Saturday, November 21, 2026

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

(თარგმანი მომზადებულია რუსულენოვანი ვიკიპედიიდან) 

ნაწილი I 

[სურათი] 

„დიდი ოთხეული“ პარიზში: დევიდ ლოიდ ჯორჯი, ვიტორიო ორლანდო, ჟორჟ კლემანსო და ვუდრო ვილსონი (27 მაისი 1919) 

პარიზის სამშვიდობო (საზავო) კონფერენცია (1919–1920) – საერთაშორისო კონფერენცია, მოწვეული პირველ მსოფლიო ომში გაგამარჯვებული დერჟავების მიერ დამარცხებულ სახელმწიფოებთან სამშვიდობო ხელშეკრულებების გამომუშავებოსა და ხელმოწერისათვის. მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად 1919 წლის 18 იანვრიდან 1920 წლის 21 იანვრის ჩათვლით 27 სახელმწიფოს მონაწილეობით. კონფერენციის მსვლელობისას მომზადებულ იქნა სამშვიდობი ხელშეკრულებები გერმანიასთან (ვერსალის ხელშეკრულება), ავსტრიასთან (სენ-ჟერმენის ხელშეკრულება), ბულგარეთთან (ნიოისის ხელშეკრულება), უნგრეთთან (ტრიანონის ხელშეკრულება) და ოსმალეთის იმპერიასთან (სევრის სამშვიდობო ხელშეკრულება). მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის ძირითად პრობლემებს კონფერენციაზე წყვეტდა დიდი დერჟავების ლიდერთა ეგრეთ წოდებული „დიდი ოთხეული“, რომელშიც შედიოდნენ ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო და იტალიის პრემიერ-მინისტრი ვიტორიო ემანუელე ორლანდო; კონფერენციის მთელი დროის მანძილზე მათ 145 არაფორმალური შეხვედრა ჩაატარეს და მიიღეს ყველა საკვანძო გადაწყვეტილება, რომლებიც შემდგომში დანარჩენ მონაწილეთა მიერ იქნა დამტკიცებული. 

არც ერთი მთავრობა, რომელიც იმ პერიოდში სრულიად რუსეთის კანონიერ ხელისუფლებაზე აცხადებდა პრეტენზიას, კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. გერმანია და მისი ყოფილი მოკავშირეები კონფერენციაზე მხოლოდ იმის შემდეგ იქნენ დაშვებული, რაც გამოიმუშევეს მათთან სამშვიდობიო ხელშეკრულებათა პროექები. კონფერენციაზე მოწონებულ იქნა ერთა ლიგის წესდება. 


კონტექსტი 

ომი და დაზავება 

იხ. ასევე: კომპიენის დაზავება და დანაკარგები პირველ მსოფლიო ომში 

პირველი მსოფლიო ომის შედეგად „წინა ხანებში ამაყი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მდიდარი“ ევროპა აღმოჩნდა „ნაწილებად დაწყვეტილი“: ომმა, რომლის საბაბადაც იქცა 1914 წლის მოვლენები ბალკანეთში, თანდათანით ჩაითრია საკუთარ თავში იმ დროის ყველა დიდი დერჟავა – მხოლოდ ესპანეთმა, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა და სკანდინავიის ქვეყნებმა მოახერხეს განზე დარჩენილიყვნენ. ძირითადი (ევროპული) ფრონტის გარდა, ბრძოლები წარმოებდა აზიაში, აფრიკაში, წყნარი ოკეანის კუნძულებზე და ახლო აღმოსავლეთში; სანგრებისა და თხრილების პრაქტიკულად უწყვეტი ხაზი იყო გადაჭიმული ბელგიიდან ჩრდილოეთში ალპებამდე სამხრეთში, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, გადაკვეთდა ბალკანეთის ნახევარკუნძულს. ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) შეიძლებოდა შეხვედროდით ჯარისკაცებს მთელი მსოფლიოდან: ავსტრალიელები, კანადელები, ახალზელანდიელები, ინდოელები, ნიუფაუნდლენდელები იბრძოდნენ ბრიტანეთის იმპერიის მხარეზე; ვიეტნამელები, მაროკოელები, ალჟირელები, სენეგალელები – საფრანგეთის მხარეზე; ომის ბოლოსათვის ძველ სამყაროში ამერიკული კონტინგენტიც ჩამოვიდა. 

მეორე მსოფლიო ომის ბოლოში სიტუაციისგან განსხვავებით, ბრძოლის ველებიდან მოშორებით ევროპა თითქმის ისევე გამოიყურებოდა. როგორც უწინ: მსხვილი ქალაქები თითქმის მლიანობაში (ნგრევების გარეშე) იყო შენარჩუნებული, რკინიგზები არ იყო დანგრეული, და პორტებიც განაგრძობდნენ ფუნქციონირებას. მაგრამ ადამიანული დანაკარგები სავსებით თავსებადი გახლდათ რიცხოვნების მიხედვით, თუმცა კი ხარისხობრივად განსხვავდებოდნენ სტრუქტურის მიხედვით: პირველმა მსოფლიო ომმა შეიწირა მილიონობით „კომბატანტის“ (ჯარისკაცებისა და ოფიცრების) სიცოცხლე, მაშინ როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობათა ხანა მხოლოდ სამი ათწლეულის შემდეგ დადგება. ამასთან დიდ ომში სიკვდილების დაანგარიშება გვერდს უვლის იმათ, ვინც გახდა ინვალიდი, მოიწამლა „შხამიანი გაზით“ – ისევე როგორც მათაც, ვისი ნერვული სისტემაც შემდგომში ვეღარ იქნა აღდგენილი გადატანილისაგან. მხარეთა ძალების მიახლოებითი თანასწორობა, რომელიც თითქმის მთელი ომის მანძილზე დაიმზირებოდა, მხოლოდ 1918 წლის ზაფხულში შეიცვალა, როცა ამერიკული ჯარების ჩამოსვლამ ბალანსი ანტანტის სასარგებლოდ წაანაცვლა, ომიდან ყოფილი რუსეთის იმპერიის გამოსვლის მიუხედავად (იხ. ბრესტის ზავი) (მთლიანობაში საბრძოლო მოქმედებების ყოველ საათს 250 ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა). 

ამის გარდა, 1919 წელს, 1945-ის მაის-აგვისტოსაგან განსხვავებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არ იყო ეგრეთ წოდებული ზესახელმწიფოები: არც საბჭოთა კავშირი, რომლის მრავალმილიონიან არმიასაც მთელი ცენტრალური ევროპა ჰქონდა დაკავებული, არც აშშ მისი უზარმაზარი ეკონომიკითა და ატომურ იარაღზე მონოპოლიით. 1919 წელს ანტანტისადმი მტრული სახელმწიფოები სასტიკად არ ყოფილან დამარცხებული (не были разгромлены наголову) და არც განუცდიათ ოკუპაცია გამარჯვებულთა მხრიდან. როცა მასშტაბული საბრძოლო მოქმედებები 11 ნოემბრის დაზავებით იქნა შეწყვეტილი, ევროპელები „დაღლილად იმედოვნებდნენ, რომ შემდეგ უკეთესად იქნება“. მაგრამ ის, როგორც იქნა დაზავება დადებული, სტოვებდა სივრცეს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობათა ინტერპრეტაციისათვის. რამდენადაც გერმანულმა მთავრობამ მიმართა უშუალოდ აშშ-ს და პირდაპირ ახდენდა აპელირებას „ვილსონის თოთხმეტ პუნქტთან“, შემდგომში მას ჰქონდა საფუძველი ემტკიცებინა, რომ ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნები გერმანიისადმი უკანონოა, ვინაიდან გადის ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებიდან. ევროპული მთავრობები კი, რომლებსაც სრული ზომით არასოდეს მიუღიათ „პუნქტები“ როგორც სამოქმედო პროგრამა, ვარაუდობდნენ, რომ აქვთ უფლება წამოაყენონ დამატებითი პირობები, რამდენადაც ომში იმაზე უფრო მნიშვნელოვნად დიდი დანაკარგები განიცადეს, ვიდრე აშშ-მ. იმავე დროს თავად ვუდრო ვილსონსა და მის მომხრეებს შეეძლოთ დაედოთ ბრალი „მზაკვარი ევროპელებისთვის“ ამერიკელი პრეზიდენტის მისწრაფებათა არმიღებაში შეექმნა „უკეთესი მსოფლიო“ და „ახალი დიპლომატია“ (პრეზიდენტ ვილსონის რიგი მომხრეები ასეთ ნაბიჯს უგუნურად მიიჩნევდნენ; პოლიტიკური მოწინააღმდეგეები კი მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. „ეს საშინელი რამაა, რომ დიადი მშვიდობიანი ხალხი ომში მიჰყავდეს; ყველაზე უფრო საშინელსა და კატასტროფულში ყველა ომიდან; ომში, რომელმაც, როგორც ჩანს, თავად ცივილიზაციის არსებოდა დადო სასწორზე“). 

ევროპა. სახელმწიფოები და ერები 

იხ. ასევე: თვითგამორკვევის უფლება და ოქტომბრის რევოლუცია 

უპრეცენდენტო „სასაკლაოს“ ოთხმა წელიწადმა გააოგნა (შეარყია) ევროპის მრავალსაუკუნოვანი დაჯერებულობა საკუთარ თავსა და თავის „უფლებაში“ მსოფლიო ბატონობაზე (იხ. ევროპოცენტრიზმი) – მოვლენების შემდეგ დასავლეთის ფრონტზე, ისტორიაში პირველად ქიმიური იარაღის გამოყენების ჩათვლით, ევროპელებისთვის რთული იყო ისევ დაერწმუნებიანათ საკუთარი თავი თავიანთ „ცივილიზაციურ მისიაში“. 

მე მძულს XX საუკუნე ისევე, როგორც მძულს ეს დამპალი ევროპული კონტინენტი და მთელი მსოფლიოც, რომელზედაც ეს საცოდავი ევროპა გავრცელდა, როგორც ცხიმის ლაქა.                                                                                – ჟორჟ დჲუამელი, 1918 

მსოფლიო ომმა გამოიწვია ბევრი მთავრობის დამხობა, შექმნა რა წინაპირობები მასშტაბულრი სოციალური ცვლილებებისათვის: რუსეთში 1917 წლის ორი რევოლუციის შედეგად მონარქია პრინციპულად ახალი წყობილებით შეიცვალა; ავსტრია-უნგრეთის დაშლამ ევროპული კონტინენტის ცენტრში უზარმაზარი ტერიტორიები რაიმე-ნაირი სახელმწიფო კონტროლის გარეშე დატოვა; ოსმალეთის იმპერია მისი ვრცელი სამფლობელოებით ახლო აღმოსავლეთში დაშლის ზღვარზე იყო; გერმანიის იმპერია რესპუბლიკად შეიქნა. მთელმა რიგმა ოდესღაც არსებულმა სახელმწიფოებმა – როგორებიც არიან პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლატვია – ისევ შეიძინეს დამოუკიდებლობა; უშუალოდ კონფერენციის წინ და მისი მსვლელობისას დაიწყო „ახალი ერების“ ჩამოყალიბება – იუგოსლავიისა და ჩეხოსლოვაკიის. 

ჯერ კიდევ მანამდე, სანამ 1918 წელს „ზარბაზნები დადუმდებოდნენ“, სულ უფრო ხმამაღლა დაიწყეს იმ ადამიანებმა ლაპარაკი, რომლებიც მსოფლიოს მომავალი მოწყობის იდეებს აყენებდნენ: „ჩინეთი ჩინელებისთვის!“, „მიწა – გლეხებს, ფაბრიკები – მუშებს!“, „ქურთისტანი უნდა იყოს თავისუფალი!“, „პოლონეთი უნდა აღორძინდეს!“ და ბევრმა სხვა ლოზუნგმა შეიძინა პოლულარობა დედამიწის სხვადასხვა ნაწილში. ადამინები აყენებდნენ მრავალ მოთხოვნას: „აშშ უნდა შეიქნას მსოფლიო პოლიციელი“ – ან, პირიქით, „ამერიკელები უნდა წაეთრიონ სახლში“; „რუსეთს სჭირდება დახმარება“ – ან, პირიქით, „დაე რუსებმა თვითონ მიხედონ თავიანთ საქმეებს“; და ასე შემდეგ. საგაზეთო სვეტები მრავალრიცხოვანი საჩივრებით იყო ავსებული: სლოვაკები აყენებდნენ პრეტენზიებს ჩეხებისადმი, ხორვატები – სერბებისადმი, არაბები – ებრაელებისადმი, ჩინელები – იაპონელებისადმი. დასავლეთში ალაპარაკდნენ სახიფათო იდეების შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოდიოდა, – იმ დროს როცა აღმოსავლეთში ფიქრობდნენ იმ მუქარების შესახებ, რომლებიც დასავლურ მატერიალიზმთან იყო დაკავშირებული; აფრიკის მცხოვრებთ ეშინოდათ, რომ მსოფლიო მათ დაივიწყებს; აზიაში ბევრი ვარაუდობდა, რომ მომავალი დედამიწის ამ ნაწილის ხალხებს ეკუთვნის. 

ადამიანები (ხალხები) და იდეები 

სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბანკირები, სამხედროები, ეკონომისტები და იურისტები შეიკრიბნენ პარიზში მთელი მსოფლიოდან, რათა ეცადათ გადაეწყვიტათ მრავალი მასშტაბური პრობლემა, რომლებიც მსოფლიოს ომისშემდგომ მოწყობასთან იყო დაკავშირებული. მათ შორის იყვნენ აშშ პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი და სახელმწიფო მდივანი რობერტ ლენსინგი, საფრაგეთისა და იტალიის პრეზიდენტები ჟორჟ კლემანსო და ვიტორიო ორლანდო, „საიდუმლოებით მოცული“ ლოურენს არაბიელი, ბერძენი ნაციონალისტი ელეფტერიოს ვენიზელოსი და პოლიტიკოსად ქცეული პოლონელი პიანისტი იგნაციო პადერევსკი. ბევრმა მათგანმა, ვინც პარიზში ჩამოვიდა, ისე რომ არ იყო ფართო პუბლიკისათვის ცნობილი, შემდგომში თავისი კვალი დატოვა ისტორიაში: მათ შორის იყვნენ აშშ-ის ორი მომავალი სახელმწიფო მდივანი, იაპონიის მომავალი პრემიერ-მინისტრი და ისრაელის პირველი პრეზიდენტი. არისტოკრატები, როგორიც გახლდათ რუმინეთის დედოფალი მარია, მუშაობდნენ ჩვეულებრივი წარმოშობის ადამიანებთან ერთად, როგორიც იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯი. ძალაუფლების მქონე პირთა კონცენტრაციამ მოიზიდა მრავალი მსოფლიო რეპორტიორის, პუბლიცისტისა და ბიზნესმენოს ყურადღება: 

ადამიანები ყველგან პარიზში იკრიბებიან... პარიზი იქცევა გართობის ადგილად ასეულობით ინგლისელის, ამერიკელის, იტალიელისა და საეჭვო წარსულის მქონე უცხოელი ჯენტლმენისათვის, რომლებიც აქ სამშვიდობო დისკუსიებში მონაწილეობის საბაბით იკრიბებიან. 

სულ კონფერენციაზე ათასზე მეტი დელეგატი ჩამოვიდა, რომლებსაც თან ცოდნის სხვადასხვა სფეროებში უამრავი ექსპერტი, მთარგმნელი, მდივანი, სტენოგრაფისტი და მანქანზე მბეჭდავი ქალები და სხვა პირნი ახლდნენ. თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც ამერიკულ დელეგაციას ემსახურებოდნენ, 1300-ს აღწევდა. მათი შენახვა 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა. მარტო კონფერენციაზე აკრედიტებული ჟურნალისტები ას ორმოცდაათზე მეტნი იყვნენ, თუ არ ჩავთვლით უამრავ რეპორტიორსა და ინტერვიუერს, რომლებიც დელეგაციის წევრებს დასდევდნენ. 

ორგანიზაცები, რომლებიც ქალებისათვის ხმის უფლების მინიჭების, შავკანიანთა უფლებების, შრომის დაცვის, ირლანდიისათვის თავისუფლების მინიჭების, მსოფლიო განიარაღებისა და სხვა ამგვარის მომხრედ გამოდიოდნენ, პარიზში თავიანთ წარმომადგენლებსა და დელეგაციებს აგზავნიდნენ. პარიზი აივსო „ევროპული სამშობლოს“ შექმნის, პოლონეთის აღდგენის, დამოუკიდებელი პოლონეთის, ქურთისტანისა და სომხეთის გეგმებით. იმ დროს, როდესაც ერთი მოღვაწეები (მაგალითად, სიონისტები) მილიონთა სახელით ლაპარაკობდნენ, სხვები (მაგალითად, ალანდის კუნძულების წარმომადგენლები) რამდენიმე ათას ადამიანს წარმოადგენდნენ; ზოგიერთები კი ძალზედ გვიან ჩამოვიდნენ – ასე, კორეის წარმომადგენლები, ციმბირის სივრცეების გადალახვის შემდეგ, 1919 წლის ზაფხულში-ღა ჩამოვიდნენ არხანგელსკში, როცა კონფერენციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. 

ცდილობდა რა ევროპის ისტორიაში ამდენად მასშტაბური კონფერენციის ერთადერთი პრეცედენტის – 1815 წლის ვენის კონგრესის – გამოცდილების გამოყენებას, ბრიტანულმა ფორინ-ოფისმა წიგნის დაწერაც კი დააფინანსა საერთო ევროპული კონფერენციის ისტორიაზე, რომელმაც ნაპოლეონის ომები დაასრულა. იმავე დროს, პარიზის კონფერენციის მონაწილეებს თანამედროვეობის გამოწვევებზე რეაგირებაც უხდებოდათ – მრავალრიცხოვან გაფიცვებზე, სახელმწიფო გადატრიალებებსა და უბრალოდ ძალადობის აფეთქებებზე, რომლებსაც ერთნი აღიქვადნენ როგორც განცალკევებულ და ერთმანეთისაგან გათიშულ მოვლენებს, მეორენი კი – როგორც მოახლოებული მსოფლიო რევოლუციის პირველ ნიშნებს. და რა თქმა უნდა, კონფერენციისაგან საკუთრივ ახალ სამშვიდობო ხელშეკრულებებსა და სასიცოცხლო კითხვებზე პასუხებსაც მოელოდნენ, როგორებიც იყო: უნდა დაისაჯოს თუ არა გერმანია მსოფლიო ომის გაჩაღებისათვის (ან, როგორც ბევრი ვარაუდობდა, უფრო მასში დამარცხებისათვის)? როგორი უნდა იყოს ახალი საზღვრები ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში? მოლოდინები სამშვიდობო კონფერენციისაგან უზარმაზარი იყო; ამდენადვე დიდი იყო შედეგებისაგან იმედის გაცრუების რისკიც: ასე, კლემანსო ჩიოდა, რომ „ომის წარმოება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ზავის დადება“. 

გარდა ამისა, გამარჯვებული ქვეყნების ლიდერებმა პარიზში თან ჩამოიტანეს არა მარტო თავიანთი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, არამედ პერსონალური თავისებურებებიც: ხასიათის ნიშნები, დაღლილობა, სნეულებანი, პირადი სიმპათიები და ანტიპათიები – რომელთაგან ბევრმა კაცობრიობის შემდგომ ბედში თავისი როლი ითამაშა. 

საფრანგეთს კონფერენციაზე ჟორჟ კლემანსო წარმოადგენდა – უზარმაზარი გამოცდილების მქონე და პოლიტიკურ ბრძოლაში დაუნდობელი ადამიანი, რომელმაც მრავალი წლის მანძილზე შეძლო საფრანგეთის რამდენიმე მთავრობა გამოეცვალა. ხისტი ხასიათისა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან შეურიგებლობისათვის მან მიიღო მეტსახელი „ვეფხვი“ (ფრ. le Tigre). 

დიდი დერჟავების პოზიციები 

დიდი დერჟავების პოზიციები (მეომარი დერჟავებისა, რომლებსაც „ზოგადი ხასიათის ინტერესები ჰქონდათ“) მსოფლიოს ომისშემდგომ მოწყობასთან მიმართებით ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დროს განისაზღვრა, თუმცა კი მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა ძალთა ცვალებად თანაფარდობის-და მიხედვით. 

რაც შეეხება საფრანგეთს, მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველანაირად ისწრაფვოდა გერმანიის დასუსტებისა და დანაწევრებისკენ, გადაისროდა რა მას იმ მდგომარეობაში, რომელიც მას ფრანკფურტის ზავამდე ეკავა, რომელმაც 1871 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომი დაასრულა. ყველაზე უფრო აგრესიული ელემენტების საფრანგეთში კიდევ მეტსაც მოითხოვდნენ – 1648 წლის ვესტფალიის ზავთან დაბრუნებას, გერმანიის ცალკეულ სამთავროებად დანაწევრებას. 

ასე, საფრანგეთის მეფის რუსეთთან საიდუმლო შეთანხმების თანახმად (1917 წლის თებერვალი), რომელიც საბჭოთა რუსეთის მთავრობამ ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა, საფრანგეთი პრეტენზიას აცხადებდა ელზასზე, ლოტარინგიასა და მთელ მდინარე საარის ხეობის სამრეწველო ქვანახშირიან აუზზე. გერმანიისა საზღვარს ადგენდნენ რაინის გაყოლებით, ამასთან გერმანული ტერიტორიები რაინის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გამოეყოფოდნენ გერმანიას და გარდაიქმნებოდნენ ავტონომიურ და მეიტრალურ სახელმწიფოებად, რომლთა ოკუპაციაც საფრანგეთს განზრახული ჰქონდა იმ დრომდე, სანამ გერმანია საბოლოოდ არ შეასრულებდა მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების ყველა პირობას. ამის სანაცვლოდ საფრანგეთი საკუთარ თავზე ღებულობდა ვალდებულებას მხარი დაეჭირა მეფის რუსეთის პრეტენზიებისათვის კონსტანტინოპოლსა და სრუტეებზე და ეცნო რუსეთის სრული თავისუფლება მისი დასავლეთ საზღვრების დადგენაში. 

რაინის გაყოლებით საზღვრის დადგენას დაჟნებით მოითხოვდნენ უწინარეს ყოვლისა ფრანგი გენერლები. 1919 წლის 19 აპრილს მარშალმა ფოშმა “Times”-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში კატეგორიულად გაუსვა ხაზი, რომ საფრანგეთისათვის გერმანიის მხრიდან თავდასხმისაგან თავის დასაცავად აუცილებელია „ბუნებრივი დაბრკოლებანი“ – ამიტომ საზღვარი მდინარე რაინზე უნდა გადიოდეს. 

ჩამოუვარდებოდა რა თითქმის ორჯერ გერმანიას მოსახლეობის რიცხოვნებაში, საფრანგეთი იმედოვნებდა გერმანიის აღმოსავლეთ საზღვრებზე ქვეყანათა ბლოკის შექმნას, რომელიც მოწოდებული იქნებოდა შეეცვალა მისი უწინდელი მოკავშირე – რუსეთის იმპერია. ეს ბლოკი, საფრანგეთის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრით, უნდა შეედგინათ პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიას, რუმინეთსა და იუგოსლავიას. იგინივე უნდა ქცეულიყვნენ ბარიერად გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის. 

გერმანიის ეკონომიკური ძლიერებისათვის ძირის გამოთხრას საფრანგეთი აპირებდა აფრიკაში გერმანიის კოლონიების ხარჯზე. მას ახლო აღმოსავლეთშიც უნდოდა ხელის მოთბობა, ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე. სამშვიდობო კონფერენციის შედეგად ამ გეგმების სრული შესრულება საფრანგეთს საშუალებას მისცემდა ქცეულიყო ევროპის ჰეგემონად. 

დიდ ბრიტანეთს, რომელმაც გერმანიის როგორც საზღვაო დერჟავის განადგურებას მიაღწია (გერმანული ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პერიოდში ინგლისურ ნავსადგურ სკაპა-ფლოუში იყო ინტერნირებული), განზრახული ჰქონდა მსოფლიო ოკეანეში თავისი აღმატებულობა განემტკიცებინა. ეს პრეტენზიები იაპონიასთან კავშირით იყო გამაგრებული, რისი წყალობითაც ბრიტანეთს შეეძლო აშშ-ს დაპირისპირებოდა. ბრიტანეთი, როგორც საფრანგეთიც, პრეტენზიას აცხადებდა გერმანული კოლონიების ნაწილზე, აგრეთვე მესოპოტამიაზე, არაბეთსა და პალესტინაზე, რომლებიც ომამდე ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდნენ. ევროპულ კონტინენტზე ბრიტანეთი, პირიქით, აშშ-თან გაერთიანდა საფრანგეთის ზომაგადასულ ამბიციებთან ბრძოლაში. ორივე ანგლო-საქსონური სახელმწიფო ეწინააღმდეგებოდა გერმანიის დანაწევრებას (ბრიტანეთს განზრახული ჰქონდა პერსპექტივაში გერმანია საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა, და ამისთვის კი საჭირო იყო გერმანიის სამხედრო ძლიერების შენარჩუნება). ბალკანეთში ბრიტანეთი ცდილობდა საფრანგეთის შეღწევის ნეიტრალიზაციას, მოქმედებდა რა ერთობლივად იტალიასთან, აგრეთვე გადაიბირებდა თავის მხარეზე ბალკანეთის სახელმწიფოთა ხელისუფალთ. 

აშშ ომის მსვლელობისას მოვალე-ქვეყნიდან კრედიტორ-ქვეყნად გადაიქცა. ვალების დაბრუნების უზრუნველყოფა (დაახლოებით 10 მლრდ დოლარისა) შეიძლებოდა მხოლოდ ევროპულ საქმეებში ჩაურევლობისა და აქტიური მონაწილეობის უწინდელ პოზიციაზე უარის თქმის გზით. სწორედ ამან აიძულა აშშ პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში პირველად დაეტოვებინა ამერიკა და ძველ სამყაროში გამომგზავრებულიყო. გარდა ამისა, აშშ-ს განზრახული ჰქონდა ბრიტანეთის საზღვაო ძლიერებას დაპირისპირებოდა, მოითხოვდა რა ანგლო-იაპონური კავშირის გაწყვეტას და იმავდროულად ზრუნავდა თავსი საკუთარი ფლოტის აღმატებულობაზეც (უპირატერსობაზეც). ევროპაში აშშ, ისევე როგორც ბრიტანეთიც, ისწრაფვოდა არ დაეშვა გერმანიის სრული განადგურება, რათა გამოეყენებინა იგი ბრიტანეთისა და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. 

იტალია კონფერენციაზე დიდი დერჟავების რიცხვში ირიცხებოდა, მაგრამ კაპორეტოსთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, სადაც ინგლისელებსა და ფრანგებს თავიანთი მოკავშირის გადარჩენა მოუხდათ, მის ინტერესებს ანგარიშს არავინ უწევდა. იტალია მთელი ძალებით ცდილობდა შეეხსენებია თავისი კოლონიური პრეტენზიების თაობაზე ყოფილი ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე, მიუთითებდა რა 1915 წლის ლონდონის ხელშეკრულებაზე, მაგრამ მისი პრეტენზიები დალმაციასა და ფიუმეზე უარყოფილ იქნა, ხოლო როცა იტალიის ლიდერებმა პროტესტის ნიშნად კონფერენცია დატოვეს, სამთა საბჭომ ორლანდოს არყოფნისას ნება დართო ბერძნებს სმირნის დაკავებაზე, რომელიც ლონდონის ხელშეკრულებით იტალიისათვის იყო განკუთვნილი. 

იაპონური დელეგაციის წევრები სადავო საკითხებში, რომლებიც ევროპასა და აფრიკას ეხებოდა, თავიანთ პრეტენზიებს არ აყენებდნენ, არამედ ინგლისსა და აშშ-ს უჭერდნენ მხარს, იმედოვნებდნენ რა შესაბამისი კომპენსაციების იქ მიღებას, სადაც ლაპარაკი აზიურ-წყნაროკეანური რეგიონის საკითხებზე წავიდოდა. საერთო დიკუსიის ხმაურის ქვეშ იაპონელები აზიური ტერიტორიების დაპყრობისაკენ ისწრაფვოდნენ. 


კონფერენციისათვის მომზადება 

27 ქვეყნის დედაქალაქებში, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ, მათ შორის რომლებიც ცენტრალური დერჟავების დამარცხების შემდეგ წარმოიქმნენ, მიდიოდა დაძაბული მოსამზადებელი მუშაობა პარიზის კონფერენციისათვის, რომელსაც მსოფლიო ახალ გადანაწილებამდე (მოწყობამდე) უნდა მიეყვანა. სამთავრობო მოხელეები ადგენდნენ მოხსენებით ტექსებს, ისტორიკოსებსა და ეკონომისტებს ავალებდნენ მოეძებნათ დასაბუთებანი ამა თუ იმ პრეტენზიებისათვის ძველ ხელშეკრულებებსა და სხვა დიპლომატიურ საბუთებში. რუმინეთი ცდილბდა ქცევის ერთიანი ხაზის ჩამოყალიბებას ჩეხოსლოვაკიასთან, იუგოსლავიასთან და საბერძნეთთან ერთად. პარიზსა და ლონდონს შორის მიმოდიოდნენ კურიერები, რომლებიც დიპლომატიური მიმოწერის უწყვეტ ნაკადს უზრუნველყოფდნენ. ლონდონში ჩატარებულ იქნა თათბირი საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების მეთაურთა და საგარეო საქმეთა მინისტრთა მონაწილეობით: მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების ბევრი პუნქტი სერიოზულ უთანხმოებებს იწვევდა, უხდებოდათ საიდუმლო შეთანხმებების გათვალისწინება, რომლებიც ომის მსვლელობისას იქნა დადებული, რაც ერთმანეთში შეთანხმებასა და სავარაუდო ხელშეკრულებაში შესწორებების შეტანას მოითხოვდა. 

ვილსონის ჩამოსვლა ევროპაში 

1918 წლის 4 დეკემბერს ლაინერი „ჯორჯ ვაშინგტონი“ გამოვიდა ნიუ-იორკიდან, ჰყავდა რა ბორტზე ამერიკული დელეგაცია, რომელიც სამშვიდობო კონფერენციაზე გამოეგზავრა: ადამიანთა ბრბო განლაგდა სანაპირის გასწვრივ, რათა პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი გაეცილებინა, რომელიც პირველი მოქმედი ამერიკელი ლიდერი შეიქნა, ვინც თავისი ქვეყანა დატოვა, რათა ძველ სამყაროს სწვეოდა. თავად ვილსონი, მიმართავდა რა კონგრესს, თავისი ნაბიჯის მოტივაციას ახდენდა „ვალით“ იმ ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ევროპაში ბრძოლის ველებზე დაიღუპნენ; ბრიტანეთის ელჩი „ცინიკურად“ ვარაუდობდა, რომ პრეზიდენტი მიიზიდა პარიზში გამგზავრებამ, ისე, „როგორც დებიუტანტი გოგონაა მოხიბლული თავისი პირველი მეჯლისის პერსპექტივით“. სახელმწიფო მდივანმა რობერტ ლანსინგმა საფოსტო მტრედები გაუშვა გემის ბორტიდან, რომლებმაც მის ნათესავებს წაუღეს წერილები „სწრაფი მშვიდობის“ დამყარების პერსპექტივებზე. 

პოლიტიკური ლიდერების გარდა, გემის ბორტზე, რომელიც რამდენიმე საბრძოლო ხომალდის ბადრაგით მოემართებოდა, იმყოფებოდნენ ექსპერტებიც, რომელთა ამორჩევაც მოხერხდა ამერიკულ უნივერსიტეტებსა და სამთავრობო დაწესებულებებში, აგრეთვე მრავალრიცხოვანი ყუთები საცნობარო მასალებითა და სპეციალური კვლევებით ომისა და მშვიდობის თემაზე. აქვე იყვნენ საფრანგეთისა და იტალიის ელებიც აშშ-ში, რომლებიც ასევე ევროპაში გამოემართნენ. ნავსადგურიდან გამოსვლის მომენტში მგზავრები ვარაუდობდნენ, რომ მიემართებიან წინასწარ კონფერენციაზე, რომლის მიზაბნიც უნდა ყოფილიყო მხოლოდ მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის პრინციპების ჩამოყალიბება; მაგრამ წინასწარი კონფერენცია დასკვნით კონფერენციადაც გადაიქცა – ვილსონი ევროპაში გადამწყვეტი ნახევარწლეულის უმეტესი ნაწილის განმავლობაში დარჩა, 1919 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით. 

ვილსონი და მისი შეხედულებები 

თუმცა კი ვილსონი თავის საარჩევნო კამპანიას 1916 წელს მსოფლიო ომში აშშ-ის მიერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების ლოზუნგით ატარებდა, სწორედ მან 1917 წლის აპრილში მოაწერა ხელი ბრძანებულებას ომში ანტანტის მხარეზე ჩართვის შესახებ. მომავალი ნობელისეული ლაურეატის კარიერა მთლიანობაში „ტრიუმფების რიგს“ წარმოადგენდა, მაგრამ იყო მასში დამარცხებანიც, რომლებსაც თან ახლდა დეპრესიების შემოტევები, აგრეთვე მოულოდნელი გამწვავებანი არცთუ სავსებით გასაგები სნეულებებისა. უფრო მეტიც, პრეზიდენტობისკენ მიმავალმა გზამ გამოიწვია ვილსონისათვის უამრავი მტრის გამოჩენა, რომელთაგან ბევრიც მისი ყოფილი მეგობარი გახლდათ: „უგუნურსა და ცრუს“ უწოდებდა ვილსონს ნიუ-ჯერსის შტატის დემოკრატების ლიდერი; ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილებების ჯიუტი მიყოლა აღტაცებას იწვევდა მის მომხრეებში და ჩამოშორებას (უარყოფას) – მტრებში; საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მასში ხედავდა „ადამიანს, რომელიც, ორი საუკუნით ადრე რომ ეცხოვრა, უდიდესი ტირანი იქნებოდა დედამიწაზე – იმიტომ რომ მას, როგორც ჩანს, უმცირესი წარმოდგენაც კი არ გააჩნია იმაზე, რომ შესაძლოა იგი ცდებოდეს“; ლოიდ ჯორჯი აღწერდა ვილსონს როგორც „კეთილ, გულწრფელ, პირდაპირ“ ადამიანს, და იმავე დროს როგორც „უტაქტოს, ჯიუტსა და პატივმოყვარეს“. ვილსონისა და სახელმწიფო მდივნის ლასინგის ურთიერთობები შესამჩნევად გაუარესდა 1919 წლისათვის, ხოლო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ჯერ კიდევ ევროპაში გამომგზავრებამდე მიღებულს, არ წამოეყვანა თან რესპუბლიკური პარტიის არც ერთი წარმომადგენელი – რომელთაგან ბევრმა დაუჭირა მას მხარი აშშ-ის ომში ჩართვის საკითხში, ხოლო თავად პარტიას კი იმ დროისათვის უმრავლესობა ჰქონდა კონგრესში – გრძელვადიანი შედეგები ჰქონდა ერთა ლიგის ბედისათვის. 

საუბრობდა რა ევროპაში მოგზაურობის დროს ამერიკელ ექსპერტებთან სამშვიდობო კონფერენციაზე აშშ პოლიტიკის პრინციპების შესახებ, ვილსონმა განაცხადა, რომ ამერიკელები იქნებიან „ერთადერთი დაუინტერესებელი ადამიანები სამშვიდობო კონფერენციაზე“ (შემდგომში იგი რეგულარულად ახსენებდა კოლეგებს, რომ აშშ ფორმალურად ანტანტაში არ შესულა) და რომ „ისინი, ვისთანაც მას უნდა ჰქონდეს საქმე, თავის ხალხს არ წარმოადგენენ“ . მთელი კონფრენციის მანძილზე პრეზიდენტი „ებღაუჭებოდა რწმენას“ იმისა, რომ სწორედ იგი ლაპარაკობდა ხალხის მასების სახელით და რომ, თუ იგი შეძლებდა მათი ყურადღების მოპყრობისათვის მიეღწია – იქნებოდნენ ეს ფრანგები, იტალიელები თუ რუსები – მაშინ ისინი დაეთანხმებოდნენ მის შეხედულებებს. პრეზიდენტი ასევე რეგულარულად იყენებდა მაგალითებსა და ანალოგიებს სამხრეთ ამერიკასთან – მისთვის უფრო მეტად ნაცნობ საგარეო პოლიტიკის ზონასთან. ასე, მისი აზრით, ამერიკული ჯარების შეყვანა ჰაიტიზე, ნიკარაგუასა და დომინიკის რესპუბლიკაში მიმართული იყო წესრიგისადმი მხარდაჭერასა და დემოკრატიის დახმარებაზე: „მე ვაპირებ ვასწავლო სამხრეთ-ამერიკული რესპუბლიკების მოქალაქეებს ირჩევდნენ [ხელისუფლებაში] კარგ ადამიანებს!“ ამასთან იგი იშვიათად ახსენებდა, რომ ჯარების შეყვანა ასევე ხელსუწყობდა პანამის არხისა და რეგიონში ამერიკული ინვესტიციების დაცვას. ვილსონი ასევე „იყო შეშფოთებული“, როცა მექსიკის მოქალაქეებმა არ გაიზიარეს მისი მოსაზრება იმაზე, რომ ამერიკული ჯარების გადასხმა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმართული იყო იმაზე, რათა „თვითგამორკვევის პროცესები არ შეწყვეტილიყო და არ გადადებულიყო“. 

„ფაქტების იგნორირების“ უნარს ასევე რეგულარულად ავლენდა ვილსონი: საზავო კონფერენციის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ არასოდეს უნახავს ანტანტის ქვეყნების მიერ ომის წლებში დადებული საიდუმლო შეთანხმებანი, – თუმცა კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არტურ ბალფურმა ჯერ კიდევ 1917 წელს გააცნო მას 1915 წლის ლონდონის ხელშეკრულება. 

თვითონ აშშ ომის ბოლოსათვის გაცილებით უფრო ძალმოსილი სახელმწიფო გახლდათ, ვიდრე 1914 წელს: მარტო ევროპაში მილიონზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იყო განლაგებული, აშშ ფლოტმა კი თავისი ზომებით ბრიტანულ ფლოტთან დაიწყო მეტოქეობა. აშშ-ის მოქალაქეები მიდრეკილი იყვნენ ჩაეთვალათ, რომ სწორედ მათ მოიგეს ომი თავიანთი ევროპელი მოკავშირეებისათვის, ხოლო მათი ქვეყანა კი იყო ბანკირი ევროპელებისთვის: ევროპულ სახელმწიფოებს ამერიკული მთავრობის 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ემართათ, ამერიკული ბანკებისა კი – დაახლოებით ორჯერ მეტი. პრეზიდენტის იურისკონსულტის, დევიდ ჰანტერ მილერის (David Hunter Miller) აზრით, „ევროპა გაკოტრდა ფინანსურად, მისი მთავრობები კი – მორალურად. უბრალოდ გადაკრულად ნათქვამიც კი ამერიკის წასვლაზე (...) გამოიწვევს ყველა მთავრობის დამხობას გამონაკლისების გარეშე ევროპაში და რევოლუციას ყვეა ევროპულ ქვეყანაში – შესაძლოა მხოლოდ ერთი გამონაკლისით“. 

ხალხების თვითგამორკვევა 

ყველა იმ იდეიდან, რომლებიც ვილსონმა ჩამოიტანა ევროპაში, „ხალხთა თვითგამორკვევის“ კონცეფცია (იხ. ვილსონის თოთხმეტი პუნქტი) ერთ-ერთი ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანი გახლდათ. ასე, სამშვიდობო კონფერენციის დროს ამერიკული მისიის მეთაურს ვენაში არაერთხელ გაუგზავნია პარიზსა და ვაშინგტონში თხოვნები უფრო დაწვრილებით განემარტათ მისთვის მოცემული ტერმინი – მაგრამ პასუხი მაინც ვერ მიიღო. მრავალრიცხოვანი ზოგადი ფორმულირებები, რომლებიც თეთრ სახლში იბადებოდა, – „ავტონომიური განვითარება“, „მათი უფლება, ვინც ხელისულებას ემორჩილება, ჰქონდეთ ხმა მთავრობაში“, „მცირე ერების უფლებები და თავისუფლებანი“, „მშვიდობისმოყვარე ერები, რომლებსაც, ისევე როგორც ჩვენს ერს, სურთ იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით და განსაზღვრავდნენ თავიანთ საკუთარ ინსტიტუტებს“, – ნათელს ვერ ჰმატებდა. თვით ლანსინგიც კი ვერ იცილებდა კითხვას, ნამდვილად თუ აქვს განზრახული ვილსონს გააკეთოს ისე, რომ ნებისმიერ ხალხს, რომელიც საკუთარ თავს ერს უწოდებდა, ჰქონოდა თავისი ცალკე სახელმწიფო? 

როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს „თვიგამორკვევის“ შესახებ, როგორი ერთეული აქვს მას ხედველობაში? მას მხედველობაში აქვს რასა, ტერიტორიული რაიონი თუ თემი? 
                                                                                 – ლანსინგი 

ანალოგია აშშ-ის სახელმწიფო მოწყობასთან ასევე კითხვებს იწვევდა, რამდენადაც კონფრენციის ბევრ მონაწილეს ახსოვდა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის შესახებ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, რომელიც მხოლოდ ნახევარი საუკუნის წინ დასრულდა. ერობნული „ქვეჯგუფების“ ბედი, კათოლიკი უკრაინელების ან პოლონელი პროტესტანტების მსგავსთა, ასევე არ იყო ნათელი, რამდენადაც ხალხების „ერებად“ დაყოფის შესაძლებლობა დაუსრულებელი გახლდათ, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში, სადაც მრავალათასწლიანმა ისტორიამ რელიგიების, ენებისა და კულტურების მდიდარი ნარევი ჩამოაყალიბა. 

ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო „თვითგამორკვევის“ შესახებ საკითხი ექსპერტებისათვის დაეტოვებინათ, დაავალებდნენ რა მათ შეესწავლათ ისტორია, სტატისტიკა და ჰქონოდათ კონსულტაციები ადგილობრივ მცხოვრებლებთან. სხვა, ოფრო მეტად აშკარა და ნათლად დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის დროიდან გავრცელდა, მდგომარეობდა იმაში, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის მიეცათ განვითარების გზის არჩევის შესაძლებლობა – პლებისციტის გზით ხმის ფარულად მიცემით ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანოს კონტროლის ქვეშ. მაგრამ აქაც მთელი რიგი საკითხები წამოიჭრებოდა: ვის ჰქონდა ხმის უფლება? მარტო მამაკაცებს თუ ასევე ქალებსაც? მხოლოდ ფაქტობრივ მცხოვრებლებს, თუ მარტო იმათ, ვინც სადავო ადგილას დაიბადა? და რა იქნება მაში, თუ ადგილობრივი მცხოვრებნი არ იცნობენ „ერის“ კონცეფციას? რა თქმა უნდა, თვითონ ვილსონი არ იყო პასუხისმგებელი იმ ეროვნული მოძრაობების გავრცელებაზე, რომლებიც ევროპაში XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ სიდნეი სონინოს აზრით, „ომმა, ეჭვგარეშეა, გამოიწვია „ეროვნული კუთვნილების გრძნობის“ ზომაზე მეტად გაძლიერება, და, შესაძლოა, ამერიკამ ხელიც შეუწყო ამას, წამოაყენა რა მოცემული პრინციპი პირველ პლანზე“. 

ვილსონმა, რომელიც უნარიანად და დაჟინებით იყენებდა აშშ-ის ძლიერ პოზიციებს, რიგ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ წააწყდა მეტად სერიოზულ დიპლომატიურ მეტოქეებს კლემანსოსა და ლოიდ ჯორჯის სახით. მათ არ შეეძლოთ ეპატიებინათ მისთვის თავიანთი წარუმატებლობანი; ამიტომ სამაგიეროს გადახდისათვის ისინი ახასიათებდნენ მას როგორც მოღვაწეს, რომელიც სრულიად დაუხელოვნებელი გახლდათ დიპლომატიურ საკითხებში, და იმავე დროს გულუბრყვილოდ წარმოედგინა, რომ იგი ნამდვილად მოწოდებულია მსოფლიოს გადასარჩენად. „მე ვფიქრობ, – წერდა ვილსონის შესახებ ლოიდ ჯორჯი, – რომ იდეალისტურად განწყობილი პრეზიდენტი ნამდვილად უყურებდა საკუთარ თავს როგორც მისიონერს, ვისი მოწოდებაც გახლდათ საწყალი ევროპელი წარმართების გადარჩენა...“ 

როგორია ევროპის დანიშნულება და როგორ ძნელია [ვილსონთან] საერთო ენის გამონახვა! მას სჯერა, რომ ყველაფერი შეიძლება გადაწყდეს თეორიული ფორმულებისა და მისი თითხმეტი პუნქტის მიხედვით. თავად უფალი ღმერთი ათი მცნებით დაკმაყოფილდა. ვილსონმა მოწყალედ გვაჩუქა ჩვენ ერთბაშად თოტხმეტი პუნქტი... თოთხმეტი მცნება ყველასე უფრო ფუჭი თეორიისა! 
                                                                                            – კლემანსო 

ერთა ლიგა და აშშ-ის როლი 

იმყოფებოდა და ევროპაში მომავალ გზაზე, ვილსონმა თავისი დროის უმეტესი ნაწილი ექსპერტებთან შეხვედრებში გაატარა, სადაც განიხილავდა საკითხს, რომელიც მას ყველაზე უფრო მეტად აღელვებდა: საერთაშორისო ურთიერთობების მართვის ახალი ხერხის (წესის) გამონახვის აუცილებლობა. 1918 წლის იანვრის „თოთხმეტ პუნქტსა“ და შემდგომ გამოსვლებში მან უკვე ჩამოაყალიბა თავისი იდეების კონტურები. „„ძალთა ბალანსი“, – თქვა მან სიტყვაში „ოთხი პრინციპი“ 1918 წლის თებერვალში, რომელიც კონგრესისადმი იყო მიმართული, – სამუდამოდაა დისკრედიტირებული როგორც ხერხი მშვიდობის შენარჩუნებისა (იხ. პირველი მსოფლიო ომის მიზეზები): აღარ უნდა არსებობდეს მეტად ის საიდუმლო დიპლომატია, რომელმაც ევროპა პოლიტიკურ გარიგებებამდე, ნაადრევ დაპირებებამდე და ჩახლართულ ალიანსებამდე მიიყვანა, და რაც შედეგად საერთო-მსოფლიო ომით დასრულდა; სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა ხსნიდეს გზას მომავალი ომებისთვის; არ უნდა იყოს შურისძიბა, ტერიტორიული პრეტენზიები და უზარმაზარი კონტრიბუციები, რომელსაც დამარცხებული მხარე უხდის გამარჯვებულებს (იხ. საფრანგეთ-პრუსიის ომი); უნდა არსებობდეს კონტროლი შეიარაღებებზე – სასურველია, საერთო განიარაღება; გემები თავისუფლად უნდა დაცურავდნენ მსოფიო ზღვებში; სავაჭრო ბარიერები შემცირებულ უნდა იქნას, რათა მსოფლიოს ხალხები უფრო მეტად ურთირთ-დამოკიდებულები შეიქნენ ეკონომიკურად“. 

[ნახატი] 

ვილსონი კითხულობს შეთანხმებას ერთა ლიგის შესახებ (14 თებერვალი 1919). პრეზიდენტისგან მარჯვნივ კლემანსო და ბალფური. საირუს ბოლდბრიჯის ნახატი 

მომავალი მსოფლიო წესრიგის საფუძველში, ვილსონის თანახმად, უნდა ყოფილიყო ერთა ლიგა – კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანო, რომელსაც „კარგად მართულ სამოქალაქო საზოგადოებაში“ მხარს დაუჭერდნენ მთავრობა, კანონები, სასამართლოები და პოლიცია: „წარუმატებლობის [მორალურ-ეკონომიკურ ზემოქმედების] შემთხვევაში დამნაშავე ერი იქნება კანონ გარეშედ გამოცხადებული – ბოროტოქამედები კი ახლა პოპულარულები არ არიან“. ამრიგად, ვილსონმა ეჭვის ქვეშ დააყენა ვარაუდი, რომ მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო ხერხი – ეს არის სახელმწიფოების ერთი-მეორის წინააღმდეგ დაბალანსება, მათ შორის ალიანსების სისტემის მეშვეობითაც; რომ ძალა, და არა კოლექტიური უსაფრთხოება, წარმოადენს ხერხს თავდასხმისგან შეკავებისა. ამავდროულად იგი სთავაზობდა ალტერნატივას პროექტისადმი, რომელიც წამოაყენეს მარქსისტებმა და ბოლშევიკებმა, დარწმუნებულებმა იმაში, რომ მსოფლიო რევოლუცია მოიტანს საყოველთაო მშვიდობას, სადაც კონფლიქტები უკვე აღარ იქნება როგორც ასეთი. გარდა ამისა, ვილსონი ვარაუდობდა, რომ ხალხის მიერ არჩეული მთავრობები არ არიან მიდრეკილი ერთმანეთთან ომისაკენ. უწოდებდა რა მოცემულ პრინციპებს „ამერიკულს“, ვილსონი იმავდროულად განიხილავდა მათ როგორც „ზოგადსაკაცოებრიოსაც“, და საკუთარ თავს კი – როგორც კაცობრიობის სახელით მოლაპარაკეს. ამაში გამოვლინდა ახალი სამყაროს იმ დროის მოქალაქეთა მიდრეკილება განიხილავდენ თავიანთ ფასეულობებს როგორც უნივერსალურს, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრების თავიანთ მოწყობას კი – როგორც ნიმუშს ყველა დანარჩენისათვის. 

მლიანობაში ამერიკული დელეგაციის დამოკიდებულება თავისი ევროპელი პარტნიორებისადმი რთული გახლდათ: მასში ერთმანეთში იყო შერეული ევროპის უწინდელი მიღწევებით აღტაცება, დარწმუნებულობა იმაში, რომ ანტანტა დამარცხებას განიცდიდა აშშ-ის მხრიდან დახმარების გარეშე, და ეჭვიც, რომ „ვერაგი ევროპელები“ რაღაც ხაფანგებს ამზადებენ. ასე, ჯერ კიდევ პარიზში ჩამოსვლამდე დელეგატები ფიქრობდნენ, რომ ფრანგებსა და ინგლისელებს შეუძლიათ მათ შესთავაზონ, რათა თავიანთ მხარეზე დაიყოლიონ: როგორც აფრიკული კოლონიები იყო შესათავაზებელ ვარიანტებს შორის, ისე პროტექტორატიც სომხეთზე ან პალესტინაზე. 

პასტორის ვაჟიშვილი, ვილსონი კონფერენციაზე ჩამოვიდა, ლოიდ ჯორჯის სიტყვით, მისიონერის როლში, რათა ქადაგების ძალით „ეხსნა წარმართ ევროპელთა სულები“. ამასთან 1919 წელს, მანამდე სანამ თანდათანობით დაიწყებოდა იმედგაცრუების ჩამოყალიბება, მსოფლიო სავსებით სერიოზულად იყო მზადყოფნაში ასეთი ქადაგების მოსასმენად – და უკეთეს მსოფლიოზე ოცნების დასაჯერებლად, რომელშიც ხალხები ჰარმონიაში იცხოვრებენ. ვილსონის პოზიციამ არა მარტო ევროპელ ლიბერალებსა და პაციფისტებს შორის გამოიწვია გამოხმაურება, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური ელიტების წარმომადგენლებს შორისაც. ასე, ბრიტანეთის სამხედრო კაბინეტის მდივანს სერ მორის ჰენკის (Maurice Hankey, 1st Baron Hankey) ყოველთვის თან დაჰქონდა „თოთხმეტი პუნქტის“ ასლი საგანგებო საქაღალდეში, რომელსაც უმნიშვნელოვანეს საცნობარო მასალებს შორის ინახავდა; თავად ჰენკის სიტყვით, ეს პუნქტები მისთვის „მორალური ბაზა“ გახლდათ. მთელ ევროპაში მოედნებს, ქუჩებს, სარკინიგზო სადგურებსა და სკვერებს ვუდრო ვილსონის სახელი დაარქვეს; იტალიაში ჯარისკაცები მისი გამოსახულების წინ იჩოქებდნენ; პარიზში მემარცხენე გაზეთმა “L’Humanite”-მ გამოუშვა სპეციალური ნომერი, რომელშიც ფრანგი სოციალისტების ლიდერები ამერიკის პრეზიდენტის „ქება-დიდებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ“. 

ის, რაც მე წარმომიდგება ყველაფერ ამაში, – მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ მართალი არა ვარ, – ესაა იმედგაცრუების ტრაგედია 
                                                                                                 – ვილსონი 

ბრესტიდან პარიზში 

მთელი მსოფლიოს მზერა ამ პერიოდში მიჯაჭვული იყო ვილზსონზე – „თოთხმეტი პუნქტის“ ავტორზე, რომლებზედაც, როგორც მოელოდნენ, სამშვიდობო ხელშეკრულება იქნებოდა აგებული. ევროპაში ვილსონს თავბრუდამხვევ შეხვედრებს უწყობდნენ. პარიზში მას უფრო მეტი აღტაცებით ხვდებოდნენ, ვიდრე მარშალ ფოშს, რომელსაც აქ ეროვნულ გმირად მიიჩნევდნენ. მთელი პაციფისტური პრესა მხარს უჭერდა რწმენას პრეზიდენტის მხსნელ მისიაში, რომელმაც თავისი „ახალი დიპლომატია“ ძველ სკოლას დაუპირისპირა. 

„ჯორჯ ვაშინგტონმა“ პრანგულ პორტ ბრესტს 1918 წლის 13 დეკემბერს მიაღწია – დაზავების ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ. ამერიკულ ბადრაგს დახვდა უზარმაზარი „ხეივანი“ ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული ფლოტების საბრძოლო ხომალდებისაგან, ქალაქის ქუჩები კი დაფნის გვირგვინებითა და დროშებით იყო შემკული. ტროტუარის პრაქტიკულად ყლველი სანტიმეტრი, შენობის ყოველი სახურავი, ყველა ხე და განათების ყველა ბოძი უზარმაზარმა ბრბომ დაფარა; რეგულარულად ისმოდა შეძახილები “Vive l’Amerique! Vive Wilson!”. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან პიშონი აშშ პრეზიდენტს ტრაპთან მიესალმა, რის შემდეგაც ამერიკული დელეგაცია ჩასხდა ღამის მატარებელში, რომელიც პარიზში მიემართებოდა; როცა ღამის სამ საათზე პრეზიდენტს ექიმმა შემთხვევით თავისი კუპიდან ფანჯარაში გაიხედა, ნახა „არა მარტო კაცები და ქალები, არამედ პატარა ბავშვებიც, რომლებიც თავშიშველები იდგნენ, რათა მათ შორი-ახლო მიმავალ ჩვენს მატარებელს მისალმებოდნენ“. 

[სურათი] 

ვილსონის რეზიდენცია პარიზში (დაახლოებით 1919 წ.) 

ვილსონის პარიზში მიღება კიდევ უფრო ტრიუმფალური გახლდათ. პრემიერ-მინისტრი კლემანსო სადგურში თავის მთავრობასთან და ძველ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან, პრეზიდენტ პუანკარესთან ერთად მოვიდა. ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა ცოლმა ღია კარეტით, თანხმობის მოედნისა და ელისეს მინდვრების გავლით თავიანთ ახალ რეზიდენციამდე იმგზავრეს; თავად ვილსონი ასეთი მიღებით ძალზედ კმაყოფილი დარჩა. 

პირველი შეხვედრები 

ლონდონის შეხვედრა 

როცა პოლკოვნიკი ჰაუზი და პრეზიდენტი ვილსონი პარიზში 14 დეკემბერს დღისით ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, ვარაუდობდნენ, რომ სამშვიდობო კონფერენცია ოფიციალურად რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა დაწყებულიყო – მაგრამ „პოლიტიკური მანევრები“ უკვე დაიწყო. ასე, კლემანსომ უკვე შესთავაზა ბრიტანელებს აერჩიათ საერთო (ზოგადი) პრინციპები შეთანხმებისა მშვოდობის (ზავის) შესახებ, და ევროპელები, იტალიელების ჩათვლით, თვის დასაწყისში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ლონდონში. საკუთარი თავის დასაზღვევად, კლემანსო წინასწარ ეწვია ჰაუზს და დაარწმუნა იგი, რომ თვითონ ბრიტანეთის დედაქალაქში მხოლოდ იმისთვის მიემგზავრება, რათა ლოიდ ჯორჯს მომავალი საყოველთაო მოგებაში დაეხმაროს. 

შეხვედრა მართლაც რომ წარმატებით არ დასრულებულა: როგორც გამოირკვა, არსებითი უთანხმოებანი იტალიის ტერიტორიული მოთხოვნების გამო ადრიატიკაში და დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეხედულებათა განსხვავებანი ოსმალეთის იმპერიის ბედთან დაკავშირებით ხელს უშლიან საერთო-ევროპული მიდგომის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, სამი დერჟავის ლიდერები მერყეობდნენ და განსაზღვრულ პოზიციებს არ იკავებდნენ, რადგანაც არ სურდათ შეექმნათ ამერიკელი პრეზიდენტისათვის შთაბეჭდილება, რომ ისინი მის ზურგს უკან ცდილობენ ერთმანეთთან შეთანხმებას. 

ლიდერების ურთიერთგაცნობა 

იხ. ასევე: „დიდი ოთხეული“ 

პოლკოვნიკი ჰაუზი იზიარებდა ვილსონის აზრს შეერთებული შტატების როლის შესახებ როგორც არბიტრისა კონფრენციაზე და, განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, ვარაუდობდა, რომ კლემანსო უფრო მოსახერხებელი პარტნიორი იქნებოდა, ვიდრე ლოიდ ჯორჯი. ამიტომ ვილსონი პირველად კლემანსოს შეხვდა: ამ ლაპარაკის მსვლელობისას ფრანგი პოლიტიკოსი მხოლოდ უსმენდა, ამერიკელი ლიდერის მონოლოგში კი მარტო ერთხელ ჩაერია – იმისათვის, რათა ერთა ლიგის კონცეფციისადმი თავისი მოწონება გამოეხატა. ვილსონი კმაყოფილი დარჩა შეხვედრით, ჰაუზი კი, რომელიც იმედოვნებდა, რომ საფრანგეთი და აშშ შექმნიან „საერთო ფრონტს“ ბრიტანეთის წინააღმდეგ, აღტაცებული გახლდათ. შემდეგ ვილსპნების ოჯახმა შობა ამერიკულ შტაბ-ბინაში პარიზის გარეუბანში, გენერალ ჯორჯ პერშინგთან ერთად გაატარა, რის შემდეგაც ლონდონში გაემგზავრა. 

ბრიტანეთში ვილსონს ისევ ადამიანთა უზარმაზარი ბრბოები ხვდებოდა, რომლებიც აქტიურად გამოუხატავდნენ თავიანთ მხარდაჭერას, თუმცა კი მისი პირადი მოლაპარაკებები ბრიტანელ ლიდერებთან წარმატევით არ დაგვირგვინებულა – კერძოდ, პრეზიდენტი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ლოიდ ჯორჯი და სხვა ბრიტანელი მინისტრები არ გაემგზავრნენ საფრანგეთში, რათა მას მისალმებოდნენ; იგი ასევე გაღიზიანებული იყო იმით, რომ დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნების გამო მოუხდებოდათ სამშვიდობო კონფენერციის დაწყება გადაეტანათ. აშშ-სა და მის ყოფილ მეტროპოლიას შორის რთულმა ურთიერთობებმა თავისი ანაბეჭდი დაასვა ბევრი ამერიკელის დამოკიდებულებას, ვილსონის ჩათვლით, ბრიტანეთისა და მისი ლიდერებისადმი: აცნობიერებდა რა ბრიტანელთა როლს ამერიკულილიბერალური ტრადიციებს ჩამოყალიბებაში, იგი მაინც მიდრეკილი იყო იმისკენ, რომ სიფრთხილით მოჰკიდებოდა „ზღვების მბრძანებელს“. 

თუ ინგლისი დაჟინებით მოითხოვს ომის შემდეგ თავისი სამხედრო-საზღვაო ბატონობის შენარჩუნებას, შეერთებულ შტატებს შეუძლია და აჩვენებს კიდეც მას, თუ როგორ უნდა იგებოდეს სამხედრო-საზღვაო ფლოტი! 
                                                       – ვილსონი საუბარში ანდრე ტარდიესთან 

ბუკინჰემის სასახლეში საზეიმო მიღებაზე ვილსონმა პირდაპირ განუცხადა ბრიტანელ მოხელეს (რომელმაც მაშინვე გადასცა მიღებული შენიშვბენი თავის ხელმძღვანელებს): „თქვენ არ უნდა ლაპარაკობდეთ ჩვენზე როგორც ბიძაშვილებზე, და მით უმეტეს – როგორც ძმებზე; ჩვენ არც ერთი ვართ, და არც მეორე“. კომენტარს უკეთებდა რა მიღებას, ლოიდ ჯორჯმა აღნიშნა, რომ „მასზე არ ყოფილა არც მეგობრობის გამომჟღავნება, არც სიხარულისა იმ ადამიანებთან შეხვედრისაგან, რომლებიც იყვნენ პარტნიორები საერთო ღონისძიებაში – და ძლივსღა დააღწიეს თავი საერთო საფრთხეს“. 

ლოიდ ჯორჯმა, რომელიც აღიარებდა აშშ-თან კარგი ურთიერთობების პირველხარისხოვან მნიშვნელობას, გადაწყვიტა ვილსონი მოეხიბლა: და უკვე მათმა პირველმა პირადმა საუბარმა „ყინული გაადნო“. ლოიდ ჯორჯმა შვებით ამოსუნთქვით შატყობინა თავის კოლეგებს, რომ პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მზად იყო დათმობებზე წამოსასვლელად იმ საკითხებში, რომლებიც ბრიტანელებს თავიანთთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდათ: ზღვაოსნობის თავისუფლება და გერმანული კოლონიების ბედი. როგორც კლემანსოსთან შემთხვევაშიც, ვილსონს საუბარში უფრო მეტად ერთა ლიგის პროექტი აწუხებდა. 

ნგლოსაქსონური სამყაროს ლიდერებმა ასევე მოილაპარაკეს ჩვეულებრივ პრაქტიკას მიჰყოლოდნენ და გერმანიასთან და სხვა დამარცხებულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებათა მაგიდას მისხდომოდნენ, რათა სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულებები შეედგინათ. კლემანსოცა და ლოიდ ჯორჯიც მიუთითებდნენ აუცილებლობაზე მოკავშირეებისათვის, რომ გერმანულ დელეგაციასთან შეხვედრამდე საერთო პოზიცია გამოემუშავებინათ: ფორმალურად უარი განაცხადა რა ასეთი კონფერენციის ჩატარებაზე, ვილსონი დაეთანხმა „წინასწარ არაფორმალურ კონსულტაციებზე“ დაახლოებით „ორი კვირის“ განმავლობაში. 

ამის შემდეგ პრეზიდენტმა განაგრძო თავისი გზა იტალიაში, სადაც კიდევ უფრო მეტად აღტაცებული მიღება ხვდა წილად. იმავდროულად, მას დაებადა კითხვა, ხომ არ იყო მოლაპარაკებათა დაწყებს გაჭიანურება წინასწარ განზრახული. ასე, როცა საფრანგეთის მთავრობა შეეცადა მისთვის ბრძოლის ველებზე გამგზავრების ორგანიზაცია მოეხდინა, მან უარი განაცხადა: „ისინი ცდილობდნენ ვეიძულებინე ვწვეოდი გაჩანაგებულ რეგიონებს, რათა სისხლი მენახა და ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა მხარეზე მეთამაშა“. ვარაუდობდა რა, რომ ახალი მსოფლიო ემოციების გარეშე უნდა იქნას აგებული, ვილსონმა განაგრძო, რომ „თვით მთელი საფრანგეთიც რომ ჭურვებისგან წარმოქმნილი ორმოებით ყოფილიყო დაფარული, საბოლოო დარეგულირების პრინციპებს ეს ვერ შეცვლიდა“. ფრანგული დელეგაცია აღშფოთებული იყო მისი უარით და იმის შემდეგაც არ შეიქნა სრულად დაკმაყოფილებული, როცა მან მარტში ხანმოკლე მგზავრობა მაინც მოახდინა. 

კონფლიქტი აშშ-სა და საფრანგეთს შორის: “candeur” და “grandeur” 

თანდათანობით ვილსონმა დაიწყო იმ დასკვნამდე მისვლა, რომ თავად იგი და ფრანგული დელეგაცია არ იყვნენ იმდენად ახლოს ერთმანეთთან შეხედულებებში, როგორც ჰაუზს უნდოდა იგი დაერწმუნებინა. ასე, საფრანგეთის მთავრობამ შეიმუშავა დეტალური დღის წესრიგი მომავალი კონფერენციისათვის, რომელშიც ერთა ლიგას ადგილი საკითხების ჩამონათვალის ბოლოში ერგო. საფრანგეთის ელჩმა ლონდონში პოლ კომბონმა ღიად აცნობა ბრიტანელ დიპლომატს, რომ „სამშვიდობო კონფერენციის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რათა დაასრულოს ომი გერმანიასთან“,  ლ ი გ ი ს  შექმნა კი სავსებით შეიძლება გადადებულ იქნას. იმავდროულად ფრანგული ისტებლიშმენტის ბევრი წარმომადგენელი აღიქვამდა  ლ ი გ ა ს  როგორც საომარი დროის ალიანსის უბრალო გაგრძელებას – რომლის ძირითადი როლიც იქნება ზავის პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. 

კლემანსომ თავისი სკეპტიკური განწყობა საჯაროდ გამოავლინა: ვილსონის ლონდონში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მეორე დღეს პრემიერი დეპუტატთა პალატაში გამოვიდა და განაცხადა, რომ „არსებობს ძველი სისტემა კავშირებისა, რომელსაც „ძალთა ბალანსი“ ეწოდება – ეს კავშირების ის სისტემაა, რომელზე უარის თქმასაც მე არ ვაპირებ; ის ჩემი სახელმძღვანელო პრინციპი იქნება სამშვიდობო კონფერენციაზე“. თავად ვილსონთან მიმართებაში კი კლემანსომ გამოიყენა ფრანგული ტერმინი candeur, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც „გულახდილობაცა“ და როგორც „მიამიტობაც“ („გამოუცდელობაც“); ამ სიტყვის შესახებ ოფიციალურმა ანგარიშმა მოცემული ტერმინი გადააქცია grandeur -ად – „დიდებულებად“. ამერილულმა დელეგაციამ კლემანოს სიტყვა აღიქვა როგორც პირდაპირი გამოწვევა. 

“The New York Times”-ის 1919 წლის 31 მარტის მეწინავე: „დიდი ოთხეული“ პარიზში ჩიხში შევიდა; ფრანგებს ბრალს დებენ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში; გერმანელები ერთიანდებიან, რათა დანციგი შეინარჩუნონ. 

შედეგად დაითესა თესლები იმისა, რაც თანდათანობით კონფერენციის მსვლელობის გამარტივებულ და მდგრად სურათში გადაიზარდა – განსაკუთრებით ფართო პუბლიკისათვის აშშ-ში. მის ფარგლებში „ფიქრებითა და ქცევით სუფთა“ ამერიკელი ლიდერის გზაზე, რომელსაც კაცობრიობა „ნათელი მომავლისაკენ“ მიჰყავდა, „მახინჯი ფრანგილი ტროლი (тролль)“ იდგა, რომელიც გაბოროტებით იყო აღვსებული და მხოლოდ შურისძიებაზე ოცნებობდა. პროფესორ მარგარეტ მაკმილანის აზრით, რეალობა შორს იდგა ამ დიხოტომიისაგან: ფრანგ და მერიკელ ლიდერებს ერთმანეთისაგან ჰყოფდა ტემპერამენტი და ცხოვრებისეული გამოცდილება. თუ ვილსონი ვარაუდობდა, რომ ადამიანები ბუნებით „კეთილები“ არიან, კლემანსოს ამაში ეჭვი ეპარებოდა – ომის წლებში მან ძალზედ ბევრი რამ გადაიტანა და განიცადა. „გეთაყვათ, არ გამიგოთ მე არასწორად, ჩვენც ასევე კეთილშობილური განზრახვებითა და მაღალი მისწრაფებებით მოვედით ამ ქვეყნად, რომლებსაც  თ ქ ვ ე ნ  ასე ხშირად და ასე მჭერმეტყვემულად გამოთქვამთ. ჩვენ გავხდით ისინი, ვინც ვართ, იმიტომ რომ ჩვენ იმ რეალობის „ხისტმა ხელმა“ ჩამოგვაყალიბა, რომელშიც უნდა გვეცხოვრა, და ჩვენც მასში მხოლოდ იმიტომ დავრჩით ცოცხლები, რომ თვითონ ჩვენც „ხისტი ბიჭები“ ვართ“ – უთხრა ერთხელ კლემანსომ ვილსონს. თუ ამერიკის პრეზიდენტი დაიბადა სამყაროში, სადაც საკუთარი თავის „დემოკრატად“ მოხსენიება უსაფრთხო იყო, „მე ვცხოვრობდი სამყაროში, სადაც მიღებული იყო დემოკრატისათვის ტყვია დაეხალათ“, განაგრძობდა კლემანსო: „მე მივედი დასკვნამდე, რომ სიმართლე ძლიერის მხარესაა“. თავად კლემანსო  ლ ი გ ი ს  წინააღმდეგ არ ყოფილა – იგი უბრალოდ მას სავსებით (სრულად) არ ენდობოდა; იგი ისურვებდა ეხილა უფრო მეტად ფართო შაერთაშორისო თანამშრომლობა, მაგრამ უკანასკნელი წლების ისტორიამ ნათლად დაანახა „დენთის მშრალად შენახვის“ აუცილებლობა. და ამაში პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ფართოპლასტი ფრანგული საზოგადიებრივი არისა – საზოგადოების აზრისა, რომელმაც უაკანსკნელი ოთხი წლის მანძილზე თვრამეტიდან ოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცების მეოთხედი დაჰკარგა და რომელიც თავისი უდიდესი უმრავლესობით გერმანიასა და გერმანელებს ეჭვით ეკიდებოდა. 

აშშ დელეგაციის განთავსება 

იანვრის მეორე კვირისათვის ვილსონი პარიზში დაბრუნდა, სადაც გამარჯვებული დერჟავების „წინასწარი“ კონფერენციის დაწყებას მოელოდნენ; იგი ცხოვრობდა პრესტიჟულ ოტელში “Hotel Murat”, რის საფასურსაც საფრანგეთის მთავრობა იხდიდა, და ხუმრობდა, რომ ასეთ ნაირად ამერიკელბმა თუნდაც ირიბად, მაგრამ მაინც დაიწყეს ომის წლებში გაცემული კრედიტების უკანვე მიღება. შენობამ შეინარჩუნა „იმპერიული“ ვითარება: ბრიტანელი ჟურნალისტი, რომწლიც დემოკრატიულად არჩეული ლიდერისგან ინტერვიუს ასაღებად მოვიდა, გაკვირვებული იყო, როდესაც ვილსონი ნაპოლეონ I-ის ხანის დიდებულ მაგიდასთან მჯდომარე იხილა, ხოლო პრეზიდენტის უკან კი, მის თავს ზემოთ ბრინჯაოს უზარმაზარი არწივი იმყოფებოდა. 

დანარჩენი ამერიკული დელეგაცია ოტელ “Hotel Crillon”-ში განთავსდა, რომელიც ასევე ფუფუნებით იყო მორთული: ამერიკელები აღტაცებული იყვნენ ფრანგული სამზარეულოთი, კარგი შთაბეჭდილება მიიღეს პერსონალის ყურადღებისაგან და აკვირვებდათ ძველი ჰიდრავლიკური ლიფტების ნელი მოძრაობა, რომლებიც რეგულარულად ჩერდებიდნენ სართულებს შორის. რამდენადაც თვითონ ოტელი დიდი არ იყო, დელეგატების ოფისები მეზობელ შენობებში გახლდათ მიმოფანტული. პარიზში გატარებული თვეების მანძილზე ამერიკელებმა რამდენადმე შეცვალეს ვითარება სასტუმროში: მასში გაიხსნა სადალაქო, გაჩნდა შიდა სატელეფონო ხაზების ქსელი და „მსუყე“ ამერიკული საუზმე – „მსუბუქი“ ფრანგულის ნაცვლად. დარაჯები და გუშაგები როგორც კარებებთან იყვნენ განლაგებული, ისე ბრტყელ სახურავზეც: „ყველაფერი ეს ამერიკულ სახაზო ხომალდს ჰგავდა, და იქ უცნაური სუნი იდგა“ – წერდა ახალგაზრდა ბრიტანელი დიპლომატი ჰაროლდ ნიკოლსონი. ბრიტანელი სტუმრები ასევე გაოცებლნი იყვნენ იმით, თუ რამდენად სერიოზულად მიჰყვებოდნენ ამერიკელები სუბორდინაციას: ბრიტანული დეგელაციისგან განსხვავებით, უფროსი დელეგატები აშშ-დან არასოდეს სხდებოდნენ სადილად უმცროს დელეგატებთან ერთად. 

ლანსინგი და მისი კოლეგები – წარმომადგენლები უაითი და ბლისი – მეორე სართულზე არსებულ ოთახებში განთავსდნენ, მაგრამ „ძალაუფლების ჭეშმარიტი მატარებელი“ – პოლკოვნიკი ჰაუზი – მესამე სართულზე იყო განთავსებული (ყველაზე უფრო ვრცელ, როგორც მან თავად აღნიშნა, და ცალკე დაცულ ნომერში). ვილსონი და ჰაუზი ერთმანეთს ყოველ დღე ელაპარაკებოდნენ: ან პირადად, ან კიდევ პირდაპირი ხაზით, რომელიც მათთვის ამერიკელმა ინჟინრებმა გაიყვანეს. ზოგჯერ თვითინ ვილსონი მოდიოდა “Hotel Crillon”-ში: იგი არასოდეს ჩერდებოდა მეორე სართულზე და ყოველთვის მაშინვე ერთი სართულით მაღლა ადიოდა. 

პარიზი 1918/1919 წლების ზამთარში 

კონფერენციის ჩატარების ადგილის არჩევა 

არც ბრიტანელ, არც ამერიკელ დიპლომატებს არ უნდოდათ, რომ სამშვიდობო კონფერენცია პარიზში ჩატარებულიყო: პოლკოვნიკი ჰაუზი წერდა თავის დღიურში, რომ „თვით უკეთეს შემთხვევაშიც კი ძნელი იქნება სამართლიანი მშვიდობის მიღწევა, მაგრამ მისი მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, როცა მეომარი ქვეყნის დედაქალაქის ატმოსფეროში ვიმყოფებით“. ვილსონი იმედოვნებდა შეეკრიბა კოლეგები ჟენევაში – სანამ „პანიკურმა“ შეტყობინებებმა შვეიცარიიდან არ დაარწმუნეს იგი, რომ ალპიური რესპუბლიკა რევოლუციის ზღვარზე იმყოფებოდა და გერმანელი ჯაშუშების ქსელით იყო განმსჭვალული. კლემანსო ურყევი იყო თავის მოთხოვნაში რომ შეკრებილიყვნენ პარიზში; გაღიზიანების მომენტში ლოიდ ჯორჯმა თქვა, რომ თავად მას „არასოდეს უნდოდა კონფერენციის ამ წყეულ [ფრანგულ] დედაქალაქში ჩატარება ... მაგრამ მოხუცი [კლემანსო] ჰყვიროდა და ისე ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს, რომ ჩვენ [ჰაუზთან ერთად] დავუთმეთ“. 

რესტორნები და კახპები, მათხოვრები და ჩხუბები 

ჩამოსვლის შემდეგ დელეგატებმა აღნიშნეს პარიზელი ქალების ელეგანტურობა, „რომლებიც თითქოსდა ჟურნალების “La Vie Parisienne” და “Vogue” ფურცლებიდან ჩამოვიდნენო“ – ელეგანტურობა, რომელიც ომის ხანგრძლივი წლების მიუხედავად შენარჩუნებულიყო. რესტორნები, თუ მათ მოუხერხდებიდათ ინგრედიენტების შოვნა, „განსაცვიფრებელი“ იყო როგორც ომამდელ ხანაში, ქალაქის ღამის კლუბებში კი წყვილები ფოქსტროტისა და ტანგოს ცეკვას განაგრძობდნენ. 1918/1919 წლების ზამთარში ამინდი გასაოცრად თბილი იყო: ბალახი მწვანე რჩებოდა, ზოგიერთი მცენარე კი ყვავილობას განაგრძობდა; ნალექების სიუხვის გამო სენა გადმოვიდა ნაპირებიდან. ქუჩის მუსიკოსები საფრანგეთის გერმანიაზე დიადი გამარჯვებისა და მომავალი ახალი მშვიდობის შესახებ მღეროდნენ. 

მაგრამ სულ ახლახანს დამთავრებული ომის ნიშნები ყველგან იყო: დევნილები განაგრძობდნენ ქალაქში მოსვლას საფრანგეთის ჩრდილოეთში დანგრეული რეგიონებიდან, რომლებიც ოდესღაც ქვეყნის სამრეწველო ცენტრებს წარმოადგენდნენ; ხელში ჩაგდებული გერმანული ქვემეხები თანხმობის მოედანსა და ელისეს მინდვრებზე იდგნენ; ნანგრევების გროვები იქ რჩებოდა, სადაც გერმანული ბომბები და ჭურვები დაეცნენ – ერთ-ერთი კრატერი იმ ადგილს აღნიშნავდა, სადაც ტჲულრის ბაღის სავარდე იყო. წაბლის ხეების რიგში გრან ბილვარის ქუჩაზე „სიმეჩხრე“ იყო – ზოგიერთი ხე შეშად გაუშვეს. ნოტრ-დამის ტაძარში არ იყო ვიტრაჟები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით იქნა მოხსნილი. ქალაქში მწვავედ არ კმაროდა ქვანახშირი, რძე და პური, დემობილიზებული ჯარისკაცები კი გაცვეთილ სამხედრო ფორმაში მოწყალებას თხოულობდნენ კუთხეებში; ქალების თითქმის ნახევარი სამგლოვიარო ძაძებს ატარებდა. პოლიტიკური სიტიაციაც ასევე რთული გახლდათ: იმ დროს როცა მემარცხენე პრესა რევოლუციისკენ მოუწოდებდა, მემარჯვენე – რეპრესიებს მოითხოვდა. გაფიცვები და პროტესტის მასობრივი აქციები ერთი-მეორეს მიჰყვებიდა: ქუჩები სავსე იყო როგორც მუშებით, ისე საშუალო კლასის წარმომადგენლებითაც, რომლებიც კონტრ-დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ. 

პარიზში, ისევე როგორც მთელ საფრაგეთშიც, ამერიკელი ოფიცრები არაერთხელ მოსულან კონფლიქტში თავიანთ ფრანგ კოლეგებთან, ჩვეულებრივი ჯარისკაცები კი – რეგულარულად ჩხუბობდნენ ქუჩებსა და კაფეებში: 

საფრანგეთთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის ომში გამარჯვება მთლიანად ფიქტიური იყო, ის კი ცდილობს ისე იმოქმედოს, თითქოს ნამდვილად მოეგოს ომი – ცდილობს აიძულოს საკუთარი თავი დააჯეროს, რომ ეს სწორედ ასე გახლდათ. 

ამავდროულად ბევრი დელეგატი „შესანიშნავად ატარებდა დროს“ საფრანგეთის დედაქალაქში. ასე კანადელი დელეგატი ოლივერ მოვატ ბიგარი (ინგლ. Oliver Mowat Biggar) წერდა თავის ცოლს, რომელიც კანადაში დარჩა, რომ შაბათობით იგი დადის ცეკვებზე და ოპერაში – სადაც ზოგიერთ წარმოდგენაზე ნახევრად შიშველი შემსრულებელი ქალები გამოდიოდნენ – და რამდენად ლამაზები არიან ფრანგი კახპები. მისის ბიგარის წინადადებამ დაუყოვნებლივ ჩამოსულიყო მასთან დელეგატში სერიოზული ეჭვები გამოიწვია, რომლებიც, მისის სიტყვით, პარიზში საცხოვრებლის სიძვირესთან, ქალაქში საჭმლისა და საწვავის უკმარისობასთან იყო დაკავშირებული, აგრეთვე მოახლოებულ რევოლუციასთანაც, რომელსაც მალე მთელი ევროპა უნდა მოეცვა; საბოლოოდ, მისის ბიგარი კანადაში დარჩა. 

კლემანსო და ფრანგული დელეგაცია 

სამშვიდობო კონფერენციის მსვლელობისას კლემანსო პირადად ადევნებდა თვალ-ყურს ყველა მნიშვნელოვან თემასა და საკითხს: თუმცა კი ფორმალურად დელეგაციაში ბევრი მოხელე და ექსპერტი შედიოდა, რომელთა მოძებნაც შეძლეს, თავად დელეგაცია არც ერთხელ არ შეკრებილა კონფერენციის პირველი ოთხი თვის განმავლობაში. კლემანსო იშვიათად მიმართავდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალისტებს, რომელიც ორსეს ნაპირას იყო განლაგებული – რაც იწვევდა მათ გაღიზიანებას. იგი ასევე არ აქცევდა დიდ ყურადღებას ექსპერტთა მუშაობის შედეგებსაც საფრანგეთის უნივერსიტეტებიდან, რომლებიც ადგენდნენ მისთვის მოხსენებებს ეკონომიკური და ტერიტორიული საკითხების შესახებ: „... [კლემანსო] ღებულობს ორმოცდაათ ადამიანს დღეში და ეცნობა ათასობით დეტალს, რომლებიც მას თავისი ხელქვეითებისათვის უნდა მიენდო“. 

საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი ყოველ დილას ღებულობდა დარიგებებს კლემანსოსაგან და მორჩილად ასრულებდა მათ. ერთხელ კლემანსომ – რომელმაც ლეგენდის მიხედვით მოითხოვა ფეხზე მდგომარე დაესაფლავებინათ, პირით გერმანიის მხარეს – უბრალოდ გაყარა ფრანგული დელეგაციის ყველა წევრი სხდომიდან, სიტყვებით: „წადით, მომშორდით! არც ერთი თქვენგანი მე არ მჭირდება!“ თუ კლემანსო ოდესე მსჯელობდა კიდეც ვინმესთან კონფერენციის პრობლემებზე, ეს ხდებოდა საღამოთი მის სახლში, მის „ახლობელ“ ადამიანთა მცირე ჯგუფის თანდასწრებით, რომელშიც შედიოდნენ მისი მუდმივი თანაშემწე გენერალი ანრი მორდაკი, მომავალი პრემიერ-მინისტრი ანდრე ტარდიე და მეწარმე ლუი ლუშერი (ფრ. Louis Loucheur). კლემანსომ ასევე უბრძანა პოლიციას თვალ-ყური ედევნებინა თითოეული მათგანისათვის და დილაობით აძლევდა მათ შესაძლებლობას გაცნობოდნენ დოსიეებს, რომლებიც შეიცავდა მათი გადაადგილებების დაწვრილებით ამბებს წინა დღის განმავლობაში. კლემანსო „მონდომებით უკეთება იგნორირებას“ პრეზიდენტ რაიმონ პუანკარეს, რომლისადმი ურთიერთობები ურთიერთ „სიძულვილის“ ზღვარზე მიდიოდა. „მოფლიოში არის ორი სავსებით უსარგებლო რამ: პირველი – აპენდიქსი, მეორე –პუანკარე!“ – ამბობდა კლემანსო, რომელიც მანამდე ექიმობას სწავლობდა. 

[კლემანსოს] უყვარდა საფრანგეთი, მაგრამ სძულდა ყველა ფრანგი 
                                                                             – ლოიდ ჯორჯი 

აქტიური სოციალური ცხოვრებით რომ არასოდეს გამოირჩეოდა, უკვე არცთუ ახალგარზრდა ფრანგი ლიდერი, „დიდ ოთხეულში“ თავისი კოლეგებისაგან განსხვავებით, იშვიათად მონაწილეობდა სადილებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონფერენციის დღეებში ტარდებოდა: ეს სხვა მონაწილეებში იწვევდა სინანულს; კლემანსო მხოლოდ იშვიათად მიდიოდა ჩაის სმაზე ლოიდ ჯორჯთან. 1918 წლის 29 დეკემბერს კლემანსომ საკუთარი თავისთვის ითხოვა ნდობის ვოტუმი პარლამენტისაგან, ისე რომ არ დაეთანხმა გაეზიარებინა დეპუტატებისათვის თავისი გეგმები და სავარაუდო მოთხოვნები გერმანიის მიმართ: ხმის მიცემა ჩატარდა 398 ხმით 93-ის წინააღმდეგ მის სასარგებლოდ. 

ლოიდ ჯორჯი და ბრიტანული დელეგაცია 

მეტროპოლია 

1919 წლის 11 იანვარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა გადასცურა ლა-მანში ბრიტანულ სახაზო ხომალდზე: პარიზში მისი ჩამოსვლის შემდეგ სამივე მშვიდობისმყოფელი ბოლოს და ბოლოს ერთ ადგილას აღმოჩნდა. თუმცა კი ლიბერალმა ლოიდ ჯორჯმა იმ ხანებში მოიგო საყოველთაო არჩევნები, მისი მთავრობა კოალიციური გახლდათ და უპირატესად კონსერვატორებისაგან შედგებოდა, რაც თავად პრემიერის პოლიტიკურ პოზიციას არამდგარდს ხდიდა და შანსს აძლევდა მის წინამორბედს – ჰენრი ასკვიტს დასაბრუნებლად. გარდა ამისა, -ირველი ბრიტანული მასობრივი საქმიანი გაზეთის “Daily Mail”-ის დამფუძნებელი ალფრედ ჰარმსვორთი – რომლის განდიდების მანიის შემოტევები რეგულარულად პარანოიის შემოტევებით იცვლებოდა, მესამეული სიფილისის პირველი ნიშნების ფონზე – ვარაუდობდა, რომ „შექმნა“ ლოიდ ჯორჯი თავაისი მხარდაჭერით პრესაში; იმედოვნებდა რა ადგილის მიღებას დელეგაციაში და ვერ მიიღო რა ის, ჰარმსვორთი საკუთარ თავს მოტყუებულად მიიჩნევდა. ირლანდიური პრობლემაც ასევე არ გამქრალა კონტინენტზე საბრძოლო მოქმედებების დასრულებასთან ერთად. 

ომის დასრულებამ ბრიტანულ საზოგადოებაში „უზარმაზარი ირაციონალური“ მოლოდინები წარმოშვა: ადამიანები მასობრივად ვარაუდობდნენ, რომ ყველაზე უფრო ახლო ხანში მათი ხელფასები და დახმარებანი გაიზრდება, გადასახადები კი – შემცირდება. პროფესორი მაკმილანი დამახასიათებლად ვარაუდობდა იმას, რომ 1919 წლის ყველაზე უფრო პოპულარული წიგნი ბრიტანეთში შეიქნა კომიკური რომანი „ჭაბუკი სტუმრები“, დაწერილი ბავშვის მიერ. ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა უხდებოდა ლოიდ ჯორჯს, რომელმაც უელსის ჩრდილოეთში მდებარე მშობლიური სოფლიდან პრემიერ-მინისტრის სავარძლამდე გრძელი გზა გაიარა და ამ გზაზე არაერთხელ მოუხდა მონაწილეობის მიღება როგორც საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში, ისე გათხოვილ ქალებთან რომანებშიც. 

როგორც არამეგობრების, ისე მომხრეების მიერაც აღნიშნული ლოიდ ჯორჯის „ენერგიულობა“ შეხამებული იყო მასში მომხიბვლელობასა და უმეცრებასთან, აგრეთვე კაშკაშა ორატორულ ნიჭთანაც (კლემანსოს სარკასტული სიტყვებისა და ვილსონის „ქადაგებათა“ ფონზე). ერთხელ სამშვიდობო კონფერენციის მსვლელობისას კეინსა და მისმა კოლეგამ გააცნობიერეს, რომ ისინი შეცდნენ, როცა პრემიერს ადრიატიკის შესახებ მონაცემები გადასცეს. მათ საჩქაროდ გადმოსცეს გადასინჯული პოზიცია ქაღალდის ფურცელზე და საჩქაროდ სხდომათა დარბაზს მიაშურეს – სადაც აღმოაჩინეს, რომ ლოიდ ჯორჯმა უკვე დაიწყო გამოსვლა ამ თემაზე. პრემიერმა ზერელედ გადაავლო თვალი ამ ფურცელს და, პაუზის გარეშე, თანდათანობით შეცვალა თავისი სიტყვის არგუმენტები – და ამის შედეგად იმის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა, რითაც მან დაიწყო თავისი გამოსვლა. 

ლოიდ ჯორჯისათვის ყოველი დილა უბრალოდ ახალი დღე კი არ იყო, არამედ ახალი ცხოვრება – ახალი შანსი. 

პარიზში ლოიდ ჯორჯი ცდილობდა მაქსიმალურად მოეხდინა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იგნორირება, ემყარებოდა რა საკუთარ შტატს „ნიჭიერი“ ახალგაზრდა ადამიანებისაგან, რომლებიც არისტოკრატიული წარმოშობით არ გამოირჩეოდნენ. ლონდონელ ბიუროკრატებს განსაკუთრებით აღაშფოთებდა პრემიერ-მინისტრის პირადი მდივანი – ფილიპ კერი – რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ლოიდ ჯორჯისათის „საძულველი“ მემორანდუმების კითხვა და ოფიციალური მიმოწერა. პროფესიონალი დიპლომატები არ იყვნენ კმაყოფილი იმითაც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი ვერ შევიდა პარიზული დელეგაციის შემადგენლობაში. 

იმავე დროს ლოიდ ჯორჯსა და ბრიტანელ მშიდობისმყოფელებს ესმოდათ, რომ იმპერიის პრობლემები დიდია – და რეგულარულად ჩნდება ახლები, როგორებიცაა ინდოეთი და ეგვიპტე. უზარმაზარ ტერიტორიაე ძალაუფლების ტვირთი მძიმედ აისახებოდა მეტროპოლიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მსოფლიო ფინანსურმა ცენტრმა აშშ-ში გადაინაცვლა. ოპტიმოზმით გამორჩეული პრეზიდენტი ვარაუდობდა, რომ კარგი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან დაეხმარებათ მოახდინონ ბრიტანეთის მიმდინარე სისუსტის კომპენსირება; და, შესაძლოა, ამერიკელები საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობის ნაწილსაც მსოფლიოს ზოგიერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონზე – მაგალითად, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. 

კოლონიები და დომინიონები 

ჯერ კიდევ 1916 წელს – მალევე მას შემდეგ, რაც იგი პრემიერ-მინისტრი შეიქნა – ლოიდ ჯორჯმა აცნობა თემთა პალატას, რომ დადგა დრო ოფიციალურად მოეთათბირონ დომინიონებისა და ინდოეთი ხელისუფალთ იმის შესახებ, თუ უფრო უკეთესად როგორ გაიმარჯვონ ომში: მან შექმნა საიმპერიო სამხედრო კაბინეტი (ინგლ. Imperial War Cabinet, IWC). ამ ჟესტმა მიიღო მხარდაჭერა როგორც კოლონიებში, რომლებიც ევროპაში მილიონობით ჯარისკაცს აგზავნიდნენ, ისე მეტროპოლიაშიც – სადაც „მოწყალე ზიზღი“ კოლონიების მცხოვრებთა უხეშობისადმი შეიცვალა ენთუზიაზმით მათი მამაცობისა და ენერგიულობის მიმართებაში, რომლებიც ბრძოლის ველებზე იქნა მათ მიერ გამოვლენილი. ახლა დომინიონების ხელისუფალნი მოელოდნენ, რომ მათთან ექნებათ კონსულტაციები მომავალი მსოფლიოს საკითხებზე. 

ლოიდ ჯორჯის თავდაპირველმა გეგმამ ერთ-ერთი დომინიონის პრემიერ-მინისტრის ჩართვის შესახებ ბრიტანული დელეგაციის წევრის სახით, რომელიც სულ ხუთი ადამიანისაგან შედგებოდა, ვერ ჰპოვა მხარდაჭერა „ურთიერთ ეჭვიანობის“ გამო თავად დომინონთა ხელმძღვანელებს შორის. ასე, კანადის პრემიერი რობერტ ბორდენი „ჩემოდნების ჩალაგებითა“ და სამშობოში გამგზავრებით იმუქრებოდა, რათა მოეწვია პარლამენტის ექსტრენული სხდომა, თუ კანადას არ მიეცემოდა სრულფასოვანი წარმომადგენლობა. საბოლოო ჯამში, უკვე 12 იანვარს ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომლებიც ლოიდ ჯორჯმა ამერიკელი და ფრანგო კოლეგების წინაშე დასვა, იყო ბრიტანეთის თითოეული სამფლობელოს სრულფასოვანი წარმომადგენლობა (ერთი „სრულიადდომინიონელი“ დელეგატის გარდა ხუთ ბრიტანელ წარმომადგენელს შორის). კლემანსო და ვილსონი, რომლებიც დომინიონების წარმომადგენლებში მხოლოდ „ლონდონის მარიონეტებს“ ხედავდნენ, მსგავს წინადადებას აღიქვამდნენ როგორც ბრიტანეთის სურვილს თავისთვის წაეღო ხმათა უმრავლესობა, ცივად მოეკიდნენ ამ იდეას; კომპრომისის გამოძებნის მცდელობამ, მისცემდნენ რა ყოველ დომინიონს თითო ხმას (ხუთის ნაცვლად) – სიამისა და პორტუგალიის თანაბრად – „აღშფოთების ქარიშხალი“ გამოიწვია უკვე დომინიონთა ხელმძღვანელების მხრიდან. საბოლოო გადაწყვეტილებად შეიქნა ორ-ორი სრულუფლებიანი წარმომადგენლის ჩართვა კანადის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მხრიდან, და ერთისა – ახალი ზელანდიის მხრიდან. დელეგაციის სახელწოდების შეცვლა „ბრიტანულიდან“ „ბრიტანეთის იმპერიის დელეგაციაზე“ დომინიონების კიდევ ერთი პატარა „გამარჯვება“ შეიქნა. 

[სურათი] 

ავსტრალიური დელეგაცია პარიზში. პრემიერ-მინისტრი ბილი ჰიუზი ზის ცენტრში. 

ლოიდ ჯორჯმა – რომელიც პრინციპში საიმპერიო ტერიპორიათა „თვითმმართველობის“ მომხრე იყო, აღმოაჩინა, რომ რეალობა „რამდენადმე უხერხული“ შეიძლება იყოს: კერძოდ, როცა ჰიუზმა საბჭოს სხდომაზე ღიად განაცხადა, რომ ავსტრალია შეიძლება არც ჩაერთოს შემდეგ ომში, რომელშიც ბრიტანეთის იმპერია ჩაერთვება. (ამ შენიშვნის რედაქტირების მცდელობამ საბოლოო პროტოკოლში შედეგად ის მოიტანა, რომ ახლა უკვე სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმაც გააკეთა ანალოგიური განცხადება). საფრანგეთის წარმომადგენლებმა თავიანთთვის მოულოდნელად დაინახეს, რომ შეუძლიათ გამოიყენონ დომინიონების წარმომადგენლები თავიანთ ინტერესებში. ჰაუზი უფრო შორს წავიდა და დაფიქრდა „ბრიტანეთის იმპერიის საბოლო დაშლის“ დაჩქარების შესაძლებლობის შესახებ: „ბრიტანეთი დაბრუნდებოდა იქ, საიდანაც დაიწყო – განთავსდებიდა რა მხოლოდ საკუთარ კუნძულებზე“. 

განთავსება 

ჰყავდა რა თავის შემადგენლობაში ოთხ ასეულ ადამიანზე მეტი – მოხელეები, მრჩევლები, მოსამსახურენი და მბეჭდავები – ბრიტანულმა დელეგაციამ მაშინვე დაიკავა ხუთი პარიზული ოტელი, ტრიუმფალური თაღის შორიახლოს განლაგებული. ყველაზე მსხვილი მათგან – და ფაქტიური ცენტრი – იყო ოტელი “Majestic”, ომამდელ ხანებში პოპულარული შეძლებულ ბრაზილიელ ქალებს შორის მათ ევროპულ შოფინგ-ტურებში. ჯაშუშებისაგან თავის დასაცავად (რა თქმა უნდა ფრანგი ჯაშუშებისაგან, და არა გერმანელისა)ბრიტანულმა ხელისუფლებამ შეცვალა ოტელის მთელი პერსონალი – მზარეულების ჩათვლით – ინგლისელებით მიდლენდსის რეგიონიდან. მსგავსი ცვლილების ფასი მაღალი იყო: დელეგატების კვება უკვე შესაბამებოდა რესპექტაბელური სარკინიგზო სასტუმროს სტანდარტებს ინგლისის ცენტრში – ფაფა კვერცხებითა და ბეკონით დილაობით, ბევრი ხორცი და ბოსტნეული სადილსა და ვახშამზე, აგრეთვე – ცუდი ყავა მთელ დღეს. მსხვერპლი კიდევ უაზროც იყო, როგორც ვარაუდობდნენ თავად დელეგატები – რამდენადაც მათი ყველა ოფისი, სავსე კონფიდენციალური ქაღალდებით, ოტელ “Astoria”-ში იმყოფებოდა, სადაც პერსონალი ფრანგული დარჩა. 

უსაფრთხოებამ და კონფიდენციალურობამ შეპყრობილობის ხარისხს მიაღწია დელეგატებს შორის: ასე, მათ წერილების ლონდონში გზავნიდნენ სპეცსამსახურები – ფრანგული საფოსტო განყოფილების გვერდის ავლით – სკოტლანდ-იარდის დეტექტივები კი, რომლებიც “Majestic”-ში შესასვლელს იცავდნენ, მშვიდობისმყოფელთაგან მოითხოვდნენ თან ეტარებინათ საშვები ფოტოსურათებით. დელეგატებს დაჟინებით სთავაზობდნენ მათ მიერ ნაგვის კალათებში გადასაყრელი ქაღალდები ნაკუწებად ექციათ, რამდენადაც ცნობილი იყო, რომ ტალეირანის წარმატება ვენის კონგრესის მსვლელობისას ბევრწილად იყო იმასთან დაკავშირებული, რომ მისი აგენტები გულმოდგინედ აგროვებდნენ სხვა დელეგაციათა წარმომადგენლების მიერ გადაყრილ ნაწერებს. დელეგატების ცოლებს ეძლეოდათ ოტელში კვების ნება, მაგრამ არა იქ გაჩერებისა – ესეც ვენის კონგრესის კიდევ ერთი ნამემკვიდრევი გახლდათ, სადაც, იმ დროის ოფიციალური ვერსიის თანახმად, ქალები იყვნენ პასუხისმგებელნი მრავალი საიდუმლოს გაჟონვის გამო. 

“Majestic”-ში ჩასახლებისას თითოეულს მიეცა ბროშურა იქ ცხოვრების წესებით: კვება ნებადართული იყო მხოლოდ დადგენილ საათებში, სასმელების ფასი კი საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაეხადათ, მთავრობა იხდიდა მათ, თუ სასტუმროს ბინადარი ერთ-ერთ დომინიონის ან ინდოეთის მცხოვრები გახლდათ; მსგავსმა სისტემამ მრავალრიცხოვანი კომენტარები გამოიწვია ბრიტანელებს შორის. ექიმი – ნიკოლსონის მოგონებებით, რომელიც მეან-გინეკოლოგი გახლდათ – და სამი ექთანი მორიგეობდნენ საავადმყოფოს პალატაში. საბილიარდო და „ზამთრის ბაღი“ სარდაფში იყო განთავსებული და დასვენების ოადგილებს წარმოადგენდა. ოტელზე რამდენიმე ავტომობილი იყო მიწერილი, რომლებიც წინასწარ უნდა დაეჯავშნათ. ბროშურაში იყო გაფრთხილებაც იმის შესახებ, რომ „სატელეფონო საუბრები გარეშე პირთა მიერ იქნებოდა მოსმენილი“. 

თავად ლოიდ ჯორჯი ფუფნებით მოწყობილ ბინაში გაჩერდა Rue Nitot-ის ქუჩაზე (დღეს – Rue de l’Amiral-d’Estaing): XVIII საუკუნის ინგლისელი მხატვრების ნამუშევრებით მორთული აპარტამენტები მას მდიდარმა ინგლისემა ქალმა დაუთმო დროებით. მასთან ერთად დასახლდნენ მისი ქალიშვილები, ფილიპ კერი და ფრენსის სტივენსონი – უმცროსი ქალიშვილის მასწავლებელი და, იმავდროულად, პრემიერის მრავალი წლის საყვარელი. ერთი სართულით მაღლა დასახლდა არტურ ბალფური, რომელიც საღამოობით იძულებული გახლდათ ლოიდ ჯორჯის საყვარელი უელსური ჰიმნებით დამტკბარიყო. 

ბრიტანული ინტერესები 

კანადურმა დელეგაციამ და მისმა ვაჭრობის მინისტრმა, რომელსაც კონტროლის ქვეშ ჰქონდა სურსათი გასაყიდად, მთელი რიგი შეთანხმებების დადება მოახერხა დამშეული ევროპის ქვეყნებთან: საფრანგეთთან, ბელგიასთან, საბერძნეთთან და რუმინეთთან. ევროპაში ახალის საზღვრების შესახებ განუწყვეტელმა მსჯელობამ გავლენა იქონია ახალი სამყაროს წარმომადგენლებზე: კანადელი წარმომადგენლები არაფორმალურ საუბრებში განიხილავდნენ ამერიკელ კოლეგებთან ალიასკის გაცვლის შესაძლებლობას „რაიმეზე ვესტ-ინდოეთში“ ან ბრიტანულ ჰონდურასზე. ბორდენმა განიხილა ლოიდ ჯორჯთან კანადისათვის ვესტ-ინდოეთის მართვის გადაცემის შესაძლებლობა. 

[სურათი] 

ბრიტანეთის იმპერიის დელეგაცია (1919 წ. 16 ოქტომბერი). ცენტრში – დევიდ ლოიდ ჯორჯი 

მაგრამ კანადელ მშვიდობისმყოფელთა მთავარი საზრუნავი გახლდათ კარგი ურთიერთობების შენარჩუნება შეერთებულ შტატებთან – აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პოზიციებს დაახლოება: ოტავასათვის „კოშმარული სიზმარი“ გახლდათ იმის პოტენციური შესაძლებლობა კანადისათვის, რომ აღმოჩენილიყო ბრიტანეთის მხარეზე უკანასკნელის საომარ კონფლიქტში აშშ-თან. გერმანიის აფრიკული კოლონიები იყო სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელთა ფიქრების თემა: იან სმეტსი გამოდიოდა როგორც აღმოსავლეთ აფრიკის, ისე სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ჩართვის მომხრედ ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში. ავსტრალიელ დელეგატებს სურდათ გერმანიისათვის წართმეული წყნარი ოკეანის კუნძულების ანექსირება და „თეთრი ავსტრალიის“ პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც ნებას აძლევდა მათ კონტინენტზე მხოლოდ თეთრკანიანი იმიგრანტები შეეშვათ; პრემიერ-მინისტრი ჰიუზი ერთა ლიგის იდეასა და პრეზიდენტ ვილსონის პრინციპებს ღიად დასცინოდა. ახალი ზელანდიის წარმომადგენლები იიარებდნენ თავიანთი ავსტრალიელი კოლეგების სკეპტიციზმს ერთა ლიგის მიმართებით, თუმცა კი ამას ნაკლებ აშკარად გამოხატავდნენ, და ასევე სურდათ ზოგიერთი გერმანული კუნძულის ანექსირებაც. 

ინდოეთი იყო ჩართული საიმპერიო სამხედრო კაბინეტში თვითმმართველ სამფლობელოებთან ერთად ომში თავისი როლის წყალობით, მაგრამ მისი დელეგაცია არ ჰგავდა დამოუკიდებელი ერის დელეგაციას. ინოეთს წარმოადგენდა მდივანი ედვინ მონტეგიუ (ინგლ. Edwin Montagu), ორმა ინდოელმა კი – ლორდმა სატენდრა სინხამ და მაჰარაჯა ბიკანერამ – მიიღეს ადგილები იმპერიისადმი მათი ერგულების გამო. მსჯელობები თემაზე, როგორ „მოვიყვანოთ ინდოეთი თვითმმართველობამდე“ იყო უფრო მეტად „აკადემიური“ – რამდენადაც მიმდინარეობდა იმ ფონზე, როცა პარზში არანაირად არ წარმოდგენილი ინდოეთის ეროვნული კონგრესი ფაქტიურად მასობრივი პოლიტიკური მოძრაობა ხდებოდა. 

ამდენად ფართო დელეგაციის არსებობას ჰქონდა როგორც პლიუსები, ისე მინუსებიც ბრიტანელებისთვის: იმ დროს როცა კანადისა და ავხტრალიის ლიდერები სავსებით წარმატებით იცავდნენ ბრიტანულ ინტერესებს კომისიებში, რომლებიც საბერძნეთის, ალბანეთისა და ჩეხოსლოვაკიის საზღვრების ფორმირებით იყვნენ დაკავებულნი, სიტუაცია არსებითად რთულდებოდა, როცა საქმე იწყებდა იმ საკითხებთან შეხებას, რომლებშიც კანადელებს, ავსტრალიელებსა და ახალზელანდიელებს საკუთარი ინტერესები ჰქონდათ. ლოიდ ჯორჯი არ იჩენდა განსაკუთრებულ ენთუზიაზმს დომინიონების ინტერესების დაცვაში თავისი ევროპელი პარტნიორების წინაშე. 


მონაწილეები 

პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 27 სახელმწიფომ: ძირითადები – ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთი, იტალია და იაპონიის იმპერია, აგრეთვე – ბელგია, ჩინეთი, ბოლივია, ბრაზილია, კუბა, ეკვადორი, საბერძნეთი, გვატემალა, ჰაიტი, ჰიჯაზი, ჰონდურასი, ლიბერია, ნიკარაგუა, პანამა, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფო, სიამი, ჩეხოსლოვაკია, ურუგვაი; დიდი ბრიტანეთის ხუთი დომინიონი (ნიუფაუნდლენდი, კანადა, სამხრეთ-აფრიკული კავშირი, ავსტრალია, ახალი ზელანდია) და მათთან გათანაბრებული ინდოეთი – ჰყავდათ საკუთარი დელეგაციები. 

(დასასრული იხ. ნაწილი II) 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment