Thursday, November 19, 2026

პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი

(თარგმანი მომზადებულია რუსულენოვანი ვიკიპედიიდან) 

ნაწილი I 

კავკასიის ფრონტი – პირველი მსოფლიო ომის ახლოაღმოსავლურ საომარ მოქმედებათა თეატრის ერთ-ერთი ფრონტი. 

სამოკავშირეო ვალდებულებები ოსმალეთის იმპერიას, გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის ევროპაში ომის შემთხვევაში განსაზღვრული იყო 1914 წლის 20 ივლისის (2 აგვისტოს) გერმანულ-თურქული საიდუმლო შეთანხმებით. არმიისა და ფლოტის გამოცხადებული მობილიზაციის მიხედავად, რომელიც გერმანული სამხედრო მისიის აქტიური თანადგომით ხორციელდებოდა, ოსმალეთის იმპერია რამდენიმე თვის განმავლობაში ახერხებდა ომში ჩაბმისაგან თავი აერიდებინა. რუსეთმა მას ომი მხოლოდ შეიარაღებული პროვოკაციის შემდეგ გამოუცხადა – შავი ზღვის პირას მდებარე რუსეთის პორტებზე თურქული ხომალდების თავდასხმის შემდეგ, რაც 1914 წლის 16 (29) ოქტომბერს მოხდა. 

საბრძოლო მოქმედებების საწყის პერიოდში თურქების ძირითადი ძალა კავკასიის ფრონტზე გახლდათ მე-3 არმია, რომლის რიცხოვნებასაც 150–190 ათასი ადამიანით აფასებენ. გარდა ამისა, იყვნენ ასევე ქურთული ირეგულარული ცხენოსანი ჯარის ფორმირებებიც. რუსეთის მხრიდან კამპანიაში მონაწილეობდა კავკასიის არმია დაახლოებით 170 ათასი ადამიანის რიცხოვნებით. ომის დასკვნით ეტაპზე დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინეს სომეხ მოხალისეთა ფორმირებებმა, რომლებიც როგორც პოლიტიკური პარტიების („დაშნაკცუტიუნისა“ და „გნჩაკის“) ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ისე საერთო-რუსული სახელმწიფოებრიობის მომხრეებისაც. რუსული ჯარების მხარეზე გამოდიოდნენ ასევე იეზიდები და ასირიელთა რაზმები. 

ომის მსვლელობისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ქრისტიანული მოსახლეობის არსებობას (სომხები, ასირიელები), რომლებიც თავიანთ ძირითად მასაში მტრულად იყვნენ თურქული ხელისუფლებისადმი განწყობილი. 

თავდაპირველად ფრონტი მიემართებოდა რუსეთ-თურქეთის საზღვრის გაყოლებით შავი ზღვიდან ვანის ტბის გავლით ურმიის ტბამდე, მაგრამ შემდგომში საბრძოლო მოქმედებები სპარსეთის ტერიტორიაზეც იქნა გავრცელებული. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა მძიმე მთა-გორიანი რელიეფისა და მკაცრი კლიმატის პირობებში, არასაკმარისად განვითარებული კომუნიკაციების მქონე ტერიტორიაზე. 

1914 წლის ბოლოსათვის კავკასიის არმიამ მოახერხა ჩაეშალა ოსმალეთის იმპერიის გეგმები, რომლებიც რუსეთის ამიერკავკასიის დაპყრობაზე იყო მიმართული, და საბრძოლო მოქმედებები თურქეთის ტერიტორიაზე გადაეტანა. ძირითადი როლი ამაში სარიყამიშის ოპერაციამ შეასრულა. ამავე პერიოდში ხდება რუსული, თურქული და ანგლო-ინდური საჯარისო ფორმირებების შეჭრა სპარსეთის ტერიტორიაზე. 

1915 წელს რუსულმა არმიამ მოახერხა წინ წასულიყო თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, რითაც განიმტკიცა თავისი მდგომარეობა კავკასიის ფრონტზე. ძირითადი ბრძოლები ხდებოდა ვანის ტბასთან, მანციკერტთან, ალაშკერტთან და ქჲოფრიქეისთან. 

1916 წლის საომარ მოქმედებებს შედეგად მოჰყვა რუსული ჯარების შემდგომი წინსვლა ოსმალური ტერიტორიის სიღრმეში, რომელსაც თან მსხვილი ქალაქების: არზრუმის, ვანის, ტრაპიზონის, მუშისა, და ბითლისის დაპყრობაც ახლდა. რუსული ჯარების მიერ დაკავებულ თურქული სომხეთის ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმი იქნა დამყარებული. 

1917 წელს მომხდარმა თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებმა ჯარისკაცების მასობრივი დეზერტირობა და რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა გამოიწვიეს. თურქული არმიის კონტრშემოტევის შედეგად ბითლისის ვილაიეთი თვით ქ. მუშამდე მათი კონტროლის ქვეშ გადავიდა. 

1918 წლის დასაწყისში თურქული ჯარები შეტევაზე გადმოვიდნენ და ერზინჯანი, ტრაპიზონი და არზრუმი დაიკავეს. არზრუმის დაცემასთან ერთად თურქებმა ფაქტიურად დაიბრუნეს კონტროლი მთელ აღმოსავლეთ ანატოლიაზე. სომხურმა მოხალისეთა კორპუსებმა ჰინისი და მანციკერტი დაინარჩუნეს. მოგვიანებით სარიყამიში, ვანი, ბათუმი და ყარსი თურქული ჯარების კონტროლის ქვეშ გადავიდნენ. 

კავკასიის ფრონტმა თავისი არსებობა ოფიციალურად 1918 წლის მარტში შეწყვიტა რსფსრ-ის მიერ ცენტრალურ დერჟავებთან ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. 

რუსეთში მეფის ხელისუფლების დაცემის შემდეგ ოსმალეთის იმპერია განაგრძობდა საომარ მოქმედებებს ამიაერკავკასიაში, აგრეთვე აწარმოებდა სამშვიდობო მოლაპარაკებებსაც ტრაპიზონსა და ბათუმში თავიდან საგანგებო ამიერკავკასიურ კომიტეტთან და ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკასთან, მოგვიანებით კი დამოუკიდებელ საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. 

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტის დერჟავებს შორის დაიდო მუდროსის დაზავება, ოსმალეთისათვის მძიმე პირობებით, მოგვიანებით კი ხელი მოეწერა სევრის სამშვიდობო ხელშეკრულებასაც. 1922 წლისათვის ეროვნულმა მოძრაობამ მუსტაფა ქემალის მეთაურობით მიაღწია სრულ გამარჯვებას მთელ უცხოურ ძალებზე თურქეთის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ხელი მოეწერა მუდანის დაზავებას, ხოლო 1923 წლის ივლისში კი ანტანტის მიერ დაიდო ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც აღიარა (სცნო) თურქეთის დამოუკიდებლობა მის ახლანდელ საზღვრებში. 

საბრძოლო მოქმედებებს ომის მსვლელობისას თან ახლდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე კონფესიებსა და ეთნოსებს შორის ურთიერთობათა მკვეთრი გამწვავება, რასაც შედეგად როგორც თურქული ხელისუფლების მიერ ქრისტიანული მოსახლეობის მასობრივი განადგურება და დეპორტაცია (სომხების, ასირიელთა, პონტოელი ბერძნების გენოციდი) მოჰყვა, ისე მუსლიმანური მოსახლეობის ეთნიკური წმენდებიც რუსული ჯარებისა და სომხური სამხედრო ფორმირებების მხრიდან. 


წინაისტორია 

განიცადა რა დამარცხება XX საუკუნის დასაწყისის ომებში, რომლებმაც მოახდინეს თურქული არმიის სისუსტის დემონსტრირება, ოსმალეთის იმპერიის ხელმძღვანელობა ცდილობდა მოეძებნა ძლიერი მოკავშირეები მომწიფებულ ომში, რათა მათი თანადგომით აღედგინა თავისი ეკონომიკა და დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები. მას შემდეგ, რაც ანტანტასთან სამოკავშირეო ურთიერთობათა დამყარების ცდები წარუმატებლად დამთავრდა, ახალგაზრდა თურქების ლიდერებმა კურსი გერმანიასთან კავშირების დამყარებაზე აიღეს. 1913 წლის ბოლოდან ოსმალეთის იმპერიაში გერმანული სამხედრო მისია მუშაობდა გენერალ ლიმან ფონ სანდერსის ხელმძღვანელობით, რომელიც თურქული არმიის ბრძოლისუნარიანობის აღდგენით იყო დაკავებული. 

1914 წლის 1 (14) ივლისიდან, ესე იგი ბალკანეთში კრიზისის დაწყებისთანავე, ავსტრია-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრაფმა ლ. ფონ ბერტჰოლდმა შესთავაზა კავშირის დადება გერმანიას, ავსტრია-უნგრეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. 9 (22) ივლისს ანალოგიური წინადადებით მიმართა ვილჰელმ II-ს ენვერ-ფაშამაც. 

20 ივლისს (2 აგვისტოს), გერმანიის მიერ რუსეთისათვის ომის გამოცხადებიდან მეორე დღეს, ოსმალეთის იმპერიამ ხელი მოაწერა საიდუმლო ხელშეკრულებას კავშირის შესახებ გერმანიასთან. 24 ივლისს (6 აგვისტოს) ოსმალურმა ხელისუფლებამ, რომელსაც გერმანიამ მიმართა თხოვნით ხმელთაშუა ზღვის ესკადრის ხომალდებისათვის მიეცა თავშესაფარი, რომლებსაც ბრიტანული ესკადრა დევნიდა, თავის თანხმობას ახალი მოთხოვნები დაუდო პირობად, რომლებიც ხელმოწერილი სამოკავშირეო ხელშეკრულების პირობებს არსებითად ცვლიდნენ. კერძოდ, გერმანიისაგან მოითხოვეს ოსმალეთის იმპერიის სურვილების გათვალისწინება ტერიტორიული შენაძენების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას (რუსეთის იმპერიის ყარსისა და ბათუმის ოლქების, ხოლო ანტანტის მხარეზე საბერძნეთის ომში ჩაბმის შემთხვევაში კი ბერძნული არქიპელაგის კუნძულებისაც) და ბალკანეთში საზღვრების შეცვლის შესახებაც ნახევარკუნულის ახალი გაყოფის შემთხვევაში. იმავე დღეს გერმანიის ელჩმა გ. ფონ ვანგენჰაიმმა, გადასცა რა თურქული მოთხოვნები ბერლინში, პრაქტიკულად ყველა პუნქტზე თანხმობა განუცხადა. 

რუსეთ-თურქეთის საზღვრის ომისშემდგომ მოწყობასთან მიმართებაში ფონ ვანგენჰაიმის ნოტა თურქეთის მთავრობის სახელზე შეიცავდა შემდეგ ფორმულირებას: „გერმანია ვალად კისრულობს უზრუნველყოს თურქეთისათვის მისი აღმოსავლეთ საზღვრის ისეთი გამოსწორება, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას დაამყაროს უშალო შეხება რუსეთში მუსლიმანურ ელემენტებთან“. ფორმულირების ბუნდოვანობა საშუალებას აძლევდა მხარეებს ისე მოეხდინათ ამ პუნქტის განმარტება, როგორც ისინი მიიჩნევდნენ საჭიროდ. ამასთან ელჩის ნოტაში არ იყო მითითებანი მის რატიფიკაციაზე, და შემდგომში ის კაიზერის მიერ აღარც ყოფილა დამტკიცებული. 

[სურათი] 

სახაზო კრეისერი „სულთან ჲავუზ სელიმი“ (ყოფილი გერმანული „გჲობენი“) 

[სურათი] 

მსუბუქი კრეისერი „მიდილი“ (ყოფილი გერმანული „ბრესლაუ“) 

28 ივლისს (10 აგვისტოს) დარდანელის სრუტეში შევიდნენ გერმანული კრეისერები „გჲობენი“ და „ბრესლაუ“ ადმირალ ვილჰელმ სუშონის მეთაურობით (იხ. „გჲობენისა და ბრესლაუს გარღვევა“). როგორც იმ დროის მემუარისტთა უმრავლესობა აღნიშნავს, მათმა მოსვლამ ოსმალეთის იმპერიის ომში ჩართვის საქმეში ძირითადი როლი ითამაშა. „მე არ ვიცი, ჰქონია თუ არა რომელიმე ორ გემს უფრო მეტი გავლენა ისტორიაზე, ვიდრე ამ ორ გერმანულ კრეისერს“, – იხსენებდა ამერიკელი ელჩი ჰენრი მორგენტაუ. ორივე ხომალდი ეკიპაჟებთან ერთად შევიდა თურქული ფლოტის შემადგენლობაში, სადაც მიიღეს სახელწოდებები „სულთან ჲავუზ სელიმი“ და „მიდილი“. თავად ადმირალი სუშონი თურქეთის ფლოტს ჩაუდგა სათავეში. ამის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მიერ შავი ზღვის სრუტეების ჩაკეტვამ რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს უძლიერესი სახით დაარტყა. 

მაგრამ, ოსმალეთის იმპერია განაგრძობდა ომში თავისი ჩართვის გადავადებას. ამასობაში მარნაზე ბრძოლაში გერმანული არმიის დამარცხების შემდეგ (სექტემბრის პირველი დეკადა) აშკარა შეიქნა, რომ გერმანიამ სწრაფი გამარჯვების მიღწევა ვერ მოახერხა და არის რისკი, რომ ომი გაჭიანურდეს. ამასთან დაკავშირებით ოსმალეთის იმპერიის ომში ჩართვის მიზნით მოქმედებები გააქტიურდა. ოქტომბერში გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის სესხის მიცემის თაობაზე, ამასთან დაიდო პირობა, რომ ოსმალეთის იმპერია ჩაერთვება ომში მაშინვე პირველი ტრანშის მიღების შემდეგ. თუმცა კი თურქეთის მთავრობის ბევრ წევრი, დიდი ვეზირის ჩათვლით, უწინდებურად ომის წინაშე შიშს განიცდიდა. 

ამ სიტუაციაში სამხედრო მინისტრმა ენვერ-ფაშამ, გერმანულ სარდლობასთან შეთანხმებით, მოახდინა შეიარაღებული პროვოკაციის ორგანიზება, რათა მთავრობა მომხდარი ფაქტის წინაშე დაეყენებინა: 11 (24) ოქტომბერს მან ვ. სუშონს მისცა ბრძანება რუსული ფლოტის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე და 16 (29) ოქტომბრის დილას თურქულმა ხომალდებმა (მათ შორის თურქებისადმი ფიქტიურად მიყიდულმა „გჲობენმა“ და „ბრესლაუმ“) რუსულ პორტებს – ოდესას, სევასტოპოლს, ფეოდოსიასა და ნოვოროსიისკს ცეცხლი დაუშინეს; ოდესისა და სევასტოპოლის მისადგომებთან, აგრეთვე ქერჩის სრუტეში მათ მიერ დანაღმული ღობურები იქნა დაყენებული. ამ მოულოდნელი თავდასხმის შედეგად კანონერული ნავი „დონეცი“ და სანაღმო გადამღობი „პრუტი“ ჩაიძირნენ; დაზიანება მიიღეს საკანონერო ნავმა „კუბანეცმა“, სანაღმო გადამღობმა „ბეშტაუმ“ და ნაღმოსანმა „ლეიტერნანტი პუშჩინი“, საპორტო ნაგებობებმა და ნაპირზე არსებულმა სხვა ობიექტებმა. გარდა ამისა, ჩაძირულ იქნა და შეპყრობილი რამდენიმე სავაჭრო გემი. თურქულ ფლოტს ოპერაციის მსვლელობისას დანაკარგები არ განუცდია. რუსეთში ამ მოვლენამ მიიღო არაოფიციალური სახელწოდება – „სევასტოპოლური გაღვიძება“. 

შეიარაღებულმა პროვოკაციამ თავის მიზანს მიაღწია. დიდი ვეზირი და ოთხი თურქი მინისტრი გადადგნენ (ვეზირის გადადგომა მიღებული არ ყოფილა), ოსმალური მთავრობის მხრიდან რუსეთში გაიგზავნა წერილები ბოდიშის მოხდით; მაგრამ ამას რუსეთის მხრიდან მოჰყვა ულტიმატუმი ოსმალეთის იმპერიიდან გერმანული სამხედრო და სამხედრო-საზღვაო მისიების გაძევების მოთხოვნით, რაც ოსმალური ხელისუფლებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი გახლდათ. 

20 ოქტომბერს (2 ნოემბერს) რუსეთმა თურქეთს ომი გამოუცხადა. ომის საპასუხო გამოცხადება 29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) მოხდა. 


ძალთა თანაფარდობა 

ოსმალეთის იმპერია 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერიამ არაერთხელ მიმართა თავისი არმიის რეფორმირების მცდელობებს, მათ შორის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით. XX საუკუნის დასაწყისისათვის მან მოახერხა შეექმნა, გერმანიის ნიმუშით, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების სისტემა, თუმცა კი საკმარისად ვერგანვითარებული ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ბაზა არ იძლეოდნენ დიდი არმიის შენახვის შესაძლებლობას. თვით ყველა სამხედრო რეფორმის შემდეგაც კი ოსმალური სამხედრო ორგანიზაცია ანატოლიელ მუსლიმანთა არმიას წარმოადგენდა, რამაც საბოლოო ჯამში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ანატოლიაში თურქული ეროვნული სახელმწიფოს წარმოქმნა გამოიწვია. 

[სურათი] 

ენვერ-ფაშა 

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის თურქული არმია ჯერ კიდევ ვერ იყო წესრიგში მოყვანილი იტალია-თურქეთისა და ორი ბალკანური ომის შემდეგ. არმიას არ ჰყოფნიდა ყველაზე უფრო აუცილებელი – შეიარაღება, საბრძოლო მასალები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. როგორც ერიჰ ფონ ფალკენჰაინი, გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი (1914–1916) აღნიშნავდა, თურქული არმია იყო „ღრმად დაქანცული თითქმის განუწყვეტელი ექვსწლიანი ომის შედეგად და ტექნიკურ და აღკაზმულობის ყველა საკითხში მთლიანად გერმანიის დახმარებაზე იყო დამოკიდებული“. 

რუსეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ ომის დაწყებისათვის დასავლეთ სომხეთში გაშლილ იქნა მე-3 არმია, რომელსაც ჰასან იზეთ-ფაშა სარდლობდა, 1914 წლის დეკემბერში კი მას სათავეში თავად სამხედრო მინისტრი ენვერ-ფაშა ჩაუდგა (შტაბის უფროსი – გერმანელი გენერალი ფ. ბ. ფონ შელენდორფი). 

მე-3 არმიაში, რომლის შტაბ-ბინაც არზრუმში იმყოფებოდა, ენვერ-ფაშამ 1914 წლის ზაფხულის განმავლობაში აღმოსავლეთ ანატოლიაში დისლოცირებული მთელი თურქული ჯარები შეიყვანა. არზრუმის რაიონში აქ დისლოცირებულ მე-9 საარმიო კურპუსთან გადმოიყვანეს 11-ე კურპუსი, რომელმაც ვანის რაიონში დაამთავრა მობილიზაცია. 10-ე კორპუსი თავიდან სამსუნ – სივასის რაიონში იქნა გაგზავნილი რუსეთის სამხრეთში დაგეგმილ სადესანტო ოპერაციაში მონაწილეობისათვის, მაგრამ ნოემბრის დასაწყისისთვის იგი არზრუმის რაიონში დააბრუნეს. საორგანიზაციო პლანში თითოეული თურქული კორპუსი სამპოლკიანი შემადგენლობის ორი-სამი დივიზიისაგან შედგებოდა. ამ ფორმირებების გარდა, მე-3 არმიის შემადგენლობაში ასევე შევიდა მე-2 საკავალერიო დივიზია, რომელიც, როგორც 1-ლი და მე-4 სარეზერვო საკავალერიო დივიზიები, პასიის ველზე იყო დისლოცირებული, მაშინ როდესაც მე-2 და მე-3 დივიზიები ალაშკერტის ველიდან სპარსეთის საზღვრამდე უბანზე იქნენ განწერტილი (განაწილებული). მე-3 არმია გაძლიერებული იყო 13-ე კორპუსის 37-ე დივიზიითა (მარჯვენა ფლანგზე ვანის რაიონში) და ნაწილებით 1-ლი არმიის შემადგენლობიდან (უკიდურეს მარცხენა ფლანგზე, შავი ზღვის სანაპიროზე). 

შავი ზღვიდან ბაიაზეთამდე უბანზე 15 სასაზღვრო და ერთი საჟანდარმო ბატალიონები იყო დისლოცირებული, კიდევ ხუთი სასაზღვრო ბატალიონი და მე-3 სარეზერვო საკავალერიო ბრიგადა – სპარსეთთან საზღვრის გაყოლებით. თურქული არმიის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ირეგულარული ქურთული კავალერიის ერთი ბრიგადა და ქურთული შეიარაღებული ფორმირებები რიცხოვნებით 10 ათას ადამიანამდე. 

ნ. გ. კორსუნის მონაცემებით, სულ მე-3 თურქული არმია მოითვლიდა 100 ბატალიონს 244 ქვემეხით და 165 ესკადრონს (ქურთული რაზმების ჩათვლით), ხოლო თურქული დაჯგუფება მესოპოტამიაში, რომელიც ბაღდადსა და სპარსეთის ყურეს შორის იყო განლაგებული, – 24 ბატალიონს. რუსეთელი ისტორიკოსის ო. რ. აირაპეტოვის თანახმად, 1914 წლის დეკემბრისათვის მე-3 თურქული არმიის რიცხოვნებამ მიაღწია 190 ათას ადამიანს (160 ბატალიონი, 128 ესკადრონი და დაახლოებით 300 ქვემეხი). ბრიტანელი ისტორიკოსის იუ. როგანის აზრით, ამ პერიოდში მე-3 არმიის რიცხოვნება შეადგენდა დაახლოებით 150 ათას ადამიანს, ქურთული კავალერიისა და სხვა დამხმარე ქვედანაყოფების ჩათვლით. ეს საშუალებას აძლევდა თურქებს გამოეყენებინათ 100 ათასი უშუალოდ კამპანიაში რუსული ჯარების წინააღმდეგ, არმიის პირადი შემადგენლობის დანარჩენი ნაწილი კი რეზერვში იმყოფებოდა. 

რეგულარულ არმიასა და ქურთულ რაზმებზე დამატებით 1914 წლის შუახანებისთვის შვედი ინსტრუქტორების მიერ სპარსეთში შეიქმნა თერთმეტი საჟანდარმო პოლკი, საერთო რიცხოვნებით 11 ათას ადამიანზე მეტი. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქალაქებში იყვნენ ბაზირებული და უშუალოდ თურქულ სარდლობას ექვემდებარებოდნენ. 

რუსეთის იმპერია 

[სურათი] 

ინფანტერიის გენერალი ნ. ნ. იუდენიჩი. 1916 წელი. 

მშვიდობიანობის დროს რუსულ კავკასიურ არმიას ჰქონდა შემდეგი სტრუქტურა: 1-ლი, მე-2 და მე-3 საარმიო კორპუსები, თითოეულ კორპუსში შედიოდა სამი დივიზია – ორი ქვეითი და ერთიც კაზაკთა, ერთი მესანგრეთა ბატალიონი და ერთი სამორტირო დივიზიონი. ამაზე დამატებით, 1-ლ კორპუსში შედიოდა ორი ბრიგადა – მსროლელი და ყუბანური პლასტუნებისა, მე-2 კორპუსის შემადგენლობაში – მსროლელი ბრიგადა და კავკასიური საკავალერიო დივიზია. 

ომის დაწყების შემდეგ ევროპულ თეატრზე იქნენ გადასროლილი აქ დისლოცირებული სამი საარმიო კორპუსიდან ორი (მე-2 და მე-3) პრაქტიკულად სრული შემადგენლობით (მე-2 კავკასიური კაზაკთა დივიზიის გამოკლებით) და ხუთი კაზაკური დივიზია. ასევე ჩატარებულ იქნა შემდეგი როქირება – 1-ლი კავკასიური მსროლელი ბრიგადა 1-ლი საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან აღმოსავლეთის ფრონტზე გადაისროლეს, და მის ადგილს იკავებდა მე-2 კავკასიური მსროლელი ბრიგადა მე-2 საარმიო კორპუსის შემადგენლობიდან. 1914 წლის სექტემბერში, ოსმალეთის ომპერიაში დაწყებული სრული მობილიზაციის გათვალისწინებით, კავკასიური არმიის გაძლიერებისთვის უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკის განკარგულებით თურქესტანიდან გამოგზავნილ იქნენ მე-2 თურქესტანული საარმიო კორპუსი და ციმბირის კაზაკთა ბრიგადა. 

ომის დასაწყისისთვის კავკასიური არმია თავის შემადგენლობაში მოითვლიდა: ქვეითი ჯარის 85–153 ბატალიონს, ცხენოსანი ჯარის 105–175 ასეულს, 12–15 საინჟინრო ასეულს, ციხესიმაგრეთა არტილერიის 5 ბატალიონს, 256–350 ქვემეხს. თავიანთ მოქმედებებში რუსული ჯარები ემყარებოდნენ ორ ციხესიმაგრეს – ყარსსა და მიხეილის ციხესიმაგრეს (ბათუმის რაიონში). 

კავკასიის არმიამ ძირითად ძალებს თავი მოუყარა ხუთ ჯგუფში ოთხ ოპერატიულ მიმართულებაზე: ზღვისპირა (ტრაპიზონის), არზრუმის, ერივანისა და აზერბაიჯანის (ერთი ჯგუფი საარმიო რეზერვს წარმოადგენდა). ფრონტის საერთო სიგრძე 580 კმ-ზე მეტი გახლდათ. კავკასიურ არმიას კავკასიაში მეფის ნაცვალი კავალერიის გენერალი გრაფი ი. ი. ვორონცოვ-დაშკოვი სარდლობდა, მაგრამ მისი ასაკის გამო ფაქტიური ხელმძღვანელობა გენერალ ნ. ნ. იუდენიჩს დაევალა, რომელსაც იმ ხანებში არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა. 

თავდაპირველად რუსეთის სამხედრო (საომარი) გეგმა კავკასიაში ვარაუდობდა აქტიურ თავდაცვას შეზღუდულ ლოკალურ შეტევებთან შეხამებით. კავკასიის არმიას ესმებოდა შემდეგი ამოცანები: რკინიგზებისა და გრუნტის გზების შენარჩუნება, ამიერკავკასიის სამრეწველო ცენტრების დაცვა, თურქული არმიის რუსეთის სიღრმეში შემოღწევისათვის წინააღმდეგობის გაწევა, აგრეთვე: სარიყამიშისა და ოლთისის რაზმების მიერ – არზრუმზე შეტევა; ერივანის რაზმის მიერ – ბაიაზეთის, ალაშკერტისა და ყარაქილისის დაუფლება; დანარჩენი რაზმების მიერ – სახელმწიფო საზღვრის დაფარვა. 

სომხური შეიარაღებული ფორმირებები 

მოხალისეთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რომლებიც ომის დასაწყისში შეიქმნა სომხური სასულიერო წოდებისა და საერო წრეების მოწოდებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საბრძოლო მოქმედებებში, ხოლო დასკვნით ეტაპზე კი, 1918 წლის დასაწყისში, დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინეს. ეს ფორმირებები იქმნებოდა კავკასიის მეფისნაცვლის გრაფ ი. ი. ვორონცოვ-დაშკოვის რეკომენდაციით დასავლეთ სომხეთის განთავისუფლებისათვის ხელშეწყობის მიზნით. ვორონცოვ-დაშკოვის გეგმა ვარაუდობდა გასამხედროებული სომხური რაზმების შექმნას რუსეთის სარდლობის ქვეშ. სომხური დრუჟინების (მოხალისეთა რაზმების) ჩამოყალიბებით დაკავებული იყო სამხედრო საბჭო, სომხურ ეროვნულ ბიუროსთან ტფილისში შექმნილი, რომელიც, თავის მხრივ, პოლიტიკური პარტიების „დაშნაკცუტიუნისა“ და „გნჩაკის“ ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ყველაზე უფრო სახელგანთქმული ფიგურა ოსმალეთის სომხებს შორის იყო ბლოკ სრფ-ის (სომხური რევოლუციური ფედერაცია – დაშნაკცუტიუნი) ლიდერი თურქეთის პარლამენტში და ოტომანური ბანკის ხელში ჩაგდების მონაწილე გარეგინ პასტერმაჯანი (არმენ გარო). ომის დაწყებისა და რუსეთის მიერ დაშნაკებისათვის ამნისტიის გამოცხადების შემდეგ არმენ გარომ აქტიური მნაწილეობა მიიღო სომხური მოხალისეთა დრუჟინების ჩამოყალიბებაში რუსული არმიის შემადგენლობაში. ანატოლიელი სომხები, თავიანთ მხრივ, „თვითთავდაცვისათვის“ ემზადებოდნენ, ღებულობდნენ რა მხარდაჭერას რუსეთისაგან. თუმცა კი, სომხური ბიუროს ზოგიერთმა წევრმა უარი თქვა ამ საქმიანობაში მონაწილეობაზე, ვარაუდობდნენ რა, რომ მსგავსი ფორმირებების შექმნამ შეიძლება მუქარის ქვეშ დააყენოს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე ასეულობით თურქეთის სომეხმა გადაკვეთა ირანისა და თურქეთის საზღვრები ამ დრუჟინებთან შეერთების მიზნით. 

ომის დასაწყისისათვის ოსმალეთის იმპერიაში ოთხი მოხალისეთა დრუჟინა იყო ჩამოყალიბებული 2,5 ათასი ადამიანის რიცხოვნებით და რეზერვის 600 ადამიანი, რომლებიც შეერწყნენ მოქმედ არმიას ფრონტის სხვადასხვა უბნებზე. მათი მეთაურობა დაევალათ ანდრანიკ ოზანიანს, დრასტამათ ქანაიანს, ამაზასპ სრვანცტიანსა და არშაკ ღაფავიანს (დაიღუპა 1916 წლის აპრილში რავანდუზთან). 1914 წლის ბოლოს კიდევ ორი მოხალისეთა დრუჟინა შეიქმნა ვარდან ჰანასორისა და გრიგოლ ავშარიანის (დაიღუპა 1915 წელს არზრუმთან) მეთაურობით. მოგვიანებით კიდევ ერთი, მე-7, ოვსეფ არღუთიანის მეთაურობით. დრუჟინების საერთო რიცხოვნება 6 ათას ადამიანამდე გაიზარდა. 1915 წლის ზამთარ-გაზაფხულზე ჩატარებულ იქნა დრუჟინების რეორგანიზაცია და ხელახლა დაკომპლექტება. აპრილისათვის ყველა დრუჟინამ მიიღო ერთნაირი საშტატო განრიგი: თითოეული შედგებოდა ოთხი ასეულის, ცხენოსანი რაზმისა და აღალისაგან, პირადი შემადგენლობის 966 ადამიანისა და 113 ცხენისაგან, რასაც შედეგად ერთი მეთაურობის ქვეშ მათი გაერთიანების მცდელობა მოჰყვა – გაერთიანებულ დრუჟინად ვარდან ჰანასორის მეთაურობით, რომელიც მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მოხალისეთა დრუჟინებისაგან იყო შემდგარი. გაერთიანებული (შეერთებული) დრუჟინა კაზაკების ნაწილებთან ერთობლივად „არარატის რაზმში“ იქნა შეყვანილი. 

1915 წლის ბოლოს – 1916-ის დასაწყისისათვის დრუჟინები მთელ ფრონტზე იყო გაფანტული – ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-6 დრუჟინები მოქმედებდნენ, სპარსეთში კი – მე-4, მე-5 და მე-7 დრუჟინები. მაშინვე დაიწყო კიდევ ერთი რეორგანიზაცია, 1916 წლის თებერვალში კი მოვიდა მთავარსარდლობის ბრძანება სომხური მოხალისეთა დრუჟინების ბაზაზე მსროლელი ბატალიონების შექმნის შესახებ რუსეთის არმიაში. იმ მომენტში მოქმედი შვიდი დრუჟინისაგან ექვსი მსროლელი ბატალიონი იქნა ჩამოყალიბებული (სხვადასხვა შეფასებებით, 800-დან 984 ადამიანამდე თითოეულში). არსებობს მრავალრიცხოვანი მოწმობები სომეხი ჯარისკაცების სიმამაცისა და გმირობის შესახებ. „ისინი ფანატიკურად იბრძოდნენ, და არც თურქებს, არც ქურთებს სომხები ტყვედ არ აჰყავდათ, ისევე როგორც არც სომხებს ისინი. ბრძოლაში ერთი-მეორეს ისინი შეუბრალებლად ანადგურებდნენ“, – იხსენებდა იმ მოვლენების მონაწილე, ყუბანელი კაზაკი თ. ე. ელისეევი. 


მხარეთა მიზნები 

იხ. ასევე: პირველი მსოფლიო ომის მიზეზები 

ოსმალეთის იმპერიის მიზნები 

შეუერთდა რა ცენტრალურ დერჟავებს, ახალგაზრდა თურქების ხელმძღვანელობა იმედოვნებდა ოსალეთის იმპერიის მიერ დაკარგული ტერიტორიების ომის შედეგად დაბრუნებას: ბერძნული არქიპელაგის კუნძულების, დასავლეთ თრაკიის, აგრეთვე ყარსის და ბათუმის ოლქებისა, რომლებიც რუსეთს 1877–1878 წლების ომის შედეგად გადაეცა. ახალგაზრდა თურქები ამასთანვე იმედებს ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობის დახმარებაზეც ამყარებდნენ. 

ენვერ-ფაშა კიდევ უფრო მეტად ამბიციურ ამოცანებს ისახავდა: სარიყამიშის, ბათუმის, ყარსის, არტაანის დაპყრობის შემდეგ – კასპიის ზღვაზე გასვლას, პერსპექტივაში კი – შუა აზიის თურქეთისადმი დაქვემდებარებასა და თურქული მოდგმის ყველა ხალხის გაერთიანებას. 

სტრატეგიულ პლანში თურქული სარდლობა თავის არმიას რამდენიმე ამოცანას უსვამდა. მათგან უმთავრესი გახლდათ რუსული ძალების კავკასიაში შებოჭვა და რუსეთ-გერმანიის ფრონტზე რუსული ჯარების გადასროლის არდაშვება. 

რუსეთის იმპერიის მიზნები 

რუსეთის მხარეს ჰქონდა თავისი ხმამაღლა არ განცხადებული მოტივები. ოსმალეთის იმპერიის სწრაფ დაღუპვაში დარწმუნებული სამეფო ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებდა ევროპულ დერჟავებს შორის ოსმალური ტერიტორიების გაყოფისას იმ მიწა-წყალზე, რომლებსაც რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. პრიორიტეტული მიზნები იყო კონსტანტინოპოლის დაპყრობა, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანობის ცენტრისა, რომელიც ხუთი საუკუნის განმავლობაში მუსლიმანი თურქების ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა, და შავი ზღვის სრუტეებზე კონტროლის მიღება, რომელიც რუსული სავაჭრო გემებს ხმელთაშუა ზღვაში დაუბრკოლებლად გასვლის შესაძლებლობას მისცემდა. ჯერ კიდევ 1914 წლის თებერვალში რუსეთის მთავრობის სხდომაზე იქნა განხილული კონსტანტინოპოლისა და სრუტეების ოკუპაციის საკითხი. საერთო ევროპული ომი, მთავრობის წვერთა აზრით, იქნებოდა საუკეთესო შესაძლებლობა ამ ამოცანების რეალიზაციისათვის. აპრილში კაბინეტის რეკომენდაციები მეფის მიერ იქნა მოწონებული, რომელმაც მისცა შესაბამისი დავალებები დასმული ამოცანების განსახორციელებლად. 

თურქული დედაქალაქის დაპყრობის გეგმების გარდა, რუსეთს ასევე სურდა განემტკიცებინა თავისი პოზიციები ანატოლიაში. ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი რუსეთის არასტაბილურ ტერიტორიებს ესაზღვრებოდა კავკასიაში და იძლეოდა ხელმისაწვდომობას სპარსეთის ჩრდილო-დასავლათ ნაწილზე, რომლის გამოც რუსეთი აწარმოებდა მეტოქეობას დიდ ბრიტანეთთან. ანატოლიის აღმოსავლეთ ნაწილი მოიცავდა ექვს პროვინციას, რომლებსაც ევროპული დერჟავები სომეხთა ცხოვრების ტერიტორიებად მიიჩნევდნენ, და რომელთა რიცხოვნებაც 1 მლნ ადამიანს აღწევდა (ოსმალეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე სომხური მოსახლეობის რიცხოვნება ომის წინ აღწევდა 1,5–2,5 ადამიანს). დაწყებული 1878 წლიდან მეფის მთავრობა იყენებდა ადგილობრივ სომეხთა უფლებების დაცვას როგორც საბაბს ოსმალეთის იმპერიის საშინაო საქმეებში ჩასარევად. რუსეთის ამბიციებმა, რომლებიც ოსმალეთის ტერიტორიებთან იყო დაკავშირებული, ხელი შეუწყეს თურქებსა და სომხებს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის გამწვავებას. 


პირველი მსოფლიო ომი და ოსმალეთის იმპერიის ქრისტიანი ხალხების ეროვნული მოძრაობანი 

სომხური საკითხი 

ძირითადი წერილები: სომხური საკითხი და დასავლეთ სომხეთი 

[ნახატი] 

ოსმალეთის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ეთნიკური რუკა პირველი მსოფლიო ომის წინ 

ოსმალეთის იმპერიის სომხური მოსახლეობის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, ბალკანეთში ქრისტიანების მსგავს მოძრაობებთან ერთად, XIX საუკუნის მეორე ნახევრის შუახანებში დაიწყო ჩასახვა. მრავალი წლის განმავლობაში ადგილობრივი სომხები განიცდიდნენ შევიწროვებასა და დისკრიმინაციას თურქული ხელისუფლების მხრიდან. თურქული (დასავლეთ) სომხეთის მომავალი უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე განიხილებოდა სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულების (მუხ. 16 და 25) დადებისას, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმია უნდა დარჩენილიყო მის მიერ ოკუპირებულ ოსმალეთის იმპერიის რაიონებში იმ დრომდე, სანამ არ იქნებოდა გატარებული რეფორმები, ხოლო დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით მისი ანულირების შემდეგ კი, ბერლინის კონგრესზე 1878 წელს (ბერლინის ტრაქტატის მუხ. 61). მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლოიდ ჯორჯი სომხებთან მიმართებაში შემდგომი სისხლისღვრისათვის პასუხისმგებლობას სწორედ მოცემულ რაიონში ბრიტანეთის პოლიტიკას აკისრებდა. ბერლინის კონგრესზე სომეხთა წარმომადგენლებმა პირველად განაცხადეს თავიანთი ტერიტორიული მოთხოვნების შესახებ. ასეულობით ათასი სომხის რუსეთის ქვეშევრდომობაში გადასვლამ მას შემდეგ, რაც 1878 წელს ოსმალეთის იმპერიამ არტაანის, ბათუმისა და ყარსის პროვინციები დაჰკარგა, საფუძველი დაუდო სომხურ პრეტენზიებს. სომხური დელაგაცია გამოვიდა ავტონომიის მომხრედ ვანის, არზრუმისა და ბითლისის პროვინციებში ქრისტიანი გუბერნატორის მმართველობით. 

1914 წლისათვის რუსეთმა მიაღწია სერიოზულ დათმობებს თურქეთის ხელისუფლების მხრიდან თურქულ სომხეთთან მიმართებაში. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა სხვა ევროპულ დერჟავებთან ერთად დაუდო შეთანხმება რეფორმების გატარების შესახებ სომხურ ვილაიეთებში, რადგანაც „სომხური რეფორმების“ გატარების ყველა უწინდელი მოლაპარაკება – კერძოდ, ბერლინის კონგრესის 61-ე მუხლი და აბდულ-ჰამიდ II-ის მიერ 1885 წლის ოქტომბერში გამოცემული დეკრეტი რეფორმების შესახებ სომხეთში – მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა და სომხების მიმართ თურქული სახელმწიფოს დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძიმებდა. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ს. დ. საზონოვი თვლიდა, რომ „სასურველია შევინარჩუნოთ ყველაზე უფრო მჭიდრო ურთიერთობები სომხებთან და ქურთებთან... ნებისმიერ მომენტში მათი გამოყენების მიზნით“ ომის დაწყების შემთხვევაში. მისი გეგმის მიხედვით, ომის შემთხვევაში ივარაუდებოდა თურქული საზღვრის იქითა მხარეს მოსახლეობის იარაღით უზრუნველყოფა. 1914 წლის სექტემბერში საზონოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთის სომხებისათვის იარაღის კონტრაბანდული გადაზიდვის შესახებ. სარგებლობდნენ რა რუსეთის ფინანსური დახმარებით, „დაშნაკცუტიუნის“ წევრები იარაღს აწვდიდნენ თურქეთის სომხებს შორის მყოფ თავიანთ მომხრეებს. თავის მხრივ ოსმალეთის ხელისუფალნი შეეცადნენ „დაშნაკცუტიუნის“ გამოყენებას რუსეთის ამიერკავკასიაში მცხოვრები სომხების აჯანყების ორგანიზებისთვის, ჰპირდებოდნენ რა მათ გამარჯვების შემთხვევაში თურქული მმართველობის ქვეშ სომხური რაიონის შექმნას, მაგრამ „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენლებმა მოცემულ წინადადებაზე უარი განაცხადეს, იმ მოტივით, რომ სომხები საზღვრის ორივე მხარეზე ლოიალურნი უნდა რჩებოდნენ იმ ქვეყნისადმი, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. 

ომის პირველი დღეებიდანვე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ამიერკავკასიაში, გაიშალა სომხური პატრიოტული მოძრაობა. სომხები ამ ომთან გარკვეულ იმედებს აკავშირებდნენ, იმედოვნებდნენ რა დასავლეთ სომხეთის განთავისუფლებას რუსული იარაღის დახმარებით. ამიტომ სომხურმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ძალებმა და ეროვნულმა პარტიებმა მთელ მსოფლიოში გამოაცხადეს ეს ომი სამართლიანად და რუსეთისა და ანტანტის უპირობო მხარდაჭერის შესახებაც განაცხადეს. ისინი დიდი პატრიოტიზმითა და აღფრთოვანებით შედიოდნენ რუსული არმიის რიგებში. ასევე, ომის დაწყების შემდეგ, სომხურმა ინტელიგენციამ და სასულიერო წოდებამ დაიწყეს საკითხის წამოწევა დასავლეთ სომხეთის მომავალი მოწყობის შესახებ ომის რუსეთისათვის სასურველად დამთავრების შემთხვევაში. კავკასიაში მეფის ნაცვალი გრაფი ი. ი. ვორონცოვ-დაშკოვი ამტკიცებდა, რომ „პრობლემები, რომლებიც სომხებს აწუხებს, მათთვის მოწყალედ იქნება გადაწყვეტილი“, და მოუწოდებდა სომხებს რუსეთში და საზღვრის იქითა მხარეს მზად ყოფილიყვნენ ომის შემთხვევაში რუსეთის მოქმედებებისათვის მხარდასაჭერად. იმპერატორი ნიკოლოზ II არწმუნებდა სომეხთა კათალიკოსს გევორქ V-ს: „..ბრწყინვალე მომავალი ელოდება სომხებს“ და რომ „სომხური საკითხი კეთილმოწყალებით იქნება გადაწყვეტილი, სომხეთის მოლოდინის თანახმად“. თუმცა კი, ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, „რუსეთი არ იყო რეალურად დაინტერესებული სომხურ ავტონომიაში“, თუმცა ნიკოლოზ II უშვებდა კიდეც მის შექმნას. 

ხელისუფლებაში ბოლშევიკთა მთავრობის მოსვლის შემდეგ სომხური საკითხისადმი დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ 1917 წლის მაისში ვ. ი. ლენინი აცხადებდა: „აი ხვალ თუ საბჭო აიღებს ძალაუფლებას თავის ხელში... (იგულისხმება მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო – ი. ხ.) ჩვენ მაშინ ვიტყვით: გერმანიავ, მოაშორე ჯარები პოლონეთიდან, რუსეთო, მოაშორე ჯარები სომხეთიდან, – სხვანაირად ეს მოტყუება იქნება“. საბჭოთა მთავრობამ უარი თქვა რუსული არმიის გამოყენების ნებისმიერ წინადადებაზე თურქული სომხეთის ანექსიისათვის, თუმცა კი მზად იყო ნება მიეცა სომხებისათვის შეექმნათ დამოუკიდებელი სომხეთი თავიანთი ძალებით. საიდუმლო შეთანხმება დასავლეთის დერჟავებსა და მეფის რუსეთს შორის ოსმალეთის იმპერიისაგან სომხეთის ჩამოშორებაზე არარად იქცეოდა მიმართვით „რუსეთისა და აღმოსავლეთის ყველა მშრომელი მუსლიმანისადმი“. ეს ინფანტილური პოლიტიკა შეუძლებელს ხდიდა თურქული სომხეთის საკითხის გადაწყვეტას, რადგანაც თურქული არმიის რეგიონში დაბრუნება მოხდებოდა მაშინვე რუსული ჯარების გამოყვანის შემდეგ. 

ასირიული საკითხი 

[ნახატი] 

ასირიელთა წილი ოსმალეთის იმპერიის ვილაიეთებსა და სანჯაყებში, აგრეთვე ურმიის რაიონში (სპარსეთი) პირველ მსოფლიო ომამდე. წარდგენილია ასირიული დელეგაციის მიერ სამშვიდობო კონფერენციაზე 1919 წ. 

რუსეთ-ასირიულ კავშირებს დიდი ხნის ისტორია აქვს. რუსეთისადმი დახმარების აღმოჩენისათვის ჯერ კიდევ რუსულ-სპარსული ომის პერიოდში ას ასირიულ ოჯახს ნება მისცეს ამიარკავკასიაში გადმოსახლებაზე. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან ასირიელებმა დაიწყეს თავიანთი ეროვნული საკითხის დაკავშირება რუსეთთან. სომხებისაგან განსხვავებით, ასირიელებს პოლიტიკური პარტიები არ ჰყოლიათ და ტრადიციულ რელიგიურ მილეთად რჩებოდნენ ოსმალეთის იმპერიაში. ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მეფის მთავრობა მიმართავდა მცდელობებს ოსმალეთის იმპერიის ეროვნულ უმცირესობათა თავის მხარეზე მოსაზიდად. ჯერ კიდევ 1906 წლის ოქტომბერში რუსეთის ვიცე-კონსულს ვანში რიჩარდ ტერმენს ჰქონდა შეხვედრა მარ-შიმუნ ბენიამინთან, რომელზედაც უკანასკნელი დაპირდა, რომ ომის შემთხვევაში გამოიყვანს 40 ათას ადამიანს რუსეთის მხარეზე. 

ომის დაწყების წინა ხანებში რუსეთმა და ინგლისმა დაიწყეს მოქმედებები ასირიელების, ქურთებისა და სომხების თავიანთ მხარეზე მოსაზიდად. 1914 წლის ივნისში ოსმალეთის იმპერიის ასირიელთა წარმომადგენლები სთხოვდნენ რუსეთის ვიცე-კონსულს ურმიაში პ. პ. ვედენსკის 35 ათას შაშხანას დაპირებით, რომ მხარს დაუჭერდნენ რუსეთს საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში. 17 (30) აგვისტოს ს. დ. საზონოვმა დეპეშა გაუგზავნა ი. ი. ვორონცოვ-დაშკოვს, სადაც ლაპარაკი იყო ასირიული მილიციური ფორმირებების შექმნის აუცილებლობაზე. ვორონცოვ-დაშკოვმა მხარი დაუჭირა ოსმალეთის იმპერიის ეროვნულ უმცირესობათა, მათ შორის ასირიელების აჯანყების ინიციატივას და აუცილებლად მიიჩნევდა ამ მიზნებისათვის 25 ათასი შაშხანის გამოყოფას. რუსეთის ვიცე-კონსულის მიერ ურმიაში, ვისაც ასირიული პარტიზანული რაზმების შექმნა დაეკისრა, შესაბამისი პროექტი იქნა შედგენილი. 

თურქეთის ხელისუფალნი 1915 წლის იანვარში განსაკუთრებული წარმატების გარეშე ცდილობდნენ ასირიელთა მხრიდან თანამშრომლობისათვის მიეღწიათ. იმავე წლის ივნისში ასირიის პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება აჯანყების თაობაზე, რის შესახებაც შეტყობინება გაეგზავნა რუსეთის საკონსულოს ქოაში, ასევე ითხოვეს სამხედრო დახმარება. მაგრამ აჯანყების დაწყების დრო არ იყო შეთანხმებული საგარეო საქმეთა სამინიტროსთან. თურქეთის ხელისუფლებამ ასირიელთა მოქმედებებზე საპასუხოდ მოსულსა და ვანში მათ დასახლებებზე შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზება მოახდინა, რომელსაც თან მოსახლეობის ამოწყვეტა და სოფლების გადაწყვა ახლდა. 

[სურათი] 

მარ შიმუნ XXI ბენიამინი. 1918 წ. 

15 (28) ივნისს ასირიის პატრიარქი, გადავიდა რა სპარსეთ-თურქეთის საზღვარზე, შეხვდა გენერალ-ლეიტენანტ თ. გ. ჩერნოზუბოვს სამხედრო დახმარების მიღების მიზნით, რაზედაც მას უარი ეთქვა. ამასთან ერთად მას აგრძნობინეს, რომ შექმნილ სიტუაციაში ასირიელთათვის საუკეთესო გამოსავალი სპარსეთში გადმოსვლა, შეიარაღება და რუსების მხარეზე ბრძოლა იქნებოდა. სექტემბრის დასაწყისში რამდენიმე ასეულ ათასი ასირიელი, მოახდინა რა გადასვლა მარშრუტით თიარი – თჰუბი – თალი – ჯულამერქი – ქოჩანისი – რეში – ჰედუჩი – ბიბანი – სევანი – ბაშქალე, სპარსეთის საზღვარს მიადგა. სამი დღის შემდეგ აქ გენერალი ჩერნოზუბოვი გამოცხადდა და პეტროგრადიდან შემდგომ განკარგულებებამდე სთხოვა მათ ბაშქალეში დარჩენილიყვნენ. მაგრამ, შემდგომში, რუსმა გენერლებმა ასირიელთა სპარსეთში შეშვებაზე უარი განაცხადეს, რაც განპირობებული იყო სურვილით, რომ ისინი საზღვარზე თურქების წინააღმდეგ ცოცხალ კორდონად გამოეყენებინათ. ამ პოლიტიკამ ასირულ და რუსულ რაზმებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. 

გერმანელები და თურქები შეეცადნენ ამ უთანხმოებებით ესარგებლათ. ასირიელებს სთავაზობდნენ ჰაქიარიში დაბრუნებას, აგრეთვე ფულსა და იარაღს. გადაწყვიტა რა არ უკუეგდო თავისგან ასირიელები, რუსეთის მთავრობამ შეიცვალა პოლიტიკა მათთან მიმართებაში. მარ-შიმუნი, მიიღო რა 1915 წლის დეკემბერში დეპეშა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძისაგან, გამოცხადდა ტფილისში მოლაპარაკებებისათვის. მოლაპარაკებათა შედეგად იქცა რუსეთის მხარის დაპირება ასირიული სახელმწიფოს შექმნის შესახებ, აგრეთვე დარწმუნებანი, რომ რუსეთის ფორმირებები დარჩებიან ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მიღწეულ იქნა შეთანხმება ასირიული რაზმების შექმნის თაობაზე რუსული არმიის შემადგენლობაში. ამის შედეგად შეიქმნა სამი ბატალიონი – ორს რუსი ოფიცრები მეთაურობდნენ, მესამე კი მარ-შიმუნის მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდა. 


საომარ მოქმედებათა თეატრის დახასიათება 

რუსეთ-თურქეთის საზღვარი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისათვის არსებობდა, 1878 წელს იყო დადგენილი რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა თანამედროვე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორია (ტფილისის, ერივანის, ელიზავეტპოლისა და ბაქოს გუბერნიები, ზაქათალის ოკრუგი /გამორჩენილია ქუთაისის გუბერნია – ი. ხ./). გარდა ამისა, რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა ყარსის ოლქი (მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების პირობებით გადავიდა ოსმელეთის იმპერიაში) და ბათუმის ოლქი (გაიყო ოსმალეთის იმპერიასა და საქართველოს შორის). 

ძირითადი ბრძოლები რუსულ და თურქულ არმიებს შორის მიდიოდა სომხეთის ზეგანზე ზღვის დონიდან 1800–2500 მ სიმაღლეებზე. ზეგანი დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაკვეთილია ხუთი ძნელად გასავლელი მთაგრეხილით, რომლებიც ძალიან აძნელებდნენ, ადგილ-ადგილ კი სრულიად გამორიცხავდნენ ჯარების მსხვილი მასების მოქმედებებს. მთათაშორისი ქვაბულები მთავარი ქედების განშტოებებითაა გადაკეტილი, რომლებიც ბუნებრივ თავდაცვით პოზიციებს წარმოადგენენ. თითქმის ყველა მთა უტყეოა, პონტოს ტავრის შავი ზღისკენ მიმართული კალთების გამოკლებით, რომლებიც ხშირი ნახევრად ტროპიკული მცენარეულობითაა დაფარული. ომის მსვლელობაზე არსებით გავლენას ახდენდა საბრძოლო მოქმედებათა რაიონის კლიმატური განსაკუთრებულობანი, რომლებიც აძნელებდნენ კავშირს, ჯარების მომარაგებისა და გადაადგილებათა ორგანიზაციას: თოვლის ღრმა საფარისა და ზამთრის დაბალი ტემპერატურების არსებობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ხშირი ქარბუქებით კიდევ უფრო მძიმდებოდა. 

სომხური ზეგნის მეორე და მესამე მთაგრეხილებს – ჩრდილო და შუათანა სომხურ ტავრებს – შორის განლაგებულია არზრუმის ველი 12–15 კმ სიგანით, რომელიც მოსახერხებელია ჯარების მოქმედებისათვის. ამ ველის გავლით გადიოდა თვლიანი ტრანსპორტის გზები ამიერკავკასიიდან ანატოლიაში, რომლებიც 1914 წლის რუსეთ-თურქეთის საზღვრიდან 100 კმ-ში განლაგებული ქალაქ-ციხესიმაგრის არზრუმის (80 ათასი მცხოვრები) რაიონში ერთდებოდა, რომელიც მიმდებარე რაიონის სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენდა. 

ყველაზე უფრო მსხვილი ქალაქები: 

ტრაბზონი (ტრაპეზუნდი, 51 ათასი მცხოვრები) შავი ზღვის ნაპირზე, რომელიც განლაგებულია ისტორიული გზის დასაწყისში პონტის ტავრის გავლით არზრუმისაკენ და შემდეგ სპარსეთში, რკინიგზების არარსებობისას გამოიყენებოდა მე-3 თურქული არმიის მიერ როგორც შუალედური სატრანსპორტო ბაზა უმოკლეს გზაზე არზრუმსა და კონსტანტინოპოლს შორის, მათ შორის ჯარების გადასროლისათვის. 

ბითლისი (40 ათასი), განლაგებული მუშის ველიდან დიარბაქირსა და მოსულისაკენ მიმავალ გზაზე პრაქტიკულად უგზო სომხური ტავრის გავლით; 

მუში (40 ათასი), განლაგებული მუშის ველიდან გამომავალ გზაზე; 

ვანი (30 ათასი) ვანის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, სომეხთა კომპაქტური განსახლების ცენტრი; 

ერზინჯანი (50 ათასი) მდინარე ყარა-სუს ვრცელ ნაყოფიერ ველზე, მობილიზაციის პუნქტი და 10-ე თურქული კორპუსის შტაბი. 


1914 წელი 

რუსეთ-თურქეთის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების დაწყება 

ძირითადი წერილი: ქჲოფრიქეის ოპერაცია 

1914 წლის 20 ოქტომბერს (2 ნოემბერს) პეტროგრადში ხელი მოეწერა ნიკოლოზ II-ის მანიფესტს ოსმალეთის იმპერიისათვის ომის გამოცხადების შესახებ. უფრო ადრე, სატელეგრაფო მოხსენებაზე საპასუხოდ შავი ზღვის სანაპიროზე თურქული ფლოტის თავდასხმის შესახებ, კავკასიის არმიის მთავარსარდალმა გენერალ-ადიუტანტმა გრაფმა ვორონცოვ-დაშკოვმა ნიკოლოზ II-გან მიიღო დეპეშა მითითებით თურქეთისათვის ომის გამოცხადების შესახებ და ბრძანებით დაეწყო საომარი მოქმედებები, რის შემდეგაც 19 ოქტომბერს (1 ნოემბერს) ჯარებს მისცა ბრძანება გადასულიყვნენ საზღვარზე და თურქებისათვის შეეტიათ. 

20 ოქტომბრის (2 ნოემბრის) გათენების ღამეს 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის ნაწილებმა (მეთაური გ. ე. ბერხმანი): 39-ე (მეთაური ვ. ვ. დე-ვიტი) და 20-ე (მეთაური ნ. მ. ისტომინი) ქვეითმა დივიზიებმა – რამდენიმე ადგილას გადალახეს თურქეთის საზღვარი და 350 კმ-მდე ზოლში გაშალეს შეტევა. რუსული არმიის მარჯვენა ფრთა მოძრაობდა ქალაქ სარიყამიშიდან, მარცხენა კი – ერივანიდან. ოპერაციის მიზანი გახლდათ ერზურუმი (არზრუმი). 21 ოქტომბერს (3 ნოემბერს) დაიკავეს ბაიაზეთი, შემდეგ დღეს – ქიოფრიქეის პოზიცია იმავე სახელწოდების სოფელთან ერთად. წააწყდნენ რა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობას, რუსული ნაწილები, მძიმე დანაკარგების განცდით, იძულებული შეიქნენ უკან დაეხიათ და თავდაცვაზე გადასულიყვნენ. მხოლოდ მე-2 თურქესტანული კორპუსის მოსულმა ნაწილებმა შეძლეს გაეჩერებინათ თურქების წინსვლა და მოეხდინათ ფრონტის სტაბილიზაცია. 8 (21) ნოემბრისათვის ყველაზე მიმართულებაზე პოზიციური სიწყნარე იქნა დამყარებული. 

ამასობაში თურქებმა ჩაატარეს ყურადღების გადამტანი ოპერაცია, მიაყენეს რა დარტყმა მსხვილი ძალებით შავ ზღვის სანაპიროს გაყოლებით ბათუმზე საერთო მიმართულებით. მოქმედებდნენ რა 5 ათასი ლაზისა და აჭარული ირეგულარული ფორმირებების მხარდაჭერით, თურქებმა ქალაქები ართვინი და არტანუჯი დაიპყრეს. 5 (18) ნოემბერს რუსულმა ჯარებმა ქალაქი ართვინი დატოვეს და ბათუმისაკენ დაიხიეს. 

კავკასიის ფრონტზე პირველი შეტაკებების მსვლელობისას თურქული ჯარები ახერხებდნენ რუსული ჯარების დამარცხებას. იმავე დროს ოსმალური ხელისუფლება უკვე იმავე პერიოდში მობილიზებულ სომეხთა დეზერტირობის შესახებ აცხადებდა, რომელმაც მსხვილი ზომები მიიღო, აგრეთვე სომეხი ჯარისკაცებისა და მშვიდობიან მცხოვრებთა რუსების მხარეზე გადასვლის მრავალრიცხოვანი შემთხვევების შესახებაც, რაც ასევე იმ დროის სხვადასხვანაირი წყაროებითაც დასტურდებოდა. 

30 ნოემბერს (13 დეკემბერს) იმპერატორი ნიკოლოზ II პირადად ეწვია ყარსს, 1 (14) დეკემბერს კი – სარიყამიშს, სადაც გაესაუბრა მოსახლეობას და ჩაატარა შეხვედრები სხვადასხვა კონფესიების სულიერ ლიდერებთან – საქართველოს ეგზარქოსთან, სომეხთა კათოლიკოსთან, შიიტების შეიხ-ულ-ისლამთან და სუნიტების მუფტისთან. 

სარიყამიშის ოპერაცია და ბრძოლა არტაანთან 

ძირითადი წერილები: სარიყამიშის ოპერაცია და ბრძოლა არტაანთან 

[სურათი] 

ბრძოლის მსვლელობა 

[სურათი] 

რუსული არმიის პოზიციები სარიყამიშთან. 1914 წ. 

25 ნოემბერს (8 დეკემბერს) ენვერ-ფაშა, ჩამოვიდა რა ზღვით სტამბულიდან ორი გერმანელი მრჩევლის თანხლებით, ტრაპიზონში გადმოსხდა, საიდანაც არზრუმში მე-3 არმიის შტაბ-ბინაში მივიდა. რუსული არმიის განადგურების გეგმის შემუშავებისას ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მინისტრი გერმანული ტაქტიკის გამოყენებას ცდილობდა, რომელიც ტანენბერგთან ბრძოლისას იქნა გამოყენებული. მაგრამ ზოგიერთში ეჭვს იწვევდა ის, რომ ზაფხულის პერიოდში ამოქმედებული გეგმა, შეიძლებოდა კავკასიაში ზამთარში ყოფილიყო გამოყენებული. აღმოსავლეთ ანატოლიის სამთო გზები პრაქტიკულად გაუვალი იყო ტრანსპორტისათვის. თოვლის სიღრმე 1,5 მეტრს აღწევდა, ტემპერატურა კი –20 გრადუსამდე ჩამოდიოდა. მე-3 არმიის სარდალმა ჰასან იზეთმა გეგმის განხილვის შემდეგ მასზე კვალიფიციური დამატებები გააკეთა. მისი აზრით, ჯარები საჭიროებდნენ აწყობილ მომარაგებას – ზამთრის ტანისამოსით, სურსათითა და საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას. ენვერ-ფაშას მსგავსი გამონათქვამები ზომაზე მეტი სიფრთხილის გამოხატულებად მიაჩნდა. იგი ჰაფიხ-ჰაქი-ბეგის შეტყობინებებს მიენდო, რომელსაც გზების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ჰქონდა დავალებული. წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, გზების მდგომარეობა ზამთრის პერიოდში იძლეოდა ქვეითი ჯარის გადაადგილების შესაძლებლობას სამთო ზარბაზნებით – მსუბუქი არტილერიისა, რომელიც ჯორებით გადაჰქონდათ. ჰასან იზეთი, რომელსაც ამ ოპერაციის წარმატებისა არ სჯეროდა, ენვერ-ფაშას მოსვლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. 6 (19) დეკემბერს ენვერ-ფაშამ საკუთარ თავზე აიღო მე-3 არმიის სარდლობა. ჰაფიზ-ჰაქი-ბეფი 10-ე კორპუსს ჩაუდგა სათავეში. 

ამ პერიოდში რუსული სარდლობა ტფილისში საკმარისად ზუსტ ცნობებს ღებულობდა სომეხი მსტოვრებისაგან თურქული ნაწილების დისლოკაციისა და გადაადგილებათა შესახებ ოლთისის მიმართულებაზე და იდას რაიონში, სადაც თურქული ძალების მასშტაბური შეტევითი ოპერაციის დაწყებას მოელოდნენ. მაგრამ ინფანტერიის გენერალი გ. ე. ბერხმანი, 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსისა და სარიყამიშის რაზმის სარდალი, ამ ცნობებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. 

9 (22) დეკემბერს თურქულმა არმიამ სამი საარმიო კორპუსისა (მე-9, 10-ე და 11-ე კორპუსების) და ქურთული კავალერიის შემადგენლობით, ენვერ-ფაშას ხელმძღვანელობით მიმართა კონტრშეტევას რუსული არმიის პოზიციებზე, დაიწყო რა სარიყამიშის ბრძოლა. 10-ე კორპუსი უტევდა ოლთისის მიმართულებაზე გენერალ-ლეიტენანტ ნ. მ. ისტომინის ოლთისის რაზმის წინააღმდეგ, რომლის საფუძველსაც 20-ე ქვეითი დივიზია შეადგენდა, მე-9 და 11-ე კორპუსები კი ქურთულ კავალერიასთან ერთობლივად – სარიყამიშის მიმართულებაზე რუსული სარიყამიშის რაზმის (1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის) წინააღმდეგ. იმავე დღეს დასახლებული პუნქტი იდა ასევე თურქების მიერ იქნა დაპყრობილი. კავკასიური არმია თავდაცვაში გადავიდა, თურქები კი ფრონტის მთელ ხაზზე შეტევას აწარმოებდნენ. 

ამ დროს სარიყამიშში მყოფმა კავკასიური არმიის შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ნ. ნ. იუდენიჩმა, განაგრძობდა რა თავისი თანამდებობის აღსრულებას, მე-2 თურქესტანული საარმიო კორპუსის მეთაურობაც საკუთარ თავზე აიღო. 12 (25) დეკემბერს დაიწყო კავკასიური არმიის ნაწილების სარიყამიშისკენ უკანდახევა – ქალაქისაკენ, რომელსაც მთელი ამიერკავკასიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დაიწყო მისი თავდაცვისათვის მზადება, რომელსაც ინფანტერიის გენერალი გ. ე. ბერხმანი ხელმძღვანელობდა. 

13 (26) დეკემბერს დაიწყო ქალაქის ბრძოლები თვითონ სარიყამიშში, უფრო ზუსტად მის გარეუბნებსა და რკინიგზის სადგურში. უშულო თავდაცვას მე-2 ყუბანური პლასტუნთა ბრიგადის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ნ. ა. ბუკრეტოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც ქალაქში გავლით აღმოჩნდა. თავდაპირველად ქალაქის დამცველთა საერთო რიცხვი 4 ათას ადამიანზე ნაკლებს შეადგენდა. მომდევნო დღეს მოუსწრეს დამხმარე ძალებმა 80-ე ქვეითი ყაბარდოული პოლკისა და ზაპოროჟიელ კაზაკთა პოლკის შემადგენლობით, კიდევ ერთი დღის შემდეგ 155-ე ყუბანური ქვეითი და 15-ე მსროლელი თურქესტანული პოლკების მოსვლასაც მოელოდნენ. 

ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს ა. ზ. მიშლაევსკის – კავკასიური არმიის მთავარსარდლის თანაშემწის მიერ პირადი სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამოჩენას. იმ პერიოდში, როცა სარიყამიში არსებითად ალყაში იყო მოქცეული და ამ მიმართულებაზე რუსული ჯარების დამარცხების შემთხვევაში თურქებს ყარსისა და ტფილისისაკენ გზა ეხსნებოდათ, მიშლაევსკი წინააღმდეგობრივ ბრძანებებს იძლეოდა. საბოლოო ჯამში მან მიიღო გადაწყვეტილება უკან დაეხიათ, გაანადგურა მთელი საწყობები, და შტაბის უფროს გენერალ-მაიორ ლ. მ. ბოლხოვიტინოვთან ერთად 15 (28) დეკემბერს ფრონტი ავტომობილით დატოვა და ტფილისისაკენ გამოემართა. 

[სურათი] 

რუსული ქვეითი ჯარი. კავკასია. 1914 წ. 

აჭარელთა თანადგომით, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდნენ, თურქული ჯარების კონტროლქვეშ გადავიდა ბათუმის ოლქის ნაწილი, მიხეილის ციხესიმაგრის რაიონისა და ბათუმის ოკრუგის ზემო აჭარის უბნის გამოკლებით, ასევე, 17 (30) დეკემბერს, ყარსის ოლქის ქალაქი არტაანი (რომელსაც ხუთ დღეს ინარჩუნებდნენ) და არტაანის ოკრუგის მნიშვნელოვანი ნაწილიც. 

რამდენიმე შემდეგი დღის განმავლობაში წარმოებდა გააფთრებული ბრძოლები ორივე მხარისათვის ცვალებადი წარმატებით, მაგრამ 16 (29) დეკემბრისათვის თურქული მე-9 კორპუსის 30-ე დივიზიამ მოახერხა ხელში ჩაეგდო რკინიგზები და კავკასიური არმიის ძალები ყარსისაგან მოეწყვიტა. იმავე დღეს ქაღიზმანის რაზმისა და 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის 1-ლი ყუბანური პლასტუნთა ბრიგადის მეთაურმა გენერალ-მაიორმა მ. ა. პრჟევალსკიმ სარიყამიშში ჯართა დაჯგუფების სარდლის პოსტზე ნ. ა. ბუკრეტოვი შეცვალა. ამ მომენტისათვის რუსული არმიის რიცხოვნებას ქალაქში დაახლოებით 14 ათასი ადამიანითა და 34 ქვემეხით აფასებდნენ. 

18 (31) დეკემბერს 11-ე თურქული კორპუსის ორი დივიზია გადმოვიდა შეტევაზე გჲულჲუ-დაგისა და ყარაურგანის მიმართულებით, სადაც თავდაცვა სარიყამიშის რაზმის ნაწილებს ეკავათ. გააფთრებული ბრძოლების შედეგად რამდენიმე დასახლებული პუნქტი და სტრატეგიული სიმაღლე თურქული ჯარების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებიც მე-2 თურქესტანული საარმიო კორპუსისა და 153-ე ქვეითი ბაქოს პოლკის რუსული ნაწილების შემდგომი კონტრშეტევების შედეგად უკანვე იქნა წართმეული, ამასთან თურქულმა ნაწილებმა უმძიმესი დანაკარგებიც განიცადეს. ამავდრულად 1-ლი ყუბანური პლასტუნთა ბრიგადის ძალებით მე-9 კორპუსის დივიზიებს შეუტიეს, რომელიც 1914 წლის 23 დეკემბრისათვის (1915 წლის 5 იანვრისათვის) პრაქტიკულად მთლიანად იქნა განადგურებული. 1914 წლის 19 დეკემბერს (1915 წლის 1 იანვარს) 10-ე თურქული კორპუსის დივიზიებმა უკანდახევა დაიწყეს, მაგრამ ჯარების დაჯგუფების სარდლის გ. ე. ბერხმანის მიერ ვითარების არასწორად შეფასების გამო რუსული ჯარების მიერ თურქების დევნა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა, რაც იქცა საფუძვლად 1914 წლის 24 დეკემბერს (1915 წლის 6 იანვარს) მისი ჩამოშორებისა და კავკასიური არმიის დაჯგუფების სარდლად ნ. ნ. იუდენიჩის დანიშვნისათვის. 

1914 წლის 21 დეკემბერს (1915 წლის 3 იანვარს) გენერალ-ლეიტენანტ პ. პ. კალიტინის ციმბირის კაზაკთა ბრიგადამ, რომელიც შეუმჩნევლად მიადგა ქალაქ არტაანს, ზუსტი საარტილერიო ცეცხლით თურქების დაჯგუფება იქიდან განდევნა და შემდეგ მათი უკანდახეული კოლონებიც დაამარცხა. პარალელურად, ოლთისის რაზმის ნაწილებმა ქალაქებზე არტანუჯსა და ართვინზე თავიანთი კონტროლი აღადგინეს. მარტო არტაანის რაიონში დაახლოებით 1 ათასი თურქი იქნა ტყვედ ჩაგდებული. იმავე დღეს აღდგა სარკინიგზო შეტყობინება ყარსთან. 

მას შემდეგ, რაც ნ. ნ. იუდენიჩმა მიიღო სარდლობა, კავკასიის არმიამ ახალი ძალით დაიწყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები 10-ე და 11-ე თურქული კორპუსების ნარჩენების წინააღმდეგ. 1914 წლის 19 დეკემბერს (1915 წლის 1 იანვარს), ნ. ნ. იუდენიჩის უნარიანი მოქმედებების წყალობით, რომელიც არ დაემორჩილა ა. ზ. მიშლაევსკის ბრძანებებს, კავკასიურმა არმიამ დაიწყო შეტევა. დღეღამის შემდეგ, დამხმარე ძალების მოსვლასთან ერთად, შეტევა ახალი ძალით გაგრძელდა. 1914 წლის 28 დეკემბერს (1915-ის 10 იანვარს) 153-ე ქვეითმა ბაქოს პოლკმა გჲულჲუ-დაგი დაიკავა, მომდევნო დღეს კი მე-2 ყუბანური პლასტუნთა ბრიგადა გენერალ-მაიორ ი. ე. გულიგას მეთაურობით ბარდიზის ველს დაეუფლა. 

1914 წლის კამპანიის შედეგები 

კავკასიის ფრონტზე პირველი ოპერაციების ჩატარების მსვლელობამ, ნ. გ. კორსუნის აზრით, გამოავლინა მსხვილი შეცდომები (სრულად ვერშფასებანი) როგორც რუსული, ისე თურქული სარდლობების მოქმედებებში. ასე, ოპერაციების ჩატარებისას რუსული არმიის ყველაზე უფრო სუსტი მხარეები იყო სერიოზული უკმარისობანი სადაზვერვო საქმიანობის წარმოებაში, მოწინააღმდეგის შესახებ მიღებული მონაცემების ანალიზსა და დამუშავებაში, ქვედანაყოფებს შორის კავშირგაბმულობის ორგანიზებასა (უწინარეს ყოვლისა მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა) და ზურგის მოუწყობლობაში. თურქული არმიის სარდლობას, ავტორის აზრით, საერთოდ არ ჰქონდა „ჯარების ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები მთაგორიან პირობებში“. ჯერ კიდევ შეტევითი ოპერაციის დაგეგმვისას იქნა დაშვებული შემდეგი სერიოზული შეცდომები: არ იყო ორგანიზებული კავშირგაბმულობა, არმია არ იყო საკმარისად უზრუნველყოფილი აღკაზმულობითა და სურსათით მრავალკილომეტრიანი მარშებისათვის, სრულებით არ ითვალისწინებდნენ მაღალმთიანი მხარის ზამთრის პირობებს, რაც სერიოზულად ართულებდა მსხვილი სამხედრო შენაერთების გადაადგილებას და ზღუდავდა მათ მანევრულობას. 

დეკემბრის ბოლოსათვის მე-3 თურქული არმიის მასობრივი უკანდახევა დაიწყო, და მისი სწრაფი დამარცხებაც ეჭვს არ იწვევდა. კავკასიურმა არმიამ მოახერხა რუსული ამიერკავკასიის დაპყრობაზე ოსმალეთის იმპერიის გეგმები ჩაეშალა და საბრძოლო მოქმედებები თურქეთის ტერიტორიაზე გადაეტანა. 

ქჲოფირქეისა და სარიყამიშის ოპერაციებში რუსული ჯარების მხარეზე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ასირიული სამხედრო ფორმირებანი. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობდნენ მტრის ზურგში წარმოებულ რეიდებში, სადაზვერვო ოპერაციებში, დივერსანტებისა და ჯაშუშების ძებნაში, აწარმოებდნენ მილიციურ სამსახურსაც. 

დაპყრობილ ტერიტორიებზე თურქები ანადგურებდნენ და ძარცვავდნენ საზღვრისპირა ქრისტიანულ დასახლებულ პუნქტებს, აგრეთვე მასობრივად ხოცავდნენ მშვიდობიან სომხურ მოსახლეობას: „ართვინისა და არტანუჯის რაიონში დახოცილი სომხების რიცხვი 7 ათასი ადამიანით ფასდება“. მსგავსი რამ მშვიდობიან ქრისტიანულ (ძირითადად სომხურ) მოსახლეობასთან მიმართებით ხდებოდა მთელ არტაანის ოკრუგში, თავად ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე კი თურქული ხელისუფლება სომეხთა მასობრივ ძარვას მიმართავდა არმიის საჭიროებათა უზრუნველყოფის საბაბით. 


1915 წელი 

1915 წლის დასაწყისში რუსეთის ამიერკავკასია უსაფრთხოდ იმყოფებოდა, ოსმალეთის იმპერიის მდგომარეობა კი მძიმე იყო. ფრონტზე თურქების პირისპირ მძლავრი რუსული არმია იდგა, ზურგში კი სომეხი პარტიზანები მოქმედებდნენ, რომლებიც ტელეგრაფის სადენებს სჭრიდნენ, სამხედრო და პოლიციურ საგუშაგოებს თავს ესხმოდნენ, ხოცავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს – როგორც სამხედროებს, ისე სამოქალაქო პირებსაც. პარტიზანული საქმიანობა გახლდათ ოსმალო ხელისუფალთა განსაკუთრებული გაღიზიანების მიზეზი, რამდენადაც სომხური მოსახლეობის ცხოვრების ძირითადი რეგიონები ორი სარკინიგზო ხაზის გავლის გზაზე იმყოფებოდა, სწორედ იქ, მე-3 თურქული არმია საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდა. 

თავიდან კავკასიის ფრონტის უმაღლესი სარდლობა მნიშვნელოვანი რიცხვის „საორგანიზაციო და სამობილიზაციო ღონისძიებებს“ ატარებდა, რომლებიც საჯარისო შენაერთების მართვის ხარისხისა და ოპერატიულობის ამაღლებაზე იყო მიმართული – კავკასიური არმიის შტაბმა ტფილისიდან ფრონტთან ახლოს – ყარსში გადაინაცვლა, უზარმაზარი რაოდენობით გაიყვანებოდა სატერლეგრაფო ხაზები, წარმოებდა შეტყობინების გზების მომზადება (როგორც გზატკეცილების, ისე რკინიგზებისა), ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზების ორგანიზება მრავალ ფრონტისპირა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში. 

სარიყამიშის ოპერაცია (გაგრძელება) 

[სურათი] 

თურქი მეტყვიამფრქვეები სარიყამიშთან. 1915 წ. 

ჯერ კიდევ 1914 წლის ბოლოს, რუსული არმიის სარდალმა ნ. ნ. იუდენიჩმა დასვა ამოცანა დაუფლებოდნენ ზივის პოზიციებს, სადაც 11-ე თურქული კორპუსის ცენტრი იყო განთავსებული (აქ რუსული არმია თურქებს ჯერ კიდევ 1877 წელში ებრძოდა, იხ. ზივის ბრძოლა). 1915 წლის 3 (16) იანვრისათვის 11-ე კორპუსის ნაწილებმა მასობრივი უკანდახევა დაიწყეს. 

5 (18) იანვარს კავკასიის არმიამ მოიპოვა სარიყამიშის ბრძოლაში გამარჯვება, ისე რომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის სიღრმეში თურქული არმიის წინსვლა. განთავისუფლებულ იქნენ იდა და ოლთისი, ასევე ბათუმის ოლქიც, თუმცა კი ზემო აჭარა მხოლოდ 1915 წლის მარტის ბოლოსათვის იქნა თურქებისაგან მთლიანად გაწმანდილი. იანვარში ნ. ნ. იუდენიჩს ინფანტერიის გენერლის წოდება მიენიჭა და კავკასიური არმიის სარდლად იქნა დანიშნული. თურქულმა არმიამ სრული დამარცხება განიცადა. მისი საერთო დანაკარგები ზოგიერთი შეფასებით პირადი შემადგენლობის 70–90 ათას ადამიანს აღწევდა (მათგან 25–30 ათასი გაყინულები), კავკასიური არმიისა – 16–26 ათასს (მათგან გაყინულები – 6 ათასამდე). თუმცა კი მარტისათვის მე-3 არმიის რიცხოვნებამ, ახალი შევსებების ხარჯზე, 100 ათას ადამიანს მიაღწია (დაახლოებით 28 ათასი რეზერვისტის ჩათვლით), 12–18 ათასის ნაცვლად, სარიყამიშთან სასტიკად დამარცხების შემდეგ. 

სარიყამიშთან დამარცხების შემდეგ ოსმალური არმიის სარდლობამ, ეშინოდა რა სომხების რუსებთან თანამშროლობისა, მიიღო გადაწყვეტილება რეგულარულ ნაწილებში სომეხი ჯარისკაცების განიარაღებისა და სამშენებლო სამუშაოებზე მათი გადაყვანის შესახებ, რომლებიც ძირითადად იმპერიის ქრისტიანულ უმცირესობათაგან შედგებოდა, რამდენადაც მათი ლოიალობა ეჭვს იწვევდა. ამასთან ერთად, გ. უოლკერის, ვ. დადრიანისა და ტ. ტკჩამის თანახმად, სარიყამიშის დამარცხების შემდეგ ენვერ-ფაშა საჯაროდ აღნიშნავდა ომის პირველ თვეებში სომეხთა ერთგულებას და ამასთან ერთად, ოსმალეთის მთელ იმპერიაში დაიწყო თურქული სახელმწიფოსადმი სომეხთა ლოიალობის ფალსიფიკაციის მასშტაბური კამპანია, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ სუმხური მოსახლეობა გაერთიანდა ოსმალეთის იმპერიის მტერთან – რუსეთთან, რაც იქცა მე-3 თურქული არმიის დამარცხების ძირითად მიზეზად, რაც, თავის მხრივ, რაც შეიქნა საბაბი და საგანი სომხური მოსახლეობის საყოველთაო დევნისა და სასტიკად მოპყრობისათვის ხელისუფალთა მხრიდან. თვალითმხილველთა მოწმობებით, სარიყამიშთან ბრძოლის შემდეგ დაიწყო განიარაღებულ სომეხთა მასობრივი მკვლელობები, რომლებიც სამშენებლო ბატალიონებში იმყოფებოდნენ. 

აჭარისა და მეზობელი ოლქების რუსული არმიის კონტროლქვეშ დაბრუნების შემდეგ, გენერალმა ვ. პ. ლიახოვმა მისცა ბრძანება კაზაკებს ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობის განადგურებაზე. გადაწვას ექვემდებარეოდნენ სოფლები და მეჩეთები ილის ართვინის ტერიტორიაზე და მდინარე ჭოროხის ხეობაში. ხოცვა-ჟლეტაში სომხური ფორმირებებიც მონაწილეობდნენ. ოსმალური მონაცემების მიხედვით 30 ათასი მამაკაცი იქნა მოკლული, ათასობით ქალი და ბავშვი კი ზამთრის პერიოდში თავზე ჭერის გარეშე დარჩა. დ. ლენგის შეფასებებით, სადამსჯელო ოპერაციების შედეგად 45 ათასი მუსლიმანი იქნა მოკლული და მხოლოდ 7 ათასი გადარჩა ცოცხალი. ოსმალეთის ხელისუფლებამ საჩქარო წესით მიაწოდა ინფორმაცია იტალიის საელჩოსა და ნეიტრალურ ძალებს სავარაუდო არაადამიანური დამოკიდებულების შესახებ ოსმალო სამხედრო ტყვეებისადმი რუსული არმიის სომეხ სამხედრო მოსამსახურეთა მხრიდან. ვორონცოვ-დაშკოვის ბრძანებით დაახლოებით 10 ათასი მუსლიმანი იქნა დეპორტირებული საზღვრისპირა ზონიდან, მოგვიანებით მათი ნახევარი კუნძულ ნარგენზე იქნა გაგზავნილი. მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ გამოავლინა მტრული მოქმედებები დეპორტირებულ აჭარელთა მხრიდან, პირიქით – ისინი კააკებისა და სომხების რბევა-აწიოკების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. მუსლიმანთა წინააღმდეგ რბევა-აწიოკება იყო სხვა ტერიტორიებზეც. ასე, 1915 წლის იანვარში, როცა კაზაკებმა არტაანი დაიპყრეს, მათ ქალაქის მუსლიმანური ნაწილი გადაწვეს და გაძარცვეს, დახოცეს რა იქ ყველანი, ვინც ქალაქიდან არ გაიქცა. 

სარიყამიშის ოპერაციის დროს და მისი დასრულების შემდეგ, აზერბაიჯან–ვანისა და ზღვისპირა რაზმების გამოკლებით, რომლებიც შესაბამისად მხოლოდ 1916 წლის გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის ბოლოში იქნებიან რეორგანიზებულნი, რუსულმა კავკასიურმა არმიამ რაზმების სისტემიდან ნორმალურ საკორპუსო სისტემაზე დაიწყო გადასვლა: ოლთისის რაზმი შევიდა მე-2 თურქესტანული საარმიო კორპუსის შემადგენლობაში გენერალ-ლეიტენანტ მ. ა. პრჟევალსკის მეთაურობით, სარიყამიშის რაზმი – 1-ლ კავკასიურ საარმიო კორპუსში კავალერიის გენერლის პ. პ. კალიტინის მეთაურობით, ერივანის რაზმი გარდაიქმნა მე-4 კავკასიურ საარმიო კორპუსად ინფანტერიის გენერლის პ. ი. ოგანოვსკის მეთაურობით. 

სპარსული კამპანიის დასაწყისი 

ძირითადი წერილი: სპარსული კამპანია 

პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ სპარსეთი ერთობლივი ანგლო-რუსული პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა (იხ. ანგლო-რუსული შეთანხმება /1907/). მასში რუსული საჯარისო ნაწილები იმყოფებოდნენ. კავკასიის ფრონტზე ომის დაწყებამდე სპარსეთმა მიმართა რუსეთს წინადადებით ამ ნაწილების თავისი ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ, მაგრამ უარი მიიღო. მეორეს მხრივ, ირანის აზერბაიჯანის ზოგიერთი ტერიტორია თურქეთ-ირანის საზღვარზე, 1907 წლიდან დაწყებული, ოსმალეთის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ოსმალეთის იმპერიას თავისი ტერიტორიული ამბიციები გააჩნდა ირანის აზერბაიჯანსა და ამიერკავკასიაში. 1914 წლის 19 ოქტომბერს (1 ნოემბერს) შაჰის ფირმანით (ომში ირანის) ნეიტრალიტეტი იქნა გამოცხადებული. მაგრამ ამან ვერ ააცილა მას ქვეყანაში რუსული, თურქული და ანგლო-ინდური საჯარისო ფორმირებათა შემოჭრა როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდანაც. 

[სურათი] 

ოსმალური არმიის ჯარისკაცი ხელში ჩაგდებული რუსული ტყვიამფრქვევით 

სარიყამიშის შეტევის დაწყების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო სიტუაციის მოსინჯვა ჩრდილოეთ სპარსეთში იქ მცხოვრები მუსლიმანების რუსული ჯარების წინააღმდეგ გაერთიაების მიზნით, რათა პრობლემები შეექმნათ მტრის ზურგში და, შესაძლოა, რუსეთის ინდუსტრიული ცენტრის – ბაქოსაკენ წინ წასულიყვნენ. ენვერ-ფაშას სურდა, რომ ოსმალური არმია შესულიყო სპარსეთში, როგორც არმია-განმათავისუფლებელი, რომელიც დაეხმარებოდა ხალხს რუსული და ინგლისური ჯარების განდევნაში. არცთუ დიდი რაზმი ომარ ნაჯი-ბეგის მეთაურობით სწრაფად მიიწევდა წინ, როცა, სარიყამიშზე თურქების შემოტევის შემდეგ პანიკაში ჩავარდნილმა ა. ზ. მიშლაევსკიმ გასცა ბრძანება თავრიზიდან და ურმიიდან ჯარების გამოყვანის შესახებ. ამან აღაფრთოვანა ირანელი ქურთები, რომლებმაც თურქულ ნაწილებს დაუჭირეს მხარი. 

ბრძანების შესახებ არ უცნობებიათ ომის დაწყებასთან დაკავშირებით შექმნილი ასირიული ეროვნული საბჭოსათვის. ასირიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ქურთებისა და თურქების ხელში იარაღის იმ საწყობების ჩავარდნის შემდეგ, რომლებიც უკან დახეულმა რუსულმა ჯარებმა მიატოვეს. რიგი ასირიული დრუჟინები (რაზმები) ალიაბადიდან, ბაბარუდიდან, დარბადურედან და სხვა, რომლებსაც ეჭვადაც კი არ ჰქონდათ რუსლი ჯარების უკანდახევის ამბავი, ხაფანგში აღმოჩნდნენ და განადგურებულ იქნენ. 

[სურათები] 

კაზაკები კავკასიის ფრონტზე.1915 წ. 

1915 წლის 1 (14) იანვარს თურქებმა თავრიზი დაიპყრეს. 17 (30) იანვარს თ. გ. ჩერნოზუბოვის რუსულმა კაზაკურმა ნაწილებმა ანდრანიკ ოზანიანის 1-ლსომხურ დრუჟინასთან ერთობლივად თურქები თავრიზიდან განდევნეს. აპრილში დილიმანის ბრძოლის შედეგად თურქები საბოლოოდ იქნენ განდევნილი ჩრდილოეთ სპარსეთიდან. არის ცნობები მრავალრიცხოვანი ლტოლვილების – სომხების, აისორთა და ბერძნების შესახებ, რომლებიც იძულებით გადმოსახლდნენ რუსეთის ტერიტორიაზე თურქული და ქურთული რაზმების სასტიკ მოქმედებებთან დაკავშირებით. 

პროთურქული ქურთული რაზმების ნეიტრალიზაციისათვის 9 (22) მისს მიმართეს შარპანტიეს რეიდს. გენერალ-ლეიტენანტ ნ. რ. შარპანტიეს რაზმმა 18 (31) მაისისათვის ქალაქი ურმია დაიკავა და ვანის ტბის მიმართულებით დაიძრა მე-4 კავკასიური საარმიო კორპუსის მხარდასაჭერად. 

შემოდგომის დასაწყისისათვის ვითარება რთული რჩებოდა – გერმანული და თურქული აგენტურები ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და მმართველი წრეები დაეყოლიებინათ ომში მათ მხარეზე გამოსასვლელად. მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის რუსეთი იძულებული იყო სპარსეთში თავისი ჯარები შეეყვანა (გენერალ-ლეიტენანტ ნ. ნ. ბარათოვის კორპუსი). 17 (30) ოქტომბერს რუსული ჯარები ენზელის პორტში გადმოსხდნენ და ყაზვინისაკენ დაიწყეს მოძრაობა. 1915 წლის ოქტომბერ – დეკემბერში კავკასიური არმიის სარდალმა ნ. ნ. იუდენიჩმა წარმატებული ჰამადანის ოპერაცია ჩაატარა, რომელმაც თავიდან ააცილა გერმანიის მხარეზე სპარსეთის ომში ჩართვა. დეკემბრის ბოლოსათვის კავკასიური არმიის ნაწილები, დაეუფლნენ რა ყუმს, დროებით თეირანში შევიდნენ. ახლა რუსული ჯარები სპარსეთის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდნენ და კავკასიური არმიის მარცხენა ფლანგს უზრუნველყოფდნენ. 

ვანის თავდაცვა და სომეხთა გენოციდი 

ძირითადი წერილები: ვანის თავდაცვა და სომხების გენოციდი 

[სურათი] 

ვანის თავდაცვა სომეხ მოლაშქრეთა მიერ. 1915 წ. 

[სურათი] 

სომხთა მიერ ხელში ჩაგდებული თურქული არტილერია, 1915 წ. აპრილი 

თურქული არმიის სარიყამიშის დამარცხების შემდეგ ორივე მხარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ვანმა, პროვინციამ დიდი სომხური მოსახლეობით, სადაც პარტია დაშნაკცუტიუნის მნიშვნელოვანი გავლენა იყო და ომამდე დამყარებული კავშირებიც რუსეთის საკონსულოსთან. ბრიტანეთის კონსულის სიტყვით, 1914 წლის განმავლობაში სომხურ რევოლუციურ ფედერაციას (პარტია დაშნაკცუტიუნი) საიდუმლოდ ჩაჰქონდა დიდი რაოდენობით იარაღი და მას მოსახლეობაში ანაწილებდა. ნოემბერში თურქი ჟანდარმებისათვის ორი დაკავებული სომეხი აგენტისაგან ცნობილი შეიქნა ვანში აჯანყების მზადების შესახებ. ოსმალეთის უშიშროების სამსახურებმა საპასუხო მოქმედებებით გააქტიურეს სოფლებში ჩხრეკვები იარაღის საწყობთა აღმოჩენის მიზნით, აგრევე მათ სომეხი ჯარისკაცები სამშენებლო ბატალიონებში გადაჰყავდათ, სადაც ისინი მუქარას უკვე აღარ წარმოადგენდნენ და არც თავის დაცვა შეეძლოთ. იმავე პერიოდში სარაიში ანდრანიკის მოხალისეები გამოჩნდნენ, რასთან დაკავშირებითაც, ოსმალეთის ხელისუფლებამ დაშნაკების ხელმძღვანელებისაგან სომეხი დეზერტირების გაცემა მოითხოვა. დაიწყო შეტაკებები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სომეხთა თავდაცვის ძალებს შორის. 1 (14) აპრილისათვის ვანის მცხოვრებნი იძულებული შეიქნენ იარაღისატის ხელი მოეკიდათ და ქალაქში თვითთავდაცვის ორგანიზება მდაეწყოთ. ოსმალთა შიშები რეალობად იქცა – სომხები აჯანყდნენ და ქალაქზე ძალაუფლებაც ხელთ იგდეს. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა არამ მანუქიანი, დაშნაკების ერთ-ერთი ლიდერი. როგორც ამერიკელი ისტორიკოსი ჯასტინ მაკარტი მიუთითებს, დაამყარეს რა ქალაქზე კონტროლი, სომხებმა მუსლიმანური კვარტალი გადაწვეს და მათ ხელში ჩავარდნილი ყოველი მუსლიმანი მოკლეს. ბრიტანელი ისტორიკოსის ქრისტოფერ უოლკერის თანახმად, ქალაქის მცხოვრებთა და მასში შეფარებულინ გლეხების წინააღმდეგ (დაახლოებით 30 ათასი ადამიანისა) რეგულარული თურქული არმიის 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე იქნა მიმართული 12 ზარბაზნით, იმ დროს როცა სომხური ნაწილები 6 ათას მებრძოლზე მეტს არ მოითვლიდნენ, რომელთაგან მხოლოდ 1,5 ათასს ჰქონდა შაშხანები და პისტოლეტები. ამერიკელი ისტორიკოსის მაიკლ ა. რეინოლდსის აზრით, ქალაქის გარშემო მსუბუქად შეიარაღებული ჟანდარმები იმყოფებოდნენ, რომლებიც არ იყვნენ მომზადებულნი შეიარაღებული აჯანყების ჩახშობის ამოცანისათვის, რამაც აიძულა აქ ის რეგულარული რაზმები გაემოეყენებინათ, რომლებიც სპარსეთის მიმართულებაზე იყვნენ ამოქმედებული. 

ძალთა უთანასწორობის მიუხედავად, სომხებმა თურქების ყველა შემოტევა მოიგერიეს და ქალაქს ერთი თვის განმავლობაში იცავდნენ, იმ დრომდე, სანამ რუსულმა სარდლობამ, სომეხთა კრიტიკული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თავისი ნაწილები ქალაქისაკენ არ გაგზავნა. მანუქიანი დახმარების შესახებ თხოვნით ფრონტის იქით რუსულ სარდლობას თავის შიკრიკებს უგზავნიდა, გარდა ამისა, ჩრდილოეთ საპრსეთის სომხური ეკლესიის ეპისკოპოსი ინფორმაციას აწვდიდა კავკასიური არმიის შტაბს ვანის ვილაიეთში მდგომარეობის შესახებ. ნ. ნ. იუდენიჩმა, გააძლიერა რა მე-4 კავკასიური საარმიო კორპუსი მე-2 იმიერბაიკალური კაზაკთა ბრიგადით, ბრძანა დაუყოვნებლივ მიეყენებინათ დარტყმა ვანის მიმართულებით და, განდევნიდნენ რა თურქებს, სომხური მოსახლეობისათვის დახმარება აღმოეჩინათ. მოძრაობდა რა ვანისაკენ სოფლების გავლით, ნ. ნ. იუდენიჩმა ისეთნაირად გაშალა კავალერია, რათა მასობრიობის შთაბეჭდილება მოეხდინა და სპარსეთის ქურთებისათვის შიში ჩაენერგა. ოპრაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ოთხმა სომხურმა მოხალისეთა დრუჟინამ, რომლებიც ერთ შეერთებულ დრუჟინად იყვნენ გაერთიანებული ვ. ჰანასორის მეთაურობით, რომელიც „არარატის რაზმში“ შედიოდა. ოსმალურმა ჯარებმა, რომლებსაც არ შეეძლოთ აჯანყების ჩახშობა და არც ჰქონდათ შანსები რომ რუსულ დაჯგუფებას დაპირისპირებოდნენ, 2 (15) მაისისათვის ვანი დატოვეს. ისინი ათეულობით ათასი შეშინებული მუსლიმანის თანხლებით წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, 5 (18) მაისს „არარატის რაზმი“, რომელიც მე-4 კავკასიური საარმიო კორპუსის მეწინავე რაზმს წარმოადგენდა, და კაზაკებისა და სომეხ მოხალისეთაგან შედგებოდა, გენერალ-ლეიტენანტ ა. მ. ნიკოლაევის მეთაურობით, ქალაქს დაეუფლა. რუსულმა ჯარებმა თავიანთი კონტროლის ქვეშ აიყვანეს ვრცელი ტერიტორია, წინ გავიდნენ რა 100 კმ-ით ოსმალური ტერიტორიის სიღრმეში. ვანის სომეხთა აჯანყებამ „დაამსხვრია ენვერის ყველა იმედი პანთურანული შეტევის ორგანიზებაზე“. 

რუსული ჯარების მოსვლამ ათეულ ათასობით სომეხი გარდაუვალი დაღუპვისაგან გადაარჩინა. ვანის ვილაიეთის ტერიტორიაზე ხდებოდა თურქების მიერ სომხური მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. „მთელ პროვინციაში 55 ათასი სომეხი მამაკაცი, ქალი და ბავშვი იქნა მოკლული. სიკვდილით მუქარის ქვეშ მუსლიმანებს ეკრძალებოდათ სომხების შეფარება“. 

ამასთან ერთად, კავკასიური არმიის ნაწილები და სომხური დრუჟნები მსგავს მოქმედებებს ატარებდნენ ვილაიეთის მუსლიმანური სოფლების მიმართებაში, აგრეთვე თავად ვანის მუსლიმანებისაც. ჯ. მაკარტის თანახმად, ათეულობით მუსლიმანური სოფელი იქნა განადგურებული, და ცოცხლად მხოლოდ ისინი გადაერჩნენ, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს. ვანში ხოცვა-ჟლეტას უწინარეს ყოვლისა განიცდიდნენ სამოქალაქო მოსახლეობა, რელიგიური მოღვაწეები და მათი ოჯახები, აგრეთვე დაჭრილი და ავადმყოფი ოსმალო ჯარისკაცებიც იქნენ გაჟლეტილი. მუსლიმანური კვარტალი განადგურდა, და მხოლოდ სამი უძველესი შენობის გარდა ყველა მეჩეთი დამწვარ და განადგურებულ იქნა. კაზაკებიც ასევე მონაწილეობდნენ მუსლიმანური სოფლების ზოგიერთ რბევა-აწიოკებასა და დევნილებზე თავდასხმებში. 

რუსეთის კონტროლის ქვეშ ქალაქის გადასვლის შემდეგ არამ მანუქიანმა ნიკოლოზ II-ს გაუგზავნა ტელეგრამა: 

თქვენი უდიდებულესობის დაბადების დღეს, რომელიც თქვენი ჯარების სომხეთსის დედაქალაქში შესვლას ემთხვევა, ვუსურვებთ რა რუსეთს დიდებასა და გამარჯვებას, ჩვენ, სომხეთის წარმომადგენლები, გთხოვთ ჩვენც მიგვიღოთ თქვენი მფარველობის ქვეშ. და დაე დიადი რუსეთის იმპერიის ყვავლების ფუფუნებიან და მრავალფეროვან თაიგულში პატარა სურნელოვანი იის სახით იცოცხლოს ავტონომიურმა სომხეთმა. 

არამ მანუქიანი ვანის (ვანის ოლქის, რომელმაც 1918 წლის აპრილამდე იარსება) პირველ გუბერნატორად იქნა დანიშნული. მოგვიანებით, ივლისის ბოლოს, კავკასიური არმიის ქალაქიდან უკანდახევასთან დაკავშირებით, მან მოახდინა 200 ათასი ადგილობრივი სომხის აღმოსავლეთ სომხეთში გადმოსახლება. 

როგორც მაიკლ ა. რეინოლდსი აღნიშნავს, საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა ვანის სომეხთა აჯანყება თვითთავდაცვის აქტი ან მოღალატური თანამშრომლობა ოსმალეთის იმპერიის მტერთან – რუსეთთან, მხურვალე კამათების საგნად რჩება. ორგანიზაციისა და შეიარაღების ხარისხის ანალიზი გვიჩვენებს, რომ აჯანყება სპონტანური არ ყოფილა. მაგრამ რუსეთთან თანამშრომლობის გარდა, სომხებს სხვა მიზეზებიც ჰქონდათ იმისთვის, რათა შეიარაღებულიყვნენ. ვანის აჯანყებამდე დიდი ხნით ადრე მოცემულ რაიონში ხდებოდა სომეხთა რბევა-აწიოკებანი, და ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი მიზეზი ჰქონდა თავისი სიცოცხლის გამო შიშისა და შეშფოთებისათის, რაც უბიძგებდა მათ შეიარაღებული რაზმების ორგანიზებისაკენ, რასაც თავის მხრივ თურქული ხელისუფლება განიხილავდა როგორც აჯანყების ორგანიზებისათვის მომზადებას, რაც მსგავს დისკუსიას უაზრობად აქცევს. თვითთავდაცვა რუსეთთან თანამშრომლობაში მდგომარეობდა, თუმცა კი აჯანყებულთაგან ბევრი რუსეთს ღიად მტრულად ეკიდებოდა. კრისტოფერ დ. უოლკერის თანახმად, ვანის აჯანყება იყო სომების თვითდაცვის აქტი თურქული და ქურთული რბევებისაგან. 

უკვე ომის სულ დასაწყისშივე ჩნდება სხვადასხა ცნობები სომხებზე ანგარიშსწორებათა მზადების შესახებ. 1915 წლის აპრილიდან თურქეთის ხელისუფლება შეუდგა მასშტაბურ კამპანიას მშვიდობიანი სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს დროში ცნობილია როგორც სომეხთა გენოციდი. გენოციდი სომხების ფიზიკური განადგურებისა და დეპორტაციის გზით ხორციელებოდა, რომელიც მოიცავდა სამოქალაქო მოსახლეობის გადაადგილებას ისეთ პირობებში, რომლებსაც ისინი გარდაუვალ სიკვდილამდე მიჰყავდა. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის 13 (26) მაისის ერთობლივ დეკლარაციაში სომეხთა მასობრივი მკვლელობანი დახასიათებულია როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. 

ბრძოლა მანციკერტთან 

ძირითადი წერილი: ბრძოლა მანციკერტთან (1915) 

[სურათი] 

1-ლი სომხური დრუჟინის მე-3 ბატალიონი დათვალიერებაზე ეჩმიაძინში, 1915 წ. 

მე-9, 10-ე და 11-ე თურქული კორპუსების აღდგენა სარიყამიშთან მათი დამარცხების შემდეგ მაისში საბოლოოდ იქნა დასრულებული, მაგრამ კავკასიური არმიის დაზვერვა ამ პერიოდში ცუდად მუშაობდა, რაც მე-9 კორპუსის სამი დივიზიის არზრუმის რეგიონიდან ჰინისის რაიონში გადასროლის მიზეზი შეიქნა. იმავე თვეში დაიწყო ინფანტერიის გენერლის პ. ი. ოგანოვსკის მე-4 კავკასიური საარმიო კორპუსის ნაწილების შეტევა. რუსულ კორპუსს შემდეგი ამოცანები ჰქონდა დასმული: ახლათ – ქოფის ხაზე გასვლა (ბელიქანის პოზიციების დაუფლების ჩათვლით), და მანციკერტის შენარჩუნება. ივნისის შუა რიცხვებისათვის რუსული ნაწილები ქალაქ ქოფთან მივიდნენ, რის შემდეგაც, პ. ი. ოგანოვსკიმ მიიღო გადაწყვეტილება არ დაელოდებოდა რა გაძლიერების ჯარებს სპარსეთის აზერბაიჯანიდან (გენერალ შერპანტიეს ცხენოსანი ჯარი და გენერალ-ლეიტენანტ ი. ე. ტრუხინის დაჯგფება) ძნელად მისადგომი ბელიქანის სიმალეებისათვის შეეტია. 17(30) ივნისისათვის ისევ მოხერხდა სოფელ სევანის დაკავება. 

ივნისის ბოლოს თურქულმა არმიამ მე-9 კორპუსის სამი დივიზიის ძალებით დაიწყო კონტრშეტვა ვანისა და მანციკერტის მიმართულებებზე. 27 ივნიის (10 ივლისს) დაიწყო საბრძოლო მოქმედებათა აქტიური ფაზა. თუმცა კი ბრძოლების პირველი კვირის შედეგებით, კავკასიური არმიის ნაწილებმა მოახერხეს ბელიქანის სიმაღლეებისა და სოფელ თათვანის დაკავება. მაგრამ თურქები მნიშვნელოვნად უფრო მომზადებულნი აღმოჩნდნენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებისათვის, და გააფთრებული ბრძოლების შედეგად რუსული არმია იძულებული შეიქნა მალაზგირთის მიმართულებით დაეწყო უკანდახევა. მე-4 კავკასიური კორპუსის ნაწილების დეორგანიზაციის შედეგად დაიწყო რუსული არმიის მთელი მარცხენა ფლანგის უკანდახევაც (ფ. ი. ნაზარბეგოვისა და ი. ე. ტრუხინის ნაწილები). ივლისის შუა რიცხვებისათვის კავკასიურმა არმიამ ვანი, სევანი და სორფი დატოვა. 13 (26) ივლისს რუსულმა ჯარებმა მანციკერტიც დატოვეს. უკანდახევისას, კავკასიური არმიის ნაწილები სომეხ ლტოლვილთა მრავალრიცხოვან ბრბოებს იფარავდნენ, რომლებიც (რუსეთთან) საზღვრის მხარეს მოემართებოდნენ, ვანის რაიონში დარჩენილი სომხური მოსახლეობა კი მასობრივი მკვლელობების მსხვერპლი შეიქნა. 

მანციკერტთან გამარჯვებამ ძლიერად აღაფრთოვანა თურქული სარდლობა, რომელსაც სურდა წარმატება განემტკიცებინა. თურქული დაწილბი აქტიურად სდევნიდნენ უკანდახეულ რუსულ კოლონებს ალაშკრტის ველზე და 20 ივლისისათვის (2 აგვისტოსათვის) ყარაქილისა დაიკავეს. 

კ. უოლკერის თანახმად, ბითლისის ვილაიეთში სომხები „კანონმორჩილად“ იქცეოდნენ, და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში არ შედიოდნენ. მაგრამ აქაც თურქები სომხურ სოფლებს თავს ესხმოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას ხოცავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სომხები მოეხდინათ წინააღმდეგობის ორგანიზაცია, „დაახლოებით 15 ათასი ადამიანი იქნა მოკლული“. ივნისში კი, მუშის სომხური მოსახლეობა იძულებული იყო შემომტევი თურქული ნაწილებისადმი ხანმოკლე წინააღმდეგობის ორგანიზება მოეხდინა. ოთხი დღის განმავლობაში თურქებმა პრაქტიკულად ყველა სომეხი ამოხოცეს, რამდენიმე ასეული ადამიანი კი, ძირითადად ქალები და ბავშვები, საჯინიბოებში ცოცხლად დაწვეს. 

ალაშკერტის ოპერაცია 

ძირითადი წერილი: ალაშკერტის ოპერაცია 

პ. ი. ოგანოვსკის ნაწილების (მე-4 კავკასიური კორპუსი) უკანდახევასთან ერთდროულად, არმიის სარდალი ნ. ნ. იუდენიჩი თურქებისა და ქურთებისათვის ფლანგში კონტრდარტყმას ამზადებდა. მოცემულ მიმართულებაზე კონტრმანევრის მომზადების ფარგლებში, რომლის მიზანიც მოწინააღმდეგის დაჯგუფების ალყაში მოქცევა და განადგურება გახლდათ, ნ. ნ. იუდენიჩმა ტაჰირის რაიონში მძლავრი დამრტყმელი დაჯგუფების თავმოყრა დაიწყო ნ. ნ. ბარათოვის მეთაურობით (მე-4 და 14-ე კავკასიური მსროლელი დივიზიები შესაბამისად ზეიდქანისა და ტაჰირის რაიონებში, 13-ე თურქესტანული და 156-ე ელიზავეტპოლის პოლკები ველიბაბას რაიონში, და 17-ე თურქესტანული პოლკი ბაშქჲოის რაიონში); დიადინის რაიონიდან ალაშკერტის მიმართულებით მოძრაობდნენ ორი დრაგუნთა პოლკი ნ. რ. შერპანტიეს მეთაურობით და ფ. ი. ნაზარბეგოვის რაზმი. 

ბრძოლები დაიწყო საღამოს 22 ივლისს (4 აგვისტოს). დასაწყისში თურქული ნაწილები აბდულ ქერიმ-ფაშას მეთაურობით შეუპოვარ წინააღმდეგიბას უწევდნენ, მაგრამ შემდეგ, იძულებული იყვნენ უკანდახევა დაეწყოთ, დატოვეს რა სურსათისა და საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი მარაგები. 25 ივლისისათვის (7 აგვისტო) მე-4 კავკასიური კორპუსის ნაწილებმა მოახერხეს ყარაქილისას დაკავება. მომდევნო დღეს კავკასიურმა არმიამ შეწყვიტა უკანდახეული მე-3 არმიის დევნა. 

მთელ ფრონტზე, ვანის ტბის რაიონის გამოკლებით, ხანგრძლივი პოზიციური ჩაწყნარება დამყარდა, რომელსაც მხარეები შევსებისა და ახლად მოსული ნაწილების სწავლებისათვის, არსებული ძალების გაძლიერებისა და რეზერვების ზრდისათვის იყენებდნენ. აგვისტოს ბოლო – სექტემბრის დასაწყისამდე ქალაქ ვანის რაიონში ხდებოდა სასტიკი ბრძოლები, ქალაქი რამდებჯერმე ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ საბოლოოდ, ი. ე. ტრუხინის რაზმმა, რომელიც მე-2 იმიერბაიკალური კაზაკთა ბრიგადისა და სომეხ მოხალისეთა დრუჟინებისაგან შედგებოდა, შეძლო ქალაქში გამაგრებულიყო. ოქტომბრის შუა ხანებისათვის კაზაკთა ამავე ბრიგადამ ვასთანი თავის კონტროლქვეშ აიყვანა. კავკასიის არმიამ ამ მიმართულებაზე თავისი წარმატებები განიმტკიცა, მოწინააღმდეგის დაჯგუფება გაანადგურა და ვანის ტბიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ ტერიტორიაზე გავიდა, რითაც ბითლისს მიუახლოვდა. 

ქჲოფრიქეის ბრძოლა 

ძირითადი წერილი: ქჲოფრიქეისის ბრძოლა 

[სურათი] 

ქურთული კავალერია კავკასიის ფრონტზე 

წლის ბოლოსათვის რუსული სარდლობა მოელოდა მე-3 თურქული არმიისათვის გაძლიერების ნაწილების მოსვლას, რომლებიც დარდანელის ოპერაციის შედეგად გამონთავისუფლდნენ. ნ. ნ. იუდენიჩმა გადაწყვიტა მაჰმუდ ქამილ-ფაშის არმიისათვის პრევენტიულად დაერტყა და ფასინის ველსა და მდინარე ოლთი-ჩაის ველს შორის (ჩაქირ-ბაბას ქედი) მისი თავდაცვა გაერღვია. 

დაიწყო მასშტაბური მომზადება შეტევისათვის, რომელიც საიდუმლოდ წარმოებდა. მომავალი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ნაწილებისა და შენაერთების მხოლოდ რამდენიმე მეთაურს მიეწოდა, მე-4 კავკასიური მსროლელი დივიზიის – მომავალი შეტევის ძირითადი დამრტყმელი ძალის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნ. მ. ვორობიოვმა კი ოპერაციის შესახებ მის დაწყებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე შეიტყო. ჯარების თავმოყრა მხოლოდ დღეღამის ბნელ დროში ტარდებოდა, საბრძოლო მასალებს მცირე პარტიებად აწვდიდნენ ეტაპობრივად, ღებულობდნენ ზომებს თურქული მხარის დეზინფორმირებისათვის. თურქების პოზიციები გულდასმით იყო შეფასებული და მომავალი გარღვევის ადგილმდებარეობაც შესწავლილი. 

მე-2 თურქესტანული და 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსების შეტევა დაიწყო შესაბამისად 1914 წლის 28 დეკემბერსა (1915-ის 10 აინვარს) და 1914 წლის 30 დეკემბერს (1915-ის 12 იანვარს). მთავარი დარტყმის მიმართულებიდან მოწინააღმდეგის ყურადღების გადასატანად, ორი თურქესტანული პოლკი სადემონსტრაციო დარტყმებს აყენებდა მთა ყარადაღის მიმართულებით, სადაც 31-ე თურქული დივიზია იყო განლაგებული. მალევე ოპერაციას 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის ნაწილები (154-ე დარუბანდული, მე-5 კავკასიური მსროლელი და 155-ე ყუბანური პოლკები) შეუერთდნენ, რომლებმაც მე-9 და 11-ე თურქული კორპუსების სამ დივიზიას შეუტიეს. შემხვედრი ბრძოლები გააფთრებულ ხასიათს ატარებდა და ცვალებადი უპირატესობით მიდიოდა. 

მთლიანობაში კი, ამ რაიონში კავკასიური არმიის ნაწილების შეტევამ თურქული შტაბის ყურადღება აქეთ გადმოიტანა ქჲოფირქეის რაიონიდან, სადაც მთავარი დარტყმა მზადდებოდა. 

1915 წლის კამპანიის შედეგები 

1915 წელს ჩატარებული ბრძოლების შედეგად, რუსულმა არმიამ თურქული ტერიტორიის სიღრმეში წაიწია, ჩაშალა რა თურქული სარდლობის გეგმები ამიერკავკასიის დაპყრობაზე. არმიამ თავისი მდგომარეობა განიმტკიცა კავკასიის ფრონტზე, რომლის განფენილობაც წლის ბოლოსათვის (სპარსეთის ფრონტთან ერთად) 2400 კმ აჭარბებდა, და ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ჩატარებისათვის ემზადებოდა. ერთადერთი, რაც ვერ მოახერხა კავკასიური არმიის სარდლობამ – ინგლისელთა პასიურობის გამო მათთან ერთიანი ფრონტის შექმნა გახლდათ მესოპოტამიის ტერიტორიაზე. 

წარმატებებთან ერთად, სულ უფრო მეტად მწვავდებოდა კავკასიური არმიის მომარაგების პრობლემა ფრონტის ხაზის მნიშვნელოვანი დაშორებისა და ლტოლვილთა უზარმაზარი რიცხვის გამო დასავლეთ სომხეთიდან და ჩრდილოეთ სპარსეთიდან. რუსული სარდლობა ღებულობდა ზომებს მომარაგების გაუმჯობესებისა და საბრძოლო მოქმედებათა რაიონების სატრანსპორტო ხელმისაწვდომობისათვის. 

1915 წლის ბოლოსათვის რუსულ კავკასიურ არმიაში (სპარსული კორპუსის ჩათვლით) შედიოდნენ: 129 ბატალიონი, 8 საარტილერიო დივიზიონი 384 ქვემეხით, 249 საკავალერიო ასეული და ესკადრონი, 2 მოხალისეთა ცხენოსანი ასეული, მოლაშქრეთა 48 დრუჟინა, 4 სომეხ მოხალისეთა დრუჟინა, 18,5 საინჟინრო ასეული, ცალკეული სატყვიამრქვევო რაზმი, 1 საავიაციო რაზმი, 1 საეტაპო ბატალიონი, 1 საჰაერო ცურვის ასეული. თურქული არმიის შემადგენლობა სექტემბერში იყო შემდეგი: 223-მდე ბატალიონი (მათგან 40-მდე სათადარიგო), 132 ესკადრონი და ასეული, 10 ათასამდე ქურთი 194–214 ქვემეხით. 

1915 წლის განმავლობაში რუსული არმიის საკომანდო შემადგენლობაში მიდიოდა მსჯელობანი სომხურ დრუჟინების ლიკვიდაციის თაობაზე. ერთის მხრივ, სომეხი წარმომადგენლები და რიგი მეფის ოფიცრებისა მიესალმებოდნენ მათ სიმამაცესა და ფანატიზმს, მეორეს მხრივ – რუსი მოხელეები ყურადღებას მიაქცევდნენ მაროდიორობისა და მუსლიმანთა მასობრივი მკვლელობებისადმი მათ მიდრეკილებაზე. მუსლიმანური მოსახლეობის გაუცხოვებას ნეგატიური სამხედრო შედეგები ჰქონდა. ჯერ კიდევ ზაფხულში უმაღლესმა სარდლობამ (კავკასიური არმიის გენერალ-კვარტერმაისტერის ლ. მ. ბოლხოვიტინოვის სახით) აკრძალა ახალი სომხური ნაწილების ჩამოყალიბება, აგრეთვე ხელი აიღო სომეხ მოხალისეთა მოზიდვაზეც სხვა ქვეყნებიდან. 13 (26) დეკემბერს გამოიცა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსის ბრძანება, რომელიც უფლებას აძლევდა კავკასიური არმიის სარდალს ჩამოეყალიბებინა სომხური მსროლელი ბატალიონები ყოფილი სომხური მოხალისეთა დრუჟნების საფუძველზე – დრუჟინების პირადი შემადგენლობის ნაწილი რეგულარული არმიის შემადგენლობაში შევიდა, მეორე ნაწილი კი გაშვებულ (დათხოვნილ) იქნა. თუმცა კი მუსლიმანებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა, რომელმაც ამ გადაწყვეტილებაზე იქონის გავლენა. 1915 წლის შუახანებში რუსეთის პოლიტიკურ გარემოში ისევ იქნა წამოწეული საკითხი სომხური სეპარატიზმის შესახებ. რუსეთის მოხელეები სომხურ ფორმირებებში ხედავდნენ ძალას, რომელიც მოგვიანებით შეიძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ ყოფილიყო შემობრუნებული. ასე, რუსეთის საკონსულომ სალონიკში წლის შუა ხანებში უარყო 100 სომხის თხოვნა ოსმალეთის იმპერიიდან, რომელთაც რუსულ არმიაში სურდათ სამსახური, ნ. ნ. იუდენიჩი კი წინ აღუდგა ბულგარეთიდან სომეხთა ჯგუფის გადმოსვლას, რადგანაც მათ დაშნაკობაზე აიღო ეჭვი. დამასკოში ყოფილი კონსულის ბორის შახოვსკის მოხსენების თანახმად, რომელიც ქურთულ ტომებთან კავშირებზე იყო პასუხისმგებელი, სომეხ ნაციონალისტებს უნდოდათ „გაენადგურებინათ მთელი მუსლიმანური მოსახლეობა ჩვენს მიერ ოკუპირებულ რაიონებში“ და მათი ველურობა იწვევდა „ქურთების გააფთრებულ წინააღმდეგობას“, რაც „საშინლად ართულებდა ჩვენს [სამხედრო] ოპერაციებს“. 


1916 წელი 

ქჲოფერქეის ბრძოლა (გაგრძელება) 

[ნახატი] 

საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობა 1914 – 1916 წწ. დასაწყისში (სარიყამიშისა და არზრუმის ოპერაციები) 

რუსული არმიის საერთო შეტევა პრაქტიკულად მთელი რეზერვების გამოყენებით დაიწყო 1916 წლის 1 (14) იანვარს, როცა თურქებს ყველაზე უფრო ნაკლებად შეეძლოთ ჰქონოდათ მისი მოლოდინი. ბრძოლების პირველი ხუთი დღის განმავლობაში რუსები ერთი-მეორის მიყოლებით იკავებდნენ დასახლებულ პუნქტებს, ავიწროვებდნენ რა თურქებს. 4 (17) იანვრის გათენების ღამეს, აბდულქერიმ-ფაშასაგან ბრძანების მიღების შემდეგ (რომელიც დროებით ასრულებდა მე-3 თურქული არმიის სარდლის მაჰმუდ ქამილ-ფაშას მოვალეობებს, უკანასკნელის შვებულებაში ყოფნის გამო) უკანდახევისა და სურსათისა და საბრძოლო მასალების განადგურების შესახებ, თურქულმა ჯარებმა მანამდე მათ მიერ შენარჩუნებული პოზიციები დატოვეს არზრუმის მხარისკენ დაიწყეს მოძრაობა. იმავე დღის საღამო ხანს მე-4 კავკასიურმა მსროლელმა დივიზიამ ქჲოფირქეი დაიკავა. 

ნ. ნ. იუდენიჩის მცდელობები მოეხდინა უკანდახეული თურქული ნაწილების დევნის ორგანიზება, მოწინააღმდეგის უკანდახევის სულ დასაწყისში ხელიდან გაშვებული დროის მიზეზით, პრაქტიკულად უშედეგოდ მთავრდებოდა. ბრძოლების შედეგად მე-3 თურქული არმიის დაჯგუფებამ თავისი პირდი შემადგენლობის ერთ მესამედამდე დაჰკარგა. რუსული დანაკარგებიც ასევე საკმარისად დიდი გახლდათ. კავკასიურმა არმიამ ხარისხიანად მომზადებული წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. მიუხედავად ამისა მოწინააღმდეგის დაჯგუფების მთლიანად განადგურება მან ვერ მოახერხა. 

არზრუმის ოპერაცია და ბითლისის ბრძოლა 

ძირითადი წერილები: არზრუმის ოპერაცია და ბითლისის ბრძოლა 

საერთო შეტევის მსვლელობისას, რომელსაც თავდაპირველად კავკასიის ფრონტის სარდალი დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე შეეწინააღმდეგა, მე-4 კავკასიური საარმიო კორპუსის ნაწილები ახლად დანიშნული გენერლის ვ. ვ. დე-ვიტის მეთაურობით (მე-8 კავკასიური მსროლელი პოლკი და სომეხ მოხალისეთა ერთი დრუჟინა) 13 (26) იანვარს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს ჰინისს დაეუფლა. მოგვიანებით ამ რაიონში მე-7 კავკასიური მსროლელი პოლკიც მოვიდა. მე-4 კავკასიურმა მსროლელმა დივიზიამ ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ქედი ქარგაფაზარი დაიკავა. ბრძოლების შედეგად, მე-4 კორპუსი ჰინის – მალაზგირთის ხაზზე გავიდა. მე-2 თურქესტანული საარმიო კორპუსის ნაწილები დათოვლილი მაღალმთიანი ქედების გავლით არზრუმის ფორტების მხარეს დაგეგმილი იერიშისათვის წინ მიემართებოდნენ. რუსული ჯარები 20 იანვრისათვის (2 თებერვლისათვის) არზრუმის გამაგრებულ ზონას მიადგნენ, თ. გ. ჩერნოზუბოვის აზერბაიჯან-ვანის რაზმი კი ბრძოლებით ვანის ტბის დასავლეთ ნაპირისაკენ ქალაქებზე მუშსა და ბითლისზე შესატევად წინ მიიწევდა. შეტევის პარალელურად მიდიოდა მზადება თავად გამაგრებულ პოზიციაზე იერიშის მისატანად. 

[სურათი] 

ძველი ქრისტიანული ტაძარი, თურქების მიერ არსენალად გადაქცეული. არზრუმი. ჟურნალი ნივა # 31 – 1916 წ. 

[სურათი] 

რუსული ჯარების მიერ აღებული ტრაპიზონი. ჟურნალი ნივა # 31 – 1916 წ. 

არზრუმის გამაგრებული რაიონი ინგლისელი და მოგვიანებით გერმანელი სამხედრო მრჩევლების მიერ მოდერნიზებულ მძლავრ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა 15 ფორტითა და მძლავრი საციხესიმაგრო არტილერიის ბატარეით და იმ დროისათვის თანამედროვე საველე ნაგებობებით. თურქების ძალები შეადგენდნენ დაახლოებით 75 ათას ადამიანს, რუსებისა –80 ათასს, ამასთან 20 ათასი მათგან ახალწვეულები იყვნენ. 

უშუალოდ არზრუმის აღების ოპერაციის დაწყებს წინ, დიდმა მთავარმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ კვლავ ბრძანა იერიში შეეჩრებინათ, და ოპერაციის გაგრძელებაზე ნებართვა მხოლოდ ნ. ნ. იუდენიჩთან სატელეფონი საუბრის შემდეგ მისცა. 

ციხესიმაგრის იერიში 29 იანვრის (11 თებერვლის) ღამეს დაიწყო. პირველი, 30 იანვრის (12 თებერვლის) დილისათვის, 153-ე ბაქოს პოლკის გააფთრებული შეტევების შემდეგ, დაეცა ფორტი დალან-გჲოზი, შემდეგ დღეს მას მიჰყვა ყარა-ბებექი, 1 (14) თებერვალს 13-ე და 17-ე თურქესტანულმა პოლკებმა დონის ქვეით ბრიგადასთან ერთობლივად დაიკავეს ფორტი თაფეტი, 2 (15) თებერვალს კი 154-ე დარუბანდისა და 156-ე ელიზავეტპოლის პოლკების მიერ დაპყრობილ იქნა ფორტი ჩოფან-დედე. 3 (16) თებერვალს 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის ნაწილები ქალაქში შევიდნენ, მათ მიჰყვნენ მე-2 თურქესტანული საარმიო კორპუსის ნაწილებიც. იმავე დღეს ფრონტის სარდალი ნ. ნ. იუდენიჩი ქალაქში ჩავიდა თურქული ძალების დევნის ორგანიზებისათვის. 

იერიშის შედეგად ხელში იქნა ჩაგდებული 9 თურქული დროშა, დაახლოებით 5 ათასი ტყვე და 327 ქვემეხი, თურქული არმიის საერთო დანაკარგები 10 ათასს უახლოვდებოდა. მთელი ოპერაცია მძიმე რელიეფისა და ამინდის დროს ხორციელდებოდა – 30-გრადუსიანი ყინვისა და ძლიერი ქარის დროს, 2000 მ-ზე მეტ სიმაღლეებზე. თურქულმა გარნიზონმა უკან დაიხია, დევნა გრძელდებოდა, სანამ ფრონტის ხაზი არზრუმიდან 120 კმ დასავლეთით არ დასტაბილურდა. მთელი ამ ოპერაციის შედეგად, მე-3 თრქულმა არმიამ პირადი შემადგენლობის ნახევრზე მეტი დაჰკარგა, და, დატოვა რა თითქმის მთელი არტილერია, საბრძოლო მასალები და სურსათი, უკანდახევას განაგრძობდა. იერიშის გეგმა პირადად ნ. ნ. იუდენიჩის მიერ იყო შემუშავებული, მისთვის მზადება კი საიდუმლოდ და დეზინფორმაციის ფართოდ გამოყენებით მიმდინარეობდა. 

კავკასიური არმიის მთავარსარდალი დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე იმპერატორ ნიკოლოზ II-ს წერდა: „უფალმა ღმერთმა კავკასიური არმიის უმამაცეს ჯარებს იმდენად დიდი დახმარება აღმოუჩინა, რომ არზრუმი ხუთდღიანი განუწყვეტელი იერიშის შემდეგ აღებულია. გამუთქმელად ბედნიერი ვარ მოვახსენო ამ გამარჯვების შესახებ თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას“. 

[სურათი] 

ნადავლი თურქული ზარბაზანი რუსების მიერ აღებულ არზრუმში. ნივა # 11 1916 წ. 

[სურათი] 

რუსული აეროპლანი სატვირთო ავტომობილის ძარაზე კავკასიის ფრონტზე. ნივა # 9 1916 წ. 

იმ დროინდელი პრესის შეტყობინებებით, დაახლოებით 25 ათასი სომეხი ამოხოცეს ქალქში რუსული არმიის მისვლამდე, მთლიანობაში, 1916 წლის ზაფხულისათვის „65 ათასი სომეხი ქალაქ არზრუმიდან და მისი გარემომცველი სოფლებიდან სიკვდილამდე იქნენ მიყვანილი ან დაიხოცნენ დევნილებაში“. როგორც გენერალ-მაიორი ე. ვ. მასლოვსკი წერდა მემუარებში, თურქების დიდმა ნაწილმა არზრუმი დატოვა, ხოლო ბერძნები და სომხები კი აღტაცებით შეხვდნენ რუსულ არმიას. ბერძენმა მიტროპოლიტმა აღასრულა მსახურება იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ჯანმრთელობისათვის, რუსული ჯარებისთვის გამარჯვების წყალობისა და ქრისტიანული მოსახლეობის თურქული მფლობელობისაგან განთავისუფლებისათვის. დაეუფლნენ რა არზრუმს, რუსულმა ჯარებმა დასავლეთ სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი თავიანთი კონტროლის ქვეშ აიყვანეს. 

სხვა მიმართულებებზე რუსული ჯარებს მოქმედებები ასევე წარმატებული აღმოჩნდა: არზრუმის აღების დღეს (3 /16/ თებერვალს) 154-ე დარუბანდის პოლკმა ბრძოლით აიღო მამახათუნი. კავკასიის ფრონტის უკიდურეს მარცხენა ფლანგზე 1 (19) თებერვალს მე-4 კავკასიური საარმიო კორპუსის 1-ლი ლაბის კაზაკთა პოლკის მიერ აღებულ იქნა ქალაქი მუში. 10 (23) თებერვალს გენერალ-ლეიტენანტ მ. ა. პრჟევალსკის მე-2 თურესტანულმა საარმიო კორპუსმა თურქებს წაართვა ქალაქი ისპირი. 19 თებერვალს (3 მარტს) მძიმე კლიმატურ პირობებში მე-4 კავკასიური საარმიო კორპუსის მცირე ნაწილები (მე-6 კავკასიური მსროლელი კორპუსის ბატალიონი ორი სომხური დრუჟინით) გენერალ-ლეიტენანტ დ. კ. აბაციევის მეთაურობით ღამის იერიშით დაეუფლნენ ქალაქ ბითლისს, რომელსაც დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა ჰქონდა (იხ. ბითლისის ბრძოლა). 

როგორც ჯ. მაკარტი მიუთითებს, რუსული არმიის მიერ ბითლისის აღებას წინ უძღოდა სომხური აჯანყება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ქალაქისა და გარემომცველი სოფლების მუსლიმანური მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. თურქების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ, როცა მათ ცოტა ხნით აიღეს ქალაქი, განსაზღვა, რომ დანგრეული ან დამწვარი იყო 15 მეჩეთი, სამი დერვიშული მონასტერი, ოთხი რელიგიური სასწავლო დაწესებულება, ოთხი აკლდამა, სკოლები, აბანოები, ქალაქის მსხვილი საზოგადოებრივ შენობები, პოლიციის, ჟანდარმერიის, მუნიციპალიტეტებისა და პროვინციული ადმინისტრაციული შენობების ჩათვლით, აგრეთვე კომერციეული და სამხედრო საწყობები, მეჩეთი ხათუნიიე კი თავლად იყო გადაქცეული. 

მარტის დასაწყისში, არზრუმული განადგურების შემდეგ, ენვერ-ფაშამ მე-3 არმიის ახალი სარდალი დანიშნა – ასეთად შეიქნა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშა, რომელმაც დარდანელის ოპერაციაში კარგი რეპუტაცია შეიძინა. 

სპარსული კამპანიის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტ ნ. ნ. ბარათოვის ჯარები აპრილისათვის დაეუფლნენ შემდეგ ქალაქებს: ისპაჰანს, ქერმანშახს, აგრეთვე ჰანქენდისა და ყუმს, მაშინვე მოხდა საშტატო საკორპუსო ორგანიზაციის თანახმად მისი რეფორმირება კავკასიურ საკავალერიო კორპუსად სახელის გადარქმევა, ივნისში კი დაერქვა – 1-ლი კავკასიური საკავალერიო კორპუსი. 

(დასასრული იხ. ნაწილი II) 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment