ნაწილი I
პირველი მსოფლიო ომი (28 ივლისი 1914 – 11 ნოემბერი 1918) – ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში.
ომისათვის ფორმალური საბაბის სამსახური გასწიეს მოვლენებმა სარაევოში, სადაც 1914 წლის 28 ივნისს ცხრამეტი წლის ბოსნიელმა სერბმა გავრილო პრინციპმა, რომელიც ტერორისტების ჯგუფში შედიოდა, განახორციელა თავდასხმა, რომლის შედეგადაც ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მორგანატული ცოლი სოფია ხოტეკი იქნენ მოკლული.
პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნები ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყვნენ:
ცენტრალური დერჟავები: გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის იმპერიები და ბულგარეთის სამეფო;
ანტანტა: რუსეთის იმპერია, ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთის რესპუბლიკა.
სულ ომის წლების მანძილზე მეომარი ქვეყნების არმიებში 70 მილიონზე მეტი ადამიანი იქნა მობილიზებული, მათ შორის 60 მილიონი ევროპაში, რომელთაგან 9-დან 10 მილიონამდე დაიღუპა. სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებებით, 7-დან 12 მილიონი ადამიანის ინტერვალში იმყოფება, რომელთაგან დაახლოებით 1 მილიონი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა; დაახლოებით 55 მილიონმა ადამიანმა მიიღო ჭრილობები. ომმა პროლოგისა და დეტონატორის როლი ითამაშა უმსხვილესი რევოლუციებისათვის, 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების ჩათვლით რუსეთში, და 1918 წლის ნოემბრის რევოლუციისა გერმანიაში. ომის შედეგად თავისი არსებობა შეწყვიტა ოთხმა იმპერიამ: რუსეთის, ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთისა და გერმანიის იმპერიებმა.
მონაწილეები
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის მონაწილენი
ომის გამოცხადების ქრონოლოგია
თარიღი . . . . . . . . . . . . . . ვინ გამოაცხადა . . . . . . . . . . . . . . ვის გამოუცხადა
1914
28 ივლისი . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . სერბეთი
1 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . . გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რუსეთი
3 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . . გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . საფრანგეთი
4 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . . გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბელგია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბრიტანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
5 აგვისტო . . . . . . . . . . . . . .ჩერნოგორია . . . . . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი
6 აგვისტო . . . . . . . . . . . .ავსტრია-უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . რუსეთი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .სერბეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
9 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . ჩერნოგორია . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
11 აგვისტო . . . . . . . . . . . . . .საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი
12 აგვისტო . . . . . . . . . . . . . .ბრიტანეთი . . . . . . . . . . . . . . .ავსტრია-უნგრეთი
22 აგვისტო . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . .ბელგია
23 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . . იაპონია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
25 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . .იაპონია . . . . . . . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი
1 ნოემბერი . . . . . . . . . . . . . . .რუსეთი . . . . . . . . . . . . . . . . ოსმალეთის იმპერია
2 ნოემბერი . . . . . . . . . . . . . . .სერბეთი . . . . . . . . . . . . . . . .ოსმალეთის იმპერია
3 ნოემბერი . . . . . . . . . . . . . . ჩერნოგორია . . . . . . . . . . . . .ოსმალეთის იმპერია
5 ნოემბერი . . . . . . . . . . . . . . ბრიტანეთი . . . . . . . . . . . . . .ოსმალეთის იმპერია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . .ოსმალეთის იმპერია
1915
23 მაისი . . . . . . . . . . . . . . . . . . იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი
3 ივნისი . . . . . . . . . . . . . . . . . სან-მარინო . . . . . . . . . . . . . . .ავსტრია-უნგრეთი
21 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . . იტალია . . . . . . . . . . . . . . . . .ოსმალეთის იმპერია
14 ოქტომბერი . . . . . . . . . . .ბულგარეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სერბეთი
15 ოქტომბერი . . . . . . . . . . . ბრიტანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბულგარეთი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩერნოგორია . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბულგარეთი
16 ოქტომბერი . . . . . . . . . . . საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . ბულგარეთი
19 ოქტომბერი . . . . . . . . . . . . იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბულგარეთი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .რუსეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბულგარეთი
1916
9 მარტი . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პორტუგალია
15 მარტი . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი . . . . . . . . . . . . . . . . .პორტუგალია
27 აგვისტო . . . . . . . . . . . . . რუმინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . .ავსტრია-უნგრეთი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
28 აგვისტო . . . . . . . . . . . . . გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რუმინეთი
30 აგვისტო . . . . . . . . .ოსმალეთის იმპერია . . . . . . . . . . . . . . . . . რუმინეთი
1 სექტემბერი . . . . . . . . . . . ბულგარეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რუმინეთი
1917
6 აპრილი . . . . . . . . . . . . . . . . . . აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
7 აპრილი . . . . . . . . . . . . . . . . . კუბა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
10 აპრილი . . . . . . . . . . . . . ბულგარეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აშშ
13 აპრილი . . . . . . . . . . . . . . . ბოლივია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
20 აპრილი . . . . . . . . . ოსმალეთის იმპერია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აშშ
2 ივლისი . . . . . . . . . . . . . . . საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . ოსმალეთის იმპერია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბულგარეთი
22 ივლისი . . . . . . . . . . . . . . . . სიამი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სიამი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ავსტრია-უნგრეთი
4 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . .ლიბერია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
14 აგვისტო . . . . . . . . . . . . . . . ჩინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი
6 ოქტომბერი . . . . . . . . . . . . . .პერუ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
7 ოქტომბერი . . . . . . . . . . . . ურუგვაი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
26 ოქტომბერი . . . . . . . . . . ბრაზილია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
7 დეკემბერი . . . . . . . . . . . . . . აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი
7დეკემბერი . . . . . . . . . . . . ეკვადორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
10 დეკემბერი . . . . . . . . . . . . პანამა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ავსტრია-უნგრეთი
16 დეკემბერი . . . . . . . . . . . . .კუბა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ავსტრია-უნგრეთი
1918
23 აპრილი . . . . . . . . . . . . გვატემალა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
8 მაისი . . . . . . . . . . . . . . . ნიკარაგუა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გერმანია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნიკარაგუა . . . . . . . . . . . . . . . . . . . ავსტრია-უნგრეთი
23 მაისი . . . . . . . . . . . . . .კოსტა-რიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
12 ივლისი . . . . . . . . . . . . . .ჰაიტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
19 ივლისი . . . . . . . . . . . . ჰონდურასი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
10 ნოემბერი . . . . . . . . . . .რუმინეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გერმანია
ჩანაწერები ყვითელ ფონზე ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, მაგრამ არა ომის გამოცხადებას.
კონფლიქტის წინაისტორია
[ნახატი]
სამხედრო ალიანსები ევროპაში 1914 წელს
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის მიზეზები
წინააღმდეგობების ზრდა დიდ დერჟავებს – გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, იტალიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს შორის ომის გაჩაღებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
გარდაქმნიდა რა ჩრდილოგერმანულ კავშირს ერთიან გერმანიის იმპერიად, 1870–1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომში გამარჯვების შემდეგ, კანცლერი ბისმარკი აცხადებდა, რომ მის დერჟავას არ ჰქონდა ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობისაკენ მისწრაფება (დერჟავა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც ატარებს უფრო მეტად დამოუკიდებელ პოლიტიკას /ანუ მისი პოლიტიკა არ არის, ან ნაკლებადაა სხვათა ნებაზე დამოკიდებული/ – ი. ხ.).
ძლიერ გერმანიას სურს, რომ მას თავი დაანებონ და მშვიდობიანად განვითარების შესაძლებლობა მისცენ, რისთვისაც მას უნდა ჰყავდეს ძლიერი არმია, რამდენადაც ვერავინ გაბედავს თავდასხმას მასზე, ვისაც ქარქაშში მახვილი აქვს ჩაგებული... ყველა სახელმწიფოს, საფრანგეთის გამოკლებით, აქვს ჩვენში საჭიროება და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავს შეიკავებენ ჩვენს წინააღმდეგ კოალიციების შექმნისაგან, ურთიერთ შორის მეტოქეობის შედეგად.
მომაგრდა რა 1880-იანი წლების შუახანებისთვის ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, გერმანიამ შეიცვალა საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. ქვეყანა არა მარტო ჩაერთო ევროპაში ჰეგემონიისათვის ბრძოლაში, არამედ მსოფლიო ექსპანსიაზეც აიღო კურსი. რადგანაც გერმანიამ მსოფლიოს კოლონიურ გაყოფაში „დაიგვიანა“, ამიტომ მისი კაპიტალი ზღვისიქითა გასაღების ბაზრებს იყო მოკლებული, რომლებიც კოლონიური ქვეყნების მიერ გახლდათ მონოპოლიზებული. რათა გერმანიისა და გერმანული კაპიტალის სასარგებლოდ მსოფლიოს ახალი გადანაწილების აუცილებლობა დაესაბუთებინათ, მიმოქცევაში იქნა შემოტანილი მტკიცებანი გერმანიის მზარდი მოსახლეობისათვის სასიცოცხლო სივრცის (Lebensraum) უკმარისობისა და სურსათის მომავალი დეფიციტის შესახებ.
რამდენადაც ამ რიტორიკიდან მომდინარეობდა, რომ პრობლემების გადასაწყვეტად გერმანიისათვის აუცილებელი იყო საფრანგეთისა და ინგლისის განადგურება, როგორც დერჟავებისა, რომლებმაც ურთიერთ შორის კოლონიები უფრო ადრე დაინაწილეს, აგრეთვე რუსეთისაც, 1891 წელს რუსეთმა და საფრანგეთმა შეკრეს ერთმანეთთან კავშირი „გულითადი თანხმობის“ სახელწოდებით (ფრ. Entente Cordiale – ანტანტა). კაიზერი ვილჰელმ II თავის მოგონებებში ამტკიცებს, რომ ანტანტის ბლოკი ფაქტიურად ჯერ კიდევ 1897 წ. გაფორმდა, ინგლისს, ამერიკასა და საფრანგეთს შორის სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რომელიც „ჯენტლმენური შეთანხმების“ სახელითაა ცნობილი. იგი ითვალისწინებდა ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის მიერ ესპანური კოლონიების დაპყრობას, მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაზე კონტროლის დამყარებას, ჩინეთის გამოყენებას, აგრეთვე ქვანახშირის სადგურების ხელში ჩაგდებას. რამდენადაც ეს ერთი წლით ადრე მოხდა მანამდე, რაც გერმანიამ თავისი დიდი საზღვაო პროგრამა გამოაქვეყნა (1898), კავშირი შეკრული იყო არა „პანგერმანიზმთან“ ბრძოლისათვის, არამედ ბრიტანეთისა და საფრანგეთის საკუთარი გეგმების სარეალიზაციოდ გერმანიისა და ავსტრიის, როგორც კონკურენტების განადგურების ინტერესებში, ჯერ კიდევ 17 წლით ადრე მსოფლიო ომის დაწყებამდე.
ინგლისი ანტანტას ოფიციალურად 1907 წელს შეუერთდა.
თავის მხრივ, არასტაბილურობის მუდმივ კერად ევროპაში ავსტრია-უნგრეთი რჩებოდა. ეს მრავალეროვნული იმპერია ბერლინის კონგრესის (1878 წ.) გადაწყვეტილებით მის მიერ მიღებული და 1908 წელს ანექსირებული ბოსნიისა და ჰერცოგოვინის შენარჩუნებისაკენ ისწრაფვოდა (იხ. ბოსნიის კრიზისი). ამასთან იგი ეწინააღმდეგებოდა რუსეთს, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ყველა სლავის დამცველის როლი ბალკანეთში. თავის მხრივ სამხრეთელი სლავების გამაერთიანებელი ცენტრის როლზე პრეტენზიას აცახებდა სერბეთიც, რუსეთის მოკავშირე.
ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთს ეჯახებოდა პრაქტიკულად ყველა დერჟავის ინტერესები, რომლებიც ისწრფავოდნენ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიის გაყოფისათვის მიესწროთ. კერძოდ, რუსეთი პრეტენზიას აცხადებდა ტერიტორიებზე, რომლებიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ებჯინებოდა, აგრეთვე ისწრაფვოდა კონტროლის დამყარებისაკენ ანატოლიაზეც, სადაც 1 მლნ-ზე მეტი ქრისტიანი სომეხი ცხოვრობდა, რაც რუსეთს ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო გასასვლელს მისცემდა.
1914 წლის თებერვალში რუსეთის მინისტრთა საბჭომ ჩაატარა სხდომა, რათა კონსტანტინოპოლისა და სრუტეების დაპყრობის პერსპექტივები განეხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაზე უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობა ამისათვის საერთო ევროპული ომის კონტექსტში წარმოიქმნება. 1914 წლის აპრილში ნიკოლოზ II-მ თავისი კაბინეტის რეკომენდაციები დაამტკიცა და მთავრობას დაავალა მიეღო ყველა აუცილებელი ზომა იმისათვის, რათა პირველივე შესაძლობლობისას კონსტანტიკოპოლი და სრუტეები დაეპყროთ.
1914 წლისთვის გაფორმდა ორი ბლოკი, რომელთა დაპირისპირებაც გლობალურ პირველსაფუძვლად დაედო მსოფლიო ომს:
ბლოკი ანტანტა: რუსეთის იმპერია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი 1907 წელს იქნა გაფორმებული რუსეთ-საფრანგეთის, ინგლის-საფრანგეთისა და ინგლის-რუსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებათა დადების შემდეგ.
ბლოკი სამთა კავშირი: გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია.
ომის მსვლელობის-და მიხედვით სამთა კავშირი დაიშალა: 1915 წელს იტალია ომში უკვე ანტანტის მხარეზე ჩაერთო. მას შემდეგ კი, რაც გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს თურქეთი და ბულგარეთი შეუერთდნენ, მის ადგილზე წარმოიქმნა ოთხთა კავშირი, ანუ ცენტრალური დერჟავების ბლოკი.
სხვა მიზეზების რიგში სხვადასხვა ისტორიკოსები ასახელებენ ძალთა ბალანსის შეცვლას, ევროპული დერჟავების ტერიტორიულ პრეტენზიებსა და სამოკავშირეო ვალდებულებებს, ეკონომიკურ იმპერიალიზმს, სავაჭრო ბარიერებს, მილიტარიზმს, ავტოკრატიას, აგრეთვე გვახსენებენ წინამორბედი ლოკალური კონფლიქტების (ბალკანეთის ომები, იტალია-თურქეთის ომი) შესახებაც:
ყველანი ეძიებენ და ვერ პოულობენ მიზეზს, რომლის მიხედვითაც დაიწყო ომი. მათი ძიებანი ამაოა, ამ მიზეზს ისინი ვერ იპოვნიან. ომი დაწყო არა ერთი რომელიმე მიზეზით, ომი დაიწყო ყველა მიზეზის მიხედვით ერთბაშად.
– თომას ვუდრო ვილსონი
ვ. ი. ლენინი 1914 წლის შემოდგომაზე წერილში „ომი და რუსეთის სოციალ-დემოკრატია“, რომელიც ფაქტიურად ომთან მიმართებაში, მის სულ დასაწყისშივე იქცა რსდმპ(ბ)-ის მანიფესტად, წერდა:
გერმანულმა ბურჟუაზიამ, ავრცელებს რა ზღაპრებს მისი მხრიდან თავდაცვითი ომის შესახებ, საქმით აირჩია მისი თვალსაზრისით ყველაზე უფრო მომგებიანი მომენტი ომისათვის, იყენებს რა თავის უკანასკნელ გაუმჯობესებებს სამხედრო ტექნიკაში და ასწრებს რა ახალ შეიარაღებებს, რომელთა შექმნაც უკვე დასახული და წინასწარ გადაწყვეტილი აქვთ რუსეთსა და საფრანგეთს.
– ვ. ი. ლენინი
აღსანიშნავია, რომ ომში ჩაერთვნენ სისხლით უახლოესი ნათესავები – ბიძაშვილები და დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილები, რომლებმაც ვერ შეძლეს და არც სურდათ ნათესაურად მოელაპარაკებინათ და შეთანხმებულიყვნენ ერთმანეთში სისხლიანი სასაკლაოს ნაცვლად – ვილჰელმ II და გეორგ V და მათი სიძე, გეორგ V-ის ბიძაშვილი, ნიკოლოზ II, რომელსაც ცოლად ასევე დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი ჰყავდა, ამასთან გეორგ V-მ და ვილჰელმ II-მ ნიკოლოზ II და მისი ოჯახი დაღუპვისაგან არ გადაარჩინეს.
სარაევული თავდასხმა, ივლისის კრიზისი
ძირითადი წერილი: ივლისის კრიზისი
[სურათი]
ფრანც ფერდინანდი და მისი ცოლი სოფიო ჰოტეკი
[სურათი]
გავრილო პრინციპი
1914 წლის 28 ივნისს ოცი წლის სტუდენტმა, ბისნიელმა სერბმა გავრილო პრინციპმა, სარაევოში მოკლა ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რომელიც ჩამოვიდა ახლად შეძენილი ტერიტორიების (ანექსირებული ბოსნიისა და ჰერცოგოვინის) გასაცნობად, თავის ჩეხ ცოლთან სოფია ჰოტეკთან ერთად.
ფრანც ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე გახლდათ, იყო სლავოფილი და გამოდიოდა ჰაბსბურთა მფარველობის ქვეშ ფედერაციის შექმნის მომხრედ ავსტრიული, უნგრული და სლავური მიწებისაგან, უკვე არსებული ავსტრიულ-უნგრული ფედერაციის ნაცვლად. თავის მხრივ, გავრილო პრინციპი შედგებოდა ორგანიზაციაში „მლადა ბოსნა“ („ახალგაზრდა ბოსნია“), რომელიც 1912 წელს შეიქმნა იტალიური რევოლუციური იატაკქვეშა ორგანიზაციის „ახალგაზრდა იტალიის“ ნიმუშის მიხედვით და გამოაცხადა ბრძოლა ყველა სამხრეთ სლავი ხალხის გაერთიანებისათვის ერთ სახელმწიფოში – დიდ სერბეთში.
5 ივლისს გერმანია საჯაროდ დაჰპირდა მხარდაჭერას ავსტრია-უნგრეთს სერბეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, რაც აღქმულ იქნა როგორც ამ ქვეყნების მმართველი წრეების განზრახვა გამოეყენებინათ სარაევული მკვლელობა როგორც საბაბი ევროპული ომის გასაჩაღებლად.
ძირითადი წერილი: ივლისის ულტიმატუმი
23 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ბრალი დასდო იმაში, რომ ის ვითომდა ფრანც ფერდინანდის მკვლელობის უკან იდგა, და გამოუცხადა მას ულტიმატუმი. ულტიმატუმში სერბეთისაგან მოითხოვებოდა, მათ შორის: მოეხდინა სახელმწიფო აპარატისა და არმიის გაწმენდა იმ ოფიცრებისა და მოხელეთაგან, რომლებიც ანტიავსტრიულ პროპაგანდაში იყვნენ შენიშნული; დაეპატიმრებინა ეჭვმიტანილნი ტერორიზმისათვის ხელის შეწყობაში. სერბეთის სუვერენიტეტის დარღვევით მისგან მოითხოვეს ნება მიეცა ავსტრია-უნგრეთის პოლიციისათვის შეექმნა მუდმივად მოქმედი სტრუქტურები შეუზღუდავი პირადი შემადგენლობით სერბეთის ტერიტორიაზე გამოძიების წარმოებისა და ნებისმიერ ანტიავსტრიულ მოქმედებებში ბრალეულთა დასჯისათვის. ულტიმატუმის შესრულებაზე სულ 48 საათი იყო მიცემული.
იმავე დღეს სერბეთი დაეთანხმა თითქმის ყველა ამ მოთხოვნას, მათ შორის, ავსტრიელი ძალოვანების სერბეთში მუდმივ საფუძველზე განთავსების შესახებ იმ ანტიავსტრიულ მოქმედებათა გამოძიებისთვის, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო მომავალში, მაგრამ არ დაეთანხმა ავსტრიელ გამომძიებელთა დაშვებას თავად სარაევოში მკვლელობის გამოძიებაში, და მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა.
26 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და დაიწყო ჯარების თავმოყრა საზღვარზე სერბეთთან და რუსეთთან.
[ნახატი]
ავსტრიული კარიკატურა „სერბეთი უნდა დაიღუპოს“
[სურათი]
ნილოკოზ II აცხადებს გერმანიასთან ომის დაწყების შესახებ ზამთრის სასახლის აივნიდან
28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა, განაცხადა რა, რომ ულტიმატუმის მოთხოვნები არ არის შესრულებული, სერბეთს ომი გამოუცხადა. ავსტრია-უნგრულმა მძიმე არტილერიამ ბელგრადისათვის ცეცხლის დაშენა დაიწყო, ხოლო ავსტრია-უნგრეთის რეგულარულმა ჯარებმა კი სერბეთის საზღვარი გადალახეს. რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს სერბეთის ოკუპაციას. საფრანგეთის არმიაში შვებულებები იქნა შეწყვეტილი.
29 ივლისს ნიკოლოზ II-მ ვილჰელმ II-ს გაუგზავნა ტელეგრამა წინადადებით „ავსტრია-სერბეთის საკითხი ჰააგის კონფერენციისათვის გადაეცათ“ (საერთაშორისო სამედიატორო სასამართლო ჰააგაში). ვილჰელმ II-მ ამ ტელეგრამას არ უპასუხა.
29 ივლისს გერმანიის არმიაში შვებულებები იქნა გაუქმებული.
30 ივლისს საფრანგეთში დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია.
31 ივლისს რუსეთის იმპერიამ გამოაცხადა არმიაში საყოველთაო მობილიზაცია.
იმავე დღეს გერმანიაში გამოცხადებულ იქნა „მდგომარეობა, რომელიც იმუქრება ომით“. გერმანია უყენებს რუსეთს ულტიმატუმს: შეწყვიტოს არმიაში გაწვევა, ან გერმანია ომს გამოუცხადებს რუსეთს. საფრანგეთი, ავსტრია-უნგრეთი და გერმანია აცხადებენ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. გერმანია თავს უყრის ჯარებს ბელგიისა და საფრანგეთის საზღვრებთან.
ამასთან, 1 აგვისტოს დილით ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ გრეი ლონდონში გერმანიის ელჩს დაპირდა, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის ომის შემთხვევაში ინგლისი დარჩება ნეიტრალური, იმ პირობით, რომ საფრანგეთზე შეტევა არ იქნება. სამი დღით ადრე, როცა კაიზერი 28 ივლისს დაპირდა ინგლისს არ დაეპყრო ფრანგული ტერიტორიები მისი ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, გრეიმ 30 ივლისს უარყო ეს „სამარცხვინო წინადადება“ თემთა პალატაში. ამრიგად, საგარეო საქმეთა მინისტრის არათანმიმდევრული პოზიცია უჩვენებდა, რომ 28 ივლისს – 1 აგვისტოს გარკვეული გადაწყვეტილება ბრიტანულ კაბინეტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისი
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის სამხედრო გეგმების თანახმად ძირითად მოწინააღმდეგედ საფრანგეთი განიხილებოდა და მთავარი დარტყმაც სწორედ მისთვის უნდა მიეყენებინათ (იხ. შლიფენის გეგმა), გერმანიამ პირველმა ომი რუსეთს გამოუცხადა, თუმცა კი წმინდად სამხედრო თვალსაზრისით მომგებიანი იყო მასთან შეჯახება რაც შეიძლებოდა უფრო შორს გადაედოთ. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად იქცა გერმანიის ხელისუფლების მისწრაფება უზრუნველეყო ერთსულოვანი ხმის მიცემა პარლამენტში (რაიხსტაგში) ომის დაწყების გამო, ძირითად პრობლემას კი მოცემულ შემთხვევაში სოციალ-დემოკრატების ფრაქცია შეადგენდა. უკანასკნელებმა მოიწონეს გერმანიის ჩართვა ომში, და არგუმენტად იყენებდნენ მითითებას თავის დროზე კ. მარქსისა და ფ. ენგელსის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე „რევოლუციური“ ომის წარმოების შესახებ „რუსული დესპოტიზმის“ წინააღმდეგ. გერმანიის ომში ჩართვის პრაქტიკულად ერთსულოვანი მოწონება უზრუნველყოფილი გახლდათ. 1 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს, იმავე დღეს გერმანელები ლუქსემბურგში შეიჭრნენ. 2 აგვისტოს გერმანულმა ჯარებმა საბოლოოდ მოახდინეს ლუქსემბურგის ოკუპაცია, და ბელგიას წაუყენეს ულტიმატუმი გერმანული ჯარების საფრანგეთის საზღვრისკენ გაშვების შესახებ. მოსაფიქრებლად სულ 12 საათს იძლეოდნენ.
3 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს, ბრალი დასდო რა მას „ორგანიზებულ თავდასხმებსა და გერმანიის საჰაერო დაბომბვებში“, აგრეთვე „ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევაშიც“.
3 აგვისტოს ბელგიამ გერმანიის ულტიმატუმს უარით უპასუხა. 4 აგვისტოს გერმანული ჯარები გელგიაში შეიჭრნენ. ბელგიის მეფემ ალბერტ I-მა ბელგიის ნეიტრალიტეტის გარანტ-ქვეყნებს დახმარებისათვის მიმართა. ლონდონმა ბერლინს გაუგზავნა ულტიმატუმი: შეწყვიტოს ბელგიაში შეჭრა, ან ინგლისი ომს გამოუცხადებს გერმანიას. სწორედ ამ მოთხოვნის გამო ისტორიაში შევიდა გამოთქმა „ქაღალდის ნაგლეჯი“, ასე უწოდა გერმანიის რაიხსკანცლერმა (1909–1917) თეობალდ ბეთმაფ-ჰოლვეგმა ინგლისის ელჩთან ედუარდ ჰოშენთან საუბარში საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ბელგიის ნეიტრალიტეტის გარანტიას იძლეოდა. ინგლისის ელჩის მხრიდან პასუხად იყო სიტყვები, რომ „რომ ამ ქაღალდზე ინგლისის ხელმოწერაა დასმული“. ულტუმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცახა და საფრანგეთის დასახმარებლად ჯარები გაგზავნა. 6 აგვისტოს ავსტრია-უნგრეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა.
შეიარაღებული ძალების მდგომარეობა ომის დაწყებისათვის
პირველი მსოფლიო ომის წინა ხანებში საფრანგეთი ფლობდა ყველაზე უფრო დიდ არმიას ევროპაში (კოლონიური ჯარების ჩათვლით) – 882 907 ადამიანი. ამას ხელს 1913 წლის 7 აგვისტოს კანონი უწყობდა, რომელმაც სამსახურის ვადა 2-დან 3 წლამდე გაზარდა და გაწვევის ასაკი 21-დან 20 წლემდე შეამცირა. თითქმის ასეთივე რიცხოვნებისა იყო გერმანიის არმიაც – 808 280 ადამიანი.
1890-იანი წლების ბოლოდან გერმანიის სამხედრო წრეებში ადგილი ჰქონდა „ფლოტოფილებსა“ და სახმელეთო არმიის ზრდის მომხრეებს შორის დაპირისპირებას. ხორციელდებოდა სამხედრო ფლოტის შექმნის ამბიციური პროგრამა, რომელიც სიძლიერით ანგლისის ფლოტს გაუტოლდებოდა, და რათა ფინანსური სტაბილურობა უზრუნველეყო, მთავრობა იძულებული შეიქნა სახმელეთო არმიის ზრდა შეეკავებია (შეეზღუდა). ეს თავის მხრივ იწვევდა სამხედროთა მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებას, რაც 1912 და 1913 წლების სამხედრო ბიუჯეტის გარშემო გაჩაღებულ დისკუსიებში გამოვლინდა. სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მომხრეებმა ფართო პროპაგანდისტული კამპანია გაშალეს, და საბოლოოდ 1913 წლის ბიუჯეტი სახმელეთო შეიარაღებათა ზრდის მომხრეთა მოთხოვნებს უკვე მნიშვნელოვნად შეესაბამებოდა.
ცხრილი
დაპირისპირებულ მხარეთა შეიარაღებული ძალები
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – არმიის რიცხოვნება მობილიზაციის შემდეგ /ათასი ადამიანი/; B – მსუბუქი ქვემეხები; C – საველე არტილერიის მძიმე ქვემეხები; D – თვითმფრინავები)
სამთა კავშირის შეიარაღებული ძალები
ქვეყანა . . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . B . . . . . . . C . . . . . . D . .
გერმანია . . . . . . . . . . . . . 3822 . . . . . . . 4840 . . . . 1688 . . . . 232
ავსტრია-უნგრეთი . . . . 2300 . . . . . . . 3104 . . . . . 168 . . . . . 65
სულ ჯამში . . . . . . . . . . .6122 . . . . . . . 7944 . . . . .1856 . . . .297
ანტანტის შეიარაღებული ძალები
ქვეყანა . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . . B . . . . . . . .C . . . . . . D . .
რუსეთი . . . . . . . . . . . . . .5338 . . . . . . . 6848 . . . . . 240 . . . . 263
დიდი ბრიტანეთი . . . . 1000 . . . . . . . 1226 . . . . . 126 . . . . . 90
საფრანგეთი . . . . . . . . . .3781 . . . . . . . 3360 . . . . . . 84 . . . . .156
სულ ჯამში . . . . . . . . . 10 119 . . . . . 11 434 . . . . . .450 . . . . 509
ფლოტი
რუსეთის ფლოტისათვის გერმანული ვერფები (მათ შორის Blohm & Voss) ხომალდებს აგებდნენ, მაგრამ ომის დაწყებისათვის ვერ მოასწრეს აეგოთ 6 საესკადრო ნაღმოსანი, შემდგომში სახელგანთქმული „ნოვიკის“ პროექტის მიხედვით, რომელიც პუტილოვის ქარხანაში იქნა აგებული და ობუხოვის ქარხანაში წარმოებული იარაღით აღჭურვილი.
ავიაცია
საერთო ფინანსურმა დანახარჯებმა სამხედრო ავიაციაზე 1913 წელს შეადგინა:
გერმანიაში – 150 ათასი მანეთი (322 ათასი მარკა)
საფრანგეთში – 2,26 მლნ მანეთი (6 მლნ ფრანკი)
რუსეთში – დაახლოებით 1 მლნ მანეთი
ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა ავიაციას საფრანგეთში ენიჭებოდა, სადაც ელზას-ლოტარინგიის, რაინლანდისა და ბავარიის პფალცის (ზემო პფალცის) ტერიტორიაზე რეგულარული ავიათავდასხმები ჰქონდათ გათვალისწინებული.
ომის დაწყებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე რუსეთის საიმპერატორო სამხედრო-საზღვაო ფლოტმა მსოფლიოში პირველი ოთხძრავიანი თვითმფრინავი მიიღო, რომელსაც წილად ხვდა პირველი სტრატეგიული ბომბდამშენი გამხდარიყო.
გერმანიის ავიაფარეხი მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ მოძველებული. გერმანული სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) ძირითადი თვითმფრინავი გახლდათ „ტაუბეს“ ტიპის თვითმფრინავ-მონოპლანი. მობილიზაციის დროს ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობით სამოქალაქო და საფოსტო თვითმფრინავებიც იქნა რეკვიზირებული. ჯარების ცალკეულ გვარეობად ავიაცია 1916 წელში გამოიყო; მანამდე იგი სატრანსპორტო ჯარებს ჰქონდა გადაცემული. ომის დასაწყისისათვის აგებული იყო 25 დირიჟაბლი ცეპელინი, რომელთაგან 17 სჰძ-ისა და სზძ-ის შემადგენლობაში შევიდა. 1913 წელს შეიარაღებაში მიიღეს ხისტი დირიჟაბლი „შჲუტე-ლანცი“. სამხედრო მიზნებში ასევე გამოიყენებოდა თავიდან ნახევრად ხისტი, შემდეგ კი რბილი დირიჟაბლები „პარსევალი“ (თუ „პარციფალი“ ?).
არტილერია
1865 წლიდან მთავარი საარტილერიო სამმართველო და ობუხოვის ქარხანა ფირმა „კრუპთან“ თანამშრომლობდნენ. როგორც სხვა გერმანული ფირმებიც, კრუპი თავის უახლეს შეიარაღებებს გამოცდებისათვის რუსეთში აგზავნიდა. ამგვარი კონტაქტები, თვით რუსეთ-საფრანგეთის კავშირის მიუხედავადაც, ომის სულ დასაწყისამდე გრძელდებოდა. თუმცა კი, ნიკოლოზ II-ის დროს ფრანგული ქვემეხებისადმი უპირატესობის მინიჭება დაიწყეს. ამრიგად, არტილერია, რომლითაც რუსეთი ომში ჩაერთო, ამ იარაღის ორი წამყვანი მსოფლიო მწარმოებლის გამოცდილებას ითვალისწინებდა. მცირე და საშუალო კალიბრების მიხედვით რუსეთში მიღწეულ იქნა თანაფარდობა 1 ლულა 786 ჯარისკაცზე, გერმანიაში არსებულ თანაფარდობასთან 1 ლულა 476 ჯარისკაცზე შედარებით. მძიმე არტილერიის მიხედვით ჩამორჩენა უფრო არსებითი გახლდათ: 1 ლულა 22 241 ჯარისკაცზე რუსეთში და 1 ლულა 2798 ჯარისკაცზე გერმანიაში. და ბოლოს, 1914 წლისათვის გერმანული არმიის შეიარაღებაში უკვე მიეწოდებოდა ნაღმსატყორცნები, რომლებიც რუსულ არმიაში მაშინ ჯერ კიდევ საერთოდ არ არსებობდა.
სასროლი იარაღი
მტრის დაზიანების მთავარ საშუალებად XX საუკუნეში შაშხანა ითვლებოდა: ინგლის-ბურების, რუსეთ-იაპონიისა და ბალკანეთის ომებში თოფების ცეცხლი ბრძოლის ველზე 70-დან 85 %-მდე დანაკარგებს აყენებდა. არმიების შეიარაღებაში შედგებოდა 6,5–8 მმ კალიბრის შაშხანები სამიზნით, რომელიც 2000–2400 მ-ზე სროლისათვის იყო მონიშნული და 3 (ბერტიეს შაშხანა), 5 ან 10 (ლი-ენფილდი) ვაზნის ტევადობის მჭიდით.
ქვეითი პოლკების სატყვიამფრქვევო რაზმები 6–8 დაზგის ტყვიაფრქვევით იყო შეიარაღებული, ბატალიონზე 2 ტყვიამფრქვევის ანგარიშით. ასე, 1910 წლის 6 მაისის შტატის მიხედვით 4-ბატალიონიანი (16-ასეულიანი) შემადგენლობის რუსულ ქვეით პოლკს ჰყავდა მეტყვამფრქვევეთა რაზმი 8 დაზგის ტყვიამფრქვევით მაქსიმი; გერმანულ და ფრანგულ არმიებში 3-ბატალიონიანი (12-ასეულიანი) შემდგენლობის პოლკებს 6–6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ.
ახლო ბრძოლის წარმოების ძირითადი საშუალება იყო რევოლვერები. უფრო ნაკლები რაოდენობით იყო ასევე თვითდამტენი პისტოლეტები მცირე ტევადობის ერთრიგიანი მჭიდით, რომლებიც უკვამლო დენთის გამოგონების შემდეგ შეიქმნა.
1914 წლის კამპანია
ომი 1914 წელს იშლებოდა ორ ძირითად საომარ მოქმედებათა თეატრზე – საფრანგეთისა და რუსეთის, აგრეთვე ბალკანეთში (სერბეთში), კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში (1914 წლის ნოემბრიდან), ევროპულ სახელმწიფოთა კოლონიებში – აფრიკაში, ჩინეთში, ოკეანეთში. 1914 წელს ომის ყველა მონაწილე ომის დასრულებას რამდენიმე თვეში აპირებდა, გადამწყვეტი შეტევის განხორციელების გზით. და არავინ მოელოდა, რომ ომი გაჭიანურებულ ხასიათს შეიძენდა.
საბრძოლო მოქმედებების მსვლელობა
დასავლეთის ფრონტი
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტი
მხარეთა სტრატეგიული გეგმები ომის დაწყებისათვის. გერმანია ომის დაწყებისათვის ხელმძღვანელობდა საკმარისად ძველი სამხედრო დოქტრინით – შლიფენის გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა საფრანგეთის ელვისებურ განადგურებას, იმაზე უწინ სანამ „მოუხეშავი“ რუსეთი შეძლებს თავისი არმიის მობილიზებასა და საზღვრებთან გამოყვანას. თავდასხმა გათვალისწინებული იყო ბელგიის ტერიტორიის გავლით (ძირითადი ფრანგული ძალების შემოვლის მიზნით), პარიზის აღებას თავდაპირველად 39 დღეში ვარაუდობდნენ. ორიოდე სიტყვით გეგმის არსი გადმოცემულია ვილჰელმ II-ის მიერ: „სადილი პარიზში გვექნება, ვახშამი კი – სანკტ-პეტერბურგში“. 1906 წელს გეგმა იქნა მოდიფიცირებული (გერმანული გენშტაბის უფროსის გენერალ მოლტკე-უმცროსის ხელმძღვანელობით) და შეიძინა არა იმდენად კატეგორიული ხასიათი – ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობის დატოვებას მაინც ვარაუდობდნენ აღმოსავლეთის ფრონტზე, თავს უნდა დასხმოდნენ ბელგიის გავლით, მაგრამ ისე, რომ არ შეხებოდნენ ნეიტრალურ ჰოლანდიას.
საფრანგეთის სამხედრო დოქტრინა (ეგრეთ წოდებული გეგმა-17) ავალებდათ დაეწყოთ ომი ელზასისა და ლოტარინგიის განთავისუფლებით, რომლებიც საფრანგეთს 1871 წელს ჩამოცილეს საფრანგეთ-პრუსიის ომში დამარცხების შემდეგ. ფრანგთა ვარაუდებით გერმანული არმიის ძირითადი ძალების თავმოყრის ადგილი უნდა ყოფილიყო ელზასი.
[სურათი]
ბელგიური ჯავშანავტომობილი “Sava”. 1914
გერმანული არმიის შეჭრა ბელგიაში. 4 აგვისტოს დილას გერმანიამ ომის გამოცხადების გარეშე გადალახა ბელგიის საზღვარი. როგორც მოგვიანებით განმარტავდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი ფონ მოლტკე-უმცროსი, ომის გამოცხადება „არასასურველი“ იყო იმ იმედით, რომ ბელგიის ხელმძღვანელობისათვის „ნათელი გახდება მიმდინარე მოვლენების არსი“. ფლობდნენ რა 10-ჯერად აღმატებულებას (უპირატესობას), გერმანულმა ჯარებმა შეტეხეს თავდაცვა და დაიძრნენ ქვეყნის სიღრმეში, შეძლების და გვარად გარს უვლიდნენ ან ბლოკირებას უკეთებდნენ რა კარგად გამაგრებულ ბელგიურ ციხესიმაგრეებს. ციხესიმაგრე ლიეჟი 16 აგვისტოს დაეცა, და უკვე 20 აგვისტოს გერმანელებმა ბრიუსელიც აიღეს, მოვიდნენ რა იმავე დღეს შეხებაში ანგლო-ფრანგულ ძალებთან. მოგვიანებით, 25 აგვისტოს, დაეცა ალყაშემორტყმული ნამიური. ბელგიის მთავრობა გავრში გაიქცა. მეფე ალბერტ I ბრძოლის უნარშენარჩუნებული უკანასკნელი ნაწილებით ეროვნული საყრდენი პუნქტის – ანტვერპენის თავდაცვას განაგრძობდა, მაგრამ ისიც 9 ოქტომბერს დაეცა.
მოულოდნელობის ფაქტორის მიუხედავად, გერმანელების შეჭრამ ბელგიაში საფანგეთი ვერ დააბნია, და ფრანგული ჯარები გარღვევის მიმართულებაზე იმაზე უფრო სწრაფად იქნენ გადასროლილი, ვიდრე ამას შლიფენის გეგმა ვარაუდობდა.
მოქმედებები ელზასსა და ლოტარინგიაში. 7 აგვისტოს საფრანგეთი შეიჭრა გერმანიის ტერიტორიაზე ელზასში, სადაც ლოტარინგიის ოპერაციის მსვლელობისას მოახერხა დაეპყრო საარბრიუკენი და ბრძოლით აეღო მიულჰაუზენი. ვერ შეძლო რა გაეწია წინააღმდეგობა გერმანიის კონტრდარტყმებისათვის ელზასსა და ლოტარინგიაში, აგვისტოს ბოლოსათვის ფრანგულმა არმიამ უწინდელ პოზიციებზე დაიხია და მოწინააღმდეგეს თავისი ტერიტორიის მცირე ნაწილიც კი დაუტოვა.
21–25 აგვისტოს სასაზღვრო ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 აგვისტოს ანგლო-ფრანგული და გერმანული ჯარები მოვიდნენ შეხებაში საფრანგეთ-ბელგიის საზღვრის რაიონში. არ ელოდა რა ომის დაწყებამდე, რომ მთავარ დარტყმას გერმანია ბელგიის გავლით მიაყენებდა, საფრანგეთმა ძირითად ძალებს თავი ელზასთან საზღვარზე მოუყარა, საიდანაც გერმანული შემოტევის დაწყების შემდეგ მოუხდა საარმიო ნაწილები გერმანული გარღვევის მიმართულებაზე სასწრაფოდ გადაესროლა. მოწინააღმდეგესთან შეხების მომენტისათვის მოკავშირეთა ჯარები განცალცალკევებული რჩებოდნენ, და ამიტომ ფრანგებსა და ინგლისელებს ბრძოლის მიღება სამი ცალკეული დაჯგუფებით მოუხდათ, რომლებიც ურთიერთ შორის არ იყვნენ დაკავშირებულნი. ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი (BEF) ბელგიაში მონსთან იყო განლაგებული; სამხრეთ-აღმოსავლეთით, შარლერუასთან, იდგა მე-5 ფრანგული არმია. არდენებში, დაახლოებით საფრანგეთის საზღვარზე ბელგიასთან და ლუქსემბურგთან, მე-3 და მე-4 ფრანგული არმიები იყვნენ განთავსებული. ანგლო-ფრანგული ჯარების სამივე დაჯგუფებამ სასაზღვრო ბრძოლაში მძიმე დამარცხება განიცადა (იხ. მონსის ბრძოლა, შარლერუას ბრძოლა, არდენის ოპერაცია /1914/), დაკარგა რა დაახლოებით 250 ათასი ადამიანი. გერმანელები ჩრდილოეთიდან ფართო ფრონტით შეიჭრნენ საფრანგეთში, აყენებდნენ რა მთავარ დარტყმას დასავლეთით, პარიზის შემოვლით, და ასეთნაირად ფრანგულ არმიას გიგანტურ მარწუხებში აქცევდნენ.
გერმანული არმიები სწრაფად მიიწევდნენ წინ. ინგლისური ნაწილები სანაპიროსაკენ იხევდნენ. ფრანგული სარდლობა, უკვე ვეღარ იმედოვნებდა რა პარიზის შენარჩუნებას, ამზადებდა დედაქალაქის ჩაბარებასა და მთელი ჯარების მდ. სენას იქით გადაყვანას. 2 სექტემბერს საფრანგეთის მთავრობა ბორდოში გაიქცა. ქალაქის თავდაცვას სათავეში გენერალი გალიენი ჩაუდგა. ფრანგული არმიის აგვისტოში წარუმატებელმა მოქმედებებმა აიძულეს მისი სარდალი გენერალი ჟოფრი ბევრი გენერალი (მათი საერთო რიცხვის 30 %-მდე), რომლებმაც თავი ცუდად გამოიჩინეს, დაუყოვნებლივ შეეცვალა; ფრანგული გენერალიტეტის განახლება და გაახალგაზრდავება შემდგომში უკიდურესად დადებითად ფასდებოდა.
[სურათი]
რუსეთის არმიის საექსპედიციო კორპუსი საფრანგეთში, შამპანი, 1916 წელი. 1-ლი ბრიგადის უფროსი გენერალი ლოხვიცკი რუს და ფრანგ ოფიცრებთან ერთად ათვალიერებს პოზიციებს
ბრძოლა მარნაზე („სასწაული მარნაზე“). პარიზის შემოვლისა და ფრანგული არმიისათვის ალყის შემორტყმის ოპერაციის დასასრულებლად გერმანულ არმიას ძალები არ ეყო. ჯარები, რომლებმაც ასეულობით კილომეტრი ბრძოლებით გაიარეს, დაიქანცნენ, კომუნიკაციები გაიჭიმა, არაფერი იყო ფლანგებისა და წარმოქმნადი შუალედების დასაფარავად, რეზერვები არ ჰქონდათ, მანევრირება ერთი და იმავე ნაწილებით უხდებოდათ, რომლებსაც აქეთ და იქით გადაისროდნენ, ამიტომ უმაღლესი სარდლობის ბანაკი დაეთანხმა მთავარსარდლის წინადადებას: შემოვლითი მანევრის შემსრულებელ ფონ კლიუკის 1-ლ არმიას შეტევის ფრონტი შეემცირებინა და პარიზისთვის გვერდის ავლით (პარიზის შემოვლით) ფრანგული არმიის ღრმა შემოვლა კი არ შეესრულებინა, არამედ საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით მყოფი აღმოსავლეთისკენ მობრუნებულიყო და ფრანგული არმიის ძირითადი ძალებისათვის ზურგში დაერტყა.
ბრუნდებოდნენ რა აღმოსავლეთისკენ პარიზის ჩრდილოეთით, გერმანელები თავიანთ მარჯვენა ფლანგსა და ზურგს იმ ფრანგული დაჯგუფების დარტყმის ქვეშ ტოვებდნენ, რომელიც პარიზის თავდაცვისათვის იყო თავმოყრილი. მარჯვენა ფლანგისა და ზურგის დასაფარავად ძალები არ გააჩნდათ: ორი კორპუსი და ცხენოსანი დივიზია, რომლებიც თავდაპირველად შემტევი დაჯგუფების გაძლიერებისთვის იყვნენ განკუთვნილი, აღმოსავლეთ პრუსიაში იქნენ გაგზავნილი მე-8 გერმანული არმიის დასახმარებლად, რომელიც იქ დამარცხებებს განიცდიდა. მიუხედავად ამისა, გერმანული სარდლობა ამ თავისთვის საბედისწერო მანევრზე წავიდა: მოაბრუნა ჯარები აღმოსავლეთისკენ, ისე რომ პარიზამდე არ მისულა, და ამ დროს თავის იმედებს მოწინააღმდეგის პასიურობაზე ამყარებდა. ფრანგულმა სარდლობამ არ დააყოვნა ესარგებლა მიცემული შესაძლებლობით და გერმანულ არმიას დაუფარავ ფლანგსა და ზურგში დაარტყა. დაიწყო პირველი ბრძოლა მარნაზე, რომელშიც მოკავშირეებმა მოახერხეს საბრძოლო მოქმედებების მსვლელობა თავიანთ სასარგებლოდ გადაეტეხათ და გერმანული ჯარები ვერდენიდან ამიენამდე 50–100 კილომეტრით ფრონტზე უკუეგდოთ. ბრძოლა მარნაზე ინტენსიური გახლდათ, თუმცა კი ხანგრძლივი არ ყოფილა – ძირითადი ბრძოლა 5 სექტემბერს დაიწყო, 9 რიცხვში გერმანული არმიის დამარცხება აშკარა გახდა, 12–13 სექტემბერს კი გერმანული ჯარების უკანდახევა მიჯნაზე მდინარეების ენასა და ველის გაყოლებით დასრულებულ იქნა. უკანდახევის ბრძანებას ჯარებში სრული ვერგაგებით (მიუღებლობით) შეხვდნენ. ამის შედეგად საომარი მოქმედებების მთელი დროის მანძილზე პირველად იწყებს გავრცელებას გერმანულ არმიაში იმედგაცრუებისა და დათრგუნულობის განწყობილებანი.
მარნაზე ბრძოლას დიდი მორალური მნიშვნელობა ჰქონდა ყველა მახარისათვის. ფრანგებისათვის იგი შეიქნა პირველი გამარჯვება გერმანელებზე, საფრანგეთ-პრუსიის ომში დამარცხების სირცხვილის გადალახვა (დაძლევა). მარნაზე ბრძოლის შემდეგ კაპიტულანტური განწყობები საფრანგეთში შესამჩნევად შემცირებისაკენ წავიდა. ინგლისელებმა გააცნობიერეს თავიანთი ჯარების არასაკმარისი საბრძოლო ძლიერება და შემდგომში აიღეს კურსი ევროპაში თავიანთი შეიარაღებული ძალების გაზრდასა და მათი საბრძოლო მომზადების გაძლიერებაზე. საფრანგეთის სწრაფი განადგურების გერმანულმა გეგმებმა კრახი განიცადეს; საველე გენერალური შტაბის სათავეში მდგარი მოლტკე-უმცროსი შეცვლილ იქნა ფალკენჰაიმით. გენერალმა ჟოფრმა, პირიქით, საფრანგეთში უდიდესი ავტორიტეტი შეიძინა. მარნაზე ბრძოლა მობრუნების მომენტად იქცა საომარ მოქმედებათა ფრანგულ თეატრზე, რომლის შემდეგაც შეწყდა ანგლო-ფრანგული ჯარების განუწყვეტელი უკანდახევა, მოხდა ფრონტის სტაბილიზაცია, მოწინააღმდეგეთა ძალები კი – დაახლოებით გათანაბრდა.
„რბოლა ზღვისკენ“. ბრძოლები ფლანდრიაში. ბრძოლა მარნაზე გადავიდა ეგრეთ წოდებულ „რბოლაში ზღვისკენ“ – მოძრაობდნენ რა, ორივე არმია ცდილობდა მოწინააღმდეგე ალყაში მოექცია, რამაც ისინი მხოლოდ იქამდე მიიყვანა, რომ ფრონტის ხაზი შეიკრა (сомкнулась) და საყრდენად ჩრდილოეთის ზღვის ნაპირი გაიხადა. არმიების მოქმედებები ამ დაბლობ, დასახლებულ, საავტომობილო და რკინის გზებით გაჯერებულ ადგილმდებარეობაზე განსაკუთრებული მობილურობით გამოირჩეოდა; როგორც კი ერთი შეტაკებები ფრონტის სტაბილიზაციით მთავრდებოდა, ორივე მხარე სწრაფად გადაანაცვლებდა თავიანთ ჯარებს ჩრდილეოთისაკენ, ზღვის მხარეს, და ბრძოლაც შემდეგ ეტაპზე ახლდებოდა. პირველ ეტაპზე (სექტემბრის მეორე ნახევარი) ბრძოლები მდინარეების უაზისა და სომას მიჯნებზე მიდიოდა, შემდეგ, მეორე ეტაპზე (29 სექტემბერი – 9 ოქტემბერი), ბრძოლები მიდიოდა მდინარე სკარპის გაყოლებით (ბრძოლა არასზე); მესამე ეტპაზე მოხდა ბრძოლები ლილთან (10–15 ოქტომბერი), მდინარე იზერზე (18–20 ოქტომბერი), იპრთან (30 ოქტომბერი – 15 ნოემბერი). 9 ოქტომბერს ბელგიური არმიის წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა – ანტვერპენი დაეცა, შელახული ბელგიური ნაწილები კი ანგლო-ფრანგულ ჯარებს შეუერთდნენ და ფრონტზე უკიდურესი ჩრდილოეთ პოზიცია დაიკავეს.
15 ნოემბრისათვის მთელი სივრცე პარიზსა და ჩრდილოეთის ზღვას შორის მჭიდროდ იყო შევსებული ორივე მხარის ჯარებით, ფრონტი სტაბილური გახდა, გერმანელების შეტევითი პოტენციალი ამოიწურა, ორივე მხარე პოზიციურ ბრძოლაზე გადავიდა. ანტანტის მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მან მოახერხა პორტების შენარჩუნება, რომლებიც ინგლისთან საზღვაო შეტყობინებისათვის ყველაზე უფრო მეტად მოსახერხებელი გახლდნენ (უწინარეს ყოვლისა კალე). მეორეს მხრივ, გერმანიისათვის მნიშვნელოვან წარმატებად იქცა ბელგიის სანაპიროს ნაწილისა და პორტ ანტვერპენის დაუფლება. იქ შემდგომში შეიქმნა წყალქვეშა ფლოტის ბაზები ზღვაზე ომის წარმოების მიზნით. უკვე 1915 წლის მარტიდან ზეებრჲუგეში (ბელგიის სანაპირო) დაიწყო ფუნქციონირება გერმანული წყალქვეშა ნავების საყრდენმა პუნქტმა.
მხარეთა პოზიციები 1914 წლის ბოლოსათვის. 1914 წლის ბოლოსათვის ბელგია თითქმის მთლიანად იყო დაპყრობილი გერმანიის მიერ.
ფრონტი იწყებოდა ოსტენდეს სანაპიროზე და მიდიოდა პირდაპირ სამხრეთით იპრთან. ამრიგად, ანტანტას დარჩა ფლანდრიის მხოლოდ მცირე ნაწილი ქალაქ იპრით. ლილი გერმანელებისთვის იქნა მიცემული. შემდეგ ფრონტი არასის გავლით ნუაიონზე (გერმანელთა ხელში) მიემართებოდა, აღმოსავლეთისკენ უხვევდა ლანუსთან (ფრანგების ხელში), შემდეგ სამხრეთით სუასონისკენ (ფრანგების ხელში). აქ ფრონტი ყველაზე უფრო ახლოს მიდიოდა პარიზთან (დაახლოებით 70 კმ) და აქედან რეიმსის (ფრანგების ხელში) გავლით აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა და ვერდენის გამაგრებულ რაიონში გადადიოდა. ფრანგების მიერ დაკარგულ ტერიტორიას ჰქონდა თითისტარის ფორმა ფრონტის გაყოლებაზე 380–400 კმ სიგრძით, ყველაზე უფრო ფართო ადგილას კი 100–130 კმ სიღრმით, საფრანგეთის ომამდელი საზღვრიდან პარიზის მხარეს. ამის შემდეგ, 1914 წლის აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა ნანსის რაიორში მთავრდებოდა, ხოლო ფრონტი მერე კი მთლიანად საფრანგეთისა და გერმანიის საზღვარს მიუყვებოდა. ნეიტრალური შვეიცარია და იტალია (ჯერჯერობით) ომში არ მონაწილეობდნენ.
[სურათი]
საჰაერო ბრძოლა
1914 წლის კამპანიის შედეგები საომარ მოქმედებათა ფრანგულ თეატრზე. 1914 წლის კამპანია განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩეოდა. ორივე მხარის მსხვილი არმიები აქტიურად და სწრაფად მანევრირებდნენ, რასაც საბრძოლო მოქმედებათა რაიონის გაჯერებული საგზაო ქსელი უწყობდა ხელს. ჯარების განლაგება უწყვეტ ფრონტს ყოველთვის ვერ ქმნიდა, ჯარები ხანგრძლივ თავდაცვით ხაზებს არ აგებდნენ. 1914 წლის ნოემბრისთვის დაიწყო ფრონტის სტაბილური ხაზის ჩამოყალიბება. ორივე მხარე, ამოწურეს რა შეტევითი პოტენციალი, სანგრებისა და მავთულხლართიანი ღობურების აგებას შეუდგა, რომლებიც მუდმივ გამოყენებაზე იყო გაანგარიშებული. ომი პოზიციურ ფაზაში გადავიდა. რადგანაც მთელი დასავლეთის ფრონტის სიგრძე (ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიამდე) 700 კილომეტრს მცირედ თუ აღემატებოდა, ჯარების განლაგების სიმჭიდროვე მასზე არსებითად უფრო მაღალი იყო, ვიდრე აღმოსავლეთის ფრონტზე. კამპანიის განსაკუთრებულობა გახლდათ ის, რომ ინტენსიური საომარი მოქმედებები ფრონტის მხოლოდ ჩრდილო ნახევარზე წარმოებდა (ვერდენის გამაგრებული რაიონის ჩრდილოეთით), სადაც ორივე მხარემ მოახდინა ძირითადი ძალების კონცენტრაცია. ფრონტს ვერდენიდან და სამხრეთით ორივე მხარე განიხილავდა როგორც მეორე ხარისხოვანს. ფრანგების მიერ დაკარგული ზონა (რომლის ცენტრიც პიკარდია გახლდათ) მჭიდროდ იყო დასახლებული და მნიშვნელოვანიც როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ინდუსტრიული მიმართებით.
11 ნოემბერს ლენგემარკთან ბრძოლაში გერმანელებმა ჩაატარეს შეტევა, რომელმაც გააოგნა მსოფლიო საზოგადოება თავისი უაზრობითა და ადამიანთა სიცოცხლის უგულვებელყოფით, მიუშვა რა ინგლისურ ტყვიამფრქვევებზე ისეთი ქვედანაყოფები, რომლებიც გამოუცდელი ადამიანებისგან – სტუდენტებისა და მუშებისგან იყო შეკრებილი. შემდგომში მსგავს ქმედებებს არაერთხელ იმეორებდნენ ორივე მხარის მხედართუფროსები, ხოლო ჯარისკაცების განხილვა კი ამ ომში დაიწყეს როგორც „საზარბაზნე ხორცისა“.
1915 წლის დაწყებისათვის მეომარი დერჟავები წააწყდნენ იმას, რომ ომმა მიიღო ისეთი ხასიათი, რომელიც არც ერთი მხარის ომამდელი გეგმებით არ გაითვალისწინებოდა, – ის გახდა გაჭიანურებული ომი. თუმცა კი გერმანელებმა თითქმის მთელი ბელგიისა და საფრანგეთის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობა მოახერხეს, მათი მთავარი მიზანი – ფრანგებზე სწრაფი გამარჯვება – სრულიად შეუსრულებელი აღმოჩნდა. ანტანტასაც და ცენტრალურ დერჟავებსაც მოუხდათ, არსებითად, დაეწყოთ კაცობრიობის მიერ ჯერ არნახული ახალი ტიპის ომი – მომქანცველი, ხანგრძლივი, რომლიც მოსახლეობისა და ეკონომიკის ტოტალურ მობილიზაციას მოითხოვდა. ომისწინა წლებში დაგროვილი საბრძოლო მასალების მარაგები სწორედ მხოლოდ 1914 წლის ბოლომდე ეყოთ და საჭირო შეიქნა სწრაფად აეწყოთ მათი მასობრივი წარმოება. 1914 წლის ბრძოლებმა დაამტკიცეს მძიმე არტილერიის ძალა, რომლის როლსაც ომამდე ყველა არმიაში, გერმანიის გარდა, ბოლომდე (სათანადოდ) ვერ აფასებდნენ. პოზიციურ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით საინჟინრო-სასანგრო ჯარების როლი მკვეთრად გაიზარდა. ამასთან ომმა აჩვენა ციხესიმაგრეების მოწყვლადობა, გამოავლინა რა, რომ მათ თავდაცვის უნარი მხოლოდ საველე არმიების მიერ მხარდაჭერისას გააჩნიათ.
გერმანიის შედარებით ვერწარმატებას კიდევ ერთი მნიშვნელობანი შედეგი ჰქონდა – იტალიამ, სამთა კავშირის მესამე წევრმა, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის მხარეზე ომში ჩართვისაგან თავი შეიკავა.
აღმოსავლეთის ფრონტი
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტი
[სურათი]
1914 წლის ფრანგული საფოსტო ღია ბარათი. „რუსული ორთქლის წნეხი“ ჭყლეტს გერმანულ არმიას
აღმოსავლეთის ფრონტზე ომი 2 (15) აგვისტოს დაიწყო, როცა გერმანულმა ჯარებმა კალიში დაიკავეს.
3 (16) აგვისტოს დაპყრობილ იქნა ჩენსტოხოვა.
აღმოსავლეთ-პრუსიული ოპერაცია. 4 (17) აგვისტოს რუსულმა არმიამ საზღვარი გადალახა, დაიწყო რა შეტევა აღმოსავლეთ პრუსიაზე. 1-ლი არმია კენიგსბერგზე მოძრაობდა მაზურის ტბების აღმოსავლეთიდან, მე-2 არმია – მათგან დასავლეთიდან. პირველ კვირას რუსული არმიების მოქმედებები წარმატებული იყო; 7 (20) აგვისტოს გუმბინენ-გოლდაფის ბრძოლა რუსული არმიების სასარგებლოდ დასრულდა, გერმანულმა ჯარებმა დაიწყეს ქვეყნის სიღრმეში დახევა, რუსული ჯარები კი ანვითარებდნენ შეტევას უკანდახეული გერმანული ჯარებისთვის გზების მოსაჭრელად. ბრძოლის შედეგზე ხელსაყრელი გავლენა იქონია 1904–05 წწ. რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ რუსულ ჯარებში საბრძოლო გამოცდილების არსებობამ, რუსული ჯარები ეფექტურად იყენებდნენ თავიანთ საველე არტილერიას, ფართოდ მიმართავდნენ სროლას დახურული პოზიციებიდან და გერმანულ ჯარებსაც მძიმე დანაკარგებს აყენებდნენ. ბრძოლს წაგების შემდეგ გერმანული მე-8 არმიის სარდალმა პრიტვიცმა შესთავაზა დაეტოვებინათ აღმოსავლეთ პრუსია და ფრონტის სტაბილიზაცია მდინარე ვისლის ხაზზე მოეხდინათ. მაგრამ, ეს წინადადება კატეგორიულად იქნა უარყოფილი, იგი გადააყენეს თანამდებობიდან და ახალ სარდლად ჰინდენბურგი იქნა დანიშნული. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაეჩერებინათ რუსული შემოტევა, აუცილებლობის შემთხვევაში ძალების მოხსნის ხარჯზეც კი დასავლეთის ფრონტიდან, სადაც პარიზზე გერმანული ჯარების წარმატებული შეტევა გრძელდებოდა. ასევე რუსულმა არმიებმა ვერ შეძლეს ესარგებლათ თავიანთი გამარჯვების ნაყოფებით ფრონტის სარდლობის შეცდომათა გამო, რომელიც სიტუაციას არასწორად აფასებდა. 1-ლმა რუსულმა არმიამ შეტევა შეაჩერა, რის შესახებაც ღია რადიოეთერში იქნა გამოცხადებული, და გერმანელებმაც შეძლეს თავიანთი ძალისხმევისათვის თავი რუსული მე-2 არმიის წინააღმდეგ მოეყარათ. 13–17 (26–30) აგვისტოს გენერალ სამსონოვის მე-2 არმიამ სერიოზული დამარცხება განიცადა, მის შემადგენლობაში შემავალი ექვსი კორპუსიდან ორი ალყაშემორტყმული აღმოჩნდა და ტყვედ იქნა აყვანილი. თავად სარდალმა სამსონოვმა დამარცხებისათვის თავისი ბრალეულობის გაცნობიერებისას თავი მოიკლა. გერმანულ ტრადიციაში ამ მოვლენებს ტანენბერგთან ბრძოლა ეწოდება. ამის შემდეგ რუსული 1-ლი არმია, რომელიც აღმატებული გერმანული ძალების მიერ ალყის შემორტყმის მუქარის ქვეშ იმყოფებოდა, იძულებული შეიქნა ბრძოლებით საწყის პოზიციაზე დაეხია, უკანდახევა 3 (16) სექტემბერს იქნა დასრულებული. ფრონტის მეთაური ჟილინსკი მოხსნეს თანამდებობიდან. 1-ლი არმიის სარდლის გენერალ რენენკამპფის მოქმედებები არასწორად იქნა მიჩნეული, რაც შემდგომში გერმანული გვარის მქონე მხედართუფროსებისადმი დამახასიათებელი უნდობლობის პირველი ეპიზოდი გახლდათ. გერმანულ ტრადიციაში მოხდა მოვლენების მითოლოგიზაცია და ისინი ითვლება გერმანული იარაღის უდიდეს გამარჯვებად, ბრძოლების ადგილზე უზარმაზარი ტანენბერგის მემორიალი, იქნა აგებული, რომელშიც შემდგომში ფელდმარშალი ჰინდენბურგი დაიკრძალა.
გალიციის ბრძოლა. 5 (18) აგვისტოს დაიწყო გალიციის ბრძოლა – ამოქმედებული ძალების მიხედვით უზარმაზარი ბრძოლა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის რუსულ ჯარებსა (5 არმია) გენერალ ივანოვის სარდლობით და ავსტრია-უნგრეთის ოთხ არმიას შორის ერცჰერცოგ ფრიდრიხის სარდლობით. რუსული არმიები შეტევაზე გადავიდნენ ფართო ფრონტზე (450–500 კმ), ჰქონდათ რა შეტევის ცენტრად ლვოვი. დიდი არმიების საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც ვრცელ ფრონტზე მიმდინარეობდა, მრავალრიცხოვან დამოუკიდებელ ოპერაციებად დაიყო, რომლებსაც თან ორივე მხარის როგორც შეტევითი, ისე უკანდახევითი მოქმედებები ახლდა.
მოქმედებები ავსტრიასთან საზღვრის სამხრეთ ნაწილში თავიდან რუსული არმიისათვის არასასურველად ყალიბდებოდა (ლიუბლინ-ხოლმის ოპერაცია). 19–20 აგვისტოსათვის (1–2 სექტემბერი) რუსულმა ჯარებმა პოლონეთის სამეფოს ტერიტორიაზე, ლუბლინთან და ხოლმთან დაიხიეს. ფრონტის ცენტრში მოქმედებები (გალიჩ-ლვოვის ოპერაცია) ავსტრო-უნგრელთათვის იუღბლო აღმოჩნდა. რუსების შეტევა 6 (19) აგვისტის დაიწყო და მეტად სწრაფად ვითარდებოდა. პირველი უკანდახევის შემდეგ ავსტრო-უნგრულმა არმიამ მიჯნებზე ოქროს ლიპა და დამპალი ლიპა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ იძულებული იყო უკან დაეხია. რუსებმა 21 აგვისტოს (3 სექტემბერს) აიღეს ლვოვი, 22 აგვისტოს (4 სექტემბერს) – გალიჩი. 31 აგვისტომდე (12 სექტემბრამდე) ავსტრია-უნგრელები ლვოვის უკან წართმევის მცდელობებს არ წყვეტდნენ, და ბრძოლები ქალაქის დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით 30–50 კმ-ზე მიდიოდა (გოროდოკი – რავა-რუსსკაია), მაგრამ ისინი რუსული არმიის სრული გამარჯვებით დამთავრდა. 29 აგვისტოდან (11 სექტემბრიდან) დაიწყო ავსტრიული არმიის საერთო უკანდახევა (უფრო გაქცევას ჰგავდა, რადგანაც შემტევი რუსებისადმი წინააღმდეგობა უმნიშვნელო იყო). რუსულმა არმიამ შეტევის მაღალი ტემპი შეინარჩუნა და უმოკლეს ვადაში უზარმაზარი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიპყრო – აღმოსავლეთ გალიცია და ბუკოვინის ნაწილი. 13 (26) სექტემბერს ფრონტი დასტაბილურდა 120–150 კმ მანძილზე ლვოვის დასავლეთით. ძლიერი ავსტრიული ციხესიმაგრე პერემიშლი რუსული არმიის ზურგში ალყაში აღმოჩნდა (იხ. პერემიშლის ალყა).
მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ რუსეთში აღტაცება გამოიწვია. გალიციის დაპყრობა რუსეთში აღიქმებოდა არა როგორც ოკუპაცია, არამედ როგორც ისტორიული რუსეთის წართმეული ნაწილის დაბრუნება (იხ. გალიციის საგენერალ-გუბერნატორო). ავსტრია-უნგრეთმა თავისი არმიის ძალებში რწმენა დაჰკარგა და შემდგომში მსხვილი ოპერაციების ჩატარებას გერმანული ჯარების დახმარების გარეშე ვეღარ რისკავდა.
საომარი მოქმედებები ვარშავის შვერილზე. რუსეთის ომისწინა საზღვარს გერმანიასთან და ავსტრია-უნგრეთთან მომრგვალებული კონფიგურაცია სულაც არ ჰქონია – საზღვრის ცენტრში ტერიტორია (ვარშავის შვერილი) მკვეთრად იყო დასავლეთისკენ წინ გაწეული. ორივე მხარემ ომი აშკარად ფრონტის ხაზის გათანაბრების მცდელობით დაიწყო – რუსები ცდილობდნენ „ჩაზნექილობების“ გათანაბრებას, უტევდნენ რა ჩრდილოეთში აღმოსავლეთ პრუსიაზე, სამხრეთში კი – გალიციაზე, იმ დროს როდესაც გერმანია ისწრაფვოდა მოეშორებია „შვერილი“, უტევდა რა ცენტრში ვარშავაზე. მას შემდეგ, რაც გერმანულმა არმიამ აღმოსავლეთ პრუსიაში რუსული შემოტევა მოიგერია, გერმანიამ შესძლო დახმარებოდა ავსტრიულ არმიას, რომელიც დამარცხებებს განიცდიდა. მაგრამ ვარშავის შვერილზე ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთ პრუსიიდან შეტევა გერმანელებმა ძალზედ სარისკოდ მიიჩნიეს, და ამიტომ თავიანთი ძალები უფრო სამხრეთით, გალიციაში გადაისროლეს.
15 (28) სექტემბერს გერმანელთა შეტევით დაიწყო ვარშავა-ივანგოროდის ოპერაცია. შეტევა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიდიოდა, ჰქონდა რა მიზნად ვარშავისა და ციხესიმაგრე ივანგოროდის აღება. 30 სექტემბერს (12 ოქტომბერს) გერმანელები ვარშავამდე მივიდნენ და მდინარე ვისლას მიჯნაზე გამოვიდნენ. დაიწყო გააფთრებული ბრძოლები, რომლებშიც თანდათანობით რუსული არმიის უპირატესობა გამოიკვეთა. 7 (20) ოქტომბერს რუსებმა ვისლაზე გადასვლა დაიწყეს, 14 (27)ოქტომბერს კი გერმანულმა არმიამ საერთო უკანდახევა დაიწყო. 26 ოქტომბრისათვის (8 ნოემბრისათვის) გერმანულმა ჯარებმა, ვერ მიაღწიეს რა შედეგებს, თავდაპირველ პოზიციებზე დაიხიეს.
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) გერმანელებმა იმავე პოზიციებიდან, რომლებიც ომამდელ საზღვარზე მდებარეობდა, მიმართეს განმეორებით შეტევას იმავე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით (ლოძის ოპერაცია). ბრძოლის ცენტრის აღმოჩნდა ქალაქი ლოძი, რომელიც გერმანელებმა რამდენიმე კვირით ადრე დაიპყრეს და შემდეგ დატოვეს. დინამიურად განშლად ბრძოლაში გერმანელებმა თავიდან ლოძი ალყაში მოაქციეს, შემდეგ კი თავად აღმოჩნდნენ რუსების აღმატებული ძალებით გარშემორტყმულნი და უკან დაიხიეს. ბრძოლის შედეგები ბოლომდე გარკვეული ვერ აღმოჩნდა – რუსულმა ჯარებმა შეძლეს დაეცვათ ლოძი და ვარშავა და გერმანული არმიებისათვის მძიმე დარტყმის მიეყენებიათ; მაგრამ იმავე დროს გერმანიამ მოახერხა ნოემბრის შუა რიცხვებზე დაგეგმილი რუსული არმიების გერმანიის სიღრმეში შეტევა ჩაეშალა. ლოძის ოპერაციის შემდეგ მოხდა ფრონტის სტაბილიზაცია.
[ნახატი]
მხარეთა პოზიციები აღმოსავლეთის ფრონტზე 1914 წლის ბოლოსათვის
მხარეთა პოზიციები 1914 წლის ბოლოსათვის. ახალი 1915 წლისთვის ფრონტი შემდეგნაირად გამოიყურებოდა – აღმოსავლეთ პრუსიისა და რუსეთის საზღვარზე ფრონტი ომამდელ საზღვარს მიუყვებოდა, შემდეგ ორივე მხარის ჯარებით ცუდად შევსებული წყვეტილი მოდიოდა, რომლის შემდეგაც ვარშავიდან ლოძისაკენ ისევ მდგრადი ფრონტი იწყებოდა (ვარშავის შვერილის ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი პეტროკოვით, ჩენსტოხოვითა და კალიშით გერმანიის მიერ იყო დაკავებული), კრაკოვის რაიონში (ავსტრია-უნგრეთს დარჩა) ფრონტი ავსტრია-უნგრეთის რუსეთთან ომამდელ საზღვარს გადაკვეთდა და რუსული ჯარების მიერ დაპყრობილ ავსტრიულ ტერიტორიაზე გადადიოდა. გალიციის დიდი ნაწილი რუსეთს დარჩა, ლვოვი (ლემბერგი) ღრმა ზურგში აღმოჩნდა (180 კმ ფრონტიდან). სამხრეთში ფრონტი კარპატებს ებჯინებოდა, რომლებიც პრაქტიკულად არც ერთი მხარის ჯარებით არ იყო დაკავებულნი. კარპატებიდან აღმოსავლეთით მყოფი ბუკოვინა ჩერნოვცისთან ერთად რუსეთის ხელში გადავიდა. ფრონტის საერთო სიგრძე დაახლოებით 1200 კმ შეადგენდა.
1914 წლის კამპანიის შედეგები რუსულ ფრონტზე. კამპანია მთლიანობაში რუსეთის სასარგებლოდ ჩამოყალიბდა. გერმანულ არმიასთან შეტაკებები გერმანელთა სასარგებლოდ დასრულდა, და ფრონტის გერმანულ ნაწილში რუსეთმა ვარშავის შვერილის ტერიტორიის უმნიშვნელო ნაწილი დაჰკარგა. აღმოსავლეთ პრუსიაში სამსონოვის მე-2 რუსული არმიის დამარცხება მორალურად მტკივნეული იყო და მას თან დიდი დანაკარგებიც ახლდა. მაგრამ გერმანიამაც ვერც ერთ პუნქტში ვერ შეძლო მის მიერ დაგეგმილი შედეგებისათვის მიეღწია, მისი ყველა წარმატება სამხედრო თვალსაზრისით მოკრძალებული გახლდათ. ამავე დროს რუსეთმა მოახერხა მსხვილი დამარცხება მიეყენებია ავსტრია-უნგრეთისათვის და მნიშვნელოვანი ტერიტორიებიც დაეპყრო. ჩამოყალიბდა რუსული არმიის მოქმედებათა შაბლონი – გერმანელებს სიფრთხილით ეკიდებოდნენ, ავსტრო-უნგრელებს კი უფრო სუსტ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდნენ. ასეთი შეფასება მთელი ომის მანძილზე იყო დამკვიდრებული. მარშალ ვასილევსკის მოგონებებიდან თავისი მაშინდელი საფრონტო გამოცდილების შესახებ: „თითოეული საარტილერიო ორმხრივი სროლის დასაწყისში ჩვენ ჭურვების სკდომის ფერს ვაკვირდებოდით, და როცა ნაცნობ ვარდისფერ კვამლს ვიხილავდით, რომელსაც ავსტრიული ჭურვები იძლეოდა, შვებით ამოვისუნთქებდით ხოლმე“. ასევე გამოირკვა, რომ ავსტრო-უნგრელი ჯარისკაცები ტყვედ დანებებისაკენ იყვნენ მიდრეკილნი, გერმანელები კი – არა. ავსტრია-უნგრეთი გერმანიისათვის სრულფასოვანი მოკავშირიდან სუსტ პარტნიორად გადაიქცა, რომელიც განუწყვეტლივ მხარდაჭერას მოითხოვდა.
ფრონტები ახალი 1915 წლისათვის სტაბილური გახდა, და ომიც პოზიციურ ფაზაში გადავიდა; მაგრამ ამავე დროს ფრონტის ხაზი (საომარ მოქმედებათა ფრანგული თეატრისაგან განსხვავებით) უწინდებირად ვერგათანებრებული რჩებოდა, მხარეთა არმიები კი მას თანაბარი ზომით ვერ ავსებდნენ, იყო დიდი წყვეტები. ეს არათანაბარ-ზომიერება შემდეგ წელს აღმოსავლეთის ფრონტზე მოვლენებს მნიშვნელოვნად უფრო დინამიურს გახდის, ვიდრე დასავლეთის ფრონტზე. რუსულმა არმიამ საახალწლოდ დაიწყო საბრძოლო მასალებით მომარაგებაში მომავალი კრიზისის პირველი ნიშნების შეგრძნებაც.
ანტანტის ქვეყნებმა შეძლეს ორ ფრონტზე მოქმედებების კოორდინირება – რუსების შეტევა აღმოსავლეთ პრუსიაში საფრანგეთისათვის ყველაზე უფრო მძიმე ბრძოლების მომენტს დაემთხვა, და ფაქტიურად გერმანული ბლიცკრიგიც ჩაშაშალა. გერმანია იძულებული შეიქნა ერთდროულად ორ ფრონტზე ებრძოლა, ასევე მოეხდინა ფრონტიდან ფრონტზე ჯარების გადასროლა, არ ჰქონდა რა შესაძლებლობა ერთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალებისათვის თავი მოეყარა.
საომარ მოქმედებათა ბალკანეთის თეატრი
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის ბალკანური საომარ მოქმედებათა თეატრი
სერბეთის ფრონტზე საქმეები ავსტრიელთათვის უიღბლოდ მიდიოდა. დიდი რიცხოვრივი აღმატების (უპირატესობის) მიუხედავად, მათ საზღვარზე მყოფი ბელგრადის დაკავება მხოლოდ 2 დეკემბერს მოახერხეს, მაგრამ 15დეკემბერს სერბებმა ბელგრადი უკანვე წაართვეს და ავსტრიელები თავიანთი ტერიტორიიდან განდევნეს. თუმცა კი ავსტრია-უნგრეთის მოთხოვნები სერბეთისადმი იყო კიდეც ომის დაწყების უშუალო მიზეზი, სწორედ სერბეთში საომარი მოქმედებები 1914 წელს საკმარისად დუნედ წარმოებდა.
ომში იაპონიის ჩაბმა
1914 წლის აგვისტოში ანტანტის ქვეყნებმა (უწინარეს ყოვლისა ინგლისმა) მოახერხეს დაერწმუნებინათ იაპონია გამოსულიყო გერმანიის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს არსებითი ტერიტორიული დავები არ ჰქონიათ. 15 აგვისტოს იაპონიამ წაუყენა გერმანიას ულტიმატუმი, მოითხოვდა რა გაეყვანა ჯარები ჩინეთიდან, 23 აგვისტოს კი – ომიც გამოუცხადა (იხ. იაპონია პირველ მსოფლიო ომში). აგვისტოს ბოლოს იაპონურმა არმიამ ცინდაოს ალყა დაიწყო, ერთადერთი გერმანული სამხედრო-საზღვაო ბაზისა ჩინეთში, რომელიც 7 ნოემბერს გერმანული გარნიზონის დანებებით დასრულდა (იხ. ცინდაოს ალყა).
სექტემბერ-ოქტომბერში იაპონია აქტიურად შეუდგა გერმანიის კუნძულოვანი კოლონიებისა და ბაზების დაპყრობას (გერმანული მიკრონეზიისა და გერმანული ახალი გვინეის, იხ. გერმანული მიკრონეზიის დაცემა). 12 სექტემბერს დაპყრობილ იქნა კაროლინის კუნძულები, 29 სექტემბერს – მარშალის კუნძულები. ოქტომბერში იაპონელები კაროლინის კუნძულებზე გადასხდნენ და საკვანძო პორტი რაბაული დაიპყრეს. აგვისტოს ბოლოს ახალი ზელანდიის ჯარებმა გერმანული სამოა დაიპყრეს (იხ. გერმანული სამოას ოკუპაცია). ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ იაპონიასთან დადეს შეთანხმება გერმანული კოლონიების გაყოფის შესახებ, ინტერესთა გაყოფის ხაზად ეკვატორი იქნა მიღებული. გერმანიის ძალები რეგიონში უმნიშვნელო იყო და მკვეთრად ჩამორჩებოდა იაპონიისას, ასე რომ საბრძოლო მოქმედებებს მსხვილი დანაკარგები არ მოჰყოლია.
იაპონიის მონაწილეობა ომში ანტანტის მხარეს უკიდურესად მომგებიანი აღმოჩნდა რუსეთის იმპერიისათვის, მთლიანად უსაფრთხო გახადა რა მისი აზიური ნაწილი. რუსეთს უკვე აღარ ჰქონდა საჭიროება ეხარჯა რესურსები იაპონიისა და ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული არმიის, ფლოტისა და სიმაგრეების შენახვაზე. გარდა ამისა, იაპონია თანდათანობით ნედლეულითა და შეიარაღებით რუსეთის მომარაგების მნიშვნელოვან წყაროდ გადაიქცა.
ომში ოსმალეთის იმპერიის ჩართვა
ომის დაწყებისას თურქეთში არ იყო თანხმობა – ჩაბმულიყვნენ თუ არა ომში და ვის მხარეზე. არაოფიციალურ ახალგარზრდა-თურქულ ტრიუმვირატში სამხედრო მინისტრი ენვერ-ფაშა და შინაგან საქმეთა მინისტრი თალაათ-ფაშა სამთა კავშირის მომხრენი იყვნენ, მაგრამ ჯემალ-ფაშა ანტანტის მომხრე გახლდათ. 1914 წლის 2 აგვისტოს ხელი მოეწერა გერმანულ-თურქულ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის არმია ფაქტიურად გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელობის ქვეშ გადაეცა. ქვეყანაში მობილიზაცია იქნა გამოცხადებული. მაგრამ იმავე დროს თურქეთის მთავრობამ ნეიტრალიტეტის შესახებ დეკლარაციაც გამოაქვეყნა. 10 აგვისტოს დარდანელში გერმანული კრეისერები „ჰებენი“ და „ბრესლაუ“ შევიდნენ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში ბრიტანული ფლოტის დევნას გამოერიდნენ. ამ ხომალდების გამოჩენის შემდეგ არა მარტო თურქული არმია, არამედ ფლოტიც გერმანელთა სარდლობის ქვეშ აღმოჩნდნენ. 9 სექტემბერს თურქეთის მთავრობამ ყველა დერჟავას გამოუცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს კაპიტულაციის რეჟიმი (უცხოელ მოქალაქეთა შეღავათიანი სამართლებრივი მდგომარეობა). ამან გამოიწვია პროტესტი ყველა დერჟავის მხრიდან.
მიუხედავად ამისა, თურქეთის მთავრობის წევრთა უმრავლესობა, მათ შორის დიდი ვეზირიც, მაინც კიდევ ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. მაშინ ენვერ-ფაშამ გერმანულ სარდლობასთან ერთად დაიწყო ომი მთავრობის დანარჩენ წევრთა თანხმობის გარეშე, დააყენა რა ქვეყანა მომხდარი ფაქტის წინაშე. თურქეთმა „ჯიჰადი“ (წმინდა ომი) გამოუცხადა ანტანტის ქვეყნებს. 29–30 ოქტომბერს (11–12 ნოემბერს) თურქეთის ფლოტმა გერმანელი ადმირალის სუშონის სარდლობით სევასტოპოლს, ოდესას, ფეოდოსიასა და ნოვოროსიისკს ცეცხლი დაუშინა. 2 (15) ნოემბერს რუსეთმა თურქეთს ომი გამოუცხადა. 5 და 6 ნოემბერს მას ინგლისი და საფრანგეთიც მიჰყვნენ.
კავკასიაში 1914 წლის დეკემბერ – 1915-ის იანვარში სარიყამიშის ოპერაციის მსვლელობისას რუსულმა კავკასიის არმიამ ყარსზე თურქული ჯარების შემოტევა გააჩერა, შემდეგ კი ისინი გაანადგურა და კონტრშეტევაზე გადავიდა (იხ. კავკასიის ფრონტი).
თურქეთის როგორც მოკავშირის სარგებლიანობა იმით მცირდებოდა, რომ ცენტრალურ დერჟავებს არ ჰქონდათ მასთან შეტყობინება არც ხმელეთით (თურქეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის ჯერ კიდევ დაუპყრობელი სერბეთი და მაშინ ნეიტრალური რუმინეთი იყვნენ განლაგებული), არც ზღვით (ხმელთაშუა ზღვას ანტანტა აკონტროლებდა).
ამასთან ერთად რუსეთმა დაჰკარგა ყველაზე უფრო მოსახერხებელი შეტყობინების გზა თავის მოკავშირეებთან – შავი ზღვისა და სრუტეების გავლით. რუსეთს დარჩა ორი პორტი, რომლებიც ვარგისი იყო დიდი რაოდენობით ტვირთების გადაზიდვებისთვის – არხანგელსკი და ვლადივისტოკი; ამ პორტებთან მიმავალი რკინიგზების გამტარუნარიანობა მაღალი არ გახლდათ. ამის შედეგად დაიწყო ახალი გაუყინავი პორტის მშენებლობის ექსტრენული (საჩქარო) სამუშაოები ჩრდილოეთის ზღვებში – რომანოვისა მურმანზე (დღეს მურმანსკი) რკინიგზის მიყვანით.
საბრძოლო მოქმედებები ზღვაზე
ძირითადი წერილები: „გებენისა“ და „ბრესლაუს“ გარღვევა, სევასტოპოლის საღვიძარა, ფოლკლენდის ბრძოლა და ბრძოლა სარიჩის კონცხთან
ომის დაწყების შემდეგ გერმანიის ფლოტმა გაშალა კრეისერული მოქმედებები მთელ მსოფლიო ოკეანეში, რამაც, თუმცა კი, მის მოწინააღმდეგეთა სავაჭრო ნაოსნობის არსებითი დარღვევა ვერ გამოიწვია. მიუხედავად ამისა, გერმანელი რეიდერების წინააღმდეგ ანტანტის ქვეყნების ფლოტის ნაწილი იქნა გამოყოფილი. გერმანულმა ესკადრამ ვიცე-ადმირალ ფონ შპეეს მეთაურობით კარგად გაწვრთნილი ეკიპეჟებით, რომლებსაც მოქანავე პლატფორმიდან სროლაში პრიზი ჰქონდათ აღებული, შეძლო დამარცხება მიეყენებია ინგლისური ესკადრისათვის კრედოკის მეთაურობით, რომელიც რეზერვისტებით იყო დაკომპლქეტებული, 1 ნოემბერს ბრძოლაში კორონელის კონცხთან (ჩილე). დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი შეიქნა კრედოკის ესკადრის არახელსაყრელი პოზიცია ჩამავალი მზესთან მიმართებაში.
[ნახატი]
თავის გადარჩენისთვის მეცადინე მეზღვაურები „გნაიზენაუდან“. უკანა პლანზე „ინვისიბლი“
მოგვიანებით შპეემ მიიღო მითითება ფოლკლენდებზე წასულიყო, სადაც 8 დეკემბერს ხაფანგში მოხვდა, და მისი ესკადრა (ჯავშნოსანი კრეისერები „შარნჰორსტი“ და „გნაიზენაუ“) ფოლკლენდის ფრძოლაში ინგლისელთა სახაზო კრეისერებით (ინგლ. battlecruiser) იქნენ დახვრეტილი, რომლებიც პორტ-სტენლიში საიდუმლოდ გაიგზავნენ. 1915 წლისათვის ყველა ზღვა და ოკეანე გაწმენდილ იქნა გერმანული ფლოტისაგან, მისი მოქმედების სფერო მხოლოდ ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებით შემოიფარგლა. შორეულ ზღვებში შეღწევისა და მოწინააღმდეგეთა ნაოსნობოს დარღვევის მცდელობებისათვის გერმანიას შეეძლო მხოლოდ ცალკეული რეიდერი ხომალდების მოქმედებებით მიემართა, რომლებიც ნეიტრალურ გემებად იქნებოდა შენიღბული, შემდგომში კი წყალქვეშა ნავებით (უკანასკნელთა მოქმედებები ტექნიკის შედარებით დაბალი განვითარების ძალით ძირითადად ბრიტანეთის ახლომდებარე რაიონებით იფარგლებოდა).
ჩრდილოეთის ზღვაში დაპირისპირებულ მხარეთა ფლოტები სათარეშო მოქმედებებს ახორციელებდნენ. პირველი მსხვილი შეტაკება 28 აგვისტოს მოხდა კუნძულ გელჰოლანდთან (გელჰოლანდის ბრძოლა). გამარჯვება ინგლისი ფლოტმა იზეიმა.
რუსეთის ბალტიის ფლოტს თავდაცვითი პოზიცია ეკავა, რომელსაც გერმანული ფლოტი, რომელიც სხვა თეატრებზე მოქმედებებით იყო დაკავებული, არც კი მიახლოვებია.
შავი ზღვის ფლოტი, რომლის მთავარი დამრტყმელი ძალაც დრედნოუთამდელი ტიპის ჯავშნოსანი ხომალდები იყვნენ, ომის საწყის პერიოდში უახლეს გერმანულ სახაზო კრეისერ „გებენთან“ უთანასწორო ბრძოლას აწარმოებდა. გარდატეხა დადგა მხოლოდ 1915 წლის ბოლოს ორი თანამედროვე სახაზო ხომალდ-დრედნოუთის – „იმპერატრიცა მარიასი“ (1915 წ. ივლისი) და „იმპერატრიცა ეკატერინე დიდისა“ (1915 წ. ოქტომბერი) – მწყობრში შეყვანით. 1917 წლის ბოლომდე ფლოტი კავკასიის ფრონტის მოქმედებათა მხარდაჭერაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის ფლოტმა ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა დაიწყო, და საომარი მოქმედებებიც შავ ზღვაში შემოდგომის ბოლოსათვის პრაქტიკულად შეწყდა. გერმანელების შემოტევისა და (უკრაინის) ცენტრალურ რადასთან გერმანელთა შეთანხმების შემდეგ, გერმანელებს, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელებმა, ბრესტის ხელშეკრულებით, ყირიმი და სევასტოპოლი გადასცეს.
1915 წლის კამპანია
საბრძოლო მოქმედებების მსვლელობა
დასავლეთის ფრონტი
1915 წლის დასაწყისის მოქმედებები. მოქმედებათა ინტენსივობა დასავლეთის ფრონტზე 1915 წლის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. გერმანიამ თავის ძალებს თავი მოუყარა რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციების მოსამზადებლად. ფრანგებმა და ინგლისელებმა ასევე ამჯობინეს წარმოქმნილი პაუზით ძალების დაგროვებისათვის ესარგებლათ. პირველ ოთხ თვეს ფრონტზე სრული სიწყნარე იყო გამეფებული, საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ არტუასთან წარმოებდა, ასევე ქალაქ არასის რაიონში (ფრანგების შეტევის მცდელობა თებერვალში) და ვერდენის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც გერმანული პოზიციები საფრანგეთის მხარეს ე. წ. სერ-მიელის შვერილს წარმოქმნიდა (ფრანგების შეტევის მცდელობა აპრილში). ინგლისელებმა მარტში შეტევის უიღბლო მცდელობას მიმართეს სოფელ ნევ-შაპელთან (იხ. ბრძოლა ნევ-შაპელთან).
გერმანელებმა, თავის მხრივ, კონტრდარტყმას მიმართეს ფრონტის ჩრდილოეთში, ფლანდრიაში იპრთან, ინგლისური ჯარების წინააღმდეგ (22 აპრილი – 25 მაისი; იხ. მეორე ბრძოლა იპრთან). ამასთან გერმანიამ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში ინგლისელებისთვის სრულიად მოულოდნელად, ქიმიური იარაღი გამოიყენა (ბალონებიდან ქლორი იქნა გამოშვებული). გაზისაგან 15 ათასი ადამიანი დაზიანდა, რომელთაგან 5 ათასი გარდაიცვალა. გერმანელებს არ ჰყავდათ საკმარისი რეზერვები, რათა გაზით შეტევის შედეგებით ესარგებლათ და ფრონტი გაერღვიათ. იპრთან გაზით შეტევის შემდეგ ორივე მხარემ ძალზედ სწრაფად შეძლო სხვადასხვანაირი კონსტრუქციის აირწინაღების შემუშავება, და ქიმიური იარაღის გამოყენების შემდგომი მცდელობები ჯარების დიდ მასებს მოულოდნელობისაგან უკვე ვეღარ აბნევდა (მათში პანიკას ვეღარ თესავდა).
ამ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, რომლებმაც, შესამჩნევი მსხვერპლის პირობებში, ყველაზე უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, ორივე მხარე იმაში დარწმუნდა, რომ კარგად აღჭურვილი პოზიციების იერიში (სანგრების რამდენიმე რიგი, ბლინდაჟები, მავთულხლართიანი ღობურები) აქტიური საარტილერიო მომზადების გარეშე უპერსპექტივოა.
გაზაფხულის ოპერაცია არტუაში. 3 მაისს ანტანტამ არტუაში ახალი შეტევა დაიწყო. იგი ერთობლივი ანგლო-ფრანგული ძალებით წარმოებდა. ფრანგები არასის ჩრდილოეთით უტევდნენ, ინგლისელები – მომიჯნავე უბანზე ნევ-შაპელის რაიონში. შეტევა ახლებურად იყო ორგანიზებული: უზარმაზარი ძალები (ქვეითი ჯარის 30 დივიზია, კავალერიის 9 კორპუსი, 1700-ზე მეტი ქვემეხი) იყო თავმოყრილი შეტევის უბნის 30 კილომეტრზე. შეტევას წინ უძღოდა ექვსდღიანი საარტილერიო მომზადება (2,1 მლნ-ზე მეტი ჭურვი იქნა დახარჯული), რომელსაც, როგორც ვარაუდობდნენ, მთლიანად უნდა ჩაეხშო გერმანული ჯარების წინააღმდეგობა. ანგარიშები არ გამართლდა. ბრძოლების ექვსი კვირის მანძილზე ანტანტის მიერ განცდილი უზარმაზარი დანაკარგები (130 ათასი ადამიანი) მიღწეულ შედეგებს სრულად ვერ შეესაბამებოდა – ივნისის შუა რიცხვებისთვის ფრანგებმა 3–4 კმ-ით წაიწიეს წინ 7 კმ ფრონტზე, ინგლისელებმა კი 1 კმ-ზე ნაკლებით 3 კმ ფრონტზე.
შემოდგომის ოპერაცია შამპანისა და არტუაში. სექტემბრის დასაწყისისათვის ატანტამ ახალი დიდი შეტევა მოამზადა, რომლის ამოცანაც საფრანგეთის ჩრდილოეთის განთავისუფლება გახლდათ. შეტევა 25 სექტემბერს დაიწყო და ერთდროულად ორ უბანზე მიმდინარეობდა, რომლებიც ერთი-მეორისაგან 120 კმ-ით იყო დაშორებული – ფრონტის 35 კმ შამპანიში (რეიმსის აღმოსავლეთით) და ფრონტის 20 კმ არტუაში (არასთან; მესამე ბრძოლა არტუასთან). წარმატების შემთხვევაში ორი მხრიდან შემტევი ჯარები 80–100 კმ-ის შემდეგ საფრანგეთის საზღვარზე (მონსთან) უნდა შეერთებულიყვნენ, რაც საქმეს პიკარდიის განთავისუფლებამდე მიიყვანდა. არტუაში საგაზაფხულო შეტევასთან შედარებით მასშტაბი გაზრდილი იყო: შეტევისთვის 67 ქვეითი და საკავალერიო დივიზია, 2600-მდე ქვემეხი იქნა გამოყენებული; ოპერაციის დროს 5 მლნ-ზე მეტი ჭურვი – გაშვებული. ანგლო-ფრანგული ჯარები შეტევის ახალ ტაქტიკას იყენებდნენ – რამდენიმე „ტალღით“. შემოტევის მომენტისათვის გერმანულმა ჯარებმა შეძლეს თავიანთი თავდაცვითი პოზიციები გაეუმჯობესებინათ – პირველი თავდაცვითი ხაზის უკან 5–6 კმ-ში მეორე თავდაცვითი ხაზი იყო მოწყობილი, რომელიც მოწინააღმდეგის პოზიციებიდან ძნელი შესამჩნევი გახლდათ (თითოეული თავდაცვითი ხაზი, თავის მხრივ, სანგრების სამი რიგისაგან შედგებოდა). შეტევამ, რომელიც 7 ოქტომბრამდე გრძელდებოდა, მოკავშირეები განსაკუთრებით შეზღუდულ შედეგებამდე მიიყვანა – ორივე უბანზე გერმანული თავდაცვის მხოლოდ პირველი ხაზის გარღვევა და არაუმეტეს 2–3 კმ ტერიტორიის დაუფლება თუ გახდა შესაძლებელი. იმავე დროს ორივე მხარის დანაკარგები უზარმაზარი იყო – ინგლისელებმა და ფრანგებმა მოკლულებითა და დაჭრილებით 200 ათასი ადამიანი დაჰკარგეს, გერმანელებმა – 140 ათასი ადამიანი.
მხარეთა პოზიციები 1915 წლის ბოლოსათვის და კამპანიის შედეგები. ყველა გააფთრებული შეტევის მიუხედავად, მთელი 1915 წლის მანძილზე ფრონტის ხაზი პრაქტიკულად არ იცვლებოდა – მისი წანაცვლებანი 10 კმ-ს არ აღემატებოდა. ორივე მხარემ, ჩადო რა მთელი ძალები თავდაცვითი პოზიციების განმტკიცებაში, ვერ შეძლო გამოემუშავებია ისეთი ტაქტიკა, რომელიც მას, თვით ძალების მაღალი კონცენტრაციისა და რამდენიმე დღიანი საარტილერიო მომზადების პირობებშიც კი, ფრონტის გარღვევის საშუალებას მისცემდა. უზარმაზარმა მსხვერპლმა რამდენადმე მნიშვნელოვანი შედეგები ვერ მოიტანა. ამასთან ერთად, თავდაცვითი ხაზებისა და თავდაცვის ტაქტიკის გაუმჯობესება საშუალებას აძლევდა გერმანელებს დასავლეთის ფრონტის სიმტკიცეში ყოფილიყვნენ დარწმუნებული, მასზე ამოქმედებული ჯარების თანდათანობით შემცირების პირობებშიც. ამან შესაძლებლობა მისცა გერმანიას გაეძლიერებინა შეტევა (მიწოლა) აღმოსავლეთის ფრონტზე, და ამრიგად გერმანული არმიის ძალისხმევის ძირითადი ნაწილი უკვე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისათვის იქნა მიმართული.
1915 წლის დასაწყისის მოქმედებებმა აჩვენა, რომ საომარ მოქმედებათა ჩამოყალიბებული ტიპი უზარმაზარ დატვირთვას უქმნის მეომარ მხარეთა ეკონომიკას. ახალი ბრძოლები არა მარტო მილიონობით მოქალაქის მობილიზაციას მოითხოვდა, არამად შეიარაღებათა და საბრძოლო მასალების გიგანტურ რაოდენობასაც. იარაღისა და საბრძოლო მასალების ომამდელი მარაგები ამოიწურა, და მეომარი ქვეყნებიც თავიანთი ეკონომიკების სამხედრო საჭიროებათათვის აქტიურ გადაწყობას შეუდგნენ. ომი არმიების ბრძოლიდან თანდათანობით ეკონომიკების ბრძოლად გადაიქცეოდა. აქტიურდებოდა ახალი სამხედრო ტექნიკის შემუშავებანი, როგორც ფრონტზე საყაიმო სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებისა; არმიები სულ უფრო და უფრო მეტად მექანიზებული ხდებოდა. მათ შენიშნეს მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელიც ავიაციასა (დაზვერვა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირება) და ავტომობილებს მოჰქონდათ. უმჯობესდებოდა სასანგრო ომის მეთოდები – გამოჩნდა სასანგრო ქვემეხები, მსუბუქი ნაღმსატყორცნები, ხელის ყუმბარები.
საფრანგეთმა და რუსეთმა ისევ მიმართეს მცდელობებს თავიანთი არმიების მოქმედებათა კოორდინირებისათვის – საგაზაფხულო შეტევა არტუაში მოწოდებული იყო გერმანელთა ყურადღება რუსებზე აქტიური შეტევისაგან თავისკენ გადაეტანა. 7 ივლისს შანტილიში გაიხსნა მოკავშირეთა შორის პირველი კონფერენცია, სხვადასხვა ფრონტებზე მოკავშირეთა ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვასა და სხვადასხვაგვარი ეკონომიკური და სამხედრო დახმარების ორგანიზებაზე იყო მიმართული. 23–26 ნოემბერს იქვე შედგა მეორე კონფერენციაც. აუცილებლად იქნა მიჩნეული მომზადების დაწყება ყველა მოკავშირე არმიის შეთანხმებული შეტევისათვის სამ მთავარ თეატრზე – ფრანგულზე, რუსულსა და იტალიურზე.
საომარ მოქმედებათა რუსული თეატრი – აღმოსავლეთის ფრონტი
გერმანულმა სარდლობამ 1915 წლისათვის სტრატეგია შეცვალა, გადაწყვიტა რა მთავარი დარტყმა დასავლეთის ფრონტიდან აღმოსავლეთის ფრონტზე გადაეტანა, რათა რუსეთისათვის სამხედრო დამარცხება მიეყენებინა და იგი სეპარატიული ზავის დადებაზე აეძულებინა. გერმანულ სარდლობას განზრახული ჰქონდა აღმოსავლეთ პრუსიიდან და გალიციიდან თანამიმდევრული ძლიერი საფლანგო დარტყმების მიყენებით რუსული არმიების თავდაცვა გაერღვია, და ვარშავის შვერილზე განლაგებული მისი ძირითადი ძალები კი ალყაში მოექცია და გაენადგურებინა.
ზამთრის ოპერაცია აღმოსავლეთ პრუსიაში. 1915 წელზე გერმანული სარდლობის სტრატეგიული გეგმის დასაწყისად, რუსული არმიის ალყაში მოქცევისა და განადგურების მიზნით, იქცა ე. წ. ავგუსტოვის ოპერაცია (ქალაქ ავგუსტოვის სახელწოდების მიხედვით). ოპერაციის თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, როცა 10-ე რუსული არმიის ქვეითი კორპუსი იქნა ალყაში მოქცეული და გააფთრებული და შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ ტყვედ აყვანილიც, რუსული ფრონტის გარღვევა გერმანელებმა ვერ მოახერხეს. 10-ე არმიამ ახალ პოზიციებზე ორგანიზებულად დაიხია. შემდეგი ბრძოლის – პრასნიშის ოპერაციის (25 თებერვალი – მარტის ბოლო) მსვლელობისას კი გერმანელები რუსული ჯარების გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომლებიც იმავე სახელის ქალაქის რაიონში კონტრშეტევაზე გადავიდნენ, და რამაც შედეგად აღმოსავლეთ პრუსიის საზღვრის გაყოლებით გამავალ საწყის პოზიციებზე გერმანელთა უკანდახევა მოიტანა (სუვალკის გუბერნია ამ დროს გერმანიას დარჩა).
ზამთრის ოპერაცია კარპატებში. 9–11 (22–24) თებერვალს ავსტრო-გერმანულმა ჯარებმა დაიწყეს შემოტევა კარპატებში (იხ. კარპატების ოპერაცია), განსაკუთრებით ძლიერად აწვებოდნენ რა რუსული ფრონტის ყველაზე უფრო სუსტ ნაწილს სამხრეთში, ბუკოვინაში. იმავე დროს რუსულმა არმიამ დაიწყო შემხვედრი შეტევა, იმედოვნებდა რა კარპატებზე გადასვლასა და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ უნგრეთში შეჭრას. კარპატების ჩრდილოეთ ნაწილში, კრაკოვის მახლობლად, მოწინააღმდეგეთა ძალები თანაბარი აღმოჩნდა, ფრონტი თებერვალსა და მარტში ბრძოლების განმავლობაში პრაქტიკულად არ წანაცვლებულა, დარჩა რა კარპატების მთისწინეთში რუსეთის მხრიდან. მაგრამ კარპატების სამხრეთში რუსულმა არმიამ დაჯგუფება ვერ მოასწრო, და მარტის ბოლოსათვის რუსულმა ჯარებმა ბუკოვინის დიდი ნაწილი დაკარგეს, ჩერნოვცებით. 9 (22) მარტს დაეცა ალყაშემორტყმული ავსტრიული ციხესიმაგრე პერემიშლი, 120 ათას ადამიანზე მეტი ტყვედ ჩაბარდა. პერემიშლის აღება რუსული არმიის უკანასკნელი მსხვილი წარმატება შეიქნა 1915 წელს.
[ნახატი]
რუსული ფრონტის გარღვევა, 1915 წლის ზაფხული
გორლიცის გარღვევა. რუსული არმიების უკანდახევის დასაწყისი: გალიციის დაკარგვა. ვარშავის შვერილის ჩრდილოეთ ფასზე წარუმატებლობების შემდეგ გერმანულმა სარდლობამ აღმოსავლეთის ფრონტზე მთავარი დარტყმის მიმართულება სამხრეთით, გალიციაში გადაიტანა. გაზაფხულის შუახანებისათვის იქ ავსტრო-გერმანული ჯარების მძლავრი დაჯგუფება იყო თავმოყრილი. რუსული ფრონტის გარღვევა გორლიცეს რაიონში იგეგმებოდა, სადაც 35 კმ უბანზე 32 დივიზია და 1500 ქვემეხი იყო კონცენტრირებული. რუსულ ჯარებს ამ უბანზე მძიმე არტილერია საერთოდ არ გააჩნდათ და მოწინააღმდეგეს რიცხოვნებითაც ორჯერ ჩამოუვარდებოდნენ. უფრო მეტიც, ძირითადი (სამდჲუიმიანი) კალიბრის ჭურვების უკმარისობაც („ჭურვებით შიმშილი“) დაეწყოთ.
19 აპრილს (2 მაისს) ავსტრიულ-გერმანულმა ჯარებმა მძლავრი დარტყმა მიაყენეს რუსული არმიების სამხრეთ ფლანგის ცენტრს ავსტრია-უნგრეთში, გორლიცეს რაიონში, საერთო მიმართულებით ლვოვზე (იხ. გორლიცეს გარღვევა). ავსტრო-გერმანული ჯარების რიცხობრივმა აღმატებულობამ, რუსული ჯარების უიღბლო მანევრირებამ და რუსული სარდლობის მიერ რეზერვების არასწორად გამოყენებამ, ჭურვების მზარდმა უკმარისობამ და გერმანული მძიმე არტილერიის სრულმა სიჭარბემ (ბატონობამ) გამოიწვიეს ის, რომ 22 აპრილს (5 მაისს) რუსული ფრონტი გორლიცეს რაიონში გარღვეულ იქნა.
რუსული არმიების დაწყებული უკანდახევა 9 (22) ივნისამდე გრძელდებოდა (იხ. 1915 წლის დიდი უკანდახევა). მთელმა ფრონტმა ვარშავის სამხრეთით რუსეთის მხარეს წაინაცვლა. ვისლისპირა მხარეში რადომისა და კელეცის გუბერნიები იქნა რუსების მიერ დატოვებული, ფრონტმა ლჲუბლინზე გავლით გაიარა (ეს ქალაქი რუსეთს დარჩა); ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიიდან გალიციის დიდი ნაწილი ავსტრო-გერმანელთა ხელში გადავიდა (ახლახანს აღებული პერემიშლი 3 /16/ ივნისს ავსტრიელებს დარჩათ, ასევე ლვოვიც – 9 /22/ ივნისს), რუსულ ჯარებს მხოლოდ მცირე ზოლი შერჩათ (40 კმ-მდე სიღრმისა) ბროდებით, ტერნოპოლის მთელი რეგიონი და ბუკოვინის მცირე ნაწილი. გერმანელთა გარღვევიდან დაწყებულმა უკანდახევამ, ლვოვის დატოვების მომენტისათვის გეგმიური ხასიათი შეიძინა, რუსული ჯარები შედარებით წესრიგით იხევდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამდენად მსხვილ სამხედრო უიღბლობას რუსული არმიის მიერ საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვა და მასობრივად ტყვედ დანებებაც თან ახლდა.
რუსული არმიების დიდი უკანდახევის გაგრძელება: პოლონეთის დაკარგვა. მიაღწია რა საომარ მოქმედებათა თეატრის სამხრეთ ნაწილში წარმატებას, გერმანულმა სარდლობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გაეგრძელებინა აქტიური შეტევა მის ჩრდილოეთ ნაწილშიც – ვარშავის შვერილზე და აღმოსავლეთ პრუსიაში – ოსტზეეს მხარეში. რადგანაც გორლიცეს გარღვევამ, საბოლოო ანგარიშით, რუსული ფრონტის სრული დაცემა ვერ გამოიწვია (რუსულმა ჯარებმა ღრმა უკანდახევის ფასად სიტუაციის სტაბილიზაცია და ფრონტის ჩაკეტვა მოახერხეს), ამჯერად გერმანული ტაქტიკა შეიცვალა იქნა – ივარაუდებოდა ფრონტის გარღვევა არა ერთ მიმართულებაზე, არამედ გარღვევები ერთდროულად სამ მიმართულებაზე. ორი დარტყმა ვარშავის შვერილის საფუძველში იყო მიმართული (სადაც რუსული ფრონტი უწინდებურად ქმნიდა შვერილს გერმანიის მხარეს): იქ გერმანელები გეგმევდნენ ფრონტის გარღვევას ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთ პრუსიის მხრიდან (გარღვევა სამხრეთისკენ ვარშავასა და ლომჟას შორის, მდინარე ნარევის რაიონში), და გარღვევას სამხრეთიდან, გალიციის მხრიდან (ჩრდილოეთისკენ მდინარეებს ვისლასა და ბუგს შორის); ამასთან ორივე დარტყმის მიმართულებები ვისლის მხარის საზღვარზე ბრესტ-ლიტოვსკის რაიონში იყრიდა თავს; გერმანული გეგმის შესრულების შემთხვევაში რუსულ ჯარებს მთელი ვარშავის შვერილის დატოვება მოუწევდათ, რათა ვარშავის რაიონში ალყაში მოქცევა თავიდან აეცილებიანათ. მესამე დარტყმა, აღმოსავლეთ პრუსიიდან რიგის მხარეს, იგეგმებოდა როგორც შეტევა ფართო ფრონტზე, ვიწრო უბანზე კონცენტრაციისა და გარღვევის გარეშე, ძირითადად რუსული რეზერვების შებოჭვისათვის.
ვისლასა და ბუგს შორის შეტევა 13 (26) ივნისს დაიწყო, 30 ივნისს (13 ივლისს) კი დაიწყო ნარევის ოპერაცია. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ რუსული ფრონტი ორივე ადგილას იქნა გარღვეული, და რუსულმა არმიამ, როგორც იყო კიდეც გერმანული გეგმით გათვალისწინებული, დაიწყო საერთო უკანდახევა ვარშავის შვერილიდან. 22 ივლისს (4 აგვისტოს) ვარშავა და ივანგოროდის ციხესიმაგრე იქნა დატოვებული, 7 (20) აგვისტოს ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრე დაეცა, 9 (22) აგვისტოს – ციხესიმაგრეები ოსოვეცი და კოვნო, 13 (26) აგვისტოს რუსულმა ჯარებმა ბრესტ-ლიტოვსკი დატოვეს, 19 აგვისტოს (2 სექტემბერს) კი – გროდნო.
1 (14) ივლისს დაიწყო შეტევა აღმოსავლეთ პრუსიიდან (რიგა-შაველის ოპერაცია). ბრძოლების ერთი თვის მანძილზე რუსული ჯარები ნემანის აღმოსავლეთით იქნენ გამოდევნილი, გერმანელებმა დაიპყრეს კურლანდია მიტავასთან ერთად და უმნიშვნელოვანესი სამხედრო-საზღვაო ბაზა ლიბავა, კოვნო და მჭიდროდ მიადგნენ რიგას. მაგრამ საზღვაო ბრძოლა რიგის ყურეში გერმანელებისთვის მთლიანობაში უიღბლოდ დასრულდა, ბალტიის ფლოტი რუსული არმიისათვის აქტიური მხარდაჭერის აღმოჩენას განაგრძობდა.
გერმანული შემოტევის წარმატებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ ზაფხულისათვის რუსული არმიის სამხედრო მომარაგების კრიზისმა მაქსიმუმს მიაღწია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ე. წ. „ჭურვებით შიმშილს“ – ჭურვების უმწვავეს უკმარისობას რუსული არმიის საარტილერიო ქვემეხებისათვის. ციხესიმაგრე ნოვოგეორგიევსკის აღებამ, რომელსაც თან ჯარების დიდი ნაწილების ტყვედ დანებება და დაუზიანებელი იარაღისა და ქონების ბრძოლის გარეშე მოწინააღმდეგისათვს ჩაბარებაც ახლდა, რუსეთის საზოგადოებაში ჯაშუშომანიისა და ღალატის შესახებ ხმების ახალი აფეთქება გამოიწვია. დატოვებული ვისლისპირა გუბერნიები რუსეთს ქვანახშირის მოპოვების დაახლოებით მეოთხედს აძლევდნენ, ამ საბადოების დაკარგვამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ 1915 წლის ბოლოდან რუსეთში საწვავის (სათბობის) კრიზისი დაიწყო, რომელიც თუმცა კი დონბასის ქვანახშირის ხარჯზე უკვე 1916 წელში იქნა გადაწყვეტილი.
დიდი უკანდახევის დასრულება და ფრონტის სტაბილიზაცია. 9 (22) აგვისტოს გერმანულმა სარდლობამ მთავარი დარტყმის მიმართულება შეცვალა; ახლა მთავარი დარტყმის მიყენებას ფრონტზე ვილნოს ჩრდილოეთით, სვენციანის რაიონში გეგმავდნენ, საერთო მიმართულებით მინსკზე (იხ. ვილნოს ოპერაცია). 27–28 აგვისტოს (8–9 სექტემბერს) გერმანელებმა, ისარგებლეს რა რუსული ნაწილების განლაგების არასიმჭიდროვით, შეძლეს ფრონტი გაერღვიათ (სვენციანის გარღვევა). გარღვევაში მსხვილი ცხენოსანი ქვედანაყოფები იქნა შემოყვანილი. თუმცა კი გარღვევის გაფართოება გერმანელებმა ვერ მოახერხეს. მალე გარღვევა სვენციანთან ლიკვიდირებულ იქნა, გერმანული ცხენოსანი ჯარი კი რუსული არმიების კონტრდარტყმის ქვეშ მოჰყვა და დამარცხდა. გერმანული არმიების შემოტევა ამოიწურა.
14 (27) დეკემბერს რუსულმა ჯარებმა დაიწყეს შეტევა ავსტრო-უნგრული ჯარების წინააღმდეგ მდინარე სტრიპზე, ტერნოპოლის რაიონში, რაც ავსტრიელთა ყურადღების სერბეთის ფრონტიდან თავისკენ გადმოტანის აუცილებლობით იყო გამოწვეული, სადაც სერბების მდგომარეობა ძალზედ მძიმე შეიქნა. შეტევის მცდელობებს არანაირი შედეგები არ მოუტანია, და 15 (29) იანვარს ოპერაცია გაჩერებულ იქნა.
ამასობაში სვენციანის გარღვევის ზონის სამხრეთითაც რუსული არმიების უკანდახევა გრძელდებოდა. აგვისტოში რუსული ჯარების მიერ დატოვებულ იქნა ვლადიმირ-ვოლინსკი, კოველი, ლუცკი, პინსკი. ფრონტის სამხრეთ ფლანგზე მდგომარეობა სტაბილური იყო, რადგანაც იმ მომენტისათვის ავსტრო-უნგრელთა ძალები სერბეთში და იტალიის ფრონტზე ბრძოლებით იყვნენ დაკავებულნი. სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის დასაწყისისათვის ფრონტი სტაბილური შეიქნა, და მის მთელ განფენილობაზე სიწყნარემ დაისადგურა. გერმანული არმიის შეტევითი პოტენციალი ამოიწურა, რუსეთმა კი დაიწყო უკანდახევისას ძლიერად დაზარალებული თავისი ჯარების აღდგენა და ახალი თავდაცვითი მიჯნების გამაგრება.
[სურათი]
ტყვიამფრქვევის პოზიციის შენიღბვა. 1915
[სურათი]
რუსული 122-მმ ჰაუბიცა საბრძოლო პოზიციაზე.
1915
მხარეთა პოზიციები 1915 წლის ბოლოსათვის. 1915 წლის ბოლოსათვის ფრონტი პრაქტიკულად სწორ ხაზად გადაიქცა, რომელიც ბალტიისა და შავ ზღვებს აერთებდა; ფრონტის ვარშავის შვერილი გაქრა – ის მთლიანად გერმანიის მიერ იქნა დაკავებული. კურლანდია გერმანიის მიერ იყო დაკავებული, ფრონტი მჭიდროდ იყო რიგასთან მიმდგარი და შემდეგ დასავლეთ დვინის გაყოლებით დვინსკის გამაგრებულ რაიონამდე მიდიოდა. შემდეგ ფრონტი ჩრდილო-დასავლეთ მხარის გაყოლებით მიემართებოდა: კოვენის, ვილნოს, გროდნოს გუბერნიები, მინსკის გუბერნიის დასავლეთ ნაწილი გერმანიის მიერ იყო დაკავებული (მინსკი რუსეთს დარჩა). შემდეგ ფრონტი სამხრეთ-დასავლეთ მხარის გაყოლებით მიემართებოდა: ვოლინის გუბერნიის დასავლეთ მესამედი ლუცკით გერმანიის მიერ იყო დაკავებული, როვნო რუსეთს დარჩა. ამის შემდეგ ფრონტი ავსტრია-უნგრეთის ყოფილ ტერიტორიაზე გადადიოდა, სადაც რუსულ ჯარებს გალიციაში ტერნოპოლის რაიონის ნაწილი დარჩათ. შემდეგ, ბესარაბიის გუბერნიისაკენ ფრონტი ავსტრია-უნგრეთთან ომამდელ საზღვარს უბრუნდებოდა და ნეიტრალურ რუმინეთთან საზღვარზე მთავრდებოდა. ფრონტის ახალი კონფიგურაცია, რომელსაც არ ჰქონდა შვერილები და მჭიდროდ იყო ავსებული ორივე მხარის ჯარებით, ბუნებრივად პოზიციური ომისა და თავდაცვითი ტაქტიკისაკენ უბიძგებდა. რუსეთის დაპყრობილ ტერიტორიაზე გერმანული საოკუპაციო ადმინისტრაცია იქნა ჩამოყალიბებული.
აღმოსავლეთის ფრონტზე 1915 წლის კამპანიის შედეგები. 1915 წლის კამპანიის შედეგები გერმანიისათვის აღმოსავლეთში გარკვეული სახით 1914 წლის კამპანიის მსგავსი იყო დასავლეთში: გერმანიამ შეძლო არსებითი სამხედრო გამარჯვებებისათვის მიეღწია და დაეპყრო მიწინააღმდეგის ტერიტორია, მანევრულ ომში გერმანიის ტაქტიკური უპირატესობა აშკარა გახლდათ; მაგრამ იმავე დროს გენერალური მიზანი – ერთ-ერთი მოწინააღმდეგის სრული დამარცხება და ომიდან მისი გაყვანა – 1915 წელში მიღწეული არ ყოფილა. მოიპოვებდნენ რა ტაქტიკურ გამარჯვებებს, ცენტრალურ დერჟავებს არ შეეძლოთ წამყვან მოწინააღმდეგეთა სრული დამარცხება, იმ დროს როცა ამ დერჟავების ეკონომიკა სულ უფრო და უფრო მეტად სუსტდებოდა. რუსეთმა, ტერიტორიასა და ცოცხალ ძალაში დიდი დანაკარგების მიუხედავად, ომის გაგრძელების უნარი მთლიანად შეინარჩუნა (თუმცა კი მისმა არმიამ უკანდახევის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შეტევითი სულისკვეთება დაჰკარგა). გარდა ამისა, დიდი უკანდახევის ბოლოსათვის რუსეთში სამხედრო მომარაგების კრიზისი იქნა გადალახული, და არტილერიასა და ჭურვებთან დაკავშირებული პრობლემა მისთვის წლის ბოლოს ნორმალიზებულ იქნა. გააფთრებულმა ბრძოლამ და დიდმა ადამიანურმა დანაკარგებმა გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ეკონომიკები გადაძაბვამდე მიიყვანა, რომლის ნეგატიური შედეგებიც შემდგომ წლებში სულ უფრო და უფრო მეტად შესამჩნევი გახდება.
გერმანიას წარმატება ძალზედ ძვირად დაუჯდა, რაზედაც მისი დანაკარგები მოწმობს. გერმანიის დანაკარგები მოკლულებითა და მკვდრებით დიდი უკანდახევის პერიოდში: 67 290 ადამიანია; გერმანიის საერთო დანაკარგები (მოკლულები და მკვდრები, დაჭრილები, ტყვეები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები): 447 739 ადამიანი.
1915 წლის მთელი კამპანიის მანძილზე აღმოსავლეთის (რუსულ) ფრონტზე გერმანიის დანაკარგები მოკლულებითა და მკვდრებით: 95 294 ადამიანია. გერმანიის საერთო დანაკარგები (მოკლულები და მკვდრები, დაჭრილები, ტყვეები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები): 663 789 ადამიანი.
რუსეთის ჩავარდნებს თან მნიშვნელოვანი საკადრო გადანაცვლებანი ახლდა. 30 ივნისს (13 ივლისს) სამხედრო მინისტრი ვ. ა. სუხომლინოვი ა. ა. პოლივანოვით იქნა შეცვლილი. შემდგომში სუხომლინოვი სასამართლოს გადაეცა, რამაც ეჭვიანობისა და ჯაშუშომანიის მორიგი აფეთქება გამოიწვია. 10 (23) აგვისტოს ნიკოლოზ II-მ რუსული არმიის მთავარსარდლის მოვალეობები საკუთარ თავზე აიღო, გაგზავნა რა კავკასიის ფრონტზე დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე. საომარი მოქმედებების ფაქტიური ხელმძღვანელობა ამ დროს ნ. ნ. იანუშკევიჩიდან მ. ვ. ალექსეევთან გადავიდა. მეფის მიერ უმაღლესი სარდლობის მიღებას შედეგად ფრონტებზე მდგომარეობის მსხვილი პოზიტიური ცვლილებები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური შედეგები მოჰყვა.
სამხედრო ისტორიკოსს, რუსული არმიის გენერალ ნ. ნ. გოლოვინს, სხვა თვალსაზრისი მოჰყავს. საკუთარი თავის გამორჩეულად ფლობა და სამხედრო საქმეში დიდი ხელოვნება დაეხმარნენ დიდ მთავარ ნიკოლოზ ნიკოლოზის ძეს კარპატებიდან და „პოლონური ტომრიდან“ არმიები ახალ თავდაცვით მიჯნებზე გამოეყვანა, თავი დააღწია რა ალყებში მოქცევას. როგორც აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანული ჯარების სარდალი გენერალ-ფელდმარშალი ჰინდენბურგი აღნიშნავდა:
...ოპერაციამ აღმოსავლეთში < . . . > მოწინააღმდეგის განადგურებამდე ვერ მიგვიყვანა. რუსებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მარწუხებიდან გააღწიეს და მათთვის სასურველი მიმართულებით ფრონტალურ უკანდახევასაც მიაღწიეს
– ე. ფონ ფალკენჰაინი უმაღლესი სარდლობა 1914–1916 წწ. მის
უმნიშვნელოვანეს
გადაწყვეტილებებში = Falkenhayn E. Die Oberste
Heeresleitung, 1914–1916: in ihren
wichtigsten Entschließungen. Berlin:
E. S. Mittler, 1919: [თარგმანი გერმანულიდან
(რუსულ ენაზე)]
– მოსკოვი: უმაღლესი სამხედრო სარედაქციო საბჭო,
1923. – გვ. 11. – 279 გვ.
მაგრამ 1915 წლის 19 აგვისტოს (1 სექტემბერს) მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა ხელმწიფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „ჩამოაშორს დიდი მთავარი და პირადად შეუდგეს არმიის სარდლობას“. ამ ცნობამ სამთავრობო და საზოგადებრივ წრეებში დაბნეულობა გამოიწვია. გენერალმა პოლივანოვმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „პირველი სატახტო დედაქალაქის მმართველობა მთელი რუსეთის გასაგონად აცხადებს თავისი ურყევი ნდობის შესახებ დიდი მთავრისადმი, უმაღლესი მთავარსარდლისადმი, როგორც ჩვენი არმიების ბელადისადმი მტრის წინააღმდეგ“. 2 სექტებერს (20 აგვისტოს) მინისტრებმა თხოვნით მიმართეს მეფეს არ მოეხდინა უმაღლესი მთავარსარდლის შეცვლა, 3 სექტემბერს (21 აგვისტოს) კი კოლექტიურ მიმართვაში განაცხადეს, რომ „თქვენს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი გაგებით, რუსეთს, თქვენ და თქვენს დინასტიას მძიმე შედეგებით ემუქრება“. მაგრამ, მოყვანილი საბუთების და მოსაზრებათა მიუხედავად ხელმწიფემ ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე შეცვალა. გერმანელი გენერლის ლიუდენდორფის სიტყვები 1915 წლის კამპანიაზე მისი მოგონებების შესახებ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განსაკუთრებულ ზიანს, რომელიც რუსეთისათვის სარდლის შეცვლით იქნა მიყენებული:
გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ახალი დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. რკინის ნების მფლობელი დიდი მთავარი ჩამოშორებულ იქნა. მეფე ჯარების სათავეში დადგა.
– ლიუდენდორფი, ე. ჩემი მოგონებანი 1914–1918 წწ. ომის შესახებ. – მოსკოვი: ACT:
ჰარვესტი, 2005. – გვ. 169. – 800 გვ. – (მოგონებები. მემუარები). – ISBN 5170136366.
იტალიური ფრონტი
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის იტალიური ფრონტი
ომის დაწყების შემდეგ იტალია ნეიტრალური რჩებოდა. 1914 წლის 3 აგვისტოს იტალიის მეფემ ვილჰელმ II-ს აცნობა, რომ ომის წარმოქმნის პირობები არ შეესაბამება იმ პირობებს სამთა კავშირში, რომელთა დროსაც იტალია ომში უნდა ჩაერთოს. იმავე დღეს იტალიის მთავრობამ გამოაქვეყნა ნეიტრალიტეტის შესახებ დეკლარაცია. იტალიის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ცენტრალურ დერჟავებთან და ანტანტის ქვეყნებთან 1915 წლის 26 აპრლს დაიდო ლონდონის პაქტი, რომლის მიხედვითაც, იტალიამ ვალად იკისრა ერთი თვის განმავლობაში გამოეცხადებინა ომი ავსტრია-უნგრეთისათვის, და ასევე გამოსულიყო ანტანტის ყველა მტრის წინააღმდეგ. „სისხლის საზღაურის“ სახით იტალიას რიგ ტერიტორიებს დაჰპირდნენ. ინგლისმა იტალიას 50 მლნ გირვანქის სესხი მისცა. ამის შემდეგ ცენტრალური დერჟავების მხრიდან ტერიტორიათა საპასუხო შეთავაზებების მიუხედავად, ორი ბლოკის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა გააფთრებული შიდაპოლიტიკური შეტაკებების ფონზე, 23 მაისს იტალიამ ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა.
ამრიგად, ევროპაში საომარ მოქმედებათა კიდევ ერთი – იტალიური თეატრი წარმოიქმნა. თუმცა კი 1915 წლის განმავლობაში არც ერთი რამდენადმე მაინც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენა ამ თეატრზე არ მომხდარა. იტალიური არმიის მცდელობებს შეტევის განსახორციელებლად არანაირი წარმატება არ ჰქონია. ავსტრია-უნგრეთი კი სხვა ფრონტებზე – რუსულსა და სერბულზე იყო დაკავებული; იქაცა და იქაც 1915 წლის მეორე ნახევარში მსხვილი მოვლენები ხდებოდა, რომლებიც დიდი რაოდენობით ძალებსა და საშუალებებს მოითხოვდა, ამიტომ იტალიური ფრონტისთვისაც სერიოზული ყურადღების დათმობა ავსტრია-უნგრეთს არ შეეძლო (თუმცა კი გარღვევის ცალკეულ მცდელობებს მიმართავდნენ). ამის შედეგად 1915 წლის ბოლოსათვის ფრონტის ხაზი იტალია-ავსტრიის საზღვრიდან პრაქტიკულად არ წანაცვლებულა, ებჯინებოდა რა ერთის მხრივ ნეიტრალურ შვეიცარიას, და მეორეს მხრივ – ადრიატიკის ზღვას. მაგრამ მთლიანობაში იტალიის ომში ჩართვამ ავსტრია-უნგრეთის საკმარისად დიდი ძალები თავისკენ მიიზიდა.
საომარ მოქმედებათა ბალკანეთის თეატრი, ომში ბულგარეთის ჩართვა
შემოდგომამდე სერბეთის ფრონტზე რაიმენაირი აქტივობა არ დაიმზირებოდა. შემოდგომის დასაწყისისათვის, რუსული ჯარების გალიციიდან და ბუკოვინიდან განსადევნად წარმატებული კამპანიის დასრულების შემდეგ, ავსტრო-უნგრელებმა და გერმანელებმა შეძლეს სერბეთზე თავდასხმისათვის დიდი რაოდენობით ჯარები გადაესროლათ. იმავე დროს მოსალოდნელი იყო, რომ ბულგარეთს, ცენტრალური დერჟავების წარმატებათა ფონზე, განზრახული ჰქონდა მათ მხარეზე ომში ჩაბმულიყო. ასეთ შემთხვევაში მცირედ დასახლებული სერბეთი თავისი არცთუ დიდი არმიით მტრების მიერ ორი ფრონტიდან ალყაში ექცეოდა, რაც გარდაუვალად მის დამარცხებას გამოიწვევდა. ანგლო-ფრანგული დახმარება დიდი დაგვიანებით მოვიდა – მხოლოდ 5 ოქტომბერს დაიწყო სალონიკში (საბერძნეთი) ჯარების გადმოსხმა; რუსეთს დახმარება არ შეეძლო, რადგანაც ნეიტრალურმა რუმინეთმა რუსული ჯარების გატარებაზე უარი განაცხადა. 5 ოქტომბერს დაიწყო ცენტრალური დერჯავების შემოტევა ავსტრია-უნგრეთის მხრიდან, 14 ოქტომბერს ბულგარეთმა ანტანტის ქვეყნებს ომი გამოუცხადა და სერბეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო. სერბების, ინგლისელებისა და ფრანგების ჯარები ცენტრალური დერჟავების ჯარებს რიცხობრივად 2-ჯერ და მეტად ჩამოუვარდებოდნენ და წარმატების შანსები არ გააჩნდათ.
დეკემბრის ბოლოსათვის სერბულმა ჯარებმა სერბეთის ტერიტორია დატოვეს, წავიდნენ რა ალბანეთში, საიდანაც 1916 წლის იანვარში მათი ნარჩენები კუნძულ კორფუზე და ბიზერტაში იქნენ ევაკუირებული. ანგლო-ფრანგულმა ჯარებმა დეკემბერში საბერძნეთის ტერიტორიაზე დაიხიეს, სალონიკთან, სადაც შეძლეს გამაგრებულიყვნენ, შექმნეს რა სალონიკის ფრონტი საბერძნეთის საზღვარზე ბულგარეთთან და სერბეთთან. სერბული არმიის კადრები (150 ათას ადამიანამდე) შენარჩუნებულ იქნა და მათ 1916 წლის გაზაფხულზე სალონიკის ფრონტი გააძლიერეს.
ბულგარეთის ცენტრალურ დერჟავებთან შეერთებამ და სერბეთის დაცემამ ცენტრალურ დერჟავებს ხმელეთით თურქეთთან პირდაპირი შეტყობინება გაუხსნა.
დარდანელის სრუტე და გალიპოლიის ნახევარკუნძული
1915 წლის დასაწყისისათვის ანგლო-ფრანგულმა სარდლობამ შეიმუშავა ერთობლივი ოპერაცია დარდანელის სრუტის გარღვევისა და მარმარილოს ზღვაში, კონსტანტინოპოლთან გასვლისათვის (იხ. დარდანელის ოპერაცია). ოპერაციის ამოცანა გახლდათ სრუტეების გავლით თავისუფალი საზღვაო შეტყობინების უზრუნველყოფა და თურქეთის ძალების კავკასიის ფრონტიდან თავისკენ მიზიდვა.
[სურათი]
ავსტრალიელი ჯარისკაცები სანგრებში
თავდაპირველი გეგმით, გარღვევა ბრიტანულ ფლოტს უნდა მოეხდინა, რომელსაც სანაპირო ბატარეები უნდა გაენადგურებია დესანტის გადასხმის გარეშე. მცირე ძალებით პირველი წარუმატებელი შეტევების შემდეგ (19–25 თებერვალი) ბრიტანულმა ფლოტმა 18 მარტს გენერალური შეტევა მოახდინა, რომელშიც 20-ზე მეტი სახაზო ხომალდი, სახაზო კრესერი და მოძველებული ჯავშნოსანი იქნა ამოქმედებული. 3 ხომალდის დაკარგვის შემდეგ ბრიტანელები, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს, სრუტიდან წავიდნენ.
ამის შემდეგ ანტანტის ტაქტიკა შეიცვალა – გადაწყდა გალიპოლიის ნახევარკუნძულზე (სრუტეების ევროპულ მხარეზე) და საპირისპირო აზიურ ნაპირზეც საექსპედიციო ძალები გადაესხათ. ანტანტის დესანტმა (80 ათასი ადამიანი), რომელიც ინგლისელების, ფრანგების, ავსტრალიელებისა და ახალზელანდიელებისაგან შედგებოდა, 25 აპრილს დაიწყო გადასხმა. ის წარმოებდა სამ პლაცდარმზე, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს შორის იყო განაწილებული. თავდამსხმელებმა მოახერხეს გალიპოლიის მხოლოდ იმ უბანზე გამაგრებულიყვნენ, სადაც ავსტრალიურ-ახალზელანდიური კორპუსი (აზნაკ-ი) იყო დესანტირებული. გააფთრებული ბრძოლები და ანტანტის ახალი დამხმარე ძალების გადასროლა აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა, მაგრამ თურქებზე შეტევის არც ერთ მცდელობას რაიმენაირი მნიშვნელოვანი შედეგი არ მიუცია. აგვისტოს ბოლოსათვის ოპერაციის ჩავარდნა აშკარა შეიქნა, და ანტანტამ ჯარების თანდათანობით ევაკუაციისათვის იწყო მზადება. უკანასკნელი ჯარები გალიპოლიიდან 1916 წლის იანვრის დასაწყისში იქნა ევაკუირებული. გაბედული სტრატეგიული ჩანაფიქრი, რომლის ინიციატორიც საადმირალოს პირველი ლორდი უ. ჩერჩილი გახლდათ, სრული ჩავარდნით დასრულდა.
კავკასიის ფრონტი
ძირითადი წერილი: პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი
კავკასიის ფრონტზე ივლისში რუსულმა ჯარებმა ვანის ტბის რაიონში თურქული ჯარების შემოტევა მოიგერიეს, დათმეს რა ამ დროს ტერიტორიის ნაწილი (ალაშკერტის ოპერაცია). საბრძოლო მოქმედებები სპარსეთის ტერიტორიაზეც გავრცელდა. 30 ოქტომბერს რუსული ჯარები ენზელის პორტში გადასხდნენ, დეკემბრის ბოლოს პროთურქული შეიარაღებული რაზმები გაანადგურეს და ჩრდილოეთ სპარსეთის ტერიტორია თავიანთი კონტროლის ქვეშ აიყვანეს, რითაც რუსეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოსვლა თავიდან იქნა აცილებული და კავკასიური არმიის მარცხენა ფლანგიც უზრუნველყოფილი.
(დასასრული იხ. ნაწილი II)
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment