Monday, November 2, 2026

საბრძოლო მოქმედებები უზრუნველყოფის ზოლში

აშშ არმიის სარდლობა თავდაცვას განიხილავს როგორც საბრძოლო მოქმედებათა ერთ-ერთ ძირითად სახეობას, რომელიც წარმოებს შემომტევი მოწინააღმდეგის გაჩერებისა და განადგურების, თავისი ჯარებისათვის გადამწყვეტ შეტევაზე გადასასვლელად პირობების შექმნის მიზნით. აშშ არმიაში თავდაცვის მთავარ ელემენტებად მიღებულია ითვლებოდეს უზრუნველყოფის ზოლი, ძირითადი და ზურგის რაიონები. ამასთან უზრუნველყოფის ზოლს მის ზედმიწევნით გაგებაში ამერიკელი თეორეტიკოსები უწოდებენ „დაფარვის ჯარების მოქმედებათა რაიონს“, რითაც აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ თავდაცვის მთელი ზოლი შედგება საერთო თავდაცვითი ამოცანის შესრულებისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი სამი თანაბრად ფასეული რაიონისაგან. 

როგორც საზღვარგარეთულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებიან, უზრუნველყოფის ზოლი იქმნება მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას. ის იწყება თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა კიდიდან და ვრცელდება მოწინააღმდეგესთან შეხების, სახელმწიფო საზღვრის ან საწყისი შემკავებელი პოზიციის მიჯნამდე. მისი სიღრმე ვითარების და მიხედვით შეიძლება მერყეობდეს 15-დან 50 კმ-მდე (ზოგჯერ მეტადაც). ეს საკმარისია, რათა მიეცეს თავის ჯარებს შესაძლებლობა გამოავლინონ მოწინააღმდეგის განზრახვა და შესაბამისად შეაფასონ ვითარება. 

ითვლება, რომ უზრუნველყოფის ზოლის აღჭურვა, გამოყოფადი დაფარვის ჯარების რაოდენობა და მასში წარმოებადი საბრძოლო მოქმედებების ხასიათი მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული თავდაცვის სახეობაზე. ყველაზე უფრო მძლავრი უზრუნველყოფის ზოლის შექმნას ამერიკელი სპეციალისტები ითვალისწინებენ ე. წ. „აქტიურ თავდაცვაში“, რომელიც მათ მიერ განიხილება როგორც თანამედროვე პირობებში თავდაცვითი ბრძოლის ყველაზე უფრო სავარაუდო (შესაძლო) სახეობა (იხ. ნახატი). 

დაფარვის ჯარებში ჩვეულებრივ გამოიყოფა მაღალი ძვრადობის მქონე ჯავშანსატანკო, მექანიზებული და სადაზვერვო ნაწილები და ქვედანაყოფები: კორპუსიდან – ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, პირველი ეშელონის დივიზიიდან – სადაზვერვო ბატალიონი, თითოეული ბრიგადიდან – ერთი-ორი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (უფრო ხშირად სატანკო). ამრიგად მათ შემადგენლობაში დივიზიის მოქმედების ზოლში შეიძლება იმყოფებოდეს ოთხი-ექვსი საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფი, რომელთაგან თითოეული იკავებს მისთვის მითითებულ საბრძოლო მოქმედებათა რაიონს სიგანით 8 კმ-მდე და სიღრმით 10 კმ-მდე. 

როგორც წესდებებში აღინიშნება, დაფარვის ჯარებს ეკისრებათ შემდეგი ამოცანები: დროულად გამოავლინონ მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფება, აიძულონ იგი გამოამჟღავნოს თავისი ჩანაფიქრი და მთავარი დარტყმის მიმართულება, რაც მიიღწევა მეწინავე ნაწილებითა და ქვედანაყოფებით შეუპოვარი წინააღმდეგობის ორგანიზაციის გზით, რათა აიძულონ მოწინააღმდეგე ბრძოლაში შემოიყვანოს მთავარი ძალები; მიაყენონ შემომტევს დანაკარგები ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში, გამოავლინონ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა და, ამ უკანასკნელის მაქსიმალურად დაზიანებით, აიძულონ მოწინააღმდეგე იმოქმედოს თანმხლები საზენიტო დაფარვის გარეშე; შეცდომაში შეიყვანონ მოწინააღმდეგე პირველი ეშელონის დივიზიების თავდაცვის წინა (მეწინავე) კიდის ჭეშმარიტ განლაგებასთან, საბრძოლო შემადგენლობასთან, თავდაცვის ძირითად რაიონში თავდამცავი ჯარების დაჯგუფებასა და მდგომარეობასთან მიმართებაში; შეაკავონ მოწინააღმდეგე, რათა თავიანთ მთავარ ძალებს ჰქონდეთ აუცილებელი დრო წინ გამოსვლის, გაშლის, მომგებიან (ხელსაყრელ) მიჯნებზე თავდაცვის დაკავებისა და აუცილებელი მანევრის ჩატარებისათვის. 

მითითებული ამოცანების შესასრულებლად დაფარვის ჯარები საკმარისად ძლიერდება ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით, საველე არტილერიით, საჰაერო თავდაცვისა (ჰთ) და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებებით, საინჟინრო ჯარებით, საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენებით. მათი მოქმედებები შეიძლება მხარდაჭერილ იქნას არტილერიის ცეცხლით თავდაცვის ძირითადი რაიონიდან და ტაქტიკური ავიაციის დარტყმებითაც. 

საველე არტილერია ეძლევა დაფარვის ჯარებს საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფზე 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ერთი დივიზიონის ანგარიშით. გარდა ამისა, ამ ჰაუბიცების ცეცხლის გაძლიერებისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების, ხოლო ზოგჯერ კი 175-მმ თვითმავალი ზარბაზნების დივიზიონები (როგორც წესი, ერთი დივიზიონი 155-მმ ჰაუბიცების სამ დივიზიონზე). მთელი ეს საარტილერიო საშუალებანი განკუთვნილია საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობის ზონის გარეთ განლაგებული მოწინააღმდეგის ჩასახშობად, ღობურების სისტემის დასაფარავად, კონტრბატარეული ბრძოლის საწარმოებლად და საჰაერო თავდაცვის საშუალებათა ჩასახშობად. 

აშშ არმიის წესდებები რეკომენდაციას იძლევიან ბრძოლის პერიოდისათვის იქმნებოდეს საველე არტილერიის დროებითი ფორმირებანი (მაგალითად, ბრიგადები), რომელთა ქვედანაყოფებიც ცეცხლით დაუჭერენ მხარს დაფარვის ჯარებს. მიზანშეწონილად ითვლება საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს მხარს უჭერდნენ სხვადასხვა კალიბრის არტილერიით, რისთვისაც იქმნება ე. წ. „შერეული დივიზიონები“. მაგალითად, ასეთი დივიზიონის შემადგენლობაში შეიძლება იყოს 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ორი და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ერთი ბატარეა. 

საველე არტილერია ისე იშლება უზრუნველყოფის ზოლში, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს ცეცხლი იმ მიზნებზე, რომელთაც აღმოაჩენენ დაფარვის ჯარები. ადგილმდებარეობის ხასიათისა და ცეცხლის წარმოების სიშორის მიხედვით საცეცხლე პოზიციები ჩვეულებრივ ეწყობა (აღიჭურვება) 3–6 კმ დაშორებაზე საწყისი შემკავებელი პოზიციის წინა კიდიდან. ასეთივე პრინციპით დაისახება არტილერიის განლაგების სათადარიგო რაიონები მომდევნო შემკავებელი პოზიციების მხარდასაჭერად. დივიზიონის ბატარეები იმყოფებიან 2–5 კმ დაშორებაზე ერთი-მეორისაგან და პოზიციების ცვლილებას ახორციელებენ, როგორც წესი, მონაცვლეობით (მორიგეობით). 

უზრუნველყოფის ზოლს საჰაერო მოწინააღმდეგისაგან იფარავენ თვითმავალ საზენიტო დანადგარ (თზდ) „ვულკანის“ ოცეულები დივიზიის „ჩაპარელ-ვულკანის“ საზენიტო დივიზიონის შემადგენლობიდან, საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) „ჩაპარელი“ გამოყენება დაფარვის ჯარებთან ერთობლივი მოქმედებებისათვის არ არის რეკომენდირებული. სულ უზრუნველყოფის ზოლში შეიძლება გამოყოფილ იქნას თზდ „ვულკანის“ ბატარეამდე, რომელიც ნაწილდება და მოქმედებს ოცეულებად, ან კიდევ ცალკეულ დანადგარებად. ამ საშუალებათა ძირითადი ამოცანაა მოწინააღმდეგის ვერტმფრენების, განსაკუთრებით ტანკსაწინააღმდეგოსი, და უპილოტო სადაზვერვო საშუალებების განადგურება. 

დაფარვის ჯარებისათვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად მათი მოქმედების ზოლში გამოიყენება ტაქტიკური ავიაცია, რომელიც დღეღამეში ასრულებს 40-მდე თვითმფრინავ-გაფრენას. იგი დარტყმებს აყენებს მოწინააღმდეგის მეორე ეშელონებს, მისი ტანკების შეჯგუფებებს, საჰაერო თავდაცვისა და რადიო-კონტრზომების (რადიოწინააღმდეგობის) საშუალებებს, მართვადი რაკეტების, არტილერიისა და ნაღმსატყორცნების პოზიციებს, სამეთაურო პუნქტებსა და სხვა ობიექტებს. 

დიდ ყურადღებას უთმობს რა ტანკებთან და სხვა მოჯავშნულ მიზნებთან ბრძოლას, აშშ არმიის სარდლობა ითვალისწინებს უზრუნველყოფის ზოლში იყენებდეს საარმიო კორპუსის ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენების ბრიგადას. მიზანშეწონილად ითვლება მისი ქვედანაყოფების გამოყენება ჯარების გაძლიერებისთვის, ან კიდევ მთელი უზრუნველყოფის ზოლის ან მისი ნაწილის დამოუკიდებლად დასაფარავად. 

პირველ შემთხვევაში იგი მთლიანად ან ნაწილობრივ მიეცემა ჯავშანსაკავალერიო პოლკს. ამასთან მისი ტანკსწინააღმდეგო ვერტმფრენების ბატალიონებს თავს უყრიან უზრუნველყოფის ზოლში უშალოდ წინა კიდის წინ ან მაშინვე მის უკან (თავდაცვის ძირითად რაიონში) იმ მიმართულებების სიახლოვეს, რომლებზედაც იგეგმება მათი გამოყენება. როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, ფრენებისთვის ხელსაყრელი პირობების დროს ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენების ქვედანაყოფები 50 %-ით ამაღლებენ დაფარვის ჯარების მოქმედებათა ეფექტურობას. 

თუ უზრუნველყოფის ზოლს აქვს მნიშვნელოვანი სიგანე, ხოლო ჯარებს კი მისი მთლიანად დაფარვა არ შეუძლიათ, მაშინ ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენების ბრიგადას შესაძლოა დაესვას ამოცანა დაიფაროს უზრუნველყოფის ზოლის ნაწილი. ზოგიერთ შემთხვევაში, და განსაკუთრებით კი ჯარების უკმარისობისას, მან შეიძლება მიიღოს პრაქტიკულად მთელი უზრუნველყოფის ზოლის დაფარვის ამოცანაც. 

უზრუნველყოფის ზოლის საინჟინრო აღჭურვა (მოწყობა) მოიცავს ღობურების შექმნას მოწინააღმდეგის სავარაუდო შემოტევის გზებზე და მისი შესაძლო თავმოყრისა და გაშლის რაიონებში, აგრეთვე პირადი შემადგენლობისა და შეიარაღებისათვის სანგრების მოწყობას დაფარვის ჯარებით დაკავებულ პოზიციებზე. ამ ჯარების პირადი შემადგენლობისთვის აუცილებელი დახმარების აღმოსაჩენად და ყველაზე უფრო შრომატევადი საინჟინრო სამუშაოების შესრულებისათვის რეკომენდირებულია გამოიყოფოდეს მესანგრეთა ორ ასეულამდე (თითოეულ საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფზე უნდა მოდიოდეს მესანგრეთა ოცეულამდე). 

დაფარვის ჯარები მესანგრეთა ქვედანაყოფებთან ერთობლივად უზრუნველყოფის ზოლში ამზადებენ და აწყობენ (აღჭურავენ) შემკავებელ პოზიციებს, რომლებიც ერთი-მეორისგან განლაგებულია 8–10 კმ დაშორებით. როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, ასეთი მანძილი საკმარისია, რათა დააგდონ მოწინააღმდეგის შემოტევის ტემპი, აიძულონ იგი შეცვალოს არტილერიის საცეცხლე პოზიციები, მიაყენონ მას დანაკარგები ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში. აუცილებელი დროის არსებობისას ეს პოზიციები შეიძლება აღიჭურვებოდეს საინჟინრო მიმართებით და ძლიერდებოდეს სხვადასხვა გვარი ღობურებით. 

დაფარვის ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები პოზიციებს იკავებენ კორპუსის მეთაურის მითითების თანახმად. ამასთან მოწინააღმდეგის მთავარი დარტყმის შესაძლო მიმართულებაზე განლაგებლი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები ღებულობენ უფრო ვიწრო თავდაცვის ზოლს და მხარდამჭერი ძალებისა და საშუალებათა უფრო მეტ რაოდენობას. თუ ბრძოლის მსვლელობისას ნათელი გახდება, რომ მოწინააღმდეგე უტევს სხვა მიმართულებაზე, მაშინ გაითვალისწინება ქვედანაყოფებით მანევრის შესრულება ჯართა აუცილებელი დაჯგუფების შექმნის მიზნით, რომელიც მაქსიმალურ წინააღმდეგობას გაუწევს შემომტევ ნაწილებს. 

საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივობა თითოელ პოზიციაზე, როგორც სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, დამოკიდებული იქნება ძირითადად შექმნილ ვითარებასა და ბრძოლის საერთო (ზოგად) ჩანაფიქრზე, თუმცა წესდებებში აღინიშნება კიდეც, რომ ის განისაზღვრება კორპუსის მეთაურის მიერ. უკანასკნელ წლებში ჩატარებული სწავლებების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დაფარვის ჯარები უზრუნველყოფის ზოლში შეიძლება მოქმედებდნენ რამდენიმე დღეღამის განმავლობაში, თანდათანობით დატოვებენ რა თავიანთ პოზიციებს და მოქანცავენ მოწინააღმდეგის შემომტევ ჯარებს. მაგალითად, 1979 წლის დასასწისში ჩატარებულ სწავლებაზე „სერთენ სენთინელი“ კორპუსის დაფარვის ჯარები მოწინააღმდეგეს აკავებდნენ ორი დღეღამის განმავლობაში 90 კმ სიგანის ზოლში. 

უზრუნველყოფის ზოლში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ასეთი ხანგრძლივობა, სპეციალისტების აზრით, იმისთვისაა აუცილებელი, რათა გადაწყდეს ის ამოცანები, რომლებიც ეკისრება დაფარვის ჯარებს, და საკმარისად დანამდვილებით (სარწმუნოდ) განისაზღვროს მთავარი დარტყმის მიმართულება. 

საბრძოლო მოქმედებები უზრუნველყოფის ზოლში რეკომენდირებულია იწარმოებოდეს აქტიურად და ისეთნაირად, რომ მოწინააღმდეგე იძულებული იყოს გაიშალოს საბრძოლო რიგებში მისი მთავარი ძალების მოსვლამდე თავდაცვის ძირითადი ხაზის წინა კიდესთან. ტანკებისა და სხვა მოჯავშნული მიზნების ეფექტურად დაზიანებისთვის მიზანშეწონილია იყენებდნენ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა ეშელონირებას. როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობენ, მოწინააღმდეგის წინგამომავალ დაჯგუფებებს თავიდან საცეცხლე დარტყმებს აყენებენ არტილერია და ნაღმსატყორცნები, რომლებიც ცეცხლს აწარმოებენ მაქსიმალურ სიშორეზე. დაფარვის ჯარების პირველ პოზიცასთან მოახლოებისას დასაბუთებულად ითვლება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ /სროლის სიშორეა 3000 მ-მდე/), შემდეგ კი სხვა საშუალებათა გამოყენებაც (უუკუცემო ქვემეხები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები). ასევე ტანკებთან ბრძოლისათვის აქტიურად გამოიყენება ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. 

პირველი პოზიციის თავდაცვის საბატალიონო რაიონებში მოწინააღმდეგის სოლისებურად შემოჭრისას აქ მყოფი ჯარები უკან იხევენ სხვა პოზიციებზე. მათი უკანდახევა დაიფარება არტილერიისა და ნაღმსატყორცნების ცეცხლით, ტაქტიკური ავიაციის დარტყმებით, ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენებისა და სხვა საშუალებათა გამოყენებით. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რათა აიძულონ მოწინააღმდეგე შეანელოს წინ გამოსვლა. ამავდროულად ტარდება საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების მანევრი მოწინააღმდეგის მიერ ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებაზე. ამერიკულ წესდებებში აღინიშნება, რომ მეთაურის ხელოვნება მდგომარეობს უნარში უკანდახევისას ამოირჩიოს ისეთი მომენტი, როდესაც მოწინააღმდეგემ დაიწყო ძალებისა და საშუალებათა დაჯგუფების შექმნა თავდამცავთა განადგურების ან ღრმა შემოვლის მიზნით და არ გააჩნია შესაძლებლობა უარი თქვას მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სწორედ ეს მომენტი ითვლება ყველაზე უფრო ხელსაყრელად მოწინააღმდეგისათვის მასირებული დარტყმების მიყენების მიზნით. 

თუ ვითარება მოითხოვს შემოტევის შეკავებას განსაზღვრული დროის განმავლობაში, მაშინ დაფარვის ჯარების ნაწილი (როგორც წესი, საასეულო ან საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი) იკავებს ტაქტიკური თვალსაზრისით მომგებიან ადგილმდებარეობის რომელიმე უბანს ან ობიექტს (ხიდი, სიმაღლე, უღელტეხილი და ა. შ.) და ინარჩუნებს მას დანაკარგების მიუხედავად. დანარჩენი ჯარები, ამ დროს, შემკავებელი მოქმედებების წარმოებით იხევენ უკან. 

ჯარების მოქმედებათა მსგავსი ტაქტიკა, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, აიძულებს მოწინააღმდეგეს ახლოს მოჰყავდეს არილერია, ატარებდეს ძალებისა და საშუალებათა გადაჯგუფებას მთავარი დარტყმის მოსაყენებლად და ამით აჩვენებდეს, თუ როგორი ძალები გააჩნია მას და სად აქვს განზრახული შემოტევა. 

დაფარვის ჯარების მიერ ურთიერთმოქმედების მიჯნის მიღწევის შემდეგ, რომელიც თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა კიდიდან 9–16 კმ დაშორებაზე იმყოფება, ისინი მთლიანად გადაექვემდებარებიან პირველი ეშელონის იმ ბრიგადების მეთაურებს, რომელთა ზოლშიც აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს მიუხედავად იმისა, თუ ვინ მეთაურობდა მათ ბრძოლის მსვლელობისას. 

აშშ არმიის სარდლობის აზრით, ბრძოლის ასეთი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მომენტის დროს მართვის დაუბრკოლებლად გადაცემის უზრუნველყოფისთვის წინასწარ ხდება ურთიერთმოქმედებისა და კავშირგაბმულობის ორგანიზაცია. ბრიგადების მეთაურები იღებენ მართვის ზრუნველყოფის ზომებს ურთიერთმოქმედების მიჯნების, ჯარების შეხებისა და თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა კიდეში შემოსვლის პუნქტების დანიშვნის გზით. 

შემდგომში, შევლენ რა პირველი ეშელონის ბრიგადების განკარგულებაში, დაფარვის ჯარების საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები იქცევიან ისე, როგორც მათ მიუთითებენ შესაბამისი ბრიგადების მეთაურები. მათ შეიძლება გააგრძელონ თავდაცვა, აწარმოონ შემკავებელი მოქმედებები ან უკან დაიხიონ, სანამდე არ მოიყვანენ მოწინააღმდეგეს თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა კიდეზე მყოფ ჯარებთან. 

ამერიკელი თეორეტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოწინააღმდეგის „გადაცემის“ საკითხს თავდაცვის ძირითად რაიონში მყოფი ჯარების ზემოქმედების ქვეშ. ერთ-ერთი რეკომენდირებული ხერხია ე. წ. „საფეხურეობრივი“, რომლის დროსაც დაფარვის ჯარების ძირითადი ძალისხმევის თავმოყრა ხდება მთავარი დარტყმის გარკვეულ მიმართულებაზე მოქმედი მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფების წინააღმდეგ. ამავდროულად დამხმარე მიმართულებაზე დაფარვის ჯარები იხევენ წინა კიდის უკან, აძლევენ რა შესაძლებლობას პირველი ეშელონის ჯარებს უკანდახეულ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედებით დარტყმა მიაყენონ ფლანგში მოწინააღმდეგის ძირითად დაჯგუფებას, დანაკარგები მიაყენონ მას ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში, დააგდონ მისი შემოტევის ტემპი და ამით შექმნან პირობები მისი განადგურებისა და თავიანთი ჯარების შეტევაზე გადასვლისათვის. 

მოწინააღმდეგის „გადაცემის“ მეორე ხერხი მდგომარეობს დაფარვის ჯარების ერთდროულ გამოსვლაში წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე თავდაცვის ძირითად რაიონში, სადაც ისინი მოქმედებენ იმ მეთაურის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელთანაც არიან გადაქვემდებარებული. 

მოქმედებათა შეთანხმებულობისათვის კორპუსისგან გამოყოფილი დაფარვის ჯარების მართვა შეიძლება ხორციელდებოდეს ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკის შტაბის, ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენების ბრიგადის შტაბის ან კიდევ კორპუსის მეთაურისაგან საამისოდ სპეციალურად დანიშნული ორგანოს მეშვეობით. დივიზიიდან დაფარვის ჯარების მართვას ორგანიზებას უკეთებს დივიზიის მეთაური, მყოფი მეწინვე საკომანდო პუნქტზე, ან მისი მოადგილე შტაბის შემადგენლობიდან ოპერატიული ჯგუფით, ხოლო ზოგჯერ კი პირველი ეშელონის ბრიგადების მეთაურები, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაფარვის ჯარების ქვედანაყოფები იქნებიან მათ დაქვემდებარებაში. 

როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ვარადობენ, დაფარვის ჯარების მართვის ორგანო ინიშნება უზრუნველყოფის ზოლის სიგანისა და სიღრმის, ამ ორგანოს ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ჯარებთან კავშირგაბმულობის შენარჩუნების შესაძლებლობებისა და უზრუნველყოფის ზოლში მოქმედი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების რაოდენობის და მიხედვით. ყველაზე უფრო ხშირად მათ მართვას ახორციელებს პირადად დივიზიის მეთაური, რამდენადაც მას სულ თავიდანვე უნდა შეეძლოს თვალყურს ადევნებდეს ბრძოლის მსვლელობის განვითარებას და დროულად ახდენდეს რეაგირებას ვითარების ცვლილებებზე. 

თარგმანი მომზადებული ჟურნალიდან . . . Зарубежное военное обозрение, 1981, № 10. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment