Friday, November 6, 2026

აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის სატანკო და მოტოქვეითი ასეულები

შინაარსი 

აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის სატანკო ასეული 
აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის მოტოქვეითი ასეული 
აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ასეული 


აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის სატანკო ასეული 

[ნახატი] 

ასეულის მეთაურობა: მეთაური, მეთაურის მოადგილე, ზემდეგი. 
სულ ასეულში: ხუთი ოფიცერი, 56 რიგითი და სერჟანტი. 

ცხრილი 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მართვის სექცია; B – მომარაგების სექცია; C – სულ მართვაში) 

პირადი შემადგენლობა, . . . . ა ს ე უ ლ ი ს მ ა რ თ ვ ა . . . სატანკო . . . . . სულ 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . . A . . . . B . . . . C . . . . . . . ოცეული . . . ასეულში 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .8 . . . . .5 . . . . 13 . . . . . . . . . 16 . . . . . . . . . 61 . . . 
ტანკები M1 „აბრამსი“ . . . . . . . . . . 2 . . . . – . . . . . .2 . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . 14 . . . 
5,56-მმ ავტომატური 
შაშხანები M16A1 . . . . . . . . . . . . . . .– . . . . .3 . . . . . .3 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .3 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიამფრქვევები M3A1 . . . . . . . . 8 . . . . .– . . . . . .8 . . . . . . . . .16 . . . . . . . . . .56 . . . 
ავტომობილები . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . 2 . . . . . . 2 . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .2 . . . 
რადიოსადგურები . . . . . . . . . . . . . 3 . . . . .1 . . . . . . 4 . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . .16 . . . 

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის სატანკო ბატალიონის* სატანკო ასეული შეიძლება ბრძოლას აწარმოებდეს ბატალიონის პირველ ან მეორე ეშელონში, იმყოფებოდეს რეზერვში, აგრეთვე მიეცეს მოტოქვეით ბატალიონს (* მექანიზებული /ჯავშანსატანკო/ დივიზიის სატანკო ბატალიონში /სულ 523 ადამიანი/ ხუთი ასეულია: საშტაბო და ოთხი სატანკო. მასში არის 58 ტანკი M1 „აბრამსი“, ექვსი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა /ბდმ/ M3 „ბრედლი“, 11 ჯავშანტრანსპორტერი /ჯტრ/ M113A1, ექვსი თვითმავალი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, დაახლოებით 90 ავტომობილი, 170-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება). 

შ ე ტ ე ვ ა.  ასეულის შეტევის ფრონტის სიგანეა 1,5 კმ, ოცეულის 500–600 მ, ასეულს ენიშნება უახლოესი და შემდგომი ამოცანები (ობიექტები) შესაბამისად 3 და 5 კმ სიღრმეზე. საბრძოლო რიგებს ასეული აგებს, როგორც წესი, ერთ ეშელონად (ოცეულების საბრძოლო ხაზად). სატანკო ასეული შეიძლება გაძლიერებულ იქნას მოტოქვეითი ოცეულით, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს (გზრკ) „სტინგერის“ საცეცხლე გათვლით, მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით, და მხარდაჭერილ იქნას 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეით. 

თ ა ვ დ ა ც ვ ა.  ასეულის თავდაცვის რაიონის სიგანე ფრონტსა და სიღრმეში 1,5 კმ-მდეა. მასში ეწყობა (აღიჭურვება) საოცეულო საყრდენი პუნქტები 700 მ-მდე სიგანით ფრონტში და 500 მ-მდე სიღრმეში. ტანკებისთვის იქმნება ძირითადი და სათადარიგო პოზიციები, რომელთა შორის მანძილებია 150–200 მ, აგრეთვე შესაფარებლები მათ მახლობლობაში პირადი შემადგენლობისათვის. საბრძოლო რიგებს ასეული აწყობს ჩვეულებრივ ორ ეშელონად. უშუალო დაცვა (охранение) იგზავნება 500 მ-მდე სიშორეზე წინა ხაზიდან. 

სატანკო ასეულის ბაზაზე ბრძოლაში შეიძლება იქმნებოდეს საასეულო ტაქტიკური ჯგუფი სატანკო ასეულის, მოტოქვეითი ოცეულის, მესანგრეთა ათეულის, გზრკ გათვლის შემადგენლობით, რომელსაც შეიძლება მხარი დაეჭიროს 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეითა და სხვა ქვედანაყოფებით. 


აშშ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის მოტოქვეითი ასეული 

[ნახატი] 

ასეულის მეთაურობა: მეთაური, მეთაურის მოადგილე, ზემდეგი. 
სულ ასეულში: ხუთი ოფიცერი, 111 რიგითი და სერჟანტი. 

ცხრილი 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მოტოქვეითი ოცეულის მართვის სექცია; B – მოტოქვეითი ათეული; C – სულ მოტოქვეით ოცეულში) 

პირადი შემადგენლობა, . . . . . ასეულის . . . მოტოქვეითი ოცეული . . . სულ 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . .მართვა . . . . . . . A . . . . B . . . . C . . . . . . ასეულში 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11 . . . . . . . . .8 . . . . .9 . . . . 35 . . . . . . . .116 . . . 
ქვეითთა საბრძოლო მანქანა 
(ქსმ) M2 „ბრედლი“ . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . .1 . . . . .1 . . . . . 4 . . . . . . . . .13 . . . 
ჯავშანტრანსპორტერი 
(ჯტრ) M113A1 . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . – . . . . – . . . . . – . . . . . . . . . .1 . . . 
ტანკსაწინააღმდეგო მართ- 
ვადი რაკეტების „დრაკონი“ 
გასაშვები დანადგარი 
(ტსმრ გდ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . 1 . . . . . 3 . . . . . . . . . .9 . . . 
40-მმ ლულისქვეშა 
ყუმბარსატყორცნი M203 . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . 2 . . . . . 6 . . . . . . . . . 18 . . . 
5,56-მმ ავტომატური შაშხანა 
M16A1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . .7 . . . . .5 . . . . .22 . . . . . . . . .74 . . . 
7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60 . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . 1 . . . . . .3 . . . . . . . . . .9 . . . 
5,56-მმ ტყვიამფრქვევი M249 . . . . . – . . . . . . . . – . . . . . 2 . . . . . .6 . . . . . . . . .18 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიამფრქვევი M3A1 . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . – . . . . . – . . . . . – . . . . . . . . . . 1 . . . 
რადიოსადგურები . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . 2 . . . . .2 . . . . . .8 . . . . . . . . .28 . . .

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის მოტოქვეითი ბატალიონის* მოტოქვეით ასეულს შეუძლია ბრძოლას აწარმოებდეს ბატალიონის პირველ ან მეორე ეშელონში, იყოს რეზერვში ან კიდევ მიცემულ იქნას სატანკო ბატალიონისათვის (* მექანიზებული /ჯავშანსატანკო/ დივიზიის მოტოქვეით ბატალიონში /სულ 896 ადამიანი/ არის ექვსი ასეული: საშტაბო, ტანკსაწინააღმდეგო და ოთხი მოტოქვეითი. მასში არის 54 ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2, ექვსი საბრძოლო სადაზვერვო მანქანა M3, 23 ჯავშანტრანსპორტერი M113A1, 12 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „თოუ“ M901, ექვსი თვითმავალი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, 110-ზე მეტი ავტომობილი, თითქმის 250 რადიოსადგური და სხვა შეიარაღება). 

შ ე ტ ე ვ ა: ასეულის შეტევის ფრონტის სიგანეა 1,2–1,5 კმ, ოცეულის 400–500 მ, ათეულის 100 მ. ასეულს ენიშნება უახლოესი და მომდევნო ამოცანები (ობიექტები) შესაბამისად 1,5–2 კმ და 3–4 კმ სიღრმეში. საბრძოლო მოწყობას, როგორც წესი, ასეული აგებს ერთ ეშელონად, რეზერვის გამოყოფით. მოწინააღმდეგეზე ქვეითი წესით შეტევისას ქვეითთა საბრძოლო მანქანები (ქსმ) შეიძლება გამოიყოფოდეს ცალკე სამანევრო ჯგუფში, რომლიც იმოქმედებს 400 მ დაშორებით ქვეითი ჯარის ხაზიდან ან მოახდენს შემოვლას მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციის ფლანგში ან ზურგში გასვლის მიზნით. მოტოქვეითი ასეული შეიძლება გაძლიერებული იყოს სატანკო ოცეულით, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს (გზრკ) „სტინგერის“ საცეცხლე გათვლით, მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით და მას მხარს უჭერდეს 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეა. 

თ ა ვ დ ა ც ვ ა: ასეულის თავდაცვის რაიონის სიგანეა 1,5 კმ-მდე ფრონტში და სიღრმე 1,1 კმ-მდე. მასში ეწყობა (აღიჭურვება) საოცეულო საყრდენი პუნქტები სიგანით 300–400 მ ფრონტში და 200 მ სიღრმეში. ქსმ-ებისთვის იქმნება ძირითადი და სათადარიგო პოზიციები, რომელთა შორის მანძილებია 100–150 მ. მობილური თავდაცვის წარმოებისას ქსმ-ები შეიძლება გამოიყოფოდეს ცალკე მანევრულ ჯგუფად კონტრშეტევების მისაყენებლად. საბრძოლო რიგებს ასეული ჩვეულებრივ აწყობს ორ ეშელონად. მიცემული ტანკები ისე განლაგდება რაიონში, რომ უზრუნველყოფდნენ პირველი ეშელონის საცეცხლე მხარდაჭერას და მონაწილეობას ღებულობდნენ ასეულის ან ბატალიონის კონტრშეტევაში. უშუალო დაცვა იგზავნება 500 მ-მდე დაშორებით წინა ხაზიდან. 


აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ასეული 

[ნახატი] 

ასეულის მეთაურობა: მეთაური, მეთაურის მოადგილე, ზემდეგი. 
სულ ასეულში: ხუთი ოფიცერი, 125 სერჟანტი და რიგითი. 

ცხრილი 

(ნაწილი 1) 

(ცხრილის ამ ნაწილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მართვის სექცია; B – ტანკსაწინააღმდეგო სექცია; C – ნაღმსატყორცნების სექცია; D – სულ მართვის ოცეულში) 

პირადი შემადგენლობა, . . . . . . . ასეულის . . . . მ ა რ თ ვ ი ს   ო ც ე უ ლ ი 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . . მეთაურობა . . . . A . . . . B . . . . C . . . . D . . . 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . 7 . . . . .2 . . . . 2 . . . . .25 . . . 
ტსმრ გდ „დრაკონი“ . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . .1 . . . . – . . . . . .6 . . . 
40-მმ ლულისქვეშა 
ყუმბარსატყორცნი M203 . . . . . . . . . . – . . . . . . . . . 1 . . . . . – . . . . – . . . . . 1 . . . 
7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60 . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . – . . . . – . . . . . – . . . 
5,56-მმ ტყვიაფრქვევი M249 . . . . . . . – . . . . . . . . . . – . . . . – . . . . – . . . . . – . . . 
5,56-მმ ავტომატური შაშხანა 
M16A1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . .7 . . . . .2 . . . .2 . . . . .25 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიაფრქვევი M3A1 . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . .– . . . . – . . . . – . . . . . – . . . 

(ნაწილი 2) 

პირადი შემადგენლობა, . . . . . . . . ქ ვ ე ი თ ი   ო ც ე უ ლ ი . . . . . . . . სულ 
ძირითადი შეიარაღება . . . . . . მართვის . . . ქვეითი . . . . სულ . . . . ასეულში 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .სექცია . . . ათეული . . ოცეულში . . . . . . . . 

პირადი შემადგენლობა, 
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7 . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . 34 . . . . . . . 130 . . . 
ტსმრ გდ „დრაკონი“ . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . – . . . . . . . . . . .– . . . . . . . . . 6 . . . 
40-მმ ლულისქვეშა 
ყუმბარსატყორცნი M203 . . . . . . . – . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . 19 . . . 
7,62-მმ ტყვიამფრქვევი M60 . . . . . 2 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . .6 . . . 
5,56-მმ ტყვიაფრქვევი M249 . . . . – . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . 18 . . . 
5,56-მმ ავტომატური შაშხანა 
M16A1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . 7 . . . . . . . . . . 26 . . . . . . . .105 . . . 
11,43-მმ პისტოლეტ- 
ტყვიაფრქვევი M3A1 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . 1 . . . 

მქუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის* ასეული შეიძლება ბრძოლას აწარმოებდეს ქვეითი ბატალიონის პირველ ან მეორე ეშელონში, რომელიც გამოიყენება, როგორც წესი, მეორეხარისხოვან მიმართულებებზე ან ძლიერად დასერილ ადგილმდებარეობაზე, იყოს რეზერვში აგრეთვე ურთიერთმოქმედებდეს სატანკო და მოტოქვეით ქვედანაყოფებთან (*მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეით ბატალიონში /სულ 561 ადამიანი/ არის ოთხი ასეული: საშტაბო და სამიც ქვეითი. მასში არის: ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი ავტომობილებზე M966, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების „თოუს“ ოთხი გასაშვები დანადგარი /ტსმრ გდ/ M966-ზე, 18 ტსმრ გდ „დრაკონი“, ცხრა 60-მმ ნაღმსატყორცნი, 34 1,25-ტ ავტომობილი M966, 15 მოტოციკლი და სხვა შეიარაღება). 

შ ე ტ ე ვ ა.  ასეულის შეტევის ფრონტის სიგანეა 1,5 კმ-მდე, ოცეულისა – 400 მ. ასეულს ენიშნება უახლოესი და მომდევნო ამოცანები (ობიექტები) 1,5–2 და 3–4 კმ სიღრმეზე შესაბამისად. საბრძოლო რიგებს ასეული აწყობს, როგორც წესი, ერთ ეშელონად, რეზერვის გამოყოფით. ქვეითი ასეული შეიძლება გაძლიერებულ იქნას მესანგრეთა ქვედანაყოფით, გზრკ „სტინგერის“ საცეცხლე გათვლით და სხვა ქვედანაყოფებით, მას მხარს შესაძლოა უჭერდეს 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცების ბატარეა და თვითმავალი ტსრკ „თოუს“ სექცია. სპეციალური ამოცანების შესრულებისათვის (დაზვერვის წარმოება, რეიდების განხორციელება და ა. შ.) მას შეიძლება ეძლეოდეს მოტოციკლები. 

თ ა ვ დ ა ც ვ ა.  თავდაცვის რაიონის სიგანეა 1,5 კმ-მდე ფრონტში, სიღრმე 800 მ-მდე. მასში აღიჭურვება საოცეულო საყრდენი პუნქტები 300–400 მ სიგანით და 200 მ-მდე სიღრმეში. საბრძოლო მოწყობას ასეული აგებს ჩვეულებრივ ორ ეშელონად. მიცემული საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები ისე განლაგდება რაიონში, რათა გააძლიერონ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა, უზრუნველყონ პირველი ეშელონის საცეცხლე მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ ასეულისა და ბატალიონის კონტრშეტევას. უშუალო დაცვა იგზავნება 500 მ დაშორებაზე წინა ხაზიდან. 

ბრძოლის პერიოდში ქვეით ათეულში იქმნება ორი საცეცხლე ჯგუფი ოთხი–ხუთი ადამიანით (მეთაური, მეტყვიამფრქვევე, მენაღმსატყორცნე და ერთი–ორი მსროლელი). 


მასალა თარგმნილია ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1987, № 2. 

მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment