ეწარმოებიათ. ერთ მასწავლებელზე ორიდან ექვს მსმენელამდე მოდიოდა, რაც წამყვანი ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლები გახლდათ. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ამოცანას 1990-იანი წლების შუახანებში მასწავლებელთა შემადგენლობის გაზრდა წარმოადგენდა. 

თურქეთის სამხედრო აკადემიებში მათი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე დაახლოებით 200 უცხოელი ოფიცერი იქნა მომზადებული. სახელდობრ, 1989/1990 სასწავლო წელში აქ 13 უცხოელი ოფიცერი სწავლობდა: ორი აშშ-დან, ერთი ეგვიპტიდან, ერთი კორეის რესპუბლიკიდან, ოთხი პაკისტანიდან, ერთი გფრ-დან და ერთიც ბანგლადეშიდან. ამ რიცხვიდან ცხრა სწავლებას სახმელეთო ჯარების აკადემიაში გადიოდა, ორ-ორი – სზძ-ისა და სჰძ-ის აკადემიებში. 

თურქეთში ჩასვლის წინ უცხოელი აბიტურიენტები წლის განმავლობაში ინტენსიურად სწავლობდნენ თურქულ ენას. ისინი აკადემიაში მეცადინეობებს იმ შემთხვევებში ვერ ესწრებოდნენ, როცა მსმენელებისთვის საიდუმლო ცნობები უნდა შეეტყობინებიათ, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. 

ამ სასწავლო დაწესებულებებში მომზადების დასრულების შემდეგ უცხოელი ოფიცრები, როგორც წესი, ინიშნებოდნენ სამხედრო ატაშეებად თურქეთში არსებულ თავიანთ საელჩოებში. თურქეთის აკადემიებში მოსწავლე უცხოელი ოფიცრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ მასწავლებელთა შემადგენლობის პროფესიულ დონესა და ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხს. ამავე დროს ზოგიერთი მსმენელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მათ მიერ სამხედრო დისციპლინის დაცვისადმი გადაჭარბებული მომთხოვნელობის გამო. 

ტერიტორია, რომელზედაც სამხედრო აკადემია იყო განლაგებული, პატარა ქალაქს წარმოადგენდა, სადაც დაახლოებით 5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის მომსახურე პერსონალიც. აქ არსებული სამხედრო ვაჭრობის მაღაზიები ბანკი, სპორტული შენობა-ნაგებობები (ფეხბურთის, კალათბურთისს და ფრენბურთის სათამაშო მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ბილიარდის სათამაშო დარბაზები და სხვა), აგრეთვე საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების რიგი ობიექტები მათ პრაქტიკულად ავტონომიურ დასახლებებად აქცევდა. 

თურქეთის სამხედრო აკადემიები კარგი ტექნიკური ბაზისა და მაღალკვალიფიციურ მასწავლებელთა შემადგენლობის წყალობით უზრუნველყოფდა პროფესიული ცოდნის საკმარისად მაღალი დონის მქონე ოფიცრების მომზადებას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник А. Федин, «Военные академии Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1996 г. № 5. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

თურქეთის შეიარაღებული ძალების რიგითი შემადგენლობის მომზადება 1990-იანი წლების შუახანებში

თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და ჯარების გვარეობათა რიგითი შემადგენლობა 1990-იან წლებში გადიოდა საწყის სამხედრო და სპეციალურ მომზადებას, აგრეთვე ქვედანაყოფების შემადგენლობაში მომზადებას. 

სახმელეთო ჯარებში ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვეული ყველა ახალწვეული იგზავნებოდა სასწავლო ცენტრებში, ქვედანაყოფებში, აგრეთვე ჯარების გვარეობათა და სამსახურების სასწავლო ცენტრებში, სადაც წელიწადში სამჯერ (მარტი, ივლისი, ნოემბერი)* მათთვის წარმოებდა საწყისი და სპეციალური მომზადების ორგანიზება (*ახალწვეულების გაწვევა შეიარაღებულ ძალებში ხორციელდებოდა სამ რიგად ყოველ მეოთხე თვეს – მარტში, ივლისსა და ნოემბერში). 

საწყისი მომზადების პირველი პერიოდი შეიცავდა დოკუმენტების გაფორმებას, სამედიცინო შემოწმებას, ფორმის ტანსაცმლის მორგებას (подгонка), ნაწილის განლაგებიდან განთავისუფლებისა (увольнение) და სამხედრო პატივის მიგების წესების შესწავლას. მეორე პერიოდის მსვლელობისას ჯარისკაცები დაკავებული იყვნენ ტაქტიკური, საცეცხლე, სამწყობრო, ფიზიკური და სამედიცინო მომზადებით, სწალობდნენ ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის დამაზიანებელ ფაქტორებსა და მათგან დაცვის ხერხებს, გადიოდნენ იდეოლოგიურ მომზადებას (დამუშავებას). 

კვირაში ხუთ დღეს ჯარისკაცები მეცდინეობდნენ 8-8 სთ და ერთ დღეს კი – 4 სთ განმავლობაში. ტაქტიკურ მეცადინეობებზე ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთობოდა ჯარისკაცისა და ათეულის მოქმედებებს ბრძოლის ძირითად სახეობებში. საცეცხლე მომზადების მეცადინეობებზე ხდებოდა საარტილერიო-სასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის, სროლის თეორიისა და წესების შესწავლა. სასროლი იარაღიდან ჩასათვლელი სროლები ტარდებოდა როგორც დღისით, ისე ღამით. საცეცხლე მომზადების პროგრამაში შედიოდა აგრეთვე ხელჩართული ბრძოლის ელემენტების გაცნობაც. საველე პირობებში ახალგაზრდა ჯარისკაცები იძენდნენ შენიღბვის, საჰაერო და მიწისზედა მეთვალყურეობისგან შეფარების (დამალვის, укрытие), ღობურებისა და დაბრკოლებათა გადალახვის უნარ-ჩვევებს (навыки), ამუშავებდნენ მოქმედებებს მასობრივი დაზიანების იარაღის (მდი) გამოყენების შემთხვევაში. ეს ეტაპი მთავრდებიდა გამოცდების ან ჩათვლების ჩაბარებით და ტაქტიკური სწავლებით საბრძოლო სროლით ათეულის შემადგენლობაში. 

სპეციალური ერთეული მომზადების მიზანი გახლდათ – ჯარისკაც-სპეციალისტების მომზადება ჯარების ყველა გვარეობისთვის (სხვადასხვა სასწავლო ნაწილებსა და ცენტრებში): 

– მსროლელები, მეავტომატეები, მეტყვიამფრქვევეები – 58-ე სასწავლო ქვეითი დივიზია (ქ. ისპარტა), 1-ლი და მე-3 სასწავლო ქვეითი ბრიგადები (ქ.-ბი მანისა და ანტალია), 59-ე სასწავლო ქვეითი დივიზია (ქ. კაისერი); 

– უუკუცემო ქვემეხებისა და ნაღმსატყორცნების დამმიზნებლები, საველე და საზენიტო არტილერიის გათვლები – 57-ე (ბორნოვა, ქ. იზმირის რაიონი), 58-ე (ქ. ბურდური) და 59-ე (ქ. ერზინჯანი) სასწავლო საარტილერიო ბრიგადები; 

– ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები – 58-ე სასწავლო ქვეითი დივიზია (ქ. ისპარტა), 59-ე სასწავლო ქვეითი დივიზია (ქ. კაისერი), მძღოლების საარმიო სკოლები; 

– ტანკებისა და სადაზვერვო მანქანების ეკიპაჟები – სასწავლო ჯავშანსატანკო დივიზია (ეტიმესგუტი, 18 კმ ქ. ანკარის დასავლეთით); 

– მავთულიანი, რადიო- და რადიოსარელეო კავშირგაბმულობის სპეციალისტები – კავშირგაბმულობის სასწავლო ცენტრი (მამაკი, ქ. ანკარა); 

– სპეციალსტები საინჟინრო ჯარებისთვის – საინჟინრო ჯარების სასწავლო ცენტრი (ქ. ნარლიდერე); 

– პარაშუტისტ-მედესანტეები საჰაერო-სადესანტო და სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფებისთვის – სასწავლო ცენტრი (ქ. ეგრიდირი), ცხრაკვირიან სწავლებაზე დამატებით ისინი 100 სთ-ის განმავლობაში გადიოდნენ საპარაშუტო მომზადებას; 

– მასობრივი დაზიანების იიარაღის (მდი) სპეციალისტები – სასწავლო ცენტრი (ქ. სტამბული); 

– საარტილერიო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტები – სასწავლო ცენტრი (ქ. ბალიქესირი); 

– სამედიცინო სამსახურის სპეციალისტები – სასწავლო ცენტრები (ქ.-ბის სამსუნისა და იზმირის რაიონები). 

სპეციალური ერთეული მომზადების დასრულების შემდეგ ჯარისკაცები იგზავნებოდნენ სახმელეთო ჯარების სახაზო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში. სამსახური სახაზო ნაწილებში შედგებოდა საწყისი (15 კვირა) და ძირითადი (60 კვირა) პერიოდებისგან. 

საწყისი პერიოდის დროს ჯარისკაცები გადიოდნენ მომზადებას ქვედანაყოფების (ოცეული, ასეული, ბატალიონი) შემადგენლობაში. ასეულებისა და ბატარეების საბრძოლო შეთანხმებისას (боевое слаживание) სასწავლო დროის 50 %-მდე ეთმობოდა ქვეითი, სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფების ერთობლივ სწავლებებს. საასეულო სწავლებების ორგანიზება ხდებოდა 2-ჯერ წელიწადში (ზაფხულსა და ზამთარში, ერთ-ერთი მათგანი ღამით). ეს პერიოდი მთავრდებოდა საბატალიონო ტაქტიკური სწავლებითა და საბრძოლო სროლით. 

ძირითადი პერიოდი ითვალისწინებდა ნაწილებისა და შენაერთების შეკვრას (ჩამოყალიბებას, сколачивание) და ეროვნული ოპერატიული გეგმებითა და ნატო-ს გეგმებით ჩატარებად ტაქტიკურ სწავლებებში სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობას. 

სამხედრო-საჰაერო ძალებში (სჰძ) რიგითი შემადგენლობისა და საავიაციო ნაწილების მიწისზედა მომსახურების სპეციალისტების მომზადება ეკისრებოდა სჰძ-ის სასწავლო სარდლობას (ქ. ღაზიემირი). სულ სჰძ-ის სასწავლო ნაწილებსა და ცენტრებში 1990-იანი წლების შუახანებში ყოველდღიურ მომზადებას გადიოდა დაახლოებით 12 ათასი ადამიანი. სწავლების ვადა შეადგენდა ოთხ-ექვს თვეს. 

სკოლებსა და სასწავლო ცენტრებში ახალგაზრდა ჯარისკაცებისგან ამზადებდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს: 

– მომსახურების ქვედანაყოფების ჯარისკაცები – სჰძ-ის სასწავლო ბრიგადა (ქ. ქჲუთაქჲა); 

– ელექტრონიკისა და რადიომაუწყებლობის სპეციალისტები, მეკავშირეები, რადიოსალოკაციო სადგურების (რლს) გათვლები – კავშირგაბმულობის სკოლა (ქ. იზმირი), სწავლების ვადა გახლდათ ექვსი თვე; 

– შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ტექნიკოსები – შეიარაღების სკოლა (ქ. იზმირი); 

– სააეროდრომო სამსახურის სპეციალისტები – სააეროდრომო სამსახურის სკოლა (ქ. იზმირი); 

– ზურგის სამსახურების რიგითი შემადგენლობა – მომარაგების სკოლა (ქ. ესქიშეჰირი); 

– ტექნიკოს-მოტორისტები – მოტორისტების სკოლა (ქ. ბურსა). 

ავიაქვედანაყოფებში მისვლის შემდეგ რიგითი შემადგენლობა აგრძელებდა თვითმფრინავების მომსახურების, საბრძოლო გაფრენებისთვის მათი მომზადების, საბრძოლო მასალების მიტანისა და მათი ჩამოკიდების, საავიაციო ტექნიკის რემონტისა და სხვა უნარ-ჩვევების (навыки) სრულყოფას. 

სამხედრო-საზღვაო ძალებში (სზძ) ახალწვეული მატროსები საწყის სამხედრო მომზადებას გადიოდნენ სზძ-ის სასწავლო სარდლობის (კუნძ. ჰეიბელიადა) სასწავლო ნაწილებსა და ცენტრებში. მათი გამტარუნარიანობა 1990-იანი წლების შუახანებში შეადგენდა 10 ათას ადამიანს წელიწადში. სწავლების ვადა კი ექვსი-ცხრა თვე გახლდათ. 

სზძ-ში სამსახური, ისევე როგორც თურქეთის შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებში, რიგითი შემადგენლობისათვის ითვალისწინებდა საწყის (ექვსი თვე) და სპეციალურ მომზადებას, რომლებიც ხორციელდებოდა სასწავლო პოლკებში, სკოლებში და კურსებზე, აგრეთვე სამსახურს სახაზო ნაწილებში. 

სპეციალური მომზადება (2-12 თვე) ტარდებოდა შემდეგ სასწავლო ნაწილებსა და სკოლებში: 

– დამნაღმავები, ტორპედისტები, არტილერისტები, მესაჭეები, სატრიუმო მემანქანეები, საქვაბის მემანქანეები და მოტორისტები – 1-ლი და მე-2 სასწავლო პოლკები (ქ.-ბი ისკანდერუნი და იზმირი), სწავლების პერიოდი გახლდათ ექვსი-ცხრა თვე; 

– სანაპირო და საზენიტო არტილერიის გათვლები – ბოსფორის სრუტის სანაპირო არტილერიის 1-ლი, მე-2, -3 და -4 დივიზიონები (დასავლური ტერმინოლოგიით, ბატალიონები) და საზენიტო არტილერიის მობილური ბატარეა, დარდანელის სრუტის სანაპირო არტილერიის მე-5 დივიზიონი და საზენიტო არტილერიის 14-ე ბატარეა, ცხრა კვირა; 

– საგემბანო სამსახურის რიგითი შემადგენლობა – ქ. კარამჲურსელის სასწავლო ცენტრთან არსებული საგემბანო სამსახურის სკოლა, ექვსი თვე; 

– წყალქვეშა ფლოტის რიგითი შემადგენლობა – ქ. კარამჲურსელის სასწავლო ცენტრთან არსებული წყალქვეშა ფლოტის სპეციალისტების სკოლა, ცხრა თვე; 

– საბრძოლო მცურავები – საბრძოლო მცურავების სკოლა ჩუბუქლუში (ქ. სტამბული), 12 თვე; 

– სპეციალისტები ზურგის სამსახურებისთვის – ზურგის სკოლასთან (ქ. გჲოლჯჲუკი) არსებული ზურგის სამსახურების რიგითი შემადგენლობის კურსები, ცხრა კვირა; 

– სპეციალისტები ადმინისტრაციული სამსახურისთვის – ზურგის სკოლასთან (ქ. გჲოლჯჲუკი) არსებული ადმინისტრაციული სამსახურის რიგითი შემადგენლობის კურსები, ცხრა კვირა; 

გარდა ამისა, იყო კურსები, სადაც სზძ-თვის ცხრა კვირის განმავლობაში ამზადებდნენ შიკრიკებსა და მზარეულებს. 

სახაზო ნაწილებში სამსახურის დროს გრძელდებოდა რიგითების შემდგომი სწავლება ეკიპაჟების, გათვლების, ცალკეული ხომალდებისა და ხომალდთა ერთგვაროვანი ჯგუფების შემადგენლობაში. ეს პერიოდი მთავრდებოდა სზძ-ის სწავლებებით, აგრეთვე ერთობლივი სწავლებებით სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის ნაწილებთან, ასევე ნატო-ს სარდლობის გეგმების მიხედვით ჩატარებული სწავლებებით. 

ვადიანი სამსახურის დასრულების შემდეგ ეროვნული თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეები თადარიგში თავისუფლდებოდნენ, რის შესახებაც მათ პირადობის მოწმობებში კეთდებოდა აღნიშვნა. ცნობები ამის შესახებ იგზავნებოდა სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილებებში. ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ვალდებული იყვნენ სამთვიან ვადაში მიემართათ ამ ორგანოებისთვის აღრიცხვაზე დასაყენებლად, რის შესახებაც ასევე პირადობის მოწმობაში კეთდებოდა აღნიშვნა. 

თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მხოლოდ რომელიმე სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილებაში აღრიცხვაზე დადგომის შემდეგ ეძლეოდათ. 

ის პირები, რომლებმაც ნამდვილი სამსახურის ვადა მოიხადეს და არმიიდან განთავისუფლდნენ, ერთი წლის განმავლობაში 1-ლი რიგის რეზერვში იმყოფებოდნენ, რომელსაც სპეციალური გაწვევა ეწოდებოდა. სპეციალური გაწვევის კონტინგენტი შეიძლებოდა გაეწვიათ უწინარეს ყოვლისა სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების შემთხვევაში და სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის მუქარისას, უკვე მშვიდობიანობის დროს გაშლილი საბრძოლო შენაერთებისა და ნაწილების სრულად დაკომპლექტებისთვის. მომდევნო (მე-2 და -3) რიგის რეზერვისტები მობილიზაციის გამოცხადებისას გამოყენებულ იქნებოდნენ როგორც არსებული, ისე ახლად ჩამოყლიბებადი შენაერთებისა და ნაწილების სრულად დაკომპლექტებისთვის. 

თადარიგში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები რეგულარულად გადიოდნენ გადამზადებას რეზერვისტების შეკრებებზე ყოველწლიური სამობილიზაციო სწავლებების დროს 30-45 დღეღამის განმავლობაში. 

თადარიგის სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებებზე, გადამზადებასა და სხვა მსგავს ღონისძიებებზე გაწვევა ხორციელდებოდა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით გენერალური შტაბის წინადადების საფუძველზე. სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ჰქონდათ კლასი (классность) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით, შეიძლებოდა გაწვეული ყოფილიყვნენ ორ წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 1,5 თვის ვადით. ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე თადარიგში ჩარიცხულები არმიაში გაიწვეოდნენ არანაკლებ ექვსი თვის ვადით. 

თადარიგის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულნი იყვნენ 24 სთ ვადის განმავლობაში გამოცხადებულიყვნენ სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილებაში სწავლებაზე, გადამზადებაზე და სხვა გაწვევის გამოცხადების მომენტიდან. მათთვის, ვინც მოცემულ მომენტში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, შეკრების ადგილს წარმოადგენდა შესაბამისი საელჩო ან საკონსულო. 

გამოყენებული ლიტერატურა 

?????, «Подготовка рядового состава вооруженных сил Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1996 г. № 2. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

Wednesday, October 21, 2026

თურქეთში ოფიცერთა კადრების მომზადება 1990-იანი წლების შუახანებში

რუსული სამხედრო პერიოდიკის ცნობით, 1990-იან წლებში, თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა სერიოზულ ყურადღებას უთმობდა ოფიცერთა კადრების მომზადებას, ისწრაფვოდა რა არმიის დაკომპლექტების უზრუნველყოფისკენ კვალიფიციური და პოლიტიკურად კეთილსაიმედო ოფიცრებით. სწავლების პროცესში ინერგებოდა ახალი, უფრო ეფექტური მეთოდები, სრულყოფას განიცდიდა სასწავლო-მატერიალური ბაზა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ოფიცერთა კადრების მორალურ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას, რომლებსაც შეეძლოთ მათში ნებისყოფა (волевые качества) განევითარებიათ და ისინი ფიზიკურად გამოეწრთოთ, რაც აუცილებელი გახლდათ სხვადასხვანაირ საბრძოლო პირობებში მოქმედებათა წარმოებისთვის. 

ოფიცერთა კადრები მზადდებოდა ძირითადად ეროვნულ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში და მათი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი სწავლობდა საზღვარგარეთ, უმთავრესად აშშ-სა და გფრ-ში, სადაც ისინი იგზავნებოდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის შესასყიდი ახალი ტექნიკისა და იარაღის ასათვისებლად. თურქეთში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე ოფიცერთა კადრების მომზადება ხორციელდებოდა სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების სისტემაში, უნივერსიტეტებსა და სხვა სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებლებში, აგრეთვე თადარიგის ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრების შემადგენლობიდან შერჩევის ხარჯზე. 

საწყისი სამხედრო განათლება ეძლეოდათ სამხედრო ლიცეუმებში, რომელთა კურსდამთავრებულნიც უპირატესობას ღებულობდნენ სამხედრო სასწავლებელში ჩასაბარებლად, საშუალო კი (ძირითადად თეორიული მომზადება) – სამხედრო სასწავლებლებში. უმაღლეს სამხედრო განათლებას თურქული შეიარაღებული ძალების ოფიცრები ღებულობდნენ სამხედრო აკადემიებში, რომლებიც ტერიტორიულად იყო გაერთიანებული (ექვსი აკადემიიდან ხუთი განლაგებული გახლდათ ქ. სტამბულში) და ყველა ისინი სამხედრო აკადემიების ერთიან უფროსს ექვემდებარებოდნენ (არმიის გენერლის წოდებისა). მასვე ექვემდებარებოდა სამეთაურო შემადგენლობის უმაღლესი კურსებიც, რომლებიც არაოფიციალურად ითვლებოდა გენერალური შტაბის აკადემიად. 

უნივერსიტეტებსა და სხვა სამოქალაქო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის ოფიცერთა კადრებს იმ სპეციალობათა მიხედვით ამზადებდნენ, რომლებიც მათთვის შეიძლებოდა სამხედრო სასწავლებლებში ესწავლებინათ. 

სამხედრო ლიცეუმებში მიიღებოდნენ მხოლოდ მამრობითი სქესის პირები, რომელთაც ჰქონდათ თურქეთის მოქალაქეობა და დამთავრებული ჰქონდათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რვა კლასი (ან მისი თანაბარი პროფესიული სკოლა). ისინი უნდა ყოფილიყვნენ ფიზიკურად და ფსიქიურად ჯანმრთელნი, არ ჰქონოდათ ნასამართლობა (ეს პირობა უახლოეს ნათესავებზეც ვრცელდებოდა) და პოლიტიკურად კეთილსაიმედონი ყოფილიყვნენ. სამხედრო ლიცეუმებში შესვლის მსურველები განცხადებით მიმართავდნენ უშუალოდ ლიცეუმის უფროსს მაისის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე. ლიცეუმში სწავლის ვადა იყო ოთხი წელი. პირველი წელი გახლდათ მოსამზადებელი. ამ პერიოდში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა უცხო ენების შესწავლას. ისინი, რომლებიც მოსამზადებელი კურსის პროგრამის მიხედვით გამოცდებს ვერ ჩააბარებდნენ, ლიცეუმიდან ირიცხებოდნენ. ენობრივი ზოგადსაგანმანათლებლო (языковые общеобразовательные) სკოლების კურსდამთავრებულნი პირდაპირ პირველ კურსზე მიიღებოდნენ. 

1990-იან წლებში თურქეთის შეიარაღებულ ძალებში იყო ხუთი ლიცეუმი: სახმელეთო ჯარებში – სამი, მათ შორის „ქულელი“, ძირითადი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამზადებდა კადრებს სახმელეთო ჯარების სასწავლებლებისთვის (სტამბული, სწავლება მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე); „იშიქლარი“ (ბურსა, გერმანულ და ფრანგულ ენებზე); „მალთეფე“ (იზმირი, ინგლისურ ენაზე); სამხედრო-საზღვაო ძალებში (სზძ) – ერთი (ჰეიბელიადა, სტამბული, ინგლისურ ენაზე); სამხედრო-საჰაერო ძალებში (სჰძ) – ერთი (იზმირი, ინგლისურ ენაზე). ასწავლიდნენ რუსულ ენასაც (2 სთ კვირაში). თითოეულ ლიცეუმში რუსულ ენას დაახლოებით 200 ადამიანი სწავლობდა. 

სახმელეთო ჯარების ლიცეუმები თავიანთი სტრუქტურით, მომზადების პროგრამით, სასწავლო ბაზითა და გამტარუნარიანობით (пропускная способность) ერთმანეთის ანალოგიურები იყვნენ. თითოეულ მათგანში ყოველწლიურად დაახლ. 2000 კურსანტი სწავლობდა. ლიცეუმის საორგანიზაციო სტრუქტურა ასეთი გახლდათ: უფროსი, შტაბი, სასწავლო განყოფილება (отдел), მომსახურების ქვედანაყოფები, სასწავლო პოლკი (კურსის ოთხი ბატალიონი, თითოეული სამ-სამი ასეულით). 

სასწავლო წელი 25 სექტემბერს იწყებოდა და 30 მაისს მთავრდებოდა. წლიური პროგრამა მოიცავდა 1225 სასწავლო საათს, რომელთაგან ტექნიკურ დისციპლინებზე მოდიოდა 527 სთ, სოციალურ დისციპლინებზე 343 სთ, უცხო ენებზე, სამხედრო დისციპლინებსა და ფიზიკურ მომზადებაზე – 355 სთ. წელიწადში ორჯერ (თებერვალი, მაისი) სახმელეთო ჯარების სარდლის გეგმის მიხედვით მოწმდებოდა ლიცეუმების აღსაზრდელთა მომზადება და სასწავლო პროცესის ორგანიზაცია. სამხედრო დისციპლინებს კვირაში თითო საათი ეთმობოდა. გარდა ამისა, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ ბანაკებში (იალოვას რაიონი) სადაც მათ უტარდებოდათ პრაქტიკული მეცადინეობები ტაქტიკაში, საცეცხლე, სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებაში, წარმოებდა სასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის შესწავლაც. 

სახმელეთო ჯარების ლიცეუმები ყოველწლიურად უშვებდნენ 500–500 ადამიანს, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ლიცეუმები 140–150 ადამიანს, რომლებიც სამხედრო სასწავლებლებში შესვლის ძირითადი კანდიდატები გახლდნენ. 

ოფიცერთა კადრებს ყველა სპეციალობის მიხედვით ამზადებდნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა სასწავლებლებში. მათში მიიღებოდნენ 17-დან 20 წლამდე ჭაბუკები, რომლებსაც დამთავრებული ჰქონდათ სამხედრო ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმები და მათი თანაბარი სასწავლო დაწესებულებანი. თუმცა კი სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებიდანაც მიიღებოდნენ ჭაბუკები, როგორც წესი, კურსატნების საერთო რიცხვის არაუმეტეს 20 %-ისა. არ მიიღებოდნენ ადრე რომელიმე ლიცეუმიდან გარიცხული პირები, დაოჯახებულნი ან დანიშნულები, მეტყეველების ან ფიზიკური ნაკლის მქონენი, ასევე ვისაც გადატანილი ჰქონდა ყვავილის დაავადება და მოიხადა ვადიანი ნამდვილი სამხედრო სამსახური. მიღებისას საგანგებო ყურადღება ექცეოდა თავად ჩარიცხვის მსურველისა და მისი უახლოესი ნათესავების პოლიტიკურ კეთილსაიმედობას. 

სამხედრო სასწავლებელში შესვლისათვის აუცილებელი იყო პირადად ან ფოსტით წარედგინათ შემდეგი საბუთები: 

– განცხადება სასწავლებლის უფროსის სახელზე ჩასარიცხ გამოცდებზე დაშვების თხოვნით; – ლიცეუმის დამთავრების დიპლომი ან მისი ასლი; 

– ცნობა ლიცეუმიდან ბეჯითობის (გულმოდგინების) შესახებ ყველა შესწავლილ საგანში ნიშნების მითითებით, რომელშიც ასევე აღინიშნებოდა აბიტურიენტის უკანონო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაჯგუფებებში მონაწილეობა; 

– ცნობა პირადი კეთილსიმედობისა და უახლოესი ნათესავების კეთილსაიმედობის შესახებ, დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ და დასკვნები იმის თაობაზე, რომ მოცემული პირი თავისი შეხედულებების მიხედვით შეიძლება განიხილებოდეს როგორც ოფიცრობის კანდიდატი (ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრების შვილებს საკმარისი იყო ჰქონოდათ ნაწილის მეთაურის მიერ დამოწმებული ცნობა კეთილსაიმედობის შესახებ); 

– პირადობის მოწმობა ან ასლი (თავისი და მშობლების); 

– სამედიცინო სერტიფიკატი ყვავილზე აცრების შესახებ; 

– ცნობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილებიდან; 

– 15 ფოტოსურათი ზომით 4,5×6 სმ; 

– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „გიულჰანეს“ სამხედრო ჰოსპიტლიდან (ანკარა) ან საცხოვრებელი ადგილი მიხედვით სამედიცინო დაწესებულებიდან. 

ჩარიცხვის მსურველებთან ტარდებოდა წინასწარი გასაუბრება, რომლის მიზანიც გახლდათ მათი პოლიტიკური, სულიერი და კულტურული დონის შემოწმება. მათ ვინც გასაუბრებასა და სამედიცინო გამოკვლევას გაივლიდა, უშვებდნენ გამოცდების ჩაბარებაზე მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, უცხო ენებში, ისტორიაში, სოციოლოგიაში, ლოგიკასა და ფიზიკურ მომზადებაში. 

სასწავლო პროგრამებს ადგენდნენ სასწავლებელთა აკადემიური საბჭოები და ამტკიცებდა გენერალური შტაბი. სამხედრო დისციპლინების შესწავლაზე გამოიყოფოდა დაახლ. 1000 სთ (სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). 

სასწავლო წელი შედგებოდა სწავლების ორი პერიოდისაგან: აკადემიური წელი, რომელიც მოიცავდა ორ სემესტრს (16 და 26 კვირა), და პრაქტიკული სწავლება სასწავლო ცენტრში. თითოეული სემესტრის ბოლოს კურსანტები აბარებდნენ გამოცდებს ყველა გავლილ საგანში. მათი შედეგების მიხედვით გამოჰყავდათ საერთო შემაჯამებელი ქულა სემესტრის განმავლობაში, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა მოსწრების ინდექსი. სასწავლებლებს ჰქონდათ კარგი სასწავლო-მატერიალური ბაზა, სასწავლო კლასები კი ელექტრონული ტექნიკისა და სხვადასხვა თვალსაჩინო დამხმარე საშუალებებით იყო აღჭურვილი. მათი ტიპიური ოქრგანიზაცია ქვემოთ 1-ლ ნახატზეა მოყვანილი. 

[ნახატი] 

ნახ. 1. შეიარაღებული ძალების სახეობის სამხედრო სასწავლებლის ორგანიზაცია 

თუ სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებლებში კურსზე 200–250 ადამიანი სწავლობდა, სამხედრო სასწავლებლებში ქმნიდნენ ჯგუფებს 15–20 ადამიანისგან, ამასთან 65 კურსანტზე მოდიოდა ერთი სასწავლო კაბინეტი და ერთი ლაბორატორია (უნივერსიტეტებში 800–1000 სტუდენტზე – ერთი კაბინეტი). 

სახმელეთო ჯარების ზოგადსაჯარისო საოფიცრო სასწავლებელი „ჰარა ჰარფ ოქულუ“ (ანკარა, ნახ. 2) ყველა სპეციალობის მიხედვით ამზადებდა ოფიცრებს სახმელეთო ჯარებისთვის, ასევე საჟანდარმო ჯარების, ტოპოგრაფიული სამსახურისა და საზღვაო ქვეითი ჯარისათვის (საზღვაო ქვეითი ჯარის ოფიცერთა მომზადების ქვეგანყოფილებას /ქვედანაყოფს, отделение/ ყოველწლიურად ამთავრებდა 10–12 ადამიანი). გარდა ამისა, აქ წარმოებდა სამხედრო იურისტებისა და მშენებელთა სწავლებაც. პირველი სამი კურსისათვის ერთიანი პროგრამა არსებობდა. ამ პერიოდში კურსანტები შეისწავლიდნენ ძირითადად ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს, აგრეთვე სახედროსაც: ტაქტიკას, საცეცხლე (სასროლი იარაღი), სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას. მეოთხე კურსზე იწყებოდა ჯარების გვარეობათა და სამსახურების მიხედვით სპეციალიზაცია. 

პირველი კურსი – ძირითადი სამხედრო, ტექნიკური და სოციალური* დისციპლინები (960 სასწავლო საათი, დროის 100 %) (*ყველა სასწავლებელში სოციალურ დისციპლინებს ერთიანი გეგმის მიხედვით ასწავლიდნენ და მათ სასწავლო საათების ერთნაირი რაოდენობა ეთმობოდა, ხოლო სამხედრო და ტექნიკურ დისციპლინებს კი – სასწავლებლის პროფილის შესაბამისად): 

– ტაქტიკურ-ზურგის სამსახური, დაზვერვის საფუძვლები, სამხედრო ტოპოგრაფია, სწავლების საფუძვლები და მეთოდები, სამხედრო მიმოწერა და ორატორული ხელოვნება, ფიზიკური და საბრძოლო მომზადება (480 სთ; 50 %); 

– ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია (288; 30); 

– უცხო ენა, თურქეთის რევოლუციის ისტორია და ქემალიზმის იდეოლოგია, სამართალმცოდნეობა, ეკონომიკის საფუძვლები (192; 20). 

მეორე კურსი (960 სასწავლო საათი; 100 %): 

– ტაქტიკურ-ზურგის სამსახური, დაზვერვა, სამხედრო ტოპოგრაფია, საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, ჯავშანსატანკო ჯარები, არტილერია, საინჟინრო საქმე, კავშირგაბმულობა, ფიზიკური მომზადება, საბრძოლო მომზადება (512; 53,4); 

– ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია (240; 25); 

– უცხო ენა, თურქეთის რევოლუციის ისტორია და ქემალიზმის იდეოლოგია, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა (208; 21,6). 

მესამე კურსი (960 სასწავლო საათი; 100 %): 

– ტაქტიკურ-ზურგის სამსახური, დაზვერვა, სამხედრო ტოპოგრაფია, სამხედრო კანონმდებლობა, კომუნიკაცია, საარტილერიო ტექნიკური მომარაგება, საინტენდანტო სამსახური, პირადი შემადგენლობა, სატრანსპორტო საშუალებანი, სამეთაურო ხელოვნება, ფიზიკური მომზადება, საბრძოლო მომზადება (608; 63,3); 

– ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია (192; 20); 

– უცხო ენა, თურქეთის რევოლუციის ისტორია და ქემალიზმის იდეოლოგია (160; 16,7). 

მეოთხე კურსი (960 სასწავლო საათი; 100 %): 

– ტაქტიკურ-ზურგის სამსახური, სპეციალობის თეორია, ომების ისტორია, სამხედრო ფსიქოლოგია, ხელმძღვანელობის მეთოდები, მასობრივი დაზიანების იარაღი, ფიზიკური მომზადება, საბრძოლო მომზადება (544; 57); 

– ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია (224; 23); 

– უცხო ენა, თურქეთის რევოლუციის ისტორია და ქემალიზმის იდეოლოგია, პოლიტიკური ისტორია (192; 20). 

სასწავლებელი ყოველწლიურად უშვებდა 450–500 ოფიცერს ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებით. შემდეგ ისინი გადიოდნენ ერთწლიან სპეციალიზაციას ჯარების გვარეობათა სასწავლებლებში, რის შემდეგაც მათ ნიშნავდნენ ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე და გზავნიდნენ ჯარებში. 

ტექნიკური დისციპლინების სწავლება წარმოებდა უცხო ენაზე (ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად). სწავლების დონე საკმარისად მაღალი გახლდათ. დიდი ყურადღება ეთმობოდა მომავალი ოფიცრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას. სასწავლო პროცესის მსვლელობისას სასწავლებლის მეთაურობა აწყდებოდა სიძნელეებს კათედრების პედაგოგთა შემადგენლობით დაკომპლექტებაში. 1990-იანი წლების შუახანებში მასწავლებელთა მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით ზოგადთეორიული კურსების წასაკითხად, იწვევდნენ სამოქალაქო უმაღლესი სასწავლებლებიდან. 

სამხედრო-საზღვაო ძალების საოფიცრო სასწავლებელი „დენიზ ჰარფ ოქულუ“ (თუზლა) ამზადებდა ოფიცრებს ხომალდებისა და სანაპირო სამსახურებისთვის. მოქმედებდა ორი ფაკულტეტი: სამეთაურო და საინჟინრო. პირველ სამ კურსზე სწავლება წარმოებდა ერთიანი პროგრამის მიხედვით, მეოთხეზე კი განცალკევებულად – ფაკულტეტებზე. სასწავლო წელი შედგებოდა ორი სემესტრისა (როცა კურსანტები უშუალოდ სასწავლებელში მეცადინეობდნენ) და საზაფხულო პრაქტიკისგან თურქეთის სზძ-ის სასწავლო და საბრძოლო ხომალდებზე. ყოველწლიურად წარმოებდა 100–140 ოფიცრის გამოშვება. სასწავლებლის დასრულების შემდეგ გამოშვებულებს ენიჭებოდათ სამხედრო წოდება ლეიტენანტი და კვალიფიაცია საზღვაო ოფიცერი. ხომალდებზე გაგზავნის წინ ოფიცრები, ისევე როგორც სახმელეთო ჯარებში, გადიოდნენ სპეციალიზაციას. სასწავლებელი წლის განმავლობაში ამზადებდა ასევე თადარიგის ოფიცრებს სანაოსნო სკოლისა და ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან. მისი დასრულების შემდეგ ისინი იღებდნენ უმცროსი ლეიტენანტის წოდებას და გადიოდნენ ერთწლიან სტაჟირებას ხომალდებზე, სანაპირო ნაწილებსა და სზძ-ის დაწესებულებებში, შემდეგ კი თადარიგში თავისუფლდებოდნენ. 

ტარდებოდა აგრეთვე ოფიცრების გადამზადება შესაბამის კურსებზე. საზღვარგარეთულ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ 1952 წლიდან სპეციალურად შერჩეულ კურსდამთავრებულებს უშვებდნენ აშშ-ში სრულყოფის სკოლაში (ქ. მონტერეი, კალიფორნიის შტატი), აგრეთვე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და იტალიის სამხედრო-საზღვო ძალებში არსებულ სხვადასხვა მოკლევადიან კურსებზე. 

სამხედრო-საჰაერო ძალების საფრენოსნო სასწავლებელი „ჰავა ჰარფ ოქულუ“ (ეშილიურთი, სტამბული) გახლდათ თურქეთის სჰძ-ის ოფიცერთა კადრების მომზადების ძირითადი სასწავლო დაწესებულება. ის ყოველწლიურად უშვებდა 200–220 ოფიცერს. კურსანტები აქ იღებდნენ ძირითადად თეორიულ მომზადებას. პირველ კურსზე სწავლება ყველა კურსანტისთვის წარმოებდა ერთიანი პროგრამის მიხედვით. მეორე კურსიდან იწყებოდა სპეციალიზაცია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გამოშვებულებს ენიჭებოდათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება და შემდგომი სწავლებისთვის იგზავნებოდნენ ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სასწავლებლებში. 

სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში ყველა სასწავლებლის კურსანტებისთვის დადგენილი გახლდათ ერთიანი დღის განრიგი: 

6.00 – ადგომა 
6.00 – 6.15 – დილის ტუალეტი 
6.15 – 7.30 – კროსი 5 კმ (ყოველდღიურად) 
7.30 – 8.15 – საუზმე 
8.15 – 8.30 – მოწყობა და მეცადინეობებისთვის მომზადება 
8.30 – 12.20 – მეცადინეობები 
12.30 – 13.10 – სადილი 
13.20 – 15.30 – მეცადინეობები 
16.00 – 17.00 – ფიზიკური მომზადება 
17.00 – 18.30 – თვითმომზადება 
18.30 – 19.00 – პირადი დრო 
19.00 – 20.00 – ვახშამი 
20.00 – 22.00 – თვითმომზადება 
22.15 – გასაყრისი (отбой) 

ჯარების გვარეობათა და სამსახურების სასწავლებლები ამზადებდნენ კადრის ოფიცრებს, თადარიგის ოფიცრებსა და ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრებს. კადრის ოფიცრების მოსამზადებელი განყოფილებები ძირითადად კომპლექტდებოდა შეიარაღებული ძალების სახეობათა სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მიღების გზით. 

სახმელეთო ჯარების ოფიცერთა სპეციალიზაცია წარმოებდა ჯართა გვარეობებისა და სამსახურების შემდეგ სასწავლებლებში: 

– ჯავშანსატანკო (ეთიმესგუთი) – სამეთაურო და ტექნიკური შემადგენლობა ჯავშანსატანკო ჯარებისთვის. იყო სამო ქვეგანყოფილება (отделения): კადრის ოფიცრების, თადარიგის ოფიცრებისა და კადრის უნტერ-ოფიცრების. კადრის ოფიცერთა ყოველწლიური გამოშვება შეადგენდა 150–160 ადამიანს, თადარიგის ოფიცრების – დაახლ. 450, უნტერ-ოფიცრების – დაახლ. 500 ადამიანს. სასწავლებლის ბაზაზე შექმნილი გახლდათ ასევე შემდეგი კურსები: ჯავშანსატანკო ჯარების ოფიცერთა სრულყოფის; ოფიცერთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალიზაციის; სამხედრო საქმის საფუძვლებისა თადარიგის ოფიცრებისთვის; სატანკო და სადაზვერვო ოცეულების მეთაურთა თანამდებობებზე თადარიგის ოფიცერთა მომზადების; ოფიცერ-ტექნიკოსთა მომზადების; სამხედრო საქმის საფუძვლებისა უნტერ-ოფიცრებისთვის; უნტერ-ოფიცერთა სპეციალიზაციის. 

– ქვეითი (თუზლა) – ქვეითი, მოტოქვეითი, სატყვიამფრქვევო, ნაღმსატყორცნების ოცეულებისა და უუკუცემო ქვემეხების ოცეულების. სწავლების ვადა იყო ერთი-ორი წელი. სასწავლებელში იყო რიგი მუდმივად მოქმედი კიურსებისა: ქვეითი ოფიცრების სრულყოფის, სამოქალაქო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის სამხედრო საქმის საფუძვლების, თადარიგის ოფიცრებისთვის სამხედრო საქმის საფუძვლების, ქვეითი უნტერ-ოფიცრების, ათეულის მეთაურებისა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) დამმიზნებლების კვალიფიკაციის ამაღლების (უნტერ-ოფიცრებისთვის). ყოველწლიურად უშვებდბნენ დაახლ. 1000 ადამიანს. 

– ქვეითი თადარიგის ოფიცრებისთვის (ანკარა) კომპლექტდებოდა ირითადად სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებების იმ კურსდამთავრებულებით, ვისაც ვადიანი სამსახური არ ჰქონდა გავლილი. სწავლების ვადა გახლდათ ექვსი თვე, ყოველწლიური გამოშვება დაახლ. 2000 ადამიანი. 

– სარაკეტო-საარტილერიო (ფოლათლი) – კადრის ოფიცრები, თადარიგის ოფიცრები და ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრები სახმელეთო ჯარების ყველა საარტილერიო ქვედანაყოფისა და ნაწილისთვის. ყოველწლიურად უშვებდა დაახლ. 200 კარდის ოფიცერს, 250-მდე თადარიგის ოფიცერსა და 300 უნტერ-ოფიცერს. 

სასწავლებელში მოქმედებდა ოფიცერთა შემადგენლობის სრულყოფის შემდეგი კურსები: 105-, 155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცებისა და 175-მმ ზარბაზნების ექსპლუატაციის; საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების პილოტების მომზადების; ოფიცერ-ტექნიკოსების მომზადების; უნტერ-ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალიზაციის; უნტერ-ოფიცერ – ტექნიკოსების მომზადების. 

– სადაზვერვო-დივერსიული (ეგრიდირი) – ოფიცრები და ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრები კომანდოსების ქვედანაყოფებისა და ნაწილებისთვის. ყოველწლიურად უშვებდა დაახლ. 50 ოფიცერსა და 200–250 ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცერს. აქ იყო პირადი შემადგენლობის სპეციალური ალპინისტური მომზადების კურსები კომანდოსების ნაწილებისთვის და კომანდოსების სპეციალური კურსები. 

– ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის (სტამბული) – ინსტრუქტორები და ტექნიკური პერსონალი მასობრივი დაზიანების იარაღისგან (მდი) ჯარების დაცვის საშუალებებში. იყო რამდენიმე მუდმივმოქმედი მოკლევადიანი კურსი: შტაბის მუშაკებისა და მეთაურთა კადრების მომზადების; სამხედრო აკადემიების მსმენელთათვის; უნტერ-ოფიცერთა მომზადების. 

– სამხედრო-საინჟინრო (სტამბული) – კადრის ოფიცრები, თადარიგის ოფიცრები და ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრები საინჟინრო ჯარებისთვის. ყოველწლიურად უშვებდა 150–160 კადრის ოფიცერს, დაახლ. 400 თადარიგის ოფიცერსა და 500-მდე ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცერს. 

– კავშირგაბმულობის (მამაქი, ანკარა) – ამზადებდა ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრების შემადგენლობას კავშირგაბმულობის ჯარებისთვის. ყოველწლიური გამოშვება: კადრის ოფიცრების – 100, თადარიგის ოფიცრების – დაახლ. 300, უნტერ-ოფიცრების – 350-მდე ადამიანი. 

– საარტილერიო-ტექნიკური მომარაგების (ბალიქესირი) – სპეციალისტები საარტილერიო-ტექნიკური მომარაგებისა და რემონტის ქვედანაყოფებისა და სამსახურებისთვის. ყოველწლიური გამოშვება: კადრის ოფიცრების – დაახლ. 50, თადარიგის ოფიცრების – 600-მდე, უნტერ-ოფიცრების – დაახლ. 500 ადამიანი. 

– სამხედრო-სატრანსპორტო (ღაზიემირი) – კადრის ოფიცრები, თადარიგის ოფიცრები და ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრები ავტოსატრანსპორტო ქვედანაყოფების, ნაწილებისა და სამსახურებისთვის. სასწავლებლის ყოველწლიური გამოშვება გახლდათ: კადრის ოფიცრების – 40-50, თადარიგის ოფიცრების – დაახლ. 350, უნტერ-ოფიცრების – 150 ადამიანი. 

– საფინანსო-საინტენდანტო (ჰალიჯიოღლუ, სტამბული) – საფინანსო და საინტენდანტო სამსახურების ოფიცრები. 

– სამხედრო-სამედიცინო (იზმირი). 

– სამხედრო-ტოპოგრაფიული (ანკარა). 

– სამთო-ალპინისტური (მუღლა). 

– უცხო ენების (ანკარა) – უნცხო ენების მასწავლებლები და თარჯიმნები (სახმელეთო ჯარების სამხედრო სასწავლებელთან). 

სზძ-ის ოფიცრები თავიანთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სრულყოფდნენ სპეციალიზაციის ექვსთვიან კურსებზე მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯუკში, რის შემდეგაც ისინი იგზავნებოდნენ ხომალდებზე და (სანაპირო) ნაწილებში. აუცილებელი ორწლიანი სამსახურის შემდეგ მათ შეეძლოთ შესულიყვნენ სზძ-ის ზურგის სამსახურების სასწავლებელში (გიოლჯუკი), სადაც სწავლობდნენ ზურგის ორგანიზაციას, ფინანსურ გაანგარიშებებსა და ბუღალტერიას, ეკონომიკის საფუძვლებს, სამართალს, საქონელმცოდნეობას, ვაჭრობასა და სხვა დისციპლონებს. სწავლების ვადა გახლდათ ერთი წელი. 

იყო აგრეთვე ექვსთვიანი კურსები ჰიდროგრაფიული სამსახურის ოფიცრების მომზადებისა და ერთწლიანი – ფლოტის წყალქვეშა ძალების ოფიცრების მომზადებისთვის. 

სზძ-ის თადარიგის ოფიცერთა სასწავლებელს (კ. ჰეიბელიადა) აკომპლექტებდნენ ძირითადად საზღვაოსნო სკოლისა და ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით. იყო ორი ქვეგანყოფილება: სამწყობრო და საინჟინრო. სწავლების ვადა თითოეულში გახლდათ ერთი წელი. დასრულების შემდეგ გამოშვებულნი უმცროსი ლეიტენანტის წოდებით ერთწლიან სტაჟირებას გადიოდნენ ხომალდებზე და სანაპირო ნაწილებში, რის შემდეგაც თავისუფლდებოდნენ თადარიგში. 

სჰძ-ის ოფიცრები სპეციალიზდებოდნენ ჯართა გვარეობებისა და სამსახურების შემდეგ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში: 

– საავიაციო-ტექნიკური სასწავლებელი (იზმირი) – ტექნიკური შემადგენლობის ოფიცრები და უნტერ-ოფიცრები რეაქტიული და დგუშიანი თვითმფრინავების მომსახურებისთვის. სწავლების ვადა სპეციალობის მიხედვით შეადგენდა ერთ-ორ წელიწადს. ყოველწლიური გამოშვება გახლდათ 130–150 ადამიანი. 

– საფრენოსნო სასწავლებელი (ღაზიემირი, იზმირი) – შეისწავლიდნენ ფრენების თეორიას და ღებულობდნენ პრაქტიკულ საფრენოსნო მომზადებას დგუშიან თვითმფრინავებზე. სწავლების ვადა იყო ერთი წელი. 

– საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სასწავლებლი (იზმირი) – ამზადებდა ოფიცრებსა და უნტერ-ოფიცრებს შემდეგი სპეციალობების მიხედვით: რადიოსალოკაციო სადგურების (რლს) ოპერატორები და ტექნიკოსები, მერაკეტეები, მეზენიტეები, სპეციალისტები ავიაციის მართვისა და დამიზნების (наведение) სამსახურისთვის. სწავლების ვადა გახლდათ ერთი-ორი წელი სპეციალობის შესაბამისად. წელიადში უშვებდა 50–70 ადამიანს. 

– კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის საავიაციო სასწავლებელი (იზმირი) – ოფიცრები, უნტერ-ოფიცრები და რიგითები – კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის სპეციალისტები. სწავლების ვადა იყო ერთი-ორი წელი სპეციალობისდა მიხედვით. ყოველწლიური გამოშვება – დაახლ. 200 ადამიანი. 

– სააეროდრომო სამსახურის სასწავლებელი (იზმირი) – სხვადასხვა პროფილის ინჟინერ-მშენებლები. 

– მომარაგების სამსახურის სასწავლებელი (ესქიშეჰირი) – ოფიცრების სჰძ-ის მომარაგების სამსახურისთვის. 

– სჰძ-ის უცხო ენათა სასწავლებელი (იზმირი) – სამხედრო თარჯიმნებისა სჰძ-თვის. 

– ბომბტყორცნის სკოლა (ადანა). 

– რეაქტიული ავიაციის ჯგუფი (ესქიშეჰირი) – საფრენოსნო სასწავლებლის კურსდამთავრებულნი ღებულობდნენ პრაქტიკულ საფრენოსნო მომზადებას რეაქტიულ თვითმფრინავებზე. 

მზვერავ-ოფიცრებს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის ამზადებდნენ შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სასწავლებელში (ანკარა). 

სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებლებში კადრის ოფიცრობის კანდიდატების შერჩევისა და სწავლების წესი განისაზღვრებოდა ეროვნული თავდაცვის მინისტრის 1968 წლის 11 მაისის დირექტივით. ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა, მატერიალური უზრუნველყოფა და მასზე პასუხისმგებლობა ეკისებოდათ უნივერტსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამხედრო ფაკულტეტების მეთაურობებს. სამხედრო მსმენელების კონტინგენტს ყოველწლიურად ადგენდა ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებში შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებათა შესაბამისად. 1990-იანი წლების შუახანებში ქვეყნის უმაღლეს სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებში შეიარაღებული ძალების სახეობებისთვის გამოყოფილი იყო კვოტა, მათ შორის: სახმელეთო ჯარებისთვის – 145 ადგილი, სზძ-თვის – 90, სჰძ-თვის – 100. სახმელეთო ჯარებისთვის გამოყოფილი კვოტა შემდეგნაირად გახლდათ განაწილებული: ანკარა – 50 ადგილი, სტამბული – 25, ადანა – 10, დიარბაქირი – 10, არზრუმი – 10, იზმირი – 10, კაისერი – 10, სამსუნი – 10, სივასი – 10 ადგილი, მათგან 110 ექიმის, 6 ვეტერინარის, ხუთი ინგლისური ენის მასწავლებლის, ორი – გერმანულის, ორი – რუსულის, ოთხი ინჟინერ-მშენებლის, სამი ინჟინერ-ქიმიკოსის, ოთხი ინჟინერ-მექანიკოსის, ექვსი ინჟინერ-ელექტრიკოსის, სამი ინჟინერ-ფიზიკოსის. 

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კონტინგენტის მიხედვით, სამოქალაქო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო მსმენელობის კანდიდატებს წაეყენებოდა იგივე მოთხოვნები, რაც სამხედრო სასწავლებლებში შემსვლელებს. მათზე ვრცელდებოდა დებულება სამხედრო ფორმის ტარების შესახებ, აგრეთვე სამხედრო წესდებებისა და დარიგებათა ყველა დებულება. პროგრამით გათვალისწინებული გახლდათ სამხედრო მომზადება (2 სთ კვირაში) და საბანაკო შეკრებები შეიარაღებული ძალების სახეობათა სასწავლო ცენტრებში (2-ჯერ ორ-ორი თვე). უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსმენელები გადიოდნენ ორთვიან მომზადებას ქვეითი ჯარის სასწავლებელში (თუზლა) და აბარებდნენ გამოცდებს ოფიცრის წოდების მისაღებად. 

სამეთაურო უნარ-ჩვევებისა და სპეციალური სამხედრო ცოდნის შემდგომი სრულყოფისთვის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთ გზავნიდნენ ჯარების გვარეობათა შესაბამის სასწავლებლებში: ექიმებსა და ვეტერინარებს – უმაღლეს სამედიცინო კურსებზე (ანკარა), უცხო ენების მასწავლებლებს – უცხო ენათა სამხედრო სასწავლებელში (ანკარა), სხვადასხვა პროფილის ინჟინრებს – ჯავშანსატანკო (ეთიმესგუთი), სარაკეტო-საარტილერიო (ფოლათლი), საინჟინრო (ნარლიდერე), სატრანსპორტო (ღაზიემირი), ზურგის სამსახურების (ბალიქესირი), საარმიო ავიაციის (გიუვერჯინლიკი, ანკარა) და კავშირგაბმულობის (ანკარა). 

1982 წლის 26 მარტის # 2642 კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან ის პირები, რომელთაც დამთავრებული ჰქონდათ უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტები ან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებანი, მათი სურვილისა და ასაკის მიუხედავად შეიძლებოდა გაეწვიათ ოფიცრებად ნამდვილ სამხედრო სამსახურში, თუ შეიარაღებულ ძალებს სჭირდებოდა ის სპეციალობები, რომელთაც ეს პირები ფლობდნენ. 

რუსი ავტორების დასკვნით, სამხედრო განათლების მრავალსაფეხურიანი სისტემა საშუალებას იძლეოდა განეხორციელებიათ სამეთაურო კადრების გულდასმით ფილტრაცია და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი შემადგენლობა მკაცრი კლასობრივი და იდეოლოგიური ნიშნების მიხედვით დაეკომპლექტებიათ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник А. Федин, «Подготовка офицерских кадров в Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1995, № 8. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

თურქეთის ოფიცერთა სოციალური დაცვა 1990-იანი წლების დასაწყისში

უცხოეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მორალური სულისკვეთებისა და მმართველი რეჟიმისადმი სამხედრო მოსამსახურეთა ლოიალურობის განმტკიცების, არმიაში სამსახურის მიმზიდველობის ამაღლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად ითვლება მათი სოციალური დაცულობა. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს თურქეთის ოფიცერთა კორპუსის მდგომარეობა, რომელმაც საკუთარი თავის მიმართ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვანაირი, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება განიცადა. 

ყველაზე უფრო უსიამოვნო ეტაპი თურქი ოფიცრებისთვის, მათი სოციალური დაცულობის თვალსაზრისით, გახლდათ 50-იანი წლები. ქვეყნის ხელისუფლებაში 1950 წელს ა. მენდერესის მეთაურობით დემოკრატიული პარტიის მოსვლის შემდეგ ისინი სახელმწიფო მოსამსახურეთა იმ კატეგორიაში აღმოჩნდნენ, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი ხელფასები ეძლეოდათ. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ უმცროსმა და საშუალო ოფიცრებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა 1960 წლის 27 მაისის სამხედრო გადატრიალებაში, როცა ძალაუფლება ქვეყანაში დროებით სამხედროების ხელში გადავიდა, რომლებიც ეროვნული ერთიანობის კომიტეტში გაერთიანედნენ. იმ დროიდან მათი სოციალური და მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად იქნა განმტკიცებული, და თუმცა კი თურქი ოფიცრები ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით ყველაზე უფრო უზრუნველყოფილთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდნენ, 1990¬-იანი წლების დასაწყისში სულაც არ გრძნობდნენ საკუთარ თავს დაჩაგრულად არც მორალური და არც მატერიალური მიმართებით. თურქეთის სამხედრო სასწავლებელთა კურსანტების ძირითადი ნაწილი ოფიცრის პროფესიის არჩევის მიზეზებად თვლიდა მის პრესტიჟულობას, სტაბილურ და შედარებით უჭირველ მომავალს. 

იმ ხანებში თურქეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სისტემა, ფულადი ანაზღაურების გარდა, სხვადასხვანაირ სოციალურ და მატერიალურ შეღავათებსა და მომსახურებებს მოიცავდა, რომლებიც სამხედრო სამსახურის სიძნელეებითა და სპეციფიკით იყო განპირობებული და საკანონმდებლო წესით განმტკიცებული. მათ შორის გახლდათ სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურება, სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება, დასვენების ორგანიზაცია და სხვა. მათი სოციალური გარანტიები ასევე იმ სამართლებრივი ნორმებითაც იყო გათვალისწინებული, რომლებიც ახდენდნენ სამსახურის გავლისა და შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლების წესის რეგლამენტაციას. 

სამსახურის გავლა. უფლებებისა და შესაძლებლობათა განსაზღვრულ გარანტიებს თურქი ოფიცრები უკვე თანამდებობაზე პირველი დანიშვნისას ხვდებოდნენ (ეხებოდნენ). სამხედრო სასწავლო დაწესებულებების გამოშვებულთა განაწილება წილისყრის მიხედვით ხორციელდებოდა. ამასთან გამოშვების პირველ ათ საუკეთესო ადამიანს სამსახურის ადგილის არჩევის უფლებაც ეძლეოდა. 

«თურქეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ კანონის» შესაბამისად ოფიცრების გადანაცვლებისას მკაცრად ხდებოდა როტაციის პრინციპის დაცვა ქვეყნის სხვადასხვა გარნიზონებში ცხოვრების პირობების გათვალისწინებით. თურქეთის ტერიტორია გაყოფილი იყო ორ ზონად – დასავლეთისა (პირველი) და აღმოსავლეთის (მეორე). თითოეული მათგანი შეიცავდა ხუთი კატეგორიის გარნიზონებს, რომლებიც აღინიშნებოდა ლათინური ასოებით A-დან E-ს ჩათვლით. გარნიზონი ინდექსით 1A წარმოადგენდა სამსახურის საუკეთესო ადგილს, ხოლო ინდექსით 2E – ყველაზე უფრო არახელსაყრელს. ინდექსის განსაზღვრისას ბევრი ფაქტორი გაითვალისწინებოდა – მოცემული ადგილის კლიმატით დაწყებული და იქ სკოლებისა და საავადმყოფოების არსებობით დამთავრებული. 

სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) პირადი შემადგენლობისთვის იყო მხოლოდ ერთი ზონა – პირველი. სამხედრო-საზღვაო ძალებში (სზძ) სანაპირო ნაწილებსა და დაწესებულებებში სამსახური პირველ ზონაში სამსახურად ითვლებოდა, ხოლო ხომალდებზე კი – მეორე ზონის E კატეგორიის გარნიზონში სამსახურად. 

ეროვნული თავდაცვის მინისტრის დირექტივით დადგენილი იყო გარნიზონებში სამსახურის ვადების შეზღუდვები (იხ. ცხრილი). სხვადასხვა ადგილას სამსახურის მკაცრი მონაცვლეობა (რიგითობა) იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დატვირთვები ოფიცერთა შემადგენლობაში თანაბრად გაენაწილებიათ და არმიაში პროტექციონიზმის შესაძლო გამოვლინებებთანაც ებრძოლათ. 

ცხრილი 

თურქეთის ოფიცერთა შემადგენლობის გარნიზონებში სამსახურის ვადები 

გარნიზონის . . . . . დასავლეთის ზონა . . . . . აღმოსავლეთის ზონა . . 
კატეგორია . . . . . . . . . . (პირველი) . . . . . . . . . . . . . . (მეორე) . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . სახმელეთო . . სჰძ . . სზძ . . . . სახმელეთო . . . . სზძ 
. . . . . . . . . . . . . . .ჯარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჯარები . . . . . . . . . . 

. . . . A . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . 5 . . . . 5 . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . – . . . 
. . . . B . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . 5 . . . .5 . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . . 
. . . . C . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . 4 . . . .4 . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . . 
. . . . D . . . . . . . . . . . 4. . . . . . . . .4. . . . 4 . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . – . . . 
. . . . E . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . 3 . . . .3 . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . 2 . . . 

თითოეული ოფიცრის საქმიანობის ობიექტური შეფასების, აგრეთვე სამსახურში გარანტირებული დაწინაურების მიზნით თურქეთის არმიაში სამხედრო მოსამსახურეთა ყოველწლიური ატესტაციის სისტემა იყო შემოღებული. სამი ზემდგომი უფროსი ატესტაციაზე გასულს ნიშნებს 20 პოზიციის მიხედვით უწერდა, რომლებიც მის პროფესიულ და მორალურ-პოლიტიკურ თვისებებს მოიცავდა. თითოეული პოზიციის მაქსიმალური შეფასება გახლდათ ათი ქულა. მოცემულ წოდებაში ოფიცრის ნამსახურების ვადის ამოწურვის შემდეგ მთელი ამ პერიოდისთვის საშუალო საატესტაციო ქულა გამოჰყავდათ. მორიგი წოდების მისაღებად უმცროს ოფიცრებსა და მაიორებს ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 60 % უნდა მოეგროვებინათ, ვიცე-პოლკოვნიკებსა და პოლკოვნიკებს კი – 70 %. ოფიცერს, რომელიც წლიური საატესტაციო ქულის 95 %-ს დააგროვებდა, მორიგი სამხედრო წოდება ვადამდე მიენიჭებოდა, ხოლო წლების ნამსახურებაზე კი საშეღავათო წელი ემატებოდა. 

1990-იანი წლების დასაწყისში გახშირებული იყო კრიტიკა არსებული «საატესტაციო ზღურბლის» მიმართ სამხედრო წოდების მინიჭებისა და ზემდგომ თანამდებობაზე დანიშვნისას. განიხილებოდა საკითხი ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის ახალი სისტემის დანერგვის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებდა გამოთვლით ტექნიკის ფართო გამოყენებას და მინიმუმამდე დაიყვანდა მეთაურობის (სარდლობის) მხრიდან სუბიექტური მიდგომის შესაძლებლობას. 

შვებულება. ნამსახურებისდა მიხედვით ოფიცერს ჰქონდა ყოველწლიური შვებულების უფლება 45 დღეღამემდე ხანგრძლივობით მგზავრობის დროის გაუთვალისწინებლად. მას შეეძლო ის ერთბაშად ან ნაწილ-ნაწილ გამოეყენებია. დამატებითი შვებულებები ოფიცრებს მათი უახლოესი ნათესავების სიკვდილის (10 დღეღამე) ან სტიქიური უბედურებების (30 დღეღამე) შემთხვევაში, ან კიდევ სამედიცინო კომისიის დასკვნის მიხედვით ეძლეოდათ. 

კადრის ოფიცერთა ფინანსური უზრუნველყოფა. გაითვალისწინებოდა ოფიცრების ფულადი ანაზღაურების ცვლილება ყოველ ნახევარ წელიწადში გაზრდის მხარეს. მაგრამ ინფლაციის მაღალი ტემპების პირობებში, რამაც 1991 წელს 70 %-ს მიაღწია, ოფიცერთა ჯამაგირის ზრდა ყოველთვის ვერ მიჰყვებოდა ფასების მომატებას. ეს არცთუ იშვიათად იწვევდა ოფიცრების გარემოში და თვით სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალ ეშელონებშიც კი უკმაყოფილებას. ასე, 1991 წელს გენერალური შტაბის უფროსი არმიის გენერალი დ. გიურეში ორი თვის განმავლობაში კუთვნილი ჯამაგირის აღებაზე უარს ამბობდა, რის შედეგადაც მთავრობა იძულებული შეიქნა ოფიცერთა შემადგენლობისთვის ხელფასები გაეზარდა. 

1992 წლის აგვისტო-სექტემბრის მდგომარეობით ოფიცრების ყოველთვიური ხელფასი შემდეგ ზომებში გახლდათ დადგენილი (დოლარებში): დივიზიის გენერალი – 1167, ბრიგადის გენერალი – 1079, სრული ნამსახურების მქონე პოლკოვნიკი – 992, პოლკოვნიკი – 763, ვიცე-პოლკოვნიკი – 705, მაიორი – 672, კაპიტანი – 420, უფროსი ლეიტენანი – 383, ლეიტენანტი – 370. მთლიანობაში შესაბამისი რანგისა და მუშაობის სტაჟის მქონე სახელმწიფო მოსამსახურის ჯამაგირი უახლოვდებოდა ოფიცრის ხელფასს, თუმცა კი სხვადასხვა შეღავათებისა და დამატებების გათვალისწინებით, უკანასკნელის მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა უფრო უპირატესი და სასურველი გახლდათ. 

ოფიცრების მიერ მიღებულ დამატებებს შორის, რომელთა ზომებიც ყოველწლიურად ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრებოდა, ყველაზე უფრო წონადი იყო შვილებზე მიცემული დახმარება, აგრეთვე დანამატები ძნელი პირობების მქონე რაიონებში სამსახურისა და ჯარებში სამსახურისთვის. შვილებზე დახმარებას მათ მიერ 19 წლის ასაკის მიღწევამდე უხდიდნენ, ხოლო გაუთხოვარ ქალიშვილებსა და სტუდენტ ვაჟიშვილებზე კი – 25 წლის მიღწევამდე. 

ძნელი პირობების მქონე რაიონებში სამსახურისთვის დანამატი სრულად ან ნაწილობრივ რაიონის კატეგორიის და მიხედვით ეძლეოდათ. 

ჯარებში სამსახურისთვის დანამატი განკუთვნილი იყო შენაერთების, ნაწილებისა და შტაბების ოფიცრებისთვის, რომელთა ჩამონათვალებიც შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობისთვის იყო დამტკიცებული. მფრინავები, წყალქვეშა ნავების მეზღვაურები და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეები ამ დანამატის ნაცვლად სამსახურის ხასიათის გამო ღებულობდნენ სპეციალურ ანაზღაურებას. 

გარდა ამისა, ოფიცრებს უხდიდნენ დახმარებებს ტანსაცმელსა და კვებაზე, გათბობაზე, მკურნალობაზე, შვილის დაბადებისას, ანაზღაურებას დამატებითი მუშაობისა და პროფესიული რისკისთვის, წარმომადგენლობით თანხებს (განსაზღვრული კატეგორიებისთვის), კომპენსაციებს შვილების სკოლა-ინტერნატების საერთო საცხოვრებლებში ცხოვრებისთვის და რიგ სხვა დანამატებს. 

სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა და ამასთან დაკავშირებით თანამდებობისგან იყო ჩამოცილებული, თავისი ფულადი ანაღაურების 2/3-ს ღებულობდა. თუ გამოძიება მის უდანაშაულობას დაადგენდა, თანამდებობაზე აღდგენასთან ერთად მას კომპენსაციაც ელეოდა. 

საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ოფიცრების უმრავლესობა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შეღავათიანი საცხოვრებელი ფონდის სახლებში ცხოვრობდა. მათ აშენებდნენ ყველგან, უწინარეს ყოვლისა კი მოშორებულ გარნიზონებში, ერთიანი პროგრამის მიხედვით გენერალური შტაბის უშუალო ხელმძღვანელობით. სამსახურეობრივ სახლებში ბინების სტანდატრული ფართობი 85–150 მ² გახლდათ, მათში ცხოვრებისთვის საიჯარო გადასახადი კი 6–8-ჯერ ნაკლები იყო ჩვეულებრივთან შედარებით. 

იყო ოთხი ტიპის სახლები ოფიცერთა შემადგენლობისთვის. 

– არმიისა და კორპუსის გენერლებისთვის 120–150 მ² ფართის ბინებით, რომლებიც ეძლეოდათ მაშინვე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ; 

– დივიზიისა და ბრიგადის გენერლებისთვის, რამდენადმე ნაკლები კვადრატებით და ასევე გამოეყოფოდათ მაშინვე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ; 

– გენერალური შტაბის, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების, კავშირგაბმულობის კვანძებისა და მესაზღვრე ოფიცრებისთვის; 

– დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც ბინის ურიგოდ მიღებაზე შეღავათები არ ჰქონდათ. 

ოფიცერთა ძირითადი მასის მიერ ბინების მიღების რიგითობა ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. რიგში მდგომ ოფიცერს წინამორბედი სამსახურის თითოეულ წელზე თითო ქულა ერიცხებოდა, კიდევ თითო ქულა – ყოველი თვისათვის საცხოვრებელი ფართის მიცემაზე პატაკის ჩაბარების მომენტიდან, არმომუშავე ცოლზე ექვსი ქულა ემატებოდა, სახელმწიფო სექტორში მომუშავეზე კი – ორი, თითოეულ შვილზე სამი ქულა, კმაყოფაზე მყოფ სხვა პირებზე – თითო-თითო ქულა. მათ, ვინც სამსახურს უშუალოდ ჯარებში გადიოდნენ, 15-15 ქულა ემატებოდათ. სამსახურში წახალისებისთვის ერიცხებოდათ სამი ქულა, ამდენივე ეხსნებოდათ დისციპლინარული სასჯელისთვის (взыскание). კიდევ ხუთი ქულა იკარგებოდა, თუ ოჯახის რომელიმე წევრს მოცემულ პროვინციაში ჰქონდა ბინა. ამრიგად, რიგის დადგენა და კორექტირება დაგროვებული ქულების მიხედვით ხდებოდა. ამით, ერთის მხრივ, სოციალური სამართლიანობის პრინციპი იყო დაცული, ხოლო მეორეს მხრივ კი – თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი ოფიცრების კეთილსინდისიერი დამოკიდებულების სტიმულირებაც ხდებოდა. 

სამედიცინო მომსახურება. ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები უფასო სამედიცინო დახმარებით მთლიანად იყვნენ უზრუნველყოფილი. 1992 წლის შუახანებში ქვეყანაში 42 სტაციონარული სამხედრო ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა, მათ რიცხვში ერთი 1000 საწოლზე, ორი – 800, ხუთი – 400 საწოლზე, 29 კი 50–200 საწოლზე. მათში დაახლოებით 2200 ექიმი მუშაობდა. აუცილებლობის დროს სამხედრო მოსამსახურეები სახელმწიფოს ხარჯზე სამკურნალოდ საზღვარგარეთაც იგზავნებოდნენ. 

თურქეთის მთავრობის მიერ 1991 წლის დეკემბერში მიღებული დადგენილების თანახმად, ოფიცრებსა და მათ ოჯახებს ეძლეოდათ უფასო მკურნალობის უფლება როგორც სამხედრო ისე სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში. ოფიცრების მშობლებს, ძმებსა და დებს ასევე ჰქონდათ უფასო სამედიცინო მომსახურების უფლება, მხოლოდ სამხედრო ჰოსპიტლებში. 

სატრანსპორტო შეღავათები. სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდათ არსებითი ფასდაკლება სახელმწიფო ტრანსპორტით სარგებლობისას, მათ შორის საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტითაც. გარდა ამისა, ოფიცრებს, როგორც წესი, ეძლეოდათ სამსახურეობრივი ტრანსპორტიც სამსახურში და სახლში მისაყვანად. სამსახურის ახალ ადგილამდე მგზავრობისას ყველა სამხედრო მოსამსახურე პირადი ნივთების გადატანისთვის არანაზღაურებად დახმარებას ღებულობდა. 

დასვენების ორგანიზაცია და ჩატარება. უმრავლეს გარნიზონებში იყო არმიის სახლები, შენაერთებისა და ნაწილების შტაბებთან კი – ოფიცრების კაზინოები. აქ შეიძლებოდა თავისუფალი დროის გატარება, სადილობა და უბრალოდ დასვენება, ასევე ოჯახური ზეიმის აღნიშვნაც. გარდა ამისა, არმიის სახლებთან არსებობდა კომფორტაბელური სასტუმროები დაახლოებით 10 ათას ადგილზე. ასეთი სახლების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ოფიცრებსა და მათ უახლოეს ნათესავებს შეეძლოთ. სხვა სამოქალაქო პირებისთვის, თვით პარლამენტის წევრებისთვისაც კი, იქ შესვლა შეუძლებელი გახლდათ. უნტერ-ოფიცრებს თავიანთი არმიის სახლები ჰქონდათ, რომლებიც ოფიცერთა არმიის სახლებს მცირედ თუ ჩამოუვარდებოდა. 

ოფიციალურად არმიის სახლების შექმნის მიზანი იყო სამხედრო მოსამსახურეთა შეკრულობის (сплочённость) განმტკიცება, მათი პროფესიული და კულტურული განვითარება, სოციალური და სულიერი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. თუმცა კი აქ მატერიალური ფაქტორიც არცთუ უკანასკნალ როლს თამაშობდა. ყველა სახეობის მომსახურების ღირებულება არმიის სახლებში 10–20-ჯერ ნაკლები იყო, მსგავსი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებთან შედარებით. ეს მათ შენახვაზე ხარჯების ნაწილის ეროვნული თავდაცვის სამინისტრის ბიუჯეტიდან დაფარვით მიიღწეოდა, აგრეთვე მომსახურე პერსონალის სახით ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა გამოყენებითაც. 

1992 წლის შუახანებში თურქეთში არსებობდა 25 დასასვენებელი სახლი ოფიცრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც 12 ათასზე მეტი ადამიანის მიღება შეეძლოთ. ძირითადად ისინი ხმელთაშუა, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვების სანაპიროებზე იყო განლაგებული. აქ დასვენება ასეთი ტიპის სამოქალაქო დაწესებულებებთან (заведения) შედარებით 7–10-ჯერ უფრო იაფი გახლდათ. დადგენილი წესისა და რიგის შესაბამისად ოფიცერს ოჯახით ეძლეოდა შესაძლებლობა ასეთი დასასვენებელი სახლებით ზაფხულში (ორი კვირა) და ზამთარში (ერთი) ესარგებლა. მაგრამ მათში ადგილების უკმარისობის მიზეზით განაცხადები რიგის მიხედვით საშუალოდ ოთხ წელიწადში ერთხელ კმაყოფილდებოდა. ამასთან უპირატესობა იმ ოფიცრებს ენიჭებოდათ, რომლებიც სამსახურს თურქული ქურთიტანის მოშორებულ პროვინციებში გადიოდნენ. 

ურთიერთდახმარების საარმიო საზოგადოება. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გარდა, ოფიცერთა კორპუსის სოციალური დაცვით სხვადასხვა არასახელმწიფო სტრუქტურებიც იყვნენ დაკავებული. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ურთიერთდახმარების საარმიო საზოგადოებას ეკუთვნოდა. 

ეს საზოგადოება, რომელიც, როგორც ურთიერთდახმარების ერთგვარი სრულიად საარმიო სალარო, 1961 წელს ნებაყოფლობით საწყისებზე თავად ოფიცერთა საწევრო შენატანების საფუძველზე შეიქმნა, დროთა განმავლობაში მონოპოლისტური ტიპის მძლავრ ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანებად გადაიქცა. მისმა კაპიტალმა, რომელიც 1961 წელს 50 მლნ. თურქულ ლირას მოითლიდა, 80-იანი წლების შუახანებისთვის 36 მლრდ.-ს მიაღწია. 1992 წლის შუახანებში ეს საზოგადოება დაახლოებით 90 ათას ადამიანს აერთიანებდა, და სამი ათეული სავაჭრო და სამრეწველო საწარმოს სრული ან ნაწილობრივი მფლობელიც გახლდათ. 

გენერლები და ოფიცრები, რომლებიც ურთიერთდახმარების საარმიო საზოგადოებაში იყვნენ გაწევრიანებული, მის ფონდში თავიანთი ხელფასის 10 %-ს რიცხავდნენ. შესული ფულები ბრუნვაში გაიშვებოდა. თადარიგში გასვლისას კი სამხედრო მოსამსახურეს მისი შენატანების თანხა პროცენტებით უბრუნდებოდა. 

მოგებული თანხებით საზოგადოება თავის მოწილეებს (მეპაიეებს)უბედური შემთხვევების დროს მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენდა, ასევე მათ შეღავათიანი პირობებით სესხებსაც აძლევდა, გარდა ამისა, საკუთარი სახსრებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახლების მშენებლობას ეწეოდა, და მათ, სხვა სამშენებლო კომპანიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებ ფასებში ჰყიდდა. 

ურთიერთდახმარების საარმიო საზოგადოება მთელ ქვეყანაში დახურული მაღაზიების ქსელის სუბსიდირებას ეწეოდა. მათში ფასები საშუალოდ 15 %-ით ნაკლები იყო, ვიდრე სახელმწიფო და კერძო ვაჭრობაში, ხოლო მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელი განვადებით ჩვეულებრივზე 2–3-ჯერ დაბალი პროცენტით იყიდებოდა. 

გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვა. თითოეულ ოფიცერს ჰქონდა უფლება 15 წლის სამსახურის შემდეგ გადამდგარიყო. თუმცა კი კანონის შესაბამისად ასაკის მიხედვით პენსიის უფლება მხოლოდ იმ გენერლებსა და ოფიცრებს ეძლეოდათ, რომლებიც არანაკლებ 25 წლისა იმსახურებდნენ. 1992 წლის შუა თვეების მდგომარეობით შემდეგი პენსიები იყო დადგენილი (დოლარებში): დივიზიის გენერალი – 1054, ბრიგადის გენერალი – 959, ნამსახურების მქონე პოლკოვნიკი – 814, პოლკოვნიკი – 466, ვიცე-პოკლოვნიკი – 393, ნამსახურების მქონე მაიორი – 359. განთავისუფლებისას ოფიცერი ერთდროულ ფულად ანაზღაურებას ღებულობდა. ნამსახურებისდა მიხედვით მის ზომას შეიძლებოდა მისთვის დანიშნული თვიური პენსიის 15-ჯერადი თანხა შეედგინა. 

1980–1990-იანი წლების მიჯნიდან ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განთავისუფლებული ოფიცრების შრომით მოწყობაშიც ღებულობდა უშუალო მონაწილეობას. თადარიგში გასულებს იმ შეღავათების უმეტესობა ეძლეოდათ, რომლებიც კადრის ოფიცერთა შემადგენლობისთვის იყო დადგენილი. მათ და მათი ოჯახის წვრებს შეეძლოთ არმიის სახლებს სწვეოდნენ და, ასევე, უფასო სამედიცინო მომსახურებითაც ესარგებლათ. 

# 2847 კანონის შესაბამისად 1983 წელს გადამდგარი ოფიცრების საზოგადოება იქნა შექმნილი, რომლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა მატერიალური და მორალური დახმარების აღმოჩენა მისი იმ წევრებისთვის, რომლებიც შეჭირვებულ გარემოებებში ჩავარდებოდნენ. საზოგადოება იმყოფებოდა ანკარაში და მას ჰქონდა ფილიალებიც ქვეყნის ბევრ ქალაქში. ორ თვეში ერთხელ ის უშვებდა თავის ჟურნალს «ბირლიკი» («ერთიანობა»). 

თურქი ოფიცრების სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის სისტემა მუდმივ სრულყოფას განიცდიდა. ინფლაციის გათვალისწინებით რეგულარულად იზრდებოდა მათი ფულადი ანაზღაურება. წარმოებდა არსებული კულტურულ-საყოფაცხოვრებო დაწესებულებების მოდერნიზაცია და ახლების შექმნა, ფართოვდებოდა საცხოვრებელი მშენებლობის მასშტაბები. ხდებოდა იმ ნორმატიული აქტების გადახედვა, რომლებიც ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის რეგლმენტაციას ახდენდა, დაუსაბუთებელი შეზღუდვები კი უქმდებოდა. კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში სამხედრო მოსამსახურეებს უკვე ნება ეძლეოდათ ცოლად უცხოელი ქალები მოეყვანათ. ცალკეულ შემთხვევებში ოფიცრებზე სასამართლო პასუხისმგებლობის დაკისრებისას ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მათი ადვოკატების მომსახურების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებდა. 

1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება იქნა მიქცეული უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაზე ზრუნვის გაძლიერებისთვის. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალურ დირექტივაში ხაზი ესმებოდა არმიის სახლების, სასტუმროებისა და კაზინოების პერსონალის მხრიდან უმცროს ოფიცერთა მიმართ უყურადღებო დამოკიდებულების, აგრეთვე დასვენების სახლებში საგზურების განაწილებისას მათი უფლებების შევიწროვების დაუშვებლობას. 

მთლიანობაში თურქული ხელმძღვანელობის ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფის საქმეში ხელს უწყობდა ჯარებში მორალური მდგომარეობის ამაღლებას, ასევე ოფიცერთა შემადგენლობის მზადყოფნის ამაღლებასაც დასმული ამოცანების შესასრულებლად. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Подполковник А. Александров, «Социальная защищенность офицеров Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 9. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

Tuesday, October 20, 2026

თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა აშშ-თან 1990-იანი წლების დასაწყისში

რუსული სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1990-იანი წლების დასაწყისში, აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ამოდიოდა რა თავისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერსებიდან, ატარებდა კურსს, რომელიც მიმართული გახლდათ თურქეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაზე. პენტაგონის შეფასებით, მასთან ორმხრივი ურთიერთობების გაფართოება შეადგენდა მოცემულ რეგიონში აშშ-ის სამხედრო-სტრატეგიული საქმიანობის ერთერთ უმთავრეს ამოცანას. ეს განისაზღვრებოდა უწინარეს ყოვლისა თურქეთის მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობით, ახლო და შუა აღმოსავლეთთან მისი სიახლოვით, რომელიც ერთერთ უმთავრეს სათბობ-ენერგეტიკულ ბაზას წარმოადგენდა აშშ-ის, დასავლეთ ევროპისა და იაპონიისათვის. თურქულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა პენტაგონის გეგმებში იზრდებოდა ასევე ამიერკავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც. თურქეთი განიხილებოდა როგორც აშშ-ისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა პოლიტიკის ერთერთი გამტარებელი ისლამურ სამყაროში. თურქულ-ამერიკული ურთიერთობები ეფუძნებოდა აგრეთვე ამ ორი ქვეყნის ურთიერთ დაინტერესებულობას ნატო-ს ბლოკის სამხრეთ ფლანგის განმტკიცებაში. 

1992 წლის შუახანებში ის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც ახდენდა მათი სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის რეგლამენტაციას, გახლდათ შეთანხმებები «თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ» (ДЕКА), «ომიანობის დროს აშშ შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის შესახებ», და «აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ თურქეთში მეწინავე ოპერატიული ბაზების გამოყენების შესახებ». დაწყებული 1952 წლიდან თურქეთი და შეერთებული შტატები პერიოდულად დებდნენ ორმხრივ შეთანხმებებს ურთიერთ უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. 1954 წლის 23 ივნისის შეთანხმებამ სამხედრო ობიექტების შესახებ საფუძველი დაუდო სამხედრო ბაზებისა და ობიექტების მშენებლობას თურქეთის ტერიტორიაზე მუდმივ საფუძველზე, მათი სტატუსისა და გამოყენების წესრიგის განსაზღვრით. 1969 წლის ივნისში ხელი მოეწერა შეთანხმებას «თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ» (ДЕКА), რომელმაც შეცვალა მანამდე ხელმოწერილი სახელშეკრულებო დოკუმენტები. მოქმედების ვადა განსაზღვრულ იქნა ხუთი წლით გაგრძელების შესაძლებლობითა და თითოეული მხარის უფლებით შეეწყვიტა მისი მოქმედება წინასწარი (ერთი წლით ადრე) შეტყობინებით. შეთანხმება მცირეოდენი დამატებებით არაერთხელ იქნა გაგრძელებული მორიგი ხუთწლიანი პერიოდით. 

1990 და 1991 წლებში ДЕКА-ის მოქმედების ვადა ამერიკელების წინადადებით თითო წლით გრძელდებოდა. ახალი ხუთწლიანი შეთანხმების შემუშავებასა და ხელმოწერას 1992 წლის მიწურულში იყო დაგეგმილი. მის შესაბამისად ამერიკელები შეინარჩუნებდნენ იურიდიულ უფლებებს თურქეთის ტერიტორიის საზღვრებში 30-ზე მეტი სამხედრო ბაზისა და ობიექტის გამოყენებაზე (იხ. ნახატი), მათ მოდერნიზაციასა და გაფართოებაზე, აგრეთვე მუქარის პერიოდში ან სწავლებების ჩატარების დროს იქ სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის მნიშვნელოვანი კონტინგენტებისა და ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების გადასროლაზე. თურქული ტეროტორიის იჯარით აღებისთვის კომპენსაციის სახით აშშ ყოველწლიურად უწევდა თურქეთს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას. მისი ზომები განისაზღვრებოდა კანონით «მორიგ ფინანსურ წელში უცხო სახელმწიფოებისთვის დახმარების შესახებ». მხოლოდ 1982-დან 1991 წლის ჩათვლით პერიოდში ოფიციალურმა ამერიკულმა სამხედრო დახმარებამ თურქეთისთვის 6 მლრდ. დოლარს გადააჭარბა (იხ. ცხრილი). 

[ნახატი] 

ნახ. აშშ შეიარაღებული ძალების ძირითადი სამხედრო ბაზები და ობიექტები თურქეთის ტერიტორიაზე 

ცხრილი 

აშშ-ის ყოველწლიური დახმარება, რომელიც თურქეთს ეძლეოდა «უცხოური სახელმწიფოებისთვის დახმარების შესახებ» კანონის ფარგლებში 
(მლნ. დოლარი) 

ნაწილი 1 

ფინანსური . . . . . . ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი 
წლები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დახმარება . . . . . . . . . . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . სამხედრო . . . ეკონომიკური . . . ს უ ლ 

1982 . . . . . . . . . . . . 463 . . . . . . . . . . . . 300 . . . . . . . . .763 . . . 
1983 . . . . . . . . . . . .471 . . . . . . . . . . . . .350 . . . . . . . . .821 . . . 
1984 . . . . . . . . . . . .759 . . . . . . . . . . . . .175 . . . . . . . . .934 . . . 
1985 . . . . . . . . . . . .755 . . . . . . . . . . . . .175 . . . . . . . . .930 . . . 
1986 . . . . . . . . . . . .785 . . . . . . . . . . . . .150 . . . . . . . . .935 . . . 
1987 . . . . . . . . . . . .820 . . . . . . . . . . . . .150 . . . . . . . . .970 . . . 
1988 . . . . . . . . . . . .785 . . . . . . . . . . . . .125 . . . . . . . . .910 . . . 
1989 . . . . . . . . . . . .550 . . . . . . . . . . . . . .60 . . . . . . . . .610 . . . 
1990 . . . . . . . . . . . .550 . . . . . . . . . . . . . .60 . . . . . . . . .610 . . . 
1991 . . . . . . . . . . . .548,5 . . . . . . . . . . . . 60 . . . . . . . . .608,5 . . . 

ნაწილი 2 

ფინანსური . . . . . . კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარება 
წლები. . . . . . . . . . . . . ს   ა   მ   ხ   ე   დ   რ   ო . . . . . ეკონომი- . . . . . . . ს უ ლ 
. . . . . . . . . . . . . . კრედიტი . . აუნაზღა- . . ს უ ლ . . . კური . . . . . . . . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ურებელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1982 . . . . . . . . . . . . 340 . . . . . . . . . .63 . . . . . 403 . . . . . .300 . . . . . . . . . 703 . . . 
1983 . . . . . . . . . . . . 290 . . . . . . . . .115,75 . . .405,75 . . . 245 . . . . . . . . . 650,75 . . . 
1984 . . . . . . . . . . . . 525 . . . . . . . . .237,1 . . . .762,1 . . . . 175 . . . . . . . . . 937,1 . . . 
1985 . . . . . . . . . . . . 485 . . . . . . . . .218,1 . . . .703,1 . . . . 175 . . . . . . . . . 878,1 . . . 
1986 . . . . . . . . . . . . 409,3 . . . . . . . 208,8 . . . .618,1 . . . . 119,6 . . . . . . . .737,7 . . . 
1987 . . . . . . . . . . . . 178 . . . . . . . . .315,2 . . . .493,2 . . . . 100 . . . . . . . . . 593,2 . . . 
1988 . . . . . . . . . . . . 178 . . . . . . . . .315,5 . . . .493,5 . . . . . 32 . . . . . . . . . 525,5 . . . 
1989 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .503,5 . . . .503,5 . . . . . 60 . . . . . . . . . 563,5 . . . 
1990 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .503,5 . . . .503,5 . . . . . 60. . . . . . . . . .563,5 . . . 
1991 . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . .503,5 . . . .503,5 . . . . . 60 . . . . . . . . . 563,5 . . . 

სპარსეთის ყურეში კრიზისთან* და ერაყის წინააღმდეგ მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მყოფი ამერიკული ჯარების მოქმედებათა მხარდაჭერასთან დაკავშირებით აშშ-მ თურქეთს 1991 წელს დამატებით 58 მლნ. დოლარი გამოუყო (*უფრო დაწვრილებით იხ. Зарубежное военное обозрение, 1991, № 5, გვ. 12-14 – ჟურნ. რედ.). 1992 ფინანსურ წელზე შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება ანკარასთვის მიეცა 500 მლნ. დოლარის სამხედრო და 190 მლნ. დოლარის ეკონომიკური დახმარება. არაოფიციალურ ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თურქეთს აღმოუჩენდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შემცირებულ ფასებში მიწოდებათა ხარჯზე შეერთებული შტატების კანონის ფარგლებში «ნატო-ს სამხრეთ ფლანგის ქვეყნებისთვის 1991–1992 წლების პერიოდზე დახმარების აღმოჩენის შესახებ», აგრეთვე ვალების დაფარვის ან უწინ მიცემულ კრედიტებზე გადახდების გადავადების გზითაც. 

რუსი ავტორების შეფასებით, თურქეთისთვის გასაწევი დახმარების ზომის ყოველწლიურად განსაზღვრის მიღებულ მექანიზმს (აშშ კონგრესში კანონპროექტის განხილვა ათ თვეზე მეტ დროს იკავებდა) ამერიკული ადმინისტრაცია იყენებდა ინსტრუმენტის სახით მასზე ზეწოლის მოსახდენად. ახდენდა რა ოფიციალური და არაოფიციალური დახმარების ზომების ვარირებას, ვაშინგტონი, როგორც წესი, აღწევდა მნიშვნელოვან დათმობებს ანკარისგან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში (ოფიციალური დახმარება შეიძლებოდა მიეცათ აუნაზღაურებელ საფუძველზე ან შეღავათიანი კრედიტების ფორმით). 

თურქეთის მთავრობა მიისწრაფვოდა იქითკენ, რომ აშშ-ს არსებითად გაეძლიერებინა ეკონომიკური, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა. ამასთან იგი მოითხოვდა ამერიკული კონგრესის მიერ ტრადიციულად შენარჩუნებული თანაფარდობების გაუქმებას დახმარების იმ მოცულობებში, რომლებსაც აღმოუჩენდნენ საბერძნეთსა და თურქეთს (შვიდი ათთან), გადაჭრით გამოთქვამდა პროტესტებს კონგრესში ბერძნული ლობის მცდელობების წინააღმდეგ, რომ ამ დახმარების ზომები დაეკავშირებინათ კვიპროსის პრობლემის გადაწყვეტასთან და უარყოფდა კონგრესმენების მცდელობებს დაეგმოთ თურქეთის ხელმძღვანელობა იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ის თურქთის ქურთებთან მიმართებაში ატარებდა. 

მეტად მკვეთრად გამოვიდა ქვეყნის ხელმძღვანელობა ვაშინგტონის განზრახვის წინააღმდეგ 1989 წელს რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც თურქეთს 1915-1923 წლებში სომხების გენოციდსა და 1,5 მლნ. სომხის განადგურებაში სდებდა ბრალს. ამასთან დაკავშირებით 1989 წლის ნოემბერში თურქეთის მთავრობამ დროებითი პრევენციული ზომების სახით დაადგინა ზოგიერთი შეზღუდვები თურქეთში ამერიკული სამხედრო ობიექტების საქმიანობაზე. მან განსაზღვრული დროით დააწესა აკრძალვა ამერიკული სადაზვერვო ავიაციის ფრენებზე თურქეთის საჰაერო სივრცეში, შეაჩერა ტაქტიკური და საგემბანო ავიაციის მფრინავების სასწავლო-საბრძოლო მომზადება სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) პოლიგონზე ქ. კონიაში, შემოიღო შეზღუდვები ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით და შეწყვიტა სამუშაოები აშშ სჰძ-ის მეწინავე ბაზირების ობიექტების მოდერნიზაციის მიზნით. რუსი ავტორების შეფასებით, მხოლოდ ამერიკულ-თურქული ურთიერთობების შემდგომი გამწვავების მუქარის ქვეშ მოახდინა შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ზეწოლა კონგრესმენებზე და მიაღწია სენატის მიერ სომხების საკითხში რეზოლუციის ბლოკირებას. 

სპარსეთის ყურეში კრიზისმა და ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების შემდგომმა განვითარებამ შეუწყეს ხელი აშშ-თან თურქეთის შემდგომ დაახლოებას. ამ უკანასკნელის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმღანელობამ ერაყ-ქუვეითის კონპლიქტის დაწყებისთანავე ამერიკელთა ყველა მოქმედების სრული და აქტიური მხარდაჭერის პოზიცია დაიკავა. თურქეთმა ერთერთმა პირველმა მოიწონა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ეკონომიკური სანქციების შესახებ ერაყის წინააღმდეგ, გადაკეტა ერაყული ნავთობსადენი, რომელიც მისი ტერიტორიის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართებოდა და ავიაბაზა ინჯირლიყი და თავისი საჰაერო სივრცე დაუთმო აშშ სჰძ-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ერაყულ ჯარებსა და ობიექტებზე საბომბე-საიერიშო დარტყმების მიყენებისთვის. თურქეთის აეროდრომებზე იქნა გადასროლილი ნატო-ს მობილური ძალების ტაქტიკური ავიაციის ესკადრილიები. ამავდროულად თურქეთმა მიიღო ზომები ერაყთან საზღვარზე თავისი ჯარების დაჯგუფების გაძლიერებისთვის, რამაც აიძულა იგი ამ ქვეყნის ჩრდილოეთით ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი განელაგებია და შეენახა. რეგიონში კრიზისის შემდგომი მოწყობის (მოგვარების) მსვლელობისას თურქეთმა აშშ-სა და მის მოკავშირეებს მისცა უფლება, რომ მის ტერიტორიაზე ე. წ. შეკავების კოალიციური ძალები ჩამოეყალიბებიათ, რომლებიც ქურთების წინააღმდეგ ერაყის შეიარაღებული ძალების აქციების თავიდან აცილებისთვის იყო განკუთვნილი. 

აშშ თავის მხრივ იჩენდა აქტიურობას იმ ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაში, რომელიც თურქეთმა ერაყ-ქუვეითის კონფლიქტისგან განიცადა. ამ მიზნით ვაშინგტონის ინიციატივით თურქეთის თავდაცვითი ფონდი შეიქმნა, რომელშიც საუდის არაბეთი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მონაწილეობდნენ. თურქეთი აშშ-გან მოითხოვდა თავისი შეიარაღებული ძალებისთვის იმ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობის გადაცემას, რომლებიც ამერიკელებმა ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის დროს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადმოისროლეს. 

1980-იანი წლების მიწურულს და 90-იანების დასაწყისში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ამერიკული ფირმების რაოდენობა, რომლებიც თურქულ საწარმოებში თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებაში, აგრეთვე შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ არსებული მოძველებული იარაღის სრულყოფაში მონაწილეობდნენ. აშშ-ის დახმარებით მთავრდებოდა საშუალო ტანკების M-48 «პატონი» მოდერნიზაცია. პირველ ეტაპზე ტარდებოდა ბენზინის ძრავების დიზელური ძრავებით და 90-მმ კუთხვილლულიანი ზარბაზნების 105-მმ გლუვლულიანი ზარბაზნებით შეცვლა. მეორე ეტაპზე კი ხორციელდებოდა ცეცხლის მართვის თანამედროვე ლაზერული სისტემის დაყენება. 1992 წლის შუახანების მდგომარეობით უკვე დაახლოებით 2500 ტანკი იყო მოდერნიზებული. 

ამერიკულმა კორპორაციამ «ჯენერალ დაინემიქსმა» თურქულ ფირმა «თუსაშ აეროსფეის ინდასთრისთან» ერთობლივად მიურთედში არსებულ ავიაამწყობ ქარხანაში ააწყო მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებლების F-16C და D წარმოება. 1991 წლის ბოლოსთვის თურქეთის სჰძ-ს უკვე გადაეცა მოცემული ტიპის 75 თვითმფრინავი. F110-GE-100 ტიპის რავებს F-16 თვითმფრინავებისთვის აწყობდნენ საავიაციო ძრავების ქარხანაში ესქიშეჰირში, რომელიც ამერიკულ კორპორაცია «ჯენერალ ელექტრიკთან» ერთობლივად იქნა აშენებული. პროექტის მიხედვით 1995 წლის ბოლოსთვის თურქეთის სჰძ-თვის 160 თვითმფრინავის F-16 გამოშვება იყო დაგეგმილი. პროექტის საბოლოო ღირებულებას შეფასებითად (оценочно) 4,2 მლრდ. დოლარი უნდა შეედგინა. 1992 წლის შუა თვეებში თურქეთსა და აშშ-ს შორის წარმოებდა მოლაპარაკებები მიურთედში არსებული ავიაქარხნის საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებისა და კიდევ 160 თვითმფრინავის გამოშვების შესახებ, რომელთა ნაწილის მიყიდვასაც თურქეთი არაბული ქვეყნებისთვის გეგმავდა. 

1991 წელს ამერიკულმა ფირმამ «ფუდ მაშინერმა» და თურქულმა «ნუროლმა» გიოლბაშიში (ანკარა) დაიწყეს AIFV ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ) გამოშვება. პროექტის შესაბამისად (საერთო ღირებულება 1,3 მლრდ. დოლარი) 1995 წლისთვის იგეგმებოდა თურქეთის სახმელეთო ჯარებისთვის 650 ქსმ-ის გადაცემა. შემდგომში მიზნად ისახავდნენ მოჯავშნული მანქანების სხვადასხვა მოდიფიკაციების – ჯავშანტრანსპორტერების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და თვითმავალი ნაღმსატყორცნების – გამოშვებას. 1987 წლიდან მიმდინარეობდა 155 მმ ყალიბის საარტილერიო ჭურვების ერთობლივი წარმოების პროექტის რეალიზაცია. საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებისა და ნაწილების აღჭურვისთვის გიუვერჯინლიყში არსებულ ვერტმფრენების ამწყობ ქარხანაში ამერიკული ლიცენზიით აწარმოებდნენ ვერტმფრენებს UH-1H «იროქეზი». 1992 წლის შუა თვეებში ჯარებისთვის უკვე 100 ვერტმფრენი იყო გადაცემული. 

სახელმწიფო კომპნია МКЕК-ის სარაკეტო ქარხანაში ქ. ელმადაღში ამერიკულმა ფირმამ «ლინგ–თემქო–ვოუთმა» თურქულ კომპანია «ენქასთან» ერთობლივად დაიწყო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს) MLRS გამოშვება. 90-იანი წლების შუახანებისთვის თურქეთის სახმელეთო ჯარებში იგეგმებოდა დაახლოებით 170 ზცრს გასაშვები დანადგარისა და მათთვის 50 ათასზე მეტი საბრძოლო მასალის მიწოდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 მლრდ. დოლარი გახლდათ. 

ამერიკულმა ფირმამ «ჰაინეს ჰელიკოპტერმა» და თურქულმა «იზდაშმა» შექმნეს გაერთიანებული კომპანია H-2 და H-5 ტიპის ვერტმფრენების გამოსაშვებლად. 1992 წლის შუახანებისთვის უკვე დაწყებული იყო აღჭურვილობის (მოწყობილობათა) მიწოდებები და თურქი მუშების პირველი პარტიაც გაგზავნილი იყო აშშ-ში ამ ვერტმფრენების აწყობის ტექნოლოგიის შესწავლის მიზნით. 

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან და იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მოსალოდნელ შემცირებასთნ დაკავშირებით, აშშ-ს განზრახული ჰქონდა თურქეთისთვის გადაეცა ევროპული კონტინენტიდან გასაყვანი დაახლოებით 1000 ტანკი M-60, 600 ჯავშანტრანსპორტერი M113A1, 50 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M-110. 1992 წლის შუა თვეებისთვის M-60 ტანკების პირველი პარტია თურქეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე მიწოდებულიც ჰქონდა. მიწოდებულ იარაღსა და სამხედრო ტექნიკას მიმართავდნენ ახლად ჩამოყალიბებად ჯავშანსატანკო ბრიგადებში, აგრეთვე მოძველებული ნიმუშების შესაცვლელად. ევროპიდან მიღებული ჭარბი იარაღის განთავსებას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იგეგმებოდა, რომელიც ხელშეკრულების ზონაში არ შედიოდა. 

თურქეთში მყოფი ამერიკული ჯარების რიცხოვნების შემცირებას შეერთებული შტატები დამხმარე ქვედანაყოფების ნაწილის გაყვანის ხარჯზე ვარაუდობდა. ასე, 1995 წლის შუა თვეებისთვის იგეგმებოდა თურქეთში შვიდი ამერიკული ობიექტის დახურვა, რომელთა შორისაც იყო საბრძოლო მასალების საწყობი ავიაციისთვის, რომელიც მალათიაში იმყოფებოდა, სასმელი წყლის მარაგების საწყობი შაჰინთეფეს მთაზე ანკარასთან, საბრძოლო მასალების საწყობი სამსუნში, სარეტრანსლიაციო რადიოსარელეო კვანძები ელმადაგისა და შაჰინთეფეს მთებზე ანკარის მახლობლად, აგრეთვე მალათიასა და იამანლარში (იზმირის რაიონში). უნდა დაეხურათ კავშირგაბმულობის რადიოსარელეო ხაზები სათანამგზავრო კავშირგაბმულობის მობილური სადგურების ექსპლუატაციაში შეყვანასთან დაკავშირებით. 

რუსი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ დგამდა ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იყო თავისი სამხედრო გავლენის გაძლიერებაზე თურქეთში თვით ამერიკული პერსონალის რიცხოვნების შემცირების პირობებშიც კი. 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურად წარმოებდა მოლაპარაკებები საგარეოპოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე ამერიკულ-თურქული ურთიერთობების უფრო მაღალ რანგში – სტრატეგიულ თანამშრომლობაში – აყვანის მიზნით. მისი არსი უნდა ყოფილიყო ორივე ქვეყნის მოქმედებათა კოორდინაცია საგარეო და საშინაო პოლიტიკაში თავდაცვის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში საერთო მიზნების განსაზღვრისა და მიღწევის ინტერესებში. 

სტრატეგიული თანამშრომლობის სამართლებრივი აქტების მომზადების ფარგლებში 1992 წლის შუა თვეებში დამამთავრებელ სტადიაზე იმყოფებოდა ახალი შეთანხმების შემუშავება თურქეთის ტერიტორიაზე საომარი დროისთვის განკუთვნილი მარაგების შესაქმნელად. მთელ ხარჯებს სამხედრო მომარაგების საგნების მიწოდებაზე, საბრძოლო მასალების ჩათვლით, 150 მლნ. დოლარის საერთო ღირებულებით, საკუთარ თავზე იღებდა შეერთებული შტატები. ის სთავაზობდა ამ ხელშეკრულების დადებას 25 წლის ვადით. ამასთან ამერიკელებს უნარჩუნდებოდათ უფლება ნებისმიერ მომენტში გაეტანათ თურქეთიდან შექმნილი მარაგების ნაწილი მათი შემდგომი შევსებით. 

რუსი ავტორების დასკვნით, თურქეთის როლი პენტაგონის სტრატეგიულ გეგმებში იზრდებოდა ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებების პირობებში, აგრეთვე აშშ-თვის ახლოაღმოსავლური რეგიონის მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამის მოწმობა გახლდათ მათი უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სამხედრო სფეროში და საქმიანობის გააქტიურება ახლო და შუა აღმოსავლეთში პოლიტიკის კოორდინაციაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник А. Аникеев, «Военно-политическое сотрудничество Турции и США», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 7. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა