Monday, November 9, 2026

ამერიკული ტანკი M1 „აბრამსი“ და მისი მოდიფიკაციები

სახმელეთო ჯარების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების გეგმებში აშშ არმიის სარდლობა მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მის აღჭურვას საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის ტანკების უახლესი ნიმუშებით. როგორც საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, დღესდღეობით ამერიკული სახმლეთო ჯარების სატანკო ფარეხის საფუძველს შეადგენენ M60 სერიის ტანკები (9000-ზე მეტი). 1980 წლიდან სატანკო ბატალიონების შეიარაღებაში შემოვიდა თვისობრივად ახალი ტანკები M1 „აბრამსი“ და მათი გაუმჯობესებული ვარიანტები. თავდაპირველად იგეგმებოდა 7058 ასეთი მანქანის შესყიდვა, შემდეგ ეს რიცხვი 7467-მდე ამაღლდა, 1988 წელს კი გადაწყდა 1998 წლისთვის ამ ტანკების საერთო რაოდენობა 12 000-მდე აეყვანათ. აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობა გეგმავდა მიმდინარე წლის დასაწყისისათვის მოცემული ტანკებით 9 სატანკო ბატალიონის დაკომპლექტებას. 

სამუშაოებს M1 „აბრამსი“ ტანკის შესაქმნელად ამერიკელი სპეციალისტები შეუდგნენ 70-იანი წლების დასაწყისში (პროგრამა XM1) 1970 წელს გფრ-თან ერთად პერსპექტიული ტანკის MBT-70 შემუშავების შეწყვეტის შემდეგ. უკანასკნელის გამარტივებული ვარიანტი, რომელმაც აშშ-ში მიიღო აღნიშვნა XM803, ასევე საცდელი ნიმუშის სტადიაში დარჩა. 

ამერიკელი ექსპერტების სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ახალი ტანკისადმი გამომუშავებული მოთხოვნები გადაეცა ფირმებს „კრაისლერსა“ და „ჯენერალ მოტორსს“, რომლებთანაც 1973 წელს დადებულ იქნა კონტრაქტები, რომლებიც ითვალისწინებდა კონკურსის საფუძველზე ტანკ XM1-ის საცდელი ნიმუშების შექმნას. ყოველმხრივი გამოცდების შემდეგ 1976 წელს არჩეულ იქნა ფირმა „კრაისლერის“ ნიმუში, რომელიც შემდეგ შეუდგა მის სრულმასშტაბიან შემუშავებას. 

პირველი სერიული ტანკი M1 „აბრამსი“ გამოუშვეს 1980 წლის თებერვალში არმიის სატანკო ქარხანაში ქ. ლაიმაში (ოჰაიოს შტატი). მისი წარმოება ხორციელდება აგრეთვე კორპორაცია „ჯენერალ დაინემიქსის“ კუთვნილ სატანკო ქარხანაშიც (ქ. დეტროიტი), რომელმაც 1982 წელს შეიძინა ფირმა „კრაისლერის“ განყოფილება, დაკავებული ამ ტანკის შექმნით. 

როგორც ამერიკელი სეციალისტები მიიჩნევენ, თავისი ძირითადი მახასიათებლებით M1 „აბრამსი“ თითქმის ორჯერ აღემატება M60A1-ს. მას აქვს კლასიკური შეთანაწყობა (ნახ. 1) და გამოირჩევა შედუღებული კორპუსისა და კოშკის მძლავრი მოჯავშნის არსებობით. მათ წინა ნაწილებში გამოიყენება მრავალფენოვანი მოჯავშნა, ინგლისური ჯავშნის „ჩობჰემის“ მსგავსი, რომელიც გამოყენებულია ტანკებში „ჩელენჯერი“ და „ლეოპარდ–2“. M1 „აბრამსისათვის“ დამახასიათებელია კორპუსის შუბლის ზედა ფურცლის დახრის დიდი კუთხე ვერტიკალური სიბრტყისადმი, რაც ამცირებს ჯავშანგამტანი ჭურვებისგან მის მოწყვლადობას. დაკეტილი ლუკის დროს მძღოლ-მექანიკოსი ღებულობს ნახევრად მწოლარე მგომარეობას. მისი განყოფილება (ნახ. 2) მდებარეობს კურპუსის შუა ნაწილში. ტანკის მოძრაობის მართვისათვის არის T-სებური საჭის колонка (მოტოციკლეტური ტიპისა), რომელიც შესაბამისი ბერკეტით უკავშირდება ავტომატურ ტრანსმისიას. Колонк-ის ზედა ნაწილში მოთავსებულია გადაცემათა გადართვის პატარა ბერკეტი, რომელიც ყენდება მდგომარეობებში: „ნეიტრალი“, „უკან სვლა“ და „წინ სვლა“ (ორი). საწვავის მიწოდების რეგულირება ხორციელდება საჭის колонк-ის სახელურთა ბოლოების ბრუნვით. ტანკის M1 „აბრამსი“ პროექტები ნაჩვენებია ნახ. 3-ზე. 

კუმულატიური საბრძოლო მასალებისგან დასაცავად კორპუსის ბორტები (გვერდები) და სავალი ნაწილის ზედა მხარე დაფარულია ჩამოკიდებული ჯავშნის ეკრანებით. დიდი ყურადღება მიექცა ეკიპაჟის წევრთა იზოლაციას საბრძოლო მასალებისა და საწვავისაგან ჯავშნის ტიხრების დაყენების ხარჯზე (ნახ. 4). აალების კერების წარმოქმნის შემთხვევაში თითქმის მყისიერად ამუშავდება ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის ავტომატური სისტემა. ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენება გათხიერებული აირი (გაზი) ჰელონი. 

წრიული ბრუნვის მოჯავშნულ კოშკში დაყენებულია 105-მმ კუთხვილლულიანი ზარბაზანი M68E1, სტაბილიზებული დამიზნების ორ სიბრტყეში. მისგან მარჯვნივ იმყოფება მეთაურისა და დამმიზნებლის ადგილები, მარცხნივ კი – დამტენისა. კოშკის კიჩოს ნაწილის იზოლირებულ ნაკვეთურში в боеукладках მოთავსებულია ზარბაზნის საბრძოლო კომპლექტის ძირითადი ნაწილი (44 უნიტარული გასროლა 55-დან). ჭურვებთან ხელმისაწვდომობა შესაძლებელია ჯავშნის ტიხრების გაღების შემდეგ. დანარჩენი გასროლები ინახება მოჯავშნულ კონტეინერებში, რომლებიც დამაგრებულია ტანკის კორპუსში (რვა ცალი) და კოშკის юлик-ზე დამტენის წინ (სამი). 

ზარბაზნის საბრძოლო კომპლექტში შედის გასროლები ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვებით მოცილებადი ფსკერით M735 (ვოლფრამის გულარით), M774 და M883 (გაღარიბებული ურანის გულარით), აგრეთვე სასწავლო გასროლები M737. 

მეორადი (დამხმარე) შეიარაღება წარმოდგენილია ზარბაზანთან შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევით, დამტენის ლუკის წინ დაყენებული ასეთივე კალიბრის მეორე ტყვიამფრქვევითა და მეთაურის კოშკურაზე დამონტაჟებული 12,7-მმ ტყვიამფრქვევით. საბრძოლო კომპლექტია 7,62 მმ კალიბრის 11 400 ვაზნა და 12,7 მმ კალიბრის 1000 ვაზნა. კოშკის ბორტებზე დამაგრებულია ექვსლულიანი ყუმბარსატყორცნები კვამლის ფარდების დასაყენებლად. არის აგრეთვე თერმოსაკვალმე აპარატურაც. 

ტანკ M1 „აბრამსში“ გამოიყენება ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემა. დამმიზნებლის ძირითად სამიზნეში ჩაშენებულია ლაზერული მანძილმზომი და თბოვიზიური ხელსაწყო. სამიზნის მხედველობის ველი სტაბილიზებულია ვერტიკალურ სიბრტყეში. დამხმარე სამიზნე ტელესკოპურია. მართვის პულტი დაკავშირებულია ქვემეხის სტაბილიზატორის ელექტროჰიდრავლიკურ ამძრავებთან. მეთაურს აქვს მისადგმელი დამმიზნებლის ძირითადი სამიზნიდან (შეუძლია მასთან ერთად აწარმოებდეს ბრძოლის ველზე დაკვირვებას) და პერისკოპული სამიზნე 12,7-მმ ტყვიამფრქვევიდან სროლისათვის. წრიული მოხილვისათვის მეთაურის კოშკურის პერიმეტრზე დაყენებულია ექვსი სამზირი პერისკოპი. მყარსხეულიან ელემენტებზე შესრულებული ელექტრონული (ციფრული) ბალისტიკური გამომთვლელი საკმაოდ მაღალი სიზუსტით ანგარიშობს სროლისათვის კუთხურ შესწორებებს. მასში ავტომატურად შეიყვანება მიზნამდე სიშორის მნიშვნელობები (ლაზერული მანძილმზომისაგან), გვერდული ქარის სიჩქარე, გარემომცველი ჰაერის ტემპერატურა და ზარბაზნის ცაპფების (დამჭერების) ღერძის დახრის კუთხე, ხელით შეიყვანება მონაცემები ჭურვის ტიპზე, ბარომეტრულ წნევაზე, მუხტის ტემპერატურაზე, ლულის არხის ნაცვეთობაზე, აგრთვე შესწორებები ლულის არხის ღერძის მიმართულებისა და დამიზნების ხაზის рассогласование-ზე. 

მიზნის აღმოჩენისა და ამოცნობის შემდეგ დამმიზნებელი, აჩერებს რა მასზე სამიზნის გადაჯვარედინებას, აჭერს ლაზერული მანძილმზომის ღილაკს. მიზნამდე სიშორის მნიშვნელობა აისახება დამმიზნებლისა და მეთაურის სამიზნეებში. შემდეგ დამმიზნებელი უთითებს საბრძოლო მასალის ტიპს ოთხი პოზიციის მქონე გადამრთველის შესაბამის მდგომარეობაში დაყენების გზით. დამტენი ამ დროს ტენის ზარბაზანს. დამმიზნებლის სამიზნეში ანთებული სიგნალი იტყობინება, რომ ქვემეხი მზად არის ცეცხლის გასახსნელად. ავტომატურად შეიყვანება კუთხური შესწორებები ბალისტიკური გამომთვლელიდან. ნაკლოვანებების სახით აღინიშნება დამმიზნებლის სამიზნეში მხოლოდ ერთი ოკულარის არსებობა, რაც გარკვეულწილად ღლის თვალებს, განსაკუთრებით ტანკის მუშაობის დროს, აგრეთვე დამმიზნებლის სამიზნისგან დამოუკიდებლად ტანკის მეთაურის სამიზნის არარსებობა. 

ძრავულ-ტრანსმისიური განყოფილება მოთავსებულია მანქანის კიჩოს ნაწილში. გაზურტურბინული ძრავი AGT-1500 შესრულებულია ერთ ბლოკში ავტომატურ ჰიდრომექანიკურ ტრანსმისიასთან X-1100-3B. უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ ბლოკის შეცვლა 1 სთ-შია შესაძლებელი. 

გაზურტურბინული ძრავის არჩევას ამერიკელი სპეციალისტები ხსნიან მისი რიგი უპირატესობებით იმავე სიმძლავრის დიზელურ ძარავასთან შედარებით. უწინარეს ყოვლისა ესაა უფრო მეტი სიმძლავრის მიღების შესაძლებლობა გაზურტურბინული ძრავის (გტძ) ნაკლები მოცულობის დროს. გარდა ამისა, უკანასკნელს გააჩნია ნაკლები წონა (დაახლოებით 2-ჯერ), შედარებით მარტივი კონსტრუქცია, მუშაობის მეტი რესურსი (2–3-ჯერ). იგი უკეთესად აკმაყოფილებს მრავალსაწვავიანობის მოთხოვნებს. ამასთან ერთად აღინიშნება მისი ისეთი ნაკლოვანებებიც, როგორიცაა საწვავის მომატებული ხარჯვა და ჰაერგაწმენდის სირთულე. 

AGT-1500 (ნახ. 5) წარმოადგენს სამლილვიან ძრავს ორდანახარჯიანი осецентробежный კომპრესორით, ტანგენციალურად განთავსებული ინდივიდუალური წვის კამერით, რეგულირებადი ორსაფეხურიანი ძალური ტურბინით, რომლის რეგულირებაც ხდება პირველი საფეხურის საქშენი აპარატითა და სტაციონარული რგოლური ფირფიტოვანი სითბოგამცვლელით. ტურბინაში აირის მაქსიმალური ტემპერატურაა 1193°C. გამოსავალი ლილვის ბრუნვის სიჩქარე 3000 ბრ./წთ. ძრავს გააჩნია კარგი приемистость, რაც უზრუნველყოფს ტანკ M1 „აბრამსის“ 30 კმ/სთ სიჩქარემდე გაქანებას 6 წთ-ში. 

ავტომატური ჰიდრომექანიკური ტრანსმისია X-1100-3B უზრუნველყოფს წინ სვლის ოთხ გადაცემას და უკან სვლის ორს. ის შედგება ავტომატური ბლოკირების მქონე ჰიდროტრანსფორმატორის, გადაცემათა პლანეტარული კოლოფისა და მობრუნების უსაფეხურო ჰიდროსტატიკური მექანიზმისაგან. 

ტანკის სავალი ნაწილი მოიცავს შვიდ-შვიდ საყრდენ საგორავს თითოეულ მხარეს და поддерживающий ролик-ების ორ წყვილს, торсионную подвеску, აგრეთვე მუხლუხებს რეზინულ-მეტალური шарнир-ითა და რეზინის მოხსნადი ბალიშებით (ნახ. 6). საყრდენი საგორავების დისკები დამზადებულია ალუმინის შენადნობისაგან. პირველ, მეორე და მეშვიდე საყრდენ საგორავებზე დაყენებულია ფრთიანი ჰიდრავლიკური ამორტიზატორები. დღესდღეობით გამოყენებული მუხლუხების T156 განარბენი საგზაო პირობების, ადგილმდებარეობისა და ამინდის მიხედვით შეადგენს 1000–1700 კმ, თუმცა კი თავდაპირველი მოთხოვნების თანახმად მას 3200 კმ-თვის უნდა მიეღწია. ამიტომ ახლა განიხილება საკითხი ახალი მუხლუხების T158 გამოყენებაზე, რომელთა გამოცდებიც უკვე დასრულებულია. 

ტანკი M1 აღჭურვილია მასობრივი დაზიანების იარაღისაგან (მდი) დაცვის სისტემით, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს გაწმენდილი ჰაერის მიწოდებას ეკიპაჟის წევრების ნიღბებამდე ფილტროვენტილაციური დანადგარიდან, აგრეთვე ქმნის ჭარბ წნევას საბრძოლო განყოფილებაში, რათა თავიდან აიცილონ მასში რადიოაქტიური მტვრის ან მომწამვლელი ნივთიერებების მოხვედრა. არის რადიაციული (AN/VDR-1) და ქიმიური დაზვერვის ხელსაწყოები. ჰაერის ტემპერატურა ტანკის შიგნით შეიძლება აიწიოს გამათბობლის დახმარებით. გარე კავშირგაბმულობისათვის გამოიყენება რადიოსადგური AN/VRC-12, შიდა კავშირისათვის კი – სატანკო სალაპარაკო მოწყობილობა. 

საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, M1 „აბრამსი“ ტანკის ბაზაზე შექმნილია სპეციალური დანიშნულების მანქანები: მძიმე სატანკო ხიდგამყვანი, საგორავიანი სანაღმო ტრალი, მოჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა. ხიდგამყვანი HAB (Heavy Assault Bridge) განკუთვნილია უმთავრესად 30 მ-მდე სიგანის დაბრკოლებების გადალახვის უზრუნველყოფისთვის M1 „აბრამსი“ ტანკების მიერ. ხიდის გაყვანის დრო შეადგენს სულ 5 წთ. საცდელმა ნიმუშებმა უკვე გაიარეს საჯარისო გამოცდები. 

საგორავიანი სანაღმო ტრალი TMMCR ეკიდება ტანკ M1 „აბრამსის“ წინა ნაწილზე. დანაღმული ველების გადალახვის სამუშაო სიჩქარეა 16 კმ/სთ-მდე, გაკეთებული გასასვლელის სიგანე 2×1,1 მ (ორი კვალი). 

ფირმა „ჯენერალ დაინემიქსის“ მიერ შექმნილი მოჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა ARV-90 აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით: მობრუნებადი ამწეთი (ტვირთამწეობა 35 ტ), тяговой лебедкой (მაქსიმალური ძალისხმევა 70 ტ) და საბულდოზერო отвал-ით. მოწყობილობის ამძრავები ჰიდრავლიკურია. მანქანის კიჩოზე გათვალისწინებულია ადგილი ტანკ M1 „აბრამსის“ ძალური დანადგარის ტრანსპორტირებისთვის. მოცემული მოჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა ჯერ კიდევ საცდელი ნიმუშის სტადიაში იმყოფება, თუმცა კი უკვე მომზადებულია სერიული წარმოებისათვის. 

ტანკ M1 „აბრამსის“ პირველი გაუმჯობესებული ვარიანტი გამოჩნდა 1984 წლის ოქტომბერში და გამოდიოდა 1986 წლის მაისამდე (სულ ჯარებს მიეწოდა 894 ერთეული). ორიგინალისაგან ეს ვარიანტი განსხვავდება ძირითადად გაუმჯობესებული საჯავშნე დაცვით. ამავდროულად წარმოებდა სამუშაოები ტანკის საბრძოლო მახასიათებლების, და უწინარეს ყოვლისა მისი საცეცხლე ძლიერების უფრო ხარისხობრივი ამაღლებისათვის. ამის შედეგად შეიქმნა მოდერნიზებული ვარიანტი, რომელმაც მიიღო აღნიშვნა M1A1 (ხშირად მას უმატებენ უწინდელ სახელს „აბრამსი“). მისი წარმოება დაიწყო 1985 წლის აგვისტოში, ხოლო პირველი ნიმუშები კი 1986 წლის შუახანებში მიეწოდა გფრ-ში დისლოცირებული აშშ სახმელეთო ჯარების სატანკო ქვედანაყოფს. სულ იგეგმება დაახლოებით 4200 ასეთი მანქანის გამოშვება. 

ტანკი M1A1 „აბრამსი“ (იხ. ფერადი ჩანართი) შეიარაღებულია დასავლეთგერმანული შემუშავების 120-მმ გლუვლულიანი ზარბაზნით, რომელიც გამოიყენება ტანკებში „ლეოპარდ–2“. უფრო დიდი კალიბრის ქვემეხის გამოყენების შედეგად საბრძოლო კომპლექტი შემცირდა უნიტარული დატენის 40 გასროლამდე, რომლებიც მოთავსებულია სპეციალურად კონსტრუირებულ მოჯავშნულ боеукладка-ში. საბრძოლო კომპლექტის ძირითად ნაწილს შეადგენენ გასროლები ორი ტიპის ჭურვებით: ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჩამოშორებადი ფსკერითა და ფრთებიანი გულარით (რომელიც დამზადებულია ვოლფრამის ან გაღარიბებული ურანისაგან) და მრავალმიზნობრვი (კუმულატიური და მსხვრევად-ფუგასური მოქმედებისა). არის სასწავლო გასროლების გარკვეული რაოდენობაც. ყველა გასროლას აქვს მასრა (ჰილზა) წვადი კორპუსითა და ფოლადის ფსკერით. 

ახალ ნიმუშზე დაყენებულია უწინდელი ტრანსმისია და საბორტო გადაცემები, თუმცა კი უფრო მეტად დამუშავებული და მაღალ ხარისხში აყვანილი M1 „აბრამს“ ტანკებზე მათი ექსპლუატაციის შედეგების გათვალისწინებით. დასნებოვნებულ ადგილმდებარეობაზე მოქმედებებისას ეკიპაჟის დაცვის გაუმჯობესებისათვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებასთან ერთად (აირწინაღები M25A1) ტანკები M1A1 „აბრამსი“ აღიჭურვება საბრძოლო განყოფილებაში ჭარბი წნევის შექმნის სისტემით. რამდენადმე გაძლიერებულია კოშკის საჯავშნე დაცვა. ტანკზე M1A1 „აბრამსი“ შესრულებული ცვლილებები ნაჩვენებია ნახ. 7-ზე. 

1988 წელს დაიწყო M1A1 „აბრამსი“ ტანკების წარმოება, რომლებშიც კორპუსისა და კოშკის შუბლის ნაწილების ჯავშანს აქვს ჩანართები გაღარიბებული ურანისაგან. უკანასკნელის სიმკვრივე 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე ფოლადის ჯავშნისა. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, მოცემული ტექნოლოგიის გამოყენებამ შესაძლებლობა მისცათ აემაღლებინათ ამ ტანკების ჯავშანდაცულობა, მათ შორის კუმულატიური საბრძოლო მასალების ზემოქმედებისაგან. ამასთან ერთად ასეთი ჯავშნის მქონე ტანკის საბრძოლო წონა 1,5 ტ-ით გაიზარდა. აღინიშნება, რომ გაღარიბებული ურანის ბუნებრივი რადიოაქტიურობის დაბალი დონე უსაფრთხოა ეკიპაჟის წევრებისათვის. ამ სერიის პირველი ტანკები უკვე მიეწოდა აშშ სახმელეთო ჯარებს გფრ-ში. ხოლო სულ დაგეგმილია დაახლოებით 3000 ასეთი ტანკის გამოშვება. 

ფირმა „ჯენერალ დაინემიქსის“ სპეციალისტები აშშ არმიასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისად განაგრძობენ სამუშაოებს M1A1 „აბრამსი“ ტანკის შემდგომი სრულყოფისათვის. მომავალი ვარიანტი, რომელმაც მიიღო აღნიშვნა M1A2, შეიძლება 1992 წელში ჩამოვიდეს კონვეიერიდან. მას ექნება მეთაურის გაუმჯობესებული კოშკურა, წრიული თვალთვალის (დაკვირვების) სამეთაურო თბოვიზიური ხელსაწყო CITV (Commander’s Independent Thermal Viewer), ლაზერული მანძილმზომი (CO/2/-ზე), მეთვალყურეობის თბოვიზიური ხელსაწყო მძღოლ-მექანიკოსისთვის, ბრძოლის მართვის საინფორმაციო სისტემა BMS (Battlefield Management System) ან საბორტო საინფორმაციო სისტემა IVIS (Inter-Vehicle information System). 

თბოვიზიური ხელსაწყო CITV უკვე შექმნილია. ის დაყენებული იქნება კოშკის სახურავზე დამტენის ლუკის წინ. დამზერილი ადგილმდებარეობის გამოსახულება (ხელსაწყო შეიძლება აბრუნონ 360°-ზე) ტანკის მეთაურის წინ მდებარე ეკრანზე გადაეცემა. 

მოცემული ტანკის შემდგომი მოდერნიზაციის მსვლელობისას იგეგმება გამოიყენონ მასზე გაუმჯობესებული დამცავი ჯავშანი, ახალი 120-მმ ზარბაზანი (ნაკლები წონის) და საბრძოლო მასალები, დატენის ავტომატი, ცეცხლის მართვის ახალი სისტემა, მიზნების ავტომატური ძიების, აღმოჩენისა და ამოცნობის სისტემა, უფრო სრულყოფილი подвеска (შესაძლოა ჰიდროპნევმატური) და რიგი სხვა კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისა. 

დღესდღეობით ტანკები M1 და M1A1 „აბრამსი“ იმყოფებიან მხოლოდ ამერიკული სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში. 1991 წლის დასაწყისში დაგეგმილია M1A1 „აბრამსი“ ტანკების პირველი პარტია მიაწოდონ აშშ საზღვაო ქვეით ჯარსაც. სულ შესყიდული იქნება 560 ერთეული. ისინი შეცვლიან M60A1 ტანკებს, რომლებიც საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილების შეიარაღებაში იმყოფებიან. M1A1 „აბრამსი“ ტანკებისათვის შექმნილია და გამოცდა გაიარა წყალქვეშა ტარების აღჭურვილობის კომპლექტმა, რომელიც მოიცავს ორ მილს (ერთი ჰაერის მიწოდებისათვის და მეორე კი – ძრავის გამონაბოლქვი აირების გამოსაყვანად). აღნიშნული აღჭურვილობის დახმარებით M1A1 „აბრამს“ ტანკებს შეუძლიათ 2 მ-მდე სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა. 

თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1990, № 2. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment