თავდაცვის ორგანიზაცია და წარმოება გაითვალისწინება როგორც ომის საწყის პერიოდში, ისე მისი მსვლელობას დროსაც, ამასთან არა მარტო მეორეხარისხოვან მიმართულებებსა და საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ), არამედ მთავარზეც, სადაც ადგილმდებარეობის პირობების გამო ან სხვა რაიმე მიზეზებით შეტევა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელი აღმოჩნდება. აქედან ამომდინარე, საარმიო კორპუსი შეიძლება თავდაცვაში გადადიოდეს ვითარების სხვადასხვანაირ პირობებში: წინასწარ (მოწინააღმდეგესთან შეხების გარეშე) ან საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას.
ამერიკული კლასიფიკაციით საარმიო კორპუსი განიხილება როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი. საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას ის შეიძლება ასრულებდეს შემდეგ ამოცანებს: იფარავდეს ძირითად მიმართულებას (რაიონს) არმიების ჯგუფის ზოლში, რომელზედაც შესაძლებელია მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების შემოტევა; ინარჩუნებდეს მნიშვნელოვან მიჯნას ან ობიექტს სიღრმიდან რეზერვების მოსვლამდე და საბრძოლო ამოცანის შესრულებისათვის მათ გაშლამდე; იგერიებდეს მოწინააღმდეგის კონტრდარტყმას; უზრუნველყოფდეს შემტევი ჯარების მთავრი დაჯგუფების ფლანგებს და ა.შ.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, საარმიო კორპუსს მუდმივი ორგანიზაცია არ გააჩნია. მისი საბრძოლო შემადგენლობა განისაზღვრება დანიშნულების, შესასრულებელი საბრძოლო ამოცანების ხასიათის, საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) პირობებისა და იმ საოპერაციო მიმართულების მნიშვნელობის შესაბამისად, რომელზედაც იგი იმყოფება. ომის გაჩაღების ხერხებისა და მოწინააღმდეგის მოქმედებათა ხასიათის მიხედვით კორპუსმა საბრძოლო მოქმედებები შეიძლება დაიწყოს იმ შემადგენლობაში, რომელშიც მშვიდობიანიობის დროს იმყოფება. ასევე შესაძლებელია, რომ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისათვის იგი გაძლიერებულ იქნას ზოგადსაჯარისო შენაერთებით, საველე და საზენიტო არტილერიით, სპეციალური დანიშნულების ნაწილებით. ზოგიერთ შემთხვევაში მის შემადგენლობაში გაითვალისწინება ჩაირთოს ხუთ დივიზიამდე. თუმცა კი, როგორც სწავლებების გამოცდილება გვიჩვენებს, ტიპიური შემადგელობის საარმიო კორპუსებს თავდაცვაში, როგორც წესი, ჰყავდათ ორი მექანიზებული და ერთი ჯავშანსატანკო დივიზია, ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, ჯავშანსაკავალერიო პოლკი და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები.
საზღვარგარეთელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ, მოქმედებს რა არმიების ჯგუფის პირველ ეშელონში, საარმიო კორპუსმა შეიძლება მიიღოს თავდაცვის ზოლი 60-დან 120 კმ-მდე ფრონტში და 200 კმ და მეტი სიღრმეში, რომლის ფარგლებშიც მეთაური მისწრაფებული იქნება ძალებისა და საშუალებათა თავმოყრისაკენ გადამწყვეტ მომენტებში და გადამწყვეტ მიმართულებებზე.
საარმიო კორპუსის საბრძოლო მოწყობა თავდაცვაში დამოკიდებულია მის შემადგენლობაზე, კონკრეტულ ვითარებაზე, ადგილმდებარეობის პირობებზე, მოწინააღმდეგის მოქმედებათა შესაძლო ხასიათის პირობებსა და მიღებულ ამოცანაზე. ითვლება, რომ ეს მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფების განადგურების არჩეულ ხერხს და უზრუნველყოფდეს დასმული ამოცანის შესრულებას.
სწავლებების გამოცდილებით საარმიო კორპუსის საბრძოლო მოწყობა თავდაცვაში შეიძლება შეიცავდეს: პირველ და მეორე ეშელონებს (რეზერვს), საველე და საზენიტო არტილერიის საკორპუსო დაჯგუფებებს, აგრეთვე სპეციალურ რეზერვებს. ითვლება, რომ კორპუსის თავდაცვას მთავარ მიმართულებაზე უფრო მიზაშეწონილია აგებდნენ ორ ეშელონად, ხოლო მეორეხარისხოვან მიმართულებაზე კი – ერთ ეშელონად, რეზერვის გამოყოფით.
საბრძოლო რიგების ორ ეშელონად აგებისას განსაკუთრებული ყურადღება რეკომენდირებულია ექცეოდეს პირველი ეშელონის შემადგენლობაში ძალებისა და საშუალებათა საკმარისი რაოდენობის გამოყოფას. ასე, თუ საარმიო კორპუსის პირველ ეშელონს ეკისრება ამოცანა მიაყენოს მოწინააღმდეგეს მაქსიმალური დაზიანება ყველა საშუალების ცეცხლით წინა ხაზის წინ, დაწყებული შორი მოსადგომებიდან, და შეინარჩუნოს ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი რაიონები, მაშინ მის შემადგენლობაში ჩაირთვება ისეთი რაოდენობის შენაერთები და ნაწილები, რომლის დროსაც მოწინააღმდეგის უპირატესობა (აღმატება) ძირითად მიმართულებებზე არ იქნებოდეს გამოხატული თანაფარდობით 3 : 1-ზე მეტი. ტაქტიკური ავიაციის აქტიური მხარდაჭერისა და პირველი ეშელონის დივიზიების საველე არტილერიით საკმარისად გაჯერებისას დაიშვება საბრძოლო მოქმედებების წარმოება მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალთა თანაფარდობისას 6 : 1 მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.
ყველა შემთხვევაში, საბრძოლო რიგების აგებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, კორპუსის მეთაური ითვალისწინებს ომთ-ის განსაკუთრებულობებს: კომუნიკაციების (გზატკეცილებისა და რკინიგზების ქსელი), აეროდრომებისა და პორტების, სხვადასხვანაირი ნაგებობების, ობიექტების არსებობას, აგრეთვე ადგილმდებარეობის რელიეფის ხასიათს.
როგორც უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონა, რომლის ფარგლებშიც განალაგებენ საარმიო კორპუსის შენაერთებსა და ნაწილებს, მოიცავს უზრუნველყოფის ზოლს, თავდაცვის ძირითად რაიონსა და ზურგის რაიონს (იხ. ნახატი).
უზრუნველყოფის ზოლი (70 კმ-მდე), ნავარაუდევია იქმნებოდეს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას და საკუთარ თავში მოიცავდეს დაფარვის ჯარების, ზოგადი და საბრძოლო დაცვის ჯარების პოზიციებს. დაფარვის ჯარებს რეკომენდაცია ეძლევათ აწყობდნენ შემკავებელ პოზიციებს, ქმნიდნენ ცალკეულ საყრდენ პუნქტებს, აგრეთვე აყენებდნენ ღობურებს, მათ შორის ბირთვულ-სანაღმო ღობურებსაც.
საარმიო კორპუსის თავდაცვის ძირითადი რაიონი შეიძლება იყოფოდეს თავდაცვის მეწინავე რაიონად და საკორპუსო რეზერვების განლაგების რაიონად. მისი სიღრმე შეიძლება აღწევდეს 90 კმ.
როგორც საზღვარგარეთულ სამხედრო ბეჭდურ სიტყვაში აღინიშნებოდა, თავდაცვის მეწინავე რაიონი იწყება უშუალოდ უზრუნველყოფის ზოლის შემდეგ და ვრცელდება სიღრმეში კორპუსის პირველ ეშელონში თავდაცვაში მყოფი დივიზიის ზურგის საზღვრამდე, და შეიძლება აღწევდეს 30 კმ. ითვლება, რომ აქ იქნება წარმოებული ძირითადი საბრძოლო მოქმედებები. მისი საინჟინრო აღჭურვა მოიცავს: საბრძოლო პოზიციების შექმნას მათზე ქვედანაყოფების (ბატალიონი – ოცეული) განლაგებისათვის, თავდაცვითი მიჯნების, სარაკეტო კომპლექსთა საპოზიციო რაიონების, საველე და საზენიტო არტილერიის საცეცხლე პოზიციების, დივიზიის რეზერვების განლაგების რაიონებისა და კონტრშეტევებისთვის მათი გაშლის მიჯნების, მართვის პუნქტების განლაგების ადგილთა შექმნას, აგრეთვე საინჟინრო და ბირთვულ-სანაღმო ღობურების დაყენებას, მანევრისათვის გზების მომზადებას, შენიღბვის ღონისძიებების, აგრეთვე ცრუ რაიონებისა და პოზიციების აღჭურვის ღონისძიებათა ჩატარებას.
კორპუსის რეზერვების (მეორე ეშელონის) განლაგების რაიონი მზადდება თავდაცვითი მოქმედებების ჩანაფიქრისა და ადგილმდებარეობის ხასიათის მიხედვით. კორპუსის რეზერვში გამოყოფილი ძალები და საშუალებანი ჩვეულებრივ იქნება 30 – 50 კმ დაშორებაზე კორპუსის თავდაცვის მეწინავე რაიონიდან. გაითვალისწინება, რომ აღნიშნული რაიონი უნდა უზრნველყოფდეს შენაერთებისა და ნაწილების განწერტვასა და ფარულ განლაგებას, აგრეთვე მათი მანევრის მოხერხებულობას. საინჟინრო თვალსაზრისით მის მომზადებაში რეკომენდირებულია რთავდნენ ჯარების განლაგების ადგილების, დამბლოკავი და მომწყვეტი პოზიციების, შენაერთებისა და ნაწილების კონტრშეტევებისთვის წინგამოსვლის მარშრუტებისა და გაშლის მიჯნების, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო-ბირთვულ საშუალებათა საპოზიციო რაიონების მოწყობას (აღჭურვას).
ზურგის რაიონი იქმნება თავდაცვის ძირითადი რაიონის უკან. მასში განლაგდება უმთავრესად ადმინისტრაციული სამსახურები და კავშირგაბმულობის კვანძები. ამ რაიონში შემოჭრილ მოწინააღმდეგის ცალკეულ ჯგუფებთან და დესანტებთან ბრძოლას აწარმოებენ აერომობილური ნაწილები და სხვა მობილური ძალები. ზურგის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა ასევე განსწავლული და მომზადებული უნდა იყოს თვითთავდაცვისათვის.
ცეცხლის სისტემა საარმიო კორპუსის თავდაცვაში, როგორც ეს საზღვარგარეთულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, უნდა იგებოდეს ისეთი ანგარიშით, რომ უზრუნველიყოფოდეს ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული გამოყენება ყველა საშუალებისა შემომტევ მოწინააღმდეგეზე უწყვეტი და მზარდი საცეცხლე ზემოქმედების მიზნით. ცეცხლის სისტემა რეკომენდირებულია იგებოდეს ბირთვული და ქიმიური დარტყმების, საკორპუსო საველე და საზენიტო არტილერიის, სახმელეთო ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერისათვის გამოყოფილი ტაქტიკური ავიაციის ჩვეულებრივი საბრძოლო მასალებით დარტყმების, აგრეთვე პირველი ეშელონის ნაწილებისა და შენაერთების არტილერიის, ტანკების, ყველა სახეობის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა და სასროლი იარაღის ცეცხლის შეხამებაზე. ყოველივე ეს მჭიდროდაა მიბმული და დაკავშირებული ღობურების სისტემასა და ადგილმდებარეობის ხასიათთან.
როგორც უცხოურ პრესაში აღინიშნება, ცეცხლის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს: მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის სისტემების განადგურებას (მათი აღმოჩენის და მიხედვით), შემოტევისთვის გამზადებულ ჯართა დაჯგუფებების დაზიანებას თავმოყრის რაიონებში, აგრეთვე წინგამოსვლისას, დაწყებული თავდაცვასთან შორეული მოსადგომებიდან და გაშლის მიჯნებზე; დაფარვის, საერთო და საბრძოლო დაცვის ჯარების საცეცხლე მხარდაჭერას; მოწინააღმდეგის ტანკებისა და ქვეითი ჯარის მასირებული შემოტევების მოგერიებას; ქვედანაყოფებს, ნაწილებსა და შენაერთებს შორის შუალედებისა და მათი ღია ფლანგების ცეცხლით დაფარვას; კონტრშეტევებისას ჯარების მხარდაჭერას.
საარმიო კორპუსის მიერ თავდაცვითი ბრძოლის წარმოების ხერხები, აშშ სარდლობის აზრით, დამოკიდებულია უწინარეს ყოვლისა თავდაცვაში გადასვლის პირობებსა და მიზნებზე, ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, აგრეთვე მოწინააღმდეგის მიერ შეტევაში გადმოსვლის ხერხებზე.
თავდაცვითი მოქმედებები მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას მოიცავს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას: ღონისძიებებს მოწინააღმდეგის შემოტევის ჩასაშლელად ან შესასუსტებლად წინა ხაზს წინ, თავდაცვითი მოქმედებების წარმოებას თავდაცვის მეწინავე რაიონისა (პირველი ეშელონის დივიზიების თავდაცვის რაიონების) და საბრძოლო მოქმედებათა მთელი ზონის შენარჩუნებისთვის.
აშშ არმიის სარდლობის შეხედულებებით, თავდაცვითი მოქმედებების წარმატებით წარმოების, მოწინააღმდეგს შემოტევის ჩაშლის ან დასუსტების მიზნით, ჯერ კიდევ თავდაცვის წინა კიდესთან მის გამოსვლამდე, გაითვალისწინება დაზიანების მიყენება მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფებისათვის შორეულ მოსადგომებზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოება უზრუნველყოფის ზოლში, კონტრმომზადების ჩატარება და დამსწრები დარტყმების მიყენება ჯარების გასვლით თავდაცვის წინა კიდის იქით.
მოწინააღმდეგისათვის დაზიანების მიყენება იწყება მხარდამჭერი ავიაციის მოქმედების ზონაში მისი შემოსვლის მომენტიდან. საცეცხლე დარტყმების ძლიერება გაიზრდება თავდაცვის მეწინავე რაიონთან მოწინააღმდეგის მოახლოებასთან ერთად საარმიო კორპუსის განკარგულებაში არსებულ საცეცხლე საშალებათა თანამიმდევრულად მოქმედებაში შეყვანის ხარჯზე, და მაქსიმუმს მიაღწევს წინა ხაზე შემოტევის მოგერიებისას.
მასობრივი დაზიანების იარაღის ყველაზე უფრო ეფექტური გამოყენებისთვის ბირთვული დარყმები რეკომენდირებულია მიეყენებოდეს წინასწარ დასახულ (დაგეგმილ) რაიონებზე, რომლებიც შეირჩევა მოწინააღმდეგის ძირითადი დაჯგუფების შემოტევის სავარაუდო მიმართულებებზე, და პირველ რიგში მისი მთავარი დარტყმის სავარაუდო მიმართულებაზე.
მოწინააღმდეგის ჯარების მოსვლასთან ერთად იზრდება კორპუსის საცეცხლე შესაძლებლობები პირველი ეშელონს დივიზიების საშტატო და მიცემული საველე არტილარიის ხარჯზე. მაგრამ ითვლება, რომ მოცემულ ეტაპზე დაზიანების ამ საშუალებათა გამოყენება ვერ იქონიებს გადამწყვეტ გავლენას შემომტევი დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობის დასუსტებაზე, არამად მხოლოდ შეაყოვნებს მის წინგამოსვლას და გაუძნელებს ორგანიზებულ გაშლასა და სვლიდან შეტევაზე გადმოსვლას.
უზრუნველყოფის ზოლში საბრძოლო მოქმედებების წარმოება გაითვალისწინება დაფარვის ჯარებით, რომლებიც ხსნიან ცეცხლს მაქსიმალური დისტანციებიდან და აკავებენ მოიწინააღმდეგეს არტილერიის, ნაღმსატყორცნების, ტანკების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების (ტსმრჭ) ცეცხლით, აგრეთვე მიეყენება დარტყმები ტაქტიკური ავიაციით, საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებით. მოწინააღმდეგე იძულებული შეიქნება დროზე ადრე დაიწყოს შემოტევისათვის გაშლა.
მოწინააღმდეგის შეტევაზე გადმოსვლის შემდეგ დაფარვის ჯარები, იყენებენ რა ნაღმ-ასაფეთქებელ ღობურებს, მათ შორის ბირთვულ ფუგასებსაც, აწარმოებენ შემკავებელ მოქმედებებს და ატარებენ კონტრშეტევებს ძირითად და შუალედურ პოზიციებზე, ისწრაფვიან მიაყენონ მოწინააღმდეგეს მაქსიმალური დანაკარგები, შეაჩერონ და დეზორგანიზაცია მოუხდინონ მის შემოტევას, შეიყვანონ შეცდომაში თავდაცვის მეწინავე რაიონის განლაგებასთან მიმართებით.
შემკავებელი მოქმედებები უზრუნველყოფის ზოლში ხასიათდება მაღალი ძვრადობითა და სწრაფმდინარებით, თავდაცვის მანევრული და პოზიციური ფორმების შეხამებით, რაც, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, აიძულებს მოინააღმდეგეს არაერთხელ დაიკავოს შემოტევისათვის საწყისი მდგომარეობა და მუდმივად იმყოფებოდეს გაურკვევლობაში თავდამცავი ჯარების მოქმედებებთან მიმართებაში. შემკავებელი მოქმედებების წარმოებისას დაფარვის ჯარები თანამიმდევრობით დაიხევენ უკან ერთი მიჯნიდან მეორეზე, შეაკავებენ შემომტევს და მოქანცავენ მის ძალებს. აქ ფართო გამოყენებას ჰპოვებენ აერომობილური ქვედანაყოფები (ნაწილები), რომლებიც აწარმოებენ დაზვერვას, შეინარჩუნებენ გზათა კვანძებს, ხიდებს, უღელტეხილებს, ხეობებსა და დეფილეებს, საცეცხლე დარტყმებს მიაყენებენ სატანკო დაჯგუფებებს. რეკომენდირებულია ასევე აქტიურად იყენებდნენ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს დაზვერვის წარმოებისათვის მოწინააღმდეგის შემოტევის შესაძლო მიმართულებებზე და იმ ობიქეტების (მიზნებისა), რომლებზედაც იგეგმება ბირთვული დარტყმების მიყენება.
დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათ ამოცანაზე, შემადგენლობაზე, მხარეთა ძალებისა და საშუალებების თანაფარდობაზე, ადგილმდებარეობის ხასიათზე. ყველა შემთხვევაში ძირითადი მიზანია – რაც შეიძლება მეტად აკავებდნენ მოწინააღმდეგის გამოსვლას თავდამცავი ჯარების მთავარ ძალაებთან. მოწინააღმეგის მიერ საერთო დაცვის პოზიციებთან გამოსვლის შემდეგ დაფარვის ჯარები გამოიყვანებიან რეზერვში და იკავებენ მათთვის დანიშნულ რაიონს. საერთო და საბრძოლო დაცვის მოქმედებები დაფარვის ჯარების მოქმედებათა ანალოგიურია.
საზღვარგარეთულ პრესაში აღინიშნება, რომ რაც უფრო შორს წარმოებს ბრძოლა წინა კიდიდან, მით უფრო ხელსაყრელია თავდაცვაში მყოფთათვის. რაც უფრო შორს თავდაცვის სიღრმეში შემოსვლის ნებას აძლევენ მოწინააღმდეგეს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდება მას მოქმედებაში ახალი ძალების შემოყვანისა და გარღვევის გაფართოებისათვის, მით უფრო რთულია საარმიო კორპუსისთვის ინარჩუნებდეს ურთიერთმოქმედებას მეზობელ შენაერთებთან, მათ შორის ნატო-ს ბლოკში მოკავშირეებთან.
თავდაცვის მეწინავე რაიონის წინა კიდესთან მოწინააღმდეგის გამოსვლის შემდეგ შეიძლება ტარდებოდეს კონტრმომზადება და წინა კიდის წინ დარტყმა.
კონტრმომზადებას, როგორც სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, ორგანიზებას უკეთებს კორპუსის მეთაურობა და ის ხორციელდება პირველი ეშელონის შენაერთების ყველა სახეობის იარაღისა და ტაქტიკური ავიაციის ცეცხლით (მოკლე და მძლავრი დარტყმებით დასახულ ობიექტებსა და მიზნებზე) მოწინააღმდეგის ჯარებზე, რომელიც იკავებს ან უკვე დაიკავა საწყისი მდგომარეობა შემოტევისათვის. კონტრმომზადებაში მონაწილეობს მხოლოდ ის არტილერია, რომელიც განლაგებულია მოცემულ მიმართულებაზე. სხვა მიმართულებებიდან მისი გადმოსროლა ჩვეულებრივ არ გაითვალისწინება. ცალკეულ შემთხვევებში ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას კორპუსის მეორე ეშელონის (რეზერვის) დივიზიის არტილერია და ნაღმსატყორცნები.
ავიაცია ამ დროს დარტყმებს მიაყენებს იმ ობიექტებს, რომლებზედაც არტილერიას არ შეუძლია ცეცხლის წარმოება: ჯარების თავმოყრის რაიონები, მართვის პუნქტები, ბირთვული თავდასხმის საშუალებანი, საარმიო და ტაქტიკური ავიაციის ბაზირების აეროდრომები და ზურგის უმნიშვნელოვანესი ობიექტები.
თუ შემომტევი ჯარები არ შექმნიან სახმელეთო ჯარების მსხვილ დაჯგუფებებს შეზღუდულ ფართობებზე, არამედ თავიანთ შენაერთებსა და ნაწილებს განწერტავენ ფრონტსა და სიღრმეში, მაშინ კონტრმომზადება შეიძლება არც ჩატარდეს. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მოწინააღმდეგის ჯარებს მიეყენოს რიგი თანამიმდევრული დარტყმებისა მათი აღმოჩენის და მიხედვით.
კონტრმომზადების კვალდაკვალ, როგორც ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, შეიძლება მიყენებულ იქნას დამსწრები დარტყმა თავდაცვის წინა ხაზთან შემომტევი ჯარების გამოსვლასთან ერთად, რათა დაასრულონ მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის განადგურება და დაიპყრონ მომგებიანი რაიონები და მიჯნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელსაყრელ პირობებს შეტევაში გადასასვლელად ან მოწინააღმდეგისთვის თავდაცვის რაიონზე თვალყურის დევნების შესაძლებლობების წასართმევად. ასეთი დარტყმის მიყენებისათვის ძირითადად გამოყენებულ იქნება კორპუსის რეზერვი (მეორე ეშელონი). ამასთან მეორე ეშელონის (რეზერვის) დივიზიის დარტყმა მიეყენება ჩვეულებრივ სვლიდან (მის მიერ თავდაცვის სიღრმეში დაკავებული რაიონიდან) დამოუკიდებლად ან პირველი ეშელონის დივიზიების ნაწილებთან ერთობლივად.
ითვლება, რომ კონტრმომზადება და ყველა სხვა ღინისძიება მოწინააღმდეგის შემოტევის ჩაშლისა და მისი დარტყმის შესუსტებისათვის არ შეიძლება ყოველთვის იყოს იმდენად ეფექტური, რომ მოწინააღმდეგემ უარი თქვას შემოტევაზე. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ კორპუსის ჯარები მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ შემოტევის მოგერიებისთვის.
ბრძოლა თავდაცვის მეწინავე რაიონის შესანარჩუნებლად ითვლება კორპუსის თავდაცვითი მოქმედებების ყველაზე უფრო დაძაბულ და საპასუხისმგებლო პერიოდად. პირველი ეშელონის დივიზიების ამოცანა ამ ეტაპზე იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ძალებითა და საშუალებებით აყენებდნენ მოწინააღმდეგეს მაქსიმალურ დანაკარგებს და რაც შეიძლება უფრო დიდხანს ინარჩუნებდნენ თავდაცვის მეწინავე მიჯნას. თუ მისი შენარჩუნება შეუძლებელია და ბრძოლა თავდაცვის რაიონის სიღრმეში ინაცვლებს, მაშინ ხელსაყრელი პირობებისას შეიძლება ტარდებოდეს კონტრშეტევები დივიზიების რეზერვებით.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონტრშეტევების ჩატარებას კორპუსის მეორე ეშელონით (რეზრვით), როგორც თავდაცვის გადამწყვეტ ეტაპს. ძირითადი მიზანი ამ დროს არის – თავდაცვაში სოლის სახით შემოჭრილი მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურება, დაკარგული მდგომარეობის აღდგენა ან შეტევაზე გადასასვლელად პირობების შექმნა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი დამოკიდებული იქნება გამოყენებულ ძალებსა და საშუალებებზე, აგრეთვე შექმნილ ვითარებაზე.
მოწინააღმდეგის საბოლოოდ განადგურებისთვის ამ პირობებში რეკომენდირებულია თავიდან აყენებდნენ მას მასირებულ დარტყმებს ბირთვული, ქიმიური იარაღით, არტილერიითა და ავიაციით, ხოლო შემდეგ კი ატარებდნენ კონტრშეტევას მეორე ეშელონით (რეზერვით).
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, კონტრშტევა მეორე ეშელონით (რეზერვით) მიზანშეწონილია ტარდებოდეს მაშინ, როცა მოწინააღმდეგის დამრტყმელი დაჯგუფება მნიშვნელოვნადაა შესუსტებული, მისი უახლოესი რეზერვები გახარჯული (ამოწურული), შემოტევა შეჩერებულია ან შენელებული და შემომტევმა ნაწილებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს მიღწეულ მიჯნებზე გამაგრება. კონტრშეტევა კორპუსის რეზერვებით (მეორე ეშლონით) შეიძლება ტარდებოდეს პირველი ეშელონის დივიზიების რეზერვებთან ერთობლივად.
კონტრშტევის დაგეგმვისას გაითვალისწინება რამდენიმე შესაძლო მიმართულება და გაშლის მიჯნა, ბირთვული დარტყმების მიყენების რაიონი, აგრეთვე იგეგმება საბრძოლო უზრუნველყოფის ზომებიც.
დიდი ყურადღება ეთმობა კონტრშეტევის საინჟინრო უზრუნველყოფას. აშშ სარდლობის შეხედულებებით, იგი მოიცავს: ჯარების წინ გამოსვლისათვის მარშრუტების მომზადებას, გაშლის მიჯნების აღჭურვას და კონტრშეტევის ჩამტარებელი ჯარების ფლანგებზე ღობურების მოწყობას. თითოეულ დივიზიაზე გაითვალისწინება მოეწყოს არანაკლებ სამი-ოთხი მარშრუტის და გაშლის ორი მიჯნისა თითოეულ მარშრუტზე. მარშრუტების რაოდენობის მიხედვით შენაერთების წინგამოსვლა შეიძლება ხორციელდებოდეს საბრიგადო ან საბატალიონო კოლონებში ორ ეშლონად.
დაკავებული რაიონიდან გაშლის მიჯნაზე კორპუსის მეორე ეშლონის წინგამოსვლის დასაწყისი და ტემპი რეკომენდირებულია იგებოდეს ისეთი ანგარიშით, რომ ბირთვული დარტყმის მიყენების მომენტისათვის მისმა შენაერთებმა დაასრულონ მითითებულ მიჯნაზე გაშლა. კონტრშეტევის ჩამტარებელ დივიზიას ჩვეულებრივ ესმება ამოცანა შეუტიოს 15 – 20 კმ ზოლში, თავს მოუყრის რა ძირითად ძალისხმევას ფრონტის ვიწრო უბანზე – 8 კმ-მდე. მისი ამოცანაა – გაანადგუროს მოწინააღმდეგის შემოჭრილი ჯარები თავის ზოლში და სხვა შენაერთებთან ურთიერთმოქმედებით აღადგინოს თავდაცვის თავდაპირველი მდგომარეობა. იმავდროულად გაითვალისწინება მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებაში მყოფი დივიზიების კონტრშტევაზე გადასვლაც.
თავდაცვითი მოქმედებების წარმოების მსვლელობისას, როგორც საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნება, ფართო გამოყენებას ჰპოვებენ აერომობილური ნაწილები (ქვედანაყოფები), განსაკუთრებით კი საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენები, რომლებიც დარტყმებს მიაყენებენ მოწინააღმდეგის ყველაზე უფრო აქტიურ დაჯგუფებებს, წინ აღუდგებიან მათ წინსვლას.
თუ ორპუსის მეორე ეშელონით (რეზერვით) ჩატარებული კონტრშეტევის შედეგად მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა, მაშინ კორპუსის შემდგომი საბრძოლო მოქმედებების ხასიათი დამოკიდებული იქნება კონკრეტულად შექმნილ ვითარებაზე. კერძოდ, შეიძლება ჩატარებულ იქნას ძალებისა და საშუალებათა გადაჯგუფება შეტევისათვის ან შეიქმნას ახალი თავდაცვითი დაჯგუფება.
იმ შემთხვევაში, როცა კონტრშეტევას არ ჰქონია წარმატება, კორპუსისათვის რეკომენდირებულია იყენებდეს მთელ თავის ძალებსა და საშუალებებს სოლისებურად შემოჭრილი მოწინააღმდეგის ბლოკირებისა და ბრძოლაში არმიათა ჯგუფის რეზერვების შემოყვანისათვის პირობების უზრუნველსაყოფად.
ასეთია აშშ სარდლობის შეხედულებები თავდაცვის წარმოებაზე საარმიო კორპუსის მიერ.
.
გამოყენებული წყარო
შესაბამისი წერილი ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1977, № 8.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment